You are on page 1of 11

§მიწოდება - შესაბამისობა ფასსა და იმ რაოდენოაბს შორის, რომლის მიწოდებასაც

მიმწოდებლები გადაწყვეტენ - ანუ ამა და ამ ფასად ჯამში რამდენის მიწოდებას აპირებენ


მიმწოდებლები ჯამში. ანუ მიმწოდებლებს ვეკითხებით ფასი რომ ეს იყოს რამდენს
მიაწვდიო, სხვადასხვა მიმწოდებელი სხვადასხვა რიცხვს დამისახელებს , ამათ შევკრებ
და მივიღებ რაღაც რაოდენობას. მიწოდების მრუდი ზრდადია. ანუ რაც უფრო დიდია
ფასი, მით მეტს მიაწვდიან. პარადოქსულად ჟღერს ერთი შეხედვით, 12 ლარი როცა იყო
პროდუქტის ფასი და 12 ლარის დროს 1000 ცალ პროდუქტს აწარმოებდნენ, ახლა 10
ლარზე თუ ჩამოვა რაღაც მიზეზით საბაზრო ფასი და წარმოებას 800-მდე შეამცირებენ ,
ამით ხომ თითქოს უარესს შვრებიან - თან გაუიაფდათ და წარმოებასაც ამცირებენ და
მაგით შემოსავალს კიდევ უფრო იმცირებენ. ფასი რო ნაკლებია, თითქოს ხო მეტი უნდა
აწარმოონ რომ აინაზღაურონ დანაკარგი?

მოვიყვანოთ ორი მაგალითი:

წარმოვიდგინოთ სტანდარტული იმერული ხაჭაპური 15 სმ-იანი რადიუსით, კარგი


ხარისხის ფქვილით, კარგი ხარისხის ყველით, მთლიანობაში მაგარი ხაჭაპურია . იმაზე , თუ
როგორი უნდა იყოს ხაჭაპური ყველას ერთი წარმოდგენა გვაქვს. დავუშვათ ზაზამ
გადავწყვიტა ბიზნესის წარმოება, შევუთანხმდა სტუდენტებს , რომ გამოაცხონ ხაჭაპური ,
მიყიდონ ზაზას და მერე ზაზამ გაყიდოს კაფეტერიაში. ეს იდეა რომ განახორციელოს ზაზამ
პირველ რიგში მწარმოებლები უნდა იპოვოს. ალბათ ჯობია, რომ ხალხში გაარკვიოს ვინ
რამდენად გამოუცხობს. ვთქვათ შემდეგი შემოთავაზებებია, რომ სხვადასხვა ადამიანები
გამოუცხობენ შემდეგ ფასებად:

10 ანა
4 ერეკლე
1.2 ლუკა
1 ანა
8 დავითი
5 ანა
2.40 ელენე
და ა.შ.

