You are on page 1of 9

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საგანი: ქართული პალეოგრაფია

ანა ბალავაძე

ლექტორი: დარეჯან თვალთვაძე

სემინარის ხელმძღვანელი: ეკა კვირკველია


ასომთავრული ხელნაწერი

Sin38. IMAGE 7

4r

I სვეტი
ეტყოდა მასცა რ(ომელმა)ნ
იგი ჰხადა მას ო
დეს ჰყოფდე სა
დილსა გინა სერ
სა ნუ ჰხადი მე
გობართა შენთა
ნუცა ძმათა შენ
თა ნუცა ნათე
სავთა შენთა, ნუ
ცა მოძმეთა შენ
თა მდიდართა .
ნუუკუე მათცა
კუალად გხადონ
შენ და გიქმნეს შ(ე)ნ
მოსაგებელ.
ა(რამე)დ ოდეს ჰყოფდე
შენ სადილსა, ჰხ
ადე გლახაკთა
უმეცართა, მკ
ელობელთა და
ბრთმათა. და ნე
ტარ იყო, რ(ამეთუ) არაი

II სვეტი
აქუს რაიმცა
მოგაგეს შენ. და
და მოგეგო შ(ე)ნ აღ
დგომასა მას მარ
თალთასა.
ესმა ვისმე ესე მის
თანამეინახესა
და ჰ(რ)ქ(უა) მას: ნეტარ
არს რ(ომელმა)ნ ჭამოს
პური სასუფე
ველსა თ(უი)სასა.
ხ(ოლო) თავადმან ჰ(რ)ქ(უ)ა
მას: კაცმან ვინ
მე პურიყო დიდი
და უწოდა მრა
ვალთა. და წარა
ვლინა მონაი თვისი
ჟამსა მას პური
სასა რ(აით)ა ჰრქ(უ)ას
ჩინებულთა მათ
მოსლვაი რ(აით)ასა
ესერა პური ჩემი
მზა არს ყ(ოვე)ლი.

5v
I სვეტი
და იწყო თითოეულ
მან ყ(ოველმა)ნ ჯმნად.
პირველმან მან ჰ(რქუ)ა
მას: აგარაკი ვი
ყიდე და უნებელი
ზ(ედ)ამაც მისლვად
და ხილვად იგი. გლ
ოცავ შენ გამიტე
ვე ჯმნუვმცა
ვარ შენგან.
და სხუამან თქ(უ)ა
უღლეული ხარ
თაი ვიყიდე ხუ
თი და მივალ გა
მოცდად მათა
გლოცავ შენ ჯმ
ნულმცახარ შ(ე)ნგ(ა)ნ
და მერმე სხუა
მან თქ(უ)ა ცოლი
შევირთე დამის
გამო ვერ ხელმე
წიფების მოსლვაი
და მოვიდა მონაი

II სვეტი
იგი და უთხრა
უ(ფალმ)ა თსსა ესე
მაშინ განრისხ
ნა სახლისა უ(ფალი) იგი
და ჰ(რ)ქ(უ)ა მონასაა
მას თუისსა გან
ვედ ადრე უბან
თა და ყურეთა
ქალაქისათა და
უცხოთა და ბრ
მათა და მკვსო
ბელთა შემოჰ
ხადე აქა
და თქ(უ)ა მონამან მ(ა)ნ
უ(ფალ)ო იქმნა ბრძა
ნებაი შენი და
ადგილი არსღა
და ჰ(რ)ქ(უ)ა უ(ფალმა)ნ მან
მონასა მას: გან
ვედ გზათა ზ(ედ)ა
და ფოლოცთა
და აიძულე ხე

პალეოგრაფიული აღწერილობა

1. სათაური - ქართული ხელნაწერები 38.სახარება (ლუკა და იოანე);სინური


ოთხთავი.
2. დაწერის თარიღი- ა.წ. 979 ( Xს-ის II ნახევარი)
3. მასალა - შერეული
4. ენა - ქართული, ასომთავრული
5. დაწერის ადგილი - სინას მთა, წმინდა ეკატერინეს მონასტერი
6. ხელნაწერის ნომერი/ფიზიკური ადგილმდებარეობა - მიკროფირი
5011/კონგრე-სის ბიბლიოთეკა
7. საზედაო ნიშნები და მუხლის ნომრები- ასომთავრული
8. ფურცელთა რაოდენობა- 144
9. ზომა-25,9სმ X 20,7სმ
10. საწერი საშუალების ფერი - შავი
სინური მრავალთავის თითოეული გვერდი შედგება ორი სვეტისგან.
ახალი სტროფი იწყება ასომთავრული ასობგერით. ტექსტი არის მკაფიო,
მარტივად გასარჩევი. ტექსტის დიდი ნაწილი გაბმით არის ნაწერი. ზემოთ
მოყვანილ ტექსტში ვხვდებით მხოლოდ ერთ სასვენ ნიშანს, ორწერტილს
(:), რაც აღნიშნავს მცირე პაუზას.

