You are on page 1of 1

28/09/2020

საშინაო დავალება
“წერილი ვარსქენ პიტიახშისთვის”
მეხუთე საუკუნეში, საქართველოზე დიდი გავლენა მოახდინა სპარსეთთა დაპყრობებმა.
ქართველთა რჯულის შეცვლა ბევრ მტერს უცდია მაგრამ მათი გადაბირება ვერ შეძლეს,
რელიგიის შეცვლას სიკვდილი ერჩივნათ. საქართველოს ისტორიაში, უამრავი ადამიანი
არსებობს ვინც წამებით მოკლეს მაგრამ ქრისტეს არ უღალატეს. ამ ყველაფრის ცოდნის
შემდეგ, რატომ იფიქრეთ იმაზე, რომ რჯული შეგეცვალათ?! დედ-მამა, ცოლ-შვილი
ქრისტიანები გყავდათ და უბრალოდ კეთილდღეობის გამო უღალატეთ ჭეშმარიტ ღმერთს.
სპარსეთის მეფეს შეჰპირდით, რომ თქვენი ცოლ-შვილი, ისევე როგორც თქვენ,
ცეცხლთაყვანისმცემლები გახდებოდით იმის მიხედვით, რომ შუშანიკმა ამის შესახებ
არაფერი იცოდა. ძალაუფლების სანაცვლოდ უარყავით ჭეშმარიტი ღმერთი. ნუთუ არ
ინანეთ შემდგომში თქვენი საქციელი?! ნუთუ არ გიფიქრიათ რა მაგალითს აიღებდნენ
თქვენი შვილები თქვენგან?! როგორ უნდა გეთქვათ ეს ყველაფერი, თქვენი მეუღლისთვის?!
მეხუთე საუკუნეში, ყველა ცდილობდა მტერთან ძლიერი გამოჩენილიყო, თავს არ
ზოგავდნენ რომ მომავალი თაობები, ოჯახის წევრები დაეცვათ და ამავდროულად
შეენარჩუნებინათ სარწმუნოებაც და ქვეყანაც. ქართველები არავის აძლევდნენ უფლებას, რომ
საქართველო რუკიდან ამოშლილიყო, თავს სწირავდნენ იმისთვის, რომ სხვა ქვეყნის
შემადგენლობაში არ შევსულიყავით და ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ მაინც, ასე მარტივად
გადაწყვიტეთ ცეცხლთაყვანისმცემელი გამხდარიყავით და უღალატეთ ჭეშმარიტ ღმერთს.
თქვენს გარშემო ადამიანების თვალში ძალიან დამცირდებოდით, ძალაუფლების სანაცვლოდ
რელიგია შეიცვალეთ და გადაწყვიტეთ რომ ცოლ-შვილსაც შეუცვლიდით რჯულს,
სარწმუნოების შენარჩუნებისთვის ქართველები უხსივარი დროიდან იბრძვიან და თქვენ ასე
მარტივად როგორ შეგეძლოთ დაგეთმოთ ის, რის შენარჩუნების გამოც უამრავი ადამიანი
იხოცებოდა წლების განმავლობაში.

You might also like