Professional Documents
Culture Documents
78229215
78229215
თვალით
დანახული
ისლამი
შაუკათ მაკარი
წიგნი იბეჭდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ინიციატივით
i
World Vision-ი არ ცდილობს ადამიანთა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე
გადაყვანას და არც ქრისტიანთა ეკლესიური კუთვნილების შეცვლას.
ღმერთის რწმენის ნიშნად, `გიყვარდეს მოყვასი შენი~ მცნებისა და
წითელი ჯვრის ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, World Vision-ი
არ იყენებს ადამიანთა საჭიროებებს (გაჭირვებას) ქრისტიანობის ან
რომელიმე კონკრეტული იდეოლოგიისა თუ კულტურის ხელშეწყობისთვის.
ტიმ დირბორნი
პარტნიორობის ხელმძღვანელი ქრისტიანული ურთიერთობების
საკითხებში
ii
სარჩევი
წინასიტყვაობა (შემოკლებით) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . i
2. ღმერთი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 14
ღმერთი ისლამში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 14
ღმერთი ქრისტიანობაში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 16
ღმერთის მამობა ქრისტიანობაში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 19
რას არ გულისხმობს ღმერთის მამობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 22
3. იესო ქრისტე. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 26
რით არის ქრისტე გამორჩეული?. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 27
ქრისტიანული პასუხი ისლამურ კონტრარგუმენტებზე
ქრისტესთან დაკავშირებით. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 34
4. ცოდვა და მიტევება. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 39
ცოდვა ქრისტიანობასა და ისლამში. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 39
ცოდვების მიტევება ისლამში. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 42
ცოდვების მიტევება ქრისტიანობაში. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 46
5. მუჰამედი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 51
მტკიცებულება 1: ბიბლიური წინასწარმეტყველებანი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 52
მტკიცებულება 2: სასწაულები. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 54
მტკიცებულება 3: ისლამური კანონი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 55
მტკიცებულება 4: სამხედრო და პოლიტიკური წარმატება. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 57
6. ღვთის სასუფეველი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 59
ორი საპირისპირო მიმართულების მოძრაობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 59
საღვთო ომი და სახარება. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 65
7. დასკვნითი მოსაზრებები. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 70
ანოტირებული ბიბლიოგარფია. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 72
ქრისტიანის თვალით
დანახული ისლამი
ისლამი აცხადებს, რომ იუდაიზმი, ქრისტიანობა და თავად ისლამი
ღმრთის მიერ ბოძებული რელიგიებია. ყველა წინასწარმეტყველი (მათ
შორის: მოსე, იესო და მუჰამედი) არსებითად ერთი და იმავე გზავ
ნილს ქადაგებდა: ღმერთი ერთია და ყველა უნდა დაემორჩილოს და
ეთაყვანოს მას, ვინაიდან განკითხვის დღეს ადამიანები სამოთხეში ან
ჯოჯოხეთში მოხვდებიან იმისდა მიხედვით, სწამდათ თუ არა მათ შემოქმე
დის და რამდენად ემორჩილებოდნენ მის რჯულს. ეს თეოლოგიური
ინკლუზიურობა არ არის დამაჯერებელი, ვინაიდან ისლამი ერთადერთ
მხსნელ რელიგიად არის მიჩნეული (3:19,85).1 ეს საკმაოდ უარყოფითად
აისახება ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. მართლაც, ისლამი უარყოფს
ქრისტიანული წმინდა წერილის სანდოობას, რომელიც, სულ მცირე, სამ
საკვანძო საკითხში ეწინააღმდეგება ყურანს: ღმერთის სამპიროვნება
(წმინდა სამება), იესო ქრისტეს განსაკუთრებულობა, ღვთის მხსნელი
მადლი, რომელიც ყველაზე ნათლად გამოვლინდა ქრისტეს სიკვდილსა
და მის მკვდრეთით აღდგომაში. აღნიშნული ნაშრომის პირველი ოთხი
ნაწილი იკვლევს და პასუხობს ისლამურ კრიტიკას ქრისტიანული რწმენის
მიმართ.
2
ახალ აღთქმაში იესო ქრისტე წარმოდგენილია, როგორც ღმერთის
სრულყოფილი და საბოლოო გამოცხადება ყველა ერისათვის, რაც
გამორიცხავს შემდგომში რაიმე სხვა საღვთო გამოცხადებას, მათ შორის
ისლამს. მიუხედავად ამისა, არ შეიძლება ისლამის, როგორც მსოფლიო
რელიგიის, უბრალოდ უგულვებელყოფა გააზრებული და თავაზიანი
მიდგომის გარეშე. მაგალითად, უნდა ავხსნათ, რატომ მიგვაჩნია არა
დამაჯერებლად (მე-5 თავში) ისლამური მტკიცებულება მუჰამედის
წინასწარმეტყველური მისიის შესახებ და რატომ არის ასეთი განსხვავება
ისლამურ იურისპრუდენციასა და სახარებას შორის (მე-6 თავში).
