You are on page 1of 7

1. წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული სტატია და შეასრულეთ დავალებები.

ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ჩაცმას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ზოგიერთი კი


თავისუფალი დროის დიდ ნაწილს მაღაზიებში სიარულს და სასურველი სამოსის
შერჩევას ანდომებს. როგორია ბათუმის ქუჩის მოდა, როგორ აცვიათ ახალგაზრდებს?
იცვლება თუ არა ნელ-ნელა გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში
ძირითადად მუქ სამოსს ატარებენ? ვნახოთ.

1. ლიკა რინკავოი, 27 წლის


„საკუთარი სტილი მაქვს, ვცდილობ ყველაფერი ერთმანეთს
შევუხამო, წინდებიც კი. ძალიან მიყვარს კაშკაშა ფერები. თუ რამე
მუქი მაცვია, აუცილებლად ვუხამებ ფერად დეტალებს, ფერები
ძალიან მოქმედებს განწყობაზე”.

2. ხატია ირემაძე, 19 წლის


„ჩაცმის სტილით, მგონია, რომ ადამიანის ხასიათის გამოცნობა
შეიძლება. თუ ყოველთვის მუქ ფერებში იცვამ, შეიძლება
შთაბეჭდილება დატოვო, რომ ნაღვლიანი ხარ ან ბევრი პრობლემა
გაქვს. მე მირჩევნია თავისუფლად მეცვას ხოლმე, პირველკურსელი
ვარ, სულ სადღაც მეჩქარება და ასე მირჩევნია”.

3. მარი მუთიძე
„თუ ადამიანი ჩაცმის სტილით საკუთარ
დამოკიდებულებებს გამოხატავს, ჩემთვის საინტერესოა,
ისე კი ბევრ რამეს არ ნიშნავს ჩემთვის ჩაცმა.”

4. მარი ათაბაგი
„გარდა იმისა, რომ ტანსაცმელი საკუთარი თავის
გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა, ჩაცმულობის მიხედვით შეიძლება გამოიცნო,
როგორ განწყობაზე გაიღვიძა ამ ადამიანმა.“
5. თამუნა მსხალაძე, 21 წლის
„ზაფხულში და გაზაფხულზე ფერადი სამოსის ტარება მირჩევნია,
ზამთარში თეთრსა და შავს ვატარებ ძირითადად. მუსიკაც კი
ახდენს გავლენას ადამიანის ჩაცმის სტილზე, ხანდახან მძიმე
მეტალს ვუსმენ და თმას შავად ვიღებავ, მომწონს ასე”.
6. ზაჰარ აბდი
„ჩემს ქვეყანაში, ირანში, ასე ვერ ვივლით, აქ ტურისტად ვარ ჩამოსული
და შემიძლია თავისუფლად ვიარო თავდაუბურავმა, წითელი ჩემი
საყვარელი ფერია, ენერგიას და ხალისს გმატებს”.

7. ზურა გორაძე, 19 წლის


„მაცვია ის, რაც მომწონს, სულ ერთია, სად რას ვიყიდი. მთავარია,
მომეწონოს სამოსი და რა მნიშვნელობა აქვს, სად იყიდი. მგონია, რომ
ბათუმში მუქი ფერის სამოსი აცვიათ უფრო ხშირად. საინტერესოა,
რატომ. მე ვცდილობ ხოლმე, რომ ყველა ტანსაცმელი შავი ფერის არ
მქონდეს.”

8. ზარინა ზიდი
„ყაზახეთიდან ვარ, ექსტრავაგანტური სამოსი მომწონს, ტანსაცმელს
ძირითადად ევროპაში ვყიდულობ. იქ მეტი არჩევანია. მომწონს
კლასიკური და სადა სამოსი.“

9. ელისო დევაძე, 18 წლის


„ბსუ-ს მენეჯმენტის ფაკულტეტის პირველ კურსზე ვსწავლობ, ჩაცმას
საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ, ძირითადად ონლაინმაღაზიებით
ვიწერ სამოსს. ბათუმში „ბათუმი მოლში“ დავდივარ ხოლმე, თუმცა
საყვარელი ბრენდი ან მაღაზია არ მაქვს. რაღაცაში დიდი თანხის
გადახდა არ არის გემოვნების გარანტია, გემოვნებით შეიძლება
იაფადაც ჩაიცვა, მთავარია, რას როგორ უხამებ.”

