You are on page 1of 60

1

franc kafka

წერილი მამას

germanulidan Targmna
devi berZeniSvilma

2
მკითხველთა ლიგა

უძვირფასესო მამა,

ამას წინათ მკითხე, რატომ ვამბობ, რომ შენი მეშინია. ჩვეულე-


ბისამებრ ვერაფერი გიპასუხე, ნაწილობრივ სწორედ შენდამი შიშის
გამო, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ ამ შიშის ახსნა ზედმეტად
ვრცელ განმარტებებს საჭიროებს, რომელთა საუბარში ჩართვა
რთული იქნებოდა. და თუკი ახლა ვცდილობ წერილობით გიპასუ-
ხო, ეს პასუხი მაინც ერთობ არასრული იქნება, რადგან ახლაც კი,
როცა ვწერ, შენდამი შიში და ამის შედეგი მაბრკოლებს და კიდევ ის,
რომ მასალის რაოდენობა ჩემი მეხსიერებისა და გონებრივ შესაძ-
ლებლობებს ბევრად აღემატება.
ეს საკითხი ყოველთვის მარტივად გეჩვენებოდა, ყოველ შემ-
თხვევაში მეც და განურჩევლად ბევრ სხვასაც ასე ეუბნებოდი. ყვე-
ლაფერი დაახლოებით შემდეგნაირად წარმოგედგინა: მთელი ცხო-
ვრება მძიმე შრომაში გაატარე, ყველაფერი შვილებს და პირველ
რიგში მე შემომწირე, რისი წყალობითაც „უზრუნველი ცხოვრება“
მქონდა, სრულიად თავისუფალი ვიყავი, რისი შესწავლაც მომინდე-
ბოდა იმას ვსწავლობდი, სარჩოს მოპოვება არანაირად არ მეხებო-
და და, შესაბამისად, ზოგადად სხვა საზრუნავიც არა მქონია. სანაც-
ვლოდ კი არა მადლიერებას – „შვილების მადლიერების“ ფასი კარ-
გად იცი – არამედ გაგების და თანაგრძნობის რაიმე გამოვლენას
თუ ითხოვდი. ამის მაგივრად, დიდი ხანია ჩემს ოთახს, წიგნებს, ახი-
რებულ იდეებს, გადარეულ მეგობრებს ვაფარებდი თავს. შენთან
გულწრფელად არასდროს მილაპარაკია. ტაძარში, რაც მამების წი-
ნაშე ვაჟების ვალდებულება იყო, შენთან ერთად არ დავდიოდი,
ფრანცენსბადში არასოდეს გაკითხავდი და, საერთოდ, ნათესაურ
გრძნობებს არასოდეს ვავლენდი. მაღაზია და შენი სხვა საქმეები არ
მაინტერესებდა, თავს ფაბრიკა მოგახვიე და შემდეგ მიგატოვე, ოთ

3
ლას1 თავის სიჯიუტეში თანადგომას ვუცხადებდი და იმ დროს, რო-
დესაც შენთვის თითიც კი არ გამინძრევია (შენთვის თეატრის ბილე-
თიც კი არ მომიტანია) მეგობრებისთვის ყველაფერს ვაკეთებ. ჩემ
შესახებ შენი მსჯელობანი რომ შეაჯამო აღმოჩნდება, რომ არაწე-
სიერებასა და ბოროტებაში კი არ მადანაშაულებ (ჩემი ბოლო ქორ-
წინების გეგმას თუ არ ჩავთვლით), არამედ გულგრილობაში, გაუც-
ხოებაში, უმადურობაში. თანაც ამას ისე მსაყვედურობ, თითქოს ამ
ყველაფერში დამნაშავე მე ვარ, თითქოს საჭის ერთი მოტრიალე-
ბით შემეძლო ყველაფრისთვის სხვა მიმართულება მიმეცა და ეს იმ
დროს, როცა შენი ბრალეულობა მხოლოდ იმაში თუ მდგომარეობს,
რომ ჩემ მიმართ ზედმეტად კეთილი იყავი.
შენთვის ამ ჩვეულ მსჯელობას სწორად მხოლოდ იმიტომ ვთვ-
ლი, რომ დარწმუნებული ვარ ჩვენს გაუცხოებაში ბრალი სრულიად
არ მიგიძღვის. თუმცა მეც ასევე სრულიად უდანაშაულო ვარ. ამაში
შენი დარწმუნება რომ მომეხერხებინა, მაშინ შესაძლებლობა გაჩ-
ნდებოდა არა ახალი ცხოვრება, – საამისოდ ჩვენ ორივე ზედმეტად
ასაკოვანნი ვართ, – მაგრამ რაღაც მშვიდობის მაგვარი გვქონოდა,
რაც შენს გამუდმებულ საყვედურებს არ შეწყვეტდა, მაგრამ თუნდაც
შეარბილებდა.
უცნაურია, მაგრამ რაღაც დონეზე წინასწარ ხვდები რის თქმასაც
ვაპირებ. ასე მაგალითად, ამას წინათ მითხარი: „ყოველთვის მიყ-
ვარდი, თუმცა გარეგნულად სხვა მამებივით არ გეპყრობოდი, მაგ-
რამ ეს იმიტომ, რომ სხვებივით თვალთმაქცობა არ მეხერხება“. სა-
ერთოდაც ჩემ მიმართ შენს კეთილგანწყობაში ეჭვი არასოდეს შემ-
პარვია, მაგრამ ამ სიტყვებს მართებულად არა ვთვლი. მართალია,
თვალთმაქცობა არ შეგიძლია, მაგრამ მხოლოდ ამის გამო იმის მტ-
კიცება, რომ სხვა მამები თვალთმაქცობენ ან ყველანაირი მოსაზრე-
ბის მიმართ სრული შეუწყნარებლობაა, ანდა – რაც, ჩემი აზრით, სი-
ნამდვილეს შეესაბამება – მხოლოდ იმის ერთგვარი აღიარება, რომ
ჩვენ შორის რაღაც წესრიგში არ არის და ამაში ჩემ გარდა შენც

1
ოთილიე (ოთლა) – მწერლის ყველაზე უმცროსი და

4
უნებლიე დამნაშავე გამოდიხარ. ხოლო თუ ამას მართლა ასე
თვლი, მაშინ ჩვენ ერთსულოვანნი ვყოფილვართ.
რა თქმა უნდა არ ვამბობ, რომ როგორიც ვარ, ასეთი მხოლოდ
შენი ზემოქმედების შედეგად გავხდი. ეს მეტისმეტი გაზვიადება იქ-
ნებოდა (და ამგვარი გაზვიადებისკენ მიდრეკილებაც კი მაქვს). სავ-
სებით შესაძლებელია შენი ზეგავლენისგან სრულიად თავისუფალი
რომ გავზრდილიყავი, ისეთი ადამიანი მაინც ვერ გავმხდარიყავი,
შენ რომ გულს მოგეფონებოდა. ალბათ მაინც სუსტი, გაუბედავი, მე-
რყევი, მოუსვენარი ადამიანი ვიქნებოდი, რომელიც არც რობერტ
კაფკას2 და არც კარლ ჰერმანს3 არ ემგვანებოდა, თუმცა მაინც სხვა,
არა ისეთი, როგორიც ახლა ვარ და ერთმანეთსაც საუცხოოდ შევეწ-
ყობოდით. ბედნიერი ვიქნებოდი, შენ რომ ჩემი მეგობარი, შეფი, ბი-
ძა, ბაბუა, თუნდაც (მაგრამ აქ უკვე, ცოტა არ იყოს, ვორჭოფობ) სი-
მამრი ყოფილიყავი. თუმცა სწორედ როგორც მამა, ჩემთვის ზედმე-
ტად ძლიერი აღმოჩნდი, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ჩემი ძმე-
ბი მცირეწლოვანნი გარდაიცვალნენ, დები კი ჩემზე გაცილებით გვ-
იან გაჩნდნენ და ამიტომ პირველი ზეწოლის გამკლავება მარტოს
მომიწია, ამისთვის კი ზედმეტად სუსტი გამოვდექი. შეგვადარე ერ-
თმანეთს: ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ ჩემზე – ლევი4 გარკვეული
კაფკასეული დვრიტით, მაგრამ ცხოვრებაში არა კაფკასეული ჟინით
ამოძრავებული სამოღვაწეოდ, დასაპყრობად, არამედ ყველა ლე-
ვისთვის დამახასიათებლად, მალულად გამჟღავნებული, გაუბედა-
ვი, სხვა მიმართულების მქონე და ხშირად საერთოდაც მიმქრალი
მისწრაფებებით. შენ კი პირიქით, ჭეშმარიტი კაფკა ძალ-ღონით, ჯა-
ნმრთელობით, მადიანობით, ხმის სიმძლავრით, მჭევრმეტყველე-
ბით, თვითკმაყოფილებით, ყველას მიმართ უპირატესობის გრძნო-
ბით, გამძლეობით, სიმხნევით, ადამიანთა ცოდნით, გარკვეულ წი-

2
რობერტ კაფკა – მწერლის ბიძაშვილი.
3
კარლ ჰერმანი – მწერლის დის – ელის ქმარი
4
ლევი – გვარი, რომელსაც მწერლის დედა, ჯულია, ჰერმან კაფკაზე (მწერ-
ლის მამაზე) გათხოვებამდე ატარებდა.

5
ლად დიდსულოვანი, რა თქმა უნდა ყველა ამ ღირსების თანმხლები
შეცდომებითა და სისუსტეებით, რომლებთანაც შენს ტემპერამენ-
ტსა და ზოგჯერ მძვინვარე სიფიცხეს მიჰყავხარ. შესაძლოა შენი სა-
ერთო მსოფლმხედველობით მთლად კაფკაც არა ხარ, რამდენადაც
შენი შედარება ძია ფილიპთან, ლუდვიგთან, ჰაინრიხთან5 შემიძ-
ლია. ეს უცნაურია და ჩემთვის ბოლომდე გაურკვეველი. ისინი შენ-
თან შედარებით ხომ უფრო მხიარულნი, ხალისიანნი, უშუალონი,
მშვიდნი, ნაკლებად მკაცრნი იყვნენ (სხვათა შორის, აქ ბევრი რამ
მემკვიდრეობით შენგან მივიღე და ეს მემკვიდრეობა მეტისმეტად
კარგად განვკარგე მაშინ, როდესაც ხასიათში რაც გაქვს, ამის საჭი-
რო საპირწონე არ გამაჩნია). თუმცა სხვა მხრივ, ამ თვალსაზრისით,
შენც სხვადასხვა საფეხური გაიარე, ალბათ უფრო გახარებულიც
იყავი, სანამ შენმა შვილებმა – განსაკუთრებით კი, მე – იმედი არ
გაგიცრუეთ და ყოფა არ დაგიმძიმეთ (მაგრამ სტუმრებთან შენ ხომ
იცვლებოდი) და ახლაც ალბათ ისევ გამხიარულებული ხარ, რად-
გან შვილიშვილები და სიძე ცოტაოდენ სითბოს, რომლის გაღებაც
შვილებმა ვერ შეძლეს, ალბათ ვალის6 გამოკლებით, ისევ გაძლე-
ვენ. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ისეთი განსხვავებულნი და ამ სხვა-
ობის გამო, ერთმანეთისთვის იმდენად სახიფათონი ვიყავით, რომ
წინასწარ იმის გათვლის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, რომ მე,
ნელა განვითარებად ბავშვს და შენ, ჩამოყალიბებულ ადამიანს, ერ-
თმანეთთან როგორი ურთიერთობა გვექნებოდა, შეიძლება ვივარა-
უდოთ, რომ უბრალოდ ისე გადამივლიდი, ჩემგან აღარაფერი დარ-
ჩებოდა. მაგრამ ეს არ მოხდა, ცხოვრების წინასწარ გათვლა შეუძ-
ლებელია, თუმცა ალბათ უარესი მოხდა. მაგრამ ისევ და ისევ გთხ-
ოვ, არ დაგავიწყდეს, რომ ჩემი რწმენით, არასოდეს და არაფერში
მცირეოდენითაც კი დამნაშავე არა ხარ. შენ ჩემზე ისე ზემოქმედებ-
დი, როგორც უნდა გემოქმედა, ოღონდ იმაზე ფიქრი შეწყვიტე, თით-
ქოს ჩემი განსაკუთრებული გაავება იმაში მდგომარეობს, რომ საკუ-

5
ფილიპი, ლუდვიგი და ჰაინრიხი – კაფკას მამის ძმები.
6
ვალერია (ვალი) – მწერლის და.

6
თარ თავს შენი გავლენის მსხვერპლად მივიჩნევ. მორცხვი ბავშვი
ვიყავი, თუმცა, რა თქმა უნდა, ჯიუტი, როგორც ყოველი ბავშვი. რა
თქმა უნდა დედა მანებივრებდა, მაგრამ იმას ვერ დავიჯერებ, რომ
განსაკუთრებით შეუსმენელი ვიყავი, ვერ დავიჯერებ, რომ თბილი
სიტყვით, ალერსიანი შეხებით, კეთილი შემოხედვით ჩემთან ნების-
მიერ სასურველს ვერ მიაღწევდით. არსით კეთილი და რბილი ადა-
მიანი ხარ (შემდეგი ამას არ ეწინააღმდეგება, მე მხოლოდ იმ ფორ-
მაზე ვლაპარაკობ, რომლითაც შენ ბავშვზე ზემოქმედებდი), მაგრამ
ყველა ბავშვს მოთმინებით და შიშის გარეშე დაფარული სიკეთის
მოძიება არ შეუძლია. ბავშვს მხოლოდ საკუთარი ხასიათის შესაბა-
მისად თუ აღზრდი ძალით, ყვირილით, გაფიცხებით და ამ შემთხვე-
ვაშიც ეს უფრო გამოსადეგად იმიტომ მიგაჩნდა, რომ ჩემში ძლიერი
და მამაცი ყმაწვილის აღზრდას ესწრაფვოდი.
ადრეულ ბავშვობაში შენი აღზრდის მეთოდების ზუსტად აღწე-
რას, რა თქმა უნდა, ახლა ვერ შევძლებ, მაგრამ თუკი შემდგომ, შენი
და ფელიქსის7 ურთიერთობის მიხედვით ვიმსჯელებთ, ამის მიახ-
ლოებითი წარმოდგენა შემიძლია. ეს იმით მტკიცდება, რომ იმ დრ-
ოს გაცილებით ახალგაზრდა და ამიტომაც უფრო ენერგიული, თავ-
შეუკავებელი, პირდაპირი, უდარდელი იყავი, ვიდრე ახლა ხარ და
ამას გარდა, მთლიანად შენს საქმეებში ჩაფლულს, დღის განმავ-
ლობაში ერთხელ თუ გხედავდი და ამიტომ ჩემზე უფრო ძლიერ შთა-
ბეჭდილებას ახდენდი, რომელიც არასდროს უბრალოვდებოდა.
ბავშვობის მოგონებიდან უშუალოდ მხოლოდ ერთი შემთხვევა
მახსენდება. შეიძლება ის შენც გახსოვდეს. ერთ ღამეს წყალს განუწ-
ყვეტლივ და წუწუნით ვითხოვდი, ალბათ არა იმის გამო, რომ წყლის
დალევა მინდოდა, არამედ, სავარაუდოდ, ნაწილობრივ თქვენს გა-
საბრაზებლად, ნაწილობრივ კი გასართობად. მას შემდეგ, როცა
ძლიერმა მუქარებმა არ იმოქმედა, შენ საწოლიდან გამომიღე, აი-
ვანზე გამიტანე და ერთხანს იქ მარტო, ღამის პერანგის ამარა, და-
კეტილ კარს მიღმა დამტოვე. იმის თქმა არ მინდა, რომ ეს არასწორი

7
ფელიქს ჰერმანი — კაფკას დის, გაბრიელას (ელის) ვაჟიშვილი.

7
იყო, შესაძლებელია, სხვა გზით შუაღამისას მოსვენების მიღწევა შე-
უძლებელი იყო, ამით მხოლოდ შენი აღზრდის მეთოდების და ჩემზე
მათი ზემოქმედების დახასიათება მსურს. ამის შემდეგ, რა თქმა უნ-
და, დავმორჩილდი, მაგრამ შინაგანად მოვტყდი. ჩემი აზრთა წყო-
ბით ვერაფრით შევძელი, წყლის დალევის სრულიად გასაგები, თუნ-
დაც უშედეგო თხოვნის და ოთახიდან ჩემი გამოძევებით გამოწვეუ-
ლი ენით აუწერელი საშინელების ერთმანეთთან დაკავშირება.
წლების შემდეგ ისევ მტანჯავდა იმის წარმოდგენა, რომ უზარმა-
ზარ კაცს, მამაჩემს, უმაღლეს ინსტანციას, თითქმის უმიზეზოდ, შუ-
აღამეს შეუძლია მომიახლოვდეს, საწოლიდან გამომაძროს და აი-
ვანზე გამიტანოს. აი, თურმე მისთვის როგორი არარაობა ვყოფილ-
ვარ.
იმ დროს ეს მხოლოდ უმნიშვნელო დასაწყისი იყო, მაგრამ საკუ-
თარი არარაობის ხშირი განცდა (განცდა, სხვა მხრივ, კეთილშობი-
ლი და ნაყოფიერი) დიდწილად შენი გავლენის შედეგია. მე მხო-
ლოდ ცოტაოდენი წახალისება, ცოტა მეგობრობა, საკუთარი გზით
სიარულის მცირე შესაძლებლობა მსურდა, შენ კი ეს დამიხშე, რა
თქმა უნდა ყველაზე კეთილი განზრახვით, რადგან ჩათვალე, რომ
სხვა გზით უნდა წავსულიყავი. თუმცა საამისოდ არ ვვარგოდი. მაგა-
ლითად, მახალისებდი, როცა მწყობრში კარგად დავდიოდი და სა-
ლამს ვიძლეოდი, მაგრამ ჯარისკაცი ჩემგან ვერ დადგებოდა; ანდა
შემაგულიანებდი, რომ მკვიდრად დანაყრებულს ლუდიც დამეყო-
ლებინა, ან როცა ჩემთვის გაუგებარ სიმღერებში სხვებს ავყვებოდი,
ან როდესაც შენს საყვარელ გამონათქვამებს უაზროდ ვიმეორებდი,
მაგრამ ეს ყველაფერი ჩემს მომავალს არ ეხმიანებოდა. და ნიშან-
დობლივია, რომ ახლაც კი, არსობრივად მხოლოდ იმ შემთხვევაში
მამხნევებ, როცა საქმე შენც გეხება და შენი თავმოყვარეობაც ილა-
ხება (მაგალითად, ჩემი დაქორწინების სურვილი), ანდა ჩემ გამო
(მაგალითად, როცა პეპა8 მლანძღავს). მაშინ მამხნევებ ან ჩემს
ღირსებებს მახსენებ, იმ სასურველ საცოლეებზე მიმითითებ, რომ-

8
პეპა – კაფკას დის – ვალის მეუღლე

8
ლებიც ჩემი შესაფერისნი არიან და პეპას უპირობოდ ამტყუნებ. იმა-
ზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ ჩემს ასაკში გამხნევებისადმი თით-
ქმის დაყრუებული ვარ და მასში ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ, თუკი
ის მხოლოდ მაშინ გაიჟღერებს, როცა საუბარი პირველ რიგში მე არ
მეხება.
თუმცა ყველაფერში გამხნევება სწორედ იმ დროს წამადგებოდა.
მე შენი აღნაგობაც მთრგუნავდა. მაგალითად, მახსენდება, ერთ კა-
ბინაში ტანსაცმელს როგორ ვიცვლიდით ხოლმე. მე – გამხდარი,
სუსტი, ჩია მკერდით, შენ კი ძლიერი, დიდი, მხრებგანიერი. საკუთა-
რი თავი უკვე კაბინაშივე საცოდავად მეჩვენებოდა, თანაც არა მარ-
ტო შენთან, არამედ მთელ სამყაროსთან შედარებით, რადგან ჩემ-
თვის ყოველი საგნის საზომი შენ იყავი. ხოლო როდესაც კაბინიდან
ხალხში გავდიოდით, შენს ხელს ჩაჭიდებული პატარა ჩონჩხი, გა-
უბედავი,წყლის შიშით შეპყრობილი, ფიცრებზე ფეხშიშველი ვიდე-
ქი და ცურვის მოძრაობებს ვერ ვიმეორებდი, რომლებსაც კეთილი
ზრახვებით, მაგრამ სინამდვილეში მთელი ამ დროის განმავლობა-
ში ჩემს ღრმა შესარცხვენად რომ მიჩვენებდი, მაშინ სრულ სასო-
წარკვეთილებაში ვვარდებოდი და მთელი ჩემი მწარე გამოცდილე-
ბა ამ წუთებში საუცხოოდ დასტურდებოდა. შედარებით უკეთ თავს
მაშინ ვგრძნობდი, როცა ზოგჯერ პირველი გამოიცვლიდი და კაბი-
ნაში მარტო დარჩენის საშუალება მეძლეოდა და ჩემი სახალხოდ
გამოჩენის სირცხვილის გაჭიანურებას იქამდე ვახერხებდი, ვიდრე
უკან არ ბრუნდებოდი, ბოლოს და ბოლოს იმის სანახავად თუ რაში
იყო საქმე და კაბინიდან არ მაძევებდი. შენი მადლიერი ვიყავი, რომ
როგორც ჩანდა, ჩემს ტანჯვას არ ამჩნევდი, თანაც მეამაყებოდა,
რომ მამაჩემს ასეთი ტანი ჰქონდა. ისე კი ჩვენ შორის ახლაც დაახლ
ოებით იგივე სხვაობაა.
ამას თან შენი ხასიათის მბრძანებლობა ერთვოდა. შენი ძალის-
ხმევით იმდენს მიაღწიე, რომ საკუთარი განსჯის მიმართ უსაზღვრო
ნდობა გქონდა. ბავშვობაში ეს იმდენად არ მაოცებდა, რამდენადაც
შემდგომ, სიყმაწვილეში. სავარძელში ჩამჯდარი ქვეყანას განაგებ-

