You are on page 1of 12

კრიმინალისტიკური ტექნიკა

კრიმინალისტიკური ტექნიკა იმ სამეცნიერო - ტექნიკური ხერხებისა და მეთოდების


ერთობლიობაა,რომელსაც კრიმინალისტიკური ტექნიკა იყენებს სისხლის
სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე. იგი შეისწავლის და ადგენს
დანაშაულის გახსნისა და თავიდან აცილებისათვის საჭირო სამეცნიერო - ტექნიკური
საშუალებებისა და მათი პრაქტიკული გამოყენების ხერხებისა და მეთოდების
ერთიან სისტემას. კერძოდ კი, იგი შეისწავლის: კრიმინალისტიკური ტექნიკის
საფუძვლებს, კრიმინალისტიკურ ფოტოგრაფიას, დაქტილოსკოპიას, ტრასოლოგიას
(კბილის, სისხლის, ფეხის, თმის, გატეხვის, სატრანსპორტო საშუალების და სხვა
კვალს), ბალისტიკას, დოკუმენტების გამოკვლევას, ხელნაწერების
კრიმინალისტიკურ გამოკვლევას, გარეგნული ნიშნის მიხედვით იდენტიფიკაციას,
კრიმინალისტიკურ რეგისტაციას და სხვა.

კრიმინალისტიკური ტექნიკის მიზანია დანაშაულის გახსნა და საქმეზე არსებული


ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ასევე მტკიცებულებათა აღმოჩენა, ფიქსირება,
გამოკვლევა, დანაშაულის თავიდან აცილება.კრიმინალისტიკურ - ტექნიკურ
საშუალებებს მიეკუთვნება ყველა ის ხელსაწყო, აპარატურა, ხმის ჩამწერი
საშუალებები, საინფორმაციო მასალები,რომლებიც გამოიყენება მტკიცებულებათა
მისაღებად და მათი კრიმინალისტიკური გამოკვლევისათვის.

შემთხვევის ადგილის დათვალიერება

შემთხვევის ადგილის დათვალირება სისხლის სამართლის საქმის გამოძიებსი


ეტაპზე წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნისნელოვან,აუცილებელ და გადაუდებელ
საგამოძიებო მოქმედებას, რომლის დროსაც მოწმდება მოწოდებული ინფორმაცია
დანაშაულის ჩადენის შესახებ, ნათელი ხდება დანაშაულის განვითარების
სხვადასხვა ეტაპები და შესაძლებელი ხდება სავარაუდო დამნაშავის შესახებ
ინფორმაციის მიღება. დანაშაულისა და შემთხვევის ადგილი ხშირად არ ემთხვევა
ერთამენთს. დანაშაულის ადგილი არის ის ადგილი სადაც უშუალოდ
განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედება, ხოლო შემთხვევის ადგილზე კი
შეიძლება აღმოჩენილი იქნეს დანაშაულის ადგილიდაან გადაადგილებული
ნივთები,გვამი ან სხვა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ეფექტურია
საგამოძიებო ჩემოდნის გამოყენება, ასევე სხვა ტექნიკური აღჭურვილობა, მაგ:
მასშტაბური სახაზავი, ფოტოაპარატი, დაქტილოსკოპიური ფხვნილები,ფუნჯები,
კვალის აღმოსაჩენი და ამოსაღები საშუალებები. შემთხვევის ადგილის დროს
აუცილებელია დაცული იყოს დანაშაულის ადგილი. შემთხვევის ადგილძე შეიძლება
იმუშაონ მხოლოდ ექსპერტებმა და საგამოძიებო ორგანოს
წარმომადგენლებმა,რომლებიც აღჭურვილი უნდა იყვნენ სპეციალური
საშუალებებით (ბახილები,ხელთათმანები და სხვა), რათა მაქსიამლურად იქნეს
დაცული დანშაულისა და შემთხვევის ადგილი.

კრიმინალისტიკური ფოტოგრაფია

კრიმინალსიტიკური ფოტოგრაფია კრიმინალისტიკური ტექნიკის დარგია,


რომელიც შეისწავლის და ადგენს დანაშაულის გახნისა და საქმეზე არსებული
გარემოებების დადგენისათვის საჭირო ფოტო და ვიდეოგადაღების იმ სპეციალური
ხერხებსა და საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება საგამოძიებო მოქმედებებისა და
ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებების ჩატარების დროს გამოძიებისათვის
მნისნელობის მქონე გარემობებისა, ფაქტების, საგნების, ობიექტებისა და კვალის
აღსაბეჭდად. კრიმინალისტიკური ფოტოგრაფიის ორი ძირითადი დარგი არსებობს:
საგამოძიებო ფოტოგრაფია და საექსპერტო-კვლევითი ფოტოგრაფია. საგამოძიებო
ფოტოგრაფიის სახეებია: რეპროდუქციული, რეფლექსური, დედექტური,
განზომილებითი, ამოსაცნობი და პანორამული ფოტოგადაღება. ხოლო საექპერტო
ფოტოგრაფიის სახეებია: მიკროსკოპული, კონტრასტული და ფოტოგრაფირება
უხილავ სხივებში.