10. ლიზა ტაიარა, 21 წლის


„სირიიდან ვარ, ბათუმი ძალიან მომწონს, აქაურ
უნივერსიტეტში ვსწავლობ და უკვე ბევრი ქართველი
მეგობარი მყავს. ჩემი დატვირთული განრიგიდან
გამომდინარე, ჩაცმის თავისუფალი სტილი მომწონს: ჯინსი,
მაისური და კედები ჩემი ყოველდღიურობაა.”

https://batumelebi.netgazeti.ge/news/125624/

1.1. [1] შეურჩიე და მონიშნე სტატიის სათაური.

 ქუჩის მოდა ბათუმში


 მსოფლიო მოდის ტენდენციები
 ბათუმის ტანსაცმლის მაღაზიები
 მოდა და ახალგაზრდების ფსიქოლოგია
1.2. [1] რა ტიპის ტექსტია ეს?
გამოკითხვაა. ავტორს სურს, გაიგოს საზოგადოების ან მისი ნაწილის მოსაზრებები ამა თუ იმ
საკითხზე.
საინფორმაციო ტექსტია. ვიგებთ ისტორიულ, სტატისტიკურ და სხვა ინფორმაციას რომელიმე
ადგილზე, ქვეყანაზე, ადამიანზე და ა.შ.
სარეკლამო დანიშნულება აქვს. ავტორს სურს ადგილობრივი ბიზნესების პოპულარიზაცია.

1.3. [1] მონიშნე, რის გარკვევას ცდილობს ავტორი ამ სტატიით.

 როგორ ჩაცმულობას ანიჭებს უპირატესობას ახალი თაობა.


 რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის ძვირადღირებული ტანსაცმელი.
 განსხვავდება თუ არა სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდების ჩაცმის სტილი.
 შესაძლებელია თუ არა ბათუმში ახალგაზრდებისთვის სასურველი ტანსაცმლის
ყიდვა.

1.4. [1] ავტორი სტატიაში ახსენებს მოსაზრებას, რომელიც დამკვიდრებულია ჩაცმის სტილთან
დაკავშირებით. დაწერე, რომელია ეს მოსაზრება.

...........................................................................................................................................................

პასუხი: საქართველოში ძირითადად მუქ სამოსს ატარებენ.

1.5. [1] წაიკითხე ქვემოთ მოცემული ნაწყვეტები სტატიიდან. მონიშნე, რომელ მათგანშია მოცემული
ორი საპირისპირო აზრი ჩაცმასთან დაკავშირებით.

 ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ჩაცმას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ზოგიერთი კი


თავისუფალი დროის დიდ ნაწილს მაღაზიებში სიარულს და სასურველი სამოსის
შერჩევას ანდომებს.
 რაღაცაში დიდი თანხის გადახდა არ არის გემოვნების გარანტია, გემოვნებით
შეიძლება იაფადაც ჩაიცვა, მთავარია, რას როგორ უხამებ.
 მუსიკაც კი ახდენს გავლენას ადამიანის ჩაცმის სტილზე, ხანდახან მძიმე მეტალს
ვუსმენ და თმას შავად ვიღებავ.
 გარდა იმისა, რომ ტანსაცმელი საკუთარი თავის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა,
ჩაცმულობის მიხედვით შეიძლება გამოიცნო, როგორ ხასიათზე გაიღვიძა ამ ადამიანმა.

1.6. [7] იპოვეთ, რომელ რესპონდენტზეა საუბარი ქვემოთ მოცემულ ფრაზებში. მიუწერეთ
შესაბამისი ნომერი:
[სწორი პასუხი შეფასდება 1 ქულით]

 ღია ფერებს ანიჭებს უპირატესობას ....1...


 ტანსაცმელს საზღვარგარეთ ყიდულობს ....8...
 არ აქცევს ყურადღებას, სად იყიდის ტანსაცმელს ....7....
 ტანსაცმლის ფერებს წელიწადის დროების მიხედვით არჩევს ...5...
 ტანსაცმელს ბათუმში ყიდულობს ...9...
 ცდილობს, არ ეცვას სულ მუქი ფერები ....1.. და ..7....
1.7. [1] ზაჰარ აბდის ჩაცმის სტილი იცვლება ხოლმე. დაწერე, რა არის ამის მიზეზი.

.................................................................................................................................................................................

პასუხი: მისი ჩაცმის სტილი განსხვავდება იმის მიხედვით, თუ სად იმყოფება - თავის მშობლიურ
ქვეყანაში თუ საქართველოში.
ან:
ირანში თავდაუბურავი ვერ დადის, საქართველოში - კი.