9
დი. შენი მსჯელობა სწორი იყო, ხოლო სხვა ყველასი – გიჟური, სუ-
ლელური, არანორმალური. ამასთან ერთად შენი თვითდარწმუნე-
ბულობა იმდენად დიდი იყო, რომ თანმიმდევრულობასაც არ იცავ-
დი და მაინც თავს ყოველთვის მართლად თვლიდი. ზოგჯერ რომე-
ლიღაც საკითხზე აზრი არ გქონდა, თუმცა ეს იმას ნიშნავდა, რომ
ყველანაირი შეხედულება, რომელიც ამ საკითხს ეხებოდა, გამო-
ნაკლისის გარეშე, მცდარი უნდა ყოფილიყო. შენ, მაგალითად, შე-
გეძლო ჩეხები, გერმანელები, ებრაელები გაგელანძღა, თანაც რა-
იმე ერთი მიზეზის კი არა, არამედ ყველაფრის გამო და საბოლოოდ
შენ გარდა აღარავინ რჩებოდა. ჩემს თვალში შენ იმ იდუმალებას
იძენდი, რომელსაც ყველა ტირანი ფლობს და რომელთა სამართა-
ლი მათ საკუთარ პიროვნებაზე და არა გონებაზეა დაფუძნებული.
ყოველ შემთხვევაში ეს ასე მეჩვენებოდა.
თუმცა შენ სინამდვილეშიც განსაცვიფრებლად ხშირად იყავი
ჩემთან მართალი. საუბარში ეს თავისთავად იგულიხმებოდა, რად-
გან ჩვენ შორის საუბარი სინამდვილეში თითქმის არა ხდებოდა.
თუმცა ამაში არაფერი განსაკუთრებით გაუგებარი არ ყოფილა: ყვე-
ლა ჩემი ნააზრევი ხომ შენი მძიმე წნეხის ქვეშ იყო მოქცეული, მათ
შორის ის აზრები, შენსას რომ არ ემთხვეოდა და პირველ რიგში
სწორედ ისინი. ყველა ამ თითქოს შენგან დამოუკიდებელ აზრებს,
იმთავითვე შენი უარყოფითი მსჯელობა ამძიმებდა. მათი შენარჩუ-
ნება და რაიმე ჩანაფიქრის თანმიმდევრულად და სრულად განხორ-
ციელება თითქმის შეუძლებელი იყო. ის აზრი, რომ ამ მსჯელობის
ატანა ხანგრძლივად და სრულ განხორციელებამდე მომიწევდა, ჩე-
მთვის თითქმის შეუძლებელი იყო. აქ რაღაც მაღალ აზრებს როდი
ვგულისხმობ, არამედ ნებისმიერ მცირე ბავშვურ წამოწყებას. საკმა-
რისი იყო რაიმე საქმით გავტაცებულიყავი, ამით ანთებული შინ
მოვსულიყავი და ამის შესახებ მეთქვა, პასუხად ირონიული ამოოხ-
ვრები, თავის კანტური, მაგიდაზე თითების კაკუნი: „უკეთესი ვერაფ-
ერი მოიფიქრე?“, „მეტი საქმე არა გაქვს?“, „ამისთვის არა მცხელა“,
„გახვრეტილ შაურად არა ღირს“, „დიდი ამბავი!“, „გგონია, რომ აშ-

10
ენდები!“ მესმოდა. რასაკვირველია, ყოველ ამ ბავშვურ გამონაგონ-
ზე შენი აღფრთოვანების მოთხოვნა არ შეიძლებოდა, როცა ისედაც
ზრუნვასა და გაწამაწიაში ცხოვრობდი, თუმცა საქმე ამაში არ არის.
საქმე ალბათ უფრო იმაშია, რომ შენი წინააღმდეგობრივი ხასიათი-
დან და პრინციპებიდან გამომდინარე, ბავშვისთვის ასეთი იმედგაც-
რუებანი მუდმივად უნდა მიგეცა და ეს წინააღმდეგობა მასალის და-
გროვების გამო შეუწყვეტლად ღრმავდებოდა, ასე რომ, საბოლოოდ
ჩვევის სახით ის მაშინაც კი თავს იჩენდა, როცა ჩვენი შეხედულებე-
ბი ერთმანეთს ემთხვეოდა. საბოლოო ჯამში, ბავშვის ეს იმედგაც-
რუებანი უბრალო ყოფითი იმედგაცრუებები არ იყო, ხოლო რამდე-
ნადაც ყველაფერი შენს ყოვლისგანმსაზღვრავ პიროვნებასთან იყო
დაკავშირებული, ისინი მიზანს აღწევდნენ. მე არ შემეძლო მამაცო-
ბის, გამბედაობის, დარწმუნებულობის, სიხარულის ბოლომდე შე-
ნარჩუნება, თუკი, ამა თუ იმ მიზეზის გამო, შენ წინააღმდეგი იყავი
ანდა უბრალოდ იმის ვარაუდი თუ შეიძლებოდა, რომ შენ ეს არ მო-
გეწონებოდა. ასეთი ვარაუდი კი, რაც არ უნდა მეკეთებინა, ალბათ
თითქმის ყველაფრის მიმართ შეიძლება ყოფილიყო. ეს როგორც
აზრებს, ისე ადამიანებსაც ეხებოდა. საკმარისი იყო ვინმეს მიმართ
რაიმე ინტერესი გამემჟღავნებინა, ჩემი ხასიათის გამო ეს ძალიან
ხშირად არც ხდებოდა, – რომ შენ, ჩემი გრძნობებისადმი ულმობე-
ლი და შეხედულებების არადჩამგდები, მაშინვე ერეოდი და ამ ადა-
მიანის თათხვას, ცილისწამებასა და დამცირებას იწყებდი. უდანაშა-
ულო, ბავშვურად უმწიკვლო ადამიანებს, როგორიც, მაგალითად,
ებრაელი მსახიობი ლევია, ეს შეეხო. ის, ვისაც არც კი იცნობდი, რა-
ღაც საზიზღარ მწერს შეადარე, აღარც მახსოვს რას. ხოლო ჩემთვის
ძვირფასი ადამიანების მისამართით მუდამ ძაღლისა და რწყილის
იგავი გახსენდებოდა. ის მსახიობი იმიტომ გამახსენდა, რომ მასზე
შენს გამონათქვამებთან დაკავშირებით მაშინ ეს ჩავიწერე: „ასე
ლაპარაკობს მამაჩემი ჩემს მეგობარზე (რომელსაც სრულიად არ
იცნობს) მხოლოდ იმის გამო, რომ ის ჩემი მეგობარია. ამის შეხსე-
ნებას ყოველთვის შევძლებ, როცა ის ვაჟიშვილობის სიყვარულისა

11
და მადლიერების გრძნობის ნაკლებობას მისაყვედურებს“. არასო-
დეს მესმოდა შენი სრული გულგრილობა იმასთან დაკავშირებით,
თუ როგორი ტკივილი და სირცხვილი შეგეძლო ჩემში გამოგეწვია
შენი სიტყვებით, თითქოს შენს ძალაუფლებაზე წარმოდგენაც კი არ
გქონდა. რა თქმა უნდა, არცთუ ისე იშვიათად, შეურაცხყოფას ჩემი
სიტყვებიც გაყენებდა,მაგრამ ასეთ შემთხვევებში ამას ყოველთვის
ვაცნობიერებდი, ვიტანჯებოდი, თუმცა თავს ვერ ვერეოდი, ვერ ვი-
კავებდი და სიტყვის წარმოთქმისთანავე ამაზე უკვე ვნანობდი. შენ
კი სიტყვებით უმოწყალოდ მცემდი, შენ არც მაშინ და არც მერე არა-
ვინ გეცოდებოდა, შენ წინაშე ყველა დაუცველი იყო.
მაგრამ მთელი შენი აღზრდა ასეთი იყო. მე მგონი აღმზრდელის
ნიჭი გაქვს. შენი ყაიდის ადამიანისთვის შენეული აღზრდა ნამდვი-
ლად მარგებელი იქნებოდა. ის იმის მიზანშეწონილებას გაიგებდა,
რასაც ეტყოდი, სხვა არაფერზე შეწუხდებოდა და ამის მიხედვით მშ-
ვიდად იმოქმედებდა. ჩემთვის კი ბავშვობაში რასაც ჩამყვირებდი,
ყველაფერი რაღაც ზეციური მცნების ტოლფასი იყო, რომელიც არ
მავიწყდებოდა, ეს ჩემთვის სამყაროს შეცნობის უმნიშვნელოვანესი
საშუალება, პირველ რიგში, შენივე შეფასების საშუალება იყო და აქ
კი სრულ უსუსურობას იჩენდი. რადგანაც ბავშვობაში ძირითადად
ჭამის დროს გხვდებოდი, შენი გაკვეთილები, უმეტესწილად, მაგი-
დასთან მოქცევის წესებს ეხებოდა. ყველაფერი, რაც მაგიდაზე იყო,
უნდა შეჭმულიყო, საჭმლის ხარისხზე ლაპარაკი არ შეიძლებოდა,
თუმცა ხშირად შენ თვითონვე არ მოგწონდა, „სალაფავს“ უწოდებ-
დი და ამბობდი, რომ ის „საქონელმა“ (მზარეულმა) გააფუჭა. რად-
განაც კარგი მადა გქონდა და ყველაფრის სწრაფად, ცხელ-ცხელად,
დიდი ლუკმებით ჭამა გიყვარდა, ამიტომ ბავშვსაც უნდა ეჩქარა. მა-
გიდასთან სამარისებური სიჩუმე სუფევდა, რომელიც მოწოდებებით
ირღვეოდა: „ჯერ ჭამე და მერე ილაპარაკე“, ან „სწრაფად, სწრაფად,
სწრაფად“, ანდა „ხედავ, მე უკვე დიდი ხანია რაც შევჭამე“. ძვლების
დაღრღნა არ შეიძლებოდა, თავად კი ამის უფლება გქონდა; ძმრის
მოწრუპვა არ შეიძლებოდა, ხოლო შენთვის შეიძლებოდა; მთავა-

12
რია, რომ პურს ჭრიდნენ და არ ტეხდნენ და ის, რომ შენ სოუზში გა-
ზინზლული დანით ჭრიდი, არაფერს ნიშნავდა. ყურადღება უნდა მი-
გექცია, რომ იატაკზე ნამცეცები არ დაყრილიყო, იმ დროს, როდე-
საც შენ ქვემოთ ისინი ყველაზე მეტი გროვდებოდა. მაგიდასთან
მხოლოდ უნდა გეჭამა, შენ კი ფრჩხილებს ისუფთავებდი და იჭრიდი,
ფანქრებს თლიდი, კბილის საჩიჩქნით ყურებს ისუფთავებდი. შეეცა-
დე, რომ სწორად გამიგო, თავისთავად ეს სრულიად უმნიშვნელო
წვრილმანები იქნებოდა, ისინი დამთრგუნველნი მხოლოდ იმიტომ
გახდნენ, რომ შენ ჩემთვის უჩვეულოდ ავტორიტეტული ადამიანი –
თვითონვე არ ასრულებდი იმ ცნებებს, რის შესრულებასაც ჩემგან
მოითხოვდი. აქედან გამომდინარე, სამყარო ჩემთვის სამ ნაწილად
იყოფოდა: ერთი, სამყარო, სადაც მე, მონა, ვცხოვრობდი და იმ კა-
ნონებს ვემორჩილებოდი, რომლებიც მხოლოდ ჩემთვის იყო შექ-
მნილი და რომლებსაც, არ ვიცი რატომ, მაგრამ ბოლომდე ვერას-
დროს დავიცავდი; მეორე, ჩემგან უსასრულოდ შორეული სამყარო,
სადაც შენ ცხოვრობდი, განაგებდი, ბრძანებებს გასცემდი, მრისხა-
ნებდი, როცა შენი განკარგულებები არ სრულდებოდა; დაბოლოს,
მესამე სამყარო, სადაც დანარჩენი ადამიანები, ბრძანებებისგან და
მორჩილებისაგან თავისუფალნი, ბედნიერად ცხოვრობდნენ. მუდამ
სირცხვილის გრძნობას განვიცდიდი: მრცხვენოდა, როცა შენს
ბრძანებებს ვასრულებდი, რადგან ისინი მხოლოდ მე მეხებოდა; და
იმ დროსაც სირცხვილი მიპყრობდა, როცა ვჯიუტობდი, რადგან უფ-
ლებით გეურჩებოდი! ანდა ბრძანებების შესრულება არ შემეძლო
იმიტომ, რომ, მაგალითად, შენსავით ღონიერი, მადიანი, მოხერხე-
ბული არ ვიყავი. შენ კი ამ ყველაფერს ისე მთხოვდი, თითქოს ეს თა-
ვისთავად ასეც უნდა ყოფილიყო და ამისი, რა თქმა უნდა, ყველაზე
მეტად მრცხვენოდა. ასე ყალიბდებოდა ბავშვის არა აზრები, არა-
მედ გრძნობები.
ჩემი იმდროინდელი მდგომარეობა შესაძლოა უფრო გასაგები
გახდეს, თუკი მას ფელიქსის მდგომარეობას შევადარებ. შენ მასაც
ასევე ეპყრობი, უფრო მეტიც, მის მიმართ აღზრდის განსაკუთრებით

13
საშინელ საშუალებას იყენებ: თუკი ჭამის დროს, შენი აზრით, ის რა-
ღაცას ფეთხუმურად აკეთებს, იმას არა სჯერდები, რასაც მე მეუბნე-
ბოდი: „ნამდვილი ღორი ხარ“, არამედ ამატებ: „პირწავარდნილი
ჰერმანი ხარ“, ან „ზუსტად მამაშენივით იქცევი“. ალბათ – უფრო
ზუსტ სიტყვას, ვიდრე „ალბათს“, აქ ვერ მოიყვან – ეს ფელიქსს დიდ
ზიანს მართლაც არ მიაყენებს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მის-
თვის განსაკუთრებული ბაბუა ხარ, როგორც ჩემთვის ყველაფერს
არ წარმოადგენ. ამას გარდა, ფელიქსს მშვიდი, უკვე ერთგვარად
მამაკაცური ხასიათი ჩამოუყალიბდა: მეხის ხმამ შესაძლოა დააბნი-
ოს კიდეც, მაგრამ დიდი ხნით ვერ დაიმორჩილებ, მითუმეტეს, რომ
ის შედარებით იშვიათად არის ხოლმე შენთან და სხვა გავლენების
ქვეშაა მოქცეული. შენ მისთვის უფრო რაღაც საყვარელ თავშესაქ-
ცევს წარმოადგენ, საიდანაც მას რაც მოსწონს იმას ირჩევს ხოლმე.
ჩემთვის შენ თავშესაქცევი არ ყოფილხარ და რაკი არჩევანის გაკე-
თება არ შემეძლო, ყველაფერი უნდა მიმეღო.
თანაც გამოთქმის საშუალება არ მქონდა, რადგან მშვიდად რა-
იმეზე საუბარი, რასაც არ ეთანხმები ანდა შენგან არ გამომდინარე-
ობს, არ შეგიძლია; შენი მბრძანებლური ბუნება ამას ვერ იტანს. ბო-
ლო წლებში ამას გულის უკმარისობით ხსნი. არ ვიცი, ოდესმე სხვა-
ნაირი თუ იყავი, უკიდურეს შემთხვევაში ამ გულის უკმარისობას ძა-
ლაუფლების უფრო სრული განხორციელებისათვის იყენებ, რადგან
ამაზე ფიქრმა შენს გარემოცვას დარჩენილი წინააღმდეგობა უნდა
ჩაუხშოს. ეს, რა თქმა უნდა, არა საყვედური, არამედ ფაქტის დადას-
ტურებაა (მაგალითისთვის ოთლა ავიღოთ). „მასთან ხომ შეუძლე-
ბელია დალაპარაკება, მაშინვე თავგზას გიბნევს“, გაიძახი ჩვე-
ულებრივ, მაგრამ სინამდვილეში მას სულაც არ უნდა, რომ თავგზა
აგიბნიოს. ერთმანეთში საქმე და ადამიანი გერევა: საქმე თავგზას
გიბნევს და შენც მყისვე გადაწყვეტილებას იღებ ისე, რომ ადამია-
ნისთვის არც კი მოგისმენია. ყველაფერი, რისი თქმაც კი შემდეგ
ხერხდება, კიდევ უფრო გაღიზიანებს, მაგრამ ვერასოდეს აზრს ვერ
გაცვლევინებს. ბოლოს შენგან მხოლოდ ამას თუ მოისმენ: „როგო-

14
რც გინდა, ისე მოიქეცი“; „ჩემგან თავისუფალი ხარ“ და „უკვე სრულ-
წლოვანს რა უნდა გირჩიო?“ და ეს ყველაფერი შემაშინებლად ჩახ-
ლეჩილი, ყრუ, მრისხანე და გამკიცხავი ხმით ითქმის, რომლისგა-
ნაც ახლა, ვიდრე ბავშვობაში, უფრო ნაკლებად მხოლოდ იმიტომ
მაჟრჟოლებს, რომ ის უსაზღვრო დანაშაულის გრძნობა, ნაწილობ-
რივ ჩვენი ორმხრივი უსუსურობის გააზრების გამო შესუსტდა.
მშვიდი ურთიერთობის შეუძლებლობას სხვა, არსობრივად სრუ-
ლიად ბუნებრივი შედეგიც ჰქონდა: ლაპარაკს გადავეჩვიე. რა თქმა
უნდა, ამის გარეშედაც ჩემგან დიდი ორატორი არ გამოვიდოდა,
მაგრამ ჩვეულებრივ, შეუფერხებელ ადამიანურ მეტყველებას მაინც
დავეუფლებოდი. მაგრამ სიტყვის თქმა უკვე ადრეული ასაკიდან
ამიკრძალე. შენი დამუქრება: „ხმა არ გავიგო!“ და ამასთან ერთად
აწეული ხელი პატარაობიდან თან მდევს. როცა საუბარი შენს საკუ-
თარ საქმეებს ეხება, ჩინებული ორატორი ხარ, მე კი წყვეტილი, ენა-
ბორძიკით ლაპარაკის ნირით დამასაჩუქრე, თუმცა შენთვის ესეც
მეტისმეტი იყო და საბოლოოდ გავჩუმდი კიდეც, თავიდან შესაძ-
ლოა სიჯიუტის, შემდგომ კი იმის გამო, რომ შენი თანდასწრებით
ვერც ფიქრს და ვერც ლაპარაკს ვერ ვახერხებდი. და რაკი ჩემი მთა-
ვარი აღმზრდელი იყავი, ეს მთელი ცხოვრების მანძილზე გამყვა.
საერთოდაც უცნაურ ცდომილებაში ხარ ჩავარდნილი, თუკი ფიქ-
რობ, რომ არასოდეს გემორჩილებოდი. შენთან მიმართებაში „მუ-
დამ ყველაფერი საწინააღმდეგო“, როგორც ამას ფიქრობ და რაშიც
მადანაშაულებ, ჩემი სასიცოცხლო პრინციპი სულაც არ ყოფილა.
პირიქით, ნაკლებად დამჯერი რომ ვყოფილიყავი, ნამდვილად უფ-
რო კმაყოფილი დამრჩებოდი. მეტსაც გეტყვი: შენმა ყველა აღ-
მზრდელობითმა ძალისხმევამ მიზანს ზუსტად მიაღწია, გასაქანი
ერთი წამითაც არა მქონია. და მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ (რასაკ-
ვირველია, ცხოვრების საფუძველსა და გავლენას თუ არ ჩავ-
თვლით) შენი აღზრდისა და ჩემი მორჩილების შედეგი. ის გარემო-
ება, რომ ეს შედეგი შენთვის მაინც მტკივნეულია და შენი აღზრდის
შედეგად ამის აღიარებას უნებურად თავს არიდებ, ზუსტად იმით აიხ-

