You are on page 1of 279

ეილიშ ლეისიმ, ფრაირის ქუჩაზე სასტუმრო ოთახის ფანჯა-

რაში რომ იჯდა ზედა სართულზე, სამსახურიდან აჩქარებით მო-


მავალი და შენიშნა. როუზმა ქუჩა გადმოჭრა, რომ ჩრდილში
გადმოსულიყო. ხელში ახალი ხელჩანთა ეჭირა, რომელიც დუბ-
ლინში, მაღაზია "ქლერისში" ფასდაკლებისას ჰქონდა ნაყიდი,
მხრებზე კი კრემისფერი კარდიგანი მოეგდო. გოლფის სათამაშო
ჯოხები ტალანში ჰქონდა მიწყობილი; ეილიშმა იცოდა, რომ
რამდენიმე წუთში ვინმე შემოუვლიდა როუზს და ისიც მანამ არ
დაბრუნდებოდა, სანამ ზაფხულის ეს მშვენიერი მზე ბინდს არ და-
უთმობდა ადგილს.
ეილიში საბუღალტრო კურსებს ამთავრებდა; კალთაში ედო
სახელმძღვანელო, სადაც ანგარიშწარმოების სისტემებზე კითხუ-
ლობდა, უკან კი, მაგიდაზე, ედო დავთარი, რომელშიც საშინაო
დავალებად იმ კომპანიის ყოველდღიური დებეტ-კრედიტი შეჰ-
ქონდა, რომლის ყოველდღიური საქმიანობის შესახებ მონაცემე-
ბი ერთი კვირის წინ პროფსკოლაში გაკვეთილზე ჩაიწერა.
როგორც კი კარის ხმა მოესმა, მაშინვე ქვემოთ ჩაირბინა. ტა-
ლანში როუზი ჯიბის სარკეში იყურებოდა, ჯერ პომადა გადაისვა
ტუჩებზე, თვალებზე — კოსმეტიკური ფანქარი, სანამ იქვე დაკი-
დებულ დიდ სარკეში ჩაიხედავდა და თმას შეისწორებდა. ეილიში
უხმოდ უყურებდა, როგორ დაადო როუზმა ტუჩი ტუჩს პომადის
თანაბრად გასანაწილებლად და კიდევ ერთხელ შეავლო თავის
სახეს თვალი პაწაწინა სარკეში, რომელსაც მხოლოდ მაშინ
შეელია, როდესაც დარწმუნდა, კარგად გამოვიყურებიო.
მათი დედა სამზარეულოდან ტალანში გამოვიდა.
— ძალიან საყვარლად გამოიყურები, როუზ, — უთხრა ქა-
ლიშვილს, — კლუბის მშვენება იქნები.
— შიმშილით ვკვდები, — თქვა როუზმა, — მაგრამ ჭამის
დროც არა მაქვს.
— მოგვიანებით ჩაის საგანგებოდ მოგიმზადებ, — დაჰპირდა
ქალი, — მე და ეილიში სწორედ ახლა ვსვამდით.
როუზმა ხელჩანთიდან საფულე ამოიღო, გახსნა, ერთშილინ-
გიანი ამოაძვრინა და ტანსაცმლის საკიდის ტუმბაზე დადო.
— ეს შენ, თუ კინოთეატრში მოგინდება წასვლა, — უთხრა
ეილიშს.
— მერე მე? — ჰკითხა დედამ.
— ეილიში რომ დაბრუნდება, შინაარსს მოგიყვება, — მიუგო
როუზმა.
— გენაცვალე თავაზიანობაში! — ხუმრობით გაუწყრა ქალი.
სამივემ გაიცინა, როდესაც გარედან მოახლოებული მანქანის
ხმა გაისმა და საყვირმაც არ დაახანა. როუზმა გოლფის ჯოხები
აკრიფა და გავიდა.
მოგვიანებით, როდესაც დედა ჭურჭელს რეცხავდა, ეილიში
კი ამშრალებდა, კარზე დააკაკუნეს. კარი ეილიშმა გააღო და
ხელში შერჩა გოგონა, რომელიც საკათედრო ტაძრის გვერდით
მდებარე კელის სასურსათო მაღაზიიდან ახსოვდა.
— მის კელიმ გამომგზავნა, — უთხრა გოგონამ, — თქვენი
ნახვა სურს.
— ჩემი ნახვა? — იკითხა ეილიშმა, — არ უთქვამს, რა საქმე-
ზე?
— არა. შემოგითვალათ, ამ საღამოს მობრძანდითო.
— ჰო, მაგრამ რად უნდა ჩემი ნახვა?
— ღმერთმანი, მართლა არ ვიცი. არ მიკითხავს. გნებავთ,
გავბრუნდე და ვკითხო?
— არა, არა უშავს, მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ ჩემი
ნახვა უნდა?
— რა თქმა უნდა, მის. თქვენი ნახვა სურს.
***
ეილიშმა გადაწყვიტა, კინოში სხვა დროს წავალო, თან, დავ-
თარმაც დაღალა, ამიტომ კაბა გამოიცვალა, კარდიგანი მოიცვა
და სახლიდან გავიდა. ფრაირისა და რაფტერის ქუჩებით მარკეტ-
სკვერზე მოხვდა, იქიდან საკათედრო ტაძრისკენ შეუყვა აღ-
მართს. მის კელის მაღაზია დაკეტილი დახვდა და მიაკაკუნა მე-
ზობელ კარზე, რომელიც მეორე სართულზე, მის კელის ბინაში
ადიოდა. კარი იმავე გოგონამ გაუღო, რომელმაც დიასახლისის
დანაბარები გადასცა, და სთხოვა, ტალანში მოიცადეთო.
ეილიშს ზედა სართულიდან ნაბიჯებისა და საუბრის ხმა მოეს-
მა და გოგონამაც მაშინვე ჩამოირბინა; მოახსენა, მის კელი მალე
მიგიღებთო.
ეილიში მის კელის სახეზე იცნობდა, მაგრამ დედამისს არ უყ-
ვარდა ამ ქალის მაღაზიაში შესვლა სიძვირის გამო. ეილიში იმა-
საც ფიქრობდა, დედაჩემს არც თავად მის კელი უნდა მოს-
დიოდეს თვალშიო, ოღონდ ამის მიზეზს ვერ ხვდებოდა. ამბობ-
დნენ, მთელ ქალაქში საუკეთესო შაშხსა და ახალთახალ ნაღე-
ბის კარაქს ყიდისო, მაგრამ ამ მაღაზიით არც თვითონ ეილიში
სარგებლობდა; მხოლოდ ჩავლისას თუ შეუხედავს ვიტრინაში,
ისიც წამიერად, და დახლის უკან მის კელი დაულანდავს ხოლმე.
სწორედ ის ჩამოვიდა ნელა კიბეზე და ტალანში სინათლე
აანთო.
— აბა, — ისე თქვა ეს ერთი სიტყვა, თითქოს ესალმებოდა,
გაღიმებით კი თავი არ შეუწუხებია.
ეილიშმა დააპირა, ზრდილობიანად ვკითხავ, უდროოდ ხომ
არ მოვედიო, მაგრამ მასპინძლის გამომეტყველებამ განზრახვა-
ზე ხელი ააღებინა. ქალს ისეთი სახე ჰქონდა, ერთი პირობა
ეილიშმა ისიც კი გაიფიქრა, ნეტავ ვინმეზე ნაწყენი ხომ არ არის
და ის ვიღაც ჩემში ხომ არ ერევაო.
— მაშ, როგორც იქნა, მოხვედი, — უთხრა მის კელიმ.
ეილიშმა ტანსაცმლის საკიდთან მიწყობილი რამდენიმე შავი
ქოლგა შენიშნა.
— გავიგე, უმუშევარი ყოფილხარ; სამუშაო რომ გჭირდება,
ამას დიდი მიხვედრა არც უნდა.
— მართლა? საიდან გაიგეთ?
— ოჰ, მთელი ქალაქი ჩემს მაღაზიაში დადის და ათას რამეს
ვიგებ.
ეილიშს გულმა რეჩხი უყო, ნეტავ ამით იმას ხომ არ მიმანიშ-
ნებს, რომ დედაჩემი აქ არ დადისო, მაგრამ მის კელის იმსისქე
სათვალე ეკეთა, მისი მზერის ამოკითხვა ჭირდა.
— აქ კვირაობითაც ვმუშაობთ ხოლმე მცირე ხნით, რადგან
ქალაქში მაგ დროს ყველაფერი დაკეტილია. ბევრი რამ გვაქვს,
კარგიც, ცუდიც და საშუალოც. როგორც წესი, შვიდსაათიანი მე-
სის დასრულების შემდეგ ვაღებ და ცხრიდან თერთმეტამდე აქ
იმდენი ხალხი იყრის თავს, გასაყიდი აღარაფერი გვრჩება. მარ-
თალია, მერი მყავს ნოქრად, მაგრამ ნელი ხელი აქვს და პიკის
საათში მუშტარს ვერ აუდის. ამიტომ ვინმეს ვეძებ, ვინც უფრო
ცოცხლად იმუშავებს და ხალხსაც იცნობს, ოღონდ მხოლოდ კვი-
რაობით მინდა, სადაგ დღეებში ჩვენც ვართმევთ თავს. ამას გარ-
და, რეკომენდაციაც გაგიწიეს. არ დაგიმალავ, გაგიკითხე. კვირა-
ში შვიდ შილინგსა და ექვს პენსს გადაგიხდი. ბევრი არაფერია,
მაგრამ დედაშენს ცოტას წაადგება.
ეილიშმა გაიფიქრა, მის კელი ისე მელაპარაკება, თითქოს ამ
სამსახურის გაწევით მიმადლიერებსო. ქალი თითოეულ დატკეპ-
ნილ წინადადებას შორის პირს მჭიდროდ მუწავდა.
— მოკლედ, ამის თქმა მინდოდა. შეგიძლია ამ კვირიდანვე
დაიწყო მუშაობა, მაგრამ ხვალ შემოიარე, რომ ფასებს გადაავ-
ლო თვალი. სასწორისა და საჭრელის მოხმარებასაც გასწავ-
ლით... ოღონდ თმა უკან უნდა გქონდეს გადაწეული და შეკრუ-
ლი, კარგი სამუშაო ხალათის ყიდვა კი "დენ ბოლჯერსში" ან
ბერკ ო’ლირისთან შეიძლება.
ეილიში ამ საუბარს იმახსოვრებდა, რათა დედისა და დის-
თვის მოეყოლა მოგვიანებით და ნატრობდა, ნეტავ რამე გეს-
ლიანი მომადგებოდეს ენაზე, ოღონდ არც ნამეტანი უხეშობა არ
უნდა გამომივიდესო, მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა.
— აბა? — ჰკითხა მის კელიმ.
ეილიში მიხვდა, რომ ამისთანა შემოთავაზებაზე უარის თქმა
საქმეს წაახდენდა. სხვა თუ არაფერი, პურის ფული მაინც ექნებო-
და, ის სხვა კი არა და არა ჩანდა.
— ოჰ, რა თქმა უნდა, მის კელი, — ამოღერღა ბოლოს, —
როცა მეტყვით, მაშინ დავიწყებ.
— კვირას შვიდ საათზე მესაზე წასვლასაც შეძლებ. ჩვენც ასე
ვიქცევით. წირვის შემდეგ ხელახლა ვაღებთ მაღაზიას.
— ძალიან კარგი, — თქვა ეილიშმა.
— მაშ, ხვალ გელოდები. თუ ძალიან დაკავებული ვიქნები,
უკანვე გაგიშვებ, ან სანამ დამელოდები, შაქრის ტომრებს დაც-
ლი, მაგრამ თუ მეცლება, ყველაფერს აგიხსნი.
— გმადლობთ, მის კელი.
— დედას გაახარებ, სამუშაო რომ იშოვე. დასაც, — დასძინა
მის კელიმ, — მსმენია, გოლფს კარგად თამაშობსო. ახლა კი შინ
დაბრუნდი, როგორც წესიერ გოგოს შეეფერება. დღეს თავისუფა-
ლი ხარ.
მის კელი შებრუნდა და კიბეს ნელი ნაბიჯით აუყვა.
შინისაკენ მიმავალმა ეილიშმა უკვე იცოდა, რომ დედამისს
გაუხარდებოდა, მის ქალიშვილს ჯიბის ფული რომ გაუჩნდა, მაგ-
რამ როუზს დიდად არ მოეწონებოდა დახლში ჩამდგარი დის
ხილვის პერსპექტივა. ფიქრობდა, ნეტავ როუზი ამას პირდაპირ
თუ მეტყვისო.
გზად უახლოესი დაქალის, ნენსი ბერნის, სახლში შეირბინა,
სადაც მეორე მეგობარი ანეტ ო’ბრაიენიც დაუხვდა. ბერნებს ქვე-
და სართულზე მხოლოდ ერთი ოთახი ჰქონდათ, რომელიც სამ-
ზარეულოს მაგივრობასაც სწევდა, სასტუმრო ოთახისაც და სასა-
დილოსაც. ჩანდა, რომ ნენსის რაღაც ჰქონდა სათქმელი, რაც
ანეტმა აშკარად უკვე იცოდა. ნენსიმ ეილიშის მოსვლა მშვენიერ
მიზეზად გამოიყენა სახლიდან გასასვლელად. ახლა გულახდი-
ლი საუბრის დრო იყო.
— მოხდა რამე? — ჰკითხა ეილიშმა, როგორც კი სახლის კა-
რი გამოიხურეს.
— სანამ აქაურობას ერთ მილზე არ გავცდებით, არაფერი
თქვა, — უთხრა ნენსიმ, — დედა რაღაცას ხვდება, მაგრამ მე არ
ვუმხელ.
ფრაირი-ჰილზე დაეშვნენ და მილ-პარკ-როუდის გავლით
გაემართნენ მდინარისკენ, საიდანაც რინგ-ვუდისკენ სეირნობით
დაადგნენ გზას.
— ჯორჯ შერიდანი გამოუჭერია, — თქვა ანეტმა.
— როდის? — დაინტერესდა ეილიში.
— კვირა საღამოს, "ათენეუმში" რომ ვიყავი საცეკვაოდ, —
უპასუხა ნენსიმ.
— მეგონა, არ აპირებდი წასვლას.
— ჯერ არც ვაპირებდი, მერე გადავიფიქრე.
— მთელი ღამე მასთან უცეკვია, — თქვა ანეტმა.
— არა, მთელი ღამე კი არა, ბოლო ოთხი ცეკვა. მერე სახ-
ლამდე მომაცილა და ყველამ დაინახა. მიკვირს, შენს ყურამდეც
რომ არ მოაღწია.
— კიდევ აპირებ მასთან შეხვედრას? — ჰკითხა ეილიშმა.
— არ ვიცი, — ამოიოხრა ნენსიმ, — იქნებ ქუჩაში შევხვდე
სადმე. გუშინ მომაკითხა და მომისიგნალა. ვინმე თავისი ჭკუის
გოგონა რომ ეპოვა, ცხადია, მას ეცეკვებოდა, მაგრამ არავინ
იყო ჩემ გარდა. ისე, ჯიმ ფარელიც ახლდა, იდგა და გვიყურებ-
და.
— დედამისმა რომ რამე მკითხოს, არ ვიცი, რას ვიტყვი, —
დაიჩივლა ანეტმა, — საშინელი ქალია. არ მიყვარს მათ მაღა-
ზიაში შესვლა, როცა ჯიმი იქ არ არის ხოლმე. ერთხელ დედა-
ჩემმა ჩამგზავნა, ორი ნაჭერი ლორი იყიდეო, და იმ ბებრუხანამ
მომახალა, ორ ნაჭერს არ ვყიდითო.
ეილიშმა დაქალებს უამბო, მის კელიმ კვირაობით რომ შეს-
თავაზა სამუშაო.
— იმედია, უთხარი, რაც უნდა უყოს მაგ თავის შემოთავაზე-
ბას, — უთხრა ნენსიმ.
— ვუთხარი, თანახმა ვარ-მეთქი. რა დამიშავდება? მუშაობას
თუ დავიწყებ, "ათენეუმში" ჩემი ფულით წამოვალ ხოლმე და
თქვენ აღარ აგეკიდებით, რომ კავალრებთან არ შეგიშალოთ ხე-
ლი.
— არა, რა სისულელეა, — გაიოცა ნენსიმ, — კავალრობა
არც უცდია, უბრალოდ, თავაზიანი იყო.
— კიდევ აპირებ მის ნახვას? — კითხვა გაუმეორა ეილიშმა.
— კვირა საღამოს წამომყვები? — კითხვა შეაგება ნენსიმ, —
იქნებ არც მოვიდეს, მაგრამ რაკი ანეტი ვერ მოდის, ვიღაც ხომ
მჭირდება გვერდში, ვინიცობაა, მაინც გამოჩნდეს და კიდევ
მთხოვოს, მეცეკვეო. ისე, შეიძლება ზედაც აღარ შემომხედოს.
— მის კელისთან მუშაობის მერე, ალბათ, დაღლილი ვიქნე-
ბი.
— მაგრამ ხომ მოხვალ?
— საუკუნეა აღარ ვყოფილვარ, — თქვა ეილიშმა, — ვერ ვი-
ტან იმ სოფლის ბიჭებს, იქ რომ დაიარებიან, აქაურ კოხტაპრუ-
წებს ხომ, მით უმეტეს. ყველა გალეშილია და ერთი სული აქვთ,
თენ-იარდ-ლეინზე გაგიტყუონ.
— ჯორჯი ეგეთი არ არის, — მოუჭრა ნენსიმ.
— თენ-იარდ-ლეინზე გავლას არც იკადრებს, — შენიშნა
ანეტმა.
— იქნებ ვთხოვოთ და ორ-ორ ნაჭრადაც გაყიდოს ხოლმე
ლორი, — თქვა ეილიშმა.
— არაფერი უთხრა, — გააფრთხილა ნენსიმ, — მის კელის-
თან მართლა აპირებ მუშაობას? ლორი იქაც გეყოფა.
შემდეგი ორი დღის განმავლობაში მის კელი ეილიშს მაღაზი-
ას აცნობდა. როდესაც ამ უკანასკნელმა სთხოვა, იქნებ კალამი
გეთხოვებინათ, რომ ჩაის სხვადასხვანაირი დასახელება და ზო-
მები ჩავინიშნოო, მაღაზიის მფლობელმა უთხრა, ახლა რომ ყვე-
ლაფერი ჩამოწერო, ტყუილად დროს დაკარგავ, აჯობებს, ზეპი-
რად დაისწავლოო. სიგარეტი, კარაქი, ჩაი, პური, ბოთლებში ჩა-
მოსხმული რძე, დაფასოებული ორცხობილა, შაშხი, დამარილე-
ბული ძროხის ხორცი ყველაზე მეტად იყიდება კვირაობითო, გა-
ნუმარტა მის კელიმ. ხსენებულ პროდუქციას მოჰყვებოდა სარდი-
ნებისა და ორაგულის კონსერვები, ფორთოხლისა და მსხლის
კომპოტები, ქათმის აპოხტი, პაშტეტი, სენდვიჩების პასტა და სა-
სალათე მაიონეზი. თითოეული პროდუქტი საკუთარი ხელით აჩ-
ვენა და ფასებიც დაუსახელა. როდესაც იფიქრა, ეილიშმა დასა-
ხელებაც დაიმახსოვრა და ფასიცო, სხვა საქონელზე გადავიდა
— თაროებზე კოლოფებში ჩასხმული ახალთახალი ნაღები და
ლიმონათები, პამიდორი, სალათის ფურცლები, ახალი ხილი და
ნაყინის ყუთები ეწყო.
— რომ იცოდე, კვირაობით ისეთიც ბევრი შემოვა, რომელ-
თაც მთელი კვირა არაფერი უყიდიათ. ასეთ დროს რა გინდა,
რომ ქნა? — მის კელიმ უკმაყოფილოდ მოღრიცა ბაგე და ჩა-
მოთვლა დაიწყო, — საპონიო, შამპუნიო, ტუალეტის ქაღალდიო,
კბილის პასტაო, მოკლედ, ყველაფერი კვირის ბოლოს ახსენდე-
ბათ, — და ფასებიც მიაყოლა.
ისიც დასძინა, ზოგს შაქარი ტომრებით მიაქვსო, ზოგს მარი-
ლი და პილპილიც ამ დღეს მოუნდება, ოღონდ ცოტას ყიდულო-
ბენო. ამას გარდა, ოქროს სიროფი1, საჭმელი სოდა და ფქვი-
ლიც შეიძლება ვინმეს მოუნდეს, თუმცა ამ პროდუქტებს, ძირითა-
დად, შაბათობით ყიდულობენო.
— შეიძლება ბავშვები შემოვიდნენ, — განაგრძო მის კელიმ,
— შოკოლადის ფილის, ირისის, შარბათის ან მამალოების სა-

1 ამერიკული და ინგლისური დესერტების ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი,


ამზადებენ შაქრის, ლიმონის წვენისა და წყლისგან. პირველად შოტლან-
დიაში, XIX საუკუნეში დაამზადეს.
ყიდლად, მამაკაცებს კი სიგარეტი და ასანთი მიაქვთ, მაგრამ მა-
გას მერიც ართმევს თავს, მიუხედავად იმისა, რომ რიგში ჩამ-
დგარ მუშტარს ვერ უძღვება, თან, ფასები ავიწყდება, — განაგ-
რძობდა მის კელი, — და ხშირად დახმარების მაგივრად, ხელს
უფრო მიშლის. ამას გარდა, მყიდველებს დოყლაპიასავით მისჩე-
რებია ხოლმე, ვერაფრით გადავაჩვიე. ზოგჯერ მუდმივ კლიენ-
ტებთანაც სარგადაყლაპულივით დგას.
მაღაზია თურმე მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს
მყიდველებსო, გაიფიქრა ეილიშმა. მარტო ჩაის უამრავი სახეობა
რად ღირდა, რომელთაგან ზოგიერთს ძალიან მაღალი ფასი
ედო — თუმცა ფრაირის ქუჩაზე მდებარე ჰაიეს სასურსათო მაღა-
ზიასთან, რაფტერზე გახსნილ L & R-სა და მარკეტ-სკვერზე "შე-
რიდანთან" შედარებით, ყველაფერი უფრო ძვირი ღირდა.
— შაქრის პაკეტებში ჩაყრა და პურის შეფუთვა უნდა ისწავ-
ლო, — უთხრა მის კელიმ, — ამაში მერის ნაკლი მართლა არ
მოეძებნება, — თქვა მაღაზიის პატრონმა და თან, ჩაილაპარაკა,
— ღმერთმა უშველოს.
სანამ ეილიში მაღაზიას დაწვრილებით ეცნობოდა, შეამჩნია,
რომ მის კელი კლიენტებს სხვადასხვაგვარად ხვდებოდა. ზოგ-
ჯერ ხმასაც არ იღებდა, კრიჭას შეკრავდა და ისე იდგა დახლთან,
თითქოს ამით გამოხატავდა, რომ კონკრეტული მომხმარებლის
მოსვლა არ სიამოვნებდა და ერთი სული ჰქონდა, როდის გავი-
დოდა მაღაზიიდან არასასურველი სუბიექტი. ზოგსაც ყასიდად
გაუღიმებდა და უმოწყალო თავშეკავებულობით მიაჩერდებოდა.
ასეთ დროს ფულს ისე ართმევდა მუშტარს, თითქოს ამის გამო
მისთვის მადლობა უნდა გადაეხადათ. იყვნენ ისეთებიც, რომელ-
თაც თბილად გაუღიმებდა და სახელით მიმართავდა; მათ უმეტე-
სობას ანგარიში ჰქონდა გახსნილი მის კელის დიდ დავთარში და
ნაღდ ფულს არ იხდიდა. ასეთ კლიენტებს ხშირად მოიკითხავდა
და ამინდზეც ჩამოუგდებდა ხოლმე სიტყვას, არც პურისა და შაშ-
ხის ხარისხზე საუბარი იყო იშვიათი, რა დროსაც გოგორა პურზე,
აგურის პურსა და ქიშმიშიან პურზე მახვილდებოდა ყურადღება.
— ამ გოგონას ვასწავლი, — უთხრა ერთ-ერთ მომხმარე-
ბელს, პერმანენტიან2 ქალს, რომელსაც, როგორც ჩანს, აფასებ-
და. ეილიშს ქალი არ ეცნო, — ვცდილობ ყველაფერი ვასწავლო
და იმედიც მაქვს, რომ გამოუვა კიდეც, თორემ მერის, ღმერთმა
უშველოს, მოწადინებული კი არის, მაგრამ არაფერი გამოსდის.
იქნებ ხელსწრაფი და სანდო ეს მაინც გამოდგეს... დღეს ასეთი
ადამიანი ძვირი სანახავია.
ეილიშმა მერის შეხედა, გოგო სალაროსთან მოუსვენრად
იდგა და მის კელის საუბარს დაძაბული უგდებდა ყურს.
— მაგრამ ღმერთი ყველას ერთი ყალიბით როდი ქმნის, —
შენიშნა მის კელიმ.
— ოჰ, მაგაში მართალი ხართ, მის კელი, — თქვა თმადახვე-
ულმა ქალმა და ბადურა სურსათით გაავსო, — და საყვედურსაც,
ალბათ, აზრი არა აქვს, ხომ? ჰოდა, ქუჩებში დამგველებადაც
გვჭირდება ხალხი!

***
შაბათს დედისგან ნასესხები ფულით ეილიშმა "დენ ბოლჯერ-
სში" მუქი მწვანე ხალათი შეიძინა. იმ ღამეს დედას სთხოვა, მაღ-
ვიძარა დააყენეო. დილის ექვსზე უნდა ამდგარიყო.
მას მერე, რაც დაახლოებით მისივე ასაკის ჯეკმა, ორი უფრო-
სი სახლიკაცის, პეტისა და მარტინის მსგავსად, ბირმინგემს სამუ-
შაოს საძებნელად მიაშურა, ეილიში ბიჭების ოთახში გადავიდა
და როუზს გაუთავისუფლა საძინებელი, რომელსაც დედა ყო-
ველდილა საგულდაგულოდ ალაგებდა და ასუფთავებდა. რაკი
დედას მწირი პენსია ჰქონდა, ოჯახი როუზის შემოსავალზე იყო
დამოკიდებული, რომელიც კომპანია "დეივისის ქარხნების"
ოფისში მუშაობდა და თავისი ხელფასით ოჯახის მოთხოვნების
დიდ ნაწილს აკმაყოფილებდა. ათასში ერთხელ ინგლისიდან ბი-

2 ქიმიური საშუალებით დახვეული თმა.


ჭებიც გზავნიდნენ რაღაცას. წელიწადში ორჯერ როუზი დუბლინ-
ში დადიოდა ფასდაკლებებზე — იანვარში ახალი პალტოთი და
კოსტიუმით, აგვისტოში კი კარდიგანებით, ბლუზებითა და ქვედა-
კაბებით დატვირთული ბრუნდებოდა. მხოლოდ იმ მოდელებს
ირჩევდა, რომლებიც მოდიდან, სულ ცოტა, ერთი წელიწადი არ
გადავიდოდა. როუზის დაქალების უმეტესობა გათხოვილი იყო
და ბევრს წამოზრდილი შვილებიც ჰყავდა. მათი მეუღლეები ბან-
კის თანამშრომლები იყვნენ და ზაფხულობით, საღამოს პირზე,
გოლფის თამაშის დრო ჰქონდათ, ზოგჯერ კი უქმეებზე წყვილე-
ბად თამაშობდნენ.
ოცდაათი წლის როუზი წლებთან ერთად უფრო დიდებული
ხდებაო, ფიქრობდა ეილიში, მაგრამ, მიუხედავად თაყვანისმცემ-
ლების სიმრავლისა, მაინც გაუთხოვარი იყო; როუზს არაერ-
თხელ უთქვამს, სკოლის იმ ამხანაგებთან შედარებით ბევრად
უკეთ ვცხოვრობ, ქუჩაში საბავშვო ეტლებით რომ დადიანო.
ეილიშს უფროსი და ეამაყებოდა, რადგან როუზი თავის გარეგ-
ნობასაც დიდ დროს უთმობდა და მეგობრებსა თუ გოლფის
კლუბსაც აქცევდა ჯეროვან ყურადღებას. იცოდა, როუზი მისთვის
სადმე კანტორაში სამსახურს ეძებდა — ის ხომ თვითონვე უხდი-
და სახელმძღვანელოების საფასურს, რომლებითაც ანგარიშწარ-
მოებასა და ელემენტარულ ბუღალტერიას სწავლობდა, მაგრამ
ისიც კარგად იცოდა, რომ ენისკორთიში3 ნორმალური სამსახური
ძნელად მოიძებნებოდა, რაც უნდა მაღალი კვალიფიკაცია ჰქო-
ნოდა.
ეილიშმა მის კელის წინადადებაზე როუზს არაფერი უთხრა,
მაგრამ როგორც კი ვარჯიშზე წასული დაიგულა, დედას ყველა-
ფერი უამბო, რომელმაც გაიცინა და სთხოვა, აბა, კიდევ ერ-
თხელ მომიყევიო.

3 პატარა ქალაქი ირლანდიაში, უექსფორდის საგრაფოში.


— მაგ მის კელის, — უთხრა ეილიშს დედამ, — დედამისივით
კუდიანს ეძახიან. ის არგასაჩენი თურმე ხორცშესხმული სატანა
ყოფილა. ამ ამბავს ერთი ქალი მოჰყვა, მასთან მუშაობდა. თურ-
მე "როშეში" ჰყოლიათ მოახლედ, სანამ გათხოვდებოდა. "კელი-
სი" კი ადრე არა მარტო მაღაზია, პანსიონიც ყოფილა და თუ
მასთან მუშაობდი, ან ბინად გაჩერდებოდი და ან უბრალოდ, მის
მაღაზიაში სავაჭროდ შეხვიდოდი, იმ ბებრუხანას ალქაჯობა უნდა
აგეტანა. თუ, რა თქმა უნდა, მდიდარი ან სასულიერო პირი არ
იყავი.
— სანამ რამე გამოჩნდებოდეს, მანამდე ვიმუშავებ მეც, —
უთხრა ეილიშმა.
— მეც ეგ ვუთხარი როუზს, — თქვა ქალმა, — ამიტომ არ მო-
უსმინო, თუ რამეს გეტყვის.
როუზს კი, თავის მხრივ, სიტყვაც არ დაუძრავს იმაზე, ეილიში
მის კელისთან რომ იწყებდა მუშაობას. პირიქით, ყვითელი ჟაკე-
ტი აჩუქა, რომელიც სულ ორჯერ თუ ეცვა, მე ფერი არ მიხდე-
ბაო, მოიმიზეზა. ჟაკეტთან ერთად პომადაც მისცა. როუზი შაბათ
საღამოს შინიდან გავიდა, ამიტომაც არ უნახავს, ეილიში ად-
რიანად რომ დაწვა, მიუხედავად იმისა, რომ ანეტი და ნენსი კი-
ნოში მიდიოდნენ. ეილიშს უნდოდა, კარგად გამოძინებული ყო-
ფილიყო და მის კელისთან თავი გამოეჩინა პირველ სამუშაო
დღეს.
შვიდსაათიან წირვაზე ეილიში მხოლოდ ერთხელ იყო ნამყო-
ფი, ისიც წლების წინ, შობის დილას, როდესაც მამაც ცოცხალი
ჰყავდა და ძმებიც ოჯახში იყვნენ. ახსოვდა, როგორ ჩუმად
დაალაგეს დედამ და თვითონ ნაძვის ხის ძირში საჩუქრები და
ფეხაკრეფით გავიდნენ სახლიდან, შინ კი მხოლოდ მას მერე
დაბრუნდნენ, რაც მთელ ოჯახს უკვე გაღვიძებოდა და საჩუქრე-
ბიც გაეხსნა. ახსოვდა სიბნელე, სიცივე და ისიც, როგორ ლამა-
ზად ეჩვენებოდა დაცარიელებული ქალაქი. ახლა კი, წლების
შემდეგ, ასე ადრიანად პირველად გადიოდა სახლიდან. კეფაზე
კიკინა გაიკეთა, სამუშაოზე ჩასაცმელი ხალათი ჩანთაში ჩაკეცა
და შვიდის ოც წუთზე შინიდან გავიდა. ნაცნობი ქუჩებით საკათედ-
რო ტაძრის აღმართს მიადგა და დარწმუნდა, რომ დრო თავზე
საყრელად ჰქონდა.
ტაძარს რომ შეხედა, გაახსენდა წლების წინანდელი დილა,
როდესაც შობას დარბაზში იჯდა, ირგვლივ კი ისეთი ხალხმრავ-
ლობა იყო, ნემსი არ ჩაიგდებოდა. რაკი სამზარეულოში დამქან-
ცველი ფუსფუსი ელოდათ, დიასახლისებს საქმე წინ წაეგდოთ და
ეკლესიაში უთენია მისულიყვნენ. ახლა შიგნით თითქმის არავინ
ჩანდა. შევიდა, დარბაზს თვალი მოავლო, რომ მის კელი დაენა-
ხა, მაგრამ ვერსად მოჰკრა თვალი. ბოლოს, ზიარების დაწყების
შემდეგღა შენიშნა, რომ მის წინ, თუმცა მოშორებით მჯდარა. მა-
ლე მის კელი სკამებს შორის მთავარი გასასვლელით დაიძრა
მღვდლისკენ, უკან კი მერი მიჰყვა შავი მანტილიით ხელში. ეტ-
ყობა, ჩქარობდნენო, გაიფიქრა და ვერ მიხვდა, საუზმე როდის-
ღა უნდა მოესწროთ.
როდესაც მესა დასრულდა, ეილიშმა გადაწყვიტა, ტაძრის
ეზოში არ დაეცადა მის კელისთვის და პირდაპირ მაღაზიას
მიაშურა. რაკი კარი დაკეტილი იყო, იქვე შეჩერდა, პრესის ჯი-
ხურთან, სადაც დასტა-დასტა შეჰქონდათ ჟურნალ-გაზეთები. რო-
დესაც მაღაზიასთან მივიდა, მის კელის არათუ არ გაღიმებია
ეილიშის დანახვაზე, არც კი მისალმებია. მკაცრი სახით შებრუნ-
და თავისი კარისკენ და ორივე გამყიდველს დაუბარა, დამიცადე-
თო.
როდესაც მეპატრონემ მთავარი კარი გააღო და შუქიც აან-
თო, მერი სწრაფი ნაბიჯით შევიდა, მაღაზიის უკანა ნაწილში გა-
ვიდა და პურები გადმოიტანა წინა დახლზე. ეილიში მიხვდა, პუ-
რი რომ გუშინდელი იყო; კვირაობით ხომ პურს არ იღებდნენ.
იდგა და უყურებდა, როგორ გახსნა მის კელიმ წებოვანი ლენტის
ყვითელი ხვია, რომ ბუზები მიეზიდა და მერის უთხრა, დახლზე
ადი, ჭერზე ახალი ლენტი მიაკარი და ძველი ჩამოხსენიო.
— ბუზები არავის მოსწონს, — თქვა მის კელიმ, — განსაკუთ-
რებით, კვირაობით.
მალე მაღაზიაში სიგარეტის შესაძენად ორი-სამი კლიენტი
შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ ეილიშს სამუშაო ხალათის ჩაცმა
უკვე მოესწრო, მის კელიმ რატომღაც ისევ მერის დაავალა მომ-
ხმარებლების მომსახურება. როდესაც კლიენტები გავიდნენ, მე-
პატრონემ მერის უთხრა, ზევით ადი და ჩაი მოამზადეო, რომე-
ლიც შემდეგ საგაზეთო ჯიხურში მიიტანა გოგომ იმ გაზეთში გა-
დასაცვლელად, რომელსაც მის კელი კითხულობდა. ეილიშმა
გაზეთის სახელიც გაარჩია შორიდან: "სანდი პრესის" უფასო ნო-
მერი იყო. ეილიშმა ისიც შენიშნა, რომ არც მის კელის და არც
მერის არც სასმელი ჰქონდათ, არც საჭმელი.
მალე მის კელიმ უკანა ოთახში გაიყვანა.
— ის პური აქ დააწყვე, — მაგიდაზე მიუთითა, — ეგ ყველაზე
ახალია. გუშინ, საღამო ხანს, პირდაპირ სტაფორდიდან ჩამოგვი-
ტანეს. მხოლოდ განსაკუთრებულ კლიენტებს მიჰყიდი, ამიტომ
ხელის მოკიდებისგან თავი შეიკავე. დანარჩენი პური სხვა მომ-
ხმარებლებზე გაუშვი. ჰო, მართლა, პამიდორი არა გვაქვს. იქ
რომ აწყვია, ის არავის მიჰყიდოთ, სანამ მითითებას მე არ მოგ-
ცემთ.
ცხრა საათის მესის შემდგომ მომხმარებლების პირველი რი-
გიც დადგა. ვისაც ტკბილეული ან სიგარეტი უნდოდა, მერისთან
მიდიოდა. მის კელი უკან იდგა და ყურადღებას კარსა და ეილიშ-
ზე ანაწილებდა. თითოეულ ფასს ამოწმებდა, რასაც კი ეილიში
დაწერდა. თუკი რამეს ვერ გაიხსენებდა, მაშინვე უკარნახებდა,
ამას გარდა, ეილიშის ჩაწერილ-დაანგარიშებულს არ სჯერდებო-
და და თვითონაც გამოჰყავდა ციფრები თავის რვეულში. სანამ
ეილიშს ფულს არ მისცემდნენ ხელში, ხურდის დაბრუნების უფ-
ლებას არ აძლევდა. ამ საქმეს რომ მორჩებოდა, კონკრეტულ
კლიენტებს ესალმებოდა, წინ წამოვიდოდა და ეილიშს ავალებ-
და, შენ მოემსახურეო, იმის მიუხედავად, გოგონა ვინმეს ემსახუ-
რებოდა იმწუთას თუ არა.
— მისის პრენდერგასტს მიაქციე ყურადღება, — უთხრა
ეილიშს, — ახალი გოგონა მოგემსახურებათ ახლავე, მერი კი
მანქანამდე მიგატანინებთ.
— ჯერ ამას მოვრჩები, — შეესიტყვა ეილიში, რადგან მის კე-
ლიმ ხუთჯერ შეაწყვეტინა კლიენტის მომსახურება.
— ოჰ, მაგას მერი მიხედავს, — აუხსნა მის კელიმ.
იმ დროს რიგში ხუთი კაცი იდგა.
— შემდეგი მე ვარ, — დაიყვირა ერთმა კაცმა, როდესაც მის
კელი დახლთან პურით დაბრუნდა.
— ახლა ძალიან დაკავებული ვართ და თქვენს რიგს უნდა
დაელოდოთ.
— კი მაგრამ ახლა ჩემი რიგია, — დაიჩივლა კაცმა, — მაგ-
რამ ჩემამდე ეს ქალი გაუშვა.
— აბა, თქვენ რისი შეძენა გნებავთ? — მამაკაცს ხელში სურ-
სათის სია ეჭირა, — ეილიში მოგხედავთ, — უთხრა მის კელიმ,
— ოღონდ როგორც კი მისის მერფის გაისტუმრებს.
— ისიც ჩემ უკან იდგა, — გააპროტესტა კაცმა.
— ვწუხვარ, გეშლებათ, — შეედავა მის კელი, — ეილიშ, ხე-
ლი გააჩქარე, ეს ბატონი გიცდის. მთელი დღით აქ არავინ არის,
ასე რომ, მისის მერფის შემდეგ მოემსახურები. იმ ჩაის ფასი რა
უთხარი?
და ასე თითქმის პირველ საათამდე გაგრძელდა. ეილიშს არც
შესვენება ჰქონია, არც ლუკმა გადასვლია ყელში, მეტიც, წყალიც
კი არავის შეუთავაზებია. გასავათებულს, შიმშილით კუჭი უხმებო-
და. რიგის მიხედვით თითქმის არავის მომსახურებიან. მის კელიმ
თავის რამდენიმე კლიენტს, მათ შორის, როუზის ორ მეგობარს,
ეილიშს მეგობრულად რომ მიესალმნენ და ამით მის კელი
გააოცეს, აცნობა, ქორფა პამიდორი მაქვსო. ესეც არ იკმარა, სა-
კუთარი ხელით აუწონა, თუმცა კი სხვებს უკმეხად პასუხობდა,
დღეს პამიდორი არა გვაქვსო. იმ კლიენტებს, ვინც გულზე ეხატე-
ბოდა, ღიმილით, ლამის სიამაყით სთავაზობდა ახალთახალ
პურს. ეილიშის აზრით, პრობლემა ის იყო, რომ ქალაქში კვირას
მაღაზიებს არ აღებდნენ, არც ამხელა ასორტიმენტს სთავაზობ-
დნენ სადმე, თანაც, ჩვევა ხომ რჯულზე უმტკიცესია და, ხალხიც
შეჩვეულ ჭირს არჩევდა — ამ მაღაზიას მოაშურებდა, თუნდაც
რიგში დგომა დასჭირვებოდა, უწესრიგობასა და უკმაყოფილო
შეძახილებს კი არად აგდებდა.

***
მართალია, ეილიში სამუშაოზე ლაპარაკს არ აპირებდა, მაგ-
რამ შინ, სუფრასთან, ეს საკითხი ისევ როუზმა წამოსწია და მანაც
თავი ვეღარ შეიკავა და თავისი დილა დეტალურად აღწერა.
— მაგ მაღაზიაში ერთხელ ვარ ნამყოფი, — თქვა როუზმა, —
მესიდან რომ მოვდიოდი, შევიარე, თუმცა ჩემზე ადრე მერი დე-
ლაიუნტს მოემსახურა. მეც გამოვბრუნდი და გამოვედი. რაღაცის
სუნი იდგა. ზუსტად ვერ ვიხსენებ. ერთი პატარა მხევალიც ჰყავს,
ხომ? დედათა მონასტრიდან ჰყოლია წამოყვანილი.
— მამამისი სასიამოვნო კაცი იყო, — საუბარში დედა ჩაერ-
თო, — მაგრამ მაგას არაფერი ეშველება, რადგან დედამისი, აკი
გითხარი, ეილიშ, ხორცშესხმული სატანა იყო. მსმენია, როდესაც
ერთ-ერთი მოახლე ქალი მდუღარით დაფუფქულა, ექიმთან წას-
ვლის უფლებაც კი არ მიუცია იმ კუდიანს. თურმე ნელის მას მერე
ამუშავებს, რაც ფეხი აიდგა, დღის სინათლე არა აქვს ხეირიანად
ნანახი, განა ეს ნორმალურია?
— ნელი კელი? — იკითხა როუზმა, — სინამდვილეში ნელი
ჰქვია?
— სამონასტრო სკოლაში სხვა რამ ერქვა.
— რა ერქვა?
— ყველა ჭინჭარა კელის ეძახდა. მონაზვნები ვერაფერს გვი-
ხერხებდნენ. ერთი-ორი წლით თუ იქნება ჩემზე უმცროსი. არ ყო-
ფილა დღე, ყოველ ჯერზე, როცა მონასტრიდან შინ ბრუნდებო-
და, ხუთი-ექვსი გოგო არ ასდევნებოდა, ჭინჭარა-ჭინჭარას ძახი-
ლით. რა გასაკვირია, რომ ასეთი ღვარძლიანია.
სუფრასთან დუმილი ჩამოვარდა, სანამ ისევ დებმა არ
ამოიღეს ხმა:
— ვერ გაიგებ, იცინო თუ იტირო, — შენიშნა როუზმა.
ეილიშმა კი მის კელის ლაპარაკში გააჯავრა და დაიკო და
დედა გააცინა. მერე იკითხა, თქვენც თუ გახსოვთ, ჯეკი — ძმებს
შორის ნაბოლარა — საკვირაო ქადაგებას ზუსტად მღვდელივით
რომ იმეორებდა, რადიოს სპორტულ კომენტატორებს, სკოლის
მასწავლებლებსა და უბნელებს საოცრად რომ ჰბაძავდაო, რაზეც
გულიანად იცინეს. გაიფიქრა, ნეტავ თუ შეამჩნიეს, ჯეკის ბირმინ-
გემში ძმებთან გადაბარგების შემდეგ ამ მაგიდასთან ახლა პირ-
ველად რომ ისმის სიცილიო. სიამოვნებით ილაპარაკებდა ძმაზე
უფრო ხანგრძლივად, მაგრამ იცოდა, რომ ამით დედას ატკენდა
გულს. როდესაც მისგან წერილი მოდიოდა, მაშინაც კი ჩუმად გა-
დადიოდა ხოლმე ქაღალდი ხელიდან ხელში. ამიტომ ეილიშმა
ისევ მის კელის გაჯავრება განაგრძო, სანამ ვიღაცამ როუზს არ
მოაკითხა, წამო, გოლფი ვითამაშოთო. უფროსი დაიკოც ადგა
და წავიდა, ასალაგებელი მაგიდა და დასარეცხი თეფშები კი დე-
დასა და დას დაუტოვა.

***
იმ საღამოს ეილიშმა ნენსი ბერნსს ცხრაზე შეუარა, თან, ისე,
დიდად რომ არ გამოპრანჭულა. თავი დაიბანა და ზაფხულის კა-
ბა ჩაიცვა, მაგრამ ფიქრობდა, ულაზათოდ მაცვიაო და იმ აზრს
შეეგუა, თუკი ნენსი ჯორჯ შერიდანთან ერთხელ მეტად იცეკვებს,
შინ მარტო დავბრუნდებიო. უხაროდა კიდეც, როუზმა გასვლისას
რომ არ ნახა, თორემ აუცილებლად მოსთხოვდა, მაგ თმას რამე
უყავიო და მსუბუქ მაკიაჟსაც ვერ ასცდებოდა.
— ახლა ეს წესი დაიმახსოვრე, — უთხრა ნენსიმ, — ჯორჯ შე-
რიდანს არც კი უნდა შევხედოთ, მით უმეტეს, თუ რაგბის კლუბ-
თან ერთად იქნება, თუმცა შეიძლება ფეხიც არ შემოდგას. კვი-
რაობით უფრო მეტად "ქართუნში" დადიან ხოლმე. ასე რომ, ერ-
თმანეთი საუბრით უნდა გავართოთ. სხვას არავის ვეცეკვები,
მხოლოდ მას, ისიც თუკი მოვა და გამიწვევს. ამდენად, თუ ვინმე
სხვა მოგვადგება და გვეტყვის, მეცეკვეო, ვდგებით და ქალების
საპირფარეშოში გავდივართ.
აშკარად ჩანდა, დისა და დედის წყალობით, რომლებისთვი-
საც, ბოლოს და ბოლოს, მოეყოლა, წინა კვირას ჯორჯ შერი-
დანს ვეცეკვეო, კარგად მომზადებულიყო — წინადღეს ვარცხნი-
ლობა გაეკეთებინა, ტანთ ის ლურჯი კაბა ეცვა, ეილიშს მხო-
ლოდ ერთხელ რომ ჰქონდა ნანახი, და სააბაზანოს სარკესთან
მაკიაჟიც გაეკეთებინა დის მითითებებისა და დედის აღფრთოვა-
ნების თანხლებით.
ფრაირის ქუჩაზე მდუმარედ მიაბიჯებდნენ, იქიდან ჩერჩის ქუ-
ჩაზე გავიდნენ და ბოლოს ქასლის ქუჩით "ათენეუმამდე" მიაღწი-
ეს. ზედა სართულზე, პირდაპირ დარბაზში ავიდნენ. ეილიშს არ
გაჰკვირვებია ნენსის ნერვიულობა. შარშან სწორედ ამ დარბაზში
შეყვარებულმა ვიღაც გოგონას გამო გული ატკინა, ჯერ გაეკეკ-
ლუცა, მერე კი მთელი ღამე ისე ეცეკვა, რომ ნენსის არსებობა
არც კი შეუმჩნევია, ნენსი კი იჯდა და უყურებდა. მერე ვაჟბატონი
ინგლისში წაბრძანდა და მხოლოდ იმისთვის დაბრუნდა უკან,
რომ ის გოგო შეერთო ცოლად, მთელი ღამე რომ ეცეკვებოდა.
ჯორჯ შერიდანი კი არა მხოლოდ შეხედული და მანქანიანი ბიჭი
იყო, არამედ მარკეტ-სკვერზე მაღაზიაც ჰქონდა, რომელსაც
მშვენიერი შემოსავალი მოჰქონდა; დედამისის სიკვდილის შემ-
დგომ ეს ბიზნესი მხოლოდ მას გადაეცემოდა, თან, სრულად.
ნენსისთვის, რომელიც "ბათლს ბარლის ფედ ბეიქონში" დახ-
ლთან დგას, ჯორჯ შერიდანისთანა ბიჭზე გათხოვება ის სიზმა-
რია, რომლის შეწყვეტას არასოდეს ისურვებსო, ფიქრობდა
ეილიში.
დაქალებმა დარბაზს თვალი ისე მოავლეს, თითქოს კონკრე-
ტულად არავის ეძებდნენ. რამდენიმე წყვილი ცეკვავდა და ორი
კაცი კართან იდგა.
— ისე დგანან, თითქოს საქონლის ბაზარში იყვნენ, — შენიშ-
ნა ნენსიმ, — ღმერთო, თმაზე ბრეოლინის გადადუდღნა როგორ
მეჯავრება.
— რომელიმე რომ მოგვადგეს, მაშინვე ავდგები, — უთხრა
ეილიშმა, — შენ კი ეტყვი, რომ საპირფარეშოში უნდა გამომყვე.
— ბოთლები უნდა გვეწყოს და კბილებდაკრეჭილი და თმაგა-
ზინთული ვისხდეთ, — თქვა ნენსიმ.
დარბაზი ივსებოდა, ჯორჯ შერიდანი კი არა და არ ჩანდა. მა-
მაკაცებმა გოგონების გაწვევა დაიწყეს საცეკვაოდ, ნენსისა და
ეილიშს კი არავინ მიჰკარებია.
— გარიყული ქალების იარლიყსაც მალე მივიკერებთ, თუ ასე
გაგრძელდა, — თქვა ნენსიმ.
— შენზე უარესსაც იტყვიან, — გაეხუმრა ეილიში.
— შენ ვის რას ეუბნები, ქორთნაქედის ავტობუსი4 არავინ და-
გიძახოს.
ამაზე ორივე აკისკისდა; მერე, როცა გაჩერდნენ, დარბაზს
მოავლეს თვალი, ვინმემ ხომ არ შეგვამჩნიაო, და ხელახლა
აუტყდათ სიცილი.
— ალბათ, გიჟებს ვგავართ, — თქვა ეილიშმა.
ნენსი კი უეცრად დასერიოზულდა. ეილიშმა უკან გაიხედა,
ბართან, სადაც სასმელი იყიდებოდა, და ჯორჯ შერიდანი, ჯიმ
ფარელი და რაგბის კლუბის რამდენიმე ბიჭი დაინახა, მათ გვერ-
დით გოგონების ლამის მთელ ლაშქარს მოეყარა თავი. ჯიმ ფა-
რელის მამას რაფტერის ქუჩაზე ლუდის ბარი ჰქონდა.
— ეგაა, — უჩურჩულა ნენსიმ, — შინ მივდივარ.

4 ირლანდიური ურბანული სლენგის მიხედვით, ავტობუსი ნიშნავს თავისუფა-


ლი ყოფაქცევის ქალს, რომელიც კლიენტურის რაოდენობას არ უშინდება.
ქორთნაქედი კი სოფელია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნენსი თავის მეგობარს
სოფლის კახპას უწოდებს.
— მოიცა, ეგ არ ქნა, — გაუწყრა ეილიში, — ამ ცეკვის ბო-
ლომდე საპირფარეშოში მოვიცადოთ და მერე გადავწყვიტოთ,
რა ვქნათ.
მოიცადეს და დაიცალა თუ არა საცეკვაო მოედანი, დარბაზი
გადაჭრეს; ეილიშმა ივარაუდა, ჯორჯ შერიდანი შეგვამჩნევდაო.
საპირფარეშოში ნენსის ურჩია, შენ შენთვის იჯექი, მოიცადეო და
როცა დარბაზში დაბრუნდნენ, ცეკვა უკვე გახურებული იყო.
ეილიშმა იქით გააპარა თვალი, სადაც ჯორჯი და მისი მეგობრე-
ბი ეგულებოდა, რა დროსაც მისი და ადრესატის მზერა გადაიკ-
ვეთა. როდესაც დასაჯდომად თავისუფალ ადგილს ეძებდნენ,
ნენსის სახე აუჭარხლდა, კარში გაძახებულ ბავშვს დაემსგავსა.
სანამ ცეკვა დასრულდებოდა, თავისუფალი ადგილი იპოვეს და
უსიტყვოდ დასხდნენ. ეილიშს რაც ენაზე მოადგა, ყველაფერი
უაზრობად მოეჩვენა, ამიტომ ხმა აღარ ამოიღო, მაგრამ ხვდე-
ბოდა, რომ მეტისმეტად საცოდავები ჩანდნენ. გადაწყვიტა, ნენ-
სიმ ოდნავადაც კი რომ მომანიშნოს, ცეკვის მერე წავიდეთო, ავ-
დგები და წავალო. უკვე გარეთ უნდოდა, მაგრამ იცოდა, რომ ამ
ყველაფერზე გულიანად იცინებდნენ მოგვიანებით.
ცეკვა დასრულდა და სანამ მორიგი მელოდიის შესავალი
აკორდები გაიჟღერებდა, ჯორჯმა დარბაზი გადმოკვეთა და ნენ-
სის სთხოვა, მეცეკვეო. როდესაც ნენსი ადგა, ვაჟმა ეილიშს
გაუღიმა და საპასუხოც დაიმსახურა. ცეკვისას ჯორჯი ძალდაუტა-
ნებლად ელაპარაკებოდა და ნენსიც ხალისიანი გამომეტყველე-
ბის მიღებას ცდილობდა. ეილიშმა წყვილს თვალი აარიდა, ნენ-
სის უხერხულად არ ვაგრძნობინო თავიო, მერე კი თავი დახარა
იმ იმედით, რომ საცეკვაოდ არავინ გაიწვევდა. მერე იფიქრა,
თუკი ჯორჯი ნენსის მეორე ცეკვასაც შესთავაზებს, უჩუმრად ად-
გომა და გაპარვა არ გამიჭირდებაო.
მაგრამ ჯორჯი და ნენსი პირდაპირ მაგიდასთან მივიდნენ და
უთხრეს, ლიმონათის ყიდვას ვაპირებთო. ჯორჯმა ეილიშიც
მიიპატიჟა. ისიც ადგა და მათ გაჰყვა. ჯიმ ფარელი ბართან იდგა
და ჯორჯს ადგილს უკავებდა. მათი რამდენიმე მეგობარი კი, რო-
მელთაც ეილიში ზოგს სახელით იცნობდა, ზოგს სახით, იქვე
ტრიალებდა. როდესაც სამნი ბართან მივიდნენ, ჯიმმა ბარის
დახლზე იდაყვი დააბჯინა. ნენსი და ეილიში თხემით ტერფამდე
ისე შეათვალიერა, რომ კრინტი არ დაუძრავს, მერე ჯორჯი გაიხ-
მო და რაღაც უთხრა.
აკორდების გაძლიერებისთანავე მათმა რამდენიმე მეგობარ-
მა საცეკვაო მოედანს მიაშურა, მაგრამ ჯიმს ფეხი არ მოუცვლია.
ჯორჯმა ნენსისა და ეილიშს ლიმონათით სავსე ჭიქები მიაწოდა,
მერე ორივე ქალიშვილი წარუდგინა ჯიმ ფარელს, რომელმაც,
თავის მხრივ, უხმოდ დაუქნია გოგონებს თავი, თუმცა ხელი არ
გაუწვდია ჩამოსართმევად. ჯორჯმა ლიმონათი დაბნეულმა მოს-
ვა, მერე კი სასმელი მიაყოლა. ეილიშს აინტერესებდა, ნეტავ
რას აპირებსო; აშკარად ჩანდა, რომ მის მეგობარს ნენსი და
ეილიში თვალში არ მოუვიდა, ამიტომ მათთან საუბრის გაბმას
არ აპირებდა. ინატრა, ნეტავ ამ ბართან ფეხიც არ მომედგაო.
ლიმონათი მოსვა და ძირს დაიხედა. თავი რომ ასწია, თვალი
ჰკიდა, როგორ ცივად უმზერდა ნენსის ჯიმ ფარელი, ხოლო რო-
დესაც ამ უკანასკნელმა შენიშნა, მიყურებენო, ჯერ თვალები და-
ხარა, ფეხი მოინაცვლა, მერე კი ეილიშს გულგრილად შეხედა.
ჯიმს ძვირფასი სპორტული ქურთუკი და პერანგი ეცვა, რომელ-
საც ჰალსტუხი უმშვენებდა.
ჯორჯმა ჭიქა დახლზე დადო და ნენსისკენ შებრუნდა, რომ სა-
ცეკვაოდ გაეწვია; მერე ჯიმს მიუბრუნდა, რათა ერჩია, შენც იგივე
გააკეთეო. ნენსიმ ჯერ ჯორჯს გაუღიმა, მერე ეილიშსა და ჯიმს,
ჭიქა დადგა და საცეკვაოდ წავიდა. უფრო გალაღებული და ბედ-
ნიერი ჩანდა. მარტო დარჩენილმა ეილიშმა მიმოიხედა და აღ-
მოჩნდა, რომ ბართან მხოლოდ თვითონ და ჯიმ ფარელი იდ-
გნენ, დარბაზში ქალების ნაწილისკენ კი ვერ გადაინაცვლებდა,
რადგან ისეთი გადავსებული იყო, დასაჯდომი არსად ჩანდა. ვე-
ღარ გაეგო, ისევ საპირფარეშოსთვის შეეფარებინა დროებით
თავი თუ პირდაპირ შინ წასულიყო. წამიერად ეგონა, ჯიმ ფარე-
ლი მომიახლოვდება და მოედანზე გამიწვევსო. და მასაც, რაკი
არჩევანი არ დარჩებოდა, დათანხმება მოუწევდა; ჯორჯის მეგო-
ბართან უკმეხობის გამოვლენა არ უნდოდა. ის იყო, ლამის უთ-
ხოვნელად დაეთანხმა ცეკვაზე, რომ ჯიმ ფარელმა უკან დაიხია
და ისე მოათვალიერა დარბაზი, თითქოს ეილიში იქ არც იყო.
ვაჟს ზედაც აღარ შეუხედავს მისთვის და როგორც კი ცეკვა დამ-
თავრდა, ეილიში ნენსისთან მივიდა და აუწყა, გავდივარ და აბა,
დროებითო. მერე ჯორჯს ხელი ჩამოართვა, დაღლილი ვარო,
მოუბოდიშა და დარბაზი, რაც შეეძლო, ღირსეულად გაიარა.
მეორე საღამოს, ჩაიზე, დედასა და დას ამ ამბავს მოუყვა. ქა-
ლებმა თავიდან იმას მიაქციეს ყურადღება, ნენსის რომ გაუმარ-
თლა და ორი კვირა ზედიზედ ჯორჯ შერიდანს ეცეკვა, ხოლო ამ-
ბის იმ ნაწილზე, სადაც ჯიმ ფარელის უხეშობა ჩანდა, კიდევ უფ-
რო გამოცოცხლდნენ.
— "ათენეუმს" აღარ გაეკარო, — უთხრა როუზმა.
— მამაშენი მამამისს კარგად იცნობდა, — უთხრა დედამ, —
წლების წინ. რამდენჯერმე რბოლასაც დასწრებიან ერთად. მამა-
შენს ფარელებთან უქეიფია კიდეც არაერთხელ. მშვენივრად მახ-
სოვს. დედამისიც ძალიან სასიამოვნო ქალია, გლენბრაინელია,
გვარად დაგენი. ალბათ, ეგ ბიჭი რაგბიმ გააუხეშა, თორემ დედი-
სერთაა. თავიანთ ნაშიერს ნებიერად ზრდიდნენ. ეჰ, ცოდონი იქ-
ნებიან მშობლები უხეში შვილის ხელში.
— იქცევა კიდეც ნაშიერივით და სახეც მიუგავს, — კბილებში
გამოცრა როუზმა.
— წუხელ აშკარად ცუდ ხასიათზე იყო, — თქვა ეილიშმა, —
სხვას ვერაფერს ვიტყვი. მგონი, ფიქრობდა, რომ ჯორჯს ნენსი
საცეკვაოდ არ შეეფერებოდა.
— მაინც უპატიებელია, — თქვა დედამისმა, — ნენსი ბერნი
ქალაქის ერთ-ერთი ულამაზესი ქალიშვილია. მისი გულის დაპ-
ყრობით ჯორჯი ბედნიერი კაცი იქნება.
— დედამისი თუ იქნება თანახმა, — ჩაილაპარაკა როუზმა.
— ამ ქალაქში ზოგიერთს, ვისაც მაღაზია აქვს გახსნილი, კუ-
დი ყავარზე აქვს გადებული, — დაიწყო ისევ ქალმა, — განსა-
კუთრებით, იმათ, იაფად რომ ყიდულობენ და ძვირად ყიდიან,
რამდენიმე კვადრატულ დახლთან სხედან და მთელ დღეს მყიდ-
ველის მოლოდინში ატარებენ. ამიტომ ვერ ვხვდები, საკუთარ
თავზე მაღალი წარმოდგენა რატომ აქვთ? საიდან?

***
მართალია, მის კელი ეილიშს მხოლოდ შვიდ შილინგსა და
ექვს პენსს უხდიდა კვირაში და მხოლოდ კვირაობით ევალებო-
და მუშაობა, მაგრამ ზოგჯერ სადაგ დღეებშიც იბარებდა, როცა
საპარიკმახეროში მიდიოდა და მაღაზიის დაკეტვა არ უნდოდა.
ერთხელ იმის გამოც გამოიძახა, თაროებიდან ქილები ჩამოალა-
გე, მტვერი მოაცილე და ისევ დააწყვეო. ასეთ დროს ორ ში-
ლინგს უხდიდა ხოლმე და მერის უნიათობას უჩიოდა. გარდა ამი-
სა, წასვლისას მის კელი პურსაც მიაჩეჩებდა ხოლმე ხელში, შინ
წაიღეო, არადა, ეილიშმა იცოდა, რომ დედა დაიწუნებდა, ეს გამ-
ხმარი პური ვის რად უნდაო.
— ეტყობა, უპოვრები ვგონივართ, — თქვა ერთხელ დედა-
მისმა, — ამ გამხმარ პურს რა თავში ვიხლით? როუზმა რომ ნა-
ხოს, გაგიჟდება. როცა გამოგიძახებს, აღარ წახვიდე. შეუთვალე,
დაკავებული ვარ-თქო.
— და დაკავებული რომ არა ვარ?
— იმედია, შესაფერი სამუშაო გამოგიჩნდება. ამას ღმერთს
ყოველდღე ვეხვეწები.
დედამისმა იმ ძველი პურით ორცხობილა გააკეთა, საფანე-
ლად დაფშვნა და ღორის ხორცის ფარში გაურია, თუმცა
როუზისთვის არ უთქვამს, საიდან გაჩნდა სახლში ძველი პური.
ერთხელ სადილობისას როუზმა, რომელიც შინ პირველზე
დაბრუნდა და ორის თხუთმეტ წუთზე გაბრუნდა, შენიშნა, გუშინ
საღამოს გოლფი ვეთამაშე მღვდელს, მამა ფლადსო, რომელ-
საც როუზისთვის უთქვამს, მამაშენს წლებია ვიცნობდი, დედაშენს
კი ბავშვობიდანო. რაც ომი დამთავრდა, ამერიკიდან პირველად
ჩამოსულიყო.
— ფლადი? — იკითხა დედამ, — მონაგირში ფლადების მეტი
რა იყო, მაგრამ არ მახსენდება, რომელიმე მათგანი მღვდლად
აღკვეცილიყო, მაგრამ წლებია აღარავინ მინახავს და ახლა რას
საქმიანობენ, რა ვიცი.
— მერფი ფლადს ხომ იცნობ, — უთხრა ეილიშმა.
— ეგ სხვა საქმეა, — მიუგო დედამ.
— ასეა თუ ისე, — ჩაერთო როუზი, — ჩაიზე მოვიპატიჟე და
მითხრა, ხვალ შემოგივლითო.
— ღმერთო, მომკალი, — შეიცხადა ქალმა, — ამერიკელ
მღვდელს ჩაისთან რა მივართვა? ლორი რომ შევუწვა?
— მის კელის აქვს საუკეთესო შემწვარი ლორი, — სიცილით
თქვა ეილიშმა.
— მის კელისთან არაფერს ვიყიდით, — განაცხადა როუზმა,
— მამა ფლადი იმას მიირთმევს, რასაც მივართმევთ.
— და ლორი პამიდვრითა და სალათის ფურცლებით შევაგე-
მო თუ საქონლის ხორცი და კარტოფილი შევწვა?
— ნებისმიერი კერძი მოეწონება, — თქვა როუზმა, — შავი პუ-
რი იყოს ბარაქიანად და კარაქი.
— სასადილო ოთახში გავშალოთ სუფრა და ფაიფურის სერ-
ვიზი დავაწყოთ მაგიდაზე. იქნებ ცოტაოდენი ორაგულიც ვიშოვო
სადმე. ნეტავ ჭამს ორაგულს?
— ძალიან სათნო ადამიანია, — შენიშნა როუზმა, — ყველა-
ფერს მიირთმევს, რასაც წინ დაუდებ.

***
მამა ფლადი მაღალი კაცი იყო; ირლანდიურ კილოში ამერი-
კული გარეოდა. მღვდლის საუბარმა ვერ დაარწმუნა ეილიშის
დედა, რომ მას ან მის ოჯახს ოდესმე იცნობდა. დედამისი როჩ-
ფორდის ქალი აღმოჩნდა.
— არ მეცნობა მაგ გვარის ქალი, — თქვა გოგონების დედამ,
— მხოლოდ ერთ როჩფორდს ვიცნობდი, ისიც, მოხუც ჰათჩეთ-
ჰედს5.
— ჰათჩეთჰედი დედიძმაჩემი იყო, — კუთხურად მოუქცია
მღვდელმა.
— მართლა? — გაიოცა ქალმა.
ეილიში ამჩნევდა, რომ სადაც იყო, ნერვიული სიცილი
აუვარდებოდა.
— მაგრამ, ცხადია, ასე არ ვეძახდით, — აღნიშნა მამა
ფლადმა, — სინამდვილეში სიმუსი ერქვა.
— სასიამოვნო კაცი კი იყო, — თქვა ქალმა, — ალბათ, რა
საშინლად ვიქცეოდით, არა, ასე რომ ვეძახდით?
როუზმა ჩაი დაიმატა, ეილიში კი ოთახიდან გავიდა, რომ სი-
ცილი აარ წასკდომოდა. როდესაც შემობრუნდა, მიხვდა, რომ მა-
მა ფლადს უკვე გაეგო მის კელისთან მისი მუშაობის ამბავი და
ხელფასის სიმცირის გამო უკმაყოფილებას არ მალავდა. მერე
ეილიშის კვალიფიკაციით დაინტერესდა.
— შეერთებულ შტატებში, — თქვა მან, — შენნაირისთვის
მშვენიერი სამუშაო გამოიძებნებოდა, თან, ბევრად მაღალი ანაზ-
ღაურებით.
— ინგლისში წასვლაზე ფიქრობდა, — თქვა დედამ, — მაგ-
რამ ძმებმა უთხრეს, მოიცადეო. იქაც პრობლემები ყოფილა და
ქარხანაში მუშად თუ დაიწყებს მუშაობას, სხვაგან ვერსად.
— ბრუკლინში, სადაც ჩემი სამწყსოა, შრომისმოყვარე, გა-
ნათლებული და პატიოსანი ადამიანისთვის საოფისე საქმეც
მოინახება.
— ძალიან შორს არის, — თქვა ქალმა, — მანძილი რომ
არა...

5 სიტყვასიტყვით: ცულისთავა.
— ბრუკლინის რამდენიმე ნაწილი ირლანდია გეგონებათ, იმ-
დენი ირლანდიელია, — უპასუხა მამა ფლადმა, თან ფეხები გა-
დააჯვარედინა და ჩაი მოსვა. ერთხანს აღარაფერი უთქვამს. დუ-
მილმა ეილიში მიახვედრა, თანამესუფრენი რასაც ფიქრობდნენ.
გახედა დედას, რომელმაც განგებ არ შეაგება მზერა და იატაკს
ჩააშტერდა. ხმას რატომღაც არც როუზი იღებდა, არადა, სტუ-
მართან ენად გაკრეფა სჩვეოდა ხოლმე. ხან ბეჭედს აწვალებდა,
ხან სამაჯურს.
— მშვენიერი შესაძლებლობაა, როდესაც ახალგაზრდა ხარ,
— ბოლოს ისევ მღვდელმა ამოიღო ხმა.
— ძალიან სახიფათოც შეიძლება იყოს, — შენიშნა ქალმა
ისე, რომ იატაკისთვის მზერა არ მოუცილებია.
— ჩემს სამრევლოში არა, — მიუგო მამა ფლადმა, — სათნო
ადამიანი ჩვენთან სანთლით საძებარი როდია. უამრავი სავაჭრო
ცენტრია გახსნილი, იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე მთელ ირლან-
დიაში. ვისაც მუშაობა არ ეზარება, ყველა საქმდება.
ეილიში ახლა თავს იმ ბავშვივით გრძნობდა, სახლში ექიმი
რომ მივა მის გასასინჯად და თვითონ ნემსის გაკეთების მოლო-
დინშია, დედამისი კი მოკრძალებული ყურადღებით უსმენდა
მღვდელს. მაგრამ ამ სიტუაციაში გასაკვირი მხოლოდ როუზის
დუმილი იყო. ეილიშმა დას შეხედა, იქნებ რამე კითხვა დასვასო,
მაგრამ როუზი ისეთი გარინდებული იჯდა, თითქოს სიზმრის სამ-
ყაროში ყოფილიყო გადასული. ეილიშმა გაიფიქრა, ასეთი ლა-
მაზი ჩემი და არ მახსოვსო. მერე ისეთი განცდა დაეუფლა უცაბე-
დად, რომ დაც, დედაც, ეს ოთახიც და მთელი ეს ვითარებაც გო-
ნებაში უნდა ჩაებეჭდა, რომ შორს მყოფს გაეხსენებინა. ეს ჩამო-
წოლილი დუმილი თითქოს მისი ამერიკაში გაგზავნის უსიტყვო
თანხმობაზე მეტყველებდა. მიხვდა, რომ მამა ფლადიც ამ საკით-
ხის მოსაგვარებლად ჰყავდათ სტუმრად და ეს როუზმა კარგად
იცოდა.
არადა, დედამისი როგორი წინააღმდეგი ჩანდა... ეილიშს
თავზარი დასცა რეალობამ, გაიფიქრა, საერთოდ რომ არაფერი
მეხსენებინა მის კელისთან მუშაობის პირობებზე, იმ დამცირება-
ზე, რასაც იქ ვიტან, ნუთუ ეს საუბარი მაინც გაიმართებოდაო.
ინანა, ამდენი რამ მალაპარაკაო, მაგრამ ის ხომ იმიტომ უამბობ-
და დას, რომ ერთად ეხალისათ, სუფრა გაელამაზებინათ, რაც
მამის გარდაცვალებისა და ძმების გამგზავრების შემდეგ უცხო ხი-
ლი იყო სადილ-ვახშამზე. გამოდის, დასა და დედას მისი სამუ-
შაო სინამდვილეში სულაც არ ამხიარულებდათ, თორემ როდე-
საც მამა ფლადი ბრუკლინში, თავის სამრევლოში არსებულ
მდგომარეობას ასე აქებდა და ეილიშს ლამის უკვე უშოვა სამსა-
ხური, ხომ შეეპასუხებოდნენ.
მომდევნო დღეებში აღარც მამა ფლადზე დაუძრავს ვინმეს
სიტყვა, არც ბრუკლინში არსებულ სამუშაო პირობებზე, მაგრამ
სწორედ მდუმარებამ აფიქრებინა ეილიშს, როუზმა და დედამ
უჩემოდ მოითათბირეს ჩემი გამგზავრების ამბავიო. ბევრს იცნობ-
და, ვინც ინგლისში გადავიდა და შინ მხოლოდ საშობაოდ ან
ზაფხულზე თუ ახერხებდა ჩამოსვლას. ეს მდგომარეობა ამ პატა-
რა ქალაქის ყოველდღიურობის ნაწილი იყო. ისეთი მეგობრებიც
ჰყავდა, ვინც ამერიკიდან საჩუქრებს და დოლარებს იღებდნენ.
მათ, მეტწილად, შტატებში დეიდები ან ბიძები ჰყავდათ, რომელ-
თაც ემიგრირება ომამდე მოესწროთ. მაგრამ ამერიკაში წასულე-
ბისგან ენისკორთიში დაბრუნებული არავინ ახსენდებოდა, არც
ზამთარში და არც ზაფხულში. იცოდა, რომ ამერიკამდე ატლან-
ტის ოკეანის გადაკვეთით თუ მიაღწევდა, რაც კარგა გრძელი გზა
იყო, ხოლო გემით მგზავრობა ძალიან ძვირი ღირდა. როგორ
და რანაირად, არ იცოდა, მაგრამ გრძნობდა, რომ თუ ინგლისში
გაკრეფილი გოგო-ბიჭები მხოლოდ საარსებო ფულს შოულობ-
დნენ, ამერიკაში წასულებს გამდიდრებაც შეეძლოთ. იმასაც
ხვდებოდა, ოღონდ მიზეზს ვერც ამჯერად, რომ ინგლისში წა-
სულთა უმეტესობას ენისკორთი ენატრებოდა, ამერიკაში გადახ-
ვეწილთაგან კი ნოსტალგიას არავინ უჩიოდა. პირიქით, როგორც
ამბობდნენ, იქ ბედნიერად და ღირსეულად ცხოვრობდნენ, მაგ-
რამ ნეტავ მართლა ასე იყო?
მამა ფლადი მათთან აღარ გამოჩენილა; სამაგიეროდ, ჩავი-
და თუ არა ბრუკლინში, ეილიშის დედას წერილი გამოუგზავნა,
სადაც მისის ლეისის აუწყებდა, ჩემი მრევლის ერთ წევრს, იტა-
ლიური წარმოშობის ვაჭარს, ვესაუბრე და მითხრა, მალე ჩემთან
ადგილი თავისუფლდება და თქვენ მიერ რეკომენდებულ ეილიშს
გადაეცით, რომ სურვილის შემთხვევაში მუშაობის დაწყებას შეძ-
ლებსო. ცხადია, სამუშაო არც ღია ცის ქვეშ იყო და არც ქარხანა-
ში, არამედ შენობის პირველ სართულზე — ხარისხიანი იატაკით
— სადაც იტალიელს მაღაზია ჰქონდა გახსნილი. მღვდელი ასე-
ვე დასძენდა, რომ თუკი ეილიში თავს გამოიჩენდა, დაწინაურება
და ბევრად უკეთესი პირობები ელოდა წინ. მამა ფლადი პირო-
ბას დებდა, რომ თვითონ ითავებდა ამერიკის საელჩოში წარსად-
გენად საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას — რადგან საელჩო
ბოლო დროს იოლად არ გასცემდა ირლანდიის მოქალაქეებზე
ვიზებს — და ნორმალურ პირობებში დაბინავებას. მისი ბინა ეკ-
ლესიასთანაც ახლოს იქნებოდა და სამსახურთანაც. როდესაც
ქალმა კითხვა დაამთავრა, წერილი ეილიშს გაუწოდა. როუზი უკ-
ვე სამსახურში იყო. სამზარეულოში სიჩუმე გამეფებულიყო.
— ძალიან გულწრფელი ჩანს, — თქვა დედამისმა, — წე-
სიერების განსახიერებაა.
ეილიშმა წერილი წაიკითხა და სადაც მაღაზიის იატაკზე იყო
საუბარი, ის წინადადება ხელმეორედ გადაიკითხა. გაიფიქრა,
ალბათ, იმას გულისხმობს, რომ დახლთან უნდა ვიმუშაოო. მამა
ფლადს არ ჰქონდა ნახსენები, რამდენს გადაუხდიდნენ ან გემზე
ბილეთის ფულს სად იშოვიდა. სამაგიეროდ, ურჩევდა, დუბლინში
ამერიკის საელჩოში მისულიყო, დაედგინა, რა საბუთები იყო სა-
ჭირო, რომ ყველაფერი მოეგვარებინა. ეილიშმა წერილი
წაიკითხა და გადაიკითხა. დედამისი სამზარეულოში ისე შევიდა
ხელმეორედ, რომ შვილისთვის სახე არ უჩვენებია. არც სიტყვა
დაუძრავს. ეილიში ფიქრობდა, ეტყობა, საქმე გამოელია, ახლა,
ალბათ, დაჯდება და ჩემს პასუხს დაუცდისო. ქალი კი ისევ ზურ-
გით იდგა მისგან და ყასიდად ფუსფუსებდა.
ბოლოს ისევ დედა მიუბრუნდა ოხვრით:
— ეგ წერილი შეინახე და როუზი რომ დაბრუნდება, წავაკით-
ხოთ.

***
რამდენიმე კვირაში როუზმა ყველაფერი მოაკვარახჭინა —
იმდენჯერ დარეკა, რომ ტელეფონით ამერიკის საელჩოს თანამ-
შრომელსაც კი დაუმეგობრდა, რომელმაც დუბლინიდან აუცი-
ლებლად შესავსები ფორმები და იმ ექიმების სია გამოუგზავნა,
რომელთაც ეილიშისთვის ჯანმრთელობის ცნობის მიცემა შეეძ-
ლოთ. ამას გარდა, ჩამონათვალში ის დოკუმენტაციაც იყო მითი-
თებული, რომელიც საელჩოში წარსადგენად დასჭირდებოდა,
მათ შორის, მიწვევა სამსახურიდან, ეილიშის კვალიფიკაციის და-
მადასტურებელი საბუთი, დანიშნულების ადგილზე ჩასვლის შემ-
დგომ ფინანსური მხარდაჭერის საგარანტიო ვალდებულება და
რამდენიმე პერსონალური რეკომენდაცია.
მამა ფლადმაც გამოგზავნა ოფიციალური წერილი, სადაც
თავდებობდა, რომ უზრუნველყოფდა როგორც ეილიშის დაბინა-
ვებას, ასევე მის ფინანსურ კეთილდღეობას, ამას გარდა, ჩამოვი-
და Bartos & Company-ის, რომელიც ბრუკლინში, ფულტონის ქუ-
ჩაზე მდებარეობდა, ტიტულიან ფურცელზე დაბეჭდილი წერი-
ლიც, სადაც ეილიშისთვის ხსენებულ მისამართზე გახსნილ მაღა-
ზიაში მუდმივი ადგილი და მისი კვალიფიკაციის საჭიროება იყო
ნახსენები. წერილს ხელს ლაურა ფორტინი აწერდა; ეილიშმა
შენიშნა, რომ ასოები ლამაზად იყო გამოყვანილი, თავად ცისფე-
რი ფურცელიც, ზედა ნაწილში ფართო შენობის რელიეფური
კონტურებით უფრო მძიმე, ძვირფასი და იმაზე დამაჯერებელი და
სოლიდური ჩანდა, რაც კი ოდესმე ენახა ნაბეჭდი თუ ნაწერი სა-
ხით.
გადაწყდა, რომ ბირმინგემში მყოფი ძმები ნიუ-იორკამდე
მგზავრობას დაუფინანსებდნენ, როუზი კი ფულს მისცემდა, რომ
სამუშაოს დაწყებამდე გაეტანა თავი. დის გამგზავრების ამბავი
როუზმა მხოლოდ უახლოეს მეგობრებს გაანდო და დააფიცა,
არავისთან წამოგცდეთო, მაგრამ, როგორც ჩანს, მის სამსახურში
ვიღაცამ შეიტყო დუბლინში სატელეფონო ზარების ამბავი; ამას
გარდა, ვერც დედამ გაიჩერა პირში ეს სიახლე. ამიტომ ეილიშმა
გადაწყვიტა, ავდგები და მის კელის მე თვითონ ვეტყვი, სანამ
ვინმე დამასწრებდეს და შეატყობინებდესო. იფიქრა, უმჯობესია,
შუა კვირაში მივიდე, როცა გახურებული ვაჭრობა არ ექნებაო.
მაღაზიაში შესულს მის კელი დახლში დაუხვდა. მერი კიბის
თავში იდგა და ზედა თაროებზე ნაოჭათესლიან ბარდის შეკ-
ვრებს აწყობდა.
— ოჰ, რა ცუდ დროს მოხვედი, — უთხრა მის კელიმ, — სწო-
რედ ახლა გავიფიქრეთ, რომ სულს მოვითქვამდით, ოღონდ მე-
რის არ შეუშალო ხელი, — კიბეზე ასულ მერის გახედა, — შენ
რომ დაგიწყოს ყურება, მაშინვე გადმოვარდება.
— იცით, მე მხოლოდ იმის სათქმელად მოვედი, რომ ერთ
თვეში ამერიკაში მივდივარ, — თქვა ეილიშმა, — სამუშაოდ მივ-
დივარ და წინასწარ მინდოდა თქვენი გაფრთხილება.
მის კელიმ უკან დაიხია.
— მართლა? — მხოლოდ ეს იკითხა.
— მაგრამ გამგზავრებამდე კვირაობით მოვალ ხოლმე.
— რეკომენდაციისთვის მოხვედი?
— არა, სულაც არა. უბრალოდ, ამის სათქმელად მოვედი.
— მშვენიერია. იმედია, შვებულებით რომ ჩამოხვალ, გვიკად-
რებ, რომ ხმა გაგვცე.
— კვირას მოვალ, — უთხრა ეილიშმა.
— არა, აღარ დაგვჭირდები. გზას თუ ადგახარ, ჯობია, წახვი-
დე.
— ჰო, მაგრამ დრო ჯერ მაქვს.
— სამაგიეროდ, ჩვენ არა გვაქვს. კვირას, როგორც მოგეხსე-
ნება, ისედაც თავზე საყრელად გვაქვს საქმე და კიდევ მაგ თემა-
ზე რომ საუბრები დაიწყოს ვინმემ, საქმე წახდება.
— იმედი მქონდა, გამგზავრებამდე ვიმუშავებდი.
— აქ არა. ახლა წადი. დღეს ისედაც ბევრი საქმე გვაქვს. ლა-
პარაკისთვის სად გვცალია.
— კეთილი. გმადლობთ.
— შენც გმადლობთ.
როდესაც მის კელი მაღაზიის უკან, საწყობის ნაწილში გავი-
და, ეილიშს მერისკენ გაექცა თვალი, აბა, თუ შემობრუნდება და
დამემშვიდობებაო. რაკი მერის გამოთხოვება აზრად არ მოს-
ვლია, ეილიშიც ადგა და მშვიდად გამოვიდა მაღაზიიდან.
მხოლოდ მის კელიმ ახსენა შვებულებით შინ დაბრუნების შე-
საძლებლობა. სხვას ამაზე სიტყვაც არ დაუძრავს. ამ წუთამდე
ეილიშს სწამდა, რომ დედამისივით მთელ ცხოვრებას ამ პატარა
ქალაქში გაატარებდა, არ შეიცვლიდა მეგობრებს, ერთი და იმა-
ვე საქმით იქნებოდა დაკავებული და ერთსა და იმავე ქუჩებში ივ-
ლიდა. ფიქრობდა, აქვე ვნახავ რამე სამუშაოს, მერე კი ვინმეს
მივთხოვდები და შვილები რომ მეყოლება, სახლში დავჯდებიო.
ახლა კი ისეთი რეალობის წინაშე აღმოჩნდა, რომლისთვის
მზად არ იყო, ისეთი გრძნობა გაუჩნდა, უფრო სწორად, გრძნო-
ბები დაეხვია, მანამდე რომ ეგონა, მხოლოდ ქორწილამდე ეუფ-
ლება ადამიანს ასეთი შეგრძნებაო — როდესაც აფორიაქებუ-
ლია, ყველა ღიმილით ულოცავს და თვითონ დაზუსტებით ისიც
კი არ იცის, ორიოდე კვირის შემდეგ რა იქნება. მოკლედ, ისეთ
თავბრუსხვევას, ახლა რომ განიცდიდა, მხოლოდ ქორწილის
დღეს თუ მოელოდა, მაგრამ ცხოვრებამ სხვაგვარად განსაჯა.
ამ დღესაც უქმად არ ჩაუვლია. საელჩოდან ჩამოსული ფორ-
მები შეავსეს და უკანვე გაგზავნეს. ეილიში მატარებლით უექ-
სფორდში გაემგზავრა, რათა ექიმს სჩვენებოდა. ეს უკანასკნელი
კმაყოფილი დარჩა, როდესაც შეიტყო, რომ არც ეილიშს და არც
მისი ოჯახის რომელიმე წევრს ტუბერკულოზი არასდროს ჰქო-
ნია. მამა ფლადმა მორიგი, უფრო დეტალური წერილი გამოგ-
ზავნა, სადაც გარკვევით ხსნიდა, თუ როგორ და რა ადგილას
დაბინავდებოდა ეილიში, რამდენად შორს იქნებოდა მისი ბინა
სამსახურისგან; მალე ლივერპულიდან ნიუ-იორკისკენ გამავალი
გემის ბილეთიც ჩავიდა ლეისების ოჯახში. როუზმა ტანსაცმლის
ფული მისცა და დაჰპირდა, ფეხსაცმელსა და საცვლების კომ-
პლექტსაც გიყიდიო. ეილიშისდა გასაკვირად, სახლში სიხარული
და ბედნიერება გამეფდა, სუფრა კი უბრალო ვახშმის დროსაც კი
რატომღაც მეფური იშლებოდა და სიცილისა და ხალისის თან-
ხლებით სრულდებოდა. ის კვირები გაახსენდა, სანამ ჯეკი გაემ-
გზავრებოდა ბირმინგემში, როცა მთელი ოჯახი თავს იტყუებდა,
ოღონდ კი არ გაეცნობიერებინა, რომ კიდევ ერთ ვაჟს კარგავ-
და.
ერთხელ, როდესაც მეზობელი ფინჯან ჩაიზე დაეწვიათ, დე-
დამისმა და როუზმა ლამის ნიღბები აიფარეს, რომ განცდა
დაემალათ, მეზობელმა კი სრულიად უწყინრად თქვა:
— მგონი, ძალიან მოგენატრებათ, როცა გაემგზავრება.
— მგონი, ბოლოც მომეღება, ეს რომ წავა, — თქვა დედამის-
მა. სახეზე ისეთი შავი ჩრდილი დასცემოდა, ქმრის გარდაცვალე-
ბის მერე რომ ჰქონდა კარგა ხანს. მერე, ხმაც კი გაუმკაცრდა,
გამომეტყველება უარესად ჩაუბნელდა, ადგა და გავიდა ოთახი-
დან, სადაც სახტად დარჩენილი მეზობელი ქალიშვილს შეატოვა.
ეილიში მიხვდა, რომ დედამისი ტირილს აპირებდა, მაგრამ ამან
იმდენად გააოცა, რომ კი არ გაჰყოლია უკან, არამედ სამზა-
რეულოში დარჩა და მეზობელს საუბარი იმ იმედით გაუბა, დე-
დაც მალე შემოვა და ჩაის სმა ჩვეულებრივ გაგრძელდებაო.
ერთხელ შუაღამისას გაეღვიძა და გამგზავრებაზე დაფიქრდა,
მაგრამ თავს არ გამოუტყდა, რომ წასვლა არ უნდოდა. პირიქით,
დაფაცურდა და შეამოწმა გასამგზავრებელი ტანსაცმელი, რომე-
ლიც ორ ჩემოდანში უნდა გაენაწილებინა. ღელავდა, დაუხმა-
რებლად როგორ უნდა ვათრიო ორი ჩემოდანიო; ამას გარდა,
გადაამოწმა, როუზის ნაჩუქარი ხელჩანთა ხომ არსად დავკარ-
გეო. ხელჩანთაში პასპორტი და ბრუკლინის მისამართები ჰქონ-
და, სადაც უნდა დაბინავებულიყო, ემუშავა, და კიდევ მამა ფლა-
დის ბინის მისამართი, ვინიცობაა, დაპირებისამებრ არ დახვედ-
როდა ახალჩასულს. და, ცხადია, ფულიც იქვე ედო. დარჩენილ
ადგილს მაკიაჟის კომპლექტი ავსებდა. პალტოს ხელზე გადაიკი-
დებდა, რათა თუ აცივდებოდა, ჩაეცვა. მაგრამ გააფრთხილეს,
სექტემბრის ბოლომდე შეიძლება ცხელოდესო.
ერთი ჩემოდანი უკვე ჰქონდა ჩაწყობილი და შეკრული. ნატ-
რობდა, ნეტავ არაფერი ამომიფრინდეს მეხსიერებიდან, რომ გა-
დასამოწმებლად ხელახლა არ გავხსნაო. ერთ-ერთ უძილო ღა-
მეს თავში გაუელვა, როდესაც ამ ჩემოდანს გავხსნი, უკვე სხვა
ოთახში, სულ სხვა ქვეყანაში ვიქნებიო და უეცრად გაიფიქრა, რა
ბედნიერი ვიქნებოდი, ამ ჩემოდანს რომ სულ სხვა ადამიანი გახ-
სნიდეს და ამ ტანსაცმელსა თუ ფეხსაცმელს სულ სხვა ვინმე ჩა-
იცვამდესო. ერჩივნა, შინ დარჩენილიყო, თავის ოთახში სძინებო-
და, საკუთარ სახლში ეცხოვრა და ეს ახალი ტანსაცმელიც სულ
არ ჰქონოდა. მთელი ის ძალისხმევა და ფაციფუცი, რაც ში-
ნაურებმა არ დაიშურეს მის გასამგზავრებლად, ჯობდა, სხვისთვის
ყოფილიყო გაწეული, ვინმე მისი მსგავსისთვის, მისივე ასაკისა
და ზომის, მისივე შესახედაობის მქონისთვის, თვითონ კი ისევ ამ
საწოლში წოლილიყო, ამავე ქუჩებში ეხეტიალა და ამავე სამზა-
რეულოში ეტრიალა დილაობით დედასა და როუზთან ერთად.
მართალია, ამ ფიქრების კორიანტელში იყო ჩაძირული, მაგ-
რამ მაშინვე გამოფხიზლდა, როგორც კი რეალური შიშის წინაშე
აღმოჩნდა — შიში და ძრწოლა უკვე იმას უქადდა, რომ შავბნელ
მომავალზე დაიწყებდა ფიქრს, რომ აღარც აქაურობის ხილვა
ეწერა და აღარც ჩვეულებრივი, უდარდელი ცხოვრება, არამედ
მხოლოდ ბრძოლით აღსავსე ყოველდღიურობა და გაუხარელი
მომავალი ელოდა უცხოობაში. მაგრამ ქვემოთ რომ ჩადიოდა,
დედასა და როუზთან, ეილიში მხოლოდ პრაქტიკულ საკითხებზე
საუბრობდა გაბადრული სახით.
ერთ საღამოს, როდესაც როუზმა გასატანებელი სამკაულების
ასარჩევად თავის ოთახში იხმო, ეილიშს ერთი აზრი მოუვიდა,
რომელმაც თავისი სიძლიერითა და სიცხადით გააოცა. როუზი
უკვე ოცდაათის იყო, არადა, ვერ გათხოვდებოდა, დედას მარ-
ტოს ვერ დატოვებდა, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქალს მცი-
რე პენსია ჰქონდა. აგერ, ეილიშიც მიემგზავრებოდა, დედას კი
როუზის ამარა ტოვებდა. როუზი დედასთან უნდა დარჩენილიყო,
ისევ დეივისის ოფისში ემუშავა და წინანდებურად — უქმეებზე ან
ზაფხულის საღამოებში — გოლფი ეთამაშა. ეილიში ხვდებოდა,
რომ როუზი მისი გაშვებით თავს ოჯახის შექმნისა და საკუთარი
სახლის ქონის თეორიულ შესაძლებლობასაც კი უსპობდა. ეილი-
ში ტუალეტის მაგიდასთან იჯდა, სარკეში ყელსაბამს იკეთებდა
და ფიქრობდა, რომ როდესაც დედა დაბერდებოდა და დაუძ-
ლურდებოდა, როუზს სინით ხელში მოუწევდა კიბის ციცაბო სა-
ფეხურებზე წინ და უკან სიარული, სახლის დალაგება და სამზა-
რეულოში ფუსფუსი უკვე მას დააწვებოდა, რადგან დედა ვეღარ
გაუმკლავდებოდა დიასახლისის მოვალეობებს.
ისეთი განცდა დაეუფლა — როდესაც საყურეს იკეთებდა —
რომ ამ ყოველივეს როუზიც აცნობიერებდა, ხვდებოდა, რომ ან
თვითონ უნდა წასულიყო, ან ეილიში და მან უმცროს დას მისცა
თავის დაღწევის საშუალება. ეილიში როუზისკენ შებრუნდა და
გაიფიქრა, რომ დამ ადგილი გაუცვალა, რადგან თუკი თვითონ
წავიდოდა ამერიკაში, სადაც არც ახალი მეგობრების შეძენა
გაუჭირდებოდა და არც ცხოვრების აწყობა — რაც სამშობლოშიც
იოლად გამოსდიოდა — ბევრად უფრო ბედნიერი იქნებოდა,
თვითონ კი შინ დარჩენის პერსპექტივა არათუ აშინებდა, არამედ
უფრო ბუნებრივადაც მიაჩნდა. მაგრამ როუზს ამ ქალაქში სამსა-
ხური ჰქონდა, ეილიშს კი არა, ასე რომ, უფროს დას თავის შე-
წირვა ნაკლებად გაუძნელდებოდა. როდესაც მან ეილიშს შესთა-
ვაზა, რამდენიმე გულსაბნევი კიდევ აიღეო, ამ უკანასკნელს მო-
უნდა, გულწრფელად ეთქვა, სულ არ მინდა გამგზავრება, მოდი,
ჩემ მაგივრად შენ წადი, მე კი შინ დავრჩები, დედასაც მივხედავ
და სამსახურსაც როგორმე ვიშოვიო.
აინტერესებდა, დედამისსაც თუ სჯეროდა, რომ მის მაგივრად,
წესით, როუზი უნდა დასდგომოდა ამერიკის გზას, რადგან მას მე-
ტი პერსპექტივა ექნებოდა უცხოეთში. ფიქრობდა, დედამ ყველა-
ფერი იცისო. ისე ახლოს იცნობდნენ ერთმანეთს, რომ სულ არ
ესაჭიროებოდათ გულისნადების ხმამაღლა თქმა. ერთიმეორის
ნაფიქრალი ოჯახში ისედაც ნათელი იყო. თავის ოთახში დაბრუ-
ნება გადაწყვიტა. ბოლომდე უნდა ეთამაშა აღფრთოვანებულის
როლი და ყველაფერი უნდა ეღონა, რათა მოახლოებულ გამ-
გზავრებას ღიმილით შეხვედროდა. ყველა უნდა დაეჯერებინა,
ვითომ ერთი სული ჰქონდა, სანამ ამერიკის მიწაზე დადგამდა
ფეხს და ახალ ცხოვრებას დაიწყებდა, მით უმეტეს, სადმე გამ-
გზავრების შესაძლებლობა პირველად ეძლეოდა. მტკიცე გადაწ-
ყვეტილება მიიღო, რომ არავის დაანახვებდა, სინამდვილეში
როგორ გრძნობდა თავს, მანამ არ მისცემდა გრძნობებს გამოვ-
ლენის საშუალებას, სანამ თვალს არ მოეფარებოდა მისი გემი.
ფიქრობდა, სახლში ისედაც ბევრი სადარდებელია, მეც რომ
არ დავუმატოო. ამიტომ როგორმე უნდა გაექარვებინა ზედმეტი
მღელვარება. მართალია, ვერც დას მოატყუებდა და ვერც დე-
დას, მაგრამ ის ხომ მაინც შეეძლო, რომ მათთვის დამატებითი
ცრემლი აერიდებინა. ახლა მხოლოდ თავის ხალისიანად დაჭე-
რა და გამგზავრების დილას ბევრი ღიმილი მართებდა, რათა
მოღიმარი ეილიში დამახსოვრებოდათ.