ჩამოთვლილთაგან მნიშვნელოვანია გაწითლებული პასუხები, იმიტომ რომ მათ შორის


ყველაზე იდიდ განსხვავებაა. პირველმა ანამ ყველაზე დიდი თანხა მოითხოვა , მეორე
ანამ გაცილებით დაბალი ფასი. პირველმა ანამ ეს მაღალი ფასი ორი მიზეზის გამო
დაასახელა - კარგი და ცუდი მიზეზების გამო. კარგი მიზეზი ის შეიძლება იყოს , რომ ანას
ახლო მეგობარი იყოს ბილ გეითსი და იმ დროში და იმ ხარჯებში, რასაც ანდომებს
პირველი ანა ხაჭაპურის გამოცხობას და ბილ გეითსი ამ დროს ეუბნება, რომ მაგ დროში
9.99 ლარს მოგცემო. ანუ ზაზამ 9.99-ზე მეტი უნდა შესტავაზოს ყველა ვ არიანტში, რომ ზაზას
დასთანხმდეს და არა ბილ გეითსს. ამიტომ უწესებს 10 ლარს ხაჭაპურზე, სხვა შემთხვევაში
უფრო ნაკლებს თუ ეტყვის ზაზა ანა ხაჭაპურის ცხობის მაგივრად ბილ გეითსს დაუწერს
პროგრამებს 9.99 ლარად. ანუ ანა როდესაც ერთ არჩევანს აკეთებს, მეორეს თმობს,
შესაბამისად 10 ლარად თუ გამოაცხობს ხაჭაპურს უარს იტყვის 9.99-ად პროგრამების
დაწერაზე, ანუ ანას ექნება 9.99-ის ტოლი ალტერნატიული დანახარჯი ხაჭაპურის
გამოცხობის. თუმცა მიზეზი შეიძლება იყოს ცუდი - ანას უბრალოდ არ ეხერხება ცხობა და
ამ მოუხერხებლობის გამო თითები იტკინოს, დაიწვას ა.შ. და იძულებული გახდეს რომ
აფთიაქებში ირბინოს მალამოებზე. მოკლედ დიდ დანახარჯებტანაა დაკავშირებული .
შესაბამისად, ხაჭაპურს მხოლოდ მაშნ გამოაცხობს, როდესაც საკმაოდ დიდ თანხას
შევტავაზებთ. თუმცა ამ ცუდი მიზეზის უკანაც დიდი ალტერნატიული დანახარჯები დგას -
ხაჭაპურის გამოცხობა ძვირია, ხელები უდნა იტკინოს, წამლები იყიდოს, სახლი უნდა
დაისვაროს და წმინდოს და ა.შ. ანუ აქაც დიდი ალტერნატიული დანახარჯებია .
შესაბამისად, ფასი სანამ იმდენად მაღლა არ ავა, სანამ არ გადაფარავს ამ
ალტერანტიულ დანახარჯებს, მანამდე ის უარს იტყვის ხაჭაპურის გამოცხობაზე.

რაც შეეხება მეორე ანას, მან დაბალი ფასიც ე.წ. კარგი ან ცუდი მიზეზების გამო
დაასახელა. მან 1 ლარი იმიტომ დაასახელა, რომ სარგებლობას იღებს ხაჭაპურის ცხობის
პროცესით. ანუ ძაან ცოტა უჯდება ხაჭაპურის ცხობა, ამიტომ უღირს ეგეთი ცოტა. ძალიან
დაბალი ალტერნატიული დანახარჯი აქვს. დაბალი ფასიც კი ფარავს მის
ალტერნატიულ დანახარჯს. ცუდი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ანას სხვა აარაფერი
ალტერნატიული საქმიანობა არ შეუძლია, მხოლოდ ვთქვთ დაასუფტაოს ქუჩები და
მიიღოს 0.99 ლარი. ამიტომ ხაჭაპურში რომ 1 ლარს ვინმე შეპირდება აუცილებალდ
არჩევანს ხაჭაპურზე გააკეთებს. ანუა ხაჭაპურრზე რომ აკეთებს არჩევანს მინიმალური
დანაკარგი აქვს ამ დროს 0.99-ის სახით.

ორივე შემთხვევაში დგას უფრო დაბალი ალტერნატიული დანახარჯები. ახლა


ავაგოთ ამ ბაზრის მიწოდების მრუდი.

თუკი ფასი იქნება 1 ლარი ხაჭაპურის, მხოლოდ მეორე ანა გაყიდის, სხვებს არ აწყობთ,
იმიტომ რომ როგორც გამოჩნდა, მათ იმიტომ აქვთ სურვილი რომ გაყიდონ 1 ლარზე
მეტად, რომ მაღალი ალტერნატიული დანახარჯები აქვთ, ვიდრე ანას. შესაბამისად,
გრაფიკზე 1 ლარს შეესაბამება ერთი ერთეული ხაჭაპური. რა წამ ფასი გაიზრდება 1.2
ლარამდე, უკვე გაიყიდება 2 ცალი ერთეული, რადგანაც ამ ფასად უკვე ლუკასაც აწყობს ,
ანას მითუმეტეს აწყობს - 1 ლარად გაყიდვაზე იყო თანახმად და 1.2-ზეც მითუმეტეს იქნება
თანახმა. 4 ლარზე როცა ავა, უკვე 3 ერთეული გაიყიდება და მესამე გამყიდველი უკვე
ერეკლე შემოემატება და ა.შ. შესაბამისად, მრუდს ექნება შემდეგი სახე :

