You are on page 1of 3

-„ძველად სასახლეებს უგებდნენ სიყვარულის დასამტკიცებლად, ახლა კი ერთი

ვარდის გაღებაც ენანებათ! თავის დაფასება მკვიდრობს დღეს ჩვენს სულებში


მატეო...“

-„ძველად, მართალია, მეჩეთებს აგებდნენ სიყვარულისაგან დამწვარი სულის


გასაცოცხლებლად, მაგრამ მინდვრიდან მოწყვეტილ ყვავილს სატრფო გულის
ჯიბით ატარებდა სიცოცხლის ბოლომდე...“
როდესაც გაზაფხული იმკვიდრებს ყვავილთა კვირტებში ბინას, როდესაც მზე ტანჯვითა და
მცხუნვარებით ესვენება ჰორიზონტის დასალიერში, როდესაც ბუმბერაზი გემები
დახუნძლულნი ტოვებენ ბათუმის პორტს, იღვიძებს ჩემში რაღაც ახალი , რაც მიბიძგებს ამ
ამბის გახსენებისაკენ.

მაშ, რახან ასე მტკიცედ გადაუწყვეტია განგებას ჩემი ბედი, არ შევეწინააღმდეგები მას :
შევეცდები გადმოვცე ჩემი ფიქრთა დაუოკებელი ქარიშხალი სიტყვიერად :

ვფიქრობ, ცეცხლის გარდა, საუკეთესო რამ რაც კაცობრიობას აღმოუჩენია (თუ


გამოუგონებია) ეს სიტყაა, რომელიც ჩემი ცხოვრებისა და ფანტაზიის წყურვილს მიკლავს ,
დროებით მაინც.

მივუყვები ბათუმის ცარიელ ბულვარს და თითოეული შეხებით ვიხსენებ მოგონებებს ,


რომლებმაც სიგიჟიემდე მიმიყვანეს და დამათრეს; რომლებმაც, სიკვდილის ნატვრა
ლოცვად, ხოლო სიცოცხლის ჟინი უბედურებად გადამიქციეს.

‘მე არ ვარ სუსტი, არამედ, ძლიერთა შორის დამარცხებული’-გულში ვამბობ და ნაბიჯს


ვუნელებ; ვცდილობ შევიგრძნო თბილი ქარის ნაზი ალერსი.

ნუთუ, ჩემი ჩაფიქრებული ოცნება მართლაც გაექროთ მის საშლელებს?

ჰაჰ, როგორი ირონიულია არა? რასაც ოდესღაც შენ მასწავლიდი, რეალობად ამიხდა ,
თითქოს დაცინვით მახსენებ თავს.

რა გაეწყობა, ჩავივლი მეც ამ ქვაფენილიან გზას და შეგხვდები.


„შეგხვდები იქ, ნაპირზე,

სადაც უწინ მეთევზეებისა

და შეყვარებულების გარდა,

ვიყავით ჩვენ:

ორი ბედით დაჩაგრული ხელოვანი,

რომელიც სიტყვებსა და ხაზებს

უსასრულოდ დასდევდა“
***

You might also like