შემთხვევის ადგილის დათვალირების დროს ძირითადად გამოიყენება 4 სახის


ფოტოგადაღება: 1. საორიენტაციო; 2. მიმოხილვითი; 3. საკვანძო; 4. დეტალური.

1.საორინტაციო ფოტოგადაღების დროს შემთხვევის ადგილის გადაღება ხდება


შემთხვევის ადგილის გარემომცველ გარემოსთან ერთად. ამ შემთხვევაში
ფოტოაპარატი უნდა განთავსდეს შორ მანძილზე გადასაღებ ადგილთან მიმართებაში.
ამგვარი ფოტოსურათი ნათელ წარმოდგენას გვიქმნის იმ ადგილმდებარეობაზე,
სადაც აღმოჩენილი იქნა დანაშაულის ნიშნები.

2. მიმოხილვითი ფოტოგადაღების დროს უნდა აისახოს უშუალოდ შემთხვევის


ადგილი მის გარშემო არსებული ადგილმდებარეობის გარეშე. ამ შემთხვევაში
მთავარი ის არის, რომ გადარებული ფოტოსურათების მეშვეობით ნათელი
წარმოდგენა შეგვექმნას უშუალოდ შემთხვევის ადგილზე.

3.საკვანძო ფოტოგადარების დროს აისახება შემთხვევის ცალკეული


ადგილები,კერძოდ კი, ის ადგილები, სადაც არის ნივთიერი მტკიცებულებები,
კვალი, სისხლის ლაქები, გვამი და ა.შ. საკვანძო გადაღება ხდება ახლომდებარე
საგნებთან ერთად. ამ გადარების დროს ნათელი წარმოდგენა გვექნმება იმ
ადგილზე,სადაც არის დანაშაულის შედეგად დატოვებული კვალი.

4. დეტალური ფოტოგადაღებისას ხდება უშუალოდ გადასაღებ საგანზე არსებული


კვალის ფოტოგადაღება, მის გვერდით, პარალელურად მოთავსებულ მასშტაბურ
სახაზავთან ერთად.
დაქტილოსკოპია

დაქტილოსკოპია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს თითსა და დაკვირვებას.


დაქტილოსკოპია არის კრიმინალისტიკის ტექნიკის დარგი, რომელიც სწავლობს
ადამიანის ხელის თითების ქარგებსა და მათ აგებულებას, ხელის თითების ბოლო
ფალანგებზე დვრილოვანი ხაზების აღმოცენებას, მათ აგებულებას, ქარგების
სახეობას, მათ კერძო და ზოგად ნიშნებს, კვალთა გამოვლენა-გამოკვლევას
პიროვნების იდენტიფიკაციისა და დამნაშავეთა რეგისტრაციის მიზნით. თითის
ანაბეჭდის მიხედვით პიროვნების იდენტიფიკაცია და დაქტილოსკოპიური
რეგისტრაცია შესალებელია იმიტომ,რომ თითის ბალიშებზე მოთავსებული
დვრილოვანი ქარგები ინდივიდუალურია. პრაქტიკაში არ შეიძლება ორ
ადამიანს,ტყუპებსაც კი, ჰქონდეს ორი ერთნაირი დვრილოვანი ქარგა. დვრილოვანი
არგები ასევე უცვლელია - როდესაც დედის მუცელში მეექვსე თვეს ჩამოყალიბდება
ადამიანის დვრილოვანი ქარგები,იგი უცვლელი რჩება ადამიანის გარდაცვალების
შემდეგაც, ანუ არ იცვლება ქარგის სახე,ზოგადი და კერძო ნიშნები, აგებულება,
იცვლება მხოლოდ ზომა. ასევე დრვილოვან ქარგებს აქვთ აღდგენის თვისებაც თუ
დაზიანდება. აღსანიშნავია,რომ დვრილოვანი ქარგები სხვადასხვა ზედაპირზე
აღიბეჭდება, რადგან ხელზე არსებული ფორებიდან გამოიყოფა ოფლცხიმოვანი
მასა,რაც ხელს უწყობს საგნის ზედაპირზე დარჩეს თითის ანაბეჭდი. არსებობს
დვრილოვანი ქარგების სამი სახე,ესენია: 1. რკალისებური ქარგა; 2. მარყუჟისებური
ქარგა; 3. ხვეული ქარგა;

ხელის კვალის აღმოჩენის მიზნით ძირითადად გამოიყენებენ შემდეგ ხელსაწყობებს:


ფარანს, დაქტილოსკოპიურ ლუპას, ფუნჯებს, სხვადასხვა ფხვნილებს, ასევე
გამოიყენებენ სხვადასხვა ქიმიურ საშუალებებსაც. რაც შეეხება თითის ანაბეჭდის
ამოღებას, აღმოჩენილი თითის ანაბეჭდი გადატანილი უნდა იქნეს
დაქტილოსკოპიურ ფირზე,უნდა აღიწეროს დაწვრილების საგამოძიებო ოქმში და
დაერთოს საქმეს როგორც ნივთიერი მტკიცებულება.
კვალი(ტრასოლოგია)

ფეხის კვალი

ტრასოლოგია ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს სწავლებას კვალთა შესახებ. კვალი


