You are on page 1of 290

ინგა სანიკიძე

ქართული ენა

ნაწილი I

თბილისი
2022
ინგა სანიკიძე

ქართული ენა

ნაწილი I

სახელმძღვანელო წიგნი განკუთვნილია ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის


სტუდენტებისათვის

რედაქტორი: ნანა მეტრეველი


პარიზის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი
თავი I

გაცნობა – მისალმება-დამშვიდობება

1. უპასუხეთ კითხვებს:

1. რას ხედავთ ილუსტრაციებზე?


2. მისალმების რომელი ფორმა იცით ქართულ ენაში?
3. ქართველთან კომუნიკაციისას დამშვიდობების რომელ ფორმას იყენებთ?

კითხვა

2. ტექსტი:

ნინო აბაშიძე საქართველოში დაიბადა. ის თბილისში ცხოვრობს. ნინო და გიორგი სტუდენტები არიან. მათ
ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს. გიორგის ახლო მეგობარს დათო ჰქვია. დათო სოფელში ცხოვრობს და ნინოს
არ იცნობს. დღეს დათო გიორგისთან სტუმრად ჩამოდის ქალაქში. საღამოს ახალგაზრდები გიორგის სახლში
შეიკრიბებიან და ისაუბრებენ.
 ნინო და გიორგი სტუდენტები არიან.
 მათ ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს.
 დათო ნინოს არ იცნობს.

2.1. წაიკითხეთ ელექტრონულ ფოსტაზე დაწერილი წერილი:

გამარჯობა, ლუკა! მე უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ და გიორგი მქვია. მე


თბილისში ვცხოვრობ, ნინო – ქალაქგარეთ. ჩვენ ერთმანეთი
უნივერსიტეტში გავიცანით. ის ჩემი ახლო მეგობარია. დღეს ნინო ჩემთან
მოდის სახლში. დათოც აუცილებლად მოვა. დათო თბილისში არ ცხოვრობს.
ის გორში დაიბადა და გორის უნივერსიტეტში სწავლობს. ნინო და დათო
ერთმანეთს არ იცნობენ. დათო ჩემი ბავშვობის მეგობარია. ახალგაზრდები
საღამოს ვიკრიბებით. შენც მოდი. ჩემს მეგობრებს გაგაცნობ და ჩვენც
კარგად გავიცნობთ ერთმანეთს.

გიორგი სარალიძე

2.1.1. გამოიყენეთ ზემოთ მოყვანილი ტექსტი და ააგეთ ასეთივე წინადადებები.


3. ლექსიკა

• ჩამოთვლილ სიტყვებს მიუწერეთ მნიშვნელობები თქვენს ენაზე:


[გამოიყენეთ ორენოვანი ლექსიკონები]

№ ქართული ................................

1. დაიბადა

2. ცხოვრობს

3. არის

4. ერთმანეთი

5. იცნობს

6. ახლო

7. ჰქვია

8. ჩამოდის

9. დღეს

10. საღამოს

11. სტუმარი

12. სახლი

13. შეიკრიბებიან

14. ისაუბრებენ

2.

ტექსტის გააზრება

1. სად დაიბადა ნინო აბაშიძე და სად ცხოვრობს ის?


2. სად გაიცნეს ნინომ და გიორგიმ ერთმანეთი?
3. ვინ არის დათო?
4. რატომ არ იცნობს დათო ნინოს?
5. ვინ ჩამოდის ქალაქში და რა მიზნით?
6. რა უნდა გააკეთონ ახალგაზრდებმა საღამოს?

სინონიმები ანტონიმები

დაიბადა – გაჩნდა დაიბადა – გარდაიცვალა


ცხოვრობს – ბინადრობს ახლო – შორი / შორეული
მეგობარი – ამხანაგი სტუმარი – მასპინძელი
ჰქვია – ეწოდება საღამოს – დილას
ისაუბრებს – ილაპარაკებს ახალგაზრდა – მოხუცი
ცხოვრობს – ბინადრობს ახლო – შორი / შორეული

მაგ., ნინო თბილისში ცხოვრობს. მაგ., გიორგი ნინოს ახლო მეგობარია.


ლომი აფრიკაში ბინადრობს. ის შორეული ნაცნობია.
ისაუბრებს – ილაპარაკებს ახალგაზრდა– მოხუცი
მაგ., დღეს ახალგაზრდები ბევრს მაგ., ეს ახალგაზრდა ბიჭი ჩემი
ისაუბრებენ. მეგობარია.
ამ შეკრებაზე გიორგი არ
ილაპარაკებს. ის კაცი მოხუცია.

4. წაიკითხეთ დიალოგი:

ნინო: გამარჯობა, გიო! ძირითადი სიტყვები / ფრაზები


გიორგი: გაგიმარჯოს, ნინო!

ნინო: როგორ ხარ? – გამარჯობა! – გაგიმარჯოს!

გიორგი: გმადლობ, კარგად. – როგორ ხარ? – გმადლობ, კარგად.

ნინო: შენ? – შენ როგორ ხარ? – არა მიშავს.

გიორგი: მეც არა მიშავს.

ნინო: უნივერსიტეტში მოდიხარ? [მე] არა მიშავს – იგივეა, რაც: ცუდად არ ვარ.
გიორგი: არა, არ მოვდივარ. აუცილებლად – ნამდვილად
ნინო: დღეს ვიკრიბებით?

გიორგი: კი, აუცილებლად.


ანტონიმები

კარგად – ცუდად

გრამატიკა

√ გაიხსენეთ:

A.

მხოლობითი მრავლობითი

მეგობარი – მეგობრები

სტუდენტი – სტუდენტები

B.

ნინო გიორგის მეგობარი არის = ნინო გიორგის მეგობარია.

ნინო და გიორგი მეგობრები არიან.

ისინი სტუდენტები არიან.


ის თბილისში ცხოვრობს – ის თბილისში არ ცხოვრობს. მხ. რ. მრ. რ.
მე ვარ ჩვენ ვართ
ისინი მეგობრები არიან – ისინი მეგობრები არ არიან. შენ ხარ თქვენ ხართ
ის არის ისინი არიან
დათო ნინოს იცნობს – დათო ნინოს არ იცნობს.

ვისთან ჩამოდის სტუმრად დათო? – გიორგისთან.


სად ცხოვრობს ნინო? ის თბილისში
ცხოვრობს. ვისთან შეიკრიბებიან ახალგაზრდები?
– მეგობართან.
სად ცხოვრობს დათო? – სოფელში.
რასთან არის ახლოს ნინოს სახლი?
სად დაიბადა ნინო აბაშიძე? – საქართველოში.
– უნივერსიტეტთან.

C.

8. დაიმახსოვრეთ ზმნის ძირითადი ფორმები:

№ ახლანდელი მომავალი წარსული

1. იბადება დაიბადება დაიბადა

2. ცხოვრობს იცხოვრებს იცხოვრა

3. იცნობს გაიცნობს გაიცნო

4. ჰქვია ერქმევა ერქვა

5. ჩამოდის ჩამოვა ჩამოვიდა

6. იკრიბება / იკრიბებიან შეიკრიბება / შეიკრიბებიან შეიკრიბა / შეიკრიბნენ

7. საუბრობს ისაუბრებს ისაუბრა

8. ლაპარაკობს ილაპარაკებს ილაპარაკა

ლაპარაკი

I.

ნინო: მოგესალმებით, ბატონო თამაზ!

პედაგოგი: სალამი! ვინ ბრძანდებით?

ნინო: მე თქვენი სტუდენტი ვარ.

პედაგოგი: რა გქვიათ? სახელი და გვარი მითხარით.

ნინო: ნინო აბაშიძე ვარ.

პედაგოგი: სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.

ნინო: ჩემთვისაც სასიამოვნოა.

პედაგოგი: ხვალ ლექციაზე მობრძანდებით?

ნინო: დიახ, აუცილებლად.

პედაგოგი: მაშ, დღეს დაგემშვიდობებით.

ნინო: კარგად ბრძანდებოდეთ!

პედაგოგი: მომავალ შეხვედრამდე!


ძირითადი სიტყვები / ფრაზები

– მოგესალმებით! – სალამი!

– ვინ ბრძანდებით? – მე სტუდენტი ვარ.

– რა გქვიათ? – მე ნინო მქვია // მე ნინო აბაშიძე ვარ.

– სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. – ჩემთვისაც [სასიამოვნოა].

– კარგად ბრძანდებოდეთ – მომავალ შეხვედრამდე!

ვინ ბრძანდებით? – იგივეა, რაც: ვინ ხართ?

კარგად ბრძანდებოდეთ! – იგივეა, რაც: კარგად იყავით!

II.

გიორგი: გამარჯობა, ნინო, როგორ ხარ?

ნინო: კარგად. შენ? ეს ბიჭი ვინ არის? მე არ ვიცნობ.

გიორგი: ეს ჩემი მეგობარია, დათო ჰქვია. გაგაცნობ.


....

დათო: სასიამოვნოა შენი გაცნობა, ნინო!

ნინო: ჩემთვისაც. მე და გიორგი მეგობრები ვართ.

დათო: ვიცი. ახლა ჩვენც ვიმეგობრებთ.

ნინო: მეც ასე ვფიქრობ.

გიორგი: მე მეჩქარება, წავედი!

ნინო: აბა, კარგად!

დათო: ხვალამდე!

მეგობარი → [მე] ვიმეგობრებ [//მეგობარი ვიქნები]

ფიქრი → [მე] ვფიქრობ

ჩქარა → [მე] მეჩქარება

მისალმების ფორმები დამშვიდობების ფორმები


– კარგად ბრძანდებოდეთ!
– გამარჯობა! – გაგიმარჯოს! – მომავალ შეხვედრამდე!
– აბა, კარგად [იყავი]!
– მოგესალმებით! – სალამი!
– ნახვამდის!

– დილა მშვიდობისა!
– ღამე მშვიდობისა!
– საღამო მშვიდობისა!

დილა საღამო ღამე

III.

გიორგი: დილა მშვიდობისა, ქალბატონო ლალი!


პროფესორი: დილა მშვიდობისა!
გიორგი: როგორ ბრძანდებით?
პროფესორი: კარგად, გმადლობ. თქვენ ჩემი სტუდენტი ხართ?
გიორგი: დიახ.
პროფესორი: ძალიან სასიამოვნოა. მობრძანდით!

თავაზიანი ფორმები: თავაზიან ფორმებში ძირითადად მრავლობითი


რიცხვი გამოიყენება:
– გმადლობთ.
– თქვენ ჩემი სტუდენტი ხართ?
– ვინ ბრძანდებით?
– რა გქვიათ?
– როგორ ბრძანდებით?
– სად ცხოვრობთ?
– მობრძანდით!

2. შეარჩიეთ მოსაუბრე და ააგეთ ასეთივე დიალოგები.


IV.

შეხედეთ ფოტოებს. აღწერეთ ისინი


– თქვენი აზრით, ვინ არიან გამოსახული ამ ფოტოებზე?

3. სასაუბრო თემა:

მისალმება-დამშვიდობების როგორი ფორმები არსებობს თქვენს ენაში?


რას ნიშნავს ისინი ქართულად?

შეადარეთ თქვენი მშობლიური ენა ქართულ ენას. იპოვეთ მსგავსება და განსხვავება


მისალმება-დამშვიდობების ფორმებს შორის.

4.

მოიძიე ინფორმაცია ინტერნეტით. იფიქრე და ილაპარაკე

 მისალმება-დამშვიდობების რა ენობრივი ფორმები არსებობს მსოფლიო ენებში.


რა იცი მათ შესახებ?
 შენი აზრით, რა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ფორმების
ჩამოყალიბებას?
 რომელ ჟესტებს იყენებ მისალმება-დამშვიდობებისას? არის თუ არა განსხვავება
მსოფლიოს ხალხებს შორის ამ თვალსაზრისით?
 ყველაზე მეტად რომელი ხალხის მისალმება-დამშვიდობების ფორმები მოგწონს
და რატომ?
 დაასახელე მოძიებული მასალის წყარო.
▶ გაუზიარე შენ მიერ მოძიებული მასალა თანაჯგუფელებს.

▶ დაეხმარე მათ მსჯელობასა და დასკვნის გამოტანაში.

√ დაიმახსოვრეთ::

მხოლობითი მრავლობითი მაგ., ნინო ჩემი მეგობარია.

I. ჩემი ჩვენი დათო ჩვენს სოფელში ცხოვრობს.

II. შენი თქვენი გიორგი თქვენი სტუდენტია.

III. მისი მათი

B.

გოგო სოფელი
ბიჭი სახლი

5. თანხმობა – უარყოფა

ნინო: დათო სოფელში ცხოვრობს?


სიტყვის ბოლოს ც იგივეა, რაც: აგრეთვე //ასევე.
გიორგი: კი, ის სოფელში ცხოვრობს.
მაგ., მეც თბილისში ვცხოვრობ.
ნინო: ნანაც სოფელში ცხოვრობს?
გიორგი: არა, ის თბილისში ცხოვრობს. დათოს შენც გაგაცნობ.

პედაგოგი: თქვენ ჩემი სტუდენტი ხართ?


გიორგი: დიახ, მე თქვენი სტუდენტი ვარ.
პედაგოგი: თქვენი მეგობარიც ჩვენი სტუდენტია?
გიორგი: არა, ქალბატონო ლალი!

მოსმენა
6.1. მოისმენ ორი მეგობრის საუბარს. ისინი თბილისში შეხვდნენ

ერთმანეთს. გაიხსენე, რა იცი მათ შესახებ.

– ჩანაწერის მოსმენისას შეიძლება ვერ გაიგო ყველა სიტყვა. გამოიტანე მთავარი აზრი
რჩევა
და ისე შეასრულე დავალებები.

ნინო გიორგი

6.1.1. მოსმენილი მასალიდან ჩაინიშნეთ 3 მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

1. ..................................................................................................................................
2. ...................................................................................................................................
3. ...................................................................................................................................

6.1.2. შემოხაზეთ მისალმების რომელი ფორმა მოისმინეთ:

ა. ეს ნიკაა. გ. მეც კარგად.


ბ. არა მიშავს. დ. საღამო მშვიდობისა!

6.1.3. შემოხაზეთ მოკითხვის რომელი ფორმა მოისმინეთ:

ა. სად ცხოვრობს? გ. აუცილებლად გაგაცნობ.


ბ. როგორ ხარ? დ. სტუდენტია?

6.1.4. შემოხაზეთ აზრის დადასტურების რომელი ფორმა მოისმინეთ:

ა. დიახ. გ. სად.
ბ. კი. დ. აბა.

6.1.5. შემოხაზეთ რომელი უარყოფითი ფორმა მოისმინეთ:

ა. მეც კარგად. გ. ვინ არის?


ბ. არ ჩამოვიდა. დ. ის სოფელშია.

6.1.6. შემოხაზეთ კითხვითი წინადადების რომელი ფორმა მოისმინეთ:

ა. დათო ვინ არის? გ. დათო როგორ არის?


ბ. დათო რა არის? დ. დათო სად არის?

6.2. მიუთითეთ სწორია თუ არასწორი. აღნიშნეთ √ -ით:

N სწორი არასწორი

გამარჯობა, გიო! როგორ ბრძანდებით? √

1. არა მიშავს. შენ როგორ ხარ?

2. დათო სად ბრძანდება?

3. ის სოფელშია. არ ჩამოვიდა.

4. ეს ნიკაა, ჩემი მეგობარი. აუცილებლად შეგახვედრებ.


5. სტუდენტია? −კი, სტუდენტი არის.

6.3. მოისმენ ორი მეგობრის საუბარს. ისინი თბილისში შეხვდნენ

ერთმანეთს. გაიხსენე, რა იცი მათ შესახებ.

პროფესორი და გიორგი უნივერსიტეტში


შეხვდნენ ერთმანეთს.

6.3.1. მოსმენილი მასალიდან ჩაინიშნეთ 3 მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

1. ....................................................................................................................................
2. ....................................................................................................................................
.3. ...................................................................................................................................

6.3.2. შემოხაზეთ მისალმების რომელი ფორმა მოისმინეთ:

ა. გამარჯობა! გ. გაგიმარჯოს!
ბ. დილა მშვიდობისა! დ. ღამე მშვიდობისა!

6.3.3. შემოხაზეთ დადასტურების რომელი ფორმა მოისმინეთ:

ა. ესეც. გ. კი.
ბ. აუცილებლად. დ. დიახ.

6.3.4. შემოხაზეთ მიმართვის რომელი ფორმა მოისმინეთ:

ა. ბატონო თამაზ! გ. დიახ!


ბ. გიორგი! დ. ნინო!

6.3.5. შემოხაზეთ კითხვითი წინადადების რომელი ფორმა მოისმინეთ:

ა. ეს გოგონა რა არის? გ. ეს გოგონა ვინ არის?


ბ. ეს გოგონა სად არის? დ. ლექციაზე არ მობრძანდებით?

7.1. მიუთითეთ სწორია თუ არასწორი. აღნიშნეთ √ -ით:

N სწორი არასწორი

დილა მშვიდობისა, ბატონო თამაზ! √

1. რა გქვია? სახელი და გვარი მითხარი.

2. ჩემი სტუდენტი ხარ? − ჰო.

3. ეს გოგონა ვინ არის? − ესეც ჩვენი სტუდენტია,


ნინო აბაშიძე.

4. დღეს ლექციაზე მოდიხარ? − კი, აუცილებლად.

5. აბა, ორივეს გელოდებით!


წერა

7.1. ჩემ შესახებ

გამოიყენეთ ზმნები – მქვია, ვარ, დავიბადე, ვცხოვრობ, გავიცანი, ჩამოდის.

..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................

7.2. ჩემი მეგობარი

გამოიყენეთ ზმნები – ჰქვია, არის [//არიან], დაიბადა, ცხოვრობს, ვიცნობ


[//იცნობს], ვიკრიბებით, ვსაუბრობთ.

..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................

შემეცნება და კულტურა

8. წაიკითხეთ ანდაზა. შემოხაზეთ სწორი პასუხი.

„გამარჯობას“ „გაგიმარჯოს“ უნდაო.

ეს ანდაზა ნიშნავს:
1. როცა მოგესალმებიან, შენც უნდა მიესალმო.
2. როცა ადამიანი სიკეთეს გისურვებს, შენც სიკეთით უნდა უპასუხო.
3. მისალმებისას ადამიანმა „გამარჯობა“ უნდა თქვას.

9. იფიქრეთ:

„მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი“ [სოკრატე].


⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. როგორ გესმით ეს გამოთქმა?
2. როგორ ფიქრობთ, რა იცით თქვენ?

10. ეს საინტერესოა:

ადამიანი ჟესტით მისალმების დროს დღესაც მარჯვენა


ხელს იყენებს. მას ზევით წევს ან ართმევს ვინმეს. ქართულ
კულტურაშიც ასეა.
თუ მეომარი ბრძოლის დროს მარჯვენა ხელს კარგად
ხმარობდა, მაშინ ის მარ- ჯვე, ანუ მოხერხებული, იყო. ბევრ ასეთ
მეომარს ბრძოლის მოგება, ანუ გამ ჯვება, შეეძლო. აქედან
მოდის მისალმების ქართული ფორმა „გამარჯობა!“.

მეომარი – იგივეა, რაც: მებრძოლი

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რას აკეთებს ადამიანი ჟესტით მისალმების დროს?
2. რა ჰქვია ადამიანს, რომელიც კარგად ხმარობს მარჯვენა ხელს?
3. ვის შეეძლო ბრძოლის მოგება?
4. რას ვუსურვებთ ადამიანს, როცა მას ქართულად ვესალმებით?
5. რა შემთხვევებში ესალმებით უცნობ ადამიანს და რას გამოხატავთ ამით?

შეაფასე საკუთარი თავი

⦁ იცოდე, რომ საკუთარი თავის შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია.

⦁ დააკვირდი საკუთარ თავსა და სწავლის პროცესს.

⦁ დაფიქრდი და ისე დაასრულე წინადადებები.

⦁ პასუხები დაგეხმარება, იყო უფრო დამოუკიდებელი და


მოტივირებული.
რჩევა – იყავი ობიექტური, რადგან არასწორი
შეფასებით საკუთარ თავს ატყუებ.

დაასრულე წინადადებები:

▶ აქამდე მე მხოლოდ მისალმება-დამშვიდობების შემდეგი ფორმები ვიცოდი: ............


▶ ახლა ქართულ ენაზე კომუნიკაცია გამიადვილდება, რადგან მისალმება-დამშვიდობების სხვა
ფორმებიც ვისწავლე. ესენია: ............
▶ ქართული ენის მისალმება-დამშვიდობების ფორმები მე დავუკავშირე ............ ენების ფორმებს და
ვიმსჯელე.
▶ შეკითხვები, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით გამიჩნდა, არის ............
▶ თემის გავლის პროცესში ყველაზე მეტად გამიჭირდა ............ საკითხის შესწავლა. დახმარებისათვის
...................... მივმართე / ვერ მივმართე, რადგან ............
▶ სასწავლო მასალას რომ არ ჩამოვრჩე, მე ასე მოვიქცევი: ............
▶ ადრე ვფიქრობდი, რომ ............ არ ვიცოდი / მეშლებოდა, მაგრამ ახლა ვიცი / აღარ შემეშლება.
▶ ერთი რამ, რაც აუდიტორიაში მუშაობის პროცესში ჩემი ჯგუფელის საქციელიდან მომეწონა / არ
მომეწონა, ეს არის ............ . მეც ასე მოვიქცევი / ან არასდროს მოვიქცევი.
▶ მე კმაყოფილი ვარ / არ ვარ კმაყოფილი საკუთარი თავით, რადგან ............ .
▶ მე უნდა გამოვასწორო ჩემი ............ თვისება / თვისებები, რათა მომავალში არ გამიჭირდეს ქართული
ენის შესწავლა და ვიყო წარმატებული.

ჩანიშნე რვეულში, რას გააკეთებ მომავალში,

რომ სირთულეები დაძლიო.


თავი II

რომელი ქვეყნიდან ხარ?

1. უპასუხეთ კითხვებს:

1. რას არის გამოსახული ილუსტრაციებზე?


2. რომელი ქვეყნები გაგიგიათ?
3. რა იცით საქართველოს შესახებ?

კითხვა

2. ტექსტი:

ნიკო საქართველოს მოქალაქეა და გერმანიაში ცხოვრობს. იქ მას ორი მეგობარი ჰყავს. ერთს ფრენკი ჰქვია და
ამერკელია. ფრენკი მაღალი და სიმპათიური ახალგაზრდა კაცია. მას შავი თმა და ლურჯი თვალები აქვს. ფრენკი
ამერიკიდან ხუთი წლის წინ ჩამოვიდა გერმანიაში.
ნიკოს მეორე მეგობარს მარია ჰქვია. მარიას გრძელი და ქერა თმა აქვს. ის გერმანელია და დიდ სახლში მარტო
ცხოვრობს ქალაქ ფრანკფურტში. მეგობრები ხშირად იკრიბებიან მარიასთან და საღამოობით დროს ერთად
ატარებენ. ისინი ფრენკის მანქანით ყოველ შაბათ-კვირას მიდიან ქალაქგარეთ და ბუნებაში ისვენებენ.
ნიკო და ფრენკი მხატვრები არიან. მარია დიზაინერია. ისინი ერთ სამოდელო ფირმაში მუშაობენ და ძალიან
უყვართ ერთმანეთი. ნიკოს მეგობრებს თბილისის ნახვა უნდათ, ამიტომ ნიკომ ისინი საქართველოში დაპატიჟა.

⦁ ნიკო საქართველოს მოქალაქეა.

⦁ ფრენკი ამერიკიდან ხუთი წლის წინ ჩამოვიდა.

⦁ ფრენკი ამერიკელია. მარია გერმანელია.

3. ლექსიკა

⦁ ჩამოთვლილ სიტყვებს მიუწერეთ მნიშვნელობები თქვენს ენაზე:


[გამოიყენეთ ორენოვანი ლექსიკონები]
№ ქართული ...........................................................
1. მოქალაქე
2. ჰყავს
3. მაღალი
4. აქვს
5. გრძელი
6. მარტო
7. ხშირად
8. [დროს] ატარებს
9. ყოველი
10. ქალაქგარეთ
11. ისვენებს
12. მხატვარი
13. მუშაობს
14. უყვარს
15. დაპატიჟებს

4.

ტექსტის გააზრება
1. ვინ არის ნიკო?
2. რომელი ქვეყნიდანაა ფრენკი და როგორ გამოიყურება ის?
3. როდის ჩამოვიდა ფრენკი ამერიკიდან?
4. რომელი ქვეყნიდანაა მარია და სად ცხოვრობს ის?
5. სად იკრიბებიან მეგობრები ხშირად და რას აკეთებენ?
6. სად მიდიან ახალგაზრდები შაბათ-კვირაობით?
7. რა უნდათ ნიკოს მეგობრებს?

სინონიმები ანტონიმები

ყოველი – თითოეული მაღალი – დაბალი


შავი – თეთრი
მუშაობს – საქმიანობს გრძელი – მოკლე
დიდი – პატარა
მანქანა – ავტომობილი ხშირად – იშვიათად
დაპატიჟებს – მოიწვევს [სტუმრად] საღამოობით – დილაობით
უყვარს – სძულს

ყოველი – თითოეული ხშირად – იშვიათად


მაგ., მეგობრები ყოველ შაბათს მაგ., თბილისში ხშირად ჩავდივარ.
ვიკრიბებით. ჩემი მანქანით იშვიათად მივდივარ
თითოეული ჩემი მეგობარი ძალიან ქალაქგარეთ.
მიყვარს.
საღამოობით – დილაობით
მუშაობს – საქმიანობს
მაგ., მე და ნიკო საღამოობით დროს
მაგ., სად მუშაობ? – სამოდელო ერთად ვატარებთ. მას ხატვა
ფირმაში. დილაობით უყვარს.
რას საქმიანობ? – დიზაინერი ვარ.

5. წაიკითხეთ დიალოგი:

ნიკო: ეს ჩემი მეგობარი ფრენკია.

მარია: საიდან არის ფრენკი?

ნიკო: ის ამერიკელია და ნიუ-იორკიდანაა.

მარია: ეგ გოგონა ვინ არის?

ნიკო: ეგ მეგია. ჩემს სახლში ცხოვრობს.


მარია: მეგიც ამერიკელია?

ნიკო: არა, მეგი არ არის ამერიკელი. ის ესპანელია.

ეგ მეგია. საიდან არის მეგი?


– მეგი ესპანელია. ის მადრიდინაა.

ის ფრენკია. რომელი ქვეყნიდანაა ფრენკი?


– ფრენკი ამერიკელია. ის ნიუ-იორკიდანაა.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. სად ცხოვრობენ მეგი და ნიკო?
2. როდის ჩამოვიდა მეგი ინდოეთიდან?
3. სადაურია მეგი?
4. ვინ მიდიან საღამოს მარიასთან?
5. ვისთან ერთად წავა მეგი მარიასთან?

გრამატიკა

√ გაიხსენეთ:

A.

მხ. რ. მრ. რ. მხ. რ. მრ. რ.

მე მყავს ჩვენ გვყავს მე მაქვს ჩვენ გვაქვს


ჰყავს – აქვს
შენ გყავს თქვენ გყავთ შენ გაქვს თქვენ გაქვთ

მას ჰყავს მათ ჰყავთ მას აქვს მათ აქვთ

ვინ ჰყავს მას? – მას ჰყავს მეგობარი.


რა ჰყავს მას? – მას ჰყავს ავტომობილი. ნიკოს ჰყავს ძაღლი.

B.
საქართველო → ქართველი იტალია → იტალიელი

ამერიკა → ამერიკელი ინგლისი → ინგლისელი

გერმანია → გერმანელი საფრანგეთი → ფრანგი

ესპანეთი → ესპანელი შვედეთი → შვედი


მაგრამ:

– როდის ჩამოვიდა ფრენკი ამერიკიდან?

– ის ამერიკიდან ხუთი წლის წინ ჩამოვიდა.

“ხუთი წლის წინ” – ნიშნავს “ხუთი წლის უკან” / “ხუთი წლით ადრე”.
ის უპასუხებს კითხვას – როდის?

ვისთან მიდიხარ? → მარიასთან მივდივარ.

ვისთან ერთად მიდიხარ? მე მარიასთან ფრენკთან ერთად მივდივარ.

D.

რა? როდის?
მაგ., „მეგობრები საღამოობით ვიკრიბებით“.
დილა → დილაობით
ნიშნავს:
საღამო → საღამოობით
„მეგობრები საღამოს ხშირად ვიკრიბებით“.
შაბათი → შაბათობით

კვირა → კვირაობით

შაბათ-კვირა → შაბათ-კვირაობით

მაგ., ახალგაზრდები საღამოობით დროს ერთად ატარებენ.

ისინი შაბათობით ქალაქგარეთ მიდიან.

6. დაიმახსოვრეთ ზმნის ძირითადი ფორმები:

№ ახლანდელი მომავალი წარსული


1. ჰყავს ეყოლება ჰყავდა
2. აქვს ექნება ჰქონდა
3. ატარებს [დროს] გაატარებს [დროს] გაატარა [დრო]
4. მიდის წავა წავიდა
5. ისვენებს დაისვენებს დაისვენა
6. მუშაობს იმუშავებს იმუშავა
7. უყვარს – –
ეყვარება / შეუყვარდება [?] უყვარდა / შეუყვარდა [?]
8. პატიჟებს დაპატიჟებს დაპატიჟა
ლაპარაკი

ნიკო და იოკო მეგის სახლში შეხვდნენ ერთმანეთს

ნიკო: სალამი! მე ნიკო ვარ.


იოკო: შენ ფრენკის მეგობარი ხარ არა?
ნიკო: დიახ. ორი წელია, ერთად იმედია – გამოიყენეთ მაშინ, როცა რაიმეს
ვმუშაობთ.
იმედი გაქვთ, რაღაცას იმედოვნებთ.
იოკო: საიდან ხარ? თურქეთიდან?
ნიკო: არა, მე თურქი არა ვარ. ქართველი
ვარ. თქვენ რომელი ქვეყნიდან
ხართ? ანტონიმები
იოკო: იაპონიიდან.
დიდი ხანი – ცოტა ხანი
ნიკო: დიდი ხანია გერმანიაში
ცხოვრობთ? დიდხანს – ცოტა ხანს
იოკო: ხუთი წელია. დიზაინერი ვარ და აქ დიდი ხნით – ცოტა ხნით
ჩემი სამოდელო სახლი მაქვს.
დიდი ხანია – ცოტა ხანია
ნიკო: ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა.
იმედია, ერთმანეთს ხშირად
შევხვდებით.
იოკო: იმედია. აბა, დროებით!
ნიკო: დროებით!

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. ვისი მეგობარია ნიკო?
2. რას აკეთებენ ისინი ერთად?
3. სადაურია ნიკო?
4. რომელი ქვეყნიდანაა იოკო?
5. რა აქვს იოკოს გერმანიაში?

დამშვიდობების ფორმა – დროებით! – გამოიყენება მაშინ, როცა


ადამიანები ცოტა ხნით ემშვიდობებიან ერთმანეთს

II.

ფრენკი და მეგი დილით შეხვდნენ ერთმანეთს

ფრენკი: არ გინდა, რომ დღეს დრო ერთად გავატაროთ?


მეგი: რა თქმა უნდა, მინდა.

ფრენკი: საღამოს გცალია? ჩემი მანქანით მოვალ და ქალაქგარეთ გავისეირნოთ.

მეგი: მარტო მე და შენ წავალთ?

ფრენკი: არა, ნიკო და იოკოც ჩვენთან ერთად მოდიან.

მეგი: ძალიან მიყვარს ქალაქგარეთ წასვლა. უი, როგორ მიხარია!

ფრენკი: მეც ძალიან გამიხარდება, თუ ერთად წავალთ. მინდა, რომ კაფეში დაგპატიჟოთ.

მეგი: აუუ, რა კარგია... აუცილებლად წამოვალ... აბა, საღამომდე!

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. სად მიდიან საღამოს ფრენკი და მეგი?
2. რა უყვარს მეგის?
3. სად უნდა დაპატიჟოს ფრენკმა მეგობრები?

საუბარი კაფეში

ნიკო: გაიცანი, მარია, ეს მეგია.


მარია: გამარჯობა, მეგი. მიხარია, რომ გაგიცანი!
მეგი: მეც. მე და ნიკო ერთ სახლში ვცხოვრობთ.
ნიკო: მეგი ერთი წლის წინ ჩამოვიდა ინდოეთიდან.
მარია: ინდოეთიდან ხარ, მეგი?
მეგი: არა, მე ესპანელი ვარ. ინდოეთში ორი წელი ვიცხოვრე.
მარია: დღეს საღამოს გცალია?
მეგი: კი, არსად მივდივარ.
მარია: ჩემს სახლში დაგპატიჟებ. ბიჭებიც ჩემთან მოდიან.
მეგი: დიდი სიამოვნებით. ნიკოსთან ერთად მოვალ.
მარია: აბა, საღამომდე!

ძირითადი ფრაზები:

– მიხარია, რომ გაგიცანი!

– საღამოს გცალია? [// საღამოს თავისუფალი ხარ?]

– დიდი სიამოვნებით.

– აბა, საღამომდე!

⦁ უპასუხეთ კითხვებს:

1. სად ცხოვრობენ მეგი და ნიკო?


2. როდის ჩამოვიდა მეგი ინდოეთიდან?
3. სადაურია მეგი?
4. ვინ მიდიან საღამოს მარიასთან?
5. ვისთან ერთად წავა მეგი მარიასთან?

6. შეარჩიეთ მოსაუბრე და ააგეთ ასეთივე დიალოგები.


IV.

შეხედეთ ფოტოებს. აღწერეთ ისინი


– თქვენი აზრით, მსოფლიოს რომელი ქვეყნების სიმბოლოებია
გამოსახული ფოტოებზე?

7. სასაუბრო თემა:

ჯგუფური სამუშაო

მსოფლიოს რომელი ქვეყანა გიყვართ და რატომ?

რჩევა – თქვენი აზრის დასადასტურებლად გამოიყენეთ ერთი


და ორი არგუმენტი. მოისმინეთ სხვისი აზრიც.

8.

მოიძიე ინფორმაცია ინტერნეტით. იფიქრე და ილაპარაკე

⦁ რა იცი მსოფლიო ქვეყნების შესახებ?

⦁ შენი აზრით, რა განასხვავებს ამ ქვეყნებს ერთმანეთისაგან?

⦁ შეარჩიე ერთი რომელიმე ქვეყანა და ილაპარაკე მასზე.

⦁ დაასახელე მოძიებული მასალის წყარო.


▶ გაუზიარე შენ მიერ მოძიებული მასალა თანაჯგუფელებს.

▶ გაიგე მათგან უცნობი ამბები სხვა ქვეყნების შესახებ.

▶ მიიღე მონაწილეობა მსჯელობაში და დასვი საინტერესო კითხვები.

9. გრამატიკა

√ დაიმახსოვრეთ:

არა გამოხატავს უარყოფას.

მაგ., არა, იაპონელი არა ვარ.

არა გამოიყენება მაშინაც, როცა მოსაუბრე პირისაგან აზრის დადასტურებას ან უარყოფას


ველოდებით. ასეთ შემთხვევებში ის წინადადების ბოლოს დაისმის.

მაგ., შენ ფრენკის მეგობარი ხარ არა? – კი / ჰო / ხო / დიახ.

ის ქართველია არა? – არა, ქართველი არ არის, ამერიკელია.

პარალელური სტრუქტურაა:

ის ხომ იტალიელია? – კი, იტალიელია.

– არა, იტალიელი არ არის.

რა თქმა უნდა გამოიყენეთ მაშინ, როცა ვინმეს აზრს ეთანხმებით.


წინადადებაში ის მძიმეებით გამოიყოფა.

მაგ., – მოდიხარ სახლში?


– რა თქმა უნდა, მოვდივარ.

როცა ზმნის წინ დგას უნდა, მაშინ ის გამოხატავს მოქმედების შესრულების აუცილებლობას.
რა უნდა ვქნა? მე უნდა დავისვენო.

მე უნდა წავიდე ჩვენ უნდა წავიდეთ

შენ უნდა წახვიდე შენ უნდა წახვიდე

ის უნდა წავიდეს ის უნდა წავიდეს

მოსმენა

11.1. მოისმენ ორი მეგობრის საუბარს. ისინი ქუჩაში არიან. გაიხსენე,

რა იცი მათ შესახებ.

რჩევა – ჩანაწერის მოსმენისას შეიძლება ვერ გაიგო ყველა სიტყვა. გამოიტანე მთავარი აზრი..
და ისე შეასრულე დავალებები. დააკვირდი დაფებს.
ნიკო ფრენკი

10.1.1. მოსმენილი მასალიდან ჩაინიშნეთ 3 მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

1. .......................................................................................................................................
2. .......................................................................................................................................
3. .......................................................................................................................................

10.1.2. შემოხაზეთ რომელი პასუხი მოისმინეთ – რომელი ქვეყნიდანაა ლიზა?

ა. საქართველოდან. გ. გერმანიიდან.
ბ. ამერიკელია. დ. ამერიკიდან.

10.1.3. შემოხაზეთ რომელი პასუხი მოისმინეთ – საიდან ჩამოვიდა ლიზა?

ა. სან-ფრანცისკოდან. გ. მადრიდიდან.
ბ. ბერლინიდან. დ. იტალიიდან.

10.1.4. შემოხაზეთ აზრის დადასტურების რომელი ფორმები მოისმინეთ:

ა. დიახ და რა თქმა უნდა. გ. კი და რა თქმა უნდა.


ბ. კი და დიახ. დ. კი და არა.

10.1.5. შემოხაზეთ უარყოფის გამომხატველი რომელი ფრაზა მოისმინეთ:

ა. შენი მეგობარია არა? გ. არა, დასასვენებლად.


ბ. რა თქმა უნდა, გაგაცნობ. დ. კი, მე დავპატიჟე.

10.1.6. შემოხაზეთ რომელი ფრაზა მოისმინეთ:

ა. სან-ფრანცისკოს ნახვა უნდა. გ. ჩემი ნახვა უნდა.


ბ. ლიზას ნახვა უნდა. დ. ბერლინის ნახვა უნდა.

10.2. მოისმინეთ დიალოგი ორჯერ. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები:

ნიკო: ................................................., ფრენკ?

ფრენკი: კი, ეგ ლიზაა.

ნიკო: ........................................ ლიზა?

ფრენკი: ლიზაც ამერიკიდანაა................................................... ორი დღის წინ.

ნიკო: შენი მეგობარია არა?

ფრენკი: კი. დიდი ხანია, ........................................................ .

ნიკო: საიდან იცნობ?

ფრენკი: ................................. და ამერიკაში გავიცანი.

11.1. მოისმენ ორი ახალგაზრდისა და ოფისის მენეჯერის საუბარს.

ისინი ოფისში არიან.


ნიკო ნინო ბატონი თამაზი

ძირითადი ფრაზები

– რამ შეგაწუხათ? [//რისთვის მობრძანდით?]

– რით დაგეხმაროთ?

– რა პრობლემაა! [//პრობლემა არ არის!]

– გმადლობთ დახმარებისთვის!

დახმარება [ზმნა: ეხმარება] – იგივეა, რაც: მიშველება [მიეშველება].

ხელის შეწყობა → ხელშეწყობა [ხელი შეუწყო].

ხელის გამართვა [ხელი გაუმართა].

ხუთნი ვართ – იგივეა, რაც: ჩვენ ხუთი ადამიანი ვართ.

11.2.1. მოსმენილი მასალიდან ჩაინიშნეთ 3 მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

1. .......................................................................................................................................
1. .......................................................................................................................................
1. .......................................................................................................................................

11.2.2. შემოხაზეთ რომელი ფრაზა მოისმინეთ მისალმების საპასუხოდ:

ა. დიახ, ბატონო თამაზ! გ. გაიცანით, ეს ნინოა!


ბ. მეც მოგესალმებით! დ. ეგ რა პრობლემაა!

11.2.1. შემოხაზეთ რას გულისხმობს კითხვა – რამ შეგაწუხათ?

ა. რისთვის მობრძანდით? გ. საიდან არიან?


ბ. სად უნდა იცხოვრონ? დ. სამნი არიან?

11.2.1. შემოხაზეთ რომელი პასუხი მოისმინეთ კითხვაზე – საიდან არიან?

ა. ფრენკი გერმანელია, იოკო – იაპონელი.


ბ. მარია იტალიელია, ფრენკი – ამერიკელი.
გ. ფრენკი ამერიკელია, მარია – იაპონელი.
დ. ფრენკი ამერიკელია, იოკო – იაპონელი.

შემოხაზეთ რას გულისხმობს კითხვა – რით დაგეხმაროთ?

ა. მიკროავტობუსი გინდათ? გ. რით დამეხმარებით?


ბ. რით ეხმარებით? დ. რით შეგიწყოთ ხელი?

11.2.1. შემოხაზეთ მადლობის გამომხატველი რომელი ფრაზა მოისმინეთ:

ა. გმადლობთ შეწუხებისთვის. გ. გმადლობთ მობრძანებისთვის.


ბ. გმადლობთ დახმარებისთვის. დ. გმადლობთ დაპატიჟებითვის.

11.3. მოისმინეთ დიალოგი ორჯერ. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები:


ნიკო: გამარჯობა, .............................................................., ეს ნინოა.

თამაზი: მოგესალმებით, ნინო!

ნინო: მეც მოგესალმებით.

თამაზი: ................................................................................... გერმანიაში?

ნინო: დიახ. ................................................. სამოდელო ფირმაში.

თამაზი: ..............................................................?

ნიკო: ......................................... ჩვენი მეგობრები ჩამოვიდნენ ევროპიდან.


.................................................... . თბილისის ნახვა უნდათ.

წერა

გამოიყენეთ ნასწავლი ზმნები და ფრაზები.

12.1. დაწერეთ თქვენი უცხოელი მეგობრების შესახებ


[თუ არ გყავთ მეგობრები სხვა ქვეყნებიდან, მაშინ წარმოიდგინეთ ისინი და ასე
შეასრულეთ წერითი დავალება]
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................

12.2. მიწერეთ წერილი თქვენს უცხოელ მეგობარს


..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................

შემეცნება და კულტურა

13. წაიკითხეთ ანდაზა. შემოხაზეთ სწორი პასუხი.

“ხელი – ხელსა, მადლი – ღმერთსა”.

ეს ანდაზა ნიშნავს:
1. ადამიანს ხელი ყოველთვის უნდა ჩამოართვა.
2. ღმერთს მადლობა უნდა გადაუხადო.
3. თუ სწორად ცხოვრობ, ადამიანს უნდა დაეხმარო.

14. იფიქრეთ:

„შეიცანი შენი ქვეყანა და შეიცნობ ქვეყნებს”


[ლაო ძი].

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რატომ უნდა იცოდეს ადამიანმა ბევრი რამ თავისი ქვეყნის შესახებ?
2. რა იცით საქართველოს შესახებ?
4. რა იცით სხვა ქვეყნებისა და კულტურების შესახებ?

15. ეს საინტერესოა:

ქრისტეფორო დე კოლუმბი წარმოშობით იტალიელი იყო. ის ადგენდა გეოგრაფიულ რუკებს


და მოსწონდა ზღვაზე მოგზაურობა. ესპანეთის მეფე-დედოფლის დავალებით კოლუმბს სამი
ხომალდი მისცეს. ერთ-ერთ გემს „სანტა-მარია“ ერქვა. ამ გემის კაპიტანი კოლუმბი იყო.
ეკიპაჟში შედიოდნენ ქართველი ძმები მალაშხიებიც. 1492 წელს კოლუმბი თავისი ხომალდებით
ამერიკის კონტინენტს მიადგა. კოლუმბს ეგონა, რომ ის ინდოეთში ჩავიდა. მან ამ მიწას
„დასავლეთ ინდოეთი“ („West India“) უწოდა, ადგილობრივ მცხოვრებლებს კი – ინდიელები.
ამერიკის კონტინენტს იტალიელი მოგზაურის ამერიგო ვესპუჩის სახელი ჰქვია.
კოლუმბი კუნძულის მფლობელი გახდა.ამის შემდეგ მან აღმოაჩინა კუბა და ჰაიტი.

წარმოშობით – წამომავლობით; ადგილი, საიდანაც მოდის მისი გვარი, ეროვნება.

ხომალდი – იგივეა, რაც: გემი

ადგილობრივი – ის, ვინც იმ ადგილზე დიდი ხანია ცხოვრობს.

მცხოვრები – ის, ვინც ცხოვრობს.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. საიდან იყო წარმოშობით ქრისტოფორო დე კოლუმბი?
2. რა მოსწონდა მას?
3. ვინ მისცა კოლუმბს სამი ხომალდი?
4. ვინ შედიოდნენ კოლუმბის ეკიპაჟში?
5. რა უწოდა მან ახალ მიწას და იქ მცხოვრებ ხალხს?
6. ვისი სახელი ჰქვია ამერიკის კონტინენტს?

შეაფასე საკუთარი თავი

17. • იცოდე, რომ საკუთარი თავის შეფასებით შენ აუმჯობესებ სწავლის


ხარისხს.

• დააკვირდი საკუთარ თავსა და სწავლის პროცესს.

• დაფიქრდი და ისე დაასრულე წინადადებები.

რჩევა – იყავი კეთილსინდისიერი, რადგან შენს არასწორ


შეფასებას შენი თანაჯგუფელებიც აკვირდებიან.

დაასრულე წინადადებები:
▶ აქამდე მე მხოლოდ რამდენიმე ქვეყნისა და მისი კულტურის შესახებ ვიცოდი. ეს ქვეყნებია:............;
ახლა კი ................. ქვეყნების შესახებაც ვიცი.
▶ ახლა შემიძლია დავსვა კითხვები ქართულ ენაზე და გავიგო, ვინ რომელი ქვეყნიდან არის. ეს
კითხვებია:............
▶ რამდენიმე რამ, რაც უკვე ვიცი, ეს არის ............
▶ ინტერესი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით გამიჩნდა, არის ............
▶ თემის გავლის პროცესში, რაც ჩემთვის ყველაზე რთული იყო, არის ............ .
▶ მივხვდი, რომ მე ............ უნარი მაქვს / არა მაქვს.
▶ ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი რომ გავიგო, დამჭირდება ............
▶ ჯგუფური მუშაობისას ........................ უნარი გამოვავლინე / ვერ გამოვავლინე.
▶ მე კმაყოფილი ვარ / არ ვარ კმაყოფილი საკუთარი თავით, რადგან ............ .
▶ მე გავაკეთებ მაქსიმუმს, როცა ............ , რადგან მინდა, გავხდე ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტი.

ჩანიშნე რვეულში, რას გააკეთებ მომავალში,

რომ სირთულეები დაძლიო.


თავი III

რამდენი წლის ხარ?


– მოდი ვიანგარიშოთ!

1. უპასუხეთ კითხვებს:

1. რას ხედავთ პირველ ფოტოზე?


2. რა არის გამოსახული მეორე ფოტოზე?
3. თქვენი აზრით, რა აქვს საერთო ამ ფოტოებს?

კითხვა

2. ტექსტი:

ნანა ბავშვობაში თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ის თბილისელია. სკოლაც თბილისში დაამთავრა. ნანა
ახლა 30 წლის ახალგაზრდა ქალია და დროებით გერმანიაში სამუშაოდ უნდა გადასვლა. მას უმცროსი ძმა და
მოხუცი მშობლები ჰყავს. ნანას ძმას საბა ჰქვია. საბა ჯერ კიდევ უნივერსიტეტის სტუდენტია და არ მუშაობს. ის 23
წლისაა. საბა ძალიან ბეჯითია და კარგად სწავლობს. ნანას არ უნდა, რომ ძმას სწავლაში ხელი შეეშალოს. ნანა
ერთ-ერთ ფირმაში მენეჯერად მუშაობს და მაღალი ანაზღაურება აქვს. ის საბას ფინანსურად ეხმარება.
ნანას მშობლები ასაკში არიან. დედა 75 წლისაა, მამა კი − 80-ისა. მშობლებსაც სჭირდებათ ფინანსური
დახმარება, ამიტომ ნანა ჯერ ვერ მიდის გერმანიაში. ერთი წლის შემდეგ საბა უნივერსიტეტს დაამთავრებს და
მუშაობას დაიწყებს. ნანა აუცილებლად წავა გერმანიაში. იქ მას ქართველი და უცხოელი მეგობრები ელოდებიან.

⦁ ნანა ახლა 30 წლის ახალგაზრდა ქალია.

⦁ მას უმცროსი ძმა და მოხუცი მშობლები ჰყავს.

⦁ ნანას მშობლები ასაკში არიან.


3. ლექსიკა

⦁ ჩამოთვლილ სიტყვებს მიუწერეთ მნიშვნელობები თქვენს ენაზე:


[გამოიყენეთ ორენოვანი ლექსიკონები]
№ ქართული ...........................................................
1. ბავშვობა
2. ოჯახი
3. დაამთავრებს
4. გადასვლა
5. საცხოვრებლად
6. უმცროსი
7. მოხუცი
8. ჯერ [კიდევ]
9. ბეჯითი
10. ხელის შეშლა
11. ერთ-ერთი
12. ანაზღაურება
13. ასაკი
14. სჭირდება
15. დაიწყებს
16. უცხოელი
17. ელოდება

4.

ტექსტის გააზრება

1. ვისთან ერთად ცხოვრობდა ნანა ბავშვობაში?

2. რამდენი წლისაა ნანა და რა უნდა მას?

3. როგორი ახალგაზრდაა საბა?

4. რა არ უნდა ნანას?

5. რა ასაკის არიან ნანას მშობლები?

სინონიმები ანტონიმები

დაამთავრებს – დაასრულებს უმცროსი – უფროსი

ასაკი – წლოვანება ბეჯითი – ზარმაცი

ანაზღაურება – ხელფასი ხელის შეშლა – ხელის შეწყობა

დაამთავრა – დაასრულა უფროსი – უმცროსი

მაგ., მან უნივერსიტეტი დაამთავრა. მაგ., ბატონი თამაზი ასაკით ჩემზე


უფროსია.
საბამ საუბარი დაასრულა.
საბა ჩემზე უმცროსია.
ანაზღაურება – ხელფასი
ბეჯითი – ზარმაცი
მაგ., მე ფირმის მენეჯერი ვარ და
მაღალი ანაზღაურება მაქვს. მაგ., ეს ძალიან ბეჯითი ბიჭია. კარგად
მან მუშაობა ახლა დაიწყო სწავლობს.
და დაბალი ანაზღაურება აქვს. ის ზარმაცია. ცუდად სწავლობს.
5. წაიკითხეთ დიალოგი – მოდი ვიანგარიშოთ!

რატი ნანას მეგობრის შვილია. ის სკოლაში დადის და 7 წლისაა.


ნანა მას მათემატიკაში ავარჯიშებს.

ნანა: აბა, დღეს რა დავალებები გაქვს, რატი? მოდი დავიწყოთ!


რატი: ორი სავარჯიშო უნდა დავწერო.
ნანა: ჯერ მიმატება და გამოკლება გავიმეოროთ. ექვსს რომ სამი მივუმატოთ, რამდენია?
რატი: რვა. უი, არა... შემეშალა. ცხრა.
ნანა: თორმეტს რომ ხუთი გამოვაკლოთ, რას უდრის?
რატი: შვიდს. სწორად გიპასუხე?
ნანა: კი, ყოჩაღ! აბა, ეს მითხარი, ოთხჯერ ოთხი რამდენია?
რატი: თექვსმეტი ... შვიდჯერ სამი ოცდაერთის ტოლია არა? ეს ხომ გუშინ მასწავლე.
ნანა: სწორია! ახლა ოცდახუთი გაყავი ხუთზე ... რამდენ ხანს ფიქრობ, რატი?!. კითხვაზე სწრაფად უნდა
მიპასუხო.
რატი: მგონი ხუთია. გამრავლება და გაყოფა ცოტა მეშლება. ახალი ნასწავლი მაქვს.
ნანა: ბევრი სავარჯიშო უნდა გააკეთო, რომ აღარ შეგეშალოს. მე ყოველდღე ხომ ვერ დაგეხმარები?
რატი: კარგი, ბევრს ვივარჯიშებ გაყოფასა და გამრავლებაში.
ნანა: მპირდები?
რატი: კი, ნანა დეიდა!

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. ჯერ რა უნდა გაიმეოროს რატიმ?
2. რა შეეშალა რატის?
3. რა ასწავლა მას ნანამ წინა დღეს?
4. რა ჰქონდა ახალი ნასწავლი 7 წლის ბავშვს?
5. რას შეჰპირდა რატი ნანას?→
ძირითადი ფრაზები:

– მოდი დავიწყოთ! – ჯერ გავიმეოროთ.

– შემეშალა / ცოტა მეშლება. – მპირდები?

– მე ყოველდღე ხომ ვერ დაგეხმარები? – მგონი ხუთია.

შემეშალა – აქ იგივეა, რაც: არ ვთქვი სწორად; სწორად არ გიპასუხე.

მპირდები? – პირობას დებ?

გრამატიკა

√ დაიმახსოვრეთ:

რას შვრებოდა? N

ნანა ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.ის მენეჯერად მუშაობდა და ძმას ფინანსურად ეხმარებოდა.

სადაურია?

თბილისი → თბილისელია ქუთაისი → ქუთაისელია

კახეთი → კახელია აჭარა → აჭარელია.

მაგ., საბა და რატი თბილისელები არიან.

ჩემი მენეჯერი აჭარელია.

ასეთ დროს ელ დაბოლოება ძირითადად ადამიანს გულისხმობს.

რამდენი წლისა ხარ? / რამდენი წლისაა?

მე 30 წლისა ვარ. საბა 23 წლისაა.

რა ასაკისაა ნანას დედა?

ნანას დედა 75 წლისაა.

ჯერ კიდევ ... / ჯერ ისევ ... / ჯერ ... [ნიშნავს: ახლაც, ამ მომენტშიც]

მაგ., ნანა ჯერ კიდევ მენეჯერად მუშაობს.

ის ჯერ ისევ ახალგაზრდაა.

საბა ჯერ სტუდენტია და უნივერსიტეტში სწავლობს.

[ორ]ჯერ

მაგ., დღეს უნივერსიტეტში ორჯერ მივედი.

[სამ]ჯერ სამი

მაგ., სამჯერ სამი უდრის ცხრას.

როცა რიცხვებს ერთმანეთზე ვამრავლებთ, პირველი რიცხვითი სახელის ფუძეს


დაერთვის –ჯერ.
რამდენი? / რამდენია?

მაგ., რამდენი სტუდენტი გყავს? – ოცდაათი.

რამდენია, სამს რომ შვიდი მივუმატოთ? – ათია.

ან:

ოთხი რომ ხუთზე გავამრავლოთ, რამდენია? – ოცია.

6. დაიმახსოვრეთ ზმნის ძირითადი ფორმები:

№ ახლანდელი მომავალი წარსული


1. ამთავრებს დაამთავრებს დაამთავრა
2. გადადის გადავა გადავიდა
3. სწავლობს ისწავლის ისწავლა
4. ეშლება [ხელი] შეეშლება [ხელი] შეეშალა [ხელი]
5. ეხმარება დაეხმარება დაეხმარა
6. სჭირდება დასჭირდება დასჭირდა
7. იწყებს დაიწყებს დაიწყო
8. ელოდება დაელოდება დაელოდა

ლაპარაკი

კატო რატის სკოლის მეგობარია. ისინი რატისთან არიან


სახლში.

ნანა: მოდი, კატო, აქ დაჯექი! შენ რატის მეგობარი ხარ არა?


კატო: დიახ, ნანა დეიდა. ერთ კლასში ვსწავლობთ.
ნანა: რამდენი წლისა ხარ, კატო?
კატო: ჩვენ ტოლები ვართ. მეც შვიდი წლისა ვარ. რვის მალე გავხდები.
ნანა: მათემატიკა გიყვარს?
კატო: ძალიან.
ნანა: მაშ, შენც მიპასუხე! შვიდი ოთხზე რომ გავამრავლოთ, რამდენია?
კატო: ოცდარვა.
რატი: მაგან გამრავლება კარგად იცის, ნანა დეიდა! ცოტა გაყოფა ეშლება. გაყოფა ჰკითხეთ.
ნანა: ერთი ეს მითხარი: ოცდაათი რამდენზე უნდა გაყო, ხუთი რომ მიიღო.
კატო: ექვსზე.
ნანა: ეტყობა, კატოს გაყოფაც არ ეშლება.
რატი: ეგ ჩემზე ბეჯითია, მათემატიკაში ბევრს ვარჯიშობს.
ნანა: კარგი, გეყოფათ. ახლა დაისვენეთ!

ძირითადი ფრაზები:

– ჩვენ ტოლები ვართ. – რვის მალე გავხდები.

– ერთი ეს მითხარი. – მაშ, შენც მიპასუხე.

– ეტყობა, გაყოფა კარგად იცის. – კარგი, გეყოფათ.


ტოლები ვართ – ერთი ასაკისა ვართ; თანატოლები ვართ.

რვის მალე გავხდები – რვა წლის მალე გავხდები.

ერთი ეს მითხარი – რასაც გეკითხები ან მაინტერესებს, იმაზე მიპასუხე.

მაშ, შენც მიპასუხე – მაშინ პასუხი შენც გამეცი.

ეტყობა, კარგად იცის – ჩანს, კარგად იცის.

კარგი, გეყოფათ – კარგი, საკმარისია; მეტი არ გვინდა.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რატომ არიან კატო და რატი ტოლები?
2. რამდენი წლის უნდა გახდეს კატო?
3. რა იცოდა კატომ კარგად?
4. რა არ ეშლებოდა მას?
5. რატომ უწოდა რატიმ კატოს ბეჯითი?

II.

ფრენკი გერმანიიდან ტელეფონით ესაუბრება ნანას.

გაიხსენეთ, ვინ არის ფრენკი.

ფრენკი: გამარჯობა, ნანა! როგორ ხარ?


ნანა: კარგად, ფრენკ. ვიცი, შენც კარგად ხარ. გიორგიმ მითხრა.
ფრენკი: ჯერ კიდევ ვერ ჩამოდიხარ გერმანიაში? გელოდებით.
ნანა: ხომ იცი, ჩემი მშობლები ასაკში არიან. დახმარება სჭირდებათ.
ფრენკი: რამდენი წლის არიან შენი მშობლები?
ნანა: დედა 75 წლისაა, მამა მალე 81-ის გახდება.
ფრენკი: შენი ძმა? ის რამდენისაა?
ნანა: საბა ახლა გახდა 23 წლისა. სტუდენტია და სწავლობს.
ფრენკი: ჩვენი ფირმის მენეჯერი სამუშაოდ სხვაგან გადადის და მენეჯერი გვჭირდება. მაღალი ხელფასი
გექნება. შეგიძლია ჩამოხვიდე?
ნანა: ვიფიქრებ და პასუხს ორ დღეში გეტყვი. შეიძლება ჩამოვიდე.
ფრენკი: ძალიან გამახარებ.

სხვაგან – იგივეა, რაც: სხვა ადგილას.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რა უთხრა ნანამ ფრენკს? რატომ ვერ მიდის ის გერმანიაში?
2. რა ინფორმაციით დარეკა ფრენკმა?
3. რა გაუხარდა ფრენკს?

III.

გიორგი და ნიკო ნანას შესახებ საუბრობენ. გაიხსენეთ,


ვინ არიან გიორგი და ნიკო.

გიორგი: დღეს მცხეთაში შენც მოდიხარ, ნიკო?


ნიკო: კი, აუცილებლად. ხომ იცი, ნანაც მოდის.
გიორგი: საიდან იცნობ ნანას? თბილისში გაიცანი?
ნიკო: ჩვენ ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს. დედამ გამაცნო.
გიორგი: რამდენი წლის არის?
ნიკო: 30 წლისაა. ჩვენ თანატოლები ვართ.
გიორგი: ეტყობა, კარგი ადამიანია.
ნიკო: ნამდვილად. მაგის ძმაც ძალიან მიყვარს.
გიორგი: რა ასაკისაა მაგის ძმა?
ნიკო: ჩვენზე პატარაა, 23 წლის უნდა იყოს. შეიძლება მეშლება, ზუსტად არ ვიცი.
გიორგი: მპირდები, რომ შენს დასაც წამოიყვან?
ნიკო: არ ვიცი, შეიძლება არ სცალია.
გიორგი: დაურეკე და უთხარი. კარგ დროს გავატარებთ.
ნიკო: აუცილებლად ვეტყვი.

ნამდვილად – იგივეა, რაც: ნამდვილად ასეა, რეალობაა.

ზუსტად არ ვიცი – დანამდვილებით არ ვიცი.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. სად მიდიოდნენ ახალგაზრდები?
2. საიდან იცნობს ნიკო ნანას?
3. რა არ იცის ნიკომ ზუსტად?
4. კიდევ ვინ დაპატიჟა გიორგიმ მცხეთაში და რატომ?

7. შეარჩიეთ მოსაუბრე და ააგეთ ასეთივე დიალოგები.

IV.

7. სასაუბრო თემა:
გრამატიკა

√ დაიმახსოვრეთ:

რაზე უნდა გავამრავლოთ? / რაზე უნდა გავყოთ? – იგივეა, რაც: რა რიცხვზე უნდა
გავამრავლოთ? / გავყოთ?

მაგ., სამი ხუთზე უნდა გავამრავლოთ.

ოცდაათი ექვსზე უნდა გავყოთ.

ვი[ს]ზე უფრო ბეჯითია?

მაგ., საბა ჩემზე ბეჯითია.

ვერ გამოიყენეთ მაშინ, როცა გაქვთ მიზეზი, რომ მოქმედება არ შეასრულოთ.

M მაგ., დღეს ვმუშაობ და შენთან ვერ მოვალ.

მე შემიძლია მოვიდე ჩვენ შეგვიძლია მოვიდეთ

შენ შეგიძლია მოხვიდე თქვენ შეგიძლიათ მოხვიდეთ

მას შეუძლია მოვიდეს მათ შეუძლიათ მოვიდნენ

მაგ., ნანას და საბას შეუძლიათ მოვიდნენ.

ზმნა შეიძლება გამოიყენეთ მაშინ, როცა რამეს ვარაუდობთ.

მაგ., შეიძლება მეშლება და საბა 24 წლისაა.

შეიძლება ნიკო ჯერ ვერ მოვიდეს.

მოსმენა
8.1. მოისმენ ორი მეგობრის საუბარს. ისინი თბილისის ერთ-ერთ ქუჩაში მეგობრებს

ელოდებიან. გაიხსენე, რა იცი მათ შესახებ.

რჩევა – ჩანაწერის მოსმენისას შეიძლება ვერ გაიგო ყველა სიტყვა. გამოიტანე მთავარი აზრი
დააკვირდი დაფებს.

მარია ფრენკი

ლაპარაკი → მოვილაპარაკეთ [/ერთად გადავწყვიტეთ, შევთანხმდით].

ინტერესი → მაინტერესებს [/ინტერესი მაქვს].

მალე – იგივეა, რაც: ჩქარა, სწრაფად.

8.2.1. მოსმენილი მასალიდან ჩაინიშნეთ 3 მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

1. .......................................................................................................................................
2. .......................................................................................................................................
3. .......................................................................................................................................

8.2.2. შემოხაზეთ, რომელი კითხვითი წინადადება მოიმინეთ:

ა. უნივერსიტეტში სწავლობს? გ. ჯერ არ ვიცნობ?


ბ. ისიც უნდა მოვიდეს? დ. ვის ველოდებით?

8.2.3. შემოხაზეთ რას გულისხმობს ფრაზა – ზუსტად არ ვიცი.


ა. კარგად ვიცი. გ. ცოტა ვიცი.
ბ. დანამდვილებით ვიცი. დ. დიდი ხანია ვიცი.

8.2.4. შემოხაზეთ რომელი პასუხი მოისმინეთ კითხვაზე – შენ ნანას ძმას იცნობ?

ა. არა, ჯერ არ ვიცნობ. ბ. არა, დღეს გავიცნობ.


გ. არა, მე გაგაცნობ. დ. არა, მალე მოვლენ.

8.2.5. შემოხაზეთ რომელი წინადადება გამოხატავდა მოწონებას:

ა. მცხეთაც ლამაზი იქნება. გ. მცხეთა ძალიან ძველი ქალაქია.


ბ. ეტყობა, თავისი და ძალიან უყვარს. დ. რა ლამაზია თბილისი.

8.3. მიუთითეთ სწორია თუ არასწორი. აღნიშნეთ √ -ით:

N სწორი არასწორი
ვის ველოდებით, ფრენკ? √
1. ზუსტად არ ვიცი, შეიძლება ნანა ვერ წამოვიდეს.
2. ქალაქში მივდივართ არა?
3. ნიკომ მითხრა, რომ მცხეთა ძალიან ძველი ქალაქია.
4. რა ასაკისაა საბა, ფრენკ?
5. მგონი 28 წლისა უნდა იყოს.

8.2. მოისმენ ორი ბავშვის საუბარს. ისინი კატოსთან არიან სახლში.

გაიხსენე, რა იცი მათ შესახებ.

რატი კატო

ცოტა ხანი დამაცადე – ცოტა ხანი დამელოდე, მომიცადე.

გუშინ – იგივეა, რაც: წინა დღეს.

მაინც დაწერე – აუცილებლად დაწერე.

8.2.1 მოსმენილი მასალიდან ჩაინიშნეთ 3 მნიშვნელოვანი ინფორმაცია:


1. .......................................................................................................................................
2. .......................................................................................................................................
3. .......................................................................................................................................

8.2.2 შემოხაზეთ რომელია სწორი პასუხი – რატის მათემატიკაში ვარჯიში


ა. დღეს არ უნდა. გ. კატოსთან ერთად უნდა.
ბ. ჯერ არ უნდა. დ. დიდხანს არ უნდა.

8.2.3. შემოხაზეთ რას გამოხატავს კითხვა – ყოველდღე უნდა ვიანგარიშოთ?


ა. რატი ზარმაცია. გ. რატი ბეჯითია.
ბ. რატი ლამაზია. დ. რატი უმცროსია.

8.2.4 შემოხაზეთ რომელი ფრაზა მოისმინეთ:


ა. გუშინ გაყოფაც არ შემეშალა. გ. გუშინ მიმატებაც არ შემეშალა.
ბ. გუშინ გამრავლებაც არ შემეშალა. დ. გუშინ გამოკლებაც არ შემეშალა.

8.2.5 შემოხაზეთ დადასტურების გამომხატველი რომელი ფრაზა მოისმინეთ:


ა. დიახ, კარგად. გ. დიახ, კარგი.
ბ. ჰო, კარგად. დ. ჰო, კარგი.

8.2.6 შემოხაზეთ რომელი ფრაზა გამოხატავდა დაძალებას:


ა. ერთი მიპასუხე! გ. რას და 75-ს!
ბ. მაინც დაწერე! დ. კარგი, კარგი!

8.2.7 მოისმინეთ დიალოგი ორჯერ. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები:


კატო: დაჯექი, რატი, ახლა
...................................................................... !

რატი: ჯერ არ მინდა. ....................................................................... .

კატო: ....................................................... ? მოდი, დავიწყოთ!

რატი: ყოველდღე უნდა ვიანგარიშოთ? ხომ ნახე, გუშინ


....................................... .

კატო: დიდხანს ................................................ ?

რატი: ჰო, კარგი, დავიწყოთ!

წერა

გამოიყენეთ ნასწავლი ზმნები და ფრაზები.

9.1. დაწერეთ თქვენი ახლობლების ასაკის შესახებ.რა ასაკის არიან ისინი?

..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................

9.1. გაიხსენეთ და დაწერეთ რამე თქვენი ბავშვობიდან.

..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................

შემეცნება და კულტურა

10. წაიკითხეთ ანდაზა. შემოხაზეთ სწორი პასუხი.

თუ ერთ ხეს მოჭრი, ათი დარგე.

11. წაიკითხეთ ანდაზა. შემოხაზეთ სწორი პასუხი.

ეს ანდაზა ნიშნავს:
1. ადამიანმა ათი ხე აუცილებლად უნდა დარგოს.
2. ხის მოჭრა არ შეიძლება.
3. ერთ ცუდს თუ გააკეთებ, ბევრი კარგი უნდა გააკეთო.

12. იფიქრეთ:

„სამყაროს რიცხვები მართავენ”


[პითაგორელები]

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს რიცხვებს?
2. რაში ეხმარება რიცხვები ადამიანს?
3. რას ითვლით ყველაზე მეტად ცხოვრებაში?

13. ეს საინტერესოა:

ადამიანს ანგარიში უძველესი დროიდან სჭირდებოდა. თავიდან არითმეტიკული


რიცხვები არ არსებობდა, ამიტომ ანგარიშობდნენ ჯოხებითა და თითებით. ძველ
საქართველოში რიცხვების ფუნქცია ასოებს ჰქონდა. a უდრიდა ერთს, b – ორს. ასი 5-ჯერ
ოცისაგან შედგებოდა. მაგალითად, ორმოცი ნიშნავდა ორჯერ ოცს, სამოცი – სამჯერ ოცს,
ოთხმოცი კი – ოთხჯერ ოცს [4 X 20].
ძველი შუმერები სამოცით ითვლიდნენ. ევროპელები დღესაც ათით ითვლიან.
საინტერესოა რომაული რიცხვების ისტორიაც. ფიქრობენ, რომ რომაული სიმბოლო V
გახსნილ ხელს გამოხატავს, სიმბოლო X კი გადაჯვარედინებულ ხელებს უნდა ნიშნავდეს.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რითი ანგარიშობდნენ ძველი ადამიანები და რატომ?
2. კიდევ რა ფუნქცია ჰქონდა ქართულ ასოებს?
3. ქართულ ენაში რისგან შედგება 100?
4. რისი სიმბოლოები უნდა იყოს რომაული V და X?
5. დააკვირდით თქვენს მშობლიურ ენას. რომელი რიცხვით ითვლით?


შეაფასე საკუთარი თავი

14. ⦁ იცოდე, რომ საკუთარი თავის შეფასებით მომავალში არ


გაგიჭირდება დაბრკოლებების გადალახვა.

⦁ დააკვირდი საკუთარ თავსა და სწავლის პროცესს. ასეთი


დაკვირვება საინტერესო პროცესია.

⦁ დაფიქრდი და ისე დაასრულე წინადადებები.

რჩევა – სამართლიანად შეაფასე საკუთარი თავი, რადგან


მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოიპოვებ
გარშემომყოფების ნდობას

⦁ დაასრულე წინადადებები:
▶ აქამდე მე ძირითადად ერთ კითხვას ვსვამდი, როცა მინდოდა, რომ ადამიანის ასაკი გამეგო. ეს კითხვა
იყო: ............ ; ახლა შემიძლია კითხვა სხვაგვარადაც დავსვა: ................ .
▶ ქართულ ენაზე ანგარიშის ცოდნა მე კომუნიკაციაში დამეხმარება. ის აუცილებლად დამჭირდება,
როცა ............ .
▶ მე უკვე ადვილად დავძლიე ისეთი სირთულე, როგორიცაა ............ .
▶ მასალის შესწავლა არ გამჭირვებია, რადგან ............
▶ თემის გავლის პროცესში, რაც ჩემთვის ყველაზე რთული იყო, არის ............ .
▶ მივხვდი, რომ მე ............ უნარი გამიუმჯობესდა, რადგან ........... .
▶ მე ქართული თვლის სისტემა შევადარე ............ ენის თვლის სისტემას.
▶ ინდივიდუალური მუშაობისას ........................ უნარი გამოვავლინე / ვერ გამოვავლინე.
▶ მე კმაყოფილი ვარ სწავლის პროცესით, რადგან ............ .
▶ ამ სასწავლო თავის გავლის დროს ყველაზე უკეთ შევძელი ............ . მიხარია, რომ მეტი რამ ვიცი.

ჩანიშნე რვეულში, რა კითხვები უნდა დაუსვა პედაგოგს,


რომ შემდეგი თავის შესწავლა არ გაგიჭირდეს.
თავი IV

ჩემი ოჯახი

1. უპასუხეთ კითხვებს:

1. რას ხედავთ პირველ ილუსტრაციაზე?


2. რა არის გამოსახული მეორე ფოტოზე?
3. რა კავშირია ამ ილუსტრაციებს შორის?

კითხვა

2. ტექსტი:

ლუკა დიდ ოჯახში გაიზარდა და ორსართულიან სახლში ცხოვრობს. მისი მშობლები ჯერ კიდევ ახალგაზრდები
არიან. დედას მარიამი ჰქვია. ის 45 წლისაა და სკოლის მასწავლებელია. ლუკას მამა პროფესიით იურისტია და ერთ-
ერთ იურიდიულ კომპანიაში მუშაობს. მამამისს დავითი ჰქვია. ის ყოველთვის დაკავებულია და სახლში გვიან
მოდის. თავისუფალი დრო მას იშვიათად რჩება. მარიამსა და დავითს სამი შვილი ჰყავთ. ლუკა მათი უფროსი
შვილია, მაშო შუათანაა, გიგო კი − უმცროსი. დიდ სახლში ყველა ბედნიერად გრძნობს თავს. ისინი ერთმანეთს
საოჯახო საქმეებში ეხმარებიან.
დავითის მშობლებიც ამ ორსართულიან სახლში ცხოვრობენ. ბებია და პაპა აღარ მუშაობენ და ეზოს უვლიან.
ლუკას ბიძაც ჰყავს და მამიდაც. დავითის ძმას სანდრო ჰქვია. ის დაქორწინებულია და თავის ცოლთან ერთად
ცალკე ბინა აქვს. მათ მალე ბავშვი უნდა ეყოლოთ. ლუკას მამიდას სამი პატარა შვილიშვილი ჰყავს და ასაკით
დავითზე უფროსია.
დედის მხრიდან ლუკას მხოლოდ ბებია და დეიდა ჰყავს. პაპა ორი წლის წინ გარდაეცვალა. მარიამის დედა
სოფლის პატარა სახლში მარტოა და თავის შვილებს ტელეფონით ყოველდღე ელაპარაკება. ლუკას დეიდა ნატა
წარმატებული მოდელია. ის იტალიაში შარშან წავიდა და იქიდან თავის დისშვილებს ხშირად უგზავნის საჩუქრებს.
ახლა მთელი ნათესაობა სანდროს შვილის დაბადებას ელოდება. მათ დიდ ოჯახს ერთი წევრი უნდა შეემატოს.

⦁ ლუკა დიდ ოჯახში გაიზარდა.

⦁ ის ყოველთვის დაკავებულია.

⦁ დიდ სახლში ყველა ბედნიერად გრძნობს თავს.

⦁ მათ დიდ ოჯახს ერთი წევრი უნდა შეემატოს.


! ქართულ ენაში ვხვდებით ორი ფორმის პარალელურ
გამოყენებას – პაპა // ბაბუა.

3. ლექსიკა

⦁ ჩამოთვლილ სიტყვებს მიუწერეთ მნიშვნელობები თქვენს ენაზე:


[გამოიყენეთ ორენოვანი ლექსიკონები]
№ ქართული ...........................................................
1. გაიზარდა
2. ორსართულიანი
3. უვლის [ეზოს]
4. ყოველთვის
5. დაკავებული
6. გვიან
7. შუათანა [შვილი]
8. ბედნიერი
9. გრძნობს
10. საქმე
11. ეხმარება
12. დაქორწინებული
13. მხოლოდ
14. წარმატებული
15. უგზავნის
16. საჩუქარი
17. [ოჯახის] წევრი
18. შეემატება

4.

ტექსტის გააზრება

1. ვინ ჰყავს ლუკას მამის მხრიდან?

2. ვინ ჰყავს მას დედის მხრიდან?

3. ვინ და ვინ ცხოვრობენ ერთ ოჯახად?

4. ვისთან ერთად ცხოვრობს ლუკას ბიძა − სანდრო?

5. რა უხარია ყველას?

ანტონიმები

სინონიმები დაკავებული – თავისუფალი

ყოველთვის – არასდროს

უვლის – პატრონობს გვიან – ადრე

გაედაეცვალა – მოუკვდა ბედნიერი – უბედური

დაქორწინებული – დაუქორწინებელი
უვლის – პატრონობს ყოველთვის – არასდროს

მაგ., ბებია ეზოს კარგად უვლის. მაგ., სახლში მე ყოველთვის ადრე


მივდივარ.
მაგ., დეიდამისი დისშვილებს
პატრონობს. არასდროს დააგვიანო ლექციაზე!

გაედაეცვალა – მოუკვდა დაქორწინებული – დაუქორწინებელი

მაგ., მას პაპა ერთი წლის გარდაეცვალა. მაგ., ბიძაჩემი ახალი დაქორწინებულია.

ნიკოს ძაღლი მოუკვდა. მამიდაჩემს ქმარი არ ჰყავს. ის


დაუქორწინებელია.

5. წაიკითხეთ დიალოგი – დე, მოვედი!

ლუკა: დე, აი, მოვედი!


დედა: რა კარგია, ლუკა, დროზე რომ მოხვედი. გიგო მოწყენილია, შენ
გელოდება.
ლუკა: რატომ? კიდევ იჩხუბა მაშოთან?
დედა: აბა, რას იზამდა! ახლა გიცდის, რომ დასთან შეარიგო.
ლუკა: რაზე იჩხუბეს? გამაგიჟებენ ეგენი!
დედა: კომპიუტერით თამაშობდნენ და არ ვიცი, მერე რა მოხდა.
ლუკა: მაშო სად არის? ხომ არ ტირის?
დედა: არა, არ ტირის. ბებოს ეხმარება. ეზოში არიან.
ლუკა: მამა გვიან მოვა არა?
დედა: კი. ხუთი წუთის წინ დამირეკა. ბავშვების ამბავი არ ვუთხარი, განერვიულდებოდა.
ლუკა: კარგი, მე შევარიგებ!

ჩხუბი შერიგება მოწყენილი ტირილი

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რატომ გაუხარდა დედას ლუკას სახლში მისვლა?
2. რას აკეთებდა მაშო ჩხუბის შემდეგ?
3. რა არ უთხრა ლუკას დედამ თავის ქმარს და რატომ?
4. შეეცადეთ, სხვაგვარად დაასათაუროთ დიალოგი.

დროზე მოხვედი – იგივეა, რაც: დროულად მოხვედი; არ დაიგვიანე; კარგ დროს მოხვედი.

√ დაიმახსოვრეთ: რას ვგრძნობ?

გახარებული ვარ მოწყენილი ვარ კმაყოფილი ვარ

ბედნიერი ვარ გაბრაზებული ვარ აღელვებული ვარ

განერვიულებული ვარ გაღიზიანებული ვარ შეშინებული ვარ


გაოცებული ვარ გაგიჟებული ვარ

1. როცა ჩემს მეგობრებთან ერთად სასეირნოდ მივდივარ


ა. გაბრაზებული ვარ ბ. განერვიულებული ვარ გ. ბედნიერი ვარ
2. როცა ღამე სახლში მარტო ვარ
ა. შეშინებული ვარ ბ. განერვიულებული ვარ გ. გაოცებული ვარ
3. როცა ჩემი მშობლები სახლში არ არიან
ა. გაოცებული ვარ ბ. ბედნიერი ვარ გ. მოწყენილი ვარ
4. როცა მამაჩემი სამსახურიდან ადრე მოდის
ა. გაგიჟებული ვარ ბ. გაოცებული ვარ გ. გაბრაზებული ვარ
5. როცა გამოცდას მაღალ ქულაზე ვაბარებ
ა. განერვიულებული ვარ ბ. კმაყოფილი ვარ გ. გაღიზიანებული ვარ
6. როცა ჩემი და-ძმა ხშირად ჩხუბობს
ა. გაგიჟებული ვარ ბ. ბედნიერი ვარ გ. გაოცებული ვარ
7. როცა დეიდაჩემი საჩუქარს მიგზავნის
ა. გაოცებული ვარ ბ. გაბრაზებული ვარ გ. გახარებული ვარ
8. როცა არ ვიცი, ჩემი ძმა სად არის
ა. განერვიულებული ვარ ბ. გახარებული ვარ გ. კმაყოფილი ვარ
9. როცა 4 წლის ბავშვმა წერა-კითხვა იცის
ა. მოწყენილი ვარ ბ. კმაყოფილი ვარ გ. გაოცებული ვარ

გრამატიკა

√ დაიმახსოვრეთ:

როგორი? ორსართულიანი.

მაგ., ეს ქალი ორსართულიან სახლში ცხოვრობს. ის სამშვილიანია.

ჩანთიანი ახალგაზრდა ვიღაცას ელოდებოდა.

დაბოლოება -იან გამოიყენება მაშინ, როცა რაიმეს ქონა ან ვინმეს ყოლა გამოიხატება.

ვინ? ვისი [მამა]?

ჩემი ბებია → ბებიაჩემი

შენი მამა → მამაშენი

მისი დედა → დედამისი

მაგ., ბებიაჩემი უკვე მოხუცია.

ყველა / ყველანი [ბევრი ერთად]

მაგ., საღამოობით ყველა სახლში ვართ

ყველა საგანი უკვე ჩავაბარე.

დღეს ყველანი სასეირნოდ წავალთ.

ფორმა ყველანი გამოიყენება მხოლოდ ადამიანთა სიმრავლის გამოსახატავად.

როგორი? მცირე → უმცროსი ლამაზი → ულამაზესი

მაგ., მე ჩემი მშობლების უმცროსი შვილი ვარ.


შენი სახლის ეზო ულამაზესია.

აღარ [მუშაობენ]

მაგ., ბებიაჩემი და პაპაჩემი აღარ მუშაობენ.

ამდენი ვარჯიში აღარ მინდა.

უარყოფითი ფორმა აღარ გამოიყენეთ მაშინ, როცა მოქმედების შესრულების სურვილი აღარ
გაქვთ ან რაღაცის გამო შეწყვიტეთ მისი შესრულება.

როდის?

შარშან წელს გაისად

ან:

გასულ წელს წელს მომავალ წელს

მაგ., ნატა იტალიაში შარშან წავიდა.

წელს მე უნივერსიტეტში ჩავაბარე.

მომავალ წელს მუშაობას დავიწყებ.

კავშირი კი ორ წინადადებას ერთმანეთს უპირისპირებს.

მაგ., მაშო ჩემი მშობლების შუათანა შვილია, გიგო კი – უმცროსი.

მე უნივერსიტეტში ვსწავლობ, ის კი სკოლაში დადის.

6. დაიმახსოვრეთ ზმნის ძირითადი ფორმები:

№ ახლანდელი მომავალი წარსული


1. იზრდება გაიზრდება გაიზარდა
2. რჩება დარჩება დარჩა
3. ეხმარება დაეხმარება დაეხმარა
4. უვლის მოუვლის მოუარა
5. ელაპარაკება დაელაპარაკება დაელაპარაკა
6. უგზავნის გამოუგზავნის გამოუგზავნა
7. ჩხუბობს იჩხუბებს იჩხუბა
8. ხდება მოხდება მოხდა
9. ტირის იტირებს იტირა
10. მირეკავს დამირეკავს დამირეკა
11. ვარიგებ შევარიგებ შევარიგე

თავისებური ზმნა:

12. ეუბნება ეტყვის უთხრა

ლაპარაკი

გაიხსენეთ, ვინ არის სანდრო. ის თავის ცოლს, ნინოს,


ელაპარაკება.

I.
სანდრო: დღეს ჩვენებთან ხომ არ წავიდეთ. შეგიძლია?
ნინო: სამსახურიდან რომ გამოვალ, მერე შემიძლია.
სანდრო: კარგი, ეგრე იყოს. ბავშვები ძალიან მომენატრა.
ნინო: სახლში ვინ და ვინ იქნებიან, ხომ არ იცი?
სანდრო: მე მგონი, ყველანი. შეიძლება ცოტა დავითმა დააგვიანოს.
ნინო: მაგას არა უშავს. მთავარია, ბავშვები იყვნენ სახლში. მარიამსაც უნდა დაველაპარაკო.
სანდრო: რაზე?.. მეც მითხარი.
ნინო: მინდა, რომ კერვა მასწავლოს.
სანდრო: რა უნდა შეკერო?
ნინო: რა ვიცი, მოვიფიქრებ, რამეს შევკერავ.
სანდრო: ჩვენი შვილისთვისაც რაღაცას შეკერავ არა?
ნინო: აბა, რას ვიზამ.
სანდრო: კარგი, მაშინ შენს მოსვლას დაველოდები.
ნინო: არ დავაგვიანებ, მალე წამოვალ.
სანდრო: ბავშვებისთვის საჩუქრები არ დაგავიწყდეს!

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. როდის შეეძლო ნინოს სანდროს მშობლების ოჯახში წასვლა?
2. ვინ მოენატრა ნინოს?
3. რატომ უნდოდა ნინოს მარიამის ნახვა?
4. რას დაელოდებოდა სანდრო?
5. შეეცადეთ, დაასათაუროთ დიალოგი.

ძირითადი ფრაზები:

– არა უშავს – აბა, რას ვიზამ.

ჩვენები – იგივეა, რაც: ჩვენი ახლობლები; ჩვენი ოჯახის წევრები.

არა უშავს – არაფერი დაშავდება; ცუდი არაფერი იქნება.

მთავარია – ყველაზე მნიშვნელოვანია, ძირითადია.

აბა, რას ვიზამ – აუცილებლად გავაკეთებ.

საოჯახო საქმეები
II.

გაიხსენეთ, ვინ არის გიგო. ის თავის ბებოს ელაპარაკება.

გიგო: ბებო, არ გინდა, მოგეხმარები?