როგორც ჩანს, უფრო მაღალი გასაყიდი ფასი ზრდის მიმწოდებლების რაოდენობას ,


რადგანაც უფრო მაღალი ფასი ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ მიმწოდებლებმა ,
რომელთაც მაღალი ალტერნატიული დანახარჯები აქვთ, აწარმოონ და გაყიდონ
საქონელი.

თუმცა მიწოდების მრუდი ზრდადი მარტო იმიტომ კი არ არის , რომ ახალ -ახალი
კომპანიები შემოდიან ბაზარზე ახალ-ახალ ფასში. მიწოდების მრუდი ზდადი კიდევ
იმიტომაა, რომ უფრო მაღალ ფასად ინდივიდუალი კომპანიებიც უფრო მეტის
წარმოებას გადაწყვეტენ.

ეს რომ დავასაბუთოთ, უნდა დავიდეთ ერთ ინდივიდუალურ მიმწოდებელზე და მისი ქცევა


გამოვიკვლიოთ. განვიხილოთ ინდივიდუალური მწარმოებელი ქრისტინე და ავაგოთ მისი
მიწოდების მრუდი. ქრისტინე ძირითადად ალბათ სწავლობს, 19 საათზე ბრუნდება სახლში
და 24 საათზე იძინებს. დავუშვათ, ქრისტინე სახლში რომ მიდის 5 სახეობის საქმიანობას
ეწევა დაძინებამდე და თითოეულს 1 საათს ანდომებს:

1. FB – 3 ლარი
2. სწავლა - 11 ლარი
3. ოთახის დალაგება - 4 ლარი
4. მუსიკის მოსმენა - 6 ლარი
5. კითხვა - 7 ლარი
ცხადია ქრისტინე ამ საქმიანობებს იმიტომ ეწევა, რომ რაღაც სარგებლობას აძლევს .
ნებისმიერი ქცევიდან სარგებელი პირობთად რაღაც ფულადი ექვივალენტით შეგვიძლია
შევაფასოთ. 3-12 ლარამდე უნდა შეაფასოს. ვთქვათ დალაგება თუ იძლევა 4 ლარის
ექვივალენტურ სარგებელს, მაშინ 4 ლარზე მეტს თუ შესთავაზებს ვინმე და ეტყვის რომ არ
დაალაგოს, მაშინ ქრისტინე ოთახს არ დაალაგებს. 3.9-ს თუ შესთავაზებს ცხადია პირიქით ,
დაალაგებს.

ქრისტინემ რაღაც ქულები დაუწერა თითოეულ საქმიანობას. როგორც უკვე ვთქვით


თითოეული საქმიანობა როგორც ვთქვით 1 საათს მოითხოვს და დავუშვათ , რომ
ხაჭაპურის გამოცხობაც მოითხოვს 1 საათის დათმობას. ანუ ხაჭაპურის გამოცხობას თუ
გადაწყვეტს, რაღაც საქმიანობაზე უნდა თქვას უარი. ხაჭაპურის მასალებზე დავუშვათ , რომ
მათზე ფულს არ ხარჯავს.

