You are on page 1of 2

 შუა საუკუნეებშ ისლამური ცივილიზაცია ქრისტიანულზე უფრო დაწინაურებული იყო.

 ზოგიერთმა ცნობილმა შუა საუკუნეების მუსლიმმა ისტორიკოსმა (მათ შორის


გამორჩეული ადგილი უკავია იაბნ ხალდუნს - მიიჩნევენ,რომ ევროპაში ვოლტერის
დრომდე არ ყოფილა ისტორიკოსი,რომელიც მას გაუტოლდებოდა) ბევრად გაუსწრო
ევროპელ თანამოკალმეებს საზოგადოებრივი და კულტურული განვითარების
პირნციპების გაცნობიერების თვალსაზრისით.
 მუსლიმი ისტორიკოსები გამოირჩეოდნენ მოვლენათა დამოუკიდებელი შეფასებებით,
შედარებითი მიუკერძოებლობით და უკეთ ერკვეოდნენ ქრონოლოგიურ მეთოდებში.
ისინი გაცილებით ზუსტად ათარიღებდნენ თავიანთ მასალას და მოვლენებს, ვიდრე
ევროპელი ისტორიკოსები.
 ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი განასხვავებს მუსლიმურ ისტორიოგრაფიას შუა
საუკუნეებისა და ადრეული ახალი დროის ევროპული ისტორიოგრაფიისგან. არ
გვხვდება ერების ისტორია - არ დაწერილა კონკრეტულად თურქების,სპარსელებისა თუ
არაბების ისტორია. იშვიათია ქვეყნების ისტორიებიც და ამ შემთხვევაშიც, მაგალითად
ეგვიპტის ისტორია, უპირველეს ყოვლისა ნიშნავს კაიროს ისტორიას.
 არსებობდა ცალკეული დინასტიებისა და მმართველების ისტორიები, მაგრამ მთავარი
ადგილი ეკავა „საყოველთაო“ „მსოფლიო ისტორიებს“ . საყოველთაო კი უმეტესწილად
ნიშნავდა სწორედ მუსლიმურ სამყაროს და არა სხვა ქვეყნების ისტორიას.
 ისლამური რელიგია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ისტორიას,მაგრამ
ხაზგასასმელია რომ რელიგიური თვალსაზრისით ,,ჭეშმარიტი’’ ისტორია დაიწყო
ისლამის შექმნით.
 მუსლიმი ისტორიკოსები მანამდელ მოვლენებსაც განიხილავენ ყურანის
ინტერპრეტირების მიზნით
 ისტორიულ წყაროს წარმოადგენს ყურანი, ასევე ჰადისები -გადმოცემები მოციქულ
მუჰამედის ა და მისი თანამებრძოლების შესახებ
 მუსლიმურ რელიგიურ-ისტორიულ ლიტერატურაში დიდი ყურადღება ექცეოდა
ჰადისების უტყუერობის დადგენას.

IX-XII საუკუნეების მუსლიმი ისტორიკოსები.

 მუსლიმი ისტორიკოსებისთვის დიდი ხნის მანძილზე „მოციქულთა და მეფეთა


ისტორია“ მიიჩნეოდა ეტალონად. მისი ავტორი დიდი ისტორიკოსი ალ-ტაბარი
(838-923). მას ასევე „მუსლიმ ლივიუსსაც“ უწოდებდნენ.
 მასზე ცოტა გვიან ცხოვრობდა ენციკლოპედისტი, მოგზაურ, ისტორიკოსი და
გეოგრაფი ალ-მასუდი, რომელიც 956 წელს გარდაიცვალა. მის თხზულებებში
ისტორიული მასალები ორგანიზებულია მეფეების, დინასტიებისა და
მოვლენების მიხედვით, შეიცავს მნიშვნელოვან მასალბეს სოციალური და
კულტურული ისტორიიდან, ასევე პოლიტიკური მოვლენების აღწერას. მასუდის
„არაბჰეროდოტეს“ უწოდებენ.
 ერთ-ერთი ყველაზე გამოენილი მუსლიმი ისტორიკოსი იყო იბნ მისკავაიჰი (932-
1030). ის ფიქრობდა რინ საჭირო იყო მოვლენების ზუსტად გადმოცემა.აკეთებდ
პირად დაკვირვებებს და ჰქონდა სანდო წყაროები. მას გამოარჩევს
მიუკერძოებლობა და არ ერიდება ყველაზე ძლევამოსილი მუსლიმი
მმართველების გაკრიტიკებაც კი.

You might also like