15
სნება, რომ შენი ხელი და ჩემი მონაცემები ერთმანეთთან ასე გაუც-
ხოებულნი არიან. მეუბნებოდი: „ხმა არ გავიგო!“ და ამით შენთვის
უამურ ჩემში მყოფი წინააღმდეგობის ძალების გაჩუმებას ცდილობ-
დი, მაგრამ შენი ზემოქმედება ჩემზე ზედმეტად მძლავრი იყო, ზედ-
მეტად მორჩილი ვიყავი, სრულიად ვმუნჯდებოდი, გემალებოდი და
გაფართხალებას მხოლოდ მაშინ თუ ვბედავდი, როცა შენგან ისე
შორს ვიყავი, რომ შენი ძალაუფლება, ყოველ შემთხვევაში უშუალ-
ოდ, ვერ მწვდებოდა. მაგრამ აი, ისევ ჩემ წინ მდგომს ყოველივე ის-
ევ „წინააღმდეგობად“ გეჩვენებოდა მაშინ, როდესაც ეს შენი სიძ-
ლიერისა და ჩემი სისუსტის ბუნებრივი შედეგი იყო.
შენი ყველაზე ქმედითი, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, აღზრდის
მოუგერიებელი ორატორული საშუალებები: ლანძღვა, მუქარა,
ირონია, ბოროტი ჩაქირქილება და, უცნაურია, მაგრამ, თვითგამო-
ტირება იყო.
არ მახსოვს, რომ პირდაპირ და აშკარა სალანძღავი სიტყვებით
შეგემკე. ამის საჭიროება არც კი იყო, რადგან სხვა საშუალებებიც
უხვად მოგეძევებოდა, თანაც სახლში ლაპარაკების დროს და გან-
საკუთრებით მაღაზიაში, ჩემ გარშემო, სხვებს იმდენი სალანძღავი
სიტყვა ხვდებოდათ, რომ სიყმაწვილეში ამისგან ზოგჯერ თითქმის
ვბრუვდებოდი და არავითარი საფუძველი არა მქონდა, რომ ეს სა-
კუთარ თავზე არ მიმეღო, რადგან ის ადამიანები, რომლებსაც ლან-
ძღავდი, ჩემზე უარესები ნამდვილად არ იყვნენ და რასაკვირველია,
მათი ისეთივე უკმაყოფილო იქნებოდი, როგორიც ჩემით. და აქ ისევ
შენი იდუმალი უდანაშაულობა და უმწიკვლობა გამოდიოდა სამზე-
ოს, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე ილანძღებოდი, სხვებს კი
ლანძღვის გამო კიცხავდი და ამას უკრძალავდი.
ლანძღვას მუქარით ამყარებდი და ის უშუალოდ უკვე მეც მეხე-
ბოდა. მეშინოდა, როცა, მაგალითად, გაჰყვიროდი: „თევზივით გა-
მოგწელავ“, თუმცა კი ვიცოდი, რომ ამ სიტყვებს საშინელი არაფერი
მოჰყვებოდა (ბავშვობაში, მართალია, ეს არ ვიცოდი), მაგრამ ჩემს
წარმოდგენებს შენი ყოვლისშემძლეობის შესახებ თითქმის სრული-
ად შეესაბამებოდა რწმენა, რომ ამის გაკეთებაც შეგეძლო. მაშინაც

16
მეშინოდა, როცა ვინმეს დასაჭერად ყვირილით მაგიდის გარშემო
დარბოდი. აშკარა იყო, რომ არავის დაჭერას არ აპირებდი, მაგრამ
ამას ისე აკეთებდი, რომ ბოლოს დედას იმ ვინმეს გადარჩენა უწევ-
და. და ბავშვს ეგონა, რომ შენი წყალობით სიცოცხლე შეუნარჩუნ-
და, რაც მას შენგან დაუმსახურებლად მიღებულ საჩუქრად მიაჩნდა.
ასეთივე ხასიათი ჰქონდა მუქარებს ურჩობის შემთხვევებში, როდე-
საც იმის კეთებას ვიწყებდი, რაც არ მოგწონდა, წარუმატებლობით
მემუქრებოდი. მაშინ შენს აზრს ისეთი მოწიწებით ვეპყრობოდი,
რომ წარუმატებლობა, თუნდაც მოგვიანებით, გარდაუვალი იყო. სა-
კუთარ ქმედებებში თვითდაჯერებას ვკარგავდი. ვყოყმანობდი და
ეჭვები მიპყრობდა. რაც უფრო ასაკი მემატებოდა, მით უფრო მეტი
რამ გროვდებოდა, რაც ჩემი არარაობის დასამტკიცებლად შეგეძ-
ლო წარგედგინა. თანდათან, გარკვეული თვალსაზრისით, მართა-
ლიც ჩანდი. ისევ ვერიდები იმის მტკიცებას, რომ ასეთი მხოლოდ
შენ გამო გავხდი, შენ მხოლოდ არსებული გამიმძაფრე, მაგრამ ასე
ძლიერად იმიტომაც ამძაფრებდი, რომ ჩემზე შენი ძალა ასე ძალუ-
მად მოქმედებდა და ამისთვის მთელ შენს ძალისხმევას არ იშურებ-
დი.
განსაკუთრებით იმედს ირონიით აღზრდაზე ამყარებდი, რომე-
ლიც ჩემზე შენს უპირატესობას ასე რიგად შეესადაგებოდა. შენს და-
მოძღვრას, ჩვეულებრივ, ასეთი ფორმა ჰქონდა:
„არ შეგიძლია, რომ ეს ასე ან ისე გააკეთო?“, „ეს ალბათ შენთვის
ნამეტანია, არა?“, „ამისთვის, რასაკვირველია, დრო არ გყოფნის,
არა?“ და ამდაგვარები. თანაც ყველა ასეთ შეკითხვას ბოროტი სა-
ხითა და ბოროტი ჩაცინებით მისვამდი. გარკვეულწილად, თავს და-
სჯილად უკვე იქამდე ვგრძნობდი, ვიდრე იმას შევიტყობდი, რომ რა-
ღაც ცუდი მოვიმოქმედე. საყვედურებიც მკენწლავდა, რომლებიც
ჩემი მისამართით, როგორც მესამე პირზე ისე ითქმოდა, როცა პირ-
დაპირი ავი მიმართვის ღირსიც კი არ ვხდებოდი, როცა თითქოს დე-
დას ელაპარაკებოდი, მაგრამ არსობრივად იქვე მყოფს მომმარ-
თავდი, მაგალითად: „ამ ვაჟბატონისგან ამას, რა თქმა უნდა, ვერ

17
ეღირსები“ და ასე შემდეგ (საბოლოოდ ეს ერთგვარ კონტრ-თამა-
შად იქცა, რომელიც იმაში გამოიხატებოდა, რომ მე, მაგალითად,
ვერ ვბედავდი, შემდეგ კი ჩვეულებისამებრ აღარც კი ვცდილობდი,
დედის თანდასწრებით რაიმე შეკითხვით უშუალოდ შენთვის მომე-
მართა. ბავშვისთვის გაცილებით უსაფრთხო იყო, შენ შესახებ იქვე
მყოფი დედისთვის მეკითხა: „მამა როგორ არის?“ და ამგვარად მო-
ულოდნელობებისგან თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი). რასაკვირვე
ლია, ისიც ხდებოდა, რომ უბოროტეს ირონიას მთლიანად ვიზია-
რებდი, კერძოდ, როდესაც ის ვინმე სხვას, მაგალითად, ელის9 ეხე-
ბოდა, რომელთანაც წლების მანძილზე ვკინკილაობდი. ბრაზისა და
ღვარძლიანობის ზეიმი მქონდა, როდესაც მაგიდასთან თითქმის
ყოველთვის ეუბნებოდი: „აუცილებლად მაგიდიდან ათ მეტრში უნ-
და იჯდეს, ეს მსუქანა გოგო“ და როცა შენ, სავარძელში ჩამჯდარი,
გაბრაზებული, ყოველგვარი მეგობრული ანდა კეთილი განწყობის
გამოვლენის მაგივრად, გააფთრებული მტერივით საგანგებოდ გა-
მოაჯავრებდი და აჩვენებდი, შენი აზრით, როგორ საზიზღრად ჭამდა
ის. ასეთი და მსგავსი სცენები ხშირად მეორდებოდა და რა ცოტას
აღწევდი ამით სინამდვილეში. ჩემი აზრით, შენი მრისხანება და ბრა-
ზი ერთობ არ შეესაბამებოდა ისეთ საბაბს, როგორიც მაგიდასთან
არასწორი ჯდომა იყო, ისე ჩანდა, თითქოს მთელი ეს მრისხანება
შენში დიდი ხნის წინ არსებობდა და აფეთქებაც სწორედ ამ შეთხვე-
ვითმა მიზეზმა გამოიწვია. რამდენადაც ყველანი დარწმუნებულები
ვიყავით, რომ საბაბი ასე თუ ისე მაინც გამოიძებნებოდა, განსაკუთ-
რებული ყურადღებით მოქცევა საჭირო აღარ იყო, ხოლო მუდმივი
მუქარები აღქმას აჩლუნგებდნენ. რომ არ გცემდნენ ამაში თანდა-
თან თითქმის ვრწმუნდებოდით. და აი, ასე თანდათან უჟმურ, უყუ-
რადღებო, ურჩ ბავშვად ვყალიბდებოდი, რომელიც მუდამ მზად იყო
გასაქცევად და უფრო ხშირად საკუთარ თავში იკეტებოდა. ამგვა-
რად შენც იტანჯებოდი და ჩვენც. თავისებურად სრულიად მართალი

9 ელი (გაბრიელე) – მწერლის და.

18
იყავი, როცა ერთმანეთზე დაჭერილი კბილებითა და წყვეტილი სი-
ცილით ბავშვში ჯოჯოხეთზე წარმოდგენა პირველად გამოიწვიე,
როცა მწარედ ამბობდი ხოლმე (როგორც ამას წინათ კონსტანტინე-
პოლიდან მიღებულ წერილთან დაკავშირებით) „აი, საზოგადოება!“
როდესაც ყველას გასაგონად საკუთარი თავის შეცოდებას იწ-
ყებდი რაც ასე ხშირად ხდებოდა ეს საკუთარი შვილების მიმართ
შენს დამოკიდებულებასთან სრულ წინააღმდეგობაში მოდიოდა.
ვაღიარებ, რომ ბავშვობაში შენი ჩივილები სრულიად გულგრილს
მტოვებდა და არ მესმოდა (როცა მოვიზარდე, მხოლოდ მაშინ და-
ვიწყე მიხვედრა), საერთოდაც, თანაგრძნობის და მითუმეტეს დახ-
მარების იმედი როგორ გქონდა? შენ ხომ ყველაფერში ისეთი დიადი
იყავი, რომ ჩვენი თანაგრძნობა ანდა მხარდაჭერა შენთვის რა ბედ-
ენა უნდა ყოფილიყო. ამას ხომ ისევე უგულებელყოფდი, როგორც
ხშირად ყოველ ჩვენთაგანს. ამიტომ ჩივილების არა მჯეროდა და
ვმარჩიელობდი, მათ უკან რა საიდუმლო ზრახვები იმალებოდა. მხ-
ოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ შვილების გამო მართლა ძლი-
ერ იტანჯებოდი, მაგრამ იმ დროს, როდესაც თვითგამოტირებებს
სხვა ვითარებებში ჯერ კიდევ შეეძლო ბავშვური, ღია, დაუფიქრებე-
ლი დახმარების სურვილი გამოეწვია, მე ის უცილობლად მხოლოდ
ახალ და აშკარა აღზრდისა და დამცირების საშუალებად მეჩვენებო-
და, თავისთავად ისინი არც თუ ისე ძლიერნი იყვნენ, მაგრამ მათი
თანმდევი მოქმედება იმაში მდგომარეობდა, რომ ბავშვი სწორედ
იმის უგულებელყოფას ეჩვეოდა, რის მიმართაც სერიოზული დამო-
კიდებულება უნდა ჰქონოდა.
საბედნიეროდ, გამონაკლისებიც ხდებოდა, დიდწილად მაშინ,
როცა ჩუმად იტანჯებოდი და სიყვარული და სიკეთე თავიანთი ძალ-
მოსილებით ჩემში ყველა დაბრკოლებას ლახავდნენ და მთელ ჩემს
არსებას იპყრობდნენ. მართალია ეს იშვიათად ხდებოდა, სამაგი-
ეროდ, უფრო გასაოცარიც კი იყო. უწინდელ დროში, მაგალითად,
როცა ცხელ ზაფხულში, სადილობის შემდეგ, მაღაზიაში სალაროზე
იდაყვით დაყრდნობილსა და მთვლემარეს შემოგისწრებდი ხოლმე,
ან როცა კვირა დღეებში დაქანცული აგარაკზე გვაკითხავდი, ანდა

19
როცა დედაჩემის მძიმე ავადმყოფობისას ქვითინისგან აცახცახებუ-
ლი წიგნების კარადას ეჭიდებოდი; ან როდესაც ბოლოს ავად ვიყავი
ჩემთან, ოთლას ოთახში უჩუმრად შემოსული, ზღურბლთან გაჩერ-
დი, კისერი დაიგრძელე, რათა ლოგინში მწოლიარე დაგენახე და
რომ არ შეგეწუხებინე, ხელი შორიდან დამიქნიე. ასეთ დროს ლო-
გინში გაშოტილი ბედნიერებისგან ვტიროდი და ახლაც მეტირება,
როდესაც ამას ვწერ.
შენ განსაკუთრებით ლამაზი, იშვიათი ღიმილი გაქვს – ჩუმი,
მშვიდი, კეთილგანწყობილი, რომელსაც, ვისკენაც მიმართულია,
მისი სრული გაბედნიერება ძალუძს. არ მახსოვს, რომ ბავშვობაში
ის ოდესმე პირდაპირ ჩემთვის ყოფილიყოს განკუთვნილი, მაგრამ
ამის შესაძლებლობას არ უარვყოფ, რადგან რატომ არ უნდა გაგეღ-
იმა, მაშინ ხომ უმწიკვლო ვიყავი და ჩემზე დიდ იმედს ამყარებდი.
თუმცა ასეთმა მეგობრულმა შთაბეჭდილებებმაც დროთა განმავ-
ლობაში დანაშაულის გრძნობა გამიმძაფრა და სამყარო ჩემთვის
უფრო გაუგებარი გახადა.
მერჩივნა სინამდვილესა და არაცვალებადს მივყოლოდი. შენ-
თან თავი ოდნავ მაინც მყარად რომ მეგრძნო, ნაწილობრივ, ერ-
თგვარი შურისძიების მიზნით, მალე შენში სასაცილო წვრილმანე-
ბის აღმოჩენა-შეგროვება და მათი გაზვიადება დავიწყე. მაგალი-
თად, როგორ იოლად გაბრმავებდა იმ სახელების ბრწყინვალება,
რომელთა უმეტესობაც ვითომდა წარჩინებულ პირებს წარმოად-
გენდნენ და შეგეძლო ამაზე გაუთავებლად გელაპარაკა, მაგალი-
თად, ვიღაც კაიზერის მრჩეველზე ან ვინმე მაგდაგვარზე (მეორე
მხრივ, ეს ტკივილს მაყენებდა, რომ შენ – მამაჩემს – გეგონა, თით-
ქოს ამგვარი უბადრუკი მტკიცებულებები შენი მნიშვნელოვნების
დასადასტურებლად გესაჭიროებოდა და ამით ტრაბახობდი კიდეც).
ანდა შენში უხამსობებისადმი მიდრეკილებას ვამჩნევდი, რომელ-
თაც ძალიან ხმამაღლა წარმოსთქვამდი და ისე იცინოდი, თითქოს
რაღაც საუცხოო რამ გეთქვას, რაც სინამდვილეში ერთი უღიმღამო,
პატარა უხამსობა თუ იყო (თუმცა, ამასთან ერთად, ეს ისევ და ისევ

20
ჩემს შესარცხვენად შენი სასიცოცხლო ძალის უპირატესობის გა-
მოვლენა იყო). რა თქმა უნდა, ამგვარი სხვადასხვა სახის დაკვირვე-
ბები უამრავი იყო. ისინი მახარებდნენ, ჩურჩულისა და ხუმრობის
საბაბს მაძლევდნენ, ზოგჯერ ამას ამჩნევდი, ბრაზდებოდი და ამას
ბოროტებად, უპატივცემულობად თვლიდი, მაგრამ მერწმუნე, ეს ჩე-
მთვის სხვა არაფერი იყო, გარდა თვითგადარჩენის საშუალებისა,
თუმცა უვარგისი; ეს ისეთი ხუმრობები იყო, როგორსაც ღმერთებს
და ხელმწიფეებს თუ ჰკადრებენ, რომლებიც ღრმა მოწიწებას არა
მარტო გამოხატავდნენ, არამედ შეიცავდნენ კიდეც.
სხვათა შორის, ჩემთან მსგავს მდგომარეობაში მყოფი, შენც ერ-
თგვარ წინააღმდეგობას მიმართავდი. ჩვევად გქონდა იმის შეხსენე-
ბა, როგორ ზედმეტად კარგად ვცხოვრობ და, სხვათა შორის, რო-
გორ კარგად მეპყრობოდნენ. ეს მართლაც ასეა, თუმცა არა მგონია,
რომ იმ ჩამოყალიბებულ პირობებში ეს არსებითად მომშველებო-
და.
მართალია, დედაჩემი უსაზღვროდ კეთილად მეპყრობოდა, მაგ-
რამ ეს ყველაფერი შენთან იყო დაკავშირებული და, აქედან გამომ-
დინარე, ეს კავშირი კარგი არ ყოფილა. დედა უნებურად ნადირობი-
სას მარეკის როლს ასრულებდა. თუკი სიჯიუტეს, არაკეთილგანწყო-
ბილებასა და ზიზღსაც კი, რასაც შენი აღზრდა ჩემში იწვევდა, რაღაც
წარმოუდგენელი გზებით შეეძლო საკუთარ ფეხებზე დადგომაში
დამხმარებოდა, დედაჩემი ყოველივეს სიკეთით, გონივრული სიტ-
ყვით (ბავშვობის დროინდელ აურზაურში ჩემთვის ის გონიერების
განსახიერებას წარმოადგენდა), ქომაგობით აქარწყლებდა და ეს
ისევ შენს წრეში მიმერეკებოდა, საიდანაც სხვაგვარად, შენსა და
ჩემს სასიკეთოდ, შესაძლოა თავიც კი დამეღწია. ისეც ხდებოდა,
რომ საქმე ნამდვილი შერიგებით არ მთავრდებოდა, ასე რომ, დედა
შენგან ფარულად მიცავდა, ჩუმად რაიმეს მაძლევდა, რაღაცის ნე-
ბას მრთავდა, ამ დროს შენ წინაშე ისევ ბოროტმოქმედი, თაღლითი
ვხდებოდი, რომელიც საკუთარ დანაშაულს ათვიცნობიერებდა და
თავისი უსუსურობის გამო, მხოლოდ შემოვლითი გზებით თუ ახერხ-

