You are on page 1of 1

როგორც გამოჩენილი ფრანგი მწერალი – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ამბობს: “ჩვენ

ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ”. ბავშვის განვითარება კი ფსიქო-ბიოლოგიურ


ფაქტორებთან ერთად მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სოციალურ გარემოსა
და სულიერ აღზრდაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი გარემო, სადაც ბავშვი პიროვნულ
თვისებებს იძენს, ეს არის სასკოლო გარემო, ის სოციალური სივრცე, რომელშიც
მთავარი როლები გადანაწილებული აქვთ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.

განათლების სისტემა ცდილობს შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და


ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების
ჩამოყალიბებისათვის, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მისაღწევად.

ჩვენ ყველას გვინდა ახალი თაობის წარმომადგენლები იაზრებდნენ თავიანთ


პასუხისმგებლობას ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების
მიმართ; იცავდნენ და ინარჩუნებდნენ ბუნებრივ გარემოს, იყონ კანონმორჩილი და
ტოლერანტი მოქალაქეები, შეძლონ ჯანსაღ ურთიერთობასა და კონკურენციაში
შესვლა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საზღვრებს გარეთაც, იარონ განვითარების
გზით, თავადაც შექმნან ღირებულებები და არ იცხოვრონ მხოლოდ არსებულის
ხარჯზე.

ამ დიდი და მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევისათვის განათლების სისტემაში


უმთავრეს რესურსს მასწავლებლები ქმნიან. სწორედ მასწავლებელს შეუძლია
შეცვალოს სამყარო. ამ პროფესიაში საქმიანობას აძნელებს და ამავე დროს
საინტერესოს ხდის ის , რომ არ არსებობს ზუსტი რეცეპტი იმისა, თუ როგორ გახდე
წარმატებული. თუმცა, როგორც სხვა სფეროებში, აქაც პროფესიული განვითარების
უპირველესი გზა კოლეგებთან თანამშრომლობაა. ნებისმიერი შეხვედრა პროფესიულ
საკითხებზე, როცა პედაგოგებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთმანეთს გაუზიარონ
საკუთარი გამოცდილება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამ მიზანს
ემსახურება ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც. "თუ ჩვენ ვასწავლით დღევანდელ
სტუდენტებს ისე, როგორც გუშინდელს, ჩვენ მათ ვართმევთ ხვალინდელ დღეს." -
აღნიშნავს განვითარების თეორიის ავტორი, მეცნიერი ჯონ დიუი. ვფიქრობ ჩვენი
ღევანდელი შეხვედრა ახალი ფიქრის, ახალი მიდგომების დანერგვისათვის
მნიშვნელოვან შთაგონების წყაროდ იქცევა. მინდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის
სახელით მხარდაჭერა გამოგიცხადოთ და წინსვლა, წარმატება გისურვოთ
პროფესიულ საქმიანობაში.

You might also like