3
ქრისტიანის თვალით დანახული ისლამი
1. ბიბლია:
ქრისტიანული წმინდა წერილი
გაყალბების თეორია
4
1. ბიბლია: ქრისტიანული წმინდა წერილი
5
ქრისტიანის თვალით დანახული ისლამი
6
1. ბიბლია: ქრისტიანული წმინდა წერილი
ზეშთაგონება თუ კარნახი
ზეშთაგონება
ქრისტიანებს სწამთ, რომ ღვთის სიტყვის გამოვლენა მოხდა ზეშთაგონებით,
რაც ნიშნავს, რომ ეს არ მომხდარა ბიბლიის დამწერ ადამიანთა გვერდის
ავლით. პირიქით, უფალმა სულიწმინდის შთაგონებით დააწერინა მათ
თავისი სიტყვა მათი პიროვნული თვისებების გამოყენებით და იმ ხალხის
ისტორიული თუ კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით,
ვისთვისაც თავდაპირველად იყო განკუთვნილი ეს ნაწერები (2 პეტრე
1:20-21).7 სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბიბლიის დამწერი ადამიანები
ჩართულნი იყვნენ ღვთაებრივი გამოცხადების წერილობითი ფორმით
დაფიქსირებაში. მაგალითად, იესო ქრისტეს მიერ განცხადებული
სასიხარულო უწყება//სახარება არის ერთი გზავნილი, თუმცა ის დაიწერა
ოთხი ვერსიის სახით, კერძოდ, ოთხი სახარების სახით. ამგვარად, იესო
ქრისტეს სასიხარულო უწყება შეიძლება ამოვიკითხოთ მათეს სახარებაში,
ისევე, როგორც მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებებში. გარდა ამისა,
იესო თავის მოწაფეებს ესაუბრებოდა არამეულად, რომელიც იმ დროს
პალესტინაში მცხოვრებ ებრაელთა სასაუბრო ენა იყო. თუმცა ოთხივე
სახარება ბერძნულად დაიწერა, ვინაიდან განკუთვნილი იყო სხვადასხვა
ეთნიკური ჯგუფისთვის, ვისთვისაც ბერძნული საერთო ენა იყო.
7
ქრისტიანის თვალით დანახული ისლამი
კარნახი
ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ, მუჰამედ წინასწარმეტყველის ფუნქცია
ყურანის ზეპირად სწავლა და მისი ქადაგება იყო თანამოქალაქეებისთვის
მექასა და მედინაში. მას ტექსტი სიტყვასიტყვით გადმოეცა. მას არ
შეეძლო, შეეცვალა გზავნილის ფორმულირება, არამედ ვალდებული იყო,
ზუსტად გაემეორებინა ის სიტყვები, რაც ესმოდა. გაბრიელმა მუჰამედს
უბრძანა „წაიკითხე“ („იყრა“ (iqra’)). ზმნა „ყარაა“ (qara’a), როგოც წე
სი, კითხვას ნიშნავს. თუმცა, მსგავს რელიგიურ კონტექსტში ის ღვთის
სიტყვის გამოცხადებას ან ციტირებას ნიშნავს. სიტყვა ყურანიც (qur’an)
იმავე ფუძიდან მოდის და, ამგვარად, საკრალური ტექსტის რიტუალურ
ციტირებას ნიშნავს. ამ სიტყვამ უფრო ფართო მნიშვნელობა შეიძინა და
თავად ტექსტის აღმნიშვნელი გახდა. ის ფაქტი, რომ ყურანი ამგვარად
ნაკარნახები იყო მუჰამედისთვის, ნიშნავს იმას, რომ ისლამური წმინდა
წერილი სხვა არაფერია, თუ არა ღვთის სიტყვა. ამიტომაც არის, რომ
ყურანის ტექსტი, როგორც წესი, პირველი პირის მრავლობით რიცხვშია
და ეს მრავლობითი რიცხვი ღვთაებრივ უდიდებულესობას აღნიშნავს.
ამგვარად, „ყირაა“ (წაკითხვა, ციტირება) მიუთითებს, თუ როგორ მიიღო
და გადასცა მუჰამედმა ღვთის სიტყვა.
8
1. ბიბლია: ქრისტიანული წმინდა წერილი
9
ქრისტიანის თვალით დანახული ისლამი
10
1. ბიბლია: ქრისტიანული წმინდა წერილი
11
ქრისტიანის თვალით დანახული ისლამი
12
1. ბიბლია: ქრისტიანული წმინდა წერილი
13
ქრისტიანის თვალით დანახული ისლამი
2. ღმერთი
იმ პერიოდში, როდესაც წინასწარმეტყველმა ყურანის ქადაგება დაიწყო
(ახ.წ.აღ.-ით 610 წ.), არაბთა უმრავლესობა პოლითეისტური რელიგიის
მიმდევარი იყო. მათ სწამდათ უზენაესი ღმერთი – ალაჰი, თუმცა მასთან
ერთად სხვა მრავალ ღმერთსა თუ ქალღმერთსაც აღიარებდნენ. ყურანში
მათი რელიგია აღწერილია, როგორც შირქი, რაც სიტყვასიტყვით „კავ
შირს“ ან „პარტინორობას“ ნიშნავს. ზოგი არაბი ებრაელი ცენტრალურ
არაბეთში ცხოვრობდა, განსაკუთრებით იათრიბში (Yathrib). მას შემდეგ,
რაც იქ 622 წელს წინასწარმეტყველი დასახლდა, ამ ქალაქს მედინა
(„ქალაქი“) დაერქვა. მხოლოდ რამდენიმე ქრისტიანი ცხოვრობდა მე
ქაში, მუჰამედის მშობლიურ ქალაქში. მაგალითად, მუჰამედის პირველი
ცოლის, ხადიჯას, ბიძაშვილი – ვარაკა იბნ ნავფალი.
