You are on page 1of 206

გვამი

ბიბლიოთეკაში

1 მკითხველთა ლიგა
აგათა კრისტი

გვამი
ბიბლიოთეკაში

ინგლისურიდან თარგმნა
პაატა ჩხაიძემ

2 მკითხველთა ლიგა
ნაწილი პირველი
I

მისის ბანტრი სიზმარს ხედავდა – მის სურნელოვან ცერცვე-


ლას პირველი ადგილი მოეპოვებინა ყვავილების გამოფენა-
ზე. ეკლესიაში პრიზებს ანაფორასა და სტიქარში გამოწყობი-
ლი ქორეპისკოპოსი არიგებდა. მას მეუღლე ეხმარებოდა, რო-
მელსაც, რატომღაც, მხოლოდ საცურაო კოსტიუმი ეცვა, რა-
საც რეალურ ცხოვრებაში მრევლის მხრიდან გაკიცხვა მოჰ-
ყვებოდა, თუმცა სიზმარში ეს უჩვეულოდ არავის ეჩვენებო-
და... მისის ბანტრის ყოველთვის სიამოვნებდა გამთენიის
ძილღვიძილი. ამ ნებივრობას სადაცაა, მოსამსახურე ქალი
შეაწყვეტინებდა, როდესაც დილის ჩაის მოართმევდა. უკვე ჩა-
ესმოდა კიდეც ადრეულ დილას სახლში ატეხილი ფუსფუსი:
ერთი მოახლე ფარდებს სწევდა, მეორე – აქანდაზითა და ცოც-
ხით იატაკს ჰგვიდა, შემოსასვლელი კარის გაღება-დაკეტვის
ხმაც გაისმა. ახალი დღე იწყებოდა. მისის ბანტრი ცდილობდა
მოესწრო და, შეძლებისდაგვარად, სრულად დამტკბარიყო
ყვავილების გამოფენით, რომელიც წუთი წუთზე გაქრებოდა...
ხმაურით გაიღო ქვედა სართულზე მდებარე სასტუმრო
ოთახის დარაბები. ბოლომდე ვერც ამან გამოაღვიძა მისის
ბანტრი. მან იცოდა, რომ წინ და უკან სიარული და ფუსფუსი
ნახევარ საათს მაინც გაგრძელდებოდა, ამიტომ ამას ყურად-
ღებას არ აქცევდა. ყველაფერს კაბის შრიალი და ლანგარზე
ჭურჭლის წკარუნი დაასრულებდა, როდესაც მერი კარზე
ფრთხილად დააკაკუნებდა, შემოვიდოდა და ოთახში დღის სი-
ნათლეს შემოუშვებდა. ბურანში მყოფმა მისის ბანტრიმ შუბლი
შეიჭმუხნა. ქვეცნობიერში რაღაც უჩვეულო ჩაესმა – აჩქარე-
ბული ნაბიჯების ხმა. სმენა დაძაბა, რათა ფაიფურის წკარუნი

3 მკითხველთა ლიგა
გაეგონა, მაგრამ ამაოდ. კარზე დააკაკუნეს. მისის ბანტრიმ ავ-
ტომატურად, თვალგაუხელელად დაიძახა:
– შემოდით! კარი გაიღო. ახლა ფარდა უნდა გადაწეულიყო.
ამის ნაცვლად, ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში მერის აფო-
რიაქებული, შეწუხებული ხმა გაისმა:
– ოჰ, ქალბატონო, ქალბატონო, ბიბლიოთეკაში გვამია! ამ
სიტყვებით, ისტერიკულად აქვითინებული მოსამსახურე საძი-
ნებლიდან გავარდა.

II

მისის ბანტრი საწოლში წამოჯდა.ან მისმა სიზმარმა უცნაუ-


რი განვითარება პოვა, ან მერი მართლაც შემოვარდა მის
ოთახში და თქვა (წარმოუდგენელია! დაუჯერებელია!), რომ
ბიბლიოთეკაში გვამი იყო.
– შეუძლებელია, – ჩაილაპარაკა მისის ბანტრიმ, – ალ-
ბათ,დამესიზმრა. მაგრამ იგი აშკარად გრძნობდა, რომ ეს სი-
მართლეს არ შეესაბამებოდა. და რომ ყოველთვის გაწონას-
წორებულმა მერიმ ნამდვილად წარმოთქვა გასაოცარი სიტ-
ყვები. მისის ბანტრი წუთით ჩაფიქრდა, შემდეგ კი სწრაფად
გაჰკრა იდაყვი მძინარე მეუღლეს.
– ართურ, ართურ, გაიღვიძე! პოლკოვნიკმა ბანტრიმ რა-
ღაც ჩაიბურტყუნა და გვერდი იცვალა.
– გაიღვიძე, ართურ! გაიგონე, რა თქვა მოსამსახურემ?
– რა თქმა უნდა, – ნამძინარევი ხმით წარმოთქვა კაცმა,
– სავსებით გეთანხმები, დოლი. ჩანდა, რომ პოლკოვნიკი
ძილის გაგრძელებას აპირებდა, ამიტომ მისის ბანტრიმ მას
მხარზე ხელი დაადო და შეაჯანჯღარა.
– მომისმინე! ცოტა ხნის წინ მერი მოვიდა და თქვა, რომ
ბიბლიოთეკაში გვამია.
– რაო?
– ბიბლიოთეკაში გვამიაო.
– ეს ვინ თქვა?
– მერიმ. პოლკოვნიკმა ბანტრიმ გონება მოიკრიბა და ვი-
თარების განმუხტვა სცადა:

4 მკითხველთა ლიგა
– სისულელეა, ჩემო კარგო. ალბათ, დაგესიზმრა.
– არა, არ დამსიზმრებია. თავიდან მეც ასე მეგონა, მაგრამ
დარწმუნებული ვარ, რომ შემოვიდა და ზუსტად ასე თქვა.
– მერი მოვიდა და გითხრა, რომ ბიბლიოთეკაში გვამია?
– ჰო.
– ეს შეუძლებელია, – თქვა პოლკოვნიკმა ბანტრიმ.
– გეთანხმები, რომ შეუძლებელია, – მიუგო მისის ბანტრიმ
და ეჭვნეულად განაგრძო: – მაგრამ რატომ მოიგონებდა ასეთ
სისულელეს?
– იქნებ არც უთქვამს?
– თქვა.
– გარწმუნებ, რომ დაგესიზმრა.
– სულაც არა. პოლკოვნიკი ბანტრი საბოლოოდ გამოფხიზ-
ლდა და ცოლის დასამშვიდებლად ალერსიანად წარმოთქვა:
– ეს ყველაფერი ძილში ნახე. სულ იმ დეტექტიური რომანის
– "გატეხილი ასანთის ღერის საიდუმლოს" ბრალია, წუხელ
გვიანობამდე რომ კითხულობდი. იქ რაღაც ამგვარი ეწერებო-
და: "ლორდმა ედგბასტენმა ბიბლიოთეკაში დაგებულ ხალი-
ჩაზე მშვენიერი ქერათმიანი ქალი აღმოაჩინა". წიგნებში
გვამს ყოველთვის ბიბლიოთეკაში პოულობენ, რეალურ
ცხოვრებაში კი მსგავსი არაფერი გამიგია. – სამაგიეროდ, ახ-
ლა გაიგებ, – თქვა მისის ბანტრიმ, – ყველაფერს აჯობებს, ად-
გე და ქვევით ჩახვიდე. – მაგას არ ვიზამ, დოლი. ახალგაღვი-
ძებულზე ადამიანს სიზმარი და ცხადი ერთმანეთში ერევა და
ჰგონია, რომ ეს რეალობაა. – არა, მე სულ სხვა რამ დამესიზ-
მრა, – ვითომ ყვავილების გამოფენა იყო და ქორეპისკოპოსის
ცოლი საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი დაიარებოდა... რა-
ღაც ამის მსგავსი. მოულოდნელად მისის ბანტრი ენერგიუ-
ლად წამოხტა საწოლიდან და ფარდა გადასწია. ოთახი შე-
მოდგომის მზიანი დღის შუქმა გაანათა.
– არ დამსიზმრებია, – მტკიცედ განაცხადა ქალმა, – ახლა
კი ადექი, ართურ, ქვევით ჩადი და გაიგე, რა მოხდა.
– გინდა, რომ ჩავიდე და ვიკითხო, ბიბლიოთეკაში გვამი
ხომ არ არის-მეთქი? სასაცილოდ ამიგდებენ.
– შენც ნურაფერს შეეკითხები, – უთხრა მისის ბანტრიმ,

5 მკითხველთა ლიგა
– თუ გვამი მართლაც იქ არის... ისიც შესაძლებელია, რომ
მერი გაგიჟდა და არარსებული საგნები ეჩვენება. ვიღაც აუცი-
ლებლად გეტყვის რამეს. შენ სიტყვის თქმაც არ დაგჭირდე-
ბა.პოლკოვნიკმა ბანტრიმ ბუზღუნით ჩაიცვა ხალათი, ოთახი-
დან გავიდა, დერეფანი გაიარა და კიბეზე დაეშვა. ქვემოთ მსა-
ხურები შეგროვილიყვნენ. ზოგიერთი ქალი ტიროდა კიდეც.
მსახურთუფროსი ღირსების შეგრძნებით გამოეყო მათ. – რა
კარგია, რომ მოხვედით, სერ. ვუბრძანე, რომ თქვენს მოს-
ვლამდე ხელი არაფრისთვის ეხლოთ. პოლიციაში ხომ არ
დავრეკო, სერ? – რატომ უნდა დარეკოთ? მსახურთუფროსმა
საყვედურით სავსე მზერა მიაპყრო ახალგაზრდა ქალს, რო-
მელსაც თავი მზარეულის მხარზე ჩამოედო და გულამოს-
კვნით ტიროდა. – მეგონა, რომ მერიმ ყველაფერი შეგატყობი-
ნათ, სერ. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე თქვა. მერიმ
ამოიოხრა და ჩაილაპარაკა: – ძალიან გავნერვიულდი და არც
კი მახსოვს, რას ვამბობდი. ეს რომ შევიტყვე, ლამის ფეხები
მომეკვეთა, შინაგანი კანკალი ამივარდა. როგორი სანახა-
ვია... ოჰ, ღმერთო!.. მან თავი კვლავ მხარზე მიადო მისის
ეკლზს, რომელმაც მისი დამშვიდება სცადა:
– კარგი, კარგი, ჩემო პატარავ.
– მერი, რა თქმა უნდა, გაღიზიანებულია, სერ, – თქვა მსა-
ხურთუფროსმა, – ეს საშინელება ხომ სწორედ მან აღმოაჩინა.
ბიბლიოთეკაში ფარდების გასაწევად შევიდა და ფეხი კინაღამ
გვამს დააბიჯა!
– იმის თქმა გსურთ, რომ ბიბლიოთეკაში ვიღაცის გვამია?
ჩემს ბიბლიოთეკაში? მსახურთუფროსმა ჩაახველა.
– იქნებ თქვენ თვითონ ნახოთ, სერ?

6 მკითხველთა ლიგა
III

– ალო, ალო, ალო! ეს პოლიციის განყოფილებაა. ვინ ლა-


პარაკობს?
კონსტებლი1 პელკი ერთი ხელით საყელოზე ღილს იკრავ-
და, მეორით კი ყურმილი ეჭირა.
– დიახ, დიახ, გოსინგტონ-ჰოლია? ოჰ, დილა მშვიდობისა,
სერ, – პოლიციელმა კილო შეარბილა, ნაკლებად ოფიციალუ-
რი გაუხდა, როდესაც თანამოსაუბრეში პოლკოვნიკი ბანტრი
შეიცნო – ოლქის მთავარი მსაჯი და სპორტის ადგილობრივი
სახეობების თავგამოდებული მფარველი.
– დიახ, სერ! რით შემიძლია გემსახუროთ?.. მაპატიეთ, სერ,
კარგად ვერ გავიგე... გვამიო, თქვით?.. დიახ... დიახ, რა ბრძა-
ნეთ? თქვენთვის უცნობი ახალგაზრდა ქალი? გასაგებია, სერ.
დიახ, ჩემი იმედი გქონდეთ. პოლიციის კონსტებლმა პეკლმა
ყურმილი დადო, გრძლად დაუსტვინა და თავისი უფროსის
ნომრის აკრეფას შეუდგა. მისის პეკლმა სამზარეულოდან გა-
მოიხედა, საიდანაც შემწვარი ბეკონის მადის აღმძვრელი სუნი
გამოდიოდა.
– რა მოხდა?
– ასეთი საოცრება არასდროს მსმენია, – მიუგო ქმარმა,
– გოსინგტონ-ჰოლში, პოლკოვნიკის ბიბლიოთეკაში,
ახალგაზრდა ქალის გვამი აღმოაჩინეს.
– მოკლულია?
– ამბობს, გაუგუდავთო.
– ვინ არის?
– პოლკოვნიკი ირწმუნება, რომ არ იცის.
– მაშ, იმ ბიბლიოთეკაში რა უნდოდა?
პოლიციის კონსტებლმა პელკმა ცოლს საყვედურით გახე-
და და ყურმილში ოფიციალური კილოთი ჩაილაპარაკა:

1კონსტებლი -დაბალი ჩინის პოლიციელი ინგლისსა და ზოგიერთ ინ-


გლისურენოვან ქვეყანაში.

7 მკითხველთა ლიგა
– ინსპექტორო სლეკ? მე პოლიციის კონსტებლი პელკი
ვარ. უნდა შეგატყობინოთ, რომ დღეს, დილის შვიდ საათსა და
თხუთმეტ წუთზე, აღმოჩენილია ახალგაზრდა ქალის გვამი...

IV

როდესაც ტელეფონმა დარეკა, მის მარპლს ჯერ ჩაცმა არ


დაემთავრებინა. იგი ოდნავ შეშფოთდა – ასე ადრე ეს საკმა-
ოდ უჩვეულო იყო. ხანში შესულ შინაბერას დღის განრიგით
გაუთვალისწინებელი ზარი სხვადასხვა ჰიპოთეზის დაშვების
შესაძლებლობას აძლევდა.
– ღმერთო ჩემო, – ჩაილაპარაკა მან და ყურმილს გახედა,
– ნეტავ ვინ არის? სოფლელი ნაცნობები და მეზობლები
ცხრიდან ათის ნახევრამდე ურეკავდნენ. სწორედ მაშინ
სთხოვდნენ საღამოს სტუმრად მისვლას და ისიც ამის მიხედ-
ვით გეგმავდა დღეს. მხოლოდ ყასაბი ბედავდა ცხრამდე და-
რეკვას, ისიც იმ შემთხვევაში, თუ უნდა ეცნობებინა, რომ გა-
რემოებათა გამო შეკვეთის შესრულებას ვერ შეძლებდა. დღის
განმავლობაში ასე დაჟინებით რეკვა აკრძალული, ცხადია, არ
იყო, მაგრამ საღამოს ათის ნახევრიდან დილის ცხრამდე ამ-
გვარი საქციელი ცუდ ტონად ითვლებოდა. მართალია, მის
მარპლს ძმისშვილი ჰყავდა – მწერალი და, აქედან გამომდი-
ნარე, მოუწესრიგებელი ახალგაზრდა, რომელიც ხშირად
ურეკავდა უდროო დროს – ერთხელ შუაღამითაც კი დაურეკა,
მაგრამ ექსცენტრიკულ რეიმონდ ვესტს ადრე ადგომა არ უყ-
ვარდა. ვერავინ გაბედავდა მის მარპლის შეწუხებას დილის
რვა საათამდე, ახლა კი რვას თხუთმეტი წუთი აკლდა. ასეთ
დროს დეპეშებიც კი არ მოჰქონდათ – ფოსტა რვამდე არ იღე-
ბოდა. "ალბათ, ნომერი შეეშალათ", – დაასკვნა მის მარპლმა,
მაგრამ ვერ მოითმინა და ყურმილი მაინც აიღო.
– დიახ, – თქვა მან.
– თქვენ ხართ, ჯეინ? მის მარპლი გაოცებული დარჩა.
– დიახ, ჯეინი ვარ. ადრე ამდგარხართ, დოლი.
მისის ბანტრი აღელვებული და შეშფოთებული ჩანდა.
– საშინელი რამ მოხდა!

8 მკითხველთა ლიგა
– ოჰ, ღმერთო ჩემო!
– ეს-ესაა, ბიბლიოთეკაში გვამი აღმოვაჩინეთ. წამით მის
მარპლმა გაიფიქრა, რომ მისი მეგობარი ჭკუაზე შეიშალა.
– რა აღმოაჩინეთ?
– ძნელი დასაჯერებელია, არა? თქვენი კარგად მესმის.
მეც მეგონა, რომ მსგავსი რამ მხოლოდ წიგნებში ხდებოდა.
ძლივს დავარწმუნე ართური, რომ ქვევით ჩასულიყო და ყვე-
ლაფერი საკუთარი თვალით ენახა. მის მარპლმა თავი ხელში
აიყვანა, ღრმად ამოისუნთქა და იკითხა:
– ვისი გვამია?
– ქერა ქალის.
– რაო?
– ქერა ქალის. ლამაზი ქერათმიანი ქალის... როგორც რო-
მანებშია. არავინ იცის, ვინ არის. ის კი მკვდარია და ბიბლიო-
თეკაში წევს. სასწრაფოდ უნდა მოხვიდეთ.
– გინდათ, რომ მოვიდე?
– დიახ, ახლავე ავტომობილს გამოგიგზავნით.
– რა თქმა უნდა, ძვირფასო, თუ ფიქრობთ, რომ შემიძლია,
მხარში ამოგიდგეთ...
– ოჰ, მხარში ამოდგომა არ მჭირდება. მაგრამ თქვენ კარ-
გად ერკვევით ამგვარ საქმეში.
– არა, რას ბრძანებთ! შესაძლოა, მქონდა კიდეც პატარა
წარმატებები, მაგრამ – მხოლოდ თეორიული. – არა, თქვენ
შესანიშნავად იძიებთ მკვლელობებს. ეს ქალი კი მოკლულია,
გაგუდული. რადგან ვიღაცას თავხედობა ეყო და ჩემს სახლში
მკვლელობა ჩაიდინა, ის ხომ მაინც უნდა ვიცოდე, რა მოხდა?
ამიტომაც მინდა, რომ მოხვიდეთ და დამნაშავის პოვნასა და
საიდუმლოების ამოხსნაში დამეხმაროთ. თანაც ეს ამაღელვე-
ბელია, არა?
– კარგი, ჩემო ძვირფასო, თუკი რამით მაინც შევძლებ დახ-
მარებას...
– მშვენიერია! ართური არ მეთანხმება. ჰგონია, რომ ამ სამ-
წუხარო ვითარებაში თავშესაქცევს ვეძებ. რა თქმა უნდა, ძა-
ლიან ცუდი ამბავი მოხდა, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, იმ
ქალს სულ არ ვიცნობდი...

9 მკითხველთა ლიგა
აი, როცა მას ნახავთ, თქვენც არარეალურობის შეგრძნება
დაგეუფლებათ.

ოდნავ აღელვებული მის მარპლი გადმოვიდა ბანტრის მან-


ქანიდან, რომლის კარიც თავაზიანად გაუღო მძღოლმა. პოლ-
კოვნიკი ბანტრი მას კიბესთან შეეგება. იგი აშკარად გაკვირ-
ვებული ჩანდა.
– მის მარპლ?.. მ-მ... მოხარული ვარ, რომ გხედავთ.
– თქვენმა მეუღლემ დამირეკა, – აუხსნა მის მარპლმა.
– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მისთვის აუცილებელია,
რომ გვერდით ვინმე ჰყავდეს. ნერვები არაფრად უვარგა. ჯერ-
ჯერობით თავი ყოჩაღად უჭირავს, მაგრამ, მოგეხსენებათ, ნე-
ბისმიერ მომენტში... ამ დროს მისის ბანტრი გამოჩნდა, რო-
მელმაც შესძახა:
– ართურ, ახლავე სასადილოში დაბრუნდი და ისაუზმე, ბე-
კონი გიცივდება.
– ვიფიქრე, ინსპექტორი მოვიდა-მეთქი, – თქვა პოლკოვ-
ნიკმა ბანტრიმ.
– ის ძალიან მალე მოვა, – მიუგო მისის ბანტრიმ, – ამიტო-
მაც მნიშვნელოვანია, რომ საუზმობა მოასწრო. შენთვის ეს აუ-
ცილებელია.
– შენთვისაც. გაცილებით უკეთესი იქნება, თუ წამოხვალ და
წაიხემსებ მაინც.
– ახლავე მოვალ, წადი, ართურ, – თქვა მისის ბანტრიმ და
გაჯიუტებულ ქმარს ხელი მსუბუქად უბიძგა.
– მომყევით, ჯეინ! – შესძახა დიასახლისმა და გრძელი დე-
რეფნის გავლით სწრაფად გაუძღვა სტუმარს სახლის აღმო-
სავლეთ ნაწილისკენ. ბიბლიოთეკის კარს კონსტებლი პელკი
დარაჯობდა, რომელმაც მისის ბანტრის გზა გადაუღობა და თა-
ვისი ძალა აგრძნობინა: – მაპატიეთ, მადამ, მაგრამ შესვლა
არ შეიძლება. ინსპექტორის ბრძანებაა.

10 მკითხველთა ლიგა
– სისულელეა, პელკ, – უთხრა მისის ბანტრიმ, – ნუთუ მის
მარპლი ვერ იცანით? კონსტებლმა პელკმა აღიარა, რომ მის
მარპლს იცნობდა.
– ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მან გვამს თვალი შეავლოს,
– თქვა მისის ბანტრიმ, – ნუ სულელობთ, პელკ, ბოლოს და
ბოლოს, ეს ჩემი ბიბლიოთეკაა, ხომ არ ვცდები? კონსტებლმა
პელკმა უკან დაიხია – იგი ბავშვობიდანვე გრძნობდა მოწიწე-
ბას ცნობილი ადამიანების მიმართ. "იქნებ ინსპექტორმა ვე-
რაფერი შეიტყოს", – გაიფიქრა მან.
– კარგი, ოღონდ არაფერს შეეხოთ.
– ცხადია, არ შევეხებით, – მოუთმენლად განაცხადა მისის
ბანტრიმ, – ამდენი ჩვენც ვიცით. თუ გნებავთ, გამოგვყევით და
თვითონ დარწმუნდით. კონსტებლმა პელკმა დაუყოვნებლივ
ისარგებლა ამ შეთავაზებით, მით უმეტეს, რომ ეს თვითონაც
სურდა. მისის ბანტრიმ გამარჯვებული სახით მიიყვანა მეგობა-
რი ბიბლიოთეკის დიდ, ძველმოდურ ბუხართან და დრამატუ-
ლი ხმით წარმოთქვა:
– აი, შეხედეთ! მის მარპლი მაშინვე მიხვდა, რას გულის-
ხმობდა მასპინძელი, როდესაც თქვა, რომ ქალიშვილის ცხე-
დარი არარეალურს ჰგავდა. ბიბლიოთეკა ზუსტად ასახავდა
მათი მფლობელების ხასიათს. ეს იყო დიდი და საკმაოდ მო-
უწესრიგებელი ოთახი შელახული სავარძლებით. მოზრდილ
მაგიდაზე ჩიბუხები, წიგნები და საქმიანი ქაღალდები ეყარა.
კედლებზე ეკიდა რამდენიმე ძველი ოჯახური პორტრეტი, აგ-
რეთვე ვიქტორიული ეპოქის აკვარელის საღებავებით დახა-
ტული მდარე ნახატები, რომლებზეც ნადირობის სასაცილო
სცენები გამოესახათ. ერთ კუთხეში ასტრებით სავსე უშველე-
ბელი ვაზა იწონებდა თავს. ეს სიძველეშეპარული ოთახი მნახ-
ველს წარსულ თაობებსა და იმ ნივთებზე უამბობდა, რომლე-
ბიც ოდესღაც მათთვის ძვირფასი იყო. ბუხართან, დათვის
ძველ ტყავზე, რაღაც მყვირალა და მელოდრამატული გაშ-
ხლართულიყო – ახალგაზრდა ქალიშვილის კაშკაშა ფიგურა
სახის გარშემო ოსტატურად დაკულულებული, არაბუნებრი-
ვად ქერა თმით. გამხდარ ტანზე თეთრი ატლასის ზურგამოჭ-
რილი საღამოს კაბა ეცვა. შეშუპებულ და შელურჯებულ სახეზე

11 მკითხველთა ლიგა
ჭარბად წასმული კოსმეტიკა და პუდრი გროტესკულად გამოი-
ყურებოდა. წამწამების ტუში ლოყებზე ჩამოსდენოდა და ლა-
ქებად მოჩანდა, მკვეთრი პომადა პირს ღია ჭრილობას ამ-
სგავსებდა. ხელისა და ფეხის ფრჩხილებზე ალისფერი ლაქი
ესვა. ეს ყველაფერი და ვერცხლისფერი, იაფფასიანი სანდლე-
ბი უგემოვნობაზე მეტყველებდა, რაც ვერაფრით ეხამებოდა
პოლკოვნიკ ბანტრის ბიბლიოთეკის სოლიდურ, ძველმოდურ
კომფორტს.
– ახლა ხომ ხვდებით, რასაც ვგულისხმობდი? – ხმადაბლა
თქვა მისის ბანტრიმ, – არარეალურია, ხომ? ხანში შესულმა
ქალბატონმა თავი დაუქნია და ნელა შეათვალიერა უძრავი
სხეული. შემდეგ კი ნახევრად ჩურჩულით ჩაილაპარაკა: – ძა-
ლიან ახალგაზრდაა.
– დიახ, დიახ...
გეთანხმებით, – მისის ბანტრის სახეზე გაკვირვება გამოე-
სახა, თითქოს ეს დასკვნა მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
მის მარპლი გვამის თავზე დაიხარა, ოღონდ არაფერს შეხებია.
იგი გარდაცვლილის თითებს შესცქეროდა, რომელთაც ისე
ჩაებღუჯათ კაბა, თითქოს გააფთრებით იბრძოდნენ უკანას-
კნელი ამოსუნთქვისთვის. ამ დროს მოხრეშილ გზაზე მომავა-
ლი ავტომობილის ხმა გაისმა. კონსტებლმა პეკლმა შეშფოთე-
ბით განაცხადა:
– ეს ინსპექტორი იქნება...
მისის ბანტრის არ უნდოდა, რომ პოლიციელი უხერხულ
მდგომარეობაში ჩაეყენებინა, თანაც ძვალ-რბილში ჰქონდა
გამჯდარი, რომ დაბალი ფენის წარმომადგენლებთან ურთი-
ერთობისას სიტყვა არასდროს უნდა გაეტეხა, ამიტომ მაშინვე
კარისკენ გაემართა. მის მარპლიც უკან მიჰყვა.
– ნუ ღელავთ, პეკლ. ყველაფერი კარგად იქნება, – თქვა მი-
სის ბანტრიმ. კონსტებლმა პეკლმა შვებით ამოისუნთქა.

12 მკითხველთა ლიგა
VI

პოლკოვნიკმა ბანტრიმ სასწრაფოდ მოუღო ბოლო შებრა-


წულ პურს, მარმელადსა და ყავას, აჩქარებით გაემართა შემო-
სასვლელისკენ და გულზე მოეშვა, როდესაც დაინახა, რომ
მანქანიდან ინსპექტორ სლეკთან ერთად, საგრაფოს მთავარი
კონსტებლი, პოლკოვნიკი მელჩეტიც გადმოვიდა. იგი მისი მე-
გობარი იყო, განსხვავებით ენერგიული სლეკისგან, რომე-
ლიც აშკარად არ მოსდიოდა თვალში, რადგან იგი არც საკუ-
თარ სახელს ამართლებდა2 და არც იმას დაგიდევდათ, თუ რო-
გორ შთაბეჭდილებას ახდენდა სხვებზე.
– დილა მშვიდობისა, ბანტრი, – თქვა მთავარმა კონსტებ-
ლმა,
– ვიფიქრე, აჯობებს, თვითონ წავიდე-მეთქი. როგორც გა-
ვიგე, განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.
– დიახ... დიახ...
– პოლკოვნიკი ბანტრი შესაფერისი სიტყვების შერჩევას
ცდილობდა,
– დაუჯერებელია...ფანტასტიკურია!
– ხომ არ იცით, ვინ არის ის ქალი?
– არა, თვალი არასდროს მომიკრავს.
– არც მსახურთუფროსი იცნობს? – იკითხა ინსპექტორმა
სლეკმა.
– ლორიმერიც ჩემსავით გაოგნებულია.
– ჰო... საოცარია, – ჩაილაპარაკა ინსპექტორმა სლეკმა.
– მელჩეტ, სასადილო ოთახში საუზმეა გაწყობილი, რამეს
ხომ არ მიირთმევდით? – თქვა პოლკოვნიკმა ბანტრიმ.
– არა, არა... აჯობებს, მუშაობას შევუდგეთ. წუთი წუთზე
დოქტორი ჰეიდოკიც გამოჩნდება... აჰა, აი, ისიც. სახლთან მე-
ორე ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც ზორბა, მხარბეჭიანი
დოქტორი ჰეიდოკი გადმოვიდა, რომელიც შეთავსებით სასა-
მართლო-სამედიცინო ექსპერტის ფუნქციასაც ასრულებდა.

2 Slack – დუნე, ზარმაცი, ნელი (ინგლ.).

13 მკითხველთა ლიგა
მას სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ორი პოლიციე-
ლი ახლდა, ერთ-ერთ მათგანს ხელში ფოტოაპარატი ეჭირა.
– ყველანი ვართ, არა? – იკითხა მთავარმა კონსტებლმა,
– მაშ, წავიდეთ. როგორც სლეკმა მითხრა, ბიბლიოთეკაში
უნდა შევიდეთ.
– ეს წარმოუდგენელია! – ამოიკვნესა პოლკოვნიკმა ბან-
ტრიმ, – როდესაც დილით ცოლმა გამაღვიძა და მითხრა, რომ,
მოსამსახურის თქმით, ბიბლიოთეკაში ვიღაცის გვამი იყო, ვე-
რაფრით დავიჯერე.
– თქვენი მშვენივრად მესმის. ვიმედოვნებ, ამ ამბავმა მისის
ბანტრიზე დამთრგუნველად არ იმოქმედა.
– თავი ყოჩაღად უჭირავს. მან სოფლიდან მის მარპლი ჩა-
მოიყვანა. გეცოდინებათ.
– მის მარპლი? – გაოცდა მთავარი კონსტებლი, – რატომ
მაინცდამაინც ის?
– მოგეხსენებათ, მსგავს ვითარებაში ქალებს ერთმანეთის
გვერდში დგომა სჭირდებათ. არ მეთანხმებით? პოლკოვნიკმა
მელჩეტმა ჩაიცინა და თქვა:
– თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, თქვენს მეუღლეს ამ საქმის
მოყვარულის დონეზე გამოძიება სურს. თანაც, მის მარპლი
სოფლის მასშტაბით ცნობილი დეტექტივია. ხომ გახსოვთ,
სლეკ, როგორ გვაჯობა მან ერთხელ?
– მაშინ განსხვავებული ვითარება იყო, – მიუგო ინსპექ-
ტორმა სლეკმა.
– განსხვავებული რისგან?
– მაშინ მსხვერპლი აქაური იყო. გეთანხმებით, რომ ამ მო-
ხუცმა ქალბატონმა ყველაფერი იცის, რაც ამ ოლქში ხდება.
მაგრამ ამჯერად არაფერი გამოუვა.
– ამ საქმის შესახებ მასზე მეტი ჯერჯერობით არც თქვენ
იცით, სლეკ, – ცივად შეეპასუხა მელჩეტი.
– ცოტაც მოითმინეთ, სერ, და მომხდარზე ყველაფერს შე-
ვიტყობთ.

14 მკითხველთა ლიგა
VII

ამ დროს მისის ბანტრი და მის მარპლი სასადილო ოთახში


ისხდნენ და საუზმეს შეექცეოდნენ. მასპინძელმა ვეღარ მოით-
მინა და სტუმარს ჰკითხა:
– აბა, რას იტყვით, ჯეინ? მის მარპლმა მას ოდნავ დაბნეუ-
ლად შეხედა.
– ეს შემთხვევა, ალბათ, რამეს გაგონებთ, არა? – იმედია-
ნად დაამატა მისის ბანტრიმ. საქმე ისაა, რომ მის მარპლს სა-
იდუმლოებით მოცული შემთხვევების ახსნისას სოფელში
მომხდარი წვრილმანი ამბების დეტალებთან პარალელების
გავლება უყვარდა.
– არა, – მიუგო მის მარპლმა ხანმოკლე ფიქრის შემდეგ, –
ჯერჯერობით მსგავსს ვერაფერს ვიხსენებ, თუმცა ამ საბრალო
უცნობის გამო რატომღაც, მისის ჩეტის უმცროსი ქალიშვილის
სახე ამომიტივტივდა... გეცოდინებათ ედი... აი, ის, ფრჩხი-
ლებს რომ იკვნეტდა და ზედა კბილები უშნოდ რომ ჰქონდა წინ
წამოწეული. სულ ეს არის, თუ იმას არ გავითვალისწინებთ,
რომ ედისაც ულაზათოდ ჩაცმა უყვარდა.
– ამ ქალის კაბას გულისხმობთ? – ჰკითხა მისის ბანტრიმ.
– დიახ, ძალიან ეფექტური, მაგრამ დაბალი ხარისხის სატი-
ნია.
– მეც ასე მომეჩვენა, – თქვა მისის ბანტრიმ, – ალბათ, ერთ-
ერთ იმ პატარა საზიზღარ მაღაზიაშია შეძენილი, სადაც ჩაწო-
ლილ საქონელს გინეად ყიდიან.
– მომისმინეთ, – დაამატა მან ცნობისმოყვარეობით, – პა-
ტარა ედის საქმე როგორ წავიდა? – ცოტა ხნის წინ სხვა ად-
გილზე დაიწყო მუშაობა. როგორც ამბობენ, ყველაფერს კარ-
გად აკეთებს. მისის ბანტრის სახეზე იმედგაცრუება გამოესახა,
რადგან ამ პარალელმა საქმეს ნათელი ვერ მოჰფინა.
– ერთი რამ ვერ გამიგია, – თქვა მან, – კერძოდ ის, თუ რა
უნდოდა ამ ქალს ართურის კაბინეტში. პელკის მტკიცებით,
ფანჯარა გატეხილია. იქნებ თანამზრახველთან ერთად შემოი-
პარა, შემდეგ კი წაკამათდნენ და... სულელურად ჟღერს, არა?

15 მკითხველთა ლიგა
– ძარცვისთვის, ცოტა არ იყოს, შეუფერებლად აცვია, – ჩა-
ფიქრებული სახით თქვა მის მარპლმა.
– გეთანხმებით – უფრო მეჯლისს ან რაიმე წვეულებას შე-
ეფერება, მაგრამ ჩვენთან მსგავსი არაფერი მოუწყვიათ.
– დ-დიახ...
– ყოყმანით წარმოთქვა მის მარპლმა.
– მგონი, თავში რაღაც აზრი მოგივიდათ, ჯეინ, – ქორივით
დააცხრა მისის ბანტრი.
– არა, მხოლოდ გავიფიქრე...
– ვინ გაგახსენდათ? – ბეზილ ბლეიკი.
– ოჰ, არა! რას ამბობთ! – შესძახა მისის ბანტრიმ იმპულსუ-
რად და მაშინვე განაგრძო, თითქოს თავს იმართლებსო:
– დედამისს კარგად ვიცნობ. ქალებმა ერთმანეთს შეხედეს.
მის მარპლმა ამოიოხრა და თავი დააქნია:
– თქვენი გრძნობები ჩემთვის სავსებით გასაგებია.
– სელინა ბლეიკი ღირსეული ქალბატონია. მშვენივრად
მოვლილი გაზონი და საუცხოო ბორდიურები აქვს. მშურს კი-
დეც მისი. ნერგებზეც ბევრ ფულს ხარჯავს. როგორც ჩანს, ამ
არგუმენტებმა მის მარპლზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახ-
დინა.
– თუ გახსოვთ, ხალხი ლაპარაკობდა...
– ვიცი, ვიცი, – სასწრაფოდ დაეთანხმა მისის ბანტრი, – ბე-
ზილ ბლეიკის სახელის ხსენებაზეც კი ვერ მალავს ართური
აღშფოთებას. იგი ჩემს მეუღლეს ძალიან უხეშად მოექცა. მას
შემდეგ ართურისგან მასზე ერთ კარგ სიტყვასაც ვერ მოის-
მენთ. ჩვენს დროში ახალგაზრდები ძალზე სულელურად და
აგდებულად იქცევიან და საუბრობენ. ყველას აბუჩად იგდე-
ბენ. მერედა, რა აცვიათ ხოლმე! ზოგს ჰგონია, რომ სოფელში
ყველაფრის ჩაცმა შეიძლება. სისულელეა. აქ ყველა ყველა-
ფერს აკვირდება. იგი ცოტა ხნით ჩაფიქრდა და დაამატა:
– არადა, როდესაც პატარაობისას აბაზანაში იჯდა, ისეთი
საყვარელი იყო! – კვირას გაზეთში ცნობილი ჩევიოელი
მკვლელის ბავშვობის ფოტოსურათი დაბეჭდეს, – თქვა მის
მარპლმა, – ისიც გადასარევად გამოიყურებოდა.
– ოჰ, ჯეინ, ხომ არ ფიქრობთ, რომ სწორედ მან...

16 მკითხველთა ლიგა
– არა, არა, ძვირფასო. ეს სულაც არ მიგულისხმია. არ მიყ-
ვარს ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება. მე მხოლოდ ამ გამოპ-
რანჭული ქალიშვილის გამოჩენის ერთ-ერთი ვარიანტი გან-
ვიხილე. სენტ-მერიმიდი ხომ მიყრუებული ადგილია. მომეჩვე-
ნა, რომ აქ იგი მხოლოდ ბეზილ ბლეიკთან თუ ჩამოვიდოდა.
ეს კაცი ხშირად აწყობს წვეულებას, მასთან ლონდონის კი-
ნოსტუდიებიდანაც კი ჩამოდიან... ხომ გახსოვთ შარშანდელი
ივლისი? ყვირილი, სიმღერა, საშინელი ხმაური, უწესრიგო-
ბა... ყველანი დათვრნენ. მეორე დღეს მისის ბერი მიყვებოდა,
რომ იქ დამტვრეული ჭიქები დახვდა, აბაზანაში კი თითქმის
სრულიად შიშველ ახალგაზრდა ქალს ეძინა.
– კინოსთან დაკავშირებული ხალხი იქნებოდა, – შემწყნა-
რებლური კილოთი თქვა მისის ბანტრიმ.
– შესაძლებელია. შემდეგ კი, გაგონილი გექნებათ, უიკენ-
დებზე ვიღაც ქალიშვილი ჩამოჰყავდა... საოცრად ქერათმი-
ანი.
– ეს ხომ არ არის? – შესძახა მისის ბანტრიმ.
– აბა, რა გითხრათ? ახლოდან არასდროს მინახავს. მხო-
ლოდ ერთხელ მოვკარი თვალი, როდესაც მანქანიდან გადმო-
ვიდა და კოტეჯის ბაღში შევიდა: შორტითა და ლიფით მზეზე
ირუჯებოდა. ახლანდელ ახალგაზრდა ქალიშვილებს კოსმე-
ტიკით, შეღებილი თმითა და ფრჩხილებით ერთმანეთისგან
ვერ გაარჩევთ.
– დიახ. კარგი იდეა კი მოგივიდათ თავში, ჯეინ. შესაძლოა,
მართლა ის იყოს.
მისის ბანტრი საწოლში წამოჯდა.ან მისმა სიზმარმა უცნაუ-
რი განვითარება პოვა, ან მერი მართლაც შემოვარდა მის
ოთახში და თქვა (წარმოუდგენელია! დაუჯერებელია!), რომ
ბიბლიოთეკაში გვამი იყო.
– შეუძლებელია, – ჩაილაპარაკა მისის ბანტრიმ, – ალ-
ბათ,დამესიზმრა. მაგრამ იგი აშკარად გრძნობდა, რომ ეს სი-
მართლეს არ შეესაბამებოდა. და რომ ყოველთვის გაწონას-
წორებულმა მერიმ ნამდვილად წარმოთქვა გასაოცარი სიტ-
ყვები. მისის ბანტრი წუთით ჩაფიქრდა, შემდეგ კი სწრაფად
გაჰკრა იდაყვი მძინარე მეუღლეს.

17 მკითხველთა ლიგა
– ართურ, ართურ, გაიღვიძე! პოლკოვნიკმა ბანტრიმ რა-
ღაც ჩაიბურტყუნა და გვერდი იცვალა.
– გაიღვიძე, ართურ! გაიგონე, რა თქვა მოსამსახურემ?
– რა თქმა უნდა, – ნამძინარევი ხმით წარმოთქვა კაცმა,
– სავსებით გეთანხმები, დოლი. ჩანდა, რომ პოლკოვნიკი
ძილის გაგრძელებას აპირებდა, ამიტომ მისის ბანტრიმ მას
მხარზე ხელი დაადო და შეაჯანჯღარა.
– მომისმინე! ცოტა ხნის წინ მერი მოვიდა და თქვა, რომ
ბიბლიოთეკაში გვამია.
– რაო?
– ბიბლიოთეკაში გვამიაო.
– ეს ვინ თქვა?
– მერიმ. პოლკოვნიკმა ბანტრიმ გონება მოიკრიბა და ვი-
თარების განმუხტვა სცადა:
– სისულელეა, ჩემო კარგო. ალბათ, დაგესიზმრა.
– არა, არ დამსიზმრებია. თავიდან მეც ასე მეგონა, მაგრამ
დარწმუნებული ვარ, რომ შემოვიდა და ზუსტად ასე თქვა.
– მერი მოვიდა და გითხრა, რომ ბიბლიოთეკაში გვამია?
– ჰო.
– ეს შეუძლებელია, – თქვა პოლკოვნიკმა ბანტრიმ.
– გეთანხმები, რომ შეუძლებელია, – მიუგო მისის ბანტრიმ
და ეჭვნეულად განაგრძო: – მაგრამ რატომ მოიგონებდა ასეთ
სისულელეს?
– იქნებ არც უთქვამს?
– თქვა.
– გარწმუნებ, რომ დაგესიზმრა.
– სულაც არა. პოლკოვნიკი ბანტრი საბოლოოდ გამოფხიზ-
ლდა და ცოლის დასამშვიდებლად ალერსიანად წარმოთქვა:
– ეს ყველაფერი ძილში ნახე. სულ იმ დეტექტიური რომანის
– "გატეხილი ასანთის ღერის საიდუმლოს" ბრალია, წუხელ
გვიანობამდე რომ კითხულობდი. იქ რაღაც ამგვარი ეწერებო-
და: "ლორდმა ედგბასტენმა ბიბლიოთეკაში დაგებულ ხალი-
ჩაზე მშვენიერი ქერათმიანი ქალი აღმოაჩინა". წიგნებში
გვამს ყოველთვის ბიბლიოთეკაში პოულობენ, რეალურ

18 მკითხველთა ლიგა
ცხოვრებაში კი მსგავსი არაფერი გამიგია. – სამაგიეროდ, ახ-
ლა გაიგებ, – თქვა მისის ბანტრიმ, – ყველაფერს აჯობებს, ად-
გე და ქვევით ჩახვიდე. – მაგას არ ვიზამ, დოლი. ახალგაღვი-
ძებულზე ადამიანს სიზმარი და ცხადი ერთმანეთში ერევა და
ჰგონია, რომ ეს რეალობაა. – არა, მე სულ სხვა რამ დამესიზ-
მრა, – ვითომ ყვავილების გამოფენა იყო და ქორეპისკოპოსის
ცოლი საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი დაიარებოდა... რა-
ღაც ამის მსგავსი. მოულოდნელად მისის ბანტრი ენერგიუ-
ლად წამოხტა საწოლიდან და ფარდა გადასწია. ოთახი შე-
მოდგომის მზიანი დღის შუქმა გაანათა.
– არ დამსიზმრებია, – მტკიცედ განაცხადა ქალმა, – ახლა
კი ადექი, ართურ, ქვევით ჩადი და გაიგე, რა მოხდა.
– გინდა, რომ ჩავიდე და ვიკითხო, ბიბლიოთეკაში გვამი
ხომ არ არის-მეთქი? სასაცილოდ ამიგდებენ.
– შენც ნურაფერს შეეკითხები, – უთხრა მისის ბანტრიმ,
– თუ გვამი მართლაც იქ არის... ისიც შესაძლებელია, რომ
მერი გაგიჟდა და არარსებული საგნები ეჩვენება. ვიღაც აუცი-
ლებლად გეტყვის რამეს. შენ სიტყვის თქმაც არ დაგჭირდე-
ბა.პოლკოვნიკმა ბანტრიმ ბუზღუნით ჩაიცვა ხალათი, ოთახი-
დან გავიდა, დერეფანი გაიარა და კიბეზე დაეშვა. ქვემოთ მსა-
ხურები შეგროვილიყვნენ. ზოგიერთი ქალი ტიროდა კიდეც.
მსახურთუფროსი ღირსების შეგრძნებით გამოეყო მათ. – რა
კარგია, რომ მოხვედით, სერ. ვუბრძანე, რომ თქვენს მოს-
ვლამდე ხელი არაფრისთვის ეხლოთ. პოლიციაში ხომ არ
დავრეკო, სერ? – რატომ უნდა დარეკოთ? მსახურთუფროსმა
საყვედურით სავსე მზერა მიაპყრო ახალგაზრდა ქალს, რო-
მელსაც თავი მზარეულის მხარზე ჩამოედო და გულამოს-
კვნით ტიროდა. – მეგონა, რომ მერიმ ყველაფერი შეგატყობი-
ნათ, სერ. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე თქვა. მერიმ
ამოიოხრა და ჩაილაპარაკა: – ძალიან გავნერვიულდი და არც
კი მახსოვს, რას ვამბობდი. ეს რომ შევიტყვე, ლამის ფეხები
მომეკვეთა, შინაგანი კანკალი ამივარდა. როგორი სანახა-
ვია... ოჰ, ღმერთო!.. მან თავი კვლავ მხარზე მიადო მისის
ეკლზს, რომელმაც მისი დამშვიდება სცადა:
– კარგი, კარგი, ჩემო პატარავ.

19 მკითხველთა ლიგა
– მერი, რა თქმა უნდა, გაღიზიანებულია, სერ, – თქვა მსა-
ხურთუფროსმა, – ეს საშინელება ხომ სწორედ მან აღმოაჩინა.
ბიბლიოთეკაში ფარდების გასაწევად შევიდა და ფეხი კინაღამ
გვამს დააბიჯა!
– იმის თქმა გსურთ, რომ ბიბლიოთეკაში ვიღაცის გვამია?
ჩემს ბიბლიოთეკაში? მსახურთუფროსმა ჩაახველა.
– იქნებ თქვენ თვითონ ნახოთ, სერ?

ნაწილი მეორე
I

პოლკოვნიკი მელჩეტი და პოლკოვნიკი ბანტრი სწორედ ამ


იდეის შესახებ მსჯელობდნენ. გვამის დათვალიერების შემდეგ
მთავარმა კონსტებლმა წვრილმანი დეტალების გარკვევა თა-
ვის ხელქვეითებს დაავალა, თვითონ კი სახლის პატრონთან
ერთად მის კაბინეტში, სახლის მეორე ბოლოში, განმარტოვ-
და. პოლკოვნიკი მელჩეტი ფიცხი კაცი იყო და რამე პრობლე-
მაზე ფიქრისას გამუდმებით იწვალებდა მოკლე წითურ ულ-
ვაშს. ახლა სწორედ ასე იქცეოდა და თანამოსაუბრეს შიგადა-
შიგ ცერად გახედავდა ხოლმე. ბოლოს მტკიცედ განაცხადა:
– მომისმინეთ, ბანტრი. სიმართლე უნდა დავადგინო.
თქვენ მართლა არ იცით, ვინ არის ეს ქალი? პოლკოვნიკმა
ბანტრიმ აღშფოთება დააპირა, მაგრამ მთავარმა კონსტებ-
ლმა სიტყვის თქმა არ აცალა:
– კარგი, მეგობარო, მაგრამ ეცადეთ, საქმეს სხვა კუთხით
შეხედოთ. ვიცი, რომ თავს, შესაძლოა, უხერხულად გრძნობთ
– ცოლიანი კაცი ხართ, მეუღლე გიყვართ და ასე შემდეგ. მაგ-
რამ, ჩვენ შორის დარჩეს და, თუ ამ ქალთან რაიმე კავშირი
გქონდათ, აჯობებს, ახლავე გამიმხილოთ. თქვენი ყოყმანი
ჩემთვის სავსებით გასაგებია. თქვენს ადგილას მეც ასე დამე-
მართებოდა. მაგრამ თავს უნდა სძლიოთ. მკვლელობა მოხდა
და მიზეზის დადგენა გვმართებს. დალახვროს ეშმაკმა, მე ხომ
20 მკითხველთა ლიგა
არ ვამტკიცებ, რომ ის თქვენ გაგუდეთ. მშვენივრად ვიცი, რომ
ამას არ გააკეთებდით. მაგრამ იმ ფაქტს ხომ ვერსად გავექცე-
ვით, რომ იგი აქ, თქვენს სახლში მოვიდა? დავუშვათ, ქალი
უკანონო გზით შემოიპარა, რათა ენახეთ, მას კი ვიღაც ტიპი
შემოჰყვა და ეს დანაშაულიც მან ჩაიდინა. დამეთანხმებით,
რომ ეს შესაძლებელია. ხომ ხვდებით, რისი თქმა მსურს? – რა
ჯანდაბაა, მელჩეტ! გეუბნებით, თვალიც კი არასდროს მომიკ-
რავს-მეთქი! მე ასეთი კაცი არ ვარ.
– მაშინ ყველაფერი კარგადაა. სულაც არ ვაპირებ თქვენს
დადანაშაულებას. ჩვენ ერთი წრის ხალხი ვართ და რადგან
ასე ამბობთ... ნეტავ ის მაინც ვიცოდეთ, აქ რა უნდოდა. ცხა-
დია, რომ აქაური არ არის.
– ნამდვილი ღამის კოშმარია, – დაიკვნესა გაღიზიანებულ-
მა მასპინძელმა.
– საკითხავი ის არის, ჩემო მეგობარო, თუ რას აკეთებდა
იგი თქვენს ბიბლიოთეკაში.
– საიდან უნდა ვიცოდე? მე კი არ მომიწვევია.
– გასაგებია, მაგრამ ის მაინც მოვიდა. ეს ყველაფერი ისე
გამოიყურება, თითქოს მას თქვენი ნახვა სურდა. წერილი ან
სხვა შეტყობინება ხომ არ გამოუგზავნია? – არაფერი. პოლ-
კოვნიკმა მელჩეტმა დელიკატურად შეაპარა: – წუხელ რას
აკეთებდით? – ადგილობრივი კონსერვატიული პარტიის შეკ-
რებაზე გავემგზავრე მაჩ-ბენჰემში, ცხრა საათისთვის.
– როდის დაბრუნდით? – ათი იყო დაწყებული, როდესაც
მაჩ-ბენჰემიდან გამოვედი. გზაში მანქანის საბურავი დაეშვა.
იძულებული გავხდი, გამომეცვალა. შინ რომ დავბრუნდი,
თორმეტს თხუთმეტი წუთი აკლდა.
– ბიბლიოთეკაში ხომ არ შესულხართ? – არა.
– სამწუხაროა.
– დაღლილი ვიყავი და პირდაპირ დასაწოლად გავემართე.
– სახლში არავინ გელოდებოდათ? – არავინ. საკუთარი გა-
საღები მაქვს. ლორიმერი თერთმეტზე მიდის, ცხადია, თუ გან-
საკუთრებული განკარგულება არ აქვს მიღებული.
– ბიბლიოთეკას ვინ კეტავს ხოლმე? – ლორიმერი. წელიწა-
დის ამ დროს, დაახლოებით რვის ნახევარზე.

21 მკითხველთა ლიგა
– მოგვიანებით შიგნით ხომ არ შედის? – არა. როდესაც შინ
არ ვარ, ლანგარს ვისკითა და ჭიქებით შემოსასვლელში მი-
ტოვებს.
– გასაგებია. თქვენი მეუღლის შესახებ რას იტყვით? – ვე-
რაფერს. როდესაც დავბრუნდი, ლოგინში იწვა და ღრმად ეძი-
ნა. შესაძლოა, საღამოს ბიბლიოთეკაში ან სასტუმრო ოთახში
იჯდა. დამავიწყდა, რომ მეკითხა.
– არა უშავს, მალე ყველა დეტალს გავიგებთ. მომისმინეთ,
რომელიმე მსახური ხომ არ ჩაიდენდა ამას? პოლკოვნიკმა
ბანტრიმ თავი გადააქნია.
– ამას ვერ დავიჯერებ. პატიოსანი და ღირსეული ხალხია.
მრავალი წელია, ერთად ვცხოვრობთ. მელჩეტი დაეთანხმა:
– მეც თქვენსავით ვფიქრობ. არა მგონია, ამ საქმეში გას-
ვრილიყვნენ. მსხვერპლი, სავარაუდოდ, ლონდონიდან ჩამო-
ვიდა... შესაძლოა, ვიღაც ახალგაზრდა კაცთან ერთად. მაგ-
რამ რატომ შემოიპარნენ სახლში ფანჯრიდან... ბანტრიმ გააწ-
ყვეტინა:
– ლონდონიდან... ეს სიმართლეს ჰგავს. ჩვენთან ხომ ცეკ-
ვები არ იმართება... თუ...
– რა თუ? – ღმერთო ჩემო! – შესძახა პოლკოვნიკმა ბან-
ტრიმ, – ბეზილ ბლეიკი! – ეს ვინღაა? – კინოინდუსტრიასთან
დაკავშირებული ერთი ჭაბუკი. საეჭვო პიროვნებაა. ჩემს
ცოლს მასზე ცუდს ვერ დააცდენინებთ, რადგან ის და დედამი-
სი ერთ სკოლაში სწავლობდნენ. ჩვენი დროის ახალგაზრდო-
ბის ტიპური წარმომადგენელია – არაფრის მაქნისი თავხედი.
ერთი სული მაქვს, პანღური ამოვკრა. ლენშემის გზაზე მდება-
რე კოტეჯში ცხოვრობს... იქნებ მიგიქცევიათ ყურადღება თა-
ნამედროვე სტილის შენობისთვის? წვეულებებს მართავს.
არის ერთი ხმაური და აყალმაყალი. უიკენდებზე გოგოები ჩა-
მოჰყავს ხოლმე.
– გოგოები? – დიახ. გასულ კვირას ერთი საოცრად ქერა...
პოლკოვნიკს ლამის ყბა ჩამოუვარდა.
– საოცრად ქერა, არა? – თქვა ჩაფიქრებულმა მელჩეტმა.
– დიახ, როგორც აღვნიშნე... მელჩეტ, ხომ არ ფიქრობთ,
რომ...

22 მკითხველთა ლიგა
– ესეც შესაძლებელია, – მკვირცხლად განაცხადა მთავარ-
მა კონსტებლმა, – და სავსებით შეესაბამება სენტ-მერიმიდში
ქალიშვილის უჩვეულო ჩაცმულობას. ვფიქრობ, აუცილებ-
ლად უნდა შევხვდე და გავესაუბრო იმ ახალგაზრდას... ბრე-
იდს... თუ ბლეიკს... როგორ თქვით, რა ჰქვიაო? – ბლეიკი. ბე-
ზილ ბლეიკი.
– ახლა სახლში იქნება? – დღეს რა დღეა? შაბათი? ჩვე-
ულებრივ, შაბათ დილას გამოჩნდება ხოლმე.
– ახლავე უნდა ვნახოთ, თუ მივაგენით, – თქვა სახემოღუ-
შულმა მელჩეტმა.

II

ბეზილ ბლეიკის კოტეჯი, ფსევდოტიუდორის სტილის საში-


ნელი შენობა, შიგნიდან სრულად იყო კეთილმოწყობილი.
ფოსტის თანამშრომლები და უილიამ ბუკერი – ამშენებელი –
მას "ჩესტვორტს" უწოდებდნენ, ბეზილი და მისი მეგობრე– ბი
– "ეპოქის ნაწილს", სენტ-მერიმიდის მკვიდრნი კი – "მისტერ
ბუკერის ახალ სახლს". კოტეჯი სოფლიდან მეოთხედი მილის
მანძილზე მდებარეობდა, სასტუმრო "ცისფერი ტახის" უკან,
გერგილიანი მისტერ ბუკერის მიერ შეძენილ ნაკვეთზე. სახ-
ლის ფასადი იმ გზას გაჰყურებდა, რომელზეც ერთი მილის და-
შორებით გოსინგტონის მამული მოჩანდა. როდესაც ხმა გავ-
რცელდა, რომ ბუკერის კოტეჯი რომელიღაც კინოვარსკვლავ-
მა იქირავა, მთელი სოფელი მოუთმენლად ელოდა ლეგენდა-
რული არსების ჩამოსვლას. უნდა ითქვას, რომ ექსტრავაგან-
ტურმა ბეზილ ბლეიკმა მათი მოლოდინი გაამართლა. მაგრამ
დროთა განმავლობაში სიმართლე თანდათან გამჟღავნდა.
ბლეიკს არათუ ვარსკვლავს, მსახიობსაც ძნელად უწოდებდა
კაცი.
მისი სახელი იშვიათად თუ გაიელვებდა ტიტრებში, სადღაც
მეთხუთმეტე ადგილზე ლემვილის სტუდიის დეკორატორთა
სიაში, რომელიც "ახალ ეპოქაში" – ბრიტანეთის ფილმების
ასოციაციის შემადგენლობაში შედიოდა. სოფლელ ლამაზმა-
ნებს ახალმოსახლის მიმართ ინტერესი მაშინვე გაუქრათ,

23 მკითხველთა ლიგა
მხოლოდ ხანდაზმული ქალები თუ გაუზიარებდნენ ხოლმე ერ-
თმანეთს ჭორებს მისი ცხოვრების დეტალების შესახებ. სამა-
გიეროდ, "ცისფერი ტახის" მეპატრონეს უხაროდა: ბეზილისა
და მის მეგობარ-თანამეინახეთა ვიზიტების შემდეგ სასტუმ-
როს შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა. პოლიციის მან-
ქანა ბაღის ღვლარჭნილ ჭიშკართან გაჩერდა, რომელიც თვი-
თონ მისტერ ბუკერის ფანტაზიის ნაყოფი იყო. პოლკოვნიკმა
მელჩეტმა გაკვრით შეავლო თვალი ჩესტვორტის არქიტექტუ-
რულ უცნაურობას, შესასვლელ კარს მიუახლოვდა და ღონივ-
რად დაჰკრა ზედ ჩამოკიდებული ჩაქუჩი. კარი იმაზე გაცილე-
ბით სწრაფად გაუღეს, ვიდრე პოლ– კოვნიკი მოელოდა.
ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც გრძელი შავი თმა ჰქონდა და
ნარინჯისფერი ველვეტის შარვალი და ხასხასა ცისფერი პე-
რანგი ეცვა, მკვახედ ჰკითხა:
– რა გნებავთ?
– მისტერ ბლეიკი თქვენ ბრძანდებით?
– ცხადია, მე ვარ.
– თუ წინააღმდეგი არ ხართ, თქვენთან გასაუბრება მინდო-
და,მისტერ ბლეიკ.
– თქვენ ვინ ხართ?
– პოლკოვნიკი მელჩეტი, საგრაფოს მთავარი კონსტებლი.
– რა სასაცილოდ ლაპარაკობთ, – თავხედურად განაცხადა
ახალგაზრდამ. პოლკოვნიკ მელჩეტს მაშინვე პოლკოვნიკ
ბანტრის ნათქვამი გაახსენდა და ფეხსაცმლის ჭვინტი აეწვა,
მაგრამ თავი შეიკავა და თავაზიანი კილო შეინარჩუნა:
– ადრე კი ამდგარხართ, მისტერ ბლეიკ.
– სულაც არა. ჯერ არც დავწოლილვარ.
– მართლა?
– ვიმედოვნებ, აქ ჩემი დღის განრიგის შესასწავლად არ მო-
სულხართ, რადგან ეს საგრაფოს ფინანსების წყალში გადაყრა
იქნებოდა. აბა, მითხარით, რისთვის დაგჭირდით? პოლკოვ-
ნიკმა მელჩეტმა ჩაახველა.

24 მკითხველთა ლიგა
– როგორც შევიტყვეთ, მისტერ ბლეიკ, გასულ უიკენდზე
თქვენთან... მ-მ... ერთი ქერათმიანი ქალიშვილი ბრძანდებო-
და... ბეზილ ბლეიკმა თვალები დაქაჩა, თავი უკან გადასწია და
მოურიდებლად გადაიხარხარა.
– ამის შესახებ სოფლის ბებერი კუდიანებისგან გაიგეთ?
ჩემს ზნეობაზე ჭორაობენ? ჯანდაბას მაგათი თავი. პოლიცია
ადამიანის პირად ცხოვრებაში ვერ ჩაერევა. ეს თქვენც კარ-
გად მოგეხსენებათ.
– მართალი ბრძანდებით, – ცივად დაეთანხმა მელჩეტი,
– თქვენი ცხოვრების წესი არც მაინტერესებს. აქ იმიტომ
ვარ, რომ შორიახლოს ეგზოტიკური გარეგნობის ახალგაზ-
რდა ქერა ქალიშვილის გვამი აღმოაჩინეს... იგი მოკლულია.
– რას ამბობთ! – შესძახა ბეზილმა და თვალები გაუფარ-
თოვდა,
– სად?
– გოსინგტონ-ჰოლის ბიბლიოთეკაში.
– გოსინგტონში? იმ ბეხრეკ ბანტრისთან? უყურე შენ! ბებე-
რი, ბინძური ბანტრი! პოლკოვნიკ მელჩეტს სახეზე სისხლი
მოაწვა. მან ახალგაზრდა კაცს სიტყვა გააწყვეტინა და მკვახედ
უთხრა:
– თუ შეიძლება, ენას კბილი დააჭირეთ, სერ. აქ იმიტომ მო-
ვედი, რომ გკითხოთ, შეგიძლიათ თუ არა ამ საქმეში სიცხადის
შეტანა.
– მაშასადამე, გაინტერესებთ, ხომ არ დავკარგე ჩემი ქე-
რათმიანი ქალი? ასეა? რატომ... ეს ვინღაა? სახლის წინ მანქა-
ნამ მკვეთრად დაამუხრუჭა. იქიდან შავ-თეთრ, პიჟამის მსგავს
სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი გადმოხტა. საოც-
რად ქერა თმა ჰქონდა, ტუჩებზე უხვად წაესვა პომადა, წამწა-
მებზე კი – ტუში. მან კარი შემოაღო და გააფთრებით შესძახა:
– რატომ მიმატოვე, შე ნაძირალავ! ბეზილ ბლეიკი წამოდგა
და მისკენ გაემართა.
– აი, შენც მოხვედი! რატომ უნდა დაგლოდებოდი? გითხა-
რი, წამოდი-მეთქი, შენ კი არ მოინდომე.
– იმიტომ, რომ თავს მშვენივრად ვგრძნობდი და კიდევ მინ-
დოდა დარჩენა.

25 მკითხველთა ლიგა
– იმ არამზადა როზენბერგთან ერთად? კარგად იცი, ვინც
არის.
– მაგას ეჭვიანობა ჰქვია და მეტი არაფერი.
– დიდი წარმოდგენა გქონია საკუთარ თავზე. ვერ ვიტან,
როდესაც ქალი, რომელიც მიყვარს, უგონოდ გამოთვრება და
ვიღაც არამზადას ხელებს აფათურებინებს.
– ტყუილია! შენ თვითონ გამოტყვერი და იმ შავთმიან ესპა-
ნელ ძუკნას უძვრებოდი.
– წვეულებაზე ჩემთან ერთად მიხვედი და წესიერად უნდა
მოქცეულიყავი.
– მოქცევას ვერავინ მასწავლის. შენ შემპირდი, რომ სახ-
ლში წამიყვანდი. როდის წამოვალ, ეს უკვე ჩემი საქმეა.
– იმიტომაც დარჩი მარტო. მე კი წამოსვლა მინდოდა და წა-
მოვედი. აბა, შენს სულელურ ჭირვეულობას ხომ არ ავყვებო-
დი?
– რა თავაზიანი ხარ!
– როგორც ვხედავ, მშვენივრად მოაღწიე სახლამდე.
– მინდოდა მეთქვა, რასაც შენზე ვფიქრობ!
– თუ გგონია, რომ შენს ჭკუაზე ვივლი, ჩემო კარგო, ძალიან
შემცდარხარ.
– არც მე ვაპირებ შენი ბრძანებების შესრულებას.
ახალგაზრდები თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდნენ. პოლ-
კოვნიკმა მელჩეტმა წამიერი დუმილით ისარგებლა და ხმა-
მაღლა ჩაახველა. ბეზილ ბლეიკი მისკენ სწრაფად შემობრუნ-
და:
– აჰ, თქვენ სულ გადამავიწყდით... დროს ტყუილუბრალოდ
კარგავთ. თუმცა, ნება მომეცით, ერთმანეთი გაგაცნოთ: დინა
ლი და პოლკოვნიკი მელჩეტი საგრაფოს პოლიციიდან. ხომ
დარწმუნდით, რომ ჩემი ქერათმიანი ცოცხალი და საღსალა-
მათია? ახლა კი მიბრძანდით და ბებერ ბანტრის მიხედეთ.
კარგად ბრძანდებოდეთ!
– ახალგაზრდავ, თუ უსიამოვნება არ გსურთ, გირჩევთ, ენას
კბილი დააჭიროთ, – თქვა სახეაჭარხლებულმა და ბრაზმოწო-
ლილმა პოლკოვნიკმა და უკან გამობრუნდა.

26 მკითხველთა ლიგა
II

ბეზილ ბლეიკის კოტეჯი, ფსევდოტიუდორის სტილის საში-


ნელი შენობა, შიგნიდან სრულად იყო კეთილმოწყობილი.
ფოსტის თანამშრომლები და უილიამ ბუკერი – ამშენებელი –
მას "ჩესტვორტს" უწოდებდნენ, ბეზილი და მისი მეგობრე– ბი
– "ეპოქის ნაწილს", სენტ-მერიმიდის მკვიდრნი კი – "მისტერ
ბუკერის ახალ სახლს". კოტეჯი სოფლიდან მეოთხედი მილის
მანძილზე მდებარეობდა, სასტუმრო "ცისფერი ტახის" უკან,
გერგილიანი მისტერ ბუკერის მიერ შეძენილ ნაკვეთზე. სახ-
ლის ფასადი იმ გზას გაჰყურებდა, რომელზეც ერთი მილის და-
შორებით გოსინგტონის მამული მოჩანდა. როდესაც ხმა გავ-
რცელდა, რომ ბუკერის კოტეჯი რომელიღაც კინოვარსკვლავ-
მა იქირავა, მთელი სოფელი მოუთმენლად ელოდა ლეგენდა-
რული არსების ჩამოსვლას. უნდა ითქვას, რომ ექსტრავაგან-
ტურმა ბეზილ ბლეიკმა მათი მოლოდინი გაამართლა. მაგრამ
დროთა განმავლობაში სიმართლე თანდათან გამჟღავნდა.
ბლეიკს არათუ ვარსკვლავს, მსახიობსაც ძნელად უწოდებდა
კაცი. მისი სახელი იშვიათად თუ გაიელვებდა ტიტრებში, სად-
ღაც მეთხუთმეტე ადგილზე ლემვილის სტუდიის დეკორატორ-
თა სიაში, რომელიც "ახალ ეპოქაში" – ბრიტანეთის ფილმების
ასოციაციის შემადგენლობაში შედიოდა. სოფლელ ლამაზმა-
ნებს ახალმოსახლის მიმართ ინტერესი მაშინვე გაუქრათ,
მხოლოდ ხანდაზმული ქალები თუ გაუზიარებდნენ ხოლმე ერ-
თმანეთს ჭორებს მისი ცხოვრების დეტალების შესახებ. სამა-
გიეროდ, "ცისფერი ტახის" მეპატრონეს უხაროდა: ბეზილისა
და მის მეგობარ-თანამეინახეთა ვიზიტების შემდეგ სასტუმ-
როს შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა. პოლიციის მან-
ქანა ბაღის ღვლარჭნილ ჭიშკართან გაჩერდა, რომელიც თვი-
თონ მისტერ ბუკერის ფანტაზიის ნაყოფი იყო. პოლკოვნიკმა
მელჩეტმა გაკვრით შეავლო თვალი ჩესტვორტის არქიტექტუ-
რულ უცნაურობას, შესასვლელ კარს მიუახლოვდა და ღონივ-
რად დაჰკრა ზედ ჩამოკიდებული ჩაქუჩი. კარი იმაზე გაცილე-
ბით სწრაფად გაუღეს, ვიდრე პოლკოვნიკი მოელოდა. ახალ-

27 მკითხველთა ლიგა
გაზრდა კაცმა, რომელსაც გრძელი შავი თმა ჰქონდა და ნა-
რინჯისფერი ველვეტის შარვალი და ხასხასა ცისფერი პერან-
გი ეცვა, მკვახედ ჰკითხა:
– რა გნებავთ?
– მისტერ ბლეიკი თქვენ ბრძანდებით?
– ცხადია, მე ვარ.
– თუ წინააღმდეგი არ ხართ, თქვენთან გასაუბრება მინდო-
და,მისტერ ბლეიკ.
– თქვენ ვინ ხართ?
– პოლკოვნიკი მელჩეტი, საგრაფოს მთავარი კონსტებლი.
– რა სასაცილოდ ლაპარაკობთ, – თავხედურად განაცხადა
ახალგაზრდამ. პოლკოვნიკ მელჩეტს მაშინვე პოლკოვნიკ
ბანტრის ნათქვამი გაახსენდა და ფეხსაცმლის ჭვინტი აეწვა,
მაგრამ თავი შეიკავა და თავაზიანი კილო შეინარჩუნა:
– ადრე კი ამდგარხართ, მისტერ ბლეიკ.
– სულაც არა. ჯერ არც დავწოლილვარ.
– მართლა?
– ვიმედოვნებ, აქ ჩემი დღის განრიგის შესასწავლად არ მო-
სულხართ, რადგან ეს საგრაფოს ფინანსების წყალში გადაყრა
იქნებოდა. აბა, მითხარით, რისთვის დაგჭირდით? პოლკოვ-
ნიკმა მელჩეტმა ჩაახველა.
– როგორც შევიტყვეთ, მისტერ ბლეიკ, გასულ უიკენდზე
თქვენთან... მ-მ... ერთი ქერათმიანი ქალიშვილი ბრძანდებო-
და... ბეზილ ბლეიკმა თვალები დაქაჩა, თავი უკან გადასწია და
მოურიდებლად გადაიხარხარა.
– ამის შესახებ სოფლის ბებერი კუდიანებისგან გაიგეთ?
ჩემს ზნეობაზე ჭორაობენ? ჯანდაბას მაგათი თავი. პოლიცია
ადამიანის პირად ცხოვრებაში ვერ ჩაერევა. ეს თქვენც კარ-
გად მოგეხსენებათ.
– მართალი ბრძანდებით, – ცივად დაეთანხმა მელჩეტი,
– თქვენი ცხოვრების წესი არც მაინტერესებს. აქ იმიტომ
ვარ, რომ შორიახლოს ეგზოტიკური გარეგნობის ახალგაზ-
რდა ქერა ქალიშვილის გვამი აღმოაჩინეს... იგი მოკლულია.
– რას ამბობთ! – შესძახა ბეზილმა და თვალები გაუფარ-
თოვდა,

28 მკითხველთა ლიგა
– სად?
– გოსინგტონ-ჰოლის ბიბლიოთეკაში.
– გოსინგტონში? იმ ბეხრეკ ბანტრისთან? უყურე შენ! ბებე-
რი, ბინძური ბანტრი! პოლკოვნიკ მელჩეტს სახეზე სისხლი
მოაწვა. მან ახალგაზრდა კაცს სიტყვა გააწყვეტინა და მკვახედ
უთხრა:
– თუ შეიძლება, ენას კბილი დააჭირეთ, სერ. აქ იმიტომ მო-
ვედი, რომ გკითხოთ, შეგიძლიათ თუ არა ამ საქმეში სიცხადის
შეტანა.
– მაშასადამე, გაინტერესებთ, ხომ არ დავკარგე ჩემი ქე-
რათმიანი ქალი? ასეა? რატომ... ეს ვინღაა? სახლის წინ მანქა-
ნამ მკვეთრად დაამუხრუჭა. იქიდან შავ-თეთრ, პიჟამის მსგავს
სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი გადმოხტა. საოც-
რად ქერა თმა ჰქონდა, ტუჩებზე უხვად წაესვა პომადა, წამწა-
მებზე კი – ტუში. მან კარი შემოაღო და გააფთრებით შესძახა:
– რატომ მიმატოვე, შე ნაძირალავ! ბეზილ ბლეიკი წამოდგა
და მისკენ გაემართა.
– აი, შენც მოხვედი! რატომ უნდა დაგლოდებოდი? გითხა-
რი, წამოდი-მეთქი, შენ კი არ მოინდომე.
– იმიტომ, რომ თავს მშვენივრად ვგრძნობდი და კიდევ მინ-
დოდა დარჩენა.
– იმ არამზადა როზენბერგთან ერთად? კარგად იცი, ვინც
არის.
– მაგას ეჭვიანობა ჰქვია და მეტი არაფერი.
– დიდი წარმოდგენა გქონია საკუთარ თავზე. ვერ ვიტან,
როდესაც ქალი, რომელიც მიყვარს, უგონოდ გამოთვრება და
ვიღაც არამზადას ხელებს აფათურებინებს.
– ტყუილია! შენ თვითონ გამოტყვერი და იმ შავთმიან ესპა-
ნელ ძუკნას უძვრებოდი.
– წვეულებაზე ჩემთან ერთად მიხვედი და წესიერად უნდა
მოქცეულიყავი.
– მოქცევას ვერავინ მასწავლის. შენ შემპირდი, რომ სახ-
ლში წამიყვანდი. როდის წამოვალ, ეს უკვე ჩემი საქმეა.