***
გამგზავრების დღეს როუზი სამსახურიდან დაეთხოვა და დას
დუბლინში გაჰყვა. სასტუმრო "გრეშემში" ისადილეს, საიდანაც
ტაქსით ლივერპულში გამავალ გემამდე მივიდოდნენ. დუბლინში
ჯეკი დახვდებოდა დას და ნიუ-იორკში გამგზავრებამდე მთელ
დღეს მასთან გაატარებდა. იმ დღეს ეილიშმა გააცნობიერა, რომ
ამერიკაში სამუშაოდ გამგზავრება სულ სხვა იყო და ინგლისში
გემით ჩასვლა — სხვა; მართალია, ამერიკა გაცილებით შორს
იყო და ცხოვრების ნირითა თუ ჩვევებითაც ძალიან განსხვავდე-
ბოდა მისთვის ნაცნობი გარემოსგან, მაგრამ რაღაც ჯადოსნური
მიმზიდველობა ჰქონდა. თვით ისიც კი, მამა ფლადის წყალობით
რომ სამუშაო იშოვა ბრუკლინში და სამსახურიდან რამდენიმე ქუ-
ჩის იქით ბინა ელოდა, რომანტიკული იყო და ამ განცდას დაეტ-
ყვევებინა დები, როდესაც რკინიგზის სადგურში ბარგი დატოვეს
და "გრეშემში" საუზმე შეუკვეთეს. სამუშაოდ გამგზავრება ბირმინ-
გემში, ლივერპულში, ქოვენთრიში ან თუნდაც ლონდონში, ბრუკ-
ლინთან შედარებით, სათვალავში ჩასაგდებიც არ იყო.
როუზს ლამაზად ეცვა, თუმცა ეილიშიც არ ჩამოუვარდებოდა.
უფროსმა დამ სასტუმროს პორტიეს ისე გაუღიმა, რომ ახალგაზ-
რდა ო’კონელის ქუჩაზე გავიდა მათთვის ტაქსის გამოსაძახებ-
ლად. ლეისები ჰოლში იცდიდნენ. ინგლისში გამავალ გემს ბევ-
რი უცდიდა, თუმცა უბილეთოებს ჯერ ბორტზე არ უშვებდნენ. რო-
უზმა მგზავრთა ნაკადში გზა იოლად გაიკვლია და იმდენი
მოახერხა, რომ მებილეთეს დახმარებით გემზე ავიდა. მას გამ-
გზავრებამდე ნახევარი საათი შეეძლო ბორტზე დარჩენა. ამის
შემდეგ ქალების მებარგული ჩამოაცილებდა პირსზე, საიდანაც
გემის გასვლისთვის შეეძლო თვალის მიდევნება. ეილიშმა დას
სიმარჯვე შეუქო, პირველი კლასის მგზავრების გამცილებლებსაც
კი არ მისცეს ამოსვლის უფლებაო, და გაუღიმა.
— ზოგიერთი როგორი თავაზიანი ადამიანია, — თქვა როუზ-
მა, — თუ სიტყვებს შეურჩევ, კიდევ უფრო მეტ თავაზიანობას გა-
მოავლენს.
ორივეს გაეცინა.
— ჩემი დევიზიც ეგ იქნება ამერიკაში, — თქვა ეილიშმა.
როდესაც გემი ლივერპულის პორტში შევიდა უთენია,
ეილიშს ბარგი ირლანდიელმა მებარგულმა ჩაატანინა და რაკი
შეიტყო, რომ გოგონას რეისი დღის ბოლოს იყო დანიშნული,
ურჩია, ტრანსატლანტიკური გემების მისადგომთან ახლოს ჩემს
მეგობარს ფარდული აქვს და ეს ჩემოდნები იქ დააბინავეო. ისიც
დასძინა, ჩემი სახელი ახსენე და დღის ბოლომდე თავისუფალი
იქნებიო. ეილიშმა იმ ქალის კილოთი გადაუხადა მადლობა, რო-
მელსაც არც თავაზიანობა და სითბო აკლია და თან, თავს
იოლად აკონტროლებს. ასეთი კილოს გამოყენება მშობლიურ
ქალაქში, სადაც ყოველ ნაბიჯზე ნაცნობ-მეგობრები ხვდებოდნენ,
არასდროს დასჭირვებია.
ეილიშმა, როგორც კი გემიდან ჩამოვიდა, ჯეკი დაინახა, მაგ-
რამ დაიბნა, არ იცოდა, გადახვეოდა თუ უბრალოდ, მისალმებო-
და. ძმასთან ხომ ასეთი სითბო არასდროს გამოევლინა. როდე-
საც ვაჟმა ხელი ჩამოსართმევად გაუწოდა, გოგონა შედგა და შე-
ათვალიერა. ჯეკი დაბნეული ჩანდა, თუმცა გაღიმება მაინც
მოახერხა. ეილიში მიუახლოვდა, რომ მოხვეოდა.
— გვეყოფა ახლა, — უთხრა ვაჟმა და მსუბუქად გასწია უკან,
— ხალხი იფიქრებს...
— რას?
— მიხარია შენი ნახვა, — უთხრა გაწითლებულმა ჯეკმა, —
მართლა მიხარია.
გემის მებარგულს ჩემოდნები გამოართვა და მადლობის გა-
დახდისას ამხანაგოთი მიმართა. როდესაც ისევ დისკენ შეტრი-
ალდა, ეილიშმა კიდევ ერთხელ სცადა გადახვევა, მაგრამ ჯეკმა
ისევ შეაჩერა.
— ახლა გვეყოფა, — უთხრა დას, — როუზმა მითითებების
მთელი ჩამონათვალი გამომიგზავნა, სადაც გარკვევით წერია,
რომ ხვევნა-კოცნას უნდა მოვერიდო, — გაეცინა.
გადატვირთული დოკების გასწვრივ, სადაც გემები იტვირთე-
ბოდა, გზა განაგრძეს. ჯეკს უკვე დაენახა, როგორ შედიოდა დოკ-
ში ის ტრანსატლანტიკური ლაინერი, რომლითაც ეილიში უნდა
გამგზავრებულიყო, ამიტომ, როდესაც ჩემოდნები დააბინავეს,
გემისთვის თვალის შესავლებად გაეშურნენ. ლაინერი გარშემო
მოდრეიფე საბარგო გემებთან შედარებით ბევრად დიდი, თეთ-
რი, სუფთა და დიდებული ჩანდა.
— ამერიკაში მაგით გაემგზავრები, — უთხრა ძმამ, — დრო
და მოთმინებაა ახლა მთავარი.
— დრო და მოთმინება?
— დრო და მოთმინება ამერიკამდე ლოკოკინას ჩაიყვანსო,
არ გსმენია?
— ნუ სულელობ, რა! — ღიმილით გაჰკრა ხელი ეილიშმა.
— მამა სულ ასე ამბობდა ხოლმე, — თქვა ჯეკმა.
— ეტყობა, როცა ოთახიდან გავდიოდი, მაშინ, — მიუგო
ეილიშმა.
— დრო და მოთმინება ამერიკამდე ლოკოკინას ჩაიყვანსო,
— გაიმეორა ვაჟმა.
დარი იდგა; ქალაქის ცენტრისკენ უხმოდ გაუყვნენ გზას და
ეილიშმა ინატრა, ნეტავ ისევ ჩემს ოთახში დამაბრუნა ან უკვე
გემზე ვიყო და ოკეანეში მივცურავდეო. რაკი ხუთ საათამდე
ჰქონდა დრო, აინტერესებდა, დრო როგორ უნდა გაეყვანათ.
როდესაც კაფეს ჩაუარეს, ჯეკმა ჰკითხა, ხომ არ მოგშივდაო.
— ფუნთუშასა და ჩაიზე უარს არ ვიტყოდი, — მიუგო ეილიშ-
მა.
— ჰოდა, ბოლო ჩაით დატკბი, — უთხრა ძმამ.
— ამერიკაში ჩაი არ იციან? — ჰკითხა დამ.
— ხუმრობ? ლამის ყველაფერს ჭამენ და პირგამოტენილები
საუბრობენ.
როდესაც მიმტანი მათ მიუახლოვდა, ჯეკმა ლამის მობოდიშე-
ბით მიმართა, იქნებ თავისუფალი მაგიდა იყოს სადმეო. მიმტანმა
ფანჯარასთან მიიყვანა.
— როუზმა თქვა, კარგად ჭამოს გამგზავრებამდე, ვინიცობაა,
გემზე საჭმელი არ მოეწონოსო, — უთხრა ძმამ.
როდესაც შეკვეთა მისცეს, როუზმა კაფეს თვალი მოავლო.
— როგორი არიან? — ჰკითხა ძმას.
— ვინ?
— ინგლისელები.
— პატიოსანი და წესიერი ხალხია, — მიუგო ჯეკმა, — საქმეს
თუ პირნათლად აკეთებ, გიფასებენ. სხვა არც არაფერი ადარ-
დებთ. შაბათ საღამოს შეიძლება ქუჩაში ვინმემ მოგაძახოს კიდეც
რამე, მაგრამ ყურადღება არ უნდა მიაქციო.
— რა მოგაძახოს?
— ამერიკაში მიმავალი სათნო გოგონას ყურმა რომ არ უნდა
გაიგონოს.
— მითხარი!
— მეტი საქმე არა მაქვს!
— ცუდი სიტყვაა?
— კი, მაგრამ ჩვენ ჩვენი პაბები გვაქვს, ასე რომ, არაფერი
გვემუქრება. როდესაც შინ ვბრუნდებით, განსაკუთრებით, მაშინ
არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ შარი ავირიდოთ. მოკ-
ლედ, საპასუხოდ არაფერი უნდა მივაძახოთ და პრობლემაც გა-
დაჭრილია.
— სამუშაოზე?
— არა, სამუშაოზე სულ სხვა სიტუაციაა. მე სავალი ნაწილე-
ბის საწყობში ვმუშაობ. ძველი მანქანები და გაფუჭებული მოწყო-
ბილობები მთელი ქვეყნიდან ჩამოაქვთ. ჩვენ კიდევ ვშლით და
მერე ნაწილებად ვყიდით. ზოგჯერ ჭანჭიკისოდენა ნაწილებსაც კი
ვყიდით.
— შენ რას აკეთებ? შეგიძლია ყველაფერი მითხრა, —
ეილიშმა ძმას გაუღიმა.
— მე ინვენტარიზაცია მაბარია. როდესაც მანქანას ვშლით, მე
თითოეული ნაწილი უნდა შევიტანო ნუსხაში, ძველ მანქანებს კი
ბევრი ისეთი ნაწილი აქვს, ახლა რომ აღარსად იშოვება. მე კი
ვიცი, საიდან უნდა მოვხსნა და როგორ გავყიდო ეს ნაწილები.
ჩემი სისტემა შევიმუშავე, ასე რომ, იოლად ვპოულობ ყველა-
ფერს. მხოლოდ ერთი პრობლემა მაქვს.
— რა?
— კომპანიაში მომუშავე ხალხის უმეტესობას ჰგონია, რომ შე-
უძლია მანქანას რომელიმე ნაწილი მოხსნას, მიითვისოს ან თუნ-
დაც ამხანაგს მისცეს.
— მერე შენ რას აკეთებ?
— მე უფროსი დავარწმუნე, რომ თუკი რომელიმე ჩვენიანს
ნაწილი საკუთარი საქმისთვის მოუნდება, ნახევარ ფასად მივყი-
დოთ, რათა ასე უფრო იოლად გავაკონტროლოთ, მაგრამ ზოგი
მაინც არ იშლის თავისას. ინვენტარიზაცია მე იმიტომ დამავა-
ლეს, რომ უფროსთან მისმა მეგობარმა გამიწია რეკომენდაცია.
მე ნაწილებს არ ვიპარავ. არა, ფრთიანი ანგელოზი ვარ-მეთქი,
მაგას კი არ ვამბობ, უბრალოდ, ვიცი, რომ დამიჭერენ, ამიტომაც
არ ვრისკავ.
საუბრისას პატიოსანი ყმაწვილის შთაბეჭდილებას ტოვებსო,
გაიფიქრა ეილიშმა, მაგრამ ჯეკს ნერვიულობაც ემჩნეოდა, თით-
ქოს რაღაც საიდუმლოს უმხელდა და შიშობდა, ნეტავ როგორ
მიიღებს ჩემი და ჩემს საქმიანობასა და ახალ ცხოვრებასო.
ეილიშს ძმა სხვანაირი ვერც წარმოედგინა. ამდენი ხნის უნახა-
ვისთვის მხოლოდ კითხვების დასმა უნდოდა.
— პეტსა და მარტინს ნახულობ ხოლმე?
— კითხვების დასასმელად ჩამოხვედი?
— შენი დიდებული წერილებიდან იმას ვერ ვიგებთ, რისი გა-
გებაც გვინდა ხოლმე. პეტი და მარტინი კიდევ უარესად წერენ.
— სათქმელი ბევრი არაფერია. მარტინი იმდენს დაგორავს,
ხავსს ვერ იკიდებს, მაგრამ, მგონი, ბოლო სამუშაოზე გაჩერდე-
ბა. ისე, შაბათ საღამოს ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს. პაბში რომ
მოვიწყენთ, მერე საცეკვაოდ მივდივართ. რა ცუდია, ბირმინგემში
რომ არ ჩამოდიხარ, რომ იცოდე, შაბათობით რამდენი ხალხი
დადის მოედანზე, ნემსი არ ჩაიგდება.
— უი, რა საშინელება იქნება, თუ ეგეთი ჯგლეთაა.
— დაცემაა. მოგეწონება, თან, სულ კაცები ჭარბობენ ქალებს.

***
ქალაქის ცენტრში სეირნობისას დაძაბულობა ნელ-ნელა მო-
ეხსნათ და შიგადაშიგ იცინოდნენ კიდეც. ზოგჯერ ეილიშს ეჩვენე-
ბოდა, რომ ორივენი პასუხისმგებლობით აღსავსე ზრდასრული
ადამიანებივით საუბრობდნენ — ჯეკმა სამსახურისა და გართობის
შესახებ ბევრი რამე უამბო — და უეცრად ისევ იმ მოზარდებად
იქცნენ, ერთმანეთს რომ ამასხარავებდნენ და ანეკდოტებს ჰყვე-
ბოდნენ. ამ ხალისს მხოლოდ ერთი რამ აკლდა: არც როუზი და
არც დედა არ ტუქსავდნენ, ნუ ხმაურობთ, გაჩუმდითო. აცნო-
ბიერებდნენ, რომ დიდ ქალაქში იმყოფებოდნენ და ხუთ საათამ-
დე ხმის გამცემიც არავინ ჰყავდათ. აი, ხუთზე კი ეილიშს ჩემოდ-
ნები უკვე თან უნდა ჰქონოდა და გემზე ასვლამდე ბილეთი უნდა
წარედგინა მებილეთესთვის.
— ოდესმე შინ დაბრუნებაზე გიფიქრია? — ქალაქის ცენტრში
ხეტიალისას, რესტორანში შესვლამდე ჰკითხა ძმას.
— ოჰ, შინ რა მელოდება? იქ ჩემთვის არაფერია, — თქვა
ჯეკმა, — პირველი რამდენიმე თვე უსაქმოდ ვიყავი და შინ დაბ-
რუნებას ვფიქრობდი. ისე ვიყავი, მეგონა, ყველაფერზე ხელს ჩა-
ვიქნევდი და სახლში დაგიკრავდით თავს, მაგრამ მერე მივეჩვიე,
ახლა კი ჩემი ხელფასიც მაკმაყოფილებს და დამოუკიდებლო-
ბაც. მომწონს, რომ არც წინა უფროსი და არც ამჟამინდელი ზედ-
მეტ კითხვას არ მისვამს; ორივე მათგანმა საქმით შემაფასა და
თავი არ მოუბეზრებია.
— ინგლისელ გოგონებზე რას იტყვი? — დაინტერესდა
ეილიში.
— ძალიან მომწონს ერთი, — მიუგო ჯეკმაც, — სხვებს კი
თავდებად ვერ დავუდგები, — ჯეკი გაწითლდა.
— რა ჰქვია?
— მეტს აღარაფერს გეტყვი.
— დედიკოს არ ვეტყვი.
— ეგ სიტყვები უკვე მსმენია. ისედაც ბევრი რამ გითხარი.
— იმედია, იმ წუნკალ საცეკვაო მოედანზე არ დაგყავს შაბა-
თობით.
— რომ იცოდე, მშვენივრად ცეკვავს და ამპარტავანიც არ
არის, თანაც, წუნკალი იქ არაფერია.
— პეტსა და მარტინს ჰყავთ მეგობარი გოგონები?
— მარტინისას რას გაიგებ.
— პეტის გოგონა ინგლისელია?
— ცდილობ ინფორმაცია გამომტყუო? აღარ მიკვირს, რატომ
მითხრეს, შენ დახვდიო.
— ინგლისელია-მეთქი?
— მალინგარელია6.
— შენი შეყვარებულის სახელს თუ არ გამიმხელ, იცოდე, ყვე-
ლას მოვდებ ამ ამბავს.
— და რას მოსდებ?
— იმას, რომ შაბათობით წუნკალ ადგილას დაგყავს.
— აღარაფერს გეტყვი. როუზზე უარესი ხარ.
— ალბათ, რამე ინგლისური, მოდური სახელი ჰქვია.
ღმერთს გეფიცები, თუ დედას არ გავაგებინო. არადა, მისი ნე-
ბიერა შვილი ხარ.
— არაფერი წამოგცდეს!

***
მძიმე ჩემოდნების ლაინერის ვიწრო კიბეზე ატანა ეილიშს
გაუჭირდა, გემზე ასულს კი დერეფანში ნიშნების მიხედვით
მოუწია გადაადგილებამ. იცოდა, რომ გემზე ბევრი მგზავრი იყო
და კაიუტის ვინმესთან განაწილება მოუხდებოდა. კაიუტა პატარა
იყო, კედელზე მიმაგრებული საწოლებით, უფანჯრო, ეგ კი არა,
სინათლის ღიობიც არ ჰქონდა, სააბაზანოდან კი მეზობელ
კაიუტაში გავიდოდა ადამიანი. კედელზე გაფრთხილება გამოეკ-
რათ, როდესაც სააბაზანოთი არ სარგებლობთ, მეზობელ
კაიუტას შიგნიდან არ გადაუკეტოთ კარიო.
ეილიშმა ერთი ჩემოდანი ბადე-თაროზე შემოდო, მეორე კი
კედელს მიაყუდა. აინტერესებდა, უნდა გამოეცვალა თუ არა ტან-
საცმელი ვახშმამდე, რომელსაც მესამე კლასის მგზავრებს გემის
გასვლისთანავე შესთავაზებდნენ. როუზმა გზად ორი წიგნი
გაატანა, მაგრამ ნათურა ისე ბჟუტავდა, კითხვა გაუჭირდებოდა.

6
პატარა ქალაქი ცენტრალურ ირლანდიაში.
გულაღმა დაწვა და ხელი თავქვეშ ამოიდო. კმაყოფილი იყო,
რომ გემზე ასვლამ დაუბრკოლებლად ჩაიარა და ჩასვლამდე
უსაქმურობის მთელი კვირა ჰქონდა. ნეტავ მთელი მგზავრობა
ასე უპრობლემოდ ჩაივლიდესო, ინატრა.
ჯეკის ემოციურად ნათქვამი ერთი წინადადება დაამახსოვ-
რდა, რადგან ვაჟს ემოციურობა არ ახასიათებდა. თავიდან გამი-
ჭირდა და შინ დაბრუნება მინდოდაო. არადა, წერილებში მსგავ-
სი რამ არასდროს უხსენებია. გაიფიქრა, ეტყობა, ეს ძმებსაც არ
გაუმხილაო, და გააცნობიერა, როგორ უნდა გასჭირვებოდა მარ-
ტოს. იქნებ ძმები ერთმანეთს ეხმარებოდნენ, როცა ძალიან შე-
მოაწვებოდა რომელიმეს ნოსტალგია. იქნებ თვითონაც ასეთ
დღეში აღმოჩენილიყო? ამ შემთხვევისთვის ყველანაირად უნდა
შემზადებულიყო, რადგან ბრუკლინში ჩასულს დედმამიშვილები
გვერდით არ ეყოლებოდა.
უეცრად კარი გაიღო და კაიუტაში დიდი ჩემოდნით ქალი შე-
მოვიდა. ეილიში მყისვე წამოდგა და დახმარება შესთავაზა, თუმ-
ცა შემოსულმა მისი ნათქვამი აინუნშიც არ ჩააგდო. ქალმა უზარ-
მაზარი ჩემოდანი ერთი ბეწო კაიუტაში შეათრია და კარის და-
კეტვა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ჩემოდანი არ ეტეოდა.
— ეს რა ჯანდაბაა! — თქვა ინგლისური აქცენტით და ჩემოდ-
ნის ცალ გვერდზე დაყენება სცადა. როდესაც ამ რთულ მისიას
თავი გაართვა, კედლის საწოლებსა და მეორე კედელზე ატუზულ
ეილიშს შორის ჩადგა. ორი ადამიანი გაჭირვებით ეტეოდა
კაიუტაში. აყირავებული ჩემოდანი გასასვლელს თითქმის ღობავ-
და.
— შენი ზედა საწოლია. ნომერი პირველი ქვედა საწოლს
ნიშნავს და ჩემს ბილეთზე სწორედ ერთიანი წერია, — უთხრა
ქალმა, — ასე რომ, აძვერი. მე ჯორჯინა მქვია.
ეილიშს თავისი ბილეთი არ შეუმოწმებია, სამაგიეროდ, გაეც-
ნო.
— ეს ყველაზე პატარა კაიუტაა, — თქვა ჯორჯინამ, — კუდის
მოსაქნევი ადგილიც კი არ არის.
ეილიშს კინაღამ სიცილი აუვარდა. ინატრა, აფსუს, როუზი მა-
ინც იყოს აქ, რომ მეკითხა, ნეტავ ეს ქალი ნიუ-იორკამდე აპი-
რებს მგზავრობას თუ სადმე ჩავაო.
— სიგარეტი მინდა, მაგრამ აქ მოწევის უფლებას არ მოგვცე-
მენ, — თქვა ჯორჯინამ.
ეილიში პატარა საბიჯელათი ზედა საწოლზე ავიდა.
— აღარასოდეს, — თქვა ჯორჯინამ, — აღარასოდეს...
ეილიშს ცნობისწადილმა სძლია:
— აღარასოდეს? ამ ჩემოდნის თრევაზე ამბობთ თუ ამერიკა-
ში გამგზავრებაზე?
— მესამე კლასით მგზავრობაზე. ამხელა ჩემოდნის წამოთ-
რევაზე. მშობლიურ ლივერპულში დაბრუნებაზე. აღარასოდეს!
გაგეცი პასუხი?
— ქვედა საწოლი ხომ მაინც მოგწონს? — გაუშინაურდა
ეილიში.
— კი, სამდურავი არ მეთქმის. აბა, ირლანდიელო, ჩამო და
ერთად გავაბოლოთ გემბანზე.
— უკაცრავად, მაგრამ არ ვეწევი.
— ჩემდა ბედად! ცუდი ჩვევები არ გქონია.
ჯორჯინამ კაიუტიდან გასასვლელად ჩემოდანს ძლივს აუარა
გვერდი.
მოგვიანებით, როდესაც გემის ძრავა, რომელიც ასე ახლოს
მდებარეობდა მათ კაიუტასთან, დაიქოქა და გარკვეული ინტერ-
ვალებით ყურისწამღები სიგნალებიც გაისმა, ჯორჯინა პალტოს
წამოსასხმელად შემობრუნდა — სააბაზანოში თმაც დაევარცხნა
— თან, ეილიშს უთხრა, გემბანზე გავიდეთ, ლივერპულიდან გავ-
დივართ და გაჩახჩახებულ ქალაქს შევავლოთ თვალიო.
— შეგვიძლია ათასი ვინმე ვნახოთ, — თქვა მან, — და თავი
პირველი კლასის კოქტეილ-ჰოლში დავაპატიჟებინოთ.
ეილიშმა თავისი პალტო და შარფი მონახა, უზარმაზარ ჩემო-
დანს გვერდი გაჭირვებით აუარა და ჯორჯინას გაჰყვა. ვერ ხვდე-
ბოდა, ამხელა ჩემოდანი ან როგორ ამოათრია ჯორჯინამ, ან
როგორ უნდა ჩაეთრია უკან. თანაკაიუტელს თვალი ნორმალუ-
რად მხოლოდ მაშინ შეავლო, როდესაც გემბანზე ავიდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ბინდი ჩამოწოლილიყო, ჯერ კიდევ ყვე-
ლაფერი ჩანდა. ეილიშის აზრით, ჯორჯინა ოცდაათიდან ორმოც
წლამდე უნდა ყოფილიყო, ან ოდნავ მეტის. თავთუხისფერი თმა
და კინოვარსკვლავის ვარცხნილობა ჰქონდა. თავდაჯერებულად
დააბიჯებდა და როდესაც სიგარეტს მოუკიდა, პირველი ნაფაზი
დაარტყა და თვალმოჭუტულმა ნესტოებიდან კვამლი გამოუშვა,
ძალიან მიმზიდველი მოეჩვენა ეილიშს.
— იმათ უყურე, — მიუთითა ბარიერის მეორე მხარეს ხალხის
ჯგუფზე, რომელიც მათსავით ქალაქს გასცქეროდა, — პირველი
კლასით მგზავრობენ. საუკეთესო სამზერიც აქვთ, მაგრამ ერთი
ხრიკი მეც ვიცი. გამომყევი.
— აქედანაც ხომ ვხედავთ, — უთხრა ეილიშმა.
— ერთ წუთში ამ ადგილიდან ქალაქი აღარ გამოჩნდება.
ჯორჯინამ მხრები აიჩეჩა.
— შენი ნებაა, მაგრამ ყური მოვკარი, საშინელი ღამე იქნე-
ბაო. იმ სტიუარდმა, რომელმაც ჩემოდანი ჩამომატანინა კაიუტა-
ში, მითხრა, ამაღამდელი ღამე ყველაზე საშინელი იქნებაო.
მალე ჩამობნელდა და ქარი ამოვარდა. ეილიშმა მესამე
კლასისთვის განკუთვნილ სასადილოს მიაგნო და მარტო დაჯდა.
ერთადერთმა მიმტანმა თეფშები ისე დაულაგა, თითქოს ვერ ამ-
ჩნევსო, თუმცა ისე, რომ მენიუ არც კი უჩვენებია, მალევე მიუტანა
ხარის კუდის წვნიანი, რასაც, როგორც ეილიშმა ივარაუდა, მო-
ხარშული ცხვრის ხორცი მოაყოლა და ბოლოს სუფრა კარტო-
ფილითა და ბარდით დააგვირგვინა. ვახშმობისას მიმოიხედა და
ჯორჯინა ვერსად შენიშნა, ამას გარდა, ცარიელი მაგიდების სი-
ჭარბემაც გააკვირვა. გაიფიქრა, ეტყობა, მგზავრების დიდი ნაწი-
ლი პირველი და მეორე კლასით მგზავრობსო, მესამე კლასის
მგზავრებად კი ის რამდენიმე ადამიანი მიიჩნია, ვისაც გემბანზე
შეხვდა და სასადილოს დარბაზში მოჰკრა აქა-იქ თვალი, მაგრამ
მაინც უცნაურად ეჩვენა, რომ დარბაზში ლამის მარტო იჯდა, ამი-
ტომ გულში იკითხა, ან ეს ხალხი სად დაიკარგა, ან აქ შემოუს-
ვლელად სად უნდა ივახშმოსო.
როდესაც მიმტანმა ჟელე და კრემი მიუტანა, სასადილოში,
მის გარდა, აღარავინ იყო. დაასკვნა, რაკი ჯორჯინა არ შემოვი-
და, ეტყობა, პირველი ან მეორე კლასის რესტორანში შეძვრაო,
რაც გაფიქრებითაც კი რთული ეჩვენა. რაკი მესამე კლასით
მგზავრებისთვის არც ბარი იყო და არც კაფე, საქმე არაფერი
ჰქონდა, ამიტომ ადგა და კაიუტაში დაბრუნება გადაწყვიტა. დაღ-
ლილი იყო და იმედოვნებდა, ნორმალურად დამეძინებაო.
კაიუტაში დაბრუნებულმა კბილების გასახეხად და თმის დასა-
ვარცხნად სააბაზანოში შესვლა მოინდომა, მაგრამ აღმოჩნდა,
რომ მეორე კაიუტის მგზავრებს შიგნიდან ჩაეკეტათ კარი; იფიქ-
რა, ეტყობა, შიგნით არის ვინმეო და დაიცადა. მერე ყურიც მიუგ-
დო, მაგრამ ჩამიჩუმი არ ისმოდა, თუ ძრავის გრუხუნს არ ჩავ-
თვლით, რასაც, მისი აზრით, ნებისმიერი ხმაურის გადაფარვა შე-
ეძლო. მერე გარეთ გავიდა და მეზობელ კაიუტასთან შეჩერდა,
თუმცა არც იქიდან გამოსულა რაიმე ხმა. გაიფიქრა, ალბათ,
დაიძინესო და დერეფანში ჯორჯინას მოცდა გადაწყვიტა. დარ-
წმუნებული იყო, ჯორჯინას ეცოდინებოდა, რა უნდა ექნათ. სჯე-
როდა, რომ მის ადგილზე ამ პრობლემას თავს როუზიც გაარ-
თმევდა, დედამისიც და მის კელიც კი, რომლის სახეც უეცრად
გაახსენდა. აი, თვითონ კი აზრზე არ იყო, რა უნდა ექნა.
ცოტა ხანი კიდევ მოიცადა და კარზე მსუბუქად მიაკაკუნა და
რაკი არავინ უპასუხა, უკვე ბრახუნზე გადავიდა, ვაითუ ჩემი არ
ესმითო. არც ამჯერად გამოეპასუხა ვინმე. რაკი სასადილოში
არავინ შეუნიშნავს და უკვე ღამეც იყო, დაასკვნა, ყველა მგზავრი
ახლა კაიუტებში იქნებაო. ზოგიერთს, ალბათ, ეძინა კიდეც. უკვე
ფორიაქი დაეწყო, თან, იგრძნო, რომ შარდის ბუშტი და ნაწლა-
ვები შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა დაეცალა.
ისევ თავის კაიუტაში შებრუნდა და სააბაზანოს კარს დაეჯაჯ-
გურა, მაგრამ შიდა მხრიდან დაკეტილს ვერაფერი მოუხერხა. მე-
რე ისევ დერეფანში გავიდა და ტუალეტის საძებნელად სასადი-
ლოს მიაშურა, მაგრამ ვერც იქ მიაგნო. არადა, უკვე სიმწრის
ოფლი ასხამდა. ისევ გემბანზე გავიდა, ორი სართულიც აიარა
კიბით, მაგრამ გასასვლელი კარი ჩაკეტილი დაუხვდა. ისევ დე-
რეფნებს მიაშურა, იქნებ რომელიმეს ბოლოში ტუალეტს ან თუნ-
დაც უბრალო ფეხსალაგს მივაგნოო, მაგრამ ძრავის ხმაურის მე-
ტი არსად არაფერი დახვედრია. ლაინერმა სვლას უმატა, რაც
იმდენად საგრძნობი გახდა, რომ წონასწორობის შესანარჩუნებ-
ლად ეილიში მოაჯირს ჩაეჭიდა.
ტუალეტის პოვნის ყოველგვარი იმედი გადაეწურა, მაგრამ
გრძნობდა, რომ თუ დაუყოვნებლივ რამეს არ მოიმოქმედებდა,
თავს ვეღარ შეიკავებდა. ტუალეტის ძებნა-ძებნაში დერეფნის ბო-
ლოს პატარა სათავსოსთვის ჰქონდა თვალი მოკრული, სადაც
სათლი, იატაკის ტილო და ჯაგრისები ინახებოდა. იფიქრა, თუკი
ამდენი წოწიალისას არავის გადავყრივარ, რაღა მაინცდამაინც
ახლა წამომადგება ვინმე თავზეო, და მარჯვენა ბოლოსკენ გას-
წია. გაუხარდა კიდეც, როდესაც სათლის ძირზე წყალი დაინახა.
დაფაცურდა და სათავსში შეიმალა, რომ შემთხვევით ჩამვლელს
არ შეემჩნია. როდესაც სული მოითქვა, იატაკის სველი ტილოთი
მოიწესრიგა თავი და კაიუტისკენ ფეხაკრეფით წავიდა. იმედი
ჰქონდა, ჯორჯინა კაიუტაში დაუხვდებოდა და მეზობლების მიერ
ჩარაზული კარის გაღებასაც შეძლებდა. აბა, გემის პერსონალს
ხომ ვერ მიმართავდა საჩივრით, რადგან მეორე დღეს სათლს
ხომ ნახავდნენ და ყველაფერს მიხვდებოდნენ.
კაიუტაში დაბრუნდა, ღამის პერანგი ჩაიცვა და სანამ თავის
საწოლზე აცოცდებოდა, შუქი ჩააქრო. ძილი მალევე მოერია. არ
იცოდა, რამდენ ხანს ეძინა, მაგრამ როდესაც გაიღვიძა, ოფლში
ცურავდა. მიზეზს მალევე მიხვდა. გული ერეოდა. საწოლიდან ჩა-
მოსვლისას კინაღამ გადმოვარდა და ჩამრთველის ძებნაში წი-
ნადღის ნაჭამი ამოაღებინა.
როდესაც, როგორც იქნა, მიაგნო, ჯორჯინას ჩემოდანს გვერ-
დი აუარა და დერეფანში გავიდა. გასვლა და ღებინების დაწყება
ერთი იყო. მუხლზე დაცემულს იმდენი აღებინა, დედის რძე აღარ
შერჩენია. იქ ვერ დარჩებოდა, რადგან გემი ისე ირყეოდა, წო-
ნასწორობის შენარჩუნებას ვერ ახერხებდა. ფიქრობდა, ნეტავ
ყველაფერი ამომაღებინოსო და რამდენჯერაც წამოდგა, ახლა
კი მოვრჩიო, იმდენჯერვე მოუწია ჩამუხვლამ, რადგან ღებინება
არ უწყდებოდა. ამ გაწამაწიაში გული უსკდებოდა, რომელიმე
მგზავრმა ან გემის ადმინისტრაციიდან ვინმემ არ დამინახოსო.
კაიუტისკენ წავიდა, რომ თავის საწოლზე აეღწია და საბანში გახ-
ვეულიყო, მაგრამ თავი საშინლად იგრძნო, პირქვე დაწვა და
ბლანტი, საშინელი გემოს მქონე მასა ამოაღებინა. კანკალი და
თავბრუსხვევა დაეწყო.
ლაინერი ნჯღრევა-ნჯღრევით მიაპობდა ტალღებს და გონწა-
სულ ეილიშს დერეფანში აქეთ-იქით კედლებზე ახეთქებდა. ამ
ნჯღრევა-ხეთქებამ გონს მოიყვანა. ეგონა, გემი სვლის გასაგრძე-
ლებლად რაღაცას ეჯახებოდა, რაც ძალუმად უღობავდა გზას.
ზვირთებს შეჭიდებული ლაინერი ისე ჭრიალებდა, რომ ძრავის
გრუხუნსაც კი ჯაბნიდა. როდესაც კაიუტაში დაბრუნდა, სააბაზა-
ნოს კარს მიეყრდნო. მეორე მხრიდან უეცრად რაღაც ხმა შემო-
ესმა, მიაყურადა და გაარჩია: ვიღაც აღებინებდა! უტყუარად, ვი-
ღაც ასაქმებდა. ძლივს სუნთქავდა. კარზე გაბრაზებულმა მიაბრა-
ხუნა. როგორც ჩანს, კარის ჩამრაზავმა იცოდა, რა რთული ღამე
ელოდა და საპირფარეშო თავის განკარგულებაში დაიტოვა. კა-
რის გაღებას მაინც არავინ ფიქრობდა, რწყევის ხმა კი დროდად-
რო ისმოდა.
როდესაც ძალა მოეცა, კაიუტაში ნარწყევი დაათვალიერა.
ფეხსაცმელში წადგა ფეხი, პერანგზე პალტო მოისხა და დერე-
ფანში გავიდა; ამჯერად მარცხნივ წავიდა, სხვა სათავსისკენ, სა-
დაც წყლიანი სათლი, იატაკის ტილო, ჯაგრისი და შვაბრა ეგუ-
ლებოდა. წონასწორობის დასაცავად ნაბიჯებს ფრთხილად დგამ-
და. ფიქრობდა, გასაგებია, რომ მესამე კლასის მგზავრებმა წინ-
დაწინვე იცოდნენ და ამიტომ გაერიდნენ გემბანსა და სასადი-
ლოს, კაიუტებში შეიკეტნენ და დერეფნებშიც კი არ გამოუყვიათ
ცხვირი, მაგრამ ნუთუ ამ რთული პერიოდის გადავლამდე სორო-
ებში შემძვრალები იქნებიანო. არ იცოდა, რამდენად ხშირი იყო
მსგავსი მდგომარეობა გემზე, როდესაც ლაინერი ლივერპული-
დან ნიუ-იორკში მიცურავდა, მაგრამ ჯორჯინას ნათქვამი გაახსენ-
და, საშინელი ღამე იქნებაო და მიხვდა, რომ მსგავსი სიტუაცია
არცთუ იშვიათი უნდა ყოფილიყო გემზე. ფიქრობდა, ახლა სად-
ღაც სამხრეთ ირლანდიის სანაპიროებთან უნდა ვიყოთო, მაგრამ
დარწმუნებით ვერც ამას იტყოდა.
ჯაგრისი, წყლიანი სათლი და შვაბრა კაიუტაში შეიტანა,
იქაურობა შეძლებისდაგვარად მოწმინდა და სუნის გასანეიტრა-
ლებლად როუზის ნაჩუქარი სუნამო იატაკსა და იმ საბანს აპკურა,
რომელიც ნარწყევით დაესვარა, მაგრამ შვაბრით მოწმენდამ
ნარწყევის სუნს ვერაფერი უშველა, პირიქით, უფრო გაამძაფრა,
ჯაგრისით მოხეხვას კი აზრი არ ჰქონდა. გადაწყვიტა, უკანვე და-
ებრუნებინა, მაგრამ როგორც კი სათავსში დააწყო ყველაფერი,
უცებ ისეთი ძლიერი გულისრევა დაეწყო, რომ დერეფანში კიდევ
ერთხელ ამოაღებინა, მაგრამ რაკი ამოსაღებინებელი აღარაფე-
რი ჰქონდა დარჩენილი, მწარე ნაღველი ამოაყოლა კუჭის წვენს
და პირში ცუდი გემო დარჩა. ატირდა და გამწარებულმა ატეხა
მეზობელი კაიუტის კარზე ბრახუნი, თუმცა ისევ უშედეგოდ.
ლაინერი კი ისე ქანაობდა, ადამიანი იფიქრებდა, გადაყირავდე-
ბაო, მაგრამ უცებ ისევ სწორდებოდა.
ვერაფრით გამოთვალა, ზღვის დონიდან რა სიღრმეზე იყო
მისი კაიუტა გემის ფაშვში. მუცელმა გვრემა დაუწყო და გაიაზრა,
რომ ამ ტანჯვას ვერასოდეს ვერავის აღუწერდა. დედამისი გაახ-
სენდა, როგორ უქნევდა ზღურბლიდან ხელს, როდესაც დებს
რკინიგზის სადგურში წასაყვანად მანქანამ მოაკითხა. ქალს დაძა-
ბული და შეშფოთებული სახე ჰქონდა და დიდ ძალისხმევად უჯ-
დებოდა ის ღიმილი, რომელსაც ეილიში ფრაირი-ჰილის გადა-
სახვევამდე ხედავდა. ეილიშს მხოლოდ ის ამშვიდებდა, რომ სა-
ცოდავი ქალი ვერასოდეს შეიტყობდა, რა დღეში ჰყავდა ახლა
შვილი. შესაძლოა ოდესმე თვითონვე დაერწმუნებინა თავი, ცუდი
სიზმარი ვნახეო, მაგრამ ახლა ყველაფერი იმდენად მკაფიო,
ხისტი და რეალური იყო, ისე აფხიზლებდა პირში ცუდი გემო და
მუცლის გვრემა, ძრავის ყურისწამღები გრუხუნი და ჩამოწოლი-
ლი სიცხე, რომ მომხდარის ნამდვილობაში ეჭვის შეტანა სანა-
ხევროდ გათიშულსაც კი გაუჭირდებოდა. მწარე რეალობამ თავი
დამნაშავედ აგრძნობინა, თითქოს მას შეშლოდეს რაღაც, თით-
ქოს მის გამო გამქრალიყო სადღაც ჯორჯინა და კედლის მეზობ-
ლებს მისი მიზეზით ჩაერაზათ სააბაზანოს კარი, ხოლო იმის გაც-
ნობიერება, რომ კაიუტაში აღებინა და წესიერად მოწმენდაც კი
ვერ შეძლო, ბოლოს უღებდა.
უკვე ცხვირით სუნთქავდა და ყველანაირად ცდილობდა, გუ-
ლისრევისთვის ყურადღება არ მიექცია. მხოლოდ იმას ლამობ-
და, როგორმე მოეკრიბა ძალა და საწოლზე ასულიყო, სადაც
სიბნელეში ძილს მისცემდა თავს. ფიქრობდა, რომ გემი ახლა
იმაზე ძლევამოსილ ზვირთებს მიაპობდა, ვიდრე საკუთარი სიმ-
ძლავრე აძლევდა საშუალებას, რაც ასეთ ძლიერ რყევას იწვევ-
და კიდეც. ერთხანს თავი წარმოიდგინა ზღვად, რომელიც
ლაინერის სიმძიმესა და ღონეს ერკინებოდა. მერე რული
მოერია და უსიზმრო ძილით ჩაეძინა.
შუბლზე ნაზი ხელის შეხებამ გამოაღვიძა. როდესაც თვალებს
ახელდა, ზუსტად იცოდა, სად იმყოფებოდა.
— შე საწყალო, — ჯორჯინას ხმა მოესმა.
— სააბაზანოს კარი არ გამიღეს, — დაიჩივლა ეილიშმა და
თავი მოისაწყლა.
— ნაბიჭვრები! — გამოცრა ჯორჯინამ, — სულ ასე იქცევიან,
ვინც პირველი შეასწრებს სააბაზანოში, შიგნიდან კეტავს კარს.
ნახე, მაგათ რა დღეს დავაყრი!
ეილიში წამოჯდა და ქვემოთ ჩავიდა. ნარწყევის საშინელი სუ-
ნი იდგა. ჯორჯინამ ხელჩანთიდან ფრჩხილების ქლიბი ამოიღო
და სააბაზანოს კარის საკეტს დაუწყო ჩალიჩი. მალე გააღო კი-
დეც და შიგნით შევიდა. ჯორჯინას ეილიშიც შეჰყვა პატარა კაბი-
ნაში, სადაც კედლის მეზობლებს თავიანთი ნივთები დაეტოვები-
ნათ.
— ახლა ჩვენ ჩავუკეტავთ კარს, რადგან ამაღამდელი ღამე
უფრო უარესი იქნება, — თქვა ჯორჯინამ.
ეილიშმა შენიშნა, რომ საკეტი თუნუქის იყო და ფრჩხილების
ქლიბითაც კი იოლად გახსნიდა, რომ მოეფიქრებინა.
— მხოლოდ ერთი გამოსავალია, — თქვა ჯორჯინამ, — თუ
ჩემს ჩემოდანს აქ შემოვათრევ, ჩვენი მხრიდან კარს ბოლომდე
ვეღარ დავხურავთ და უნიტაზზე გვერდულად მოგვიწევს დაჯდო-
მა, სამაგიეროდ, ისინი აქ ცხვირს ვეღარ შემოყოფენ. შე საწყა-
ლო!
ეილიშს ისევ თანაგრძნობით შეხედა. ჯორჯინას მაკიაჟი
გაეკეთებინა და, როგორც ეტყობოდა, წუხანდელ რყევას მის-
თვის უკვალოდ ჩაევლო. — ვახშმად რა ჭამე? — ჰკითხა ჯორჯი-
ნამ, როდესაც სააბაზანოში ჩემოდანს მიათრევდა.
— მგონი, ცხვრის ხორცი იყო.
— და ბლომად ბარდაც, ალბათ. ახლა როგორ ხარ?
— უარესად რომ არ ვყოფილვარ, ისე. დერეფანი მთლად
დავთხვარე?
— დარდი ნუ გაქვს, მთელი გემი ეგრეა დათხვრილი. ჯერ ზე-
და სართულები გაიწმინდება და აქამდე რამდენიმე საათის შემ-
დეგ ჩამოაღწევენ. რად გინდოდა ასე მსუყედ ვახშმობა?
— არ ვიცი.
— გაიგონე, რას ამბობდნენ, როდესაც ბორტზე ამოვ-
დიოდით? ბოლო წლებში ყველაზე საშინელ ქარიშხალს ველო-
დებითო. ასეთ სიღრმეში ყოფნა ყოველთვის წამებაა, მაგრამ
როცა ასეთი ამინდიც დაემთხვევა, ყველაფერი განუზომლად
უარესდება. მხოლოდ წყალი სვი, საჭმელს არ გაეკარო. ისე,
დიეტაც არ გაწყენდა.
— სუნის გამო ბოდიშს გიხდი.
— მოვლენ და ყველაფერს გააკრიალებენ. როდესაც ჩვენამ-
დე მოაღწევენ, ჩემოდანი გამოვიტანოთ, როდესაც გაწმენდენ და
წავლენ, ისევ შევხერგოთ. პირველ კლასში წამასწრეს და დამე-
მუქრნენ, თუ შენს კაიუტას არ დაუბრუნდები, დაგაპატიმრებთო.
რყევასა და გულისრევას რაც შეეხება, არ მიკვირს, მე თუ დამაწ-
ყებინა ღებინება, შენ ის უნდა ნახო. სანამ მშვიდ წყლებში შე-
ვალთ, მანამდე განსაცდელის კიდევ ერთი ღამე გველის. მერე
გვეშველება.
— საშინლად ვარ, — თქვა ეილიშმა.
— ამას ზღვის ავადმყოფობა ჰქვია, ჩემო ჭუკო, და რომ იცო-
დე, მწვანე ფერი გადევს.
— საშინელი სანახავი ვარ, ხომ?
— კი, ისევე როგორც ყველა ადამიანი ამ ლაინერზე.
უეცრად მეორე კაიუტიდან კაკუნი გაისმა. ჯორჯინა სააბაზანო-
ში შევიდა.
— დაახვიეთ! — გასძახა კედლის მეზობლებს, — ხომ გესმით
ჩემი? ჰოდა, ახლავე დაახვიეთ აქედან!
ღამისპერანგიანმა და ფეხშიშველმა ეილიშმა უკან დაიხია.
გაეცინა.
— სააბაზანოში შესვლა მინდა. იმედია, წინააღმდეგი არ იქნე-
ბი.

***
დილით სადეზინფექციო საშუალებით სავსე სათლებით დამ-
ლაგებლები გამოჩნდნენ და დერეფნები თუ კაიუტები დაასუფთა-
ვეს. დასვრილი ზეწრები და საბნები ახლებით შეცვალეს. ამას
გარდა, ახალი პირსახოცებიც დატოვეს. ჯორჯინამ, რომელიც
მათ გასვლას უცდიდა, ჩემოდანი ისევ სააბაზანოში შეათრია. რო-
დესაც მეზობლებმა, ორმა ასაკოვანმა ამერიკელმა ქალმა, დამ-
ლაგებლებთან დაიჩივლეს, სააბაზანოს კარი დაკეტილი იყოო,
მათ, უბრალოდ, მხრები აიჩეჩეს და დასუფთავება განაგრძეს.
ჯორჯინამ და ეილიშმა დაასწრეს მეზობლებს და კარი დაუბლო-
კეს, სანამ ისინი ჩაუკეტავდნენ შიგნიდან. როდესაც ამერიკელებ-
მა ჯერ სააბაზანოს, შემდეგ კი კაიუტის კარზე აუტეხეს ბრახუნი,
ეილიშსა და ჯორჯინას სიცილი აუვარდათ.
— შანსი გაუშვეს ხელიდან და ახლა გვიანია! — თქვა ჯორჯი-
ნამ, მერე სასადილოში წავიდა და წყლით სავსე ორი დოქით
დაბრუნდა.
— მხოლოდ ერთი მიმტანი ჰყავთ, — თქვა მან, — ასე რომ,
თუ რამე მოგინდება, თავად უნდა აიღო. ეს შენი რაციონია ამა-
ღამ. არაფერი ჭამო და ბევრი წყალი სვი — ესაა გამოსავალი.
უცებ ჩიტივით ვერ გახდები, მაგრამ არც გაგიუარესდება მდგომა-
რეობა.
— ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გემს სულ რაღაც ეღობე-
ბა და უკან აგდებს, — თქვა ეილიშმა.
— ასეთ სიღრმეში ყოველთვის ეგეთი შეგრძნებაა, — აუხსნა
ჯორჯინამ, — მაგრამ თავი შეიმაგრე, თუ ძლიერ აგერევა გული,
ამოაღებინე, რამდენიც გინდა, და ხვალ უკვე ახალი ქალი იქნე-
ბი.
— ისე ლაპარაკობ, თითქოს ამ გემზე ათასჯერ ხარ ნამყოფი.
— ვარ კიდეც, — მიუგო ჯორჯინამ, — წელიწადში ერთხელ
შინ დედის სანახავად ჩამოვდივარ ხოლმე. მერე მთელი კვირის
საშინლად გატარება მიწევს. როდესაც თვალში გამოვიხედავ, მე-
რე უკან დაბრუნების დროც არის და ვარ ასე, ორ ქვეყანას შუა
გადებული, მაგრამ მიყვარს მშობლიურ კერაზე დაბრუნება, ჩე-
მიანების მონახულება. ბოლოს და ბოლოს, ვბერდებით, ხომ არ
ვახალგაზრდავდებით, რომ დრო არ გვადარდებდეს, ამიტომ
ერთად გატარებული ერთი კვირაც რამეა.
გულისრევაში გატარებულმა მეორე ღამემ ეილიში დაქანცა;
ლაინერი თითქოს წყალს ეხეთქებოდა, მაგრამ გამთენიისას
ოკეანე დამშვიდდა. ჯორჯინა, რომელიც ყოველ წუთს დერეფან-
ში გადიოდა, კედლის მეზობლებს გადაეყარა და მცირედი გასა-
უბრების ფასად გაურიგდა კიდეც: ამიერიდან აღარც ერთი მხარე
თავისი მხრიდან სააბაზანოს შიგნიდან აღარ ჩაკეტავდა. პირი-
ქით, ურთიერთგაგებასა და სიამტკბილობაში განაგრძობდნენ მე-
ზობლობას. მერე თავისი ჩემოდანიც უკან გამოათრია და ეილიშს
პირობა დაადებინა, რომ საჭმელს პირს არ დააკარებდა, სამა-
გიეროდ, ბლომად სითხეს დალევდა და რაც უნდა ძილი მო-
რეოდა, დღის განმავლობაში თვალის მოტყუებასაც კი არ გაბე-
დავდა. შეგიძლია მთელი ღამე გაუნძრევლად გეძინოს, ეგ უფრო
წაგადგებაო, უთხრა ბოლოს.
ეილიშს არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ ამ სოროში, სადაც
ერთი საცოდავი ნათურა ბჟუტავდა და საჯინიბოს სუნი იდგა, კი-
დევ ოთხი ღამის გატარება მოუწევდა. როდესაც ჯორჯინა
კაიუტიდან გავიდა, კლაუსტროფობიის მსგავსი შეგრძნება დაეუფ-
ლა ისედაც გულისრევით შეღონებულს, მაგრამ როდესაც სააბა-
ზანოში დასაბანად შევიდა, შვება იგრძნო.
რაკი დედის სახლში მხოლოდ აბაზანა ედგათ, სადაც ტოლ-
ჩებით ანელებდნენ წყალს, შხაპი არასდროს გამოეყენებინა, ამი-
ტომაც გაზავება და საჭირო ტემპერატურის დაყენება გაუძნელდა.
როდესაც გაისაპნა და თმაზეც შამპუნი დაისხა, გაიფიქრა, ნეტავ
ეს გამთბარი წყალი ზღვისაა თუ ამდენი მტკნარი წყალი გემზე
ამოიტანესო. შესაძლოა რეზერვუარებში ჰქონდათ წყალი ან წვი-
მით აევსოთ ავზები. მოკლედ, საიდანაც უნდა ყოფილიყო წყალი
მოტანილი, შხაპის ქვეშ დგომამ ისეთი შვება მოჰგვარა, ლივერ-
პულიდან გამოსვლის შემდეგ რომ არ ღირსებია.

***
ჩასვლის წინაღამეს ჯორჯინასთან ერთად სასადილოში შევი-
და, რადგან მან უთხრა, ისე საშინლად გამოიყურები, რამეს თუ
არ შეჭამ, შეიძლება შენს სეხნია კუნძულზე7 შეგაჩერონ და კა-
რანტინში გიკრან თავიო. მერე კილო შეარბილა და პერსპექტი-
ვაც შეუმსუბუქა, სხვა თუ არაფერი, მედპუნქტში მაინც გაგიშვებენ,
რომ ექიმმა გაგსინჯოსო. როდესაც კაიუტაში დაბრუნდნენ,

7
იგულისხმება კუნძული ეილისი, რომელიც ნიუ-იორკში, მდინარე ჰუძონის შე-
სართავთან მდებარეობს. კუნძული 1892-დან 1954 წლამდე იმიგრანტების მიმ-
ღები ძირითადი პუნქტი იყო.
ეილიშმა ჯორჯინას პასპორტი და ყველა საბუთი აჩვენა, რომ და-
ერწმუნებინა, ამერიკაში სრულიად ლეგალურად მივდივარ და
პრობლემა ვერ შემექმნებაო. ისიც უთხრა, ჩვენებური მოძღვარი,
მამა ფლადი დამხვდებაო. ჯორჯინა გაოცდა, როდესაც გაიგო,
რომ ეილიშს მუშაობის ნებართვა დროებით კი არა, განუსაზ-
ღვრელი ვადით ჰქონია. ამბობდა, ახლა ისეთი დროა,
მღვდლისთვისაც არ იქნებოდა იოლი ამისთანა საბუთების დამ-
ზადებაო. მერე ეილიშს სულ ძალისძალად გაახსნევინა ჩემოდა-
ნი და ტანსაცმელი ამოალაგებინა, რომ ერჩია, გემიდან ჩასვლი-
სას რა უნდა სცმოდა, გააფრთხილა, დაჭმუჭნილი არაფერი ჩაიც-
ვაო.
— რამე საოცრება არ ამოარჩიო, — უთხრა მან, — რად გინ-
და, ნამცხვრის ნაჭერს რომ დაემსგავსო.
ჯორჯინამ შეურჩია როუზის ნაჩუქარი წითელი ყვავილებით
მოჩითული თეთრი კაბა და სადა ჟაკეტი, რომელსაც ასევე სადა
შარფი შეუხამა. მერე ეილიშის სამ წყვილ ფეხსაცმელს დახედა
და ყველაზე სადა აირჩია, თან, ეილიშს დაჟინებით მოსთხოვა,
აუცილებლად გააპრიალეო.
— პალტო მკლავზე გქონდეს გადაკიდებული და ისეთი გამო-
მეტყველება მიიღე, თითქოს ყველაფერი იცი. ამას გარდა, თმა
აღარ დაიბანო, რადგან ამ წყალმა ისედაც მატყლივით გაგიხადა
და რამდენიმე საათი დაგჭირდება დასავარცხნად, რამე ფორმა
რომ მისცე.
დილით, როდესაც ჩემოდნის ატანის საკითხი მოაგვარა,
ჯორჯინამ მაკიაჟი გაიკეთა და ეილიშს თმა საგულდაგულოდ
დაავარცხნინა, რათა კეფაზე იოლად დაეგრაგნა.
— ეგ ბავშვური მზერა მოიშორე, — უთხრა, — პუდრს წაგის-
ვამ, მერე თვალის ლაინერსაც გადაგისვამ და წამწამებსაც აგიპ-
რეხ, რომ ზედმეტად არ დაგაკვირდნენ. ჩემოდნები საშინელი წა-
მოგიღია, მაგრამ ახლა მაგას აღარ ეშველება.
— რა უჭირს?
— მეტისმეტად ირლანდიურია, ირლანდიელებს კი აჩერებენ.
— მართლა?
— ეცადე, შეშინებული თვალებით არ იყურო.
— მშია.
— ყველას გვშია, გენაცვალე, მაგრამ ახლა ნაშიმშილარის
სახესაც ნუ მიიღებ. დანაყრებულის გამომეტყველებით იყურე.
— მაკიაჟი სახლში თითქმის არასდროს გამიკეთებია.
— ახლა, ჩემო გოგო, თავისუფალ და საოცარ მიწაზე უნდა
დადგა ფეხი. ოჰ, ეგ შტამპი ვინ ჩაგირტყა პასპორტში? ეტყობა,
მღვდელი ვიღაცას კარგად იცნობს. მხოლოდ იმის შესამოწმებ-
ლად შეიძლება შეგაჩერონ, გაქვს თუ არა ტუბერკულოზი, ისიც,
თუ ხველა აგივარდა. ამას გარდა, თვალების უაზრო ხამხამი არ
დაიწყო, თორემ ეგონებათ, რომ ის დაავადება გაქვს... ოჰ, სახე-
ლი დამავიწყდა. მოკლედ, მტკიცე მზერით შეხედე ყველას. ზოგ-
ჯერ საერთოდ არ აჩერებენ ადამიანს, მხოლოდ საბუთებს
შეუმოწმებენ და უშვებენ.
ჯორჯინამ ეილიში ქვედა საწოლზე დასვა და სახე შუქისკენ
მიატრიალებინა. ლამის ოცი წუთი მოანდომა მაკიაჟის სქელი
ფენისა და პუდრის დადებას, მერე კი ლაინერით გამოუყვანა
თვალები და წამწამებიც აუპრიხა. თმა უკან გადაუვარცხნა. რო-
დესაც მორჩა, ეილიში სააბაზანოში გაუშვა და პომადაც გაატანა,
თან, დაარიგა, ტუჩზე თხელ ფენად წაისვი, მთელ სახეზე კი ნუ
გადაითხაპნიო. ეილიშმა სარკეში ჩაიხედა და გაოცდა. ასაკი მო-
მატებოდა და უფრო გალამაზებულიყო. ინატრა, ნეტავ მეც ისევე
ვიცოდე მაკიაჟის დადება, როგორც როუზმა და ჯორჯინამ
იციანო. იფიქრა, უცხო ხალხში გარევა, რომელთაც შეიძლება
ვეღარც ვერასოდეს შევხვდე, ასეთ ფორმაში უფრო იოლი იქნე-
ბაო; მაგრამ ეს, ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი, თუ ყოველდღე
ასე ივლიდა, ბრუკლინში იოლად ეცემოდა ყველას თვალში, რაც
წესიერი გოგოსთვის მისასალმებელი ნამდვილად არ არის.
ეილიშს ღამით გამოეღვიძა და საბანი იატაკზე ჩააცურა, რომ
მხოლოდ ზეწარი ჰფარებოდა, მაგრამ ჩახუთულობასა და სიცხეს
ვერც ამან უშველა. ოფლი სდიოდა. უთხრეს, ცხელმა სეზონმა
კუდი მოიქნია, მაგრამ ერთ კვირაში ისე აგრილდება, რომ საბანი
დაგჭირდებაო, მაგრამ მანამდე ისეთი დახუთულობა და სინესტე
იყო, რომ ხალხი ქუჩებში ლასლასით დადიოდა.
მისი ოთახი სახლის უკან იყო, სააბაზანო კი დერეფნის
მეორე მხარეს ჰქონდა. სახლში პარკეტი ჭრაჭუნებდა, ხოლო კა-
რი და კედლები ისეთი თხელი იყო, რომ შუაღამისას თუ ვინმე
სააბაზანოში შედიოდა ან უქმეებზე გვიან ბრუნდებოდა შინ, ყვე-
ლაფერი ესმოდა. ძილის გატეხას არ დარდობდა, რადგან უთე-
ნია რომც გაეღვიძებინა ხმაურს, თუ ქუჩაში ჯერ კიდევ ბნელოდა,
იცოდა, რომ რამდენიმე საათი ჰქონდა წასაძინებლად. ასეთ
დროს თავს იმშვიდებდა, ხვალემ იფიქროს ხვალისაო და შემაწუ-
ხებელ ფიქრს თავიდან იგდებდა. მაგრამ, თუკი განათებულზე გა-
მოეღვიძებოდა, ხვდებოდა, რომ მაღვიძარას აწკრიალება და,
ერთი, დიდი-დიდი, ორი საათი ჰქონოდა დარჩენილი და ახალი
დღე უნდა დაეწყო.
მისის ქიო, სახლის პატრონი, უექსფორდელი გამოდგა და
ეილიშთან მშობლიურ სახლზე უყვარდა საუბარი. იხსენებდა კა-
რაკლოსა და როსლერ-სტრენდში გასეირნებებს, ჰერლინგის
მატჩებს, უექსფორდში, მეინ-სთრითზე მაღაზიების ჩამოვლასა და
თანაქალაქელებს. ეილიში მიხვდა, მისის ქიო ქვრივი იქნებაო და
მეუღლეზე ჩამოუგდო სიტყვა, სადაური იყოო, რაზეც მისის ქიომ
უპასუხა, ქილმორ-ქიდან იყოო, მერე სევდიანად გაიღიმა და თე-
მა დახურა.
მოგვიანებით, როდესაც ეს საუბარი მამა ფლადთან ახსენა
ეილიშმა, მღვდელმა ქალიშვილს უთხრა, ჯობდა, სულ არ გეხსე-
ნებინა მისი ქმარი, რადგან წლების წინ იმ ვაჟბატონმა ოჯახის
მთელ ფულს დაავლო ხელი, დასავლეთისკენ გასწია და ცოლს
კი ვალები და ქლინთონის ქუჩაზე სახლი დაუტოვაო. ქალს იმხა-
ნად შემოსავალი არ ჰქონია. როგორც მოძღვარმა აუხსნა, სწო-
რედ ამის გამო აქირავებს მისის ქიო ოთახებსო. ეილიშის გარ-
და, მის სახლში ხუთი-ექვსი გოგონა იდგა მდგმურად.
მისის ქიოს პირველ სართულზე საკუთარი საძინებელი, სას-
ტუმრო ოთახი და სააბაზანო ჰქონდა. ედგა ტელეფონიც, მაგრამ
ეილიშისთვის არ დაუმალავს, რომ მდგმურებს ამ აპარატს ვერ
ჩაუგდებდა ხელში, ამიტომ ნომრის ვინმესთვის მიცემისგან თავი
უნდა შეეკავებინათ. სარდაფში ორი გოგონა ცხოვრობდა, ოთხიც
— ზედა სართულებზე; პირველ სართულზე დიდი სამზარეულო
იყო, სადაც ყველას შეეძლო საჭმლის მომზადება და სადაც სა-
ღამოობით დიასახლისი უმასპინძლდებოდა მდგმურებს ვახშმით.
ყავისა და ჩაის მომზადება ნებისმიერ დროს შეეძლოთ, ოღონდ,
როგორც ეილიში გააფრთხილეს, ყველას უნდა ჰქონოდა თავ--
თავისი ჭიქა და ფინჯანი, რომლებიც თვითონვე უნდა დაერეცხათ
და დაეშროთ.
კვირაობით მისის ქიო მდგმურებთან არ ჩნდებოდა, ასე რომ,
გოგონებს დამოუკიდებლად შეეძლოთ მზარეულობა, მაგრამ თუ
რამეს მოიმზადებდნენ, აუცილებლად უნდა მიელაგებინათ ყვე-
ლაფერი. კვირაობით მისის ქიო, როგორც ეილიშს უთხრა, უთე-
ნია მიდიოდა მესაზე, მერე კი მთელ დღესა და საღამოს, ძველე-
ბურ ყაიდაზე, მეგობრებთან ატარებდა ჭუკჭუკსა და პოკერის თა-
მაშში. პოკერის თამაში ეილიშმა შინ გაგზავნილ წერილშიც ახსე-
ნა, როგორც კვირა დღის გატარების წესად ქცეული საშუალება.
ყოველ საღამოს, ვახშმამდე, მაგიდასთან ერთმანეთს ხელს
ჩაავლებდნენ ხელზე, სუფრის თავში, ცხადია, მისის ქიო იჯდა, და
უფალს მადლობას სწირავდნენ. სუფრასთან ყოფნისას დიასახ-
ლისს არ უყვარდა, როდესაც გოგონები ჭორაობას ან იმ საკით-
ხზე საუბარს იწყებდნენ, რომლისაც მას არაფერი გაეგებოდა.
თაყვანისმცემლებზე ლაქლაქი ხომ საერთოდ მიუღებელი იყო
სუფრასთან. მისის ქიოს, ძირითადად, ტანსაცმელი და ფეხსაცმე-
ლი აინტერესებდა, კითხულობდა, სად, წელიწადის რომელ სე-
ზონზე და რა ფასად იყო შეძენილი. მოდის ცვლილება და ახა-
ლი ტრენდები მისი საყვარელი თემები იყო, მიუხედავად იმისა,
რომ თვითონ — როგორც თავად ამბობდა არცთუ იშვიათად —
თანამედროვე სტილისა და ფერებისთვის უკვე ხანში შესული
იყო.
ეილიში მასაც და დანარჩენ მობინადრეებსაც ყურადღებით
აკვირდებოდა ჩაცმულობაზე და კარგად ამჩნევდა, რომ მისის ქი-
ოს ყოველთვის უზადოდ ეცვა. უქმრო ქალს კანის მოვლასა და
სხვადასხვა ტიპის კანის პრობლემებზე საუბარიც მოსწონდა. მი-
სის ქიო ვარცხნილობას მხოლოდ შაბათობით იკეთებდა და მხო-
ლოდ ერთ პარიკმახერთან დადიოდა. სილამაზის სალონში დიდ
დროს ხარჯავდა, რათა მთელი კვირა ვარცხნილობა შენარჩუნე-
ბოდა.
ეილიშის საძინებლის მოპირდაპირე ოთახში ბელფასტელი
მის მაკადამი ცხოვრობდა, მდივნად მუშაობდა და სუფრასთან
მოდაზე ნაკლებად, მაგრამ ფასების ზრდაზე კი ხშირად ლაპარა-
კობდა. მის მაკადამი ერთობ თავდაჭერილიაო, სწერდა ეილიში
თავისიანებს; არც ის დაუმალავს, როგორ სთხოვა მან, სააბაზა-
ნოში სხვებივით შენც ნუ დატოვებ შენს ნივთებსო. როგორც
ეილიში იწერებოდა, ზედა სართულზე მცხოვრები გოგონები მის
მაკადამზე ახალგაზრდები არიან და მისის ქიოსა თუ მის მაკადა-
მისგან ხშირად შენიშვნებსაც იმსახურებენო. ერთ-ერთი გოგონა,
პატი მაკგუაიერი, ნიუ-იორკის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში ყო-
ფილა დაბადებული — როგორც თვითონ თქვა — და ისიც,
ეილიშივით, ბრუკლინის ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობდა. რო-
გორც ეილიშმა შეამჩნია, ცოტა ავარდნილი გოგო უნდა ყოფი-
ლიყო. სარდაფში მცხოვრებ დაიანა მონტინისთან დაქალობდა,
რომელსაც დედა ირლანდიელი ჰყავდა და წითური თმა გამოჰ-
ყოლოდა. ორივე ამერიკული აქცენტით ლაპარაკობდა.
დაიანა მისის ქიოს მომზადებულ კერძებს მუდამ იწუნებდა, მე-
ტისმეტად ირლანდიურიაო. დაიანა და პატი პარასკევ და შაბათ
საღამოს გამოიპრანჭებოდნენ, რაზეც რამდენიმე საათს ხარჯავ-
დნენ, და გასართობად ხან კინოში მიდიოდნენ, ხან საცეკვაოდ,
ოღონდ მთავარი იყო, იმ ადგილებში ბევრი მამაკაცი ყოფილი-
ყო, როგორც მის მაკადამი ამბობდა. პატისა და ზედა სართულზე
მცხოვრებ შეილა ჰეფერნანს ერთმანეთში მუდამ კინკლაობა
ჰქონდათ. მას ღამით ხმაური აღიზიანებდა. სქერისელი შეილა,
რომელიც მდივნად მუშაობდა, პატიზეც უფროსი იყო და დაიანა-
ზეც. როდესაც მისის ქიო ამის შესახებ ეილიშს უყვებოდა, ოთახში
მათ საუბარს მის მაკადამიც შეესწრო, საუბარში ჩაერია და განაც-
ხადა, მე მათ შორის განსხვავებას ვერ ვხედავ, ორივე საშინელ
ხმაურს ტეხს და საკმარისია, სააბაზანოში შამპუნი, საპონი ან კბი-
ლის პასტა დამრჩეს, რომ არც ერთს ეყოფა ნამუსი და არც
მეორეს, ხელი არ დააკაროსო.
სულ წუწუნებდა, ხან პატისა და შეილაზე, ხან მისის ქიოზე, კი-
ბეზე ამოსვლისას და დერეფანში გავლისას მეტისმეტად
ხმაურიანად დაკაკუნებენო. სარდაფში დაიანას გვერდით მის ქი-
გენ გელუეი ცხოვრობდა, რომელიც ხმას არასდროს ამოიღებ-
და, თუ საუბარი "ფიანა ფაილსა" და დე ვალერას8 ან ამერიკის
პოლიტიკურ სისტემას არ შეეხებოდა, რაც იშვიათად ხდებოდა,
რადგან მისის ქიოს, როგორც ამბობდა, პოლიტიკაზე ლაპარაკი
გულს ურევდა.
პირველი ორი კვირა პატი და დაიანა ეილიშს სთავაზობდნენ,
დროის გასატარებლად გამოგვყევიო, მაგრამ მას ხელფასი ჯერ
არ აეღო, ამიტომ დაძინებამდე შინ დარჩენასა და სამზარეულო-
ში ყოფნას ამჯობინებდა. პირველ კვირას ისედაც შეცდომა
მოუვიდა, მის მაკადამთან ერთად რომ გაისეირნა. ეს უკანასკნე-
ლი ყველა გამვლელს ცხვირს უბზუებდა, რადგან ზოგი იტა-

8
გელურად — "ბედის ჯარისკაცები" — ირლანდიის რესპუბლიკის ლიბერალუ-
რი პარტია, რომელსაც მკვეთრად ნაციონალისტური პოლიტიკა აქვს. დააარ-
სა 1926 წელს ირლანდიის ყოფილმა პრეზიდენტმა იმონ დე ვალერამ (1882--
1975).
ლიელი ან ზოგიც ებრაელი ეგონა. ამიტომ ადგა და მეორე კვი-
რას მარტო გაუყვა დიდი ქალაქის ქუჩებს.
— ამერიკამდე ამხელა გზა იმიტომ კი არ გამომივლია, რომ
ქუჩებში იტალიურ ლაპარაკს ვუსმინო და ებრაელების იმ სასაცი-
ლო ქუდებს ვუყურო, თავზე რომ დაუკოსებიათ, — ბუზღუნებდა
ხოლმე მის მაკადამი.
მეორე წერილში ეილიშმა ოჯახს მისის ქიოსთან ტანსაცმლის
დარეცხვის სისტემა აღუწერა. სინამდვილში, მისის ქიოს კონკრე-
ტული წესი არ ჰქონია თურმე. როგორც დედასა და დას მისწერა,
მთავარი იყო, სახლში დასარეცხი ჭურჭელი და ტანსაცმელი არ
გაჭაჭანებულიყო. კვირაში ერთხელ, ორშაბათობით, მეზობელი
ქუჩიდან იტალიელი დედა-შვილი მოდის და მათ ვატანთ, თუ რა-
მე გვაქვს გასარეცხიო. ყველა მდგმურს თავისი ჩანთა ჰქონია,
რომელსაც ტანსაცმელთან ერთად სიას ურთავდა, სადაც სათი-
თაოდ ყველა ნაჭერი იყო აღრიცხული, ოთხშაბათობით კი და-
რეცხილ ტანისამოსთან ერთად, ეს სიაც ბრუნდებოდა და ზედ
დართული ფასიც, რომელსაც მისის ქიო იხდიდა. საღამოს შინ
დაბრუნებული მობინადრეები სათითაოდ აძლევდნენ სახლის
პატრონს მრეცხავისთვის გადახდილ ფულს. ამის მერე შეეძლოთ
დაევლოთ ხელი თავიანთი ჩანთებისთვის და გარდერობებსა და
კამოდებში გაენაწილებინათ. ირეცხებოდა როგორც ტანისამოსი,
ასევე თეთრეული და პირსახოცები. როგორც ეილიში ატყობი-
ნებდა ოჯახს, იტალიელი ქალები მის ბლუზებსა და კაბებს ახა-
მებდნენ და ყველაფერს საგულდაგულოდ აუთოებდნენ.
***
ცოტა ხანს ძილმა წაართვა თავი, ახლა კი გაიღვიძა. საათს
შეხედა: რვის ოცი წუთი იყო. თუ დროულად ადგებოდა, წესით,
სააბაზანოში შეილასა და პატისთვის უნდა შეესწრო; მის მაკადამი
ამ დროს უკვე წასული იქნებოდა სამსახურში. ადგა და ტუალეტის
ჩანთამომარჯვებული სწრაფად გავიდა დერეფანში. შხაპის მიღე-
ბამდე წყალგაუმტარი ჩაჩი დაიხურა, რომ ვარცხნილობა არ გა-
ფუჭებოდა, თორემ რაღა გემზე დაბანილი თმა და რაღა ამ სახ-
ლში — ჯერ ძლივს იშრობდა, მერე ლამის ერთ საათს ივარცხნი-
და, რომ ფორმა მიეცა. ფიქრობდა, ხელფასს რომ ავიღებ, საპა-
რიკმახეროში მივალ და მოკლედ შევიჭრი, რომ იოლად დავი-
მორჩილოო.
სამზარეულოში რომ ჩავიდა, მარტო აღმოჩნდა, რაც ძალიან
გაუხარდა კიდეც. საუბარი არავისთან არ სურდა, ამიტომ რო-
გორც კი ვინმე გამოჩნდებოდა, შეეძლო მაშინვე გამოსულიყო
სამზარეულოდან. ჩაი აიდუღა და პური გაიხუხა. ამდენი ხანი თა-
ვისი მოსაწონი პური ვერსად ნახა, მეტიც, ეჩვენებოდა, რომ აქ
ჩაისა და რძესაც კი სხვანაირი გემო ჰქონდა, ქონივით კარაქს კი
ისეთი სუნი დაჰკრავდა, რომ ჭამის მადას უკარგავდა. ერთხელ,
სამსახურიდან შინ რომ ბრუნდებოდა, ქუჩაში დახლთან ჯემით
მოვაჭრე ქალი შენიშნა. მას ინგლისური არ ესმოდა; ეილიშს არ
უფიქრია, იტალიელი იქნებაო, გარეგნობით მის წარმოშობას კა-
ცი ვერ მიხვდებოდა, მაგრამ ქალმა გაუღიმა, როდესაც ეილიშმა
განსხვავებულ ქილებში ჩასხმული ჯემი შეათვალიერა. მერე
ერთ-ერთი აირჩია და ფულიც გადაუხადა, ეგონა, ხურტკმლის
ხილფაფას ვყიდულობო, მაგრამ როდესაც მისის ქიოს სახლში
გემო გაუსინჯა, ეუცნაურა — მსგავსი რამ სამშობლოში არას-
დროს გაესინჯა. დაზუსტებით ვერც იმას იტყოდა, რისა იყო, მაგ-
რამ კმაყოფილი დარჩა, რადგან პურისა და კარაქის გემოს გასა-
ქარვებლად ბლომად ისვამდა ჯემს. ისევე როგორც ჩაის გემოს
სამი კოვზი შაქრით ანეიტრალებდა ხოლმე.
როუზის ნაჩუქარი ფულით ფეხსაცმელი იყიდა. პირველი,
ოდნავ ვიწრო წყვილი, რომელიც შეიძინა, მართალია, ფეხზე
მოუხდა, მაგრამ რამდენიმე დღეში ქუსლები გადაუხეხა. მეორე
წყვილი უფრო ფართო და სადა იყო, მაგრამ კარგად იხმარა;
ახალი ფეხსაცმელი ჩანთით დაჰქონდა და სამსახურში მისვლის-
თანავე იცვამდა.
პატიმ და დაიანამ გადაჭარბებული ყურადღებით თავი შეაწყი-
ნეს. რაკი ეილიში ყველაზე ახალგაზრდა, თანაც, ახალი მდგმუ-
რი იყო მისის ქიოსთან, ხან რჩევებით აბეზრებდნენ თავს, ხან შე-
ნიშვნებით და ხან მოურიდებლად ყოფდნენ მის საქმეში ცხვირს.
ეილიშს აინტერესებდა, რამდენ ხანს გასტანდა კიდევ მათი არამ-
კითხემოამბეობა; რამდენჯერმე მიანიშნა კიდეც, თქვენი აზრი არ
მაინტერესებსო — კომენტარებზე ცალყბად გაუღიმა და პასუხი
არ დაუბრუნებია, დილაობით კი, როდესაც დერეფანში ან სააბა-
ზანოში გამოიჭერდნენ და მასთან საუბარს დააპირებდნენ, ეილი-
ში ისეთი სახით უყურებდა, თითქოს მათი ნათქვამიდან ერთი
სიტყვაც ვერ გაეგო.

***
ისაუზმა, თეფში, ლამბაქი და ფინჯანი გარეცხა და ისე გავიდა
სამზარეულოდან, რომ ახალშესული პატისთვის ზედაც არ შეუხე-
დავს. სამუშაოს დაწყებამდე დრო თავზე საყრელად ჰქონდა. უკ-
ვე სამი კვირის ჩამოსულს დედისა და დისთვის რამდენჯერმე
ჰქონდა წერილი მიწერილი, ძმებისთვის ბირმინგემში კი ერ-
თხელ, მაგრამ საპასუხო წერილი ჯერ არავისგან მოსვლოდა.
ერთხელაც, შვიდის ნახევარზე სამსახურიდან შინ რომ ბრუნდე-
ბოდა, სიცარიელის გრძნობა დაეუფლა, რადგან უამრავი რამ
ხდებოდა, რაზეც ოჯახთან საუბარი უნდოდა — ერთი სული ჰქონ-
და, ყველანაირი ახალი ამბავი მათთვის მოეთხრო, მაგრამ საპა-
სუხოდ ვერაფერს იღებდა. არადა, სამსახურში არც იღლებოდა
და არც საქმე აბეზრებდა თავს, პირიქით, საათები სწრაფად და
იოლად გადიოდა.
ერთხელ, როდესაც შინ გვიან დაბრუნდა და დაწვა, იფიქრა,
ეს რამსიგრძე დღე იყოო და განვლილი საათების გახსენებას
დეტალ-დეტალ შეუდგა, წვრილმანებიც კი დამახსოვრებოდა.
როდესაც ცდილობდა, სხვა რამეზე ეფიქრა, განვლილი დღე მა-
ინც ჯიუტად ახსენებდა თავს. ჩავლილ დღეს იმავე ღამეს ან
მეორე დღეს განიხილავდა ხოლმე გონებაში და რაც უნდოდა,
გონებაში ინახავდა, რაც არ სურდა, იმას ისე ივიწყებდა, თითქოს
უსარგებლო ნივთებს ცალკე სათავსში ინახავდა, რათა ღამით
რამე არასასიამოვნო ან უაზრო არ დასიზმრებოდა, ვთქვათ, უც-
ნობი ხალხი ან უცნობი ქუჩები.
მოსწონდა დილის ჰაერი და ჩრდილიანი ქუჩების სიმშვიდე,
ქუჩები, სადაც მაღაზიები მხოლოდ კუთხეებში გაეხსნათ, სადაც
ადამიანები ცხოვრობდნენ, თითოეულ სახლში კი სამი-ოთხი ბინა
განეთავსებინათ. დილაობით, როდესაც თვითონ სამუშაოზე მი-
დიოდა, ამ ქუჩებით მიჰყავდათ დედებს შვილები სკოლებში.
ბრუკლინში გრძნობდა, რომ იმ სამყაროს უფრო ხელშესახებად
უახლოვდებოდა, სადაც გაცილებით ფართო ქუჩები და ბევრად
გადატვირთული მოძრაობა იყო. როდესაც ატლანტიკ-ავენიუზე
გავიდა, ბრუკლინი უცხო ადგილად მოეჩვენა, იქ შენობები შორი-
შორს იდგა და უმრავლესობა მიტოვებული ჩანდა; ხოლო როდე-
საც ფულტონის ქუჩამდე მიაღწია, დაინახა, რომ გადასასვლე-
ლებთან იმდენი ხალხი იდგა მწვანე შუქის მოლოდინში, კაცი
იფიქრებდა, ან ჩხუბია და სეირის საყურებლად შეკრებილან, ან
ვინმე დაშავდა და ახლა ყველა თავზე დასტრიალებსო. როცა არ
ეჩქარებოდა, ორიოდე წუთს შეიცდიდა, რომ ბრბო გაფანტული-
ყო და მერეღა განაგრძობდა გადასასვლელისკენ გზას.
"ბარტოჩიში" მისვლისთანავე ხელს აწერდა ჟურნალში დრო-
ის მითითებით და მერე ჩადიოდა გასახდელში, სადაც ლურჯ სა-
მუშაო ფორმას იცვამდა. ასეთივე ფორმა ეცვა ყველა გამყიდველ
გოგონას. როგორც წესი, კოლეგებს ასწრებდა მისვლას. ზოგი-
ერთი მათგანი ბოლო წამებში ცხადდებოდა ხოლმე. ეილიშმა
იცოდა, რომ მის ფორტინის, ზედამხედველს, ეს არ მოსწონდა.
პირველ დღეს მამა ფლადმა სათავო ოფისში მიიყვანა ეილიში,
სადაც ელიზაბეტა ბარტოჩი გაესაუბრა, მფლობელის ქალიშვი-
ლი. ეილიშმა ის ყურადღებით შეათვალიერა და გაიფიქრა, ასე
მოხდენილად ჩაცმული ქალი ჩემს დღეში არ მინახავსო. დედასა
და დას მისწერა კიდეც, მის ბარტოჩის კვასკვასა წითელი კოს-
ტიუმი და თეთრი ბლუზა ეცვაო. კომპანიის მფლობელის ქალიშ-
ვილს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც წითელი სცმია და ყორნის-
ფერი თმა ჰქონია. წერილში არც ის გამორჩენია, რომ მის ბარ-
ტოჩის წითელი პომადა ესვა და თვალები თმაზე შავი ჰქონდა.
— ბრუკლინი დღითი დღე იცვლება, — თქვა მის ბარტოჩიმ,
რაზეც მამა ფლადმა თავი დაუკრა, — ახალ-ახალი ხალხი ჩნდე-
ბა, ირლანდიელები, ებრაელები, პოლონელები ან, საერთოდ,
ფერადკანიანები. ჩვენი ძველი კლიენტები ლონგ-აილენდზე გა-
დადიან, ჩვენ კი უკან ვერ მივყვებით; არადა, როგორ გვჭირდება
ყოველკვირა ახალ-ახალი მომხმარებელი. აქ ყველას ერ-
თნაირად ვექცევით, ყველას ხელგაშლით ვხვდებით, ვისაც კი მა-
ღაზიაში ფეხი შემოუცდება. დასახარჯი ფული ყველას უდევს ჯი-
ბეში. ჩვენც დაბალ ფასებს ვთავაზობთ და ზრდილობიანად ვემ-
სახურებით. თუ ადამიანს თავს მოვაწონებთ, აუცილებლად დაბ-
რუნდება. ყოველ მომხმარებელს ახალი მეგობარივით უნდა მო-
ექცე. შეძლებ?
ეილიშმა თავი დაუქნია.
— ირლანდიურად, გულღიად უნდა გაუღიმო.
როდესაც მის ბარტოჩი ზედამხედველის მოსაყვანად წავიდა,
მამა ფლადმა ეილიშს ურჩია, აქ მომუშავე ხალხს კარგად დაჰ-
კვირვებოდა — ბევრმა მათგანმა შენნაირად დაიწყო, უბრალო
გამყიდველობით, ახლა კი კაბინეტებში სხედან და მშვენივრად
მუშაობენ. ზოგიერთი ბუღალტერიასაც კი უძღვებაო.
— მეც სიამოვნებით ვისწავლიდი ბუღალტერიას, — თქვა
ეილიშმა, — ძირითადი კურსი უკვე გავლილი მაქვს.
— აქ განსხვავებული სისტემა ექნებათ, — შენიშნა მამა
ფლადმა, — მაგრამ გავიგებ, იქნებ აქვე ახლოს რამე კურსები
იყოს გახსნილი. ადგილიც რომ არ ჰქონდეთ, ვეცდები, როგორ-
მე მოგახვედრო. ახლა უმჯობესია, ამაზე მის ბარტოჩისთან არა-
ფერი ვთქვათ. იმ საქმეს ჩაუგულისყურდი, რომელსაც შემოგთა-
ვაზებენ.
ეილიშმა თავი დაუკრა. მალე მის ბარტოჩი დაბრუნდა და მო-
იყვანა მის ფორტინი, რომელიც ყველაფერზე თანახმა იყო, რაც
უნდა ეთქვა მფლობელის ქალიშვილს. თავისი აზრის გამოთ-
ქმისგან თავს იკავებდა, მხოლოდ კაბინეტის კედლებს გასცქერო-
და, ისე აცეცებდა თვალებს, თითქოს რამე უკადრისში შეისწრე-
სო. როდესაც კედლიდან კედელზე მზერით გადასვლა სწყინდე-
ბოდა, ისევ მის ბარტოჩის უყურებდა.
— მის ფორტინი გასწავლის სალაროს გამოყენებას. საკმარი-
სია, ერთხელ აუღო ალღო, რომ აღარ გაგიჭირდება. თუ რამე
პრობლემა შეგექმნება, რაც უნდა მცირედად მოგეჩვენოს, მაინც
მას მიმართე. მომხმარებელმა რომ ბედნიერად იგრძნოს თავი,
აუცილებელია გამყიდველიც გრძნობდეს თავს ბედნიერად. იმუ-
შავებ ცხრიდან ექვსამდე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით,
ლანჩისთვის 45 წუთი გექნება და კვირაში ერთი დღე ნახევარ გა-
ნაკვეთზე იქნები. თუკი ღამის სკოლაში ივლი რამეზე, ჩვენ ხელს
შეგიწყობთ...
— სწორედ მაგაზე ვლაპარაკობდით წეღან, — შეაწყვეტინა
მამა ფლადმა.
— თუკი სადმე კურსებზე შეხვალ, სწავლის საფასურის ნახე-
ვარს ჩვენ გადაგიხდით, სრულად დაფარვა კი არ ძალგვიძს. თუ-
კი ჩვენს მაღაზიაში რამის შეძენა მოგინდება, მის ფორტინის ეტ-
ყვი და განახვებს, რა გვაქვს ფასდაკლებული.
მის ფორტინიმ ეილიშს ჰკითხა, მზად თუ ხარ მუშაობის და-
საწყებადო.
მამა ფლადი წავიდა, მფლობელის ქალიშვილი კი თავის მა-
გიდასთან მივიდა და სწრაფად დაიწყო წერილების გახსნა. რო-
დესაც მის ფორტინიმ ეილიში ქვედა სართულზე, მაღაზიაში ჩაიყ-
ვანა, სალარო უჩვენა. ეილიშმა თავი შეიკავა იმის თქმისგან,
რაფტერის ქუჩაზე, დენ ბოლჯერსის მაღაზიაში ზუსტად ასეთივე
სალარო-აპარატი გვაქვს და მუშაობის სისტემაც ასეთივეაო. ფუ-
ლისა და ქვითრების უჯრები მსგავსი აღმოჩნდა. ლითონის სა-
თავსში აწყობდნენ ფულსა და ქვითრებს, რომლებიც მილების
სისტემით მაღაზიას გაივლიდა და მთავარ სალაროში ხვდებოდა,
სადაც ქვითარზე ეწერებოდა "გადახდილია", მერე კონტეინერში
ხურდასთან ერთად ბრუნდებოდა და უკანვე იგზავნებოდა.
ეილიშს მის ფორტინისთვის ხელი არ შეუშლია ამ მოწყობილო-
ბის სისტემის ახსნაში, ისე უყურებდა, თითქოს მსგავსი არაფერი
ენახა ცხოვრებაში.
ამის შემდეგ მის ფორტინიმ სალარო-აპარატი მომართა, რო-
მელსაც სათავსში ჩაწყობილ ხუთდოლარიანებთან ერთად ცრუ-
მაგიერი ქვითრები გაუგზავნა. უჩვენა, როგორ უნდა შეევსო
ქვითრები, როგორ უნდა მიეწერა ზედა ნაწილში გვარი და თარი-
ღი, ქვედა მარცხენა კუთხეში კი შეძენილი ნივთის ოდენობა აღე-
ნიშნა, ხოლო მარჯვნივ ფასი მიეთითებინა. დაარიგა, ქვითრის
უკანა მხარეს გაგზავნილი თანხის ოდენობა მიუთითეო, რათა
რაიმე გაუგებრობა არ მომხდარიყო. კლიენტების უმეტესობა
ხურდას გამოგართმევსო, აუხსნა. ისიც მიაყოლა, აქ იშვიათად თუ
შემოვა ვინმე, ვისაც ზუსტად აქვს ფული გამზადებული, ხოლო
ნივთებს კი ხშირად ფასი რამდენიმე დოლარი და ოთხმოცდაც-
ხრამეტი ცენტი ადევსო. ურჩია, რომ თუკი მომხმარებელი რამ-
დენიმე ნივთს შეიძენდა, საერთო ფასი მასაც დაეანგარიშებინა,
მიუხედავად იმისა, რომ სალაროში ისედაც ზუსტად გამოიყვან-
დნენ ჯამს.
— თუკი შეცდომები არ მოგივა, ამას დაგიფასებენ და ყველას
მოეწონები, — დასძინა მის ფორტინიმ.
ეილიშმა მშვიდად უყურა, როგორ გამოწერა მის ფორტინიმ
ქვითრები და სალაროში გაგზავნა, მერე კი მასთან ერთად რე-
გისტრირებული ქვითრების უკან დაბრუნებას დაელოდა. ზედამ-
ხედველმა ჯერ ერთნივთიანი ქვითარი შეავსებინა, მეორეზე რამ-
დენიმე ნივთი მიათითებინა, მესამე ქვითარზე კი შერეული ნივთე-
ბი აღანიშნინა. მის ფორტინი ყურადღებით უცქერდა, როდესაც
ეილიში საერთო ფასს კრებდა.
— გირჩევნია, ნელა შეკრიბო და შეცდომაც არ გაგეპარება,
— უთხრა მან.
ეილიშს პასუხად არ უთქვამს, შეკრებისას შეცდომა არას-
დროს გამპარვიაო. პირიქით, რჩევისამებრ, ნელა, აუჩქარებლად
კრებდა ფასებს და მერე გულმოდგინედ ამოწმებდა მიღებულ შე-
დეგს.
ეილიშს დაანგარიშება და ჯამის მიღება კი არა, თავად გასა-
ყიდი ნივთები ეუცხოებოდა. ზოგიერთი სახეობის აზღუდს კარგად
იცნობდა, ზოგსაც ისეთი წვეტიანი ფიალები ჰქონდა, რომ არა-
სოდეს ენახა, ზოგიერთი სახეობის ბიუსტჰალტერისთვის კი შუაში
თითქოს პლასტმასის ძვლები დაეტანებინათ, რომელთა დანიშ-
ნულებაც ვერ გაიგო. პირველ აზღუდს, რომელიც გაყიდა, "სამა-
ჯური" ერქვა. ამ სახელმა გააკვირვა და გადაწყვიტა, როდესაც
მისის ქიოსთან სხვა მდგმურებს უფრო კარგად გავიცნობ, დაწ-
ვრილებით ვკითხავ, ქალის ქვედა საცვლებსა და აქსესუარებს
ამერიკულად რა ჰქვიაო.
იოლი სამუშაო ჰქონდა. მის ფორტინი თავს არავის აბეზრებ-
და, მხოლოდ საქმის დროულად შესრულებასა და წესრიგს მო-
ითხოვდა პერსონალისგან და ხშირად ახსენებდა თითოეულს, თუ
კითხვა გაგიჩნდებათ, მე მომმართეთო. მისი პოვნა დარბაზში
იოლი იყო — მის ფორტინი მუდამ თვალს ადევნებდა გოგონებს,
თუკი გაუგებრობა წარმოიქმნებოდა მყიდველთან, მყისვე მათკენ
მიეშურებოდა, ხოლო თუკი მიახლოებული დაინახავდა, რომ
გამყიდველიც და მყიდველიც ერთმანეთისთვის ღიმილს არ იშუ-
რებდნენ, მაშინვე ჩერდებოდა და მათ საქმეში აღარ ერეოდა.
ეილიშმა მალე მონახა სწრაფი კვების ობიექტი, სადაც
ოციოდე წუთით ლანჩზე შერბენა შეეძლო, დარჩენილ ოც წუთს
კი ფულტონის ქუჩაზე სხვა მაღაზიების თვალიერებაში ატარებდა.
დაიანამ, პატიმ და მისის ქიომ ლამის ერთხმად უთხრეს, "ბარტო-
ჩისთან" ახლოს ტანისამოსის საუკეთესო მაღაზია "ლუჰმანსიაო".
ხსენებული სავაჭრო ცენტრი ბედფორდის პროსპექტზე მდებარე-
ობდა. შუადღისას "ლუჰმანსი" ბევრად გადატვირთული იყო, ვიდ-
რე "ბარტოჩი", რადგან აქ ყველაფერი გაცილებით იაფად იყიდე-
ბოდა. ერთხელ ეილიში მეორე სართულის დასათვალიერებ-
ლად ავიდა და მაშინვე როუზი გაახსენდა, რადგან ამ მდიდრუ-
ლად მორთულმა გარემომ, სადაც გამყიდველებსაც კი ელეგან-
ტურად ეცვათ, სასახლის შთაბეჭდილება უფრო დაუტოვა, ვიდრე
ტანსაცმლის მაღაზიისა. როდესაც ფასებს უყურებდა, გონებით
სტერლინგებში გადაჰყავდა, რომ აზრი გამოეტანა, მეტისმეტი
სიიაფის გამო კი გაოცებას ვერ მალავდა. როდესაც კაბა ან კოს-
ტიუმი მოეწონებოდა, კარგად დამახსოვრებას ცდილობდა, რომ
მერე როუზისთვის დეტალურად აღეწერა, მაგრამ ამ მაღაზიაში
მხოლოდ რამდენიმე წუთით შეეძლო დარჩენა, რათა "ბარტოჩი-
ში " არ დაჰგვიანებოდა. აქამდე მის ფორტინისთან პრობლემა
არ შექმნია და არ სურდა, კარგად ჩამოყალიბებული ურთიერ-
თობა გაფუჭებულიყო.

