You are on page 1of 21

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესის ფაკულტეტი

შაქრო ღარიბაშვილი
შალვა ოთანაძე
„შენგენის ხელშეკრულება“

❑ ხელშეკრულების შექმნის ისტორია

❑ მოქმედების არეალი

❑ შექმნის მიზეზები

❑ ძირითადი მახასიათებლები

❑ წევრი ქვეყნების უფლებები

❑ შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის


პროცედურის გამარტივების შესახებ
შენგენის ხელშეკრულება — შეთანხმება „საპასპორტო საბაჟო კონტროლის გაუქმების
შესახებ ევროპის კავშირის ქვეყნებს შორის“, რომელსაც თავდაპირველად ხელი
მოეწერა 1985 წლის 14 ივნისს ევროპის სახელმწიფოების მიერ .

ჰოლანდია ლუქსემბურგი

ესპანეთი გერმანია
საფრანგეთი ბელგია
პორტუგალია
შეთანხმება ძალაში შევიდა 1995 წლის 26 მარტს. მას შემდეგ შეთანხმებას
შეუერთდა კიდევ რამდენიმე ქვეყანა. 2007 წლის ბოლოსთვის ხელმომწერთა
რიცხვი 30-მდე გაიზარდა.

დღეისათვის შენგენის ხელშეკრულება აერთიანებს 25 ქვეყანას.


შენგენის ხელშეკრულება მოქმედებს სამ ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში:
ისლანდიაში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში და დე-ფაქტოდ სამ მიკრო-
სახელმწიფოში: მონაკოში, სან მარინოში და ვატიკანში. ევროკავშირის ყველა
ქვეყანამ გარდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიისა, შეასრულა დანაპირები და
შევიდა შენგენის ზონაში.
შენგენის ზონა ჰგავს ერთგვარ სახელმწიფოს, რომელიც შეიქმნა საერთაშორისო
ტურისტულ ზონისათვის, რომლის გარე საზღვრები მკაცრად კონტროლდება,
ხოლო შიგნით საპასპორტო შემოწმება არ ხორციელდება.
შენგენის ხელშეკრულებამ
დაადგინა რომ შიდა,
სახელმწიფოებს შორის
საზღვრები გაუქმებულიყო.
ხოლო გარე საზღვრები
გამაგრებულიყო. ასევე
ქვეყნები ვალდებულნი
არიან რომ ერთიანი
პილიტიკა შეიმუშავონ
მიგრანტების მიმართ, რაც
მოითხოვს მონაცემთა
საერთო ბაზისა და საერთო
საპოლიციო-სასამართლო
სისტემის შექმნას.
შენგენის საინფორმაციო სისტემა

➢ ძებნაში მყოფ ფიზიკურ და უგზოუკვლოდ დაკარგულ პირებზე;

➢ შენგენის რომელიმე სახელმწიფოს მიერ ნონგრატად გამოცხადებულ პერსონებზე;

➢ ყალბ და დაკარგულ დოკუმენტებსა და ნივთებზე;

➢ ყველა იმ ადამიანზე, ვინც შენგენის წევრ ქვეყნებს ვიზის მისაღებად მიმართა.


შენგენის ზონის წევრი სახელწიფოს პრეროგატივაა მის მიერ შენგენის ვიზის
გაცემის დროებითი შეჩერება და ამის არაერთი მაგალითი არსებობს. კერძოდ,
2009 წელს, როცა იტალიაში დიდი რვიანის სამიტი ტარდებოდა იტალიამ
თითქმის ერთი თვით შეაჩერა შენგენის ვიზით შესვლა, რათა სამიტში მონაწილე
დელეგაციებისა და მოქალაქეების მაქსიმალური უსაფრთხოება უზრუნველეყო.
შენგენის ვიზის გაცემაზე პასუხისმგებელია შენგენის იმ ქვეყნის საელჩო,
რომელიც მოგზაურისთვის ერთადერთი ან მთავარი დანიშნულების ადგილია.
თუ თქვენ აპირებთ შენგენის სხვადასხვა ქვეყანაში გამგზავრებას და ამ ქვეყნებში
თანაბარი ვადით გაჩერებას, მაშინ ვიზა უნდა გასცეს შენგენის იმ ქვეყნის
საელჩომ, რომლის საზღვარიც პირველად უნდა გადაკვეთოთ.
საელჩოს ყოველი განაცხადის შემთხვევაში ამოწმებს არსებობს თუ არა შემდგი
წინაპირობები ვიზის გაცემისთვის :

გამგზავრების მიზნის დამაჯერებლობა ;

მგზავრობისა და საზღვარგარეთ ყოფნის დაფინანსების შემოსავლის წყარო ;

შენგენის სივრცის დროულად და ნებაყოფლობით დატოვების მზადყოფნა ;

საელჩო უნდა დარწმუნდეს, რომ ნამდვილად არსებობს საქართველოში თქვენი


დაბრუნების საფუძველი ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო ;

ავადმყოფობისა და უბედური შემთხვევების მინიმუმ 30 000 ევროს ოდენობის


კერძო დაზღვევა, რომელიც მოქმედებს შენგენის ყველა სახელმწიფოში ;