29 მკითხველთა ლიგა
– იმიტომაც დარჩი მარტო. მე კი წამოსვლა მინდოდა და წა-
მოვედი. აბა, შენს სულელურ ჭირვეულობას ხომ არ ავყვებო-
დი?
– რა თავაზიანი ხარ!
– როგორც ვხედავ, მშვენივრად მოაღწიე სახლამდე.
– მინდოდა მეთქვა, რასაც შენზე ვფიქრობ!
– თუ გგონია, რომ შენს ჭკუაზე ვივლი, ჩემო კარგო, ძალიან
შემცდარხარ.
– არც მე ვაპირებ შენი ბრძანებების შესრულებას.
ახალგაზრდები თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდნენ. პოლ-
კოვნიკმა მელჩეტმა წამიერი დუმილით ისარგებლა და ხმა-
მაღლა ჩაახველა. ბეზილ ბლეიკი მისკენ სწრაფად შემობრუნ-
და:
– აჰ, თქვენ სულ გადამავიწყდით... დროს ტყუილუბრალოდ
კარგავთ. თუმცა, ნება მომეცით, ერთმანეთი გაგაცნოთ: დინა
ლი და პოლკოვნიკი მელჩეტი საგრაფოს პოლიციიდან. ხომ
დარწმუნდით, რომ ჩემი ქერათმიანი ცოცხალი და საღსალა-
მათია? ახლა კი მიბრძანდით და ბებერ ბანტრის მიხედეთ.
კარგად ბრძანდებოდეთ!
– ახალგაზრდავ, თუ უსიამოვნება არ გსურთ, გირჩევთ, ენას
კბილი დააჭიროთ, – თქვა სახეაჭარხლებულმა და ბრაზმოწო-
ლილმა პოლკოვნიკმა და უკან გამობრუნდა.

ნაწილი მესამე

პოლკოვნიკი მელჩეტი მაჩ-ბენჰემში მდებარე თავის კაბი-


ნეტში დაწვრილებით ეცნობოდა ხელქვეითების მიერ წარ-
მოდგენილ ანგარიშებს.
– ... ასე რომ, ყველაფერი ცხადია, სერ, – თქვა ინსპექტორ-
მა სლეკმა, – ვახშმის შემდეგ მისის ბანტრიმ ბიბლიოთეკაში

30 მკითხველთა ლიგა
ცოტა ხანი დაჰყო და იქაურობა ათ საათამდე დატოვა. გას-
ვლისას შუქი ჩააქრო. ოთახში აღარავინ შესულა. მსახურები
დასაძინებლად თერთმეტის ნახევარზე წავიდნენ. ლორიმერ-
მა პატრონისთვის სასმელი შემოსასვლელში დატოვა და თა-
ვისი საძინებელისკენ ათ საათსა და ორმოცდახუთ წუთზე გა-
ემართა. საეჭვო ხმაური არავის გაუგია, გარდა მესამე მოახ-
ლისა. შეიძლება ითქვას, რომ მან საკმარისზე მეტიც კი გაიგო-
ნა: ხმამაღალი ჩურჩული, ავბედითი ნაბიჯები, გულის გამყინა-
ვი ყვირილი და ვინ იცის, კიდევ რა. მეორე მოახლე, რომელიც
მის მეზობელ ოთახში იწვა, ირწმუნება, რომ მთელი ღამე ისე
ეძინა, გვერდიც არ უცვლია. შმაგი ფანტაზიის მქონე პიროვნე-
ბები გამოძიებას ყოველთვის ხელს უშლიან...
– რა გაირკვა ჩამტვრეულ ფანჯარასთან დაკავშირებით? –
სიმონსი ამტკიცებს, რომ ეს მოყვარულმა ჩაიდინა ჩვეულებ-
რივი ხვეწით, – განაცხადა ინსპექტორმა სლეკმა, – განსაკუთ-
რებული ხმაური ვერც იქნებოდა. ხვეწი, ალბათ, სადმე აქვე
გდია, მაგრამ მას ჯერ არავინ წასწყდომია. დამნაშავეები ამ-
გვარ ინსტრუმენტს ხშირად იყენებენ.
– ხომ არ გგონიათ, რომ რომელიმე მსახურმა იმაზე მეტი
იცის, ვიდრე ამბობს? ინსპექტორი სლეკი ოდნავ შეყოყმანდა:
– არა, სერ. ასე არ ვფიქრობ. ისინი შეძრწუნებულნი და
აღელვებულნი იყვნენ. თავდაპირველად ლორიმერის წინდა-
ხედულმა თავშეკავებულობამ შემაფიქრიანა, ალბათ ხვდე-
ბით, რასაც ვგულისხმობ. მაგრამ არა მგონია, ამ ეჭვს საფუძ-
ველი ჰქონდეს. მელჩეტმა თავი დააქნია. მას არ აოცებდა ლო-
რიმერის გულჩახვეულობა, რადგან ენერგიული ინსპექტორი
სლეკი დაკითხვაზე მასზე ძლიერ პიროვნებასაც კი დააბნევდა.
კარი გაიღო და დოქტორი ჰეიდოკი შემოვიდა.
– ვფიქრობ, გვამის გაკვეთის შედეგები თქვენთვის უინტე-
რესო არ უნდა იყოს.
– დიახ, დიახ, კარგია, რომ მოხვედით. აბა, რას იტყვით? –
განსაკუთრებულს ვერაფერს მოგახსენებთ. ყველაფერი
თქვენს ვარაუდებს ემთხვევა. სიკვდილი გაგუდვამ გამოიწვია.
ვიღაცამ მსხვერპლს კისერზე კაბის სატინის ქამარი შემოუჭი-
რა და უკნიდან გაუნასკვა. ეს მარტივი და იოლი ხერხია. თუ

31 მკითხველთა ლიგა
ახალგაზრდა ქალიშვილი თავდასხმას არ ელოდა, ამას დიდი
ძალა არც დასჭირდებოდა. ბრძოლის კვალი არსად ჩანს.
– ეს როდის მოხდა? – საღამოს ათ საათსა და შუაღამეს შო-
რის.
– უფრო ზუსტად ვერ გვეტყვით? ჰეიდოკმა თავი გადააქნია,
ოდნავ ჩაიცინა და განაცხადა: – საკუთარ პროფესიულ რეპუ-
ტაციას საფრთხეს ვერ შევუქმნი. არა უადრეს საღამოს ათი სა-
ათისა და არა უგვიანეს შუაღამისა.
– თქვენი პირადი მოსაზრება როგორია? – რთული სათქმე-
ლია. ბუხარში ცეცხლი ენთო და ოთახში თბილოდა, რასაც, რა
თქმა უნდა, გვამის გაცივების პროცესის შენელება შეეძლო.
– კიდევ რისი თქმა შეგიძლიათ? – ბევრი არაფრის. მსხვერ-
პლი ახალგაზრდაა – დაახლოებით ჩვიდმეტი-თვრამეტი
წლის. ზრდადაუსრულებელია, მაგრამ განვითარებული კუნ-
თოვანი სისტემა აქვს. საკმაოდ ჯანმრთელი ეგზემპლარია.
სხვათა შორის, ქალწული გახლდათ. ექიმმა იქ მყოფთ თავი
დაუკრა და ოთახიდან გავიდა. მელჩეტი ინსპექტორს მიუბ-
რუნდა:
– დარწმუნებული ხართ, რომ იგი არასდროს უნახავთ გო-
სინგტონში? – მსახურები ასე ამტკიცებენ. შეკითხვის გამეო-
რება მათში აღშფოთებასაც კი იწვევს. მათი თქმით, სადმე
თვალი რომ მოეკრათ, აუცილებლად დაამახსოვრდებოდათ.
– მეც ასე მგონია, – თქვა მელჩეტმა, – ამ ტიპის ქალიშვილი
შორიდანვე ადვილი შესამჩნევია, როგორც ახალგაზრდა
ბლეიკის მეგობარი გოგონა.
– სამწუხაროა, რომ ის არ აღმოჩნდა, – თქვა სლეკმა, – მა-
შინ გამოძიება წინ წაიწევდა.
– ჩემი აზრით, ქალიშვილი ლონდონიდან უნდა იყოს ჩამო-
სული, – ჩაფიქრებული სახით წარმოთქვა მთავარმა კონსტებ-
ლმა, – არ მჯერა, რომ გასაღებს აქ მივაგნებთ. აჯობებს, სკოტ-
ლენდიარდს მივმართოთ. ეს მათი საქმე უფროა, ვიდრე ჩვენი.
– მაგრამ მსხვერპლი აქ ტყუილუბრალოდ არ მოვიდოდა, –
თქვა სლეკმა და ფრთხილად დაამატა:

32 მკითხველთა ლიგა
– მეჩვენება, რომ პოლკოვნიკმა ბანტრიმ და მისმა მეუღ-
ლემ რაღაც იციან... ცხადია, ვიცი, რომ ისინი თქვენი მეგობ-
რები არიან, სერ... პოლკოვნიკმა მელჩეტმა მას ცივად შეხედა
და უგულოდ მიუგო: – დაიმახსოვრეთ, რომ რომელიმე ვერსი-
ის უგულებელყოფას არ ვაპირებ. უგზო-უკვლოდ დაკარგულ-
თა სია თქვენ გაქვთ, არა? სლეკმა თავი დაუქნია და დაბეჭდი-
ლი ფურცელი გაუწოდა.
– აი, ინებეთ. მისის სანდერსი ერთი კვირის წინ გაუჩინარდა
– შავთმიანია, ცისფერთვალება, ოცდათექვსმეტი წლის. ეს ის
არ არის. თანაც ყველამ იცის, ქმრის გარდა, რომ იგი ლიდსელ
კომივოიაჟორთან ერთად გაიქცა. მისის ბარნარდი... ოცდათ-
ხუთმეტი წლის. პამელა რივზი – თექვსმეტი წლის, წუხელ გა-
მართული სკაუტების შეკრებიდან არ დაბრუნებულა, წაბლის-
ფერი თმა აქვს, ნაწნავს ატარებს, სიმაღლე – ხუთი ფუტი და
ხუთი...
– გეყოფათ ამ სისულელის კითხვა, სლეკ! – გააწყვეტინა
გაღიზიანებულმა მელჩეტმა, – ის სკოლის მოსწავლე არ არის.
ჩემი აზრით... იგი გაჩუმდა, რადგან ამ დროს ტელეფონმა და-
რეკა.
– ალო... დიახ... დიახ, მაჩ-ბენჰემის პოლიციის განყოფი-
ლებაა... რა თქვით? ერთი წუთით... იგი უსმენდა და სწრაფად
იწერდა. შემდეგ კვლავ ალაპარაკდა, ოღონდ კილო შეს-
ცვლოდა: – რუბი კინი, თვრამეტი წლის, საქმიანობა – პროფე-
სიონალი მოცეკვავე, სიმაღლე – ხუთი ფუტი და ოთხი დუიმი,
გამხდარი, ძალიან ქერა, ცისფერთვალება, აწეული ცხვირით.
სავარაუდოდ, აცვია თეთრი ატლასის კაბა და ვერცხლისფერი
სანდლები. სწორია? რა? დიახ, ამაში ეჭვი არ მეპარება. ახლა-
ვე სლეკს გამოვგზავნი. მან ყურმილი დაკიდა და ხელქვეი-
თებს შესამჩნევი აღელვებით შეხედა.
– ვფიქრობ, კვალს მივაგენით. გლენშირის პოლიციის გან-
ყოფილებიდან დარეკეს (გლენშირი მეზობელი საგრაფო
იყო). დეინმუთის სასტუმრო "მაჯესტიკიდან" ქალიშვილი და-
იკარგა.

33 მკითხველთა ლიგა
– დეინმუთი, – გაიმეორა ინსპექტორმა სლეკმა, – ეს უფრო
ჰგავს სიმართლეს. დეინმუთი, დიდი და მოდური კურორტი,
სანაპიროზე მდებარეობდა, მათგან საკმაოდ ახლოს.
– აქედან სულ რაღაც თვრამეტი მილი თუ იქნება, – თქვა
მთავარმა კონსტებლმა, – გოგონა სასტუმრო "მაჯესტიკში" სა-
ცეკვაო ნომრებს ასრულებდა. გუშინ საღამოს წარმოდგენა გა-
აცდინა, რამაც ადმინისტრაციის უკმაყოფილება გამოიწვია.
როდესაც არც ამ დილით გამოჩნდა, თუ არ ვცდები, – კარგად
ვერ გავიგე – მისი ერთ-ერთი მეგობარი აფორიაქებულა და
პოლიციისთვის შეუტყობინებია. სლეკ, აჯობებს ახლავე გაემ-
გზავროთ დეინმუთში. იქ სუპერინტენდანტი3 ჰარპერი მოძებ-
ნეთ და მასთან ერთად იმოქმედეთ.

II

ინსპექტორი სლეკი ენერგიული პიროვნება გახლდათ. მისი


საყვარელი მანერა იყო მანქანაში სწრაფად ჩაჯდომა, თანამო-
საუბრის უხეშად გაწყვეტინება ან სულაც მიტოვება გადაუდე-
ბელი აუცილებლობის საბაბით. ეს ჩვეულებები ძვალ-რბილში
ჰქონდა გამჯდარი. იგი თვალის დახამხამებაში დეინმუთში
გაჩნდა, პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა, რამდენიმე
შეკითხვა დაუსვა სასტუმროს, ცოტა არ იყოს, დამფრთხალ მე-
ნეჯერს და განუცხადა, რომ აქტიური მოქმედებების დაწყებამ-
დე უნდა დარწმუნებულიყო, რომ ეს სწორედ მათი მოცეკვავე
იყო. შემდეგ სწრაფადვე დაბრუნდა მაჩ-ბენჰემში რუბი კინის
უახლოეს ნათესავთან ერთად. მთავარი კონსტებლი, რომე-
ლიც უკვე გაეფრთხილებინათ მის შესახებ, ელოდა სლეკის
მოსვლას, მაგრამ მაინც გაოცდა, როდესაც ინსპექტორმა მო-
ურიდებლად შესძახა: – ეს ჯოზია, სერ! პოლკოვნიკმა მელჩეტ-

3სუპერინტენდანტი-საშუალო ჩინის პოლიციელი ინგლისსა და ზოგი-


ერთ ინგლისურენოვან ქვეყანაში.

34 მკითხველთა ლიგა
მა ხელქვეითს ცივი მზერა შეაგება, გულში კი გაიფიქრა, ჭკუ-
აზე ხომ არ შეიშალაო. ისევ მანქანიდან გადმოსულმა ახალ-
გაზრდა ქალმა უშველა.
– სამსახურში ასე მეძახიან, – თქვა მან, გაიღიმა და ჩაწიკ-
წიკებული თეთრი კბილები გამოაჩინა, – მე და ჩემი პარტნიო-
რი ჩვენს ნომერს "რაიმონდსა და ჯოზის" ვეძახით. ცხადია,
სასტუმროშიც ჯოზის სახელით მიცნობენ, სრულად კი ჯოზეფი-
ნა ტერნერი მქვია. პოლკოვნიკმა მელჩეტმა ახსნა-განმარტე-
ბა მოისმინა, მის ტერნერს დაჯდომა შესთავაზა და ყურადღე-
ბით შეათვალიერა. ეს სიმპათიური ქალიშვილი ოცდაათიოდე
წლის იქნებოდა. ჩანდა, რომ თავს კარგად უვლიდა, ჭკვიანი
და საღად მოაზროვნე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
მიუხედავად იმისა, რომ გლამურული ქალების ტიპს არ მი-
ეკუთვნებოდა, მიმზიდველობა არ აკლდა. კოსმეტიკა ზომიე-
რად ესვა, მკაცრ და ელეგანტურ კოსტიუმში გამოწყობილიყო.
პოლკოვნიკმა დაასკვნა, რომ ქალიშვილს აღელვება კი ეტყო-
ბოდა, მაგრამ დარდით თავს არ იკლავდა.
– ვერ ვიჯერებ, რომ ეს სიმართლეა, – თქვა ქალმა დაჯდო-
მისთანავე, – დარწმუნებული ხართ, რომ რუბი მოკლეს? –
ამაზე პასუხი სწორედ თქვენ უნდა გაგვცეთ, მის ტერნერ. სამ-
წუხაროდ, არასასიამოვნო პროცედურის გავლა მოგიწევთ.
– ასე... ასე... საშინლად გამოიყურება? – როგორ გით-
ხრათ... ვშიშობ, ეს საკმაოდ აგაღელვებთ. ამ სიტყვებით მან
მის ტერნერს პორტსიგარი გაუწოდა. ქალიშვილმა მადლობა
გადაუხადა და ერთი ღერი აიღო.
– მაშასადამე, გინდათ, რომ ახლავე ვნახო? – ასე აჯობებს,
მის ტერნერ. მოკლულის პიროვნების დადგენამდე შეკითხვე-
ბის დასმას აზრი არა აქვს. თუ წინააღმდეგი არ ხართ, ეს საქმე
სწრაფად დავასრულოთ.
– კარგი, ასე იყოს. ისინი მორგში გაემგზავრნენ. იქ ცოტა
ხანი დაჰყვეს. როდესაც გამოვიდნენ, ჯოზის სახე გაჰფითრე-
ბოდა.
– ნამდვილად რუბია, – თქვა მან აკანკალებული ხმით, –
საბრალო ბავშვი! ღმერთო ჩემო, რა ცუდად ვგრძნობ თავს.
ცოტაოდენი ჯინი არ მაწყენდა. მან მიიხედ-მოიხედა. ჯინი არა,

35 მკითხველთა ლიგა
მაგრამ პატარა სირჩით კონიაკი მოუტანეს. მის ტერნერმა
რამდენიმე ყლუპი მოსვა და საგრძნობლად გამოცოცხლდა.
– ახლა თქვენი გამოძიება წინ წაიწევს. რა საშინელებაა!
საბრალო პატარა რუბი! რატომ არიან კაცები ასეთი ღორები?
– თქვენი აზრით, ეს მამაკაცმა ჩაიდინა? – არა? – ჯოზის სახეზე
გაოცება დაეტყო, – მე მეგონა... გავიფიქრე...
– ვინმეზე ხომ არ გაქვთ ეჭვი? ქალმა თავი ენერგიულად გა-
დააქნია.
– არა, არავისზე. არც კი ვიცი, რა გითხრათ. რუბი ისედაც
არაფერს მეტყოდა, თუ...
– რა თუ? ჯოზი შეყოყმანდა.
– ...თუ ვინმესთან ერთად წასვლას დააპირებდა. მელჩეტი
მას დაჟინებით მიაჩერდა, თუმცა ოფისში მისვლამდე აღარა-
ფერი უკითხავს. იქ კი უთხრა: – ახლა კი, მის ტერნერ, თქვენ-
გან ამომწურავ ინფორმაციას ველი.
– დიახ, რა თქმა უნდა. რით დავიწყო? – ქალიშვილის სახე-
ლით, მისამართით, თქვენი ურთიერთობით. ყველაფერი მაინ-
ტერესებს, რაც მის შესახებ იცით. ჯოზეფინა ტერნერმა თავი
დააქნია. მელჩეტმა კიდევ ერთხელ გაიფიქრა, რომ ეს ქალი
მომხდარს განსაკუთრებულად არ განიცდიდა. შეძრწუნებული
და შეშფოთებული კი ჩანდა, მაგრამ ეს იყო და ეს. არც ლაპა-
რაკი უჭირდა.
– მას რუბი კინს ეძახდნენ, თუმცა მისი ნამდვილი სახელი
როზი ლეგი იყო. დედაჩემი და დედამისი ბიძაშვილები იყვნენ.
ბავშვობიდან ვიცნობდი, მაგრამ არც ისე კარგად. ალბათ,
ხვდებით, რასაც ვგულისხმობ. ბევრი ბიძაშვილ-მამიდაშვილი
მყავს. ზოგი მათგანი ბიზნესშია, ზოგიც სცენაზე. რუბიმ ცეკვა
აირჩია. შარშან რამდენიმე კარგი ნომერი ჰქონდა პანტომი-
მის განხრით. შედევრი არ იყო, მაგრამ პროვინციული სცენის-
თვის არა უშავდა. შემდეგ მოცეკვავე პარტნიორად აიყვანეს
ბრიქსვილში – ლონდონის სამხრეთში. ეს მშვენიერი, რესპექ-
ტაბელური ადგილია, გოგონებს კარგად ექცევიან, მაგრამ ცო-
ტას უხდიან. ქალი გაჩერდა. პოლკოვნიკმა მელჩეტმა თავის
დაქნევით გაამხნევა.

36 მკითხველთა ლიგა
– ახლა ჩემ შესახებ. სამი წელია, რაც დეინმუთის სასტუმრო
"მაჯესტიკში" ვმსახურობ. ცეკვის გარდა ბრიჯის თამაშიც მევა-
ლება. კარგი სამუშაოა და ნორმალურადაც მიხდიან. როგორც
კი კლიენტი სასტუმროს ზღურბლს გადმოაბიჯებს, მათზე
ვზრუნავთ, ცხადია, ზომიერად – თავს არ ვაბეზრებთ, რადგან
ზოგიერთ მათგანს მარტოობა უყვარს. მაგრამ უმრავლესობას
გართობა სწყურია. ბანქოს მოთამაშეებს თამაშში პარტნიო-
რობას ვუწევთ, ახალგაზრდობისთვის კი ცეკვებს ვაწყობთ. ამ
ყველაფერს ტაქტი და გამოცდილება სჭირდება. მელჩეტმა მას
კვლავ დაუქნია თავი. თან გაიფიქრა, რომ ქალი თავის სამუ-
შაოს უდავოდ კარგად ასრულებდა, რადგან ადამიანებთან სა-
სიამოვნო და მეგობრული ურთიერთობის დამყარება არ
უჭირდა. მართალია, ინტელექტით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ
მოხერხებულობა არ აკლდა.
– გარდა ამისა, – განაგრძო ჯოზიმ, – მე და ჩემმა პარტნი-
ორმა ყოველ საღამოს ორი სავალდებულო ცეკვა უნდა შევას-
რულოთ. მას რაიმონდ სტარი ჰქვია... პროფესიონალი ჩოგ-
ბურთელი და მოცეკვავეა. ზაფხულის დასაწყისში ბანაობისას
ქვებზე წავიქეცი და ფეხი ვიღრძე. მელჩეტს უკვე შეემჩნია,
რომ ქალი ოდნავ კოჭლობდა.
– ბუნებრივია, რაღაც დროის განმავლობაში ცეკვას ვეღარ
შევძლებდი, რამაც ძალიან შემაშფოთა – არ მინდოდა, რომ
სასტუმროში ჩემ ნაცვლად ვინმე სხვა მოეყვანათ. ეს სამუშაოს
დაკარგვის საფრთხის წინაშე მაყენებდა...
– წამით ქალის ცისფერ თვალებში სისასტიკემ და სიცივემ
გაიელვა: მას ხომ არსებობისთვის უხდებოდა ბრძოლა, – სწო-
რედ მაშინ გამახსენდა რუბი. სასტუმროს მენეჯერს მისი აყვა-
ნა შევთავაზე. მე სხვა საქმეებსა და ბრიჯს გავუძღვებოდი, რუ-
ბი კი იცეკვებდა. ამგვარად, უცხო პიროვნების მხრიდან კონ-
კურენციის შიში აღარ მექნებოდა. ხომ ხვდებით, რასაც ვგუ-
ლისხმობ? მელჩეტმა დაუდასტურა, რომ ხვდებოდა.
– როგორც კი შევთანხმდით, დაახლოებით ერთი თვის წინ
რუბის დავურეკე და ჩამოვიყვანე. ეს მისთვისაც კარგი შანსი
იყო. გაცილებით უკეთეს საზოგადოებაში მოხვდებოდა.

37 მკითხველთა ლიგა
– გასაგებია, – თქვა პოლკოვნიკმა მელჩეტმა, – წარმატე-
ბას თუ მიაღწია? – ოჰ, დიახ, – ცოტა არ იყოს, უდარდელად
მიუგო ჯოზიმ, – საკმაოდ კარგად გაართვა თავი. როგორც მო-
ცეკვავე, ჩემზე სუსტია, მაგრამ რეიმონდი შესანიშნავი მოცეკ-
ვავეა, ჭკვიანიცაა, და დაეხმარა. თანაც რუბი ლამაზია – გამ-
ხდარი, ქერა, თოჯინის სახით. ეგ არის, რომ კოსმეტიკას ზედ-
მეტად ხმარობდა. ამის გამო ხშირად ვსაყვედურობდი, მაგრამ
განა თვრამეტი წლის გოგოს რამეს შეაგნებინებ? ეს ხომ ის
ასაკია, როდესაც ყველაფერს ჯიბრით აკეთებენ. შენიშვნებს
იმიტომ ვაძლევდი, რომ ჭარბი კოსმეტიკა "მაჯესტიკის"
სტილს, აქაურ საზოგადოებას არ უხდებოდა.
– ხალხს თუ უყვარდა? – იკითხა მელჩეტმა.
– დიახ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ დახვეწილობა აკლ–
და. თავს ასაკოვან ჯენტლმენებთან უკეთ გრძნობდა, ვიდრე
ახალგაზრდებთან.
– განსაკუთრებული მეგობარი თუ ჰყავდა? ქალს თვალებზე
შეეტყო, რომ მიხვდა, რასაც ეკითხებოდნენ.
– იმ გაგებით არა, თქვენ რომ გულისხმობთ. ყოველ შემ-
თხვევაში, მე არაფერი გამიგია. თუმცა გულის გადაშლა არ უყ-
ვარდა. მელჩეტს თავში გაუელვა, რომ ზნეობრივი სიმტკიცი-
თა და დისციპლინით თვითონ ჯოზიც არ გამოირჩეოდა, მაგ-
რამ მხოლოდ შემდეგის თქმით შემოიფარგლა:
– იქნებ დაწვრილებით მომიყვეთ, როდის ნახეთ უკანასკნე-
ლად თქვენი ბიძაშვილი? – გუშინ საღამოს. ჩვეულებრივ, ის
და რაიმონდი ორ ცეკვას ასრულებდნენ: ერთს – საღამოს
თერთმეტის ნახევარზე, მეორეს – ზუსტად შუაღამით. პირვე-
ლი გამოსვლის შემდეგ დავინახე, როგორ ცეკვავდა რუბი
ვალსს მონაცვლეობით სასტუმროს ორ ახალგაზრდა კლიენ-
ტთან. ამ დროს ბრიჯს ვთამაშობდი, მაგრამ ბანქოს სათამაშო
სალონსა და დარბაზს შორის შუშის კედელია აღმართული და
ყველაფერი კარგად ჩანს. ღამის თორმეტ საათზე ჩემთან შე-
წუხებული რაიმონდი მოვიდა: რუბი აგვიანებდა. თუ დამიჯე-
რებთ, კინაღამ გავცოფდი. ეს პატარა გოგოები ათასგვარ სი-

38 მკითხველთა ლიგა
სულელეს სჩადიან, რის გამოც ადგილს კარგავენ. რაიმონ-
დთან ერთად რუბის ოთახში ავედი, მაგრამ იქ არავინ დაგ-
ვხვდა.
მივხვდით, რომ ტანსაცმელი გამოეცვალა: ვარდისფერი,
გაზის ფურჩალიანი კაბა, რომელიც ცეკვისას ეცვა, სავარძელ-
ზე ეფინა. ჩვეულებრივ, საღამოს განმავლობაში იგი კაბას არ
იცვლიდა, ამას მხოლოდ ოთხშაბათობით აკეთებდა, როდე-
საც ღამით საგანგებო ცეკვები იმართებოდა. ვერაფრით მოვი-
ფიქრე, სად შეეძლო წასვლა. ორკესტრს ვთხოვეთ, რომ კიდევ
ერთხელ დაეკრა ფოქსტროტი, მაგრამ რუბი კვლავ არ ჩანდა.
სხვა გზა არ იყო და რაიმონდთან ერთად მე შევასრულე სა-
ვალდებულო ნომერი. შემდეგ კი ღამის ორ საათამდე ამაოდ
ველოდით. ჩემს გაშმაგებას საზღვარი არ ჰქონდა. მელჩეტმა
ქალის ხმაში მრისხანების ნოტები ახლაც დაიჭირა, რამაც გაა-
ოცა – ჯოზის იმაზე მძაფრი რეაქცია ჰქონდა, ვიდრე ამას ვითა-
რება მოითხოვდა. მას ეჭვი გაუჩნდა, რომ ქალი რაღაცას ბო-
ლომდე არ ამბობდა.
– და ამ დილით, – თქვა პოლკოვნიკმა, – როდესაც რუბი არ
დაბრუნდა და ლოგინიც ხელუხლებელი დაგხვდათ, მისი გა-
უჩინარების შესახებ პოლიციას შეატყობინეთ? მისთვის სლეკს
დეინმუთიდან ტელეფონით უკვე შეეტყობინებინა, რომ სინამ-
დვილეში სხვაგვარად მოხდა, მაგრამ აინტერესებდა, ჯოზეფი-
ნა ტერნერი რას ეტყოდა.
– არა, პოლიციაში მე არ დამირეკავს, – უყოყმანოდ განაც-
ხადა ქალმა.
– რატომ, მის ტერნერ? ჯოზიმ პოლკოვნიკს თვალი გაუსწო-
რა და უთხრა:
– ჩემს ადგილზე თქვენც ასე მოიქცეოდით.
– ასე გგონიათ?
– უპირველეს ყოვლისა, საკუთარ მდგომარეობაზე უნდა მე-
ფიქრა. სასტუმროში სკანდალი და, მით უმეტეს, პოლიციის ჩა-
რევა, არავის სჭირდებოდა. თუმცა თავში აზრადაც არ მომ-
სვლია, რომ რუბის, შესაძლოა, უბედურება შეემთხვა. ვიფიქ-
რე, ალბათ, რომელიმე მეგობართან ერთად დროს ატარებს
და მალე დაბრუნდება-მეთქი. ვემზადებოდი, რომ გვარიანად

39 მკითხველთა ლიგა
გამეჯორა! თვრამეტი წლის გოგოები ძალიან სულელურად იქ-
ცევიან ხოლმე. მელჩეტმა თავი მოიკატუნა, თითქოს უბის წიგ-
ნაკში იქექებოდა.
– აჰ, დიახ, – თქვა მან, – პოლიციაში ამის შესახებ ვინმე ჯე-
ფერსონმა განაცხადა. ის, ალბათ, სასტუმროს ერთ-ერთი სტუ-
მარი იყო, არა?
– დიახ, – მოკლედ უპასუხა ჯოზეფინა ტერნერმა.
– საინტერესოა, ასე რატომ მოიქცა? – იკითხა პოლკოვნიკ-
მა მელჩეტმა. ჯოზეფინა ჟაკეტის ბოლოს ხელით აწვალებდა.
ეს მის დაძაბულობაზე მეტყველებდა. პოლკოვნიკმა კვლავ გა-
იფიქრა, რომ ქალი რაღაცას უმალავდა.
– ის კაცი ინვალიდია, – სახე მოეღუშა მის ტერნერს, – წო-
ნასწორობას ადვილად კარგავს. მელჩეტი სხვა თემაზე გადა-
ვიდა.
– ვინ არის ის ახალგაზრდა კაცი, ვის გვერდითაც უკანას-
კნელად მოჰკარით თვალი თქვენს ბიძაშვილს საცეკვაო დარ-
ბაზში?
– მას ბარტლეტი ჰქვია. სასტუმროში ათი დღის წინ ჩამოვი-
და.
– დამეგობრდნენ?
– ისე რა. ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებით ვერაფერს
ვიტყვი. ქალის ხმაში კვლავ მრისხანების ნოტმა გაიჟღერა.
– თვითონ რას ამბობს?
– ცეკვის დასრულებისთანავე რუბი თავის ოთახში ასულა
პუდრის წასასმელად.
– და ტანსაცმელიც სწორედ მაშინ გამოუცვლია?
– ალბათ.
– სულ ეს არის, რაც შეიტყვეთ? შემდეგ კი იგი...
– უკვალოდ გაქრა, – დაასრულა ჯოზიმ, – დიახ.
– სენტ-მერიმიდში ან მის სიახლოვეს მის კინს ვინმე ნაცნო-
ბი ხომ არ ჰყავდა?
– არ ვიცი. სავსებით შესაძლებელია. "მაჯესტიკში" ახლო-
მახლო ადგილებიდანაც მოდიან. თუ თვითონ არ მეუბნებიან,
ზედმეტ შეკითხვას არავის ვუსვამ.
– თქვენს ბიძაშვილს გოსინგტონი არასდროს უხსენებია?

40 მკითხველთა ლიგა
– გოსინგტონი? – ჯოზი აშკარად გაოცებული ჩანდა.
– გოსინგტონ-ჰოლი. ქალმა თავი გადააქნია.
– ეს სახელწოდება არასდროს მსმენია, – მტკიცედ განაცხა-
და მან, თუმცა მის ხმაში ერთგვარი ცნობისმოყვარეობაც იგ-
რძნობოდა.
– საქმე ისაა, რომ მისი გვამი სწორედ იქ აღმოაჩინეს, –
აუხსნა პოლკოვნიკმა მელჩეტმა.
– გოსინგტონ-ჰოლი? – ნელა გაიმეორა ჯოზიმ, – უჩვეუ-
ლოდ ჟღერს! "უჩვეულო – ყველაზე შესაფერისი სიტყვაა!" –
გაიფიქრა მელჩეტმა, ხმამაღლა კი თქვა:
– პოლკოვნიკ ბანტრის ან მის მეუღლეს თუ იცნობთ?
– არა, – მიუგო ჯოზიმ და კვლავ თავი გადააქნია.
– არც მისტერ ბეზილ ბლეიკს? ქალს შუბლი ოდნავ შეეჭმუხ-
ნა.
– ეს სახელი სადღაც მსმენია. დიახ, დარწმუნებული ვარ,
რომ მსმენია, მაგრამ მეტი არაფერი მახსენდება. მოუსვენარ-
მა ინსპექტორმა სლეკმა თავის უფროსს უბის წიგნაკიდან ამო-
ხეული ფურცელი მიაწოდა, რომელზეც ფანქრით ნაჩქარევად
დაეწერა: "გასულ კვირას პოლკოვნიკმა ბანტრიმ "მაჯესტიკში"
ისადილა". მელჩეტმა თავი ასწია და ინსპექტორის მზერას შე-
ეჩეხა. მთავარი კონსტებლი გაწითლდა. ინსპექტორი სლეკი
შრომისმოყვარე და კეთილსინდისიერი ოფიცერი იყო, მაგ-
რამ მთავარ კონსტებლს იგი რატომღაც არ მოსწონდა. თუმცა
ახლა მისი უსიტყვო გამოწვევა უნდა მიეღო – მას ხომ პირდა-
პირ აბრალებდნენ, რომ მეგობარს, თავისი წრის წარმომად-
გენელს, ხელს აფარებდა. იგი ჯოზის მიუბრუნდა.
– მის ტერნერ, იძულებული ვარ გთხოვოთ, რომ ჩემთან ერ-
თად გოსინგტონ-ჰოლში წამობრძანდეთ. ჯოზიმ თანხმობის
ნიშნად რაღაც ჩაიბურტყუნა, მაგრამ მელჩეტს ამისთვის ყუ-
რადღება არ მიუქცევია. იგი ცივად და გამომწვევად შეჰყურებ-
და სლეკს.

41 მკითხველთა ლიგა
ნაწილი მეოთხე
I

ასეთი ამაღელვებელი დილა სენტ-მერიმიდში კარგა ხანია,


არ გათენებულა. მის უეთერბიმ, გრძელცხვირა, ხანში შესულ-
მა შინაბერამ, სენსაციური ინფორმაცია გააჟღერა. თავდაპირ-
ველად მან თავისი მეზობლის, მის ჰარტნელის კარზე დააკაკუ-
ნა.
– მაპატიეთ, ასე ადრე რომ გაწუხებთ, ძვირფასო, მაგრამ
ვიფიქრე, იქნებ ახალი ამბავი ჯერ არ გაუგია-მეთქი.
– რა ამბავი? – იკითხა მის ჰარტნელმა, რომელსაც ბოხი
ხმა ჰქონდა და იმით იყო ცნობილი, რომ ღარიბებს გამუდმე-
ბით ჭკუას არიგებდა, თუმცა ისინი ყოველნაირად ცდილობ-
დნენ, მასთან შეხვედრისთვის თავი აერიდებინათ.
– პოლკოვნიკ ბანტრის ბიბლიოთეკაში გვამი აღმოაჩინეს...
ქალის გვამი.
– პოლკოვნიკ ბანტრის ბიბლიოთეკაში?
– დიახ. საშინელებაა, არა?
– საბრალო მისი ცოლი! – შესძახა მის ჰარტნელმა და მო-
ულოდნელად გაჩენილი აღტაცების დამალვა სცადა.
– დიახ, გეთანხმებით. ამგვარ რამეს როგორ წარმოიდგენ-
და.
– იგი მხოლოდ თავის ბაღსა და ყვავილებზე ფიქრობს, ქმა-
რი კი მიგდებული ჰყავს,
– გამკიცხავი კილოთი თქვა მის ჰარტნელმა,
– არადა, კაცისთვის ერთი წუთითაც არ შეიძლება თვალის
მოცილება... წამითაც კი,
– მრისხანედ გაიმეორა მან.
– ვიცი, ვიცი. მაგრამ ეს მართლა შემაძრწუნებელია.
– საინტერესოა, ჯეინ მარპლი რას იტყვის. ნეტავ რამე ხომ
არ შეიტყო? მას ხომ ასეთი საქმის ამოხსნა ეხერხება.
– ჯეინ მარპლი გოსინგტონში გაემგზავრა.
42 მკითხველთა ლიგა
– როგორ? დღეს დილით?
– ძალიან ადრე. ჯერ კიდევ საუზმობამდე.
– რას მეუბნებით! თუმცა ასეც ვიფიქრე. ყველამ ვიცით, რომ
სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა უყვარს. მე ამას "უწესო საქცი-
ელს" ვუწოდებ.
– დიახ, მაგრამ მისის ბანტრიმ მას მანქანა გამოუგზავნა.
– მისის ბანტრიმ მისთვის მანქანა გამოგზავნა?
– დიახ, მანქანა მოვიდა... საჭესთან მუსველი იჯდა.
– ღმერთო ჩემო! საოცარია პირდაპირ... წუთით ორივენი
დადუმდნენ და ახალი ამბის გადახარშვას ცდილობდნენ.
– ვინ მოკლეს? – იკითხა მის ჰარტნელმა.
– გეცოდინებათ ის საშინელი ქალი, ბეზილ ბლეიკს რომ
სტუმრობდა.
– ის ზეჟანგით თმაშეღებილი თეთრუა? – მის ჰარტნელი
დროს ჩამორჩენოდა: ზეჟანგი პლატინისგან ვერ გაერჩია,
– ის ხომ არა, ბაღში თითქმის შიშველი რომ იწვა?
– დიახ, ძვირფასო... სწორედ ის... ხალიჩაზე გაგუდული ეგ-
დო.
– ხომ არ გგონიათ, რომ გოსინგტონში... მის უეთერბიმ თა-
ვი მრავალმნიშვნელოვნად დააქნია.
– მაშასადამე... პოლკოვნიკი ბანტრიც...? მის უეთერბიმ
კვლავ დააქნია თავი.
– ოჰ! ამას კვლავ პაუზა მოჰყვა, რომლის დროსაც ქალები
სოფლის სკანდალის ახალი წვრილმანების გააზრებით ტკბე-
ბოდნენ.
– გარყვნილი ქალი! – სამართლიანი მრისხანებით შესძახა
მის ჰარტნელმა.
– დიახ, მაგრამ ასეთი ღალატი?
– პოლკოვნიკი ბანტრი წყნარი და თავაზიანი კაცია...
– წყნარი ადამიანი ყველაზე დიდი ჩუმჩუმელაა. ჯეინ მარ-
პლი ყოველთვის ასე ამბობს.

43 მკითხველთა ლიგა
II

მისის პრაის რიდლიმ ახალი ამბავი ყველაზე გვიან შეიტყო.


ამ მდიდარი და მბრძანებლობას მიჩვეული ქვრივის დიდი სახ-
ლი ქორეპისკოპოსის მეზობლად მდებარეობდა. სიახლე მას
ტანდაბალმა მოსამსახურე ქალმა, კლარამ აცნობა.
– რა თქვით, კლარა? მიცვალებული ბანტრის ხალიჩაზე აღ-
მოაჩინეს?
– დიახ, ქალბატონო. და როგორც ამბობენ, ტანზე არაფერი
ეცვა, სულ არაფერი!
– გეყოფათ, კლარა. აუცილებელი არ არის წვრილმანების
გამომზეურება.
– გასაგებია, ქალბატონო, მაგრამ ასე ამბობენ. თავდაპირ-
ველად ეგონათ, რომ ეს მისტერ ბლეიკის სტუმარი იყო, ახალ-
გაზრდა ქალი, რომელიც მასთან ერთად ჩამოვიდა უიკენდზე
მისტერ ბუკერის სახლში. ახლა კი აღმოჩნდა, რომ სულ სხვა
ყოფილა, როგორც თევზით მოვაჭრის შვილი ამბობს, პოლ-
კოვნიკ ბანტრისგან ამგვარ საქციელს არავინ ელოდა – ის
ხომ კვირაობით ეკლესიისთვის შეწირულებას აგროვებს.
– ამქვეყნად ბოროტებას რა გამოლევს, კლარა, – თქვა მი-
სის პრაის რიდლიმ, – ეს კარგად დაიმახსოვრე.
– დიახ, ქალბატონო. დედაჩემი არასდროს მომცემდა იმ
სახლში მუშაობის დაწყების უფლებას, სადაც ჯენტლმენი
ცხოვრობს.
– ასეც უნდა მოიქცე, კლარა, – თქვა მისის პრაის რიდლიმ.

III

მისის პრაის რიდლისა და მღვდლის სახლებს ერთმანეთის-


გან სულ რამდენიმე ნაბიჯი ჰყოფდა. მისის პრაის რიდლის
ბედმა გაუღიმა – ქორეპისკოპოსი თავის სამუშაო კაბინეტში
იმყოფებოდა. ეს გახლდათ სუსტი აღნაგობის, საშუალო ასა-
კის მამაკაცი, რომელიც ჭორებს ყველაზე გვიან იგებდა.

44 მკითხველთა ლიგა
– რა საშინელი ამბავი მოხდა, – თქვა მისის პრაის რიდლიმ,
რომელიც სწრაფად სიარულისგან მძიმედ სუნთქავდა,
– ვიგრძენი, რომ თქვენი აზრი და რჩევა უნდა მომესმინა,
ძვირფასო ქორეპისკოპოსო.
– რამე მოხდა? – იკითხა მისტერ კლემენტმა მცირედი შეშ-
ფოთებით.
– როგორ თუ რა მოხდა? – გაიმეორა მისის პრაის რიდლიმ
დრამატული ხმით,
– უსაშინლესი სკანდალი! არავინ არაფერი იცის. ცუდი ყო-
ფაქცევის ქალი, სრულიად შიშველი, გაგუდული იპოვეს პოლ-
კოვნიკ ბანტრის ხალიჩაზე. ქორეპისკოპოსი გაშტერდა.
– ხომ... ხომ კარგად ხართ? – იკითხა მან.
– სულაც არ მიკვირს, რომ ამის დაჯერება გიჭირთ! მეც ასე
დამემართა. თურმე როგორ თვალთმაქცობდა! თანაც ამდენი
წლის განმავლობაში!
– თუ შეიძლება, გამაგებინეთ, რა მოხდა. მისის პრაის რიდ-
ლი თხრობას შეუდგა. როდესაც დაასრულა, მისტერ კლემენ-
ტმა რბილად წარმოთქვა:
– მაგრამ თქვენს ნათქვამში არაფერია ისეთი, რაც პოლ-
კოვნიკ ბანტრის პატიოსან სახელს ჩრდილს მიაყენებდა.
– ოჰ, ძვირფასო ქორეპისკოპოსო! თქვენ სულ სხვა სამყა-
როში ცხოვრობთ. ერთი პატარა ამბავი უნდა გიამბოთ. გასულ
ხუთშაბათს... თუ ეს იმის წინა ხუთშაბათს იყო? კარგი, ამას
მნიშვნელობა არა აქვს... დილით მატარებელში ჩავჯექი და
ლონდონში გავემგზავრე. პოლკოვნიკი ბანტრიც იმავე ვაგონ-
ში იჯდა. მთელი გზა სახეზე "თაიმსი" ჰქონდა აფარებული,
თითქოს არ სურდა, რომ დავლაპარაკებოდი. ქორეპისკოპოს-
მა თავი გაგებით დაუქნია.
– პადინგტონის სადგურზე ერთმანეთს დავემშვიდობეთ.
მან შემომთავაზა, რომ ტაქსის გამიჩერებდა, მაგრამ ოქსფორ-
დსტრიტამდე მისასვლელად ავტობუსიც მაწყობდა და უარი
ვუთხარი. მაშინ ტაქსიში თვითონ ჩაჯდა და გარკვევით გავი-
გონე, როგორ უთხრა მძღოლს, რომ წაეყვანა... აბა, თუ მიხ-
ვდებით, სად? მისტერ კლემენტმა ქალს კითხვის გამომხატვე-
ლი მზერა მიაპყრო.

45 მკითხველთა ლიგა
– სენტ-ჯონსვუდში! – შესძახა მისის პრაის რიდლიმ და თა-
ნამოსაუბრეს გამარჯვებულის სახით შეხედა. ქორეპისკოპოსი
ვერაფერს მიხვდა.
– მგონი, ყველაფერი დამტკიცებულია, – განაცხადა მისის
პრაის რიდლიმ.

IV

მისის ბანტრი და მის მარპლი გოსინგტონის სასტუმრო


ოთახში ისხდნენ.
– იცით, რა, – თქვა მისის ბანტრიმ, – გულზე მომეშვა, გარ-
დაცვლილის სხეული რომ წაიღეს. რა ცუდი შეგრძნება ყოფი-
ლა, როდესაც სახლში მიცვალებულია.
– ვიცი, ძვირფასო, – თქვა მის მარპლმა და თავი დააქნია,
– ვიცი, რასაც გრძნობთ.
– არა, – მიუგო მისის ბანტრიმ, – ამას ვერ გაიგებთ, სანამ
თვითონ არ გამოცდით. მახსოვს, ერთხელ მეზობლის სახლში
ჰყავდათ მიცვალებული, მაგრამ ეს სულ სხვაა. ვიმედოვნებ,
ართურს ბიბლიოთეკა არ შეზიზღდება. არადა, ხშირად ვიჯე-
ქით ხოლმე იქ. რას აკეთებთ, ჯეინ? – იკითხა მან, როდესაც
დაინახა, რომ მის მარპლმა საათს დახედა და წამოდგა.
– ვფიქრობ, ჩემი წასვლის დროა. ისედაც ვერაფრით გეხმა-
რებით.
– ჯერ არ წახვიდეთ, – თქვა მისის ბანტრიმ, – თითის ანა-
ბეჭდები აიღეს, სურათები გადაიღეს, პოლიციელთა უმრავ-
ლესობა გაიკრიფა, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაც კიდევ უნდა
მოხდეს. ნუთუ გინდათ, რომ ეს გამოტოვოთ? ამ დროს ტელე-
ფონმა დარეკა და მისის ბანტრი ოთახიდან გავიდა. როდესაც
დაბრუნდა, სახე უბრწყინავდა.
– ხომ გითხარით? არ შევმცდარვარ. ჩვენკენ პოლკოვნიკი
მელჩეტი მოემართება ამ საბრალო გოგონას ბიძაშვილთან
ერთად.
– ამას რატომ აკეთებს? – იკითხა მის მარპლმა.
– ოჰ, ალბათ, დანაშაულის ადგილის სანახავად.

46 მკითხველთა ლიგა
– ვფიქრობ, მას სხვა მიზანიც ექნება, – ჩაილაპარაკა მის
მარპლმა.
– რას გულისხმობთ, ჯეინ?
– ჩემი აზრით, მას სურს, რომ ქალიშვილი პოლკოვნიკ ბან-
ტრის შეახვედროს.
– რათა დარწმუნდეს, იცნობს თუ არა იგი ჩემს ქმარს?
– მკვახედ იკითხა მისის ბანტრიმ, – აჰ, მივხვდი... იმის თქმა
გსურთ, რომ ართური ეჭვმიტანილია?
– ვშიშობ, ასეა.
– არ მესმის, რა შეიძლება აკავშირებდეს ართურს ამ საქ-
მესთან. მის მარპლი დუმდა. მისის ბანტრიმ მას საყვედურით
სავსე მზერა მიაპყრო.
– ახლა მოხუცი გენერალი ჰენდერსონი არ მიხსენოთ, ან ის
საზიზღარი ბებრები, მოახლეებს რომ ეღლაბუცებიან. ართუ-
რი ასეთი არ არის.
– არა, რა თქმა უნდა, არა.
– ის მართლა არ არის ასეთი. მართალია, ზოგჯერ ცოტას
მოიგიჟიანებს ხოლმე თავს სიმპათიურ გოგონებთან ჩოგბურ-
თის თამაშისას, მაგრამ ეს გულკეთილობით მოსდის, ყოველ-
გვარი ქვენა გრძნობების გარეშე. ამაში ცუდს ვერაფერს ვხე-
დავ. რატომაც არა? ბოლოს და ბოლოს, მისთვის ეს იგივეა,
რაც ჩემთვის ყვავილებთან ურთიერთობა, – დაასკვნა მისის
ბანტრიმ.
– შესაშფოთებელი არაფერი გაქვთ, დოლი, – თქვა მის
მარპლმა და გაიღიმა.
– თქვენ არასწორად გამიგეთ. თუმცა ეს ყველაფერი ცოტა-
თი მაშფოთებს. ასევე ართურსაც. მთელ სახლში პოლიციელე-
ბი დაძრწიან. ის ფერმისკენ გაემართა. როდესაც გაღიზიანე-
ბულია, ღორებისა და გოჭების ნახვა ყოველთვის ამშვიდებს.
აი, პოლიციის მანქანაც მოვიდა. მართლაც, სახლის წინ მთა-
ვარი კონსტებლის ავტომობილი იდგა. პოლკოვნიკი მელჩეტი
მოხდენილად ჩაცმული ახალგაზრდა ქალის თანხლებით შე-
მოვიდა.
– მისის ბანტრი, – თქვა მან, – ეს მის ტერნერია... ე-ე...
მსხვერპლის ბიძაშვილი.

47 მკითხველთა ლიგა
– გამარჯობა, მის ტერნერ, – წარმოთქვა მისის ბანტრიმ და
სტუმარს ხელი გაუწოდა, – ალბათ მომხდარს საშინლად გა-
ნიცდით.
– დიახ, რა თქმა უნდა, – გულწრფელად მიუგო ჯოზეფინა
ტერნერმა, – მიჭირს ამის დაჯერება. თავი ცუდ სიზმარში მგო-
ნია. მისის ბანტრიმ მოსულებს მის მარპლი წარუდგინა.
– თქვენი პატივცემული მეუღლე, ქალბატონო? – სასხვათა-
შორისოდ იკითხა მელჩეტმა.
– ერთ-ერთ ფერმაში შეიარა. საცაა დაბრუნდება.
– აჰა... – მელჩეტს სახეზე გაკვირვება დაეტყო. მისის ბან-
ტრი ჯოზის მიუბრუნდა:
– იმ ადგილს ხომ არ მოინახულებდით, სადაც... სადაც ეს
მოხდა? თუ ამას მოგვიანებით გააკეთებთ? ჯოზეფინა წამით
დაფიქრდა და ჩაილაპარაკა:
– ვფიქრობ, ახლავე აჯობებს. მისის ბანტრი მას ბიბლიოთე-
კისკენ გაუძღვა. მის მარპლი და პოლკოვნიკი მელჩეტი უკან
გაჰყვნენ.
– აი, აქ იწვა, – თქვა მისის ბანტრიმ და თითი თეატრალუ-
რად გაიშვირა, – ნოხზე.
– ოჰ! – შესძახა შემკრთალმა ჯოზიმ. იგი თავზარდაცემული
ჩანდა, – არა, ვერაფერი გამიგია, ვერაფერი!
– ვერც ჩვენ, – თქვა მისის ბანტრიმ.
– ეს ის ადგილი არ არის... – ნელა ჩაილაპარაკა ჯოზიმ და
შეჩერდა. მის მარპლმა, თანხმობის ნიშნად, თავი თანაგრძნო-
ბით დაუქნია.
– სწორედ ეს არის საინტერესო, – ხმადაბლა ჩაილაპარაკა
მან.
– აბ, მის მარპლ, – გულკეთილი ღიმილით თქვა პოლკოვ-
ნიკმა მელჩეტმა, – რამე ვარაუდი ხომ არ გაგიჩნდათ?
– დიახ, გამიჩნდა, – მიუგო მის მარპლმა, – და ფრიად და-
მაჯერებელი. მაგრამ, ეს, ცხადია, მხოლოდ ჩემი აზრია. ტომი

48 მკითხველთა ლიგა
ბონდი4 – განაგრძო მან, – და მის მარტინი, ჩვენი ახალი მას-
წავლებელი. ერთხელ იგი კედლის საათს ქოქავდა და იქიდან
ბაყაყი გადმოხტა. ჯოზეფინა ტერნერი გაშტერდა. ოთახიდან
გამოსვლისას მან მისის ბანტრის გადაუჩურჩულა:
– ამ მოხუც ქალბატონს თავში ცოტა ხომ არ უქრის?
– არა, რას ბრძანებთ! – აღშფოთდა მისის ბანტრი.
– მაპატიეთ, – თქვა ჯოზიმ, – მომეჩვენა, რომ ბაყაყში მე მი-
გულისხმა. ამ დროს კარში პოლკოვნიკი ბანტრი გამოჩნდა.
მელჩეტი მიესალმა მას, თან თვალი არ მოუცილებია ჯოზეფი-
ნა ტერნერისთვის, როდესაც ისინი ერთმანეთს წარუდგინა.
მაგრამ ქალიშვილის სახეზე საინტერესო ვერაფერი აღმოაჩი-
ნა. მან შვებით ამოისუნთქა და სლეკი გულში გვარიანად გა-
მოლანძღა მისი ინსინუაციების გამო. ჯოზიმ დაწვრილებით
გასცა პასუხი მისის ბანტრის ყველა შეკითხვას რუბი კინის გა-
უჩინარებასთან დაკავშირებით.
– საშინლად ვწუხვარ თქვენ გამო, ძვირფასო.
– მე გაბრაზებული უფრო ვიყავი, ვიდრე შეწუხებული, ვი-
ნაიდან არაფერი ვიცოდი მის შესახებ.
– მაგრამ პოლიციაში მაინც წახვედით, – ჩაერთო მის მარ-
პლი, – მაპატიეთ, მაგრამ ხომ არ იჩქარეთ ამის გაკეთება?
– ოჰ – მოუთმენლად შესძახა ჯოზიმ, – ეს მე კი არა, მისტერ
ჯეფერსონმა დარეკა.
– ჯეფერსონმა? – ჩაეკითხა მისის ბანტრი.
– დიახ, იგი ინვალიდია.
– შემთხვევით კონვეი ჯეფერსონზე ხომ არ საუბრობთ? მას
კარგად ვიცნობ. იგი ჩვენი ძველი მეგობარია. გესმის, ართურ?
კონვეი ჯეფერსონი. იგი სასტუმრო "მაჯესტიკში" გაჩერდა და
პოლიციასაც სწორედ მან შეატყობინა! რა დამთხვევაა!
– მისტერ ჯეფერსონი აქ შარშან ზაფხულშიც იყო, – თქვა
ჯოზეფინა ტერნერმა.

4ტომი ბონდი (1926-2005 წწ.) – ამერიკელი მსახიობი, რომელსაც 6


წლის ასაკიდან იღებდნენ ფილმებში.

49 მკითხველთა ლიგა
– საოცარია! ამის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცოდით. დიდი
ხანია, არ მინახავს, – იგი ჯოზის მიუბრუნდა, – ახლა... ახლა
როგორ არის? ჯოზი ჩაფიქრდა.
– მგონი, კარგად, ის კი არა – შესანიშნავად, თუ მის მდგო-
მარეობას გავითვალისწინებთ. მხიარული ხასიათი აქვს და
ხშირად ხუმრობს ხოლმე.
– ოჯახთან ერთად არის?
– ალბათ, მისტერ გესკელს გულისხმობთ, არა? და ახალ-
გაზრდა მისის ჯეფერსონს... და პიტერს? დიახ, ისინიც აქ
არიან. ჩვეულებრივ გულწრფელად მოლაპარაკე ჯოზეფინა
ტერნერმა ეს სამეული აშკარად შეყოვნებით ჩამოთვალა. ჯე-
ფერსონების ოჯახზე საუბრისას მისი ხმა არცთუ ბუნებრივად
ჟღერდა.
– მშვენიერი ხალხია, არა? – თქვა მისის ბანტრიმ, – ცხა-
დია, ახალგაზრდებზე ვამბობ. ჯოზი საკმაოდ დაბნეულად და-
ეთანხმა:
– ოჰ, დიახ... დიახ, ისინი... რასაკვირველია. მე... ჩვენ... რა
თქმა უნდა, ასეა.

– ამით რისი თქმა უნდოდა? – იკითხა მისის ბანტრიმ, რო-


დესაც თვალი გააყოლა მთავარი კონსტებლის მიმავალ მან-
ქანას, – "ისინი, რასაკვირველია". ხომ არ ფიქრობთ, ჯეინ,
რომ აქ რაღაც... მის მარპლმა ხალისით აიტაცა მისი სიტყვები:
– ოჰ, დიახ, ცხადია! წყალი არ გაუვა! ჯეფერსონებზე საუბ-
რისას სახე შეეცვალა, იქამდე კი თავი ბუნებრივად ეჭირა.
– მერედა, რას იტყვით ამის შესახებ, ჯეინ? – თქვენ იცნობთ
მათ, ჩემო კარგო, მე კი მხოლოდ იმას ვგრძნობ, რომ არის რა-
ღაც, როგორც ახლახან თქვით, რაც მათთან დაკავშირებით
ახალგაზრდა ქალს აღელვებს. ისიც გავიხსენოთ, რომ, როდე-
საც გოგონას გაუჩინარებასთან დაკავშირებით ჰკითხეთ, გი-
პასუხათ, რომ შეწუხებული კი არ იყო, არამედ გაბრაზებული!
გაბრაზება სახეზეც ეტყობოდა – ნამდვილი გაბრაზება! უნდა

50 მკითხველთა ლიგა
გითხრათ, ამან ძალიან დამაინტერესა. ისეთი შეგრძნება გა-
მიჩნდა, შესაძლოა, მცდარი, რომ ახლობლის სიკვდილმა მას-
ში სწორედ ეს რეაქცია გამოიწვია. დარწმუნებული ვარ, იგი არ
უყვარდა და მომხდარს არც განსაკუთრებულად განიცდის. სა-
მაგიეროდ, რუბი კინის ხსენება აშკარად აღიზიანებს. ბუნებ-
რივად ისმის შეკითხვა – რატომ? – ჩვენ ამას გავიგებთ! – გა-
ნაცხადა მისის ბანტრიმ, – წავალთ დეინმუთში და სასტუმრო
"მაჯესტიკში" მოვეწყობით... თქვენც, ჯეინ, დიახ, თქვენც. ამ
ამბის შემდეგ ჩემს ნერვებს გარემოს შეცვლა ნამდვილად მო-
უხდება. "მაჯესტიკში" გატარებული რამდენიმე დღე სწორედ
ის არის, რაც გვჭირდება. თანაც იქ კონვეი ჯეფერსონსაც გაიც-
ნობთ. შესანიშნავი, მიმზიდველი ადამიანია. დიდი უბედურება
კი გადაიტანა. ეს ძალზე სევდიანი ამბავია. მხურვალედ უყვარ-
და თავისი ქალვაჟი, რომლებიც დაქორწინებულები იყვნენ,
მაგრამ ოჯახებთან ერთად ხშირად სტუმრობდნენ მას. ცოლიც
საუცხოო ჰყავდა, ერთმანეთს სულში იძვრენდნენ. ერთხელ,
როდესაც საფრანგეთიდან ბრუნდებოდნენ, თვითმფრინავმა
კატასტროფა განიცადა და ყველანი დაიღუპნენ: მფრინავი, მი-
სის ჯეფერსონი, როზამუნდი და ფრენკი. მხოლოდ კონვეი გა-
დარჩა, მაგრამ ორივე ფეხის ძვლები ისე დაემსხვრა, რომ
მოჰკვეთეს. მან ვაჟკაცურად გადაიტანა უბედურება, ეგ არის,
რომ ეს აქტიური და სიცოცხლის მოყვარული კაცი უმწეო ხეიბ-
რად იქცა. თუმცა არასდროს წუწუნებს. მასთან მისი რძალი,
ფრენკის ქვრივი ცხოვრობს. იგი ქვრივი იყო, როდესაც ფრენკ
ჯეფერსონმა ცოლად მოიყვანა – თავის შვილთან ერთად, რო-
მელიც პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ბიჭს პიტერ კარმოდი
ჰქვია. როზამუნდის ქმარი, მარკ გესკელიც მასთან ერთად
ატარებს დროის უმეტეს ნაწილს. საშინელი ტრაგედიაა.
– ახლა კი, – თქვა მის მარპლმა, – კიდევ ერთი ტრაგედია...
– დიახ, დიახ, მაგრამ მას არაფერი აქვს საერთო ჯეფერსო-
ნებთან,
– თქვა მისის ბანტრიმ.
– მართლა? – ჩაილაპარაკა მის მარპლმა, – პოლიციას ხომ
მისტერ ჯეფერსონმა მიმართა.
– გეთანხმებით... იცით, ჯეინ, ეს ძალზე საინტერესოა...

51 მკითხველთა ლიგა
მისის პრაის რიდლისა და მღვდლის სახლებს ერთმანეთის-
გან სულ რამდენიმე ნაბიჯი ჰყოფდა. მისის პრაის რიდლის
ბედმა გაუღიმა – ქორეპისკოპოსი თავის სამუშაო კაბინეტში
იმყოფებოდა. ეს გახლდათ სუსტი აღნაგობის, საშუალო ასა-
კის მამაკაცი, რომელიც ჭორებს ყველაზე გვიან იგებდა.
– რა საშინელი ამბავი მოხდა, – თქვა მისის პრაის რიდლიმ,
რომელიც სწრაფად სიარულისგან მძიმედ სუნთქავდა,
– ვიგრძენი, რომ თქვენი აზრი და რჩევა უნდა მომესმინა,
ძვირფასო ქორეპისკოპოსო.
– რამე მოხდა? – იკითხა მისტერ კლემენტმა მცირედი შეშ-
ფოთებით.
– როგორ თუ რა მოხდა? – გაიმეორა მისის პრაის რიდლიმ
დრამატული ხმით,
– უსაშინლესი სკანდალი! არავინ არაფერი იცის. ცუდი ყო-
ფაქცევის ქალი, სრულიად შიშველი, გაგუდული იპოვეს პოლ-
კოვნიკ ბანტრის ხალიჩაზე. ქორეპისკოპოსი გაშტერდა.
– ხომ... ხომ კარგად ხართ? – იკითხა მან.
– სულაც არ მიკვირს, რომ ამის დაჯერება გიჭირთ! მეც ასე
დამემართა. თურმე როგორ თვალთმაქცობდა! თანაც ამდენი
წლის განმავლობაში!
– თუ შეიძლება, გამაგებინეთ, რა მოხდა. მისის პრაის რიდ-
ლი თხრობას შეუდგა. როდესაც დაასრულა, მისტერ კლემენ-
ტმა რბილად წარმოთქვა:
– მაგრამ თქვენს ნათქვამში არაფერია ისეთი, რაც პოლ-
კოვნიკ ბანტრის პატიოსან სახელს ჩრდილს მიაყენებდა.
– ოჰ, ძვირფასო ქორეპისკოპოსო! თქვენ სულ სხვა სამყა-
როში ცხოვრობთ. ერთი პატარა ამბავი უნდა გიამბოთ. გასულ
ხუთშაბათს... თუ ეს იმის წინა ხუთშაბათს იყო? კარგი, ამას
მნიშვნელობა არა აქვს... დილით მატარებელში ჩავჯექი და
ლონდონში გავემგზავრე. პოლკოვნიკი ბანტრიც იმავე ვაგონ-
ში იჯდა. მთელი გზა სახეზე "თაიმსი" ჰქონდა აფარებული,
თითქოს არ სურდა, რომ დავლაპარაკებოდი. ქორეპისკოპოს-
მა თავი გაგებით დაუქნია.

52 მკითხველთა ლიგა
– პადინგტონის სადგურზე ერთმანეთს დავემშვიდობეთ.
მან შემომთავაზა, რომ ტაქსის გამიჩერებდა, მაგრამ ოქსფორ-
დსტრიტამდე მისასვლელად ავტობუსიც მაწყობდა და უარი
ვუთხარი. მაშინ ტაქსიში თვითონ ჩაჯდა და გარკვევით გავი-
გონე, როგორ უთხრა მძღოლს, რომ წაეყვანა... აბა, თუ მიხ-
ვდებით, სად? მისტერ კლემენტმა ქალს კითხვის გამომხატვე-
ლი მზერა მიაპყრო.
– სენტ-ჯონსვუდში! – შესძახა მისის პრაის რიდლიმ და თა-
ნამოსაუბრეს გამარჯვებულის სახით შეხედა. ქორეპისკოპოსი
ვერაფერს მიხვდა.
– მგონი, ყველაფერი დამტკიცებულია, – განაცხადა მისის
პრაის რიდლიმ.

ნაწილი მეხუთე
I

პოლკოვნიკი მელჩეტი სასტუმროს ცხვირჩამოშვებული მე-


ნეჯერის წინ იდგა. მასთან ერთად იყვნენ გლენშირის პოლი-
ციის სუპერინტენდანტი ჰარპერი და ყველგან მყოფი ინსპექ-
ტორი სლეკი, რომელსაც უკმაყოფილება ეტყობოდა იმის გა-
მო, რომ მთავარ კონსტებლს საქმის გამოძიება საკუთარ თავ-
ზე აეღო. სუპერინტენდანტი ჰარპერი ლამის ტირილის პირას
მისული პრესკოტის გამხნევებას ცდილობდა – პოლკოვნიკი
მელჩეტი სიმკაცრითა და ზოგჯერ სისასტიკითაც კი გამოირჩე-
ოდა.
– გადმოსულ რძეს ტირილი ვეღარ უშველის, – თქვა მან უკ-
მეხად, – ქალიშვილი მკვდარია – გაგუდული. ბედმა გაგიღი-
მათ, რომ ეს თქვენს სასტუმროში არ მოხდა. გამოძიებას სხვა
საგრაფო აწარმოებს და თქვენი დაწესებულების რეპუტაციას
არაფერი ემუქრება. მაგრამ შეკითხვები დაგვიგროვდა და რაც
უფრო სწრაფად მივიღებთ საჭირო ინფორმაციას, მით უკეთე-
სი თქვენთვის. შეგიძლიათ გვენდოთ, რომ ზედმეტს არსად
53 მკითხველთა ლიგა
ვიტყვით. ასე რომ, დროს ნუღარ დავკარგავთ და საქმეს შე-
ვუდგეთ. აბა, რისი თქმა შეგიძლიათ გოგონას შესახებ?
– არაფრის, სრულიად არაფრის. იგი აქ ჯოზიმ მოიყვანა.
– თვითონ ჯოზი რამდენი ხანია, თქვენთან მუშაობს?
– ორი წელი... არა, სამი.
– მოგწონთ იგი?
– დიახ, ჯოზი კარგი... მშვენიერი გოგოა, საქმის მცოდნე.
ხალხთან ურთიერთობა და ვითარების განმუხტვა ეხერხება
– მოგეხსენებათ, ბრიჯი აზარტული თამაშია.
პოლკოვნიკმა მელჩეტმა გაგებით დაუქნია თავი: ბრიჯი მის
ცოლსაც უყვარდა და თამაშის დროს ადვილად განაწყენდებო-
და ხოლმე. მისტერ პრესკოტი კი განაგრძობდა:
– ყველანაირი ადამიანის დამშვიდება შეუძლია. კლიენტებ-
თან თავი ღირსეულად უჭირავს – თავაზიანობასაც იჩენს და
სიმტკიცესაც. ალბათ, ხვდებით, რასაც ვგულისხმობ. მელჩეტ-
მა კვლავ დაუქნია თავი. ახლა უკვე იცოდა, რაც გაახსენა მას
ჯოზეფინა ტერნერმა – მაკიაჟისა და ჩაცმულობის მიუხედა-
ვად, მასში გუვერნანტის სიმკაცრე გამოსჭვიოდა.
– იგი შეუცვლელია სასტუმროში, – შეწუხებული სახით
თქვა მისტერ პრესკოტმა, – რაში დასჭირდა იმ წყეულ სლიპი-
ნა ქვებზე ხტუნვა, როცა მშვენიერი პლაჟი გვაქვს? განა აქ ვერ
იცურავებდა? მაგრამ არა, ჰოდა, ფეხი დაუსხლტა, წაიქცა და
კოჭი დაიზიანა. ეს ხომ უსამართლობაა ჩემ მიმართ! მე მას
ფულს ცეკვისთვის, კლიენტებთან ბრიჯის თამაშისა და მათ გა-
სართობად ვუხდი, და არა კლდეებზე სახეტიალოდ და კოჭის
ამოსაბრუნებლად. მოცეკვავე ვალდებულია, ფეხებს მოუფ-
რთხილდეს და რისკს მოერიდოს. ამ ამბავმა ძალიან გამაღი-
ზიანა. ეს სასტუმროს მიმართაც უსამართლობაა. მელჩეტმა
მენეჯერს მონოლოგი გააწყვეტინა:
– და სწორედ მაშინ შემოგთავაზათ იმ ქალიშვილის – თავი-
სი ბიძაშვილის – მოყვანა? პრესკოტმა უხალისოდ დაუდასტუ-
რა:
– მართალს ბრძანებთ. ეს საკმაოდ გონივრული აზრი იყო.
მისთვის ფულის გადახდას არ ვაპირებდი. სამუშაოს სანაც-
ვლოდ მას საჭმელიც ჰქონდა და საცხოვრებელიც, ხელფასს

54 მკითხველთა ლიგა
კი ის და ჯოზი ერთმანეთში იყოფდნენ. მათ თვითონ მოილაპა-
რაკეს ასე. იმ გოგოს შესახებ მეტი არაფერი ვიცი.
– სამუშაოს თავს კარგად ართმევდა? – დიახ, მისთვის საყ-
ვედური არასდროს მითქვამს. ეგაა, რომ ძალიან ახალგაზრდა
იყო და მყვირალა სტილი უყვარდა, ამ ადგილისთვის, შესაძ-
ლოა, ცოტა შეუფერებელი, მაგრამ მანერები და საქციელი არ
დაეწუნებოდა. თან კარგად ცეკვავდა. ყველას მოსწონდა იგი.
– ლამაზი იყო? მენეჯერის შესივებულ და გალურჯებულ სა-
ხეზე ამ შეკითხვის პასუხი არ იკითხებოდა. მისტერ პრესკოტი
ჩაფიქრდა.
– დიდი არაფერი, ცოტათი ეშმაკური, თუ ხვდებით, რას ვგუ-
ლისხმობ. უხვი მაკიაჟი რომ არა, ვერაფრით გამოარჩევდით.
მაგრამ იცოდა, როგორ წარმოეჩინა თავი მიმზიდველად.
– ბევრი ახალგაზრდა კაცი დასდევდა უკან? – აი, თურმე რი-
სი გაგება გსურთ, სერ, – აღელდა მისტერ პრესკოტი, – განსა-
კუთრებული არაფერი შემიმჩნევია. ზოგჯერ ერთი-ორი ყმაწ-
ვილი ქათინაურს თუ ეტყოდა, მაგრამ ამის იქით საქმე არ მი-
დიოდა. მკვლელობასთან ამას კავშირი არ აქვს. სხვათა შო-
რის, ხანდაზმულების ყურადღებასაც ადვილად იპყრობდა თა-
ვისი ბავშვური სახითა და უდარდელი ჟღურტულით. ხვდებით,
არა? ეს მათ იზიდავდა.
– მაგალითად, მისტერ ჯეფერსონს? – მელანქოლიური
ხმით იკითხა პოლიციის უფროსმა ჰარპერმა.
– დიახ, – დაეთანხმა მენეჯერი, – მისტერ ჯეფერსონი ერთ-
ერთია მათ შორის, ვისაც ვგულისხმობდი. სწორედ მასთან და
მის ოჯახთან ერთად ატარებდა იგი დროის უმეტეს ნაწილს.
ზოგჯერ მისტერ ჯეფერსონი მანქანითაც გაასეირნებდა ხოლ-
მე. მას უყვარს ახალგაზრდები და მათდამი კეთილგანწყობი-
ლია. ოღონდ არ მინდა, რომ ეს სხვანაირად გაიგოთ – მისტერ
ჯეფერსონი ხომ ხეიბარია და მხოლოდ ინვალიდის ბორბლე-
ბიანი სავარძლით გადაადგილდება. თუმცა სიამოვნებს ახალ-
გაზრდების წრეში ტრიალი და ყურება, თუ როგორ თამაშობენ
ისინი ჩოგბურთს ან ცურავენ. ხანდახან მათთვის წვეულებებ-
საც აწყობს სასტუმროში. დიახ, მას მოსწონს ახალგაზრდობა

55 მკითხველთა ლიგა
და ისინი მასში არც შურს იწვევენ და არც უხერხულ გრძნო-
ბებს, როგორც შეიძლებოდა გვევარაუდა. იგი ძალიან პოპუ-
ლარული ჯენტლმენია და, ჩემი აზრით, საუცხოო ხასიათი
აქვს.
– რუბი კინის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს ხომ არ
იჩენდა? – ჰკითხა მელჩეტმა.
– ვფიქრობ, მასთან საუბარი სიამოვნებდა.
– ოჯახიც იზიარებდა მის სიმპათიას? – ყველანი შესანიშნა-
ვად ექცეოდნენ მას.
– და მან პირველმა აცნობა პოლიციას ქალიშვილის გაუჩი-
ნარების შესახებ, არა? – ჰარპერმა ეს სიტყვები ხაზგასმული
მნიშვნელობითა და საყვედურითაც კი წარმოთქვა, რასაც მე-
ნეჯერი მყისვე გამოეხმაურა: – მისტერ ჰარპერ, ერთი წუთით
ჩემს ადგილას წარმოიდგინეთ თავი. ცუდი რამ გულში ფიქრა-
დაც არ გამივლია. მისტერ ჯეფერსონი ჩემს კაბინეტში აფო-
რიაქებული შემოვიდა. მოუსვენრობა ეტყობოდა. მითხრა,
რომ გოგონა ღამით სასტუმროში არ დაბრუნებულა, არც მე-
ორე ცეკვა შეუსრულებია. მისი აზრით, იგი ცოტა ხნით მანქა-
ნით სასეირნოდ წავიდა და ავარიაში მოყვა. ეს კი აუცილებ-
ლად პოლიციისთვის უნდა გვეცნობებინა, რათა ძებნა დაეწ-
ყოთ! აღელვებულმა მისტერ ჯეფერსონმა სწორედ ჩემგან და-
რეკა პოლიციაში და ყველაფერი აუწყა.
– ისე, რომ მის ტერნერს არ დალაპარაკებია? – ჯოზის ეს არ
მოეწონებოდა. აშკარაა, რომ ეს მას გააღიზიანებდა, რუბის
საქციელს ვგულისხმობ. მაგრამ ისიც ვერაფერს გააწყობდა –
დარეკვას ხომ ვერ აუკრძალავდა? – ვფიქრობ, აჯობებს, მის-
ტერ ჯეფერსონს ვეწვიოთ, – თქვა მელჩეტმა, – რას იტყვით,
ჰარპერ? სუპერინტენდანტი ჰარპერი დაეთანხმა.