21
ებდა იმის მიღწევას, რისი უფლებაც, ჩემი წარმოდგენით, გამაჩნდა.
ბუნებრივია, ამის შემდეგ ასეთივე გზით უკვე იმის მიღწევასაც ვცდი-
ლობდი, რისი უფლება ჩემი საკუთარი შეხედულებითაც კი არ მქონ-
და. ეს კი დანაშაულის გრძნობას ისევ მიმძაფრებდა.
ისიც სიმართლეა, რომ დანამდვილებით ერთხელაც არ გიცემი-
ვარ. მაგრამ ის თუ როგორ ყვიროდი, სახეზე სისხლი როგორ გაწვე-
ბოდა, როგორი სისწრაფით იხსნიდი აჭიმებს და სკამის საზურგეზე
ჰკიდებდი, ეს ყველაფერი ჩემთვის უარესიც კი იყო. შესაძლოა ასე-
თი გრძნობა ჩამოხრჩობით სიკვდილმისჯილს ჰქონდეს. თუკი მას
მართლა ჩამოახრჩობენ, ის მოკვდება და ყველაფერი დასრულდე-
ბა, მაგრამ თუ ის სასჯელის აღსრულების მთელ სამზადისს გადაი-
ტანს და მხოლოდ, როდესაც სახესთან ყულფი ჩამოეკიდება მაშინ
შეიტყობს, რომ შეწყალებულია, შესაძლოა მთელი ცხოვრება და-
იტანჯოს. ამას გარდა, იმ მრავალრიცხოვან შემთხვევებში, როცა,
შენი აზრით, გაწკეპლვას აშკარად ვიმსახურებდი, მაგრამ ჩემთვის
მოულოდნელად შემინდობდი, დანაშაულის გრძნობა ისევ მიგროვ-
დებოდა. ყოველი მხრიდან, შენ წინაშე სრულიად დამნაშავე ვხდე-
ბოდი.
მცირეწლოვნებიდან მაყვედრებდი (როგორც პირისპირ, ასევე
უცხოთა თანდასწრებით. ამ უკანასკნელის დამამცირებელი გარე-
მოება არასოდეს გიგრძვნია, რადგან შენი შვილების საქმეები ყო-
ველთვის საჯაროდ უნდა განხილულიყო), რომ შენი შრომის წყა-
ლობით, ყოველგვარი გაჭირვების გარეშე, სიმშვიდეში, სითბოში,
სიუხვეში ვცხოვრობდი. შენი შენიშვნები მახსენდება, რომლებმაც
ტვინში ნამდვილი ხნულები დამიტოვეს: „უკვე შვიდი წლიდან, იძუ-
ლებული ვიყავი სოფელ-სოფელ ურიკით მევლო“, „ყველას ერთ
ოთახში გვეძინა“, „ბედნიერები ვიყავით, როცა კარტოფილი გვქონ-
და“, „თბილი ფესაცმელის ნაკლებობის გამო, ფეხებზე ჭრილობები
წლობით არ მიხორცდებოდა“, „პატარა ბიჭი ვიყავი, როცა პიზეკში
დახლთან განმაწესეს“, „სახლიდან არაფერს მიგზავნიდნენ, როცა
სამხედრო სამსახურში ვიყავი, სახლში ფულს აქეთ ვუგზავნიდი“,

22
„და მაინც, მამაჩემი ჩემთვის მამა იყო. დღეს ამას ვის აუხსნი? შვი-
ლებმა რა იციან? მათ ხომ მსგავსი არაფერი განუცდიათ! დღეს შვი-
ლი ამას განა მიხვდება?“. სხვა პირობებში ასეთ მონათხრობებს შე-
ეძლოთ აღზრდის საუკეთესო საშუალებად ქცეულიყვნენ, შეეძლოთ
მხნეობა და ძალა მოეცათ, რათა მსგავსი უბედურებებისა და გასა-
ჭირისთვის ისევე გაგვეძლო, როგორც ეს მამამ გადაიტანა. მაგრამ
ეს სრულიადაც არ გსურდა, შენი ძალისხმევით ოჯახში მდგომარეო-
ბა ხომ შეიცვალა და ამგვარ ვითარებებში თავის გამოჩენის საშუა-
ლებები გაქრა. ასეთი მდგომარეობის შექმნა მხოლოდ ძალადობ-
რივი, გადატრიალების გზით თუ გამოვიდოდა, ამას სახლიდან გაღ-
წევა სჭირდებოდა (იმ პირობით, რომ ამისთვის გადაწყვეტილების
მიღების უნარი და საკმარისი ნება გამოიძებნებოდა და, ამასთან ერ-
თად, დედაც, თავისი საშუალებებით, ამას არ შეეწინააღმდეგებო-
და), მაგრამ შენ ეს სულაც არ გინდოდა. ამას უმადურობად, ბოდვად,
ურჩობად, ღალატად, სიგიჟედ შერაცხავდი. იმ დროს, როცა, ერთი
მხრივ, მაგალითების მოყვანით, შენი ნაამბობით, გვარცხვენდი და
ამისკენ გვიბიძგებდი, ამავდროულად, მეორე მხრივ, იმავეს სასტი-
კად კრძალავდი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი თანმდევ გარე-
მოებებს არ ჩავთვლით, ოთლას ცურაუს10 თავგადასავალს უნდა აღ-
ეფრთოვანებინე. ის შენი მშობლიური სოფლისკენ მიილტვოდა,
რაც შენ გადაიტანე შრომა და გაჭირვება, ის სურდა. შენი მონაგა-
რით სარგებლობა არ უნდოდა, შენსავით მამისგან დამოუკიდებ-
ლობას ესწრაფოდა. ნუთუ ეს ასეთი საშინელი ზრახვებია? იმდენად
შორეული, შენივ მაგალითებისა და სწავლებისაგან? მართალია, სა-
ბოლოო ჯამში, ოთლას მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, შე-
საძლოა, ამის განხორციელებას ცოტა უაზრო, ზედმეტი ხმაურიც ახ-
ლდა და თან მშობლებსაც სათანადო ანგარიში არ გაუწია, მაგრამ

10
ცურაუ – დღევანდელი სირემი, მდებარეობს დასავლეთ ბოჰემიაში, ჩე-
ხეთში. იქ მყოფ ოთლასთან 1917-18 წწ. ჩასული იყო კაფკაც, სადაც უკვე
ჭლექით დასნეულებულმა თავისი „აფორიზმები“ დაწერა.

23
ნუთუ ამაში დამნაშავე მხოლოდ ის იყო? იქნებ იმ გარემოებების
ბრალიცაა, პირველ რიგში კი, მასთან ასე გაუცხოვებული რომ იყა-
ვი? ნუთუ მაღაზიაში ნაკლებად უცხოდ გეჩვენებოდა (როგორც შემ-
დეგ საკუთარ თავს არწმუნებდი), ვიდრე მოგვიანებით ცურაუში? და
ნუთუ არ შეგეძლო (იმ პირობით, რომ საკუთარ თავს დაჯაბნიდი) გა-
გემხნევებინა, რჩევა მიგეცა, მიგეხედა, ანდა, თუნდაც უბრალოდ,
მოთმინება გამოგეჩინა, რომ ეს თავგადასავალი სიკეთით დასრუ-
ლებულიყო?
ასეთი გაკვეთილების შემდეგ, ჩვეულებრივ, მწარედ ხუმრობდი,
რომ ჩვენ ზედმეტად კარგად გვეცხოვრება. თუმცა ეს ხუმრობა გარ-
კვეულწილად ხუმრობა არ იყო. ის, რისთვისაც შენ უნდა გებრძო-
ლა, ჩვენ შენი ხელებიდან მივიღეთ, მაგრამ გარე სამყაროსთან არ-
სებობისათვის ბრძოლა, რაც შენ იოლად გეძლეოდა და რასაც ცხა-
დია, ჩვენც ვერ ავცდით, ჩვენ მოგვიანებით, მოწიფულ ასაკში, თუმ-
ცაღა ბავშვური ძალებით მოგვიწია. იმის მტკიცება არ მინდა, რომ
ამის გამო შენზე უფრო მძიმე მდგომარეობაში ავღმოვჩნდით, ჩვენ
ალბათ თანაბარ მდგომარეობაში ვიყავით (რა თქმა უნდა, აქ საწყის
პოზიციებს არა ვგულიხმობ), ჩვენს არახელსაყრელ მდგომარეობა-
ში იმას ვგულისხმობ, რომ არ შეგვიძლია საკუთარი გაჭირვებით
ვიტრაბახოთ და ვინმე დავამციროთ, როგორც ამას შენ აკეთებდი.
არ უარვყოფ, რომ ნამდვილად შემეძლო შენი დიდი და ნაყოფიერი
შრომის მონაგარით სრულად მესარგებლა, შენ გასახარად კეთი-
ლად მომეხმარა და გამეგრძელებინა, მაგრამ ამას ხელი ჩვენმა გა-
უცხოებამ შეუშალა. რასაც მაძლევდი, იმით დაკმაყოფილება შემეძ-
ლო, თუმცა ამ დროს მხოლოდ დამცირებას, დაღლას, სისუსტეს, და-
ნაშაულს ვგრძნობდი, ამიტომაც ამ ყველაფრისათვის მადლიერე-
ბის გამოხატვა, საქმის მაგიერ, მხოლოდ მათხოვარივით თუ შემეძ-
ლო.
ამგვარი აღზრდის სხვა გარეგნული შედეგი ის იყო, რომ ყველა-
ფერს გავურბოდი, რაც შენს თავს ოდნავ მაინც მახსენებდა, პირველ
რიგში კი მაღაზიას. თავისთავად, განსაკუთრებით ბავშვობაში, ვიდ-
რე ის უბრალოდ ჩიხში მდებარე მაღაზია იყო, თავისი არსებობით

24
მას უნდა გავეხარებინე, ეს ხომ ისეთი ცოცხალი ადგილი იყო, საღა-
მოობით შუქს აფრქვევდა, იქ ბევრი რამის ნახვის, მოსმენის, რაღა-
ცაში დახმარების, თავის გამოჩენის საშუალებები იყო, ყველაფრით
და რაც მთავარია შენით, შენი კომერციული ნიჭით აღფრთოვანება
შეიძლებოდა, თუ როგორ ვაჭრობდი, ეპყრობოდი ხალხს, ხუმრობ-
დი, დაუღალავად, რთულ ვითარებაში გამოსავალს როგორ უცბად
პოულობდი და ა.შ. და კიდევ ის, თუ საქონელს როგორ აფასოებდი
ან ყუთებს ხსნიდი, ღირშესანიშნავ სანახაობას და, მთლიანობაში,
ბავშვისთვის არც თუ ისე ურიგო სკოლას წარმოადგენდა. მაგრამ
რადგან თანდათან, ყოველი მხრიდან სულ უფრო და უფრო დამიწყე
შეშინება, ხოლო შენ და მაღაზია ჩემთვის ერთმანეთს ერწყმოდა,
მაღაზიაშიც თავს მყუდროდ ვეღარ ვგრძნობდი. ის, რაც თავიდან იქ
ბუნებრივად მეჩვენებოდა, შემდეგ მტანჯავდა, უხერხულობას მიჩენ-
და, განსაკუთრებით კი შენი იქ მომსახურეებთან მოპყრობა. არ ვი-
ცი, შესაძლოა სხვა მაღაზიებშიც იგივე ხდებოდა (მაგალითად, Ass-
icurazioni Generali-ში.11 ჩემ დროს იქ მართლა მსგავსი რამ ხდებო-
და, იქიდან წამოსვლის მიზეზი, რაც ბოლომდე სიმართლეს არ შე-
ესაბამებოდა, მაგრამ არც ტყუილი არ ყოფილა, დირექტორს იმით
ავუხსენი, რომ ლანძღვის ატანა არ შემეძლო, თუმცაღა ის უშუა-
ლოდ არ მეხებოდა. ასეთი რამეების მიმართ ბავშვობიდან ავადმყო-
ფურად მგრძნობიარე ვიყავი), მაგრამ სხვა მაღაზიები ბავშვობაში
არ მაინტერესებდა. ჩვენსაში კი მესმოდა და ვუყურებდი, როგორ
ყვიროდი, ილანძღებოდი და ბობოქრობდი, რაც ჩემი მაშინდელი
წარმოდგენით, მსოფლიოში არსად არ ხდებოდა. საქმე მხოლოდ
ლანძღვაში კი არა, ტირანობაშია, მაგალითად, როცა ერთი ხელის
მოსმით დახლიდან საქონელს ჩამოყრიდი, რომელიც სხვა რამეებ-
ში არ უნდა არეულიყო მხოლოდ უგუნურება თუ არბილებდა ამ
მრისხანებას შენს დახლიდარს კი ამის აკრეფა უხდებოდა. ანდა შე-

11
ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია, რომლის პრაღის ოფისში
ფრანც კაფკა 1907-1908 წლებში მუშაობდა.

25
ნი მუდმივი გამოთქმა ფილტვებით ავადმყოფი დახლიდარის მისა-
მართით: „უნდა ჩაძაღლდეს ეგ ავადმყოფი“. მომსახურეებს კი „ან-
აზღაურებულ მტრებს“ ეძახდი, თუმცა სანამ ისინი მტრები გახდე-
ბოდნენ, შენ „გადამხდელ მტრად“ მეჩვენებოდი. იქვე დიდი გაკვე-
თილი მივიღე, რომ უსამართლობაც შეგეძლო; საქმე მხოლოდ მე
რომ შემხებოდა, ამას ასე სწრაფად ვერც შევამჩნევდი, რადგანაც
საკუთარი დამნაშავეობის შეგრძნება, რომელიც შენ გამართლებ-
და, ჭარბად მქონდა დაგროვებული; მაგრამ იქ, ჩემი ბავშვური
თვალსაზრისით, რომელიც მოგვიანებით ოდნავ შეიცვალა, მართა-
ლია უცხო ადამიანები იყვნენ, მაგრამ ისინი ხომ ჩვენთვის მუშაობ-
დნენ და შენ წინაშე მუდმივი შიშის გრძნობით უნდა ეცხოვრათ. რა
თქმა უნდა ამას ვაზვიადებდი, რადგანაც მეგონა, რომ მათაც, რო-
გორც მე, ისეთივე შიშის ზარს სცემდი. ეს რომ ასე ყოფილიყო, ამ
ხალხს მართლაც ვერ უნდა ეცოცხლა, მაგრამ რამდენადაც ისინი
ზრდასრული ადამიანები იყვნენ და, როგორც წესი, საუცხოო ნერვე-
ბი ჰქონდათ, ლანძღვას იოლად ისხლეტდნენ და, საბოლოო ჯამში,
შენ მათზე ბევრად უფრო მეტად ზარალდებოდი. ჩემთვის კი ეს ყვე-
ლაფერი მაღაზიას აუტანელს ხდიდა, რადგან შენთან დამოკიდებუ-
ლებას ზედმეტი სიძლიერით მახსენებდა, რომ არაფერი ვთქვა შენს
ფხიანობასა და ძალაუფლების მოყვარეობაზე. როგორც კომერსან-
ტი იმდენად სჯობდი იმათ, ვისაც ოდესმე შენგან უსწავლია, რომ მა-
თი მუშაობის არანაირ შედეგს შენი დაკმაყოფილება არ შეეძლო,
ალბათ მეც მუდმივ უკმაყოფილებას ასევე ვიწვევდი. ამიტომ ბუნებ-
რივია, მომსახურეების მხარეს ვიჭერდი, სიტყვამ მოიტანა და კიდევ
იმის გამოც, რომ, საკუთარი გაუბედაობიდან გამომდინარე, არ მეს-
მოდა, როგორ შეიძლება უცხო ადამიანის ასე გალანძღვა და ისევ
გაუბედაობის გამო, ვცდილობდი საშინლად აღშფოთებულები, რო-
გორც მეჩვენებოდა, რამენაირად შენთან, ჩვენს ოჯახთან, თუნდაც
საკუთარი უსაფრთხოებისათვის, შემომერიგებინა. ამისათვის უბ-
რალოდ ზრდილობიანი, მოკრძალებული ქცევა საკმარისი აღარ
იყო, თვინიერება მმართებდა, არა თუ პირველი უნდა მივსალმებო-

26
დი, არამედ შეძლებისდაგვარად არ დამეშვა, რომ ჩემთვის დამშვი-
დობებაც დაესწროთ; მე – უმნიშვნელო პირს – ქვემოთ მათთვის ფე-
ხების ლოკვა რომ დამეწყო, ეს იმას ვერ გამოისყიდდა, რომ ზემოთ
შენ – მათ თავს აცხრებოდი. ურთიერბატონი თობა, რომელიც აქ
მყოფ მოძმეებთან მქონდა, თავის ზემოქმედებას მაღაზიის გარეთ
და მომავალშიაც ახდენდა (რაღაც ამის მსგავსი, თუმცა არც ისეთი
საშიში და სიღრმისეული, როგორიც მე მქონდა, მაგალითად, ოთ-
ლას ღარიბებთან ურთიერთობის მიდრეკილებაა მოახლეებთან
ხანგრძლივი საუბრები, რაც შენ ასე გაღიზიანებდა). საბოლოოდ,
თითქმის მაღაზიის შიში დამჩემდა, ყოველ შემთხვევაში იმ დრო-
ისათვის ის უკვე დიდი ხანია ჩემი საქმე აღარ იყო და ეს იქამდე მოხ-
და, ვიდრე გიმნაზიაში შევიდოდი და მას კიდევ უფრო ჩამოვცილდე-
ბოდი. თანაც, ჩემი წარმოდგენით, ეს საქმიანობა სრულიად აღემა-
ტებოდა ჩემს შესაძლებლობებს, რაკი, შენი თქმით, ძალები შენც კი
გამოგაცალა. ზიზღი, რომელიც მაღაზიის – შენი ქმნილების მიმართ
მქონდა, ტკივილს გაყენებდა და ცდილობდი (ახლა ეს გულს მიჩუ-
ყებს და სირცხვილის გრძნობას მიჩენს) ეს ტკივილი ოდნავ იმის
მტკიცებით მაინც დაგეამებინა, რომ კომერციული ნიჭი არ გამაჩ-
ნდა, რომ თავში უფრო ამაღლებული აზრები მიტრიალებდა და ა.შ.
დედას ასეთი ახსნა, რომელსაც შენ ძალისძალად აღმოთქვამდი, რა
თქმა უნდა ახარებდა და ამგვარ ახსნას ჩემი პატივმოყვარეობითა
და უიმედობით მეც ვიზიარებდი. თუმცა სინამდვილეში, ანდა უპირა-
ტესად, „ამაღლებულ აზრებს“ რომ ავეცილებინე მაღაზიას (რომე-
ლიც გულწრფელად რომ ვთქვა, სინამდვილეში, მხოლოდ ახლა
შემძულდა), მათ თავიანთი გამოხატულება რაიმე სხვაში უნდა მო-
ენახათ და არა იმაში, რომ ნება დაერთოთ წყნარად და მორჩილად
გადამეცურა გიმნაზია, სამართალი შემესწავლა და საბოლოოდ,
მოხელის საწერ მაგიდასთან დავშვებულიყავი.
შენგან გაქცევა ოჯახიდან, დედაჩემისგანაც გაქცევას ნიშნავდა.
მართალია მასთან თავის შეფარება ყოველთვის შეიძლებოდა, მაგ-
რამ ეს გამოქომაგებაც შენ გიკავშირდებოდა. ზედმეტად უყვარდი,
მეტისმეტად ერთგული იყო შენი, რომ ბავშვის ბრძოლაში ასე თუ

27
ისე დამოუკიდებელი დიდხანს ყოფილიყო. სიტყვამ მოიტანა და ეს
ბავშვური, ინსტინქტური შეგრძნებები სწორი აღმოჩნდა, რადგან
დროთა განმავლობაში დედა სულ უფრო და უფრო გიახლოვდებო-
და; დელიკატურად და რბილად, ისე, რომ სერიოზულ წყენას არ გა-
ყენებდა, იმაში, რაც თავად მას ეხებოდა, საკუთარ დამოუკიდებლო-
ბას საგულდაგულოდ უფრთხილდებოდა, მაგრამ ამასთან ერთად,
დროთა განმავლობაში, ის მეტი სისავსით, უფრო გრძნობით, ვიდრე
გონებით, შვილებთან დაკავშირებულ შენეულ მსჯელობებსა და გა-
კიცხვებს ბრმად იღებდა, განსაკუთრებით, მართლა რთულ ოთლას
შემთხვევაში. თუმცა მუდამ უნდა გახსოვდეს,როგორი მტანჯველი
და უკიდურესად გამასავათებელი იყო ოჯახში დედის მდგომარე-
ობა. მას სიქას აცლიდა მაღაზია, სახლის საქმეები, ოჯახში ყველა
სნეულება ორმაგად მძიმედ გადაჰქონდა, მაგრამ ამ ყველაფრის
გვირგვინი ის სატანჯველი, შუალედური მდგომარეობა იყო, რომე-
ლიც მას ჩვენ და შენ შორის ეკავა. დედას ყოველთვის სიყვარული-
თა და განსაკუთრებული თავაზიანობით ეპყრობოდი, მაგრამ ამ
შემთხვევაში ჩვენსავით დაუნდობელი იყავი. უმოწყალოდ მივვარ-
დებოდით ხოლმე შენ შენი და ჩვენ კი ჩვენი მხრიდან. ეს კი ყურად-
ღების გასაფანტად, ყოველგვარი ბოროტი ზრახვების გარეშე ხდე-
ბოდა, მხოლოდ ბრძოლა გვაფიქრებდა, რომელსაც შენ ჩვენ და
ჩვენ შენ წინააღმდეგ ვაწარმოებდით, ამის შედეგს კი დედა იმკიდა.
ის, თუ ჩვენ გამო, რა თქმა უნდა უნებურად, დედას როგორ ტანჯავ-
დი, შვილების აღზრდაში ღირსეული წვლილი სულაც არ ყოფილა.
ეს ერთგვარად თითქოს ჩვენს მის მიმართ დამოკიდებულებას ამარ-
თლებდა, რასაც სხვა გამართლება საერთოდ არ ჰქონდა. რისი
დათმენა აღარ უწევდა ჩვენგან შენ გამო და შენგან კი ჩვენი გამოი-
სობით, იმ შემთხვევებზე რომ არაფერი ვთქვათ, როცა მართალი
იყავი, რადგან ის გვანებივრებდა, თუმცა კი ეს „განებივრებაც“, შე-
საძლოა, ზოგჯერ მხოლოდ ჩუმი, უნებური პროტესტი იყო შენი სის-
ტემის წინააღმდეგ. რასაკვირველია ამ ყველაფრის ატანას დედა
ვერ შეძლებდა, ამის ძალა ყოველი ჩვენთაგანის სიყვარულში რომ
არ ეპოვა და იმ ბედნიერებაში, რასაც ეს სიყვარული აძლევდა.

