You are on page 1of 13

ვთქვათ რაღაც საქონელზე(ერთგვაროვანი საქონელია, ბევრი მიმწოდებლითა , ბევრი

მომხმარებლით და მინიმალური მრავალფეროვნებით, ფაქტობრივად იდენტურია -


მაგალთად მარილი) გვაქვს შესაბამისი მოთხოვნა და მიწოდება. დავუშვათ , რომ 20-ის
ფასად მომხმარებლები მზად არიან, რომ შეიძინონ 100 ერთეული ჯამში, ხოლო
მიმწოდებლები მზად არიან, რომ 40 მიაწოდონ მხოლოდ. ბაზარზე შექმნილია რეალობა
ისეთი, რომ ბევრად მეტი მოითხოვება, ვიდრე მიეწოდება. ეს იმას ნიშნავს , რომ საწყობში
არსებული საქონელი რაც ალაგია თაროებზე, მალ-მალე მცირდება - უფრო სწრაფად
ვიდრე ვარაუდობდნენ. ხოლო მომხმარებლები რომ დაინახავენ , რომ მალ -მალე
თავდება მაღაზიებში და სიძნელეებს აწყდებიან შოვნაში, მზად იქნებიან , რომ იყიდონ
უფრო მეტ ფასად. გარდა ამისა, მიმწოდებლები რომ დაინახავენ, რომ მალე გათავდა
მაღაზიებში ეს საქონელი, დაფიქრდებიან იმაზე, რომ უფრო მეტ ფასდაც კი შეეძლო რომ
გაეყიდა. ეს უბიძგებს ფასს იმისკენ, რომგაიზარდოს.

ვთქვათ ფასი არის 80 და ამ ფასის დროს მოთხოვნის რაოდენობაა 50 და მიწოდების


რაოდენობაა 140, ანუ მიწოდება აჭარბეს მოთხოვნას. მიმწოდებლები შეამჩნევენ უკვე
პირიქით იმას, რომ არ იყიდება საქონელი იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც
ელოდნენ. დაიწყებენ ფასის შემცირებას რომ პირიქით, უფრო მეტად შეძლოთ გაყიდვაც .
შესაბამისად, ფასი დაიწყებს შემცირებას.

ასეთ კონკურენტულ ბაზრებზე(ანუ სდაც ერთვაროვანია საქონელი ბევრი მიმწოდებლითა


და მომხმარებლით), მარტივად მიიღწევა წონასწორობის წერტილი - როდესაც
მოთხოვნილი და მიწოდებული პროდუქციის რაოდენობა ერთმანეთის ტოლია - არის
წონასწორული ფასი და წონასწორული რაოდენობა.
დავუშვათ, რომ მოთხოვნა გაიზარდა - ვთქვათ მოსახლეობის შემოსავალი გაიზარდა , ან
შემცვლელი გაძვირდა, შემავსებელი გაიაფდა. ამის შედეგად, მიიღწევა მაღალი
წონასწორული ფასი და უფრო დიდი მოთხოვნის რაოდენობა. პირიქით მოხდება
ცხადია, თუ შემცირდება მოთხოვნა - შემცირდება წონასწურილი ფასი და წონასწორული
რაოდენობა.

დავუშვათ, რომ მიწოდება გაიზარდა იმიტომ, რომ მწარმოებლებს შეუმცირდათ


წარმოების დანახარჯები. ეს გადაადგილებს მიწოდების მრუდს მაჯვნივ. მიწოდების
გაზრდის შედეგად მიიღება უფრო დაბალი წონასწორული ფასი და უფრო მაღალი
წონასწორული რაოდენობა. ცხადია პირიქით მოხდება მიწოდების შემცირების
შემთხვევაში - გაიზრდებოდა წოანსწურლი ფასი და შემცირდებოდა წონასწორული
რაოდენობა.