II

მისტერ პრესკოტი მათთან ერთად კონვეი ჯეფერსონის


აპარტამენტებისკენ გაეშურა, რომელიც მეორე სართულზე
მდებარეობდა და ზღვას გადაჰყურებდა.

56 მკითხველთა ლიგა
– მშვენივრად კი მოწყობილა, – უდარდელად ჩაილაპარაკა
მელჩეტმა, – ასეთი მდიდარია? – ძალიან კარგად მოეწყო.
ფულს არაფრისთვის იშურებს – საუკეთესო ოთახები, საგან-
გებოდ შედგენილი მენიუ, ძვირფასი ღვინო. ერთი სიტყვით,
ყველაფერი საუცხოო. მელჩეტმა თავი დაუქნია. მისტერ პრეს-
კოტმა კარზე დააკაკუნა.
– შემოდით, – გაისმა ქალის ხმა. მენეჯერი შევიდა. მას და-
ნარჩენებიც შეჰყვნენ. მისტერ პრესკოტმა ბოდიშის კილოთი
მიმართა ქალს, რომელიც ფანჯარასთან იჯდა და თავი მათკენ
მოებრუნებინა.
– ვწუხვარ, რომ თქვენი შეწუხება მიწევს, მისის ჯეფერსონ,
მაგრამ ეს ჯენტლმენები... პოლიციიდან არიან. მათ მისტერ ჯე-
ფერსონთან სურთ გასაუბრება. ეს... მ-მ... პოლკოვნიკი მელ-
ჩეტია, ეს... მ-მ... სუპერინტენდანტი ჰარპერი, ეს ინსპექტო-
რი... მ-მ... სლეკი, ეს კი მისის ჯეფერსონი. მისის ჯეფერსონმა
შემოსულებს მისალმების ნიშნად თავი ოდნავ დაუკრა. ჩვე-
ულებრივი ქალი – ასეთი იყო მელჩეტის პირველი შთაბეჭდი-
ლება, მაგრამ როდესაც ქალმა გაიღიმა და ლაპარაკი დაიწყო,
აზრი მაშინვე შეეცვალა. მას ჰქონდა უჩვეულოდ მომხიბლავი
და მგრძნობიარე ხმა და ნათელი, თაფლისფერი, ძალიან ლა-
მაზი თვალები. სადად ეცვა, არაგამომწვევად. დაახლოებით
ოცდათხუთმეტი წლის იქნებოდა.
– ჩემს მამამთილს სძინავს, – თქვა მან, – იგი ფიზიკურად
საკმაოდ სუსტი ადამიანია, მომხდარმა კი მას საშინელი დარ-
ტყმა მიაყენა. ამიტომ ექიმიც მოვიწვიეთ, რომელმაც და– მამ-
შვიდებელი წამლები გამოუწერა. როგორც კი გაიღვიძებს, ვი-
ცი, რომ თქვენთან საუბარს მოისურვებს. მანამდე კი იქნებ მე
დაგეხმაროთ რამით. დაბრძანდით, თუ შეიძლება. მისტერ
პრესკოტმა, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, იქაურობას გას-
ცლოდა, პოლკოვნიკ მელჩეტს მიმართა: – თუ მე... ე-ე... აღარ
გჭირდებით... ნებართვის მიღების შემდეგ მან შვებით ამოი-
სუნთქა და ოთახიდან გავიდა. როგორც კი კარი მიიხურა, ყვე-
ლამ გაცილებით უშუალოდ და თავისუფლად იგრძნო თავი.
ადელაიდა ჯეფერსონს შესწევდა იმის ძალა, რომ თავის გარ-

57 მკითხველთა ლიგა
შემო მშვიდი გარემო შეექმნა. იგი იმ ქალთა რიცხვს მიეკუთ-
ვნებოდა, რომლებიც განსაკუთრებულს თითქოს არაფერს ამ-
ბობენ, მაგრამ საუბრის წარმართვა ეხერხებათ და ამისთვის
სხვებსაც განაწყობენ. მან ახლაც თავიდანვე სწორი კილო შე-
არჩია, როდესაც თქვა:
– ამ ამბავმა ყველას უდიდესი შოკი მოგვგვარა. ალბათ
იცით, რომ საბრალო გოგოსთან საკმაოდ ხშირი ურთიერთო-
ბა გვქონდა. ჯერაც გვიჭირს მომხდარის დაჯერება. განსაკუთ-
რებით ჩემი მამამთილია გაღიზიანებული. რუბი ძალიან უყ-
ვარდა.
– თუ არ ვცდები, პოლიციას სწორედ მან შეატყობინა ქა-
ლიშვილის გაუჩინარების შესახებ, – თქვა პოლკოვნიკმა
მელჩეტმა, რომელსაც ახალგაზრდა ქალის რეაქციის დანახვა
სურდა. მან ვერ გაარჩია მისის ჯეფერსონს სახეზე – სულ ერთი
წამით – უკმაყოფილების ჩრდილმა გადაურბინა თუ შეშფოთე-
ბის. ის კი იგრძნო, რომ პასუხის გაცემამდე ქალი შინაგანად
ცოტათი დაიძაბა, თითქოს არასასიამოვნო დავალება უნდა
შეესრულებინა.
– დიახ, ასეა, – თქვა მან, – ინვალიდობის გამო იგი ადვი-
ლად ღიზიანდება და შფოთავს. ვცდილობდით დაგვერწმუნე-
ბინა, რომ ცუდი არაფერი მომხდარა და გოგონას არყოფნა ბა-
ნალური მიზეზით იყო გამოწვეული, რომ პოლიციის ჩარევა
მის უკმაყოფილებას გამოიწვევდა. მაგრამ იგი გაჯიუტდა.
თუმცა ხომ ხედავთ, – მან ხელი ოდნავ აიქნია, – მართალი აღ-
მოჩნდა, ჩვენ კი შევცდით.
– თქვენ თუ იცნობდით კარგად რუბი კინს, მისის ჯეფერსონ?
– ჰკითხა მელჩეტმა. ქალი მცირე ხნით ჩაფიქრდა.
– ძნელი სათქმელია. ჩემს მამამთილს უყვარს, როდესაც
ირგვლივ ახალგაზრდებს ხედავს, მოსწონს მათ შორის ყოფნა.
რუბიში მან განსხვავებული ტიპის ადამიანი დაინახა. სიამოვ-
ნებდა და აინტერესებდა კიდეც გოგონას საუბარი. იგი ხშირად
იჯდა ხოლმე სასტუმროში ჩვენთან და ჩემი მამამთილი მას
ზოგჯერ მანქანითაც კი ასეირნებდა. მის ჯეფერსონი სრულიად
მიუკერძოებელი ხმით საუბრობდა. "ყველაფერს არ ამბობს,

58 მკითხველთა ლიგა
არადა, გაცილებით მეტი იცის", – გაიფიქრა მელჩეტმა, ხმა-
მაღლა კი თქვა:
– წუხანდელ მოვლენებს უფრო დაწვრილებით ხომ ვერ
მოგვიყვებოდით, მისის ჯეფერსონ? – რა თქმა უნდა, მაგრამ
ვშიშობ, თქვენთვის ძალიან ცოტა რამ იქნება ახალი. ვახშმო-
ბის შემდეგ რუბი სასტუმრო ოთახში შემოგვიერთდა. როდე-
საც ცეკვები დაიწყო, იგი კვლავ ჩვენთან იყო. მოვილაპარა-
კეთ, რომ მოგვიანებით ბრიჯს ვითამაშებდით, მაგრამ მარკს
ველოდებოდით, მარკ გესკელს, – იგი მისტერ ჯეფერსონის ქა-
ლიშვილის მეუღლე გახლდათ, გეცოდინებათ, ალბათ, – რო-
მელიც რაღაც მნიშვნელოვან წერილს წერდა, და ჯოზისაც.
ჯერჯერობით არც ეს უკანასკნელი ჩანდა, მაგრამ მეოთხე ის
უნდა ყოფილიყო.
– ეს ხშირად ხდებოდა? – საკმაოდ ხშირად. ჯოზი საუცხოო
მოთამაშეა და მის გვერდით ყოფნა ყოველთვის გვსიამოვნებ-
და. ბრიჯის თამაში ჩემს მამამთილსაც ძალიან უყვარს და, რო-
ცა შესაძლებლობა ჰქონდა, მეოთხე მოთამაშედ ყოველთვის
ჯოზის ირჩევდა. მართალია, იგი ამას ყოველთვის ვერ ახერ-
ხებდა, რადგან არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვა კლიენტებ-
თანაც უნდა ეთამაშა, მაგრამ ყოველმხრივ ცდილობდა, ვინა-
იდან, – ქალის თვალებში სუსტი ღიმილი გაკრთა, – ჩემი მა-
მამთილი სასტუმროში ბევრ ფულს ხარჯავდა და ადმინისტრა-
ცია ჯოზის საკითხს ხშირად ჩვენს სასარგებლოდ წყვეტდა.
– თქვენ თუ მოგწონთ ჯოზი? – ჰკითხა მელჩეტმა.
– დიახ. იგი ყოველთვის მხიარულია, ხასიათი არასდროს
უფუჭდება, თავდაუზოგავად მუშაობს და მოსწონს კიდეც ეს.
მართალია, განათლება აკლია, მაგრამ გონებაგამჭრიახია და
უპრეტენზიო. თავი ბუნებრივად და უშუალოდ უჭირავს.
– თუ შეიძლება, განაგრძეთ, მისის ჯეფერსონ.
– როგორც გითხარით, ჯოზის ბრიჯის სათამაშოდ ოთხეული
უნდა შეეგროვებინა, მარკი წერილის წერას ასრულებდა. ასე
რომ, რუბი ჩვენთან ჩვეულებრივზე ოდნავ მეტხანს იჯდა და სა-
უბრობდა. შემდეგ ჯოზი მოვიდა და რუბი რაიმონდთან – პრო-
ფესიონალ მოცეკვავესა და ჩოგბურთელთან ერთად პირველი
საცეკვაო ნომრის შესასრულებლად წავიდა. შემდეგ იგი ცოტა

59 მკითხველთა ლიგა
ხნით სწორედ მაშინ დაბრუნდა, როდესაც მარკი შემოგვიერ-
თდა. მაგრამ მალე კვლავ დაგვტოვა, რადგან ახალგაზრდა
კაცმა საცეკვაოდ გაიწვია, ჩვენ კი ბრიჯის თამაშს შევუდექით.
მისის ჯეფერსონმა ლაპარაკი შეწყვიტა და ხელები უმწეოდ გა-
შალა.
– სულ ეს არის, რაც ვიცი! ერთი კი მოვკარი თვალი, როგორ
ცეკვავდა რუბი შუშის ტიხრის მიღმა, მაგრამ ბრიჯმა ჩათრევა
იცის, კარტს ჩავუღრმავდი და აქეთ-იქით აღარ ვიყურებოდი.
შუაღამისას რაიმონდი მოგვიახლოვდა და უკმაყოფილო სა-
ხით ჰკითხა ჯოზის, თუ სად იყო რუბი. ჯოზიმ, ბუნებრივია, ამ
საკითხის მიფუჩეჩება სცადა, მაგრამ...
– რატომ "ბუნებრივია", მისის ჯეფერსონ? – გააწყვეტინა სუ-
პერინტენდანტმა მშვიდი ხმით.
– საქმე ის არის...
– ქალი შეყოყმანდა, რამაც მელჩეტი, ცოტა არ იყოს, გაა-
ოცა, – რომ ჯოზის თავისი ბიძაშვილის დაგვიანების გახმაურე-
ბა არ სურდა. რადგან მისი მოყვანილი იყო, მის გამო პასუხის-
მგებლობასაც გრძნობდა. ამიტომ განაცხადა, რომ რუბის სა-
ღამოს თავის ტკივილი აწუხებდა და, შესაძლოა, საწოლ ოთახ-
ში ავიდა. ჩემი აზრით, მან ეს მხოლოდ ვითარების განსამუხ-
ტავად და რუბის გასამართლებლად თქვა. რაიმონდი წავიდა
და რუბის დაურეკა, მაგრამ არავინ უპასუხა და უკან უფრო გაბ-
რაზებული დაბრუნდა. მის დასამშვიდებლად ჯოზი იძულებუ-
ლი გახდა, რომ რუბის ნაცვლად თვითონ ეცეკვა. ეს ვაჟკაცუ-
რი ნაბიჯი იყო მისი მხრიდან, ვინაიდან ფეხი ჯერაც არ მორჩე-
ნოდა. ცეკვის შემდეგ იგი ბანქოს მაგიდასთან დაბრუნდა და
ახლა მისტერ ჯეფერსონის დაწყნარებას შეუდგა, რომელიც
რუბის არყოფნას შეეშფოთებინა. როგორც იქნა, შევძელით
მისი დარწმუნება, რომ დასაძინებლად წასულიყო. ვუთხარით,
რომ რუბი, ალბათ, სასეირნოდ გაემგზავრა და გზაში საბურავ-
მა უმტყუნა. იგი დაგვეთანხმა და თავისი საძინებლისკენ გა-
ემართა, მაგრამ მეორე დილით კვლავ საშინლად აფორიაქ-
და. იგი გაჩუმდა და დაამატა: – დანარჩენი თქვენც იცით.

60 მკითხველთა ლიგა
– გმადლობთ, მისის ჯეფერსონ. კიდევ ერთ შეკითხვას და-
გისვამთ თქვენი ნებართვით: ვინმეზე ხომ არ გაქვთ ეჭვი, ვი-
საც ამის ჩადენა შეეძლო? – თავში არაფერი მომდის, – მიუგო
ქალმა უყოყმანოდ, – ვშიშობ, ვეღარაფრით დაგეხმარებით.
მაგრამ მელჩეტი არ მოეშვა: – ნუთუ გოგონას არასდროს უთ-
ქვამს თქვენთვის რამე თავისი პირადი ცხოვრების შესახებ?
ეჭვიანი თაყვანისმცემელი ხომ არ უხსენებია? ვინმესი ხომ არ
ეშინოდა? იქნებ შეყვარებული ჰყავდა? ადელაიდა ჯეფერსონი
ყოველ შეკითხვას უარყოფის ნიშნად თავის გაქნევით პასუ-
ხობდა. როგორც ჩანს, მისგან ახალს ვერაფერს ეღირსებოდ-
ნენ. სუპერინტენდანტმა კოლეგებს შესთავაზა, რომ ჯერ
ახალგაზრდა ჯორჯ ბარტლეტს შეხვედროდნენ, მისტერ ჯე-
ფერსონთან კი მოგვიანებით დაბრუნებულიყვნენ. პოლკოვნი-
კი მელჩეტი დაეთანხმა და სამივენი წავიდნენ, მისის ჯეფერ-
სონი კი დაჰპირდა, რომ, როგორც კი მისი მამამთილი გაიღ-
ვიძებდა, ამას მაშინვე შეატყობინებდა.
– შესანიშნავი ქალია, – თქვა პოლკოვნიკმა ოთახიდან გას-
ვლისთანავე.
– მართლაც საუცხოო ქალბატონია, – დაეთანხმა სუპერინ-
ტენდანტი ჰარპერი.

III

ჯორჯ ბარტლეტი გამხდარი და აწოწილი ყმაწვილი აღმოჩ-


ნდა. ხორხის მაღლობი წინ წამოსწეოდა. გაჭირვებით უყრიდა
თავს სათქმელს. ერთიანად ცახცახებდა. დიდი ძალისხმევა
დასჭირდებოდათ, რომ მისგან რამე ნორმალურად შეეტყოთ.
– საშინელებაა, არ მეთანხმებით? ერთია, როდესაც ამგვარ
რამეს საკვირაო გაზეთში კითხულობ... მაგრამ როდესაც და-
ნაშაული თითქმის შენ თვალწინ... დარწმუნებული ხართ, რომ
ეს მოხდა?
– სამწუხაროდ, ამაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია, მისტერ
ბარტლეტ, – თქვა სუპერინტენდანტმა.

61 მკითხველთა ლიგა
– დიახ, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს დაუჯერებელი ჩანს. აქე-
დან სულ რაღაც რამდენიმე მილის დაშორებით... რომელი-
ღაც სოფლის სახლში, არა? ალბათ, საშინელი ადგილია. წარ-
მომიდგენია, მეზობლები როგორ აწრიალდებოდნენ... არა?
პოლკოვნიკმა მელჩეტმა ინიციატივა ხელში აიღო და გააწყვე-
ტინა:
– მისტერ ბარტლეტ, განსვენებულ ქალიშვილს კარგად იც-
ნობდით? ჯორჯ ბარტლეტს შეშფოთება დაეტყო.
– ოჰ, ა-ა-რა, სულაც არა, ს-ს-ერ. არა, ძალიან ცუდად... თუ
იცით, რასაც ვგულისხმობ. ერთი-ორჯერ ვიცეკვეთ... დღისით
გავისეირნეთ... ჩოგბურთი ვითამაშეთ...
– როგორც ვიცი, თქვენ უკანასკნელი ხართ, ვინც ის გუშინ
საღამოს ნახა, ასეა?
– შესაძლოა, ასეც იყოს... ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა!
იმის თქმა მსურს, რომ მშვენივრად გამოიყურებოდა, როდე-
საც ბოლოს ვნახე.
– რომელი საათი იქნებოდა, მისტერ ბარტლეტ?
– უნდა გითხრათ, რომ დრო ზუსტად არასდროს ვიცი... მაგ-
რამ ძალიან გვიანაც არ იქნებოდა, თუ ხვდებით, რასაც ვგუ-
ლისხმობ.
– მასთან თუ ცეკვავდით?
– დიახ... რა თქმა უნდა... დიახ, ვეცეკვე. მაგრამ ეს საღამოს
მოხდა, უფრო ადრე. ახლავე გეტყვით. როგორც კი იმ პროფე-
სიონალთან ერთად გამოსვლა დაასრულა. ალბათ ათი, თერ-
თმეტის ნახევარი ან თერთმეტი იქნებოდა. უფრო ზუსტად ვერ
გეტყვით.
– ამის შესახებ ნუ ინაღვლებთ. ჩვენ თვითონ დავაზუსტებთ.
აჯობებს, დაწვრილებით მოგვიყვეთ, რაც მოხდა.
– დიახ, ვცეკვავდით, როგორც იცით. უნდა გითხრათ, რომ
ცუდი მოცეკვავე გახლავართ.
– ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს, როგორ ცეკვავთ, მის-
ტერ ბარტლეტ. ჯორჯ ბარტლეტმა შეშფოთებული მზერა მიაპ-
ყრო პოლკოვნიკს და ენის ბორძიკით წარმოთქვა:

62 მკითხველთა ლიგა
– არა... ე-ე... ცხადია, არა. მხოლოდ იმის თქმა მსურს, რომ
ვცეკვავდით, რამდენიმე წრე დავარტყით. ძირითადად მე ვლა-
პარაკობდი, რუბი კი აქა-იქ თუ ჩაურთავდა სიტყვას, ერთხელ
ოდნავ დაამთქნარა კიდეც. როგორც მოგახსენეთ, ცუდი მო-
ცეკვავე ვარ. გოგოები ცდილობენ, რომ ეს არ შეიმჩნიონ, თუ
იცით, რასაც ვგულისხმობ. მან მითხრა, რომ თავი სტკიოდა.
მე კი ვიცი, ასეთ დროს როგორ უნდა მოიქცეს კაცი. ასე რომ,
მადლობა გადავუხადე და ყველაფერი ამით დამთავრდა.
– შემდეგ რა მოხდა?
– იგი ზევით ავიდა.
– ხომ არ უთქვამს, რომ ვინმეს უნდა შეხვედროდა? ან მან-
ქანით უნდა გაესეირნა? ან... ან რომ პაემანი ჰქონდა? – პოლ-
კოვნიკმა ეს ბოლო ფრაზა მცირედი ძალისხმევით წარმოთ-
ქვა. ბარტლეტმა თავი გადააქნია.
– ჩემთვის არა, – ყმაწვილს საკმაოდ დამწუხრებული სახე
ჰქონდა, – მან უბრალოდ მიმატოვა.
– თავი როგორ ეჭირა? იქნებ ღელავდა ან რამე აწუხებდა?
ჯორჯ ბარტლეტი ჩაფიქრდა და კვლავ თავი გადააქნია.
– ცოტა მოწყენილი ჩანდა. დაამთქნარა, როგორც გითხა-
რით. მეტი არაფერი.
– თქვენ როგორ მოიქეცით, მისტერ ბარტლეტ? – ჰკითხა
პოლკოვნიკმა მელჩეტმა.
– რა?
– რას აკეთებდით რუბი კინის წასვლის შემდეგ? ჯორჯ ბარ-
ტლეტი პოლკოვნიკს მიაჩერდა.
– ახლავე გეტყვით... რას ვაკეთებდი?
– ამის პასუხს თქვენგან ველით.
– დიახ, დიახ, რა თქმა უნდა.. გახსენება საშინლად რთუ-
ლია. სულაც არ გამიკვირდება, თუ ბარში წავედი დასალევად.
– მაშასადამე, ბარში წახვედით დასალევად?
– სწორედაც რომ. ვიფიქრე, ბარში ცოტას გადავკრავმეთ-
ქი. თუმცა არა. ეს მაშინ არ იყო. გარეთ გასვლა მომინდა, სუფ-
თა ჰაერზე. სექტემბრისთვის უჩვეულოდ თბილი საღამო იდგა.
ისე, გარეთ ყოფნას არაფერი სჯობს. გამახსენდა. აქეთიქით

63 მკითხველთა ლიგა
გავიარ-გამოვიარე, შემდეგ ბარში შევიარე და დავლიე, ბო-
ლოს კი საცეკვაო დარბაზში დავბრუნდი. შევნიშნე, რომ ის
გოგო, რა ჰქვია... დიახ, ჯოზი, კვლავ ცეკვავდა ჩოგბურთელ
კაცთან ერთად. ვიცოდი, რომ ცოტათი შეუძლოდ იყო – მგონი,
კოჭი ჰქონდა ნატკენი.
– მაშასადამე, სასტუმროში შუაღამით დაბრუნდით. ხომ არ
აპირებთ იმაში დაგვარწმუნოთ, რომ მთელი საათის განმავ-
ლობაში სეირნობდით გარეთ, თანაც მარტო?
– მაგრამ ხომ გითხარით, რომ დასალევადაც შევიარე. ზო-
გიერთ საკითხზე ფიქრს ვაპირებდი.
– კერძოდ, რომელ საკითხზე?
– აღარ მახსოვს, ბევრზე.
– მანქანა თუ გყავთ, მისტერ ბარტლეტ?
– დიახ, მყავს.
– სად გიყენიათ? სასტუმროს გარაჟში?
– არა, ეზოში. გასეირნებას ვაპირებდი.
– იქნებ გაისეირნეთ კიდეც?
– არა... არა. გეფიცებით.
– იქნებ, შემთხვევით, მის კინიც თან წაიყვანეთ?
– ხომ გითხარით, არა-მეთქი. რატომ დაგიჟინიათ? დავიფი-
ცე და მეტი რა ვქნა?
– გმადლობთ, მისტერ ბარტლეტ. ვფიქრობ, ჯერჯერობით,
თქვენთან მეტი შეკითხვა აღარ მაქვს. ჯერჯერობით, – გაიმეო-
რა პოლკოვნიკმა მელჩეტმა და ბოლო სიტყვა განსაკუთრე-
ბით ხაზგასმით წარმოთქვა.
ისინი წავიდნენ და მარტო დატოვეს მისტერ ბარტლეტი,რო-
მელიც მათ მზერით მიაცილებდა და მოსულელო სახეზე შეშ-
ფოთება გამოსახოდა.
– მაგარი ბრიყვია, – თქვა პოლკოვნიკმა მელჩეტმა, –
თქვენ რას იტყვით? სუპერინტენდანტმა ჰარპერმა თავი დააქ-
ნია და ჩაილაპარაკა:
– გრძელი გზა გვაქვს გასავლელი.
მისტერ პრესკოტი მათთან ერთად კონვეი ჯეფერსონის
აპარტამენტებისკენ გაეშურა, რომელიც მეორე სართულზე
მდებარეობდა და ზღვას გადაჰყურებდა.

64 მკითხველთა ლიგა
– მშვენივრად კი მოწყობილა, – უდარდელად ჩაილაპარაკა
მელჩეტმა, – ასეთი მდიდარია? – ძალიან კარგად მოეწყო.
ფულს არაფრისთვის იშურებს – საუკეთესო ოთახები, საგან-
გებოდ შედგენილი მენიუ, ძვირფასი ღვინო. ერთი სიტყვით,
ყველაფერი საუცხოო. მელჩეტმა თავი დაუქნია. მისტერ პრეს-
კოტმა კარზე დააკაკუნა.
– შემოდით, – გაისმა ქალის ხმა. მენეჯერი შევიდა. მას და-
ნარჩენებიც შეჰყვნენ. მისტერ პრესკოტმა ბოდიშის კილოთი
მიმართა ქალს, რომელიც ფანჯარასთან იჯდა და თავი მათკენ
მოებრუნებინა.
– ვწუხვარ, რომ თქვენი შეწუხება მიწევს, მისის ჯეფერსონ,
მაგრამ ეს ჯენტლმენები... პოლიციიდან არიან. მათ მისტერ ჯე-
ფერსონთან სურთ გასაუბრება. ეს... მ-მ... პოლკოვნიკი მელ-
ჩეტია, ეს... მ-მ... სუპერინტენდანტი ჰარპერი, ეს ინსპექტო-
რი... მ-მ... სლეკი, ეს კი მისის ჯეფერსონი. მისის ჯეფერსონმა
შემოსულებს მისალმების ნიშნად თავი ოდნავ დაუკრა. ჩვე-
ულებრივი ქალი – ასეთი იყო მელჩეტის პირველი შთაბეჭდი-
ლება, მაგრამ როდესაც ქალმა გაიღიმა და ლაპარაკი დაიწყო,
აზრი მაშინვე შეეცვალა. მას ჰქონდა უჩვეულოდ მომხიბლავი
და მგრძნობიარე ხმა და ნათელი, თაფლისფერი, ძალიან ლა-
მაზი თვალები. სადად ეცვა, არაგამომწვევად. დაახლოებით
ოცდათხუთმეტი წლის იქნებოდა.
– ჩემს მამამთილს სძინავს, – თქვა მან, – იგი ფიზიკურად
საკმაოდ სუსტი ადამიანია, მომხდარმა კი მას საშინელი დარ-
ტყმა მიაყენა. ამიტომ ექიმიც მოვიწვიეთ, რომელმაც და– მამ-
შვიდებელი წამლები გამოუწერა. როგორც კი გაიღვიძებს, ვი-
ცი, რომ თქვენთან საუბარს მოისურვებს. მანამდე კი იქნებ მე
დაგეხმაროთ რამით. დაბრძანდით, თუ შეიძლება. მისტერ
პრესკოტმა, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, იქაურობას გას-
ცლოდა, პოლკოვნიკ მელჩეტს მიმართა: – თუ მე... ე-ე... აღარ
გჭირდებით... ნებართვის მიღების შემდეგ მან შვებით ამოი-
სუნთქა და ოთახიდან გავიდა. როგორც კი კარი მიიხურა, ყვე-
ლამ გაცილებით უშუალოდ და თავისუფლად იგრძნო თავი.
ადელაიდა ჯეფერსონს შესწევდა იმის ძალა, რომ თავის გარ-

65 მკითხველთა ლიგა
შემო მშვიდი გარემო შეექმნა. იგი იმ ქალთა რიცხვს მიეკუთ-
ვნებოდა, რომლებიც განსაკუთრებულს თითქოს არაფერს ამ-
ბობენ, მაგრამ საუბრის წარმართვა ეხერხებათ და ამისთვის
სხვებსაც განაწყობენ. მან ახლაც თავიდანვე სწორი კილო შე-
არჩია, როდესაც თქვა:
– ამ ამბავმა ყველას უდიდესი შოკი მოგვგვარა. ალბათ
იცით, რომ საბრალო გოგოსთან საკმაოდ ხშირი ურთიერთო-
ბა გვქონდა. ჯერაც გვიჭირს მომხდარის დაჯერება. განსაკუთ-
რებით ჩემი მამამთილია გაღიზიანებული. რუბი ძალიან უყ-
ვარდა.
– თუ არ ვცდები, პოლიციას სწორედ მან შეატყობინა ქა-
ლიშვილის გაუჩინარების შესახებ, – თქვა პოლკოვნიკმა
მელჩეტმა, რომელსაც ახალგაზრდა ქალის რეაქციის დანახვა
სურდა. მან ვერ გაარჩია მისის ჯეფერსონს სახეზე – სულ ერთი
წამით – უკმაყოფილების ჩრდილმა გადაურბინა თუ შეშფოთე-
ბის. ის კი იგრძნო, რომ პასუხის გაცემამდე ქალი შინაგანად
ცოტათი დაიძაბა, თითქოს არასასიამოვნო დავალება უნდა
შეესრულებინა.
– დიახ, ასეა, – თქვა მან, – ინვალიდობის გამო იგი ადვი-
ლად ღიზიანდება და შფოთავს. ვცდილობდით დაგვერწმუნე-
ბინა, რომ ცუდი არაფერი მომხდარა და გოგონას არყოფნა ბა-
ნალური მიზეზით იყო გამოწვეული, რომ პოლიციის ჩარევა
მის უკმაყოფილებას გამოიწვევდა. მაგრამ იგი გაჯიუტდა.
თუმცა ხომ ხედავთ, – მან ხელი ოდნავ აიქნია, – მართალი აღ-
მოჩნდა, ჩვენ კი შევცდით.
– თქვენ თუ იცნობდით კარგად რუბი კინს, მისის ჯეფერსონ?
– ჰკითხა მელჩეტმა. ქალი მცირე ხნით ჩაფიქრდა.
– ძნელი სათქმელია. ჩემს მამამთილს უყვარს, როდესაც
ირგვლივ ახალგაზრდებს ხედავს, მოსწონს მათ შორის ყოფნა.
რუბიში მან განსხვავებული ტიპის ადამიანი დაინახა. სიამოვ-
ნებდა და აინტერესებდა კიდეც გოგონას საუბარი. იგი ხშირად
იჯდა ხოლმე სასტუმროში ჩვენთან და ჩემი მამამთილი მას
ზოგჯერ მანქანითაც კი ასეირნებდა. მის ჯეფერსონი სრულიად
მიუკერძოებელი ხმით საუბრობდა. "ყველაფერს არ ამბობს,

66 მკითხველთა ლიგა
არადა, გაცილებით მეტი იცის", – გაიფიქრა მელჩეტმა, ხმა-
მაღლა კი თქვა: – წუხანდელ მოვლენებს უფრო დაწვრილე-
ბით ხომ ვერ მოგვიყვებოდით, მისის ჯეფერსონ? – რა თქმა უნ-
და, მაგრამ ვშიშობ, თქვენთვის ძალიან ცოტა რამ იქნება ახა-
ლი. ვახშმობის შემდეგ რუბი სასტუმრო ოთახში შემოგვიერ-
თდა. როდესაც ცეკვები დაიწყო, იგი კვლავ ჩვენთან იყო. მო-
ვილაპარაკეთ, რომ მოგვიანებით ბრიჯს ვითამაშებდით, მაგ-
რამ მარკს ველოდებოდით, მარკ გესკელს, – იგი მისტერ ჯე-
ფერსონის ქალიშვილის მეუღლე გახლდათ, გეცოდინებათ,
ალბათ, – რომელიც რაღაც მნიშვნელოვან წერილს წერდა,
და ჯოზისაც. ჯერჯერობით არც ეს უკანასკნელი ჩანდა, მაგრამ
მეოთხე ის უნდა ყოფილიყო.
– ეს ხშირად ხდებოდა? – საკმაოდ ხშირად. ჯოზი საუცხოო
მოთამაშეა და მის გვერდით ყოფნა ყოველთვის გვსიამოვნებ-
და. ბრიჯის თამაში ჩემს მამამთილსაც ძალიან უყვარს და, რო-
ცა შესაძლებლობა ჰქონდა, მეოთხე მოთამაშედ ყოველთვის
ჯოზის ირჩევდა. მართალია, იგი ამას ყოველთვის ვერ ახერ-
ხებდა, რადგან არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვა კლიენტებ-
თანაც უნდა ეთამაშა, მაგრამ ყოველმხრივ ცდილობდა, ვინა-
იდან, – ქალის თვალებში სუსტი ღიმილი გაკრთა, – ჩემი მა-
მამთილი სასტუმროში ბევრ ფულს ხარჯავდა და ადმინისტრა-
ცია ჯოზის საკითხს ხშირად ჩვენს სასარგებლოდ წყვეტდა.
– თქვენ თუ მოგწონთ ჯოზი? – ჰკითხა მელჩეტმა.
– დიახ. იგი ყოველთვის მხიარულია, ხასიათი არასდროს
უფუჭდება, თავდაუზოგავად მუშაობს და მოსწონს კიდეც ეს.
მართალია, განათლება აკლია, მაგრამ გონებაგამჭრიახია და
უპრეტენზიო. თავი ბუნებრივად და უშუალოდ უჭირავს.
– თუ შეიძლება, განაგრძეთ, მისის ჯეფერსონ.
– როგორც გითხარით, ჯოზის ბრიჯის სათამაშოდ ოთხეული
უნდა შეეგროვებინა, მარკი წერილის წერას ასრულებდა. ასე
რომ, რუბი ჩვენთან ჩვეულებრივზე ოდნავ მეტხანს იჯდა და სა-
უბრობდა. შემდეგ ჯოზი მოვიდა და რუბი რაიმონდთან – პრო-
ფესიონალ მოცეკვავესა და ჩოგბურთელთან ერთად პირველი
საცეკვაო ნომრის შესასრულებლად წავიდა. შემდეგ იგი ცოტა

67 მკითხველთა ლიგა
ხნით სწორედ მაშინ დაბრუნდა, როდესაც მარკი შემოგვიერ-
თდა. მაგრამ მალე კვლავ დაგვტოვა, რადგან ახალგაზრდა
კაცმა საცეკვაოდ გაიწვია, ჩვენ კი ბრიჯის თამაშს შევუდექით.
მისის ჯეფერსონმა ლაპარაკი შეწყვიტა და ხელები უმწეოდ გა-
შალა.
– სულ ეს არის, რაც ვიცი! ერთი კი მოვკარი თვალი, როგორ
ცეკვავდა რუბი შუშის ტიხრის მიღმა, მაგრამ ბრიჯმა ჩათრევა
იცის, კარტს ჩავუღრმავდი და აქეთ-იქით აღარ ვიყურებოდი.
შუაღამისას რაიმონდი მოგვიახლოვდა და უკმაყოფილო სა-
ხით ჰკითხა ჯოზის, თუ სად იყო რუბი. ჯოზიმ, ბუნებრივია, ამ
საკითხის მიფუჩეჩება სცადა, მაგრამ...
– რატომ "ბუნებრივია", მისის ჯეფერსონ? – გააწყვეტინა სუ-
პერინტენდანტმა მშვიდი ხმით.
– საქმე ის არის...
– ქალი შეყოყმანდა, რამაც მელჩეტი, ცოტა არ იყოს, გაა-
ოცა, – რომ ჯოზის თავისი ბიძაშვილის დაგვიანების გახმაურე-
ბა არ სურდა. რადგან მისი მოყვანილი იყო, მის გამო პასუხის-
მგებლობასაც გრძნობდა. ამიტომ განაცხადა, რომ რუბის სა-
ღამოს თავის ტკივილი აწუხებდა და, შესაძლოა, საწოლ ოთახ-
ში ავიდა. ჩემი აზრით, მან ეს მხოლოდ ვითარების განსამუხ-
ტავად და რუბის გასამართლებლად თქვა. რაიმონდი წავიდა
და რუბის დაურეკა, მაგრამ არავინ უპასუხა და უკან უფრო გაბ-
რაზებული დაბრუნდა. მის დასამშვიდებლად ჯოზი იძულებუ-
ლი გახდა, რომ რუბის ნაცვლად თვითონ ეცეკვა. ეს ვაჟკაცუ-
რი ნაბიჯი იყო მისი მხრიდან, ვინაიდან ფეხი ჯერაც არ მორჩე-
ნოდა. ცეკვის შემდეგ იგი ბანქოს მაგიდასთან დაბრუნდა და
ახლა მისტერ ჯეფერსონის დაწყნარებას შეუდგა, რომელიც
რუბის არყოფნას შეეშფოთებინა. როგორც იქნა, შევძელით
მისი დარწმუნება, რომ დასაძინებლად წასულიყო. ვუთხარით,
რომ რუბი, ალბათ, სასეირნოდ გაემგზავრა და გზაში საბურავ-
მა უმტყუნა. იგი დაგვეთანხმა და თავისი საძინებლისკენ გა-
ემართა, მაგრამ მეორე დილით კვლავ საშინლად აფორიაქ-
და. იგი გაჩუმდა და დაამატა:
– დანარჩენი თქვენც იცით.

68 მკითხველთა ლიგა
– გმადლობთ, მისის ჯეფერსონ. კიდევ ერთ შეკითხვას და-
გისვამთ თქვენი ნებართვით: ვინმეზე ხომ არ გაქვთ ეჭვი, ვი-
საც ამის ჩადენა შეეძლო? – თავში არაფერი მომდის, – მიუგო
ქალმა უყოყმანოდ, – ვშიშობ, ვეღარაფრით დაგეხმარებით.
მაგრამ მელჩეტი არ მოეშვა:
– ნუთუ გოგონას არასდროს უთქვამს თქვენთვის რამე თა-
ვისი პირადი ცხოვრების შესახებ? ეჭვიანი თაყვანისმცემელი
ხომ არ უხსენებია? ვინმესი ხომ არ ეშინოდა? იქნებ შეყვარე-
ბული ჰყავდა? ადელაიდა ჯეფერსონი ყოველ შეკითხვას უარ-
ყოფის ნიშნად თავის გაქნევით პასუხობდა. როგორც ჩანს,
მისგან ახალს ვერაფერს ეღირსებოდნენ. სუპერინტენდანტმა
კოლეგებს შესთავაზა, რომ ჯერ ახალგაზრდა ჯორჯ ბარტლეტს
შეხვედროდნენ, მისტერ ჯეფერსონთან კი მოგვიანებით დაბ-
რუნებულიყვნენ. პოლკოვნიკი მელჩეტი დაეთანხმა და სამი-
ვენი წავიდნენ, მისის ჯეფერსონი კი დაჰპირდა, რომ, როგორც
კი მისი მამამთილი გაიღვიძებდა, ამას მაშინვე შეატყობინებ-
და.
– შესანიშნავი ქალია, – თქვა პოლკოვნიკმა ოთახიდან გას-
ვლისთანავე.
– მართლაც საუცხოო ქალბატონია, – დაეთანხმა სუპერინ-
ტენდანტი ჰარპერი.

ნაწილი მეექვსე
I

პოლიციას ვერც ღამის პორტიე დაეხმარა რამით და ვერც


ბარმენი. პორტიემ გაიხსენა, რომ შუაღამის დადგომისთანავე
დარეკა მის კინის ოთახში, მაგრამ არავინ უპასუხა. მას არც
მისტერ ბარტლეტის სასტუმროდან გასვლა ან დაბრუნება შე-
უნიშნავს. საუცხოო ღამე იდგა და ბევრი ქალი და მამაკაცი და-
სეირნობდა. შემოსვლა არა მარტო მთავარი, არამედ გვერდი-
თა კარიდანაც შეიძლებოდა. მაგრამ დარწმუნებული იყო,
69 მკითხველთა ლიგა
რომ მის კინი მთავარ შემოსასვლელში არ გამოჩენილა. მე-
ორე სართულზე მდებარე მისი ოთახიდან ძირს დაშვებისას,
მას ტერასაზე შეხვევა და შეუმჩნევლად გაპარვა შეეძლო. იმ
კარს მხოლოდ ღამის ორი საათისთვის, ცეკვების დასრულე-
ბის შემდეგ კეტავდნენ. ბარმენმა კი გაიხსენა, რომ წინა საღა-
მოს მისტერ ბარტლეტი ბარში იმყოფებოდა, მაგრამ დანამ-
დვილებით ვერ ამბობდა, ეს როდის მოხდა. მისი აზრით, ეს
არც ადრე და არც გვიან საღამოს არ იქნებოდა. მისტერ ბარ-
ტლეტი მელანქოლიური გამომეტყველებით კედელთან მჯდა-
რა. ბარმენი ვერ აზუსტებდა, ეს რამდენ ხანს გაგრძელდა,
რადგან ბარში ბევრი სტუმარი ირეოდა. ბარმენმა იგი დაინა-
ხა, მაგრამ დროს ვერ აკონკრეტებდა.

II

როდესაც პოლიციის ოფიცრები ბარიდან გავიდნენ, მათ და-


ახლოებით ცხრა წლის ბიჭი მიუახლოვდა, რომელიც აგზნებუ-
ლი შეუდგა ლაპარაკს:
– თუ არ ვცდები, დეტექტივები ხართ, არა? მე კი პიტერ კარ-
მოდი ვარ. მისტერ ჯეფერსონი, რომელმაც პოლიციაში რუბის
შესახებ დარეკა, ბაბუაჩემია. სკოტლენდიარდში მსახურობთ?
ხომ არ გამიბრაზდებით, ამდენს რომ ვლაპარაკობ? პოლკოვ-
ნიკ მელჩეტს სახეზე შეეტყო, რომ ერთი-ორი "ტკბილი" სიტ-
ყვის თქმას აპირებდა, მაგრამ საქმეში სუპერინტენდანტი ჰარ-
პერი ჩაერია და ბიჭუნას ალერსიანად და გულთბილად მიმარ-
თა:
– რა თქმა უნდა, არა, ჩემო ბიჭუნი. როგორც ვხედავ, ამ საქ-
მემ შენც დაგაინტერესა, არა? – დიახ, გამოიცანით. დეტექტიუ-
რი მოთხრობები თუ გიყვართ? მე – ძალიან. ყველაფერს ვკით-
ხულობ. რომ იცოდეთ, დოროთი სეიერსის, აგათა კრისტის,
დიქსონ კარისა და ჰ. ქ. ბეილის5 ავტოგრაფებიც მაქვს. ამ

5 დეტექტიური ჟანრის მწერლები.

70 მკითხველთა ლიგა
მკვლელობის შესახებ გაზეთები თუ დაწერენ? – ცხადია, გაზე-
თები ასეთ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ, – მიუგო სუპერინ-
ტენდანტმა ჰარპერმა შეწუხებული სახით.
– საქმე ისაა, რომ მომავალ კვირას სკოლაში ვბრუნდები.
ხომ წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდება, როცა განვაცხა-
დებ, რომ იმ ქალს ვიცნობდი, თანაც ძალიან კარგად.
– მერედა, რას ფიქრობ მის შესახებ? პიტერი ჩაფიქრდა.
– მე ის არცთუ ძალიან მომწონდა. ჩემი აზრით, ცოტა მოსუ-
ლელო გოგო იყო. არც დედას და ბიძია მარკს მოსწონდათ.
მხოლოდ ბაბუას. სხვათა შორის, მას თქვენი ნახვა სურს. ედუ-
არდი თქვენს მოსაძებნად წამოვიდა. სუპერინტენდანტმა ჰარ-
პერმა გამამხნევებლად წაიბურტყუნა:
– მაშასადამე, დედაშენს და ბიძია მარკს რუბი კინი არცთუ
ძალიან უყვარდათ? რატომ? – ოჰ, აბა რა ვიცი. იგი სულ გვეტ-
მასნებოდა, ისინი კი ბრაზობდნენ, რომ ბაბუა ასე ექცეოდა.
ვფიქრობ, – დაამატა პიტერმა მხიარულად, – გაუხარდათ კი-
დეც მისი სიკვდილი. სუპერინტენდანტმა ჰარპერმა ბიჭს ჩა-
ფიქრებით შეხედა და ჰკითხა:
– გაიგონე... ე-ე... როცა ამას ამბობდნენ? – ზუსტად ასე არ
უთქვამთ. ბიძია მარკმა ჩაილაპარაკა: "როგორც იქნა, თავი
დაგვანება". დედამ კი დაამატა: "ჰო, მაგრამ რა საშინელი
გზით", რაზეც ბიძია მარკმა უთხრა, რომ პირფერობა საჭირო
არ იყო. პოლიციელებმა ერთმანეთს გადახედეს. ამ დროს მათ
რესპექტაბელური, სუფთად გაპარსული, ლურჯ ლივრეაში გა-
მოწყობილი კაცი მიუახლოვდა.
– ბოდიშს გიხდით, ჯენტლმენებო, მე მისტერ ჯეფერსონის
კამერდინერი გახლავართ. მან ახლახან გაიღვიძა და თქვენი
მოძებნა დამავალა, რადგან ძალიან სურს, რომ შეგხვდეთ.
ისინი კიდევ ერთხელ გაემართნენ კონვეი ჯეფერსონის აპარ-
ტამენტებისკენ. სასტუმრო ოთახში ადელაიდა მაღალ, მოუს-
ვენარ კაცს ელაპარაკებოდა, რომელიც ნერვიულად დადიო-
და აქეთ-იქით. იგი მკვეთრად შემოტრიალდა ახალშემოსუ-
ლებისკენ.

71 მკითხველთა ლიგა
– როგორც იქნა! მოხარული ვარ, რომ მოხვედით. ჩემი სი-
მამრი სულ თქვენ გკითხულობთ. ახლა ღვიძავს. თუ შეიძლე-
ბა, ზედმეტად არ შეაწუხოთ. ძალზე გვაწუხებს მისი ჯანმრთე-
ლობის მდგომარეობა. სასწაულია, რომ ამ მკვლელობამ მა-
საც არ მოუღო ბოლო.
– არ ვიცოდი, თუ ასე ცუდად იყო, – თქვა ჰარპერმა.
– ამის შესახებ თვითონაც არ იცის, – თქვა მარკ გესკელმა,
– მოგეხსენებათ ავადმყოფი გულის ამბავი. ექიმმა ადელაი-
დას ურჩია თვალი მიადევნოს, რომ არაფერმა ააღელვოს ან
შეაშფოთოს. მიგვანიშნა, რომ აღსასრული ნებისმიერ წამს შე-
იძლება დადგეს. ასე არ არის, ადი? მისის ჯეფერსონი თავის
დაქნევით დაეთანხმა და დაამატა:
– პირდაპირ წარმოუდგენელია, როგორ მტკიცედ გადაიტა-
ნა ეს განსაცდელი.
– მკვლელობა დამამშვიდებელი საშუალება ნამდვილად
არ არის, – მშრალად თქვა მელჩეტმა, – მაგრამ მაქსიმალუ-
რად ვეცდებით, რომ სიფრთხილე გამოვიჩინოთ. ამას რომ ამ-
ბობდა, პოლკოვნიკი მარკ გესკელს აკვირდებოდა. თავიდან-
ვე არ მოეწონა თავდაჯერებული, უსირცხვილო, ქორის პრო-
ფილის მქონე კაცი. იგი იმ ტიპის ადამიანებს მიეკუთვნებოდა,
რომლებიც მხოლოდ საკუთარ სურვილებს უწევდნენ ანგა-
რიშს და რომლებიც ქალებს ძალიან მოსწონდათ. "არა, ასე-
თებს ვერ ვენდობი", – გაიფიქრა პოლკოვნიკმა. უსინდისო –
აი, რომელი სიტყვა შეეფერებოდა მას. ასეთები ყველაფერზე
იყვნენ წამსვლელნი.

III

დიდ საძინებელში, რომელიც ზღვას გადაჰყურებდა, კონვეი


ჯეფერსონი ფანჯარასთან მდგარ ინვალიდის სავარძელში იჯ-
და. როგორც კი ამ ოთახში აღმოჩნდებოდით, მაშინვე იგ-
რძნობდით ამ გამორჩეული კაცის ძალასა და მიზიდულობას.
თითქოს თავს დატეხილმა უბედურებამ, რომელმაც იგი ხეიბ-
რად აქცია, შედეგად ის მოიტანა, რომ მთელი ცხოვრებისეუ-

72 მკითხველთა ლიგა
ლი ძალა მის სახეზე აღიბეჭდა. კოხტა თავზე ჭაღარაშეპარუ-
ლი მოწითურო თმა მოუჩანდა. მტკიცე, ენერგიულ და მზემო-
კიდებულ სახის ნაკვთებს საოცრად ცისფერი თვალები ამშვე-
ნებდა. ავადმყოფობისა და უძლურების ნიშანწყალი არ ეტყო-
ბოდა. ღრმა ნაოჭები გამოვლილ ტანჯვაზე მეტყველებდა და
არა სისუსტეზე. ეს ადამიანი ბედს არასდროს უჩიოდა – ვაჟკა-
ცურად უძლებდა მის დარტყმებს და გამარჯვებისთვის იბრძო-
და.
– მიხარია, რომ მოხვედით, – თქვა მან და მოსულებს სწრა-
ფი მზერა შეავლო, – თქვენ, ალბათ, ჰარფორდშირის მთავარი
კონსტებლი ბრძანდებით, არა? თქვენ კი სუპერინტენდანტი
ჰარპერი. დაბრძანდით. სიგარეტი მაგიდაზე თქვენ გვერდი-
თაა. პოლიციელებმა მადლობა გადაუხადეს და დასხდნენ.
– როგორც შევიტყვეთ, მისტერ ჯეფერსონ, – თქვა მელჩეტ-
მა, – ინტერესს იჩენდით გარდაცვლილი გოგონას მიმართ.
დანაოჭებულ სახეზე სწრაფი, ცალყბა ღიმილი გაკრთა.
– დიახ... ალბათ რა აღარ გიამბეს ამის შესახებ! მაგრამ მე
არაფერი დამიმალავს. რა თქვეს ჩემი ოჯახის წევრებმა? მას
სწრაფად გადაჰქონდა მზერა ერთი თანამოსაუბრიდან მეორე-
ზე. პასუხის გაცემა მელჩეტმა იკისრა: – მისის ჯეფერსონის
თქმით, ქალიშვილთან საუბარი გართობდათ და გსიამოვნებ-
დათ, ამიტომაც მფარველობდით მას. რაც შეეხება მისტერ
გესკელს, ამ თემასთან დაკავშირებით იგი კიდევ უფრო სიტ-
ყვაძუნწი აღმოჩნდა. კონვეი ჯეფერსონს კვლავ გაეღიმა.
– ადი თავშეკავებული პიროვნებაა, ღმერთმა დალოცოს.
მარკი უფრო მეტ გულწრფელობას გამოიჩენდა. მაგრამ აჯო-
ბებს, მელჩეტ, თვითონ გაგაცნოთ ფაქტები და ჩემი განზრახ-
ვის მიზეზებიც აგიხსნათ. ეს მნიშვნელოვანია. დავიწყებ ჩემი
ცხოვრების უდიდესი ტრაგედიით. რვა წლის წინ ავიაკატას-
ტროფაში ცოლი და ქალ-ვაჟი დავკარგე. მას შემდეგ ტოტებ-
მოჭრილ ხესავით ვარსებობ. და არა მარტო ფიზიკური ტრავ-
მების გამო. მე ოჯახის მოყვარული კაცი ვიყავი. რძალი და სი-
ძე ყურადღებას არ მაკლებენ, ყველაფერს აკეთებენ, რათა ჩე-
მი სისხლისა და ხორცის ნაწილი გახდნენ, მაგრამ მივხვდი...

73 მკითხველთა ლიგა
განსაკუთრებით ბოლო დროს, რომ მათ საკუთარი ცხოვრე-
ბით უნდა იცხოვრონ. დაკვირვებულ ადამიანს არ გამოეპარე-
ბა, რომ სინამდვილეში მარტოხელა კაცი ვარ.
– მომწონს ახალგაზრდა ხალხი. მსიამოვნებს მათთან ურ-
თიერთობა. ხანდახან რომელიმე ბიჭის ან გოგოს შვილად აყ-
ვანაზეც ვფიქრობდი. ბოლო თვის განმავლობაში ძალიან მი-
ვეჯაჭვე იმ ბავშვს, რომელიც მოკლეს. იგი ძალზე ბუნებრივი
და მიამიტი ადამიანი იყო. ხშირად მიყვებოდა საკუთარ თავსა
და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე – პანტომიმაზე, გასტრო-
ლებზე, ბავშვობაში დედასთან და მამასთან ერთად ჯურღმუ-
ლებში ცხოვრებაზე, სადაც მრავალი განსაცდელი გადაიტა-
ნეს. როგორ განსხვავდებოდა ეს ცხოვრება ჩემი უზრუნველი
ყოფისგან! მაგრამ არასდროს წუწუნებდა, ქვენა გრძნობებს
არასდროს აჰყოლია. ბუნებრივ, სუფთა, შრომისმოყვარე, გა-
ურყვნელ და მომხიბლავ ბავშვად დარჩა. ცხადია, ქალბატონი
არ იყო, მაგრამ ქალბატონს კი ჰგავდა და, მადლობა ღმერთს,
არც ვულგარული გამხდარა. რუბი ჩემთვის თანდათანობით
სულ უფრო ძვირფასი ხდებოდა. ბოლოს გადავწყვიტე, რომ
იგი შვილად მეღიარებინა – კანონის შესაბამისად. იმედი
მაქვს, მოვახერხე და აგიხსენით მისდამი ჩემი ინტერესისა და
მისი იდუმალი გაუჩინარებისას ჩემი უსაზღვრო წუხილის მიზე-
ზები. სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც სუპერინტენდანტ ჰარპე-
რის უემოციო კილოთი შერბილებულმა კადნიერმა შეკითხვამ
დაარღვია: – თუ შეგიძლიათ გვითხრათ, როგორი რეაქცია
ჰქონდათ ამის თაობაზე თქვენს რძალსა და სიძეს? ჯეფერსონ-
მა პასუხი არ დააგვიანა: – მათ რა უნდა ეთქვათ? შესაძლოა,
ეს ძალიანაც არ მოსწონდათ და სხვა გადაწყვეტილება ერჩივ-
ნათ. ამგვარი ნაბიჯი ხშირად ცუდი აზრების გაჩენას უწყობს
ხელს. მაგრამ ისინი ძალიან კარგად იქცეოდნენ, ხაზგასმით
ვამბობ – ძალიან კარგად. თანაც ნუ გგონიათ, რომ ჩემი რძა-
ლი და სიძე ფინანსურად ჩემზე არიან დამოკიდებულნი. რო-
დესაც ჩემი ვაჟიშვილი ფრენკი დაქორწინდა, ქონების ნახევა-
რი მას გადავეცი. მჯერა, რომ ეს სწორი საქციელია. შვილები
მშობლების სიკვდილს არ უნდა ელოდონ. მათ ფული ახალ-
გაზრდობაში უფრო სჭირდებათ, ვიდრე ხანდაზმულობისას.

74 მკითხველთა ლიგა
ასევე, როდესაც როზამუნდმა დაიჟინა და ცოლად ღარიბ კაცს
გაჰყვა, მის სახელზე ბანკში დიდი თანხა შევიტანე. მისი სიკ-
ვდილის შემდეგ იგი ქმრის საკუთრება გახდა. როგორც ხე-
დავთ, ფინანსური კუთხით საქმე ძალიან მარტივად მოჩანს.
– გასაგებია, მისტერ ჯეფერსონ, – თქვა სუპერინტენდანტმა
ჰარპერმა. მაგრამ მის ხმაში ერთგვარი თავშეკავება იგრძნო-
ბოდა, რაც კონვეი ჯეფერსონის ყურს არ გამოჰპარვია.
– თქვენ, მგონი, არ მეთანხმებით, ასეა? – ეს ჩემი საქმე არ
არის, სერ. ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მასწავლა, ეჭ-
ვით შევხედო ოჯახური საქმეების ამგვარ გონივრულ გადაჭ-
რას.
– გავბედავ და ვიტყვი, რომ მართალი ბრძანდებით, სუპე-
რინტენდანტო, მაგრამ არც ის დაგავიწყდეთ, რომ, თუ სიზუს-
ტეს დავიცავთ, მისტერ გასკელი და მისის ჯეფერსონი ჩემი
ოჯახი არ არის, ჩვენ სისხლით ნათესაობა არ გვაკავშირებს.
– ეს, ცხადია, მნიშვნელოვანი განსხვავებაა, – აღიარა სუ-
პერინტენდანტმა. წამით კონვეი ჯეფერსონის თვალებში ნა-
პერწკალმა გაიელვა.
– სავსებით შესაძლებელია, – თქვა მან, – რომ ჩემი გადაწ-
ყვეტილება მათ სიგიჟედ მოეჩვენათ. ეს პიროვნების ბუნებრი-
ვი რეაქციაა. მაგრამ მე სრულიად საღ გონებაზე ვარ. ადამია-
ნებში კარგად ვერკვევი. ცოტა განათლება და გაშალაშინება,
და რუბი კინი ნებისმიერ საზოგადოებაში შეძლებდა გამოჩე-
ნას.
– ვშიშობ, თავხედ და ცნობისმოყვარე ადამიანებად მოგეჩ-
ვენებით, მისტერ ჯეფერსონ, – თქვა მელჩეტმა, – მაგრამ
მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტი ხელთ გვქონდეს. თქვენ
ბრძანეთ, რომ ქალიშვილის უზრუნველყოფას აპირებდით.
ამაში, ალბათ, ფულიც იგულისხმებოდა, არა? ეს უკვე გა-
აფორმეთ თუ არა? – გასაგებია, საითაც მიგყავთ, – მიუგო ჯე-
ფერსონმა, – გსურთ გაიგოთ, აძლევდა თუ არა ხელს ვინმეს
ქალიშვილის სიკვდილი. არავის. იურიდიული ფორმალობები
ჯერაც გრძელდებოდა, დოკუმენტები დასრულებული და ხელ-
მოწერილი არ იყო.

75 მკითხველთა ლიგა
– რა მოხდება მაშინ, – წარმოთქვა მელჩეტმა ნელა, – თუ
უბედურება შეგემთხვევათ და... მან ფრაზა განზრახ არ დაამ-
თავრა, მაგრამ კონვეი ჯეფერსონი აქაც მოწოდების სიმაღლე-
ზე აღმოჩნდა.
– რატომ უნდა შემემთხვეს რამე? მართალია, ხეიბარი ვარ,
მაგრამ სხვა მხრივ არაფერი მაწუხებს. თუმცა ბოლო დროს
ექიმები ცხვირჩამოშვებულები მხვდებიან და სიფრთხილის-
კენ მომიწოდებენ: არავითარი ემოცია, არავითარი გადაღლა.
არავითარი გადაღლა! მაგრამ მე ხარივით ჯანმრთელი ვარ!
ცხადია, ბედისწერის მჯერა, ამაში, სამწუხაროდ, თვითონ დავ-
რწმუნდი. სიკვდილი მოულოდნელად ძლიერ ადამიანსაც შე-
იძლება ეწვიოს, განსაკუთრებით ჩვენს დროში,
როდესაც ამდენი ავტოკატასტროფა ხდება. მეტი წინდახე-
დულებაა საჭირო. ამიტომაც ათი დღის წინ ახალი ანდერძი შე-
ვადგინე.
– მართლა? – იკითხა სუპერინტენდანტმა ჰარპერმა და წინ
გადაიხარა.
– მე მას ორმოცდაათი ათასი გირვანქა დავუტოვე, საიდა-
ნაც ოცდახუთი წლის შესრულებამდე პროცენტი დაერიცხებო-
და, შემდეგ კი მის სრულ საკუთრებაში გადავიდოდა. სუპერინ-
ტენდანტ ჰარპერსა და პოლკოვნიკ მელჩეტს თვალები გა-
უფართოვდათ. ჰარპერმა მორიდებული ხმით წარმოთქვა:
– ეს ხომ ძალიან დიდი თანხაა, მისტერ ჯეფერსონ.
– დღესდღეობით დიახაც, რომ ასეა.
– და თქვენ ის რამდენიმე კვირის გაცნობილი ქალიშვი-
ლისთვის უნდა გეანდერძათ? ცისფერ თვალებში მრისხანებამ
გაიელვა.
– არ მესმის, რამდენჯერ უნდა გაგიმეოროთ ერთი და იგივე!
სისხლით ნათესავები არ მყავს: არც ახლო – ძმისშვილები ან
დისშვილები, არც – შორეული. ვამჯობინე, რომ ის კერძო პი-
რისთვის დამეტოვებინა, და არა საზოგადოებისთვის ქველ-
მოქმედების სახით, – მან ჩაიცინა და დაამატა:
– კონკია, რომელიც ერთ ღამეში პრინცესად გადაიქცევა!
ნათლიმამა ნათლიდედის – ფერიის ნაცვლად. რატომაც არა?
ეს ჩემი ფულია. მე ის გამოვიმუშავე.

76 მკითხველთა ლიგა
– ანდერძში სხვებიც მოიხსენიეთ? – ჰკითხა პოლკოვნიკმა
მელჩეტმა.
– მცირე მემკვიდრეობა ედუარდს, ჩემს კამერდინერს ერგე-
ბა, დანარჩენი კი თანაბრად განაწილდება მარკსა და ადის შო-
რის.
– მაპატიეთ, მაგრამ ხომ ვერ გვეტყოდით, ეს დანარჩენი დი-
დი თანხაა?
– ალბათ, არა. ზუსტი ციფრის დასახელება რთულია -აქციე-
ბის ფასი ხომ გამუდმებით იცვლება. გადასახადებისა და სხვა
ხარჯების გამოკლებით, ვფიქრობ, ხუთიდან ათი ათას გირვან-
ქამდე მოგროვდება.
– გასაგებია.
– არ იფიქროთ, რომ მათ რამეს ვაკლებ. როგორც გითხა-
რით, შვილებს ქონება მათი დაქორწინებისთანავე გავუყავი,
ჩემთვის კი მოკრძალებული თანხა დავიტოვე. მაგრამ იმ საში-
ნელი ტრაგედიის შემდეგ გულის გადასაყოლებლად ბიზნესში
ჩავერთე. ლონდონში მდებარე ჩემს სახლში კაბინეტი და სა-
ძინებელი ტელეფონის ხაზითაც კი დავუკავშირე ერთმანეთს.
ოცდაოთხი საათის განმავლობაში ვმუშაობდი. ეს სხვა რამეზე
ფიქრის დროს აღარ მიტოვებდა, თანაც მაგრძნობინებდა,
რომ ფიზიკურმა ტრავმებმა ვერ დამამარცხა. თავდაუზოგავად
ვმუშაობდი...
– მისი ხმა სულ უფრო ჩუმად გაისმოდა, თითქოს ამას საკუ-
თარ თავს უამბობდა და არა მსმენელებს, – და ბედის ირონი-
ით, გამუდმებით მიმართლებდა, ბირჟაზე თამაში იქნებოდა ეს
თუ სხვა საქმიანობა. რასაც კი ხელი მოვკიდე, ყველაფერი ოქ-
როდ იქცა. იქნებ ბედმა ამით ერთგვარად
სცადა ბალანსის აღდგენა ჩემ მიმართ გამოჩენილი უსამარ-
თლობის შემდეგ? მის სახეზე კვლავ მკაფიოდ გამოჩნდა ტან-
ჯვის გამო გაჩენილი ხაზები. საკუთარი წარსულის გახსენებამ
თავშეკავებული ღიმილი მოჰგვარა.
– ახლა თქვენ ხედავთ, რომ ფული, რომელიც რუბისთვის
უნდა დამეტოვებინა, ჩემია, მხოლოდ ჩემი, და მას ისე გამოვი-
ყენებდი,როგორც მომესურვებოდა.

77 მკითხველთა ლიგა
– რა თქმა უნდა, ჩემო მეგობარო, ჩვენ ამაში წუთითაც არ
შეგვპარვია ეჭვი, – იჩქარა გამოხმაურება მელჩეტმა.
– კარგი. ახლა კი, თუ ნებას მომცემთ, მეც მაქვს რამდენიმე
შეკითხვა. მინდა, რომ ამ საშინელი საქმის შესახებ მეტი ინ-
ფორმაცია მქონდეს. ჯერჯერობით კი მხოლოდ ის ვიცი,რომ
საბრალო გოგონა აქედან ოცი მილის დაშორებით მდებარე
რომელიღაც სახლში გაგუდეს.
– მართალია. გოსინგტონ-ჰოლში.ჯეფერსონმა შუბლი შე-
იჭმუხნა.
– გოსინგტონში? მაგრამ ეს ხომ...– პოლკოვნიკ ბანტრის
სახლია.
– ბანტრის? ართურ ბანტრის? მე ხომ ვიცნობ მას, მასაც და
მის ცოლსაც! მათ რამდენიმე წლის წინ შევხვდი საზღვარგა-
რეთ. არ ვიცოდი, თუ ისინი ქვეყნის ამ ნაწილში ცხოვრობ-
დნენ. ეს ხომ...
– იგი გაჩუმდა, რითაც სუპერინტენდანტმა ჰარპერმა ისარ-
გებლა და რბილად შეაპარა:
– პოლკოვნიკმა ბანტრიმ გასულ სამშაბათს სასტუმრო "მა-
ჯესტიკში" ივახშმა. ხომ არ შეხვედრიხართ მას?
– სამშაბათს? სამშაბათს, არა? არა, ჩვენ გვიან დავბრუნ-
დით იმ საღამოს. ჰარდენ-ჰედში ვიყავით და გზაში ვივახშმეთ.
– რუბი კინს ხომ არ უხსენებია ბანტრი? – იკითხა მელჩეტ-
მა. ჯეფერსონმა თავი გადააქნია.
– არასდროს. არც მჯერა, რომ მათ იცნობდა. დარწმუნებუ-
ლი ვარ, რომ არ იცნობდა. მას, ძირითადად, თეატრალური
წრის ხალხთან ჰქონდა ნაცნობობა, – იგი გაჩუმდა, შემდეგ კი
მკვახედ იკითხა:
– თვითონ ბანტრი რას ამბობს ამის შესახებ?
– განცვიფრებულია. ეს ვერაფრით აუხსნია. გუშინ საღამოს
კონსერვატორების შეკრებაზე ყოფილა, გვამი კი მხოლოდ
დღეს დილით აღმოაჩინეს. ამტკიცებს, რომ ეს გოგო არას-
დროს უნახავს.
– ეს მართლაც ფანტასტიკაა, – თავის დაქნევით განაცხადა
ჯეფერსონმა. სუპერინტენდანტმა ჰარპერმა ჩაახველა და
თქვა:

78 მკითხველთა ლიგა
– ვინმეზე ხომ არ გაქვთ ეჭვი, სერ, ვისაც ამის ჩადენა შეეძ-
ლო?
– ღმერთო ჩემო, ნეტავ ვიცოდე! – ჯეფერსონს შუბლზე ძარ-
ღვები დაებერა, – დაუჯერებელია! წარმოუდგენელია! ეს რომ
არ მომხდარიყო, ვიტყოდი, ამგვარი რამ არასდროს მოხდება-
მეთქი!
– იქნებ მისი რომელიმე ძველი მეგობარი ან ნაცნობი მამა-
კაცი არ ასვენებდა და ემუქრებოდა?
– არა, ამაში დარწმუნებული ვარ. მეტყოდა, ასე რომ ყოფი-
ლიყო. მას არასდროს ჰყავდა მუდმივი "ბოიფრენდი". ეს თვი-
თონ აქვს ჩემთვის ნათქვამი.
"დიახ, – გაიფიქრა სუპერინტენდანტმა ჰარპერმა, – სწო-
რედ ასე გეტყოდათ. მაგრამ იყო კი ასე სინამდვილეში?"
– ყოველ შემთხვევაში, – განაგრძო კონვეი ჯეფერსონმა,
– ჯოზის მაინც ეცოდინებოდა, თუ რუბის ვინმე დასდევდა და
მოსვენებას არ აძლევდა. ის ვერაფრით დაგეხმარათ?
– ამბობს, რომ არაფერი იცის. ჯეფერსონმა შუბლი შეიჭმუხ-
ნა და თქვა:
– ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მანიაკთან უნდა გვქონ-
დეს საქმე... სისასტიკე... უცხო სახლში შეჭრა... ისეთი ადამია-
ნებიც არსებობენ, რომლებიც გარეგნულად ნორმალურად გა-
მოიყურებიან, მაგრამ ქალიშვილებს, და ზოგჯერ ბავშვებსაც
კი, ასე შეიტყუებენ ხოლმე და კლავენ. მე მათ სექსუალურდამ-
ნაშავეებს დავარქმევდი.
– დიახ, ზოგჯერ ასეც ხდება, – თქვა ჰარპერმა, – მაგრამ ამ
მხარეში მსგავსი არასოდეს გვსმენია.
– მე ბევრი ვიფიქრე იმ ადამიანების შესახებ, – კვლავ გა-
ნაგრძო ჯეფერსონმა, – რომლებსაც რუბის გვერდით ვხედავ-
დი, ვინც სასტუმროში ჩერდებოდა ან გასართობად შემოივ-
ლიდა, ვისთანაც იგი ცეკვავდა. ყველა საკმაოდ უწყინარ, ჩვე-
ულებრივ ადამიანად მეჩვენება. განსაკუთრებული მეგობარი
კი მას არ ჰყავდა.სუპერინტენდანტი ჰარპერი აუღელვებლად
უსმენდა მას, მაგრამ მის თვალებში წამით მაინც გაკრთა ირო-
ნიული ნაპერწკალი, რომელიც ჯეფერსონმა ვერ შეამჩნია.