ღმერთი ისლამში
14
2. ღმერთი
15
ქრისტიანის თვალით დანახული ისლამი
ღმერთი ქრისტიანობაში
16
2. ღმერთი
14 ჯონ რ.ვ. სკოტი, „ბიბლია ერთ წელიწადში“ (R. W. Stott, Through the Bible Through the
Year), Oxford: Candle Books/Grand Rapids: Baker, 2006, 18.
17
ქრისტიანის თვალით დანახული ისლამი
15 ჯონ რ.ვ. სკოტი „მთაზე ქადაგების გზავნილი”, ლესტერი: IVP, 1978; 146. (John R. W.
Stott, The Message of the Sermon on the Mount (Leicester: IVP, 1978)). აგრეთვე იხილეთ
ჯონათან ტ. პენინგტონის მნიშვნელოვანი კვლევა სახელწოდებით „ცა და დედამიწა
მათეს სახარებაში”, (Jonathan T. Pennington, Heaven and Earth in the Gospel of Matthew
(NovTSup 126; Leiden: Brill, 2007)).
16 სახელწოდება „თეოტოკოს“ (ღვთისმშობელი) ქალწულ მარიამს მიანიჭა ეფესოს კრებამ
431 წელს.
18
2. ღმერთი
„და აი, ჰკითხა ალაჰმა ისა იბნ მარიამს: განა შენ უთხარი ხალხს –
აგვირჩიე მე და დედაჩემი ორ ღვთაება თვინიერ ალაჰისაო?!“
ის ჩვენი შემოქმედია
ჩვენს არსებობას და სიცოცხლეს მას უნდა ვუმადლოდეთ, რადგან მან
შექმნა თითოეული ჩვენგანი:
19
ქრისტიანის თვალით დანახული ისლამი
ის ზრუნავს ჩვენზე
ის უზრუნველყოფს და აკმაყოფილებს ჩვენს მატერიალურსა თუ სულიერ
საჭიროებებს. ფაქტობრივად, იესო ამბობს, რომ ღმერთი ჩვენზე გაცი
ლებით მეტს ზრუნავს, ვიდრე ჩვენი მშობლები:
ის ჩვენდამი მოწყალეა
ჩვენი შემოქმედი უკეთ გვიცნობს, რადგან თავად შეგვქმნა. მან იცის ჩვენი
სისუსტე და აქვს ჩვენდამი სიბრალული:
ის გვმოძღვრავს ჩვენ
შემოქმედი ჩვენი მასწავლებელია. ის გვეხმარება ზნეობრივ და სულიერ
განვითარებაში. საჭიროების შემთხვევაში ის გვმოძღვრავს ჩვენ:
20
2. ღმერთი
21
ქრისტიანის თვალით დანახული ისლამი
ის ჩვენი მხსნელია
ჩვენ ყველამ დავარღვიეთ ღმრთის რჯული და ავცდით სწორ გზას. ჩვენ არ
მივაგეთ შემოქმედს სათანადო პატივი:
22
2. ღმერთი
23
ქრისტიანის თვალით დანახული ისლამი
17 ციტატა ა. ჰამანის ნაშრომიდან, A. Hamman, Le Notre Père dans l’Église ancienne. Choix de
textes des Pères de l’Église (Paris: Les Éditions Franciscaines, 1995), 134.
18 გრიგოლ ნოსელის (Gregory of Nyssa) სიტყვები ციტირებული ჰამანის ნაშრომში, Le Notre
Père, 77.
24
2. ღმერთი
25
ქრისტიანის თვალით დანახული ისლამი
3. იესო ქრისტე
წინასწარმეტყველი მუჰამედი ყურანს პოლითეისტ არაბებს უქადაგებდა,
სწორედ ამიტომ მის გზავნილში ხაზგასმული იყო ღმერთის ერთადერთო
ბა (თავჰიდი/tawhid), რაც ისლამური სარწმუნოების ძირითად პრინციპს
წარმოადგენს. ამის საპირისპიროდ, იესო თავის მისიას ებრალ ხალხში
ახორციელებდა, რომელთაც, ჯერ კიდევ მოსეს დროიდან მოყოლებული,
სწამდათ, რომ ღმერთი ერთია: „ისმინე, ისრაელო! ერთია უფალი, უფალი,
ჩვენი ღმერთი” (რჯლ. 6:4). ამრიგად, მის გზავნილში აქცენტი კეთდება
არა იმაზე, რომ ღმერთი ერთია, არამედ იმაზე, თუ ვინ არის ღმერთი:
„ჩვენი ზეციერი მამა“. იესომ თავისი მისიის დროს კიდევ უფრო უჩვეულო
რამ განაცხადა, რითაც აღაშფოთა ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით
ებრაელები და ერთგვარად დაარღვია ოფიციალურად მიღებული შე
ხედულებები: ის არის ღვთის მხოლოდშობილი ძე (იოანე 1:14,18), მას
აქვს განსაკუთრებული ურთიერთობა თავის მამასთან. სწორედ ამას
ემსახურებოდა იესოს მისია, რომ მის მაგალითზე დაგვემყარებინა ჩვენი
ურთიერთობა ზეციურ მამასთან:
26
3. იესო ქრისტე
ქრისტეს დაბადება
კაცთაგან განსხვავებით, იესოს ბიოლოგიური მამა არ ჰყოლია. ყურანი
ცნობს იესოს უმანკო ჩასახვას, ამიტომაც იესო ხშირად `მარიამის ძედ~
არის მოხსენიებული, თუმცა, ყურანი ამ სასწაულში მხოლოდ ღმერთის
უსაზღვრო ძალას ხედავს (21:91). ქრისტეს შემქმნელი ყურანში შედა
რებულია ადამის (3:59) შემქმნელთან. ადამიც ასევე უშუალოდ ღმერთის
მიერ იყო შექმნილი, თუმცა ეს მას ღმერთის ძედ არ აქცევს.
