You are on page 1of 2

ნინო აბაშიძე

დავალება #6

1-ტოკშოუ ჟანრია თუ ფორმა?


-ჟანრი
2. რა არის განაცხადი? რისთვის იწერება? რა ინფორმაციის შემცველია?
-სასცენარო განაცხადი არის დოკუმენტი, რომელიც გადმოსცემს სცენარის
ძირითად იდეას. მისი დაწერის მიზანია, დააინტერესოს პროდიუსერი და
კომპანიამ გააფორმოს კონტრაქტი სრულფასოვან სცენარზე მუშაობის
დაწყებისთვის. ის მოიცავს ინფორმაციას პროექტის სახელწოდების, ჟანრის,
ფორმის, მიზნის და ა.შ შესახებ.
3-რა მოცულობისა უნდა იყოს სასცენარო განაცხადი?
ის უმეტეს შემთხვევაში ერთ გვერდზეა დაბეჭდილი, თუმცა ასევე შესაძლოა 3
გვერდსაც მოიცავდეს.
4. აუცილებელია, განაცხადი შეიცავდეს სინოფსისსა და სცანარს? შესაძლებელია
მისი გაყიდვა?
სინოფსისსა და სცენარს შეუძლია განაცხადის შეცვლა, რადგან ეს დოკუმენტები
საშუალებას აძლევს პროდიუსერს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება. შესაძლებელია
გაყიდვა.
5-თუკი ჩვენ გვაქვს მზა სცენარი, მაინც საჭიროა განაცხადის მომზადება?
დიახ, ჯერ განაცხადი განიხილება, შემდეგ - პროექტი.
6-არსებობს სასცენარო განაცხადის მკაფიო ფორმა? განსხვავდება თუ არა
განაცხადები ჟანრების მიხედვით? განსხვავდება სრულმეტრაჟიანი მხატვრული
და დოკუმენტური ფილმის, სერიალის განაცხადები?
საქართველოში სასცენარო განაცხადის შევსების სტანდარტები, დადგენილი
ჩარჩოები არ არსებობს. ძირითადი მოთხოვნები ერთნაირია.
7/რით განსხვავდება ლიტერატურული სცენარი სარეჟისოროსგან?
ლიტერატურულ სცენარზე მუშაობს ავტორი, ხოლო რაც შეეხება სარეჟისოროს, ამ
შემთხვევაში მუშაობს როგორც ავტორი, ისე რეჟისორიც.
8. რამდენი სახის ობიექტს იცნობთ?
სამი: ინტერიერი, ექსტერიერი და სარეჟისორო.

9. რა არის ქრონომეტრაჟი?
ეს არის ხანგრძლივობა, რომელიც ყოველი ცალკეული კადრის დროში
განგრძობითობას ასახავს.
10-ახსენით რეპლიკისა და რემარკის არსი
რეპლიკა გმირის ალაპარაკებას ნიშნავს, ის არის დიალოგის ელემენტი. რეპლიკას
ასევე იმ ბოლო ფრაზასაც უწოდებენ, რომელსაც მოჰყვება სხვისი პასუხი. რემარკა
კი ავტორის შენიშვნაა პერსონაჟების გარეგნობასა და ქცევების შესახებ.
11. რას იტყოდით ინტერნეტ-ტელევიზიაზე?
მოსახერხებულობა და მარტოვობა ინტერნეტ-ტელევიზიას პოპულარულად
აქცევს. ბოლო პერიოდში მისით დაინტერესებული სულ უფორ მეტი ადამიანი
ხდება მისი ხელმისაწვდომობის ხარჯზე. მას შეუძლია გააუჯობესოს
მულტიმედიური ტექნიკა. მიუხედავად დადებითი მხარეებისა მას უარყოფითიც
აქვს. რეკლამების მნიშვნელობა ბევრად მცირდება ინტერნეტ-ტელევიზიის
პირობებში.

You might also like