79 მკითხველთა ლიგა
"და მაინც, შესაძლებელია, რომ რუბი კინს ჰყავდა განსა-
კუთრებული მეგობარი, მიუხედავად იმისა, რომ კონვეი ჯე-
ფერსონმა ამის შესახებ არაფერი იცოდა", – გაიფიქრა მან,
მაგრამ გაჩუმება ამჯობინა. მთავარმა კონსტებლმა მას თვა-
ლით ანიშნა და წამოდგა.
– გმადლობთ, მისტერ ჯეფერსონ, – თქვა მან, – ჯერჯერო-
ბით მხოლოდ ეს გვაინტერესებდა.
– იმედი მაქვს, შემატყობინებთ, თუ საქმეში წინ წაიწევთ,
– უთხრა ჯეფერსონმა.
– დიახ, დიახ, თქვენთან კონტაქტი გვექნება.ისინი ოთახი-
დან გავიდნენ. კონვეი ჯეფერსონი სავარძლის საზურგეზე გა-
დაწვა, ქუთუთოები დაუშვა და მრისხანე ცისფერი თვალები
დახუჭა. უეცრად საოცარი დაღლილობა იგრძნო. ორიოდე წუ-
თის შემდეგ თვალები კვლავ გაახილა და დაიძახა:
– ედუარდ!
მეზობელი ოთახიდან მაშინვე გამოჩნდა კამერდინერი.
ედუარდი თავის ბატონს სხვებზე უკეთ იცნობდა. ყველანი, ახ-
ლობლებიც კი, აღფრთოვანებული იყვნენ მისტერ ჯეფერსო-
ნის გამძლეობითა და თავდაჭერილობით, ედუარდი კი მას სი-
სუსტის წუთებში ხედავდა, როდესაც იგი დაღლილ, სასოწარ-
კვეთილ, ცხოვრებისგან გაწამებულ, დაუძლურებულ და მარ-
ტოსულ ადამიანად გრძნობდა თავს.
– დიახ, სერ?
– ახლავე წადით მელბერნებესში სერ ჰენრი კლიტერინ-
გთან. ჩემი სახელით სთხოვეთ, რომ, თუ შეუძლია, ხვალის
ნაცვლად დღეს მინახულოს. გადაეცით, რომ ძალზე საჩქარო
საქმეა.
დიდ საძინებელში, რომელიც ზღვას გადაჰყურებდა, კონვეი
ჯეფერსონი ფანჯარასთან მდგარ ინვალიდის სავარძელში იჯ-
და. როგორც კი ამ ოთახში აღმოჩნდებოდით, მაშინვე იგ-
რძნობდით ამ გამორჩეული კაცის ძალასა და მიზიდულობას.
თითქოს თავს დატეხილმა უბედურებამ, რომელმაც იგი ხეიბ-
რად აქცია, შედეგად ის მოიტანა, რომ მთელი ცხოვრებისეუ-
ლი ძალა მის სახეზე აღიბეჭდა. კოხტა თავზე ჭაღარაშეპარუ-

80 მკითხველთა ლიგა
ლი მოწითურო თმა მოუჩანდა. მტკიცე, ენერგიულ და მზემო-
კიდებულ სახის ნაკვთებს საოცრად ცისფერი თვალები ამშვე-
ნებდა. ავადმყოფობისა და უძლურების ნიშანწყალი არ ეტყო-
ბოდა. ღრმა ნაოჭები გამოვლილ ტანჯვაზე მეტყველებდა და
არა სისუსტეზე. ეს ადამიანი ბედს არასდროს უჩიოდა – ვაჟკა-
ცურად უძლებდა მის დარტყმებს და გამარჯვებისთვის იბრძო-
და.
– მიხარია, რომ მოხვედით, – თქვა მან და მოსულებს სწრა-
ფი მზერა შეავლო, – თქვენ, ალბათ, ჰარფორდშირის მთავარი
კონსტებლი ბრძანდებით, არა? თქვენ კი სუპერინტენდანტი
ჰარპერი. დაბრძანდით. სიგარეტი მაგიდაზე თქვენ გვერდი-
თაა. პოლიციელებმა მადლობა გადაუხადეს და დასხდნენ.
– როგორც შევიტყვეთ, მისტერ ჯეფერსონ, – თქვა მელჩეტ-
მა, – ინტერესს იჩენდით გარდაცვლილი გოგონას მიმართ.
დანაოჭებულ სახეზე სწრაფი, ცალყბა ღიმილი გაკრთა.
– დიახ... ალბათ რა აღარ გიამბეს ამის შესახებ! მაგრამ მე
არაფერი დამიმალავს. რა თქვეს ჩემი ოჯახის წევრებმა? მას
სწრაფად გადაჰქონდა მზერა ერთი თანამოსაუბრიდან მეორე-
ზე. პასუხის გაცემა მელჩეტმა იკისრა: – მისის ჯეფერსონის
თქმით, ქალიშვილთან საუბარი გართობდათ და გსიამოვნებ-
დათ, ამიტომაც მფარველობდით მას. რაც შეეხება მისტერ
გესკელს, ამ თემასთან დაკავშირებით იგი კიდევ უფრო სიტ-
ყვაძუნწი აღმოჩნდა. კონვეი ჯეფერსონს კვლავ გაეღიმა.
– ადი თავშეკავებული პიროვნებაა, ღმერთმა დალოცოს.
მარკი უფრო მეტ გულწრფელობას გამოიჩენდა. მაგრამ აჯო-
ბებს, მელჩეტ, თვითონ გაგაცნოთ ფაქტები და ჩემი განზრახ-
ვის მიზეზებიც აგიხსნათ. ეს მნიშვნელოვანია. დავიწყებ ჩემი
ცხოვრების უდიდესი ტრაგედიით. რვა წლის წინ ავიაკატას-
ტროფაში ცოლი და ქალ-ვაჟი დავკარგე. მას შემდეგ ტოტებ-
მოჭრილ ხესავით ვარსებობ. და არა მარტო ფიზიკური ტრავ-
მების გამო. მე ოჯახის მოყვარული კაცი ვიყავი. რძალი და სი-
ძე ყურადღებას არ მაკლებენ, ყველაფერს აკეთებენ, რათა ჩე-
მი სისხლისა და ხორცის ნაწილი გახდნენ, მაგრამ მივხვდი...

81 მკითხველთა ლიგა
განსაკუთრებით ბოლო დროს, რომ მათ საკუთარი ცხოვრე-
ბით უნდა იცხოვრონ. დაკვირვებულ ადამიანს არ გამოეპარე-
ბა, რომ სინამდვილეში მარტოხელა კაცი ვარ.
– მომწონს ახალგაზრდა ხალხი. მსიამოვნებს მათთან ურ-
თიერთობა. ხანდახან რომელიმე ბიჭის ან გოგოს შვილად აყ-
ვანაზეც ვფიქრობდი. ბოლო თვის განმავლობაში ძალიან მი-
ვეჯაჭვე იმ ბავშვს, რომელიც მოკლეს. იგი ძალზე ბუნებრივი
და მიამიტი ადამიანი იყო. ხშირად მიყვებოდა საკუთარ თავსა
და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე – პანტომიმაზე, გასტრო-
ლებზე, ბავშვობაში დედასთან და მამასთან ერთად ჯურღმუ-
ლებში ცხოვრებაზე, სადაც მრავალი განსაცდელი გადაიტა-
ნეს. როგორ განსხვავდებოდა ეს ცხოვრება ჩემი უზრუნველი
ყოფისგან! მაგრამ არასდროს წუწუნებდა, ქვენა გრძნობებს
არასდროს აჰყოლია. ბუნებრივ, სუფთა, შრომისმოყვარე, გა-
ურყვნელ და მომხიბლავ ბავშვად დარჩა. ცხადია, ქალბატონი
არ იყო, მაგრამ ქალბატონს კი ჰგავდა და, მადლობა ღმერთს,
არც ვულგარული გამხდარა. რუბი ჩემთვის თანდათანობით
სულ უფრო ძვირფასი ხდებოდა. ბოლოს გადავწყვიტე, რომ
იგი შვილად მეღიარებინა – კანონის შესაბამისად. იმედი
მაქვს, მოვახერხე და აგიხსენით მისდამი ჩემი ინტერესისა და
მისი იდუმალი გაუჩინარებისას ჩემი უსაზღვრო წუხილის მიზე-
ზები. სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც სუპერინტენდანტ ჰარპე-
რის უემოციო კილოთი შერბილებულმა კადნიერმა შეკითხვამ
დაარღვია:
– თუ შეგიძლიათ გვითხრათ, როგორი რეაქცია ჰქონდათ
ამის თაობაზე თქვენს რძალსა და სიძეს? ჯეფერსონმა პასუხი
არ დააგვიანა: – მათ რა უნდა ეთქვათ? შესაძლოა, ეს ძალია-
ნაც არ მოსწონდათ და სხვა გადაწყვეტილება ერჩივნათ. ამ-
გვარი ნაბიჯი ხშირად ცუდი აზრების გაჩენას უწყობს ხელს.
მაგრამ ისინი ძალიან კარგად იქცეოდნენ, ხაზგასმით ვამბობ
– ძალიან კარგად. თანაც ნუ გგონიათ, რომ ჩემი რძალი და სი-
ძე ფინანსურად ჩემზე არიან დამოკიდებულნი. როდესაც ჩემი
ვაჟიშვილი ფრენკი დაქორწინდა, ქონების ნახევარი მას გადა-
ვეცი. მჯერა, რომ ეს სწორი საქციელია. შვილები მშობლების
სიკვდილს არ უნდა ელოდონ. მათ ფული ახალგაზრდობაში

82 მკითხველთა ლიგა
უფრო სჭირდებათ, ვიდრე ხანდაზმულობისას. ასევე, როდე-
საც როზამუნდმა დაიჟინა და ცოლად ღარიბ კაცს გაჰყვა, მის
სახელზე ბანკში დიდი თანხა შევიტანე. მისი სიკვდილის შემ-
დეგ იგი ქმრის საკუთრება გახდა. როგორც ხედავთ, ფინანსუ-
რი კუთხით საქმე ძალიან მარტივად მოჩანს.
– გასაგებია, მისტერ ჯეფერსონ, – თქვა სუპერინტენდანტმა
ჰარპერმა. მაგრამ მის ხმაში ერთგვარი თავშეკავება იგრძნო-
ბოდა, რაც კონვეი ჯეფერსონის ყურს არ გამოჰპარვია.
– თქვენ, მგონი, არ მეთანხმებით, ასეა? – ეს ჩემი საქმე არ
არის, სერ. ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მასწავლა, ეჭ-
ვით შევხედო ოჯახური საქმეების ამგვარ გონივრულ გადაჭ-
რას.
– გავბედავ და ვიტყვი, რომ მართალი ბრძანდებით, სუპე-
რინტენდანტო, მაგრამ არც ის დაგავიწყდეთ, რომ, თუ სიზუს-
ტეს დავიცავთ, მისტერ გასკელი და მისის ჯეფერსონი ჩემი
ოჯახი არ არის, ჩვენ სისხლით ნათესაობა არ გვაკავშირებს.
– ეს, ცხადია, მნიშვნელოვანი განსხვავებაა, – აღიარა სუ-
პერინტენდანტმა. წამით კონვეი ჯეფერსონის თვალებში ნა-
პერწკალმა გაიელვა.
– სავსებით შესაძლებელია, – თქვა მან, – რომ ჩემი გადაწ-
ყვეტილება მათ სიგიჟედ მოეჩვენათ. ეს პიროვნების ბუნებრი-
ვი რეაქციაა. მაგრამ მე სრულიად საღ გონებაზე ვარ. ადამია-
ნებში კარგად ვერკვევი. ცოტა განათლება და გაშალაშინება,
და რუბი კინი ნებისმიერ საზოგადოებაში შეძლებდა გამოჩე-
ნას.
– ვშიშობ, თავხედ და ცნობისმოყვარე ადამიანებად მოგეჩ-
ვენებით, მისტერ ჯეფერსონ, – თქვა მელჩეტმა, – მაგრამ
მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტი ხელთ გვქონდეს. თქვენ
ბრძანეთ, რომ ქალიშვილის უზრუნველყოფას აპირებდით.
ამაში, ალბათ, ფულიც იგულისხმებოდა, არა? ეს უკვე გა-
აფორმეთ თუ არა? – გასაგებია, საითაც მიგყავთ, – მიუგო ჯე-
ფერსონმა, – გსურთ გაიგოთ, აძლევდა თუ არა ხელს ვინმეს
ქალიშვილის სიკვდილი. არავის. იურიდიული ფორმალობები
ჯერაც გრძელდებოდა, დოკუმენტები დასრულებული და ხელ-
მოწერილი არ იყო.

83 მკითხველთა ლიგა
– რა მოხდება მაშინ, – წარმოთქვა მელჩეტმა ნელა, – თუ
უბედურება შეგემთხვევათ და... მან ფრაზა განზრახ არ დაამ-
თავრა, მაგრამ კონვეი ჯეფერსონი აქაც მოწოდების სიმაღლე-
ზე აღმოჩნდა.
– რატომ უნდა შემემთხვეს რამე? მართალია, ხეიბარი ვარ,
მაგრამ სხვა მხრივ არაფერი მაწუხებს. თუმცა ბოლო დროს
ექიმები ცხვირჩამოშვებულები მხვდებიან და სიფრთხილის-
კენ მომიწოდებენ: არავითარი ემოცია, არავითარი გადაღლა.
არავითარი გადაღლა! მაგრამ მე ხარივით ჯანმრთელი ვარ!
ცხადია, ბედისწერის მჯერა, ამაში, სამწუხაროდ, თვითონ დავ-
რწმუნდი. სიკვდილი მოულოდნელად ძლიერ ადამიანსაც შე-
იძლება ეწვიოს, განსაკუთრებით ჩვენს დროში,
როდესაც ამდენი ავტოკატასტროფა ხდება. მეტი წინდახე-
დულებაა საჭირო. ამიტომაც ათი დღის წინ ახალი ანდერძი შე-
ვადგინე.
– მართლა? – იკითხა სუპერინტენდანტმა ჰარპერმა და წინ
გადაიხარა.
– მე მას ორმოცდაათი ათასი გირვანქა დავუტოვე, საიდა-
ნაც ოცდახუთი წლის შესრულებამდე პროცენტი დაერიცხებო-
და, შემდეგ კი მის სრულ საკუთრებაში გადავიდოდა. სუპერინ-
ტენდანტ ჰარპერსა და პოლკოვნიკ მელჩეტს თვალები გა-
უფართოვდათ. ჰარპერმა მორიდებული ხმით წარმოთქვა:
– ეს ხომ ძალიან დიდი თანხაა, მისტერ ჯეფერსონ.
– დღესდღეობით დიახაც, რომ ასეა.
– და თქვენ ის რამდენიმე კვირის გაცნობილი ქალიშვი-
ლისთვის უნდა გეანდერძათ? ცისფერ თვალებში მრისხანებამ
გაიელვა.
– არ მესმის, რამდენჯერ უნდა გაგიმეოროთ ერთი და იგივე!
სისხლით ნათესავები არ მყავს: არც ახლო – ძმისშვილები ან
დისშვილები, არც – შორეული. ვამჯობინე, რომ ის კერძო პი-
რისთვის დამეტოვებინა, და არა საზოგადოებისთვის ქველ-
მოქმედების სახით, – მან ჩაიცინა და დაამატა: – კონკია, რო-
მელიც ერთ ღამეში პრინცესად გადაიქცევა! ნათლიმამა ნათ-
ლიდედის – ფერიის ნაცვლად. რატომაც არა? ეს ჩემი ფულია.
მე ის გამოვიმუშავე.

84 მკითხველთა ლიგა
– ანდერძში სხვებიც მოიხსენიეთ? – ჰკითხა პოლკოვნიკმა
მელჩეტმა.
– მცირე მემკვიდრეობა ედუარდს, ჩემს კამერდინერს ერგე-
ბა, დანარჩენი კი თანაბრად განაწილდება მარკსა და ადის შო-
რის.
– მაპატიეთ, მაგრამ ხომ ვერ გვეტყოდით, ეს დანარჩენი დი-
დი თანხაა?
– ალბათ, არა. ზუსტი ციფრის დასახელება რთულია -აქციე-
ბის ფასი ხომ გამუდმებით იცვლება. გადასახადებისა და სხვა
ხარჯების გამოკლებით, ვფიქრობ, ხუთიდან ათი ათას გირვან-
ქამდე მოგროვდება.
– გასაგებია.
– არ იფიქროთ, რომ მათ რამეს ვაკლებ. როგორც გითხა-
რით, შვილებს ქონება მათი დაქორწინებისთანავე გავუყავი,
ჩემთვის კი მოკრძალებული თანხა დავიტოვე. მაგრამ იმ საში-
ნელი ტრაგედიის შემდეგ გულის გადასაყოლებლად ბიზნესში
ჩავერთე. ლონდონში მდებარე ჩემს სახლში კაბინეტი და სა-
ძინებელი ტელეფონის ხაზითაც კი დავუკავშირე ერთმანეთს.
ოცდაოთხი საათის განმავლობაში ვმუშაობდი. ეს სხვა რამეზე
ფიქრის დროს აღარ მიტოვებდა, თანაც მაგრძნობინებდა,
რომ ფიზიკურმა ტრავმებმა ვერ დამამარცხა. თავდაუზოგავად
ვმუშაობდი...
– მისი ხმა სულ უფრო ჩუმად გაისმოდა, თითქოს ამას საკუ-
თარ თავს უამბობდა და არა მსმენელებს, – და ბედის ირონი-
ით, გამუდმებით მიმართლებდა, ბირჟაზე თამაში იქნებოდა ეს
თუ სხვა საქმიანობა. რასაც კი ხელი მოვკიდე, ყველაფერი ოქ-
როდ იქცა. იქნებ ბედმა ამით ერთგვარად
სცადა ბალანსის აღდგენა ჩემ მიმართ გამოჩენილი უსამარ-
თლობის შემდეგ? მის სახეზე კვლავ მკაფიოდ გამოჩნდა ტან-
ჯვის გამო გაჩენილი ხაზები. საკუთარი წარსულის გახსენებამ
თავშეკავებული ღიმილი მოჰგვარა.
– ახლა თქვენ ხედავთ, რომ ფული, რომელიც რუბისთვის
უნდა დამეტოვებინა, ჩემია, მხოლოდ ჩემი, და მას ისე გამოვი-
ყენებდი, როგორც მომესურვებოდა.

85 მკითხველთა ლიგა
– რა თქმა უნდა, ჩემო მეგობარო, ჩვენ ამაში წუთითაც არ
შეგვპარვია ეჭვი, – იჩქარა გამოხმაურება მელჩეტმა.
– კარგი. ახლა კი, თუ ნებას მომცემთ, მეც მაქვს რამდენიმე
შეკითხვა. მინდა, რომ ამ საშინელი საქმის შესახებ მეტი ინ-
ფორმაცია მქონდეს. ჯერჯერობით კი მხოლოდ ის ვიცი,რომ
საბრალო გოგონა აქედან ოცი მილის დაშორებით მდებარე
რომელიღაც სახლში გაგუდეს.
– მართალია. გოსინგტონ-ჰოლში.ჯეფერსონმა შუბლი შე-
იჭმუხნა.
– გოსინგტონში? მაგრამ ეს ხომ... – პოლკოვნიკ ბანტრის
სახლია.
– ბანტრის? ართურ ბანტრის? მე ხომ ვიცნობ მას, მასაც და
მის ცოლსაც! მათ რამდენიმე წლის წინ შევხვდი საზღვარგა-
რეთ. არ ვიცოდი, თუ ისინი ქვეყნის ამ ნაწილში ცხოვრობ-
დნენ. ეს ხომ...
– იგი გაჩუმდა, რითაც სუპერინტენდანტმა ჰარპერმა ისარ-
გებლა და რბილად შეაპარა:
– პოლკოვნიკმა ბანტრიმ გასულ სამშაბათს სასტუმრო "მა-
ჯესტიკში" ივახშმა. ხომ არ შეხვედრიხართ მას?
– სამშაბათს? სამშაბათს, არა? არა, ჩვენ გვიან დავბრუნ-
დით იმ საღამოს. ჰარდენ-ჰედში ვიყავით და გზაში ვივახშმეთ.
– რუბი კინს ხომ არ უხსენებია ბანტრი? – იკითხა მელჩეტ-
მა. ჯეფერსონმა თავი გადააქნია.
– არასდროს. არც მჯერა, რომ მათ იცნობდა. დარწმუნებუ-
ლი ვარ, რომ არ იცნობდა. მას, ძირითადად, თეატრალური
წრის ხალხთან ჰქონდა ნაცნობობა, – იგი გაჩუმდა, შემდეგ კი
მკვახედ იკითხა:
– თვითონ ბანტრი რას ამბობს ამის შესახებ?
– განცვიფრებულია. ეს ვერაფრით აუხსნია. გუშინ საღამოს
კონსერვატორების შეკრებაზე ყოფილა, გვამი კი მხოლოდ
დღეს დილით აღმოაჩინეს. ამტკიცებს, რომ ეს გოგო არას-
დროს უნახავს.
– ეს მართლაც ფანტასტიკაა, – თავის დაქნევით განაცხადა
ჯეფერსონმა. სუპერინტენდანტმა ჰარპერმა ჩაახველა და
თქვა:

86 მკითხველთა ლიგა
– ვინმეზე ხომ არ გაქვთ ეჭვი, სერ, ვისაც ამის ჩადენა შეეძ-
ლო?
– ღმერთო ჩემო, ნეტავ ვიცოდე! – ჯეფერსონს შუბლზე ძარ-
ღვები დაებერა, – დაუჯერებელია! წარმოუდგენელია! ეს რომ
არ მომხდარიყო, ვიტყოდი, ამგვარი რამ არასდროს მოხდება-
მეთქი!
– იქნებ მისი რომელიმე ძველი მეგობარი ან ნაცნობი მამა-
კაცი არ ასვენებდა და ემუქრებოდა?
– არა, ამაში დარწმუნებული ვარ. მეტყოდა, ასე რომ ყოფი-
ლიყო. მას არასდროს ჰყავდა მუდმივი "ბოიფრენდი". ეს თვი-
თონ აქვს ჩემთვის ნათქვამი. "დიახ, – გაიფიქრა სუპერინტენ-
დანტმა ჰარპერმა, – სწორედ ასე გეტყოდათ. მაგრამ იყო კი
ასე სინამდვილეში?"
– ყოველ შემთხვევაში, – განაგრძო კონვეი ჯეფერსონმა,
– ჯოზის მაინც ეცოდინებოდა, თუ რუბის ვინმე დასდევდა და
მოსვენებას არ აძლევდა. ის ვერაფრით დაგეხმარათ?
– ამბობს, რომ არაფერი იცის. ჯეფერსონმა შუბლი შეიჭმუხ-
ნა და თქვა:
– ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მანიაკთან უნდა გვქონ-
დეს საქმე... სისასტიკე... უცხო სახლში შეჭრა... ისეთი ადამია-
ნებიც არსებობენ, რომლებიც გარეგნულად ნორმალურად გა-
მოიყურებიან, მაგრამ ქალიშვილებს, და ზოგჯერ ბავშვებსაც
კი, ასე შეიტყუებენ ხოლმე და კლავენ. მე მათ სექსუალურდამ-
ნაშავეებს დავარქმევდი.
– დიახ, ზოგჯერ ასეც ხდება, – თქვა ჰარპერმა, – მაგრამ ამ
მხარეში მსგავსი არასოდეს გვსმენია.
– მე ბევრი ვიფიქრე იმ ადამიანების შესახებ, – კვლავ გა-
ნაგრძო ჯეფერსონმა, – რომლებსაც რუბის გვერდით ვხედავ-
დი, ვინც სასტუმროში ჩერდებოდა ან გასართობად შემოივ-
ლიდა, ვისთანაც იგი ცეკვავდა. ყველა საკმაოდ უწყინარ, ჩვე-
ულებრივ ადამიანად მეჩვენება. განსაკუთრებული მეგობარი
კი მას არ ჰყავდა.სუპერინტენდანტი ჰარპერი აუღელვებლად
უსმენდა მას, მაგრამ მის თვალებში წამით მაინც გაკრთა ირო-
ნიული ნაპერწკალი, რომელიც ჯეფერსონმა ვერ შეამჩნია.

87 მკითხველთა ლიგა
"და მაინც, შესაძლებელია, რომ რუბი კინს ჰყავდა განსა-
კუთრებული მეგობარი, მიუხედავად იმისა, რომ კონვეი ჯე-
ფერსონმა ამის შესახებ არაფერი იცოდა", – გაიფიქრა მან,
მაგრამ გაჩუმება ამჯობინა. მთავარმა კონსტებლმა მას თვა-
ლით ანიშნა და წამოდგა.
– გმადლობთ, მისტერ ჯეფერსონ, – თქვა მან, – ჯერჯერო-
ბით მხოლოდ ეს გვაინტერესებდა.
– იმედი მაქვს, შემატყობინებთ, თუ საქმეში წინ წაიწევთ,
– უთხრა ჯეფერსონმა.
– დიახ, დიახ, თქვენთან კონტაქტი გვექნება.ისინი ოთახი-
დან გავიდნენ. კონვეი ჯეფერსონი სავარძლის საზურგეზე გა-
დაწვა, ქუთუთოები დაუშვა და მრისხანე ცისფერი თვალები
დახუჭა. უეცრად საოცარი დაღლილობა იგრძნო. ორიოდე წუ-
თის შემდეგ თვალები კვლავ გაახილა და დაიძახა:
– ედუარდ!
მეზობელი ოთახიდან მაშინვე გამოჩნდა კამერდინერი.
ედუარდი თავის ბატონს სხვებზე უკეთ იცნობდა. ყველანი, ახ-
ლობლებიც კი, აღფრთოვანებული იყვნენ მისტერ ჯეფერსო-
ნის გამძლეობითა და თავდაჭერილობით, ედუარდი კი მას სი-
სუსტის წუთებში ხედავდა, როდესაც იგი დაღლილ, სასოწარ-
კვეთილ, ცხოვრებისგან გაწამებულ, დაუძლურებულ და მარ-
ტოსულ ადამიანად გრძნობდა თავს.
– დიახ, სერ?
– ახლავე წადით მელბერნებესში სერ ჰენრი კლიტერინ-
გთან. ჩემი სახელით სთხოვეთ, რომ, თუ შეუძლია, ხვალის
ნაცვლად დღეს მინახულოს. გადაეცით, რომ ძალზე საჩქარო
საქმეა.

88 მკითხველთა ლიგა
ნაწილი მეშვიდე
I

როდესაც ჯეფერსონის ოთახიდან გამოვიდნენ, სუპერინ-


ტენდანტმა ჰარპერმა თქვა:
– არ ვიცი, აქედან რა გამოვა, მაგრამ მოტივი გვაქვს, სერ.
– ჰმ, – ჩაილაპარაკა მელჩეტმა, – ორმოცდაათი ათასი
გირვანქა, არა?
– დიახ, სერ, მკვლელობას გაცილებით მცირე თანხის გა-
მოც კი სჩადიან.
– დიახ, მაგრამ... პოლკოვნიკმა მელჩეტმა ფრაზა არ დაას-
რულა, მაგრამ ჰარპერი ისედაც მიუხვდა.
– არ ფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაშიც ასეა, არა? მეც მაგ
აზრზე ვდგავარ, მაგრამ არაფერი უნდა გამოვრიცხოთ.
– დიახ, რა თქმა უნდა.
– თუ, როგორც მისტერ ჯეფერსონი ამბობს, – განაგრძო
ჰარპერმა, – მისტერ გესკელსა და მისის ჯეფერსონს საკუთა-
რი სოლიდური შემოსავალი აქვთ, ნაკლებად სავარაუდოა,
რომ ამ მხეცურ მკვლელობასთან რამე კავშირი ჰქონდეთ.
– მართალი ხართ, მაგრამ მათი ფინანსური მდგომარეობაც
უნდა შევისწავლოთ. არ დაგიმალავთ და, გესკელი გულზე არ
მეხატება. არაკეთილსინდისიერი და უპრინციპო კაცი მგონია,
თუმცა ეს საკმარისი არაა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილად
გამოვაცხადოთ.
– დიახ, სერ, მაგრამ არ მჯერა, რომ ისინი დამნაშავეები
არიან. თანაც ეს ჯოზის ჩვენების მიხედვითაც წარმოუდგენე-
ლია. ორივენი ბანქოს მაგიდასთან ისხდნენ საღამოს ათი სა-
ათისა და ორმოცი წუთიდან შუაღამემდე. არა, ჩემი აზრით, აქ
სხვა, უფრო სარწმუნო ვერსიაც უნდა არსებობდეს.
– მაგალითად, რუბი კინის ბოიფრენდი?
– დიახ, სერ. რომელიღაც უკმაყოფილო, გაუწონასწორებე-
ლი ყმაწვილი, რომელსაც ქალიშვილი აქ ჩამოსვლამდე იც-
ნობდა. შესაძლოა, შეიტყო შვილად აყვანის შესახებ, მიხ-
ვდა,რომ ასეთ შემთხვევაში ქალიშვილისთვის შეუფერებელი
89 მკითხველთა ლიგა
გახდებოდა და მას სამუდამოდ დაკარგავდა. ამან გააშმაგა,
მრისხანებამ გონება დაუბინდა. შუაღამის შემდეგ პაემანი და-
უნიშნა, მისი დაყოლიება სცადა, შემდეგ წაიჩხუბნენ, თავს ვე-
ღარ მოერია და დანაშაული ჩაიდინა.
– ბანტრის ბიბლიოთეკაში როგორღა მოხვდა გვამი? –
ვფიქრობ, არც ესაა შეუძლებელი. ისინი მანქანაში ისხდნენ.
შელაპარაკების დროს გოგონა მანქანიდან გადმოვიდა, კაცი
მიეჭრა და სიცოცხლეს გამოასალმა. როდესაც გონს მოეგო,
გვამის თავიდან მოცილება გადაწყვიტა. დავუშვათ, რომ ამ
დროს, რომელიღაც დიდი სახლის ჭიშკართან იმყოფებოდნენ.
კაცმა გაიფიქრა, რომ, თუ ქალიშვილის უსულო სხეულს სახ-
ლში აღმოაჩენდნენ, ეჭვს შინაურებზე მიიტანდნენ და არა მას-
ზე. თანაც გოგონა მსუბუქი იყო და მისი გადატანა არ უნდა გას-
ჭირვებოდა. მანქანაში სატეხი ჰქონდა, რომლითაც ფანჯარა
გააღო. შემდეგ მსხვერპლი გადაათრია და ბუხრის წინ, ხალი-
ჩაზე დააწვინა. ვინაიდან ქალიშვილი გაგუდა, მანქანაში სის-
ხლის კვალი არ დარჩენილა, ასე რომ, აღარაფერი ემუქრებო-
და. აბა, რას იტყვით, სერ? – დიახ, სავსებით შესაძლებელია,
რომ ასე მომხდარიყო. ახლა სხვა არაფერი დაგვრჩენია, თუ
არა Cherchez l ’ homme6.
– რა ბრძანეთ? აჰა, დიახ, გასაგებია, სერ. სუპერინტენდან-
ტმა ჰარპერმა ტაქტიანად მოუწონა )თავის უფროსს ხუმრობა,
თუმცა, პოლკოვნიკ მელჩეტის საუცხოო ფრანგული გამოთ-
ქმის გამო, სიტყვების მნიშვნელობა ვერ გაიგო.

II

– ოჰ... ე-ე... მე... ე-ე... შ-შეიძლება რაღაც გითხრათ? ეს


ჯორჯ ბარტლეტი იყო, რომელიც პოლიციელებს ჩასაფრებო-
და. პოლკოვნიკმა მელჩეტმა, რომელსაც სულაც არ ეპიტნავე-
ბოდა ჯორჯ ბარტლეტი და მოუთმენლად ელოდებოდა სლეკის

6 Cherchez l’homme (ფრ.) - ეძებეთ მამაკაცი, cherchez la famme-


ისა:ეძებეთ ქალი.

90 მკითხველთა ლიგა
მიერ მსხვერპლის ოთახში ჩატარებული ჩხრეკისა და მოახ-
ლის დაკითხვის შედეგებს, ყმაწვილს უხეშად ჰკითხა:
– კარგი, აბა, რა მოხდა? ახალგაზრდა მისტერ ბარტლეტმა
ერთი-ორი ნაბიჯით უკან დაიხია, თან პირს აკვარიუმის თევზი-
ვით აღებდა და ხურავდა.
– დიახ... ე-ე... შესაძლოა ეს მნიშვნელოვანი არ იყოს, მაგ-
რამ... ვფიქრობ, მაინც უნდა გითხრათ. საქმე ისაა, რომ ჩემს
მანქანას ვეღარ ვპოულობ.
– რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, მანქანას ვეღარ ვპო-
ულობო? მისტერ ბარტლეტმა ენის ბორძიკით აუხსნა მათ, თუ
რას გულისხმობდა, როდესაც ამბობდა, რომ თავის მანქანას
ვეღარ პოულობდა.
– იმის თქმა გსურთ, რომ მოგპარეს? – ჰკითხა სუპერინტენ-
დანტმა ჰარპერმა. ჯორჯ ბარტლეტი მადლიერი სახით შეტრი-
ალდა მშვიდი ხმით მოლაპარაკე პოლიციელისკენ.
– დიახ, სწორედ მაგის თქმა მინდოდა. თუმცა დანამდვილე-
ბით ვერაფერს იტყვის კაცი. იმას ვგულისხმობ, რომ, ხომ შე-
იძლება ვინმემ იგი გასასეირნებლად წაიყვანა და არა სამუდა-
მოდ... ხვდებით, ალბათ, რისი თქმა მსურს.
– როდის ნახეთ მანქანა უკანასკნელად, მისტერ ბარტლეტ?
– შევეცდები, რომ გავიხსენო. სასაცილოა, რა რთულია ზოგ-
ჯერ რამის გახსენება, ასე არ არის? – სულაც არ არის რთული
ნორმალური ინტელექტის მქონე ადამიანებისთვის, – ცივად
მიუგო პოლკოვნიკმა მელჩეტმა, – როგორც მახსოვს, ცოტა
ხნის წინ თქვით, რომ მანქანა სასტუმროს ეზოში გეყენათ...
ბარტლეტი ისე გათამამდა, რომ პოლიციელს სიტყვა გააწყვე-
ტინა: – დიახ... თუ ის იქ იყო.
– რას ნიშნავს "თუ ის იყო"? ეს თქვენი სიტყვებია.
– დიახ... იმას ნიშნავს... ვფიქრობდი, რომ იყო. ნიშნავს...
არ გავსულვარ და არ შემიმოწმებია. ხომ ხვდებით? პოლკოვ-
ნიკმა მელჩეტმა ამოიოხრა და მთელ თავის მოთმინებას უხმო.
– მოდი, ყველაფერს თანამიმდევრობით მივყვეთ, – თქვა
მან, – უკანასკნელად როდის ნახეთ თქვენი მანქანა? სხვათა
შორის, რა მარკისაა? – "მინიონ-14".

91 მკითხველთა ლიგა
– მაშასადამე, უკანასკნელად თქვენ ის ნახეთ... როდის?
აღელვებულმა ჯორჯ ბარტლეტმა ნერწყვი გადაყლაპა, რის გა-
მოც ხორხის მაღლობი შეუთამაშდა.
– ვცდილობ, გავიხსენო. გუშინ ლანჩის წინ აქ იყო. სადი-
ლობის შემდეგ მანქანით გასეირნებას ვაპირებდი, მაგრამ,
როგორც ხდება ხოლმე, ჩაის დალევამდე ჩამთვლიმა. შემდეგ
სკვოში7 ვითამაშე და ვიბანავე.
– მაშინ ჯერ კიდევ იდგა სასტუმროს ეზოში? – ვფიქრობ,
კი... ანუ მე ის იქ დავტოვე. ვახშმობის შემდეგ მანქანით რომე-
ლიმე გოგოს გასეირნებას ვაპირებდი, მაგრამ არ გამიმარ-
თლა. ხდება ხოლმე. ერთი სიტყვით, მანქანით ვერ ვისარგებ-
ლე.
– მაგრამ მოგეჩვენათ, რომ ის კვლავაც სასტუმროს ეზოში
იდგა? – ჰკითხა ჰარპერმა.
– დიახ, ბუნებრივია. იმას ვგულისხმობ, რომ იქ დავტოვე...
რა ბრძანეთ? – იქ რომ არ ყოფილიყო, შეამჩნევდით? მისტერ
ბარტლეტმა თავი გადააქნია.
– ვერაფერს მოგახსენებთ. ეზოში ბევრი მანქანა შემოდის
და გადის. მათ შორის "მინიონებიც". ეს სუპერინტენდანტმა
ჰარპერმაც დაადასტურა. მან ფანჯარაში გაიხედა და რვა ცა-
ლი "მინიონ-14" დათვალა. ეს გახლდათ წლის ერთ-ერთი ყვე-
ლაზე პოპულარული და იაფი მანქანა.
– ღამით მანქანას გარაჟში არ აყენებთ ხოლმე? – ჰკითხა
პოლკოვნიკმა მელჩეტმა.
– სიმართლე გითხრათ, ეს არ მაწუხებს, – მიუგო მისტერ
ბარტლეტმა, – თავადაც ხედავთ, რომ ჯერჯერობით მშვენიერი
ამინდია. რატომ ავიტკივო თავი გარაჟში დაყენებით? სუპე-
რინტენდანტმა ჰარპერმა პოლკოვნიკ მელჩეტს გადახედა და
თქვა: – ზევით შემოგიერთდებით, სერ. იქამდე კი წავალ და
სერჟანტ ჰიგინსს გამოვგზავნი მისტერ ბარტლეტის შეტყობი-
ნების ჩასაწერად.

7 სკვოში - ერთგვარი თამაში ჩოგნითა და ბურთით.

92 მკითხველთა ლიგა
– კარგი, ჰარპერ. მისტერ ბარტლეტმა შეწუხებული სახით
ჩაილაპარაკა: – ხომ გესმით... ვიფიქრე, ეს აუცილებლად უნ-
და შევატყობინო-მეთქი. ვინ იცის რა აღმოჩნდება მნიშვნელო-
ვანი, არა?

III

მისტერ პრესკოტმა დამატებით მოცეკვავეს მხოლოდ კვება


და საცხოვრებელი შესთავაზა. უცნობია, რას აჭმევდნენ, ოთა-
ხი კი მთელ სასტუმროში ყველაზე ცუდი იყო. ჯოზეფინა ტერ-
ნერი და რუბი კინი ნახევრად ბნელი და ჭუჭყიანი დერეფნის
ბოლოში ცხოვრობდნენ. ორივე ვიწრო ოთახი ჩრდილოეთს
გაჰყურებდა, კლდეს, რომლის სიახლოვესაც ეს სასტუმრო აე-
შენებინათ. აქ შემოჰქონდათ ავეჯი, რომელსაც კარგ ნომრებ-
ში დგომის ვადა ამოსწუროდა. მუხის დიდი გარდერობები,
როდესაც ისინი მოდური ჩაშენებული კარადებით შეცვალეს,
ან მოსამსახურეების ოთახებში გადაანაწილეს, ან სათადარი-
გო ნომრებში გადაიტანეს, რომლებსაც მხოლოდ კლიენტების
მოზღვავებისას აქირავებდნენ.
მელჩეტმა მაშინვე შეამჩნია, რომ რუბი კინის ოთახი იდეა-
ლური იყო იმისთვის, რომ კაცს სასტუმრო სხვებისგან სრული-
ად შეუმჩნევლად დაეტოვებინა, რაც, სამწუხაროდ, ამცირებ-
და იმის გაგების შანსს, თუ როდის და რა ვითარებაში გავიდა
აქედან რუბი. დერეფნის ბოლოში ვიწრო კიბე მდებარეობდა,
საიდანაც პირველ სართულზე შეიძლებოდა ჩასვლა, იქიდან
კი, პატარა გადასასვლელით – შემინულ ტერასაზე მოხვედრა,
რომელიც, როგორც წესი, ცარიელი იყო, რადგან არაფრით
გამოირჩეოდა. ეს გვერდითი ტერასა სასტუმროს მთავარ, ფა-
სადურ ნაწილს უკავშირდებოდა, საიდანაც მიხვეულ-მოხვეუ-
ლი ბილიკით თავისუფლად შეიძლებოდა მოხვედრა კლდეებს
შორის გამავალ გზაზე. ცუდი საფარის გამო ამ გზით იშვიათად
სარგებლობდნენ. ინსპექტორი სლეკი შეკითხვებით ქანცს აძ-
რობდა მოახლეებს და გულდასმით იკვლევდა რუბის ოთახს,
სადაც, საბედნიეროდ, ხელი არაფრისთვის ეხლოთ წუხანდე-
ლის შემდეგ.

93 მკითხველთა ლიგა
რუბი კინს ადრე ადგომა არ უყვარდა. როგორც სლეკმა და-
ადგინა, იგი ათისთვის ან თერთმეტის ნახევრისთვის დგებოდა
და საუზმის მოსატანად ზარს რეკავდა. ვინაიდან კონვეი ჯე-
ფერსონმა მენეჯერს ძალიან ადრე მიაკითხა, პოლიციამაც
იქამდე მოასწრო მოსვლა, სანამ მოსამსახურეები დალაგებას
დაიწყებდნენ. ისინი ამ დერეფნით ქვევით მოსახვედრად
არასდროს სარგებლობდნენ, აქ მდებარე სხვა ოთახებს კი წე-
ლიწადის ამ დროს კვირაში მხოლოდ ერთხელ აღებდნენ და
ასუფთავებდნენ.
– ზოგი ჭირი მარგებელიაო, – თქვა სახემოღუშულმა სლეკ-
მა, – ანუ აუცილებლად ვიპოვიდით რამეს, აქ რომ რამის პოვ-
ნა შეიძლებოდეს. გლენშირის პოლიციის წარმომადგენლებს
უკვე აეღოთ თითების ანაბეჭდები. აღმოჩნდა, რომ ისინი რუ-
ბის და ჯოზის, აგრეთვე დილისა და საღამოს ცვლის ორ მოახ-
ლეს ეკუთვნოდა. რაიმონდ სტარის თითის ანაბეჭდებიც დახ-
ვდათ, მაგრამ ამას მარტივი ახსნა ჰქონდა: როდესაც რუბი მე-
ორე ცეკვის შესასრულებლად არ გამოჩნდა, ის აქ ჯოზისთან
ერთად მოვიდა.
რა აღარ ეყარა კუთხეში მდგარი წითელი ხისგან დამზადე-
ბული მასიური საწერი მაგიდის უჯრებში: ანგარიშები, ქვითრე-
ბი, სპექტაკლების პროგრამები, ამონაჭრები გაზეთებიდან,
კოსმეტიკური რეცეპტები მოდური ჟურნალებიდან. სლეკი
გულმოდგინედ ათვალიერებდა მათ, მაგრამ საეჭვოს ვერა-
ფერს მიაგნო. რამდენიმე წერილს ხელს ვიღაც ლილი აწერ-
და, როგორც ჩანს, მეგობარი "ცეკვების სასახლიდან". იგი
სხვადასხვა საყოფაცხოვრებო წვრილმანისა და ჭორის შესა-
ხებ იწერებოდა: რომ ყველას გული დაწყდა რუბის გამგზავრე-
ბის გამო. რომ მისტერ ფინდეისონი მას ხშირად ახსენებდა და
განიცდიდა კიდეც მის არყოფნას! რომ ახალგაზრდა რეგი ახ-
ლა მეი ბარნის გულის დაპყრობას ცდილობდა, თუმცა რუბი
კვლავაც ახსოვდა. ცხოვრება თავისი გზით მიდიოდა. ბებერი
გროუზერი გოგოებს ძველებურად მკაცრად ეპყრობოდა. ადა
მხოლოდ იმის გამო გაუშვა, რომ ვიღაც ბიჭს ხვდებოდა.

94 მკითხველთა ლიგა
სლეკმა გულმოდგინედ ამოიწერა გვარები ლილის წერი-
ლებიდან. მათი გადამოწმების შემდეგ იქნებ რამე სასარგებ-
ლო ინფორმაცია ამოტივტივებულიყო. ამ მოსაზრებას ეთან-
ხმებოდა პოლკოვნიკი მელჩეტიც, ასევე სუპერინტენდანტი
ჰარპერი, რომელიც მათ უკვე შეერთებოდა. ოთახში საინტე-
რესო მეტი არაფერი იყო.
შუაგულში მდგარ სკამზე ვარდისფერი ჰაეროვანი კაბა ეფი-
ნა, რომელიც რუბის საღამოს დასაწყისში ეცვა, იატაკზე ვარ-
დისფერი ატლასის მაღალქუსლიანი საცეკვაო ფეხსაცმელი
და ორი დაგორგლილი, გამჭვირვალე აბრეშუმის წინდა ეყა-
რა. ერთს თვალი წასვლოდა. მელჩეტს მაშინვე გაახსენდა,
რომ მოკლულ ქალიშვილს წინდები არ ეცვა. სლეკს უკვე და-
ედგინა, რომ იგი ფეხებზე კოსმეტიკას ხმარობდა, წინდებს კი,
ეკონომიის მიზნით, მხოლოდ ცეკვის დროს იცვამდა. გარდე-
რობის ღია კარიდან რამდენიმე მყვირალა საღამოს კაბა და
სხვადასხვა ფერის საცეკვაო ფეხსაცმელი მოჩანდა, დაწნული
კალათიდან – ჭუჭყიანი საცვლები, ნაგვის ურნიდან კი – მოჭ-
რილი ფრჩხილები, გრიმის მოსაშორებელი ხელსახოცები,
ბამბის ტამპონები პომადის კვალით. ერთი სიტყვით, არაფერი
უჩვეულო! ფაქტები თითქოს ადვილად იკითხებოდა: რუბი ჩქა-
რა ავიდა ზევით, სწრაფად გამოიცვალა ტანსაცმელი და სწრა-
ფადვე წავიდა... სად? ჯოზეფინა ტერნერმა, რომელსაც სხვებ-
ზე მეტი უნდა სცოდნოდა რუბის ცხოვრებისა და მეგობრების
შესახებ, ღირებული ვერაფერი შეატყობინა. მაგრამ ინსპექ-
ტორ სლეკს ეს სრულიად ბუნებრივად მიაჩნდა.
– სერ, თუ სიმართლეა ის, რაც შვილად აყვანასთან დაკავ-
შირებით მიამბეთ, ჯოზის რუბისთვის მხოლოდ ერთი რჩევის
მიცემა შეეძლო – ძველ მეგობრებთან და ნაცნობებთან ყო-
ველგვარი კავშირის გაწყვეტა. როგორც ვხედავ, რუბი კინმა
მოხუცი ხეიბრის გული უცოდველი, ბავშვური სახითა და გუ-
ლუბრყვილობით მოინადირა. ახლა დავუშვათ, რომ რუბის
ვინმე თავზე ხელაღებული ბოიფრენდი ჰყავდა. მაშინ მას მეტი
სიფრთხილის გამოჩენა მართებდა. ჯოზიმ მის შესახებ, განსა-
კუთრებით მეგობრების შესახებ, ბევრი არაფერი იცოდა. მაგ-

95 მკითხველთა ლიგა
რამ ის არ მოითმენდა, რომ რუბის არასასურველ კაცთან ჰქო-
ნოდა კავშირი და ამას ყოველნაირად შეეწინააღმდეგებოდა.
ამიტომ მას (ჩემი აზრით, საკმაოდ ეშმაკ ქალიშვილს) არც ჯო-
ზისთვის უნდა გაემხილა რამე. ახალგაზრდა გოგონები ხში-
რად ექცევიან ცუდი კაცების გავლენის ქვეშ. რუბის მისი ნახვა
მოუნდა. იგი მოვიდა, ყველაფერი შეიტყო და ქალიშვილს კი-
სერი მოუგრიხა.
– ვფიქრობ, მართალი ხართ, სლეკ, – თქვა პოლკოვნიკმა
მელჩეტმა, რომელსაც არასდროს ეხატებოდა გულზე ინსპექ-
ტორის გრძელი, ლოგიკური დასკვნები, – და თუ ასეა, რაც შე-
იძლება სწრაფად უნდა გავარკვიოთ, ვინ არის ის ცუდი ახალ-
გაზრდა კაცი.
– ეგ საქმე მე მომანდეთ, სერ, – თქვა სლეკმა მისთვის ჩვე-
ული თავდაჯერებულობით, – კარგად შევაჯანჯღარებ იმ ლი-
ლის "ცეკვების სასახლიდან" და სიმართლესაც მალე შევიტ-
ყობთ. პოლკოვნიკი მელჩეტი ასე დარწმუნებული არ იყო.
სლეკის ენერგია და აქტიურობა მასში დაღლილობის შეგ-
რძნებას იწვევდა.
– კიდევ არის ერთი პიროვნება, სერ, ვისაც სასარგებლო ინ-
ფორმაციის მოწოდება შეუძლია, – განაგრძო სლეკმა, – ეს
პროფესიონალი მოცეკვავე და ჩოგბურთელია. იგი დიდ დროს
ატარებდა რუბისთან და შესაძლოა ჯოზიზე უფრო დაკვირვებუ-
ლი აღმოჩნდეს. არც ისაა გამორიცხული, რომ რუბი მასთან
მეტ გულახდილობას იჩენდა.
– მე უკვე განვიხილე ეს საკითხი სუპერინტენდანტ ჰარპერ-
თან ერთად.
– შესანიშნავია, სერ. მოახლეები საგულდაგულოდ დავ-
კითხე, მაგრამ მათ არაფერი იციან. როგორც შევნიშნე, ისინი
ორივე ბიძაშვილს ცხვირაბზეკით უყურებდნენ და უხალისოდ
ემსახურებოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა რუბის ნომერში სა-
ღამოს შვიდ საათზე შეიარა, ფარდები ჩამოაფარა, ლოგინი
გაშალა და ოთახი მსუბუქად მიალაგა. სააბაზანო გვერდითაა.
თვალს ხომ არ შეავლებდით? სააბაზანო ჯოზისა და რუბის სა-
ძინებლებს შორის მდებარეობდა. ჯოზის ოთახი უფრო დიდი
იყო.

96 მკითხველთა ლიგა
სააბაზანოს დათვალიერებას შედეგი არ გამოუღია. პოლ-
კოვნიკი მელჩეტი გულწრფელად გააოცა იმ საშუალებების
რაოდენობამ, რითაც ქალი თავს ილამაზებს. აქ ჩამწკრივებუ-
ლი იყო ნაირგვარი სახის კრემის ქილები, გამწმენდი, სწრა-
ფად შემწოვი, კანის მკვებავი კრემის, სხვადასხვა შეფერილო-
ბის პუდრის კოლოფები, ტუჩის საცხების გროვა, თმის ლო-
სიონები, თმის ბზინვის საშუალებები, შავი წამწამები, წამწამე-
ბის ტუში, ათასგვარი ელფერის ჩრდილი, თორმეტი ფერის
ლაქი ფრჩხილებისთვის, კოსმეტიკური ქაღალდი სახისთვის,
ბამბა, ჭუჭყიანი პუდრის წასასმელები. შემკვრელი, მატონიზე-
ბელი, დამამშვიდებელი ლოსიონები და ასე შემდეგ.
– ახლა არ მითხრათ, რომ ქალები ამ ყველაფერს იყენებენ,
– ჩაიბურტყუნა მელჩეტმა. ყოვლისმცოდნე სლეკმა არ დაახა-
ნა და თავაზიანად აიღო საკუთარ თავზე მისი გათვითცნობიე-
რება:
– ყოველდღიურ ცხოვრებაში, სერ, ქალები ქუთუთოების-
თვის ორი ფერის ჩრდილს ხმარობენ – საღამოსას და დღისას.
მათ იციან, რა უხდებათ, და შესაბამისად იქცევიან. მაგრამ
პროფესიონალ გოგონებს ხშირად უწევთ, ასე ვთქვათ, სახის
შეცვლა. ახლა რომ ტანგოს ცეკვავენ, შემდეგ ვიქტორიანული
ეპოქის ცეკვა უნდა შეასრულონ კრინოლინით, ან აპაჩების
ცეკვა, ან ჩვეულებრივი სამეჯლისო ცეკვა. მაკიაჟიც ამის მი-
ხედვით იცვლება.
– ღმერთო ჩემო! – შესძახა პოლკოვნიკმა, – წარმომიდგე-
ნია, როგორ მდიდრდებიან ისინი, ვინც ამ საშუალებებს ამზა-
დებენ! – ამას "იოლი ფული" ჰქვია, – თქვა სლეკმა, – იოლი
ფული. მაგრამ, ცხადია, რეკლამაზეც ბევრს ხარჯავენ. პოლ-
კოვნიკმა მელჩეტმა თავი დააღწია ქალების სილამაზის მიმ-
ზიდველ და სამარადჟამო პრობლემას და ჰარპერს მიმართა,
რომელიც მათ ცოტა ხნის წინ შემოუერთდა:
– მგონი, იმ მოცეკვავესთან საუბრის დროც დადგა. მოუვ-
ლით ამ საქმეს, სუპერინტენდანტო? – ვფიქრობ, კი, სერ. კიბე-
ზე დაშვებისას ჰარპერმა იკითხა:
– მისტერ ბარტლეტის მონაყოლზე რას იტყვით, სერ? – მისი
მანქანის შესახებ? ვფიქრობ, რომ მაგ ახალგაზრდასაც უნდა

97 მკითხველთა ლიგა
მივაქციოთ ყურადღება, ჰარპერ. რაღაც მაეჭვებს მის სიტყვებ-
ში. ვინ იცის, იქნებ მართლაც ეჯდა წუხელ მანქანაში რუბი კი-
ნი?

IV

სუპერინტენდანტი ჰარპერი ოდნავ ნელი, მაგრამ სასიამოვ-


ნო და კარგად აღზრდილი ადამიანი იყო. საქმეები, რომლებიც
ორივე საგრაფოს პოლიციას ერთად უნდა გამოეძიებინა, ყო-
ველთვის სირთულით გამოირჩეოდა. ჰარპერს მოსწონდა
პოლკოვნიკი მელჩეტი და თუმცა იგი ფრიად კომპეტენტურ
პოლიციელად მიაჩნდა, მაინც გაუხარდა, როდესაც დაკით-
ხვის დამოუკიდებლად ჩატარების შესაძლებლობა მიეცა. სუ-
პერინტენდანტის ერთ-ერთი მთავარი წესი აუჩქარებლობა
იყო. მას მშვიდად, აუღელვებლად მიჰყავდა დაკითხვის პრო-
ცესი და დაკითხვის ობიექტებიც, როგორც წესი, მისდამი კე-
თილგანწყობას გრძნობდნენ და შეკითხვებს თავისუფლად,
დაუძაბავად პასუხობდნენ. ჰარპერი უკვე იცნობდა სახეზე
რაიმონდ სტარს. ეს გახლდათ მომხიბლავი გარეგნობის – მა-
ღალი, მოქნილი, წარმოსადეგი შავგვრემანი მამაკაცი ბრინ-
ჯაოსფერი სახითა და ქათქათა თეთრი კბილებით. მას სასია-
მოვნო, მეგობრული მანერები ჰქონდა და სასტუმროში პოპუ-
ლარობით სარგებლობდა.
– ვშიშობ, ვერაფრით დაგეხმარებით, სუპერინტენდანტო.
რუბის, ცხადია, საკმაოდ კარგად ვიცნობდი. ის აქ ერთი თვის
განმავლობაში იმყოფებოდა და ცეკვაში ერთად ვვარჯიშობ-
დით. მაგრამ არც კი ვიცი, სხვა რა გითხრათ. სასიამოვნო და
ოდნავ მოსულელო გოგო იყო. – ჩვენ მისი სამეგობრო წრე
გვაინტერესებს. განსაკუთრებით მეგობარი მამაკაცები.
– გასაგებია, მაგრამ ამის შესახებ არაფერი ვიცი. იყო სას-
ტუმროში რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებიც მისი გულის
დაპყრობას ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ. გეცოდინებათ,
რომ ჯეფერსონების ოჯახმა მისი მონოპოლიზება მოახდინა.

98 მკითხველთა ლიგა
– ჰო, დიახ, ჯეფერსონების ოჯახმა... – სუპერინტენდანტი
გაჩუმდა და ჩაფიქრებული სახით მიაპყრო გამჭრიახი მზერა
ახალგაზრდა კაცს.
– თქვენ რას ფიქრობთ ამ საქმესთან დაკავშირებით, მის-
ტერ სტარ?
– რომელ საქმეზე? – ცივად შეეკითხა რაიმონდ სტარი.
– განა არ იცით, რომ მისტერ ჯეფერსონი რუბი კინის შვი-
ლად აყვანას აპირებდა? – ჰკითხა ჰარპერმა. სტარისთვის ეს
სიახლე აღმოჩნდა. მან ტუჩები მოპრუწა და დაუსტვინა, შემ-
დეგ კი თქვა:
– ჭკვიანი პატარა ეშმაკი! ტყუილად კი არ ამბობენ, ბებერი
სულელი ყველაზე დიდი სულელიაო.
– მაშ, ასე უყურებთ ამ საქმეს?
– სხვაგვარად როგორ უნდა შევხედო? თუ იმ ბებერს მხო-
ლოდ შვილი უნდოდა, ასეთი თავის წრეში რატომ არ შეარჩია?
– რუბი კინს ამის შესახებ თქვენთვის არაფერი უთქვამს?
– არა. ვხედავდი, რომ რაღაც უხაროდა, მაგრამ მიზეზი არ
ვიცოდი.
– არც ჯოზიმ იცოდა?
– ვფიქრობ, ჯოზის უნდა სცოდნოდა, საიდან ქროდა ქარი.
შესაძლოა, ეს ყველაფერი თვითონ დაგეგმა კიდეც. იგი სულე-
ლი არაა. მხრებზე თავი აბია. ჰარპერი თავის დაქნევით და-
ეთანხმა. რუბი კინი სასტუმროში სწორედ ჯოზიმ მოიყვანა და,
სავარაუდოდ, აგულიანებდა ბიძაშვილს მისტერ ჯეფერსონ-
თან დასამეგობრებლად. სულაც არ არის გასაკვირი მისი შეშ-
ფოთება, როდესაც რუბი იმ ღამით საცეკვაოდ არ გამოცხადდა
და კონვეი ჯეფერსონმა ყველა ააწრიალა. ასე ხომ მისი გეგმე-
ბი თავდაყირა დგებოდა.
– როგორ ფიქრობთ, რუბი კინს საიდუმლოს შენახვა თუ შე-
ეძლო? – იკითხა ჰარპერმა.
– ისევე, როგორც ყველას. პირად საქმეებზე არასდროს
ლაპარაკობდა.

99 მკითხველთა ლიგა
– ოდესმე ხომ არ უთქვამს, რამე მაინც, თავისი ძველი მე-
გობრების შესახებ, რომ ვინმე მის სანახავად მოვიდა და ერ-
თგვარი სირთულე შეუქმნა – ეჭვი არ მეპარება, ხვდებით, რა-
საც ვგულისხმობ.
– მშვენივრად ვხვდები. როგორც ვიცი, მსგავსი არაფერი
ყოფილა. თვითონ კი კრინტი არ დაუძრავს.
– გმადლობთ, მისტერ სტარ. ახლა კი, შეგიძლიათ მომიყ-
ვეთ, რა მოხდა წუხელ?
– რასაკვირველია. მე და რუბიმ ჩვენი პირველი ცეკვა თერ-
თმეტის ნახევარზე დავასრულეთ...
– რამე უჩვეულო ხომ არ შეგინიშნავთ მის საქციელში? რა-
იმონდი ჩაფიქრდა.
– არა, – თქვა მან, – არაფერი. აღარაფერი შემიმჩნევია,
რადგან სხვა პარტნიორებისთვისაც უნდა მიმეხედა. მხოლოდ
ის დავაფიქსირე, რომ საცეკვაო დარბაზი დაეტოვებინა. შუ-
აღამისთვის აღარ დაბრუნდა. ამან გამაღიზიანა და ჯოზისკენ
გავემართე, რომელიც ჯეფერსონებს ბრიჯს ეთამაშებოდა. რუ-
ბის შესახებ მანაც არაფერი იცოდა. მაგრამ ვფიქრობ, ეს არც
მას მოეწონა. დავინახე, როგორ გახედა შეშფოთებით მისტერ
ჯეფერსონს. ჯგუფის წევრები დავარწმუნე, რომ სხვა ცეკვა შე-
ესრულებინათ, თვითონ კი წავედი და რუბის ოთახში დავრეკე.
არავინ მიპასუხა. შემდეგ ჯოზისთან დავბრუნდი. მან ვარაუდი
გამოთქვა, იდიოტური ვარაუდი, რომ რუბის, შესაძლოა, თა-
ვის ნომერში ეძინა. მაგრამ ეს, ცხადია, მხოლოდ მისტერ ჯე-
ფერსონის დასამშვიდებლად იყო ნათქვამი! მან გვერდზე გა-
მიყვანა და მითხრა, რომ ერთად ავსულიყავით ზევით.
– გასაგებია, მისტერ სტარ. რა გითხრათ ჯოზიმ, როდესაც
მარტო დარჩით და უცხო არავინ გისმენდათ?
– როგორც მახსოვს, ძალიან ბრაზობდა. ასე თქვა: "ეშმაკმა
წაიღოს ის პატარა სულელი. ასე არ უნდა იქცეოდეს. ყველა
შანსს დაკარგავს. ხომ არ იცით, ვისთან ერთად წავიდა?"
– ვუპასუხე, რომ არაფერი ვიცოდი. მხოლოდ ის დავინა-
ხე,რომ ახალგაზრდა ბარტლეტთან ცეკვავდა. "მასთან არ იქ-
ნება, – მითხრა ჯოზიმ, – ვისთან შეიძლება იყოს, კინოსთან
დაკავშირებულ კაცთან ხომ არა?"

100 მკითხველთა ლიგა


– კინოსთან დაკავშირებულ კაცთან? – მკვირცხლად ჩაერ-
თო ჰარპერი, – ეს ვინღაა?
– არ ვიცი, რა ჰქვია, – მიუგო რეიმონდმა, – სასტუმროში
არასდროს გაჩერებულა.
უჩვეულოდ გამოიყურება. შავი თმა აქვს და თეატრალური
გამოხედვა. რაღაც კავშირშია კინოინდუსტრიასთან – თუ არ
ვცდები, ეს რუბიმ მითხრა. ჩვენთან ერთი-ორჯერ შემოიარა
და ისადილა, შემდეგ კი რუბისთან იცეკვა. არა მგონია, რომ
ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. გამიკვირდა კიდეც, როდესაც
ჯოზიმ იგი ახსენა. ვუთხარი, ის კაცი ამ საღამოს აქ არ მინა-
ხავს-მეთქი. ჯოზიმ თქვა: "მაშინ ვინმე სხვასთან ერთად წავი-
დოდა. ახლა რაღა ვუთხრა ჯეფერსონებს?" გამიკვირდა, ჯე-
ფერსონები რა შუაშია-მეთქი. მას კი დაეჟინებინა, რომ რუბის
არასდროს აპატიებდა, თუ თავისი სისულელით საქმეს გააფუ-
ჭებდა. როდესაც რუბის ოთახში შევედით, იქ არავინ დაგ-
ვხვდა, მაგრამ რუბის კვალი აშკარად ჩანდა: საღამოს კაბა გა-
ეხადა და სავარძელზე გადაეფინა. ჯოზიმ გარდერობში შეიხე-
და და თქვა, რომ რუბის ძველი თეთრი კაბა ჩაეცვა. არადა ჩვე-
ნი ესპანური ცეკვა შავი ხავერდის კაბით უნდა შეესრულებინა.
ძალიან გავბრაზდი, რომ ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში მა-
ყენებდა. ჯოზი ყველანაირად ცდილობდა ჩემს დამშვიდებას.
მითხრა, რომ თვითონ იცეკვებდა ჩემთან ერთად, რათა ბებე-
რი პრესკოტი არ გაცოფებულიყო. იგი წავიდა, კაბა გამოიცვა-
ლა და ჩვენ ტანგო ვიცეკვეთ, ოღონდ განსაკუთრებული, რთუ-
ლი ილეთების გარეშე, რათა მისი ნატკენი ფეხი ძალიან არ
დაგვეტვირთა. ჯოზი გვარიანად იტანჯებოდა, მაგრამ თავი ყო-
ჩაღად ეჭირა. შემდეგ მთხოვა, რომ ჯეფერსონის დამშვიდება-
ში დავხმარებოდი. თქვა, რომ ეს მნიშვნელოვანი იყო. დავე-
თანხმე და, რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. სუპერინტენ-
დანტმა ჰარპერმა თავი დააქნია და თქვა:
– გმადლობთ, მისტერ სტარ. გუნებაში კი გაიფიქრა: "ეს
მნიშვნელოვანია, აბა რა! ორმოცდაათი ათასი გირვანქა!" მან
თვალი გააყოლა რაიმონდ სტარს, რომელიც კიბით მსუბუქად
დაეშვა ტერასაზე და გზად ჩოგბურთის ბურთებით სავსე ჩანთა

101 მკითხველთა ლიგა


და ჩოგანი გაიყოლა. მას მისის ჯეფერსონი შეუერთდა, რო-
მელსაც აგრეთვე ჩოგანი ეჭირა, და ისინი ერთად გაემართნენ
კორტისკენ.
– მაპატიეთ, სერ. ჰარპერის გვერდით აქოშინებული სერ-
ჟანტი ჰიგინსი იდგა. სუპერინტენდანტი ფიქრებიდან გამოერ-
კვა და მის წინ მდგომ პოლიციელს გაოცებული მიაშტერდა.
– სერ, თქვენთვის ახლახან შეტყობინება მოვიდა პოლიცი-
ის განყოფილებიდან. ვიღაც ფერმერი მოსულა და განუცხადე-
ბია, რომ დღეს დილით კარიერის მახლობლად ხანძრისთვის
მოუკრავს თვალი. ნახევარი საათის წინ იქ დამწვარი მანქანა
აღმოაჩინეს. ვენის კარიერი აქედან დაახლოებით ორი მილის
მანძილზე მდებარეობს. მანქანაში ვიღაცის დანახშირებულ
გვამსაც მიაგნეს. ჰარპერს სახეზე ალმური მოედო.
– ღმერთო ჩემო, ეს რა ხდება გლენშირში? – თქვა მან,
– ძალადობის ეპიდემიაა? ახლა არ მითხრათ, რომ როუზი8
გაცოცხლდა!
– მანქანის ნომერი ამოიცნეს? – იკითხა სუპერინტენდან-
ტმა.
– ვერა, სერ. მაგრამ ძრავის მიხედვით დავადგენთ. სავარა-
უდოდ,"მინიონ-14" უნდა იყოს.

მისტერ პრესკოტმა დამატებით მოცეკვავეს მხოლოდ კვება


და საცხოვრებელი შესთავაზა. უცნობია, რას აჭმევდნენ, ოთა-
ხი კი მთელ სასტუმროში ყველაზე ცუდი იყო. ჯოზეფინა ტერ-
ნერი და რუბი კინი ნახევრად ბნელი და ჭუჭყიანი დერეფნის
ბოლოში ცხოვრობდნენ. ორივე ვიწრო ოთახი ჩრდილოეთს
გაჰყურებდა, კლდეს, რომლის სიახლოვესაც ეს სასტუმრო აე-
შენებინათ. აქ შემოჰქონდათ ავეჯი, რომელსაც კარგ ნომრებ-
ში დგომის ვადა ამოსწუროდა. მუხის დიდი გარდერობები,
როდესაც ისინი მოდური ჩაშენებული კარადებით შეცვალეს,

8 ალფრედ ართურ როუზი (1894-1931წწ.) - ბრიტანელი მკვლელი.

102 მკითხველთა ლიგა


ან მოსამსახურეების ოთახებში გადაანაწილეს, ან სათადარი-
გო ნომრებში გადაიტანეს, რომლებსაც მხოლოდ კლიენტების
მოზღვავებისას აქირავებდნენ.
მელჩეტმა მაშინვე შეამჩნია, რომ რუბი კინის ოთახი იდეა-
ლური იყო იმისთვის, რომ კაცს სასტუმრო სხვებისგან სრული-
ად შეუმჩნევლად დაეტოვებინა, რაც, სამწუხაროდ, ამცირებ-
და იმის გაგების შანსს, თუ როდის და რა ვითარებაში გავიდა
აქედან რუბი. დერეფნის ბოლოში ვიწრო კიბე მდებარეობდა,
საიდანაც პირველ სართულზე შეიძლებოდა ჩასვლა, იქიდან
კი, პატარა გადასასვლელით – შემინულ ტერასაზე მოხვედრა,
რომელიც, როგორც წესი, ცარიელი იყო, რადგან არაფრით
გამოირჩეოდა. ეს გვერდითი ტერასა სასტუმროს მთავარ, ფა-
სადურ ნაწილს უკავშირდებოდა, საიდანაც მიხვეულ-მოხვეუ-
ლი ბილიკით თავისუფლად შეიძლებოდა მოხვედრა კლდეებს
შორის გამავალ გზაზე. ცუდი საფარის გამო ამ გზით იშვიათად
სარგებლობდნენ. ინსპექტორი სლეკი შეკითხვებით ქანცს აძ-
რობდა მოახლეებს და გულდასმით იკვლევდა რუბის ოთახს,
სადაც, საბედნიეროდ, ხელი არაფრისთვის ეხლოთ წუხანდე-
ლის შემდეგ.
რუბი კინს ადრე ადგომა არ უყვარდა. როგორც სლეკმა და-
ადგინა, იგი ათისთვის ან თერთმეტის ნახევრისთვის დგებოდა
და საუზმის მოსატანად ზარს რეკავდა. ვინაიდან კონვეი ჯე-
ფერსონმა მენეჯერს ძალიან ადრე მიაკითხა, პოლიციამაც
იქამდე მოასწრო მოსვლა, სანამ მოსამსახურეები დალაგებას
დაიწყებდნენ. ისინი ამ დერეფნით ქვევით მოსახვედრად
არასდროს სარგებლობდნენ, აქ მდებარე სხვა ოთახებს კი წე-
ლიწადის ამ დროს კვირაში მხოლოდ ერთხელ აღებდნენ და
ასუფთავებდნენ.
– ზოგი ჭირი მარგებელიაო, – თქვა სახემოღუშულმა სლეკ-
მა, – ანუ აუცილებლად ვიპოვიდით რამეს, აქ რომ რამის პოვ-
ნა შეიძლებოდეს. გლენშირის პოლიციის წარმომადგენლებს
უკვე აეღოთ თითების ანაბეჭდები. აღმოჩნდა, რომ ისინი რუ-
ბის და ჯოზის, აგრეთვე დილისა და საღამოს ცვლის ორ მოახ-
ლეს ეკუთვნოდა. რაიმონდ სტარის თითის ანაბეჭდებიც დახ-

103 მკითხველთა ლიგა


ვდათ, მაგრამ ამას მარტივი ახსნა ჰქონდა: როდესაც რუბი მე-
ორე ცეკვის შესასრულებლად არ გამოჩნდა, ის აქ ჯოზისთან
ერთად მოვიდა.
რა აღარ ეყარა კუთხეში მდგარი წითელი ხისგან დამზადე-
ბული მასიური საწერი მაგიდის უჯრებში: ანგარიშები, ქვითრე-
ბი, სპექტაკლების პროგრამები, ამონაჭრები გაზეთებიდან,
კოსმეტიკური რეცეპტები მოდური ჟურნალებიდან. სლეკი
გულმოდგინედ ათვალიერებდა მათ, მაგრამ საეჭვოს ვერა-
ფერს მიაგნო. რამდენიმე წერილს ხელს ვიღაც ლილი აწერ-
და, როგორც ჩანს, მეგობარი "ცეკვების სასახლიდან". იგი
სხვადასხვა საყოფაცხოვრებო წვრილმანისა და ჭორის შესა-
ხებ იწერებოდა: რომ ყველას გული დაწყდა რუბის გამგზავრე-
ბის გამო. რომ მისტერ ფინდეისონი მას ხშირად ახსენებდა და
განიცდიდა კიდეც მის არყოფნას! რომ ახალგაზრდა რეგი ახ-
ლა მეი ბარნის გულის დაპყრობას ცდილობდა, თუმცა რუბი
კვლავაც ახსოვდა. ცხოვრება თავისი გზით მიდიოდა. ბებერი
გროუზერი გოგოებს ძველებურად მკაცრად ეპყრობოდა. ადა
მხოლოდ იმის გამო გაუშვა, რომ ვიღაც ბიჭს ხვდებოდა.
სლეკმა გულმოდგინედ ამოიწერა გვარები ლილის წერი-
ლებიდან. მათი გადამოწმების შემდეგ იქნებ რამე სასარგებ-
ლო ინფორმაცია ამოტივტივებულიყო. ამ მოსაზრებას ეთან-
ხმებოდა პოლკოვნიკი მელჩეტიც, ასევე სუპერინტენდანტი
ჰარპერი, რომელიც მათ უკვე შეერთებოდა. ოთახში საინტე-
რესო მეტი არაფერი იყო.
შუაგულში მდგარ სკამზე ვარდისფერი ჰაეროვანი კაბა ეფი-
ნა, რომელიც რუბის საღამოს დასაწყისში ეცვა, იატაკზე ვარ-
დისფერი ატლასის მაღალქუსლიანი საცეკვაო ფეხსაცმელი
და ორი დაგორგლილი, გამჭვირვალე აბრეშუმის წინდა ეყა-
რა. ერთს თვალი წასვლოდა. მელჩეტს მაშინვე გაახსენდა,
რომ მოკლულ ქალიშვილს წინდები არ ეცვა. სლეკს უკვე და-
ედგინა, რომ იგი ფეხებზე კოსმეტიკას ხმარობდა, წინდებს კი,
ეკონომიის მიზნით, მხოლოდ ცეკვის დროს იცვამდა. გარდე-
რობის ღია კარიდან რამდენიმე მყვირალა საღამოს კაბა და
სხვადასხვა ფერის საცეკვაო ფეხსაცმელი მოჩანდა, დაწნული

104 მკითხველთა ლიგა


კალათიდან – ჭუჭყიანი საცვლები, ნაგვის ურნიდან კი – მოჭ-
რილი ფრჩხილები, გრიმის მოსაშორებელი ხელსახოცები,
ბამბის ტამპონები პომადის კვალით. ერთი სიტყვით, არაფერი
უჩვეულო! ფაქტები თითქოს ადვილად იკითხებოდა: რუბი ჩქა-
რა ავიდა ზევით, სწრაფად გამოიცვალა ტანსაცმელი და სწრა-
ფადვე წავიდა... სად? ჯოზეფინა ტერნერმა, რომელსაც სხვებ-
ზე მეტი უნდა სცოდნოდა რუბის ცხოვრებისა და მეგობრების
შესახებ, ღირებული ვერაფერი შეატყობინა. მაგრამ ინსპექ-
ტორ სლეკს ეს სრულიად ბუნებრივად მიაჩნდა.
– სერ, თუ სიმართლეა ის, რაც შვილად აყვანასთან დაკავ-
შირებით მიამბეთ, ჯოზის რუბისთვის მხოლოდ ერთი რჩევის
მიცემა შეეძლო – ძველ მეგობრებთან და ნაცნობებთან ყო-
ველგვარი კავშირის გაწყვეტა. როგორც ვხედავ, რუბი კინმა
მოხუცი ხეიბრის გული უცოდველი, ბავშვური სახითა და გუ-
ლუბრყვილობით მოინადირა. ახლა დავუშვათ, რომ რუბის
ვინმე თავზე ხელაღებული ბოიფრენდი ჰყავდა. მაშინ მას მეტი
სიფრთხილის გამოჩენა მართებდა. ჯოზიმ მის შესახებ, განსა-
კუთრებით მეგობრების შესახებ, ბევრი არაფერი იცოდა. მაგ-
რამ ის არ მოითმენდა, რომ რუბის არასასურველ კაცთან ჰქო-
ნოდა კავშირი და ამას ყოველნაირად შეეწინააღმდეგებოდა.
ამიტომ მას (ჩემი აზრით, საკმაოდ ეშმაკ ქალიშვილს) არც ჯო-
ზისთვის უნდა გაემხილა რამე. ახალგაზრდა გოგონები ხში-
რად ექცევიან ცუდი კაცების გავლენის ქვეშ. რუბის მისი ნახვა
მოუნდა. იგი მოვიდა, ყველაფერი შეიტყო და ქალიშვილს კი-
სერი მოუგრიხა.
– ვფიქრობ, მართალი ხართ, სლეკ, – თქვა პოლკოვნიკმა
მელჩეტმა, რომელსაც არასდროს ეხატებოდა გულზე ინსპექ-
ტორის გრძელი, ლოგიკური დასკვნები, – და თუ ასეა, რაც შე-
იძლება სწრაფად უნდა გავარკვიოთ, ვინ არის ის ცუდი ახალ-
გაზრდა კაცი.
– ეგ საქმე მე მომანდეთ, სერ, – თქვა სლეკმა მისთვის ჩვე-
ული თავდაჯერებულობით, – კარგად შევაჯანჯღარებ იმ ლი-
ლის "ცეკვების სასახლიდან" და სიმართლესაც მალე შევიტ-
ყობთ. პოლკოვნიკი მელჩეტი ასე დარწმუნებული არ იყო.