შეიძლება იყოს მოცულობითი - ჩაღრმავებული და ზედაპირული, ასევე სტატიკური,
დინამიკური, ლოკალური და პერიფერიული. მოცულობითი კვალი წარმოიქმნება იმ
ძალის შედეგად, რაც განიცადა კვალის მიმღებმა ობიექტმა. მოცულობითი კვალის
წარმოქმნისთვის აუცილებელია,რომ კვალის მიმღები ობიექტს ჰქონდეს უფრო
რბილი ზედაპირი, ვიდრე კვალის წარმომქმნელი ობიექტს, მაგ. მიწის ზედაპირზე
ადამიანის ფეხის კვალი, ან კარაქზე ადამიანის ხელის კვალი. ზედაპირული კვალის
დროს კვალის მიმღები ობიექტის საკონტაქტო ზედაპირი არ იცვლება და მასზე
აღიბეჭდება კვალი. ზედაპირული კვალი, თავის მხრივ, შეიძლება იყოს
დაშრევებული და აშრევებული კვალი. რაც შეეხება დინამიკურ კვალს, იგი
წარმოიქმნება მაშინ,როდესაც კვალის მიმღები და კვალის წარმომქმნელი ობიექტი
ურთიერთშეხების დროს იმყოფებიან ურთიერთსაწინააღმდეგო მოძრაობაში,ასევე
როცა კვალის წარმომქმნელი ობიექტი კვალის მიმღებ ობიექტთან შეხების დროს
გაცუურებით აგრძელებს თავის მოძრაობას. ხოლო სტატიკური კვალის დროს კვალის
წარმომქმნელი და კვალის მიმღები ობიექტი ურთიერთშეხების მომენტში მყარ,უძრავ
მდგომარეობაში. ლოკალური კვალის დროს კი იცვლება საკონტაქტო
ზედაპირი,ხოლო პერიფერიული კვალისას იცვლება არა საკონტაკტო ზედაპირი
არამედ პერიფერია.

ფეხის კვალი სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე ხშირად გვხვდება


შემთხვევის ადგილზე. ფეხის კვალის მიხედვით შესაძლებელია დადგინდეს
დანაშაულის ჩადენის გარემოება. ფეხის კვალის მიხედვით შეგვიძლია გავიგოთ
დამტოვებლის სქესი,სიმაღლე, პირთა რაოდენობა, დანაშაულის ჩადენის დრო,
ადგილი, ფეხსაცმლის ფორმა,ზომა, კერძო და ზოგადი ნიშნები,ასევე თუ კვალი
დატოვებულია შიშველი ფეხით, შესაძლებელია ფეხზე არსებული დვრილოვანი
ქარგების მიხედვით მოხდეს უშუალოდ პიროვნების იდენტფირება. ფეხის კვალის
სახეებია: კვალი, დატოვებული შიშველი ფეხით, ფეხსაცმლით ან წინდით. ფეხის
კვალი შემთხვევის ადგილზე შეიძლება დარჩეს სხვადასხვა პირობებში,მაგ:
სიარულის პროცესში, სირბილისას, დგომის ან გადახტომის შედეგად. ასევე გვხვდება
ფეხის კვალის დროს თანხლებითი კვალი. ამ სახის კვალი რჩება მაშინ,როდესაც
კვალის დამტოვებელი ატარებს ყავარჯენს ან პროთეზს, ან მიათრევს რაიმეს. ასევე
შესაძლოა პრაქტიკაში შეგვხვდეს ფეხის ცრუ კვალი,რა დროსაც კვალის
წარმომქმნელი კვალის არევის მიზნით იყენებს დიდი ზომის ან პატარა ზომის
ფეხსაცმელს,ან ქალის ფეხსაცმელს.

კბილის კვალი

კბილის კვალი ძირითადად გვხვდება მკვლელობის,გაუპატიურების, სხეულის


დაზიანების საქმეებზე. ცალკეულ დანაშაულთა გამოძიების ეტაპზე, პიროვნების
იდენტიფიკაციის მიზნით მნიშვნელოვანია ადამიანის კბილის კვალის გამოკვლევა.
აღნიშნული კვალის გამოკვლევას, რომელიც დატოვებულია ადამიანის სხეულზე,
ახდენს სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, ხოლო საგნებზე დატოვებული კვალის
გამოკვლევას კი ექსპერტ-ტრასოლოგი. ადამიანის კბილების ერთამენთისაგან
განსხვავდება არამხოლოდ ფორმით, ზომით, ფერით, რაოდენობით, დაცილების
მანძილით, დახრილობითა,არამედ მათთვის დამახასიათებელია კერძო
საიდენტიფიკაციო ნიშნები, რომელბიც შეიძლება იყო თანდაყოლილი ან შეძენილი.

