You are on page 1of 35

შესაბამისობის აუდიტის

ანგარიში

სახელმწიფო აუდიტის სამსახური


2023

შინაარსი
ძირითადი ნაწილი ტერმინები და შემოკლებები 2
შემაჯამებელი მიმოხილვა 3
რეკომენდაციები 5
1. შესავალი 7
ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა 7
აუდიტორის პასუხისმგებლობა 7
აუდიტის საგანი 7
აუდიტის მასშტაბი 7
აუდიტის კრიტერიუმები 8
აუდიტის მიზანი 9
აუდიტის მეთოდოლოგია 9
ზოგადი ინფორმაცია აუდიტის ობიექტის შესახებ 10
2. აუდიტის მიგნებები 11
დანართები დანართები 29
საკონტაქტო ინფორმაცია 33

 ა(ა)იპ – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.


ტერმინები და
 მერია – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია.
შემოკლებები
 მუნიციპალიტეტი – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი.
 საკრებულო – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
 შპს – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.
 დღგ – დამატებული ღირებულების გადასახადი.

შესაბამისობის აუდიტის ანგარიში | 2


2023

შემაჯამებელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ნინოწმინდის


მიმოხილვა მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის
აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ნაკლოვანებები:
ბიუჯეტის შესრულება ფინანსური რესურსების მართვაში არსებული ხარვეზები
მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო გადასახდელების,
მათ შორის, „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლის სათანადოდ
დაგეგმვა და შესრულება. აღნიშნული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას
2021-2022 წლებში, შესაბამისად, 24%1 და 28%2 დააკლდა. ამასთანავე,
მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი
ნაშთი.3
ინფრასტრუქტურის დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები
მშენებლობა, მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების
რეაბილიტაცია და მართვის ხარვეზები. კერძოდ, 1,221.8 ათასი ლარის ღირებულების
ექსპლოატაცია პროექტების განხორციელებისას სამუშაოების ნაწილზე არ არის
მიღწეული დადგენილი ხარისხი, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა
მოკლე პერიოდში გაუარესებულია.
გამოუყენებელი პროექტები
მუნიციპალიტეტმა დაგეგმა და შეისყიდა ისეთი პროექტები, რომლებიც
უფუნქციოა და არ იყენებს. შესაბამისად, ბიუჯეტიდან გაწეულია 104.1
ათასი ლარის არაეფექტიანი ხარჯი და დასახული მიზანი არ არის
მიღწეული.
ინფრასტრუქტურული პროექტის მართვის ხარვეზი
ინფრასტრუქტურული პროექტის მართვაში არსებული კონტროლის
მექანიზმების ხარვეზების გამო, მუნიციპალიტეტის მიერ, საბავშვო
ბაღის მშენებლობის პროცესი არასწორად წარიმართა. შედეგად,
სამუშაოები გაგრძელდა 2 წლის განმავლობაში; ასევე, მშენებლობის
დასრულების შემდეგ, მერიამ დროულად ვერ უზრუნველყო ბაღისთვის
საჭირო სამუშაოების ჩატარება, შენობის ინვენტარით აღჭურვა და
სასწავლო პროცესის დაწყება. შენობა ზიანდება უფუნქციობის გამო.
შესყიდვების მართვა ბაზრის კვლევის ხარვეზები
მერიამ ვერ უზრუნველყო შესყიდვების პროცესის სწორად წარმართვა,
სავარაუდო ღირებულებების განსაზღვრა და მიმწოდებლების შერჩევა
სათანადო ბაზრის კვლევის საფუძველზე. ამდენად, არსებობს რისკი,
რომ მერიამ შესყიდვების ფასები განსაზღვრა არასაბაზრო
ღირებულებებით და გასწია არაეკონომიური ხარჯი.

1 2,586.8 ათასი ლარი.


2 3,235.2 ათასი ლარი.
3 2021 წელს - 2,120.6 ათასი ლარი, 2022 წელს - 3,161.5 ათასი ლარი.

შესაბამისობის აუდიტის ანგარიში | 3


2023

საჯარიმო სანქციების ადმინისტრირების ხარვეზები


სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების ადმინისტრირების
პროცესში, მერიამ საჯარიმო სანქციების დარიცხვის დროს, არ
გაითვალისწინა სახელშეკრულებო პირობები და მიმწოდებლებზე
გაავრცელა 36.7 ათასი ლარით ნაკლები საჯარიმო სანქცია. ერთ
შემთხვევაში მერიამ ვერ დაიცვა მუნიციპალიტეტის ინტერესები და არ
მოითხოვა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის
ანაზღაურება 16.4 ათასი ლარის ოდენობით; ასევე მერიამ ვერ
უზრუნველყო 40.6 ათასი ლარის დარიცხული პირგასამტეხლოს მიღება.
საინფორმაციო მომსახურების შესყიდვის ხარვეზები
2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტმა 115.0 ათასი ლარი დახარჯა
საინფორმაციო, არასოციალური სარეკლამო სახის მომსახურების
შესასყიდად. მუნიციპალიტეტმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა
კონკრეტული საინფორმაციო პროგრამების შესყიდვის საჭიროება, ასევე
დახარჯული ფულადი რესურსისა და მიღებული შედეგის
ადეკვატურობა.
მუნიციპალური ქონების ქონების მართვის ხარვეზები
მართვა ქონების განკარგვის პროცესი მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა
ნაკლოვანებებით: ქონების ნაწილს შესაბამისი ხელშეკრულების გარეშე
იყენებდნენ არაუფლებამოსილი პირები და ქირას მუნიციპალიტეტს არ
უხდიდნენ; ასევე ქონება იურიდიულ პირზე გადაცემულია შესაბამისი
სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
ჩაუტარებელი ინვენტარიზაცია
მუნიციპალიტეტში კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად არ
ჩატარებულა ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური
ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, არსებობს რისკი, რომ
მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების
შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.
მუნიციპალური მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემები
სერვისების მიწოდება მუნიციპალიტეტის მიერ მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით
გატარებული ღონისძიებები არასაკმარისია. სასმელი წყლის მიწოდებას
ახორციელებს არალიცენზირებული პირი, მოსახლეობისთვის
მიწოდებული სასმელი წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ
მოწმდება.

მოსაკრებლები დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების ხარვეზები


მერია ვერ უზრუნველყოფს საკრებულოს დადგენილებით
განსაზღვრული დასუფთავების მოსაკრებლის სათანადოდ
ადმინისტრირებას. შედეგად, მუნიციპალიტეტი სრულად ვერ იღებს
საბიუჯეტო შემოსავალს.

შესაბამისობის აუდიტის ანგარიში | 4


2023

რეკომენდაციები რეკომენდაცია №1: მერიამ შეიმუშაოს ფინანსური რესურსების მართვის


პოლიტიკა და ბიუჯეტის განწერისას დანერგოს კონტროლის
დამატებითი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალი
ნაშთის დაგროვების პრევენციას. აღნიშნული ხელს შეუწყობს
მუნიციპალური რესურსების ეფექტიან გამოყენებას.
რეკომენდაცია №2: მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო
სამუშაოების მიღება-ჩაბარებისა და მონიტორინგის წესი, სადაც
დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით
სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები.
დოკუმენტით ნათლად უნდა განისაზღვროს კონტროლის თითოეულ
ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის
განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და
პასუხისმგებლობები. აღნიშნული ხელს შეუწყობს კონტროლის
მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის
საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვასა და ხარისხიანი
პროექტების ჩაბარებას.
რეკომენდაცია №3: მერიამ შეიმუშაოს ინფრასტრუქტურული
პროექტების მართვის სტრატეგია/წესი, რომლის ფარგლებშიც
სამუშაოებს დაგეგმავს ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რამაც
შესაძლოა ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით დასრულებას ან/და
გამოყენებას; მათ შორის, შეისწავლოს პროექტის პრიორიტეტულობა,
შესასრულებლად საჭირო რესურსი და აქედან გამომდინარე
განსაზღვროს, რამდენად შესაძლებელია მისი განხორციელება და
დასახული მიზნის მიღწევა. აღნიშნული ხელს შეუწყობს ობიექტების
გამართულ ფუნქციონირებასა და მოსახლეობისთვის შესაბამისი
სერვისების მიწოდებას.
რეკომენდაცია №4: მერიამ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების
პროცესში დანერგოს კონტროლის მექანიზმები, რათა უზრუნველყოს
ბაზრის კვლევის სათანადო ჩატარება. კერძოდ, კვლევის პროცესი
წარმართოს იმგვარად, რომ შემსყიდველ ორგანიზაციას შეექმნას
მაქსიმალურად სრულყოფილი სურათი ბაზარზე არსებული
შემოთავაზებებისა და პოტენციური მიმწოდებლების შესახებ, რაც თავის
მხრივ, განაპირობებს შესყიდვების სავარაუდო ღირებულების
განსაზღვრას საბაზრო ღირებულების შესაბამისად, საბიუჯეტო
სახსრების ეკონომიურ ხარჯვას, გამოცდილი/კვალიფიციური
მიმწოდებლების შერჩევასა და შემსყიდველი ორგანიზაციის
ინტერესების დაცვას.
რეკომენდაცია №5: მერიამ შეიმუშაოს სტრატეგია/წესი ხელშეკრულების
პირობების დარღვევის შემთხვევაში საჯარიმო სანქციების
ადმინისტრირების შესახებ. დოკუმენტით დეტალურად უნდა
განისაზღვროს ჯარიმების გაანგარიშების, დარიცხვისა და ბიუჯეტში
მობილიზების თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები,
შემსრულებლები და შესაბამისი კონტროლის მექანიზმები. აღნიშნული
ღონისძიებები ხელს შეუწყობს ხელშეკრულების პირობების დარღვევის
პრევენციას და გაზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს. ამასთანავე, მერიამ

შესაბამისობის აუდიტის ანგარიში | 5


2023

გაატაროს სათანადო ღონისძიებები კუთვნილი საჯარიმო თანხების


მისაღებად.
რეკომენდაცია №6: მერიამ განახორციელოს ქონების, მოთხოვნებისა და
ვალდებულებების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი
წესით, რაც უზრუნველყოფს აქტივებისა და ვალდებულებების
ფაქტობრივი ნაშთების დადგენას, მათ შედარებას ორგანიზაციის
სააღრიცხვო მონაცემებთან, ინვენტარიზაციის შედეგების დადგენას და
შესაბამისი მატერიალურად პასუხისმგებელი პირების გამოვლენას.
აღნიშნული გაზრდის მუნიციპალური აქტივების დაცულობის ხარისხს.
რეკომენდაცია №7: მერიამ საკრებულოსთან შეთანხმებით შეიმუშაოს
სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმავს და განახორციელებს
კომპლექსურ ღონისძიებებს, გონივრულ ვადაში მოსახლეობის სასმელი
წყლით მომარაგების გაუმჯობესების მიზნით. სტრატეგია ასევე უნდა
ითვალისწინებდეს პროცესის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში
მოყვანას, მათ შორის, წყალმომარაგების უზრუნველყოფას შესაბამისი
ლიცენზიანტი სუბიექტის მეშვეობით და როგორც წყლის, ასევე
საბიუჯეტო რესურსების რაციონალურ ხარჯვას. აღნიშნული ხელს
შეუწყობს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას და
წყლის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.

