You are on page 1of 3

ანნა ამილახვარი

იაპონური ლიტერატურა
იაპონური ლიტერატურა უძველესი დროიდან დღემდე ერთ-ერთი ყველაზე
განსხვავებული თხრობის სტილით გამოირჩევა სხვა ქვეყნების ლიტერატურისგან.
ლიტერატურის განვითარება მჭიდროდ იყო დაკავშირებული იმ სოციალურ და
ისტორიულ ფაქტორებთან, რომლებიც კულტურასა და ხელოვნებაზე ახდენდნენ
გავლენას. შესაბამისად, იაპონური ლიტერატურა საუკუნეების განმავლობაში
იცვლებოდა და იხვეწებოდა სტრუქტურულად და სტილისტურად, თუმცა
ყოველთვის ინარჩუნებდა მკაფიოდ იაპონურ იდეებსა და ნარატივებს. ვფიქრობ,
ძირითადი, რაც იაპონურ ლიტერატურას გამოარჩევს არის იაპონური კულტურის
მიმღებლობის საშუალება. ყოველ ახალ ლიტერატურულ პერიოდთან ერთად,
იაპონური ლიტერატურა იღებდა გარედან შემოსულ გავლენასა და მის ფორმებს,
განვითარების ყოველ ახალ საფეხურზე კი იმატებდა მეტ ელემენტს, რამაც
საბოლოოდ მისი თავისებურად უნიკალური სტილი ჩამოაყალიბა.

ქრონოლოგიურად რომ დავიწყოთ მსჯელობა, პირველი ნაწარმოები, რომლებიც


იაპონურ ლიტერატურაში გვხდება არის კოჯიკი და ნიჰონ-შოკი. ეს ორი წიგნი მე-
8 საუკუნეში დაიწერა და იაპონური ისტორიისა და მითოლოგიის უძველეს
ჩანაწერებს წარმოადგენს. ორივე წიგნი მოგვითხრობს მითებსა და ლეგენდებს
იაპონიისა და მისი საიმპერატორო ოჯახის წარმოშობის შესახებ. ამ წიგნების
შექმნის მიზანი ძირითადად სწორედ საიმპერატორო კარის ლეგიტიმაცია და
ღვთიური წარმომავლობის გამოსახვა იყო. თუმცა, გარდა ამ ლეგენდებისა,
კოჯიკისა და ნიჰონ-შოკის ნაწილები შეგვიძლია ისტორიულ წყაროებადაც
მივიჩნიოთ, რადგან ისინი იაპონური საგვარეულოების ქრონოლოგიასა და
ისტორიებსაც აღწერენ. ამ პერიოდის იაპონურ ლიტერატურაში ვხვდებით
პოეზიასაც, რომელიც ძირითადად ტანკას სტილში იწერებოდა. სწორედ მერვე
საუკუნეში შეიქმნა „მანიოშუც“, რომელიც იაპონური პოეზიის უძველეს კრებულს
წარმოადგენს. პოეზიისადმი მიდრეკილება თავად კოჯიკისა და ნიჰონ-შოკიშიც
იკვეთება, რადგან ეს ორი წიგნიც ერთგვარი პოეტური წერის სტილით
გამოირჩევა. როგორც ვხედავთ, პირველი იაპონური ლიტერატურის ნამუშევრები
უფრო მეტად რელიგიურ-ისტორიულ ნაწერებად უნდა მივიჩნიოთ, ვიდრე
მხატვრულ ლიტერატურად, თუმცა, სწორედ ეს პირველი წიგნები ქმნიან იმ
კულტურულ და იდეურ ფონს, რომლის გარშემოც ვითარდება იაპონური
ლიტერატურა. სწორედ აქ ყალიბდება ის იდეები, რომლებსაც იაპონური
ლიტერატურა დღემდე ინარჩუნებს. მაგალითად, „მანიოშუში“ მკაფიოდ ჩანს
იაპონური დამოკიდებულება ბუნებისადმი და მასთან განსხვავებულად მჭიდრო
კავშირი. ასევე აქვე ჩანს იაპონელების სილამაზისადმი ტკბობა და მნიშვნელობა,
რომელსაც ისინი ბუნებრივ მშვენიერებას ანიჭებენ. ეს იდეები იმდენად ღრმად
რჩება იაპონურ ლიტერატურაში, რომ მე-20 საუკუნეში იოკიო მიშიმას
შემოქმედებაშიც კი ჩანს. მნიშვნელოვანია ასევე აღვნიშნოთ, რომ ამ პერიოდის
ლიტერატურა ჩინური კლასიკური ლიტერატურისგანაც იღებდა გავლენას და
სწორედ ამ დროს ხდება ჩინური იეროგლიფების იაპონურ ენაში დამკვიდრებაც.

