You are on page 1of 1

XIX საუკუნე ცნობილია მამათა და შვილთა პაექრობით.

ამ ეპოქაში სხვადასვა ხედვისა და იდეალების


მქონე თაობები ერთმანეთს შეხვდნენ. მამები, რომლებმაც ვერ შეძლეს თავისუფლებისა და სიდიადის
აღდგენა, დიდი მოწიწებით ელოდნენ თერგს გაღმა განათლების მისაღებად გამგზავრებულ შვილებს.
"თერგდალეულები" ჩამოვიდნენ, დაბრუნდნენ სამშობლოში და მიზნად ერის სულის გაღვიძება
დაისახეს. ილია ჭავჭავაძემ გაავრცელა ცნობილი გამოცანები, რომლებშიც გარკვევით იკითხებოდა
მამათა უარყოფითი მხარეები. გრიგოლ ორბელიანმა ახალ თაობას კრიტიკა ვერ აპატია და მიმართა
მათ ლექსით "პასუხი შვილთა".

პასუხი შვილთა
 ჰე განუსჯელო, უმადლო შვილებო და საუბედუროდ ცუდ დროს

გაჩენილნო. მიმალვით რას ლაყბობთ, კნავით. გაბოროტებით რატომ სწყევლით


მამას. უკადრისობთ, და უგუნურებას იჩენთ. მაგრამ ამით მაინც ვერ დააბნელებთ
მათ სახსენებელს. თქვენს სიტყვებს თქვენვე ინანებთ, თქვენსავე გულს უკბენს
უსამართლობა. დრო მამების, მამაცობის წავიდა, ახლა მხოლოდ მათ სახელს აქებენ,
მანამდე კი სახელოვნად ცხოვრობდნენ. ოსმალ-სპარსები, დაღისტნის მთებს ახსოვს
ყველაფერი რაც კი ხდებოდა და მათ დაიფარეს, სსხლით მორწყლი მამული, სასო
ღვთის, მცველი ერისა, ენა, საყდარი, სარწმუნოება.

 დრო შეიცვალა და მახვილის მაგივრად გამეფდა სწავლა, შვილებს

გაგეღოთ სიბრძნის სახლი. პროფესორები თქვენ გასწავლიდნენ და მზად


გადმოგცემდნენ იმას რაც საუკუნეების მანძილზე შეეძინათ. ჩვენც გვიხაროდა და
ვნუგეშობდით რომ შვილი მამას აჯობებს. ამიტომ დიდი იმედით მოგელოდით.
სიხარულის ღელვით აღვსილნი. მოვლენ და გავინათებენ სწავლის ლამპარით
დავრდომილ მხარეს. ჩვენც მივეგებოთ მხიარულებით ღირსთა შვილებთა
კურთხევით.

 მოვიდნენ მაგრამ რა? სულ ჩაგვამწარა. ვაი ჩვენს იმდეს და ვაი

თქვენს მოსვლას. სკოლა გამართეს. ახაკგაზრდები საწყალნი უბიწო გულით,


სწავლისთვის მისულნი ზნეობით წახდნენ. გულში ჩაუნერგეს უსასოება და
უბიწოება. „ლოცვა რად გვინდა? ღმერთი რადგვინდა? რადგან ჩვენი გონება არს
ჩვენი ღმერთი.“ დაიწყევლა თქვენი აქ მოსვლა და თქვენი სიბრძნის ნაყოფი შხამი.
ღმერთი არ არის? შენთვის ნუ არის. რაგაწუხებს რომ არსებობს სხვისთვის.

 სხვებმა კეთილ საქმეს მოკიდეს ხელი. უნდათ რომ სტამბით

მოფინონ სწავლა მთელ მამულს. მათ შორის აღმოჩნდნენ მწერლები, ჟრნალისტები.


ვაი საბრალოს ჩვენს ენას. მათ უსწავლიათ ცრუ რუსთაველი. სულ წაგვიბილწეს ენა
მდიდარი, მაღალი. მისი ძალა და მადლი უწყალოდ წახდა უწმინდურების ხელში.
ერის ცხოვრება, მისი დიდება დაცულია არის ენით. ენა როდესაც წახდება ერიც
დაეცემა და წაეცხება ჩირქი წმინდა ტაძარს.

You might also like