***
ერთ დილას, სამუშაოს დაწყებიდან უკვე სამი კვირა რომ
გაილია, ფულტონის ქუჩაზე მიღწევისას, საიდანაც "ბარტოჩის"
ვიტრინები დაინახა, მიხვდა, რაღაც უჩვეულო ხდებაო. მინებზე
უზარმაზარი ბანერი გაეკრათ, წარწერით: დიდი ფასდაკლება
ნეილონზე. ვერ მიხვდა, ფასდაკლება რატომ ეწერა, რადგან,
როგორც იცოდა, იანვრამდე ფასის დაგდებას არაფერზე აპირებ-
დნენ. გასახდელში მის ფორტინის შეხვდა და თავისი გაკვირვება
არ დაუმალავს.
— მისტერ ბარტოჩი ამას ყოველთვის საიდუმლოდ ინახავს
ხოლმე. რომ იცოდე, თვალს არ აცილებს მაღაზიას. მთელ სარ-
თულზე ნეილონია გამოფენილი, ყველაფერი ნეილონისაა, შე-
გიძლია შენთვის ოთხი ნივთი თითქმის ნახევარ ფასად შეიძინო.
ეს კი სპეციალური ჩანთაა, სადაც ქაღალდის ფული უნდა
მოათავსო, რადგან ხურდა არ იყრება. დღეს ყველაფერზე ისეა
ფასები დამრგვალებული, რომ ქვითრების გამოწერაც არ მოგი-
წევს. უსაფრთხოებაც გამკაცრებული უნდა გვქონდეს, თორემ
ისეთი ამბავი ატყდება, დედა შვილს არ აიყვანს ხელში. ლანჩზე
ვერ გავალთ, სამაგიეროდ, სენდვიჩები და გამაგრილებელი წყა-
ლი უფასოდ გვექნება, ოღონდ მხოლოდ ორჯერ უნდა აიღო.
იცოდე, გიყურებ! ახლა მუშახელი ჰაერივით გვჭირდება.
მართლაც, გახსნიდან ნახევარ საათში იმხელა რიგი დადგა,
რომ ხალხი ქუჩაშიც კი იცდიდა. ქალების უმეტესობა კოლჰოტებს
ეტანებოდა; სანამ მაღაზიის სიღრმეში შეაღწევდნენ, სადაც
ნეილონის სვიტრები ყველა ფერითა და ზომით იყო წარმოდგე-
ნილი და, რაც მთავარია, განახევრებულ ფასად, უკვე სამი-ოთხი
წყვილი ჰქონდათ აღებული. გაყიდვების დამხმარის საქმეს რიგის
გაყოლა შეადგენდა — მას ცალი ხელით "ბარტოჩის" პარკები
უნდა სჭეროდა, მეორით — სპეციალური ჩანთები, სადაც ზუსტად
უნდა ჩაეყარათ გადასახდელი თანხა. ყველა მომხმარებელმა
იცოდა, რომ ხურდა ფული არ გამოადგებოდა.
მის ბარტოჩი და პერსონალის ორი წევრი კართან იდგნენ,
რათა ათზე დროებით დაეკეტათ კარი მოზღვავებული რიგის გა-
მო. სალარო განყოფილებაში მომუშავე პერსონალს სპეციალუ-
რი ფორმა ეცვა და ზედა სართულზე მუშაობდა. რამდენიმე მათ-
განი გარეთ დარაჯობდა რიგს. ეილიშმა გაიფიქრა, ამ მაღაზიაზე
გადაჭედილი და დახუთული ადგილი ვერც კი წარმომიდგენიაო.
მისტერ ბარტოჩიმ ხალხის ბრბო გაარღვია, ფულის ჩანთები აკ-
რიფა და თან მიტანილ ბრეზენტის ტომარაში ჩააპირქვავა.
დილიდანვე ისეთი საგიჟეთი იყო, რომ ეილიშს თავის მოსაფ-
ხანად არ ეცალა. ყველა ხმამაღლა ლაპარაკობდა. ამ ჟრიამულ-
ში გაბრუებულს რამდენჯერმე მშობლიური ენისკორთი წარმოუდ-
გა თვალწინ, სადაც ოქტომბრის მშვიდ საღამოს დედასთან ერ-
თად ნარნარა და მოდიდებული მდინარე სლენის ნაპირზე მისე-
ირნობდა და ბინდბუნდში დამწვარი ფოთლების სურნელი სცემ-
და. ეს სცენა მაშინ გაუცოცხლდა, როდესაც ჩანთას ფულით ავ-
სებდა, თვალწინ კი უამრავი ქალი ირეოდა და ამა თუ იმ ნივთის
ადგილსამყოფელს, ფასს, ხარისხსა და სავარაუდო ზომას ეკით-
ხებოდა. ბევრი იმითაც ინტერესდებოდა, უკვე ნაყიდის გადაცვლა
თუ იყო შესაძლებელი.
მის ფორტინის, მართალია, ტანმაღალი არ ეთქმოდა, ბრბო-
ში მაინც ყველას ზევიდან გადასცქეროდა, კითხვებზეც პასუხობ-
და, ჩამოყრილ ნივთებსაც კრეფდა იატაკიდან, წმენდდა და კე-
ცავდა არეულ თუ დაყრილ სამოსს. დილამ სწრაფად გაირბინა
და შუადღე დადგა. ნეილონის საქონელიც ნელ-ნელა მიილია.
ეილიშმა თავი დაიჭირა, რომ ლამის ყოველ ხუთ წუთში საათს
უყურებდა. ეს ცქმუტვა მის ფორტინის შეუმჩნეველი არ დარჩენია,
ამიტომ მიუახლოვდა და შეახსენა, შეგიძლია ოთხი ნივთი შეიძი-
ნო და საფასური მერე გადაიხადოო.
ეილიშმა ერთი წყვილი ნეილონის კოლჰოტი შეარჩია, ერთი
წყვილიც მისის ქიოსთვის გადადო და თითო როუზსა და დედას
აუღო. მერე ეს საჩუქრები ქვევით, გასახდელში ჩაიტანა და კო-
ლეგა ასისტენტთან ერთად სოდიანი წყალი დალია. პირველი
ქილა რომ მოათავა, მეორეც გახსნა და სანამ მის ფორტინი მის
არყოფნას შეამჩნევდა, გამოცალა. როდესაც კიბით უკან აბრუნ-
და, უკვე სამი საათი გამხდარიყო და დახლებსა და თაროებს შე-
ავლო თვალი, სადაც დაცარიელებული ზვინები ისევ შეევსოთ.
როგორც გაარკვია, ამაზე მისტერ ბარტოჩის ეზრუნა. მოგვიანე-
ბით, როდესაც მისის ქიოს სახლში ვახშმობდა, შეიტყო, რომ პა-
ტი და შეილაც მისულიყვნენ მის მაღაზიაში, მაგრამ რაკი ხალ-
ხმრავლობა იყო და თვითონაც ეჩქარებოდათ, ეილიში აღარ
მოეძებნათ, რომ მისალმებოდნენ მაინც.
მისის ქიოს კოლჰოტი ისე მოეწონა, შესთავაზა, ფულს გადა-
გიხდიო, მაგრამ ეილიშმა დაარწმუნა, საჩუქრად მოგართვითო.
იმ საღამოს სუფრასთან ყველა ბარტოჩების ფასდაკლებაზე ლა-
პარაკობდა. იცოდნენ, რომ ბარტოჩები ფასდაკლებას საზოგა-
დოების გაუფრთხილებლად აწყობდნენ ხოლმე, მაგრამ იმის და-
ჯერება, რომ ეილიშმაც კი არაფერი იცოდა, ყველას გაუჭირდა.
— მაშინ, ოდესმე თუ რამეს მოჰკრავ ყურს, — უთხრა
დაიანამ, — ეგრევე გვაცნობე. ნეილონის კოლჰოტი ყველაზე
კარგია, თვალი არასდროს მისდის. ამას გარდა, სხვა მაღაზიაში
რომ შეხვიდე, ნაგავს შემოგასაღებენ.
— კარგი რა, — გაწყრა მისის ქიო, — ნაგავს ნეტავ რომელ
მაღაზიაში ყიდიან? ეჭვიც არ მეპარება, ყველა იმას ცდილობს,
კარგი საქონლით მიიზიდოს კლიენტი.
ფასდაკლებული ნეილონით გამოწვეული საერთო აღტაცების
გამო ეილიშმა ვახშმის ბოლომდე ვერ შეამჩნია, რომ სამი წერი-
ლი მისულიყო მის სახელზე. არადა, ყოველდღიურად, როგორც
კი სამსახურიდან ბრუნდებოდა, სამზარეულოში კუთხის მაგიდას
შეამოწმებდა, რადგან სწორედ ამ მაგიდაზე აწყობდა ხოლმე მი-
სის ქიო წერილებს. ვერ დაეჯერებინა, რომ ამ საღამოს არ
შეამოწმა. სხვებთან ერთად ჩაი დალია და ათრთოლებული ხე-
ლით აიღო წერილები. გული აუჩქარდა. ერთი სული ჰქონდა,
თავის ოთახში ასულიყო და ოჯახის ამბები შეეტყო.
კალიგრაფიის ცნობა არ გასჭირვებია: დედის, როუზისა და
ჯეკის ხელწერა იყო. ჯერ დედას წერილს წავიკითხავ, მერე ჯეკი-
სას, ხოლო როუზის წერილს გემრიელ ლუკმად შემოვინახავო,
ფიქრობდა. დედამისს მშრალი წერილი მოეწერა, ძირითადად,
იმაზე ამახვილებდა ყურადღებას, თუ ვინ, როდის და სად
მოიკითხა ეილიში. ჯეკის წერილსაც იმავენაირი ეთქმოდა, იმის
განსხვავებით, რომ ჯეკი დედასა და როუზისთვის ბრუკლინიდან
გამოგზავნილ წერილებსაც ახსენებდა. როუზს კი, ტრადი-
ციულად, ლამაზად და მკაფიოდ გამოეყვანა ასოები. ცხადია,
გოლფი და სამსახური არ გამორჩენია. ამას გარდა, მისივე სიტ-
ყვებს თუ მოვიშველიებთ, ენისკორთიში ცხოვრება დუნედ და
მშვიდად მიედინებოდა და რა ბედნიერი უნდა ყოფილიყო ეილი-
ში, რომელიც სიცოცხლით სავსე, გაჩახჩახებულ ქალაქში იმყო-
ფებოდა. როუზი პოსტსკრიპტუმში მიანიშნებდა კიდეც დას, პირა-
დულ საკითხებზე ან ისეთ თემაზე თუ მოგინდეს საუბარი, რომე-
ლიც დედას ააღელვებს, წერილი პირადად მე გამომიგზავნეო.
ურჩევდა, შეგიძლია შენი სამსახურის მისამართიდან გამომიგზავ-
ნო პირადული წერილებიო.
არც როუზის წერილი აღმოჩნდა სიტყვაუხვი; მათში ვერც სა-
ინტერესო იპოვა რამე და ვერც ისეთი რამ, რაც ოჯახის წევრე-
ბის ხმის გაგონებაში დაეხმარებოდა. მიუხედავად ამისა, წერილე-
ბის კითხვისას გონებით სამშობლოში ინაცვლებდა, წარმოიდგენ-
და, როგორ დაჯდებოდა დედამისი სამზარეულოს მაგიდასთან,
"ბეზილდონ ბონდის" კალამს მოიმარჯვებდა და წერილის შედგე-
ნას დაიწყებდა. როუზს კი რატომღაც სასადილო ოთახში ხედავ-
და კალმით ხელში. ფურცელი აუცილებლად სამსახურიდან უნდა
ჰქონოდა წამოღებული, რადგან თეთრი კონვერტიც ბევრად
ელეგანტური იყო, ვიდრე დედამისის შერჩეული. იმასაც წარმო-
იდგენდა, როგორ დაასრულებდა როუზი წერილს და ტალანში,
მაგიდაზე დადებდა, რომელსაც დედა, თავის წერილთან ერთად,
მეორე დღეს ფოსტაში წაიღებდა, სადაც ამერიკისთვის განკუთ-
ვნილ სპეციალურ შტამპს დაარტყმევინებდა. აი, ის კი ვერაფრით
წარმოიდგინა, რა ვითარებაში შეადგინა წერილი ჯეკმა, რადგან
წინა ორზე მოკლე, სიტყვაძუნწი იყო, თითქოს ძმა ერიდებოდა,
საკუთარ თავზე მეტისმეტის ლაპარაკი არ გამომივიდესო.
დაწვა და წერილებიც გვერდით დაიწყო. გაიაზრა, რომ ბო-
ლო კვირებში სახლზე ბევრი არ უფიქრია. მშობლიურმა ქალაქ-
მა გაუელვა გონებაში — როგორც მაღაზიაში ყოფნისას — მაგ-
რამ ფიქრები დედისა და დისკენ მიმართა, რომლებიც სახლში
ეგულებოდა. თავის ყმაწვილქალობაზე, ენისკორთიში გატარე-
ბულ წარსულსა და იმ მომავალზე, რომელსაც იქ ვეღარ გაატა-
რებდა, ფიქრი გადადო, სამერმისოდ შემოინახა. აქ, ამ სახლში,
სადაც ყოველდღე ბრუნდებოდა სამსახურიდან, ვერაფერი შეედ-
რებოდა იმ სახლს, რომელზეც ახლა ფიქრობდა, იმ ოთახს, რო-
მელშიც ცხოვრობდა, იმ კერძებს, სამშობლოში რომ მიირთმევ-
და, თუნდაც, იმ სამოსს, იქ რომ ეცვა და იმ სიმშვიდეს, რომელიც
ბრუკლინის ალიაქოთთან შედარებით სამოთხეს ჰგავდა.
მწარე ფიქრები აეშალა. იგრძნო, რომ ტირილამდე ბევრი
აღარაფერი აკლდა. მართალია, ცრემლებს გმირულად უმკლავ-
დებოდა, მაგრამ გულმა ტკივილს ვეღარ გაუძლო და თვალი მი-
იხმო საშველად. არა, არ დანებდებოდა, რაც უნდა ყოფილიყო.
ბრუკლინით უკმაყოფილებაზე ფიქრებს რომ შესჭიდებოდა, მამა-
მისის დაკრძალვა და ყველაზე მტკივნეული სცენები გაიხსენა —
ნათლად ხედავდა, როგორ დაახურეს მის კუბოს თავსახური, რო-
გორ ჩაუშვეს ნათხარში, ისიც კი გაიხსენა, მაშინ რას ფიქრობდა:
მამა ამ სამყაროს ვეღარასოდეს ნახავს და ვეღარც მე გავცემ
ოდესმე ხმასო; ცდილობდა, ამ მძიმე ფიქრებით შეეტყო თავისი
ახლანდელი კაეშნის მიზეზი.
ის აქ არავინ იყო, ოღონდ ეს გრძნობა იმიტომ კი არ ეუფლე-
ბოდა, რომ აქ ოჯახი და მეგობრები არ ჰყავდა გვერდით, არა-
მედ იმის გამო, რომ ამ ოთახში, ქუჩებსა და "ბარტოჩიში" თავს
ისე გრძნობდა, თითქოს მოჩვენება იყო. არაფერს ჰქონდა ფასი.
ფრაირის ქუუჩაზე ოთახები მას ეკუთვნოდა, როდესაც იმ ოთახებ-
ში დადიოდა, ირგვლივ ყველაფერი ნამდვილი იყო. მშობლიურ
ქალაქში გინდ მაღაზიაში გასულიყო, გინდ საზაფხულო სკოლა-
ში მისულიყო, ფეხქვეშ მიწას მყარად გრძნობდა, ჰაერიც, სინათ-
ლეც იქ ბევრად ხელშესახები იყო, ბევრად ნაცნობი და, რაც
მთავარია, მისი ნაწილი იყო, თუნდ ქუჩაში სულ უცხო ხალხი შეხ-
ვედროდა. აქ კი თავს არაფრის ნაწილად გრძნობდა. აქ ყველა-
ფერი ყალბი, ცარიელი ეგონა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი
გრძნობა ჰქონდა. თვალები დახუჭა და ფიქრების მომავლისკენ
წარმართვა სცადა, როგორც ხშირად აკეთებდა ხოლმე, მაგრამ
მომავალი ვერ დაინახა. თითქოს წინ არაფერი იყო. საერთოდ
არაფერი. კვირაც კი. სულ არაფერი, გარდა ძილისა, რომელიც,
უნდოდა თუ არა, დაზუსტებით ახლა ამასაც ვერ იტყოდა. ასე იყო
თუ ისე, ჯერ ცხრაც არ შესრულებულიყო და შეეძლო, ცოტა ხანს
კიდევ ეფხიზლა. გაკეთებაც არაფრისა შეეძლო. ამ სახლში თავს
ისე გრძნობდა, როგორც ცხრაკლიტულში.
მეორე დილით ვერ იტყოდა, კარგად მეძინაო, სამაგიეროდ,
ისეთი ფერადოვანი სიზმრები ესიზმრა, თვალების გახელა და
ოთახის დანახვა არ უნდოდა. ერთ-ერთ სიზმრად ფრაირის ქუჩა-
ზე მდებარე ენისკორთის სასამართლო ეზმანა. ახსოვდა, რო-
გორ ეშინოდათ ხოლმე მეზობლებს, როდესაც პროცესი მიმდი-
ნარეობდა, ოღონდ არა ისეთ დროს, როცა წვრილმანი ქურდო-
ბის, სიმთვრალის ან უსაქციელობის საქმე განიხილებოდა, არა-
მედ მაშინ, როდესაც საქმე ბავშვებს ეხებოდა — ხან ერთ-ერთი
მშობლისთვის სტატუსის ჩამორთმევა, ხან ბავშვის გაშვილება ან
გაბარება განიხილებოდა. ასეთ შემთხვევებში მცირეწლოვანს
მიმღებ ოჯახში ანაწილებდნენ ან ინდუსტრიულ სკოლაში9 გზავ-
ნიდნენ, რადგან ისინი გაკვეთილებს ხშირად აცდენდნენ და
მშობლები კი მათ მორჯულებას ვერ ახერხებდნენ. ზოგ ბავშვსაც
მშობლებთან ჰქონდა პრობლემა, რაც მეტად გულსატკენი იყო
დაბისთვის. ზოგჯერ უნუგეშო დედების ტირილისა და კივილის
ხმა ისმოდა სასამართლოს ეზოში, ქალები ჩამორთმეულ შვი-
ლებს გლოვობდნენ... მაგრამ სიზმრად აკივლებული ქალები არ
უნახავს, მხოლოდ ჩუმად მყოფი ბავშვების ჯგუფი ესიზმრა, რო-
მელთა შორის თვითონაც იყო, ხაზში იდგა და იცდიდა, როდის
ბრძანებდა მოსამართლე სხვებთან ერთად მის გაგზავნას.
უცნაური ის იყო, რომ როცა გაიღვიძა, გაგზავნის სურვილი
იგრძნო, შიში კი არავითარი. შიში მხოლოდ იმ მომენტს ახლდა,
როდესაც დედამისი დაინახა სასამართლოს წინ და თავი აარი-
და. რიგი დატოვა, გვერდითა კარიდან გავიდა და მანქანით სად-
ღაც გაემგზავრა, ოღონდ სად, ვეღარ გაიგო, რადგან გამოეღვი-
ძა.
ადგა და სააბაზანოში ფეხაკრეფით შევიდა; იფიქრა, ფულტო-
ნის ქუჩაზე ერთ-ერთ სასადილოში ვისაუზმებო. ამ სასადილოს
დილაობით ჩაუვლიდა ხოლმე და ხედავდა, როგორ შედიოდა
ხალხი. როდესაც ჩაიცვა და გაემზადა, სახლიდანაც ფეხაკრეფით
გავიდა. არავის ნახვა არ სურდა. ჯერ მხოლოდ რვის ნახევარი
იყო. ფიქრობდა, ჩამოვჯდები სადმე, სენდვიჩს შევჭამ, მერე ყავას
დავაყოლებ და სამუუშაოზე მაინც სხვებზე ადრე მივალო.
გზად მიმავალს შიში გაუჩნდა, შიში დაწყებული დღისა. რო-
დესაც სასადილოში, კუთხეში იპოვა ადგილი, დაჯდა და მენიუს

9
იგულისხმება პროფტექნიკუმის სახის დარგობრივი სასწავლებელი.
თვალიერება დაიწყო, მეორე სიზმარში განცდილი შიში იგრძნო.
ესიზმრა, რომ დაფრინავდა, თითქოს ჰაერბურთში იჯდა, ისე ევ-
ლებოდა მშვიდ ზღვას. დღეც მშვიდი იყო. ქვემოთ ქეშ-გეფის ქა-
რაფები და ბალიქონიგარის რბილი ქვიშა ჩანდა. ქარმა ბლე-
ქუოთერისკენ გააქანა, მერე ბალას, მონაგერს, ვაინგერ-ჰილსა
და ენისკორთის გადაუფრინა. ისე გაიტაცა ამ სიზმარზე ფიქრმა,
მიმტანმა ჰკითხა, რამე ხომ არ გიჭირთო.
— არაფერი, კარგად ვარ, — მიუგო ეილიშმა.
— მოწყენილს ჰგავხართ, — უთხრა ვაჟმა.
ეილიშმა თმა გადაიყარა შუბლიდან და გაღიმება სცადა. მე-
რე ყავა და სენდვიჩი შეუკვეთა.
— გამხნევდი, — ხმამაღლა მიმართა მიმტანმა, — ჰე, გაგვი-
ღიმე!
რამდენიმე კლიენტმა მათ შეხედა. იცოდა, რომ ცრემლებს
ვეღარ შეიკავებდა და სანამ შეკვეთილს მიუტანდნენ, კაფედან
სწრაფი ნაბიჯით გავიდა, კიდევ ვინმეს რომ არ ეთქვა რამე.
დღის განმავლობაში შენიშნა, რომ მის ფორტინი აკვირდებო-
და. გაიფიქრა, ნეტავ რატომ მიყურებს ასე დაჟინებით, იქნებ ცუ-
დად გამოვიყურებიო. ზედამხედველს თავი აარიდა, ქუჩას გახე-
და, მერე დაფაციფუცდა, ვითომ დაკავებული იყო, მაგრამ მიხ-
ვდა, რომ თუ თავს არ შეუძახებდა, საქმე ცუდად წავიდოდა. სულ
ერთსა და იმავეზე ფიქრობდა: აგერ, მოსაღამოვდა, შინ ბრუნდე-
ბა, სადაც ვახშამი ელის, უცხო ხალხი, უცხო ოთახი, რომელთა-
ნაც მას არაფერი აკავშირებს, მაგრამ ამ ოთახში გრძელი ღამის
გატარება მოუწევს. ისევ დაიჭირა მის ფორტინის მზერა, რომე-
ლიც პირდაპირ მისკენ იყო მიმართული და ისევ დატრიალდა,
მოჩვენებითად გახალისდა კიდეც, ვითომ არაფერი ხდებოდა და
ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო.
***
ვახშმად ყოფნა არც ისე გაუჭირდა, როგორც ეგონა. პატისა
და დაიანას ახალი ფეხსაცმელები ეყიდათ და მისის ქიომ მანამ-
დე არ აღირსა მოწონება, სანამ ის კაბებიც არ ნახა, რომელთა-
ნაც უპირებდნენ შეხამებას. სამზარეულო ვახშმამდე და ნავახ-
შმევს ლამის პოდიუმად იქცა. პატი და დაიანა ახალ-ახალი კაბე-
ბით, ხელჩანთებითა და ფეხსაცმლით მორიგეობით შემოდიოდ-
ნენ, დატრიალდებოდნენ და გამოსაცვლელად გადიოდნენ, მის
მაკადამი და მის ქიგენი კი მოწონების შეძახილებით ამხიარუ-
ლებდნენ ღონისძიებას.
მისის ქიომ კი გოგონების ახალი კაბები რომ იხილა, შენიშნა,
მაგ ტანსაცმლის შეკერვისას ქსოვილი დაენანათო?
— არც წყალია, არც ღვინო, — თქვა სახლის პატრონმა, —
მაგას ვერც სამსახურში ჩაიცვამთ და ვერც საღამოს. იმედია,
ფასდაკლებით მაინც იყიდეთ.
დაიანამ ნირწამხდარმა შეხედა ქალს და აღიარა, ფასდაკლე-
ბით არ გვიყიდიაო.
— მაშინ, — განაგრძო მის ქიომ, — იმედია, ქვითრები მაინც
შეინახეთ.
— მე კი მომწონს, — თქვა მის მაკადამმა.
— მეც, — ხმა მისცა შეილა ჰეფერნანმა.
— მაგრამ როდის უნდა ჩაიცვას ადამიანმა? — დაინტერესდა
მისის ქიო.
— უბრალოდ, მომეწონა, — თქვა მის მაკადამმა და მხრები
აიჩეჩა.
ეილიში კი შეუმჩნევლად გავიდა სამზარეულოდან. უხაროდა,
რომ ვახშმისას მისი მდუმარება არავის შეუმჩნევია. უნდოდა, სად-
მე გასულიყო, რომ აკლდამად ქცეულ საძინებელში შესვლის-
თვის აერიდებინა თავი, სადაც ფიქრიც და სიზმარიც კი მომაბეზ-
რებლად ეჩვენებოდა. ტალანში შეჩერდა, მერე ზედა სართულზე
ავიდა, მიხვდა, რომ ქუჩაში გასვლის ეშინოდა; რომც არ შინებო-
და, ისიც კი არ იცოდა, ასე გვიან სად უნდა წასულიყო. ეს სახლი
შეზიზღდა,ლ ეჩვენებოდა, რომ აყროლებული, ხმაურიანი და
დამთრგუნველი იყო. ზედა სართულზე რომ იდგა, უკვე სატირ-
ლად იყო მზად. იცოდა, რომ სანამ დანარჩენები ერთიმეორის
შენაძენზე ქაქანებდნენ, თვითონ შეეძლო, ტირილით თუნდაც გუ-
ლი ეჯერებინა, რადგან მის ხმას მაინც ვერავინ გაიგონებდა.
ის ღამე ყველაზე უარესი იყო ამ სახლში. მხოლოდ გამთე-
ნიისას გაახსენდა ლივერპულიდან გამომგზავრებამდე ჯეკის ნათ-
ქვამი, რომელიც ახლა ისე ეჩვენებოდა, თითქოს საუკუნის წინ
იყო. მან ხომ უთხრა, უცხოობაში თავიდან მეც გამიჭირდაო, მაგ-
რამ არ დაუკონკრეტებია, რა უჭირდა ახალჩასულს და ეილიშსაც
გულიდან გადასცილდა კითხვა. ჯეკს კი მამამისივით პრობლემე-
ბის მიმართ ისეთი რბილი და ხალისიანი მიდგომა სჩვეოდა,
რომ არასდროს არაფერს უჩიოდა. ეილიშმა იფიქრა, რომ ძმის-
თვის მიეწერა, ეკითხა, სხვა ადგილას აღმოჩენილი კონკრეტუ-
ლად რას უჩიოდა, გრძნობდა თუ არა თავს ხაფანგში მოყოლი-
ლივით. ეჩვენებოდა, რომ ის ადგილი, სადაც თვითონ იმყოფე-
ბოდა, ჯოჯოხეთივით იყო, რადგან აქ განცდილ ტანჯვას ბოლო
არ უჩანდა, ოღონდ იმასაც ხვდებოდა, რომ ეს ტანჯვა ფიზიკური
კი არა, გონისმიერი იყო, რომელიც დაღამებისთანავე ახსენებდა
თავს და მეორე დღის გათენების იმედს უკარგავდა. არ იცოდა,
რა უნდა ექნა, მაგრამ ის კი დაზუსტებით უწყოდა, რომ ჯეკი ახლა
მისგან შორს იყო და ვერაფერს უშველიდა.
ვერაფერს უშველიდა. უკვე ყველაფერი დაკარგული ჰქონდა.
მის წუხილს ვერავინ გაიგებდა; წერილში გულისტკივილს არც კი
ახსენებდა. და სწორედ ამიტომ მისი ოჯახი ვერასოდეს გაიცნობ-
და ამჟამინდელ ეილიშს. ან იქნებ არც არასდროს სცნობია
ოჯახს, რადგან რომ სცნობოდათ, მაშინ მის ამჟამინდელ მდგო-
მარეობასაც მიხვდებოდნენ.
რიჟრაჟამდე ამ ფიქრებში იწვა; ეგონა, რომ კიდევ ერთ ასეთ
ღამეს ვეღარ გაუმკლავდებოდა. აღარ ფიქრობდა, რომ არაფე-
რი შეიცვლებოდა, მაგრამ არ იცოდა, რა შეიცვლებოდა და რას
მოუტანდა ცვლილება. ისევ ადრიანად ადგა და უჩუმრად დატოვა
სახლი, ფიქრობდა, ერთ საათს გავივლი და ყავას დავლევო.
პირველად იგრძნო ჰაერში სუსხი; ამინდი შეიცვალაო, გაიფიქრა,
მაგრამ ახლა არც ამას ჰქონდა მისთვის მნიშვნელობა. სასადი-
ლოში ისეთ ადგილას დაჯდა, საიდანაც ყველას ზურგს შეაქცევ-
და, რათა მისი გამომეტყველების შესახებ კომენტარი ვეღარავის
გაეკეთებინა.
როდესაც ყავა და ფუნთუშა შეჭამა და მიმტანს ანგარიში
სთხოვა, მიხვდა, რომ სამსახურში მისასვლელად ძალიან ცოტა
დრო დარჩენოდა. თუ არ იჩქარებდა, პირველ დაგვიანებას ვერ
ასცდებოდა. ქუჩებში უკვე იმდენი ხალხი იყო, რომ გვერდის აქ-
ცევა ჭირდა. წამით ისიც კი გაიფიქრა, განგებ ხომ არ მეჩხირები-
ან ფეხებშიო. შუქნიშანმაც კარგა ხანი მოანდომა ფერის შეც-
ვლას. ფულტონის ქუჩაზე რომ გავიდა, ხალხის მასა თითქის
ტაატით მიიწევდა წინ; კაცი იფიქრებდა, საფეხბურთო მატჩიდან
ხომ არ მოდის ამდენი ხალხიო. სწრაფ ნაბიჯს ვინღა ჩივის, ნორ-
მალური ნაბიჯითაც ვეღარ მიიკვლევდა გზას. "ბარტოჩიში" გაღე-
ბამდე ერთი წუთით ადრე მივიდა. არ იცოდა, როგორ უნდა
გაეტარებინა მთელი დღე ყურადღებითა და კმაყოფილი სახით.
როგორც კი გასახდელიდან უნიფორმაში ჩაცმული ეილიში კი-
ბით დარბაზში ავიდა, მის ფორტინის უკმაყოფილო მზერას ჰკიდა
თვალი. ზედამხედველი მისკენ წამოვიდა, თუმცა ეილიში კლიენ-
ტმა იხსნა, რომელსაც რაღაც კითხვები ჰქონდა. როდესაც კლი-
ენტი წავიდა, ეილიშმა მის ფორტინის თვალი აარიდა, მეტიც,
მისკენ ზურგით დადგა.
— კარგად ვერ გამოიყურები, — მიუახლოვდა მის ფორტინი.
ეილიშმა იგრძნო, რომ თვალები ცრემლით ევსებოდა.
— არ გინდა ქვევით ჩახვიდე და ჭიქა წყალი დალიო? მეც
რამდენიმე წამში ჩამოვალ, — თბილად შესთავაზა მის ფორტი-
ნიმ, მაგრამ არ გაუღიმია.
ეილიში თავის დაქნევით დაეთანხმა. გაუელვა, რომ ჯერ
ხელფასიც არ ჰქონდა აღებული; ჯერ როუზის ფულით ცხოვრობ-
და. სამსახურიდან რომ დაეთხოვათ, ისიც არ იცოდა, აუნაზ-
ღაურებდნენ თუ არა ნამუშევარს. ჯამაგირი რომ არ მიეცათ, მა-
ლე ცენტიც აღარ დარჩებოდა ჯიბეში. სხვა სამსახურის პოვნა
გაუჭირდებოდა, მაგრამ რამე რომც ენახა, მისის ქიოსთვის ქირის
გადასახდელად მოუწევდა, პირველივე კვირის ბოლოს გადამი-
ხადეთო, მოეთხოვა.
ქვევით რომ ჩავიდა, საპირფარეშოს მიაშურა და პირი დაიბა-
ნა. სარკეში ჩაიხედა და თმის გასწორება დაიწყო. მერე პერსონა-
ლის ოთახში გავიდა და მის ფორტინის მოუცადა.
— აბა, ახლა მითხარი, რა გჭირს? — უთხრა ზედამხედველმა
ოთახში შესვლისთანავე და კარი მიხურა, — თორემ გამჩნევ,
რომ რაღაც რიგზე ვერ გაქვს და თუ მომხმარებლებმაც შეამჩნი-
ეს, მერე ჩვენ ვერ გვექნება რიგზე საქმე.
ეილიშმა თავი გააქნია.
— არ ვიცი.
— მენსტრუაცია გაქვს? — ჰკითხა მის ფორტინიმ, რაზეც
ეილიშმა ისევ გააქნია თავი.
— ეილიშ, — ზედამხედველმა მისი სახელი უცნაურად, მეორე
მარცვალზე მახვილის დასმით წარმოთქვა, — რატომ ხარ უგუნე-
ბოდ? — წინ დაუდგა, — ხომ არ გინდა მის ბარტოჩის ვუხმო?
— არა.
— აბა, რა ხდება?
— არ ვიცი, რა ხდება.
— მოიწყინე?
— კი.
— გინდა, რომ ისევ ოჯახთან იყო?
— კი.
— აქ გყავს ოჯახი?
— არა.
— სულ არავინ?
— არავინ.
— მოწყენილობა როდის დაგეწყო? გასულ კვირას ბედნიერი
გეთქმოდა.
— წერილები მივიღე და...
— ცუდი ამბავია?
— არა, არა.
— უბრალოდ, წერილებია? ირლანდია აქამდე მიგიტოვებია?
— არა.
— დედ-მამას მოსცილებიხარ?
— მამა აღარ მყავს.
— დედას?
— მას არასდროს მოვცილებივარ.
მის ფორტინიმ ისევ გაუღიმებლად შეხედა.
— მომიწევს, მის ბარტოჩისა და იმ მღვდელს დაველაპარა-
კო, შენ რომ მოგიყვანა ჩვენთან.
— გთხოვთ, არ გინდათ.
— ისინი პრობლემას არ შექმნიან, მაგრამ ვერც ასეთი მოწყე-
ნილი შეძლებ მუშაობის გაგრძელებას. ცხადია, მოიწყენდი, აბა,
რა იქნებოდა, თუკი დედის კალთას არასდროს მოსცილებიხარ.
მაგრამ მოწყენილობა დაუსრულებლად ვერ გასტანს, ჩვენც
მხარში ამოგიდგებით.
მის ფორტინიმ სთხოვა, აქ იჯექიო, ჭიქა წყალი დაუსხა და გა-
ვიდა. ეილიში მიხვდა, რომ გაშვებას არ უპირებდნენ. კმაყოფი-
ლი იყო, რომ მის ფორტინი არ გაანაწყენა და კითხვებზეც შეძ-
ლებისდაგვარად მოკლედ გასცა პასუხები. ასეთ დროს მთავა-
რია, რომ ადამიანმა უმადურობა არ გამოავლინოს. როდესაც ზე-
დამხედველთან საუბარზე დაფიქრდა, ძალა მოემატა. გაიფიქრა,
მისტერ ბარტოჩიც რომ შემოვიდეს საკუთარი პერსონით, ყურებს
კი არ ჩამოვყრი, ყურადღებისთვის მადლიერებას წელში გამარ-
თული გამოვხატავო. არა, სევდა ისევ აწვებოდა გულზე და ის
სიბნელეც ჯერ ვერ ამოევსო სინათლეს, რაც ასე უმძიმებდა
სულს, მაგრამ მაღაზიის მესვეურთ ხომ არ ეტყოდა, აქაურობისა
და მყიდველების შიში დამეწყო და მისის ქიოს სახლი ჭირის
დღესავით შემძულდაო. ეს რომ ეთქვა, ნამდვილად ვეღარ დაეხ-
მარებოდნენ. სამსახური უნდა შეენარჩუნებინა. ამის გაფიქრებაზე
კმაყოფილება იგრძნო, რომელიც წუხილს შეერწყა და ზედაპირ-
ზე ამოტივტივდა, რამაც ყურადღება გაუფანტა; მტკივნეული თე-
მიდან ყურადღების გაფანტვა კი შვება აღმოჩნდა მისთვის.
ცოტა ხანში მის ფორტინი გამოჩნდა სენდვიჩით ხელში, რო-
მელიც ახლომდებარე სასადილოში ეყიდა. უთხრა, რომ ესაუბრა
მისტერ ბარტოჩის, რომელმაც ამ პრობლემას ისეთი უმარტივესი
უწოდა, როგორიც არც მანამდე ენახა და არც მომავალში ნახავ-
და. მაგრამ მისტერ ბარტოჩის მის ფორტინის მამასთან დაურე-
კავს, ის კი მამა ფლადის ახლო მეგობარი ყოფილა, და მოძ-
ღვართან დაკავშირება უთხოვია. ცხადია, მამა ფლადთან დაურე-
კავთ და მისი მოსამსახურისთვის დაუტოვებიათ შეტყობინება.
— მისტერ ბარტოჩიმ თქვა, სანამ მამა ფლადისგან რამეს შე-
ვიტყობდეთ, აჯობებს, აქ დარჩესო და სენდვიჩის წამოღება დამა-
ვალა შენთვის. იღბლიანი ყოფილხარ. ყოველთვის ასეთი თავა-
ზიანი როდია ჩვენი უფროსი, მაგრამ მეორეჯერ მის თვალში
მოხვედრას არ გისურვებ.
— არც ვხვდები, — მშვიდად მიუგო ეილიშმა.
— უკვე მოხვდი, გენაცვალე. ასეთი სახითა და განწყობით
სამსახურში გამოცხადება სხვა კი არაფერია. ერთხელ თუ მოხ-
ვდა ვინმე თვალში, ამას არასოდეს დაივიწყებს.
დღის განმავლობაში სხვა გამყიდველებიც ესტუმრნენ პერსო-
ნალის ოთახს, რომ ეილიში ენახათ. ზოგმა მოიკითხა და პრობ-
ლემაზეც დაუსვა კითხვები, ზოგმაც კარადაში გამოიჩინა საქმე,
სადაც ტანსაცმელს ინახავდნენ. სანამ მარტო იჯდა, ეილიშმა გა-
დაწყვიტა, რომ თუკი სამსახურის დაკარგვა არ უნდოდა, თავის-
თვის ძალა უნდა დაეტანებინა და მუშაობა განეგრძო.
მის ფორტინი აღარ გამოჩენილა, მაგრამ ოთხ საათზე მამა
ფლადმა შეაღო კარი.
— ყური მოვკარი, ვიღაცას უჭირსო, — თქვა მოძღვარმა.
ეილიშს გაეღიმა.
— სულ ჩემი ბრალია, — თქვა ქალიშვილმა.
— აქ გაქეს, შვილო ჩემო, და მისის ქიომაც მითხრა, მასზე
სათნო მდგმური არასდროს მყოლიაო, ამიტომ აღარ მოგაკით-
ხე, რომ შემემოწმებინა შენი მდგომარეობა.
— მართლაც არა მიჭირდა, სანამ სახლიდან წერილები ჩამო-
მივიდოდა, — დაიჩივლა ეილიშმა.
— და იცი, რა გაწუხებს? — ჰკითხა მღვდელმა.
— რას გულისხმობთ?
— შენს საწუხარს სახელი აქვს, შვილო ჩემო.
— რა სახელი, მამაო? — ეილიში დაიბნა, ეგონა, რამე ქა-
ლურ პრობლემაზე მიანიშნებდა მოძღვარი.
— ნოსტალგია დაგეწყო. ყველას აწუხებს, მაგრამ გავლაც
იცის. თუმცა ზოგს ადრე გაუვლის, ზოგს — შედარებით გვიან. ვი-
ცი, შვილო, მაგაზე მძიმე არაფერია. ერთი საშველი არსებობს:
ვინმეს უნდა ესაუბრო და სულ იმუშაო — მოცალეობისას მწვავ-
დება.
— ვმუშაობ კიდეც.
— ეილიშ, იმედია, არ მიწყენ, თუკი საღამოს კურსებზე ჩაგ-
წერ. გახსოვს, საბუღალტრო კურსები რომ ვახსენეთ? კვირაში
ორ-სამჯერ მოგიწევს სიარული, მაგრამ, რაც მთავარია, რაღა-
ცით დაკავდები, თან, კვალიფიკაციასაც გვარიანად აიმაღლებ.
— წელს დაგვიანებული არ არის? გოგონებმა მითხრეს, საბუ-
თები გაზაფხულზე უნდა შეიტანოო.
— ბრუკლინი საოცარი ადგილია, — თქვა მამა ფლადმა, —
თუკი სასწავლებლის უფროსი ნორვეგიელი არ აღმოჩნდა — კო-
ლეჯში კი ეგ ნაკლებად სავარაუდოა — მაშინ საქმის მოკვარახ-
ჭინება შემიძლია. ებრაელები ყველას სჯობიან, რადგან დასახმა-
რებლად მუდამ მზად არიან. მადლობა ღმერთს, ზოგ ებრაელს
მაინც სწამს მანტიის ძალა. თავიდანვე საუკეთესო კოლეჯი ამო-
ვიღოთ მიზანში, მაგალითად, ბრუკლინის კოლეჯი. წესების დარ-
ღვევა ძალიან მიყვარს. ამიტომაც ავდგები და ახლავე მივუკაკუ-
ნებ კარზე. ჰო, მართლა, ფრანკომ თქვა, შეუძლია შინ წავიდესო,
ოღონდ ხვალ ფართო ღიმილით უნდა მოხვიდე. მოგვიანებით
დედილო ქიოს შემოვუვლი.
ეილიშს კინაღამ სიცილი წასკდა "დედილო ქიოზე". მამა
ფლადმა პირველად წარმოთქვა სუფთა ენისკორთული აქცენ-
ტით. ეილიში მიხვდა, რომ ფრანკო მისტერ ბარტოჩის ერქვა და
გაოცდა, რაოდენ შინაურულად მოიხსენია მამა ფლადმაო. რო-
გორც კი მოძღვარი წავიდა, სწრაფად მონახა პალტო და მაღა-
ზიიდან სიტყვის უთქმელად გავიდა. დარწმუნებული იყო, რომ
მის ფორტინის მისი გასვლა არ გამოეპარებოდა, მაგრამ უკან
გახედვა არც კი უცდია, ჯიქურ დაადგა ფულტონის ქუჩას და იქი-
დან მისის ქიოს სახლამდე ისე იარა, არსად გადაჰხვევია.
როდესაც თავისი გასაღებით გააღო კარი და ტალანში შევი-
და, დაინახა, რომ მისის ქიო ელოდა.
— პირდაპირ სასტუმრო ოთახში შედი, — უთხრა დიასახლის-
მა, — ჩვენთვის ჩაის დავასხამ და გამოვალ.
სასტუმრო ოთახი, რომელიც სახლის წინა ნაწილში იყო, ძვე-
ლი ხალიჩებითა და მძიმე, მასიური ავეჯით გახლდათ გაწყობი-
ლი და ძალიან ლამაზი ეთქმოდა. კედლებს მუქ ჩარჩოებში ჩას-
მული სურათები ამშვენებდა. ორფა კარი საძინებელში გადიოდა
და რაკი ერთ-ერთი ღია დარჩენილიყო, ეილიშმა თვალი მოჰ-
კრა, რომ საძინებელშიც ასეთივე მძიმე და მდიდრული ავეჯი იდ-
გა. სასტუმრო ოთახის შუაგულში ძველი, მრგვალი მაგიდა იდგა
და გოგონამ გაიფიქრა, ეტყობა, კვირა საღამოს პოკერის სათა-
მაშოდ ამ მაგიდასთან სხდებიანო. დედას ეს ოთახი მოეწონებო-
დაო, დაასკვნა. ოთახის კუთხეში გრამოფონი და რადიო დაინა-
ხა, ისიც შენიშნა, რომ სუფრის ფოჩები და ფარდები ერთმანეთს
ეხამებოდა. სცადა, რომ დანახული გონებაში აღებეჭდა, რათა
შემდგომ შინ გაგზავნილ წერილში დეტალურად აღეწერა. ფიქ-
რობდა, რომ ნავახშმევს, როგორც კი თავის ოთახში განმარტოვ-
დებოდა, მაშინვე შეუდგებოდა წერილების წერას, თუმცა ბოლო
ორი დღის ამბებს განგებ არ ახსენებდა. ამ ორ დღეს დავიწყებას
მისცემდა. რა მნიშვნელობა ჰქონდა, რა ესიზმრებოდა ან რას
გრძნობდა, ეს დღეები, უბრალოდ, უნდა წაეშალა მეხსიერები-
დან. დღისით სამუშაოსთვის უნდა დაედო გული, ღამით კი გამო-
ძინებაზე ეფიქრა. ისე უნდა მისდგომოდა საკითხს, თითქოს სუფ-
რას აფარებდა მაგიდას ან ფარდას — ფანჯარას; იქნებ მარ-
თლაც მალე გაევლო ამ დოზანას, როგორც ჯეკმა უთხრა და მა-
მა ფლადმა მიანიშნა. ასე იყო თუ ისე, ცხოვრება უნდა განეგრძო.
როგორც კი მისის ქიო გამოჩნდა სინზე დალაგებული ფინჯნე-
ბით, ეილიშმა ხელის მტევანი მომუშტა და იგრძნო, რომ დასაწ-
ყებად მზად იყო.
ნავახშმევს მამა ფლადი ესტუმრათ და ეილიშიც კიდევ ერ-
თხელ იხმეს მისის ქიოს აპარტამენტებში. როდესაც ეილიში
ოთახში შევიდა, მოძღვარი მოღიმარი სახით ბუხართან მივიდა,
თითქოს ხელების გათბობა უნდოდა, მაგრამ ბუხარში ცეცხლი არ
ენთო. მერე ხელები მოიფშვნიტა და შესულისკენ შემობრუნდა.
— ახლა მე დაგტოვებთ, — თქვა მისის ქიომ, — თუ დაგჭირ-
დეთ, სამზარეულოში მნახავთ.
— წმინდა რომისა და სამოციქულო ეკლესიის ძალა განუზო-
მელია, შვილო ჩემო, — უთხრა მამა ფლადმა, — თავიდანვე
გადმომხედა ღმერთმა: შევხვდი ერთ ღვთისნიერ იტალიელ მდი-
ვანს, რომელმაც მაცნობა, რომელი კურსია შევსებული, რომელი
გადავსებული და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიხსნა, რა არ
უნდა მეთხოვა. მე კი მთელ ამბავს მოვუყევი და ავატირე.
— მიხარია, რომ ასეთი ხალისით უდგებით ამ საკითხს.
— ოჰ, ყურები ნუ ჩამოგიყრია! საბუღალტრო აღრიცხვისა და
ანგარიშწარმოების კურსზე ჩაგწერე. ვუთხარი, როგორი დიდებუ-
ლიც ხარ. პირველი ირლანდიელი გოგონა იქნები კურსზე, არა-
და, ებრაელებით, რუსებითა და ნორვეგიელებით არის სავსე.
ისე, სასწავლებელში იტალიელების მიღების საწინააღმდეგო
არაფერი აქვთ, მაგრამ მათ ფულის საკეთებლად სად სცალი-
ათ?! სასწავლებლის მმართველმა ებრაელმა ბიჭმა ისე შემომხე-
და, თითქოს თავის დღეში მღვდელი არ ენახოს. ისეთ სმენაზე
დადგა, გეგონებოდა, ჯარშიაო. ბრუკლინის კოლეჯი საუკეთესოა.
პირველი სემესტრისა უკვე გადაგიხადე. ორშაბათს, სამშაბათსა
და ხუთშაბათს შვიდიდან ცხრამდე ივლი. ორი წელი თუ ივლი და
ყველა გამოცდასაც ჩააბარებ, ნიუ-იორკში ვერც ერთი ოფისი
ვერ დაგიწუნებს.
— დრო მექნება? — ჰკითხა ეილიშმა.
— რასაკვირველია, გექნება. ორშაბათიდან იწყებ. წიგნებსაც
მიიღებ. სია აქ მაქვს. თავისუფალ დროს ჩაუჯდები და აითვისებ.
ეილიშს მამა ფლადის კარგი განწყობა ეუცხოვა; მღვდელი
ისე იქცეოდა, თითქოს წარმოდგენას უძღვებაო. გაღიმება სცადა.
— მართლა ყველაფერი რიგზეა?
— რასაკვირველია.
— როუზმა გთხოვათ ამის გაკეთება? მისთვის ირჯებით, ხომ?
— მე უფლისთვის ვირჯები, — მიუგო მოძღვარმა.
— მითხარით, მართლა რისთვის აკეთებთ?
მამა ფლადმა ფრთხილი მზერა მიაპყრო და ერთხანს არა-
ფერი უთქვამს. ეილიშმა კითხვით აღსავსე თვალები შეაგება.
— გამიკვირდა, შენნაირმა ადამიანმა ირლანდიაში რომ ვერ
ნახა სამსახური. როდესაც შენმა დამ თქვა, სამსახურს ვერ
პოულობსო, ვუთხარი, რომ აქ წამოგიყვანდი. მეტი არაფერი.
ბრუკლინში ირლანდიელი გოგონები გვჭირდება.
— ნებისმიერი ირლანდიელი გოგონა გამოდგება? — ჰკითხა
ეილიშმა.
— ნუ გამიწყრები. შენ მკითხე, მე გიპასუხე.
— თქვენი მადლობელი ვარ, — უთხრა ეილიშმა. ისეთივე კი-
ლოთი თქვა — ცივით და ოფიციალურით — დედამისს რომ
სჩვეოდა ხოლმე. იცოდა, რომ მამა ფლადი ამაზე ვეღარ უსაყვე-
დურებდა.
— კარგი ბუღალტერი დადგება შენგან, — უთხრა მან ქალიშ-
ვილს, — მაგრამ ჯერ მოანგარიშე უნდა გახდე, ოღონდ ცრემლი
აღარ დამანახვო, კარგი?
— აღარ ვიტირებ, — მშვიდად დაჰპირდა ეილიში.
როდესაც მეორე დღეს სამსახურიდან დაბრუნდა, წიგნები,
დავთრები და კალმისტრები სახლში მოტანილი დახვდა. მღვდე-
ლი იმაზეც მოლაპარაკებოდა მის ქიოს, რომ ეილიშს პირველი
სამი დღე კონტეინერებით საჭმელი ქირაზე თანხის დაუმატებ-
ლად წაეღო.
— ლორს, ენის ნაჭერს, სალათასა და შავ პურს გაგატან ამჯე-
რად, ჩაი კი სადმე გზად უნდა ნახო, — უთხრა მისის ქიომ, —
მოკლედ, მამა ფლადს ვუთხარი, კი ვიცი, რომ სიკეთისთვის ზე-
ცაში გადამეხდება, მაგრამ ჩემი ვალი გაქვს, რომლის მიღებასაც
აქვე, დედამიწაზე ვისურვებდი-მეთქი. ცხადია, შენი წყალობით,
— ეილიშს შეხედა, — თანაც, მალე-მეთქი. ხომ იცი, ხანდახან
პირდაპირ უნდა თქვა სათქმელი.
— ძალიან სასიამოვნო ადამიანია, — შენიშნა ეილიშმა.
— ვისთვისაც სასიამოვნოა, სასიამოვნო იყოს, — თავი
მოიწონა დიასახლისმა, — მაგრამ ვერ ვიტან, როდესაც მღვდე-
ლი ხელებს იფშვნეტს და იღიმება. ასე იტალიელები იქცევიან და
ამიტომ არ მომწონს. ნეტავ უკეთ იცოდეს თავისი თავის ფასი;
მხოლოდ ამას ვიტყოდი.

***
ეილიშს ზოგიერთი სახელმძღვანელო ეიოლა; ზოგი იმდე-
ნად ელემენტარული მოეჩვენა, რომ გაუკვირდა, კოლეჯში ასეთ
სახელმძღვანელოებს როგორ იყენებენო, მაგრამ ერთ-ერთ წიგ-
ნში პირველი თავის კითხვა რომ დაიწყო, სადაც სამეწარმეო სა-
მართალზე იყო საუბარი, გაოცდა, ბუღალტერს ეს რაში უნდა გა-
მოადგესო. ის ტექსტი, რომელიც სასამართლოს ეხებოდა, ეძნე-
ლა. ინატრა, ნეტავ ამ საკითხებზე ყურადღება დიდად არ გაამახ-
ვილონო.
მალე ბრუკლინის კოლეჯის განრიგსაც შეეგუა — ერ-
თსაათიანი სამი ლექცია ათწუთიანი შესვენებებით. სასწავლო
კურსი უცნაურად მოეჩვენა, რადგან უმარტივეს, ე.წ. პირველ სა-
ფეხურებსაც კი მოიცავდა, რა დროსაც ბუღალტერმა ბანკში შესუ-
ლი კლიენტის მომსახურება — იქნება ეს თანხის გატანა თუ შეტა-
ნა, თანხის ოდენობა, პიროვნების გვარ-სახელი, დრო და თარი-
ღი — უნდა ჩაიწეროს. და, ცხადია, ჩეკიც გამოწეროს.
საკითხები, რომლებიც ბანკში ანგარიშის ქონასა და საბანკო
მომსახურებას ეხებოდა, ადვილი ჩანდა, მაგრამ როდესაც საქმე
წლიური ანგარიშისთვის ნახაზის შედგენაზე მიდგა, ეილიშს იმ
სისტემისგან სრულიად განსხვავებული მოეჩვენა, რომელიც ნას-
წავლი ჰქონდა. ბევრი ფაქტორი და რთული პუნქტი იყო დამატე-
ბული, მათ შორის, ქალაქის, შტატისა და ფედერალური გადასა-
ხადები.
ინატრა, ნეტავ იტალიელებსა და ებრაელებს ერთმანეთისგან
ვარჩევდეო. ზოგიერთ ებრაელს კიპა ეხურა, მაგრამ უმეტესობა
უქუდოდ დადიოდა, თან, იტალიელივით სათვალე ეკეთა. სტუ-
დენტების დიდ ნაწილს ყავისფერი თვალები ჰქონდა და შავგვრე-
მანი იყო. თუმცა ბეჯითი ბიჭები იყვნენ. კურსზე სულ რამდენიმე
ქალი იყო, მაგრამ არათუ ირლანდიელი, ინგლისელიც კი არ
ერია მათში. მშვენიერი სქესის წარმომადგენლები, ჩანდა, ერ-
თმანეთს უკვე იცნობდნენ და ჯგუფ-ჯგუფად დადიოდნენ, თუმცა
ეილიშთან თავაზიანობის გამოვლენა არ დავიწყებიათ, ადგილიც
კი დაუთმეს, უშუალოდ იქცეოდნენ, მაგრამ მასთან დაახლოება
არავის უცდია. თუკი ერთხელ მოუწევდა ვინმეს მასთან დაჯდომა,
მეორეჯერ უკვე ადგილს იცვლიდა. არავის მოსვლია აზრად მის-
თვის კითხვის დასმა ან გამოსაუბრება. ეილიშს ეჩვენებოდა, რომ
ეს ლექციები ბევრად ხანგრძლივი იყო, ვიდრე ისინი, სამშობ-
ლოში რომ უტარდებოდა. დაასკვნა, ალბათ, ამიტომაც არის ამ
წიგნებში ყველაფერი ასე გაწელილი, ამდენ დროს რაკი ახმარე-
ნო.
სამართლის პედაგოგი, რომელიც ოთხშაბათობით შედიოდა
აუდიტორიაში, აშკარად ებრაელი იყო; ეილიში ფიქრობდა, გვა-
რი როზენბლუმი ებრაული იქნებაო, მით უმეტეს, პედაგოგი სულ
ებრაელებზე ხუმრობდა და უცნაური კილო ჰქონდა, რომელიც
იტალიურს ვერ მიამსგავსა. მსხვილმანი მაგალითების მოშვე-
ლიება უყვარდა; ეუბნებოდა ხოლმე სტუდენტებს, წარმოიდგი-
ნეთ, რომ უმსხვილესი კორპორაციის ფინანსურ საკითხებს ხელ-
მძღვანელობთ, ჰენრი ფორდის კორპორაციაზე ბევრად დიდის,
ვთქვათ, ფედერალური ხელისუფლების ბიუჯეტს განაგებთო. მე-
რე უფრო რეალურ საკითხებს უბრუნდებოდა და დეტალურად
ხსნიდა ფინანსურ დავებს. იმ ადვოკატებისა და მოსამართლეების
სახელებს ახსენებდა, რომლებიც მსგავსი ტიპის დავებს განიხი-
ლავდნენ და სტუდენტებს უხსნიდა, რომ არსებობდა სააპელაციო
სასამართლოც, თუკი პირველ ინსტანციაში ვერ მოაგვარებდნენ
საქმეს.
ეილიშს მისტერ როზენბლუმის აქცენტი აზრის გამოტანაში
ხელს არ უშლიდა, მაშინაც კი, როდესაც ამ უკანასკნელს გრამა-
ტიკული ან სინტაქსური შეცდომა მოსდიოდა, ან ახსნისას არას-
წორ სიტყვას იყენებდა, გოგონა სულ იოლად ხვდებოდა, რისი
თქმა სურდა პედაგოგს. როგორც ყველა, ისიც რვეულში აკონ-
სპექტებდა მისტერ როზენბლუმის ლექციას, მაგრამ თავის სამე-
წარმეო სამართლის წიგნში იმ საკითხებს ვერ პოულობდა, რა-
ზეც პედაგოგი საუბრობდა. როდესაც დედასა და დას ბრუკლინის
კოლეჯის შესახებ მისწერა, აუხსნა, როგორ ხუმრობდა მისტერ
როზენბლუმი პოლონელებსა და იტალიელებზე; იმ ატმოსფე-
როს აღწერა, რომელსაც ლექტორი ქმნიდა, საკმაოდ მარტივი
იყო, რადგან სტუდენტებს ერთი სული ჰქონდათ, როდის დადგე-
ბოდა ოთხშაბათი და პირველივე შესვენების შემდეგ ხუმარა ებ-
რაელი შეაღებდა აუდიტორიის კარს და კორპორაციულ სასა-
მართლო დავაზე ისე ისაუბრებდა, თითქოს ანეკდოტს ჰყვებაო.
თუმცა ეილიშს დარდიც ჰქონდა — მისტერ როზენბლუმი მალე
გამოცდის დანიშვნას აპირებდა. ერთხელ, მეცადინეობა რომ
დასრულდა, თავის ბეჯით და მეგობრულ თანაკურსელს, ხუჭუჭა
ბიჭს დაელაპარაკა ამ საკითხზე.
— იქნებ გვეკითხა, რომელი წიგნიდან გვიკითხავს საგანს, —
თქვა ახალგაზრდამ და სახეზე შეშფოთება გამოეხატა წამიერად.
— არა მგონია, წიგნიდან გვიკითხავდეს, — თქვა ეილიშმა.
— ბრიტანელი ხართ?
— არა, ირლანდიელი.
— ოჰ, ირლანდიელი, — ვაჟმა გაუღიმა და თავი დაუკრა, —
კარგი, აბა, შემდეგ ლექციამდე! იქნებ მერე მაინც გვეკითხა პირ-
დაპირ.

***
ამინდი გაფუჭდა, დილით ყინულივით ცივმა ქარმა წამოუბე-
რა. სამართლის სახელმძღვანელო ორჯერ წაიკითხა და შეიძინა
მეორე წიგნიც, რომელიც მისტერ როზენბლუმმა ურჩია. ეს წიგნი
საწოლის გვერდით, პატარა მაგიდაზე ედო, მაღვიძარასთან ახ-
ლოს, რომელიც ყოველდილა შვიდ საათსა და ორმოცდათხუთ-
მეტ წუთზე იწყებდა წკრიალს, როდესაც შეილა ჰეფერნანი დე-
რეფნის მეორე მხარეს, საშხაპეში, წყალს აჩხრიალებდა. ეილიშს
ამერიკაში ყველაზე მეტად ის მოსწონდა, რომ აქ გათბობა მთე-
ლი ღამე ჩართული იყო. ამაზე დილაობით ფიქრობდა ხოლმე.
ერთ-ერთ გაგზავნაზე წერილებში ეს საკითხი ახსენა კიდეც და
შემდეგნაირად აღწერა: აქ არც დილაობით გეშინია თბილი ლო-
გინიდან ადგომა, რადგან იატაკი ცივი არ დაგხვდება და ფეხი არ
გაგეყინებაო. ოთახის ტემპერატურა პურის საცხობის ტემპერატუ-
რას შეადარა. დედას, დასა და ძმებს ისიც კი მისწერა, როგორი
ქარიც უნდა ქროდეს გარეთ, ოთახში სიცივე ვერ აღწევსო. დე-
დამ საპასუხო წერილში ჰკითხა, კი მაგრამ, როგორ აძლევს მი-
სის ქიო თავს იმის უფლებას, რომ მთელი ღამე ტოვებს გათბო-
ბას ჩართულსო, რაზეც ეილიშმა უპასუხა, ჩვენი დიასახლისი სუ-
ლაც არ არის მფლანგველი, უბრალოდ, ამერიკაში ყველა ასე
ცხოვრობს, ყველას მთელი ღამე დატოვებული აქვს გათბობაო.
როდესაც დედის, როუზის, ჯეკის, პეტისა და მარტინისთვის
საშობაოდ საჩუქრების ყიდვა დაიწყო და გაარკვია, რამდენად
სწრაფად უნდა გაეგზავნა, რომ დროულად ჩასულიყო ყველაფე-
რი, გაიფიქრა, ნეტავ შობას მისის ქიოს როგორი სუფრა ექნება-
ო; აინტერესებდა, მდგმურები თუ აპირებდნენ ერთმანეთისთვის
საჩუქრების გაკეთებას. ნოემბრის ბოლოს მამა ფლადისგან ოფი-
ციალური წერილი მიიღო, მოძღვარი სთხოვდა, რომ შობას მათ
მრევლს მომსახურებოდა — სუფრაზე საჭმელი ჩამოერიგებინა
იმ ხალხისთვის, ვისაც წასასვლელი არსად ჰქონდა. ღვთისმსახუ-
რი ეუბნებოდა, ვიცი, რომ ეს შენგან შობა დღეს დიდ თავგანწირ-
ვას მოითხოვსო.
ეილიშმა დაუყოვნებლივ მისწერა, რაკი შობას არ ვმუშაობთ,
ნებისმიერ დროს მოვალ და დაგეხმარებითო. მერე მისის ქიოს
აცნობა, შობას შინ არ ვიქნები, მამა ფლადს უნდა დავეხმაროო.
— ნეტავ ჩვენი გოგოებიდან რამდენიმესაც თან გაიყოლებდე,
— დაიჩივლა მისის ქიომ, — არავის დავასახელებ, მაგრამ შობა
ერთხელ არის წელიწადში და მინდა, რომ მშვიდად გავატარო
ეგ დღე. ნეტავ შემეძლოს და მეც სიამოვნებით დავეხმარებოდი
შენთან ერთად მამა ფლადს, მაგრამ სიმშვიდე მჭირდება.
— დარწმუნებული ვარ, თქვენი ნახვა იქ გაუხარდებათ, — უთ-
ხრა ეილიშმა და ენაზე იკბინა, ეს რა წამოვროშეო, რადგან მი-
სის ქიომ მრისხანე მზერა შეანათა, — მაგრამ თქვენ აქაც საჭი-
რო იქნებით, თანაც, შობას შინ ყოფნას არაფერი სჯობს.
— სიმართლე გითხრა, ამის მეშინია, — აღიარა მისის ქიომ,
— ჩემი რელიგიური მრწამსი რომ არა, მეც ებრაელივით ვიჯდე-
ბოდი და არაფერს გავაკეთებდი, მაგრამ შობას ისეთი სუსხი
იცის, რომ მგონია, თუნდაც ეს გვახსენებს ამ წმინდა დღეს. მოკ-
ლედ, შობას მოგვაკლდები სუფრასთან. მინდოდა ვინმე უექ-
სფორდელიც გვყოლოდა სუფრასთან.
***
ერთ დღესაც, სამსახურში რომ მიდიოდა, სთეითის ქუჩაზე გა-
დასვლისას, ეილიშმა მაჯის საათების გამყიდველი მამაკაცი
დაინახა. რაკი ისედაც ადრე უწევდა სამსახურში მისვლა, გადაწ-
ყვიტა, ცოტა ხანს მის დახლთან შევჩერდებიო. მართალია, მაჯის
საათების ტიპებში ვერ ერკვეოდა, მაგრამ მაინც მოეჩვენა, რომ
ძვირი არ ღირდა. საფულეში კი ედო იმდენი ფული, რომ ძმების-
თვის თითო შეერჩია. თუნდაც ჰქონოდათ უკვე, არადა, ახსოვდა,
რომ მარტინს მამის საათი ჰქონდა წაღებული, მაგრამ ზედმეტი
მაჯის საათი არც ერთს არ აწყენდა, მით უმეტეს, თუკი რომელი-
მეს გაუტყდებოდა ან დაუზიანდებოდა უკვე არსებული; ბოლოს
და ბოლოს, ამერიკიდან გაგზავნილ საჩუქარს ბირმინგემში სულ
სხვა ფასი უნდა ჰქონოდა, თანაც, მაჯის საათი პატარაა და გაგ-
ზავნაც არ გაუჭირდებოდა. ერთხელაც, ნასადილევს, "ლუჰმან-
სში" შეიარა, სადაც ანგორის ჟაკეტები ნახა და მოეწონა. მართა-
ლია, იმაზე ძვირი აღმოჩნდა, ვიდრე მოელოდა, მაგრამ მეორე
დღეს მაინც შეიარა და თითო უყიდა დედასა და როუზს, რომე-
ლიც ფასდაკლებით ნაყიდ ნეილონის კოლჰოტებთან ერთად გა-
დაახვია და ირლანდიაში გაგზავნა.
ბრუკლინის ქუჩები და მაღაზიები საშობაოდ მოირთო. ერთ
პარასკევ საღამოს, ნავახშმევს, როდესაც მისის ქიო სამზა-
რეულოდან გავიდა, მის მაკადამი დაინტერესდა, ნეტავ ჩვენი
დიასახლისი წელს როდის აპირებს სახლის მორთვასო.
— შარშან ბოლო წუთამდე იცადა და მერეღა ინება, — თქვა
მის მაკადამმა.
პატი და დაიანა სენტრალ-პარკში აპირებდნენ წასვლას, რო-
გორც თქვეს, პატის და და დისშვილებიც იქ იქნებოდნენ და
სანტა-კლაუსი საჩუქრებსაც დაურიგებდა. მის ქიგენმა თქვა, თუკი
ირლანდიაში, საკუთარ სახლში არ ხვდები ოცდახუთ დეკემბერს,
ის შობა რა შობააო, ამიტომ არ დაუმალავს, რომ ამ დღეს მოწ-
ყენილი იქნებოდა.
— ჰო, მართლა, იცი, — უცებ შეილა ჰეფერნანი ჩაერთო
საუბარში, — ამერიკულ ინდაურსაც კი არა აქვს გემო. მად-
ლიერების დღეს რომ მოვამზადეთ, ისიც არაფრად ვარგოდა,
ნახერხის გემო ჰქონდა. მისის ქიოს ბრალი ნამდვილად არ
არის, მთელ ამერიკაში ყველაფერი უგემურია.
— მთელ ამერიკაში? — იკითხა დაიანამ, — ყველა ნაწილში?
— მან და პატიმ სიცილი დაიწყეს.
— მაინც მშვიდად ჩაივლის, — ხაზგასმით თქვა შეილამ და
მათ გახედა, — უაზრო ჭორაობაში მაინც არ დავკარგავთ დროს.
— შენს ადგილას მაგაზე თავს არ დავდებდი, — უთხრა პა-
ტიმ, — შეიძლება საკვამურს ჩამოვყვეთ, რომ წინდა საჩუქრებით
აგივსოთ, როდესაც ამას სულ არ ელი, შეილა.
პატისა და დაიანას ისევ აუტყდათ სიცილი. ეილიშს კი საშო-
ბაო გეგმებზე არავისთან დასცდენია სიტყვა, მაგრამ მომდევნო
კვირის ერთ დილას, საუზმისას, მიხვდა, რომ მისის ქიოს ეთქვა
ყველაფერი.
— ო, ღმერთო, — დაიწყო შეილამ, — ბებრებს ქუჩებიდან
კრეფენ. რა იცი, ვინ არიან.
— მეც მსმენია ეგ ამბავი, — შენიშნა მის ქიგენმა, — სასაცი-
ლო ქუდებს ახურავენ და სტაუტის10 ბოთლებს ურიგებენო.
— წმინდანი ხარ, ეილიშ, — მიმართა პატიმ, — ნამდვილი
წმინდანი.
სამუშაოზე მის ფორტინიმ სთხოვა ეილიშს, იქნებ ამ კვირაში
შობამდე ეს დღეები ცოტა გვიანობამდე დარჩეო და ისიც დათან-
ხმდა, რაკი კოლეჯი ორი კვირით ისვენებდა. მეტიც, შესთავაზა,
თუ გნებავთ, შობის წინადღესაც გვიანობამდე დავრჩებიო. სხვა
გოგონები კი მორჩნენ თუ არა მუშაობას, თავქუდმოგლეჯილი გა-
იქცნენ სადგურებზე — ზოგი მატარებელს მიჰყვებოდა, ზოგიც ავ-
ტობუსს, რომ ოჯახთან ერთად შეხვედროდა შობას.
როდესაც შობის წინა საღამოს "ბარტოჩიში" მუშაობა დაასრუ-
ლა, პირდაპირ სამრევლო11 დარბაზში წავიდა, რომ მეორე

10
მუქი ლუდი, რომელიც მოხალული ალაოს, კარამელისა და მოხალული ქე-
რისგან მზადდება. პოპულარულია ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთში.
11
ნაგებობა, რომელიც დასავლეთის სამყაროში ეკლესიებთან ახლოს
გვხვდება და, ძირითადად, საქველმოქმედო დანიშნულება აქვს. დარბაზში
არა მარტო რელიგიური საქმიანობა მიმდინარეობს, არამედ კონკრეტული ეკ-
დღისთვის მითითებებს გასცნობოდა. გარეთ დაყენებული ტვირ-
თმზიდიდან გრძელი მაგიდები და სკამები გადმოეწყოთ. გაახსენ-
და, როგორ სთხოვა მესაზე მამა ფლადმა ერთ-ერთ ქალს, სუფ-
რები გვათხოვეთო და დაჰპირდა, შობის შემდეგ დაგიბრუნებთო.
ქადაგების შემდეგ კი მრევლს სთხოვა, თუკი ჭიქები, თეფშები,
ლამბაქები, კოვზები და დანები მოგჭარბებიათ, იქნებ გვიწყალო-
ბოთო, რომ მეორე დღეს გამოეყენებინა. მერე სამწყსოს გამო-
უცხადა, სამრევლო დარბაზი დილის თერთმეტიდან საღამოს
ცხრამდე იქნება ღიაო და ისიც დასძინა, ნებისმიერი გამვლელი,
მიუხედავად წარმომავლობისა თუ ქვეშევრდომობისა, სახელითა
უფლისათა, შეძლებს, რომ შემოვიდეს და პური გატეხოსო; თუნ-
დაც ისეთი შემოვიდეს, ვისაც ლუკმაპური არ უჭირს და ჩვენი სი-
ხარული გაიზიაროსო, თუმცა იქვე დასძინა, პირველის ნახევრი-
დან სამამდე საშობაო სუფრა გვექნება გაშლილიო. ბოლოს ისიც
აუწყა მორწმუნეთ, რომ იანვრის შუა რიცხვებიდან სამრევლო
დარბაზში პარასკეობით ცეკვების მოწყობას აპირებდა. ამ დღეს
მოწვეული ორკესტრი დაუკრავდა, მაგრამ სასმელი დაშვებული
არ იქნებოდა, თუნდაც შემოსავლის მისაღებად. ყველას სთხოვა,
ეს ამბავი ხალხს გააგებინეთო.
როდესაც ეილიშმა მაგიდების ამწყობ მამაკაცებსა და დეკო-
რაციებმომარჯვებულ ქალებს ჩაუარა, მამა ფლადი დაინახა.
— მაგიდის ვერცხლეულს ხომ ვერ დაითვლიდი, შვილო ჩე-
მო? მინდა ვიცოდე, გვყოფნის თუ არა, — მიმართა მოძღვარმა,
— თორემ კარდაკარ მოგვიწევს მერე სიარული.
— რამდენს ელოდებით?
— შარშან ორასი იყო. ხალხი ხიდებს გადმოდის, აქ რომ მო-
ვიდეს; ზოგი ქუინსიდან მოდის, ზოგიც ლონგ-აილენდიდან.

ლესიის მრევლისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ღონისძიება ტარდება. ბო-


ლო პერიოდში ამ დარბაზების დაქირავება არაქრისტიანული თემატიკის ღო-
ნისძიებების გასამართავადაც გახდა შესაძლებელი. შდრ. სატრაპეზო.
— ყველანი ირლანდიელები არიან?
— ირლანდიელების ნარჩენებიღა არიან, არადა, ერთ დროს
ხიდებსა და გვირაბებს, გზებსა და ქუჩებს აშენებდნენ. ზოგიერთს
წელიწადში მხოლოდ ერთხელ თუ ვხვდები. ღმერთმა იცის, რი-
თი ცხოვრობენ.
— შინ რატომ არ ბრუნდებიან?
— ზოგი უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც აქ არის და იქ
აღარავინ დარჩა, — აუხსნა მამა ფლადმა, — წელიწადში ერ-
თხელ იმათი სახლების მისამართებს ვიგებ, რომელთაც ყველაზე
მეტად უჭირთ და ირლანდიაში წერილებს ვგზავნი. მეტწილად
დუმილს ვიღებ ხოლმე პასუხად, მაგრამ ერთი უბედურის რძალ-
მა მომწერა, რომ ფერმა თუ მამული, ახლა აღარ მახსენდება,
რომელზეც ამ ჩვენს უპოვარს ეჭირა თვალი, მისი არ არის და ამ
მიწაზე ფეხს ვერ დადგამსო. აქ რომ მოეთრიოს, კარში გავუძახე-
ბო, იქადნებოდა. მახსოვს, მუქარით სავსე წერილი იყო.

***
ეილიში შუაღამის მესაზე მისის ქიოსა და მის ქიგენს გაჰყვა
და აღმოაჩინა, რომ მისის ქიოც მრევლის იმ კატეგორიას ეკუთ-
ვნოდა, რომელიც მამა ფლადისთვის ინდაურსა და კარტოფილს
წვავდა და შაშხს ხარშავდა, მოძღვარი კი ყველას სთხოვდა, თუ
რამ გემეტებათ, თორმეტისთვის მოიტანეთო.
— ომივით არის, — თქვა მისის ქიომ, — თითქოს ჯარს ვკვე-
ბავთ, თან, არ უნდა დაგვაგვიანდეს. ღუმელში ექვსი საათის გა-
მოვლის შემდეგ მცირედს ჩვენთვის ჩამოვაჭრი მაგ ინდაურს,
დიდ ნაწილს კი გავგზავნი. ჩვენ ოთხს — მე, მის მაკადამს, მის
ჰეფერნანსა და მის ქიგენს კი მცირედიც გვეყოფა. თუ რამე დაგ-
ვრჩება, შენც შეგახვედრებთ, ეილიშ.
ცხრა საათზე ეილიში სამრევლო დარბაზში მივიდა და უკან,
სამზადში გავიდა, სადაც ბოსტნეულის გაფცქვნას შეუდგა. რამდე-
ნიმე ქალი უკვე მუშაობდა, რომლებსაც ამერიკული კილო ჰქონ-
დათ, მაგრამ ირლანდიელები აღმოჩნდნენ. მათი უმეტესობა აქ
დასახმარებლად მოსულიყო და მხოლოდ დილის საათებში
დარჩებოდა, მერე კი შინ, ოჯახებში დაბრუნდებოდნენ. მალე გა-
მოირკვა, რომ ქალებიდან ორი მზადების პროცესს ადევნებდა
თვალს. მამა ფლადი მივიდა და ეილიში წარუდგინა მათ.
— ეს ქალიშვილები გვარად მერფები გახლავან და არ-
კლოუდან არიან, — თქვა მამა ფლადმა, — მაგრამ ამ ფაქტს
მათ წინააღმდეგ არ გამოვიყენებთ.
დებ მერფებს გაეცინათ. ორმოცდაათ წელს გადაცილებული,
მაღალი, სასიამოვნო ქალები იყვნენ.
— აქ მთელ დღეს სამნი ვიმორიგევებთ, — თქვა ერთ-ერთმა
დამ, — სხვები კი მოვლენ და წავლენ.
— ჩვენ ისინი ვართ, ვისაც წასასვლელი არსად აქვს, — ღიმი-
ლით შენიშნა მეორე მის მერფიმ.
— მალე სერვიზებით მივართმევთ სადილს, — თქვა მისმა
დამ.
— თითომ სამოცამდე ულუფა უნდა დავამზადოთ. თუ ბევრი
ხალხი მოაწყდა, შეიძლება სამ ცვლად გავუმასპინძლდეთ. მე მა-
მა ფლადის სამზარეულოში მივხედავ საქმეს, თქვენ ორნი კი
დარბაზში დარჩით. როგორც კი ინდაურს მოიტანენ და ზედა სამ-
ზარეულოშიც მოვრჩებით საქმეს, მამა ფლადი მაშინვე სუფრაზე
გაგვატანინებს შაშხთან ერთად. ეს ღუმელი მხოლოდ შესაცხე-
ლებლად ვარგა. მოკლედ, როდესაც ინდაურებს, შემწვარ კარ-
ტოფილს, ლორსა და ბოსტნეულს მოიტანს ხალხი, შევაცხე-
ლებთ და მაშინვე მაგიდაზე გავაქანებთ.
— მოკლედ, სახელდახელოდ მოგვიწევს ბევრი რამის მომზა-
დება, — ჩაერთო მეორე მის მერფი.
— თუმცა მშივრებმა რომ არ გვიცადონ, სანამ ყველაფერს
შევამზადებდეთ, შეგვიძლია წვნიანი და სასმელი გავიტანოთ.
არადა, ყველანი როგორი სათნოები არიან.
— ლოდინის გამო არავინ გვისაყვედურებს. ყოველ შემთხვე-
ვაში, ამას ხმამაღლა არავინ იტყვის.
— მხოლოდ მამაკაცები არიან? — იკითხა ეილიშმა.
— რამდენიმე ცოლ-ქმარიც მოდის ხოლმე, ზოგს მზარეულო-
ბა აღარ შეუძლია, ზოგიც მარტოა და მოწყენილია, მაგრამ, ძი-
რითადად, მამაკაცები არიან, — მიუგო მის მერფიმ, — უყვართ
კარგი კომპანია, ირლანდიური, გემრიელი კერძები, გადახარშუ-
ლი ბრიუსელის კომბოსტო და შემწვარი კარტოფილი, — მან
ეილიშს გაუღიმა, თავი გადააქნია და ამოიოხრა.
როგორც კი ათი საათის მესა დასრულდა, ხალხმა მოსვლა
დაიწყო. მამა ფლადმა ერთ-ერთ მაგიდაზე ჭიქები, ლიმონათის
ბოთლები და ბავშვებისთვის ტკბილეული დააწყო. მოძღვარი
ყველა შემოსულს, მათ შორის, თმადაყენებულ ქალებსაც ქა-
ღალდის ქუდს ახურავდა, მაგრამ მალე იმდენი მამაკაცი მოაწ-
ყდა დარბაზს, რომ ქალები უკვე კანტიკუნტად ჩანდნენ. ნაშუად-
ღევს მომსვლელთა რიგები შეთხელდა. ახლა უკვე კონკრეტული
ადამიანის გამორჩევა და დაკვირვებაც იოლად შეიძლებოდა.
ზოგიერთი სულ მარტო იჯდა და სტაუტის ბოთლი ედგა წინ, ზო-
გიც ჯგუფთან ერთად იჯდა და ჯიუტად ისევ სელის ქუდი ეხურა,
ნაცვლად ქაღალდის ქუდისა.
დები მერფები დაფაცურდნენ, როდესაც ორი გრძელი მაგიდა
შეივსო. წვნიანი ღრმა ჯამებით მიჰქონდათ და თვალყურს ადევ-
ნებდნენ, რომ დაცლილი ჯამები უკან წაეღოთ, გაერეცხათ და
შემდეგი მსურველისთვის მიერთმიათ კერძი. ეილიშიც, დავალე-
ბის მიხედვით, გადიოდა დარბაზში და ახალშესულები იმ მაგი-
დებთან მიჰყავდა, რომლებიც სამზადთან ახლოს ჩაედგათ. ერთ-
ერთ ასეთ გასვლაზე ერთი მაღალი, მხრებში მოხრილი მამაკაცი
შენიშნა. მას შუბლზე ქუდი ჩამოეფხატა, ყავისფერი შინელი ეცვა
და ყელზე შარფიც შემოეხვია. ეილიში წამიერად შედგა და
მიაჩერდა.
მამაკაცი დარბაზში შესვლისთანავე შეჩერდა. გაშლილ მაგი-
დებსა და ხალხს მორიდებითა და კმაყოფილებით შეავლო თვა-
ლი. ეილიშს ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს მამამისი შესული-
ყოს მის სანახავად დარბაზში. როდესაც მამაკაცმა შარფი მოიხ-
სნა და შინელის ღილების ჭოჭმანით გახსნა დაიწყო, ეილიშს მას-
თან მიახლოება მოუნდა. ამ მამაკაცს რაღაც თავისებური დგომა
და მზერა ჰქონდა — დარბაზი კიდევ ერთხელ შეათვალიერა,
რომ ისეთი ადგილი ეპოვა, სადაც მშვიდად და მოხერხებულად
დაჯდებოდა ან იქნებ ვინმე ნაცნობისთვის მოეკრა თვალი. მამა-
კაცმა ქუდიც მოიხადა და ეილიში ზმანებიდან გამოერკვა — სულ
არ ჰგავდა ეს უცნობი მამამისს. გოგონამ მიმოიხედა, შეცბა, ინატ-
რა, ნეტავ ვერავის შევემჩნიეო. იმაში, რომ წამიერად უცხო მამა-
კაცში რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი მამა დაინახა, ხომ
ვერავის გამოუტყდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი მაგიდა ბოლომდე შევსებუ-
ლი არ იყო, გატრიალდა და სამზადში შებრუნდა. პირველი მაგი-
დიდან ალაგებული თეფშების თვლა დაიწყო, არადა, მშვენივ-
რად იცოდა მათი რაოდენობაც და ისიც, ეყოფოდა თუ არა ხელ-
მეორედ გაწყობისას. მერე დიდი ქვაბის საფარებელი ასწია, რო-
მელშიც ბრიუსელის კომბოსტო ცხელდებოდა, მაგრამ მშვენივ-
რად იცოდა, რომ წყალი ჯერ საკმარისად ცხელი არ იქნებოდა.
როდესაც ერთ-ერთმა მის მერფიმ ჰკითხა, უახლოეს მაგიდაზე
თუ შეამოწმე, ყველა მამაკაცს სტაუტის ჭიქა უდგას თუ არაო,
ეილიშმა მიუგო, ყურადღებით გადავათვალიერე, მაგრამ თქვენ
უფრო დაკვირვებული თვალი გაქვთ და იქნებ თქვენც გადაგეხე-
დათო. გაღიმებაც სცადა, რომ მის მერფის უცნაურობა არ შეემ-
ჩნია.
შემდეგი ორი საათი თავის მოსაფხანი დრო არ ჰქონდა —
თეფშებზე საჭმელს ანაწილებდა და ორ-ორი გაჰქონდა ერთ გა-
ტანაზე. მამა ფლადი ინდაურებს სქელ ნაჭრებად ჭრიდა და ამ
ხორაგს შემწვარ კარტოფილთან ერთად მათლაფებზე ათავსებ-
და. ერთხანს ერთ-ერთი მის მერფი სამზადის დალაგებას და
თეფშების რეცხვა-დამშრალებას შეუდგა, რაკი ეილიში და მისი
და მაგიდებს ემსახურებოდნენ, თან, ათვალიერებდა, რომ სიჩქა-
რეში ინდაურის, შემწვარი კარტოფილის, სატენის ან კომბოსტოს
ულუფები რომელიმე თეფშზე უფრო მეტი ან ნაკლები არ აღმო-
ჩენილიყო.
— საჭმელი საკმარისად გვაქვს, ტყუილად ნუ დარდობ, — გა-
მოსძახა მამა ფლადმა, — მაგრამ სამ კარტოფილზე მეტს ნუღარ
დავაწყობთ, უფრო სატენით გავავსოთ თეფშები.
როდესაც ხორცი საკმარისად დაჭრა, მოძღვარი სამზადიდან
გავიდა და სტაუტის ბოთლების დახსნა დაიწყო.
თავიდან მამაკაცები მათხოვრები ეგონა ეილიშს, რადგან
ბევრ მათგანს ტანისამოსი — უფრო სწორად, ძონძები — უყარ-
და. როდესაც ისინი ისხდნენ და წვნიანს უცდიდნენ, ეილიში თვა-
ლებს არ უჯერებდა, რომ მისი ქვეყნიდან აქ ამდენი გაჭირვებუ-
ლი ადამიანი იყო. ზოგიერთს მართლა ბებერი ეთქმოდა, ზოგ-
საც ყველა კბილი ჰქონდა, მაგრამ მაინც საშინლად გამოიყურე-
ბოდა. როდესაც წვნიანები ჩამოარიგეს, ბევრი პაპიროსს აბო-
ლებდა. ეილიში ცდილობდა, რომ ყველა მათგანს ზრდილო-
ბიანად მოპყრობოდა.
მაგრამ იმ ცვლილებამაც მიიქცია მისი ყურადღება, რომელიც
მაშინვე გამოჩნდა, როგორც კი ამ ღატაკებმა ერთმანეთში ხმა-
დაბალი საუბარი გააბეს. მათ საუბარზე თავიდან ის კაცები გაახ-
სენდა, არნოლდ-ქროსზე ან ბლუზ-ბენქზე, სლენის პირას რომ
ისხდნენ ხოლმე; ასეთივე მამაკაცები ნანახი ჰყავდა ქაუნთი--
ჰოუმშიც და დაბის სალუდეებშიც. მაგრამ როდესაც თეფშით რა-
მეს მიუტანდა და ისინიც თავაზიან მადლობას უხდიდნენ, კილო-
თი და გამოხედვით ძმები და მამა ახსენდებოდა — პირქუშ გამო-
მეტყველებას მორიდება ურბილებდა მათ და ჯიუტად შეკრული
კოპებიც, რატომღაც აღარ ემჩნეოდათ. როდესაც იმ მამაკაცს ემ-
სახურებოდა, მამამისს რომ მიამსგავსა, ახლოდან დააკვირდა და
გაოცდა, სულაც არ ჰგვანებიაო. შუქის დაცემასა და თავის წარ-
მოსახვას დააბრალა. იმანაც გააკვირვა, რომ ეს მამაკაცი გვერ-
დზე მჯდომს ირლანდიურად ელაპარაკებოდა.
— სასწაული ინდაური და შაშხი იყო! — უთხრა მის მერფიმ
მამა ფლადს, როდესაც გაშლილი თეფშებით ყველა მაგიდაზე
ჩამოარიგეს.
— ბრუკლინურად მომზადებული, — თქვა მისმა დამ.
— მიხარია, რომ ტრაიფლის12 დროა, — დაამატა პირველმა,
— და არა ქლიავის პუდინგისა, თორემ შეთბობა მოგვიწევდა.
— ისე, ჭამის დროს მაინც არ უნდა მოიხადონ ქუდი? — იკით-
ხა მისმა დამ, — არ იციან, რომ ამერიკაში არიან?
— აქ ჩვენ წესები არა გვაქვს, — მიუგო მამა ფლადმა, — შე-
უძლიათ რამდენიც მოუნდებათ, იმდენი დალიონ და მოწიონ.
მთავარია, სახლამდე უსაფრთხოდ მივიყვანოთ, თორემ აქედან
ცოტა თრობილნი გადიან ხოლმე.
— გალეწილი მთვრალები, — შეუსწორა მის მერფიმ.
— შობას თრობილს ვიტყვით, მის მერფი. სახლში საწოლები
კი მაქვს, რომ ქუჩაში გათევამ არ მოუწიოთ, — თქვა მოძღვარმა.
— ახლა ჩვენი სადილობის დრო დადგა, — განაცხადა მის
მერფიმ, — ახლავე გავშლი სუფრას. მშვენიერი რამერუმეები შე-
მოვიტოვე ჩვენთვის.
— მე კი მაინტერესებდა, საერთოდ თუ მოვახერხებდით ჭა-
მას, — თქვა ეილიშმა.
— საწყალი ეილიში. ეს გოგო მშიერი არ დამიტოვოთ.
— ჯერ ტრაიფლი არ უნდა მივიტანოთ? — იკითხა ეილიშმა.
— არა, მოვიცადოთ, — თქვა მღვდელმა, — ცოტათი გავწე-
ლოთ დღე.

***
როდესაც მრევლი ტრაიფლის ჭამას მორჩა და ქალებმა
თეფშების ალაგება დაიწყეს, დარბაზში უკვე პაპიროსის კვამლის
ბუღი იდგა და გაბმული, ემოციური საუბარი მიმდინარეობდა. მა-

12
ღვინით გაჟღენთილი ბისკვიტი ნაღებითა და მოხარშული კრემით.
მაკაცები ჯგუფებად ისხდნენ, რამდენიმე კი მათ უკან იდგა; ზოგიც
ყავისფერქაღალდშემოკრული ვისკის ბოთლით ხელში ჯგუფიდან
ჯგუფისკენ ინაცვლებდა. როდესაც სამზარეულოს დასუფთავება
დასრულდა და ნაგვის ურნები აივსო, მამა ფლადმა ქალებს შეს-
თავაზა, დარბაზში გავიდეთ და თითო ჭიქა ჩვენც დავლიოთო.
რამდენიმე ადამიანი კიდევ მოსულიყო, მათ შორის, ქალებიც, და
ეილიშმა, ხერესით სავსე ჭიქით ხელში რომ დაჯდა, გაიფიქრა,
მსგავსი დარბაზი ირლანდიაშიც რამდენია და როგორ ივსება,
როცა კონცერტი იმართება ან ქორწილს იხდიანო. ირლანდიაშიც
ხომ ასე ირეოდა დარბაზში ხალხი, განსაკუთრებით, ახალგაზ-
რდობა, ზოგი ცეკვავდა, ზოგიც ბართან იდგა.
ცოტა ხანში ეილიშმა შენიშნა, რომ მამაკაცებმა ვიოლინოები
და პატარა აკორდეონი ამოიღეს. კუთხე მონახეს და დაუკრეს,
სტუმრები კი სმენად იქცნენ. მამა ფლადი დარბაზში რვეულითა
და კალმით დადიოდა, მოხუცების მისამართებს იწერდა. მცირე
ხნის შემდეგ მან ტაში შემოჰკრა და სიჩუმე ითხოვა. ყველამ მას
მიაპყრო ყურადღება.
— არ მინდა შეგაწყვეტინოთ, — თქვა მან, — მაგრამ მინდო-
და ერთი ენისკორთელი გოგონასა და ორი არკლოუელი ქალ-
ბატონისთვის მადლობა გადაგვეხადა დღევანდელი მუხლჩაუხ-
რელი შრომისთვის.
საპასუხო ტაშმა იხუვლა. — დღეს ჩვენთან დიდი მომღერალი
იმყოფება და ყველანი მოხარული ვიქნებით, თუ წელსაც შეგვის-
რულებს რამეს. ჰოდა, მადლიერების ნიშნად, ეს სიმღერა სწო-
რედ ამ ქალბატონებს მივუძღვნათ.
მამა ფლადმა სწორედ იმ კაცისკენ გაიხედა, რომელშიც
ეილიშმა მამა დაინახა. ეს ბატონი მისგანაც და მღვდლისგანაც
მოშორებით იჯდა, მაგრამ როდესაც მისი სახელი დასახელდა,
წამოდგა და ნელი ნაბიჯით წავიდა მათკენ. აუდიტორიისკენ სა-
ხით დადგა, რომ ყველას კარგად დაენახა.
— ამ კაცის ჩანაწერები, — მის მერფიმ ეილიშს გადაულაპა-
რაკა, — ფირფიტებზე გამოდიოდა.
როდესაც ეილიშმა თავი ასწია, მომღერალი მას რაღაცას
ანიშნებდა. თავისკენ იხმობდა. წამიერად გაიფიქრა, სიმღერაში
აყოლა არ მომთხოვოსო და თავი გააქნია, მაგრამ მამაკაცმა და-
ჟინებით განაგრძო ხელის ქნევა და რაკი ხალხმაც ეილიშს დაუწ-
ყო ყურება, გოგონას უარის თქმისა მოერიდა და ადგა. მომღე-
რალს მიუახლოვდა, მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდა, რის-
თვის იხმობდა. ახლოდან რომ შეხედა, დაინახა, როგორ გაფუჭე-
ბოდა საწყალს კბილები.
ასაკოვანი მამაკაცი არც მისალმებია და არც რაიმე ჟესტით
გამოუხატავს ეილიშის მიახლოება, უბრალოდ, თვალები დახუჭა,
მისკენ ხელი გაიწვდინა და შეგებებული ხელის მტევანი მუჭში მო-
იქცია. ნებზე ნაზი კანი ჰქონდა. სიმღერა დაიწყო და მელოდიის
ნელ რიტმს ეილიშისთვის ჩაკიდებული ხელი წრიული მოძ-
რაობით ააყოლა. მაღალი და ძლიერი ხმა ჰქონდა, ბგერები კი
ცხვირისმიერი. სიმღერას ირლანდიურად მღეროდა და კონემა-
რულად უქცევდა. ეილიშს გოლუეიელი მასწავლებელი გაახსენ-
და მოწყალების სავანიდან, რომელსაც ასეთივე კილო ჰქონდა.
მამაკაცი ყველა სიტყვას ფრთხილად და ნელა წარმოთქვამდა.
მელოდიის განვითარებასთან ერთად კი სიშმაგე და მრისხანება
ემატებოდა მის ნამღერს. როდესაც მომღერალი მისამღერამდე
მივიდა, ეილიშმა მერეღა გაარჩია სიტყვები — Má bhíonn tú liom,
a stóirín mo chroí13 — ამ ხაზის სიმღერისას მამაკაცმა ამაყად, მე-
საკუთრესავით გადახედა ქალიშვილს. დარბაზში ყველა მას მის-
ჩერებოდა. ხუთ-ექვსი სტროფისგან შედგებოდა სიმღერა. თვალ-
დახუჭული მღეროდა, სიტყვებს ძალიან წრფელად და მომნუს-
ხველად წარმოთქვამდა, მისი ბუმბერაზი ჩრდილი კი კედელს
ეცემოდა. ამ დროს ვერ იტყოდით, ძალიან მოხუციაო. ძლიერი
ხმა და წრფელი სიმღერა ბევრ რამეს ფარავდა. როდესაც მისამ-
ღერამდე მიდიოდა, ყოველთვის ეილიშს დაჰყურებდა, ჰანგი კი

13
(ირლ.) "თუ ჩემი ხარ, ჩემი იყავი, ო, განძო ჩემი გულის".
ტემპის შენელებით უფრო ტკბილი და გულში ჩამწვდომი გამოჰ-
ყავდა; თავს ხრიდა და ისე გადმოსცემდა სათქმელს, თითქოს კი
არ მღეროდა, არამედ თავის გულისნადებს აცნობდა აუდიტორი-
ას. ეილიში გრძნობდა, რაოდენ საწყენი იქნებოდა მამაკაცისთვის
სიმღერის დასრულება, რადგან თვითონაც გული სწყდებოდა, მე-
ლოდია დასასრულისკენ რომ მიდიოდა. როდესაც უკანასკნელი
მისამღერიც შესრულდა, მომღერალმა თავი დაუკრა საზოგა-
დოებას და იმპროვიზებული სცენა დატოვა, რომ სხვა მომღერა-
ლი გამოსულიყო. ეილიშმაც თავისი ადგილისკენ გასწია და დაჯ-
და.