მომდევნო პერიოდი იაპონური ლიტერატურისთვის ერთ-ერთი ყველაზე


მნიშვნელოვანია. ჰეიანისა და ნარას პერიოდებში იაპონიაში იკვეთება ძალიან
ანნა ამილახვარი

დიდი კულტურული აღმავლობა, ამიტომ ამ პერიოდში ლიტერატურაც


განვითარების მნიშვნელოვან სიმაღლეს აღწევს. ამ დროს იაპონიაში გავრცელდა
და განვითარდა ტაოიზმი, ბუდიზმი და სხვა ჩინური მოძღვრებები. ასევე შეიქმნა
ჰირაგანა და კანა, რამაც ლიტერატურაში წერის სტილის გამარტივება გამოიწვია.
ლიტერატურა ამ პერიოდში უფრო მეტად ხალხურ ენაზე იწერებოდა და ხალხის
ცხოვრების აღწერას ისახავდა მიზნად, სწორედ ამ დროს იქმნება პირველი
იაპონური რომანი „უფლისწული გენჯის ამბავი“, რომელიც დაიწერა
საიმპერატორო კარზე მურასაკი შიკიბუს მიერ. გენჯი მონოგატარი მოგვითხრობს
ჰეიანის პერიოდში საიმპერატორო კარზე ცხოვრების წესზე და აღგვიწერს
წარჩინებული იაპონელების ცხოვრებას. მურასაკი შიკიბუ თავად წარმოადგენდა
სეფე ქალს სამეფო კარზე. ამ პერიოდში გავრცელებული იყო სეფე ქალების მიერ
ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ჩანაწერების გაკეთება. სწორედ ამ ქალების
მიერ გაკეთებული ყოველდღიურობის ამსახველი ჩანაწერები ხდება ჰეიანის
პერიოდის ლიტერატურის საფუძველი. მურასაკი შკიბუს გარდა, მნიშვნელოვანი
ნაწარმოები შექმნა სეი შონაგონმა, რომელიც შიკიბუს კონკურენტი სეფე ქალი იყო
დედოფლის კარზე. სეი შონაგონს ეკუთვნის ნაწარმოები „ჩანაწერები
სასთუმალთან“. შინაარსობრივად, ეს ნაწარმოებიც შიკიბუს მსგავს იდეებს
ატარებს, თუმცა, სეი შონაგონს უკავშირდება ის მნიშვნელოვანი წერის სტილი,
რომელიც შემდგომ პერიოდებშიც გვხვდება იაპონურ ლიტერატურაში - ეს არის
წერა, რომელიც „ფუნჯს მიყვება“ და ბუნებრივად, თავისთავად ქმნის ნაწერს.

შემდეგ, კამაკურას პერიოდში, იაპონურ ლიტერატურაზე გარდამტეხ გავლენას


ახდენს ძენ ბუდიზმი და მისი ფართოდ გავრცელება ქვეყანაში. ძენ ბუდიზმის
გავლენამ იაპონურ ლიტერატურაში შემოიტანა სიმარტივე და პირდაპირობა,
რომელიც ასახავდა ცვალებად სოციოპოლიტიკურ ლანდშაფტს. გაჩნდა ომის
ჩანაწერები როგორიცაა „ჰეიკე მონოგატარი“, რომელიც გვთავაზობდა თხრობას
კონფლიქტების შესახებ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იოშიდა კენკოს მიერ
დაწერილი „ესეები მცონარობის ჟამს“, რომელიც ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს
აღწერდა. ამ პერიოდში ვითარდება ასევე იაპონური დრამატურგია, კერძოდ ნო.
ნოს დრამატურგიამ და პოეზიის განვითარებამ აჩვენა გაღრმავებული კავშირი
ლიტერატურასა და სპექტაკლს შორის, რადგან ხელოვნება საზოგადოების სარკე
გახდა. როგორც იოშიდა კენკო, ასევე „ჰეიკე მონოგატარი“, მიზნად ისახავენ
საზოგადოებრივი ცხოვრების სრული სურათის აღწერასა და მკითხველისთვის
გადმოცემას. მომდევნო პერიოდიც, მომოიამასა და ედოს პერიოდები,
ლიტერატურაში ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი სცენებით ხდება
ცნობილი. თუმცა, ამ პერიოდებში უფრო მეტად ყურადღება ექცევა დაბალ
სოციალურ ფენასა და მათ ყოველდღიურობას. ედოს პერიოდში იქმნება ასევე
ჰაიკუს ფორმა და ვითარდება დრამატურგიაც კაბუკის სახით. ჰაიკუს
ავტორებიდან ყველაზე მეტად უნდა გამოვარჩიოთ მაცუო ბაშო, რომლის პოეზიაც
და ცხოვრებაც ძენ ბუდიზმის დიდი გავლენის ქვეშ მოექცა. ბაშოს მაგალითზე კი,
კიდევ უფრო დამყარდა ცნება ბუნებისა და ადამიანის სიახლოვის შესახებ
იაპონურ ლიტერატურაში.
ანნა ამილახვარი