შესაბამისობის აუდიტის ანგარიში | 6


2023

1. შესავალი

ხელმძღვანელობის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია


განხორციელებული საქმიანობის მოქმედი კანონმდებლობით და სხვა
პასუხისმგებლობა
მარეგულირებელი ნორმებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან
შესაბამისობაზე, ასევე აუდიტის მიზნებიდან გამომდინარე, სახელმწიფო
აუდიტის სამსახურისთვის მოწოდებული ინფორმაციის სისრულესა და
სისწორეზე. ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა ასევე მოიცავს შიდა
კონტროლის სისტემის შემუშავებას, დანერგვასა და შენარჩუნებას, რაც
საჭიროა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის პროცესის იმგვარი
წარმართვისათვის, რომელიც არ შეიცავს შეცდომით ან განზრახ
არამართლზომიერი ქმედებით (თაღლითობით) გამოწვეულ არსებით
კანონშეუსაბამობებს.

აუდიტორის აუდიტორი პასუხისმგებელია აუდიტის ანგარიშში ასახული


გარემოებების სისწორეზე. აუდიტი წარიმართა უმაღლესი
პასუხისმგებლობა
აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო სტანდარტის (ISSAI 4000-
4899) შესაბამისად.
აღნიშნული სტანდარტით მოითხოვება, რომ აუდიტორის სამუშაო
შეესაბამებოდეს ეთიკის ნორმებს და ითვალისწინებს აუდიტის
იმგვარად დაგეგმვასა და ჩატარებას, რომ მოპოვებულ იქნეს საკმარისი
და შესაფერისი აუდიტორული მტკიცებულებები იმის შესახებ,
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობა
შეიცავს თუ არა მოქმედ საკანონმდებლო და სხვა მარეგულირებელ
ნორმებთან არსებითი შეუსაბამობის ფაქტებს.
აუდიტის ანგარიში არ წარმოადგენს საქმიანობის კანონმდებლობასთან
სრულად შესაბამისობის გარანტიას. აუდიტის პროცესის თანდაყოლილი
შეზღუდვების გამო, აუდიტის მსვლელობისას არსებობს რისკი, რომ
გარკვეული შეუსაბამობები დარჩეს შეუმჩნეველი იმის მიუხედავად, რომ
აუდიტი დაიგეგმა და შესრულდა საერთაშორისო სტანდარტების
შესაბამისად.
აუდიტი წარიმართა აუდიტორების პროფესიულ მსჯელობაზე
დაყრდნობით, დასაბუთებული რწმუნების მისაღებად, რაც მოიცავს
პროცედურების ჩატარებას იმ შეფასებულ მნიშვნელოვან
კანონშეუსაბამობების რისკებზე, რომლებიც გამოწვეულია
თაღლითობით ან შეცდომით. მიგვაჩნია, რომ ჩატარებული
აუდიტორული პროცედურები საკმარისი და შესაფერისი საფუძველია
აუდიტორული დასკვნების გამოსატანად.

აუდიტის საგანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საქმიანობა.

აუდიტის მასშტაბი აუდიტის მასშტაბად განისაზღვრა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის


მიერ 2021-2022 წლებში განხორციელებული საქმიანობის მოქმედ
კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან
შესაბამისობა. გარდამავალი ხელშეკრულებებიდან და წინა აუდიტით
გამოვლენილ რისკის შემცველ საკითხებთან დაკავშირებით, შესწავლილ
იქნა სხვა პერიოდის დოკუმენტაციაც.

შესაბამისობის აუდიტის ანგარიში | 7


2023

აუდიტის აუდიტის ძირითად კრიტერიუმებად განისაზღვრა შემდეგი

კრიტერიუმები საკანონმდებლო და მარეგულირებელი ნორმები:4


 საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“;
 საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
 საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
 საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
 საქართველოს კანონი „სახელმწიფო შიდა ფინანსური
კონტროლის შესახებ“;
 საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის
ანაზღაურების შესახებ“;
 საქართველოს კანონი „ადგილობრივი მოსაკრებლების
შესახებ“;
 საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“;
 საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის
შესახებ“;
 საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55
დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − „სამშენებლო
სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა
და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების
შესახებ“;
 საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58
დადგენილება „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის
დამტკიცების შესახებ“;
 საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121
დადგენილება „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების,
კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის
წესის დამტკიცების შესახებ”;
 საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669
დადგენილება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების,
სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის,
საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო
საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის
განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების
შესახებ“;
 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის №108
ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო
სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო
სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური
აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“;
 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის
№605 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების,
მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის
ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;

4 2021-2022 წლებში მოქმედი რედაქციით.

შესაბამისობის აუდიტის ანგარიში | 8


2023

 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის


№364 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა
და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და
ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების
(სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის
შესახებ“;
 სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017
წლის 14 ივნისის №12 ბრძანება „ელექტრონული ტენდერის
ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
 სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015
წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის
კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის
ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“;
 სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები ბაზრის
კვლევასთან დაკავშირებით;
 სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011
წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება „შემსყიდველი
ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25
დეკემბრის №20 დადგენილება „ნინოწმინდის
მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების
შესახებ“;
 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24
დეკემბრის №14 დადგენილება „ნინოწმინდის
მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების
შესახებ“.

აუდიტის მიზანი ა) დასკვნის ჩამოყალიბება საკმარისი და შესაფერისი აუდიტორული


მტკიცებულებების მოპოვების გზით იმის შესახებ, რამდენად შეესაბამება
აუდიტის საგანი სათანადო კრიტერიუმს, ყველა არსებითი ასპექტის
გათვალისწინებით;
ბ) აუდიტის ანგარიშის მომხმარებლებისათვის ინფორმაციის მიწოდება
მიგნებების, დასკვნებისა და სადაც შესაფერისია, რეკომენდაციების
შესახებ.

აუდიტის აუდიტის საგნის შესახებ ინფორმაციის მოსამზადებლად


გამოყენებულია შემდეგი მეთოდები:
მეთოდოლოგია
 აუდიტის ობიექტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და
მონაცემების ანალიზი;
 დოკუმენტური შემოწმება;
 ინტერვიუები აუდიტის ობიექტის თანამშრომლებთან;
 ადგილზე დათვალიერება.

შესაბამისობის აუდიტის ანგარიში | 9


2023

ზოგადი ინფორმაცია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი არის დამოუკიდებელი საჯარო


აუდიტის ობიექტის სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აქვს თვითმმართველობის
შესახებ წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, განკარგავს
საკუთარ ქონებასა და ბიუჯეტს. მუნიციპალიტეტი მოიცავს 10
ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელიც აერთიანებს 31 სოფელს და
ადმინისტრაციულ ცენტრს − ქალაქ ნინოწმინდას.5 მუნიციპალიტეტის
ფართობია 1354 კვ.კმ, მოსახლეობის რიცხოვნობა შეადგენს 17 ათასს.6
2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯები
გაწეულია შემდეგ პროგრამებზე: მმართველობა და საერთო
დანიშნულების ხარჯები – 6,136.6 ათასი ლარი; ინფრასტრუქტურის
განვითარება – 17,040.7 ათასი ლარი; დასუფთავება და გარემოს დაცვა −
741.5 ათასი ლარი; განათლება – 2,470.6 ათასი ლარი; კულტურა,
რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები – 1,746.0
ათასი ლარი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
– 1,461.2 ათასი ლარი.

5 ინფორმაციის წყარო: www.mreg.reestri.gov.ge


6 ინფორმაციის წყარო: www.geostat.ge; www.budgetmonitor.ge (2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით).

შესაბამისობის აუდიტის ანგარიში | 10


2023

2. აუდიტის მიგნებები

2.1 ფინანსური კრიტერიუმი: ბიუჯეტის პროექტის მომზადების, ბიუჯეტის შესრულებისა და


რესურსების მართვა ანგარიშგებისათვის პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი
7
ორგანო. მუნიციპალიტეტმა 2021-2022 წლებში პროგრამული ბიუჯეტებით
დაგეგმა ინფრასტრუქტურის განვითარება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის
2.1.1 ბიუჯეტის კეთილმოწყობა, მოსახლეობის პირობების გაუმჯობესება და სხვ.
შესრულების მუნიციპალიტეტმა უნდა დანერგოს ფინანსური მართვისა და კონტროლის ისეთი
ხარვეზები სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად,
ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენებას.8
ფაქტობრივი გარემოება: მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების
მაჩვენებლებზე დაყრდნობით, 2021-2022 წლების შემოსულობებმა 30,742.7 ათასი
ლარი, ხოლო გადასახდელებმა – 29,596.6 ათასი ლარი შეადგინა. ბიუჯეტის
გეგმური და ფაქტობრივი მაჩვენებლები წარმოდგენილია ცხრილში.
ცხრილი №1. მუნიციპალიტეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
2021-2022 წლებში (ათასი ლარი)

2021 2021 შესრუ 2022 2022


შესრულ სულ
დასახელება წლის წლის ლების წლის წლის
ების % ფაქტი
გეგმა ფაქტი % გეგმა ფაქტი

შემოსულობები 13,960.6 14,773.1 106% 15,875.8 15,969.6 101% 30,742.7

შემოსავლები 13,940.6 14,647.9 105% 15,763.5 15,783.9 100% 30,431.8

არაფინანსური
20.0 125.2 626% 112.3 185.7 165% 310.9
აქტივების კლება
ფინანსური
- - - - - - -
აქტივების კლება
ვალდებულებების
- - - - - -
ზრდა

გადასახდელები 16,963.3 13,681.2 81% 20,006.7 15,915.4 80% 29,596.6

ხარჯები 5,951.1 5,256.1 88% 8,021.1 7,165.1 89% 12,421.2

არაფინანსური
10,899.2 8,312.4 76% 11,692.4 8,457.2 72% 16,769.6
აქტივების ზრდა
ფინანსური
- - - - - - -
აქტივების ზრდა
ვალდებულებების
113.0 112.7 100% 293.2 293.1 100% 405.8
კლება

ნაშთის ცვლილება -3,002.7 1,091.9 -4,130.9 54.2 - -

ორივე საბიუჯეტო წლისათვის მუნიციპალიტეტმა არასათანადოდ შეასრულა


ბიუჯეტის გადასახდელების მუხლი. კერძოდ, მერიამ ინფრასტრუქტურული
პროექტების განსახორციელებლად წლის ბოლომდე ვერ აითვისა ადგილობრივი
ბიუჯეტიდან და საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი
თანხები. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო პროგრამებით
გათვალისწინებული შედეგები: ძირითადად ვერ დასრულდა და დაგვიანდა

7 საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 7, პუნქტი 1, „გ“ ქვეპუნქტი.


8 საქართველოს კანონი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“, მუხლი 6, პუნქტი 1, „გ“ ქვეპუნქტი.

შესაბამისობის აუდიტის ანგარიში | 11


2023

საგზაო ინფრასტრუქტურის, სანიაღვრე არხების, სპორტული მოედნების და სხვა


ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები.9
საბიუჯეტო პარამეტრების არასათანადო დაგეგმვისა და შესრულების გამო,
მუნიციპალიტეტი ფლობდა მნიშვნელოვანი მოცულობის საბიუჯეტო ნაშთებს.
კერძოდ, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს ბალანსზე
ნაშთის სახით ერიცხებოდა 3,056.4 ათასი ლარი. 2021 წლისათვის
მუნიციპალიტეტმა დაგეგმა 3,002.7 ათასი ლარის ათვისება, თუმცა ფულადი
სახსრების დაგროვებამ 1,091.9 ათასი ლარი შეადგინა. შესაბამისად, პერიოდის
ბოლოს დაფიქსირდა 4,148.3 ათასი ლარის ნაშთი, საიდანაც 2,120.6 ათასი ლარი
თავისუფალი ნაშთია.10 2022 წელს მუნიციპალიტეტმა დაგეგმა 4,130.9 ათასი
ლარის ათვისება, თუმცა დააგროვა 54.2 ათასი ლარი. საბოლოოდ, წლის
ბოლოსათვის საბიუჯეტო ნაშთმა 4,202.5 ათასი ლარი შეადგინა, საიდანაც 3,161.5
ათასი ლარი თავისუფალი ნაშთია.
დასკვნა მუნიციპალიტეტმა 2021-2022 წლებში ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი
ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელება და დააგროვა
არსებითი მოცულობის ნაშთი (მათ შორის, თავისუფალი ნაშთი). აღნიშნული
მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური
რესურსების არაეფექტიან მართვაზე.
რეკომენდაცია №1 მერიამ შეიმუშაოს ფინანსური რესურსების მართვის პოლიტიკა და ბიუჯეტის
განწერისას დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმი, რომელიც
უზრუნველყოფს თავისუფალი ნაშთის დაგროვების პრევენციას. აღნიშნული
ხელს შეუწყობს მუნიციპალური რესურსების ეფექტიან გამოყენებას.