მენქიუს ამოცანები:
ა.) ეს გაზრდის მოთხოვნას და მოთხოვნის მრუდს გადაადგილებს მარჯვნივ , იმიტომ რომ
ოჯახი რადგანაც დიდია, უფრო გამოსადეგი ხდება ავტოფურგონი, შედეგად გაძვირდება
და უფრო მეტიც გაიყიდება.
ბ.) ფოლადის ფასი რადგანაც გაძვირდა, ეს ავტოფურგონების მიწოდებას შეამცირებს ,
მრუდს გადაადგილებს მარცხნივ, იმიტომ რომ ფოლადი ავტოფურგონების საწარმოო
რესურსია და წარმოების დანახარჯები გაზრდილა. ავტოფურგონებზე მიწოდების
შემცირების შედეგად გაიზრდება ავტოფურგონების ფასი და შემცირდება
ავტოფურგონებზე მოთხოვნების რაოდენობა.

გ.) ეს გაზრდის ავტოფურგონებზე მიწოდებას, ანუ მიწოდების მრუდს გადაადგილებს


მარჯნივ, რადგანაც ახალი ტექნოლოგია წარმოების დანახარჯებს ამცირებს .
ავტოფურგონების მიწოდების გაზრდის შედეგად შემცირდა ფასი და გაიზრდება
მოთხოვნის რაოდენობა.

დ.) მსუბუქი ავტომბილების ფასების ზრდა გამოიწვევს იმას, რომ შემცვლელის ფასი
გაზრდილა, შემცვლელის ფასის ზრდა გაზრდის მოთხოვნის ზრდას და მრუდის მარჯვნივ
გადაადგილებას, შედეგად გაიზრდება ფასი და მოთხოვნის რაოდენობა .

ე.) სიმდიდრის კლება გულისხმობს შემოსავლების კლებას, რაც მოთხოვნას პირიქით


შეამცირებს და შედეგად მიიღება უფრო ნაკლები ფასი და ნაკლები მოთხოვნის
რაოდენობა.

ბ.) ფასების ზრდაში იგულისხმება კაკაოს ფასების ზრდა. აქ იგულისხმება, რომ კაკაოს
ფასი იზრდებოდა თანდათანობით იმიტომ, რომ მოთხოვნა კაკაოზე იზრდებოდა
ნელნელა. შესაბამისად მიწოდება კი არ იზრდებოდა, მიწოდების რაოდენობა იზრდებოდა
მოთხოვნის მრუდის ნელ-ნელა მარჯვნივ გადაადგილების შედეგად.
2015-ში გაიზრდება ძიძებზე მოთხოვნა და ეს გაზრდის ფასს, ხოლო 2025-ში უკვე ძიძების
მიწოდება გაიზრდება და ეს ფასს შეამცირებს.

მჭადი და ყველი შემავსებლები არიან - ერთად იჭმება. დავუშვათ ვხედავთ შემდეგ ფაქტს :
ყველის ფასი გაიზარდა, მჭადის წონასწორული რაოდენოაბც გაიზარდა. რა შეიძლება
იყოს ამის მიზეზი? ფქვის ფასის შემცირება თუ რძის ფასის შემცირება?

შევამოწმოთ ცალცალკე. ა.) ფქვილის ფასი შემცირდა. ფქვილის ფასი თუ შემცირდა, ეს


იმას ნიშნავს, რომ მჭადის წარმოება უფრო იაფი გახდა. თუკი მჭადის წარმოება უფრო
იაფია, ეს გაზრდიდა მჭადის მიწოდებას(მჭადის მიწოდების მრუდს გადაადგილებს
მარჯვნივ). შესაბამისად მივიღეთ ის, რომ მჭადის წონასწორული ფასი შემცირდება და
რაოდენობა გაზრდილია. რადგანაც მჭადი და ყველი შემავსებელია, მჭადის გაიაფება
გამოიწვევს ფქვილზე მოთხოვნის გაზრდას(მოთხოვნის მრუდის გადაადგილებას
მარჯვნივ, რაც გაზრდის ყველის ფასსა და ყველის წონასწორულ რაოდენობას.
შესაბამისად ფქვისის ფასის შემცირება სწორი პასუხია.