ბებო: რაში უნდა მომეხმარო, ბებო გენაცვალოს!
გიგო: ეზო ხომ არ დავალაგოთ?
ბებო: მერე დავალებები ვინ უნდა დაწეროს?
გიგო: უკვე მოვრჩი. თავისუფალი ვარ.
ბებო: ეზო გუშინ მოვგავე, ბაბუმ კი ნაგავი გადაყარა.
ყველაფერი სუფთაა.
გიგო: ყვავილების მორწყვა რომ დაგავიწყდათ?
ბებო: ახალი მორწყულია, მეტი აღარ უნდა. ხელი არ ახლო!
გიგო: აუუ... აბა, მე რა გავაკეთო?
ბებო: დღეს საღამოს სანდრო და ნინო მოდიან. მამიკოც ადრე მოვა სამსახურიდან. დედას მიეხმარე,
ნამცხვარს აცხობს. დამიჯერე, ასე აჯობებს!
გიგო: კარგი, მაშინ დედიკოს მივეხმარები!

ძირითადი ფრაზები:

– ბებო გენაცვალოს! – ხელი არ ახლო!

– ასე აჯობებს!

ბებო გენაცვალოს – გამოიყენება როცა ვინმეს ეფერებიან, ეალერსებიან.

ხელი არ ახლო– ხელი არ მოკიდო

ასე აჯობებს – ასე უფრო კარგია; ასე უკეთესია.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რა უნდოდა გიგოს?
2. რა გააკეთეს ბებომ და ბაბუმ წინა დღეს?
3. რა აუკრძალა ბებომ გიგოს?
4. რა ურჩია ბებომ შვილიშვილს?

III.

ლუკას დეიდამისი ტელეფონით ესაუბრება. დეიდას ნატა ჰქვია.

გაიხსენეთ, სად ცხოვრობს მარიამისა და ნატას დედა.

ნატა: როგორ ხართ, ლუკა?! როგორ მომენატრეთ ყველანი.


ლუკა: რა ვიცი, არა გვიშავს. ნორმალურად ვართ. შენ როგორ ხარ?
ნატა: ისე რა... მეც არა მიშავს.
ლუკა: მგონი ცოტა მოწყენილი ხარ, დეიდ?
ნატა: არა, უბრალოდ ძალიან მომენატრეთ. გუშინ საღამოს სულ
თქვენზე ვფიქრობდი. ბებოზეც ვნერვიულობ, მარტო რომ არის.
ლუკა: არ ინერვიულო, ყოველდღე ვურეკავ. ამ შაბათს წასვლას ვაპირებ სოფელში. მაშოს და გიგოსაც
წავიყვან. ბავშვებსაც გავახარებ და ბებოსაც.
ნატა: გიგო ძალიან გაიზარდა არა? უკვე დიდი ბიჭია, მალე 10 წლის გახდება. და- ძმა ისევ ხშირად
ჩხუბობს?
ლუკა: ნაკლებად. მამა ძალიან უბრაზდება და ისე აღარ ჩხუბობენ.
ნატა: ხომ არ გინდა რამე გამოგიგზავნო?
ლუკა: არა... როცა დამჭირდება, გეტყვი. ჯერ არაფერი მინდა.
ნატა: კარგი, არ მოგერიდოს. აუცილებლად მითხარი.
ლუკა: გეტყვი, გეტყვი... არ მომერიდება.
ნატა: ყველა მომიკითხე, არ დაგავიწყდეს, დედიკოს კი ჩემ მაგივრად აკოცე.
ლუკა: წავედი, წავედი. ძალიან მეჩქარება!
ნატა: აბა, ნახვამდის, დეიდ! შაბათს კიდევ დაგირეკავ. დედასაც დაველაპარაკები.

წასვლას ვაპირებ – წასვლა მინდა; ვფიქრობ, რომ წავიდე.

ძირითადი ფრაზები:

– ისე რა, არა – ნაკლებად [ჩხუბობს].

– არ მოგერიდოს! – ყველა მომიკითხე.

– ჩემ მაგივრად აკოცე. – ძალიან მეჩქარება!

ისე რა – ნორმალურად, საშუალოდ.

ნაკლებად – შედარებით მცირე რაოდენობით.

არ მოგერიდოს – არ შეგრცხვეს; თავი არ შეიკავო.

ყველა მომიკითხე – მოკითხვა ყველას გადაეცი.

ჩემ მაგივრად აკოცე – ჩემ ნაცვლად აკოცე [მე ვერ ვკოცნი, ამიტომ შენ აკოცე].

ძალიან მეჩქარება – აქ: ძალიან ჩქარა, სწრაფად უნდა წავიდე.

მიმართვის ფორმები ხშირად მოკლდება, როცა ოჯახის წევრებს


ან ახლობლებს მიმართავენ.

აგრეთვე: ფორმები – დე [დედა], მა [მამა], დეიდ [დეიდა], მამიდ [მამიდა] –


შეიძლება გამოიყენოს ორივე მოსაუბრე პირმა.

მაგ., დედა: როგორ ხარ, დე?

შვილი: კარგად, დე!


⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რას გრძნობდა ნატა, როცა ლუკასთან დარეკა?
2. რის გამო ნერვიულობდა ნატა?
3. რას აპირებდა ლუკა შაბათ დღეს?
4. რატომ ჩხუბობდა ნაკლებად და-ძმა?
5. რა შესთავაზა ნატამ ლუკას და როგორი პასუხი მიიღო?
6. რა სთხოვა ნატამ ლუკას?

7. შეარჩიეთ მოსაუბრე და ააგეთ ასეთივე დიალოგები.

რჩევა – როცა გეკითხებიან – როგორ ხარ? – პასუხებად გამოიყენე შემდეგი ვარიანტები:

კარგად / გმადლობ, კარგად

ისე რა / ნორმალურად / არა მიშავს

IV.

შეხედეთ ფოტოებს. აღწერეთ ისინი – თქვენი აზრით, ვინ არიან


გამოსახული ამ ფოტოებზე?

8. სასაუბრო თემა:
9. განაწილდით ჯგუფებად. იფიქრეთ ერთად, როგორი იქნება თქვენი ოჯახი 20 ან 50
წლის შემდეგ. გააკეთეთ პატარა ჩანაწერი. აარჩიეთ თემა და ილაპარაკეთ ამის
შესახებ.

1. როცა მე მშობელი ვიქნები, მაშინ ...


2. როცა მე ბებია ან ბაბუა ვიქნები, მაშინ ...
3. ჩემს მშობლებთან აღარ ვიცხოვრებ, რადგან...
4. ჩემს შვილებს ჩემი მშობლები გაზრდიან, რადგან ...

გრამატიკა

√ დაიმახსოვრეთ:

სტრუქტურა – ხომ არ [გავაკეთოთ] – უარყოფით შინაარსს არ გამოხატავს. პირიქით, ასეთ


შემთხვევაში მოსაუბრე პირს ძირითადად დადებითი პასუხის მიღება სურს.

გამოიყენეთ მაშინ, როცა თქვენთან მოსაუბრეს რომელიმე მოქმედებას სთავაზობთ.

მაგ., დღეს ჩვენებთან ხომ არ წავიდეთ? – კი, წავიდეთ

მაგ., სახლში ვინ იქნება, ხომ არ იცი?

სახლში ვინ იქნებიან, ხომ არ იცი?

სახლში ვინ და ვინ იქნებიან, ხომ არ იცი?

მრავლობით რიცხვში გამოიყენება ფორმები – ვინ ან ვინ და ვინ.

მაგ., რა ვიცი, მოვიფიქრებ, რამეს შევკერავ.

ჩვენი შვილისთვისაც რაღაცას შეკერავ არა?

ნაცვალსახელები რამე და რაღაც[ა] გამოიყენეთ მაშინ, როცა ბოლომდე არ იცით ან


დარწმუნებული არა ხართ, რას გააკეთებთ.

დედიკო – მამიკო

მაგ., მამიკოც ადრე მოვა სამსახურიდან.

კარგი, მაშინ დედიკოს მივეხმარები!

საალერსო-მოფერებით ფორმებში გამოიყენება დაბოლოება იკ[ო].

მოსმენა

10.1. მოისმენ მამა-შვილის საუბარს. ისინი სახლში არიან. გაიხსენე,

რა იცი მათ შესახებ


რჩევა – ჩანაწერის მოსმენისას შეიძლება ვერ გაიგო ყველა სიტყვა. გამოიტანე მთავარი აზრი.
დააკვირდი დაფებსა და ილუსტაციებს.

დავითი მაშო

ძირითადი ფრაზა:

თავში ჭკუა არა აქვს

[გაწუწვა] გაგწუწა? – დაგასველა? / წყალი მოგასხა?

თავში ჭკუა არა აქვს – მაგდენს არ ფიქრობს, უჭკუოა.

მაიმუნობს – მაიმუნივით იქცევა, ეშმაკობს, ცელქობს.

ცივა → მცივა ცხელა → მცხელა გაწუწვა → გამწუწა

[მე] შემცივდა [მე] დამცხა

11.2.1. მოსმენილი მასალიდან ჩაინიშნეთ 3 მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

1. .......................................................................................................................................
2. .......................................................................................................................................
3. .......................................................................................................................................

11.2.2. შემოხაზეთ, რომელი კითხვითი წინადადება მოისმინეთ:

ა. მე მაინც დაველაპარაკები? ბ. რა გააკეთა გიგომ?


გ. ყოველდღე რაღაცას მაიმუნობს? დ. ხომ იცი, როგორ უყვარხარ?

11.2.3. შემოხაზეთ, მიმართვის რომელი ფორმა მოიმინეთ:

ა. ბებიკო ბ. მაშიკო
გ. დედიკო დ. მამიკო

11.2.4. შემოხაზეთ, უარყოფის გამომხატველი რომელი ფორმა მოიმინეთ:

ა. აღარ შევურიგდები. ბ. ეზოში აღარ ვიყავით.


გ. აღარ გაგწუწავს. დ. აღარ გაიზრდება.

11.2.5. შემოხაზეთ სწორი პასუხი – რას ნიშნავს „ყოველდღე რაღაცას მაიმუნობს“?

ა. ყოველდღე მწუწავს. ბ. ყოველდღე მაბრაზებს.


გ. ყოველდღე ცელქობს. დ. ყოველდღე მაოცებს.

11.2.6. შემოხაზეთ სწორი პასუხი – რას ნიშნავს „არავინ ელაპარაკება“?

ა. ოჯახის წევრები არ ელაპარაკებიან. ბ. მე არ ველაპარაკები.


გ. მშობლები არ ელაპარაკებიან დ. ბებია და ბაბუა არ ელაპარაკებიან.

11.3. მოისმინეთ დიალოგი ორჯერ. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები:

მაშო: რა და განერვიულდნენ. ძალიან შემცივდა და


.................. დავიწყე.

დავითი: კარგი... გიგოს მე .......................... 10 წლის გახდა


და..................................................................... .

მაშო: შენ არაფერი უთხრა, მამიკო! ..............................


გაუბრაზდა.

დავითი: არა, მე მაინც დაველაპარაკები.


.................................................................. . აღარ გაიზარდა...
ახლა სად არის?

მაშო: ეზოში მოწყენილი ზის. არავინ ელაპარაკება.

11.3.1. გახაზეთ ზმნის ფორმები, რომლებიც მოისმინეთ:


1. ერთი მითხარი, რა მოხდა / არ მოხდა?
2. ძალიან გაბრაზებული ვარ. აღარ შევურიგდი / შევურიგდები.
3. მე ბებოს ვეხმარები / ვეხმარებოდი, გიგო კი – ბაბუს.
4. ძალიან შემცივდა / შეგცივდა და ტირილი დავიწყე.
5. გიგოს მე ველაპარაკები / დაველაპარაკები.
6. კარგი, მაშო! გიგოც გაიზრდება / იზრდება და ეგრე აღარ იქნება.

ოჯახის წევრები დავითის ძმისა და რძლის მოსვლას


ელოდებიან.

დავითი მარიამი

11.4. მოისმენ ცოლ-ქმრის საუბარს.

[ჩემი შვილი] მე მგავს – ჩემნაირია, ჩემი მსგავსია.


დაჭრა → [სალათს] ჭრის სიცილი → იცინის

11.4.1. მოსმენილი მასალიდან ჩაინიშნეთ 3 მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

1. .......................................................................................................................................
2. .......................................................................................................................................
3. .......................................................................................................................................

11.4.2. შემოხაზეთ სწორი პასუხი – რას ნიშნავს „უკვე გზაში არიან“?

ა. უკვე გზა გამოჩნდა. ბ. უკვე მოვიდნენ.


გ. ამ გზიდან მოდიან. დ. უკვე წამოსულები არიან.

11.4.3. შემოხაზეთ, რომელი წინადადება მოიმინეთ:

ა. გუშინ ხაჭაპური გამოვაცხე. ბ. სალათი დილით დავჭერი.


გ. ჭურჭელი გუშინ დავრეცხე. დ. სახლი დილით დავასუფთავე.

11.4.4. შემოხაზეთ სწორი პასუხი – რატომ შეეშინდა გიგოსა და მაშოს დედას?

ა. იმიტომ, რომ ციოდა. ბ. იმიტომ, რომ ცხელოდა.


გ. იმიტომ, რომ და-ძმამ იჩხუბა. დ. იმიტომ, რომ გიგო მამას ჰგავდა.

11.4.5. შემოხაზეთ სწორი პასუხი – რატომ გაეცინა დედას?

ა. იმიტომ, რომ დავითი ჭურჭელს კარგად რეცხავდა.


ბ. იმიტომ, რომ დედას შვილების შერიგება უხაროდა.
გ. იმიტომ, რომ დავითი გიგოში თავის ბავშვობას ხედავდა.
დ. იმიტომ, რომ სახლში სტუმრები მოდიოდნენ.

11.4.6. შემოხაზეთ, მიმართვისას რომელი საალერსო ფორმები მოიმინეთ:

ა. სანდრო და ნინო ბ. სანდრო და ჩემო მარიამ


გ. საყვარელო და ჩემო მარიამ დ. საყვარელო და მარიამ

11.5 მოისმინეთ დიალოგი ორჯერ. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები:

დავითი: ეჰ, ჩემო მარიამ, ჯერ ისევ ბავშვები არიან!


........................................................................................ . პატარა
რომ ვიყავი, მეც მიყვარდა ეშმაკობა. ცოტა
......................................... . რატომ იცინი?! არა მგავს?

მარიამი: როგორ არა, ................................ . გაბრაზებაც კი


შენსავით იცის. მოხმარებაც უყვარს.

დავითი: აი, საყვარელო, .................................................. . კიდევ


რამე ხომ არ გინდა?

მარიამი: არა, ..................................................!.. მგონი, სანდრო და


ნინოც მოვიდნენ. წავიდეთ, მივესალმოთ...

11.4.1. გახაზეთ ზმნის ფორმები, რომლებიც მოისმინეთ:

1. ახლა სალათს ვჭრი / დავჭრი და ხაჭაპურს ვაცხობ / გამოვაცხობ.


2. რატომ იცინოდი / იცინი?! არა მგავს?
3. ძალიან გგავს. გაბრაზებაც კი შენსავით იცის /იცოდა. მოხმარებაც უყვარს / უყვარდა
4. აი, საყვარელო, ჭურჭლის გარეცხვასაც მოვრჩი / მოვრჩები.
5. მგონი, სანდრო და ნინოც მოდიან / მოვიდნენ. წავიდეთ, მივესალმოთ.
წერა

გამოიყენეთ ნასწავლი ზმნები და ფრაზები.

12.1. დაწერეთ თქვენი ოჯახის წევრების შესახებ.

რჩევა – შეგიძლია დაწეროთ, რამდენი წევრია თქვენს ოჯახში; სად ცხოვრობენ თქვენი ახლო ნათესავები;
ვინ გიყვართ ყველაზე ძალიან. ვინ გაბრაზებთ ან რა განერვიულებთ ხშირად და სხვ.
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................

12.2. გაიხსენეთ და დაწერეთ ერთი საინტერესო ამბავი თქვენი ოჯახის ცხოვრებიდან.


..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................

შემეცნება და კულტურა

.დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახე

13. წაიკითხეთ ანდაზა. შემოხაზეთ სწორი პასუხი.

ეს ანდაზა ნიშნავს:
1. ადამიანმა მშობლები აუცილებლად უნდა ნახოს.
2. დედ-მამამ თავისი შვილი უნდა იპოვოს.
3. შვილის აღზრდა მშობლებზეა დამოკიდებული.
„ერთადერთი ადგილი, სადაც გელოდებიან, შენი
სჯერათ, უყვარხარ, გპატრონობენ, არასდროს
მოგატყუებენ, გულს არ გატკენენ და ზრუნავენ შენზე, ეს
არის სახლი, სადაც შენი მშობლები ცხოვრობენ.”

[ოთარ ჭილაძე].

• უპასუხეთ კითხვებს:
1. რატომ არის მნიშვნელოვანი ადამიანისათვის მშობლების სახლი?
2. რას სწავლობს ადამიანი მშობლიურ სახლში?
3. რა არ უნდა გააკეთოს ადამიანმა?

14. ეს საინტერესოა:

ვაჟა-ფშაველა [ლუკა რაზიკაშვილი] 1961 წელს სოფელ ჩარგალში დაიბადა.


მის მშობლებს ექვსი შვილი ჰყავდათ. ლუკა ძალიან ცელქი ბავშვი იყო.
პატარაობაში მას ხეზე ასვლა და იქ ჯდომა უყვარდა. დედამ იფიქრა, ბავშვი
ხიდან არ ჩამოვარდესო, ამიტომ ლუკა შეაშინა და ასეთი რამ უთხრა: თუ შენ
ხეზე კიდევ ახვალ, მეც მაღალ გორაზე რომ ხე დგას, იქ ავალ. ზევიდან ძირს
დავეცემი და მოვკვდები. შენ დედა აღარ გეყოლება და ობოლი დარჩებიო. ეს
სიტყვები ლუკას ყოველთვის ახსოვდა. ამის შემდეგ ის ხეზე აღარ ადიოდა.

პატარაობაში – იგივეა, რაც: ბავშვობაში, ბავშვობის დროს.

ძირს – ქვემოთ; აქ: მიწაზე.

დაცემა [დაეცემა] – იგივეა, რაც: დავარდნა [დავარდება]

ობოლი – ბავშვი, რომელსაც მშობლები არა ჰყავს.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. როგორი ბავშვი იყო ვაჟა-ფშაველა და რა უყვარდა მას?
2. რატომ შეაშინა დედამ პატარა ლუკა?
3. რა უთხრა მან თავის შვილს?
4. თქვენი აზრით, რისი შეეშინდა ყველაზე მეტად ლუკას?
5. გაიხსენეთ, რას უჯერებდით ყველაზე მეტად თქვენს მშობლებს და რატომ?

შეაფასე საკუთარი თავი


15.
⦁ იცოდე, რომ საკუთარი თავის შეფასებით მომავალში უფრო წარმატებული
იქნები.

⦁ დააკვირდი საკუთარ თავსა და სწავლის პროცესს. დაკვირვების პროცესი


პრობლემების გაცნობიერებაში გეხმარება.

⦁ დაფიქრდი და ისე დაასრულე წინადადებები.

რჩევა – ობიექტურად შეაფასე საკუთარი თავი, რათა იცოდე, რისი


გაკეთება შეგიძლია.

დაასრულე წინადადებები:
▶ აქამდე, როცა ქართულ ენაზე ჩემი ოჯახის წევრებს ვასახელებდი, შემეძლო მეთქვა, მაგ., დედა ............ ;
ახლა შემიძლია ვთქვა: ................ .
▶ უკვე გამიადვილდება ქართულ ენაზე დავახასიათო ჩემი ოჯახი, როცა ............ .
▶ მასალის შესწავლა არ გამჭირვებია, რადგან ............
▶ ამ თავში ყველაზე რთული ............ , მის დასაძლევად მე დამჭირდება ............ .
▶ მომდევნო კვირას მე გავიმეორებ ............ , რათა შუალედურ გამოცდაზე მაღალი ქულა მივიღო.
▶ მაქსიმუმს ვაკეთებ, როცა ............ .
▶ ვფიქრობ, რომ სწავლის პროცესში სტუდენტმა რამდენიმე თვისება უნდა გამოავლინოს. ესენია: ............ .
მე ეს თვისებები მაქვს / არ მაქვს.
▶ ამ სასწავლო თავის გავლისას ჯგუფური მუშაობისას ვერ შევძელი ............, რადგან ............ .
▶ თემის [„ჩემი ოჯახის“] შესწავლის შემდგომ საკუთარ თავს ჯამურად ............ ქულას დავუწერდი.
▶ მეტი უნდა გავაკეთო, რომ გავიუმჯობესო შემდეგი უნარები: დამოუკიდებელი მუშაობის უნარი /
კრიტიკული აზროვნების უნარი / საკუთარი შესაძლებლობების შეფასების უნარი [გახაზე ის უნარი,
რომლის გაუმჯობესებაც გსურს].

ჩანიშნე რვეულში, რა პრობლემები დაინახე

სწავლის პროცესში.
თავი V

რა გაცვია?

1. უპასუხეთ კითხვებს:

1. რას ხედავთ ილუსტრაციებზე?


2. რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის მოდას?
3. როგორ ტანსაცმელს იცვამთ ყველაზე ხშირად?

კითხვა

2. ტექსტი:

ნატა ჩვიდმეტი წლის იყო, როცა თბილისის ქუჩაში ერთ-ერთმა ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა შეამჩნია
და თავის სამოდელო სახლში დაიბარა. ამის შემდეგ ის საქართველოში გამართულ მოდის ჩვენებებში ხშირად
იღებდა მონაწილეობას. ერთი წლის წინ ნატა სამუშაოდ მილანში გადავიდა. ის მაღალი, გამხდარი და მშვენიერი
ახალგაზრდა ქალია. ნატა ყოველთვის ლამაზად და მოდურად იცვამს. მას ყველაფერი უხდება. მოდის ჩვენებებზე
ქართველ მოდელს ხან სპორტული ტანსაცმელი აცვია, ხან − კლასიკური საღამოს კაბები. კარგი გარეგნობისა და
გემოვნებიანი ჩაცმის სტილის გამო ნატა მილანში ძალიან მოსწონთ. ის პერსპექტიული ახალგაზრდა მოდელია.
გიორგი ნატასთან ერთად ორი წელი სწავლობდა თბილისის სამოდელო სტუდიაში. ის 18 წლის სიმპათიური
ბიჭი იყო, როცა მოდელობა გადაწყვიტა. გიორგი შავგვრემანია, ხვეული თმა და ვაჟკაცური გარეგნობა აქვს.
ერთხელ ნატამ გიორგის შესახებ მილანში ერთ-ერთ დიზაინერს უამბო, შემდეგ თავისი მეგობრის ფოტოები აჩვენა
და მილანშიც დაპატიჟა. იტალიელი დიზაინერი აღფრთოვანდა მოდელის შესახედაობით. მან გიორგის მილანში
დარჩენა და საშემოდგომო კოლექციის ჩვენებაში მონაწილეობა შესთავაზა. თავიდან გიორგის მშობლებს შვილის
არჩევანი არ მოეწონათ, მაგრამ ახლა ეამაყებათ, რომ ის ცნობილ ევროპელ დიზაინერებთან მუშაობს. გიორგი
ერთი თვის შემდეგ საერთაშორისო მოდის კვირეულშიც მიიღებს მონაწილეობას. ხუთი დღის წინ ის შვეიცარიული
საათების სარეკლამო რგოლშიც გადაიღეს. გიორგი ძალიან ბედნიერია თავისი წარმატებით.

⦁ ნატა მოდის ჩვენებებში ხშირად იღებდა მონაწილეობას.

⦁ ის ყოველთვის ლამაზად და მოდურად იცვამს.

⦁ იტალიელი დიზაინერი აღფრთოვანდა მოდელის შესახედაობით.

3. ლექსიკა

⦁ ჩამოთვლილ სიტყვებს მიუწერეთ მნიშვნელობები თქვენს ენაზე:


[გამოიყენეთ ორენოვანი ლექსიკონები]
№ ქართული ...........................................................
1. შეამჩნევს
2. დაიბარებს
3. იღებს [მონაწილეობას]
4. გამხდარი
5. მშვენიერი
6. [მოდის] ჩვენება
7. აცვია
8. გემოვნებიანი
9. მოსწონს
10. გადაწყვეტს
11. შავგვრემანი
12. ხვეული
13. ვაჟკაცური
14. აღფრთოვანდება
15. შესთავაზებს
16. არჩევანი
17. ამაყობს
18. გადაიღებს [სარეკლამო რგოლს]

4. ტექსტის გააზრება:

ტექსტის გააზრება

1. ვინ შეამჩნია 17 წლის ნატა?

2. რას აკეთებდა ნატა საქართველოში?

3. როგორ იცვამს ის?

4. რატომ მოსწონთ ნატა მილანში?

5. როგორი გარეგნობისაა გიორგი?

6. რა შესთავაზა გიორგის იტალიელმა დიზაინერმა?

7. რა არ მოსწონდათ თავიდან გიორგის მშობლებს?

სინონიმები ანტონიმები

მონაწილეობას იღებს – მონაწილეობს ცნობილი – უცნობი

ტანსაცმელი – სამოსი გამხდარი – მსუქანი

გარეგნობა – შესახედაობა – ვიზუალი გემოვნებიანი – უგემოვნო

გადაწყვეტს – გადაწყვეტილებას მიიღებს პერსპექტიული – უპერსპექტივო

უამბო – მოუყვა შავგვრემანი – თეთრი პირისახის


ხვეული – სწორი [თმა]

ტანსაცმელი – სამოსი გამხდარი – მსუქანი

მაგ., ჩემი ტანსაცმელი ჯერ კიდევ ახალია. მაგ., – რა გამხდარია ეს გოგო!

მამაჩემს ტრადიციული სამოსის ჩაცმა – ბავშვობაში ძალიან მსუქანი ვიყავი.


უყვარს.
გემოვნებიანი – უგემოვნო
გარეგნობა – შესახედაობა
მაგ., გიორგი გემოვნებიანი ახალგაზრდა
მაგ., ნატა ლამაზი გარეგნობის ქალია. კაცია.
შესახედაობით ის დედას ჰგავს.
– რა უგემოვნოა ის ქალი. ყოველთვის
უამბო – მოუყვა ცუდად იცვამს.
მაგ., ნატამ დიზაინერს გიორგის შესახებ შავგვრემანი – თეთრი [პირი]სახის
უამბო.
მაგ., ეს ბიჭი მაღალი და შავგვრემანია.
– არ იცი, რა მოუყვა გიორგის?
ნატას თეთრი პირისახე აქვს.
6. წაიკითხეთ დიალოგი – ყველას თავისი ჩაცმის სტილი აქვს

გიორგი: რა ელეგანტური ხარ, ნატა, როგორ გიხდება ეს წითელი კაბა!


ნატა: გმადლობ. ხომ იცი, წითელი ფერი როგორ მიყვარს. თან წელს წითელი მოდაშია.
გიორგი: წითელიც მოდაშია და შავიც, მაგრამ მამაკაცის კლასიკურ კოსტიუმებს მაინც მუქი ლურჯი ფერი
უხდება.
ნატა: შენ ხომ გაქვს ლურჯი კოსტიუმი?
გიორგი: საშემოდგომო კოლექციის ჩვენებაზე რომ მეცვა?! ზოლებიანი?!.. არა, ის ჩემი არ არის.
კლასიკური ტანსაცმელი იშვიათად მაცვია, მარტო საღამოებზე, ამიტომ ბევრი არა მაქვს. ყველაზე
ხშირად მაინც ჯინსებს ვხმარობ. კომფორტულია.
ნატა: აუ..., ჯინსები მეც ბევრი მაქვს. ყველა სეზონს უხდება. ჯინსებზე პიჯაკი რა ლამაზია არა?
გიორგი: ჰო. ასეთი ჩაცმულობა სპორტულიც არის და კლასიკურიც. ამიტომ მომწონს.
ნატა: მგონი, ჩვენ ერთნაირი გემოვნება გვაქვს... ორი დღის წინ ახალი პერანგი ვიყიდე. ლურჯზე თეთრი
კოპლები აქვს. მოკლე ჯინსებზე და კლასიკურ ფეხსაცმელზე ჩავიცვი.
გიორგი: დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგიხდებოდა... რა ვქნა, მიყვარს გემოვნებით ჩაცმა. ყველა
ადამიანს თავისი ჩაცმის სტილი აქვს. ის უნდა ჩაიცვა, რაც გიხდება. ხომ ასეა?
ნატა: რა თქმა უნდა, გიო, მეც ასე ვფიქრობ.

საღამოები – საღამოს შეხვედრები, წვეულებები.

ერთნაირი – იდენტური.
დარწმუნებული ვარ – მჯერა, ეჭვი არ მეპარება.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რა უხდება ნატას?
2. ნატას თქმით, რომელი ფერია მოდაში?
3. რომელი ფერი უხდება მამაკაცის კლასიკურ კოოსტიუმს?
4 რატომ მოსწონს ჯინსები გიორგის?
5. როგორი გემოვნება აქვთ ნატას და გიორგის?

გრამატიკა

√ დაიმახსოვრეთ:

როდის? ...[მაშინ].., როცა…/ როდესაც

მაგ., ის ჩვიდმეტი წლის იყო, როცა ერთ-ერთ ცნობილ ქართველ დიზაინერს მოეწონა.

კავშირი როცა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც წინადადებით გადმოცემული აზრი


დროის მონაკვეთს აკონკრეტებს, აზუსტებს.

სად? სახლში

მაგ., დიზაინერმა ის შეამჩნია და სამოდელო სახლში დაიბარა.

-ში – რომელიმე საგნის შიგნით.


როგორ? ლამაზად

მაგ., ნატა ლამაზად და მოდურად იცვამს.

რა? შესახედაობა გარეგნობა

მაგ., ახალგაზრდა მოდელს მომხიბლავი გარეგნობა აქვს.

რისთვის განკუთვნილი? / რა დანიშნულებისაა?


მოდელი → სამოდელო

მაგ., გიორგი სამოდელო სტუდიაში სწავლობდა.

სა – ო დაერთვის სახელებს და მიუთითებს, რა დანიშნულებისაა საგანი.

როდის? ერთი თვის შემდეგ

შემდეგ გამოიყენეთ მაშინ, როცა კონკრეტული მომენტიდან დროს აითვლით. მას


უპირისპირდება ფორმები – წინ /ადრე/ თავიდან.

მაგ., გიორგი ერთი თვის შემდეგ მილანში წავიდა.

თავიდან თბილისში ვმუშაობდი, შემდეგ – მილანში.

თავიდან
შემდეგ
ადრე

7. დაიმახსოვრეთ ზმნის ძირითადი ფორმები:

№ ახლანდელი მომავალი წარსული


1. ამჩნევს შეამჩნევს შეამჩნია
2. იბარებს დაიბარებს დაიბარა
3. იმართება გაიმართება გაიმართა
4. იღებს [მონაწილეობას] მიიღებს [მონაწილეობას] მიიღო [მონაწილეობა]
5. იცვამს ჩაიცვამს ჩაიცვა
6. უხდება მოუხდება მოუხდა
7. აცვია ეცმევა ეცვა
8. მოსწონს მოეწონება მოეწონა
9. წყვეტს გადაწყვეტს გადაწყვიტა
10. სთავაზობს შესთავაზებს შესთავაზა
11. ამაყობს იამაყებს იამაყა
12. იღებს [ფოტოს] გადაიღებს [ფოტოს] გადაიღო [ფოტო]

თავისებური ზმნები:

13. მოსწონს მოეწონება მოეწონა


14. უამბობს უამბობს უამბო
15. აჩვენებს აჩვენებს აჩვენა
16. ----------- აღფრთოვანდება აღფრთოვანდა

ლაპარაკი

ნატა მილანიდან მობილური ტელეფონით ესაუბრება მარიამს.


წინა გაკვეთილიდან გაიხსენეთ, ვინ არის მარიამი.
8.

V.

ნატა: როგორ ხართ, მარი?! გუშინ საღამოს გირეკავდი და არ მიპასუხე. შემეშინდა. ცოტა გავნერვიულდი.
მარიამი: ჰო, სტუმრები გვყავდა. სანდრო და ნინო იყვნენ ჩვენთან. ზარი ვერ გავიგე. დღეს ვაპირებდი დარეკვას,
მაგრამ შენ დამასწარი.
ნატა: კარგი, არა უშავს, ეგ არაფერი... გუშინ ლამაზი პალტო და ფეხსაცმელი გიყიდე. ერთი თვის შემდეგ თბილისში
ჩამოვდივარ და წამოგიღებ.
მარიამი: გთხოვ, ჩემი გულისთვის ნუ წვალობ. ორი თვის წინ კაბაც ხომ გამომიგზავნე. საკმარისია!
ნატა: იცი, რა ლამაზია?!. ძალიან მოგეწონება.
მარიამი: მაგაში დარწმუნებული ვარ. ისე, რა ფერის პალტოა?
ნატა: მუქი ყავისფერია და ძალიან მოდური. ვფიქრობ, რომ მოგიხდება. თან ზამთარიც მოდის და პალტო ამიტომ
გიყიდე. ასეთი არჩევანით მე თვითონ კმაყოფილი ვარ.
მარიამი: ფეხსაცმელიც ყავისფერია?
ნატა: არა, ის შავია და საგაზაფხულოა. ლუკასაც ვუყიდე საჩუქარი. შენ არაფერი უთხრა. სიურპრიზი მინდა
გავუკეთო.
მარიამი: არაფერს ვეტყვი. მითხარი, რა უყიდე?
ნატა: რა და ჯინსის შარვალი.
მარიამი: შენ მე გამაგიჟებ. რა ამბავია! აღარაფერი იყიდო. შენს ჩამოსვლას მთელი ოჯახი ველოდებით.
ნატა: კარგად, აბა, დავითი მომიკითხე!

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რატომ განერვიულდა ნატა?
2. რა უყიდა ნატამ თავის დას წინა დღეს და როგორია ის?
3. რითია კმაყოფილი ნატა?
4. როგორია ნატას მიერ ნაყიდი ფეხსაცმელი?
5. რა უყიდა საჩუქრად ნატამ ლუკას?

ძირითადი სიტყვები / ფრაზები:

– შენ დამასწარი – ეგ არაფერი

– ჩემი გულისთვის ნუ წვალობ – საკმარისია

– რა ამბავია!

შენ დამასწარი – იგივეა, რაც: შენ ჩემზე სწრაფად გააკეთე [აქ: დარეკე]

ეგ არაფერი – ცუდი არაფერი მოხდა.

ჩემი გულისთვის ნუ წვალობ – ჩემთვის არ შეწუხდე, არ იწვალო.

საკმარისია – მეტი არ არის საჭირო.

რა ამბავია! – აქ: ბევრია, მეტისმეტია.

II.

გიორგი ქართველ დიზაინერს სამოდელო სააგენტოში ესაუბრება.


დიზაინერს ზაზა ჰქვია.
გიორგი: შეიძლება შემოვიდე, ბ-ნო ზაზა?
ზაზა: მოდი, გიორგი, სად ხარ აქამდე? ჩემი კოლექციის ტანსაცმლისთვის ფერები და მასალა ერთად შევარჩიოთ.
სამი თვის შემდეგ ჩვენება გვაქვს.
იორგი: ბოდიში, რომ დამაგვიანდა. პრობლემა მქონდა.
ზაზა: კარგი, არ ინერვიულო. მე დილიდან ვმუშაობ. უკვე ვიცი, რას ვიზამ. მოდი, შენი შარვლითვის ნაცრისფერი
შალის ქსოვილი ავიღოთ.
გიორგი: შარვალი კლასიკურ სტილში იქნება?
ზაზა: არა... კლასიკურ-სპორტულში. მუქი მწვანე შარვალი ოდნავ მოკლე და დიდი ჯიბეებით უნდა შევკერო.
გიორგი: ზემოდან პერანგი უნდა ჩავიცვა თუ მაისური?
ზაზა: მგონი, ბამბის ქსოვილის კუბოკრულ პერანგს შევკერავ.
გიორგი: რა ფერებში იქნება?
ზაზა: ყვითელ და შავ ფერებში. შენ შავგვრემანი ხარ და ძალიან უნდა მოგიხდეს.
გიორგი: რასაც მეტყვით, იმას ჩავიცმევ. დიზაინერი თქვენ ხართ და თქვენ გადაწყვიტეთ.
ზაზა: რატომ? ჩემთვის შენი აზრი მნიშვნელოვანია!
გიორგი: მაშ, რაც თქვით, ძალიან მომწონს. სიამოვნებით ჩავიცმევ.

ძირითადი ფრაზები:

– სად ხარ აქამდე?

– ჩემთვის შენი აზრი მნიშვნელოვანია.

სად ხარ აქამდე? – სად ხარ [იყავი] ამ დრომდე, ამ მომენტამდე?

შენი აზრი მნიშვნელოვანია – შენი აზრი დიდი მნიშვნელობისაა, ღირებულია.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რა უნდა შეარჩიონ გიორგიმ და ზაზამ ერთად?
2. რატომ მოიხადა ბოდიში გიორგიმ?
3. რა მასალა აარჩია დიზაინერმა შარვლისთვის?
4. მამაკაცის როგორი პერანგი უნდა შეეკერა ზაზას?
5. თქვენი აზრით, რატომ იყო დიზაინერისათვის გიორგის აზრი მნიშვნელოვანი?

III.

წინა გაკვეთილიდან გაიხსენეთ, ვინ არიან ნინო და მარიამი.

ისინი ერთად მიდიან კინოში.


ნინო: რა გემოვნებით გაცვია, მარი. ეს ქვედაბოლო გქონდა?
მარიამი: არა, ზამთარში ვიყიდე. მოგწონს?
ნინო: კი. მე კოპლებიანი ტანსაცმელი ძალიან მიყვარს. მგონი, ყველა ქალს უხდება. ეგეთ ქვედაბოლოს
სიამოვნებით ჩავიცმევდი. ადრე მეც მქონდა თეთრი კაბა შავი კოპლებით. აბრეშუმის იყო. გახსოვს?
მარიამი: როგორ არ მახსოვს, ის კაბა მართლა ძალიან გიხდებოდა. მოკლედ, კოპლებიანი ტანსაცმელი მოდიდან
არასდროს გადადის.
ნინო: ჰო, მართლა ეგრეა. ისე, სადა ფერებიც ძალიან მომწონს. ყოველთვის სიამოვნებით ვიცვამ სადა ფერის
შარვალს ან ქვედაბოლოს. მერე ზევიდან რაც გინდა, ის ჩაიცვი, ყველაფერი მიდის.
მარიამი: მეც ეგრე ვფიქრობ. თან სამსახურში უფრო სადა ფერის ტანსაცმელი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი
მჭირდება. ამიტომ სადა ტანსაცმელს ხშირად ვყიდულობ.
ნინო: მე კი მაღალქუსლიან ფეხსაცმელს იშვიათად ვიცმევ. სულ დაბალქუსლიანით დავდივარ.
მარიამი: რა ბედნიერებაა!

ძირითადი სიტყვები / ფრაზები:

– მოკლედ – მოდიდან არასდროს გადადის

– ყველაფერი მიდის

მოკლედ – მოკლედ რომ ვთქვათ.

მოდიდან არასდროს გადადის – ყოველთვის მოდურია.

ყველაფერი მიდის – აქ: ყველაფერი უხდება.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. როგორი ტანსაცმელი უყვარს ნინოს?
2. რას ჩაიცმევდა ის სიამოვნებით?
3. რა ჰქონდა მას ადრე?
4. თქვენი აზრით, როგორი ტანსაცმელი არ გადადის მოდიდან?
5. როგორი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სჭირდება მარიამს სამსახურში ჩასაცმელად?
6. რას ფიქრობთ, რატომ თქვა მარიამმა: „რა ბედნიერებაა!“

13. შეარჩიეთ მოსაუბრე და ააგეთ ასეთივე დიალოგები.

რჩევა – გამოიყენეთ სიტყვები და ფრაზები:

ეს მოდაშია / მოდიდან არასდროს გადავა / [ამაზე] ყველაფერი მიდის / არ უხდება / უხდება /


გემოვნებიანია / უგემოვნოა.

IV.
შეხედეთ ფოტოებს. აღწერეთ ისინი
– რა აცვიათ ფოტოებზე გამოსახულ ადამიანებს?

14. სასაუბრო თემა:

რჩევა – თქვენი აზრის დასადასტურებლად გამოიყენეთ 2 ან მეტი არგუმენტი. მსჯელობისას


დასვით კითხვა – რატომ?

მოისმინეთ სხვისი აზრიც.

15. განაწილდით ჯგუფებად. იფიქრეთ ერთად – როგორ იცმევთ ახლა ან რას ჩაიცვამთ 10
ან 20 წლის შემდეგ. გააკეთეთ პატარა ჩანაწერი. აარჩიეთ თემა და ილაპარაკეთ ამის
შესახებ.
1. რაც მოდური იქნება, მხოლოდ იმას ჩავიცმევ.
2. რაც მომწონს, იმას ვიცმევ.
3. ჩემს ტანსაცმელს ჩემი მშობლები არჩევენ.
4. რასაც სხვები მირჩევენ, მხოლოდ იმას ჩავიცმევ.
გრამატიკა

√ დაიმახსოვრეთ:

მაგ., დღეს ვაპირებდი დარეკვას, მაგრამ შენ დამასწარი.

კავშირი მაგრამ გამოიყენეთ მაშინ, როცა ორ წინადადებას, ორ აზრს


ერთმანეთს უპირისპირებთ.

ზევით / ზემოთ / ზევიდან – ქვევით / ქვემოთ / ქვევიდან

მაგ., ზევიდან ლამაზ ქურთუკს ჩავიცმევ.

ჩემი სახლის ქვემოთ ტანსაცმლის მაღაზიაა.

სიტყვები ზევით / ზემოთ და ქვევით / ქვემოთ დაერთვის ზმნებს


და მიმართულებას გამოხატავს.

ზემოთ

ქვემოთ

მაგ., ჩემთვის შენი აზრი მნიშვნელოვანია!

ეს კაბა მაშოსთვის ვიყიდე.

–თვის დაერთვის სახელებს და უჩვენებს, ვისთვის ან რისთვისაა განკუთვნილი საგანი.

ჩემთვის

მე

მოსმენა

რჩევა – ჩანაწერის მოსმენისას გამოიტანე მთავარი აზრი. დააკვირდი დაფებსა და ილუსტაციებს.

11.1. მოისმენ ნატასა და ქართველი დიზაინერის საუბარს. დიზაინერმა


ნატა ერთ-ერთ შეხვედრაზე ნახა და მისი გარეგნობა მოეწონა.

ნატა ზაზა

ყოველთვის – ყოველ დროს

ფერად-ფერადი – სხვადასხვა ფერის

ჩემი აზრით – გამოიყენეთ მაშინ, როცა თქვენს აზრს გამოთქვამთ.

11.2. მოსმენილი მასალიდან ჩაინიშნეთ 3 მნიშვნელოვანი ინფორმაცია:


1. .......................................................................................................................................
2. .......................................................................................................................................
3. .......................................................................................................................................

11.2.1 შემოხაზეთ, დადასტურების რომელი ფრაზა მოიმინეთ:

ა. დიახ, ასეთია. ბ. კი, ასეთია.


გ. დიახ, ასეა. დ. კი, ასეა.

11.2.2 შემოხაზეთ, რომელი წინადადება გამოხატავს ფორმალურ სიტუაციას:

ა. ამ შემოთავაზებაზე სიამოვნებით დაგთანხმდებით.


ბ. ზაფხულის კოლექციები ყოველთვის მიყვარს.
გ. ფერად-ფერად ტანსაცმელს დიდი სიხარულით ვიცმევ.
დ. კლასიკურ ჩაცმულობას მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ყოველთვის უხდება.

11.2.3 შემოხაზეთ, საკუთარი აზრის გამოხატვის რომელი ფორმა მოიმინეთ:

ა. როგორც ვიცი, თქვენ ზაზა გქვიათ.


ბ. თქვენთან სალაპარაკო მაქვს.
გ. ახლა ქალის პერანგებს ვკერავ.
დ. ჩემი აზრით, საინტერესო კოლექცია გამოდის.

11.2.4 შემოხაზეთ, რომელი წინადადება მოისმინეთ:

ა. სპორტულ ჩაცმულობას დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი ყოველთვის უხდება.


ბ. კლასიკურ ჩაცმულობას დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი ყოველთვის უხდება.
გ. კლასიკურ ჩაცმულობას მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ყოველთვის უხდება.
დ. სპორტულ ჩაცმულობას მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ყოველთვის უხდება.

11.2.5 მოისმინეთ დიალოგი ორჯერ. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები:


ნატა: ამ შემოთავაზებაზე ....................................................... . თან
ზაფხულის კოლექციები ............................ მიყვარს.
ფერად-ფერად ტანსაცმელს დიდი სიხარულით
............................... ..

ზაზა: მართალი ხარ, ზაფხულს ბევრი ფერი


უხდება.............................................., საინტერესო კოლექცია
გამოდის. ყველას უნდა მოეწონოს. თქვენ თეთრი სახე
გაქვთ, ამიტომ ......................................................................
ჩაგაცმევთ. ჭრელი და სადა მოკლე შარვლები უკვე
შევკერე, ახლა ქალის პერანგებს ვკერავ.

11.2.6. გახაზეთ ზმნის ფორმები, რომლებიც მოისმინეთ:

1. როგორც ვიცი, თქვენ ზაზა გქვია / გქვიათ.


2. შეიძლება ცოტა ხანს ვისაუბროთ / ვისაუბრო?
3. კარგი იქნება, ჩემი საზაფხულო კოლექციის ჩვენებაზე მონაწილეობა რომ მიიღოთ / მიიღო.
4. ამ შემოთავაზებაზე სიამოვნებით დაგთანხმდები / დაგთანხმდებით.
5. ძალიან გამახარეთ / გამახარე. მეც დაბალქუსლიანის ჩაცმა უფრო მიყვარს.

11.3. მოისმენ დავითისა და მისი უმცროსი კოლეგის საუბარს.

ისინი შეხვედრაზე მიდიან. გაიხსენე, ვინ არის დავითი.

ცოლის მოყვანა – დაქორწინება

დავითი ზურაბი

ჰალსტუხი

ქორწილი

11.3.1 მოსმენილი მასალიდან ჩაინიშნეთ 3 მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

1. .......................................................................................................................................
2. .......................................................................................................................................
3. .......................................................................................................................................

12.3.2. შემოხაზეთ, რომელი წინადადება მოისმინეთ:

ა. ეგ არაფერი, მხოლოდ 3 წუთი დაგაგვიანდა.


ბ. ეგ არაფერი, სულ 3 წუთი დაგაგვიანდა.
გ. არა უშავს, სულ 3 წუთი დაგაგვიანდა.
დ. ეგ არაფერი, სულ 3 წუთი დაგაგვიანდა.

11.3.3 შემოხაზეთ, რას ნიშნავს – „ამ კოსტიუმზე მიდის“?

ა. ამ კოსტიუმით წამოვალ. ბ. ამ კოსტიუმს ჩავიცვამ.


გ. ეს კოსტიუმი კლასიკურია. დ. ამ კოსტიუმს უხდება.

11.3.4 შემოხაზეთ სწორი პასუხი – რატომ გაეცინა ზურაბს?

ა. იმიტომ, რომ დავითს მისთვის ჰალტუხი უნდა ეყიდა.


ბ. იმიტომ, რომ ჰალტუხი არ მოსწონდა.
გ. იმიტომ, რომ დავითის ჩაცმულობა მოეწონა.
დ. იმიტომ, რომ ცოლის მოყვანას მალე აპირებდა.

11.3.5 შემოხაზეთ, რომელი წინადადება მოისმინეთ:

ა. რაც შენ გინდა, ის ჩაიცვი, ზურა!


ბ. რაც შენ გინდა, ის იყიდე, ზურა!
გ. რაც შენ გიხდება, ის ჩაიცვი, ზურა!
დ. რაც შენ მოგწონს, ის ჩაიცვი, ზურა!

11.3.6 შემოხაზეთ, რომელი წინადადება მოიმინეთ:

ა. ცოლის მოყვანა ადამიანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია.


ბ. ოჯახური ბედნიერება ადამიანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია.
გ. ცოლი და შვილები ადამიანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია.
დ. ქორწილი ადამიანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია.

11.3.7 მოისმინეთ დიალოგი ორჯერ. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები:

ზურაბი: თქვენც კარგად ........................................, ბ-ნო დავით!


თქვენი გემოვნება ყოველთვის ..................................... ეგ
კოსტიუმი ძალიან გიხდებათ. აბრეშუმის
...................................................... და მუქი ლურჯი კოსტიუმი
აკადემიურია. მიყვარს .............................................................. .

დავითი: ეს ჰალსტუხი ცოლმა ............................ ცისფერი


ძალიან უყვარს. ამ კოსტიუმზე მიდის. შენ რომ ცოლს
მოიყვან, ასეთ ჰალსტუხს მე .................................... .

როგორი? წითელი / ნაცრისფერი /კარგი / კლასიკური

11.3.8 გამოიყენეთ დაფაზე მოცემული სიტყვები. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები.

1. მიყვარს ..................................... ფერები.


2. შენი ქორწილისთვის ..................................... კოსტიუმს ვიყიდი და ..................................... ჰალსტუხს გავიკეთებ.
3. ეს რა ..................................... ამბავი მითხარი!

წერა
გამოიყენეთ ნასწავლი ზმნები და ფრაზები.

12.1. დაწერეთ – რომელი ფერები გიყვართ და რატომ?

რჩევა – შეგიძლია დაწეროთ, რომელ ფერებს ირჩევთ თქვენ, როცა ტანსაცმელს ყიდულობთ; რომელი
ფერი უყვართ თქვენს ახლობლებს ან ოჯახის წევრებს; რომელი ფერები არ გიყვართ და სხვ.
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................

12.2. დაწერეთ, რა მნიშვნელობა აქვს მოდას და მოდურ ტანსაცმელს თქვენს ცხოვრებაში


..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................

შემეცნება და კულტურა

ბრმას ფერებზე მსჯელობა არ შეუძლია

14. წაიკითხეთ ანდაზა. შემოხაზეთ სწორი პასუხი.


ეს ანდაზა ნიშნავს:
1. ბრმა ადამიანი კარგად ვერ მსჯელობს.
2. უგუნურს არ შეუძლია დაინახოს განსხვავებული.
3. ბრმა ადამიანი კარგად ვერაფერს ხედავს.

უგუნური – ადამიანი, რომელსაც გონება, ჭკუა არა აქვს.

განსხვავებული – აქ: ისეთი, რომელიც მას არ ჰგავს.

15. იფიქრეთ:

„მოდა საშინელებაა. ის გვაიძულებს შევიცვალოთ


ყოველ ექვს თვეში ერთხელ”
[ოსკარ უაილდი].
იძულება – ძალით გაკეთება

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რას აიძულებს მოდა ადამიანს?
2. ამ გამონათქვამის მიხედვით, იცვამდა თუ არა ოსკარ უაილდი მოდურად?
3. თქვენი აზრით, არის თუ არა მოდა „საშინელება“?

16. ეს საინტერესოა:

როგორც ამბობენ, ყარაჩოხელი თბილისურ გარემოში დაბადებული სიტყვაა. ის თურქულად


„შავჩოხიანს“ ნიშნავს. ყარაჩოხელები თბილისელი ხელოსნები იყვნენ. მოსახლეობა მათ დიდ
პატივს სცემდა, რადგან ისინი გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ და ქალაქზე ზრუნავდნენ.
შავჩოხიან ვაჟკაცებს დიდი ქონება არ ჰქონდათ. ისინი საკუთარი შრომით აღებულ ფულს
მეგობრებთან დროსტარებაში ან ობოლი ბავშვებისა და ავადმყოფების დასახმარებლად
ხარჯავდნენ.

ყარაჩოხელები თავიანთი ჩაცმულობით გამოირჩეოდნენ. მათ გარედან შავი და გრძელი ჩოხა


ეცვათ, ხოლო შიგნიდან − წითელი აბრეშუმის პერანგი. მათი შარვალიც შავი შალის ნაჭრისაგან
იკერებოდა. ჩოხაზე ვერცხლის ხანჯალი ჰქონდათ დამაგრებული. ყარაჩოხელები პატიოსანი და
მართალი ადამიანები იყვნენ. ისინი საკუთარი სიკეთითა და სამართლიანობით XX საუკუნის
დასაწყისშიც აცოცხლებდნენ თბილისურ ცხოვრებას.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რას ნიშნავს თურქულად სიტყვა ყარაჩოხელი?
2. რის გამო უყვარდა ძველი თბილისის მოსახლეობას ყარაჩოხელები?
3. რაში ხარჯავდნენ ისინი საკუთარ ფულს?
4. რა ეცვათ ყარაჩოხელებს?
5. ჩამოთვალეთ, რა თვისებები ჰქონდათ მათ.
6. რა მოგწონთ ყარაჩოხელთა თვისებებიდან და რატომ?
1.

შეაფასე საკუთარი თავი

17. იცოდე, რომ საკუთარი თავის შეფასება დაგეხმარება პრობლემების


დაძლევაში.
დააკვირდი საკუთარ თავსა და სწავლის პროცესს. დაკვირვება
სასიამოვნო პროცესია.

დაფიქრდი და ისე დაასრულე წინადადებები.


2.
3.

რჩევა – სამართლიანად შეაფასე საკუთარი თავი,


რომ შენ მიმართ კეთილგანწყობა შეინარჩუნო.

4.

დაასრულე წინადადებები:
▶ აქამდე ქართულად რამდენიმე ფერის სახელი ვიცოდი, მაგ., თეთრი, ............ ; ახლა კი შემიძლია ვთქვა: ................ .
▶ სასწავლო თავის გავლის შემდეგ შემიძლია ქსოვილის მასალა ქართულ ენაზეც დავასახელო, მაგ., ბამბა, ............
.
▶ ამ თავში ყველაზე რთული ............ , ამიტომ ის ხშირად უნდა გავიმეორო.
▶ მასალის შესწავლისას დამეხმარა / არ დამეხმარა ............, რადგან ............ .
▶ როცა ჩემს თანაჯგუფელს საკითხის შესწავლა გაუჭირდება, მე მას დავეხმარები ............ [რა ფორმით?].
▶ არ მსიამოვნებს იმ საკითხის შესწავლა, რომელიც ............ . ვფიქრობ, რომ ამ პრობლემას − შრომისმოყვარეობით
/ სიბეჯითით / მომავლის მოტივაციით − გადავლახავ.
▶ ვფიქრობ, რომ სწავლის პროცესში სტუდენტმა რამდენიმე უნარი უნდა გამოავლინოს. ესენია: ............ . მე ეს
უნარები მაქვს / არ მაქვს.
▶ ამ სასწავლო თავის გავლისას ინდივიდუალური მუშაობისას ვერ შევძელი ............, რადგან ............ .
▶ ამ თემის სწავლა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ............ .
▶ ახლა, როცა ამ სასწავლო თავის შესწავლა დავასრულე, ვიცი, რომ შემდეგში უნდა გავიუმჯობესო სისწრაფე /
დაკვირვებულობა / კონცენტრაციის უნარი [გახაზე ის, რაც მომავალში უნდა გააუმჯობესო].

ჩანიშნე რვეულში, რომელი უნარის / უნარების

გაუმჯობესება დაგეგმე.
თავი VI

– ავად ხომ არ ხარ?

სხეულის ნაწილები

1. უპასუხეთ კითხვებს:

1. რას ხედავთ ილუსტრაციებზე? აღწერეთ ისინი.


2. რა აქვს საერთო ამ ილუსტრcx4აციებს?
3. რით განსხვავდება ისინი ერთმანეთისაგან?

კითხვა

2. ტექსტი:

საღამო ხანი იყო, როცა ზურა სახლში დაბრუნდა.


– მე მგონი ავად ვარ, თავს ცუდად ვგრძნობ,- უთხრა თავის ცოლს და სკამზე ჩამოჯდა. ნანამ ზურას შეხედა.
დაინახა, რომ ქმარს სახეზე ფერი არ ჰქონდა და კანკალებდა. შეშინებული ქალი ზურასთან ახლოს მივიდა, შუბლზე
ხელი დაადო და თქვა:
− ეტყობა, მაღალი ტემპერატურა გაქვს, შეიძლება გაცივდი. მოდი, ოჯახის ექიმს დავურეკოთ, მანამდე კი
საწოლში დაწექი და სიცხის დამწევს მოგიტან.
ზურა წამოდგა და თავისი საწოლისაკენ წავიდა. ჩანდა, რომ ტანსაცმლის გახდაც უჭირდა და ფეხზე ძლივს
იდგა. ნანამ ოთახში წყლით სავსე ჭიქა და სიცხის დამწევი აბი შემოიტანა. მან ქმარს თერმომეტრი მიაწოდა და
შეშინებული სახით უთხრა:
− ჯერ სიცხე გაიზომე და წამალი მერე დალიე.
− ნუ გეშინია, ნანა, ეტყობა, მართლა გავცივდი. შეიძლება ვირუსული გრიპიც მაქვს. ვნახოთ, ოჯახის ექიმი რას
გვეტყვის.
ნანა საწოლთან დაჯდა და ყურადღებით აკვირდებოდა ქმარს. ზურა ძლივს სუნთქავდა და თვალები ეხუჭებოდა.
მერე თერმომეტრი ნანას მიაწოდა.
− ძალიან მაღალი სიცხე გაქვს, ზურა! თერმომეტრი 39 გრადუსს აჩვენებს. ახლავე ოჯახის ექიმს უნდა
დავურეკოთ ან სასწრაფო დახმარება გამოვიძახოთ. ექიმი ავადმყოფობის სიმპტომებს შეგეკითხება და შენ
უკეთესად უპასუხებ.
− წამალი დამალევინე,− სთხოვა ზურამ და ექიმის ნომერი აკრიფა. ნანას ეტყობოდა, რომ ძალიან
ნერვიულობდა. ცოტა ხანში ზურამ ტელეფონზე საუბარი დაასრულა და ცოლს უთხრა:
− ისეთი არაფერია, ნანა! როგორც ჩანს, მართლა გაციებული ვარ. საღამოს ოჯახის ექიმი სახლში მოვა,
ფილტვებს გამისინჯავს და წამლებს გამომიწერს.
− ძლივს არ ამოვისუნთქე?!− თქვა გახარებულმა ნანამ.

⦁ − მე მგონი ავად ვარ, თავს ცუდად ვგრძნობ.

⦁ ახლავე ოჯახის ექიმს უნდა დავურეკოთ ან სასწრაფო დახმარება გამოვიძახოთ.

⦁ საღამოს ოჯახის ექიმი სახლში მოვა, ფილტვებს გამისინჯავს და წამლებს გამომიწერს.

3. ლექსიკა

⦁ ჩამოთვლილ სიტყვებს მიუწერეთ მნიშვნელობები თქვენს ენაზე:


[გამოიყენეთ ორენოვანი ლექსიკონები]
№ ქართული ...........................................................
1. შეხედავს
2. დაინახავს
3. კანკალებს
4. შუბლი
5. გაცივდება
6. დაწვება
7. მოიტანს
8. საწოლი
9. გაიხდის
10. უჭირს
11. აწოდებს
12. აბი
13. იზომავს [სიცხეს]
14. სუნთქავს
15. ეხუჭება
16. სასწრაფო დახმარება
17. გამოიძახებს [სასწრაფო დახმარებას]
18. ფილტვი
19. გასინჯავს [ავადმყოფს]
20. წამალი
21. გამოწერს [წამალს]

4.

ტექსტის გააზრება
1. რა დაინახა ნანამ და როგორ მოიქცა ის?
2. რა ურჩია ნანამ ქმარს?
3. რა უჭირდა ზურას?
4. რა დაინახა ცოლმა, როცა ის ყურადღებით აკვირდებოდა ზურას?
5. რას შეეკითხებოდა ოჯახის ექიმი ავადმყოფს?
6. რა უნდა გაეკეთებინა ექიმს, როცა ის ზურასთან მოვიდოდა?

ანტონიმები
სინონიმები
ხანი – დრო ავად – კარგად

ავად – ცუდად ახლოს – შორს

უჭირს – უძნელდება დაადებს [ხელს]– აიღებს [ხელს]

დალევა – სმა დაწოლა – ადგომა

ყურება – [შე]ხედვა [ტანსაცმლის] გახდა – ჩაცმა

აჩვენებს – ანახებს სავსე – ცარიელი

სთხოვს – ეხვეწება ხუჭავს – ახელს [თვალს]

დაასრულა – დაამთავრა დაასრულა – დაიწყო

დაამთავრა – დაასრულა უფროსი – უმცროსი

მაგ., ცოტა ხანი დამაცადე და სიცხეს მაგ., ქალი ჩემთან ახლოს იდგა.
გავიზომავ.
ის შორს ცხოვრობს და დიდხანს
როცა ვინმეს ელოდები, დრო ნელა ვერ მოვა.
გადის.
დაწოლა – ადგომა
აჩვენებს – ანახებს
მაგ., ექიმმა ავადმყოფს საწოლში
მაგ., დედაჩემმა თავისი ბავშვობის დაწოლა ურჩია.
ფოტო მაჩვენა.
– ჯერ ფეხზე ადგომა არ შეიძლება.
ჩემმა დამ ახალი ნაყიდი მაღალი ტემპერატურა გაქვთ.
ტელეფონი მანახა.
სავსე – ცარიელი
დაასრულა – დაამთავრა
მაგ., ეს ჭიქა წყლით არის სავსე.
მაგ., ექიმმა ავადმყოფის გასინჯვა
–წამალი როგორ დავლიო?! ჭიქა
დაასრულა.
ცარიელია.
ზაზამ უნივერსიტეტი 5 წლის წინ
დაამთავრა.

4. √ დაიმახსოვრეთ
5. წაიკითხეთ ექიმისა და ზურას დიალოგი – საშიში არაფერია!

ლალი: შეიძლება ოთახში შემოვიდე?


ზურა: მობრძანდით, ქ-ნო ლალი! ბოდიში, რომ შეგაწუხეთ, მაგრამ მაღალი ტემპერატურა მქონდა. ახლა სიცხემ
დამიწია. სიცხის დამწევი აბი დავლიე და თერმომეტრი 37 გრადუსს აჩვენებს.
ლალი: ახლავე გაგსინჯავთ. ერთი ეს მითხარით, სხვა სიმპტომები თუ გქონდათ?
ზურა: დიახ, ცოტა მუცელიც მტკიოდა და თავიც. დილით კარგად ვიყავი. მერე არ ვიცი, რა მოხდა. ძალიან ცუდად
გავხდი.
ლალი: მოდი, ჯერ ფილტვები შევამოწმოთ. ფეხზე დადექით და ფილტვებს მოვისმენ. აბა, ღრმად ისუნთქეთ!...
ფილტვები სუფთაა. აქ პრობლემა არ არის.
ზურა: სიცხემ დამიწია და სუნთქვა აღარ მიჭირს. აღარც თავი მტკივა.
ლალი: თავი მაღალი ტემპერატურის გამო გტკიოდათ. მუცელი კიდევ გტკივათ?..
ზურა: არა, მუცელი ნამდვილად აღარ მტკივა.
ლალი: ხომ არ გახველებთ?
ზურა: დიახ, ხანდახან მახველებს.
ლალი: ყველაფერი გასაგებია. თქვენ სეზონური გრიპი გაქვთ. რეცეპტს გამოვწერ და წამლები აუცილებლად
დალიეთ. სამ დღეში სრულიად ჯანმრთელი იქნებით. ეს გრიპი სამი დღე გექნებათ. საშიში არაფერია!
ზურა: გმადლობ, ქ-ნო ლალი!
ლალი: თუ დაგჭირდებით, დამირეკეთ. კარგად ბრძანდებოდეთ!
⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რის გამო მოვიდა ექიმი ზურასთან?
2. რა ორგანო შეუმოწმა პირველად ექიმმა ავადმყოფს?
3. რა აღარ სტკიოდა ზურას?
4. გასინჯვის შემდეგ რა უთხრა ექიმმა პაციენტს?

გრამატიკა

√ დაიმახსოვრეთ:

საითკენ? ..საწოლისკენ / საწოლისაკენ

მაგ., მე ჩემი საწოლისკენ წავედი.

–კენ დაერთვის სახელებს და უჩვენებს მიმართულებას ამავე საგნისაკენ.


მე ან შენ

მაგ., მოდი, ექიმს დავურეკოთ ან სასწრაფო დახმარება გამოვიძახოთ.

კავშირი ან აპირისპირებს ორ სიტყვას ან წინადადებას.

ის ღრმად სუნთქავს – ღრმად ისუნთქე!

ის სიცხეს იზომავს – სიცხე გაიზომე!

რის გამო? // რატომ?

მაგ., – რატომ გტკიოდა თავი?

– თავი მაღალი ტემპერატურის გამო მტკიოდა.

თუ, [მაშინ]

მაგ., თუ დაგჭირდები, აუცილებლად დამირეკე.

თუ დაგჭირდები, მაშინ აუცილებლად დამირეკე.

თუ გამოხატავს პირობას, ვარაუდს.

6. დაიმახსოვრეთ ზმნის ძირითადი ფორმები:

№ ახლანდელი მომავალი წარსული


1. [შე]ხედავს შეხედავს შეხედა
2. კანკალებს იკანკალებს იკანკალა
3. ცივდება გაცივდება გაცივდა
4. დგას იდგება იდგა
5. აწოდებს მიაწოდებს მიაწოდა
6. იზომავს [სიცხეს] გაიზომავს [სიცხეს] გაიზომა [სიცხე]
7. აკვირდება დააკვირდება დააკვირდა
8. ეხუჭება დაეხუჭება დაეხუჭა
9. აჩვენებს აჩვენებს აჩვენა
10. [გამო]იძახებს გამოიძახებს გამოიძახა
11. სინჯავს გასინჯავს გასინჯა

თავისებური ზმნები:

12. მოაქვს მოიტანს მოიტანა


13. უჭირს გაუჭირდება გაუჭირდა
14. სვამს დალევს დალია

ლაპარაკი

წაიკითხეთ ლალისა და მისი ძმისშვილის დიალოგი. ლალის ძმისშვილი 8 წლის ბიჭია. მას ბექა ჰქვია.
ლალი ძმის სახლში სტუმრად არის მისული.

7.

V.

ლალი: რა იყო, ბექა, რა გატირებს? რამე ხომ არ იტკინე?


ბექა: კი, ლალი მამიდა!.. წეღან ეზოში წავიქეცი და ფეხი ძალიან მტკივა.
ლალი: რას ამბობ, ბექა?!.. მოდი დაჯექი. უნდა ვნახო, რა გჭირს. ფეხი ხომ არა გაქვს მოტეხილი? მარჯვენა ფეხი
გტკივა თუ მარცხენა?
ბექა: მარცხენა ფეხი, ლალი მამიდა!
ლალი: ერთი მაჩვენე ეგ შენი მარცხენა ფეხი, კარგად უნდა გაგსინჯო... უი, მე მგონი მოტეხილობაა. სასწრაფოდ
ტრავმატოლოგთან უნდა წავიდეთ. ექიმი რენტგენს გადაიღებს და პასუხს გვეტყვის. თუ ფეხი მოტეხილია, მაშინ
თაბაშირში ჩაგისვამენ.
ბექა: დედიკოც და მამიკოც ჩვენთან ერთად წამოვლენ?
ლალი: კი, რა თქმა უნდა. მამიკო მანქანით წაგვიყვანს. ყველა ერთად წავალთ. მე ახლავე ჩავიცმევ პალტოს და
ჩემს ჩანთასაც ავიღებ. ყველაფერი კარგად იქნება. ნუ გეშინია!
ბექა: ჩქარა წამიყვანეთ ექიმთან. ტკივილს ვეღარ ვითმენ... მეც მომაწოდეთ ჩემი ქურთუკი.
ლალი: მოიცადე, ფეხი ძირს არ დაადგა! აი, მამიკოც მოვიდა და დაგეხმარება.
ბექა: დამეხმარე, მამიკო!

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რატომ ტიროდა ბექა?
2. რა გაუსინჯა ლალიმ ბექას?
3. ლალის აზრით, რა ჰქონდა 9 წლის ბავშვს?
4. რას გააკეთებდა ტრავმატოლოგი, როცა მასთან მივიდოდნენ?
5. თქვენი აზრით, როდის არ შეიძლება ფეხის ძირს დადგმა?
8.

II.

ზაზას დედას მაღალი არტერიული წნევა აქვს. ზაზა სასწრაფო დახმარებას


გამოიძახებს. გაიხსენეთ, ვინ არის ზაზა.

ზაზა: რა ხდება, დედა, ცუდი ფერი გაქვს და კანკალებ. გაცივდი?


დედა: არა, შვილო, მაღალი წნევა მაქვს და ფეხზე ძლივს ვდგავარ. თავიც მტკივა. წავალ, საწოლში ჩავწვები.
ზაზა: გთხოვ, წადი და დაწექი. მეც შენს ოთახში შემოვალ. წნევას მე გაგიზომავ. ვნახოთ, რამდენი გაქვს?
დედა: 10 წუთის წინ მაღალი მქონდა. 187-ს აჩვენებდა. წნევის წამალს დავლევ და გამივლის.
ზაზა: არა, დედა, ასე როგორ შეიძლება?! დაწექი და წამალს მე შემოგიტან ოთახში. თუ მაღალი წნევა გაქვს, მაშინ
სასწრაფო დახმარება გამოვიძახოთ.
დედა: კარგი, როგორც შენ გინდა. ისე, მართალს ამბობ, სასწრაფოს გამოძახება ჯობია. მეც მშვიდად ვიქნები.
გამსინჯავენ და წამალსაც გამომიწერენ.
ზაზა: აუცილებლად, დედა! ახლავე შემოვალ და 112-ში დავრეკოთ. მისამართს ვეტყვი და მალე მოვლენ. თუ საჭირო
იქნება, სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში წაგიყვანენ. დილით სისხლის ანალიზებს
გაგიკეთებენ და დაგაკვირდებიან.
დედა: კარგი, მე საწოლში დავწვები და მალე შემოდი.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რა დაინახა ზურამ დედის სახეზე?
2. რატომ იყო ცუდად ზურას დედა?
3. რატომ იყო საჭირო სასწრაფო დახმარების გამოძახება?
4. რა ნომერზე უნდა დაერეკა ზურას?

ძირითადი ფრაზები:

– წამალს დავლევ და გამივლის

– სასწრაფოს გამოძახება ჯობია

გამივლის – იგივეა, რაც: ცუდად აღარ ვიქნები; აღარ მეტკინება.


სასწრაფოს გამოძახება ჯობია – სასწრაფოს გამოძახება უკეთესია, უფრო კარგია.

9. სინონიმები

მშვიდი – წყნარი
III. მშვიდად – წყნარად

ზაზას დედას ნელი ჰქვია. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა


საავადმყოფოში გადაიყვანა. მას ექიმი ესაუბრება.

ექიმი: როგორ მოეწყეთ, ქ-ნო ნელი? მოგწონთ თქვენი პალატა?


ნელი: დიახ, ბ-ნო თამაზ! ძალიან კომფორტულად ვარ. დილას ექთანი შემოვიდა, სისხლის ანალიზიც ამიღო და
წნევაც გამიზომა. მაღალი წნევა აღარ მაქვს. თავსაც უკეთესად ვგრძნობ.
ექიმი: ძალიან კარგი... ექთანს გავაფრთხილებ, რომ დღესვე ჩაგიტარონ ექოსკოპიური გამოკვლევა. ექოსკოპიის
კაბინეტი პირველ სართულზეა და იქ ჩაგიყვანენ. შეიძლება თქვენი წნევა შინაგანი ორგანოების ბრალია.
გულის მუშაობასაც აუცილებლად შეამოწმებენ. ანალიზის პასუხებს ექთანი ჩემთან შემოიტანს და
მკურნალობას მერე დავნიშნავ.
ნელი: თუ შეიძლება, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, ბ-ნო თამაზ!
ექიმი: ბრძანეთ, ქ-ნო ნელი, არ მოგერიდოთ. მე ექიმი ვარ და პაციენტის ყველა კითხვას პასუხი უნდა გავცე.
ნელი: სამედიცინო მომსახურება საკმაოდ ძვირი ღირს. ჩემს ოჯახს იმდენი თანხა არა აქვს, რომ საკუთარი
ჯიბიდან გადაიხადოს. ამ მომსახურებას საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა ხომ ამინაზღაურებს?
ექიმი: დიახ, ქ-ნო ნელი! პენსიონერებს, სტუდენტებსა და პედაგოგებს თანხის დიდ ნაწილს სახელმწიფო
უნაზღაურებს. თქვენ პენსიონერი ხართ, ამიტომ საყოველთაო დაზღვევა გეკუთვნით.
ნელი: როგორ გამახარეთ, ბ-ნო თამაზ! ამის გამო ძალიან ვნერვიულობდი.
ექიმი: თქვენს სანახავად კიდევ შემოვალ. საღამოს ანალიზის პასუხებიც მეცოდინება. არ ინერვიულოთ!

ლექსიკა

ექთანი ― იგივეა, რაც: მედდა, ანუ ექიმის დამხმარე.

გაფრთხილება [გავაფრთხილებ] ― აქ: ვეტყვი, რომ ყურადღებით მოიქცეს.

გამოკვლევის ჩატარება ― აქ: სამედიცინო დაკვირვება.

[შინაგანი ორგანოების ] ბრალია ― აქ: [შინაგანი ორგანოების] გამოა, მათი


მიზეზითაა.

მკურნალობა ― ექიმის დახმარებით გამოჯანმრთელება.

არ მოგერიდოთ ― აქ: ყველაფერი მითხარით, არ შეგრცხვეთ.


ანაზღაურება [ამინაზღაურებს] ― აქ: მკურნალობის თანხის გადახდა.

ეკუთვნის ― მისია, მისი კუთვნილია.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რა გააკეთა საავადმყოფოს ექთანმა დილით?
2. რას ეტოდა ბ-ნი თანაზი ექთანს?
3. რის შემდეგ დანიშნავდა ექიმი მკურნალობას?
4. რა არ შეეძლო ნელის ოჯახს და რატომ?
5. ექიმის თქმით, ვის უნაზღაურებს სახელმწიფო სამედიცინო მომსახურებას?

10. შეარჩიეთ მოსაუბრე და ააგეთ ასეთივე დიალოგები.

რჩევა – შეგიძლიათ გამოიყენოთ სიტყვები და ფრაზები:

ბოდიში, რომ შეგაწუხეთ / როგორ მოეწყვეთ? /ტკივილს ვეღარ ვითმენ / დამეხმარე / წამალს
დავლევ და გამივლის / სასწრაფოს გამოძახება ჯობია / საკუთარი ჯიბიდან გადავიხდი

11.

IV.

შეხედეთ ფოტოებს. აღწერეთ ისინი – რა არის გამოსახული ამ ფოტოებზე?

12. სასაუბრო თემა:


13. განაწილდით ჯგუფებად. იფიქრეთ ერთად – რას იზამთ, როცა თქვენ ან თქვენი
ოჯახის წევრი ავად გახდება. გააკეთეთ პატარა ჩანაწერი. აარჩიეთ თემა და
ილაპარაკეთ ამის შესახებ.

1. როცა ჩემი ოჯახის წევრები ავად არიან, მათ მე ვუვლი.


2. როცა მე ან ჩემი ოჯახის წევრები ავად ვართ, ექიმს ვურეკავთ.
3. მკურნალობის დროს ექიმის დახმარება საჭირო არ არის.
4. ჩემს ჯანმრთელობას დიდ ყურადღებას ვაქცევ.

გრამატიკა

√ დაიმახსოვრეთ:

მაგ., დღეს მე ექიმი გამსინჯავს და წამალს გამომიწერს.

ექიმს ჩემი გასინჯვა უნდა.

რას იზამს? გასინჯავს რა? გასინჯვა

..................., რომ ................... [რა ქნას?]

მაგ., ექიმს ვეტყვი, რომ გამოკვლევა ჩაგიტაროს.

ჩემს წიგნს მეგობარს მივცემ, რომ შენ მოგიტანოს.

რამდენი? ამდენი მაგდენი იმდენი [თანხა]

მაგ., მე ამდენი თანხა არა მაქვს.

იმდენი ხანი გელოდე, რომ ცოტა გავნერვიულდი.

სიტყვები – ამდენი, მაგდენი, იმდენი – გამოხატავს რაოდენობას და ძირითადად


არსებითი სახელის წინ დაისმის.
ხომ

მაგ., ამ მომსახურებას საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა ხომ


ამინაზღაურებს? – დიახ, აგინაზღაურებთ.

ხომ ხშირად გამოიყენება კითხვით წინადადებებში. ასეთ დროს მოსაუბრე პირს დადებითი პასუხის მიღება
სურს [ხო; ჰო, დიახ].

მოსმენა

რჩევა – ჩანაწერის მოსმენისას გამოიტანე მთავარი აზრი. დააკვირდი დაფებსა და ილუსტაციებს.

14.1. მოისმენ გიორგისა და ნატას საუბარს. წინა გაკვეთილიდან გაიხსენე,

ვინ არიან გიორგი და ნატა.

გიორგი ნატა

– არა გრცხვენია?! – გამოიყენეთ მაშინაც, როცა ფიქრობთ, რომ მოსაუბრეს თქვენი არ უნდა
მოერიდოს.

14.1.1. მოსმენილი მასალიდან ჩაინიშნეთ 3 მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

1. .......................................................................................................................................
2. .......................................................................................................................................
3. .......................................................................................................................................

14.1.2. შემოხაზეთ, რომელი წინადადება მოიმინეთ:


ა. აფთიაქში შესვლა და წამლის ყიდვა ჯერ ვერ მოვასწარი.
ბ. აფთიაქში ვერ შევედი და წამალი ვერ ვიყიდე.
გ. აფთიაქში შესვლა და წამლის ყიდვა ვერ მოვასწარი.
დ. აფთიაქში შევედი და წამალი ვერ ვიყიდე.

14.1.3. შემოხაზეთ, რას ნიშნავს – რამე სერიოზული არ გქონდეს.

ა. სეზონური გრიპი სერიოზული დაავადებაა.


ბ. სერიოზულ დაავადებას ექიმის დახმარება სჭირდება.
გ. რამე სერიოზული დაავადება გაქვს.
დ. რამე სერიოზული დაავადება არ გქონდეს.

14.1.4. შემოხაზეთ, რა უპასუხა ნატამ გიორგის:

ა. ღამე 39 გრადუსი მქონდა და ახლაც 39-ს აჩვენებს.


ბ. ღამე 38 გრადუსი მქონდა და ახლა 39 მაქვს.
გ. ახლა გავიზომე და 39 მაქვს.
დ. ღამე 39 მქონდა და ახლაც 39-ს აჩვენებს.

14.1.5. რა იფიქრა გიორგიმ, როცა გაიგო, რომ ნატას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა:

ა. შეიძლება ნატას გიორგის დახმარება სჭირდებოდა.


ბ. შეიძლება ნატას ხველების წამალი სჭირდებოდა.
გ. შეიძლება ნატას მხოლოდ გრიპი ჰქონდა.
დ. შეიძლება ნატას ფილტვების ანთება ჰქონდა.

14.1.6. რა იგულისხმება სიტყვებში – ხველების წამალი მომიტანე და მერე შევხედოთ.

ა. ხველების წამალს მერე შევხედოთ.


ბ. ხველების წამალს დავაკვირდეთ.
გ. მერე გადავწყვიტოთ, როგორ მოვიქცეთ.
დ. ხველების წამალი აუცილებლად უნდა ვნახოთ.

14.1.7 მოისმინეთ დიალოგი ორჯერ. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები:

გიორგი: ხომ გახსოვს, ორი კვირის წინ მეც


....................................................... . როგორც ჩანს, სეზონური
გრიპი გაქვს. ჩემი აზრით, ექიმმა მაინც
....................................................... , რამე სერიოზული არ
გქონდეს. ......................................................., მე ახლავე
წამოვალ, აფთიაქში ხველების წამალს გიყიდი და
ერთ საათში ........................................................ ტემპერატურა
რამდენი გაქვს, .......................................................?

14.1.8. გახაზეთ ფორმები, რომლებიც მოისმინეთ:

1. გუშინ ღამე / მთელი ღამე / წინა ღამე.


2. დაბალი სიცხე / ცოტა სიცხე / მაღალი სიცხე.
3. ხველების წამალი / თავის ტკივილის წამალი / მუცლის ტკივილის წამალი.
4. ხუთ საათში / ორ საათში / ერთ საათში.
5. მკურნალობის ფული / წამლის ფული / ექიმის ფული.

14.2. მოისმენ ნელისა და ექთნის საუბარს. ექთანს მზია ჰქვია.

ქ-ნი ნელი ჯერ კიდევ საავადმყოფოში წევს. გაიხსენე, ვინ არის ნელი.
მზია ნელი

ვერ მივატოვე – მარტო ვერ დავტოვე

ნემსის გაკეთება – ინექცია

14.2.1. მოსმენილი მასალიდან ჩაინიშნეთ 3 მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

1. .......................................................................................................................................
2. .......................................................................................................................................
3. .......................................................................................................................................

14.2.2. შემოხაზეთ, მიმართვის რომელი არაოფიციალური ფორმა მოისმინეთ:

ა. არა, ქ-ნო ნელი! ბ. წადი, შვილო, იმას დაეხმარე!


გ. ბ-ნი თამაზი ახლა ვნახე. დ. ჩემი ზაზა წამლებს დაზღვევით მიყიდის.

14.2.3. შემოხაზეთ, რას ნიშნავს – „რა მოუვიდა“?

ა. რა დაემართა? ბ. რატომ ტიროდა?


გ. რა მანქანა დაეჯახა? დ. რატომ მოიტეხა ფეხი?

14.2.4. შემოხაზეთ, რომელი წინადადება მოისმინეთ:

ა. ფეხი თაბაშირში ჩავუსვით და ახლა მშვიდად არის.


ბ. ტიროდა და ფეხი თაბაშირში ჩავუსვით.
გ. ნემსი გავუკეთეთ და ახლა მშვიდად არის.
დ. წამლებიც დავალევინეთ და ახლა მშვიდად არის.

14.2.5. შემოხაზეთ სწორი პასუხი – რატომ დააგვიანა ექთანმა ქ-ნ ნელისთან შესვლა?

ა. იმიტომ, რომ პაციენტს მანქანა დაეჯახა.


ბ. იმიტომ, რომ მესამე სართულზე იყო.
გ. იმიტომ, რომ პაციენტი ტკივილს ვერ ითმენდა.
დ. იმიტომ, რომ პაციენტი ვერ მიატოვა.

14.2.6. შემოხაზეთ, რომელი კითხვითი წინადადება მოისმინეთ:

ა. მესამე სართულზე იყავი?


ბ. საავადმყოფოდან როდის უნდა გაგწერონ?
გ. ის ქალი 30 წლისა იქნება?
დ. შენი ბიძაშვილის მეგობარს უნდა დახმარო?

14.2.7. მოისმინეთ დიალოგი ორჯერ. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები:


ნელი: უი, რას ამბობ?!.. ........................................ ?!

მზია: მანქანა ........................................ . ფეხი აქვს მოტეხილი.


ტკივილს ვეღარ ითმენდა და ტიროდა.
ტრამვატოლოგმა ფეხი თაბაშირში ........................................
. წამლებიც დავალევინეთ და ახლა მშვიდად არის.
ტკივილმა........................................ . ის ........................................
და თქვენთან შემოსვლა დავაგვიანე.

14.2.8. გამოიყენეთ დაფაზე მოცემული ფორმები. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები.

ვერ / ვეღარ / აღარ / აღარც

1. არა, ქ-ნო ნელი, .......................... წავალ.


2. ......................... მაღალი წნევა მაქვს და .......................... თავი მტკივა.
3. ტკივილს .......................... ითმენდა და ტიროდა.
4. ის .......................... მივატოვე და თქვენთან შემოსვლა დავაგვიანე.
5. მე უკვე კარგად ვარ. ჩემი გულისთვის .......................... იწვალო.

წერა

გამოიყენეთ ნასწავლი ზმნები და ფრაზები.

15.1. დაწერეთ – აირჩევდით თუ არა ექიმის პროფესიას და რატომ?

რჩევა – შეგიძლია დაწეროთ, გიყვართ თუ არა ადამიანების დახმარება. როდის დაეხმარეთ ვინმეს და
რატომ. მოიყვანეთ კონკრეტული მაგალითები.

..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................

15.1. თქვენი ცხოვრებიდან გაიხსენეთ ერთი ფაქტი, როცა ავად იყავით. ამ თემაზე დაწერეთ
პატარა ისტორია.

რჩევა – თუ თქვენ შესახებ ასეთი ამბავი არ გახსენდებათ, მაშინ დაწერეთ თქვენი ოჯახის წევრზე ან
ახლობელზე; მაგ., რატომ იყო ავად, რა სტკიოდა, რატომ დააწვინეს საავადმყოფოში და სხვ.

..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................

შემეცნება და კულტურა

16. წაიკითხეთ ანდაზა. შემოხაზეთ სწორი პასუხი.


ხელი ხელს ბანს, ორივე კი − პირსაო.

ეს ანდაზა ნიშნავს:
1. ადამიანმა ხელ-პირი აუცილებლად უნდა დაიბანოს.
2. ადამიანმა პირი ორი ხელით უნდა დაიბანოს.
3. ადამიანები ერთმანეთს უნდა გაუფრთხილდნენ და დაეხმარონ.

17. იფიქრეთ:

„ყველაზე დიდი რამ, რაც მცირეშია მოთავსებული, არის


საღი გონება ადამიანის სხეულში”

[არისტოტელე].

მცირე – შედარებით პატარა

მოთავსებული – ჩატეული [რაღაცაშია, შიგნითაა]

საღი – ჯანმრთელი, კარგი; აქ: სწორად მოაზროვნე

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რა არის არისტოტელესთვის ყველაზე დიდი რამ, რაც ადამიანს აქვს?
2. სხეულის რომელ ნაწილს უწოდა არისტოტელემ მცირე?
3. თქვენი აზრით, როდის აზროვნებენ ადამიანები საღად?

