You are on page 1of 3

რა არის ბედნიერება?

რა ბანალურია არა? რამდენჯერ დამიწერია თემა ბედნიერებაზე მაგრამ


პასუხი თითქოს არ ვიცი, თუ მინდა, რომ ჩემმა ფიქრება შენამდე
მოაღწიონ, შენთან მართალიც უნდა ვიყო...მაგრამ ჩემ სიტყვებს არ
გაუვლია სოკრატეს სამ საცერში, შეიძლება მე არც მართალი ავღმოჩნდე,
ამან არც სიკეთე და არც სარგებელი არ მოგიტანოთ.
მკითხველო, შენი აზრით ბედნიერება რამე კონკრეტულია? მართლა.
რამე განსაკუთრებული? იქნებ მნიშვნელოვანი? ხალხს რომ შეხედავთ,
კარგად არ აკვირდებით? დღეს ყველა სევდიანია....და თუ შენ ყველა არ
ხარ იცით რას გიკეთებენ? ხელს გკრავენ, ცუდი თუ კარგი მიზნით, ამას
მაინც აკეთებენ, საზოგადოება ვერ იტანს ადამიანს რომელიც არ ჰგავს,
თუ შენ ხვალ განსაკუთრებულად ბედნიერი იქნები, რას გიზავენ? ამას
გააფუჭებენ, ცივ და გულგრილ თვალებს მოგიშვერენ და იფიქრებენ, ამას
დღეს ასე აქვს საქმე? არვიცი რა არის ბედნიერება, ასევე არ ვიცი რატომ
სვავთ ისეთ კითხვას რომელზე პასუხი თავადაც არ გაქვთ, არ გეგონოს
რომ გაკრიტიკებ, არა...მე ხომ მართალი უნდა ვიყო, მოგიყვეთ ჩემთვის
ბედნიერება რა არის? ყვავილი. ოღონდ კონკრეტული ყვავილი არა,
უბრალოდ ყვავილი, მინდვრის ყვავილი, ქოთანში გადარგული, ან ისევ
მიწაზე შემორჩენილი. ჰაერი. ჰაერი რომელსაც სუნთქავ, საჭმელი,
რომელსაც ვიღაც დიდი სიყვარულით გიკეთებს, ეს არის ბედნიერება.
ვერ იპოვი შენს ცხოვრებასი დღეს სადაც ბედნიერი არ იყავი, შენში,
ჩემში ან ნებისმიერ სხვაში, ეს დღე უბრალოდ არ არის. ვიცი რთული
პერიოდები არსებობს, როცა ფიქრობ რომ შენი ცხოვრება დიდი
უფსკრულისკენ მიდის და ამის გადარჩენა შეუძლებელია, მაგრამ ასე არ
არის, ამ დღეებშიც არის რაღაც ლამაზი და მშვენიერი.
როცა საავადმყოფოს კართან ზიხარ და ვიღაც წყალს გაწვდის,
გეუბნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება, არ მოქმედებს. პირველად და
ზუსტად იმ დროს არა, მაგრამ გავა დღეები, თვეები, წლები და
მოულოდნელად იფიქრებ, მაშინ! ის ადამიანი...ადამიანი რომელიც
დაგეხმარა, თითქოს არაფერი შეამსუბუქა „მაშინ“ მაგრამ ახლა ამ დღეს,
ამაზე ფიქრით ხომ ბედნიერი ვარ, იცით რამდენი რამ მენატრება? მინდა
ისეთი ბედნიერი ვიყო როგორიც მაშინ ვიყავი, აი მაშინ როდესაც
პირველად ველოსიპედის ტარება ვისწავლე, მინდა ისევ ისე მიხაროდეს,
ვგრძნობდე როგორ იყო ჩემი გული ათასი ემოციით სავსე, როგორ
სწრაფადს სცემდა, მაშინებდა და თან მაბედნიერებდა, უკან გამეხედა და
დამენახა მამა რომელიც ჩემით ამაყობდა. მინდა ისევ ისეთი ბედნიერი
ვიყო როგორიც მაშინ, ჩემთვის პირველ დასამახსოვრებელ ახალ წელს,
ნეტავ შემეძლოს თქვენი იქ წაყვანა, ნეტავ შემეძლოს მეც იქ ვიყო,
