You are on page 1of 10

დავით კაკაბაძე

ნინი აბსანძე
დავით ნესტორის ძე კაკაბაძე ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს
მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი, გამომგონებელი, საქართველოს ხელოვნების
დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი. კაკაბაძე მოწაფეობის წლებიდან ბეჭდავდა
ნახატებს ქართულ პერიოდულ პრესაში. სტუდენტობის წლებში დაიწყო ძვ. ქართული
ხელოვნების კვლევა. პეტერბურგში კაკაბაძე 1918-მდე დარჩა. ამ პერიოდს მიეკუთვნება
ფინეთსა და საქართველოში ნატურიდან დახატული პეიზაჟები, 3 ავტოპორტრეტი, დედის
პორტრეტი და ძმის პორტრეტი.
რეალისტურ ნამუშევრებთან ერთად კაკაბაძემ შექნმნა კუბისტური ხასიათის სურათებიც, 1918–1919
კაკაბაძემ საქართველოში გაატარა. ამ პერიოდში საბოლოოდ ჩამოყალიბდა მისი, როგორც მკაფიო
თავისებურებების მქონე მხატვრის, შემოქმედებითი სახე. კაკაბაძემ შექმნა იმერული პეიზაჟების ციკლის
პირველი ნიმუშები. ადრინდელი პეიზაჟებისაგან განსხვავებით, ისინი ბუნების უშუალო ასახვას კი არ
წარმოადგენენ, არამედ მკაფიოდ გამოკვეთილი პრინციპების თანახმად აგებულ სურათებს,
რომლებშიც მოცემულია იმერეთის ბუნების განზოგადებული სახე; კომპოზიციას ახასიათებს ნათელი,
კლასიკური ტექნიკურობა .
1919–1927 წლებში კაკაბაძე პარიზში ცხოვრობდა, მონაწილეობდა „დამოუკიდებელ
მხატვართა საზოგადოების“ ყოველწლიურ გამოფენებში, სხვა ქართველ მხატვრებთან
ერთად აწყობდა გამოფენებს (მოაწყო თავისი სურათების გამოფენა ამერიკაში);
კითხულობდა ლექციებს ხელოვნების საკითხებზე, მუშაობდა სტერეოკინოს
გამოგონებაზე (მიღებული აქვს ევროპის მრავალი ქვეყნის პატენტი), აქვეყნებდა
თეორიულ ნაშრომებს ( ქართულ და ფრანგულ ენებზე).
დავით კაკაბაძეს და მისი შემოქმედებას ათეული
წლებია აღტაცებაში მოჰყავს დამთვალიერებელი.
მისი ნამუშევრები დიდი პოპულარობით სარგებლობს
როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთშიც.დავით
კაკაბაძის და მისი მეუღლის მსგავსად იგივე
პროფესია აირჩია მათმა შვილმა ამირ კაკაბაძემ. მან
მამას ოცნება აუსრულა და მხატვარი გახდა. თუმცა
იგი მაშინვე ანადგურებდა ყველა იმ ნამუშევარს,
რომელზეც იტყოდნენ, რომ დავით კაკაბაძის
ხელწერას ჰგავდა. ამირ კაკაბაძეს მიაჩნდა, რომ
შეძლო მამის ჩრდილიდან გამოსვლა და
ინდივიდუალური სტილის ნამუშევრების შექმნა.
დავით კაკაბაძემ რთული და წინააღმდეგობებით სავსე
გზა გაიარა. მიუხედავად იმისა, რომ მის ოჯახს პატივს
სცემდნენ, 1949 წელს მხატვარი სამხატვრო აკადემიიდან
მაინც დაითხოვეს. ის წლების მანძილზე უმუშევარი იყო,
რის შედეგადაც გულის ტკივილები დასჩემდა და გულის
შეტევით 1956 წელს გარდაიცვალა. მას ბრალდებად
წაუყენეს, თითქოს იდეოლოგიურად აფუჭებდა მომავალ
თაობებს. დავით კაკაბაძე პარიზში შვიდი წელი
იმყოფებოდა და აბსტრაქტულ და კუბისტურ ნამუშევრებს
ქმნიდა. მხატვრობაში ფორმალიზმის მიმდინარეობის
გამო, იგი ხალხის მტრად მიაჩნდათ. მხატვარი
გადასახლებას გადაურჩა, რადგან მაინც გრძნობდნენ,
რომ დიდ მხატვართან ჰქონდათ საქმე. მისი ოჯახისთვის
აუტანელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ მათი საზოგადოებას
ეშინოდა, არავინ მიდიოდა, არ ურეკავდა. მხატვარს
რუსთაველზე რომ დაინახავდნენ, პატივისცემის
მიუხედავად, მეორე მხარეს გადადიოდნენ.
დავით კაკაბაძის გარდაცვალების შემდეგ, მის შვილს
ხშირად ხვდებოდნენ ის ადამიანები, ვინც მათ ოჯახს
მტრობდა. ზოგიერთები თავს იმართლებდნენ, მძიმე
დრო იყო და სხვანაირად ვერ მოვიქცეოდითო.
საბედნიეროდ, ამირ კაკაბაძეს სამაგიეროს
გადახდის სურვილი არასდროს გასჩენია. როცა
დაინახავდა, იქეთ ერიდებოდა და ქუჩის მეორე
მხარეს გადადიოდა. აკადემიაში ხუთიანზე რომ
ჩააბარებდა საგანს, სამს ან ოთხს უწერდნენ,
როგორც დავითის შვილს, მეტი მოგეთხოვებაო.
ოჯახმა დავით კაკაბაძის ნამუშევრები შეინახა,
არაერთი შეთავაზების მიუხედავად, მათ გასხვისებაზე
უარი თქვა, რადგან ისედაც ცოტაა. უარით
ისტუმრებდნენ უცხოელ მყიდველებსაც და სოლიდურ
თანხაზეც არ თანხმდებოდნენ.
კაკაბაძე ახალი ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელია.
მისი სურათები დიდი კომპოზიციური ოსტატობისა და გადმოცემის სისხარტის გარდა
გამოირჩევა განსაკუთრებული ფერადოვანი სიფაქიზითა და დახვეწილობით;
რაციონალურობასთან ერთად მათ ახასიათებს მაღალი პოეტურობა. კაკაბაძემ პირველმა
შექმნა ქართული ბუნების განზოგადებული სახე, პეიზაჟი-სურათი; დიდი მხატვრული
ღირსებით გამოირჩევა ადრინდელი პერიოდში შექმნილი პორტრეტები. კაკაბაძე არის
ქართული თეატრალური-დეკორაციული ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. იგი იყო
მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულებების მქონე მოაზროვნე მხატვარი, რომელიც
ყოველთვის ღრმად გააზრებულად, ლაკონიური საშუალებებით ასხამდა ხორცს თავის
მხატვრულ ჩანაფიქრს.
გმადლობთ
ყურადღებისთვის!

You might also like