18. ეს საინტერესოა:

ბერძნული მითები მოგვითხრობენ, რომ კოლხეთი ძალიან მდიდარი სამეფო იყო. კოლხეთის
მეფე აიეტს ჰყავდა ლამაზი ასული, რომელიც თავისი სამედიცინო ცოდნით იყო ცნობილი. ის
მცენარეებისაგან ამზადებდა სხვადასხვა სამკურნალო წამალს. მას შეეძლო ჭრილობების
სწრაფი მკურნალობა და უშვილო ქალებისა და მამაკაცების განკურნება. ის კარგი
კოსმეტოლოგიც იყო. ბერძენი ისტორიკოსი ევსევი კესარიელი წერს, რომ „მედეამ, აიეტის
ასულმა, პირველმა გამოიგონა თმების შეღებვა“. მედეა ფლობდა სისხლის გადასხმის
ცოდნასაც. მკურნალ ქალს მოხუცის სხეულში შეჰყავდა ბატკნის სისხლი და ასე
აახალგაზრდავებდა მას. საექიმო საქმე მედეას ოჯახში ტრადიციული იყო. მისი მამიდა და
დაც მკურნალები იყვნენ და წამლებს ისინიც ამზადებდნენ.

სიტყვა მედიცინა კოლხეთის მეფის ასულის – მედეას – სახელიდან მომდინარეობს.


ასული – ქალიშვილი

განკურნება – გამოჯანმრთელება

გამოგონება – ახალი რამის შექმნა, გაკეთება

ფლობდა – აქ: იცოდა

სისხლის გადასხმა – სხვის ორგანიზმში, სხეულში სისხლის შეყვანა.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რას მოგვითხრობს ბერძნული მითები?
2. რას ამზადებდა მედეა და რა შეეძლო მას?
3. რას წერს ბერძენი ისტორიკოსი მედეას შესახებ?
4. რის ცოდნას ფლობდა მედეა?
5. საიდან მომდინარეობს სიტყვა მედიცინა და, თქვენი აზრით, რატომ?

შეაფასე საკუთარი თავი

19. ⦁ უნდა იცოდე, რომ ადეკვატური თვიშეფასებისას დაინახავ შენს


ძლიერ და სუსტ მხარეებს.

⦁ დააკვირდი საკუთარ თავსა და სწავლის პროცესს. დაკვირვება


დაგეხმარება, მომავალში სწორად გამოიყენო საკუთარი
შესაძლებლობები.

⦁ დაფიქრდი და ისე დაასრულე წინადადებები.

რჩევა – თვითშეაფასებისას იყავი კრიტიკული საკუთარი თავის


მიმართ. დააკვირდი თითოეულ შენს ქცევას.

დაასრულე წინადადებები:
▶ აქამდე ქართულად სხეულის რამდენიმე ნაწილის სახელი ვიცოდი, მაგ., თავი, ............ ; ახლა კი
შემიძლია ჩამოვთვალო: ................ .
▶ სასწავლო თავის გავლის შემდეგ შემიძლია ქართულ ენაზე ექიმს ვუთხრა, რა მაწუხებს ან რა მტკივა,
მაგ., ............ .
▶ როცა ჩემი ოჯახის წევრი ან ახლობელი ავად გახდება, მაშინ მე ............ .
▶ ადრე არ შემეძლო ............ გაკეთება, ახლა კი შემიძლია, რომ ............ .
▶ ამ თავის შესწავლის პროცესში მე უკვე დავძლიე ისეთი სირთულე, როგორიცაა ............ .
▶ მასალის შესწავლისას ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო ............, რადგან ............ .
▶ ჩემთვის სრულიად ახალი ინფორმაცია იყო ის, რომ ............ .
▶ თუ ჯგუფური მუშაობისას მე საკუთარ აზრს ვაყალიბებ, მაშინ მომწონს / არ მომწონს, როცა ............ .
▶ აუდიტორიული მუშაობის პროცესში მე გამოვავლინე ისეთი ორგანიზაციული უნარები, როგორებიცაა:
პასუხის დროს დავიცავი რეგლამენტი; ვმართე საკუთარი ცოდნა და ისე გავეცი პასუხი პედაგოგს;
ვიყავი ორგანიზებული ახალი მასალის ახსნის პროცესში; რვეულში ჩავინიშნე ჩემთვის გაუგებარი
სიტყვები, საკითხი და სხვ. [გახაზე ის, რაც მომავალში უნდა გააუმჯობესო].
▶ ინდივიდუალური მუშაობის დროს ჩემი სუსტი მხარე არის ის, რომ არ შემიძლია ............ , ამიტომ
მომავალში მე ეს სუსტი მხარე უნდა გამოვასწორო ასე: ............ .

ჩანიშნე რვეულში, რომელი ორგანიზაციული ხარვეზი


უნდა გამოასწორო

დაგეგმე, რას გააკეთებ მომავალში.


თავი VII

ჩემი სახლი

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რა არის გამოსახული ილუსტრაციებზე? აღწერეთ ისინი.
2. რა აქვს საერთო ამ ილუსტრაციებს?
3. თქვენ როგორ სახლში ან ბინაში ცხოვრობთ? შეეცადეთ, აღწეროთ ის.

კითხვა

1. ტექსტი:

რატი გიორგობიანი 48 წლისაა და თავის ცოლ-შვილთან ერთად ქალაქ ბათუმში ცხოვრობს. მას კერძო სახლი
აქვს, რომელიც ხუთი წლის წინ იყიდა. რატის სახლი ორსართულიანია და ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე
მდებარეობს. პირველ სართულზე მისაღები ოთახი, სამზარეულო, რატის სამუშაო კაბინეტი და ერთი სააბაზანოა,
მეორე სართულზე კი ოთხი საძინებელი და ორი სააბაზანო ოთახია. პირველი სართულიდან მეორე სართულზე ხის
კიბე გრძელ და ნათელ დერეფანში ადის, რომლის ორივე მხარეს საძინებლებია განლაგებული. საძინებელ
ოთახებს ლამაზი ღია აივნები და ფართო ფანჯრები აქვს. ორი აივანი სახლის მარჯვენა მხარესაა. იქიდან ზღვა
კარგად მოჩანს, ამიტომ ამ აივნებზე ჯდომა ოჯახის ყველა წევრს მოსწონს.
მეორე სართულის მარცხენა მხარესაც ორი საძინებელია. მათი აივნები ქუჩას გადმოჰყურებს. ზაფხულობით,
როცა სახლის ფანჯარა და აივნის კარი ღიაა, ქუჩიდან ოთახში ავტომობილების ხმაური შემოდის. საძინებლების
ფანჯრებიდან ძველი ბათუმიც მოჩანს. ეზოში შემოსასვლელი კარიც სახლის მარცხენა მხარესაა. ცენტრალური
კარიდან ეზოში შედიხარ. ეზოს მოვლა რატის ძალიან უყვარს, ამიტომ ეზო ყოველთვის სუფთაა და გამწვანებული.
სტუმრების მისაღები ოთახი საკმაოდ დიდი და ნათელია. აქ გრძელი მაგიდა, 10 სკამი და დივანი დგას. დივნის
გვერდით შუშებიან კარადაში ჭურჭელი და ლამაზი ნივთები აწყვია. პირველ სართულზე უფრო მაღალი ჭერია,
ვიდრე − მეორეზე. რატიმ თავისი სახლი ერთი წლის წინ გაარემონტა. მან ხის იატაკი დააგო და ცენტრალური
გათბობა გაიყვანა.
რატის შვილები უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. კოტე უფროსია და ნუცაზე ორი წლით არის დიდი. კოტე
უნივერსიტეტს მალე დაამთავრებს. ახალგაზრდებს უხარიათ, როცა მათ სახლში მეგობრები იკრიბებიან. ისინი
ხშირად უსმენენ მუსიკას, ცეკვავენ, დროს ერთად ატარებენ და სხვადასხვა საკითხზეც მსჯელობენ.

⦁ პირველ სართულზე მისაღები ოთახი, სამზარეულო, რატის სამუშაო კაბინეტი და ერთი სააბაზანოა.

⦁ საძინებელ ოთახებს ლამაზი ღია აივნები და ფართო ფანჯრები აქვს.

⦁ პირველ სართულზე უფრო მაღალი ჭერია, ვიდრე − მეორეზე.

ლექსიკა
⦁ ჩამოთვლილ სიტყვებს მიუწერეთ მნიშვნელობები თქვენს ენაზე:
[გამოიყენეთ ორენოვანი ლექსიკონები]
№ ქართული ...........................................................
1. კერძო [სახლი]
2. მისაღები [ოთახი]
3. სამზარეულო
4. სააბაზანო [ოთახი]
5. კიბე
6. ნათელი
7. მხარე
8. განლაგებული
9. აივანი
10. ფართო
11. ფანჯარა
12. ზღვა
13. ხმაური
14. გამწვანებული
15. მაგიდა
16. სკამი
17. დივანი
18. კარადა
19. ჭურჭელი
20. ნივთი
21. აწყვია
22. ჭერი
23. იატაკი
24. გათბობა

2.

ტექსტის გააზრება

1. როგორია რატის სახლი და სად მდებარეობს ის?

2. რა არის განლაგებული პირველ და მეორე სართულებზე?

3. რა აქვს საძინებელ ოთახებს?

4. რა ხდება ზაფხულობით, როცა სახლის ფანჯრები ღიაა?

5. როგორია მისაღები ოთახი და რა დგას იქ?

6. რას აკეთებენ ახალგაზრდები, როცა რატის სახლში იკრიბებიან?

სინონიმები ანტონიმები

კერძო – საკუთარი ნათელი – ბნელი

დერეფანი – კორიდორი ღია – დახურული

ცენტრალური კარები – აქ: ჭიშკარი ფართო – ვიწრო

ნივთი – საგანი ზღვა – ხმელეთი

აწყვია – ალაგია ხმაური– სიჩუმე / სიწყნარე

სხვადასხვა – არაერთი / ბევრი

კერძო – საკუთარი ნათელი – ბნელი

მაგ., ჩემი მეგობარი კერძო სახლში მაგ., ნუცას საძინებელი ოთახი დიდია და
ცხოვრობს. ნათელი.
მე საკუთარი ავტომობილი მყავს. პირველ სართულს დაბალი ჭერი
აქვს, ამიტომ ოთახები ბნელია.
ნივთი – საგანი
ღია – დახურული
მაგ., – შენი ნივთები სახლში
აუცილებლად წაიღე! მაგ., – კარი ღიაა და შემოდი!

– ეს რა საგნებია? ვინ მოიტანა? – ფანჯარა დახურულია, ამიტომ არ


ცივა.
აწყვია – ალაგია
ხმაური – სიწყნარე
მაგ., – ვისი წიგნები აწყვია მისაღებ
ოთახში? მაგ., – ხომ არ იცი, რა ხმაურია ჩვენს
ქუჩაზე?
- რა ალაგია ჩემს მაგიდაზე?
– ეზოში რა სიწყნარეა! ქუჩის
ხმაური არ აქ არ შემოდის.

√ დაიმახსოვრეთ:

3. წაიკითხეთ კოტესა და ბინის მეპატრონის დიალოგი – მინდა ბინა ვიქირაო


კოტე თბილისში ჩამოვიდა. მას უნდა, რომ სწავლის დაწყების წინ ბინა
იქირაოს. კოტემ კარზე დააკაკუნა. კარი ბინის მეპატრონემ გააღო.

კოტე: გამარჯობა, ქ-ნო ლია, მე კოტე ვარ. ერთი საათის წინ ბინის დაქირავების შესახებ ტელეფონით გესაუბრეთ.
ლია: თქვენს მოსვლას ველოდებოდი... ბინაში შემობრძანდით და ყველა ოთახს დაგათვალიერებინებთ. რამდენი
ხნით გინდათ ბინის ქირაობა?
კოტე: მთელი წლით. უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ, თქვენი ბინა კი ჩემს უნივერსიტეტთან არის ახლოს. იქ
მისასვლელად ტრანსპორტიც არ დამჭირდება. ადგილი ძალიან მაწყობს. მთავარია, ბინა მომეწონოს.
ლია: აი, ნახეთ... ეს მისაღებია. აქ დივანი, მაგიდა, 4 სკამი და ტელევიზორი დგას. ოთახს დიდი ფანჯრები აქვს,
ამიტომ თბილია და ნათელი. დერეფნის მარცხენა მხარეს ერთი საძინებელი ოთახია. საძინებელში
ტანსაცმლის კარადა და ორკაციანი საწოლი დგას. მე ვფიქრობ, რომ სტუდენტისთვის კომფორტული ბინაა.

კოტე: ნამდვილად ასეა, ქ-ნო ლია! იქნებ სააბაზანო ოთახი და სამზარეულოც მაჩვენოთ.
ლია: ახლავე, მობრძანდით... საბაზანოს კარი დერეფანშია. ის არც ისე პატარაა. აი, თქვენ თვითონ ნახეთ... მე და
ჩემმა მეუღლემ ეს ბინა შარშან შევიძინეთ და გავარემონტეთ. ავეჯიც ორი თვის წინ ვიყიდეთ.
კოტე: ვხედავ, რომ სამზარეულოშიც ახალი ტექნიკა დგას. დიდი აივანიც აქვს. ძალიან მომწონს თქვენი ბინა. თუ
შეიძლება, ფოტოებს გადავიღებ და ჩემს მშობლებს ვანახებ. მგონი, მათაც მოეწონებათ. ახლა მთავარია, რომ
თანხაზე შევთანხმდეთ.
ლია: ქირის ფასი თვეში 600 ლარი იქნება. თანხა ყოველი თვის ბოლოს უნდა გადამიხადოთ.
კოტე: მისაღები ფასია. ჩემს მშობლებს დაველაპარაკები, ფოტოებს ვაჩვენებ და საღამოს დაგირეკავთ. პასუხს
აუცილებლად გეტყვით.
ლია: კარგი. მაშინ თქვენს ზარს დაველოდები.
კოტე: კარგად ბრძანდებოდეთ, ქ-ნო ლია!

ძირითადი ფრაზები:

– ადგილი ძალიან მაწყობს

– ის არც ისე პატარაა

– თუ შეიძლება, ფოტოებს გადავიღებ

– მისაღები ფასია

ადგილი ძალიან მაწყობს – [ბინის] მდებარეობა ჩემთვის არის ძალიან კარგი.

ის არც ისე პატარაა – ის საშუალოა, არც პატარაა და არც დიდი.

თუ შეიძლება, ფოტოებს გადავიღებ – თუ ნებას მომცემთ, ფოტოებს გადავიღებ.

მისაღები ფასია – ფასი მომწონს, ნორმალურია.

მეუღლე – ასე უწოდებენ როგორც ქმარს, ისე – ცოლს.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რის შესახებ ესაუბრა კოტე ქ-ნ ლიას?
2. რატომ მოსწონდა კოტეს ბინის მდებარეობა?
3. როგორი იყო ქ-ნი ლიას ბინა? აღწერეთ ის.
4. რა მიზნით უნდოდა კოტეს ბინაში ფოტოების გადაღება?
5. რა თანხა უნდა გადაეხადათ ბინის მეპატრონისათვის?
გრამატიკა

√ დაიმახსოვრეთ:

მერამდენე? მეორე მესამე

მაგ., პირველ სართულზე მისაღები ოთახია, მეორე სართულზე კი −

საძინებლები და სააბაზანო ოთახები.

როცა რიცხვით სახელს მე – ე დაერთვის, ის რიგს უჩვენებს. Gგამონაკლისია სიტყვა პირველი.

საიდან? N... ქუჩიდან / ფანჯრებიდან

მაგ., ქუჩიდან ავტომობილების ხმაური შემოდის.

საძინებლის ფანჯრებიდან ძველი ბათუმიც მოჩანს.

–დან დაერთვის სახელებს და გამოხატავს საგნიდან გამომდინარეობას

რას იზამს? გაამწვანებს როგორი? გამწვანებული

მაგ., უნივერსიტეტის ეზო კარგად არის გამწვანებული.

სად? ჩემ გვერდით / დივნის გვერდით

მაგ., დივნის გვერდით შუშებიანი კარადა დგას.

ჩემ გვერდით ახალგაზრდა გოგონები იდგნენ.

იქნებ

მაგ., – იქნებ სააბაზანო ოთახი მაჩვენოთ.

იქნებ ბინის ქირაში მეპატრონემ დიდი თანხა მოითხოვოს.

იქნებ გამოხატავს სურვილს ან ვარაუდს და ზმნასთან ერთად იხმარება.

თვითონ

მაგ., მე თვითონ შევიძენ ავეჯს.

კოტე თვითონ წავა ბინის სანახავად.

თვითონ მიუთითებს, რომ მოქმედება ამავე პირისკენაა


მიმართული. ის ასრულებს ამ მოქმედებას.

4 დაიმახსოვრეთ ზმნის ძირითადი ფორმები:

№ ახლანდელი მომავალი წარსული


1. ჩანს / ჩნდება გამოჩნდება გამოჩნდა
2. აწყვია ეწყობა [?] ეწყო
3. არემონტებს გაარემონტებს გაარემონტა
4. აგებს დააგებს დააგო
5. გაჰყავს [გათბობა] გაიყვანს გაიყვანა
6. ცეკვავს იცეკვებს იცეკვა
7. მსჯელობს იმსჯელებს იმსჯელა

თავისებური ზმნები:
8. ადის ავა ავიდა
9. გადმოჰყურებს --- გადმოჰყურებდა [?]
10. დგას --- იდგა

ლაპარაკი

წაიკითხეთ რატისა და მისი მეუღლის დიალოგი. რატის ცოლს ნათია ჰქვია.


ისინი ახლად გარემონტებულ სახლში გადასვლას აპირებენ. მათ ავეჯის შეძენა
სურთ.

5.

I.

რატი: მოდი, დავილაპარაკოთ... გუშინ მთელი დღე ვფიქრობდი, რა ვიყიდოთ ამ თვეში. ახალი ავეჯი გვჭირდება და
ნელ-ნელა უნდა შევიძინოთ.
ნათია: ჩემი აზრით, ჯერ საძინებელი ოთახები უნდა მოვაწყოთ, სამზარეულოს ტექნიკა იქითა თვეში ვიყიდოთ.
რატი: კარგი, ნათია, მგონი, მართალი ხარ... როგორ ფიქრობ, რამდენი საწოლი და ტანსაცმლის კარადა
დაგვჭირდება?
ნათია: ბავშვების ოთახებისთვის 2 ცალი ერთკაციანი საწოლი და 2 კარადა საკმარისი იქნება. ბავშვებს თითო-
თითო საწერი მაგიდაც ვუყიდოთ, რომ ზედ პერსონალური კომპიუტერებიც დადგან; ჩვენი საძინებლისთვის კი
ორკაციანი საწოლი და ერთი მოზრდილი ტანსაცმლის კარადა შევიძინოთ. დანარჩენის ყიდვა მერეც შეიძლება,
ესენი კი სასწრაფოა.
რატი: წეღან კი დაგეთანხმე, მაგრამ მგონია, რომ სამზარეულოს ტექნიკის ყიდვაც საჩქაროა. პროდუქტის
შესანახად მაცივარი არ დაგვჭირდება?.. გაზქურაც ხომ გვინდა...
ნათია: როგორ არა, მაგრამ იქნებ თანხა არ გვეყოს. ცუდი ხარისხის ტექნიკას ხომ არ ვიყიდით? მალე გაფუჭდება
და თავიდან გვექნება საყიდელი.
რატი: თუ ფული დაგვაკლდა, ბანკიდან გამოვიტან, ასე სჯობს. ამ თვეში იქნებ სამზარეულოს ტექნიკაც ვიყიდოთ,
რომ სახლში დროზე გადავიდეთ. ხომ ხედავ, კოტეს და ნუცას ახალ სახლში გადასვლა როგორ ეჩქარებათ.
ნათია: კარგი, ასე იყოს. მაშინ ხვალ მაღაზიებში წავიდეთ, ავეჯი და ტექნიკა დავათვალიეროთ. ვნახოთ, რა ღირს.
რატი: ხვალ შაბათია და ორივეს გვცალია. არ გადავდოთ. აუცილებლად წავიდეთ.

ნელ-ნელა – იგივეა, რაც: თანდათან / თანდათანობით

დანარჩენი – ის [//ისინი], რაც დარჩა

თავიდან – ხელმეორედ, ხელახლა

დავათვალიეროთ – ჩვენი თვალით ვნახოთ

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რა სურდა ცოლ-ქმარს?
2. როგორი აზრი გამოთქვა ნათიამ? ჩამოთვალეთ, რისი ყიდვა იყო საჭირო ცოლის აზრით.
3. რა თქვა რატიმ, კიდევ რა სჭირდებოდათ მათ საჩქაროდ?
4. რატომ სჯობდა ბანკიდან თანხის გამოტანა?
5. რა გადაწყვიტა ცოლ-ქმარმა?

ძირითადი ფრაზები / სიტყვები:

– ოთახები უნდა მოვაწყოთ

– ესენი კი სასწრაფოა

– ვნახოთ, რა ღირს
– არ გადავდოთ

ოთახები უნდა მოვაწყოთ – ოთახები მოვაწესრიგოთ, გავალამაზოთ.


აქ: ოთახებისთვის ავეჯი და სხვა ნივთები ვიყიდოთ.

ესენი კი სასწრაფოა – აქ: ამათი ყიდვა კი საჩქაროა.

ვნახოთ, რა ღირს – ვნახოთ, რა ფასი აქვს, რამდენი ღირს.

არ გადავდოთ – სხვა დროს არ გავაკეთოთ. ახლა გავაკეთოთ და არა – მომავალში.

II.

რატი და ლალი ნათესავები არიან. ლალი რატისთან არის სტუმრად


ბათუმში. მას თან ჰყავს 8 წლის ძმისშვილი ბექა. წინა გაკვეთილიდან
გაიხსენეთ, ვინ არიან ლალი და ბექა.

ლალი: ბექა, გთხოვ, საწოლიდან ადექი და აბაზანაში შედი, პირი დაიბანე და კბილები კარგად გაიხეხე.
გელოდებით, ყველამ ერთად უნდა ვისაუზმოთ!
ბექა: ჯერ ადრეა, მამიდა, ცოტას კიდევ დავიძინებ... გთხოვ...
ლალი: არა, ადექი! კოტე და ნუცა უკვე სამზარეულოში არიან. ჩვენ გვიცდიან. რატი ბიძია სამსახურში მიდის, ჩვენ
კი ქალაქში უნდა გავისეირნოთ. რატი და ნუცაც ჩვენთან ერთად მოდიან.
ბექა: კარგი, ავდგები. ბათუმის ნახვა ძალიან მაინტერესებს.
ლალი: ცოტა სწრაფად... ლოგინს მე გავასწორებ.
ბექა: მამიდა, ჩემი კბილების ჯაგრისი სად არის? ვერ ვიპოვე. როცა მოვდიოდით, დედამ ჩანთაში ჩამიდო.
ლალი: აბაზანაში შევიტანე, პირსაბანთან დევს. ნათიამ ახალი გარეცხილი პირსახოცები დაკიდა. შენი
პირსახოცი ლურჯი ფერისაა, არ შეგეშალოს. სახე ლურჯი პისახოცით გაიმშრალე!
ბექა: სპორტული შარვალი და ფეხსაცმელი ჩავიცვა არა? ხომ ფეხით უნდა გავისეირნოთ?
ლალი: კი, ფეხით მივდივართ. ქალაქის ცენტრს გაჩვენებ და კაფეში ვისადილებთ. კოტემ თქვა, ბექას ქალაქის
ცენტრი უნდა ვაჩვენოო.
ბექა: რა მაგარია...
⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რა სთხოვა ლალიმ ბექას?
2. ვინ და ვინ მიდიოდნენ ქალაქში სასეირნოდ და რა უნდა დაეთვალიერებინათ მათ?
3. რა ვერ იპოვა ბექამ?
4. რა დაკიდა ნათიამ აბაზანაში და რითი უნდა გაეწმინდა პირი ბექას?
5. როგორ აპირებდნენ ქალაქში გასეირნებას კოტე, ნუცა, ლალი და ბექა?

III.

კოტეს მეგობარი ნიკო ერთი კვირით ჩავიდა ბათუმში. ის თბილისელია,


ქუჩაში დგას და კოტეს სახლს ეძებს. ნიკო ქუჩაში გამვლელ ქალს სახლის
მისამართს ეკითხება.

ნიკო: ბოდიშს გიხდით, ქალბატონო, ხომ ვერ მეტყვით, ევროპის მოედანი სად მდებარეობს?
ქალი: აქვეა, ახლოს... პირდაპირ წაბრძანდით, შემდეგ მარცხნივ გაუხვიეთ, ისევ პირდაპირ იარეთ და მოედანზე
მედეას ძეგლს დაინახავთ. მაგ მოედანს ერას მოედანი ჰქვია.

ნიკო: ძალიან დიდი მადლობა. მითხრეს, რომ მემედ აბაშიძის ქუჩა ერას მოედანთან არისო. ასეა?
ქალი: ზუსტი მისამართი მითხარით, რომ გზა უკეთესად გასწავლოთ.
ნიკო: მე ჩემს მეგობართან ჩამოვედი სტუმრად, ბათუმის ქუჩები არ ვიცი და ამიტომ გეკითხებით. მისამართი
ტელეფონში მაქვს, ახლავე წაგიკითხავთ... მემედ აბაშიძის ქუჩა, ¹ 29.
ქალი: აა, გასაგებია... სწორად გითხარით. ჯერ მოედანზე მიდით და იქიდან მარჯვნივ გაუხვიეთ. თქვენ ახლა
რუსთაველის ქუჩაზე დგახართ. აბაშიძის ქუჩა რუსთაველის პარალელური ქუჩაა. ზემოთ რომ ახვალთ, ნომრებს
დააკვირდით. სახლს ადვილად მიაგნებთ. შორს არ არის. დაახლოებით 300 მეტრი იქნება.
ნიკო: უკაცრავად, რომ შეგაწუხეთ ქალბატონო! კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას დახმარებისთვის.
ქალი: კარგად ბრძანდებოდეთ!

ძირითადი ფრაზები:

– უკაცრავად, რომ შეგაწუხეთ

– მადლობას გიხდით დახმარებისთვის

უკაცრავად, რომ შეგაწუხეთ – იგივეა, რაც: ბოდიში, რომ შეგაწუხეთ

მადლობას გიხდით დახმარებისთვის – მადლობელი ვარ, რომ დამეხმარეთ

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რა ასწავლა ქალმა ნიკოს და სად მდებარეობდა ერას მოედანი?
2. რატომ ეკითხებოდა ნიკო გამვლელ ქალს ქუჩის მდებარეობას?
3. რას უნდა დაკვირვებოდა ნიკო და რატომ?
4. რისთვის გადაუხადა მადლობა ნიკომ გამვლელ ქალს?

√ დაიმახსოვრეთ:

6. შეარჩიეთ მოსაუბრე და ააგეთ ასეთივე დიალოგები

რჩევა – შეგიძლიათ გამოიყენოთ სიტყვები და ფრაზები:


ოთახები უნდა მოვაწყოთ / ვნახოთ, რა ღირს / არ გადავდოთ /ცოტა სწრაფად / არ შეგეშალოს /
ფეხით წავიდეთ / რა მაგარია /უკაცრავად, რომ შეგაწუხეთ / ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის /
მადლობას გიხდით დახმარებისთვის

IV.
შეხედეთ ფოტოებს. აღწერეთ ისინი – რა არის გამოსახული ამ ფოტოებზე?

7. სასაუბრო თემა:

8 განაწილდით ჯგუფებად.იფიქრეთ ერთად. გააკეთეთ პატარა ჩანაწერი. აარჩიეთ


თემა და ილაპარაკეთ ამის შესახებ.

1. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, როგორ სახლში ან სად ვიცხოვრებ.


2. ჩემს სახლს ან ბინას ჩემი გემოვნებით მოვაწყობ.
3. აუცილებელია, რომ სახლში ან ბინაში ადამიანს თავისი კუთხე ჰქონდეს.
4. როცა ოჯახს შევქმნი, ახალ ბინას ან კერძო სახლს ვიყიდი. თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ის.

გრამატიკა
მაგ., კოტემ თქვა, ბექას ქალაქის ცენტრი უნდა ვაჩვენოო.

მითხრეს, რომ აბაშიძის ქუჩა ერას მოედანთან არისო.

წინადადების ბოლოს ო გამოიყენეთ მაშინ, როცა სხვის ნათქვამს იმეორებთ.

რატომ? – იმიტომ, რომ……

მაგ., რატომ ეკითხება ნიკო გამვლელს ქუჩის მდებარეობას?

– იმიტომ, რომ ბათუმის ქუჩების მდებარეობა არ იცის.

კითხვას რატომ? უპასუხეთ სტრუქტურით – იმიტომ, რომ


ასეთ შემთხვევაში თქვენ ახსნით თქვენი მოქმედების მიზეზს.

მოსმენა

რჩევა – ჩანაწერის მოსმენისას გამოიტანე მთავარი აზრი. დააკვირდი დაფებსა და ილუსტაციებს.

9.1. მოისმენ ნუცასა და ნიკოს საუბარს. ნიკო მეგობრების სახლში ახალი

მისულია. ნუცა მას სახლს ათვალიერებინებს.

ნიკო ნუცა

ანტონიმები

ჩუმად – ხმამაღლა
თანამედროვე – არის ის, რაც ახლა, ამ დროში ხდება.

ახლახან – სულ ცოტა ხნის წინ, თითქმის ახლა.

10.1.1. მოსმენილი მასალიდან ჩაინიშნეთ 3 მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

1. .......................................................................................................................................
2. .......................................................................................................................................
3. .......................................................................................................................................

10.1.2. შემოხაზეთ, თანხმობის გამომხატველი რომელი ფრაზა მოიმინეთ:

ა. მოდი, შეიხედე...
ბ. მეც მომწონს ფერადი დივნები.
გ. კი, რასაკვირველია.
დ. მოიცადე, ნუცა, ჩანთას ავიღებ.

10.1.3. შემოხაზეთ, რომელი წინადადება მოისმინეთ:

ა. ჩანთაც წამოიღე, რომ ტანსაცმელი კარადაში შეალაგო.


ბ. წამოდი, რომ შენი ოთახიც გაჩვენო.
გ. მინდა, რომ დათვალიერება პირველი სართულით დავიწყოთ.
დ. მსურს, რომ ახლა მეორე სართულზე ავიდეთ.

10.1.4. შემოხაზეთ, რომელი კითხვითი წინადადება მოისმინეთ:

ა. ავეჯი თანამედროვე და კომფორტულია?


ბ. მეორე სართულზე ოთხი საძინებელი გვაქვს?
გ. მას თავისი აივანი და დიდი ფანჯრები აქვს?
დ. ჯერ პირველ სართულს ხომ არ მანახებ?

10.1.5. შემოხაზეთ, რას გულისხმობს – დედაჩემი მხოლოდ ყვავილების დარგვაში ეხმარება.

ა. მარტო დადაჩემი რგავს ყვავილებს.


ბ. დედაჩემი და მამაჩემი ერთად რგავენ ყვავილებს.
გ. დედაჩემს არ უყვარს, როცა მამაჩემიც რგავს ყვავილებს.
დ. ეზოში მხოლოდ ყვავილები გვაქვს.

10.1.6. მოწონების [/აღტაცების] გამომხატველი რომელი ფრაზა მოისმინეთ:

ა. რა კარგია ნათელი ოთახი!


ბ. რა კარგია კომფორტული ბინა!
გ. რა კარგია კერძო სახლი!
დ. რა კარგია გამწვანებული ეზო!

10.1.7. მოისმინეთ დიალოგი ორჯერ. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები:


ნუცა: მეორე სართულზე ოთხი საძინებელი გვაქვს. კოტეს
საძინებლის პირდაპირ შენი ოთახი
....................................................... . მე და კოტემ ეს ოთახი
სტუმრებისთვის ....................................................... . მას
თავისი აივანი და დიდი ფანჯრები აქვს, ამიტომ
ოთახი ნათელია. სახლის ეზოსა და ზღვას
....................................................... . ქუჩის ხმაური
....................................................... . მე მგონი, მოგეწონება.
ახლა ჩანთიდან ტანსაცმელი
....................................................... და ქვემოთ ჩამოდი. დედა
სამზარეულოში გველოდება.

ნიკო: კარგი, ნუცა, მალე ჩამოვალ.

10.1.8. გახაზეთ ფორმები, რომლებიც მოისმინეთ:

1. სტუმრების ოთახი – პირველ სართულზეა / მეორე სართულზეა / მესამე სართულზეა.


2. ის ჩვენი საძინებელი ოთახების – პირდაპირაა / მარცხნივაა / გვერდითაა.
3. ეს დივანი და ჭურჭლის კარადა იყიდეს – წეღან / ახლა / ახლახან.
4. როცა მამა მუშაობს, ჩვენ – წყნარად ვართ / ჩუმად ვართ / კარგად ვართ.
5. ასეთი ავეჯი – თანამედროვე და კომფორტულია / ახალი და კომფორტულია / ნათელი და კომფორტულია.

11.2. მოისმენ კოტესა და მისი თბილისელი მეგობრის საუბარს. მას თაკო ჰქვია. თაკო

ბათუმში დეიდასთან არის სტუმრად. ის ტელეფონით ურეკავს კოტეს.

თაკო კოტე

11.2.1. მოსმენილი მასალიდან ჩაინიშნეთ 3 მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

1. .......................................................................................................................................
2. .......................................................................................................................................
3. .......................................................................................................................................

11.2.2. შემოხაზეთ, რომელი წინადადება გამოხატავს სურვილს:

ა. მე და ნიკო მოვალთ შენთან.


ბ. მე სახლის გასაღები არა მაქვს.
გ. ჭავჭავაძემდე ფეხით 15-20 წუთი დაგვჭირდება.
დ. ახლა ვაპირებდი დარეკვას.

11.2.3. შემოხაზეთ, რას ნიშნავს – „ნელა ვივლით და ამასობაში დეიდაშენიც მოვა“

ა. აქ დეიდაშენიც მოვა.
ბ. ამ დროის განმავლობაში დეიდაშენიც მოვა.
გ. ამ ადგილას დეიდაშენიც მოვა.
დ. სახლში დეიდაშენიც მოვა.

11.2.4. შემოხაზეთ, რომელი კითხვითი წინადადება მოისმინეთ:

ა. დეიდაშენს კერძო სახლი აქვს თუ ბინაში ცხოვრობს?


ბ. ბათუმი პატარა ქალაქია?
გ. კორპუსს ერთი სადარბაზო აქვს?
დ. მისაღები ოთახის აივანი ქუჩას გადმოჰყურებს?

11.2.5. შემოხაზეთ სწორი პასუხი – რატომ ვერ შეხვდა თაკო თავის მეგობრებს ქუჩაში?

ა. იმიტომ, რომ ჯერ უნდა ჩაეცვა ტანსაცმელი.


ბ. იმიტომ, რომ ბათუმის ქუჩების სახელები არ იცოდა.
გ. იმიტომ, რომ ფეხით სიარული არ უნდოდა.
დ. იმიტომ, რომ სახლის გასაღები არა ჰქონდა და კარს ღიას ვერ დატოვებდა.

11.2.6. შემოხაზეთ, რომელ წინადადებაშია გამოყენებული არაოფიციალური მიმართვა:

ა. კი, ილია ჭავჭავაძის 39-ია.


ბ. უკაცრავად, ბიჭებო, ასე რომ შეგაწუხეთ.
გ. კარგი, არ ინერვიულო.
დ. ხომ იცი, ფეხით სიარული ჯანმრთელობაა.

11.3. მიუთითეთ სწორია თუ არასწორი. აღნიშნეთ √ -ით:

N სწორი არასწორი
თაკოს დეიდა სახლში არ იყო. √
1. თაკოს სახლის გასაღები არ ჰქონდა და კარს ღია ვერ ტოვებდა.
2. კოტე და ნიკო ჭავჭავაძის ქუჩაზე იყვნენ, როცა მათ თაკოს
დაურეკეს.
3. ახალგაზრდებს თაკოს დეიდის სახლამდე მისასვლელად 15-20
წუთი სჭირდებოდათ.
4. თაკოს დეიდა კერძო სახლში ცხოვრობდა.
5. თაკო თავის მეგობრებს სახლში უნდა დალოდებოდა.

11.3.1. მოისმინეთ დიალოგი ორჯერ. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები:


კოტე: კარგი, ....................................................... . მე და ნიკო
მოვალთ შენთან. სახლის ზუსტი მისამართი მითხარი
და ფეხით ....................................................... . მგონი,
ჭავჭავაძის ქუჩაა არა?

თაკო: კი, ილია ჭავჭავაძის 39-ია. შენი სახლიდან შორს არ


უნდა ....................................................... .

კოტე: ჩვენ რუსთაველის ქუჩაზე ვართ. ბათუმი პატარა


ქალაქია. ჭავჭავაძემდე ფეხით 15-20 წუთი
....................................................... . ნელა ვივლით და
ამასობაში დეიდაშენიც ....................................................... .
ისე, დეიდაშენს კერძო სახლი აქვს თუ ბინაში
ცხოვრობს?

11.3.2. გამოიყენეთ დაფაზე მოცემული ფორმები. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები.

არ / არა / ვერ

1. მე სახლის გასაღები .......................... მაქვს.


2. კარს ღიას .......................... დავტოვებ.
3. არა, დეიდაჩემს კერძო სახლი .......................... აქვს.
4. დეიდაჩემი სახლში .......................... არის.
5. [დეიდაჩემის ბინა] შენი სახლიდან შორს .......................... უნდა იყოს.

11.2.3. გახაზეთ ფორმები, რომლებიც მოისმინეთ:

1. ბათუმის სახლში / ბათუმის ქუჩაში / ბათუმის ბულვარში.


2. სახლის გასაღები / კარის გასაღები / სადარბაზოს გასაღები.
3. ბინის მისამართი / სახლის მისამართი / ქუჩის მისამართი.
4. მისაღები ოთახის აივანი / საძინებლის აივანი / სამზარეულოს აივანი.

წერა

გამოიყენეთ ნასწავლი ზმნები და ფრაზები.

12.1. დაწერეთ – სახლის ან ბინის შესახებ, რომელშიც ცხოვრობთ

რჩევა – აღწერეთ რამდენსართულიანი და რამდენოთახიანია ის; როგორი ფანჯრები აქვს; რა დგას


ოთახებში; გაქვთ თუ არა თქვენი ოთახი; რა გიყვართ ან მოგწონთ თქვენს სახლში ყველაზე ძალიან
და სხვ.

..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................

12.2. გაიხსენეთ და დაწერეთ სახლში გატარებული ერთი დღის ამბავი – ჩემი ერთი დღე

რჩევა – დაწერეთ, როგორ იწყება დილა თქვენს სახლში. რას აკეთებთ, როცა დგებით. რას აკეთებთ
მთელი დღის განმავლობაში. გიყვართ თუ არა სახლში ყოფნა. ვის ეხმარებით, როცა სახლში ხართ
და სხვ.
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................

შემეცნება და კულტურა

13. წაიკითხეთ ანდაზა. შემოხაზეთ სწორი პასუხი.

.შენი კარი გააღე, სხვისიც ღია დაგხვდება.

14. წაიკითხეთ ანდაზა. შემოხაზეთ სწორი პასუხი.

ეს ანდაზა ნიშნავს:
1. როგორც შენ მოექცევი სხვას, სხვაც ისე მოგექცევა.
2. სხვისი კარი ყოველთვის ღია იქნება.
3. შენი კარი სხვისთვის უნდა გააღო.

15. იფიქრეთ:

„ერთ ფანჯარაში ორი იყურებოდა. ერთმა დაინახა


წვიმა და ჭუჭყი, მეორემ მწვანე ფოთლები,
გაზაფხული და ცისფერი ცა”

[ომარ ხაიამი].

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რას დაინახა პირველმა ადამიანმა ფანჯრიდან?
2. რას ხედავდა მეორე ადამიანი?
3. რით განსხვავდებოდა ეს ორი ადამიანი ერთთმანეთისაგან?
4. თქვენი აზრით, რა იგულისხმება სიტყვაში „ფანჯარა“?
5. თქვენ როგორ უყურებთ სამყაროს?

16. ეს საინტერესოა:
აბანოთუბანი − ასე ჰქვია თბილისის ერთ-ერთ უბანს. ძველი დროიდანვე ამ ადგილას ცხელი
წყლები ბუნებრივად ამოდიოდა, მათზე კი აბანოები იყო გაშენებული. ამ უბნის ზემოთ
მდებარეობდა ისტორიული ციხე კალა, რომელსაც დღეს ნარიყალას ციხე ჰქვია. როგორც ჩანს,
აბანოთუბანი იყო პირველი დასახლებული ადგილი ქალაქში, რადგან სწორედ მას უწოდებდნენ
ტფილისს. არაბი გეოგრაფი იბნ ჰაუკალი თბილისის აბანოების შესახებ წერდა, რომ აქ წყალი
ცეცხლის გარეშე დუღსო.

ძველი თბილისის აბანოებს ადამიანები მხოლოდ ჰიგიენისათვის ან სამკურნალოდ არ


იყენებდნენ. აქ დადიოდნენ კაცებიცა და ქალებიც. ქალები ხშირად მთელი დღე რჩებოდნენ,
სადილობდნენ და ჩაის სვამდნენ. აბანოთუბანი ადამიანთა ურთიერთობის ადგილიც იყო. რუსი
ვაჭარი – ვასილი გაგარა – XVII საუკუნეში წერდა: საოცარი რამ ვნახე. ღვთისგან შექმნილია ბუნებ-
დასახლებული ადგილი – ადგილი, სადაც ადამიანები ცხოვრობენ;
რივი ცხელი წყლის აუზები. აქ ხალხი ბანაობს, მათ შორის ქრისტიანები და მუსლიმებიც.
სადაც მათ სახლები აქვთ.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რა ხდებოდა ძველი დროიდანვე აბანოთუბანში?
2. რა მდებარეობს აბანოთუბნის ზემოთ?
3. რა ადგილს ერქვა ადრე ტფილისი?
4. რისთვის იყენებდნენ ადამიანები თბილისის აბანოებს?
5. რითი გაოცდა რუსი ვაჭარი, როცა მან თბილისის აბანოები ნახა?

შეაფასე საკუთარი თავი

17. • იცოდე, რომ საკუთარი თავის შეფასებით შენ აუმჯობესებ სწავლის


ხარისხს.

• დააკვირდი საკუთარ თავსა და სწავლის პროცესს.

• დაფიქრდი და ისე დაასრულე წინადადებები.

რჩევა – შეიძლება გეგონოს, რომ სხვები შენზე უკეთესები


არიან. შენ ამ აზრისგან უნდა გათავისუფლდე.

დაასრულე წინადადებები:
▶ აქამდე ჩემი სახლის ან ბინის დახასიათებისას ქართულ ენაზე შემეძლო მეთქვა ............ ; ახლა კი
შემიძლია ვთქვა: ................ .
▶ როცა თბილისში ან საქართველოს სხვა ქალაქში ბინას ვიქირავებ, არ გამიჭირდება სახელმწიფო ენაზე
კომუნიკაცია, რადგან უკვე ვიცი ............ .
▶ უკვე შემიძლია ელექტრონული ფოსტით ბინის დამქირავებელს ქართულ ენაზე მივწერო პატარა
ტექსტი, რადგან ............ .
▶ მე მაინტერესებს / არ მაინტერესებს ქართული კულტურა, რადგან ............ . რუბრიკიდან „ეს
საინტერესოა“ მე ბევრი ახალი რამ გავიგე, მაგ., ............ .
▶ მე პედაგოგის დახმარებით ყოველთვის ვაზუსტებ / არ ვაზუსტებ იმ საკითხს, რომელიც ............ .
▶ წერის პროცესში ყოველთვის მიძნელდება / არ მიძნელდება ............, რადგან ............ .
▶ მაქვს / არ მაქვს წერის ისეთი უნარები, როგორებიცაა: ვგეგმავ / ვერ ვგეგმავ იმას, რაც უნდა დავწერო;
ვიცი / არ ვიცი, როგორ დავიწყო და დავასრულო ჩემი ნაწერი; ვიყენებ / ვერ ვიყენებ ნასწავლ
ლექსიკასა და გრამატიკას; მაქვს / არ მაქვს შემოქმედებითი უნარი წერის პროცესში; ყოველთვის
ვასწორებ / არ ვასწორებ ჩემს ნაწერს; ვიცავ / ვერ ვიცავ რეგლამენტს [გახაზე ის, რაც უნდა
გამოასწორო].
▶ ჩემი აზრით, გამოიკვეთა, რომ წერის პროცესში მე მაქვს ............ პრობლემა. ამის გამოსასწორებლად მე
გავაკეთებ შემდეგს: ............ .
▶ ჩემი განწყობა შეიცვალა / არ შეიცვალა სახელმწიფო ენის მიმართ, რადგან ............ .
▶ ახლა, როცა ამ თავის შესწავლა დავასრულე, ვიცი, რომ შემდეგში ადვილად გადავჭრი ყველა იმ
პრობლემას, რომლებიც ახალი მასალის დაუფლებისას გამიჩნდება, რადგან უკვე შემიძლია ............ .

ჩანიშნე რვეულში, წერის რომელი უნარის / უნარების


გაუმჯობესება გსურს.

დაგეგმე, როგორ მოიქცევი მომავალში.


თავი VIII

მაღაზიაში

1. უპასუხეთ კითხვებს:

1. აღწერეთ, რას ხედავთ ილუსტრაციებზე და რა საერთო აქვს მათ?


2. რა განსხვავებაა ამ ილუსტრაციებს შორის?
3. რას ყიდულობთ ყველაზე ხშირად და რატომ? ჩამოაყალიბეთ საკუთარი აზრი.

კითხვა

2. ტექსტი:

ორი თვეა, რაც კოტე ჯაში ნაქირავებ ბინაში გადავიდა და თავის ბათუმელ მეგობარ ირაკლისთან ერთად
თბილისში ცხოვრობს. მათი ოჯახის წევრები ბათუმში არიან, ამიტომ საოჯახო საქმეები განაწილებული აქვთ.
ირაკლი შაბათობით ბინას ალაგებს და სარეცხს რეცხავს, კოტე კი პროდუქტების მაღაზიაში ან ბაზარში მიდის და
მთელი კვირისათვის სამყოფი საკვები პროდუქტები მოაქვს. ისინი საჭმელს ძირითადად სახლში ჭამენ, რადგან
გარეთ კვება შედარებით ძვირია. სტუდენტებს ურჩევნიათ, რომ თანხა დაზოგონ და შენახული თანხით კვირა დღეს
გასართობად სადმე წავიდნენ.
პროდუქტების მაღაზია მათ სახლთან ახლოსაა, ამიტომ კოტეს შორს წასვლა არ სჭირდება. მაღაზიაში
ყველაფერი იყიდება − ხორცისა და რძის პროდუქტები, თევზეული, მარცვლეული, ბოსტნეული, ტკბილეული, ხილი
და სასმელები. კოტემ კარგად იცის, რომ სწორი კვება ადამიანის ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა. ის მთელი
კვირის პროდუქტს დაკვირვებით არჩევს და ყველაზე დიდი რაოდენობით ბოსტნეულსა და ხილს ყიდულობს.
კოტე ცდილობს, რომ კვირაში ერთხელ სადილად შემწვარი ან მოხარშული თევზი ჰქონდეთ. თევზი ადამიანის
მხედველობას აუმჯობესებს. ბოსტნეული და ხილი არაერთ ვიტამინს შეიცავს. კოტეს დედა პროფესიით
დიეტოლოგი და კარგი მზარეულია. ის ბავშვობიდან ასწავლიდა თავის შვილებს, რომ ადამიანმა დილა რძის
პროდუქტების მიღებით უნდა დაიწყოს. კოტემ დედისაგან ისიც იცის, რომ მარილიანი საკვები არაჯანსაღია და
ადამიანმა სადილის მომზადებისას ბევრი მარილი არ უნდა გამოიყენოს. არც ბევრი ტკბილეულის ჭამა შეიძლება,
ის ადამიანს ასუქებს და შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნის.
კოტე ჯერ ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პროდუქტს ყიდულობს, შემდეგ კი მაცივარში ცალ-ცალკე აწყობს.
ირაკლის ძალიან მოსწონს კოტეს მიერ გაკეთებული სადილები. მას კარგი ხელი აქვს. კოტემ გემრიელი და
სასარგებლო საკვების მომზადება ოჯახში ისწავლა.

⦁ პროდუქტების მაღაზიაში ყველაფერი იყიდება − ხორცისა და რძის პროდუქტები, თევზეული,


მარცვლეული, ბოსტნეული, ტკბილეული, ხილი და სასმელები.

⦁ სწორი კვება ადამიანის ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა.

⦁ მარილიანი საკვები არაჯანსაღია და ადამიანმა სადილის მომზადებისას ბევრი მარილი


არ უნდა გამოიყენოს.
ძირითადი ფრაზები:

კარგი ხელი აქვს – აქ: გემრიელ სადილებს ამზადებს.

3. ლექსიკა

3.1. ჩამოთვლილ სიტყვებს მიუწერეთ მნიშვნელობები თქვენს ენაზე:


[გამოიყენეთ ორენოვანი ლექსიკონები]
№ ქართული ...........................................................
1. განაწილებული
2. სამყოფი
3. საკვები
4. ჭამს
5. ურჩევნია
6. დაზოგავს
7. იყიდება
8. შენახული
9. ხორცი
10. [რძის] პროდუქტი
11. თევზეული
12. მარცვლეული
13. ბოსტნეული
14. ხილი
15. სასმელი
16. არჩევს
17. ცდილობს
18. დაკვირვება / დაკვირვებით
19. შემწვარი
20. მოხარშული
21. მხედველობა
22 აუმჯობესებს
23. მზარეული
24. მარილიანი
25. ასუქებს
26. უქმნის

4.

ტექსტის გააზრება

1. რატომ აქვთ განაწილებული საოჯახო საქმეები კოტესა და ირაკლის? რას აკეთებენ ისინი
შაბათობით?

2. რატომ ჭამენ მეგობრები საჭმელს ძირითადად სახლში?

3. რა ურჩევნიათ მათ?

4. რა იყიდება პროდუქტების მაღაზიაში?

5. როგორ იქცევა კოტე, როცა ის მთელი კვირის პროდუქტს არჩევს?


შეეცადეთ, აზრი ვრცლად ჩამოაყალიბოთ.
6. რა მოსწონს ირაკლის და რატომ?

სინონიმები ანტონიმები
ჭამს – იკვებება – მიირთმევს ძვირი – იაფი

საჭმელი – საკვები სასარგებლო – უსარგებლო

არაერთი – ბევრი ერთხელ – არაერთხელ / ბევრჯერ

ჯანსაღი – ჯანმრთელი მარილიანი – უმარილო

გამოიყენოს – იხმაროს მსუქანი – გამხდარი


გემრიელი – უგემური

ჭამს – იკვებება – მიირთმევს ძვირი – იაფი

მაგ., – შეხედე, რა გემრიელად ჭამს! მაგ., ზამთარში ხილი ცოტა ძვირია.

კოტე ჯანმრთელობისათვის სასარგებლო საქართველოში ბოსტნეული შედარებით იაფია.


პროდუქტით იკვებება.
სასარგებლო – უსარგებლო
– ეს ქალბატონი უკვე დესერტს მიირთმევს.
მაგ., ვიტამიანებიანი საკვები ჯანმრთელობისათვის
ჯანსაღი – ჯანმრთელი სასარგებლოა.

მაგ., – შეეცადე, ჯანსაღი საკვები პროდუქტები სახლი დავალაგე და უსარგებლო ნივთები


იყიდო. გადავყარე.

ირაკლის ჯანმრთელი ორგანიზმი აქვს. გემრიელი – უგემური


გამოიყენოს – იხმაროს მაგ., დედაჩემის გაკეთებული სადილი ყოველთვის
გემრიელია.
მაგ., როცა სალათს აკეთებ, ბევრი ბოსტნეული
უნდა გამოიყენო. – რა უგემურია! ამ ხორციან სადილს მარილი
საერთოდ არა აქვს?
– სადილში ბევრი მარილი არ იხმარო!

√ დაიმახსოვრეთ:

პროდუქტები
5. წაიკითხეთ კოტესა და მაღაზიის კონსულტანტის დიალოგი

კოტე პროდუქტების მაღაზიაშია. ის საკვებ პროდუქტებს არჩევს და


კალათში აწყობს.

კოტე: უკაცრავად, ქალბატონო, იქნებ დამეხმაროთ!


კონსულტანტი: რაშია საქმე?! რით შემიძლია დაგეხმაროთ?!
კოტე: ბოსტნეულის ყიდვა მინდა და ქაღალდის პარკებს ვერ ვხედავ, რომ შიგნით კარტოფილი და ბადრიჯანი
ჩავყარო.
კონსულტანტი: ჩვენს მაღაზიაში ბევრი მყიდველი შემოდის. დილით ასი ცალი დავდე და ეტყობა, გამოილია.
ახლავე მოგიტანთ. ერთი წუთი დამელოდეთ.
კოტე: დაგელოდებით... მანამდე მოვიფიქრებ, კიდევ რა უნდა ვიყიდო.
კონსულტანტი: აი, ინებეთ ქაღალდის პარკები! რამდენი ცალი მოგაწოდოთ?
პროდუქტები ცალ-ცალკე ჩააწყვეთ და მე აგიწონით.
კოტე: სულ ოთხი ცალი დამჭიდება. ხილიც უნდა შევიძინო. ალბათ, ვაშლსა და
ყურძენსაც ვიყიდი... ისე, ყურძენი რა ღირს? ფასი სად აწერია?
კონსულტანტი: შეხედეთ... ქვედა თაროზე ყველა პროდუქტს თავისი ფასი აწერია.
თეთრი ყურძენი ლარ-ნახევარი ღირს, წითელი ყურძენი კი − ორ-ნახევარი ლარი. თუ
მეტყვით, დაახლოებით რამდენი კილოგრამი ყურძენი გნებავთ, მე დაგეხმარებით.
კოტე: კილო-ნახევარ თეთრ ყურძენს და ერთ კილო ვაშლს წავიღებ.
კონსულტანტი: მაშინ ხილს მე ჩავაწყობ და თან აგიწონით. სასწორთან ვიქნები და იქ მობრძანდით.
კოტე: კარგი, ბადრიჯანსაც ჩავალაგებ პარკში და მალე მოვალ.

კონსულტანტი: თქვენი ხილი უკვე ავწონე. ბოსტნეულსაც ახლავე აგიწონით. მერე შეგიძლიათ, სალაროსთან
მიხვიდეთ და თანხა გადაიხადოთ.
კოტე: გმადლობთ, ქალბატონო! ეს მაღაზია იმიტომ მიყვარს, რომ მყიდველს ყოველთვის კარგად ემსახურებიან.
კარგად ბრძანდებოდეთ!

ძირითადი ფრაზები:

– რაშია საქმე?!

– ეტყობა, გამოილია.

– აი, ინებეთ!

– რა ღირს?

რაშია საქმე?! – რა ხდება?!

ეტყობა, გამოილია – ჩანს, აღარ არის. დამთავრდა.

აი, ინებეთ! – აი, აიღეთ!

რა ღირს? – რა ფასი აქვს?

ცალი – საგანთა საერთო რაოდენობიდან ერთი.

ცალ-ცალკე – თითოეული საგანი დამოუკიდებლად.

ნახევარი – მიიღება მთელის შუაზე გაყოფით და არის გაყოფის ერთი ნაწილი.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რისთვის სჭირდებოდა ქაღალდის პარკები კოტეს?
2. რატომ გამოილია ქაღალდის პარკები?
3. რამდენი ცალი ქაღალდის პარკი უნდოდა კოტეს და რატომ?
4. სად ეწერა პროდუქტის ფასები?
5. რა გააკეთა მაღაზიის კონსულტანტმა, როცა კოტემ ბოსტნეული ქაღალდის პარკებში ჩააწყო?
6. რატომ უყვარდა კოტეს ეს პროდუქტის მაღაზია?

გრამატიკა

√ დაიმახსოვრეთ:

რა? ბოსტნეული მარცვლეული

მაგ., ამ მაღაზიაში მხოლოდ ბოსტნეული იყიდება.

როცა არსებით სახელს –ეულ დაერთვის, ის გამოხატავს საგანთა ერთ სახეობას.

სად? შიგნით გარეთ

მაგ., – რა დევს შიგნით? [მაგ., ქაღალდის პარკში]

ნაყიდი პროდუქტი შიგნით შეიტანე! [მაგ., სახლში]

მაღაზიის გარეთ ირაკლი მელოდებოდა.

რამდენი? ნახევარი

მაგ., – თუ შეიძლება, ორ-ნახევარი კილოგრამი ვაშლი ამიწონეთ.

– ჩემს სახლამდე კილომეტრ-ნახევარი იქნება.

ნახევარი დაერთვის რიცხვით სახელებს ან ზომა-წონის ერთეულებს.


ის ყოველთვის დეფისით იწერება.

ვინ არის ის, ვინც ყიდულობს? მყიდველი

ვინ არის ის, ვინც [გა]ყიდის? გამყიდველი

როდემდე? რა დრომდე? მანამდე ხვალამდე


სადამდე? რა ადგილამდე? აქამდე სახლამდე

მაგ., ამ ახალგაზრდას დღემდე არ ვიცნობდი.

გთხოვ, აქამდე ავტობუსით მოხვიდე!

ჩემს სახლამდე 5 კილომეტრია.

– მდე ხშირად მიუთითებს კონკრეტულ დროზე ან ადგილზე. ის მიგვანიშნებს, რომ ზმნით


გამოხატული მოქმედება ამ ადგილს, დროს ან საგანს არ უნდა გასცდეს.

რისთვის? – იმისთვის, რომ……


მაგ., რისთვის მიდის კოტე მაღაზიაში?

− იმისთვის, რომ პროდუქტები იყიდოს.

კითხვას რისთვის? უპასუხეთ სტრუქტურით – იმისთვის, რომ...


ასეთ შემთხვევაში თქვენ ახსნით თქვენი მოქმედების მიზანს.

6. დაიმახსოვრეთ ზმნის ძირითადი ფორმები:

№ ახლანდელი მომავალი წარსული


1. ჭამს შეჭამს შეჭამა
2. ზოგავს დაზოგავს დაზოგა
3. იყიდება გაიყიდება გაიყიდა
4. არჩევს შეარჩევს შეარჩია
5. ცდილობს შეეცდება შეეცადა
6. აუმჯობესებს გააუმჯობესებს გააუმჯობესა
7. ასუქებს გაასუქებს გაასუქა
8. უქმნის [პრობლემას] შეუქმნის [პრობლემას] შეუქმნა [პრობლემა]

თავისებური ზმნა:
9. ურჩევნია ---- ერჩივნა [?]

ლაპარაკი

კოტე თავის ნაქირავებ ბინაშია და სადილს ამზადებს. მასთან თაკო


მოვიდა. ახალგაზრდებმა ერთად უნდა ისადილონ. წინა
გაკვეთილიდან გაიხსენეთ, ვინ არის თაკო.

7.

I. წაიკითხეთ კოტესა და თაკოს დიალოგი

კოტე: მოდი, თაკო, საჭმლის გაკეთება თითქმის დავამთავრე. ხომ ვთქვით, რომ 2.00 საათზე უნდა ვისადილოთ.
ირაკლიც 5 წუთში მოვა. მაღაზიაში ჩავიდა, ხილის წვენებსა და ლუდს ამოიტანს. შენ თეფშები, დანა-ჩანგალი
და ჭიქები დაალაგე მაგიდაზე. ხომ გშია?!
თაკო: ძალიან მშია. ბებიაჩემის სანახავად ვიყავი. პირდაპირ იქიდან მოვდივარ. სპეციალურად არაფერი ვჭამე.
ვიცოდი, რომ აქ გემრიელი სადილი მელოდებოდა. რა გააკეთე?
კოტე: სადილად ხორცის წვნიანი, კიტრისა და პომიდვრის სალათი და შემწვარი ბადრიჯანი გვაქვს.
თაკო: დესერტი ჯერ არ გაგიკეთებია?!.. ხომ იცი, მე ტკბილეულის გარეშე არ შემიძლია.
კოტე: დესერტი ნამდვილად აღარ გამიკეთებია. გუშინ ბათუმიდან დედაჩემმა აჭარული ბაქლავა გამომიგზავნა.
იცი, დედა რა გემრიელ ბაქლავას აცხობს?! კარაქითა და თხილით აკეთებს. აი, გასინჯავ და ნახავ.
თაკო: აუ, რა მაგარია! ძალიან მიყვარს ბაქლავა. დეიდაჩემიც გემრიელ ბაქლავას აკეთებს. როცა ბათუმში
ვიქნებით, იქ გაგასინჯებ.
კოტე: ირაკლი მალე მოვა და მე ვეღარ ვასწრებ. გთხოვ, კარადიდან თეფშები გამოალაგე. მარჯვენა უჯრაში დანა-
ჩანგალი და კოვზებია, ისინიც ამოიღე და მაგიდაზე დააწყვე. ნუ ზარმაცობ!
თაკო: კარგი, კარგი... მგონი, ლაპარაკით თავი მოგაბეზრე. სჯობს, საქმე გავაკეთო. მითხარი, ჭიქები სად დევს და 2
წუთში ყველაფერს გავაწყობ.
კოტე: ჭიქები და ხელსაწმენდები ზედა კარადის პირველ თაროზეა. გამოაღე და დაინახავ. ერთი ჭიქა მეც
მომაწოდე. გაზქურასთან დამცხა და მომწყურდა. წყალი უნდა დავლიო.
თაკო: ახლავე... აი, აიღე! ისე, წყალი მეც მწყურია. წყალს მეც დავლევ და სუფრასაც გავშლი. სადილი უკვე მზად
არის?
კოტე: კი, მზადაა.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. სად იყო წასული ირაკლი და რისთვის?
2. რა უნდა ეჭამათ ახალგაზრდებს სადილად?
3. რატომ არ გამოაცხო ნამცხვარი ბექამ?
4. რატომ იყო ბექას დედის გაკეთებული ბაქლავა გემრიელი?
5. რა სთხოვა კოტემ თაკოს? სად ეწყო თეფშები, დანა-ჩანგალი და ჭიქები?
6. რატომ მოსწყურდა წყალი კოტეს?

ძირითადი ფრაზები:

– აი, გასინჯავ და ნახავ.

– ნუ ზარმაცობ!

– ლაპარაკით თავი მოგაბეზრე.

– მზად არის?

გასინჯავ და ნახავ – აქ: საკვებს [//საჭმელს] დააგემოვნებ, ანუ გემოს შეამოწმებ და მიხვდები.

ნუ ზარმაცობ! – რაიმეს კეთება ნუ გეზარება!

ლაპარაკით თავი მოგაბეზრე – ლაპარაკით შეგაწუხე.


მზად არის? – აქ: უკვე გაკეთებულია [სადილი]?

თაკოს დეიდა ბაზარშია. მას მზია ჰქვია.


II.

⦁ მზიასა და ხორცის გამყიდველი მამაკაცის დიალოგი


მზია: იქნებ მითხრათ, საქონლის ხორცი რა ღირს?
გამყიდველი: ჩვენთან საქონლის რბილი ხორცი თვრამეტი ლარი ღირს, ძვლიანი კი – თორმეტი. თქვენ
რომელი გნებავთ?
მზია: თუ შეიძლება, კილო-ნახევარი რბილი ხორცი ამიწონეთ.
გამყიდველი: ხორცი ხომ არ გავატარო?
მზია: დიახ, მხოლოდ 700 გრამი გატარებული ხორცი მინდა, დანარჩენი არ გაატაროთ.
გამყიდველი: გასაგებია, ახლავე... ყველსაც ხომ არ ინებებთ? ბევრნაირი ყველი გვაქვს, ამ დილით
მივიღეთ. თუ გნებავთ, გაგასინჯებთ.
მზია: კარგი, მაშინ უმარილო სულგუნი გამასინჯეთ.
გამყიდველი: აი, ნახეთ, სულ ახალი სულგუნია... ძალიან გემრიელია.
მზია: მაშინ ეგეც დაახლოებით ერთი კილოგრამი ამიწონეთ და თანხა მიანგარიშეთ. სულ რამდენი უნდა
გადავიხადო?
გამყიდველი: სულ 42 ლარი გამოვიდა... აი, ინებეთ!

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რა და რა ფასი ჰქონდა საქონლის ხორცს ბაზარში?
2. როგორი ხორცი უნდოდა მზიას?
3. რატომ გაასინჯა გამყიდველმა მზიას ყველი?
4. როგორი ყველი იყიდა მან?

⦁ მზია ბაზარში თავის ძველ მეგობარ საბას შეხვდა.


მზია: როგორ გამიხარდა შენი ნახვა, საბა! როგორ ხარ?! შენც ჩემსავით ბევრი პროდუქტი გიყიდია.
საბა: ხვალ ჩემი მეუღლის დაბადების დღეა. მეგობრები მოდიან სტუმრად და თითქმის ყველაფერი უკვე
ვიყიდე. მე ბაზარში სიარული მიყვარს. აქ პროდუქტი შედარებით იაფია. მაღაზიებში პროდუქტის
ყიდვა ძვირი ჯდება.
მზია: მართალს ამბობ... მეც ამიტომ მიყვარს ბაზარი. თან პროდუქტი სოფლებიდან ჩამოაქვთ და
ნატურალურია. მე ხორცს, კვერცხსა და ქათამს ყოველთვის ბაზარში ვყიდულობ. სოფლის კვერცხს
სხვა გემო აქვს. როცა ვჭამ, სოფელი და ბებიაჩემი მახსენდება.
საბა: რა კარგი დრო იყო ბავშვობა... მეც გამახსენდა ბებიაშენი...
– მზია, გენაცვალე, თუ არაფერი დაგრჩა საყიდელი, მაშინ სახლში წაგიყვან. მძიმე ჩანთები გიჭირავს,
ცოდო ხარ. მე მანქანით ვარ.
მზია: კარგი, საბა...

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რატომ უყვარდა საბას ბაზარში სიარული?
2. რაში დაეთანხმა მზია საბას და რატომ?
3. რას ყიდულობდა მზია ბაზარში ხშირად?
4. რას ახსენებდა სოფლის კვერცხი მზიას?
5. რა შესთავაზა საბამ მზიას და რატომ?
ძირითადი ფრაზები / სიტყვები:

– სულ რამდენი უნდა გადავიხადო?

– მაღაზიებში პროდუქტის ყიდვა ძვირი ჯდება.

– სოფლის კვერცხს სხვა გემო აქვს.

სულ რამდენი უნდა გადავიხადო? – სულ რა თანხა უნდა მოგცეთ?

მაღაზიებში პროდუქტის ყიდვა ძვირი ჯდება – მაღაზიებში პროდუქტში მეტ თანხას იხდი.

სოფლის კვერცხს სხვა გემო აქვს – აქ: სოფლის კვერცხი უფრო გემრიელია, კარგი გემო აქვს.

8.

III

თაკო და ირაკლი ტანსაცმლის მაღაზიაში შევიდნენ. ისინი მაღაზიის


კონსულტანტებს ესაუბრებიან.

⦁ თაკოსა და მაღაზიის კონსულტანტის დიალოგი


თაკო: ერთი წუთით, ქალბატონო, ეს ჭრელი ქვედაბოლო ჩემი ზომა არ
არის. მე 42 ზომას ვიცმევ. იქნებ მომიძებნოთ.
კონსულტანტი: აქ პატარა ზომები კიდია, 42 და 44 მარჯვენა მხარესაა. აი,
ხომ ხედავთ... იქ მოძებნეთ.
თაკო: თუ არ შეწუხდებით, მომეხმარეთ. მინდა, რომ ამ ქვედაბოლოსთვის
სადა პერანგიც შევარჩიო. ხვალ მეგობრები ვიკრიბებით და ახალი ნაყიდი
ტანსაცმლის ჩაცმა მინდა.
კონსულტანტი: თქვენ ნამდვილად 42 ზომა ტანსაცმელს იცმევთ?! თითქოს
უფრო გამხდარი ჩანხართ. მგონი, 40 ზომაც კარგად გექნებათ.
თაკო: დიახ, მართალია. ზოგჯერ 40 ზომაშიც ვეტევი. გააჩნია, რომელი ქვეყნის ნაწარმს ვყიდულობ.
მაგალითად, 40 ზომა ევროპული ტანსაცმელი კარგად მაქვს.
კონსულტანტი: ჰოდა, ეს ქვედაბოლო იტალიურია. მე 42 ზომასაც მოგცემთ. თქვენ გასახდელში შედით,
ორივე გაიზომეთ და ნახეთ, რომელი მოგიხდებათ.
თაკო: კარგი, გმადლობთ. თუ ზედატანი ვერ შევარჩიე, დახმარებისათვის ისევ დაგიძახებთ.
კონსულტანტი: კი, ბატონო! მე მაინც აქ ვდგავარ...

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რისი მოძებნა სთხოვა თაკომ კოლსუნტანტს?
2. რისი შერჩევა უნდოდა კიდევ თაკოს?
3. რა გაუკვირდა კონსულტანტს და რატომ?
4. რა ზომა ევროპული ტანსაცმელი სჭირდებოდა თაკოს?
5. რა მისცა კონსულტანტმა თაკოს და რა ურჩია?

ძირითადი ფრაზები:

ზედატანი – იგივეა, რაც: ზემოთ ჩასაცმელი

ძირითადი ფრაზები:

ზოგჯერ 40 ზომაშიც ვეტევი – ზოგჯერ [//ხანდახან] 40 ზომა ტანსაცმელიც


კარგად მაქვს.

⦁ ირაკლისა და მაღაზიის კონსულტანტის დიალოგი


– ეს ქვედაბოლო ჩაგეტია?

– არა, პატარა მქონდა. არ ჩამეტია.

– ძალიან გიჭერს?

– კი, ძალიან მიჭერს. ის 2 ზომით პატარაა.

კონსულტანტი: რას ეძებთ?! მე მოგეხმარებით.


ირაკლი: ლურჯი სადა შარვალი მინდა, რომ ვიყიდო. არა გაქვთ?
კონსულტანტი: კი, როგორ არა. წამობრძანდით... სადა ნაჭრის შარვლები აქ კიდია. აბა, ნახეთ...
ირაკლი: აი, მგონი, ვიპოვე ისეთი შარვალი, როგორიც მინდოდა, ოღონდ ჩემი ზომა არ კიდია.
კონსულტანტი: ზომა მითხარით და საწყობიდან ამოგიტანთ.
ირაკლი: მე, ჩვეულებრივ, 44 ზომას ვიცმევ, ამიტომ 44 ამომიტანეთ. ისე, რა ღირს?
კონსულტანტი: ახლა საგაზაფხულო ფასდაკლებაა. ამ შარვალს 40 % აკლდება. ამიტომ 85 ლარი გამოდის.
ირაკლი: ნორმალური ფასია. მთავარია, მომერგოს და მომიხდეს. იქნებ ჩემი ზომა მომიტანოთ.
კონსულტანტი: წავალ, საწყობში თქვენს ზომას მოვძებნი და მალე მოგიტანთ... ვიცი, რომ ზომები გვაქვს.
ირაკლი: კარგი, გმადლობთ. მე მანამდე ამ პიჯაკს გავისინჯავ გასახდელში.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რა დაინახა კონსულტანტმა და რა შესთავაზა ირაკლის?
2. რისი ყიდვა სურდა ირაკლის?
3. საიდან უნდა ამოეტანა კონსულტანტს ირაკლის ზომა შარვალი?
4. რატომ ღირდა შარვალი უფრო იაფი?
5. რა იყო ირაკლისთვის მთავარი?

ძირითადი ფრაზები / სიტყვები:

– მთავარია, მომერგოს და მომიხდეს.

– ვიცი, რომ ზომები გვაქვს.

მთავარია, მომერგოს და მომიხდეს – მთავარია, რომ ჩამეტიოს, ანუ ტანზე


კარგად მქონდეს; ჩემი ზომა იყოს.
ვიცი, რომ ზომები გვაქვს – ვიცი, რომ სხვადასხვა ზომა გვაქვს.

9. შეარჩიეთ მოსაუბრე და ააგეთ ასეთივე დიალოგები.

რჩევა – შეგიძლიათ გამოიყენოთ სიტყვები და ფრაზები: აი, გასინჯე და ნახე / მომეხმარე, ნუ ზარმაცობ!
/ლაპარაკით თავი მოგაბეზრე / [სადილი] მზად არის / მაღაზიებში პროდუქტის ყიდვა ძვირი ჯდება
/ [სოფლის კვერცხს] სხვა გემო აქვს / ეს [კაბა / შარვალი] არ მეტევა. ის მიჭერს / მთავარია,
ტანსაცმელი მომერგოს და მომიხდეს.

10.

IV

შეხედეთ ფოტოებს. აღწერეთ ისინი – რა არის გამოსახული ამ ფოტოებზე?


11. სასაუბრო თემა:

12. განაწილდით ჯგუფებად. იფიქრეთ ერთად. გააკეთეთ პატარა ჩანაწერი. აარჩიეთ


თემა და ილაპარაკეთ ამის შესახებ.

1. საკვებ პრდუქტებს ჩემი მშობლები ყიდულობენ. ამ საკითხში მე არ ვერევი.


2. მე საკვები პროდუქტების შესაძენად ბაზარში დავდივარ.
3. მაღაზიებში ყველაფერი იყიდება, ამიტომ ბაზარში ან ბაზრობაზე არ დავდივარ.
4. როცა ჩემი ოჯახი მექნება, მე და ჩემი მეუღლე ერთად ვიყიდით საკვებ პროდუქტებს, ერთად ავარჩევთ
ტანსაცმელს და სხვ.

გრამატიკა

13.

რა მიქნია? გამიკეთებია რა გვიქნია? გაგვიკეთებია

რა გიქნია? გაგიკეთებია რა გიქნიათ? გაგიკეთებიათ

რა უქნია? გაუკეთებია რა უქნიათ? გაუკეთებიათ

მაგ., – სადილი ჯერ არ გაგიკეთებია?

– არა, ჯერ არ გამიკეთებია.


– კი, უკვე გავაკეთე.

როგორი?

ისეთი[ვე] ............, როგორიც

მაგ., მგონი, ვიპოვე ისეთი შარვალი, როგორიც მინდოდა

მე ისეთივე კაბა მაქვს, როგორიც შენ გაცვია.

მოსმენა

რჩევა – ჩანაწერის მოსმენისას გამოიტანე მთავარი აზრი. დააკვირდი დაფებსა და ილუსტაციებს.

14.1. მოისმენ საბას მეუღლისა და მაღაზიის კონსულტანტის საუბარს.

საბას ცოლს ეკა ჰქვია. გაიხსენე, ვინ არის საბა.

ეკა მაღაზიის კონსულტანტი

ვადაგასული – ისეთი პროდუქტი, რომელსაც ვადა, ანუ დრო, გაუვიდა და საკვებად აღარ ვარგა.
მომხმარებელი – ის, ვინც პროდუქციას მოიხმარს, ანუ მყიდველი.

14.1.1. მოსმენილი მასალიდან ჩაინიშნეთ 3 მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

1. .......................................................................................................................................
2. .......................................................................................................................................
3. .......................................................................................................................................

14.1.2. შემოხაზეთ სწორი პასუხუხი – რატომ არ იცოდა ეკამ, სად ეწყო რძის პროდუქტები?
ა. იმიტომ, რომ რძის პროდუქტები სხვა ადგილას დააწყვეს.
ბ. იმიტომ, რომ მაღაზია საღამოს 9.00 სათამდე მუშაობდა.
გ. იმიტომ, რომ ეკა ამ მაღაზიაში პირველად იყო.
დ. იმიტომ, რომ მაღაზია დილის 8.00 საათზე იხსნებოდა.

14.1.3. შემოხაზეთ, რომელი კითხვითი წინადადება მოისმინეთ:

ა. თქვენს მარკეტში ყველაფერი ახალია?


ბ. ისინი ნატურალურ რძეზეა დამზადებული?
გ. ეტიკეტს პროდუქტის შემადგენლობა აწერია?
დ. თქვენ რომელი ფირმის პროდუქციას მირჩევთ?

14.1.4. შემოხაზეთ, რომელი წინადადება მოისმინეთ:

ა. ისინი ნატურალურ რძეზეა დამზადებული და ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა.


ბ. ისინი სოფლის რძეზეა დამზადებული და ძალიან სასარგებლოა.
გ. ისინი ქარხნულადაა დამზადებული და ორგანიზმისთვის სასარგებლოა.
დ. ისინი ახალი მიღებულია და ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა.

14.1.5. შემოხაზეთ, რას ნიშნავს – იქითა თვიდან სადღეღამისო რეჟიმზე გადავალთ.

ა. იქითა თვიდან დღის განმავლობაში ვიმუშავებთ.


ბ. იქითა თვიდან ღამის საათებში ვიმუშავებთ.
გ. იქითა თვიდან დილიდან საღამომდე ვიმუშავებთ.
დ. იქითა თვიდან 24 საათის განმავლობაში ვიმუშავებთ.

14.1.6. შემოხაზეთ სწორი პასუხუხი – რომელი წინადადება გამოხატავს ვარაუდს?

ა. მომხმარებელმა ჯერ კარგად არ იცის, სად რა დავალაგეთ.


ბ. სჯობს, მე წამოგყვეთ და გაჩვენოთ.
გ. ვფიქრობთ, რომ ამით მომხმარებლებს გავახარებთ.
დ. როგორც ვხედავ, არც მაღალი ფასები არა გაქვთ.

14.1.7 . მოისმინეთ დიალოგი ორჯერ. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები:

კონსულტანტი: ჩვენი მაღაზია ორი კვირის განმავლობაში დილის


8.00 საათზე ....................................................... და საღამოს 9.00
საათამდე იმუშავებს. მაღაზიის მეპატრონემ თქვა, რომ იქითა
თვიდან ....................................................... გადავალთო. ვფიქრობთ,
რომ ამით მომხმარებლებს გავახარებთ.

ეკა: ნამდვილად... ეს მაღაზია ....................................................... . როგორც


ვხედავ, არც მაღალი ფასები არა გაქვთ, ამიტომ ძალიან
....................................................... . გმადლობთ დახმარებისათვის ...
წავალ, სალაროსთან ....................................................... . თქვენთან
საკრედიტო ბარათით თანხის გადახდა ხომ შეიძლება?

14.1.8. გახაზეთ ფორმები, რომლებიც მოისმინეთ:


1. თაროებზე არ ვაწყობთ – ახალ პროდუქტს / ძველ პროდუქტს / ვადაგასულ პროდუქტს.
2. ისინი დამზადებულია – ძროხის რძეზე / სოფლის რძეზე / ნატურალურ რძეზე.
3. [ის] შეიცავს – ბევრ ვიტამინს / არაერთ ვიტამინს / სხვადასხვა ვიტამინს.
4. იქითა თვიდან გადავალთ – დღისა და ღამის რეჟიმზე / სადღეღამისო რეჟიმზე /24-საათიან რეჟიმზე.
5. როგორც ვხედავ, არა გაქვთ – არც მაღალი ფასები / არც დაბალი ფასები/ არც საშუალო ფასები.

27.2. მოისმენ ირაკლისა და მისი თბილისელი მეგობრის საუბარს. მას ანა ჰქვია.

ისინი ტანსაცმელების მაღაზიაში შეხვდნენ ერთმანეთს.

ირაკლი: გამარჯობა, ანა, დიდი ხანია, არ მინახიხარ. როგორ ხარ?


ანა: არა მიშავს, ირაკლი! მუშაობა დავიწყე და ძალიან დაკავებული ვარ, ვერავის ვნახულობ.
ირაკლი: გეტყობა, რაღაცის ყიდვას აპირებ.
ანა: ჰო, რა ვიცი... დღეს შაბათია, არ ვმუშაობ და ვიფიქრე, ახალ ტანსაცმელს ვიყიდი-მეთქი.
ირაკლი: მეც მაგისთვის მოვედი, შარვლის შეძენა მინდა. ძალიან მიყვარს ეს სავაჭრო ცენტრი, აქ
ყოველთვის იაფია ყველაფერი.
ანა: მამაკაცების ტანსაცმელი მარჯვენა მხარესაა, წეღან ვიყავი. ჩემს ძმას მაისური ვუყიდე საჩუქრად.
ორ დღეში დაბადების დღე აქვს... ისე, შარვლები შედარებით ძვირია და თან ზომებიც აღარა აქვთ.
ფასდაკლების გამო ბევრი რაღაც უკვე გაყიდულია.
ირაკლი: რა ვქნა, რაც არ უნდა ძვირი იყოს, მაინც რამე უნდა შევარჩიო. რამეს ვნახავ ახალი
კოლექციიდან. მთავარია, ტანზე მომეგოს და მომიხდეს. იქითა კვირას მეც ქორწილში მივდივარ და
სირცხვილია, ძველ შარვალს ვეღარ ჩავიცმევ. თუ ფული დამრჩა, შეიძლება ფეხსაცმელიც ვიყიდო.
ანა: ფეხსაცმელების მაღაზიები, მგონი, მეორე სართულზეა. მეც ვაპირებ ფეხსაცმლის ყიდვას.
ფეხსაცმელი შარშანაც ვიყიდე და უკვე აღარ მომწონს.
ირაკლი: კარგი, აბა, აღარ გაგაცდენ. როგორც ვხედავ, ორივეს ბევრი საქმე გვაქვს.
ანა: კარგი... მარცხნივ წავალ, ქალების განყოფილება იქით უნდა იყოს... იქნებ მოახერხო და
შემოგვიარო... ხომ იცი, ჩვენებს ძალიან გაუხარდებათ.
ირაკლი: გპირდები, რომ შემოვივლი, თქვენები მომიკითხე!
ანა: მოკითხვას აუცილებლად გადავცემ... აბა, დროებით!
ირაკლი: კარგად!

15.2.1. მოსმენილი მასალიდან ჩაინიშნეთ 3 მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

1. .......................................................................................................................................
2. .......................................................................................................................................
3. .......................................................................................................................................

15.2.2. შემოხაზეთ დამშვიდობების რომელი ფორმა მოისმინეთ:

ა. ნახვამდის! ბ. კარგად ბრძანდებოდეთ!


გ. აბა, დროებით! დ. კარგი, აბა, აღარ გაგაცდენ!

15.2.3. შემოხაზეთ აზრის დადასტურების რომელი ფორმები მოისმინეთ:

ა. კარგი და დიახ. ბ. ჰო და კარგი.


გ. აბა და დროებით. დ. გეტყობა და არა მიშავს.

15.2.4. შემოხაზეთ მოკითხვის რომელი ფრაზა მოისმინეთ:

ა. აბა, აღარ გაგაცდენ... ბ. რა ვქნა...


გ. მეც მაგისთვის მოვედი. დ. როგორ ხარ?!

15.2.5. შემოხაზეთ სწორი პასუხი – რა არის მთავარი ირაკლისთვის?

ა. ის, რომ შარვალი ლურჯი უნდა იყოს.


ბ. ის, რომ შარვალი მოერგოს და მოუხდეს.
გ. ის, რომ ქორწილში მიდის.
დ. ის, რომ ფეხსაცმელიც უნდა იყიდოს.

15.2.6. შემოხაზეთ სწორი პასუხი. რა იგულისხმება ფრაზაში – „თქვენები მომიკითხე“.

ა. მოიკითხე შენი ოჯახის წევრები. ბ. მოიკითხე შენი ახლობლები.


გ. მოიკითხე შენი თანამშრომლები. დ. მხოლოდ მშობლები მოიკითხე.

15.3. მიუთითეთ სწორია თუ არასწორი. აღნიშნეთ √ -ით:

N სწორი არასწორი
ირაკლიმ და ანამ ერთმანეთი შეხვედრამდე ცოტა ხნის წინ ნახეს. √
1. ანამ მუშაობა დაიწყო და ძალიან დაკავებული იყო.
2. ირაკლის კოსტიუმის შეძენა სურდა.
3. ანამ მამაკაცების განყოფილებაში თავის ძმას მაისური უყიდა.
4. ფასდაკლების გამო მაღაზიაში ბევრი რამ უკვე გაყიდული იყო.
5. ირაკლის სურდა, რომ ტანსაცმლის ძველი კოლექციიდან რამე
შეერჩია.
6. ირაკლი ქორწილში მიდიოდა და ძველი შარვლის ჩაცმის
რცხვენოდა.
7. ანას წინა წელს ნაყიდი ფეხსაცმელი ძალიან მოსწონდა.
8. დამშვიდობებისას ირაკლი ანას შეჰპირდა, რომ მისი ოჯახის
წევრებს მოინახულებდა.

15.4. მოისმინეთ დიალოგი ორჯერ. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები:

ირაკლი: მეც მაგისთვის ....................................................... ,


შარვლის შეძენა მინდა. ძალიან მიყვარს ეს სავაჭრო
ცენტრი, აქ ყოველთვის .......................................................
ყველაფერი.

ანა: მამაკაცების ტანსაცმელი მარჯვენა მხარესაა, წეღან


ვიყავი. ჩემს ძმას მაისური .......................................................
საჩუქრად. ორ დღეში დაბადების დღე აქვს... ისე,
შარვლები ცოტა ....................................................... .

ირაკლი: რა ვქნა, რაც არ უნდა ძვირი იყოს, მაინც რამე


..................................................... . რამეს ვნახავ ახალი
კოლექციიდან. მთავარია, ტანზე მომეგოს და
მომიხდეს.

15.4.1. გამოიყენეთ დაფაზე მოცემული ფორმები. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები.

შარშანაც /ორ დღეში / დღეს / იქითა კვირას / წეღან

1. .......................... შაბათია, არ ვმუშაობ და ვიფიქრე, ახალ ტანსაცმელს ვიყიდი-მეთქი.


2. მამაკაცების ტანსაცმელი მარჯვენა მხარესაა, .......................... ვიყავი.
3. ჩემს ძმას მაისური ვუყიდე საჩუქრად........................... დაბადების დღე აქვს.
4. .......................... მეც ქორწილში მივდივარ და სირცხვილია, ძველ შარვალს ვეღარ ჩავიცმევ.
5. ფეხსაცმელი .......................... ვიყიდე და უკვე აღარ მომწონს.
წერა

გამოიყენეთ ნასწავლი ზმნები და ფრაზები.

