You are on page 1of 1

თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში

შენს წმინდა, მშვენიერებით სავსე და სახიერებით გაბრწყინებულ სახეს


ვუმზერ კრძალვით და თაყვანისცემით და გემთხვევი ფერხთ
მიხარია-გიმზერ ვწუხვარ-გიმზერ და ეს მზერა მსურს სიკვდილამდე.
მინდა არ გამოვფხიზლდე, რომ აღარ ვიგრძნო ჩემი სამშობლოს სულით დაცემა.
ყვავილოვანი ბაღი რომელსაც შენი დიდების სხივი მოაკლდა აღარაა მშვენიერი,
აღარ ბრწყინავს, შავი დროის ძალით ფერ წახდენილია.

და როგორც განვლილ ტკბილს სიზმარს, მზეს დიდებულად ჩასულს ისე


ვიგონებთ შენს დროს, რომ გული გაგვიმაგროს. მეფევ შენამდე მოვედი ვედრებით:
მოხედე შენს სატრფო მამულს, და შენი ჯვარით აკურთხე

შენი ივერი აღსგეს ძლიერი ერი კვლავ უნდა შეიკრას. წმინდა საყდრით მისივე მდიდარი
ენით, განსწავლულობით, ზნე ამაღლებით, უდიდესი სიძლიერით, და სამშბლოს მიწის
სიყვარულით! გაგვიცოცხლდეს ჩვენი წმინდა თამარი რომ კვლავაც გავიგონოთ
რუსთაველის სიტყვები.რომ გამოვიღვიძოთ ცოდვები მოვინანიოთ და სიბნელე გაქრეს.

მაგრამ ცას აჰყურებ და მე ვეღარ მიცნობ გულ-შემუსვრილს, დამცირებულს, უხმოს, ბედ-


დაკარგულ ივერიის ძეს. ეჭვებით აღვსილს უიმედოდ მყოფს დაღონებულს. ვაი თუ რაც
განადგურდა ვეღარ აღსდგეს, ვეღარ აყვავდეს ახლის აშნებით და რაც განადგურდა ის
მიისაკუთრეს შავმა ყორნებმა როგორც დაჭრილი მსხვერპლი.

დაუნდობელო ცრუ სიცოცხლევ შენი სიკეთე სად გაქრა? ნუთუ მხოლოდ ესღა დაგვრჩა
რასაც ჩვენი თვალები ჰხედავენ? მიუსვლელი გზა უდაბურ ტყეში ტაძართან სადაც ჩვენი
დიდი იმედის მეფე თამარის სახეა გამოსახული ძველ კედლებზე

You might also like