ავაგოთ აქაც მიწოდების მრუდი. რომ შესთავაზოს ხაჭაპურის გამოცხობა 2 ლარად ,


გამოაცხობს? არანაირად. არაფერზე არ იტყვის უარს. ზემოთ მოცემული საქმიანობიდან
ყველაზე მინიმალურ სარგებელს FB იძლევა - 3 ლარიან სარგებელს, მარა FB-ზეც არ
იტყვის უარს, იმიტომ რომ აქ ხაჭაპურის ალტერნატიული დანახარჯი 3 ლარი, აჭარბებს
ხაჭაპურის გამოცხობიდან მიღებულ სარგებელს 2 ლარს. FB-ზე თუ იტყვის უარს,
ზღვრული სარგებელი MR(Marginal Revenue)=2, ხოლო MC(Marginal Cost)=3. ზღვრული
დანახარჯი აღემატება ზღვრულ სარგებელს(MC>MR) ამიტომ არ დასთანხმდება.
იმისათვის რომ შემოთაზებას დასთანხმდეს, მინიმუმ 3 ლარი უნდა შესთავაზონ
ხაჭაპურის გამოცხობაში(MR=MC), იტყვის უარს FB-ზე და გამოაცხობს.

მაგრამ მეორეს გამოაცხობს კიდევ 3 ლარად? აღარ, იმიტომ რომ მაშინ 4 ლარის
სარგებელზე უნდა თქვას უარი ოთახის დალაგების სახით და MC>MR. მაგრამ თუკი 4
ლარს(MR) შესთავაზებს, მაშინ მე-2 ხაჭაპურსაც გამოაცხობს იმიტომ, რომ ზღვურლი
დანახარჯი MC მე-2 ხაჭაპურის წარმოებაზე არის 4 ლარი(ოთახის დალაგება).

ფასი რომ გახდეს 5 ლარი მაშინ რამდენს გამოაცხობს? ახლა რომ დავაკვირდეთ , ჯამური
შემოსავალი გამოდის 5*3=15, ხოლო ჯამური დანახარჯი 3(FB)+4(დალაგება)
+6(მუსიკა)=13. გამოაცხობს თუ არა 3 ხაჭაპურს. არა. მიუხედავად იმისა, რომ მოგებაშია,
ჯამური მოგებაა 15-13=2 ლარი მხოლოდ.
2 რომ ეწარმოებინა 5 ლარად, მაშინ ხომ მიიღებდა 2*5=10 ლარს ჯამურ შემოსავალს,
მაგრამ ჯამური დანახარჯი იქნებოდა 3(FB)+4(დალაგება)=7. ჯამური მოგბეა იქნებოდა 10-
7=3. ანუ ორის წარმოების შემთხვევაში უფრო დიდია ჯამური მოგება 3, ვიდრე 3-ის
შემთხვევაში ჯამური მოგება 2.

დასკვნა: ჯამური დანახარჯებისა და მოგებების თვლა, როდესაც ვცდილობთ


გადავწყვიტოთ ჯამში რამდენი ვაწარმოოთ, არაა სწორი. უნდა ვიაზროვნოთ
ზღვრულად. როდესაც 5 ლარად ვყიდი სამ პროდუქტს ანუ MR=5, ხოლო მესამე ხაჭაპურის
ზღვრულიო დანახარჯია MC=6, ეს უკვე პრობლემურია. აღარ ვაწარმოებთ მე-3 ხაჭაპურს
იმიტომ, რომ MC>MR. გადავა მე-3-ს წარმოებაზე, როდესაც დაიფარება მე-3-ს ხაჭაპურის
წარმოების ალტერნატიული დანხარჯი, ანუ როცა ერთეული ეღირება MR=6 ლარი. მე-4-ს
მაშინ გამოაცხობს მხოლოდ, როდესაც ერთეულის ფასი, ანუ MR=7, 5-ს მაშინ გამოაცხობს,
როდესაც ერთეულის ფასი გახდება MR=11.
კიდევ ერთი დეტალი: როდესაც ხაჭაპურის ცხობას ვიწყებ, ჯერ ვიწყებთ ყველაზე იაფიანი
რესურსების გამოყენებას - ჯერ FB, მერე დალაგება, მერე მუსიკა და ა.შ. ბოლოს სწავლა.
ძალიან დაბალი ფასიც კი უფარავს იმ იაფ რესურსის ალტერნატიულ დანახარჯს ,
მაგალთად 4 ლარმა დაუფარა FB-ს სქროლვის ალტერნატიული დანახარჯებიცა და
დალაგებისაც, მაგრამ მეტი რომ აწარმოოს მაგას სჭირდება, უკვე მეტი რესურსი ,
შესაბამისად, ხდება იძულებული, რომ ძვირიანი რესურსებიც მოიზიდოს და ძვირიან
რესურსებს ცხადია მაშინ მოიზიდავს, როდესაც მაღალი ფასი იქნება ბაზარზე . გამოვიდა ,
რომ მიწოდების მრუდები გამოვიდა ზრდადი. ქრისტინესიც, ლუკასიც , ანასიც და ა .შ . მათ
მრუდებს რომ შევკრებთ, ეგაც ზრდადი გამოვა.