28
დები ჩემს მხარეს ნაწილობრივ იჭერდნენ. შენთან მიმართებაში
ყველაზე მეტად ვალის გაუმართლა. რადგან ის დედასთან ყოველ
ჩვენთაგანზე უფრო ახლოს იყო, მის მსგავსად შენთან შეგუებას უმ-
ტკივნეულოდ და განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე ახერხებ-
და. და შენც, ზუსტად დედის გამო, მას უფრო მეგობრულად ექცე-
ოდი, თუმცა კაფკებისეული მასში ძალიან ცოტა თუ იყო. მაგრამ შე-
საძლოა ეს გაწყობდა კიდეც: სადაც კაფკებისეული არაფერი იყო, იქ
შენც კი ვერაფერს მოითხოვდი. ჩვენგან განსხვავებით, იმის გრძნო-
ბა არ გაგაჩნდა, რომ აქ რაღაც ისეთი იკარგება, რისი გადარჩენაც
აუცილებლობას წარმოადგენდა. თუმცაღა ქალებში კაფკებისეული
ალბათ განსაკუთრებულად არც გყვარებია. შენი და ვალის ურთი-
ერთობა შესაძლოა უფრო მეგობრულიც კი გამხდარიყო, ჩვენ, და-
ნარჩენებს, ამისათვის ცოტა ხელი რომ არ შეგვეშალა. ელი შენი ზე-
გავლენისაგან დაღწევის ალბათ ერთადერთი, თითქმის წარმატებუ-
ლი მცდელობის მაგალითი იყო. ბავშვობაში ამას ყველაზე ნაკლე-
ბად ველოდი. ის ხომ ისეთი მოუქნელი, დუნე, მფრთხალი, უჟმური,
საკუთარი დანაშაულის გრძნობით დათრგუნვილი, ზედმეტად მორ-
ჩილი, ავი, ზარმაცი, სასუსნავის მოყვარული, ხარბი ბავშვი იყო. მი-
სი დანახვაც კი არ შემეძლო, არა თუ მასთან ლაპარაკი, იმდენად მა-
გონებდა საკუთარ თავს, იმავე აღზრდის იმდენად ძლიერ ზემოქმე-
დებას განიცდიდა. განსაკუთრებით მისი სიხარბე მეზიზღებოდა, რა-
დგან თავად ალბათ უფრო ხარბი ვიყავი. სიხარბე ერთ-ერთი უტყუა-
რი ნიშანია იმისა, რომ ადამიანი ძალიან უბედურია. ჩემ გარშემო
ყოველ საგანში ეჭვი იმდენად მეპარებოდა, რომ სინამდვილეში მხ-
ოლოდ იმას ვფლობდი, რაც ხელში ან პირში მქონდა ანდა აღებას
ვუპირებდი და ელიც, რომელიც მსგავს მდგომარეობაში იმყოფებო-
და, უფრო ხშირად სწორედ იმას მართმევდა. მაგრამ ყველაფერი შე-
იცვალა, როდესაც მან, სრულიად ნორჩმა – ეს მთავარია – სახლი
დატოვა, გათხოვდა, შვილები გააჩინა და ხალისიანი, უზრუნველი,
გაბედული, გულუხვი, უანგარო, იმედით სავსე გახდა. თითქმის და-
უჯერებელია, როგორ მოახერხე და სრულიად ვერ შეამჩნიე ეს ცვ-

29
ლილება და, ყოველ შემთხვევაში, სათანადოდაც ვერ შეაფასე, იმ-
დენად დაბრმავებული იყავი იმ გაბოროტებით, რომელიც ელის მი-
მართ გქონდა და რაც არსობრივად უცვლელი დარჩა, მხოლოდ იმ
განსხვავებით, რომ ამ გაბოროტებამ მნიშვნელოვანწილად თავისი
აქტუალობა დაკარგა, რაკი ელი ჩვენთან აღარ ცხოვრობს და, ამას
გარდა, შენი ფელიქსისადმი სიყვარულმა და კარლის მიმართ სიმ-
პათიამ ეს გაბოროტება უკანა პლანზე გადასწია. და მხოლოდ გერ-
თის12 თუ უწევს ხოლმე ამის გაწონასწორება.
ოთლაზე დაწერას ძლივს ვბედავ. ვიცი, რომ ამით საერთოდ სა-
თუოდ ვხდი ამ წერილის ზემოქმედებას, რომელზედაც იმედს ვამყა-
რებ. ჩვეულებრივ ვითარებებში, ანუ როცა ის ვთქვათ რაიმე გასა-
ჭირსა თუ საშიშროებაში არ იმყოფებოდა, მის მიმართ მხოლოდ
ზიზღის გრძნობა თუ გქონდა. განა თვითონ არ მიტყდებოდი, რომ
ის, შენი აზრით, გამუდმებით ტანჯვასა და უსიამოვნებებს განზრახ
გაყენებს და როცა შენ ამის გამო იტანჯები, ის კმაყოფილი და მხი-
არულია. საერთოდაც ჯოჯოხეთის მაშხალაა. რაოდენ საშინელი გა-
უცხოება, უფრო მეტი, ვიდრე ჩემი და შენ შორის, უნდა გაჩენილიყო
შენ და მას შორის, რომ ასეთი საშინელი ურთიერთმიუღებლობის
წარმოქმნის შესაძლებლობა ყოფილიყო. ის შენგან ისეთი დაცილე-
ბულია, რომ მის მაგივრად აჩრდილს ხედავ, რომელსაც იმ ადგილს
უჩენ, სადაც მის ყოფნას ვარაუდობ.
ვაღიარებ, რომ ის განსაკუთრებით ბევრ საზრუნავს გიჩენდა.
ბოლომდე არ მესმის, რაშია აქ საქმე, რთული შემთხვევაა, მაგრამ
აქ უდაოდ ლევების სახეცვლილებაა, კაფკების საუკეთესო იარაღით
აღჭურვილი. ჩემ და შენ შორის ნამდვილი ბრძოლა არ ყოფილა; შენ
სწრაფად დამჯაბნეს და მე მხოლოდ გაქცევა, ბოღმა, დარდი, შინა-
განი ბრძოლა დამრჩა. თქვენ ორივე კი ყოველთვის საომარ პოზი-
ციებზე, მუდამ მზაობაში და ძალმოსილები იყავით, სურათი ისეთივე
შთამბეჭდავი, როგორიც უსიხარულო. პირველ რიგში, უნდა ით-
ქვას, რომ თქვენ, რაღა თქმა უნდა, ერთმანეთთან ძალიან ახლოს

12
გერთი – კაფკას დის, ვალის შვილი.

30
იყავით, დღესაც კი ჩვენ ოთხიდან ალბათ ოთლაა შენ და დედას შო-
რის კავშირისა და თქვენში თავმოყრილი ძალების ყველაზე სრული
განხორციელება. არ ვიცი, რა გართმევდათ ერთობის სიხარულს,
რომელიც მამა-შვილს შორის უნდა არსებობდეს, მხოლოდ იმის ვა-
რაუდი შემიძლია, რომ ვითარება აქაც ჩემდაგვარი იყო: შენი მხრი-
დან, შენი ბუნებისთვის დამახასიათებელი დესპოტურობა, მისი
მხრიდან კი, ლევებისთვის დამახასიათებელი სიჯიუტე, შთაბეჭდი-
ლებების მიღების უნარი, სამართლიანობის გრძნობა, აღგზნებადო-
ბა და ყველაფერი ეს კაფკებისეული ძალის გაცნობიერებაზე დაფუძ-
ნებული. შესაძლოა მასზე გავლენას მეც ვახდენდი, თუმცა არა მგო-
ნია შეგნებულად, უფრო ალბათ იმის გამო, რომ უბრალოდ ვარსე-
ბობდი. თუმცაღა უკვე ჩამოყალიბებულ ურთიერთობათა რკალშიის
ბოლო შემოვიდა და შეეძლო თავისი მსჯავრი, უკვე არსებულ უხვ
მონაცემებზე დაყრდნობით გამოეტანა. იმის წარმოდგენაც კი შე-
მიძლია, რომ თავისი ბუნებიდან გამომდინარე, სულის სიღრმეში,
ერთხანს, გადაწყვეტილების მიღებისას ყოყმანობდა კიდეც: შენ
ჩაგხუტებოდა თუ შენს მოწინააღმდეგეებს. ნათელია, მაშინ რაღაც
გამოგეპარა და მას ხელი ჰკარი, მაგრამ შესაძლებელი რომ ყოფი-
ლიყო, თქვენ ერთსულოვანი, შესანიშნავი წყვილი გახდებოდით.
მართალია, მე მოკავშირეს დავკარგავდი, მაგრამ თქვენი ერ-
მთობა გულუხვად დამაჯილდოებდა, თანაც ერთ შვილში მაინც რომ
გეპოვნა სრული დაკმაყოფილება, უკიდეგანო ბედნიერებაში ჩემ მი-
მართაც სასიკეთოდ შეიცვლებოდი. დღეს ეს, რა თქმა უნდა, მხო-
ლოდ ოცნებაა. ოთლას მამასთან არანაირი სიახლოვე არ გააჩნია
და ჩემსავით იძულებულია თავისი გზა მარტოხელამ ეძიოს, ხოლო
მოჭარბებული იმედების, საკუთარ ძალებში დარწმუნებულობის,
გამბედაობის, ჯანმრთელობის გამო, რაც მას ჩემთან შედარებით
მეტი აქვს, ის ჩემზე უფრო ბოროტი, ღალატისკენ უფრო მიდრეკილი
მიგაჩნია. ეს ჩემთვის გასაგებია. შენი აზრით, მას არც შეუძლია,
რომ სხვანაირი იყოს.
მას ხომ შენი ყურება შენივე თვალებითაც შეუძლია, ისევე, რო-
გორც შენი ტანჯვის გაზიარება და თანაც სასოწარკვეთილებაში არ

31
ვარდება (სასოწარკვეთილება ჩემი ხვედრია) და მხოლოდ დარდი
იპყრობს. ეს, ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერ დანარჩენს არ
შეესაბამება, მაგრამ შენ ხომ ხშირად ერთად გვხედავ, ჩვენ ერთმა-
ნეთს ვეჩურჩულებით, ვიცინით, ზოგჯერ შენი სახელიც გესმის. შთა-
ბეჭდილება გრჩება თითქოს შენ წინაშე კადნიერი შეთქმულები
არიან. უცნაური შეთქმულები!
შენ, რა თქმა უნდა, ადრიდანვე ჩვენი საუბრების მთავარი თემა
ხარ, როგორც ჩვენი ფიქრებისა, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ იმის-
თვის კი არ ვიკრიბებით, რომ შენ წინააღმდეგ რაიმე ვხლართოთ,
არამედ ისე ხუმრობით, სერიოზულად, სიყვარულით, ჯიუტად, მრის-
ხანედ, არაკეთილგანწყობით, მორჩილად, დანაშაულის გრძნობით,
გონებისა და გულის ძალების სრული დაძაბვით, ყველა წვრილმან-
ში, ყოველი მხრიდან, ნებისმიერი საბაბით, შორიდან და ახლოდან,
იმ საშინელი დავის განსახილველად, რომელიც ჩვენ შორის არის
გამოკიდული, იმ დავისა, რომელშიაც საკუთარ თავს ჯიუტად ისევ
მოსამართლედ თვლი, იმ დროს, როცა უმრავლეს შემთხვევაში (აქ
ყველა შეცდომაზე საკითხს ღიად ვტოვებ, რომელიც, რასაკვირველ
ია, შეიძლება მომივიდეს) შენ ისეთივე სუსტ და დაბრმავებულ მხა-
რეს წარმოადგენ, როგორსაც ჩვენ. შენი აღმზრდელობითი ზემოქ-
მედების ჭკუის სასწავლ მაგალითს ირმა13 წარმოადგენს. ერთი
მხრივ, მაინც უცხომ, მაღაზიაში მუშაობა უკვე მოზრდილმა დაიწყო
და შენთან საქმე ჰქონდა, უმთავრესად, როგორც მეპატრონესთან,
ანუ შენს გავლენას მხოლოდ ნაწილობრივ და თანაც იმ ასაკში და-
ექვემდებარა, როდესაც წინააღმდეგობის გაწევის ძალა უკვე საკმა-
ოდ დიდია; მეორე მხრივ, ის მაინც ახლო ნათესავი იყო, რომელიც
შენში მამის ძმას ეთაყვანებოდა და შენ მასზე უბრალო მეპატრონე-
ზე მეტ ძალაუფლებას ფლობდი. და ამის მიუხედავად, მთელი თავი-
სი ფიზიკური სისუსტეების გათვალიწინებით, ის ასეთი საქმიანი,
ჭკვიანი, ბეჯითი, თავმდაბალი, ნდობის ღირსი, უანგარო, ერთგუ-
ლი, შენი, როგორც ბიძის მოყვარული და როგორც მეპატრონით

13
ირმა – კაფკას მამის უმცროსი ძმის – ლუდვიგის შვილი.

32
აღფრთოვანებული, მანამდე და შემდგომ სხვა სამუშაოს კარგი წარ-
მმართველი, შენთვის მაინც არასაკმარისად კარგი მომსახურე აღ-
მოჩნდა. რასაკვირველია, ერთგვარ ჩაგვრას ის ჩვენგანაც განიცდი-
და. მას შენ მიმართ დაახლოებით ჩვენი, ბავშვების მსგავსი დამოკი-
დებულება ჰქონდა და შენი პიროვნების მსახვრალი გავლენა იმდე-
ნად დიდი იყო, რომ მასში განვითარება იწყო (მართალია, მხოლოდ
შენ მიმართ და იმედია, რომ ამას ბავშვის მძიმე ტანჯვები მისთვის
არ მიუყენებია) გულმავიწყობამ, დაუდევრობამ, სიკვდილმისჯილის
იუმორმა, შესაძლოა ერთგვარმა სიჯიუტემაც, რამდენადაც მას ეს
საერთოდ შეეძლო. ის სუსტი ჯანმრთელობის პატრონი და საერთო-
დაც არც თუ ისე ბედნიერი იყო და მთელ მის არსებას უნუგეშო შინა-
ყუდობის ბეჭედი ესვა. შენი დამოკიდებულება, რომელიც სხვადას-
ხვა ურთიერთკავშირებიდან იყო შობილი, სულ ერთი ფრაზით გა-
მოხატე, რაც ჩვენთვის კლასიკურად, თითქმის მკრეხელურად
ჟღერდა, მაგრამ ძალიან თვალსაჩინო იყო იმისათვის თუ, როგორი
უმწიკვლო იყავი ადამიანებთან: „ამ დალოცვილმა ბევრი საჯახირო
კი დამიტოვა“.
შემეძლო შენი გავლენის კიდევ ბევრ სფეროსა და მათთან ბრძო-
ლებს შევხებოდი, მაგრამ აქ უკვე ჩემს თავში ნაკლებ დარწმუნებუ-
ლი ვიქნებოდი და რაღაცების მოფიქრება-ჩამატება მომიწევდა.
ამას გარდა, რაც უფრო სცილდები მაღაზიასა თუ ოჯახს, მით უფრო
მეგობრული, შერბილებული, თავაზიანი, ყურადღებიანი, თანამო-
ზიარე (გარეგნულ მხარესაც ვგულისხმობ) ხდები, ისევე, როგორც
თვითმპყრობელი, რომელიც თავისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმ-
ყოფება, ტირანიზების მიზეზი არა აქვს და ამიტომ ყველაზე უმნიშ-
ვნელო ადამიანებსაც კი გულკეთილად ეპყრობა. მაგალითად,
ფრანცესბადეში გადაღებულ ჯგუფურ ფოტოსურათებზე შენ მარ-
თლაც ყოველთვის პატარა, უკმაყოფილო ადამიანებს შორის დგა-
ხარ, ასეთი დიდი, კეთილგანწყობილი, როგორც მოგზაურობაში
მყოფ მეფეს შეეფერება. რასაკვირველია, ამით სარგებელის მიღება
ბავშვებსაც შეეძლოთ, ამის გაცნობიერების უნარი რომ ჰქონოდათ,
რაც შეუძლებელი იყო. მაგალითად, მუდმივად არ უნდა მეცხოვრა

33
შენი გავლენის მჭიდრო, ხისტ, შემოსალტულ რკალში, რაც სინამ-
დვილეში გავაკეთე.
ამის გამო არა მარტო ოჯახის შეგრძნება დავკარგე, როგორც
შენ ამბობ, პირიქით, ოჯახის მიმართ გრძნობა ჯერ კიდევ გამაჩნდა.
მართალია, უმთავრესად უარყოფითი (რა თქმა უნდა, მუდმივი), შენ
მიმართ შინაგანი გაუცხოვებისა. მაგრამ ოჯახური წრის მიღმა ჩემი
ადამიანებთან ურთიერთობაც, როგორც ჩანს, შენი გავლენის გამო,
კიდევ უფრო დაზარალდა. სრულიად ცდები, როცა თვლი, რომ სხვა
ადამიანებისთვის სიყვარულისა და ერთგულების გამო ყველაფერს,
ხოლო შენთვის და ოჯახისთვის გულგრილობისა და მოღალატეო-
ბის გამო არაფერს ვაკეთებ. მეათეჯერ გიმეორებ: ალბათ მაინც
მარტოსული და გაუბედავი ვიქნებოდი, მაგრამ აქედან კიდევ გრძე-
ლი,ბურუსით მოცული გზაა იქამდე, სადაც სინამდვილეში ავღმოვ-
ჩნდი (აქამდე წერილში შედარებით მცირეზე განგებ არაფერს ვამ-
ბობდი, ახლა და შემდგომ კი იძულებული ვიქნები რაღაცაზე სრუ-
ლიად დავდუმდე, რასაც შენსა და საკუთარი თავის წინაშე ვაღი-
არებ, რასთანაც შეხება ჩემთვის ჯერ კიდევ ძალიან სამძიმოა. ამას
იმიტომ ვამბობ, რომ შენ, თუკი საერთო სურათი ზოგიერთ ადგილას
გაბუნდოვანდა, არ იფიქრო, თითქოს ამის მიზეზი სამხილების უკმა-
რისობა იყოს, პირიქით, ისეთი სამხილები მაქვს, რომელთაც შეუძ-
ლიათ სურათი აუტანლად გაამკვეთრონ. ზომიერების დაცვა აქ არც
თუ ისე იოლია). სხვათა შორის, აქ საკმარისია წარსული გაგახსენო:
შენთან მიმართებაში საკუთარი თავის რწმენა დავკარგე, სამაგიე-
როდ, დამნაშავის უსაზღვრო გრძნობა შევიძინე (ამ უსაზღვროობის
გახსენებაზე, ერთხელ ერთზე მართებულად დავწერე: „ეშინია, რომ
სირცხვილი მასზე დღეგრძელი აღმოჩნდება“). სხვა ადამიანებთან
შეხვედრისას მყისიერ გარდასახვას ვერ ვახერხებდი და მათ წინაშე
უფრო ღრმა დანაშაულის გრძნობას განვიცდიდი, რადგან ვალდე-
ბული ვიყავი, როგორც უკვე ვთქვი, ის ბოროტება გამომესწორები-
ნა, რომელიც მათ მაღაზიაში, ჩემი თანაპასუხისმგებლობით მიაყე-
ნე. გარდა ამისა, ყოველ მათგანს, ვისთანაც ურთიერთობა მქონდა,

