You are on page 1of 10

ხუთეული

გვირაბების ლაბირინთში

ინგლისურიდან თარგმნა
ნიკა სამუშიამ
enid blaitoni
cnobili xuTeuli
xuTeuli gvirabebis labirinTSi

mTargmneli nika samuSia


redaqtori lela tuRuSi
dizaineri ia maxaTaZe
teqnikuri dizaineri TinaTin berberaSvili

qarTuli gamocema © bakur sulakauris gamomcemloba, 2019


yvela ufleba daculia.

Sps „bakur sulakauris gamomcemloba“


misamarTi: daviT aRmaSeneblis 150, Tbilisi 0112
telefoni: 291 09 54, 291 11 65
elfosta info@sulakauri.ge

ISBN 978-9941-30-244-2

Enid Blyton
THE FAMOUS FIVE

First published in Great Britain in 1945 by Hodder and Stoughton


Text copyright © Hodder and Stoughton Limited, from 1977 edition
Cover illustration and portrait of Enid Blyton by Laura Ellen Anderson
copyright © Hodder and Stoughton Limited
All rights reserved.

Georgian translation copyright by Sulakauri Publishing, 2019

www.sulakauri.ge
შინაარსი

თავი პირველი კირინის კოტეჯში დაბრუნება......................................................................5


თავი მეორე თავზარდამცემი შემთხვევა ღამით.......................................................... 12
თავი მესამე ძია კვენტინს იდეა აქვს............................................................................... 19
თავი მეოთხე „კონტრაბანდისტის მწვერვალი“.................................................................27
თავი მეხუთე შავტუხა ლენუარი............................................................................................35
თავი მეექვსე შავტუხას მამინაცვალი და დედა..........................................................43
თავი მეშვიდე ფარული ორმო..................................................................................................51
თავი მერვე ამაღელვებელი გასეირნება...............................................................................58
თავი მეცხრე ვინ არის კოშკში?............................................................................................. 66
თავი მეათე ტიმი ხმაურობს.....................................................................................................73
თავი მეთერთმეტე ჯორჯი შეშფოთებულია...................................................................... 81
თავი მეთორმეტე ბლოკს სიურპრიზს უწყობენ................................................................89
თავი მეცამეტე საბრალო ჯორჯი!............................................................................................ 97
თავი მეთოთხმეტე ძალიან დამაბნეველი რამ..............................................................106
თავი მეთხუთმეტე უცნაური მოვლენები....................................................................... 113
თავი მეთექვსმეტე მეორე დილით.................................................................................... 120
თავი მეჩვიდმეტე ყველაფერი უფრო და უფრო გაუგებარი ხდება....................128
თავი მეთვრამეტე საინტერესო აღმოჩენები................................................................136
თავი მეცხრამეტე მისტერ ბარლინგი მოლაპარაკებას მართავს............................. 144
თავი მეოცე ტიმი დასახმარებლად მოდის.................................................................... 153
თავი ოცდამეერთე მოგზაურობა გორის ქვეშ.............................................................160
თავი ოცდამეორე ყველაფერი კარგად სრულდება....................................................... 167
თავი პირველი
კირინის კოტეჯში დაბრუნება

ერთ მშვენიერ დღეს, ზუსტად სააღდგომო არდადეგების დასა­


წყისში, ოთხი ბავშვი და ერთი ძაღლი მატარებლით ერთად მგზავ­
რობდა.
– უკვე მალე ჩავალთ, – თქვა ჯულიენმა, თავდაჯერებული
გამომეტყველების მქონე მაღალმა და ღონიერმა ბიჭმა.
– ჰამ, ჰამ, – დაიყეფა მოუთმენლობისგან აღელვებულმა ძაღ­
ლმა ტიმოთიმ და მანაც მოინდომა ფანჯრიდან გახედვა.
– ჩამოდი, ტიმ, – დაუცაცხანა ძაღლს ჯულიენმა, – ენის
გახედვა აცალე.
ენიმ, ჯულიენის უმცროსმა დამ, ფანჯარაში თავი გაყო და
გამოაცხადა:
– კირინის სადგურში შევდივართ! იმედია, ბიცოლა ფანი დაგ­
ვხვდება.
– რა თქმა უნდა, დაგვხვდება! – უთხრა ჯორჯინამ, მისმა
ბიძაშვილმა, რომელიც მოკლედ შეჭრილი და ხუჭუჭი თმით ბიჭს
უფრო ჰგავდა, ვიდრე გოგოს. ჯულიენივით მასაც თავდაჯე­
რებული გამომეტყველება ჰქონდა. მან ენი გვერდზე გასწია და
ფანჯრიდან გაიხედა, – კარგია შინ დაბრუნება. სკოლა კი მიყ­
ვარს... მაგრამ კირინის კოტეჯში მაგრად გავერთობით. იქნებ

