You are on page 1of 17

ᲑᲘ

Ბ Ლ ᲘᲝ Თ ᲔᲙᲐ

ლუსი მოდ მონტგომერი

ᲔᲜᲘ ᲒᲠᲘᲜᲒᲔᲘᲑᲚᲘᲓᲐᲜ

inglisuridan Targmna cico xocuaSvilma


შინაარსი

თავი პირველი. მისის რეიჩელ ლინდი გაკვირვებულია.............................. 5

თავი მეორე. მეთიუ კათბერტი გაკვირვებულია............................................ 16

თავი მესამე. მარილა ქათბერტი გაკვირვებულია....................................... 35

თავი მეოთხე. დილა გრინგეიბლში............................................................................. 44

თავი მეხუთე. ენის წარსული........................................................................................... 53

თავი მეექვსე. მარილას გადაწყვეტილება.......................................................... 61

თავი მეშვიდე. ენი ლოცულობს.................................................................................... 68

თავი მერვე. ენის აღზრდა იწყება................................................................................ 73

თავი მეცხრე. მისის რეიჩელ ლინდი გულშემოყრილია........................... 84

თავი მეათე. ენის ბოდიში................................................................................................... 94

თავი მეთერთმეტე. რა აზრი შეექმნა ენს საკვირაო სკოლაზე....... 104

თავი მეთორმეტე. საზეიმო ფიცი და დაპირება........................................... 112

თავი მეცამეტე. მოლოდინის სიამენი.................................................................. 120

თავი მეთოთხმეტე. ენი დანაშაულს აღიარებს............................................ 127

თავი მეთხუთმეტე. შეხლა-შემოხლა სკოლაში............................................ 139

თავი მეთექვსმეტე. დაიანას ჩაიზე ეპატიჟებიან,


რასაც სავალალო შედეგი მოსდევს................................................................. 160

თავი მეჩვიდმეტე. ცხოვრების ახალი მიზანი............................................... 175

თავი მეთვრამეტე. ენი საშველად მიიჩქარის................................................ 184


თავი მეცხრამეტე. კონცერტი, კატასტროფა და ბოდიში.................. 198

თავი მეოცე. აფრებაშვებული წარმოსახვა..................................................... 215

თავი ოცდამეერთე. სიახლე საკონდიტრო საქმეში................................. 224

თავი ოცდამეორე. ენს ჩაიზე ეპატიჟებიან....................................................... 239

თავი ოცდამესამე. ენი ღირსებისათვის იბრძვის და მარცხდება.... 245

თავი ოცდამეოთხე. მის სტეისი და მისი


მოწაფეები კონცერტისთვის ემზადებიან.................................................. 255

თავი ოცდამეხუთე. მეთიუ ბუფებიან სახელოებს მოითხოვს........ 262

თავი ოცდამეექვსე. სამწერლო კლუბის დაარსება................................. 276

თავი ოცდამეშვიდე. მოჩქარეობა და ჭმუნვა გულისა.......................... 287

თავი ოცდამერვე. ბედკრული შროშან-ქალწული...................................... 297

თავი ოცდამეცხრე. ეპოქა ენის ცხოვრებაში................................................. 309

თავი ოცდამეათე. ქუინსის მოსამზადებელი ჯგუფი.............................. 321

თავი ოცდამეთერთმეტე. სადაც წყარო მდინარეს ერთვის............. 338

თავი ოცდამეთორმეტე. ჩარიცხულთა სია ქვეყნდება.......................... 348

თავი ოცდამეცამეტე. კონცერტი სასტუმროში.......................................... 359

თავი ოცდამეთოთხმეტე. ქუინსის სტუდენტი............................................. 373

თავი ოცდამეთხუთმეტე. ზამთარი ქუინსში................................................... 383

თავი ოცდამეთექვსმეტე. გამარჯვება და ოცნება................................... 390

თავი ოცდამეჩვიდმეტე. მცელავი, სახელად სიკვდილი..................... 398

თავი ოცდამეთვრამეტე. მოსახვევი...................................................................... 407


ᲗᲐᲕᲘ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ

მისის რეიჩელ ლინდი გაკვირვებულია

ისის რეიჩელ ლინდი ზუსტად იმ ადგილას ცხოვრობდა,


Მ სადაც ავონლის შარაგზა მომცრო ხევში ეშვებოდა;
ხევს აქეთ-იქიდან არშიებივით ჩასდევდა თხმელები და
ფუქსიები და ღელეც მიუყვებოდა, რომელიც კარგა შორს,
კათბერტების ძველი ფერმის უკან, ტყეში იღებდა სათავეს;
ზემოწელში კლაკვნით მოიჩქაროდა ტყე-ტყე, მალულად
მოხტოდა კიბე-კიბე და აქა-იქ გუბეებს აყენებდა, მაგრამ
ლინდის ხევთან მოსული უკვე ჩუმი, ზრდილი ნაკადული
იყო, რადგან წყალი რომ წყალია, ისიც კი ვერ ჩაუვლიდა
მისის რეიჩელ ლინდის სახლ-კარს უწესოდ და უბოდიშოდ.
ალბათ, ხვდებოდა, რომ მისის რეიჩელი ფანჯარასთან
იჯდა და მის მახვილ, დაკვირვებულ მზერას არც ნაკადული
გამოეპარებოდა, არც ბავშვები და თუ რამე უდროო და
უადგილო მოხვდებოდა თვალში, მანამ არ მოისვენებდა,
სანამ ძირისძირობამდე არ გამოიძიებდა, რატომ და
რისთვის მოხდა ის უდროო და უადგილო რამე.
ისეთი ხალხი, ვისაც მეზობლის საქმეებზე თვალი და ყური
აქვს გაფაციცებული, ხოლო თავისი ავიწყდება, ავონლიშიც
ბლომად არის და ავონლის გარეთაც, აი, მისის რეიჩელ
ლინდი კი იმ მარჯვე ადამიანების რიცხვს ეკუთვნოდა,

5
თავის საქმეებსაც რომ კოხტად უვლიან და არც სხვისას
აკლებენ ხელს. სანაქებო დიასახლისი ყველაფერს ასწრებდა
და თანაც კარგადაც აკეთებდა. ებარა ჭრა-კერვის წრე, ხელს
ახმარდა საკვირაო სკოლის მუშაობას, უმტკიცეს ბურჯად
ედგა აქეთ ეკლესიის დამხმარეთა საზოგადოებას, იქით –
მისიონერების მხარდამჭერთა კავშირს და ამდენი საქმის
მკეთებელს იმის დროც რჩებოდა, რომ საათობით მჯდარიყო
სამზარეულოს ფანჯარასთან, საწოლის გადასაფარებლები
ექსოვა ბამბის სქელი ძაფით – ავონლელი დიასახლისები
მოწიწებით იტყოდნენ ხოლმე, თექვსმეტი ცალი აქვს
მოქსოვილიო – და თანაც თვალიდან არ დაეკარგა შარაგზა,
რომელიც ხევს ჭრიდა და ხვეულად ასდევდა ციცაბო,
მოწითალო გორაკს. ავონლის წმინდა ლავრენტის ყურეში
შეჭრილი ერთი პატარა, სამკუთხა ნახევარკუნძული ეჭირა
და ორივე მხრიდან წყალი ეკვროდა. ამიტომ იქით მიმავალი
თუ იქიდან მომავალი ვერც ერთი მგზავრი გვერდს ვერ
აუვლიდა იმ გორაკს და ვერც მისის რეიჩელის უჩინარ,
კრიტიკულ, ყოვლისდამნახველ თვალს დაემალებოდა.
იმ დღესაც იქ იჯდა – ივნისის პირველი რიცხვები იყო.
ფანჯარაში თბილი, კაშკაშა მზე შემოდიოდა. სახლის წინ,
ფერდობზე, პატარძალივით მორთულ, თეთრ-ვარდისფერი
ყვავილებით აფეთქებულ ბაღს აუარება ფუტკარი დაბ-
ზუოდა. თომას ლინდი – თვინიერი, ჩია კაცი, რომელსაც
ავონლელები რეიჩელ ლინდის ქმარს ეძახდნენ – საგვიანო
თალგამს თესავდა ბოსლის უკან, დაფერდებულ მინდორ-
ში; წესით, მეთიუ კათბერტიც თალგამის თესვაში უნდა
ყოფილიყო თავის დიდ, წითელმიწა, ღელეჩამდინარე
მინდორში, გრინგეიბლის გადაღმა. მისის რეიჩელმა ეს
ამბავი იმიტომ იცოდა, რომ წინა საღამოს კარმოდიში,

