You are on page 1of 20

რუდოლფ შტაინერი

თეოსოფია

შესავალი ადამიანის დანიშნულებისა და


სამყაროს ზეგრძნობადი შემეცნების სფეროში
GA 9
შინაარსი

ამ წიგნის ახალი გამოცემის გამო .......................................................................................................... 4

შ ე ს ა ვ ა ლ ი ............................................................................................................................................ 5
ა დ ა მ ი ა ნ ი ს ა რ ს ე ბ ა .................................................................................................................... 10

I. ადამიანის სხეულბრივი არსება ................................................................................................ 13

II. ადამიანის მშვინვიერი არსება .................................................................................................... 15

III. ადამიანის სულიერი არსება ...................................................................................................... 16

IV. სხეული, სამშვინველი და სული ........


..............................................................................................
...................................................................................... 17

* * * ...................................................................................................................................................... 23
* * * ...................................................................................................................................................... 24

* * * ...................................................................................................................................................... 25

* * * ...................................................................................................................................................... 28

* * * ...................................................................................................................................................... 30

* * * ...................................................................................................................................................... 34

სულის გარდასხეულება და ბედი ....................................................................................................... 38


* * * ...................................................................................................................................................... 40

* * * ...................................................................................................................................................... 43

* * * ...................................................................................................................................................... 52

სამი სამყარო .......................................................................................................................................... 58

I. მშვინვიერი სამყარო ................................................................................................................... 58

II. სიკვდილისს შემდეგ .................................................. 70


სამშვინველი მშვინვიერ სამყაროში სიკვდილი

III. სულეთი ...


........................................................................................................................................
..................................................................................................................................... 81

IV. სული სულეთში სიკვდილის შემდეგ ....................


.......................................................................................
................................................................... 87
V. ფიზიკური სამყარო და მისი კავშირი სამშვინველისა და სულის სამყაროებთან................ 99

* * * ........................................................................................................................................... 106

VI. ფორმააზრებისა და ადამიანის აურის შესახებ ...................................................................... 108

შემეცნების გზა .................................................................................................................................... 118

ცალკეული შენიშვნები და დამატებანი ........................................................................................... 135


რუდოლფ შტაინერი

თეოსოფია

შესავალი ადამიანის დანიშნულებისა და

სამყაროს ზეგრძნობადი შემეცნების სფეროში

GA 9

„პითაგორა“

1996

თბილისი
1
Rudolf Steiner

Theosophie
Einführung
in übersinnliche Welterkenntnis
und Menschenbestimmung

GA 9

Ins Georgische übertragen von

Swiad Gamsachurdia und Merab Kostawa

im Jahre 1970

Ist reidigiert im Jahre 1995

© 1961 by Rudolf Steiner − Nachlassverwaltung, Dornach/Schweiz

© 1996 Pithagora Verlag (Georgischen Übersetzung)

2
რუდოლფ შტაინერი

თეოსოფია
შესავალი ადამიანის დანიშნულებისა და

სამყაროს ზეგრძნობადი შემეცნები


შემეცნებისს სფეროში

თარგმნეს

ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ


1970 წელს

რედაქტირებულია 1995 წელს


3
ამ წიგნის ახალი გამოცემის გამო

1918 წელს, ვიდრე გამოვიდოდა მეცხრე გამოცემა ამ წიგნისა, მე იგი საფუძვლიანა


საფუძვლიანად

გადავამუშავე. მას აქეთ მნიშვნელოვნად გაიზარდა ლიტერატურა, რომელიც მიმართულია ამ

წიგნში გადმოცემული ანთროპოსოფიული მსოფლხედველობის წინააღმდეგ. 1918 წელს ამ


გადამუშავების შედეგად წარმოსდგა მრავალი დამატება და ზოგი რამ განვრცობილ იქნა.
აწინდელი გამოცემის გადამუშავებას კი არ დასჭირვებია ეს. ვინც მოისურვებს ყურადღების
მიპყრობას იმ ფაქტზე , რომ მე ჩემი შრომების სხვადასხვა ნაწილებში ხშირად მრავალგვარად
ვეკამათები ხოლმე ჩემსავე თავს, რათა განვსაზღვრო ამგვარი საწინააღმედგ
საწინააღმედგო
ო აზრების ძალა და
დავაუძლურო ისინი, იგი დაინახავს , თუ რა მეთქმის ჩემი ოპონენტების შრომებზე. რაც შეეხება
კვლავინდებურად შინაარსის შევსებას, განსხვავებით 1918 წლისგან, საამისოდ აღარ გამაჩნია
ისეთივე შინაგანი საფუძვლები, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე
საფუძვლები
ანთროპოსოფიული მსოფლმხედველობა მრავალმხრივ გაფართოვდა და გაღრმავდა ჩემს
სულში. თუმცა ასეთმა გაფართოებამ გაღრმავებამ როდი შეარყია ამ წიგნის დებულებანი ,
არამედ დამარწმუნა, რომ ამის შემდგომ გაწეული შრომის ნაყოფი სრულ უფლებას იძლევა
არსებითად უცვლელი დარჩეს ამ წიგნის ძირეული შინაარსი.

რუდოლფ შტაინერი

შტუტგარტი, 24 ნოემბერი , 1922 წელი

4
შესავალი

როდესაც იოჰან გოტლიბ ფიხტემ 1813 წლის შემოდგომაზ


შემოდგომაზეე გამოაქვეყნა თავისი
„მოძღვრება“, რომელიც წარმოადგენდა ჭეშმარიტების სამსახურისადმი მიძღვნილი მთელი
ცხოვრების ნაყოფს, დასაწყისშივე წაუმძღვარა მას შემდეგი სიტყვები: „ამ მოძღვრების
ათვისებას სჭირდება სრულიად ახალი შინაგანი გრძნობის ორგანო, რომელიც აღიქვამს ახალ
შინაგანი
სამყაროს, ჩვეულებრივი ადამიანისათვის არარსებულს.“ შემდეგ ფიხტე მიგვითითებს
მაგალითის მეშვეობით, თუ რაოდენ გაუგებარი უნდა იყოს ეს მოძღვრება იმ კაცისათვის ,
რომელსაც სურს მსჯელობა მის შესახებ ჩვეულბრივი შეგრძნებებით მიღებული
წარმოდგენების საფუძველზე: „წარმოიდგინეთ ბრმადშობილთა სამყარო, სადაც იცნობენ
„წარმოიდგინეთ
მხოლოდ ისეთ საგნებს და მათ შორის ისეთ ურთიერთმიმართებებს, რომელნიც არსებობენ
მხოლოდ შეხების ორგანოთათვის . მიდით მათთან და ესაუბრეთ ფერებზე ან სხვა
ურთიეთმიმართებებზე, რომელთა აღქმასაც სჭირდება სინათლე და მხედვლობა. თქვენი
საუბარი მათთან იქნება საუბარი არარას შესახებ და უკეთეს შემთხვევაში ისინი პირდაპირ
გეტყვიან ამას. ასე რომ, თუ ვერ აუხელთ მათ თვალს, მალე მიხვდებით თქვენს შეცდომას და
მოეშვებით მათთან ამაო საუბარს.“ ამგვ
ამგვარ
არ მდგომარეობაში აღმოჩნდება ყოველი კაცი,