27
ქრისტიანის თვალით დანახული ისლამი
იესოს წოდებები
ყურანიც და ბიბლიაც ქრისტეს სამ წოდებას ანიჭებს, რომელიც მხოლოდ
მას ეკუთვნის: ღვთის სიტყვა (3:39, 45; 4:171), მესია (3:45) და ღვთის
სული (4:171). ყურანი არ განმარტავს ამ წოდებათა მნიშვნელობას. მუ
სლიმი მეცნიერები მათ სხვადასხვა ინტერპრეტაციას გვთავაზობენ, თუმცა
არც ერთი მათგანი არ შეესაბამება მათ ბიბლიურ მნიშვნელობას.20
ღვთის სიტყვა
იესო ღვთის მარადიული `სიტყვაა~ ადამიანის სახით მოვლენილი. ის
ღმერთის გამოცხადებაა ადამიანის სახით, მსგავსად ღმერთის `სიტყვის~
გამოცხადებისა წიგნში:
28
3. იესო ქრისტე
მესია
მესია, ანუ ქრისტე არის მეფე, რომელიც ღმერთს, დაპირებისამებრ,
დავითის ერთ-ერთ შთამომავლად უნდა მოევლინა (2 მეფეთა 7). ამ მეფეს
ექნებოდა მამაშვილური ურთიერთობა ღმერთთან და ყოველ კაცთაგანს
მის ქვეშევრდომად აქცევდა (ფსალმ. 2). მეფე დავითი თავის უფალს
უწოდებს მას (ფსალმ. 110:1). მიქა წინასწარმეტყველი მიუთითებს, რომ
მისი დაბადების ადგილი ბეთლემია და აღწერს, რომ „ძველითგან იქნება
მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან“ (მიქ. 5:2). ესაია აცხადებს, რომ
მესია იქნებოდა „მარადისობის მამა და მშვიდობის მთავარი“ (ესაია 9:7).
იესომ იცოდა, რომ თავად იყო დიდი ხნის ნანატრი მესია, თუმცა, ის არ
იყო ის მესია, რომელსაც ხალხი ელოდა, ანუ პოლიტიკური მეფე. ის იყო
აღთქმული მესია, კაცობრიობის მხსნელი მეფე, რომელიც მსოფლიოს
საკუთარი სიკვდილით და მკვდრეთით აღდგომით დაიპყრობდა (მათე
16:13-28). აღდგომის შემდეგ იესო ზეცად ამაღლდა, სადაც ღმერთმა
მას ცათა სასუფეველის ტახტი დაუმკვიდრა. ის ახლა სუფევს ყველგან –
ზეცაში და დედამიწაზე (მათე 28:18-20). რადგანაც მას მართებს სუფევა,
ვიდრე ფეხქვეშ არ მოიქცევს თავის მტრებს. ერთ დღეს ის დაბრუნდება
დიდებით და მის ხელისუფლებას ყველა აღიარებს (1 კორ. 15:20-28).
ღვთის სული
ბიბლიაში ადამი მოხსენიებულია, როგორც „მომვლის ხატი“ იესო ქრის
ტესი (რომ. 5:14). გავლებულია პარალელი ადამსა და ქრისტეს შორის
და, აგრეთვე, ნაჩვენებია განსხვავებაც მათ შორის. ადამი იყო კაცთაგან
პირველი, ვინც არ დაემორჩილა ღმერთს, ქრისტე კი უცოდველი დარჩა.
ადამისგან განსხვავებით, რომელსაც სიცოცხლე მიეცა, როდესაც ღმერთმა
ის თიხისგან შექმნა (დაბ. 2:7; იხ. აგრეთვე ყურანი 16:26-29), მკვდრეთით
29
ქრისტიანის თვალით დანახული ისლამი
აღმდგარი იესო ახალ სიცოცხლეს ანიჭებს მათ, ვისაც სწამს ის: „ასეც
სწერია: „პირველი კაცი ადამი შეიქმნა ცოცხალ მშვინვად“, უკანასკნელი
ადამი კი - ცხოველმყოფელ სულად“ (1 კორ. 15:45). სწორედ იესო არის
ის „უკანასკნელი ადამი“, ვინაიდან მისი მისია კაცობრიობის ცოდვისგან
ხსნასა და ახალი, ცოდვებისგან გამოსყიდული კაცობრიობის შექმნა იყო.
იესოს მისია
გზავნილი, რომელსაც იესო ქადაგებდა, ისლამში ინჯილის (injil) სახელით
არის ცნობილი. ვინაიდან ეს სიტყვა ბერძნულიდან არის წარმოებული,
მისი მნიშვნელობა მუსლიმებისთვის უცნობია. მისი არაბული შესატყვისია
სიტყვა „ბუშრა“(bushra) ანუ „სასიხარულო უწყება“. სახარების „სასი
ხარულო უწყება“ არის ის, რომ იესო ქრისტეს სახით, მისი სიკვდილითა
და მკვდრეთით აღდგომის გზით, ღმერთი გახდა „სამყაროს მხსნელი“
(იოანე 4:42). ჩვენი ხსნა დამოკიდებულია მის მოულოდნელ და ძვირფას
სიყვარულზე და არა ჩვენს დამსახურებებსა თუ კეთილ საქმეებზე.