***
შეღამებულზე რამდენიმე მამაკაცს ჩაეძინა, ზოგსაც საპირფა-
რეშოში გაყვანა დასჭირდა. დებმა მერფებმა ჩაი აადუღეს და სა-
შობაო კექსი დაჭრეს. როდესაც სიმღერები დასრულდა, ზოგიერ-
თმა სტუმარმა პალტო მოიცვა და მამა ფლადთან მადლობის გა-
დასახდელად მივიდა. მადლობა დებ მერფებსა და ეილიშსაც მო-
ახსენეს, ბედნიერი შობა უსურვეს და დარბაზიდან უკუნეთ ღამეში
გავიდნენ.
მამაკაცების დიდი ნაწილი გაიკრიფა, მხოლოდ ძალიან
მთვრალებიღა დარჩნენ. მღვდელმა ეილიშს უთხრა, შეგიძლია
უკვე, რომ წახვიდე და თუ გინდა, დებ მერფებს ვთხოვ, რომ გა-
გაცილონო. ეილიშმა იუარა, მარტო სიარულს ისედაც მიჩვეული
ვარ, თანაც, დღეს ისედაც მშვიდი ღამე იქნებაო. გამოსვლისას
მამა ფლადსა და დებ მერფებს ხელი ჩამოართვა, დღესასწაული
კიდევ ერთხელ მიულოცა და ბრუკლინის დაცარიელებულ ქუჩებს
იმ ფიქრით გაუყვა, მისის ქიოს სახლში როგორც კი შევალ, სამ-
ზარეულოს ავუვლი და პირდაპირ ჩემს ოთახში ავალ, დავწვები
და ჩაძინებამდე განვლილ დღეზე ვიფიქრებო.
იანვარში ისეთი ყინვა დაიწყო, როდესაც დილაობით ეილიში
სამსახურში მიდიოდა, "ბარტოჩის" მაღაზიამდე ხელ-ფეხი ეთოშე-
ბოდა. მართალია, სქელი გეტრებიც ეცვა და ნაბიჯსაც უჩქარებ-
და, მაგრამ ესეც არაფერს შველოდა. ქუჩაში ხალხი ისეთი ჩა-
ფუთნილი დადიოდა, ვერავის იცნობდით — სქელი პალტოები,
ქუდები, ხელთათმანები, კაშნეები და მუხლამდე ბოტები უცვლელ
ატრიბუტად იქცა ადგილობრივისა და ჩამოსულისთვის. ეილიშმა
შენიშნა, რომ ცხვირ-პირი სქელ შარფებში ან კაშნეებში ჰქონდათ
ჩამალული. ეილიში მხოლოდ მათ ყინვისა და სუსხიანი ქარისგან
დამფრთხალ თვალებს ხედავდა. ლექციების შემდეგ დერეფანში
გასული სტუდენტები ფენა-ფენა იცვამდნენ ტანსაცმელს, რომ ღა-
მის თოშისგან დაეცვათ თავი. მათი ყურებისას ეილიშს ისეთი შეგ-
რძნება უჩნდებოდა, თითქოს ამდენი ახალგაზრდა წარმოდგენის-
თვის ემზადებოდა, ჟესტებს ხვეწდა, კოსტიუმებს ირგებდა და სა-
ხეზე შეუპოვრობის ნიღაბს იკეთებდა. გარეთ ისე ციოდა, რომ მი-
სის ქიოს გამთბარი ტალანის, სამზარეულოსა და თავისი გაღუ-
ღუნებული ოთახის წარმოდგენაც კი უჭირდა.
ერთ საღამოს, დასაწოლად ასვლას რომ აპირებდა, მისის
ქიო თავისი სასტუმრო ოთახის კართან შენიშნა. შუქჩრდილში მი-
სი გამომეტყველება ვერ გაარჩია და ცოტა შეშინდა. დიასახლის-
მა თავის დაქნევით მიიხმო და ოთახში შეუძღვა, რის შემდეგაც
კარი მიხურა. მისის ქიო უსიტყვოდ ირჯებოდა. აგუზგუზებულ ბუ-
ხართან სავარძელში ჩაჯდა და ეილიშს მოპირდაპირე სავარ-
ძელზე მიანიშნა. ქალს ამაყი მზერა ჰქონდა. მარჯვენა ხელი გა-
შალა და დასწია, რითიც ანიშნა, ხმადაბლა ვისაუბროთო.
— ახლა, — თქვა მან და ცეცხლს გახედა, გისოსზე შეშის
თხელი ნაჭერი დადო და ალი უფრო აბრიალდა, — ერთი რამ
უნდა გითხრა, ოღონდ ამაზე სიტყვა არ დაგცდეს. მპირდები?
ეილიშმა თავი დაუქნია.
— მოკლედ, მის ქიგენი მიდის და, სიმართლე გითხრა, ისეთი
შეწუხებული ვარ, რაც მალე წავა, მით უკეთესი. მასაც დავაფიცე,
რომ არავისთან გაემხილა. ირლანდიის დასავლეთ ნაწილიდან
არის და მაგ მხარის ხალხს ისედაც არ უყვარს ენის ტარტარი.
თვითონაც ასე ურჩევნია, რადგან გამოთხოვების ცერემონიალს
აიცილებს თავიდან. ორშაბათისთვის ოთახს დაცლის და მინდა,
რომ სარდაფში, სწორედ მის ყოფილ ოთახში გადახვიდე. სინეს-
ტე იქ ნამდვილად არ შეგაწუხებს, ასე რომ, ასეთი სახით ნუ მიყუ-
რებ.
— ცუდად არ შემომიხედავს, — მიუბრუნა ეილიშმა.
— არცაა საჭირო, — მისის ქიომ ჯერ ცეცხლს გახედა, მერე
იატაკს დააჩერდა, — იცი, მთელ სახლში ის ოთახი ყველას
სჯობს — ყველაზე დიდი, ყველაზე თბილი, ყველაზე მშვიდია,
ამასთან, დანარჩენ ოთახებზე ბევრად უკეთ არის მოწყობილი.
მოკლედ, ამ საკითხზე მსჯელობაც მეზედმეტება. მაგ ოთახს შენ
მიიღებ და მორჩა. თუკი კვირისათვის შენს ავლადიდებას ჩააბარ-
გებ, ორშაბათს, სანამ სასწავლებლიდან მოხვალ, ყველაფერს
ქვევით დაგახვედრებ ჩაზიდულს და საქმეც მოკვარახჭინდება. და
რაკი შენი საკუთარი შესასვლელი გექნება, გასაღებიც დაგეჭირ-
დება, რომელიც მხოლოდ შენ და მის მონტინის გექნებათ. თუმ-
ცა, რომც დაკარგო სადმე, ამ იატაკის ქვეშ სწორედ სარდაფში
ჩადის კიბე, ასე რომ, გული ნუ გაგისკდება.
— სხვებს რომ ეწყინოთ? — შეშფოთდა ეილიში.
— ცივი წყალი დალიონ, — მიუგო მისის ქიომ და გაუღიმა.
დიასახლისმა კიდევ ერთხელ გახედა ბუხარს და სიამოვნების გა-
მოსახატად დააკანტურა თავი. მერე მარჯვენა ხელით წეღანდე-
ლი ჟესტი უჩვენა და ეილიშიც მიხვდა, რომ ახლა გასვლის დრო
იყო, თანაც, კრინტი არავისთან არ უნდა დაეძრა. როდესაც ქა-
ლიშვილი ოთახიდან გამოვიდა და კიბეს აუყვა, გაიფიქრა, რომ
სარდაფში მას მხოლოდ ნესტიანი და პატარა ოთახების არსებო-
ბა წარმოედგინა. ამას გარდა, აქამდე არავის დასცდენია მის ქი-
გენის ოთახის საქებარი სიტყვა. ეჭვი გაუჩნდა, ამ ამბის გასაიდუმ-
ლოება იმიტომ ხომ არ დასჭირდა მისის ქიოს, რომ სადაც მასახ-
ლებს, იმ ოთახის ნახვა არ მომეთხოვაო. მიხვდა, რომ ორშაბათ
საღამომდე უნდა მოეცადა, კოლეჯიდან დაბრუნებული კი საკუ-
თარი თვალით ნახავდა, სად უკრეს თავი.
დარჩენილი დღეები შიშ-ელდით გაატარა. მისის ქიოს შეთა-
ვაზებაზე რომ ფიქრობდა, სანამ სასწავლებლიდან მოხვალ, შენს
ავლადიდებას ჩაზიდულს დაგახვედრებო, გული მოსდიოდა. სა-
ნამ მის ქიგენი იმ ოთახში ცხოვრობდა, არასდროს უხსენებია,
რომ მთელ სახლში საუკეთესო ოთახი ეკავა. ისიც გააცნობიერა,
რომ ოთახი გაჭვარტლული, ნესტიანი და ბნელიც რომ აღმოჩე-
ნილიყო, მამა ფლადსაც ვერ შესჩივლებდა. ისედაც საკმაოდ
სარგებლობდა მღვდლის დახმარებით, რაც მისის ქიოსაც მოეხ-
სენებოდა, და აღარ უნდოდა მისი შეწუხება.
კვირას თავისი ტანისამოსი და ნივთები ჩემოდნებში ჩაალაგა
და საწოლთან დატოვა, მაგრამ იმდენი რამ ჰქონდა შეძენილი,
რომ ყველაფერი ჩემოდნებში ვერ ჩაატია, ამიტომ ქვევით ჩავი-
და და მისის ქიოს სამგზავრო ჩანთა სთხოვა. როდესაც მას ესა-
უბრებოდა, მიხვდა, რომ დიასახლისმა თავისი გაიტანა და ისევ
ნოსტალგიამ შემოუტია. ის ღამე თეთრად გაათენა.
დილით ტეხვრა14 და სუსხიანი ქარი დაუხვდა ქუჩაში გასულს.
ყველა მხრიდან მონაბერი ქარი ძვლებში ატანდა. ხალხი თავ-
დახრილი დადიოდა ქუჩაში, რომ ამ ჯოჯოხეთურ ქარაშოტს გამ-
კლავებოდა, გადასასვლელებზე კი, სანამ მწვანე შუქი აინთებო-
და, ცეკვა-ცეკვით უნდა მდგარიყავით, თორემ ხელ-ფეხის დაზ-
რობა არ აგცდებოდათ. უეცრად თავში გაუელვა, რომ ირლან-
დიაში ვერავინ წარმოიდგენდა, ამერიკა ზამთრობით ყველაზე
ცივი ადგილი თუ იქნებოდა დედამიწაზე და მისი მოსახლეობა
დილის ყიამეთში ასეთი საცოდავი დასანახი იქნებოდა. წერილში
რომც ეხსენებინა, არავინ დაიჯერებდა. "ბარტოჩიში" მთელი დღე

14
დიდი ყინვა.
ერთმანეთს უყვიროდნენ, კარი დახურეთო, თუკი ვინმეს ოდნავ
შეღებული მაინც დარჩებოდა, შალის საცვლებზე კი ისეთი მოთ-
ხოვნა გაჩნდა, როგორიც მაღაზიას მთელი არსებობის განმავ-
ლობაში არ ახსოვდა.
იმ საღამოს, ლექციაზე კონსპექტს რომ იწერდა, ფიქრებით
მისის ქიოს სახლში, კონკრეტულად კი თავის ახალ ოთახში იყო,
რომელიც სარდაფში გამოუყვეს და უკვე იმას ნატრობდა, ინტე-
რიერსა და კომფორტს ვინღა ჩივის, ოღონდ სითბო და საწოლი
დამხვდესო. როდესაც ტროლეიბუსიდან გაყინულ ქუჩაში ჩამოვი-
და, თბილი ლოგინი ელანდებოდა, სადაც მშვიდად დაწვებოდა
და დაიძინებდა. მშვიდი ღამე იდგა, ქარი ჩამდგარიყო, მაგრამ
ისე ყინავდა, რომ ხელისა და ფეხის თითები ერთიანად წაეყინა;
ინატრა, ნეტავ დროულად მიმაღწევინა სახლამდეო, თუმცა ნახე-
ვარი გზა ფეხით ჰქონდა გასავლელი და სუსხისგან სახის კანი
სტკიოდა.
როგორც კი შესასვლელი კარი გააღო, უცებ მისის ქიო გა-
მოჩნდა და თითი ტუჩებთან მიიტანა. ეილიშს ანიშნა, მოიცადეო,
მერე ტალანი მოათვალიერა და რა დარწმუნდა, სამზარეულო-
დან არავინ აპირებდა გამოსვლას, გოგონას გასაღები გაუწოდა;
მერე უკანვე, ქუჩაში გაუშვა და რბილად მიუხურა კარი. ეილიში
სარდაფში რამდენიმე საფეხურით ჩავიდა. სანამ ახალი ოთახის
კარი გააღო, მისის ქიო უკვე ჩასულიყო და უცდიდა.
— არ იხმაურო, — ჩურჩულით უთხრა.
დიასახლისმა სარდაფის წინა ოთახში შემავალი კარი გააღო,
რომელიც მის ქიგენს ახალი დატოვებული ჰქონდა. საწოლის
გვერდით დადგმული ტორშერი და ტუმბაზე შემოდგმული სანათი
უკვე ენთო; დაბალი ჭერის მიუხედავად, მოქარგული თეთ-
რეულის, ხავერდის ფარდებისა და იატაკზე დაფენილი ლამაზი
ხალიჩების წყალობით ოთახი მდიდრულად მორთული ჩანდა.
გაახსენდა ძველი ნახატი თუ ფოტო, სადაც ფუფუნება იწონებდა
თავს. ეილიშმა ოთახს თვალი მოავლო და კუთხეში სარწეველა,
ბუხარში კი შეშის ქვეშ შეცურებული ქაღალდი დაინახა, რომე-
ლიც ანთებას ელოდა. ეს ოთახი მის ყოფილ საძინებელზე ორ-
ჯერ ფართო იყო; აქ სამეცადინო მაგიდაც იდგა და სავარძლის
მოპირდაპირედ ერთი რბილი სავარძელიც. ამ ახალ ოთახს წი-
ნანდელივით სპარტანული აურა არ ჰქონდა. ეილიშმა იცოდა,
რომ ყველა მდგმურს ამ ოთახზე ეჭირა თვალი.
— თუ ვინმე რამეს გკითხავს, უთხარი, ჩემს ოთახში რემონტს
აკეთებენ-თქო, — უთხრა მისის ქიომ და გამოაღო კედელში ჩა-
შენებული კარადა, სადაც ეილიშის ჩემოდნები და ჩანთები დაეწ-
ყო. კარადას წითელი, გალაქული კარები ჰქონდა. დიასახლისი
ისეთი ამაყი და სევდიანი თვალებით ათვალიერებინებდა ოთახს,
რომ ეილიშმა გაიფიქრა, ეტყობა, აქაურობა ჯერ კიდევ მაშინ
მორთეს, სანამ მისტერ ქიო სახლიდან წავიდოდაო. მერე, რო-
დესაც ორსაწოლიან ტახტს დახედა, გაიფიქრა, ნეტავ ეს მათი
ოთახი ხომ არ იყოო. აინტერესებდა, აქ თუ ცხოვრობდნენ, ზედა
სართულების ოთახებს თუ აქირავებდნენ.
— სააბაზანო დერეფნის ბოლოშია, — აუხსნა მისის ქიომ.
დიასახლისი ამ სანახევროდ განათებულ ოთახში უხერხულად
იდგა, თითქოს თავს განგებ იკავებსო, — არავის არაფერი უთ-
ხრა, — დაამატა, — დიპლომატიას თუ დაიცავ, არასოდეს შეცდე-
ბიო, ხომ გსმენია?
— სასიამოვნო ოთახია, — თქვა ეილიშმა.
— შეგიძლია ცეცხლიც დაანთო, — უთხრა მისის ქიომ, —
მაგრამ მის ქიგენი მხოლოდ კვირაობით ანთებდა, რადგან შეშის
ხარჯვას ერიდებოდა. არ ვიცი, ასე რატომ იქცეოდა.
— სხვა გოგოები არ გადაირიონ, — თქვა ეილიშმა.
— სახლი ჩემია და სხვებს თავში ქვა უხლიათ.
— მაგრამ...
— ამ გოგოებში კარგად აღზრდილი მხოლოდ შენ ხარ.
მისის ქიოს კილომ და ღიმილმა ეილიში უფრო დაასევდიანა.
იცოდა, რომ დიასახლისი მას ამ ოთახს ისე ანდობდა, რომ წე-
სიერად არც კი იცნობდა. ეილიშს კი არ სურდა, რომ ეს ქალი
დაახლოებოდა ან მინდობოდა. რამდენიმე წამს დადუმდა, მიუხე-
დავად იმისა, რომ ხვდებოდა, ეს დუმილი შეიძლებოდა უმადუ-
რობაში ჩამორთმეოდა. ბოლოს ლამის ოფიციალურად დაუკრა
თავი მისის ქიოს.
— როდის გაიგებენ სხვები, რომ აქ გადმოვბარგდი? — ჰკით-
ხა დიასახლისს.
— როცა ამის დრო მოვა, ან რა მათი საქმეა.
როდესაც მისის ქიოს ფარულ აზრებსა და ზრახვებზე დაფიქ-
რდა, რის გამოც შეიძლება თანამობინადრეები წაჰკიდებოდნენ,
ინატრა, ნეტავ ჩემს ძველ ოთახში დავეტოვებინეო.
— იმედია, მე არ დამძრახავენ.
— ძაღლად არავინ ჩააგდო. მე რომ მკითხო, არც ერთი მათ-
განი არ ღირს ძილის გატეხად.
ეილიში სწრაფად წამოდგა, წელში გაიმართა, რომ უფრო მა-
ღალი გამოჩენილიყო და ცივი მზერა სტყორცნა მისის ქიოს. უკ-
ვე ნათელი იყო, რომ ბინის პატრონი ეილიშთან სხვა მდგმურე-
ბისგან რაღაცის გასაიდუმლოებას ცდილობდა, რითიც დანარჩე-
ნებს თვითონ ხომ სცილდებოდა, ეილიშსაც აშორებდა, თითქოს
შეთქმულები ყოფილიყვნენ. მისის ქიოს ეს გადაწყვეტილება სხვა
მდგმურების აშკარა დამცრობა იყო. გარდა ამისა, საუკეთესო
ოთახის დათმობით არა მარტო პატის, მის მაკადამსა და შეილა
ჰეფერნანს წაჰკიდებდა, არამედ თავის მოვალედაც აქცევდა მას.
მიხვდა, თუკი უეცრად რამე დასჭირდებოდა ამ ქალს, მოს-
თხოვდა კიდეც სამსახურის გაწევას, ან უბრალოდ, უფრო მეტად
დაახლოებას, ვითომ დამეგობრებას, უფრო მჭიდრო კავშირის
დამყარებას მოინდომებდა. და უკვე ბრაზი ერეოდა სახლის პატ-
რონზე, დაღლილობა კი გამბედაობას მატებდა.
— ყოველთვის პატიოსნად მოქმედება მირჩევნია, — ეილიშ-
მა წარმოიდგინა, როგორ მოიხმობდა როუზი თავის ღირსებას
და პირდაპირ მიახლიდა სათქმელს, — ყველასთან.
— როდესაც იმავეს გამოივლი, რაც მე გამოვიარე, — მიუგო
მისის ქიომ, — მიხვდები, რომ ჩემი მეთოდი ყველაზე მეტად
ამართლებს.
ეილიშმა დიასახლისს თვალი გაუსწორა, წარბიც არ შეუხრია
მის საპასუხოდ ტყორცნილ შემტევ მზერაზე. გადაწყვიტა, რაც უნ-
და ეთქვა მისის ქიოს, საუბარი აღარ გაეგრძელებინა. გრძნობდა
ასაკოვანი ქალის მისკენ მიმართულ ბრაზს, თითქოს ამ უკანას-
კნელისთვის ვინმეს ეღალატოს, მას კი ამ ოთახის დათმობით
სამყაროს წინააღმდეგ დიდი ხნის ნაგროვები ბოღმა გაექარვები-
ნოს.
— სააბაზანო, როგორც გითხარი, დერეფნის ბოლოშია, —
თქვა ქალმა ბოლოს, — გასაღებს აქ დავტოვებ.
მისის ქიომ კედელზე მიდგმულ მაგიდაზე დადო გასაღები და
კარი ისე გაიჯახუნა, რომ მთელი სახლში შეზანზარდა.

***
ნეტავ დაუჯერებენ კი გოგოები, რომ ეილიშს ოთახი არ უთ-
ხოვია? საუზმეზე სამზარეულოში არ შესულა, დაიანას კი მეორე
დილით სააბაზანოსთან ტყვიასავით ჩაუქროლა და სიტყვა არ
უთქვამს. მაგრამ იცოდა, რომ უქმე დღე დადგებოდა თუ არა, ამ
საუბარს ვეღარ აირიდებდა. ამდენად, როდესაც პარასკევს მისის
ქიო სამზარეულოდან გავიდა და მის მაკადამმა უთხრა, შენთან
დალაპარაკება მინდაო, არ გაჰკვირვებია. იჯდა ეილიში სამზა-
რეულოში და ელოდა, როდის გაიკრიფებოდნენ დანარჩენები
თავ-თავიანთ ოთახებში, ამასობაში კი მის მაკადამი ისე დაჟინე-
ბით მიშტერებოდა, თითქოს პატიმარი ან პირობით ვადამდე გა-
თავისუფლებული იყო და ყოველ წამს შეიძლებოდა, მოეცოცხა.
— მგონი, გაიგებდი, რაც მოხდა, — დაიწყო მის მაკადამმა.
ეილიშმა სცადა, სახეზე არაფერი დასტყობოდა, — აჯობებს, დაჯ-
დე.
მის მაკადამი ქურასთან მივიდა, ადუღებული ჩაიდანი აიღო
და ჩაის დასაყენებლად პატარა ჩაიდანში გადაასხა მდუღარე.
— იცი, რომ მის ქიგენი წავიდა? — ჰკითხა ბოლოს.
— რატომ უნდა ვიცოდე?
— ესე იგი, არ იცი? ასეც ვფიქრობდი. მოკლედ, ეს ამბავი ქი-
ოს ქალმაც იცის და დანარჩენებმაც.
— სად წავიდა მის ქიგენი? რამე გაუჭირდა?
— ლონგ-აილენდზე და საამისო მიზეზი ჰქონდა.
— რა მოხდა?
— სახლში მოაცილეს, — მის მაკადამს სიამოვნებისგან თვა-
ლები აუციმციმდა. ჩაი ნელა დაისხა.
— მოაცილეს?
— თანაც, ერთხელ კი არა, როგორც ვიცი, ორჯერ.
— აქ?
— სწორედ აქ, — მის მაკადამმა ჩაი მოწრუპა და ეილიშს
გამჭოლი მზერით შეხედა.
— ვინ მოაცილა?
— მამაკაცმა.
როდესაც ეილიშმა რძე და შაქარი ჩაიმატა ფინჯანში, დედა-
მისის ნათქვამი გაახსენდა.
— ჰო, მაგრამ, თუკი ვინმე მოჰყვებოდა, მაშინ პირველივე
ლამპიონთან თავს დაანებებდა, როგორც კი მის სახეს დაინახავ-
და.
— ის ჩვეულებრივი კაცი არ ყოფილა.
— რას გულისხმობ?
— ბოლოს რომ გამოჰყვა, რაღაც დაუნახვებია. მოკლედ, იმ-
ნაირი კაცი ყოფილა.
— რა დაუნახვებია? ვინ გითხრა?
— მის ქიგენმა ჯერ მის ჰეფერნანს გაუმხილა, მერე მე, სანამ
გადავიდოდა. კარამდე მოჰყოლია. ჰოდა, როდესაც მის ქიგენი
კიბეზე ჩადიოდა, შარვალი ჩაუხდია.
— პოლიციაში არ დარეკა?
— კი, მაგრამ პოლიცია ვერაფერს იზამს, თუ თავად მის ქი-
გენმა არ ამოიცნო დამნაშავე, რისთვისაც, როგორც ჩანს, ამჟა-
მად მზად არ არის. სამაგიეროდ, მაშინვე ბარგი შეუკრავს და
ლონგ-აილენდზე ძმასა და ძმის ცოლთან გადასვლა გადაუწყვე-
ტია. მერე, ყველაფერი რომ გაეფუჭებინა, ქიოს ქალმა, რატომ-
ღაც გადაწყვიტა, რომ მე დავიკავებდი გათავისუფლებულ ოთახს.
უცებ მოთხარა, სახლში საუკეთესო ოთახიაო, მაგრამ იქ შევაძ-
ვრინე, სადაც საჭირო იყო. მის ჰეფერნანიც გადარეულია. არც
მის დაიანას სურს სარდაფში მარტოდმარტოს დარჩენა. ჰოდა,
შენ იმიტომ გიკრა იქ თავი, რომ სხვა ვერავინ დაიყოლია.
ეილიშმა შენიშნა, რამხელა კმაყოფილებას გრძნობდა ამ
სიტყვების წარმოთქმისას მის მაკადამი. როდესაც მასზე უფროსი
ქალი ჩაის წრუპავდა და ავად აკიაფებული თვალებიდან ბორო-
ტებას აკვესებდა, გოგონა მიხვდა, რომ ამით ოთახის გამო
ეილიშსა და მისის ქიოს ერთგვარად სამაგიეროს უხდიდა. მეორე
მხრივ კი, ალბათ, სიმართლეც იყო მისი სიტყვები. მისის ქიოს
მართლაც შეეძლო მისი, როგორც ერთადერთი მდგმურის გამო-
ყენება, რადგან, როგორც ჩანდა, მხოლოდ თვითონ არ უწყოდა
მის ქიგენის გადასვლის ნამდვილი მიზეზი. მაგრამ რა დარწმუნე-
ბული იქნებოდა სახლის პატრონი, როდესაც სარდაფის ოთახს
უქებდა, რომ ეილიში ვერ გაიგებდა? რაც უფრო უკვირდებოდა
მის მაკადამს, მით უფრო რწმუნდებოდა, რომ ჩახდილი კაცის ამ-
ბავს თუ არ იგონებდა, თავისებურ კუდს მაინც აბამდა. უბრალოდ,
ახლა ის აინტერესებდა, მის მაკადამმა ამ საუბრის გაბმის გადაწ-
ყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო თუ სხვა მდგმურებმაც წააქე-
ზეს.
— მშვენიერი ოთახია, — თქვა ეილიშმა.
— შესაძლოა მშვენიერიც იყოს, — მიუგო მის მაკადამმა, —
ხომ იცი, სანამ მის ქიგენი მაგ ოთახს მიიღებდა, იქ ჩასვლა ყვე-
ლას გვინდოდა, რომ მისის ქიო ყოველ ნაბიჯში არ შეგვჩეხებო-
და. მაგრამ ახლა ქუდიც რომ შემიგდო მანდ, ცოცხალი თავით
არ შევხსნი კარს. ხომ გული გამისკდა, მთელი ღამე შუქის დატო-
ვებამ რომ მომიწიოს იმის შიშით, კართან ვინმე არ იყოს-მეთქი
ატუზული... რა ვიცი, იქნებ არც უნდა გეუბნებოდე ახლა ამას.
— რაც გინდა, ის თქვი.
— რა ვიცი, იმის კვალობაზე, რომ ღამით მარტოს გიწევს შინ
დაბრუნება, ნამეტნავად მშვიდი ჩანხარ.
— ჩემ წინაც თუ ვინმე გადაწყვეტს შარვლის ჩახდას, პირ-
ველს შენ გაგაგებინებ.
— თუ აქ დაგხვდები, კი, — გამოცრა მის მაკადამმა, — მგო-
ნი, ყველანი ლონგ-აილენდზე გადავბარგდებით.

***
მომდევნო დღეებში ეილიში მის მაკადამის ნათქვამზე ფიქ-
რობდა და როდესაც სამზარეულოში ვახშმად სხდებოდნენ, ცდი-
ლობდა, როგორმე ამოეცნო, ყველამ მის წინააღმდეგ შეკრა პი-
რი თუ მხოლოდ ეჩვენებოდა. იქნებ მართლაც მისი დაშინება უნ-
დოდათ ოთახის გამო? ან იქნებ ეს სრული სიმართლე იყო და
მისის ქიომ იცოდა, რომ მხოლოდ მას თუ ჩაგზავნიდა სარდაფში
ისე, რომ წინააღმდეგობას არ შეხვდებოდა, თან ამ ყოველივეს
პატივისცემად მონათლავდა? როდესაც მდგმურები მიმართავ-
დნენ, ეილიში თითოეულის სახეს აკვირდებოდა, მაგრამ საეჭვოს
ვერაფერს პოულობდა. იმ შესაძლებლობის დაშვება უნდოდა,
თითქოს, ყველას კეთილი მოტივი ჰქონდა, მაგრამ გული საპი-
რისპიროს ეუბნებოდა; არც იმაში იყო დარწმუნებული, რომ მისის
ქიომ მხოლოდ და მხოლოდ გამორჩეულობის გამო შესთავაზა
საუკეთესო ოთახი. მაგრამ მის მაკადამიც რომ ოდენ გასაფ-
რთხილებლად არ მოუყვებოდა ჩახდილი კაცის ამბავს, ამას წყა-
ლი არ გაუვიდოდა, რადგან მასაც და სხვა მობინადრეებსაც მის
ქიგენის ოთახზე ეჭირათ თვალი. ინატრა, ნეტავ მათ შორის რო-
მელიმესთან ვმეგობრობდე, რომ რჩევა მეკითხაო, თან, ეეჭვე-
ბოდა, იქნებ პრობლემა ჩემშია, რადგან კეთილ მოტივში რაღაც
ავს ვეძებო. როდესაც ღამით გამოეღვიძებოდა ან ეჩვენებოდა,
რომ დრო ნელა გადიოდა, ფიქრებით ისევ ამ საკითხს უბრუნდე-
ბოდა და ხან მისის ქიოს უწყრებოდა, ხან მის მაკადამსა და და-
ნარჩენებს, ბოლოს კი საკუუთარ თავზე მოსდიოდა ბრაზი, რად-
გან მხოლოდ ერთ გამოსავალს პოულობდა — საერთოდ უნდა
შეეწყვიტა ამაზე ფიქრი.

***
მომდევნო კვირას მამა ფლადმა განაცხადა, რომ სამრევლო
დარბაზი საცეკვაო საღამოების ჩასატარებლად უკვე მზად იყო,
რათა შემოწირულობა მრევლში საქველმოქმედოდ გამოეყენები-
ნა. ამან "პეტ სალივანის არფა" და "სამყურას ორკესტრი" დააინ-
ტერესა, ამიტომ მოძღვარმა სამწყსოს სთხოვა, პირველი საღამო
შემდეგ პარასკევს გაიმართება და ეს ამბავი იქნებ მრევლში გა-
გევრცელებინათო.
როდესაც იმ საღამოს მისის ქიომ პოკერის სეანსის შემდეგ
სამზარეულოში შეიარა და მაგიდასთან მცირე ხნით ჩამოჯდა,
მდგმურები ცეკვაზე საუბრობდნენ.
— იმედია, მამა ფლადმა იცის, რასაც აკეთებს, — შენიშნა
დიასახლისმა, — იმავე სამრევლო დარბაზში ომის შემდეგაც და-
იწყეს საცეკვაო საღამოების ჩატარება, მაგრამ უზნეობის გამო
დახურვამ მოუწიათ. იტალიელებმა დაიწყეს ირლანდიელი გო-
გონების შესაბმელად ცხვირის შეყოფა თურმე.
— მე მაგაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, — თქვა დაიანამ, — მა-
მაჩემიც იტალიელია და დედაჩემი, მგონი, სწორედ ცეკვაზე გა-
იცნო.
— ეგ სასიამოვნო ამბავია, — ჩაილაპარაკა დიასახლისმა, —
მაგრამ ომის შემდეგ ზოგიერთი იტალიელი მეტისმეტად "წინ გა-
იჭრა".
— კარგი გარეგნობა კი აქვთ, — თქვა პატიმ.
— ასეც რომ იყოს, — განაგრძო მისის ქიომ, — და როგორც
მსმენია, ბევრი კარგიც ჰყავთ, მათთან ურთიერთობისას მაინც
სიფრთხილე მართებს ქალიშვილს. თუმცა გვეყო იტალიელებზე
საუბარი. თემას თუ შევცვლით, ყველასთვის აჯობებს.
— იმედია, ირლანდიური ცეკვები არ იქნება, — დაიწუწუნა პა-
ტიმ.
— პეტ სალივანს საოცარი გუნდი ჰყავს, — შენიშნა მის შეილა
ჰეფერნანმა, — ირლანდიური მუსიკის დაკვრაც იციან და ვალსი-
საც, ფოქსტროტსა და ამერიკულ ცეკვებს კი საოცარი ინტერპრე-
ტაციით გვთავაზობენ.
— მათთვის უკეთესი, — წამოიძახა პატიმ, — თორემ მარტო
კეილი15 რომ დაუკრან, ეგრევე სკამს დავეწებები. ღმერთო, რა-
ღა დროს კეილია, ჩვენს დროში მაინც მოსპონ!
— თუ არ მოგწონს, — დასცინა მის მაკადამმა, — მთელი ღა-
მე იჯექი, ნამდვილი ქალბატონი ყველა ჰანგზე როდი ცეკვავს.
— კმარა ცეკვებზე ლაპარაკი, — განაცხადა მისის ქიომ, —
ფეხი არ უნდა შემომედგა სამზარეულოში. უბრალოდ, იფრთხი-
ლეთ. მე მეტს ვერას გეტყვით. წინ ჯერ დიდი გზა გაქვთ გასავ-
ლელი.
როდესაც ცეკვის საღამო მოვიდა, მისის ქიოს სახლში მობი-
ნადრენი ორად გაიყვნენ: პირველნი — პატისა და დაიანას შე-
მადგენლობით — ეილიშს აძალებდნენ, რესტორანში გამოგვყე-
ვი, სადაც ცეკვაზე წასვლის მსურველი ბევრი იქნებაო, მეორენი
კი — მის მაკადამი და შეილა ფეჰერნანი — ამტკიცებდნენ, ეგ
რესტორანი კი არა, სამიკიტნოა, მანდ მხოლოდ ლოთბაზარა
ხალხი იყრის თავს და მაგ დაწესებულებაში წესიერ გოგოს იშ-
ვიათად თუ შეუცდება ფეხიო. ისინი ეილიშს ურჩევდნენ, მისის ქი-
ოს სახლიდან პირდაპირ სამრევლო დარბაზში მოდი, რომ უხერ-
ხულობა აიცილო თავიდანო.
— ირლანდიიდან რაც არ მენატრება, ეს პარასკეობით და შა-
ბათობით ჩვევად ქცეული საქონლის ბაზრობებია. ასე რომ, მირ-

15
ირლანდიისა და შოტლანდიის ტრადიციული, ჯგუფური ცეკვების საერთო
სახელწოდება; ფართო გაგებით კი ამგვარი ცეკვებისთვის განკუთვნილი მუსი-
კა.
ჩევნია, მარტო დავრჩე, ვიდრე გარშემო თმაზე ზეთგადასხმული
მთვრალების ბრბო მეხვიოს.
— საიდანაც მე ვარ, — თქვა მის მაკადამმა, — საერთოდ არ
გავდივართ სახლიდან, მაგრამ არაფერი დაგვმართია მაგის გა-
მო.
— და ბიჭებს როგორღა ხვდებით? — ჰკითხა დაიანამ.
— მგონი, ჯერ პაემანზე არც ყოფილა! — ჩაერთო უცებ პატი.
— როცა პაემანზე წავალ სადმე, სამიკიტნო ნამდვილად არ
იქნება ის ადგილი, — განაცხადა მის მაკადამმა.
საბოლოოდ, ეილიშმა სახლში მის მაკადამსა და შეილასთან
ერთად ათამდე იცადა და მერეღა წავიდნენ სამრევლო დარბაზ-
ში. შენიშნა, რომ ორივე მათგანს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი
ჩანთით მიჰქონდა, რათა დარბაზში მისვლის შემდეგ ჩაეცვათ.
ორივეს საგულდაგულოდ დაეყენებინა თმა და პომადაც წაესვა.
მათ შემხედვარეს გული კინაღამ გაუსკდა, რას ვგავარო.
გრძნობდა, რომ რაოდენ მცირე ხნითაც უნდა მისულიყო სამრევ-
ლო დარბაზში, ამ გოგონების ფონზე მეტისმეტად შეუხედავი იქ-
ნებოდა. გოგოებს ცდა არ დაეკლოთ, მას კი მხოლოდ თმა
მოეწესრიგებინა, ყველაზე კარგი კაბა და ახალთახალი ნეილო-
ნის კოლჰოტი ჩაეცვა. გადაწყვიტა, რომ დარბაზში დააკვირდე-
ბოდა, თუ რა ეცმებოდათ ამ შუა ზამთარში ქალებს, რომ შემდეგი
ვიზიტისას ასე სადად აღარ სცმოდა და მოდას აჰყოლოდა.
როდესაც დარბაზს მიუახლოვდნენ, ეილიშს ისეთი შიში
მოერია, ინატრა, ნეტავ რამე მომეფიქრებინა და შინ დავრჩენი-
ლიყავიო. პატიმ და დაიანამ სახლიდან გამოსვლამდე ბევრი ირ-
ბინეს, იხმაურეს და ბოლოს მისის ქიოსაც კი მიუკაკუნეს, გავდი-
ვართო. ახლა აქ, დარბაზთან, მის მაკადამსა და შეილა ჰეფერ-
ნანს შორის დაძაბული დუმილი ჩამოწვა, რამაც ეილიშს კიდევ
უფრო დაუმძიმა გული, რადგან მათთან ერთად უწევდა შესვლა
და გამოსვლასაც მხოლოდ იმ დროს შეძლებდა, როდესაც ეს
ორი გოგო ინებებდა სამრევლო დარბაზის დატოვებას.
დარბაზი თითქმის ცარილი დაუხვდათ: როდესაც შესვლის
ფული გადაიხადეს, მაშინვე ქალთა გასახდელისკენ წავიდნენ, სა-
დაც მის მაკადამმა და შეილა ჰეფერნანმა მაკიაჟისა და პომადის
გადასახალისებლად მყისვე სარკეებს მიაშურეს. პომადა და თვა-
ლის ტუში ეილიშსაც შესთავაზეს. როდესაც სამივენი სარკესთან
იდგნენ, ეილიშმა დაინახა, რომ თმა საშინლად ჰქონდა. საცეკვა-
ოდ რომ ცხოვრებაში აღარ გაედგა ფეხი, ვარცხნილობისთვის
მაინც რამე უნდა მოეხერხებინა. ეს კაბაც, როუზმა რომ აყიდვინა,
საშინელი იყო. ცოტაოდენი ფულის გადანახვა მოეხერხებინა და
გულში გაიფიქრა, ახალი ტანსაცმელი მაქვს შესაძენიო, თუმცა
ამაში მის მაკადამი და შეილა გონივრულ რჩევას ისევე ვერ მის-
ცემდნენ, როგორც პატი და დაიანა. პირველი ორი გოგო, მისი
აზრით, მეტისმეტად ოფიციალურ და ხისტ სტილს ანიჭებდა უპი-
რატესობას, მეორენი კი გადაჭარბებულად თანამედროვე და
ჭყეტელა სამოსს. გადაწყვიტა, მაისში გამოცდები რომ დამიმთავ-
რდება, მაღაზიებს დავივლი, ფასებს შევადარებ და გადავწყვეტ,
ამერიკულ სტილზე შეკერილი რომელი ტანსაცმელი მომიხდე-
ბაო.
როდესაც დარბაზში შევიდნენ — სადაც რამდენიმე ასაკოვანი
წყვილი უკვე ცეკვავდა — და გადაკვეთეს, რათა სკამებზე დამ-
სხდარიყვნენ, მამა ფლადმა მათ თვალი მოჰკრა და ხელის ჩა-
მოსართმევად მივიდა.
— ხალხმრავლობას ველოდებით, — აცნობა შესულთ, —
მაგრამ როცა ბევრი ხალხი გინდა, სწორედ მაშინ არავინ ჩანს.
— ოჰ, მე გეტყვით მათ ამბავს, — გახალისდა მის მაკადამი,
— სასმლით იკრებენ გამბედაობას.
— რას ვიზამთ, პარასკევი საღამოა.
— იმედია, არ დათვრებიან, — თქვა მის მაკადამმა.
— კართან საიმედო ბიჭები დავაყენეთ, თუმცა, იმედია, ღამე
მშვიდად ჩაივლის.
— ბარსაც რომ გახსნიდეთ, გამდიდრდებოდით, — უთხრა
მღვდელს შეილა ჰეფერნანმა.
— მაგაზე კი ნამდვილად არ მიფიქრია, — მიუგო მამა
ფლადმა, ხელები მოიფშვნიტა და გაიცინა. მოძღვარი დარბაზის
გავლით მთავარი შემოსასვლელისკენ წავიდა.
ეილიშმა მუსიკოსებს გახედა. ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც
აკორდეონზე ვალსს უკრავდა, სევდიანი ჩანდა. ერთი ახალგაზ-
რდა დასარტყამზე უკრავდა, მეორე, ბევრად ასაკოვანი, კონტრა-
ბასზე. მერე სცენას მოავლო თვალი და თითბრის საკრავები
დაინახა. იქვე იდო მიკროფონი მომღერლისთვის, რამაც აფიქ-
რებინა, რომ როდესაც დარბაზი შეივსებოდა, სცენაზე მეტი მუსი-
კოსი გამოვიდოდა.
შეილა ჰეფერნანმა ორივეს ლიმონის გამაგრილებელი სას-
მელი მიუტანა, რომლის სმასაც ნელ-ნელა შეუდგნენ, სანამ დარ-
ბაზი გაივსებოდა. პატი და დაიანა, მით უმეტეს, მათი მომყოლე-
ბი, ჯერ არ ჩანდნენ.
— ეტყობა, სადმე უკეთესი საცეკვაო ადგილი ნახეს, — დაას-
კვნა შეილამ.
— მგონი, მაგათ საკუთარი მრევლი ეყოლებათ უკვე შემოკ-
რებილი, — წაისისინა მის მაკადამმა.
— გამიგია, რომ ხიდის მანჰეტენის მხარეს ზოგჯერ სახიფათო
ცეკვებს ასრულებენო, — თქვა შეილა ჰეფერნანმა.
— იცით, რაც მალე დასრულდება ეს საღამო და ჩემს თბილ
ლოგინში შევგორდები, მით უფრო ბედნიერი ვიქნები, — თქვა
მის მაკადამმა.
თავიდან ეილიშმა პატი და დაიანა ვერ შენიშნა, მაგრამ დარ-
ბაზში ახალგაზრდების ხმაურიანი შემოსვლა მხედველობიდან არ
გამორჩენია. რამდენიმე ვაჟს ღია ფერის კოსტიუმი ეცვა და
ბრეოლინით გაზეპილი თმა უკან გადაეგლისა. ერთი-ორი
თვალში საცემად ლამაზი ბიჭიც ერია, კინოვარსკვლავებს რომ
არ ჩამოუვარდებოდნენ, ისეთები. ეილიშმა გაიფიქრა, ნეტავ მე
და ჩემი ორი მხლებელი რომ დაგვინახონ, რას იფიქრებენო,
რადგან დარბაზში ახალ-ახალი ჭაბუკები ჩნდებოდნენ და ბევრი
მათგანის ნათელი, აღელვებული, ბრწყინვალე და მოლოდინით
აღსავსე მზერა ზოგჯერ მათზე ჩერდებოდა. მერე ვაჟებს შორის
შენიშნნა სახეგაბადრული პატი და დაიანაც.
ეილიში ახლა რას არ გაიღებდა, რომ მათსავით გამოპრან-
ჭული, გალამაზებული და მიმზიდველი ყოფილიყო და იმავე
წრეში ეტრიალა, რათა სხვებს ეყლაპათ ნერწყვი მის შემხედვა-
რეთ. მის მაკადამისა და შეილასკენ შებრუნებისაც კი ეშინოდა,
რადგან ხვდებოდა, რომ ისინიც იმავეს განიცდიდნენ, მაგრამ იმა-
საც აცნობიერებდა, რომ ეს ორი ქალი ამას ცოცხალი თავით არ
აღიარებდა, პირიქით, თანამობინადრეებს საქციელს დაუწუნებდა
კიდეც. მათთვის სახეში შეხედვასაც კი გაურბოდა, რადგან შიშობ-
და, რამე ისეთი არ ამოვიკითხო მათ მზერაში, რის აღიარებასაც
საკუთარ თავთანაც კი გავურბივარო.
ცოტა ხანში მუსიკა შეიცვალა, ირლანდიური მელოდია აღარ
აჟღერებულა. აკორდეონზე დამკვრელმა საქსოფონი მოიმარჯვა
და დაუკრა ახალი ჰანგი, რომელიც, როგორც ჩანდა, დარბაზში
მყოფთა უმეტესობას ეცნო. დარბაზი უკვე სავსე იყო. მოცეკვა-
ვეები ნელ მოტივს აჰყვნენ და ეილიშს მოეჩვენა, რომ ისინი უფ-
რო ელეგანტურად ცეკვავდნენ, ვიდრე ის მოცეკვავეები, სამშობ-
ლოდან რომ ახსოვდა. როდესაც მელოდია კიდევ უფრო შენელ-
და, გოგონა გაოცდა, რაოდენ ახლოს იდგნენ ერთმანეთთან მო-
ცეკვავე წყვილები; ზოგიერთი ქალი ლამის ეკვროდა პარტნიორ
მამაკაცს. დაინახა, როგორ თავდაჯერებულად და საქმის ცოდ-
ნით ცეკვავდნენ დაიანა თუ პატი და არც ის გამორჩენია, როგორ
დახუჭა დაიანამ თვალები, როდესაც თანამობინადრეებს მიუახ-
ლოვდა, თითქოს ამით იმას ამბობდა, მირჩევნია მუსიკასა და იმ
მაღალ მამაკაცს მივაქციო ყურადღება, ვისთან ერთადაც ვცეკ-
ვავ, რომ ამ ღამეს მაქსიმალურად მეტი სიამოვნება გამოვ-
ტყუოო. როდესაც ეს უკანასკნელი კავალერთან ერთად ჩვენს
გოგოებს ჩასცდა, მის მაკადამმა განაცხადა, მგონი, ჩვენი წას-
ვლის დროაო.
როდესაც დარბაზი გაიარეს, რომ გასახდელში დატოვებული
პალტოები აეღოთ, ეილიშმა ინანა, ნეტავ ცეკვის დასრულებას
დავლოდებოდით, რომ ჩვენი ნაადრევი გასვლა არავის შეემ-
ჩნიაო. როდესაც შინ უხმოდ მიდიოდნენ, ეილიში ვერ ხვდებოდა,
რომელი განცდა დაუფლებოდა — ორკესტრის დაკრული ნაზი
და ლამაზი ჰანგები ახლაც ყურში ჩაესმოდა, მოცეკვავე წყვილე-
ბის ჩაცმულობა კი ძალიან მოდურად და მოხდენილად ეჩვენებო-
და. იცოდა, რომ ასე ჩაცმის უფლებას თავს ვერასოდეს მისცემ-
და.
— მაგ დაიანას თავისი საქციელისა უნდა რცხვენოდეს, — გა-
ნაცხადა მის მაკადამმა, — ღმერთმა უწყის, როდის დაბრუნდება
შინ.
— ის ბიჭი მისი შეყვარებული იყო? — იკითხა ეილიშმა.
— ვინ იცის, — თქვა შეილა ჰეფერნანმა.
— ყოველდღე ახალ-ახალი შეყვარებული ჰყავს, კვირაობით
კი ორს იცვლის.
— კარგი ბიჭი ჩანდა, — შენიშნა ეილიშმა, — თან, რა კარგად
ცეკვავდა.
მის კომპანიონებს ამაზე არაფერი უთქვამთ. მის მაკადამმა
ფეხი ააჩქარა და შეილა და ეილიშიც იძულებულნი გახდნენ,
დასწეოდნენ. ჩვენი გმირი კმაყოფილი ჩანდა თავისი ნათქვამით,
იმის მიუხედავად, რომ ეს სიტყვები ჭკუაში არც ერთს არ დაუჯდა.
ფიქრობდა, რამე უფრო მაგარი, უფრო ხისტი მაინც მათქმევინა,
რომ შემდეგ ჯერზე ცეკვაზე გაყოლა აღარ მთხოვონო. მერე ახა-
ლი ფეხსაცმლის ყიდვა გადაწყვიტა, რომელიც ფეხზეც უფრო
მოუხდებოდა და თავს ისე აგრძნობინებდა, თითქოს ერთ-ერთი
მოცეკვავეთაგანი იყო. წამიერად გაიფიქრა, ტანსაცმელსა და მა-
კიაჟზე პატისა და დაიანას ვკითხავ რჩევასო, მაგრამ მერე გაიაზ-
რა, რომ ასე შეიძლებოდა, მეტისმეტად დაახლოებოდა მათ. ხო-
ლო როდესაც სახლში მისვლისას მის მაკადამმა და შეილა ჰე-
ფერნანმა ძლივს ამოღერღეს, ღამე ნებისაო, ეილიშმა მტკიცედ
გადაწყვიტა, რომ მათთან ერთად საცეკვაოდ აღარასოდეს წავი-
დოდა.
***
ორშაბათს სამუშაოზე მის ფორტინი ეილიშს ელოდა. ამ უკა-
ნასკნელმა თავიდან გაიფიქრა, რამე ხომ არ დავაშავეო, როდე-
საც ზედამხედველმა ის და მისი კოლეგა, მის დელანო, მის ბარ-
ტოჩის კაბინეტში დაიბარა. როდესაც ოთახში შევიდნენ, მფლო-
ბელის ქალიშვილმა სერიოზული გამომეტყველებით ანიშნა,
დასხედითო.
— მაღაზიაში დიდი ცვლილებაა მოსალოდნელი, — განუცხა-
და შესულთ, — რადგან ეს ცვლილება მაღაზიის გარეთ მიმდინა-
რეობს. ბრუკლინში დღითი დღე ფერადკანიანები გვემატება, —
მის ბარტოჩის ისეთი სახე ეჭირა, ეილიში ვერ მიხვდა, ეს ამბავი
კარგის ნიშნად უნდა მიეღო თუ ცუდის, — გვინდა ფერადკანიან
ქალებს ჩვენი მაღაზიის კარი ფართოდ გავუხსნათ, როგორც
მყიდველებს. ამიტომ ნეილონის კოლჰოტებით ვიწყებთ. ჩვენი
მაღაზია პირველი იქნება ამ ქუჩაზე, რომელიც "რედ ფოქსის"16
კოლჰოტებს დაბალ ფასად შესთავაზებს მომხმარებელს და მა-
ლე სეპიასა და ყავისფერსაც მივამატებთ.
— ეს ფერებია, — ახსნა მის ფორტინიმ.
— ფერადკანიან ქალებს "რედ ფოქსის" კოლჰოტები სურთ
და მივყიდით კიდეც, თქვენ ორნი კი ყველას ზრდილობიანად უნ-
და მოექცეთ, ვინც ამ მაღაზიაში შემოვა, ფერადკანიანი იქნება
თუ თეთრკანიანი.
— ორივე ყოველთვის ზრდილობიანად იქცევა, — გამყიდვე-
ლებს სიტყვა შეაშველა მის ფორტინიმ, — მაგრამ მაინც თვალი
მეჭირება, როგორც კი პირველი ფერადკანიანი გამოჩნდება ვიტ-
რინასთან.
— შეიძლება მომხმარებელი დავკარგოთ, — შეაწყვეტინა მის
ბარტოჩიმ, — მაგრამ ნებისმიერ მსურველს საუკეთესო ფასად
მივყიდით.

16
სიტყვასიტყვით, წითელი მელია; იგულისხმება წითელი კოლჰოტი.
— მაგრამ "რედ ფოქსის" კოლჰოტები ცალკე ეწყობა —
ჩვეულებრივი კოლჰოტებისგან მოშორებით, — ახსნა მის ფორ-
ტინიმ, — ყოველ შემთხვევაში, თავიდან, თქვენ ორნი კი სწორედ
იმ დახლში იდგებით, მის ლეისი და მის დელანო, და თავი ისე
უნდა გეჭიროთ, თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდება.
— ნიშანს ვიტრინაშივე დაინახავთ, — დაამატა მის ბარტოჩიმ,
— თქვენ კი იქვე იდგებით და გაიღიმებთ. გასაგებია?
ეილიშმა და მისმა კოლეგამ ერთმანეთს შეხედეს და თავი
დააქნიეს.
— ალბათ, დღეს ძალიან არც დაიტვირთებით, — განაგრძო
მის ბარტოჩიმ, — მაგრამ საჭირო ადგილებზე ფლაერებს დავა-
რიგებთ და იმედია, კვირის ბოლოს ხალხიც მოგვაწყდება.
მის ფორტინიმ გოგონები მაღაზიის უკანა ნაწილში გაიყვანა,
სადაც გრძელ მაგიდაზე მამაკაცები ნეილონის კოლჰოტებს ზვი-
ნებად აწყობდნენ — კოლჰოტები კი წითელი იყო.
— ჩვენ რატომ შეგვარჩიეს? — იკითხა მის დელანომ.
— ალბათ, ფიქრობენ, რომ თავაზიანები ვართ, — მიუგო
ეილიშმა.
— შენ ირლანდიელი ხარ, რაც განსხვავებულს გხდის.
— შენ სადაური ხარ?
— ბრუკლინელი.
— ალბათ, შენც თავაზიანი ხარ.
— ან სხვის ჭკუაზე იოლად სატარებელი. მოიცა, გაიგოს ჯერ
ეს მამაჩემმა.
მის დელანომ წარბი შეკრა, რომელიც სარკეში ერთი საათი
გამოჰყავდა პინცეტით.
მთელი დღე დახლში გაატარეს, სადაც ჩუმად გადაულაპარა-
კებდნენ ხოლმე ერთმანეთს, მაგრამ წითელი ნეილონის კოლ-
ჰოტების სანახავად მათთან არავინ მისულა. მხოლოდ მეორე
დღეს გამოჩნდა მაღაზიაში ორი ფერადკანიანი ქალი, რომელ-
თაც მის ფორტინი მყისვე მათკენ გაუძღვა. ეილიში მიხვდა, რომ
ფერადკანიანებს მიშტერებოდა, მერე მიმოიხედა და აღმოაჩინა,
რომ მთელი მაღაზია მათ უყურებდა. ეს ორი ქალი, როგორც
მეორეჯერ შეხედვისას გაარკვია, საკმაოდ ლამაზად იყო ჩაცმუ-
ლი — ორივეს კრემისფერი შალის პალტო ეცვა და ისე ემუ-
საიფებოდნენ ერთმანეთს, თითქოს მაღაზიაში მათი გამოჩენით
უჩვეულო არაფერი ხდებოდა.
მის დელანომ უკან დაიხია, როგორც კი ქალები მიუახლოვ-
დნენ, მაგრამ ეილიშს ფეხი არ მოუცვლია. შემოსულებმა კოლ-
ჰოტების თვალიერება დაიწყეს, რათა ზომები გაერკვიათ. ეილი-
ში ჯერ მათ მანიკიურს დააკვირდა, მერე სახეებზე გადაიტანა მზე-
რა; თუკი ქალები შეხედავდნენ, მზად იყო, ღიმილი შეეგებებინა,
მაგრამ ფერადკანიან ქალებს თავი არც აუწევიათ კოლჰოტები-
დან და როდესაც საჭირო ზომები შეირჩიეს, ისე გაუწოდეს
ეილიშს, რომ თვალი არ გაუსწორებიათ. ეილიშმა დაინახა, რო-
გორ უყურებდა მის ფორტინი, როდესაც მან ნაყიდი დაუანგარიშა
ქალებს და ფასი უჩვენა. ფულის გამორთმევისას კი დაინახა, რო-
გორი თეთრი ხელისგულები ჰქონდათ ხელის ზურგთან შედარე-
ბით. ფული შეძლებისდაგვარად ბუნებრივად გადათვალა და სა-
ლაროში გასაგზავნად კონტეინერში ჩადო.
სანამ ქვითარსა და ხურდას ელოდნენ, ფერადკანიანი ქალე-
ბი ისე განაგრძობდნენ ერთმანეთში საუბარს, თითქოს მათ გარ-
და იქ არც არავინ იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე
მათგანი შუახნისა იქნებოდა, ეილიშმა გაიფიქრა, საკმაოდ წარ-
მოსადეგნი არიან და ჩანს, რომ თავსაც უვლიანო — თმაც წეს-
რიგში ჰქონდათ და მოხდენილადაც ეცვათ. ზუსტად ვერ იტყოდა,
რომელიმეს ჰქონდა თუ არა მაკიაჟი. სუნამოს სურნელი იგრძნო,
მაგრამ რომელი იყო, ვერ გაიხსენა. როდესაც ხურდა დაუბრუნა
და ნეილონის კოლჰოტები შეუფუთა ყავისფერ ქაღალდში, მად-
ლობაც გადაუხადა, თუმცა მათ, არაფრისო, არ უთქვამთ, უბრა-
ლოდ გამოართვეს ხურდა, ქვითარი და კარისკენ მედიდურად
გაემართნენ.
კვირის განმავლობაში ფერადკანიანი კლიენტურა უფრო და
უფრო მატულობდა და მათ ყოველ გამოჩენაზე ეილიში მაღა-
ზიაში ატმოსფეროს ცვლილებას გრძნობდა — უცებ დუმილი ჩა-
მოვარდებოდა და დიდი თუ პატარა ყურს ცქვეტდა. ლამის
სიარული შეეწყვიტათ, როდესაც მაღაზიაში ფერადკანიანი მყიდ-
ველები შემოდიოდნენ. ზოგიერთი მოჩვენებით ფუსფუსს იწყებდა
და მათი დახლისკენ გააპარებდა ხოლმე თვალს, სადაც "რედ
ფოქსის" კოლჰოტები ეწყო და მზერას მალევე არიდებდა. მის
ფორტინი ეილიშისა და მის დელანოს დახლს თვალს არ აშო-
რებდა, როდესაც მათთან კლიენტი მიდიოდა. როგორც კი ფე-
რადკანიანი ქალი მათ დახლს მიუახლოვდებოდა, მის დელანო
უკან იხევდა და ეილიშს უტოვებდა ბურთსა და მოედანს, მაგრამ
თუკი მეორე მყიდველიც გამოჩნდებოდა, მაშინვე კეთილს ინე-
ბებდა და ემსახურებოდა, თითქოს ეს შეთანხმების ნაწილი ყოფი-
ლიყოს. მაღაზიაში ფერადკანიანი ქალი მარტო ერთხელაც არ
შემოსულა და არც ეილიშისთვის მიუმართავს პირდაპირ რომე-
ლიმეს. ეგ კი არა, სახეში შეხედვასაც კი ერიდებოდნენ.
ის იშვიათი კლიენტები, რომლებიც ხმის ამოღების უფლებას
აძლევდნენ თავს, იმდენად დახვეწილად და ზრდილობიანად მი-
მართავდნენ ეილიშს, რომ თავს უცნაურად და უხერხულად აგ-
რძნობინებდნენ. როდესაც სეპიისა და ყავისფერი კოლჰოტები
მიიღეს, ეილიშს უწევდა მომხმარებლებისთვის ამის თქმა და იმის
მითითება, რომ ეს ახალი ეგზემპლარები უფრო ღია ფერისა
იყო, მაგრამ მის სიტყვებს მეტწილად ყურადღებას არავინ აქცევ-
და. ყოველი ასეთი დღე ძალიან ძაბავდა და ლექციებზე ჯდომა
მოდუნებაში ეხმარებოდა, ათავისუფლებდა იმ დაძაბულობისგან,
რომელიც მისი დახლის გარშემო გამეფებულიყო მაღაზიაში. გუ-
ლი სწყდებოდა, რაღა მაინცდამაინც მე გამამწესეს მაგ დახლშიო
და ნატრობდა, რომ ოდესმე სხვა სექციაში გადაეყვანათ.

***
ეილიშს თავისი ახალი ოთახი შეუყვარდა; როდესაც საღამოს
სასწავლებლიდან ბრუნდებოდა, უკვე სიამოვნებით აწყობდა ფან-
ჯარასთან მიდგმულ მაგიდაზე სახელმძღვანელოებს, მერე პიჟა-
მასა და ფასდაკლებით ნაყიდ ხალათს ჩაიცვამდა, ფეხს თბილ
ფლოსტებში წაყოფდა და დაწოლამდე ერთი საათი მაინც ეცნო-
ბოდა საბუღალტრო აღრიცხვის სასწავლო მასალას და დაკონ-
სპექტებულ თემას იმეორებდა. მხოლოდ სამართლის ლექციებს
ვერ ითვისებდა ისე, როგორც სურდა. მისტერ როზენბლუმი-
სეული ახსნის მანერა კი მოსწონდა, რომელიც ზოგჯერ სასამარ-
თლო დავებს ლამის თამაშ-თამაშით უხსნიდა სტუდენტებს, მაგ-
რამ არც მან და არც სხვებმა — ყოველ შემთხვევაში, იმათ, ვისაც
გაესაუბრა — არ იცოდნენ, გამოცდას როგორ ჩააბარებდნენ.
ეილიშს უკვირდა, მართალია, მისტერ როზენბლუმმა ამდენი
იცის, მაგრამ ნუთუ ჰგონია, რომ ჩვენც ასე დეტალურად ავითვი-
სებთ სხვადასხვა საქმეში ნახსენებ პრეცედენტებს, პროცესებს,
წინასწარ შექმნილ წარმოდგენებსა და მოსამართლეების ინდივი-
დუალურ უცნაურობებსო.
ეს საკითხი იმდენად აღელვებდა, რომ გადაწყვიტა, მისთვის
ამ პრობლემაზე მიემართა, პედაგოგი კი ლექციაზე სწრაფად
ლაპარაკობდა, საკითხიდან საკითხზე, საქმიდან საქმეზე გადა-
დიოდა და ხსნიდა, რას ნიშნავდა კანონი თეორიულად და რო-
გორ უნდა გამოეყენებინათ ის რეალურად, მერე კი აუდიტო-
რიიდან გადიოდა და ქრებოდა, რადგან სადღაც გადაუდებელი
შეხვედრა ჰქონდა. ეილიშმა გადაწყვიტა, წინ დავჯდები და რო-
გორც კი დროს ვიხელთებ, კითხვას დავუსვამო, მაგრამ საქმე
საქმეზე რომ მიდგა, ანერვიულდა. იმედი ჰქონდა, რომ პედაგო-
გი არ იფიქრებდა, მაკრიტიკებსო, თან, შიშობდა, ისე არ დაიწ-
ყოს საუბარი, რომ ვერ გავიგოო. მისტერ როზენბლუმის მსგავსი
პიროვნება მანამდე არასდროს შეხვედროდა. ეს ბატონი ეილიშს
ზოგჯერ იმ სულწასულ მიმტანებს ახსენებდა, რომლებიც ფულ-
ტონის ქუჩაზე გზისპირა კაფეებში მუშაობდნენ და შეკვეთის მიცე-
მისას სასწრაფო პასუხებს მოითხოვდნენ მისგან — კითხვას კით-
ხვაზე აყრიდნენ, დიდი ულუფა სურდა თუ მცირე, მდოგვით თუ
შემთბარი... "ბარტოჩიში" ისწავლა მყიდველებთან გამბედავად
და თამამად მოქცევა, მაგრამ როდესაც თვითონ უწევდა მყიდვე-
ლის როლში ყოფნა, მუდამ ჭოჭმანობდა და ნელა ირჯებოდა.
მისტერ როზენბლუმთან ახლოს უნდა მისულიყო. მამაკაცი
იმდენად ჭკვიანი და ყოვლისმცოდნე ჩანდა, რომ კათედრასთან
მიახლოებისას ეილიშს გული ეწურებოდა, ნეტავ ჩემს კითხვას
როგორ მიიღებსო. ლექციის ბოლოს, როდესაც მისი ყურადღება
მიიქცია, იგრძნო, რომ სავსებით შემზადებული იყო.
— არსებობს წიგნი, რომ კურსის ამ ნაწილში მოვიშველიო?
— ჰკითხა ლექტორს.
მისტერ როზენბლუმი დაიბნა და არაფერი უპასუხა.
— თქვენი ლექციები საინტერესოა, — უთხრა ეილიშმა მის-
ტერ როზენბლუმს, — მაგრამ გამოცდაზე ვღელავ.
— მოგწონთ? — ახლა უფრო ახალგაზრდა ჩანდა, ვიდრე მა-
შინ, როდესაც ლექციას ხსნიდა.
— დიახ, — მიუგო და გაუღიმა. თვითონვე გაუკვირდა, რომ
ენა არ დაება, იმაზეც კი არ უფიქრია, ახლა არ გავწითლდეო.
— ბრიტანელი ხართ? — ჰკითხა ლექტორმა.
— არა, ირლანდიელი.
— რამხელა გზა გამოგივლიათ, — თავისთვის ჩაილაპარაკა.
— მაინტერესებდა, იქნებ რამე წიგნი გერჩიათ, თუნდაც, სა-
ხელმძღვანელო, რომელიც საგამოცდოდ დაგვეხმარება.
— ჩანს, რომ ღელავთ.
— არ ვიცი, ჩემი კონსპექტები და ის წიგნები, რაც მაქვს, რამ-
დენად საკმარისია.
— მეტის წაკითხვა გნებავთ?
— ისეთი წიგნი მინდა, რომლითაც ვისწავლი.
ლექტორმა თვალი მოავლო აუდიტორიას, რომელიც სწრა-
ფად იცლებოდა. აშკარად დააბნია ეილიშის კითხვამ და ჩააფიქ-
რა.
— კორპორაციული სამართლის საფუძვლებში კარგი წიგნები
არსებობს.
ეილიშმა იფიქრა, ალბათ, დასახელებებს მეტყვისო, მაგრამ
მამაკაცი ერთხანს შეყოყმანდა.
— თქვენი აზრით, ძალიან სწრაფად ვხსნი?
— არა, უბრალოდ, არა მგონია, რომ მხოლოდ კონსპექტე-
ბის ამარა ჩავაბარო გამოცდა.
მისტერ როზენბლუმმა პორტფელი გახსნა და პლანშეტი
ამოიღო.
— ირლანდიელი მხოლოდ თქვენ ხართ სტუდენტებს შორის?
— მგონი.
პედაგოგმა რამდენიმე სათაური დაწერა ფურცელზე.
— ოცდამესამე ქუჩაზე იურიდიული ლიტერატურის სპეციალი-
ზებული მაღაზიაა, — უთხრა მან, — მანჰეტენზე. ამ წიგნების შე-
საძენად იქ მოგიწევთ წასვლა.
— და გამოცდისთვის ეს წიგნები გამომადგება?
— ცხადია. თუკი კორპორაციული სამართლის საფუძვლებსა
და დელიქტებს გაიგებთ, მერე აღარ გაგიჭირდებათ.
— ეგ მაღაზია ყოველდღე ღიაა?
— ასე მგონია. მაინც უნდა შეამოწმოთ, მაგრამ, წესით, ღიაა,
— ეილიშმა თავი დაუკრა, რაზეც მისტერ როზენბლუმი უფრო მე-
ტად დაიბნა, — მაგრამ ლექციებსაც ხომ დაესწრებით?
— რასაკვირველია, — დაეთანხმა, — ცხადია.
ლექტორმა პლანშეტი პორტფელში ჩააბრუნა და ცივად შებ-
რუნდა.
— გმადლობთ, — უთხრა ეილიშმა, მაგრამ მისტერ როზენ-
ბლუმს არაფერი უპასუხია. კარისკაცი უკვე გასასვლელი კარის
დაკეტვას აპირებდა, როდესაც ეილიში აუდიტორიიდან გავიდა.
სტუდენტებიდან მხოლოდ ის დარჩენილიყო კოლეჯში.

***
მან დაიანასა და პატის ოცდამესამე ქუჩის შესახებ ჰკითხა და
მისამართიც აჩვენა. მათაც აუხსნეს, რომ დასავლეთის მიმართუ-
ლებით უნდა წასულიყო და მაღაზია მეექვსე და მეშვიდე ავე-
ნიუებს შორის მოეძებნა. გოგოებმა სამზარეულოს მაგიდაზე რუკა
გაშალეს და უჩვენეს კიდეც, თან, უკვირდათ, მანჰეტენზე როგორ
ვერ გახვედი ერთხელო.
— მშვენიერი ადგილია, — შენიშნა დაიანამ.
— მეხუთე ავენიუ ყველაზე ზეციური ადგილია, — თქვა პატიმ,
— რას არ გავიღებდი, იქ რომ მეცხოვრა. ნეტავ მდიდარ კაცს
გამაყოლა, მანდ რომ ექნება სრასახლი წამოჭიმული.
— თუნდაც ღარიბს, — კორექტივი შეიტანა დაიანამ, —
ოღონდ კი სახლი ედგას მეხუთე ავენიუზე.
მერე ისიც ასწავლეს, ოცდამესამე ქუჩაზე მეტროთი როგორ
გასულიყო და ეილიშმაც გადაწყვიტა, როდესაც შემდეგი ნახევა-
რი განაკვეთი მექნება "ბარტოჩიში", მაშინ გავალო.
მომდევნო პარასკევს ეილიში ვეღარც მის მაკადამსა და
შეილა ჰეფერნანს უსწორებდა თვალს, რომ სამრევლო დარბაზ-
ში საცეკვაოდ წასვლაზე არ ჩამოეგდოთ სიტყვა და ვერც პატისა
და დაიანასთან ერთად წასვლას თვლიდა გონივრულად — თუმ-
ცა კი მათკენ მიუწევდა გული — რადგან, ჯერ ერთი, ორპირობა-
ში ჩამოერთმეოდა და მეორეც, მეტისმეტად ძვირად დაუჯდებო-
და მათი ხლება — ისინი ხომ ჯერ რესტორანს სტუმრობდნენ და
მერე სამრევლო დარბაზში ინაცვლებდნენ. ამას გარდა, ახალი
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ჰქონდა შესაძენი, რომ პეწიანად
ჩაცმულს ევლო, რაც არცთუ მცირე ხარჯი იქნებოდა.
ამიტომ საღამოს, სამსახურის შემდეგ, სავახშმოდ ცხვირსახო-
ცით ხელში შევიდა სამზარეულოში და ყველა გააფრთხილა, არ
მომიახლოვდეთ, თორემ სურდო გადაგედებათო. ჭამის დროს
რამდენჯერმე ხმამაღლა მოიხოცა ცხვირი და შეძლებისდაგვა-
რად ხმაურიანად ასრუტუნდა. სულ არ ადარდებდა, დაუჯერებ-
დნენ თუ არა, უბრალოდ, გაციების მომიზეზება ცეკვაზე წასვლის
ასარიდებლად საუკეთესო საბაბად მიაჩნდა. იცოდა, რომ ასე მი-
სის ქიოსაც ბიძგს მისცემდა, რომ დიასახლისს ზამთრის ვირუ-
სულ დაავადებებზე დაეწყო საუბარი, რაც მისი საყვარელი თემა-
ტიკის ნაწილს წარმოადგენდა.
— დაზრობას ერიდე, — უთხრა მისის ქიომ, — თორემ დერ-
მატიტი განგივითარდება. შენი ხნისას სიკვდილივით მაშინებდა
დამზრალი კანი.
— მგონი, — ჩაერთო მის მაკადამი, — მაგ მაღაზიაში ყველა-
ნაირ ბაქტერიას აიკიდებს ადამიანი.
— ბაქტერიებს ვერც ოფისში გადაურჩები, — მიახალა მისის
ქიომ მის მაკადამს და ეილიშს ისე გადახედა, თითქოს მიანიშნა,
შენი სამსახურის დაკნინება უნდოდა და ადგილი მივუჩინეო.
— ჰო, მაგრამ ათასი ვინმე შედის...
— კმარა, მის მაკადამ, — დიასახლისმა მდგმური გააჩუმა, —
მგონი, ამ ყინვაში ყველას გვიჯობს, ცოტა ადრე დავწვეთ.
— მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ყური მოვკარი, "ბარ-
ტოჩიში" ფერადკანიანი ქალებიც დადიანო, — ბუზღუნით თქვა
მის მაკადამმა.
ერთხანს ყველა დადუმდა.
— ეგ მეც გავიგე, — ცოტა ხნის შემდეგ ხმადაბლა თქვა
შეილა ჰეფერნანმა.
ეილიში თავის თეფშს დააჩერდა.
— რას ვიზამთ, შესაძლოა გულზე არ გვეხატებიან, მაგრამ
ზანგი კაცები ოკეანის გაღმა ხომ იბრძოდნენ ომში? — თქვა მი-
სის ქიომ, — და ისინიც ისე შეეწირნენ მტრის ტყვიას, როგორც
ჩვენი კაცები. ჯერ არაფრად ვაგდებდით ზანგ მეომრებს, მაგრამ
საბოლოოდ ყველა გამოგვადგა.
— ჰო, მაგრამ არ მომეწონებოდა... — დაიწყო ისევ მის მაკა-
დამმა.
— ვიცით, რაც არ მოგეწონებოდა, — ისევ შეაწყვეტინა
დიასახლისმა.
— მაღაზიაში მათი მომსახურება ნამდვილად არ მომეწონე-
ბოდა, — მაინც დაასრულა მის მაკადამმა სათქმელი.
— ღმერთმანი, არც მე, — ხმა ამოიღო პატიმ.
— არც მათი გადახდილი ფული? — შეუღრინა მისის ქიომ.
— საკმაოდ სასიამოვნო ხალხია, — როგორც იქნა, ენა ამო-
იდგა ეილიშმა, — ზოგიერთს ლამაზადაც აცვია.
— მაშ, სიმართლეა? — ჰკითხა შეილამ, — მეგონა, ხუმრობა
იქნებოდა, მაგრამ რაც არის, არის. მართალია, "ბარტოჩისთან"
ჩავლას ვერ ავცდები, მაგრამ მეორე მხარეს გადავალ ხოლმე.
ეილიშს უეცრად სიმამაცე მოემატა:
— მისტერ ბარტოჩის გადავცემ, ძალიან კი ეწყინება, შეილა.
შენ და შენი მეგობარი აქ თქვენი სტილით ხართ ცნობილი, გან-
საკუთრებით, თვალწასული კოლჰოტებითა და უგემოვნო, ძვე-
ლისძველი კარდიგანებით.
— კმარა, გოგოებო, — დროულად ჩაერთო კამათში დიასახ-
ლისი, — ვახშმის მშვიდად დასრულება მინდა.
როდესაც სიმშვიდეც დამყარდა და პატიმ ფხუკუნი შეწყვიტა,
შეილა ჰეფერნანი სამზარეულოდან გავიდა, მაგრამ გაფითრებუ-
ლი მის მაკადამი ეილიშს მისჩერებოდა.

***
ეილიში შემდეგ ხუთშაბათს, ნაშუადღევს, მანჰეტენს ესტუმრა,
თუმცა ბრუკლინთან დიდი სხვაობა ვერაფერი შენიშნა, გარდა
იმისა, რომ მეტროდან ამოსულს სიცივე უფრო მშრალი და მკაც-
რი ეჩვენა, ქარი კი — ბევრად მძვინვარე. ზუსტად არც იცოდა,
რას ელოდა, მაგრამ, ალბათ, უფრო მეტ ფუფუნებას, უფრო
მდიდრულად ჩაცმულ ხალხსა და გლამურულ მაღაზიებს, ყოველ
შემთხვევაში, იმაზე ნაკლებ ღატაკს, ვიდრე ბრუკლინში მიაჩვია
თვალი.
ერთი სული ჰქონდა, მანჰეტენზე წასვლის შესახებ მიეწერა
დედისა და დისთვის, მაგრამ მიხვდა, რომ მაღაზიაში ფერადკა-
ნიანი ქალებისა და ამის შესახებ მისის ქიოსთან მდგმურების რე-
აქციის ხსენებას ვერ ასცდებოდა. არა, ეს დეტალები საერთოდ
უნდა ამოეღო წერილიდან, რომ ოჯახი არ აეღელვებინა ან არ
ეფიქრებინა, თავს საერთოდ აღარ სცემს პატივსო. ან ისეთი წე-
რილის გაგზავნა რას მისცემდა, რომელიც საყვარელ დედასა და
დას დეპრესიის მიზეზს გაუჩენდა. ახლა, როდესაც მანჰეტენზე
მიაბიჯებდა, ეჩვენებოდა, რომ უსახური, ღარიბული მაღაზიებისა
და ცუდად ჩაცმული ხალხის რიგი არ ილეოდა. გაიფიქრა, ამის
შესახებ ხუმრობით მივწერ ჩემებსო, ვეტყვი, ბრუკლინს ბევრით
არაფრით სჯობია და რაც ქება მომისმენია, პირის ქარი ყოფილა
და მეტი არაფერიო. წერილში იმასაც აუცილებლად დასძენდა,
რომ ამ უბანში არათუ ცხოვრებას ინატრებდა, თუ ძალიან არ
დასჭირდებოდა, აღარც კი გამოიხედავდა აქეთ.
წიგნის მაღაზიას იოლად მიაგნო და როდესაც შიგნით შევი-
და, გაოცებისგან პირი დააღო — ამდენი იურიდიული ლიტერა-
ტურა ცხოვრებაში არ ენახა, ზოგი ეგზემპლარი კი იმხელა იყო,
ხელში როგორ იჭერენო, გაუკვირდა. გაიფიქრა, ნეტავ ირლან-
დიაშიც თუ არის სამართლის ამდენი წიგნი და ენისკორთის ად-
ვოკატებს თუ მოსვლიათ სწავლის დროს აზრად, რომ ამდენი
წიგნი წაეკითხათო. როუზისთვის მისაწერად მშვენიერი ამბავი
იყო, მით უმეტეს, როუზი ერთ-ერთი ვექილის ცოლთან თამაშობ-
და გოლფს.
ეილიშმა ჯერ რიგები დაიარა, თაროებზე გამოფენილი წიგნე-
ბის სათაურებს გადაავლო თვალი; ზოგიერთი წიგნი აშკარად
ძველი იყო, ზოგიც, საერთოდ, ნახმარი. წარმოიდგინა, როგორ
შემოვიდოდა ამ მაღაზიაში მისტერ როზენბლუმი და უზარმაზარ
წიგნს გადაშლიდა, ან კიბეს მოიშველიებდა ზედა თაროებიდან
სასურველი გამოცემის ჩამოსაღებად. ეილიშს რამდენჯერმე უკვე
ნახსენები ჰყავდა წერილებში ლექტორი, ამიტომ როუზმა ერ-
თხელ მოსწერა, ბარემ ისიც გაგეგო, ცოლი თუ ჰყავსო. ეილიშს
ახსნაც კი უჭირდა, როგორი სერიოზული და უგზო-უკვლოდ გა-
ნათლებული იყო მისთვის მისტერ როზენბლუმი, ამიტომ მისი
ცოლ-შვილის წარმოდგენა არაფრით შეეძლო. როუზმა კიდევ
ერთხელ მიანიშნა, თუ რამე პირადული გაქვს, ჯობია, სამსახურის
მისამართზე გამომიგზავნო და გარწმუნებ, ამ წერილს ჩემ გარდა
არავინ წაიკითხავსო.
ეილიშს იმის წარმოდგენაზე გაეღიმა, რომ პირადულზე მისა-
წერი არაფერი ჰქონდა, გარდა პირველი ცეკვისა; ეს ამბავი კი
დედამისსაც რომ გაეგო, სულაც არ ერიდებოდა, რადგან ხუმრო-
ბად მიაჩნდა.
როდესაც მიხვდა, რომ ლიტერატურის ამ ზღვაში თავის სამ
წიგნს ვერაფრით იპოვიდა, დახმარება სთხოვა ერთ ხანდაზმულ
მამაკაცს, რომელიც მაშინვე მიუახლოვდა. გოგონამ წიგნების ჩა-
მონათვალი გაუწოდა და უთხრა, ვიცი, რომ ეს გამოცემები აქ
იყიდებაო. მამაკაცს სქელლინზიანი სათვალე ეკეთა, მაგრამ მა-
ინც ლამის ცხვირთან მიიტანა ფურცელი, რომ დასახელებები
წაეკითხა. მერე თვალები მოჭუტა და ჰკითხა:
— ეს თქვენი ხელწერაა?
— არა, ჩემი ლექტორის. მან მირჩია ეს წიგნები.
— იურიდიულზე სწავლობ?
— არა, მაგრამ საგნად გავდივარ.
— ვინ არის თქვენი ლექტორი?
— მისტერ როზენბლუმი.
— ჯოშუა როზენბლუმი.
— მისი სახელი არ ვიცი.
— სად სწავლობ?
— ბრუკლინის კოლეჯში.
— სწორედ ის ჯოშუაა. მისი ხელწერაც ვიცანი, — ისევ ქა-
ღალდის ნაგლეჯს დააჩერდა, — ჭკვიანი ბიჭია, — თქვა მან.
— დიახ, ძალიან კარგი პედაგოგია, — დაეთანხმა ეილიშიც.
— აბა, წარმოიდგინეთ... — დაიწყო კაცმა, მაგრამ სანამ წინა-
დადებას დაასრულებდა, სალაროსკენ მიბრუნდა, — მაშ, ეგ წიგ-
ნები გინდათ? — თითქმის აგრესიულ კილოზე გადავიდა.
— დიახ, მინდა.
— ჯოშუა როზენბლუმი? — იკითხა კაცმა, — და იმ ქვეყნის
წარმოდგენა შეგიძლიათ, რომელსაც მისი მოკვლა უნდოდა? —
ეილიშმა უკან დაიხია, მაგრამ არაფერი პასუხა, — აბა, შეგიძლი-
ათ?
— რას გულისხმობთ? — ჰკითხა გოგონამ.
— გერმანელებმა ყველა დაუხოცეს, ვინც ებადა, ერთიც არ
დაუტოვეს ცოცხალი, მაგრამ ჩვენ მათ ხელიდან გამოვტაცეთ,
გამოვიხსენით.
— ომის პერიოდს გულისხმობთ?
მამაკაცს პასუხი არ გაუცია, პატარა სკამი მონახა, შედგა და
ზედა თაროდან წიგნი ჩამოიღო. როდესაც ჩამოვიდა, გაბრაზებუ-
ლი მიუტრიალდა ეილიშს:
— შეგიძლიათ ეგეთი ქვეყნის წარმოდგენა? — განრისხებით
შეხედა მყიდველს.
— ომის პერიოდზე ბრძანებთ? — ისევ ჰკითხა ეილიშმა.
— ჰოლოკოსტზე, ხურბანზე17.
— ეგ ყველაფერი ომში არ მოხდა?
— კი, კი, ომში მოხდა, — მიუგო მამაკაცმა და სახეზე გამო-
მეტყველება უეცრად შეურბილდა.
მერე დარჩენილი ორი წიგნის მოძიებით გაერთო, თან სახი-
დან რაღაცასთან შეგუებული, თუმცა ჯიუტი გამომეტყველება არ
მოუშორებია. როდესაც იპოვა, რასაც ეძებდა, დახლთან მიიტანა
და ეილიშს ანგარიშიც მოუმზადა; უკვე გულისამრევი მზერა გახ-
დომოდა. ეილიშს, როდესაც ფული გაუწოდა, აღარაფერი უკით-
ხავს. გამყიდველმა წიგნები ქაღალდში შეუფუთა და ხურდა დაუბ-
რუნა. გოგონამ იგრძნო, რომ კაცს აღარ სურდა მაღაზიაში მისი
ხილვა და აღარც არაფრის თქმას აპირებდა.