სისხლის კვალი

სისხლის არის მუქი წითელი ფერის , წებოვანი სითხე,რომელსაც აქვს მლაშე გემო
და ტუტე რეაქცია. სისხლის შემადგენლობა ყველა ადამიანს ერთნაირი აქვს, თუმცა
თითოეულ მათგანს მაინც აქვს გარკვეული თავისებურება, რომელიც გვაძლევს
პიროვნების იდენტიფიკაციის საშუალებას, სწორედ ამიტომაა შემთხვევის ადგილზე
არსებული სისხლის კვალის გამოკვლევა მნიშვნელოვანი. სისხლის კვალი იყოფა სამ
სახედ, ესენია: 1. პასიური კვალი; 2. შხეფის სახით დატოვებული კვალი; 3. ცრუ
კვალი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ძირითადად ყურადღება
უნდა მიექცეს ისეთ საგნებს,რომლიდანაც რთულია სისხლის კვალის განადგურება.
სისხლის კვალი შესაძლოა აღმოჩენილი იქნეს დანაშაულის იარაღზე, ტანსაცმელზე,
სხეულზე და სხვადასხვა საგნებზე.

სატრანსპროტო საშუალებათა კვალი

სატრანსპორტო საშუალებებია: საჰარეო, რკინიგზის,საზღვაო, სხვადასხვა სახის


მანქანები, მაგ. მოტოციკლეტები, ტრაქტორი, ველოსიპედი. სატრანსპორტო
საშუალებაა ისეთი საშუალებები, სადაც გამწევს ძალას წარმოადგენს ცოველი,ასევე
თხილამურები, ციგა. სატრანსპორტო საშუალების კვალი შესაძლოა დარჩეს გზაზე,
ნიადგაზე, საგანზე,რომელსაც სატრანსპორტო საშუალება დაეჯახა, ასევე
გვამზე,ადამიანზე. აღნიშნული კვალის მიხედვით შესაძლოა დადგინდეს
სატრანსპორტო საშუალების სახეობა, მისი გადაადგილების მიმართულება, სიჩქარე
და სხვა.
გატეხის იარაღები

სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის შემთხვევაში, ძირითადად, საკუთრების


წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების
დროს ხშირად გვხვდება გატეხის იარაღების კვალი. გატეხის იარაღების მიერ
დატოვებულ კვალს ახასიათებს ორი ძირითადი ნიშანი: 1. კვალი,რომელზეც
აღბეჭდილია ხელსაწყოს ფორმა და ზომა,ამ დროს მარტივია ხელსაწყოს ტიპის
დადგენა. 2. კვალი,რომელზედაც ჩანს უფრომო, უსწორმასწორო ნაკაწრები, სხვა
ძნელად ამოსაცნობი მახასიათებლები, ნაკბილარები, ამდროს მეტად რთულია
გატეხის იარაღის დადგენა. გატეხის ობიექტი სხვადასხვაა,პრაქტიკაში კი
ძირითადად გვხვდება ბოქლომები, საკეტები, სეიფები,კარები ფანჯარა და სხვა.
ხოლო რაც შეეხება გატეხის იარაღებს, ეს შეიძლება იყოს დანა, ჩაქუჩი, მაკრატელი,
მავთული და სხვა. ასევე აღსანიშნავია,რომ გატეხის კვალის მიხედვით შეგვიძლია
ვიმსჯელოთ პიროვნების ფიზიკური შესაძლებლობაზე , მისი პროფესიულ ჩვევებზე,
შეღწევის ხერხებსა და პირთა რაოდენობის შესახებ. გატეხის იარაღი და ხელსაწყოები
იყოფა ორ ნაწილას, ესენია: 1. დაწოლის, დარტყმის, გაწევის კვალი; 2.სრიალის,
გაცურების, ხახუნის.

დოკუმენტებისა და ხელნაწერთა კრიმინალისტიკური გამოკვლევა

დოკუმენტი არის ლათ. სიტყვა და რაიმეს დამოწმებას, დამტკიცებას ნიშნავს.


დოკუმენტად ითვლება კრიმინალსიტიკური კვლევის ობიექტი, რომელიც შეიცავს
გამოსაძიებელ საქმეზე მნიშვნელობის მქონე ნებისმიერი სახის ინფორმაციას.
დოკუმენტების კრიმინალისტიკური გამოკვლევა შეისწავლის და ადგენს
დოკუმენტების გაყალბების ხერხებსა და გარემოებებს. დოკუმენტებში ცვლილებების
შეტანა შესაძლებელია განხორციელდეს ამოფხეკით,ამოშლით, ჩაბეჭდვით,
გადაწებებით, გვერდების გამოცვლის და ა.შ. დოკუმენტები შეიძლება დავყოთ
შემდეგ სახეებად: ხელნაწერების კრიმინალისტიკური გამოკვლევა და
დოკუმენტების ტექნიკურ-კრიმინალისტიკური გამოკვლევა.

ხელნაწერთა კრიმინალისტიკური გამოკვლევის მიზანია მოახდინოს პირის


იდენტიფიკაცია,ანუ დაადგინოს ხელნაწერის,ხელმომწერის შემსრულებელი პირი. ამ
შემთხვევაში ხელი განხილება როგორც წერის ფორმა. ხელის ჩამოყალიბებაზე
გარკვეულ გავლენას ახდენს შემდეგი ფატორები: პირობითი რეფლექსები,დროებითი
რეფლექსები, დინამიკური სტერეოტიპების ჩამოყალიბება, ჩვევების გამომუშავება.
ხელნაწერის საიდენტიფიკაციო ნიშნებია ის ნიშნები,რომელბიც მიუთითებენ და
განსაზღვრავენ ხელნაწერის ინდივიდუალურობას. ხელწერის ნიმუშების სახეებია: 1.
თავისუფალი; 2. პირობით თავისუფალი; 3. ექსპერიმენტული.