21 ყურანი აღწერს ქრისტეს ისეთ თვისებებს, რომელიც არ არის აღწერილი არც ერთ
სახარებაში (ყველა დაწერილია პირველ საუკუნეში), არამედ გვხვდება აპოკრიფულ
სახარებებში, რომელიც მეორე და მესამე საუკუნეებს მიეკუთვნება. მაგ.: თიხისგან
ჩიტების გამოძერწვისა და მათთვის სულის ჩაბერვის შესახებ მოგვითხრობს არა
კანონიკური სახარება, არამედ თომას სახარება „იესოს ბავშვობის შესახებ” (2.1–5 [II
საუკუნის ბოლო). აგრეთვე, შეადარეთ უფრო გვიანდელი არაბული სახარება ქრისტეს
ბავშვობის შესახებ, რომელსაც, როგორც ჩანს, მუჰამედი იცნობდა.
30
3. იესო ქრისტე
31
ქრისტიანის თვალით დანახული ისლამი
ქრისტეს მტკიცებანი
1. მას აქვს ცოდვების მიტევების ხელმწიფება. არავის აქვს ადამიანის
ცოდვების მიტევების უფლება, ღმერთის გარდა. ამ შეხედულებას
იზიარებენ, როგორც ებრაელები და ქრისტიანები, ისე მუსლიმებიც
(იხ. ყურანი 3:135). ერთხელ ქრისტეს დავრდომილი კაცი მოჰგვარეს
სარეცლით. ყველა ელოდა, რომ ქრისტე მას უმკურნალებდა,
მან კი უთხრა: „შვილო, მოგეტევა შენი ცოდვანი!“ ამ სიტყვებმა
მწიგნობართა აღშფოთება გამოიწვია. იმისათვის, რომ დაერწმუნებინა
კრიტიკოსები, რომ მას ცოდვების მიტევების ძალა შესწევდა, ქრისტე
დავრდომილს მიუბრუნდა და უთხრა: „აღდეგ, აიღე შენი სარეცელი
და წადი შენს სახლში. კაცი მაშინვე აღდგა, აიღო სარეცელი და
გამოვიდა ყველას წინაშე ისე, რომ უკვირდა ყველას“ (მარკოზი 2:1-
12). დააჯილდოვებდა განა ღმერთი იესოს ავადმყოფთა განკურნების
უნარით, მას რომ კაცთა ცოდვების მიტევების უფლება არ ჰქონოდა?
ქრისტეს სხვა გარემოებებშიც მიუტევებია ცოდვები კაცთათვის (ლუკა
7:36-50; იოანე 8:1-11). საკითხავია, ქრისტეს გარდა რატომ არ
მიანიჭა ღმერთმა სხვა წინასწარმეტყველებს ცოდვების მიტევების
ძალაუფლება? თუ მართებულია, რომ, საბოლოო ჯამში, მხოლოდ
ღმერთს შეუძლია ცოდვების მიტევება, მაშინ იესოს მიერ ცოდვების
მიტევება (რომელსაც ის სასწაულით ადასტურებს), მეტყველებს არა
უბრალოდ მის ბუნდოვან უნიკალურობაზე, არამედ იმაზე, რომ ის
ღმერთთან არის გაიგივებული.
32
3. იესო ქრისტე
33
ქრისტიანის თვალით დანახული ისლამი
34
3. იესო ქრისტე
35
ქრისტიანის თვალით დანახული ისლამი
23 აბუ ჰამიდ ელ-ღაზალი ამ არგუმენტებს მიჰყვება თავის ცნობილ ტრაქტატში Al-Radd al-
jamil li- ilahiyyat `Isa bi-sarihi l-injil, რედაქტირებული და თარგმნილი რ. შიდიაკის მიერ,
იესო ქრისტეს ღვთაებრიობის შესანიშნავი უარყოფა სახარებაში, არაბულ-ფრანგული
გამოცემა, პარიზი, 1939 (Réfutation excellente de la divinité de Jésus-Christ d’après les évan-
giles (Arabic-French ed.; Paris: Presses Universitaires de France, 1939).
36
3. იესო ქრისტე
37
ქრისტიანის თვალით დანახული ისლამი
38
4. ცოდვა და მიტევება
4. ცოდვა და მიტევება
იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი გვასწავლის, რომ ადამიანები მო
რალურად ანგარიშვალდებულნი არიან მათი შემოქმედისა და მსაჯულის
წინაშე. მათ მოეთხოვებათ ღმერთის მიერ გამოცხადებული რჯულისა
დმი მორჩილება. ამ რჯულისადმი დაუმორჩილებლობას ეწოდება ცოდვა.
სამივე რელიგიაში ღმერთი ცნობილია, როგორც მიმტევებელი. ამ პა
რაგრაფში განხილულია ადამიანური ცოდვა, ღვთაებრივი მიტევება და
მათი ურთიერთკავშირი ქრისტიანობასა და ისლამში.24
ცოდვის განმარტება
ცოდვა არის ღმერთის მცნებების დაუმორჩილებლობა (1 იოანე 3:4).
