Professional Documents
Culture Documents
16.11.23, 09:25 Page 1 of 8
16.11.23, 09:25 Page 1 of 8
წმინდა მეცნიერება
წმინდა მეცნიერება
როდესაც ნიადაგს საკვებად გარდავქმნით, ამას სოფლის მეურნეობას ვუწოდებთ. როდესაც საკვებს ძვლად
და ხორცად ვაქცევთ, ამას საკვების ათვისებას ვუწოდებთ. როდესაც სხეულს ნიადაგად ვაქცევთ, ამას
კრემაციას ვუწოდებთ. როდესაც სხეულს, ქვას ან ცარიელ სივრცეს რაღაც უფრო აღმატებულად ვაქცევთ - ეს
არის კურთხევა.
კურთხევა არის ცოცხალი პროცესი. სანსკრიტზე ამის აღმნიშვნელი სიტყვა არის „პრატიშთა“. როგორც ადრე
განვიხილეთ, თანამედროვე მეცნიერება გვეუბნება, რომ ყველაფერი ამ სამყაროში ერთი და იგივე ენერგიის
მილიონობით სხვადასხვა გამოვლინებაა. ეს თუ ასეა, მაშინ ის რასაც უწოდებთ ღვთაებრივს, ქვას, ქალს ან
კაცს, ან ეშმაკს, არის ერთი და იგივე ენერგიის სხვადასხვა სახით ფუნქციონირება. თუ გაგაჩნიათ ამისათვის
აუცილებელი ტექნოლოგია, შეგიძლიათ თქვენს გარშემო არსებული ჩვეულებრივი სივრცე გადააქციოთ
ღვთაებრივ სიუხვედ. შეიძლება უბრალოდ ქვის ნატეხი აიღოთ და აქციოთ ღმერთად ან ქალღმერთად. ეს
https://magma.ge/book/სადჰგურუ-შინაგანი-ინჟინერია/509 16.11.23, 09 25
Page 1 of 8
:
არის კურთხევის ფენომენი.
უძველესი დროიდან ინდოეთში კურთხევის შესახებ ცოდნის უდიდესი ოდენობა გადაეცემოდა თაობიდან
თაობას. მიუხედავად იმისა თუ რამდენად კარგი და დღეგრძელი ცხოვრებით ცხოვრობთ, გარკვეულ
მომენტში ადამიანის ფუნდამენტური სწრაფვა - შეეხოს შემოქმედის წყაროს - აუცილებლად იჩენს თავს. თუ
საზოგადოება არ უზრუნველყოფს შესაძლებლობას თითოეული მაძიებელმა მიიღოს წვდომა ამ უფრო ღრმა
განზომილებებზე, ეს ნიშნავს რომ, მას არ შეუძლია თავის მოქალაქეებს მისცეს ნამდვილი კეთილდღეობა.
სწორედ ასეთი გაგების წყალობით, აშენებდა ინდური კულტურა უამრავ ტაძარს თითქმის ყველა ქუჩაზე. იდეა
მდგომარეობდა არა იმაში, რომ ტაძრები ერთანეთთან კონკურენციაში ყოფილიყვნენ, არამედ იმაში რომ,
არავინ არ უნდა ცხოვრობდეს სივრცეში, რომელიც არ არის კურთხეული.
ყველა სულიერი განდობის მიზანია, რომ აკურთხოს ჩვენი ხორცი და აქციოს ტაძრის მსგავ სივრცედ. ამის
შემდეგ, საჭიროა მხოლოდ მდგომარეობის შენარჩუნება. ყოველდღიური სულიერი პრაქტიკა არის, განდობის
შემდეგ ადამიანის სისტემიში მაღალი მდგომარეობის რეზონანსის(ენერგიის) შენარჩუნების მცდელობა.
სხვადასხვა დროს ადამიანებს ვაძლევდი ძლიერ კურთხევებს, ზოგჯერ ფორმალურად და ზოგჯერ
არაფორმალურად. უსულო საგნის, მაგალითად კლდის კურთხევას - უდიდესი ოდენობის სასიცოხლო ენერგია
სჭირდება. ადამიანების ცოცხალ ტაძრებად გადაქცევას გაცილებით ნაკლები ენერგია სჭირდება და არის
უფრო ეკო-მგობრული - და გარდა ამისა, ადამიანები მოძრავები არიან და მათ შეუძლიათ დაგაადგილება.