2.2 კრიტერიუმი: მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების


ინფრასტრუქტურის პირობების შესაბამისად, მიმწოდებელმა სამუშაო უნდა შეასრულოს ჯეროვნად,
მშენებლობა, სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, ტექნიკური
რეაბილიტაცია და დავალებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი
ექსპლოატაცია სამშენებლო ნორმების დაცვით. სამუშაოს საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე
წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი
2.2.1 ხარვეზებით
ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ
მოწყობილი
გონივრულ ვადაში, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს მისი აღმოფხვრა.
ინფრასტრუქტურული
პროექტები ფაქტობრივი გარემოება: 2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტმა 138
ხელშეკრულების ფარგლებში შეისყიდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული
პროექტი, ღირებულებით − 16,769.6 ათასი ლარი.
მუნიციპალიტეტში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, შესრულებული
სამუშაოების მიღება-ჩაბარებას და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების
შესრულებაზე კონტროლს ახორციელებდა მერის ბრძანების საფუძველზე
11
შექმნილი კომისია. ხელშეკრულებებით ასევე განსაზღვრული იყო სამუშაოების
მიღება-ჩაბარება საექსპერტო ან/და ტექნიკური ზედამხედველის12 მიერ გაცემული

9 დაგვიანდა შესყიდვის პროცესი, გაიზარდა სამუშაოების მიწოდების ვადა, სამუშაოები არ დასრულდა ხელშეკრულებების შეწყვეტის
გამო და სხვ.
10 თავისუფალი ნაშთი - ნაშთის ის ნაწილი, რომელიც არ არის გათვალისწინებული რაიმე მიზნებისათვის. საქართველოს საბიუჯეტო

კოდექსი, მუხლი 6.
11 მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე იქმნება მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული სამშენებლო სამუშაოების მიმღები

კომისია.
12 50.0 ათას ლარზე მეტი ღირებულების პროექტების შემთხვევაში, სამუშაოებს ამოწმებდა შპს „ქრიზოლითი+“.

შესაბამისობის აუდიტის ანგარიში | 12


2023

დასკვნების საფუძველზე, რითაც დასტურდებოდა შესრულებული სამუშაოების


მოცულობა, ხარისხი და შესრულების ვადები. წარმოდგენილი ინფორმაციით,
მუნიციპალიტეტმა ობიექტები ჩაიბარა ექსპერტიზის დადებითი დასკვნების
საფუძველზე.
მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის პროცედურები ზოგიერთ
შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფდა სათანადო რწმუნებას სამუშაოების ხარისხის
მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაზე. შედეგად, ობიექტები
დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. კერძოდ, აუდიტის
ჯგუფმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად13 დაათვალიერა
ინფრასტრუქტურული პროექტები. გამოვლინდა, რომ სამუშაოების ნაწილს
აღენიშნებოდა ხარვეზები. მაგალითად, 2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტმა
297.1 ათას ლარად14 შეისყიდა სოფელ პატარა ხანჩალში საბავშვო ბაღის
სამშენებლო სამუშაოები. დათვალიერებით გამოვლინდა, რომ ობიექტი
15
დაზიანებულია.
გარდა ამისა, ხარვეზები გამოვლინდა 15 ხელშეკრულების ფარგლებში
შესრულებულ პროექტებზე, რომელთა ღირებულება 924.7 ათასი ლარია. კერძოდ,
დაზიანებულია საბავშვო ბაღები, კულტურის სახლები, საგზაო და სხვა
დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტები (იხ. დანართი №1).
ობიექტების ექსპლოატაციის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები, ძირითადად,
სამუშაოების მიმდინარეობისას მოქმედი სამშენებლო წესებისა და ნორმების
დარღვევის შედეგია, რომლის გამოვლენა საექსპერტო დაწესებულებასა და მიმღებ
კომისიას ევალებოდა. დაზიანებული ობიექტების არსებობის მიუხედავად,
მუნიციპალიტეტს მათი პასუხისმგებლობის შესახებ არ უმსჯელია და სათანადო
ღონისძიებები არ გაუტარებია.16
აღსანიშნავია, რომ დათვალიერების მომენტისათვის ინფრასტრუქტურულ
პროექტებს გააჩნდათ მოქმედი საგარანტიო ვადა. მერიის შესაბამის სამსახურს
სათანადოდ არ ჩაუტარებია ობიექტების მონიტორინგი, რაც საშუალებას
მისცემდა, დროულად გამოეკვლია დაზიანების მიზეზები და მოეთხოვა მათი
გამოსწორება. შესაბამისად, მერიამ არ გამოიყენა ხელშეკრულებებით მინიჭებული
უფლება და არ უზრუნველყო არსებული დაზიანებების მიმწოდებელი
ორგანიზაციების სახსრებით დროული აღმოფხვრა.
დასკვნა მუნიციპალიტეტმა ვერ დანერგა კონტროლის შესაფერისი პროცედურები და
პროცესები ვერ წარმართა იმგვარად, რომ მიეღო სათანადო ხარისხის
ინფრასტრუქტურული პროექტები. შედეგად, მერიამ ჩაიბარა 1,221.8 ათასი ლარის
ღირებულების ისეთი ობიექტები, რომლებიც ექსპლოატაციაში მიღებიდან მოკლე
დროში დაზიანდა და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. მუნიციპალიტეტმა
არ დაადგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები და არ გაატარა შესაბამისი
ღონისძიებები.

13 2023 წლის 24-27 ივლისს.


14 NAT210011654, NAT220002945
15 რამდენიმე ოთახში დეფორმირებულია იატაკი, დაზიანებულია შიდა კედლები, არ მუშაობს წყლის სისტემა, შენობის ირგვლივ
არსებულ ბეტონის ბილიკს აღენიშნება ბზარები.
16 პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ორ შემთხვევაში (CMR210086091, CMR220103647) ინფრასტრუქტურული ობიექტი დააზიანა

მოსახლეობამ, თუმცა შესაძლო ვანდალიზმთან დაკავშირებით მერიას არ გაუტარებია შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები.

შესაბამისობის აუდიტის ანგარიში | 13


2023

რეკომენდაცია №2 მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარებისა და


მონიტორინგის წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი
სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის
მექანიზმები. დოკუმენტით ნათლად უნდა განისაზღვროს კონტროლის
თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის
განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები.
აღნიშნული ხელს შეუწყობს კონტროლის მექანიზმების გამართულ
ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის
სათანადოდ წარმართვასა და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას.

2.2.2 გამოუყენებელი კრიტერიუმი: მუნიციპალიტეტის ორგანოები უფლებამოსილებათა ფარგლებში


ინფრასტრუქტურული ახორციელებენ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, მოვლა-
ობიექტები პატრონობას, რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციასა და განვითარებას.17
შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ დამტკიცებული
გეგმის შესაბამისად. შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების დროს
გათვალისწინებულ უნდა იქნეს შესყიდვის განხორციელების აუცილებლობა.18
მუნიციპალიტეტმა უნდა დანერგოს ფინანსური მართვისა და კონტროლის ისეთი
სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად,
ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენებას.19
ფაქტობრივი გარემოება: 2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტი
ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებდა შესყიდვების წლიური გეგმის
შესაბამისად. აუდიტის ჯგუფმა მოწყობილი ობიექტები დაათვალიერა მერიის
წარმომადგენლებთან ერთად. გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტის საქმიანობა
დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებისა და
ფუნქციონირების მხრივ მიმდინარეობდა ხარვეზებით, კერძოდ:
 2022 წელს სოფელ საღამოში მოეწყო სტადიონი ღირებულებით − 25.9
ათასი ლარი.20 ობიექტი მდებარეობს დაუსახლებელ ადგილას,
სოფლიდან მოშორებით და მოსახლეობა ვერ იყენებს.
 აუდიტით გამოვლინდა 78.2 ათასი ლარის ღირებულების 5
ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომლებიც არ ფუნქციონირებს. მათი
ექსპლოატაციისათვის საჭიროა დამატებითი სამუშაოების შესრულება.21
ინფორმაცია 2021-2022 წლებში დაუსრულებელი პროექტების შესახებ ასახულია
დანართ №2-ში.

დასკვნა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვაში არსებული ხარვეზების შედეგად,


მუნიციპალიტეტმა არაეფექტიანად დახარჯა 104.1 ათასი ლარი და ვერ მიაღწია
პროექტების განხორციელებით განსაზღვრულ შედეგებს.
რეკომენდაცია №3 მერიამ შეიმუშაოს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სტრატეგია/წესი,
რომლის ფარგლებშიც სამუშაოებს დაგეგმავს ყველა იმ ფაქტორის
გათვალისწინებით, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით
დასრულებას ან/და გამოყენებას; მათ შორის, შეისწავლოს პროექტის

17 „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მუხლი 19.


18 საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, მუხლი 9, პუნქტი 1; პუნქტი 6, „ა“ ქვეპუნქტი.
19 საქართველოს კანონი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“, მუხლი 6, პუნქტი 1, „გ“ ქვეპუნქტი.

20 NAT220018071.

21 საჭიროა შიდა რემონტის ჩატარება, ინვენტარის შეძენა, გადახურვის, შემოღობვის სამუშაოების დასრულება, ავზზე წყლის მილების

დაერთება და სხვ.

შესაბამისობის აუდიტის ანგარიში | 14


2023

პრიორიტეტულობა, შესასრულებლად საჭირო რესურსი და აქედან გამომდინარე


განსაზღვროს, რამდენად შესაძლებელია მისი განხორციელება და დასახული
მიზნის მიღწევა. აღნიშნული ხელს შეუწყობს ობიექტების გამართულ
ფუნქციონირებასა და მოსახლეობისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდებას.