1.8. [1] ტექსტში იპოვე, რომელი ახალგაზრდა ლაპარაკობს მუსიკისა და ჩაცმის სტილის
ურთიერთკავშირზე და დაწერე მისი მოსაზრება.

.................................................................................................................................................................................

.................................................................................................................................................................................
პასუხი: ლიკა რინკავოი ამბობს, რომ მძიმე მეტალის მოსმენისას თმას შავად იღებავს ხოლმე.
1.9.
ა. [1] ერთი ახალგაზრდა ამბობს, რომ შესაძლებელია ლამაზად და იაფად ჩაცმა, თუმცა ამისთვის
საჭიროა:

 გემოვნება
 განწყობა
 დამოკიდებულება
 საყვარელი ბრენდი

ბ. [1] დაწერე, ვინ გამოთქვამს ამ მოსაზრებას.


......................................................................................................
პასუხი: ელისო დევაძე

1.10. [4] ტექსტის მიხედვით დაასრულე ქვემოთ მოცემული ფრაზები.


[სწორი პასუხი შეფასდება 1 ქულით]

 ის მუქ ტანსაცმელზე ფერად დეტალებს ატარებს, რადგან .............................................


 ის უპირატესობას წითელს ანიჭებს, რადგან ................................................
 მას თავისუფალი სტილის ჩაცმულობა მოსწონს, რადგან ........................................
 მას ახალი ნივთების შეძენა საზღვარგარეთ ურჩევნია, რადგან ........................................

პასუხები: 1. თვლის, რომ ეს განწყობაზე ახდენს გავლენას


2. თვლის, რომ ეს ფერი ენერგიას და ხალისს მატებს.
3. ცოტა დრო აქვს, სტუდენტია და სულ ეჩქარება.
4. საზღვარგარეთ არჩევანი მეტია.

1.11. რესპონდენტებს შორის იპოვე ახალგაზრდები, რომლებიც ერთსა და იმავე აზრს გამოთქვამენ:

ა. [1] ფიქრობენ, რომ განწყობა და სამოსი ერთმანეთს უკავშირდება.

 ლიკა რინკავოი, ხატია ირემაძე და მარი ათაბაგი


 ზურა გორაძე, ელისო დევაძე და ლიზა ტაიარა
 ზარინა ზიდი, თამუნა მსხალაძე და მარი მუთიძე

ბ. [1] სტუდენტისთვის ყველაზე კომფორტულია თავისუფალი სტილი:

 ლიზა ტაიარა და ხატია ირემაძე


 მარი მუთიძე და ლიკა რინკავოი
 ზარინა ზიდი და ზურა გორაძე
 თამუნა მსხალაძე და ელისო დევაძე
გ. [1] მაღაზიას და ღირებულებას ყურადღებას არ აქცევს:
 ელისო დევაძე და ზურა გორაძე
 ხატია ირემაძე და მარი ათაბაგი
 მარი მუთიძე და ლიზა ტაიარა

1.12. [2] მარი მუთიძე და მარი ათაბაგი ამბობენ, რომ ჩაცმულობას შეიძლება ჰქონდეს კიდევ ერთი
დანიშნულება. შენი სიტყვებით (ტექსტიდან არ გადმოწერო) დაწერე, რას გულისხმობენ.

.................................................................................................................................................................................
.................................................................................................................................................................................
პასუხი: ტანსაცმელი შეიძლება იყოს საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება. ჩაცმის სტილით
ადამიანი საკუთარ თავზე გვიყვება. მარი მუთიძეს მხოლოდ მაშინ აინტერესებს სხვისი ჩაცმის
სტილი, როცა ის ამით საკუთარ თავს გამოხატავს.
შეფასება: იპოვა პასუხი - ტანსაცმლით საკუთარი თავის გამოხატვა: 1 ქულა
არ გადმოწერა და დაწერა პერიფრაზი: 1 ქულა

1.13. [3] დაწერე, რა შთაბეჭდილება დაგრჩა ტექსტის მიხედვით - ანიჭებენ თუ არა უპირატესობას
მუქ ფერებს საქართველოში. შენი მოსაზრების დასასაბუთებლად მოიყვანე მაგალითები
ტექსტიდან.
.................................................................................................................................................................................
.................................................................................................................................................................................
.................................................................................................................................................................................
.................................................................................................................................................................................
შეფასება: პასუხში მითითებულია, რომ გამოკითხული ბათუმელი ახალგაზრდები მუქ ფერებს
არ ანიჭებენ უპირატესობას - 1 ქულა
მოყვანილი აქვს მაგალითები ტექსტიდან - 1 ქულა
ტექსტის ნაწილები გადმოწერილი არაა, პერი- / პარაფრაზირებულია - 1 ქულა