რომელიც დაუწყებს ადამიანებს საუბარს ისეთ საგნებზე, რომელთაც ფიხტე გულისხმობს ამ


შემთხვევაში, იგი დაემსგავსება თვალხილულს , რომელიც მოხვდა ბრმადშობილთა შორის.
მაგრამ განა ეს საგნები არ ესაუბრებიან ადამიანს თავისი უზენაესი მიზნისა და ჭეშმარიტი
რაობის შესახებ? რა თქმა უნდა, კაცობრიობაზე გულაყრილი კაცი უეჭველად გაიფიქრებს ,
უთუოდ უნდა შევწყვიტოთ „ამაო საუბარი“. თუმცა ერთი წუთითაც არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი,
რომ ყველასათვის შესაძლოა „ახელა თვალისა“, ყველასათვის, ვინც გამოამჟღავნებს სათანადო
სურვილს. ამ თვალსაზრისიდან გამომდინარეობდა ყველა ის ადამიანი, ვინც სწერდა ან
საუბრობდა ამ თემაზე, მას შემდეგ, რაც შეიგრძნობდა თავის თავში აღმოცენებულ „შინაგან
ორგანოს გრძნობისას“. ამ ორგანოს მეოხებით შესაძლოა შემეცნება ადამიანის ჭეშმარიტი
5
არსისა; რომელიც დაფარულია გარეგან შეგრძნებათათვის. ოდითგანვე ბევრი რამ ითქმოდა ამ
შეგრძნებათათვის
„ფარული და იდუმალი სიბრძნის გამო. ის, ვინც ჩასწვდა მას რამდენადმე, ისევეა
დარწმუნებული თავისი საუნჯის ფლობაში, როგორც ჯანსაღი თვალების მქონე ადამიანი
ფერადი აღქმებისა თვალსაჩინოებაში. მისთვის ეს ფარული სიბრძნე არ მოითხოვს არავითარ
„დასაბუთებას“/ მან აგრეთვე უწყის, რომ ის ადამიანი , ვისაც მის მსგავსად გაეხსნა „უმაღლესი
შეგრძნება“, არ საჭიროებს აღარავითარ საბუთებს. მას შეუძლია ისევე ესაუბროს ამგვარ
ადამიანს, როგორც მოგზაური ესაუბრება ამერიკის შესახებ ისეთ, ხალხს, რომელთაც ,
მართალაია თავად არ უნახავთ ამერიკა, მაგრამ ძალუძთ წარმოდგენის შექმნა მის შესახებ,
ვინაიდან პირველ ხელსაყრელ შემთხვევისთანავე ნახავდნენ ყოველივეს, მის მიერ ნახულს.
შემთხვევისთანავე

მაგრამ ზეგრძნობადის დამკვირვებელი მხოლოდ სულიერი სამყაროს მკვლევარს როდი


უნდა ესაუბრებოდეს. მან უნდა მიმართოს ყველა ადამიანს. ვინაიდან მან უნდა იმსჯელოს
ისეთი ამბებისათვის, რომელნიც ეხებიან ყველა ადამიანს; დიახ, მან უწყის რომ ამგვარი
შემეცნების გარეშე ვერავინ იქნება „ადამიანი“ ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით. ასე რომ, იგი
მიმართავს ყველა ადამიანს, თუმც ამავე დროს უწყის, რომ არსებობენ განსხვავებული დონეები
მისი ნათქვამის გაგებისა. მან იცის აგრეთვე, რომ ისეთ ადამიანებსაც ძალუძთ გარკვეული
უნარის გამომჟღავნება, რომელნიც ჯერ ფრიად შორს არიან იმ წუთისგან, როდესაც მათ
გაეხსნებათ საკუთარი სულიერი კვლევის შესაძლებლობა. ვინაიდან ჭეშმარიტების შეგრძნებისა
და გაგების უნარი არსებობს ყოველ ადამიანში. და უპირველეს ყოვლისა იგი მიმართავს სწორედ
ამ უნარს გაგებისას, რომელიც შესაძლოა აღმობრწყინდეს ყოველ ადამიანში , ვისაც გააჩნია
ჯანსაღი სამშვინველი. მან უწყის აგრეთვე, რომ ამ გაგებაში არის ძალა, რომელიც მიიყვანს
ადამიანს შემეცნების უმაღლეს საფეხურამდე. ეს არის გრძნობა, რომელიც თავდაპირველად
ვერაფერს ხედავს ყოველივე იმაში, რასაც მას ეუბნებიან, მაგრამ სწორედ ეს გრძნობაა ის
ჯადოსანი , რომელსაც ძალუძს „სულიერი თვალის“ ახელა ადამიანისთვის. ბუნდოვნად
აღიძვრის ეს გრძნობა. სამშვინველი ვერაფერს ხედავს თავიდან, მაგრამ ამ გრძნობის მეშვეობით
მას მოიცავს ძალა ჭეშმარიტებისა; ამის გამო ჭეშმარიტება თანდათან უახლოვდება სამშვინველს
და მასში იხსნება უმაღლესი შეგრძნება. ერთ ადამიანს შესაძლოა ნაკლები დრო დასჭირდეს ,
მეორეს –– მეტი; ვისაც აღმოაჩნდება მოთმინება და გამძლეობა –– მიაღწევს მიზანს. მართალია,

6
შეუძლებელია ოპერირება ყოველი ბრმადშობილისა, მაგრამ სულიერი თვალის ახელა შეიძლება
ყველასთვის; დროის საკითხია, თუ როდის მოხდება ეს.