2.2.3 კრიტერიუმი: მუნიციპალიტეტის ორგანოები უფლებამოსილებათა ფარგლებში


ინფრასტრუქტურული ახორციელებენ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, მოვლა-
პროექტის მართვის პატრონობას, რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციასა და განვითარებას.22
ხარვეზი მუნიციპალიტეტმა უნდა დანერგოს ფინანსური მართვისა და კონტროლის ისეთი
სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად,
ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენებას.23
ფაქტობრივი გარემოება: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა 2021 წლიდან დაიწყო
სოფელ როდიონოვკის საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები. პროექტი
შესრულდა 2 ეტაპად,24 რაშიც მუნიციპალიტეტმა გადაიხადა 244.3 ათასი ლარი.
პირველი ეტაპი განახორციელა შპს „ვემ“-მა. მშენებლობის სამუშაოების ვადა
განისაზღვრა 2021 წლის 11 აგვისტოდან 2021 წლის 2 ნოემბრის ჩათვლით.
აღსანიშნავია, რომ სამუშაოები დასაწყისშივე მიმდინარეობდა გეგმა-გრაფიკის
დარღვევით. გეგმა-გრაფიკის დარღვევის შესახებ მუნიციპალიტეტს
სისტემატურად ატყობინებდა სამუშაოების ზედამხედველი შპს „ქრიზოლითი +“
ყოველთვიური ანგარიშებით (პირველი შეტყობინება გეგმა-გრაფიკის დარღვევის
შესახებ წარმოდგენილია 2021 წლის აგვისტოს ანგარიშში). შესაბამისად,
მუნიციპალიტეტმა სამუშაოების დაწყების პირველივე თვიდან იცოდა, რომ
მიმწოდებელს ჩამორჩენა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მერიამ სათანადოდ არ
გააკონტროლა სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი, არ დააჯარიმა
მიმწოდებელი გეგმა-გრაფიკის დარღვევისთვის და უამინდობის საფუძვლით,
სათანადო დასაბუთების გარეშე გადასწია სამუშაოების შესრულების ვადა.
მუნიციპალიტეტმა პროექტი ჩაიბარა არსებითი დაგვიანებით, 2022 წლის 22
აგვისტოს.25 პირველი ეტაპის სამუშაოების დაგვიანების გამო დაგვიანდა მეორე
ეტაპის სამუშაოების დაწყება და საბოლოოდ, სამუშაოები დასრულდა 2022 წლის
16 დეკემბერს.
აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა აუდიტის მიმდინარეობის
პერიოდისთვის. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, შენობას ესაჭიროება
ინვენტარი და დამატებითი ინფრასტრუქტურული სამუშაოები.26 აუდიტის
ობიექტმა ვერ დაასაბუთა, რატომ ვერ მოხერხდა ბაღის ინვენტარით აღჭურვა,
მიუხედვად იმისა, რომ სამშენებლო სამუშაოების დასრულებიდან გასულია 10
თვეზე მეტი დრო.27
აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული დათვალიერების შედეგად გამოვლინდა,
რომ შენობის ნაწილი დაზიანებულია.28 პასუხისმგებელი პირის განმარტებით,
დაზიანება გამოწვეულია ვენტილაციის არარსებობით და აგრეთვე იმ მიზეზით,
რომ საბავშვო ბაღი დიდი ხნის განმავლობაში ექსპლოატაციაში არ იყო შესული.

22 ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 19, „ი“ ქვეპუნქტი.


23 საქართველოს კანონი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“, მუხლი 6, პუნქტი 1, „გ“ ქვეპუნქტი.
24 NAT210011655; NAT220002914.

25 ვადის დარღვევის გამო მიმწოდებელი დაჯარიმდა 5.9 ათასი ლარით.

26 შემოღობვისა და სეპტიკის სამშენებლო სამუშაოები.

27 მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა დასრულდა 2022 წლის დეკემბერში, მერიამ დამატებითი სამუშაოების შესყიდვისთვის

პროცედურები დაიწყო 2023 წლის აგვისტოდან.


28 ნესტის გამო დაზიანებულია ერთი ოთახის კედლები და იატაკი;

შესაბამისობის აუდიტის ანგარიში | 15


2023

დასკვნა ინფრასტრუქტურული პროექტის მართვაში არსებული კონტროლის


მექანიზმების ხარვეზების გამო, ბაღის მშენებლობის პროცესი არასწორად
წარიმართა. შედეგად, სამუშაოები გაგრძელდა 2 წლის განმავლობაში; ასევე
მშენებლობის დასრულების შემდეგ მერიამ დროულად ვერ უზრუნველყო
ბაღისთვის საჭირო სამუშაოების ჩატარება, შენობის ინვენტარით აღჭურვა და
სასწავლო პროცესის დაწყება. შენობა ზიანდება უფუნქციობის გამო.29

2.3 შესყიდვების კრიტერიუმი: შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების დროს


მართვა გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბაზრის გამოკვლევის შედეგები პოტენციური
2.3.1 ბაზრის კვლევის მიმწოდებლების გამოვლენისა და შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მისაღები
ხარვეზები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნით;30 მუნიციპალიტეტმა ბაზრის
კვლევის პროცესი უნდა წარმართოს იმგვარად, რომ მას შეექმნას მაქსიმალურად
სრულყოფილი სურათი ბაზარზე არსებული შემოთავაზებების, მათ შორის,
პოტენციურ მიმწოდებელთა ვინაობის, არეალის, მათი შესაძლებლობების,
შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების,
მიწოდების პირობებისა და ვადების, ასევე შესყიდვის სავარაუდო ღირებულების
თაობაზე.31

ფაქტობრივი გარემოება: მუნიციპალიტეტი 2021-2022 წლებში შესყიდვის


ობიექტების სავარაუდო ღირებულების დასადგენად, როგორც წესი, იყენებდა
ბაზრის კვლევას. შესწავლილი 107 შესყიდვიდან,32 ბაზრის კვლევა არასათანადოდ
ჩატარდა 60 შესყიდვის შემთხვევაში (იხ. დანართი №3), მაგალითად:
 2020 წელს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი 2020-2021 წლების
საზედამხედველო მომსახურების შესყიდვაზე.33 მერიამ არ ჩაატარა
ბაზრის კვლევა და სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა
მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის34 მიერ. ტენდერში
მონაწილეობდა მხოლოდ ერთი პირი და გამარჯვებულ კომპანიას
ხელშეკრულება გაუფორმდა სავარაუდო ღირებულების შესაბამის
თანხაზე. შესწავლით გამოვლინდა, რომ მომსახურების საფასური35
მნიშვნელოვნად აღემატებოდა ახლომდებარე მუნიციპალიტეტების
მიერ საზედამხედველო მომსახურებისთვის გადახდილ თანხებს.36
 2021 წელს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი ავტომობილის
შესყიდვისათვის, სავარაუდო ღირებულებით − 50.0 ათასი ლარი.37
ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პირმა და გამარჯვებულ
კომპანიას ხელშეკრულება გაუფორმდა სავარაუდო ღირებულების
შესაბამის თანხაზე. შესწავლილი დოკუმენტაციის მიხედვით, მერიას
ჩატარებული ჰქონდა ბაზრის კვლევა, თუმცა კვლევის დროს
დადგენილი ფასები არ შეესაბამებოდა ტენდერის სავარაუდო

29 აღნიშნულ პერიოდში აღსაზრდელები ვერ სარგებლობდნენ ალტერნატიული საბავშვო ბაღებით.


30 საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, მუხლი 9, პუნქტი 6, „ე“ ქვეპუნქტი.
31 სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით.

32 5.0 ათას ლარზე მაღალი ღირებულების შესყიდვები, რომლებიც ექვემდებარებოდა ბაზრის კვლევას.

33 NAT200000479.

34 ინფრასტრუქტურის, სივრცით მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური.

35 შესამოწმებელი სამუშაოების ღირებულების 4%.

36 ახალქალაქის მუნიციპალიტეტს 2021 წლის საზედამხედველო საქმიანობაზე ხელშეკრულება (NAT210009541) გაფორმებული ჰქონდა

„შპს ქრიზოლითი+“-თან, ფასი - შესამოწმებელი სამუშაოების ღირებულების 1.47%, ხოლო ბორჯომის მუნიციპალიტეტს (NAT210005868)-
შპს „სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროსთან“, ფასი - შესამოწმებელი სამუშაოების ღირებულების 1.44%.
37 SPA210001285.

შესაბამისობის აუდიტის ანგარიში | 16


2023

ღირებულებას.38 მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური


მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა სავარაუდო
ღირებულება − 50.0 ათასი ლარი.
 წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ
55 გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში ბაზრის კვლევის
პროცედურები მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა ხარვეზებით.
მერიამ საპროექტო ორგანიზაციებისგან შეისყიდა საპროექტო-
სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა
განსახორციელებელი შესყიდვების ღირებულებები, თუმცა მერიას არ
ჩაუტარებია ბაზრის კვლევა მიმწოდებლების შესარჩევად. აღსანიშნავია,
რომ შერჩეული მიმწოდებლებიდან 13-ს არ გააჩნდა სახელმწიფო
შესყიდვების გამოცდილება, მათ შორის, 10 მათგანი ახალი
დაფუძნებული იყო ხელშეკრულების გაფორმების თარიღისთვის.39
პასუხისმგებელი პირების განმარტებით, მიმწოდებლების შერჩევის
ოფიციალური დოკუმენტაცია არ იძებნება, რადგან კვლევა ჩატარდა
ზეპირი ფორმით (სატელეფონო საუბარი, მიმწოდებლებთან გამართული
შეხვედრა).
 სამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტმა შეისყიდა საპროექტო
40
დოკუმენტაცია და სხვადასხვა საქონელი. მერიამ ვერ წარმოადგინა
ბაზრის კვლევის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
დასკვნა მერიამ ვერ უზრუნველყო ბაზრის კვლევის განხორციელება და შესყიდვების
პირობების კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად განსაზღვრა. კერძოდ,
რიგ შემთხვევებში ბაზრის კვლევები არ ჩატარებულა ან/და კვლევების ჩატარება
დოკუმენტურად არ დასტურდება. ამდენად, არსებობს რისკი, რომ მერიამ
შესყიდვების ფასი განსაზღვრა არასაბაზრო ღირებულებებით და გასწია
არაეკონომიური ხარჯი.
რეკომენდაცია №4 მერიამ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში დანერგოს
კონტროლის მექანიზმები, რათა უზრუნველყოს ბაზრის კვლევის სათანადო
ჩატარება. კერძოდ, კვლევის პროცესი წარმართოს იმგვარად, რომ შემსყიდველ
ორგანიზაციას შეექმნას მაქსიმალურად სრულყოფილი სურათი ბაზარზე
არსებული შემოთავაზებებისა და პოტენციური მიმწოდებლების შესახებ, რაც
თავის მხრივ, განაპირობებს შესყიდვების სავარაუდო ღირებულების განსაზღვრას
საბაზრო ღირებულების შესაბამისად, საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ ხარჯვას,
გამოცდილი/კვალიფიციური მიმწოდებლების შერჩევასა და შემსყიდველი
ორგანიზაციის ინტერესების დაცვას.

2.3.2 საჯარიმო კრიტერიუმი: შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, განახორციელოს


სანქციების კონტროლი და ზედამხედველობა მიმწოდებლების მიერ ხელშეკრულების
ადმინისტრირების პირობების შესრულებაზე.41 გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების
ხარვეზები მიხედვით, მუნიციპალიტეტი იყენებდა საჯარიმო სანქციებს ხელშეკრულებით
გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ან

38 ბაზრის კვლევის მიხედვით, ანალოგიური და უკეთესი ტექნიკური მახასიათებლების (გარბენი, გამოშვების წელი) ავტომანქანები
არსებობდა ბაზარზე შემდეგი ფასებით: 45.2 ათასი ლარი, 47.2 ათასი ლარი და 48.5 ათასი ლარი.
39 მიმწოდებლები დაფუძნებული იყვნენ ხელშეკრულების გაფორმებამდე 1-150 დღით ადრე.

40 CMR220078849, NAT220023809, NAT220014502.

41 საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, მუხლი 7, პუნქტი 1, „დ“ ქვეპუნქტი.

შესაბამისობის აუდიტის ანგარიში | 17


2023

არაჯეროვნად შესრულებისთვის. 200.0 ათას ლარზე მაღალი ღირებულების


შესყიდვებისთვის მიმწოდებელი წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების
უზრუნველყოფის გარანტიას. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ შეასრულებს
ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, მუნიციპალიტეტმა
გარანტიის გამცემი ორგანიზაციისგან უნდა მოითხოვოს საგარანტიო თანხის
ანაზღაურება.42 პირგასამტეხლოს გადახდა, ისევე როგორც ხელშეკრულების სხვა
პირობების შესრულება, მხარეებისათვის სავალდებულოა.