ლექსიკონი

ჰხადა-უთხრა

თანამეინახე- თანამესუფრე

ჯმნულცა - განშორებული

ფოლოცთა- ქუჩის აღმნიშვნელი საქალაქო სახელი


ნუსხური ხელნაწერი
იოანე მინჩხი,მარხვანი

31v

ბრალთა ჩ(უე)ნთა ვნებისაჲ.


სათნო არს ჩ(უე)ნდა და ჯუარ არს სიხარულით შემთხუევად.
დღეთა ამათ მარხვისა თჳსა.
დაყენებად მუცელი ხორცთა შუებისა.
რ(აჲთ)ა ღირს ვიქმნეთ დიდებისა ნაყოფსა.
ჭამად საუკუნესა.
სამწყსოი რ(ომელ)ი.

იგ(ალობ)ა
შ(ე)ნ და აღვიმსობით.
წინასწართქუმულნი.
ღ(მრთი)სმეტყუელთანი გ(ა)ნსრულდეს.
უვნებელი ღ(მერთ)ი ვნებად რაჲ მოვიდა.
და ცხოვრებაჲ.
მოგუცა სიკუიდილითა.
და აღდგომათა თჳსითა.>
გზასა იწროსა მასა ჭირვეულსა ვიდოდით.
მიმყვანებელსა ცხორებად მ(ო)რწმ(უ)ნ(ე)ნო.
წადილად.
ხ(ოლო) ფართოებაჲ.
და სივრცე ბოროტთაი გ(ა)ნვაგდოთ.>
განიმსტრო
ცნობაი ადამ ჰ(მართ)ლისაჲ.
და მაცთურ ექმნა მრავალ ბოროტმა სამოთხით.
უქსორია იქმნა.
დაეუფლა მას სიკუდილი. >
კარავს წ(მინდის)ა.

ღ(აღა)ტ(ყავს)ა.
სიღრმეთა ც(ო)დ.
მაცთურ მან.
მოკლა ადამ პ(ირვე)ლი.
ხ(ოლო) ლახურითა.
ივნებული ადამ მეორე.
შთაჴდა რაჲ ჯ(ო)ჯოხეთად
პოვა მდებარე გ(ა)ნხრწნილი.
და აღადგინა.
და ფლვითა და.
აღდგომითა.>
მუშაკამ.
ღ(მრ)თისამ ცნებათა მადლით.
გამოვჩნდეთ მ(ო)რწმ(უ)ნ(ე)ნო.
რ(ომ)ლითა გნებავს გამოხნაი.
მოვიპოვოთ წყალობაი.
და არაი უდები ვიქმნეთ ჩ(უე)ნ.
კეთილის ყოფად.
ჭირვეულთა.
მოსწრაფებით.>
მაღალ არს.
და კეთილ ქველის საქმე.
ძ(ემა)ნ მო(რ)წმ(უ)ნ(ე)ნო.
ხ(ოლო) უგულებელსყოფაი.
დავრდომილთა გლახაკთაი.
მომატყუებელთ არს ტანჯვაი.
საუკუნითა.
უდებებით.
ცხ(ო)რ(ე)ბ(უ)ლთა.>
უსძლოო.>