საბოლოოდ გამოვიდა, რომ საბაზრო მიწოდების მრუდი ზრდადია ორი მიზეზის


გამო, პირველი - უფრო მაღალი ფასის პირობებში მეტი და მეტი კომპანიები
შემოდიან ბაზარზე და უფრო და უფრო მეტი კომპანიისთვის ხდება მომგებიანი ამ
საქონლის წარმოება - მაღალ ფასში მეტი იწარმოება. და მეორე - ცალკეული ერთი
კომპანია უფრო მაღალ ფასში აწარმოებს უფრო მეტს, იმიტომ რომ უფრო მაღალ
ფასში მას შეეძლება უფრო ძვირადღირებული რესურსების გამოყენებაც ამ
საქონლის წარმოებისათვის.

კიდევ ერთი რამ - რაღაც ქმედების ალტერნატიული დანახარჯები არის ზრდადი . 1-ლი
ხაჭაპურის გამოსაცხობად ვთმობდი 3 ლარის ტოლ სარგებლობას, მე-2 ხაჭაპურის გამო 4
ლარის ტოლი დამატებითი სარგებელი დავთმე, მე-3 ხაჭაპურისათვის დავთმე 6 ლარის
ექვივალენტური სარგებელი. ანუ ალტერნატიული დანახარჯები ზრდადია .

ამ ამოცანაში, რადგანაც თბილისიდან თეირანში არასდროს არ ივსება თვითმფრინავი ,


ესიეიგი აქ დანახარჯი გვიჩნდება 30 ლარის სახით - დამატებითი მგზავრის გადაზიდვისგან
მიღებული საწვავის ხარჯი. ხოლო თეირანიდან თბილიში რომ სულ სავსეა, ჩვენ
იძულებულები ვართ ჩავანაცვლოთ ის ადამიანი, რომელიც ბილეთს იყიდდა იმ
ადამიანით, რომელიც ბილეთს არ ყიდულობს და უფასოდ გულაობს. ანუ ამ შემთხვევაში
ალტერნატიული დანახარჯია ბილეთის ფასი P. ის გადაზიდვის ხარჯი 20 ლარი აღარ
ფიგურირებს, იმიტომ რომ ეგ 20 ლარი უკვე გათვალისწინებული გვქონდა ბილეთნაყიდ
მგზავრში და მისი ამოგდება რადგანაც გვიწევს და ჩანაცვლება უფასო მგზავრით ,
საწვავის ხარჯი არ იცვლება, მხოლოდ ერთი ბილეთის ტოლ ფასს P-ს ვკარგავთ. ანუ
ერთმანეთს უნდა შევადაროთ 30 და P. მოკლედ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე
რომელი უფრო დიდია, ბილეთის ფასი P თუ 30.

აქ დამატებითი 191-ე მგზავრის გადაყვანა ჩემს დანახარჯებს გაზრდის 43-ით . ანუ


ზღვრული დანახარჯი 191-ე ერთეულის გადაყვანაზე არის MC=43, მაშასადამე მინიმუმ 43-
ად გავყიდი.
სემინარი:

ვთქვათ 5 პოტენციური წვევამდელია ქვეყანაში:

A - 200

B - 800

C - 400

D - 1000

E – 300

თითოეულ მათგანს იქ წასვლის თავისი ალტერნატიული დანახარჯები აქვს : მუშაობს და


ხელფასი აქვს, ხალხთან აქვს ურთიერთობები და ა.შ. ესენი არის ალტერნატიული
დანახარჯები ჯარში წასვლის.