105 მკითხველთა ლიგა


სლეკის ენერგია და აქტიურობა მასში დაღლილობის შეგ-
რძნებას იწვევდა.
– კიდევ არის ერთი პიროვნება, სერ, ვისაც სასარგებლო ინ-
ფორმაციის მოწოდება შეუძლია, – განაგრძო სლეკმა, – ეს
პროფესიონალი მოცეკვავე და ჩოგბურთელია. იგი დიდ დროს
ატარებდა რუბისთან და შესაძლოა ჯოზიზე უფრო დაკვირვებუ-
ლი აღმოჩნდეს. არც ისაა გამორიცხული, რომ რუბი მასთან
მეტ გულახდილობას იჩენდა.
– მე უკვე განვიხილე ეს საკითხი სუპერინტენდანტ ჰარპერ-
თან ერთად.
– შესანიშნავია, სერ. მოახლეები საგულდაგულოდ დავ-
კითხე, მაგრამ მათ არაფერი იციან. როგორც შევნიშნე, ისინი
ორივე ბიძაშვილს ცხვირაბზეკით უყურებდნენ და უხალისოდ
ემსახურებოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა რუბის ნომერში სა-
ღამოს შვიდ საათზე შეიარა, ფარდები ჩამოაფარა, ლოგინი
გაშალა და ოთახი მსუბუქად მიალაგა. სააბაზანო გვერდითაა.
თვალს ხომ არ შეავლებდით? სააბაზანო ჯოზისა და რუბის სა-
ძინებლებს შორის მდებარეობდა. ჯოზის ოთახი უფრო დიდი
იყო.
სააბაზანოს დათვალიერებას შედეგი არ გამოუღია. პოლ-
კოვნიკი მელჩეტი გულწრფელად გააოცა იმ საშუალებების
რაოდენობამ, რითაც ქალი თავს ილამაზებს. აქ ჩამწკრივებუ-
ლი იყო ნაირგვარი სახის კრემის ქილები, გამწმენდი, სწრა-
ფად შემწოვი, კანის მკვებავი კრემის, სხვადასხვა შეფერილო-
ბის პუდრის კოლოფები, ტუჩის საცხების გროვა, თმის ლო-
სიონები, თმის ბზინვის საშუალებები, შავი წამწამები, წამწამე-
ბის ტუში, ათასგვარი ელფერის ჩრდილი, თორმეტი ფერის
ლაქი ფრჩხილებისთვის, კოსმეტიკური ქაღალდი სახისთვის,
ბამბა, ჭუჭყიანი პუდრის წასასმელები. შემკვრელი, მატონიზე-
ბელი, დამამშვიდებელი ლოსიონები და ასე შემდეგ.
– ახლა არ მითხრათ, რომ ქალები ამ ყველაფერს იყენებენ,
– ჩაიბურტყუნა მელჩეტმა. ყოვლისმცოდნე სლეკმა არ დაახა-
ნა და თავაზიანად აიღო საკუთარ თავზე მისი გათვითცნობიე-
რება:

106 მკითხველთა ლიგა


– ყოველდღიურ ცხოვრებაში, სერ, ქალები ქუთუთოების-
თვის ორი ფერის ჩრდილს ხმარობენ – საღამოსას და დღისას.
მათ იციან, რა უხდებათ, და შესაბამისად იქცევიან. მაგრამ
პროფესიონალ გოგონებს ხშირად უწევთ, ასე ვთქვათ, სახის
შეცვლა. ახლა რომ ტანგოს ცეკვავენ, შემდეგ ვიქტორიანული
ეპოქის ცეკვა უნდა შეასრულონ კრინოლინით, ან აპაჩების
ცეკვა, ან ჩვეულებრივი სამეჯლისო ცეკვა. მაკიაჟიც ამის მი-
ხედვით იცვლება.
– ღმერთო ჩემო! – შესძახა პოლკოვნიკმა, – წარმომიდგე-
ნია, როგორ მდიდრდებიან ისინი, ვინც ამ საშუალებებს ამზა-
დებენ! – ამას "იოლი ფული" ჰქვია, – თქვა სლეკმა, – იოლი
ფული. მაგრამ, ცხადია, რეკლამაზეც ბევრს ხარჯავენ. პოლ-
კოვნიკმა მელჩეტმა თავი დააღწია ქალების სილამაზის მიმ-
ზიდველ და სამარადჟამო პრობლემას და ჰარპერს მიმართა,
რომელიც მათ ცოტა ხნის წინ შემოუერთდა:
– მგონი, იმ მოცეკვავესთან საუბრის დროც დადგა. მოუვ-
ლით ამ საქმეს, სუპერინტენდანტო? – ვფიქრობ, კი, სერ. კიბე-
ზე დაშვებისას ჰარპერმა იკითხა:
– მისტერ ბარტლეტის მონაყოლზე რას იტყვით, სერ? – მისი
მანქანის შესახებ? ვფიქრობ, რომ მაგ ახალგაზრდასაც უნდა
მივაქციოთ ყურადღება, ჰარპერ. რაღაც მაეჭვებს მის სიტყვებ-
ში. ვინ იცის, იქნებ მართლაც ეჯდა წუხელ მანქანაში რუბი კი-
ნი?

ნაწილი მერვე
I

სერ ჰენრი კლიტერინგი ჩაფიქრებული მიაბიჯებდა სასტუმ-


რო "მაჯესტიკის" ჰოლში და გარშემო მყოფთ ყურადღებას არ
აქცევდა, მაგრამ მისი ნავარჯიშები გონება ყველა წვრილმანს
აფიქსირებდა, რათა საჭიროების შემთხვევაში წამსვე გაეხსე-
ნებინა. შემდეგ სერ ჰენრი კიბეს აუყვა, თან განუწყვეტლად

107 მკითხველთა ლიგა


იმაზე ფიქრობდა, თუ რატომ უხმო ასე საჩქაროდ ძველმა მე-
გობარმა. კონვეი ჯეფერსონი იმ ადამიანთა რიცხვს არ მი-
ეკუთვნებოდა, რომლებსაც სერიოზული მიზეზის გარეშე შეუძ-
ლიათ სხვების შეწუხება. მაშასადამე, რაღაც უჩვეულო მოხ-
დაო, დაასკვნა სერ ჰენრიმ. ჯეფერსონმა დრო აღარ დაკარგა
და მიკიბ-მოკიბვის გარეშე დაიწყო:
– მიხარია, რომ მოხვედით. ედუარდ, სერ ჰენრის სასმელი
მოართვით. დაჯექით, მეგობარო. ვიმედოვნებ, ჯერ არაფერი
გაგიგიათ. გაზეთებს ხომ არ გამოუქვეყნებიათ რამე? სერ ჰენ-
რიმ თავი გადააქნია და ცნობისმოყვარეობით იკითხა:
– რა მოხდა? – მკვლელობა. და ეს საქმე მეც შემეხო და
თქვენი მეგობრის, ბანტრის ოჯახსაც.
– ართურსა და დოლი ბანტრის? – კლიტერინგის ხმაში ეჭ-
ვმა გაიჟღერა.
– დიახ. უნდა გითხრათ, რომ გვამი მათ სახლში აღმოაჩი-
ნეს. კონვეი ჯეფერსონმა მკაფიოდ და ლაკონიურად გადმოუ-
ლაგა მეგობარს ფაქტები. სერ ჰენრი ყურადღებით უსმენდა და
არ აწყვეტინებდა. ორივე მამაკაცს ეხერხებოდა საქმის არსში
სწრაფად ჩაწვდომა. სერ ჰენრის ლონდონის პოლიციაში კო-
მისრად მუშაობისას გამჭრიახი და სწრაფად მოაზროვნე ადა-
მიანის სახელი მოეპოვებინა.
– უცნაური საქმეა, – თქვა მან, როდესაც ყველაფერი ბო-
ლომდე მოისმინა, – თქვენი აზრით, რა კავშირი აქვს ამასთან
ბანტრის? – სწორედ ეს მაწუხებს. საქმე ის არის, ჰენრი, რომ
მათი უსიამოვნებების ერთადერთი მიზეზი ჩემთან ნაცნობო-
ბაა. სხვა ახსნა ვერ მომიძებნია. მათი თქმით, საბრალო ქა-
ლიშვილი აქამდე არასდროს უნახავთ. საფუძველი არა მაქვს,
რომ არ დავუჯერო. ხომ შეიძლება, გოგონა მახეში გაებათ, მი-
სი გვამი კი, კვალის არევის მიზნით, ჩემი მეგობრის სახლში
დაედოთ? – ნაკლებად დამაჯერებლად მეჩვენება, – თქვა
კლიტერინგმა.
– მაგრამ შესაძლებელია, – დაიჟინა ჯეფერსონმა.
– დიახ, მაგრამ სარწმუნოდ არ ჟღერს. ჩემგან რას ელით? –
მე ხეიბარი ვარ, – სევდიანი ხმით წარმოთქვა კონვეი ჯეფერ-
სონმა, – ამას ვერსად გავექცევი. გადაადგილება მიჭირს. არ

108 მკითხველთა ლიგა


შემიძლია, ჩემს გემოზე ვიარო აქეთ-იქით, ხალხს შეკითხვები
დავუსვა და ვითარებას დავაკვირდე. ჩემი ხვედრი მხოლოდ ის
მწირი ინფორმაციაა, რომელსაც პოლიცია გაიმეტებს. ჰო,
მართლა, შემთხვევით მელჩეტს ხომ არ იცნობთ, რედფორ-
დშირის მთავარ კონსტებლს?
– დიახ, შევხვედრივარ. სერ ჰენრის ტვინში რაღაც შეირხა.
თვალწინ მას ვესტიბიულში გაკვრით ნანახი ხანდაზმული,
წელში გამართული ქალის ფიგურა და სახე წარმოუდგა, თა-
ნაც ნაცნობი სახე, რომელიც ერთ საქმეს უკავშირდებოდა.
მელჩეტიც სწორედ მაშინ ნახა უკანასკნელად.
– თქვენ გინდათ, რომ მოყვარული მაძებრის როლი შევას-
რულო? ეს საჩემო საქმე არაა, – განაცხადა მან.
– სწორედაც რომ არ ხართ მოყვარული, – მიუგო ჯეფერ-
სონმა.
– აღარც პროფესიონალი ვარ მას შემდეგ, რაც პენსიონერ-
თა სიაში ჩავეწერე.
– ჩემი აზრით, ეს მხოლოდ ამარტივებს საქმეს, – თქვა ჯე-
ფერსონმა.
– ანუ კვლავაც სკოტლენდიარდში რომ ვმუშაობდე, ამ საქ-
მეში ასე ადვილად ვერ ჩავერთვებოდი? მართალს ამბობთ.
– დიახ, – თქვა ჯეფერსონმა, – თქვენნაირ გამოცდილ და
კვალიფიციურ პიროვნებასთან თანამშრომლობას კი მხო-
ლოდ მიესალმებიან.
– გეთანხმებით, ეს ეტიკეტს არ დაარღვევს, – ნელა წარ-
მოთქვა კლიტერინგმა, – მაგრამ სინამდვილეში რა გსურთ,
კონვეი? რომ ქალიშვილის მკვლელი ვიპოვო?
– დიახ.
– ეჭვი ხომ არ გაქვთ ვინმეზე?
– არა.
– თქვენ, ალბათ, არ დამიჯერებთ, – გაწელვით თქვა სერ
ჰენრიმ, – მაგრამ იდუმალებით მოცული საქმეების ამოხსნის
ექსპერტი რამდენიმე წუთის წინ თქვენს ვესტიბიულში იჯდა.
ის, ვინც ამაში ჩემზე ძლიერია, თანაც აქაურობასა და აქაუ-
რებს ხუთი თითივით იცნობს.
– ვერაფერს მივხვდი.

109 მკითხველთა ლიგა


– ქვევით, ვესტიბიულში, მარცხნიდან მესამე სვეტთან, სა-
სიამოვნო, სათნო სახის ხანდაზმული, შინაბერა ქალბატონი
ზის, რომლის გონებასაც ადამიანთა გულის სიღრმეში ჩამა-
ლული ზრახვების ამოცნობა ხელეწიფება. თანაც ამას მშვი-
დად და კეთილგანწყობით აკეთებს. მას მის მარპლი ჰქვია. იგი
სოფელ სენტ-მერიმიდში ცხოვრობს, გონსინგტონიდან ერთ-
ნახევარი მილის მანძილზე, და ბანტრების მეგობარია. ამგვარ
საქმეში ბადალი არ ჰყავს, კონვეი. ჯეფერსონმა წარბები აზი-
და და სტუმარს მიაჩერდა, შემდეგ კი სახემოღუშულმა თქვა:
– თქვენ ხუმრობთ.
– არა, არ ვხუმრობ. ახლახან მელჩეტი ახსენეთ. მელჩეტი
უკანასკნელად სოფელში დატრიალებულ ერთ ტრაგედიასთან
დაკავშირებით ვნახე. ქალიშვილი წყალში დაიხრჩო. პოლი-
ციას თვითმკვლელობის არ სჯეროდა, მიაჩნდა, რომ დანაშაუ-
ლი მოხდა და დამნაშავე ხელში ჰყავდა. სწორედ ამ დროს გა-
მომეცხადა აღელვებული, ხანდაზმული ქალბატონი და თავი-
სი წუხილი გამანდო. მისი აზრით, უდანაშაულო ადამიანის
სიკვდილით დასჯას აპირებდნენ. მტკიცებულებები არ
ჰქონდა, მაგრამ მკვლელის ვინაობა იცოდა და ქაღალდი გა-
მომიწოდა, რომელზეც მისი სახელი ეწერა. წარმოიდგინეთ,
ჯეფერსონ, რომ იგი მართალი აღმოჩნდა! კონვეი ჯეფერსონმა
წარბები ქვემოთ დაუშვა და უნდობლად ჩაიცინა.
– ქალური ინტუიციაა და მეტი არაფერი, – თქვა მან სკეპტი-
კურად.
– არა, იგი ამას ასე არ უწოდებდა. მას სპეციფიკური ცოდნა
ჰქონდა, სპეციფიკური მონაცემები.
– რას გულისხმობთ?
– უნდა გითხრათ, ჯეფერსონ, რომ ამას ჩვენ პოლიციაში მუ-
შაობისას ვიყენებთ. როდესაც ძარცვა ხდება, პოლიცია საკმა-
ოდ იოლად ადგენს მის, ასე ვთქვათ, ავტორს. ყოველ ბოროტ-
მოქმედს თავისი ხელწერა აქვს. მის მარპლი კი საინტერესო,
თუმცა ზოგჯერ ტრივიალურ პარალელებს ავლებს სოფელში
მომხდარ მოვლენებთან.

110 მკითხველთა ლიგა


– რა შეიძლება იცოდეს მან ქალიშვილის შესახებ, რომე-
ლიც თეატრალურ გარემოში გაიზარდა და სოფელში არას-
დროს უცხოვრია? – კვლავ სკეპტიკურად თქვა ჯეფერსონმა.
– ვფიქრობ, – მტკიცედ განაცხადა სერ ჰენრი კლიტერინ-
გმა,
– მას შესაძლოა რამე იდეა ჰქონდეს.

II

მის მარპლი სიამოვნებისგან წამოწითლდა, როდესაც მას-


თან სერ ჰენრი მივიდა და თავაზიანად მიესალმა.
– ოჰ, სერ ჰენრი, ძალიან კი გამიმართლა, აქ რომ შეგ-
ხვდით! – ჩემთვის ეს უდიდესი სიამოვნებაა, – გალანტურად
მიუგო სერ ჰენრიმ.
– თქვენ უსაზღვროდ კეთილი ხართ, – ჩაილაპარაკა შეცბუ-
ნებულმა მის მარპლმა.
– ამ სასტუმროში გაჩერდით? – დიახ, ჩვენ მართლაც აქ
გავჩერდით.
– ჩვენ? – მის ბანტრიც აქ არის, – მიუგო მის მარპლმა და
კაცს სწრაფად გახედა, – ალბათ შეიტყვეთ, არა? ვხედავ, რომ
უკვე საქმის კურსში ხართ. საშინელებაა, ხომ? – დოლი ბან-
ტრი რას აკეთებს აქ? მეუღლესთან ერთადაა? – არა, მათ გან-
სხვავებული რეაქცია ჰქონდათ. მსგავსი უსიამოვნების შემ-
თხვევაში პოლკოვნიკი ბანტრი, საბრალო, ან კაბინეტში ჩა-
იკეტება ხოლმე, ან თავის ერთ-ერთ ფერმაში მიდის. იმ კუს ემ-
სგავსება, თავს ბაკანში რომ მალავს და ასე ჰგონია, რომ ვე-
ღარავინ ხედავს. დოლი კი, ცხადია, სულ სხვანაირია.
– დოლი, ალბათ, მძაფრი შეგრძნებებით ტკბება, არა? –
თქვა სერ ჰენრიმ, რომელიც ძველ მეგობარს შესანიშნავად
იცნობდა.
– ეჰ... ე-ე... დიახ, საბრალო. – და აქ მოგიყვანათ, რათა
მისთვის შლაპიდან ბაჭიები ამოიყვანოთ? – დოლიმ გადაწ-
ყვიტა, რომ გარემოს შეცვლა სასიკეთოდ წაადგებოდა, გონ-
სინგტონში დარჩენა აღარ უნდოდა, – მშვიდად განაცხადა მის

111 მკითხველთა ლიგა


მარპლმა, მაგრამ კაცის მზერას რომ წააწყდა, თვალები ააფა-
ხულა და დაამატა: – ცხადია, ზუსტად მოარტყით, თუმცა
მრცხვენია იმის აღიარება, რომ ვერაფრით დავეხმარე.
– როგორ? არც რამე იდეა გაქვთ და ვერც პარალელები გა-
ავლეთ სოფელთან? – ჯერ ძალიან ცოტა ვიცი ამ საქმის შესა-
ხებ.
– ვფიქრობ, ამის გამოსწორებას შევძლებ. თანაც თქვენი
კონსულტაცია მჭირდება, მის მარპლ. მან მოკლედ, მაგრამ
დაწვრილებით უამბო ყველა ფაქტი. მის მარპლი დიდი ინტე-
რესით უსმენდა.
– საბრალო მისტერ ჯეფერსონი, – თქვა მან, – რა სევდიანი
ამბავია. იმ საშინელ ავიაკატასტროფას ვგულისხმობ. ცოცხა-
ლი კი გადარჩა, მაგრამ დახეიბრდა. სხვებთან ერთად რომ
დაღუპულიყო, ასე ძლიერ აღარ დაიტანჯებოდა.
– დიახ, მართალი ბრძანდებით. ამიტომაც ვართ აღფრთო-
ვანებული მეგობრები მისი სიმტკიცით, რომლითაც იგი სული-
ერ და ფიზიკურ ტკივილს ებრძვის.
– ეს მართლაც აღფრთოვანებას იმსახურებს.
– ერთადერთი, რაც ვერ გამიგია, იმ ქალიშვილის მიმართ
მოულოდნელად აღძრული სიყვარულია. იგი, ალბათ, განსა-
კუთრებული თვისებებით გამოირჩეოდა.
– იქნებ არც გამოირჩეოდა, – განაცხადა მის მარპლმა
მშვიდად.
– თქვენ სხვაგვარად ფიქრობთ? – მე არ ვფიქრობ, რომ
ამის მიზეზი ქალიშვილის გამორჩეული თვისებები იყო. – კარ-
გად მოგეხსენებათ, რომ იგი გარყვნილი მოხუცი არ არის, –
შეეკამათა სერ ჰენრი.
– არა, არა, არა! – შესძახა მის მარპლმა და სახე წამოუწით-
ლდა, – ეს გულში ფიქრადაც არ გამივლია. ვიცი, რომ ცუდად
გამომივიდა. იმის თქმა მინდოდა, რომ მოხუცი ლამაზ და
მშვენიერ გოგოს ეძებდა, რომელიც ნაწილობრივ მაინც და-
იკავებდა მისი დაღუპული ქალიშვილის ადგილს. ეს გოგონა
კი მიხვდა, რა შანსი ეძლეოდა და ორივე ხელით ჩააფრინდა
მას. შესაძლოა, ეს ჩემი მხრიდან სისასტიკედ მოგეჩვენოთ,

112 მკითხველთა ლიგა


მაგრამ ბევრი მსგავსი შემთხვევა ვიცი. თუნდაც მისტერ ჰარ-
ბოტლის ახალგაზრდა მოახლე გავიხსენოთ. ერთი ჩვეულებ-
რივი გოგო იყო, წყნარი და კარგად აღზრდილი. ამ უცოლშვი-
ლო კაცის და ცოტა ხნით გაემგზავრა მომაკვდავი ნათესავის
მოსავლელად. როდესაც დაბრუნდა, აღმოაჩინა, რომ მოახლე
სრულიად შეცვლილიყო: სასტუმრო ოთახში იჯდა, გაუთავებ-
ლად ლაპარაკობდა და იცინოდა. აღარც წინსაფარი ეკეთა და
აღარც ჩაჩი ეხურა. მის ჰარბოლტმა შენიშვნის მიცემა სცადა,
მაგრამ მოახლე თავხედურად შეეპასუხა. მოხუცმა მისტერ
ჰარბოლტმა კი თავზარი დასცა, როდესაც განაცხადა, რომ ან-
დერძი ხელახლა შეადგინა, თანაც ამ ქალიშვილის სასარგებ-
ლოდ.
– საშინელი სკანდალი ატყდა, მაგრამ საბოლოოდ მის ჰარ-
ბოლტი იძულებული გახდა, სახლი მიეტოვებინა და ისთბორ-
ნში პატარა ოთახი ექირავებინა. ხალხი, ცხადია, ვინ იცის, რას
აღარ ლაპარაკობდა. მაგრამ, ჩემი აზრით, მათ შორის ინტიმუ-
რი არაფერი მომხდარა. უბრალოდ, მოხუც კაცს კოხტა და სი-
ცოცხლით სავსე ქალიშვილის გვერდით ყოფნა სიამოვნებდა,
რომელიც მისთვის საქებარ სიტყვებს არ იშურებდა, და იგი
დას ამჯობინა, რომელიც, მართალია, მეურნეობას კარგად უძ-
ღვებოდა, მაგრამ გამუდმებით მის ნაკლოვან მხარეებზე მი-
უთითებდა. მის მარპლმა მცირე ხნით შეისვენა და განაგრძო:
– შემდეგ იყო მისტერ ბეჯერი, აფთიაქის მეპატრონე. იგი გა-
დამეტებულ ყურადღებას აქცევდა ახალგაზრდა გამყიდველს,
რომელიც მასთან პარფიუმერიულ განყოფილებაში მუშაობ-
და. მან ცოლს ისიც კი უთხრა, რომ იგი შვილივით უნდა მი-
ეღოთ და მათ სახლში გადაეყვანათ საცხოვრებლად. მაგრამ
მისის ბეჯერმა სხვაგვარად განსაჯა.
– თუ ეს გამყიდველი მათი წრიდან იყო, – თქვა სერ ჰენრიმ,
– მაგალითად, გარდაცვლილი მეგობრის შვილი...
– ოჰ! – გააწყვეტინა მის მარპლმა, – მაშინ ეს მას ნაკლებ
კმაყოფილებას მიანიჭებდა. ხომ გახსოვთ მეფე კოფეტუა9 და

9 "მეფე კოფეტუა და მათხოვარი ქალი" – ინგლისელი მხატვრის, ბერნ


ჯონსის ნახატი.

113 მკითხველთა ლიგა


მათხოვარი ქალი? თუ მარტოხელა, დაღლილი ბერიკაცი
ხართ და ოჯახი აღარაფრად გაგდებთ, – აქ იგი წამით შეყოვ-
ნდა, – ისეთ ადამიანთან მეგობრული ურთიერთობა, რომელ-
საც თქვენი კეთილშობილება განაცვიფრებს (საკმაოდ მე-
ლოდრამატულად ჟღერს, მაგრამ, ვიმედოვნებ, ხვდებით, რა-
საც ვგულისხმობ), გაცილებით საინტერესოა. ეს საკუთარ
თვალში აგამაღლებთ – კეთილისმყოფელ მონარქად გაქ-
ცევთ! თქვენი სიკეთის მიმღების მადლიერება კი, ეჭვგარეშეა,
სასიამოვნო გრძნობებს აღგიძრავთ, – მის მარპლი კვლავ შე-
ყოვნდა, – უნდა გითხრათ, რომ მისტერ ბეჯერმა გამყიდველს
ძვირფასი საჩუქრები მიართვა: ბრილიანტისთვლიანი სამაჯუ-
რი და ყველაზე ძვირიანი რადიომიმღები. გვარიანი თანხა და-
ახარჯა თავისი დანაზოგიდან. მაგრამ მისის ბეჯერი, საბრალო
მის ჰარტბოლთან შედარებით, გაცილებით ყოჩაღი გამოდგა
(ქორწინებამ მას, ცხადია, გამოცდილება შესძინა). მან თვალ-
თვალი დაუწყო იმ ქალიშვილს და მალე მისტერ ბეჯერმა იმის
მტკიცებულება მიიღო, რომ მის საყვარელ ქალს ვიღაც ცუდ
ტიპთან, ფულზე მოთამაშესთან ჰქონდა კავშირი, და ნაჩუქარი
სამაჯური დაეგირავებინა, რათა იმ კაცისთვის ფული მიეცა.
მისტერ ბეჯერს მაშინვე შეზიზღდა სათაყვანო არსება და ყვე-
ლაფერი მშვიდობიანად დასრულდა, მისის ბეჯერმა კი შობის
დღესასწაულზე ქმრისგან ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი მი-
იღო საჩუქრად. მის მარპლმა სასიამოვნო და გამჭრიახი მზე-
რა სერ ჰენრის მიაპყრო, ეს უკანასკნელი კი იმაზე ფიქრობდა,
ქალის მონათხრობში ჩემთვის რამე ქარაგმა ხომ არ იმალე-
ბაო.
– მაშასადამე, თქვენი აზრით, თუ აღმოჩნდებოდა, რომ რუ-
ბი კინს საყვარელი ჰყავდა, ეს მისდამი ჩემი მეგობრის დამო-
კიდებულებას რადიკალურად შეცვლიდა? – თქვენც კარგად
იცით, რომ ასე იქნებოდა. გავბედავ და ვიტყვი, რომ ერთ-ორ
წელიწადში მას, შესაძლოა, ქალიშვილზე დაქორწინების სურ-
ვილიც აღძროდა, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან
მამაკაცები, ჩვეულებრივ, საკმაოდ ეგოისტები არიან. იმის

114 მკითხველთა ლიგა


თქმა კი შემიძლია, რომ, თუ რუბი კინს შეყვარებული ჰყავდა,
იგი ყოველმხრივ შეეცდებოდა ამის დაფარვას.
– და ახალგაზრდა კაცი ამით აღშფოთდებოდა? – ვფიქრობ,
ეს ყველაზე უფრო დამაჯერებელი ახსნაა. როდესაც დღეს დი-
ლით მისი ბიძაშვილი, ახალგაზრდა ქალი გონსინგტონში მო-
იყვანეს, იგი გაბრაზებას ვერ მალავდა გარდაცვლილის მი-
მართ, რამაც გვარიანად გამაოცა. მაგრამ თქვენმა სიტყვებმა
ამის მიზეზი დამანახვა. ეჭვი არ მეპარება, რომ მას ყველაფე-
რი გათვლილი ჰქონდა და ამ საქმიდან სარგებელს ელოდა.
– იგი ასეთ ცივსისხლიანად მიგაჩნიათ? – ეს ძალზე მკაცრი
განაჩენია. საბრალო ყოველდღიური არსებობისთვის იბ-
რძვის. რატომ უნდა ველოდოთ, რომ მასში სენტიმენტალობა
გაიმარჯვებს, როდესაც ისეთი უზრუნველყოფილი ადამიანე-
ბი, როგორებიც, თქვენი თქმით, მისტერ გესკელი და მისის ჯე-
ფერსონი არიან, მომავალში იმ ფულის მიღებას ელოდებიან,
რომლის მიღების მორალური უფლება არ აქვთ? უნდა გით-
ხრათ, რომ მის ტერნერი გონიერი, ამბიციური, ძლიერი ხასია-
თის მქონე და სიცოცხლის მოყვარული ახალგაზრდა ქალი
მგონია. იგი ცოტათი, – დაამატა მის მარპლმა, – ჯესი გოლ-
დენს, ხაბაზის ქალიშვილს მაგონებს.
– მას რაღა შეემთხვა? – იკითხა სერ ჰენრიმ.
– იგი ბავშვების აღმზრდელად მუშაობდა და სახლის
მფლობელის შვილზე დაქორწინდა, რომელიც ინდოეთიდან
იყო ჩამოსული. და მშვენიერი ცოლობაც გაუწია. სერ ჰენრი
კიდევ ერთმა საკითხმა დააინტერესა და მის მარპლს ჰკითხა:
– როგორ ფიქრობთ, რატომ დაემართა ჩემს მეგობარს, კონ-
ვეი ჯეფერსონს, მოულოდნელად, თქვენი სიტყვებით რომ
ვთქვათ, "კოფეტუას კომპლექსი"? – შესაძლოა, მას ჰქონდა
ამის მიზეზი.
– კერძოდ? მის მარპლი ოდნავ შეყოყმანდა, შემდეგ კი უთ-
ხრა:
– ვფიქრობ, – ცხადია, ეს მხოლოდ ვარაუდია, – შესაძლე-
ბელია, რომ მის რძალს ან სიძეს ხელმეორედ დაქორწინების
სურვილი გასჩენოდათ.
– ის ამას არ შეეწინააღმდეგებოდა.

115 მკითხველთა ლიგა


– ოჰ, არა, არ შეეწინააღმდეგებოდა. მაგრამ თქვენი თავი
ცოტა ხნით მის ადგილას წარმოიდგინეთ. სამივემ ერთი და
იგივე ტრაგედია გადაიტანა. და ეს სამი გაუბედურებული ადა-
მიანი ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდა და მათ შორის კავშირს მათი
საერთო დანაკარგი ამყარებდა. მაგრამ როგორც ჩემი ძვირ-
ფასი დედა იტყოდა, დრო საუკეთესო მკურნალია. მისტერ გეს-
კელი და მისის ჯეფერსონი ახალგაზრდები არიან. გაუცნობიე-
რებლად, მათ თანდათანობით მოუსვენრობა იგრძნეს, ისინი
დაღალა წარსულის გამუდმებით შეხსენებამ. ამას მისტერ ჯე-
ფერსონიც გრძნობდა, უსიტყვოდ იტანჯებოდა. მიხვდა, რომ
სიძე-რძლის მხრიდან თანაგრძნობამ იკლო. კაცები ადვილად
გრძნობენ თავს მიტოვებულად. მისტერ ჰარბოლტის შემთხვე-
ვაში ეს მის ჰარბოლტის წასვლა იყო, ბეჯერებთან კი – მისის
ბეჯერი, რომელიც სპირიტიზმმა გაიტაცა და ერთ სეანსს არ აც-
დენდა.
– უნდა გითხრათ, – განაცხადა სერ ჰენრიმ, – რომ არ მომ-
წონს, როდესაც ყველას ერთ მწკრივში გვაყენებთ. მის მარ-
პლმა სევდიანად გადააქნია თავი და თქვა:
– ადამანთა ბუნება საერთო კანონებს ემორჩილება, სერ
ჰენრი.
– მისტერ ჰარბოლტი! მისტერ ბეჯერი! – ზიზღით წარმოთ-
ქვა სერ ჰენრიმ, – და საბრალო კონვეი! არ მიყვარს საკუთარ
თავზე ლაპარაკი, მაგრამ ნუთუ თქვენი მონა-მორჩილის
მსგავსსაც გამოძებნით ამ სოფელში? – ძებნას არც კი დავიწ-
ყებ. ასეთი ბრიგსია.
– ბრიგსი ვინღაა? – ოულდჰოლის ყოფილი მთავარი მება-
ღე. საუკეთესოთა შორის საუკეთესო! მისთვის ამ საქმეში და-
მალული არაფერი იყო. მხოლოდ სამი დამხმარე კაცი და ერ-
თი ბიჭი ჰყავდა და პარკსა და ორანჟერეას ისე უვლიდა, იფიქ-
რებდით, რომ იქ ორჯერ მეტი დიპლომიანი მეყვავილე მუშა-
ობდა. ჯერ მარტო მისმა სურნელოვანმა ცერცველამ რამდენ
წარმატებას მიაღწია. ახლა პენსიაზეა.
– ჩემსავით, – ჩაილაპარაკა სერ ჰენრიმ.
– თუმცა ზოგჯერ ახლაც წაიმუშავებს ხოლმე შეთავსებით
მისთვის სიმპათიური ადამიანების თხოვნით.

116 მკითხველთა ლიგა


– აჰა, – თქვა სერ ჰენრიმ, – კვლავაც ჩემსავით. ახლა მეც
შეთავსებით ვცდილობ, რომ ძველ მეგობარს დავეხმარო.
– ორ ძველ მეგობარს.
– როგორ თუ ორს? – გაოცდა სერ ჰენრი.
– ვფიქრობ, თქვენ მისტერ ჯეფერსონი იგულისხმეთ, – მი-
უგო მის მარპლმა, – მაგრამ მე მასზე არ მიფიქრია. პოლკოვ-
ნიკსა და მისის ბანტრიზე ვფიქრობდი.
– დიახ... დიახ... გასაგებია, – თქვა სერ ჰენრიმ მკვეთრად,
– სწორედ ამიტომ უწოდეთ დოლი ბანტრის "საბრალო" ჩვენი
საუბრის დასაწყისში, არა? – დიახ. ჯერჯერობით იგი საფ-
რთხეს ვერ აცნობიერებს. მე კი ვიცი და ვაცნობიერებ, რადგან
მეტი გამოცდილება მაქვს. იცით რა, სერ ჰენრი, ასე მგონია, ეს
დანაშაული, დიდი ალბათობით, შესაძლოა გაუხსნელი დარ-
ჩეს. როგორც ბრაიტონის ჩემოდნის მკვლელობები10. და თუ
ასე მოხდა, ეს სრული კატასტროფა იქნება ბანტრებისთვის.
პოლკოვნიკი ბანტრი, პენსიაზე გასული სამხედროების უმ-
რავლესობის მსგავსად, ძალზე მგრძნობიარე ადამიანია, გან-
საკუთრებით მაშინ, როცა საქმე ღირსებას ეხება. იგი ძალიან
სწრაფად რეაგირებს საზოგადოებრივ აზრზე. შესაძლოა, თა-
ვიდან მითქმა-მოთქმას ყურადღება არ მიაქციოს. მაგრამ ეს
თანდათანობით მასთან სულ უფრო და უფრო ახლოს მივა. იქ
ვიღაც ჩაილაპარაკებს, ვიღაც ცხვირს აიბზეკს, ვიღაც მიწვევა-
ზე უარს ეტყვის – ცხადია, თან მოუბოდიშებს. ბოლოს კი ყვე-
ლაფერი აშკარა გახდება. ეს მას გააწამებს. ამიტომ სხვა გზა
აღარ დარჩება – საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტება და უინტერესოდ,
განდეგილივით იცხოვრებს.
– ნება მომეცით დავრწმუნდე, რომ სწორად გაგიგეთ, მის
მარპლ. იმის თქმა გსურთ, რომ, ვინაიდან გვამი ბანტრის ბიბ-
ლიოთეკაში აღმოაჩინეს, ხალხი ეჭვს მასზე მიიტანს? – რა
თქმა უნდა! დარწმუნებული ვარ, ისინი უკვე ლაპარაკობენ ასე.
და მომავალში კიდევ უფრო მეტს ილაპარაკებენ. პოლკოვნიკ
ბანტრის ცივად შეხვდებიან, ყოველნაირად თავს აარიდებენ.

10ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და გაუხსნელი მკვლელობა. მო-


ცეკვავე ქალების გვამები ბრაიტონში, ჩემოდნებში აღმოაჩინეს

117 მკითხველთა ლიგა


აი, რატომ არის აუცილებელი სიმართლის დადგენა და რატომ
მოვედი აქ მისის ბანტრისთან ერთად. ღიად გამოთქმულ
ბრალდებას შეგიძლიათ შეებრძოლოთ და გამარჯვების შან-
სიც გაქვთ. მაგრამ სულ სხვაა, როცა ჩურჩულით გებრძვიან,
ეს მათ წელში გასტეხს, ორივე მათგანს. როგორც ხედავთ, სერ
ჰენრი, სიმართლეს უნდა მივაგნოთ.
– იდეა ხომ არ გაქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ
აღმოჩნდა გვამი მის სახლში? ხომ უნდა არსებობდეს რამე ახ-
სნა, რამე კავშირი.
– დიახ, რა თქმა უნდა.
– გოგონა აქ უკანასკნელად საღამოს ათ საათსა და ორმოც
წუთზე ნახეს. შუაღამით კი, სამედიცინო დასკვნის თანახმად,
იგი უკვე მკვდარი იყო. გოსინგტონი აქედან დაახლოებით
თვრამეტი მილის მანძილზე მდებარეობს – თექვსმეტი მილი
მთავარ გზაზე, შემდეგ კი სოფლის გზაზე უნდა შეუხვიოთ.
მძლავრი მანქანა ამას ნახევარ საათს მოანდომებს. პრაქტი-
კულად, ნებისმიერი მანქანა გაივლის საათში ოცდათხუთმეტ
მილს. მაგრამ თუ სხვაგან მოკლეს, რატომ წამოიღეს გვამი
გოსინგტონში? ან რატომ მოიყვანეს დასახრჩობად გოსინ-
გტონში? ეს ვერაფრით გამიგია.
– ვერც გაიგებდით, იმიტომ, რომ ასე არ მომხდარა.
– თქვენი აზრით, იგი აქ იმან დაახრჩო, ვინც მანქანით მო-
იყვანა, შემდეგ კი გვამი პირველივე შემხვედრ სახლში მო-
ათავსა? – სულაც არ ვფიქრობ ასე. ჩემი აზრით, ყველაფერი
წინასწარ, საგულდაგულოდ იყო მოფიქრებული, მაგრამ მის
სრულად განხორციელებას რაღაცამ შეუშალა ხელი. სერ ჰენ-
რი ქალს მიაჩერდა.
– რატომ ჩაიშალა თავდაპირველი გეგმა? – ამქვეყნად ბევ-
რი უცნაურობა ხდება, არ მეთანხმებით? – ისეთი კილოთი მი-
უგო მის მარპლმა, თითქოს ბოდიშს უხდისო, – თუ გეტყვით,
გეგმა იმიტომ ჩაიშალა, რომ ადამიანები იმაზე მოწყვლადები
და მგრძნობიარეები არიან, ვიდრე გვგონია, თქვენთვის ეს
არცთუ დამაჯერებლად გაიჟღერებს, არა? მაგრამ მე სწორედ
ასე ვფიქრობ... და... იგი გაჩუმდა.
– აი, მისის ბანტრიც.

118 მკითხველთა ლიგა


ნაწილი მეცხრე
I

მისის ბანტრი ადელაიდა ჯეფერსონთან ერთად შემოვიდა.


სერ ჰენრის დანახვაზე მან შესძახა:
– თქვენ?
– დიახ, მე გახლავართ.
– მიუგო კაცმა და ორივე ხელზე ხელები გულთბილად მო-
უჭირა, – ვერც კი გეტყვით, ამ ყველაფერმა ჩემზე როგორ
იმოქმედა, მისის ბ.
– მისის ბ-ს ნუ მეძახით, – ანგარიშმიუცემლად უთხრა მისის
ბანტრიმ, – ართური აქ არაა. მანაც ძალზე განიცადა ეს ამბავი.
მე და მის მარპლი კი გამოძიების ჩასატარებლად მოვედით.
მისის ჯეფერსონს თუ იცნობთ?
– დიახ, რა თქმა უნდა. მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
– ჩემი მამამთილი ხომ არ გინახავთ? – იკითხა ადელაიდა
ჯეფერსონმა.
– დიახ, ვნახე.
– მოხარული ვარ. მის გამო ძალიან ვწუხვართ. ეს მისთვის
საშინელი დარტყმა იყო.
– მოდი, ტერასაზე გავიდეთ, რამე დავლიოთ და ყველაფ-
რის შესახებ იქ ვილაპარაკოთ, – შესთავაზა დანარჩენებს მი-
სის ბანტრიმ. ოთხივენი გარეთ გავიდნენ და მარკ გესკელს
შეუერთდნენ, რომელიც მარტო იჯდა ტერასის ბოლოში
მდგარ მაგიდასთან. მას შემდეგ, რაც ოფიციანტმა სასმელი
მოიტანა და რამდენიმე უმნიშვნელო ფრაზაც ითქვა, მისის
ბანტრი, მისთვის დამახასიათებელი ენერგიულობით, მთავარ
საკითხზე გადავიდა.
– შეგვიძლია გულწრფელად ვისაუბროთ, არა? – იკითხა
მან, – იმას ვგულისხმობ, რომ ყველანი ძველი მეგობრები
ვართ, გარდა მის მარპლისა. სამაგიეროდ, მან ყველაფერი
იცის დამნაშავეობის შესახებ და ჩვენი დახმარებაც შეუძლია.
მარკ გესკელმა, ცოტა არ იყოს, გაოცებით შეხედა ხანდაზმულ
ქალს და დაეჭვებით ჰკითხა:
119 მკითხველთა ლიგა
– თქვენ... ე-ე... დეტექტიურ მოთხრობებს წერთ? მან იცო-
და, რომ დეტექტიურ მოთხრობებს ყველაზე უსანდომო ხალხი
წერდა. შინაბერას ძველმოდურ სამოსში გამოწყობილი მის
მარპლი კი უცნაურად გამოიყურებოდა.
– ოჰ, არა, ვფიქრობ, ამ საქმისთვის საკმაოდ უნიჭო ვარ.
– იგი საოცარი ადამიანია, – ჩაერია მისის ბანტრი, – ამას
რამდენიმე სიტყვით ვერ აგიხსნით, მაგრამ ასეა. ახლა კი, ადი,
მინდა ყველაფერი დაწვრილებით ვიცოდე. რას წარმოადგენ-
და ის ქალიშვილი?
– როგორ გითხრათ...
– ადელაიდა ჯეფერსონი გაჩუმდა, ცერად გახედა მარკს და
ჩაეცინა: – ძალიან პირდაპირი ხართ.
– მოგწონდათ იგი?
– არა, ცხადია, არა.
– რას წარმოადგენდა ის ქალიშვილი? – ახლა მარკ გეს-
კელს მიმართა მისის ბანტრიმ. მარკმა მიუკიბ-მოუკიბავად მი-
უგო:
– ჩვეულებრივი ოქროსმაძიებელი იყო. თავისი საქმე კარ-
გად იცოდა, თვალის დახამხამებაში წამოაგო ჯეფი ანკესზე.
ერთმანეთში საუბრისას ის და ადელაიდა კონვეი ჯეფერსონს
ჯეფს ეძახდნენ. სერ ჰენრიმ მარკს უკმაყოფილოდ შეხედა და
გაიფიქრა: "უტაქტო კაცია. ასეთი პირდაპირობა როგორ შეიძ-
ლება". იგი ყოველთვის ათვალწუნებით უყურებდა მარკ გეს-
კელს. მომხიბლველობა არ აკლდა, მაგრამ არასაიმედო
იყო...
ბევრს ლაპარაკობდა, ტრაბახობდა კიდეც... არა, ყველას
ვერ ენდობი კაცი, გაიფიქრა სერ ჰენრიმ. ზოგჯერ უნდოდა,
რომ კონვეი ჯეფერსონსაც ასე ეფიქრა.
– ნუთუ არ შეგეძლოთ, რომ ჩარეულიყავით? – იკითხა მი-
სის ბანტრიმ.
– შეგვეძლო... მაგრამ დავაგვიანეთ, – ცივად მიუგო მარკმა
და სწრაფად გახედა ადელაიდას, რომელიც ოდნავ წამოწით-
ლდა
– კაცის მზერაში საყვედური იკითხებოდა.

120 მკითხველთა ლიგა


– მარკი ფიქრობს, – თქვა მან, – რომ მე დროულად უნდა
მივმხვდარიყავი, რაც ხდებოდა.
– შენ დიდი ხნით ტოვებდი მარტო ჩვენს ჭარმაგ ჭაბუკს,
ადი. ჩოგბურთის გაკვეთილები, დასვენება და ასე შემდეგ.
– ასეა, მაგრამ ცოტა გავარჯიშება ნამდვილად მჭირდებო-
და,
– თქვა ქალმა ბოდიშის კილოთი, – თანაც, რას წარმოვიდ-
გენდი...
– მაგაში კი მართალი ხარ, – დაეთანხმა მარკი, – ვერც მე
წარმოვიდგენდი. ჯეფი ხომ ყოველთვის გამოირჩეოდა კე-
თილგონიერებითა და გაწონასწორებულობით. მის მარპლმა
საუბარში ჩართვა გადაწყვიტა.
– მამაკაცები, – თქვა მან ძველი შინაბერასთვის დამახასია-
თებელი კილოთი, რომლებიც საპირისპირო სქესის წარმო-
მადგენლებს ისე მოიხსენიებენ, როგორც გარეული ცხოველე-
ბის ერთ-ერთ სახეობას, – არც ისე ხშირად არიან გაწონასწო-
რებულები, როგორც ეს ჩანს.
– მართალი ბრძანდებით, – დაეთანხმა მარკი, – სამწუხა-
როა, მის მარპლ, რომ ეს დროულად არ გავაცნობიერეთ. ჩვენ,
ცხადია, გვიკვირდა, თუ რა იპოვა ასეთი მოხუცმა ამ უფერულ
და ეშმაკ არსებაში. მაგრამ გვიხაროდა, რომ იგი ბედნიერი და
გამოცოცხლებული ჩანდა. ვფიქრობდით, რომ გოგონა მას ვე-
რაფერს დაუშავებდა. ვერაფერს! ვნანობ, რომ უფრო ადრე
თვითონ არ მოვუგრიხე მას კისერი!
– მარკ, – თქვა ადიმ, – დაუკვირდით, რას ამბობთ. კაცმა
მომხიბლავად გაიღიმა.
– დიახ, უნდა დავუკვირდე. თორემ ხალხი იფიქრებს, რომ
მართლა მე მოვუგრიხე კისერი. მაგრამ, ასეა თუ ისე, ჩემზე
ეჭვს მაინც მოიტანენ. ვის აწყობდა ამ გოგოს სიკვდილი? პირ-
ველ რიგში, ადის და მე.
– მარკ! – შესძახა მისის ჯეფერსონმა ბრაზნარევი სიცი-
ლით,
– ასე არ შეიძლება.
– კარგი, კარგი, – დაამშვიდა მარკ გესკელმა, – მაგრამ
იმის თქმა მიყვარს, რასაც ვფიქრობ. განა ჩვენი პატივცემული

121 მკითხველთა ლიგა


ჯეფი არ აპირებდა ორმოცდაათი ათასი გირვანქით ამ ცხვირ-
მოუხოცავი, მოსულელო, ეშმაკი ღლაპის დასაჩუქრებას?
– ასე ნუ ამბობ, მარკ... ის მკვდარია.
– დიახ, მკვდარია – საბრალო პატარა ეშმაკი. თუმცა, მე-
ორე მხრივ, რატომ არ უნდა ესარგებლა იმ იარაღით, რითაც
ბუნებამ დააჯილდოვა? ვინ ვარ მე, რომ იგი განვსაჯო? განა მე
არ მექნება ცხოვრებაში რამე უსინდისობა ჩადენილი? რუბის
ჰქონდა უფლება, ისე მოქცეულიყო, როგორც იქცეოდა, მაგ-
რამ ჩვენ, დოყლაპიობის ნაცვლად, მისთვის უნდა მოგვეთხო-
ვა, რომ ეს თამაში სასწრაფოდ შეეწყვიტა.
– რა თქვით, როდესაც კონვეიმ გოგონას შვილად აყვანის
შესახებ გამცნოთ? – დაინტერესდა სერ ჰენრი. მარკმა ხელები
გაშალა.
– რისი თქმა შეგვეძლო? ადი, როგორც ნამდვილ ქალბა-
ტონს შეეფერება, თავდაჭერილად იქცეოდა. არაფერი შეიმ-
ჩნია. მეც მას მივბაძე.
– მე კი ერთ ამბავს დავაწევდი! – განაცხადა მისის ბანტრიმ.
– გულწრფელად რომ ვთქვათ, არაფრის უფლება არ გვქონ-
და. ფული ჯეფის იყო. ჩვენ მისი სისხლით ნათესავები არ ვიყა-
ვით. თანაც იგი ყოველთვის კარგად გვექცეოდა. რაღა დაგ-
ვრჩენოდა. ტუჩები უნდა გვეკვნიტა, – იგი გაჩუმდა და ჩაფიქ-
რებულმა დაამატა: – მაგრამ რუბი ავითვალწუნეთ.
– მთავარია, ვისზე შეაჩერა არჩევანი. ჯეფს ორი ნათლული
ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი რომ ეშვილა, ამას კიდევ გავუგებ-
დით,
– თქვა მისის ჯეფერსონმა და წყენით განაგრძო:
– სულ მეჩვენებოდა, რომ ჯეფს პიტერი ძალიან უყვარდა.
– რა თქმა უნდა, – თქვა მისის ბანტრიმ, – ყოველთვის ვი-
ცოდი, რომ იგი პირველი ქორწინებიდან გყავდათ, მაგრამ
დროთა განმავლობაში ეს სრულიად გადამავიწყდა და მას ისე
ვუყურებდი, როგორც მისტერ ჯეფერსონის შვილიშვილს.
– მეც, – მხარი აუბა მისის ჯეფერსონმა, მაგრამ მის ხმაში
რაღაც ისეთი გაისმა, რამაც მის მარპლი აიძულა, სავარძელ-
ში მოტრიალებულიყო და მისთვის შეეხედა.
– სულ ჯოზის ბრალია, – თქვა მარკმა, – მან მოიყვანა ის აქ.

122 მკითხველთა ლიგა


– ასეა, – ჩაურთო მისის ჯეფერსონმა, – მაგრამ არა მგონია
ფიქრობდე, რომ მან ეს განზრახ გააკეთა. შენ ხომ ყოველთვის
კარგი თვალით უყურებდი მას.
– დიახ, კარგი თვალით ვუყურებდი. ვფიქრობდი, რომ და-
დებითი პიროვნება იყო.
– გოგონა აქ შემთხვევით აღმოჩნდა.
– გაითვალისწინე, ჩემო კარგო, რომ ჯოზის მხრებზე თავი
აბია.
– ჰო, მაგრამ ის წინასწარ ვერ განჭვრეტდა, რომ...
– მართალია, ვერ განჭვრეტდა, – თქვა მარკმა, – ვაღიარებ.
მე მას არ ვადანაშაულებ, რომ ყველაფერი წინასწარ დაგეგმა.
მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენზე გაცილებით ადრე მიხ-
ვდა, საიდანაც უბერავდა ქარი, თუმცა ამის შესახებ კრინტი
არავისთან დაუძრავს. ადელაიდამ ღრმად ამოისუნთქა და
თქვა:
– ვფიქრობ, ამისთვის ვერ დავადანაშაულებთ.
– ჩვენ საერთოდ ვერავის ვერაფერში დავადანაშაულებთ!
– განაცხადა მარკმა.
– რუბი კინი ძალიან ლამაზი იყო? – იკითხა მისის ბანტრიმ.
მარკმა მას გაოცებით შეხედა.
– მეგონა, რომ ნახეთ...
– ოჰ, დიახ, რა თქმა უნდა, ვნახე, – სწრაფად წარმოთქვა
მისის ბანტრიმ, – ოღონდ მისი გვამი. მაგრამ როდესაც ადამი-
ანს მოახრჩობენ, ძნელია იმის დადგენა, თუ...
– მას შეაჟრჟოლა.
– ვერ ვიტყოდი, რომ ლამაზი იყო, – თქვა მარკმა ჩაფიქრე-
ბით,
– მით უმეტეს, უმაკიაჟოდ. გამხდარი, მოგრძო, პატარა სა-
ხე, სუსტი ნიკაპი, უჩვეულოდ ღრმად ჩასმული კბილები, შე-
უხედავი ცხვირი...
– შეუხედავი ყოფილა, – თქვა მისის ბანტრიმ.
– ოჰ, არა, რას ამბობთ! როდესაც მაკიაჟს გაიკეთებდა, სა-
ოცრად ეფექტურად გამოიყურებოდა. ასე არ იყო, ადი?

123 მკითხველთა ლიგა


– დიახ, შოკოლადის კოლოფივით კოხტა სახე ჰქონდა,
თეთრი პირის კანი, ავარდისფრებული ლოყები, მშვენიერი
ცისფერი თვალები.
– ამას უმანკო ბავშვის სახე დაუმატეთ, აგრეთვე გრძელი,
მუქი წამწამები, რომლებიც თვალებს ულაჟვარდებდა. ცხა-
დია, თმასაც იღებავდა. ხელოვნურ საღებავს ხმარობდა. როცა
დავფიქრდები ხოლმე, ვხვდები, რომ ზუსტად როზამუნდის ფე-
რის ჰქონდა – მოგეხსენებათ, ჩემს ცოლს როზამუნდი ერქვა.
იქნებ სწორედ ამით მიიქცია მოხუცის ყურადღება. მან ამოი-
ოხრა.
– საშინელება ის არის, რომ ადის და მე გულში გვიხარია კი-
დეც მისი სიკვდილი, – გესკელმა მისის ჯეფერსონს თავისი
სიტყვების გაპროტესტების საშუალება არ მისცა, – ვიცი, რომ
ეს კარგი არაა; ვიცი, რასაც გრძნობ. მეც იმავეს ვგრძნობ, მაგ-
რამ პირფერობას არ ვაპირებ. თუმცა, იმავდროულად, თუ
ხვდები, რასაც ვგულისხმობ, უსაზღვროდ ვწუხვარ ჯეფის გა-
მო. ეს მისთვის დიდი დარტყმა იყო. მე... იგი გაჩუმდა და სას-
ტუმრო ოთახიდან ტერასაზე გამავალ კარს მიაჩერდა.
– ...ვხედავ, ვინც არის აქ. რა ჩუმჩუმელა ხარ, ადი. მისის ჯე-
ფერსონმა მხრის ზემოდან გაიხედა, რაღაც შესძახა და წამოდ-
გა. ლოყები შეეფაკლა. შემდეგ კი ტერასის გავლით სწრაფად
გაეშურა მაღალი, საშუალო ასაკის შავგვრემანი მამაკაცის-
კენ, რომელიც აქეთ-იქით დაბნეული იყურებოდა.
– ეს ჰუგო მაკლინი ხომ არ არის? – იკითხა მისის ბანტრიმ.
– ის გახლავთ, – მიუგო მარკ გესკელმა, – მეტსახელად უი-
ლიამ დობინი11.
– ძალიან ერთგულია, არა? – ჩაილაპარაკა მისის ბანტრიმ.
– ძაღლივით, – თქვა მარკმა, – საკმარისია, ადიმ დაუსტვი-
ნოს, რომ დედამიწის ნებისმიერი კუთხიდან წამსვე მის წინ
გაჩნდება. იმედს არ კარგავს, რომ ადი, ბოლოს და ბოლოს,
ცოლად გაჰყვება. გავბედავ და ვიტყვი, რომ ასეც მოხდება. მის
მარპლი კმაყოფილი სახით აკვირდებოდა მათ.

11უილიამ დობინი – პერსონაჟი უილიამ თეკერეის რომანისა "ამაოების


ბაზარი".

124 მკითხველთა ლიგა


– გასაგებია, – თქვა მან, – რომანტიკა, არა?
– ძველებური ყაიდის, – განაცხადა მარკმა, – ასე გრძელ-
დება წლების განმავლობაში. ადი ასეთი ქალია.
– ვფიქრობ, ადიმ მას ამ დილით დაურეკა, – ჩაფიქრებული
სახით დაამატა მან, – თუმცა ჩემთვის არაფერი უთქვამს. ტე-
რასიდან შეუმჩნევლად მოვიდა ედუარდი და მარკს გვერდით
აეტუზა.
– მაპატიეთ, სერ. მისტერ ჯეფერსონმა თქვენი ნახვის სურ-
ვილი გამოთქვა.
– ახლავე წავალ, – თქვა მარკმა და წამოხტა. შემდეგ იქ
მყოფთ თავი დაუკრა, მოგვიანებით გნახავთო, დაუბარა და
ოთახიდან გავიდა. სერ ჰენრი მის მარპლისკენ დაიხარა და
ჰკითხა:
– აბა, რას იტყვით დანაშაულის მთავარ ბენეფიციარებზე?
მის მარპლმა ადელაიდა ჯეფერსონს გახედა, რომელიც იდგა
და ძველ მეგობარს ელაპარაკებოდა, და თქვა:
– ვფიქრობ, ძალზე მოსიყვარულე დედაა.
– რაც მართალია, მართალია, – დაეთანხმა მისის ბანტრი,
– პირდაპირ აღმერთებს პიტერს.
– იგი იმ ტიპის ქალია, – თქვა მის მარპლმა, – რომელიც
ყველას მოსწონს, რომელიც კვლავ გათხოვებისთვისაა მოწო-
დებული. კეკლუც ქალებს არ ვგულისხმობ – ეს სულ სხვაა.
– ვიცი, რასაც გულისხმობთ, – მიუგო სერ ჰენრიმ.
– რასაც უნდა გულისხმობდეთ, – თქვა მის ბანტრიმ, – მთა-
ვარი ისაა, რომ მოსმენა შეუძლია.
– მარკ გესკელზე რას იტყვით? – ღიმილით იკითხა სერ ჰენ-
რიმ.
– ოჰ, – მიუგო მის მარპლმა, – გაიძვერა ტიპია.
– პარალელს ხომ არ გაავლებდით?
– მისტერ კარგილი, მშენებელი. ისეთი ენაწყლიანია, რომც
არ ფიქრობდეთ, სახლში რემონტსაც გაგაკეთებინებთ და
ათასგვარ სხვა წვრილმანსაც. თანაც რა ფასად! თუ ანგარი-
შებს შეუმოწმებთ, ყველაფერს დამაჯერებლად აგიხსნით. იგი
ფულის გულისთვის დაქორწინდა. ისევე, როგორც მისტერ
გესკელი, როგორც ვხვდები.

125 მკითხველთა ლიგა


– თქვენ იგი არ მოგწონთ.
– არა, მომწონს. ქალების უმრავლესობასაც მოსწონს.
თუმცა ვერ მხიბლავს. მიმზიდველი მამაკაცია, მაგრამ ცოტა
უგუნურად იქცევა. თანაც გრძელი ენა აქვს.
– უგუნური! ზუსტი სიტყვა კი შეურჩიეთ, – თქვა სერ ჰენრიმ,
– თუ წინდახედულებას არ გამოიჩენს, ხათაბალაში გაებმება.
თეთრი ფლანელის კოსტიუმში გამოწყობილი მაღალი, შავ-
გვრემანი მამაკაცი კიბით ტერასაზე ამოვიდა, წამით შედგა და
მისის ჯეფერსონსა და ჰუგო მაკლინს გახედა.
– ეს კი, – თავაზიანად წარმოთქვა სერ ჰენრიმ, – გახლავთ
იქსი, რომელსაც შეგვიძლია, დაინტერესებული პიროვნება
ვუწოდოთ. იგი რაიმონდ სტარია, პროფესიონალი ჩოგბურთე-
ლი და მოცეკვავე, რუბი კინის პარტნიორი. მის მარპლმა ინ-
ტერესით შეხედა მას და თქვა:
– ძალიან სიმპათიურია, არა?
– ვფიქრობ, ასეა.
– ნუ სულელობთ, სერ ჰენრი, – ჩაერთო მისის ბანტრი,
– აქ ფიქრი უადგილოა. ის მართლაც სიმპათიურია.
– ყური მოვკარი, რომ მისის ჯეფერსონი ჩოგბურთის გაკვე-
თილებზე დადის, – ჩაილაპარაკა მის მარპლმა.
– ამით რამეზე მიგვანიშნებთ, ჯეინ, თუ არა? მის მარპლმა
პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, რადგან ამ დროს ტერასაზე
ახალგაზრდა პიტერ კარმოდი შემოიჭრა, მათ შეუერთდა და
პირდაპირ სერ ჰენრის მიმართა:
– თქვენც მაძებარი ხართ, არა? დავინახე, როგორ ელაპა-
რაკებოდით სუპერინტენდანტს – ის მსუქანი კაცი სუპერინ-
ტენდანტი იყო, ხომ არ ვცდები?
– არ ცდები, ჩემო ბიჭუნა.
– ვიღაცამ მითხრა, რომ ერთ დროს უაღრესად მნიშვნელო-
ვანი პოლიციელი იყავით ლონდონში – სკოტლენდიარდის
უფროსი თუ რაღაც ამგვარი.
– სკოტლენდიარდის უფროსი წიგნებში იდიოტად არის გა-
მოყვანილი, არა?

126 მკითხველთა ლიგა


– არა, ჩვენს დროში აღარ. პოლიციელთა დაცინვა ძველი
სტილია. ახლა ეს მოდაში აღარ არის. უკვე იცით, ვინ არის
მკვლელი?
– ვშიშობ, ჯერ არა.
– გამოძიება ძალიან მოგწონს, არა, პიტერ? – ჰკითხა მისის
ბანტრიმ.
– დიახ, საკმაოდ. ახლა ამ საქმით ვარ დაკავებული. სად არ
ვიძრომიალე სამხილების მოსაპოვებლად, მაგრამ არ გამი-
მართლა. თუმცა ერთ სუვენირს მაინც მივაგენი. ხომ არ გინ-
დათ, განახვოთ? უცნაურია, დედამ მითხრა, გადააგდეო. ვფიქ-
რობ, ზოგჯერ მშობლები წინდაუხედავად იქცევიან. მან ჯიბი-
დან ასანთის კოლოფი ამოაძვრინა, გახსნა და იქ მყოფთ თა-
ვისი განძი უჩვენა.
– აი, ნახეთ. ფრჩხილია. მისი ფრჩხილი! ვაპირებ, რომ ქა-
ღალდი მივაკრა, წარწერით "მოკლული ქალის ფრჩხილი" და
სკოლაში წავიღო. რას იტყვით, მშვენიერი სუვენირია, არა?
– სად იპოვეთ? – დაინტერესდა მის მარპლი.
– პირდაპირ გეტყვით, რომ გამიმართლა. რადგან, რასაკ-
ვირველია, არ ვიცოდი, თუ მოკვლას უპირებდნენ. ეს წუხელ
მოხდა, ვახშმობის წინ. რუბიმ ფრჩხილი ჯოზის შალს გამოსდო
და გადაუტყდა. დედამ პატარა მაკრატლით მოაჭრა და მით-
ხრა, რომ ნაგვის ურნაში ჩამეგდო. დამეზარა და ჯიბეში ჩავი-
დე. დღეს დილით კი გამახსენდა და აღმოვაჩინე, რომ ისევ იქ
იყო. ასე რომ, ახლა ეს ჩემი სუვენირია.
– საზიზღრობაა, – თქვა მისის ბანტრიმ.
– თქვენ ასე ფიქრობთ? – თავაზიანად მიუგო პიტერმა.
– სხვა სუვენირიც ხომ არ გაქვთ? – ჰკითხა ბიჭს სერ ჰენ-
რიმ.
– არ ვიცი, შესაძლოა, იყოს კიდეც საინტერესო.
– იქნებ აგვიხსნათ, ყმაწვილო? პიტერმა ჩაფიქრებული მზე-
რა მიაპყრო სერ ჰენრის, შემდეგ კი კონვერტი ამოიღო, რო-
მელშიც ყავისფერი ზონრის ნაგლეჯი იდო.
– ეს ჯორჯ ბარტლეტის ფეხსაცმლის ზონრის ნაგლეჯია. დი-
ლით კართან მის ფეხსაცმელს მოვკარი თვალი და მაშინვე
მოვაჭერი ცოტა. ყოველი შემთხვევისთვის.

127 მკითხველთა ლიგა


– რომელი შემთხვევისთვის?
– ცხადია, იმ შემთხვევისთვის, თუ აღმოჩნდება, რომ
მკვლელობა მან ჩაიდინა. ის ხომ უკანასკნელი იყო, ვინც რუბი
ნახა. ეს კი, თვითონაც იცით, რომ ყოველთვის ძალზე საეჭვოა.
უკვე სადილის დროა. არა? საშინლად მომშივდა. ჩაისა და ვახ-
შამს შორის დრო საშინლად იწელება. ჰეი, ეს ხომ ბიძია ჰუ-
გოა! არ ვიცოდი, თუ დედამ მოსვლა სთხოვა. ყოველთვის
ასე იქცევა, როდესაც რთულ მდგომარეობაშია, აი, ჯოზიც
მოდის. გამარჯობა, ჯოზი! ტერასაზე მომავალი ჯოზეფინა ტერ-
ნერი გაოცებული შეჩერდა
– არ მოელოდა, რომ აქ მისის ბანტრისა და მის მარპლს
შეხვდებოდა. მისის ბანტრიმ მას თავაზიანად მიმართა:
– გამარჯობა, მის ტერნერ. ჩამოვედით, რათა გამოძიებაში
ჩვენი მცირედი წვლილიც შევიტანოთ. ჯოზიმ ირგვლივ დაბ-
ნეულად მიიხედ-მოიხედა და ხმადაბლა წარმოთქვა:
– ეს საშინელებაა. ჯერჯერობით არავინ არაფერი იცის. გა-
ზეთებს ვგულისხმობ. ვფიქრობ, მალე ყველა მე დამესევა შე-
კითხვებით და უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდები. არც
კი ვიცი, რა უნდა ვთქვა. მან ნაღვლიანად შეხედა მის მარპლს,
რომელმაც უთხრა:
– დიახ, ვშიშობ, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩ-
ნდებით. ჯოზი თანაგრძნობის სიტყვებმა ცოტათი გაამხნევა.
– მისტერ პრესკოტმა მითხრა, რომ მომხდარის შესახებ
კრინტი არავისთან დავძრა, მაგრამ ეს არც ისე ადვილია. ყვე-
ლა ცდილობს, რომ რამე მკითხოს და მათ აგდებულად ხომ
ვერ მოვექცევი? მისტერ პრესკოტმა მითხრა, იმედი მაქვს, ძვე-
ლებურად შეასრულებ საქმეს, ამ ყველაფერს მეც განვიცდიო.
ცხადია, ვცდილობ, არ დავაღალატო. მე ხომ სასაყვედურო
არაფერი ჩამიდენია?
– ნებას მომცემთ, რომ პირდაპირი შეკითხვა დაგისვათ, მის
ტერნერ? – ჰკითხა სერ ჰენრიმ.
– დიახ, შეგიძლიათ, ყველაფერი მკითხოთ, – მიუგო ჯოზიმ
ცოტა არაგულწრფელად.
– რამე უსიამოვნება ხომ არ გქონდათ ამ საქმესთან დაკავ-
შირებით მისის ჯეფერსონთან და მისტერ გესკელთან?

128 მკითხველთა ლიგა


– მკვლელობას გულისხმობთ?
– არა, მკვლელობას არ ვგულისხმობ. ჯოზი იდგა და თი-
თებს აწვალებდა, შემდეგ კი საკმაოდ კუშტი სახით უპასუხა:
– ჰოც და არაც, თუ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ. მათ ჩემ-
თვის არაფერი უთქვამთ, მაგრამ ვფიქრობ, გულში მე მაბრა-
ლებდნენ ყველაფერს, ანუ მისტერ ჯეფერსონის მიერ რუბი-
სადმი გამოჩენილ ინტერესს. თუმცა ბრალი არაფერში მიმიძ-
ღვის. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამ მოხდებოდა.
მე... მეც ძალიან განცვიფრებული ვიყავი. ამ სიტყვებმა გულ-
წრფელად გაიჟღერა.
– მჯერა, რომ ასე იყო, – თავაზიანად დაეთანხმა სერ ჰენრი,
– ალბათ, განსაკუთრებით გაოცდით, როდესაც მისტერ ჯე-
ფერსონმა შვილად აყვანის შესახებ განაცხადა? ჯოზიმ ნიკაპი
მაღლა ასწია.
– ეს ხომ პატარა იღბალი იყო, ასე არ არის? იღბალმა ყვე-
ლას შეიძლება გაუღიმოს. მან ოდნავ გამომწვევად მოავლო
მზერა იქ მყოფთ, ტერასა დატოვა და სასტუმროსკენ გაემარ-
თა.
– არა მგონია, მისი გაკეთებული იყოს, – სასამართლოს
მსაჯულივით თქვა პიტერმა.
– ამ ფრჩხილის ნატეხმა ძალიან დამაინტერესა, – ხმადაბ-
ლა ჩაილაპარაკა მის მარპლმა, – მე ხომ მოსვენებას არ მაძ-
ლევდა... მისი ფრჩხილები.
– ფრჩხილები? – ჩაეკითხა სერ ჰენრი.
– გარდაცვლილი გოგონას ფრჩხილები, – აუხსნა მის ბან-
ტრიმ, – ისინი თითქმის ძირში ჰქონდა მოჭრილი, რაც ახლა
გამახსენდა, როცა ჯეინმა ახსენა. არადა, მისი პროფესიის ქა-
ლიშვილები ლამის კლანჭებს ატარებენ.
– დიახ, – თქვა მის მარპლმა, – მაგრამ თუ მას ერთი ფრჩხი-
ლი მოსტყდა, დანარჩენებიც მის დონეზე უნდა გაესწორებინა.
საინტერესოა, კიდევ ხომ არ უპოვიათ მის საძინებელში მოჭ-
რილი ფრჩხილები? სერ ჰენრიმ მოხუც ქალბატონს ცნობის-
მოყვარეობით შეხედა.
– აუცილებლად ვკითხავ სუპერინტენდანტ ჰარპერს, რო-
გორც კი დაბრუნდება, – თქვა მან.