6
უილიამ ჯუი ბლერის მაღაზიაში გაიგონა, როგორ უთხრა
მეთიუმ პიტერ მორისონს, ხვალ, ნაშუადღევს ვფიქრობ
თალგამის დათესვასო. რასაკვირველია, თალგამის ამბავი
პიტერმა ჰკითხა და იმანაც იმიტომ გასცა პასუხი, თორემ
როდის იყო, მეთიუ კათბერტი უკითხავად ჰყვებოდა თა-
ვისი ცხოვრების ავანჩავანს.
არადა, აგერ, მეთიუ კათბერტი სადაგ დღეს, ოთხის
ნახევარზე, ეტლით ნება-ნება ჭრის ხევს და გორაზე ადის.
ეგ იქით იყოს და თავისი ყველაზე კარგი კოსტიუმი და
თეთრი პერანგი აცვია, რაც იმის უტყუარი დასტურია,
რომ ავონლიდან წასვლას ეპირება; თანაც შორს წასვლას,
რადგან ეტლში წაბლა ფაშატი შეუბამს. ჰოდა, სად მიდის
მეთიუ კათბერტი და რად მიდის იქ, სადაც მიდის?
ნებისმიერი სხვა ავონლელი რომ დაენახა, მისის რე-
იჩელი იქვე აწონ-დაწონიდა ყველაფერს და ორივე შეკი-
თხვას ძალიანაც კარგ პასუხს გასცემდა, მაგრამ მეთიუ
ისე იშვიათად მიდიოდა ხოლმე სახლიდან, ეტყობა, რაღაც
გადაუდებელი და უჩვეულო ამბავი იყო მის თავს, რაკი
გზას დაადგა. მეტი რომ არ იქნება, ისეთი მორიდებული
იყო. ამიტომაც უცხო ხალხში ყოფნაც ეჯავრებოდა და
ისეთ ადგილას წასვლაც, საცა შეიძლებოდა ლაპარაკი
დასჭირვებოდა. საგარეოდ ჩაცმულ-დახურულ, თეთრ
პერანგში გამოწყობილ, ეტლში მჯდარ მეთიუს ათას-
ში ერთხელ თუ ნახავდა კაცი. მისის რეიჩელმა იფიქრა,
იფიქრა, მაგრამ ვერაფერიც ვერ მოიფიქრა და ნასადი-
ლევის განცხრომა ჩამწარდა.
– ჩაის რომ დავლევ, გრინგეიბლში გადავალ და მარი-
ლასგან გავიგებ, სად და რად წავიდა მეთიუ , – გადაწყვიტა
ბოლოს პატივცემულმა მანდილოსანმა, – როდის ყოფილა,