ახლვნახოთ ბ.) რძის ფასი შემცირდა. რძის ფასის შემცირება გამოიწვევს იმას , რომ
ყველის წარმოება უფრო იაფი გახდება, ეს გამოიწვევს ყველის მიწოდების ზრდას ,
გადაადგილებს მიწოდების მრუდს მარჯვნივ, შედეგად ყველის წონასწორი ფასი
შემცირდება და მიწოდების რაოდენობა გაიზრდება. რადგანაც ყველის ფასი აქ
შემცირდა, ესეიგი რძის ფასის შმცირება არ გამოდგება.

დავუშვათ მოთხოვნა არის P=120-2Q(მოთხოვნა ზოგადად კლებადია, ამიტომ Q-ს


კოეფიციენტი უარყოფითია) და მიწოდებაა P=24+Q(მოთხოვნა ზოგადად ზრდადია, ამიტომ
Q-ს კოეფიციენტი დადებითია). უნდა ავაგოთ ამათი მრუდები და ვიპოვოთ მათი
გადაკვეთის წერტილი. გამოთვლთ მივიღებთ, რომ წონასწორული ფასი P=56 და Q=32.
დავუშვათ მთავორბამ შემოიღო კანონი, რომ მიმწოდებელს არ აქვს იმის უფლება , რომ
ფასი 40-ზე მეტი დაადოს.
შედეგად მივიღებთ იმას, რომ მოთხოვნის რაოდენობა აჭარბებს მიწოდების
რაოდენობას. 40 ლარად კი მოითხოვენ 40 ცალს, მარა 40 ლარად მიმწოდებელს შეუძლია,
რომ მხოლოდ 16 ცალი მიაწოდოს(რომ გავიგოთ რამდენს მოითხოვს 40 ლარად
მომხმარებელი, 40 უნდა გავუტოლოთ 120-2Q-ს, ხოლო რომ გავიგოთ რამდენის მიწოდება
შეუძლია 40 ლარად მიმწოდებელს, 40 უნდა გავუტოლოთ 24+Q-ს).

ვთქვათ ეს კანონი მიიღო მთავრობამ, რომ ვითომ ხალხს უჭირს, მიიღო პოლიტიკური
გადაწყვეტილება და ხალხის გულის მოსაგებად 40 ლარზე მეტად არ გააყიდინებს ამ
საქონელს მიმწოდებელს. ადრე 32 რომ იწარმოებოდა, ახლა 16 იწარმოება მხოლოდ, ანუ
წარმოების თვალსაზრისით გაუარესდა სიტუაცია. გარდა ამისა, ფასი ვეღარ ასრულებს
განაწილების ფუნქციას. მაგალითად თუ ადრე 56 ლარს გადაიხდიდი და შეგეძლო
გეყიდა მაშინვე და თუ არ გადაიხდიდი ვერ იყიდდი, ახლა მზად ხარ, რომ გადაიხადო 40
ლარი, მაგრამ ვეღარ ყიდულობ, იმიტომ რომ ბაზარზე საქონელი ცოტაა. 40 ადამიანი
არის მზად გადაიხადოს 40 ლარი, მაგრამ ბაზარზე მარტო 16-ია.

სემინარი:
ა.) ელასტიურობა გვიჩვენებს, ფასის ცვლილებაზე რამდენად მკვეთრად რეაგირებს
მოთხოვნილი რაოდენობა. ამ შემთთხვევაში უფრო მეტად ელასტიური იქნება რომანებზე .
სავალდებულო სახელმძღვანელოები რადგანაც აუცილებელია, მაგის გამო ფასის
ზრდისდა მიუხედავად უფრო მცირედ შეიცვლება მოთხოვნილი რაოდენობა - ნაკლები
შემცვლელი აქვს, ხოლო რომანებს ბევრი შემცვლელი ჰყავს უფრო.