სწავლულობა და მეცნიერული განათლება არ წარმოადგენენ წინაპირობებს ამ „უმაღლესი


შეგრძნების“ გახსნისას. უბრალო ადამიანსაც შესაძლოა ისევე გაეხსნას ეს შეგრძნება, როგორც
მეცნიერებაში წინწასულს. ის, რასაც ჩვენს დროში ხშირად „ერთადერთ“ მეცნიერებას

უწოდებენ, შესაძლოა უფრო ხელისშემშლელი აღმოჩნდეს ამ მიზნის მისაღწევად, ვიდრე


ხელისშემწყობი. ვინაიდან ეს მეცნიერება , როგორც წესი, მხოლოდ იმას მიიჩნევს
„სინამდვილედ“, რაც მხოლოდ ჩვეულებრივი შეგძნებებისთვისაა მისაწვდომი. მართალია,
დიდია მისი დამსახურება ამ სინამდვილი
სინამდვილისს შემეცნების საქმეში; მხოლოდ როცა იგი შეირაცხება
ყოველგვარი ადამიანური ცოდნის საზომად, რაც მისი მეცნიერულობის თვალსაზრისით
აუცილებელი და სასიკეთოა, იგი იმავდროულად ქმნის უფრო მაღალი სინამდვილ
სინამდვილისკენ
ისკენ
ადამიანის დამაბრკოლებელ ცრურწმენებს .

ყოველივე ზემოთქმულის საწინააღმდეგო დ ხშირად ამბობენ : ადამიანის შემეცნებ


საწინააღმდეგოდ შემეცნებას
ას
საზღვრებზეე გადაბიჯება ;
დასმული აქვს „გადაულახავი საზღვრები“. ადამიანს არ ძალუძს ამ საზღვრებზ
ამიტომ უნდა უკუვაგდოთ ყოველგვარი შემეცნება, რომელიც ანგარიშს არ უწევს ამ
„საზღვრებს“. ამიტომ კადნიერს უწოდებენ ისეთ ადამიანს, რომელიც რაიმეს ამტკიცებს ისეთი
ამბების გამო, რომელნიც მრავალთათვის ადამიანური შემეცნების ფარგლებს მიღმა
იმყოფებიან. მათთვის ეს ყოველივე გადაწყვეტილად ითვლება. ამგვარი გამოდავებისას ისინი
მთლად უყურადღებოდ სტოვებენ იმ ფაქტს, რომ უმაღლეს შემეცნებას წინ უნდა უძღოდეს
განვითარება ადამიანის შემეცნებითი ძალებისა. მას შემდეგ, რაც ადამიანში გაიღვიძებს
მთველამარე უნარი, ამგვარი განვითარებამდე ყოველივე შემეცნების საზღვარს გადაღმა
არსებული უკვე მთლიანად მოექცევა შემეცნების სფეროში. თუმც ერთ ამბავსაც უნდა
მივაქციოთ ყურადღება. შესაძლოა ვინმემ იკითხოს: რა სარგებლობა მოაქვს ადამიანთათვის
ისეთ საგნებზე საუბარს, რომელთა შემეცნების უნარს ჯერ არ გაუღვიძნია მათში და
რომელთაგანაც თავად გათიშულნი არიან? მაგრამ ამგვარი მსჯელობა არ იქნებოდა სწორი.
ადამიანი ხსენებული საგნების აღმოსაჩენად იყენებს გარკვეულ უნარებს; ხოლო ამ აღმოჩენის
შემდეგ, როდესაც ხდება სხვათათვის მათი გაზიარება, ყოველ ადამიანს ძალუძს მათი გაგება,
ვისაც გააჩნია მიუდგომელი ლოგიკა და ჭეშმარიტების ჯანსაღი გრძნობა. ყოველ ადამიანზე,

7
ვისაც გააჩნია მრავალმხრივი, ცრურწმენებით დაუბნელებელი აზროვნება და გულწრფელი,
თავისუფალი შეგრძნება ჭეშმარიტებისა, ამ წიგნში თქმული მოახდენს ისეთ შთაბეჭდილებას,
რომ მიღებული იქნება დამაკმაყოფიელებელი პასუხი ადამიანური ცხოვრებისა და მსოფლიო
ყოფის გამოცანაზე . საკითხი ამგავრად უნდა დაისვას: შემოდის თუ არა დამაკმაყოფილებელი
გარკვეულობა ცხოვრებაში, თუ დავუშვებთ, რომ მართლაც იმგვარია საგანთა წესი, როგორც ეს
წიგნი გვიმტკიცებს? ჩვენ დავინახავთ, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრება გვიმოწმებს ამას.

ყოფიერების ამ უმაღლეს სფეროში „მასწავლებლობისათვის“ უბრალოდ როდი კმარა


ადამიანში ამ ახალი შეგრძნების აღმოცენება . ამისთვის საჭიროა მეცნიერული განსწავლის
მიღება ამ სფეროების შესახებ, ისევე როგორც ჩვეულებრივ სინამდვილეში მასწავლებლობას
სჭორდება მეცნიერული ცოდნა. „უმაღლესი ხედვა“ როდი კმარა იმისთვის, რომ ადამიანი
გახდეს „მეცნიერი“ სულიერი სფეროსი, ისევე როგორც საღი განსჯა არ კმარა იმისთვის, რომ
კაცი სწავლული გახდეს გრძნობად სინამდვილეში. როგორც უმდაბლესი, ისე უმაღლესი
სულიერი სინამდვილე მხოლოდ და მხოლოდ ორი მხარეა ერთი და იმავე ძირეული არსისა,
უმეცარი უმდაბლესის შემეცნებაში, თითქმის ყოველთვის ასეთივე დარჩება უმაღლესი
საგნების შემეცნებაშიც. ამიტომაც იმ ადამიანში, რომელიც გრძნობს სულიერი მოწოდებით,
რომ მან უნდა ისაუბროს ყოფიერების სულიერი სფეროების შესახებ, იღვიძებს გრძნობა
განუზომელი პასუხისმგელობისა. ეს გრძნობა მჟღავნდება მოკრძალებასა და თავშეკავებაში.
მაგრამ უნდა ითქვას, რომ ყოველივე ზემოთქმულმა არ უნდა დააბრკოლოს ადამიანი უმაღლეს
ჭეშმარიტებათა შემეცნების გზაზე, თვით ისეთი ადამიანიც კი, რომელსაც არ ჰქონდა
შესაძლებლობა ცხოვრებაში მოეკიდა ხელი ჩვეულებრივი მეცნიერებისათვის. ვინაიდან
ადამიანს ძალუძს აღსრულება თავისი ადამიანური დანიშნულებისა ბოტანიკის, ზოოლოგიის,
მათემატიკის და სხვა მეცნიერებათა გაგების გარეშეც; მაგრამ ვერ იქნები „ადამიანი“ ამ სიტყვის
სრული გაგებით, თუ არ ჩასწვდი ნაწილობრივ მაინც ადამიანის რაობას და დანიშნულებას,
რომელსაც გვაწვდის ზეგრძნობადი შემეცნება.