7
ზაფხულში ქალაქისკენ გაეხედა; სტუმრად მოსიარულე
ხომ არ არის და არა. თალგამის თესლი რომ შემოლეოდა,
არც გამოიპრანჭებოდა და არც ეტლს გამოიყვანდა და
ექიმთან რომ მიდიოდეს, მაშინ ცხენს ასე არ დაზოგავდა.
არადა, ეტყობა, მაინც რაღაცა მოხდა წუხანდელს მერე,
რახან გზაზე დადგომა დასჭირდა. ეს რა საგონებელში ჩავ-
ვარდი! რა დამაწყნარებს, სანამ არ გავიგებ, რამ წაიყვანა
დღეს ავონლიდან მეთიუ კათბერტი!
ჰოდა, ჩაის სმას რომ მორჩა, გზას გაუდგა. შორს არ იყო
წასასვლელი: დიდი, უთავბოლოდ აშენებული, ხეხილის
ბაღით გარშემორტყმული სახლი, სადაც კათბერტები
ცხოვრობდნენ, ლინდის ხევიდან გზის აყოლებით მეოთხე-
დი მილის სიშორეზე თუ იქნებოდა. თუმცა, მერე გრძელ
ბილიკს უნდა დასდგომოდი და ეს იყო, გზას რომ აშორებ-
და. მეთიუ კათბერტის მამამ, ვაჟივით მორიდებულმა და
უთქმელმა, მთლად ტყეში არა, მაგრამ მეზობლებისგან,
რაც შეიძლო, მოშორებით მოიწყო კარმიდამო. გრინგეიბ-
ლი თავისი ნატყევარი ნაკვეთის უშორეს კიდეში ააშენა და
ახლაც იქ იდგა, თითქმის არა ჩანდა შარაგზიდან, რომლის
გასწვრივაც მოყვრულად ჩამწკრივებულიყვნენ ავონლის
დანარჩენი სახლები. მისის რეიჩელ ლინდის ფიქრით, ასეთ
ადგილას ცხოვრებას ცხოვრება არ ეთქმოდა.
– თავშეფარებას უფრო იტყვი, ეგრეა ეგ ამბავი, – წაი-
ლაპარაკა, როცა აქეთ-იქიდან ასკილის ბუჩქებჩაყოლე-
ბულ, ღრმა ნაურმალ, აბალახებულ გზას დაადგა, – რა
გასაკვირია, რომ მეთიუცა და მარილაც ცოტა წაიუცნაუ-
რებენ: მაშ, რას უზამდა ამ მიყრუებულში მარტოდმარტო
ცხოვრება. ხეებს ხომ არ გაუბამენ ლაპარაკს – თუმცა,
ღმერთმანი, ეგ რომ შეიძლებოდეს, ხმის გამცემი არ მოა-

8
კლდებოდათ. მე, ჩემდათავად, ხალხში ყოფნა მირჩევნია,
ესენი კი აქაც კმაყოფილები არიან, შეეჩვივნენ. ერთი ირ-
ლანდიელის თქმისა არ იყოს, მიჩვევით რას არ მიეჩვევი:
გვამიც კი ეჩვევა სახრჩობელაზე კონწიალსაო.
ამ სიტყვებით მისის რეიჩელი გზიდან გრინგეიბლის
უკანა ეზოში შევიდა. ეზო მწვანედ იყო გადაბიბინებული,
სუფთა და კრიალა, ცალი მხრით დიდი, ბებერი ტირიფებით
იყო შემორაგული, მეორე მხრით კი, წერწეტა ალვებით.
ზედმეტი წკირი და კენჭი არ ეგდო, თორემ რომ გდებუ-
ლიყო, მისის რეიჩელი ხომ დაინახავდა. მისი ვარაუდით,
მარილა კათბერტი ეზოსაც ისე ხშირ-ხშირად გვიდა, რო-
გორც სახლს. დაბლა დავარდნილ საჭმელს ისე აიღებდა
კაცი, ჭუჭყის ნამცეცი არ აჰყვებოდა.
მისის რეიჩელმა ღონივრად დააკაკუნა სამზარეულოს
კარზე და როგორც კი შეიპატიჟეს, შევიდა. გრინგეიბ-
ლის სამზარეულო თვალს ახარებდა – უფრო სწორად,
გაახარებდა, ისე მეტისმეტად შემაწუხებლად კრიალა
რომ არ ყოფილიყო, როგორც სასტუმრო ოთახი, სადაც
თავის დღეში არ შედიან. ფანჯრები აღმოსავლეთით და
დასავლეთით იყურებოდა; დასავლეთის ფანჯრიდან,
რომელიც უკანა ეზოში გადიოდა, ივნისის ლბილი მზე
იღვრებოდა, აღმოსავლეთის ფანჯარა კი, საიდანაც ხილ-
ნარის მარცხენა მხარეს გადაპენტილი ალუბლები, ხოლო
ცოტა დაბლა, ხევში ნაკადულისკენ დახრილი კენარი
არყები ილანდებოდა, გაბარდულ სუროს ჩაემწვანებინა.
აქ დაჯდებოდა ხოლმე მარილა კათბერტი, თუკი როდისმე
დროს გამონახავდა, უნდობლად გასცქეროდა მზის სხი-
ვებს – ისინი მეტისმეტად მოუსვენრები და ქარაფშუტები
ეჩვენებოდა ამქვეყნისთვის, რომელსაც კაცი სიდინჯით