მეიჯის პერიოდი, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხია იაპონური


ლიტერატურისთვის და ზოგადად კულტურისთვის, რადგან სწორედ ამ დროს
შემოდის იაპონურ ცნობიერებაში დასავლური და ევროპული იდეები და
ღირებულებები. ვფიქრობ, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო
ინდივიდუალიზმის იდეის შემოსვლა, რომელიც აქამდე იაპონურ
ლიტერატურაში ნაკლებად იყო განვითარებული. თანამედროვე იაპონური
ლიტერატურის ფუძემდებლად ნაცუმე სოოსეკი მიიჩნევა, რადგან მისმა
აზროვნებამ სრულიად შეცვალა კლასიკური იაპონური წერის სტილი. ნაცუმე
სოოსეკი ისეთ თემებზე წერდა, როგორიც თანამედროვე და ტრადიციულ
ღირებულებებს ჭიდილს გამოსახავდა. ვფიქრობ, ამ პერიოდის შემდეგ,
გამორჩეული იაპონელი მწერლების უმეტესობა სწორედ ამ ჭიდილსა და შინაგან
ბრძოლაზე ამახვილებს ყურადღებას საკუთარ შემოქმედებაში. ეს შინაგანი
ბრძოლა ჩანს იასუნარი კავაბატას „ათას წეროში“, სადაც მთავარი პერსონაჟი
მთელი წიგნის მანძილზე ცდილობს შეეგუოს ახალ რეალობას და ებრძოლოს
მამისგან დატოვებულ გავლენას, რაც იაპონური ტრადიციული ელემენტების
ალეგორიაა. მსგავსი ჭიდილი ჩანს ასევე იუკიო მიშიმას „ოქროს ტაძარსა“ და
„ნიღბის აღსარებაში“. მკვეთრი განსხვავება თანამედროვეობასა და კულტურას
შორის ასევე კარგად ჩანს გამორჩეული ქალი ავტორის ფუმიკო ენჩის „ნიღბებშიც“.

ინდივიდუალიზმის იდეის შემოსვლასთან ერთად, იაპონური ლიტერატურა


იწყებს ადამიანის ფსიქოლოგიური და დასავლურ-ფილოსოფიური იდეების
კვლევასაც. ეს განსაკუთრებით კარგად აისახება აკუტაგავას ნაწარმოებებში.
დასავლეთიდან იაპონიაში ასევე შემოდის ეგზისტენციალიზმისა და
მოდერნიზმის ფილოსოფიური იდეები. ავტორები, როგორიცაა მაგალითად კობო
აბე, წერისას ინსპირაციას იღებენ კაფკას, სარტრის, კამიუს და სხვა დასავლელი
მოაზროვნეების იდეებისგან. მთლიანობაში, იაპონური ტრადიციული
ღირებულებების დასავლურ კულტურასთან შერწყმა კი იაპონურ ლიტერატურას
უტოვებს ყველაფრისგან განსხვავებულ და სიურრეალისტურ კონცეპტებს,
რომლებიც ჰარუკი მურაკამის ნაშრომებში აისახება. მურაკამის მიერ მაგიური
რეალიზმისა და თანამედროვე თემების შესწავლა მრავალფეროვან,
საერთაშორისო აუდიტორიას ეხმიანება და იაპონურ ლიტერატურას აძლევს
საშუალებას ქვეყნის გარეთაც გახდეს მკითხველისთვის აქტუალური.

იაპონური ლიტერატურის განვითარება ღრმად ტრადიციული კულტურის


გამძლეობისა და ადაპტაციის დასტურია. უძველესი ნაწარმოებების პოეტური
სილამაზით დაწყებული, თანამედროვე ავტორების ეგზისტენციალური
გამოკვლევებით დამთავრებული, იაპონური ლიტერატურა ასახავს ერის
მუდმივად ცვალებად იდენტობას. ლიტერატურული იდეოლოგიის
განვითარებასთან ერთად, იგი თან ატარებს წარსულის გამოძახილს, ქმნის
დინამიკურ და მრავალმხრივ ნარატივს, რომელიც ატყვევებს მკითხველებს მთელ
მსოფლიოში.

You might also like