ადამიანი ღვთაებრივს უწოდებს იმ უზენაესს, რომლისკენაც ძალუძს მას მზერის მიპყრობა .


მან უნდა გაიაზროს თავისი უზენაესი დანიშნულება ამ ღვთაებრივთან მიმართებაში. ამიტომ
შესაძლოა გრძნობად საუფლოზე ამაღლებულ ამ სიბრძნეს, რომელშიც ადამიანს ეხსნება თავისი
რაობა და დანიშნულება, ეწოდოს „ღვთაებრივი სიბრძნე“, ანუ თეოსოფია. ადამიანის

8
ცხოვრებასა და სამყაროში მიმდინარე სულიერ ხდომილობათა შესახებ მსჯელობას შესაძლოა
დაერქვას სულიერი მეცნიერება. ამ წიგნიდან გამომდინარე ადამიანის სულიერი არსების
შესახებ გამოტანილი დასკვნების საფუძველზ
საფუძველზეე შესაძლოა ვიხმაროთ ამ სფეროსათვის გამოთქმა
„თეოსოფია“, რომელიც იხმარებოდა საუკუნეთა მანძილზე ამავე მნიშვნელობით.

ხსენებული თვალსაზრისის საფუძველზეა


საფუძველზეა მოხაზული ამ წიგნში თეოსოფიური

მსოფლმხედველობის ესკიზი. ამ წიგნის დამწერი ისეთს ვერაფერს ასახავს, რაც მისთვის არ


არის ფაქტი იმგვარივე გაგებით, როგორც თვალისა და ყურისთვის, აგრეთვე ჩვეულებრივი
განსჯისათვის ფაქტია გარე სამყაროს აღქმა. აქ ადამიანი შეხვდება ისეთ გამოცდილებას
რომელიც ყველასთვის მისაწვოდმი გახდება, ვისაც გადაუწყვეტია დაადგეს ამ წიგნის
საგანგებო თავში აღწერილ „შემეცნების გზას“. ადამიანი სწორ დამოკიდებულებაში იქნება ზენა
სამყაროს მოვლენებთან, თუ იგი დაუშვებს, რომ ჯანსაღ აზრსა და შეგრძნებას ძალუძს
ყოველივე იმის გაგება, რაც შეიძლება მომდინარეობდეს ზენა სამყაროს ჭეშმარიტი
შემეცნებიდან, და რომ კაცი, რომელიც ამგვარ გაგებას გაიხდის ამოსავალ წერტილად და
საფუძვლად დაუდებს ყოველივეს, გადადგამს დიდ ნაბიჯს საკუთარი ხედვის მიღწევის მხრივ.
თუმც ამ ხედვის მისაღწევად უნდა მოხდეს სხვა რამეც. ის, ვინც გვერდს აუვლის ამ გზას და
მოისურვებს ზენა სამყაროებში სხვაგავრად შეღწევას, უკეტავს თავის თავს ჭეშმარიტი საზეო
შემეცნების კარიბჭეს . იმის მტკიცება, თითქოს მხოლოდ მაშინ შეიძლებოდეს ზენა სამყაროს
აღიარება, როდესაც მას დაინახავ, წარმოადგენს დაბრკოლებას თავად ამ დანახვისთვის .
ამგვარი ხედვის განვითარებისთვის ძალზე სასარგებლო იქნება, თუკი მოვინდომებთ ჯერ საღი
აზროვნებით გავიგოთ ის, რაც შემდგომში უნდა დავინახოთ. ეს ყოველივე სამშვინველში
ჰბადებს მნიშვნელოვან ძალას, რომელსაც მივყავართ ამგვარი „ნათელხილვისაკენ“.

9
ადამიანის არსება

გოეთეს შემდეგი სიტყვები მშვენივრად განსაზღვრავენ ერთ–ერთ იმ გზათაგანს ,


რომლითაც შესაძლოა შეცნობილ იქნას ადამიანის არსება: „როგორც კი ადამიანი ამჩნევს

საგნებს თავის გარშემო, იგი განიხილავს მათ თავის თავთან მიმართებაში; ეს მართებულია,
ვინაიდან მთელი მისი ბედი დამოკიდებულია იმაზე, მოსწონს თუ არა მას ეს საგნები, იზიდავენ
ისინი მას თუ განიზიდავენ , სარგებლობა მოაქვთ მისთვის თუ ზიანი. ეს სრულიად ბუნებრივი
გზაა საგანთა განხილვისა და მათ შესახებ მსჯელობისა, იგი იმდენადვე იოლია, თითქოს,
როგორც აუცილებელია; და მიუხედავად ამისა, ადამიანს ათასობით შეცდომა მოსდის ამ
ამბავთან დაკავშირებით, რომელთა გამოც იგი ეგზომ ხშირად შერცხვენილა და მოშხამვია
საწუთროება. –– გაცილებით უფრო მძიმე შრომას კისრულობენ ისინი, ვისაც გააჩნია ცოცხალი
მიდრეკილება ცოდნისაკენ და ვინც მიელტვის დაკვირვებას ბუნებისეული საგნებისას
თავისთავად ყოფასა და ურთიერთმიმართებაში ; ვინაიდან მალე ჰკარგავენ იმ საზომს, რის
მეშვეობითაც ისინი, როგორც ადამიანები, საგნებს თავის თავთან მიმართებაში განიხილავდნენ.
მათთვის ჰქრება საზომი საამურობისა და უსიამობისა, მიმზიდველობისა და ანტიპათიისა,
სარგებლობისა და ზიანისა; მათ უნდა უარყჰყონ ამგვარი საზომი და როგორც განურჩეველმა
ადამიანებმა ან როგორც ერთგგვარმა ღვთაებრივმა არსებებმა უნდა ეძიონ და გამოიკვლიონ ის,
რაც ნამდვილად არის, და არა ის, რაც სიამოვნებას მოჰგვრით. ასე რომ, ჭეშმარიტ ბოტანიკოსს
არ უნდა ეხებოდეს არც სილამაზე მცენარისა და არც მისი სარგებლიანობა, იგი უნდა
სარგებლიანობა