129 მკითხველთა ლიგა


– საიდან დაბრუნდება? – იკითხა მის მარპლმა, – ნუთუ ისევ
გოსინგტონში გაემგზავრა? სერ ჰენრიმ სერიოზული სახე მი-
იღო:
– არა. კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა. კარიერში დამწვარი
მანქანა იპოვეს. მის მარპლს სუნთქვა შეეკრა.
– ვინმე თუ იყო მანქანაში?
– ვშიშობ, რომ – კი.
– ვფიქრობ, ეს დაკარგული სკაუტი გოგონა იქნება, პამელა
რივზი, – სევდიანად დაასკვნა მის მარპლმა. სერ ჰენრი გაოც-
და.
– ღვთის გულისთვის, ეს საიდან მოიტანეთ? მის მარპლი
საკმაოდ შეცბუნდა.
– რადიოთი შევიტყვეთ, რომ, გასული საღამოდან მოყოლე-
ბული,
იგი შინ არ დაბრუნებულა. გოგონა დეინლეივეილში ცხოვ-
რობდა. აქედან არცთუ ისე შორს. უკანასკნელად იგი სკაუტე-
ბის ზეიმზე ნახეს დეინბერი-დაუნსში. ეს მართლაც ძალიან ახ-
ლოსაა. შინისკენ მიმავალს დეინმუთი უნდა გაევლო. ყველა-
ფერი ემთხვევა, ხომ ასეა? შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მან
შემთხვევით დაინახა ან გაიგონა რაღაც, რაც მკვლელისთვის
საფრთხეს წარმოადგენდა. ამიტომაც იგი თა– ვიდან მოიშო-
რეს. ეს ორი ფაქტი შესაძლოა ერთმანეთს უკავშირდებოდეს,
ხომ ასეა? სერ ჰენრიმ ხმას დაუწია:
– მაშასადამე, მეორე მკვლელობა?
– რატომაც არა? – ორი ადამიანის უშფოთველი მზერა ერ-
თმანეთს შეხვდა, – როდესაც ვინმე ერთ მკვლელობას ჩაი-
დენს, იგი არც მეორე მკვლელობის ჩადენას მოერიდება და
აღარც მესამის.
– მესამის? ხომ არ ფიქრობთ, რომ მესამეც მოხდება?
– ვფიქრობ, შესაძლებელია... დიახ, სავსებით შესაძლებე-
ლია.
– მაშინებთ, მის მარპლ, – თქვა სერ ჰენრიმ, – იცით, ვინ
შეიძლება მოკლან?
– მაქვს რაღაც მოსაზრება.

130 მკითხველთა ლიგა


ნაწილი მეათე
I

სუპერინტენდანტი ჰარპერი იდგა და დანახშირებულ ჯარ-


თის გროვას შეჰყურებდა. ასეთ მანქანას დამწვარი და გაშავე-
ბული გვამის გარეშეც ვერ შეხედავდა გულგრილად კაცი. ვე-
ნის კარიერი დასახლებულ პუნქტებს დაშორებული, მიყრუე-
ბული ადგილი იყო, დეინმუთიდან ორი მილის მანძილზე მდე-
ბარეობდა. მისკენ ერთი ვიწრო, ოღროჩოღრო გზა მიდიოდა,
რომელიც იქვე მთავრდებოდა. იგი კარგა ხანია გაეუქმებინათ
და იქ მხოლოდ მაყვლის საკრეფად წასული ხალხი თუ შეივ-
ლიდა. იდეალურ ადგილს წარმოადგენდა მანქანის თავიდან
მოსაცილებლად. აქ მას რამდენიმე კვირის განმავლობაში ვე-
რავინ მიაგნებდა, მაგრამ შემთხვევით, როდესაც მზიან ამინ-
დში აელვარდა, სამუშაოდ მიმავალი მუშა, ალბერტ ბიგზი, გა-
დააწყდა. ეს უკანასკნელი ჯერაც იქ იმყოფებოდა. რაც იცოდა,
უკვე მოეყოლა, მაგრამ კვლავ იმეორებდა მის თავს გადახდე-
ნილ ამაღელვებელ ამბავს, რომელსაც სხვადასხვა დეტალით
ამკობდა.
– დალახვროს ეშმაკმა, ეს რა არის-მეთქი? ცა განათდა. ერ-
თი პირობა, კოცონი მეგონა, მაგრამ ვენის კარიერში კოცონს
რა უნდოდა? არა, ვთქვი მე, ეს ხანძარს უფრო ჰგავს. მაგრამ
რას უნდა გასჩენოდა ხანძარი? იქ არც სახლი იდგა და არც
ფერმა. არ ვიცოდი, რა მექნა. უცებ კონსტებლს მოვკარი თვა-
ლი, რომელიც ველოსიპედზე იჯდა, და მას მოვუყევი ყველა-
ფერი. მიმართულებაც მივუთითე. თვალისმომჭრელი შუქი გა-
მოჩნდა ცაზე, იქნებ თივის ზვინები დაიწვა-მეთქი. ვინმე მაწან-
წალამ თუ წაუკიდა ცეცხლი. რას წარმოვიდგენდი, თუ ეს მან-
ქანა იქნებოდა, მით უმეტეს – მასში ცოცხლად დამწვარი ადა-
მიანი. ცხადია, საშინელი ტრაგედიაა. გლენშირის პოლიცია
მაშინვე შეუდგა საქმეს. ფოტოაპარატები აჩხაკუნეს, სურათე-
ბი გადაიღეს. პოლიციის ექიმმა დანახშირებული გვამი დაათ-
ვალიერა, შემდეგ ჰარპერისკენ გაემართა, თან ხელებიდან
შავ ფერფლს იფერთხავდა, ტუჩები მაგრად მოეკუმა.
131 მკითხველთა ლიგა
– კარგად უმუშავიათ, – თქვა მან, – მხოლოდ ერთი ტერფი-
სა და ფეხსაცმლის ნაწილი გადარჩა. ამჟამად ვერ ვიტყვი, გვა-
მი ქალისაა თუ კაცის, მაგრამ ძვლების მიხედვით გარკვეული
დასკვნის გაკეთებას შევძლებთ. ფეხსაცმელი კი სკოლის მოს-
წავლე გოგონასას ჰგავს.
– ეს ის სკოლის მოსწავლე გოგონაა, მეზობელ საგრაფოში,
აქვე, ჩვენთან ახლოს რომ დაიკარგა, – თქვა ჰარპერმა, – და-
ახლოებით თექვსმეტი წლის იყო.
– მაშინ მისი ყოფილა, – თქვა ექიმმა, – საბრალო ბავშვი.
– ცოცხალი თუ იყო, როდესაც...
– ჰარპერს სიტყვა გაუწყდა.
– არა, არა მგონია. აშკარაა, რომ გადმოსვლა არც უცდია.
ვფიქრობ, როდესაც აქ მოიყვანეს, უკვე მკვდარი იყო. ავტო-
მობილს კი ცეცხლი მტკიცებულებების განადგურების მიზნით
წაუკიდეს. იგი გაჩუმდა, შემდეგ კი იკითხა: – კიდევ გჭირდე-
ბით? – არა, გმადლობთ.
– კარგი, მაშ წავალ. ექიმი თავისი მანქანისკენ წავიდა. ჰარ-
პერი იქით გაემართა, სადაც მისი ერთ-ერთი სერჟანტი, მანქა-
ნების სპეციალისტი, რაღაცას საქმიანობდა. მან მოახლოე-
ბულ უფროსს ახედა.
– ყველაფერი ცხადია, სერ. ბენზინი გადაასხეს და დაწვეს.
სამი ცარიელი ბიდონი ვიპოვეთ. ცოტა მოშორებით მეორე
სერჟანტი ფრთხილად იღებდა შემთხვევის ადგილიდან პატა-
რა საგნებს. ეს იყო დამწვარი შავი ტყავის ფეხსაცმელი და რა-
ღაც გაშავებული ნივთი. როდესაც ჰარპერი მასთან მივიდა,
თავი ასწია და შესძახა: – შეხედეთ, სერ. ეს ღილს ჰგავს. ჰარ-
პერმა ნივთი გამოართვა და თქვა: – სკაუტი გოგონას ფორმი-
დან? – დიახ, სერ.
– თუ ასეა, ეს საქმეს ნათელს ჰფენს, – თქვა ჰარპერმა. წე-
სიერი და გულკეთილი სუპერინტენდანტი უსიამოვნოდ შეიშ-
მუშნა. ჯერ რუბი კინი, ახლა კიდევ ეს ბავშვი, პამელა რივზი.
"აქ როგორ გაჩნდა?" – გაივლო გულში. გადაწყვიტა, ჯერ მთა-
ვარი კონსტებლისთვის დაერეკა, ხოლო შემდეგ პოლკოვნიკ
მელჩეტს შეხვედროდა. პამელა რივზი რედფორდშირში გა-
უჩინარდა, მისი გვამი კი გლენშირში იპოვეს.ბოლოს ყველაზე

132 მკითხველთა ლიგა


უსიამოვნო დავალება ელოდებოდა – ეს საშინელი ამბავი პა-
მელა რივზის მშობლებისთვის უნდა ეცნობებინა...

II

სუპერინტენდანტმა ჰარპერმა ჩაფიქრებული მზერა შეავ-


ლო ბრეისაიდის ფასადს. კოხტა ვილა იყო, აკრ-ნახევარზე გა-
შენებული ბაღით. ამგვარ სახლებს სოფელში ბოლო ოცი
წლის განმავლობაში აშენებდნენ. ისინი, ძირითადად, პენსია-
ზე გასულ სამხედროებსა და სახელმწიფო ჩინოვნიკებს ეკუთ-
ვნოდათ. წესიერი, ღირსეული ხალხი იყო, თუმცა, შესაძლოა,
ოდნავ მოსაწყენი. იმდენ ფულს ხარჯავდნენ, რომ შვილების-
თვის განათლების მისაცემად ხელი არ შეშლოდათ. მათი შემ-
ხედვარე, ტრაგედია არასდროს გაგახსენდებოდათ. მაგრამ
ტრაგედიამ მაინც მიაკითხა მათ. ჰარპერმა ამოიოხრა. რო-
გორც კი სასტუმრო ოთახში შევიდა, ნაცრისფერულვაშიანი
მამაკაცი და თვალებდაწითლებული ქალი სკამებიდან წამოხ-
ტნენ.
– პამელაზე შეიტყვეთ რამე? – მოუთმენლად შესძახა ქალ-
მა, შემდეგ უკან დაიხია, რადგან სუპერინტენდანტის თვალებ-
ში თანაგრძნობა ამოიკითხა.
– ვშიშობ, ცუდი სიახლის მოსმენა მოგიწევთ, – თქვა ჰარ-
პერმა.
– პამელა...
– ენა დაება ქალს.
– ბავშვს რამე შეემთხვა? – მკვეთრი ხმით იკითხა მაიორმა
რივზმა.
– დიახ, სერ.
– იმის თქმა ხომ არ გსურთ, რომ ცოცხალი აღარ არის?
– ოჰ, არა, არა! – იყვირა ქალმა და აქვითინდა. მაიორმა
რივზმა ცოლს მხრებზე ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა,
იმავდროულად, კითხვის გამომხატველი მზერა მიაპყრო ჰარ-
პერს, რომელმაც თავი ჩაქინდრა.
– უბედური შემთხვევა?

133 მკითხველთა ლიგა


– არც მთლად, მაიორო რივზ. იგი კარიერში, დამწვარ ავ-
ტომობილში აღმოაჩინეს.
– მანქანაში? კარიერში? კაცი აშკარად გაოცებული ჩანდა.
თავზარდაცემული მისის რივზი ქვითინით დაეშვა დივანზე.
– ეს რას ნიშნავს? – მკვახედ იკითხა მაიორმა რივზმა,
– ვიღაც უკეთურის ნამოქმედარია?
– ასეთი პირი უჩანს, სერ. ამიტომაც მინდოდა თქვენთვის
რამდენიმე შეკითხვის დასმა, თუ პასუხის გაცემას შეძლებთ.
– დიახ, დიახ, მართალი ბრძანდებით. თუ რასაც ამბობთ,
სიმართლეა, წუთის დაკარგვა არ შეიძლება. მაგრამ ვერ ვიჯე-
რებ. ვის უნდა ნდომოდა ცუდი პამელასნაირი ბავშვისთვის?
– თქვენ უკვე შეატყობინეთ ადგილობრივ პოლიციას შვი-
ლის გაუჩინარების დეტალები. იგი სკაუტების შეკრებაში მო-
ნაწილეობის მისაღებად გაემგზავრა და შინ ვახშმობის დრო-
ისთვის უნდა დაბრუნებულიყო. ასეა?
– დიახ.
– ავტობუსს უნდა გამოჰყოლოდა?
– დიახ.
– მისი მეგობარი გოგონებისგან შევიტყვეთ, რომ შეკრების
დასრულების შემდეგ პამელა დეინმუთში, "ვულვორტსის" მა-
ღაზიაში შევლასა და ბოლო რეისის ავტობუსით დაბრუნებას
აპირებდა. ამაში რამე უცნაურობას ხომ ვერ ხედავთ?
– არა, პამელას ძალიან უყვარდა "ვულვორტსში" სიარული.
ხშირად მიდიოდა ხოლმე დეინმუთში საყიდლებზე. ავტობუსმა
მთავარ გზაზე აქედან დაახლოებით მეოთხედი მილის მან-
ძილზე უნდა ჩაიაროს.
– ხომ არ იცით, სხვა გეგმა ხომ არ ჰქონდა?
– არა.
– დეინმუთში ვინმეს ხომ არ უნდა შეხვედროდა?
– არა, ამაში დარწმუნებული ვარ. რამეს იტყოდა. ჩვენ მას
ვახშმობის დროისთვის ველოდებოდით. როცა საკმაოდ შეაგ-
ვიანდა, პოლიციაში დავრეკეთ.
– არასასურველი მეგობრები ხომ არ ჰყავდა? ანუ ისეთები,
რომლებიც არ მოგწონდათ?
– არა, ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ გვქონია.

134 მკითხველთა ლიგა


– პამელა, თავის ასაკთან შედარებით, ჯერაც ბავშვი იყო, –
თქვა თვალცრემლიანმა მისის რივზმა, – თამაში და მსგავსი
გართობა უყვარდა. მომწიფებამდე ბევრი აკლდა.
– მისტერ ჯორჯ ბარტლეტს ხომ არ იცნობთ, რომელიც დე-
ინმუთში, სასტუმრო "მაჯესტიკშია" გაჩერებული?
– არასდროს მსმენია მის შესახებ, – თქვა გაოცებულმა მაი-
ორმა რივზმა.
– როგორ ფიქრობთ, თქვენი ქალიშვილი თუ იცნობდა მას?
– დარწმუნებული ვარ, რომ არა, – განაცხადა კაცმა და
მკვეთრი ხმით დაამატა:
– მას რა კავშირი აქვს ამ საქმესთან?
– "მინიონ-14", რომელშიც თქვენი ქალიშვილი იპოვეს,
სწორედ მას ეკუთვნის.
– მაშინ ის უნდა იყოს...
– შესძახა მისის რივზმა.
– მან შეგვატყობინა, – სწრაფად ჩაურთო ჰარპერმა, – რომ
გუშინ, სადილობამდე, მისი მანქანა სასტუმრო "მაჯესტიკის"
ეზოში იდგა, შემდეგ კი გაქრა.
– ვერავინ დაინახა, შიგ ვინ ჩაჯდა? სუპერინტენდანტმა თა-
ვი გადააქნია.
– დღის განმავლობაში ათობით ავტომობილი შემოვიდა და
გავიდა. "მინიონ-14" კი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული
მარკაა.
– რატომ არაფერს აკეთებთ? – იყვირა მისის რივზმა,
– რატომ არ ეძებთ იმ არაკაცს, ვინც ეს ჩაიდინა? ჩემი გო-
გონა... ჩემი პატარა გოგონა... ის მანქანაში არ დამწვარა, ხომ
ასეა? ოჰ, პამელა, პამელა...!
– მას არ უწვალია, მისის რივზ. გარწმუნებთ, იგი უკვე გარ-
დაცვლილი იყო, როდესაც მანქანას ცეცხლი წაუკიდეს.
– როგორ მოკლეს? – ცივად იკითხა მაიორმა რივზმა.
– არ ვიცით. ხანძარმა ყველა მტკიცებულება გაანადგურა.
იგი დივანზე მჯდომ, მწუხარებისგან ლამის გაგიჟებულ ქალს
მიუბრუნდა და უთხრა:

135 მკითხველთა ლიგა


– დამიჯერეთ, მისის რივზ, ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შე-
საძლებელია. ყველაფერს ვამოწმებთ. ადრე თუ გვიან მივაგ-
ნებთ მას, ვინც თქვენი ქალიშვილი გუშინ დეინმუთში ნახა. და
იმასაც შევიტყობთ, თუ ვისთან ერთად იყო. მოგეხსენებათ,
ყველაფერს დრო სჭირდება. ჩვენ სხვადასხვა მხრიდან ათო-
ბით, ასობით შეტყობინება შემოგვივა სკაუტი გოგონების შეკ-
რების შესახებ. ისინი დამუშავებას მოითხოვს. ასე რომ, მოთ-
მინებით უნდა აღიჭურვოთ. მაგრამ გჯეროდეთ, სიმართლეს
მაინც დავადგენთ.
– სად... სად არის ჩემი შვილი? შეიძლება, მასთან წავიდე?
სუპერინტენდანტმა ჰარპერმა კვლავ დაიჭირა მაიორ რივზის
მზერა და თქვა:
– მას ახლა ექიმი დასტრიალებს თავს. აჯობებს, თქვენი ქმა-
რი გამომყვეს ყველა ფორმალობის მოსაგვარებლად. იმავ-
დროულად, სცადეთ და ყველაფერი გაიხსენეთ, რაც კი პამე-
ლამ გითხრათ და მაშინ თქვენ ყურადღება არ მიაქციეთ, მაგ-
რამ რამაც, სიტყვა იქნება თუ ფრაზა, საქმეს, შესაძლოა, ნათე-
ლი მოჰფინოს. ამაზე უკეთ ვერაფრით დაგვეხმარებით. როდე-
საც ორი მამაკაცი კარისკენ გაემართა, მაიორმა რივზმა სუპე-
რინტენდანტს ფოტოსურათზე მიუთითა და უთხრა:
– აი, ჩვენი შვილი.ჰარპერმა სურათს ყურადღებით შეხედა.
მასზე ჰოკეის გუნდი იყო აღბეჭდილი. პამელა შუაში იდგა.
"მშვენიერი ბავშვია", – გაიფიქრა ჰარპერმა, როდესაც ნაწნა-
ვიანი გოგონას სერიოზულ სახეს მოჰკრა თვალი. როგორც კი
მანქანაში ნაპოვნი დანახშირებული სხეული გაახსენდა, სუპე-
რინტენდანტმა ტუჩები კვლავ მაგრად მოკუმა. მან გუნებაში
დაიფიცა, რომ პამელა რივზის სიკვდილი გლენშირის ამოუხ-
სნელ საიდუმლოდ არ დარჩებოდა. საკუთარ თავს გამოუტ-
ყდა, რომ, რუბი კინთან შედარებით, მისი უბედურება გულთან
უფრო ახლოს მიიტანა და მანამ არ მოისვენებდა, სანამ
მკვლელს, კაცი იქნებოდა თუ ქალი, არ დაიჭერდა.

136 მკითხველთა ლიგა


ნაწილი მეთერთმეტე
I

ერთი-ორი დღის შემდეგ სუპერინტენდანტმა ჰარპერმა და


პოლკოვნიკმა მელჩეტმა, რომლებიც ამ უკანასკნელის დიდ
მაგიდასთან იდგნენ, ერთმანეთს გადახედეს. ჰარპერი ახლა-
ხან დაბრუნებულიყო მაჩ-ბენჰემიდან უფროსთან საკონსულ-
ტაციოდ.
– მაშასადამე, ჩვენ ვიცით, სადაც ვართ, – თქვა სახემოღუ-
შულმა მელჩეტმა, – ან, უფრო სწორად, სადაც არ ვართ.
– "სადაც არ ვართ" უფრო ზუსტი უნდა იყოს, სერ.
– ორი მკვლელობა მოხდა, – თქვა მელჩეტმა, – ახლა ორი
მოკლული გვყავს. რუბი კინი და პატარა პამელა რივზი. საბ-
რალო ბავშვის ამოცნობა მხოლოდ მამამისმა მოახერხა დამ-
წვარი ფეხსაცმლის მიხედვით. სკაუტების ფორმის ღილიც გა-
მოგვადგა. საშინელებაა, სუპერინტენდანტო. სუპერინტენ-
დანტი ჰარპერი ჩუმად დაეთანხმა:
– მართალი ბრძანდებით, სერ.
– ექიმის დასკვნის თანახმად, იგი უკვე მკვდარი იყო, როდე-
საც უკანა სავარძელზე დააგდეს და მანქანას ცეცხლი წაუკი-
დეს. ესეც შეღავათია. იმაზე მაინც არ ვიფიქრებთ, რომ ცოც-
ხლად დაიწვა. როგორც ჩანს, საბრალო ბავშვს თავში ჩაარ-
ტყეს.
– ან გაგუდეს, – თქვა ჰარპერმა. მელჩეტმა მას კუშტად შე-
ხედა.
– ასე გგონიათ? – ზოგიერთი მკვლელი ერთსა და იმავე
ხერხს იყენებს, სერ.
– ვიცი. მშობლებს შევხვდი – საცოდავი გოგონას დედა ლა-
მის შეიშალოს. დალახვროს ეშმაკმა, რა უბედურებაა. უნდა
დავადგინოთ, არის თუ არა კავშირი ამ ორ საქმეს შორის.
– ვფიქრობ, აუცილებლად არის.
– მეც ასე მგონია. სუპერინტენდანტმა თითებზე ჩამოთვალა
მნიშვნელოვანი მომენტები.

137 მკითხველთა ლიგა


– პამელა რივზი სკაუტი გოგონების ზეიმში მონაწილეობდა,
რომელიც დეინბერის დიუნებში გაიმართა. მეგობრების
თქმით, იგი თავს ჯანმრთელად და მხიარულად გრძნობდა.
მაგრამ მედჩესტერისკენ მიმავალი ავტობუსით უკან აღარ
დაბრუნებულა. სამი მეგობრისთვის უთქვამს, რომ დეინმუთ-
ში, "ვულვორტსის" მაღაზიაში უნდა შეევლო რაღაცის საყიდ-
ლად, საიდანაც უფრო გვიანი რეისით გამოემგზავრებოდა.
მთავარი გზით იქ მოსახვედრად მას შორიდან უნდა მოევლო.
პამელამ მოკლე გზით გადაწყვიტა წასვლა, ორი მინდორი გა-
დაჭრა და ბილიკს დაადგა, რომლითაც სასტუმრო "მაჯესტიკს"
დასავლეთის მხრიდან მიუახლოვდებოდა. შესაძლოა, სწო-
რედ აქ დაინახა ან გაიგონა რაღაც ისეთი, რაც რუბი კინს უკავ-
შირდებოდა. ვთქვათ, მოესმა, როგორ დაუნიშნეს მას შეხვედ-
რა საღამოს თერთმეტი საათისთვის. მკვლელი მიხვდა, რომ
ეს მისთვის საფრთხის შემცველი იყო და გოგონა უნდა დაედუ-
მებინა.
– აქედან გამომდინარე, ჰარპერ, – თქვა პოლკოვნიკმა
მელჩეტმა, – რუბი კინის მკვლელობა სპონტანურად კი არ
მოხდა, არამედ წინასწარ დაიგეგმა. სუპერინტინდენტი ჰარპე-
რი დაეთანხმა.
– ასე მგონია, სერ. თუმცა, ერთი შეხედვით, ეს ეჭვიანობით
ან სხვა მიზეზით გამოწვეულ მოულოდნელ გააფთრებას უნდა
მოჰყოლოდა. ახლა სხვაგვარად ვფიქრობ. წინააღმდეგ შემ-
თხვევაში, როგორ ახსნით პატარა პამელას სიკვდილს? თუ
იგი დანაშაულს შეესწრო, ეს გვიან საღამოს, თერთმეტი სა-
ათისთვის უნდა ყოფილიყო. რა უნდოდა ბავშვს ამ დროს სას-
ტუმრო "მაჯესტიკთან"? მისი მშობლები ხომ უკვე ცხრა საათის-
თვის აწრიალდნენ.
– შესაძლოა, სხვა ვერსიაც არსებობდეს: იგი დეინმუთში
ოჯახისა და მეგობრებისთვის უცნობ ადამიანთან შესახვედ-
რად წავიდა. მაშინ მის სიკვდილს მეორე მკვლელობასთან
კავშირი არ აქვს.
– დიახ, სერ, მაგრამ არა მგონია, ასე ყოფილიყო. ყურად-
ღება მიაქციეთ, რომ არც ის ხანდაზმული ქალბატონი, მის

138 მკითხველთა ლიგა


მარპლი გამორიცხავს ამ ორ შემთხვევას შორის კავშირის არ-
სებობას. პირველ რიგში ის იკითხა, დამწვარ მანქანაში და-
კარგული სკაუტი გოგონას, პამელა რივზის გვამი ხომ არ აღ-
მოჩნდაო. ძალიან გამჭრიახი გონება აქვს.
– მის მარპლი პირველად როდი ამჟღავნებს ასეთ შორ-
სმჭვრეტელობას, – ცივად თქვა პოლკოვნიკმა მელჩეტმა.
– არც მისტერ ჯორჯ ბარტლეტის მანქანა დაგვავიწყდეს,
სერ. ჩემი აზრით, მისი კვალი აუცილებლად მიგვიყვანს სას-
ტუმრო "მაჯესტიკამდე". მათ კვლავ შეხედეს ერთმანეთს.
– ჯორჯ ბარტლეტი? – თქვა მელჩეტმა, – იქნებ ის არის?
თქვენ რას იტყვით? ჰარპერი, ჩვეულებისამებრ, მეთოდურად
შეუდგა მსჯელობას.
– რუბი კინი უკანასკნელად ჯორჯ ბარტლეტთან ერთად ნა-
ხეს. კაცმა თქვა, რომ ქალიშვილი თავის ოთახში წავიდა (ამას
სავარძელზე გადაფენილი მისი სამეჯლისო კაბაც ადასტუ-
რებს). მაგრამ იქნებ ტანსაცმელი სწორედ მასთან შეხვედრის
მიზნით გამოიცვალა? ხომ შეეძლოთ ამის შესახებ წინასწარ,
ვთქვათ, ვახშმობის წინ მოელაპარაკათ? სასტუმროსთან კი ეს
საუბარი შემთხვევით პამელას მოესმინა? – ბარტლეტმა თავი-
სი მანქანის დაკარგვის თაობაზე მხოლოდ მეორე დილით შეგ-
ვატყობინა, – თქვა მელჩეტმა, – თანაც ძალზე არეულ-დარეუ-
ლად ლაპარაკობდა. მაგალითად, ვერ გაიხსენა, როდის ნახა
უკანასკნელად მანქანა სასტუმროს ეზოში.
– შესაძლოა, ასე განზრახ მოიქცა. ჩემი აზრით, ან ძალიან
ჭკვიანი კაცია, რომელიც თავს იკატუნებს, თითქოს იდიოტია,
ან მართლაც იდიოტია.
– პირველ რიგში, მოტივი გვჭირდება, – განაცხადა მელ-
ჩეტმა, – უმოტივოდ რატომ უნდა დაეხრჩო ბარტლეტს რუბი
კინი? – დიახ, სწორედ მოტივი გვირთულებს საქმეს ყოველ-
თვის. როგორც ვხვდები, ბრიქსველის "ცეკვების სასახლიდა-
ნაც" უსარგებლო ინფორმაცია მოვიდა.
– აბსოლუტურად უსარგებლო, ჰარპერ. ყველა ამბობს,
რომ იქ რუბი კინს ბოიფრენდი არ ჰყოლია. არადა, ხომ იცით
სლეკის ამბავი. ყველაფერს გულმოდგინედ შეისწავლიდა.
– დიახ, სერ, ასეა. მას არაფერი გამოეპარებოდა.

139 მკითხველთა ლიგა


– რამე ხელმოსაჭიდი რომ ყოფილიყო, აუცილებლად გა-
მოჩხრეკდა. სლეკმა იმათი სია შეადგინა, ვინც ერთხელ მაინც
ეცეკვა რუბი კინს. ყველა გადავამოწმეთ და ვერაფერი აღმო-
ვაჩინეთ. უწყინარი ახალგაზრდები არიან. თანაც იმ ღამესთან
დაკავშირებით ყველას ალიბი აქვს.
– ოჰ, ეს ალიბი, – თქვა სუპერინტენდანტმა ჰარპერმა, –
როგორც კი რაღაც გამოჩნდება, მაშინვე ალიბს ვაწყდებით.
მელჩეტმა მას მკაცრად შეხედა.
– ასე ფიქრობთ? ეს საკითხი თქვენ უნდა გამოგეძიებინათ.
– დიახ, სერ. ყველაფერი საგულდაგულოდ გავაკეთეთ.
ლონდონიდან ჩვენს შეკითხვებზე პასუხები მივიღეთ.
– რა გაირკვა? – მისტერ კონვეის თქმით, მისტერ გესკელსა
და მისის ჯეფერსონს მომავალი უზრუნველყოფილი ჰქონდათ.
მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ორივე რთულ მდგომარეობაში ყო-
ფილა.
– ეს სიმართლეა? – სრული ჭეშმარიტებაა, სერ. მისტერ
კონვეი ჯეფერსონმა ბრძანა, რომ მნიშვნელოვანი თანხა გა-
დასცა თავის ქალ-ვაჟს, როდესაც ისინი დაქორწინდნენ. მაგ-
რამ მას შემდეგ ათ წელზე მეტი გავიდა. მისტერ ფრენკ ჯეფერ-
სონს მიაჩნდა, რომ ფინანსურ საკითხებში გამჭრიახობა არ აკ-
ლდა. ბირჟაზე თამაშისას ფრთხილობდა, სარისკო სპეკულა-
ციებზე არ მიდიოდა, მაგრამ არ გაუმართლა. გაანგარიშებაში
შეცდა და მისი აქციების ფასი ქვემოთ წავიდა. მისი ქვრივი
იმასაც კი ვეღარ ახერხებს, რომ შვილი წესიერ სკოლაში შეიყ-
ვანოს.
– მამამთილს ხომ არ სთხოვა დახმარება? – არა, სერ. სანამ
მასთან ცხოვრობს, ხარჯი არ ექნება.
– თანაც არც მოხუცს უწერია დიდი დღე, როგორც ეს მისი
ჯანმრთელობის მდგომარეობიდან ჩანს, არა? – მართალს
ბრძანებთ, სერ. რაც შეეხება მისტერ გესკელს, იგი მოთამაშეა
და ცოლის ქონება სწრაფად გაანიავა, ვალიც აიკიდა და ახლა
კუთხეშია მიმწყვდეული. მას მხოლოდ ფული კი არა, ბევრი
ფული სჭირდება.

140 მკითხველთა ლიგა


– ვერ ვიტყვი, რომ ის ჩემში სიმპათიას იწვევს, – თქვა პოლ-
კოვნიკმა მელჩეტმა, – თავზე ხელაღებული კაცია... რა? მოტი-
ვიც ჰქონდა. ხედავდა, რომ ოცდახუთი ათას გირვანქას კარ-
გავდა, თუ რუბი კინს გზიდან არ ჩამოიცილებდა. მშვენიერი
მოტივია.
– მოტივი ორივე მათგანს ჰქონდა.
– ჯერჯერობით მისის ჯეფერსონზე არ ვსაუბრობ.
– დიახ, სერ, ვიცი, რომ არ საუბრობთ. მაგრამ ალიბი ორი-
ვეს აქვს. ისინი ვერ შეძლებდნენ ამ დანაშაულის ჩადენას.
– დეტალურად გამოიკვლიეთ, რას აკეთებდნენ იმ საღა-
მოს? – დიახ, გამოვიკვლიე. ჯერ მისტერ გესკელის შესახებ
მოგახსენებთ. იგი თავის სიმამრთან და მისის ჯეფერსონთან
ერთად ვახშმობდა. მათ ყავაც მიირთვეს, როდესაც რუბი კინი
შეუერთდა. შემდეგ მისტერ გესკელმა განაცხადა, რომ წერი-
ლები ჰქონდა დასამთავრებელი და წავიდა. სინამდვილეში კი
მანქანის საჭეს მიუჯდა და ზღვისკენ გაემართა. ჩემთან საუბ-
რისას აღიარა, რომ მთელი საღამოს განმავლობაში ბრიჯის
თამაში მის ძალას აღემატებოდა. სამაგიეროდ, მოხუცი გიჟდე-
ბა ამ თამაშზე. ასე რომ, მისტერ გესკელისთვის წერილები
მხოლოდ წასვლის საბაბი იყო. რუბი კინი სასტუმროში დარჩა.
როდესაც გესკელი დაბრუნდა, ქალიშვილი რაიმონდ სტარ-
თან ერთად ცეკვავდა. შემდეგ იგი ჯეფერსონებს შეუერთდა და
სასმელი დალია. მოგვიანებით ბარტლეტს ხელკავი გამოსდო
და წავიდა. გესკელმა და დანარჩენებმა ახალი პარტია გააჩა-
ღეს. ეს ათ საათსა და ორმოცდარვა წუთზე დაიწყო, მაგიდიდან
მარკ გესკელი მხოლოდ შუაღამის შემდეგ ადგა. ეს ზუსტადაა
დადგენილი. ამას ყველა ადასტურებს – ოჯახის წევრები, ოფი-
ციანტები, ერთი სიტყვით, ყველა. ასე რომ, იგი მკვლელობას
ვერ ჩაიდენდა. მისის ჯეფერსონსაც იგივე ალიბი აქვს. მაგიდა
არც მას მიუტოვებია. ორივე თამაშგარეთაა. პოლკოვნიკი
მელჩეტი სკამზე გადაწვა და ქაღალდის საჭრელი გაატკაცუნა.
– ეს იმ შემთხვევაში, თუ გოგონა შუაღამემდეა მოკლული,
– დაამატა სუპერინტენდანტმა ჰარპერმა.
– ჰეიდოკი ასე ამტკიცებს. იგი გამოცდილი მუშაკია. რად-
გან ასე თქვა, მაშასადამე, ასეა.

141 მკითხველთა ლიგა


– ზოგიერთმა მიზეზმა, მაგალითად, ჯანმრთელობის მდგო-
მარეობამ, ფიზიკურმა იდიოსინკრაზიამ12 და ასე შემდეგ, შე-
საძლოა, შეცდომა გამოიწვიოს.
– მივაწვდი ამ ინფორმაციას. მელჩეტმა საათს დახედა, ტე-
ლეფონის ყურმილი აიღო, ნომერი უკარნახა და თქვა:
– ჰეიდოკი ახლა შინ უნდა იყოს. დავუშვათ, რომ გოგონა
შუაღამის შემდეგ მოკლეს.
– მაშინ შესაძლოა, ამ საქმეში გარეულები იყვნენ. ორივე
მათგანი რამდენჯერმე გავიდა და შემოვიდა. წარმოვიდგი-
ნოთ, რომ გესკელმა ქალიშვილს სთხოვა, სადმე პირველის
ოც წუთზე შეხვედროდა. იგი რამდენიმე წუთით გავიდოდა, გო-
გონას დაახრჩობდა და დაბრუნდებოდა. გვამს კი ალიონზე
მოიცილებდა.
– და მანქანით ოცდაათ მილზე მეტს გაივლიდა, რათა გვამი
ბანტრის ბიბლიოთეკაში დაედო? სისულელეა, რეალობასთან
კავშირი არ აქვს, – თქვა მელჩეტმა.
– დიახ, გეთანხმებით, – მაშინვე აღიარა სუპერინტენდან-
ტმა. ამ დროს ტელეფონმა დარეკა. მელჩეტმა ყურმილი აიღო.
– ალო! ჰეიდოკ, თქვენ ხართ? შესაძლებელია თუ არა, რომ
რუბი კინი შუაღამის შემდეგ მოეკლათ? – მე უკვე გითხარით,
რომ იგი საღამოს ათ საათსა და შუაღამეს შორის არის მოკ-
ლული.
– დიახ, გასაგებია, მაგრამ რამეს ხომ არ შეეძლო ამ დროის
გადაწევა? – გამორიცხულია. როდესაც გეუბნებით, რომ
მკვლელობა შუაღამემდე მოხდა, მაშასადამე, იგი შუაღამემდე
მოხდა, და ნუ ყოფთ ცხვირს სამედიცინო მტკიცებულებებში.
– დიახ, მაგრამ ხომ შეიძლება არსებობდეს რამე ფიზიო-
ლოგიური... იცით, ალბათ, რასაც ვგულისხმობ.
– მე ის ვიცი, რომ არც კი გესმით, რას ლაპარაკობთ. გოგო-
ნა სრულიად ჯანმრთელი იყო, ყოველგვარი ანომალიის გარე-

12იდიოსინკრაზია – ავადმყოფური რეაქცია არასპეციფიკურ გამღიზია-


ნებლებზე.

142 მკითხველთა ლიგა


შე. არ ვაპირებ ფაქტის დამახინჯებას და ამით პოლიციის დახ-
მარებას, რათა მან ვიღაც საბრალო, ვისზეც ეჭვი აქვს, კუთხე-
ში მიიმწყვდიოს. გთხოვთ, არ გააპროტესტოთ. ვიცი თქვენი
მეთოდები. სხვათა შორის, გოგონა ჯერ ძლიერი ნარკოტიკით
გათიშეს და შემდეგ გაგუდეს, – ჰეიდოკმა ყურმილი დაკიდა.
– აჰა, ხომ ხედავთ, – თქვა სახემოღუშულმა მელჩეტმა.
– მეგონა, რომ კიდევ ერთ კვალს მივაგენი, – უთხრა ჰარ-
პერმა, – მაგრამ იმანაც ჩიხში შემიყვანა.
– რა კვალია? ვინ არის? – სიზუსტე რომ დავიცვა, მასზე
თქვენ მიმანიშნეთ, სერ. ბეზილ ბლეიკზე მოგახსენებთ. გოსინ-
გტონ-ჰოლის მახლობლად ცხოვრობს.
– ა-ა, ის თავხედი ახალგაზრდა? – პოლკოვნიკმა წარბი შე-
იჭმუხნა, როდესაც ბეზილ ბლეიკის აღმაშფოთებელი უხეშობა
გაახსენდა, – ის როგორღა შეიძლება იყოს ამ საქმეში გარე-
ული? – როგორც ჩანს, იგი რუბი კინს იცნობდა. ხშირად სადი-
ლობდა მასთან ერთად, ეცეკვებოდა კიდეც. გაიხსენეთ, რა
უთხრა ჯოზიმ რაიმონდს, როდესაც აღმოჩნდა, რომ რუბი გამ-
ქრალიყო. "იმ კინოსთან დაკავშირებულ კაცთან ხომ არ წავი-
დოდა?" დავადგინე, რომ ბლეიკს გულისხმობდა. მოგეხსენე-
ბათ, იგი "ლემვილ სტუდიაში" მუშაობს. ჯოზი მას მხოლოდ იმ
შემთხვევაში ახსენებდა, თუ იცოდა, რომ რუბის მისი ნახვა ძა-
ლიან უნდოდა.
– პერსპექტიული აზრია, ჰარპერ, ძალიან პერსპექტიული.
– არც ისე კარგია, როგორც ჟღერს, სერ. ბეზილ ბლეიკი იმ
საღამოს სტუდიაში გამართულ წვეულებას ესწრებოდა. გეცო-
დინებათ, ეს რაც არის. რვა საათზე კოქტეილით იწყებენ და
იქამდე მხიარულობენ, სანამ სიგარეტის კვამლში ერთმანე-
თის გარჩევა შეუძლიათ, შემდეგ კი იშლებიან. ინსპექტორმა
სლეკმა დაკითხვის შედეგად დაადგინა, რომ ბლეიკი მეგობ-
რებს შუაღამით დაშორდა. რუბი კინი ამ დროს უკვე მოკლული
იყო.
– ვინმე თუ ადასტურებს მის ნათქვამს? – მათი უმრავლესო-
ბა, სერ... ე-ე... ძალიან დათვრა. ერთი... ე-ე... ახალგაზრდა ქა-
ლი, რომელიც ახლა აქ არის, მის დინა ლი, ამკიცებს, რომ
ბლეიკი სიმართლეს ამბობს.

143 მკითხველთა ლიგა


– დიდი ვერაფერი მტკიცებულებაა! – გეთანხმებით, სერ.
წვეულების დანარჩენი მონაწილეებიც იმავეს აცხადებენ,
ოღონდ ზოგჯერ ცოტა ბუნდოვნად.
– სტუდია სად მდებარეობს? – ლემვილში, სერ, ლონდონის
სამხრეთ-დასავლეთით ოცდაათი მილის დაშორებით.
– ჰმ... თითქმის იმავე მანძილზე, რაც აქედან? – დიახ, სერ.
პოლკოვნიკმა მელჩეტმა ცხვირი მოისრისა და საკმაოდ უკმა-
ყოფილო კილოთი წარმოთქვა:
– რა გაეწყობა, მისი გამორიცხვაც მოგვიწევს.
– მეც ასე ვფიქრობ, სერ. მტკიცებულება არ გვაქვს, რომ მას
რუბი კინთან რამე აკავშირებს. თანაც, – სუპერინტენდანტმა
ჰარპერმა თავდაჭერილად ჩაახველა, – როგორც ჩანს, იგი
თავისი ახალგაზრდა ქალბატონით არის გატაცებული.
– მაშასადამე, – თქვა მელჩეტმა, – კვლავ ჩვენი უცნობი
მკვლელი, იდუმალი "იქსი", იმდენად იდუმალი, რომ მის
კვალს ინსპექტორმა სლეკმაც კი ვერ მიაგნო! ჯეფერსონის სი-
ძეს, შესაძლოა, უნდოდა კიდეც ქალიშვილის მოკვლა, მაგრამ
ამის გაკეთება არ შეეძლო. ასევე მის რძალს. ჯორჯ ბარტლეტს
ალიბი არა აქვს, მაგრამ არც მოტივი ჩანს. ახალგაზრდა ბლე-
იკს ალიბი აქვს, მოტივი კი – არა. სულ ეს არის! თუმცა არა,
ჩემი აზრით, მოცეკვავეც უნდა განვიხილოთ – რაიმონდ სტა-
რი. რაც უნდა იყოს, იგი ხშირად ხედავდა ქალიშვილს.
– დაუჯერებელია, რომ მას ქალიშვილის მიმართ დიდი ინ-
ტერესი გამოეჩინა, – ნელა წარმოთქვა ჰარპერმა, – ანდა
ბრწყინვალე მსახიობი ყოფილა. მაგრამ თუ დავფიქრდებით,
მასაც აქვს ალიბი. ათ საათსა და ორმოცი წუთიდან შუაღამემ-
დე იგი, მეტ-ნაკლებად, ყველას თვალწინ ტრიალებდა, სხვა-
დასხვა პარტნიორს ეცეკვებოდა. არ მესმის, როგორ უნდა ჩავ-
რთოთ საქმეში.
– ასე ჩვენ ვერავის ჩავრთავთ საქმეში, – თქვა პოლკოვნიკ-
მა მელჩეტმა.
– ჩვენი ყველაზე დიდი იმედი ჯორჯ ბარტლეტია. აი, მოტივს
რომ მივაგნოთ...

144 მკითხველთა ლიგა


– მისი წარსულით თუ დაინტერესდით? – დიახ, სერ. ერთა-
დერთი შვილი. დედის ნებიერი. დედა ერთი წლის წინ გარდა-
ეცვალა და მისგან დიდი მემკვიდრეობა ერგო. ახლა ფლან-
გვის მეტს არაფერს აკეთებს. სუსტი ხასიათისაა.
– იქნებ ფსიქიკურად გაუწონასწორებელია? – მელჩეტის
ხმაში იმედი გაკრთა. სუპერინტენდანტმა ჰარპერმა თავი და-
უქნია და თქვა:
– სერ, იქნებ სწორედ ეს იყოს კიდეც ამ შემთხვევის ახსნა?
– შეშლილი დამნაშავე? – დიახ, სერ. არსებობენ ახალგაზრდა
კაცები, რომლებსაც ქალიშვილების დახრჩობის სურვილი
აქვთ. ექიმებმა ამას რაღაც გრძელი სახელწოდება მოუძებნეს.
– ეს ყველა პრობლემას გადაგვიწყვეტდა, – თქვა მელჩეტ-
მა.
– ერთადერთი რამ არ მომწონს მასში, – ჩაილაპარაკა სუ-
პერინტენდანტმა ჰარპერმა.
– რა? – ძალიან უბრალო ახსნაა.
– ჰმ... დიახ... შესაძლოა. ასე რომ, როგორც დასაწყისში ვი-
კითხე, სად ვართ ახლა ჩვენ? – არსად, სერ, – მიუგო სუპერინ-
ტენდანტმა ჰარპერმა.

ნაწილი მეთორმეტე
I

კონვეი ჯეფერსონი ძილში შეინძრა და დაიჭიმა. გრძელი,


დაკუნთული ხელები საბანზე ზემოდან დაედო. კატასტროფის
შემდეგ მთელი სხეულის ძალას თითქოს მკლავებში მოეყარა
თავი. ფარდებიდან დილის ნაზი შუქი შემოდიოდა. კონვეი ჯე-
ფერსონმა გაიღიმა. ხანგრძლივი ძილის შემდეგ, როგორც ყო-
ველთვის, ახლაც ბედნიერი, გამოცოცხლებული, ძალამომა-
ტებული იღვიძებდა. ახალი დღე იწყებოდა! ერთ წუთს ასე იწ-
ვა. შემდეგ სასთუმალთან ჩაყენებულ ზარის ღილაკს დააჭირა
ხელი და მოულოდნელად ყველაფერი გაახსენდა. ედუარდს,
145 მკითხველთა ლიგა
რომელიც ოთახში ფეხაკრეფით, უჩუმრად შევიდა, პატრონის
მოგუდული კვნესა მოესმა. ფარდის გასაწევად მომზადებული
ედუარდი შეჩერდა და იკითხა: – ცუდად ხომ არ ხართ, სერ? –
არა, – მკვახედ მიუგო კონვეი ჯეფერსონმა, – მიდი, ფარდა გა-
დაწიე. ოთახი დილის ნათელში ჩაიძირა. გონებაგამჭრიახი
ედუარდი იდგა და პატრონს არ უყურებდა. სახემოღუშული
კონვეი ჯეფერსონი ფიქრებში წავიდა. თვალწინ კვლავ რუბის
საკმაოდ ლამაზი, მაგრამ უინტერესო სახე დაუდგა. ოღონდ
ფიქრისას ამ სიტყვას არ ხმარობდა ხოლმე. წუხელ მას უცოდ-
ველი უწოდა, გულუბრყვილო, უცოდველი ბავშვი! და ახლა?
კონვეი ჯეფერსონს საშინელი დაღლილობა მოეძალა. მან
თვალი გაახილა და წაიჩურჩულა:
– მარგარეტ... მარგარეტი მის გარდაცვლილ მეუღლეს ერ-
ქვა.

II

– მომწონს თქვენი მეგობარი, – უთხრა ადელაიდა ჯეფერ-


სონმა მისის ბანტრის. ისინი ტერასაზე ისხდნენ.
– ჯეინ მარპლი შესანიშნავი ქალია, – თქვა მისის ბანტრიმ.
– და ძალიან სასიამოვნო, – ღიმილით დაამატა ადიმ.
– ხალხი მას ჭორიკანას ეძახის, – თქვა მისის ბანტრიმ,
– თუმცა ნამდვილად არ არის ასე.
– მაგრამ ადამიანის ბუნებაზე საკმაოდ უარყოფითი შეხე-
დულება აქვს.
– შეიძლება ასეც ითქვას.
– როდესაც სიკეთის უთავბოლოდ თესვას უყურებ, სხვა აზ-
რი არც გიჩნდება, – თქვა ადელაიდა ჯეფერსონმა. მისის ბან-
ტრიმ მას მკაცრი მზერა მიაპყრო. ადიმ თავისი ნათქვამის ახ-
სნა სცადა:
– როდესაც მაღალ მატერიებზე ფიქრობ და უღირს არსებას
გააიდეალებ...
– რუბი კინს გულისხმობთ? ადიმ თავი დაუქნია.
– არ მინდა, მის მიმართ სასტიკი მოგეჩვენოთ. მასზე ნაწყე-
ნი არ ვარ. საბრალო პატარა ვირთხა. რაც უნდოდა, იმისთვის

146 მკითხველთა ლიგა


იბრძოდა. ცუდს ვერაფერს ვიტყვი. ჩვეულებრივი, საკმაოდ
სულელი და გულთბილი ადამიანი იყო. მაგრამ ოქროსმაძიებ-
ლობა გადაწყვიტა. არა მგონია, რომ ინტრიგებს ხლართავდა
და გეგმავდა. შესაძლებლობა მიეცა და მას მაშინვე ჩააფრინ-
და. იცოდა, როგორ მიექცია მარტოხელა მოხუცის ყურადღე-
ბა.
– ჩემი აზრით, – თქვა მისის ბანტრიმ ჩაფიქრებით, – კონ-
ვეი მართლაც მარტოსულად გრძნობდა თავს. ადი შეიშმუშნა.
– დიახ, მაგრამ მხოლოდ ამ ზაფხულს, – ჩაილაპარაკა მან
და გაჩუმდა, შემდეგ კი უცებ მოაყოლა:
– მარკი ყველაფერს მე მაბრალებს. არ ვიცი, შეიძლება
მართალიცაა. იგი კვლავ გაჩუმდა, მერე კი თითქოს ძალდატა-
ნებით და უხალისოდ განაგრძო:
– მე საკმაოდ უცნაური ცხოვრება გამოვიარე. როდესაც მა-
იკ კარმოდი, ჩემი პირველი ქმარი გარდაიცვალა, ჩვენი ქორ-
წინებიდან სულ ცოტა ხანი იყო გასული. ამან დიდი დარტყმა
მომაყენა. პიტერი, გეცოდინებათ, მისი გარდაცვალების შემ-
დეგ დაიბადა. ფრენკ ჯეფერსონი, მაიკის უახლოესი მეგობა-
რი, ჩვენთან ხშირად დადიოდა. პიტერი მისი ნათლულია – მა-
მამისმა ასე მოისურვა. ფრენკი ძალიან მომწონდა და... ოჰ!
მებრალებოდა კიდეც.
– გებრალებოდათ? – ინტერესით ჩაეკითხა მისის ბანტრი.
– დიახ, მებრალებოდა. მესმის, რომ ეს უცნაურად ჟღერს,
მაგრამ ასეა. ფრენკს ყველაფერი ჰქონდა, რაც უნდოდა. ამაში
მშობლებიც ხელს უწყობდნენ. და კიდევ... როგორ გით-
ხრათ?.. თქვენ ხედავთ, რომ მოხუცი მისტერ ჯეფერსონი ძლი-
ერი პიროვნებაა. მის გვერდით რომ ცხოვრობდეთ, იგრძნობ-
დით, როგორ თრგუნავს იგი ყველას. ეს ფრენკმაც იგრძნო.
– როდესაც დავქორწინდით, ფრენკი ბედნიერი იყო, საოც-
რად ბედნიერი. მისტერ ჯეფერსონმა გულუხვობა გამოიჩინა
და მას დიდი თანხა მისცა. ასე თქვა, მინდა, რომ ჩემი შვილები
დამოუკიდებლები იყვნენ და ამისთვის ჩემს სიკვდილს არ და-
ელოდონო. ეს მისი მხრიდან საუცხოო საქციელი იყო, საოცა-
რი გულუხვობა. მაგრამ, იმავდროულად, მოულოდნელიც.

147 მკითხველთა ლიგა


ჯობდა, რომ ფრენკი თანდათანობით მისჩვეოდა დამოუკიდებ-
ლობასა და ფულის განკარგვას.
– სიმდიდრემ ფრენკი გააბრუა. უნდოდა, მამამისივით კარ-
გი, ფულთან და ბიზნესთან მიმართებაში მასავით ჭკვიანი,
შორსმჭვრეტელი და წარმატებული ყოფილიყო. და, ცხადია,
ასე არ მოხდა. ბირჟაზე არ თამაშობდა, მაგრამ არასწორად და
უდროო დროს დააბანდა ფული. საშინელებაა, როდესაც ხე-
დავ, როგორ ქრება მთელი შენი ქონება თვალსა და ხელს შუა.
და ამის მიზეზი საქმის კარგად არცოდნაა. რაც უფრო ღრმად
იძირებოდა ფრენკი, მით უფრო ჯიუტად ერთვებოდა ახალ
ავანტიურაში იმის იმედით, რომ გაუმართლებდა.
– მაგრამ, ძვირფასო, – ჩაერთო მისის ბანტრი, – ნუთუ კონ-
ვეის რჩევის მიცემა არ შეეძლო? – ფრენკს სურდა, რომ ყვე-
ლაფერს თვითონ გამკლავებოდა. მისტერ ჯეფერსონს ჩვენს
გასაჭირს ვუმალავდით. ფრენკის დაღუპვის შემდეგაც კი ვერ
გავუმხილე მამამისს, რომ თითქმის უსახსროდ დავრჩი. და
არც ახლა მინდა, რომ გაიგოს. საქმე ისაა, რომ...
– იგი სწრაფად შებრუნდა თანამოსაუბრისკენ, – ფრენკს
ვერ ვუღალატებ. ცოცხალი რომ ყოფილიყო, ამის უფლებას
არასდროს მომცემდა. თანაც მისტერ ჯეფერსონმა დიდხანს
იავადმყოფა. როდესაც გამოკეთდა, ეგონა, რომ შეძლებული
ქვრივი ვიყავი. მისი გადარწმუნება არასდროს მიცდია. ეს
ღირსებას უკავშირდებოდა. მან იცის, რომ ფულთან მიმართე-
ბაში ძალიან ფრთხილი ვარ, მაგრამ ამტკიცებს, რომ ეს ჩემი
ხასიათის ნაწილია. მე და პიტერი პრაქტიკულად სულ მასთან
და მის ხარჯზე ვცხოვრობთ. ასე რომ, ჯერჯერობით ხვალინდე-
ლი დღის შიში არ მაქვს. მან ხმას დაუწია:
– ამ წლების განმავლობაში მუდამ ერთ ოჯახად ვცხოვ-
რობთ. არ ვიცი, გამიგებთ თუ არა, მაგრამ მე მისთვის ფრენ-
კის ქვრივი კი არა, ფრენკის ცოლი ვარ. მისის ბანტრი ყველა-
ფერს მიუხვდა.
– იმის თქმა გსურთ, რომ იგი ახლობლების დაღუპვას არ
შეურიგდა? – დიახ. ამ გასაოცარმა კაცმა თავისი უბედურება
იმით დაამარცხა, რომ ის არ აღიარა. მისთვის მარკი როზამუნ-
დის ქმარია, მე კი – ფრენკის ცოლი. თუმცა ისინი დიდი ხნის

148 მკითხველთა ლიგა


წინ გარდაიცვალნენ, მისტერ ჯეფერსონისთვის კვლავაც ცოც-
ხლები არიან.
– ეს რწმენის სასწაულია, – ჩაილაპარაკა მისის ბანტრიმ.
– ვიცი. ასე ვცხოვრობდით. წელი წელს მისდევდა. მაგრამ
მოულოდნელად – ამ ზაფხულს – ჩემში რაღაც შეიცვალა. ვიგ-
რძენი... ვიგრძენი, რომ ავჯანყდი. შესაძლოა, საშინლად
ჟღერდეს, მაგრამ აღარ მინდა გამუდმებით გარდაცვლილ
ფრენკზე ფიქრი. ყველაფერი, რაც იყო, – ჩვენი სიყვარული და
ურთიერთობა, მისი დაღუპვით გამოწვეული ჩემი სასოწარკვე-
თილება, – წარსულში იყო, დასრულდა და აღარ გაგრძელდე-
ბა.
– ძალიან ძნელია იმის აღწერა, რაც ჩემს სულში ხდება.
თითქოს მინდა, რომ ყველაფერი წავშალო, როგორც გრიფე-
ლის დაფიდან, და ცხოვრება თავიდან დავიწყო. მინდა, რომ
კვლავაც ახალგაზრდა და ძლიერი ადი გავხდე, რომელსაც
თამაშიც შეუძლია, ცურვაც, ცეკვაც. საკუთარ თავს დავუბრუნ-
დე. აი, ჰუგო... (ხომ იცნობთ ჰუგო მაკლინს?) შესანიშნავი ადა-
მიანია და ჩემზე დაქორწინება სურს. ადრე ამაზე ფიქრს ახ-
ლოს არ ვიკარებდი... მაგრამ ამ ზაფხულს დავფიქრდი... სე-
რიოზულად არა... მხოლოდ ბუნდოვნად... იგი გაჩუმდა და თა-
ვი დააქნია.
– შესაძლოა, მარკი მართალია. ჯეფს ყურადღება მოვაკე-
ლი. არა, კი არ მივატოვე, მაგრამ გონებითა და ფიქრებით მას-
თან აღარ ვიყავი.. გამიხარდა კიდეც რუბის გამოჩენა. მეტი
თავისუფლება ვიგრძენი. რას წარმოვიდგენდი, ცხადია, ვე-
რასდროს წარმოვიდგენდი, თუ გოგონა ასე გაიტაცებდა! –
როგორ მიიღეთ ეს ამბავი? – ჰკითხა მისის ბანტრიმ.
– გავოცდი, განვცვიფრდი და, ვშიშობ, გავბრაზდი კიდეც.
– მეც გავბრაზდი, – განაცხადა მისის ბანტრიმ.
– პიტერის ბედი მაღელვებდა. მისი მომავალი მთლიანად
ჯეფზეა დამოკიდებული. იგი მას ისე ექცეოდა, როგორც საკუ-
თარ შვილიშვილს. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მქონდა.
არადა, სხვაგვარად გამოვიდა. ისინი ხომ სისხლით ნათესავე-
ბი არ არიან, – მას მუხლებზე დადებული, სათუთად მოვლილი

149 მკითხველთა ლიგა


ხელები აუცახცახდა, – პიტერს ამ ვულგარული და ფულს და-
ხარბებული სულელი გოგოს გამო მემკვიდრეობა უნდა და-
ეკარგა. მზად ვიყავი, მომეკლა კიდეც! იგი შეძრწუნებული გა-
ჩუმდა და ლამაზი, თაფლისფერი თვალები მისის ბანტრის მი-
აპყრო.
– რა საშინელებას ვამბობ! ჰუგო მაკლინი ჩუმად მიუახ-
ლოვდა უკნიდან და ჰკითხა:
– საშინელი რა თქვით?
– დაჯექით, ჰუგო. მისის ბანტრის ხომ იცნობთ? მაკლინი მი-
სის ბანტრის უკვე შეხვედროდა. მან ხმადაბლა და დაჟინებით
გაიმეორა:
– რა თქვით ასეთი საშინელი?
– ვთქვი, რომ რუბი კინის მოკვლა მინდოდა, – თქვა ადი ჯე-
ფერსონმა. ჰუგო მაკლინი ერთი-ორი წუთით ჩაფიქრდა, შემ-
დეგ კი თქვა:
– თქვენს ადგილას ასე არ ვილაპარაკებდი. შესაძლოა,
არასწორად გაიგონ. მან მრავალმნიშვნელოვნად შეხედა
ქალს თავისი მშვიდი, ნაცრისფერი თვალებით.
– მეტი ყურადღება გმართებთ, ადი, – თქვა მან და მის ხმაში
გაფრთხილება გაისმა.

III

როდესაც მის მარპლი სასტუმროდან გავიდა და რამდენიმე


წუთის შემდეგ მისის ბანტრის შეუერთდა, ჰუგო მაკლინი და
ადელაიდა ჯეფერსონი ზღვისკენ მიმავალ ბილიკს მიუყვებოდ-
ნენ. მის მარპლი სკამზე ჩამოჯდა და მისის ბანტრის მიმართა:
– იგი ძალიან ერთგული ჩანს.
– უკვე წლებია, რაც ერთგულია. ასეთი მამაკაცებიც არსე-
ბობენ.
– ვიცი. როგორც მაიორი ბერი, რომელიც თითქმის ათი
წლის განმავლობაში გვერდიდან არ სცილდებოდა ანგლოლ-
ნდიანის ქვრივს, რის გამოც მეგობრები დასცინოდნენ კიდეც.
მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მაინც ეღირსა ქალის თანხმობას.
სამწუხაროდ, ქორწილამდე ერთი კვირით ადრე საპატარძლო

150 მკითხველთა ლიგა


ვიღაც მძღოლთან ერთად გაიქცა! მშვენიერი და ყოველთვის
გაწონასწორებული ქალი.
– ადამიანები ზოგჯერ უცნაურად, ძალიან უცნაურად იქცე-
ვიან, – დაეთანხმა მისის ბანტრი, – ნეტავ ცოტა ადრე მოსუ-
ლიყავით, ჯეინ. ადი ჯეფერსონი საკუთარი თავის შესახებ მიყ-
ვებოდა – როგორ გაანიავა ქონება მისმა ქმარმა, მამამთილ-
მა კი ჯერაც არაფერი იცის. და რომ მხოლოდ ამ ზაფხულს გა-
დაწყვიტა ახლებურად ცხოვრება თავის... მის მარპლმა თავი
დააქნია.
– დიახ. იგი აჯანყდა. წარსული მძიმე ტვირთად აწვება, თა-
ვისუფლება სწყურია. არ შეიძლება გამუდმებით ფარდებჩამო-
ფარებულ სახლში ცხოვრება. მისის ჯეფერსონს სურს, რომ გა-
რეთ გაიხედოს, ქვრივობა დაივიწყოს. ამან მამამთილის უკმა-
ყოფილება გამოიწვია, რომელმაც თავი მიტოვებულად იგ-
რძნო. იგი უბრალოდ ვერ ჩასწვდა რძლის ქცევის მიზეზებს.
ისევე, როგორც მისტერ ბეჯერი, რომლის ცოლიც სპირიტიზ-
მმა გაიტაცა, თვითონ კი ამ დროს კინაღამ ერთი მარჯვე ქალის
მახეში გაება, რომელიც მზად იყო, აღფრთოვანებული ღიმი-
ლით მისთვის საათობით ესმინა.
– თქვენ ფიქრობთ, რომ ჯოზიმ განზრახ მოიყვანა რუბი "მა-
ჯესტიკში" და რომ ბიძაშვილებმა ერთმანეთში წინასწარ მო-
ილაპარაკეს? – არა, ასე არ ვფიქრობ. ჯოზი იმდენად გამჭრია-
ხი არაა, თავისი ნათესავის საქციელი წინასწარ განეჭვრიტა.
არც რუბი იყურებოდა ძალიან შორს. იგი უბრალოდ დინებას
მიჰყვებოდა და მოვლენების მოულოდნელი მსვლელობით
ისარგებლა.
– შვილად აყვანის ამბავმა ყველა განაცვიფრა, – თქვა მი-
სის ბანტრიმ, – განსაკუთრებით ადი და მარკ გესკელი. მის
მარპლს გაეღიმა.
– გავბედავ და ვიტყვი, რომ ამ უკანასკნელს სულ სხვა საზ-
რუნავი აქვს. თავდაჯერებული ახალგაზრდა კაცი მეოცნებე
თვალებით! იგი დამწუხრებული ქვრივივით არ იგლოვებს და
მარტო არ დარჩება წლების განმავლობაში. მარკსაც და ადი-

151 მკითხველთა ლიგა


საც ერთი სული აქვთ, როდის დააღწევენ თავს მოხუცი ჯეფერ-
სონის უღელს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა მიცვალებუ-
ლებისადმი სამუდამო ერთგულება.
– ოღონდ ამის გაკეთება მამაკაცისთვის უფრო ადვილია, –
დაამატა მან ცინიკურად.

IV

სწორედ ამ დროს მარკ გესკელი ბრწყინვალედ ადასტურებ-


და სოფლელი შინაბერას ვარაუდს სერ ჰენრი კლიტერინგთან
საუბრისას. მარკი მისთვის დამახასიათებელი პირდაპირო-
ბით ლაპარაკობდა.
– ბოლოს და ბოლოს მივხვდი, რომ პოლიციისთვის უმთავ-
რესი ეჭვმიტანილი ვარ! მათ ჩემს ფინანსურ საქმეებშიც ჩაყ-
ვეს ცხვირი. უნდა გითხრათ, რომ გაკოტრებული ვარ, ან თით-
ქმის გაკოტრებული. მაგრამ თუ ჩვენი ძვირფასი ჯეფი გრაფი-
კის მიხედვით ერთ-ორ თვეში გაჭიმავს ფეხებს, მე და ადი
ფულს თანაბრად გავიყოფთ და ყველაფერი მოგვარდება. ვა-
ლებში ვარ ჩაფლული და სულს ვღაფავ. მაგრამ თუ ჯიბე გამევ-
სო, ზევითაც ამოვბობღდები და მდიდარი კაციც გავხდები.
– აზარტული მოთამაშე ხართ, მარკ, – უთხრა სერ ჰენრი
კლიტერინგმა.
– ყოველთვის ასეთი ვიყავი. ჩემი დევიზი ვაბანკზე13 წას-
ვლაა! ბედმა გამიღიმა, რომ ეს საბრალო გოგონა ვიღაცამ
მო– ახრჩო. ეს მე არ გამიკეთებია. მკვლელი არ ვარ. არა მგო-
ნია, რომ ოდესმე ვინმეს მოკვლა შევძლო. მაგრამ დამიჯე-
რებს კი პოლიცია? მალე მომიწევს გამომძიებელთან დაკით-
ხვაზე მისვლა. მკვლელობის მოტივი მქონდა, დანაშაულის
ადგილზე ვიყავი, მაღალი ზნეობის ადამიანს არ ვგავარ! საკ-
ვირველია, აქამდე როგორ არ ჩამაყუდეს იქ, სადაც ჯერ არს!
ეს სუპერინტენდანტი ცუდი თვალით მიყურებს.
– სამაგიეროდ, სასარგებლო რამ გაქვთ – ალიბი.

13 ვაბანკი – ზოგიერთ ბანქოს თამაშში – მთელი ბანკის მოთხოვნა.


152 მკითხველთა ლიგა
– არაფერია ამქვეყნად ალიბზე საეჭვო! სწორედ უდანაშაუ-
ლო ადამიანებს არა აქვთ ხოლმე ალიბი! ეს მკვლელობის ჩა-
დენის დროზეა დამოკიდებული. და თუ სამი ექიმი იტყვის, რომ
მსხვერპლი შუაღამით მოკლეს, დარწმუნებული ბრძანდებო-
დეთ, მოიძებნება კიდევ ექვსი, რომლებიც დაიფიცებენ, რომ
ეს დილის ხუთ საათზე მოხდა. რა ვუყო მერე ჩემს ალიბის? –
მიკვირს, ამის შესახებ ასე რომ ხუმრობთ.
– წყეული მდარე გემოვნება, არა? – თქვა მარკმა მხიარუ-
ლად, – სიმართლე თუ გნებავთ, გვარიანად ვარ შეშინებული:
ჯერ ერთი – მკვლელობით! თანაც, ხომ არ ფიქრობთ, რომ მო-
ხუცი ჯეფის მდგომარეობა არ მაღელვებს? მაღელვებს. მაგ-
რამ აჯობებს, ახლა განიცადოს, ვიდრე შემდეგ, როდესაც მიხ-
ვდება, ვისთან ჰქონდა საქმე.
– ამით რისი თქმა გსურთ? მარკმა თვალი ჩაუკრა.
– სად წავიდა გოგონა წუხელ? დაგენაძლევებით, რომ მამა-
კაცთან შესახვედრად გაემართა. ჯეფს ეს არ მოეწონებოდა.
თუ გაიგებდა, რომ გოგონა ატყუებდა, რომ სულაც არ იყო უმ-
წეო და უცოდველი არსება... დიახ... უცნაური კაცია ჩემი სი-
მამრი. თავდაჭერილია, მაგრამ ერთი თუ აიწყვიტა – უფ-
რთხილდით! სერ ჰენრიმ ცნობისმოყვარეობით შეხედა მას: –
მითხარით, გიყვართ იგი თუ არა? – ძალიან მიყვარს და, იმავ-
დროულად, აღშფოთებული ვარ მისი საქციელით. შევეცდები,
აგიხსნათ. კონვეი ჯეფერსონს ძალიან უყვარს საკუთარი გა-
რემოცვის გაკონტროლება. იგი კეთილმოსურნე, გულუხვი და
მოსიყვარულე დესპოტია. მაგრამ ეს მისი მელოდიაა და
სხვებმა მის დაკრულზე უნდა იცეკვონ. მარკმა შეისვენა და გა-
ნაგრძო:
– მე მიყვარდა ჩემი ცოლი. ვეღარავინ აღმიძრავს მსგავს
გრძნობებს. როზამუნდი ჩემთვის მზის ქვეშ მოცინარი ყვავი-
ლი იყო. როდესაც იგი დაიღუპა, თავი ისე ვიგრძენი, როგორც
რინგზე მყოფმა მოკრივემ, რომელიც საშინელ ნოკაუტში აღ-
მოჩნდა. მაგრამ რეფერი ძალიან დიდხანს ითვლის. მე მამაკა-
ცი ვარ, ბოლოს და ბოლოს. მიყვარს ქალები, ოღონდ ახალი
ქორწინებისკენ სულაც არ მივილტვი. სიამოვნებას არ ვიკ-
ლებ, თუმცა სიფრთხილის გამოჩენა მაინც მიწევს. საბრალო

153 მკითხველთა ლიგა


ადი კი ამას ვერ ახერხებს. იგი მართლაც მშვენიერია. იმ ტიპის
ქალებს განეკუთვნება, რომლებზეც მამაკაცები სიამოვნებით
ქორწინდებიან. მცირე შანსიც რომ მიეცეს, გათხოვდება, თვი-
თონაც ბედნიერი იქნება და ქმარსაც გააბედნიერებს. მაგრამ
მოხუცი ჯეფი მასში მხოლოდ ფრენკის ცოლს ხედავს. მან ერ-
თგვარად მონუსხა ადი მისი წარსულით. ვერ ხვდება, რომ ცი-
ხეში გამოგვამწყვდია. მე ნაწილობრივ მაინც მოვახერხე თა-
ვისუფლების მოპოვება, მაგრამ ადი მხოლოდ ამ ზაფხულს
აბუნტდა, რამაც მოხუცი შოკში ჩააგდო, რადგან ამან შეარყია
მისი სამყარო. შედეგად კი რუბი კინი მივიღეთ. მან პათოსით
წაიმღერა: მაგრამ ჩემგან განსხვავებით იგი, ოჰ, ცივ სამარეში
წევს.
– მოდი, კლიტერინგ, ყელი გავისველოთ. "სულაც არ არის
გასაოცარი, – გაიფიქრა სერ ჰენრიმ, – რომ პოლიციამ მარკ
გესკელი ეჭვმიტანილთა სიაში შეიყვანა".

