You are on page 1of 18

������- 11

�������������������
განსახილველი საკითხები:

qსამართლის ნორმის შექმნა, კანონმდებლობის თეორია და საკანონმდებლო


ტექნიკა,
qსაკანონმდებლო მეთოდიკა და პოლიტიკა;
qნორმის შექმნის სამართლებრივი, სოციოლოგიური და ეკონომიკური
ასპექტები;
qგამართული სამართლებრივი აქტის მახასიათებლები და წინაპირობები.
კანონმდებლობის თეორია
კანონმდებლობის თეორია ერთ-ერთი „ახალგაზრდა“ მიმართულებაა.
კანონშემოქმედების პრობლემები XX-ე საუკუნის 70-იან წლების
დასაწყისამდე არ გამხდარა სერიოზული კვლევის საგანი. ამ დრომდე
იურიდიული მეცნიერება ორიენტირებული იყო „მზა“ კანონების ფორმალურ
იურიდიულ ანალიზზე, რომელსაც ნაკლებად აინტერესებდა საკანონმდებლო
ტექნიკა და სამართალშემოქმედების პროცესში წარმოშობილი ურთიერთობები.

კანონმდებლობის თეორია შეისწავლის ისეთ საკითხებს, როგორიცაა:


ნორმა და სოციალური სინამდვილე, ფაქტობრივი მდგომარეობა და იურიდიული
შედეგი, ნორმის ფაქტობრივი ეფექტიანობა, იურდიული დოგმატიკა,
სამართლის პოლიტიკა, სამართლებრივი აქტი და სხვა...
კანონმდებლობის თეორიის 5 ძირითადი
მიმართულება
1. მოძღვრება კანონმდებლობის შესახებ - გულისხმობს არსებული
კანონმდებლობის მეცნიერულ ანალიზს;

2. კანონმდებლობის ანალიზი - იძლევა საშუალებას ვიკვლიოთ როგორც


ძირითადი ცნებები და წარმოდგენები ნორმაზე, ისე კანონსა და
კანონმდებლობაზე. კანონმდებლობის ანალიზი გულისხმობს გავარკვიოთ
რას ფიქრობს კანონმდებლობაზე ელექტორატი;

3. საკანონმდებლო ტაქტიკა - შეისწავლის საკანონმდებლო ორგანოს,


საკანონმდებლო პროცესსა და მისი მართვის საკითხებს;

4. კანონმდებლობის მეთოდიკა - იკვლევს და განსაზღვრავს რა არის „კარგი“,


„სწორი“, „სრულყოფილი“, „ეფექტიანი“, კანონის შემუშავების
შესაძლებლობებს;

5. საკანონმდებლო ტექნიკა - აანალიზებს კანონის სტრუქტურას, ენას და ა.


შ.
კანონმდებლობის მეთოდიკა
კანონმდებლობის მეთოდიკა გულისხმობს როგორ უნდა შეიქმნას სწორი,
მართებული, კარგი საკანონმდებლო ბაზა

qკანონმდებლობის მეთოდიკა არ არკვევს, თუ რომელი კანონია „სწორი“ ან


„მართებული“. კანონმდებლობის მეთოდიკა გულგრილია კანონის
შინაარსის მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არამეცნიერული
მოძღვრება იქნებოდა. კანონმდებლობის მეთოდიკა არ ეწევა
ღირებულებით ანალიზს, ის არ არის აქსიოლოგია კანონმდებლობის
მეთოდიკა არკვევს, თუ რამდენად გამოდგება არჩეული საშუალება
განსაზღვრული მიზნის მისაღწევად. კანონმდებლობის მეთოდიკა
ასრულებს სოციალური პროგნოზირების ფუნქციასაც. კანონმდებლობის
მეთოდიკა შეისწავლის კანონის მოსალოდნელ შედეგებს, კანონის
ეფექტიანობას, რისთვისაც ფართოდ გამოიყენებს ლოგიკის, შემეცნების,
სამართლისა და სოციალური ფილოსოფიის, მონაცემთა დამუშავების,
დაგეგმვისა და გადაწყვეტილებათა მიღების მეცნიერულ თეორიებს.
დისკუსია

qკანონშემოქმედება წარმოადგენს თუ არა რაციონალურ პროცესს?