იკვლევდეს მის აგებულებას, მის მიმართებას დანარჩენ მცენარეულ სამყაროსთა


სამყაროსთანნ; და როგორც
მზე აღმოაცენებს მათ და ნათელს ჰფენს, ასეთივე მშვიდი მზერით უნდა განიხილოს ისინი.
საზომი ამგვარი შემეცნებისა და მონაცემები მსჯელობისთვის მან უნდა აიღოს არა საკუთარი
თავიდან, არამედ იმ საგანთა წრიდან , რომელსაც იგი აკვირდება.“

გოეთეს ეს აზრი სამი მხრით მიმართავს ადამიანის ყურადღებას. პირველნი არიან საგნები,
რომელთათვისაც იგი ღებულობს ცნობებს შეგძნებათა კარიიდან , რომელთაც იგივე გემოს
უსინჯავს, ეხება, ყნოსავს, ისმენს და ხედავს. მეორეა წარმოდგენები, რომელნიც ექმენბა მას

საგანთა შესახებ და რომელნიც ვლინდებიან სიამოვნების და უსიამოვნების , მიდრეკილების და

10
ზიზღის სახით. ასე რომ, ამის შედეგად ერთ საგანს იგი თვლის მიმზიდველად, მეორეს ––
ზიზღის მომგვრელად , ერთს –– სარგებლიანად, მეორეს კი –– მავნებლად. მესამე ამბავია
სარგებლიანად
შემეცნება, იგი რომ ღებულობს საგანთა შესახებ, როგორც ერთგვარი „ღვთაებრივი არსება“; ეს
არის საიდუმლო ამ საგანთა ყოფისა და ქმედებისა, რომელიც იხსნება მისთვის.

ადამიანური ცხოვრების ეს სამი სფერო მკვეთრად განირჩევა ურთიერთისაგან , ამიტომ

ცხადია ადამიანისთვის, რომ იგი სამგვარი ასპექტით უკავშირდება სამყაროს. პირველია ის,
რასაც ადამიანი ჰპოვებს როგორც უკვე მოცემულ ფაქტს. მეორეა ის ამბავი, რომ სამყარო
გარკვეულ მიმართებაშია მასთან და გარკვეული მნიშვნელობა აქვს მისთვის. მესამე კი
გულისხმობს მიზანს, რომელსაც იგი უნდა მიელტვოდეს გამუდმებულად.

რად ევლინება ადამიანს სამყარო ამ სამგვარ ასპექტში? სრულიად მარტივი მაგალითით


შეიძლება ამის გარკვევა. მე მივდივარ ყვავილებით მოფენილ მინდორზე. ყვავილები მამცნობენ
თავიანთ ფერებს თვალთა მეშვეობით. ეს არის ფაქტი, რომელსაც მე აღვიქვამ როგორც უკვე

მოცემულს. ჩემში შვებას აღძრავს ფერთა დიდებულება . ამით იქცევა ეს ფაქტი ჩემთვის
მნიშვნელოვან მოვლენად. შეგრძნებით მე ვუკავშირებ ამ ყვავილებს ჩემს საკუთარ ყოფას. ერთი
წლის შემდეგ მე კვლავ მიხდება გავლა იმავე მინდორზე. ახლა სხვა ყვავილები იზრდებიან
მანდა. მათი შეხედვისას ახალი შვება აღმოცენდება ჩემში. ჩემი შარშანდელი შვება კვლავ
აღმოცენდება როგორც მოგონება. იგი ჩემშია; საგანი, რომელმაც წარმოშვა იგი, უკვე
გარდასულია , ხოლო ყვავილები, რომელთაც მე ამჟამად ვუმზერ, იგივენი არიან, რაც
შარშანდელნი. ისინი იმავე კანონებით აღმოცენდნენ, როგორც შარშანდელენი. თუ ჩემთვის
ნათელია ეს კანონები, მე ისევე აღმოვაჩენ ამ ყოველივეს წლევანდელ ყვავილებში , როგორც
შევიცანი ისინი შარშანდელ ყვავილებში. დეა შსაძლოა ჩემში დაიბადოს ასეთი მოსაზრება:
შარშანდელი ყვავილები დასჭკნენ; მათგან მოგვრილი შვება კი ჯერაც ხმიანებს ჩემს
მოგონებაში. იგი დაკავშირებულია ჩემს არსებობასთან. ხოლო ის, რაც მე შევიტყვე ამ
ყვავილების შესახებ შარშან და კვლავაც შევიტყობ წლეულს, დარჩება ვიდრე ამგვარი
ყვავილები იზრდებიან საერთოდ. ეს უკვე ისეთი რამ არის, რაც ცხადდება ჩემთვის, ოღონდ ეს
იმგვარად როდია დაკავშირებული ჩემს არსებობასთან , როგორც ჩემი შვება. შვების გრძნობა
რჩება ჩემში, ხოლო არსი ყვავილისა და ზრდის კანონებია რჩებიან სამყაროში ჩემს გარეშე.

11
ასე რომ, ადამიანი გამუდმებულად უკავშირდება სამყაროს საგნებს სამგვარად.
ჯერჯერობით ჩვენ ვერაფერს ვუმატებთ ამ ფაქტს, არამედ აღვნიშნავთ მას თავისთავადობაში .
აქედან კ ი გამომდინარეობს ის, რომ ადამიანს გააჩნია სამი მხარე თავის არსებაში. ამჯერად
მხოლოდ და მხოლოდ ამას აღვნიშნავთ ჩვენ შემდეგი სამი სიტყვით: სხეული, სამშვინველი და
სული. რა თქმა უნდა, ვინც ამ სამ სიტყვაში ჩასდებს რაიმე წინასწარ აღებულ მნიშვნელობას ან
ჰიპოთეზას, არასწორად გაიგებს შემდეგომ დასკვნებს. სხეულის ქვეშ იგულისხმება ის, რითაც
ადამიანისათვის იხსნება გარესამყაროს საგნები, როგორც ამას ადგილი ჰქონდა
ზემოხსენებული ყვავილებიანი მინდვრის მაგალითში . სიტყვა სამშვინველი აღნიშნავს იმას,
რითაც ადამიანი უკავშირებს საგნებს თავის საკუთარ არსებობას, რითაც იგი შეიგრძნობს მათგან
მიღებულ კმაყოფილებას და უკმაყოფილებას , სიხარულს და ტკივილს , სიამოვნება
სიამოვნებასა
სა და
უსიამოვნებას. სული კი არის ის რაც ცხადდევა ადამიანში მაშინ, როდესაც იგიე, გოეთეს თქმით,
სჭვრეტს საგნებს, „როგორც ერთგვარი ღვთაებრივი არსება“. აი ამ გაგებით შედგება ადამიანი
სხეულისაგან სამშვინველისაგან და სულისაგან.