34
ღიად თუ ფარულად რაღაცაში ადანაშაულებდი და ასევე, ამის გა-
მოც იძულებული ვიყავი მათთვის პატიება მეთხოვა. ადამიანთა უმ-
რავლესობის მიმართ უნდობლობა, რის ჩაგონებასაც ჩემთვის მა-
ღაზიაში და სახლში ცდილობდი (დამისახელე თუნდაც ერთი ადამი-
ანი, ვისაც ჩემს ბავშვობაში რაიმე მნიშვნელობა ჰქონდა, რომელიც
შენი კრიტიკით არ გაგინადგურებია) და რომელიც, რაც უნდა უც-
ნაური იყოს, მაინცა და მაინც არ გამძიმებდა (შენ ხომ საკმარისი ძა-
ლა გქონდა, რათა ეს უნდობლობა აგეტანა, ამას გარდა, ის შესაძ-
ლოა მხოლოდ მბრძანებლის სიმბოლო თუ იყო), ეს უნდობლობა,
რომელიც ჩემი ბავშვური თვალთახედვით არაფერში დასტურდებო-
და, რადგან გარშემო მხოლოდ მიუწვდომლად სანიმუშო ადამია-
ნებს თუ ვხედავდი, მე თანდათან საკუთარი თავის მიმართ უნდობ-
ლობად და ყველა დანარჩენის მიმართ მუდმივ შიშად გადამექცა. აქ
კი ვერანაირად ვერ გადაგირჩებოდი. ამ საკითხში შენი მცდარი შე-
ხედულებანი შესაძლოა იმაზე იყოს დაფუძნებული, რომ არსობრი-
ვად ხომ არაფერიც არ იცოდი ადამიანებთან ჩემი ურთიერთობების
შესახებ და უნდობლობითა და ეჭვით (განა იმას უარვყოფ, რომ მარ-
თლა გიყვარდი?) თვლიდი, რომ რაც სახლში მაკლდა, იმას სადღაც
ვინაზღაურებდი, რადგან ხომ შეუძლებელია, რომ სახლის გარეთაც
ზუსტად ასევე მეცხოვრა. თუმცა, ბავშვობაში ერთგვარ შვებას სწო-
რედ საკუთარი აზრის მიმართ უნდობლობაში ვპოულობდი; ჩემს
თავს ვეუბნებოდი: „შენ, რა თქმა უნდა, აზვიადებ, წვრილმანებს აბუ-
ქებ, როგორც ეს ახალგაზრდებს სჩვევიათ, რომლებიც წვრილმა-
ნებს მეტისმეტად დიდ გამონაკლისებად აღიქვამენ“. სამწუხაროდ,
მოგვიანებით, თვალსაწიერის გაფართოებასთან ერთად ეს შვება
თითქმის დამეკარგა.
შენგან ხსნა იუდეველობაშიც ვერ ვპოვე. აქ უნდა ითქვას, რომ
თავისთავად გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, უფრო მეტიც, იუ-
დეველობაში ჩვენ ორივეს საკუთარი თავის პოვნა ან ყოველ შემ-
თხვევაში ამ წიაღში, რაღაც საერთო შეგვეძლო მოგვეძია. შენ კი რა
იუდეველობას მინერგავდი! წლების განმავლობაში მისი გადაფასე-
ბა სამჯერ მომიხდა.

35
ბავშვობაში შენი გულის მოსაგებად საკუთარ თავს იმის გამო
ვკიცხავდი, რომ ტაძარში არასაკმარისი სიხშირით დავდიოდი, არ
ვმარხულობდი და ა.შ. ვთვლიდი, რომ ამის გამო უსამართლობას
არა საკუთარი თავის მიმართ, არამედ შენ მიმართ ვიჩენდი და დამ-
ნაშავის გრძნობა მიპყრობდა, რომელიც მუდამ თან მდევდა.
მოგვიანებით, ახალგაზრდობაში არ მესმოდა, როგორ შეგეძლო
იუდეველობისადმი ესოდენ მცირედის გამღებს (თუნდაც მხოლოდ
მოწიწების გამო, როგორც ამას ამბობდი) გესაყვედურა, რომ შენ-
თვის ასეთივე მცირედის გაღებას არც კი ვცდილობდი. რამდენადაც
ამას ვხედავდი, ეს მართლაც ისე მცირე იყო, სასაცილო და სასაცი-
ლოც კი არა. ტაძარში წელიწადში 4-ჯერ თუ შეივლიდი, იქ მყოფი კი,
რაღა თქმა უნდა, გულგრილებთან უფრო ახლოს იყავი, ვიდრე იმ-
ათთან, ვინც ამას სერიოზულად აღიქვამდა. ფორმალურად და მოთ-
მინებით ლოცულობდი. ზოგჯერ ძალიან მაოცებდი, როცა ლოცვაში
იმ ადგილზე მიმითითებდი, რაც იმ დროს იკითხებოდა, მთელ დარ-
ჩენილ დროს ნებას მრთავდი, რაკი ტაძარში მოვედი (მთავარი ეს
იყო), სადაც მინდოდა შევყუჟულიყავი. იქ მრავალი საათი ვამთქნა-
რებდი და ვთვლემდი (ასეთივე მოწყენილი შემდგომ, ალბათ მხოლ-
ოდ ცეკვის გაკვეთილებზე თუ ვიყავი), ვცდილობდი, შეძლებისდაგ-
ვარად, თავი იმ მცირეოდენი ცვლილებებით შემექცია, რისი დანახ-
ვაც იქ შეიძლებოდა, მაგალითად, როდესაც კიდობანს ხსნიდნენ,
რაც მუდამ ტირს მახსენებდა, სადაც კარადის კარიც ასევე იღებოდა,
როცა მიზანში ახვედრებდნენ, თუმცა იქ ყოველთვის რაღაც საინტე-
რესო, აქ კი მუდამ ძველი, თავმოძრობილი თოჯინები ჩნდებოდნენ.
ისე კი იქ საკმაო შიში გადავიტანე, არა მარტო ხალხმრავლობის გა-
მო, რასაც თავისთავად ვერ აცდებოდი, არამედ იმის გამოც, რომ
ერთხელ, თითქოს სხვათა შორის, შემახსენე, რომ თორას წასაკით-
ხად შეიძლება მეც გამოვეძახებინე. წლების განმავლობაში ამის გა-
მო მაკანკალებდა. სხვა დანარჩენი კი, „ბარმიცვას“ გამოკლებით,
ჩემს მოწყენილობას მნიშვნელოვნად არაფრით არღვევდა, მაგრამ
ლოცვა მხოლოდ მის უაზრო დაზუთხვას ითხოვდა, ანუ მხოლოდ სა-
საცილომდე უაზრო გამოცდის სახე ჰქონდა მიცემული; და გარდა

36
ამისა ეს უკვე შენ გეხება – პატარა უმნიშვნელო შემთხვევები, მაგა-
ლითად, როცა თორას წასაკითხად გამოგიძახებდნენ და ჩემი წარ-
მოდგენით, ამ ერთობ საერო საქმეს თავს მშვენივრად ართმევდი,
ანდა როდესაც მიცვალებულთა ხსენებისას ტაძარში რჩებოდი, მე
კი იქიდან გამისტუმრებდი, დიდი ხნის განმავლობაში თითქმის გა-
უცნობიერებელ გრძნობას მიჩენდა – რაც, შესაძლოა, ჩემი გამოს-
ტუმრებითა და რაიმე ღრმა ინტერესის უქონლობით იყო გამოწვეუ-
ლი – თითქოს იქ რაღაც უხამსობა ხდებოდა. ასე იყო ტაძარში, სახ-
ლში კი ეს ყველაფერი შესაძლოა კიდევ უფრო უბადრუკი იყო და პა-
სექის პირველ საღამომდე დადიოდა, რომელიც ბავშვების ზრდას-
თან ერთად, უფრო და უფრო ემსგავსებოდა კომედიას, თავშეუკავე-
ბელი სიცილის თანხლებით (რატომ ექცეოდი ამ გავლენის ქვეშ?
იმიტომ, რომ ამას შენვე იწვევდი). აი, ასეთი იყო ის ნიადაგი, რასაც
ჩემი რწმენა უნდა გამოეკვება. ამას შენი გაწვდენილი ხელი თუ ემა-
ტებოდა, რომელიც „მილიონერ ფუქსის ვაჟიშვილებზე“ მიუთითებ-
და, რომლებიც დიდ დღესასწაულებზე თავიანთ მამასთან ერთად
ტაძარში იმყოფებოდნენ. ვერ ვხვდებოდი, ამ მასალისათვის იმაზე
უკეთესი რა მომეხერხებინა, გარდა იმისა, რომ საჩქაროდ მომეცი-
ლებინა. ზუსტად მისი მოცილება მეჩვენებოდა ყველაზე მოწიწებულ
მოქმედებად.
თუმცა მოგვიანებით ეს სხვა თვალით ისევ დავინახე და მივხვდი,
რატომ უნდა გეფიქრა, რომ ამ მხრივაც ვერაგულად გღალატობ. პა-
ტარა, გეტოს მსგავსი სოფლის თემისგან, იუდეველობისაგან, რა-
ღაც მცირეოდენი მართლაც შემორჩენილი გქონდა, რომელიც ქა-
ლაქში, ხოლო შემდეგ სამხედრო სამსახურში კიდევ უფრო შემცირ-
და, მაგრამ სიყმაწვილის შთაბეჭდილებები და მოგონებანი ასე თუ
ისე მაინც საკმარისი იყო, რაღაც ებრაული ცხოვრების მსგავსის შე-
სანარჩუნებლად, განსაკუთრებით თუ გავითვალიწინებთ, რომ ამ-
გვარი სახის დახმარება დიდად არ გესაჭიროებოდა, რამდენადაც
ძლიერი ფესვი გქონდა და რელიგიური იჭვნეულობა, თუკი ის საზო-
გადოებრივ მოსაზრებებს ზედმეტად არ ერთვოდა, შენზე გავლენა-
საც ვერ მოახდენდა. შენი ცხოვრების განსამზღვრავი რწმენის არსი

37
იმაში მდგომარეობდა, რომ ებრაელების, რომლებიც გარკვეულ
სოციალურ ფენას მიეკუთვნებოდნენ, შეხედულებების სრულ სიმა-
რთლეში ეჭვიც არ გაგჩენოდა. რადგან ეს შეხედულებანი შესისხლ-
ხორცებული გქონდა, ამგვარად შენი რწმენა საკუთარი თავის რწმე-
ნა გამოდიოდა. იუდეველობა ამაშიაც საკმაო რაოდენობით იყო,
მაგრამ, ამ შემთხვევაში, ბავშვისთვის გადასაცემად ის საკმარისი
არ აღმოჩნდა, რადგან სანამ შენ ამას გადასცემდი, ის ბოლო წვე-
თამდე იწურებოდა. ნაწილობრივ ეს ყმაწვილობის დროინდელი ენ-
ით უთქმელი შთაბეჭდილებებით, ნაწილობრივ კი შენი შიშისმომ-
გვრელი ბუნებით იყო განპირობებული. განა შესაძლებელი იქნებო-
და ბავშვისთვის, რომელიც წმინდა წყლის შიშის გამო ყველაფერს
გაფაციცებით თვალყურს ადევნებდა, იმის ახსნა, რომ იმ რამოდე-
ნიმე წვრილმანს, რასაც შენ მათი უმნიშვნელობის შესაბამისად იუ-
დეველობის სახელით ასრულებდი, შესაძლოა უფრო აღმატებული
მნიშვნელობა ჰქონოდა. შენთვის მათი აზრი გარდასულ დროებათა
მოგონებებში მდგომარეობდა, რისი გაზიარების მოსურნეც იყავი,
მაგრამ რამდენადაც მათ, შენი აზრით, თავისთავადი ღირებულება
არ გააჩნდათ, ამის გაკეთება მხოლოდ ჭკუის სწავლებით ან მუქარე-
ბით შეგეძლო. ერთი მხრივ, ამ ზით წარმატების მიღწევა შეუძლებე-
ლი იყო, მეორე მხრივ კი, რადგან საკუთარი პოზიციის სისუსტეს არ
სცნობდი, ჩემზე და ჩემს მოჩვენებით სიჯიუტეზე მხოლოდ ბრაზდე-
ბოდი.
მთლიანობაში, ეს ყველაფერი ერთეულ მოვლენას სრულიადაც
არ წარმოადგენს, მსგავსი მდგომარეობა ჰქონდა იმ გარდამავალი
თაობის ებრაელთა უმრავლესობას, რომლებიც შედარებით ჯერ კი-
დევ მორწმუნე სოფლებიდან ქალაქებში გადასახლდნენ. ასე თავის-
თავად გამოდიოდა, მაგრამ ამან ჩვენი ურთიერთობა, რომელსაც
სიმწვავე ისედაც არ აკლდა, კიდევ უფრო გაამწვავა. რა თქმა უნდა,
ამ საკითხშიაც, ისევე როგორც მე, შენც თამამად შეგიძლია საკუთა-
რი უდანაშაულობისა გჯეროდეს, მაგრამ ეს უდანაშაულობა შენი ბუ-
ნებიდან და დროის მოცემულობებიდან გამომდინარე უნდა ახსნა

38
და არა უბრალოდ გარეშე ვითარებებით, ანუ არ ილაპარაკო, მაგა-
ლითად, იმაზე, რომ იმდენად ბევრი საქმე და საზრუნავი გქონდა,
ასეთი რამეებისათვის დრო სრულიად არა გრჩებოდა. ამგვარად სა-
კუთარ უცილობელ უდანაშაულობას სხვების მიმართ უსამართლო
კიცხვად აქცევ ხოლმე. ამის გაქარწყლება, ზოგადად და ამ შემთხვე-
ვაშიაც, ძალიან იოლია. აქ ხომ არავინ ლაპარაკობს რაღაც, ვთქვათ
გაკვეთილებზე, რომელიც შენი შვილებისათვის უნდა ჩაგეტარები-
ნა, არამედ აქ ლაპარაკი სანიმუშო ცხოვრებაზეა. შენი იუდეველო-
ბა, შენი რწმენა უფრო ძლიერი რომ ყოფილიყო, მაშინ შენი მაგა-
ლითი უფრო სავალდებულო იქნებოდა. ეს ხომ თავისთავად ცხა-
დია, რომ ეს ისევ და ისევ არა საყვედური, არამედ მხოლოდ შენი
საყვედურებისგან თავდაცვაა. ამას წინათ ფრანკლინის14 სიყმაწვი-
ლის მოგონებები წაიკითხე. მე მართლაც განგებ მოგეცი ის წასა-
კითხად, მაგრამ არა ვეგეტარიანელობის მოკლე განხილვის გამო,
როგორც ეს ირონიულად შენიშნე, არამედ იმიტომ, თუ როგორ არის
იქ ავტორისა და მამამისის ურთიერთობები აღწერილი და იმისგა-
მოც, რომ ვაჟიშვილისთვის დაწერილ ამ მოგონებებში უნებურად,
ავტორსა და მის ვაჟს შორის ურთიერთობა გამოსჭვივის. არ მინდა
აქ დეტალებზე შევჩერდე.
შენი იუდეველობის ჩემეული შეფასების სისწორე, დამატებით
კიდევ ერთმა გარემოებამ, შენმა ბოლო წლების დროინდელმა ქცე-
ვამ დაადასტურა, როდესაც მოგეჩვენა, რომ ებრაელთა ყოფით უფ-
რო მეტად დავინტერესდი. რადგან ნებისმიერი ჩემი საქმიანობის
მიმართ, ყოველთვის წინასწარ აკვიატებული, უარყოფითი დამოკი-
დებულება გაქვს და განსაკუთრებით კი იმის მიმართ, რაც მაინტე-
რესებს, ამიტომ აქაც იგივე განმეორდა. თუმცა შეიძლებოდა იმის
მოლოდინი ყოფილიყო, რომ ამ შემთხვევაში პატარა გამონაკლისს
დაუშვებდი. ეს ხომ იუდეველობა იყო, რომელიც შენი იუდეველო-
ბისგან იშვა და, შესაბამისად, იმის შესაძლებლობაც გაჩნდა, რომ

14
ფრანკლინი – ამერიკის პრეზიდენტი ბენჯამენ ფრანკლინი (1706-1790
წწ.)

39
ჩვენ შორის ახალი ურთიერთობები გაჩენილიყო. არ უარვყოფ, რომ
ჩემი ამ ინტერესის მიმართ ყურადღება რომ გამოგეჩინა, სწორედ
ამის გამო შესაძლოა ის საეჭვოდ მომჩვენებოდა. იმის მტკიცებას არ
ვაპირებ, რომ ამ თვალსაზრისით ოდნავ მაინც შენზე უკეთესი ვიყო.
თუმცა საქმე ამის გაცხადებამდეც კი არ მისულა. ჩემი შუამდგომ-
ლობის წყალობით, იუდეველობა შეგზიზღდა, ებრაული თხზულებე-
ბი არაკითხვადნი გახდნენ, ისინი „გულს გირევდნენ“. ეს შესაძლოა
იმას ნიშნავდა, რომ შენი მტკიცებულებით მხოლოდ და მხოლოდ ის
იუდეველობაა სწორი, რომელიც შენ ბავშვობაში გამაცანი, ხოლო
ამის გარდა სხვა არ არსებობს. თუმცა ალბათ შეუძლებელია, რომ
ამის დაბეჯითებით მტკიცება გსურდა. ამ შემთხვევაში „გულისრევა“
(თუ არ ჩავთვლით, რომ ეს, პირველ რიგში, არა იუდეველობას,
არამედ ჩემს პერსონას ეხებოდა) შესაძლოა მხოლოდ იმას ნიშნავ-
და, რომ უნებურად შენი იუდევე
ლობისა და ჩემი ებრაული აღზრდის სისუსტეს აღიარებდი, ამაზე
არანაირი შეხსენებები არ გინდოდა და ყველა შეხსენებას დაუფარა-
ვი ზიზღით პასუხობდი. თუმცაღა შენს უარყოფით შეფასებაში ჩემს
იუდეველობით გატაცებას ძალიან აზვიადებდი; ჯერ ერთი, ის ხომ
თავის თავში შენს წყევლას უკვე დაატარებდა და, მეორე, მისი გან-
ვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მოყვასთან ურთიერ-
თობას ენიჭებოდა, ანუ ჩემს შემთხვევაში ეს ფაქტორი მომაკვდინე-
ბელი იყო.
შენი არაკეთილგანწყობილება უფრო მართებული ჩემი მწერ-
ლობისა და მასთან დაკავშირებული იმ ყველაფრისადმი იყო, რაც
შენთვის დაფარული რჩებოდა. აქ მართლაც რაღაცაში დამოუკიდე-
ბელი გავხდი და მოგშორდი, თუმცა ეს ცოტა იმ ჭიას მაგონებს, რო-
მელსაც უკანა ნაწილზე ფეხს თუ დააბიჯებ, გაწყდება და გვერდზე გა-
ხოხდება. ერთგვარი უსაფრთხოება შევიძინე, სული მოვითქვი. უარ-
ყოფითი დამოკიდებულება, რომელიც, ბუნებრივია, ჩემი მწერლო-
ბის მიმართ მაშინვე წარმოგეშვა, ამჯერად, გამონაკლისის სახით
მსიამოვნებდა. მართალია, ჩემი თავმოყვარეობა, ამპარტავნება შე-
ლახული იყო შენი ცნობილი სიტყვებით, რითიც ყოველ ჩემს წიგნს