ამას ძალიან ბევრი უპირატესობა გააჩნია, მაგრამ პრობლემა იმაშია რომ, ამ მდგომარეობის შენარჩუნებას
ადამიანების მხრიდან სჭირდება გარკვეული ოდენობის დროის, ენერგიის და ფოკუსის დათმობა,
https://magma.ge/book/სადჰგურუ-შინაგანი-ინჟინერია/509 16.11.23, 09 25
Page 2 of 8
:
წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არ იმუშავებს.
როდესაც მთელს მსოფლიოში ადამიანები ზედმეტად თავგზააბნეულები არიან და არ სურთ თავიანთი თავის
ცოცხალ ტაძრებად ქცევა, მაშინ ქვით ნაგები ტაძრების საჭიროება იქმნება. ასეთი შენობის აგების
უმთავრესი მიზანი მდგომარეობს, ადამიანების იმ უმრავლესობისთვის კეთილდღეობის მოტანაში,
რომელთაც თავიანთ ცხოვრებაში არ გააჩნიათ სულიერი პრაქტიკა. თუ ადამიანს შეუძლია სულიერი
პრაქტიკის განხორციელება ასეთ კურთხეულ სივრცეში, ეს ორმაგად მარგებელი იქნება მისთვის.
განსაკუთრებით მათთვის ვინც არ იცის, თუ როგორ აქციოს თავისი სხეული ტაძრად, გარეთა ტაძარი
ფასდაუდებელია.
პრანა პრატიშთჰა განსხვავდება იმით, რომ რამეს საკურთხებლად გამოყენებულია ჩვენი სასიცოცხლო
ენერგიები. როდესაც რაიმე ფორმას ამგვარად აკურთხებთ, მას არ სჭირდება შემდეგი მხარდაჭერა. ეს
კურთხევა სამუდამოა. როდესაც აღვასრულე ჩემი ცხოვრებისეული მისია, რაც იყო დჰიანალინგას კურთხევა
(ეს იყო ფაქიზი ენერგეტიკული ფორმა ყველა თავისი ჩაკრით, რომლებიც ოპტიმალური დატვირთვით
https://magma.ge/book/სადჰგურუ-შინაგანი-ინჟინერია/509 16.11.23, 09 25
Page 3 of 8
:
ფუნქციონირებდა, კოამბატორში მდებარე იშა იოგა ცენტრში, სამხრეთ ინდოეთში 1999 წელს)
განვახორციელე სწორედ პრანა პრატიშთჰას სახით. სწორედ ამის გამო იქ არ ტარდება რიტუალები. რადგან
არ არის საჭირო. დჰიანალინგას არ სჭირდება არანაირი შენარჩუნება, რადგან მისი რეზონანსი(ვიბრაცია)
არასოდეს შეიცვლება. სტრუქტურას ქვის ნაწილიც რომ მოაცილოთ, ის მაინც იგივე დარჩება. მიუხედავად
ფიზიკური ცვლილებებისა, რაც დროთა განმავლობაში შეიძლება მოხდეს, ენერგეტიკული ფორმა არ დაიღუპა!
ეს იმიტომ რომ, მისი რეალური ფორმა შექმნილია არა-ფიზიკური განზომილებისგან. მისი განადგურება
შეუძლებელია.
ინდური ტაძრები არასოდეს ყოფილა სალოცავი ადგილები. ტრადიციულად, დილით პირველ საქმედ შხაპი
უნდა მიგეღო და შემდეგ პირდაპირ ტაძარში უნდა წასულიყავი, სადაც გარკვეული ხანი უნდა უბრალოდ უნდა
მჯდარიყავი, და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებოდა შენი დღე. ტაძრები იყო „ელემენტების დასატენი“
საზოგადოებრივი ადგილის მსგავი. ეს დაავიწყდა ადმიანების უმრავლესობას. ისინი უბრალოდ მიდიან
ტაძრებში, ითხოვენ რაღაცას, შუბლით ეხებიან ტაძრის იატაკს, და შემდეგ მიდიან. ეს სრულიად უაზრო რამაა.
იდეა მდგომარეობს იმაში რომ, უბრალოდ იჯდეთ და იმ ადგილის ენერგიები შეისრუტოთ.
https://magma.ge/book/სადჰგურუ-შინაგანი-ინჟინერია/509 16.11.23, 09 25
Page 4 of 8
:
აუცილებელი დარვინის შკალის ფარგლებში დარჩეს; თქვენ შეგიძლიათ გადაინაცვლოთ უმაღლესი
კეთილდღეობისა და თავისუფლების მდგომარეობაში.
ინდოეთში, უძველესი ტაძრების უმრავლესობა აიგო შივასთვის, ან „იმისთვის რაც არ არის.“ ქვეყანაში
არსებობს შივას ათასობით ტაძარი, და უმრავლესობა მათგანში არ არის მისი სათაყვანო ქანდაკება როგორც
ასეთი. ძირითადად, ის წამოდგენილია „ლინგამის“ ფორმით.