სხეულის მეშვეობით ადამიანს ძალუძს წუთიერი კავშირის დამყარება საგნებთან.


სამშვინველის მეშვეობით ინარჩუნებს იგი საგანთაგა
საგანთაგანნ მიღებულ შთაბეჭდილებებს, ხოლო
შთაბეჭდილებებს
სულის მეშვეობით მისთვის ცხადდება ის, რასაც შეიცავენ თავად საგნები. მხოლოდ ამ სამი
მხარის განხილვის შემდგომ უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ შევძლებთ ახსნას ადამიანის არსისას.
ვინაიდან ეს სამი მხარე წარმოგვიდგენს ადამიანის სამი სხვადასხვაგვარ
სხვადასხვაგვარი
ი სახის კავშირს
დანარჩენ სამყაროსთან.

სხეულით ადამიანი ენათესავება იმ საგნებს, რომელნიც იხსნებიან მისი შეგრძნებებისა


შეგრძნებებისათვის
თვის
გარედან. გარესამყაროს ნივთიერებანი ჰქმნიან მის სხეულს; გარესამყაროს ძალები მოქმედებენ
მასში. მას შეუძლია შეგრძნებათა მეოხებით განიხილოს გარესამყაროს საგნები. ასევე ძალუძს
შეგრძნებათა
მას საკუთარი სხეულებრივი ყოფის დაკვირვებაც . მაგრამ შეუძლებელია ამგვარადვე განხილვა
მშვინვიერი ყოფისა. ყოველივე ის, რაც ხდება ჩემში სხეულებრივად, შესაძლოა აღქმულ იქნეს
სხეულბრივი შეგრძნებებით. მაგრამს ჩემს სიამოვნებას და უსიამოვნებას , სიხარულსა და
ტკივილს ვერც მე და ვერც სხვა ვერ აღვიქვამთ სხეულბრივი შეგრძნებებით. მშვინვიერი სფერო
მიუწვდომელია სხეულებრივი დაკვირვებისათვის. სხეულებრივი არსებობა ყველას
თვალთახედვისთვის მისაწვდომია; მშვინვიერს კი ადამიანი ატარებს თავის თავში, როგორც

12
საკუთარ სამყაროს; ხოლო სულის მეშვეობით ადამიანისათვის უფრო მაღალი სახით ცხადდება
გარე სამყარო. თუმცა მის შინაგან არსებაში გაცხადდებიან გარესამყაროს საიდუმლოებანი,
მაგრამ როგორც უკვე სულის წიაღ მყოფი, იგი გამოდის თავისი თავიდან და ალაპარაკებს
საგნებს თავიანთ არსზე, იმის შესახებ, რასაც სწორედ ამ საგანთათვის აქვს მნიშვნელობა და არა
მისთვის. ადამიანი უმზერს ვარსკვლავებით მოჭედილ ცას: აღტაცება , რომელსაც განიცდის
მისი სამშვინველი, ეკუთვნის თავად ადამიანს; მაგრამ ვარსკვლავთა მარადიული კანონები,
რომელთაც იგი სწვდება აზროვნებით და სულით, მას როდი ეკუთვნიან , არამედ თავად
ვარსკვლავებს.

ასე რომ, ადამიანი სამი სამყაროს მოქალაქეა . სხეულით იგი ეკუთვნის იმ სამყაროს,
რომელსაც იგი აღიქვამს სხეულითვე; სამშვინველით იგი იქმნის თავის საკუთარი სამყარო
სამყაროსს;
სულით კი მისთვის ცხადდება სამყარო, რომელიც ამ ორივეზე აღმატებულია.

ცხადია, რომ ეს სამივე სამყარო არსებითად განირჩეა ურთიეთისაგან . აქედანვე

გამომდინარეობს სამი სხვადასხვა სახეობა კვლევისა, რომელიც არკვევს მათს რაობას. უნდა
გავარკვიოთ აგრეთვე ის, თუ რა ზომამდე შესძლებს ადამიანი მონაწილეობას ამ სამივე სახის
კვლევაში.

I. ადამიანის სხეულბრივი არსება

ადამიანის სხეული შეიცნობა სხეულებრივი შეგძნებებით. დაკვირვების წესი ამ


შემთხვევაში ისეთივეა, როგორიც საერთოდ გააჩნია ადამიანს სხვა გრძნობადი აღქმისათვის
მისაწვდომი საგნების შეცნობისას. ასე განიხილება მინერალები, მცენარეები, ცხოველები და

ასევე შეიძლება ადამიანის განხილვაც. იგი ენათესავება არსებობის ამ სამივე ფორმას:

13
მინერალების მსგავსად იგი აგებს თავის სხეულს ბუნებისმიერ ნივთიერებათაგან ; მცენარეთა
მსგავსად იგი იზრდება და მრავლდება; ცხოველთა მსგავსად იგი აღიქვამს გარემოს საგნებს და
მათგან მიღებული შთაბეჭდილებების საფუძველზე აგებს თავის შინაგან განცდებს. ამიტომ
შთაბეჭდილებების
შესაძლოა განვასხვავოთ ადამიანში მინერალური , მცენარეული და ცხოველური ყოფიერება.