ნაწილი მეცამეტე
I

დოქტორ მეტკალფს დეინმუთის ერთ-ერთ საუკეთესო ექი-


მად მიიჩნევდნენ. ავადმყოფის გვერდით იგი ზედმეტ სერიო-
ზულობას ერიდებოდა და მის გამხნევებას ცდილობდა. საშუა-
ლო ასაკის გახლდათ და სასიამოვნო ხმის ტემბრი ჰქონდა.
მან ყურადღებით მოუსმინა სუპერინტენდანტ ჰარპერს და და-
მაჯერებლად და ზუსტად უპასუხა მის შეკითხვებს.
– მაშასადამე, დოქტორო მეტკლიფ, შემიძლია ვენდო მისის
ჯეფერსონის სიტყვებს? – დაიხ, მისტერ ჯეფერსონის ჯანმრთე-
ლობის მდგომარეობა გაუარესებულია. ბოლო წლების გან-
მავლობაში იგი უმოწყალოდ ფლანგავდა თავის შინაგან ენერ-
გიას, ცდილობდა, სხვებივით ეცხოვრა. დასვენებაზე სულ არ
ფიქრობდა. არც რეჟიმს იცავდა, რასაც დაბეჯითებით მოით-
ხოვდნენ ჩემი კოლეგები. ერთი სიტყვით, არ შევცდებით, თუ
154 მკითხველთა ლიგა
მისტერ ჯეფერსონს იმ ძრავას შევადარებთ, რომელსაც მუ-
შაობის ყავლი გაუვიდა. გული, ფილტვები, წნევა – ყველაფე-
რი ცუდ დღეში აქვს.
– თქვენ თქვით, რომ მისტერ ჯეფერსონი ექიმების რჩევებს
უგულებელყოფს? – სრულებით. თუმცა მე მას ვერ გავკიცხავ.
ჩემი პაციენტების გასაგონად არ ვამბობ, სუპერინტენდანტო,
მაგრამ ზოგიერთი ადამიანი დამყაყებულ ყოფნას აქტიურო-
ბას ამჯობინებს. ბევრი ჩემი კოლეგაც ასე იქცევა და, ვფიქ-
რობ, ეს ცუდი გზა არ არის. ისეთ კურორტებზე, როგორიც ჩვე-
ნი დეინმუთია, უამრავი ავადმყოფი შეგხვდებათ, რომლებსაც
რეჟიმიდან ოდნავი გადახვევაც კი საგონებელში აგდებს. მათ
საშინლად ეშინიათ ზედმეტი დატვირთვის, მიკრობების, ორ-
პირი ქარისა და არასწორი კვების! – ვფიქრობ, საკმაოდ სწო-
რი მიდგომაა, – თქვა სუპერინტენდანტმა ჰარპერმა, – ახლა
კი შევაჯამოთ. კონვეი ჯეფერსონი ფიზიკურად ძლიერად გა-
მოიყურება.
– მას ძლიერი მკლავები და მხრები აქვს. კატასტროფამდეც
გამოირჩეოდა ღონით. ბორბლებიან სავარძელს ადვილად
ატარებს, ოთახში კი ყავარჯნებს ხმარობს, მაგალითად, სა-
ვარძლიდან საწოლამდე გადასაადგილებლად.
– პროთეზს რატომ არ ხმარობს? – მისთვის არ შეიძლება.
ხერხემალი აქვს დაზიანებული.
– გასაგებია. მაშასადამე, ჯეფერსონს ღონეც ერჩის და კუნ-
თებიც აყრია, ამიტომ ჰგონია, რომ კარგად არის, ასეა? მეტ-
კალფმა თავი დააქნია.
– მაგრამ გულის საქმე ვერ აქვს სახარბიელოდ. ნებისმიერ-
მა გადატვირთვამ, დაძაბულობამ, შოკმა ან მოულოდნელმა
შიშმა შესაძლოა სიცოცხლეს გამოასალმოს, არა? – მეტ-ნაკ-
ლებად. ზედმეტად დაძაბვა მას ნელა კლავს, ნერვულ სისტე-
მას ფიტავს, გულს ასუსტებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფი-
ზიკურმა დატვირთვამ იგი მოულოდნელად მოკლას, მაგრამ
მოულოდნელ შოკს ან შიშს ეს ნამდვილად ხელეწიფება. ამი-
ტომაც გავაფრთხილე მისი ოჯახი.

155 მკითხველთა ლიგა


– საქმემ, რომელსაც ვიძიებთ, – ნელა წარმოთქვა სუპე-
რინტენდანტმა ჰარპერმა, – მას ძალზე ძლიერი დარტყმა მი-
აყენა, მაგრამ იგი მაინც ცოცხალია. დოქტორმა მეტკალფმა
მხრები აიჩეჩა.
– ვიცი. მაგრამ თქვენ რომ ჩემი გამოცდილება გქონდეთ,
სუპერინტენდანტო, გეცოდინებოდათ, რომ ავადმყოფობის
ისტორია ზუსტად პროგნოზირების საშუალებას არ იძლევა.
ის, ვინც შოკსა და ნერვიულობას უნდა მოეკლა, შოკმა და ნერ-
ვიულობამ ვერ მოკლა. ადამიანის ორგანიზმი ჩვენთვის უც-
ნობ რეზერვებს ფლობს. გარდა ამისა, გამოცდილე– ბით ვიცი,
რომ ზოგჯერ ფიზიკური შოკი სულიერ ტრავმაზე გაცილებით
სახიფათოა. მარტივად რომ აგიხსნათ, შესაძლოა, მისტერ ჯე-
ფერსონზე კარის მოულოდნელმა გაჯახუნებამ უფრო ცუდად
იმოქმედოს, ვიდრე ცნობამ იმ ახალგაზრდა ქალიშვილის სა-
შინელი სიკვდილის შესახებ, რომელსაც იგი მფარველობდა.
– საინტერესოა, ასე რატომ ხდება? – საქმე ისაა, რომ სუ-
ლიერი რყევებისას ორგანიზმში დაცვითი რეაქცია ჩნდება.
თავდაპირველად უბედურება თავზარს სცემს ადამიანს, მაგ-
რამ განსაზღვრული დროის განმავლობაში იგი ამას ბოლომ-
დე ვერ აცნობიერებს. კარის გაჯახუნება, კარადიდან მო-
ულოდნელად გამოსული ადამიანი ან, ვთქვათ, ავტომობილის
უეცარი გამოჩენა, როდესაც გზაზე გადადიხართ, მყისიერად
მოქმედებს. ამ დროს გული, როგორც იტყვიან ხოლმე, საგუ-
ლიდან ამოხტომას ცდილობს.
– იქნებ ვიღაც ელოდა, – ნელა წარმოთქვა სუპერინტენ-
დანტმა ჰარპერმა, – რომ ქალიშვილის დაღუპვით გამოწვეულ
შოკს შესაძლოა მისტერ ჯეფერსონის სიკვდილი გამოეწვია? –
არ არის გამორიცხული, – ექიმმა ცნობისმოყვარეობით შეხე-
და თანამოსაუბრეს, – ხომ არ ფიქრობთ, რომ...
– არც კი ვიცი, რა ვიფიქრო, – დაბნეულად თქვა სუპერინ-
ტენდანტმა ჰარპერმა.

156 მკითხველთა ლიგა


II

– აღიარეთ, სერ, რომ ეს ორი შემთხვევა ერთმანეთს შესა-


ნიშნავად ერწყმის, – უმტკიცებდა იგი რამდენიმე წუთის შემ-
დეგ სერ ჰენრი კლიტერინგს, – იქნებ ვიღაც ერთდროულად
ორი კურდღლის დაჭერას აპირებდა? ქალიშვილს საყვარელი
ადამიანის დაღუპვით თავზარდაცემული მისტერ ჯე– ფერსო-
ნიც უკან უნდა მიჰყოლოდა, თანაც ისე, რომ ანდერძის შეც-
ვლა ვეღარ მოესწრო.
– გგონიათ, რომ ანდერძს შეცვლის? – ეს თქვენ უკეთ მო-
გეხსენებათ, სერ. რას ფიქრობთ ამის შესახებ? – არაფერს. სა-
ნამ რუბი კინი გამოჩნდებოდა, ვიცოდი, რომ ჩემი მეგობარი
მარკ გესკელსა და ადელაიდა ჯეფერსონს შორის აპირებდა
თავისი ქონების თანაბრად გაყოფას. ვერ ვხვდები, რატომ უნ-
და შეცვალოს მან თავდაპირველი გადაწყვეტილება. თუმცა,
ვინ იცის, იქნებ ახალგაზრდა პროფესიონალი მოცეკვავეებიც
კი დააფინანსოს.
– მართალი ბრძანდებით, – დაეთანხმა სუპერინტენდანტი
ჰარპერი, – არავინ იცის, რა ბზიკი უკბენს კაცს, რომელიც მემ-
კვიდრეების მიმართ მორალურ ვალდებულებას არ გრძნობს.
მისტერ ჯეფერსონს ხომ სისხლით ნათესავები არ ჰყავს.
– მაგრამ იგი ძალიან მიეჩვია პატარა პიტერს, – თქვა სერ
ჰენრიმ.
– და თავის შვილიშვილად აღიქვამს? ეს ჩემზე უკეთ უნდა
იცოდეთ, სერ.
– არა, ასე არ ვფიქრობ, – მიუგო სერ ჰენრიმ ნელა.
– თუ ნებას მომცემთ, კიდევ ერთ შეკითხვას დაგისვამთ,
სერ. მე არ ვიცი, როგორი ურთიერთობა აქვს მისტერ ჯეფერ-
სონს მისტერ გესკელთან და მისის ჯეფერსონთან, მაგრამ ვი-
ნაიდან ისინი თქვენი კარგი ნაცნობები არიან, იქნებ ორიოდე
სიტყვით საქმის კურსში ჩამაყენოთ. სერ ჰენრიმ შუბლი შეიჭ-
მუხნა.
– დარწმუნებული არ ვარ, რომ სწორად გავიგე თქვენი შე-
კითხვა, სუპერინტენდანტო.

157 მკითხველთა ლიგა


– მაინტერესებს, სერ, უყვარს თუ არა მას ისინი, მიუხედა-
ვად იმისა, რომ ერთმანეთს სისხლით არ ენათესავებიან? –
აჰა, გავიგე, რასაც გულისხმობდით.
– დიახ, სერ. არავის ეპარება ეჭვი მის გულუხვობაში ორი-
ვეს მიმართ, მაგრამ, ჩემი აზრით, ამას იმიტომ აკეთებს, რომ
ერთი მისი ქალიშვილის ქმარი იყო და მეორე – მისი ვაჟიშვი-
ლის ცოლი. რა მოხდება, თუ რომელიმე მათგანი ახალი ოჯა-
ხის შექმნას გადაწყვეტს? სერ ჰენრი ჩაფიქრდა და თქვა:
– საინტერესო საკითხი წამოჭერით. ვერაფერს გეტყვით.
უფრო იქით ვიხრები, – ოღონდ ეს მხოლოდ ჩემი აზრია, – რომ
ეს მის დამოკიდებულებაზე იმოქმედებს. არა, წყენას გულში
არ ჩაიდებს, ბედნიერებას უსურვებს, მაგრამ, სავარაუდოდ,
მისდამი ინტერესი გაუნელდება.
– ორივე შემთხვევაში, სერ? – ვფიქრობ, კი. მისტერ გესკე-
ლის შემთხვევაში ეჭვი თითქმის არ მეპარება. შესაძლოა, მი-
სის ჯეფერსონსაც იგივე ელოდებოდეს. მაგრამ ბოლომდე
დარწმუნებული არ ვარ. ჩემი აზრით, მას იგი საკუთარი კე-
თილდღეობის გამო უფრო უყვარდა.
– შესაძლოა, აქ სქესსაც ჰქონდეს მნიშვნელობა, – ბრძნუ-
ლად თქვა სუპერინტენდანტმა ჰარპერმა, – იქნებ მასში უფრო
ადვილად ხედავს ქალიშვილს, ვიდრე მისტერ გესკელში – ვა-
ჟიშვილს? თუმცა ზოგჯერ პირიქითაც ხდება: სიდედრი ხალი-
სით იღებს ოჯახში სიძეს, მაგრამ იშვიათად, რომ დედამთილი
რძალს ისე უყურებდეს, როგორც თავის ქალიშვილს.
– წინააღმდეგი თუ არ ხართ, სერ, ამ ბილიკს გავუყვეთ ჩოგ-
ბურთის კორტისკენ. იქ მის მარპლს ვხედავ. მასთან სათხოვა-
რი მაქვს. რომ არ დაგიმალოთ, ორივენი მჭირდებით.
– რისთვის, სუპერინტენდანტო? – იმ ინფორმაციის მისაღე-
ბად, რომელსაც ჩემით ვერ მოვიპოვებ. მინდა, რომ ჩემ მაგივ-
რად ედუარდს გაესაუბროთ, სერ.
– ედუარდს? მისგან რაღა გინდათ? – ყველაფერი! რაც იცის
და რასაც ფიქრობს ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობის შე-
სახებ, მისი აზრი რუბი კინის ამბავთან დაკავშირებით. შიდა
სამზარეულო. დარწმუნებული ვარ, მან ყველაზე უკეთ იცის
საქმის ვითარება. მაგრამ ჩემთან გულწრფელი არ იქნება.

158 მკითხველთა ლიგა


თქვენთან კი მეტ გულახდილობას გამოიჩენს. ცხადია, თუ წი-
ნააღმდეგი არ ხართ.
– არა, თანახმა ვარ, – დაღვრემით მიუგო სერ ჰენრიმ, – აქ
იმიტომ დამიძახეს, რომ სიმართლე დავადგინო. რასაკვირვე-
ლია, შესაძლებლობის ფარგლებში.
– მის მარპლი როგორღა დაგეხმარებათ? – დაამატა მან.
– გოგონებს დაელაპარაკება, სკაუტ გოგონებს. აქ ექვს
მათგანს ვუხმეთ, რომლებიც პამელა რივზთან ყველაზე ახ-
ლოს იყვნენ. შესაძლოა, რამე იციან. ასე მგონია, თუ პამელა
მართლა აპირებდა "ვულვორტსში" შევლას, რომელიმე მათ-
განს სთხოვდა, რომ ერთად წასულიყვნენ. გოგონებს უყვართ
მაღაზიებში ერთად სიარული.
– დიახ, გეთანხმებით.
– მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ ეს მხოლოდ საბაბი
იყო. მაშინ უნდა დავადგინოთ, სად წავიდა სინამდვილეში.
ვფიქრობ, მის მარპლი ამ საქმისთვის ზედგამოჭრილია. იქნებ
ვინმეს რამე დასცინცლოს. იმის თქმა მსურს, რომ გოგონებს
ჩემზე უკეთ იცნობს. თანაც პოლიციელის უფრო შეეშინდებათ.
– სოფლის პატარ-პატარა საიდუმლოებებში მასზე უკეთ ვე-
რავინ გაერკვევა. ხომ იცით, როგორი გამჭრიახი თვალი აქვს.
სუპერინტენდანტმა გაიღიმა და თქვა:
– მართალს ბრძანებთ. მის თვალს არაფერი გამოეპარება.
როდესაც მის მარპლს მიუახლოვდნენ, მან თავი ასწია და
ორივეს თბილად მიესალმა. შემდეგ სუპერინტენდანტის
თხოვნა მოისმინა და მაშინვე დაეთანხმა.
– თუ რამე სასარგებლოს გაკეთება შემიძლია, სიამოვნე-
ბით დაგეხმარებით, სუპერინტენდანტო. რაც შეეხება საკვი-
რაო სკოლას, უნდა გითხრათ, რომ უმცროსი და უფროსი ასა-
კის სკაუტი გოგონების ორგანიზაცია და ობოლთა თავშესაფა-
რი, რომლის კომიტეტის წევრიც გახლავართ, ჩემი სახლის
გვერდით მდებარეობს. ხშირად შევირბენ ხოლმე მნესთან და
ახალგაზრდა მსახურებთან ორიოდე სიტყვით გასასაუბრებ-
ლად. მერწმუნეთ, დიდი გამოცდილება მაქვს და ყოველთვის
ვხვდები, როდის ამბობენ სიმართლეს და როდის – არა.

159 მკითხველთა ლიგა


– ამ საქმეში ნამდვილი ექსპერტი ხართ, – თქვა სერ ჰენ-
რიმ. მის მარპლმა მას საყვედურის გამომხატველი მზერა მი-
აპყრო და უთხრა:
– ნუ დამცინით, სერ ჰენრი, გთხოვთ.
– ეგ არც მიფიქრია. თქვენ უფრო ხშირად გეძლევათ ჩემი
დაცინვის შესაძლებლობა.
– სოფელში ბევრ უმსგავსობას გადააწყდება კაცი, – ჩაილა-
პარაკა მის მარპლმა განმარტებითი კილოთი.
– სხვათა შორის, – თქვა სერ ჰენრიმ, – გავიგე, რაც გაინ-
ტერესებდათ. სუპერინტენდანტმა მითხრა, რომ რუბის ნაგვის
ურნაში მოჭრილ ფრჩხილებს მიაგნეს.
– მართლა? მაშინ ეს...
– ფიქრიანად წარმოთქვა მის მარპლმა.
– რატომ გინდოდათ ამის გაგება, მის მარპლ? – ჰკითხა სუ-
პერინტენდანტმა.
– როდესაც გვამს შევხედე, ერთი-ერთი, რაც ძალზე უცნაუ-
რად მომეჩვენა, ხელები იყო. თავდაპირველად ვერ მივხვდი,
მაგრამ მოგვიანებით მოვისაზრე – გოგონებს, რომლებიც თა-
ვიანთ გარეგნობას ყურადღებას აქცევენ, ჩვეულებრივ, გრძე-
ლი, გაპრიალებული ფრჩხილები აქვთ. მართალია, ზოგს მა-
თი კვნეტა უყვარს, მაგრამ ამას კეკლუცობის ხათრით ძლევენ.
ერთი პირობა, ისიც კი გავიფიქრე, როგორც ჩანს, ამ ცუდ ჩვე-
ვას ვერაფერით გადაეჩვია-მეთქი, მაგრამ პატარა ბიჭმა, პი-
ტერმა, ისეთი რამ მითხრა, რაც აშკარად მოწმობდა, რომ ქა-
ლიშვილს გრძელი ფრჩხილები ჰქონდა, რომელთაგანაც ერ-
თი მოუტყდა.. ვივარაუდე, რომ დანარჩენებსაც მოიჭრიდა,
რათა ყველა ერთი სიგრძის ჰქონოდა. ამიტომაც ვთხოვე სერ
ჰენრის მოჭრილი ფრჩხილების შესახებ.
– თქვენ ახლახან ბრძანეთ, – შენიშნა სერ ჰენრიმ, – როდე-
საც გვამს შევხედე, ერთი-ერთი რამ, რაც ძალზე უცნაურად
მომეჩვენა, ხელები იყოო. მაშასადამე, კიდევ იყო რაღაც, რაც
გეუცნაურათ? მის მარპლმა თავი ენერგიულად დააქნია.
– დიახ! – თქვა მან, – კაბა. კაბაშიც არ იყო რაღაც ისე. მა-
მაკაცებმა ერთმანეთს ცნობისმოყვარეობით გადახედეს.
– მაინც რა? – იკითხა სერ ჰენრიმ.

160 მკითხველთა ლიგა


– უნდა გითხრათ, რომ ძველი კაბა იყო. ჯოზიმ თქვა და მეც
შევამჩნიე, რომ საკმაოდ შელახული და გაცვეთილი კაბა ეცვა.
ეს შეუსაბამობაა.
– ვერაფერს ვხვდები. მის მარპლი ოდნავ წამოწითლდა.
– საქმე ისაა, რომ რუბი კინმა ტანსაცმელი გამოიცვალა,
რათა წასულიყო და იმ ადამიანს შეხვედროდა, რომელთანაც,
როგორც ჩემი დისშვილი იტყოდა, "მგზნებარე სიყვარული"
აკავშირებდა. სუპერინტენდანტმა თვალები აახამხამა.
– ჩვენ ასე ვვარაუდობთ: მას პაემანი ჰქონდა ვიღაცასთან –
ბოიფრენდთან, როგორც ახლა ამბობენ.
– თუ ასეა, ძველი კაბა რატომ ჩაიცვა? – იკითხა მის მარ-
პლმა. სუპერინტენდანტმა კეფა მოიფხანა და თქვა:
– ვხვდები, რისი თქმაც გსურთ. თქვენი აზრით, მას ახალი
კაბა უნდა ჩაეცვა, არა? – ჩემი აზრით, საუკეთესო კაბა უნდა
ჩაეცვა. გოგონები ასე იქცევიან.
– დიახ, მაგრამ მომისმინეთ, მის მარპლ, – ჩაერთო სერ
ჰენრი, – დავუშვათ, იგი პაემანზე მიდიოდა, მაგრამ ან ღია
მანქანით, ან ფეხით – ცუდი გზით. რატომ გარისკავდა? პირი-
ქით, გამოსასვლელ კაბას გაუფრთხილდებოდა.
– დიახ, ასე მოქცევა უფრო გონივრული იქნებოდა, – კვერი
დაუკრა სუპერინტენდანტმა. მის მარპლი მისკენ მკვირცხლად
შეტრიალდა და უთხრა:
– თუ გონიერებაზე მიდგა საქმე, შარვალი და პულოვერი
უნდა ჩაეცვა, ან ტვიდის კოსტიუმი. რა თქმა უნდა (არ მინდა,
სნობად მოგეჩვენოთ, თუმცა, ვშიშობ, ეს გარდაუვალია), ჩვე-
ნი... ჩვენი წრის ქალიშვილი ასე მოიქცეოდა.
– კარგად აღზრდილი ქალიშვილი, – მის მარპლს ხმა და-
უთბა, – ყოველთვის ვითარების შესაბამისად იცვამს. იმას
ვგულისხმობ, რომ, დღისით რომც ცხელოდეს, საღამოს იგი
აბრეშუმის ყვავილებიან კაბას მაინც არ ჩაიცვამს.
– როგორ უნდა გამოეწყოს შეყვარებულთან პაემანზე მიმა-
ვალი ქალიშვილი? – იკითხა სერ ჰენრიმ.
– თუ შეხვედრა სასტუმროში ან ისეთ ადგილას უნდა შედ-
გეს, სადაც საღამოს კაბის ჩაცმა შეიძლება, საუკეთესო საღა-
მოს კაბა უნდა ჩაიცვას, მაგრამ გარეთ ამ სახით სულელური

161 მკითხველთა ლიგა


შესახედავი იქნება, ამიტომ სპორტული სამოსი უფრო მოუხ-
დება.
– გეთანხმებით, მოდის დედოფალო, მაგრამ საბრალო რუ-
ბი...
– დიახ, რუბი... რუბი არ იყო ასე აღზრდილი, – თქვა მის
მარპლმა, – იგი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომ-
ლებიც ჩაცმისას წესებს არად დაგიდევენ. მახსოვს, შარშან
პიკნიკზე ვიყავით სკრენტორ-როკსში. უნდა გენახათ, როგორ
შეუფერებლად ეცვათ ახალგაზრდებს: ქალიშვილებს – აბრე-
შუმის კაბები, ლაქის ფეხსაცმელები და უცნაური ფორმის ქუ-
დები კლდეებზე ასაძრომად და მანანითა და კურდღლისცოც-
ხათი დაფარულ ადგილებში სასიარულოდ, ჭაბუკებს კი – სა-
უკეთესო კოსტიუმები. თუმცა ლაშქრობებში ახლა უნიფორმის
მსგავს სამოსს იცვამენ. მაგრამ გოგონები ვერ ხვდებიან, რომ
შორტი ძალიან გამხდრებს არ უხდებათ.
– და თქვენ ფიქრობთ, რომ რუბი კინი...
– გაწელვით დაიწყო სუპერინტენდანტმა.
– ვფიქრობ, რომ რუბი კინი არ გაიხდიდა იმ ვარდისფერ კა-
ბას, რომელიც საღამოს ეცვა. იგი მას უფრო ლამაზი ტანსაც-
მლით თუ ჩაანაცვლებდა.
– ამას რით ახსნით, მის მარპლ? – ჰკითხა სუპერინტენდან-
ტმა ჰარპერმა.
– პასუხი ჯერ არ მაქვს, – მიუგო მის მარპლმა, – მაგრამ
ვგრძნობ, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანია...

III

ჩოგბურთის გაკვეთილი, რომელსაც რაიმონდ სტარი მავ-


თულის ბადით შემოღობილ კორტზე ატარებდა, დასასრულს
მიუახლოვდა. საშუალო ასაკის მსუქანმა ქალმა მას რამდენი-
მე სამადლობელი სიტყვა უთხრა, ცისფერი სვიტერი აიღო და
სასტუმროსკენ გაემართა. რაიმონდმა მას ბანალური კომ-
პლიმენტი დაადევნა. შემდეგ იგი ძელსკამისკენ შებრუნდა, სა-
დაც სამი მაყურებელი იჯდა. რაიმონდს ერთ ხელში ბადეში
ჩაწყობილი ბურთები ეჭირა, ჩოგანი კი იღლიის ქვეშ ამოედო.

162 მკითხველთა ლიგა


სახიდან უზრუნველი და მოღიმარი გამომეტყველება ერთბა-
შად გაუქრა. დაღლილი და შეწუხებული გამოიყურებოდა.
– ესეც ასე, – ჩაილაპარაკა მან და სამეულისკენ გაე– მარ-
თა. მზემოკიდებულ სახეზე კვლავ მომხიბლავი, ბიჭური, მეტ-
ყველი ღიმილი მოეფინა. სერ ჰენრიმ გუნებაში საკუთარ თავს
ჰკითხა, თუ რამდენი წლის იქნებოდა ეს კაცი: ოცდახუთის, ოც-
დაათის, ოცდათხუთმეტის? ამის გამოცნობა შეუძლებელი ჩან-
და. რაიმონდმა თავი ოდნავ დააქნია და თქვა:
– ალბათ ხვდებით, რომ იგი თამაშს ვერასდროს ისწავლის.
– ვფიქრობ, ასეთი გაკვეთილები ძალიან დამღლელია, –
ჩაილაპარაკა მის მარპლმა.
– დიახ, ზოგჯერ, განსაკუთრებით ზაფხულის მიწურულს.
ფულიც კი აღარ გაძლევს სტიმულს. სუპერინტენდანტი წამოდ-
გა და თქვა:
– ნახევარი საათის შემდეგ გამოგივლით, მის მარპლ, ხომ
გაწყობთ? – შესანიშნავი იქნება, გმადლობთ. მზად ვიქნები.
რაიმონდმა თვალი გააყოლა მიმავალ ჰარპერს და იკითხა: –
წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, ცოტა ხნით აქ რომ ჩამოვჯდე?
– დაბრძანდით. სიგარეტი ხომ არ გნებავთ? – უთხრა სერ ჰენ-
რიმ, თან უკვირდა, რატომ შეჰქმნოდა რაიმონდ სტარზე წინას-
წარ ცუდი აზრი. იქნებ მხოლოდ მისი საქმიანობის გამო? ამ
შემთხვევაში მიზეზი ჩოგბურთი კი არა, ცეკვა უნდა ყოფილი-
ყო. როგორც ჭეშმარიტი ინგლისელი, იგი ეჭვის თვალით უყუ-
რებდა პროფესიონალ მოცეკვავეებს. ახალგაზრდა კაცი ძალ-
ზე გრაციოზულად მოძრაობდა! რამონი... რაიმონდი... "რა
ჰქვია სინამდვილეში?" – გაუელვა უეცრად თავში, აღარ და-
ახანა და ამის შესახებ პირდაპირ ჰკითხა სტარს.
– კარიერის დასაწყისში რამონს მეძახდნენ. "რამონი და ჯო-
ზი" – ამას ესპანური ელფერი დაჰკრავდა. მაგრამ უცხოელებს
ცუდი თვალით უყურებენ, ამიტომ რაიმონდი ვარჩიე, ბრიტა-
ნული სახელი...
– მაგრამ სინამდვილეში ასე არ გქვიათ, არა? – ჰკითხა მის
მარპლმა. ახალგაზრდა კაცმა ქალს გაუღიმა და მიუგო:

163 მკითხველთა ლიგა


– არა, ნამდვილი სახელი რამონია. ჩემი ბებია წარმოშო-
ბით არგენტინელია. ("აი, თეძოების რხევის მიზეზი", – გაიფიქ-
რა სერ ჰენრიმ). სამაგიეროდ, მეორე სახელი თომასია. ძალი-
ან პროზაულად ჟღერს. იგი სერ ჰენრის მიუბრუნდა.
– თქვენ ხომ დევონშირიდან ბრძანდებით, სერ, არა? სტე-
ინიდან? ჩემი მშობლები იქვე ცხოვრობენ, ალმონსტონში. სერ
ჰენრის სახე გაუნათდა.
– მაშ, თქვენ ალმონსტონელი სტარების ოჯახიდან ხართ?
ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი.
– ეგ სულაც არ მიკვირს. სტარის ხმას სიმწარე შეერია.
– ბედუკუღმართობა, არა? – თანაგრძნობით ჰკითხა სერ
ჰენრიმ.
– ალბათ. ჩვენ ხომ მამული გავყიდეთ, რომელსაც სამასი
წლის განმავლობაში ვფლობდით. მაგრამ ჩვენი გვარი არ გამ-
ქრალა. უფროსი ძმა ნიუ-იორკში გადავიდა და იქ საგამომცემ-
ლო საქმეს მისდევს, თანაც არცთუ ურიგოდ. დანარჩენებიც
მთელ დედამიწაზე მიმოვიფანტეთ. ჩვენს დროში ძნელია სა-
მუშაოს პოვნა, თუ სათქმელი არაფერი გაქვს, გარდა იმისა,
რომ საშუალო სკოლა დაამთავრე. ზოგჯერ, თუ გაგიმარ-
თლებთ, სასტუმროს მისაღებში კლერკად მოეწყობით. იქ მთა-
ვარი – ჰალსტუხი და მანერებია. მე ბედმა არ გამიღიმა და სან-
ტექნიკის მაღაზიაში მოვეწყვე გამყიდვლად. უზარმაზარ საგა-
მოფენო დარბაზში ატმისა და ლიმონის ფერის ფაიფურის აბა-
ზანები იდგა. მაგრამ ხან ფასი მავიწყდებოდა, ხანაც – ადგილ-
ზე მიტანის დრო. ასე რომ, დამითხოვეს. ერთადერთი, რაც
კარგად გამომდიოდა, ცეკვა და ჩოგბურთის თამაში იყო. რი-
ვიერის ერთ-ერთ სასტუმროში მოვეწყვე, სადაც საზოგადოე-
ბის ნაღები იკრიბებოდა. ჩემს საქმეს რიგიანად ვართმევდი
თავს. ერთხელ ყური მოვკარი, როგორ ეუბნებოდა ვიღაც
პოლკოვნიკი, – ნამდვილი პოლკოვნიკი, თავიდან ფეხებამდე

164 მკითხველთა ლიგა


ჯენტლმენი, გამუდმებით პუნას14 რომ ახსენებდა, – სასტუმ-
როს მენეჯერს: – სად არის ის ჟიგოლო15 ? ჩემს ცოლსა და ქა-
ლიშვილს ცეკვა სურთ. სად დაიკარგა ის ტყისმჭრელი? ახლა-
ვე მომიყვანეთ! – წინდაუხედავად მოვიქეცი, – განაგრძო რა-
იმონდმა, – გავნაწყენდი და ადგილიც დავკარგე. ბოლოს აქ
მოვხვდი. მართალია, ნაკლებს მიხდიან, მაგრამ უფრო სასია-
მოვნო ატმოსფეროა. ჩოგბურთის თამაშს ვასწავლი ფუმფულა
ქალებს, რომლებიც ნორმალურად თამაშს ვერასდროს ისწავ-
ლიან. თან მდიდარი კლიენტების უკავალროდ დარჩენილ ქა-
ლიშვილებს ვეცეკვები. რა გაეწყობა, ასეთია ცხოვრება. მაპა-
ტიეთ, რომ ჩემს უიღბლობაზე საუბრით თავი შეგაწყინეთ. მას
გაეცინა და თოვლივით ქათქათა კბილები გამოუჩნდა. თვა-
ლები გაუბრწყინდა და მოულოდნელად ძველებურად გამო-
ცოცხლდა.
– მოხარული ვარ, რომ გესაუბრეთ, – უთხრა სერ ჰენრიმ, –
სულ მინდოდა ამის გაკეთება.
– რუბი კინის შესახებ? სამწუხაროდ, ვერაფრით დაგეხმა-
რებით. არ ვიცი, ვინ მოკლა იგი. ჩვენ ერთმანეთს მხოლოდ ზე-
დაპირულად ვიცნობდით. ჩემთვის გული არასდროს გადაუშ-
ლია.
– მოგწონდათ? – ჰკითხა მის მარპლმა.
– ისე რა, – საკმაოდ გულგრილად მიუგო რეიმონდმა.
– მაშასადამე, არც ეჭვი გაქვთ ვინმეზე? – მიმართა სერ ჰენ-
რიმ.
– ვშიშობ, რომ არა... რომ მქონოდა, აქამდე ჰარპერს ვეტ-
ყოდი. როგორც ჩანს, ერთ-ერთია იმ საზიზღარ დანაშაულთა-
გან, რომელიც უმოტივოდაა ჩადენილი, მაგრამ ისე მარჯვედ,
რომ კვალის მიგნება შეუძლებელია.
– მოტივი ორ ადამიანს ჰქონდა, – შენიშნა მის მარპლმა.
სერ ჰენრიმ მას უკმაყოფილოდ შეხედა.

14პუნა - ქალაქი ინდოეთში.


15ჟიგოლო - დაქირავებული კავალერი (რესტორანში, საცეკვაო დარბაზ-
ში.

165 მკითხველთა ლიგა


– მართლა? – გაოცდა რაიმონდი. მის მარპლი დაჟინებით
მიაცქერდა სერ ჰენრის და უხალისოდ ჩაილაპარაკა:
– რუბის სიკვდილმა მისის ჯეფერსონსა და მისტერ გესკელს
შესაძლოა ორმოცდაათი ათასი გირვანქა მოუტანოს.
– რა? – რაიმონდი აშკარად განცვიფრებული, გაბრაზებუ-
ლიც კი ჩანდა, – ეს ხომ სისულელეა... სისულელე... მისის ჯე-
ფერსონს... თუნდაც მისტერ გესკელს... შეუძლებელია, რომ ეს
ჩაედინათ. ამის გაფიქრებაც კი წარმოუდგენელია. მის მარ-
პლმა ჩაახველა და რბილად თქვა: – ჩემი აზრით, თქვენ იდეა-
ლისტი ხართ.
– მე? – გაეცინა რაიმონდს, – ოღონდ მე არა. გამოუსწორე-
ბელი ცინიკოსი ვარ.
– ფული ძალიან ძლიერი მოტივია, – მშვიდად განაგრძო
მის მარპლმა.
– შესაძლოა, – ცხარედ წარმოთქვა რეიმონდმა, – მაგრამ
ის, რომ რომელიმე მათგანს გოგონა დაეხრჩო...
– მან თავი გადააქნია. უეცრად იგი წამოდგა.
– აი, მისის ჯეფერსონი მოდის ჩოგბურთის გაკვეთილზე.
აგვიანებს, – მისი ხმა სასაცილოდ გაისმა, – მთელი ათი წუ-
თით! მათკენ ბილიკით მისის ჯეფერსონი და ჰუგო მაკლინი
მოიჩქაროდნენ. ადი ჯეფერსონმა დაგვიანებისთვის ღიმილით
მოიბოდიშა და კორტზე შევიდა. ჰუგო სკამზე ჩამოჯდა, მის
მარპლისგან ნებართვა აიღო, ჩიბუხი ამოიღო და ცოტა ხანს
უსიტყვოდ აბოლებდა, თან კრიტიკულად გასცქეროდა კორ-
ტზე მოძრავ ორ თეთრ ფიგურას.
– ვერ გამიგია, რატომ აიჩემა ადიმ ეს გაკვეთილები, – თქვა
მან ბოლოს, – გართობის მიზნით თამაში, რასაკვირველია,
შეიძლება, – ეს მეც ძალიან მიყვარს, – მაგრამ გაკვეთილები?
– ალბათ, კლასის ასამაღლებლად, – მიუგო სერ ჰენრიმ.
– ისედაც მშვენივრად თამაშობს, – შეეპასუხა ჰუგო, – ცხა-
დია, მოყვარულის კვალობაზე. დალახვროს ეშმაკმა, ის ხომ
უიმბლდონისთვის არ ემზადება. იგი ერთი-ორი წუთით დუმდა,
შემდეგ კი იკითხა: – ეს რაიმონდი ვინ არის? საიდან ჩამოვი-
და? აქაურს არ ჰგავს.

166 მკითხველთა ლიგა


– დევონშირელი სტარების ოჯახიდანაა, – მიუგო სერ ჰენ-
რიმ.
– რას ბრძანებთ, მართლა? სერ ჰენრიმ თავი დაუქნია. აშ-
კარად ჩანდა, რომ ეს სიახლე ჰუგოს არ ესიამოვნა. იგი კიდევ
უფრო მოიღუშა.
– ვერ გამიგია, რისთვის დამიძახა ადიმ, – თქვა მან, – ისე-
დაც ცხადია, რომ ამ საქმესთან კავშირი არ აქვს. მაშ, რატომ
დამიძახა? – როდის გთხოვათ მან ჩამოსვლა? – ცნობისმოყ-
ვარეობით ჰკითხა სერ ჰენრიმ.
– ე-ე... როცა ეს ამბავი მოხდა.
– როგორ მოგაწვდინათ ხმა? ტელეფონით თუ დეპეშით? –
დეპეშით.
– საინტერესოა, როდის არის გამოგზავნილი.
– ვერაფერს მოგახსენებთ.
– თქვენ როდის მიიღეთ? – მე არ მიმიღია. ტექსტი ტელე-
ფონით მიკარნახეს.
– რატომ? სად იყავით? – შუადღის შემდეგ ლონდონიდან
დეინბერი-ჰედში გავემგზავრე.
– ეს ხომ აქვეა, სულ ახლოს.
– დიახ, უცნაური დამთხვევაა, არა? როდესაც დამირეკეს,
გოლფის სათამაშო მოედნიდან ვბრუნდებოდი, და მაშინვე აქ
გავჩნდი. მის მარპლი უგუნებოდ მყოფ ჰუგო მაკლინს მიაჩერ-
და და თქვა: – როგორც მითხრეს, დეინბერი-ჰედი სასიამოვნო
ადგილია და არც სიძვირით გამოირჩევა.
– დიახ, შედარებით სიიაფეა. ასე რომ არა, იქ ვერც წავიდო-
დი. ისე კი მართლა მშვენიერი ადგილია.
– არც ჩვენ გვაწყენდა იქ გავლა, – თქვა მის მარპლმა, – იქ-
ნებ როგორმე მოვახერხოთ.
– რა? დიახ... რა თქმა უნდა. მაკლინი წამოდგა.
– აჯობებს, ცოტა გავიარო, იქნებ მადაზე მოვიდე, – თქვა
მან და იქაურობა ცივად დატოვა.
– ქალები ძალიან ცუდად ექცევიან ერთგულ თაყვანისმცემ-
ლებს, – განაცხადა სერ ჰენრიმ. მის მარპლმა გაიღიმა, მაგ-
რამ არაფერი უთქვამს.

167 მკითხველთა ლიგა


– ცოტა მოსაწყენ ადამიანად ხომ არ მოგეჩვენათ? – იკითხა
სერ ჰენრიმ, – საინტერესო იქნებოდა ამისი მიზეზის ცოდნა.
– შესაძლოა, შეზღუდული იდეების გამო, – მიუგო მის მარ-
პლმა, – მაგრამ პერსპექტივა კი კარგი აქვს. სერ ჰენრი წა-
მოდგა.
– უნდა წავიდე და საქმეს მივხედო. თქვენ კი მისის ბანტრის-
თან ერთად დაგტოვებთ. აგერ ისიც.

IV

აქოშინებული მისის ბანტრი მის მარპლს გვერდით მიუჯდა.


– მსახურებს ველაპარაკე, – თქვა მან, – მაგრამ უშედეგოდ.
ვერაფერი დავადგინე. იქნებ გოგონა მართლაც ხვდებოდა
ვინმეს ისე, რომ ამის შესახებ სასტუმროში არავინ იცოდა? –
საინტერესო მოსაზრებაა, ჩემო კარგო, მაგრამ არა მგონია,
ასე ყოფილიყო. თუ ეს სიმართლეა, ვიღაცას მაინც ეცოდინე-
ბოდა! თუმცა მას დიდი სიფრთხილე უნდა გამოეჩინა. მის მარ-
პლმა მზერა კორტზე გადაიტანა და კმაყოფილებით აღნიშნა:
– ადის თამაში გაუუმჯობესებია. ეს პროფესიონალი ჩოგბურ-
თელი კი მიმზიდველი ახალგაზრდა ყოფილა. ადიც მშვენივ-
რად გამოიყურება. ძველებურად მომხიბლავია – სულაც არ
გამიკვირდება, თუ კვლავ გათხოვდება. თანაც მისტერ ჯეფერ-
სონის გარდაცვალების შემდეგ მდიდარი ქალი იქნება, – თქვა
მის მარპლმა.
– საიდან გიჩნდებათ ხოლმე თავში ასეთი საძაგელი აზრე-
ბი, ჯეინ? საიდუმლო კი კვლავაც ამოუხსნელია და, მგონი,
ვერც ვერასდროს ამოვხსნით. არადა, ვფიქრობდი, რომ სწრა-
ფად მოარგებდით გასაღებს, – მისის ბანტრის ხმაში საყვე-
დურმა გაიჟღერა.
– არა, არა, ძვირფასო, მყისიერად ვერ მოვარგე – ამას გან-
საზღვრული დრო სჭირდებოდა. მისის ბანტრიმ მას გაოცები-
თა და ეჭვის თვალით შეხედა.
– იმის თქმა ხომ არ გსურთ, რომ იცით, ვინც მოკლა რუბი
კინი? – ცხადია, ვიცი, – თქვა მის მარპლმა.

168 მკითხველთა ლიგა


– მერედა, ვინ არის ის, ჯეინ? ჩქარა მითხარით. მის მარ-
პლმა თავი მტკიცედ გადააქნია და ტუჩები მოკუმა.
– ვწუხვარ დოლი, მაგრამ ვერაფერს გეტყვით.
– რატომ? – ვინაიდან თავს ვერ შეიკავებთ და ყველას უამ-
ბობთ. ან თუ არ უამბობთ, მიანიშნებთ მაინც.
– არა, არ ვუამბობ. ერთ სულიერსაც არ ვეტყვი.
– ვინც ასე ამბობს, ამას არასდროს ასრულებს. ეს კი ცუდია,
ჩემო კარგო. თანაც ჯერ გრძელი გზაა გასავლელი. ბევრი რამ
ბურუსითაა მოცული. გახსოვთ, როდესაც მისის პარტრიჯის-
თვის წითელი ჯვრის დასახმარებლად ფულის შეგროვების უფ-
ლების მიცემას ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ ვერ ვამბობდი,
რატომ. მიზეზი ის იყო, რომ ცხვირის წვერი უთამაშებდა, ჩემი
მოახლის, ალისას მსგავსად, როდესაც მას ფულის გადასახ-
დელად ვაგზავნიდი. დაახლოებით შილინგს ვაძლევდი და ვე-
უბნებოდი, შესაძლოა, მომდევნო კვირის ანგარიშში გადავი-
დეს-მეთქი. ეს ცხადია, ზუსტად ის იყო, რასაც მისის პარტრიჯი
აკეთებდა, ოღონდ უფრო დიდი მასშტაბით. თქვენ წარმოიდ-
გინეთ, სამოცდათხუთმეტი გირვანქა მიითვისა.
– მისის პარტრიჯზე ნუღარ წუხხართ, – თქვა მისის ბანტრიმ.
– მაგრამ მინდა, რომ აგიხსნათ. და თუ სურვილი გაქვთ,
ერთ რჩევას მოგცემთ. საქმე ის არის, რომ ხალხი ძალიან მიმ-
ნდობია. რასაც გეუბნებიან, ყველაფერი როდი უნდა დაიჯე-
როთ. როდესაც რაღაც საეჭვო ხდება, არავისი მჯერა. ხომ ხე-
დავთ, რა კარგად ვიცნობ ადამიანის ბუნებას. მისის ბანტრი
ცოტა ხანს ჩუმად იყო. შემდეგ კი სხვა კილოთი წარმოთქვა:
– მე გითხარით, რომ ამ საქმემ თავიდანვე საშინელ ხასი-
ათზე დამაყენა. როგორია – საზარელი დანაშაული საკუთარ
სახლში! ამგვარი რამ აღარ განმეორდება.
– ვიმედოვნებ, ასეც იქნება, – თქვა მის მარპლმა.
– მეც. ეს ერთი შემთხვევაც საკმარისია. მაგრამ ეს ჩემი
მკვლელობაა, ჯეინ, და მინდა სრულად დავტკბე მისით. მის
მარპლმა სწრაფად გახედა მას. მისის ბანტრიმ შემართებით
იკითხა:
– ჩემი არ გჯერათ, მის მარპლ? – არა, რატომ, – ტკბილად
უთხრა მის მარპლმა, – მჯერა, დოლი, რადგან ასე ამბობთ.

169 მკითხველთა ლიგა


– მაგრამ თქვენ ხომ არასდროს გჯერათ იმის, რასაც ხალხი
ამბობს? ახლახან სწორედ ასე თქვით. თუმცა, შესაძლოა, მარ-
თალიც იყოთ, – მოულოდნელად მისის ბანტრის ხმაში ნაღვე-
ლი შეეპარა:
– სულელი არ ვარ, ჯეინ, და კარგად ვიცი, რასაც ლაპარა-
კობენ სენ-მერიმიდსა და მის გარშემო. რომ კვამლი უცეც-
ხლოდ არ არსებობს; რომ თუ ქალიშვილის გვამი ართურის
ბიბლიოთეკაში იპოვეს, ართურმა რამე მაინც უნდა იცოდეს;
რომ გოგონა მისი უკანონო შვილი იყო და მას აშანტაჟებდა.
ერთი სიტყვით, ყველა იმას ამბობს, რაც თავში მოუვა. და მო-
მავალშიც ასე გაგრძელდება. თავიდან ართური ამას ვერ გა-
აცნობიერებს. ისეთი გულუბრყვილოა, ვერ დაიჯერებს, რომ
ხალხი მასზე ასე ფიქრობს. მაგრამ შემდეგ ზოგი ალმაცერად
შეხედავს, ზოგი მის დანახვაზე მხრებს აიჩეჩს, თანდათანობით
კი საქმე იქამდე მივა, რომ გარეთ თავს ვეღარ გამოყოფს, სა-
კუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტება და იქნება ასე საცოდავად. სწორედ
ამიტომ მინდა, რომ ამ საქმის შესახებ ყველაფერი შევიტყო,
რაც კი შესაძლებელია. მკვლელობა უნდა გაიხსნას! წინააღ-
მდეგ შემთხვევაში, ართურს ცხოვრება დაენგრევა. ამას არ
დავუშვებ! არა, არა და არა! იგი გაჩუმდა და ცოტა ხნის შემდეგ
დაამატა:
– არ მინდა, რომ ჩემი საყვარელი მეუღლე ამ ჯოჯოხეთში
აღმოჩნდეს იმის გამო, რაც არ გაუკეთებია. ეს არის ერთადერ-
თი მიზეზი, რისთვისაც დეინმუთში ჩამოვედი და იგი შინ მარ-
ტო დავტოვე – სიმართლის დასადგენად.
– ვიცი, ჩემო კარგო, – თქვა ჯეინმა, – მეც ამიტომ ვარ აქ.

170 მკითხველთა ლიგა


ნაწილი მეთოთხმეტე
I

სასტუმრო "მაჯესტიკის" ერთ-ერთ წყნარ ოთახში ედუარდი


მოწიწებით უსმენდა სერ ჰენრი კლიტერინგს.
– თქვენთვის რამდენიმე შეკითხვის დასმა მსურს, ედუარდ,
მაგრამ თავდაპირველად ჩემი აქ ყოფნის მიზეზს აგიხსნით.
ოდესღაც სკოტლენდიარდში კომისრად ვმუშაობდი. შემდეგ
პენსიაზე გავედი და ახლა კერძო პირი ვარ. როდესაც ეს ტრა-
გედია მოხდა, თქვენმა პატრონმა მთხოვა, რომ სასწრაფოდ
ჩამოვსულიყავი და ჩემი გამოცდილება ჭეშმარიტების დასად-
გენად გამომეყენებინა. სერ ჰენრი გაჩუმდა. ედუარდმა თავი
ოდნავ გვერდზე გადახარა, ჭკვიანი თვალები თანამოსაუბრეს
მიაპყრო და თქვა:
– გასაგებია, სერ ჰენრი. კლიტერინგმა კი ნელა და მოზო-
მილად განაგრძო:
– პოლიციაში დაკითხვაზე ყოფნისას ადამიანები, როგორც
წესი, რაღაცას მალავენ ხოლმე. ეს სხვადასხვა მიზეზით ხდე-
ბა. ზოგს ოჯახური უსიამოვნების გახმაურება არ სურს, ზოგი
ფიქრობს, რომ რომელიღაც წვრილმანი დანაშაულს არ უკავ-
შირდება, ზოგს ეშინია, დაინტერესებულ პირს რამე არ ავნოს.
– გასაგებია, სერ ჰენრი, – კვლავ გაიმეორა ედუარდმა.
– ვფიქრობ, კარგად იცით ამ საქმის ძირითადი მომენტები.
მოკლული თქვენი პატრონის, მისტერ ჯეფერსონის შვილობი-
ლი უნდა გამხდარიყო. ორ ადამიანს ჰქონდა მნიშვნელოვანი
მიზეზი, რომ ამ გეგმის აღსრულებას შეწინააღმდეგებოდა:
მისტერ გესკელსა და მისის ჯეფერსონს. კამერდინერის თვა-
ლებში წამით რაღაცამ გაიელვა.
– შეიძლება თუ არა გკითხოთ, სერ, – თქვა მან, – ისინი ეჭ-
ვმიტანილები არიან თუ არა? – მათ დაპატიმრება არ ემუქრე-
ბათ, თუ ამას გულისხმობთ. მაგრამ პოლიცია ვალდებულია,
მათ თვალყური ადევნოს. იგი მანამ იქნება მათდამი უნდობ-
ლად განწყობილი, სანამ მკვლელობის საქმე საბოლოოდ არ
გაირკვევა.
171 მკითხველთა ლიგა
– უსიამოვნო მდგომარეობაში აღმოჩენილან, სერ.
– ძალიან უსიამოვნო მდგომარეობაში. ჭეშმარიტების და-
სადგენად ამ საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტი უნდა
ვიცოდე. მათ შორის მისტერ ჯეფერსონისა და მისი ოჯახის წევ-
რების რეაქცია ამა თუ იმ მოვლენაზე, სიტყვები, ჟესტები. რას
გრძნობდნენ, რას ავლენდნენ, რის შესახებ საუბრობდნენ. მე
მაინტერესებს შიგა ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ თქვენ
თუ გეცოდინებათ. თქვენ კარგად იცით თქვენი პატრონის ხა-
სიათი. მასზე დაკვირვების შედეგად შესაძლოა მისი ქცევის მი-
ზეზიც ახსნათ. ყოველივე ამას პოლიციელივით კი არ გეკით-
ხებით, არამედ როგორც მისტერ ჯეფერსონის მეგობარი. თუ
მივიჩნიე, რომ თქვენ მიერ ნათქვამს საქმესთან კავშირი არ
აქვს, ამას პოლიციას არ შევატყობინებ. იგი გაჩუმდა, ედუარ-
დმა კი წყნარად ჩაილაპარაკა:
– ყველაფერი გავიგე, სერ. თქვენ გსურთ, რომ, ასე ვთქვათ,
შიდა სამზარეულოს შესახებ მოგიყვეთ და ის დეტალები გა-
გიმხილოთ, რომლებსაც სხვა ვითარებაში არ გეტყოდით და
არც თქვენ მოისურვებდით, რომ მოგესმინათ.
– ძალიან გონიერი ადამიანი ხართ, ედუარდ. სწორედ ამას
ვგულისხმობდი. ედუარდი ორიოდე წუთით ჩუმად იყო, შემდეგ
კი ლაპარაკს შეუდგა.
– ცხადია, მისტერ ჯეფერსონს ძალიან კარგად ვიცნობ. მის
გვერდით მრავალი წელი გავატარე. მას მაშინაც კი ვხედავ,
როდესაც იგი საკუთარ თავს არ აკონტროლებს. ზოგჯერ დავ-
ფიქრდები კიდეც, ღირს თუ არა ბედთან ისე ბრძო– ლა, რო-
გორ ამას მისტერ ჯეფერსონი აკეთებს. მან საშინელი დანა-
კარგი განიცადა, სერ. რომ შეეძლოს და ზოგჯერ უკან და-
იხიოს, თავი უბედურ, მარტოხელა, წელში გატეხილ კაცად იგ-
რძნოს, საბოლოოდ იქნებ უკეთესიც კი იყოს, მაგრამ ძალზე
ამაყია და ბრძოლა ურჩევნია. ეს მისი დევიზია.
– ეგ არის, რომ მუდმივი დაძაბულობისგან მისტერ ჯეფერ-
სონი ძალზე ნერვიული გახდა. იგი გაწონასწორებული ადა-
მიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ მე ხომ ვიცი, როგორი
გააფთრება სჩვევია – სიტყვის თქმასაც კი ვეღარ ახერხებს.
განსაკუთრებით ტყუილის თქმა აგიჟებს...

172 მკითხველთა ლიგა


– რამე კონკრეტულს გულისხმობთ, ედუარდ? – დიახ, სერ.
თქვენ ხომ გულახდილი საუბარი გსურდათ, სერ? – რასაკვირ-
ველია.
– ჩემი აზრით, სერ ჰენრი, ახალგაზრდა ქალიშვილი, რო-
მელმაც მისტერ ჯეფერსონის ყურადღება მიიპყრო, სულაც არ
იყო ამის ღირსი. ეს გახლდათ, უხეშად რომ ვთქვათ, პატარა
ცრუ დედაკაცი, რომელსაც ოდნავაც არ უყვარდა მისტერ ჯე-
ფერსონი. პირფერობდა, როდესაც გულუბრყვილოდ ტიტინებ-
და, მადლიერებასა და სიყვარულს გამოხატავდა. ჩამოყალი-
ბებულ ნაძირალას არ შევადარებ, მაგრამ სულაც არ იყო ისე-
თი, როგორიც იგი მისტერ ჯეფერსონს წარმოედგინა. ეს ძალი-
ან მაოცებდა, რადგან მისტერ ჯეფერსონი გამჭრიახობით გა-
მოირჩეოდა და ადამიანებში არასდროს ცდებოდა. მაგრამ
როდესაც საქმე ახალგაზრდა ქალიშვილს ეხება, მამაკაცი
სულ სხვანაირად იწყებს მსჯელობას. ახალგაზრდა მისის ჯე-
ფერსონი, რომლის მიმართაც იგი სიმპათიით იყო განწყობი-
ლი, ამ ზაფხულს ძალიან შეიცვალა. მისტერ ჯეფერსონმა ეს
იგრძნო და ცუდად ენიშნა. მას ხომ ყოველთვის უყვარდა იგი.
მისტერ გესკელი მასში მსგავს გრძნობებს არ იწვევდა.
– და იგი მაინც მუდმივად გვერდით ჰყავდა? – ჩაურთო სერ
ჰენრიმ.
– დიახ, მაგრამ ამას მის როზამუნდის, მის გესკელის ხათ-
რით აკეთებდა, რომელიც მისი თვალისჩინი იყო. მისტერ ჯე-
ფერსონი თავის ქალიშვილს ლამის აღმერთებდა. იგი მისტერ
მარკზეც, მის როზამუნდის მეუღლეზეც ასე ფიქრობდა.
– დავუშვათ და მისტერ მარკი ხელმეორედ დაქორწინებუ-
ლიყო? – მაშინ მისტერ ჯეფერსონი საშინლად განრისხდებო-
და. სერ ჰენრიმ წარბები მაღლა აზიდა.
– საშინლად? – შესაძლოა, არ შეემჩნია, მაგრამ სინამდვი-
ლეში ასე იქნებოდა.
– მისის ჯეფერსონის გათხოვების შემთხვევაში? – მისტერ
ჯეფერსონს არც ეს მოეწონებოდა.
– განაგრძეთ, თუ შეიძლება, ედუარდ.

173 მკითხველთა ლიგა


– იმას ვამბობდი, რომ მისტერ ჯეფერსონი ძალიან გაიტაცა
ახალგაზრდა ქალიშვილმა. მსგავსი რამ ადრეც ხშირად მინა-
ხავს, როდესაც სხვებს ვემსახურებოდი. ეს ავადმყოფობას
ჰგავს – მათ სურთ, რომ დაიცვან იგი, ცივი ნიავი არ მიაკარონ,
მათთვის არაფერს იშურებენ... მაგრამ ათიდან ცხრა შემთხვე-
ვაში ეს ქალიშვილები თვითონაც მშვენივრად მოახერხებენ
თავის დაცვას და კარგად ხედავენ, რა არის მათი მთავარი შან-
სი.
– მაშასადამე, თქვენ ფიქრობთ, რომ რუბი კინი ინტრიგანი
იყო? – უნდა გითხრათ, სერ ჰენრი, რომ იგი ძალიან ახალგაზ-
რდა და, აქედან გამომდინარე, გამოუცდელი გახლდათ, მაგ-
რამ საამისოდ საუცხოო მონაცემები ჰქონდა. ხუთი წლის შემ-
დეგ კი ამ საქმის ნამდვილი ექსპერტი გახდებოდა! – მიხარია,
თქვენი აზრი რომ გავიგე, – თქვა სერ ჰენრიმ, – ეს ძალზე
მნიშვნელოვანია. ხომ ვერ გაიხსენებდით, როგორ მსჯელობ-
დნენ ამ საკითხის შესახებ მისტერ ჯეფერსონი და მისი ოჯახის
წევრები? – მსჯელობა თითქმის არ ყოფილა, სერ. მისტერ ჯე-
ფერსონმა მათ თავისი განზრახვა შეატყობინა, პროტესტი კი
ძირშივე აღკვეთა – მაშინვე გააკმენდინა ხმა მისტერ მარკს,
რომელიც შედარებით გულწრფელი იყო. მისის ჯეფერსონს
ბევრი არაფერი უთქვამს, – იგი მშვიდი ქალბატონია, – მხო-
ლოდ მოუწოდა, რომ ძალიან არ აჩქარებულიყო. სერ ჰენრიმ
თავი დააქნია.
– კიდევ რას იტყვით? რუბი კინი როგორ იქცეოდა? კამერ-
დინერს მოუთმენლობა დაეტყო.
– ენით ვერ აგიწერთ, როგორ ზეიმობდა, სერ.
– ზეიმობდაო, ამბობთ? ხომ არ გაგჩენიათ ეჭვი, ედუარდ,
რომ...
– იგი შესაფერისი სიტყვების შერჩევას ცდილობდა,
– ...რომ მისი გული, ასე ვთქვათ, უკვე სხვას ეკუთვნოდა? –
მისტერ ჯეფერსონი მასზე დაქორწინებას კი არა, მის შვილად
აყვანას აპირებდა, სერ.
– მაშ, ვერაფერს იტყვით? – იყო ერთი შემთხვევა, სერ, –
ნელა წარმოთქვა მსახურმა, – რომელსაც შემთხვევით შევეს-
წარი.

174 მკითხველთა ლიგა


– საინტერესოა. მიამბეთ მის შესახებ.
– ეს, ალბათ, არაფერს მოგცემთ, სერ. ერთხელ ახალგაზ-
რდა ქალიშვილმა თავისი ხელჩანთა გახსნა და იქიდან პატა-
რა ფოტოსურათი გადმოვარდა. მისტერ ჯეფერსონი მაშინვე
ეცა მას და ჰკითხა: "ეი, ფისუნია, ეს ვინ არის?" – ამ სურათზე,
სერ, შავგვრემანი ახალგაზრდა კაცი იყო გამოსახული გაწეწი-
ლი თმითა და გვერდზე მოქცეული ჰალსტუხით. მის კინმა ისე-
თი სახე მიიღო, თითქოს არაფერი იცოდა, და მიუგო: "წარ-
მოდგენა არ მაქვს, ჯეფ. არ ვიცი, საიდან გაჩნდა ჩემს ჩანთაში.
მე არ ჩამიდვია!" მისტერ ჯეფერსონი პასუხმა ვერ დააკმაყო-
ფილა. მან შუბლი შეიჭმუხნა და ჩახრინწული ხმით წარმოთ-
ქვა: "არა, ფისუნია, არა. მშვენივრად იცი, ვინც არის". გოგო-
ნამ მაშინვე შეცვალა ტაქტიკა, სერ, და შეშინებული სახით ჩა-
ილაპარაკა: "ოჰ, გამახსენდა! იგი ერ– თხელ ჩვენს სასტუმრო-
ში მოვიდა და მეცეკვა. არ ვიცი, რა ჰქვია. ჩემი აზრით, როცა
შევტრიალდი, იმ იდიოტმა ეს სურათი ჩანთაში თვითონ ჩამი-
დო. რა სულელები არიან ეს ახალგაზრდა კაცები!" მან თავი
გადააქნია, გაიცინა და იქაურობას გასცილდა. მაგრამ ეს ახ-
სნა ძალზე საეჭვო იყო. მისტერ ჯეფერსონმა რამდენჯერმე
მკაცრად შეხედა ქალიშვილს, მას შემდეგ კი, როცა იგი სადმე
გავიდოდა ხოლმე, ინტერესდებოდა, სად იყავიო.
– სურათზე გამოსახული კაცი სასტუმროში არ გინახავთ? –
ჰკითხა სერ ჰენრიმ.
– არა, სერ. მე ხომ იშვიათად ჩავდივარ რესტორანსა და სა-
ცეკვაო დარბაზში. სერ ჰენრიმ თავი დაუქნია და კიდევ რამდე-
ნიმე შეკითხვა დაუსვა, მაგრამ ედუარდისგან მნიშვნელოვანი
ვეღარაფერი შეიტყო.

II

დეინმუთის პოლიციის განყოფილებაში სუპერინტენდანტი


ჰარპერი ჯესი დევისის, ფლორენს სმოლის, ბეატრის ჰენიკე-
რის, მერი პრაისისა და ლილიან რიჯუეის დაკითხვას აწარმო-
ებდა. ეს გოგონები ადგილობრივი ფერმერებისა და მოვაჭ-
რეების შვილები იყვნენ და ასაკითა და განვითარების დონით

175 მკითხველთა ლიგა


ერთმანეთისგან თითქმის არ განსხვავდებოდნენ. ყველა მათ-
განი ერთსა და იმავეს ჰყვებოდა – პამელა რივზი ისე გამოი-
ყურებოდა, როგორც ყოველთვის, და "ვულვორტსის" მაღა-
ზიაში შევლასა და მომდევნო რეისის ავტობუსით წამოსვლას
აპირებდა. სუპერინტენდანტ ჰარპერის კაბინეტის კუთხეში
ხანდაზმული ქალბატონი იჯდა. გოგონები მას ყურადღებას
თითქმის არ აქცევდნენ, თუმცა, შესაძლოა, აინტერესებდათ
კიდეც მისი ვინაობა. ვინაიდან პოლიციის თანამშრომელს არ
ჰგავდა, ფიქრობდნენ, რომ მათსავით დასაკითხად მოსული
მოწმე იყო. აი, უკანასკნელი გოგონაც გავიდა ოთახიდან. სუ-
პერინტენდანტმა ჰარპერმა შუბლი მოიწმინდა და მის მარპლს
უიმედო მზერა მიაპყრო.
– ფლორენს სმოლთან მსურს გასაუბრება, – ცივად განაც-
ხადა მის მარპლმა. სუპერინტენდანტმა წარბები მაღლა ასწია,
შემდეგ თავი დააქნია და ზარი დარეკა.
– ფლორენს სმოლი, – მიმართა მან შემოსულ კონსტებლს.
ფლორენს სმოლი კონსტებლის თანხლებით შემოვიდა. ეს
გახლდათ საკმაოდ შეძლებული ფერმერის ქალიშვილი – მა-
ღალი, ქერათმიანი გოგონა მსხვილი ტუჩებითა და შეშინებუ-
ლი ყავისფერი თვალებით. ხელებს აწვალებდა, როგორც
ჩანს, ნერვიულობდა. სუპერინტენდანტმა ჰარპერმა მის
მარპლს შეხედა და, როდესაც მან თავი დაუქნია, წამოდგა და
გოგონას მიმართა: – ეს ქალბატონი რამდენიმე შეკითხვას
დაგისვამთ. შემდეგ იგი ოთახიდან გავიდა და კარი გაიხურა.
ფლორენსი უცნობ ქალს შეშინებულ ხბოსავით მიაჩერდა.
– დაჯექით, ფლორენს, – თქვა მის მარპლმა. ფლორენს
სმოლი მორჩილად დაჯდა. უეცრად თავი ისევე მშვიდად იგ-
რძნო, როგორც საკუთარ სახლში. პოლიციაში არსებული უც-
ნობი და შიშის მომგვრელი ატმოსფერო თითქოს რაღაც უფ-
რო ნაცნობი და მისთვის ჩვეული გარემოთი შეიცვალა.
– თქვენ, ალბათ, გესმით, – თქვა მის მარპლმა, – რომ ძალ-
ზე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რაც პამელას დაღუპვის
დღეს მოხდა. ფლორენსმა ჩაილაპარაკა, რომ ყველაფერი
მშვენივრად ესმოდა.

176 მკითხველთა ლიგა


– და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დახმარება გსურთ.
ფლორენსის თვალებში თანხმობა იკითხებოდა.
– გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაციის დამალვა სერიოზუ-
ლი დანაშაულია, – თქვა მის მარპლმა. გოგონა მუხლებზე და-
დებულ ხელებს იწვალებდა, ერთიორჯერ ნერწყვი მძიმედ გა-
დაყლაპა.
– მესმის, რომ შეშფოთებული ხართ პოლიციაში მოხვედ-
რით, – განაგრძო მის მარპლმა, – ფიქრობდით, რომ აქ გისაყ-
ვედურებდნენ. თუნდაც იმის გამო, რომ ეს არავის უთხარით,
რომ პამელას ხელი არ შეუშალეთ. ძალა მოიკრიბეთ, სიმარ-
თლე თქვით და გულზე მოგეშვებათ. თუ ახლაც დამალავთ რა-
მეს, ეს უკვე ცრუმოწმეობის ტოლფასი დანაშაული იქნება.
ამისთვის კი, როგორც იცით, პატიმრობა გელით.
– მე... მე არ...
– ყველაფერი მიუკიბ-მოუკიბავად მიამბეთ, ფლორენს, –
მკაცრად თქვა მის მარპლმა, – პამელა "ვულვორტსის" მაღა-
ზიაში არ წასულა, ხომ ასეა? ფლორენსმა გამშრალი ენა ტუ-
ჩებზე გადაისვა და ვედრებით, კუთხეში მომწყვდეული მხეცი-
ვით შეხედა მის მარპლს.
– ეს კინოს უკავშირდება, არა? – ჰკითხა მის მარპლმა. გო-
გონაზე ამ ფრაზამ მაშველი რგოლივით იმოქმედა.
– ოჰ, დიახ, – შესძახა მან.
– ასეც ვფიქრობდი, – თქვა მის მარპლმა, – ახლა კი, თუ შე-
იძლება, ყველაფერი დაწვრილებით მომიყევით.
– რომ იცოდეთ, როგორ ვწუხდი, – ერთბაშად ამოხეთქა
ფლორენსმა, – პამს დავპირდი, რომ არავის არაფერს ვეტყო-
დი. როდესაც იგი მანქანაში დამწვარი აღმოაჩინეს, – საშინე-
ლება იყო, მეგონა, მოვკვდებოდი, – ვიგრძენი, რომ ეს ჩემი
ბრალი იყო; უნდა შემეჩერებინა. ოღონდ იმ მომენტში არც კი
გამიფიქრებია, რომ არასწორად ვიქცეოდი. როდესაც მკით-
ხეს, იმ დღეს პამელას საქციელში უცნაური ხომ არაფერი შე-
გიმჩნევიაო, დაუფიქრებლად ვუპასუხე, არა-მეთქი. მე– რე კი,
როდესაც დავფიქრდი, სხვაგვარად განვსაჯე, თუმცა ნათქვა-
მის შეცვლა ვეღარ მოვახერხე. მაგრამ მე მართლაც ძალიან
ცოტა ვიცი. მხოლოდ ის, რაც პამელამ მითხრა.

177 მკითხველთა ლიგა


– პამელამ რა გითხრათ? – როდესაც პიკნიკზე წასასვლე-
ლად ავტობუსისკენ მივდიოდით, მან მკითხა, შემეძლო თუ
არა საიდულოს შენახვა. ვუპასუხე, რომ შემეძლო. მაშინ დამა-
ფიცა, რომ კრინტს არავისთან დავძრავდი. სკაუტი გოგონების
შეკრების დამთავრების შემდეგ იგი დეინმუთში აპირებდა
დარჩენას კინოსინჯებისთვის. მან ჰოლივუდიდან ჩამოსული
პროდიუსერი გაიცნო, რომელსაც პამელას გარეგნობა მო-
ეწონა და ახალი ფილმისთვის მისი გასინჯვა სურდა. მაგრამ
გაუფრთხილებია, რომ წინასწარ ოცნების კოშკები არ აეგო.
უთქვამს, რომ ჯერ ფოტოგენურობაზე უნდა შეემოწმებინათ,
რასაც შესაძლოა უარყოფითი პასუხი მოჰყოლოდა. ფილმი
სკოლის მოსწავლე გოგონაზე იყო, რომელმაც მოულოდნე-
ლად მსახიობი შეცვალა ცნობილ რევიუში, რის შემდეგაც მას
ბრწყინვალე კარიერა ელოდა. პამელა ადრე წარმატებით მო-
ნაწილეობდა სკოლის სპექტაკლებში. იმ კაცმა უთხრა, რომ
იგი უდავოდ ნიჭიერი იყო, მაგრამ წარმატების მისაღწევად სა-
კუთარ თავზე მუშაობა, ბევრი მუშაობა და სიმტკიცის გამოჩენა
მოუწევდა. ფლორენს სმოლმა სული მოითქვა. შეძრწუნებულ
მის მარპლს თვალწინ მძაფრსიუჟეტიანი რომანები და ფილმე-
ბი წარმოუდგა. უეჭველია, რომ სხვების მსგავსად პამელა
რივზის მშობლებიც აფრთხილებდნენ თავის შვილს, უცხო
ადამიანებთან ურთიერთობას მორიდებოდა. მაგრამ კინოს
გარეგნული ბრწყინვალებისკენ მისმა გულუბრყვილო სწრაფ-
ვამ ყველაფერი გადაწონა.
– ის კაცი ძალზე საქმიანად ლაპარაკობდა, – განაგრძო
ფლორენსმა, – თქვა, რომ, დადებითი სინჯის შემთხვევაში, პა-
მელასთან კონტრაქტს გააფორმებდა. მაგრამ, ვინაიდან იგი
ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო, ურჩია, რომ მისთვის ხე-
ლი მხოლოდ კარგ იურისტთან კონსულტაციის შემდეგ მოეწე-
რა. შემდეგ პროდიუსერი დაინტერესდა, მშობლები წინააღ-
მდეგები ხომ არ იქნებოდნენ, და როდესაც პამელა შეყოყმან-
და, დაამატა: "არა უშავს, ახალგაზრდა გოგონების შემთხვევა-
ში ეს ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენ მათ ავუხსნით, რომ, სხვებ-
თან შედარებით, შენ ძალიან გაგიმართლა". მან პამელას უთ-
ხრა, რომ სანამ სინჯის საკითხი არ გაირკვეოდა, არავისთვის

178 მკითხველთა ლიგა


არაფერი ეთქვა. მაგრამ ფარ-ხმალი უარყოფითი სინჯის შემ-
თხვევაშიც კი არ უნდა დაეყარა და ბედი კვლავაც უნდა ეცადა.
ბოლოს ვივიენ ლის16 მაგალითი მოიყვანა, რომელიც ჰოლი-
ვუდში დაიწუნეს, მაგრამ ლონდონში საოცარი წარმატება
ხვდა წილად. საკუთარ თავზე მხოლოდ ის თქვა, რომ ამერიკი-
დან ჩამოვიდა "ლემვილის სტუდიაში" სამუშაოდ, რათა ბრიტა-
ნული კინოკომპანიები ცოტათი მაინც გამოეცოცხლებინა. მის
მარპლმა თავი დაუქნია და ფლორენსმა განაგრძო:
– მათ ყველაფრის შესახებ მოილაპარაკეს. სკაუტების შეკ-
რებიდან იგი დეინმუთში უნდა გამგზავრებულიყო და მას სას-
ტუმროში შეხვედროდა, საიდანაც სტუდიაში გადაინაცვლებ-
დნენ. სინჯების დამთავრების შემდეგ იგი შინ ბოლო რეისის
ავტობუსს გაჰყვებოდა, მშობლებს კი ეტყოდა, რომ მაღაზიაში
შეყოვნდა. სინჯის პასუხი რამდენიმე დღეში გაირკვეოდა და,
დადებითი სინჯის შემთხვევაში, მათი ბოსი, მისტერ ჰარმშტეი-
ტერი, მის მშობლებს ეწვეოდა.
– რასაკვირველია, ეს ყველაფერი საუცხოოდ ჟღერდა! შუ-
რით ვკვდებოდი. პამელა ღონისძიებაში მონაწილეობდა. ვე-
რავინ ვერაფერს ხვდებოდა. ბოლოს მან თვალი ჩამიკრა და
ხმამაღლა განაცხადა, რომ დეინმუთში, "ვულვორტსის" მაღა-
ზიაში აპირებდა შევლას.
– დავინახე, როგორ დაეშვა ბილიკით, – ტირილით თქვა
ფლორენსმა, – უნდა შემეჩერებინა, აუცილებლად უნდა შემე-
ჩერებინა. უნდა მცოდნოდა, რომ ცხოვრებაში ამგვარი რამ არ
ხდება. რატომ არავის ვუთხარი! ოჰ, ღმერთო ჩემო, ნეტავ მოვ-
კვდებოდე! – კარგი, კარგი, – მის მარპლმა გოგონას მხარზე
ხელი მოუთათუნა, – ვერავინ ვერაფერს გისაყვედურებთ.
სწორად მოიქეცით, რომ ყველაფერი მიამბეთ. მან გოგონა
დაამშვიდა და გაამხნევა, ხუთი წუთის შემდეგ კი ფლორენს
სმოლის ნათქვამი სუპერინტენდანტ ჰარპერს გადასცა. ამ უკა-
ნასკნელს სახე მოეღუშა.

ვივიენ ლი (1913-1967 წწ.) – თეატრისა და კინოს ინგლისელი მსახი-


16

ობი.