ასე რომ, იოგაში ძირითადად, ლინგამი მიიჩნევა არსებობის სრულყოფილ და ფუნდამენტურ ფორმად. ის
პირველი და უკანასკნელი ფორმაა. მათ შუა ხდება ყოფიერება. ხოლო მის ფარგლებს გარეთ არის „ის რაც არ
არის“, ან შივა. ასე რომ, ლინგამის ფორმა ფაქტიურად ღიობია ყოფიერების ქსოვილში. ფიზიკური
სამყაროსთვის წინა კარი არის ლინგამი, და უკანა კარიც არის ლინგამი! ეს აქცევს ტაძრებს ღიობად
ფიზიკურობის ქსოვილში. მისი გავლით შეიძლება უსაზღვრობაში მოხვედრა, და ეს აქცევს მას უსაზღვრო
შესაძლებლობად.
საინტერესოა, რომ ლინგამები აღმოჩენილია ყველგან მთელ მსოფლიოში. აფრიკაში არის ტერაკოტა
ლინგამები, ოკულტური მიზნებისთვის ფართოდ გამოყენებული. დელფში, საბერძნეთში, მიწის ქვეშ მდებარე
ლინგამი, ცნობილია როგორც „დედამიწის ჭიპი“. ეს არის წმინდად მანიპურა ლინგამი, განკუთვნილი
დოვლათიანობისა და მატერიალურ კეთილდღეობის ხელშესაწყობად. როდესაც ვიღაცამ ამ ლინგამის
სურათი მაჩვენა, მაშინათვე მივხვდი თუ რა ტიპის ადამიანებმა აკურთხეს ის. ეს უეჭველად ინდოელი
იოგების ნამოქმედარია, ათასობით წლის წინ; ეს ეჭვგარეშეა.
https://magma.ge/book/სადჰგურუ-შინაგანი-ინჟინერია/509 16.11.23, 09 25
Page 5 of 8
:
როდესაც ვაკურთხე ადიიოგი; იოგის სავანე ტენესიში 2015 წელს, ეს იყო მნიშვნელოვანი სულიერი
ღირებულების მოვლენა - ფაქტიურად ეს იყო დასავლეთში კლასიკური იოგის განვითარების ნიშანსვეტი.
მინახავს სხვადასხვა უძველესი ღირშესანიშნაობები, და სრულიად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მთელს
ჩრდილოეთ ამერიკაში, ან თუნდაც დასავლეთ ნახევარსფეროში, უკანსაკნელი სამი ათასი წლის მანძილზე,
ასეთი სახის ენერგეტიკულად მნიშვნელოვან მოვლენას ადგილი არ ჰქონია. პრანა პრატიშთას პროცესით
კურთხეული ეს ადგილი არის ძღვენი(ჯეროვანი პატივისცემა) ადიოგისადმი, იგივე პირველი იოგისადმი. ეს
სივრეც ექსკლუზურად ეძღვნება იოგას პრაქტიკას, და წარმოადგენს უმაღლესი დონის ენერგეტიკული
რეზონანსისა და სიუხვის ცოცხალ საცავს, და უნიკალურ სულიერ შესაძლებლობებს სთავაზობს მაძიებლებს
დასავლეთში.
ახლა ინდოეთში ლინგამების უმრავლესობა წარმოადგენს ერთ, მაქსიმუმ ორ ჩაკრას. მათ ძირითადად
აკურთხებენ მატერიალური კეთილდღეობის მოსატანად აკურთხებენ. ასევე კურთხეულია რამოდენიმე
ანაჰატა ლინგამიც, მშვიდობისა და სიხარულის მხარდასაჭერად. დჰიანალინგას უნიკალურობა არის რომ,
მასში წარმოდგენილია თავიანთი სიცოცხლისუნარიანობის პიკზე მყოფი შვიდივე ჩაკრა. შვიდივე
ჩაკრისთვის შვიდი ცალკეული ლინგამის შექმნა, გაცილებით იოლი იქნებოდა, მაგრამ ზეგავლენა არ
იქნებოდა იგივე. ამგვარად, დჰიანალინგა არის როგორც ყევლაზე განვითარებული არსების ენერგეტიკული
სხეული, რომელსაც იოგურ კულტურაში ვუწოდებთ „შივას“, რომელიც ყველასათვის უცვლელად
ხელმისაწვდომია. ის არის შესაძლოთაგანად უმაღლესი გამოვლინება.
