You are on page 1of 2

ჟან მიშელ ბასკია

ჟან მიშელ ბასკია იყო ამერიკელი მხატვარი რომელიც


დაიბადა ნიუ–იორკში, 1960 წლის 22 დეკემბერს და სამწუხაროდ
გარდაიცვალა ძალიან ახალგაზრდა 27 წლის ასაკში, მაგრამ
მისი ცხოვრების ამ მოკლე პერიოდში მან შეძლო გამხდარიყო
მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ცნობილი არტსტი, რომელსაც
ოდესმე უცხოვრია, შესაბამისად მისი ფსიკოტიპი ჩემთვის
ძალიან საინტერესოა .
მის ნამუშებრებს თუ გადავხედავთ მივხვდებით, რომ ის
საერთოდ არ იყო სტანდარტულად მოაზროვნე ადამიანი და
გამოირჩეოდა თავისუფლების მაღალი ხარისხით. Ბასკის
ნამუშევრებში ვერ შეხვდებით კლასიკური მხატვრობის ან
ფერწერის ნიმუშებს და ვერც იმდროს დამკვიდრებულ და
გავრცელებულ რომელიმე სტილს, რაც მის უნიკალურობას
უსვამს ხაზს . ლოგიკურია ასეთ განსხვავებულ სტილს ბევრი
მოწინააღმდეგე და არაკეთილისმსურველი ეყოლებოდა
შესაბამისად მას, რომ არ ჰქონოდა ხასიათის სიმტკიცე ვერ
შეძლებდა შეენარჩუნებინა ინდივიდუალიზმი და მიეღწია
დიდი წარმატებისთვის .
Ბასკიას ნამუშევრებში ხშირად შევხვდებით მუქ ტონებს
და კონკრეტულად შავ ფერს, ასევე პერსონაჟებიც ძირითადად
არიან შეწუხებულები, დაზიანებულები და ტოვებენ ტანჯვის
შეგრძნებას, რაც მისი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან
შეიძლება მომდინარეობდეს ( მის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ,
რომ ის ადრეულ ასაკში წამოვიდა სახლიდან და ქუჩებში
უწევდა გადარჩენისთვის ბრძოლა ) . ასევე მუქი ტონები და
პერსონაჟები, რომლებსაც სახის ნაქვთები თუ სხეულის
ნაწილები აქვთ დაზიანებული შეიძლება გამოხატავდეს მის
ჯანმრთელობის მდგომარეობას (როგორც ცნობილია ბასკია
იყო ნარკოდამოკიდებული მოიხმარდა 80–90 იან წლებში
გავრცელებულ ნარკოტიკულ საშვალებებს და გარდაიზვალა
ზედოზირების გამო) .
მის შემოქმედებაში ვხვდებით გრაფიტით შესრულებულ
ლაკონურ წარწერებს, რომლებიც ნახატების შინაასთან ერთად
მიმართული იყო იმისკენ, რომ დაეფიქსირებინა საკუთარი
აზრი და დამოკიდებულება ადამიანების სოციალური
მდგომარეობასთან დაკავშირებით და ზოგადად იმდროს
არსებული სოციალური პრობლემების მიმართ. ეს ყველაფერი
კი მეტყველებს იმაზე რომ ბასკია საკმაოდ ემპათიური
პიროვნება, ის განიცდიდა საკუთარი ხალხის პრობლემებს.
ახალგაზრდა მხატვრის შემოქმედება მისი კარიერის
დასაწყილში, ძირითადად მოიცავდა ნიუ–იორკის ქუჩებში
გრაფიტით შესრულებულ ნამუშევრებს და ასევე ალაგ-ალაგ
შემთხვევით საგნებზე შესრულებული ნამუშევრებით,
რომლებიც მოფენილი იყო მთელს გეტოში და მოიცავდა
ძალიან ბევრ მატერიას, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მხატვარი
არ იყო წინააღმდეგი საზოგადოებას შეეფასებინა მისი
ნამუშევრები. მისთვის მნიშვნელოვანი იყო ნებისმიერი სახით
გაემჟღავნებინა საკუთარი შემოქმედება. თავშივე ჩანდა, რომ
ბასკიასთვის პოპულარობა ბუნებრივი და მოსალოდნელი
პროგნოზი იქნებოდა .

You might also like