16.1 დაწერეთ მაღაზიის შესახებ, რომელშიც ხშირად დადიხართ

რჩევა – აღწერეთ სად მდებარეობს და როგორია ის; რა იყიდება ამ მაღაზიაში; რას ყიდულობთ ყველაზე
ხშირად; ვინ ამზადებს სადილებს ოჯახში; რომელი სადილის მომზადება იცით თქვენ და სხვ.

..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................

16.2. დაწერეთ ერთი ამბავი, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ, როცა ბაზარში
ან ბაზრობაზე იყავით

რჩევა – დაწერეთ, ვისთან ერთად ყოფილხართ ბაზარში ან ბაზრობაზე; რისი ყიდვა გიყვართ და
გსიამოვნებთ; გრძნობთ თუ არა თავს ბედნიერად, როცა რამეს ყიდულობთ; გიყიდიათ თუ არა
საჩუქრები ახლობელი ადამიანებისათვის ბაზრობაზე; სთხოვთ თუ არა გამყიდველს ფასის
დაკლებას, როცა ბაზარში ან ბაზრობაზე ხართ და რატომ?

..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................

შემეცნება და კულტურა

17. წაიკითხეთ ანდაზა. შემოხაზეთ სწორი პასუხი.

ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო.


18. წაიკითხეთ ანდაზა. შემოხაზეთ სწორი პასუხი.

ეს ანდაზა ნიშნავს:
1. თუ ცხრა ძმა გყავს, თხილი მათაც უნდა გაუყო.
2. თუ თხილს ჭამ, ის ცხრა ნაწილად უნდა გაყო.
3. თუ ადამიანი გულკეთილია, ის თავის მცირე ლუკმას სხვასაც გაუნაწილებს.

19. იფიქრეთ:

„ძაღლისთვის მიგდებული ძვალი არ არის


მოწყალება. მოწყალებაა, როცა თვითონაც
ძაღლივით მშიერი მას ძვალს გაუყოფ ”
[ჯეკ ლონდონი].

• უპასუხეთ კითხვებს:
1. ჯეკ ლონდონის აზრით, რა არ არის მოწყალება, ანუ სიკეთე და დახმარება?
2. რა არის ჯეკ ლონდონისათვის მოწყალება?
3. თქვენი აზრით, რა იგულისხმა ამერიკელმა მწერალმა სიტყვებში –
„ მიგდებული ძვალი“?
4. თქვენი აზრით, რატომ არ აკეთებს სიკეთეს ადამიანი, როცა ის ძაღლს ძვალს მიუგდებს?

20. ეს საინტერესოა:

1965 წელს არქეოლოგებმა საქართველოში, თბილისის სამხრეთით მდებარე შულავერის გორაზე


(ქვემო ქართლში), თიხის ჭურჭელზე დაახლოებით 8 000 წლის წინანდელი ვაზის წიპწები
აღმოაჩინეს. შულავერის გორა თბილისიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. ქართველმა და უცხოელმა
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ აღმოჩენილი წიპწები ვაზის კულტურულ სახეობას ეკუთვნის. ისინი
ღვინის უძველესი ნაშთებია. ფაქტია, რომ იმ დროს მდინარე მტკვრის ხეობაში კულტურული ვაზის
ჯიშები უკვე არსებობდა. როგორც ჩანს, ძველი ადამიანი ყურძნისგან სხვადასხვა პროდუქტს
ამზადებდა – ღვინოს, წვენსა და, შესაძლებელია, ტკბილეულსაც.

უძველესი დროიდან ადამიანები ღვინოს თიხის ჭურჭელში ინახავდნენ. მასში დაახლოებით 300
ლიტრ წვენს ასხამდნენ. სავარაუდოდ, თიხის ჭურჭელი მიწაში იყო ჩაფლული. ასეთ თიხის ჭურჭელს
დღეს ქართულ ენაში ქვევრი ჰქვია. საინტერესოა ისიც, რომ სიტყვა „ღვინო“ მსოფლიოს ბევრ ენაში
სწორედ ქართული ენიდან გავრცელდა. მაგალითად, ლათინურში გვაქვს „Vinum“, ინგლისურში –
„Wine“, გერმანულში – „Wein“, იტალიურსა და ესპანურში – „Vino“ და სხვა.
წიპწა
2013 –წელს
იგივეა, რაც: ყურძნის
„იუნესკომ“ კურკა.აღიარა, რომ საქართველო „ღვინის აკვანი“, ანუ ღვინის
[UNESCO-მ]
სამშობლოა.
ჯიში – აქ: კონკრეტული სახეობა.
21. უპასუხეთ კითხვებს:
1. რა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა საქართველოში და სად?
2. რა დაადგინეს ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა?
3. რას ამზადებდა ყურძნისაგან ძველი ადამიანი?
4. რაში ინახავდნენ უძველეს დროში ადამიანები ღვინოს და რა ჰქვია ამ ჭურჭელს?
5. სავარაუდოდ, საიდან გავრცელდა სიტყვა „ღვინო“ მსოფლიოს ენებში? დაასახელეთ, რა ჰქვია ღვინოს
თქვენს ენაში და შეადარეთ ისინი ქართულ სიტყვას.
6. რა უწოდა საერთაშორისო ორგანიზაცია „იუნესკო“-მ საქართველოს?

შეაფასე საკუთარი თავი

22. ⦁ იცოდე, რომ საკუთარი თავის შეფასება გაძლევს ცხოვრებისეულ


გამოცდილებას. თვითშეფასება გაგიადვილებს, ერთმანეთისაგან
გაარჩიო კარგი და ცუდი.

⦁ დააკვირდი საკუთარ თავსა და სწავლის პროცესს. დაკვირვებით შენ


ყალიბდები პიროვნებად.

⦁ დაფიქრდი და ისე დაასრულე წინადადებები.

რჩევა – ობიექტურად შეაფასე საკუთარი თავი, რადგან


ასეთ შეფასებას მომავალში გავლენა ექნება
შენს გადაწყვეტილებებზე.

⦁ დაასრულე წინადადებები:
▶ აქამდე ქართულ ენაზე რამდენიმე პროდუქტის დასახელება შემეძლო. ესენია: ............ ; ახლა კი
შემიძლია ვთქვა: ................ .
▶ სახელმწიფო ენაზე სხვადასხვა პროდუქტის სახელების ცოდნას მე გამოვიყენებ მაშინ, როცა ................ .
▶ ჯგუფური მუშაობისას ჩემი აზრის ჩამოსაყალიბებლად გამოვიყენე ისეთი არგუმენტები, როგორებიცაა
................ .
▶ კამათის დროს დავიცავი / ვერ დავიცავი ისეთი წესები, როგორებიცაა: ვერ გადმოვეცი საკუთარი აზრი
სწრაფად და მოკლედ; ვერ დავასაბუთე ჩემი არგუმენტი შესაბამისი მაგალითით; ვიყავი / არ ვიყავი
სამართლიანი ჩემი მოკამათის მიმართ; სიტყვა შევაწყვეტინე მოკამათეს [გახაზე ის, რაც მომავალში
უნდა გააუმჯობესო].
▶ მომავალში, როცა მე საჯაროდ ჩემი აზრის ჩამოყალიბება მომინდება, ................ .
▶ ამ სასწავლო თავის გავლის შემდეგ მე დავინტერესდი ................ .
▶ განვლილი საკითხებიდან მე აუცილებლად გავიმეორებ ............, რადგან ................ .
▶ ყველაზე დიდი დრო მოვანდომე ................ საკითხის შესწავლას, რადგან ................ .
▶ მე ქართულ ენაზე გამიუმჯობესდა / არ გამიუმჯობესდა კომუნიკაციის უნარი, რადგან ................ .
▶ მე მაქვს / არ მაქვს სხვებთან [/თანაჯგუფელებთან] თანამშრომლობის უნარი, რადგან ................ .
ჩანიშნე რვეულში, ჯგუფური მუშაობის
რომელი უნარი არ გაქვს.
დაგეგმე, როგორ მოიქცევი მომავალში.
თავი IX

სად სწავლობ?

1. უპასუხეთ კითხვებს:

1. რას ხედავთ ილუსტრაციებზე? შეეცადეთ, აღწეროთ ისინი.


2. რა გაგიგიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების შესახებ?
3. რომელ უნივერსიტეტში ისურვებდით სწავლის გაგრძელებას და რატომ?

კითხვა

2. ტექსტი:

მე თამარ გელოვანი ვარ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში


ვსწავლობ. ერთი წლის წინ წარჩინებით დავამთავრე საშუალო სკოლა. იმავე ზაფხულს ერთიანი ეროვნული
გამოცდები ჩავაბარე და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩავირიცხე.
ჩემი უნივერსიტეტი მთელ კავკასიაში პირველი უმაღლესი სასწავლებელი
იყო. ის 1918 წლის 8 თებერვალს გაიხსნა, მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების
დღეს. ამ დროს კავკასიის რეგიონში სხვა უნივერსიტეტი არ იყო. ქართულ
საზოგადოებაში უმაღლესი სასწავლებლის დაარსების იდეა XIX საუკუნეში
გაჩნდა, რადგან ქართულ უმაღლეს განათლებას დიდი ხნის ისტორია ჰქონდა.
ჯერ კიდევ XII საუკუნეში ჩვენს ქვეყანაში ორი აკადემია არსებობდა −
გელათისა და იყალთოს აკადემიები. აქ ასწავლიდნენ ასტრონომიას,
ფილოსოფიას, გეოგრაფიას, გეომეტრიას და სხვა საგნებს. სავარაუდოდ, სწორედ იყალთოს აკადემიაში სწავლობდა
კაცობრიობის უდიდესი პოეტი შოთა რუსთაველი. ამის შემდეგ საქართველოს ისტორიაში რთული პერიოდი დადგა.
ქვეყანა მონღოლებმა დაიპყრეს და ქართული აკადემიები გაუქმდა.
ქართულმა ინტელიგენციამ კარგად იცოდა, რომ სწავლისა და განათლების გარეშე არ არსებობდა ქვეყნის
წინსვლა. სწორედ ამ იდეით დაარსდა იმ დროისათვის პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი ამიერკავკასიაში.
საქართველო მულტიკულტურული ქვეყანაა, ამიტომ ჩემთან ერთად ეროვნული უმცირესობების
წარმომადგენელი სტუდენტებიც სწავლობენ − ეთნიკური აზერბაიჯანელები, სომხები, ოსები და სხვა. ჩვენს
უნივერსიტეტში მათთვის სპეციალური მოსამზადებელი პროგრამა არსებობს. ისინი ჯერ კარგად ეუფლებიან
ქართულ ენას, შემდეგ ირჩევენ პროფესიებს და საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები ხდებიან. ჩემს ფაკულტეტზე
80-ამდე ასეთი სტუდენტი სწავლობს. ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. ამ ქვეყანაში დაიბადნენ,
გაიზარდნენ და იღებენ განათლებას. მე ძალიან მიყვარს ჩემი აზერბაიჯანელი, სომეხი, აფხაზი, ოსი და ბერძენი
მეგობრები. ჩვენ ერთად ვიღებთ მონაწილეობას სტუდენტურ ცხოვრებაში, ერთად ვმეცადინეობთ უნივერსიტეტის
ბიბლიოთეკაში, დავდივართ თბილისის კინოთეატრებში, ექსკურსიებზე და გასართობ ადგილებში.
მე მეამაყება, რომ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მქვია.

⦁ მე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ.

⦁ საქართველო მულტიკულტურული ქვეყანაა, ამიტომ ჩემთან ერთად ეროვნული უმცირესობების


წარმომადგენელი სტუდენტებიც სწავლობენ.

⦁ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. ამ ქვეყანაში დაიბადნენ, გაიზარდნენ და იღებენ


განათლებას.

3. ლექსიკა

⦁ ჩამოთვლილ სიტყვებს მიუწერეთ მნიშვნელობები თქვენს ენაზე:


[გამოიყენეთ ორენოვანი ლექსიკონები]
№ ქართული ...........................................................
1. წარჩინება
2. ერთიანი
3. ირიცხება
4. იხსნება
5. ხსენება / ხსენების დღე
6. აარსებს
7. კაცობრიობა
8. იპყრობს
9. უქმდება
10. მოსამზადებელი
11. ეუფლება
12. იზრდება
13. იღებს [განათლებას /
მონაწილეობას]
14. მეცადინეობს
15. ეამაყება

4.

ტექსტის გააზრება

1. რა უნდა ჩააბაროს ახალგაზრდამ, თუ მას უმაღლეს სასწავლებელში სურს სწავლის


გაგრძელება?
2. დაასახელეთ პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. როდის გაიხსნა ის?
3. რომელი აკადემიები არსებობდა საქართველოში XII საუკუნეში?
4. როგორი ქვეყანაა საქართველო და რა არსებობს ეროვნულიუმცირესობებისათვის თსუ-ში?
5. რას აკეთებენ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები ქართველ
სტუდენტებთან ერთად?

თსუ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სინონიმები ანტონიმები
დაამთავრა – დაასრულა რთული – მარტივი

ეროვნული – ნაციონალური წინსვლა – უკუსვლა

ეუფლება – აქ: სწავლობს

დაამთავრა – დაასრულა რთული – მარტივი

მაგ., – იქნებ გამახსენო, სკოლა რომელ წელს მაგ., – ძალიან რთული შეკითხვა დამისვით,
დაამთავრე? ამიტომ ცოტა ხანს დავფიქრდები.

საწერი დავალება უკვე ეს დავალება მარტივი დასაწერია, ამიტომ


დაასრულეთ? მაღალი ქულა უნდა მივიღო.

ეუფლება – სწავლობს წინსვლა – უკუსვლა

მაგ., უნივერსიტეტში მე არქეოლოგის მაგ., – ჩემი წინსვლისთვის აუცილებელია,


პროფესიას ვეუფლები. რომ უნივერსიტეტში ჩავაბარო.

ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა თუ უნივერსიტეტში კარგად არ ვისწავლი,


ფაკულტეტზე ჩემთან ერთად ეს ჩემი უკუსვლა იქნება.
სწავლობს.

საუკუნე – იგივეა, რაც ასწლეული, ანუ 100 წელი ერთად.

5. √ გაიხსენეთ
6. წაიკითხეთ თამარისა და მისი თანაკურსელის დიალოგი. ისინი უნივერსიტეტის
დერეფანში შეხვდნენ ერთმანეთს.

თამარი: უკვე მოხვედი, ბექა?! მე მგონი, ცოტა ადრეა.


ბექა: მე დილის ცხრა საათიდან უნივერსიტეტში ვარ. ბიბლიოთეკაში ვიყავი. სასემინარო დავალება მოვამზადე.
რომელი საათია?.. ძალიან ადრეა?..
თამარი: 12-ის ნახევარია. ლექციის დაწყებამდე დრო ნახევარი საათი გვაქვს. მამაჩემმა მანქანით წამომიყვანა და
მეც ადრე მომივიდა მოსვლა... უნივერსიტეტის ეზოში ხომ არ ჩავიდეთ? ამასობაში ბავშვებიც მოვლენ. თან
დავილაპარაკებთ.
ბექა: კი, ბატონო, ჩავიდეთ... რაღაც შეწუხებული ჩანხარ, თაკო,
რამე მოხდა?!
თამარი: რა ვიცი, აბა?!.. გუშინ მთელი ღამე ვიმეცადინე,
დავალებებიც გავაკეთე, მაგრამ ერთი საკითხი ვერ გავიგე და
ძალიან ვნერვიულობ... ბ-ნმა გიორგიმ სემინარზე რომ
გამომიძახოს, იმ საკითხს ვერ ვუპასუხებ. ხომ იცი, ყველა
საგანში მაღალი ქულები მყავს. ამ სემესტრში უნივერსიტეტმა
სტიპენდიაც დამინიშნა და არ მინდა, რომ დავკარგო.
ბექა: რა განერვიულებს?! მითხარი, რა ვერ გაიგე?!.. მე
დაგეხმარები. თუ გინდა, ბ-ნ გიორგის უთხარი სემინარზე.
დარწმუნებული ვარ, რომ მასალას თავიდან ახსნის. ყოველთვის
გვეკითხება, რა ვერ გაიგეთო?..
თამარი: მერიდება, ეგ რომ ვუთხრა, მაგრამ, მგონი, სხვა გზა არა მაქვს. ასე
უნდა მოვიქცე, თორემ მასალას ჩამოვრჩები.
ბექა: მეც დაგეხმარებოდი, მაგრამ, ალბათ, სჯობს ბ-ნმა გიორგიმ ახსნას.
ყოველთვის ყურადღებით გვაკვირდება, ახსნილი მასალიდან კარგად რა
ვერ გავიგეთ.
თამარი: მართალს ამბობ, ბ-ნ გიორგის დავუსვამ შეკითხვას.
ბექა: შუალედურ გამოცდამდე ორი კვირა დარჩა, მაგ საკითხის სწავლასაც
მოასწრებ. გთხოვ, აღარ ინერვიულო. თუ კიდევ გაგიჭირდება, გპირდები,
მე დაგეხმარები. თუ გინდა, ერთად ვიმეცადინოთ. ახლა საათი ნახე, სემინარზე არ დაგვაგვიანდეს. რომელია?..
თამარი: 12.00-ს 10 წუთი აკლია. წამოდი, წავიდეთ. სემინარი მესამე სართულზე გვაქვს, 312-ე აუდიტორიაში. სანამ
მესამეზე ავალთ, მანამდე დროც გავა.
ბექა: კარგი წავიდეთ... აი, გაიხედე, ბ-ნი გიორგიც მოვიდა.

ძირითადი ფრაზები:

– რომელი საათია? / რომელია?

– ადრე მომივიდა მოსვლა

– შეწუხებული ჩანხარ

– დარწმუნებული ვარ

– სხვა გზა არა მაქვს

– გპირდები, მე დაგეხმარები
რომელი საათია? – რა დროა? / საათი რა დროს აჩვენებს?

ადრე მომივიდა მოსვლა – [კონკრეტული მიზეზის გამო] ადრე მოვედი.

შეწუხებული ჩანხარ – გეტყობა, რომ შეწუხებული ხარ.

დარწმუნებული ვარ – მჯერა.

სხვა გზა არა მაქვს – სხვა გამოსავალი არა მაქვს.

გპირდები, მე დაგეხმარები – პირობას ვდებ, მე დაგეხმარები.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რა დროიდან იყო ბექა უნივერსიტეტში და რას აკეთებდა ის?
2. რა დრო ჰქონდათ თამარსა და ბექას ლექციის დაწყებამდე?
3. რატომ იყო თამარი შეწუხებული?
4. რა ურჩია ბექამ მეგობარს და რატომ?
5. რომელი საათი იყო, როცა მეგობრებმა ბ-ნი გიორგი დაინახეს?

გრამატიკა
√ დაიმახსოვრეთ:

იგივე საქმე / იგივე ზაფხული

სახ. იგივე საქმე

მოთხრ. იმავე საქმემ

მიც. იმავე საქმეს

ნათ. იმავე საქმის

მოქ. იმავე საქმით

ვით. იმავე საქმედ


წოდ. ––––

მაგ., წელს იმავე საქმეს ვეღარ გავაკეთებ, ძალიან დაკავებული ვარ.

იმავე ზაფხულს მე ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩავაბარე.

ნაცვალსახელი იგივე გამოხატავს ტოლობას, იგივეობას.

როგორი? დიდი → უდიდესი

მაგ., იყალთოს აკადემიაში სწავლობდა კაცობრიობის უდიდესი პოეტი შოთა რუსთაველი.

–შენი კოსტიუმი ულამაზესია!

[განათლების] გარეშე / ჩემ გარეშე

მაგ., ადამიანს განათლების გარეშე წარმატების მიღწევა გაუჭირდება.

– შენი დახმარების გარეშე ამ საკითხს ვერ გავიგებდი.

– გთხოვ, ჩემ გარეშე თბილისის დასათვალიერებლად არ წახვიდე.

თუ გარეშე დაერთვის არსებით სახელს, მისგან ნათესაობითი ბრუნვის ფორმას მოითხოვს. ის


აღნიშნავს, რომ კონკრეტული საგანი ჩართულია ან არ არის ჩართული მოქმედებაში.

მაგ., – შენი მეგობრის გარეშე ჩემთან არ მოხვიდე!

– შენი მეგობრის გარეშე მოდი!

როდიდან როდემდე? / რა დროიდან რა დრომდე?

მაგ., დღეს ორი საათიდან სამ საათამდე სახლში დაგელოდები.

სამი საათიდან ოთხის ნახევრამდე მე და ბექა უნივერსიტეტში მივალთ.

ალბათ

მაგ., ბ-ნი გიორგი, ალბათ, არ დააგვიანებს.

ალბათ, ექსკურსიაზე ხვალ წავალთ. დღეს ცუდი ამინდია.

როცა გამოხატავთ ვარაუდს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ალბათ.


წინადადებაში ის მძიმეებით გამოიყოფა.

სანამ // ვიდრე …………………………. , მანამ [/მანამდე] …

მაგ., სანამ შენ ჩემთან მოხვალ, მანამ [/ მანამდე] ერთი დავალების შესრულებას მოვასწრებ.

ვიდრე ლექცია დაიწყება, მანამდე უნივერსიტეტის ეზოში ჩავიდეთ.


სანამ ქართულ ენას კარგად არ ვისწავლი, მანამ სამსახურის დაწყება გამიჭირდება.

7. დაიმახსოვრეთ ზმნის ძირითადი ფორმები:

№ ახლანდელი მომავალი წარსული


1. ირიცხება ჩაირიცხება ჩაირიცხა
2. აარსებს დააარსებს დააარსა
3. იპყრობს დაიპყრობს დაიპყრო
4. უქმდება გაუქმდება გაუქმდა
5. ეუფლება დაეუფლება დაეუფლა
6. იღებს [განათლებას] მიიღებს [განათლებას] მიიღო [განათლება]
7. მეცადინეობს იმეცადინებს იმეცადინა

თავისებური ზმნა:

8. მეამაყება მეამაყება -

ლაპარაკი

ბექა დილის 9 საათზე მივიდა უნივერსიტეტში და


ბიბლიოთეკაში შევიდა. მას უნდა, რომ სასემინარო დავალებები
მოამზადოს. ის ბიბლიოთეკის თანამშრომელს ესაუბრება.

8.

I.

წაიკითხეთ ბექასა და ბიბლიოთეკარის დიალოგი


ბექა: გამარჯობა, ქალბატონო, თუ შეიძლება სამკითხველო დარბაზში შევალ.
ბიბლიოთეკარი: ერთი წუთით მოითმინეთ. პირდაპირ შესვლა არ შეიძლება... ჯერ გასახდელში დატოვეთ ჩანთა და
ქურთუქი. გასახდელი აქვეა, შემოსასვლელ კარებთან. თქვენი ნივთები იქ ჩააბარეთ და მერე შემობრძანდით.
ბექა: კარგი, ახლავე ჩავაბარებ ჩემს ნივთებს და მოვალ...

ბიბლიოთეკარი: თქვენ ხომ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი ხართ?..


ბექა: დიახ. ბიბლიოთეკაში პირველად შემოვედი. რამე საბუთი მჭირდება?
ბიბლიოთეკარი: რადგან პირველად ხართ, ჯერ რეგისტრაცია უნდა გაიაროთ. ერთი ფოტოსურათი და თქვენი
პირადობის მოწმობა დაგვჭირდება. დაგარეგისტრირებთ და შემდეგ სამკითხველო დარბაზში შეგიშვებთ.
ბექა: ვიცოდი, რომ ჩემი ფოტო აუცილებელი იყო, ამიტომ ის თან მაქვს. პირადობის მოწმობასაც ახლავე მოგცემთ.
აი, ინებეთ!

ბიბლიოთეკარი: თქვენ უკვე დარეგისტრირებული ხართ. ახლა საშვი აიღეთ. ზედ მაგიდის ნომერი აწერია. 23-ე
მაგიდასთან დაბრძანდით. რვეული და კალამი თან წაიღეთ.
ბექა: წიგნები როგორ გამოვიწერო? კატალოგში
უნდა მოვძებნო?..
ბიბლიოთეკარი: წამოგყვებით და დაგეხმარებით.
რა წიგნები გინდათ?
ბექა: ქართული ენის გრამატიკის
სახელმძღვანელო და ქართული ლიტერატურის
ისტორიის I ტომი. ორ საგანში სასემინარო
დავალებები უნდა მოვამზადო.
ბიბლიოთეკარი: ეგ წიგნები მე-2 სართულზეა,
ახლავე ჩამოგიტანთ და შეგიძლიათ, რომ მუშაობა დაიწყოთ.
ბექა: ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს – ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანა თუ შეიძლება? ალბათ,
გამოცდების პერიოდში სახელმძღვანელოები დამჭირდება. დიდხანს მომიწევს მეცადინეობა, ბიბლიოთეკა კი,
მგონი, 6 საათზე იკეტება.
ბიბლიოთეკარი: კი, მართალია. ბიბლიოთეკა 6-ზე იკეტება, მაგრამ თითქმის ყველა ძირითადი სახელმძღვანელოს
ელექტრონული ვერსია უნივერსიტეტის ვებგვერდზე დევს. ბიბლიოთეკის გვერდს დააჭირეთ,
სახელმძღვანელოს ავტორი და დასახელება ჩაწერეთ და წიგნს ასე იპოვით. თუ წიგნის გატანა მაინც
მოგინდებათ, ამისთვის ცალკე განყოფილება გვაქვს. მას აბონიმენტის განყოფილება ჰქვია. იქიდან შეგიძლიათ
წიგნის გატანა.
ბექა: ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონო!
ბიბლიოთეკარი: გისურვებთ წარმატებებს!

საშვი – საბუთი, რომელიც პირს იმის უფლებას აძლევს, რომ სადმე შევიდეს.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რატომ არ შეიძლებოდა სამკითხველო დარბაზში პირდაპირ შესვლა და რა ურჩია ბიბლიოთეკარმა
ბექას?
2. როცა სტუდენტი პირველად შედის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, რა უნდა გაიაროს მან და რა
სჭირდება ამისათვის?
3. რეგისტრაციის შემდეგ რას აძლევენ ბიბლიოთეკაში სტუდენტს და რა აწერია მას?
4. სად შეეძლო ბექას სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიების მოძებნა?
5. რომელი განყოფილებიდან შეეძლო სტუდენტს წიგნის გატანა?

ძირითადი ფრაზები:

– პირდაპირ შესვლა არ შეიძლება!

– გისურვებთ წარმატებებს!

პირდაპირ შესვლა არ შეიძლება! – ნებართვის ან საბუთის გარეშე არ შეიძლება შესვლა.

გისურვებთ წარმატებებს! – იგივეა, რაც: გისურვებთ წინსვლას, კარგი შედეგის მიღწევას.

9.

II. – მე საღამოობით ვმეცადინეობ

ზურა და ნანა უნივერსიტეტის ეზოში სხედან. ისინი სტუდენტები


არიან.
ზურა: ნანა, საათს შეხედე! ლექციის დაწყებამდე რამდენი წუთი დაგვრჩა?.. მგონი, ამ საკითხის გამეორებასაც
მოვასწრებთ. რთული იყო. სწავლა ცოტა გამიჭირდა. შენ?..
ნანა: მე არ გამჭირვებია... ისე, 20 წუთი კიდევ გვაქვს. სწავლას ვერა, მაგრამ გამეორებას ნამდვილად მოვასწრებთ.
სჯობს, ახლავე დაგეხმარო, თორემ მაგ მასალას მერე უფრო ვერ გაიგებ. ლექტორმა დღეს უფრო რთული
საკითხი უნდა ახსნას. წიგნი გადაშალე და მაჩვენე, მაინც რა გაგიჭირდა?!
ზურა: რა და ნაცვალსახელის ბრუნება...
აი, ნახე, ეს საკითხი გრამატიკის სახელმძღვანელოში 135-ე გვერდიდან იწყება. წიგნი ბიბლიოთეკიდან
გამოვიტანე და სემესტრის ბოლოს უკან უნდა დავაბრუნო. ჩვენი უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზი
ძალიან მომწონს, მაგრამ ხომ იცი, მე საღამოობით მიყვარს მეცადინეობა.
ნანა: იმიტომ, რომ დილით ადგომა გეზარება. ზარმაცი და ძილისგუდა ხარ.
ზურა: არა... სიზარმაცე რა შუაშია?! ნამდვილად არ მეზარება. ბავშვობიდან ასე მიყვარდა. დილით კი ვდგები,
მაგრამ თავში არაფერი შემდის. საღამოს ჩემს საწერ მაგიდასთან დავჯდები ხოლმე და მერე ვიწყებ
მეცადინეობას. ხელსაც არავინ მიშლის. დილაობით ჩემს სახლში ისეთი აურზაურია, რომ სწავლას მაინც ვერ
მოვახერხებ. ჩემები სამსახურში მიდიან. ჩემი და-ძმა პატარები არიან და სკოლაში წასასვლელად ემზადებიან.
ერთი სიტყვით, მეცადინეობა შეუძლებელია. თან ხომ იცი, მე შენსავით ბეჯითი არა ვარ.
ნანა: ჰო, კარგი... გავიგე... სემინარისთვის დავალებაც არ დაგიწერია?
ზურა: როგორ არა, დავწერე. უბრალოდ არ ვიცი, სწორად დავწერე თუ არა. იქნებ გადახედო.
ნანა: რვეული მომაწოდე, ჩავიხედები... თან მოყოლა დაიწყე. დავინახავ, რა დაგავიწყდა და ის გავიმეოროთ. ეს
გამოთქმა ხომ გაგიგია − გამეორება ცოდნის დედააო.
ზურა: კარგი რა, ნანა?!.. შენც ჩემი სკოლის მასწავლებელივით მელაპარაკები.
ნანა: ეჰ, ზურა, კარგად ვიცი, რომ ჭკუის სწავლება არავის უყვარს.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რატომ გადაწყვიტა ნანამ ზურას დახმარება?
2. რა უწოდა ნანამ ზურას, როცა გაიგო, რომ ის დილაობით არ მეცადინეობდა?
3. რატომ უყვარდა ზურას საღამოობით მეცადინეობა?
4. რომელი გამოთქმა შეახსენა ნანამ ზურას?
5. თქვენი აზრით, რის გამო თქვა ნანამ – „ჭკუის სწავლება არავის უყვარს“? ჩამოაყალიბეთ საკუთარი
შეხედულება.

ძირითადი ფრაზები:

– სიზარმაცე რა შუაშია?

– თავში არაფერი შემდის.

– ჭკუის სწავლება არავის უყვარს.

სიზარმაცე რა შუაშია? – სიზარმაცე ამასთან არ არის დაკავშირებული.

თავში არაფერი შემდის – აქ: ვერ ვიმახსოვრებ, ვერ ვსწავლობ.

ჭკუის სწავლება არავის უყვარს – დარიგება არავის უყვარს.

სინონიმები ანტონიმები

საბუთი ― დოკუმენტი ზარმაცი – ბეჯითი

ძილისგუდა – ის, ვისაც დიდხანს უყვარს ძილი.


აურზაური – დიდი ხმაური, არეულობა.

10.

III

კოტე თავის თანაკურსელს ელაპარაკება. ისინი ესეების კონკურსში იღებენ


მონაწილეობას. წინა გაკვეთილიდან გაიხსენეთ, ვინ არის კოტე.

კოტე: რა ქენი, ნინო, საკონკურსო ესე უკვე დაწერე? ვადის ამოწურვამდე,


მგონი, 2 დღე დაგვრჩა არა?..
ნინო: კი. მე გუშინ დილით გადავაგზავნე ელექტრონული ფოსტით.
კონკურსის ორგანიზატორებმა ნაშრომის მიღება დილითვე დამიდასტურეს.
ძალიან ვღელავ. მინდა, რომ გავიმარჯვო. განათლების სამინისტრო
გამარჯვებულებს პერსონალური კომპიუტერით აჯილდოებს. შენ რა ქენი,
კოტე? გეტყობა, რომ არ დაგიწერია.
კოტე: წერა კი დავიწყე, მაგრამ რაღაც თავი ვერ მოვაბი. ათასნაირი აზრი
მიტრიალებს გონებაში. მინდა, რომ განსაკუთრებული ესე გამომივიდეს და უფრო ვერ ვწერ. გუშინ მოთმინება
დავკარგე. ვთქვი, აღარ დავწერ-მეთქი.
ნინო: კარგი რა?!.. შენ ისეთი შრომისმოყვარე და ბეჯითი ხარ, რომ ეგეთი საქციელი არ
გეპატიება. გთხოვ, დღეს როგორმე დაამთავრო და გადააგზავნო.
კოტე: მართალი რომ გითხრა, სულ მაგ ესეზე ვფიქრობ.
არ მინდა, რომ სტანდარტული გამოვიდეს. საკონკურსო
ჟიური თავისუფალ აზრს მეტ ყურადღებას მიაქცევს. ასეთ
კონკურსებში შემოქმედებითი ნაშრომები იმარჯვებს
ხოლმე.
ნინო: მერე?!. მოთხრობებს წერ და ერთი ესე ვეღარ დაგიწერია?!. გთხოვ, არ
გადადო და დღესვე დაამთავრო. დაჯილდოების ღონისძიება განათლების
სამინისტროში იქნება და ერთად წავალთ. კონკურსში მონაწილეობის
სერტიფიკატსაც მოგვცემენ. ჩვენი წინსვლისთვის ეს აუცილებელია.
კოტე: კარგი, კარგი... გპირდები, რომ საქმეს ბოლომდე მივიყვან.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. სადამდე იყო დარჩენილი 2 დღე?
2. როგორ მოიქცა ნინო საკონკურსო ესეს დაწერის შემდეგ და რატომ ღელავდა ის?
3. რატომ ვერ დაასრულა კოტემ თავისი ესე?
4. ნინოს აზრით, რატომ არ ეპატიებოდა კოტეს ასეთი საქციელი?
5. კოტეს შეხედულებით, როგორი ესეები გაიმარჯვებდა კონკურსში?
6. რას შეჰპირდა კოტე თავის თანაკურსელს?

ძირითადი ფრაზები:

– თავი ვერ მოვაბი

– ათასნაირი აზრი მიტრიალებს გონებაში [//თავში]

– მოთმინება დავკარგე

– საქმეს ბოლომდე მივიყვან

თავი ვერ მოვაბი – დაწყებული საქმე ვერ დავასრულე.

ათასნაირი აზრი მიტრიალებს გონებაში [//თავში]– ათას რამეს ვფიქრობ.

მოთმინება დავკარგე – მოთმინება არ მეყო, ვეღარ მოვითმინე.

საქმეს ბოლომდე მივიყვან – საქმეს დავასრულებ.


ვადის ამოწურვა – დადგენილი დროის დასრულება.

ორგანიზატორი – პირი, რომელიც რამეს ხელმძღვანელობს, ანუ ორგანიზებას უწევს.

დადასტურება – თანხმობის მიღება.

აჯილდოებს – სპეციალურ ჯილდოს გადასცემს.

განსაკუთრებული – სხვებისაგან გამორჩეული.

შემოქმედებითი [უნარი] – შესაძლებლობა, რომელიც ადამიანის თავისუფალ აზროვნებას ასახავს;


კრეატიული.

არ გადადო – აქ: სხვა დროისთვის არ გადაიტანო.

11. შეარჩიეთ მოსაუბრე და ააგეთ ასეთივე დიალოგები.

რჩევა – შეგიძლიათ გამოიყენოთ სიტყვები და ფრაზები:ადრე მომივიდა მოსვლა / შეწუხებული ჩანხარ /


დარწმუნებული ვარ / სხვა გზა არა მაქვს / პირდაპირ შესვლა არ შეიძლება / რა შუაშია?! / თავში
არაფერი შემდის / ჭკუის სწავლება არ მიყვარს / თავი [ვერ] მოვაბი / თავში ათასნაირი აზრი
მიტრიალებს / მოთმინება დავკარგე / საქმეს ბოლომდე მივიყვან / წარმატებებს გისურვებ!

IV.

შეხედეთ ფოტოებს. აღწერეთ ისინი – რა არის გამოსახული ამ ფოტოებზე?


იპოვეთ მსგავსება და განსხვავება მათ შორის.

12. სასაუბრო თემა:


13. განაწილდით ჯგუფებად. იფიქრეთ ერთად. გააკეთეთ პატარა ჩანაწერი. აარჩიეთ
თემა და ილაპარაკეთ ამის შესახებ.

1. ჩემი მშობლები სწავლას მაძალებენ.


2. ვიცი, რომ ცოდნის მიღებით ჩემს მომავალს შევცვლი.
3. განათლება ადამიანის თავისუფლების გარანტიაა.
4. არ არის აუცილებელი, რომ ყველა ადამიანი განათლებული იყოს.

გრამატიკა

14.

რა მიქნია? მინახავს რა გვიქნია? გვინახავს

რა გიქნია? გინახავს რა გიქნიათ? გინახავთ

რა უქნია? უნახავს რა უქნიათ? უნახავთ

მაგ., – ის პროფესორი ჯერ არ გინახავს?

– არა, ჯერ არ მინახავს.

– კი, უკვე ვნახე.

ვინმე რამე სადმე რომელიმე

ეს სიტყვები წინადადებებში გამოიყენება მაშინ, როცა არ არის


დაკონკრეტებული საგანი ან პირი.

მაგ., – კარგი იქნება, მეცადინეობაში ვინმე რომ დამეხმაროს.

– რამე მაინც ისწავლე, თორემ ძალიან დაბალ ქულას მიიღებ.

– წამოდი, შესვენებაზე სადმე შევიდეთ და ვისადილოთ.

– ჟიურის წევრები რომელიმე სტუდენტს შეარჩევენ და სპეციალურ ჯილდოს გადასცემენ.


ხოლმე

ხოლმე დაერთვის ზმნებს და ბევრჯერ გაკეთებულ


მოქმედებას გამოხატავს.

მაგ., მე საღამოობით ვმეცადინეობ ხოლმე.

ის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დადის ხოლმე.

........[მოდიხარ] ....... თუ არა.

სტრუქტურა – …......... თუ არა – გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა


დადებითი მოქმედება უპირისპირდება უარყოფით მოქმედებას.
მაგალითად, იგივეა, რაც: მოდიხარ თუ არ მოდიხარ.

მაგ., – არ ვიცი, დავალება სწორად დავწერე თუ არა.

- დღესვე მითხარი, საღამოს გცალია თუ არა.

მოსმენა

რჩევა – ჩანაწერის მოსმენისას გამოიტანე მთავარი აზრი. დააკვირდი ილუსტაციებს.

15.1. მოისმენ ნანასა და ბ-ნი გიორგის საუბარს. გაიხსენე, ვინ არიან ისინი.

ნანა ბ-ნი გიორგი

15.1.1. მოსმენილი მასალიდან ჩაინიშნეთ 3 მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

1. .......................................................................................................................................
2. .......................................................................................................................................
3. .......................................................................................................................................

15.1.2. შემოხაზეთ სწორი პასუხი – რა არ ჰქონდა გადაწყვეტილი ნანას?

ა. ის, რომ ბ-ნი გიორგისთვის საკონფერენციო თემის ხელმძღვანელობა ეთხოვა.


ბ. ის, რომ სტუდენტურ კონფერენციაში მიეღო მონაწილეობა.
გ. ის, რომ საკონფერენციო ნაშრომი დაეწერა.
დ. ის, რომ ორ დღეში მასალის დასამუშავებლად ბიბლიოთეკაში წავიდოდა.

15.1.3. შემოხაზეთ სწორი პასუხი. რას გულისხმობს ფრაზა – იმედი მაქვს, რომ ნებისმიერ დავალებას თავს
გაართმევთ.

ა. ნებისმიერ დავალებას თავიდან დაიწყებთ.


ბ. ნებისმიერი დავალების შესრულებას შეძლებთ.
გ. ნებისმიერი დავალებისთვის გონიერება გჭირდებათ.
დ. ნებისმიერ დავალებას თავიდანვე გამოგართმევთ.

15.1.4. შემოხაზეთ სწორი პასუხი – „განუყრელი მეგობრები“ ნიშნავს:

ა. მეგობრებს, რომლებიც ერთად სწავლობენ უნივერსიტეტში.


ბ. მეგობრებს, რომლებიც სულ ერთად არიან, ერთმანეთს არ შორდებიან.
გ. მეგობრებს, რომლებიც კონფერენციაში ერთად იღებენ მონაწილეობას.
დ. მეგობრებს, რომლებიც ერთად დადიან ბიბლიოთეკაში.

15.1.5. შემოხაზეთ, რომელი წინადადება მოისმინეთ:

ა. საქართველო ყოველთვის იყო მონოკულტურული ქვეყანა.


ბ. საქართველო მხოლოდ დღეს არის მულტიკულტურული ქვეყანა.
გ. საქართველო ყოველთვის იყო მულტიკულტურული ქვეყანა.
დ. საქართველო მხოლოდ დღეს არის მონოკულტურული ქვეყანა.

15..1.6. შემოხაზეთ სწორი პასუხი. რომელი კითხვითი წინადადება მოისმინეთ:

ა. იქნებ ჩემი მეცნიერ-ხელმძღვანელი თქვენ იყოთ?


ბ. სტუდენტურ კონფერენციაში იღებთ მონაწილეობას?
გ. ეროვნული უმცირესობების შესახებ რამე დაგიწერიათ?
დ. თქვენ თვითონ რომელი საკითხი უფრო გაინტერესებთ?

15..1.7. შემოხაზეთ სწორი პასუხი. დამშვიდობების რომელი ფორმა გამოიყენა პროფესორმა:

ა. მომავალ შეხვედრამდე! ბ. კარგად იყავით!


გ. კარგად ბრძანდებოდეთ! დ. ნახვამდის!

15.2. მიუთითეთ სწორია თუ არასწორი. აღნიშნეთ √ -ით:

N სწორი არასწორი
ნანა ბ-ნ გიორგისთან კონსულტაციის გამო მივიდა. √
1. ნანამ სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობა და ნაშრომის
დაწერა გადაწყვიტა.
2. ბ-ნ გიორგის იმედი არ ჰქონდა, რომ მასთან მისული სტუდენტი
ნებისმიერ დავალებას თავს გაართმევდა.
3. ბ-ნმა გიორგიმ სტუდენტს ურჩია, რომ დასამუშავებლად ის
საკითხი აეღო, რომელსაც მას აინტერესებდა და რომელსაც
მთელი გულით შეასრულებდა.
4. ბ-ნი გიორგის აზრით, საქართველოში ეროვნული უმცირესობების
საკითხის მხოლოდ თანამედროვე ვითარება იყო საინტერესო.
5. ბ-ნი გიორგი არ აპირებდა, რომ სტუდენტისთვის თემის
დასამუშავებლად შესაბამისი ლიტერატურა მიეთითებინა.

15.3. მოისმინეთ დიალოგი ორჯერ. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები:


პროფესორი: კარგი რამ ....................................................... .
სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის მიღება
თქვენი წარმატებისთვის არის საჭირო. ვიცი, რომ
ბეჯითი და შრომისმოყვარე სტუდენტი ხართ, ნანა!
ამიტომ მე ....................................................... . თქვენი
ხელმძღვანელი ვიქნები. იმედი მაქვს, რომ
ნებისმიერ დავალებას თავს გაართმევთ. აბა, ახლა ეს
მითხარით − თქვენ თვითონ რომელი საკითხი უფრო
გაინტერესებთ? ყოველთვის
......................................................., რომ დასამუშავებლად ის
საკითხი აიღოთ, რომელიც გაინტერესებთ. ასეთ
შემთხვევაში ....................................................... .

ნანა: ყოველთვის მინდოდა, ბ-ნო გიორგი, რომ


საქართველოში ეროვნული უმცირესობების შესახებ
რამე დამეწერა. ეს თემა ძალიან მაინტერესებს. მე
თვითონ თბილისის იმ უბანში გავიზარდე, სადაც
....................................................... . ჩემს კლასშიც ორი
აზერბაიჯანელი ბიჭი და ერთი სომეხი ეროვნების
გოგონა სწავლობდა. ისინი დღესაც
......................................................., ჩემი კარის მეზობლები კი
ეთნიკურად ოსები არიან და ერთი ოჯახივით
ვცხოვრობთ, ისე გვიყვარს ერთმანეთი.

15.4. გახაზეთ ფორმები, რომლებიც მოისმინეთ:


1. უნივერსიტეტში თქვენთან მოვედი – ინტერესის გამო / კონსულტაციის გამო / კონფერენციის გამო.
2. მინდა, რომ თქვენ იყოთ ჩემი – ლექტორი / პედაგოგი / მეცნიერ-ხელმძღვანელი.
3. სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის მიღება კარგია თქვენი – წარმატებისთვის /
შრომისმოყვარეობისთვის / ცოდნისთვის.
4. ასეთ შემთხვევაში დავალებას შეასრულებთ – მთელი გულით / მთელი ინტერესით / მთელი გულით და
ინტერესით.
5. ჯერ გაეცანი – მხატვრულ ლიტერატურას / სამეცნიერო ლიტერატურას / უცხოურ ლიტერატურას.

26.5. მოისმენ ორი სტუდენტის საუბარს. ისინი უნივერსიტეტის ეზოში დგანან.

მარიამი ერეკლე.

15.5.1. მოსმენილი მასალიდან ჩაინიშნეთ 3 მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

1. .......................................................................................................................................
2. .......................................................................................................................................
3. .......................................................................................................................................

15.5.2 შემოხაზეთ რომელი წინადადება მოისმინეთ:

ა. თვის ბოლოს სტუდენტური თვითმმართველობა კარგ ღონისძიებას გეგმავს.


ბ. თვის ბოლოს სტუდენტური თვითმმართველობა კარგ ღონისძიებასა და ექსკურსიას გეგმავს.
გ. თვის ბოლოს სტუდენტური თვითმმართველობა ექსკურსიას გეგმავს.
დ. თვის ბოლოს სტუდენტური თვითმმართველობა კარგ შეხვედრას გეგმავს.

15.5.3. შემოხაზეთ სწორი პასუხი. რა იგულისხმება სიტყვებში – „ისტორიული ძეგლები“:

ა. ისტორიული მნიშვნელობის ადგილები.


ბ. ისტორიული მნიშვნელობის ქალაქები.
გ. ისტორიული მნიშვნელობის სკულპტურები.
დ. ისტორიული მნიშვნელობის არქეოლოგიური მასალები.

15.5.5. შემოხაზეთ სწორი პასუხი – ერეკლეს თქმით, როგორი შეხვედრები ექნებოდათ სტუდენტებს?

ა. ისტორიული შეხვედრები. ბ. კარგი შეხვედრები.


გ. საინტერესო შეხვედრები. დ. უკეთესი შეხვედრები.

I. შემოხაზეთ სწორი პასუხი. რას ნიშნავს – „შენ უარს არ გეტყვიან“:

ა. იმას, რომ არ დაგეთანხმებიან.


ბ. იმას, რომ არას გეტყვიან.
გ. იმას, რომ არაფერს გეტყვიან.
დ. იმას, რომ დაგეთანხმებიან.

II. შემოხაზეთ სწორი პასუხი – რა დრომდე იყო დარჩენილი სამი დღე?

ა. ისტორიული ძეგლების დათვალიერებამდე. ბ. ვადის ამოწურვამდე.


გ. ექსკურსიამდე. დ. არდადეგებამდე.

III. მოისმინეთ დიალოგი ორჯერ. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები:

მარიამი: მე რომ თვითმმართველობის


....................................................... , შეიძლება, რომ
წამოვიდე? თუ აჯობებს, რომ თვითმმართველობაში
გავერთიანდე?. რას მირჩევ, როგორ მოვიქცე? ხომ არ
იცი, სულ რამდენი სტუდენტი მიჰყავთ?..

ერეკლე: მგონი, დაახლოებით 80 წარმატებული სტუდენტი


უნდა შეარჩიონ. ვფიქრობ, რომ შენ
....................................................... . ჩვენი ფაკულტეტიდან ჯერ
მხოლოდ ხუთმა სტუდენტმა
....................................................... . განცხადება აუცილებლად
დაწერე, ვადის ამოწურვამდე კიდევ სამი დღეა
დარჩენილი. თუ გინდა, თვითმმართველობაში მე
წარმოგყვები. ვეტყვი, რომ .......................................................
და უნივერსიტეტის სტიპენდიასაც იღებ. ისე..., ეგ
ყველაფერი განცხადებაში ჩავწეროთ, ასე უკეთესი
იქნება. თუ სურვილი გაქვს, თვითმმართველობაშიც
გაერთიანდი. კარგ ღონისძიებებს მართავენ. იქითა
თვეში უნდათ, რომ ....................................................... .

IV. გამოიყენეთ დაფაზე მოცემული ფორმები. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები.

არაფერი / არ
1. თვის ბოლოს სტუდენტური თვითმმართველობა კარგ ღონისძიებასა და ექსკურსიას გეგმავს.
.......................... წამოხვალ?..
2. [მე] ფოსტით .......................... მიმიღია.
3. ხომ .......................... იცი, სულ რამდენი სტუდენტი მიჰყავთ?..
4. მე კი მთელი დღეები ბიბლიოთეკაში ვარ და შუალედური გამოცდებისთვის ვემზადები, ..........................
ვიცოდი.
სტუდენტური თვითმმართველობა –
სტუდენტების მიერ მართული ორგანიზაცია,
რომელიც კულტურულ, სპორტულ და
განათლებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს
მართავს.

ძირითადი ფრაზა:

კიდევ კარგი, რომ მითხარი – კარგია, რომ მითხარი

გამოიყენეთ მაშინ, როცა რაღაც მნიშვნელოვანი გაიგეთ და ამ ინფორმაციის


გამოტოვება თქვენთვის არ იქნებოდა კარგი, სასარგებლო.

← განცხადება – აქ: წერილობითი დოკუმენტი,


რომელშიც იწერება მიზეზები, რომელთა
მიხედვითაც ითხოვთ რამეს. განცხადებას
ხელს აწერს განმცხადებელი.

→ არდადეგები – სწავლის
პროცესში არსებული
დასვენების პერიოდი.

წერა

გამოიყენეთ ნასწავლი ზმნები და ფრაზები.

16.1. დაწერეთ – ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე რაღაცას უნდა სწავლობდეს

რჩევა – დაწერეთ, რა იცით ან გისწავლიათ კარგად; რომელი საგნები გიყვარდათ სკოლაში და რატომ;
რისი სწავლის ინტერესი გაქვთ ახლა; ხართ ბეჯითი თუ ზარმაცი; გაძალებენ თუ არა სწავლას
ოჯახის წევრები; გიყვართ თუ არა ჭკუის სწავლება და სხვ.

აგრეთვე – შეგიძლიათ დაწეროთ, გაქვთ თუ არა სხვა ინტერესები, მაგალითად, ჰობი.

..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................

16.2. დაწერეთ – განათლება ჩემი თავისუფლებაა

რჩევა – დაწერეთ, რას ნიშნავს თქვენთვის განათლება; რა როლი აქვს მას ადამიანის ცხოვრებაში; რა
როლი ექნება განათლებას თქვენს ცხოვრებაში; რა პერსპექტივას ხედავთ, როცა განათლებული
იქნებით.

შეგიძლიათ გაიხსენოთ ერთი ფაქტი ან ისტორია თქვენი ცხოვრებიდან, როცა თავისუფალი აზრი თამამად
გამოთქვით. რა მოჰყვა ამას საზოგადოების ან თქვენი ოჯახის წევრების მხრიდან.

..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................

შემეცნება და კულტურა

17. წაიკითხეთ ანდაზა. შემოხაზეთ სწორი პასუხი.

ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო.

ეს ანდაზა ნიშნავს:
1. ნებისმიერი საგანი, ნივთი ასჯერ უნდა გაზომო.
2. ეს საგანი აუცილებლად ერთხელ უნდა გაჭრა.
3. ადამიანი ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეს და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.

18. იფიქრეთ:

„განათლება ადამიანს ღირსებას მატებს. მონაც


კი იწყებს იმის გააზრებას, რომ ის მონობისთვის
არ არის დაბადებული”

[დენი დიდრო]
⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. დენი დიდროს აზრით, რას ამაღლებს განათლება ადამიანში?
2. როცა დაჩაგრული ადამიანი განათლებულის ღირსებას ხედავს, რაზე იწყებს ის დაფიქრებას?
3. თქვენი შეხედულებით, რა იგულისხმა ფრანგმა მოაზროვნემ სიტყვებში −„[მონა] მონობისთვის არ არის
დაბადებული“?
4. თქვენი აზრით, რა თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ მას ღირსეული ეწოდოს? დაასახელეთ
ღირსეული ადამიანის ერთი მაგალითი ისტორიიდან ან თანამედროვეობიდან.

19. ეს საინტერესოა:

საქართველოში განათლებას დიდი ხნის ტრადიცია აქვს. ბერძნულ-ბიზანტიური


ისტორიული წყაროებიდან ვიგებთ, რომ კოლხეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ფაზისში,
არსებობდა რიტორიკული სკოლა. ის ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი სასწავლებელი
იყო მსოფლიოში [III-IV ს.ს.]. აქ სწავლობდნენ როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები,
ისე − უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული ახალგაზრდები. ფაზისის აკადემიაში ასწავლიდნენ
ფილოსოფიას, ორატორულ ხელოვნებას, პოეზიას, სამართალს, ლოგიკას, მათემატიკას,
პოლიტიკას და სხვა საგნებს. ხშირად იმართებოდა შეჯიბრი პოლიტიკისა და
სამართლის საკითხებთან დაკავშირებით.
ამ დროისთვის ცოდნის შეძენა ქალაქ ათენშიც შეიძლებოდა, მაგრამ, როგორც
ჩანს, კოლხეთის აკადემია ბერძენთა შორის საკმაოდ განთქმული იყო. ცნობილია, რომ
IV საუკუნის ბერძენ ფილოსოფოს თემისტიოსსაც აქ მიუღია განათლება. აქვე უსწავლია
მის მამასაც. თემისტიოსი ერთ-ერთ ახალგაზრდას ურჩევს, რომ განათლება ფაზისის
აკადემიაში მიიღოს. თემისტიოსის წერილში ვკითხულობთ: მე რიტორიკა ფაზისის
მახლობლად ვისწავლე, იქ კი სიკეთის მსურველმა მამამ გამაგზავნაო. ბერძენი
ფილოსოფოსი არაფერს წერს იმის შესახებ, თუ ვინ დააარსა ფაზისის სკოლა, მაგრამ
მას კეთილსა და ბრძენს უწოდებს.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ფაზისის აკადემიაში ორ ენაზე ასწავლიდნენ −
ქართულად და ბერძნულად. ნათელია, რომ უძველეს პერიოდში ფაზისის აკადემია
ისტორიული წყაროდა
კულტურული – აქ: ისტორიული დოკუმენტი
საგანმანათლებლო ცენტრი იყო. მას საერთაშორისო მნიშვნელობა
ჰქონდა.
ცოდნის შეძენა – ცოდნის მიღება

განთქმული – ბევრი ადამიანისათვის ცნობილი

მახლობლად – იგივეა, რაც: ტერიტორიულად ახლოს

სიკეთის მსურველი – პირი, რომელსაც ვინმესთვის სიკეთე სურს.

საგანმანათლებლო ცენტრი – ადგილი, სადაც განათლებას იღებენ.


⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რა არსებობდა უძველესი კოლხეთის ტერიტორიაზე და როდის?
2. ვინ სწავლობდნენ ფაზისის აკადემიაში?
3. რა საგნებს ასწავლიდნენ ამ უმაღლეს სასწავლებელში?
4. რა ურჩია ერთ-ერთ ახალგაზრდას თემისტიოსმა? თქვენი აზრით, რატომ?
5. სავარაუდოდ, რომელ ენებზე სწავლობდნენ ფაზისის აკადემიაში და რა ფუნქცია ჰქონდა მას?
6. აქვს თუ არა მნიშვნელობა იმას, თუ სად მიიღებთ განათლებას და რატომ? ჩამოაყალიბეთ საკუთარი
აზრი.

შეაფასე საკუთარი თავი

31. ⦁ იცოდე, რომ საკუთარი თავის შეფასება დაგეხმარება, გქონდეს


ჯანსაღი ურთიერთობები ადამიანებთან.

⦁ დააკვირდი საკუთარ თავსა და სწავლის პროცესს. დაკვირვება


დაგანახებს, რა საჭიროებების წინაშე დგახარ.

⦁ დაფიქრდი და ისე დაასრულე წინადადებები.

რჩევა – საკუთარი თავის შეფასებისას არ დაკარგო


ობიექტურობის განცდა, რათა კონკრეტულ სიტუაციებში
არ დაიბნე.

დაასრულე წინადადებები:
▶ აქამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ ვიცოდი
............ ; ახლა კი ჩემი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მის შესახებ შემიძლია ვუთხრა, რომ ის ................ .
▶ მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამის სტუდენტი ვარ, ეს კი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ............ .
▶ საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან მე გავიგე შემდეგი: ............ , თუმცა ყველაზე მეტად მომწონს ............ .
▶ მიზნად დავისახე, რომ ............, რადგან ............ .
▶ ჩემი მომავალი წარმატებისათვის აუცილებელია, რომ ............ .
▶ როცა სტუდენტური ცხოვრების შესახებ მეტი გავიგე, ვფიქრობ, რომ მეც გავხალისდები, როცა ............ .
▶ როგორც აუდიტორიაში, ისე მის გარეთ ვალდებული ვარ, პატივისცემა და სიყვარული გამოვხატო სხვის
მიმართ, რადგან ვფიქრობ, რომ ............ .
▶ არასდროს უნდა წამოვაყენო გრანდიოზული იდეა. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ჩემს თავზე დიდი
წარმოდგენა მაქვს, ამიტომ ჩემი იდეა უნდა იყოს ისეთი, რომ ............ .
▶ მე უკვე ვიცი, რას მივაღწიე და ისიც ვიცი, რას უნდა მივაღწიო. მომავლისთვის ვგეგმავ, რომ ............ .
▶ თვითშეფასება არის „დიალოგი საკუთარ თავთან“, ამიტომ მე მისი შევსება მსიამოვნებს / არ
მსიამოვნებს, რადგან ............ .

ჩანიშნე რვეულში, რომელი სამომავლო მიზანი


შეესაბამება რეალობას
და როგორ აპირებ მის განხორციელებას.
თავი X

სოფელში

1. უპასუხეთ კითხვებს:

1. რა არის გამოსახული ილუსტრაციებზე? აღწერეთ ისინი.


2. რა მსგავსება და განსხვავებაა ამ ილუსტრაციებს შორის?
3. თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს სოფელს ადამიანის ცხოვრებაში?

კითხვა

2. ტექსტი:

ჩემი სოფელი დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, მდებარეობს. მას სხვიტორი ჰქვია. სოფელს ერთი
მხრიდან მთა ესაზღვრება და ის ამ მთის ფერდობზეა გაშენებული. სხვიტორში მდინარე ჩიხურაც მოედინება,
ამიტომ ზაფხულობით აქ ძალიან არასდროს ცხელა და არც მკაცრი ზამთარი იცის.
გაზაფხულზე ჩემი სოფელი განსაკუთრებით ლამაზია. აპრილის წვიმების დროს მწვანე ბალახი ამოდის და
გარშემო მიწის სუნი დგება. აყვავებული ხეხილი და მზის სითბო ადამიანს სიცოცხლის ძალას აძლევს.
გამწვანებულ ეზოებში დილა-საღამოს მშრომელ გლეხებს დაინახავთ. ზოგი თავის საქონელს უვლის, ზოგი კი –
ფრინველს. სოფლის მცხოვრებლები ხვნასა და თესვას ადრე გაზაფხულზე იწყებენ. ამიტომ დილის 7.00 საათზე უკვე
შეამჩნევთ სოფლის გზაზე ბარებითა და თოხებით მიმავალ მამაკაცებსა და ქალებს. ისინი თავიანთი მიწის
ნაკვეთებისკენ მიდიან და მიწას ამუშავებენ.
ჩემი მშობლები ბავშვობიდან მასწავლიდნენ, რომ ადამიანის ცხოვრებაში მთავარი შრომის სიყვარულია. ათი
წლის რომ გავხდი, მამაჩემმა მეც მიყიდა ბარი და თოხი. ამიტომ სულ პატარა ვიყავი, როცა მამას ხვნა-თესვასა და
ბარვაში ვეხმარებოდი. სკოლიდან დაბრუნებული ჩვენს ნაკვეთში გავრბოდი, რომ შრომით დაღლილი მამისთვის
საჭმელი მიმეტანა. თან ჩემი შრომის იარაღებიც მიმქონდა. მეც ვბარავდი და ვთოხნიდი.
დედაჩემი სახლში ხშირად რჩებოდა, რადგან მას საოჯახო საქმეების კეთება, საქონლისა და ფრინველის
მოვლა ევალებოდა. ეზოს ნაპირას ერთი საქათმე გვქონდა. დედა კვერცხებიდან გამოჩეკილ ყვითელ წიწილებს
განსაკუთრებული სითბოთი ზრდიდა და ძალიან განიცდიდა, როცა რომელიმე მოუკვდებოდა. ძროხის მოწველაც
დედაჩემის საქმე იყო. ახლაც ასეა. ჩემს მშობლებს საქმე განაწილებული აქვთ. სამწუხაროდ, მე მათ ისე ვეღარ
ვეხმარები, რადგან უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ, მაგრამ მგონია, რომ შრომისმოყვარეობა ჩემმა სოფელმა
მასწავლა.

⦁ სოფლის მცხოვრებლები ხვნასა და თესვას ადრე გაზაფხულზე იწყებენ.

⦁ ისინი თავიანთი მიწის ნაკვეთებისკენ მიდიან და მიწას ამუშავებენ.

⦁ დედაჩემი სახლში ხშირად რჩებოდა, რადგან მას საოჯახო საქმეების კეთება, საქონლისა და
ფრინველის მოვლა ევალებოდა.
3. ლექსიკა

• ჩამოთვლილ სიტყვებს მიუწერეთ მნიშვნელობები თქვენს ენაზე:


[გამოიყენეთ ორენოვანი ლექსიკონები]
№ ქართული ...........................................................
1. დასავლეთი
2. ესაზღვრება
3. მდინარე
4. მკაცრი
5. ბალახი
6. სუნი
7. აყვავებული
8. მზე
9. ხვნა
10. თესვა
11. ბარი
12. თოხი
13. დაღლილი
14. მიტანა [მიიტანს]
15. განიცდის

4.

ტექსტის გააზრება

1. სად არის გაშენებული სოფელი სხვიტორი და რა მოედინება იქ?


2. როდის არის სოფელი განსაკუთრებულად ლამაზი და რატომ?
3. რას აკეთებენ სოფლის მცხოვრებლები გაზაფხულზე? უპასუხეთ
ამომწურავად.
4. რას ასწავლიდნენ მშობლები მთხრობელს და რას აკეთებდა ის ბავშვობაში?
5. რა ევალებოდა მთხრობელის დედას?

სინონიმები ანტონიმები
მკაცრი – აქ: სუსხიანი მთა – ბარი

შემჩნევს – დაინახავს მიწა – ცა

სიყვარული – სიძულვილი
მთავარი – ძირითადი
დაღლილი – დასვენებული
შრომა – გარჯა

მოვლა – პატრონობა

გამოჩეკილი – დაბადებული

მკაცრი – სუსხიანი სიყვარული – სიძულვილი

მაგ., – თქვენი პედაგოგი ძალიან მკაცრია? მაგ., ჩემი ქვეყნის სიყვარული მშობლებმა
საქართველოს მთიან რეგიონებში მასწავლეს.
სუსხიანი ზამთარი იცის. ადამიანმა სიძულვილით არ უნდა
იცხოვროს.
შეამჩნევს – დაინახავს
დაღლილი – დასვენებული
მაგ., გუშინ საღამოს შევამჩნიე, რომ დედაჩემი
ძალიან დაიღალა. მაგ., ლექციების შემდეგ ძალიან
ქუჩაში ჩემი ძველი მეზობელი დავინახე. დაღლილი ვიყავი.
არდადეგების შემდეგ სოფლიდან
დასვენებული ჩამოვედი.

√ გაიხსენე

შინაური ცხოველები
√ გაიხსენე
5. წაიკითხეთ ანდროსა და ანდროს მამის დიალოგი. ისინი მიწის ნაკვეთში
წასასვლელად ემზადებიან.

გივი: სამუშაო ტანსაცმელი ჩაიცვი, ანდრო!.. დღეს ბევრი საქმე გვაქვს. შენი თოხიც წამოიღე... ცოტა სწრაფად,
თორემ შუადღისას მუშაობა გაგვიჭირდება.
ანდრო: მოიცა, მამა, ამინდის პროგნოზს ინტერნეტში
შევამოწმებ. ვნახავ, დღეს როგორი ამინდი იქნება. ხომ ხედავ,
მოღრუბლულია და შეიძლება გაწვიმდეს. წვიმაში ხომ ვერ
გავთოხნით?!.
გივი: დღეს წვიმა არ არის გამოცხადებული. გუშინ ამინდის
პროგნოზი ტელევიზიით მოვისმინე. დილით მოღრუბლული
ამინდი იქნება და მერე მზე გამოვა. 2.00 საათის შემდეგ
დაცხება და მზეში ვეღარ ვიმუშავებთ.
ანდრო: აი, ვნახე...
შუადღისას 27 გრადუსი იქნება, ხვალ და ზეგ კი წვიმიანი
ამინდებია და ტემპერატურა დაიწევს, 18 გრადუსზე
ჩამოვარდება. ორშაბათიდან ისევ მზიანი დღეები მოდის, მაგრამ მე ორშაბათს თბილისში უნდა ვიყო.
ლექციებს ვერ გავაცდენ.
გივი: წადი, მამა, შენი საქმე არ გაგიფუჭდეს... მთავარია, დღეს თოხნაში მომეხმარო. წინა კვირას რომ წვიმდა,
ბევრი ბალახი ამოვიდა. თუ არ გავთოხნეთ, კარგი მოსავალი არ გვექნება. შენ სწავლას მიხედე და აქ მე ჩემს
საქმეს მოვუვლი, ნუ გეშინია.
ანდრო: თბილისში როცა ვარ, თქვენი დარდი მაქვს, ადგილს ვერ ვპოულობ. ვღელავ, რომ ვერ გეხმარებით. დედაც
ბევრს შრომობს. ხომ იცი, სახლში ქალის საქმე არ ილევა. დედაც ადრე დგება და გვიან იძინებს. ისიც ძალიან
გადაღლილია.
გივი: შენ მაგაზე არ იდარდო, ანდრო... კაცი შრომისთვის არის დაბადებული. ხელს თუ არ გაანძრევ, მშიერი
დარჩები. შენ კარგად ისწავლე და ორივე გაგვახარე.
ანდრო: გული მწყდება, რომ ორ დღეში მივდივარ, მაგრამ რა ვქნა, მამა?!. მეც მეტი გზა არა მაქვს. ერთ წელიწადში
უნივერსიტეტს დავამთავრებ, მუშაობას დავიწყებ და ხელს გაგიმართავთ. ამდენი შრომა აღარ დაგჭირდებათ.
გივი: მე და დედაშენი შრომის გარეშე მაინც ვერ გავძლებთ, შვილო, მაგას ტყუილად ამბობ... გულზე ხელებს ხომ
არ დავიკრეფთ?!. ცოცხალი ადამიანები ვართ. შენ შენს მომავალს უნდა მიხედო. ჩვენ როგორც შევძლებთ, ისე
დაგეხმარებით... ახლა კი წავიდეთ, უკვე 8-ის ნახევარი ხდება.

ძირითადი ფრაზები:

– შენი საქმე არ გაგიფუჭდეს – გული მწყდება

– თქვენი დარდი მაქვს – ხელს გაგიმართავთ

– ადგილს ვერ ვპოულობ – შრომის გარეშე ვერ გავძლებთ

– ვღელავ, რომ ვერ გეხმარებით – გულზე ხელებს ხომ არ დავიკრეფთ?!

– ხელს გაანძრევს

შენი საქმე არ გაგიფუჭდეს – შენი საქმე არ დაგიზინდეს; საქმეში ხელი არ შეგეშალოს.

თქვენი დარდი მაქვს – თქვენზე ვწუხვარ; თქვენ გამო ვდარდობ.

ადგილს ვერ ვპოულობ – რომელიმე ემოციით (მაგ., დარდით ან სიხარულით) ვერ ვისვენებ.

ვღელავ, რომ ვერ გეხმარებით – ვნერვიულობ, რომ ვერ გეხმარებით.

ხელს გაანძრევს – რაიმეს გააკეთებს [აქ: იმუშავებს].


გული მწყდება – მწყინს, ვწუხვარ.

ხელს გაგიმართავთ – მატერიალურად დაგეხმარებით.

შრომის გარეშე ვერ გავძლებთ – შრომის გარეშე ვერ ვიქნებით.

გულზე ხელებს ხომ არ დავიკრეფთ?! – რაიმეს კეთების გარეშე, ანუ უმოქმედოდ, ხომ არ ვიქნებით?!
⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რა სთხოვა მამამ ანდროს და რატომ?
2. რა იფიქრა ანდრომ, როცა მოღრუბლული ამინდი დაინახა?
3. ინტერნეტში წაკითხული ინფორმაციის მიხედვით, როგორი ამინდები იქნებოდა მეორე და მესამე დღეს?
4. რატომ უნდა გაეთოხნათ მიწა მამა-შვილს?
5. რაზე დარდობდა ანდრო?
6. რას შეჰპირდა ანდრო მამას?
7. თქვენი აზრით, როგორი მშობლები ჰყავდა ანდროს?

გრამატიკა

√ დაიმახსოვრეთ:
გარშემო / ირგვლივ

მაგ., ჩემი სახლის გარშემო მაღალი შენობები დგას.

მოედნის ირგვლივ დასასვენებელი პარკი გააკეთეს.

გარშემო და ირგვლივ სინონიმებია. ისინი დაერთვის


სახელებს და ნიშნავს − ყოველი მხრიდან.

როგორი? ყვავის → აყვავებული / [გა]ამწვანებს → გამწვანებული

მაგ. ძალიან მიყვარს აყვავებული ატმის ხეების ყურება.

ზაფხულობით ჩვენს გამწვანებულ ეზოს მამაჩემი ყოველ მეორე დღეს რწყავს.

საითკენ? ნაკვეთებისკენ / ჩემკენ

მაგ., სოფლის მოსახლეობა თავისი ნაკვეთებისკენ მიდის, რომ მიწა დაამუშაოს.

დავინახე, რომ ნიკო ჩემკენ მორბოდა.

–კენ დაერთვის სახელებს და ნათესაობითი ბრუნვის ფორმას მოითხოვს. ის გამოხატავს


მიმართულებას კონკრეტული საგნისკენ.

რა? ქათამი → საქათმე

მაგ., მამაჩემმა ეზოში ხის საქათმე ააშენა.

სა – ე დართვის არსებით სახელებს და მიუთითებს


ამ საგნის დანიშნულებაზე.

თორემ

მაგ., – სწრაფად იარე, თორემ ძალიან დაცხება და მიწასთან მუშაობა გაგვიჭირდება.

თბილად ჩაიცვი, თორემ ავად გახდები.

თორემ ერთმანეთს უპირისპირებს ორ მოქმედებას, ორ აზრს.

ის გამოიყენეთ მაშინ, როცა ფიქრობთ, რომ პირველი მოქმედების შეუსრულებლობამ შეიძლება


არასასურველი შედეგი გამოიღოს.

როდის? [დასვენების] მერე / შემდეგ …

მაგ., – ორი წლის მერე უნივერსიტეტს დავამთავრებ და მუშაობას დავიწყებ.

– ლექციების დამთავრების შემდეგ ჩემს სახლში შევიკრიბოთ.

მერე ან შემდეგ დაერთვის სახელებს და მათგან ნათესაობითი ბრუნვის ფორმას მოითხოვს.


ისინი ზოგჯერ ზმნებთანაც გამოიყენება. მერე და შემდეგ გამოხატავს მოქმედებათა
თანამიმდევრობას.

მაგ., – ჯერ ჩემთან მოდი და მერე წავიდეთ თეატრში.

მე სოფელში გავიზარდე. შემდეგ მივხვდი, რომ შრომის სიყვარული სოფელმა მასწავლა.

6. დაიმახსოვრეთ ზმნის ძირითადი ფორმები:

№ ახლანდელი მომავალი წარსული


1. იწყებს დაიწყებს დაიწყო
2. ამუშავებს დაამუშავებს დაამუშავა
3. ბარავს დაბარავს დაბარა
4. თოხნის გათოხნის გათოხნა
5. ევალება დაევალება დაევალა
6. უვლის მოუვლის მოუარა

თავისებური ზმნები:

6. ესაზღვრება - -
7. იცის ეცოდინება იცოდა
8. აძლევს მისცემს მისცა
9. გარბის გაიქცევა გაიქცა
10. განიცდის განიცდის განიცადა

ლაპარაკი

7.

I. წაიკითხეთ ანდროსა და ანდროს დედის დიალოგი.

ანდრო: დედა, მე და მამა ნაკვეთში მივდივართ. რამე ხომ არ გჭირდება?!..


მზია: არა... მე თქვენზე ადრე ავდექი და უკვე ბევრი საქმე გავაკეთე. ძროხა
დილაუთენია მოვწველე და ყველი ამოვიყვანე. ახალი ყველი სამზარეულოს
მაგიდაზე დევს. თუ გინდა, შეჭამე. სამუშაოდ უჭმელი არ წახვიდე. მამასაც
უთხარი, ვისაუზმოთ-თქო. მე არა მცალია, ახლა ქათმებს უნდა მივხედო.
წუხელის ჩვენმა დედალმა 18 წიწილა გამოჩეკა. ძალიან ლამაზები არიან. 12
ცალი ყვითელია, 6 კი − შავი. ერთი განსაკუთრებით მომწონს. ფუმფულაა და
ჭრელი გული აქვს. მოკლედ, ავ თვალს არ ენახვება. წამოდი, არ გინდა
გაჩვენო?!...
ანდრო: წიწილებს მერე ვნახავ, ნაკვეთიდან როცა დავბრუნდები. გეტყობა, შენ აქამდე არაფერი გიჭამია, დედა!..
ასე როგორ შეიძლება?!. სჯობს, შენც მოხვიდე და ჩვენთან ერთად ისაუზმო. ჩაიდნით წყალს ავადუღებ და ჩაი
ყველამ ერთად დავლიოთ. გიოსაც გავაღვიძებ.
მზია: კარგი. მაშინ სარდაფიდან ხორბალი გამომიტანე. სარდაფში რომ შეხვალ, მარჯვენა მხარეს დევს. იქვეა,
დაინახავ. თაროდან დიდი ჯამი აიღე, ხორბალი შიგნით ჩაყარე და მომიტანე. ქათმებს დავუყრი და მერე ერთად
ვისაუზმოთ.
ანდრო: ახლავე, დედა! გავიქცევი და მოგიტან. მამა ძალიან ჩქარობს და არ გამიბრაზდეს. იქნებ მალე გაამზადო
საუზმე. მეც მოგეხმარები.
მზია: გიოს გაღვიძებაც არ დაგავიწყდეს. ხომ იცი, ძილი როგორ უყვარს. პატარაობიდან ასე იყო. ახლა დიდია და
მაინც უჭირს დილით ადგომა.
ანდრო: კარგი, გავიქეცი...
• უპასუხეთ კითხვებს:
1. რა გააკეთა ანდროს დედამ დილაუთენია?
2. დედის თხოვნით, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ანდრო და მამამისი?
3. რამ გაახარა ანდროს დედა, ანუ რა მოხდა წინა ღამით?
4. რის გამო შეწუხდა ანდრო, რა შეამჩნია მან დედას?
5. რა უნდა გამოეტანა ანდროს სარდაფიდან და რატომ?
6. დაასათაურეთ დიალოგი. შეეცადეთ იმსჯელოთ, რატომ შეარჩიეთ ასეთი სათაური.

ძირითადი ფრაზები:

ავ თვალს არ ენახვება – განსაკუთრებით ლამაზია, მშვენიერია, კარგია.

8.

II. წაიკითხეთ ანდროს მამისა და მისი თანასოფლელის დიალოგი

შემოდგომაა. გივი და ვაჟა მოსავლის აღებაზე საუბრობენ. ისინი


საკუთარი მიწის ნაკვეთებიდან მოდიან.

გივი: საიდან მოდიხარ ასე დატვირთული, ვაჟა?!. სიმინდის მოსავალი სულ აიღე?!.
ვაჟა: არა, მოკრეფა დღეს დილით დავიწყე. ალბათ, ხვალ მოვრჩები სიმინდის აღებას. ორ ნაკვეთში მქონდა
დათესილი და დაახლოებით 700 კილომდე უნდა გამოვიდეს. საბედნიეროდ, წლევანდელ მოსავალს არა უშავს.
დიდი შრომა დამჭირდა, მაგრამ ხომ იცი, ყველა თავისი ლუკმაპურისთვის წვალობს.
გივი: სიმინდის მოსავალი კარგი გქონია. მთელი წელი აღარ გაგიჭირდებათ. საკვებადაც გეყოფათ და
ფრინველისთვისაც. ღმერთმა ბარაქა არ მოაკლოს შენს ოჯახს! ძალიან გამახარე.
ვაჟა: გმადლობ, გივი, გენაცვალე ... ამდენი სიმინდი მართლა არა გვჭირდება ხოლმე. ნახევარს ბაზარზე გავიტან
და გავყიდი. პურის ფულიც ხომ გვინდა?!. ბავშვები უკვე დიდები არიან. ათასი რამე უნდათ. თან ზამთარი მოდის.
სანამ ცივი დღეები დაიწყება, შეშასაც ვიყიდი. სიცივით ხომ არ დავიხოცებით?!.
გივი: შენ წინდახედული და ოჯახზე მზრუნველი კაცი ხარ, ჩემო გივი! ვიცი, რომ არაფერი შეგეშლება. ვხედავ, რომ
შვილებიც კარგად გაზარდე. შრომის ფასი იციან. შენი პატარა გოგო დედამისს სულ კუდში დასდევს და
ეხმარება. თავისი პატარა თოხით ხან ბოსტანს თოხნის და ხან ქათმებს უვლის. ძალიან ყოჩაღია. ჩემი სახლის
აივნიდან ყველაფერი მოჩანს. ხომ იცი, შენი ოჯახის სიკეთე ყოველთვის გამიხარდება.
ვაჟა: მეც ასე არა ვარ, გივი?! ყველას სიკეთე და ბედნიერება მიხარია. გულში ცუდს არასდროს გავივლებ.
გივი: ახლა ერთი თხოვნა მაქვს შენთან − თვის ბოლოს რთველი მექნება. ჩემი ანდროც ჩამოვა თბილისიდან,
ყურძენი უნდა დავკრიფოთ. მინდა, რომ ოჯახში პატარა სუფრა გავშალოთ. ქალები ჩურჩხელებს ამოავლებენ.
მოკლედ, დავსხდეთ და ვიქეიფოთ... შენ და შენს ცოლს გეპატიჟებით. არ მიღალატო, აუცილებლად უნდა
მოხვიდე.
ვაჟა: მოვალ, აბა, რას ვიზამ, შე კაცო?!. რთველში მოხმარება თუ დაგჭირდება, მეც აქა ვარ. ხომ გაგიგია − ძალა
ერთობაშიაო.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რის მოსავალს იღებდა ვაჟა და კმაყოფილი იყო თუ არა ის თავისი შრომის შედეგით?
2. როგორ დალოცა გივიმ ვაჟას ოჯახი?
3. გივის აზრით, როგორი კაცი იყო ვაჟა და რატომ?
4. გივის თქმით, რატომ იყო ვაჟას უმცროსი გოგონა ყოჩაღი?
5. რა სთხოვა გივიმ ვაჟას?
6. თქვენი აზრით, რა შემთხვევაშია ადამიანი წინდახედული? ჩამოაყალიბეთ საკუთარი შეხედულება.

ანტონიმები ძირითადი ფრაზები:

საბედნიეროდ – სამწუხაროდ – ყველა თავისი ლუკმაპურისთვის წვალობს.

სიკეთე – ბოროტება – ღმერთმა ბარაქა არ მოაკლოს შენს ოჯახს!

ღალატი – ერთგულება – [შვილებს] ათასი რამე უნდათ.

– შრომის ფასი იციან.

– პატარა გოგო დედამისს სულ კუდში დასდევს.

– გულში ცუდს არასდროს გავივლებ.

ყველა ლუკმაპურისთვის წვალობს – ყველა ბევრს შრომობს მცირეოდენი საკვებისთვის.

ღმერთმა ბარაქა არ მოაკლოს შენს ოჯახს! – ღმერთმა დიდი შემოსავალი არ მოაკლოს შენს ოჯახს!

[შვილებს] ათასი რამე უნდათ – [შვილებს] ბევრი რამ უნდათ.

შრომის ფასი იციან – იციან, თუ რა მნიშვნელოვანია შრომა; რა ღირებულება აქვს მას.


დედამისს სულ კუდში დასდევს – დედამისს სულ უკან დაჰყვება.

გულში ცუდს არასდროს გავივლებ – გულს ცუდს, ბოროტებას არ მივაკარებ; ბოროტებას არასდროს
გავიფიქრებ.

ყოჩაღი – აქ: მარჯვე, მოხერხებული.

სუფრა – აქ: წვეულება, პურმარილი.

უღალატებს – აქ: დაპირებას შეცვლის; არ უერთგულებს.

9.

III. წაიკითხეთ ანდროსა და მისი ყოფილი თანაკლასელის დიალოგი.

ანდრო და თათია ერთად გაიზარდნენ.

ისინი ბავშვობის მეგობრები არიან.

ანდრო: რა კარგია, თათია, შენც რომ ჩამოხვედი სოფელში! ერთი


კვირაა, რაც აქა ვარ. ბოლო გამოცდა წინა კვირას ჩავაბარე და
მეორე დღესვე წამოვედი. თბილისში რომ ვარ, სულ ჩემებზე
ვდარდობ. მშობლები მეცოდებიან. ძალიან ბევრი საქმე აქვთ.
თათია: მე გუშინ დავამთავრე გამოცდების ჩაბარება. ერთი სული
მქონდა, როდის ჩამოვიდოდი. სოფელში თავს განსაკუთრებით
მშვიდად ვგრძნობ. თბილისში დიდხანს ვერ ვძლებ. ჩემი სახლი და
ეზო სულ მენატრება. დედაც ასაკში შევიდა, იმდენ საქმეს ვეღარ აკეთებს. დახმარება სჭირდება, მაგრამ
ზამთარში თვეში ერთხელ ძლივს ვახერხებ ჩამოსვლას. მთელი წელი ზაფხულის არდადეგებს ველოდები, რომ
ხელი შევაშველო.
ანდრო: რას ვიზამთ, თათი?! მშობლებს ჩვენი იმედი აქვთ. სტუდენტობაც მალე დამთავრდება, მუშაობას
დავიწყებთ და პურის ფულს მაინც გამოვუგზავნით.
თათია: რასაკვირველია, ასე იქნება... ერთი ეს მითხარი, ზაზაც ხომ არ ჩამოსულა?! ამას წინათ ტელეფონით
ველაპარაკე და ასე მითხრა, კვირის ბოლოს მეც ჩამოვალო. თუ ზაზაც სოფელშია, ამ შაბათს ან კვირას სადმე
წავიდეთ. მგონი, მზიანი დღეები მოდის, წვიმა არ უნდა იყოს.
ანდრო: რა კარგი იდეაა! სიამოვნებით წამოვალ. აბა, მოდი, ტელეფონში ამინდის პროგნოზი ვნახოთ... შაბათის
ამინდი არ მომწონს. მოღრუბლულობა და მცირეოდენი წვიმაა გამოცხადებული. კვირას არის კარგი ამინდი.
მთელი დღე მზე და 32 გრადუსია. კვირას წასვლა სჯობს.
თათია: სათაფლიაში ხომ არ წავიდეთ?! ბავშვობის შემდეგ არ ვყოფილვარ. თან, აი, ნახე სათაფლიის მღვიმე რა
კარგად გაუკეთებიათ... ეს ფოტოები გუშინ გადმოვწერე ინტერნეტიდან, რომ თქვენც გენახათ. საჭმელს მე
წამოვიღებ, მაგაზე არ იდარდოთ.
ანდრო: მარტო შენ რატომ წამოიღებ?!. მეც ვეტყვი დედას და ხაჭაპურებს დაგვიცხობს. ავტომანქანას მამას
ვთხოვ, უარს არ გვეტყვის. შეიძლება თვითონაც წაგვიყვანოს.
თათია: მაშინ ზაზას დავურეკოთ. უკვე ჩამოსული იქნება.

ძირითადი ფრაზები:

– ერთი სული მქონდა

– თავს მშვიდად ვგრძნობ

– პურის ფულს გამოვუგზავნით

ერთი სული მქონდა – ძალიან ვჩქარობდი, ვერ ვითმენდი.

თავს მშვიდად ვგრძნობ – მშვიდად ვარ.

პურის ფულს გამოვუგზავნით – მცირე თანხას გამოვუგზავნით.


⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რის გამო დარდობდა ანდრო და რატომ?
2. რატომ ელოდება ანდრო მთელი წელი ზაფხულის არდადეგებს?
3. რა შესთავაზა ნათიამ ანდროს?
4. როგორი ამინდები იყო მოსალოდნელი შაბათ-კვირას?
5. დაასათაურეთ დიალოგი. ახსენით, რატომ შეარჩიეთ ასეთი სათაური.

10. შეარჩიეთ მოსაუბრე და ააგეთ ასეთივე დიალოგები.

რჩევა – შეგიძლიათ გამოიყენოთ სიტყვები და ფრაზები: ავ თვალს არ ენახვება / ყველა თავისი


ლუკმაპურისთვის წვალობს / ღმერთმა ბარაქა არ მოგაკლოს / ათასი რამე უნდათ /
შრომის ფასი იცის / სულ კუდში დასდევს / გულში ცუდს არასდროს გაივლებს.

