You are on page 1of 10

ხუთეული

იდუმალ კვალზე

ინგლისურიდან თარგმნა
ნატო კვარაცხელიამ
enid blaitoni
cnobili xuTeuli
xuTeuli idumal kvalze

mTargmneli nato kvaracxelia


redaqtori lela tuRuSi
dizaineri ia maxaTaZe
teqnikuri dizaineri TinaTin berberaSvili

qarTuli gamocema © bakur sulakauris gamomcemloba, 2018


yvela ufleba daculia.

Sps „bakur sulakauris gamomcemloba“


misamarTi: daviT aRmaSeneblis 150, Tbilisi 0112
telefoni: 291 09 54, 291 11 65
elfosta info@sulakauri.ge

ISBN 978-9941-30-216-9

Enid Blyton
THE FAMOUS FIVE
Five Run Away Together

First published in Great Britain in 1944 by Hodder and Stoughton


Text copyright © Hodder and Stoughton Limited, from 1977 edition
Cover illustration and portrait of Enid Blyton by Laura Ellen Anderson
copyright © Hodder and Stoughton Limited
All rights reserved.

Georgian translation copyright by Sulakauri Publishing, 2018

www.sulakauri.ge
შინაარსი

პირველი თავი ზაფხულის არდადეგები.....................................................................................5

მეორე თავი სტიკების ოჯახი.....................................................................................................13

მესამე თავი ცუდი ამბავი......................................................................................................... 21

მეოთხე თავი პატარ-პატარა უსიამოვნებები......................................................................29

მეხუთე თავი შუაღამისას...........................................................................................................37

მეექვსე თავი ჯულიენი სტიკებს ამარცხებს........................................................................45

მეშვიდე თავი სასიამოვნო სიახლეები.................................................................................54

მერვე თავი ჯორჯის გეგმა........................................................................................................... 61

მეცხრე თავი შფოთიანი ღამე...................................................................................................69

მეათე თავი ისევ კირინის კუნძულზე!..................................................................................... 79

მეთერთმეტე თავი ჩაძირულ გემზე.........................................................................................87

მეთორმეტე თავი მღვიმე კლდეში......................................................................................... 94

მეცამეტე თავი ერთი დღე კუნძულზე............................................................................... 101

მეთოთხმეტე თავი ღამის განგაში....................................................................................109

მეთხუთმეტე თავი ვინ არის კუნძულზე?......................................................................... 118

მეთექვსმეტე თავი სტიკები დაფრთხნენ ...................................................................... 125

მეჩვიდმეტე თავი ედგარი შოკშია..................................................................................... 133

მეთვრამეტე თავი მოულოდნელი ტუსაღი........................................................................ 141


მეცხრამეტე თავი ყვირილი ღამით.......................................................................................149

მეოცე თავი გადარჩენა და ახალი ტუსაღი!.................................................................... 156

ოცდამეერთე თავი პოლიციის განყოფილებაში............................................................. 165

ოცდამეორე თავი ისევ კირინის კუნძულზე......................................................................174


პირველი თავი
ზაფხულის არდადეგები

– ჯორჯ, ძვირფასო, დამშვიდდი და რაიმე საქმეს მოჰკიდე


ხელი, – თქვა ჯორჯის დედამ, – მთელი დღეა, ტიმოთისთან
ერთად ბოლთას სცემ, მე კი დასვენება მინდა.
– მაპატიე, დედა, – მოუბოდიშა ჯორჯინამ და ტიმოთის
საყელური მოქაჩა, – მაგრამ ბავშვების გარეშე თავს მარტო-
სულად ვგრძნობ. ოჰ, ნეტავ ხვალინდელი დღე მალე გათე-
ნდეს. უკვე მთელი სამი კვირაა, ისინი არ მინახავს.
ჯორჯინა სკოლა-პანსიონში თავის ბიძაშვილთან, ენისთან
ერთად დადიოდა, არდადეგებზე კი ის, ენი და ენის ორი ძმა:
ჯულიენი და დიკი, დროს მშვენივრად ატარებდნენ. უკვე
სამი კვირაა, ზაფხულის არდადეგები დაიწყო. ენი, დიკი და
ჯულიენი დედ-­მამასთან გაემგზავრნენ, ჯორჯინას მშობლებს
კი თავიანთ პატარა გოგონასთან ყოფნა სურდათ, ჰოდა, ისიც
მათთან დარჩა.
ჯორჯინას სამი ბიძაშვილი დარჩენილი არდადეგების
გასატარებლად ხვალ ჩამოდიოდა მის ძველ სახლში, კირი-
ნის კოტეჯში.
– რა კარგია, რომ ჩამოდიან, – უთხრა ჯორჯმა (გოგონას