5
კირინის კუნძულზეც გავცუროთ და ციხესიმაგრეც მოვინახუ­
ლოთ. იქ შარშანდელი ზაფხულის მერე აღარ ვყოფილვართ.
– ახლა დიკის ჯერია, ფანჯრიდან გაიხედოს, – ჯულიენი
უმცროსი ძმისკენ მიტრიალდა, სანდომიანი ბიჭისკენ, რომელიც
კუთხეში იჯდა და კითხულობდა, – კირინს ვუახლოვდებით, დიკ.
არ შეგიძლია წამით მაინც შეწყვიტო კითხვა?
– ძალიან საინტერესო წიგნია, – აღნიშნა დიკმა და ხმაურით
დახურა წიგნი, – ასეთი საინტერესო სათავგადასავლო ამბავი
არასდროს წამიკითხავს!
– კარგი ერთი! დაგენაძლევები, ზოგიერთ ჩვენს თავგადა­
სავალზე უფრო საინტერესო არაფრით არ იქნება! – წამოიძახა
მაშინვე ენიმ.
ამ ხუთეულს, ძაღლი ტიმის ჩათვლით, რომელიც ყოველთვის
მათთან ერთად მონაწილეობდა ყველაფერში, მართლაც გასაო­
ცარი ამბები გადახდენოდათ თავს. მაგრამ ახლა საქმეს ისეთი
პირი უჩანდა, რომ არდადეგებს მშვიდად და წყნარად გაატარებ­
დნენ, დიდხანს ისეირნებდნენ კლდის პირას და ალბათ ჯორჯის
ნავით კირინის კუნძულზეც გაცურავდნენ.
– ამ სემესტრში სკოლაში ბევრი ვიმეცადინე, – თქვა ჯული­
ენმა, – დასვენება არ მაწყენდა!
– გამხდარხარ, – შენიშნა ჯორჯინამ. გოგონას ასე არავინ
უწოდებდა. ყველა ჯორჯს ეძახდა, რადგან მხოლოდ ამ სახელს
ეხმაურებოდა.
ჯულიენმა გაიღიმა.
– ნუ ღელავ, კირინის კოტეჯში მალე გავსუქდები! ამაზე ბიცო­
ლა ფანი იზრუნებს. ადამიანების გასუქებაში მას ვერავინ შეე­
დრება. ძალიან მიხარია, რომ დედაშენს ისევ ვნახავთ, ჯორჯ.
ძალიან კარგი ვინმეა.
– ჰო. იმედია, ამ არდადეგებზე მამაც კარგ გუნებაზე იქნება, –
თქვა ჯორჯმა, – წესით უნდა იყოს, რადგან დედას თქმით, ახალი
ექსპერიმენტები წარმატებით ჩაუტარებია.