თუ ერთი ან რადენიმე წინაპირობა არ არის შესრულებული ვიზა


ვერ გაიცემა.შენგენის ვიზის გაცემის სამართლებრივი პრეტენზია
არ არსებობს.
შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის
გამარტივების შესახებ

2010 წლის 17 ივნისს ქ. ბრიუსელში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა


და ევროკავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ.
შეთანხმების მხარეებს წარმოადგენენ საქართველო და ევროკავშირი
სახელმწიფოები, გარდა შემდეგი ქვეყნებისა:

✓ დანიის სამეფო;

✓ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო;

✓ ირლანდია
აღნიშნული შეთანხმების მიზანია გაამარტივოს საქართველოს მოქალაქეებისათვის
ვიზის გაცემის პროცედურა, რაც ითვალისწინებს ევროკავშირის ფარგლებში
საქართველოს მოქალაქეთა ყოფნას 180 დღიანი მთლიანი პერიოდიდან არა უმეტეს
90 დღისა თითოეულ ჯერზე.
სავიზო განაცხადის განხილვასთან დაკავშირებული მოსაკრებელი
საქართველოს ყველა მოქალაქისათვის მცირდება 60 ევროდან 35
ევრომდე. ამასთანავე შეთანხმება გარკვეული კატეგორიის პირებს
საერთოდ ათავისუფლებს სავიზო მოსაკრებლის გადახდის
ვალდებულებისაგან.

თითოეულ მხარეს, როგორც საქართველოს, ასევე ნებისმიერ სხვა


ქვეყანას შეუძლია როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ შეუჩეროს
შეთანხმებას მოქმედება, თუ საქმე ეხება საჯარო წესრიგს, სახელმწიფო
უსაფრთხოებას ან ჯანდაცვის ინტერესებთან არის დაკავშირებული.
2011 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და რუსეთის
მოქალაზეებზე გაცემული შენგენის ვიზები

ქვეყანა გაცემული ვიზის მოსახლეობა მლნ. ვიზის რაოდენობა


რაოდენობა ყოველ 1000 კაცზე

ბელარუსი 579924 9,5 61

რუსეთი 5152548 142,9 36

უკრაინა 1103392 45,6 24,2

მოლდოვა 50300 3,5 14

საქართველო 59603 4,5 13,2

სომხეთი 33528 3 11,2

აზერბაიჯანი 43009 9,5 4,5

* ევროკომისიამ კომუნიკაცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ გამოაქვეყნა


2008 წლის 3 დეკემბერს, რომელიც 2009 წლის 19 მარტს ევროპული საბჭოს
სხდომაზე დამტკიცდა.
2009 და 2010 წლებში ვიზებზე უარის სტატისტიკა
(აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები და რუსეთი)

ქვეყანა უარი ვიზაზე 2009 უარი ვიზაზე 2010

საქართველო 17,2 % 15,1 %

სომხეთი 10,8 % 10,8 %

მოლდოვა 5,3 % 6,9 %


უკრაინა 4,7 % 3,4 %

აზერბაიჯანი 3,6 % 5,0 %

ბელარუსი 1,2 % 0,96 %

რუსეთი 1,6 % 1,2 %


ქვეყნების ტოპ ათეული შენგენის ვიზის მიღების მიხედვით
(C ტიპის ვიზა)

ქვეყანა 2009 2010 2011 ზრდა % 09-11


რუსეთი 3,241,940 4,222,551 5,265,866 62.4
უკრაინა 854,209 972,580 1,142,732 33.8
ჩინეთი 597,430 824,860 1,079,516 80.7
თურქეთი 484,209 559,946 624,361 28.9
ბელარუსი 369,842 433,102 583,871 57.9
ინდოეთი 364,408 444,562 499,954 37.2
მაროკო 269,875 330,218 359,657 33.3
ალჟირი 267,460 263,794 311,167 16.3
გაერთ. სამეფო 191,178 198,046 212,564 11.2
საუდის არაბეთი 137,548 170,029 196,327 42.7
ჯამი 6,778,099 8,419,688 10,276,015 51.6
შვედეთი
ავსტრია
2% ლატვია
2%
ბელგია 1%
სხვა
უნგრეთი 2%
5%
2%
საფრანგეთი
ლიტვა
16%
3%

შვეიცარია
3%
ჰოლანდია
3%
გერმანია
13%
ჩეხეთი
4%

საბერძნეთი
6%

ესპანეთი
პოლონეთი 11%
7%

ფინეთი იტალია
9% 11%

შენგენის ზონის ყველაზე მოთხოვნადი ქვეყნები ვიზების მხრივ 2011 წ.


გამოყენებული ლიტერატურა

http://eur-lex.europa.eu/LexUriServ/LexUriServ.do?uri=OJ:L:2011:052:0045:0046:EN:PDF

http://ec.europa.eu/dgs/home-affairs/what-we-do/policies/borders-and-visas/visa-
policy/docs/overview_of_schengen_visa_statistics_2011_final_en.pdf

http://www.belinstitute.eu/images/doc-pdf/english_research_yelis.pdf
გმადლობთ ყურადღებისთვის !

You might also like