დაგანახებდით რა არის ბედნიერება, როგორი იქნებოდა. როგორ
გამოიყურება, როგორი სუნი აქვს, როგორია როცა ეხები,ან სურვილი
გაქვს რომ ეხებოდე. როგორია ძველი ბედნიერება, და მასზე ფიქრში
მოსული ახალი ბედნიერება, მაგრამ ამის მიუხედავად მეც თქვენთან
ერთად, ფანჯრის მიღმა ვდგავარ და ვერ ვიგებ ამაზე ფიქრი ღიმილს
რატომ მგვრის, იმდენ ბედნიერ მოგონებაში გამოგზაურებთ, ჯერ არ
მომხდარში თუ უკვე არსებულში, ისინი არ შეწყდებიან, ბედნიერება
სამუდამოდ იარსებებს, ეს ჩვენშია და ჩვენი ნაწილია, ესაა ის რითიც
ხეები გაზაფხულს გამწვანებას იწყებენ, რითიც დედამიწა ბრუნვას
აგრძელებს, რითიც მზე და მთვარე ერთმანეთს ენაცვლებიან, მინდაა,
ძალიან მინდა ყოველთვის ავირჩიო გზები რომელიც მე ძალიან
ბედნიერს გამხდის, მაგრამ მკითველო...ხომ იცი ეს ასე ვერ იქნება,
ამიტომაც ვეგუები გზებს რომელზე სიარულიც მიწევს და იქ ვეძებ
პატარა დეტალებში დამალულ სიხარულს, ველოდები რომ ხვალ
უკეთესი დღე მექნება, რადგან ამას თუ არ გავაკეთებ, ჩემი ცხოვრებაც
ყვავილივით ჭკნობას დაიწყებს.
ჭკნობაზე რა გამახსენდა იცით? დაბერება. და იცით რატომ? იმიტომ
რომ ხალხმა ასე გადაწყვიტა, არ გაგიგონიათ მათგან „რაღა დროს ჩემი“
სწორედ რომ თქვენი, სწორედ რომ ახლა, ამ ერთ ცხოვრებაში, თქვენთვის
და ნებისმიერი სხვისთვის, ახლაა ყველაფრის დრო, ახლაა დრო შექმნათ
ის რამაც გინდათ, რომ არსებობა დაიწყოს, რამდენი სასიამოვნო
ადამიანი დამინახავს ქუჩაში, რამდენჯერ გამჩენია სურვილი მათთან
მივსულიყავი და დაუსრულებლად მელაპარაკა. როგორია?...როგორია
მათი ბედნიერება? მათი საკუთარი, თავად შექმნილი ბედნიერება,
როგორია როდესაც გყავს შვილი რომელსაც უყვარხარ, ან შვილიშვილი
რომელსაც შენი ნახვა უხარია, ელოდება როდის გნახავს, დაგიჯდება
გვერდით და მოისმენს ამბებს შენს ბავშვობაზე. ან იქნებ სულაც არ არის
საჭირო შვილი იმისთვის, რომ ბედნიერი იყო? საერთოდაც არ ხარ
ვალდებული გყავდეს შვილი, იმისთვის რომ ბედნიერების მიზეზი
გქონდეს, რადგან როგორც ზევით ვახსენე ის ჩვენშია და მიზეზი სულაც
არ სჭირდება.
გახსოვთ ანა ფრანკი? გოგონა რომელმაც ერთხელ თქვა „გადი გარეთ,
სუფთა ჰაერზე, გადი და ეძებე ბედნიერება საკუთარ თავსა და ღმერთში“
შენი აზრით რას გვეტყოდა ანა დღეს? რას გვეტყოდა ღმერთზე და
ბედნიერებაზე, ან რატომ დაგვიტოვა ასეთი სიტყვები, იქნებ სულაც არ
ეგონა ამ გოგონას რომ მის სიტყვებს დღეს ნახევარი მსოფლიო გაიგებდა,
მაგრამ მაინც ამ სურვილით აგრძელებდა ყველაფრის მოყოლას, ამიტომ
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი თავისთვის ძველი ისტორების მოყოლა
და ახლის შექმნა, რადგან ეს სურვილი იქნება დასაწყისი ჩვენი
ბედნიერებისა.

You might also like