თუ თქვენ გაზრდით თქვენს ენერგიას ინტენსიურობის მაღალ დონეებამდე, ის ფორმას მხოლოდ გარკვეულ
ზღვრამდე შეინარჩუნებს. შემდეგ ის ხდება უფორმო, და ადამიანთა უმრავლესობა მათ ვერ აღიქვამს.
დჰიანალინგა კურთხეულ იქნა იმგვარად რომ, ენერგია კრისტალიზირდა უმაღლეს წერტილში, რის მიღმაც
შეუძლებელია რაიმე ფორმის არსებობა. ის შეიქმნა ისე რომ, ცოცხალ გურუსთან ჯდომის ინტიმურობა,
ხელმისაწვდომია ყველა მაძიებლისთვის, ვინც ამისკენ ისწრაფვის.
https://magma.ge/book/სადჰგურუ-შინაგანი-ინჟინერია/509 16.11.23, 09 25
Page 6 of 8
:
შესაძლებლობას. ის ვინც შედის მის სფეროში, ზეგავლენას განიცდის აკაშას დონეზე, ან ეთერული სხეულის,
ან ვიგნამაიაკოშას დონეზე. თუ თქვენ ახორციელებთ გარკვეულ ტრანსფორმაციას ფიზიკური, მენტალური,
ენერგეტიკული სხეულების დონეზე, შედეგი დროთა განმავლობაში შეიძლება დაიკარგოს. მაგრამ ეთერული
სხეულის გარდაქმნა სამუდამოა. ბევრი ცხოვრების შემდეგაც კი, განთავისუფლების ეს მარცვალი
დაელოდება ხელსაყრელ პირობებს ხელახლა აღმოცენებისთვის და ყვავილობისთვის.
მე მოვანდომე ინტენსიური მუშაობის სამ ნახევარი წელი, რათა დამესრულებინა დჰიანალინგას კურთხევის
პროცესი. ბევრ იოგის და ადეპტს უცდია მსგავსი ლინგამის შექმნა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო,
ყველა საჭირო ინგრედიენტი ერთად არასდროს შეკრებილა. მისი შექმნა არ ყოფილა ჩემი ნება; ეს იყო ჩემი
გურუს სურვილი. თუმც, ჩემს გურუსთან კონტაქტი ხანმოკლე იყო, ეს ყოველმხრივ დიდ მნიშვნელოვანი
აღმოჩნდა. ამან განსაზღვრა ჩემი ცხოვრების თითოეული ნაბიჯი, ჩემი დაბადების ჩათვლით. დჰიანალინგას
კურთხევა აღსრულდა მისი წყალობითა და სიყვარულით, და ასევე ბევრი ადამიანის მხარდაჭერით და
გაგებით, რომლებმაც შეგნებულად თუ შეუგნებლად, ნებით თუ უნებლიედ, ცნობიერად თუ არაცნობიერად,
შეიტანეს წვლილი მის აღსრულებაში. მე მათი მადლობელი ვარ.
სადჰანა
თუ ისწავლით როგორ გამოიყენოთ ხუთი ელემენტი მარტივ გეომეტრიულ სქემებად, შეგიძლიათ შეიქმნათ
დიდად სასარგებლო ენერგეტიკული გარემო. აი მარტივი სავარჯიშო, რაც შეგიძლიათ სცადოთ.
დახატეთ ქვემოთ წამოდგენილი გამოსახულების მსგავსი, ბრინჯის ან სხვა რომელიმე მარცვლის ფქვილით.
მის ცენტრში დადგით თასი, თასი აავსეთ წყლით, წყალში ჩადგით გჰით (ერბო) ან გაწმენდილი კარაქით
ანთებული ლამფა. წყალში ასევე ჩადეთ ყვავილი. თქვენ შექმენით გეომეტრიული ფიგურა, წყლის, ცეცხლის
და ჰაერის გამოყენებით. ყვავილი წყალში განასახიერებს მიწას. აკაში, ან ეთერი, რათქმაუნდა მუდამ
წარმოდგენილია.
https://magma.ge/book/სადჰგურუ-შინაგანი-ინჟინერია/509 16.11.23, 09 25
Page 7 of 8
:
asad
შეასრულეთ ეს მარტივი პროცესი ყოველ საღამოს. აღმოაჩენთ, რომ თქვენი ოთახის ენერგია შეცვლება
ფაქიზ, მაგრამ მძლავრ დონეზე. ეს არის თქვენი სახლის ან ოფისის ყოველდღიურად კურთხევს უნიკალური
საშუალება.
https://magma.ge/book/სადჰგურუ-შინაგანი-ინჟინერია/509 16.11.23, 09 25
Page 8 of 8
: