You are on page 1of 2

მე დღეს ვესაუბრე პერეკლეს, ათენის პოლიტიკურ მოღვაწეს.

დემოკრატიული პარტიის
წარმომადგენელს, ცნობილი ორატორს და სარდალს, რომელიც. ძვ. წ. 444 წელს, თუკიდიდეს
დამხობის შემდეგ განაგებდა ქვეყანას, ძვ. წ. 445 წელს კი დაიმორჩილა ევბეია, ხოლო 440
წელს — სამოსი. პერიკლემ თავის გარშემო შემოკრიბა საბერძნეთის წამყვანი კულტურის
მოღვაწენი და არაერთ დიდ საქმეს დაადგეს თავი, სწორედ მისი მმართველობის ხანაში
ათენმა მიაღწია ეკონომიკური და კულტურული განვითარების პიკს. მინდოდა რამოდენიმე
კითხვა დამესვა მისთვის და შედარება გამეკეთებინა სქართველოსთან. ჩვენი დიალოგი მეტად
საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა, ასე რომ მინდა გაგიზიაროთ. წარმატებები!
⁃ გამარჯობა პერეკლე, მადლობა რომ საუბარზე დამთანხმდით. მინდა რამოდენიმე
კითხვა დაგისვათ.
⁃ გამარჯობა, სიამოვნებით გიპასუხებთ.
⁃ საქართველოს პარლამენტი ანუ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანო არის
საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო
ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად
მიმართულებებს, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის
საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. თქვენთან როგორ არის ?
⁃ ჩვენთან ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოს და თავისუფალ მამრობით მოქალაქეს
შეუძლია მონაწილეობა მიიღოს დისკუსიებში. მონებსა და ქალებს ეს არ შეიძლიათ. ამასთან,
ათენის დემოკრატია არ არის წარმომადგენლობითი, არამედ პირდაპირი და, შესაბამისად,
ეკლესია განსხვავებულია საპარლამენტო სისტემისგან. როგორც ჩანს განვსხვავდებით.
-დიახ ასეა.შემდეგ კითხვაზე გადავალ. საქართველოში არსებობს საერთო სასამართლოების
სისტემა, რომელშიც შედის: რაიონული (საქალაქო), სააპელაციო და საკასაციო (უზენაესი)
სასამართლოები.
⁃ ჰეილეია შედგებოა 5000 ათასი ძირითადი და 1000 სათადარიგო მოსამართლისგან,
რომლებსაც ირჩევს ხალხი. ისინი 30 წელს მიღწეულები უნდა იყვნენ. მათ ერთი წლის ვადით,
კენჭისყრით ვირჩევთ. სასამართლოში ფუნქციონირებს 10 კოლეგია — 500 ძირითადი და 1000
სათადარიგო (სახალხო მოსამართლის) შემადგენლობით. მოვალეობის ბოროტად გამოყენების
თავიდან აცილების მიზნით, ჩვენთვის ცნობილი არ არის, თუ როდის გამოიძახებენ
მოვალეობის შესასრულებლად, ეს წყდება კენჭისყრით, საქმის განხილვის დღეს.
სასამართლოში წარმოდგენილი არიან მხარეები, რომლებიც იცავენ თავიანთ საპროცესო
ინტერესებს ნეიტრალური სახალხო მოსამართლეების წინაშე. გადაწყვეტილებას იღებენ ფარული
კენჭისყრით. საკითხი წყდება უბრალო უმრავლესობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხმები
თანაბრად გაიყოფა, განსასჯელი გამართლებულად ითვლება.
-ძალიან საინტერესოა. მინდა ათენის სახალხო კრებაზე გკითხოთ.
-კი ბატონო, სიამოვნებით გიამბობთ სახალხო კრება ათენში , ჩემი ანუ პერიკლეს
რეფორმების შედეგად, სახალხო კრება ხელისუფლების უმაღლეს ორგანოდ ითვლება. მასში
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 30 წელს გადაცილებულ სრულუფლებიან მოქალაქეებს. სახალხო
კრება ერთი წლის ვადით ირჩევს სახელმწიფო მოხელეებს. სახალხო კრება არ არის მთელი
ატიკის მოსახლეობის ინტერესთა გამომხატველი . მისი ობიექტი მხოლოდ სრულუფლებიანი
მოქალაქეები (დემოსი) არიან. სახალხო კრება აკროპოლისის დასავლეთით პნიქსის ბორცვზე
მდებარეობს. ნება მომეცით ხუთასთა საბჭოზეც ვისაუბრო. ის 500 მამაკაცისგან შედგება,
ათენის 10 თემიდან 50 წევრი ერთი წლის განმავლობაში ემსახურება საბჭოს. მისი
წარმომადგენლები ყოველდღიურად იკრიბებიან და საფინანსო და საშემოსავლო საკითხებს
განიხილავენ. აგვარებენ სხვადასხვა პრობლემებს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს. როგორც
ჩანს ჩვენი კულტურები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.
⁃ დიახ ასეა, ძალიან საინტერესოდ ყვებით ამ ყველაფერს. მინდა დაგშვიდობოთ და
დიდი წარმატება გისურვოთ. უღრმესი მადლობა ამ პასუხებისთვის. იმედია კიდევ მალე
შევხვდებით ერთმანეთს.ნახვამდის.
მე ასევე მობიძიე ინფორმაცია თანამედროვე ათენისა და საქართველოს მოქალაქეობის
მიღების განსხვავებულობაზე.
როგორ მივიღოთ ათენის მოქალაქეობა
1.
შეაგროვეთ შემდეგი დოკუმენტები:
• ერთი ფოტო.
• ნატურალიზაციის განცხადების გაკეთება მერიაში. საჭიროა თან გახლდეთ ორი
ბერძენი როგორც მოწმე.
• პასპორტის ყველა ფურცლის ასლი. პასპორტი უნდა იყოს ძალაში. ასევე თუ
გქონიათ სხვა, ძველი პასპორტი, ასევე ყველა ფურცლის ასლი.
• პასუხისმგებლობის აპლიკაციის (იპევთინი დილოსი) შევსება სადაც დეტალურად
ასახავთ საბერძნეთის ტერიტორიიდან გასვლასა და შემოსვლის თარიღებს 2005 წლის შემდეგ.
• ბინადრობის ნებართვის ზუსტი ასლი. ბინადრობის ნებართვის და არა
“ვევეოსის”.
• 2005 წლის შემდეგ, თანმიმდევრობით ყველა ბინადრობის ნებართვის ზუსტი ასლი.
• ორიგინალი დაბადების დამადასტურებელი საბუთი ქართულ ენაზე და ქორწინების
მოწმობა ასევე ქართულ ენაზე. ორივე უნდა იყოს დამოწმებული საქართველოში. შემდეგ,
ორივე უნდა გადაითარგმნოს ან საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ტრანსლაციის
განყოფილებაში (არიონოს 10, ათენი) ან ნებისმიერი ბერძენი ადვოკატისგან. თარგანი სხვა
ტრანსლაციის ცენტრებისგან არ მიიღება.
• საგადასახადო ( ტიპის ->ΔΙΠΛΟΤΥΠΟ ΤΥΠΟΥ Α, ΚΑΕ 3744) საგადასახადოში 700
ევრო, თქვენს სახელზე.
• ამკას ასლი
• შარშანდელი საგადასახადო შემოსავლების ფოტოკოპები და 7 (შვიდი) გასული
წლის საგადასახადო შემოსავლების ფოტოკოპები.
• ასევე თუ არსებობს (თუმცა, არა სავალდებულო) ბერძნული ენის ცოდნის
დამადასტურებელი საბუთი ან საბერძნეთის სკოლაში სწავლის დამადასტურებელი საბუთი.
ნაბიჯი 2. შეავსეთ ნატურალიზაციის აპლიკაცია.