1.14. [3] დაწერე, ვიგებთ თუ არა ახალგაზრდების პასუხებიდან საქართველოში მუქი ტანსაცმლის
სიყვარულის მიზეზს. მოსაზრება დაასაბუთე ტექსტის შესაბამისი ადგილებით.
.................................................................................................................................................................................
.................................................................................................................................................................................
.................................................................................................................................................................................
.................................................................................................................................................................................
შეფასება: პასუხში მითითებულია, რომ არ ჩანს, რატომ უყვართ საქართველოში მუქი ფერები - 1
ქულა
მოყვანილი აქვს მაგალითები ტექსტიდან, მაგ., ზურა გორაძეს თავად აინტერესებს მიზეზი - 1
ქულა
ტექსტის ნაწილები გადმოწერილი არაა, პერი- / პარაფრაზირებულია - 1 ქულა

1.15. [1] სტატიის დასაწყისში ნახსენებია ფრაზა „ქუჩის მოდა.“ ტექსტის მიხედვით, რა იქნება მისი
სინონიმური მნიშვნელობა?
ყოველდღიური ტანსაცმელი
კლასიკური ჩაცმულობა
სადღესასწაულო ჩაცმულობა
ბრენდული ტანსაცმელი

1.16. [2] ქვემოთ მოცემულ ფრაზებში ჩაანაცვლე ხაზგასმული სიტყვები შენთვის ნაცნობი სხვა
სიტყვით ისე, რომ აზრი არ დაიკარგოს.

დიდ დროს ვუთმობ - .....................


ფერად ტანსაცმელს ვატარებ - ...................

პასუხი: 1. ვხარჯავ 2. ვიცვამ

1.17. წაიკითხე ფრაზები ტექსტიდან. მონიშნე ხაზგასმული სიტყვების განმარტებები:

ა. [1] ძალიან მიყვარს კაშკაშა ფერები. თუ რამე მუქი მაცვია, აუცილებლად ვუხამებ ფერად
დეტალებს.

 ნათელი
 მოლურჯო
 მუქი
 მოშავო

ბ. [1] რაღაცაში დიდი თანხის გადახდა არ არის გემოვნების გარანტია, გემოვნებით შეიძლება
იაფადაც ჩაიცვა, მთავარია, რას როგორ უხამებ.

 რას რომელ ტანსაცმელთან ერთად იცვამ


 რომელ ტანსაცმელს სად იცვამ
 რომელ ტანსაცმელს როგორ ხასიათზე იცვამ
 რომელ ტანსაცმელს რომელ სეზონზე იცვამ

გ. [1] აქ ტურისტად ვარ ჩამოსული და შემიძლია თავისუფლად ვიარო თავდაუბურავმა.

 ისე, რომ თავზე არაფერი მეხუროს


 ისე, რომ ნებისმიერი ფერის ტანსაცმელი მეცვას
 ისე, რომ ვარცხნილობას ყურადღება არ მივაქციო
 ისე, რომ მხოლოდ ჩემი გემოვნება გავითვალისწინო

დ. [1] „მომწონს კლასიკური და სადა სამოსი.“


 მარტივი, უბრალო, მინიმალური
 ბევრი დეტალით გაფორმებული
 ძვირადღირებული და საგანგებოდ შერჩეული
 გემოვნებიანი, ლამაზი, ესთეტიკური

1.18. [1] ტექსტში იპოვე და ამოწერე ქვემოთ მოცემული სიტყვების სინონიმები


[სწორი პასუხი შეფასდება 0.5 ქულით]

ა. ტანსაცმელი - .....................
პასუხი: სამოსი

ბ. განწყობა - ..........................
პასუხი: ხასიათი
1.19. [1] დაწერეთ, ვინ სადაურია.
ნიმუში: თამუნა მსხალაძე - ქართველი / ბათუმელი
[სწორი პასუხი შეფასდება 0.5 ქულით]

ლიზა ტაიარა - ........


ზარინა ზიდი ....
პასუხები: სირიელი, ყაზახი

You might also like