9
უნდა მიჰყოლოდა. აი, ახლა იქ იჯდა და ქსოვდა, მის ზურგს
უკან, მაგიდაზე კი ვახშამი იყო გაშლილი.
მისის რეიჩელს ჯერ კარი რიგიანად არ მიეხურა, რომ
მოასწრო და ყველაფერი გადაათვალიერა, რაც სუფრაზე
ელაგა. თეფში სამი იდო – ესე იგი, მარილა მეთიუს გარდა
კიდევ ვიღაცას ელოდა ჩაიზე, მაგრამ სუფრაზე საყოველ­
დღეო საჭმელიც ელაგა, – მაჟალოს მურაბა და ღვეზელი
– გამოდიოდა, რომ სტუმარი ისეთიც არავინ იქნებოდა.
მაშ, მეთიუს თეთრი პერანგი და წაბლა ფაშატი რაღა იყო?
მისის რეიჩელს მთლად აუბნია თავგზა ამ უჩვეულო იდუ-
მალებამ წყნარ და არაიდუმალ გრინგეიბლში.
– საღამო მშვიდობისა, რეიჩელ, – ცოცხლად მიესალმა
მარილა, – მართლა რა მშვიდობიანი საღამოა, არა? და-
ბრძანდი. ოჯახში ხომ კარგად გყვანან ყველანი?
მარილა კათბერტი და მისის რეიჩელი სხვადასხვანაი-
რები იყვნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა – ან იქნებ სწორედ
ამიტომაც – ძველიდანვე მოსდევდათ ისეთი ურთიერთობა,
რასაც, სხვა სახელი თუ არ მოგაგონდებოდათ, მეგობრო-
ბას დაარქმევდით.
მარილა მაღალ-მაღალი, გამხდარი ქალი იყო, მის სხე-
ულს მომრგვალებული კი არა, უფრო კუთხოვანი ფორმები
ჰქონდა. აქა-იქ ჭაღარაგარეულ მუქ თმას მუდამ პატარა,
მაგარ გორგლად დაიხვევდა ხოლმე კეფაზე და შიგ გამე-
ტებით გაიყრიდა რკინის ორ სარჭს. იფიქრებდით, ვიწრო
თვალთახედვისა და მტკიცე პრინციპების პატრონიაო და
იყო კიდევაც, თუმცა ტუჩების მოხაზულობაში რაღაც ისეთს
შეატყობდით, რაც ცოტა უფრო გამოკვეთილი რომ ყოფილი-
ყო, მიგანიშნებდათ, იუმორთან მწყრალად არ უნდა იყოსო.
– ჩვენ არა გვიშავს, – მიუგო მისის რეიჩელმა, – მაგრამ

10
თქვენი დარდი გამიჩნდა, მეთიუ რომ დავინახე დღეს მი-
მავალი. ვიფიქრე, ექიმთან ხომ არ მიდის-მეთქი.
მარილას ტუჩები შეუთრთა. ელოდა მისის რეიჩელის
მოსვლას; იცოდა, რომ მეთიუს ესოდენ გაუგებარი გა-
მგზავრების შემსწრე მეზობელს უეჭველად წასძლევდა
ცნობისმოყვარეობა.
– არა, დღეს კარგადა ვარ, აი, გუშინ კი თავის ტკივილმა
გამაწამა, მეთიუ ბრაიტ-რივერში წავიდა. ბიჭი მოგვყავს
– ახალ შოტლანდიაში1 რომ ბავშვთა სახლია, იქიდან; ამ
საღამოს ჩამოდის მატარებლით.
მისის რეიჩელს ის უფრო არ გააკვირვებდა, მარილას
რომ ეთქვა, მეთიუ ბრაიტ-რივერში წავიდა, ავსტრალიიდან
კენგურუს ჩამოგვდის და იმას უნდა დახვდესო. მთელი
ხუთი წამით ჩაუვარდა ხმა. მარილასგან ხომ წარმოუდგე-
ნელი იყო, მაგრამ მისის რეიჩელმა ლამის იყო, იფიქრა,
მემასხრებაო.
– მართალს მეუბნები, მარილა? – ჰკითხა, როცა ხმის
ამოღება მოახერხა.
– ჰო, მაშ, – ისეთნაირად მიუგო მარილამ, თითქოს ახალი
შოტლანდიის ბავშვთა სახლიდან ბიჭის ჩამოყვანა ჩვეული
საგაზაფხულო სამუშაო იყო, რასაც ავონლის ყველა რი-
გიან ფერმაში ასრულებდნენ და არა გაუგონარი სიახლე.
მისის რეიჩელს პირკატა ეცა და რაც გაიფიქრა, სულ
ძახილის წინადადებებით გაიფიქრა. ბიჭი! ვინმე სხვა კი
არა, მარილა და მეთიუ კათბერტები იყვანენ შვილად ბიჭს!
ბავშვთა სახლიდან! ქვეყანა იქცევა და ეგ არის! ამის მერე
რაღა უნდა გაუკვირდეს! არც არაფერი!