***
სიხარულით შემოხსნა შესაფუთი ქაღალდი წიგნებს და სამუ-
შაო მაგიდაზე საბუღალტრო აღრიცხვის სახელმძღვანელოების

17
დრიტერ ხურბანი - იდიშზე ჰოლოკოსტის შესატყვისი.
გვერდით დააწყო. როდესაც პირველი წიგნი გადაშალა, მოეჩვე-
ნა, რომ რთულ ტექსტს წააწყდა და გაიფიქრა, ნეტავ ლექსიკო-
ნიც მეყიდა, რომ გაუგებარი სიტყვების მნიშვნელობა იოლად გა-
მეგოო. ვახშმამდე იჯდა და შესავალს კითხულობდა, თუმცა ამან
იმდენად არაფერი მისცა, რომ კითხვის დასრულების შემდეგაც
სიტყვა "იურისპრუდენცია" გაუგებარი დარჩა მისთვის.
იმ საღამოს, ვახშმობისას, როდესაც ეილიშმა შეამჩნია, რომ
ხმას არც მის მაკადამი სცემდა და არც შეილა ჰეფერნანი, გადაწ-
ყვიტა, პატისა და დაიანასთვის ეთქვა, თუ შეიძლება თქვენთან
ერთად წამოვალ სამრევლო დარბაზშიო. მართალია, წასვლა
სულ არ უნდოდა, მაგრამ იცოდა, რომ მამა ფლადს თვალში მო-
აკლდებოდა და თუკი მეორეჯერაც არ მივიდოდა, მოძღვარი მი-
ზეზს აუცილებლად ჰკითხავდა. იმ საღამოს მათ სავახშმო სუფ-
რას შემატებოდა კიდევ ერთი გოგონა, დოლორეს გრეისი, რო-
მელსაც სწორედ ეილიშის ძველი ოთახი დაეკავებინა. წითურ-
თმიანი და ჭორფლიანი, როგორც გაირკვა, კავანელი ყოფილა,
სუფრასთან დაბნეული იჯდა და იშვიათად იღებდა ხმას. ეილიშმა
შეიტყო, რომ გოგონა მესამეჯერ იჯდა მათთან ერთად სავახ-
შმოდ, თუმცა წინა ორ ვახშამზე ლექციების გამო არ უნახავს.
ნავახშმევს ეილიში თავის ოთახში დაბრუნდა, მოკალათდა
და სამართლის იმ ორი წიგნის გადათვალიერება დაიწყო, რო-
მელთათვისაც მანამდე დრო არ ჰქონდა. ფიქრობდა, იქნებ ესენი
მაინც გავიგოო, მაგრამ მოულოდნელად კარზე კაკუნი გაისმა.
დაიანა და მის მაკადამი იყვნენ, რამაც ეილიში გააკვირვა. ისინი
ხომ ერთად არასდროს ჩნდებოდნენ. ეილიში კართან შეჩერდა
და გოგოები ოთახში არ შეუპატიჟებია.
— შენთან სალაპარაკო გვაქვს, — ჩურჩულით უთხრა
დაიანამ.
— ამჯერად რა მოხდა? — მოუთმენლად ჰკითხა ეილიშმა.
— დოლორესზე გვინდა დალაპარაკება, — გაღიზიანებით
თქვა მის მაკადამმა, — მხეხავი ყოფილა.
დაიანას სიცილი აუტყდა და პირზე ხელი მიიდო.
— სახლებს ალაგებს, — განაგრძო მის მაკადამმა, — და მი-
სის ქიოსაც ულაგებს, რომ ბინის ქირის ნაწილი გაექვითოს. ამი-
ტომ არ გვინდა, რომ ჩვენთან ერთად იჯდეს მაგიდასთან.
დაიანამ ისევ ამოიფხუკუნა.
— ისეთი საშინელია, უარესს რომ ვერ წარმოიდგენ.
— მერე მე რა გავაკეთო? — იკითხა ეილიშმა.
— მასთან ერთად ჭამაზე უარი თქვი. ეგ ქიოს დედაკაცი შენ
გიგდებს ყურს, — უთხრა მის მაკადამმა.
— და დოლორესმა სად უნდა ჭამოს?
— ქუჩაში უჭამია, თუ უნდა, რაში მადარდებს, — უპასუხა მის
მაკადამმა.
— არც ერთ ჩვენგანს არ უნდა მასთან ერთად ყოფნა, —
თქვა დაიანამ, — თუ ხმა დაირხევა...
— რომ ამ სახლში მისნაირები ცხოვრობენ... — განაგრძო
მის მაკადამმა.
ეილიშმა ძლივს შეიკავა თავი, რომ ცხვირწინ არ მიეხურა
მათთვის კარი.
— უბრალოდ, საქმის კურსში ჩაგაყენეთ, — უთხრა დაიანამ.
— კავანელი მხეხავია, — თქვა მის მაკადამმა და დაიანამ
ისევ სიცილი ატეხა, — არ ვიცი, რა გაცინებს, — მიუბრუნდა
დაიანას.
— მე მაპატიეთ. საშინელებაა. ჩვენთან ხომ წესიერ ადამიანს
ფეხი არ შემოუცდება. ასე თუ გაგრძელდა, რომელი ნორმალუ-
რი შემოგვხედავს?
ეილიშმა ისე შეხედა ორივეს, თითქოს ეს არამკითხეები "ბარ-
ტოჩიში" შესული უსიამოვნო კლიენტები იყვნენ, თვითონ კი მის
ფორტინი. რაკი ოფისში მუშაობდნენ, თავში ჰქონდათ ავარდნი-
ლი. ალბათ, მაშინაც ასე იბზუებდნენ ცხვირს, როდესაც ეილიში
ახალი მოსული იყო ამ სახლში. აკი ერთხელ მიახალეს, გამყიდ-
ველად როგორ უნდა იმუშაოო, ამიტომ გაღიზიანებულმა კარი
ცხვირწინ მიუჯახუნა ორივეს.
მეორე დილით მისის ქიომ ქუჩაში გასულს თავისი ფანჯრის
მინაზე მიუკაკუნა, ხელი დაუქნია, მოიცადეო და კარი გააღო.
— მაინტერესებდა, ჩემთვის ერთი განსაკუთრებული დახმა-
რების გაწევა თუ შეგიძლია, — უთხრა ეილიშს.
— თუკი შევძლებ, არ დაგზარდებით, მისის ქიო, — მიუგო
მდგმურმა. დედამისს ესწავლებინა, როდესაც ვინმე დახმარებას
გთხოვს, ასე უპასუხეო.
— ამ საღამოს დოლორესს ხომ არ წაიყვან სამრევლო დარ-
ბაზში ცეკვაზე? კვდება, ისე უნდა წასვლა.
ეილიში შეჭოჭმანდა. ინატრა, ნეტავ მივმხვდარიყავი, ამის
კითხვა რომ უნდოდა, პასუხს მაინც შევამზადებდიო.
— რასაკვირველია, — უთხრა და უნებურად თავიც დაუკრა.
— დიდებულია, ვეტყვი, რომ მოემზადოს, — მიუგო მისის ქი-
ომ.
თავის ასარიდებლად რაიმეს მომიზეზება კი უნდოდა, მაგრამ
ხვდებოდა, რომ დარბაზში ამჯერად მაინც უნდა მისულიყო, თუნ-
დაც, სულ მცირე ხნით.
— არ ვიცი, რამდენ ხანს დავრჩები, — უთხრა დიასახლისს.
— ეგ რა პრობლემაა, — გაამხნევა ქალმა, — მაგაზე ნუ
იდარდებ. დიდხანს დარჩენა არც მას მოუნდება.
სამსახურის მერე ეილიში სამზარეულოში შევიდა, რომ დო-
ლორესთან ათ საათზე საცეკვაოდ წასვლის საკითხი მოეგვარე-
ბინა, ეს უკანასკნელი კი უკვე ოთახს ალაგებდა.
ვახშამზე სამრევლო დარბაზი არავის უხსენებია; რაკი მის მა-
კადამი ტუჩებს პრუწავდა და მისის ქიოს თვალებს უბრიალებდა,
როგორც კი დიასახლისი რამეს ეტყოდა, ხოლო დოლორესი
ხმას აღარ იღებდა, ეილიშმა ივარაუდა, რომ რაღაც უკვე ითქვა.
იმასაც მიხვდა, რომ მის მაკადამმა და დაიანამ იცოდნენ, მას
რომ მიჰყავდა დოლორესი, რადგან თვალს არიდებდნენ. ინატ-
რა, ნეტავ ახლა ის არ იფიქრონ, რომ დოლორესის წაყვანა ჩემი
სურვილი იყოო. უნდოდა, როგორმე გაეგებინებინა, რომ მისის
ქიომ დაიყოლია ამაზე.
ეილიში ლამის გადაირია, როდესაც ათ საათზე დოლორესს
მიაკითხა — გოგოს იაფფასიანი ტყავის ქურთუკი, მამაკაცისას
რომ ჰგავდა, ფურჩალებიანი თეთრი ბლუზა, ამავე ფერის ქვედა-
კაბა და მოშავო კოლჰოტი ეცვა. ჟღალთმიანსა და ჭორფლიანს,
წითელი პომადა არ უხდებოდა. გულში გაიფიქრა, ენისკორთის
ბაზრობაზე ჩამოსულ ცხენებით მოვაჭრის ცოლს ჰგავსო, მაგრამ
მაინც გაუღიმა და შეახსენა, ზამთრის პალტო და ქუდი არ დაგა-
ვიწყდესო. ვერ ხვდებოდა, როგორ უნდა მჯდარიყო მის გვერ-
დით სამრევლო დარბაზში, როდესაც მის მაკადამი და შეილა ჰე-
ფერნანი თავს არიდებდნენ, ხოლო პატი და დაიანა დამქაშებთან
ერთად გამოჩნდებოდნენ საცეკვაო მოედანზე.
— დარბაზში კაი ტიპები იჩითებიან ხოლმე? — ჰკითხა დო-
ლორესმა, როდესაც უკვე ქუჩაში იყვნენ.
— წარმოდგენა არა მაქვს, — ცივად მიუგო ეილიშმა, — მხო-
ლოდ იმიტომ დავდივარ, რომ მამა ფლადი აწყობს ასეთ საღა-
მოებს.
— ოჰ, ღმერთო! დავიჯერო, ისიც მთელი ღამე დარბაზშია?
რაღა სახლში ვყოფილვარ და რაღა ცეკვაზე.
ეილიშმა არაფერი უპასუხა და ისე თავდაჯერებულად განაგ-
რძო გზა, თითქოს როუზთან ერთად თერთმეტსაათიან მესაზე მი-
დიოდა ენისკორთიში. როდესაც დოლორესი რამეს ჰკითხავდა,
მხოლოდ მოკლე პასუხს უბრუნებდა, მაგრამ მთლად აბუჩადაც
ვერ აიგდებდა, ბოლოს და ბოლოს, სამრევლო დარბაზში ერ-
თად მიდიოდნენ. თუმცა, რა დასამალია და, როდესაც შუქნიშანზე
იდგნენ და დოლორესმა რაღაც ჰკითხა, ეილიშმა გაბრაზებით
შეკრა მუშტები.
უკვე წარმოიდგინა, როგორ გადასხდებოდნენ მის მაკადამი
და შეილა ჰეფერნანი სხვაგან, როდესაც დოლორესთან ერთად
დარბაზში შევიდოდა და მაგიდას მიაშურებდა. მაგრამ მათ, პირი-
ქით, ადგილი არ შეუცვლიათ, უბრალოდ, საუბრისგან შეიკავეს
თავი. ეილიში ხედავდა, როგორი ინტერესით ათვალიერებდა
დოლორესი დარბაზს.
— ღმერთო, კაციშვილი არ არის აქ, — ამოიოხრა მან.
ეილიშმა ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს ეს სიტყვე-
ბი ვერ გაიგონა.
— ბიჭები მაინც შემოვიდოდნენ, არა? — დოლორესმა მუჯ-
ლუგუნი გაჰკრა ეილიშს, — მაინტერესებს, როგორი არიან ამე-
რიკელი ბიჭები.
ეილიშმა უემოციოდ შეხედა.
— მგონი, განსხვავებულები უნდა იყვნენ, — განაგრძო დო-
ლორესმა.
ეილიშმა გვერდზე ოდნავ გაწევით უპასუხა.
— ის ორი საძაგელი ძუკნაა, — კილო შეეცვალა დოლო-
რესს, — ჩვენმა დიასახლისმაც ეგრე თქვა. ნამდვილი ძუკნები.
მხოლოდ შენ არა ხარ ძუკნა.
ეილიშმა ჯერ ორკესტრს გახედა, მერე კი მის მაკადამსა და
შეილას ჰკიდა თვალი. მის მაკადამმა მისი მზერა დაიჭირა და
დამცინავი ღიმი აღებეჭდა კადნიერ სახეზე.
როდესაც პატი და დაიანა გამოჩნდნენ, ახალგაზრდების უფ-
რო დიდი წრე ახლდათ თან, ვიდრე წინა ჯერზე. დარბაზში ყვე-
ლამ მათ გახედა. პატის თმა უკან გადაეწია და კეფაზე დაეგრაგ-
ნა, თვალზე კი შავი ლაინერი ესვა. ასე მეტისმეტად ცივი და
დრამატული სახე უჩანდა. ეილიშმა დაინახა, როგორ აარიდა
დაიანამ თვალი. მათი გამოჩენა და რეპერტუარის შეცვლა ერთი
იყო. თუკი მანამდე მხოლოდ პიანისტი და ბასისტები უკრავდნენ
ძველებურ ვალსს, ახლა სხვა მუსიკოსებიც ჩაერთვნენ და სულ
სხვა ჰანგი აჟღერდა. ეილიშს მოტივი ეცნო, რადგან სამსახურშიც
არაერთხელ მოესმინა. როგორც კოლეგები ამბობდნენ, ეს იმხა-
ნად მოდური ამერიკული სვინგი იყო.
მელოდიის შეცვლას დაიანასა და პატის მომყოლთაგან რამ-
დენიმე ტაშით შეხვდა. ეილიშმა დაიჭირა პატის მზერა, რომელიც
თვალით ანიშნებდა, ჩვენთან მოდიო. მართალია, ჟესტი წამიერი
იყო, მაგრამ პატის მოუთმენლობა ემჩნეოდა. ეილიშმაც უეცრად
გადაწყვიტა, რომ ამდგარიყო და მათკენ წასულიყო, სადაც ყვე-
ლას, როგორც ძველ მეგობარს, ღიმილით მიესალმებოდა. გამ-
ბედაობა მოიკრიბა, ადგა, წელში გასწორდა და გასწია.
— მიხარია შენი ნახვა, — მშვიდად უთხრა პატის.
— მგონი, ვხვდები, რასაც გულისხმობ, — მიუგო პატიმ.
როდესაც ამ უკანასკნელმა თქვა, საპირფარეშოში გავიდეთო,
ეილიშმა თავი დაუქნია და გაჰყვა.
— არ ვიცი, რას უყურებდი, — უთხრა ეილიშს, — მაგრამ
ბედნიერს არ ჰგავდი.
მერე სარკესთან უჩვენა, შავი ლაინერი და ტუში როგორ უნ-
და წაესვა. ამ დროს არც შემომსვლელს აქცევდა ყურადღებას
და არც გამსვლელს. ჩანთაში ზედმეტი სამაგრიც მონახა, ეილიშს
თმა აუწია და უკან დაუმაგრა.
— ახლა ბალერინას ჰგავხარ, — უთხრა მან.
— არა, რას ამბობ, — მიუგო ეილიშმა.
— ყოველ შემთხვევაში, მწველავ ქალს ნაღდად აღარ ჰგავ-
ხარ.
— ვგავდი?
— ცოტათი. ლამაზი, სუფთა ძროხების მწველავს, — თქვა პა-
ტიმ.
როდესაც დარბაზში დაბრუნდნენ, ბევრად მეტი ხალხი დახ-
ვდათ, თანაც, უმეტესობა ცეკვავდა. ეილიში ფრთხილად მიაბი-
ჯებდა და ყველას მოკრძალებით შეჰყურებდა. არ იცოდა, დო-
ლორესი იქვე დახვდებოდა თუ არა, სადაც დატოვა. არც მასთან
დაბრუნება უნდოდა და არც ის, რომ სადმე მათი მზერა შეხვედ-
როდა ერთმანეთს. პატის მეგობრების წრეში გაჩერდა, სადაც
ერთი თმაზე ბრეოლინწასმული ახალგაზრდა, ამერიკული აქცენ-
ტი რომ ჰქონდა, ხმამაღალი მუსიკის მიუხედავად, ცეკვის ილე-
თების ნაბიჯ-ნაბიჯ ახსნას ცდილობდა. მაგრამ ეილიშისთვის არ
უთხოვია, მეცეკვეო, ჯგუფთან დარჩენა ამჯობინა; მერე, როდესაც
ახსნილს მოქმედებაშიც უჩვენებდა, ეუბნებოდა, აქ ნელა უნდა გა-
უსვა, იქ უფრო უნდა ააჩქარო და მთელი ტანი ააყოლოო, თან,
შიგადაშიგ მეგობრებისკენ აპარებდა თვალს.
ეილიშმა შეამჩნია, რომ ერთი ახალგაზრდა თვალს არ აცი-
ლებდა. როდესაც გოგონა მოუქნელად ცდილობდა მოძრაობის
შესრულებას, ვაჟი თბილად უღიმოდა. ქერათმიანსა და ცისფერ-
თვალებას ეილიშზე ბევრად მაღალი არ ეთქმოდა, მაგრამ
ძლიერი აღნაგობა ჰქონდა. როგორც ჩანს, მუსიკის რიტმზე მოძ-
რაობა და მისი ცქერა ახალისებდა. მარტო იდგა, როდესაც
ეილიშმა მისი მზერა დაიჭირა, მერე სხვაგან გაიხედა და ამის
შემდეგ ისევ თვალებით შეხვდნენ ერთმანეთს, გაოცდა, რა ალა-
ლად მიყურებსო. ეილიში დარწმუნებული იყო, რომ ის პატისა და
დაიანას მხლებელთა შორის არ იყო, რადგან ქერათმიან ბიჭს
გამოპრანჭული კი არა, კარგად ჩაცმულიც არ ეთქმოდა, პირი-
ქით, სრულიად ჩვეულებრივი სამოსით მოსულიყო დარბაზში.
როდესაც ორკესტრმა ტემპს მოუმატა, ყველა გახალისდა. ახალ-
გაზრდამ, რომელიც ილეთებს ასწავლიდა, რაღაც უთხრა, მაგ-
რამ ეილიშმა აზრი ვერ გამოიტანა. როდესაც შეხედა, ბიჭმა ნათ-
ქვამი უფრო ნელა გაუმეორა, იქნებ შემდეგი პარტია გვეცეკვა,
თუ ოდნავ ნელი ცეკვა იქნებაო. ეილიშმა თავი ღიმილით დაუქ-
ნია და მივიდა პატისთან, რომელსაც ჯერ კიდევ რამდენიმე მე-
გობარი ეხვია.
როდესაც მუსიკა დასრულდა, რამდენიმე წყვილი დაიშალა,
ზოგმაც სოდიანი წყლის დასალევად ბარს მიაშურა ან საცეკვაო
მოედანზევე დარჩა. ეილიშმა დაინახა, რომ ის ახალგაზრდა,
რომელიც ცეკვას ასწავლიდა, ახლა პატისთან ერთად გადიოდა
საცეკვაოდ, რამაც აფიქრებინა, ჩემთან გამოლაპარაკებაც, ეტ-
ყობა, პატიმ სთხოვაო. როდესაც დაინახა, ისეთი სახით ჩაუარა,
უთქმელად ეუბნებოდა, არ გელაპარაკებიო, ეილიშს ის ახალ-
გაზრდა მიუახლოვდა, მანამდე თვალს რომ ადევნებდა.
— იმ ბიჭთან ერთად ხართ, ცეკვას რომ გასწავლიდათ? —
ჰკითხა ქერა ვაჟმა. ეილიშმა შენიშნა, რომ მას ამერიკული აქცენ-
ტი, კრიალა თვალები და ქათქათა კბილები ჰქონდა.
— არა, — მიუგო გაბედულად.
— მაშინ შეიძლება, რომ გეცეკვოთ?
— მგონი, სვლები ვერ დავიმახსოვრე.
— ეგ ზეპირად არც არავინ იცის. მთავარია, ისე იცეკვო, რო-
გორც გახსოვს.
მუსიკა აჟღერდა და მოცეკვავე წყვილებს შეერივნენ. ეილიშ-
მა გაიფიქრა, სახის მოყვანილობასთან შედარებით დიდი თვა-
ლები აქვსო, მაგრამ როდესაც ვაჟმა გაიღიმა და სახეზე ბედ-
ნიერება გადაეფინა, აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. ის მარ-
თლა კარგად ცეკვავდა, მაგრამ ეილიშისთვის არც შენიშვნა
მიუცია, არც სვლა შეუსწორებია. საერთოდ, არ უცდია შთაბეჭდი-
ლების მოხდენა. ეილიში კი ხან ვაჟს უყურებდა, ხან იატაკს, რად-
გან დარბაზისკენ რომ გაეხედა, შიშობდა, დოლორესს არ მოვ-
კრა თვალიო — ვინიცობაა, ჟღალი გოგონა ისევ იქ იჯდა, სადაც
დატოვა და მის დაბრუნებას ელოდებოდა.
როდესაც ცეკვა დასრულდა, ქერა ვაჟმა თავი წარუდგინა,
ტონი მქვიაო, და სოდიან წყალზე დაპატიჟა. ეს იმას ნიშნავდა,
რომ მასთან მეორედაც უნდა ეცეკვა, ამასობაში კი დოლორესი
შინ წავიდოდა ან საცეკვაოდ ვინმეს იპოვიდა. ამიტომ ვაჟის შე-
მოთავაზებას უყოყმანოდ დათანხმდა. როდესაც ბარისკენ ერთად
წავიდნენ, დაიანამ და პატიმ ტონი კინაღამ თვალებით შეჭამეს.
მერე პატიმ ანიშნა, შენი სტანდარტისა არ არისო, დაიანამ კი თა-
ვი მიაბრუნა.
შემდეგი ცეკვა ნელი აღმოჩნდა; ეილიში ღელავდა, მეტისმე-
ტად ახლოს არ მომიწიოს ტონისთან ცეკვამო, მაგრამ იმასაც
ხვდებოდა, რომ ამას ვერ ასცდებოდა, რადგან მოედანი წყვილე-
ბით იყო სავსე. მიხვდა, რომ ტონიც დისტანციის დაჭერას ცდი-
ლობდა და დაფიქრდა, ნეტავ ამით თავაზიანობას ავლენს თუ არ
მოვეწონეო. ცეკვის დასასრულს გადაწყვიტა, მადლობა გადაეხა-
და მისთვის, გასახდელში შესულიყო და შინ წასასვლელად გამ-
ზადებულიყო. თუკი დოლორესი დაიჩივლებდა მისის ქიოსთან,
დიასახლისს ეტყოდა, თავს ცუდად ვგრძნობდი და მალე მომიწია
წამოსვლამო.
ტონი ისე იოლად აყოლებდა ფეხს მელოდიას, რომ არც
თვითონ ეუხერხულებოდა რამე, არც მას უქმნიდა უხერხულობას.
როდესაც საქსოფონის სევდიან ჰანგებზე დარბაზს შემოუარეს,
ეილიში ხვდებოდა, რომ მათ არავინ აქცევდა ყურადღებას.
ეილიშმა ტონის სიმხურვალე და მისი ტკბილი სუნთქვა იგრძნო.
წამიერად ყურადღებით შეათვალიერა. წვერი სუფთად გაეპარსა,
თმა კი მოკლედ შეეკრიჭა. ნორჩი კანი ჰქონდა, ხოლო როდესაც
მან ეილიშის წამიერი მიშტერება დაიჭირა მზერით, გაიღიმა და
უფრო დიდრონი თვალები გამოუჩნდა. ბოლო აკორდებზე, რომ-
ლებიც ეილიშს ყველაზე რომანტიკული მოეჩვენა, ტონიმ მისკენ
უფრო ახლოს მიიწია, ოღონდ ტაქტიანად და ნელა. გოგონამ მი-
სი სხეულის სიძლიერე შეიგრძნო და საპასუხოდ თვითონაც ლა-
მის მიეკრა — ასე ჩახვეულნი რამდენიმე წამს გაირინდნენ, სანამ
მუსიკა დასასრულს არ მიუახლოვდა.
როდესაც ორკესტრისთვის ტაშის დასაკრავად შებრუნდნენ,
ტონი გვერდით ისე დაუდგა, თითქოს მომდევნო ცეკვის ერთად
შესრულების გარდაუვალობას ემორჩილებოდა. ხალხი ისე
ხმაურობდა, ეილიშმა მისი სიტყვები ვერ გაარჩია, მაგრამ მიხ-
ვდა, რომ მეგობრული კომენტარი უნდა ყოფილიყო, ამიტომ
გაუღიმა და თავი დაუკრა. ეილიშს მოეწონა, ტონის რომ ბედ-
ნიერება გამოესახა თვალებში. უკვე აჟღერებულ მელოდიას ბევ-
რად ნელი ტემპი და საამური ბგერები ჰქონდა. ეილიშმა თვალე-
ბი დახუჭა და ლოყაზე ლოყა მიადო. მათ მოძრაობას ცეკვა ნაკ-
ლებად ერქვა, უფრო რიტმული მოძრაობა შეიძლებოდა, გვეწო-
დებინა, თუმცა დანარჩენი მოცეკვავეებიც, ფაქტობრივად, ად-
გილზე ქანაობდნენ.
ეილიში ფიქრობდა, ნეტავ ვინ არისო? ვინ და სადაური იყო
ეს ახალგაზრდა, რომელსაც ასე ჩახუტებული ეცეკვებოდა? ირ-
ლანდიელი არ იქნებაო, დაასკვნა; მეტისმეტად სუფთად იყო გა-
პარსული და გულღია, მეგობრული მზერა ჰქონდა. თუმცა დარ-
წმუნებით ვერაფერს იტყოდა. ტონის არც დაიანასი და პატის ძმა-
ბიჭებივით შეკვეთით შეკერილი ტანსაცმელი ამშვენებდა. ვერც
იმას წარმოიდგენდა, პურის ფულს რით შოულობდა. მიუხედავად
იმისა, რომ აქ, ამ საცეკვაო მოედანზე ერთმანეთს ეკვროდნენ,
ოდესმე შეძლებდა თუ არა მისთვის ამ კითხვების დასმას, ისიც კი
არ იცოდა.
ცეკვის დასასრულს სცენაზე მყოფმა მამაკაცმა მიკროფონი
აიღო და ირლანდიური კილოთი წარმოთქვა, საღამოს საუკეთე-
სო ნაწილი აწი დაიწყებაო, რაც იმას გულისხმობდა, რომ, რო-
გორც წინა კვირებში, ახლაც "კეილი" უნდა შესრულებულიყო. მა-
მაკაცმა ითხოვა, ვინც ილეთები იცით, ჯერ ისინი გამოდითო, მაგ-
რამ შეძახილებმა და სტვენამ მისი ხმა გადაფარა. მიკროფონიან-
მა იხუმრა კიდეც, იმედია, ყველანი კლერის საგრაფოდან არა
ხართო. მერე დამსწრენი გააფრთხილა, როდესაც ნიშანს მოგ-
ცემთ, შეგიძლიათ სხვებიც ჩაერთოთო; როგორც წინა კვირებში,
ნებისმიერს თავისუფლად შეეძლებოდა მოედანზე გასვლაც და
დატოვებაც.
— კლერის საგრაფოდან ხართ? — ჰკითხა ტონიმ.
— არა.
— პირველ კვირასაც დაგინახეთ, მაგრამ მაშინ ბოლომდე არ
დარჩენილხართ, წინა კვირას კი საერთოდ არ იყავით.
— თქვენ რა იცით?
— აქაურობა შევათვალიერე და თვალიც ვერსად მოგკარით.
უეცრად მუსიკა აჟღერდა; ეილიშმა სცენას გახედა და დაინა-
ხა, რომ ორკესტრი სულ გადასხვაფერებულიყო — საქსოფონზე
დამკვრელები ბანჯოსა და აკორდეონზე დამკვრელებად
ქცეულიყვნენ, ერთ-ერთი ქალი კი ფორტეპიანოზე უკრავდა. იქვე
იყო დასარტყამ ინსტრუმენტებზე დამკვრელიც. უამრავი მოცეკვა-
ვე სწრაფი და რთული მოძრაობებით დარბაზის შუაგულისკენ
დაიძრა. ყველა მათგანი თავდაჯერებული ჩანდა. მალე მათ შეძა-
ხილებისა და სტვენის თანხლებით სხვებიც, არანაკლებ თავდაჯე-
რებული შემსრულებლები შეუერთდნენ. მუსიკა უფრო აჩქარდა;
წამყვან პარტიას აკორდეონი ასრულებდა, მოცეკვავეები კი ხის
იატაკზე ფეხსაცმლის რტყმით გვარიან ხმაურს იწვევდნენ.
როდესაც მეაკორდეონემ გამოაცხადა, ახლა "ენისის ალყას"
შევასრულებთო, ცეკვის მეტი მსურველი გამოჩნდა და დადგენი-
ლი ილეთებიდან თავისუფალ მოძრაობაზე გადავიდა. ტონიმ
სცენისკენ ანიშნა და ეილიშიც დათანხმდა, იმის მიუხედავად, რომ
ამ ჰანგის შესაფერისი ერთი მოძრაობაც კი არ იცოდა. შეერივ-
ნენ ერთ ჯგუფს, რომელიც ერთმანეთის პირისპირ ორ რიგად
იდგა, მიკროფონში კი მამაკაცის ხმა ისმოდა, რომელიც მათ
მოქმედებებს კარნახობდა. თითო რიგიდან ქალი და კაცი ცენ-
ტრში გადიოდნენ, სვინგის ილეთებს გააკეთებდნენ და თავ--
თავიანთ ადგილს უბრუნდებოდნენ. მერე მათ უკან მდგომები გა-
დიოდნენ და ასე შემდეგ. ორივე რიგი მერე ერთდროულად გა-
ვიდა შუაგულში და აცეკვდა, სანამ მათ ადგილებზე მორიგი
მსურველები არ ჩადგნენ რიგში. მუსიკასთან ერთად მითითებები,
ხმაური და სიცილიც ძლიერდებოდა. წრეში ტრიალს, სვინგის
ცეკვასა და ფეხების ხის იატაკზე ბაკუნს დიდი ენერგია მიჰქონდა.
როდესაც ბოლო აკორდები ჟღერდა და ძირითადი მოძრაობები
ყველამ მეტ-ნაკლებად აითვისა, ეილიშმა დაინახა, რომ ტონის
ძალიან სიამოვნებდა ილეთების გამეორება, თუმცა მასზე უკეთ
არ გამოსდიოდა. იგრძნო, რომ მამაკაცი მას, ერთგვარად,
ზურგს უმაგრებდა.
როცა მუსიკა შეწყდა, ტონიმ ჰკითხა, სად ცხოვრობო; როდე-
საც ეილიშისგან პასუხი მოისმინა, უთხრა, ერთი გზა გვქონიაო.
ბიჭს ისე უბრწყინავდა სიხარულით ალალი თვალები, რომ რო-
დესაც შესთავაზა, სახლამდე მიგაცილებო, ქალიშვილი დათან-
ხმდა და თავი ძლივს შეიკავა, რომ მის მიამიტ გამომეტყველება-
ზე სიცილი არ ავარდნოდა. შეუთანხმდა, რომ პალტოს ჩაიცვამ-
და და გარეთ დაუცდიდა. როდესაც საგარდერობოში შევიდა,
რიგს შეავლო თვალი, იქნებ დოლორესი დავინახოო.
გარეთ ყინავდა. ქუჩაში ნელა, ერთმანეთს მიკრული მიაბიჯებ-
დნენ და ძლივს წარმოთქვამდნენ სიტყვებს. როდესაც ქლინთო-
ნის ქუჩაზე გავიდნენ, ტონი მიუბრუნდა და სახეში შეხედა.
— რაღაც მინდა იცოდე, — უთხრა ეილიშს, — მე ირლან-
დიელი არა ვარ.
— კილოც არა გაქვს, — მიუგო გოგონამ.
— ანუ საერთოდ არა ვარ ირლანდიელი.
— საერთოდ არა? ოდნადავაც კი? — ეილიშს სიცილი აუვარ-
და.
— ოდნავადაც არა.
— აბა, სადაური ხარ?
— ბრუკლინელი, — უპასუხა, — დედა და მამა კი იტალიიდან
არიან.
— მერე აქ რას აკეთებდი?
— ვიცოდი, რომ მკითხავდი. ყური მოვკარი, ირლანდიური
ცეკვები იქნებაო და მეც წამოვედი, იქნებ მომეწონოს-მეთქი.
— იტალიელებს ცეკვები არა აქვთ?
— ვიცოდი, რომ მაგასაც მკითხავდი.
— დარწმუნებული ვარ, მშვენიერი ცეკვები გექნებათ.
— ერთ საღამოს დაგპატიჟებ, მაგრამ წინასწარვე უნდა გა-
გაფრთხილო: მთელი საღამო იტალიელებივით იქცევიან.
— და ეგ კარგია თუ ცუდი?
— არ ვიცი. თუმცა ცუდი გამოდის, რადგან იქ რომ წავსული-
ყავი, სახლამდე ხომ ვეღარ მიგაცილებდი.
მისის ქიოს სახლამდე უხმოდ მიაბიჯებდნენ.
— შეიძლება დღეისსწორს მოგაკითხო? ჯერ სადმე ვივახ-
შმოთ, მერე საცეკვაოდ წავიდეთ.
ეილიში მიხვდა, რომ თუკი ამ მიპატიჟებას მიიღებდა, სახლი-
დან ისე გავიდოდა, არც ერთი თანამობინადრის აზრს ანგარიშს
არ გაუწევდა და ვეღარც მისის ქიო დაანამუსებდა, დოლორესი
წაიყვანეო.
მოგვიანებით, იმავე კვირაში, როდესაც "ბარტოჩიდან" კო-
ლეჯში მიდიოდა, დაავიწყდა, რას ელოდა; ზოგჯერ ელოდა
ხოლმე, რომ მშობლიურ სახლზე ფიქრები ეწვეოდა და გონების
თვალით თავის ოთახში ინაცვლებდა, მაგრამ ამჯერად, სრული-
ად უეცრად და, თან, ხშირად, მომდევნო პარასკევ საღამოზე და-
იწყო ფიქრი, როდესაც საცეკვაოდ უნდა წაეყვანა იმ ახალგაცნო-
ბილ ვაჟს, რომელიც ისევ უვნებლად დააბრუნებდა მისის ქიოს
სახლში. სახლზე ფიქრები უკვე წარსულისთვის ჰქონდა დათმო-
ბილი და მხოლოდ მაშინ რთავდა გონებაში შემოსვლის ნებას,
როდესაც მშობლიური სახლი, დედა, მამა, როუზი ან ის ქუჩა
დაესიზმრებოდა, სადაც გაიზარდა. არადა, რა უცნაური იყო, რო-
დესაც რაღაც სასიამოვნოზე ფიქრობდა, ეს ფიქრები ყოველთვის
სახლთან აკავშირებდა ხოლმე.
მისის ქიოს სუფრის წევრებში სიტუაცია გაირკვა — ეილიშმა,
ოდნავ თავისუფალი ენით რომ ვთქვათ, დოლორესი გადააგდო,
რაც პატიმ დაამოწმა და შაბათის საუზმემდე ეს ამბავი მთელ
სახლს მოსდო, ამიტომ ეილიშისკენ ყველამ პირი იბრუნა და შე-
რიგება გადაწყვიტა. ხსენებული პატივი თავად დოლორესსაც კი
ხვდა წილად, რომელიც ეილიშმა კი გადააგდო, მაგრამ ამის მი-
ზეზად მამაკაცის გაცნობა სახელდებოდა, რაც ამგვარი დანა-
შაულის გამოსასყიდად სრულიად საკმარისი იყო. თავად პატივ-
დადებულმა დოლორესმა პატიების სანაცვლოდ ოდენ ერთი პი-
რობა წამოაყენა: ეილიშს ვაჟის სახელი და საქმიანობა უნდა ეთ-
ქვა და ისიც გაემხილა, აპირებდა თუ არა ხელახლა შეხვედრას.
დანარჩენ მდგმურებსაც კარგად შეეთვალიერებინათ დაკვირვე-
ბის ობიექტი; ყველამ თქვა, ლამაზიაო, მაგრამ მის მაკადამმა შე-
ნიშნა, ნეტავ უფრო მაღალი იყოსო, პატიმ კი არ დამალა და წა-
მოისროლა, ურიგო ფეხსაცმელი ეცვაო. ყველას ეგონა, რომ
ირლანდიელი თუ არა, ირლანდიური წარმოშობის მაინც იქნებო-
და და ეილიშს უამრავ კითხვას აყრიდნენ, რა გითხრა ასეთი,
რომ მეორეჯერაც ეცეკვე, საერთოდ, რაზე საუბრობდით და აპი-
რებ თუ არა შემდეგ პარასკევსაც ნახოო.
შემდეგ ხუთშაბათ საღამოს ეილიში ჩაის დასალევად შევიდა
სამზარეულოში, სადაც მისის ქიო დაუხვდა.
— ამ სახლში ერთდროულად ამდენი ქარაფშუტა არ მახ-
სოვს, — დაიჩივლა დიასახლისმა, — ამ დაიანას, ღმერთმა სიკე-
თე კი მისცეს, მაგრამ რა საშინელი ხმა აქვს. კიდევ თუ დაიწივ-
ლებს, ექიმის ან ვეტერინარის გამოძახება მომიწევს, რომ რამე
დამამშვიდებელი გაუკეთოს.
— სულ ცეკვის გამო არიან ეგრე, — მშრალად თქვა ეილიშ-
მა.
— მაშინ მამა ფლადს უნდა ვთხოვო, ქარაფშუტობის ცოდვაზე
ქადაგება წაიკითხოს, — თქვა მისის ქიომ, — და იქნებ ზოგიერთ
რამეზეც გაამახვილოს ყურადღება.
მისის ქიო ოთახიდან გავიდა.

***
პარასკევ საღამოს, ცხრის ნახევარზე, ტონიმ სახლის მთავარ
კარზე დარეკა ზარი და სანამ ეილიში სარდაფიდან არბენას და
მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გაფრთხილებას მოასწრებ-
და, კარი მისის ქიომ გააღო. მაგრამ როგორც უნდა ეჩქარა
ეილიშს, ვერ აფრინდებოდა, და შესაბამისად, არბენაში იმდენი
დრო დაეკარგა, რომ ამასობაში დიასახლისს, როგორც შემდგომ
ტონიმ უთხრა, ამ კითხვების დასმა მოესწრო: რა გვარი იყო, სად
ცხოვრობდა და რა პროფესია ჰქონდა.
— სწორედ ასე მკითხა, რა პროფესია გაქვსო, — უთხრა
ეილიშს და ისე გაიღიმა, თითქოს ცხოვრებაში ამაზე სახალისო
არაფერი მოესმინა, — შენი დედიკოა?
— ხომ გითხარი, რომ ჩემი დედიკო, როგორც მას უწოდებ,
ირლანდიაშია.
— ეგ კი მითხარი, მაგრამ ეგ ქალი ისე მელაპარაკებოდა, მი-
სი საკუთრება მეგონე.
— სახლის პატრონია.
— სახლის პატრონი იყოს, კი, ბატონო, მაგრამ ბევრი კით-
ხვის დასმა ჰყვარებია.
— სხვათა შორის, რა გვარი ხარ?
— გაინტერესებს, დედიკოს რა ვუთხარი?
— დედიკო არ არის-მეთქი.
— ჩემი ნამდვილი სახელი გაინტერესებს?
— კი, მაინტერესებს.
— ჩემი ნამდვილი და სრული სახელია ანტონიო ჯუზეპე
ფიორელო.
— და სახლის პატრონს რა უთხარი, როცა სახელი გკითხა?
— რა და, ტონი მაკგრათი მქვია-მეთქი. ერთი თანამშრომე-
ლი ბიჭი მყავს, ტონი მაკგრათი და მისი გვარით ვისარგებლე.
— ღვთის გულისათვის! და პროფესიაზე რაღა მოატყუე?
— სიმართლე გითხრა?
— თუ მეც მომატყუებ...
— სანტექნიკოსი ვარ-მეთქი, ვუთხარი, რადგან ვარ კიდეც.
— ტონი!
— დიახ.
— მომავალში, ოდესმე თუ კიდევ დაგრთავ ნებას, რომ მომა-
კითხო, ჩუმად ჩამოხვალ სარდაფის კართან.
— და სიტყვას არავისთან დავძრავ, ხომ?
— სწორია.
— მაწყობს.
ტონიმ ვახშმად დაპატიჟა, შემდეგ კი საცეკვაოდ წავიდნენ.
ეილიშმა, თავის მხრივ, თანამობინადრეებსა და "ბარტოჩიზე" მო-
უყვა. ტონი ოთხ ძმაში უფროსი ვაჟი ყოფილა და ბენსონჰარსთზე
მშობლებთან ერთად ცხოვრობდა.
— დედაჩემმა დამაფიცა, შენებურად არ იცინო და არ იხუმ-
როო, — გაუმხილა ვაჟმა, — ირლანდიელი გოგოები იტა-
ლიელები არ გეგონოს, უფრო სერიოზულები არიანო.
— მე რომ უნდა გენახე, დედაშენს უთხარი?
— არა, მაგრამ ჩემმა ძმამ იყნოსა, გოგოს რომ ვხვდებოდი
და მან უთხრა. მგონი, ყველანი მიხვდნენ. ალბათ, ბევრს ვიღიმე-
ბოდი. ჰოდა, ზედმეტი კითხვები რომ არ დაესვათ, ვისი ოჯახი-
დან არის, იქნებ ვიცნობდეთო, ავდექი და ვუთხარი,
ირლანდიელია-მეთქი.
ეილიშს მისი ამოცნობა თითქოს გაუჭირდა. საღამო ისე დას-
რულდა, რომ ტონიზე ბევრი ვერაფერი შეიტყო, თუმცა იმას,
რომ მასთან ლამის მიხუტებულს მოსწონდა ცეკვა და ვაჟი რომ
ხალისიანი იყო, გული ეუბნებოდა. ისე, რაც ტონიმ უთხრა, ნახე-
ვარი რომ სიმართლე არ გამომდგარიყო, არ გაუკვირდებოდა
და იმ ხუმრობებში ჩამოართმევდა, ტონის ყოველი წინადადების
ბოლოს რომ ეკერა პირზე. ამაზე ფიქრი კი მომდევნო დღეების
საფიქრალს შეამატა.
მისის ქიოს სახლში მის სანტექნიკოს თაყვანისმცემელზე
ბევრს ლაპარაკობდნენ. როდესაც დიასახლისი სამზარეულოდან
გავიდა, ეილიშმა პატისა და დაიანას უთხრა, იმიტომაც არ ეცნო-
ბათ თქვენს მეგობრებს, ირლანდიელი კი არა, იტალიელიაო.
დარბაზში ტონი არავისთვის წარუდგენია, რაზეც ახლა ნანობდა,
რადგან მასზე ისედაც უწევდა ლაპარაკი, თუმცა კი ერჩივნა, ხმა
არ ამოეღო.
— იმედია, ახლა იტალიელები არ წალეკავენ ჩვენს საცეკვაო
მოედანს, — თქვა მის მაკადამმა.
— რას გულისხმობ? — ჰკითხა ეილიშმა.
— იმას, რომ ხვდებიან, რაც უნდა აკეთონ.
ყველანი დუმდნენ. ეს საუბარი სამზარეულოში პარასკევს, ნა-
ვახშმევს შედგა, როდესაც მისის ქიო ოთახიდან გავიდა და
ეილიშმა ინატრა, ნეტავ დროულად შემობრუნდებოდესო.
— რა უნდა აკეთონ? — დაინტერესდა ეილიში.
— რა და, აი, ეს, — მის მაკადამმა თითები გაატკაცუნა, — დე-
ტალებს არ ჩავუღრმავდები.
— მგონი, დარბაზში შემოსულ უცნობ მამაკაცებთან ფრთხი-
ლად უნდა ვიყოთ, — თქვა შეილა ჰეფერნანმა.
— მე კი მგონია, რომ უმაქნის და სიფათდამჟავებულ გოგო-
ებთან დროს არ უნდა ვკარგავდეთ, შეილა, — სიტყვა გადაუკრა
ეილიშმა.
დაიანამ ისეთი ხმით გაიცინა, კაცი იფიქრებდა, კივისო. უეც-
რად სამზარეულოში მისის ქიო დაბრუნდა.
— დაიანა, თუ კიდევ დაიწივლებ, სახანძრო ბრიგადას გამო-
ვიძახებ, რომ წყლის ჭავლით დაგაოკონ. დავიჯერო, ვინმე მის
ჰეფერნანს ეუხეშა?
— ეილიშს რჩევა მივეცით, რომ უცნობებს ერიდოს, — უპასუ-
ხა მის მაკადამმა, — მორჩა და გათავდა.
— მე კი მისი კავალერი ძალიან მომეწონა, — შენიშნა
დიასახლისმა, — ძველებური ირლანდიური მანერები ჰქონდა,
ოღონდ ამ სახლში მასზე სიტყვა აღარ დაიძრას, გასაგებია, მის
მაკადამ?
— მხოლოდ იმას ვამბობდი...
— შენ სხვის საქმეში ერევი, მის მაკადამ. ეს ჩვევა, როგორც
შევნიშნე, ჩრდილოირლანდიელებს ახასიათებთ.
დაიანას ისევ სიცილი წასკდა, პირზე ხელი აიფარა და დარ-
ცხვენილმა გაიღრიჯა.
— ამ სუფრასთან მამაკაცებზე საუბარი შეწყდეს, — განაცხადა
მისის ქიომ, — შენი კავალრის გარდა, დაიანა, რადგან ვინც შენ
გაგიძლებს, ძეგლი უნდა დაუდგა! თორემ ცხოვრება ისეთ დარ-
ტყმას მოგაყენებს, რომ ეგ დამცინავი ღიმილი სახეზე შეგეყინე-
ბა.
გოგოები სამზარეულოდან სათითაოდ გაიკრიფნენ და მაგი-
დასთან მხოლოდ მისის ქიო და დოლორესი შეატოვეს ერთმა-
ნეთს.

***
ტონიმ ეილიში კინოში დაპატიჟა, ოღონდ გააფრთხილა, შუა
კვირაში მეცლებაო. მას კი ტონისთვის არ ჰქონდა ნათქვამი,
რომ ბრუკლინის კოლეჯში გადიოდა საბუღალტრო კურსს. არც
ვაჟს უკითხავს, საღამოობით რას საქმიანობო და ეილიშმაც რა-
ტომღაც გადაწყვიტა, რომ არ ეთქვა, რათა ტონი ამით მეტისმე-
ტად ახლოს არ მოეშვა. მოსწონდა, მისის ქიოს სახლში რომ
აკითხავდა მამაკაცი და უხაროდა, საცეკვაოდ წასვლამდე ერთად
რომ ვახშმობდნენ. ტონი ძალიან ხალისიანად და გულწრფელად
საუბრობდა ბეისბოლზე, ძმებზე, ბრუკლინში ცხოვრებაზე. მან
ეილიშის თანამობინადრეებისა და უფროსების სახელები იოლად
დაიმახსოვრა და შემთხვევას არ უშვებდა ხელიდან, რომ სახუმა-
რო კონტექსტით არ ეხსენებინა, რითაც ეილიშს გულიანად აცი-
ნებდა.
— რატომ არ მითხარი, კოლეჯში თუ სწავლობდი? — ჰკითხა
ტონიმ სასადილოში, სანამ სამრევლო დარბაზში წავიდოდნენ.
— არც გიკითხავს.
— მე კი ყველაფერი გითხარი, — ვაჟმა მხრები აიჩეჩა და ყა-
სიდად მოიღუშა.
— საიდუმლოც?
— რამეს მოვიგონებდი, მაგრამ დამაჯერებელი არ იქნება.
— მისის ქიო კი დააჯერე, რომ ირლანდიელი ხარ. შეიძლე-
ბოდა ტიპერარიდანაც ყოფილიყავი და დანარჩენი ისევ ფანტა-
ზიისთვის მიგენდო, თუნდაც, როგორ შევხვდით ირლანდიურ ცეკ-
ვებზე.
— კარგი, მეც მაქვს ერთი საიდუმლო.
— ეგრეც ვიფიქრე. ბრეიდან ხარ.
— საიდან? ბრეი რაღაა?
— რა საიდუმლო გაქვს?
— გინდა იცოდე ირლანდიურ ცეკვებზე რა ქარმა გადმომაგ-
დო?
— მოდი, ასე გკითხავ: რატომ მოხვედი ირლანდიურ ცეკვებ-
ზე?
— იმიტომ, რომ ირლანდიელი გოგოები მომწონს.
— ნებისმიერი?
— არა, მე შენ მომწონხარ.
— და იქ რომ არ ვყოფილიყავი? ნებისმიერს დაადგამდი
თვალს?
— არა, ავდგებოდი და ცხვირჩამოშვებული შინ წავიდოდი.
ეილიშმა აუხსნა, რომ ოჯახი ძალიან ენატრებოდა და მამა
ფლადმა ამ კურსებზე მოაწყო, რათა მისი გონება ნოსტალგიას
არ დაებინდა. ისიც უთხრა, საღამოობით სწავლა რომ სიამოვ-
ნებდა და სამშობლოდან ჩამოსული პირველად გრძნობდა ბედ-
ნიერებას.
— მე ვერ გაბედნიერებ? — სერიოზული სახით შეხედა ტო-
ნიმ.
— კი, როგორ არა, — მიუგო ეილიშმა.
სანამ ტონი სხვა კითხვას დაუსვამდა, რასაც ის მოჰყვებოდა,
რომ ეილიში ეტყოდა, წესიერად არც კი გიცნობო, საბუღალტრო
აღრიცხვის კურსისა და სამართლის ლექტორ როზენბლუმის შე-
სახებ თვითონვე უამბო. ტონიმ წარბი შეკრა და თვალებში შეშ-
ფოთება აესახა, როდესაც ეილიშმა თქვა, სამართალი ძნელი სა-
განი ყოფილაო. მერე კი, როდესაც მოუყვა, როგორ წავიდა მან-
ჰეტენზე წიგნის შესაძენად და რა უთხრა წიგნის გამყიდველმა,
ტონი სულ დადუმდა. როდესაც ყავა მიუტანა მიმტანმა, ტონი ისევ
დუმდა, შაქრის მორევისას კი სევდიანი გამომეტყველებით აქნევ-
და თავს. ეილიშს ასეთი არასდროს ენახა და დაკვირვებით შეხე-
და სახეში. აინტერესებდა, რამდენად მალე დაუბრუნდებოდა ტო-
ნის ჩვეული განწყობა და ისევ იხუმრებდა და იცინებდა, მაგრამ
ვაჟმა მიმტანს ანგრაშის მოტანა დაავალა და სასადილოდან ისე
გამოვიდნენ, სიტყვა არ უთქვამს.
მოგვიანებით, როდესაც ნელი საცეკვაო მუსიკა ჟღერდა და
ისინიც, ლამის ერთმანეთს მიკრულნი, ზანტად მოძრაობდნენ,
ეილიშმა თვალებში ჩახედა და მისი მზერაც დაიჭირა. ვაჟს ისევ
ისეთი სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა, რაც ჯამბაზურ გა-
მომეტყველებას და ყმაწვილურ იერს უკარგავდა. როდესაც
ეილიშს გაუღიმა, ამ ღიმილში არც ოხუნჯობა გამოსჭვიოდა და
არც მხიარულება. ის თბილად, წრფელად იღიმებოდა და
ეილიშს სიმშვიდისა და სანდოობის განცდა დაეუფლა. მანაც
გაუღიმა საპასუხოდ, მაგრამ მერე თავი დახარა. შეშინდა.
ტონი შეუთანხმდა, რომ შემდეგ ხუთშაბათს კოლეჯთან დახ-
ვდებოდა და შინ მიაცილებდა. მეტს არაფერს დაჰპირებია. მხო-
ლოდ ის უთხრა, არ მინდა სწავლას მოგაცდინოო. შემდეგ კვი-
რას კი, როდესაც სთხოვა, შაბათს კინოში წავიდეთო, ეილიში
დათანხმდა, რადგან მისის ქიოს სახლის ყველა მდგმური, დო-
ლორესის გარდა, მიუზიკლ "წვიმაში მომღერლების" სანახავად
მიდიოდა, რომელიც ახალგამოსული იყო ეკრანებზე. მისის
ქიომაც კი გამოთქვა სურვილი, ორ დაქალთან ერთად მინდა
ნახვაო და სამზარეულოში ეს თემა განხილვის საგნად იქცა.
ტონი უკვე ხუთშაბათობით კოლეჯთან ელოდა ხოლმე, თუ
წვიმდა, ჰოლში ახერხებდა შეპარვას და ლექციების შემდეგ
ეილიშს აცილებდა — ჯერ ტროლეიბუსით მიდიოდნენ, მერე ფე-
ხით მიუყვებოდნენ მისის ქიოს სახლამდე. ბიჭი ხალისით უყვებო-
და იმ ადამიანებზე, ვისთანაც მილების შესაკეთებლად მიდიოდა
— ჰყვებოდა მათი საუბრის მანერაზე, წარმომავლობაზე, პრობ-
ლემებზე. ზოგიერთი თურმე იმდენად მადლიერი იყო მისი, რომ
გულუხვადაც ასაჩუქრებდა; ზოგიც, სადრენაჟე თხრილი ნაგვით
რომ ამოევსო, აქეთ ედავებოდა, მომსახურებაში ამხელა თანხის
მოთხოვნა სად გაგონილაო. ბრუკლინის სახლების ყველა იტა-
ლიელი მმართველი ძუნწიაო, თქვა ტონიმ და ისიც დააყოლა,
როდესაც იგებენ, რომ მეც იტალიელი ვარ, ძვლებს კიდევ უფრო
იწვავენო. მერე ისიც უთხრა, ირლანდიელები იმდენად წუწურაქე-
ბი არიან, რომ ყველაფერზე ტირიანო.
— შენთან ბოდიში, მაგრამ ეს ირლანდიელები მართლა წუწუ-
რაქები არიან, საშინელი წუწკები, ჯიბეში ხელს ვერ ჩააყოფინებ,
ზედ ცრემლები რომ არ მოაფრქვიონ, — უთხრა და გაიღრიჭა.
შაბათობით კინოში დაჰყავდა ტონის; მიაკითხავდა და მანჰე-
ტენზე მეტროთი გადიოდნენ, რომ ახალგამოსული ფილმი ენა-
ხათ. პირველად რომ წავიდნენ კინოში, "წვიმაში მომღერლებზე",
და ბილეთის რიგში ჩადგნენ, ეილიშმა გააცნობიერა, რომ დარ-
ბაზში შუქის ჩაქრობის ეშინოდა. მოსწონდა ტონისთან ცეკვა,
მოსწონდა, როგორ ნელ-ნელა უახლოვდებოდა ცეკვისას და ნა-
ზად ეხებოდა მის ძლიერ სხეულს, მოსწონდა, როგორ აცილებ-
და ვაჟი მისის ქიოს სახლამდე და მოშორებით ჩერდებოდნენ,
რომ ეკოცნა. იმის გაცნობიერებაც კი სიამოვნებას ჰგვრიდა, რომ
ტონის მისთვის არასდროს არაფერი უკადრებია, რომ ეილიშს
ეთქვა, ვთქვათ, ხელი გასწიეო — ეს შეცდომა მას ერთხელაც არ
მოსვლია. მაგრამ პირველი ერთობლივი კინოსეანსის დაწყებამ-
დე გული უსკდებოდა, დარბაზის სიბნელე თავში არ აუვარდესო.
რიგში დგომისას ლამის უთხრა კიდეც ეს, რათა სიბნელეში აღ-
მოჩენილს უსიამოვნებისგან დაეცვა თავი. უნდოდა, შეძლების-
დაგვარად თავაზიანად ეთქვა, რომ ორი საათის განმავლობაში
დარბაზში ხვევნა-კოცნას ფილმის ყურება ერჩივნა.
შიგნით, ბილეთების შეძენის შემდეგ, ტონიმ პოპკორნი იყიდა
და, ეილიშისდა გასაკვირად, უკანა სავარძლებისკენ არც კი
გაუწევია, პირიქით, ჰკითხა, სად დავსხდეთო და როდესაც შუა
დარბაზში შეარჩიეს ადგილი, გახარებულიც კი ჩანდა, აქედან
უკეთ ჩანს ეკრანიო. მართალია, ფილმის მსვლელობისას ხელი
გადახვია და რამდენჯერმე რაღაც უჩურჩულა, მაგრამ მეტის უფ-
ლება საკუთარი თავისთვის არ მიუცია. ხოლო როდესაც უკვე
მეტროში იყვნენ, ტონი იმდენად კარგ ხასიათზე იყო, ისე მოსწო-
ნებოდა ფილმი, რაც ბავშვივით ახარებდა, რომ ეილიშმა
გაიფიქრა, ნეტავ ოდესმე მის ცუდ მხარესაც თუ დავინახავო და
ვაჟისადმი უნაზესი გრძნობით აივსო. მალე, როდესაც კინოში
რეგულარულად დაიწყეს სიარული, ეილიშმა შენიშნა, რომ ფილ-
მის შინაარსი ტონიზე ძალიან მოქმედებდა — როდესაც სევდიან
ფილმს ნახავდა, კარგა ხანს ჩაფიქრებული იყო და გოგონა ფიქ-
რობდა, რით გავუქარვო დარდიო. მეტიც, საკმარისი იყო, რამე
სევდიანი ეთქვა ეილიშს, რომ ტონი მაშინვე წყვეტდა ხუმრობას
და სახე ეცვლებოდა. ზოგჯერ ამბის გაგრძელებასაც კი ჰკითხავ-
და ხოლმე. ტონი სრულიად განსხვავებული იყო იმათგან, ვისაც
ეილიში ოდესმე შეხვედროდა. როუზსაც მისწერა მასზე, ოღონდ
წერილი სამსახურში გაუგზავნა, აი, დედისა და ძმებისათვის გაგ-
ზავნილ წერილებში კი ტონი გაკვრითაც არ უხსენებია.
სცადა, დისთვის აღეწერა, როგორი წესიერი და პატიოსანი
ბიჭი გაიცნო. ისიც თქვა, სწავლა იმდენ დროს მართმევს, რომ
არც მის მეგობრებს ვიცნობ და არც მის ოჯახსო. მიუხედავად იმი-
სა, რომ მშობლების გასაცნობად ტონიმ მართლაც რამდენჯერმე
დაპატიჟა შინ.
როდესაც როუზმა საპასუხო წერილი გამოუგზავნა, ეკითხებო-
და, რითი ცხოვრობსო. ეილიშმა წერილში ეს საკითხი არ ახსენა,
რადგან იცოდა, რომ როუზს მისთვის უფრო ისეთი ვინმე ემეტე-
ბოდა, რომელიც სადმე ოფისში — ბანკში ან სადაზღვევო კომპა-
ნიაში იმუშავებდა. ირლანდიაში გაგზავნილ წერილში განგებ არ
მიუთითა, სანტექნიკოსიაო, მაგრამ ზუსტად იცოდა, რომ როუზი
მიუხვდებოდა, რასაც ასე მალავდა უმცროსი და, რადგან ტონის
საქმიანობა ზედაპირულად აღწერა.
ერთ პარასკევს, როდესაც სამრევლო დარბაზში შევიდნენ,
ქუჩაში აუტანელი ყინვის მიუხედავად, კარგ ხასიათზე იყვნენ და
ტონი ზაფხულსა და კონი-აილენდზე წასვლის შესახებ ესაუბრე-
ბოდა, მათ მამა ფლადი გახარებული სახით მიეგება. მაგრამ
მღვდელმა იმდენი ხანი ილაპარაკა და დაიჟინა, ჩემთან ერთად
სოდიანი წყალი დალიეთო, რომ ეილიშს ეჭვი შეეპარა, როუზმა
ხომ არ მოსწერა, რომ ტონი შეეთვალიერებინა და შეეტყო, ვინ
არის და რას წარმოადგენსო.
ეილიში ლამის ამაყობდა ტონის კარგი მანერებით, მისი
სიტყვა-პასუხით, რამაც მღვდელსაც გაუიოლა მასთან საუბარი.
ეილიში დარწმუნებული იყო, რომ როუზს სანტექნიკოსი სრული-
ად სხვაგვარად ეყოლებოდა წარმოდგენილი და ამიტომაც დაინ-
ტერესდებოდა ტონის მანერებითა და მეტყველების კულტურით.
ალბათ, ერთ უხეშ, გაუთლელ და გაუმართავი მეტყველებით მო-
ლაპარაკე ტიპს ხატავდა გონებაში. ეილიშმა გადაწყვიტა, რომ
მიეწერა, ტონის საუბარიც კულტურული აქვს და მანერებიც, ხო-
ლო ბრუკლინში ადამიანს ქცევაზე არ ეტყობა საქმიანობა, რო-
გორც ენისკორთიშიო.
უკვირდებოდა, როგორ ესაუბრებოდა ტონი მღვდელს, მაგ-
რამ როდესაც სიტყვა ჩამოვარდა ბეისბოლზე, მისმა კავალერმა
თითქოს სულ გადაივიწყა, მოძღვარს რომ ელაპარაკებოდა, გაც-
ხარდა, შეედავა, შეაწყვეტინა კიდეც სიტყვა, როცა საქმე იმ მატ-
ჩზე მიდგა, რომელიც ორივეს ენახა და ვერც იმ მოთამაშის შე-
ფასებაში დაეთანხმა, რომლის დიდი იმედიც ჰქონია. თქვა კი-
დეც, ამ წაგებას არასოდეს ვაპატიებო. მოკლედ, ისეთი ენთუზი-
აზმით წარიმართა საუბარი, როგორც ორ ძველ მეგობარს შო-
რის. ერთხანს მამაკაცებმა ეილიშის იქ ყოფნა ვერც კი შენიშნეს,
მაგრამ როგორც კი კამათის ტემპერატურამ იკლო, ორივემ შეს-
თავაზა, შემდეგ მატჩზე აუცილებლად უნდა წამოხვიდეო, მიუხე-
დავად იმისა, რომ ეილიშს თავიდანვე ჰქონდა ნათქვამი, "დოდ-
ჯერსის" ფანი ვარო.

***
ეილიშმა დის წერილი მიიღო, სადაც როუზი სასხვათაშორი-
სოდ სწერდა, მამა ფლადს ტონი მოსწონებია, ზრდილობიან, წე-
სიერ და პატივსაცემ ახალგაზრდად დამიხასიათაო, თუმცა წუხდა,
რომ ტონის მხოლოდ ეილიში ნახულობდა და მისი ოჯახი არ იც-
ნობდა. არადა, ეილიშს არ დაუკონკრეტებია წერილებში, რომ
კვირაში სამჯერაც კი ნახულობდა მას ლექციების შემდეგ, რად-
გან სხვა დროს არ ეცალა. მდგმურ გოგოებთან ერთად კი არსად
დადიოდა, რაც მისთვის შვება უფრო იყო, ვიდრე დანაკლისი.
როდესაც ახალი ფილმი ჰქონდა ნანახი, მაგიდასთან სალა-
პარაკოდ თემაც ჩნდებოდა. რაკი დასამალი აღარავისთვის იყო,
რომ ტონის ხვდებოდა, ლამის თითოეულმა თანამესუფრემ წე-
სად დაისახა, გაფრთხილებები და რჩევები არ მოეკლო ეილი-
შისთვის. ხვდებოდა, რომ როუზიც ასე მოიქცეოდა და ტონის არ-
სებობის გამხელაც ლამის სანანებლად გადაქცეოდა უკვე, დე-
დისთვის გაგზავნილ წერილებში კი კვლავინდებურად ტონიზე
სიტყვასაც არ ამბობდა.
სამსახურში შენიშნა, რომ გამყიდველი გოგონები იცვლებოდ-
ნენ — ერთნი მიდიოდნენ, მეორენი მოდიოდნენ — ხოლო თვი-
თონ და რამდენიმე სანდო და გამოცდილი თანამშრომელი პირ-
ველ სართულზე მომხმარებლებს ჩვეული რეჟიმით ემსახურე-
ბოდნენ. კვირაში ორ-სამჯერ ლანჩს მის ფორტინისთან ერთად
მიირთმევდა უკვე, რადგან ზედამხედველი ჭკვიან და საინტერე-
სო ადამიანად მიიჩნევდა. როდესაც ეილიშმა ტონიზე მოუყვა, მის
ფორტინიმ ამოიოხრა და თქვა, მეც იტალიელი შეყვარებული
მყავს, მაგრამ ერთი დიდი თავსატეხია, მეტი არაფერი. ახლა,
როდესაც ბეისბოლის სეზონი დაიწყება, უფრო აუტანელი გახდე-
ბა, რადგან მაგ დროს ძმაბიჭებისა და ლუდის მეტი არავინ უნდა,
რომ ვიწრო წრეში უყურონ მატჩებსო. მერე ეილიშმა უთხრა, ტო-
ნიმ მატჩზე დამპატიჟაო, რაზეც ზედამხედველმა ისევ ამოიოხრა
და გაიცინა.
— ჰო, ჯოვანიმაც დამმართა ერთხელ ეგ ამბავი, მაგრამ მხო-
ლოდ ერთხელ დამელაპარაკა და მაშინაც იმის სათქმელად,
ადექი, მე და ჩემს ძმაკაცებს ჰოთდოგი მოგვიტანეო. მერე კინა-
ღამ ცხვირში ჩამცხო, როდესაც ვკითხე, მდოგვიც ხომ არ
გინდათ-მეთქი; თურმე ყურადღება გავაფანტვინე.
როდესაც ეილიშმა ტონი აღუწერა, მის ფორტინი დაინტერეს-
და.
— მოიცა: ძმაკაცებთან დასალევად არ მიჰყავხარ და მერე
გოგოებს არ შეგატოვებს ხოლმე?
— არა.
— სულ თავის თავზე არ გელაპარაკება და დედამისს არ გი-
ქებს?
— არა.
— მაშინ ხელიდან არ გაუშვა, გენაცვალე. მისნაირს მეორეს
ვერ იპოვი. ირლანდიაში კიდევ შეიძლება, მაგრამ აქ ვერა, —
ორივეს გაეცინა, — და ნაკლი რა აქვს? — ჰკითხა მის ფორტი-
ნიმ, რაზეც ეილიში ჩაფიქრდა.
— ხუთიოდე სანტიმეტრით რომ იყოს მაღალი, კარგი იქნე-
ბოდა.
— მეტი ნაკლი ვერ მოუნახე?
ეილიში ისევ ჩაფიქრდა.
— ვერა.

***
ეილიშმა პაემნები გადადო და სამსახურის შემდეგ მთელ
დროს სწავლას უთმობდა, რადგან გამოცდები ახლოვდებოდა
და ეშინოდა, არ ჩავიჭრაო. ამიტომაც მთელი თვე-ნახევარი ვე-
ღარ ახერხებდა შაბათობით კინოში სიარულს; სამაგიეროდ, თა-
ვის ოთახში იჯდა წიგნებში თავჩარგული და იურიდიულ ტერმი-
ნებთან ერთად გახმაურებული საქმეების დეტალებს უღრმავდე-
ბოდა. ტონის დაჰპირდა, როგორც კი გამოცდებს ჩავათავებ,
აუცილებლად გეწვევი სტუმრად, რომ შენი მშობლები და ძმები
გავიცნოო. ტონიმ კი უთხრა, "დოდჯერსის" მატჩზე ბილეთს აგი-
ღებ და ჩემს ძმებთან ერთად წაგიყვანო, თან, დაარწმუნა, დრო
მალე გაირბენსო.
ტონი ისეთი გახარებული იყო, ეილიში რომ უნდა სწვეოდა
სტუმრად სამოცდამეთორმეტე ქუჩაზე, რომ ვერც კი შეამჩნია,
როგორ გაეყინა მას სახე, ისე განაგრძო მომავალზე საუბარი.
ეილიშს განშორება არ უნდოდა, უმძიმდა, მაგრამ სამეცადინო
მაქვსო, სულ ამას გაიძახოდა, და ტონიც აბა, სხვას რაღას ეტყო-
და. მოგვიანებით, როდესაც დაწვა, ჩავლილი შეხვედრა გაიაზრა
და მიხვდა, რომ ტონი ზაფხულს გეგმავდა. ხომ უნდა სცოდნოდა
ორივეს, რამდენ დროს გაატარებდნენ ერთად? ამას წინათაც
ხომ უთხრა, მიყვარხარო, როდესაც აკოცა და პასუხის მოლო-
დინში ისევ გაირინდა, მაგრამ ეილიშს ჯერ კიდევ არ გაეცა ამ
გრძნობაზე პასუხი.
ეილიში უკვე ხვდებოდა, რომ ტონი მისთვის ხელის თხოვნაზე
ფიქრობდა, შედეგად კი შვილები გაუჩნდებოდათ, რომლებიც
"დოდჯერსის" გულშემატკივრები გაიზრდებოდნენ. ეს კი იმდენად
აღმაშფოთებელი იყო, რომ ვერავის გაუმხელდა, მით უმეტეს,
როუზს და, ალბათ, ვერც მის ფორტინის. დაქორწინებაზე ფიქრი,
მისი აზრით, ტონიმ ნაადრევად დაიწყო. არადა, უკვე ხუთი თვეა
ხვდებოდნენ და ჯერ ერთხელაც არ მოსვლოდათ არათუ კამათი,
არამედ გაუგებრობაც კი. არადა, დაქორწინების იდეას სწორედ
გაუგებრობად აფასებდა ეილიში.
ტონი წესიერი, საინტერესო და ლამაზი ბიჭი იყო, თან, ეილი-
ში მოსწონდა, რაშიც ქალიშვილს ეჭვი არ ეპარებოდა, ოღონდ
ეს არა მარტო ვაჟის სიტყვებიდან გამომდინარე, არამედ მისი პა-
სუხებიდან — ეილიში აკვირდებოდა, როგორ გულწრფელად პა-
სუხობდა კითხვებზე და როდესაც თვითონ იწყებდა საუბარს, ტო-
ნი ყურადღებით უსმენდა. ყველაფერი, ერთი შეხედვით, რიგზე
მიდიოდა და წინ გრძელი ზაფხული ელოდათ, როდესაც გამოც-
დებზე საზრუნავი აღარ ექნებოდა. საცეკვაო მოედანზეც და ქუჩა-
შიც არაერთხელ შეუმჩნევია არაერთი მამაკაცის მზერა, მაგრამ
ამაზე ხომ ფიქრიც არ ღირდა, რადგან ჩავლილი იყო, თანაც, წა-
მიერი. აი, მდგმურად დაუსრულებლად ცხოვრება და თანამობი-
ნადრეებთან ერთად ვახშმობაზე ფიქრი უკვე შიშს ჰგვრიდა. მაგ-
რამ მაინც ფიქრობდა, რომ ტონი ჩქარობდა და როგორმე უნდა
შეეჩერებინა, ოოღონდ ისე, რომ ვაჟს არ სწყენოდა.
მომდევნო პარასკევს, ხელგადახვეულები რომ ბრუნდებოდ-
ნენ სამრევლო დარბაზიდან, ტონიმ ყურში ჩასჩურჩულა, მიყვარ-
ხარო. როდესაც ეილიშმა არაფერი უპასუხა, მან კიდევ ერთხელ
ჩასჩურჩულა და აკოცა. ეილიშმა კი ისე მოიცილა ხელის კვრით,
რომ არც კი გაუფრთხილებია, გაიწიეო. როდესაც ტონიმ ჰკითხა,
რა გჭირსო, მან არაფერი უპასუხა. სიყვარულის ახსნამ და პასუ-
ხის მოლოდინმა შეაშინა, აფიქრებინა, რომ სამუდამოდ აქ დარ-
ჩენა და ოჯახისგან შორს ყოფნა ელოდა. როდესაც მისის ქიოს
სახლამდე მიაღწიეს, ეილიშმა მშრალად გადაუხადა მადლობა
და, ისე, რომ სახეში არ შეუხედავს, ღამე ნებისაო, უთხრა და
სარდაფში ჩამავალი კიბე ჩაირბინა.
იცოდა, რომ არასწორად მოიქცა, იცოდა, რომ სანამ ხუთშა-
ბათს ნახავდა, ტონი გაიტანჯებოდა. ამიტომ ხუთშაბათის დადგო-
მას თვითონაც გულისფანცქალით ელოდა. მერე სურვილი გაუჩ-
ნდა, რომ ეთქვა, იქნებ იშვიათად ვნახოთ ხოლმე ერთმანეთიო,
მაგრამ მიზეზი ვერ მოიფიქრა, რასაც სარჩულად გამოიყენებდა.
იქნებ ამის მაგივრად ის ეთქვა, ჯერ ძალიან მცირე ხანია, რაც
ერთმანეთს ვიცნობთ და ბავშვების ყოლაზე ნუ ვისაუბრებთო.
მაგრამ ტონი ჰკითხავდა, ჩემზე სერიოზულად თუ ფიქრობო და
ისიც იძულებული გახდებოდა, რამე ეპასუხა. ასე კი შეიძლებოდა,
დაეკარგა. ტონი ის ბიჭი არ იყო, რომელიც ისეთ გოგოსთან გა-
ჩერდებოდა, რომლის საპასუხო გრძნობაში არ იქნებოდა დარ-
წმუნებული. ეილიში უკვე საკმაოდ კარგად იცნობდა, რომ ამას
მიმხვდარიყო.
ხუთშაბათს აუდიტორიიდან რომ გამოვიდა და კიბეს ჩაუყვა,
ტონი შენიშნა, თუმცა მას არ დაუნახავს; მის ირგვლივ უამრავი
სტუდენტი ირეოდა. ეილიშმა ჯერ კიდევ არ იცოდა, რა უნდა ეთ-
ქვა მისთვის. ანაზდად უკან გაბრუნდა და გაიფიქრა, კიბეს თუ
ავირბენ, ზევიდან გადავხედავო, მაგრამ გულმა უკარნახა, ხომ
იცი, რომ ტონი თამაშსა და მოტყუებას არ დაგიწყებს, ამიტომ თუ
ნახავ და მოუსმენ, დასკვნამდე უფრო იოლად მიხვალო.
ერთი ხელსაყრელი ადგილი იპოვა, საიდანაც მშვენივრად
ხედავდა ტონის, ის კი, სანამ პირდაპირ იყურებოდა, ეილიშს ვერ
შენიშნავდა. ხვდებოდა, რომ ამდენი სტუდენტის მიმოსვლით
თავბრუდახვეული მაინცდამაინც მისკენ არ გაიხედავდა. როდე-
საც კარგად დააკვირდა, გაარჩია, რომ ტონი იღიმებოდა, ძალ-
დაუტანებლად, ბუნებრივი ღიმილით. არადა, როგორ ამაოდ
ელოდა; ისე უნდოდა ბედნიერება, ისე მიისწრაფოდა მისკენ,
რომ ერთი არასწორი სიტყვა და სულ იოლად შეიძლებოდა მის-
თვის გულისტკენა. პირველი სიტყვა, რაც მის შემხედვარე
ეილიშს გაახსენდა, სიტყვა "კმაყოფილი" იყო. ტონი ყველაფრით
კმაყოფილი ჩანდა, მათ შორის, ეილიშითაც და ეს არასდროს
დაუმალავს. მაგრამ ეილიშს მოეჩვენა, რომ ამ კმაყოფილებას
გაურკვევლობის ჩრდილიც ახლდა და გაიფიქრა, იმდენად ვერ
გავრკვეულვარ საკუთარ თავში, რომ ნეტავ მეც ჩრდილი ხომ არ
ვარო. ტონი კი ზუსტად ის იყო და ისეთი, როგორსაც ახლა ხე-
დავდა და მას სხვა მხარე არ გააჩნდა. უეცრად შიშით აკანკალდა
და სწრაფად დაეშვა მისკენ. დერეფანი შეძლებისდაგვარად
სწრაფად გაიარა, რომ მიესწრო.
ტონი თავის სამუშაოზე ესაუბრა. მოუყვა, ერთ ოჯახში შევედი,
სადაც ორი ებრაელი და ცხოვრობს და როდესაც ცხელი წყლის
მილი შევუკეთე, სადილზე დამპატიჟესო. ისეთი სუფრა გაუშლიათ
თურმე, რომ მაგიდაზე აღარაფერი ეტეოდა. დებს გამოაჯავრა
კიდეც საუბარში. ტონი ისე ლაპარაკობდა, თითქოს მათი წინა
შეხვედრა არც ყოფილიყო, ამბავს ამბავზე ჰყვებოდა, სანამ
ტროლეიბუსამდე მიაღწევდნენ, რაც ეილიშს ამ ხუთშაბათ საღა-
მოს უჩვეულოდ მოეჩვენა.
როდესაც იმ ქუჩამდე მივიდნენ, სადაც მისის ქიოს სახლი იდ-
გა, ეილიში მიუბრუნდა:
— რაღაც უნდა გითხრა.
— ვიცი.
— გახსოვს, მითხარი, მიყვარხარო?
ტონიმ თავი დაუქნია. მოიღუშა.
— ჰოდა, მაშინ არ ვიცოდი, რა მეთქვა. მგონი, უნდა გამო-
გიტყდე, რომ შენზე ვფიქრობ, მაღელვებ და მომწონხარ. შესაძ-
ლოა მიყვარხარ კიდეც. ამიტომ შემდეგში როცა მეტყვი, მიყვარ-
ხარო, შეიძლება მეც გიპასუხო...
— რა მიპასუხო?
— მეც მიყვარხარ-მეთქი.
— დარწმუნებული ხარ?
— კი.
— უჰ, ამის დედა! უი, უკაცრავად, თავი ვერ შევიკავე, მეგონა,
მეტყოდი, შენი ნახვა აღარ მინდაო.
ეილიში იდგა და აცახცახებული უყურებდა.
— მგონი, მეხუმრები, — უთხრა ტონიმ.
— არ გეხუმრები.
— აბა, მაშინ რატომ არ იღიმები?
მცირედი ყოყმანის შემდეგ ეილიშმა გაუღიმა.
— ახლა შემიძლია შინ დავბრუნდე?
— არა. ახლა სიხარულით ახტომა მინდა. შეიძლება?
— ოღონდ მშვიდად, — ეილიშს გაეცინა.
ტონი ახტა და ტაში შემოჰკრა.
— მოდი, პირდაპირ გკითხავ, — მიუბრუნდა ეილიშს და თვა-
ლებში ჩახედა, — გიყვარვარ?
— კი, ოღონდ სხვა აღარაფერი მკითხო და არ დამიჩემო,
ჩვენი შვილები "დოდჯერსის" გულშემატკივრები იქნებიანო.
— რაო? აბა, ბავშვებმა "იანკებს" ან "გიგანტებს" უნდა უქომა-
გონ? — გულიანად გაიცინა.
— ტონი!
— რა?
— ნუ მაწვები.
ტონიმ აკოცა, მერე მისის ქიოს სახლამდე მიაცილა და კიდევ
აკოცა, რაც გაუტკბა და ეილიშმა თავაზიანად შეახსენა, კოცნას
თუ არ შეწყვეტ, მაყურებლებს შემოვიკრებთო. მიუხედავად იმისა,
რომ ამაღამ სწავლისთვის უნდა დაეთმო დრო და საცეკვაოდ
ხვალ ვერ წავიდოდა, მაინც შეთანხმდნენ, რომ გაისეირნებდნენ,
ოღონდ ეილიშის უბანში.

***
გამოცდები ისეთი რთული არ აღმოჩნდა, როგორსაც ეილიში
მოელოდა; სამართალშიც კი იოლი კითხვები შეხვდა, რომლე-
ბიც მხოლოდ ზოგად ცოდნას მოითხოვდა. როდესაც გამოცდებს
მორჩა, შვებით ამოისუნთქა, მაგრამ იცოდა, რომ ტონის ახლა
უარს ვეღარ ეტყოდა ბევრ რამეზე — ბიჭს კი გეგმები ჰქონდა
დასახული. ტონიმ ეილიშის ოჯახში დასაპატიჟებლად თარიღის
შერჩევა დაიწყო, ეილიშს კი ეს ამბავი აფორიაქებდა, რადგან
იცოდა, რომ ტონის მასზე ბევრი რამ ექნებოდა ნათქვამი მშობ-
ლებისთვის; ხვდებოდა, რომ ტონი ოჯახში წარადგენდა არა რო-
გორც შეყვარებულს, არამედ როგორც უფრო მეტს.
საღამოს, როდესაც ჰკითხა, როდის მოგაკითხოო, ტონი
აღარ ღელავდა. მზის უკანასკნელი სხივები ჯერ კიდევ ყოჩაღად
ებრძოდა ბინდს, თბილოდა და ბავშვებიც თამაშობდნენ ქუჩაში,
ასაკოვანი ხალხი კი კიბიან მოედანზე იჯდა. ასეთი რამ ზამთარში
წარმოუდგენელი იყო და ეილიში თავს უკვე ბედნიერად, თბი-
ლად და ლაღად გრძნობდა.
— ერთი გაფრთხილება უნდა მოგცე, — დაიწყო ტონიმ, —
ერთი პატარა ძმა მყავს, ფრენკი. ძალიან ჭკვიანი და კეთილი
ბავშვია, მაგრამ ვიცი, შენ რომ გნახავს, ენას არ გააჩერებს. მე-
ტისმეტად ენაგრძელია. ფულიც კი ვაჩუქე, ოღონდ ეზოში ჩადი
და ბურთი ითამაშე-მეთქი, მამაჩემი კი დაემუქრა, გაგლახავო,
მაგრამ ვიცი, რომ ენას მაინც არ გააჩერებს. თუმცა ისეთი გუ-
ლიანია, ვიცი, მოგეწონება.
— ასეთს რას იტყვის?
— საქმეც ისაა, რომ არ ვიცი. ენას ძვალი არა აქვსო, ხომ
იცი?
— საინტერესოა, — თქვა ეილიშმა.
— კი, ძალიან... და კიდევ ერთი რამ...
— არ მითხრა! ალბათ, ბებერი ბებია გყავს, რომელიც კუთხე-
შია მიყუჟული და წამი და წუთი რაღაცაზე გეძახის.
— არა, ბებია იტალიაშია. ყველა იტალიელი მყავს და ყვე-
ლანი იტალიელებს ჰგვანან. ყველა შავგვრემანია, ჩემ გარდა.
— შენ როგორღა გამოხვედი ქერა?
— დედაჩემის მამა ყოფილა ქერა. ყოველ შემთხვევაში, ასე
ამბობენ, თორემ მე ის არ მინახავს. საქმე ისაა, რომ არც არავის
უნახავს, რადგან პირველ მსოფლიო ომში დაღუპულა. დედაჩემს
არც ახსოვს, როგორ გამოიყურებოდა.
— ახლა არ თქვა, რომ მამაშენი... — ეილიშს გაეცინა.
— დედაჩემს აგიჟებს ხოლმე! თუ რამე ვიოხუნჯე, ეუბნება, ეს
სხვა ოჯახიდან უნდა იყოსო. ცხადია, სინამდვილეში ასე არ ფიქ-
რობს.
ტონის ოჯახი სამსართულიანი სახლის მეორე სართულზე
ცხოვრობდა. ეილიშს გაუკვირდა, როგორ ახალგაზრდულად გა-
მოიყურებიან ტონის მშობლებიო. როდესაც მისი სამი ძმა გამოჩ-
ნდა, როგორც ტონის ჰქონდა ნათქვამი, სამივეს შავი თმა და მუ-
ქი ყავისფერი თვალები ჰქონდა. ორ უფროს ძმას ტონიზე ბევ-
რად მაღალი ეთქმოდა. ფრენკმა თავი წარუდგინა, მე ყველაზე
უმცროსი ვარო. ეილიში მისი თმისა და თვალის გამაოგნებლად
შავმა ფერმა მონუსხა. მაღალ ძმებს ლორენსი და მორისი ერ-
ქვათ.
მიხვდა, რომ ტონისა და მისი ოჯახის დანარჩენ წევრებს შო-
რის თვალში საცემ განსხვავებაზე ხმა არ უნდა ამოეღო, მიუხე-
დავად იმისა, რომ ამ დეტალს თითქმის ყველა მათგანი ახსენებ-
და. თავი ისე დაიჭირა, თითქოს ვერაფერს ამჩნევდა.
თავიდან ეგონა, რომ პირველი ოთახი სამზარეულო იქნებო-
და, იმის იქით კი სასტუმრო და სასადილო ოთახები, მაგრამ მა-
ლევე მიხვდა, ერთი კარი ბიჭების საძინებელში გადიოდა, მეორე
— სააბაზანოში. სხვა ოთახი ბინაში არ იყო. სამზარეულოს პატა-
რა მაგიდა შვიდ კაცზე იყო გაშლილი. ეგონა, ბიჭების საძინებ-
ლის უკან მშობლების ოთახი იქნებაო, მაგრამ ფრენკმა საუბრი-
სას უთხრა, ჩემს მშობლებს სამზარეულოს კუთხეში, აი, იმ სა-
წოლზე სძინავთო, საგულდაგულოდ რომ იყო მილაგებული და
ქსოვილგადაფარებული.
— ფრენკ, ენას თუ არ გააჩერებ, მშიერი დარჩები, — უთხრა
ტონიმ.
საჭმლისა და სანელებლების სუნი იგრძნობოდა. ლორენსი
და მორისი უხმოდ, ყურადღებითა და უცნაურად აკვირდებოდნენ
სტუმარს. ეილიშმა გაიფიქრა, კინოვარსკვლავებს ჰგვანანო.
— ირლანდიელები არ მოგვწონს, — მოულოდნელად განაც-
ხადა ფრენკმა.
— ფრენკ! — დედამისი მისკენ წავიდა.
— დე, ხომ არ მოგვწონს! სიმართლე უნდა ითქვას. ირლან-
დიელების ბანდამ მაურიციო ისე სცემა, ნაკერების დადებამ
მოუწია. ძაღლობაშიც ირლანდიელები აღმოჩნდნენ, ამიტომ
არავინ დაიჭირეს.
— ფრანჩესკო, პირი დაკეტე! — დატუქსა ქალმა.
— ჰკითხე, — ფრენკმა მორისზე მიუთითა ეილიშს.
— ყველანი ირლანდიელები არ ყოფილან, — თქვა მორის-
მა.
— აკი თქვი, წითური თმა და გრძელი ფეხები ჰქონდათო, —
წამოიძახა ფრენკმა.
— ყურადღებას ნუ მიაქცევთ, — უთხრა მორისმა, — მხო-
ლოდ რამდენიმეს ჰქონდა.
ფრენკი მამამისმა ტალანში გაიხმო; როდესაც რამდენიმე
წუთში უკან დაბრუნდნენ, ბიჭს, ძმებისდა გასაკვირად, სამაგალი-
თოდ ჰქონდა ენა დამოკლებული.
ფრენკი მის წინ დაჯდა და ხმაამოუღებლად დაიწყო სუფრას-
თან მოტანილი კერძის ჭამა. ეილიშს ბიჭი შეეცოდა და გულში
გაჰკრა, როგორ ჰგავს ამწუთას ტონისო. ბიჭი, როგორც ჩანს, მა-
მამ დასაჯა, რამაც გუნება სულ წაუხდინა. გასულ კვირას ეილიშს
დაიანამ ასწავლა, სწორად როგორ უნდა გამოეყენებინა ჩანგა-
ლი სპაგეტის ჭამისას, მაგრამ ტონის ოჯახში დამზადებული სპა-
გეტი ისეთივე თხელი და სლიკინა როდი აღმოჩნდა, როგორიც
დაიანას ნახელავი. საწებელი ისეთივე წითელი კი იყო, მაგრამ
ისეთი სანელებლებით იყო შეკაზმული, რომელიც ეილიშს არას-
დროს გაესინჯა. მოტკბო ეჩვენა. რამდენჯერად გასინჯა, იმდენ-
ჯერ დაიგემოვნა, რომ ინგრედიენტები გამოეცნო. თანამეინახე-
ებს მალულად აკვირდებოდა, სპაგეტის ჩანგლით როგორ ჭამ-
დნენ და თან, აინტერესებდა, ხომ არ მიყურებენ, მე როგორ
ვცოდვილობო.
ტონის დედამ, მკვეთრი იტალიური კილო რომ ჰქონდა,
ეილიშს გამოცდებზე ჰკითხა და დაინტერესდა, შემოდგომიდანაც
თუ აპირებ სწავლის გაგრძელებასო. ეილიშმა აუხსნა, რომ სას-
წავლო კურსი ორ წელიწადს მოიცავდა და დამთავრების შემდეგ
მაღაზიიდან წასვლისა და ოფისში ბუღალტრად მუშაობის სა-
შუალება მიეცემოდა. როდესაც ქალები ამ საკითხს განიხილავ-
დნენ, ბიჭებს, არათუ არ ჩარეულან საუბარში, თავიც კი არ აუწე-
ვიათ მაგიდიდან. ეილიშმა ფრენკის მზერის დაჭერა სცადა, რომ
გაეღიმა მისთვის, მაგრამ ბიჭს ღიმილით არ უპასუხია. მერე ტო-
ნის გახედა, მაგრამ მასაც თავი ჰქონდა ჩაღუნული. უეცრად იგ-
რძნო, რომ ამ ოთახიდან გაქცევა, ქუჩების გარბენა, მეტროში
ჩასვლა და თავის ნაქირავებში დაბრუნება უნდოდა, სადაც ოთა-
ხის კარს შეიკეტავდა და ყველასა და ყველაფერს დაემალებო-
და.
მთავარი კერძი თხელ ცომში გახვეული შემწვარი ხორცი
იყო. როდესაც ეილიშმა გასინჯა, მიხვდა, რომ ცომში ყველი და
ლორი გაერიათ. ხორცი რისი იყო, ვერ მიხვდა. ცომი კი ისეთი
ხრაშუნა გამოდგა და იმდენად სურნელოვანი, ვერაფრით მიხ-
ვდა, რისგან იყო დამზადებული. მართალია, სუფრას კარტოფი-
ლი და სხვა ბოსტნეულის სიუხვე არ ამშვენებდა, მაგრამ რო-
გორც დაიანამ აუხსნა, იტალიურ სუფრაზე ეს ნორმალურიაო,
ამიტომ ეილიშსაც აღარ გაჰკვირვებია. ტონის დედას ნახელავი
შეუქო, რა გემრიელიაო და სცადა, არ დაენახვებინა, რომ გემო
ეუცნაურებოდა. მოულოდნელად კარზე კაკუნი გაისმა. გასაღე-
ბად ტონის მამა წავიდა, მაგრამ მალევე მობრუნდა თავის ქნევი-
თა და სიცილით.
— ანტონიო, იძებნები. მეთვრამეტე ნომერს დრენაჟი აქვს
დაბლოკილი.
— მამა, სუფრასთან ვსხედვართ, — გაწყრა ტონი.
— მისის ბრუნო იყო. ეგ ქალი ძალიან მოგვწონს.
— მე არ მომწონს, — ხმა ამოიღო ფრენკმა.
— ფრანჩესკო, მოკეტე, — გაუბრაზდა კაცი.
ტონი ადგა, სკამი უკან გასწია და კარისკენ წავიდა.
— უნიფორმა და ხელსაწყოები არ დაგავიწყდეს, — სიტყვა
დააწია დედამ, რომელმაც ეს სიტყვები გაჭირვებით წარმოთქვა.
— მალე დავბრუნდები, — მოაძახა ეილიშს, — და მაგან თუ
კიდევ ხმა ამოიღო, აუცილებლად მომახსენე, — წამიერად შე-
მობრუნდა და მიანიშნა ფრენკზე, რომელმაც გულიანად გაიცინა.
— ტონი ქუჩის სანტექნიკოსია, — თქვა მორისმა და აუხსნა,
რომ როდესაც მექანიკოსად მუშაობდა, ასევე ეძახდნენ, თუკი
ვინმეს მანქანა, ტვირთმზიდი ან მოტოციკლი გაუფუჭდებოდა,
ლორენსი კი მალე კვალიფიცირებული დურგალი დადგებოდა,
ასე რომ, თუ ვინმეს სკამი ან მაგიდა დაუზიანდებოდა, მისთვის
უნდა ეხმოთ.
— მაგრამ ფრენკი ოჯახის ტვინია და კოლეჯში ისწავლის.
— ოღონდ პირის დამუწვას თუ ისწავლის, იმ შემთხვევაში, —
თქვა ლორენსმა.
— ის ირლანდიელი ბიჭები, მაურიციო რომ დაამჟავეს, — ისე
ჩაერთო საუბარში ფრენკი, თითქოს არავის ნათქვამს ყურს არ
უგდებსო, — ლონგ-აილენდზე გადავიდნენ.
— მიხარია, რომ აქედან წასულან, — მიუგო ეილიშმა.
— იქ კი იმხელა სახლები ჰქონიათ, რომ თურმე ყველას თავ-
თავისი ოთახი აქვს და ძმებთან ერთად არავის სძინავს.
— არ მოგწონს ძმებთან ძილი? — ჰკითხა ეილიშმა.
— არა, — მიუგო ბავშვმა, — ხანდახან კიდევ შეიძლება.
მაგიდასთან ყველამ ბავშვს შეხედა. ეილიშმა იფიქრა, ახლა,
ალბათ, ესენიც იმავეს ფიქრობენ, რასაც მე — ფრენკი ყველაზე
ლამაზი ბიჭია, ვინც კი ოდესმე მინახავსო. სანამ ტონის დაბრუნე-
ბას ელოდა, ბავშვს თვალს ვერ აცილებდა, მაგრამ მერე მოერი-
და და მზერა აარიდა.
ტონის არყოფნაში ვახშამი გაგრძელდა და დესერტის დროც
დადგა — როგორც ეილიშმა დაასკვნა, კრემიანი ნამცხვარი ალ-
კოჰოლით იყო გაჟღენთილი. მერე ტონის მამამ ყავის საფქვავს
სახურავი მოხსნა და სავსე კოვზი ყავა წყალს ჩაუმატა, რა დრო-
საც ეილიშმა გაიფიქრა, რამდენი მოსაყოლი დამიგროვდა გო-
გოებისთვისო. ყავა პატარა ფინჯნებით მოიტანეს და, მიუხედავად
ერთი სავსე კოვზი შაქრის ჩამატებისა, მწარე მოეჩვენა. მართა-
ლია, არ მოეწონა, მაგრამ დალევა მაინც სცადა, რადგან ოჯახს
ყავის გემო არ ეუცხოვა.
ნელ-ნელა საუბარი აეწყო და გაადვილდა, თუმცა გრძნობდა,
რომ მუზეუმის ექსპონატივით იყო, ამას გარდა, რაც უნდა ეთქვა,
მის ყველა სიტყვას დიდი თუ პატარა ყურადღებით ისმენდა და
იმახსოვრებდა. როდესაც მშობლიურ სახლზე ჰკითხეს, სცადა,
შეძლებისდაგვარად ნაკლები ელაპარაკა, მაგრამ მერე გაიფიქ-
რა, ვაითუ, ხალხს ვაფიქრებინე, რომ რაღაცას ვმალავო.
ფრენკს შეამჩნია, რომ რაც უნდა ეთქვა, ბავშვი ისეთი ყურადღე-
ბით უყურებდა, თითქოს მის სიტყვებს იზეპირებსო. როდესაც ვახ-
შამი დასრულდა და ტონი მაინც არ დაბრუნდა, მორისმა და ლო-
რენსმა თქვეს, წავალთ, ტონის მისის ბრუნოს და მისი ქალიშვი-
ლის კლანჭებიდან დავიხსნითო. ეილიშმა ტონის მშობლებს შეს-
თავაზა, სუფრის ალაგებაში მოგეხმარებითო, რაზეც ცივი უარი
მიიღო. იმის გამო, რომ ტონი ამდენი ხანი არ დაბრუნდა, ყველა
უხერხულად გრძნობდა თავს.
— მეგონა, წამებში მორჩებოდა საქმეს, — თქვა დედამისმა,
— ეტყობა, სერიოზული პრობლემა დაუხვდა, ძნელია, ხალხს
დახმარებაზე უარი უთხრა.
სანამ ტონის მშობლები მაგიდასთან ახლოს არ იყვნენ,
ფრენკმა ეილიშს ანიშნა, მომიახლოვდიო.
— კონი-აილენდზე წაგიყვანა უკვე? — ჩურჩულით ჰკითხა.
— არა, — ჩურჩულითვე უპასუხა ეილიშმა.
— თავისი ბოლო შეყვარებული წაიყვანა, მერე დიდ ბორ-
ბალზე დასხდნენ და გოგომ რაც ჰოთდოგი ჭამა, სულ უკან
ამოაღებინა. მერე ერთი გემოზე გამოლანძღა ეს ჩვენი ტონი და
უთხრა, აღარსად გამოგყვებიო. ტონი ერთი თვე ხმას არ იღებ-
და.
— მართლა?
— ფრანჩესკო, ადექი და გადი, — უთხრა მამამისმა, — ან სა-
შინაო დავალება დაწერე, — მერე ეილიშს მიუბრუნდა, — რას
გეუბნებოდათ?
— კონი-აილენდი ზაფხულში ძალიან ლამაზიაო, — მიუგო
ეილიშმა.
— მართალია, ლამაზია, — დაადასტურა კაცმა, — ტონის
ჯერ არ წაუყვანიხართ?
— არა.
— იმედია, წაგიყვანთ, — თქვა ოჯახის უფროსმა, — მოგეწო-
ნებათ.
ეილიშმა ეშმაკურად მომზირალი ფრენკი დაინახა, რომელიც
კმაყოფილი იღიმებოდა და გაიფიქრა, ალბათ, იმიტომ, მამამის-
თან რომ არ გავთქვიო. როდესაც კაცი შებრუნდა, ბავშვმა გახე-
და და დაეჯღანა, რამაც ეილიში გააკვირვა. მალე სამუშაო ტან-
საცმელში გამოწყობილი ტონი ძმებთან ერთად დაბრუნდა. სამუ-
შაო იარაღები დაყარა და ხელები ასწია: თითები სულ გასჭუჭ-
ყიანებოდა.
— წმინდანი ვარ, — თქვა და გაიღიმა.

***
როდესაც ეილიშმა მის ფორტინის უთხრა, კვირას ტონიმ
კონი-აილენდის სანაპიროზე უნდა წამიყვანოსო, ზედამხედველს
სახეზე შეშფოთება გამოეხატა:
— მგონი, ფიგურას უნდა მიხედო, — უთხრა ეილიშს.
— ვიცი, თანაც, საბანაო კოსტიუმი არა მაქვს.
— ოჰ, ეს იტალიელი კაცები! — ამოიოხრა მის ფორტინიმ, —
ზამთარში არაფერს იტყვიან, მაგრამ ზაფხულში პლაჟზე მეტისმე-
ტად პრეტენზიულები ხდებიან. ჩემი შეყვარებული მანამდე არ გა-
ვა პლაჟზე, სანამ კარგად არ გაირუჯება.
მის ფორტინიმ თქვა, ჩემი ერთი მეგობარი სხვა მაღაზიაში
მუშაობს, სადაც ბევრად მისაღებ ფასად აქვთ საცურაო კოსტიუმე-
ბი, ვიდრე "ბარტოჩიში" ფასდაკლებისასო. ეილიშს შესთავაზა,
კურიერს მოვატანინებ, მოიზომე რამე და თუ მოგინდება, დაიტო-
ვეო. ასევე ურჩია, ფიგურას მიაქციე ყურადღებაო. ეილიშმა მისი
გადარწმუნება სცადა, ტონი ისეთი ბიჭი არ ჩანს, რომ შეყვარებუ-
ლის ფიგურას ან ნამზეურს მიაქციოს ყურადღებაო, მაგრამ მის
ფორტინიმ შეაწყვეტინა, იტალიელებს შენ მე ნუ მასწავლი,
პლაჟზე როგორ გამოიყურება გოგონა, ამას მუდამ დიდ ყურად-
ღებას აქცევენო. მნიშვნელობა არა აქვს, სხვა დროს თუნდაც
სრულყოფილი იყოს ქალი, მაგრამ ზღვაზე სულ სხვა თვალით
უყურებენო.
— ირლანდიაში ამას არავინ აქცევს ყურადღებას, — თქვა
ეილიშმა, — ცუდ ტონად ითვლება.
— იტალიაში კი ცუდ ტონად ის ითვლება, ყურადღებას თუ არ
მიაქცევენ.
იმავე კვირაში მის ფორტინი ეილიშთან მივიდა და საიდუმ-
ლოს უთხრა, საცურაო კოსტიუმები მოიტანეს და მაღაზიას რომ
დავკეტავთ, მოიზომეო. რაკი იმ დღეს ხალხმრავლობა იყო,
ეილიშს სულ გადაავიწყდა გაფრთხილება, მაგრამ მის ფორტინი
პაკეტით ხელშუი გამოეცხადა და თვალით ანიშნა, გამომყევიო.
მერე დაცვა გააფრთხილა, მცირე ხანს შევყოვნდებით, შუქს ჩვენ
გამოვრთავთ და უკანა კარიდან გავალთოო.
პირველი, შავი კოსტიუმი, ეილიშის ზომა აღმოჩნდა. გასახდე-
ლის ფარდა გადასწია და გამოვიდა, რომ მის ფორტინის დაენა-
ხა. ზედამხედველმა შეხედა, პირზე ხელი აიფარა, თითქოს ამით
ეუბნებოდა, სერიოზულად ვფიქრობო და ისეთი მზერა მიიღო,
ეილიშმა იფიქრა, ვითომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა,
მოუხდებოდა თუ არა საცურაო კოსტიუმი. მერე შემოუარა და ახ-
ლოდან შეხედა, ბოლოს თეძოზე შეუმოწმა, ფომფლოდ ხომ არ
გაქვსო. ამის შემდეგ დარეზინებული ქსოვილი დაბლა დაუწია და
უკანალზე მსუბუქად დაჰკრა ხელი. როდესაც ეს მეორეჯერ
გააკეთა, ხელი ერთხანს დუნდულზე შეაყოვნა.
— ჩემო კარგო, ცოტა უნდა წაივარჯიშო, — უთხრა და პაკე-
ტიდან მეორე, მწვანე კოსტიუმი ამოიღო, — მგონი, შავი მეტისმე-
ტია, რადგან ძალიან თეთრი კანი გაქვს. ასეთი ფითქინა რომ არ
იყო, მოგიხდებოდა, მაგრამ, მგონი, მწვანე უნდა მოიზომო.
ეილიშმა ფარდა ჩამოაფარა და მწვანე კოსტიუმი ჩაიცვა.
ჭერზე გაკეთებული ნათურების ზუზუნი და მისის ფორტინის დაჟი-
ნებული მზერა დაცარიელებულ მაღაზიაში უფრო მკაფიოდ იგ-
რძნობოდა. კაბინიდან გამოვიდა და ზედამხედველის წინ შეჩერ-
და. მის ფორტინი ხმის ამოუღებლად ჩაიმუხლა და დარეზინე-
ბულ ქსოვილში თითები შეაცურა.
— აქაურობა გაიპარსე, — უთხრა გამყიდველს, — თორემ
საცვლის ნაწილი რამდენჯერაც აგეწევა, იმდენჯერ ქვემოთ უნდა
ქაჩო პლაჟზე. გაქვს კარგი საპარსი?
— მხოლოდ ფეხებისთვის, — მიუგო ეილიშმა.
— კარგი, ერთ ცალს მოგცემ, რომ აქაურობაც მოიწესრიგო.
მის ფორტინიმ ფეხზე აუდგომლად შეაბრუნა ეილიში სარკის-
კენ, თან, ისე, რომ თითები საცვლის ნაწილიდან არ გამოუღია
და სარკეში ეილიშის ბოქვენს დააკვირდა. როდესაც ზედამხედ-
ველი წამოდგა და სარკის მეშვეობით სახეში შეხედა, ეილიში
სირცხვილისგან აილეწა.
— მგონი, ეს თასმები არ ვარგა, — მისკენ მიიწია, თითები
თასმებში შეუყარა და გაუხსნა. საცურაო კოსტიუმის ზედა ნაწილი
უცებ ჩამოვარდა და ეილიშს მკერდი მოუშიშვლდა, მაგრამ უცებ
აიწია და ქსოვილი ხელებით დაიჭირა.
— არც ეს ვარგა? — ჰკითხა ზედამხედველს.
— არა, სხვა სცადე, — ურჩია მის ფორტინიმ, — მოდი, აქე-
დან ამოიღე რომელიმე.
ეილიში მიხვდა, რომ პირდაპირ მის წინაშე უნდა გაშიშვლე-
ბულიყო და ისე გამოეცვალა. შეყოყმანდა.
— მიდი, სწრაფად, — დააჩქარა ზედამხედველმა.
გოგონამ ზედა ნაწილის გახდისას ცალი ხელი მკერდზე
მიიფარა, რომ მთლად გაშიშვლებულად არ ეგრძნო თავი,
მეორე ხელით კი ახლის აღება სცადა, მაგრამ ზედამხედველმა
დაასწრო და კოსტიუმის თვალიერება დაიწყო.
— იქნებ კაბინაში შევიდე, — უთხრა ეილიშმა, — დაცვის ბი-
ჭები არ შემოვიდნენ.
ორ კოსტიუმს მოჰკიდა ხელი და ფარდის უკან გავიდა.
გრძნობდა, რომ მის ფორტინის მზერა ახლა ფარდაზე იყო შეჩე-
რებული. იმედი ჰქონდა, რომ სწრაფად მორჩებოდა მოზომვას
და აღარც მის ფორტინი ეტყოდა რამეს გაპარსვაზე.
ამჯერად მკვეთრი ვარდისფერი კოსტიუმით გამოვიდა კაბინი-
დან. ზედამხედველი სერიოზული სახით დააკვირდა და ეილიშმა
ამ მზერაში ისეთი რამ იგრძნო, რასაც ვერავის გაუმხელდა.
თვითონ ხელებჩამოშვებული იდგა, მის ფორტინი კი ფერსა
და ჭრილზე მსჯელობდა, ძველმოდურად აქვს გული ამოღებუ-
ლიო, ამბობდა. მერე თითები ისევ დარეზინებული ნაჭრის ქვეშ
შეუცურა, დუნდულებამდე გააყოლა და ერთხანს შეჩერდა.
— აბა, ახლა სხვა სცადე, — უთხრა და ზუსტად ფარდასთან
დადგა, რომ ეილიშს მისი ჩამოფარება ვერ მოეხერხებინა.
ეილიშმა სწრაფად გაიხადა ვარდისფერი და ბოლო ეგზემპლა-
რის ჩაცმისას ისე აჩქარდა, რომ ფეხი არასწორად წაყო და წა-
ბორძიკდა. დაიხარა, რომ ქვედა ნაწილი ხელში აეღო და სწო-
რად ამოეცვა. ასე თითივით შიშველი აქამდე არავის ჰყავდა ნა-
ნახი; არც ის იცოდა, როგორი მკერდი ჰქონდა და ვერც იმას
ხვდებოდა, კერტების გარშემო მუქი კანი ნორმალური იყო თუ
არა. უხერხულობის მწველი გრძნობა გაუქრა და სიცივემ აიტანა.
როცა უკანასკნელი კოსტიუმიც ჩაიცვა და მის ფორტინის სამსჯავ-
როს წინაშე წარდგა, ამოისუნთქა.
თვითონაც სულაც არ ფიქრობდა, რომ კოსტიუმები, ფერის
გარდა, სხვა რამითაც განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, უბრა-
ლოდ, შავი და ვარდისფერი არ მოეწონა, სხვები მოერგო და
მოეწონა კიდეც, ასე რომ, არჩევა არ უნდა გასჭირვებოდა. მის
ფორტინიმ შესთავაზა, სანამ აირჩევდე, კიდევ ერთხელ მოიზომე
სათითაოდო. ეილიშმა იუარა, აღარ მინდა, ისედაც დიდ მნიშვნე-
ლობას არ ვანიჭებ მცირედ განსხვავებებსო. ამიტომ ზედამხედვე-
ლი დაჰპირდა, დილით ამათ უკან გავგზავნი და ბარათსაც და-
ვურთავ, რომლებიც მოგეწონა, რომ შესვენებაზე გახვიდე და
შეიძინოო, თან, დაარწმუნა, ჩემი მეგობარი კარგ ფასდაკლებას
გაგიკეთებსო. როდესაც ეილიშმა ტანთ ჩაიცვა და გასასვლელად
მოემზადა, მის ფორტინიმ შუქი გათიშა და უკანა კარიდან გავიდ-
ნენ.