6
ჯორჯის მამა მეცნიერი გახლდათ, რომელიც ყოველთვის
ახალ იდეებზე მუშაობდა. საერთოდ, მშვიდი კაცი იყო, მაგრამ თუ
ხმაური შეაწუხებდა, ან რამე ზუსტად ისე არ ხდებოდა, როგორც
მას უნდოდა, გაცხარება სჩვეოდა. ბავშვებს ხშირად უფიქრიათ,
ჯორჯინა სიფიცხით მამამისს ძალიან ჰგავსო! ისიც ცხარდებო­
და, როცა რამე არ გამოსდიოდა.
ბიცოლა ფანი მატარებელს ბაქანზე ელოდა. ბავშვები ვაგო­
ნიდან ჩაცვივდნენ და მისკენ გაიქცნენ. ყველას ჯორჯმა დაა­
სწრო და დედას პირველი ჩაეხუტა. ჯორჯს ძალიან უყვარდა
კეთილი დედა, რომელიც ხშირად იცავდა მას, როცა მამა რამეზე
გაუბრაზდებოდა ხოლმე. ტიმი მათ გარშემო დახტუნავდა და
გახარებული ყეფდა. ის ჯორჯის დედაზე ჭკუას კარგავდა. ქალმა
ძაღლს ხელი მოუთათუნა, ტიმმა ორ ფეხზე შედგომა და მისთვის
სახის ალოკვა სცადა.
– ტიმი რამხელა გაზრდილა! – სიცილით თქვა ბიცოლა
ფანიმ, – ფრთხილად, ტიმ! არ წამაქციო!
ტიმი, ეს მართლაც დიდი ძაღლი, ყველას უყვარდა, რადგან
ერთგული, მოსიყვარულე და სანდო იყო. ყავისფერ თვალებს
ხან ერთ ბავშვს მიაპყრობდა, ხან – მეორეს, მათი სიხარულით
ტკბებოდა. მაგრამ ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, მას თავისი
პატრონი, ჯორჯი უყვარდა. ტიმი ჯერ კიდევ ლეკვი იყო, როცა
ჯორჯს მიუყვანეს. გოგონას ის ყოველ სემესტრში სკოლაში
მიჰყავდა, რადგან ის და ენი ისეთ სკოლა-ინტერნატში სწავლობ­
დნენ, სადაც შინაური ცხოველების ყოფნა დაშვებული იყო. სხვა­
ნაირ სკოლაში ჯორჯი არც ივლიდა!
კირინისკენ ორთვალათი გაემართნენ. ქარი ქროდა და ძალიან
ციოდა. აცახცახებული ბავშვები ქურთუკებში ჩაიფუთნენ.
– საშინლად ცივა! – დაიჩივლა კბილებაკაწკაწებულმა ენიმ, –
ასე ზამთარში არ ცივა ხოლმე!
– ქარის გამოა! – აუხსნა ბიცოლამ და პლედი მჭიდროდ შემო­
ახვია, – ბოლო ორი დღეა, ძლიერდება და ძლიერდება. მეთევზე­

7
ებმა ნავები სანაპიროდან შორს გაათრიეს დიდი შტორმის შიშით.
სანაპიროსთან ჩავლისას ბავშვებმა წყლიდან ამოთრეული
ნავები დაინახეს. ამ სანაპიროზე ხშირად დადიოდნენ საბანა­
ოდ, მაგრამ ახლა ბანაობის სურვილი სულაც არ ჰქონდათ. ამის
გაფიქრებაზეც კი კანკალებდნენ.
ზღვის თავზე ქარი ყმუოდა. ცაზე სქელი ღრუბლები სწრაფად
მიქროდნენ. ტალღები დამაყრუებელი ხმაურით ეხეთქებოდა
სანაპიროს. ამან ტიმი ისე ააღელვა, ყეფა დაიწყო.
– ჩუმად, ტიმ, – ხელი მოუთათუნა მას ჯორჯმა, – შინ დავ­
ბრუნდით და ახლა ისევ დამჯერი და წყნარი ძაღლი უნდა გახდე,
თორემ მამა გაგიჯავრდება. მამა ძალიან ბევრი საქმე აქვს, დედა?
– ძალიან, – უპასუხა დედამ, – მაგრამ სანამ აქ იქნებით, ძალი­
ან ცოტას იმუშავებს. გადაწყვიტა, თქვენთან ერთად ისეირნოს
ხოლმე, ან როცა გამოიდარებს, ნავით იცუროს.
ბავშვებმა ერთმანეთს გადახედეს. ძია კვენტინი საუკეთე­
სო თანამგზავრი ნამდვილად არ იყო. მას იუმორის გრძნობა
საერთოდ არ გააჩნდა და მაშინაც კი, როცა ბავშვები სიცილით
ჩაბჟირდებოდნენ ხოლმე (რაც დღეში ოცჯერ მაინც ხდებოდა),
ხუმრობის არსს ვერაფრით იგებდა.
– როგორც ჩანს, არც ისე მხიარული არდადეგები გვექნება,
თუ ძია კვენტინი აპირებს, მთელი დრო ჩვენთან ერთად გაატა­
როს, – უჩურჩულა დიკმა ჯულიენს.
– ჩშშშ, – გააჩუმა ძმა ჯულიენმა, ვაითუ ბიცოლა ფანიმ გაი­
გონოს და ეწყინოსო.
– ოჰ, დედა! მამა ჩვენთან ერთად მაგრად მოიწყენს... და ჩვენც
მაგრად მოვიწყენთ მასთან.
ჯორჯი ძალიან გულახდილი იყო და ენაზე კბილის დაჭერას
ვერაფრით ახერხებდა. დედამისმა ამოიოხრა.
– ასე ნუ ლაპარაკობ, ძვირფასო. ვფიქრობ, მამაშენს მალე
მობეზრდება თქვენთან ერთად სეირნობა. მაგრამ ცოტა ხანს
ახალგაზრდებში ტრიალი ნამდვილად არ აწყენს.

8
– მოვედით! – წამოიძახა ჯულიენმა, როცა ორთვალა ძვე­
ლი სახლის წინ გაჩერდა, – კირინის კოტეჯი! უჰ, ბიცოლა ფანი,
როგორ ზუზუნებს ქარი მის გარშემო!
– ჰო. წუხელ საშინლად ხმაურობდა, – დაეთანხმა ბიცოლა
ფანი, – ჩვენ ბარგს ჩამოვიღებთ და შენ კი ორთვალა უკან გაა­
გორე, ჯულიენ. აი, ბიძათქვენიც მოდის დასახმარებლად!
სახლიდან ძია კვენტინი – მაღალი, ჭკვიანური გამომეტყვე­
ლების მქონე, მაგრამ შუბლშეჭმუხნილი კაცი გამოვიდა. ბავშვებს
გაუღიმა და ჯორჯსა და ენის აკოცა.
– მოგესალმებით კირინის კოტეჯში! – თქვა მან, – ძალიან
მიხარია, რომ თქვენი მშობლები სხვაგან გაემგზავრნენ, ენი, და
ისევ ჩვენთან დარჩებით!
მალე ყველანი მაგიდის გარშემო ისხდნენ და სადილობდნენ.
ბიცოლა ფანი მათ ყოველთვის გემრიელი სადილს ახვედრებდა
ხოლმე, რადგან იცოდა, რომ მატარებლით ხანგრძლივმა მგზა­
ვრობამ ძლიერი მოშივება იცის.
როგორც იქნა, ჯორჯიც დანაყრდა, სკამის საზურგეს მიეყ­
რდნო და გაიფიქრა, რომ ჩამდიოდეს, დედაჩემის გამომცხვარ
კიდევ ერთ გემრიელ ფუნთუშას სიამოვნებით შევჭამდიო.
ტიმი მასთან ახლოს იჯდა. წესით, სადილობისას, მისთვის
საჭმელი არ უნდა მიეცათ, მაგრამ გაგიკვირდებათ, იმდენი გემ­
რიელი ლუკმა აღმოჩნდებოდა ხოლმე მისთვის მაგიდის ქვეშ!
სახლის გარშემო ქარი ზუზუნებდა. ფანჯრები ზანზარებდა.
კარი ირყეოდა. ორპირი ქარი ჭილოფებს წამით წამოსწევდა და
ისევ ძირს აგდებდა.
– ჭილოფების ქვეშ თითქოს გველები დაიკლაკნებიან, – შენიშ­
ნა ენიმ.
ტიმმა კი ჭილოფებს შეუღრინა. ის ჭკვიანი ძაღლი იყო, მაგრამ
მაინც ვერ ხვდებოდა, ჭილოფები ასე უცნაურად რატომ მოძ­
რაობდნენ.
– იმედია, ქარი ამაღამ ჩადგება, – თქვა ბიცოლა ფანიმ, –

9
წუხელ თვალი არ მომახუჭინა. ჯულიენ, ძვირფასო, გამხდარი
მეჩვენები. ბევრს მეცადინეობდი? უნდა გაგასუქო.
ბავშვებმა გაიცინეს.
– ვიცოდით, რომ ამას იტყოდი, დედა!..
ჯორჯს სიტყვა ძლიერი ბრახუნის ხმამ გააწყვეტინა, რომე­
ლიც სახურავიდან მოისმა. ყველა შეკრთა და გაშეშდა. ტიმმა
ყურები დაცქვიტა და დაიღრინა.
– სახურავს კრამიტი ასძვრა, – მიხვდა ძია კვენტინი, – ამო­
ვიდა უკვე ყელში! ქარი რომ ჩადგება, მორყეული კრამიტები
დავამაგროთ, ფანი, თორემ წვიმა ჩამოგვივა.
ბავშვები ფიქრობდნენ, რომ ნასადილევს მათი ბიძა, როგორც
ყოველთვის, თავის კაბინეტში შეიკეტებოდა, მაგრამ ამჯერად
იმედი გაუცრუვდათ. მათ კარტის თამაში უნდოდათ, მაგრამ ძია
კვენტინთან ერთად აზრი არ ჰქონდა – ისეთი მარტივი თამაშიც
კი არ გამოსდიოდა, როგორიცაა, მაგალითად, სნეპი.1
– პიერ ლენუარს თუ იცნობთ? – იკითხა უცებ ძია კვენტინმა
და ჯიბიდან კონვერტი ამოიღო, – მგონი, ეს ბიჭი შენი და დიკის
სკოლაში სწავლობს, ჯულიენ.
– პიერ ლენუარი?.. აჰ, თქვენ ალბათ შავტუხას გულისხ­
მობთ, – გაახსენდა ჯულიენს, – დიახ, იგი დიკის კლასელია.
– „შავტუხა“? ასე რატომ უწოდებთ? – გაუკვირდა ძია კვენ­
ტინს, – რა სულელური სახელია!
– რომ გენახათ, ასე არ იტყოდით, – სიცილით უთხრა დიკ­
მა, – ძალიან შავგვრემანია! თმა მურივით შავი აქვს, თვალები
ნახშირის ნატეხებს მიუგავს, წარბებიც, გეგონება, ნახშირის
ფანქრით მიახატეს შუბლზეო. თან გვარიც ისეთი აქვს, ლენუარი
ხომ ფრანგულად „შავს“ ნიშნავს.
– დიახ. ასეა. მაგრამ „შავტუხას“ შერქმევა მაინც მეტისმე­
ტია! – თავი გადააქნია ძია კვენტინმა, – მოკლედ, ამ ბიჭის
მამასთან კარგა ხანია, მიმოწერა მაქვს. ის და მე ერთი და იმა­

1
ერთგვარი თამაში კარტით

10
ვე სამეცნიერო საკითხებით ვართ დაინტერესებული. სხვათა
შორის, ჩემი თხოვნით, იგი ჩვენთან ჩამოდის. თავის ბიჭსაც
წამოიყვანს და რამდენიმე დღით დარჩება.
– მართლა? – გაუხარდა დიკს, – შავტუხასთან არ მოიწყენს
კაცი, მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, ძია: ნამდვილი გადარეუ­
ლია. არასდროს არავის უჯერებს, მაიმუნივით ყველგან დაცო­
ცავს და ზოგჯერ საშინლად თავხედია. არა მგონია, მოგეწონოს.
ეს რომ მოისმინა, ძია კვენტინმა ინანა, მისტერ ლენუარს
შვილის წამოყვანაც რომ შესთავაზა. მას არც გადარეული ბიჭები
უყვარდა და მით უმეტეს, არც თავხედები.
– ჰმ, – მან წერილი გადადო, – ნეტავ ჯერ თქვენთვის მეკითხა
აზრი, ბიჭებო, სანამ მამამისს თავისი ვაჟის წამოყვანას ვურჩევ­
დი... მაგრამ იქნებ გადავაფიქრებინო.
– არა, ნუ გადააფიქრებინებ, მამა, – სთხოვა ჯორჯმა, რომელ­
საც მოეჩვენა, რომ შავტუხა ლენუარი სულაც არ უნდა ყოფილი­
ყო ცუდი ბიჭი, – ჩამოვიდეს. ჩვენთან იცხოვრებს, აქაურობას
ცოტათი გამოაცოცხლებს!
– ვნახოთ, ვნახოთ, – ჩაილაპარაკა მამამისმა, რომელსაც
გულში უკვე გადაეწყვიტა, რომ თუ ის ბიჭი გადარეული და თავხე­
დი იყო, თანაც ყველგან დაცოცავდა, კირინის კოტეჯში არაფრის
დიდებით არ გაეჭაჭანებინა. ჯორჯის ცელქობები არ ეყოფოდა,
კიდევ ვიღაც ეშმაკის ფეხი რომ არ მოეყვანა მის წამქეზებლად?!
დაახლოებით რვა საათზე, ბავშვების გასახარად, ძია კვენტინი
თავისი კაბინეტისკენ გაეშურა.. ბიცოლა ფანიმ საათს შეხედა.
– ენის ძილის დროა, – თქვა მან, – და შენიც, ჯორჯ.
– მხოლოდ ერთ ხელ სლეპჯეკს1 ვითამაშებთ, დედა! მოდი,
ყველამ ერთად ვითამაშოთ! – შეეხვეწა ჯორჯი, – ეს ხომ ჩვენი
პირველი საღამოა შინ. თანაც ასეთ ქარიშხალში მაინც არ დამე­
ძინება! გთხოვთ, დედა... ერთ ხელს ვითამაშებთ, მერე დასაძი­
ნებლად წავალთ. აგერ, ჯულიენი უკვე ამთქნარებს!

1
ერთგვარი თამაში კარტით

11

You might also like