მიწოდების მრუდები ავაგოთ. განვიხილოთ ორი შემთხვევა - ნებაყოფილითი დაქირავება


და სავალდებულო. განვიხილოთ ჯერ ნებაყოფლობითი. ჯარი რომ იყოლიოს ვთქვათ 3
კაციანი მთავრობამ, უნდა დაუნიშნოს 400 ლარიანი ხელფასი, რადგანაც მესამე ჯარისკაცი
მოითხოვს მინიმუმ 400 ლარიან ხელფასს, რათა MR=MC.
მთავრობა ჯამში ხარჯავს 400*3=1200-ს სამი ჯარისკაცის ხელფასის სახით, წვევამდელების
დანახარჯი არის ჯარში წასვლის ალტერნატიული დანახარჯები, ანუ რაც დაკარგეს ჯარში
წასვლით, ანუ 200+300+400=900. ხოლო საზოგადოების(ანუ ზოგადად მთლიანი ქვეყნის,
მოსახლეობა, ჯარი და მთავრობა) მთლიანი დანახარჯები გამოდის -1200+(-200+400)+(-
300+400)+(-400+400)=-900. რადგანაც წვევამდელების დანახარჯი 900-ია, ხოლო მათი
შემოსავალი მთავრობისგან 1200, ესეიგი მათ 300-ის ტოლი მოგბეა მიიღეს.

რაც შეეხბეა სავალდებულოს, სავალდებულო ჯარში რაღაც კრიტერიუმით მიჰყავთ , ეს


კრიტერიუმები ცხადია არაა იდეალური საშუალება იმისთვის, რომ იდეალურად გავიგოთ
რა არის ჯარში გაწვეულის ალტერნატიული დანახარჯები. როდესაც საბაზრო წესით
ხდებოდა გაწვევა, ანუ ნებაყოფლობით, თავისთავად შეირჩეოდა ყველაზე
ნაკლებდანახარჯიანი წვევამდელები, როგორც მოხდა წინა მაგალითზე - სახელმწიფომ
გამოაცხადა ხელფასი 400 ლარი, და ის 3 გამოეყო, ვისაც უღირდა - ვისი ალტერნატიული
დანახარჯებიც უფრო დაბალი იყო. სავალდებულოს შემთხვევაში შერჩევა შემთხვევით
მოხდება. დავუშვათ, აირჩა A B და C და წაიყვანეს ჯარში.

მთავრობის დანახარჯი იქნება 0, რადგანაც ხელფასს აქ აღარ იხდის, ჯარისკაცების


ალტერნატიული დანახარჯი უკვე გახდება 200(A)+800(B)+400(C)=1400, შესაბამისად
მთლიანი საზოგადოების დანახარჯიც 1400 იქნება. გამოვიდა, რომ საზოგადოებისათვის
უფრო დანახარჯიანია სავალდებულო ჯარი. უნდა ითქვას, რომ როცა საბაზრო
პრინციპებით ხდებოდა არჩება, მაშინ ისეთმა ადამიანებმა გამოხატეს სურვილი ჯარში
წასვლაზე, რომელთაც ჰქონდათ დაბალი ალტერნატიული დანახარჯები და შედეგად
საზოგადოებას ნაკლები ზიანი მიადგა, ხოლო სავალდებულოს დროს ეს რენდომ წესით
მოხდა. რატომაა გავრცელებული მაინც სავალდებულო? იმიტომ რომ ბიუჯეტიდან
მთავრობა არ ხარჯავს და შედეგად მეტი ფული რჩება. საბოლოოდ: ეკონომიკურად
სავალდებულო ჯარი უფრო ძვირია.