ის არღვევს ჩვენს ურთიერთობას შემოქმედთან, სხვა ადამიანებთან,
გარემოსთან და საკუთარ თავთან. ქრისტიანობაში ღმერთი არა მარტო
უკმაყოფილოა, როდესაც ჩვენ ვცოდავთ, არამედ ის გლოვობს ამის გამო.
ცოდვა უშუალოდ მას აყენებს ზიანს. საბოლოო ჯამში, ჩვენი დანაშაული
შეურაცხყოფს თავად რჯულისმდებელს, ჩვენს ზეციერ მამას (ფსალმ.
51:4; ლუკა 15:18). ისლამში ცოდვილი ავნებს მხოლოდ საკუთარ თავს
(65:1). ჩვენი საქციელი ღმერთს არ აყენებს ზიანს, რადგან ის ადამიანურ
არსებებზე ბევრად მაღლა დგას.
39
ქრისტიანის თვალით დანახული ისლამი
25 მუსლიმი, იმან (Muslim, iman) [რწმენა], 37. ეს სწავლება არც თუ ისე განსხვავდება
კათოლიკური დოქტრინისაგან მძიმე (ან სასიკვდილო) ცოდვებისა და მისატევებელი
ცოდვების შესახებ.
40
4. ცოდვა და მიტევება
ცოდვის არეალი
მუსლიმი თეოლოგები ხშირად ეწინააღმდეგებიან ქრისტიანულ დოქტრინას
„პირველშობილი ცოდვის“ შესახებ. მათი მტკიცებით, თითოეული ადამიანი
თავად აგებს პასუხს საკუთარ ქმედებებზე და როგორც ყურანშია ნათქვამი:
„თითოეული სული მხოლოდ საკუთარი თავისათვის მოინაგრებს და არ
ასწევს მტვირთებელი სხვათა ტვირთს“ (6:164). ისლამური სწავლების მი
ხედვით, ყველა ადამიანი უცოდველი იბადება. ადამიანები ცოდვის მქნე
ლნი არიან და არა ცოდვილნი.
41
ქრისტიანის თვალით დანახული ისლამი
ცოდვათა მონანიება
ქრისტიანებსა და მუსლიმებს მოეთხოვებათ, აკეთონ კეთილი საქმეები,
თუმცა, კეთილ საქმეებს ორივე რელიგიაში განსხვავებული დატვირთვა
აქვს. ისლამში მათ გამოსყიდვის მნიშვნელობა ენიჭება, მათი მეშვეობით
ხდება ბოროტი ქმედების კომპენსირება, რადგან „კეთილი საქმენი აქარ
წყლებენ სიავეთ“ (11:114). კეთილი საქმეების შედეგით, უპირველეს ყო
ვლისა, სარგებლობს მათი ავტორი.
42
4. ცოდვა და მიტევება
43
ქრისტიანის თვალით დანახული ისლამი
44
4. ცოდვა და მიტევება
45
ქრისტიანის თვალით დანახული ისლამი
46
4. ცოდვა და მიტევება
47
ქრისტიანის თვალით დანახული ისლამი
კიდეც: იგია ღვთის მარჯვნივ, იგია მეოხი ჩვენი“ (რომ. 8:31-34); (იხ.
აგრეთვე: ებრ. 7:23-28.)
48
4. ცოდვა და მიტევება
ქრისტიანული პასუხი
ქრისტეს ჯვარცმის ისტორიული ჭეშმარიტება ოთხ სახარებას ეფუძნება,
რომელთა უტყუარობაში სერიოზული ეჭვის შეტანა შეუძლებელია (როგორც
ეს 1-ლი თავიდან ჩანს). ქრისტიანებს სწამთ, რომ ქრისტეს ჯვარცმა და
მკვდრეთით აღდგომა სრულფასოვნად ასახავს ღმერთის ყველა ატრიბუტს:
მისი სამართლიანობა ვლინდება იმაში, რომ მან გაამართლა ქრისტე,
აღადგინა რა იგი მკვდრეთით. მისი უზენაესი ძალაუფლება ბოროტებაზე
კაცობრიობის საუკუნო სიკვდილისგან ხსნაში ვლინდება. ღმერთის
სუვერენულობა კარგად ჩანს მის გადაწყვეტილებაში, გადაარჩინოს კა
ცობრიობა მისი ძის განკაცების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის
გზით. როგორც ღმერთის სიყვარულს, ისე მის სამართალს, საზღვარი არა
აქვს. ღმერთის სიყვარული შეურიგებელია ცოდვასთან და მისი სამართალი
აბსოლუტურია: იგი დამნაშავეს დაუსჯელს არ დატოვებს“ (გამ. 34:7). იგი
49
ქრისტიანის თვალით დანახული ისლამი
50
5. მუჰამედი
5. მუჰამედი
მუსლიმთა განცხადებით, მათ სწამთ ღმერთის ყველა წინასწარმეტყველის,
გამონაკლისის გარეშე. იესო ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველია
მათთვის. მას პატივს სცემენ და ზოგჯერ მის ყურანისეულ სახელს, „ისას“
(‘Isa), თავიანთ შვილებს არქმევენ. მაშ, ქრისტიანები რატომ არ აკეთებენ
იმავეს მუსლიმებთან მიმართებით? რატომ არ მიიჩნევენ მუჰამედს ღმერ
თის უკანასკნელ წინასწარმეტყველად? განა ეს არ არის ისლამისადმი
მიკერძოებული, არაობიექტური მიდგომა და მუსლიმებისადმი ცრურწმენა?
