You are on page 1of 1

ქართული დამწერლობის შემოღების თარიღზე მიმანიშნებელი ზუსტი და

ერთმნიშვნელოვანი წყარო არ არსებობს. XI საუკუნის


ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი მას ფარნავაზ I-ს მიაწერს, ძვ. წ. III
საუკუნეში, თუმცა ამის დამადასტურებელი უფრო ადრინდელი საბუთი არ არის .
[9]ქართული ლიტერატურის ჩვენამდე მოღწეული უძველესი ძეგლი „შუშანიკის
წამება“[10] (V საუკუნე) მიანიშნებს, რომ მის დაწერამდე უნდა არსებულიყო
განვითარებული წერილობითი კულტურა. ამასთან, პროფესორ რევაზ
ბარამიძის მიერ 1990-იანი წლების დამდეგს დადასტურებულია, რომ „ქართლის
ცხოვრებაში“ ჩართული „ცხოვრება ფარნავაზისი“
არის ფარნავაზისთანამედროვე ჟამთააღმწერლის მიერ შექმნილი თხზულება,
თუმცა ეს ფაქტი ამ პერიოდში ქართული დამწერლობის არსებობას ვერ
ადასტურებს.
ბოლო დრომდე, არქეოლოგიური მონაცემებით ქართული ანბანის შექმნას ახ .
წ. IV—V საუკუნეებს უკავშირებდნენ (დავათის სტელის ასომთავრული წარწერა
(ახ. წ. IV საუკუნე) და ბოლნისის სიონის ასომთავრული წარწერა (492—493 წწ)).
აკადემიკოს ლევან ჭილაშვილის ხელმძღვანელობით ნეკრესში(კახეთი) 1990-იან
და 2000—2003 წლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოპოვებული
მასალები იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ქართული ანბანი უფრო
ადრე უნდა ყოფილიყო შექმნილი.[11]
1940 წელს წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მცხეთა-
არმაზშინაპოვნია დამწერლობის რამდენიმე ანტიკური ძეგლი. წარწერები
შესრულებულია ბერძნულ ენაზე. იქვეა უცნობ ალფავიტზე შესრულებული
რამდენიმე ნიშანი, რომლებიც პავლე ინგოროყვას მოსაზრებით ქართული
ასომთავრული დამწერლობის უძველესი ნიმუშები უნდა იყოს[12].

You might also like