ფაქტობრივი გარემოება: მუნიციპალიტეტის საქმიანობა ხელშეკრულებებით


გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების ადმინისტრირების მხრივ,
მიმდინარეობდა ხარვეზებით, კერძოდ:
 2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ საპროექტო-
სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით გაფორმებული
ხელშეკრულებები, მომსახურების დაგვიანებით გაწევის შემთხვევაში,
ითვალისწინებდა საჯარიმო სანქციას, ინფრასტრუქტურული პროექტის
საორიენტაციო ღირებულების 0,02%-ის ოდენობით.43 სახელმწიფო
შესყიდვების განხორციელებისას მუნიციპალიტეტმა ზოგიერთ
შემთხვევაში არ დაიცვა აღნიშნული მოთხოვნა და მიმწოდებლებს
საჯარიმო სანქციები დაარიცხა ხელშეკრულების პირობების
შეუსაბამოდ, კერძოდ:
5 შესყიდვის შემთხვევაში,44 შესასრულებელი პროექტის საორიენტაციო
ღირებულების ნაცვლად, მერიამ საჯარიმო სანქციები მიმწოდებლებს
დააკისრა ხელშეკრულების ღირებულების მიხედვით, რამაც სულ − 0.4
ათასი ლარი შეადგინა. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად,
მიმწოდებლები უნდა დაჯარიმებულიყვნენ 37.1 ათასი ლარით, რაც 36.7
ათასი ლარით აღემატება დარიცხულ საჯარიმო თანხას (იხ. დანართი
№4). ამ ხელშეკრულებების მიხედვით, შესასრულებელი
ინფრასტრუქტურული პროექტების საორიენტაციო ღირებულება
შეადგენდა 5,965.0 ათას ლარს, რომელთა საპროექტო დოკუმენტაციის
ვადაგადაცილებით45 მომზადებამ გამოიწვია შესყიდვის პროცედურების
დაგვიანებაც. იმის გათვალისწინებით, რომ მუნიციპალიტეტი არის
მაღალმთიანი რეგიონი და სამუშაოების შესასრულებლად ვადები
შეზღუდულია, მნიშვნელოვანია, რომ საპროექტო დოკუმენტაცია
მომზადდეს დროულად და თავიდან იქნეს აცილებული
ინფრასტრუქტურული პროექტების დროში გაჭიანურება.
 მუნიციპალიტეტი არ ითვალისწინებდა გარემოებას, რომ საჯარიმო
სანქციების გავრცელება მნიშვნელოვნად განაპირობებს მიწოდების
ვადების დარღვევის პრევენციას, ხელს უწყობს მიმწოდებლების თანაბარ
პირობებში ჩაყენებას და წარმოადგენს ბიუჯეტის დამატებით
შემოსავალს. კერძოდ, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით,
მიმწოდებლებზე ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის
დარიცხულმა და მიუღებელმა ჯარიმებმა, სულ − 40.6 ათასი ლარი
შეადგინა (იხ. დანართი №5).

42 მუნიციპალიტეტს და მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, მუხლი 4.


43 ტექნიკური დავალებით განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება.
44 NAT200017234; NAT210004106; NAT210010696; NAT210011490; NAT220014515.

45 ვადაგადაცილებული დღეების ოდენობა: 6, 23, 25, 42, 62 დღე.

შესაბამისობის აუდიტის ანგარიში | 18


2023

მერია არ ატარებდა ქმედით ღონისძიებებს დავალიანების მქონე


მიმწოდებლების მიმართ. საჯარიმო თანხების მისაღებად
მუნიციპალიტეტი იყენებდა მხოლოდ წერილობით მიმართვას, რაც ვერ
უზრუნველყოფდა სათანადო შედეგის მიღებას.
 ერთ შემთხვევაში46 მიმწოდებელს წარმოდგენილი ჰქონდა
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
47
ღირებულების 5% − 16.4 ათასი ლარის ოდენობით. მიმწოდებელმა
ჯეროვნად არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები,
მუნიციპალიტეტმა დროულად არ შეწყვიტა ხელშეკრულება და
სადაზღვევო კომპანიიდან არ მოითხოვა საგარანტიო თანხის
ანაზღაურება, რითაც დაკარგა 16.4 ათასი ლარის ოდენობის შემოსავლის
მიღების შესაძლებლობა.
დასკვნა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების ადმინისტრირების პროცესში
მერიამ სათანადოდ არ დაიცვა ხელშეკრულებების პირობები და მიმწოდებლები
36.7 ათასი ლარით ნაკლები თანხით დააჯარიმა. მერიამ არ გამოიყენა
ხელშეკრულებით გათვალისწინებული მექანიზმი საპროექტო დოკუმენტაციის
დროულად მისაღებად და დაკარგა დამატებითი ფინანსური რესურსების მიღების
შესაძლებლობა; მუნიციპალიტეტს არ გაუტარებია სამართლებრივი
ღონისძიებები გადაუხდელი პირგასამტეხლოს - 40.6 ათასი ლარის მისაღებად.
ამასთანავე, ერთ შემთხვევაში მერიამ ვერ დაიცვა მუნიციპალიტეტის ინტერესები,
არ მოითხოვა საბანკო გარანტიის თანხის 16.4 ათასი ლარის ანაზღაურება.
რეკომენდაცია №5 მერიამ შეიმუშაოს სტრატეგია/წესი ხელშეკრულების პირობების დარღვევის
შემთხვევაში საჯარიმო სანქციების ადმინისტრირების შესახებ. დოკუმენტით
დეტალურად უნდა განისაზღვროს ჯარიმების გაანგარიშების, დარიცხვისა და
ბიუჯეტში მობილიზების თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები,
შემსრულებლები და შესაბამისი კონტროლის მექანიზმები. აღნიშნული
ღონისძიებები ხელს შეუწყობს ხელშეკრულების პირობების დარღვევის
პრევენციას და გაზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს. ამასთანავე, მერიამ გაატაროს
სათანადო ღონისძიებები კუთვნილი საჯარიმო თანხების მისაღებად.

2.3.3 სატელევიზიო კრიტერიუმი: შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია რაციონალურად და


მომსახურების საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს
შესყიდვა შესყიდვები მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.48
მოქმედი კანონმდებლობა მაუწყებლობის შესახებ49 განასხვავებს კომერციულ,
სოციალურ ან წინასაარჩევნო რეკლამას. აკრძალულია ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა
და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი,
ან ირიბი დაფინანსება, ან თანადაფინანსება, გარდა სოციალური რეკლამისა.
სოციალურია რეკლამა, რომელიც მიმართულია საზოგადოებრივი სიკეთის
ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან
საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და
საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ

46 NAT210006318
47 FG/21 000854, გაცემულია სს - სადაზღვეო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ მიერ 2021 წლის 31 მაისს.
48 საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, მუხლი 7, პუნქტი 2, „ა“ ქვეპუნქტი.

49 საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“, მუხლი 661.

შესაბამისობის აუდიტის ანგარიში | 19


2023

და არ შეიცავს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს, კერძო ან საჯარო


სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.50

ფაქტობრივი გარემოება: 2021-2022 წლებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა


საკუთარი საქმიანობის რეკლამირებისა და ინფორმაციის გავრცელებისათვის
ტენდერების საშუალებით შეისყიდა სატელევიზიო და რადიო მომსახურება და
ხელშეკრულება გააფორმა ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-
ტელევიზია ფარვანასთან“.51 შესყიდვის საგანია მერიის და საკრებულოს
საქმიანობის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ადგილობრივი მოსახლეობისათვის
მიწოდება, სატელევიზიო რეკლამის დამზადება და ეთერში გაშვება და ა.შ.
ხელშეკრულებების საკასო ხარჯი 115.0 ათასი ლარია.
წარმოდგენილი ინფორმაციით, 2021-2022 წლებში სარეკლამო რგოლების
სიუჟეტი, ძირითადად მუნიციპალური ბიუჯეტიდან დაფინანსებულ
ინფრასტრუქტურულ პროექტებზე შექმნილი საინფორმაციო მასალაა, რომელიც
რეკლამას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაწეულ
მომსახურებას. ეს სამუშაოები ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-
ტელევიზია ფარვანას“ საკუთარი ინიციატივით შეეძლო გაეშუქებინა, რადგან
რეგიონული ტელევიზიები ისედაც გადასცემენ ინფორმაციას მიმდინარე
ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სხვადასხვა აქტივობის შესახებ.
დასკვნა მუნიციპალიტეტმა საკუთარი საქმიანობის რეკლამისა და ინფორმაციის
გავრცელებისათვის საანგარიშო პერიოდში დახარჯა 115.0 ათასი ლარი. აუდიტის
ჯგუფი ვერ დარწმუნდა, რამდენად აუცილებელი იყო მუნიციპალიტეტის მიერ
ზემოაღნიშნული მომსახურების შესყიდვა და იყო თუ არა დახარჯული ფულადი
რესურსი მიღებული შედეგის ადეკვატური.

2.4 მუნიციპალური კრიტერიუმი: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის


ქონების მართვა ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას გამოიყენება საქართველოს
სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმები. ქონების სარგებლობის
2.4.1 ქონების უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება იდება მუნიციპალიტეტის
მართვის ხარვეზები აღმასრულებელ ორგანოსა და დაინტერესებულ პირებს შორის. მუნიციპალიტეტს
უფლება აქვს ქონება პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ გადასცეს
არაუმეტეს 2 წლის ვადით;52 ასევე თვითმმართველი ერთეული ქონებრივი
უფლებების განხორციელებისას ვალდებულია, შესაბამისი კონტროლის
მექანიზმების გამოყენებით, უზრუნველყოს ქონების მონიტორინგი და დაიცვას
მუნიციპალიტეტის, როგორც მესაკუთრის, კანონიერი ინტერესები.53

ფაქტობრივი გარემოება: 2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტი ფლობდა 186


სხვადასხვა დანიშნულების უძრავ ქონებას. ჩატარებული აუდიტორული
პროცედურების შედეგად გამოვლინდა, რომ მერიამ ვერ უზრუნველყო
საკუთრებაში არსებული აქტივების სათანადო განკარგვა, კერძოდ:
 ორ შემთხვევაში ქონებას განკარგავდნენ არაუფლებამოსილი
ფიზიკური/იურიდიული პირები და ამ ობიექტებს იყენებდნენ

50 საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“, მუხლი 2, „ჰ7“ ქვეპუნქტი.


51 NAT210024935; NAT210002207.
52 საქართველოს მთავრობის №669 დადგენილება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით

გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის
და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 22, პუნქტი 4.
53 „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მუხლი 122, პირველი და მე-2 პუნქტები; მუხლი 109.

შესაბამისობის აუდიტის ანგარიში | 20


2023

სამეწარმეო დანიშნულებით, კერძოდ: ქ. ნინოწმინდაში, თავისუფლების


ქუჩაზე არსებულ ტერიტორიაზე უნებართვოდ განთავსებულია 7
54
გადახდის და 1 სათამაშო აპარატი, ასევე სოფელ დიდი ხანჩალის
კულტურის სახლში უნებართვოდ ფუნქციონირებს ერთ-ერთი საბანკო
დაწესებულების ფილიალი.55 აღნიშნული პირები მუნიციპალურ ქონებას
იყენებენ მერიასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე;
 ქონების დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ თავისუფლების
ქუჩა №37-ში მდებარე შენობის ნაწილში (როგორც პირველ, ასევე მეორე
სართულზე) განთავსებულია ა(ა)იპ − საზოგადოებრივი ორგანიზაცია
რადიო-ტელევიზია „ფარვანა“.56
წარმოდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ შენობის მეორე
სართულზე განთავსებული ფართი იურიდიულ პირს გადაეცა
უსასყიდლო უზუფრუქტით 2015 წელს, ხელშეკრულება გაფორმდა
კანონმდებლობის არსებითი დარღვევით, კერძოდ: მუნიციპალიტეტს,
პირდაპირი განკარგვის წესით, ქონების უსასყიდლოდ გადაცემის
უფლება ჰქონდა არაუმეტეს 2 წლის ვადით, ხოლო ხელშეკრულება
გაფორმდა 10 წლის ვადით;57 ასევე, ხელშეკრულებას ნაცვლად მერისა,
ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი − საკრებულოს თავმჯდომარე.58
შენობის პირველი სართულის დამატებით უზუფრუქტით გადაცემის
შესახებ ხელშეკრულება ა(ა)იპ − საზოგადოებრივ ორგანიზაცია რადიო-
ტელევიზია „ფარვანას“ გაუფორმდა 2023 წლის ივნისში, საკითხით
აუდიტის ჯგუფის მიერ დაინტერესების შემდეგ, თუმცა საჯარო
რეესტრში წარდგენილი ხელშეკრულება დახარვეზდა და სარეგისტრაციო
წარმოება შეწყდა.59
დასკვნა მუნიციპალიტეტმა სათანადოდ ვერ დაიცვა საკუთარი ინტერესები, კერძოდ:
კონტროლის მექანიზმების სისუსტის გამო, სათანადო რეაგირების გარეშეა
დარჩენილი სხვადასხვა არაუფლებამოსილი პირის მიერ მუნიციპალიტეტის
ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის შემთხვევები; ქონება იურიდიულ
პირზე გადაცემულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით.