5
სულ ასე ეძახდნენ) თავის ძაღლს, ტიმოთის, – უბრალოდ,
მაგარია, ტიმოთი. შენც ასე ფიქრობ, არა?
– ჰამ, – მიუგო ტიმოთიმ და ჯორჯს ხელი აულოკა.
ჯორჯს, ჩვეულებისამებრ, ბიჭური ჯინსი და სვიტერი
ეცვა. მას ყოველთვის უნდოდა, ბიჭი ყოფილიყო და, ჯორ-
ჯინას თუ დაუ­ძახებდნენ, არასოდეს პასუხობდა, ამიტომაც
ყველა ჯორჯს ეძახდა.
– ადრე მეგონა, მარტო ყოფნა მომწონდა, – უთხრა მან
ტიმოთის, რომელსაც, გეგონებოდა, პატრონის ყოველი
სიტყვა ესმოდა, – თუმცა ახლა ვიცი, რომ ეს სისულელეა.
სხვებთან ერთად ყოფნა, ყველაფრის ერთმანეთისთვის გაზი-
არება და მეგობრობა ძალიან სასიამოვნოა.
ტიმოთიმ კუდი მიწაზე ააბაგუნა. რა თქმა უნდა, ბავშვებ-
თან გართობა მასაც მოსწონდა. ძალიან უნდოდა, ჯულიენი,
ენი და დიკი ისევ ენახა.
ჯორჯმა ტიმოთი სანაპიროზე ჩაიყვანა. მერე ხელით თვა-
ლები მოიჩრდილა და ყურეს შესასვლელს გახედა. მის შუა-
გულში, თითქოსდა ყურეს დასაცავად, პატარა, კლდოვანი
კუნძული იყო, რომელზეც ძველი ციხესიმაგრის ნანგრევები
მოჩანდა.
– ამ ზაფხულსაც მოგინახულებთ, კირინის კუნძულო, –
კმაყოფილებით ჩაილაპარაკა ჯორჯმა, – ჯერ შენამდე ვერ
მოვაღწიე, რადგან ჩემი ნავი შესაკეთებელი იყო, მაგრამ მალე
მზად იქნება და მოვალ. ციხესიმაგრესაც ისევ დავათვალიე-
რებ. ოჰ, ტიმ, გახსოვს, წინა ზაფხულს კირინის კუნძულზე რა
ამბები გადაგვხდა თავს?
ტიმს ყველაფერი კარგად ახსოვდა, რადგან თვითონაც
მონაწილეობდა ამ ამაღელვებელ თავგადასავლებში. სხვებ-
თან ერთად ისიც ჩავიდა ციხესიმაგრის მიწისქვეშეთში, მე­­

6
გობრებს განძის პოვნაშიც დაეხმარა და მთელი ზაფხული
ერთობოდა თავის საყვარელ ოთხ ბავშვთან ერთად.
– ხომ გახსოვს, ტიმ? – კვლავ ჰკითხა ჯორჯმა და ძაღლს
მოეფერა, – რა მაგარი იქნება, იქ რომ დავბრუნდეთ. ისევ
ჩავალთ მიწისქვეშეთში, არა? ოჰ! ის თუ გახსოვს, დიკი ჩვენს
გადასარჩენად ღრმა ჭაში რომ ჩაძვრა?
შარშანდელი ამბების გახსენებამ ჯორჯი ააღელვა და
ახლა კიდევ უფრო მოუთმენლად ელოდა იმ დღეს, როდესაც
მისი სამი მეგობარი დაბრუნდებოდა.
– ნეტავ დედამ კუნძულზე ერთი კვირით ცხოვრების ნება
დაგვრთოს. რა კარგ დროს გავატარებდით. ჩემს საკუთარ
კუნძულზე ვიცხოვრებდით!
კუნძული სინამდვილეში დედამისს ეკუთვნოდა, თუმცა
ორი თუ სამი წლის წინ მან თქვა, კუნძულს ჯორჯს ვჩუქნიო
და გოგონაც თავისად მიიჩნევდა. ეგონა, კუნძულის ბინადა-
რი ყველა კურდღელი, ჩიტი და სხვა არსება მისი საკუთრება
იყო.
„როცა ისინი დაბრუნდებიან, ერთი კვირით კუნძულზე
გადავსახლდებით, – ფიქრობდა აღფრთოვანებული ჯორ-
ჯი, – საჭმელსაც წავიღებთ და ყველაფერსაც, იქ ჩვენთვის
ვიცხოვრებთ, ზუსტად რობინზონ კრუზოსავით“.
მეორე დღეს გოგონა პონშებმული ოთხთვალათი წავიდა
ბიძაშვილებთან შესახვედრად. დედასაც უნდოდა წაჰყოლო-
და, მაგრამ თავს შეუძლოდ გრძნობდა და ვერ მოახერხა. ამ
ბოლო დროს დედა ხშირად ავადმყოფობდა და ჯორჯი ძალიან
წუხდა ამის გამო. შეიძლება ზაფხულის ხვატის ბრალიც იყო.
საშინლად ცხელოდა, ცაზე ღრუბლის ნასახი არ ჩანდა და მზე
ძლიერ აცხუნებდა. ჯორჯი მუქყავისფრად გაირუჯა, მზედა-
კრულ სახეზე თვალები ცისფრად უელავდა; თმა ჩვეულებ-