მინერალების, მცენარეების და ცხოველების აგებულებებს შორის განსხვავება შეესატყვისება

ყოფიერების ამ სამ ფორმას. ეს აგებულება – ფორმა არის ის, რასაც ადამიანი აღიქვამს
შეგრძნებებით. ამას და მხოლოდ ამას შეიძლება ვუწოდოთ სხეული. მაგრამ ადამიანის სხეული
სხეულისაგანნ. ამ განსხვავებას ყოველი კაცი აღიარებს, მიუხედავად
განსხვავდება ცხოველის სხეულისაგა
იმისა, თუ რას ფიქრობს იგი ადამიანისა და ცხოველის ნათესაობის შესახებ. თვით უკიდურესი
მატერიალისტი, რომელიც უარჰყოფს ყოველივე მშვინვიერს, შეუძლებელი
შეუძლებელიაა არ დაეთანხმოს
კარუსის მიერ გამოთქმულ აზრს წიგნში „Organon der Erkenntnis der Natur und des Geistes” 1 :
„მართალია, ჯერაც ამოუხსნელი ამოცანაა ფიზიოლოგიისა და ანატომისთვის უფაქიზესი
შინაგანი აგებულება ნერვიული სისტემისა და განსაკუთრებით ტვინისა, მაგრამ ეს
კონცენტრაცია ქსოვილებისა უფრო და უფრო მატულობს ცხოველებში და ადამიანში აღწევს
ისეთ საფეხურს, რომელსაც ვერ შევხვდებით ვერც ერთ სხვა არსებაში . ეს არის უეჭველი და
შევხვდებით
საბოლოოდ დამტკიცებული ფაქტი. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სულიერი
განვითარებისათვის და შესაძლოა პირდაპირ ითქვას, რომ ეს თავისთავად ახსნა იქნებოდა ამ
განვითარებისა. ამიტომ იქ, სადაც ტვინის აგებულება არასაკმარისადაა განვითარებული , სადაც
ვლინდება სიმცირე და უკმარობა ტვინისა, როგორც მაგალითად, მიკროცეფალებისა და
იდიოტების შემთხვევაში, თავისთავად ცხადია, არ შეიძლება ლაპარაკი თვითმყოფადი იდეების
აღმოცენებაზე და საერთოდ შემეცნებაზე, ზუსტად ისევე, როგორც გადაგვარებული ან
დასახიჩრებული სასქესო ორგანოების მქონე ადამიანს არ შეუძლია შთამომავლო
შთამომავლობის
ბის
გაგრძელება. მართალია, ძლიერი და კარგად განვითარებული აგებულება მთლიანი ადამიანისა
და მისი ტვინისა ჯერაც არ იწვევს გენიოსობას , მაგრამ , ყოველ შემთვევაში, იგი შეადგენს
უპირველეს და აუცილებელ პირობას უმაღლესი შემეცნებისა.“

1
„ბუნებისა და სულის ორგანოები“ მთარგმნელთა შენიშნვა )
14
ისევე როგორც ადამიანის სხეულში ვანსხვავებთ ყოფიერების სამგვარ ფორმას,
მინერალურს, მცენარეულს და ცხოველურს, ასევე უნდა განვასხვაოთ კიდევ მეოთხე , საკუთრი
საკუთრივვ
ადამიანური ფორმა. თავისი ყოფიერების მინერალური ფორმით ადამიანი ენათესავება
ყოველივე ხილულს; თავისი მცენარეული ფორმით –– ყოველივე იმას, რაც იზრდება და
მრავლდება; ცხოველურით –– ყოველივე იმას, რაც შეიგრძნობს გარემოს და გარეგანი
შთაბეჭდილებების საფუძველზე იქმნის თავის შინაგან განცდებს; ხოლო თავისი ადამიანური
ფორმით იგი იქმნის უკვე სხეულებრივი გაგებითაც თავის დამოუკიდებელ საუფლოს.
სხეულებრივი

II. ადამიანის მშვინვიერი არსება

როგორც თავისთავადი შინაგანი სამყარო, ადამიანის მშვინვიერი არსება განსხვავადება


ან. ეს თაისთავადობა წარმოჩინდება მაშინვე , როგორც კი მივაპყრობთ
სხეულებრიობისაგან
სხეულებრიობისაგ
ყურადღებას სრულიად უბრალო გრძნობად აღქმას. არავის ძალუძს მიახლოებით მაინც
შეიტყოს, ზუსტად მისებრ შეიგრძნობს თუ არა სხვა ადამიანი იმავე საგანს. ცნობილია, რომ
არსებობენ ადამიანები, რომელნიც ბრმანი არიან ფერების მიმართ. ასეთნი ხედავენ საგნებს
მხოლოდ რუხი ფერის სხვადასხვა ნიუანსებში. არსებობს აგრეთვე სიბრმავე გარკვეული
ფერებისადმი. ასეთებს ძალუძთ მხოლოდ გარკვეულ ფერთმა აღქმა. სამყაროს სურათი,
რომელსაც აძლევს მათ თვალი, განსხვავდება ეგრეთ წოდებული ნორმალური ადამიანის მიერ
სურათისაგანნ. დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას სხვა შეგრძნებების გამოც.
დანახული სურათისაგა
აქედან კი გამომდინარეობს ის, რომ თვით უბრალოდ შეგრძნებაც შინაგან სამყაროს ეკუთვნის .
ჩემი სხეულებრივი შეგრძნებებით მე ძალმიძს აღვიქვა წითელი მაგიდა, რომელსაც სხვა
ადამიანიც აღიქვამს, მაგრამ მე არ ძალმიძს აღვიქვა შეგრძნება სიწითლისა, რომელიც გააჩნია
სხვას. –– ამიტომ შეგრძნებები უნდა მივაკუთვნოთ მშვინვიერ სფეროს. თუ კარგად გავარკვევთ
ჩვენ ამ ფაქტს, მაშინ აღარ განვიხილავთ შინაგან განცდებს, როგორც მხოლოდ ტვინისმიერ
პროცესებს ან რაღაც ამდაგვარს. –– შეგრძნებას უკავშირდება უწინარეს ყოვლისა, გრძნობა.
ერთი სახის შეგრძნება ადამიანს სიამოვნებას ჰგვრის, მეორენაირი –– უსიამოვნებას. ეს გახლავთ

ძვრები მისი მშვინვიერი ცხოვრებისა . ამას ემატაება კიდევ მესამე რამ: ეს არის ნება. მისი

15
მეშვეობით ადამიანი უკუქმედებას ახდენს გარესამყაროზე, მისვეი მეშვეობით იგი თავისი
არსების კვალს ამჩნევს გარესამყაროს . ადამიანის ქმედებანი სწორედ იმით განსხვავდებიან
გარეგანი ბუნებისმიერი მოვლენებისაგან, რომ ისინი ატარებენ შინაგანი ცხოვრების ტვიფარს.
ამრიგად, სამშვინველი, როგორც ადამიანის თავისებურება, უპირისპირდება გარესამყაროს . ამ
უკანასკნელიდან კი ადამიანი ღებულობს სტიმულებს, რის შესაბამისადაც იგი აგებს საკუთა
საკუთარ

სამყაროს. ასე რომ, სხეულებრიობა ხდება ნიადაგი მშვინვიერებისა.