2.4.2 ჩაუტარებელი კრიტერიუმი: მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით,60 საბიუჯეტო


ინვენტარიზაცია ორგანიზაციაში აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარება
სავალდებულოა ყოველწლიურად, საბიუჯეტო წლის ბოლოს, გარდა უძრავი
ქონებისა, რომლის ინვენტარიზაცია ხორციელდება სამ წელიწადში ერთხელ
მაინც. ორგანიზაციაში ინვენტარიზაციის ჩატარების მიზნით, ხელმძღვანელის

54 65.12.32.734.
55 65.14.36.167.
56 ს/ნ 236686412, დაფუძნდა 2011 წელს, ფიზიკური პირების მიერ.

57 „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი

საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების
შესახებ“, გამოქვეყნების თარიღი: 09.12.2014 წ.
58 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებს ხელს

აწერს მერი, ხოლო წინა პერიოდებში ხელს აწერდა საკრებულოს თავმჯდომარე.


59 საჯარო რეესტრში უკვე იყო რეგისტრირებული სარგებლობის ხელშეკრულება აღნიშულ ქონებაზე იმავე მხარეებს შორის. საჯარო

რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №882023632565-05 (24.07.2023).
60 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების,

მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესი“, მე-2 და მე-3 მუხლები; საქართველოს ფინანსთა მინისტრის
2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული „ინსტრუქცია საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და
ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის
საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“, მე-2 და მე-3 მუხლები.

შესაბამისობის აუდიტის ანგარიში | 21


2023

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების)


საფუძველზე, იქმნება საინვენტარიზაციო კომისია.
ფაქტობრივი გარემოება: მუნიციპალიტეტს 2021-2022 წლებში არ ჩაუტარებია
აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია. შესაბამისად, არ
განხორციელებულა აქტივების, ვალდებულებებისა და ასევე, ბალანსის
საცნობარო მუხლებში ასახული ფაქტობრივი ნაშთების დადგენა და
ორგანიზაციის სააღრიცხვო მონაცემებთან შედარება; ასევე არ ჩატარებულა
შემოწმება, ფინანსური და არაფინანსური აქტივების შენახვის/დაცვის წესებისა და
პირობების და არაფინანსური აქტივების ექსპლოატაციის წესების დაცვის
კანონთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

დასკვნა ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების გამო,


მუნიციპალიტეტმა დაარღვია სამართლებრივი აქტის მოთხოვნები ქონების,
მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის შესახებ. შედეგად,
არსებობს მაღალი რისკი, რომ შეუმჩნეველი დარჩეს მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული არაფინანსური და ფინანსური აქტივების, მატერიალური
ფასეულობების შენახვისა და დაცვის პირობების დარღვევის, ასევე დაკარგვის ან
დაზიანების შემთხვევები.
რეკომენდაცია №6 მერიამ განახორციელოს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების
ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც უზრუნველყოფს
აქტივებისა და ვალდებულებების ფაქტობრივი ნაშთების დადგენას, მათ
შედარებას ორგანიზაციის სააღრიცხვო მონაცემებთან, ინვენტარიზაციის
შედეგების დადგენას და შესაბამისი მატერიალურად პასუხისმგებელი პირების
გამოვლენას. აღნიშნული გაზრდის მუნიციპალური აქტივების დაცულობის
ხარისხს.

2.5 მუნიციპალური კრიტერიუმი: მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებებია:


სერვისების მიწოდება წყალმომარაგებისა და წყალარინების უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტი
მომსახურებას უზრუნველყოფს შესაბამისი ლიცენზიანტი კერძო სამართლის
2.5.1 სუბიექტების საშუალებით.61 კანონმდებლობის მიხედვით,62 სასმელი წყალი უნდა
წყალმომარაგებით იყოს უსაფრთხო, უვნებელი და აკმაყოფილებდეს ქვეყანაში მოქმედ
უზრუნველყოფის სტანდარტებს. სასმელი წყლის მიმწოდებელი ორგანიზაცია ვალდებულია
ღონისძიებების აწარმოოს წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მაჩვენებლებთან
ხარვეზები შესაბამისობის კონტროლი და მონიტორინგი, მიღებული მონაცემების აღრიცხვა
და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
ფაქტობრივი გარემოება: 2021-2022 წლების ბიუჯეტის მიხედვით,
მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სასმელი წყლის
სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, რისთვისაც აღნიშნულ პერიოდში
319.0 ათასი ლარია გახარჯული.
აუდიტის ჯგუფმა, მერიის მიერ წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით და
შესრულებული სამუშაოების ვიზუალური დათვალიერებით, შეისწავლა
მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების ზოგადი მდგომარეობა. ქალაქ
ნინოწმინდის და 4 სოფლის63 მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდებას

61 „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მუხლი 16, პუნქტი 2, „თ“ ქვეპუნქტი; მუხლი 163, პუნქტი 1.
62 საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილება „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“.
63 სოფლები: განძა, დიდი ხანჩალი, კატნატუ და ფოკა.

შესაბამისობის აუდიტის ანგარიში | 22


2023

უზრუნველყოფს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების


კომპანია“. თვითმმართველი ერთეული ვერ უზრუნველყოფს დანარჩენი 27
სოფლის 3427 ოჯახის გამართულ წყალმომარაგებას. აღსანიშნავია, რომ
წყალმომარაგების ქსელის მოვლა-პატრონობისთვის არ არის შექმნილი შესაბამისი
კერძო სამართლის სუბიექტი. მოსახლეობის ნაწილს, 1695 ოჯახს წყალი
მიეწოდება გრაფიკით.
მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილი წყლის სისტემა და სათავე ნაგებობები,
საიდანაც მოსახლეობას წყალი მიეწოდება, არ არის აღჭურვილი გამწმენდი
ნაგებობებით და წყლის დაქლორვის საშუალებებით, არ ტარდება წყლის
სისტემატური ლაბორატორიული შემოწმება სასმელად ვარგისიანობის
64
დასადგენად. მუნიციპალიტეტს პრობლემის მოსაგვარებლად არ აქვს
65
გატარებული შესაბამისი ღონისძიებები.
დასკვნა თვითმმართველ ერთეულში არსებობს მოსახლეობის წყალმომარაგების
სისტემური პრობლემა: მუნიციპალიტეტში არ ფუნქციონირებს შესაბამისი
პროფილის პასუხისმგებელი სუბიექტი; მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი
ცენტრალიზებულად არ მიეწოდება, ხოლო მიწოდებული წყალი არ იწმინდება; არ
მოწმდება მიწოდებული წყლის ხარისხი. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის
საქმიანობა მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდებისა და ხარისხის
უზრუნველსაყოფად არასაკმარისია.
რეკომენდაცია №7 მერიამ საკრებულოსთან შეთანხმებით შეიმუშაოს სტრატეგია, რომლის
ფარგლებშიც დაგეგმავს და განახორციელებს კომპლექსურ ღონისძიებებს,
გონივრულ ვადაში მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესების
მიზნით. სტრატეგია ასევე უნდა ითვალისწინებდეს პროცესის
კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას, მათ შორის, წყალმომარაგების
უზრუნველყოფას შესაბამისი ლიცენზიანტი სუბიექტის მეშვეობით და როგორც
წყლის, ასევე საბიუჯეტო რესურსების რაციონალურ ხარჯვას. აღნიშნული ხელს
შეუწყობს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას და წყლის
სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.

2.6 მოსაკრებლები კრიტერიუმი: ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი


თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.66 მუნიციპალიტეტში საკრებულოს
2.6.1 დასუფთავების დადგენილების საფუძველზე დაწესებულია დასახლებული ტერიტორიის
მოსაკრებლის დასუფთავების მოსაკრებელი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის.67
ადმინისტრირების მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია საბიუჯეტო სისტემის ძირითადი
ხარვეზები პრინციპები, რომლის მიხედვით ბიუჯეტის ყველა შემოსულობა, გადასახდელი
და ნაშთის ცვლილება სრულყოფილად უნდა აისახოს შესაბამის ბიუჯეტში;
ასევე მუნიციპალური ბიუჯეტის ყველა შემოსულობა და გადასახდელი უნდა
მოექცეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში.68

64 2023 წელს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში ჩაატარა სასმელი წყლის
ლაბორატორიული კვლევა. შესწავლით დადგინდა, რომ 6-ივე სოფელში გამოკვლეული წყლის სინჯები არ შეესაბამებოდა
კანონმდებლობით წყლის სასმელად ვარგისიანობისთვის დადგენილ მოთხოვნებს.
65 პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ლაბორატორიული კვლევა ჩატარებულია მხოლოდ ქ. ნინოწმინდის საბავშვო ბაღებში, სოფლის

ბაღებში სასმელი წყლის კვლევა არ ტარდება, რადგან წყალი არ გამოიყენება სასმელად და საკვების მოსამზადებლად.
66 საქართველოს კანონი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“, მუხლი 1.

67 საკრებულოს 2021 წლის 26 თებერვლის №4 და 2022 წლის 31 მარტის №7 დადგენილებები.

68 საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 4, პუნქტი 1 - ყოვლისმომცველობისა და კონსოლიდირების პრინციპები.

შესაბამისობის აუდიტის ანგარიში | 23


2023

ფაქტობრივი გარემოება: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების


მოსაკრებლის ადმინისტრირებისთვის მუნიციპალიტეტს ხელშეკრულება
გაფორმებული აქვს სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“. 2023 წლის 1 იანვრის
მდგომარეობით, იურიდიული პირების მიერ გადაუხდელმა დასუფთავების
მოსაკრებელმა 4.8 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო ფიზიკური პირების მიერ
გადაუხდელმა მოსაკრებელმა − 112.8 ათასი ლარი,69 მუნიციპალიტეტს
სათანადო ღონისძიებები კუთვნილი მოსაკრებლის მიღების მიზნით არ
გაუტარებია.
აღსანიშნავია, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ უზრუნველყოფს მოსაკრებლის
ადმინისტრირების ტექნიკურ მხარეს.70 ხელშეკრულების მიხედვით,
შეგროვებული მოსაკრებლიდან, კომპანია იტოვებს მომსახურების
ღირებულებას და დანარჩენ თანხას ურიცხავს მუნიციპალიტეტს. 2021-2022
წლებში კომპანიამ მომსახურების ანაზღაურების სახით დაიტოვა 40.5 ათასი
ლარი. შედეგად, აღნიშნული თანხა არ აისახა მუნიციპალიტეტის 2021-2022
წლების ბიუჯეტების შემოსულობებსა და გადასახდელებში, ასევე ხაზინის
ერთიან ანგარიშზე, რითაც დაირღვა საბიუჯეტო სისტემის პრინციპები.
ხელშეკრულების მიხედვით, მუნიციპალიტეტმა უნდა განახორციელოს
კონტროლი ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე, რისთვისაც გადაეცათ
საბილინგო სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა,71 თუმცა 2021-2022 წლებში
ტექნიკური პრობლემის გამო პროგრამას ვერ იყენებდნენ.72

დასკვნა მერიამ ვერ უზრუნველყო საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული


დასუფთავების მოსაკრებლის სათანადოდ ადმინისტრირება, რაც უარყოფითად
აისახა ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებზე. ამასთანავე, მოსაკრებლის
ადმინისტრირების პროცესში დაირღვა საბიუჯეტო სისტემის ძირითადი
პრინციპები.