7
რივზე მოკლედ შეეკრიჭა და მართლაც ვერ მიხვდებოდით,
ბიჭი იყო თუ გოგო.
მატარებელი ჩამოდგა. ფანჯრიდან სამი ბავშვი გადარეუ-
ლივით იქნევდა ხელებს და ჯორჯმაც გახარებულმა შეს­­ძახა:
– ჯულიენ! დიკ! ენი! როგორც იქნა, აქ ხართ!
ბავშვები ვაგონიდან ჩამოვიდნენ, ჯულიენმა გამცილე-
ბელს გასძახა, ჩვენი ჩანთები დაცვის განყოფილებაშიაო.
მერე კი ბიძაშვილს შეეგება:
– სალამი, ჯორჯ! როგორა ხარ? როგორ გაზრდილხარ!
ყველანიც გაზრდილიყვნენ. ერთი წლით უფროსები,
ვიდრე მაშინ, როდესაც კირინის კუნძულზე საოცარი ამბები
გადახდათ თავს. ყველაზე უმცროსი ენიც კი პატარა გოგონას
აღარ ჰგავდა. იგი ჯორჯს მივარდა და ისე გადაეხვია, ლამის
წააქცია, მერე კი მუხლებზე დაეშვა ტიმოთის გვერდით,
რომელიც თავისი სამი მეგობრის დანახვაზე სიხარულით
აღარ იყო.
საოცარი გნიასი ატყდა. ბავშვები ახალი ამბების მოყოლას
ერთმანეთს არ აცლიდნენ, ტიმოთი კი გაუჩერებლად ყეფდა.
– გვეგონა, მატარებელი არასოდეს ჩამოვიდოდა!
– ოჰ, ტიმოთი, ძვირფასო, სულ არ შეცვლილხარ!
– ჰამ, ჰამ, ჰამ!
– დედა წუხს, რომ თქვენს დასახვედრად ვერ მოვიდა.
– ჯორჯ, როგორ გარუჯულხარ! ჰო, იმას გეკითხებოდი,
როგორ გავერთოთ-მეთქი.
– ჰამ, ჰამ!
– ტიმ, ძვირფასო, გაჩუმდი და დაწექი; ოღონდ ყელსახვევს
ნუ დამიხევ. ოჰ, ჩვენო საყვარელო ცუგა, როგორ მიხარია
შენი ნახვა!
– ჰამ!