კ(ურთ)ხ(ეულ)ა.
ვ(ითარც)ა სამთა ყრმათა
ჯ(უარს)ა ზ(ედ)ა აღვსილსა.
შ(ენით)ა ქ(რისტ)ე ღ(მერთ)ო.
მოსპე მტერი ამაღლებული.
და დაბადებულან.
ჰჴსნენ საცთურისაგ(ა)ნ.
რ(ომელ)ნი ღაღადებენ.
კ(ურთ)ხ(ეულ) შ(ე)ნ უ(ფალო).>
ხატი შ(ენი) იხილეს.
ჯ(ო)ჯ(ო)ხ(ე)თსა მყოფთა.
რ(ა)ჟ(ამ)ს შეხუედ ღ(მერთ)ი ყ(ოვე)ლთაჲ.
აღივსნეს ნათლითა.
დაუღამებელითა.
და სიხარულით ხმა ყვეს.
შეწევნაჲ ჭირვეულთა.
და მშიერთაგ(ა)ნ ძღებაი.
და უძლურთა მათ შეწყნარებაი.
(...) არს მ(ო)რწმ(უ)ნ(ე)ნო.
ნუგეშინისცემითა.
რ(ამეთუ) ესე წესი.
ბრძანებულ არს შენდა ღ(ვ)თისა რ(აითა) მამათა ჩ(უე)ნთაისა.
გალობით ვ(ა)კ(უ)რთხ(ე)ვდ(ე)თ და ავამაღლებდეთ ჩ(უე)ნ.
და შევწიროთ ვედრებაი ღ(ვ)თისა.
დამბადებელისა.
რ(აით)ა გ(ა)ნსაცდელისაგ(ა)ნ.
და ვნებად ბოროტთა.
და მწუხარებათა მიხსნნეს.
ღ(მერთმა)ნ მამათა შ(ე)ნთა მათ.
ს(უ)ლსა მას ჰხ(ა)რსაჲ.

ს(კურთხევდით)ა.
რ(ომელმა)ნ ანგელოზებრივ
შემუსრეს თავნი ძლიერთანი მარჯუენითა მით.
მაღლითა მაცხოვარო.
და ნებსით ნებითა შ(ე)ნთა.
მპყრობელი ბოროლისაჲ.
და ჰხსენ სიმდაბლითა მით.
მზესი მაღლისა რაი ბრწყინვალე ცათა მ(ე)ფე.
შთავიდა ჯ(ო)ჯოხეთად.
ბნელი მეოტ იქმნა და კრუიანი.
აღდგომითა თჳსითა.
ნათლად აღმიყუანნა. >
სულიერებანი მარხვაი მოვიგოთ ქ(რისტე)სა სამწყსონო.
და გ(ა)ნვიყოროთ სენი.
ბოროტად მანკიერებისაი.
და სიძულვილი ძმათა.
გ(ა)ნვაგდოთ მოსწრაფებითა. >
გ(ა)ნკუეთაი ყ(ოვე)ლთა ბოროტთაი.
ძირო კეთილთა.
სრულებაი სიმართლისაი.
აღმოფჴურის მორესა ტკივილთასა.
და მაცთურმა აოტებს.
და განაახლებს ს(უ)ლთა ძესა მამისა. >

ა(რამე)და
სიტყუაი ........
წყლულებათაგ(ა)ნ გ(ა)ნუკურნე.
ქმნული ტატად შ(ე)ნდა.
ჯ(უა)რცომითა შ(ე)ნ უკუდავო.
და სიკუდილი დაითმინე.
მომცემელი ცხოვრებისაჲ.
რაჲთა კაცთა მოჰმადლა.

პალეოგრაფიული აღწერილობა

1. სახელწოდება - მარხვანი
2. ავტორი - იოანე მინჩხი
3. გადამწერი - იოანე ოქროპირი
4. დაწერის ადგილი - სინას მთა
5. ენა -ქართული
6. დამწერლობის ტიპი - ნუსხური
7. გვერდების რაოდენობა - 592
8. წიგნის ზომა 30 სმ
9. მასალა - პერგამენტი
10. საზედაო ნიშნები და მუხლის ნომრები - ნუსხური
11. ზომა - 27,5სმ x 13სმ
12. დაცულია პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში.
13. საგალობლების რაოდენობა 17.
14. გადაწერის თარიღი - 1001-1301წწ.

„მარხვანის“ 31v გვერდი მოიცავს 6 სტროფს. ხელნაწერი ეს მონაკვეთი


დაწერილია გახუნებული ყავისფერი მელნით. ყოველი ახალი სტროფი
იწყება ასომთავრული ასობგერით და არის წითელი ფერის. ტექსტის
წაშლილი ნაწილი გამუქებულია შავი მელნით.
ზემოთ აღნიშნულ გვერდზე ვხვდებით წერტილს (.), ბუნის ნიშანს (>),
დეფისს (-), პარაგრაფოს (>-) და ორწერტილსა და მძიმეს (: -)

ლექსიკონი

უქსორია - განდევნა

მეოტ - გაქცეული, ლტოლვილი

შთახდა- შევიდა

You might also like