***
ეილიშმა ჭამას მოუკლო, მაგრამ გაუჭირდა, რადგან ცა-
რიელი კუჭით ვერ იძინებდა. ძლივს შერჩეული საცურაო კოს-
ტიუმი სააბაზანოს სარკის წინ ჩაიცვა და თავი სულაც არ მოეჩვე-
ნა მსუქანი, უბრალოდ, მეტისმეტად ფითქინა კანი ჰქონდა, რაც
დიდად არ მოსწონდა.
ერთ საღამოს, სამსახურიდან დაბრუნებულს, სამზარეულოს
პატარა მაგიდაზე წერილი დახვდა. წერილი ოფიციალური იყო
და ბრუკლინის კოლეჯიდან გამოეგზავნათ; სასწავლებელი ატ-
ყობინებდა, რომ გამოცდები ჩააბარა და თუ აინტერესებდა ნიშ-
ნები, შეეძლო ადმინისტრაციაში დაერეკა. წერილში იმედს გა-
მოთქვამდნენ, რომ სექტემბრიდან ისევ დაბრუნდებოდა კოლეჯ-
ში და მეორე კურსზე ისწავლიდა. ვადაც მიეთითებინათ, როდის
უნდა შეეტანა განაცხადი.
მშვენიერი საღამო იყო. იფიქრა, ვახშამს გამოვტოვებ და სამ-
რევლო სახლში მივალ, რომ მამა ფლადს წერილი ვაჩვენოო.
მისის ქიოს ბარათი დაუტოვა და გარეთ გავიდა, სადაც ქუჩას მო-
ავლო თვალი და გაოცდა, ირგვლივ რამხელა სილამაზეაო. ყვე-
ლაფერი მოეწონა — შეფოთლილი ხეები, ხალხი, მზემიმდგარი
შენობები. ბრუკლინში თავი ასე არასდროს უგრძნია. ამ წერილმა
გაახალისა, თითქოს მეტი თავისუფლება შემატა და მიხვდა, რომ
სწორედ ამას ელოდა ამდენი ხანი. უნდოდა, რომ მოძღვარს და-
ლაპარაკებოდა, თუ შინ დაუხვდებოდა, მერე კი ტონისთვის ეჩვე-
ნებინა და ბოლოს შინ გაეგზავნა წერილი, სადაც აუცილებლად
ახსენებდა თავისი წარმატების ამბავს. ერთ წელიწადში უკვე კვა-
ლიფიცირებული ბუღალტერი იქნებოდა და უკეთეს სამსახურს
მოძებნიდა.
დროთა განმავლობაში აუტანლად დაცხებოდა, მერე ყველა-
ფერი გადაყვითლდებოდა, ხეებს ფოთლები დასცვივდებოდა და
ბრუკლინში ისევ ზამთარი შემოაღებდა კარს. მერე სიცივე ისევ
გაზაფხულს დაუთმობდა ასპარეზს, ისევ გამოიკვირტებოდა მცე-
ნარეები და ბრუკლინის კოლეჯიდან მორიგი მახარობელი წერი-
ლი მიუვიდოდა.
ასე ოცნებაში ჩაძირული მიაბიჯებდა ქუჩაში, ოცნებაში, სადაც
ტონის ღიმილი და სიახლოვე აუცილებელ ატრიბუტად ქცეული-
ყო; წარმოიდგენდა, როგორ ისეირნებდნენ ქალაქში, როგორ
შეიყუჟებოდნენ სადმე ქუჩის კუთხეში და ჩაეხუტებოდნენ, როგორ
აკოცებდა ტონი და როგორ იგრძნობდა მის ენას საკუთარ ენაზე.
ახლა ეს ყველაფერი ჰქონდა, რასაც კოლეჯიდან მიღებული წე-
რილი აგვირგვინებდა — არადა, ბრუკლინში ჩამოსვლისას ამ-
დენ რამეს ხომ ვერც წარმოიდგენდა. უცებ გაიფიქრა, ისე
იდიოტივით ვიღიმები, ხალხს სულელი არ ვეგონოო და სე-
რიოზული გამომეტყველება მიიღო.
კართან მამა ფლადი ქაღალდების დასტით ხელში მივიდა.
სტუმარს ტალანში შეუძღვა, იქიდან მისაღებში გავიდნენ.
მღვდელმა წერილი წაიკითხა და სახეზე მღელვარება დაეტყო.
როდესაც ქაღალდი დაუბრუნა, ისევ სერიოზული გამომეტყველე-
ბა ჰქონდა.
— ყოჩაღ! — ამაყად უთხრა, — მეტს ვერაფერს გეტყვი, —
გაიღიმა, — ამ სახლში ვინც ასე გაუფრთხილებლად მოდის,
პრობლემა აქვს და დახმარება სჭირდება ხოლმე. კარგ ამბავს
ათასში ერთხელ თუ მომიტანს ვინმე.
— ფული დავზოგე, — თქვა ეილიშმა, — ასე რომ, გაისად ჩე-
მი სწავლის საფასურს თავად გადავიხდი, ხოლო როდესაც უკე-
თეს სამსახურს ვიშოვი, თქვენს ვალსაც დავაბრუნებ.
— მრევლის ერთ-ერთმა წევრმა გადაიხადა, — უთხრა მამა
ფლადმა, — კაცობრიობისთვის სიკეთის გაკეთება მინდაო, ამ-
ბობდა და მეც ავდექი და შენი სწავლის საფასური დავაფარვინე.
ახლა ვეტყვი, რომ მომდევნო წელიც დაგიფაროს. როდესაც სი-
კეთეს აკეთებს, თავს კეთილშობილ ადამიანად გრძნობს.
— უთხარით, რომ ფულს მე მიხდიდა? — დაინტერესდა
ეილიში.
— არა, დეტალები არ მითქვამს.
— იქნებ ჩემ მაგივრად მადლობა გადაგეხადათ?
— აბა, რას ვიზამ! ტონი როგორ გყავს?
ამ კითხვამ ეილიში გააოცა, რადგან მღვდელმა ძალიან ში-
ნაურული კილოთი ჰკითხა.
— მშვენივრად, — მიუგო მყისვე.
— მატჩზე არ წაუყვანიხარ? — ჰკითხა მოძღვარმა.
— არა, მაგრამ ამით სულ მემუქრება. ვკითხე, "უექსფორდი"
ხომ არ თამაშოობს-მეთქი, მაგრამ ხუმრობას ვერ მიმიხვდა.
— ეილიშ, ერთ რჩევას მოგცემ, — უთხრა მამა ფლადმა და
ისევ ტალანში გაუძღვა, — მატჩზე ნურასოდეს გაეხუმრები.
— ტონიმაც ეგ მითხრა.
— მტკიცე ხასიათის კაცია, — თქვა მამა ფლადმა.

***
როდესაც ტონის მეორე საღამოს წერილი უჩვენა, კაცმა უთ-
ხრა, შაბათს კონი-აილენდზე წავიდეთ და აღვნიშნოთო.
— შამპანურით? — ჰკითხა ეილიშმა.
— ზღვის წყლით, — უპასუხა ტონიმ, — მერე "ნათანთან" ბა-
რაქიანი ვახშმით დავასრულოთ.
ეილიშმა საზღვაო პირსახოცი "ბარტოჩიში" იყიდა, ხოლო
მზისგან დამცავი ქუდი დაიანასგან, რომელმაც უთხრა, აღარ
ვხმარობო. ვახშმობისას დაიანამ და პატიმ მზის სათვალე უჩვე-
ნეს, რომლებიც ატლანტიკ-სითიში გასეირნებისას ეყიდათ.
— სადღაც ამოვიკითხე, — თქვა მისის ქიომ, — თვალებს
აფუჭებსო.
— ოჰ, კარგი რა, — უთხრა დაიანამ, — მგონი, დიდებული
სათვალეა.
— წავიკითხე, — ჩაერთო პატი, — რომ ვისაც წელს პლაჟზე
არ ეკეთება, გაჭორავენო.
მის მაკადამმა და შეილა ჰეფერნანმა მოირგეს და ეილიშს
ისე გაუწოდეს, რომ შუაში მჯდარი დოლორესისთვის ზედაც არ
შეუხედავთ.
— ძალიან ლამაზია, — შენიშნა მის ქიომ.
— თუ გინდა, მოგყიდი, — უთხრა დაიანამ ეილიშს, — კვირას
სხვას ვყიდულობ.
— მართლა? — ჰკითხა ეილიშმა.
როდესაც გაიგეს, რომ ეილიშს საცურაო კოსტიუმი ეყიდა,
დააძალეს, გვიჩვენეო, და როდესაც სამზარეულოში ნაყიდი
აიტანა, პირველად დოლორესს მიაწოდა, ნახეო.
— იღბლიანი ყოფილხარ, ეილიშ, ასეთი ტანი რომ გაქვს, —
უთხრა მისის ქიომ.
— მე მზეზე ყოფნა არ შემიძლია, — თქვა დოლორესმა, —
საშინლად ვწითლდები.
პატისა და დაიანას გაეცინათ.

***
კვირა დილით, როდესაც ტონიმ მიაკითხა, გაოცდა. ეილიში
მუქი სათვალით არასდროს ენახა.
— თოკი უნდა ჩაგაბა, — უთხრა ვაჟმა, — თორემ პლაჟზე
ყველა ბიჭი შენს მოტაცებას მოინდომებს.
მეტროში პლაჟზე მიმავალი ხალხი ირეოდა. როდესაც ორმა
შემადგენლობამ გაუჩერებლად ჩაიარა, ხალხმა ყვირილი ატეხა.
იმდენი ხალხი იყო, სუნთქვა ჭირდა. როდესაც ბაქანზე მესამე შე-
მადგენლობა ჩამოდგა, ვაგონებში ადგილი არ იყო, მაგრამ
ხალხის ნაწილი უკმაყოფილო ბუზღუნით მაინც შეიჭედა. ზოგს
ეცინებოდა, ერთმანეთს თავზე თუ დავასხდებითო. როდესაც ტო-
ნისთან ერთად, რომელსაც დაკეცილი საპლაჟე ქოლგა მოჰქონ-
და, კარამდე მიაღწია, ვაგონში ადგილი აღარ იყო. გაოცდა, რო-
დესაც ტონიმ ხელი ჩასჭიდა, ხალხი მისწი-მოსწია და კარების
დაკეტვამდე ვაგონში შესვლა მაინც მოახერხეს.
— რამდენი ხანი უნდა ვიმგზავროთ? — იკითხა ეილიშმა.
— საათზე ცოტა მეტი. გააჩნია, რამდენჯერ გაჩერდება, მაგ-
რამ გახალისდი, დიდ ტალღებზე იფიქრე.
როდესაც სანაპირომდე მიაღწიეს, პლაჟიც ისეთივე გადავსე-
ბული დაუხვდათ, როგორიც ვაგონები იყო. ეილიშმა შენიშნა,
რომ ტონი ისევ იღიმებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ვაგონში
ცოლის გაქეზებულმა ერთმა კაცმა ლამის კარზე მიაჭყლიტა. აშ-
კარა იყო, ქოლგას ვერსად გაშლიდნენ. ნემსი არ ჩაიგდებოდა.
პრომენადს18 გაუყვნენ და ეილიშმა ერთი ადგილი შენიშნა, რო-
მელიც მეტისმეტად პატარა კი ჩანდა, მაგრამ უნდა ეცადათ და
ორივეს დაელაგებინა თავ-თავისი ნივთები.
დაიანამ და პატიმ გააფრთხილეს, იტალიაში პლაჟზე არავინ
იცვლისო. იტალიელებმა ამერიკაში თავიანთი ჩვევა ჩამოიტანეს
და საცურაო კოსტიუმები ტანსაცმლის შიგნით აცვიათ, ასე რომ,
ირლანდიურად არ მოგივიდეს და პლაჟზე გამოცვლა არ დაიწ-
ყოო. იტალიელებში ეს თურმე ცუდ ტონად ითვლებოდა. ეილიში
ვერ მიხვდა, გოგოები ეხუმრებოდნენ თუ მართლაც ასე იყო, ამი-
ტომ გადაამოწმა მის ფორტინისთან, რომელმაც დაუმოწმა, სრუ-
ლი სიმართლეაო. მის ფორტინიმ კიდევ ერთხელ ურჩია, წონა
გაქვს დასაკლებიო, არ დავიწყებია ვარდისფერი საპარსიც, რო-
მელზეც უთხრა, უკან ნუ დამიბრუნებო. მიუხედავად მთელი ამ
მომზადება-შემზადებისა, ეილიში მაინც ღელავდა, ტონის წინ

18
(თანამედ. გაგებით) ქვეითად მოსიარულეთა სასეირნო ადგილი, ხშირად
წყალსატევების ახლოს, ქალაქში; სასეირნო ზონა.
ტანთ რომ უნდა გაეხადა და საცურაო კოსტიუმით დანახვებოდა.
ხვდებოდა, რომ ამაში უჩვეულო არაფერი იყო, მაგრამ ამის გაც-
ნობიერება კიდევ უფრო ძაბავდა. აინტერესებდა, შეამჩნევდა თუ
არა ტონი, რომ ზოგიერთი ადგილი გაპარსული ჰქონდა ან მისი
ზედმეტად ფითქინა კანი და თეძო-გავის შევსებული ფორმები ცუ-
დად ხომ არ მოხვდებოდა თვალში.
ტონიმ თავისი ნივთები ძირს დააწყო, ეილიში კი მიხვდა, რომ
მას არავინ უყურებდა და ტანსაცმელი მოურიდებლად გაიხადა.
როგორც კი ქალიშვილი საცურაო კოსტიუმით დაინახა, ტონიმ
მაშინვე ზღვაში შესვლა შესთავაზა. მეზობლად დაბანაკებულ
ოჯახს სთხოვა, ჩვენს ტანსაცმელზე თვალი გეჭიროთო და
წყლისკენ წავიდნენ. ეილიშს გაეცინა, როდესაც ტონის წყალი ცი-
ვი მოეჩვენა და აკანკალდა; მისთვის, ირლანდიის სანაპიროსთან
შედარებით, აქაური წყალი ბევრად თბილი იყო. ეილიშმა სწრა-
ფად შეცურა, ტონი კი ნელ-ნელა შევიდა წყალში.
როდესაც ეილიშმა გაცურა, მამაკაცი ისევ წელამდე წყალში
იდგა, ხოლო როდესაც ქალი მისკენ შემობრუნდა და დაუძახა,
რა ბავშვივით დგახარ, შემო სიღრმეშიო, ტონიმ უპასუხა, ცურვა
არ ვიციო. გოგონა ნაზი ბრასით მისკენ წავიდა, მაგრამ გეგმას
მაშინვე მიუხვდა, როდესაც მის გარშემო წყვილებს დააკვირდა.
ტონის სურდა, რომ ყელამდე წყალში ახლო-ახლოს დამდგარიყ-
ვნენ და ხელჩაკიდებულთ ტალღების რხევასთან ერთად ემოძ-
რავათ. როდესაც ეილიში ჩაეხუტა, ტონიმ ხელები ისე შემოხვია,
რომ იოლად ვეღარ გაეცურა. ეილიშმა უცებ გაიფიქრა, ხომ არ
მეთქვა, უკანასკნელად ვინ შემეხო უკანალზეო. ამის გაფიქრება-
ზე გულიანად გაეცინა, ხელიდან დაუსხლტა და სწრაფად გაცურა
უკან, ტონის კი ხელში ცარიელი წყალი შერჩა.
მთელი დღე ხან პლაჟზე იწვნენ, ხან ოკეანის ტალღებში ნე-
ბივრობდნენ. ეილიშმა ქუდი დაიხურა, ტონიმ კი ქოლგა გაშალა;
მას დედის დამზადებული ბუტერბროდები და თერმოსით ცივ--
ცივი ლიმონათიც წამოეღო სახლიდან. როდესაც ცურავდა,
ეილიშმა დაასკვნა, რომ მშობლიური ტალღებისგან აქაური
ტალღები განსხვავდებოდა — თუ ირლანდიის ნაპირებზე ტალღა
უფრო ზვირთად ეცემოდა მოცურავეს, აქ უფრო ძლიერ ეხეთქე-
ბოდა და წინ მიათრევდა. გადაწყვიტა, უცნობ წყალში შორს არ
გაეცურა. ამას გარდა, ტონიც ღიზიანდებოდა, როდესაც ეილიში
თვალს ეფარებოდა. სამაგიეროდ, როდესაც უკან გამოცურავდა,
ტონის კისერზე ხელებს ხვევდა, ვაჟი კი ბარძაყებზე წაავლებდა
ხელს და აიტაცებდა, რომ გოგოს ფეხები შემოეხვია. ეილიშს გუ-
ლიანად კოცნიდა და მერე თავს უკან აწევინებდა, რომ მისი სახე
დაენახა. ტონის ამდენი ალერსით მკვეთრად დამჩნეული ერექ-
ციის კი არ რცხვენოდა, არამედ ეამაყებოდა. პატარა ბიჭივით
იღიმებოდა. ეილიშიც, თავის მხრივ, ტონისადმი უდიდესი სინა-
ზით გამსჭვალული, ტუჩზე ადნებოდა. როდესაც შებინდდა, პლაჟ-
ზე მათ გარდა თითქმის აღარავინ ჩანდა.

***
როდესაც ეილიშმა დაიჩივლა, როგორ დაცხაო, თანამშრომ-
ლებმა უთხრეს, ჯერ სად ხარ, სიცხე შენ აწი ნახეო. მერე მის
ფორტინიმ დაამშვიდა, მისტერ ბარტოჩიმ კონდიცირების სისტე-
მის ჩართვა დაგვავალაო და ისიც დასძინა, როდესაც აქაურობა
გაგრილდება, ქუჩიდან უამრავი ადამიანი შემოვა სულის მოსათ-
ქმელადო. როგორც ზედამხედველმა აუხსნა, ეილიშს უნდა
მოეხერხებინა და სიგრილეში შემოჭრილთათვის რამე ეყიდვინე-
ბინა.
მალე ეილიშს სამსახურში მიუხაროდა, ხოლო როდესაც ღა-
მით გაოფლილს სიცხე აღვიძებდა, "ბარტოჩიში" გაგრილებას
ნატრობდა. საღამოობით მისის ქიოს სკამები სახლის წინ, პარ-
მაღზე გამოჰქონდა და მარაოებით ხელში გვიანობამდე ისხდნენ
ხოლმე. როდესაც ეილიშს ნახევარ განაკვეთზე უნდა ემუშავა,
ტონიმაც გაინახევრა განაკვეთი და სამსახურის შემდეგ ისევ
კონი-აილენდს ესტუმრნენ, საიდანაც გვიან დაბრუნდნენ. რამდენ-
ჯერაც ეილიშმა სთხოვა, ბორბალზე დავსხდეთო, ტონიმ იმდენ-
ჯერ ზრდილობიანი უარი უთხრა, სხვადასხვა რამ მოისაბაბა. წი-
ნა შეყვარებული რომ სწორედ ამ ბორბალმა დააკარგვინა, ამაზე
სიტყვაც არ დასცდენია. ეილიშს მისი ოსტატური უარი აოცებდა,
რადგან ყოველ ჯერზე უწყინარ მიზეზს პოულობდა, მაგრამ ნამ-
დვილ მიზეზს კი ცოცხალი თავით არ ახსენებდა. ქალიშვილს
ლამის გახარებოდა, რომ ტონის თუნდაც ეს უწყინარი საიდუმლო
ჰქონდა და ასე მშვიდად ინახავდა გულში.
ზაფხულის დადგომიდან კი მხოლოდ ბეისბოლი ეკერა პირ-
ზე. ტონი ისეთ მოთამაშეებს უსახელებდა, როგორიც იყო ჯეკი
რობინსონი, პი ვი რიზი და პრიჩერ რო, რომლებიც ეილიშის-
თვის მთლად უცხოდ არ ჟღერდა, რადგან სამსახურშიც ესმოდა
მმათ შესახებ და გაზეთებშიც ენახა მათი ფოტოები. მისის ქიოც
კი ისე ახსენებდა ამ სპორტსმენებს, თითქოს პირადად იცნობდა.
გასული წლის სეზონი მის სკანლანთან გაეტარებინა, რადგან
სკანლანებს სახლში ტელევიზორი ჰქონდათ, ამას გარდა, ისინიც
"დოდჯერსს" ქომაგობდნენ. დიასახლისი წელსაც მასთან აპირებ-
და მატჩების საყურებლად სიარულს, თუკი, ცხადია, ოჯახიც უყუ-
რებდა.
ეილიშს მოეჩვენა, რომ არავის არაფერი აღელვებდა, გარდა
"გიგანტების" დამარცხებისა. ტონიმ გულწრფელად ახარა, "ებეტს
ფილდზე19 შენთვის და ჩემი ძმებისთვის ბილეთები დავითრიეო;
ბიჭს ნამდვილად სჯეროდა, რომ ეს დღე მათ ცხოვრებაში უდი-
დესი ბედნიერების დღე იქნებოდა, რადგან ბობი თომსონს გა-
სულ სეზონზე მიყენებული მარცხისთვის საკადრისად მიეზღვებო-
და. როდესაც ქუჩაში ერთად სეირნობდნენ, ტონის ემოციას ბევ-
რი მოქალაქე იზიარებდა — ხშირად ისმოდა ფავორიტი მოთამა-
შეების სახელები და იმედი, რომ ამჯერად მაინც ასახელებდნენ
გუნდს.

19
ბეისბოლის სტადიონი ბრუკლინში, რომელიც 1913 წელს აშენდა და 1960
წლამდე, სანამ დაანგრევდნენ, ემსახურებოდა როგორც საბეისბოლო, ასევე
საფეხბურთო მატჩებს.
ეილიშმა უექსფორდის ჰერლინგის გუნდზე მოუყვა, როგორ
დამარცხდა ერთხელ "ტიპერარისთან" თამაშში, რაც მამამისმა
და მისმა ძმებმა ძლიერ განიცადეს. უთხრა, კვირაობით ძველის-
ძველ რადიოლასთან ისხდნენ სასტუმრო ოთახში და "უექ-
სფორდს" რომც არ ეთამაშა, მაინც სულგანაბული უსმენდნენ თა-
მაშსო. როდესაც ტონიმ კომენტატორების იმიტირება დაიწყო,
ვითომ გაცხოველებული მატჩი მიჰყავდა, ეილიშმა უთხრა, ჩემი
ძმა ჯეკიც შენსავით ჰბაძავს ხალხსო.
— მოიცა, — უთხრა ვაჟმა, — ირლანდიაშიც თამაშობთ ბეის-
ბოლს?
— არა, ჰერლინგზე გითხარი.
ტონი დაიბნა.
— ანუ ბეისბოლზე არ გითქვამს? — სახეზე ჯერ იმედგაც-
რუება გამოეხატა, მერე გაღიზიანება.
ერთ საღამოს, სამრევლო დარბაზში, როდესაც ბენდმა სვინ-
გის დაკვრა შეწყვიტა და გაისმა სხვა მელოდია, რომელიც ტო-
ნის ეცნო, ისიც, დარბაზში მყოფთა უმრავლესობასავით, სიხარუ-
ლით ლამის გადაირია.
— ეს ჯეკი რობინსონის სიმღერაა, — დაიძახა და ხელები ისე
გაამოძრავა, თითქოს ბეისბოლის ბიტას იქნევდა, — ამ სიმღერას
ჰქვია, "დაინახე, როგორ დაარტყა ბურთს ჯეკი რობინსონმა?"
როდესაც ეილიშმა ბრუკლინის კოლეჯში სწავლა განაგრძო,
ბეისბოლის ციებ-ცხელებას უფრო მეტი ძალა მოეკრიბა. მას
მხოლოდ ის აკვირვებდა, შარშან ზუსტად ამ დროს რატომ არა-
ფერს ვამჩნევდი, მაშინაც ხომ იქნებოდა მატჩებიო. ეილიში ჩვე-
ულ რუტინას დაუბრუნდა — ხუთშაბათ საღამოს, ლექციების შემ-
დეგ, პარასკევ საღამოს სამრევლო დარბაზში და კვირა დღეს
ტონის ხვდებოდა, რა დროსაც კინოში მიდიოდნენ. ბიჭი წინანდე-
ბური აღტაცებით ლაპარაკობდა მათ მომავალზე. როგორც ამ-
ბობდა, იმაზე უკეთესი რა იქნებოდა, რომ ერთად ყოფილიყვნენ,
მათთან ახლოს ეტრიალათ მის ძმებს და "დოდჯერსს" მოეგო
მსოფლიო სერია. თუმცა ეილიში უფრო მსუბუქად უყურებდა მის
პერსპექტივას, რადგან ტონი "დოდჯერსის" გულშემატკივარი შვი-
ლების ყოლაზე აღარაფერს ეუბნებოდა.

***
"ებეტს ფილდზე" ბრბოს გავლით ოთხ ძმასთან ერთად მივი-
და. ადრე მივიდნენ, რათა მაყურებლებსაც გამოსაუბრებოდნენ
მოთამაშეებზე, თამაშის პროგნოზიც მოესმინათ, ჰოთდოგი და
სოდიანი წყალიც ეყიდათ და ხალხს გარიდებულნი გარეთ შე-
ყოვნებულიყვნენ. მალე ძმებს შორის განსხვავება უფრო თვალში
საცემი გახდა. მართალია, მორისი ხშირად იღიმებოდა და მე-
გობრული ჩანდა, უცხო ხალხთან გამოლაპარაკება არ სჩვეოდა,
მეტიც, ერჩივნა, მოსაუბრეთა წრისკენ ზურგით მდგარიყო, რომ
საუბარში ჩარევას იოლად არიდებოდა. ტონი და ფრენკი ერთმა-
ნეთს არ სცილდებოდნენ; პატარა ძმა სულ აზრს ეკითხებოდა.
ლორენსმა, ჩანდა, რომ თამაშის შესახებ მეტი იცოდა და როცა
ტონი რაღაცას ამტკიცებდა, ძმა დასაბუთებულად ეპაექრებოდა.
ეილიშს ეცინებოდა, როდესაც ფრენკი ხან ტონის უყურებდა, ხან
ლორენსს, როდესაც ძმები სტადიონის თაობაზე კამათობდნენ.
ლორენსი ამტკიცებდა, მეტისმეტად პატარა და ძველმოდურია,
უნდა დაანგრიონო, ტონი კი ეწინააღმდეგებოდა, ამ სტადიონს
არასოდეს დაანგრევენო. ტონი ძმების პაექრობით ძალიან დაბ-
ნეული ჩანდა. მორისი ამ კამათში არ ერეოდა, უბრალოდ, შიგა-
დაშიგ იტყოდა ხოლმე, კუს ნაბიჯით მივდივართ და ცოტა ავ-
ჩქარდეთო.
როდესაც თავიანთ ადგილებს მიაგნეს, ეილიში შუაში ჩასვეს
— აქეთ-იქიდან ტონი და მორისი მიუსხდნენ. ლორენსი ტონის
მარცხნივ მოკალათდა, ფრენკი — მორისის მარჯვნივ.
— დედამ გვითხრა, ეილიში ნაპირში არ დასვათო, — ჩაუკაკ-
ლა ფრენკმა.
თამაშის წესები ტონისაც ახსნილი ჰქონდა მისთვის და მისის
ქიოს მდგმურებსაც, ამიტომ ეილიშს რაუნდერსი20 ახსენდებოდა,
ბავშვობაში ძმებთან ერთად რომ თამაშობდა ხოლმე. მართა-
ლია, რაუნდერსი სახალისო თამაშად მიაჩნდა, მაგრამ მისთვის
ჰერლინგსა და ფეხბურთს ვერაფერი შეედრებოდა, ამიტომ ცო-
ტა დაბნეული იყო, რადგან არ იცოდა, ემოცია როგორ გამოეხა-
ტა იმაზე, რაც ნაკლებად აინტერესებდა. წინაღამით მისის ქიოს-
თან მის მაკადამმა აიჩემა, ბეისბოლს მსოფლიოში თამაში ვერ
შეედრებაო, მაგრამ თანამობინადრეები შეეკამათნენ, ძალიან ნე-
ლა მიმდინარეობს და დამღლელად ბევრი შესვენება აქვსო.
დაიანა და პატი კი აცხადებდნენ, ბეისბოლში ყველაზე მაგარი ის
არის, რომ თავისუფლად გახვალ ჰოთდოგის, ლუდისა და წყლის
საყიდლად და რომ დაბრუნდები, ყვირილისა და შეძახილების
მიუხედავად, მაინც არაფერი გხვდება შეცვლილიო.
— იმაზე მწარე მომენტი რა გინდა, მოგებას რომ მოგპარა-
ვენ, — განაცხადა მისის ქიომ, — მეტს მე ვერაფერს დავარქმევ
წინა თამაშს.
ახლა, როდესაც მატჩის დაწყებამდე ნახევარი საათი რჩებო-
და, ყველა ისე იქცეოდა, თითქოს, თამაში უკვე იწყებოდა. ტონის,
როგორც ეილიშს მოეჩვენა, მის მიმართ ინტერესი სულ განელე-
ბოდა. ჩვეულებრივ, მას ყურადღებით ექცეოდა, უღიმოდა, კით-
ხვებს უსვამდა და ათასნაირ ამბავს უყვებოდა, მაგრამ ახლა, მატ-
ჩის დაწყების მოლოდინში, ყურადღებიანი შეყვარებულის როლს
ვეღარ ართმევდა თავს. უკანა რიგში მსხდომთ ელაპარაკებოდა,
მერე ფრენკს უხსნიდა, მაგრამ ეილიშს რატომღაც ზედაც არ უყუ-
რებდა. ადგილზე ვერ ჩერდებოდა — დგებოდა, ჯდებოდა, წამი
და წუთი უკან იყურებოდა. მორისს პროგრამა ეყიდა და ეილიშსა
და ძმებს შიგადაშიგ ინფორმაციას ნაწყვეტ-ნაწყვეტ აწვდიდა. შეშ-
ფოთებული ჩანდა.

20
ბეისბოლის მსგავსი თამაში.
— ამ თამაშს თუ წავაგებთ, ტონი გაგიჟდება, — გადაულაპა-
რაკა ეილიშს, — და თუ მოვიგებთ, მთლად დასაბმელი გახდება.
ვიცი, ფრენკიც გადაგვერევა.
— მაშ, უკეთესი რა იქნება, წაგება თუ მოგება? — დაინტერეს-
და ეილიში.
— მოგება, — მიიღო პასუხად.
ტონი და ფრენკი ჰოთდოგების, სოდიანი წყლისა და ლუდის
მოსატანად გავიდნენ.
— ადგილები შეგვინახეთ, — თქვა ტონიმ და გაიღრიჯა.
— არავინ დაჯდეს, — დაიბარა ფრენკმაც.
როდესაც მოთამაშეები გამოჩნდნენ, ოთხივე ძმა წამოხტა და
სათითაოდ დაუწყეს თვალიერება, რომ სპორტსმენები ეცნოთ,
მაგრამ მალე რაღაც მოხდა და ტონი უკმაყოფილო სახით დაჯ-
და. ერთხანს ეილიშისთვის ხელი ჰქონდა ჩაკიდებული.
— ყველა ჩვენს წინააღმდეგაა, — თქვა მან.
მაგრამ დაიწყო თუ არა თამაში, ტონი ენად გაიკრიფა და ყო-
ველ მოქმედებაზე ყვირილზე გადადიოდა. ზოგჯერ კი, როდესაც
ჩუმდებოდა, ფრენკი წამოიძახებდა რამეს, მაგრამ მორისი მალე-
ვე აწყვეტინებდა, რადგან ძალიან ყურადღებით ადევნებდა მატჩს
თვალს და ხმის ამოღებას ერიდებოდა. როგორც ეილიშმა შეატ-
ყო, ის, უბრალოდ, თავს იკავებდა, თორემ მყვირალა ტონისა და
ბევრ თავგადაკლულ მაყურებელზე უფრო ჩართული იყო თამაშ-
ში და უფრო გულით ქომაგობდა.
ეილიში კი თამაშით გამოწვეულ განწყობას ვერაფრით აჰყვა,
ვერც წესები აღიქვა — ვერ ხვდებოდა, როდის იყო კარგი ან ცუ-
დი დარტყმა და ან ქულები რა სისტემით იწერებოდა. ვერც მო-
თამაშეებს არჩევდა ერთმანეთისგან. თამაში მართლა ისეთი ნე-
ლი აღმოჩნდა, პატი და დაიანა რომ ამბობდნენ. საპირფარეშო-
ში გასვლაც კი მოერიდა, რადგან შეიძლებოდა, როდესაც გასას-
ვლელად ადგებოდა, სწორედ მაშინ მომხდარიყო ისეთი რამ,
რაც არ უნდა გამოეტოვებინა.
როდესაც მშვიდად იჯდა, თამაშს უყურებდა და ჩახლართული
წესების გაგებას ცდილობდა, უცებ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ
მიუხედავად ტონის გამუდმებული ცქმუტვისა და ფრენკისთვის სა-
სოწარკვეთილი ყვირილისა, ანგარიშს შეხედეო, არც ტონი აღი-
ზიანებდა და არც მისი ასეთი საქციელი. ეს განწყობა ეუცნაურა
და თავის სტიქიაში მყოფ ტონის, რომელიც ხალისობდა, ფიც-
ხობდა და ხმის ჩახლეჩამდე გაჰყვიროდა, მომეტებული სიმპათი-
ით დაუწყო ცქერა ხან თვალის კუთხიდან, ხან პირდაპირ. ისიც
გაიაზრა, რამხელა სიამოვნებას იღებდა ტონი; ახალგაზრდა კა-
ცი ძმებთან შედარებით ბევრად მძაფრად გამოხატავდა ემოციას,
რომელიც გადამდები აღმოჩნდა. ახლა უკვე აღარ დარდობდა
ეილიში, ტონი რომ ყურადღებას აღარ აქცევდა და მორისს რომ
შეატოვა, შენ აუხსენი თამაშის მიმდინარეობაო.
ტონი, როგორც იტყვიან, თავით გადაეშვა თამაშში და ეილი-
ში ნებას მიუშვა, რაც გოგონას საშუალებას აძლევდა, დაჰკვირვე-
ბოდა, რაოდენ განსხვავდებოდა ვაჟი მისგან. იმაზე ფიქრი, რომ
ტონი ეილიშს ამგვარ ფიქრებს ვერასოდეს მიუხვდებოდა, ლამის
ხსნად და ამ რთული ვითარებიდან სასიამოვნო გამოსავლად მო-
ევლინა. ტონისა და ხალხის განწყობამ მის განწყობაზეც იმოქმე-
და და თამაშში ჩართვა რამდენჯერმე გულითაც კი მოუნდა. თვი-
თონაც ისევე სცადა "დოდჯერსის" გულშემატკივრობა, როგორც
სხვები ცდილობდნენ, მერე ტონის მზერას გააყოლა თვალი და
იმ ტაბლოს შეხედა, რასაც ის უყურებდა — ჩანდა, რომ გუნდი
აგებდა, ამიტომ გაჩუმდა და უხმოდ განაგრძო თამაშის ყურება.
ბოლოს, თითქმის ორი საათის შემდეგ, ყველა ადგა. მას მე-
რე, რაც საპირფარეშო მოიარა, ტონისა და ფრენკს ჰოთდოგე-
ბის რიგში მიაგნო. უკვე მოსწყურებოდა კიდეც, ამიტომ ცხოვრე-
ბაში პირველად ლუდი შეუკვეთა, რომ თავი მაყურებლის ნაწი-
ლად ეგრძნო, და ზუსტად იმავე ჰოთდოგზე, მდოგვსა და კეტჩუპ-
ზე შეაჩერა არჩევანი, რომლებიც ძმებმა იყიდეს.
როდესაც თავ-თავიანთ ადგილებს დაუბრუნდნენ, თამაში გა-
ნახლდა. მორისს ჰკითხა, მატჩის ნახევარი თუ დასრულდაო, რა-
ზეც მან უპასუხა, რომ ბეისბოლში ნახევარი არ არსებობს, შესვე-
ნება მეშვიდე ინინგის შემდეგ, დასასრულამდე ცხადდება, რო-
მელსაც უფრო გაწელვა-პაუზას უწოდებენ. ეილიშმა იგრძნო,
რომ ოთხი ძმიდან მხოლოდ ის მიუხვდა, თამაშის გაგებაში რომ
არ იყო. ზურგით მიეყუდა და გაიღიმა; ფიქრობდა, რომ მაშინაც
კი, როდესაც ტრიბუნები ფეხზე იდგა და თამაშს გულშემატკივ-
რობდა, მოედანზე მიმდინარე მოვლენების არაფერი გაეგებოდა
და არც არაფერი ადარდებდა. მხოლოდ იმას ხვდებოდა, რომ
ბრუკლინის "დოდჯერსს" წარმატება და იღბალი ნელ-ნელა ეპა-
რებოდა.

***
რაკი მადლიერების დღე ტონის ოჯახთან ერთად გაატარა,
სადედამთილომ ივარაუდა, რომ შობასაც მათთან ერთად შეხ-
ვდებოდა და როდესაც უარი მიიღო, ქალს პირკატა ეცა, ვაითუ
ჩვენი კერძები არ მოეწონაო. ეილიშმა აუხსნა, რომ მამა ფლადს
ასეთ დროს ზურგს ვერ შეაქცევდა და წელსაც სამრევლო დარ-
ბაზში მოუწევდა მუშაობა. ტონიმაც და დედამისმაც რამდენჯერმე
უთხრეს, რა პრობლემაა, ვინმე ჩაგანაცვლებსო, მაგრამ ეილიშ-
მა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. შეამჩნია, რომ ტონის ოჯახი ამ
უარს უანგარო ქველმოქმედებად უთვლიდა, რის გამოც თავი
დამნაშავედ იგრძნო, არადა, მართლაც სამრევლო დარბაზში
უფრო დიდი სიამოვნებით გაატარებდა მთელ დღეს, ვიდრე ტო-
ნის პატარა ბინაში მის ოჯახთან ერთად. არა, ეს ოჯახი უყვარდა,
ოთხივე ძმისადმი სათუთი გრძნობაც ჰქონდა და ზოგჯერ საოცარ
სხვაობასაც აღმოაჩენდა ხოლმე მათ შორის, ცხადია, მათთანაც
სიამოვნებდა ყოფნა, თუმცა ოჯახურ სადილსა და ვახშამს მათ-
თან, უბრალოდ, საუბარი ერჩივნა.
შობის შემდეგ ტონის თითქმის ყოველ საღამოს ხვდებოდა.
ერთ-ერთ პაემანზე ტონიმ გეგმა გააცნო, რომელიც ძმებს დაესა-
ხათ, რადგან ლონგ-აილენდზე მიწის ნაკვეთი ჩალის ფასად ჩა-
ეგდოთ ხელში და მისი ათვისება სურდათ. ისიც აუხსნა, ცხადია,
ჩვენს პროექტს დრო დასჭირდება, რადგან ახლა უდაბური ადგი-
ლია და კომუნიკაციებია მისაყვანი, ამიტომ შესაძლოა ორ წლამ-
დეც კი გაიწელოსო. მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ ამ ვადაში
ყველა სახის კომუნიკაცია უკვე მიყვანილი იქნებოდა. მართალია,
ახლა ტრამალი მინდორია, ორიოდე წელიწადში მოასფალტებუ-
ლი გზები, წყალგაყვანილობა და დენი იქნებაო, დაარწმუნა. ტო-
ნის თქმით, ნაკვეთი იმხელა იყო, რომ თავისუფლად ჩაიდგმებო-
და ხუთი სახლი თავ-თავისი ეზოებით. მორისი საღამოს ცვლაში
საინჟინროზე აპირებდა შესვლას, ლორენსი დურგლობას მიხე-
დავდა, ტონი კი წყალგაყვილობას.
პირველი სახლი ოჯახისა იქნებოდა; დედამისს ერთი სული
ჰქონდა, როდის ეღირსებოდა ნორმალური სახლი და ბაღი. ამის
მერე გეგმაში კიდევ სამი სახლის აშენება და მათი გაყიდვა იყო.
მაგრამ როდესაც ძმებს შორის საუბარი შედგა, მორისმა და ლო-
რენსმა ჰკითხეს, მეხუთე სახლის აშენებასაც თუ აპირებო, და ტო-
ნიმ დადებითი პასუხი გასცა. ჰოდა, ამ გეგმითა და გადაწყვეტი-
ლებით გულგამაგრებულმა ეილიშს ჰკითხა, ლონგ-აილენდზე თუ
იცხოვრებო. ნაკვეთი ოკეანესთან ახლოს, მატარებლის გაჩერე-
ბიდან არცთუ შორს იყო. მაგრამ ახლა ეილიშის წაყვანა არ უნ-
დოდა, რადგან ზამთარი იდგა და იქაურობა, ალაგ-ალაგ მეჩხერ
ბუჩქებს თუ არ ჩათვლიდი, მთლად მოტიტვლებული იყო. ისიც
უთხრა, მეხუთე სახლი ჩვენი იქნება და ჩვენს გემოზე მოვაწყობ-
თო.
ეილიში ყურადღებით უსმენდა, რადგან ტონის ნათქვამი არა-
თუ ხელის თხოვნას ნიშნავდა, არამედ მინიშნებას, რომ ქორწინე-
ბა უსიტყვოდ იყო შეთანხმებული. ეს მათი მომავალი ცხოვრების
დეტალები იყო, იმ ცხოვრებისა, რომლის შეთავაზებაც მამაკაცს
შეეძლო და ახლა მცირე აღწერის სახით უქმნიდა წარმოდგენას.
ბოლოს ისიც თქვა, რომ ძმებთან ერთად სამშენებლო კომპანიის
შექმნა სურდა. ამჟამად ფულის შეგროვებითა და გეგმის შედგე-
ნით იყვნენ დაკავებული და მათი ცოდნა-გამოცდილების გათვა-
ლისწინებით, მიწის ნაკვეთზე მალე მშენებლობას გააჩაღებდნენ,
რაც ყველას უკეთეს ცხოვრებას უქადდა. ეილიშს არაფერი უთ-
ქვამს. როდესაც ტონის უსმენდა — პრაქტიკულობისა და გულ-
წრფელობის ნაზავს — ლამის ცრემლებამდე მისულიყო. არ უთ-
ქვამს, ამაზე ვიფიქრებო, რადგან არ იცოდა, როგორ გაიგებდა
ტონი. ამიტომ ღიმილით თავი დაუკრა, ორივე ხელი მოხვია და
ჩაეხუტა.

***
როუზს კიდევ ერთხელ მისწერა სამსახურში და აუხსნა, სა-
დამდე იყო საქმე მისული; როდესაც ტონის ხელახლა აღწერა
სცადა, მიხვდა, რომ მისი დახასიათებისას სიტყვებს — ბავშვური,
გულწრფელი და ზოგჯერ ჭკუამხიარული — ვერ ასცდებოდა.
აუცილებლად ჩათვალა, ეთქვა, რომ ტონი არათუ იგინებოდა,
ცუდ სიტყვასაც კი არასდროს ამბობდა, რაც ძნელი გასაგები იყო
როუზისთვის, თუკი ტონის ხელმოკლეობასა და სამუშაოს სპეცი-
ფიკას გაითვალისწინებდა. წერილი რამდენჯერმე დახია; ეჩვენე-
ბოდა, რომ ტონის იცავდა, არადა, იმის თქმა უნდოდა მარტივად,
რომ ტონისთან იმიტომ კი არ იყო, რომ პირველად მას გადაეყა-
რა ამხელა ქალაქში, არამედ იმიტომ, რომ ეს ახალგაზრდა სრუ-
ლიად განსხვავებული იყო თავისი ადამიანობითა და აზროვნე-
ბით.
დედისთვის გაგზავნილ წერილებში კი ტონი არასდროს უხსე-
ნებია; მართალია, ერთხელ კონი-აილენდიც აღწერა და ბეისბო-
ლის მატჩიც, მაგრამ დაწერა, მეგობრებთან ერთად ვიყავიო. ახ-
ლა თავს უწყრებოდა, გაკვრით მაინც მეხსენებინა სადმე, რომ
მოწმენდილ ცაზე გავარდნილ მეხივით არ აღმოჩნდეს დედაჩე-
მისთვისო, მაგრამ ხვდებოდა, ტონიზე რომ ჩამოეგდო სიტყვა,
მაშინ მთელი აბზაცი უნდა მიეძღვნა მისი აღწერისთვის — სად
შეხვდა და როგორ, რას წარმოადგენდა და ასე შემდეგ. რამდენ-
ჯერაც მისი ხსენება დააპირა, იმდენჯერ გაურკვეველი ვადით გა-
დადო.
როუზი მოკლე წერილით შემოიფარგლა. აშკარა იყო, მამა
ფლადისგან კიდევ მიეღო რაღაც ცნობები. ეილიშს სწერდა, ტო-
ნი კარგი ბიჭი ჩანს, მაგრამ ძალიან ახალგაზრდები ხართ და სე-
რიოზულ გადაწყვეტილებებს უნდა ერიდოთო; უფროსი და არი-
გებდა, გაისად კვალიფიცირებული ბუღალტერი იქნები და ახალ
სამსახურს მონახავ, სულ სხვა გამოცდილებას მიიღებო. როუზს
მიაჩნდა, რომ დიპლომის აღების შემდეგ ეილიშს მაღაზია უნდა
მიეტოვებინა და საოფისე სამსახური მოეძებნა, სადაც არა მარ-
ტო მეტს გადაუხდიდნენ, არამედ, უფრო მსუბუქი საქმეც დაევა-
ლებოდა.
"ბარტოჩიში" ფერადკანიანი მომხმარებლების გამო აღარა-
ვინ ღელავდა, ასე რომ, ეილიშს რამდენჯერმე სხვა დახლების
მომსახურებაც მოუხდა. მის ფორტინის ბარტოჩებისთვის უკვე ეთ-
ქვა, ეილიში საბუღალტროს ამთავრებსო, ამიტომ დაჰპირდა, სა-
ნამ სწავლას დაასრულებდე, მანამდეც რომ გამოჩნდეს ბუღალ-
ტერიაში რამე პოსტი, აუცილებლად განგიხილავთო.
მეორე კურსი უფრო იოლი აღმოჩნდა, რადგან ეილიშს გა-
მოცდებისა აღარ ეშინოდა. რაკი სამართლის წიგნებსაც კითხუ-
ლობდა და სხვადასხვა საკითხს აკონსპექტებდა, მისტერ როზენ-
ბლუმის საუბრიდან უკვე იოლად გამოჰქონდა აზრი, მაგრამ
ლექციების გაცდენა მაინც არ უნდოდა. ტონის მხოლოდ ლექ-
ციების შემდეგ ხვდებოდა ხუთშაბათობით, საცეკვაო დარბაზში
პარასკეობითა და შაბათობით, როდესაც ვაჟი კინოში ან სადი-
ლად დაპატიჟებდა. ზამთრის დადგომაც მშვიდად მიიღო, რად-
გან თავისი ოთახითაც კმაყოფილი იყო და ყოველდღიურობი-
თაც, გაზაფხულსაც მხიარულად შეხვდა, რადგან საღამოობით,
ლექციებიდან დაბრუნებული, სამეცადინოდ უფრო გულდასმით
ჯდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდების წარმატებით ჩაბა-
რებაში დარწმუნებული იყო.
გამყიდველად მუშაობა უკვე მოსაწყენად და დამღლელად ეჩ-
ვენებოდა, ამიტომ კვირის დასაწყისში, როდესაც მეტწილად უქ-
მად ისხდნენ ხოლმე, დრო როგორ მიიზლაზნებაო, წუწუნებდა.
მაგრამ მის ფორტინი მუდამ თვალს ადევნებდა პერსონალს,
რომ ვინმეს უსაქმურობა არ დაეწყო ან კლიენტის მომსახურება
არ დაზარებოდა. ეილიშიც, როგორც კი ზედამხედველს დაინა-
ხავდა, მაშინვე გამოცოცხლდებოდა, წამოხტებოდა და მომხმა-
რებლის მომსახურებისთვის მზად იყო. მიხვდა, რომ დრო მაშინ
უფრო იწელებოდა, როდესაც გამუდმებით დროზე ფიქრობდა და
საათს უყურებდა, ამიტომ მოთმინება ისწავლა და როდესაც
დღის ბოლოს მაღაზიიდან გამოდიოდა, სრული თავისუფლებით
ტკბებოდა.

***
ერთ დღესაც, როდესაც მაღაზიაში მამა ფლადი დაინახა,
განსაკუთრებული არაფერი უფიქრია. მართალია, მოძღვარი აქ
არასდროს ენახა, მაგრამ ახსოვდა, რომ მისტერ ბარტოჩის მე-
გობარი იყო და იფიქრა, ეტყობა, საქმე აქვსო. მოძღვარი ჯერ
მის ფორტინის გაესაუბრა, ეილიშმა გაიფიქრა, ახლა, ალბათ,
ჩემთან მოვლენო, რადგან საუბრისას მისკენ რამდენჯერმე
გაიხედეს, მაგრამ ხანმოკლე გასაუბრების შემდეგ ადმინისტრაცი-
ის ნაწილში გაუჩინარდნენ. ეილიში ჯერ კლიენტს ემსახურებოდა,
მერე დაინახა, რომ ვიღაცას აკურატულად დაწყობილი ბლუზები
მოესინჯა და უწესრიგოდ დაეყარა, ამიტომ გასწორება მოუხდა.
როდესაც თავის დახლში დაბრუნდა, მისკენ მის ფორტინი
მიემართებოდა. ზედამხედველს სახეზე ისეთი გამომეტყველება
ჰქონდა, რომ მისთვის რაღაც უნდა ეთქვა.
— შეგიძლია კაბინეტში წამოხვიდე? — ჰკითხა მის ფორტი-
ნიმ.
ეილიშმა გაიფიქრა, კი მაგრამ, რა დავაშავეო? შეშფოთდა,
რომელიმე მომხმარებელმა ჩემზე საჩივარი ხომ არ დაწერაო.
— რა ხდება? — ჰკითხა.
— ვერ გეტყვი, — მიუგო ზედამხედველმა, — უბრალოდ, გა-
მომყევი.
მის ფორტინი შებრუნდა და ისეთი გაჭიმული წავიდა, რომ
ეილიში მთლად დარწმუნდა, ეტყობა, რამე დავაშავე და ახლა
აღმოაჩინესო. როდესაც სავაჭრო ნაწილს გასცდნენ და უკვე დე-
რეფანს მიუყვებოდნენ, შეჩერდა.
— უკაცრავად, მაგრამ იქნებ მითხრათ, რა ხდება?
— ვერ გეტყვი, — ისევ მოკლე პასუხი.
— მიმახვედრეთ მაინც.
— შენს ოჯახს ეხება.
— ოჯახს თუ ოჯახის წევრს?
— წევრს.
ეილიშმა მაშინვე ის გაიფიქრა, დედაჩემს გულის შეტევა ექნე-
ბოდა ან კიბიდან გადავარდებოდაო. მერე ფიქრით ბირმინგემში
მყოფ ძმებს გადასწვდა, ნეტავ იმათ ხომ არ შეემთხვა რამეო.
— რომელს? — ჩაეკითხა მის ფორტინის. ამჯერად ზედამ-
ხედველმა პასუხისგან თავი შეიკავა და გზა განაგრძო, სანამ კა-
ბინეტამდე მისულმა კარი არ გამოხსნა. თვითონ უკან გაიწია და
ეილიშს დაუთმო გზა. პატარა ოთახში მამა ფლადი მარტო იჯდა.
მძიმედ ადგა და მის ფორტინის ანიშნა, დაგვტოვეო.
— ეილიშ, — მიმართა მოძღვარმა, — ეილიშ.
— დიახ. რამე მოხდა?
— როუზი.
— როუზს რა დამეართა?
— ამ დილით დედაშენს გარდაცვლილი უნახავს.
ეილიშს არაფერი უთქვამს.
— როგორც ჩანს, ძილში გაიპარა, — დაასკვნა მოძღვარმა.
— ძილში გაიპარა? — უცებ გაიხსენა, უკანასკნელად როდის
მიიღო წერილები როუზისა და დედისგან და სადმე რამე მინიშ-
ნება თუ იყო მის ცუდად ყოფნაზე.
— დიახ, — დაადასტურა მღვდელმა, — უეცრად გარდაცვლი-
ლა. გუშინ მშვენივრად ყოფილა, გოლფიც უთამაშია და ამ დი-
ლით აღესრულა თურმე.
— და დედას უპოვია?
— ჰო.
— ძმებმაც გაიგეს?
— კი, და საფოსტო გემით ბრუნდებიან სახლში. დღეს პანაშ-
ვიდია.
ეილიში ახლა იმაზე ფიქრობდა, ნეტავ ქუჩაში რომ გავვარდე,
რამეს თუ შევცვლი ან ამ საუბარს თუ მაინც ავირიდებო. დადუმ-
და, თუმცა კინაღამ წამოსცდა, ასეთი ამბის სათქმელად რამ მო-
გიყვანათო; უცებ თავი შეიკავა. მღვდელი უკვე აქ იყო, სათქმე-
ლიც ნათქვამი ჰქონდა და ეილიში დროს ვერ დააბრუნებდა,
რომ რამე შეეცვალა.
— ამ საღამოს დედაშენი ენისკორთის პასტორთან მივა, ჩვენ
კი აქაური პრესვიტერის კაბინეტიდან შევძლებთ დარეკვას.
— მაგ პასტორმა გაცნობათ?
— მამა ქუეიდმა, — უპასუხა მღვდელმა.
— დარწმუნებული ხართ? — უცებ ხელი ასწია, რომ
მღვდლის პასუხი შეეჩერებინა, — იმას ვგულისხმობ, რომ ზუს-
ტად იცით, რომ ამბავი ამდილანდელია?
— ირლანდიაში უკვე დილა იყო.
— ვერ დამიჯერებია, — თქვა ეილიშმა, — ასე გაუფრთხი-
ლებლად...
— ფრანკო ბარტოჩის ტელეფონით ველაპარაკე, მითხრა,
სახლში წაიყვანეო. მისის ქიოსაც შევატყობინე და თუ ტონის მი-
სამართს მომცემ, მასაც ვაცნობებ.
— აწი რა იქნება? — იკითხა ეილიშმა.
— დაკრძალვა ზეგ იქნება, — თქვა მოძღვარმა.
მამა ფლადი ხმადაბლა ლაპარაკობდა და ეილიშისთვის თვა-
ლებში შეხედვას ერიდებოდა. გოგონას ცრემლები წასკდა. რო-
დესაც მამა ფლადმა საგანგებოდ ამ შემთხვევისთვის წამოღებუ-
ლი დიდი, თეთრი და სუფთა ცხვირსახოცი გაუწოდა, ეილიშმა
ხელი აუკრა და ისტერიკა დაეწყო.
— საერთოდ, რას ჩამოვედი აქ? — ამოისლუკუნა და მიხვდა,
რომ მღვდელი მის სიტყვებს ვერ გაარჩევდა. მერე ცხვირსახოცი
თვითონვე გამოართვა და ცხვირი მოიწმინდა, — ნეტავ რა ჯან-
დაბად ჩამოვედი აქ?
— როუზს შენთვის უკეთესი ცხოვრება უნდოდა, — მიუგო
მოძღვარმა, — შენთვის მხოლოდ კარგი სურდა.
— ვეღარასოდეს ვნახავ.
— შენი ამბავი ახარებდა.
— ხომ ვეღარასოდეს ვნახავ? ასე არ არის?
— ძალიან სამწუხაროა, ეილიშ, მაგრამ შენი და უკვე ცაშია.
მხოლოდ ამაზე უნდა ვიფიქროთ. იქიდან დაგყურებს. ახლა დე-
დაშენის გასაძლიერებლად და როუზის სულისთვის უნდა ვილო-
ცოთ. არ დაგვავიწყდეს, შვილო, რომ გზანი უფლისანი შეუცნო-
ბელია.
— ნეტავ სულ არ ჩამოვსულიყავი აქ, — ისევ ასლუკუნდა, ეს
სიტყვები აიკვიატა, — ფეხი მომტეხოდა და აქ არ ჩამოვსულიყა-
ვი.
— გარეთ მანქანა მიდგას და შეგვიძლია პრესვიტერთან წავი-
დეთ. დედაშენთან დალაპარაკება შვებას მოგგვრის.
— რაც აქ ვარ, მისი ხმა არ გამიგონია, — ამოისლუკუნა
ეილიშმა, — მხოლოდ წერილებით ვსაუბრობდით. რა საშინელე-
ბაა, რომ პირველად ამ მიზეზით ვურეკავ.
— ვიცი, შვილო, ისიც ამას იფიქრებს. მამა ქუეიდმა მითხრა,
შევუვლი და მენსში21 წავიყვანო. საწყალი ახლა, ალბათ, თავ-
ზარდაცემულია.
— ან რა უნდა ვუთხრა?

21
პასტორის ან პრესვიტერის სახლი.
დედამისს თავიდან ხმა უთრთოდა. თითქოს საკუთარ თავს
ელაპარაკებაო. მერე ეილიშმა ჩასძახა, შენი ხმა წესიერად არ
მესმისო.
— ახლა გესმის? — ხმა აუწია ქალმა.
— კი, დედა. ახლა უკეთ გამოდის ხმა.
— მეგონა, ეძინა, — დაიწყო დედამისმა, — გასაღვიძებლად
შევედი, მაგრამ მომეჩვენა, გულის ძილით სძინავს-მეთქი და უკან
გამოვედი. მაგრამ გულმა თითქოს რაღაც მიგრძნო, დილით ჩა-
ძინება არ სჩვეოდა. საათს შევხედე, ვიფიქრე, ათ წუთში ავალ
ისევ და შევაღვიძებ-მეთქი, მაგრამ როდესაც ავედი, უკვე გაცივე-
ბული იყო.
— ვაი, ღმერთო, რა საშინელებაა.
— ჩემი სინანული ყურში ჩავჩურჩულე და მაშინვე მეზობელ-
თან გავიქეცი, — სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც მხოლოდ ფხი-
კინი არღვევდა, — ღამით, ძილში გარდაცვლილა, — თქვა ქალ-
მა, — ასე მითხრა დოქტორმა ქედიგანმა. თურმე ექიმთანაც ყო-
ფილა და ანალიზებიც ჩაუბარებია, მაგრამ სიტყვა არ ჰქონდა
ნათქვამი. როუზს სცოდნია, ეილი, სცოდნია, რომ შეიძლებოდა,
გულს ნებისმიერ წუთს ემტყუნა. ცხადია, ისიც იცოდა, რომ საშვე-
ლი არ არსებობდა. არადა, ჩვეულებრივ განაგრძობდა ცხოვრე-
ბას. იცოდა, რომ ავადმყოფი გული ჰქონდა და არც გოლფის
თამაში შეწყვიტა და არც ყოველდღიური საქმიანობა. ექიმს უთ-
ქვამს, თავს გაუფრთხილდიო, მაგრამ რომც გაფრთხილებოდა,
მაინც ვერ აიცდენდა ამ... აღარ ვიცი, რა ვიფიქრო, ეილი. ალ-
ბათ, ძალიან ამაყი იყო და ამიტომ არაფერი თქვა.
— არავისთან უთქვამს?
— არავისთან, ეილი, საერთოდ, არავისთან. ახლა რომ გა-
ნახვა, როგორ მშვიდად გამოიყურება... სანამ სახლიდან გამოვი-
დოდი, კიდევ ერთხელ დავხედე და ისეთი დამშვიდებული ჩანდა,
მეგონა, ისევ ჩვენთან იყო. მაგრამ წავიდა, ეილი, სამუდამოდ წა-
ვიდა ჩემი როუზი. ცხოვრებაში ყველაფერი რომ მეფიქრა, ამას
ვერასოდეს წარმოვიდგენდი.
— სახლში ვინ არის ახლა?
— მეზობლები და ბიძაშენი მაიკლი. დოილებიც ჩამოვიდნენ
კლონგალიდან. როდესაც მამაშენი გარდაიცვალა, არ ვიტირე,
შვილები მყავს-მეთქი, ვამბობდი. როდესაც ბიჭები გაემგზავრნენ,
ეილიში და როუზი დამრჩა-მეთქი, თავს ვიმშვიდებდი, როდესაც
შენც მანდ წახვედი, როუზი ხომ მაინც ჩემთან არის-მეთქი, არ
ვთმობდი... ახლა კი აღარც როუზი მყავს, ეილი, — ეილიშმა პა-
სუხის გაცემა სცადა, მაგრამ დედამისი ხმით ატირდა, — ხვალ
შენ მაგივრადაც გამოვეთხოვები, — თქვა, როდესაც ტირილი
შეწყვიტა, — მეტი ვერაფერი მოვიფიქრე. ჯერ მე დავემშვიდობე-
ბი, მერე შენ მაგივრადაც გავატან გამოსაათხოვარ სიტყვებს. ახ-
ლა მამაშენთან ერთად ცაშია. მის გვერდით დავკრძალავთ. ღამ-
ღამობით სულ მეფიქრებოდა ხოლმე, როგორ მარტო წევს--
მეთქი, მაგრამ ახლა თავისი როუზი მიუვა. ახლა ცაში არიან
ორივენი, და რაც მთავარია, ერთად.
— ცაში არიან, დე.
— არ ვიცი, ასე ასეთი ახალგაზრდა რატომ წავიდა.
— საშინელებაა, — თქვა ეილიშმა.
— ამ დილით რომ შევეხე, ყინულივით ცივი იყო.
— ეტყობა, მშვიდად წავიდა... — ეილიშს სიტყვა გაუწყდა.
— ნეტავ ჩემთვის ეთქვა, გადაკვრით მაინც ეხსენებინა, რომ
რაღაც რიგზე არ იყო. არ გამიმეტა დარდისთვის. მამა ქუეიდიც
და სხვებიც ამას მეუბნებიან. სხვა რაღა დამრჩენია, ღამეს მაინც
გავუთევ. აღარ ვიცი, რა ვიფიქრო, — ქალმა ამოიოხრა, — ახ-
ლა შინ დავბრუნდები, ლოცვებს წავიკითხავ და ვეტყვი, რომ შენ
გელაპარაკე.
— ძალიან გამახარებ, დე.
— ახლა დაგემშვიდობები, ეილი.
— კარგად, დედი. ბიჭებს უთხარი, რომ დაგირეკე.
— გადავცემ. ხვალ დილით აქ იქნებიან.
— გამაგრდი, დე.
— კარგად, ეილი.
როდესაც ყურმილი დაკიდა, ტირილი აუვარდა. ოთახის კუთ-
ხეში სკამს მოჰკრა თვალი და მაშინვე დაჯდა, რომ ნერვები
მოეთოკა. მამა ფლადმა ჩაი მოატანინა მსახურს, რომელმაც მი-
სი დამშვიდება სცადა, მაგრამ ეილიშს სლუკუნი ისტერიკულად
ასტეხოდა.
— მაპატიეთ, — თქვა მან.
— საპატიებელი რა გაქვთ, — მიუგო მსახურმა.
როდესაც ეილიში მეტ-ნაკლებად დამშვიდდა, მამა ფლადმა
მისის ქიოს სახლში წაიყვანა მანქანით; ტონი უკვე იქ იყო და სა-
სადილო ოთახში უცდიდა. ეილიში ვერ მიხვდა, რამდენი ხნის
მოსული იქნებოდა ტონი, ამიტომ გაიფიქრა, ნეტავ მისის ქიოს-
თან რაზე ისაუბრაო, აინტერესებდა, დიასახლისმა ხომ არ შეიტ-
ყო, რომ მისი რჩეული ირლანდიელი კი არა, იტალიელი იყო.
თანაგრძნობით განმსჭვალული მისის ქიო ძალიან სათნო მზე-
რით უყურებდა, მაგრამ ეილიშს რატომღაც ეჩვენებოდა, რომ ამ
ამბავმა მნახველები და მოსამძიმრეები მოსაწყენი დღისგან იხ-
სნა. დიასახლისი ციბრუტივით დატრიალდა და ტონისა და მამა
ფლადს უცებ სენდვიჩები მოართვა, ტონის კი სახელით მიმართა.
— საწყალი დედაშენი, ეილიშ, საწყალი ქალი, — უთხრა მი-
სის ქიომ.
ეილიშს პირველად მოუნდა, რომ დიასახლისთან ზრდილო-
ბიანი არ ყოფილიყო. მას თვალს არიდებდა და ცდილობდა, ყვე-
ლა კითხვაზე პასუხი არ გაეცა. მისის ქიოს ამის გამო უფრო მე-
ტად ეცოდებოდა და ხან ჩაის სთავაზობდა, ხან ასპირინს და ხა-
ნაც აძალებდა, ერთი ლუკმა მაინც შეჭამეო. ეილიშს კი უნდოდა,
რომ ტონის ეთქვა, მეტი სენდვიჩი აღარ არის საჭიროო და მად-
ლობა გადაეხადა. უნდოდა, რომ ტონი წასულიყო, მისის ქიოს
საუბარი შეეწყვიტა და მამა ფლადსაც გახსენებოდა წასვლის გზა,
მაგრამ ვერც თავის ოთახში ჩასვლა წარმოედგინა და ვერც სიცა-
რიელით სავსე ღამის გატარება, როდესაც ხმის გამცემიც კი არა-
ვინ ეყოლებოდა; უცებ, ვითომც არაფერიო, მისის ქიომ, ტონიმ
და მოძღვარმა საუბრის თემა შეცვალეს და ბრუკლინში ბოლო
წლების განმავლობაში მომხდარ ცვლილებებზე ჩამოაგდეს სიტ-
ყვა, რასაც ცხადია, მოვლენების განვითარების შესახებ მათივე
ვარაუდები მოჰყვა. მაგრამ მალევე შეწყვიტეს საუბარი და ჰკით-
ხეს, რამე ხომ არ გჭირდებაო.
— თავზარი აქვს დაცემული ამ საბრალოს, — სინანულით
თქვა დიასახლისმა.
ეილიშმა თქვა, არაფერი მინდაო და სახეზე ხელები აიფარა,
მათ კი საუბარი განაგრძეს. მისის ქიომ მამკაცებს ჰკითხა, რას
მირჩევთ, ტელევიზორი ხომ არ ვიყიდო, რომ საღამოობით გა-
მოყრუებული არ ვიჯდეო, თან, ღელავდა, პროგრამები რომ არ
დაიჭიროს და ფული ტყუილად გადავყარო, მერე რაღა ვქნაო.
ტონიმაც და მოძღვარმაც იდეა მოუწონეს, თუმცა ისიც აღნიშნეს,
რომ არხების დაჭერაზე გარანტიას არავინ იძლეოდა, რაზეც მი-
სის ქიომ განაცხადა, მირჩევნია არ გავრისკოო.
— როცა ყველას ექნება, მეც მერე ვიყიდი, — თქვა მან.
საბოლოოდ, ყველა თემა რომ მოილიეს, მამა ფლადმა
თქვა, ხვალ დილის ათზე როუზს პარაკლისს გადავუხდიო, მისის
ქიომ კი უთხრა, აუცილებლად მოვალო; დასწრება ტონიმაც გა-
დაწყვიტა და თქვა, დედაჩემსაც წამოვიყვანო. მოძღვარმა ისიც
აღნიშნა, ხვალ ჩვეულებრივი დღეა და მრევლსაც ბევრს არ ვე-
ლოდები, მაგრამ სანამ ზიარებას დავიწყებდე, მანამდე ავუხსნი
ყველას საქმის ვითარებას, რომ როუზის, როგორც განსაკუთრე-
ბული ადამიანის, სული ერთად მოვიხსენიოთო. მერე ტონის შეს-
თავაზა, სახლამდე გაგიყვანო და თავაზიანად მოიცადა, სანამდე
ეს უკანასკნელი ტალანში ეილიშთან ჩახუტებით იჯერებდა გულს.
— ისე მტკივა გული, ენით ვერ აგიწერ, — უთხრა ეილიშმა.
— ვხვდები, — მიუგო ტონიმ, — ვიცი, ეგოისტურად ჟღერს,
მაგრამ შენი განცდა რომ გამეგო, წარმოვიდგინე, რომ ერთ--
ერთი ძმა მომიკვდა.
— სულ ამაზე ვფიქრობ და უკვე ვეღარ ვუძლებ, — დაიჩივლა
ეილიშმა, — წუთით რომ მიმავიწყდება და შვებას ვიგრძნობ, მე-
რე ისევ მახსენდება და ისე მატყდება თავს, თითქოს ეს-ესაა გა-
მეგოს. ძალიან მიჭირს.
— ნეტავ შენთან დარჩენა შემეძლოს, — უთხრა ტონიმ.
— ხვალ დილით გნახავ და დედაშენს თუ არ ეცლება, ნუ
შეაწუხებ.
— აუცილებლად მოვა. ახლა მოუცლელობა როგორ იქნება.
ეილიში როუზის წერილების დასტას დაჰყურებდა და ფიქ-
რობდა, ნეტავ რომელი წერილის გამოგზავნამდე შეიტყო თავი-
სი მდგომარეობაო. ან იქნებ მანამდე იცოდა, სანამ ეილიში გაემ-
გზავრებოდა? ახლა ეილიშს ყველაფერი არარაობად ეჩვენებო-
და — ბრუკლინში დამკვიდრებაც და ახალი ცხოვრების დაწყე-
ბაც. როუზის ნაწერს თვალებით ეფერებოდა, მკაფიოსა და სუფ-
თას, და მის თავდაჭერილობასა და თავდაჯერებულობაზე ფიქ-
რობდა; წარმოიდგენდა, როგორ წერდა წინადადებებს, მერე
თავს ასწევდა, ამოიოხრებდა და ძლიერი ნებისყოფის წყალო-
ბით ისევ წერას შეუდგებოდა, თან, ისე, რომ წამითაც არ დაეჭ-
ვდებოდა თავის გადაწყვეტილებაში, ექიმის გარდა, რომელმაც
ანალიზის პასუხები აცნობა, არავის სცოდნოდა მისი ჯანმრთე-
ლობის მდგომარეობა.
მეორე დილით რომ გაეღვიძა, გაოცდა, როგორ ღრმად და
გაუნძრევლად მძინებიაო. ამჯერად სამსახურში არ მიდიოდა,
არამედ ეკლესიაში, სადაც მამა ფლადი მის დას პანაშვიდს გადა-
უხდიდა. როუზი მაგ დროისთვის ჯერ კიდევ მშობლიურ სახლში
იქნებოდა, მერე საკათედრო ტაძარში გადაასვენებდნენ და
მეორე დილით, მესის აღსრულებისთანავე, მიწას მიაბარებდნენ.
ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით, მარტივად გამოიყურებოდა,
მაგრამ როდესაც მისის ქიოსთან ერთად ეკლესიაში წასასვლე-
ლად ქუჩაში გავიდა, სადაც უამრავი უცნობი ადამიანი მიდი--
მოდიოდა, გაიფიქრა, ხომ შეიძლებოდა, რომელიმე მათგანი და-
ღუპულიყო და როუზი გადარჩენილიყოო; ასე რომ მომხდარი-
ყო, გაზაფხულის ეს დილა ერთი ჩვეულებრივი დილა იქნებოდა
და "ბარტოჩიში" მიმავალი ამ თბილ ქუჩას სამსახურზე ფიქრებში
გაივლიდა.
როუზის ძილში გაპარვა წარმოუდგენლად ეჩვენებოდა. იქნებ
წამით თვალების გახელა მაინც მოასწრო? ნეტავ ეძინა და გული
ძილში გაუჩერდა თუ გაღვიძება მოასწრო და მერე შეწყვიტა სუნ-
თქვა? როგორ მოხდა? იქნებ ღამით დაიყვირა კიდეც ან ამოიკ-
ვნესა, ან დაიჩურჩულა, მაგრამ მისი ხმა ვერავინ გაიგო? ნეტავ
წინა საღამოს რამე იცოდა? გულმა თუ უგრძნო რამე, რაც
მიანიშნებდა, რომ ეს მისი უკანასკნელი დღე იყო?
წარმოიდგინა, რომ როუზი ახლა მიცვალებულისთვის გან-
კუთვნილ მუქ ტანსაცმელში იწვებოდა, თავთით დადგმულ მაგი-
დაზე კი კანდელი იციმციმებდა. მოგვიანებით კუბოს თავსახურს
დაახურავდნენ, ყველა მოიღუშებოდა, მათ შორის, ტალანაში
მდგარი მისი ძმები, რომელთაც ისეთივე შავი ბაფთები ექნებო-
დათ გაკეთებული, როგორიც მამის პანაშვიდზე ეკეთათ. და შემ-
დეგ გასვენება. მთელი გზა ეკლესიამდე და იქიდან მამა ფლადის
სახლამდე ეს და ამგვარი სცენები უტრიალებდა თავში.
ყველა გაოცდა, შეშფოთდა კიდეც, როდესაც განაცხადა, ნა-
შუადღევს სამსახურში წავალო. დაინახა, როგორ გადაუჩურჩულა
მისის ქიომ მამა ფლადს. ტონიმ სთხოვა, იქნებ კარგად დაფიქ-
რებულიყავიო, მაგრამ ცივი უარის შემდეგ შესთავაზა, მე მიგაცი-
ლებ "ბარტოჩიმდე" და საღამოს მოგაკითხავ, რომ სახლამდე
მარტომ არ იაროო. მისის ქიომ ახალგაზრდა კაცი და მამა
ფლადი დაპატიჟა და უთხრა, ყველამ ერთად ვივახშმოთ და
როუზის სულის მოსახსენიებელი ლოცვაც წავიკითხოთო.
საბოლოოდ ეილიში სამსახურში მეორე დღეს დაბრუნდა და
სასწავლებელში დაბრუნებაც დააპირა. რაკი კინოში ან ცეკვაზე
ვერ წავიდოდნენ, ტონიმ ახლომდებარე რესტორანში წაიყვანა.
უთხრა, თუ გინდა, ნუ ილაპარაკებ და ტირილით გული იჯერეო.
— ნეტავ არ მომხდარიყო, — უთხრა ეილიშს, — ნეტავ ეს არ
გამეგო.
— მეც მაგას ვფიქრობ, — დაეთანხმა გოგო, — რომელიმეს-
თვის რომ მაინც ეთქვა. ნეტავ ახლაც ცოცხალი მეგულებოდეს
სახლში. მისი სურათი მაინც მქონდეს, რომ მეჩვენებინა, როგო-
რი ლამაზი იყო.
— შენ ხარ ლამაზი, — უთხრა ტონიმ.
— ის ბევრად ლამაზი იყო, ყველა ამას ამბობდა. მისი სიკ-
ვდილს ვერაფრით შევგუებივარ. ის მაინც ვიცოდე, ახლა სად
არის. სიამოვნებით შევწყვეტდი მის გარდაცვალებაზე ფიქრს, მი-
სი ჩასასვენებლის წარმოდგენას, და ლოცვას დავიწყებდი, მაგ-
რამ მიჭირს.
— მე დაგეხმარები, თუ გინდა, — შესთავაზა ვაჟმა.

***
მიუხედავად იმისა, რომ გამოიამინდა, ეილიშს ისეთი შეგ-
რძნება ჰქონდა, რომ მის სამყაროში ყველაფერი გახუნდა და
გაუფერულდა. მაღაზიაში ბეჯითად მუშაობას განაგრძობდა და
ამაყობდა, რომ არც ზედმეტ შესვენებას საჭიროებდა და არც სა-
პირფარეშოში გარბოდა სატირლად. მის ფორტინიმ უთხრა, თუ
სახლში ნაადრევად მოგინდება წასვლა ან მომხდარზე დალაპა-
რაკება, არ მოგერიდოს, ნებისმიერ დროს მითხარიო. ტონი კო-
ლეჯში ყოველ საღამოს აკითხავდა და ეილიშს ანუგეშებდა, რო-
ცა საუბარი არ უნდოდა, არც აძალებდა. ხან ხელს ჩაჰკიდებდა,
ხან მოხვევდა და ისე მიაცილებდა სახლში, სადაც თითოეულ
მდგმურს ცალ-ცალკე ჰქონდა მისთვის ნათქვამი, თუ რამე დაგ-
ჭირდეს, არ მოგერიდოს, შუაღამეც რომ იყოს, მომიკაკუნეო.
ერთ საღამოსაც, როდესაც სამზარეულოში ჩაის მოსამზადებ-
ლად ავიდა, პატარა მაგიდაზე დაინახა მის სახელზე მისული წე-
რილი, რომელიც მანამდე გამორჩენოდა. წერილი ირლან-
დიიდან იყო და ჯეკის ხელწერა ეცნო. კონვერტი მყისვე არ გაუხ-
სნია, ჩაის ადუღებას დაუცადა, რომ თავის ოთახში ჩაეტანა და
მშვიდად წაეკითხა.
"ძვირფასო ეილიშ
ამ წერილის მოწერა დედამ მთხოვა, რადგან თავად არ შეუძ-
ლია. ახლა წინა ოთახში, ფანჯარასთან ვზივარ და ისე გწერ. სახ-
ლი ხალხით იყო სავსე, მაგრამ ახლა აღარავინაა. ყველა წავი-
და. როუზი დღეს დავკრძალეთ და დედამ მთხოვა, შენთვის მეთ-
ქვა, რომ დარი დაიჭირა, როგორც იტყვიან, წვიმამ გვაცალა. მა-
მა ქუეიდმა მესა აღუვლინა. ჩვენ დუბლინიდან მატარებლით გუ-
შინ დილით ჩამოვედით, მანამდე კი ერთი საშინელი ღამე სა-
ფოსტო გემზე გავატარეთ. როდესაც სახლამდე მოვაღწიეთ,
როუზი ჯერ კიდევ აქ ესვენა. ძალიან ლამაზი იყო, თმაც კი გაკე-
თებული ჰქონდა. ყველა ამბობდა, ისე მშვიდად გამოიყურება,
თითქოს სძინავსო, მაგრამ ეს, ალბათ, მანამდე, სანამ ჩვენ ჩამო-
ვიდოდით. მე როდესაც ვნახე, სხვანაირი იყო. თავის თავს არ
ჰგავდა — არც კარგად და არც ცუდად — უბრალოდ, როდესაც
ჩავიმუხლე და შევეხე, წუთით ისეთი განცდა დამეუფლა, რომ
სხვა ვიღაც იყო. იქნებ არც უნდა გწერდე, მაგრამ მგონია, უმჯო-
ბესია, შენც იცოდე. დედამ მთხოვა, რომ ყველაფერი მომეყოლა,
ვინ მოვიდა, ვინ ჩამოვიდა... მოკლედ, მთელი გოლფკლუბი და
დეივისის ოფისი აქ იყო. დილიდანვე მოვიდნენ. მამა როცა გარ-
დაიცვალა, მაშინ სულ სხვაგვარად იყო, ცოცხალი გეგონებოდა,
როუზი კი ქვასავით გამაგრდა და ისეთი მიტკლისფერი დაედო,
გაცრეცილ სურათებზე რომ ადევთ ხოლმე, მაგრამ ლამაზი და
მშვიდი კი იყო. არ ვიცი, რა მეტაკა, მაგრამ თავს ვერაფრით ვა-
ჯერებდი, რომ ჩემი და ესვენა. კუბო მე და ბიჭებმა მოვიტანეთ —
ჯემმა, ბილმა და კლონგალელმა ფონსმა ხელი შეგვაშველეს.
საშინელება იყო, კუბო რომ დავხურეთ და საფლავში ჩავუშვით.
ვერ ვიჯერებდი, რომ როუზს ვმარხავდით. როდესაც უკან დავ-
ბრუნდები, მისთვის უნდა ვილოცო, მაგრამ სულ დამვიწყებია
ლოცვები. დედამ გადმოგცა, შენ მაგივრადაც დავემშვიდობეო,
მაგრამ როდესაც დედიკო როუზს დასტიროდა, ოთახში ვერ
ვჩერდებოდი, გავდიოდი და ცალკე ვტიროდი. კუბოს დანახვაც
კი მზარავდა, საფლავზე რომ მივედით, ხომ მთლად გადამეკეტა.
ვცდილობდი, თვალები დახუჭული მქონოდა. იქნებ ამ ყველა-
ფერს არც უნდა გიყვებოდე... საქმე ისაა, რომ ჩვენ მალე სამსა-
ხურებში უნდა დავბრუნდეთ, ეს კი დედამ ჯერ არ იცის. ჰგონია,
რომ ერთ-ერთი ჩვენგანი მაინც მოახერხებს დარჩენას, მაგრამ,
ხომ ხვდები, არ გვიხერხდება. საქმე არ ითმენს. არ ვიცი, რა და
როგორ იქნება, მაგრამ ჩვენ უკან უნდა გავბრუნდეთ, დედას კი
მარტოს მოუწევს აქ დარჩენა. მეზობლები ყურადღებას მიაქცე-
ვენ, მაგრამ ეს რა ბედენაა. ვიცი, რომ შენი ნახვა უნდა, სულ შენი
სახელი აკერია პირზე, შენი იმედი აქვს, მაგრამ ჩვენ ვერაფერს
ვეუბნებით. არ უთქვამს, რომ ეს დეტალებიც მეცნობებინა შენ-
თვის, მაგრამ ამას თავადაც შეიტყობ, როდესაც წერის თავი ექნე-
ბა და შემოგეხმიანება. მგონი, უნდა, რომ შინ დაბრუნდე. ხომ
იცი, სახლში მარტოს ერთი ღამეც არ გაუთევია და ახლაც იმას
ამბობს, მარტოს რა გამაჩერებსო. მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ,
ვერ დავრჩებით. მთხოვა, იქნებ აქვე მოგენახა რამე სამუშაოო
და მეც დავპირდი, გავიკითხავ-მეთქი, მაგრამ მეც, პეტიც და მარ-
ტინიც წასასვლელი ვართ. ვწუხვარ, რომ ამაზე მიწევს წერა. შენ,
ალბათ, შენი გასაჭირიც გყოფნის. ჩვენც ჩვენი გაგვჭირვებია.
მარტინს სახლში ისედაც ვერ ვაჩერებთ, სულ საქმეებზეა გასუ-
ლი. როუზის გარდაცვალებაზე ფიქრი კი უფრო და უფრო აუტა-
ნელი ხდება. დედას უნდა, რომ გითხრა, ყველანი კარგად არიან-
მეთქი. ამიკრძალა, არ უთხრა, რომ ვტირიო, მაგრამ ხომ არ და-
გიმალავ, სულ ცრემლი სდის. სულ თუ არა, მეტწილად მაინც. ახ-
ლა წერას დავასრულებ და ამ წერილს კონვერტში ჩავდებ. ხე-
ლახლა აღარ გადავიკითხავ, რადგან ესეც ისე შემომეფხრიწება,
როგორც ამისი წინამორბედები. დავბეჭდავ და დილით გამოვ-
გზავნი. მგონი, მარტინი ახლა იმას ეუბნება, რომ ხვალ დილით
უნდა წავიდეთ. იმედია, ეს წერილი უარესად არ გაგიხეთქს
გულს, მაგრამ არ ვიცოდი, სხვანაირად როგორ მომეწერა. დე-
დას რომ ვეტყვი, წერა დავასრულე და ხვალ ვგზავნი-მეთქი,
გაუხარდება. ილოცე მისთვის. ახლა წავალ.
შენი მოყვარული ძმა ჯეკი".
ეილიშმა წერილი რამდენჯერმე გადაიკითხა და იგრძნო,
რომ მარტო არ იყო; ჯეკის ხმა ისე ნათლად ჩაესმოდა, თითქოს
მისი ძმა ამავე ოთახში ყოფილიყო. ისეთი სევდა იგრძნობოდა
მის ხმაში, თითქოს ჰერლინგის მატჩიდან დაბრუნებულიყო წაგე-
ბული და ამ ამბავს ატყობინებდა გულამოვარდნილი. შინ რომ
ყოფილიყო, ჯეკთან პირისპირ ლაპარაკით გულს იჯერებდა, მო-
უსმენდა, მერე დედას, პეტსა და მარტინთან ერთად დაჯდებოდა
და მომხდარზე ისაუბრებდა. როუზი გარდაცვლილი ვერაფრით
წარმოედგინა; შეეძლო, მასზე, როგორც მძინარეზე ეფიქრა, მაგ-
რამ როგორც გაცივებულსა და სიცოცხლეწართმეულზე ვერაფ-
რით ფიქრობდა. კუბოში ჩასვენებულის წარმოდგენა და ხომ
მთლად მიუღწევლად მიაჩნდა. უცებ ინატრა, ნეტავ ჯეკს საერ-
თოდ არაფერი მოეწერაო, მაგრამ ხვდებოდა, რომ ადრე თუ
გვიან ვიღაც შეატყობინებდა ამ ამბებს, ჯეკს კი კალამი ყველაზე
მეტად ემარჯვებოდა.
ოთახში ბოლთის ცემა დაიწყო, არ იცოდა, რა ექნა. ერთი გა-
ფიქრება კი გაიფიქრა, მეტროთი პორტში წავალ და პირველივე
გემს გავყვებიო. ბილეთის ფული კი ედო ჯიბეში. მაგრამ უცებვე
მოეგო გონს, ვაითუ, თავისუფალი ადგილი არ იყოსო, ამას გარ-
და, დანაზოგიც ბანკში ჰქონდა შეტანილი. მერე ზედა სართულზე
ასვლა გადაწყვიტა, მაგრამ გონებაში თვალი რომ გადაავლო
თითოეულ მობინადრეს, მიხვდა, ვერავინ დაეხმარებოდა. ახლა
მხოლოდ ტონი თუ გამოადგებოდა. საათს შეხედა: თერთმეტის
ნახევარი იყო. თუ მეტრომდე მალე მივიდოდა, ტონის სახლამდე
საათზე ნაკლებ დროში მიაღწევდა, მაგრამ თუ ღამის მატარებე-
ლი დაიგვიანებდა, შესაძლოა ცოტა მასაც დაჰგვიანებოდა. პალ-
ტო მონახა და ფრთხილად გავიდა დერეფანში. მერე სარდაფის
კარი გააღო და შეძლებისდაგვარად ჩუმად დახურა, საფეხურები
კი ფეხაკრეფით აირბინა.
სადარბაზოს კარი ტონის დედამ გაუღო და კიბით ბინაში აიყ-
ვანა, ქალს ხალათი ჰქონდა მოსხმული, აშკარა იყო, რომ ოჯახს
უკვე ეძინა, თუმცა ეილიში ახლა იმ მდგომარეობაში არ იყო,
რომ ეს უდროო შემოჭრა აეწონ-დაეწონა. მაგრამ დაინახა თუ
არა, რომ ტონის მშობლების საწოლი სახელდახელოდ აელაგე-
ბინათ, მიხვდა, რომ უდროოდ მიაკაკუნა მათთან და მოიბოდიშა.
ისიც კი თქვა, შინ დავბრუნდებიო. თუმცა მალევე მიხვდა, რომ
ასე ფეხის დაკვრას და გაქცევასაც აღარ ჰქონდა აზრი. ტონი,
როგორც ქალმა უთხრა, უკვე ტანთ იცვამს და გამოვაო; ბიჭმაც
საძინებლიდან გამოსძახა, დამიცადე და სადმე რესტორანში დავ-
სხდეთო.
უეცრად ფრენკი გამოვიდა პიჟამით, მაგრამ ისე ჩუმად და-
დიოდა, სანამ წინ არ დაუდგა, ეილიშმა ვერ დაინახა. ისეთი გატ-
რუნული და აწურული იდგა, ფილმებში ქურდობის ან მკვლელო-
ბის უეცარი შემსწრე პერსონაჟები რომ არიან ხოლმე. მაგრამ მე-
რე ისე გულწრფელად შეხედა ბავშვმა და გაუღიმა, რომ ეილიშს
ისღა დარჩენოდა, საპასუხო ღიმილით შეეხედა. ამასობაში ტონი
გამოვიდა და ფრენკი საძინებელში გაისტუმრა, შენს საქმეს მიხე-
დე და ეილიშს თავი დაანებეო.
ტონის რომ შეხედა, მიხვდა, ამასაც სძინებიაო. ბიჭმა ჯერ ჯი-
ბეში ჩაიყო ხელი გასაღების სანახავად, მერე სამზარეულოში გა-
ვიდა, მშობლებს რაღაც უჩურჩულა და სერიოზული, შეშფოთებუ-
ლი და ყურადღებიანი გამომეტყველებით გამოვიდა.
როდესაც ქუჩას რესტორნისკენ დაუყვნენ, ტონიმ მიიხუტა. ნე-
ლა და ხმის ამოუღებლად მიდიოდნენ. როდესაც ტონის ბინიდან
კიბეზე ჩადიოდნენ, ეილიშმა გაიფიქრა, ასე გვიან რომ მოვაკით-
ხე, გამიბრაზდაო, მაგრამ ახლა ხვდებოდა, რომ შეცდა. ტონი
ისე თბილად იხუტებდა, რომ ეილიშმა იგრძნო, როგორ უყვარდა
და ზრუნავდა. ახლა მზრუნველობას მეტად გამოხატავდა. ეილი-
ში გრძნობდა, რომ თუკი რამე გაუჭირდებოდა, თუნდაც, რო-
გორც ახლა, მისის ქიოსთან ან მამა ფლადთან კი არა, ტონის-
თან უნდა მისულიყო. ფიქრობდა, რომ როგორც არასდროს,
სწორედ ახლა აგრძნობინებდა თვითონაც, რომ მასთან ყოფნა
ეწადა.
რესტორანში დასხდნენ და სანამ რამეს შეჭამდნენ, ტონიმ ჯე-
კის წერილი წაიკითხა. როგორც ეილიშს მოეჩვენა, იმდენად ნე-
ლა, რომ მისი ტუჩის მოძრაობით ზოგიერთი სიტყვის გარჩევა
შეიძლებოდა. უეცრად წამოუარა, არც მის სახლში უნდა მივსუ-
ლიყავი და არც ეს წერილი წამეკითხებინაო. ახლა ხომ ტონი
დედამისის სურვილს გაიგებდა, რომელსაც ეილიშის დაბრუნება
უნდოდა; შეშინდა, არ ეგონოს, რომ ამით ვაცნობ ჩემი წასვლის
აუცილებლობის ამბავსო. როდესაც ახალგაზრდა კაცს სახე
დაუსერიოზულდა და შუბლიც კი შეჭმუხნა, ეილიში მიხვდა, რომ
ტონი იმ ადგილს კითხულობდა, სადაც დედის სურვილი იყო
გადმოცემული. უკვე ნანობდა, რომ ამჩატდა და თავი ვერ შეიკა-
ვა — ამას უნდა მიმხვდარიყო. თავი სულელად იგრძნო, რადგან
ახლა რაც უნდა ეთქვა, ტონის ვეღარ დაარწმუნებდა, რომ ირ-
ლანდიაში დაბრუნება არ უნდოდა.
როდესაც ტონიმ წერილი დაუბრუნა, თვალზე ცრემლი ჰქონ-
და მომდგარი.
— შენი ძმა კარგი ბიჭი უნდა იყოს, — უთხრა ეილიშს, — ვი-
სურვებდი, — მცირე ხანს დუმდა, მერე მის ხელს შეეხო, — კი არ
ვისურვებდი, უბრალოდ, უფრო მართებული იქნებოდა, რომ დაკ-
რძალვას მე და შენ ერთად დავსწრებოდით.
— ვიცი, — ჩაილაპარაკა გოგომ.
— მალე დედაშენიც შეძლებს მოწერას, — თქვა ტონიმ, —
მაგრამ სანამ წერილს გახსნიდე, ჯერ ჩემთან, სახლში უნდა მოხ-
ვიდე.
ეილიში ზუსტად ვერ მიუხვდა ნათქვამის აზრს, მაგრამ იფიქ-
რა, ალბათ, იმას გულისხმობს, რომ ასეთ დროს ჩემთან ახლოს
იქნება და მორალურად მხარს დამიჭერსო; ან იმას მაინც შეიტ-
ყობს, დედაჩემი ისევ ითხოვს თუ არა ჩემს გამგზავრებასო.
ისევ გაიფიქრა, რომ დიდი შეცდომა მოსდიოდა და შეწუხე-
ბისთვის ისევ მობოდიშება მოუნდა, მაგრამ როდესაც მიხვდა,
რომ ეს სიტყვები ტონის ცუდად მოხვდებოდა გულზე, უთხრა, შე-
ნი ძალიან მადლიერი ვარ, რომ არ დაიზარე და გამოხვედიო.
ბიჭმა თავი დაუქნია, მაგრამ ეილიში ხვდებოდა, რომ მას წერი-
ლი ადარდებდა, ან, უბრალოდ, მასავით იყო გულდაწყვეტილი,
ან ორივე ერთად.
ტონიმ დაიჟინა, შინ მიგაცილებო, მიუხედავად იმისა, რომ
ეილიშმა მისი გადარწმუნება სცადა, ბოლო მატარებელს ვეღარ
მიუსწრებო. უკანა გზაზეც უხმოდ მიდიოდნენ. როდესაც მეტრო-
დან ამოვიდნენ და ცივ ქუჩას უბრად გაუყვნენ, ეილიშმა იგრძნო,
რომ ის ადამიანი ედგა გვერდით, ვინც ახლა ესაჭიროებოდა,
თუმცა იმასაც ხვდებოდა, რომ ტონი აცნობიერებდა, ეილიში
რომ სხვა სამყაროს, სხვა ადგილს ეკუთვნოდა. ფიქრობდა, რომ
ტონი სადაც იყო ატირდებოდა და თავი დამნაშავედ იგრძნო,
რომ თავისი სატკივარი ამხელა დოზით გაუზიარა; თუმცა მალევე
გააცნობიერა, რომ ტკივილის გაზიარება ტონის სურვილი იყო,
რამდენად უსიამოვნო და დამაბნეველიც უნდა ყოფილიყო.
ეილიშს ისევ ბრაზი მოერია, იმაზე უფრო ძლიერ, ვიდრე სახლი-
დან გამოსვლისას.
როდესაც სახლამდე მივიდნენ, ტონიმ ხელი მოჰკიდა, მაგრამ
არ უკოცნია. თვითონაც მიეხუტა და მისი სითბო იგრძნო. ორივე
ატირდა. მოუნდა ისე ეთქვა ტონისთვის, არსად მივდივარო, რომ
დაერწმუნებინა, მაგრამ მერე იფიქრა, შეიძლება ტონიმ ჩემი წას-
ვლა აუცილებლად მიიჩნიოს და მითხრას, შენ ახლა იქ ხარ საჭი-
რო, ამიტომ უნდა წახვიდეო; ტონი კი ტიროდა, მაგრამ იქნებ
არა მარტო როუზსა და ეილიშის მარტოდ დარჩენილ დედას
დასტიროდა, არამედ ის უმღვრევდა სულს, რომ ეილიში წასას-
ვლელი იყო, თვითონ კი უნდა დარჩენილიყო. ნატრობდა, ნეტავ
მისთვის რამე ისეთი მათქმევინა, რომ ჩემი გულის ნადები
გაიგოსო და უკვირდა, ასე ცხარედ — მასზეც ცხარედაც კი — რა
ატირებდა ტონის.
გრძნობდა, რომ თავის ოთახში ჩასვლა ესიკვდილებოდა,
მარტო ყოფნა აუტანლად ეჩვენებოდა. იმასაც ხვდებოდა, რომ
ტონი ასე, უბრალოდ, ზურგს ვერ შეაქცევდა და ვერ წავიდოდა.
პალტოს ჯიბიდან გასაღები ამოიღო, მერე მისის ქიოს ფანჯარა-
ზე ანიშნა და თითი ტუჩთან მიიტანა. ფეხაკრეფით ჩავიდნენ,
ეილიშმა კარი გააღო და დერეფანში შუქი აანთო, მერე ოთახის
კარიც შეაღო და შუქი ჩააქრო.
ოთახში თბილოდა, ამიტომ პალტოები გაიხადეს. ტონის ტი-
რილისგან სახე დასწითლებოდა. როდესაც მან გაღიმება სცადა,
ეილიში მიუახლოვდა და ხელი ჩაავლო.
— აი, თურმე სად გიცხოვრია, — თქვა სტუმარმა.
— ჰო, მაგრამ თუ იხმაურებ, გამასახლებენ, — უთხრა ეილიშ-
მა.
ტონიმ ნაზად აკოცა და ენა მხოლოდ მაშინ აამოქმედა, რო-
დესაც ეილიშმა პირი გაუღო. მხურვალე სხეული გოგოს ყოველ
შეხებაზე უთრთოდა. ეილიშმა ზურგზე ჩაუსვა ხელები და პერან-
გში შეუყო, რომ შიშველ კანზე მოჰფერებოდა. საწოლთან სიტ-
ყვის უთქმელად მივიდნენ. როდესაც გვერდიგვერდ დაწვნენ, ტო-
ნიმ ქვედაკაბა აუწია და შარვალი გაიხსნა, რომ ეილიშს მისი პე-
ნისის შეხება ეგრძნო. ეილიშმა იცოდა, რომ მამაკაცი მის ნიშანს
ელოდა, რის გარეშეც კოცნის გარდა არაფერს შესთავაზებდა.
გოგომ თვალები გაახილა და დაინახა, რომ ბიჭს დაეხუჭა. მშვი-
დად გაიწია უკან, რომ ქვედა საცვალი გაეხადა. როდესაც ისევ
გვერდით მიუწვა, ტონის უკვე შარვალიც ჩაეხადა და ტრუსიც.
ეილიშს მკერდზე შეეხო, მოფერება სცადა, მაგრამ აზღუდმა
შეუშალა ხელი და გახსნა დაუწყო; მერე ხელები ზურგზე მოხვია
და ვნებიანად აკოცა.
როდესაც ეილიშის ზემოდან მოექცა, გოგომ პანიკის შემოტე-
ვის მიუხედავად, სცადა, რომ არ ექოშინა. მხოლოდ ტკივილი კი
არ იყო პრობლემა, არამედ ის, რომ ტონის გაკონტროლებას ვე-
ღარ მოახერხებდა და მისი პენისი იმაზე ღრმად აღმოჩნდებოდა
მასში, ვიდრე სურდა. ისიც თითოეულ ბიძგზე უფრო და უფრო
ღრმად აღწევდა, სანამ ეილიშმა არ გაიფიქრა, მგონი, ჩემში რა-
ღაცას აზიანებსო. როდესაც ვაჟი უკან იწეოდა, ეილიში შვებას
გრძნობდა, მაგრამ ყოველ ახალ ბიძგზე უფრო ძლიერ ტკივილს
განიცდიდა. დაიჭიმა, რომ ტკივილი შეეკავებინა და ინატრა, ნე-
ტავ ყვირილი შემეძლოს, რომ ასე მტკივნეულად აღარ მომაწ-
ვეს, თორემ რამეს დამიზიანებსო.
ის, რომ დაყვირება არ შეეძლო, უფრო აშინებდა; მთელი ძა-
ლით იჭიმებოდა. რაც უფრო იჭიმებოდა, მით უფრო მეტად ქოში-
ნებდა ტონი — ისეთ ბგერებს გამოსცემდა, ეილიშს არასოდეს
რომ არ მოესმინა, მოგუდულ კვნესასავით. როდესაც ვაჟი ერ-
თხანს შეჩერდა, ეილიში უფრო დაიჭიმა, იქნებ ახლა მაინც გა-
მოიღოს პენისიო, მაგრამ ტონი ზედა ტანით დააწვა და მოძ-
რაობა განაგრძო. ეილიშს მოეჩვენა, რომ ტონის თავისი ქოშინის
გარდა სხვა არაფერი ადარდებდა და ახლა, როდესაც საყვა-
რელ ქალს დასწოლოდა, მის არსებობაზე არც კი ფიქრობდა.
ეილიში ვერ ხვდებოდა, ამის მერე ერთმანეთისთვის სახეში რო-
გორ უნდა შეეხედათ. არ იძვროდა, საქმის მართვა ტონისთვის
მიენდო.
როდესაც ტონი მოშორდა, ეილიშს გაუკვირდა. ის ადგა, მწო-
ლიარე გოგოს სიტყვის უთქმელად შეხედა, გაუღიმა, მერე ფეხ-
საცმელი და წინდები გაიხადა და შარვალიც მიაყოლა. საწოლზე
დაიხარა და თუ რამ შემორჩენოდა ეილიშს, გახადა; გოგომ
მკერდზე ხელები აიფარა, ტონიმ კი პერანგიც გაიხადა, რომ მა-
სავით შიშველი ყოფილიყო. მერე ნელა მიუახლოვდა, თითქმის
მორცხვად, და საბანი ასწია, რათა ორივენი ლოგინში შეწოლი-
ლიყვნენ და ერთხანს ჩუმად ყოფილიყვნენ. ეილიში მას შეეხო
და ტონისაც ისევ სწრაფად აუდგა. ქალს მისი ძლიერი კუნთების
გლუვი კანი და სილამაზე ესიამოვნა; რამდენადაც ჩაცმული სა-
ცეკვაო მოედანზე სხვა, ბევრად მაღალ და ჩასკვნილ მამაკაცებ-
თან შედარებით, სუსტად, ზოგჯერ უსუსურადაც კი გამოიყურებო-
და, იმდენად ძლიერი ჩანდა გახდილი. როდესაც მიხვდა, რომ
ტონის კიდევ ერთხელ უნდოდა მასში შესვლა, ეილიშმა უჩურჩუ-
ლა, პირველად მეტისმეტად ღრმად მოგივიდაო.
— მეგონა, ყელამდე მომაწვდენდი, — ეილიშს თავისივე ნათ-
ქვამზე გაეცინა.
— ნეტავ მომეწვდინა, — თქვა ტონიმ და ჩქმეტა დაიმსახურა.
— რა უნდა მოგეწვდინა, გააფრინე?
— ეე, მეტკინა, — უჩურჩულა, აკოცა და ისევ ზევიდან მოექცა.
ეილიშმა ამჯერად ტკივილი ბევრად მწვავედ განიცადა, თით-
ქოს ტონის პენისი მასში რამე დაჟეჟილს ან გაჭრილს ეხეთქებო-
და.
— ასე ჯობია? — ჰკითხა ტონიმ.
ეილიში შეძლებისდაგვარად დაიჭიმა.
— ოჰ, რა მაგარია, — ესიამოვნა ვაჟს, — შეგიძლია კიდევ
ქნა ეგრე?
როდესაც ტონი ძლიერი ბიძგებით სიღრმეში შეღწევას ლა-
მობდა, ეილიშს ეგონა, ჩემი არსებობა დაავიწყდაო. არადა, ვაჟს
სამყაროც კი აღარ ახსოვდა. ამის გაცნობიერებაზე ეილიშს ტონი
ისე მოუნდა, არასდროს რომ არ ნდომებია, რათა მეხსიერებაში
ჩაებეჭდა და მოგვიანებით ყველა იმ წარმოდგენაზე მკაფიოდ
აღედგინა, რაც კი ოდესმე წარმოედგინა.