11. IV.

შეხედეთ ფოტოებს. აღწერეთ ისინი – რა არის გამოსახული ამ ფოტოებზე?


იპოვეთ მსგავსება და განსხვავება მათ შორის.
12. სასაუბრო თემა:

13. განაწილდით ჯგუფებად. იფიქრეთ ერთად. გააკეთეთ პატარა ჩანაწერი. აარჩიეთ


თემა და ილაპარაკეთ ამის შესახებ.

1. სოფელში ცხოვრებას დიდ ქალაქში ცხოვრება სჯობს.


2. ჩემმა სოფელმა მე შრომისმოყვარეობა მასწავლა.
3. როცა უნივერსიტეტში სწავლას დავამთავრებ, საკუთარ ცოდნას სოფლის განვითარებას მოვახმარ.
4. მაღაზიაში ნაყიდ საკვებ პროდუქტებს საკუთარი ხელით მოყვანილი პროდუქტები სჯობს.

გრამატიკა

14.

ჭამა → უჭმელი / ჩაცმა → ჩაუცმელი

თუ სიტყვას უ – ელ დაერთვის, ის უარყოფას გამოხატავს.


დაესმის კითხვა – როგორი?

მაგ., – ამ დილით გვიან ავდექი, ამიტომ უნივერსიტეტში უჭმელი წამოვედი.

– ეს ბავშვი ძალიან ჩაუცმელია. ეტყობა, ოჯახს უჭირს.

– თქო

თქო დაერთვის ზმნებს. ის გამოიყენეთ მაშინ, როცა თქვენთან


მოსაუბრე II პირმა III პირს რამე აზრი უნდა გადასცეს.

მაგ., – წადი და ნიკას უთხარი, უკვე უნდა ვისაუზმოთ-თქო.

ხან ......., ხან

სტრუქტურა – …ხან ........., ხან – გამოიყენება იმ შემთხვევაში,


როცა სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოქმედება ხდება.

მაგ., შაბათ-კვირას ხან სოფელში მივდივარ, ხან იქ წასვლას ვერ ვახერხებ და თბილისში ვრჩები.

რასაკვირველია

გამოიყენეთ მაშინ, როცა ეთანხმებით ვინმეს ნათქვამს.


წინადადებაში ის მძიმეებით გამოიყოფა.

მაგ., – დღეს სოფელში მიდიხარ?

რასაკვირველია, მივდივარ. ჩემს მშობლებს ყურძნის დაკრეფაში უნდა დავეხმარო.

რა მიქნია? ვყოფილვარ რა გვიქნია? ვყოფილვართ

რა გიქნია? ყოფილხარ რა გიქნიათ? ყოფილხართ

რა უქნია? ყოფილა რა უქნიათ? ყოფილან

მაგ., – სათაფლიაში ყოფილხარ?

არა, ჯერ არ ვყოფილვარ.

კი, ვყოფილვარ.

მოსმენა

რჩევა – ჩანაწერის მოსმენისას გამოიტანე მთავარი აზრი. დააკვირდი ილუსტაციებს.

15.1. მოისმენ ანდროსა და მისი თანაკურსელის საუბარს. ანდროს

თანაკურსელს ბარბარე ჰქვია.


15.1.1. მოსმენილი მასალიდან ჩაინიშნეთ 3 მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

1. .......................................................................................................................................
2. .......................................................................................................................................
3. .......................................................................................................................................

15.1.2. შემოხაზეთ სწორი პასუხი – რის გამო დასწყდა გული ბარბარეს?

ა. იმის გამო, რომ დედის დაბადების დღეზე კახეთში ვერ წავიდა.


ბ. იმის გამო, რომ ლექცია-სემინარებს დაესწრო.
გ. იმის გამო, რომ რთველში ვერ წავიდა.
დ. იმის გამო, რომ ანდრო სოფელში ვერ დაპატიჟა.

15.1.3. შემოხაზეთ, რომელი წინადადება მოისმინეთ:

ა. დედაჩემს უკან მივყვებოდი და ვეხმარებოდი.


ბ. დედაჩემს სულ კუდში დავსდევდი და ვეხმარებოდი.
გ. დედაჩემს უკან დავსდევდი და ვეხმარებოდი.
დ. დედაჩემს სულ გვერდით ვყავდი და ვეხმარებოდი.

15.1.4. შემოხაზეთ სწორი პასუხი. რას გულისხმობს ფრაზა – „ეჭვი არ მეპარება“.


ა. დარწმუნებული არ ვარ. ბ. ეჭვიანი არ ვარ.
გ. ეჭვიანი ადამიანი არ მიყვარს. დ. დარწმუნებული ვარ.

15.1.5. შემოხაზეთ სწორი პასუხი. რას ნიშნავს ფრაზა –„ჩემი სოფელი მიდგას თვალწინ“?

ა. ჩემი სოფელს თვალით ვხედავ. ბ. ჩემი სოფელი მახსენდება.


გ. ჩემი სოფელი ჩემ წინაა. დ. ჩემს სოფელს მალე ვნახავ.

15.1.6. მოისმინეთ დიალოგი ორჯერ. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები:

ანდრო: რა ჰქვია შენს სოფელს, ბარბარე?

ბარბარე: ნაფარეული. თელავიდან 19 კილომეტრშია,


მდინარე ალაზანთან ....................................................... . იცი,
რა ლამაზია! რთველში აუცილებლად დაგპატიჟებ.
მთელი კახეთი უნდა განახო.

ანდრო: სიამოვნებით წამოვალ. თელავში


....................................................... . სკოლიდან წაგვიყვანეს
ექსკურსიაზე და ერეკლე მეფის სასახლე
დაგვათვალიერებინეს. კახეთში მეტი არაფერი
მინახავს...
ზაფხულის არდადეგებზე მეც დაგპატიჟებ სხვიტორში.
იმერეთიც ძალიან ლამაზია. ჩემს სოფელშიც არის
მდინარე. მას ჩიხურა ჰქვია. ის ალაზანივით
....................................................... , მაგრამ მთელი ბავშვობა
ჩიხურასთან ....................................................... . ბავშვები
ყოველდღე დავდიოდით საბანაოდ. ჩემი კლასელის
მამამ თევზის დაჭერაც მასწავლა და ბევრჯერ
მომიტანია სახლში ჩემი ხელით
....................................................... .

15.1.7. გახაზეთ ფორმები, რომლებიც მოისმინეთ:


1. სამწუხაროდ, წასვლა ვერ მოვახერხე – დედაჩემის დაბადების დღის გამო / ლექციების გამო / ჩემი
მშობლების გამო.
2. ნაფარაული არის – მდინარე ჩიხურასთან ახლოს / მდინარე მტკვართან ახლოს / მდინარე ალაზანთან
ახლოს.
3. ბავშვები ყოველდღე დავდიოდით – საბანაოდ / საცურაოდ / სათამაშოდ.
4. დასავლეთ საქართველოში ახლა იშვიათად აშენებენ – ქვის სახლებს / ხის სახლებს / ორსართულიან
სახლებს.

15.2. მოისმენ ანდროს მშობლების საუბარს.

მზია გივი
15.2.1. მოსმენილი მასალიდან ჩაინიშნეთ 3 მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

1. .......................................................................................................................................
2. .......................................................................................................................................
3. .......................................................................................................................................

15.2.2. შემოხაზეთ რომელი წინადადება მოისმინეთ:

ა. ნაკვეთში წავიდეთ, რადგან კარგი ამინდია.


ბ. ნაკვეთში წავიდეთ, თორემ კოკისპირული წვიმა იწყება.
გ. ნაკვეთში წავიდეთ, თორემ ამინდი ფუჭდება.
დ. ნაკვეთში არ წავიდეთ, რადგან ამინდი ფუჭდება.

15.2.3. შემოხაზეთ სწორი პასუხი. რა იგულისხმება სიტყვებში – [ანდრო] „ხელს შეგაშველებს“:


ა. ხელში დაგიჭერს. ბ. ხელს ჩამოგართმევს.
გ. შველას მოითხოვს. დ. ფიზიკურად დაგეხმარება.

15.2.4. შემოხაზეთ სწორი პასუხი. რას ნიშნავს ფრაზა – „ყური დამიგდე“.

ა. მხოლოდ ყურით მომისმინე. ბ. მომისმინე.


გ. ყური ჩემკენ მოწიე. დ. ყურს არ დაუჯერო.

15.2.5. შემოხაზეთ სწორი პასუხი – რა უყვარდა ანდროს?

ა. სოფლის რძე. ბ. დედის ამოყვანილი ყველი.


გ. სოფლის კვერცხი. დ. სახლში გამომცხვარი თონის პური.

15.2.6. მიუთითეთ სწორია თუ არასწორი. აღნიშნეთ √ -ით:

N სწორი არასწორი
მზია თავის ქმარს ნაკვეთში წასვლას აჩქარებდა, რადგან √
ამინდის გაუარესების ეშინოდა.
1. წვიმების გამო სამეურნეო ნაკვეთში ბევრი ბალახი იყო ამოსული.
2. მზიამ საინფორმაციო გადაცემაში მოისმინა, რომ მომდევნო ორი
დღის განმავლობაში ჭექა-ქუხილი და კოკისპირული წვიმები
იქნებოდა.
3. მზიამ საქათმეში შესვლა და ეზოს დასუფთავება ვერ მოასწრო.
4. ანდროს სახლში გამომხვარი თონის პური უყვარდა.
5. მშობლებმა იცოდნენ, რომ ანდროს არც სოფელში ჩამოსვლა
უნდოდა და არც თავისი დედ-მამასთან ენატრებოდა.
6. მზიას იმედი ჰქონდა, რომ ანდრო საკუთარ მამას ხელს
შეაშველებდა.
7. თბილი ზამთარი იქნებოდა, ამიტომ სოფელში მცხოვრებ ოჯახს
ბევრი შეშა არ დასჭირდებოდა.
8. ცოლ-ქმარს შეშაში გადასახდელი თანხა არ ჰქონდა და ამის გამო
ძალიან ნერვიულობდა.

15.2.7. მოისმინეთ დიალოგი ორჯერ. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები:

მზია: თოხი აიღე, გივი, და ნაკვეთში წავიდეთ, თორემ


ამინდი ....................................................... . ვერ ხედავ,
სამხრეთიდან შავი ღრუბელი მოდის. შუადღის
შემდეგ აუცილებლად ....................................................... .

გივი: მართალს ამბობ, სიმინდის გათოხნა უნდა ვიჩქაროთ.


მეც ვღელავ, არ გაგვიწვიმდეს. ბევრი ბალახია
ამოსული და, თუ არ გავთოხნეთ, ცუდი მოსავალი
გვექნება.

მზია: საინფორმაციო გადაცემაშიც მოვისმინე, რომ ორი


დღე ჭექა-ქუხილი და კოკისპირული წვიმები იქნება,
ამიტომ ეს დღეები ნაკვეთში წასვლას ვეღარ
შევძლებთ. იქნებ სიმინდის გათოხნა როგორმე
....................................................... . სახლში როცა
დავბრუნდებით, ყველს მერე ამოვიყვან. მაგის დარდი
არა მაქვს. რძე ....................................................... და არ
გამიფუჭდება.

15.2.8. გამოიყენეთ დაფაზე მოცემული ფორმები. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები.

ცხელი / ცივი / ცუდი / ბევრი /კოკიპირული / შავი

1. ვერ ხედავ, სამხრეთიდან .......................... ღრუბელი მოდის.


2. .......................... ბალახია ამოსული და, თუ არ გავთოხნეთ, .......................... მოსავალი გვექნება.
3. საინფორმაციო გადაცემაშიც მოვისმინე, რომ ორი დღე ჭექა-ქუხილი და .......................... წვიმები იქნება.
4. .......................... ზაფხულია და .......................... ზამთარი იქნება.

წერა

გამოიყენეთ ნასწავლი ზმნები და ფრაზები.

16.1. დაწერეთ – სოფელში მომხდარი ერთი ამბავი

რჩევა – დაწერეთ ერთი ისტორია ან ამბავი, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ. აღნიშნეთ, რით
იყო ის საინტერესო თქვენთვის. მაგალითად, შეგიძლიათ დაწეროთ, მიგიღიათ თუ არა
მონაწილეობა მოსავლის აღებაში, რა გაგიკეთებიათ, ვის დახმარებიხართ და ა.შ.

..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................

16.2. დაწერეთ – ჩემი სოფელი

რჩევა – დაწერეთ, რა როლი აქვს სოფელს ადამიანის ცხოვრებაში; რა თვისებებს ავითარებს ის


ადამიანში; რა მოგცათ თქვენ თქვენმა სოფელმა; რა გიყვართ ყველაზე მეტად, როცა სოფელში
ხართ და სხვ.

..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................

შემეცნება და კულტურა

17. წაიკითხეთ ანდაზა. შემოხაზეთ სწორი პასუხი.

სიკეთე ქვაზე დადე, გაიარე, წინ დაგხვდება.

ეს ანდაზა ნიშნავს:
1. სიკეთე ადამიანის წინ დევს.
2. ადამიანს თავისი გაკეთებული სიკეთე უკანვე დაუბრუნდება.
3. სიკეთე ყოველთვის ქვაზე უნდა დადო.

18. იფიქრეთ:

„ცა რომ სარკე იყოს, ჩვენ ყველანი


დავინახავდით ერთმანეთს, ვნახავდით, რომ არა
ვართ ისე ცუდები, ჩვენ რომ გვგონია ...
დავინახავდით, ვის უჭირს ამ ქვეყანაზე, ვის
ულხინს, მერე დალხინებულები წავიდოდნენ
გაჭირვებულებთან და მიეხმარებოდნენ ...…რა
კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს...”

[ნოდარ დუმბაძე].

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რატომ სურს ნ. დუმბაძეს, ცა რომ სარკე იყოს?
2. მწერლის აზრით, რატომ უნდა დავინახოთ ადამიანებმა ერთმანეთი?
3. რა უნდა ეძებოს ადამიანმა მეორე ადამიანში?
4. რა ევალება დალხინებულ ადამიანს?
5. როგორ გესმით წინადადება – „ცა რომ სარკე იყოს“? ჩამოაყალიბეთ საკუთარი აზრი.

19. ეს საინტერესოა:

სანდრო ყაზბეგმა ბავშვობიდანვე კარგად იცოდა ფრანგული და რუსული ენები.


მოსკოვიდან დაბრუნებულმა მთაში მწყემსად წასვლა გადაწყვიტა. ყველას უკვირდა,
ასეთი განათლებული და დიდი გვარის კაცი ცხვრის საპატრონოდ რომ წავიდა.
ერთხელ მან შეამჩნია, რომ მისკენ ორი წვერიანი კაცი მოდიოდა. ერთი ფრანგი იყო,
მეორე – ინგლისელი. მათ რუსული ენა კარგად არ იცოდნენ. ერთმანეთში
ფრანგულად ლაპარაკობდენ. ჩანდა, რომ მთაში მატყლის საყიდლად იყვნენ ასული.
სანდრომ ვეღარ მოითმინა და ფრანგულ ენაზე უთხრა:
− მთაში ძალიან ბევრი ცხვარია. ხალხი ამითი ცხოვრობს, მატყლს კი ვაჭრები
აქვე ყიდულობენო.
წარმოიდგინეთ ამ წვერიანი კაცების გაშტერება. რაღაც უცნაურ და ველურ
მთებში, სადაც მათი შეხედულებით ბარბაროსები ცხოვრობენ და ათზე მეტის თვლაც
არ იციან, უბრალო მეცხვარე ფრანგულად ელაპარაკება. სანდროს ხუმრობა მოუნდა
და მათ ასეთი რამ უთხრა:
ამიტომ ახლად აღმოჩენილ
− ჩვენში მიწას
თითქმის ვესტ
ყველა (დასავლეთი)
მწყემსი ინდოეთი,
ლაპარაკობს ხოლო ადგილობრივ
ფრანგულად. ე
მე სხვა ადგილებში
ვიყავი მოჯამაგირედ და ცოტა დამავიწყდა, თორემ სხვებს ვერც კი გაარჩევთ
ფრანგებისაგან.
ველური [მთა] – აქ: განვითარებისა
– რა ამბობთ?! და კულტურის
აი, გასაშტერებელი დაბალ
საქმე!– საფეხურზეერთმანეთს
ეუბნებოდნენ მყოფი მთიელი მოსახლეობა.
უცხოელი
ვაჭრები,–
მოჯამაგირე ჩვენ კი
– ადრე ასეველურ ხალხად
ეწოდებოდა მიგვაჩნია ესმუშას,
დაქირავებულ ხალხიო!
რომელსაც ჯამაგირს, ანუ ხელფასს, უხდიდნენ.
⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რა გადაწყვიტა მოსკოვიდან დაბრუნებულმა სანდრომ?
2. რა მიზნით იყვნენ ასულები უცხოელი ვაჭრები მთაში?
3. რა გაუკვირდათ ფრანგ და ინგლისელ ვაჭრებს?
4. რა უთხრა მათ სანდრომ ხუმრობით?
5. გიყვართ თუ არა ხუმრობა? გაიხსენეთ, ერთი სახუმარო ამბავი თქვენი ან სხვისი ცხოვრებიდან.

შეაფასე საკუთარი თავი

20. ⦁ იცოდე, რომ თვითშეფასება დაგეხმარება სწორად გაზომო საკუთარი


შესაძლებლობები.

⦁ დააკვირდი საკუთარ თავსა და სწავლის პროცესს. დაკვირვება


ანალიზის უნარს გივითარებს.

⦁ დაფიქრდი და ისე დაასრულე წინადადებები.

რჩევა – ობიქტურად შეაფასე საკუთარი თავი, რადგან


დაბალმა თვითშეფასებამ შეიძლება მომავლის რწმენა
დაგაკარგვინოს.

დაასრულე წინადადებები:
▶ აქამდე ჩემი სოფლის დახასიათებისას ქართულ ენაზე შემეძლო მეთქვა, მაგ., ............ ; ახლა კი
შემიძლია ვთქვა: ................ .
▶ ახლა, როცა ამინდის პროგნოზს ტელევიზიით ან რადიოთი მოვისმენ, მეცოდინება ............ .
▶ მთავარი შეკითხვა, რომელიც სწავლის პროცესში გამიჩნდა, არის ............ , ამიტომ შევეცდები ............ .
▶ მე მსურს, გავხდე ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტი, ამიტომ გავაცნობიერე, რომ გამოცდების
მაღალ ქულებზე ჩასაბარებლად აუცილებელია ............ .
▶ ამ თემის შესწავლისას ყველაზე რთული ნაწილი იყო ............ ; პრობლემის დასაძლევად დამჭირდება
............ .
▶ ზეპირმეტყველებითი უნარებიდან საჭიროა, რომ მქონდეს შემდეგი: უნდა გადმოვცე ჩემი სათქმელის
მთავარი აზრი; აუდიტორიას უნდა მივაწოდო საკუთარი ცოდნა და ინფორმაცია ისე, რომ ის
ყველასათვის გასაგები იყოს; გავაკონტროლო საუბრის ტონი, ჟესტები და მანერები, რადგან ასე
მოვიპოვებ აუდიტორიის ნდობას; საუბრისას თვალით ვეკონტაქტები მოსაუბრეს / მოსაუბრეებს. ამ
უნარებიდან მე მაქვს ............ , არ მაქვს .............; ამიტომ ............ .
▶ ჯგუფური მუშაობისას ჩემი არგუმენტის დასადასტურებლად მე გამოვიყენე შემდეგი მაგალითი ............ .
ამისათვის კი ვისარგებლე ინერნეტწყაროთი, წაკითხული ლიტერატურით, მედიაინფორმაციით,
ოფიციალური სტატისტიკით, პირადი გამოცდილებით [გახაზეთ ის, რითიც ისარგებლეთ].
▶ ახსნის პროცესში პედაგოგს შევაწყვეტინე / არ შევაწყვეტინე სიტყვა, რადგან ............ .
▶ ამ თემის სწავლა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რადგან ............ .
▶ მე მიყვარს / არ მიყვარს, როცა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ხუმრობენ ჩემზე ან ჩემს
თანაჯგუფელზე, რადგან ............ , ამიტომ ............ . ვფიქრობ, რომ იუმორი მეხმარება / არ მეხმარება
ადამიანებთან კონტაქტის დროს.

ჩანიშნე რვეულში, რომელი ზეპირმეტყველებითი უნარის


/ უნარების გაუმჯობესება დაგეგმე.

იყავი ფრთხილად. საუბრისას არ გამოიყენო ძალიან ბევრი ჟესტი, მიმიკა, არ ათამაშო ხმის
ტემბრი, რათა არ გამოჩნდე ზედმეტად ხელოვნური. ასეთი ქცევის დროს მსმენელი
ყურადღებას აღარ მიაქცევს შენი საუბრის შინაარსს.
თავი XI

სატრანსპორტო საშუალებები. მგზავრობა

1. უპასუხეთ კითხვებს:

1. რა არის გამოსახული ილუსტრაციებზე? აღწერეთ ისინი.


2. რა აქვს საერთო და განმასხვავებელი ამ ილუსტრაციებს?
3. რომელ სატრანსპორტო საშუალებას იყენებთ ყველაზე ხშირად და რატომ?

კითხვა

2. ტექსტი:

კოტე გიორგობიანმა საცხოვრებელი ბინა ძველ თბილისში იქირავა. მისი სახლი მთაწმინდის ერთ-ერთ ქუჩაზე
დგას, შემაღლებულ ადგილას, ამიტომ საძინებელი ოთახის აივნიდან კარგად მოჩანს დედაქალაქის ძველი უბნები
და პატარ-პატარა, თბილისური ქუჩები.
კოტე უნივერსიტეტეტის სტუდენტია. მას საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება თითქმის ყოველდღე
სჭირდება. უნივერსიტეტამდე მანძილი დაახლოებით ხუთი კილომეტრია. უნივერსიტეტის შენობა არც ისე ახლოსაა.
კოტე ყოველ დილით რვის ნახევარზე დგება, რომ საუზმე მოასწროს და ლექციებზე არ დააგვიანოს.
როცა კოტე დილაობით თავისი ბინიდან გამოდის, მან ფეხით ჯერ დაღმართი უნდა ჩამოიაროს, შემდეგ
ცენტრალურ გამზირზე დადგეს და ავტობუსის გაჩერებაზე ტრანსპორტს დაელოდოს. საქალაქო ტრანსპორტი
თბილისში სპეციალური განრიგის მიხედვით მოძრაობს. გაჩერებებზე დამაგრებულია ელექტრონული დაფები,
რომლებზეც ავტობუსის ნომერთან ერთად მისი მოსვლის დროც აწერია. უნივერსიტეტისაკენ რამდენიმე ნომერი
ავტობუსი მიდის, ამიტომ კოტეს უნივერსიტეტში მისასვლელად 20 წუთზე მეტი არ სჭირდება. საქალაქო
ტრანსპორტში სტუდენტები ფასდაკლებით სარგებლობენ. მათი სამგზავრო ბილეთები შედარებით იაფია. საბანკო
ბარათზე კოტეს თანხა ყოველთვის აქვს, ბილეთს ამ საბანკო ბარათით იღებს და უნივერსიტეტამდე კომფორტული
ავტობუსებით მგზავრობს.
თვეში ერთხელ, შაბათ დღეს, კოტეს დედა ბათუმიდან შვილის სანახავად მატარებლით ჩამოდის და
შვილისთვის მცირეოდენი სურსათიც ჩამოაქვს. კოტე დედას მატარებლის სადგურზე ხვდება, რომ დედას ტვირთის
აწევაში დაეხმაროს. მატარებლის სადგურიდან თავისუფლების მოედნამდე ისინი მეტროთი მოდიან, რადგან
მიწისქვეშა ტრანსპორტი უფრო სწრაფად და შეუფერხებლად გადაადგილდება. აღმართზე ტვირთით სიარული
ადვილი არ არის, ამიტომ დედა-შვილი სამარშრუტო ტაქსიში ჯდება და სახლამდე ასე მიდის.
კოტე ყოველი თვის დასრულებას სულმოუთქმელად ელოდება, რადგან მონატრებული დედის ჩამოსვლა
მისთვის ნამდვილი დღესასწაულია.

⦁ საქალაქო ტრანსპორტი თბილისში სპეციალური განრიგის მიხედვით მოძრაობს.

⦁ საქალაქო ტრანსპორტში სტუდენტები ფასდაკლებით სარგებლობენ.

⦁ მიწისქვეშა ტრანსპორტი უფრო სწრაფად და შეუფერხებლად გადაადგილდება.


3. ლექსიკა

⦁ ჩამოთვლილ სიტყვებს მიუწერეთ მნიშვნელობები თქვენს ენაზე:


[გამოიყენეთ ორენოვანი ლექსიკონები]
№ ქართული ...........................................................
1. საცხოვრებელი
2. შემაღლებული
3. საზოგადოებრივი
4. გადაადგილება
5. მოასწრებს
6. დაღმართი
7. გამზირი
8. [ავტობუსის] გაჩერება
9. განრიგი
10. სარგებლობს
11. [სამგზავრო] ბილეთი
12. ტვირთი
13. აწევა
14. მიწისქვეშა
15. შეუფერხებლად
16. აღმართი
17. ადვილი
18. დასრულება
19. სულმოუთქმელად
20. დღესასწაული

4.

ტექსტის გააზრება

1. სად მდებარეობს სახლი, რომელშიც კოტემ საცხოვრებელი ბინა იქირავა?


2. რა მოჩანს ნაქირავები ბინის აივნიდან?
3. რა სჭირდება კოტეს თითქმის ყოველდღე და რომელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიდის ის
უნივერსიტეტამდე?
4. რითი სარგებლობენ სტუდენტები საზოგადოებრივ ტრანსპორტში?
5. რა ტრანსპორტით მგზავრობს კოტეს დედა ბათუმიდან თბილისამდე და როგორ იქცევა კოტე?
6. როგორ გადაადგილდება მიწისქვეშა ტრანსპორტი, ანუ მეტრო?
7. როგორ ელოდება კოტე ბათუმიდან დედის ჩამოსვლას და რატომ? ჩამოაყალიბეთ საკუთარი აზრი.

სინონიმები ანტონიმები

სარგებლობს – იყენებს აღმართი – დაღმათი

მცირეოდენი – ცოტა; არც ისე ბევრი აწევა – დაწევა

სურსათი – [საჭმელი] პროდუქტი მიწისქვეშა – მიწისზედა

ტვირთი – აქ: ხელბარგი შეუფერხებლად – შეფერხებით

სარგებლობს – იყენებს აღმართი – დაღმართი

მაგ., დედაჩემი ყოველთვის მაგ., რუსთაველს გამზირიდან ჩემს სახლამდე


საზოგადოებრივი ტრანსპორტით საკმაოდ დიდი აღმართია, ამიტომ სახლში
სარგებლობს. მისასვლელად 15 წუთი მაინც მჭირდება.
მე მეტროს იშვიათად ვიყენებ, დაღმართზე სიარული შედარებით
რადგან უნივერიტეტთან ადვილია, ამიტომ ავტობუსის
მეტროსადგური არ არის. გაჩერებამდე ყოველთვის ფეხით
მივდივარ.
სურსათი – პროდუქტი
შეუფერხებლად – შეფერხებით
მაგ., დედაჩემი სურსათის შესაძენად
ძირითადად ბაზარში დადის. მაგ., ცენტრალურ ქუჩებზე საზოგადოებრივ
ბებიაჩემი ხშირად გვატანს ტრანსპორტს თავისი სამოძრაო ზოლი აქვს,
სოფლის პროდუქტს. ამიტომ ავტობუსები და სამარშრუტო
ტაქსები შეუფერხებლად გადაადგილდება.
ამ დილით ქალაქში დიდი თოვლი
მოვიდა და ტრანსპორტი შეფერხებით
მოძრაობს.

√ გაიხსენე
5. წაიკითხეთ კოტესა და ნუცას დიალოგი.

გაგახსენებთ, რომ კოტე და ნუცა და-ძმანი არიან. ისინი


ზაფხულის არდადეგებზე ესპანეთში სამოგზაუროდ მიდიან.

კოტე: ცოტა ჩქარა, ნუცა... ჩვენი პასპორტები და სამოგზაურო დაზღვევა არ დაგავიწყდეს, საბუთები შენს
ხელბარგში ჩააწყვე... ტაქსი გამოვიძახე და 10 წუთში სადარბაზოსთან იდგება. ჩემოდნების ჩატანა უნდა
მოვასწროთ.
ნუცა: ყველაფერი მზად მაქვს. პასპორტები, დაზღვევა და ელექტრონული ბილეთები ხელჩანთაში ჩავალაგე.
კოტე: მაშინ ბარგის ჩატანა დავიწყოთ და ტაქსის სადარბაზოსთან დაველოდოთ, ასე აჯობებს...
ნუცა: აი, აეროპორტიც გამოჩნდა... როგორ მიხარია, რომ
ბარსელონაში მივდივართ. დარწმუნებული ვარ, წინ
სასიამოვნო მოგზაურობა გველის, მაგრამ თვითმფრინავით
მგზავრობის ცოტა მეშინია. ხომ იცი, გული მისკდება, როცა
სიმაღლეზე ავდივარ. თვითმფრინავში რა მეშველება?!.
კოტე: კარგი რა.. რისი გეშინია?!. ვერაფერს გაიგებ, ისე
სწრაფად ჩავფრინდებით. თან ტრანზიტით მივფრინავთ.
პრაღის აეროპორტში დრო 4 საათი გვაქვს. ჩემოდნები
ჩაბარებული გვექნება და მაღაზიებს დავათვალიერებთ. სუვენირებსაც ვიყიდით. აეროპორტის შიგნით
კაფეებიც არის. შეგვიძლია, ვისადილოთ კიდეც.
ნუცა: ... მოიცა, კოტე, ჩემს ჩემოდანს ხელი გაუშვი. მე თვითონ წამოვიღებ, მძიმე არ არის. ბევრი ნივთი არ
ჩამილაგებია.
ერთი ეს მითხარი, ჯერ საპასპორტო კონტროლი უნდა გავიაროთ თუ ბარგი უნდა ჩავაბაროთ?!.
კოტე: ჯერ ბარგი უნდა ჩავაბაროთ... შეხედე იმ ელექტრონულ დაფას, რა აწერია: თბილისი – პრაღა. არ გესმის?!.
ხმამაღლაც აცხადებენ, რომ თბილისი-პრაღის რეისზე მგზავრების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. რიგში
ჩავდგეთ. ბარგს შეამოწმებენ. თვითმფრინავში მხოლოდ ხელბარგის ატანის უფლება გვაქვს. ჩემოდანი 20
კილოზე მეტი არ უნდა იყოს. ჩვენი ჩემოდნები მსუბუქია, მაგის არ მეშინია.
ნუცა: ესე იგი საპასპორტო კონტროლს ბარგის ჩაბარების შემდეგ გავივლით?
კოტე: კი... ბარგის ჩაბარების შემდეგ ესკალატორით მეორე სართულზე ავალთ, საპასპორტო კონტროლს გავივლით
და თვითმფრინავის გასასვლელთან დავსხდებით. იმედია, გაფრენა არ დაგვიანდება. წესით, საათ-ნახევარში
თვითმფრინავში ჩასხდომაც დაიწყება. ჩვენი ადგილები გადაამოწმე... მგონი, წინა ადგილებია – 7 და 8. მეორე
რიგი უნდა იყოს.
ნუცა: მე ფანჯარასთან არ დავჯდები...
კოტე: თავიდან ამოიგდე ეგ სისულელე. ადამიანის ფერი აღარ გადევს. თვითმფრინავში პირველად ჯდები და ასე
იმიტომ ხარ. დამიჯერე, მერე აღარასდროს შეგეშინდება. ამ ავიაკომპანიას კარგი მფრინავები ჰყავს. ვერც
აფრენას გაიგებ და ვერც – დაფრენას. აი, ნახავ...
ნუცა: ხომ გაგიგია – შიშს დიდი თვალები აქვსო. რა ვქნა, მაინც მეშინია...
კოტე: ან მაგაზე არ იფიქრო, ან თბილისში დარჩი... შენი ნებაა.
ნუცა: ჰო, კარგი, აღარ ვიფიქრებ...

ანტონიმები ძირითადი ფრაზები:

ხმამაღლა – ხმადაბლა – გული მისკდება

[ხელი] მოკიდე – [ხელი] გაუშვი – წესით, [თვითმფრინავში ჩასხდომაც


დაიწყება]
წამოდი – დარჩი
– თავიდან ამოიგდე ეგ სისულელე

– ფერი აღარ გადევს

– შიშს დიდი თვალები აქვსო

გული მისკდება – ძალიან მეშინია.

წესით ... – წესის მიხედვით; აქ: დადგენილი განრიგის მიხედვით.

თავიდან ამოიგდე ეგ სისულელე – სისულელეზე ნუ ფიქრობ.

ადამიანის ფერი აღარ გადევს – ემოციისაგან [/შიშისაგან] ადამიანს აღარ ჰგავხარ; ფერწასული ხარ.

შიშს დიდი თვალები აქვსო – ადამიანს შიში [/დაძაბულობა] თვალებზეც ეტყობა.


შიში ადამიანს თვალებს უფართოებს.
⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რა არ უნდა დავიწყებოდა ნუცას სახლში?
2. როგორი მოგზაურობა ელოდა წინ და-ძმას?
3. რატომ უსკდებოდა გული ნუცას?
4. როგორ დაამშვიდა კოტემ საკუთარი და? რა უთხრა მას?
5. რეგისტრაციის შემდეგ რა უნდა გაევლოთ კოტესა და ნუცას?
6. რით ახსნა კოტემ თავისი დის ასეთი შიში?

გრამატიკა

√ დაიმახსოვრეთ:

სახ. ძველი თბილისი

მოთხრ. ძველმა თბილისმა

მიც. ძველ თბილისს

ნათ. ძველი თბილისის

მოქ. ძველი თბილისით

ვით. ძველ თბილისად

წოდ. ძველო თბილისო


მაგ., ჩემს უცხოელ სტუმარს ძველ თბილისს დავათვალიერებინებ. ძველი თბილისის ერთ-ერთ უბანს
შარშან რესტავრაცია გაუკეთეს.

როგორი? მაღალი რა? სიმაღლე

მაგ., მსოფლიოში ყველაზე მაღალი მთის, ევერესტის, სიმაღლემ ერთი მეტრით მოიმატა.
მე არც სიმაღლის მეშინია და არც – თვითმფრინავით მგზავრობისა.

პატარ-პატარა – იგივეა, რაც: პატარა და პატარა


ასეთივე სიტყვებია:

დიდ-დიდი, ცოტ-ცოტა, ბევრ-ბევრი, მაღალ-მაღალი, დაბალ-დაბალი, ლამაზ-ლამაზი, ცხელ-ცხელი, ცივ-


ცივი ...

თუ ორი ერთნაირი ფუძის გამეორებისას ფუძეთა შუაში და კავშირი იგულისხმება,


მაშინ დეფისი უნდა დაიწეროს.

საიდან სადამდე? / რა ადგილიდან რა ადგილამდე?


მაგ., მატარებლის სადგურიდან თავისუფლების მოედნამდე კოტე და დედამისი მეტროთი მოდიან.
ავლაბრის მეტროდან რუსთაველის გამზირამდე ყოველთვის ავტობუსით ვმგზავრობ.

[ერთს] ჩადებს – [ბევრს] ჩააწყობს / ჩაალაგებს

ასეთივე ზმნებია:

[ერთი] ზის – [ბევრნი / მრავალნი] სხედან

[ერთს] ჩააგდებს – [ბევრს] ჩაყრის


[ერთი] ვარდება – [ბევრი] ცვივა

მაგ., ჩემს ხელბარგში პასპორტი გუშინ ჩავდე.

ნუცამ თავის ხელჩანთაში პასპორტი და სამგზავრო დაზღვევა ჩააწყო.

ესე იგი // ე.ი.

ესე იგი გამოიყენეთ მაშინ:

1. როცა ერთ აზრს მეორე აზრთან აიგივებთ.

2. როცა სხვისი ნათქვამის შემდეგ გამოგაქვთ დასკვნა.

მაგ., 1. კოტემ ამ სემესტრში მაღალი ქულები მიიღო, ე.ი. სტიპენდია ექნება.

2. წუხელის თბილისში დიდი თოვლი მოვიდა და ფრენები გადაიდო.

– ესე იგი ამ დილით ბარსელონაში ვეღარ გავფრინდებით.

– სამწუხაროდ, საღამომდე მოგვიწევს მოცდა.

6. დაიმახსოვრეთ ზმნის ძირითადი ფორმები:

№ ახლანდელი მომავალი წარსული


1. დგას დადგება იდგა
2. მოძრაობს იმოძრავებს იმოძრავა
3. აწერია ეწერება ეწერა
4. სარგებლობს ისარგებლებს ისარგებლა
5. იღებს [ბილეთს] აიღებს [ბილეთს] აიღო [ბილეთი]
6. მგზავრობს იმგზავრებს იმგზავრა
7. ხვდება [მატარებელს] დახვდება [მატარებელს] დახვდა [მატარებელს]

თავისებური ზმნები:

8. [ჩამო]ივლის ჩამოივლის ჩამოიარა


9. მოსწონს მოეწონება მოეწონა
10. ჩამოაქვს ჩამოიტანს ჩამოიტანა
11. გადაადგილდება გადაადგილდება გადაადგილდა
12. ზის იჯდება იჯდა

ლაპარაკი

ნუცა და საბა ავტობუსის გაჩერებაზე შეხვდნენ ერთმანეთს. საბა


თბილისელია და კოტეს ახლო მეგობარია.

7.

I. წაიკითხეთ ნუცასა და საბას დიალოგი.

საბა: როგორ ხარ, ნუცა?!. ბათუმიდან როდის ჩამოხვედი?!.. დღეს შენს ძმას ტელეფონით ველაპარაკე. არ უთქვამს,
თბილისში რომ ხარ. ეს რომ მცოდნოდა, მოვიდოდი და გნახავდი.
ნუცა: გუშინ შუადღისას მატარებლით ჩამოვედი და ჩემს საქმეებზე დავრბივარ აქეთ-იქით. სახლში ნორმალურად
არც ვყოფილვარ. გვიან დავბრუნდი. კოტეს, ალბათ, თქმა დაავიწყდა.
საბა: ახლა რომელ ნომერ ავტობუსს ელოდები?! საით მიდიხარ?!.
ნუცა: სამწუხაროდ, არ ვიცი, რომელ ნომერზე უნდა დავჯდე. წერეთლის მეტროსადგურთან უნდა ვიყო ნახევარ
საათში. მეგობარს უნდა შევხვდე. თავის სახლში მეპატიჟება. წეღან იმ ქალბატონს ვკითხე – წერეთლის
მეტროსთან რომელი ნომერი მიდის-მეთქი? და არ იცოდა.
საბა: მეც დიდუბისკენ მოვდივარ და ერთად ვიმგზავროთ. 51 ნომერზე უნდა დავსხდეთ. აი, 51 მოდის კიდეც...
ნუცა: უი, რა კომფორტული ავტობუსია!
............................

საბა: ჯერ შენ ადი ავტობუსში, ნუცა... თუ ადგილი იქნება, სკამზე დაჯექი. წერეთლის მეტრო არც ისე ახლოსაა. მე
სამგზავრო ბილეთებს ავიღებ და ფეხზე დავდგები.
ნუცა: ხურდა ფული მეც მაქვს. არ შეიძლება ჩასვლისას მძღოლს რომ მივცეთ?..
საბა: არა, ნუცა... ხომ ხედავ ავტობუსში კონტროლიორი დგას და მგზავრებს ბილეთების აღებაში ეხმარება.
მძღოლისთვის ფულის მიცემა არ შეიძლება. ბილეთები სასწრაფოდ უნდა ავიღოთ, თორემ ჯარიმას
გამოგვიწერენ.
ნუცა: კარგი, სკამზე დავჯდები და დაგელოდები.
საბა: ხომ იცი, მძღოლის უკან, ავტობუსის წინა რიგები ინვალიდებისა და ბავშვებისთვისაა, ამიტომ ცოტა უკან
დაჯექი...
ნუცა: ეგ როგორ არ ვიცი?!. უკანა კარებთან დავჯდები...
..........................

საბა: კარგად მოკალათებულხარ, ნუცა... მეც მიყვარს ავტობუსის ბოლო რიგში ჯდომა. წინ არასდროს ვჯდები.
მოხუცები რომ ამოდიან, მაინც ვერ ვისვენებ, თუ ადგილი არ დავუთმე.
ნუცა: რა თქმა უნდა, უხერხული იქნება, ახალგაზრდები ასე რომ არ მოვიქცეთ... მეც ეგრე ვიქცევი. ყველა მოხუცი
საკუთარი ბებია და ბაბუა მგონია...
[ფულადი] ჯარიმა – თანხა, რომელსაც მოქალაქე წესის დარღვევის გამო იხდის.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რის გამო შეწუხდა საბა, როცა ნუცა დაინახა?
2. სად მიდიოდა ნუცა და რა არ იცოდა მან?
3. რა შესთავაზა საბამ ნუცას და რა უნდა გაეკეთებინა მას?
4. რა უნდა აეღოთ საბასა და ნუცას სასწრაფოდ და რატომ?
5. რატომ არ ჯდებოდა საბა ავტობუსის წინა სკამებზე?
6. ნუცას აზრით, რა არის უხერხული ახალგაზრდის მხრიდან?
7. დაასათაურეთ დიალოგი. იმსჯელეთ, რატომ შეარჩიეთ ასეთი სათაური.

ანტონიმები ძირითადი ფრაზები / სიტყვები:

დაავიწყდა – გაახსენდა – კარგად მოკალათებულხარ

მიცემა – წართმევა – ვერ ვისვენებ


– უხერხული იქნება

კარგად მოკალათებულხარ – კარგად, კომფორტულად ზიხარ.

ვერ ვისვენებ – ვნერვიულობ, ვღელავ.

უხერხული იქნება – მიუღებელი იქნება; არ იქნება მისაღები.

8. – მეტროში

II.

კოტე და ნუცა მეტროსადგურში შევიდნენ. მათ სადგურის


მოედნამდე მიწისქვეშა ტრანსპორტით უნდა იმგზავრონ. ისინი
ბათუმიდან მომავალ მატარებელს უნდა დახვდნენ.

ნუცა: როგორ მიყვარს მეტროს სუნი და მატარებლით მგზავრობა... სწრაფი ტრანსპორტია და ვერც სიცხეს გრძნობ.
ახლა გარეთ, ალბათ, 32 გრადუსი მაინც იქნება. შემოვედით და უკვე გავგრილდით.
კოტე: მართლაც ასეა... მეტრო სწრაფი ტრანსპორტიცაა და, მიწისზედა ტრანსპორტისაგან განსხვავებით,
ეკოლოგიურად არის სუფთა. მატარებელი ჩქარა მოძრაობს. მემანქანე მხოლოდ მეტროსადგურებში აჩერებს. ამ
ბოლო დროს ქალაქში საცობებმა ძალიან მოიმატა, ამიტომ მეტროთი მგზავრობა ჯობია. ძალიან სამწუხაროა,
რომ ჩემს უნივერსიტეტთან მეტროს ხაზი არ გადის, თორემ იქ მისასვლელად 10 წუთზე მეტი არ დამჭირდებოდა.
ავტობუსით ხან 20 წუთი მეხარჯება, ხან – ნახევარი საათი.
ნუცა: ჰო... თან დროის ეკონომიას აკეთებ ადამიანი და თან ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით მგზავრობ.
უკეთესი არ არის?! ნეტავ, ბათუმშიც იყოს მეტროს ხაზები. ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში 5 წუთში
გავიდოდი.
კოტე: ბათუმი პატარა ქალაქია. ისეთი დიდი ქალაქი კი, როგორიც თბილისია, მეტროს გარეშე ვერც
წარმომიდგენია. მსოფლიოში ყველაზე დიდი მეტროპოლიტენი ნიუ-იორკს ჰქონია, 468 მეტროსადგური აქვს.
ნუცა: რას ამბობ?!. რა ამბავია...
კოტე: აბა, რა იქნება... ნიუ-იორკი მეგაპოლისია, ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე დიდი ქალაქი. ნიუ-იორკში რვა
მილიონზე მეტი კაცი ცხოვრობს. წარმოგიდგენია, იქ მეტრო რომ არ იყოს, რა მოხდებოდა?!. შენ კიდევ ბათუმზე
ლაპარაკობ... ბათუმში ნახევარ საათში ფეხითაც გახვალ ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში. სწრაფი ნაბიჯებით
მაგაზე მეტი არც დაგჭირდება.
ნუცა: ისე, მართალი ხარ... დიდი-დიდი ერთი საათი დაგჭირდეს არა?!.
კოტე: აბა, რა თქმა უნდა... ახლა ბარათს გავატარებ, ესკალატორით ჩავიდეთ და მატარებელში ჩავსხდეთ.
ნუცა: ... რამდენი ხალხია, კოტე, რა ხდება?!
კოტე: სადგურის მოედანზე მეტროს მეორე ხაზიც
გადის და საბურთალოს ხაზზე შეგიძლია გადაჯდომა.
ამიტომ, როცა სადგურის მოედნის მიმართულებით
მიდიხარ, მეტრო ყოველთვის მგზავრებითაა
გადაჭედილი. ზოგჯერ ნემსის ყუნწიც არ ჩავარდება...
ახლა ფრთხილად, ამდენ ხალხში არ დამეკარგო! თუ
ვეღარ დამინახე, ტელეფონით გადმომირეკე ან
ბაქანზე დამელოდე.
ნუცა: ნუ გეშინია, არ დავიკარგები. უკან გამოგყვები...

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რატომ უყვარს ნუცას მეტრო? გაეცით სრული პასუხი.
2. კოტეს აზრით, რატომ ჯობის მეტროთი მგზავრობა?
3. რა ინატრა ნუცამ და რატომ?
4. რა გაუკვირდა ნუცას თავისი ძმის ნათქვამიდან?
5. რატომ იყო მეტრო მგზავრებისაგან გადაჭედილი?
6. რომელი ფრაზა გამოიყენა კოტემ, რომ ეთქვა – ტრანსპორტში ზოგჯერ სულ პატარა ადგილიც არ არის?
7. რის შესახებ გააფრთხილა კოტემ საკუთარი და, რა ურჩია მას?

ძირითადი ფრაზები / სიტყვები:

– ავტობუსით 20 წუთი მეხარჯება

– რა ამბავია ...

– წარმოგიდგენია, ... რა მოხდებოდა?!

– ნემსის ყუნწიც არ ჩავარდება


– ფრთხილად!

ავტობუსით 20 წუთი მეხარჯება – ავტობუსით 20 წუთი მჭირდება.

რა ამბავია ... – აქ: რა ბევრია ...

წარმოგიდგენია, რა მოხდებოდა?! – დაფიქრდი [გონებით წარმოიდგინე], რა მოხდებოდა?!

ნემსის ყუნწიც არ ჩავარდება – პატარა ადგილიც არ არის; ძალიან გადაჭდილია.

ფრთხილად – ყურადღებით, დაკვირვებით.

სინონიმები ანტონიმები

მხოლოდ – მარტო სწრაფი – ნელი

გადაჭედილი – ძალიან სავსე, გადაჭედილი – აქ: თავისუფალი


გადავსებული

გადაჯდომა – ერთი ადილიდან ან ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეზე გადასვლა.

ბაქანი – მატარებლის გაჩერების ადგილი, სადაც მგზავრები მატარებელში ადიან ან ჩადიან.

9.

III – წაიკითხეთ ნუცასა და ვატოს დიალოგი.

ვატო ნუცასა და კოტეს ბიძაშვილია. ის თბილისში სამსახურის


საქმეზე ჩამოვიდა. ახლა საკუთარი ავტომობილით ბათუმში
მიდის, ამიტომ ნუცამ მატარებლის ბილეთი აღარ აიღო და
ვატოსთან ერთად ბათუმში ბრუნდება.

ვატო: შეიკარი ღვედი, ნუცა, და მანქანას დავძრავ. ორ საათზე ბათუმში უნდა ვიყო, საჩქარო საქმე მაქვს.
ნუცა: გთხოვ, ძალიან სწრაფად არ იარო. სისწრაფე არ მიყვარს. ასეთ დროს ავარიების რისკი ძალიან მაღალია.
ვატო: ძალიან სწრაფად ისედაც ვერ ვივლი. ყველგან სათვალთვალო კამერებია დამაგრებული. ავტობანზეც კი
ვერ გადააჭარბებ სიჩქარეს. დასაშვები ნორმა 110-ია, ზოგან – უფრო ნაკლები. ამას წინათ ავტობანზე 120-ით
მივდიოდი. ფიქრებში ვიყავი გართული და ვერც კი შევნიშნე, ისე გადამიჭარბებია სიჩქარისთვის. აშკარად
საგზაო ნიშანი ვერ დავინახე. ორი საათიც არ იყო გასული, რომ საპატრულო პოლიციიდან ტელეფონით
შეტყობინება მივიღე, 40 ლარით დამაჯარიმეს.
ნუცა: მე ძალიანაც მომწონს, რომ ასეთი მკაცრი კანონებია საგზაო წესების დარღვევისთვის. სიჩქარის
გადაჭარბებისა და სიმთვრალის გამო უამრავი ავარია ხდება და ადამიანები იღუპებიან... საშინელებაა...
ვატო: შემიძლია დავიფიცო, რომ საჭესთან ნასვამი არასდროს ვმჯდარვარ. ასეთ დროს არც შენი თავი გიყვარს
ადამიანს და არც სხვას სცემ პატივს. მეც ვერ ვიტან ამგვარ უპასუხისმგებლობას...
ნუცა: მართალი ხარ, ვატო, შეგნება უნდა ჰქონდეს ადამიანს... თან შენ კარგად მართავ მანქანას, უკვე გამოცდილი
მძღოლი ხარ.
...............
ვატო: გაიხედე, ნუცა, რამდენი პატრულის თანამშრომელი და საპატრულო პოლიციის მანქანა დგას რიკოთის
გვირაბთან! რაღაც ხდება. როგორც ჩანს, გზაზე შეფერხებაა. ნეტა, რაშია საქმე?!.
ნუცა: ჰო.. გზა გადაკეტილია. დიდხანს გავჩერდებით?!.
ვატო: შევეცდები, გავიგო. მანქანიდან გადავალ და პატრულს შევეკითხები...
.................
ნუცა: რა გითხრეს?! რატომ არ გიშვებთო?..
ვატო: თურმე რიკოთის გვირაბში ორი მანქანა დაეჯახა ერთმანეთს. დიდი არაფერია. არავინ დაშავებულაო.
მანქანებს გაიყვანენ გვირაბიდან და 15 წუთში გაგვიშვებენ...
ნუცა: მაინც უსიამოვნო ამბავია. რომელიმე მძღოლის უყურადღებობის ბრალი იქნება.
ვახო: ალბათ, ასეა ...

ფიქრებში ვიყავი გართული – ბევრ რამეზე ვფიქრობდი.

ვერ ვიტან უპასუხისმგებლობას – არ მიყვარს პასუხისმგებლობის არქონა.

დიდი არაფერია – ისეთი არაფერი მომხდარა.

უყურადღებობის ბრალი იქნება – უყურადღებობის გამო მოხდებოდა.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რა უნდა გაეკეთებინა ნუცას, სანამ ვატო მანქანას დაძრავდა?
2. რა არ უყვარდა ნუცას და რატომ?
3. რის გამო ვერ ივლიდა ვატო სწრაფად?
4. რა ხდება საგზაო წესების დარღვევის გამო?
5. თქვენი აზრით, არის თუ არა უპასუხისმგებლობა საგზაო წესების დარღვევა? ჩამოაყალიბეთ საკუთარი
არგუმენტები.
6. რა დაინახა ვატომ გზაზე და სად?
7. რა ამბავი მოიტანა ვატომ, როცა ის მანქანიდან გადავიდა?
8. დაასათაურეთ დიალოგი. ახსენით, რატომ შეარჩიეთ ასეთი სათაური.
10. შეარჩიეთ მოსაუბრე და ააგეთ ასეთივე დიალოგები.

რჩევა – შეგიძლიათ გამოიყენოთ სიტყვები და ფრაზები: გული მისკდება / წესით,... / თავიდან ამოიგდე .../
ფერი აღარ გადევს / შიშს დიდი თვალები აქვს /კარგად მოკალათებულხარ / ვერ ვისვენებ /
უხერხულია /ავტობუსით [20?] წუთი მეხარჯება / რა ამბავია ... / წარმოგიდგენია?!. / ნემსის
ყუნწიც არ ჩავარდება / ფრთხილად! / ფიქრებში ვიყავი გართული / ვერ ვიტან ... / დიდი
არაფერია.

11.

IV.

შეხედეთ ფოტოებს. აწერეთ ისინი – რა არის გამოსახული ამ ფოტოებზე?


იპოვეთ მსგავსება და განსხვავება მათ შორის.

12. სასაუბრო თემა:


13. განაწილდით ჯგუფებად. იფიქრეთ ერთად. გააკეთეთ პატარა ჩანაწერი. აარჩიეთ
თემა და ილაპარაკეთ ამის შესახებ.

1. ჩემთვის მთავარია, რომ სწრაფად და კომფორტულად ვიმგზავრო.


2. მე ფეხით მიყვარს სიარული, ამიტომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში იშვიათად ვჯდები.
3. ვერ წარმომიდგენია თანამედროვე ადამიანი მრავალფეროვანი სატრანსპორტო საშუალებების გარეშე.
4. მე ძველი დრო უფრო მომწონს, რადგან ამდენი სატრანსპორტო საშუალება არ არსებობდა და ადამიანი
ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრობდა.

გრამატიკა

თუ .........................., ............................ .
კავშირი თუ გამოიყენეთ მაშინ, როცა აყალიბებთ პირობას,
პირობის შესრულების შემდეგ კი იცით, დაახლოებით
როგორ შედეგს მიიღებთ.

მაგ., – თუ ავტოსადგურამდე მეტროთი წამოვედი, 10 წუთით ადრე მოვალ.

– ვერ ვისვენებ, თუ ტრანსპორტში მოხუცს ადგილი არ დავუთმე.

ისეთი ........................., როგორიც ............................


მისათითებელი სიტყვა ისეთი და კავშირი როგორიც გამოიყენეთ
იმ შემთხვევაში, როცა ერთ საგანს ადარებთ მეორეს.

მაგ., მეტროს გარეშე ვერ წარმომიდგენია ისეთი დიდი ქალაქი, როგორიც თბილისია.

ზუსტად ისეთი ველოსიპედი ვიყიდე, როგორიც შენ გაქვს.

რამდენი? ამდენი მაგდენი იმდენი


სიტყვები – ამდენი, მაგდენი, იმდენი – …მიუთითებს იმ
საგანთა რაოდენობაზე., რომლებსაც დაერთვის.

მაგ., – ფრთხილად იყავი, ამდენ ხალხში არ დამეკარგო!

– 61 ნომერ ავტობუსში იმდენი მგზავრი ამოვიდა, რომ ნემსის ყუნწიც არ ჩავარდებოდა.


14.

√ გაიხსენე

მოსმენა

რჩევა – ჩანაწერის მოსმენისას გამოიტანე მთავარი აზრი. დააკვირდი ილუსტაციებს.

15.1. მოისმენ კოტესა და ნუცას დიალოგს. ისინი ბარსელონიდან


თბილისში ბრუნდებიან.

15.1.1. მოსმენილი მასალიდან ჩაინიშნეთ 3 მნიშვნელოვანი ინფორმაცია:


1. .......................................................................................................................................
2. .......................................................................................................................................
3. .......................................................................................................................................

15.1.2. შემოხაზეთ სწორი პასუხი – როდის უნდა მიეცა კოტეს პასპორტი ნუცასთვის?

ა. აეროპორტში შესვლის წინ. ბ. საპასპორტო რეგისტრაციის წინ.


გ. საპასპორტო რეგისტრაციის შემდეგ. დ. სუვენირების მაღაზიაში შესვლის წინ.

15.1.3. შემოხაზეთ, რომელი წინადადება მოისმინეთ:

ა. ისე, რა კარგია, ევროპის ქვეყნებში ვიზა რომ არ გვჭირდება!


ბ. ისე, რა კარგია, დიდ ბრიტანეთთან უვიზო მიმოსვლა რომ გვაქვს!..
გ. ისე, რა კარგია, ევროპის ქვეყნებში ვიზის გარეშე რომ გვიშვებენ!..
დ. ისე, რა კარგია, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა რომ გვაქვს!..

15.1.4. შემოხაზეთ სწორი პასუხი. რას გულისხმობს წინადადება – „სახლში ხელცარიელი ხომ ვერ ჩავალ“.

ა. სახლში რომ დავბრუნდები, ხელში რამე უნდა მეჭიროს.


ბ. სახლში რომ დავბრუნდები, ხელში ჩემოდანი მაინც უნდა მეჭიროს.
გ. სახლში რომ დავბრუნდები, საჩუქრად რამე უნდა ჩავიტანო.
დ. სახლში რომ დავბრუნდები, ხელებში ბევრი რამ უნდა მეჭიროს.

15.1.5. შემოხაზეთ სწორი პასუხი. რას ნიშნავს ფრაზა –„ სადილი ... მომსახურებაში შედის“.

ა. მგზავრებს სადილს დღის განმავლობაში აჭმევენ.


ბ. სადილის დროს მგზავრებს ემსახურებიან.
გ. მგზავრებისათვის სადილის მიწოდება სატრანსპორტო მომსახურების ნაწილია.
დ. მგზავრებს სადილს თვითმფრინავში აჭმევენ.

15.1.6. მოისმინეთ დიალოგი ორჯერ. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები:

კოტე: მოიცა, ნუცა, რაღაცას აცხადებენ... მგონი ჩვენს რეისზე


....................................................... . შენი ჩემოდანი მე მომეცი. მე დავიჭერ,
მძიმეა. შენ ხელბარგი აიღე და წამოდი.

ნუცა: მერე რა, რომ მძიმეა... ....................................................... , გამოვაგორებ და


ისე წამოვალ. სჯობს, შენ შენი ....................................................... და მე – ჩემი.
მაინც ცალ-ცალკე უნდა აწონონ.

კოტე: კარგი, მაშინ ....................................................... . როცა ბარგს ჩავაბარებთ,


სუვენირების მაღაზიაში შევიდეთ. აქ ძალიან კარგი სუვენირებია.
მამიკოს ვუყიდი რამეს, რომ თავის კაბინეტში თაროზე დადოს.
სახლში ....................................................... ხომ ვერ ჩავალ... რომიდან რომ
სუვენირი ჩამოვუტანე, ისიც აეროპორტში ვუყიდე.
26.

15.1.1. გახაზეთ ფორმები, რომლებიც მოისმინეთ:

1. ისე, რა კარგია – დიდ ბრიტანეთში ვიზა რომ გვჭირდება/ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა რომ გვაქვს!. /
საზღვარზე ვიზას რომ აღარ ითხოვენ.
2. დარწმუნებული ვარ / გახარებული ვარ / ბედნიერი ვარ – რამდენიმე წელიწადში აღარც ბრიტანეთი
მოითხოვს ვიზას.
3. ახლა მიმოსვლა – გართულებულია / გაძნელებულია / გაადვილებულია.
4. ჩემოდანი არის – ბორბლებიანი / ჯიბეებიანი / სახელურიანი.
5. კარგი, მაშინ ჩემოდანი – წამოიღე / გამოაგორე / წამოიყვანე.

16.1. მოისმენ ტაქსის მძღოლისა და კოტეს საუბარს.

კოტე და ნუცა თბილისში ბარსელონიდან ჩამოფრინდნენ. ისინი აეროპორტის გამოსასვლელთან დგანან


და ტაქსის აჩერებენ.

16.1.1. მოსმენილი მასალიდან ჩაინიშნეთ 3 მნიშვნელოვანი ინფორმაცია:


1. .......................................................................................................................................
2. .......................................................................................................................................
3. .......................................................................................................................................

16.1.2. შემოხაზეთ რომელი წინადადება მოისმინეთ:

ა. ღვედი შეიკარი, თორემ ავტომობილის მძღოლს დააჯარიმებენ.


ბ. ღვედის შეკვრა არ დაგავიწყდეს, თორემ ავტომობილის მძღოლს დააჯარიმებენ.
გ. თუ ღვედს არ შეიკრავ, ავტომობილის მძღოლს დააჯარიმებენ.
დ. თუ ღვედს შეიკრავ, ავტომობილის მძღოლს არ დააჯარიმებენ.

16.1.3. შემოხაზეთ სწორი პასუხი. რას ნიშნავს სიტყვები – „თქვენი ნებართვით“.

ა. თქვენი გადაწყვეტილებით. ბ. თქვენი თანხმობით.


გ. თქვენი მიზნით. დ. თქვენი მიზეზით.

16.1.4. შემოხაზეთ სწორი პასუხი. რას გულისხმობს ანდაზა – „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“.

ა. დავითს ყველა აზრი თავში მოსდის.


ბ. ადამიანს თავისი თავი ძალიან უყვარს.
გ. რაც დავითს ემართება, ყველაფერი მას ეკუთვნის.
დ. ადამიანს რაც ემართება, მხოლოდ საკუთარი უგუნურებით, უჭკუობით ემართება.

16.1.5. შემოხაზეთ სწორი პასუხი. რას ნიშნავს სიტყვები – „ჩემი აზრით, ღირსია“.

ა. ჩემი აზრით, ძვირი ღირს. ბ. ჩემი აზრით, იაფი ღირს.


გ. ჩემი აზრით, დაიმსახურა. დ. ჩემი აზრით, ფასი აქვს.

16.3. მიუთითეთ სწორია თუ არასწორი. აღნიშნეთ √ -ით:

N სწორი არასწორი
კოტემ დაინახა, რომ ტაქსიში მგზავრები ისხდნენ. √
1. მძღოლი ახალი მოსული იყო და თავისი ტაქსი მანქანების
სადგომზე ეყენა.
2. კოტემ მძღოლს აუხსნა, რომ ის ძველ თბილისში, მთაწმინდაზე,
მიდიოდა.
3. კოტემ ნუცას უკანა სავარზელზე დაჯდომა შესთავაზა, რათა მას
ღვედი არ შეეკრა.
4. მძღოლმა ახალგაზრდების ბარგი საბარგულში ჩააწყო, რათა
ისინი მანქანის სალონში თავისუფლად დამსხდარიყვნენ.
5. ტაქსის მძღოლმა შენიშნა, რომ სხვა მანქანამ დიდი სისწრაფით
ჩაიარა და კინაღამ ვიღაც ქალს დაარტყა.
6. პატრულებმა სწრაფად მოძრავი მანქანა და საავარიო სიტუაცია
თავიდან ვერ შენიშნეს, თუმცა მალევე მოვიდნენ შემთხვევის
ადგილას.
7. კოტეს აზრით, პოლიცელები მძღოლს სიჩქარის გადაჭარბებას
აპატიებდნენ.
8. ნასვამი მძღოლი მართვის უფლების ჩამორთმევით ჯარიმდება.

16.4. მოისმინეთ დიალოგი ორჯერ. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები:


მძღოლი: შეხედეთ ერთი, იმ ჯიპის მძღოლმა როგორ
....................................................... . წეღან ჩვენ მარცხენა
მხრიდან დიდი სისწრაფით ჩაგვიარა და კინაღამ
....................................................... გადასასვლელზე.
გაგიკვირდება, ზოგი მძღოლი
....................................................... . სამანქანო ზოლიდან
ზოლში ისე გადადიან, არც კი
....................................................... ; ან ტელეფონი უჭირავთ
ხელში და ლაპარაკობენ. მოკლედ,
....................................................... და საავარიო სიტუაციებს
ქმნიან.

კოტე: აი, პატრულიც მოვიდა... ქუჩის კუთხეში საპატრულო


მანქანა იდგა, ეტყობა, პატრულებმა შორიდან
დაინახეს ეს ამბავი...

16.4.1. გამოიყენეთ დაფაზე მოცემული ფორმები. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები.

მკვეთრად / ნამდვილად / უყურადღებოდ /თავისუფლად

1. მირჩევნია, რომ თქვენი ბარგი მე ჩავაწყო. მანქანის სალონში უფრო .......................... მოთავსდებით.
2. შეხედეთ ერთი, იმ ჯიპის მძღოლმა როგორ .......................... დაამუხრუჭა.
3. გაგიკვირდება, ზოგი მძღოლი რა .......................... დადის.
4. გეთანხმებით, .......................... ასეა. ზოგი ისეთი უპასუხისმგებლოა, ჭკუას მაინც ვერ ისწავლის...

წერა

გამოიყენეთ ნასწავლი ზმნები და ფრაზები.

17.1. დაწერეთ – სატრანსპორტო საშუალების შესახებ, რომლითაც ყველაზე ხშირად მგზავრობთ


დაასათაურეთ თქვენ მიერ დაწერილი ტექსტი

რჩევა – შეგიძლიათ დაწეროთ ერთი ამბავი, რომელიც მგზავრობის დროს გადაგხდათ თავს თქვენ ან
თქვენს ახლობელს. მაგალითად, რატომ მოგწონთ ან გიყვართ კონკრეტული სატრანსპორტო
საშუალება; რა განრიგით მოძრაობს ის; რა დრო გჭირდებათ გადასაადგილებლად; სად დადიხართ
საზოგადოებრივი ტრანსპორტით და სხვ.

..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................

17.2. დაწერეთ – თანამედროვე ადამიანი და სატრანსპორტო საშუალებები

რჩევა – დაწერეთ, რა როლი აქვს ტრანპორტს ადამიანის ცხოვრებაში; რითი გადაადგილდებოდა


ადამიანი ძველად და რითი გადაადგილდება ის დღეს; რას უადვილებს სატრანსპორტო
საშუალებების სიმრავლე თანამედროვე ადამიანს; რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის დროის
ეკონომიასა და კომფორტს; რომელი სატრანსპორტო საშუალება გინდათ, რომ გყავდეთ და რატომ?
როგორ წარმოგიდგენიათ მომავლის ტრანსპორტი, კიდევ რა შეიძლება გამოიგონოს ადამიანმა და
სხვ.

..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................

შემეცნება და კულტურა

18. წაიკითხეთ ანდაზა. შემოხაზეთ სწორი პასუხი.

.`შორი გზა მოიარე, შინ მშვიდობით მიდიო”.

ეს ანდაზა ნიშნავს:
1. ადამიანმა შორ გზაზე სიარული უნდა შეძლოს.
2. თუ ადამიანი შორ გზაზე წავა, სახლში აუცილებლად მშვიდობით დაბრუნდება.
3. ადამიანი უნდა დაფიქრდეს, არ აჩქარდეს, მშვიდად მიიღოს გადაწყვეტილება და ისე მიაღწიოს მიზანს.

შინ – იგივეა, რაც: სახლში

19. იფიქრეთ:

„ადამიანის ბუნება მტვერივით ვერ იტანს


დამოკიდებულებას. ის თავისუფალია და,
თუ ვინმეზე დამოკიდებული გახდა,
აუცილებლად დაიწყებს ბორკილების,
კედლებისა და საკუთარი სხეულის მტვრევას”

[ფრანც კაფკა].
⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. თქვენი აზრით, რატომ შეადარა ფრანც კაფკამ ადამიანის ბუნება მტვერს?
2. მწერლის აზრით, როგორი ბუნება აქვს ადამიანს?
3. როგორ იქცევა ადამიანი, თუ ის ვინმეზე დამოკიდებული გახდა?
4. როგორ გესმით წინადადება – „[ადამიანი] აუცილებლად დაიწყებს ბორკილების, კედლებისა და
საკუთარი სხეულის მტვრევას“? ჩამოაყალიბეთ საკუთარი აზრი.

20. ეს საინტერესოა:

არაბი ისტორიკოსი და მოგზაური ალ-ფარიკი [1117 -1181] საქართველოში 1153 წელს


ჩამოსულა და დავით აღმაშენებლის ვაჟთან – დემეტრე I-თან – ერთად დაუთვალიერებია
ქვეყანა. ალ-ფარიკი საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის მეფე დავით აღმაშენებლის
პოლიტიკის შესახებ. მისი ცნობით, დავითმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ
მოსახლეობას არაერთი პრივილეგია მიანიჭა. მაგალითად, მან გასცა ბრძანება, რომ
თბილისის იმ ნაწილში, სადაც მუსლიმები ცხოვრობდნენ, არავის ჰყოლოდა ღორი და
არავის დაეკლა ის. დავითმა მაჰმადიანი მოსახლეობისათვის მოჭრა სპეციალური
მონეტა არაბი ხალიფისა და სულთნის სახელით და მაჰმადიანებს თავისუფალი ლოცვის
უფლება მისცა.
დავით IV-მ იმის პირობაც დადო, რომ არც ქართველი, არც ებრაელი და არც სომეხი
არ შევიდოდა მუსლიმების აბანოებში. მან მაჰმადიანები ერთი წლით გაათავისუფლა
სახელმწიფო გადასახადებისაგან.
მეორე არაბი ისტორიკოსის [იბნ-ალ-ჯაუზის] ცნობით, დავითი თავის შვილ
ამიტომ ახლად აღმოჩენილ
დემეტრესთან ერთადმიწას ვესტ (დასავლეთი)
პარასკეობით ინდოეთი,
მეჩეთში დადიოდა ხოლო ესწრებოდა.
და ლოცვას ადგილობრივ ე
მეფემ
მუსლიმ მქადაგებლებს სასახლეებიც აუშენა. თუ მაჰმადიანი თბილისიდან წასვლას
დააპირებდა, მას სამგზავრო ფულსაც აძლევდნენ. იბნ-ალ-ჯაუზი წერს: საქართველოს
მეფეები მაჰმადიანებს უფრო მეტი პატივისცემით ეპყრობიან, ვიდრე თვით
მუსლიმანური ქვეყნების ხელმწიფენიო.
დავით აღმაშენებელი ხელს უწყობდა საქართველოში მცხოვრებ სომხებსაც. ერთ-
ერთი სომეხი ისტორიკოსი [მატთეოს ურჰაეცი] მოგვითხრობს: დავითი იყო მოყვარული
ცნობა –სომეხთა ტომისა. ამბავი.
აქ: გადმოცემული მან ქართველთა ქვეყანაში აშენა სომეხთა ქალაქი და ქალაქს
სახელად გორა უწოდა. დავითს დიდი სიხარულით და აღფრთოვანებით ექცეოდა მთელი
პატივისცემა
სომეხი – დაფასება,
ხალხი. დადებითი დამოკიდებულების გამოხატვა.

ტომი – ერთიდავით აღმაშენებლის


წარმოშობის, გენეტიკის შემწყნარებლობა
ხალხი. სხვა ხალხებისა და რელიგიების მიმართ
მისი ვაჟის, დემეტრე I-ის, მეფობის დროსაც გაგრძელდა.
აღფრთოვანება – ვინმეს ან რაიმეს ძლიერი მოწონება, აღტაცება.

ვინ? შემწყნარებელი – ტოლერანტი

რა? შემწყნარებლობა – ტოლერანტობა

როგორი? შემწყნარებლური – ტოლერანტული

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. არაბი ისტორიკოსის, ალ-ფარიკის, ცნობით, რა პრივილეგიები ჰქონდა მუსლიმ მოსახლეობას დავით
აღმაშენებლის დროს?
2. ალ-ფარიკის მიხედვით, რისი პირობა დადო მეფე დავითმა?
3. რას გვიამბობს იბნ-ალ-ჯაუზი დავით აღმაშენებლის შესახებ?
4. რა მნიშვნელოვანი დასკვნა გამოიტანა იბნ-ალ-ჯაუზმა; რა დაწერა მან?
5. სომეხი ისტორიკოსის ცნობით, როგორ ექცეოდა დავით აღმაშენებელი სომეხ მოსახლეობას და რას
იმსახურებდა ის მოსახლეობის ამ ნაწილისაგან?
6. თქვენი აზრით, როგორი შინაგანი ბუნება ჰქონდა დავით IV-ს და როგორ პოლიტიკას ატარებდა ის?
7. თქვენი აზრით, რაში ეხმარება ადამიანსა და სახელმწიფოს ტოლერანტობა? კითხვაზე პასუხის გაცემის
დროს დაასახელეთ ორი ან მეტი არგუმენტი.

შეაფასე საკუთარი თავი

21. ⦁ იცოდე, რომ საკუთარი თავის შეფასება დაგეხმარება, შეამოწმო


შენი ცოდნის ხარისხი.

⦁ დააკვირდი საკუთარ თავსა და სწავლის პროცესს. დაკვირვებით


მიხვდები, რას მიაღწიე და რა უნდა გააკეთო მომავალში
მიზნების მისაღწევად.

⦁ დაფიქრდი და ისე დაასრულე წინადადებები.

რჩევა – ობიქტურად შეაფასე საკუთარი თავი, რადგან


თვითშეფასება გულწრფელობას გასწავლის.

დაასრულე წინადადებები:
▶ აქამდე, როცა ტრანსპორტით ვმგზავრობდი, ქართულ ენაზე შემეძლო მეთქვა, მაგ., ............ ; უკვე
შემიძლია ვთქვა: ................ .
▶ თვითმფრინავით მგზავრობა გამიადვილდება, რადგან აეროპორტში კომუნიკაციას ქართულ ენაზეც
შევძლებ. საინფორმაციო განყოფილების თანამშრომელს შემიძლია ვკითხო, მაგ., ........... .
▶ ქართული ანდაზები მე შემიძლია შევადარო ............ და ვიმჯელო მათზე. ეს ქართული კულტურის
გაცნობიერებაში მეხმარება. მაგ., ამ სასწავლო თავის შესწავლისას ჩემი აზრი ასე ჩამოვაყალიბე:
............ .
▶ შესასწავლი საკითხების გასაღრმავებლად ვცდილობ / არ ვცდილობ წავიკითხო ან მოვისმინო
დამატებითი ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან, რადგან მე ისინი მეხმარება / არ მეხმარება ............ .
▶ ჩემი ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას დიდი ძალისხმევა სჭირდება, ამიტომ მე ყოველთვის უნდა
............ .
▶ ადრე მეგონა, რომ ............ იყო, თუმცა ახლა გავიგე, ვისწავლე და გავაცნობიერე, რომ ............ .
▶ უკვე ვფიქრობ, რომ კომუნიკაციის უნარებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, გქონდეს ............ .
▶ ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ ჩემთვის ჯერ კიდევ გაუგებარია ............ საკითხი. ამის გამოსასწორებლად
მე ........... .
▶ როდესაც ვხედავ, რომ სხვა ადამიანები ყურადღებით მისმენენ, მაშინ ............ .
▶ მე ბედნიერი ვარ, რადგან შემიძლია ვაპატიო / არ ვაპატიო ადამიანებს შეცდომები; მაქვს / არ მაქვს
სითამამე, როცა საკუთარ აზრს გამოვთქვამ; მეშინია / არ მეშინია პრობლემების; მე ვფიქრობ / არ
ვფიქრობ მხოლოდ საკუთარ თავზე [გახაზეთ, როგორ იქცევით].

ჩანიშნე რვეულში, რომელი თვისების გამოსწორება


მიგაჩნია აუცილებლობად და რას გააკეთებ შენი
მომავალი ბედნიერებისა და წინსვლისთვის.

იყავი ფრთხილად. მოერიდე სტერეოტიპულ აზროვნებას და სხვის განსჯას ამ


სტერეოტიპებით.
თავი XII

პროფესიები. მე მუშაობა უნდა დავიწყო

1. უპასუხეთ კითხვებს:

1. რა არის გამოსახული ილუსტრაციებზე? აღწერეთ ისინი.


2. რა აქვს საერთო და განმასხვავებელი ამ ილუსტრაციებს?
3. რომელი პროფესია მოგწონთ და რატომ?
4. სად იმუშავებდით ახლა და მომავალში?

კითხვა

2. ტექსტი:

ერეკლე მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა. მას სამი და-ძმა ჰყავს. ერეკლე ჯერ დაბადებული არ იყო, როცა
მამამისმა, ბატონმა ზურაბმა, უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი დაამთავრა და ერთ-ერთ
კერძო სამშენებლო კომპანიაში ფინანსურ მენეჯერად დაიწყო მუშაობა. მას შემდეგ ზურაბმა რამდენიმე სამუშაო
ადგილი გამოიცვალა, არაერთ პროფესიულ წარმატებას მიაღწია და დღეს ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო
კომპანიის გენერალური დირექტორია. ერეკლეს მამა სამუშაო დღეებში ან თავის კაბინეტში ზის კომპანიის
ცენტრალურ ოფისში და მშენებლობის საქმეებს აგვარებს, ან მშენებლობის ობიექტებს ამოწმებს. წლების
განმავლობაში თავისი თავდაუზოგავი შრომითა და მაღალი პროფესიონალიზმით ბ-ნმა ზურაბმა თანამშრომლების
უდიდესი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. ზურაბს ყოველთვის მაღალი ანაზღაურება ჰქონდა და
მრავალშვილიანი ოჯახის შენახვა არასდროს უჭირდა.
ერეკლეს დედა, თამარი, პროფესიით ჰუმანიტარია, კერძოდ, მსოფლიო ისტორიის სპეციალისტი.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ის რამდენიმე წელი სკოლაში მუშაობდა ისტორიის მასწავლებლად, ახლა კი
ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში პროფესორის თანამდებობა უკავია და ლექციებს კითხულობს. მას დიდი ხნის
პედაგოგიური გამოცდილება აქვს.
თამარი შვილებთან ყოველთვის მეტ დროს ატარებდა. როცა ისინი პატარები იყვნენ, ძილის წინ მათ
საინტერესო ამბებს უყვებოდა მსოფლიო ისტორიიდან, ამით კი საკუთარი ქვეყნისა და მრავალფეროვანი სამყაროს
სიყვარულს ასწავლიდა.
ერეკლე თავის და-ძმებს შორის უფროსია და არქიტექტურის ფაკულტეტი წელს დაამთავრა. მან ბაკალავრის
დიპლომი უკვე აიღო. უნდა, რომ მაგისტრატურაშიც ჩააბაროს და ამავე დროს რომელიმე ფირმაში არქიტექტორად
დაიწყოს მუშაობა. ის ახლა საბუთებს აგროვებს და მუშაობის დასაწყებად ემზადება.
სანდრო ერეკლეზე ორი წლით უმცროსია და ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სწავლობს. ცოტა ხანში მას
სამხედრო განათლება ექნება და საქართველოს ჯარში დაიწყებს სამსახურს. სანდროს ეამაყება, რომ ის საკუთარი
ქვეყნის თავდაცვის სამსახურში უნდა ჩადგეს.
ერეკლეს უმცროსი დები მომავალ პროფესიებზე მხოლოდ ოცნებობენ, რადგან ამისათვის ჯერ ძალიან
პატარები არიან. 10 წლის ნუციკოს უნდა, რომ მსახიობი გამოვიდეს და თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბაროს, 6 წლის
სოფოს კი მეხანძრეობა სურს. ერეკლესა და სანდროს ეცინებათ, როცა ნუცა და სოფო ამ თემაზე იწყებენ ლაპარაკს.
ძმებმა იციან, რომ მათი ინტერესები მომავალი პროფესიების მიმართ შეიძლება შეიცვლოს.

⦁ წლების განმავლობაში თავისი თავდაუზოგავი შრომითა და მაღალი პროფესიონალიზმით ბ-ნმა


ზურაბმა თანამშრომლების უდიდესი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა.

⦁ ზურაბს მაღალი ანაზღაურება აქვს და მრავალშვილიანი ოჯახის შენახვა არ უჭირს.

⦁ [თამარს] ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში პროფესორის თანამდებობა უკავია და ლექციებს


კითხულობს.

⦁ სანდროს ეამაყება, რომ ის საკუთარი ქვეყნის თავდაცვის სამსახურში უნდა ჩადგეს.

3. ლექსიკა

• ჩამოთვლილ სიტყვებს მიუწერეთ მნიშვნელობები თქვენს ენაზე:


[გამოიყენეთ ორენოვანი ლექსიკონები]
№ ქართული ...........................................................
1. მრავალშვილიანი
2. სამშენებლო
3. [გამო]იცვლის
4. უმსხვილესი
5. [მო]აგვარებს
6. თავდაუზოგავი
7. თანამშრომელი
8. [და]იმსახურებს
9. ანაზღაურება
10. თანამდებობა
11. გამოცდილება
12. უკავია [თანამდებობა]
13. სამყარო
14. ემზადება
15. თავდაცვა
16. ოცნებობს
17. მსახიობი
18. მეხანძრე
19. ეცინება
20. [შე]იცვლება

4.

ტექსტის გააზრება

1. რა მოხდა ბ-ნი ზურაბის ცხოვრებაში მაშინ, როცა ერეკლე ჯერ კიდევ დაბადებული არ იყო?
2. რას მიაღწია ზურაბმა პირველი სამსახურის შემდეგ და სად მუშაობს ის ახლა?
3. რას აკეთებს ერეკლეს მამა სამუშაო დროს?
4. რა დაიმსახურა ბ-ნმა ზურაბმა თავისი თანამშრომლებისაგან და რა თვისებების გამო?
5. რატომ არ უჭირს ზურაბს ოჯახის შენახვა?
6. რა პროფესიისაა ერეკლეს დედა და სად მუშაობს ის?
7. რას უყვებოდა ქ-ნი თამარი თავის პატარებს და რა ასწავლა მან შვილებს?
8. სად სწავლობს სანდრო და რა ეამაყება მას?
9. რატომ ეცინებათ ერეკლესა და სანდროს, როცა მათი დები მომავალ პროფესიებზე იწყებენ
ლაპარაკს?
10. გაიხსენეთ, რა პროფესიაზე ოცნებობდით ბავშვობაში და დღეს რომელი პროფესიის არჩევა
გსურთ? ჩამოაყალიბეთ საკუთარი აზრი.

სინონიმები ანტონიმები

დაბადებული – გაჩენილი უმსხვილესი – უწვრილესი

რამდენიმე – არაერთი [საქმეს] მოაგვარებს – [საქმეს] გააფუჭებს,


ჩაშლის
ცენტრალური – მთავარი; აქ: სათავო
საინტერესო – უინტერესო
აგვარებს – აწესრიგებს; [საქმე] ბოლომდე
მიჰყავს თავდაცვა – თავდასხმა

ანაზღაურება – ხელფასი

შენახვა – აქ: რჩენა


მოაგვარებს – ჩაშლის
[თანამდებობა] უკავია – [თანამდებობა]
უჭირავს მაგ., ვიცი, რომ ბ-ნი ზურაბი ამ ფინანსურ
უყვება – უამბობს საქმეს დღის ბოლომდე აუცილებლად
მოაგვარებს.
საბუთი – დოკუმენტი
დარწმუნებული ვარ, რომ თამაზი
ეროვნული – ნაციონალური უცხოელებთან მოლაპარაკებას
ჯარი – არმია ჩაშლის, რადგან არაპროფესიონალია.

თავდაცვა – თავდასხმა

შენახვა – რჩენა მაგ., თავდაცვის ძალების შემდგომი


გაძლიერება ქვეყნის
მაგ., – ჩემი ნივთების შენახვა არ დამოუკიდებლობის გარანტიაა.
დაგავიწყდეს, სახლში შეიტანე!
პოლიციელზე თავდასხმა კანონით
ჩემს მშობლებს ოჯახის რჩენა არ უჭირთ, ისჯება.
რადგან ორივეს მაღალი ანაზღაურება აქვს.

უყვება – უამბობს

მაგ., ერეკლე თავის მეგობარს სამსახურში


მომხდარ ამბავს უყვება.

დედა საკუთარ შვილებს ყოველ საღამოს


ზღაპრებს უამბობს ხოლმე.

5. √ დაიმახსოვრეთ
⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. კიდევ რომელი პროფესიები გაგიგიათ? გამოიყენეთ წინა გაკვეთილებში ნასწავლი ლექსიკაც და
დაასახელეთ ისინი.
2. რა იცით ამ პროფესიების შესახებ?
3. რა პროფესიის არიან თქვენი ოჯახის წევრები ან ახლობელი ადამიანები?

6. წაიკითხეთ ერეკლესა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლის დიალოგი.