2.7 საბიუჯეტო კრიტერიუმი: მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების


პროცესი მიზნით მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ყოველი წლის 1
მარტიდან იწყებს მუშაობას, რისთვისაც გამოსცემს შესაბამის
2.7.1 საბიუჯეტო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც განსაზღვრულია
პროცესის ხარვეზები პრიორიტეტების შედგენისთვის წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა და წარდგენის
ვადები.73
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო (გარდა ავტონომიური
რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტისა)
მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტს წარუდგენს
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს და საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.74

69 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით გადაუხდელი მოსაკრებლის ნაშთი შეადგენდა 73.2 ათას ლარს.
70 გადამხდელთა ბაზის მომზადება, თითოეულ ი აბონენტის ბარათის შექმნა, მუნიციპალიტეტის დადგენილი ტარიფების მიხედვით
გადასახდელი მოსაკრებლის დარიცხვა, მოსაკრებლის აკრება, საბანკო/საგადახდო სისტემებიდან ინფორმაციის შეგროვება გადახდილი
თანხის შესახებ, მოსაკრებლის გადახდის მდგომარეობის შესახებ ანგარიშგების წარმოება.
71 სისტემით შესაძლებელია მოსაკრებლის თითოეული გადამხდელის საინფორმაციო ბარათთან წვდომა, მოსაკრებლის დარიცხვისა და

ამოღების მაჩვენებლების კონტროლი.


72 კონტროლი ხორციელდებოდა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე.

73 საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 76, პუნქტი 3.

74 საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 76, პუნქტი 5.

შესაბამისობის აუდიტის ანგარიში | 24


2023

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი განსაზღვრავს ბიუჯეტის პროექტის


თანდართული მასალების ჩამონათვალს,75 ასევე − ინფორმაციის ნუსხას,
რომელსაც უნდა მოიცავდეს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ შევსებული
საბიუჯეტო განაცხადი76 და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების
წლიური ანგარიში.77
მუნიციპალიტეტი მოხელეთა პროფესიული განვითარებისათვის მიმართავს
შრომის ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების
საერთო მოცულობის არანაკლებ 1 პროცენტს.78
ფაქტობრივი გარემოება: 2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ
განხორციელებული საბიუჯეტო პროცესის შესწავლისას გამოვლინდა შემდეგი
ნაკლოვანებები:
 2021 წლის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის
მომზადების მიზნით მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს არ
გამოუცია შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი,
რომელშიც განსაზღვრული უნდა ყოფილიყო პრიორიტეტების
შედგენისთვის წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა და წარდგენის
ვადები.
 მუნიციპალიტეტის მერიას 2021-2022 წლების პრიორიტეტების
დოკუმენტები არ წარუდგენია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის.
 2021-2022 წლების ბიუჯეტის პროექტების მომზადების მიზნით
წარმოდგენილი საბიუჯეტო განაცხადები არ მოიცავს კოდექსით
დადგენილ სრულ ინფორმაციას, კერძოდ:
- ინფორმაციას არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული
ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ
წყაროებიდან გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების
შესახებ;
- დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმის შემდგომი სამი
საბიუჯეტო წლისათვის ბიუჯეტით გათვალისწინებული
ასიგნებებიდან განსახორციელებელ პროგრამებს/ქვეპროგრამებს,
მათ დაფინანსებას, აღწერას, მიზნებს, მოსალოდნელ შედეგებს და
მათი შესრულების შეფასების ინდიკატორებს;
- ინფორმაციას კაპიტალური პროექტების შესახებ.
 მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს არ მოუმზადებიათ 2021-
2022 წლების ბიუჯეტის პროექტებისათვის კოდექსით განსაზღვრული
თანდართული მასალები.79

75 საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 77, პუნქტი 10.


76 საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 77, პუნქტი 4.
77 საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 87.

78 ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 101, პუნქტი 2.

79 ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათი; მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მოკლე მიმოხილვა; ინფორმაცია არასამეწარმეო

(არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები
შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ; ინფორმაცია ბიუჯეტით განსაზღვრული
პროგრამების/ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შესრულების შეფასების ინდიკატორების შესახებ.

შესაბამისობის აუდიტის ანგარიში | 25


2023

 2021-2022 წლების ბიუჯეტების შესრულების წლიური ანგარიშები


შედგენილია ხარვეზებით და მასში სრულყოფილად ასახული არ არის
კანონმდებლობით მოთხოვნილი ინფორმაცია. კერძოდ, წლიური
ანგარიშები არ მოიცავს:
- პროგრამების მიხედვით დაზუსტებულ ასიგნებებსა და
გადახდილ თანხებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი
შეუსაბამობა აღემატება 30%-ს;
- ინფორმაციას სარეზერვო ფონდიდან სახსრების გამოყოფის
მდგომარეობის შესახებ;
- წლიური ბიუჯეტით დასახული პრიორიტეტების ფარგლებში
საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული
პროგრამების/ქვეპროგრამების აღწერას და მიღწეულ შედეგებს;
- მუნიციპალიტეტის დაფუძნებული არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების
შესრულების წლიურ მაჩვენებლებს.
 მუნიციპალიტეტმა 2021-2022 წლებში მოხელეთა პროფესიული
განვითარებისათვის მიმართა შრომის ანაზღაურებისათვის
გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების საერთო მოცულობის 1
პროცენტზე ნაკლები.
დასკვნა 2021-2022 წლების საბიუჯეტო პროცესი მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა
ხარვეზებით და არ შეესაბამებოდა საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ
მოთხოვნებს.

2.8 მმართველობითი კრიტერიუმი: მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, თუ სასამართლოს


გადაწყვეტილებები სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება და
მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე,
2.8.1 სასამართლო მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად
გადაწყვეტილებით ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს
დაკისრებული თანხები სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სარჩელის
დაკმაყოფილების შესახებ.80 საჯარო მოსამსახურე ვალდებულია თავისი
სამსახურებრივი უფლებამოსილება განახორციელოს საჯარო სამსახურის
81
პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოება: მერიამ 2017 წელს გააფორმა ხელშეკრულება შპს
„არმანთან“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში82 კლუბების
რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვისათვის, ღირებულებით − 52.4 ათასი
ლარი.83 ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებელს უნდა განეხორციელებინა
სოფელ დიდი გონდრიოს კლუბის რეაბილიტაციის სამუშაოები, ღირებულებით
− 23.4 ათასი ლარი. მიმწოდებელმა მუნიციპალიტეტს წარმოუდგინა
შესრულებული სამუშაოების აქტი, ღირებულებით − 18.2 ათასი ლარი.
დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ ხელშეკრულება სხვა სამუშაოებთან
ერთად ითვალისწინებდა საყრდენი კონსტრუქციების გამაგრებას, რაც

80 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 230, პირველი და მე-2 პუნქტები.


81 საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, მუხლი 8.
82 სოფლები: დიდი გონდრიო, დიდი არაქალი, ჯიგრაშენი და კატნატუ.

83 NAT170005386.

შესაბამისობის აუდიტის ანგარიში | 26


2023

მიმწოდებელმა არ შეასრულა. აღნიშნული გარემოების გამო, მერიამ არ ჩაიბარა


სამუშაოები.
მიმწოდებელმა მიმართა სასამართლოს, თუმცა მერიის წარმომადგენელი
სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და გამოუცხადებლობის მიზეზების
შესახებ სასამართლოს არ აცნობა. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, თუ
მოპასუხე არ გამოცხადდება სასამართლოში, სარჩელში მითითებული
ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება და აღარ არის სადავო.
შესაბამისად, სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და შპს
„არმანის“ სარჩელი დააკმაყოფილა, მერიას შპს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 19.5
ათასი ლარის გადახდის ვალდებულება.84 მერიამ არ გამოიყენა დაუსწრებელი
გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობაც.
დასკვნა სასამართლო დავის მიმდინარეობისას, მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი
პირები არ გამოცხადნენ სასამართლოში, რითაც მუნიციპალიტეტმა დაკარგა
საკუთარი ინტერესების დაცვის შესაძლებლობა. სასამართლომ მიიღო
დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მერიას დაეკისრა მიმწოდებლისათვის 19.5
ათასი ლარის გადახდა.
2.8.2 დელეგირებული კრიტერიუმი: მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფოს მიერ
უფლებამოსილების მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების დელეგირება შეიძლება
დაფინანსება საკუთარი სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით.85 ამასთანავე,
შემოსავლებიდან საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტმა უნდა მოითხოვოს შესაბამისი
მატერიალური და ფინანსური რესურსი.86
ფაქტობრივი გარემოება: 2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტს დელეგირებული
ჰქონდა ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებების ნაწილი.87
აღნიშნული უფლებამოსილებების განსახორციელებლად მიზნობრივი
ტრანსფერის სახით მუნიციპალიტეტმა მიიღო 380.0 ათასი ლარი.88 გარდა
მიზნობრივი ტრანსფერისა, 2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტმა გამოიყენა
საკუთარი ფინანსური რესურსი და დელეგირებული უფლებამოსილების
განხორციელების მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამხედრო აღრიცხვისა
და გაწვევის სამსახური დააფინანსა 39.9 ათასი ლარით და ა(ა)იპ − ნინოწმინდის
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი - 54.8 ათასი ლარით.
აღნიშნული თანხები ძირითადად გამოყენებულია შრომის ანაზღაურების,
კომუნალური, ტრანსპორტისა და სხვა ხარჯების დაფინანსების მიზნით,
რომლის დაგეგმვა და გაანგარიშებაც მუნიციპალიტეტს შეეძლო წინასწარ.
მუნიციპალიტეტს არ გაუტარებია რაიმე სახის ღონისძიება დელეგირებული
უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო დამატებითი ფინანსური
რესურსის მისაღებად. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს არ
უმსჯელიათ, შეემცირებინათ ხარჯები და საქმიანობა განეხორციელებინათ
დელეგირებული უფლებამოსილებისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის
ფარგლებში.

84 სამუშაოების ღირებულება - 18.2 ათასი ლარი, სახელმწიფო ბაჟი და ადვოკატის მომსახურების თანხა - 1.3 ათასი ლარი.
85 „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მუხლი 17, პუნქტი 2.
86 საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 79, პუნქტი 2.

87ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობის (ნაწილობრივ), საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების

(ნაწილობრივ) საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ნაწილი.


88 2021 წელი - 180.0 ათასი ლარი; 2022 წელი - 200.0 ათასი ლარი.