40
ეგებებოდი: „სასთუმალთან დადე!“ (ყველაზე ხშირად, როცა წიგნი
მოჰქონდათ, ბანქოს თამაშობდი), მაგრამ ძირის ძირში ამ დროს მა-
ინც მსიამოვნებდა, არა მარტო იმიტომ, რომ ჩემში ბრაზი იღვიძებ-
და ან მიხაროდა, რომ ჩვენი ურთიერთობების ჩემეული აღქმა ახა-
ლი დადასტურებას იღებდა, არამედ სრულიად დამოუკიდებლად,
რადგან ეს სიტყვები ჩემთვის დაახლოებით ასე ჟღერდა: „ახლა თა-
ვისუფალი ხარ!“. რა თქმა უნდა, ეს თავის მოტყუება იყო, თავისუფა-
ლი არ ვიყავი, უკეთეს შემთხვევაში თავისუფალი ჯერ კიდევ არ ვი-
ყავი. ჩემს თხზულებებში შენზე ვწერდი, მხოლოდ ჩემს სადარდებ-
ელზე ვჩიოდი, რასაც შენს მკერდზე ვერ ამოვიოხებდი. ეს შენთან
განგებ გაწელილი განშორება, მართალია შენივე წახალისებული
იყო, მაგრამ ის მიმართულება ჰქონდა, რომელსაც თავად განვსაზ-
ღვრავდი. თუმცა რა ცოტა იყო ეს ყველაფერი! საერთოდაც ეს გახ-
სენების ღირსი მხოლოდ იმის გამოა, რომ ჩემს ცხოვრებაში ხდებო-
და, სხვაგვარად უბრალოდ შეუმჩნეველი დარჩებოდა და კიდევ იმი-
ტომ, რომ ბავშვობაში, როგორც წინათგრძნობა, მოგვიანებით რო-
გორც იმედი, კიდევ უფრო მოგვიანებით კი, ხშირად, როგორც სასო-
წარკვეთილება ჩემს ცხოვრებაში სუფევდა და თუ გნებავს იმავემ,
ისევ და ისევ შენი სახით ჩემი რამდენიმე მცირე გადაწყვეტილება
მიკარნახა. მაგალითად, პროფესიის არჩევა. რა თქმა უნდა, დიდსუ-
ლოვნად და ამ შემთხვევაში შემწყნარებლურადაც ამაში სრული თა-
ვისუფლება მომეცი. თუმცა აქ შენთვისაც ავტორიტეტულ, ებრაელ-
თა საშუალო ფენაში საყოველთაოდ მიღებულ ვაჟიშვილებთან მოპ-
ყრობის პრინციპს ან უკიდურეს შემთხვევაში ამ ფენის შეხედულებას
მისდევდი. საბოლოოდ აქ ასევე ერთ-ერთმა მცდარმა წარმოდგენამ
იმოქმედა, რომელიც ჩემ მიმართ გქონდა. მამობრივმა სიამაყემ,
ჩემი ნამდვილი ცხოვრების არცოდნამ, ჩემი სუსტი ჯანმრთელობის
საფუძველზე გამოტანილმა დასკვნებმა წლების წინ ჩაგაგონეს,
რომ განსაკუთრებული სიბეჯითით გამოვირჩევი. შენი წარმოდგე-
ნით, ბავშვობაში მუდამ ვსწავლობდი და მოგვიანებით მუდამ ვწერ-
დი. ეს სიმართლისგან იმდენად დაცილებულია, რომ გაცილებით
ნაკლები გაზვიადება იქნებოდა იმის თქმა, რომ ცოტას ვსწავლობდი

41
და ვერაფერი ვისწავლე. იმაში, რომ წლების შემდეგ საშუალო მეხ-
სიერებისა და არც თუ ისე უვარგისი აღქმის უნარის მქონეს რაღაცა
დამრჩა, განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ როგორც არ უნდა
იყოს, ცოდნის ოდენობა და, განსაკუთრებით, ამ ცოდნის სიმყარე,
დახარჯულ ფულთან, დროსთან და გარეგნულად უზრუნველ, მშვიდ
ცხოვრების პირობებთან შეფარდებით, განსაკუთრებით კი თითქმის
ყველა იმ ადამიანთან შედარებით, რომლებსაც ვიცნობ, ერთობ მწი-
რია. ეს სამწუხაროა, მაგრამ ჩემთვის გასაგები. მას შემდეგ, რაც თა-
ვი მახსოვს, სულიერი ყოფიერების განმტკიცებისათვის ისეთი სიღ-
რმისეული საზრუნავები მქონდა, რომ სხვა ყველაფრის მიმართ
გულგრილი ვიყავი. ჩვენთან ებრაელი გიმნაზისტები უცნაურები,
ზოგჯერ სრულიად წარმოუდგენელნი არიან, მაგრამ ჩემსავით ცივი,
შეუნიღბავი, უძლეველი, ბავშვურად უსუსური, სასაცილომდე მისუ-
ლი, ცხოველური თვითკმაყოფილი გულგრილობით აღსავსე, თვით-
კმარი, მაგრამ სრულიად ფანტასტიკური ბავშვი არასოდეს შემხვედ-
რია. მართალია, ეს ნერვული სისტემის დანგრევის საწინააღმდეგო
ერთადერთი თავდაცვა იყო, შიშისა და დანაშაულის გრძნობისაგან.
მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვით ვიყავი გართული, საზრუნავი კი
ერთობ მრავალფეროვანი იყო. ვთქვათ, ღელვა საკუთარ ჯანმრთე-
ლობაზე. ის იოლად გაჩნდა, წამდაუწუმ ჩნდებოდნენ პატარა შიშები
საჭმლის მონელებასთან, თმის ცვენასთან, ხერხემლის გამრუდე-
ბასთან დაკავშირებით და ა.შ. მათ აურაცხელი საფეხურები ჰქონ-
დათ და საბოლოოდ ნამდვილი დაავადებით დასრულდა. რა იყო ეს
ყველაფერი? არა მგონია ნამდვილი ფიზიკური ავადმყოფობა ყოფი-
ლიყო, მაგრამ რამდენადაც დარწმუნებული არაფერში ვიყავი, ყო-
ველ წამს ჩემი არსებობის ახალი დადასტურება მჭირდებოდა, სი-
ნამდვილეში, შეუდავებლად არაფერი მეკუთვნოდა, რაც მხოლოდ
ჩემი იქნებოდა, რასაც ჩემით განვკარგავდი, სინამდვილეში მემ-
კვიდრეობაზე უფლებააყრილი ვაჟიშვილი ვიყავი და, ბუნებრივია,
მსგავსი ეჭვი, ჩემთვის ყველაზე მახლობელი, საკუთარი სხეულის
მიმართაც გამიჩნდა. სიგრძეში ვიწელებოდი, მაგრამ ამისთვის რა

42
მომეხერხებინა არ ვიცოდი, ტვირთი ერთობ მძიმე იყო, მხრებში ვი-
ღუნებოდი, მოძრაობას ვერიდებოდი, მითუმეტეს ნებისმიერ ვარ-
ჯიშს და სუსტი ვრჩებოდი. ის ყველაფერი, რაც ჯერ კიდევ გამაჩნდა,
სასწაულივით მაოცებდა, მაგალითად, საჭმლის კარგი მონელების
უნარი. ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დამეკარგა და
ამით იპოქონდრიის სხვადასხვა სახისთვის გზა გამეხსნა, სანამ შემ-
დეგ ცოლის შერთვის სურვილთან დაკავშირებულმა ზეადამიანურ-
მა დაძაბულობამ (ამას მოგვიანებით მივუბრუნდები) ფილტვების
სისხლდენამდე არ მიმიყვანა, რაშიც ერთგვარი წვლილი ალბათ ში-
ონბერგის სასახლის 15ბინამაც შეიტანა. ის მხოლოდ იმისთვის
მჭირდებოდა, რომ ვფიქრობდი, თითქოს ეს მწერლობისთვის გამო-
მადგებოდა, ასე რომ, ესეც ანგარიშშია ჩასათვლელი. მაშასადამე,
ეს ყოველივე, როგორც შენ წარმოგიდგენია, ჩემი ზედმეტი მუშაო-
ბის ბრალი არ არის. იყო წლები, როდესაც სრულიად ჯანმრთელმა,
დივანზე წამოგორებულმა იმაზე მეტი ხანი ვიზარმაცე, ვიდრე შენ
მთელი ცხოვრების მანძილზე, ყველა ავადმყოფობის ჩათვლით.
თუკი უკიდურესად საქმიანი იერით შენგან გავრბოდი, ყველაზე ხში-
რად სწორედ იმიტომ, რომ ჩემს ოთახში წამოვწოლილიყავი. მთე-
ლი ჩემი შრომის ნაყოფიერება, როგორც კანცელარიაში (სადაც
მართალია სიზარმაცე მაინც და მაინც თვალში საცემი არ არის და
თანაც ის ჩემს შიშნეულობით საზღვრებში იყო მოქცეული), ასევე
სახლში თითქმის არარაობის ტოლია. ამაზე წარმოდგენა რომ გქო-
ნოდა, საშინლად შეძრწუნდებოდი. ალბათ ბუნებით სიზარმაცისად-
მი მიდრეკილი სრულებითაც არა ვარ, მაგრამ საქმე არაფერი მქონ-
და. იქ, სადაც ვცხოვრობდი, უარყოფილი, განკიცხული, განადგურე-
ბული ვიყავი და თუმცა გადახვეწის მცდელობა უზარმაზარი ძალის-
ხმევის ფასად დამიჯდა, ეს მუშაობა არ ყოფილა, რადგან ჩემი ძალე-
ბისათვის, პატარა გამონაკლისის ჩათვლით, ეს შეუძლებელი, მიუწ-
ვდომელი იყო.

15
შიონბერგის სასახლის ბინა კაფკამ ფელიცია ბაუერთან მოსალოდნელი
ქორწინების გამო იქირავა 1917 წ.

43
აი, ასეთ მდგომარეობაში მივიღე პროფესიის არჩევის თავისუფ-
ლება. მაგრამ საერთოდ შევძლებდი ასეთი თავისუფლებით სარგებ-
ლობას? განა შემეძლო საკუთარი თავის იმედი მქონოდა, რომ ნამ-
დვილ პროფესიას დავეუფლებოდი? ჩემი თვითშეფასება შენზე უფ-
რო იყო დამოკიდებული, ვიდრე სხვა ყველაფერზე, ვთქვათ, რაღაც
გარეგნულ წარმატებაზე. ამ უკანასკნელს წამიერი წახალისება თუ
შეეძლო, სასწორის მეორე მხარეს კი მუდამ შენ სძალავდი ხოლმე.
„სახალხო სკოლის პირველ კლასს ვერასოდეს დავამთავრებ“, –
ვფიქრობდი ჩემთვის, მაგრამ შევძელი და ჯილდოც კი მივიღე; ასევე
ვფიქრობდი, რომ გიმნაზიაში მისაღებ გამოცდებს ვერ ჩავაბარებ-
დი, მაგრამ ესეც შევძელი; „აი, ახლა გიმნაზიის პირველ კურსს ნამ-
დვილად ვერ დავხურავ“, – მაგრამ გამომივიდა და შემდგომშიაც
ასე გაგრძელდა. თუმცა ამან საკუთარ თავში რწმენა არ განმიმტკი-
ცა, პირიქით, ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი და შენი უკმაყო-
ფილო სახის გამომეტყველება ამას პირდაპირ ადასტურებდა, რომ
რაც უფრო მეტს შევძლებ, ყველაფერი მით უფრო ცუდად დამიმთავ-
რდება. გონებით ხშირად ვხედავდი პროფესორების მუქარით აღ-
სავსე კრებას (გიმნაზია მხოლოდ საერთო მაგალითია, ყველგან ჩემ
გარშემო იგივე ხდებოდა), როგორ იკრიბებიან ისინი ჩემი პირველ
კურსის დამთავრებისას, შემდეგ მეორის გასრულებისას და მესა-
მის, თუკი ის გადავლახე და ა.შ. იკრიბებიან, რათა ის ერთადერთი,
უსაშინლესი შემთხვევა გამოიძიონ თუ როგორ მოვახერხე, ყველა-
ზე უნიჭომ და ყოველ შემთხვევაში, ყველაზე უცოდინარმა მოწაფემ
ამ კურსამდე მიღოღვა, საიდანაც ამჟამად, როდესაც ჩემზე საყო-
ველთაო ყურადღებაა მოპყრობილი, ახლა, რაღა თქმა უნდა, გად-
მომაფურთხებენ – მართალთა სასიხარულოდ, რომლებიც ამ წნეხს
საბოლოოდ მოიშორებენ.
ასეთი წარმოდგენებით ცხოვრება ბავშვისთვის ადვილი არ არ-
ის. ამგვარ ვითარებაში რა სწავლზეა ლაპარაკი? ვინ შეძლებდა ჩემ-
ში ინტერესის ნაპერწკლის გაღვივებას? გაკვეთილები და არა მარ-
ტო გაკვეთილები, არამედ ყველაფერი, რაც ამ გადამწყვეტ ასაკში

44
გარს მეხვია, დაახლოებით ისევე მაინტერესებდა, როგორც ჯერ კი-
დევ სამსახურში მყოფ და გამოაშკარავების მოლოდინით შეშინე-
ბულ მფლანგველს აინტერესებს ბანკში მიმდინარე წვრილმანი საქ-
მეები, რომელთა შესრულებაც, როგორც ჯერ კიდევ თანამდებობის
პირს, ისევ ევალება. მთავარის გვერდით ყოველივე ისეთი პატარა,
ისეთი შორეული ჩანდა. ყველაფერი ამგვარად მიედინებოდა სიმწი-
ფის ატესტატის გამოცდებამდე, რომელიც ნაწილობრივ მართლაც
მხოლოდ თაღლითური გზით ჩავაბარე, შემდეგ კი ყველაფერი შე-
ჩერდა და მეც გავთავისუფლდი. ხოლო თუკი ადრევე, გიმნაზიის
წნეხის მიუხედავად, მხოლოდ საკუთარ თავზე ვიყავი კონცენტრი-
რებული, ახლა, როდესაც გავთავისუფლდი, როგორღა უნდა ვყო-
ფილიყავი?! ამრიგად, პროფესიის არჩევაში ნამდვილი თავისუფ-
ლება ჩემთვის არ არსებობდა. ვიცოდი, მთავართან შედარებით ყვე-
ლაფერს ისეთივე გულგრილობით მოვეკიდებოდი, როგორც გიმნა-
ზიის ყველა საგანს. მაშასადამე, ისეთი პროფესია უნდა შემერჩია,
რომელიც ამბიციების ნაკლები შელახვით, მსგავსი გულგრილობის
უფლებას მომანიჭებდა, ასეთად კი თავისთავად იურისპრუდენცია
მივიჩნიე. ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო პატივმოყვარეობის
მცირე გამოვლინებები, უაზრო იმედები, მაგალითად, ქიმიის 14-
დღიანი კურსი, გერმანული ენის ნახევარწლიანი შესწავლა, ამ ძირ-
ეულ გადაწყვეტილებას მხოლოდ ამყარებდნენ. მაშასადამე, იურის-
პრუდენციის შესწავლას შევუდექი. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ რამ-
დენიმე წინასაგამოცდო თვის განმავლობაში, ნერვების უხვად შე-
წირვისას სულიერად ნახერხით ვიკვებებოდი, რომელიც ჩემამდე
ათასი პირით უკვე გადაღეჭილი იყო. თუმცა ერთგვარად ეს მომწონ-
და კიდეც ისევე, როგორც მანამდე გარკვეულწილად გიმნაზია, ხო-
ლო შემდგომ მოხელის პროფესია, რადგან ყოველივე ეს ჩემს
მდგომარეობას სრულად შეესაბამებოდა. ყოველ შემთხვევაში სა-
ოცარი წინასწარი განჭვრეტის უნარი გამოვავლინე: ჯერ კიდევ პა-
ტარა ბავშვს, საკმაოდ მკაფიო წინათგრძნობა მქონდა ჩემი მომავა-
ლი სწავლისა და ხელობის შესახებ. მათგან ხსნას არ მოველოდი, ამ
თვალსაზრისით, უკვე ყველაფერზე ხელი ჩაქნეული მქონდა.

45
არანაირი წინათგრძნობა არ მქონდა, რა მნიშვნელობა ექნებო-
და და შესაძლებელი იყო თუ არა ჩემთვის დაქორწინება. დღემდე
ჩემი ცხოვრების ეს ყველაზე დიდი საშინელება თავს თითქმის სრუ-
ლიად მოულოდნელად დამატყდა. ბავშვი ისე ნელა ვითარდებოდა,
ისე ჩანდა, რომ ასეთი რაღაცები მას თითქმის არ ეხებოდა; ზოგჯერ
ამაზე ფიქრის აუცილებლობას გრძნობდა, თუმცა აქ რომ ხან-
გრძლივი, გადამწყვეტი და თან სასტიკი გამოცდა მოელოდა, ეს ვერ
წარმოედგინა. თუმცა, სინამდვილეში, დაქორწინების მცდელობები
გადარჩენის ყველაზე გრანდიოზულ და იმედისმომცემ საშუალებე-
ბად გადაიქცნენ შენი გავლენის მოსაცილებლად, რაც ასეთივე
გრანდიოზული წარუმატებლობით დასრულდა.
ვშიშობ, რომ რაკი ამ სფეროში ვერაფერს ვაღწევ, ჩემს დაქორ-
წინების მცდელობებსაც ვერ განგიმარტავ. არადა, ამ წერილის მთე-
ლი წარმატება ამაზეა დამოკიდებული, რადგან, ერთი მხრივ, ის ყვე-
ლაფერი დადებითი, რაც გამაჩნია, ამ მცდელობებშია თავმოყრი-
ლი,ხოლო მეორე მხრივ, თითქოს გააფთრებით, ყოველივე უარყო-
ფითიც აქვეა მოგროვილი, რაც შენი აღზრდის თანმდევი შედეგის
სახით უკვე ავღწერე, ანუ სისუსტე, საკუთარ თავში დაურწმუნებლო-
ბა, დამნაშავეობის შეგრძნება, რომელნიც, თამამად შეიძლება ით-
ქვას, ჩემსა და დაქორწინებას შორის კორდონებად აღიმართნენ.
ამის ახსნა კიდევ იმიტომ მიძნელდება, რომ მრავალი დღისა და ღა-
მის განმავლობაში, ამ ყველაფერზე ფიქრსა და განსჯას ისევ თავი-
დან ვიწყებდი, ასე რომ, ახლა ამის გახსენებაც კი თავგზას მიბნევს.
ამ ახსნა-განმარტებაში, როგორც ვფიქრობ, შენი სრული გაუთვით-
ცნობიერებლობა დამეხმარება. ასეთი სრული გაუთვითცნობიერებ-
ლობის შემცირება კი არც ისე შეუძლებელი უნდა იყოს.
უპირველესად იმით დავიწყოთ, რომ დაქორწინების მცდელობე-
ბის წარუმატებლობას, ჩემი სხვა წარუმატებლობების რიგში აყენებ.
ამის საწინააღმდეგო არაფერი მექნებოდა იმ პირობით, თუკი ჩემ
მიერ ზემოთ მოყვანილი წარუმატებლობების ახსნას მიიღებდი. ისი-
ნი მართლაც იმავე რიგში დგანან, მაგრამ შენ მათ მნიშვნელობას

46
იმდენად ვერ აფასებ, რომ ამაზე საუბრისას, ჩვენ სრულიად სხვა-
დასხვა რამეზე ვლაპარაკობთ ხოლმე. გავკადნიერდები და ვიტყვი,
რომ შენთვის მთელ ცხოვრებაში არაფერი მომხდარა, რასაც ისე-
თივე მნიშვნელობა ექნებოდა, როგორიც ჩემთვის ცოლის მოყვანის
მცდელობები იყო. ამით იმის თქმა არ მინდა, თითქოს მნიშვნელო-
ვანი არაფერი განგეცადოს, პირიქით, შენი ცხოვრება ჩემსაზე გაცი-
ლებით მდიდარი, საზრუნავებითა და სიძნელეებით აღსავსე იყო,
მაგრამ სწორედ ამიტომაც მსგავსი არაფერი გადაგხდენია. წარმო-
იდგინე, რომ ვიღაცას ხუთიოდე დაბალ საფეხურზე ასვლა დასჭირ-
და, სხვას კი მხოლოდ ერთზე, მაგრამ ის ერთი ისეთივე სიმაღლი-
საა, რაც ერთად აღებული ის ხუთივე საფეხური. პირველი არა მარ-
ტო იმ ხუთს, არამედ კიდევ სხვა ასსა და ათასსაც გადალახავს, დიდ-
სა და რთულ ცხოვრებას გაივლის, მაგრამ არც ერთ საფეხურს, რო-
მელზეც ავიდა, ის მნიშვნელობა არ ექნება, როგორიც მეორისათვის
იმ ერთადერთს, პირველს, მაღალს და მთელი მისი ძალისთვის გა-
დაულახავ საფეხურს, რომელზეც ასვლა და, მითუმეტეს, მისი გადა-
ბიჯება შეუძლებელია.
დაქორწინება, ოჯახის შექმნა, ყველა იმ ბავშვის მიღება, ვისაც
მოსვლა სურს, ამ არამდგრად მსოფლიოში მათი რჩენა და თანაც
გაძღოლა, ჩემი ღრმა რწმენით, ყველაზე საძნელოა, რაც ადამიანს
ხელეწიფება. ის, რომ ერთი შეხედვით ამას ბევრი იოლად ახერხებს,
ამის საწინააღმდეგო მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, რადგან, ჯერ
ერთი, სინამდვილეში ბევრი ამას ვერ ახერხებს, და მეორე, ის მცი-
რეოდენი კი არ „აღწევს“ არამედ ეს უბრალოდ „მოსდით“. მართა-
ლია, ეს ის ყველაზე „საძნელო“ არ არის, მაგრამ მაინც ძალიან
მნიშვნელოვანია და საპატიო (განსაკუთრებით იმის გამო, რომ აქ
„აღწევენ“ და „მოსდით“ თითქმის განუყოფელია) და საბოლოოდ
ლაპარაკი არა ყველაზე საძნელოზე, არამედ მისგან რაღაც დაშო-
რებულ, მაგრამ რიგიან მიახლოებაზეა; ბოლოს და ბოლოს რა აუ-
ცილებელია მზის შუაგულში ფარფატი, საკმარისია მიწაზე, სუფთა
ალაგამდე მიცოცდე, სადაც მზე ზოგჯერ იხედება და ცოტას გათბები
კიდეც. საამისოდ როგორი მომზადებული ვიყავი?