1
პროვინცია კანადის აღმოსავლეთ ნაწილში, რომლსაც სახელი
შოტლანდიის მეფის, ჯეიმზ VI-ის პატივსაცემად ეწოდა.

11
– რამ მოგაფიქრათ? – უკმაყოფილება გამოთქვა.
ეს საქმე ხომ ისე მოაგვარეს, რჩევა არავინ ჰკითხა,
ჰოდა, დიახაც, უნდა გამოეთქვა უკმაყოფილება.
– კარგა ხანს ვიფიქრეთ მაგ ამბავზე – მთელი ზამთარი,
– აუხსნა მარილამ, – შობამდე მისის ელიგზანდერ სპენსერი
ჩამოვიდა და იმან გვითხრა, გაზაფხულზე ჰოუპტონის ბავშვ-
თა სახლიდან პატარა გოგო უნდა წამოვიყვანოო. ბიძაშვილი
ჰყავს ჰოუპტონში, იმასთან იყო ჩასული და იცის, რა და რო-
გორ ხდება. ჰოდა, იმის მერე მე და მეთიუს სულ ეგ გვქონდა
სალაპარაკო. ვიფიქრეთ, ბიჭი წამოვიყვანოთო. მეთიუ, ხომ
იცი, ხანში შედის – სამოცისა შესრულდა – და წინათ რომ
იყო, ისე ყოჩაღად ვეღარ არის. გულიც არა აქვს კარგად.
თან, შენც ხომ იცი, რა ძნელი საშოვნელი გახდა ქირის მუშა.
ვერც ვერავის იშოვი იმ ჩერჩეტი ფრანგი ბიჭბუჭების გარდა.
მოიყვან, გააგებინებ საქმის ავანჩავანს, ასწავლი რამეს, ის
კი დაადებს თავს და ან ასთაკვების კონსერვების ქარხანაში
გაგექცევა ან კიდევ – შტატებში. მეთიუმ თავიდან მითხრა,
ბიჭი ინგლისიდან ჩამოგვეყვანა, მაგრამ ცივი უარი ვტკიცე;
მოვახსენე, იქნებ კარგებიც არიან – განა რამეს ვერჩი – მა-
გრამ ლონდონელი მაწანწალები არ დამანახო; თუ იქნება,
აქაური მაინც იყოს: ვინც გინდა მოვიყვანოთ, მაინც სარისკო
საქმეა, მაგრამ კანადელი ბავშვი თუ იქნა, უფრო გულდადინ-
ჯებით ვიქნები და გულისძილითაც დავიძინებ-მეთქი. ჰოდა,
ბოლოს გადავწყვიტეთ, მისის სპენსერისთვის გვეთხოვა,
თავისი პატარა გოგოს წამოსაყვანად რომ ჩავიდოდა, ერთი
ბიჭი ჩვენთვისაც აერჩია. წინა კვირას გავიგეთ, წასვლას
აპირებსო და რიჩარდ სპენსერს კარმოდელი ნათესავების
პირით შევუთვალეთ, პატარა, საზრიანი ბიჭი ჩამოგვიყვანე,
ათი-თერთმეტი წლისაო. ჩვენი ფიქრით, კარგი ასაკია – არც

