You are on page 1of 1

"მე __________ (პირადობის მონაცემები), ვანიჭებ ------------------ (სახელი, გვარი,

პირადი ნომ) რომ იყოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი სს “ პროკრედიტ ბანკში“


(ბანკის სერვისცენტრში) და მართოს და განკარგოს ჩემ სახელზე გახსნილი
ნებისმიერი სახის საბანკო ანგარიში (ანგარიშები) და დეპოზიტი ,ანგარიშიდან
გაანაღდოს თანხა.

აწარმოოს ნებისმიერი სახის საბანკო ოპერაცია (თანხის შეტანა , გამოტანა ,


კონვერტაცია, გადარიცხვა და სხვა), დაამზადოს და მიიღოს პლასტიკური ბარათი,
საჭიროების შემთხვევაში დაამზადოს და მიიღოს დამატებითი პლასტიკური ბარათი,
ასევე მიიღოს ბანკომატში დაკავებული ბარათი, გახსნას-დახუროს ანგარიში და
დეპოზიტი. აღადგინოს პინ კოდი, მიიღოს სხვა ნებისმიერი სახის საბანკო
მომსახურებანი, ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან ნებისმიერი ხანდაზმულობის ,
მიიღოს ნებისმიერი საბანკო ცნობა (მათ შორის ცნობა დავალიანების არარსებობის
შესახებ) და ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ჩემი სახელით წარადგინოს ნებისმიერი
სახის დოკუმენტი, მოაწეროს ხელი შესაბამის დოკუმენტებს და შეუზღუდავად
შეასრულოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა მოქმედება, რაც დაკავშირებული
იქნება აღნიშნული დავალებების შესრულებასთან.
 
ჩემი სახელით მოითხოვოს და მიიღოს, შეცვალოს, გააუქმოს, დააბრუნოს (----) ცალი
მობაილ თოქენი/დიგიპასი. დაარეგისტრიროს SMS მომსახურება და ამ მიზნით
გამოიყენოს ჩემი მობ. ნომერი (------). შეუკვეთოს ბარათი და ამ მიზნით გამოიყენოს
ზემოაღნიშნული მობ. ნომერი, ბარათზე შეუზღუდავად განახორციელოს ნებისმიერი
სახის ოპერაცია, ისარგებლოს ბარათით შეუზღუდავად, შეცვალოს ბარათის ანგარიში ,
ლიმიტი, კოდი, დაბლოკოს-განბლოკოს, მიიღოს ბანკომატის მიერ დაკავებული
ბარათი, მოახდინოს ინტერნეტ ბანკინგის ცვლილება - დაამატოს/შეამციროს
სხვადასხვა პროდუქტები, მომსახურფებები, ინფორმაცია, ასევე მოახდინოს ინტერნეტ
ბანკში საკონტაქტო ტელეფონის ნომრის, კოდური კითხვა პასუხის, ერთჯერადი 
პაროლის მიღების  წყაროს ცვლილება და ა.შ. ამისთვის დაარეგისტრიროს ჩემი ელ.
ფოსტა და მობ ნომერი (-------------- ჩაიწერება მობ. და ელ. ფოსტა). ჩემს ნაცვლად
განახორციელოს ინტერნეტ ბანკინგის ძლიერი ავთენტიფიკაციის
განხორციელებისათვის საჭირო და აუცილებელი ყველა მოქმედება და ამ მიზნით
გამოიყენოს მითითებული ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტა. შეიტანოს ნებისმიერი
ცვლილება ნებისმიერ საბანკო პროდუქტში ან მოითხოვოს ნებისმიერი სახის ახალი
პროდუქტის რეგისტრაცია/გააქტიურება და ამ მიზნით შეასრულოს ყველა და
ნებისმიერი მოქმედება, რაც ბანკის მიერ იქნება მოთხოვნილი, ასევე ამ მიზნებისთვის
გამოიყენოს/დააფიქსიროს ზემოთ მითითებული მობ. ნომერი და ელ. ფოსტა.
 
წარმოადგინოს ჩემი ინტერესები ზემოაღნიშნული დავალების შესრულებაში ყველა
კერძო/საჯარო ორგანიზაციასა და ასევე ნებისმიერ ფიზიკურ/იურიდიულ პირთან .
მოითხოვოს უფლებათა რეგისტრაცია, შეასრულოს ნებისმიერი მოქმედება და ხელი
მოაწეროს ნებისმიერ დოკუმენტს, მიიღოს/ჩაიბაროს ნებისმიერი დოკუმენტი ,
შეიტანოს/შეაჩეროს/გამოითხოვოს/დააზუსტოს ან/და გამოიტანოს ნებისმიერი
დოკუმენტი/განცხადება, თავად განსაზღვროს მისი პირობა და შეცვალოს იგი
ნებისმიერ დროს. დამოუკიდებლად და საკუთარი გადაწყვეტილების ფარგლებში
თავისუფლად და შეუზღუდავად განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით
მინიჭებული ყველა და ნებისმიერი უფლება,  იმოქმედოს მინიჭებული
უფლებამოსილების ფარგლებში და განახორციელოს ნებისმიერი ქმედება , რასაც
მიმნდობი შეძლებდა განეხორციელებინა მისი ყოფნის შემთხვევაში. არავის შეუძლია
ეჭვქვეშ დააყენოს რწმუნებულის უფლებამოსილება მინდობილობის ზოგადი ხასიათის
გამო."

You might also like