ერეკლეს სამსახურის დაწყება სურს. ის თბილისის


არქიტექტურის სამსახურში მივიდა, რომ კონკურსის პირობები
გაარკვიოს. არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელს ნანა
ჰქვია.
ერეკლე: გამარჯობა, ქალბატონო, ეს ხომ კადრების განყოფილებაა?!. მე კონკურსის თაობაზე მოვედი. ვის
შეიძლება დაველაპარაკო?
ნანა: მობრძანდით, ბატონო!.. მითხარით, რა გაინტერესებთ და ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს.
ერეკლე: როგორ მოგმართოთ? იქნებ თქვენი სახელი მითხრათ.
ნანა: მე ნანა კიკნაძე ვარ, კადრების განყოფილების უფროსი სპეციალისტი. ვაკანტურ თანამდებობებზე
გამოცხადებული კონკურსის პირობებს მე ვდებ ხოლმე ჩვენი სამსახურის ელექტრონულ გვერდზე. ეგ საქმე მე
მაქვს დავალებული, ახლა კი ბრძანეთ, რა კითხვები გაქვთ?
ერეკლე: ჯერ გაგეცნობით... მე ერეკლე მაისურაძე ვარ, ქ-ნო ნანა! საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წელს
დავამთავრე არქიტექტურისა და დიზაინის სპეციალობით. თბილისის არქიტექტურის სამსახურში მსურს
მუშაობის დაწყება. თქვენს ვებგვერდზე ინფორმაცია კი ვნახე, მაგრამ მაინც მოვედი, რომ ყველაფერში
გავერკვიო. რამე არ შემეშალოს. საბუთების შემოტანა ამ კვირის ბოლომდეა. კონკურსის პირობები
მაინტერესებს.
ნანა: აი, ინებეთ, ეს ფურცელი. აქ იმ საბუთების ჩამონათვალია, რომლებიც უნდა შემოიტანოთ – ერთი
ფოტოსურათი სამი ოთხზე; კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის, ანუ დიპლომის, ასლი;
პერსონალური მონაცემების ანკეტა, ანუ ე.წ. „სივი“ და თქვენი 2 საუკეთესო საპროექტო ნამუშევარი. თქვენ მიერ
გაკეთებულ პროექტებს შორის 2 ყველაზე კარგი აარჩიეთ და წარმოადგინეთ. უი, მართლა... „სივს“ რომ
შეავსებთ, ბოლოში ხელმოწერა და შევსების თარიღი არ დაგავიწყდეთ, თორემ საკონკურსო კომისია
კონკურსიდან მოგხსნით და თქვენს საბუთებს აღარც განიხილავს.
ერეკლე: კეთილი, ქ-ნო ნანა! თქვენს რჩევას აუცილებლად გავითვალისწინებ... კიდევ ერთი რამ უნდა გკითხოთ –
რომელიმე ჩემი პედაგოგ-არქიტექტორის სარეკომენდაციო წერილი რომ ჩავდო საბუთებში, არ შეიძლება?..
ნანა: კი, შეგიძლიათ, სარეკომენდაციო წერილიც რომ ჩადოთ. ოფიციალურ მოთხოვნებში ჩვენ ასეთი პუნქტი არა
გვაქვს, მაგრამ ნათქვამია: სიფრთხილეს თავი არა სტკივაო.
კიდევ ერთი რამ, რაც უნდა მეთქვა – სახლში რომ მიბრძანდებით, ჩვენი სამსახურის ვებგვერდზე შედით. ჯერ
ელექტრონული რეგისტრაცია გაიარეთ, რომ ბაზაში დაფიქსირდეთ; მერე კი აუცილებლად აღნიშნეთ,
კონკურსში მონაწილეობას რომელი თანამდებობისთვის იღებთ. ეს „სივშიც“ ჩაწერეთ. ამჟამად ვაკანსიები
მხოლოდ ორ თანამდებობაზეა – უმცროს და უფროს სპეციალისტზე. მე უმცროსი სპეციალისტის ჩაწერას
გირჩევთ, რადგან თქვენ სამუშაო გამოცდილება ჯერ არა გაქვთ.
ერეკლე: უღრმესი მადლობა, ქ-ნო ნანა, ასეთი ამომწურავი ინფორმაციისა და რჩევისთვის. კარგად
ბრძანდებოდეთ!
ნანა: წარმატებებს გისურვებთ! იმედია, მალე ჩვენი თანამშრომელი გახდებით.

ძირითადი ფრაზები:

– მე კონკურსის თაობაზე მოვედი.

– როგორ მოგმართოთ?

– ახლა კი ბრძანეთ, რა კითხვები გაქვთ?

– საკონკურსო კომისია კონკურსიდან მოგხსნით

– სიფრთხილეს თავი არა სტკივაო.

მე კონკურსის თაობაზე მოვედი – მე კონკურსთან დაკავშირებით მოვედი.


როგორ მოგმართოთ? – რა გიწოდოთ? [მითითება: ეს კითხვა უნდა დასვათ მაშინ, როცა მოსაუბრე პირის
სახელი გაინტერესებთ].

ახლა კი ბრძანეთ – ახლა კი თქვით.

საკონკურსო კომისია კონკურსიდან მოგხსნით – საკონკურსო კომისია კონკურსს ჩამოგაშორებთ;


კონკურსიდან გაგათავისუფლებთ.

სიფრთხილეს თავი არა სტკივაო – სიფრთხილე არასდროს არის ზედმეტი.


⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. სად მივიდა ერეკლე და რა მიზნით?
2. რა თანამდებობაზე მუშაობდა ნანა და რა ევალებოდა მას?
3. რა ეწერა ფურცელზე, რომელიც ნანამ ერეკლეს მისცა?
4. რომელი დოკუმენტის ჩადება სურდა ერეკლეს დამატებით?
5. როგორ დაარიგა ნანამ კონკურსანტი? რა რჩევა მისცა მას?
6. რისთვის გადაუხადა მადლობა ერეკლემ ნანას?
6. დაასათაურეთ დიალოგი. იმსჯელეთ, რატომ შეარჩიეთ ასეთი სათაური.

გრამატიკა

√ დაიმახსოვრეთ:

ვისი?

ვისი? – ეს კითხვა დაესმის სიტყვას, რომელიც გამოხატავს კუთვნილებას.

მაგ., ერეკლეს დედას თავისი შვილის წარმატება ძალიან უხარია.

მშობლებმა თავიანთ შვილს ურჩიეს, რომ ესეების კონკურსში მიეღო მონაწილეობა.


როდის? Nარასდროს / ვერასდროს / ნურასდროს

მაგ., ზურაბს მრავალშვილიანი ოჯახის შენახვა არასდროს უჭირდა.

– ვერასდროს გავიგებ, ასე უპასუხისმგებლოდ რატომ მოიქეცი.

– მე ნურასდროს მეტყვი იმას, რომ სწავლა არ გინდა.

სიტყვები – არასდროს / ვერასდროს / ნურასდროს – გამოხატავს დროის უარყოფას.

კერძოდ

მაგ., ერეკლეს დედა პროფესიით ჰუმანიტარია, კერძოდ, მსოფლიო ისტორიის სპეციალისტი.

სიტყვა კერძოდ გამოიყენეთ მაშინ, როცა რამეს აკონკრეტებთ [მაგ., ფაქტს, ადგილს,
დროს და სხვ.]. ის წინადადებაში მძიმეებით გამოიყოფა.

როგორი? -ოვანი → მრავალფეროვანი

მაგ., თამარი თავის შვილებს ყოველთვის ასწავლიდა მრავალფეროვანი სამყაროს სიყვარულს.

–ოვან’ი დაერთვის სახელებს და მიუთითებს საგნის ან მისი თვისების ქონაზე.

ასეთივე სიტყვებია:

მრავალეროვანი

ორენოვანი

მნიშვნელოვანი

სურნელოვანი

სახელოვანი

√ გაიხსენეთ:

თავაზიანი მიმართვის დროს უნდა გამოიყენოთ მრავლობითის დაბოლოება -თ.

– შეგიძლიათ, რომ ჩემს საბუთებში


სარეკომენდაციო წერილიც
ჩადოთ?

ან ნეიტრალური ფორმები: თავაზიანი ფორმები:

[შე]მოდი! [შე]მობრძანდით!

დაჯექი! დაბრძანდით!

თქვი! ბრძანეთ!

როგორ ხარ? როგორ ბრძანდებით?

აიღე! ინებეთ!

ნება მომეცი ნება მიბოძეთ


ახლავე მოგიტან ახლავე მოგართმევთ

უკვე ვჭამე უკვე გეახელით

სახ. თქვენი რჩევა

მოთხრ. თქვენმა რჩევამ

მიც თქვენს რჩევას

და სხვ.

მაგ., – თქვენმა რჩევამ დიდი დახმარება გამიწია და კონკურსშიც გავიმარჯვე.

– ქ-ნო ნანა, თქვენს რჩევას აუცილებლად გავითვალისწინებ.

13. დაიმახსოვრეთ ზმნის ძირითადი ფორმები:

№ ახლანდელი მომავალი წარსული


1. იცვლის გამოიცვლის გამოიცვალა
2. აგვარებს მოაგვარებს მოაგვარა
3. იმსახურებს დაიმსახურებს დაიმსახურა
4. უკავია[თანამდებობა] ეკავება [თანამდებობა] ეკავა [თანამდებობა]
5. უყვება მოუყვება მოუყვა
6. ემზადება მოემზადება მოემზადა
7. დგება ჩადგება ჩადგა
8. ეცინება გაეცინება გაეცინა
9. იცვლება შეიცვლება შეიცვალა

ლაპარაკი

გაგახსენებთ, რომ სანდრო ერეკლეს უმცროსი ძმაა. ის და ლიზა


თანაკურსელი მეგობრები არიან. მათ უნდათ, რომ არდადეგებზე
სადმე იმუშაონ და თანხა დააგროვონ

6.

I. წაიკითხეთ სანდროსა და ლიზას დიალოგი.

ლიზა: რა ქენი, სანდრო?!. გუშინ რომ შემპირდი, ვებგვერდებს ვნახავ და საზაფხულოდ ორთვიან სამუშაოს
ვიპოვიო, იპოვე რამე?
სანდრო: რაღაც ვიპოვე, ოღონდ არ ვიცი, შენ თუ მოგეწონება. წუხელის ღამის 3 საათამდე კომპიუტერთან ვიჯექი
და მაგას ვეძებდი. კინაღამ მოვკვდი, ისე ამტკივდა თვალები... ამ ეტაპზე ბევრი ვაკანსია არ დევს. მე ერთი
სამუშაოთი დავინტერესდი. ამ ზაფხულს ქალაქის დასუფთავების სამსახურს სჭირდება დამატებითი მუშახელი.
ეტყობა, რაღაცაშია საქმე.
ლიზა: რაში უნდა იყოს საქმე?!. ვერ ხედავ, ჩვენი დედაქალაქი როგორ გალამაზდა?!. წინა წლებთან შედარებით
დასუფთავების სამსახურიც უკეთ მუშაობს და გამწვანებისაც. ეტყობა, ქალაქის შემოგარენის დასუფთავება
აქვთ გადაწყვეტილი, თორემ ქალაქის შიგნით მეტნაკლებად ყველაფერი მოწესრიგებულია.
სანდრო: შეიძლება შენ მართალი ხარ. ეგრეც არის, მაგრამ შენ დასუფთავებაში სამსახურს შეძლებ?
ლიზა: რა?!.დამცინი?! რატომ ვერ შევძლებ. ვერ გავიგე, თავდაცვის აკადემიაში მარტო შენ სწავლობ?.. მეც
შენსავით ყოველდღე ვვარჯიშობ 3-4 საათი. არც დახრა გამიჭირდება და არც სიმძიმის აწევა. როგორმე
მოვახერხებ პოლიეთილენის ბოთლებისა და ნაგვის ნარჩენების ტომრებში მოგროვებას. თან დასუფთავებაში
დროებით უნდა ვიმუშაოთ.
სანდრო: ბოდიში, ბატონო, თუ გაწყენინე. არ მეგონა, ასე თუ გამიბრაზდებოდი. მე უბრალოდ კითხვა დავსვი.
ვიფიქრე, ქალია და იქნებ ვერ შეძლოს-მეთქი დასუფთავებაში მუშაობა. იქ მაინც მეტი ფიზიკური შრომა
სჭირდება.
ლიზა: მე ფიზიკური შრომის არ მეშინია. მერე რა, რომ ქალი ვარ... ისე, დიდად არც მწყენია შენი ნათქვამი.
მამაჩემიც კინაღამ ჭკუიდან შეიშალა, თავდაცვის აკადემიაში რომ ვაბარებდი. მეუბნებოდა, კაცი ხომ არ ხარო.
ყოველდღე ვკამათობდით და მე მაინც ჩემი გავიტანე. ოჯახში მარტო დედაჩემი მიჭერდა მხარს. საბოლოოდ,
წინააღმდეგობა ვერ გამიწია და ჩემს გადაწყვეტილებას შეეგუა.
სანდრო: კარგი, ლიზა, კარგი. მთავარია, არ გამებუტო.
ლიზა: არ გაგებუტები, ნუ გეშინია...

ძირითადი ფრაზები:

– კინაღამ მოვკვდი

– დიდად არც მწყენია

– ჭკუიდან შეიშალა

– მე მაინც ჩემი გავიტანე

– [დედაჩემი] მიჭერდა მხარს

– წინააღმდეგობა ვერ გამიწია

კინაღამ მოვკვდი – აქ: ძალიან დავიღალე.

დიდად არც მწყენია – ძალიან არ მწყენია.

ჭკუიდან შეიშალა – გაგიჟდა, განერვიულდა, აღელდა.

მე მაინც ჩემი გავიტანე – მე მაინც ის გავაკეთე, რაც მინდოდა.


[დედაჩემი] მიჭერდა მხარს – [დედაჩემი] ჩემს მხარეს იყო; ჩემს პოზიციას იკავებდა.
წინააღმდეგობა ვერ გამიწია – ვერ შემეწინააღმდეგა; სხვა პოზიცია არ დაიკავა.

სინონიმები ანტონიმები

მუშახელი – მუშა იპოვის – დაკარგავს

მუშაობს – აქ: ფუნქციონირებს მოკვდება – გაცოცხლდება

კამათობს – დავობს გალამაზდა – დაუშნოვდა

მარტო – აქ: მხოლოდ მართალი – მტყუანი

[გა]ებუტება – [შე]ურიგდება დროებით – მუდმივად


ფიზიკური შრომა – გონებრივი შრომა

დამატებითი – ის, რაც ემატება, ზედმეტია.

შემოგარენი – ტერიტორია, რომელიც რაღაცის გარშემოა; მაგ., ქალაქის გარეთაა.

მეტნაკლებად – ნაწილობრივ; არც მეტად და არც ნაკლებად.

დაცინვა [დასცინის] – ვინმეზე ან რამეზე სიცილი, ზოგჯერ ხუმრობითაც.

დახრა [იხრება] – დაბლა დაწევა, მოღუნვა.


წყენინება [ აწყენინებს] – ვინმესთვის უსიამოვნების მიყენება; არასასიამოვნო გრძნობის აღძვრა.

ფიზიკური შრომა – შრომა, რომლის დროსაც ადამიანი სხეულის ძალას იყენებს.

გაბუტვა [ებუტება] – წყენის გამო ხმის არ გაცემა; ჩუმად ყოფნა.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რას შეჰპირდა სანდრო ლიზას?
2. რას ეძებდა სანდრო კომპიუტერით და რა სამუშაო მოეწონა მას?
3. ლიზას აზრით, რის გამო სჭირდებოდა დამატებითი მუშახელი დასუფთავების სამსახურს?
4. რა ჰკითხა სანდრომ ლიზას ისეთი, რომ მეგობარს აწყენინა?
5. რის გამო იფიქრა სანდრომ, რომ ლიზა დასუფთავების სამსახურში მუშაობას ვერ შეძლებდა?
6. რისი არ ეშინოდა ლიზას?
7. რის გამო უწევდა წინააღმდეგობას ლიზას მამა თავის შვილს?
8. დაასათაურეთ დიალოგი. იმსჯელეთ, რატომ შეარჩიეთ ასეთი სათაური.

7.

II. წაიკითხეთ თიკასა და დამსაქმებლის დიალოგი.

ერეკლემ თიკა სტუდენტთა კონფერენციაზე გაიცნო. თიკა


ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხე კურსზე
გადადის. მას უნდა, რომ ბანკში სტაჟირება გაიაროს და
სამუშაო გამოცდილება მიიღოს. ის ბანკის თანამშრომელს, ბ-
ნ გიორგის, ესაუბრება.

თიკა: მოგესალმებით, ბ-ნო გიორგი, მე თიკა ანდღულაძე ვარ. სტაჟირების თაობაზე მოვედი. მირჩიეს, რომ
წინასწარი გასაუბრება თქვენთან გავიარო. გცალიათ, რომ რამდენიმე წუთი დამითმოთ?!.
გიორგი: როგორ არა, მობრძანდით... აბა, რამ შეგაწუხათ?!. ბრძანეთ!
თიკა: მინდა, რომ ჩემ შესახებ ჯერ ორიოდე სიტყვა გითხრათ და შემდეგ ჩემი „სივი“ გაჩვენოთ... მე
ბაკალავრიატის 6 სემესტრი უკვე გავიარე. წარჩინებული სტუდენტი ვარ. ყველა საგანში უმაღლესი შეფასება
მაქვს. წელს ერთ საერთაშორისო სტუდენტების კონფერენციაშიც მივიღე მონაწილეობა, საუნივერსიტეტო
კონფერენციებშიც ორჯერ ვიყავი მონაწილე. ვიცი, რომ კარიერული წინსვლისთვის მეტი რამ უნდა გავაკეთო.
ვფიქრობ, რომ ახლა ჩემი დასაქმების დრო დადგა, ამიტომ სტაჟიორებისთვის გამოცხადებულ კონკურსში
მინდა მონაწილეობის მიღება.
გიორგი: სწორად გადაგიწყვეტიათ... ე.ი. მეოთხე კურსზე გადახვედით არა?!. საკონკურსო კომისია ისედაც არ
განიხილავს იმ სტუდენტების საბუთებს, რომლებიც დამამთავრებელ კურსზე არ იქნებიან. ეს საერთო და
სამართლიანი წესია. ამ წესს ვერც ჩვენ დავარღვევთ. სწავლისა და მუშაობის შეთავსება რომ რთულია, ალბათ,
თქვენც იცით. მეოთხე კურსელებს ხელს ვუწყობთ, სამუშაო გრაფიკს მათთან ერთად ვადგენთ, რომ სწავლაში
ხელი არ შეეშალოთ. ასე ვამზადებთ ახალგაზრდა კადრებს, რომ მომავალში დავასაქმოთ. საკუთარი
პროფესიით მიღებული სამუშაო გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში. გისურვებთ,
რომ კონკურსში გაიმარჯვოთ.
თიკა: გმადლობ, ბ-ნო გიორგი. მაშინ დღესვე დავრეგისტრირდები და ჩემს საბუთებსაც ავტვირთავ ელექტრონულ
გვერდზე. ერთი სათხოვარი მაქვს, იქნებ ჩემი „სივი“ გადაათვალიეროთ, რამე ხომ არ აკლია.
გიორგი: ახლავე გადავხედავ...
................

გიორგი: ყველაფერი წესრიგშია. კარგად შეგივსიათ. ერთადერთი, რასაც გირჩევთ, ის არის, რომ კონფერენციებში
მონაწილეობის სერტიფიკატებიც დაასკანეროთ და ისინიც ატვირთოთ. ჩვენი კომისია ამასაც დიდ ყურადღებას
მიაქცევს. საერთოდ, ყველა დოკუმენტი დასკანერებული უნდა იყოს. არ დაგავიწყდეთ!..
ვინც კონკურსის პირველ ეტაპს გადალახავს, მათთვის გასაუბრება ივლისის დასაწყისში დაინიშნება. ეს
კონკურსის მეორე ეტაპია. საბოლოოდ მაშინ გადაწყდება, ვის ავიყვანთ სტაჟიორებად. გეცოდინებათ, რომ სულ
4 ადგილი გვაქვს, ამიტომ, ვფიქრობ, რომ მაღალი კონკურენცია იქნება...
არ ვიცი, გაგიგიათ თუ არა, მაგრამ წასვლის წინ ერთ იაპონურ გამონათქვამს გეტყვით: ვისაც ძალიან უნდა
მაღლა ასვლა, ის კიბესაც გამოიგონებსო. წინ იარეთ და წარმატება აუცილებლად მოვა.
თიკა: მადლობას გიხდით ასეთი პოზიტიური საუბრისთვის, ბ-ნო გიორგი... კარგად ბრძანდებოდეთ!

ძირითადი ფრაზები:

– გცალიათ, რომ რამდენიმე წუთი დამითმოთ?!.

– მინდა, რომ ჩემ შესახებ ჯერ ორიოდე სიტყვა გითხრათ

– [დასაქმების] დრო დადგა

– ხელს ვუწყობთ

– ყველაფერი წესრიგშია

– გადაწყდება, ვის ავიყვანთ სტაჟიორებად [სტაჟიორად აყვანა].

გცალიათ, რომ რამდენიმე წუთი დამითმოთ?!. – გცალიათ, რომ ცოტა დრო ჩემთვის გამოყოთ?

მინდა, რომ ... ორიოდე სიტყვა გითხრათ – მინდა, რომ ... ცოტა რამ გითხრათ.

[დასაქმების] დრო დადგა – [დასაქმების] დრო მოვიდა.

ხელს ვუწყობთ [/ხელშეწყობა] – ვეხმარებით, ანგარიშს ვუწევთ [/დახმარება].

ყველაფერი წესრიგშია – ყველაფერი მოწესრიგებულია.

გადაწყდება, ვის ავიყვანთ სტაჟიორებად [/ სტაჟიორად აყვანა] – გადაწყდება, ვის მივიღებთ


სამსახურში სტაჟიორად [/ სტაჟიორად მიღება].

შეთავსება – აქ: ერთ საქმესთან ერთად მეორის კეთება; ერთდროული საქმიანობა.

სათხოვარი – ის, რასაც სხვას სთხოვენ.

გადათვალიერება [გადაათვალიერებს] – გადახედვა, თვალის შევლება.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რისთვის მივიდა თიკა ბ-ნ გიორგისთან და რა ურჩიეს მას?
2. რა უთხრა თიკამ გიორგის საკუთარი თავის შესახებ? უპასუხეთ ამომწურავად.
3. რას ფიქრობდა თიკა, რისი დრო დადგა ახლა?
4. გიორგის თქმით, რა იყო საერთო და სამართლიანი წესი?
5. დამსაქმებლის აზრით, რა არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის ცხოვრებაში? ამ საკითხთან
დაკავშირებით ჩამოაყალიბეთ საკუთარი შეხედულებაც.
6. როგორ კონკურენციას ელოდებოდა ბ-ნი გიორგი სტაჟიორებისათვის გამოცხადებულ კონკურსში და,
თქვენი აზრით, რატომ?
7. როგორ გესმით იაპონური გამონათქვამი – ვისაც ძალიან უნდა მაღლა ასვლა, ის კიბესაც გამოიგონებსო?
8. თქვენი აზრით, რატომ შეაფასა თიკამ პოზიტიურად ბ-ნ გიორგისთან საუბარი?
9. დაასათაურეთ დიალოგი. ახსენით, რატომ შეარჩიეთ ასეთი სათაური.

8.

III. წაიკითხეთ რამდენიმე თანაკლასელის საუბარი.


ნათია, ანი, ელენე, საბა და გივი თანაკლასელები
არიან. ისინი საშუალო სკოლას ამთავრებენ და
მომავალი პროფესიის არჩევაზე საუბრობენ.

საბა: რა გადაწყვიტე, ელენე, სად უნდა ჩააბარო?


ელენე: ხომ იცი, რომ მე ბავშვობიდან იურისტობაზე ვოცნებობდი. ჩემი გადაწყვეტილება არ შემიცვლია,
იურიდიულ ფაკულტეტზე ვაბარებ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მოსამართლის გამოცდებსაც გავივლი
და ვნახოთ, რა გამომივა. ძალიან მინდა, რომ მომავალში მოსამართლედ ვიმუშაო. ალბათ, შევძლებ. ზარმაცი
არასდროს ვყოფილვარ. შენ თვითონ რა გადაწყვეტილება მიიღე, საბა?
ანი: კარგი რა, ელენე?!. არ იცი, რომ საბას მსახიობობა უნდა და ოჯახში დიდი წინააღმდეგობა აქვს.
ელენე: ეგ კი ვიცი, მაგრამ, თუ საბა პრინციპულ პოზიციას დაიკავებს, არა მგონია, რომ თავისი არ გაიტანოს. ჩემი
აზრით, პროფესიის არჩევაში მშობლები არ უნდა ჩაერიონ. ეს ძალდატანებაა და, უბრალოდ, არასწორია...
საბა: ეეჰ, რა გითხრათ, ბავშვებო, ძალიან ვნერვიულობ. ჩემები მიჩიჩინებენ, საინჟინრო ფაკულტეტზე ჩააბარეო,
მე კი არ მინდა. მამაჩემი ხიდების ინჟინერია, დიდი გამოცდილება აქვს. მეუბნება – ყველაფერში დაგეხმარები,
პრაქტიკულ გამოცდილებასაც მიგაღებინებ, მაღალი ანაზღაურებაც გექნება და ოჯახსაც ადვილად შეინახავო.
მაგრამ რა ვქნა, რომ ინჟინრობა არ მინდა და გული თეატრალური ინსტიტუტისაკენ მიმიწევს.
ნათია: მსახიობებს საქართველოში მართლა დაბალი ანაზღაურება აქვთ და, ალბათ, შენი მშობლებიც მაგის გამო
ნერვიულობენ. ისე, ინჟინრობა უფრო კაცის პროფესიაა არა?!.
ანი: რას ლაპარაკობ, ნათი?!. საერთოდ არ მესმის, რას ნიშნავს კაცისა და ქალის პროფესიები. ძველ დროში ხომ
არა ვართ, ქალი სახლში რომ იჯდა და ბავშვებს უვლიდა. დღესაც ვიცი ბევრი ისეთი ოჯახი, ქალს რომ არ
ამუშავებენ. ღმერთო, რა საშინელებაა!.. ქალის მოვალეობა მხოლოდ საჭმლის კეთება და ბავშვების მოვლა ხომ
ვერ იქნება?!. ძველ ეგვიპტეში ფარაონებს სხვა ნივთებთან ერთად ქალებსაც ატანდნენ საფლავში და რა ვქნათ,
ჩვენც ასე მოვიქცეთ?!. პატრიარქატის დრო დამთავრდა. ახლა სხვა კანონებია – ქალი და კაცი
თანასწორუფლებიანია ყველა ცივილიზებულ ქვეყნაში. რას გაჩუმებულხარ, გივიკო, ხმა ამოიღე, ენა მუცელში
რატომ ჩაგივარდა?!.
გივი: სიტყვა არცერთს არ შეგაწყვეტინეთ და იმიტომ ვარ ჩუმად. უზრდელი ხომ არა ვარ?!. ისე, ანი მართალს
ამბობს. ჩემი აზრითაც, არ არსებობს ქალისა და მამაკაცის პროფესიები. მართალია, ზოგიერთ პროფესიას მეტი
ფიზიკური ძალა და გამძლეობა სჭირდება, მაგრამ ქალი ხშირ შემთხვევაში უფრო შრომისმოყვარე და
დიპლომატია. ამიტომ თითოეულმა ადამიანმა ის პროფესია უნდა აირჩიოს, რომელიც მას უნდა. მე, მაგალითად,
პროგრამისტობა მინდა და ჩემი მშობლები ჩემს არჩევანს სცემენ პატივს. არაფერს მეუბნებიან.
საბა: მგონი, საკამათო საკითხი წამოვჭერით, გაკვეთილების შემდეგ გავაგრძელოთ ამაზე საუბარი. ახლა ლანა
მასწავლებელი შემოვიდა საკლასო ოთახში...

ძირითადი ფრაზები:

– [მოსამართლის] გამოცდებსაც გავივლი

– გული [თეატრალური ინსტიტუტისაკენ] მიმიწევს

– ხმა ამოიღე

– ენა მუცელში რატომ ჩაგივარდა?!


– სიტყვა არცერთს არ შეგაწყვეტინეთ

– საკამათო საკითხი წამოვჭერით

[მოსამართლის] გამოცდებსაც გავივლი – [მოსამართლის] გამოცდებსაც ჩავაბარებ

გული მიმიწევს – გულით მინდა; შინაგანად მსურს.

ხმა ამოიღე – რამე თქვი; ლაპარაკი დაიწყე.

ენა მუცელში რატომ ჩაგივარდა?! – რატომ გაჩუმდი?!; ხმას რატომ არ იღებ?!

სიტყვა არცერთს არ შეგაწყვეტინეთ – საუბრის, ლაპარაკის დროს არცერთი არ გაგაჩერეთ.

საკამათო საკითხი წამოვჭერით – სადავო საკითხი წამოვიწყეთ, დავსვით.

წინააღმდეგობა – აქ: ვინეს აზრის ან მოქმედების საპირისპირო აზრი ან მოქმედება.

ჩარევა [ჩაერევა] – აქ: რამეში, მაგ., გადაწყეტილებაში მონაწილეობა აზრის შეცვლის მიზნით.

ძალდატანება – იძულება; ძალის გამოყენება.

ჩიჩინი [უჩიჩინებს] – ხშირი ლაპარაკი ერთსა და იმავე საკითხზე.

საფლავი – გარდაცვლილის, მიცვალებულის დასაფლავების ადგილი.

პატრიარქატი – საზოგადოების ცხოვრების წესი, რომლის დროსაც პრივილეგიები მამაკაცს აქვს.

თანასწორუფლებიანი – თანაბარი, ანუ ერთი და იმავე უფლებების მქონე.

უზრდელი – ცუდად გაზრდილი, უკულტურო, ზრდილობის არმქონე.

გამძლეობა – უნარი, შესაძლებლობა, რომ რაიმეს [მაგ., ფიზიკურ შრომას] გაუძლო. ის შეძლო.

პატივს სცემს – აფასებს, ღირსებას ხედავს.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რა გადაწყვეტილება მიიღო ელენემ? რომელი პროფესიის არჩევა სურს მას?
2. რომელი პროფესიისაკენ მიუწევს გული საბას და რა აქვს მას ოჯახის წევრებისაგან?
3. ელენეს აზრით, როგორი პოზიცია უნდა დაიკავოს საბამ და რა არ უნდა გააკეთონ მისმა მშობლებმა?
4. რატომ უჩიჩინებდნენ მშობლები საბას, რომ მას საინჟინრო ფაკულტეზე ჩაებარებინა? რა არგუმენტები
ჰქონდათ მათ?
5. თქვენი აზრით, რატომ შეიძლება იყოს ინჟინრობა კაცის პროფესია?
6. რა არ მოეწონა ნათიას, როცა საუბარი ქალისა და კაცის პროფესიებზე ჩამოვარდა?
7. როგორი აზრი გამოთქვა გივიმ ქალისა და კაცის თანასწორუფლებიანობის შესახებ? ეთანხმებით თუ
არა მას? ჩამოაყალიბეთ საკუთარი შეხედულება.

9. შეარჩიეთ მოსაუბრე და ააგეთ ასეთივე დიალოგები.

რჩევა – შეგიძლიათ გამოიყენოთ სიტყვები და ფრაზები:კინაღამ მოვკვდი / კინაღამ ჭკუიდან შევიშალე /


მე მაინც ჩემი გავიტანე / მხარს მიჭერს / წინააღმდეგობას მიწევს / მინდა, რომ ორიოდე სიტყვა
გითხრათ / ხელს მიწყობენ / ყველაფერი წესრიგშია / გული მიმიწევს / ხმა ამოვიღე / ენა მუცელში
ჩამივარდა / სიტყვა შევაწყვეტინე

10.

IV.

შეხედეთ ფოტოებს. აღწერეთ ისინი – რა არის გამოსახული ამ ფოტოებზე?


იპოვეთ მსგავსება და განსხვავება მათ შორის.
11. სასაუბრო თემა:

12. განაწილდით ჯგუფებად. იფიქრეთ ერთად. გააკეთეთ პატარა ჩანაწერი. აარჩიეთ


თემა და ილაპარაკეთ ამის შესახებ.

1. მნიშვნელობა არა აქვს, რა პროფესიის ვიქნები და სად ვიმუშავებ. მთავარია, მაღალი ანაზღაურება
მქონდეს.
2. მომავალ პროფესიას პერსპექტიული დარგის მიხედვით ავარჩევ.
3. ჩემი მომავალი პროფესიის არჩევას ჩემი ოჯახის წევრები გადაწყვეტენ.
4. ჩემს მომავალ პროფესიას მე თვითონ ავირჩევ.

გრამატიკა

თანა-

ზოგჯერ თანა- რთული სიტყვის პირველი ნაწილია. ის აღნიშნავს


ვიღაცასთან ერთად ყოფნას ან რაიმეს ქონას; ან გამოხატავს რაღაცის
თანხლებას.

მაგ., ქუჩაში ჩემი თანაკურსელი შემხვდა და ვუთხარი, რომ მუშაობა დავიწყე.

– ერეკლეს ერთი თანამშრომელი სამსახურში ხშირად აგვიანებს.

I. ოღონდ ............................
II. ........................., ოღონდ ............................

ოღონდ გამოიყენეთ მაშინ, როცა ვინმეს თხოვნით მიმართავთ, ეხვეწებით;


ან მაშინ, როცა წინადადებებს ერთმანეთს უპირისპირებთ.

თხოვნა:

მაგ., – ოღონდ შენ მუშაობა დაიწყე და მე აღარ ვინერვიულებ.

წინადადებების დაპირისპირება:

მაგ., – რაღაც ვიპოვე, ოღონდ არ ვიცი, შენ თუ მოგეწონება.

გუშინ ახალ სამსახურში მივედი, ოღონდ იქაური სიტუაცია არ მომეწონა.

რა? დამატება როგორი? დამატებითი

როცა – ით დაერთვის სახელებს, ზოგჯერ ის უპასუხებს


კითხვას – …როგორი?

მაგ., – ერეკლეს ბევრი დადებითი თვისება აქვს. ის კეთილი და თბილი ადამიანია.

- ორ დღეში ქართულ ენაში განმეორებითი გამოცდა მაქვს.

–თან
–თან გამოიყენეთ იმ შემთხვევაშიც, როცა -თან’იან ფორმებს მოსდევს
სიტყვები – შედარებით / დაკავშირებით, ანუ:
I. შედარებისას
II. დაკავშირებისას

მაგ., წინა წლებთან შედარებით წელს უკეთესი სამუშაო პირობები გვაქვს.

– დასაქმებასთან დაკავშირებით ქალაქის გამწვანების სამსახურს მიმართეთ.

√ გაიხსენე

– თვის

– თვის დაერთვის სახელებს მაშინაც, როცა მოსაუბრე პირს მიზნის


გამოხატვა სურს.

მაგ., – ვიცი, რომ კარიერული წინსვლისთვის მეტი უნდა ვიმუშაო.

– მე ჩემი მომავალი წარმატებისთვის ვსწავლობ.

მოსმენა

რჩევა – ჩანაწერის მოსმენისას გამოიტანე მთავარი აზრი. დააკვირდი ილუსტრაციებსა და დაფებს.

13.1. მოისმენ ერეკლესა და დათოს საუბარს.

ისინი შესვენებაზე კაფეში შეხვდნენ ერთმანეთს

ერეკლე და დათო ერთ სკოლაში სწავლობდნენ.

ხელობა – პროფესიული საქმიანობა, რომელიც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს, მაგ., კერვა, კედლების
აშენება და სხვ.

გულის დაწყვეტა [ნუ გწყდება გული!] – წყენა [ნუ გწყინს!]


ფრაზა – გული არ დაგწყდეს // ნუ გწყდება გული – გამოიყენეთ მაშინ, როცა არასასურველი ფაქტის
განეიტრალება გინდათ. გსურთ, რომ მოსაუბრეს არ ეწყინოს.

13.1.1. მოსმენილი მასალიდან ჩაინიშნეთ 3 მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

1. .......................................................................................................................................
2. .......................................................................................................................................
3. .......................................................................................................................................

13.1.2. შემოხაზეთ სწორი პასუხი. რას გულისხმობს შეკითხვა – „რა ქარმა გადმოგაგდო“?

ა. ქარმა საგნები აქეთ-იქით დაყარა?


ბ. რაღაც საგანი ქარმა გადმოაგდო?
გ. ისეთი ძლიერი ქარია, რომ შენ გადმოგაგდო?
დ. აქ რა გინდა?

13.1.3. შემოხაზეთ სწორი პასუხი. რას ნიშნავს ანდაზა – „გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას განახებო“.

ა. გაჭირვება აუცილებლად უნდა ნახოს ადამიანმა, რომ გაიქცეს.


ბ. გაჭირვების დროს ადამიანი ამ გაჭირვებიდან გამოსავალს ეძებს.
გ. გაჭირვება სხვამ უნდა გაჩვენოს, რომ გაიქცე.
დ. გაჭირვების დროს ყოველთვის გარბიან.

13.1.4. შემოხაზეთ სწორი პასუხი – აკადემიური წლის აღების რა მიზეზები დაასახელა დათომ?
ა. ის, რომ ოჯახს გაუჭირდა და სწავლის თანხას ვეღარ იხდიდნენ.
ბ. ის, რომ მამამისი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
გ. ის, რომ დედამისი არ მუშაობდა.
დ. ის, რომ .დედამისი ხშირად ავადმყოფობდა.

13.1.5. შემოხაზეთ სწორი პასუხი. რომელი ემოციის შემდეგ უნდა გამოვიყენოთ ფრაზა – „ცოტა ამოვისუნთქე“.

ა. სიხარულის შემდეგ ბ. კმაყოფილების შემდეგ


გ. გაოცების შემდეგ დ. შიშის შემდეგ

13.1.6. შემოხაზეთ სწორი პასუხი. რა შემთხვევაში შეიძლება ვუთხრათ ახლობელ ადამიანს – „ოქროს გული გაქვს“.

ა. როცა მას გულში ოქრო აქვს.


ბ. როცა მას ოქრო ძალიან უყვარს.
გ. როცა მისი გული ოქროსია.
დ. როცა ის ბუნებით კეთილია, გულკეთილია.

13.2. მიუთითეთ სწორია თუ არასწორი. აღნიშნეთ √ -ით:

N სწორი არასწორი
ერეკლესა და დათოს ერთმანეთი დიდხანს არ ჰყავდათ ნანახი. √
1. დათომ სწავლა შეწყვიტა და მუშაობა დაიწყო, რადგან მეტი გზა
არ ჰქონდა.
2. დათოს მამა თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ახლა ოჯახში
მხოლოდ დედამისი მუშაობდა.
3. მეგობრის მამამ დათოს ხელი გაუმართა და მუშად აიყვანა.
4. დათო სწავლის გაგრძელებას არ აპირებდა, რადგან
უნივერსიტეტში სწავლის გადასახადს ვეღარ იხდიდა.
5. დათოს მთავარი მიზანი ხატვა იყო.
6. დათოს საკუთარი დედის მდგომარეობა ძალიან ადარდებდა.
7. ერეკლემ თავის დიდი ხნის უნახავ მეგობარს საქციელი არ
მოუწონა.

13.2. მოისმინეთ დიალოგი ორჯერ. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები:


დათო: ნუ გწყდება გული, ერეკლე! სწავლას სექტემბრიდან გავაგრძელებ.
ექიმი მაინც გავხდები. ეგ ჩემი ....................................................... . ცოტა
სწავლის ფულსაც დავაგროვებ და ....................................................... .
მითხრეს, ყველანაირად ....................................................... . ჩემი ოჯახის
ამბავი იციან, თან კედლების ღებვაც კარგად გამომდის. ფერების
შერჩევა არ მეშლება. ბინის მეპატრონეებს რეკომენდაციასაც
ვაძლევ, რომელი ფერი აჯობებს.

ერეკლე: ....................................................... , შემეშინდა, სწავლას თავი არ


დაანებოს-მეთქი. ერთ წელს არა უშავს. თან შენ ქირურგობა გინდა
არა?!

დათო: კი, ქირურგიაზე ვარ. სულ უმაღლესი ქულები მყავდა. ინგლისურიც


კარგად ვიცი და გერმანულიც. უფრო ....................................................... .
შეიძლება, მაგისტრატურაში იქ ჩავაბარო. გერმანიის დიპლომიც
მექნება და მერე სპეციალობით დავიწყებ მუშაობას.

13.2.1. გახაზეთ ფორმები, რომლებიც მოისმინეთ:

1. ოჯახის გაჭირვებას – ვეღარ ვუყურე / ვეღარ შევხედე / ვეღარ გავუძელი.


2. მამაჩემი ერთი წელია, რაც – უმუშევარია / სამსახურის გარეშეა / სახლში ზის.
3. ჩემი მეგობრის მამამ – ხელი მაგრად შემიწყო / ხელი მაგრად გამომიწოდა / ხელი მაგრად გამიმართა.
4. ბინის მეპატრონეებს ვაძლევ – რჩევასაც / დარიგებასაც / რეკომენდაციასაც.
5. მე ახალგაზრდა კაცი ვარ – ყველაფერს შევძლებ / ყველაფერს გავუძლებ / ყველაფერს გავაკეთებ.

13.3. მოისმენ შოთასა და თიკას საუბარს.

თიკა ბანკში სტაჟიორად აიყვანეს. ის ბანკის


ცენტრალურ ოფისში პირველად მივიდა.
გაიხსენეთ, ვინ არის თიკა.

√ გაიხსენე

ფრაზა – აი, ბურთი და მოედანი – გამოიყენება მაშინ, როცა მოსაუბრე პირს თავისუფალი მოქმედების
შესაძლებლობას აძლევენ, რათა მან გამოავლინოს საკუთარი გონიერება, ნიჭი, ჭკუა, უნარები და
სხვა პიროვნული თვისებები.

14.3.1. მოსმენილი მასალიდან ჩაინიშნეთ 3 მნიშვნელოვანი ინფორმაცია:


1. .......................................................................................................................................
2. .......................................................................................................................................
3. .......................................................................................................................................

14.3.2. შემოხაზეთ რომელი წინადადება მოისმინეთ:

ა. თუ შეიძლება, ხელს გამოგიწვდით.


ბ. თუ შეიძლება, ხელს ჩამოგართმევთ.
გ. თუ შეიძლება, ხელს გაგიმართავთ.
დ. თუ შეიძლება, ხელს შეგიშლით.

14.3.3. შემოხაზეთ სწორი პასუხი. რას ნიშნავს წინადადება – „თქვენ ჩემთან მოგამაგრეს“.

ა. თქვენ ჩემზე ხართ დამაგრებული.


ბ. თქვენ მაგარი ადამიანი ხართ.
გ. თქვენ ჩემთან ერთად კარგად იგრძნობთ თავს.
დ. თქვენ მე უნდა გასწავლოთ საქმე.

14.3.4. შემოხაზეთ სწორი პასუხი. რომელი ემოციის დროს გამოიყენება ფრაზა – „ფეხები უკან მრჩებოდა“.
ა. როცა ადამიანს რაიმეს გაკეთების სურვილი აქვს ან უხარია.
ბ. როცა ადამიანს რაიმეს გაკეთება არ სურს ან ეშინია.
გ. როცა ადამიანს რაიმეს გაკეთება არ სურს ან ფრთხილად არის. .
დ. როცა ადამიანს რაიმეს გაკეთების სურვილი აქვს ან გაკვირვებულია.

14.3.5. შემოხაზეთ სწორი პასუხი. რას ნიშნავს სიტყვები – „სამუშაოს ალღოს ავუღებ“.

ა. საქმეში ადვილად გავერკვევი, მივხვდები.


ბ. საქმეს ადვილად ავიღებ.
გ. საქმეს რთულად გავიგებ, გავიაზრებ.
დ. საქმეში რთულად გავერკვევი, ვერ მივხვდები.

14.3.6. მოისმინეთ დიალოგი ორჯერ. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები:

თიკა: სხვა თანამშრომლები ამ ოთახში არ სხედან?

შოთა: არა, ზოგიერთ ოთახში ხუთი კაცი ზის, ზოგან –


ნაკლები. ეს სართული მთლიანად
....................................................... . კაბინეტიდან რომ
გავალთ, შეხედე, რა გრძელი დერეფანია და რამდენი
კაბინეტი გვაქვს. იცი,.......................................................?!.
ყველა თავისი ოთახიდან გამოდის და პირველ
სართულზე გარბის. იქ ძალიან კარგი კაფე გვაქვს.
....................................................... . თუ ჩვენი კაფე არ
მოგეწონება, შეგიძლია გარეთაც ისადილო.
....................................................... .

თიკა: არა, რას ამბობ, შოთა?!. ....................................................... .


კოლექტივსაც კარგად გავიცნობ, ასე მირჩევნია.

14.3.7. გამოიყენეთ დაფაზე მოცემული ფორმები. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები.

პატიოსანი / დიდი / გრძელი / პრაქტიკული / თბილი

1. ჩვენ შორის .......................... ასაკობრივი განსხვავება არ არის.


2. სტუდენტი ვიყავი და არც .......................... ცოდნა მქონდა და არც – გამოცდილება.
3. გმადლობ, შოთა, ასეთი .......................... მიღებისთვის.
4. აი, შენ თვითონ ნახავ, როგორი .......................... და კარგი ადამიანია.
5. კაბინეტიდან რომ გავალთ, შეხედე, რა .......................... დერეფანია და რამდენი კაბინეტი გვაქვს.

წერა

გამოიყენეთ ნასწავლი ზმნები და ფრაზები.

15.1. დაწერეთ – თქვენი მომავალი პროფესიის შესახებ


დაასათაურეთ თქვენ მიერ დაწერილი ტექსტი

რჩევა – შეგიძლიათ დაწეროთ, რომელ პროფესიაზე ოცნებობდით ბავშვობაში; რა გსურდათ, რომ


გამოსულიყავით; რას ფიქრობთ ახლა; რომელი პროფესიები მოგწონთ და თქვენ რომლის არჩევას
აპირებთ. რატომ შეიცვალეთ შეხედულება. რა როლი აქვთ თქვენს მშობლებს თქვენი პროფესიის
არჩევაში; ერევიან თუ არა ისინი ამ საკითხში; რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, სად
დასაქმდებით ან როგორი ანაზღაურება გექნებათ მომავალში; რატომ მოგწონთ პროფესია,
რომელიც უნდა აირჩიოთ და სხვ.

..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................

15.2. დაწერეთ – თანამედროვე მსოფლიო და ქალისა და მამაკაცის პროფესიები

რჩევა – დაწერეთ თქვენი აზრი იმის შესახებ, არსებობს თუ არა ქალისა და მამაკაცის პროფესიები; რა იყო
ძველად და როგორია თანამედროვე ცივილიზებული მსოფლიო; რა გარემოა ამ მხრივ
საქართველოში ან თქვენს ოჯახებში; რა ფრაზები გაგიგიათ ისეთი, რომლებიც მამაკაცის
პრივილეგიებს გამოხატავს ან ქალს ამცირებს;. როგორ უყურებთ თქვენ ამ მდგომარეობას, რა
პოზიცია გაქვთ; მიგიციათ თუ არა სხვისთვის შენიშვნა ქალის დამცირების გამო და სხვ.

..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................
..................................................................................................................................................

შემეცნება და კულტურა

16. წაიკითხეთ ანდაზა. შემოხაზეთ სწორი პასუხი.


ყველა ბუზი ბზუისო, ფუტკართან ყველა ტყუისო.

17. წაიკითხეთ ანდაზა. შემოხაზეთ სწორი პასუხი.

ეს ანდაზა ნიშნავს:
1. ბუზები ფრენის დროს ყოველთვის ბზუიან.
2. ყველა რაღაცას აკეთებს, მაგრამ დაუღალავად მშრომელი ადამიანი, რომელიც შედეგს აღწევს, მათზე
მაღლა დგას.
3. ყველა ბუზსა და ფუტკარს შეუძლია ტყუილის თქმა.

18. იფიქრეთ:

„მცდარია აზრი, თითქოს წარმატება ადამიანებს


რყვნის – მათ ამპარტავან, თვითკმაყოფილ
ეგოისტებად აქცევს. პირიქით, წარმატებული
ადამიანი ხშირად თავმდაბალი, მიმტევებელი და
კეთილი ბუნებისა ხდება”

[სომერსეტ მოემი].

გარყვნა – უზნეობა; წესიერების, ზნეობის არქონა; [რყვნის – ზნეობას უკარგავს, წესიერებას აკარგვინებს].

ამპარტავანი – ზედმეტად ამაყი, ქედმაღალი; საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე.

თვითკმაყოფილი – საკუთარი თავით კმაყოფილი.

თავმდაბალი – მორიდებული, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის არმქონე.

მიმტევებელი – პატიების უნარის მქონე.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. მწერლის აზრით, რატომ არის მცდარი ის შეხედულება, რომ წარმატება ადამიანს უზნეოდ აქცევს,
რყვნის მას?
2. თქვენი აზრით, როგორი ხასიათის თვისებებია ამპარტავნება, თვითკმაყოფილება, ეგოისტობა?
3. რა ხასიათი აქვს თვისებებს – თავმდაბლობას, მიმტევებლობას, კეთილ ბუნებას?
4. სომერსეტ მოემის მიერ ჩამოთვლილ თვისებათა შორის, რომელი თვისებები გაქვთ თქვენ და სად
გამოგიჩენიათ ისინი? დაასახელეთ კონკრეტული მაგალითები თქვენი ცხოვრებიდან.
5. გამონათქვამის მიხედვით, რისი ძალა აქვს წარმატებას? რას ცვლის ის ადამიანში? ჩამოაყალიბეთ
საკუთარი აზრი.
6. რას ფიქრობთ, შეიცვლებით თუ არა თქვენ წარმატების შემთხვევაში?
19. ეს საინტერესოა:

1962 წელი იდგა. ცნობილი ქართველი ექიმი – იოსებ ჟორდანია –


კოლეგებთან ერთად ბრაზილიიდან საქართველოში თვითმფრინავით უნდა
დაბრუნებულიყო. ის სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე საერთაშორისო
სამეცნიერო კონფერენციის გამო იყო ჩასული. საღამოს 12.00 საათი
ხდებოდა, როცა ბუენოს აირესში თვითმფრინავი ცაში ასაფრენად
მოემზადა. ლაინერი ლისაბონში უნდა ჩაფრენილიყო. პილოტმა მგზავრებს
მალევე გამოუცხადა, რომ ხომალდს პრობლემა ჰქონდა. მფრინავმა
მარჯვნივ გადაუხვია და რამდენიმე ხანს ოკეანის წყალზე გაჩერდა,
მოგვიანებით კი ჩაიძირა.

თვითმფრინავზე პანიკა დაიწყო. მგზავრებმა მაშველი ჟილეტები


მოიმარჯვეს და ნაპირისაკენ გაცურეს. იოსებ ჟორდანია თვითმფრინავის
ფრთაზე იდგა. მას მაშველი ჟილეტი არ ჰქონდა, რადგან ის ექვსი წლის
პატარა გოგონას მისცა. ეს უცნობი ბავშვი მეცნიერთა ჯგუფს ჰყავდა
ჩაბარებული. გოგონას აეროპორტში ვიღაც უნდა დახვედროდა. როგორც
ჩანს, ბავშვი უბილეთო იყო, ამიტომაც არ მისცეს მას მაშველი ჟილეტი
თვითმფრინავის ბორტზე. გოგონა გადარჩა, იოსებ ჟორდანია კი
თვითმფრინავთან ერთად ჩაიძირა ოკეანეში.

იოსებ ჟორდანიამ მთელი თავისი სიცოცხლე, ცოდნა და ენერგია ქალების


უშვილობის პრობლემებსა და ბავშვთა დაბადებას მოახმარა. შინაგანმა
კეთილშობილებამ და საკუთარი პროფესიის სიყვარულმა ის გმირად აქცია.
გამოუცხადა – იგივეა, რაც: უთხრა.

ჩაძირვა [ჩაიძირა] – რომელიმე საგნის წყლის ძირამდე [//ფსკერამდე] ჩასვლა.


მომარჯვება [მოიმარჯვეს] – მოხერხებულად დაიჭირეს.
ჩაბარებული – აქ: ის, ვინც საპატრონოდ, მოსავლელად სხვას მისცეს, მიაბარეს.

კეთილშობილება – იგივეა, რაც: შინაგანი სიკეთე, გულკეთილობა.

გმირი – ის, ვინც სასახელო საქმეს ჩადის, აკეთებს, უშიშარია.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რა მიზნით იყო წასული იოსებ ჟორდანია ბრაზილიაში და სად ბრუნდებოდა ის?
2. რა გააკეთა მფრინავმა აფრენის დროს და რა დაემართა თვითმფრინავს?
3. როგორ მოიქცნენ მგზავრები, როცა ავიაკატასტროფა მოხდა?
4. რატომ არ ჰქონდა ი. ჟორდანიას მაშველი ჟილეტი?
5. რა გააკეთა ი. ჟორდანიამ სიცოცხლის ბოლო წუთებში?
6. თქვენი აზრით, არის თუ არა ქართველი მეცნიერისა და ექიმის საქციელი გმირობა და რატომ?
7. რა არის თქვენთვის გმირობა? პროფესიული გმირობის როგორი მაგალითები გაგიგიათ? დაასახელეთ
ერთი ან ორი მაგალითი.

შეაფასე საკუთარი თავი

20. ⦁ იცოდე, რომ საკუთარი თავის შეფასება დაგეხმარება, გააცნობიერო,


რა უნდა გაითვალისწინო მომავალში.

⦁ დააკვირდი საკუთარ თავსა და სწავლის პროცესს. თვითანალიზით


შენს დადებით მხარეებს აღმოაჩენ.

⦁ დაფიქრდი და ისე დაასრულე წინადადებები.

რჩევა – ობიექტურად შეაფასე საკუთარი თავი, რომ


ადამიანებთან ურთიერთობა არ გაგიჭირდეს.

დაასრულე წინადადებები:
▶ აქამდე მე ქართულ ენაზე შემეძლო დამესახელებინა შემდეგი პროფესიები: ............ ; ახლა კი შემიძლია
ჩამოვთვალო ისინი: ................ .
▶ სამუშაოს დაწყება რომ მომინდეს, უკვე ვიცი, რა საბუთები დამჭირდება. ესენია: ............ . ჩემი ცოდნა
შემიძლია სხვასაც გავუზიარო.
▶ ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს / არა აქვს რუბრიკას „იფიქრეთ“, რადგან ............ .
▶ კონტრარგუმენტის მოსმენისას მე ვარღვევ /არ ვარღვევ ისეთ ეთიკურ ნორმებს, როგორებიცაა:
არასდროს ვაიძულებ მოკამათეს, შეწყვიტოს საკუთარი აზრის გამოხატვა; არ ვუყვირი მას, როცა მისი
აზრი არ მომწონს; არ დავცინი მას, როცა, მაგ., არასწორ ჟესტებსა და მიმიკებს იყენებს ან
არასწორად მსჯელობს; არასდროს ვაყენებ / არ ვაყენებ შეურაცხყოფას; ქსენოფობიური ფრაზებითა
და ქცევით ვცდილობ / არ ვცდილობ მის დისკრიმინაციას. ეთიკური ნორმების დაცვა მე მეხმარება
............ .
▶ სხვადასხვა საკითხზე კამათმა მე მასწავლა, რომ ............ .
▶ სასწავლი მასალის დამუშავების პროცესში ყველაზე უკეთ შევძელი ............ .
▶ მე ვარ / არ ვარ ცნობისმოყვარე, ამიტომ ვერევი / არ ვერევი სხვის პირად საქმესა და
გადაწყვეტილებაში. ჩემთვის მისაღებია / მიუღებელია, როცა ............ , რადგან ............ .
▶ ცოდნა ანალიტიკურ აზროვნებაში მეხმარება, რადგან ............ . ეს მე შეცდომების დაშვებისაგან მიცავს.
▶ ჩემს ემოციებს ყოველთვის მე თვითონ ვარეგულირებ / ვერ ვარეგულირებ, რადგან ............ .
▶ ამ თემის შინაარსს ასე შევაჯამებდი: ............ .

ჩანიშნე რვეულში, რომელი ეთიკური ნორმის


გამოსწორება დაისახე მიზნად და რას გააკეთებ
ამისთვის.
მოიქეცი კორექტულად. არასდროს მიაყენო შეურაცხყოფა შენთან მოკამათეს. დაიცავი
ეთიკის ნორმები. ასე შენ პატივისცემასა და კეთილგანწყობას დაიმსახურებ.
თავი XIII

გართობა. დასვენება

1. უპასუხეთ კითხვებს:

1. რა არის გამოსახული ილუსტრაციებზე? აღწერეთ ისინი.


2. რა აქვს საერთო და განმასხვავებელი ამ ილუსტრაციებს?
3. სად ერთობით ყველაზე ხშირად?
4. სად ისურვებთ დასასვენებლად წასვლას და რატომ?

კითხვა

2. ტექსტი:

საღამოს ექვსი საათი იქნებოდა, როცა ელენემ და ნათიამ უნივერსიტეტის შენობა დატოვეს და ლაპარაკ-
ლაპარაკით ავტობუსის გაჩერებისაკენ გაემართნენ. დამღლელი სასწავლო დღის შემდეგ ისინი თავიანთ სახლებში
აპირებდნენ წასვლას, როცა ელენემ ქუჩის კუთხეში გივი შენიშნა. გივი სწრაფი ნაბიჯით მოდიოდა, თითქმის
მორბოდა და ყურადღების მიპყრობას ხელების ქნევით ცდილობდა. მას თავისი მეგობრების ნახვა ჰქონდა
გადაწყვეტილი, ამიტომ ჩქარობდა. გოგონებს შეიძლება ავტობუსში ასვლა მოესწროთ.
ელენემ გივის მოჰკრა თვალი და სახეზე ღიმილმა გადაურბინა. ორი კვირის უნახავ მეგობართან შეხვედრა
სასიამოვნო საჩუქარი იყო. ელენემ ნაბიჯი შეანელა და ხელი თვითონაც მაღლა აწია. ნათიამ გაკვირვებით შეხედა
მის გვერდით მომავალ ხელაწეულ ელენეს, მერე გივის ხმაც გარკვევით გაიგონა. გივი მეგობრებს ეძახდა. ერთი
წუთიც და სამივე ერთმანეთს გადაეხვია.
− თქვენს წასაყვანად მოვედი, გოგოებო! საბა და ანი კაფეში გველოდებიან. ერთად ვივახშმოთ და ყავაც
დავლიოთ. ძალიან მომენატრეთ... ჯერ ვერ შევეჩვიე, ყოველდღე ერთმანეთს რომ აღარ ვხვდებით. მეც ახლახან
დამიმთავრდა ლექციები. ვიფიქრე, საბას ვნახავ-მეთქი, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე, რომ ყველას ერთად
მოგვეყარა თავი. არდადეგები მოდის და მოგზაურობა სადმე კარგ ადგილას დავგეგმოთ. ისე, გოგოებო, ნუ იცით
ტელეფონების გამორთვა... ერთი საათია ვწვალობ და ტელეფონები გამორთული გაქვთ.
− შენ რა?!. ლექციის დროს ტელეფონი ჩართული გაქვს?– ღიმილით იკითხა ნათიამ და მეგობარს მხარზე ხელი
დაადო.
− ახლა მაგის გარჩევის დრო არ არის... აი, საბა უკვე გვირეკავს. ხომ ხედავთ, მოსვენება დაკარგა. რომ ვუთხარი,
ზაფხულში დასასვენებლად ერთად წავიდეთ-მეთქი, თვალები გაუბრწყინდა. მგონი, მასაც ძალიან უჭირს ჩვენ
გარეშე. ისინი რუსთაველის გამზირზე არიან, ამიტომ ტაქსით უნდა წავიდეთ. 10 წუთში მივალთ.
გივის ლაპარაკი არ ჰქონდა დამთავრებული, რომ უკვე ტროტუარზე იდგა და ქუჩაზე მომავალ ტაქსის აჩერებდა.
− თქვენ უკან დასხედით, გოგოებო! მე ვიცი, ისინი რომელ კაფეში არიან. ახალი გახსნილია და ძალიან
მომწონს. მე ვასწავლე ეგ ადგილი,- უთხრა გივიმ მეგობრებს და მანქანის უკანა კარი გაუღო.

⦁ ელენემ გივის მოჰკრა თვალი და სახეზე ღიმილმა გადაურბინა.

⦁ არდადეგები მოდის და მოგზაურობა სადმე კარგ ადგილას დავგეგმოთ.

⦁ რომ ვუთხარი, ზაფხულში დასასვენებლად ერთად წავიდეთ-მეთქი, თვალები გაუბრწყინდა.

3. ლექსიკა

⦁ ჩამოთვლილ სიტყვებს მიუწერეთ მნიშვნელობები თქვენს ენაზე:


[გამოიყენეთ ორენოვანი ლექსიკონები]

№ ქართული ...........................................................
1. დატოვებს
2. დამღლელი
3. აპირებს
4. კუთხე
5. მორბის
6. [ხელების] ქნევა
7. გადაურბენს
8. [შე]ანელებს
9. ეძახის
10. გადაეხვევა
11. შეეჩვევა
12. [თავს] მოიყრის
13. წვალობს
14. მხარი
15. გარჩევა
16. მოსვენება
17. უბრწყინავს

4.

ტექსტის გააზრება

1. რა მიმართულებით მიდიოდნენ ნათია და ელენე და რა სურდათ მათ?


2. როგორ მოდიოდა გივი და რას ცდილობდა ის?
3. რატომ ჩქარობდა გივი?
4. რა მოუვიდა ელენეს, როცა გივის მოჰკრა თვალი და რატომ?
5. რა მიზნით იყო მისული გივი მეგობრების უნივერსიტეტთან?
6. რის გამო უსაყვედურა გივიმ თავის მეგობარ გოგონებს?
7. რატომ დაკარგა საბამ მოსვენება, რის გამო ღელავდა ის?
8. რა უთხრა გივიმ გოგონებს, როცა ისინი ტაქსიში სხდებოდნენ?
9. გაიხსენეთ მეგობრებთან შეხვედრის ერთი დღე. რა ემოციებით ხვდებით მათ და რატომ?

სინონიმები ანტონიმები

გაემართა – წავიდა შეანელა – ააჩქარა [//ნაბიჯს აუჩქარა]

შენიშნა – დაინახა გარკვევით – გაურკვევლად

ეძახის – უხმობს შეჩვევა [შეეჩვევა]– გადაჩვევა [გადაეჩვევა]

გარჩევა – განხილვა ხელი დაადო – ხელი აიღო

მოსვენება [დაკარგა] – სიმშვიდე [დაკარგა] უკანა – წინა

შენიშნა – დაინახა შეანელა – ააჩქარა [//ნაბიჯს აუჩქარა]

მაგ., ელენემ თავიდან ვერ შენიშნა, რომ მაგ., ტაქსის მძღოლმა მანქანა შეანელა და
გივი მისკენ მოდიოდა. ტროტუართან გააჩერა.

ნათიამ დაინახა, რომ გივი მათ ხელს გივიმ თავისი მეგობრები ააჩქარა, რომ
უქნევდა. ტაქსიში სწრაფად ჩამსხდარიყვნენ.

გარჩევა – განხილვა შეჩვევა – გადაჩვევა

მაგ., – ახლა ნიკოს საქციელის გარჩევას მაგ., – ახალ ბინას მალე შევეჩვიე.
აზრი აღარ აქვს.
– ჯერ ვერ გადავეჩვიე იმას, რომ დილის
ახალგაზრდებმა ახალი კინოფილმის 7.00 საათზე არ უნდა ავდგე.
განხილვა მოაწყვეს.

ფრაზები:

სახეზე ღიმილმა გადაურბინა – გაეღიმა.

ერთად მოგვეყარა თავი – ერთად შევკრებილიყავით.

თვალები გაუბრწყინდა – დადებითი ემოციით [მაგ., სიხარულით ან


ბედნიერებით] თვალები ძლიერ გაუნათდა.

5. √ დაიმახსოვრეთ
⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. კიდევ რა საგნები გაგიგიათ ისეთი, რომლებიც ბუნებაში არსებობს? დაასახელეთ ისინი.
2. რა იცით ბუნების შესახებ?
3. გიყვართ თუ არა ბუნება და რატომ?

6. წაიკითხეთ მეგობრების დიალოგი კაფეში.

საბა და ანი კაფეში სხედან. ისინი თავიანთ მეგობრებს – გივის,


ნათიასა და ელენეს – ელოდებიან.

წინა გაკვეთილიდან გაიხსენეთ, ვინ არიან – საბა, ანი,


ნათია, გივი, ელენე.

საბა: როგორ მოვიქცეთ, ანი?.. გივიკოს და გოგოებს დაველოდოთ, თუ მიმტანს მენიუ მოვატანინოთ და რამე
შევუკვეთოთ?
ანი: მოდი, ჩვენთვის ყავა შევუკვეთოთ და ამასობაში მოვლენ კიდეც.
საბა: ყავის დალევა მე სადილის ან ვახშმის მერე მიყვარს. თუ გინდა ვეტყვი, რომ მარტო შენ მოგიტანონ.
ანი: კარგი, მაშინ არც მე დავლევ. დაველოდოთ, ჯერ მოვიდნენ. ისე, რას ფიქრობ, საბა?!. სად წავიდეთ – მთაში თუ
ზღვაზე?..
საბა: მე და გივიკოს მთა გვირჩევნია. სიცხეები დაიწყება და კარგად გავგრილდებით. სუფთა ჰაერს
ჩავისუნთქავთ. გინდა რაჭაში წავიდეთ, გინდა – სვანეთში. სვანეთში ყოფილხარ?..
ანი: სამწუხაროდ, სვანეთი არ მინახავს. ამბობენ, რომ ისეთი ლამაზია, ავ
თვალს არ ენახვებაო. უშგულს სიამოვნებით ვნახავდი. ხომ იცი, ევროპაში ის
ყველაზე მაღალი სოფელია. ზღვის დონიდან 2000 მეტრზე ზემოთაა. უშგულზე
ბევრი რამ გამიგია. ტურისტებიც ხშირად ადიან თურმე. მეზობელი მყავს
უშგულიდან, პატარა საოჯახო სასტუმრო აქვს. სულ მეპატიჟება და ერთხელაც
ვერ წავედი.
საბა: მგონი, ტყუილად წამოვიწყე ამ თემაზე ლაპარაკი. ჩვენ მაინც ვერ
მივიღებთ გადაწყვეტილებას. იდეის ავტორი გივიკოა. ვნახოთ, რას იტყვის...
............................
ანი: გაიხედე, მოვიდნენ. რა ჩქარ-ჩქარა ამოდიან კიბეებზე... ერთი მაგათ სახეებს შეხედე. მეცხრე ცაზე არიან, ისე
უხარიათ, დასასვენებლად ერთად რომ მივდივართ.
საბა: მეც ძალიან გახარებული ვარ. მთელი ღამე არ მიძინია. ვხვდები, რომ თქვენ გარეშე დიდხანს ვერ ვძლებ.
დარწმუნებული ვარ, კარგ დროს გავატარებთ.
...........................
გივი: რა ქენით, შეუკვეთეთ რამე?!. რა ცარიელ მაგიდასთან სხედხართ? რას ჰგავს ეს, საბა?!. უკვე ამხელა კაცი ხარ,
სირცხვილია...
საბა: ბოდიში, ბ-ნო გივი, თქვენ გელოდებოდით. მიმტანი ასჯერ დაგვადგა თავზე და უარით გავისტუმრეთ. ბ-ნი
გივი მოვა და მერე მობრძანდით-თქო,- ასე ვუთხარით.
გივი: ეგ ენა რომ არ გქონდეს, რა გეშველებოდა, საბა. რა ხუმარა ხარ?!. ერთი მე არ ვყოფილიყავი და თეატრალურ
ინსტიტუტში როგორ ჩააბარებდი, გნახავდი. მამაშენს როგორ უნდოდა შენი მსახიობობა. სავარაუდოდ, ეგ
ამბავი კარგად გახსოვს. როცა თქვენთან მოვედი, ბოლთას სცემდა. რა დღეში იყო საწყალი კაცი!..
გულშემოყრილი დადიოდა აქეთ-იქით...
საბა: კარგი ახლა... გეყოფა მაიმუნობა. გოგოებს გული მისდით, ისე შიათ. ლექციებიდან მოდიან. ჯერ საჭმელი
შევუკვეთოთ და მერე, რაც გინდა, ის გაიხსენე...

ძირითადი ფრაზები:

– ავ თვალს არ ენახვება.

– რას ჰგავს ეს, [საბა]?!.

– მგონი, ტყუილად წამოვიწყე ამ თემაზე ლაპარაკი.

– [მიმტანი] ასჯერ დაგვადგა თავზე და უარით გავისტუმრეთ.

– ეგ ენა რომ არ გქონდეს, რა გეშველებოდა?!

– [მამაშენი] ბოლთას სცემდა.

– გოგოებს გული მისდით.

ავ თვალს არ ენახვება – მეტისმეტად ლამაზია, მშვენიერია.

რას ჰგავს ეს, [საბა]?!. – ეს რა არის?!. [მითითება: შეგიძლიათ თქვათ გაბრაზებით ან ხუმრობით].

მგონი, ტყუილად წამოვიწყე ამ თემაზე ლაპარაკი – მგონი, უაზროდ, ფუჭად წამოვიწყე


ამ თემაზე ლაპარაკი.

[მიმტანი] ასჯერ დაგვადგა თავზე და უარით გავისტუმრეთ – [მიმტანი] ბევრჯერ მოვიდა და


უარყოფითი პასუხი გავეცით.

ეგ ენა რომ არ გქონდეს, რა გეშველებოდა?! – ასეთი ხუმარა, ენამოსწრებული რომ არ იყო,


რა გეშველებოდა?!

[მამაშენი] ბოლთას სცემდა – ახლო მანძილზე აქეთ-იქით დადიოდა [მითითება: გამოიყენეთ მაშინ,
როცა ხედავთ, რომ განერვიულებული, აღელვებული ადამიანი აქეთ-იქით დადის].

გოგოებს გული მისდით – გოგოები გულშეწუხებულები არიან [მითითება: გამოიყენეთ მაშინ,


როცა ხედავთ, რომ ვინმე რომელიმე ემოციით ან შიმშილით ძალიან შეწუხდა].
⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რა კითხვები დაუსვა საბამ ანის, სანამ ისინი მეგობრებს ელოდებოდნენ?
2. სად უნდოდათ წასვლა საბას და გივიკოს და რატომ?
3. რა არ ჰქონდა ნანახი ანის და რა იცოდა მის შესახებ?
4. საბას აზრით, რატომ იყო მისი ლაპარაკი უაზრო?
5. როგორ ამოდიოდნენ კაფის კიბეებზე მეგობრები? რა უხაროდათ მათ?
6. თქვენი აზრით, რა იყო სახუმარო საბას ნათქვამში?
7. რა შეახსენა გივიმ საბას ასევე ხუმრობით?
8. დაასათაურეთ დიალოგი. იმსჯელეთ, რატომ შეარჩიეთ ასეთი სათაური.

გრამატიკა

√ დაიმახსოვრეთ:

მ – ელ

როგორია ის, რაც გღლის? დამღლელი [საქმე]

ვინ არის ის, ვინც გასაქმებს? დამსაქმებელი

როგორი? ვინ?

აღმაშფოთებელი მშენებელი

დამადასტურებელი მცხობელი

დამანგრეველი გამკეთებელი

შემაწუხებელი შემსრულებელი

სახ. მეგობრების ნახვა მაგ., – ჩემი მეგობრების ნახვამ ძალიან გამახარა.

მოთხრ. მეგობრების ნახვამ – გთხოვთ, პირველი სიტყვა იდეის


ავტორს მისცეთ.
მიც. მეგობრების ნახვას

და სხვ.

როგორ [შეხედა]? მაგ., ნათიამ გაკვირვებით შეხედა ხელაწეულ


ელენეს. მან გივის ხმაც გარკვევით გაიგონა.
გაკვირვებით [შეხედა]

......... თუ ..........

კავშირი თუ გამოიყენეთ მაშინაც, როცა ორ საგანს ან ორ მოქმედებას შორის


არჩევანი უნდა გამოხატოთ.

მაგ., – სად წავიდეთ – მთაში თუ ზღვაზე?

– გივიკოს და გოგოებს დაველოდოთ თუ მიმტანს მენიუ მოვატანინოთ?

სავარაუდოდ

სიტყვა სავარაუდოდ გამოიყენეთ მაშინ, როცა საკუთარ შეხედულებას, აზრს, ვარაუდს


გამოთქვამთ. წინადადებაში ის მძიმეებით გამოიყოფა.

მაგ., სავარაუდოდ, კარგად გახსოვს, მამაშენს შენი მსახიობობა რომ არ უნდოდა.

რამხელა? ამხელა მაგხელა იმხელა

სიტყვები – ამხელა, მაგხელა, იმხელა – …მიუთითებს იმ საგანთა ზომაზე,


რომლებსაც დაერთვის.

მაგ., – უკვე ამხელა კაცი ხარ , სირცხვილია...

– ეს იმხელა მთაა, ახლოდან რომ დაინახო, გული გაგისკდება. შორიდან მოჩანს ასე
პატარა.

I II III

ამხელა მაგხელა იმხელა

√ გაიხსენეთ:

კითხვა – რამხელაა? – გამოიყენეთ მაშინაც, მაგ., – თუ იცი, რამხელაა ეს ბიჭი?


როცა ადამიანის ასაკი გაინტერესებთ. – მგონი, 7 წლის უნდა იყოს.

– რამხელაა გივიკო?
– ჩემხელაა. ერთ კლასში ვიყავით.

7. დაიმახსოვრეთ ზმნის ძირითადი ფორმები:


№ ახლანდელი მომავალი წარსული
1. ტოვებს დატოვებს დატოვა
2. აპირებს დააპირებს დააპირა
3. მორბის მოირბენს მოირბინა
4. [შე]ანელებს შეანელებს შეანელა
5. ეხვევა გადაეხვევა გადაეხვია
6. ეჩვევა შეეჩვევა შეეჩვია
7. იყრის [თავს] მოიყრის [თავს] მოიყარა [თავი]
8. წვალობს იწვალებს იწვალა

თავისებური ზმნები:

9. ეძახის დაუძახებს დაუძახა


10. უბრწყინავს გაუბრწყინდება გაუბრწყინდა

ლაპარაკი

ანი, საბა, გივი, ნათია და ელენე კაფეში სხედან. მათ


მაგიდასთან მიმტანი მივიდა.

8.

I. წაიკითხეთ დიალოგი მიმტანთან – შეკვეთა მიიღეთ!

მიმტანი: თუ შეიძლება, მენიუს და ფასებს გადახედეთ და შეკვეთას გავაფორმებ.


გივი: მენიუ უკვე დავათვალიერეთ. ვიცით, რაც გვინდა.
მიმტანი: აბა, ჩავიწერ. ბრძანეთ!
გივი: ხუთი ბერძნული სალათი, ორი დიდი ზომის ხაჭაპური, ერთი პიცა და სამი ლიმონათი მოგვიტანეთ.
მიმტანი: პიცა ბევრნაირი გვაქვს. თქვენ რომლის შეკვეთას მაძლევთ?
გივი: ელენემ თქვა, ყველითა და სოკოთი რომ არის, ის მინდაო. დანარჩენებიც თანახმა არიან. ამიტომ ეგ
ჩაინიშნეთ.
საბა: გივი, იქნებ 10 ხინკალიც მოვატანინოთ. გოგოებს არ უნდათ, მაგრამ ჩვენ ვჭამოთ. მეც ძალიან მშია. მთელი
დღე არაფერი მიჭამია. სადილზე სახლში მისვლა ვერ მოვასწარი.
გივი: კი, ბატონო! ხინკალს მეც სიამოვნებით შევჭამ... მაშინ შეკვეთას 10 ხინკალიც დაამატეთ.
მიმტანი: ახლავე ჩავნიშნავ, მაგრამ სასმელებიდან მხოლოდ ლიმონათი გინდათ?.. ჩვენ არაჩვეულებრივი
კოქტეილებიც გვაქვს, მაგრამ ერთი მაინც განსაკუთრებულია. საფირმოა. აი, ჩაიხედეთ მენიუში... „ფეიერვერკი“
ჰქვია. ჩვენი ბარმენი 5 წელი იტალიაში მუშაობდა. ბარმენების კონკურსში პირველი ადგილი აიღო. ახლა ჩვენს
კაფეშია ბარმენად. ამ კოქტეილს საკუთარი რეცეპტით ამზადებს. „ფეიერვერკის“ დასალევად აქ სპეციალურად
მოდიან. დიდი პოპულარობით სარგებლობს. განსაკუთრებით ახალგაზრდებს მოსწონთ. იქნებ გასინჯოთ...
ყოველ შემთხვევაში, მე შემოგთავაზეთ. დანარჩენი თქვენი საქმეა...
გივი: მაგ საფირმო კოქტეილს ბევრი ალკოჰოლი აქვს? გოგონებს ხომ არ დავათრობთ?.. თავგზა აებნევათ და ენად
გაიკრიფებიან... რა გაუძლებს მერე მაგათ ლაპარაკს... რა გაცინებთ?!. მართალს არ ვამბობ თუ რა?..
ანი: შენ ნუ გეშინია, გივი... არც თავგზა ამებნევა და არც ლაპარაკით შეგაწუხებ. ვეტყვით და ნაკლებალკოჰოლურს
ან საერთოდ უალკოჰოლოს გაგვიკეთებს. ასე ხომ შეიძლება?..
მიმტანი: რასაკვირველია. როგორსაც შემიკვეთავთ, ისეთს მოგიტანთ.
ანი: მაშინ ყველამ დავლიოთ. ვნახოთ ერთი, რა არის...
გივი: ხომ ხედავთ, რა დღეში მაგდებენ?.. ენა მუცელში შეიძლება ჩაგივარდეს კაცს... მოიტანეთ 5 კოქტეილიც,
ოღონდ, თქვენი ჭირიმე, უალკოჰოლო გაგვიკეთოს. დღეს მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს გადასაწყვეტი.
მიმტანი: კარგი, ჩავნიშნავ... დესერტი?!. დესერტს არ დაამატებთ?..
გივი: დესერტს, ჩაისა და ყავას მოგვიანებით შეგიკვეთავთ. ჯერ ეგენი მოგვიტანეთ... დაახლოებით რამდენ წუთში
იქნება მზად ჩვენი შეკვეთა?..
მიმტანი: 15-20 წუთი მაინც დასჭირდება.
გივი: კარგი, აბა, გელოდებით...

ძირითადი ფრაზები / სიტყვები:

– დანარჩენებიც თანახმა არიან

– [კოქტეილი] საფირმოა

– [ის] დიდი პოპულარობით სარგებლობს

– იქნებ გასინჯოთ

– ყოველ შემთხვევაში, მე შემოგთავაზეთ

– დანარჩენი თქვენი საქმეა...

– [გოგონებს] თავგზა აებნევათ

– [გოგონები] ენად გაიკრიფებიან

– ხომ ხედავთ, რა დღეში მაგდებენ?

–ენა მუცელში შეიძლება ჩაგივარდეს კაცს...

დანარჩენებიც თანახმა არიან – ჩემ გარდა სხვებიც მეთანხმებიან, მიდასტურებენ.

[კოქტეილი] საფირმოა – ექსკლუზიურია [მითითება: ითქმის ისეთ საკვებზე ან სასმელზე, რომელსაც


მხოლოდ კონკრეტულ ტესტორანში ან კაფეში შეჭამთ ან დალევთ].

[ის] დიდი პოპულარობით სარგებლობს – [ის] პოპულარულია, ბევრს მოსწონს.

იქნებ გასინჯოთ – იქნებ გემო ნახოთ, დააგემოვნოთ.

ყოველ შემთხვევაში, მე შემოგთავაზეთ – აქ: გადაწყვეტილება თქვენი სურვილის მიხედვით მიიღეთ,


მე ჩემი გითხარით.

დანარჩენი თქვენი საქმეა... – დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია...

[გოგონებს] თავგზა აებნევათ – [გოგონებს] გზა-კვალი აერევათ; აქ: გონება აერევათ, აზრებს
ვეღარ დააწყობენ.

[გოგონები] ენად გაიკრიფებიან – [გოგონები] ბევრს ილაპარაკებენ.

ხომ ხედავთ, რა დღეში მაგდებენ? – ხომ ხედავთ, რა ცუდ მდგომარეობაში მაყენებენ?

ენა მუცელში შეიძლება ჩაგივარდეს კაცს – შეიძლება სულ გაჩუმდე, დადუმდე,


ხმა ვეღარ ამოიღო ადამიანმა.
შეკვეთის მიცემა [შეკვეთას მაძლევს] – იგივეა, რაც: შეუკვეთავს [მიკვეთავს].

დანარჩენები – ისინი, ვინც დარჩნენ; ანუ კონკრეტული პირის გარდა არიან.

თანახმაა – მომხრეა, მხარს მიჭერს თავისი დადებითი პასუხით.

დასალევად – სასმელის მისაღებად.

შემოგთავაზეთ – გითხარით [მითითება: გამოიყენება თავაზიანი საუბრის დროს]

ჩაგდება [მაგდებენ] – საგნის სიღრმეში ჩავარდნა, ჩაშვება ზემოდან ქვემოთ; აქ:


არასასიამოვნო მდგომარეობაში ჩაყენება.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რა უნდა გაეკეთებინათ მეგობრებს, ვიდრე მიმტანი შეკვეთას ჩაიწერდა?
2. რა შეუკვეთა გივიმ კაფის მიმტანს?
3. რა დააზუსტა მიმტანმა, როცა გივიმ პიცის შეკვეთა სცადა?
4. რა შესთავაზა მიმტანმა კაფის კლიენტებს და რა უთხრა მათ ამ პროდუქტის შესახებ?
5. რა იხუმრა გივიმ მეგობარ გოგოებზე?
6. ყოფილხართ თუ არა თქვენს მეგობრებთან ერთად კაფეში ან რესტორანში? გაიხსენეთ ეს დღე და
მოყევით საინტერესო ფაქტი ან ხუმრობა, რომელიც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ.

ანი, საბა, გივი, ნათია და ელენე შავი ზღვის სანაპიროზე დასასვენებლად ერთი კვირით ჩავიდნენ. ისინი
სასტუმროს ფოიეში დგანან. საბა სასტუმროს მიმღებში მორიგე თანამშრომელს ესაუბრება.
თანამშრომელს კაკო ჰქვია.

9.

I. წაიკითხეთ საბასა და სასტუმროს მიმღების თანამშრომლის დიალოგი.

საბა: გამარჯობათ! ჩვენ ერთი თვის წინ თქვენს სასტუმროში სამი


ნომერი დავჯავშნეთ შვიდი დღე-ღამით. სამარშრუტო ტაქსის გზაში
რაღაც პრობლემები ჰქონდა. ძალიან ნელა მოდიოდა, ამიტომ
ჩამოსვლა დავაგვიანეთ. შემთხვევით ჩვენი ჯავშანი ხომ არ
გაგიუქმებიათ?..
კაკო: ჯავშანი ვის სახელზეა გაფორმებული?.. ჯერ სახელი და გვარი
უნდა მითხრათ, რომ ბაზაში ინფორმაცია ვნახო. წინასწარ ვერაფერს
გეტყვით.
საბა: მე საბა დანელია ვარ. ყველა ჯავშანი ჩემს სახელზეა
გაფორმებული. ისე ხუთნი ვართ. თანხის ნაწილიც ჩემი ბარათიდან
არის გადმორიცხული 23 ივნისს. შეამოწმეთ, აბა ...
..................
კაკო: აი, გიპოვეთ. ნამდვილად ასეა... 340 ლარი გაქვთ წინასწარ
გადახდილი, ამიტომ, ცხადია, რომ თქვენს ჯავშანს არავინ გააუქმებდა. ყველაფერი წესრიგშია.
საბა: ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ მაინც ვინერვიულე. ამათ დაბინავებაზე მთელი პასუხისმგებლობა მე
ავიღე ჩემს თავზე. რამე რომ მომხდარიყო, ალბათ, ცოცხალს არ დამტოვებდნენ... ერთი შეხედეთ, რა
ყურებჩამოყრილები დგანან. ისე ეშინიათ, რომ ახლოსაც ვერ მოდიან.
კაკო: ასეც რომ მომხდარიყო, დაუბინავებელს მაინც არ დაგტოვებდით. ქობულეთში იმდენი სასტუმროა, რომ
სადმე მაინც ვიპოვიდით ადგილებს. ბოლოს და ბოლოს ჩემს ოჯახში წაგიყვანდით სტუმრად ან საოჯახო
სასტუმროს შემოგთავაზებდით. მართალია, ახლა ზღვის სეზონია და
ქობულეთიც გადაჭედილია დამსვენებლებით, მაგრამ გამოსავალი ყოველთვის
არსებობს...
გეტყობათ, სტუდენტები ხართ...
საბა: დიახ. ყოფილი თანაკლასელები ვართ, ბავშვობის მეგობრები.
პირველად წამოვედით დასასვენებლად ასე მარტოები, მშობლების გარეშე. თან გოგოებმა იმხელა ჩემოდნები
წამოიღეს, გული გაგისკდება ადამიანს. მგონი, ტანსაცმლის კარადები სულ დააცარიელეს. რამე რომ უთხრა,
თავს მოგაჭრიან, არადა მე და გივიკოს წელი მოგვწყდა მაგ ჩემოდნების თრევით.
კაკო: რას იზამ?!. ქალი იმისთვის არის, რომ გაიპრანჭოს. კაცები ვართ და უნდა ავიტანოთ.
ახლა თქვენს დაბინავებას მივხედოთ. რასაც ვხედავ, ასე გაქვთ დაჯავშნილი – 2 ორკაციანი და 1 ერთკაციანი
ნომერი. სულ სამია. ყველა აივნიანი და ხედით ზღვის მხარეს ხომ?.. შევეცდები, საუკეთესო ნომრები
შეგირჩიოთ. ისე, რომელი სართული გირჩევნიათ?
საბა: სართულს მნიშვნელობა არა აქვს. ლიფტები ხომ მუშაობს?.. მთავარია, კარგი ნომრები აგვირჩიოთ. არცერთი
არ ვეწევით სიგარეტს, ამიტომ, თუ შეიძლება, არამწეველების ნომრები მოგვეცით. მწეველების ოთახებში მაინც
დგას სპეციფიკური სუნი.
კაკო: კი, ბატონო, არამწეველების ოთახებს მოგცემთ. რაც შეეხება ჩვენს სასტუმროს, ის სამვარსკვლავიანია,
ამიტომ სტუმარს ორი ლიფტი ემსახურება. ორივე ლიფტი ფოიეში ჩამოდის. ბარგიც მაგ ლიფტებით აიტანეთ, ან
ვეტყვი და დაგეხმარებიან.
საბა: არა, იყოს! ჩვენ თვითონ ავზიდავთ. აქამდე მოვიტანეთ და ახლა რაღა უნდა მაგის ნომრებში ატანას.
კაკო: მოკლედ, ასე გავაკეთებ: ერთ ორკაციან ნომერში ბიჭები შეხვალთ, მეორე ორკაციანში – ორი გოგონა
დავაბინაოთ, ერთი გოგონა კი ცალკე გავუშვათ. უთხარი, რომ პირადობის მოწმობები მოგაწოდონ, ნომრებში
გაგაფორმებთ. მესამე სართულზე იქნებით. მოილაპარაკეთ, ცალკე ვინ იქნება.
საბა: ცალკე ოთახი ანას უნდა, უკვე გამაფრთხილა. გაფორმების დროს გეტყვით. ახლა პირადობებს გამოვართმევ
და მოგაწვდით...
.............
კაკო: ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!