საუბარია მაღალ დანახარჯებს იწვევს თუ არა ეს მეთოდი მისთვის , ვინც გადაწყვიტა რომ
ასე გააკეთოს. ვინც მეპატრონეა, შეეძლო გაზონის საკრეჭი ეყიდა, მაგრამ ეს უფრო
იაფიანი გზაა. სავარაუდოდ, ამ ქალების ალტერნატიული დანახარჯი, რომ ასე იმუშაონ ,
საკმაოდ დაბალია. ანუ იაფია ამ ქალების დაქირავება, რადგანაც ამ ქალებს დაბალი
ღირებულების ალტერნატივები გააჩნიათ.

ამ 2000-ს არანაირი კავშირი არ აქვს, ეს წარსული დანახარჯია, რომელიც არ


გვაინტერესებს. რაც შეეხება 200 000-ს, პასუხია, რომ უჯდება ის, რამდენსაც ეს 200 000
თვეში მოუტანს სარგებელს. მაგალითად თუ გაასესხებს და თვეში 10%-ს მიიღებს ამ 200
000-ის, ანუ 20 000, ეგ უჯდება. ანუ ამ 200 000-ის სხვაგვარი გამოყენება რა სარგებელსაც
გვაძლევს ყოველთვიურად ეგაა ამ სახლის საფასური.

თუ ისეთ თამაშზე სთავაზობენ, სადაც თავისუფალი ადგილები ისედაც იქნება, დიდი


არაფერი დაუჯდება. გააჩნია ცხადია იმასაც, ვის სთავაზობენ, რადგანაც კოლეჯის
სტუდენტებს ისედაც შეეძლოთ რომ ეყიდათ და მათთვის უფასო ბილეთის შეთავაზება
ბილეთის ფასის ტოლ სარგებელს აკარგინებს გამყიდველს, ხოლო რადგანაც ბავშტა
სახლი ისედაც არ იყო მყიდველი, მათ შემთხვევაში არაფერიც არ უჯდებათ .

დავუშვათ, რომ 6000 ლარი არის მთელი საფასური სწავლის ფრიუნიში და ერთბაშად
ვიხდით სწავლის დაწყების წინ პირველ 2 კვირაში. წარმოვიდგინოთ ორი პარალელური
სამყარო, სადაც ასე ვიხდით და მეორე, სადაც სწავლა საერთოდ უფასოა. სად უფრო
ბეჯითად ვისწავლი? ერთი შეხედვით თითქოს იქ, სადაც ვიხდი. მაგრამ ასე არაა , რადგან
ნებისმეირ სტუდენტს ვისაც არ უნდა კითხო, თუ რატომ სწავლობს მონდომებით ,
უბრალოდ გასცემს პასუხს, რომ მომავალში რაღაც სარგებელს მისცემს და ხსენება 6000-
ის ნაკლებად იქნება, რადგანაც ეს 6000 არის შეუქცევადი დანახარჯი, რომელსაც არ
აქვს გავლენა ჩვენს მომავალ ქმედებებზე. ბევრი არის ისეთი ადამიანი, რომელიც ფულს
იხდის, და საერთოდ არც სწაბლობს, ამიტომ ამ 6000-ის ხსენება საერთოდ
არარელევანტურია. სწავლის დანახარჯები აქ მარტო ისაა, რომ სწავლის მომენტში
ვთქვათ სტუდენტი უარს ამბობს გართობასა და დროის ტარებაზე , და არა ადრე
გადახდილი თანხები.

დავუშვათ ავიღოთ 3 ექიმი, რომელთაც 10 წელი ისწავლეს და ახლა უფლება აქვთ რომ
იმუშაონ. ერთი და იმავე სპეციალობის ექიმები არიან. ერთს ჰყავდა დავუშვათ მდიდარი
მშობლები და სწავლის ფული გადაუხადეს, მეორემ აიღო სესხი სწავლისთვის და
მომავალში პროცენტები უნდა იხადოს და მესამეს დაუფინანსა სახელმწიფომ თავის
დროზე სწავლა. ისმის კითხვა - თავის მომსახურებას რომელი უფრო დაბალ ფასს
დაადებს? სამივე ერთნაირს, იმიტომ რომ ბაზარზე არის რაღაც კონკრეტული ფასი
კონკრეტულ სამედიცინო მომსახურებაზე. ექიმი არ არის ფასის მსაზღვრელი , ბაზარზე
არის ფასი განსაზღვრული.