***
მეორე დღეს ტონი სამსახურთან დახვდა და ფულტონის ქუჩა
მეტრომდე ხმის ამოუღებლად გაიარეს. როდესაც მეტროში ჩა-
ვიდნენ, შეთანხმდნენ, ლექციების მერე კოლეჯთან შევხვდეთო.
როდესაც ერთმანეთს დასცილდნენ, ტონი დასერიოზულდა,
თითქმის გაბრაზდა ეილიშზე. მოგვიანებით, როდესაც სახლამდე
მიაცილა, ეილიში სარდაფის კიბის ჩავლამდე შემობრუნდა და
ტონი ისევ ადგილზე იდგა. ისე იკრიჭებოდა, როგორც ფრენკმა
იცოდა ხოლმე, ანცად და უმწიკვლოდ. ეილიშს გაეცინა და დაეჯ-
ღანა.
როდესაც სამზარეულოში შევიდა და ჩაიდანი ცეცხლზე შე-
მოდგა, მაგიდასთან მისის ქიო ეულად იჯდა და აშკარად არ
ელაპარაკებოდა. ამან ეილიშს ისე არხეინად აგრძნობინა თავი,
რომ ლამის ჰკითხა, რა ხდებაო, მაგრამ თავი დროულად შეიკა-
ვა და ისე დაიჭირა, ვითომ უჩვეულოს ვერაფერს ხედავდა.
უცებ თავში დაარტყა, ვაითუ, გაიგონა, როგორ ჩამოვიდა ტო-
ნი სარდაფში, ან უარესი, იმ ღამის ხმებმაც მიაღწია მის ყურამ-
დეო, რადგან სჯეროდა, რომ მისის ქიოს ყურამდე ნებისმიერ ფა-
ჩუნიც კი აღწევდა ამ სახლში. არა, მისის ქიოს წესების დარღვე-
ვის ათასი ფაქტი უხსენებიათ, მაგრამ მსგავსი რამ, ალბათ, არც
ერთ მდგმურს აზრადაც არ მოუვიდოდა, არამცთუ დაარღვევდა.
ეს წარმოუდგენელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ პატი და
დაიანა სულ შეყვარებულებზე ლაპარაკობდნენ, რომელი გაბე-
დავდა, ბიჭი მოეყვანა სახლში, მით უმეტეს, საძინებელში შეეყვა-
ნა? ეს საკითხი განხილვასაც კი არ ექვემდებარებოდა. როდესაც
მისის ქიოს სუსხიან სიჩუმეში იჯდა, ეილიშს აზრად მოუვიდა, რომ
კატეგორიული, უტიფარი უარი ეთქვა იმ იდეაზეც კი, რომ ტონი
მის საძინებელს მიუახლოვდა. თუ ამაზე სიტყვას ჩამოუგდებდა
დიასახლისი, ეტყოდა, მსგავსი რამის გაფიქრება თქვენზე არა-
ნაკლებად მზაფრავსო.
ეილიშმა პაშოტი22 მოამზადა და პური გახუხა, ხოლო როდე-
საც სამზარეულოში პატი და დაიანა გამოჩნდნენ, შვებით
ამოისუნთქა. პატის რაღაც პალტო ენახა მაღაზიაში, რომლის
ყიდვაც სურდა, ოღონდ ამას პარასკევამდე ვერ მოახერხებდა,
თუკი, ცხადია, ის პალტო დახვდებოდა. მისის ქიო სიტყვის უთქმე-
ლად წამოდგა და გასვლისას კარი გაიჯახუნა.
— რა ბზიკმა უკბინა? — იკითხა პატიმ.
— მგონი, ვხვდები, — მიუგო დაიანამ და ეილიშს გახედა, —
მაგრამ ღმერთია მოწმე, არაფერი გამიგონია.
— რა უნდა გაგეგონა? — ჰკითხა პატიმ.
— არაფერი, — გაიღიმა დაიანამ, — მაგრამ საამურად კი
ჟღერდა.

22
ტრადიციული ფრანგული საუზმე; უნაჭუჭოდ მოხარშული კვერცხი.
***
ეილიშს ღრმად ეძინა, დილით კი დაღლილსა და დაჟეჟილს
გამოეღვიძა. ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს როუზის გარდაცვა-
ლება საუკუნის წინ შეიტყო, ტონისთან ერთად გატარებული ღამე
კი მასში მძლავრად ჩარჩა. აინტერესებდა, როგორ უნდა გაეგო,
დაფეხმძიმდა თუ არა, რა ნიშნებით უნდა მიმხვდარიყო. მუცელზე
ხელები მიიდო, თითქოს შიგნით რაღაც ხდებოდა, რაღაც პატა-
რა კვანძი, ან უფრო პატარა, წვეთისოდენა იწყებდა ჩამოყალიბე-
ბას. ნეტავ რამე გამოსარეცხი საშუალება თუ არსებობსო, ფიქ-
რობდა, მაგრამ მერე გადაწყვიტა, უმჯობესია, მეც აღსარებაზე
წავიდე და ტონიც წავიყვანოო.
იმედი ჰქონდა, რომ წუხანდელივით აღარ გაეკრიჭებოდა
ტონი და მიხვდებოდა, რამხელა უსიამოვნება ელოდა ეილიშს,
ფეხმძიმედ თუ აღმოჩნდებოდა. მაგრამ რომც არ დარჩენილიყო,
იმედოვნებდა, რომ ტონი მაინც მიხვდებოდა იმ ღამის შეცდომას,
რადგან როუზი ჯერ გაცივებულიც არ იყო საფლავში. მაშინაც კი,
როდესაც აღსარებაზე მივიდოდა და მღვდელს ყველაფერს უამ-
ბობდა, იმას მაინც ვერ ეტყოდა, ერთად დაწოლამდე ნახევარი
საათით ადრე რომ იდგნენ და ტიროდნენ. ამ უცნაურობას არავინ
დაიჯერებდა. როდესაც საღამოს ტონის შეხვდა, ეგრევე უთხრა,
ხვალ — პარასკევი დღე ემთხვეოდა — აღსარება უნდა ჩავაბა-
როთო.
— მამა ფლადთან ვერ მივალ, — თქვა ეილიშმა, — ისეთი
ვინმე უნდა ვნახო, ვინც არ მიცნობს. ვიცი, რომ ამას მნიშვნელო-
ბა არა აქვს, მაგრამ მაინც.
ტონიმ ურჩია, ჩემს ეკლესიაში მივიდეთ, სადაც მღვდლების
უმეტესობა იტალიელიაო, — ზოგიერთს იმდენად არ ესმის ინ-
გლისური, რომ ვერც კი გაიგებენ, რას ეტყვი, — დაამშვიდა ვაჟ-
მა.
— მერე ეგ რაღა აღსარება გამოვა?
— მაგრამ საკვანძო სიტყვებს კი მიხვდებიან.
— ნუ ხუმრობ. აღსარების ჩაბარება შენც მოგიწევს.
— ვიცი, — დაეთანხმა ტონი, — დამპირდები რაღაცას? — ახ-
ლოს მიიწია, — აღსარების მერე ისევ კეთილი იქნები? ანუ მომე-
ფერები, დამელაპარაკები და გამიღიმებ?
— შენ თუ დამპირდები, რომ კარგად ჩააბარებ აღსარებას?
— გპირდები. ჰო, მართლა, დედა გეპატიჟება კვირას სადილ-
ზე. დარდობს შენზე.
მეორე საღამოს ეკლესიასთან შეხვდნენ. ტონიმ დაიჟინა,
სხვადასხვა მღვდელს ჩავაბაროთ აღსარებაო.
— შენსას ენტონი ჰქვია და გრძელი იტალიური გვარი აქვს,
ამასთან, ახალგაზრდა, სასიამოვნო კაცია და ინგლისურად კარ-
გად ლაპარაკობს, მე კი ბებერ იტალიელ მღვდელს გავენდობი.
— დარწმუნდი, რომ შენს ყველა სიტყვას გაიგებს, — დაარი-
გა ეილიშმა.
როდესაც მღვდელს უთხრა, შეყვარებულთან სამი დღის წინ
ორჯერ მქონდა სექსიო, მღვდელი ერთხანს დადუმდა და მერე
ჰკითხა:
— პირველად?
— დიახ, მამაო.
— გიყვართ ერთმანეთი?
— დიახ, მამაო.
— რას იზამ, თუ ორსულად აღმოჩნდები?
— ჩემი ცოლად შერთვა უნდა, მამაო.
— შენ თუ გინდა, რომ მისთხოვდე?
ეილიშმა ვერ უპასუხა. მღვდელმა მეორეჯერაც დაუსვა კით-
ხვა, უფრო თანაგრძნობით.
— მინდა, მამაო, — ჭოჭმანით უპასუხა, — მაგრამ ახლა გა-
სათხოვებლად მზად არა ვარ.
— ხომ თქვი, მიყვარსო?
— კარგი კაცია.
— მეტი არაფერი?
— მიყვარს.
— მაგრამ დარწმუნებული არა ხარ? — ეილიშმა ამოიოხრა
და არაფერი უპასუხა, — ნანობ იმას, რაც ჩაიდინეთ?
— დიახ, მამაო.
— ეპიტიმიად "ავე, მარიას" დაგადებ, ოღონდ ნელი წაკით-
ხვით, რომ სიტყვებს დაუგდო ყური და ზუსტად ერთი თვის თავზე
მოდი. თუ იმ დროისთვის ფეხმძმიმედ აღმოჩნდები, არ დამიმა-
ლო და ჩვენ ყველანაირად დაგეხმარებით.
როდესაც მისის ქიოს სახლში დაბრუნდა, აღმოაჩინა, რომ
სარდაფის კარს ქუჩიდან კლიტე ედო, ასე რომ, თავის ოთახში
სახლიდან უნდა ჩასულიყო. მისის ქიო სამზარეულოში იჯდა მის
მაკადამთან ერთად, რომელიც ცეკვაზე არ აპირებდა წასვლას.
— სარდაფის კარი დაკეტილი მექნება, — მისის ქიომ მის მა-
კადამს ისე მიმართა, თითქოს, მის გარდა, ოთახში სხვა არავინ
იყო, — თორემ ვინ იცის, ვინ შევა და გავა.
— ძალიან ჭკვიანი ბრძანდებით, — უთხრა მის მაკადამმა.
როდესაც ეილიშმა ვახშამი მოიმზადა, არც ერთ მათგანს მის-
თვის არ შეუხედავს.
ეილიშმა დედის წერილი მიიღო. ქალი სწერდა, რომ დღეები
სასტიკად იწელებოდა, ღამეები კი აუტანელი გამხდარიყო. ამ-
ბობდა, მეზობლები ყურადღებას არ მაკლებენ, სულ ჩაიზე მეპა-
ტიჟებიან, მაგრამ გული არსად მიჩერდება და მეც ხან რას ვიმი-
ზეზებ, რომ უარი ვუთხრა და ხან რასო. ეილიშს მისთვის უკვე
რამდენჯერმე ჰქონდა წერილი გაგზავნილი; "ბარტოჩიში" მიღე-
ბული საზაფხულო კოლექციისა და ფულტონის ქუჩის ცხოვრების
შესახებ დაწვრილებითაც მოეყოლა. ისიც ნათქვამი ჰქონდა, სა-
გამოცდოდ ვემზადებიო, გამოცდები კი მაისში ეწყებოდა. ერთი
სული ჰქონდა, კვალიფიცირებული ბუღალტრის მოწმობა აეღო,
ამიტომ სწავლისას თავს არ ზოგავდა.
ტონი არც ერთ წერილში არ უხსენებია, ამიტომ აინტერესებ-
და, როუზის ოთახის დალაგებისას ან მისი ოფისიდან ნივთების
წამოღებისას ჩემი წერილები ხომ არ ნახა და წაიკითხაო. ტონის
კი ყოველდღე ხვდებოდა — ზოგჯერ კოლეჯთან ელოდა ვაჟი და
სახლამდე აცილებდა. მათი ერთობლივი ღამის მერე იგი ძალი-
ან შეცვლილიყო. ნაკლებად დაძაბული ჩანდა, თუმცა უკვე თავს
აღარ აწონებდა და იშვიათად ხუმრობდა. მიუხედავად ამისა, ყო-
ველ შეხვედრაზე ეილიშს რწმენა უმყარდებოდა, რომ ერთმა-
ნეთს უფრო უახლოვდებოდნენ. ყოველ კოცნაზე ან სიახლოვეზე,
როდესაც ერთმანეთს მიხუტებულნი ქუჩაში მიდიოდნენ, ეილიშს
ერთად გატარებული ღამე ახსენდებოდა.
როდესაც დარწმუნდა, რომ ორსულად არ იყო, იმ ღამეზე უკ-
ვე სიამოვნებით ფიქრობდა, განსაკუთრებით, მას მერე, რაც
მეორეჯერ მივიდა მღვდელთან, რომელმაც დაარწმუნა, რომ მა-
სა და ტონის შორის მომხდარი რთული გასაგები სულაც არ იყო,
მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია ასეთ კავშირს არ მიესალმებო-
და, და შესაძლოა ეს ერთგვარი ნიშანიც იყო უფლისა, რომ მათ
ოჯახი უნდა შეექმნათ. მეორეჯერ მოძღვართან საუბარი ისეთი
ადვილი ეჩვენა, რომ მთელი თავისი ამბის მოყოლა მოუნდა,
მათ შორის, დედის წერილების ხსენება, ასე სევდიანად რომ ეჩ-
ვენებოდა და ზოგჯერ გაკრული ხელის გამო ნაწერსაც კი ვერ
არჩევდა. მაგრამ სააღმსარებლო ისე დატოვა, რომ ამაზე სიტ-
ყვაც არ უთქვამს.
ერთ კვირა დღეს, მესის შემდეგ, როდესაც შეილა ჰეფერნან-
თან ერთად ეკლესიიდან გამოსვლა დააპირა, ეილიშმა შენიშნა,
რომ მამა ფლადმა, რომელიც, ჩვეულებრივ, კართან იდგა ხოლ-
მე და მრევლს ესაუბრებოდა, თვალი აარიდა, ხოლო როდესაც
ეილიში მისკენ წავიდა, მოძღვარმა სიღრმეში გადაინაცვლა და
რამდენიმე ქალთან გააბა მხურვალე საუბარი. მცირე ხანს შეიცა-
და, იქნებ ყურადღება მომაქციოსო, მაგრამ მოძღვარი გატრი-
ალდა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა. ეილიშმა გაიფიქრა, მისის
ქიო დაელაპარაკებოდაო და გადაწყვიტა, სასწრაფოდ მოეხერ-
ხებინა მღვდელთან გასაუბრება, რომ მას დედამისისთვის არა-
ფერი მიეწერა.
ტონის ოჯახში სადილის შემდეგ ეილიშმა მეცადინეობა
მოიმიზეზა, რომ მალე წასულიყო, ტონის კი შეუთანხმდა, მოგ-
ვიანებით შევხვდეთო. არც მეტროსადგურამდე გააცილებინა თა-
ვი, მეტროთი კი მამა ფლადის სახლში წავიდა.
როდესაც ტალანში იჯდა და მღვდელს უცდიდა, მიხვდა, რომ
მისის ქიოს ხსენება გაუჭირდებოდა, სანამ თავად მასპინძელი არ
ახსენებდა, ხოლო თუ მამა ფლადი მასზე სიტყვას არ დაძრავდა,
ეილიშსაც მხოლოდ დედამისსა და "ბარტოჩიში" შესაძლო
საოფისე ვაკანსიაზე მოუწევდა საუბარი, რომელსაც კვალიფიცი-
რებული ბუღალტრის მოწმობის შემდეგ ელოდა. როდესაც ფე-
ხის ხმა შემოესმა, მიხვდა, რომ არჩევანი ჰქონდა. შეეძლო თავი
მოესაწყლებინა და ბოდიში მოეხადა, ან როუზისთვის მიებაძა და
ისე ელაპარაკა, თითქოს ამქვეყნად ნებისმიერი უსაქციელობა
მისგან შორს იყო.
მამა ფლადი აფორიაქებული ჩანდა და სტუმარს თვალს არი-
დებდა.
— იმედია, არ გაწუხებთ, მამაო, — დაიწყო ეილიშმა.
— ოჰ, რას ამბობ. გაზეთს ვკითხულობდი.
ეილიშმა იცოდა, რომ თვითონ უნდა დაესწრო სათქმელის
თქმა, სანამ მოძღვარი დაიწყებდა ლაპარაკს.
— არ ვიცი, დედაჩემის ამბავი თქვენც მოგივიდათ თუ არა,
მაგრამ წერილებით როგორც ირკვევა, კარგად არ უნდა იყოს.
— დასანანია, — თქვა მამა ფლადმა, — ამისთანა რამ გა-
დაიტანა.
როგორი მზერაც უნდა ჰქონოდა მამა ფლადს, ამ სიტყვებით
მიანიშნა, რომ, გარდა თქმულისა, კიდევ ბევრ რამეს გულის-
ხმობდა — არა მარტო როუზის დაკარგვას, არამედ იმასაც, რომ
დედამისის მეორე ქალიშვილს ღამღამობით კაცი მიჰყავდა თა-
ვის ოთახში. ეილიშმა ისე შეხედა, რომ მზერით ეუბნებოდა, ნარ-
თაული გავიგე, მაგრამ საკითხის განვრცობა აღარ მინდაო.
— როგორც იცით, ერთ თვეში გამოცდას ვაბარებ და იმედი
მაქვს, რომ კვალიფიცირებული ბუღალტერი ვიქნები. მცირეოდე-
ნი თანხა გადავინახე და მინდა, რომ შინ, დედასთან გავემგზავ-
რო, "ბარტოჩიში" უხელფასო შვებულებას ავიღებ. ასევე, რო-
გორც სხვა მდგმურებს, მისის ქიოსთან მეც სირთულეები მაქვს,
ამიტომ, როდესაც დავბრუნდები, ალბათ, ბინის შეცვლაზე ვიფიქ-
რებ.
— ძალიან სასიამოვნო ქალია მისის ქიო, — თქვა მამა
ფლადმა, — ირლანდიური ადგილები კი ახლა ცოტაა დარჩენი-
ლი, ძველად ბევრად მეტი იყო.
ეილიშს არაფერი უპასუხია.
— მაშ, ბარტოჩის დაველაპარაკო? — ჰკითხა მღვდელმა, —
რამდენი ხნით გინდა გამგზავრება?
— ერთი თვით, — უპასუხა ეილიშმა.
— და დაბრუნებული, სანამ ბუღალტერიაში რამე გამოჩნდე-
ბა, ისევ იმუშავებ გამყიდველად?
— დიახ.
მამა ფლადი ამ საკითხზე დაფიქრდა და თავი დააქნია.
— გინდა, რომ მისის ქიოსაც დაველაპარაკო?
— მეგონა, უკვე ელაპარაკეთ.
— როუზის გარდაცვალების მერე არა, — თქვა მღვდელმა,
— მგონი, მას მერე არც კი მინახავს.
ეილიშმა გამომცდელად შეხედა.
— იქნებ შეურიგდე? — თვალი გაუსწორა მამა ფლადმა.
— როგორ?
— უყვარხარ, — ეილიშმა წაუყრუა, — იცი, რას გეტყვი, —
დაიწყო მოძღვარმა, — თუკი მისის ქიოს შეურიგდები, ბარტოჩის
დაველაპარაკები.
— როგორ-მეთქი?
— თავაზიანად მოექეცი.

***
სანამ მამა ფლადს ნახავდა, ეილიშს რატომღაც არ მოაფიქ-
რდა, რომ შინ მცირე ხნით მაინც დაბრუნებულიყო. მაგრამ რო-
დესაც ეს იდეა მოძღვართან ახსენა და მანაც მოუწონა, ეილიშმა
უკვე ისე მტკიცედ დაისახა გეგმა, რომ წყალი აღარ გაუვიდოდა.
მეორე დღეს შესვენებაზე გავიდა და ტურისტულ სააგენტოში
გემზე ბილეთის ფასი გაარკვია. გადაწყვიტა, გამოცდების შედე-
გებს დალოდებოდა და მერე გამგზავრებულიყო; გზაზე, აქეთ--
იქით, ექვს-ექვსი დღე დასჭირდებოდა, ასე რომ, ორკვირა--
ნახევარს დედასთან გაატარებდა.
მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოში იმ კვირის ბოლოს წე-
რილი გაგზავნა, ჩამოვდივარო, არ უთქვამს, ხოლო როდესაც
რამდენიმე დღის მერე მამა ფლადი მაღაზიაში დაინახა და მოძ-
ღვარმა თვალი ჩაუკრა, მიხვდა, რომ მალე ახალ ამბავს გაიგებ-
და.
ერთ პარასკევს, როდესაც ტონიმ ცეკვიდან სახლამდე მიაცი-
ლა, კურიერის ხელით მიტანილი მამა ფლადის წერილი დახვდა.
მალე მისის ქიოც გამოჩნდა სამზარეულოში და გამოუცხადა, ჩა-
ის დალევას ვაპირებ და, იმედია, შემომიერთდებიო. ეილიშმა
თბილად გაუღიმა, სიამოვნებითო, უთხრა და წერილის წასაკით-
ხად თავის ოთახში ჩავიდა. "ბარტოჩი", როგორც მამა ფლადი
სწერდა, ერთი თვით უხელფასო შვებულებაში გაუშვებდა, წას-
ვლის თარიღი მის ფორტინისთან უნდა შეეთანხმებინა, ხოლო
თუკი გამოცდებსაც წარმატებით ჩააბარებდა, კომპანია იმედს
იტოვებდა, რომ უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში უკეთეს ვა-
კანსიას შესთავაზებდა. წერილი საწოლზე დატოვა და ისევ სამზა-
რეულოში აბრუნდა, სადაც ჩაი დასხმული დახვდა.
— სარდაფის კარს რომ კლიტე ავხსნა, თავს უსაფრთხოდ იგ-
რძნობ? — ჰკითხა მისის ქიომ, — არ ვიცოდი, რა მექნა, ამიტომ
იმ თავაზიან სერჟანტს ვკითხე, მულჰოლს, რომლის მეუღლეც
ჩემთან ერთად პოკერს თამაშობს ხოლმე, უსაფრთხოების მხრივ
რა ხდება-მეთქი და მიპასუხა, ჩემს ბიჭებს დავავალებ, თვალი
ადევნონ თქვენს სახლს, თუ რამე საეჭვოს დაინახავენ, ეგრევე
ჩაერევიანო.
— ოჰ, დიდებული აზრია, მისის ქიო, — თქვა ეილიშმა, —
როდესაც ნახავთ, ჩვენი სახელით მადლობა გადაეცით.

***
ეილიშს იმედი ჰქონდა, რომ სამართლის გამოცდა ისეთივე
იოლი აღმოჩნდებოდა, როგორიც წინა ჯერზე, სხვა საგნებში გა-
წეული შრომით კი თვითონვე კმაყოფილი იყო. საბოლოო გა-
მოცდაზე თითოეულ სტუდენტს მიეცემოდა კომპანიის წლიური
ცხოვრების მონაცემები ქირის, გათბობის, დენის, ხელფასების,
დანადგარების ცვეთისა და აქტივების შესახებ, ასევე წლიური კა-
პიტალდაბანდებისა და გადასახადების თაობაზე. ამას გარდა, სია
გაყიდვებთან, სხვადასხვა წყაროდან მიღებულ შემოსავლებთან,
საცალო და საბითუმო ვაჭრობასთან დაკავშირებით. და მთელი
ეს მონაცემები დავთრებში სვეტების მიხედვით სწორად და აკუ-
რატულად უნდა შეეყვანათ, რათა ყოველწლიურ საერთო თათ-
ბირზე საბჭოსა და მეწილეებს მოგებასა და წაგებაზე ზუსტი ინ-
ფორმაცია მიეღოთ. ეს კი მხოლოდ დავთრებიდან იქნებოდა შე-
საძლებელი. ვინც ამ გამოცდას კარგად ვერ ჩააბარებდა,
ფრიადოსანიც რომ ყოფილიყო სხვა საგნებში, გამსვლელ ნი-
შანს ვერ მიიღებდა. შესაბამისად, გამოცდის გადაბარება მოუწევ-
და.
ერთ საღამოს, გამოცდამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც ტო-
ნი შინ მიაცილებდა, ეილიშმა შეაპარა, როგორც კი გამოცდის
შედეგს გავიგებ, სამშობლოში ერთი თვით გავემგზავრებიო. დე-
დისთვის უკვე გაეგზავნა ამის შესახებ წერილი. ტონის ამაზე არა-
ფერი უთქვამს, მაგრამ როდესაც მისის ქიოს სახლამდე მივიდ-
ნენ, შესთავაზა, უბანში გავისეირნოთო. ბიჭს სახეზე ფერი აღარ
ედო და როდესაც ესაუბრებოდა, სრულიად სერიოზული ტონი
ჰქონდა, თუმცა თვალებში შეხედვისგან თავს იკავებდა.
როდესაც მისის ქიოს სახლს გასცდნენ, ერთ-ერთი შენობის
პარმაღის საფეხურზე ტონი ჩამოჯდა, ეილიში კი მოაჯირს მიეყუ-
და. ახლომახლო არავინ ჩანდა. ეილიში ხვდებოდა, რომ ტონი
გადარევას იყო, მაგრამ თუ საჭირო იქნებოდა, აუხსნიდა, ეტყო-
და, რომ მას ოჯახი აქვე, ბრუკლინში ჰყავდა და არ იცოდა, კე-
რისგან შორს ყოფნა რას ნიშნავს. თუ ვაჟი კამათს დაუწყებდა,
ეტყოდა, თუ მოგინდება, შენც შეგიძლია სამშობლოში წახვიდეო.
— ცოლად გამომყევი, სანამ გაემგზავრები, — ძლივს ამოთ-
ქვა ტონიმ.
— რა თქვი? — ეილიში გვერდით ჩამოუჯდა.
— თუ წახვალ, აღარ დაბრუნდები.
— სულ ერთი თვით მივდივარ, ხომ გითხარი.
— წასვლამდე ცოლად გამომყევი.
— არ გჯერა, რომ დავბრუნდები?
— შენი ძმის წერილი წავიკითხე. ვხვდები, როგორ გიჭირს
შინ დაბრუნება და იმასაც ვხვდები, იქიდან ხელახლა წამოსვლა
როგორ გაგიჭირდება. ვიცი, მეც მაგრად გამიჭირდება. ისიც ვიცი,
რა კარგი ადამიანი ხარ. შენს ყოველ წერილს გულისფანცქალი-
თა და შიშით დაველოდები, რომ უცებ არ მითხრა, დედას მარ-
ტოს ვეღარ დავტოვებო.
— გპირდები, რომ უკან დავბრუნდები.
რამდენჯერაც ტონიმ ცოლად გამომყევიო, უთხრა, იმდენჯერ
დაება ენა და თვალი აარიდა, თითქოს თავისთვის ლაპარაკობ-
და, ახლა კი ეილიშს სახეში შეხედა.
— არ გეუბნები, ეკლესიურად ვიქორწინოთ და ცოლქმრუ-
ლად ვიცხოვროთ-მეთქი, თუ არ გინდა, ნურც გავამხელთ. მხო-
ლოდ ჩვენ შორის დარჩეს ეს ამბავი, ხოლო როდესაც დაბრუნ-
დები, მერე შენთვის სასურველ ნებისმიერ ეკლესიაში დავიწე-
როთ ჯვარი.
— არაეკლესიური ქორწინებაც არსებობს?
— რასაკვირველია. განაცხადი უნდა შევიტანოთ და მე სიას
ჩამოვწერ, რაც გვჭირდება.
— რად გინდა, რომ ცოლად გამოგყვე?
— ასე რამე მაინც იქნება ჩვენ შორის.
— ჰო, მაგრამ, რად გინდა?
ტონის თვალზე ცრემლი მოადგა.
— იმად, რომ თუ ასე არ მოვიქცევით, გავგიჟდები.
— და არავის ვუთხრა?
— არავის.
— არც ბეჭედი ვატარო?
— თუ გინდა, ატარე, მაგრამ რომც არ გაიკეთო, არც ეგ იქნე-
ბა პრობლემა. უბრალოდ, მინდა, რომ ჩვენ შორის რაღაც მაინც
იყოს მხოლოდ ჩვენი.
— მხოლოდ დაპირება არ იკმარებს?
— თუ დაპირება შეგიძლია, ჩემი თხოვნის შესრულებასაც შეძ-
ლებ, — უთხრა ტონიმ.

***
ტონიმ ყველაფერი მოაგვარა და გამოცდის შემდეგ ეილიშ-
თან ერთად საჭირო ფორმების შევსება დაიწყო. ხელის მოწე-
რამდე ერთ კვირა დღეს ეილიში ტონის სახლში სადილზე
ჩვეულებისამებრ მივიდა. როდესაც მაგიდასთან დაჯდა, მიხვდა,
რომ ტონის დედისთვის რაღაც ეთქვა ან ქალი თვითონვე მიმ-
ხვდარიყო. მაგიდისთვის ახალი სუფრა გადაეფარებინათ,
დიასახლისს კი ისე ეცვა, როგორც მნიშვნელოვანი მოვლენების
დროს იცვამენ ხოლმე. მერე, როდესაც ტონის მამა და სამი ძმა
შემოვიდნენ, ყველას კოსტიუმი ეცვა და ჰალსტუხი ეკეთა, რაც,
ცხადია, მათი ყოველდღიური სამოსი სულაც არ იყო. როცა სა-
დილად დასხდნენ, ეილიშმა შენიშნა, რომ უჩვეულო სიმშვიდე სუ-
ფევდა, ფრენკიც კი ხმას არ იღებდა თავიდან, ხოლო როგორც
კი რამის თქმას დააპირებდა, ძმები მაშინვე აწყვეტინებდნენ.
სადილობისას ბავშვმა რაღაცის თქმა რამდენჯერმე კიდევ
სცადა, მაგრამ პირის გაღებისთანავე შენიშვნა მიიღო. ბოლოს
ისევ ეილიშმა მოითხოვა, გამაგებინეთ, ამ ბიჭს რისი თქმა უნ-
დაო.
— როდესაც ლონგ-აილენდზე სახლს აიშენებთ, ერთი ოთა-
ხიც დაამატეთ ჩემთვის, რომ მოვიდე ხოლმე, როცა ესენი გამაბ-
რაზებენ.
ტონიმ თავი ჩაქინდრა.
— რასაკვირველია, ფრენკ, ნებისმიერ დროს მოხვალ, როცა
მოგინდება.
— მხოლოდ ამის თქმა მინდოდა.
— გაიზარდე, ფრენკ, — უთხრა ტონიმ.
— გაიზარდე, ფრენკ, — გაუმეორა ლორენსმა.
— ჰო, ფრენკ, — დაამატა მორისმა.
— ხედავ? — ფრენკმა ეილიშს მიმართა, — აი, ამათი ატანა
მიწევს.
— არ იდარდო, — დაამშვიდა ეილიშმა, — მაგათ მე მივხე-
დავ.
როდესაც დესერტი შემოიტანეს, ტონის მამამ ფეხიანი ჭიქები
მოატანინა ცოლს და "პროსეკო“23 გახსნა. მამაკაცმა ეილიშის
მშვიდობიანი გამგზავრებისა და დაბრუნების სადღეგრძელო შეს-
ვა. ეილიშმა კი გაიფიქრა, ნუთუ ტონიმ მხოლოდ ჩემი გამგზავ-
რების შესახებ უთხრა ოჯახს და ჩვენს გეგმაზე სიტყვა არ დაუძ-
რავსო. მოეჩვენა, რომ ფრენკმა იცოდა, მაგრამ ვერ იჯერებდა,
რომ ტონი ეტყოდა. ბოლოს დაასკვნა, ეტყობა, ბავშვმა შემთხვე-
ვით მოისმინაო. იქნებ მართლაც მის გამგზავრებას უკავშირდე-
ბოდა ეს მშვენიერი სუფრა? მაგრამ როდესაც დესერტს მომეტე-
ბული მხიარულებაც მოჰყვა, ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ
ტონის ოჯახისთვის ყველაფერი ნათქვამი ჰქონდა.
ტონიმ ეილიშის გამგზავრებამდე ზუსტად ერთი კვირით ად-
რე, დღის ორ საათზე დანიშნა ხელმოწერის ცერემონია. გამოც-
დას კარგად ჩაევლო და ეილიში თითქმის დარწმუნებული იყო,
რომ კვალიფიკაციას მისცემდნენ. რაკი სხვა დასაქორწინებელი

23
იტალიური თეთრი, შუშხუნა ღვინო.
წყვილებისგან განსხვავებით მათ არც მეგობრები ახლდნენ და
არც ნათესავები, ხელის მოწერის ცერემონიამ მოკლედ ჩაიარა,
რასაც სხვა მომლოდინე წყვილებისა და მათი ახლობლების
გაოცება და მითქმა-მოთქმა მოჰყვა. როდესაც იმ დღეს კონი--
აილენდზე მატარებლით მიდიოდნენ, ტონიმ პირველად წამოჭრა
საკითხი ეკლესიურად დაქორწინებისა და ნამდვილი ოჯახის შექ-
მნის თაობაზე.
— ფული მაქვს გადანახული, — თქვა მან, — ასე რომ, სანამ
სახლი აშენდება, ბინის დაქირავებას შევძლებთ.
— წინააღმდეგი არა ვარ, — თქვა ეილიშმა, — როგორ მინ-
და ახლა, ერთად მივდიოდეთ სახლში.
ტონი ხელზე შეეხო.
— ეგ მეც მინდა, — უთხრა, — ბეჭედი ძალიან გიხდება ხელ-
ზე.
ეილიშმა ბეჭედს დახედა.
— არ დამავიწყდეს მოხსნა, თორემ მისის ქიოს თვალს არა-
ფერი გამოეპარება.
ოკეანე ბობოქრობდა და რუხი ტალღებით ებრძოდა ქარს,
რომელიც ცაზე თეთრ ღრუბლებს სადღაც მიერეკებოდა. ფიცარ-
ფენილ პრომენადს ნელი ნაბიჯით გაუყვნენ და პირსისკენ აიღეს
გეზი, სადაც შეჩერდნენ და მეთევზეებს დაუწყეს ყურება. როდე-
საც უკან გამობრუნდნენ და "ნათანში" ჰოთდოგის საჭმელად დას-
ხდნენ, ეილიშმა მეზობელ მაგიდაზე შენიშნა ვიღაც, რომელიც
საქორწინო ბეჭედს ათვალიერებდა. ჩაეღიმა.
— ოდესმე მოვუყვებით ნეტავ ჩვენს შვილებს, რაც ჩავიდი-
ნეთ? — იკითხა მან.
— როდესაც დავბერდებით და მეტი აღარაფერი გვექნება
სათქმელი, შესაძლოა, — მიუგო ტონიმ, — ან რომელიმე წლის-
თავამდე შევინახავთ საიდუმლოდ და მერე გავამხელთ.
— ნეტავ რას იფიქრებენ?
— მაგალითად, იმას, რომ "ნიუიორკელ ლამაზმანზე" დაგპა-
ტიჟე, დაიჯერებენ, მაგრამ იმას, რომ კინოდან მეტროთი გაგიყ-
ვანე მისის ქიოს სახლამდე და იქ დაგტოვე, არა.
როდესაც ჭამას მორჩნენ, მეტროში ჩავიდნენ და ქალაქისკენ
მიმავალ მატარებელს დაელოდნენ.
დედამ ეილიში როუზის საძინებელში შეიყვანა, რომელიც დი-
ლის მზეს გაეჩახჩახებინა. ყველაფერი შევინახეო, უთხრა შვილს,
არც გარდერობისთვის მიხლია ხელი და არც კამოდისთვისო.
— მხოლოდ ფანჯრები ჩამოვწმინდე, ფარდები დავრეცხე, გა-
მოვგავე და მტვერი გადავწმინდე, დანარჩენი ხელუხლებელია,
— თქვა მისის ლეისიმ.
სახლი უცნაურად არ მოსჩვენებია, მხოლოდ მისი შინაურული
აურა იგრძნო; საჭმლის სურნელი გაახსენდა, ჩრდილებიც და,
ცხადია, დედის ახლოს ყოფნის სრულიად განსხვავებული შეგ-
რძნება. მაგრამ როუზის საძინებელი ოთახის სიჩუმე კი ძალიან
ეუცხოვა, თან, ამისათვის მოუმზადებელი აღმოჩნდა. ვერ ხვდე-
ბოდა, დედა მისგან ტირილს ელოდა ახლა თუ ოთახიდან გას-
ვლას, რომ როუზის გარდაცვალება უფრო მძაფრად შეეგრძნო.
ისე დაიბნა, აღარ იცოდა, რა ეთქვა.
— ამ დღეებში, — თქვა დედამისმა, — მისი ტანსაცმელი გა-
დავახარისხოთ. როუზს ახალი ნაყიდი ჰქონდა ზამთრის პალტო
და ვნახოთ, თუ მოგერგება. ხომ იცი, როგორ უყვარდა ჩაცმა.
ეილიშმა უეცრად ძლიერი დაღლილობა იგრძნო და გადაწ-
ყვიტა, როგორც კი ვისაუზმებთ, დავწვებიო, მაგრამ ხვდებოდა,
რომ დედამისს ეს მომენტი — როუზის ოთახში დგომა და საუბა-
რი — კარგა ხნის ჩაფიქრებული ჰქონდა.
— იცი, ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, ცოცხალია-მეთქი, — თქვა
დედამისმა, — ზედა სართულზე რამე თუ გაიფაჩუნებს, სულ
როუზი მგონია.
საუზმისას ეილიშს საუბრის თემის შეცვლა უნდოდა, მაგრამ
ეს საძნელო საქმე აღმოჩნდა, რადგან დედამისს ყველა სიტყვა
წინასწარვე მოემზადებინა.
— გვირგვინი შევუკვეთე, რომ როუზის საფლავზე მიიტანო,
ამ დღეებში კი, თუ ამინდმაც ხელი შეგვიწყო, ქვაზე მამაშენის სა-
ხელის დაბლა, როუზის სახელი და თარიღებიც უნდა წავაწერი-
ნოთ.
ეილიში დაფიქრდა, ნეტავ რა მოხდება, საუბარი რომ შევაწ-
ყვეტინო და ვუთხრა, გავთხოვდიო, მაგრამ დედამისი, ალბათ,
ყურს არ ათხოვებდა ან ისე დაიჭერდა თავს, ვითომ ვერ გაიგო-
ნა. ფიქრობდა, ნეტავ ფანჯრის მინა რომ გატყდეს უცებ, მაშინ მა-
ინც თუ გამოერკვევაო.
ცხადია, ეს არ უთქვამს, უბრალოდ, წაიწუწუნა, ძალიან დავი-
ღალე და ცოტა ხანს დავწვები, იქნებ თვალი მოვატყუოო, დედა-
მისს კი ერთი კითხვაც არ დაუდგამს არც ამერიკაში ცხოვრებაზე
და არც იქიდან მგზავრობაზე. ქალს, როგორც ჩანს, მხოლოდ
თავისი სათქმელი ჰქონდა მომზადებული, ეილიშს კი თავისი გეგ-
მები ჰქონდა — უნდოდა, დედისთვის მოეყოლა, როგორ იმგზავ-
რა ნიუ-იორკიდან კოვამდე, რა განსხვავება იყო მის პირველ და
მეორე მგზავრობას შორის და როგორ იჯდა გემბანზე მზისგულ-
ზე. იმასაც ფიქრობდა, ბრუკლინის კოლეჯიდან მიღებულ წე-
რილს ვუჩვენებო, სადაც ეწერა, რომ გამოცდები წარმატებით
ჩააბარა და მალე კვალიფიცირებული ბუღალტრის მოწმობასაც
მიიღებდა. დედას კარდიგანი, შარფი და კოლჰოტები ჩამოუტანა,
მაგრამ ქალმა ყურადღებაც არ მიაქცია და უთხრა, მაგათთვის
მოგვიანებით მოვიცლიო.
ეილიშმა თავისი ძველი საძინებლის კარი დაკეტა და ფარდე-
ბი ჩამოაფარა. ახლა მხოლოდ დაძინება უნდოდა, მიუხედავად
იმისა, რომ წინა ღამე როსლერ-ჰარბორის სასტუმროში გაატარა
და მშვენივრადაც გამოიძინა. კოვში ჩავიდა თუ არა, ტონის ღია
ბარათი გაუგზავნა, მშვიდობით ჩამოვედიო, ხოლო როსლერი-
დან წერილი მისწერა, სადაც მგზავრობა აღუწერა. ახლა უხარო-
და კიდეც, თავისი ოთახიდან რომ არ უწევდა წერა, რომელიც
იმდენად უსიცოცხლოდ ეჩვენა, რომ ლამის შეშინდა, ასე რამ
დაუკარგა ჩემთვის მნიშვნელობაო. სახლში სანამ დაბრუნდებო-
და, კონკრეტულზე არაფერზე უფიქრია, რადგან იცოდა, რომ შინ
დაბრუნება იოლი იქნებოდა; მხოლოდ ქვეცნობიერად ფიქრობ-
და, რომ ნაცნობ ოთახებში გავლისას ბედნიერებას იგრძნობდა,
მაგრამ ამ დილამ ისე შეუცვალა წარმოდგენა, რომ ახლა დღე-
ებს ითვლიდა, უკან როდის გაბრუნდებოდა. ამის გამო თავი უც-
ნაურად და დამნაშავედ იგრძნო; ლოგინში მოიკუნტა და თვალე-
ბი დახუჭა, ეგებ დამეძინოსო.
დედამ გააღვიძა და უთხრა, სადაცაა, ჩაის სმის დრო24 დად-
გებაო. მართალია, როგორც ივარაუდა, ექვსი საათი ეძინა, მაგ-
რამ ახლაც ძილის შებრუნება უნდოდა და მეტი არაფერი. დედამ
უთხრა, წყალი გაგიცხელე, თუ ბანაობა გინდაო. ეილიშმა ჩემოდ-
ნები დახსნა და ტანისამოსი გარდერობსა და კამოდში ჩააწყო.
მხოლოდ ზაფხულის კაბა, რომელიც ძალიან არ დაჭმუჭნილიყო,
კარდიგანი, სუფთა საცვლები და სწორძირიანი ფეხსაცმელი
დაიტოვა. როდესაც წყალგადავლებული და ტანთ გამოცვლილი
სამზარეულოში დაბრუნდა, დედამისმა უნდობლად ახედ-დახედა.
ეილიშმა გაიფიქრა, მეტისმეტად ნათელი ფერები ხომ არ მაც-
ვიაო, მაგრამ მუქი ფერის არც არაფერი ჰქონდა.
— მთელი ქალაქი გკითხულობს, — უთხრა ქალმა, — ღმერ-
თმანი, ნელი კელიმაც კი მოგიკითხა. მაღაზიის კართან ვნახე და
ერთი ამბავი დამაწია, როგორ არისო. შენს მეგობრებსაც უნდო-
დათ შემოვლა, მაგრამ ვუთხარი, ამოასუნთქეთ-მეთქი.
ეილიშმა გაიფიქრა, ნუთუ დედაჩემს საუბრის სულ ასეთი მა-
ნერა ჰქონდა, რომ სიტყვას ვერ ჩავუგდებდიო და უცებ მიხვდა,
რომ მანამდე დედასთან ერთი ერთზე იშვიათად უწევდა დარჩე-
ნა, როგორც წესი, მათ შორის როუზი იდგა, რომელსაც სათქმე-
ლიც ბევრი ჰქონდა, მოსაყოლიც, კითხვაც დასასმელად, კომენ-
ტარიც გასაკეთებლად და რჩევაც შესაშველებელი. ხვდებოდა,
რომ დედასაც უჭირდა და ფიქრობდა, იქნებ ამ დღეებში ცოტა
დამშვიდდეს, რომ ამერიკაზე ვუთხრა ერთი-ორი სიტყვა და

24
ინგლისურენოვან ქვეყნებში ჩაის სმის დროს ნაშუადღევს ან საღამოს უწო-
დებენ.
ნელ-ნელა ტონის ამბავიც შევაპაროო. ხომ უნდა ეთქვა, რომ
როგორც კი უკან დავბრუნდები, ცოლად მივყვებიო.
სასადილო ოთახში, მაგიდაზე, მიღებულ-გასაგზავნი წერილე-
ბი და ღია ბარათები გაეშალათ, სადაც როუზის გარდაცვალების
გამო მწუხარება იყო გამოთქმული. ეილიშის დედას როუზის სა-
მახსოვრო ბარათი დაებეჭდვინებინა დაბადება-გარდაცვალების
თარიღებით და სურათით, რომელზეც როუზი ძალიან ლამაზი
და ბედნიერი იყო, ხოლო ქვემოთ და უკანა გვერდზე კი ლოცვე-
ბი იყო დატანებული. სწორედ ეს ბარათები დაეგზავნა, ხოლო
მათთვის, ვინც სამძიმრის წერილი გამოგზავნეს ან მისასამძიმ-
რებლად პირადად მივიდნენ, სპეციალური ბარათები და გრძელი
წერილები დაერთო. ეილიშის დედას მემორიალური ბარათები
სამ ნაწილად დაეყო: პირველზე, კონვერტზე, შიგ პატარა ბარა-
თით, მხოლოდ გვარი და მისამართი იყო მითითებული, მეორის
ბარათი ან წერილი უშუალოდ მისი შედგენილი უნდა ყოფილი-
ყო, მესამის შედგენა კი ეილიშს ევალებოდა. მას ბუნდოვნად გა-
ახსენდა, რომ დედამისი ასევე მოიქცა ქმრის გარდაცვალების
დროსაც, მაგრამ მაშინ როუზი ცოცხალი იყო და ყველაფერს მან
მიხედა, ასე რომ, თვითონ არ ჩარეულა.
დედამისმა სამძიმრის რამდენიმე წერილი ზეპირად იცოდა
და იმათი სიაც შეედგინა, პირადად რომ მივიდნენ და მიუსამძიმ-
რეს. ეს ყველაფერი ეილიშს დაწვრილებით მოახსენა და ისიც
აღნიშნა, რომელი მათგანი რამდენ ხანს დაყოვნდა სამძიმარზე,
ვინ ვისზე იჭორავა და ვინ ვის აწყენინა. როგორც თქვა, მისი ბი-
ძაშვილები ბრიდან ჩამოსულიყვნენ და მეზობლებიც წამოეყვა-
ნათ — სოფლელი, უხეში ხალხი — რამაც, როგორც ჩანს, ისე
ატკინა გული, რომ ამბობდა, იმედი მაქვს, ცხოვრებაში აღარც
ჩემს ბიძაშვილებს მოვკრავ თვალს და აღარც მათ მეზობლებსო.
მერე უთხრა, ქეშ-გეფიდან დორა დევერო და მისი და სტატია
ჩამოვიდნენ და მთელი საღამო პირი არ გააჩერეს, თან ისეთ რა-
მეზე საუბრობდნენ, კაციშვილმა რომ არ იცოდაო. მათ, მართა-
ლია, ბევრი ადამიანისგან ჩამოეტანათ სამძიმრის ბარათი, მაგ-
რამ დედამისი მოკლე ბარათის მიწერას აპირებდა, სადაც მად-
ლობას გადაუხდიდა, თუმცა ისე შეადგენდა ტექსტს, რომ ამ დებს
მეორეჯერ მისი მონახულების სურვილი აღარ გასჩენოდათ.
შვილმკვდარი დედა ნორა ვებსტერსა და მაიკლს, რომელიც
სკოლაში ბიჭების მასწავლებელი იყო, ემადლიერებოდა და ქა-
ლაქში ყველაზე სასიამოვნო ადამიანებად მოიხსენიებდა. მათ ხე-
ლახლა ვიზიტს აღარ ელოდა, რადგან პატარა ბავშვები ჰყავ-
დათ, მაგრამ რომც მოვიდნენ, წინააღმდეგი არ ვიქნებიო, ამბობ-
და.
როდესაც დედამისი სიას კითხულობდა, ეილიშს ლამის სიცი-
ლი წასკდა იმ გვარებზე, ამერიკაში ყოფნისას ერთხელაც რომ
არ სმენოდა. როდესაც დედამისმა ერთი ფოლელი მოხუცი ქალი
ახსენა, ეილიშმა თავი ვეღარ შეიკავა და ჰკითხა:
— ღმერთო, ეგ ქალი ისევ ცოცხალია?
ქალი მოიღუშა და სათვალე გაისწორა, რომ გოლფის კლუ-
ბიდან კაპიტნის წერილი მოენახა, სადაც როუზი ნამდვილ განძად
და დიდ დანაკარგად იყო მოხსენიებული. ეს წერილი ქალს შემ-
თხვევით სხვა დასტაში შეჰყოლოდა. როდესაც იპოვა, ეილიშს
მკაცრი მზერით შეხედა.
თითოეულ წერილსა და ბარათს, რომელთაც ეილიში წერდა,
დედამისი ყურადღებით ამოწმებდა, ასწორებინებდა და ზოგჯერ
მთელ აბზაცსაც ამატებინებდა. ასევე უნდა ყოფილიყო მითითებუ-
ლი, რომ რაკი ეილიში დაბრუნდა, მნახველების აუცილებლობა
აღარ ჰქონდა.
ეილიშს უკვირდა, როგორ სხვადასხვანაირად ჰქონდა თი-
თოეულ გამომგზავნს სამძიმრის წერილი შედგენილი. დედამისიც
ცდილობდა, თითოეული მადლობის წერილი განსხვავებულად
დაეწერა და ლამის შინაარსის შეცვლასაც კი ლამობდა. მაგრამ
ეს საკმაოდ შრომატევადი საქმე აღმოჩნდა და მთელი დღე
დაიკარგა, ასე რომ, ეილიშმა არათუ ქუჩაში ვერ გაყო ცხვირი,
მცირე ხნით მარტო დასარჩენად და მოსასვენებლადაც ვერ
მოიცალა. საღამოს პირზე საქმის მეოთხედი თუ იქნებოდა მო-
ლეული.
მეორე დღეს ეილიშმა შემართება გაიორკეცა და დედა გააფ-
რთხილა, ასე დეტალურად რომ ვუმოწმოთ ერთმანეთს თი-
თოეული წერილი, ვერასოდეს დავასრულებთო. დედამისი კი
არა მარტო ნელა წერდა, არამედ მოითხოვდა, რომ წერილების
უმეტესობა თვითონ შეედგინა, ხოლო ეილიშს ყველასთვის თვა-
ლი გადაევლო. ამას გარდა, თითოეული გამომგზავნის შესახებ
უყვებოდა ქალიშვილს, მათ შორის, იმ ადამიანებზე, ეილიშს
ცხოვრებაში რომ არ ენახა, მოყოლისას კი წერას წყვეტდა, რაც
საქმეს კიდევ უფრო ანელებდა.
ეილიშმა რამდენჯერმე სცადა თემის შეცვლა, ჰკითხა, იქნებ
ერთ დღეს დუბლინში ან მატარებლით უექსფორდში ჩავსულიყა-
ვითო, მაგრამ დედამისმა უპასუხა, ნეტავ ჯერ ეს წერილები დაგ-
ვამთავრებინა და მერე როუზის ნივთები მოგვაწესრიგებინაო.
მეორე დღეს, ჩაის რომ სვამდნენ, ეილიშმა თქვა, მეგობრებს თუ
არ შევეხმიანე, ნაწყენები დამრჩებიანო. უნდოდა, რომ ერთი თა-
ვისუფალი დღე მაინც მოეხელთებინა, რომ არც წერილები ეწე-
რა და არც როუზის ტანსაცმელი ეხარისხებინა.
— გვირგვინი ხვალ მივიტანოთ, — უთხრა ქალმა, — ასე
რომ, საფლავზე მოგვიწევს გასვლა.
-კარგი, მაშინ ანეტსა და ნენსის ხვალ საღამოს ვნახავ, — უთ-
ხრა ეილიშმა.
— შემოიარეს, მოგიკითხეს, აინტერესებდათ, როდის ჩამოდი-
სო. მათი ნახვა თუ გინდა, აქ მოიპატიჟე.
— მაშინ ახლავე გავაგებინებ, რადგან თუ ნენსის დავუკავშირ-
დები, ის ანეტს მიაწვდენს ხმას. ჰო, მართლა, ანეტი ისევ ჯორჯს
ხვდება? მგონი, დანიშვნას აპირებდნენ.
— ვეტყვი, რომ ყველაფერი ჩაგიკაკლოს, — თქვა დედამისმა
და გაიღიმა.
— ჯორჯის სახით კარგ ბიჭს ჩაიგდებდა ხელში, — შენიშნა
ეილიშმა, — თან, როგორი შეხედულია.
— ეჰ, რა ვიცი, — ამოიოხრა ქალმა, — მაგ გოგოს მოჯამაგი-
რესავით ამუშავებენ იმ მაღაზიაში. იმ ბებერ მისის შერიდანს ისე
მოაქვს თავი, დიდგვაროვანი გეგონება. მაგნაირს ერთ წუთს არ
დავუთმობდი.
ეილიში ქუჩაში გავიდა თუ არა, შვება იგრძნო. ისეთი თბილი
და ლამაზი საღამო იდგა, კილომეტრებს დაუღლელად გაივლი-
და. ნენსის სახლისკენ მიმავალმა შენიშნა ერთი ქალის მზერა,
რომელიც გულდასმით ათვალიერებდა — ამ ქუჩებში მისნაირი
კაბა, კოლჰოტი და ფეხსაცმელი არავის ეცვა, ხოლო გარუჯული
კანი ლამის პრივილეგირებულობას მატებდა. მოისინჯა არათი-
თი, რომლიდანაც საქორწინო ბეჭედი მოეხსნა და საკუთარ თავს
პირობა მისცა, როგორც კი დედაჩემი დაწვება, ტონის მივწერ,
მეორე დილით კი ისე, რომ დედამ ვერ გაიგოს, გასაგზავნ წერი-
ლებთან ერთად ფოსტაში წავიღებო. ან იქნებ ჯობდა, თვითონვე
დელიკატურად აეხადა საიდუმლოსთვის ფარდა და გაემხილა,
რომ ამერიკაში არსებობდა ადამიანი, ვინც მისთვის განსაკუთრე-
ბული იყო.
მეორე დღეს, გვირგვინის გასატანად სასაფლაოზე რომ გა-
ვიდნენ, ვისაც კი იცნობდნენ, ყველასთან შეჩერდნენ გამოსალა-
პარაკებლად. ყველა ქათინაურებით ამკობდა ეილიშს, მაგრამ
რაკი ხედავდნენ, რომ დის საფლავზე მიდიოდა, დიდხანს არ
აყოვნებდნენ.
ეილიშს სასაფლაოზე შიშის გრძნობა დაეუფლა, როდესაც
მთავარი გზიდან იქით გადაუხვიეს, სადაც მათი ოჯახის წევრები
იყვნენ დაკრძალულნი. ნელი ნაბიჯით მიმავალმა ინანა კიდეც,
რატომ გავბრაზდი დედაჩემზეო. სასაფლაოზე რამდენიმე კაცი
იყო, რომელთაც დედა-შვილს თვალი გააყოლეს.
საფლავზე ძველი გვირგვინი დახვდათ, უკვე დამჭკნარი, რო-
მელიც დედამისმა აიღო და ეილიშთან ზურგით, საფლავის ქვის
წინ დადგა.
— აი, როუზ, — მშვიდად თქვა, — ეილიში მოგიყვანე. შენმა
დამ ნორჩი ყვავილები მოგართვა.
ეილიშმა არ იცოდა, უნდოდა თუ არა დედას, რომ მასაც ეთ-
ქვა რამე, მაგრამ რაკი ქალი ტიროდა, მთლად დაიბნა. დედას
ხელზე მოჰკიდა ხელი.
— შენზე ვლოცულობ, როუზ, და სულ ვფიქრობ, — დაიჩურ-
ჩულა ეილიშმა, — იმედია, შენც მლოცავ მანდედან.
— ყველას გვლოცავს, — თქვა დედამისმა, — როუზი ცაშია
და იქიდან ყველასთვის ლოცულობს.
როდესაც საფლავთან იდგნენ, ეილიშს ისეთი განცდა დაეუფ-
ლა, რომ როუზი მიწის ქვეშ, აუტანელ სიბნელეში იწვა. სცადა,
რომ ცოცხალ როუზზე, მის თვალებში ჩამდგარ შუქზე, მის ხმაზე
ეფიქრა, გაეხსენებინა, როგორც მოიცვამდა ხოლმე კარდიგანს,
როგორც კი ორპირი დაუბერავდა, როგორ ექცეოდა დედას,
როგორ ცდილობდა მის დაინტერესებას თავისი და ეილიშის
ცხოვრების დეტალებით; თავი ისე ეჭირა, თითქოს ეილიშსაც იგი-
ვე მეგობრები, იგივე ინტერესი და ცხოვრების ისეთივე გამოცდი-
ლება ჰქონდა. ეილიშმა სცადა მხოლოდ როუზის სულზე ეფიქრა
და არა მის ხორცზე, რომელიც ნესტიან მიწაში ეფლო.
შინ სამერჰილით წავიდნენ, იქიდან ფეირ-გრინს გაუყვნენ და
ბექ-როუდზე გავიდნენ, რადგან დედამისმა უთხრა, ახლა შემ-
ხვედრებისა და მომკითხავების თავი არა მაქვსო, მაგრამ ეილიში
მიხვდა, რომ ქალს არც ის სურდა, რომ რომელიმე შემხვედრს
ეილიში მიეწვია თავისთან; უნდოდა, რომ ქალიშვილი გვერდით
ჰყოლოდა.
იმ საღამოს, როდესაც ნენსიმ და ანეტმა ეილიშს შეუარეს,
ნენსის ნიშნობის ბეჭედი ეკეთა. მან უთხრა, ჯორჯზე მეორე თვეა
დავინიშნე, მაგრამ როუზის გარდაცვალების გამო ამას არ გწერ-
დიო.
— მაგრამ მიხარია, რომ ქორწილისთვის აქ იქნები. დედაშე-
ნი კმაყოფილია.
— ქორწილი როდის გაქვს?
— შაბათს, ივნისის ოცდაშვიდს.
— მაგ დროს აქ აღარ ვიქნები, — თქვა ეილიშმა.
— დედაშენმა თქვა, აქ იქნებაო. მომწერა და ორივე თქვენგა-
ნის სახელით მიიღო ჩვენი მოპატიჟება.
ამ დროს დედამისი შემოვიდა ოთახში სინით, რომელზეც
ჩაიდანი, ფინჯან-ლამბაქები და ნამცხვრის ნაჭრები დაეწყო.
— ეს ვინ მოსულან, — თქვა მან, — რა სასიამოვნოა თქვენი
დანახვა, სახლში თითქოს სიცოცხლე დაბრუნდა. საწყალი ეილი-
ში ბებერმა დედამ გამოაყრუა. არადა, როგორ ველოდებით
ქორწილს, ნენსი. საუკეთესოდ გამოვიპრანჭებით და ისე მო-
ვალთ, როგორც როუზს გაუხარდებოდა.
ამის თქმა იყო და, ისე გავიდა ოთახიდან, ხმის ამოღება ვე-
რავინ მოასწრო. ნენსიმ ეილიშს შეხედა და მხრები აიჩეჩა.
— ახლა მოსვლა მოგიწევს.
ეილიშმა გონებაში გამოიანგარიშა, რომ ქორწილი მისი გამ-
გზავრებიდან ოთხ დღეში უწევდა; მერე ისიც გაახსენდა, ჯერ კი-
დევ ბრუკლინში ტურისტულმა აგენტმა რომ უთხრა, მთავარია,
კომპანია წინასწარ ჩააყენო საქმის კურსში, თორემ ბილეთის
მოგვიანო რეისზე გადაცვლა პრობლემა არ იქნებაო. გადაწყვი-
ტა, ერთ კვირას კიდევ თუ დავრჩები, არა მგონია, "ბარტოჩიში"
ამის გამო მკაცრად მისაყვედურონო. ტონის კი აუხსნიდა, დედას
ჩემი გამომგზავრების თარიღი არევია და არ მინდა ერთი კვირის
გამო გული ვატკინოო. თუმცა გულში ფიქრობდა, დედაჩემს
ცხოვრებაში არაფერი არევიაო.
— იქნებ ვინმე გელის მოუთმენლად ნიუ-იორკში? — ჰკითხა
ანეტმა.
— კი, მისის ქიო, იმ სახლის პატრონი, სადაც ვცხოვრობ, —
სიტყვა ბანზე აუგდო ეილიშმა.
იცოდა, რომ თუკი რამეს ეტყოდა დაქალებს, მერე თავს ვე-
ღარ შეიკავებდა და ყველაფერს დაფქვავდა, მერე რომელიმე
მათგანის დედა დედამისს გადაკვრით ეტყოდა, შენს ქალიშვილს
ნიუ-იორკში შეყვარებული გაუჩენიაო. მოკლედ, ჯობდა, ისევ ტა-
ნისამოსზე, სწავლაზე, თანამობინადრეებსა და მისის ქიოზე ელა-
პარაკა.
მათ, თავის მხრივ, ადგილობრივი ამბები გააცნეს — ვინ ვის-
თან დადიოდა, ვინ ვისზე დაინიშნა და ასე შემდეგ — ისიც მოახ-
სენეს, ნენსის და კარგა ხანს ჯიმ ფარელს ხვდებოდა, გაშორდა
და ახლა სხვა, ფერნსელი თაყვანისმცემელი ჰყავსო.
— როგორც იქნა, ჯიმ ფარელი მოიშორა, — თქვა ნენსიმ, —
ზუსტად ისე ეუხეშებოდა მასაც, როგორც შენ იმ საღამოს, თუ გახ-
სოვს? არადა, ყველანი სანაძლეოს ჩამოვდიოდით, არ დაშორ-
დებაო, მაგრამ საბოლოოდ დაახვევინა. მერე თქვა კიდეც, საში-
ნელი ხასიათი ჰქონდაო. თუმცა ჯორჯი ამბობს, თუ ახლოს გაიც-
ნობ, კარგი ბიჭიაო; ეგენი ხომ ერთად სწავლობდნენ სკოლაში.
— ჯორჯი მეტისმეტად კეთილშობილია, — თქვა ანეტმა.
როგორც ნენსისგან შეიტყო ეილიშმა, ქორწილში ჯორჯის მე-
გობრის სტატუსით ჯიმ ფარელიც დაპატიჟებული იყო, მაგრამ
დას ეთქვა, თუ ის ვაჟბატონი სუფრასთან გამოიჭიმება, მაშინ ჩემი
ახალი შეყვარებულიც უნდა დავპატიჟოთო. დაქალებმა იმდენი
ილაპარაკეს შეყვარებულებსა და ქორწილზე, თვითონ რომც გა-
ემხილა, ხელი ისე მოვაწერეთ, კაციშვილს არ გაუგიაო, გოგოებს
ენა ჩაუვარდებოდათ გაოცებისგან, თან, ძალიან უცნაურადაც მო-
ეჩვენებოდათ.
შემდეგი რამდენიმე დღე, როდესაც დედასთან ერთად ქუჩაში
ან კვირას მესაზე გამოჩნდებოდა, ხალხი თვალს ვერ სწყვეტდა
და სიამოვნებით აღნიშნავდა, რა კარგად გაცვია, რა დახვეწილი
ვარცხნილობა გაქვს და ნამზეური როგორ გშვენისო. ეილიში
ცდილობდა, რომ ანეტი და ნენსი ყოველდღე ენახა, ერთად თუ
არა, ცალ-ცალკე მაინც და დედას წინასწარ აფრთხილებდა იმ
დღეს რას აპირებდა. მომდევნო ოთხშაბათს, როდესაც უთხრა,
ჯორჯ შერიდანთან, ნენსისა და ანეტთან ერთად კარაკლოში მინ-
და წასვლაო, მან მოსთხოვა, გამგზავრება გადადე და როუზის
ტანისამოსის დახარისხებაში დამეხმარე, რომ ვიცოდე, რას ვი-
ტოვებთ და რას გავცემთო.
გარდერობიდან ტანსაცმელი გამოიღეს და საწოლზე დააფი-
ნეს. ეილიშმა სცადა ეთქვა, მე არაფერი მჭირდება, უმჯობესია,
დავარიგოთო, მაგრამ დედამისმა წაუყრუა. ქალი ადგა და
როუზის ახალნაყიდი ზამთრის პალტო და რამდენიმე კაბა გა-
დაუდო, იმედია, მოგერგებაო.
— ჩემოდნებში არ ჩამეტევა, — უთხრა ეილიშმა, — პალტო
მართლა კარგია, მაგრამ ჩემთვის მეტისმეტად მუქია.
დედამისმა ისევ წაუყრუა. ტანსაცმლის გადალაგებით იყო და-
კავებული.
— ეს კაბები და პალტო ხვალ მკერავთან მივიტანოთ და ვნა-
ხოთ, მოგარგებს თუ არა ახალ ამერიკულ ფიგურაზე.
ახლა ეილიშმა წაუყრუა დედას, კამოდის ქვედა უჯრა გამოხ-
სნა და რაც კი რამ შიგ იდო, იატაკზე გადმოყარა — ძველი ბრო-
შურები, ძველისძველი, წლობით ხელუხლებელი თმის ბადეები
და სარჭები, დაკეცილი ცხვირსახოცები და ფოტოები, გოლფში
წარჩინების უამრავი მედალი... უნდოდა, რომ როუზისთვის გა-
მოგზავილი წერილები მანამდე ეპოვა, სანამ დედამისი წაადგე-
ბოდა, მაგრამ არც უჯრაში და არც სხვაგან მსგავსი არაფერი ჩან-
და.
— უმეტესობა გადასაყრელია, დე. ფოტოები შევინახოთ, და-
ნარჩენი ნაგავში გადავუძახოთ.
— ჯერ დავხედო და მერე, ახლა კი აქ მოდი და ეს შარფები
დამაკეცვინე.
ეილიშმა საბოლოოდ და, თან, გასაგებად უთხრა უარი, ხვალ
დილით მკერავთან არ წამოვალ, რადგან როუზის ტანსაცმლის
ჩაცმა არ მინდა, რაოდენ ელეგანტურიც უნდა იყოს თითოეული
კაბა თუ პალტოოო. ისიც დააყოლა, ჩემთვის არც ფასს აქვს
მნიშვნელობაო.
— აბა, რა ვუყო, გადავყარო?
— უამრავი ადამიანია, ვინც სიამოვნებით ჩაიცვამს.
— შენთვის საკმარისად კარგი არ არის?
— მე ჩემიც საკმარისად მაქვს.
— მაშინ გარდერობში დავტოვოთ, ვინიცობაა, გადაიფიქრო.
ასე რომ ყველაფერი გასცე, მერე ერთ კვირა დღეს მესაზე ისეთ
ვინმეს წააწყდები ამ ტანსაცმელში, რომელსაც არც კი იცნობ.
არა მგონია, ეს მოგეწონოს.
ფოსტაში ეილიშმა უამრავი მარკა და ამერიკაში გასაგზავნი
კონვერტები მიიტანა. ტონის მისწერა, ორიოდე კვირას კიდევ
შევყოვნდები, კოვში გამიუქმეს რეისი და მთხოვეს, რომ შემდეგი
რეისის თარიღი ვაცნობოო. ფიქრობდა, გამგზავრების დრო რომ
მოახლოვდებოდა, მის ფორტინისა და მისის ქიოს მაშინ ვაცნო-
ბებო. უნდოდა, დაგვიანების ასახსნელად ავადმყოფობა მოემიზე-
ზებინა, მაგრამ არ იცოდა, ივარგებდა თუ არა ეს მიზეზი. ტონის
მოუყვა, როუზის საფლავზე გავედითო და ისიც უთხრა, ნენსი
დაინიშნაო; ბოლოს ისიც მისწერა, როცა მარტო ვრჩები, ბეჭედს
გულში ვიკრავ და შენზე ვფიქრობო.
ნასაუზმევს ჩანთაში საცურაო კოსტიუმი, პირსახოცი და სან-
დლები ჩაიდო და ნენსისთან წავიდა, ჯორჯ შერიდანს უნდა გამო-
ევლო მათთვის.
მშვენიერი დილა იდგა, მშვიდი ამინდი იყო, ჰაერი კი გამ-
ჭვირვალე, მაგრამ ისე ცხელოდა, რომ ჯორჯს სანამ უცდიდნენ,
სული ლამის შეეხუთათ. როდესაც იმ ფურგონის სიგნალი გაისმა,
რომლითაც საქონელი დაჰქონდა, გოგოები გარეთ გავიდნენ.
ეილიში გაოცდა, როდესაც მანქანიდან ჯიმ ფარელი გადმოვიდა,
კარი გაუღო, დასვა და თვითონ გვერდით მიუჯდა. ამით ნენსის
უბიძგა, რომ ჯორჯის გვერდით, წინა სავარძელზე დამჯდარიყო.
ეილიშმა ცივად დაუქნია ჯიმს თავი და მისგან მოშორებით
დაჯდა. გასულ კვირას მესაზე შეამჩნია ჯიმი, მაგრამ მაშინ ოსტა-
ტურად აარიდა თავი. როდესაც დაბიდან გავიდნენ, მიხვდა, რომ
ანეტის მაგივრად მათთან ერთად ფარელი მიდიოდა. ნენსიზე გუ-
ლი მოუვიდა, რატომ არ მითხრაო, რომ სცოდნოდა, სახლიდან
ფეხს არ გადგამდა. უარესად კი იმან გაახელა, ჯორჯმა და ჯიმმა,
ოსბორნ-როუდზე, ვინიგერ-ჰილისკენ მიმავალ გზაზე, რაგბიზე
რომ ჩამოაგდეს სიტყვა. სწორედ ოსბორნ-როუდიდან გადაუხვი-
ეს კარაკლოში. ლამის გააწყვეტინა საუბარი, რომ ეთქვა,
ვინეგარ-ჰილი ბრუკლინშიც გვაქვსო, მაგრამ ის ვინეგარ-ჰილი
ენისკორთისას არაფრით ჰგავდა, მიუხედავად იმისა, რომ სა-
ხელს სწორედ ძველ ირლანდიურ სოფელს დასესხებოდა. ახლა
მხოლოდ ის უნდოდა, რომ ორივენი გაჩუმებულიყვნენ. ჯიბრზე
გადაწყვიტა, ჯიმ ფარელს არც ხმას გავცემ და არც მის აქ ყოფ-
ნას შევიმჩნევო, ხოლო როდესაც საუბარი შეწყდება, ისეთ თემა-
ზე წამოვიწყებ საუბარს, რომ ამ ვაჟბატონმა კრინტი ვერ დაძრა-
სო.
როდესაც მანქანა დააყენეს, ხოლო ჯორჯი და ნენსი გადა-
ვიდნენ და ქვიშის დიუნებში გაყვანილი ფიცარფენილი ბილიკით
სანაპიროსკენ დაადგნენ გზას, ჯიმ ფარელმა თავაზიანად ჰკითხა,
დედა როგორ გყავსო; ისიც უთხრა, მე და ჩემი მშობლები
როუზის სულის მოსახსენიებელ მესას დავესწარითო. დედამისს
თურმე ძალიან უყვარდა როუზი გოლფის კლუბში.
— მოკლედ, — თქვა მან, — ჩვენს ქალაქს ასეთი მწუხარე ამ-
ბავი კარგა ხანია არ შემთხვევია.
ეილიშმა თავი დააქნია. გაიფიქრა, ეტყობა, ცდილობს, წარ-
მოდგენა შემაცვლევინოსო.
— შინ ყოფნა, ალბათ, გიმძიმთ, — განაგრძო ვაჟმა, — თუმცა
დედათქვენს, ალბათ, ძალიან უხარია.
ეილიშმა შეხედა და სევდიანად გაიღიმა. სანამ ნაპირამდე არ
მიაღწიეს, სადაც ჯორჯსა და ნენსის წამოეწივნენ, ხმა აღარ
ამოუღიათ.
ჯიმს არც პირსახოცი წამოეღო და არც საცურაო საცვალი;
ამბობდა, არა უშავს, წყალი მაინც ცივიაო. ეილიშმა ჯერ ნენსის
შეხედა, რომ მისი ყურადღება მიეპყრო, მერე დაქალის დასანა-
ხად, ჯიმს ესროლა დამცინავი მზერა. როდესაც ჯიმმა ფეხზე
გაიხადა, შარვალი აიკაპიწა და წყლისკენ წავიდა, სამივემ გამოც-
ვლა დაიწყო. ეს ამბავი რომ წლების წინ მომხდარიყო, ეილიში
ინერვიულებდა, ვინ იცის, როგორი თვალით შემომხედავენ, რო-
გორი კოსტიუმი მეცმება ან სათანადოდ თუ მექნება ფეხი გაპარ-
სულიო, ახლა კი ეს სულ არ ადარდებდა. პირიქით, ტონისთან
ერთად კონი-აილენდზე გარუჯვაც მოესწრო და გემზეც დაემატე-
ბინა, ამიტომ თავს სრულიად თავისუფლად გრძნობდა, როდესაც
ჯიმ ფარელს ჩაუარა, წყალში შევიდა, გაცურა და პირველ ტალ-
ღასაც გაუმკლავდა.
იცოდა, რომ ჯიმი უყურებდა. გაიფიქრა, ახი კი იქნება, რომ
გვერდით გავცურო და წყალი შევასხაო. წამიერად გაიფიქრა,
როუზს გავაცინებ, ამას რომ მოვუყვებიო, მაგრამ უცებ გაახსენდა,
რომ და აღარ ჰყავდა და ტკივილნარევი მწუხარება შეიგრძნო;
ამიერიდან როუზს ვეღარაფერს გაუმხელდა, ვეღარაფერს მოუყ-
ვებოდა.
მოგვიანებით, ნენსიმ და ჯორჯმა ბელიქენიგერისკენ გადაწ-
ყვიტეს გასეირნება და ეილიში და ჯიმი უკან მოიტოვეს. ჯიმმა
ამერიკაზე დაუწყო კითხვების დასმა. უთხრა, ნიუ-იორკში ორი ბი-
ძა მყავს და ორივე სულ ცათამბჯენების ფონზე წარმომედგინა,
სანამ შევიტყობდო, რომ მანჰეტენიდან ორასი მილის მოშორე-
ბით, ნიუ-იორკის შტატში უცხოვრიათო. ერთ-ერთი ისეთ პატარა
სოფელში ცხოვრობს, ჩვენი ბუნკლოდი მასთან შედარებით ქა-
ლაქიაო. როდესაც ეილიშმა უთხრა, ჩემი დის მეგობარმა
მღვდელმა გამიკეთა იქ საქმეო, ჯიმი მისი სახელით დაინტერეს-
და, ხოლო როდესაც უთხრა, მამა ფლადი ჰქვიაო, კინაღამ გუ-
ლი შეუღონდა, რადგან მოძღვარი ჯიმის მამის ნაცნობი აღმოჩ-
ნდა, მეტიც, წმინდა პეტრეს კოლეჯში თურმე ერთად უსწავლიათ.
ზღვის შემდეგ უექსფორდში წავიდნენ და სასტუმრო "ტალ-
ბოთში" ჩაის დასალევად შეიარეს, სადაც ქორწილი დაუხვდათ.
როდესაც ენისკორთიში დაბრუნდნენ, ჯიმმა დაპატიჟა, მამაჩემის
ლუდის ბარში დავსხდეთო. ჯიმის დედას, ბარის დახლში რომ
იდგა და კლიენტებს ემსახურებოდა, ამ ვოიაჟის შესახებ ყველა-
ფერი სცოდნოდა და ეილიშს მეტისმეტად თბილად მიესალმა,
რამაც გოგოს უსიამოვნო ჟრუანტელი მოჰგვარა. სანამ დაიშლე-
ბოდნენ, შეთანხმდნენ, დღეისსწორსაც გავიდეთ ზღვაზეო. მერე
ჯორჯმა თქვა, კარაკლოდან ქაურთაუნში საცეკვაოდ წავიდეთო.
ეილიშს სახლის გასაღები არ აღმოაჩნდა, ამიტომ კარზე
დააკაკუნა; იმედი ჰქონდა, რომ დედამისი ჯერ დაწოლილი არ
იქნებოდააა. მალე კარისკენ მომავალი ჩქამი მოესმა და გაიფიქ-
რა, სამზარეულოში ყოფილაო. ქალს რამდენიმე წუთი დასჭირ-
და ყველა საკეტისა და ურდულების გასახსნელად.
— აჰა, როგორც იქნა, — თქვა ქალმა და გაიღიმა, — გასა-
ღები უნდა მომეცა.
— იმედია, არ გაგაღვიძე.
— არა. რომ გადიოდი, ვიფიქრე, გვიან დაბრუნდება-მეთქი,
თუმცა ჯერ გვიან არ არის, ცაზე სინათლის სხივები ჯერ კიდევ
მოჩანს.
დედამისმა კარი მიხურა და ეილიშს სამზარეულოში შეუძღვა.
— აბა, მითხარი, კარგად გაატარე დრო?
— სასიამოვნოდ, დედი. ჩაის დასალევად უექსფორდშიც ჩავე-
დით.
— იმედია, ჯიმ ფარელი უხეშად აღარ მოქცეულა.
— მშვენივრად იქცეოდა.
— დეივისის ოფისიდან გიკითხეს: გასაჭირი ადგათ, ტვირ-
თმზიდების მძღოლებისთვის ხვალ ხელფასი აქვთ მისაცემი, ამას
გარდა, ფაბრიკაში მომუშავე კაცებისა და ერთი შვებულებაში გა-
სული გოგოს ჯამაგირი აქვთ გასასტუმრებელი, ელის როში კი
ავად გამხდარა, ჰოდა, ვიღაცას ჭკუა ეყო და შენ გაახსენდი.
მთხოვეს, ხვალ ათის ნახევარზე მოვიდესო და ვუთხარი, კარგი--
მეთქი. უარის თქმა არ გამოდიოდა.
— საიდან გაიგეს, აქ რომ ვარ?
— აქ რომ ხარ, მთელმა ქალაქმა იცის. საუზმეს ცხრის ნახევ-
რისთვის მაგიდაზე დაგიტოვებ. რამე პრაქტიკული ჩაიცვი, მეტის-
მეტად ამერიკული არ გინდა.
დედამისმა კმაყოფილმა გაიღიმა, რამაც ეილიში გაახარა,
რადგან ბოლო დღეებში ქალი ისეთი მოღუშული დადიოდა, არც
ამერიკაზე არაფერს ეკითხებოდა, რომ ეილიშს უკვე შიში გაუჩ-
ნდა, წასვლამდე ასეთს როგორ ვუყუროო. სამზარეულოში მაგი-
დასთან დასხდნენ და ნენსისა და ჯორჯზე გააბეს საუბარი, მერე
მათ ქორწილსაც შეეხნენ და დუბლინში გადაწყვიტეს წასვლა,
რომ შესაფერისი ტანსაცმელიც ეყიდათ და საქორწილო საჩუქა-
რიც იქიდანვე წამოეღოთ.
როდესაც ეილიში თავის ოთახში ავიდა, პირველად გაუჩნდა
ისეთი გრძნობა, რომ დაძაბული არ იყო, ამას გარდა, მეორე
დღის გათენებას, როდესაც "დეივისში" ხელფასები უნდა დაერი-
გებინა, და კვირა დღეს მოუთმენლად ელოდა. როდესაც ტანთ
იხდიდა, საწოლზე ტონის წერილი შენიშნა. სახელი და მისამარ-
თი კონვერტზე ეწერა. ეტყობა, დედამ დაუტოვა საწოლზე და გა-
დაწყვიტა, რომ საუბრისას არ ეხსენებინა. ხელის კანკალით გახ-
სნა კონვერტი, რამე ცუდი ხომ არ შეემთხვაო, მაგრამ მაშინვე
შვებით ამოისუნთქა, როგორც კი პირველი წინადადებები
წაიკითხა, სადაც ქმარი სიყვარულად იღვრებოდა და აუტანლად
მენატრებიო, სწერდა.
როდესაც წერილს კითხულობდა, ინატრა, ნეტავ შემეძლოს
ქვემოთ ჩავიტანო და დედას წავუკითხოო. ტექსტი მოუქნელი,
ფორმალური და ძველმოდური გამოსულიყო; ჩანდა, რომ დამ-
წერს ხელი არ ჰქონდა გაწაფული. არადა, ტონის თავისი სით-
ბოც ჩაედო წერილში, სიკეთეც და შემართებაც. მაგრამ ამის
გარდა, ეილიშის აზრით, კიდევ რაღაც იგრძნობოდა წერილში,
რაც ტონის აწუხებდა. ქმარი შეფარვით ეუბნებოდა, გვერდზე გა-
ხედვის მეშინია, რომ არ გაქრეო. იმ დღისით კი ეილიში ნენსისა
და ჯორჯის, ბოლოს კი ჯიმისაც, კომპანიაში გვარიანად გახალის-
და, რასაც ხელი კარგმა ამინდმა და ზღვამაც შეუწყო, არადა,
ტონისგან საკმაოდ შორს იმყოფებოდა, რაც უკვე აღარ ეუც-
ხოებოდა.
ინატრა, ნეტავ სულ არ გავყოლოდიო, ოღონდ არა იმიტომ,
რომ არ უყვარდა ან მასთან დაბრუნებას აღარ აპირებდა, არა-
მედ იმიტომ, რომ ამერიკაში გატარებულ დღეებზე დედასთან
ვერ საუბრობდა, გათხოვების ამბავს კი ვერავის უმხელდა, რაც
ამერიკაში გატარებულ პერიოდს თითქოს ფანტაზიის ნაყოფად
აქცევდა, რომელსაც შინ ყოფნის რეალურობას ვერაფრით უხა-
მებდა. უცნაურად, გაორებულად იგრძნო თავი — ერთი ამერიკის
ყინვებგამოვლილი, ბრუკლინში გაჭირვებაგადატანილი და იქვე
სიყვარულით გათხოვილი ეილიში იყო, მეორე კი დედიკოს გო-
გო ეილიში, რომელსაც აქ ყველა იცნობდა ან ეგონათ, რომ იც-
ნობდნენ.
ძალიან მოუნდა, დედასთან ჩასულიყო და ყველაფერი
მოეყოლა, მაგრამ იცოდა, რომ ამის გამკეთებელი არ იყო. ბევ-
რად უფრო იოლად ეჩვენებოდა, სამსახურიდან მომწერეს, მაჩქა-
რებენო, ეთქვა და როდესაც ჩავიდოდა, იქიდან მოეწერა, მამაკა-
ცი გავიცანი, მალე დავინიშნები და იმედია, ცოლადაც გავყვებიო.
შინ ორ კვირაზე ცოტა მეტის ჩამოსული იყო. დაწოლილმა
გაიფიქრა, რომ აქ ყოფნა თავისი შინაარსით თეატრის ანტრაქტს
არ აღემატებოდა და უჯობდა, სერიოზული გადაწყვეტილება არ
მიეღო. ისეთი პირი უჩანდა, რომ ამ სახლში ძველებურად აღა-
რასოდეს იცხოვრებდა.

***
ფიქრობდა, დილით ადრიანად ავდგები, ტონის წერილს მივ-
წერ და გზად ფოსტაში შევირბენ, რომ გავუგზავნოო, მაგრამ დი-
ლა რომ გათენდა, ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს როუზის აჩ-
რდილად იყო ქცეული — დედამისი ზუსტად ისე აჭმევდა და ესა-
უბრებოდა, როგორც როუზს, მის ტანსაცმელს უქებდა და მისსავე
ყოფილ სამსახურში გზავნიდა. თუკი თვითონაც დის გზას დაად-
გებოდა, მაშინ სიარულის მანერაც უნდა შეეცვალა და ნელი, მო-
ზომილი და დახვეწილი ნაბიჯით უნდა ევლო.
ოფისში მარია გეთინგსი, როუზს რომ ჰყავდა წერილში ნახ-
სენები, უკვე ელოდა და კაბინეტში შეიყვანა, სადაც ნაღდი ფული
ინახებოდა. მარიამ აუხსნა, რომ ახლა დატვირთული სეზონი იყო
და ტვირთმზიდების მძღოლებსაც და ფაბრიკის მუშებსაც გასულ
კვირას ზეგანაკვეთურად ემუშავათ. მათ უწყისები შეავსეს, სადაც
მუშაკების ნამუშევარი საათები აღნიშნეს, ხოლო დამატებითი
საათები ცალკე ფორმებში შეიტანეს და ზედ დაურთეს, რაც სტან-
დარტულ ხელფასზე დანამატს გულისხმობდა. როგორც მარიამ
უთხრა, მომუშავეთა სია ანბანურადაც არ იყო შედგენილი.
ეილიშმა უთხრა, თუკი ორიოდე საათით მარტო დამტოვებ, ამ
მონაცემების მიხედვით მარტივ სისტემას ჩამოვაყალიბებ და
შუალედებში მხოლოდ მაშინ დაგიძახებ, როცა კითხვა გამიჩნდე-
ბაო. აუხსნა, რომ მარტო უკეთ მუშაობდა, მაგრამ უმცირესი დე-
ტალის დასაზუსტებლადაც კი მიიხმობდა. მარიაც დაჰპირდა, გა-
ვალ და კაციშვილი არ შეგაწუხებსო, თან, იმ ადგილზე მიანიშნა,
სადაც სეიფში ფული ინახებოდა და დაუბარა, თანამშრომლები
ხუთი საათისთვის მოაკითხავენ თავიანთი ხელფასის კონვერტებ-
სო.
ეილიშმა საკინძელა იპოვა და თითოეული მუშის ყოველთვი-
ურ უწყისზე ზეგანაკვეთური საათების დამადასტურებელი ფორ-
მის დართვა დაიწყო. უწყისები ანბანურად დაალაგა. როდესაც ეს
საქმე დაასრულა, მერე თითოეულის ზეგანაკვეთურ საათებს მიჰ-
ყვა და კუთვნილი ხელფასის გამოთვლა დაიწყო, რაც არა მხო-
ლოდ ნამუშევარ საათებზე, არამედ სტაჟსა და პასუხისმგებლო-
ბის დონეზე გამოდგა დამოკიდებული. ცხადია, ყოველ მომუშავეს
ცალკე განხილვა და ხელფასის ინდივიდუალურად გამოწერა
დასჭირდა. მოკლედ, ყოველი მათგანის მონაცემები ცალკე
ფორმაში შეიყვანა და ვის რამდენი ეკუთვნოდა, იმის მიხედვით
გამოიყვანა დანამატისთვის საჭირო თანხა. რაკი სამუშაო მარტი-
ვი იყო, მიუხედავად იმისა, რომ შიშობდა, შეცდომა არსად გამე-
პაროსო, მაინც იმედი ჰქონდა, რომ მალე გაართმევდა საქმეს
თავს. მთავარია, სეიფში ყოფილიყო საკმარისი თანხა.
სადილობისას მცირე ხნით შეისვენა, მარიას კი უთხრა, ყვე-
ლაფერს თავს ვართმევ, დახმარება არ მჭირდებაო და სთხოვა,
კონვერტები თუ არ გვეყოფა, ფოსტაში გავგზავნოთ ვინმე, ხო-
ლო თუ სეიფში ხურდა ფული არ იკმარებს, ბანკში დავაშლევი-
ნოთ ქაღალდის ბანკნოტებიო. ოთხი საათისთვის ყველაფერი
დასრულებული ჰქონდა, მათ შორის, ფულის გადათვლაც და
ნაღდი ფული დაანგარიშებული თანხის ოდენობას ემთხვეოდა.
თითოეულ მოსამსახურეს კონვერტში ფულთან ერთად ქვითარიც
ჩაუყოლა. ქვითრის ასლები, ბუნებრივია, თვითონაც შეინახა.
სწორედ ასეთ სამუშაოზე ოცნებობდა, როდესაც "ბარტოჩის"
პირველ სართულზე სექციაში იდგა და კაბინეტებში მომუშავეების
ფუსფუსს ადევნებდა შეფარვით თვალს ან კლიენტებს უხსნიდა,
სეპია და ყავისფერი კოლჰოტი თეთრ კანზე უკეთ გამოიყურება,
შავგვრემანებმა კი "რედ ფოქსი" უნდა ჩაიცვანო; ხოლო როდე-
საც ბრუკლინის კოლეჯში ლექციაზე იჯდა, მხოლოდ ერთი აზრი
უტრიალებდა გონებაში — ამგვარ ადგილას მუშაობა. იცოდა,
რომ როდესაც ტონის გაჰყვებოდა ცოლად, შინ დაჯდომა და სახ-
ლის ლაგება, ბავშვების აღზრდა და მათთვის და ოჯახისთვის სა-
ყიდლებზე სიარული მოუწევდა. არადა, ტონისთან ნახსენებიც არ
ჰქონდა, რომ გათხოვების შემდეგაც უნდოდა მუშაობა, თუნდაც,
ნახევარ განაკვეთზე, ვთქვათ, შინიდან, თუკი ვინმეს პირადი ბუ-
ღალტრის აყვანა დასჭირდებოდა. "ბარტოჩიში" თუკი ვინმე კაბი-
ნეტში მუშაობდა, გათხოვილს არავინ ჰგავდა. როდესაც "დეივის-
ში" სამუშაო დღე დასრულდა, ფიქრობდა, ეგებ ტონის კომპა-
ნიაში მაინც ვიმუშაო ბუღალტრადო. როდესაც ამაზე ოცნებამ
გაიტაცა, უცებ გაახსენდა, რომ დილით წერილის მიწერა დავიწ-
ყებოდა, ამიტომ გულში გადაწყვიტა, ამ საღამოს დავჯდები და
უსიკვდილოდ მივწერო.