ძირითადი ფრაზები:

– მთელი პასუხისმგებლობა მე ავიღე ჩემს თავზე.

– რამე რომ მომხდარიყო, ალბათ, ცოცხალს არ დამტოვებდნენ.

– ერთი შეხედეთ, რა ყურებჩამოყრილები დგანან.

– რამე რომ უთხრა, თავს მოგაჭრიან.


– მე და გივიკოს წელი მოგვწყდა მაგ ჩემოდნების თრევით.

მთელი პასუხისმგებლობა მე ავიღე ჩემს თავზე – მთლიანად მე ვაგებ პასუხს.

რამე რომ მომხდარიყო, ალბათ, ცოცხალს არ დამტოვებდნენ – რამე არასასურველი რომ მომხდარიყო,
ძალიან გამიბრაზდებოდნენ.

ერთი შეხედეთ, რა ყურებჩამოყრილები დგანან – ერთი შეხედეთ, რა უიმედოდ, რა შეწუხებულები


დგანან.

რამე რომ უთხრა, თავს მოგაჭრიან – რამე რომ უთხრა, გაბრაზებულები დამესხმიან თავს, მომკლავენ.

მე და გივიკოს წელი მოგვწყდა მაგ ჩემოდნების თრევით – მე და გივიკომ ძლივს ვატარეთ მძიმე
ჩემოდნები; ისე, რომ წელი გვეტკინა.

სინონიმები ანტონიმები

[სასტუმროს] დაჯავშნა – [სასტუმროს] დაბინავებული – დაუბინავებელი


დარეზერვება
მწეველი – არამწეველი
ბოლოს და ბოლოს – საბოლოოდ

მარტო – ცალკე

გაუქმება – აქ: ანულირება, იურიდიული ძალის დაკარგვა.

გაფორმება – იურიდიულ ფორმაში მოქცევა.

დაბინავებული – ის, ვისაც საცხოვრებელი ადგილი აქვს ან მისცეს.

მარტო – მხოლოდ ერთი.

დააცარიელებს – ცარიელს გახდის.

დამსვენებელი – ის, ვინც ისვენებს; დასასვენებლად არის წასული.

თრევა [ათრევს] – მძიმე საგნის ტარება [მძიმე საგანი ძლივს მიაქვს].

გაპრანჭვა [ გაიპრანჭება] – მეტისმეტად გალამაზება [ძალიან გალამაზდება].

შეეცდება – სურვილი და მოქმედება, რომ რაიმე გააკეთოს.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რამდენი ხნით დაჯავშნა ნომერი საბამ ქობულეთის სასტუმროში და როდის?
2. რატომ შეიძლებოდა, რომ სასტუმროს ჯავშანი გაეუქმებინათ?
3. რის გამო არ გაუქმდა სასტუმროს ჯავშანი?
4. რატომ იდგა სასტუმროს ფოიეში საბას ოთხი მეგობარი ყურებჩამოყრილი?
5. როგორ დაამშვიდა სასტუმროს თანამშრომელმა საბა? რას შესთავაზებდა ის მეგობრებს, თუ ჯავშანი
გაუქმდებოდა?
6. როგორ იხუმრა საბამ გოგონების ჩემოდნებზე?
7. თქვენი აზრით, უყვარს თუ არა ქალს გაპრანჭვა მამაკაცზე მეტად? თქვენი აზრის დასადასტურებლად
დაასახელეთ ასეთი შემთხვევის ერთი ან ორი მაგალითი.
8. როგორ ნომრებში დააბინავა სასტუმროს თანამშრომლებმა ახალგაზრდა სტუმრები?
9. დაასათაურეთ დიალოგი. ახსენით, რატომ შეარჩიეთ ასეთი სათაური.

10.

II. წაიკითხეთ რამდენიმე თანაკლასელის საუბარი.

დილა გათენდა. ნათია, ანი, ელენე, საბა და გივი ზღვის


სანაპიროზე მიდიან.

ნათია: აბა, როგორ განწყობაზე ხართ, ბიჭებო, კარგად გეძინათ?


საბა: გზამ ძალიან დამღალა და მკვდარივით მეძინა. ისე მოვიდა დილის 8.00 საათი, არაფერი გამიგია. როცა
ავდექი, გივიკო უკვე საცურაო კოსტიუმში იყო გამოწყობილი. თავზე მადგა და მელოდებოდა, მე როდის
გავიღვიძებდი.
ნათია: არ იცი მაგის ხასიათი, როგორი მოუსვენარია?!. ერთი სული აქვს, წყალში როდის ჩახტება.
გივი: ერთი ვიცოდე, აქ რისთვის ჩამოხვედით?!. თქვენ დაგიჯერეთ, ზღვაზე წამოვედი და წყალშიც აღარ ჩავხტე?!.
დედაჩემს ხუთი წელი დავყავდი ცურვაზე. ისე მიყვარდა ბასეინზე წასვლა, რომ კი არ მივდიოდი, მივფრინავდი
ხოლმე. სამაგიეროდ, ცურვის თითქმის ყველა სახეობა ვიცი, მაგრამ მე მაინც „ბატერფლაი“ მომწონს. ყველაზე
ლამაზი სახეობაა.
ანი: „ბატერფლაი“ რომელია?!.
გივი: რა... არ იცი, „ბატერფლაი“ ქართულად პეპელას რომ ნიშნავს?!. ხელები
პეპელასავით უნდა მოიქნიო. აი, მაგრად რომ გავცურავ, ყველა დაინახავთ...
საბა: მორჩი ტრაბახს... ცურვა მეც კარგად ვიცი, მაგრამ კი არ ვტრაბახობ...
გოგოებთან თავს იწონებ არა?!.
გივი: ტრაბახი რა შუაშია?!. კარგი, გავჩუმდები...
ელენე: აუუ, დაიწყეს ახლა ამათ კამათი... ვისაც როგორ უნდა, ისე გაცუროს. მე საერთოდ არ ვიცი ცურვა. ზღვაში თუ
დავსველდები, სულ ეგ არის, მაგრამ კი არ ვდარდობ...
ანი: ჩვენ გავირუჯებით, თქვენ კი ბევრი იცურეთ... ნეტა ვიცოდე, გული რაზე მოგდით. შენ კიდევ, საბა, გივიკოს
ნათქვამი ერთ ყურში რომ შეუშვა და მეორედან გაუშვა, ხომ არ აჯობებს?!. ვითომ არ იცი, ტრაბახა რომ არ არის.
ჩვენი ერთად ყოფნა უხარია და აღარ იცის, რა თქვას.
გივი: გენაცვალე, ანი, შენ რომ არ მყავდე, ვინ დამიცავდა. შენ კიდევ, საბა, იცი რას გეტყვი?!. სანაპიროზე ჩემ
გვერდით არ მოკალათდე. ტყუილუბრალოდ მომიშლი ნერვებს... არც საღამოს წაგიყვან კლუბში. მამაშენმა შენი
თავი მე ჩამაბარა...
საბა: ერთი ვიცოდე, შენ და მამაჩემი ჩემს ზურგს უკან რას ხლართავთ... არ გამიკვირდა, წამოსვლის წინ რაღაცას
რომ გეჩურჩულებოდა?!.
ელენე: დაასრულეთ ახლა ლაპარაკი, სანაპიროზე მოვედით უკვე. მიდი, საბა, ხუთი შეზლონგი იქირავე. ქვიანი
სანაპიროა და ქვებზე ვერ დავწვებით. თან ზღვაც ცოტა ღელავს.
ანი: მე შეზლონგი არ მინდა. პირსახოცზე დავწვები. ქვიშიან სანაპიროზე მეტად ქვიანი მიყვარს. საბა, ოთხი
შეზლონგი წამოიღე!

ძირითადი ფრაზები:

– მკვდარივით მეძინა

– [ბასეინზე] კი არ მივდიოდი, მივფრინავდი ხოლმე

– გოგოებთან თავს იწონებ არა?!.


– ნეტა ვიცოდე, გული რაზე მოგდით

– ნათქვამი ერთ ყურში რომ შეუშვა და მეორედან გაუშვა, ხომ არ აჯობებს?!.

– ტყუილუბრალოდ მომიშლი ნერვებს...

– ერთი ვიცოდე, შენ და მამაჩემი ჩემს ზურგს უკან რას ხლართავთ...

მკვდარივით მეძინა – ისე მეძინა, როგორც მკვდარს; უგრძნობლად, გაუგებრად მეძინა.

[ბასეინზე] კი არ მივდიოდი, მივფრინავდი ხოლმე – [ბასეინზე] ჩვეულებრივი განწყობით კი არ


მივდიოდი, არამედ – სიხარულით.

გოგოებთან თავს იწონებ არა?!. – გოგოებთან ტრაბახობ, საკუთარი თავი მოგწონს არა?!

ნეტა ვიცოდე, გული რაზე მოგდით – ნეტა ვიცოდე, რა გწყინთ, რის გამო ბრაზობთ.

ნათქვამი ერთ ყურში რომ შეუშვა და მეორედან გაუშვა, ხომ არ აჯობებს?!. – ნათქვამს ყურადღება
არ მიაქციო [//არაფრად ჩააგდო], უკეთესი ხომ არ არის?!

ტყუილუბრალოდ მომიშლი ნერვებს – უსაფუძვლოდ, არაფრის გულისთვის მომიშლი ნერვებს.

ერთი ვიცოდე, შენ და მამაჩემი ჩემს ზურგს უკან რას ხლართავთ – აქ: ერთი ვიცოდე,
შენ და მამაჩემი ჩემ გარეშე რას ლაპარაკობთ.

სინონიმები ანტონიმები

მოუსვენარი – ცელქი მოუსვენარი – მშვიდი

ტყუილუბრალოდ – არაფრისთვის / ზღვა – ხმელეთი


უსაფუძვლოდ
დასველება – გამშრალება
ტრაბახა – მკვეხარა ტრაბახა – თავმდაბალი

განწყობა – შინაგანი მზადყოფნა, გააკეთო რომელიმე მოქმედება.

ხასიათი – ადამიანის შინაგანი თვისებები, რომლებიც მის მოქმედებებში ჩანს.

მოუსვენარი – ის, ვინც ვერ ისვენებს, ღელავს ან ბუნებით არის ცელქი.

ჩახტომა [ჩახტება] – აქ: ზემოდან ქვემოთ სწრაფი ჩასვლა.

ტრაბახი [ტრაბახობს / იტრაბახებს] – საკუთარი თავის ქება: საკუთარ თავზე კარგის ლაპარაკი.

გარუჯვა [გაირუჯება] – მზის სხივებით კანის ფერის გამუქება; გაშავება.

დაცვა [დაიცავს] – აქ: ვინმეს მხარდაჭერა; ვინმეს გვერით დგომა, მისი პოზიციის დაკავება.

ჩურჩული [ეჩურჩულება] – ჩუმად ლაპარაკი.

ღელვა [ღელავს] – აქ: წყლის მოძრაობა, რომელიც ტალღებს ქმნის; ანუ ზემოდან ქვემოთა
მიმართულებით მოძრაობს.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რატომ ეძინა საბას მკვდარივით დილის 8.00 საათამდე და რა დაინახა მან, როცა გაიღვიძა?
2. რა დაიტრაბახა გივიმ მეგობრებთან საუბრისას?
3. რის გამო არ დარდობდა ელენე?
4. რა ურჩია ანიმ საბას, როცა გივის დაცვა სცადა?
5. როგორ შეცვალა გივიმ პატარა შეკამათება ხუმრობით? რა უთხრა მან საბას?
5. გიკამათიათ თუ არა მეგობრებთან და რის გამო? გაიხსენეთ ერთი ან ორი მაგალითი საკუთარი
ცხოვრებიდან.

11. შეარჩიეთ მოსაუბრე და ააგეთ ასეთივე დიალოგები.


რჩევა – შეგიძლიათ გამოიყენოთ სიტყვები და ფრაზები:იქნებ გასინჯოთ / მე შემოგთავაზეთ / დანარჩენი
თქვენი საქმეა / თავგზა ამებნა / ენად გავიკრიფე / რა დღეში მაგდებს / ენა მუცელში ჩამივარდა /
მთელი პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ავიღე / ყურებჩამოყრილი ვიყავი / თავს მომაჭრის / წელი
მომწყდა / მკვდარივით მეძინა / თავს ვიწონებდო / გული მომდიოდა / ერთ ყურში რომ შევუშვი და
მეორედან გავუშვი / ნერვებს მიშლის / ჩემს ზურგს უკან რაღაცას ხლართავდა

12.

IV.
17.

შეხედეთ ფოტოებს. აღწერეთ ისინი – რა არის გამოსახული ამ ფოტოებზე?


იპოვეთ მსგავსება და განსხვავება მათ შორის.

13. სასაუბრო თემა:


14. განაწილდით ჯგუფებად. იფიქრეთ ერთად. გააკეთეთ პატარა ჩანაწერი. აარჩიეთ
თემა და ილაპარაკეთ ამის შესახებ.

1. როცა ცუდ ხასიათზე ვარ, გასართობად ან დასასვენებლად წასვლა არ მიყვარს.


2. გართობა და დასვენება ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს.
3. დასასვენებლად წასვლა იმიტომ მიყვარს, რომ ახალ ნაცნობ-მეგობრებს ვიძენ და სოციალურად
აქტიური ვხდები.
4. ჩემი მშობლები მეგობრებთან ერთად არასდროს მიშვებენ. უნდათ, რომ მხოლოდ ოჯახთან ერთად
გავერთო ან დავისვენო.

გრამატიკა

–ნაირი
– ნაირი დაერთვის სახელებს და აღნიშნავს საგნისადმი მსგავსებას ან
იგივეობას, იდენტურობას.

მაგ., – ბევრნაირი ადამიანი მინახავს, მაგრამ შენსავით გულკეთილი – ჯერ არა.


– შენც ჩემნაირი ჩემოდანი გქონია.

ყოველ შემთხვევაში

ფრაზა – ყოველ შემთხვევაში –გამოიყენეთ მაშინ, როცა არ იცით, სხვა რა


შემთხვევაში როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს. მას საქმის კურსში
აყენებთ, რაიმეს აცნობებთ, ეუბნებით.
წინადადებაში ის მძიმეებით გამოიყოფა.

მაგ., – ყოველ შემთხვევაში, მე ჩვენი საფირმო კოქტეილი შემოგთავაზეთ.

- – ყოველ შემთხვევაში, მე ამ ფაქტის შესახებ გითხარი.

............................, არადა ............................


არადა – აპირისპირების ორ ისეთ წინადადებას, რომლებშიც ერთმანეთის
საწინააღმდეგო აზრია გადმოცემული.

მაგ., – [გოგონებს] რამე რომ უთხრა, თავს მოგაჭრიან, არადა მე და გივიკოს წელი
მოგვწყდა მაგათი ჩემოდნების თრევით.

- – ნათია ეზოში იჯდა, არადა მეგონა, რომ სახლში იქნებოდა.

არა-
თუ სიტყვას თავში არა- დაერთვის, ის უჩვენებს ამ სიტყვით გამოხატული
შინაარსის უარყოფას.

მაგ., ელენე არამწეველია, ნიკო კი სიგარეტს ხშირად ეწევა.

ნა-

ნა- თავში დაერთვის სიტყვებს და უჩვენებს წასული მოქმედების შედეგს.

ჭამ-ს [ჭამა]–› ნაჭამი

ხატავს [ხატვა] → ნახატი


და სხვ.

მაგ., – არ შეგიძლია, რომ გივიკოს ნათქვამი ერთ ყურში შეუშვა და მეორედან გაუშვა?!

- თუ შეიძლება, ერთი ნაჭერი პიცა მომაწოდეთ.

მოსმენა
რჩევა – ჩანაწერის მოსმენისას გამოიტანე მთავარი აზრი. დააკვირდი ილუსტრაციებსა და დაფებს.

15.1. მოისმენ ნათიასა და მისი თანაკურსელის საუბარს.

ნათია და ლიკა ზღვის სანაპიროზე შეხვდნენ ერთმანეთს.


ახლა გარე კაფეში არიან და საუბრობენ.

15.1.1. მოსმენილი მასალიდან ჩაინიშნეთ 3 მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

1. .......................................................................................................................................
2. .......................................................................................................................................
3. ......................................................................................................................................

15.1.2. შემოხაზეთ სწორი პასუხი. რომელი წინადადება მოისმინეთ?

ა. ხომ ნახე, რა მხიარული და კეთილი ადამიანები არიან.


ბ. ხომ ნახე, რა მხიარული და გულახდილი ადამიანები არიან.
გ. ხომ ნახე, რა მხიარული და გულკეთილი ადამიანები არიან.
დ. ხომ ნახე, რა მხიარული და კეთილშობილი ადამიანები არიან.

15.1.3. შემოხაზეთ სწორი პასუხი. რას ნიშნავს წინადადება – „მასწავლებლებიც კი გულიანად იცინოდნენ“.
ა. მასწავლებლებიც კი თავიანთ გულში იცინოდნენ.
ბ. მასწავლებლებიც კი ჩუმად იცინოდნენ.
გ. მასწავლებლებიც კი გულთბილად იცინოდნენ.
დ. მასწავლებლებიც კი მთელი არსებით იცინოდნენ.

15.1.4. შემოხაზეთ სწორი პასუხი – რა ურჩია ელენემ ლიკას?

ა. დედისთვის ეთხოვა, რომ ნათიას მეგობრებთან ერთად სანაპიროზე გაეშვა.


ბ. დედისთვის ეთხოვა, რომ რაჭაში მეგობრებთან ერთად გაეშვა.
გ. ის, რომ დედამისისთვის წინააღმდეგობა გაეწია.
დ. ის, რომ დედამისს გულახდილად დალაპარაკებოდა.

15.1.5. შემოხაზეთ სწორი პასუხი. რას გულისხმობს ფრაზა – „თავისას არ იშლის“.

ა. ისევ თავის აზრზეა, ჯიუტობს.


ბ. საკუთარ თავს არაფერს უშლის, არ ეწინააღმდეგება.
გ. თავისიანებს არაფერს უშლის, ყველაფრის უფლებას აძლევს.
დ. თავის გულს არავის უშლის.

15.1.6. შემოხაზეთ სწორი პასუხი. რას ნიშნავს წინადადება– „დედაჩემი თუ დაითანხმე, ჩავთვლი, რომ ბედმა
გამიღიმა“.

ა. თუ დედაჩემი დაგეთანხმება, ვიფიქრებ, რომ ამის შემდეგ ბედნიერი ვიქნები.


ბ. თუ დედაჩემი დაგეთანხმება, ვიფიქრებ, რომ ბედნიერება მიღიმის.
გ. თუ დედაჩემი დაგეთანხმება, ვიფიქრებ, რომ შეიძლება მეც ვიყო ბედნიერი.
დ. თუ დედაჩემი დაგეთანხმება, ვიფიქრებ, რომ საქმე კარგად წავიდა, გამიმართლა.

15.1.7. მოისმინეთ დიალოგი ორჯერ. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები:

ნათია: ჩვენ ამ საღამოს ღამის კლუბში მივდივართ. გივიკომ უკვე


....................................................... და იცი, რა ვქნათ?!. შენთვისაც დავაჯავშნინებ
ბილეთს. შენც წამოდი, ....................................................... . მე მოვალ და დედაშენს
ვთხოვ, ....................................................... . ბიჭებიც ჩვენთან ერთად იქნებიან და
რისი უნდა შეეშინდეს?!. მგონი, ....................................................... .

ლიკა: ღამის კლუბში ჯერ არ ვყოფილვარ. ძალიან მაინტერესებს, იქ რა ხდება.


ხომ შეიძლება მართლა გამომიშვას?!. მოდი, ვცადოთ...

ნათია: თუ ყავის გარდა არაფერი გინდა, მაშინ მიმტანს დავუძახებ, თანხას


გადავიხდი და დედაშენთან წავიდეთ. ახლა სად იქნება?!.

ლიკა: სასტუმროს ნომერში დარჩა. მე რომ გამოვედი, ....................................................... .


მე მელოდება, არსად წავიდოდა.

15.1.8. გახაზეთ ფორმები, რომლებიც მოისმინეთ:

1. განსაკუთრებით ბიჭები – გვანერვიულებენ / გვამხიარულებენ / გვახალისებენ.


2. [დედაჩემი] მარტო – ვერ მიშვებს / არ მიშვებს / არსად მიშვებს.
3. გული მწყდება, რომ არ გამიშვა, მაგრამ – არაფერი ვუთხარი / ვერაფერი ვუთხარი / ვერ ვუთხარი.
4. იცი, რა ვქნათ?!. შენთვისაც – შევაკვეთინებ ბილეთს / ვაყიდვინებ ბილეთს / დავაჯავშნინებ ბილეთს.
5. ბიჭებიც ჩვენთან ერთად იქნებიან და რისი უნდა შეეშინდეს?!. მგონი, – დახმარებას გაგვიწევს /
ანგარიშს გაგვიწევს / სამსახურს გაგვიწევს.

15.2. მოისმენ საუბარს ავტობუსში.


15.2.1. მოსმენილი მასალიდან ჩაინიშნეთ 3 მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

1. .......................................................................................................................................
2. .......................................................................................................................................
3. .......................................................................................................................................

15.2.2. შემოხაზეთ სწორი პასუხი. რას ნიშნავს ფრაზა – „თავი სიზმარში მგონია“.

ა. მგონია, რომ ჩემს თავს სიზმარში ვნახავ.


ბ. მგონია, რომ, რაც ხდება, არ არის რეალობა, ანუ სინამდვილე.
გ. მგონია, რომ მე სიზმარს აუცილებლად ვნახავ.
დ. მგონია, რომ ადამიანმა თავისი თავი სიზმარში უნდა ნახოს.

15.2.3. შემოხაზეთ სწორი პასუხი. რომელ ემოციას გამოხატავს ფრაზა – „გული მოუკვდა“.

ა. შეცოდებას ბ. წყენას
გ. კმაყოფილებას დ. სიხარულს

15.2.4. შემოხაზეთ სწორი პასუხი. რომელი წინადადება მოისმინეთ:

ა. თავი დაანებეთ ახლა მაგაზე ლაპარაკს.


ბ. მაგ თემაზე ნუღარ ლაპარაკობთ.
გ. მაგ თემაზე ლაპარაკი შეწყვიტეთ.
დ. მოეშვით ახლა მაგაზე ლაპარაკს.

15.2.5. შემოხაზეთ სწორი პასუხი. რომელი წინადადებაა ნათქვამი ირონიულად?

ა. როდემდე არ გაგიშვებდა მეგობრებთან ერთად?!


ბ. მგონი, ლანა მასწავლებელი ისევ საკლასო ოთახში ეგონა.
გ. ვისაც ელექტრონული მუსიკა უყვარს, ყველა მაგაზე გიჟდება.
დ. აბა, გოგოებო, პირადობის მოწმობები მოამზადეთ, შეგვამოწმებენ.
15.3. მიუთითეთ სწორია თუ არასწორი. აღნიშნეთ √ -ით:

N სწორი არასწორი
ლიკამ წინასწარ იცოდა, რომ დედამისი მას მეგობრებთან ერთად √
კლუბში აუცილებლად გაუშვებდა.
1. ნათიას კარგად ესმოდა ლიკას დედის შიშის, რადგან გარშემო
ბევრი ცუდი რამ ხდებოდა.
2. გივიმ თავის მეგობარ გოგონაზე იხუმრა და სკოლის ბანკეტი
გაიხსენა.
3. ანის გივიკოს ხუმრობა ძალიან ეწყინა და გაბრაზდა.
4. საბამ გივიკოს ურჩია, რომ კლუბში შესვლის წინ სერიოზული სახე
მიეღო და ხუმრობისთვის თავი დაენებებინა.
5. თხუთმეტი წლის ახალგაზრდებს კლუბში გასართობად არ
უშვებდნენ.
6. მეგობრებმა დაინახეს, რომ კლუბის წინ ბევრი ხალხი არ იყო.
7. გასართობ კლუბში შემსვლელ ახალგაზრდებს ამოწმებდნენ,
ამიტომ მათ კლუბის დაცვის თამანშრომლებისთვის პირადობის
მოწმობები უნდა ეჩვენებინათ.

15.3.1. მოისმინეთ დიალოგი ორჯერ. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები:

საბა: შენი ადგილი თეატრალურ ინსტიტუტში იყო, გივიკო,


და არა – თავდაცვის აკადემიაში. ჩემი რეჟისორი რომ
გიყურებდეს, ....................................................... . ნამდვილი
არტისტი ხარ. ახლა ცოტა ....................................................... .
უკვე კლუბთან მოვედით. ხომ იცი,
....................................................... . იქ არასერიოზულ ხალხს
არ უშვებენ. ვიღაცას თხუთმეტი წლის ბიჭი ეგონები
და ....................................................... .

ელენე: ჰოდა, გაუსკდება გული... დიდი სიხარულით იმიტომ


მოდის, რომ დღეს ....................................................... .

ლიზა: ვინ არის გივიკოს საყვარელი დიჯეი?.. მეც


მითხარით.

საბა: დიჯეი რემბო, ბატონო. მართლა მაგრად უკრავს.

15.3.2. გამოიყენეთ დაფაზე მოცემული ფორმები. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები.

არაჩვეულებრივი / ფერადი / სერიოზული / ცუდი / სულელი

1. შენი დაცინვა რომ მეწყინოს, .......................... უნდა ვიყო.


2. დედაშენისაც მესმის, ამ ცხოვრებაში ბევრი .......................... რამ ხდება.
3. ვაი, შენი ბრალი, თუ ჩემზე კარგად არ იცეკვებ იმ .......................... განათებაში.
4. ხომ იცი, .......................... მხედველობა მაქვს.
5. ახლა ცოტა .......................... სახე მიიღე.

წერა

გამოიყენეთ ნასწავლი ზმნები და ფრაზები.


16.1. დაწერეთ – თქვენი გართობის შესახებ
დაასათაურეთ თქვენ მიერ დაწერილი ტექსტი

რჩევა – შეგიძლიათ დაწეროთ, როგორ ერთობით; რას აკეთებთ დასვენების დღეებში; ვისთან ერთად
ატარებთ თავისუფალ დღეებს ან საღამოებს; დადიხართ თუ არა თქვენს მეგობრებთან ან
ახლობლებთან ერთად გასართობად; რაზე საუბრობთ იქ ყველაზე ხშირად; რომელი დღე
დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად და რის გამო; ხუმრობთ თუ არა, როცა თქვენს თანატოლებთან
ერთად ხართ; ყოფილხართ თუ არა კლუბში; რატომ გიყვართ გართობა და სხვ.

1. ..................................................................................................................................................
2. ..................................................................................................................................................
3. ..................................................................................................................................................
4. ..................................................................................................................................................
5. ..................................................................................................................................................
6. ..................................................................................................................................................
7. ..................................................................................................................................................
8. ..................................................................................................................................................
9. ..................................................................................................................................................
10. ..................................................................................................................................................

16.2. დაწერეთ – ჩემი დასვენების ერთი ამბავი

რჩევა – დაწერეთ თქვენი აზრი იმის შესახებ, რისთვის სჭირდება ადამიანს დასვენება ან დასასვენებლად
წასვლა; სცალია თუ არა თანამედროვე ადამიანს ამისთვის ხშირად; სად ყოფილხართ
დასასვენებლად; რა გინახავთ და დაგითვალიერებიათ; რა უფრო გიყვართ – მთა თუ ზღვა; გიშვებენ
თუ არა მშობლები დასასვენებლად მეგობრებთან ერთად; როგორია თქვენი დამოკიდებულება,
როცა მშობლები თქვენ ან თანატოლს არ უშვებენ სადმე; დაისვენებდით თუ არა სულ მარტო და
რატომ? რას ისურვებთ, სად გინდათ, რომ დაისვენოთ და რატომ? და სხვ.

1. ..................................................................................................................................................
2. ..................................................................................................................................................
3. ..................................................................................................................................................
4. ..................................................................................................................................................
5. ..................................................................................................................................................
6. ..................................................................................................................................................
7. ..................................................................................................................................................
8. ..................................................................................................................................................
9. ..................................................................................................................................................
10. ..................................................................................................................................................

შემეცნება და კულტურა

17. წაიკითხეთ ანდაზა. შემოხაზეთ სწორი პასუხი.

სადაც წახვალ, იქაური ქუდი დაიხურეო.

ეს ანდაზა ნიშნავს:
1. სადაც არ უნდა წახვიდე, ქუდიანი კაცი ყველგან შეგხვდება.
2. თითოეულ ქვეყანას, მის ხაქუდილხს თავისი ნაციონალური ქუდი
აქვს.
3. როგორ სიტუაციაშიც მოხვდები, იმ სიტუაციის შესაბამისად უნდა
მოიქცე.

18. იფიქრეთ:

„ცხოვრება სულაც არ მოგეჩვენება მოკლე, თუ მას


საინტერესოდ გაატარებ”

[ლეონარდო და ვინჩი].

მოჩვენება [< მოეჩვენება] – აქ: ვინმეს ან რაიმეს წარმოდგენა, დანახვა.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. ლეონარდო და ვინჩის აზრით, როდის არ არის ცხოვრება ხანმოკლე?
2. რას ფიქრობთ თქვენ – გადის თუ არა ადამიანის ცხოვრება სწრაფად?
3. რა იგულისხმა უდიდესმა მოაზროვნემ სიტყვებში – „ცხოვრების საინტერესოდ გატარება“?
4. აქცევთ თუ არა ყურადღებას დროის სვლას, მის მიმდინარეობას და როგორ ხარჯავთ ამ დროს?
ჩამოაყალიბეთ საკუთარი აზრი.
5. როდის ატარებთ დროს საინტერესოდ? რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ამ ცხოვრებაში?
6. თქვენი შეხედულებით, როდის და რა შემთხვევაში ცხოვრობენ ადამიანები უაზროდ, არაფრისთვის?
დაასახელეთ ასეთი ცხოვრების კონკრეტული მაგალითი.

19. ეს საინტერესოა:

კრისტოფორო დე კასტელი XVII საუკუნის იტალიელი მოგზაური და


მისიონერი იყო. მან დასავლეთ საქართველოში 26 წელი იცხოვრა და
საინტერესო მოგონებებიც დაგვიტოვა. კ. დე კასტელი განსაკუთრებული
ინტერესით აღწერს ქართული ნადირობის ტრადიციას, რომელიც მან
დასავლეთ საქართველოში ნახა. მისი თქმით, აქ ნადირობს ყველა და
თანაც ყოველდღე. მოსახლეობა კარგად ხმარობს მშვილდისარს და
მოღუნულ ხანჯალს. ადგილობრივი მცხოვრებლები იარაღს მხოლოდ
სახიფათო ნადირობის დროს იყენებენ, ხოლო ბავშვები ადრეული
ასაკიდან ეჩვევიან სროლას. კ. დე კასტელი წერს: ძალიან ხშირად
გამკვირვებია იმ ბავშვების, რომლებსაც მელა მოუკლავთ მშვილდისრით.
მოგზაურის ჩანაწერებიდან ვიგებთ იმასაც, რომ იმ პერიოდის
საქართველოში კარგად ნადირობდნენ მონადირე ჯიშის ძაღლებითაც.
როცა ნადირობა დასრულდებოდა, ნანადირევ ხორცს ანაწილებდნენ.
ცალ-ცალკე ყოფდნენ ყველა ნაჭერს და უყურადღებოდ არავის
ტოვებდნენ.
კ. დე კასტელი კარგად ხატავდა და ცდილობდა, რომ თავისი
შთაბეჭდილებები ნახატებზე გადმოეტანა. ერთ-ერთ ნახატს მან ასე
მისიონერი – ის, ვისაც რაღაც მისია, ანუ დავალება, აქვს.

მოგონება – წარსული ამბის გახსენება.

მოღუნული – მოხრილი.

სახიფათო – საშიში; ის, რაც ხიფათს, ანუ საშიშ მდგომარეობას, საფრთხეს შეიცავს.

ჯიში – აქ: ცხოველის [ძაღლის] სახეობა.

ნანადირევი – ის, რასაც ნადირობისას კლავენ [ცხოველი ან ფრინველი].

შთაბეჭდილება – ის, რასაც ადამიანის მეხსიერება კარგად ინახავს; მეხსიერებაში რჩება.


ოსტატობა – კონკრეტული საქმის კარგი ცოდნა.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. ვინ იყო ქრისტოფორო დე კასტელი და რა დაგვიტოვა მან საქართველოს შესახებ?
2. რა აღწერა მან განსაკუთრებული ინტერესით?
3. როგორ ნადირობდნენ კ. დე კასტელის დროს დასავლეთ საქართველოში?
4 რა უკვირდა მას ბავშვებისაგან?
5. რას აკეთებდნენ მონადირეები ნადირობის შემდეგ? თქვენი აზრით, რამდენად იყო სწორი ასეთი
მოქმედება და რატომ?
6. რა მიაწერა მოგზაურმა თავის ერთ-ერთ ნახატს?
7. რითი იყო აღფრთოვანებული იტალიელი მოგზაური და მისიონერი?
8. რა ტრადიციები არსებობს თქვენს კულტურაში და განსაკუთრებით რომელი მოგწონთ? ისაუბრეთ ამ
ტრადიციების შესახებ.

შეაფასე საკუთარი თავი

20. ⦁ იცოდე, რომ საკუთარი თავის შეფასება დაგეხმარება, გქონდეს


ახალი იდეები და შეძლო მათი განხორციელება.
⦁ დააკვირდი საკუთარ თავსა და სწავლის პროცესს. თვითანალიზით
შენს უარყოფით მხარეებს აღმოაჩენ და მათი გამოსწორების
საშუალებებზე იფიქრებ.

⦁ დაფიქრდი და ისე დაასრულე წინადადებები.

რჩევა – ობიექტურად შეაფასე საკუთარი თავი, რომ პოზიტიურ


ადამიანად ჩამოყალიბდე

დაასრულე წინადადებები:
▶ ვიდრე საშუალო სკოლის მოსწავლე ვიყავი, მე ასე ვერთობოდი და ვისვენებდი: ............ ; ახლა კი
შემიძლია: ..............., რადგან ............ .
▶ მე მაინტერესებს / არ მაინტერესებს საქართველოს კუთხეების დათვალიერება, რადგან ............ .
▶ არ გამიჭირდება საქართველოში მოგზაურობა ან დასვენება, რადგან ქართულ ენაზე მე შემიძლია
დავსვა კითხვები, მაგ., ............ , მოვისმინო პასუხები და გავიაზრო.
▶ მე დამატებით ცოდნას მაძლევს / არ მაძლევს რუბრიკა „ეს საინტერესოა“, რადგან ............ . მაგალითად,
სწორედ ამ რუბრიკიდან ვისწავლე და შევიმეცნე, რომ ............ .
▶ ამ თავის შესწავლისას მე ვერ ვუპასუხე პედაგოგს კითხვაზე ............, რადგან ............ , ამიტომ ............ .
▶ აუდიტორიაში მუშაობის დროს ყველაზე უკეთ შევძელი ............, რადგან ............, ხოლო ვერ შევძელი ........... .
▶ ზეპირი გამოსვლის წინ ყოველთვის დაგეგმილი მაქვს / არ მაქვს დაგეგმილი, რაზე უნდა ვილაპარაკო,
რადგან ............ .
▶ მოსმენისას მე ყურადღება მეფანტება, როცა ............, ამიტომ ვცდილობ ............ .
▶ მასალის მოსმენისას მე მაქვს / არ მაქვს შემდეგი უნარები: ვარ / არ ვარ კონცენტრირებული, როცა
ვისმენ სასწავლო მასალას; ყურადღებით ვისმენ / არ ვისმენ, თუ რას ამბობს პედაგოგი ან ჩემი
თანაჯგუფელი; ვსვამ / არ ვსვამ დამაზუსტებელ კითხვებს; ველოდები / არ ველოდები, ვიდრე პასუხის
გაცემას დაასრულებენ [გახაზეთ ის უნარები, რომლებიც გაქვთ].
▶ მე უკვე ვისწავლე / ჯერ ვერ ვისწავლე ჩემს რვეულში ჩანაწერების გაკეთება, რომლებიც დამეხმარება,
უკეთ ვისწავლო და ვიყო წარმატებული სტუდენტი.

ჩანიშნე რვეულში, მოსმენის რომელი


უნარი ან უნარები უნდა გააუმჯობესო. მოძებნე მათი
გამოსწორების გზა.

ჯერ იყავით კონცენტრირებული იმაზე, თუ რას ამბობს, რა აზრს გადმოსცემს სხვა ადამიანი.
მხოლოდ მისი ნათქვამის შემდეგ გადმოეცით საკუთარი შეხედულება.
თავი XIV

ღირსშესანიშნაობები. დღესასწაულები

1. უპასუხეთ კითხვებს:

1. რა არის გამოსახული ილუსტრაციებზე? აღწერეთ ისინი.


2. რომელი ღირსშესანიშნაობები გინახავთ საქართველოში? აღწერეთ ისინი.
3. გიყვართ თუ არა ტრადიციული დღესასწაულები და რატომ?
4. რომელი დღესასწაული მოგწონთ ყველაზე მეტად და რის გამო?

კითხვა

2. ტექსტი:

გვიანი გაზაფხულის დილა თენდებოდა. საძინებელი ოთახის ფანჯარა ფართოდ გამოეღოთ. ნიავს ეზოდან
ახლად აყვავებული ხეების სურნელი მოჰქონდა. ბიჭებს ღრმად ეძინათ, როცა მაღვიძარა ახმაურდა. გივი ფეხზე
წამოხტა და ნახევრად მძინარე საბას გადახედა. ეტყობოდა, რომ ის წამოდგომას არ აპირებდა.
– ადექი, საბა, თორემ ვერც პირის დაბანას მოვასწრებთ და ვერც – საუზმეს. უკვე 8.00 საათი ხდება. გოგოები
სასტუმროს ფოიეში იქნებიან. ბედნიერ ვასკვლავზე ხარ დაბადებული, არაფერი გადარდებს. გოგოებს მაინც გაუწიე
ანგარიში, სწრაფად წამოდექი...
– ხუთი წუთი დამაცადე და ავდგები. ასე უცებ არ შემიძლია. ჯერ შენ მოწესრიგდი, მერე მე შევალ აბაზანაში.
დიდი დრო არ დამჭირდება. მალე გამოვალ.
– დღეს დადიანების სასახლის დათვალიერებაც უნდა მოვასწროთ და სადილის შემდეგ მარტვილში წასვლაც.
ცოტა იჩქარე. კანიონი არ გაინტერესებს?.. საოცარი სანახავია თურმე. ჩემი თანაკურსელი იყო წინა თვეში და ერთი
კვირა თავის შთაბეჭდილებებზე მიყვებოდა. საქართველოს ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად უამრავი
უცხოელი ტურისტი ჩამოდის და ცოტა სირცხვილია, ჩვენ რომ არ ვიცნობდეთ საკუთარ ქვეყანას. გპირდები, რომ
იქითა თვის ბოლოს შატილში წაგიყვანთ. საოჯახო სასტუმროსაც მე დავჯავშნი და ავტომობილის საქმესაც მე
მოვაგვარებ. ბოლოს და ბოლოს მამაჩემს ვთხოვ მანქანას. მხოლოდ ერთი ღამით გავჩერდეთ სასტუმროში.
მამაჩემის მანქანაში ხუთნი კი ჩავეტევით.
– რა კარგია, გივიკო!.. მართალს ამბობ?!. იუნესკომ შატილი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში 2007
წელს შეიტანა. ბიძაჩემი მუშაობდა შატილის რესტავრაციაზე. გული მწყდებოდა, რომ დასათვალიერებლად
ერთხელაც ვერ წამიყვანა.
– გულდასაწყვეტი რა არის?!. ჩვენ წავიდეთ ერთად, მაგრამ ახლა წამოდექი, გთხოვ... მხოლოდ შაბათ-კვირა
გვაქვს. კანიონის ნახვას ვერ გადავდებთ. უფრო მაგისთვის წამოვედი თბილისიდან. თან ხვალ ელენეს დაბადების
დღეა. ჰგონია, რომ არ გვახსოვს. სიურპრიზი არ მოვუწყოთ?!. ელენემ არ იცის, ისე შეუკვეთეს ანიმ და ნათიამ
ტორტი. ჩვენც რამე მოვიფიქროთ. ჩუმად მოვილაპარაკოთ, როგორ მოვიქცეთ, თორემ მთელი დღე გარეთ ვიქნებით
და გვიან ღამით რაღას მოვასწრებთ?!.
– მე ერთი იდეა მაქვს. აი, ნახავ, შენც მოგეწონება... ახლა კი მართლა წამოვდგები...

⦁ საქართველოს ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად უამრავი უცხოელი ტურისტი ჩამოდის.

⦁ სირცხვილია, ჩვენ რომ არ ვიცნობდეთ საკუთარ ქვეყანას.

⦁ გული მწყდებოდა, რომ [შატილის] დასათვალიერებლად ერთხელაც ვერ წამიყვანა.

3. ლექსიკა
⦁ ჩამოთვლილ სიტყვებს მიუწერეთ მნიშვნელობები თქვენს ენაზე:
[გამოიყენეთ ორენოვანი ლექსიკონები]

№ ქართული ...........................................................
1. ღრმად
2. მაღვიძარა
3. ახმაურდა
4. წამოხტება
5. მძინარე
6. შთაბეჭდილება
7. ღირსშესანიშნაობა
8. სირცხვილი
9. მემკვიდრეობა
10. გულდასაწყვეტი
11. გადადებს
12. მოაწყობს
13. წამოდგება

4.

ტექსტის გააზრება

1. როგორაა ტექსტში გადმოცემული გვიანი გაზაფხულის დილა?


2. რატომ აჩქარებდა გივი საბას?
3. რომელი ღირსშესანიშნაობები უნდა დაეთვალიერებინათ მეგობრებს ერთი დღის
განმავლობაში?
4. რის შესახებ უყვებოდა გივის თავისი მეგობარი?
5. გივის აზრით, რა არის სირცხვილი?
6. სად წაყვანას შეჰპირდა გივი თავის მეგობარს მეორე თვის ბოლოს?
7. რა იცოდა საბამ შატილის შესახებ და ვისგან?
8. რას აპირებდნენ მეგობრები ელენეს დაბადების დღეზე?

სინონიმები ანტონიმები

უცებ – სწრაფად გამოაღებს – ჩაკეტავს

დიდი დრო – დიდი ხანი ღრმად [ძილი] – ფხიზლად [ძილი]

საოცარი – საკვირველი ახმაურდა – გაჩუმდა


მოუყვება – უამბობს მძინარე – მღვიძარე

უცებ – სწრაფად ღრმად – ფხიზლად

მაგ., საწოლიდან უცებ ავდექი, როცა მაგ., წუხელის ღრმად მეძინა, ამიტომ არცერთი
შემოსასვლელ კარზე ვიღაცამ დააკაკაუნა. სიზმარი არ მახსოვს.

სამგზავრო ჩანთა სწრაფად ჩავალაგე და დედაჩემს ყოველთვის ფხიზლად სძინავს,


ავტოსადგურზე წავედი. როცა ჩემს პატარა დას მაღალი
ტემპერატურა აქვს.
საოცარი – საკვირველი ახმაურდა – გაჩუმდა

მაგ., შატილიდან საოცარი მაგ., წვიმიანი ამინდი იყო, ამიტომ ზღვის


შთაბეჭდილებებით ჩამოვედი. სანაპიროზე ტალღები უსიამოვნოდ
ახმაურდა.
ჩემმა მეგობარმა სოფელში მომხდარი
ერთი საკვირველი ამბავი მიამბო. – აუდიტორიაში რომ შემოვედი, ხმაური იყო,
ახლა რატომ გაჩუმდით?

ფრაზა:

ბედნიერ ვასკვლავზე ხარ დაბადებული – კარგი ბედის ხარ; ბედი ხშირად


გიღიმის.

√ გაიხსენეთ:

√ დაიმახსოვრეთ
⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რა იცით საქართველოს ღირსშესანიშნაობების შესახებ? დაასახელეთ ასეთი ადგილები.
2. გიყვართ თუ არა დღესასწაულებები და წვეულებები? რომელ ტრადიციულ დღესასწაულს სცემთ პატივს?
3. ისაუბრეთ თქვენს ეროვნულ დღესასწაულებზე. აღწერეთ ისინი.
4. დაგითვალიერებიათ თუ არა მუზეუმები საქართველოში? რომლის ნახვას ისურვებდით და რატომ?

გივი, საბა, ანი და ნათია აპირებენ, რომ ღამის 12.00 საათზე


ელენეს სიურპრიზი მოუწყონ. ელენეს დაბადების დღე აქვს.

5. წაიკითხეთ დიალოგი – საიდუმლო შევინახოთ

გივი: ჩქარა, საბა... ანის და ნათიას დაუძახე. ვერ ხედავ, ელენეს ვიღაც ნაცნობი შეხვდა და ლაპარაკობს. სწრაფად
გადავწყვიტოთ, როგორ მოვიქცეთ.
საბა: ანი! ნათია!.. აქეთ მოიწიეთ... კარგად მითხარით ერთი, თქვენ მხოლოდ ტორტი უნდა იყიდოთ?!. სხვა
არაფერი?!.
ნათია: ფერადი სანთლები თბილისიდან წამოვიღე და ანის თავის ჩემოდანში აქვს შენახული. ტორტს საღამოს 8.00
საათისთვის მოგვიტანენ და სასტუმროს რესტორანში შეგვინახავენ. მენეჯერს ვთხოვე და უარი არ გვითხრა.
12.00-ს რომ 5 წუთი დააკლდება, ანი დაბადების დღის ტორტს სანთლებით მორთავს. როცა მე და ელენე
ნომერში ვიქნებით, ანთებული სანთლებით შემოვა. ყველანი ნომრის წინ დადექით და სიმღერა დაიწყეთ. ეს
იქნება თქვენი დახმარება...
გივი: ვითომ რატომ?.. მე ყვავილების თაიგული უკვე შევუკვეთე. მე და საბა 20 ცალ ბუშტსაც გავბერავთ. მგონი,
ელენეს დაბადების დღეს ამით უფრო გავალამაზებთ.
საბა: მე რომ რაღაც ჩავიფიქრე, ის აღარ გავაკეთოთ? გივიკომ უკვე იცის, რაც მინდა.
ანი: რა ჩაიფიქრე?!. რისი გაკეთება გინდა, გვითხარი.
საბა: რა და... ერთი ჩემი თანაკურსელი ზუგდიდიდანაა. ვუთხარი, ზუგდიდის თეატრის ორი ახალგაზრდა მსახიობის
დაქირავება მინდა-მეთქი. ჰოდა, თუ თქვენც თანახმა იქნებით, თორმეტი საათისთვის ის ორი მსახიობიც მოვა.
თეატრალურ კოსტიუმებში იქნებიან ჩაცმული. დავურეკავ და ვეტყვი, კოსტიუმები ჩვენთვისაც წამოიღონ.
ნათია: მერე რა ვქნათ? მე და ანიმაც უნდა ჩავიცვათ?
საბა: აბა, რა!.. წარმოიდგინე, რა მოხდება... ნამდვილად არაფერს ელოდება.
ჰგონია, რომ მაგისი დაბადების დღე ყველას დაგვავიწყდა, ჩვენ კი ზუსტად
12.00-ზე სასტუმროს ნომერში ტორტით, ცეკვა-ცეკვითა და სიმღერით
შევუცვივდებით. გონზე მოსვლასაც ვერ მოასწრებს. აი, ნახავთ... სიხარულისგან
ცას ეწევა.
ანი: ყოჩაღ, საბა. კარგი იდეაა. დაურეკე იმ მსახიობებს, რომ აუცილებლად
მოვიდნენ. ახლა მთავარია, რომ საიდუმლო შევინახოთ და არაფერი
წამოგვცდეს.
გივი: კარგი რა, ანი?!. რომელი ჩვენგანია ისეთი, ენა რომ წაიგრძელოს... ასეთი არცერთი არა ვართ.
ახლა სერიოზული სახეები მიიღეთ, ვითომ კანიონზე ვლაპარაკობდით... ელენე ჩვენკენ მოდის.

ძირითადი ფრაზები:

– აქეთ მოიწიეთ

– სხვა არაფერი?!.

– რა ჩაიფიქრე?!.

– გონზე მოსვლასაც ვერ მოასწრებს.

– სიხარულისგან ცას ეწევა.

– აბა, რომელი ჩვენგანია ისეთი, ენა რომ წაიგრძელოს.

აქეთ მოიწიეთ – აქეთ, ამ მხარეს მოდით.


სხვა არაფერი?!. – აქ: სხვა არაფერი უნდა იყიდოთ?!.

რა ჩაიფიქრე?!. – რა განიზრახე?!. // გონებაში რა იფიქრე და გადაწყვიტე?!.

გონზე მოსვლასაც ვერ მოასწრებს – მიხვედრას, გააზრებას ვერ მოასწრებს.

სიხარულისგან ცას ეწევა – ძალიან გაუხარდება.

რომელი ჩვენგანია ისეთი, ენა რომ წაიგრძელოს – ჩვენ შორის ისეთი არავინ არის,
რომ ზედმეტი ლაპარაკი იცოდეს.

მოწევა [მოიწევს] – ვინმესკენ ახლოს მისვლა.

მორთვა [მორთავს] – აქ: გალამაზება, ლამაზად გააწყობა.


ანთებული – ის, რაც აანთეს ან აინთო.

გაბერვა [გაბერავს] – აქ: რომელიმე საგანში ჰაერის შეშვება და მისი გადიდება.

ზუსტად – იდენტურად, ზედმიწევნით სწორად.

შეცვივნა [შეუცვივდებიან] – ბევრი ერთად და სწრაფად შევა.

საიდუმლო – ის, რასაც სხვასთან არ ამბობენ; რასაც გულში ინახავენ.

წამოცდენა [წამოსცდება] – სურვილის საწინააღმდეგოდ რაიმეს თქმა.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რატომ ჩქარობდა გივი მეგობრებთან დალაპარაკებას? რა დაინახა მან?
2. რა ჰქონდა წამოღებული ნათიას თბილისიდან?
3. რა უნდა გაეკეთებინათ გოგონებს ღამის 12.00 საათისათვის?
4. რა შეუკვეთა გივიმ ელენეს დაბადების დღისთვის?
5. რისი გაკეთება ჰქონდა ჩაფიქრებული საბას?
6. საბოლოოდ რაზე შეთანხმდნენ მეგობრები? გაეცით სრული პასუხი.
7. რა უნდა შეენახათ მეგობრებს ღამის 12.00 საათამდე? თქვენი აზრით, რატომ უნდა მოქცეულიყვნენ ასე?
8. შეგინახავთ თუ არა საიდუმლო და რატომ? ჩამოაყალიბეთ საკუთარი შეხედულება.

გრამატიკა

√ დაიმახსოვრეთ:

ადგილი

საიდან? / რა ადგილიდან? საითკენ? / რა ადგილისკენ?

მაგ., ნიავს ეზოდან აყვავებული ხეების მაგ., საბა ეზოსკენ წავიდა, როცა იქ თავისი
სურნელი მოჰქონდა. მეგობრები დაინახა.

ფერადი სანთლები თბილისიდან ავტომობილი თბილისისკენ დაიძრა.


წამოვიღე.

დრო

რამდენი ხნით? / რა დროით? როდისთვის? / რა დროისთვის?

მაგ., მხოლოდ ერთი ღამით გავჩერდეთ მაგ., ღამის თორმეტი საათისთვის თეატრის
სასტუმროში. ორი მსახიობიც მოვა.

თუ რიცხვით სახელს -ნ დაერთვის, ის მრავლობით რიცხვს


გამოხატავს.

ასეთ შემთხვევაში ზოგჯერ მასთან მდგომი არსებითი


სახელი არ მოჩანს. ის იგულისხმება.

ხუთი → ხუთნი

ხუთნი – იგივეა, რაც: ხუთი ადამიანი ან ხუთი მეგობარი და სხვ.


მაგ., მამაჩემის მანქანაში ხუთნი ჩავეტევით.

√ გაიხსენეთ:

მაგ., ყველანი ნომრის წინ დადექით და სიმღერა დაიწყეთ.

სახლის უკან პატარა და ლამაზი ეზო გვაქვს.

უნივერსიტეტის პირდაპირ სტუდენტური კაფე გაიხსნა.

-გან [–› ჩვენგანი]

როცა – გან პირის ნაცვალსახელის მრავლობითის ფუძეს დაერთვის, მაშინ ის მიუთითებს


მრავალ პირთა შორის ერთზე.

მაგ., – აბა, რომელი ჩვენგანია ისეთი, ენა რომ წაიგრძელოს.

– იქნებ რომელიმე თქვენგანი წამომყვეს, როცა ბილეთების შესაძენად წავალ.

ვითომ
ვითომ გამოიყენეთ მაშინ, როცა საუბრობთ მოქმედებაზე, რომელიც არ არის რეალური.
ის არ მომხდარა, არ ხდება ან არ მოხდება.

მაგ., – ახლა სერიოზული სახეები მიიღეთ, ვითომ კანიონზე ვლაპარაკობდით.

ვითომ ხშირად გამოიყენება მაშინაც, როცა ვინმეს


საკუთარი სიზმრის შესახებ უყვებიან.

მაგ., გუშინ სიზმარში ვნახე, ვითომ ზღვის სანაპიროზე ვიყავი.

6. დაიმახსოვრეთ ზმნის ძირითადი ფორმები:

№ ახლანდელი მომავალი წარსული


1. [წამო]ხტება წამოხტება წამოხტა
2. წესრიგდება მოწესრიგდება მოწესრიგდა
3. [გადა]დებს გადადებს გადადო
4. ეტევა ჩაეტევა ჩაეტია
5. ასწრებს მოასწრებს მოასწრო
6. რთავს მორთავს მორთო
7. ავიწყდება დაავიწყდება დაავიწყდა
8. სცდება წამოსცდება წამოსცდა
9. ბერავს გაბერავს გაბერა

ლაპარაკი

ანი, საბა, გივი, ნათია, ელენე და ლიზა ყვარლის ტბაზე არიან


წასული.

წინა გაკვეთილიდან გაიხსენეთ, ვინ არის ლიზა.

7.

I. წაიკითხეთ დიალოგი – რა ქათქათა თოვლი მოსულა!

ელენე: ადექით, ბავშვებო! ნახეთ, რა ქათქათა თოვლი მოსულა... კავკასიონის მთები სულ გათეთრებულია. ტბის
გარშემოც თოვლი დევს. რაღაც საოცარი სანახავია!
ანი: მართლა?!. რას ამბობ?. მთელი დეკემბერი თოვლის მოსვლას ველოდებოდი. ისეთი თბილი ზამთარი იყო, რომ
ბოლოს ხელი ჩავიქნიე. თოვლი ბავშვობიდან მიყვარს. დაზამთრდებოდა თუ არა, ყოველ დილას იმ იმედით
ვიღვიძებდი, რომ ეზოში პირველი თოვლის ფიფქებს დავინახავდი...
ნათია: აუუ, მართლა რა ლამაზია! მოდი, ლიზა, ერთი შეხედე, ჩვენი ბიჭები უკვე სასტუმროს ეზოში ჩასულან. საბა
ისეა ჩაფუთნული, ეტყობა, ეშინია, რომ არ გაცივდეს... ქუდიც დაუხურავს და ხელთათმანებიც აცვია. მგონი,
გუნდაობას აპირებს.
არა, მოიცა... ორივე ერთგან აგროვებს გუნდებს... ჩვენ ხომ არ უნდა დაგვიშინონ?!. ღმერთო ჩემო, რა სასაცილო
ბიჭები არიან!.. ხანდახან მგონია, რომ ბავშვობის ასაკიდან ვერ გამოვიდნენ...
ელენე: მერე ჩვენც გულზე ხელებს ხომ არ დავიკრეფთ?!. ისე გავაკეთოთ გუნდები, რომ არ დაგვინახონ. აი, ნახეთ...
საბა სულ თოვლში უნდა ვაგორავო. კი არ დამვიწყებია, შარშანწინ სკოლის ეზოში რა მიქნა... უკნიდან მომეპარა
და თმები სულ თოვლით გამივსო. იმ ღამეს სიცხეც კი მომცა. დედაჩემს არ ვუთხარი, რაში იყო საქმე, თორემ
მეც მომკლავდა და საბასაც.
ლიზა: რა კარგია, მთელი ბავშვობა ერთად რომ გაქვთ გატარებული!.. რამდენი რამე გახსენდებათ.
ანი: ეგ მართალია, მაგრამ ახლა შენც ჩვენთან ერთად ხარ. გავა დრო და ამ დღესაც ყველა სიცილ-კისკისით
მოვიგონებთ. გული მიგრძნობს, დღეს მაგარი რამეები მოხდება. გივიკო ისეთი ეშმაკუნაა, კიდევ რაღაც ექნება
ჩაფიქრებული. ეგ არ მოისვენებს...
ელენე: აბა, რას იზამს?!. ამ ღამეს ახალი წელია. მთელი ღამე უნდა გავათენოთ... ღამის 10.00-ზე უკვე სასტუმროს
რესტორანში უნდა ვიყოთ ლამაზ კოსტიუმებში ჩაცმული. ზეიმი 12.00-ზე დაიწყება. რესტორანს არაჩვეულებრივი
პროგრამა აქვს. თბილისიდან მომღერლები არიან მოწვეული. ერთი სიტყვით, წინ დიდი მხიარულება
გველოდება.
ანი: მთავარია, ჯერ ბიჭების გუნდებს გავუძლოთ.
ელენე: შენ მაგის ნუ გეშინია... მართლა ხომ არ გაგვიმეტებენ?!. იხუმრებენ და მორჩებიან, სულ ეგ არის!..
ძირითადი ფრაზები / სიტყვები:

– ბოლოს ხელი ჩავიქნიე.

– ხანდახან მგონია, რომ ბავშვობის ასაკიდან ვერ გამოვიდნენ.

– გული მიგრძნობს, დღეს მაგარი რამეები მოხდება.

– ერთი სიტყვით, წინ დიდი მხიარულება გველოდება.

– მართლა ხომ არ გაგვიმეტებენ?!.

– სულ ეგ არის!..

ბოლოს ხელი ჩავიქნიე – ბოლოს იმედი დავკარგე.

ხანდახან მგონია, რომ ბავშვობის ასაკიდან ვერ გამოვიდნენ – ხანდახან მგონია, რომ ისევ ბავშვები
არიან.

გული მიგრძნობს, დღეს მაგარი რამეები მოხდება – შინაგანად ვგრძნობ, რომ დღეს კარგი რამეები
მოხდება.

ერთი სიტყვით, წინ დიდი მხიარულება გველოდება – მოკლედ რომ ვთქვა, წინ დიდი მხიარულება
გველის.

მართლა ხომ არ გაგვიმეტებენ?! – მართლა ხომ არ გაგვწირავენ?! // ხომ შევეცოდებით, შევებრალებით.

სულ ეგ არის! – აქ: ამის მეტი არაფერი მოხდება.

ქათქათა – ძალიან თეთრი, ძალიან სუფთა, წკრიალა.


დაზამთრდება – ზამთარი დადგება

ჩაფუთნული – ძალიან თბილად ჩაცმული.

დაშენა [დაუშენს] – ინტენსიური, ხშირი სროლა.

გორაობა [აგორავებს] – დაწოლილი სხეულის აქეთ-იქით ტრიალი, ბრუნვა.

მოპარება [მოეპარება] – ვინმესთან ან რამესთან ჩუმად, დაფარულად მისვლა.

ეშმაკუნა – [სალერსო ფორმა] აქ: ხუმრობის, ოხუნჯობის მოყვარე; ანუ ხუმარა, ოხუნჯი.
ზეიმი – ღონისძიება, რომლითაც მნიშვნელოვანი დღე მხიარულად აღინიშნება.

გამეტება [გაიმეტებს] – არ დაინდობს, არ შეებრალება, გაწირავს.

სინონიმები ანტონიმები

მოიგონებს – გაიხსენებს გაათენებს – დააღამებს


გაიმეტებს – გაწირავს მხიარულება – მოწყენილობა

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რა დაინახა ახლად გაღვიძებულმა ელენემ? გაეცით სრული პასუხი.
2. რის გამო ჩაიქნია ხელი ანიმ და რა გაიხსენა მან თავისი ბავშვობიდან?
3. როგორ იყო ჩაცმული საბა?
4. რას აკეთებდნენ საბა და გივი და რისთვის?
5. რას უგრძნობდა გული ანის?
6. რომელი დღსასწაული იწყებოდა ღამის 12.00 საათზე და რა უნდა გაეკეთებინათ მეგობრებს?
7. გაიხსენეთ თოვლიანი ზამთრის ერთი დღე თქვენი ბავშვობიდან.

17. წაიკითხეთ დიალოგი – ახალი წლის შემობრძანებას გაუმარჯოს!

I.

ანი, საბა, გივი, ნათია, ელენე და ლიზა ყვარლის ტბაზე მდებარე სასტუმროს რესტორანში სხედან
და ახალი წლის დადგომას ელოდებიან.

ნათია: ეი, მეგობრებო!.. ახალ წლამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი. ზოგი ეზოში რომ განათებული ნაძვის ხეა, იქ
აპირებს ახალი წლის შეხვედრას. ჩვენც გარეთ ხომ არ გავიდეთ?
ანი: არა... მგონი, აჯობებს შიგნით დავრჩეთ. გარეთ თოვლია და ძალიან ცივა. ნაძვის ხე შიგნითაც ხომ დგას?!. თან
შეხედე, რა ლამაზად არის მორთული. სასტუმროს მენეჯერმა მითხრა, ნაძვის ხის მოსართავი სათამაშოები სულ
იტალიიდან ჩამოვატანინეთო.
ლიზა: რაც თავი მახსოვს, მე და დედაჩემი ნაძვის ხეს ერთად ვრთავდით. ზედ ფერად-ფერად სათამაშოებსა და
განათებებს ვკიდებდით. ზოგი სათამაშო ჩემი ბავშვობის დროინდელია, ამიტომ განსაკუთრებით
ვუფრთხილდებით მეც და დედაც. სპეციალურ ყუთში ვაწყობთ, რომ არ დაიმსხვრეს. თოვლის ბაბუაც მაშინ
მიყიდეს, როცა ოთხი წლის გავხდი. ისე მიყვარს, დღემდე მაქვს და ახლის ყიდვაც არ მინდა. პატარა რომ
ვიყავი, მეც ყველა ბავშვივით მეგონა, რომ თოვლის ბაბუა მართლა არსებობდა. ჯერ წერა-კითხვა არ ვიცოდი,
ამიტომ ერთი კვირით ადრე მამა ფურცელზე იწერდა, რა საჩუქრები უნდა მოეტანა თოვლის ბაბუას ჩემთვის.
დილით, როცა საწოლიდან ვდგებოდი, იმ წუთასვე ნაძვის ხისაკენ გავრბოდი, რომ საჩუქრები მენახა. ლამაზ,
ფერად და ბაფთიან ყუთებში საჩუქრები ოჯახის ყველა წევრისთვის ეწყო. არ მახსოვს ისეთი წელიწადი, მამას
ჩემს ყუთში ლამაზი თოჯინა რომ არ ჩაედო. მამა დღემდე ნაძვის ხის ქვეშ გვიწყობს საჩუქრებს მე და დედაჩემს.
ეს ჩვენი ოჯახური ტრადიციაა და მამა მას არ არღვევს.
გივი: ჩემს ოჯახშიც ასე ხდებოდა, ოღონდ საჩუქრებს ყოველთვის დედა ყიდულობდა. იმან ზუსტად იცოდა, რა
უფრო გაგვიხარდებოდა მე და ჩემს ძმას. ხან სათამაშო ტრაქტორი მინდოდა, ხან – ველოსიპედი. დედა
საახალწლო სურვილს ყოველთვის გვისრულებდა. მოკლედ, დიდხანს მეგონა, რომ ამ ყველაფერს თოვლის
ბაბუა და მისი ჯადოსნური ჯოხი აკეთებდა... რა საოცარია ბავშვის ფანტაზია არა?!. დიდები ლამაზად იტყუებიან
და პატარები ამ ზღაპრებს გულუბრყვილოდ იჯერებენ...
საბა: ჰოო, ჩემო გივი, ახლა სხვანაირი ხარ?!. ისევ გულუბრყვილოდ არ იჯერებ ყველაფერს თუ რა?!. შენ ჭკუის
მომატების არაფერი გეტყობა. ჯერ ისევ ბავშვი ხარ. ნატა ვიცოდე, როდის გაიზრდები?!.
ელენე: მეც ასე ვფიქრობ... დილით რა ადვილად დაიჯერა, რომ მამაჩემი ჩვენს შესამოწმებლად მოდიოდა და უკვე
გზაში იყო.
გივი: შენც ფეხის ხმას აჰყევი ხომ, ელენე!.. ნეტავ, დაუჯერებელი რა იყო?!. კაცი ნერვიულობს, მარტო
ახალგაზრდები რომ ვართ წამოსული და არ შეიძლება, ახალი წლის ღამეს შვილთან ჩამოვიდეს?!.
ანი: თორმეტს უკვე ორი წუთი აკლია, სადაცაა ახალი წელი დადგება. სჯობს, ლაპარაკს მორჩეთ, ფეხზე წამოდგეთ
და გაემზადოთ!
ნათია: აი, ზარების რეკვის ხმაც ჩართეს, ე.ი. ახალ წლამდე სულ რაღაც წამებია დარჩენილი.
საბა: მართლა 12.00 ხდება. აბა, ჩემო გამოპრანჭულო მეგობრებო, ყველამ გაიღიმეთ... ახალი წელი დგება!
– ახალი წლის შემობრძანებას გაუმარჯოს!

ძირითადი ფრაზები:

– მამა [ტრადიციას] არ არღვევს.

– შენ ჭკუის მომატების არაფერი გეტყობა.

– [მამაჩემი] უკვე გზაში იყო.

– შენც ფეხის ხმას აჰყევი ხომ, ელენე!.

– ახალი წლის შემობრძანებას გაუმარჯოს!

მამა [ტრადიციას] არ არღვევს – მამა [ტრადიციას] იცავს, არ წყვეტს მას.

შენ ჭკუის მომატების არაფერი გეტყობა – შენ გონიერების მომატების არაფერი გეტყობა.
[მამაჩემი] უკვე გზაში იყო – [მამაჩემი] უკვე მოდიოდა.

შენც ფეხის ხმას აჰყევი ხომ, ელენე!. – შენც სხვას მიჰბაძე, მასავით მოიქეცი ხომ, ელენე!..

ახალი წლის შემობრძანებას გაუმარჯოს! – ახალი წლის დადგომას, მის მოსვლას გაუმარჯოს!

სინონიმები ანტონიმები
მორჩა – დაასრულა განათებული – ჩაბნელებული
გულუბრყვილო – მიმნდობი [ტრადიციას] არღვევს – [ტრადიციას] იცავს

სათამაშო – საგანი, რომლითაც ძირითადად ბავშვები თამაშობენ.

დაკიდება [დაჰკიდებს] – საგნის რამეზე დამაგრება.

გაფრთხილება [უფრთხილდება] – ფრთხილად მოქცევა.

დამსხვრევა [დაამსხვრევს] – პატარ-პატარა ნაწილებად დამტვრევა.

ჯადოსნური [ჯოხი] – აქ: ზღაპრული [ჯოხი], რომელიც ადამიანებს სურვილებს უსრულებს.

გულუბრყვილოდ – ისე, რომ რაიმეს ადვილად იჯერებს, სხვას ადვილად ენდობა.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რა შესთავაზა ნათიამ სადღესასწაულო სუფრაზე მსხდომ მეგობრებს?
2. რატომ არ სურდა ანის, რომ გარეთ შეხვედროდა ახალ წელს?
3. რა გაიხსენა ლიზამ თავისი ბავშვობიდან? გაეცით სრული პასუხი.
4. როგორ იქცეოდა გივის დედა, როცა შვილები პატარები იყვნენ და რა ეგონა გივის?
5. იჯერებდით თუ არა თქვენ გულუბრყვილოდ იმას, რასაც მშობლები „ლამაზად გატყუებდნენ“?
გაიხსენეთ და ისაუბრეთ ამის შესახებ.
6. როგორ მიხვდა ნათია, რომ ახალ წლამდე წამებიღა რჩებოდა?
7. თქვენი აზრით, არის თუ არა ახალი წელი ერთ-ერთი ლამაზი დღესასწაული და რატომ? თქვენ რომელი
დღესასწაული გიყვართ?
8. ისაუბრეთ იმის შესახებ, როდის და სად აღნიშნავთ ახალ წელს? როგორია თქვენი ეროვნული და
ოჯახური ტრადიციები?

18.

L. წაიკითხეთ გივისა და ლიზას საუბარი.

გივი და ლიზა საქართველოს ღირსშესანიშნაობებზე საუბრობენ.


ისინი სასტუმროს ნომერში არიან.

გივი: ლიზა, შენ დმანისში ყოფილხარ?! სანამ ძალიან დაცხება, მინდა, რომ დმანისშიც წავიდეთ. ზაფხულში ქვემო
ქართლში მაღალი ტემპერატურა იცის. ამიტომ ვიფიქრე, რომ დმანისის დათვალიერება გაზაფხულზე ჯობია.
ლიზა: სამწუხაროდ, დმანისში არ ვყოფილვარ. მამაჩემს ძალიან უყვარს ისტორია და პატარაობიდანვე ბევრ რამეს
მიყვებოდა. დმანისის აღმოჩენებზე ერთ-ერთ ჟურნალში მეც დიდი სტატია წამაკითხა.
გივი: იცი, ჩვენს სახლში ყოველ საღამოს რა ხდება?!. როცა ოჯახის წევრები თავს ვიყრით, ჩვენს ქვეყანაზეც
ვსაუბრობთ და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზეც. დედაჩემი პოლიტოლოგია და ყოველდღიურად უამრავი
ინფორმაციის წაკითხვა უწევს. შარშან ჩემი ძმა – სანდრო – მეგობრის ოჯახმა ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში
წაიყვანა და ამის შემდეგ არქეოლოგიით არის დაინტერესებული. ყველაფერს კითხულობს, რაც კი ხელში
ჩაუვარდება. მოკლედ, საღამოობით საინტერესო მსჯელობა და დისკუსიები გვაქვს. აზრებს ერთმანეთს
ვუზიარებთ.
დმანისმა მეც ძალიან დამაინტერესა. მაგის უნახველობა არ შეიძლება. წარმოგიდგენია, დმანისში ევრაზიის
კონტინენტზე ადამიანის პირველი ნაშთებია აღმოჩენილი. ამაზე ადრეული ადამიანის ძვლები ევროპაში ჯერ
არ უპოვიათ.
ლიზა: ჰო, ეგ ვიცი. ისიც ვიცი, რომ დმანისში მუზეუმ-ნაკრძალიცაა ღია ცის ქვეშ. მართლა წავიდეთ. მაგაზე
უკეთესი რა უნდა ვნახოთ...
გივი: ასეა, ასე... ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და, ჩემი აზრით, ვალდებულიც ვართ, ჩვენივე ქვეყნის საამაყო
ძეგლებს მაინც ვიცნობდეთ. იუნესკომ საქართველოს არაერთი ისტორიული ძეგლი შეიტანა მსოფლიო
კულტურული მემკვიდრეობის სიაში. მათ შორის – ძველი თბილისი, სვეტიცხოველი, შატილი, ზემო სვანეთი და
ასეთი კიდევ ბევრია.
ლიზა: მარტვილის კანიონზე წასვლის წინ მამამ მითხრა, სულ ბოლოს კოლხეთის დაბლობი დაამატესო.
წარმოგიდგენია, კოლხეთის ჭაობები და ტროპიკული ტყეები უკვე იუნესკომ აღიარა, როგორც მსოფლიოს
კულტურული მემკვიდრეობა?!. რა მაგარია არა?!.
გივი: ვიცოდი, რომ აღიარებდნენ... იცი, რომელი მცენარეებია გადარჩენილი კოლხეთის დაბლობზე?!. ისინი,
რომლებიც ჯერ კიდევ გამყინვარების პერიოდამდე არსებობდა დედამიწაზე.
ლიზა: იმიტომაც მოსწონთ უცხოელ ტურისტებს ჩვენი ქვეყანა. მართლა ბევრი რამაა სანახავი და
დასათვალიერებელი. ბუნებაც კარგი გვაქვს. ამ პატარა ტერიტორიაზე ზღვაც არის, მთაც, ტბებიც და უნიკალური
ჭაობიც. სტუმარი გვიყვარს და მისი მასპინძლობა არ გვეზარება. ჰოდა, მოსწონთ, ბატონო, ჩვენი პატარა
საქართველო...
გივი: მთავარი არ დაგავიწყდეს... ამ მრავალეთნიკურმა ქვეყანამ საუკუნეები სხვა ეროვნებების სიყვარულითაც
იცხოვრა. აბა, ერთი, ძველ თბილისში ჩაიარე! რომელი რელიიგის მიმდევართა საკულტო ნაგებობებს არ ნახავ.
სულ რაღაც ერთ კილომეტრში ქრისტიანული ტაძრებიც დგას, მეჩეთიც და სინაგოგაც.
ლიზა: რა საამაყოა ეს ყველაფერი არა?!.
გივი: რა თქმა უნდა, ჩემო ლიზა...

ძირითადი ფრაზები:

[დედაჩემს] ყოველდღიურად უამრავი ინფორმაციის წაკითხვა უწევს.

– [ის] ყველაფერს კითხულობს, რაც კი ხელში ჩაუვარდება.

– მაგის უნახველობა არ შეიძლება.

[დედაჩემს] ყოველდღიურად უამრავი ინფორმაციის წაკითხვა უწევს – [დედაჩემი] ყოველ დღე ბევრ
ინფორმაციას კითხულობს (ასეთ შემთხვევაში მოქმედება რაიმე აუცილებლობითაა გამოწვეული,
მაგ., სამსახურებრივი ან პროფესიული ვალდებულებით).

[ის] ყველაფერს კითხულობს, რაც კი ხელში ჩაუვარდება – [ის] ყველაფერს კითხულობს, რასაც კი
მოიძიებს, იპოვნის (მაგ., ბიბლიოთეკაში, ინტერნეტში და სხვ.)
მაგის უნახველობა არ შეიძლება – არ შეიძლება, რომ ეგ არ ვნახოთ.

სინონიმები ანტონიმები

[ხელში] ჩაუვარდება – [ხელში] მოხვდება დაცხება – აცივდება


სია – ჩამონათვალი ღია – დახურული
გამყინვარება – დათბობა

მიმდინარე – ის, რაც მიმდინარეობს, რაც ხდება.

უნახველობა – არნახვა.

ადრეული – ადრინდელი. ის, რაც ადრეა შექმნილი ან მომხდარი.

ძეგლი – კულტურის ნიმუში, რომელსაც მატერიალური სახე აქვს.

მემკვიდრეობა – აქ: კულტურული ღირებულების მქონე რამ, რაც წინაპრების [/მამა-პაპის] მიერ არის
შექმნილი.

გადარჩენილი – ის, რაც გადარჩა; აქ: შემონახული

გამყინვარება – აქ: ისტორიული პერიოდი დედამიწაზე, რომლის დროსაც დიდი სიცივე იყო და
დედამიწის დიდი ნაწილი ყინულით დაიფარა.

მიმდევარი – აქ: ის, ვინც იზიარებს რელიგიურ შეხედულებებს.

საკულტო [ნაგებობა] – რელიგიური მსახურებისთვის განკუთვნილი [შენობა].

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რატომ არ უნდოდა გივის დმანისის დათვალიერება ზაფხულში?
2. რა წააკითხვა ლიზას მამამისმა და რაზე?
3. რა უამბო გივიმ ლიზას თავის ოჯახზე? გაეცით სრული პასუხი.
4. გივის აზრით, რა სამოქალაქო ვალდებულება აქვს ქვეყნის მოქალაქეს?
5. რის გამო აღიარა იუნესკომ კოლხეთის ჭაობები და ტროპიკული ტყეები, როგორც მსოფლიოს კულტურული
მემკვიდრეობა?
6. ლიზას აზრით, რატომ მოსწონთ უცხოელ ტურისტებს საქართველო? ამ თემაზე ჩამოაყალიბეთ საკუთარი
შეხედულებაც.
7. რა არ თქვა ლიზამ, როცა ის საქართველოს ახასიათებდა? რა დაუმატა მის ნათქვამს გივიმ?
8. ეთანხმებით თუ არა გივის ნათქვამს? ამასთან დაკავშირებით ჩამოაყალიბეთ საკუთარი არგუმენტები და
იმსჯელეთ.

19. შეარჩიეთ მოსაუბრე და ააგეთ ასეთივე დიალოგები.

რჩევა – შეგიძლიათ გამოიყენოთ ფრაზები:


გონზე მოსვლა ვერ მოასწრო / სიხარულისგან ცას ეწია / ენა წაიგრძელა / ხელი ჩაიქნია /
ბავშვობის ასაკიდან ვერ გამოვიდა / გული მიგრძნობს / ხომ არ გაიმეტებს?! / ჭკუა არ მოემატა /
ფეხის ხმას აჰყვა / ტრადიცია არ დაარღვია / ყოველდღე ბევრი ინფორმაციის მიღება მიწევს /
ხელში ჩაუვარდა და სხვ.

20.

IV.
შეხედეთ ფოტოებს. აღწერეთ ისინი – რა არის გამოსახული ამ ფოტოებზე?
რა იცით მათ შესახებ? იპოვეთ მსგავსება და განსხვავება ილუსტრაციებს
შორის.

21. სასაუბრო თემა:

22. განაწილდით ჯგუფებად. იფიქრეთ ერთად. გააკეთეთ პატარა ჩანაწერი. აარჩიეთ


თემა და ილაპარაკეთ ამის შესახებ.

1. ტრადიციულ დღესასწაულებს ყოველთვის ოჯახთან ერთად აღვნიშნავ.


2. მე არ მიყვარს დღესასწაულების ოჯახთან ერთად აღნიშვნა, რადგან ასეთ დროს ვერ ვერთობი.
3. სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობების ნახვა ადამიანს ცოდნას მატებს და მისი ქცევის კულტურას
აუმჯობესებს.
4. ექსკურსიაზე წასვლა და მნიშვნელოვანი ადგილების დათვალიერება ჩემს მეგობრებთან ერთად
მიყვარს და არა ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად.

გრამატიკა

– გან

ზოგ სიტყვასთან – გან ადგილს გამოხატავს.


მაგ., ერთგან იგივეა, რაც: ერთ ადგილას.

მაგ., – ბიჭები გუნდებს ერთგან აგროვებდნენ.

– ახალი წელი მოდიოდა, ამიტომ ნაძვის ხეები ყველგან ენთო.

√ დააკვირდით

ვუფრთხილდები [მე მას] – მიფრთხილდება [ის მე]


ვასწავლი [მე მას მას] – მასწავლის [ის მე მას]

მაგ., – მე ჩემს პატარა ძმას ძალიან ვუფრთხილდები.

- ჩემი უფროსი ძმა მე ძალიან მიფრთხილდება.

ხან ............................, ხან ............................


წინადადების ასეთი სტრუქტურა მიუთითებს, რომ სხვადასხვა დროს
სხვადასხვა მოქმედება ხდება.

მაგ., – ბავშვობაში ხან სათამაშო ტრაქტორი მინდოდა, ხან – ველოსიპედი.

- – ხან დილით ადრე ვდგები, ხან ადგომა მეზარება.

√ გაიხსენეთ:
მოსმენა

რჩევა – ჩანაწერის მოსმენისას გამოიტანე მთავარი აზრი. დააკვირდი ილუსტრაციებსა და დაფებს.

23.1. მოისმენ გივისა და მისი ოჯახის წევრების საუბარს.

ღამის 12.00 საათი ხდება. გივის დაბადების დღე უნდ


გათენდეს, გივი კი თავის ოთახში ზის და მეცადინეობს.

24.1.1. მოსმენილი მასალიდან ჩაინიშნეთ 3 მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

1. .......................................................................................................................................
2. .......................................................................................................................................
3. .......................................................................................................................................

24.1.2. შემოხაზეთ სწორი პასუხი. რომელი გრძნობა გამოიხატება კითხვითი წინადადებით – ისე, ამ შუაღამისას
რა საქმე უნდა ჰქონდეს?!.

ა. აღტაცება ბ. გაკვირვება
გ. სიხარული დ. მწუხარება

24.1.3. შემოხაზეთ სწორი პასუხი. რას ნიშნავს ფრაზა – „მეც არა ვთქვი, რა ჩუმად არიან-მეთქი“.
ა. მე არაფერი მითქვამს. ბ. მე არაფერი მიფიქრია.
გ. მე არ გითხარით. დ. მე ვიფიქრე.

24.1.4. შემოხაზეთ სწორი პასუხი – რის შემდეგ აპირებდა მამა, რომ შვილისთვის სიურპრიზის შესახებ ეთქვა?

ა. მას შემდეგ, რაც გივი ტორტზე დამაგრებულ სანთლებს ჩააქრობდა.


ბ. მას შემდეგ, რაც გივი მისაღებ ოთახში გამოვიდოდა.
გ. მას შემდეგ, რაც გივი დედ-მამას აკოცებდა.
დ. მას შემდეგ, რაც გივის მშობლები შვილს დალოცავდნენ.

24.1.5. შემოხაზეთ სწორი პასუხი. რას გულისხმობს ფრაზა – „გული ლამის საგულედან ამომვარდეს“.

ა. ემოციით გული დამეღალა. ბ. ემოციით გული მტკივა.


გ. ემოციით გული შემიწუხდა. დ. ემოციით გული ძლიერ მიცემს.

24.1.6. შემოხაზეთ სწორი პასუხი. რომელი წინადადება მოისმინეთ?

ა. ისე, საბას საიდუმლოს შენახვა კარგად არ სცოდნია.


ბ. ისე, საბას საიდუმლოს შენახვა კარგად სცოდნია.
გ. ისე, საბას საიდუმლო კარგად შეუნახავს.
დ. ისე, საბას საიდუმლო კარგად ვერ შეუნახავს.

24.2. მიუთითეთ სწორია თუ არასწორი. აღნიშნეთ √ -ით:

N სწორი არასწორი
გივიკოს ჯერ კიდევ არ ეძინა, რადგან მეცადინეობდა და √
სასემინარო მასალას ამზადებდა.
1. დედამ გივიკოს მამის თხოვნა გადასცა, რომ ის მისაღებ ოთახში
მშობელთან დასალაპარაკებლად გასულიყო.
2. გივიკოს მამის თხოვნა არ გაჰკვირვებია.
3. დედამ მისაღებ ოთახში გასული შვილი თბილი სიტყვებით
დალოცა.
4. მამისმა გივიკოს დაბადების დღის ტორტის შემოტანა სთხოვა.
5. გივიკო ვეღარ ითმენდა და სურდა გაეგო, რა სიურპრიზი
მოუმზადეს მშობლებმა.
6. მამამ გივიკოს თვალები დაახუჭინა და წინ ფეხბურთის თამაშის
ბილეთები დაუწყო.
7. გივიკოს მშობლებმა შვილის სურვილის შესახებ დიდი ხანის წინ
იცოდნენ.
8. გივის მამამ ფეხბურთის მატჩზე დასაწრები ბილეთები თავისი
შვილისა და მისი მეგობრისთვის შეიძინა.

24.2.1. მოისმინეთ დიალოგი ორჯერ. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები:

დედა / მამა: რა ლამაზი დღეა, ......................................................., იმიტომ,


რომ დღეს გივიკოს ...................................................... .

დედა: დალოცვილი იყავი, შვილო! გენაცვალოს დედა... შენი იმედი


მაქვს. ჭკვიანი ბიჭი ხარ. ვიცი, რომ ....................................................... .
მთავარია, მე და მამაშენს ჯანმრთელობა მოგვცეს ღმერთმა
და, როგორც შევძლებთ, ისე დაგეხმარებით.

მამა: ....................................................... , ჩემო ვაჟკაცო! უკვე 20 წლის კაცი


ხარ და, აბა, შენ იცი... ახლა კი სანთლები ჩააქრე!

გივი: ამას კი არ ველოდი. ........................................................ წეღან თქვენი


ფეხის ხმაც არ ისმოდა. ვიფიქრე, უკვე გეძინათ...

24.2.2. გახაზეთ ფორმები, რომლებიც მოისმინეთ:

1. ხვალ ორ საგანში სემინარი მაქვს და მასალას – ვამუშავებ / ვსწავლობ / ვამზადებ.


2. რატომ გეცინება, მამა?!.. ნამდვილად რაღაც მნიშვნელოვანს – მიმალავ / არ მეუბნები / მეტყვი.
3. დროზე მითხარი, თორემ – ვეღარ ვიჯერებ / ვეღარ ვითმენ / ვეღარ ვუძლებ.
4. ვინ გითხრა, რომ ამ თამაშზე წასვლა – მსურდა? / მინდოდა? / ვინატრე?
5. მაინც მეშინოდა, არ – წამოსცდეს-მეთქი / არ თქვას-მეთქი / არ გაამხილოს-მეთქი.

24.3. მოისმენ საბასა და ელენეს საუბარს.

24.3.1. მოსმენილი მასალიდან ჩაინიშნეთ 3 მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

1. .......................................................................................................................................
2. .......................................................................................................................................
3. .......................................................................................................................................

24.3.2. შემოხაზეთ სწორი პასუხი. რომელი წინადადება მოისმინეთ?

ა. ვერც წარმოვიდგენდი, ასეთი სანახაობა თუ დაგვხვდებოდა.


ბ. ვერც ვიფიქრებდი, ასეთი სანახაობა თუ დაგვხვდებოდა.
გ. არ მეგონა, ასეთი სანახაობა თუ დაგვხვდებოდა.
დ. ვერც დავუშვებდი, ასეთი სანახაობა თუ დაგვხვდებოდა.