დავუშვათ, ორი პარალელური სამყაროაა, ერთ სამყაროში ვაგროვე მშობლებისგან


მოცემულო ფული და დავზოგე 100$ და დღეს უნდა გადავახურდაო ლარად , მეორე
პარალელურ სამყაროში ვიპოვე და გადახურდავება მინდა. ორივე შემთხვევაში
ერთნაირი მოთხოვნილება მექნება, რადგანაც ბაზარზე ერთი კონკრეტული ფასი აქვს
დოლარს და იმდენში გადამხურავებინებენ.

ანუ ამ ორ მაგალითში ის ექიმები კი არ წყვეტენ რა ფასს დაადებენ და მე კი არ


ვწყვეტ რამდენში გადავახურდავენ იმ 100 დოალრს, ბაზარი მიწყვეტს. ფასდადებას
მწარმოებელი მარტო იმის გამო, თუ რამდენი დაუჯდა, ვერ ახდენს.

ვთქვათ დაკარგე სახლში 20 დოლარიანი. დავუშვათ მე შემიძლია, რომ 1 საათში


გამოვიმუშავო 5 დოლარი. ანუ 1 საათი მიღირს 5 დოლარად. მაინტერესებს
რაციონალურმა ადამიანმა უნდა ეძებოს თუ არა 5,6,8 სთ და ა.შ.? კლასიკური პასუხი
არის აქ 4, რასაც ხშირად გასცემენ, მაგრამ არასწორია. აქ ვაკვირდები იმას, თუ
მომავალში რას ვიზამ და შედეგად რას მივიღებ, არ გვაინტერესებს წარსული
დანახარჯები. ანუ: ვთქვათ მე მაქვს სიტყვაზე ახლა 100%-იანი მოლოდინი იმის, რომ
ვიპოვი დოლარს, შესაბამისად MR=20*100%=20 ხოლო MC=5, MR>MC, შესაბამისად ეს 1
საათი ძებნას დავუთმობ. ვთქვათ ვერ ვიპოვე, მაგრამ ახლა მაქვს 90%-იანი მოლოდინი,
რომ ვიპოვი, MR=20*90%=18, ხოლო MC=5, MR>MC, შესაბამისად ეს 1 საათი ზებნას
დავუთმობ კვლავ. ვთქვათ კიდე ვერ ვიპოვე და ახლა კიდევ შემიმცირდა პოვნის
ალბათობა და 70%-იანი ალბათობით ვეძებ, MR=20*70%=14 ხოლო MC=5, MR>MC,
შესაბამისად ეს 1 საათი ისევ დავუთმობ დროს. მოკლედ ეს გაგრძელდება ასე
უსასრულოდ მანამ, სანამ ისეთი ალბათობა მექნება უკვე პოვნის, როცა MR<MC,
მაგალითად პოვნის ალბათბა მაქვს ახლა უკვე 20% მხოლოდ, MR=20*20%=4, ხოლო MC=5,
MR<MC, ამიტომ აღარ მოვძებნი.
რა დამიჯდება ერთ-ერთი ლექციის გაცდენა 30 ლექციიდან, რომლებზე დასასწრებადაც
3000 დოლარი დავარჯე? უბრალოდ ის ცოდნა, რომლის მიღებაც გავუშვი ხელიდან, 3000
შეუქცევადი დანხახარჯია, რომელიც წარსულშია დარჩენილი და ჩვენს ქცევაზე არ
ზემოქმედებს. რა დამიჯდა ლექციის დასწრება? ის გართობა, რომელიც დავკარგე
ლექციაზე ყოფნის გამო.

You might also like