12
ისე პატარა იქნება, რომ შინ და გარეთ საქმე ვერ აკეთოს
და არც ისე დიდი, რომ გაწვრთნა აღარ უხერხდებოდეს.
ოჯახშიც გავზრდით და სკოლაშიც ვატარებთ. დღეს მისის
ელიგზანდერ სპენსერის დეპეშა მივიღეთ – სადგურიდან
მოგვიტანა ფოსტალიონმა, – მატარებლით მოვდივართ და
საღამოს ექვსის ნახევარზე მანდ ვიქნებითო. ჰოდა, მეთიუც
ბრაიტ-რივერში წავიდა, უნდა დახვდეს. მისის სპენსერი
მატარებლიდან ჩამოსვამს ბიჭს და თვითონ უაიტ-სენდსის
სადგურამდე გააგრძელებს გზას.
მისის რეიჩელს საამაყოდ ჰქონდა – რასაც ვფიქრობ,
თქმითაც მუდამ იმას ვამბობო; ახლაც დაალაგა გონებაში,
რა შეხედულებაც შეექმნა ამ განსაცვიფრებელ ამბავზე
და ის თქვა, რასაც ფიქრობდა:
– ჰოო, მარილა, პირდაპირ გეტყვი, რომ დიდ სისულელეს
შვრებით – სარისკო საქმეა. არც კი იცით, რაში ყოფთ თავს.
უცხო ბავშვი შემოგყავთ სახლში და ოჯახში ისე, რომ არაფე-
რი იცით იმისი – ან რა ხასიათი აქვს ან რა მშობლები ჰყავდა
და ან რა კაცი შეიძლება დადგეს. აგერ, წინა კვირას იყო, გა-
ზეთში წავიკითხე: ცოლ-ქმარმა – კუნძულზევე, დასავლეთში
ცხოვრობდნენ – ბიჭი წამოიყვანა ბავშვთა სახლიდან, ის
კიდევ ადგა და ღამით სახლს ცეცხლი წაუკიდა – განგებ
წაუკიდა, მარილა, და ის ხალხი ლამის ამობუგა ლოგინებში.
მეორე ამბავიც ვიცი: ნაშვილებ ბიჭს ქათმის კვერცხების
ამოწუწვნა უყვარდა და ვერასდიდებით ვერ გადააჩვიეს.
ჩემთვის რომ გეკითხათ რჩევა ამ საქმეში – არადა, როდის
მკითხე, მარილა? – გეტყოდი, თუ ღმერთი გწამს, მაგნაირი
რამე გულშიც არ გაივლო-მეთქი; ეგრეა ეგ ამბავი.
ამ გულისგამხეთქმა სიტყვამ მარილა თითქოს არც
გაანაწყენა და არც ააფორიაქა. ისევ გულდასმით ქსოვდა.