ნაბიჯი 3. დანიშნეთ შეხვედრა რათა გადასცეთ შეგროვებული დოკუმენტები და შევსებული


აპლიკაცია.

ნაბიჯი 4. ინტერვიუ ნატურალიზაციის სპეციალურ კომიტეტთან

ნაბიჯი 5. საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების გადაწყვეტილება

ნაბიჯი 6. საბერძნეთის მოქალაქის ფიცი


ნატურალიზაციის პროცესი სრულდება თქვენი ფიცით. გამოიგზავნება თქვენს მისამართზე
წერილი სადაც მითითებული იქნება თარიღი (როდის) ადგილმდებარეობა (სად) სადაც უნდა
მიხვიდეთ ფიცისთვის. აღნიშნულ კონვერტში სადაც ეს წერილი იდება, ასევე იდება
პასუხისმგებლობის აპლიკაცია (იპევთინი დილოსი) სადაც უნდა დაწეროთ თქვენი არა
სრულწლოვანი შვილების დეტალები (თუ გყავთ).

ნაბიჯი 7. რეგისტრაცია ქალაქის მუნიციპალიტეტში

სულ ეს არის. ახლა კი საქართველოს მოქალაქეობის შესახებ;

რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად?


ქვენ უნდა იყოთ სრულწლოვანი, ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად უნდა ცხოვრობდეთ
საქართველოს ტერიტორიაზე. დადგენილ ფარგლებში ფლობდეთ სახელმწიფო ენას, იცნობდეთ
ქვეყნის ისტორიასა და სამართლის ძირითად საფუძვლებს. საქართველოში გქონდეთ სამუშაო
ადგილი, უძრავი ქონება ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებდეთ სამეწარმეო
საქმიანობას, ფლობდეთ ქვეყნის საწარმოში წილს ან აქციებს.
თქვენ მოქალაქეობის საკითხთა კომისიას უნდა ჩააბაროთ გამოცდა სახელმწიფო ენის,
საქართველოს ისტორიისა და საქართველოს კანონმდებლობის ცოდნის შესამოწმებლად.
როგორც ჩანს ამ ორი ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭება ძალიან განსხვავდება. საქართველოს
მოქალაქეობის მისაღებად არ გჭირდებათ ამდენი საბუთის წარდგენა, ფიცი, ინტერვიუ
ნატურალიზაციის სპეციალურ კომიტეტთან, შეხვედრის დანიშვნა და აპლიკაციების შევსება.
მადლობა ყურადღებისთვის
ნინი დეკანოზიშვილი

You might also like