8
გამცილებელმა ბარგი მოიტანა. მალე ოთხთვალაც დატ-
ვირთეს და თვითონაც ჩასხდნენ. ჯორჯმა პონის ხელი წაჰკრა
და ხუთივენი სიხარულის ყიჟინით გაუდგნენ გზას. ყველაზე
ხმამაღლა მაინც ტიმის ყეფა ისმოდა.
– იმედია, დედაშენი გამოკეთდა, – თქვა ჯულიენმა,
რომელსაც კეთილი და მოსიყვარულე ბიცოლა ფანი ძალიან
უყვარდა.
– მგონი, მისი ავადმყოფობა სიცხის ბრალი უნდა იყოს, –
უპასუხა ჯორჯმა.
– ძია კვენტინი ხომ კარგად არის? – იკითხა ენიმ.
და-ძმებს მაინცდამაინც არ მოსწონდათ ჯორჯის მამა,
რადგან ის ხშირად საძაგელ გუნებაზე იდგა და, თუმცა ძმისწუ-
ლების სტუმრობის წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ დიდად არც
გულზე ეხატებოდა ისინი, ამიტომაც ბავშვები ძია კვენტინთან
ცოტა უხერხულად გრძნობდნენ თავს და უხაროდათ, როცა
ის შინ არ იყო.
– მამა კარგად არის, – მხიარულად თქვა ჯორჯმა, – ოღონდ
დედაზე ღელავს. როცა დედას არაფერი აწუხებს, მამა მას
თითქოს ვერც ამჩნევს, მაგრამ თუ შეუძლოდ არის, საშინლად
განიცდის, ასე რომ, ამ დროს მამაჩემს უფრთხილდით. თვი-
თონაც იცით, როგორია, როდესაც ცუდ გუნებაზეა.
ბავშვებმა კარგად იცოდნენ, რომ სჯობდა, ძია კვენტინს
მორიდებოდნენ, როცა ის უგუნებოდ იყო, თუმცა დღევანდელ
დღეს უხასიათო ძიაზე ფიქრიც კი ვერ ჩააშხამებდათ, მათ
ხომ არდადეგები ჰქონდათ, თანაც ზღვის პირას, კირინის
კოტეჯში მიდიოდნენ, საყვარელი ტიმოთიც მათ გვერდით
იყო და წინ ბევრი გასართობი ელოდათ.
– კირინის კუნძულზე ხომ წავალთ, ჯორჯ? – იკითხა ენიმ, –
იქ გასული ზაფხულის მერე არ ვყოფილვართ. ზამთარში და

9
სააღდგომო არდადეგებზე ცუდი ამინდები იყო. ახლა კი
დიდებული დარია.
– რა თქმა უნდა, წავალთ, – მიუგო ჯორჯმა და ცისფერი
თვალები გაუბრწყინდა, – იცი, რა ვიფიქრე? მაგარი იქნება,
თუ მთელ კვირას იქ დავრჩებით! ახლა უფრო დიდები ვართ
და დარწმუნებული ვარ, დედა ნებას დაგვრთავს.
– ჩვენს კუნძულზე მთელი კვირის გატარება! – წამოიძახა
ენიმ, – ოჰ! თავი სიზმარში მგონია!
– ჩვენი კუნძული, – აღტაცებით თქვა ჯორჯმა, – არ გახ­
სოვთ, რომ გითხარით, კუნძულს ოთხ ნაწილად გავყოფ და
ყველასი იქნება-­მეთქი? ჰოდა, იმას ვგულისხმობდი, რომ
კუნძული ჩემი კი არა, ჩვენია.
– ტიმოთიზე რაღას იტყვი? – შეახსენა ენიმ, – წილი მასაც
ხომ უნდა? არ შეიძლება, კუნძული ხუთად გავყოთ?
– ჩემს წილს გავუყოფ, – განაცხადა ჯორჯმა და პონი შეა-
ჩერა. ბავშვებმა და ძაღლმა ლურჯ ყურეს გახედეს.
– ეს კირინის კუნძულია, – თქვა ჯორჯმა, – ჩვენი საყვარე-
ლი, პატარა კუნძული. ერთი სული მაქვს, იქ როდის წავალ.
თუმცა ჯერ ვერ მოვახერხებ, იმიტომ, რომ ჩემი ნავი შესა-
კეთებელია.
– მერე კი ყველანი ერთად წავალთ, – დაამატა დიკმა, –
ნეტავ კურდღლები ისევ ისეთი თვინიერები არიან?
– ჰამ! – დაიყეფა ტიმოთიმ. იგი სიტყვა „კურდღლების“
გაგონებამაც კი ააღელვა.
– არ მომწონს, რაც კირინის კურდღლებზე გაიფიქრე, ტიმ.
ხომ იცი, მათი დევნის ნებას არ მოგცემ, – მკაცრად უთხრა
ჯორჯმა.
ტიმოთიმ კუდი ჩამოუშვა და პატრონს სევდიანად შეხედა.
ის და ჯორჯი ერთადერთ საკითხზე ვერ თანხმდებოდნენ:

10

You might also like