13
– განა სიმართლე არ ურევია შენს ნათქვამში, რეიჩელ,
მეც ბევრი ვიჭოჭმანე, მაგრამ მეთიუს გულით უნდოდა.
შევატყვე, რომ ეგრე იყო და დავყაბულდი. ათასში ერთხელ
თუ მოიწადინებს რამეს და როცა მოიწადინებს, ვგრძნობ,
რომ ვალდებული ვარ, დავყაბულდე. რისკზე კიდევ იმას
გეტყვი, რასაც ამქვეყნად აკეთებს ადამიანი, ლამის ყველა-
ფერი სარისკოა. რომ დავუკვირდეთ, ის ხალხიც რისკავს,
ვინც შვილებს აჩენს – მუდამ კარგები ხომ არ გამოუდიან.
თან, ახალი შოტლანდიაც მთლად აქვეა, კუნძულთან.
ინგლისიდან ან შტატებიდან ხომ არ ჩამოგვყავს, ჰოდა,
ძალიანაც განსხვავებული არ იქნება ჩვენგან.
– ჰო, იმედია, კარგად წაგივათ საქმე, – ისეთნაირად
თქვა მისის რეიჩელმა, აშკარად შეატყობდით, რა ეჭვებშიც
იყო, – ოღონდ მერე ჩემზე ნუ იტყვი, არ გამაფრთხილაო,
თუკი გრინგეიბლი გადაწვა ან ჭაში სტრიქნინი1 ჩაყარა
– ნიუ-­ბრანსუიკში მომხდარა ეგეთი ამბავი: ბავშვთა სა-
ხლიდან წამოყვანილ ბავშვს უქნია და მთელ ოჯახს სა-
შინელ ტანჯვაში ამოხდომია სული. ოღონდ იქ თურმე
გოგო ჰყოლიათ.
– ჩვენ გოგო როდის მოგვყავს?! – ისე თქვა მარილამ,
თითქოს ჭების მოწამვლა ქალის საქმე იყო და ბიჭისგან
ამნაირების შიში არ უნდა ჰქონოდათ, – გოგოს აყვანა
და გაზრდა ფიქრადაც არ მომივიდოდა. ნეტავი, მისის
ელიგზანდერ სპენსერს რამ მოაფიქრა? თუმცა, ხომ იცი
როგორია: თუკი აზრად მოუვიდა, უკან არ დაიხევს და
მთელ ბავშვთა სახლს იშვილებს.
მისის რეიჩელი ბარემაც დარჩებოდა, სანამ მეთიუ მო-

1
ძლიერი შხამი, რომელსაც იღებენ ერთ-ერთი ტროპიკული
მცენარისაგან; მცირე დოზებით იყენებენ მედიცინაში.

14
ვიდოდა და იმ თავის საიდანღაც ჩამოსულ ობოლს მოიყვა-
ნდა, მაგრამ იფიქრა, კარგა ორი საათი მაინც არ მოვაო და
დაასკვნა, გზა გაეგრძელებინა, რობერტ ბელის სახლეუ-
ლობისთვის შეევლო და ახალი ამბავი ეთქვა. ეტყოდა და,
უეჭველია, სწორუპოვარ სენსაციას მოახდენდა, მისის რე-
იჩელს კი ფრიად და ფრიად უყვარდა სენსაციის მოხდენა.
ჰოდა, წავიდა და მარილასაც შვება მიეცა, რადგან მისის
რეიჩელის იქ ყოფნაში გრძნობდა, რომ მისი პესიმიზმის
გამოისობით შიშზე შიში ერთვოდა და ეჭვზე – ეჭვი.
– ამბავიც ასეთი უნდა! ამაზე საკვირველი არც ყოფი-
ლა რამე და არც იქნება! – წამოიძახა მისის რეიჩელმა,
როცა გზაზე, სამშვიდობოს გამოვიდა, – თავი სიზმარში
მგონია. ღმერთმანი, მებრალება ის საწყალი ბიჭი! მეთი-
უმ და მარილამ ბავშვებისა რა იციან, ჰოდა, იმ ბიჭს მო-
სთხოვენ, პაპაშენზე ბრძენი და დინჯი უნდა იყოო, თუკი
საერთოდაც ჰყავდა პაპა, მაგრამ რა პაპა, რის პაპა! პაპა
სად ეყოლებოდა! როგორღაც გეხამუშება იმის ფიქრი,
გრინგეიბლში ბავშვი იქნებაო: ბავშვი იქ თავის დღეში არა
ყოფილა: მეთიუ და მარილა უკვე დიდები იყვნენ, როცა
ახალი სახლი აშენდა – ისე კი, მაგათი შემხედველი ძნელად
თუ დაიჯერებ, რომ როდისმე პატარები იყვნენ. არაფრის
დიდებით არ მომინდებოდა მაგ ობლის ადგილას ყოფნა.
ღმერთმანი, მეცოდება, ეგრეა ეგ ამბავი.
აი, ეს გულიდან ამომსკდარი სიტყვები უთხრა მისის
რეიჩელმა ასკილის ბუჩქებს, მაგრამ ის ბავშვი რომ და-
ენახა, რომელიც სწორედ იმ წუთს მოთმინებით იცდიდა
ბრაიტ-რივერის სადგურში, მაშინ ხომ მთლად დაიწვებოდა
იმისი საცოდაობით.

15

You might also like