ბ.) ბეთჰოვენს ჰყავს უფრო მეტი შემცვლელი ჰყავს სხვა კლასიკური კომპოზიტორების
სახით, ვიდრე ზოგადად კლასიკურ მუსიკას, ამიტომ ბეთჰოვენის უფრო ელასტიური
იქნება.

გ.) გათბობისთვის საჭირო ნავთობზე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

დ.) ლუდზე უფრო ელასტიურია ცხადია, წყალს უფრო ნაკლები შემცვლელი ჰყავს ვიდრე
ლუდს.
მანამდე ვიყენებდით ელასტიურობის ასეთ ფორმულას, გვქონდა P1 და P2 და შესაბამისი
Q1 და Q2, E=((Q2-Q1)/Q1)/((P2-P1)/P1), Q2-Q1=ΔQ და P2-P1=ΔP, ამიტომ თუ ჩავსვამთ ამათ
პირველ ფორმულაში მივიღებთ, რომ E=(P1/Q1)*( ΔQ/ΔP). ეს იყო პირველი ფორმულა.
მაგრამ შუა წერტილის მეთოდს შემოაქვს ელასტირუობის ახალი ფორმულა, სადაც
E=(P1/Q1)*(ΔQ/ΔP) ამ ფორმულაში P1 და Q1 არის ჩანაცვლებული Pსაშ=(p1-p2)/2 და
Qსაშ=(Q1-Q2)/2-ით, ანუ საწყისი და საბოლოო ფასებისა და რაოდენობების საშუალოებით,
ანუ ახალი ფორმულაა E=(Pსაშ/Qსაშ)*(ΔQ/ΔP), ეს ფორმულა რომ უფრო გავამარტივოთ,
საშუალოების შეფარდებით ის 2-იანები გაბათილდებიან. და მივიღებთ, რომ
E=((P1+P2)/(Q1+Q2))*(ΔQ/ΔP), საბოლოო მეორე ფორმულას. ანუ ჯამების შეფარდება
გამრავლებული რაოდენობისა და ფასების ცვლილებების შეფარდებაზე .

მაგალითი რომ განვიხილოთ ა.) ზოგადად ცხადია მოსალდნელია, რომ ელასტიური


იქნება უფრო მეტად დამსვენებლებისთვის, იმიტომ რომ ბიზნესმგზავრებისთვის
სავალდებულოა მოგზაურობა, დამსვენებლებს დასასვენებლად შემცვლელები უფრო
მეტი აქვთ. ელასტიურობა ბიზნესმგზავრებისთვის იქნება E=((200+250)/(2000+1900))*((2000-
1900)/(250-200))=0.23, ხოლო დამსვენებლებისთვისგამოვა. E=(450/1400)*(200/50)=1.28. ამას
ჰქვია ელასტიურობა შუა წერტილის მეთოდით.

აქ შემოდის ახალი ცნება - მოთხოვნის ელასტიურობა შემოსავლების მიმართ . ანუ


გვიჩვენებს, შემოსავლის 1%-იან ცვლილებას მოთხოვნის რაოდენობის რა პროცენტული
ცვლილება მოყვება. ფორმულას თუ დავწერთ ადრე რაც ვისწავლეთ იმ პირველი
ფორმულის ანალოგიურს, მაშინ მივიღებთ, რომ E=(M1/Q1)*( ΔQ/ΔM), ხოლო შუა
წერტილის მეთოდით E=((M1+M2)/(Q1+Q2))*(ΔQ/ΔM) ანუ უბრალოდ P ჩანაცვლდა M-ით.