ბალისტიკა

კრიმინალისტიკური ბალისტიკა არის კრიმინალისტიკური ტექნიკის ერთ-ერთი


დარგი,რომელიც შეისწავლის ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალას, მათ
აგებულებასა და თავისებურებებს,ასევე, იარაღის გამოყენების შედეგად წარმოშობილ
კვალს, მისი აღმოჩენის,ამოღებისა და ფიქსირების თავისებურებებს. ცეცხლსასროლი
იარაღის შემდეგი სახეობები არსებობს: საბრძოლო, სამოქალაქო, სანადირო,
სასწავლო - სპორტული და კრიმინალური იარაღები. საბრძოლო იარაღი არის,
ქარხნულად დამზადებული იარაღი, რომელსაც ერთი ხრახნიანი ლულა აქვს, ასევე
შეიძლება იყოს გრძელლულიანი,მოკლელულიანიც. სამოქალაქო ცეცხლსასროლ
იარაღს კი მიეკუთვნება მოკლელულიანი იარაღები, რომელთა შორისაა
რევოლვერები და პისტოლეტები. რაც შეეხება სანადირო იარაღს აქ შედის
გრძელლულიანი ხრახნილლულიანი იარაღი, გრძელლულიანი,გლუვლულიანი და
კომბინირებული სანადირო იარაღები. სპორტული კი არის მცირეკალიბრიანი
იარაღები, რაც შეეხება კრიმინალურ იარაღს აქ იგულისხმება კუსტარულად
დამზადებული, თვითნაკეთი, გადაჭრილი იარაღები.

ზოგადად კი, საქართველოს კანონის „იარაღის შესახებ“ მე3 მუხლი იარაღის


დანიშნულების მიხედვით სამ ჯგუფად ყოფს,ესენია 1.სამოქალაქო იარაღი; 2.
სამსახურებრივ-საშტატო; 3. სამხედრო-საბრძოლო იარაღი.

გარეგნული ნიშნის მიხედვით პიროვნების იდენტიფიკაცია

გარეგნობის ნიშნის მიხედვით პიროვნების იდენტიფიკაციას ეწოდება


ჰაბიტოსკოპია. გარეგნული ნიშნების მიხედვით პიროვნების იდენტიფიკაცია
კრიმინალისტიკის ერთ-ერთი დარგია, რომელიც გამოიყენება საგამოძიებო და
სასამართლო პრაქტიკაში პიროვნების იდენტიფიკაციის მიზნით. გარეგნობის
ნიშანთა მიხედვით პირის იდენტიფიკაცია შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა
ხერხებითა და მეთოდებით, მაგ. საძიებო პირის დადგენა ამომცნობი პირის მიერ,
პიროვნების ამოცნობა ფოტოსურათის მეშვეობით, გარეგნობი ნიშნის მიხედვით
ფოტორობოტის შექმნა. გარეგნობის ნიშანთა მიხედვით პიროვნების
იდენტიფიკაციისათვის დამახასიათებელია მთელი რიგი თავისებურებები, ესენია:
სქესი, ასაკი, ჩაცმულობა, გარეგნობა და სხვა. გარეგნობის ნიშანთა კლასიფიკაცია
ხდება სხვადასხვა ნიშნების მიხედვით, ესენია: საერთო ფიზიკური, დემოგრაფიული,
ანატომიური, ფუნქციონალური, განსაკუთრებული, განსაკუთრებით თვალსაჩინო და
საყოფაცხოვრებო ნიშნები. აქვე უნდა აღინიშნოშო პორტრეტული
ექსპერტიზა,რომელიც სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე ხშირად
გამოიყენება. პორტრეტული ექსპერტიზის მიხედვით შესაძლებელია გაირკვეს
სხვადასხვა საკითხები, მაგ. გამოსაკვლევ ფოტოსურათზე გამოსახულია თუ არა
პირი, რომლის მიმართაც ხდება იდენტიფიკაციის საკითხი, ორ ან მეტ
ფოტოსურათზე გამოსახულია თუ არა ერთი და იგივე პირი. ჯგუფურ
ფოტოსურათზე ხომ არ არის დასადგენი პირი აღბეჭდილი.