51
ქრისტიანის თვალით დანახული ისლამი
მტკიცებულება 1: ბიბლიური
წინასწარმეტყველებანი
52
5. მუჰამედი
53
ქრისტიანის თვალით დანახული ისლამი
მტკიცებულება 2: სასწაულები
54
5. მუჰამედი
55
ქრისტიანის თვალით დანახული ისლამი
56
5. მუჰამედი
მტკიცებულება 4: სამხედრო და
პოლიტიკური წარმატება
57
ქრისტიანის თვალით დანახული ისლამი
58
6. ღვთის სასუფეველი
6. ღვთის სასუფეველი
ბიბლიაც და ყურანიც ხაზს უსვამს ღმერთის საყოველთაო უზენაესობას.
ბიბლიაში ღმერთი აღწერილია, როგორც „ღმერთი ცისა და მიწისა“
(დაბ. 24:3; მათე 11:25); ყურანი ღმერთს აღწერს, როგორც „ცისა და
მიწის მბრძანებელს“ (2:107; 3:189). ბიბლიაც და ისლამიც ქადაგებს,
რომ უფლის სასუფეველი დედამიწაზე დაარსდა. ქრისტიანებისთვის
მოვლენილი იესო ქრისტე და ყურანის გამოცხადება მუსლიმებისთვის იყო
კაცობრიობის გადასვლა ახალ საფეხურზე. ორივე რელიგიაში, სახარების
გამოცხადებამ (საქ. 17:30) და ისლამის წარმოშობამ (3:154; 5:50; 33:33;
48:26), შესაბამისად, დაასრულა უმეცრების ეპოქა. ღმერთის სასუფევლის
მოსვლით მსოფლიოს ხალხთა შორის, განსაკუთრებით მორწმუნეთა
შორის, ახალი ერა დაიწყო.
იესო
იესო ქრისტემდე ისრაელელები ხელმძღვანელობდნენ იმ შეთანხმებით,
რომელიც ღმერთმა ისრაელის ხალხთან მოსეს მეშვეობით დადო. მაშინ
ისრაელის ხალხი თეოკრატიული მმართველობის ქვეშ ცხოვრობდა. მათი
ცხოვრების ყველა ასპექტს ღვთის რჯული არეგულირებდა, რომელიც
59
ქრისტიანის თვალით დანახული ისლამი
60
6. ღვთის სასუფეველი
61
ქრისტიანის თვალით დანახული ისლამი
62
6. ღვთის სასუფეველი
მუჰამედი
ყურანში მუჰამედი წარმოდგენილია სანიმუშო პიროვნებად ყველა მორ
წმუნესათვის (33:21), ხოლო ჰადისი გვაწვდის ინფორმაციას მისი ცხოვ
რებისა და სწავლების შესახებ. ყურანის გზავნილი განსაკუთრებულ
ყურადღებას ამახვილებს „ისლამზე“, რაც შემოქმედი ღმერთისადმი
თავდადებას, დაქვემდებარებას ნიშნავს. ღმრთისადმი დაქვემდებარება
მისი რჯულის (შარიათი) დამორჩილებას გულისხმობს. სიტყვა „ისლამ“
იმავე ფუძიდან გამომდინარეობს, რაც სიტყვა „სალამ“ (მშვიდობა).
ღმერთისადმი დაქვემდებარებას მოაქვს მშვიდობა ღმერთსა და ხალხს
შორის. ისტორიულად ეს გულისხმობს მშვიდობას მუსლიმებსა და მათ
პოლითეისტ მოწინააღმდეგეებს შორის (5:33-34).
63
ქრისტიანის თვალით დანახული ისლამი
64
6. ღვთის სასუფეველი
65
ქრისტიანის თვალით დანახული ისლამი
ჯიჰადი და შარიათი
წინასწარმეტყველის ისტორიული როლი ისლამში თვალნათლივ გვიჩ
ვენებს ისლამური რჯულის გლობალურ ხასიათს. ის იყო ერთდროულად
66
6. ღვთის სასუფეველი
67
ქრისტიანის თვალით დანახული ისლამი
37 ასეთი დისკრიმინაციის მაგალითია ის, რომ ისლამური კანონის მიხედვით, მუსლიმ კაცს
აქვს უფლება, ცოლად შეირთოს ქრისტიანი ქალი, ქრისტიან კაცს კი მუსლიმი ქალის
ცოლად მოყვანის უფლება არა აქვს (5:5); ქრისტიანს შეუძლია ისლამის მიღება,
მუსლიმის გაქრისტიანების შემთხვევაში კი მას ღალატისთვის გაასამართლებენ (ბუხარი,
ჯიჰადი, 149). ზოგიერთ ქვეეყანაში (მაგ., მალაიზიაში), მუსლიმის გაქრისტიანებისა
და ღალატისთვის გაუსამართლებლობის შემთხვეევაში, მას არ შეუძლია ქრისტიანზე
ქორწინება, ვინაიდან ახალმოქცეული მაინც სარგებლობს მუსლიმური სამართლებრივი
სტატუსით და შარიათის სასამართლო არ დაუშვებს მის შეცვლას. ქრისტიანებს არ
შეუძლიათ წამყვანი სახელისუფლო პოზიციების დაკავება მუსლიმურ თემში, ვინაიდან
მხოლოდ მუსლიმს შეუძლია მოძმე მუსლიმების ხელმძღვანელობა.
