You are on page 1of 1

მარიკა არევაძე 598 65 02 20

სახლი არის მეტი, ვიდრე მხოლოდ კედლები და ჭერი

დედამ მაღაზიაში გამაგზავნა, სურსათის საყიდლად. გზად ვუყურებდი როგორ გამოიყვანეს


ჩვენ მეზობლად მდებარე სკოლიდან მე-5 კლასელი და უფროსი გოგონები. თალიბანმა თქვა:

- გოგონებს 4 კლასის სწავლა ეყოფათ, მე-5 კლასიდან კი ცოლებად ჩამოვირიგებთ.

მაღაზიაში ვნახე, როგორ ტიროდა ჩემი ტოლი გოგონა, რომელსაც გამყიდველმა ფქვილი არ
მისცა ბოლანის მოსამზადებლად. „მამაკაცის გარეშე ქალს რომ რამე მივყიდო, გამროზგავენ“ -
მითხრა და მოჭუტული თვალებით საბაყლოს კუთხეების თვალიერება დაიწყო. ალბათ,
გოგონას არ ჰყავს ჩემსავით გონიერი დედა. დედიკოს რჩევით, აგვისტოდან „მეჰდი“ გავხდი.
დედამ თქვა:

- ამიერიდან მხოლოდ სახლში იქნები მეჰრიმანი. სახლი დაიცავს მეჰრიმანს


გაუპატიურებისგან და გაროზგვისგან.

დედაჩემი ახალგაზრდა და ლამაზი ქვრივია. სულ ორი კვირაა, რაც მამაჩემი გარდაიცვალა.
დედაჩემისთვის ბურკის საყიდლად წავიდა და მაღაზიის რიგში გაჭყლიტეს. სახლში რომ
მოვიდა, ხელში მისივე სისხლით მოსვრილი, დედაჩემისთვის ნაყიდი ბურკა ეჭირა. მამამ ორი
დღე იცოცხლა და შემდეგ გარდაიცვალა. დედამ ბურკა გარეცხა და ახლა ის აცვია, სხვა ვერ
იშოვა.

ქაბულში ახალი წესია. ახალგაზრდა ქვრივ ქალებს თალიბანის მეომრებზე აქორწინებენ.


დედამ თქვა რომ, მეომარზე გათხოვება არ უნდა და მამა დაგვიცავს. დედამ მამა არ დამარხა.
მამის ნაქონი, დიდი ხორცის მაცივარი გაასუფთავა და მამა შიგ ჩაასვენა. ორი კვირაა მამა
გარდაიცვალა, მაგრამ ჩვენს სახლში ცხოვრობს, ჩვენ გვერდით. დედამ თქვა, ასე თალიბანი ვერ
გაიგებს ქმარი რომ აღარ მყავსო. მე ვუთხარი:

- დედა, მოდი სახლიდან გავიქცეთ და ამერიკაში წავიდეთ.

დედამ მითხრა რომ, სახლი არის მეტი, ვიდრე მხოლოდ კედლები და ჭერი. „ჩვენს სახლში
ივლისი საიდუმლოდ ცხოვრობს“, თქვა მან. „ივლისთან ერთად კი, მეჰრიმანი და ჩემი ქმარი.
სახლია ჩვენი „გუშინ“, ჩვენი „დღეს“ და სახლის გარეშე შეიძლება არც იყოს „ხვალ“.

ჩანთა ამოვალაგე და თურბანის მოწესრიგება დავიწყე.

მარიკა არევაძე 598 65 02 20


16.02.2022

თბილისი

You might also like