შესაბამისობის აუდიტის ანგარიში | 27


2023

დანართები

დანართი №1.
2021-2022 წლებში მოწყობილი და დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტები (ათასი ლარი)

ობიექტის
შესყიდვის შესყიდვის პროექტის
№ ღირებულება დათვალიერების შედეგები
ნომერი დასახელება
(ათასი ლარი)

სოფელ კატნატუს სკოლაში


სოფელ კატნატუს და
დაზიანებულია სველი წერტილების
პატარა ხანჩალის
ინვენტარი. ერთ ადგილას კედელზე
საჯარო სკოლებში
1 NAT200016140 120.6 დაზიანებულია საღებავის საფარი;
სველი წერტილების
სოფელ პატარა ხანჩალში წყალი ჩადის
მოწყობა
საპირფარეშოში (სახურავიდან), არ
მუშაობს წყლის ტუმბო.
სოფელ ჟდანოვში ფანჯარა ჩატეხილია, კედლებს აღენიშნება
რიტუალების ნესტის კვალი, გარე ფასადი რიგ
2 NAT210007700 53.4
სახლის ადგილებში დაბზარულია, ასევე
რეაბილიტაცია დაბზარულია ბეტონის საფარი.
სოფელ ჟდანოვში
ბეტონი და კედლები დაბზარულია,
3 NAT210015585 საბავშვო ბაღის 69.9
კედლებს აღენიშნება ნესტის კვალი.
რეაბილიტაცია
დაზიანებულია ერთი ოთახის კედლები
სოფელ და იატაკი: იატაკი ამობურცულია.
როდიონოვკაში პასუხისმგებელი პირის განმარტებით
NAT210011655
4 საბავშვო ბაღის 244.3 დაზიანებები გამოწვეულია ვენტილაციის
NAT220002914
სამშენებლო არარსებობით და აგრეთვე იმით, რომ
სამუშაოები საბავშვო ბაღი დიდი ხნის განმავლობაში
ექსპლოატაციაში არ იყო შესული.
სოფელ სათხის
5 CMR220098943 სპორტდარბაზის 19.9 დაზიანებულია კედლები.
რეაბილიტაცია
სოფელ სამების
საჯარო სკოლაში მოწყობილ საპირფარეშოს შენობაში
6 NAT200016064 71.5
სველი წერტილის ჩამოდის წყალი.
მოწყობა

რამდენიმე ადგილზე დაზიანებულია


ქ. ნინოწმინდის
კედელი. ერთ ოთახში არ ირთვება შუქი;
რიტუალების
7 NAT220019769 27.8 იატაკის ქვეშ მოთავსებული ტუმბო არ
სახლის
არის დაფარული; ერთ ოთახში არ არის
რეაბილიტაცია
შუქის ჩამრთველი.

ქ. ნინოწმინდაში,
სპანდარიანის სპანდარიანის ქუჩაზე დაზიანებულია
ქუჩაზე და სოფელ სტადიონის საფარი, სოფელ ჯიგრაშენში
8 NAT210004344 98.0
ჯიგრაშენში მინი- დაზიანებულია სკამები, დამტვრეული და
სტადიონების მოხსნილია განათება.
მოწყობა

სოფელ ჯიგრაშენის კედლებზე აღინიშნება სისველე, ნესტი და


9 CMR220098124 თავშეყრის ადგილის 15.9 ბზარები, ჩამოდის წყალი, დაზიანებულია
მშენებლობა ჭერი.

შესაბამისობის აუდიტის ანგარიში | 29


2023

სოფელ განძაში რეაბილიტაციის შედეგად


დამონტაჟებული სველი წერტილებიდან
წყალი გამოდის, რის შედეგადაც
სოფლების: განძის დაზიანდა 2 ოთახის კედელი; ასევე
და ჯიგრაშენის მიუხედავად იმისა, რომ ბაღში
10 NAT210005427 32.0
საბავშვო ბაღების მოწყობილია გათბობის სისტემა, სველ
რეაბილიტაცია წერტილებში მხოლოდ ცივი წყალი მოდის.
სოფელ ჯიგრაშენში კედლებზე შეიმჩნევა
სისველის და ნესტის კვალი, ასევე არის
ბზარები.

არხებზე მოსახლეობას დაერთებული აქვს


სოფელ დილითის
CMR210086091 სახლებიდან გამოყვანილი მილები, ორ
11 გზისპირა სანიაღვრე 52.2
CMR220103647 ადგილას სანიაღვრე არხზე მოწყობილია
არხების მოწყობა
საპირფარეშო.
სოფელ ეშტიაში კედლებზე აღინიშნება
სოფელ ეშტიის და ნესტი, ბზარები, ერთ ადგილას წყალი
კატნატუს ჩამოდის, ასევე მეტლახის პლინტუსები
12 NAT210005421 კულტურის 67.2 რამდენიმე ადგილას დაშორებულია და
სახლების დამსკდარია; სოფელ კატნატუში კედლებს
რეაბილიტაცია აღენიშნება ნესტის კვალი, ზოგ ადგილას
ჩამოშლილია ნალესი და საღებავი.
სოფელ ეშტიის
კედლებზე აღინიშნება ნესტის კვალი და
13 NAT220013493 კულტურის სახლის 52.0
დაზიანებულია.
რეაბილიტაცია
ჯამი 924.7

დანართი №2.
დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული ობიექტები (ათასი ლარი)

განცხადების ობიექტის ობიექტის


შესყიდვის პროექტის
№ ნომერი დასრულებ ღირებულე დათვალიერების შედეგები
დასახელება
(NAT/SPA/CMR) ის თარიღი ბა
სოფელ დიდი ხანჩალის არ არის სრულად შემოღობილი,
1 CMR220098931 სასაფლაოს შემოღობვა 26.09.2022 17.0 2023 წელს მოსახლეობამ აღარ
(2 ეტაპი) აირჩია იგივე პროექტი.
სოფელ ეფრემოვკის მოწყობილია მხოლოდ ღობეები
2 CMR210108958 მინი-მოედნის 15.11.2021 9.9 ორ მხარეს და ბოძები ოთხივე
მშენებლობა მხარეს.
მხოლოდ სახურავის
სოფელ ეშტიის ფერმის
სარტყელია მოწყობილი და
3 CMR210100633 სახურავის 15.10.2021 19.7
სახურავისთვის კარკასები
რეაბილიტაცია
დაწყობილია ტერიტორიაზე.
ნაწილობრივ გაკეთდა
მოცემული ხელშეკრულების
ფარგლებში და უნდა
სოფელ ორლოვკის
გაგრძელებულიყო სამუშაოები
4 CMR210138285 სპორტული დარბაზის 18.12.2021 21.8
ახალი შესყიდვებით, თუმცა
რეაბილიტაცია
2022 წელს მოსახლეობამ აირჩია
საბავშვო ატრაქციონების
მოწყობა.

შესაბამისობის აუდიტის ანგარიში | 30


2023

სტადიონი არ გამოიყენება და
გამოუსადეგარია სპორტული
ღონისძიებების ჩასატარებლად;
სტადიონი მოწყობილია
სოფელ საღამოში მინი-
დასახლებული პუნქტიდან
5 NAT220018071 სტადიონის მოწყობის 19.12.2022 25.9
მოშორებით. ამასთანავე,
სამუშაოები
დათვალიერების
მომენტისთვის სტადიონზე
განთავსებული იყო მოთიბული
ბალახის შეკვრები.
წყლის ავზი ღიაა და არ აქვს
სოფელ პატარა თავსახური. მოწყობილი არ
ხორენიის სასმელი არის ავზში შემომავალი მილი,
6 CMR210084004 01.09.2021 9.8
წყლის აუზის გამავალი მილი მოწყობილია,
რეაბილიტაცია თუმცა დაერთებული არ არის
წყალსადენ ქსელზე.

ჯამი 104.1

დანართი №3.
არასათანადოდ ჩატარებული ბაზრის კვლევა

ბაზრის კვლევის მდგომარეობა შესყიდვის ნომერი

მერიამ ვერ წარმოადგინა ბაზრის კვლევის CMR210083208, CMR210083532, CMR210083534, CMR210083544,


დამადასტურებელი დოკუმენტაცია CMR210083675, CMR210083689, CMR210084004, CMR210084009,
CMR210084012, CMR210085849, CMR210086081, CMR210086083,
CMR210086085, CMR210086091, CMR210086101, CMR210086715,
CMR210086716, CMR210087649, CMR210088917, CMR210090449,
CMR210090455, CMR210091585, CMR210100633, CMR210100637,
CMR210101121, CMR210108958, CMR210138285, CMR220106943,
CMR220098084, CMR220098124, CMR220098650, CMR220098651,
CMR220098931, CMR220098944, CMR220098943, CMR220099775,
CMR220099777, CMR220100013, CMR220100014, CMR220100015,
CMR220100821, CMR220101163, CMR220101548, CMR220102246,
CMR220102385, CMR220103108, CMR220103105, CMR220103180,
CMR220103390, CMR220103645, CMR220103647, CMR220104402,
CMR220105697, CMR220107904, CMR220078849, CMR220078844,
NAT220023809, NAT220014502, NAT200000479
მუნიციპალიტეტმა არ გაითვალისწინა ბაზრის
კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია SPA210001285

შესაბამისობის აუდიტის ანგარიში | 31


2023

დანართი №4.
2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ ნაკლებობით დარიცხული ჯარიმები (ათასი ლარი)

№ შესყიდვის ნომერი ხელშეკრულების დარიცხული სხვაობა


მიხედვით ჯარიმა (ათასი ლარი)
დასარიცხი ჯარიმა
1 NAT200017234 8.4 0.2 8.2
2 NAT210004106 7.3 0.1 7.1
3 NAT210010696 0.1 0.002 0.1
4 NAT210011490 20.0 0.1 19.9
5 NAT220014515 1.4 0.1 1.3
სულ 37.2 0.5 36.6

დანართი №5.
მუნიციპალიტეტის მიერ დარიცხული და ამოუღებელი ჯარიმები (ათასი ლარი)

გადაუხდე
შესყიდვის
ლი
№ ნომერი (SPA, მიმწოდებელი შესყიდვის ობიექტი
ჯარიმის
NAT, CMR)
ოდენობა
ქ. ნინოწმინდაში - აივაზოვსკის, 1.3
საიათნოვას, ისაკოვის,
შპს მიასნიკიანის, მიქელაძის,
1 NAT210000011
„ჯავახავტოგზა“ ბარათაშვილის, ჯივანის,
გინოსიანის, გაგარინის ქუჩების
მოასფალტება
ქ. ნინოწმინდაში სანიაღვრე 24.3
2 NAT210006318 შპს „ლელო“
არხების მოწყობის სამუშაოები
სოფლების: დიდი გონდრიო- 0.4
შპს
3 NAT210008311 პატარა გონდრიოს გზის
„ჯავახავტოგზა“
მოასფალტება
სოფლების: დიდი გონდრიო- 0.4
შპს
4 NAT210009913 პატარა გონდრიოს გზის
„ჯავახავტოგზა“
მოასფალტება
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 12.2
წყალსადენი სისტემების
5 SPA210001615 შპს „ლელო“ სამშენებლო-სარეაბილიტაციო
სამუშაოების სახელმწიფო
შესყიდვა
სოფელ მამწვარის საჯარო 2.0
სკოლაში სველი წერტილის
6 NAT200013459 შპს „საქმშენი“
მოწყობის სამუშაოები

ჯამი 40.6

შესაბამისობის აუდიტის ანგარიში | 32


2023

საკონტაქტო ინფორმაცია
ვებგვერდი და https://www.sao.ge/
სოციალური მედია https://www.budgetmonitor.ge/ka
http://www.blog.sao.ge/
http://www.sai.ge/main/
https://www.linkedin.com/company/stateauditoffice/
https://www.youtube.com/user/saogeorgia
https://www.facebook.com/www.sao.ge
ცხელი ხაზი (+995 32) 243 81 81

ელექტრონული ფოსტა sao@sao.ge

შესაბამისობის აუდიტის ანგარიში | 33


სახელმწიფო აუდიტის სამსახური
ქ.თბილისი, 0144, წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი N96
+995 32 243 84 38

SAO.GE

You might also like