ა.) აქ ელასტიურობა 1-ის ტოლია, იმიტომ რომ მუდმივად ერთსა და იმავე რაოდენობას
ხარჯავს - თუ 2ჯერ გაეზრდება შემოსავალი, 2ჯერ მეტს იყიდის, თუ 3ჯერ გაეზრდება, 3ჯერ
და ა.შ. E=1
ბ.) აქაც ერთი იქნება, იმიტომ რომ მუდმივად ერთსა და იმავეს ხარჯავს(მოთხოვნის
ლექციაში წერია კარგად ტომი და ჯერის ამოცანაში, რომ როდესაც მუდმივად ერთსა და
იმავეს ხარჯავ, მოთხოვნის ელასტიურობა ფასის მიმართ 1-ის ტოლია, E=1).

გ.)მოთხოვნა შემცირდება. ელასტიურობა ისევ 1 დარჩება, ისევ მუდმივად იგივეს ხარჯავს,


უბრალოდ ამჯერად ¼-ს.

შეიძლება თუ არა, რომ რომ 50ჰექტარი ტყე უფრო მომგებიანი იყოს, ვიდრე 100 ჰექტარი? კი,
ამას ჩვეულებრივად არაელასტიურობა სცემს პასუხს. თუ 100 ჰექტარია მოთხოვნილი და მაგ
წერტილში მოთოხვნა არაელასტიურია, მაშინ 50-მდე შემცირება მნიშვნელოვნად გაზრდის
ჯამურად გადახდილ თანხას(ამისი თეორიაც კარგად მოთხოვნის ლექციაშია
განამრტებული).

პირობა შეცდომითაა, იგულისხმება რომ მოთხოვნის რაოდენობაა გაორმაგებული.


მოთხოვნის რაოდენობა ნიშნავს იმას, რომ თუკი ადრე ყიდულობდნენ რაღაც კონკრეტულ P
ფასად Q რაოდენობას, ახლა იყიდიან 2 Q რაოდენობას, ანუ გაზრდილია მოთხოვნები.
იმისათვის რომ ახალი მოთხოვნის მრუდები ავაგოთ, 2 წერტილი უნდა ავიღოთ და ეს ორი
წერტილი შევაერთოთ - ანუ 2 კონკრეტულ ფასზე არსებული რაოდენობები და ამ
რაოდენობების გაორმაგებულები.
როგორც გამოჩნდა, ა.), ბ.) გ.) არაელასტიური მოთხოვნის პირობებში უფრო დიდად
გაიზარდა პროპორციული ფასი და მცირედ გაიზარდა მოთხოვნის რაოდენობა, ხოლო
ელასტიური მოთხოვნის პირობებში მცირედ გაიზარდა ფასი და დიდად გაიზარდა
მოთოხვნის რაოდენობა(Po და Qo). რეალურად რომ წარმოვიდგინოთ ეს ფაქტი, ზაფხულში
მოულოდნელად რომ ჩადის ყველა ბათუმში დასასვენებლად(მოთხოვნა რომ იზრდება ანუ
ბათუმის ფართებზე), ფართების რაოდენობა მკვეთრად ასე უცბად ვერ გაიზრდება,
შესაბამისად გამოიხატება ეს ფასის მკვეთრ ზრდაში და მინიმალური რაოდენობის
ცვლილებაში.

დ.) რაც შეეხება მომხმარებლების მთლიან დანახარჯებს, ორივე შემთხვევაში


მნიშვნელოვნად გაზრდილია, მთლიანი დანახარჯები არის Po*Qo(Po და Qo გვერდების
მქონე მართკუთხედები). პრიველ შემთხვევაში გადახდილი თანხა იმიტოა დიდი რომ ერთ
ერთეულში იხდიან ბევრად მეტს, ხოლო მეორე შემთხვევაში გადახდილი თანხა იმიტოა
ბევრად დიდი რომ ბევრად მეტ ერთეულს ყიდულობენ.

You might also like