24.3.3. შემოხაზეთ სწორი პასუხი. რა უპასუხა ელენემ საბას შეკითხვაზე – „ელე, ასეთ მაღალ მთაში არასდროს
ყოფილხარ?“

ა. არა, არ ვყოფილვარ ბ. არა, ნამდვილად პირველად ვარ


გ. არა, პირველად ვარ დ. არა, ნამდვილად ჯერ არ ვყოფილვარ

24.3.4. შემოხაზეთ სწორი პასუხი. რას გულისხმობს ფრაზა – „ჯერ სადა ხარ... როგორც ჩანს, მთავარი სანახაობა
წინ გველოდება“?

ა. ჯერ იმ ადგილას არა ხარ ბ. ჯერ არ ვიცი, სად ხარ


გ. ჯერ სადაც ხარ, იქ იყავი დ. ჯერ ყველაფერი არ გინახავს

24.3.5. შემოხაზეთ სწორი პასუხი – რა ასწავლა საბას დედამისმა, როცა ის პატარა იყო?

ა. ის, რომ ქართული ანბანი ყველაზე ძველია.


ბ. ის, რომ ქართული ანბანი ახალი შექმნილია.
გ. ის, რომ მსოფლიოში სულ თოთხმეტი ანბანია.
დ. ის, რომ მსოფლიოს თოთხმეტი ანბანიდან ერთ-ერთი ქართულია.

24.3.1. მოისმინეთ დიალოგი ორჯერ. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები:


ელენე: მეც ასე ვარ... ადამიანს ....................................................... და
გეამაყება, სხვა ქვეყნის კულტურას ....................................................... .
ერთ რამეში ღრმად ვარ დარწუნებული. ვიცი, რომ
....................................................... .

საბა: ჩვენ ლაპარაკით კი გავერთეთ, მაგრამ


ახლა....................................................... . ვიწრო ბილიკები იწყება.
....................................................... . თან ზურგჩანთები გვიკეთია. გივიკო
და გოგოები უკან მოგვყვებიან და ჩვენი იმედი აქვთ, რომ გზა
არ შეგვეშლება.

ელენე: არ შეგვეშლება, საბა... სოფელი შატილი მარჯვნივ მოჩანს.


ჩვენც მარჯვნივ უნდა ვიაროთ...

24.3.2. გამოიყენეთ დაფაზე მოცემული ფორმები. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები.

უნიკალური / მთელი / მრგვალი / მაღალი / მთავარი

1. .......................... მთებში ჩამჯდარი სოფელი ისევე დგას, როგორც ძველად.


2. როგორც ჩანს, .......................... სანახაობა წინ გველოდება.
3. როგორც ამბობენ, შატილი ქართული ხელოვნების .......................... ძეგლია.
4. მახსოვს, ძალიან ვწვალობდი, .......................... ასოები რომ გამომეყვანა.
5. ვიცი, რომ დღევანდელი შთაბეჭდილება .......................... ცხოვრება გამყვება.

წერა

გამოიყენეთ ნასწავლი ზმნები და ფრაზები.

25.1. დაწერეთ – თქვენი შთაბეჭდილებების შესახებ


დაასათაურეთ თქვენ მიერ დაწერილი ტექსტი

რჩევა – შეგიძლიათ დაწეროთ, რომელი ღირსშესანიშნაობები გინახავთ საქართველოში ან სხვა


ქვეყანაში; რით იყო საინტერესო ის, რაც ნახეთ; რომელი ქვეყნის კულტურა მოგწონთ ყველაზე
მეტად; კიდევ რის ნახვას ისურვებდით; ვისთან ერთად იყავით კულტურული ძეგლის
დასათვალიერებლად და რატომ; თუ მოუხდენია გავლენა სხვის ნაამბობს თქვენზე, როცა ის თავისი
შთაბეჭდილების შესახებ გიყვებოდათ და სხვ.

1. ..................................................................................................................................................
2. ..................................................................................................................................................
3. ..................................................................................................................................................
4. ..................................................................................................................................................
5. ..................................................................................................................................................
6. ..................................................................................................................................................
7. ..................................................................................................................................................
8. ..................................................................................................................................................
9. ..................................................................................................................................................
10. ..................................................................................................................................................

25.2. დაწერეთ – ჩემი საყვარელი დღესასწაული


რჩევა – დაწერეთ თქვენი აზრი იმის შესახებ, რა არის დღესასწაული და რა მნიშვნელობა აქვს მას
ადამიანის ცხოვრებაში; კარგია თუ არა დღესასწაულების სახალხოდ აღნიშვნა, თუ ეს ოჯახურ
გარემოში სჯობს – თქვენ რომელი გირჩევნიათ. როგორ იქცევით, როცა დღესასწაული მოდის;
სპეციალურად ემზადებით თუ არა ამისთვის და რატომ; ყიდულობთ თუ არა ახალ ტანსაცმელს,
როდესაც სადმე მიდიხართ (მაგ., ქორწილში ან დაბადების დღეზე) და რატომ? და სხვ.

1. ..................................................................................................................................................
2. ..................................................................................................................................................
3. ..................................................................................................................................................
4. ..................................................................................................................................................
5. ..................................................................................................................................................
6. ..................................................................................................................................................
7. ..................................................................................................................................................
8. ..................................................................................................................................................
9. ..................................................................................................................................................
10. ..................................................................................................................................................

შემეცნება და კულტურა

26. წაიკითხეთ ანდაზა. შემოხაზეთ სწორი პასუხი.

სოფელი ღონიერია, თუ კაცი გონიერია.

ეს ანდაზა ნიშნავს:
1. სოფელში ღონიერი ადამიანები ცხოვრობენ.
2. ადამიანი გონიერია მაშინ, როცა ღონე, ანუ ძალა, აქვს.
3. გონიერი ადამიანი ქვეყანას აძლიერებს.

27. იფიქრეთ:

„სამყარო მხოლოდ მაშინ გახდება ნამდვილი,


როცა ადამიანი სიყვარულს ისწავლის. Mმანამდე
ერთი რწმენით შეგვიძლია ცხოვრება – რწმენით,
თითქოს სიყვარულისა რამე გაგვეგებოდეს,
არადა მისი დაფასება ჯერაც ვერ გვისწავლია”

[დანტე ალიგიერი].

რწმენა – აქ: რაიმეს დაჯერება.

გაეგება – გონებით ესმის, გონებაში იაზრებს.

დაფასება – რაიმეს აღიარება; აქ: სიყვარულის ღირებულების აღიარება და ამის შესაბამისად მოქცევა.
⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. დანტე ალიგიერის აზრით, როდის გახდება სამყარო ნამდვილი?
2. რისი უნდა სწამდეს ადამიანს მანამ, ვიდრე ის სიყვარულის სიღრმეს გაიგებს?
3. პოეტის აზრით, რა ვერ ისწავლა ადამიანმა?
4. თქვენი აზრით, რა იგულისხმა დანტემ სიტყვებში – „ნამდვილი სამყარო“? ამ საკითხთან დაკავშირებით
ჩამოაყალიბეთ საკუთარი აზრიც.
5. თქვენი შეხედულებით, რას მატებს სიყვარულით ცხოვრება ადამიანს და რატომ?

28. ეს საინტერესოა:
გამოკვლევა – რაიმეს ძიება, დადგენა.

გარკვევა [ გაირკვევა] – აქ: ძიების შედეგად მიღებული ცოდნა.

წამოწეული – აქ: [სახის] წინა მხარეს გამოსული, მოწეული.

კიდური – ის, რაც ცოცხალ ორგანიზმს ნაპირში აქვს, ანუ ფეხი ან ხელი.

დადგენილი – ის, რაც გამოიკვლიეს, დაადგინეს, დასკვნის შედეგად მიიღეს.

გიგანტური – ძალიან დიდი, უშველებელი.

მტაცებელი – აქ: გარეული ცხოველი, რომელიც თავს ესხმის, იტაცებს და ჭამს თავისზე სუსტს.

ადგილობრივი – აბორიგენი; კონკრეტულ ადგილას მცხოვრები.

⦁ უპასუხეთ კითხვებს:
1. რა დაადასტურა ბოლო დროის არქეოლოგიურმა გათხრებმა?
2. რა აღმოაჩინეს ქართველმა და გერმანელმა მეცნიერებმა 1991 წელს?
3. რა გაირკვა ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგად? გაეცით სრული პასუხი.
4. კიდევ რა მხრივ არის დმანისი უნიკალური?
5. რა სჭირდებოდა უძველეს დმანისელ ადამიანს და რატომ?
6. რა უწოდეს მეცნიერებმა დმანისში აღმოჩენილ უძველეს ადამიანს?

შეაფასე საკუთარი თავი

29. ⦁ იცოდე, რომ საკუთარი თავის შეფასება დაგეხმარება, გქონდეს


რწმენა შენი შესაძლებლობებისა და უნარების მიმართ.

⦁ დააკვირდი საკუთარ თავსა და სწავლის პროცესის შედეგს.


თვითანალიზით ზუსტად გეცოდინება, რას მიაღწიე და რის გაკეთებას
შეძლებ მომავალში.

⦁ დაფიქრდი და ისე შეავსე კითხვარი.

რჩევა – სამართლიანად შეაფასე საკუთარი თავი, რომ იყო


წარმატებული და არასდროს თქვა უარი უკეთეს
მომავალზე.
შემაჯამებელი კითხვარი

⦁ კითხვარის შევსებისას გამოიყენეთ აღნიშვნა – √

N ვეთანხმები – სრულად ნაწილობრივ არ ვეთანხმები


1. ვარ თავდაჯერებული
2. არ მეშინია დაბრკოლებების
3. თავს ვგრძნობ უსაფრთხოდ
4. მაქვს საკუთარი თავის რწმენა
5. მაქვს კუთვნილების შეგრძნება
6. მაქვს პატივისცემის გრძნობა საკუთარი თავისა
და სხვათა მიმართ
7. ცოდნისა და გამოცდილების მიღებით გამეზარდა
კომპეტენცია ქართულ ენაში
8. ავიმაღლე კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე
9. შემიძლია ქართულ ენაზე ურთიერთობა
დავამყარო საქართველოში მცხოვრებ
ქართველებთან და ეთნიკური უმცირესობების
წარმომადგენელ მოქალაქეებთან
10. შემიძლია ვიყო შემწყნარებელი სხვების აზრის
მიმართ
11. შემიძლია დამოუკიდებლად მივიღო
გადაწყვეტილება
12. მე ვაცნობიერებ ჩემს საჭიროებებს და შემიძლია
მათი გამოხატვა თავისუფლად
13. მე კარგად ვიცნობ ჩემს სუსტ და ძლიერ
მხარეებს
14. მე შემიძლია მივიღო ჯანსაღი კრიტიკა,
რომელსაც ჩემ მიმართ გამოთქვამენ, და
გავაანალიზო საკუთარი შეცდომა.
15. მე შემიძლია გავაანალიზო სიტუაციები ჩემ
გარშემო და შესაბამისად მოვიქცე
16. სწავლის პროცესში მე ყველა სირთულის
დაძლევა შევძელი
17. ვაანალიზებ საკუთარი ცოდნის ხარისხსა და
გამოცდილებას
18. ვიცი, რას მივაღწიე და რისი გაუმჯობესება
მჭირდება
19. ვარ მოტივირებული, რომ აქტიურ მოქალაქედ და
კომპეტენტურ სპეციალისტად ჩამოვყალიბდე
20. მაქვს ჩემი წარმატების იმედი

ჩანიშნე რვეულში, რას ეთანხმები ნაწილობრივ და რას


არ ეთანხმები. იმუშავე საკუთარ თავზე, რომ ეს
დაბრკოლებები დაძლიო.
იცოდე, რომ შენს დავდაჯერებულობასა და საკუთარი თავისადმი რწმენას უდიდესი
მნიშვნელობა აქვს. როცა შენ არ გჯერა შენი თავის, არც აუდიტორიას სჯერა შენი.

კომუნიკაციის დროს იყავი პატიოსანი. მსმენელს ყოველთვის მოსწონს ის მოსაუბრე,


რომელიც სიმართლეს ამბობს. თუ შენ არ გაქვს პასუხი დასმულ კითხვაზე, სჯობს ეს აღიარო,
ვიდრე თავი მოაჩვენო, რომ რაღაც იცი და არაზუსტი პასუხი გასცე.
ინგა სანიკიძე

ქართული ენა

ნაწილი I

სახელმძღვანელო წიგნი განკუთვნილია ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის


სტუდენტებისათვის

2022

მოსმენის კომპეტენციის ასამაღლებელი მასალები


სარჩევი

თავი I – გაცნობა – მისალმება-დამშვიდობება ……………………..

თავი II – რომელი ქვეყნიდან ხარ? ………………………………………..

თავი III – რამდენი წლის ხარ? მოდი ვიანგარიშოთ! ………………

თავი IV – ჩემი ოჯახი …………………………………………………………

თავი V – რა გაცვია? …………………………………………………………

თავი VI – ავად ხომ არ ხარ? სხეულის ნაწილები …………………..

თავი VII – ჩემი სახლი …………………………………………………………

თავი VIII – მაღაზიაში …………………………………………………………..

თავი IX – სად სწავლობ? ………………………………………………………

თავი X – სოფელში ………………………………………………………………

თავი XI – სატრანსპორტო საშუალებები. Mმგზავრობა ……………………

თავი XII – პროფესიები. მე მუშაობა უნდა დავიწყო ………………………

თავი XIII – გართობა. დასვენება ………………………………………………..

თავი XIV – ღირსშესანიშნაობები. დღესასწაულები ........................................


თავი I – გაცნობა – მისალმება-დამშვიდობება

⦁ მოისმენ ორი მეგობრის საუბარს. ისინი თბილისში შეხვდნენ ერთმანეთს. გაიხსენე, რა


იცი მათ შესახებ.
ნინო: გამარჯობა, გიო! როგორ ხარ?
გიორგი: არა მიშავს. შენ როგორ ხარ?
ნინო: მეც კარგად. დათო სად არის?
გიორგი: ის სოფელშია. არ ჩამოვიდა.
ნინო: აბა, ეს ბიჭი ვინ არის?
გიორგი: ეს ნიკაა, ჩემი მეგობარი. აუცილებლად გაგაცნობ.
ნინო: სად ცხოვრობს?
გიორგი: თბილისში.
ნინო: სტუდენტია?
გიორგი: კი, სტუდენტია.
ნინო: სად გაიცანი?
გიორგი: უნივერსიტეტში გავიცანი.

⦁ მოისმენ სტუდენტისა და პროფესორის საუბარს.


პროფესორი: დილა მშვიდობისა!
გიორგი: დილა მშვიდობისა, ბატონო თამაზ!
პროფესორი: რა გქვიათ? სახელი და გვარი მითხარით.
გიორგი: მე გიორგი სალუქვაძე ვარ.
პროფესორი: ჩემი სტუდენტი ხართ?
გიორგი: დიახ.
პროფესორი: ეს გოგონა ვინ არის?
გიორგი: ესეც ჩვენი სტუდენტია, ნინო აბაშიძე.
პროფესორი: დღეს ლექციაზე მობრძანდებით?
გიორგი: დიახ, აუცილებლად.
პროფესორი: აბა, ორივეს გელოდებით!

თავი II – რომელი ქვეყნიდან ხარ?

⦁ მოისმენ ორი მეგობრის საუბარს. ისინი ქუჩაში არიან. გაიხსენე, რა იცი მათ შესახებ.
ნიკო: ამ გოგოს იცნობ, ფრენკ?
ფრენკი: კი, ეგ ლიზაა.
ნიკო: რომელი ქვეყნიდანაა ლიზა?
ფრენკი: ლიზაც ამერიკიდანაა. სან-ფრანცისკოდან ჩამოვიდა 2 დღის წინ.
ნიკო: შენი მეგობარია არა?
ფრენკი: კი. დიდი ხანია, რაც ერთმანეთს ვიცნობთ.
ნიკო: საიდან იცნობ?
ფრენკი: ეგეც მხატვარია და ამერიკაში გავიცანი.
ნიკო: ლიზაც სამუშაოდ ჩამოვიდა გერმანიაში?
ფრენკი: არა, დასასვენებლად. ბერლინის ნახვა უნდა.
ნიკო: შენთან ჩამოვიდა სტუმრად?
ფრენკი: კი. მე დავპატიჟე.
ნიკო: მეც გამაცნობ?
ფრენკი: რა თქმა უნდა, გაგაცნობ.
⦁ მოისმენ ორი ახალგაზრდისა და ოფისის მენეჯერის საუბარს. ისინი ოფისში არიან.
ნიკო: გამარჯობა, ბატონო თამაზ! გაიცანით, ეს ნინოა.
თამაზი: მოგესალმებით, ნინო!
ნინო: მეც მოგესალმებით.
თამაზი: თქვენ ხომ ნიკოსთან ერთად მუშაობთ გერმანიაში?
ნინო: დიახ. ჩვენ გერმანიაში ერთად ვმუშაობთ სამოდელო ფირმაში.თამაზი: რამ შეგაწუხათ?
ნიკო: დღეს დილით ჩვენი მეგობრები ჩამოვიდნენ ევროპიდან. ჩვენ დავპატიჟეთ. თბილისის ნახვა უნდათ.
თამაზი: საიდან არიან?
ნინო: ფრენკი ამერიკელია, იოკო – იაპონელი, მარია –გერმანელი.
თამაზი: სამნი არიან?
ნიკო: დიახ, ბატონო თამაზ!
თამაზი: სად უნდა იცხოვრონ?
ნიკო: ფრენკი და იოკო ჩემს სახლში იცხოვრებენ, მარია ნინოსთან იქნება.
თამაზი: მე რით დაგეხმაროთ?
ნინო: ნიკოს პატარა ავტომობილი ჰყავს. ხუთნი ვართ. მიკროავტობუსი გვინდა.
თამაზი: ეგ რა პრობლემაა, ახლავე წაიყვანეთ.
ნინო: გმადლობთ დახმარებისთვის, ბატონო თამაზ!

თავი III – რამდენი წლის ხარ? მოდი ვიანგარიშოთ!

⦁ მოისმენ ორი ახალგაზრდის საუბარს. ისინი თბილისის ერთ-ერთ ქუჩაში მეგობრებს


ელოდებიან. გაიხსენე, რა იცი მათ შესახებ.
მარია: ვის ველოდებით, ფრენკ?
ფრენკი: ნიკო და მეგი უნდა მოვიდნენ. ზუსტად არ ვიცი, შეიძლება ნანაც წამოვიდეს.
მარია: მცხეთაში მივდივართ არა?
ფრენკი: რა თქმა უნდა. ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ.
მარია: რა ლამაზია თბილისი. მცხეთაც ლამაზი იქნება!
ფრენკი: ნიკომ მითხრა, რომ მცხეთა ძალიან ძველი ქალაქია.
მარია: უი, როგორ მაინტერესებს!
ფრენკი: შენ ნანას ძმას იცნობ? ისიც უნდა მოვიდეს.
მარია: არა, ჯერ არ ვიცნობ.
ფრენკი: მე გაგაცნობ. საბა ჰქვია. ეტყობა, თავისი და ძალიან უყვარს.
მარია: რამდენი წლისაა საბა, ფრენკ?
ფრენკი: მგონი 23 წლისა უნდა იყოს.
მარია: ჩვენზე პატარაა?
ფრენკი: კი. უნივერსიტეტში სწავლობს.
მარია: მალე მოვლენ?
ფრენკი: მე მგონი, კი.

⦁ მოისმენ ორი ბავშვის საუბარს. ისინი კატოსთან არიან სახლში. გაიხსენე, რა იცი მათ
შესახებ.
კატო: დაჯექი, რატი, ახლა მათემატიკაში ვივარჯიშოთ!
რატი: ჯერ არ მინდა. ცოტა ხანიც დამაცადე.
კატო: ზარმაცი ხომ არ ხარ? მოდი, დავიწყოთ!
რატი: ყოველდღე უნდა ვიანგარიშოთ? ხომ ნახე, გუშინ გაყოფაც არ შემეშალა.
კატო: დიდხანს უნდა გელოდო?
რატი: ჰო, კარგი, დავიწყოთ!
კატო: ერთი მიპასუხე: ცხრაჯერ ცხრა რამდენია?
რატი: რამდენი და 81-ია.
კატო: შვიდჯერ შვიდი?
რატი: ეგ ორმოცდაცხრაა. ახლა მე შეგეკითხები. 100-ს რომ 25 გამოვაკლოთ, რას უდრის?
კატო: რას და 75-ს.
რატი: ახლა შენი მობილური ტელეფონის ნომერი დაწერე!
კატო: ხომ იცი, რომ ჩემი ნომერი არ მეშლება.
რატი: მაინც დაწერე!
კატო: აჰა, დავწერ – 5 94 136 278.
რატი: აუუ, გვეყოფა! დღეს კვირაა და ყველა ისვენებს.
კატო: კარგი, კარგი!

თავი IV – ჩემი ოჯახი

⦁ მოისმენ მამა-შვილის საუბარს. ისინი სახლში არიან. გაიხსენე, რა იცი მათ შესახებ.
დავითი: მოდი, მაშო, ჩემთან დაჯექი!
მაშო: კი, მამიკო, ახლავე!
დავითი: ერთი მითხარი, რა მოხდა?.. რა გააკეთა გიგომ?
მაშო: ძალიან გაბრაზებული ვარ. აღარ შევურიგდები.
დავითი: მითხარი, მაინც რა მოხდა?
მაშო: ეზოში ვიყავით. მე ბებოს ვეხმარებოდი, გიგო კი − ბაბუს. მე და ბებო ეზოს ვგვიდით, გიგო და ბაბუ ყვავილებს
რწყავდნენ. ეტყობა, მერე თამაში მოუნდა და იმდენი წყალი მომასხა, რომ სულ სველი ვიყავი.
დავითი: გაგწუწა?.. მერე ბებომ და ბაბუმ რა ქნეს?
მაშო: რა და განერვიულდნენ. ძალიან შემცივდა და ტირილი დავიწყე.
დავითი: კარგი... გიგოს მე დაველაპარაკები. 10 წლის გახდა და თავში ჭკუა მაინც არა აქვს.
მაშო: შენ არაფერი უთხრა, მამიკო! დედიკოც გაუბრაზდა.
დავითი: არა, მე მაინც დაველაპარაკები. ყოველდღე რაღაცას მაიმუნობს. აღარ გაიზარდა... ახლა სად არის?
მაშო: ეზოში მოწყენილი ზის. არავინ ელაპარაკება.
დავითი: კარგი, მაშო! გიგოც გაიზრდება და ეგრე აღარ იქნება. ხომ იცი, როგორ უყვარხარ. მაინც უნდა შეგარიგოთ.

⦁ მოისმენ ცოლ-ქმრის საუბარს.


დავითი: ნეტა, სად არიან აქამდე?.. დიდხანს არ მოვლენ?..
მარიამი: არა, მალე მოვლენ. სანდრომ 15 წუთის წინ დამირეკა. უკვე გზაში არიან.
დავითი: რაში დაგეხმარო?.. არაფერი გჭირდება?
მარიამი: სახლი დილით დავასუფთავე. ახლა სალათს ვჭრი და ხაჭაპურს ვაცხობ.
დავითი: ჭურჭელი რომ გავრეცხო?
მარიამი: კარგს იზამ, თუ დამეხმარები.
დავითი: დაგეხმარები, აბა, რას ვიზამ?!. მე გავრეცხავ.
მარიამი: ერთი ეს მითხარი, ბავშვები შეარიგე?.. ორივეს ძალიან გავუბრაზდი. ყოველდღე ხომ არ უნდა იჩხუბონ?!
დღეს ციოდა და ამიტომ შემეშინდა.
დავითი: ეჰ, ჩემო მარიამ, ჯერ ისევ ბავშვები არიან! გაიზრდებიან და ამდენი პრობლემა აღარ იქნება. პატარა რომ
ვიყავი, მეც მიყვარდა ეშმაკობა. ცოტა მე მგავს... რატომ იცინი?! არა მგავს?
მარიამი: როგორ არა, ძალიან გგავს. გაბრაზებაც კი შენსავით იცის. მოხმარებაც უყვარს.
დავითი: აი, საყვარელო, ჭურჭლის გარეცხვასაც მოვრჩი. კიდევ რამე ხომ არ გინდა?
მარიამი: არა, მეტი არაფერი!.. მგონი, სანდრო და ნინოც მოვიდნენ. წავიდეთ, მივესალმოთ...

თავი V – რა გაცვია?

⦁ მოისმენ ნატასა და ქართველი დიზაინერის საუბარს. დიზაინერმა ნატა ერთ-ერთ


შეხვედრაზე ნახა და მისი გარეგნობა მოეწონა.
ზაზა: შეიძლება, რომ გაგიცნოთ?
ნატა: რა თქმა უნდა. მე ნატა ვარ. როგორც ვიცი, თქვენ ზაზა გქვიათ.
ზაზა: დიახ, ასეა. თქვენთან სალაპარაკო მაქვს. შეიძლება ცოტა ხანს ვისაუბროთ?
ნატა: კი, ბატონო.
ზაზა: ძალიან მომწონს თქვენი გარეგნობა. ვფიქრობ, კარგი იქნება, რომ ჩემი საზაფხულო კოლექციის ჩვენებაში
მონაწილეობა მიიღოთ.
ნატა: ამ შემოთავაზებაზე სიამოვნებით დაგთანხმდებით. თან ზაფხულის კოლექციები ყოველთვის მიყვარს.
ფერად-ფერად ტანსაცმელს დიდი სიხარულით ვიცმევ.
ზაზა: მართალი ხართ, ზაფხულს ბევრი ფერი უხდება. ჩემი აზრით, საინტერესო კოლექცია გამოდის. ყველას უნდა
მოეწონოს. თქვენ თეთრი სახე გაქვთ, ამიტომ ღია ფერის ტანსაცმელს ჩაგაცმევთ. ჭრელი და სადა მოკლე
შარვლები უკვე შევკერე, ახლა ქალის პერანგებს ვკერავ.
ნატა: მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ისევ მოდაშია?
ზაზა: კლასიკურ ჩაცმულობას მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ყოველთვის უხდება, მაგრამ ზაფხულის
კოლექციისთვის დაბალქუსლიან ფეხსაცმელს ავარჩევ. კოფორტული და ლამაზია.
ნატა: ძალიან გამახარეთ. მეც დაბალქუსლიანის ჩაცმა უფრო მიყვარს.
ზაზა: მაშ, გელოდებით. ხვალ დილით მობრძანდით და ჩემს კოლექციას გაჩვენებთ.

⦁ მოისმენ დავითისა და მისი უმცროსი კოლეგის საუბარს. ისინი შეხვედრაზე მიდიან.


გაიხსენე, ვინ არის დავითი.
დავითი: მოხვედი, ზურა?
ზურაბი: დიახ, ბ-ნო დავით! ხომ არ დამაგვიანდა?
დავითი: ეგ არაფერი, სულ 3 წუთი დაგაგვიანდა. მთავარია, ლამაზად და ელეგანტურად ხარ ჩაცმული. ხომ იცი,
მნიშვნელოვან შეხვედრაზე მივდივართ.
ზურაბი: თქვენც კარგად გამოიყურებით, ბ-ნო დავით! თქვენი გემოვნება ყოველთვის მომწონდა. ეგ კოსტიუმი
ძალიან გიხდებათ. აბრეშუმის ჰალსტუხი და ლურჯი კოსტიუმი აკადემიურია. მიყვარს კლასიკური ფერები.
დავითი: ეს ჰალსტუხი ცოლმა მიყიდა. აბრეშუმის ჰალსტუხები ძალიან უყვარს. ამ კოსტიუმზე მიდის. შენ რომ
ცოლს მოიყვან, ასეთ ჰალსტუხს მე გიყიდი... რა გაცინებს? მართლა გიყიდი.
ზურაბი: ცოლის მოყვანას მალე ვაპირებ, ბ-ნო დავით! ერთი თვის შემდეგ ჩემს ოჯახში აუცილებლად
დაგპატიჟებთ. ჩემს საცოლესაც გაგაცნობთ და ოჯახის წევრებსაც.
დავითი: როგორ გამახარე, ზურა, ეს რა კარგი ამბავი მითხარი! შენი ქორწილისთვის ნაცრისფერ კოსტიუმს ვიყიდი
და წითელ ჰალსტუხს გავიკეთებ.
ზურაბი: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მეც უკვე შევარჩიე. ჩემთან რომ მობრძანდებით, გაჩვენებთ. მე მგონი,
მოგეწონებათ. ხომ იცით, რა მნიშვნელოვანია ჩემთვის თქვენი აზრი.
დავითი: რაც შენ გინდა, ის ჩაიცვი, ზურა! ცოლი შენ მოგყავს. წინ ბედნიერება და სიხარული გელოდება. ნახავ,
რომ ოჯახური ბედნიერება ადამიანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია.
ზურაბი: ეგ ვიცი, მაგრამ ჩემს საქორწილო კოსტიუმს მაინც გაჩვენებთ.
დავითი: კარგი, კარგი... მაჩვენე.

თავი VI – ავად ხომ არ ხარ? სხეულის ნაწილები

⦁ მოისმენ გიორგისა და ნატას საუბარს. წინა გაკვეთილიდან გაიხსენე, ვინ არიან გიორგი
და ნატა.
გიორგი: დილა მშვიდობისა, ნატა, როგორ ხარ?!
ნატა: რა ვიცი, აბა?! მთელი ღამე მაღალი სიცხე მქონდა. სიცხის დამწევი წამალი დავლიე, მაგრამ მაინც არ
დამიწია. თან ძალიან მახველებს. ხველების წამალიც არა მაქვს. აფთიაქში შესვლა და წამლის ყიდვა ვერ
მოვასწარი.
გიორგი: ხომ გახსოვს, ორი კვირის წინ მეც ეგრე ვიყავი. როგორც ჩანს, სეზონური გრიპი გაქვს. ჩემი აზრით, ექიმმა
მაინც უნდა გაგსინჯოს, რამე სერიოზული არ გქონდეს. ნუ გეშინია, მე ახლავე წამოვალ, აფთიაქში ხველების
წამალს გიყიდი და ერთ საათში შენთან ვიქნები. ტემპერატურა რამდენი გაქვს, ამ დილით თუ გაიზომე?
ნატა: ღამე 39 გრადუსი მქონდა და ახლაც 39-ს აჩვენებს. საწოლიდან ვერ ვდგები, ისე მაკანკალებს.
გიორგი: რას ამბობ, ნატა?! ასე ცუდად თუ იყავი, რატომ არ მითხარი?!.. სასწრაფოს გამოძახება ხომ არ ჯობია?..
ექიმი ფილტვებს მოუსმენს. მაღალი სიცხე ფილტვების ანთებამაც იცის.
ნატა: კარგი, ჯერ ჩემთან მოდი, ხველების წამალი მომიტანე და მერე შევხედოთ, როგორ მოვიქცეთ... როცა
მოხვალ, წამლის ფულს მე მოგცემ. შენი ჯიბიდან რატომ უნდა გადაიხადო?!
გიორგი: კარგი რა, ნატა… არა გრცხვენია?! რად მინდა შენი ფული. ერთი წამლის ყიდვა არ გამიჭირდება.
ნატა: მაშინ სწრაფად მოდი. გელოდები.
გიორგი: დროებით!
⦁ მოისმენ ნელისა და ექთნის საუბარს.
ექთანს მზია ჰქვია. ქ-ნი ნელი ჯერ კიდევ საავადმყოფოში წევს. გაიხსენე, ვინ არის ნელი.
მზია: საღამო მშვიდობისა, ქ-ნო ნელი! თქვენს პალატაში შემოსვლა ცოტა დამაგვიანდა. ხომ უკეთესად ხართ?
ნელი: კი, ნელი, შვილო! მე კარგად ვარ. აღარც მაღალი წნევა მაქვს და აღარც თავი მტკივა. ერთი საათის წინ ბ-ნი
თამაზი შემოვიდა, ანალიზების პასუხები შემოიტანა და ახალი წამლებიც გამომიწერა. ხვალ ჩემი ზაზა
წამლებს დაზღვევით მიყიდის და მკურნალობასაც დავიწყებ.
მზია: ბ-ნი თამაზი ახლა ვნახე დერეფანში. ყველაფერი მითხრა. მე მე-3 სართულზე ვიყავი. იქ ერთი პაციენტი იყო
ცუდად. ახალგაზრდა ქალია. 30 წლისა იქნება. თან ჩემი ბიძაშვილის მეგობარია.
ნელი: უი, რას ამბობ?!.. რა მოუვიდა?!..
მზია: მანქანა დაეჯახა. ფეხი აქვს მოტეხილი. ტკივილს ვეღარ ითმენდა და ტიროდა. ტრამვატოლოგმა ფეხი
თაბაშირში ჩაუსვა. წამლებიც დავალევინეთ და ახლა მშვიდად არის. ტკივილმა გაუარა. ის ვერ მივატოვე და
თქვენთან შემოსვლა დავაგვიანე.
ნელი: წადი, შვილო, იმას დაეხმარე! ხომ გითხარი, მე უკვე კარგად ვარ. ჩემი გულისთვის აღარ იწვალო.
მზია: არა, ქ-ნო ნელი, ვერ წავალ. 5 წუთში ნემსი უნდა გაგიკეთოთ. რა გითხრათ ბ-ნმა თამაზმა, საავადმყოფოდან
როდის უნდა გაგწერონ?
ნელი: ხვალ დილით გამწერენ.

თავი VII – ჩემი სახლი

⦁ მოისმენ ნუცასა და ნიკოს საუბარს.


ნიკო მეგობრების სახლში ახალი მისულია. ნუცა მას სახლს ათვალიერებინებს.
ნუცა: მოდი, ნიკო ჩვენი სახლი დაგათვალიერებინო და შენი ოთახიც გაჩვენო. სტუმრების ოთახი მეორე
სართულზეა. ის ჩვენი საძინებელი ოთახების გვერდითაა. ჩანთაც წამოიღე, რომ ტანსაცმელი კარადაში
შეალაგო.
ნიკო: ახლავე მოვდივარ. ჯერ პირველ სართულს ხომ არ მანახებ?
ნუცა: კი, რასაკვირველია. დათვალიერება პირველი სართულით დავიწყოთ. პირველი სართული დედამ და მამამ
თავიანთი გემოვნებით მოაწყვეს. ეს დივანი და ჭურჭლის კარადა ახლახან იყიდეს. ხომ მოგწონს?
ნიკო: ძალიან. მეც მომწონს ფერადი დივნები. თან ლურჯი ფერი ძალიან მიყვარს. ასეთი ავეჯი თანამედროვე და
კომფორტულია. თბილისში, ჩემს ოთახშიც, ორკაციანი ყვითელი დივანი დგას.
ნუცა: მოდი, შეიხედე, ეს სამზარეულოა... ფანჯრიდან გამწვანებული ეზო ჩანს. ამ ეზოს მამაჩემი უვლის. დედაჩემი
მხოლოდ ყვავილების დარგვაში ეხმარება.
ნიკო: რა კარგია კერძო სახლი! ხომ იცი, მე კორპუსში ვცხოვრობ. დედაჩემს ყვავილები აივანზე აქვს. როგორც
ყველა ქალს, მასაც უყვარს ყვავილები.
ნუცა: აი, ნახე ... ეს მამაჩემის კაბინეტია. საღამოობით აქ ზის და მუშაობს. როცა მამა მუშაობს, ჩვენ ჩუმად ვართ,
ხელი რომ არ შევუშალოთ... ახლა მეორე სართულზე ავიდეთ...
ნიკო: მოიცადე, ნუცა, ჩანთას ავიღებ...
ნუცა: მეორე სართულზე ოთხი საძინებელი გვაქვს. კოტეს საძინებლის პირდაპირ შენი ოთახი იქნება. მე და
კოტემ ეს ოთახი სტუმრებისთვის მოვაწყვეთ. მას თავისი აივანი და დიდი ფანჯრები აქვს, ამიტომ ოთახი
ნათელია. სახლის ეზოსა და ზღვას გადაჰყურებს. ქუჩის ხმაური არ შემოდის. მე მგონი, მოგეწონება. ახლა
ჩანთიდან ტანსაცმელი ამოიღე და ქვემოთ ჩამოდი. დედა სამზარეულოში გველოდება.
ნიკო: კარგი, ნუცა, მალე ჩამოვალ.

⦁ მოისმენ კოტესა და მისი თბილისელი მეგობრის საუბარს. მას თაკო ჰქვია. თაკო ბათუმში
დეიდასთან არის სტუმრად. ის ტელეფონით ურეკავს კოტეს.
კოტე: სად ხარ, თაკო? ქუჩაში ვდგავართ და გელოდებით. ნიკოც ჩემთან ერთადაა. ბათუმის ბულვარში არ
გავისეირნოთ?
თაკო: ახლა ვაპირებდი დარეკვას... დეიდაჩემი სახლში არ არის. ჯერ ისევ სამსახურშია. მე სახლის გასაღები არა
მაქვს. კარს ღიას ვერ დავტოვებ. კარი გასაღებით ხომ უნდა ჩავკეტო?! არ ვიცი, რა ვქნა.
კოტე: კარგი, არ ინერვიულო. მე და ნიკო მოვალთ შენთან. სახლის მისამართი მითხარი და ფეხით წამოვალთ.
მგონი, ჭავჭავაძის ქუჩაა არა?
თაკო: კი, ილია ჭავჭავაძის 39-ია. შენი სახლიდან შორს არ უნდა იყოს.
კოტე: ჩვენ რუსთაველის ქუჩაზე ვართ. ბათუმი პატარა ქალაქია. ჭავჭავაძემდე ფეხით 15-20 წუთი დაგვჭირდება.
ნელა ვივლით და ამასობაში დეიდაშენიც მოვა. ისე, დეიდაშენს კერძო სახლი აქვს თუ ბინაში ცხოვრობს?
თაკო: არა, დეიდაჩემს კერძო სახლი არა აქვს. ის ხუთსართულიანი კორპუსის მესამე სართულზე ოთხოთახიან
ბინაში ცხოვრობს. კორპუსს ერთი სადარბაზო აქვს. მისაღები ოთახის აივანი ქუჩას გადმოჰყურებს. მე აივანზე
დავდგები და იქიდან დაგინახავთ. სადარბაზოსთან რომ მოხვალთ, დამირეკეთ.
კოტე: კარგი, თაკო, ახლავე წამოვალთ... ჯერ პირდაპირ ვივლით რუსთაველის ქუჩაზე, მერე ზემოთ ამოვალთ,
ჭავჭავაძეზე. დეიდაშენი რომც მოვიდეს, მაინც სახლში დაგველოდე.
თაკო: მაშინ ჩავიცმევ და დაგელოდებით. უკაცრავად, ბიჭებო, ასე რომ შეგაწუხეთ!
კოტე: რას ამბობ, თაკო, ეს რა შეწუხებაა! ხომ იცი, ფეხით სიარული ჯანმრთელობაა.

თავი VIII – მაღაზიაში

⦁ მოისმენ საბას მეუღლისა და მაღაზიის კონსულტანტის საუბარს. საბას ცოლს ეკა ჰქვია.
გაიხსენე, ვინ არის საბა.
ეკა: ამ მაღაზიაში პირველად ვარ და არ ვიცი, რძის პროდუქტები სად აწყვია. იქნებ დამეხმაროთ.
კონსულტანტი: ახლავე გაჩვენებთ... ჩვენი მაღაზია ერთი კვირის წინ გაიხსნა და მომხმარებელმა ჯერ კარგად არ
იცის, სად რა დავალაგეთ. რძის პროდუქტები მაღაზიის მარჯვენა მხარეს აწყვია, ზედა თაროებზე. სჯობს, მე
წამოგყვეთ და გაჩვენოთ... კონკრეტულად რისი ყიდვა გნებავთ?
ეკა: არაჟანი, ხაჭო და რძე უნდა ვიყიდო. ნამცხვრის გამოცხობა მინდა. თქვენ რომელი ფირმის პროდუქციას
მირჩევთ?
კონსულტანტი: ჩვენს მარკეტში ყველაფერი ახალია. ვადაგასულ პროდუქტს თაროებზე არ ვაწყობთ. თქვენ
თვითონ აარჩიეთ, რომელი ფირმის პროდუქტიც გნებავთ. მაგალითად, ეს რძის პროდუქტები ამ დილით
მივიღეთ. ისინი ნატურალურ რძეზეა დამზადებული და ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. ბევრ ვიტამინს
შეიცავს... კარგად ნახეთ, ყველა პროდუქტზე ვადაა მინიშნებული, ეტიკეტზე კი პროდუქტის შემადგენლობა
წერია ...
ეკა: კარგი, დაკვირვებით წავიკითხავ და გადაწყვეტილებას მივიღებ... ახლა ის მითხარით, თქვენი მაღაზია რომელ
საათზე იკეტება. შეიძლება კიდევ რამე დამჭირდეს.
კონსულტანტი: ჩვენი მაღაზია ორი კვირის განმავლობაში დილის 8.00 საათზე გაიხსნება და საღამოს 9.00
საათამდე იმუშავებს. მაღაზიის მეპატრონემ თქვა, რომ იქითა თვიდან სადღეღამისო რეჟიმზე გადავალთო.
ვფიქრობთ, რომ ამით მომხმარებლებს გავახარებთ.
ეკა: ნამდვილად... ეს მაღაზია ჩემს სახლთან ახლოსაა. როგორც ვხედავ, არც მაღალი ფასები არა გაქვთ, ამიტომ
ძალიან მაწყობს აქ სიარული... გმადლობთ დახმარებისათვის. წავალ, სალაროსთან თანხას გადავიხდი.
თქვენთან საკრედიტო ბარათით თანხის გადახდა ხომ შეიძლება?
კონსულტანტი: რა თქმა უნდა, შეიძლება ... კარგად ბრძანდებოდეთ!

თავი IX – სად სწავლობ?

⦁ მოისმენ ნანასა და ბ-ნი გიორგის საუბარს. გაიხსენე, ვინ არიან ისინი.


ნანა: მოგესალმებით, ბ-ნო გიორგი! უნივერსიტეტში თქვენთან კონსულტაციის გამო მოვედი. თუ შეიძლება, 10
წუთი გაგესაუბრებით. გცალიათ?
პროფესორი: დიახ. რამე პრობლემაა?!.
ნანა: არა, ისეთი არაფერი... გადავწყვიტე, რომ ამ გაზაფხულზე სტუდენტურ კონფერენციაში მივიღო მონაწილეობა
და ნაშრომი დავწერო. მინდა, რომ ჩემი მეცნიერ-ხელმძღვანელი თქვენ იყოთ.
პროფესორი: კარგი რამ გადაგიწყვეტიათ. სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის მიღება თქვენი
წარმატებისთვის არის საჭირო. ვიცი, რომ ბეჯითი და შრომისმოყვარე სტუდენტი ხართ, ნანა! ამიტომ მე
თანახმა ვარ. თქვენი ხელმძღვანელი ვიქნები. იმედი მაქვს, რომ ნებისმიერ დავალებას თავს გაართმევთ. აბა,
ახლა ეს მითხარით − თქვენ თვითონ რომელი საკითხი უფრო გაინტერესებთ? ყოველთვის ჯობია, რომ
დასამუშავებლად ის საკითხი აიღოთ, რომელიც გაინტერესებთ. ასეთ შემთხვევაში მთელი გულით შეასრულებთ
დავალებას.
ნანა: ყოველთვის მინდოდა, ბ-ნო გიორგი, რომ საქართველოში ეროვნული უმცირესობების შესახებ რამე
დამეწერა. ეს თემა ძალიან მაინტერესებს. მე თვითონ თბილისის იმ უბანში გავიზარდე, სადაც სხვადასხვა
ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს. ჩემს კლასშიც ორი აზერბაიჯანელი ბიჭი და ერთი სომეხი ეროვნების გოგონა
სწავლობდა. ისინი დღესაც ჩემი განუყრელი მეგობრები არიან, ჩემი კარის მეზობლები კი ეთნიკურად ოსები
არიან და ერთი ოჯახივით ვცხოვრობთ, ისე გვიყვარს ერთმანეთი.
პროფესორი: რა კარგი რამ მოგიფიქრებია, ნანა! ამაზე კარგ თემას ვერც მე შეგირჩევდი. ეროვნული
უმცირესობების საკითხი ისტორიულადაც არის საინტერესო. საქართველო ყოველთვის იყო მულტიკულტურული
ქვეყანა. მოდი, ასე გავაკეთოთ: ჯერ სამეცნიერო ლიტერატურას გაეცანი, შემდეგ კი დავგეგმოთ, როგორ
მოვიქცეთ. ორ დღეში ისევ მოდი ჩემთან და დასამუშავებელ ლიტერატურას მოგცემ. მერე ბიბლიოთეკაში წადი
და ყველაფერი დაკვირვებით წაიკითხე. დანარჩენს მერე გეტყვი, რა უნდა გააკეთო.
ნანა: გმადლობ, ბ-ნო გიორგი, კარგად ბრძანდებოდეთ!
პროფესორი: მომავალ შეხვედრამდე, ნანა!

⦁ მოისმენ ორი სტუდენტის საუბარს. ისინი უნივერსიტეტის ეზოში დგანან.


ერეკლე: მარიამ, ინფორმაცია შენც მიიღე ელექტრონული ფოსტით?!. თვის ბოლოს სტუდენტური
თვითმმართველობა კარგ ღონისძიებასა და ექსკურსიას გეგმავს. არ წამოხვალ?..
მარიამი: არ ვიცი, რომელ ღონისძიებაზე მელაპარაკები. მე თვითმმართველობის წევრი არა ვარ. ფოსტით
არაფერი მიმიღია.
ერეკლე: მგონი, ეს ინფორმაცია უნივერსიტეტის ელექტრონულ გვერდზეც დევს. კარგად ნახე... ქუთაისში
მივდივართ, გელათის აკადემიის ისტორიული შენობა და სხვა ისტორიული ძეგლები უნდა დავათვალიეროთ.
ჩვენი პროფესორებიც მოდიან. საინტერესო შეხვედრები იქნება. ქუთაისელ სტუდენტებთან ერთად
სტუდენტური ცხოვრების პრობლემებზე ვიმსჯელებთ. საღამოობით სემინარები გვექნება. ჩვენი პროფესორები
ლექციებს წაიკითხავენ.
მარიამი: მე რომ თვითმმართველობის წევრი არა ვარ, შეიძლება, რომ წამოვიდე?.. თუ აჯობებს, რომ
თვითმმართველობაში გავერთიანდე?.. რას მირჩევ, როგორ მოვიქცე? ხომ არ იცი, სულ რამდენი სტუდენტი
მიჰყავთ?
ერეკლე: მგონი, დაახლოებით 80 წარმატებული სტუდენტი უნდა შეარჩიონ. ვფიქრობ, რომ შენ უარს არ გეტყვიან.
ჩვენი ფაკულტეტიდან ჯერ მხოლოდ ხუთმა სტუდენტმა გამოთქვა სურვილი. განცხადება აუცილებლად დაწერე,
ვადის ამოწურვამდე კიდევ სამი დღეა დარჩენილი. თუ გინდა, თვითმმართველობაში მე წარმოგყვები. ვეტყვი,
რომ კონკურსებში ხარ გამარჯვებული და უნივერსიტეტის სტიპენდიასაც იღებ. ისე, ეგ ყველაფერი
განცხადებაში ჩავწეროთ, ასე უკეთესი იქნება. თუ სურვილი გაქვს, თვითმმართველობაშიც გაერთიანდი. კარგ
ღონისძიებებს მართავენ. იქითა თვეში უნდათ, რომ სპორტული ღონიძიებები ჩაატარონ.
მარიამი: მე კი მთელი დღეები ბიბლიოთეკაში ვარ და შუალედური გამოცდებისთვის ვემზადები, არაფერი ვიცოდი.
კიდევ კარგი, რომ მითხარი, ერეკლე! სიამოვნებით წამოვალ... თან ხომ იცი, ექსკურსიებზე წასვლა როგორ
მიყვარს. არდადეგებზე ყოველთვის ბებოსთან მივდივარ სოფელში და რამის დასათვალიერებლად წასვლას
ვერასდროს ვასწრებ.
ერეკლე: მაშ, წამოდი. უნდა გასწავლო, სად არის თვითმმართველობის ოთახი.

თავი X – სოფელში

⦁ მოისმენ ანდროსა და მისი თანაკურსელის საუბარს. ანდროს თანაკურსელს ბარბარე


ჰქვია.
ანდრო: ეს რა ჩანთა გიჭირავს, ბარბარე, სოფელში ხომ არ აპირებ წასვლას?
ბარბარე: კი. ლექციების შემდეგ მშობლებთან მივდივარ კახეთში. დედას საჩუქარი ვუყიდე, გუშინ დაბადების დღე
ჰქონდა და უნდა წავუღო. სამწუხაროდ, ლექციების გამო წასვლა ვერ მოვახერხე. გული დამწყდა, მაგრამ მეტი
რა გზა მქონდა. დღევანდელ ლექცია-სემინარებს ვერ გავაცდენდი.
ანდრო: რა ჰქვია შენს სოფელს, ბარბარე?
ბარბარე: ნაფარეული. თელავიდან 19 კილომეტრშია, მდინარე ალაზანთან ახლოს. იცი, რა ლამაზია! რთველში
აუცილებლად დაგპატიჟებ. მთელი კახეთი უნდა განახო.
ანდრო: სიამოვნებით წამოვალ. თელავში ერთხელ ვარ ნამყოფი. სკოლიდან წაგვიყვანეს ექსკურსიაზე და ერეკლე
მეფის სასახლე დაგვათვალიერებინეს. კახეთში მეტი არაფერი მინახავს...
ზაფხულის არდადეგებზე მეც დაგპატიჟებ სხვიტორში. იმერეთიც ძალიან ლამაზია. ჩემს სოფელშიც არის მდინარე.
მას ჩიხურა ჰქვია. ის ალაზანივით დიდი არ არის, მაგრამ მთელი ბავშვობა ჩიხურასთან მაქვს გატარებული.
ბავშვები ყოველდღე დავდიოდით საბანაოდ. ჩემი კლასელის მამამ თევზის დაჭერაც მასწავლა და ბევრჯერ
მომიტანია სახლში ჩემი ხელით დაჭერილი თევზი.
ბარბარე: შენ ისეთი მოხერხებული ბიჭი ხარ, ეჭვი არ მეპარება, რომ ეგრე იქნებოდა. მეც კარგად მახსენდება ჩემი
ბავშვობა. დედაჩემს სულ კუდში დავსდევდი და ვეხმარებოდი. რვა წლის ვიყავი, ძროხა რომ მოვწველე
პირველად. წიწილებსაც სულ მე ვზრდიდი. ვგიჟდებოდი ახალგამოჩეკილ წიწილებზე... ახლაც, თბილისში როცა
ვარ, ჩემი სოფელი მიდგას თვალწინ, სულ მენატრება იქაურობა.
ანდრო: ჰოდა, ძალიან კარგი... ზაფხულში დაგპატიჟებ და ჩემი სოფელიც ნახე, ჩიხურაშიც ვიბანაოთ. ჩემს
მშობლებსაც კარგად გაგაცნობ და მეგობრებსაც. მეზობელ სოფელშიც წაგიყვან, ჩემს ბებია-ბაბუასთან. იმათ
ძველი იმერული ხის სახლი და კარგად გამწვანებული ეზო აქვთ. დასავლეთ საქართველოში ახლა იშვიათად
აშენებენ ხის სახლებს.
ბარბარე: ძალიან მაინტერესებს... მართლა ხომ დამპატიჟებ?!
ანდრო: აბა, რას ვიზამ, ბარბარე! ერთი თვეც მოიცადე, სემესტრი დამთავრდება და წავიდეთ.

⦁ მოისმენ ანდროს მშობლების საუბარს.


მზია: თოხი აიღე, გივი, და ნაკვეთში წავიდეთ, თორემ ამინდი ფუჭდება. ვერ ხედავ, სამხრეთიდან შავი ღრუბელი
მოდის. შუადღის შემდეგ აუცილებლად გაწვიმდება.
გივი: მართალს ამბობ, სიმინდის გათოხნა უნდა ვიჩქაროთ. მეც ვღელავ, არ გაგვიწვიმდეს. ბევრი ბალახია
ამოსული და, თუ არ გავთოხნეთ, ცუდი მოსავალი გვექნება.
მზია: საინფორმაციო გადაცემაშიც მოვისმინე, რომ ორი დღე ჭექა-ქუხილი და კოკისპირული წვიმები იქნება,
ამიტომ ეს დღეები ნაკვეთში წასვლას ვეღარ შევძლებთ. იქნებ სიმინდის გათოხნა როგორმე მოვასწროთ.
სახლში როცა დავბრუნდებით, ყველს მერე ამოვიყვან. მაგის დარდი არა მაქვს. რძე გრილ ადგილას დავდე და
არ გამიფუჭდება.
გივი: ქათმებსაც დაუყარე საჭმელი?!
მზია: აბა, რა ვქენი, შე კაცო!.. ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა, რომ სახლის საქმეები მომესწრო. ამ
დილით საქათმიდან 10 კვერცხიც გამოვიტანე და ეზოც დავასუფთავე. ხვალ საღამოს ანდროც ჩამოდის
თბილისიდან. მინდა, რომ ჩვენს თონეში პური გამოვაცხო. ხომ იცი, როგორ უყვარს ანდროს სახლში
გამომცხვარი თონის პური. მითხრა, თბილისურ პურს ასეთი გემო არა აქვსო. ვგრძნობ, რომ სოფელი და ჩვენთან
ყოფნა ძალიან ენატრება.
გივი: საიდან იცი, ხვალ ანდრო რომ ჩამოდის?!. როდის დაგირეკა?!.
მზია: გუშინ საღამოს. სარეცხს რომ ვფენდი, მაშინ დარეკა. დღეს ბოლო გამოცდა აქვს უნივერსიტეტში და ხვალ
წამოვა. ცოტა ხელს შეგაშველებს და შენი დარდიც აღარ მექნება. ზამთრისთვის შეშაც უნდა მოვიტანოთ. ცხელი
ზაფხულია და ცივი ზამთარი იქნება. შეიძლება ბევრი შეშა დაგვჭირდეს.
გივი: აბა, ყური დამიგდე, მზია!.. შეშის საქმე უკვე მოვაგვარე, ამ თვის ბოლოს ორი მანქანა შეშა გვექნება. შენ
მაგაზე არ ინერვიულო. ფულსაც თვის ბოლოს გადავიხდით.
მზია: ცოტა ჩქარა ვიაროთ, გივი. მართლა არ გაწვიმდეს...

თავი XI – სატრანსპორტო საშუალებები. მგზავრობა

⦁ მოისმენ კოტესა და ნუცას დიალოგს.ისინი ბარსელონიდან თბილისში ბრუნდებიან.


ნუცა: შენ გაქვს ჩვენი პასპორტები, კოტე?!. ჩემოდანში ხომ არა ჩაალაგე?!. მომეცი და მე შევინახავ.
კოტე: არა, პიჯაკის ჯიბეში მიწყვია. რად გინდა?!. ჯერ რეგისტრაცია არ დაწყებულა. როცა დაიწყება, შენს
პასპორტს მაშინ მოგცემ. ისე, რა კარგია, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა რომ გვაქვს!.. სადაც გინდა, იქ წახვალ.
საზღვარზე ვიზას აღარ ითხოვენ. მთავარია, ბილეთი გქონდეს აღებული და პასპორტი ხელში გეჭიროს... წადი
და იმოგზაურე ...
ნუცა: დიდ ბრიტანეთში რომ ვიზა გვჭირდება?!.
კოტე: მერე რა?!. დანარჩენ ევროპასთან უვიზო რეჟიმია. საქართველოს მოქალაქეს მარტო ბრიტანეთი არ უშვებს
თავის ქვეყანაში ვიზის გარეშე. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში აღარც ბრიტანეთი მოითხოვს
ვიზას. აბა, დედიკოს და მამიკოს ჰკითხე, ადრე როგორ იყო?..
ნუცა: ვიცი, როგორც იყო... ვიზის გარეშე ვერსად წახვიდოდი. ახლა მიმოსვლა გაადვილებულია.
...
კოტე: მოიცა, ნუცა, რაღაცას აცხადებენ... მგონი ჩვენს რეისზე რეგისტრაცია დაიწყო. შენი ჩემოდანი მე მომეცი. მე
დავიჭერ. მძიმეა. შენ ხელბარგი აიღე და წამოდი.
ნუცა: მერე რა, რომ მძიმეა... ბორბლებიანი ჩემოდანია, გამოვაგორებ და ისე წამოვალ. სჯობს, შენ შენი ბარგი
გეჭიროს ხელში და მე – ჩემი. მაინც ცალ-ცალკე უნდა აწონონ.
კოტე: კარგი, მაშინ გამოაგორე ჩემოდანი... როცა ბარგს ჩავაბარებთ, სუვენირების მაღაზიაში შევიდეთ. აქ ძალიან
კარგი სუვენირებია. მამიკოს ვუყიდი რამეს, რომ თავის კაბინეტში თაროზე დადოს. სახლში ხელცარიელი ხომ
ვერ ჩავალ... რომიდან რომ სუვენირი ჩამოვუტანე, ისიც აეროპორტში ვუყიდე.
ნუცა: კარგი... ბარგი მაინც თბილისში უნდა ავიღოთ, მარტო ხელჩანთები გვეჭირება და სადაც შენ გინდა, იქ
შევიდეთ.
კოტე: რეგისტრაციიდან გაფრენამდე საათ-ნახევარი გვაქვს, ყავის დალევასაც კი მოვასწრებთ.
ნუცა: მე ყავა არ მინდა... თვითმფრინავში სადილი მაინც უნდა გვაჭამონ. ეს ხომ მომსახურებაში შედის. სადილი
უფასოდ გვეკუთვნის. ჰოდა, ყავას თვითმფრინავში დავლევ.
კოტე: როგორც შენ გინდა, ჩემო ჯიუტო დაიკო ... მთავარია, რომ თვითმფრინავით მგზავრობის აღარ გეშინია; ახლა
კი რეგისტრაციის რიგში ჩადექი. ხომ ხედავ, ამ ლაპარაკ-ლაპარაკში რამხელა რიგი დადგა ...

⦁ მოისმენ ტაქსის მძღოლისა და კოტეს საუბარს.


კოტე: თქვენი ტაქსი თავისუფალია, ბატონო?!. ვინმეს ხომ არ ელოდებით?!.
მძღოლი: არა, არავის ველოდები... 5 წუთის წინ მოვედი და მანქანა პირდაპირ ტაქსების სადგომზე დავაყენე. სად
მიბრძანდებით?!. წაგიყვანთ.
კოტე: ჩვენ ძველ თბილისში მივდივართ, მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩის დასაწყისში. მთაწმინდის საბაგირო რომ
არის, იმის ცოტა ქვემოთ. რამდენად წაგვიყვანთ?..
მძღოლი: 20 ლარად მოგემსახურებით. ეს სტანდარტული ფასია. აეროპორტიდან ქალაქამდე მისვლა ასე ღირს.
მგონი, ბევრი არ მითქვამს...
კოტე: კარგი, გვაწყობს. მაშინ ჩავსხდებით... ნუცა, მოდი და წინა სავარძელზე დაჯექი. ღვედის შეკვრა არ
დაგავიწყდეს, თორემ ავტომობილის მძღოლს დააჯარიმებენ. მე უკან დავჯდები და სუვენირს ხელში დავიჭერ,
რომ არ გატყდეს.
მძღოლი: თქვენი ნებართვით, ჯერ ჩემოდნებს ჩავაწყობ საბარგულში. მანქანას დიდი საბარგული არა აქვს და
თქვენ გაგიჭირდებათ ჩემოდნების ჩალაგება. არც საბარგული დაიკეტება, ამიტომ მირჩევნია, რომ თქვენი
ბარგი მე ჩავაწყო. მანქანის სალონში უფრო თავისუფლად მოთავსდებით.
კოტე: კი, ბატონო, როგორც გნებავთ, ისე მოიქეცით... მაშინ ჩვენ ჩავსხდებით...
მძღოლი: შეხედეთ ერთი, იმ ჯიპის მძღოლმა როგორ მკვეთრად დაამუხრუჭა.
წეღან ჩვენ მარცხენა მხრიდან დიდი სისწრაფით ჩაგვიარა და კინაღამ იმ ქალს
დაარტყა გადასასვლელზე. გაგიკვირდება, ზოგი მძღოლი ისე უყურადღებოდ დადის.
სამანქანო ზოლიდან ზოლში ისე გადადიან, არც კი იყურებიან სარკეში; ან
ტელეფონი უჭირავთ ხელში და ლაპარაკობენ. მოკლედ, მოძრაობის წესებს
არღვევენ და საავარიო სიტუაციებს ქმნიან.
კოტე: აი, პატრულიც მოვიდა... ქუჩის კუთხეში საპატრულო მანქანა იდგა. ეტყობა, პატრულებმა შორიდან დაინახეს
ეს ამბავი...
მძღოლი: ახლა დიდ ჯარიმას გამოუწერენ სიჩქარის გადაჭარბებისა და საავარიო სიტუაციის შექმნისთვის. თუ
მძღოლი ნასვამია, მაშინ მანქანის მართვის უფლებასაც ჩამოართმევენ ექვსი თვით. ნათქვამია: რაც მოგივა
დავითაო, ყველა შენი თავითაო. ჩემი აზრით, ღირსია.
კოტე: გეთანხმებით, ნამდვილად ასეა. ზოგი ისეთი უპასუხისმგებლოა, ჭკუას მაინც ვერ ისწავლის და საგზაო
წესებს კიდევ დაარღვევს.
... ჩვენი სახლიც გამოჩნდა... თუ შეიძლება, იმ ლამაზ ოთხსართულიან სახლთან გაგვიჩერეთ. უკვე მოვედით.
მძღოლი: ახლავე...

თავი XII – პროფესიები. მე მუშაობა უნდა დავიწყო

⦁ მოისმენ ერეკლესა და დათოს საუბარს. ისინი შესვენებაზე კაფეში შეხვდნენ ერთმანეთს.


ერეკლე: რამდენი ხანია აღარ დამინახიხარ, დათო... ამ ქუჩაზე რა ქარმა გადმოგაგდო?!..
დათო: ხომ გაგიგია – გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას განახებო. ასეა ჩემი საქმე. მუშაობა დავიწყე, მეტი გზა არ
მქონდა.
ერეკლე: მერე უნივერსიტეტი?!.. რა... სწავლა შეწყვიტე?!
დათო: რა უნდა მექნა?!. ოჯახის გაჭირვებას ვეღარ გავუძელი. მამაჩემი ერთი წელია, რაც უმუშევარია.
თანამდებობიდან გაათავისუფლეს და თავისი პროფესიით ახალი სამსახური ჯერჯერობით ვერ იშოვა, დედაჩემი
კი ხშირად ავადმყოფობს და ისედაც სახლში ზის. კომუნალურ გადასახადებსაც ვეღარ ვიხდიდით, სწავლის
თანხა როგორღა უნდა გადაგვეხადა?!. ჰოდა, ჩემი მეგობრის მამამ ხელი მაგრად გამიმართა. სახლებს
არემონტებს და მუშად ამიყვანა. ზაფხულში ხელობა ვისწავლე, ახლა კედლებს ვღებავ... ხატვა მაინც
ყოველთვის მიყვარდა. ხომ გინახავს ჩემი ნახატები?
ერეკლე: როგორ არ მინახავს, მაგრამ... რა გააკეთე? აკადემიური აიღე?
დათო: ნუ გწყდება გული, ერეკლე! სწავლას სექტემბრიდან გავაგრძელებ. ექიმი მაინც გავხდები. ეგ ჩემი
ცხოვრების მთავარი მიზანია. ცოტა სწავლის ფულსაც დავაგროვებ და მერე მხოლოდ შაბათ-კვირას ვიმუშავებ
ხოლმე. მითხრეს, ყველანაირად ხელს შეგიწყობთო. ჩემი ოჯახის ამბავი იციან, თან კედლების ღებვაც კარგად
გამომდის. ფერების შერჩევა არ მეშლება. ბინის მეპატრონეებს რეკომენდაციასაც ვაძლევ, რომელი ფერი
აჯობებს.
ერეკლე: ცოტა ამოვისუნთქე... შემეშინდა, სწავლას თავი არ დაანებოს-მეთქი. ერთ წელს არა უშავს. თან შენ
ქირურგობა გინდა არა?!
დათო: კი, ქირურგიაზე ვარ. სულ უმაღლესი ქულები მყავდა. ინგლისურიც კარგად ვიცი და გერმანულიც. უფრო
გერმანიაში ვგეგმავ სწავლის გაგრძელებას. შეიძლება, მაგისტრატურაში იქ ჩავაბარო. გერმანიის დიპლომიც
მექნება და მერე სპეციალობით დავიწყებ მუშაობას. დედაჩემი ძალიან მადარდებს. მთავარია, ის მყავდეს
კარგად. მე ახალგაზრდა კაცი ვარ, ყველაფერს გავუძლებ.
ერეკლე: ხომ მიყვარდი, დათო, მაგრამ ახლა უფრო ძალიან მიყვარხარ. ოქროს გული გაქვს... ეგ გული არ გაიტეხო!
ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა.
დათო: გმადლობ, ერეკლე! მეც ასე მჯერა...

⦁ მოისმენ შოთასა და თიკას საუბარს.


შოთა: შემობრძანდით... მგონი, თქვენ ჩვენი სტაჟიორი ხართ არა?! მე შოთა მქვია. ვიცნობდეთ ერთმანეთს. თუ
შეიძლება, ხელს ჩამოგართმევთ...
თიკა: დიახ... სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. მე თიკა ანდღულაძე ვარ. დღეს პირველად მოვედი სამსახურში და
მითხრეს, რომ თქვენს კაბინეტში შემოვსულიყავი.
შოთა: დღეიდან ეს ორივეს კაბინეტი იქნება. თქვენ ჩემთან მოგამაგრეს... ოღონდ ერთ რამეს გთხოვთ, პირდაპირ
შოთა დამიძახეთ. ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი განსხვავება არ არის. ხუთი წლის წინ ამ ბანკში მეც
სტაჟიორად მოვედი. მეოთხე კურსზე გადავდიოდი, როცა კონკურსი გავიარე და აქვე დამტოვეს სამუშაოდ.
სტუდენტი ვიყავი და არც პრაქტიკული ცოდნა მქონდა და არც – გამოცდილება. მახსოვს, პირველად
ცენტრალურ ოფისში რომ მოვდიოდი, ფეხები უკან მრჩებოდა. მეგონა, ბევრს ვერაფერს შევძლებდი, მაგრამ აქ
არაჩვეულებრივი გარემოა. იმედია, დღეიდან შენც კარგად იგრძნობ თავს. რაც აუცილებელია, ყველაფერს
გასწავლი.
თიკა: გმადლობ, შოთა, ასეთი თბილი მიღებისთვის. სიმართლე გითხრა, დღეს დილით ცოტა გული მიკანკალებდა.
მშიშარა არა ვარ, მაგრამ მაინც ვინერვიულე. მეც დიდი იმედი მაქვს, რომ სამუშაოს ალღოს ავუღებ და არ
შევრცხვები.
შოთა: მოდი, ასე ვქნათ... ჯერ ჩვენი განყოფილების უფროსს გაგაცნობ, ბ-ნ თამაზს, მერე – თანამშრომლებს. ჩვენს
განყოფილებაში ძირითადად ახალგაზრდები არიან დასაქმებული. ბ-ნი თამაზი დიდ ყურადღებას აქცევს იმას,
რომ ბანკმა ახალგაზრდა კადრები მოიზიდოს. თითოეულ სტაჟიორს აკვირდება და, თუ მოეწონა,
რეკომენდაციასაც აძლევს. აი, შენ თვითონ ნახავ, როგორი პატიოსანი და კარგი ადამიანია.
თიკა: სხვა თანამშრომლები ამ ოთახში არ სხედან?
შოთა: არა, ზოგიერთ ოთახში ხუთი კაცი ზის, ზოგან – ნაკლები. ეს სართული მთლიანად ჩვენს განყოფილებას
ეკუთვნის. კაბინეტიდან რომ გავალთ, შეხედე, რა გრძელი დერეფანია და რამდენი კაბინეტი გვაქვს. იცი,
შესვენებაზე რა ხდება?!. ყველა თავისი ოთახიდან გამოდის და პირველ სართულზე გარბის. იქ ძალიან კარგი
კაფე გვაქვს. პირველიდან ორამდე შესვენების დროა. თუ ჩვენი კაფე არ მოგეწონება, შეგიძლია გარეთაც
ისადილო. ეს შენი გადასაწყვეტია.
თიკა: არა, რას ამბობ, შოთა?!. სადაც ყველა, მეც იქ ვიქნები. კოლექტივსაც კარგად გავიცნობ. ასე მირჩევნია.
შოთა: მაშინ ამ საკითხში შევთანხმდით... ახლა შენი საოფისე მაგიდა და კომპიუტერი ნახე. ამ ფანჯარასთან
დაჯდები, შუქიც კარგად შემოვა. მოკლედ, აი, ბურთი და მოედანი... ახლა კი ბ-ნი თამაზის კაბინეტში წავიდეთ.
მითხრა, ჩვენი სტაჟიორი რომ მოვა, ჩემთან შემოიყვანეო.
თიკა: კარგი, წავიდეთ...

თავი XIII – გართობა. დასვენება

⦁ მოისმენ ნათიასა და მისი თანაკურსელის საუბარს.


ნათია: მოგეწონა ჩემი თანაკლასელები, ლიკა?!. ხომ ნახე, რა მხიარული და კეთილი ადამიანები არიან.
განსაკუთრებით ბიჭები გვამხიარულებენ. სულ რაღაცას მაიმუნობენ... საბა პატარაობიდან ეგეთი იყო.
დაფასთან დგებოდა და სპექტაკლებს გვიმართავდა. მასწავლებლებიც კი გულიანად იცინოდნენ ხოლმე. ახლა
თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობს. სამსახიობოზეა.
ლიკა: მართლა ძალიან კარგები არიან... სიამოვნებით გავერთობოდი მეც თქვენთან ერთად, მაგრამ დედაჩემთან
ერთად რომ ვარ?!. მარტო არსად მიშვებს. არ ვიცი, რისი ეშინია. უკვე 20 წლის უნდა გავხდე და მაინც ბავშვი
ვგონივარ. მე იმას ვაბრალებ, დედისერთა რომ ვარ. უნდა, რომ სულ კუდში დავსდევდე. მოკლედ, არ ვიცი,
მეგობრებთან ერთად დასასვენებლად წასვლის უფლებას როდის მომცემს. ჩემი ბავშვობის მეგობრები ახლა
რაჭაში არიან, საოჯახო სასტუმროში. დილა-საღამოს მირეკავენ. „ფეისბუქზეც“ ყოველდღე ახალ-ახალ
ფოტოებს დებენ. გული მწყდება, რომ არ გამიშვა, მაგრამ ვერაფერი ვუთხარი.
ნათია: დედაშენი რომ ასეთი მკაცრი ქალი არა ჩანს?!. იქნებ გულახდილად დაელაპარაკო, ყველაფერი აუხსნა და
მგონი, გაგიგებს. ვფიქრობ, საერთო ენას გამონახავთ.
ლიკა: რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. თქვენ რომ დაგინახათ სანაპიროზე, ჩუმად
გადმომხედა. განა არ იცის, რომ გული მწყდება?!. მაგრამ თავისას არ იშლის, გაჯიუტებულია.
ნათია: ჩვენ ამ საღამოს ღამის კლუბში მივდივართ. გივიკომ უკვე დაჯავშნა ბილეთები და იცი, რა ვქნათ?!.
შენთვისაც დავაჯავშნინებ ბილეთს. შენც წამოდი, კარგ დროს გავატარებთ. მე მოვალ და დედაშენს ვთხოვ,
სიტუაციას ავუხსნი. ბიჭებიც ჩვენთან ერთად იქნებიან და რისი უნდა შეეშინდეს?!. მგონი, ანგარიშს გაგვიწევს
და უარს აღარ გვეტყვის.
ლიკა: ღამის კლუბში ჯერ არ ვყოფილვარ. ძალიან მაინტერესებს, იქ რა ხდება. ხომ შეიძლება მართლა
გამომიშვას?!. მოდი, ვცადოთ...
ნათია: თუ ყავის გარდა არაფერი გინდა, მაშინ მიმტანს დავუძახებ, თანხას გადავიხდი და დედაშენთან წავიდეთ.
ახლა სად იქნება?!.
ლიკა: სასტუმროს ნომერში დარჩა. მე რომ გამოვედი, წამოწოლილი იყო და წიგნს კითხულობდა. მე მელოდება,
არსად წავიდოდა.
ნათია: მაშინ მალე წავიდეთ, თორემ კლუბის ბილეთები ცოტა ხანში შეიძლება ვეღარც დავჯავშნოთ. მთელი
ახალგაზრდობა ღამის კლუბებში დადის.
ლიკა: დედაჩემი თუ დაითანხმე, ჩავთვლი, რომ ბედმა გამიღიმა. ეს ჩემი მარტო გაშვების პირველი შემთხვევა
იქნება...

⦁ მოისმენ საუბარს ავტობუსში.


ლიკა: ჯერ კიდევ არ მჯერა, როგორ შევძელით დედაჩემის დათანხმება... თავი სიზმარში მგონია.
ნათია: სიმართლე გითხრა, საუბარი როცა დავიწყეთ, არც მე მქონდა დიდი იმედი, მაგრამ მაინც დედაა.ალბათ,
გული მოუკვდა, ან როდემდე არ გაგიშვებდა მეგობრებთან ერთად?!. დედაშენისაც მესმის, ამ ცხოვრებაში ბევრი
ცუდი რამ ხდება, ამიტომაც ეშინია...
გივი: მოეშვით ახლა მაგაზე ლაპარაკს. რაც მთავარია, ლიკა ჩვენთან ერთად არის... ახლა გართობაზე იფიქრეთ.
დავინახავ ერთი, ვინ როგორი ცეკვა იცის... შარშან სკოლის ბანკეტზე ანი სკამიდან ვერ ავაყენე. იჯდა
გაბუტულივით... მგონი, ლანა მასწავლებელი ისევ საკლასო ოთახში ეგონა, არადა ის მშვენივრად ერთობოდა
ჩვენთან ერთად.
ანი: ილაპარაკე, გივიკო, რაც გინდა... ენას ძვალი არა აქვს. შენი დაცინვა რომ მეწყინოს, სულელი უნდა ვიყო. დღეს
გაჩვენებ, როგორ ვცეკვავ. ვაი, შენი ბრალი, თუ ჩემზე კარგად არ იცეკვებ იმ ფერად განათებაში. კლუბში ცოტა
კი ბნელა, მაგრამ ხომ იცი, არაჩვეულებრივი მხედველობა მაქვს. ჩემს თვალს არაფერი გამოეპარება...
გივი: ოოო, როგორ შემაშინე, ჩემო ანი!.. ხომ გაგიგია – იცინის ის, ვინც ბოლოს იცინისო, და ვნახოთ, ბოლოს ვინ
ახარხარდება...
საბა: შენი ადგილი თეატრალურ ინსტიტუტში იყო, გივიკო, და არა – თავდაცვის აკადემიაში. ჩემი რეჟისორი რომ
გიყურებდეს, პროფესიას შეგაცვლევინებდა. ნამდვილი არტისტი ხარ. ახლა ცოტა სერიოზული სახე მიიღე. უკვე
კლუბთან მოვედით. ხომ იცი, დაცვამ უნდა შეგვიშვას. იქ არასერიოზულ ხალხს არ უშვებენ. ვიღაცას თხუთმეტი
წლის ბიჭი ეგონები და კლუბის გარეთ დაგტოვებენ.
ელენე: ჰოდა, გაუსკდება გული... დიდი სიხარულით იმიტომ მოდის, რომ დღეს მაგის საყვარელი დიჯეი უკრავს.
ლიზა: ვინ არის გივიკოს საყვარელი დიჯეი?.. მეც მითხარით.
საბა: დიჯეი რემბო, ბატონო. მართლა მაგრად უკრავს. ვისაც ელექტრონული მუსიკა უყვარს, ყველა მაგაზე გიჟდება.
ისე, მეც მომწონს...
...............................
ლიზა: აუ, რამდენი ხალხია კლუბის წინ... მართლა მთელი ახლაგაზრდობა აქ არის.
გივი: აბა, გოგოებო, პირადობის მოწმობები მოამზადეთ, შეგვამოწმებენ. საბა თავის ასაკს ყოველთვის მალავდა.
მგონი, მე კი არა, ეგ არის 15 წლის. ჰოდა, გარეთ დაგველოდება... ვერც იცეკვებს და ვერც ალკოჰოლს მიიღებს...
საბა: კარგი, ვნახოთ ერთი, ჩვენ შორის ვინ ეგონებათ ბავშვი...

თავი XIV – ღირსშესანიშნაობები. დღესასწაულები

⦁ მოისმენ გივისა და მისი ოჯახის წევრების საუბარს.


დედა: რას აკეთებ, გივიკო, ჯერ კიდევ არ გძინავს?
გივი: არა, დედა... ვმეცადინეობ. ხვალ ორ საგანში სემინარი მაქვს და მასალას ვამზადებ.
დედა: მამიკომ გთხოვა, იქნებ მისაღებ ოთახში გამოვიდეს, რაღაცაზე უნდა დაველაპარაკოო. არ ვიცი, რა საქმე
აქვს. როგორც ჩანს, საიდუმლოა, მე რომ არ მეუბნება.
გივი: ახლავე, დედა! ამ გვერდის წაკითხვას დავამთავრებ და გამოვალ. სულ 2 წუთი დამჭიდება... ისე, ამ
შუაღამისას რა საქმე უნდა ჰქონდეს?!.
დედა: ნამდვილად არ ვიცი... არა მგონია, რამე ცუდი იყოს...
..................................
დედა / მამა: რა ლამაზი დღეა..., რა ნათელი დღეა..., იმიტომ, რომ დღეს გივიკოს / დაბადების დღეა...
დედა: დალოცვილი იყავი, შვილო! გენაცვალოს დედა... შენი იმედი მაქვს. ჭკვიანი ბიჭი ხარ. ვიცი, რომ
ცხოვრებაში ბევრ წარმატებას მიაღწევ. მთავარია, მე და მამაშენს ჯანმრთელობა მოგვცეს ღმერთმა და,
როგორც შევძლებთ, ისე დაგეხმარებით.
მამა: მოდი, უნდა გაკოცო, ჩემო ვაჟკაცო! უკვე 20 წლის კაცი ხარ და, აბა, შენ იცი... ახლა კი სანთლები ჩააქრე!
გივი: ამას კი არ ველოდი... მეც არა ვთქვი, რა ჩუმად არიან-მეთქი... წეღან თქვენი ფეხის ხმაც არ ისმოდა. ვიფიქრე,
უკვე გეძინათ...
მამა: მე და დედაშენს შენთვის სიურპრიზი გვაქვს. სანთლებს რომ ჩააქრობ, მერე გეტყვით...
..........................
გივი: რატომ გეცინება, მამა?!.. ნამდვილად რაღაც მნიშვნელოვანს მიმალავ. დროზე მითხარი, თორემ ვეღარ
ვითმენ. კარგი, რაა... მითხარი, გთხოვ... გული ლამის საგულედან ამომვარდეს...
მამა: აბა, თვალები დახუჭე... ახლა გაახილე... აჰა, ეს ჩვენი საჩუქარია...
გივი: ეს რა არის, მამა?!. ბარსელონა–ატლეტიკო მადრიდის თამაშის ბილეთებია?! არ გამაგიჟო?!. ვინ გითხრა, რომ
ამ თამაშზე წასვლა ვინატრე?!.
მამა: ვინ და... საბამ მითხრა ორი კვირის წინ. მე ვთხოვე, შენთვის არაფერი ეთქვა. სტადიონის ბილეთები ორივეს
გიყიდეთ. ახლა თვითმფრინავის ბილეთებისა და სასტუმროს საქმეა მოსაგვარებელი.
გივი: არც კი ვიცი, რა გითხრათ?!. სიურპრიზები არასდროს გიყვარდა, მამა! ახლა რა ხდება?!. მართლა მეცხრე ცაზე
ვარ, ისე მიხარია...
მამა: უკვე კაცი ხარ, გივიკო... ჭკუის სწავლება აღარ გჭირდება.
გივი: საბას მოვკლავ, როგორ დამიმალა ამდენ ხანს?!.
მამა: ისე, საბას საიდუმლოს შენახვა კარგად სცოდნია. მაინც მეშინოდა, არ წამოსცდეს-მეთქი...
გივი: მოდით, მოიწიეთ... ორივე უნდა ჩაგკოცნოთ... მგონი, ჩემნაირი მშობლები არავის ჰყავს... აუუუ, რა მაგარია!
ღამე რაღა დამაძინებს?!.

⦁ მოისმენ საბასა და ელენეს საუბარს.


ელენე: რა საოცარია შატილი, საბა! ვერც წარმოვიდგენდი, ასეთი სანახაობა თუ დაგვხვდებოდა. მაღალ მთებში
ჩამჯდარი სოფელი ისევე დგას, როგორც ძველად. თითქოს არაფერი შეცვლილა.
საბა: მეც აღფრთოვანებული ვარ... გივიკო კი ამბობდა, ძალიან ლამაზიაო, მაგრამ ასეთი მაინც არ მეგონა... სანამ
წამოვიდოდით, ინტერნეტში ბევრი რამ წავიკითხე. შატილის ფოტოებიც ვნახე, თუმცა საკუთარი თვალით
ნანახი სულ სხვაა.
– ელე, ასეთ მაღალ მთაში არასდროს ყოფილხარ?
ელენე: არა, ნამდვილად პირველად ვარ. ჩემი მშობლები გურიიდან არიან, ამიტომ ხევსურეთში არასდროს
ვყოფილვარ. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი საერთოდ არ მქონდა ნანახი. კავკასიონის მთები აქედან
ძალიან ახლოსაა, პირდაპირ ჩანს. გაოცებული ვარ, ისეთი სილამაზეა!
საბა: ჯერ სადა ხარ... როგორც ჩანს, მთავარი სანახაობა წინ გველოდება. სოფელ შატილში რომ შევალთ, გაოცება
მერე ნახე... ძველად შატილი მხოლოდ სოფელი არ იყო. ის მტრისაგან იცავდა აქაურ მოსახლეობას. როგორც
ამბობენ, შატილი ქართული ხელოვნების უნიკალური ძეგლია. ამიტომ იუნესკომ მსოფლიო კულტურული
მემკვიდრეობის სიაში ის 2007 წელს შეიტანა.
ელენე: რა კარგია, მსოფლიო კულტურის ასეთ მნიშვნელოვან ძეგლებს იუნესკო რომ იცავს. იცი, კიდევ რა მიხარია
ძალიან?!. ქართული ანბანიც იუნესკოს არამატერიალური ძეგლების სიაში რომ მოხვდა.
საბა: სულ პატარა ვიყავი, დედამ რომ მასწავლა, მსოფლიოს თოთხმეტი ანბანიდან ერთ-ერთი ქართულიაო.
ყოველთვის მეხვეწებოდა, ქართული ასოები ლამაზად წერეო. მახსოვს, ძალიან ვწვალობდი, მრგვალი ასოები
რომ გამომეყვანა, მაგრამ, სამაგიეროდ, ახლა კარგი კალიგრაფია მაქვს. ქართულ ასოებს დღესაც ბავშვივით
ვუფრთხილდები.
ელენე: მეც ასე ვარ... ადამიანს შენი ქვეყნის კულტურა თუ არ გიყვარს და გეამაყება, სხვა ქვეყნის კულტურას
ვერასდროს დააფასებ... ერთ რამეში ღრმად ვარ დარწმუნებული. ვიცი, რომ დღევანდელი შთაბეჭდილება
მთელი ცხოვრება გამყვება.
საბა: ჩვენ ლაპარაკით კი გავერთეთ, მაგრამ ახლა ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ... ვიწრო ბილიკები იწყება.
ძნელი სასიარულოა... თან ზურგჩანთები გვიკეთია. გივიკო და გოგოები უკან მოგვყვებიან და ჩვენი იმედი აქვთ,
რომ გზა არ შეგვეშლება.
ელენე: არ შეგვეშლება, საბა... სოფელი შატილი მარჯვნივ მოჩანს. ჩვენც მარჯვნივ უნდა ვიაროთ...
საბა: ისე, მართალი ხარ, მაგრამ მაინც მეტი სიფრთხილე გვმართებს...
საბა: ელე, იცი, რაში ვარ ღრმად დარწმუნებული?! დღევანდელი შთაბეჭდილება მთელი ცხოვრების განმავლობაში
გამყვება.
რუხი

სინონიმები ანტონიმები

დაამთავრა – დაასრულა უფროსი – უმცროსი

რატი ნანას მეგობრის შვილია. ის სკოლაში დადის და 7 წლისაა.


ნანა მას მათემატიკაში ავარჯიშებს.

ძირითადი ფრაზები:

ძირითადი ფრაზები:
-

1.1.1. 1.1. 1. ⦁ ▶ – –

ოჯახის წევრები დავითის ძმისა და რძლის მოსვლას


ელოდებიან.

დავითი მარიამი

დაჭრა → [სალათს] ჭრის სიცილი → იცინის

1.1.1. 1.1. 1. ⦁ ▶

√ გაიხსენე

√ გაიხსენე

საუკუნე – იგივეა, რაც ასწლეული, ანუ 100 წელი ერთად.


5. √ გაიხსენეთ

√ დააკვირდით

მიმართვის ფორმები ხშირად მოკლდება, როცა ოჯახის წევრებს


ან ახლობლებს მიმართავენ.

აგრეთვე: ფორმები – დე [დედა], მა [მამა], დეიდ [დეიდა], მამიდ [მამიდა] –


შეიძლება გამოიყენოს ორივე მოსაუბრე პირმა.

მაგ., დედა: როგორ ხარ, დე?

შვილი: კარგად, დე!

You might also like