III. ადამიანის სულიერი არსება

ადამიანის მშვინვიერი მხარე მარტოოდენ სხეულით როდი განისაზღვრება. ადამიანი როდი


მიექანება უმიზნოდ და უწესრიგოდ ერთი გრძნობადი შთაბეჭდილებიდან მეორისაკენ . იგი
შთაბეჭდილებიდან
როდი მოქმედებს გარედან შემოსული ან მისი საკუთარი სხეულიდან მომდინარე ნებისმიერი
შთაბეჭდილების გავლენით. იგი იაზრებს თავის აღქმებს და ქცევებს. თავის აღქმათა გააზრებით
იგი აღწევს საგნების შემეცნებას; თავისი ქცევების გააზრებით კი მას შექავს გონებისმიერი
წესრიგი თავის ცხოვრებაში. მან უწყის, რომ მხოლოდ მაშინ ძალუძს ღირსეულად აღასრულოს
თავისი ადამიანური დანიშნულება, როდესაც იგი ხელმძღვანელობს სწორი აზრით როგორც
თავის შემეცნებაში, ისე საქციელში. ასე რომ, მშვინვიერი საწყისი დგას ორმაგი აუცილებლობის
წინაშე . იგი განისაზღვრება სხეულებრივ კანონთა მიერ ბუნებისმიერი აუცილებლობის ძალით.
ხოლო კანონები, ჩვენი წარმმართველნი სწორი აზროვნებისკენ, ჩვენივე თანხმობით
გვსაზღვრავენ ჩვენ, რამდენადაც ვაღიარებთ მათ აუცილებლობას . ბუნება უქვემდებარებს
ადამიანს ნივთიერებათა ცვლის კანონებს ; აზროვნების კანონებს კი ადამიანი თავად
ექვემდებარება. მათი მეშვეობით ადამიანი აკუთვნებს თავის თავს უფრო მაღალი განწესების
საუფლოს, ვიდრე იმას, რომელსაც იგი სხეულით ეკუთვნის. ეს არის სულიერი განწესება.
სხეულებრივი იმდენადვე განსხვავდება მშვინვიერისაგან, რამდენადაც მშვინვიერი
განსხვავდება ან. ვიდრე ადამიანი საუბრობ
სულიერისაგან
სულიერისაგ საუბრობსს მხოლოდ ნახშირორჟანგის ,
წყალბადის აზოტისა და ჟანგბადის ნაწილაკებზე , რომელნიც მოძრაობენ სხუელში, მანამდე იგი

ვერ ხედავს სამშვინველს. მშვინვიერი ცხოვრება იწყება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამგვარ

16
მოძრაობებთან ერთად იშვის შეგრძნება: მე ვგრძნობ ტკბილ გემოს, მე მსიამოვნებს. ასევე
ნაკლებად ხედავს ადამიანი სულს, სანამ იგი მხოლოდ მშვინვიერ განცდებს აკვირდება. ეს
განცდები იბადებიან ისეთ ადამიანში, რომელიც მთლიანად ეძლევა გარესამყაროს და თავის
სხეულებრივ ცხოვრებას. ეს მშვინვიერი, უწინარეს ყოვლისა, ნიადაგია სულიერისთვის, ისევე
როგორც სხეულებრივი ნიადაგია მშვინვიერისთვის. ბუნების მკვლევარს საქმე აქვს სხეულთა
სხეულთანნ,
სამშვინველის მკვლევარს (ფსიქოლოგს) საქმე აქვს სამშვინველთან, ხოლო სულის მკვლევარს
საქმე აქვს სულთან . ადამიანმა აზროვნებით უნდა განასხვაოს თავის საკუთარ არსებაში
სხეული, სამშვინველი და სული, ეს არის აუციელებელი წინაპირობა მისთვის, ვისაც სურს
აზროვნებით ჩასწვდეს ადამიანის არსებას.

IV. სხეული, სამშვინველი და სული

ადამიანი მაშინ შეიცნობს სწორად საკუთარ თავს, როდესაც იგი გაარკვევს აზროვნების
მნიშვნელობას მის საკუთარ არსებასთან მიმართებაში. ტვინი არის სხეულებრივი იარაღი
აზროვნებისთვის. ისევე, როგორც ფერების დანახვა ძალუძს მხოლოდ საღი თვალების მქონდე
ადამიანს, ასევე სჭირდება აზროვნებას საღი აგებულების ტვინი. ადამიანის მთელი სხეული
იმგვარად არის მოწყობილი , რომ მისი დაგვირგვინებაა სულის ორგანო − ტვინი. ადამიანი
მხოლოდ მაშინ გაიგებს ტვინის აგებულებას , თუ განიხილავს მას იმ ამოცანასთან მიმართებაში ,
რომელიც თავად ტვინს გააჩნია. ეს ამოცანა იმაში მდგომარეობას, რომ ტვინი არის სხეულბრივი
საფუძველი მოაზროვნე სულისთვის. ამის ნათელჰყოფს ჩვენთვის ცხოველთა სამყაროს
შედარებითი მიმოხილვაც. ამფიბიების ტვინი ჯერაც მცირეა მათსავე ზურგის ტვინთან
შედარებით; ძუძუმწოვრებისა კი შედარებით უფრო დიდია. ადამიანის ტვინი კი უდიდესია
მთელს დანარჩენ სხეულთან შეფარდებით.

მრავალი წინასწარაღებული საწინააღმდეგო


საწინააღმდეგო აზრი არსებობს იმ შენიშვნებთანნ
შენიშვნებთა
დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გამოვთქვით აზროვნების შესახებ. ადამიანებს სჩვევიათ ხოლმე
დამცირება აზროვნებისა, რათა უფრო მაღლა „შინაგანი გრძნობისმიერი ცხოვრება“, „განცდა“
დააყენონ. ხშირად ითქმის: ადამიანი მხურვალე გრძნობით, განცდის უშუალო ძალით აღწევსო

17

You might also like