კრიმინალისტიკრი რეგისტრაცია

კრიმინალსიტიკური რეგისტრაცია კრიმინალისტიკური ტექნიკის ერთ-ერთი


დარგია, რომელიც ახდენს კრიმინალსიტიკურად მნიშვნელოვანი ინფორმაციის
აღრიცხვასა და დამუშავებას. კრიმინალისტიკური რეგისტრაციის მიზანია
მონაცემთა ბაზაში სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის
შეკრებისა და აღრიცხვის უზრუნველყოფა, რაც შესაძლებლობას აძლევს
სამართალდამცავ ორგანოებს დროულად და სრულფასოვნად მოახდინონ საქმესთან
დაკავშირბული ინფორმაციის მოძიება და მისი გამოყენება. კრიმინალსიტიკური
რეგისტრაციის სახეს განეკუთვნება: 1. ბრალდებულისა და მსჯავრებულის, უგზო-
უკვლოდ დაკარგული პირებისა და ამოუცნობი გვამების რეგისტრაცია, 2.
დაკარგული საგნებისა და ნივთების რეგისტრაცია, 3. ჰაბიტოსკოპიური
რეგისტრაცია, 4. ცეცხლსასროლი იარაღების რეგისტრაცია, 5. დაქტილოსკოპიური
რეგისტრაცია. ბოლო ხანებში კი შეიქმნა შსს ინიციატივით ერთიანი ბაზა, რომელიც
უფრო მეტად გაამარტივებს პიროვნების იდენტიფიცირებასა და დანაშაულის
ჩამდენი პირების დადგენას. ასევე უნდა აღინიშნოს თუ რა მიზანი აქვს
ბრალდებულისა და მსჯავრდებულის რეგისტრაციაა. ამის მიხედვით, შესაძლოა
დადგინდეს აღნიშნულ პირთა მიერადრე ჩადენილი დანაშაულის ფაქტი, ასევე იყო
თუ არა იგი ადრე რეგისტრირებული, ხომ არ შეიცვალა სახელი,გვარი. აღნიშნული
პირების რეგისტრაციის ძირითადი სახეებია: სახელობითი რეგისტრაცია და
დაქტილოსკოპიური რეგისტრაცია.

კრიმინალისტიკური ტაქტიკა

კრიმინალისტიკური ტაქტიკას დანაშაულის გახსნისა და თვიდან აცილებისთვის


საქმეში უდიდესი როლი აქვს . კრიმინალისტიკური ტაქტიკა შეისწავლის და ადგენს
დაჯნაშაულთა გამოძიებისა და გახსნისთვის საჭირო იურიდიულ და პრაქტიკული
მნიშვნელობის სარეკომენდაციო ხასიათის ქცევის წესსს ,რა გზითაც გამომძიებელი
აღწევს გამოსაძიებელ საქმეზე ეპექტიური შედეგის მღებას. კრიმინალისტიკური
ტაქტიკის უმთავრესი მიზანია საგამოძიებო მოქმედებების ეფექტურად ჩატარების
უზრუნველყოფა. ხოლო მისი ამოცანაა პრაქტიკის შესწავლა და
განზოგადება,კონკრეტული ტაქტიკური ხერხების და მიდგომების შემუშავება, რაც
თავის მხრივ დაეხმარება გამომძიებელს საგამოძიებო მოქმედებების ეფექტურად
განხორციელებაში. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ტაქტიკას გარკვეულ
სტადიებს მოიცავს,ესენია : 1. საგამოძიებო მოქმედების მომზადება; 2. საგამოძიებო
მოქმედების ჩატარება; 3. საგამოძიებო მოედების ფიქსაცია; 4. ანალიზი და შეფასება.
რაც შეეხება საგამოძიებო ვერსიას,არსებობს ზოგადი და კერძო სახის ვერსიები. ასევე
დეტალური ვერსია, რომელსაც აგებენ ისეთი გარემოების ახსნის შესახებ, რომელსაც
დანაშაულის გახსნისა და საქმეზე არსებითი გარემოებების დადგენად აქვს
მნიშვნელობა.

ძებნის ცნება, სახეების და წარმოების ტაქტიკა. დაკავების ტაქტიკა

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარება ოპერატიულს-სამძებრო


საქმიანობის მნიშვნელოვანის ნაწილია,ასევე სამძებრო მოქმედება ისეთი
არაპროცესუალური საძიებო მოქმედებაა, რომელიც უმეტესად ტარდება წინაწარ
ცნობილი საგნებისა და ობიექტების აღმოსაჩენად და ამოსაღებას. ზოგადად ძებნა,
ძირითად შემთხვევაში არის ფარული და ტარდება გამომძიებლის ან პროკურორის
დადგენილების საფუძველზე. ძებნის ობიექტი შეიძლება იყოს მაგ. მიმალვაში მყოფი
ბრალდებული ან მსჯავრდებული,ასევე მოწმე და დაზარალებული, უგზო-უკვლოდ
დაკარგული პირი, გვამი, დანაშაულის ჩადენის იარაღი, დაკარგული ქონება,საქმეზე
მტკიცებულებითი მნიშვნელობის დოკუმენტები და სხვა. სამძებრო საქმიანობა უნდა
ხორციელდებოდეს შემდეგი პრინციპების მიხედვით : ძებნის განხორციელების
აქტიურობა, ძებნის წარმოების დასაბუთება, ძებნის უწყვეტობა,
სისწრაფე,გადაუდებლობა, ოპერატიულობა, „ცხელ კვალზე“ მიდევნება. რაც შეეხება
დაკავებას, იგი იძულებითი ხასიათის ერთ-ერთი პროცესუალური მოქმედებაა,
რომლის სწორად, ორგანიზებულად და დროულად ჩატარებაზე დამოკიდებულია
მთელი რიგი კატეგორიის დანაშაულთა სწრაფი, სრული და დროული გახსნა.
დაკავება იყოფა სამ ჯგუფად: 1. დაკავება, რომელიც ხორციელდება დანაშაულის
ჩადენაში მხილებული პირის მიმართ; 2. დაკავება იმ პირისა, რომელიც სისხლის
სამართლის პასუხისგებაშია მიცემული და თავს არიდებს გამოძიების ორგანოებში
გამოცხადებას და იძებნება. 3. დაკავემა იმ პირის, რომელიც სასამართლოს განაჩენით
ცნობილია დამნაშავედ, შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა,არ ხდება
განაჩენის აღსრულება და იმყოფება ძებნაში.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ტაქტიკა

შემთხვევის ადგილის დათვალირება სისხლის სამართლის საქმის გამოძიებსი


ეტაპზე წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნისნელოვან,აუცილებელ და გადაუდებელ
საგამოძიებო მოქმედებას, რომლის დროსაც მოწმდება მოწოდებული ინფორმაცია
დანაშაულის ჩადენის შესახებ, ნათელი ხდება დანაშაულის განვითარების
სხვადასხვა ეტაპები და შესაძლებელი ხდება სავარაუდო დამნაშავის შესახებ
ინფორმაციის მიღება. შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიზანი და ამოცანაა
დანაშაულის კვალის აღმოჩენა,შემთხვევის გარემოების ახსნა, სხვა მნიშვნელოვანი
გარემოებების გამორკვევა, აღმოჩენილი კვალის ფიქსაცია, მოპოვებულ ინფორმაციის
საფუძველზე საგამოძიებო ვერსიების აგება და გამოძიების დაგეგმვა. შემთხვევის
ადგილის დათვალიერების ჩატარების ტაქტიკა მოიცავ 4 ძირითად სტადიას, ესენია:
1. მიმოხილვითი სტადია; 2. სტატიკური სტადია; 3.დინამიკური სტადია;
4.დასკვნითი სტადია. შემთხვევის ადგილის დათვალიერების სუბიექტები კი არიან
გამომძიებელი და პროკურორი. შემთხვევის ადგილის დროს აუცილებელია დაცული
იყოს დანაშაულის ადგილი. შემთხვევის ადგილძე შეიძლება იმუშაონ მხოლოდ
ექსპერტებმა და საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა,რომლებიც აღჭურვილი
უნდა იყვნენ სპეციალური საშუალებებით (ბახილები,ხელთათმანები და სხვა), რათა
მაქსიამლურად იქნეს დაცული დანშაულისა და შემთხვევის ადგილი.

დაკითხვისა გამოკითხვის ჩატარების ტაქტიკა.

დაკითხვა ყველაზე გავრცელებული საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაა, იგი


მართლმსაჯულებაში მტკიცებულების მიღების და შემოწმების ერთ- ერთი პირველი
პროცესუალური მოქმედებაა. გამოკითხვა ყოველთვის წინ უსწრებს დაკითხვას,
უფრო მეტიც პირის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში ხდება
წინაპირობა იმისა, რომ პირი დაიკითხოს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის
სტატუსით. გამოკითხვა ნებაყოფლობით ხასიათს ატარებს. გამოსაკითხი პირისგან
ინფორმაციის მიღება მისი სურვილის შედეგია. გამოსაკითხ პირს არ აიძულებს
კანონი გასცეს ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებებთან
დაკავშირებით, რისი ვალდებულებისგანაც მოწმე არ თავისუფლება. მოწმეს აკისრია
ვალდებულება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე თქვას ყველაფერი რაც იცის.
დაკითხვა/გამოკითხვის მიზანია გამოსაძიებელ საქმეზე მნიშვნელობის მქონე
გარემოების შესახებ გამოსაკითხ/დასაკითხი პირისაგან მიღებული იქნეს სწორი,
სრულყოფილი და ობიექტური ჩვენება. თავის მხირვ, ჩვენების პროცესი მოიცავს 3
ეტაპს,ესენია: აღქმა, დამახსოვრება და გადმოცემა. რაც შეეხება დაკითხვის
სახეებს,ესენია: პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვა. გამოკითვის მიმდინარეობია
მოიცავს გამოსაკითხი პირის ვინაობის დადგენას, გამოკითხვის მეთოდის
განსაზღვრას, გამოკითხვის თავისუფალი თხრობის ჩატარებას, გამოკითხვის კითხვა-
პასუხის რეჟიმში ჩატარებას,გამოკითხვის ფიქსაციას.

ამოსაცნობად ჩატარების ტაქტიკა

ამოცნობა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული


საგამოძიებო მოქმედებაა, რომელიც წარმოადგენს კრიმინალსიტიკური
იდენტიფიკაციის განხორციელებისნერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას, რომლის არსი
მდგომარეობს გამოძიების მიზნებისათვის საჭირო საამოსაცნობო პირების, გვამების,
საგნების და ობიექტების ამოცნობაში. ამოცნობის სრულფასოვნად ჩასატარებლად
აუცილებელია გატარდეს შემდეგი სახის ღონისძიებები: 1.ცოცხალი პირების,
საგნების ნივთები და სხვა ობიექტების ამოცნობას წინ უნდა უსწრებდეს ამომცნობ
პირთა გამოკითხვა/დაკითხვა; 2. ცოცხალი პირების,ასევე სხვა ობიექტების
ამოსაცნობად წარდგენა უნდა მოხდეს ამოსაცნობი პირისათვის უცხო მის მსგავს
პირებსა და საგნებს შორის. 3. გვამის ამოცნობამდე ამოსაცნობი უნდა გამოიკითხოს
ამოსაცნობის პირის აღწერილობისა და ამოსაცნობ პირთა კავშირის შესახებ. 4.
ამოცნობის ჩატარებამდე ამომცნობი და ამოსაცნობი ერთიმეორეს არ უნდა შეხვდნენ.
5. ერთი და იმავე პირის ამოსაცნობად წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ
და განმეორებით ჩატარება დაუშვებელია.