კანონშემოქმედება
კანონშემოქმედება არ წარმოადგენს წმინდა რაციონალურ პროცესს,
რამდენადაც

qკანონი არ არის მხოლოდ მეცნიერული აზროვნების ნაყოფი. კანონი არის


პოლიტიკური შედეგი, ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალთა იდეოლოგიის
გავლენით შექმნილი სამართლებრივი აქტი;
qკანონშემოქმედება არის გადაწყვეტილებათა მიღების და არა
შემეცნების პროცესი;
qდეპუტატები მხოლოდ ხალხის წარმომადგენლები არიან, არაა
სავალდებულო, რომ ისინი კარგად ერკვეოდნენ საკანონმდებლო ტექნიკის
საკითხებში;
qპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძირითადად შეიძლება
შეფასდეს პოლიტიკური თავლსაზრისით;
qდემოკრატიული უმრავლესობის მიერ მიღებული აქტი არის არა
ფაქტობრივად სწორი, არამედ კომპრომისული გადაწყვეტილება.
დისკუსია

qრას არის სამართლის ნორმა?


კანონმდებლობის მეთოდიკა და
საკანონმდებლო პროცესის ლოგიკური
ფაზები
1. პრობლემის დასმა - უნდა დავსვათ პრობლემა რისი მოწესრიგება გვინდა;
2. პრობლემის გასაზღვრა
3. მიზნის განსაზღვრა - რას გვინდა რომ მივაღწიოთ, რა მიზნები უნდა
დავისახოთ ამ პრობლემის გადასაჭრელად;
4. ფაქტების ანალიზი - ფაქტები და ფაქტობრივი გარემოებები უნდა
მიმოვიხილოთ;
5. ალტერნატიულ გადაწყვეტილებათა შემუშავება - რა საშუალებებს
გამოვიყენებთ, რომ უმუშევრობის პრობლემა აღმოფხვრათ (ძირითადი და
ალტერნატიული საშუალებები) იმის გარკვევა, თუ არჩეული საშუალება
რამდენად შეესაბამება დასახულ მიზანს;
6. საშუალების არჩევა;
7. მიღებული გადაწყვეტილების საბოლოო შეფასება.
რას უნდა ეფუძნებოდეს და რას უნდა
ითვალისწინებდეს კანონშემოქმედება?
კანონშემოქმედება უნდა ეფუძნებოდეს სისტემური წესრიგისა და
კონსტიტუციური აზროვნების წესს. კანონმდებლობის შინაგანი წინააღმდეგობები
მაქსიმალურად იქნება დაძლეული, როდესაც

q საკანონმდებლო სტრატეგიის განსაზღვრისას გათვალისწინებულია


მართლწესრიგი, მისი მთლიანობა და სისტემურობა;
q კანონშემოქმედების პროცესში მონაწილეობს ყველა დაინტერესებული მხარე,
ხოლო კანონპროექტი ჯერ კიდევ მოსამზადებელი სამუშაოების სტადიაზე
ხელმისაწვდომია კრიტიკისთვის;
q სამართალშემოქმედებაში ჩართული არიან მეცნიერ-ექსპერტები;
q დაცულია წინადადებების, იურიდიული ცნებებისა და სამართლებრივი
ინსტიტუტების ლოგიკური თანმიმდევრულობა;
რას უნდა ეფუძნებოდეს და რას უნდა
ითვალისწინებდეს კანონშემოქმედება?