***
კვირას, ნასადილევს, გულს მშვენიერი ამინდი რომ ახარებ-
და, ჯორჯმა, ნენსიმ და ჯიმმა ფრაირის ქუჩაზე პირდაპირ სახ-
ლთან მიაკითხეს. ჯიმმა ეილიშს უკანა კარი გაუღო, რომ დაესვა.
ბიჭს თეთრი პერანგი ეცვა, იდაყვებამდე აკაპიწებული სახე-
ლოებით; ეილიშს ვაჟის ქათქათა მკლავებზე შავი თმის კონ-
ტრასტი არ გამორჩენია მხედველობიდან. თმაზე ბრეოლინი ეს-
ვა; გოგომ გაიფიქრა, საგანგებოდ გამოპრანჭულაო. ჯიმმა ლუ-
დის ბარზე ჩამოუგდო სიტყვა, უთხრა, მართალია, მშობლებმა
კარგა ხანია მე გადმომილოცეს, მაგრამ როდესაც სადმე მივდი-
ვარ, სიამოვნებით მცვლიანო.
ჯორჯმა თქვა, ახლა კარაკლო გადავსებული იქნება, ამიტომ
ქეშ-გეფში წავიდეთო და კლდის შვერილის ქვეშ გამავალ გზას
დაადგნენ. აქ ეილიშს მშობლებსა და და-ძმებთან ერთად ბავშვო-
ბაში არაერთხელ გაუვლია, მაგრამ წლების განმავლობაში არა-
თუ არ სტუმრობდა ქეშ-გეფის მხარეს, არამედ არც კი ახსენდე-
ბოდა. როდესაც სოფელ ბლექუოთერს მიუახლოვდნენ, ბავშვი-
ვით აღფრთოვანებულმა ნაცნობი ადგილებისკენ თითის გაშვერა
დაიწყო — ეცნო მისის დეივისის ბარიც, სადაც მამამისს უყვარდა
გადაკვრა და ჯიმ ო’ნილის მაღაზიაც. მაგრამ უეცრად შეჩერდა.
არ უნდოდა, მეგობრებს ისე მოსჩვენებოდათ, თითქოს წლების
წასულს და სამშობლოთი აღფრთოვანებულს თამაშობდა. მაგ-
რამ ეს მისთვის ისეთი რამ იყო, რასაც, ალბათ, აღარასოდეს ნა-
ხავდა, თუმცა მეგობრები მის დამოკიდებულებას ვერ გაიგებ-
დნენ, რადგან აქაურობა მათთვის მხოლოდ ერთი მშვიდი ადგი-
ლი იყო.
არადა, დარწმუნებული იყო, ამ ადგილებთან დაკავშირებულ
მოგონებებზე რომ ელაპარაკა, ჩათვლიდნენ, შეცვლილაო, თვი-
თონ კი ბელიქენიგერის გადასახვევამდე აღმართზე ასვლისას
ყველა შენობას გულდასმით აკვირდებოდა. ახსენდებოდა, რო-
გორ ჩაუვლიათ აქ მას და ჯეკს, სანამ მეორე დღეს დედიძმიშვი-
ლები — დოილები ესტუმრებოდნენ. გაინაბა და მანქანაში არსე-
ბული სასიამოვნო ატმოსფეროდან ამოვარდა, როდესაც ავტო-
მობილმა ქეშისკენ ქვიშიან შარაზე გადაუხვია.
მანქანა რომ დააყენეს, ჯორჯი და ნენსი ქარაფისკენ წავიდ-
ნენ და ეილიშს ისევ ჯიმი შეატოვეს ხელში. ჯიმს თავის სამოსსა
და პირსახოცთან ერთად მისი ჩანთაც მიჰქონდა, რომელშიც
ეილიშს საცურაო კოსტიუმი და პირსახოცი ედო. სადღაც ნახევარ
გზაზე ქალენების სახლთან შეჩერდნენ, რომლის წინაც ჯიმის
ძველი მასწავლებელი, ჩალისქუდიანი მისტერ რედმონდი იჯდა.
აშკარად უქმე დღით სარგებლობდა.
— მგონი, ამაზე უკეთესი ზაფხული არც გვქონია, სერ, — უთ-
ხრა მისალმებისას ჯიმმა.
— ჰოდა, გამოვიყენოთ, — მიუგო კაცმა.
ეილიშს ყურში მისი არეული, ბუტბუტივით ლაპარაკი მოხვდა.
როდესაც გზა განაგრძეს, ჯიმმა გაუმხილა, სკოლაში ყველაზე
მეტად მისტერ რედმონდი მომწონდა და მეცოდება, ინფარქტი
აქვს გადატანილიო.
— ვაჟი სად ჰყავს? — იკითხა ეილიშმა.
— იმონი? მგონი, სწავლობს. სულ წიგნებშია ჩაფლული.
როდესაც შარა ჩაათავეს და ქარაფზე მოექცნენ, გადახედეს
უკიდეგანო ზღვას, რომლის მშვიდი ზედაპირი ზევიდან გლუვი
ჩანდა. ქვიშა წყლის პირას მუქი ყვითელი იყო. დაბალი ტალღე-
ბი, რომელთაც ფრინველთა გუნდმა გრძელ რიგად გადაუფრი-
ნა, იმდენად მშვიდად მოძრაობდა, რომ ხმასაც კი არ გამოსცემ-
და. კამკამა ზღვისა და კრიალა ცის შესაყარზე მსუბუქი ნისლი გა-
წოლილიყო.
ჯორჯს ქარაფიდან ნაპრალით უკვე ჩაერბინა და მცირედი სი-
მაღლიდან ჩამხტარი ნენსი ხელში დაეჭირა. ჯიმიც ასე მოიქცა —
პირველი თვითონ ჩახტა და ეილიში ხელით ჩაიყვანა, ოღონდ
სანამ ხელში ეჭირა, გოგოს მოეჩვენა, რომ ჯიმმა მეტისმეტად ახ-
ლოს მიიზიდა. თითქოს უჩვეულო ამაში არაფერი იყო, მაგრამ
იმის გაფიქრებაზე, ეს რომ ტონის დაენახაო, გააჟრჟოლა.
ქვიშაზე ორი ჭილოფი გაშალეს, ჯიმმა კი ფეხზე გაიხადა და
წყლის შესამოწმებლად წავიდა, დაბრუნებულმა კი თქვა, თით-
ქმის თბილია, გუშინდელს ბევრად სჯობიაო. მერე ტანსაცმლის
გამოცვლა დაიწყო, რომ ზღვაში შესულიყო. ჯორჯმა უთხრა, მეც
გამოგყვებიო. ბოლოს, შეთანხმდნენ, რომ გაქცეულიყვნენ და
ვინც წყალში ბოლო შევიდოდა, სადილის ყიდვა მასზე იქნებოდა.
ნენსიმ და ეილიშმაც ჩაიცვეს საცურაო კოსტიუმები, მაგრამ ჭი-
ლოფებზე მოკალათებული დარჩნენ.
— ზოგჯერ ბავშვებივით არიან, — თქვა ნენსიმ, როდესაც ბი-
ჭები თავაწყვეტილი ღრიანცელით გაიქცნენ ზღვისკენ, — ბურთი
რომ წამოეღოთ, ერთ საათს მაინც თამაშში გაიყვანდნენ.
— ანეტი რა იქნა? — ჰკითხა ეილიშმა.
— ვიცოდი, ჯიმი რომ მეხსენებინა მაშინ, ანეტის მაგივრად
მოდის-მეთქი, არ წამოხვიდოდი. ამიტომაც გითხარი, ანეტიც
იქნება-მეთქი. უწყინარი ტყუილი იყო, — გაუღიმა ნენსიმ.
— ჯიმმა როგორღა შეიცვალა ქცევა?
— ცუდად მხოლოდ მაშინ იქცევა, როდესაც ნერვიულობს, —
უპასუხა ნენსიმ, — ისე, რბილი ხასიათი აქვს, თან, რომ იცოდე,
მოსწონხარ.
— როდის მოვეწონე?
— როდესაც დედაშენთან ერთად მესაზე გნახა.
— ერთ სამსახურს გამიწევ, ნენსი?
— გააჩნია.
— ზღვასთან მიირბინე და ჯიმს უთხარი, გამოიქცეს და ნახ-
ტომი გააკეთოს! ან უთხარი, კირიან ტბასთან ერთი კაი გოგო
ცხოვრობს და შეუარე ხოლმე-თქო, — ორივეს სიცილი აუტყდა,
— ქორწილისთვის ყველაფერი მოამზადე? — ჰკითხა ეილიშმა.
ჯიმ ფარელზე ლაპარაკი აღარ უნდოდა.
— ყველაფერი, სადედამთილოს გარდა. ქალბატონი ყოველ-
დღე ახალ-ახალ განცხადებებს აკეთებს — ხან რა უნდა, ხან რა.
დედაჩემი ბებერ სნობს ეძახის.
— ქედმაღალია, არა?
— ჰოდა, მოვადრეკინებ, — თქვა ნენსიმ, — მაგრამ ქორწი-
ლამდე უნდა მოვიცადო.
როდესაც ჯორჯი და ჯიმი დაბრუნდნენ, გოგოები ნაპირს გა-
უყვნენ, მამაკაცები კი გასამშრალებლად გაიქცნენ. ეილიშს გაუკ-
ვირდა, როგორი მოტკეცილი და გამჭვირვალე საცვლები
სცმიათო. ამერიკაში პლაჟზე ასე ხომ კაცი არ ჩაიცვამსო,
გაიფიქრა. კონი-აილენდზე მათნაირად წინდაუხედავად და
მოურიდებლად ორი მამაკაცი არც გაივლიდა და არც ისე თავ-
ქუდმოგლეჯილი გაიქცეოდა ქალებისგან, როგორც ეს ორნი
გარბოდნენ წყლისა და ქვიშის საზღვარზე.
მთელ ნაპირზე, მათ გარდა, არავინ ჩანდა. ეილიში მიხვდა,
რატომაც აირჩია ჯორჯმა ეს უკაცრიელი ადგილი. მას და ჯიმს,
ალბათ, ნენსისაც, ეს დღე ისე ჰქონდათ ჩაფიქრებული, როგორც
ორ წყვილს — ანუ ჯიმსა და ეილიშს ისე უნდა გაეტარებინათ
დრო, როგორც ნენსი და ჯორჯი ატარებდნენ. როდესაც ეს უკა-
ნასკნელნი დაწინაურდნენ, ჯიმი ჩამორჩა და ისევ გაუბა ეილიშს
საუბარი, რა დროსაც ის მიხვდა, რომ მამაკაცის გვერდით ყოფნა
და მისი საუბრისას მშობლიური დაბის აქცენტის მოსმენა სიამოვ-
ნებდა. ჯიმს ისეთი ლურჯი თვალები ჰქონდა, ეილიშმა გაიფიქრა,
მგონი, ცუდს ვერასოდეს ვერაფერში ხედავსო. იმაში კი დარწმუ-
ნებული იყო, რომ ეს ლურჯი თვალები ახლა მასზე შეჩერებული-
ყო და ყურადღებით აკვირდებოდა.
ეილიშს გაეღიმა, რომ ეს ყველაფერი მის თავს ხდებოდა,
მაგრამ მერე რა — შვებულებაში იყო და უწყინარი გართობა გა-
ნა რას წაახდენდა, ჯიმთან შეყვარებულის სტატუსით ხომ არ
იყო? იცოდა, რომ ტონისთვის სახეში შეხედვას თამამად შეძლებ-
და. ის და ჯიმი შედგნენ და ნენსისა და ჯორჯის თამაშს დაუწყეს
ყურება — წყვილი წყალმარჩხში დამდგარიყო და ერთმანეთს
ტალღებისკენ უბიძგებდა. როდესაც ჯიმმა შესთავაზა, ჩვენც ვითა-
მაშოთო, ეილიშმა თავი გააქნია და გზა განაგრძო. მალე ჯიმი
წამოეწია, მაგრამ ის უკვე ფიქრობდა, მე როგორ მომეწონებო-
და, ტონი რომ ძმაკაცსა და ორ გოგონასთან ერთად კონი--
აილენდზე წავიდეს, სადაც დღის დიდ ნაწილს ერთ-ერთ გოგო-
ნასთან გაატარებსო. არა, ამას ტონი არასოდეს იზამდა. სამა-
გიეროდ, ის რომ გაეგო, ეილიში ახლა ლამის თითივით შიშველ
მამაკაცთან ერთად არისო, ნამდვილად გული ეტკინებოდა და
ინერვიულებდა. ამ ფიქრებში იყო ეილიში წასული, რომ უკან გა-
მობრუნდნენ. ჯიმი დაიხარა, ჭილოფი გაუსწორა და მზისგულზე
გვერდით მიუჯდა.
— მამაჩემი ამბობს, ნაპირის ეს ნაწილი ძალიან ეროზირებუ-
ლიაო, — ისე თქვა ჯიმმა, თითქოს შუა საუბარში იყვნენ.
— წლების წინ აქ თითო კვირით ჩამოვდიოდით და იმ ქოხში
ვრჩებოდით ხოლმე, მერე მაიკლ ვებსტერმა და ნორამ რომ იყი-
დეს. მაგრამ ჩვენ როცა ვქირაობდით, არ მახსოვს, მაშინ ვის
ეკუთვნოდა. აქ რომ ყოველ წელს იარო, სხვაობას სულ იოლად
შეამჩნევ, — უთხრა ეილიშმა, — მამაჩემს მამაშენი სცნობია.
— დაბიდან ველოსიპედებით ჩამოდიოდნენ აქ.
— ბრუკლინში პლაჟები გაქვთ?
— კი, — თქვა ეილიშმა, — ზაფხულში უქმეებზე ვერ გაივლი,
იმდენი ხალხია.
— ესე იგი, ყველანაირ ადამიანს შეხვდები, — ისე თქვა ჯიმმა,
ვითომ მისი პასუხი მოეწონა, — სულ ყველანაირს.
ერთხანს აღარაფერი უთქვამთ. ეილიში წყალზე მოტივტივე
ნენსის გასცქეროდა, რომელთან ახლოსაც ჯორჯი ცურავდა. ჯი-
მიც წამოჯდა და წყალში შესულ წყვილს დაუწყო ყურება.
მერე მშვიდად იკითხა:
— ჩვენც ხომ არ გვესინჯა წყალი?
ეილიში ამ კითხვას ელოდა და უარიც წინასწარვე ჰქონდა
გამზადებული. თუკი ვაჟი ჩააჟინდებოდა, ეტყოდა, ბრუკლინში
თაყვანისმცემელი მელოდებაო. მაგრამ საოცრად მოკრძალებუ-
ლად სთხოვა ჯიმმა, ისე მორიდებულად, თითქოს მისი წყენინე-
ბის ეშინიაო. წამით გაიფიქრა, ხომ არ მაბამსო, მაგრამ ჯიმი ისე-
თი მოწყვლადი გამომეტყველებით იყურებოდა, რომ ეილიშმა
ლამის თავი დაკარგა. იგრძნო, რომ თუ უარს ეტყოდა, ბიჭი ად-
გებოდა და ზღვაში ისე შევიდოდა, როგორც დამარცხებული, რი-
სი ცქერაც ახლა ნამდვილად არ უნდოდა.
— კარგი, — დაეთანხმა ეილიში.
როდესაც ზღვაში შეცურეს, ჯიმმა წამიერად ხელი დაუჭირა,
მაგრამ ტალღის მოახლოებასთან ერთად ეილიში წინ გაიჭრა და
უკან მოუხედავად გაცურა. ჯიმისთვის არც შეუხედავს, ისე აიღო
გეზი ნენსისა და ჯორჯისკენ, რომლებიც ჩახუტებული კოცნიდნენ
ერთმანეთს. ჩანდა, რომ მათთვის ახლა ჯიმი და ეილიშიც ზედმე-
ტი იყვნენ.
ეილიშს მოეწონა ჯიმის საქციელი — წყალში კი არ გა-
მოედევნა, არამედ ზურგულით ნაპირისკენ გაცურა. ეილიშს ისე
სიამოვნებდა მარტო ცურვა, რომ სულ დავიწყებოდა, რაოდენ
კამკამა და წყნარი იყო იმ დღეს ზღვა. როდესაც კარგა ხანს ინე-
ბივრა ტალღებზე და მხოლოდ შიგადაშიგ აქნევდა ფეხს, რომ
ზედაპირზე გაჩერებულიყო, ჯიმი ფრთხილად მიუახლოვდა, შემ-
თხვევით არ შევეხოო. მათი მზერის გადაკვეთისას ვაჟმა გაუღი-
მა. ჯიმის სიტყვები და ქცევა მოზომილი და წინასწარგანზრახუ-
ლი ჩანდა, რომ ეილიში არ გაეღიზიანებინა. თითქოს არაფერს
აჩქარებდა, მაგრამ ეილიშზე მზრუნველობასთან ერთად დაუკო-
ბელ ინტერესსაც იჩენდა.
ეილიში მიხვდა, რომ მოვლენებს დაჩქარების საშუალება მე-
ტისმეტად წინდაუხედავად მისცა. თავიდანვე უნდა ეთქვა ნენსის-
თვის, რომ სასეირნოდ არ ეცალა და დედასთან უნდა დარჩენი-
ლიყო ან პირდაპირ ეთქვა, ჯიმისთან ერთად სასეირნოდ ვეღარ
გამოგყვებითო. წამიერად გაიფიქრა, იქნებ ნენსის გამოვუტყდე,
რომ ბრუკლინში თაყვანისმცემელი მყავს, რომელზეც, ჩავალ თუ
არა, დავინიშნებიო. მთელ ამბავს არ მოუყვებოდა, მხოლოდ
სათქმელს ეტყოდა, მაგრამ გადაწყვიტა, არაფერი ეთქვა. ფიქ-
რობდა, მაინც მალე გავემგზავრებიო.
როდესაც ჯიმთან ერთად წყლიდან ამოვიდა, ჯორჯს ფო-
ტოაპარატი მოემზადებინა. ჯიმი ეილიშს უკან დაუდგა და ხელები
მოხვია; ეილიშმა ზურგზე მიწოლისას მისი სხეულის სითბო იგ-
რძნო, სანამ ჯორჯი რამდენიმე კადრს გადაიღებდა. მერე ჯიმმა
იგივე გაიმეორა, როდესაც ჯორჯი და ნენსი ობიექტივის წინ იმა-
ვე პოზაში დადგნენ. მალე ერთი მოსეირნე დაინახეს, ქითინგის
ჩრდილოეთი მხრიდან რომ მოუყვებოდა ნაპირს, მიიხმეს და
ჯორჯმა სთხოვა, ოთხივეს გადაგვიღეთ ფოტოო, თან, უჩვენა,
როგორ უნდა გადაეღო. ჯიმი თითქოს ჩვეულებრივად იქცეოდა,
მაგრამ სინამდვილეში მის ქცევაში ჩვეული არაფერი იყო — ისევ
ზურგს უკან დაუდგა და ისევ იგრძნო ეილიშმა მისი სიახლოვე.
თუმცა ფრთხილობდა კიდეც და ისე ახლოს არ დამდგარა
ეილიშთან, როგორც ჯორჯი ნენსისთან. შორისი არ მიუდვია დუნ-
დულებზე. ეს უკვე მეტისმეტი იქნებოდა და ეილიშმა გაიფიქრა,
ეტყობა, ვერ გაბედაო. როდესაც ფოტოსესია დასრულდა, ეილი-
ში ჭილოფთან დაბრუნდა, გამოიცვალა და მზეზე წამოწვა, სანამ
სხვებიც მოემზადებოდნენ წასასვლელად.
ენისკორთიში რომ ბრუნდებოდნენ, გადაწყვიტეს, სასტუმრო
"ქორთაუნში" დაელიათ ფინჯანი ჩაი, რომელიც ჯორჯის თქმით,
ცხრამდე ღია უნდა ყოფილიყო, შემდეგ კი საცეკვაოდ წასულიყ-
ვნენ. ნენსიმ ჯორჯს უთხრა, ცოტა დაგვაგვიანდება, მე და ეილიშს
თავი გვაქვს დასაბანი, რომ ზღვის მარილი მოვიშოროთ და რამ-
დენიმე საათი დაგვჭირდებაო, ჯორჯმა კი დასცინა, ამდენი ხანი
მომზადება მე არ გამიგიაო.
— მაშინ სწრაფად ქენით, — უთხრა ჯორჯმა.
— სწრაფად ვერ გამოვა, — მიუგო ნენსიმ.
ჯიმმა ეილიშს შეხედა და გაიღიმა.
— ჯერ არ დაქორწინებულან და უკვე კინკლაობენ.
— მიზეზიც მაქვს, — თქვა ნენსიმ.
— მართალია, — დაეთანხმა ეილიში.
ჯიმმა ნაზად მოუჭირა თავზე ხელი.
— ორივე მართალი ხართ, — სარკასტულად და ჯღანვით
თქვა, რომ არ ჰგონებოდა, ჩემი გულის მოსაგებად ამბობსო.
შეთანხმდნენ, რომ რვის ნახევარზე მზად იქნებოდნენ.
სანამ ეილიში თავს დაიბანდა, დედამისმა მისი ტანსაცმელი
და ფეხსაცმელი გადააქოთა. საუთოო დაფა და უთოც მოამზადა,
ვაითუ კაბა დაჭმუჭნილი აღმოჩნდესო. როდესაც თავზე პირსა-
ხოცშემოხვეული ეილიში გამოვიდა, დედამისს ტონის საყვარელი
ყვავილებით მოჩითული ლურჯი კაბა და ამავე ფერის ფეხსაცმე-
ლი მოემზადებინა. ეილიშმა ლამის უთხრა, ამას ვერ ჩავიცვამო,
მაგრამ უცებ დაფიქრდა, ახლა რაც უნდა ვთქვა, მხოლოდ დაძა-
ბულობას გამოიწვევსო და უსიტყვოდ დაიწყო ჩაცმა. დედამისმა,
რომელიც ნაწყენი კი არა, მოხარულიც კი ჩანდა იმით, მისი ქა-
ლიშვილი ხელახლა რომ უნდა წასულიყო, უთოობა დაიწყო,
ეილიშმა კი როუზის ელექტროსაშრობი ჩართო და თმის გაშრო-
ბას შეუდგა.
ჯორჯი და ჯიმი სასტუმრო "ქორთაუნის" მფლობელს რაგბის
წრიდან კარგად იცნობდნენ და ცალკე მაგიდა შეუკვეთეს — სან-
თლებითა და ღვინით, განსხვავებული მენიუთი და ჩაცივებული
შამპანურით. ეილიშმა შენიშნა, რომ სხვა კლიენტები მათ ისე
უყურებდნენ, როგორც განსაკუთრებულ სტუმრებს. ჯორჯსა და
ჯიმს სპორტული ქურთუკები და ფლანელის შარვლები ეცვათ,
თან ბაფთებიც გაეკეთებინათ. როდესაც ნენსიმ მენიუს გადახედა
და კერძი შეუკვეთა, ეილიშმა მასში ცვლილება დაინახა: ბავშვო-
ბის დაქალი უფრო დახვეწილიყო და მიმტანის სერიოზულ მი-
მართვას სერიოზულადვე უპასუხა, რაც წლების წინ წარმოუდგე-
ნელი იყო — მაშინ გაეხუმრებოდა კიდეც. ეილიში ფიქრობდა,
ნენსი მალე მისის შერიდანი გახდება, რაც ქალაქში პრესტიჟს
მოუმატებსო. მისი დაქალი ამ როლს უკვე სიამოვნებით ირგებ-
და.
მოგვიანებით, სასტუმროს ბარში ჯორჯი, ჯიმი და სასტუმროს
მფლობელი რაგბის სეზონის დასასრულზე საუბრობდნენ.
ეილიშს უცნაურად ეჩვენებოდა, რომ ჯორჯი და ჯიმი აქ ძმაკაცე-
ბის დებთან ერთად არ იყვნენ. აკი ქალაქში ყველას გაუკვირდა,
ჯორჯმა ნენსისთან რომ დაიწყო შეხვედრა, რომლის ძმებსაც
რაგბი არასდროს უთამაშიათ; ალბათ, ნენსის სილამაზემ და
კარგმა საქციელმა მოხიბლაო, ფიქრობდა. ორი წლის წინ კი ჯიმ
ფარელი ყველას დასანახად უხეშად მოექცა, რაც ეილიშის აზ-
რით, იმიტომ მოხდა, რომ მის ოჯახს ქალაქში არაფერი ეკუთ-
ვნოდა. ახლა, როდესაც ამერიკიდან ახალი ჩამოსული იყო, უკვე
გლამურულ გოგონად თვლიდნენ, რაც ბევრ რამეს ცვლიდა. მა-
გიდასთან მსხდომი დაქალები მოსაუბრე მამაკაცებს გასცქეროდ-
ნენ.
საცეკვაო მოედანზე ბევრ ენისკორთელს არ ელოდა. აღმოჩ-
ნდა, რომ ბევრმა მოცეკვავე წყვილმა ჯორჯისა და ნენსის ამბავი
იცოდა და წინასწარ ულოცავდნენ მოსალოდნელ გაბედნიერე-
ბას. ჯიმს, როგორც ეილიშმა შენიშნა, ხალხთან მისალმებისას
თავის დაკვრა სჩვეოდა, რითიც მიანიშნებდა, გიცანითო. ეს არც
არამეგობრული ჟესტი იყო და არც საურთიერთობოდ განმაწყო-
ბელი. ჯორჯზე ბევრად ცივი ჩანდა, რაც ეილიშმა იმით ახსნა,
რომ მას ლუდის ბარი ებარა და ბევრ ადამიანს იცნობდა, ამიტო-
მაც უმეტესობისგან განზე დარჩენას ამჯობინებდა, რომ არ გაში-
ნაურებოდნენ.
მთელ საღამოს ჯიმთან ერთად იცეკვა თუ იმ შემთხვევას არ
ჩავთვლით, როდესაც ძმაკაცებმა პარტნიორები მცირე ხნით გაც-
ვალეს. იცოდა, რომ მის ცეკვას ბევრი უკვირდებოდა და კიდევ
უფრო მეტი — კომენტარებს არ იშურებდა; როცა სწრაფი ცეკვა
დაიწყო, მშვენივრად გამოიჩინა თავი და ხალხმაც, რა კარგად
ცეკვავს ეს წყვილიო, აღნიშნა, ხოლო შემდეგ, როდესაც ნელი
მუსიკა აჟღერდა, ცეკვისას იმდენად ახლო-ახლოს დადგნენ ერ-
თმანეთთან, მაყურებლებს სულ სხვა სალაპარაკო გაუჩინეს.
როდესაც საცეკვაო საღამო დასრულდა, გარეთ ჯერ კიდევ
თბილოდა. მანქანისკენ რომ მიდიოდნენ, ჯიმმა და ეილიშმა შეყ-
ვარებულები წინ გაუშვეს და უთხრეს, მალე წამოგეწევითო. ჯიმს
მთელი დღე უნაკლოდ ეჭირა თავი: არც მომაბეზრებლად იქ-
ცეოდა და არც გამაღიზიანებლად, არც ეტმასნებოდა; წინდახე-
დულად იქცეოდა, ზოგჯერ ხალისიანადაც, ნაკლებს ლაპარაკობ-
და და ზრდილობას არ ღალატობდა. საცეკვაო მოედანზეც გამო-
ირჩეოდა, განსაკუთრებით, მთვრალების, ბებრებისა და ტრაქტო-
რებით მოსულთა ფონზე. იმდენად თვალადი, დახვეწილი და
ჭკვიანი იყო, რომ ეილიშს მასთან გატარებული დრო ეამაყებო-
და კიდეც. გარეთ, სასტუმროსა და ახალ ბუნგალოს შორის, ერ-
თი მოყუჩებული ადგილი ნახეს და კოცნა დაიწყეს. ჯიმი ნელა
მოძრაობდა; ეილიშს თავი ორივე ხელით დაუჭირა, რომ თვა-
ლებში ჩაეხედა. ნახევრად ბნელში ბევრი არაფერი ირჩეოდა,
თუმცა ქალის ბაგე იოლად იპოვა, რომ ვნებიანად ეკოცნა. რო-
დესაც ეილიშმა მისი ენა იგრძნო პირში, თვითონაც უპასუხა და
აღტაცება დაეუფლა.
ენისკორთიში მიმავლები საგულდაგულოდ მალავდნენ მომ-
ხდარს, მაგრამ საბოლოოდ მაინც გასცეს თავი, რის გამოც ნენ-
სისა და ჯორჯს სიცილი აუვარდათ.

***
ორშაბათ დილას, როდესაც "დეივისიდან" შეტყობინება დახ-
ვდა, გელოდებითო, იფიქრა, ალბათ, ჰონორარი უნდა გადამიხა-
დონო. ოფისში გამოცხადებულს ისევ მარია გეთინგსი ელოდა.
— მისტერ ბრაუნს შენი ნახვა უნდა, — უთხრა მარიამ, — ვნა-
ხავ, ვინმე ხომ არ ჰყავს.
მისტერ ბრაუნი როუზის ყოფილი უფროსი და ფაბრიკის
მფლობელი იყო. ეილისმა იცოდა, რომ მისტერ ბრაუნი შოტ-
ლანდიელი იყო და ლამაზი, კაშკაშა ავტომანქანით დადიოდა.
მის ყურს არ გამოჰპარვია, როგორი მოწიწებით ახსენა მისი გვა-
რი მარიამ. ისიც მალე დაბრუნდა და ამცნო, ახლავე მიგიღებსო.
ეილიში დერეფნამდე მიაცილა და უთხრა, ბოლოში რომ ოთა-
ხია, მანდ შედიო. მისტერ ბრაუნი გრძელ მაგიდასთან ტყავის მა-
ღალსაზურგიან სავარძელში იჯდა.
— მის ლეისი, — მამაკაცი წამოდგა, მაგიდაზე გადმოიხარა
და ეილიშს ხელი ჩამოართვა, — დედაშენს მე მივწერე, როდე-
საც უკვე საწყალი როუზი აღარ იყო, გასაჭირში ვართ-მეთქი. მან
კი მიპასუხა, რომ ამერიკიდან დაბრუნებულხარ. მარიამ მითხრა,
რომ ბუღალტერიაში სერტიფიკატიც გქონია. ანუ ამერიკულ
ყაიდაზე აგვიწყვე სისტემა?
ეილიშმა აუხსნა, რომ ორ სისტემას შორის დიდი სხვაობა არ
იყო.
— არც მიფიქრია, რომ დიდი სხვაობა იქნებოდა, — თქვა
მისტერ ბრაუნმა, — მოკლედ, მარია ძალიან გააბედნიერე, გასუ-
ლი კვირის ხელფასები რომ გაგვაცემინე. თუმცა როუზის დისგან
არც უნდა გვიკვირდეს. როუზი კვალიფიციურობის ნიმუში იყო და
ძალიან გვაკლია.
— როუზი ჩემთვის უდიდესი მაგალითი გახლდათ, — თქვა
ეილიშმა.
— სანამ დატვირთული სეზონი დასრულდება, — განაგრძო
მისტერ ბრაუნმა, — საქმე თავზე საყრელად გვექნება და ამიტომ
შინაური გვირჩევნია, ვისაც საქმესაც მივანდობთ და ბუღალტერი-
აც ეცოდინება. მაგრამ ამ ეტაპზე გვინდა, რომ ხელფასების გაცე-
მაში ნახევარ განაკვეთზე დაგვეხმარო, მერე კი გამოჩნდება.
— იცით, მე ამერიკაში ვბრუნდები, — უთხრა ეილიშმა.
— დიახ, ცხადია... — თქვა მისტერ ბრაუნმა, — მაგრამ სანამ
მტკიცე გადაწყვეტილებას მიიღებდე, უნდა დავილაპარაკოთ.
ეილიშმა დააპირა, რომ ეთქვა, მტკიცე გადაწყვეტილება უკვე
მიღებული მაქვსო, მაგრამ მისტერ ბრაუნის კილომ აფიქრებინა,
ამწუთას ჩემს პასუხს სულაც არ ელოდებაო. ამის მაგივრად, წა-
სასვლელად ადგა; მყისვე მისტერ ბრაუნიც წამოდგა და კარამდე
მიაცილა, თან, დედასთან მოკითხვა დააბარა. კაბინეტიდან გა-
სულს მარია გეთინგსი შეეჩეხა და კონვერტში ჩადებული ფული
მიაწოდა.
იმ საღამოს ეილიში ნენსისთვის დაპირებული იყო, გესტუმრე-
ბი და ქორწილში წვეულთა სიას გავეცნობიო, თან, ისიც აინტე-
რესებდა, სად დასვამდა პატარძალი. მისტერ ბრაუნთან გასაუბ-
რებამ კი ძალიან დააბნია.
— ორი წლის წინათ, — თქვა მან, — ზედაც არ შემომხედავ-
და. ვიცი, რომ როუზმა ჩემთვის ადგილი სთხოვა, მან კი უარი
უთხრა. უბრალოდ, უარი.
— ყველაფერი იცვლება.
— ორი წლის წინ კი ჯიმ ფარელმა ისე ამიგდო, თითქოს ეს
იყო მისი მოვალეობა, არადა, ჯორჯმა სთხოვა, ეცეკვეო.
— შენც შეცვლილი ხარ, — უთხრა ნენსიმ, — სულ სხვაგვარი.
არა მარტო ნაცნობებს გვეჩვენები შეცვლილი, არამედ ქალაქში
იმათთვისაც კი უცხოდ გამოიყურები, მხოლოდ დანახვით რომ
გიცნობდნენ.
— რით შევიცვალე ასე?
— ბევრად გაზრდილი და დასერიოზულებული ხარ, ამერი-
კულ ტანსაცმელში კი სულ სხვა ვიღაც ბრძანდები, თითქოს საკუ-
თარი ატმოსფერო გაქვს. ჯიმმა აღარ იცის, რა მოიგონოს, რომ
ისევ ერთად წავიდეთ სადმე, ოღონდ კი ისევ შენ გვერდით იყოს.
მოგვიანებით, როდესაც დაწოლის წინ დედასთან ერთად ჩა-
ის სვამდა, ქალმა უთხრა, ფარელებს ვიცნობ, თუმცა მათ სახ-
ლში, ლუდის ბართან ახლოს რომ აქვთ, წლებია არ ვყოფილვა-
რო.
— გარედან ბევრს ვერაფერს შეამჩნევ, — თქვა მან, — მაგ-
რამ შიგნით რომ შეხვალ, სახლის უნახავი გახდები. ზედა სარ-
თულზე ორ ოთახს ორფა კარი აქვს; მახსოვს, ხალხი, რომ ამ-
ბობდა, რამხელა სახლი აქვთო. ყური მოვკარი, მშობლები
გლენბრაიენში გადადიანო, დედამისის მხარეა, თურმე მამიდა-
მისს დაუტოვებია სახლი. მამამისს კიდევ ცხენები და დოღი ჰყვა-
რებია და იქ მოშენებას აპირებსო. მოკლედ, მთელი სახლი ჯიმს
რჩება.
— მათ გარეშე გაუჭირდება, — სიტყვა ბანზე აუგდო ეილიშმა,
— რადგან როცა სადმე გადის, ლუდის ბარს მათ უტოვებს ხოლ-
მე.
— ოჰ, შეეჩვევა, — თქვა დედამისმა.
საძინებელში რომ შევიდა, საწოლზე ტონისგან გამოზგავნი-
ლი კიდევ ორი წერილი დახვდა. გაახსენდა, რომ თვითონ წერი-
ლის გაგზავნა ისევ დავიწყებოდა. კარჩაკეტილ ოთახში იდგა და
კონვერტებზე ტონის ხელწერას უყურებდა — რაოდენ შორს ეჩ-
ვენებოდა ახლა მასთან დაკავშირებული თითოეული დეტალი.
არა მარტო ის, არამედ ყველაფერი, რაც ბრუკლინთან აკავში-
რებდა — ოთახი მისის ქიოს სახლში, გამოცდები, ბრუკლინის
კოლეჯი და ტროლეიბუსი, რომლითაც შინ ბრუნდებოდა, საცეკ-
ვაო მოედანი და ტონის პატარა ბინა, სადაც სამ ძმასა და მშობ-
ლებთან ერთად ცხოვრობდა, მაღაზია "ბარტოჩი" — ახლა ყვე-
ლაფერი სადღაც შორს დარჩენილიყო და გამქრალიყო. სცადა,
რამე მაინც გაეხსენებინა მკაფიოდ, რაც რამდენიმე კვირის წინ
მისთვის ხელშესახები რეალობა იყო.
სამივე წერილი კამოდზე დადო და გადაწყვიტა, ხვალ საღა-
მოს, დუბლინიდან რომ დავბრუნდები, მერე მივწერ პასუხსო. ყვე-
ლაფერს მოუყვებოდა ტონის, ნენსის ქორწილსა და იმ ტანსაც-
მელზე, რომელიც დედასთან ერთად უკვე ნაყიდი ექნებოდა. იქ-
ნებ მისტერ ბრაუნთან გასაუბრებაც ეხსენებინა და თავისი პასუ-
ხიც, ბრუკლინში ვბრუნდებიო, რომ უთხრა. ისე მისწერდა, თით-
ქოს ეს ბოლო ორი წერილი ჯერ მიღებულიც არ ჰქონდა. წაკით-
ხვით კი იმის მერე წაიკითხავდა, როდესაც თავის წერილს დაას-
რულებდა.
ახლა უკვე იმის გაფიქრება აშინებდა, რომ აქაურობას —
მშობლიურ სახლს, სადაც ფეხი აიდგა და მუდამ თბილად ახსენ-
დებოდა — ბრუკლინში დაბრუნებით კარგა ხანს კიდევ ვეღარ ნა-
ხავდა. როდესაც ფეხზე გაიხადა და საწოლზე თავქვეშ ხელება-
მოდებული გადაწვა, გრძნობდა, რომ გამგზავრებაზე და იმაზე,
თუ ჩასულს იქ რა დახვდებოდა, ფიქრს განუწყვეტლივ სამომავ-
ლოდ დებდა.
ზოგჯერ ეს ფიქრი მტკივნეულად ეძალებოდა, მეტწილად კი
მივიწყებას ეძლეოდა. ხანდახან ძალის დატანება უწევდა, რომ
საკუთარი თავისთვის გაეხსენებინა, ტონის ცოლი ვარო, რასაც
ბრუკლინის შემხუთავ სიცხეზე, "ბარტოჩის" მოსაწყენ მაღაზიასა
და მისის ქიოს სახლში თავის ოთახზე ფიქრი მოსდევდა. იქ დაბ-
რუნებით იმ განსაცდელში უნდა აღმოჩენილიყო, სადაც უცხო ქუ-
ჩებში უცნაური აქცენტით მოლაპარაკე უცნობ ადამიანებს ხვდე-
ბოდა. ტონისა და მასთან ახლოს ყოფნით მოგვრილ სიამეზე
ფიქრი სცადა, მაგრამ, მოსწონდა თუ არა, რაღაც აიძულებდა
იმის დავიწყებას, რომ მათ შორის კავშირი იყო და ტონის ეილი-
შის დაბრუნება გულით ეწადა.
***
ქორწილამდე ორიოდე დღით ადრე, როდესაც ეილიში
"დეივისის" ოფისში ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა, ჯიმ ფარელმა
იქ მიაკითხა და სადილად უექსფორდში, იქიდან კი კინოში წავიდ-
ნენ. ბიჭმა ჰკითხა, ბრუკლინში როდის ბრუნდებიო. ეილიშს სანა-
ოსნო კომპანიიდან უკვე მიეღო წერილი, გასამგზავრებელი ბი-
ლეთის თაობაზე თქვენი გადაწყვეტილება შეგვატყობინეთო, მაგ-
რამ ჯერ არავის დაჰკავშირებოდა.
— სანაოსნო კომპანიაში დასარეკი მაქვს, მაგრამ, ჩემი აზ-
რით, შემდეგ კვირას გავემგზავრები.
— აქაურობა მოგენატრება, — უთხრა ჯიმმა.
— დედაჩემის მარტო დატოვება მიჭირს, — დაიჩივლა
ეილიშმა.
ვაჟს აღარაფერი უთქვამს, სანამ "ოილგეითის" ჭიშკარში შე-
ვიდოდნენ.
— ჩემი მშობლები სოფელში გადასვლას აპირებენ. დედაჩემი
გლენბრაიენიდან არის, სადაც მამიდამისმა სახლი დაუტოვა. ახ-
ლა ცოტას ხელს შეავლებენ და მალე გადაბარგდებიან.
ეილიში არ გამოუტყდა, დედაჩემმა უკვე მითხრაო. არ უნდო-
და, რომ ჯიმს ეფიქრა, ჩემი საცხოვრებელი პირობები განუხი-
ლავთო.
— მე კი სახლში მარტოს მიწევს დარჩენა.
გაიფიქრა, ვკითხავ, მზარეულობა თუ მაინც იციო, მაგრამ
უცებ ენას კბილი დააჭირა, არ იფიქროს, რომ ამ კითხვით მთე-
ლი ამბის მოყოლას ვთხოვო.
— ერთ საღამოს ჩაიზე უნდა მეწვიო, — უთხრა ჯიმმა, — ჩემს
მშობლებს შენი ნახვა გაუხარდებათ.
— გმადლობ.
— ქორწილის მერე დავგეგმოთ.
***
გადაწყდა, რომ ჯიმი ეილიშსა და დედამისს, ასევე ანეტ ო’-
ბრაიენსა და მის უმცროს დას, ქარმელს, ენისკორთის საკათედ-
რო ტაძრიდან უექსფორდში წაიყვანდა, სადაც საქორწილო სუფ-
რა უნდა გაეშალათ. იმ დილით, ადრიანად, დედამ ჩაის ფინჯნით
ხელში შეაკითხა საძინებელში და უთხრა, ღრუბლიანი ამინდია
და ნეტავ დღეს არ გაწვიმდებოდესო. წინა ღამით ორივემ ტან-
საცმელი მოამზადა. ეილიშის სამოსი, დუბლინში, "არნოტსში"
რომ იყიდა, გადასაცვლელი აღმოჩნდა, რადგან სახელოები და
ქვედაკაბა გრძელი ჰქონდა. ხასხასა ფერის კაბას თეთრი ზედა-
ტანი შეურჩია, აქსესუარები კი — მოწითალო კოლჰოტი, წითე-
ლი ფეხსაცმელი და თეთრი ჩანთა — ამერიკიდან ჩამოტანილი
ამჯობინა. დედამისი "სვიცერში" ნაყიდი რუხი ტვიდის კოსტიუმის
ჩაცმას აპირებდა. თქვა, სწორძირიან ფეხსაცმელს ჩავიცვამო, ვი-
ნიცობაა, ფეხი ასტკივებოდა ან შესივებოდა, ან დიდი მანძილის
გავლა დასჭირვებოდა. კოსტიუმის შიგნით კი ნაცრისფერ ბლუზას
ჩაიცვამდა, არა მარტო იმიტომ, რომ როუზის იყო, არამედ იმი-
ტომაც, რომ როუზს უყვარდა ძალიან და ნენსის ქორწილში
როუზის საყვარელი ბლუზის ჩაცმა სასიამოვნო იქნებოდა.
შეთანხმდნენ, რომ თუ გაწვიმდებოდა, ჯიმი გამოუვლიდა
დედა-შვილს და საკათედრო ტაძარში წაიყვანდა, ხოლო თუ და-
რი დადგებოდა, ეკლესიასთან დახვდებოდა. ეილიშმა ტონის
რამდენიმე წერილი მისწერა, თვითონ კი ის გახსნა, სადაც ქმარი
ეუბნებოდა, მე, მორისი და ლორენსი ლონგ-აილენდზე ვიყავით
და ნაკვეთი ხუთ ნაწილად გავყავითო. ამბობენ, წყალს, დენსა და
კანალიზაციას მალე იაფად გაიყვანენო. ეილიშმა ტონის წერილი
დაკეცა და უჯრაში მის წერილებსა და პლაჟის ფოტოებთან ერ-
თად ჩადო, რომლებიც მისთვის ნენსის მიეცა. ახლა იდგა და ჯიმ-
თან ერთად გადაღებულ ფოტოს დასცქეროდა: რა ბედნიერად
გამოიყურებოდნენ. ჯიმს ხელი გადაეხვია, კამერას უღიმოდა, მას
კი თავი ისე გადაეგდო უკან და ისე იღიმებოდა, თითქოს ქვეყნად
არაფერი ადარდებდა. ისიც არ იცოდა, ამ ფოტოებისთვის რა უნ-
და ექნა, სად წაეღო.

***
დედამისი ისე იყურებოდა ფანჯრიდან, ამინდი ხომ არ შეიცვა-
ლაო, რომ ეილიში მიხვდა, გაწვიმებას ნატრობსო, რადგან ჯიმ
ფარელი მანქანით მოვიდოდა და ორივეს ეკლესიაში წაიყვანდა.
ეს ის დღე იყო, როდესაც მეზობლები თავისუფლად გამოვი-
დოდნენ სახლებიდან, საქორწილოდ გამოწყობილებს მიუახ-
ლოვდებოდნენ, რომ კაბები ახლოდან ენახათ და დღის ბედ-
ნიერად გატარებას უსურვებდნენ. ცხადია, დაინახავდნენ ჯიმ ფა-
რელსაც. უკვე იცოდნენ, ეილიშს რომ ხვდებოდა; ბიჭს სახარ-
ბიელო საქმროდ თვლიდნენ, რადგან საკუთარი ბიზნესი ჰქონდა
და, ალბათ, ბევრიც შურით უყურებდა ეილიშს. ჯიმ ფარელის მან-
ქანით წასვლა დედამისისთვის ეილიშის ჩამოსვლის დღიდან
უდიდესი მოვლენა იქნებოდა.
როდესაც ფანჯრის მინებს წვიმის პირველი წვეთები მოხვდა,
ქალს სახეზე სიხარულის შეუნიღბავი კმაყოფილება დაეტყო.
— ნუ გავრისკავთ, — თქვა მან, — დიდი-დიდი, ბაზრის მოედ-
ნამდე მივაღწიოთ, იქ კი შეიძლება წამოუშინოს. წითელი პიჯაკი
რომ დაგისველდება, შეიძლება თეთრ ბლუზაზე ფერიც გადავი-
დეს.
ქალმა მომდევნო ნახევარი საათი წინა ფანჯარასთან გაატა-
რა, ვინიცობაა, წვიმას გადაეღო ან ჯიმ ფარელი გამოჩენილიყო
ცოტა ადრე. ეილიში სამზარეულოში იცდიდა, ყველაფერი
შეამოწმა, რომ ჯიმის მოსვლისთვის მზად ყოფილიყო. დედამისი
სამზარეულოში შევიდა, რომ ეთქვა, როდესაც ჯიმი მოვა, სახ-
ლში შემოიყვანეო, მაგრამ ეილიშმა უთხრა, როგორც კი მანქა-
ნის ხმას გავიგონებთ, მაშინვე გავიდეთო. ბოლოს დედა-შვილი
ერთად მივიდა ფანჯარასთან. როდესაც ჯიმი მოვიდა, მძღოლის
კარი გააღო და ქოლგით ხელში სწრაფად გადმოვიდა. ეილიში
და დედამისი ტალანისკენ გაიქცნენ. კარი ქალმა გააღო.
— დროზე არ იდარდოთ, — თქვა ჯიმმა, — თქვენ ეკლესიას-
თან მიგიყვანთ და მე სადმე გავაჩერებ მანქანას. დრო საკმარის-
ზე მეტიც გვექნება.
— მე კი ფინჯან ყავაზე მინდოდა თქვენი შემოპატიჟება, —
უთხრა ქალმა.
— აი, მაშინ კი მართლა დაგვაგვიანდება, — მიუგო ჯიმმა და
გაიღიმა.
ღია ფერის პიჯაკი და ლურჯი პერანგი ეცვა, რომელზეც ზო-
ლიანი ცისფერი ჰალსტუხი ეკეთა, ფეხზე კი ღია ყავისფერი ფეხ-
საცმელი ეცვა.
— ეს შხაპუნა წვიმაა, — თქვა ქალმა და მანქანისკენ წავიდა.
ეილიშმა დაინახა, რომ მეზობელი სახლიდან მეგს ლოთონი
გამოვიდა და ხელი დაუქნია. თვითონ კართან იდგა და იცდიდა,
როდის დაბრუნდებოდა ჯიმი ქოლგით, მეზობლისთვის კი არც
საპასუხოდ დაუქნევია ხელი და არც გაუღიმია, რომ მას რამე კო-
მენტარი არ გაკეთებინა. როდესაც კარი მიხურა, სწორედ იმ
დროს კიდევ ორი მეზობელი გამოვიდა დედამისის გულის გასა-
ხარად. ახლა მთელი ქალაქი გაიგებდა, რომ თვით ჯიმ ფარელ-
მა მიაკითხა და დედა-შვილი თავისი მანქანით წაიყვანა.
— ჯიმი უნაკლო ჯენტლმენია, — თქვა ქალმა, როდესაც ეკ-
ლესიაში შევიდნენ.
ქალი ნელა მიაბიჯებდა, სიამაყისა და ღირსების შეგრძნებით
— არც მარცხნივ იყურებოდა და არც მარჯვნივ, არადა, ზუსტად
იცოდა, რომ უყურებდნენ და იმ მომენტის მოლოდინით ტკბებო-
და, რომ მალე დედა-შვილს ჯიმ ფარელი შეუერთდებოდა.
ეს სანახაობა, ცხადია, თეთრკაბიან-ფატიან, სკამებს შორის
მამასთან ერთად მიმავალი ნენსის ხილვას ვერ შეედრებოდა,
მით უმეტეს, როცა სცენას საკურთხეველთან საქმროს რანგში
მომლოდინე ჯორჯი აგვირგვინებდა. როდესაც მესა დაიწყო და
ეკლესიაში ყველა სმენად იქცა, ჯიმის გვერდით მჯდარმა ეილიშ-
მა იგრძნო, იმ ფიქრით იქცევდა თავს, დილაობით, ახალგაღვი-
ძებულზე რომ ეწვეოდა ხოლმე. საკუთარ თავს ეკითხებოდა, ჯიმ-
მა რომ ხელი მთხოვოს, რა ვქნაო. მეტწილად ეს იდეა აბსურდუ-
ლად ეჩვენებოდა; ერთმანეთს წესიერადაც კი არ იცნობდნენ, ამ-
დენად ამის დაშვება შეუძლებელი იყო. ფიქრობდა, თავი ისე
დაეჭირა, ჯიმს რომ ცოლობა არ ეთხოვა, რადგან უარის გარდა
მისთვის სხვა პასუხის გაცემას მაინც ვერ შეძლებდა.
მერე ერთი აზრი აეკვიატა: ტონისთვის მიეწერა და ეთქვა,
ჩვენი ქორწინება შეცდომა იყოო. ნეტავ განქორწინება იოლი
იყო? ან შეძლებდა კი ჯიმისთვის იმის თქმას, ბრუკლინში ყოფნი-
სას ასე და ასე მოვიქეციო? ენისკორთიში ხომ განქორწინებულს
არავის იცნობდნენ, გარდა ელიზაბეთ ტეილორის ან კიდევ რო-
მელიმე კინოვარსკვლავისა. შესაძლოა ჯიმისთვის იმის ახსნა
მოეხერხებინა, როგორ გადადგა ეს ნაბიჯი, მაგრამ ჯიმიც ხომ
არასდროს გასცილებოდა ენისკორთის. მისი ზრდილობაც და
სიალალეც დასრულდებოდა, როცა ისეთ რამეს გაიგებდა, რაც
ჯერ არ სმენოდა. ყველაზე უკეთესი ახლა ის იქნებოდა, ამგვარი
აზრები გონებიდან განედევნა და გულიდან გაეძევებინა, მაგრამ
ნენსის რომ უყურებდა, ვერაფრით ახერხებდა, რომ საკუთარი
თავი არ წარმოედგინა საკურთხეველთან. ოცნების თვალით სა-
კუთარ ქორწილს ხედავდა, სადაც ძმები და დედაც იყვნენ, რო-
მელსაც გული საგულეში ჰქონდა, რადგან უკვე ერთადერთი ქა-
ლიშვილი რამდენიმე ქუჩის იქით მდიდრულ სახლში ეგულებო-
და.
ზიარების შემდეგ ეილიშმა ლოცვა დაიწყო, ღმერთო, გონება
გამინათე და მომეც პასუხიო. პასუხად კი ვერაფერი მიიღო, მხო-
ლოდ იმაში განუმტკიცდა რწმენა, რომ საითაც უნდა გადაედგა
ნაბიჯი, მაინც მცდარ მიმართულებას დაადგებოდა. მერე ტონისა
და ჯიმის შედარება დაიწყო — ენისკორთელი თაყვანისმცემელი
ბრუკლინელ ქმართან შედარებით ნაკლებად ხალისიანი, გული-
თადი და უცნაური იყო, ხოლო თუკი პლუსებზე ვილაპარაკებთ,
ბევრად თვითკმარი და შემდგარი პიროვნება ჩანდა, რომელსაც
მზისქვეშეთში თავისი ადგილი უკვე გამონახულიც ჰქონდა და
დამკვიდრებულიც. ახლა მეორე გვერდზე მჯდომ დედაზე დაიწ-
ყო ფიქრი — ქალს ხომ როუზის გარდაცვალების შემდეგ დანა
პირს არ უხსნიდა და მისი ჩამოსვლით სევდა მცირედით მაინც
შეუმსუბუქდა. ახლა სამივე მათგანი წარმოიდგინა — ჯიმი, ტონი
და დედა — ისინი მის, როგორც შავბნელი და გაურკვეველი არ-
სების, ირგვლივ მობორიალე სუფთა სულის, წრფელი გულისა
და შეუბღალავი ადამიანობის განსახიერებად მოეჩვენა, რომელ-
თაც ტკივილის მეტს ვერაფერს მოუტანდა.
ოჰ, რას არ გაიღებდა — როდესაც სკამებს შორის ჩავლილ
ჯორჯსა და ნენსის ჰკიდა თვალი — რომ სიამის, სიცხადისა და
შეუბღალაობის მხარეს აღმოჩენილიყო და ჩადენილი შეცდომის
გრძნობას არ მოეწამლა სული. გრძნობას, რომ რაღაც სულე-
ლური და მტკივნეული შეცდომა დაუშვა. ფიქრობდა, რა გადაწ-
ყვეტილებაც უნდა მივიღო, მაინც ვერ ავირიდებ ჩადენილისა და
ჩასადენის შედეგებსო. როდესაც დედასა და ჯიმს ნეფე--
პატარძლის კვალდაკვალ გაჰყვა, გარეთ გასულებს კეთილის-
მსურველები რომ დაუხვდნენ და ყოველივე საუკეთესო უსურვეს,
ნათლად გრძნობდა, რომ იმ წუთებში ტონი არ უყვარდა. ქმარი
მისთვის სიზმრის ნაწილად ქცეულიყო, რომელიც იმ ძილის
დროს ნახა, ძალუმი შეჯანჯღარებით რომ გამოაღვიძეს, ხოლო
ქმრის ოდესღაც ასეთ მყარსა და მკაფიო ფორმას ახლა აღარც
ხორცი ჰქონდა ხელშესავლებად და აღარც სახე გასახსენებლად.
თითქოს იმ ჩრდილად ქცეულიყო, დღე-ღამის განმავლობაში შუ-
ქის მიხედვით რომ იცვლის მდებარეობასა და ფორმას.
როდესაც კათედრალთან ფოტოების გადაღებით გული იჯე-
რეს, მაყურებლების წრეში ფართო და კრიალა მანქანა შესრი-
ალდა. ამ დროს ღრუბლები მთლად გაიფანტა და მზისგულზე
ხალხი გამოეფინა, რომ დაენახა, როგორ გაემგზავრებოდა
ნეფე-პატარძალი უექსფორდში ბაფთებითა და ლენტებით მორ-
თული მანქანით.
***
საქორწილო სუფრასთან, ერთი მხრივ, ჯიმ ფარელს ესაუბ-
რებოდა, მეორე მხრივ, ინგლისიდან ქორწილისთვის ჩამოსულ
ჯორჯის ძმას. დედამისი უჩვეულო მზრუნველობასა და სიყვა-
რულს ავლენდა. ქალი ისე არ ჩაიდებდა ლუკმას პირში, რომ
ეილიში არ შეემოწმებინა — ხომ ეჯდა გვერდით ჯიმ ფარელი და
ხომ ატარებდნენ დროს სასიამოვნოდ. აი, ჯორჯ შერიდანის დე-
და კი ბებერ ჰერცოგინიას ჰგავდა, რომელსაც ფარფლებიანი ქუ-
დის, რამდენიმე სამკაულისა და მედიდურობის გარდა აღარაფე-
რი გააჩნია.
მოგვიანებით, როდესაც სადღეგრძელოებიც შეისვა, ნეფე--
პატარძალმა ხელახლა ფოტოები გადაიღო და მერე ნათესავე-
ბის ჯერიც დადგა, ეილიშს დედამ უჩურჩულა, ენისკორთიმდე ო’-
ბრაიენების გოგოებს დავემგზავრებიო. ქალს კმაყოფილი ხმა და
შეთქმულის გამომეტყველება ჰქონდა. ეილიში აცნობიერებდა,
რომ ჯიმ ფარელი იეჭვებდა, დედამისი საქმეს უწყობსო, მაგრამ
იმასაც ხვდებოდა, რომ ვერაფრით დაარწმუნებდა, თვითონ რომ
არაფერ შუაში იყო. როდესაც ჯიმთან ერთად გამავალ მანქანას
გააყოლა თვალი, ხალხის ყიჟინის ფონზე, ნენსის დედა მიუახ-
ლოვდა მათ და, როგორც ეილიშმა გაიფიქრა, ხერესითა და შამ-
პანურით შეჟუჟუნებულმა მიმართა:
— ჯიმ, მგონი, შემდეგი სუფრა შენი ბედნიერებისა უნდა
გაიშალოს. როდესაც ნენსი დაბრუნდება, შენთვის რჩევას არ
დაიშურებს, ეილიშ.
ქალმა ისე გაიცინა, თითქოს კრიახობსო, რაც ეილიშს უადგი-
ლოდ მოეჩვენა. მიმოიხედა, ვინმე ხომ არ გვიყურებსო. ჯიმ ფა-
რელი მისის ბირნს ცივად მისჩერებოდა.
— ბევრი არ გვიფიქრია, — განაგრძო მისის ბირნმა, — ისე
გავატანეთ ნენსი შერიდანებს. ყური მოვკარი, ფარელები გლენ-
ბრაიენში გადადიანო, ეილიშ, — და მისის ბირნმა შემპარავად
გაიღიმა.
ეილიშმა იფიქრა, იქნებ მოვიბოდიშო და ქალებისკენ წავიდე,
რომ ეს საუბარი აღარ ვისმინოო, მაგრამ მიხვდა, რომ გაქცევით
ქალს ჯიმს შეატოვებდა ხელში.
— მე და ჯიმი დედაჩემს დავპირდით, რომ მანქანას ვაპოვნი-
ნებთ, — უპასუხა უცებ ეილიშმა და ჯიმს სახელოზე წაავლო ხე-
ლი.
— "მე და ჯიმმა"! უყურე შენ! — სოფლის დედაკაცივით შეიც-
ხადა მისის ბირნმა, — არა, გაიგონეთ, მე და ჯიმმაო?! ოჰ,
თქვენს ამბამდეც დიდი დრო აღარ დარჩა. როგორ გაახარებ
საწყალ დედაშენს, ეილიშ. საქორწილო საჩუქარი რომ იყიდა,
მეორე დღეს ვნახე და გვითხრა, ისე გამიხარდებაო... არა, ან
რატომ არ უნდა გაუხარდეს?
— უნდა წავიდეთ, მისის ბირნ, — უთხრა ეილიშმა, — იმედია,
მოგვიტევებთ.
როდესაც იქაურობას გაეცალნენ, ეილიში ჯიმს მიუბრუნდა,
თვალები მოჭუტა და თავი გადააქნია.
— ასეთი სიდედრი რომ გეყოლება! — თქვა მან.
მართალია, მოკლედ გამოხატა თავისი დამოკიდებულება,
მაგრამ ეგონა, ჯიმს ვაფიქრებინებ, რომ მისის ბირნის მსგავსად
არ ვაზროვნებო, ჯიმმა კი ცივად გაიღიმა.
— წავიდეთ? — ჰკითხა მან.
— დიახ, — მიუგო ეილიშმა, — დედაჩემს გულის გადასაშლე-
ლად ადრესატი არ შეშლია. ჩვენი დარჩენის მიზეზს ვერ ვხედავ,
— სცადა, ეს დამაჯერებლად ეთქვა.
სასტუმრო "ტალბოთის" ავტოსადგომიდან მანქანა გამოიყვა-
ნეს და გაუყვნენ სანაპიროს, სადაც ნავმისადგომები იყო ჩამ-
წკრივებული, და ხიდი გადაკვეთეს. ეილიშმა გადაწყვიტა, რომ
დედამისის ნათქვამი აღარ განევრცო და თემას არ ჩაღრმავებო-
და, თუმცა, სიმართლე ითქვას, მისის ბირნის ნათქვამი უფრო ეთ-
ქმოდა. მაგრამ თუ ჯიმს გაბუსხვა უნდოდა, რაზეც მისი შეკრული
კრიჭა მეტყველებდა, რაც უნდოდა, ის ექნა. გაიფიქრა, სანამ
თვითონ არ გამცემს ხმას, ერთ სიტყვასაც არ ვიტყვიო, გინდ
სწყენოდა და გინდ გახარებოდა.
როდესაც კარაკლოსკენ გადაუხვიეს, ჯიმმა, როგორც იქნა,
ხმა ამოიღო:
— დედაჩემმა მთხოვა შენთვის გადმომეცა, რომ გოლფის
კლუბი როუზის სახელობის პრიზის დაწესებას გეგმავს. ჯილდოს
ქალი კაპიტანი გადასცემს ქალ კაპიტანთა დღეს გუნდში ახალმი-
სულ მოთამაშეს. როგორც დედა ამბობს, როუზი ქალაქში ჩამო-
სულ ახალ ადამიანებს ყოველთვის თავაზიანად ექცეოდაო.
— ჰო, — თქვა ეილიშმა, — საერთო ენას იოლად ნახულობ-
და, მართალია.
— ჰოდა, შემდეგ კვირას მიღებას მართავენ, რა დროსაც გა-
მოაცხადებენ ახალი ჯილდოს შესახებ, ამიტომ, დედაჩემმა იფიქ-
რა, იქნებ ჩაიზე გვესტუმროს და მერე ერთად დავსწრებოდითო.
— ძალიან სასიამოვნო იქნება, — თქვა ეილიშმა.
იმის თქმა მოუნდა, დედაჩემი რომ გაიგებს, გაუხარდებაო,
მაგრამ გაიფიქრა, რომ დედამისი ერთი დღის კვალობაზე საკმა-
ოდ ხშირად ახსენეს და ამჯობინა, აღარაფერი ეთქვა.
ჯიმმა მანქანა დააყენა და ნაპირისკენ ფეხით დაუყვნენ ბი-
ლიკს. მიუხედავად იმისა, რომ თბილოდა, ზღვაზე ჯანღივით მქი-
სე ბურუსი იდგა. ჩრდილოეთით მიუყვებოდნენ. ეილიში მშვიდად
იყო, რადგან ქორწილში აღარ იყვნენ და ჯიმიც არ აპირებდა მი-
სის ბირნის სიტყვების ხსენებას, როგორც ჩანდა, არც კი ფიქ-
რობდა მოსმენილზე.
როდესაც ბელივალუ გაიარეს, ერთ კომფორტულ ადგილს
მიაგნეს დიუნებში, სადაც დასხდებოდნენ. ჯიმი დაჯდა და ეილიშ-
საც მოუსწორა ადგილი, ოღონდ მას ისე მოუწია დაჯდომამ, რომ
ბიჭთან ლამის ზურგით აღმოჩნდა. სანაპიროზე მათ გარდა არა-
ვინ ჩანდა. ერთხანს უბრად ისხდნენ და უყურებდნენ, როგორ
ეხეთქებოდა ტალღები ქვიშას.
— ქორწილი მოგეწონა? — ჰკითხა ჯიმმა.
— კი, მომეწონა, — მიუგო ეილიშმა.
— მეც, — თქვა ვაჟმა, — სხვების დედმამიშვილებს რომ ვხე-
დავ, სულ ვხალისობ ხოლმე, რადგან მე დედისერთა ვარ. ალ-
ბათ, როგორ გაგიჭირდებოდა დის დაკარგვასთან შეგუება.
დღეს, ჯორჯის ძმებსა და ნენსის დებს რომ ვუყურებდი, თავი უც-
ნაურად ვიგრძენი.
— ძნელი იყო დედისერთობა?
— მგონი, ახლა უფრო ძნელია, — თქვა ჯიმმა, — მშობლები
ბერდებიან, მე კი მარტო ვარ. ისე, დედისერთობას სხვა ცუდი
მხარეც აქვს — ხალხს ვერ ვუგებ... ბავშვობიდან ასე ვარ. კლიენ-
ტები თუ შემოდიან, ველაპარაკები, მაგრამ მეგობრების გაჩენა
მიძნელდება. სულ იმას ვფიქრობ, რომ ხალხს არ მოვწონვარ.
— მაგრამ შენ ხომ ბევრი მეგობარი გყავს.
— არც იმდენი, — დარცხვენით თქვა ჯიმმა, — როცა ბიჭებმა
შეყვარებულები გაიჩინეს, მე ძალიან გამიჭირდა. გოგოსთან გა-
მოლაპარაკება ყოველთვის მიჭირდა. გახსოვს ის ღამე, პირვე-
ლად რომ შეგხვდი?
— "ათენეუმში"?
— ჰო, — დაეთანხმა ჯიმი, — იმ ღამით, საცეკვაოდ რომ მოვ-
დიოდი, ელისონ პრენდერგასტი დამშორდა. ვხვდებოდი, რომ
დაშორება გარდაუვალი იყო, მაგრამ მაინცდამაინც იმ ღამეს თუ
გველოდა ეს ამბავი, რას წარმოვიდგენდი. მერე კიდევ ჯორჯი...
ვიცოდი, რომ ნენსიზე აფრენდა და ისიც იქვე ჰყავდა. მოკლედ,
ერთად იყვნენ. მერე შენ მოგიყვანა და... ქალაქში კი მყავდი და-
ნახული და მომწონდი კიდეც, მაგრამ შენ სულ მარტო იყავი...
თუმცა თავაზიანობა და მეგობრულობა გემჩნეოდა. გავიფიქრე,
ისევ ვნახე-მეთქი, გამოლაპარაკებაც მინდოდა, მაგრამ ენა გა-
დავყლაპე. თავი მეზიზღებოდა, სარივით რომ ვიდექი და ხმას
ვერ ვიღებდი, მაგრამ თავს ვერ მოვერიე.
— უნდა მორეოდი, — უთხრა ეილიშმა.
— როცა გავიგე, წავიდაო, გავიფიქრე, ახია ჩემზე-მეთქი.
— მახსოვს ის ღამე, — თქვა ეილიშმა, — ასე მეგონა, არც მე
მოგეწონე და არც ნენსი.
— და მერე, როცა გავიგე, რომ შინ იყავი, — ისე განაგრძო
ჯიმმა, თითქოს ეილიშის სიტყვები ვერ გაიგონაო, — და რომ
გნახე და ფანტასტიკურად გამოიყურებოდი, ვიფიქრე, ყველა-
ფერს ვიზამ და მაინც შევხვდები-მეთქი.
ეილიში თავისკენ მიიზიდა და ხელები მკერდზე შეახო. მძი-
მედ სუნთქავდა.
— შეგვიძლია იმაზე ვილაპარაკოთ, რის გაკეთებას ვაპი-
რებთ? — იკითხა ჯიმმა.
— ცხადია, — უპასუხა ეილიშმა.
— იმის თქმა მინდოდა, რომ რაკი მიდიხარ, იქნებ გამგზავრე-
ბამდე დავნიშნულიყავით.
— იქნებ ცოტა ხანში გველაპარაკა ამაზე, — თქვა ეილიშმა.
— ანუ... კიდევ თუ დაგკარგე, არ ვიცი...
ეილიში მოტრიალდა და ტუჩით ტუჩზე შეეხო. კოცნა დაიწყეს
და იქაურობას მანამდე შერჩნენ, სანამ ბურუსი და ღამის პირვე-
ლი ნიშნები შეუტევდნენ სანაპიროს, მერე კი მანქანაში ჩასხდნენ
და ენისკორთიში დაბრუნდნენ.

***
რამდენიმე დღის მერე ეილიშმა ჯიმის დედისგან ჩაიზე მისაწ-
ვევი ოფიციალური ბარათი მიიღო; ბარათით ქალი იმასაც ატყო-
ბინებდა, ჩაის შემდეგ შეგვიძლია გოლფის კლუბში ერთად წავი-
დეთ და როუზის სახელობის პრიზის დაწესების ცერემონიას და-
ვესწროთო. ეილიშმა ბარათი დედას უჩვენა და ჰკითხა, ცერემო-
ნიაზე ხომ არ წამოხვალო, რაზეც ქალმა უარი უთხრა, რომ წა-
მოვიდე, გული დამწყდებაო. თუმცა სიხარული არ დაუმალავს,
რომ ეილიში ფარელებთან ერთად მივიდოდა გოლფის კლუბში
და თავის ოჯახს წარადგენდა.
შაბათ-კვრას გადაუღებლად წვიმდა. ჯიმმა შაბათს მიაკითხა
და როსლარში წავიდნენ, სადაც "სტრენდ-ჰოტელში" ივახშმეს.
როდესაც დესერტი მიირთვეს, ეილიში მზად იყო, ყველაფერი
ეთქვა მისთვის, დახმარებაც კი ეთხოვა. ჯიმი, ეილიშის აზრით,
კარგი ადამიანი იყო, ჭკვიანი და საზრიანიც ეთქმოდა, მაგრამ მე-
ტისმეტი კონსერვატიულობა ემჩნეოდა. ჯიმს ქალაქში თავისი
მდგომარეობა ხიბლავდა, ისიც ეამაყებოდა, რომ პატივცემული
ოჯახიდან იყო და ლუდის ბარი ჰქონდა. მას ცუდი არაფერი
ჰქონდა ცხოვრებაში ჩადენილი და, ალბათ, არც არასოდეს
ჩაიდენდა. ისეთი ბუნებისა ჩანდა, რომ გათხოვილ ქალთან საქ-
მეს არასოდეს დაიჭერდა, მით უფრო ისეთთან, რომელმაც გათ-
ხოვების შესახებ თავიდანვე დაუმალა.
ეილიშმა მის კეთილ სახეს შეხედა და გადაწყვიტა, რომ ამჯე-
რად არაფერი ეთქვა. ენისკორთიში გაემგზავრნენ. შინ დაბრუნე-
ბულმა, კამოდის უჯრა რომ გამოხსნა და ტონის წერილებს დახე-
და — ზოგი ჯერ გაუხსნელი იყო — მიხვდა, რომ ჯიმისთვის თა-
ვისი ამბის მოყოლის დრო არასოდეს დადგებოდა. ვერ ეტყოდა;
წარმოდგენაც არ შეეძლო, რას უპასუხებდა ჯიმი ტყუილზე.
უკან უნდა გაბრუნებულიყო.
როდესაც გოლფის კლუბში საღამო დასრულდა, გადაწყვიტა,
თარიღი დაედგინა. აქამდე არც მამა ფლადისთვის, არც მის
ფორტინის და არც მისის ქიოსთვის არაფერი მიუწერია, რომ
დაგვიანების მიზეზი აეხსნა. გადაწყვიტა, რამდენიმე დღეში მივწე-
რო. აღარ სურდა არაფრის გაჭიანურება, მაგრამ იმის გაფიქრე-
ბა, რომ დედისთვის გამგზავრების თარიღი ეთქვა და ჯიმს გა-
მომშვიდობებოდა, ისეთ შიშს ჰგვრიდა, რომ ორივე განზრახვაზე
ხელს აღებინებდა. გაიფიქრა, ამ საკითხზე მალე ვიფიქრებ, ახ-
ლა კი სხვა საფიქრალი მაქვსო.
სანამ გოლფის კლუბში ღონისძიებაზე წავიდოდა, წინადღით
როუზის საფლავზე მარტო გავიდა. ცრიდა, ამიტომ ქოლგა
წაიღო. როდესაც სასაფლაოზე მივიდა, ივლისის დამდეგისთვის
ცივი ქარი უბერავდა. ამ ქარიან და რუხ დღეს სასაფლაო მიტო-
ვებულ, ეულ ადგილად ეჩვენა, ხეებიც კი არსად ხარობდა, მხო-
ლოდ ქვა და ბილიკი, რომელთა ქვეშაც სამარისებურ სიჩუმეს
დაესადგურებინა. ეილიში საფლავის ქვებს უყურებდა და გარ-
დაცვლილთა — ბებია-ბაბუების, კლასელების მშობლებისა და
ახლობლების, რომლებიც კარგად ახსოვდა, სახელებს კითხუ-
ლობდა. ახლა ყველანი დაბის გარეთ, ამ სასაფლაოზე განისვე-
ნებდნენ. ერთხანს ყველა მათგანი ცოცხლად ახსოვდა, მაგრამ
მერე გონებიდან ნელ-ნელა გაუფრინდა.
როუზის საფლავთან იდგა და ლოცვას თუ ჩურჩულს ცდი-
ლობდა. სევდა დაეუფლა; ფიქრობდა, აქ მოსვლით როუზის
სულს მივახვედრებ, როგორ მენატრებაო, მაგრამ ცრემლი გაშ-
რობოდა და ენა დადუმებოდა. საფლავზე იმდენ ხანს დარჩა,
რამდენიც შეძლო, მერე კი დამწუხრებულმა დატოვა სულთა მი-
წიერი სამყოფელი და სამერჰილისა და ფრეზენთეიშნ--
ქენვენთისკენ გაემართა.
როდესაც მთავარი ქუჩის კუთხეს მიაღწია, ცენტრით წასვლა
ამჯობინა უკანა გზით ხეტიალს. ადამიანებისა და აფუსფუსებული
მაღაზიების დანახვამ იქნებ ურვა გამიქარვოსო, ფიქრობდა.
დარდობდა, რომ როუზს ვერც გამოესაუბრა და ვერც ლოცვა
წარმოთქვა.
საკათედრო ტაძარს ქუჩის მეორე მხრიდან ჩაუარა და ბაზრის
მოედნისკენ წავიდა. უცებ ძახილი მოესმა. უკან მიიხედა და მერი
დაინახა, მის კელისთან რომ მუშაობდა. გოგონა გზის იქიდან იხ-
მობდა.
— რამე მოხდა? — იკითხა ეილიშმა.
— მის კელის შენი ნახვა უნდა, — უთხრა მერიმ. სირბილის-
გან ლამის გული ამოვარდნოდა, — აუცილებლად მომიყვანეო.
— ახლა? — სიცილით ჰკითხა ეილიშმა.
— ახლა, გ— გაიმეორა მერიმ.
მის კელი კართან იცდიდა.
— მერი, მაშინ წუთიერად ავირბენ და თუ ვინმე მიკითხავს,
უთხარი, ალბათ, მალე ჩამოვა-თქო.
— დიახ, მის.
მის კელიმ შენობის საცხოვრებელი ნაწილის კარი გააღო და
ეილიში შევიდა. კარი სტუმარმა მიხურა, დიასახლისი კი ზედა
სართულზე, ბნელი კიბით ავიდა სასტუმრო ოთახში, რომელიც,
მართალია, ქუჩაზე კი გადიოდა, მაგრამ საკიბურივით ბნელი ჩან-
და და, როგორც ეილიშს მოეჩვენა, ავეჯით იყო გადავსებული.
მის კელიმ გაზეთებდაწყობილ სავარძელზე მიუთითა.
— პრესა მაგიდაზე დააწყვე და დაჯექი, — უთხრა ეილიშს,
თვითონ კი მოპირდაპირე მხარეს, გახუნებულ სავარძელში ჩაეშ-
ვა, — აბა, როგორ გიკითხო?
— გმადლობთ, კარგად ვარ, მის კელი.
— ეგ ვიცი. გუშინ ვფიქრობდი შენზე, ნეტავ ოდესმე სადმე თუ
ვნახავ-მეთქი, რადგან ამერიკიდან მეჯ ქიო სწორედ გუშინ შემეხ-
მიანა.
— მეჯ ქიო? — გაუკვირდა ეილიშს.
— შენთვის მისის ქიოა, ჩემთვის კი დედიძმიშვილი. გათხოვე-
ბამდე გვარად ქონსიდინი იყო, როგორც ცხონებული დედაჩემი.
ასე რომ, დედიძმიშვილ-მამიდაშვილები გამოვდივართ.
— არასდროს უხსენებია, — თქვა ეილიშმა.
— ქონსიდინები მეტისმეტად ჩაკეტილი ხალხია, — თქვა
დიასახლისმა, — დედაჩემიც უთქმელი იყო.
მის კელის კილო შიშისმომგვრელად ჟღერდა; ქალი თითქოს
საკუთარ თავს ჰბაძავდა. ეილიში ვერ იჯერებდა, რომ მის კელი
მისის ქიოს ნათესავი გამოდგა.
— მართლა? — ცივად იკითხა.
— და, ცხადია, მაშინვე მაცნობა, როგორც კი ჩახვედი. მერე
აღარაფერი უთქვამს. მეჯს ერთგვარი პოლიტიკა აქვს შემუშავე-
ბული: თუ ეკონტაქტები, თვითონაც გეკონტაქტება. მეც წელიწად-
ში ორჯერ ვურეკავ ხოლმე, თუმცა დიდხანს ვერ ველაპარაკები
ფასის გამო. მაგრამ მაინც უხარია ჩემთან საუბარი, განსაკუთრე-
ბით, როცა სათქმელი აქვს. მერე კი შინ დაბრუნდი, რაც, თავის-
თავად, ახალი ამბავია, თან, ყური მოვკარი, კარაკლოსა და ქერ-
თაუნშიც ყოფილხარ. ამას გარდა, ერთმა ჩიტმა, რომელიც ჩემი
კლიენტია, ამბავი მომიტანა, სანაპიროზე ფოტო გადავუღეო.
ისიც თქვა, მეგობრების წრეში იყოო, — მის კელის ლაპარაკი
სიამოვნებდა, ეილიშს კი მისი შეჩერება არ შეეძლო, — მეც ავ-
დექი და მეჯს ახალი ამბით დავურეკე, ისიც ვუთხარი, "დეივისში"
ხელფასი რომ მოგცეს.
— მართლა, მის კელი?
ჩანდა, რომ მის კელის თითოეული სიტყვა საგანგებოდ ჰქონ-
და მომზადებული. იმის წარმოდგენამ, რომ ფოტოგრაფმა, რომ-
ლის სახეც კი ვერ დაიმახსოვრა, ფოტოს გადაღების შესახებ მის
კელის მაღაზიაში იჭორავა, ამ დედაკაცმა კი ამის სათქმელად
ბრუკლინში დარეკა, შიში მოჰგვარა.
— ჰოდა, როდესაც მანაც გაარკვია რაღაც-რაღაცები, უკან
გადმომირეკა, — თქვა მის კელიმ, — მოკლედ...
— და რა გითხრათ, მის კელი?
— ოჰ, მგონი, მშვენივრად მოგეხსენება, რასაც მეტყოდა.
— საინტერესო რამე? — ეილიშმა სცადა, მის კელივით ზიზ-
ღიანად წარმოეთქვა სიტყვები.
— კარგი ერთი რა, ნუ მასულელებ! — გაწყრა დიასახლისი,
— შეგიძლია ბევრი გაასულელო, მაგრამ ჩემთან ეგ არ გაგივა.
— მე არავის ვასულელებ, — თქვა ეილიშმა.
— მართლა, მის ლეისი? თუ ახლა სხვა გვარით მოგმართო?
— რას გულისხმობთ?
— ყველაფერს მომიყვა. როგორც იტყვიან, მსოფლიო იმაზე
პატარაა, ვიდრე წარმოგვიდგენია.
ეილიში მის კელის ნიშნის მომგები გამომეტყველებით მიხ-
ვდა, რომ სახეზე მღელვარება ემჩნეოდა. ჟრუანტელმა დაუარა,
როგორც კი გაიფიქრა, ვაითუ ტონიმ მისის ქიო ნახა და ჩვენი
დაქორწინების შესახებ უამბოო. ეს აზრი წარმოუდგენლად მოეჩ-
ვენა, თუმცა სრულიად წარმოსადგენი ის იყო, რომ იმ დღეს, რო-
დესაც ქალაქის მაგისტრატურაში ხელს აწერდნენ, ვიღაც ნაც-
ნობმა მოჰკრა გვარებს ყური და მისის ქიოს ამბავი მიუტანა.
ეილიში წამოდგა.
— ამის თქმა გინდოდათ, მის კელი?
— დიახ. მეჯს ტელეფონით შევეხმიანები, ვეტყვი, რომ გნახე.
დედა როგორ არის?
— ძალიან კარგად, მის კელი.
ეილიში უკვე კანკალებდა.
— დაგინახე, ჯიმის მანქანაში რომ ისხედით შენ და დედაშენი.
მართლაც კარგად გამოიყურებოდა.
— გაუხარდება, ამას რომ გაიგებს, — თქვა ეილიშმა.
— რა თქმა უნდა.
— დაასრულეთ, მის კელი?
— კი, — მის კელიმ გაუღიმა და წამოდგა, — ქოლგა არ დაგ-
რჩეს.
ქუჩაში გასულმა ჩანთა მოჩხრიკა და სამგზავრო კომპანიის-
გან მიღებული წერილი ამოიღო, სადაც ნომერი ეწერა, რომელ-
ზე დარეკვითაც ლაინერზე ბილეთის დაჯავშნა შეეძლო. ბაზრის
მოედანზე "გოდფრიში" შეიარა და კონვერტები და მარკები იყი-
და. მერე ქასლის ქუჩით ფოსტაში წავიდა. მეელსმენეს ნომერი
მისცა, სადაც დარეკვა სურდა, მან კი სატელეფონო ჯიხურში გაგ-
ზავნა. ეილიში კუთხეში დადგმულ ჯიხურში შევიდა და ზარს
დაელოდა. როდესაც ზარი გაისმა, ყურმილი აიღო და სანაოსნო
კომპანიას კონკრეტულ თარიღზე დააჯავშნინა ბილეთი. კლერ-
კმა აუწყა, რომ უახლოესი რეისი კოვიდან ნიუ-იორკის მიმართუ-
ლებით პარასკევს იყო დანიშნული. პარასკევი კი ზეგ უწევსო,
გაიფიქრა ეილიშმა. კლერკმა ისიც უთხრა, თუ გნებავთ, მესამე
კლასში ზედმეტი გადასახადის გარეშე დაგიჯავშნით ბილეთსო.
ეილიში დაეთანხმა და კიდევ რამდენიმე დეტალის გარკვევის
შემდეგ ყურმილი ჩანგალზე ჩამოკიდა.
როდესაც ზარის საფასური გადაიხადა, ავიაფოსტით გასაგ-
ზავნი კონვერტები შეიძინა. ამის მერე საწერ ჯიხურში შევიდა და
ოთხი წერილი დაწერა. მამა ფლადს, მისის ქიოსა და მის ფორ-
ტინის დაგვიანება მოუბოდიშა და ჩასვლის თარიღი შეატყობინა,
ტონის კი მისწერა, მიყვარხარ, ძალიან მომენატრე და, იმედია,
შემდეგი კვირის ბოლოს შენთან ვიქნებიო. ლაინერის დეტალები
და ჩასვლის დროც გააგებინა. ბოლოში თავისი სახელი მიაწერა.
როდესაც სამი წერილი კონვერტებში ჩააწყო და დალუქა, ტო-
ნისთვის მიწერილი წერილის დახევა და ახლის დაწერა მოუნდა,
მაგრამ გადაიფიქრა და გაკეცილი ქაღალდი კონვერტში ჩადო,
დალუქა და წერილები ფოსტის თანამშრომელს მიაწოდა.
უკანა გზაზე, ფრაირის აღმართს რომ მიუყვებოდა, გაახსენ-
და, რომ ქოლგა ფოსტაში დარჩა, თუმცა წამოსაღებად არ გაბ-
რუნებულა. დედა სამზარეულოში დაუხვდა, რეცხავდა. ქალი
ოთახში შესული შვილისკენ შებრუნდა.
— რომ წახვედი, ვიფიქრე, მეც გავყოლოდი-მეთქი. უკაც-
რიელი ადგილის ნახვა ვის უხარია.
— სასაფლაოზე ამბობ? — ეილიში დაჯდა.
— იქ არ იყავი?
— ვიყავი, დედა.
უნდოდა, რომ ყველაფერი ეთქვა, მაგრამ გრძნობდა, საამი-
სოდ ძალა არ შესწევდა. დანა პირს არ უხსნიდა. ქალმა გაოცებუ-
ლი მზერით შეხედა.
— კარგად ხარ? გაბრაზებული ჩანხარ.
— დედა, რაღაცის თქმა მინდა. წესით, ჩამოსვლისთანავე უნ-
და მეთქვა, მაგრამ ახლა გეტყვი. სანამ შინ დავბრუნდებოდი,
ბრუკლინში გავთხოვდი. ეს მაშინვე უნდა მეთქვა, რა წამსაც გნა-
ხე.
ქალმა ხელის შესამშრალებლად ტილო აიღო. როდესაც შე-
იმშრალა, ტილო დაკეცა და დადო.
— ამერიკელია?
— კი, დედა, ბრუკლინელია.
დედამისმა ამოიოხრა და ისე დაეყრდნო მაგიდას, თითქოს
თავს იმაგრებსო.
— ეილი, თუკი გათხოვილი ხარ, ქმართან უნდა იყო.
— ვიცი.
ეილიში ატირდა და თავი ხელებში ჩარგო. როდესაც თავი ას-
წია, დედამისი იმავე ადგილზე დახვდა, ქალი არც კი გან-
ძრეულიყო.
— კარგი ბიჭია?
ეილიშმა თავი დააქნია.
— ძალიან.
— რაკი გაჰყევი, ესე იგი, კარგი იქნება.
მართალია, დედა რბილად და ხმადაბლა ლაპარაკობდა,
მაგრამ ეილიში ამჩნევდა, რამხელა ძალისხმევად უჯდებოდა თი-
თოეული სიტყვა.
— უნდა გავბრუნდე, — თქვა ეილიშმა, — დილით გავემგზავ-
რები.
— და ამდენ ხანს ამას მიმალავდი? — ჰკითხა დედამ.
— მაპატიე, დე, — ისევ ატირდა.
— არ გინდოდა გაყოლა? რამე შეგემთხვა?
— არა.
— ერთი რამ მითხარი: რომ არ გაჰყოლოდი, მაინც გაბრუნ-
დებოდი?
— არ ვიცი, — თქვა ეილიშმმა.
— ხვალ დილით მატარებლით მიდიხარ? — დაინტერესდა
ქალი.
— ჰო. ჯერ როსლერში ჩავალ, იქიდან კორკში.
— მაშინ გავალ და ჯო დემპსის გავაფრთხილებ, რომ ხვალ
მანქანით გაგიყვანოს. ვთხოვ, რომ რვისთვის მოვიდეს, დრო
რომ გეყოს, — რამდენიმე წამით შეჩერდა, სახეზე დაღლილობა
და უგუნებობა დაეტყო, — მერე კი ჩემს ოთახში ავბრუნდები და
დავწვები. ხვალ დილით არ დაგემშვიდობები, მირჩევნია ახლა
დაგემშვიდობო.
— ჯერ ადრეა, — უთხრა ეილიშმა.
— მირჩევნია ახლა და ერთხელ გამოგეთხოვო, — მტკიცე
ხმით წარმოთქვა, მიუახლოვდა და ფეხზე წარმომდგარ ეილიშს
მოეხვია, — რა გატირებს? რაკი გათხოვება გადაწყვიტე, ესე იგი,
კარგი და კეთილი ადამიანია. ასეა?
— ასეა, დე.
— ეს ცოტა როდია, დანარჩენი კი შენ იცი. მომენატრები, მაგ-
რამ რომ არ გაემგზავრო, მასაც მოენატრები.
ეილიში ელოდა, რომ დედა საუბარს გააგრძელებდა. როდე-
საც ქალი უკვე კართან იყო, შემობრუნდა და თქვა:
— ხომ მომწერ მის შესახებ, როდესაც დაბრუნდები? ყველა-
ფერს ხომ მომიყვები?
— მაშინვე მოგწერ, როგორ კი ჩავალ, — მიუგო შვილმა.
— ახლა რომ კიდევ რამე ვთქვა, ვიცი, ცრემლებს ვერ შევი-
კავებ, ასე რომ, დემპსისთან წავალ და ხვალინდელ საქმეს მო-
ვაგვარებ, — ამ სიტყვებით ქალი სამზარეულოდან გავიდა და
ღირსეული, ნელი და მოზომილი ნაბიჯით გაუყვა ტალანს.
ეილიში სამზარეულოში მშვიდად იჯდა. ფიქრობდა, თავიდან-
ვე იცოდა თუ არა დედამისმა, რომ ბრუკლინში შეყვარებული
ჰყავდა. იმ წერილებზე, რომელთაც ეილიში როუზს სწერდა, სიტ-
ყვა არასდროს ჩამოუგდიათ, მაგრამ ამდენი მიმოწერა ხომ ვერ
გაქრებოდა. დედამისი ხომ როუზის თითოეულ ნივთს თავს დაჰ-
კანკალებდა. ფიქრობდა, რომ ქალმა ყველაფერი იცოდა და
როდესაც ეილიში გაუმხელდა, ბრუკლინში ამა და ამ მიზეზით
ვბრუნდებიო, შემზადებული დახვდებოდა. ლამის იმას ნატრობ-
და, ნეტავ გაბრაზებულიყო და ნაწყენი მაინც დარჩენილიყოო.
ეილიშს უკვე ესიკვდილებოდა ჩემოდნების ჩალაგება, როცა იცო-
და, რომ მეორე ოთახში დედა იწვა და ყველაფერი ესმოდა.
ჯერ გაიფიქრა, ჯიმ ფარელი უნდა ვნახოო, მაგრამ გაიაზრა,
რომ ჯიმი ახლა ბარში იქნებოდა. იმის წარმოდგენა სცადა, რო-
გორ მიაკითხავდა, სთხოვდა, შენთან საქმე მაქვსო, მერე ჯიმი
დედას ან მამას მონახავდა და დახლში დატოვებდა, თვითონ კი
ეილიშთან ერთად სადმე გავიდოდა და ეილიშიც ეტყოდა, აუცი-
ლებლად უნდა გავემგზავროო. მხოლოდ იმის წარმოდგენა შეეძ-
ლო, რომ გული ეტკინებოდა, მაგრამ ამის გამო ჯიმი რას იზამ-
და, ვერ ხვდებოდა — იქნებ ეთქვა, დაგიცდი, სანამ განქორწინ-
დებიო ან ეთხოვა, დარჩიო, იქნებ ესაყვედურა კიდეც, რატომ თა-
ვიდანვე არ მითხარიო. დაასკვნა, ჯიმის ნახვა არაფერს მისცემ-
და.
ფიქრობდა, წერილით ავუხსნი, რომ წასვლამ მომიწია, წე-
რილს კი კართან დავუტოვებ, რომ ამაღამ ან ხვალ დილით ნა-
ხოსო. მაგრამ, თუ ღამით ნახავდა, აუცილებლად ძებნას დაუწ-
ყებდა. უკეთეს გამოსავალს მიაგნო: წერილს დილით გზად
დაუტოვებდა და რკინიგზის სადგურში ისე წავიდოდა, თანაც, წე-
რილი კი არა, ბარათი ჯობდა, სადაც უეცრად გამგზავრებისთვის
მოუბოდიშებდა და ეტყოდა, როგორც კი ბრუკლინში ჩავალ, იქი-
დან ვრცელი წერილით აგიხსნი ყველაფერსო.
დედის ნაბიჯების ხმა მოესმა, როდესაც ქალი ზედა სართულ-
ზე ადიოდა, გაიფიქრა, გავყვები და ვთხოვ, რომ ჩემოდნის ჩა-
ლაგებისას ჩემთან იყოსო. მაგრამ იმდენად გადაჭრით, ულმობ-
ლად დააფიქსირა ქალმა თავისი აზრი, რომ სისულელე იქნებო-
და ახლა მისთვის რამის, თუნდაც, გამგზავრების წინ დალოცვის
თხოვნა.
თავის ოთახში ჯიმ ფარელისთვის ბარათი დაწერა და გვერ-
დზე გადადო; საწოლის ქვეშიდან ჩემოდანი გამოაცურა, საწოლ-
ზე შემოდო და ტანსაცმლის ჩალაგება დაიწყო. დარწმუნებული
იყო, რომ დედამისს მშვენივრად ესმოდა გარდერობის კარის
ჭრიალიც და საკიდების მოხსნის ხმაც. წარმოიდგენდა, როგორ
ყურდაცქვეტილი უსმენდა დედა მის ყოველ გაფაჩუნებას. ჩემო-
დანი თითქმის სავსე იყო, როდესაც კამოდის ის უჯრა გახსნა,
რომელშიც ტონის წერილები ეწყო. ამოიღო და ჩემოდნის გვერ-
დითა ჯიბეში მოათავსა. იმ წერილებს, რომლებიც ჯერ არ გაეხ-
სნა, გემზე წაიკითხავდა. ჯერი პლაჟზე გადაღებულ ფოტოებზე
მიდგა, სადაც ჯიმთან, ნენსისა და ჯორჯთან ერთად იყო აღბეჭ-
დილი, მეორე ფოტოზე კი მხოლოდ თვითონ და ჯიმი შესცინოდ-
ნენ უცოდველი სახეებით კამერას. გაიფიქრა, დავხევ და სამზა-
რეულოში, ნაგვის ვედროში ჩავყრიო, მაგრამ დახევის მაგივრად
ჩემოდნის ერთი ნაწილიდან ჩაწყობილი ტანისამოსი ამოიღო,
სურათები, მეტი უსაფრთხოებისთვის, პირით დაბლა დააწყო და
ზევიდან ისევ ტანსაცმელი დაალაგა. წლების მერე დახედავდა
და გაიხსენებდა, რომ მისი ცხოვრების ეს მომენტი ერთი არეული
სიზმარი იყო და მეტი არაფერი.
ჩემოდანი დახურა და ტალანში ჩაიტანა. გარეთ ჯერ კიდევ
სინათლე ჯაბნიდა საღამოს ბინდს; როდესაც სამზარეულოში სა-
ვახშმოდ დაჯდა, ფანჯრიდან ჩამავალი მზის სხივები შემოდიოდა.
რამდენჯერმე იფიქრა, სინზე ჩაის ფინჯანსა და ფუნთუშებს
დავაწყობ და ავუტანო, მაგრამ ქალს ისე საგულდაგულოდ ჩაეკე-
ტა კარი და ისე გაყუჩებულიყო, რომ ამ განზრახვაზე ხელი
აიღო. იცოდა, რომ თუ მიუკაკუნებდა ან კარის გაღებას შეეცდე-
ბოდა, დედა მკაცრად ეტყოდა, ნუ მაწუხებო. მოგვიანებით, რო-
დესაც როუზის ოთახს ჩაუარა, კართან შედგა, იქნებ უკანასკნე-
ლად შევსულიყავი და თვალი შემევლო, სადაც გარდაიცვალაო,
მაგრამ გადაიფიქრა, უბრალოდ, თავი დაუკრა და გზა განაგრძო.

***
რაკი ფარდები ჩამოშვებული არ იყო, დილის სინათლემ და
ჩიტების ჭიკჭიკმა უთენია გააღვიძა. ადამიანის ხმა არსაიდან ის-
მოდა. იცოდა, რომ დედამისი უკვე გაღვიძებული და ყურდაცქვე-
ტილი იქნებოდა, ეგებ რამე გავიგონოო. ფრთხილად და უხ-
მაუროდ მოძრაობდა. ახალი ტანსაცმელი ჩაიცვა და ქვედა სარ-
თულზე ჩავიდა, რათა ძველი ტანსაცმელი და ტუალეტის ნივთები
ჩემოდანში ჩაეწყო. ხელჩანთა შეამოწმა — ფული, პასპორტი, სა-
ნაოსნო კომპანიის წერილი და ჯიმისთვის დასატოვებელი ბარა-
თი — ყველაფერი ადგილზე იყო. მერე წინა პარმაღზე ფეხაკრე-
ფით გავიდა და ჯო დემპსის მოსვლის მოლოდინში მოწნულ
სკამზე დაჯდა.
მძღოლი როდესაც მოვიდა, ეილიში შინ შესულიყო, მაგრამ
მანქანის ხმის გაგონებისთანავე გავიდა, რომ ჯოს კარზე არ
დაეკაკუნებინა. მეტიც, თითი ტუჩთან მიიტანა, დედას სძინავს და
არ ვილაპარაკოთო. მამაკაცმა მისი ჩემოდანი საბარგულში ჩა-
დო, ეილიშმა კი გასაღები ტალანში, კამოდზე დატოვა. გზად ჯოს
სთხოვა, რაფტერის ქუჩაზე ფარელების სახლთან შევჩერდეთო.
როდესაც მანქანა გაჩერდა, ეილიში გადმოვიდა და საფოსტო
ყუთში ბარათი ჩააცურა...
როდესაც მატარებელმა სამხრეთისკენ გადაუხვია და სლენის
დინებას გაუყვა, წარმოიდგინა, როგორ აუტანდა ჯიმ ფარელს
დილის ფოსტას დედა, ჯიმი კი მის ბარათს ქვითრებსა და საქმიან
წერილებს შორის აღმოაჩენდა. წამიერად ისიც კი დაინახა, რო-
გორ მიადგება ჯიმი ფრაირის ქუჩაზე მის სახლს და დააკაკუნებს,
კარს მისის ლეისი გააღებს და კრიჭაშეკრული, ფარული წუხი-
ლით, თუმცა კი შეძლებისდაგვარად ამაყი მზერით შეხედავს სტუ-
მარს.
— ბრუკლინში დაბრუნდა, — ეტყვის ქალი.
როდესაც უექსფორდისკენ მიმავალმა მატარებელმა მაკმაინ--
ბრიჯს ჩაუარა, ეილიშმა წარმოიდგინა ის მომავალი, რომელშიც
იმ მამაკაცისთვის ეს სიტყვები, რომელთაც სულ მალე მოისმენ-
და, ნელ-ნელა ძალას დაკარგავდა, ხოლო თვითონ მისთვის უფ-
რო და უფრო შეემატებოდა მნიშვნელობა. ამის გაფიქრებაზე
ლამის გაეღიმა, მერე თვალები დახუჭა და გაიფიქრა, აწი აღა-
რაფერს წარმოვიდგენო.

You might also like