68
6. ღვთის სასუფეველი
(2:256; იხ. აგრეთვე: 5:102; 10:99).38 მათი გაგებით, ჯიჰადი არის რე
ლიგიური, სოციალური და პოლიტიკური ბრძოლა აუცილებელი რე
ფორმების გასატარებლად და მუსლიმი საზოგადოების მანკიერებების
(უწიგნურობა, კორუფცია, უმუშევრობა) აღმოსაფხვრელად. ისინი კონტექ
სტუალურად და რაციონალურად განმარტავენ ისლამურ წყაროებს (ყურანი
და ჰადისები). ბოლო წლებში ისლამურმა რადიკალიზმმაც აღმავლობა
განიცადა. მუსლიმ რადიკალებს ისლამური ფუძემდებლური ტექსტები
პირდაპირი გაგებით აქვთ აღქმული. მათ სურთ, შარიათი სრულად გან
ხორციელდეს მუსლიმების თემში. მათი პოპულარობა, როგორც ჩანს,
იზრდება, როდესაც მუსლიმური თემი გარკვეული ფორმით უსამარ
თლობას (ეკონომიკური ექსპლუატაცია, სოციალური იზოლაცია, პო
ლიტიკური ზეწოლა) განიცდის. მუსულიმი ექსტრემისტები კიდევ უფრო
შორს მიდიან. ისინი ხშირად უმართებულოდ იყენებენ ისლამურ წმინდა
წერილებს თავიანთი მოძმე მუსლიმების (რომელთაც ნომინალურ,
ერეტიკულ და ფარისეველ მუსლიმებად მიიჩნევენ) და დასავლური
ქვეყნების (რომელთაც კორუფციული ისლამური რეჟიმის მხარდაჭერაში
ადანაშაულებენ) წინააღმდეგ ტერორისტული აქტების გამართლების
მიზნით. მუსლიმთა გულებისა და გონების მოსაგებად მუსლიმ რე
ფორმისტებსა და რადიკალებს შორის დაუცხრომელი ბრძოლა მიმდი
ნარეობს. შეუძლებელია დარწმუნებით იმის თქმა, თუ რა შედეგს გამოიღებს
ყოველივე ზემოაღნიშნული დროთა განმავლობაში, თუმცა, ევროპისა თუ
სხვა ეკლესიების ისტორიამ დაგვანახა, რომ უფრო მეტად თავმდაბალნი
და ნაკლებად კრიტიკულნი უნდა ვიყოთ ჩვენ მიერ იმის შეფასებაში, თუ
როგორ ებრძვის მუსლიმური თემი რელიგიის როლს პოლიტიკაში.
69
ქრისტიანის თვალით დანახული ისლამი
7. დასკვნითი მოსაზრებები
ერთი რამ ცხადია, რომ ქრისტიანები და მუსლიმები იზიარებენ გარკვეულ
საერთო ვალდებულებებს. ებრაელებთან ერთად, ჩვენ ვართ მონოთე
იზმის მტკიცე მიმდევრები, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტიანები
ეყრდნობიან კომპლექსურ მონოთეიზმს (სამება), რასაც ებრაელები
და მუსლიმები უარყოფენ. სამივე ტრადიცია ისწრაფვის ღმერთზე ორი
ენტირებულობისკენ, რომელიც გაცილებით მაღლა დგას გაუთავებელ
თავკერძობასა და ეგოისტურობაზე, მერკანტილობასა და მომხმარებლურ
ინტერესებზე. გონიერი არსებების უპირველესი ვალდებულებაა, აღიარონ
მათი ხორციელი ბუნება და სამივე ტრადიცია ამასაც იზიარებს. ის წარ
მოქმნის სხვა საერთო ღირებულებებს (მიუხედავად იმისა, რომ ამ
ღირებულებების ჩამოყალიბების პროცესი განსხვავებულია): ოჯახის დიდი
დაფასება, თანამორწმუნეებისადმი ერთგულება და სხვა ადამიანებზე
ზრუნვა.
70
7. დასკვნითი მოსაზრებები
71
ქრისტიანის თვალით დანახული ისლამი
ანოტირებული ბიბლიოგრაფია
დანიელ უ. ბრაუნი, ახალი შესავალი ისლამში (Brown, Daniel W. A
New Introdu ction to Islam.), II გამოც. Oxford: Blackwell, 2007; მყარი და
დაბალანსებული ხედვა ისლამურ სწავლებასა და ისტორიაზე. განიხილავს
რწმენის ალტერნატიულ გამოხატულებას მუსულმანურ საზოგადოებაში
(მაგ.: მისტიკური ისლამი, პოლიტიკური ისლამი).
ქრეგ კენეტი, მინარეთის ძახილი (Cragg, Kenneth. The Call of the Mina-
ret), III გამოც. Oxford: Oneworld, 2000. პირველად გამოიცა 1956 წელს;
პერიოდულად ხდება მისი ხელახლა გამოცემა. ეს ქრეგის პირველი
ფუნდამენტური ნაშრომია. ის ნაყოფიერი მწერალი და ისლამის წამყვანი
ქრისტიანი მკვლევარია. მას სიღმისეულად აქვს შესწავლილი ისლამი,
კარგად ერკვევა ისლამურ საკითხებში და გათვითცნობიერებული აქვს
მისი მისია.
72
ანოტირებული ბიბლიოგრაფია
73
ავტორის შესახებ