ჩხრეკისა და ამოღების ჩატარების ტაქტიკა

ჩხრეკა-ამოღება გადაუდებელი სახის საგამოძიებო მოქმედებაა, რომლის დროულად


ჩატარებაზეც არის დამოკიდებული საქმეზე მნიშვნელობის მქონე
მტკიცებულებებისა და არსებითი ხასიათის გარემოებების აღმოჩენა-დადგენა.ჩხრეკა-
ამოღების ჩატარება შესაძლებელია ორი მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობის
შემთხვევაში : იურიდიული და ფაქტობრივი საფუძვლით. ჩხრეკა-ამოღებისას
გამომძიებელთან ერთას შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს ექსპერტმა,თარჯიმანმა ან
სხვა სპეციალური ცოდნის მქონე პირმა. ჩხრეკისა და ამოღების ჩატარების ტაქტიკა
მოიცავ ყველა იმ ტაქტიკურ ხერხსა და მეთოდს,რომელიც ხელს უწყობს აღნიშნული
საგამოძიებო მოქმედების სწორა და ხარისხიანად ჩატარებას. ტაქტიკური ხერხები კი
არის: თანმიმდევრულობა და შერჩევითი ხასიათი, ცალკეული და ჯგუფური,
პარალელური და შემხვედრი, შესამოწმებელი ობიექტების დაზიანების გარეშე
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება. ჩხრეკა ამოღების ჩატარების ტაქტიკა მოიცავ 4
სტადიას,ესენია: მოსამზადებელი,მიმოხილვითი, დეტალური და ფიქსაციის სტადია.

საგამოძიებო ექპერიმენტის ჩატარების ტაქტიკა

საგამოძიებო ექსპერიმენტი საგამოძიებო მოქმედებაა,რომელიც ხელს უწყობს


დანაშაულის გახსნას და საქმეზე არსებითი გარემოებების დადგენას, საქმეზე
არსებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის აღდგენა-გაანალიზების გზით.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისათის აუცილებელია ფაქტობრივი და
იურიდიული საფუძველი. ფაქტობრივი საფუძველია გამომძიებლისა და
პროკურორის ვარაუდი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ,ხოლო
იურიდული საფუძველია დადგენილება ან სასამართლო განჩინება. საგამოძიებო
ექსპერიმენტის ჩატარების მომზადება მისი ჩატარების ადგილზე მისვლამდე მოიცავ
გარკვეულ ღონისძიებებს, ესენია: საგამოძიებოს ექსპერიმენტის მიზნისა და
ამოცანების განსაზღვრა; შესამოწმებელი გარემოებების დადგენა; მონაწილე პირების
მოწვევასა და ტექნიკური საშუალებების განსაზღვრას; ჩატარების ადგილის წინასწარ
გაცნობასა და მის სათანადოდ დაცვას. ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტის
მომზადება ადგილზე მისლის შემდეგ მოიცავს ადგილმდებარეობისა და პირობების
წინასწარ შემოწმებას, ექსპერიმენტში მონაწილე პირების შემოწმებას, მათთვის
შესაბამისი ადგილის მიჩენასა და ფუნქციების გადანაწილებას, უსაფრთხოების
ზომების მიღებას. სგამოძიებოს ექსპერიმენტის ფისაქციისთვის გამოიყენება
ოქმი,ფოტო და ვიდეოგადაღება.

ექსპერტიზის დანიშვნის ტაქტიკა

ექსპერტიზა გრანგული სიტყვაა და ნიშნავს სპეციალისტების მიერ მნიშვნელოვანი


გარემოებების გამორკვევას,დასაბუთებული და პროფესიონალური დასკვნის
მიღების მიზნით. ექსპერტიზა ტარდება იმ შემთხვევაში თუ ამა თუ იმ ხელობის
ექსპერტთა მონაწილეობის არეშე შეუძლებელია საქმნისთვის მნიშვნელობის მქონდე
ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ასევე თუ აღმოჩენილია კვალი, რომლის
სწორად გაგება და გამოკვლევა სპეციალური ცოდნის გარეშე შეუძლებელია.
კრიმინალისტიკური ექსპერტიზის სახეებია: დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური,
დოკუმენტების ტექნიკურ-კრიმინალისტიკური, ბალისტიკური, ჰაბიტოსკოპიური
და სხვა. რაც შეეხება ექპერტიზის დასკვნის ფორმებს არსებობს კატეგორიული
დასკვნა, უარი დასკვნის მიცემაზე და სავარაუდო დასკვნა.

You might also like