179 მკითხველთა ლიგა


– წყეული გაიძვერა! ღმერთს გეფიცებით, ცხვირით მიწას
ვახვნევინებ! ეს ყველაფერს სხვა კუთხით წარმოაჩენს.
– დიახ, ასეა. ჰარპერმა ქალს ცერად გახედა.
– როგორც ვხედავ, ამას არ გაუკვირვებიხართ, მის მარპლ.
– ველოდი რაღაც ამგვარს.
– რატომ გამოარჩიეთ მაინცდამაინც ფლორენსი? ყველა
გოგონა ხომ ერთნაირად შეშინებული ჩანდა? ყოველ შემ-
თხვევაში, მე ასე მომეჩვენა, – თქვა სუპერინტენდანტმა ჰარ-
პერმა. მის მარპლმა თბილად გაუღიმა და უთხრა:
– როგორც ჩანს, არ გქონიათ ახალგაზრდა გოგონებზე დაკ-
ვირვების შესაძლებლობა, როდესაც ისინი ცრუობენ. თუ გახ-
სოვთ, ფლორენსი პირდაპირ იყურებოდა და შიშისგან დანარ-
ჩენებივით ცმუტავდა, მაგრამ არ შეგიმჩნევიათ, რომ დაკით-
ხვის შემდეგ შვებით ამოისუნთქა. მაშინვე მივხვდი, რომ რა-
ღაცას მალავდა. ისინი ყოველთვის ასე იქცევიან. ჩემს ახალ-
გაზრდა მოახლეს, ჯენეტსაც ასე ემართება ხოლმე. იგი დამა-
ჯერებელი სახით მიხსნიდა, რომ ბუფეტში ტორტის დარჩენი-
ლი ნაწილი თაგვებმა შეჭამეს, კარში გასვლისას კი მის სახეზე
კმაყოფილების ღიმილი შევამჩნიე.
– თქვენი მადლობელი ვარ, მის მარპლ, – თქვა ჰარპერმა
და ჩაფიქრებული სახით დაამატა:
– მაშასადამე, ლემვილის სტუდია, არა? მის მარპლი სიტ-
ყვის უთქმელად წამოდგა.
– უნდა ვიჩქარო, – თქვა მან, – მოხარული ვარ, თუ რამით
მაინც დაგეხმარეთ.
– სასტუმროში ბრუნდებით? – დიახ, ბარგის ჩასალაგებ-
ლად. სენტ-მერიმედში, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა დავ-
ბრუნდე. იქ ბევრი საქმე მელოდება.

180 მკითხველთა ლიგა


ნაწილი მეთხუთმეტე
I

მის მარპლი სასტუმრო ოთახის ფრანგული ფანჯრიდან17


გარეთ გავიდა, თავისი კოხტა ბაღის ბილიკით სწრაფად დაეშ-
ვა ქვევით და მალე ქორეპისკოპოსის ასეთივე ბაღში, სასტუმ-
რო ოთახის ფანჯარასთან აღმოჩნდა, რომელზეც ფრთხილად
დააკაკუნა. ქორეპისკოპოსი თავის კაბინეტში საკვირაო ქადა-
გებისთვის ემზადებოდა, მისი ახალგაზრდა და ლამაზი ცოლი
კი მათი შვილის ცქერით ტკბებოდა, რომელიც სასტუმრო
ოთახის ხალიჩაზე დაფორთხავდა.
– შეიძლება, შემოვიდე, გრიზელდა? – რა თქმა უნდა, მის
მარპლ. შეხედეთ დევიდს! გაბრაზებულია, რადგან უკან გადა-
ადგილდება. სათამაშოს აღება უნდა, არადა, ნახშირის ყუთის-
კენ მიიწევს.
– ძალიან ჯანმრთელად გამოიყურება, გრიზელდა.
– რა კარგია, არა? – თქვა ახალგაზრდა დედამ მოჩვენები-
თი გულგრილობით, – ვცდილობ, არ შევაწუხო. წიგნებში სულ
იმას გვირჩევენ, ბავშვი რაც შეიძლება დიდხანს დატოვეთ
მარტოო.
– ძალიან ჭკვიანურია, ძვირფასო, – თქვა მის მარპლმა, –
ჰო, მართლა, მოვედი, რომ გკითხოთ, ამჟამად რამე ღონის-
ძიებისთვის ფულს ხომ არ აგროვებთ? არქიეპისკოპოსის
ცოლმა სტუმარს გაოცებით შეხედა.
– რასაკვირველია, ჩვენ ამას მუდმივად ვაკეთებთ, – უდარ-
დელად მიუგო მან და თითებზე ჩამოთვლას შეუდგა: ტაძრის
ცენტრალური ნაწილის რესტავრაციის ფონდი, წმინდა ჯაილ-

17 ფრანგული ფანჯარა - პანორამული ფანჯარა იატაკამდე.

181 მკითხველთა ლიგა


სის მისია, ოთხშაბათის საქველმოქმედო გაყიდვა, მარტოხე-
ლა დედები, ბოისკაუტების გასვლა, ხელსაქმის გილდია, ეპის-
კოპოსის ლოცვა ღრმა ზღვების მეთევზეთათვის.
– ყველაფერი შესრულდება, – თქვა მის მარპლმა, – მინდა,
რომ მეც ჩავერთო ამ საქმეში. ხელმოწერის ფურცლით სო-
ფელს შემოვივლიდი, თუ ნებას მომცემთ.
– დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც გაქვთ ჩაფიქრებული.
რა თქმა უნდა, მოგცემთ ნებართვას. საქველმოქმედო გაყიდ-
ვას რომ მოჰკიდოთ ხელი? იქნებ ნაღდი ფული შემოვიდეს და
არა საშინელი მშრალი არომატიზატორების ბალიშები, ტყა-
ვის ნაჭრები, ბავშვის ტანსაცმელი და ვინ იცის, კიდევ რა.
– აბა, – განაგრძო გრიზელდამ და სტუმარი კარამდე მიაცი-
ლა, – რამეს ხომ არ გამიმხელდით? – მოგვიანებით, ძვირფა-
სო, – მიუგო მის მარპლმა და იქაურობა აჩქარებით დატოვა.
ახალგაზრდა დედამ ღრმად ამოისუნთქა და ხალიჩისკენ დაბ-
რუნდა, საკუთარი პრინციპი დაივიწყა და ბავშვს მუცელზე სამ-
ჯერ გაეთამაშა, რომელმაც თმაში ხელები წაავლო და სიხარუ-
ლით აჭყლოპინდა. შემდეგ ისინი აქეთ-იქით რამდენჯერმე გა-
დატრიალ-გადმოტრიალდნენ. ამ დროს კარი გაიღო და ქორე-
პისკოპოსის მსახურმა სერიოზული ხმით მნიშვნელოვანი
მრევლის მოსვლა აუწყა:
– ქალბატონი აქ გახლავთ. გრიზელდა დაჯდა და შეეცადა
იმაზე ღირსეული სახე მიეღო, ვიდრე ქორეპისკოპოსის ცოლს
შეიძლებოდა ჰქონოდა.

II

მის მარპლი, რომელსაც ხელში შავი წიგნი და ფანქარი ეჭი-


რა, სწრაფად გაუყვა სოფლის გზას. გზაჯვარედინზე მარცხნივ
შეუხვია, გასცდა "ცისფერ ტახს" და ჩეთსვორტისკენ გაემარ-
თა, ადგილობრივები "მისტერ ბუკერის ახალ სახლს" რომ
ეძახდნენ. მის მარპლი ეზოში შევიდა, შესასვლელ კართან მი-
ვიდა და ძლიერად დააკაკუნა. კარი ქერათმიანმა ქალმა, სა-

182 მკითხველთა ლიგა


ხელად დინა ლიმ გაუღო. მას ჩვეულებრივზე ნაკლები კოსმე-
ტიკა ესვა და შინაურულად ეცვა: ნაცრისფერი შარვალი და
ზურმუხტისფერი ჯემპრი.
– დილა მშვიდობისა, – უთხრა მის მარპლმა მკვირცხლად
და მხიარულად, – შეიძლება, ერთი წუთით შემოვიდე? მან ნა-
ბიჯი წინ გადადგა, რათა დინა ლის გონზე მოსვლა ვერ მოეს-
წრო და კარი ცხვირწინ არ მიეკეტა.
– გმადლობთ, – მეგობრულად თქვა მის მარპლმა, ოთახში
შევიდა და ფრთხილად დაჯდა ბამბუკის სკამზე.
– ძალიან თბილი ამინდია წელიწადის ამ დროსთვის, არა?
– განაგრძო მის მარპლმა გულთბილად.
– დიახ, საკმაოდ, – მიუგო დინა ლიმ. მას ჯერ ვერ გაერკვია,
როგორ მოქცეულიყო, ამიტომ ყუთი გახსნა და სტუმარს მი-
მართა:
– სიგარეტს ხომ არ ინებებთ? – გმადლობთ, მაგრამ არ ვე-
წევი. იმიტომ შემოგიარეთ, რომ გამერკვია, შეიძლება თუ არა
თქვენი სახელის შეტანა შემომწირველთა სიაში. მომავალ
კვირას ღარიბებისთვის საქველმოქმედო ბაზრობას ვაწყობთ.
– საქველმოქმედო ბაზრობას? – ისე თქვა დინა ლიმ, თით-
ქოს ეს სიტყვები უცხო ენაზე გაიმეორაო.
– დიახ, ქორეპისკოპოსთან, – მიუგო მის მარპლმა, – შემ-
დეგ ოთხშაბათს.
– ოჰ, – შესძახა დინა ლიმ, – ვშიშობ, ვერ შევძლებ...
– თუნდაც უმნიშვნელო თანხა, ნახევარი კრონი მაინც, – არ
მოეშვა მის მარპლი და ჩანაწერების წიგნი მოიმარჯვა.
– ე-ე... კარგი, ეს შეიძლება. ახალგაზრდა ქალმა აქეთ-იქით
მიიხედ-მოიხედა – თავის ხელჩანთას ეძებდა. მის მარპლმა
თავისი მახვილი თვალები ოთახს მოავლო.
– როგორც ვხედავ, ბუხრის წინ ნოხი არ გიფენიათ, – ხმა-
მაღლა თქვა მან. დინა ლიმ მოხუცს შეხედა და ახლაღა შეამ-
ჩნია მისი გამჭრიახი მზერა. მის თვალებს არაფერი გამოეპა-
რებოდა.
– მაშასადამე იცით, რომ ეს სახიფათოა, – განაგრძო მის
მარპლმა, – ერთი ნაპერწკალიც საკმარისია, რომ უბედურება

183 მკითხველთა ლიგა


დატრიალდეს. "რა სასაცილო მოხუცია", – გაიფიქრა დინა
ლიმ, ხმამაღლა კი თქვა:
– აქაც იდო ასეთი, მაგრამ არ ვიცი, სად გაქრა.
– ჩემი აზრით, ეს მატყლის ფაფუკი ნოხი იქნებოდა, – შენიშ-
ნა მის მარპლმა.
– ჩვეულებრივი, ცხვრის მატყლისგან დამზადებული, –
თქვა დინა ლიმ, რომელსაც სულ უფრო მეტად აოცებდა ეს ექ-
სცენტრიკული მოხუცი.
– ინებეთ, – თქვა მან და სტუმარს ნახევარი კრონი გაუწო-
და.
– ოჰ, გმადლობთ, ძვირფასო. მის მარპლმა ფული გამოარ-
თვა და ჩანაწერების პატარა წიგნი გადაშალა.
– ე-ე... რა გვარი ჩავწერო? მოულოდნელად დინას სახე გა-
უმკაცრდა. "ცნობისმოყვარე ბებერი კატა, – გაიფიქრა თავის-
თვის, – იმიტომ მოვიდა, რომ რამე გამოქექოს".
– მის დინა ლი, – მკაფიოდ და ნიშნის მოგებით წარმოთქვა
მან. მის მარპლმა მას მტკიცე მზერა მიაპყრო და ჰკითხა:
– განა ეს მისტერ ბეზილ ბლეიკის კოტეჯი არ არის? – დიახ,
მე კი მის დინა ბლეიკი გახლავართ! მისი ხმა გამომწვევად გა-
ისმა. მან თავი ოდნავ უკან გადასწია და ცისფერი თვალები და-
აკვესა. მის მარპლი დაჟინებით მიაცქერდა მასპინძელს.
– მინდა ერთი რჩევა მოგცეთ, თუ უადგილოდ არ მოგეჩვე-
ნებათ, – თქვა მან.
– უკვე უადგილოდ მეჩვენება. აჯობებს, არ მითხრათ.
– მე მაინც გეტყვით, – მშვიდად განაგრძო მის მარპლმა, –
გირჩევთ, თანაც დაჟინებით, რომ სოფელში ქალიშვილობის
გვარი არ გამოიყენოთ. დინა მოხუცს მიაჩერდა.
– რა? რას გულისხმობთ? – მალე შესაძლოა, გარშემო
მყოფთა სიმპათია და კეთილგანწყობა დაგჭირდეთ, – გულ-
წრფელად უთხრა მის მარპლმა, – ეს თქვენი ქმრისთვისაც
მნიშვნელოვანი იქნება, რათა მეზობლებმა მასზე ცუდად არ
იფიქრონ. ასეთ ადგილებში ალმაცერად უყურებენ მათ, ვინც
ერთად ჯვარდაუწერლად ცხოვრობს. შესაძლოა, ჩემი ნათქვა-
მი სასაცილოდ მოგეჩვენოთ და გულში "ჭირვეული დედაბე-

184 მკითხველთა ლიგა


რი" მიწოდოთ, მაგრამ სარგებლობის მოტანა ჭირვეულ დე-
დაბრებსაც შეუძლიათ. თუ დამიჯერებთ, თქვენთვისვე იქნება
უკეთესი.
– რა იცით, რომ დაქორწინებულები ვართ? – იკითხა დინამ.
მის მარპლმა გაიღიმა და სიტყვის ბანზე აგდება სცადა.
– ოჰ, ჩემო კარგო...
– დაიწყო მან. დინა გაჯიუტდა.
– არა, როგორ გაიგეთ? სომერსეტ-ჰაუზის არქივში ხომ არ
ამოქექეთ? წამით მის მარპლის თვალებში მხიარული ნაპერ-
წკალი გაკრთა.
– სომერსეტ-ჰაუზში? არა, არა. ეს ისედაც ადვილი დასად-
გენი იყო. სოფელში არაფერი იმალება. თქვენ შორის არსებუ-
ლი კინკლაობა ქორწინების ადრეული ეტაპისთვისაა დამახა-
სიათებელი და არა არაოფიციალური ურთიერთობისთვის. ამ-
ბობენ (და მეც ამ აზრს ვემხრობი), რომ ცოლი და ქმარი ერ-
თმანეთს არ ინდობენ, ყველაფერს პირში ახლიან. ისინი კი,
ვისი კავშირიც კანონით არაა გამტკიცებული, უფრო ფრთხი-
ლობენ. საკუთარ თავს არწმუნებენ, რომ ბედნიერები არიან.
არ ჩხუბობენ. დაქორწინებულებს კი, ჩემი დაკვირვებით, სი-
ამოვნებთ კიდეც გაუთავებელი ჩხუბი და შერიგება. იგი გაჩუმ-
და და თვალები კვლავ გაუბრწყინდა.
– კარგი, მე...
– დინას სიტყვა გაუწყდა, შემდეგ კი უეცრად სიცილი აუტ-
ყდა. იგი დაჯდა და სიგარეტს მოუკიდა, – გადასარევი ქალი
ხართ, – თქვა მან, – მაგრამ რატომ გსურთ, რომ ყოველ ფეხის
ნაბიჯზე ჩემი რესპექტაბელობა ვამტკიცო? მის მარპლმა გაქ-
ვავებული სახით წარმოთქვა: – იმიტომ, რომ თქვენი ქმარი
ნებისმიერ წუთს შეიძლება დააპატიმრონ მკვლელობის
ბრალდებით.

III

დინა ცოტა ხანს განცვიფრებით მისჩერებოდა მის მარპლს,


შემდეგ კი უნდობლად ჰკითხა:

185 მკითხველთა ლიგა


– ბეზილს? მკვლელობისთვის? ხუმრობთ? – სულაც არა. გა-
ზეთებს არ კითხულობთ? დინას კინაღამ სუნთქვა შეეკრა.
– სასტუმრო "მაჯესტიკში" მოკლულ გოგოს გულისხმობთ?
ეჭვი აქვთ, რომ ის ბეზილმა მოკლა? – დიახ.
– ეს ხომ სისულელეა! გარეთ მანქანის ხმა გაისმა, ჭიშკა-
რიც გაჯახუნდა. შემდეგ კარი გაიღო და ბეზილ ბლეიკი გამოჩ-
ნდა, რომელსაც რამდენიმე ბოთლი მოჰქონდა.
– ჯინი და ვერმუტი მოვიტანე, – თქვა მან, – შენ... მას სიტყვა
გაუწყდა და უნდობლად შეხედა სკამზე თავდაჭერილად წა-
მოსკუპულ სტუმარს. დინამ სულმოუთქმელად მიახალა:
– ეს ქალი გაგიჟდა! ამბობს, რომ საცაა დაგაპატიმრებენ,
როგორც რუბი კინის მკვლელს.
– ღმერთო ჩემო! – შესძახა ბეზილ ბლეიკმა. მას ბოთლები
ხელიდან დაუსხლტა და დივანზე დაუცვივდა. ბეზილი სკამზე
მოწყვეტით დაჯდა და სახეზე ხელები მიიფარა.
– ღმერთო ჩემო! – გაიმეორა მან, – ღმერთო ჩემო! დინა
მას მივარდა და მხრებში ჩააფრინდა.
– ბეზილ, შემომხედე! მითხარი, რომ ეს სიმართლე არაა!
ვიცი, რომ ტყუილია. არ მჯერა ამ ქალის სიტყვების! კაცმა მას
ხელზე ხელი სტაცა და თქვა:
– ღმერთმა დაგლოცოს, ძვირფასო.
– შენ რატომ გაბრალებენ... მას ხომ არც კი იცნობდი? –
არა, იცნობდა, – წარმოთქვა მის მარპლმა.
– გაჩუმდი, ბებერო კუდიანო, – მრისხანედ იყვირა ბეზილ-
მა, – მომისმინე, დინა. მე მას თითქმის არ ვიცნობდი. მხო-
ლოდ ერთი-ორჯერ თუ მომიკრავს თვალი "მაჯესტიკში". სულ
ეს არის, გეფიცები.
– ვერაფერი გამიგია, – თქვა გაოცებულმა დინამ, – მაშინ
შენზე რატომ აქვთ ეჭვი? ბეზილმა დაიკვნესა, ხელები კვლავ
სახეზე მიიფარა და წინ და უკან ქანაობა დაიწყო.
– ნოხი სად წაიღეთ? – ჰკითხა მის მარპლმა. კაცმა მექანი-
კურად უპასუხა:
– ნაგავში გადავაგდე. მის მარპლმა ტუჩები დანანებით გა-
აწკლაპუნა.

186 მკითხველთა ლიგა


– სულელურად მოქცეულხართ, ძალიან სულელურად.
კარგ ნოხს ნაგავში არ აგდებენ. ვფიქრობ, კაბის კილიტები
ვერ მოაცილეთ, არა? – დიახ, ვერ შევძელი.
– რაზე საუბრობთ? – შესძახა დინამ.
– მას ჰკითხე, – პირქუშად მიუგო ბეზილმა, – როგორც
ჩანს, ყველაფერი იცის.
– თუ გსურთ, მოგიყვებით, რაც, ჩემი აზრით, მოხდა, – თქვა
მის მარპლმა, – თუ რამე შემეშლება, შემისწორეთ, მისტერ
ბლეიკ. წვეულებაზე ცოლთან ცხარე კამათის შემდეგ თქვენ,
ასე ვთქვათ, გვარიანად ყლურწეთ და აქ მანქანით დაბრუნ-
დით. ოღონდ არ ვიცი, ზუსტად რა დროისთვის...
– ღამის ორი საათისთვის, – ჩაიბუზღუნა ბეზილმა, – თავ-
დაპირველად ქალაქში ვაპირებდი წასვლას, შემდეგ ვიფიქრე,
რომ დინაც მალე მოვიდოდა და აქეთ წამოვედი. ძალიან ბნე-
ლოდა. შუქი ავანთე და დავინახე, რომ... მან ნერწყვი გადაყ-
ლაპა და გაჩუმდა. ახლა მის მარპლმა განაგრძო:
– დაინახეთ, რომ ნოხზე საღამოს კაბაში გამოწყობილი და
დამხრჩვალი ახალგაზრდა ქალი იწვა. არ ვიცი, იცანით თუ
არა... ბეზილ ბლეიკმა თავი დააქნია.
– ერთხელ შევხედე და შემდეგ იქით აღარ გამიხედავს – შე-
სივებული სახე გალურჯებოდა. იგი რაღაც დროის წინ მოეკ-
ლათ, ახლა კი ჩემს სახლში იყო. მას გააჟრჟოლა.
– თქვენ თავგზა აგებნათ, – რბილად თქვა მის მარპლმა, –
ისედაც დაბნეული და აგზნებული იყავით. ნერვები დაწყვეტა-
ზე გქონდათ. პანიკამ მოგიცვათ. არ იცოდით, როგორ მოქცეუ-
ლიყავით...
– დინას ნებისმიერ წუთს შეეძლო მოსვლა. ქალიშვილის
გვამთან ერთად დამინახავდა და იფიქრებდა, რომ მე მოვკა-
ლი. თავში ერთი აზრი მომივიდა – არცთუ ურიგო, როგორც
მაშინ მომეჩვენა: გავიფიქრე, რომ გვამი მოხუცი ბანტრის ბიბ-
ლიოთეკაში გადამეტანა. იგი ყოველთვის დამცინავი სიტყვე-
ბით მომიხსენიებდა ხოლმე. წარმოვიდგინე, რა დღეში ჩავარ-
დებოდა, როდესაც ბიბლიოთეკაში ქერათმიან მიცვალებულს
აღმოაჩენდა. გვარიანად ნასვამი ვიყავი, – დაამატა მან თავის
გასამართლებლად.

187 მკითხველთა ლიგა


– დიახ, დიახ, – თქვა მის მარპლმა, – პატარა ტომი ბონ-
დსაც მსგავსი იდეები აწუხებდა. მგრძნობიარე ბიჭი იყო, არას-
რულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი. წუწუნებდა, რომ
მასწავლებელი ჩაგრავდა. ჰოდა, ერთხელაც კედლის საათში
ბაყაყი ჩასვა, რომელიც მასწავლებელს დაახტა.
– თქვენც მსგავსი რამ გააკეთეთ, – განაგრძო მან, – ოღო-
ნდ, ცხადია, ადამიანის გვამი ბაყაყი არაა. ბეზილმა კვლავ და-
იკვნესა.
– დილისთვის გამოვფხიზლდი და სრულად გავაცნობიერე
მომხდარი. თავზარი დამეცა. შემდეგ პოლიციამ მომაკითხა –
მთავარი კონსტებლის კიდევ ერთმა გაბღენძილმა ხელქვეით-
მა. შიში რომ არ შეემჩნია, უხეშობა გავითამაშე. ამასობაში
დინაც მოვიდა. ფანჯარასთან მდგომმა დინამ თქვა:
– ჩვენკენ მანქანა მოემართება... კაცებითაა სავსე.
– პოლიცია იქნება, – ჩაილაპარაკა მის მარპლმა. ბეზილ
ბლეიკი წამოდგა. მოულოდნელად მას სიმშვიდე და თავდაჯე-
რებულობა დაეუფლა. გაიღიმა კიდეც და თქვა:
– მაშ, ჩემს წასაყვანად მოდიან, არა? კარგი. დინა, ძვირფა-
სო, თავი ხელში აიყვანე. სიმს მიმართე – იგი ჩვენი ოჯახის ად-
ვოკატია, შემდეგ კი დედაჩემთან გაემგზავრე და ჩვენი დაქორ-
წინების შესახებ უთხარი. ნუ გეშინია, არ იკბინება. და არაფერ-
ზე იდარდო. მე ეს არ ჩამიდენია. ასე რომ, ყველაფერი კარგად
იქნება, ხომ გაიგე, ჩემო კარგო? ამ დროს კარზე დააკაკუნეს.
– შემოდით, – დაიძახა ბეზილმა. გამოჩნდა ინსპექტორი
სლეკი ვიღაც მამაკაცის თანხლებით.
– თქვენ ხართ მისტერ ბეზილ ბლეიკი? – იკითხა მან.
– დიახ.
– ბრალი გედებათ რუბი კინის მკვლელობაში ამა წლის ოც-
დაერთი სექტემბრის ღამეს. აი, დაკავების ორდერი. გაფ-
რთხილებთ, რომ თქვენ მიერ ნათქვამი ნებისმიერი სიტყვა შე-
იძლება თქვენ წინააღმდეგ იქნას გამოყენებული. გამოგვყე-
ვით. უფლება გაქვთ, საკუთარ ადვოკატს დაურეკოთ. ბეზილმა
თავი დაუქნია, დინას შეხედა და უთხრა:
– დროებით, დინა. "საინტერესო კლიენტია", – გაიფიქრა
ინსპექტორმა სლეკმა. მან ახლაღა შეამჩნია მის მარპლი და

188 მკითხველთა ლიგა


მშვიდობის დილა უსურვა. "ბებერი კატა ნახტომისთვის მოემ-
ზადა, – გაივლო გულში, – კარგია, რომ ნოხს მივაგენით. ავ-
ტოსადგომის დარაჯის თქმით, მან სტუდია შუაღამით კი არა,
ერთი საათით ადრე დატოვა. არა მგონია, მის მეგობრებს გან-
ზრახ მიეცათ ცრუ ჩვენება. ისინი ყველანი ნასვამები იყვნენ.
მეორე დღეს ბლეიკმა მათ უთხრა, რომ შუაღამით წავიდა, მა-
თაც დაუჯერეს. ამ ტიპმა ყველაფერი წინასწარ მოამზადა და
განახორციელა. ვფიქრობ, ფსიქიკური პრობლემები უნდა
ჰქონდეს. ასეთ შემთხვევაში ჩამოხრჩობის ნაცვლად ბროდ-
მურში18 გაამწესებენ. თავდაპირველად მან, ალბათ, პატარა
რივზი დაახრჩო, მისი გვამი მანქანით კარიერში გადაიტანა და
იქ დატოვა, თვითონ კი ფეხით დაბრუნდა დეინმუთში. შემდეგ
თავისი მანქანით, რომელიც ერთ-ერთ ჩიხში ეყენა, წვეულე-
ბაზე გაემგზავრა. იქიდან რუბი კინს გაუარა, აქ მოიყვანა, და-
ახრჩო და ბანტრის ბიბლიოთეკაში გადაიტანა. კარიერში და-
ტოვებული მანქანა რომ გაახსენდა, შეშინებული დეინმუთში
გავარდა, მანქანა დაწვა და კვლავ შინ დაბრუნდა. შეშლილი
მანიაკია – სექსი და სისხლი სწყურია. ამ ქალს გაუმართლა,
ცოცხალი რომ გადარჩა". როდესაც მარტო დარჩნენ, დინა მის
მარპლს მიუბრუნდა და უთხრა:
– არ ვიცი, ვინ ხართ, მაგრამ უნდა დამიჯეროთ – ბეზილს ეს
არ ჩაუდენია.
– ვიცი, რომ არ ჩაუდენია, – მიუგო მის მარპლმა, – მეტსაც
გეტყვით: ისიც ვიცი, ეს ვინ ჩაიდინა. მაგრამ მტკიცებულებების
მოპოვება ადვილი არაა. თუმცა თქვენმა ნათქვამმა თავში ერ-
თი აზრი გამიჩინა.

18 ბროდმური – ცნობილი ფსიქიატრიული საავადმყოფო ინგლისში.

189 მკითხველთა ლიგა


ნაწილი მეთექვსმეტე
I

– დავბრუნდი, ართურ! – სამეფო დეკლარაციასავით19 გა-


მოაცხადა მისის ბანტრიმ, როდესაც ქმრის კაბინეტის კარი შე-
აღო. პოლკოვნიკი ბანტრი წამოხტა, ცოლს აკოცა და მხიარუ-
ლად განაცხადა:
– კარგია, კარგია, შესანიშნავია! იგი ცდილობდა დამაჯე-
რებლად ელაპარაკა და ეს გამოუვიდა კიდეც, მაგრამ მოსიყ-
ვარულე მეუღლეს ვერაფერი გამოაპარა.
– რამე მოხდა? – დაუყოვნებლივ იკითხა ქალმა.
– არა, არაფერი. რა უნდა მომხდარიყო? – აბა, რა ვიცი, –
გაურკვევლად მიუგო მისის ბანტრიმ, – ირგვლივ უცნაური ამ-
ბები ხდება, არა? ლაპარაკის დროს ქალმა პალტო გაიხადა და
იქვე დააგდო. პოლკოვნიკმა ბანტრიმ აიღო და ფრთხილად
გადაფინა დივნის საზურგეზე. ერთი შეხედვით, ყველაფერი
ძველებურად იყო, მაგრამ მისის ბანტრის ქმარი გამხდარი,
მოკუნტული და დაპატარავებული ეჩვენა, უპეებიც შესივებო-
და. პოლკოვნიკმა ბანტრიმ, რომელიც ცოლს თვალს არიდებ-
და, უზრუნველი ხმით იკითხა:
– აბა, კარგად გაერთეთ დეინმუთში? – მშვენივრად. შენც
უნდა წამოსულიყავი.
– ბევრი საქმე მქონდა. ვერაფრით მოვახერხებდი.
– რედფორდშირის საბჭოს სხდომამ როგორ ჩაიარა? – ე-
ე... არ წავსულვარ.
– რატომ? შენ ხომ თავმჯდომარე უნდა ყოფილიყავი? – რა-
ღაც შეიცვალა, დოლი. მთხოვეს, რომ რიგი ტომპსონისთვის
დამეთმო.

19სამეფო დეკლარაცია - გამოცხადებულ იქნა 1763 წელს ინგლისის მე-


ფე ჯორჯ III-ის მიერ შვიდწლიანი ომის დასრულებისა და ჩრდილოეთ ამე-
რიკაში საფრანგეთის ტერიტორიების შეძენის შემდეგ.

190 მკითხველთა ლიგა


– აჰა, გასაგებია, – თქვა მისის ბანტრიმ, ხელთათმანი გა-
იძრო და განზრახ მოისროლა საქაღალდე ურნაში. პოლკოვ-
ნიკი ბანტრი მის ასაღებად გაემართა, მაგრამ ცოლმა შეაჩერა
და უთხრა:
-თავი დაანებე. მეჯავრება ხელთათმანები. პოლკოვნიკმა
ბანტრიმ შეწუხებული სახით შეხედა მას.
– ხუთშაბათს დაფებთან ისადილე? – ჰკითხა ცოლმა ქმარს.
– არა, შემატყობინეს, რომ გადაიდო – მზარეული გამხდა-
რა ავად.
– სულელები, – თქვა მისის ბანტრიმ, – ნეილორებს თუ ეწ-
ვიე გუშინ? – არა, დავურეკე და ვუთხარი, რომ შეუძლოდ ვი-
ყავი. როგორც შევატყვე, არ სწყენიათ.
– მაშ, არ სწყენიათ, არა? რა კარგია! – სახე მოეღუშა მისის
ბანტრის. იგი დაბნეული სახით მიუჯდა მაგიდას და ბაღის მაკ-
რატლით მეორე ხელთათმანის თითების ჭრას შეუდგა.
– რას აკეთებ, დოლი? – დესტრუქციულ ხასიათზე ვარ, –
თქვა მისის ბანტრიმ და წამოდგა, – ეს საღამო სად გავატა-
როთ, ართურ? ბიბლიოთეკაში? – იქნებ სხვაგან ჯობდეს? აქ ან
სასტუმრო ოთახში.
– არა, – მტკიცედ განაცხადა მისის ბანტრიმ, – მხოლოდ
ბიბლიოთეკაში.
– მართალი ხარ, ძვირფასო, – თქვა პოლკოვნიკმა ბან-
ტრიმ, – ბიბლიოთეკაში დავსხდეთ.

II

მისის ბანტრიმ გაბრაზებით დაკიდა ყურმილი და ამოიოხ-


რა. მან უკვე მეორედ დაურეკა მის მარპლს, მაგრამ იგი არ პა-
სუხობდა. ბუნებით ჯიუტი მისის ბანტრი მარცხს არასდროს
ურიგდებოდა. რიგრიგობით დაუკავშირდა ქორეპისკიპოსს,
მისის პრაის რიდლის, მის ჰარტნელს, მის უოთერბის, ბოლოს
კი – თევზით მოვაჭრის მაღაზიას, რომლის ხელსაყრელი ად-
გილმდებარეობის წყალობით მისმა მეპატრონემ ყოველთვის
იცოდა, სოფელში ვინ სად იმყოფებოდა. ამ უკანასკნელმა მი-

191 მკითხველთა ლიგა


სის ბანტრის აუწყა, რომ, სამწუხაროდ, მის მარპლისთვის დი-
ლით თვალი არსად მოეკრა. როგორც ჩანს, მას ახლომახლო
არ გაევლო.
– სად უნდა გამქრალიყო? – მოუთმენლად შესძახა მისის
ბანტრიმ. მის ზურგს უკან ვიღაცამ მოკრძალებით ჩაახველა.
ტაქტიანმა ლორიმერმა ხმადაბლა ჩაილაპარაკა:
– მის მარპლს ეძებთ, მადამ? ახლახან დავინახე, რომ
თქვენს სახლს უახლოვდებოდა. მისის ბანტრი შემოსასვლე-
ლი კარისკენ გაქანდა, ფართოდ გამოაღო და სიხარულისგან
სუნთქვაშეკრული მიესალმა მის მარპლს.
– სად არ გეძებეთ! სად იყავით? მან მხარს ზემოდან გახედა
ლორიმერს, რომელიც მაშინვე გაუჩინარდა.
– საშინელებაა, ყველა გაურბის ართურს. იგი თითქმის ათი
წლით დაბერდა. რამე უნდა ვიღონოთ, ჯეინ. თქვენ მაინც
იმოქმედეთ! – შესაშფოთებელი არაფერი გაქვთ, დოლი, – გა-
ნაცხადა მის მარპლმა. ამ დროს კაბინეტიდან პოლკოვნიკი
ბანტრი გამოვიდა.
– ა-ა, მის მარპლ, დილა მშვიდობისა. მიხარია, რომ მოხვე-
დით. ჩემმა ცოლმა თქვენს ძებნაში ლამის ტელეფონი ააფეთ-
ქა.
– გადავწყვიტე, სიახლე თვითონ შემეტყობინებინა თქვენ-
თვის, – თქვა მის მარპლმა და მისის ბანტრის კაბინეტში შეჰ-
ყვა.
– სიახლე? – ეს-ესაა, ბეზილ ბლეიკი რუბი კინის მკვლელო-
ბაში დაადანაშაულეს და დააპატიმრეს.
– ბეზილ ბლეიკი? – შესძახა პოლკოვნიკმა ბანტრიმ.
– მაგრამ ეს მას არ ჩაუდენია, – დაამატა მის მარპლმა.
პოლკოვნიკ ბანტრის ამ სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქ-
ცევია. შესაძლოა, არც კი გაუგონია.
– იმის თქმა გსურთ, რომ, მან ის გოგო დაახრჩო, გვამი კი
ჩემს ბიბლიოთეკაში მოიტანა? – მან იგი თქვენს ბიბლიოთე-
კაში დადო, მაგრამ არ მოუკლავს.
– სისულელეა! თუ გვამი ჩემს ბიბლიოთეკაში დადო, მაშა-
სადამე, მოკლა კიდეც. ეს ორი ფაქტი ერთმანეთს უკავშირდე-
ბა.

192 მკითხველთა ლიგა


– სულაც არ არის აუცილებელი. მან იგი თავის სახლში აღ-
მოაჩინა.
– ლამაზი ზღაპარია, – დაცინვით წარმოთქვა პოლკოვნიკ-
მა, – პატიოსანი ადამიანი მსგავს ვითარებაში პოლიციას იძა-
ხებს.
– ყველას როდი აქვს თქვენნაირი რკინის ნერვები, პოლ-
კოვნიკო ბანტრი, – თქვა მის მარპლმა, – თანაც ძველი სკოლა
გაქვთ გავლილი, განსხვავებით ახალგაზრდა თაობისგან.
– მათ სიმტკიცე აკლიათ, – განაცხადა პოლკოვნიკმა.
– ზოგიერთ მათგანს ცხოვრებაში ბევრი სირთულე შეხვდა,
– თქვა მის მარპლმა, – როგორც გავიგე, თვრამეტი წლიდან
მაშველთა კორპუსში მუშაობდა. ერთხელ მან ცეცხლმოკიდე-
ბული სახლიდან ერთიმეორის მიყოლებით ოთხი ბავშვი გა-
მოიყვანა, შემდეგ კი ძაღლის გადასარჩენად შებრუნდა, თუმ-
ცა ეუბნებოდნენ, რომ ეს სახიფათო იყო. სახლი ჩამოინგრა,
მას კი ნეკნები ჩაემტვრა და სამი თვე თაბაშირში იწვა. სწორედ
მაშინ გაიტაცა პროექტირებამ.
– რას ამბობთ! – პოლკოვნიკმა ჩაახველა და ცხვირი მო-
იხოცა, – ამის შესახებ მე... ე-ე... არაფერი მსმენია.
– იგი არც ტრაბახობს ამით, – თქვა მის მარპლმა.
– სწორადაც იქცევა. იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე ვფიქ-
რობდი. მეგონა, რომ აზიზი არსება იყო. ასეა – კაცმა ნაჩქარე-
ვი დასკვნები არ უნდა გააკეთო. პოლკოვნიკი ბანტრი დარ-
ცხვენილი ჩანდა.
– კარგი, მაგრამ რატომ უნდოდა, რომ მკვლელად წარმო-
ვეჩინე? – კვლავ გაიღვიძა მასში აღშფოთებამ.
– მას ეს არც ჰქონდა განზრახული, – თქვა მის მარპლმა, –
მხოლოდ გახუმრება სურდა. უნდა გითხრათ, რომ იგი გვარია-
ნი ნასვამი იყო.
– მთვრალი, არა? – იკითხა პოლკოვნიკმა ბანტრიმ ინგლი-
სელისთვის დამახასიათებელი სიმპათიით ალკოჰოლის ჭარ-
ბად მომხმარებლის მიმართ, – ნუ განვსჯით კაცს სიმთვრალე-
ში ჩადენილი საქციელისთვის. მახსოვს, როდესაც კემბრიჯში
ვიყავი... თუმცა, კარგი, ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. მან

193 მკითხველთა ლიგა


ერთი-ორჯერ ჩაიცინა, შემდეგ კი დაჟინებით მიაცქერდა მის
მარპლს ეშმაკური თვალებით და ჰკითხა:
– თქვენ ფიქრობთ, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია, არა?
– დარწმუნებული ვარ, რომ არა.
– და გგონიათ, რომ მკვლელის ვინაობა იცით? მის მარ-
პლმა თავი დაუქნია. მისის ბანტრის ხმა სივრცეში ექსტაზში
შესული ძველბერძნულ ქოროსავით გაისმა:
– თქვენ საოცრება ხართ! – მერედა, ვინ არის იგი? – თქვენი
დახმარება მჭირდება. კარგი იქნება, თუ ახლავე სომერსეტ-ჰა-
უზში გავემგზავრებით.

ნაწილი მეჩვიდმეტე
I

სერ ჰენრიმ პირქუშად ჩაილაპარაკა: – არ მომწონს ეს.


– ვიცი, – უთხრა მის მარპლმა, – ეს ის არ არის, რასაც
თქვენ ორთოდოქსულს უწოდებთ, მაგრამ ძალზე მნიშვნელო-
ვანია, რომ ორმაგად დარწმუნებული ვიყოთ, როგორც შექ-
სპირი ამბობდა. აი, მისტერ ჯეფერსონიც რომ დაგვთანხმდე-
ბოდეს...
– ჰარპერი? იმას რას უპირებთ? – სულაც არ არის აუცილე-
ბელი, რომ მან ყველა წვრილმანი იცოდეს. თუ მიანიშნებთ,
რომ ზოგიერთ პიროვნებას უნდა დააკვირდეს, თვალი არ მო-
აცილოს...
– ეს საქმეს გააადვილებს, – უხალისოდ დაეთანხმა სერ
ჰენრი.
II

სუპერინტენდანტმა ჰარპერმა ჰენრი კლიტერინგს განმგმი-


რავი მზერა მიაპყრო.
– არ გვინდა მიკიბ-მოკიბვა, სერ. გსურთ, რომ რაღაც მიმა-
ნიშნოთ? – მე შეგატყობინეთ ჩემი მეგობრის სურვილი: მან
194 მკითხველთა ლიგა
მითხრა არაკონფიდენციალურად, რომ ხვალ დეინმუთში ად-
ვოკატთან კონსულტაციას აპირებს ახალი ანდერძის შედგე-
ნასთან დაკავშირებით. სუპერინტენდანტმა წარბი შეიჭმუხნა
და იკითხა:
– რძალსა და სიძეს თუ შეატყობინა მისტერ კონვეი ჯეფერ-
სონმა ამის შესახებ? – როგორც ვიცი, ამ საღამოს აპირებს
მათთან დალაპარაკებას.
– გასაგებია, – სუპერინტენდანტმა მაგიდაზე ფანქარი და-
აკაკუნა და გაიმეორა:
– გასაგებია. შემდეგ ჰარპერმა ერთხელაც შეხედა თანამო-
საუბრეს და თქვა: – მაშასადამე, ბეზილ ბლეიკის დაპატიმრე-
ბამ არ დაგაკმაყოფილათ? – თქვენ? სუპერინტენდანტმა ულ-
ვაში მოიწიწკნა და თქვა:
– მაშასადამე, მისის მარპლი არ დააკმაყოფილა? მამაკა-
ცებმა კვლავ შეხედეს ერთმანეთს.
– შეგიძლიათ, მენდოთ, – განაცხადა ჰარპერმა, – ჩემს
ხალხს ყველაფერს ავუხსნი. ისინი არ ჩაერევიან, მაგრამ
ფხიზლად იქნებიან. გპირდებით.
– კიდევ არის ერთი რამ, – თქვა სერ ჰენრიმ, – აჯობებს, შე-
ხედოთ. მან ფურცელი გაშალა და მაგიდაზე თანამოსაუბრის-
კენ გააცურა. სუპერინტენდანტს სიმშვიდე მაშინვე გაუქრა.
მან გაოცებით დაუსტვინა.
– მაშ, ასეა საქმე? ეს ყველაფერს ცვლის. აქამდე როგორ
მიხვედით? – ქალებს ყოველთვის აინტერესებთ ქორწინებას-
თან დაკავშირებული საკითხები, – თქვა სერ ჰენრიმ.
– განსაკუთრებით მარტოხელა ხანდაზმულ ქალებს, – და-
ამატა სუპერინტენდანტმა.

III

როდესაც კონვეი ჯეფერსონმა მასთან შესული მეგობარი


დაინახა, მოღუშულ სახეზე ღიმილი მოეფინა.
– ველაპარაკე, – თქვა მან, – სიახლე კარგად მიიღეს.
– რა უთხარით? – ვუთხარი, რომ, როდესაც რუბი მოკვდა,
გადავწყვიტე, მისთვის განკუთვნილი ორმოცდაათი ათასი

195 მკითხველთა ლიგა


გირვანქა ლონდონში ახალგაზრდა პროფესიონალი მოცეკვა-
ვეების საერთო საცხოვრებლისთვის გადამეცა, რადგან ეს რა-
ღაცით მაინც იქნებოდა მასთან დაკავშირებული. შესანიშნავი
ხერხია ფულის თავიდან მოსაშორებლად. მიკვირს, როგორ
დაიჯერეს. თითქოს ამას მართლა ვაპირებდი. შემდეგ იგი ჩა-
ფიქრდა და დაამატა: – უნდა გითხრათ, რომ ბევრი სისულელე
ჩავიდინე იმ გოგონასთან დაკავშირებით. სულ გამოვჩერჩეტ-
დი მე ბებერი. ახლა კი ვხვდები ამას. რუბი მშვენიერი ბავშვი
იყო, მაგრამ ჩემი ფანტაზიით ბევრი ისეთი თვისება მივაწერე,
რომელიც მას არ ჰქონდა. თავი მოვიკატუნე, თითქოს მასში
მეორე როზამუნდს ვხედავდი. დიახ, კანის ფერით ერთმანეთს
ჰგავდნენ, მაგრამ გულითა და გონებით განსხვავდებოდნენ.
თუ შეიძლება, ის ფურცელი მომაწოდეთ – საკმაოდ საინტერე-
სო ბრიჯის ამოცანაა.

IV

სერ ჰენრი კიბეზე დაეშვა და შვეიცარს შეკითხვა დაუსვა.


– მისტერ გესკელი, სერ? თავისი მანქანით ახლახან ლონ-
დონში გაემგზავრა.
– აჰა, გასაგებია. მისის ჯეფერსონი აქ არის? – მისის ჯეფერ-
სონი, სერ, ცოტა ხნის წინ საკუთარი საძინებლისკენ გაემარ-
თა. სერ ჰენრიმ სასტუმრო ოთახსა და საცეკვაო დარბაზს გა-
ხედა. პირველში ჰუგო მაკლინს მოჰკრა თვალი, რომელიც
კროსვორდს ჩაჰკირკიტებდა და, როგორც ჩანს, გვარიანად
იმტვრევდა თავს. მეორეში ჯოზი იმდენს ახერხებდა, რომ თან
უღიმოდა მსუქან, გაოფლილ კაცს, თანაც მარჯვედ გადაად-
გილდებოდა, რათა მოუხერხებელ პარტნიორს ფეხი არ და-
ებიჯებინა. მოხდენილი, მაგრამ დაღლილი რაიმონდი ვიღაც
სისხლნაკლულ, წაბლისფერთმიან ქალიშვილს ეცეკვებოდა,
რომელსაც ძვირფასი კაბა სულ არ უხდებოდა.
– ძილის დროა, – ჩაილაპარაკა სერ ჰენრიმ და კიბეს აუყ-
ვა...

196 მკითხველთა ლიგა


V

ღამის სამი საათი იყო. ქარი ჩადგა. ზღვის მშვიდი ზედაპი-


რის თავზე დაკიდებული მთვარე არემარეს სუსტად ანათებდა.
კონვეი ჯეფერსონის ოთახში სიჩუმეს მხოლოდ ბალიშებზე ნა-
ხევრად მიწოლილი მოხუცის მძიმე სუნთქვა არღვევდა. სუსტი
ნიავიც არ იძროდა, ფარდა რომ შეერხია, მაგრამ იგი მაინც შე-
ინძრა... წამით ნელა გადაიწია და მთვარის შუქზე სილუეტი გა-
მოჩნდა, რომელიც მალევე გაუჩინარდა. ოთახში კვლავაც სი-
ჩუმე იდგა, ოღონდ ახლა იქ ვიღაც იმყოფებოდა. ერთი ჩქამიც
კი არ ისმოდა, გარდა საწოლზე მყოფი ადამიანის სუნთქვისა.
დაუპატიჟებელი სტუმარი სულ უფრო და უფრო უახლოვდებო-
და საწოლს. აი, მან შპრიციანი ხელი შემართა მოხუცისთვის
ნემსის გასაკეთებლად. მოულოდნელად სიბნელიდან ვიღა-
ცის ხელმა ამოყვინთა და უცნობს მარწუხივით შემოეჭდო იმ
ხელის მაჯაზე, რომელშიც შპრიცი ეჭირა. უემოციო ხმამ, კანო-
ნის ხმამ, მკაფიოდ წარმოთქვა: – ამას ვერ გააკეთებთ! მომე-
ცით შპრიცი! შუქი აინთო და საწოლში წამომჯდარი კონვეი ჯე-
ფერსონი პირქუშად მიაჩერდა რუბი კინის მკვლელს.

ნაწილი მეთვრამეტე
I

– ვინაიდან უოტსონის როლი მერგო, მინდა, თქვენი მეთო-


დის შესახებ შევიტყო, მის მარპლ, – თქვა სერ ჰენრი კლიტე-
რინგმა.
– საინტერესოა, რა მიგაჩნიათ უმთავრესად, – თქვა სუპე-
რინტენდანტმა ჰარპერმა.
– თქვენ კვლავ შეძელით ეს, ღმერთმანი, შეძელით! ყველა-
ფერი თავიდან ბოლომდე უნდა გვიამბოთ. მის მარპლმა თა-
ვის საუკეთესო, მოწითალო-მოყავისფრო აბრეშუმის საღამოს

197 მკითხველთა ლიგა


კაბაზე ნაკეცი გაასწორა და შეწითლებულმა ოდნავ დარცხვე-
ნით გაიღიმა.
– ვშიშობ, ჩემი მეთოდი საოცრად დილეტანტური მოგეჩვე-
ნებათ, როგორც მას სერ ჰენრი უწოდებს. ადამიანთა უმრავ-
ლესობა, მათ შორის პოლიციელები, მიმნდობი ხალხია. სჯე-
რათ, რასაც ეუბნებიან. მე კი არასდროს მჯერა. ჩემთვის მთა-
ვარი ყოველთვის მტკიცებულებებია.
– ეს მეცნიერული მიდგომაა, – განაცხადა სერ ჰენრიმ.
– ამ შემთხვევაში, – განაგრძო მის მარპლმა, – ყველამ ზე-
დაპირულ ნიშნებს მიაქცია ყურადღება, მე კი მხოლოდ ფაქ-
ტებს ვეყრდნობოდი. შევამჩნიე, რომ ქალიშვილი ძალიან
ახალგაზრდა იყო, ფრჩხილებს იკვნეტდა და კბილები ოდნავ
წინ წამოსწეოდა – ასე ხშირად ემართებათ ხოლმე გოგონებს,
თუ დროულად არ ცდილობენ მათ გასწორებას სპეციალური
რკინების საშუალებით (რომლებიც ძალიან არ უყვართ და იხ-
სნიან კიდეც მათ, როდესაც უფროსების თვალს მოეფარები-
ან). ცხადია, მოკლულის დანახვამ ყველას გული დაგვწყვიტა.
ყოველთვის სამწუხაროა, როდესაც ახალგაზრდა სიცოცხლე
არსებობას წყვეტს. ის, რომ გვამი პოლკოვნიკ ბანტრის ბიბ-
ლიოთეკაში აღმოჩნდა, დეტექტიურ რომანს უფრო წააგავდა,
ვიდრე სინამდვილეს. აშკარაა, ეს მცდარი კვალი იყო. მაგრამ
ამან გამოძიებაც შეაფერხა და მკვლელსაც გეგმა აურია. მას
ხომ მხოლოდ ის სურდა, რომ პოლიციას ეჭვი თავიდანვე
ახალგაზრდა ბეზილ ბლეიკზე მიეტანა. იგი ადვილად დაად-
გენდა დეინმუთში მის კავშირს მოცეკვავესთან, აგრეთვე იმას,
რომ ახლა მას სხვა ქალი ჰყავდა. სარწმუნო ვერსიაც მაშინვე
წამოყოფდა თავს: რუბი კაცს აშანტაჟებდა, ამიტომ გამძვინვა-
რებულმა ბლეიკმა იგი დაახრჩო. ეს იქნებოდა ერთი ჩვეულებ-
რივი, ბინძური კრიმინალური დანაშაული. მაგრამ ყველაფე-
რი სხვაგვარად წარიმართა და ყურადღება ძალიან მალე ჯე-
ფერსონების ოჯახმა მიიპყრო... ამით ვიღაც აშკარად უკმაყო-
ფილო დარჩა.
– როგორც გითხარით, ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყუ-
რებ. ჩემი დისშვილი რაიმონდი ამბობს (ცხადია, ხუმრობითა

198 მკითხველთა ლიგა


და სიყვარულით), რომ გონება სამზარეულოს ნიჟარას მიმი-
გავს, რომ ეს ვიქტორიანული ეპოქის ადამიანებისთვისაა და-
მახასიათებელი. ამაზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ
ვიქტორიანელები ადამიანის ბუნებას შესანიშნავად იცნობ-
დნენ.
– ჩემმა ანტისანიტარიულმა თუ პირიქით, სანიტარიულმა
გონებამ ეს საქმე თავიდანვე ფულს დაუკავშირა. ორ ადამიანს
შეეძლო გოგონას სიკვდილით სარგებლობის მიღება – ამას
ვერსად გავექცეოდით. ორმოცდაათი ათასი გირვანქა დიდი
ფულია, განსაკუთრებით უსახსროდ დარჩენილი ადამიანის-
თვის, როგორც ამ ორი ადამიანის შემთხვევაში. ორივე სასია-
მოვნო და მომხიბლავი პიროვნებაა, მათზე ძნელია ეჭვის მი-
ტანა, მაგრამ დარწმუნებით ვერავინ ვერაფერს იტყვის.
– დავიწყოთ მისის ჯეფერსონით, რომელიც ყველას მოს-
წონს. მაგრამ ამ ზაფხულს იგი შესამჩნევად შეიცვალა. რო-
გორც ჩანს, დაღალა მამამთილზე სრულად დამოკიდებულე-
ბამ. ცხადია, მან იცოდა, – ეს ექიმმა უთხრა, – რომ კაცს დიდი
ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენოდა, რაც მის მომავალს სასიკე-
თოდ წაადგებოდა (ცინიკურად ჟღერს, თუმცა ასეა), მაგრამ ამ
დროს რუბი კინი გამოჩნდა. მისის ჯეფერსონს ძალიან უყვარ-
და თავისი ვაჟი. ზოგიერთმა ქალმა შვილის გულისთვის შე-
საძლოა დანაშაულიც კი ჩაიდინოს და ეს მორალური კუთხით
გაამართლოს კიდეც. ერთი-ორჯერ ჩვენს სოფელშიც გადავაწ-
ყდი ამგვარ შემთხვევას. ჰგონიათ, რომ მათ ამის უფლება
აქვთ. ბუნებრივია, მცდარი შეხედულებაა.
– მარკ გესკელზე უფრო მეტად შეიძლებოდა ეჭვის მიტანა.
იგი მოთამაშე იყო და არც ზნეობით გამოირჩეოდა. თუმცა, მი-
ზეზთა გამო, იქით ვიხრებოდი, რომ ამ საქმეში ქალის ხელი
ერია.
– როგორც მოგახსენეთ, ჩემი აზრით, მოტივი ფულს უკავ-
შირდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ორივე მათგანს მყარი
ალიბი ჰქონდა იმ დროსთან მიმართებაში, როდესაც, სამედი-
ცინო დასკვნის თანახმად, რუბი კინი სიცოცხლეს გამოასალ-
მეს.

199 მკითხველთა ლიგა


– მალე ცნობილი გახდა, რომ დამწვარ მანქანაში პამელა
რივზის სხეული აღმოაჩინეს. ახლა ალიბი გახვრეტილი გრო-
შიც აღარ ღირდა.
– ჩემ წინ ამ საქმის ორი ნახევარი იდო, მაგრამ ისინი ერ-
თმანეთს არ ერგებოდა. მათ შორის კავშირს ვერ ვპოულობდი.
მას, ვისზეც ყველაზე მეტად ვეჭვობდი, მოტივი არ ჰქონდა.
– სულელივით ვიქცეოდი, – ჩაფიქრებით თქვა მის მარ–
პლმა, – რომ არა დინა ლისთან საუბარი, ეს უმარტივესი რამ
თავში აზრად არასდროს მომივიდოდა. სომერსეტ-ჰაუზი!
ქორწინება! საქმე ხომ მხოლოდ მისტერ გესკელსა და მისის
ჯეფერსონს არ შეეხებოდა. თუ რომელიმე მათგანი დაქორწინ-
დებოდა, მაშინ ვიღაც მესამე პირს, საქორწინო კონტრაქტში
მითითებულ მეორე მხარესაც უჩნდებოდა დანაშაულის ჩადე-
ნის მოტივი. რაიმონდი, მაგალითად, შესაძლოა, ფიქრობდა,
რომ მდიდარ ქალზე დაქორწინების შესანიშნავი შანსი ჰქონ-
და. იგი დაუღალავად ტრიალებდა მისის ჯეფერსონის ირ-
გვლივ და იქნებ სწორედ მისმა მიმზიდველობამ უბიძგა ქალს,
რომ ქვრივის მანტია შორს მოესროლა. იგი სავსებით კმაყო-
ფილი იქნებოდა მისტერ ჯეფერსონის ქალიშვილობით – რო-
გორც რუთი და ნაყომი20, მაგრამ ნაყომს, თუ გახსოვთ, მრავა-
ლი სიძნელის გადალახვა მოუხდა, სანამ რუთს შესაფერისად
დააქორწინებდა.
– რაიმონდის გარდა, კიდევ ჰუგო მაკლინიც იყო. მისის ჯე-
ფერსონს იგი ძალიან მოსწონდა და საბოლოოდ, შესაძლოა,
ცოლად გაჰყოლოდა კიდეც. მდიდარი არც ეს მაკლინი გახ-
ლდათ. თანაც იმ საბედისწერო ღამეს დეინმუთთან საკმაოდ
ახლოს იმყოფებოდა. ასე რომ, ამ ორიდან ნებისმიერს შეეძ-
ლო დანაშაულის ჩადენა.
– მაგრამ გულის სიღრმეში, ცხადია, სხვა რამეც ვიცოდი.
ქალიშვილის მოკვნეტილი ფრჩხილები მოსვენებას არ მაძ-
ლევდა.

20რუთი და ნაყომი – ბიბლიური პერსონაჟები, რძალ-დედამთილი. ქმრის


გარდაცვალების შემდეგ რუთმა დედამთილი არ მიატოვა და მასთან დარ-
ჩა.

200 მკითხველთა ლიგა


– ფრჩხილები? – თქვა სერ ჰენრიმ, – ეგ ხომ ადვილი ასახ-
სნელია: ერთი მოუტყდა, დანარჩენები კი მის ზომაზე დაამოკ-
ლა.
– სისულელეა, – შეეპასუხა მის მარპლი, – მოკვნეტილი და
მოჭრილი ფრჩხილები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავ-
დება. ვინც ამაში ერკვევა, ეს არაფრით შეეშლება. ჩემი კლა-
სის გოგოებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მოკვნეტილი ფრჩხი-
ლები საშინელი სანახავია. ეს ფრჩხილები რეალობა იყო. ისი-
ნი მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა – პოლკოვნიკ ბანტრის ბიბ-
ლიოთეკაში რუბი კინის გვამი არ აღმოუჩენიათ! ახლა კი მთა-
ვარ დაინტერესებულ პირს მივუახლოვდით: ჯოზის! გვამი ხომ
ჯოზიმ ამოიცნო. მან იცოდა, მას უნდა სცოდნოდა, რომ ეს რუ-
ბი კინის ცხედარი არ იყო. ჯოზიმ კი საწინააღმდეგო განაცხა-
და. იგი გაოცებული იყო, აშკარად გაოცებული, რომ გვამი აქ
აღმოჩნდა. ამას ვერაფრით იჯერებდა. რატომ? იმიტომ, რომ
ყველაზე კარგად იცოდა, რომ იგი ბეზილ ბლეიკის სახლში უნ-
და ყოფილიყო. ვისი ნათქვამის შემდეგ მივაქციეთ ყურადღება
ბეზილ ბლეიკს? ესეც ჯოზის დამსახურებაა. მან უთხრა რაი-
მონდს, რომ რუბი, შესაძლოა, ვიღაც კინოსთან დაკავშირე-
ბულ კაცთან ერთად წავიდა. უფრო ადრე კი მისი სურათი თა-
ვისი ბიძაშვილის ხელჩანთაში მოათავსა. ვინ იყო ისე ძლიერ
გაბრაზებული გარდაცვლილ გოგონაზე, რომ ეს ვერც კი დამა-
ლა, როდესაც მიცვალებულს ზემოდან დაჰყურებდა? ჯოზი! ჯო-
ზი – გამჭრიახი, პრაქტიკული, ფულის გულისთვის ყველაფერ-
ზე წამსვლელი.
– აი, რას ვგულისხმობდი, როდესაც ვთქვი, რომ ხალხი ძა-
ლიან მიმნდობია. არავის შეუტანია ეჭვი ჯოზის მტკიცებაში,
რომ გვამი რუბი კინისა იყო. ეს ადვილი ასახსნელია – მას ხომ
მოტივი არ ჰქონდა. მოტივი ყოველთვის ძნელი აღმოსაჩენია.
ჯოზი დანაშაულის მონაწილე იყო, მაგრამ, ერთი შეხედვით,
მას ამ საქმესთან კავშირი არ უნდა ჰქონოდა. ეს მას შემდეგ
გავარკვიე, რაც დინა ლიმ სომერსეტ-ჰაუზი ახსენა.
– ქორწინება! თუ ჯოზი და მარკ გესკელი დაქორწინებულე-
ბი იყვნენ, ყველაფერი ცხადი ხდებოდა. ახლა უკვე ვიცით,
რომ მარკი და ჯოზი ერთი წლის წინ დაქორწინებულან. ისინი

201 მკითხველთა ლიგა


ამას საიდუმლოდ ინახავდნენ და მისტერ ჯეფერსონის სიკ-
ვდილს ელოდებოდნენ.
– უნდა გითხრათ, რომ ძალზე გამიტაცა მოვლენათა თანა-
მიმდევრობის კვალდაკვალ მიყოლამ. ეს იყო, ერთი შეხედ-
ვით, ჩახლართული, სინამდვილეში კი პრიმიტიული გეგმა.
თავდაპირველად საბრალო ბავშვი, პამელა აირჩიეს, რომე-
ლიც მარკ გესკელმა გააბრუა კინოსტუდიაზე ლაპარაკით. მან
ვერ გაუძლო ფილმში გადაღების ცდუნებას. გოგონა სასტუმ-
როში მივიდა, სადაც მას გესკელი ელოდებოდა და გვერდითა
კარით ჯოზისთან, მაკიაჟის სპეციალისტთან მიიყვანა! გული
მიკვდება ამ ბავშვზე გაფიქრებისას. იგი აბაზანაში იჯდა, ჯოზი
კი მას თმას უღებავდა, სახეზე გრიმს უკეთებდა, ხელისა და ფე-
ხის თითებზე ლაქს უსვამდა. ამასობაში მას ნარკოტიკი შეაპა-
რეს – შესაძლოა, ნაყინში შეურიეს. უგრძნობლად მყოფი გო-
გონა ერთ-ერთ ცარიელ ოთახში დააწვინეს, რომელსაც, თუ
გახსოვთ, კვირაში ერთხელ ალაგებდნენ.
– სადილის შემდეგ მარკ გესკელი თავისი მანქანით, რო-
გორც თვითონ თქვა, ზღვის სანაპიროსკენ გაემართა, სინამ-
დვილეში კი რუბის ძველ კაბაში გადაცმული პამელა ბლეიკის
სახლში წაიყვანა და იქ ნოხზე დააწვინა. გოგონა უგონოდ,
მაგრამ ჯერაც ცოცხალი იყო, ამიტომ მან იგი კაბის ქამრით
დაახრჩო...
საშინელებაა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ბავშვმა ვერაფერი
გაიგო. რომ არ დაგიმალოთ, ზოგჯერ სიამოვნებასაც კი
ვგრძნობ იმის გაფიქრებაზე, რომ მკვლელსაც ჩამოახრჩო-
ბენ... ეს ათი საათის შემდეგ მოხდა. გესკელი მაქსიმალური
სისწრაფით დაბრუნდა სასტუმროში, სადაც რუბი კინი რა-
იმონდთან ერთად თავის პირველ ნომერს ასრულებდა. ჯოზიმ
წინასწარ დაარიგა რუბი, რომელიც მას ყველაფერში ემორჩი-
ლებოდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო. იგი ზევით ავიდა,
ტანსაცმელი გამოიცვალა და ჯოზის ოთახში შევიდა. მანამდე,
ვახშმობისას, მას ნარკოტიკი შეაპარეს, შესაძლოა, ყავაში ჩა-
უყარეს. თუ გახსოვთ, ახალგაზრდა ბარტლეტთან ცეკვისას
იგი შიგადაშიგ ამთქნარებდა. მოგვიანებით ჯოზი ბიძაშვილის
"მოსაძებნად" მის ოთახში ავიდა, იქიდან თავის საძინებელში

202 მკითხველთა ლიგა


შევიდა და რუბი ან ინიექციით მოკლა, ან უკნიდან თავში ჩარ-
ტყმით. შემდეგ დარბაზში დაბრუნდა, რაიმონდთან ერთად
იცეკვა, ჯეფერსონებთან ერთად რუბის გაუჩინარების შესახებ
ისაუბრა, ბოლოს კი დასაძინებლად წავიდა. დილით, ძალიან
ადრე, მან პამელას ტანსაცმელში გადაცმული რუბის გვამი
გვერდითა კიბით ქვემოთ ჩაიტანა, – იგი ღონიერი ახალგაზ-
რდა ქალი გახლდათ, – ჯორჯ ბარტლეტის მანქანაში მოათავ-
სა და კარიერის მიმართულებით ორი მილი გაიარა. იქ კი ბენ-
ზინი გადაასხა და დაწვა. სასტუმროში რვა საათისთვის დაბ-
რუნდა და განაცხადა, რომ დილით ადრე გაეღვიძა, რადგან
დაკარგული ბიძაშვილის გამო წუხდა.
– რა ჩახლართული სიუჟეტია, – თქვა პოლკოვნიკმა მელ-
ჩეტმა.
– ცეკვის ნაბიჯებზე ჩახლართული ნამდვილად არაა, – მი-
უგო მის მარპლმა.
– ალბათ.
– მან ყველაფერი გაითვალისწინა, – განაგრძო მის მარ-
პლმა, – განსხვავებული ფრჩხილებიც კი. ისე მოაწყო, რომ
რუბი ფრჩხილით მის შალის მოსასხამს გამოედო. ხომ უნდა
აეხსნა, რატომ ჰქონდა რუბის ფრჩხილები მოჭრილი.
– დიახ, ყველაფერი შესანიშნავად გათვალა, – თქვა ჰარ-
პერმა, – თქვენ კი, მის მარპლ, მხოლოდ ერთი მტკიცებულება
გქონდათ: სკოლის მოსწავლის მოკვნეტილი ფრჩხილები.
– არა, უფრო მეტი, – არ დაეთანხმა მის მარპლი, – ხალხს
ბევრი ლაპარაკი უყვარს. მარკ გესკელმა რუბიზე საუბრისას
თქვა, რომ მას ოდნავ უკან დაწეული კბილები ჰქონდა. პოლ-
კოვნიკ ბანტრის ბიბლიოთეკაში მოთავსებულ გვამს კი, პირი-
ქით, წინ ჰქონდა გამოწეული.
– დრამატული ფინალური სცენა თქვენი იდეა იყო, მის
მარპლ? – იკითხა კონვეი ჯეფერსონმა.
– დიახ, ასეა, – აღიარა მის მარპლმა, – ისე, ხომ კარგია,
როდესაც რაღაცაში დარწმუნებული ხართ, არა? – დიახ, – სა-
ხე მოეღუშა კონვეი ჯეფერსონს.
– როდესაც მარკი და ჯოზი გაიგებდნენ, – თქვა მის მარ-
პლმა, – რომ თქვენ ახალი ანდერძის შედგენას აპირებდით,

203 მკითხველთა ლიგა


რამეს მოიმოქმედებდნენ. მათ უკვე ჩადენილი ჰქონდათ ორი
მკვლელობა ფულის ხელში ჩასაგდებად და ამისთვის არც მე-
სამეზე დაიხევდნენ უკან. მარკზე ეჭვი არავის უნდა მიეტანა,
ამიტომ იგი ლონდონში გაემგზავრა და ალიბის შესაქმნელად
მეგობრებთან ერთად ივახშმა რესტორანში, იქიდან კი ღამის
კლუბში გადაინაცვლა. სამუშაო ჯოზის უნდა შეესრულებინა.
რუბის მკვლელობა ბეზილ ბლეიკს დაჰბრალდებოდა, მისტერ
ჯეფერსონის სიკვდილი კი – გულის შეტევას. როგორც სუპე-
რინტენდანტმა მითხრა, შპრიცში დიგიტამინი ესხა. ასეთ შემ-
თხვევაში ნებისმიერი ექიმი ბუნებრივ სიკვდილს დააფიქსი-
რებს. ჯოზიმ აივნის ერთ-ერთი ქვის ბურთი მოაყანყალა, რო-
მელიც შემდეგ ქვემოთ უნდა გადაეგდო. მისტერ ჯეფერსონის
სიკვდილის მიზეზად ხმაურით გამოწვეულ შოკს დაასახელებ-
დნენ.
– გამჭრიახი ეშმაკი ყოფილა, – თქვა მელჩეტმა.
– მაშასადამე, – თქვა სერ ჰენრიმ, – როდესაც მესამე სიკ-
ვდილი ახსენეთ, კონვეი ჯეფერსონი იგულისხმეთ? მის მარ-
პლმა თავი გადააქნია და მიუგო:
– არა, ბეზილ ბლეიკი. მას ჩამოხრჩობა არ ასცდებოდა.
– ან ბროდმურში გამოკეტვა, – დაამატა სერ ჰენრიმ.
– ყოველთვის ვიცოდი, რომ როზამუნდი ნაძირალას მის-
თხოვდა, – ჩაილაპარაკა კონვეი ჯეფერსონმა, – შეუყვარდა ის
წყეული. მკვლელი შეუყვარდა! მაგრამ არა უშავს, მალე ჩა-
მოაკონწიალებენ. რაც დათესა, იმას მოიმკის.
– ჯოზის ძლიერი ხასიათი ჰქონდა, – თქვა მის მარპლმა, –
მთელი გეგმა მან მოიფიქრა. ირონია ის არის, რომ გოგო თვი-
თონ მოიყვანა. რას წარმოიდგენდა, თუ მისტერ ჯეფერსონს
ასე მოეწონებოდა და გეგმას ჩაუშლიდა.
– საბრალო გოგონა, – თქვა ჯეფერსონმა, – საბრალო პა-
ტარა რუბი... ოთახში ადელაიდა ჯეფერსონი და ჰუგო მაკლინი
შემოვიდნენ. ადელაიდა მშვენივრად გამოიყურებოდა. იგი
კონვეი ჯეფერსონს მიუახლოვდა, მხარზე ხელი დაადო და ოდ-
ნავ აღელვებულმა უთხრა:

204 მკითხველთა ლიგა


– რაღაც უნდა შეგატყობინოთ, ჯეფ, ახლავე. ჰუგოს ცოლად
მივყვები. კონვეი ჯეფერსონმა რძალს წამით შეავლო თვალი
და ხრინწიანი ხმით უთხრა:
– შეგეძლოთ ეს ადრეც გაგეკეთებინათ. ორივეს გილო-
ცავთ. სხვათა შორის, ადი, ხვალ ანდერძის შეცვლას ვაპირებ.
ქალმა თავი დაუქნია და ჩაილაპარაკა:
– დიახ, ვიცი.
– არა, არ იცით, – განაცხადა ჯეფერსონმა, – შენს სახელზე
ბანკში ათი ათასი გირვანქის შეტანას ვაპირებ, დანარჩენს კი
პიტერი მიიღებს ჩემი სიკვდილის შემდეგ. აბა, რას იტყვი, ჩე-
მო კარგო? – ოჰ, ჯეფ! – ქალს ხმა აუთრთოლდა, – რა კეთილი
ხართ! – ის მშვენიერი ბიჭია. მინდა, რომ უფრო ხშირად ვნა-
ხო, სანამ იმქვეყნად წერილი წამიღია.
– ასეც იქნება.
– პიტერი ნამდვილი კრიმინალისტია, – თქვა კონვეი ჯე-
ფერსონმა, – მან არა მარტო მოკლული გოგონას – ერთერთი
მოკლული გოგონას – ფრჩხილს მიაგნო, არამედ ჯოზის შა-
ლის მოსასხამის ნაგლეჯიც ჩაუვარდა ხელში. ასე რომ, მას
მკვლელისგანაც ექნება სუვენირი! ახლა, ალბათ, ორმაგად
ბედნიერია!

II

ჰუგო და ადელაიდა საცეკვაო დარბაზს მიუახლოვდნენ. იქ


მათ რაიმონდი შემოხვდათ.
– სიახლე უნდა შეგატყობინოთ, – სწრაფად ჩაილაპარაკა
ქალმა, – მე და ჰუგო დაქორწინებას ვაპირებთ. რაიმონდმა
მომხიბლავად გაიღიმა.
– ვიმედოვნებ, – თქვა მან, ჰუგოს ყურადღება არ მიაქცია
და ადელაიდას სახეში შეხედა, – რომ ბედნიერი, ძალიან ბედ-
ნიერი იქნებით...
როდესაც წყვილმა ჩაიარა, მან თვალი გააყოლა. "საუცხოო
ქალია, – გაივლო გულში, – მშვენიერი. თანაც, თუ არ ვცდები,
ფულიანიც. მე კი დევონშირელი სტარების დროშის გაშლას

205 მკითხველთა ლიგა


ვაპირებდი... არ გამიმართლა. რა გაეწყობა, ისევ ცეკვა მოგი-
წევს, ჯენტლმენო!"
და რაიმონდი საცეკვაო დარბაზში დაბრუნდა.

206 მკითხველთა ლიგა

You might also like