You are on page 1of 1

დამწერლობის ისტორიაში გამოყოფენ 5 ძირითად საფეხურს: 1.

ხატოვანს ანუ
პიქტოგრაფიულს, 2. იდეოგრაფიულს, 3. სიტყვიერ-მარცვლოვანს
(ლოგოგრაფიულ-სილაბურს), 4. მარცვლოვანს ანუ სილაბურს, 5. ანბანურს.
აღნიშნული ტერმინები ყოველთვის ზუსტად ვერ ასახავს ამა თუ იმ
დამწერლობის კონკრეტულ ბუნებას, რადგან ზოგი მათგანი ნარევი
ხასიათისაა.

დამწერლობის გრაფიკულ სისტემებს წინ უსწრებდა და ზოგჯერ მათ


პარალელურად იხმარებოდა არაგრაფიკული საშუალებანი, რომელთაც
სასიგნალო, ან მნემონიკური ფუნქციები ჰქონდათ. არაგრაფიკულ
საშუალებათაგან განვითარების მაღალ დონეს მიაღწიეს ე. წ. „ვამპუმებმა“
(სხვადასხვა ფერისა და ფორმის ნიჟარების კომბინაციები) ჰურონების,
იროკეზებისა და ამერიკელ ინდიელების სხვა ტომტა პრაქტიკაში და „კიპუმ“
(განასკვული ზონარების კომბინაციები) ძველ ინკებთან. აღრიცხვისა და
ანგარიშსწორებისათვის ცენტრალურ აფრიკასა და ჩინეთში ფართოდ
გამოიყენებოდა ნაჭდევებიანი ხის თხელი ფირფიტები. ხმარების პროცესში
არაგრაფიკულ საშუალებათა ელემენტებს გარკვეული სტაბილური
მნიშვნელობა გაუჩნდა, რამაც თითოეული ეს ელემენტი და მათი კომბინაციები
გასაგები გახადა ამა თუ იმ ტომისა და ხალხის ყველა წევრისათვის.

დამწერლობას ყოფენ შემდეგ ტიპებად იმისდა მიხედვით, თუ მეტყველების


რომელი ელემენტი გადმოიცემა ნიშნებით: ფრაზეოგრაფიკული დამწერლობა,
ლოგოგრაფიული დამწერლობა, იდეოგრაფიული დამწერლობა,
მორფემოგრაფიული დამწერლობა, მარცვლოვანი (სილაბური) დამწერლობა,
ბგერითი (ანბანური) დამწერლობა.

You might also like