q განსაზღვრული სოციალური სფერო, შესაძლებლობის ფარგლებში


მაქსიმალურად არის კოდიფიცირებული;
q ადრესატებისათვის სამართლის ნორმა ხელმისაწვდომი და გასაგებია;
q ქცევის წესი მოცემულია ნათლად და ზუსტად;
q მაქსიმალურად გარკვეულია ნორმის ადრესატთა წრე;
q სამართლებრივი აქტი გამოქვეყნებულია ყველასათვის ხელმისაწვდომ
და კანონით განსაზღვრულ ოფიციალურ ორგანოში.
საკანონმდებლო ტექნიკა
vსაკანონმდებლო ტექნიკა სწავლობს კანონის შინაარსის ოპტიმალური
ფორმულირების საკითხებს. საკითხს იმის შესახებ თუ ვინ არის კანონის
ნამდვილი ადრესატი - მოქალაქე თუ მოხელე, მოსამართლე, იურისტი...
ეს დღემდე წარმოადგენს აქტიური დავის საგანს. ამ თავლსაზრისით
ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ:
qზოგადი წესები (სამოქალაქო კოდექსი, შრომის კანონთა კოდექსი), რომელიც
ყველასთვის დასაძლევი და გასაგები უნდა იყოს;
qსპეციალური წესები (სამეწარმეო, სამხედრო, სამოხელეო სამართლის,
რომლებიც მოითხოვენ გარკვეულ ცოდნას, როგორც გაგების აუცილებელ
პირობას;
საკანონმდებლო ტექნიკის ელემენტები

კანონის გარეგანი ფორმა და სტრუქტურა (სათაური, შესავალი, პრეამბულა,


ძირითადი ნაწილი, დასკვნა)

კანონის სისტემურობა - კანონს უნდა ახასიათებდეს ლოგიკური და


ტელეოლოგიური თანმიმდევრულობა, ტექსტი მაქსიმალურად თავისუფალი უნდა
იყოს;

კანონის ენობრივი ფორმის სრულყოფა


კანონის გაგების ასპექტები
„კანონმდებელი უნდა აზროვნებდეს როგორც ფილოსოფოსი და
ლაპარაკობდეს როგორც გლეხი“- რუდოლფ ფონ იერინგი.

qპერმენევტიკული ასპექტი - გვიხსნის თუ რატომ და როგორ განაგრძობს


კანონი შეცვლილ პირობებში მოქმედებას;
q კოგნიტურ ასპექტს - აინტერესებს კანონის ტექტის წაკითხვის პროცესში
წარმოშობილი სირთულეები და ე.წ. კოგნიტური დანახარჯები, ანუ როგორი
დასამუშავებელია კანონის ტექსტი, ადვილი თუ რთული;
qპრაგმატული ასპექტი -გულისხმობს რამდენად არის გასაგები ეს მოდელი
ნორმის ადრესატებისათვის;
q ტექსტის აკუსტიკური და ოპტიკური აღქმა ეფუძნება კანონის
გამოქვეყნების მოთხოვნას, რომელიც იურიდიულად განმტკიცებული იყო ჯერ
კიდევ ძველეგვიპტურ წყაროებში, ასევე 12 ტაბულის კანონში.
ტექსტის გაგების ძირითადი
კრიტერიუმები
qსიმარტივე და უბრალოება - აზრი წარმოდგენილია უბრალოდ, მოკლე,
მარტივი წინადადებებით, თვალსაჩინოა, ახსნილია სპეციალური
ტერმინებით;

qდაყოფა-წესრიგი (სტრუქტურა) - ტექსტი დაყოფილია ყველაფერი მიდის


ლოგიკური თანმიმდევრობით, ძირითადი იდეა და წითელი ხაზები
შესამჩნევია;

qწინადადებათა მოცულობა და სიზუსტე - წინადადებები მოკლეა და


შემოიფარგლება არსებითის გადმოცემით. ყველა სიტყვა საჭიროა და არაა
დებულებები ზედმეტი;

qდამატებითი სტიმულატორები - (ეს მთოდები ცნობილია ლანგერის,


შულც ფონ ტუნისა და ტიუშის მეთოდების სახელითაა ცნობილი) ტექსტი
მიმზიდველია, იკითხება საინტერესოდ.
ტექსტის გაგების ძირითადი
კრიტერიუმები

ტექსტის გაგების ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმია- ნორმის


თვალსაჩინოება. მისი ელემენტებია:

q ეკონომიურობა - უნდა გაირკვეს, თუ რამდენად აუცილებელია ამა


თუ იმ საზოგადოებრივი ურთიერთობის სამართლებრივი
რეგულირება;
q სისტემური წესრიგი;
q გამოქვეყნების, კანონის ტექსტის საჯაროობის და
ხელმისაწვდომობის პრინციპი.
დავალება

გამოკითხვა ზეპირი

ლიტერატურა:

q გიორგი ხუბუა, სამართლის თეორია, მე-2 გამოცემა, თბილისი, 2015, გვ. 142-
146, 151-152.

You might also like