47
საკმაოდ ცუდად. ეს უკვე თავიდანვე ცხადი იყო. თუკი ცალკეული
ინდივიდის პირდაპირი მომზადებისა და საერთო წინაპირობების
შექმნის საშუალება არსებობს, გარეგნულად ამაში დიდად არ
ერეოდი. სხვაგვარად ვერც იქნებოდა, აქ ყველაფერს ფენის, ხალ-
ხის, დროის საყოველთაოდ მიღებული წესები განსაზღვრავენ. მი-
უხედავად ამისა ამაშიაც ერეოდი, მართალია მცირედ, რადგან ამ-
გვარი ჩარევის წინაპირობა მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სრული
ნდობის შემთხვევაშია შესაძლებელი, რომელიც ჩვენ გადამწყვეტ
მომენტამდე დიდი ხნით ადრე უკვე აღარ გვქონდა და შენი ჩარევები
არც ისე იღბლიანი გამოდგა, რადგან ჩვენ სრულიად სხვადასხვა
მოთხოვნები გვქონდა. ის, რაც მე მაღელვებს, თითქმის არ გენაღ-
ვლება და პირიქით, ის, რასაც უდანაშაულობად მიიჩნევ, შესაძლოა
დანაშაულად ჩავთვალო და პირიქით, რაც შენთვის უკვალოდ ჩაივ-
ლის, იმავემ შესაძლოა კუბოში ჩამაწვინოს.
მახსოვს, ერთხელ საღამო ხანს იოსების მოედანზე, ახლანდელ
სასოფლო ბანკთან ახლოს, შენთან და დედაჩემთან ერთად სეირ-
ნობისას, სულელურად, ტრაბახით, ქედმაღლურად, ამაყად, გულ-
გრილად (ეს ყალბი იყო), ცივად (ეს კი გულწრფელი იყო) და ენის
ბორძიკით, როგორც თითქმის ყოველთვის შენთან საუბრის დროს,
ლაპარაკი „საინტერესო რაღაცებზე“ დავიწყე, იმის გამო გსაყვედუ-
რობდით, რომ არ განმანათლეთ და ამაზე ზრუნვამ ჩემს სკოლელე-
ბს მოუწიათ, რომ დიდი საშიშროებები მემუქრებოდა (აქ, ჩვეულე-
ბისამებრ, უსირცხვილოდ ვიტყუებოდი, რათა მამაცი გამოვჩენილი-
ყავი, რადგან ჩემი გაუბედაობის შედეგადა „დიდ საშიშროებებზე“
მკაფიო წარმოდგენა არ მქონდა), თუმცა ბოლოს განვაცხადე, რომ,
საბედნიეროდ, ამ დროისათვის ყველაფერი ვიცოდი, რჩევებს აღარ
ვსაჭიროებდი და ყველაფერი უკვე მოგვარებული იყო. ეს საუბარი
ძირითადად იმიტომ დავიწყე, რომ ამაზე უბრალოდ ლაპარაკიც კი
სიამოვნებას მანიჭებდა, თან ცნობისმოყვარეობის გამოც და ბო-
ლოს და ბოლოს კიდევ იმიტომ, რომ როგორღაც და რაიმესთვის
თქვენზე შური მეძია. შენი ბუნების შესაბამისად ამას ძალიან მარტი-

48
ვად მიუდექი, მხოლოდ ის თქვი, რომ რჩევის მოცემა შეგიძლია, რო-
გორ შეიძლება ამ საქმეების კეთება ისე, რომ თავი საფრთხეში არ
ჩაიგდო. შესაძლოა, შენგან სწორედ ასეთი პასუხის გამოტყუება
მსურდა, ზუსტადაც ეს სწყუროდა ხორცითა და ყველანაირი ნუგბა-
რეულით გულმოყირჭებულ ფიზიკურად უმოქმედო, მუდამ საკუთა-
რი თავით გართულ ბავშვის მგრძნობელობას, მაგრამ ჩემი გარეგა-
ნი სიმორცხვე იმდენად შეილახა ან ჩავთვალე, რომ უნდა შელახუ-
ლიყო, რომ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, შენთან ამაზე ლაპა-
რაკი ვეღარ გავაგრძელე და თავხედური საუბარი შევწყვიტე.
შენი მაშინდელი პასუხის შეფასება იოლი არ არის, ერთი მხრივ,
მასში დამაბნეველი გულწრფელობაა, რაღაც დონეზე პირველქმნი-
ლი, მეორე მხრივ კი, რაც შენს რჩევა-დარიგებას ეხება, ის ძალიან
თანამედროვედ წინდაუხედავია. არ მახსოვს მაშინ რამდენი წლის
ვიყავი, ყოველ შემთხვევაში არაუმეტეს 16-ისა. ასეთი ყმაწვილი-
სათვის ეს ფრიად უცნაური პასუხი იყო და ჩვენი დაშორიშორება
იმაშიც გამოვლინდა, რომ სინამდვილეში ეს პირველი უშუალო
ცხოვრებისეული გაკვეთილი იყო, რომელიც შენგან მივიღე. თუმცა
მაშინ ის ჩემს მეხსიერებაში მხოლოდ დაილექა, მისი ჭეშმარიტი
მნიშვნელობა კი გაცილებით გვიან, ნახევრად გაცნობიერებული სა-
ხით შემოვიდა და შემდეგს ნიშნავდა: ის, რაც მირჩიე შენივე და მი-
თუმეტეს ჩემი მაშინდელი შეხედულებით, მხოლოდ ყველაზე ჭუჭ-
ყიანი რამ თუ შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო. შენი ზრუნვა იმაზე,
რომ სახლში ფიზიკური ჭუჭყი არ შემომეტანა, რაღაც მეორეხარის-
ხოვანი იყო, რადგან მხოლოდ საკუთარ თავს, შენს სახლს იცავდი.
მთავარი კი უფრო ის იყო, რომ შენივე რჩევას უგულებელყოფდი და
უმწიკვლო მეუღლედ, სუფთა მამაკაცად რჩებოდი, რომელიც ამ რა-
ღაცებზე მაღლა იდგა. მაშინ ეს დამოკიდებულება ამ ყველაფრის მი-
მართ შესაძლოა კიდევ უფრო იმიტომაც გამიმძაფრდა, რომ და-
ქორწინებულობაც უსირცხვილობა მეგონა და ამიტომ იმ ყველაფ-
რის, რაც ქორწინებაზე გაგონილი მქონდა, მშობლებთან დაკავში-
რება არ შემეძლო. ამის შედეგად შენ უფრო სუფთა, უფრო ამაღლე-
ბული ხდებოდი. ის აზრი, რომ ქორწინებამდე საკუთარი თავისთვის

49
ამგვარი რჩევის მიცემას შეძლებდი, ჩემთვის სრულიად წარმოუდ-
გენელი იყო. ამგვარად, შენზე მიწიერი ჭუჭყის კვალი თითქმის არ
არსებობდა. და სწორედ შენ, თითქოს ეს ჩემი ბედისწერა ყოფილი-
ყოს, რამდენიმე გულწრფელი სიტყვით ამ ჭუჭყში ჩამაგდე. სამყარო
რომ მხოლოდ შენგან და ჩემგან შედგებოდეს, ასეთი წარმოდგენა
კი ჩემთვის ძალიან მახლობელი იყო, მაშინ სამყაროს სისუფთავე
შენით დასრულდებოდა, ჩემით კი, შენი რჩევის წყალობით, – სიბინ-
ძურე. თავისთავად ხომ გაუგებარია, ეს რატომ მომისაჯე. ამის ახსნა
ჩემთვის მხოლოდ შენს ძველ დანაშაულსა და უღრმეს სიძულვილს
თუ შეუძლია. ამით ჩემი სიღრმისეული არსი კიდევ ერთხელ და თან
ძალიან უხეშად შეიბღალა. ერთმანეთის მიმართ ჩვენი უდანაშაუ-
ლობაც, შესაძლოა, აქ ყველაზე მკაფიოდ გამოვლინდა. „ა“ გულ-
წრფელ, თავისი შეხედულებების შესატყვის, არც თუ ისე ლამაზ, მაგ-
რამ დღესდღეობით ქალაქში ახლა უკვე სავსებით მიღებულ, ალბათ
დაავადების აღმკვეთ რჩევას აძლევს „ბ“-ს. ეს რჩევა, მორალური
თვალსაზრისით, „ბ“-სთვის არც ისე გამამხნევებელია, თუმცა რაღა-
ცა დროის გასვლის შემდეგ მას ხომ შეეძლება ზარალის აღმოფ-
ხვრა, თანაც ამ რჩევით სარგებლობა სავალდებულო არ არის და სა-
კუთრივ რჩევაშიაც არაფერია ისეთი, რის გამოც „ბ“-ს მთელი მომა-
ვალი დაენგრევა. და მაინც რაღაც ამის მაგვარი ხდება, სწორედაც
იმის გამო, რომ „ა“ შენ ხარ, „ბ“ კი – მე.
ჩემთვის ეს ორმხრივი უდანაშაულობა კიდევ იმის გამოა ასეთი
გასაგები, რომ მსგავსი შეჯახება ჩვენ შორის, სრულიად სხვა ვითა-
რებაში, 20 წლის შემდეგაც მოხდა. ეს შეჯახება საშინელი იყო, მაგ-
რამ თავისთავად ნაკლები ზიანის მომტანი, რადგან 36 წლის ასაკში
ჩემთვის ზიანის მომტანი რაღა უნდა ყოფილიყო. მხედველობაში ის
პატარა შელაპარაკება მაქვს, რომელიც იმ მღელვარე დღეებში ჩვენ
შორის მას შემდეგ მოხდა, როცა ბოლოჯერ ცოლის მოყვანის სურ-
ვილი განვაცხადე. დაახლოებით ასე მითხარი: „მან ალბათ რაღაც
მოდური ბლუზი ჩაიცვა, როგორც ეს პრაღელ ებრაელ ქალებს ეხერ-
ხებათ და შენც, რასაკვირველია, მასზე დაქორწინება გადაწყვიტე
და თანაც სასწრაფოდ, ერთ კვირაში, ხვალ, დღეს. შენი არ მესმის.

50
თითქოს ზრდასრული ადამიანი ხარ, ქალაქში ცხოვრობ და მეტი გა-
მოსავალი ვერ იპოვნე, გარდა იმისა, რომ დაუყოვნებლივ პირველ
შემხვედრზე დაქორწინდე. ნუთუ სხვა შესაძლებლობები არ გაგაჩ-
ნია? თუ გეშინია, გამოგყვები და ერთად მივიდეთ“. შენ უფრო სა-
ფუძვლიანად და ნათლად ლაპარაკობდი, მაგრამ წვრილმანები არ
მაგონდება, ეტყობა თვალში ნისლი ჩამიდგა, უფრო მეტად დედაჩე-
მის საქციელმა დამაფიქრა, რომელიც მართალია მთლიანად დაგე-
თანხმა, მაგრამ მაინც მაგიდაზე რაღაცას ხელი სტაცა და ოთახიდან
გავიდა.
არა მგონია ოდესმე სიტყვებით ასე ღრმად დაგემცირებინე და
ასე მკაფიოდ გეჩვენებინოს ჩემდამი სიძულვილი. 20 წლის წინათ,
როცა ამგვარად მელაპარაკებოდი, შენს თვალებში ჯერ კიდევ შეიძ-
ლებოდა ერთგვარი პატივისცემის დანახვა ადრე მომწიფებული ქა-
ლაქელი ჯეელის მიმართ, რომელიც, შენი აზრით, მიხვეულ-მოხვეუ-
ლი გზების ავლით შესაძლოა პირდაპირ ცხოვრებაში შეყვანილიყო.
დღეს ასეთი წინდახედულება მხოლოდ სიძულვილს თუ გააღრმა-
ვებდა, რადგან ყმაწვილი, რომელიც მაშინ ქანს იღებდა, იქვე გაიჩ-
ხირა და გგონია, რომ მას გამოცდილება კი არ შეუძენია, არამედ 20
წლით კიდევ უფრო გასაცოდავდა. ჩემი გადაწყვეტილება, რომე-
ლიც კონკრეტულ გოგონას უკავშირდება, შენთვის არაფერს ნიშ-
ნავდა. ჩემს შეუპოვრობას (გაუცნობიერებლად) ყოველთვის ამუხ-
რუჭებდი და შემდეგ გჯეროდა (გაუცნობიერებლად), რომ ამ შეუპო-
ვრობის ფასი იცი. შენ ჩემი საკუთარი თავის გადარჩენის მცდელო-
ბებზე, რომლებიც სხვა მიმართულებებში ვცადე, არაფერი გსმენია,
ამიტომაც ჩემი ფიქრების შესახებ, რამაც ამ დაქორწინების მცდე-
ლობამდე მიმიყვანა ამის ცოდნა არ შეგეძლო, შენ ამ ფიქრების
ამოხსნას ცდილობდი და ჩემზე შენი ზოგადი შეხედულებების შესა-
ბამისად, ყველაზე ამაზრზენი, ყველაზე უხეში და ყველაზე სასაცი-
ლო მირჩიე. თანაც ეს უყოყმანოდ, იმავე ყაიდაზევე მითხარი. სირ-
ცხვილი, რომელშიაც ჩამაგდე, შენთვის არაფერია იმ სირცხვილ-
თან შედარებით, რომელიც, შენი აზრით, ჩემი ქორწინების შემთხვე-
ვაში შენს სახელს მიადგებოდა.

51
ახლა ჩემი დაქორწინების მცდელობების გამო რაღაცის თქმა შე-
გიძლია, რაც თქვი კიდეც: რომ ჩემს გადაწყვეტილებას დიდი პატი-
ვისცემით ვერ მოეკიდებოდი, რადგანაც ფ-სთან ნიშნობა ორჯერ გა-
ვაუქმე და ორჯერ ისევ აღვადგინე; შენ და დედაჩემი ნიშნობაზე ტყუ-
ილად წაგათრიეთ ბერლინში და ამის მსგავსები. ეს ყველაფერი სი-
მართლეა. მაგრამ რატომ მოხდა ეს?
ჩემი დაქორწინების ორივე მცდელობის ძირითადი ჩანაფიქრი
სრულიად სწორი იყო: ოჯახური კერის შექმნა, დამოუკიდებლობის
მოპოვება. ჩანაფიქრი, რომელიც მოგწონს, მაგრამ სინამდვილეში
ეს ბავშვების თამაშს დაემსგავსა, როდესაც ერთს მეორის ხელი უჭი-
რავს, თან ძლიერად უჭერს და თანაც გაჰყვირის: „წადი, წადი-მეთ-
ქი, რატომ არ მიდიხარ?“ ჩვენს შემთხვევაში ეს იმით რთულდება,
რომ ძველი დროიდანვე შენს „წადი-მეთქის“ პირდაპირ ამბობდი,
რადგან იმ ძველი დროებიდანვე, შენდა უნებურად, არა მარტო მა-
კავებდი, არამედ მთრგუნავდი კიდეც.
ორივე ქალიშვილი, მართალია შემთხვევით, მაგრამ გამორჩეუ-
ლად იღბლიანად იქნენ შერჩეულნი. კიდევ ერთი საბუთი, რომ სრუ-
ლიად არ გესმის ჩემი: როგორ შეგიძლია იფიქრო, რომ მე მორცხვი,
გაუბედავი, ეჭვიანი მოხიბლული ვთქვათ ბლუზით, დაქორწინებას
ასე უცბად გადავწყვეტდი. ეს ორივე დაქორწინება უფრო ანგარი-
შიანი დაქორწინება იქნებოდა, თუკი ამაში იმას ვიგულისხმებთ,
რომ ყოველი ჩემი ფიქრი დღე და ღამე, პირველად რამდენიმე წელი
– მეორედ კი თვეების განმავლობაში, ამ გეგმებს დასტრიალებდა.
იმედი არც ერთმა გოგონამ არ გამიცრუა, მე კი ორივე გულგატე-
ხილი დავტოვე. ახლა მათზე იგივე წარმოდგენა მაქვს, როგორიც
მაშინ, როცა მათზე დაქორწინება მინდოდა.
ისეც არ არის თითქოს დაქორწინების მეორე მცდელობაზე პირ-
ველის გამოცდილება არ გამეთვალისწინებინოს და თავქარიანიც
არა ვყოფილვარ. ორივე შემთხვევა ხომ სრულიად განსხვავებული
იყო. სწორედ წინა გამოცდილებას შეეძლო ჩემი გამხნევება მეორე
შემთხვევაში, რომელიც საერთოდაც უფრო იმედის მომცემი იყო.
დაწვრილებით ამაზე ლაპარაკი ახლა არა მსურს.

52
ესე იგი რატომ აღარ დავქორწინდი? როგორც საერთოდ ხდება,
რამდენიმე დაბრკოლებას გადავეყარე, მაგრამ ცხოვრება ხომ ასე-
თი დაბრკოლებების გადალახვებისაგან შედგება. თუმცა მთავარი
დაბრკოლება, რომელიც ცალკეულ კერძო შემთხვევაზე, სამწუხა-
როდ, დამოკიდებული არ არის, ალბათ იმაში მდგომარეობს, რომ
დაქორწინება სულიერად არ ძალმიძს. ეს იმაში გამოიხატება, რომ
იმ მომენტიდან, როცა კი დაქორწინებას გადავწყვეტ, ვეღარ ვიძი-
ნებ, თავი დღე და ღამე გახურებული მაქვს, ცხოვრება აუტანელი
ხდება, სასაოწარკვეთილი აქეთ-იქეთ ვეხლები. ეს სინამდვილეში
საზრუნავებით არ არის გამოწვეული, თუმცა ჩემი გაუბედაობა და
პედანტურობა აურაცხელ საზრუნავს მიჩენს, მაგრამ მთავარი ეს არ
არის, ისინი გვამის ჭიებივით საქმეს მხოლოდ ასრულებენ, მე სულ
სხვა რამე მკლავს, უფრო ზუსტად კი შიშის, სისუსტეებისა და საკუ-
თარი თავის არასრულფასოვნების შეგრძნების წნეხი.
შევეცდები უფრო დაწვრილებით აგიხსნა: როცა დაქორწინების
მცდელობა მაქვს, შენ მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო და-
მოკიდებულება, როგორც არსად, ისე ძლიერად მჟღავნდება. და-
ქორწინება, რაღა თქმა უნდა, პიროვნების თავისუფლებისა და და-
მოუკიდებლობისათვის გადადგმული გაბედული ნაბიჯია. ოჯახი მე-
ყოლებოდა, ანუ, ჩემი წარმოდგენით, ყველაზე დიდი რამ, რისი მიღ-
წევაც კი შეიძლება, ესე იგი ის, რასაც შენ უკვე მიაღწიე და მე გაგი-
ტოლდებოდი; მთელი უწინდელი და მუდამ ახალი სირცხვილი და
ტირანია უბრალოდ წარსულს ჩაბარდებოდა. ეს რაღაც ზღაპრული
იქნებოდა, მაგრამ სწორედ ამიტომაც – საეჭვო. ეს უკვე მეტისმეტია,
ამდენის მიღწევა შეუძლებელია. ეს იმას ჰგავს, რომ პატიმარმა ცი-
ხიდან გაქცევა გადაწყვიტოს, რაც თავისთავად შესაძლებელია, მაგ-
რამ ამავე დროს განზრახული ჰქონდეს ციხე გასართობ სასახლედ
გადააკეთოს. თუმცა თუ გაიქცევა გადაკეთებას ვერ შეძლებს, ხო-
ლო გადაკეთებისას ვეღარ გაიქცევა. თუკი ჩვენ შორის არსებულ ბე-
დუკუღმართ ურთიერთობებში დამოუკიდებლობის მოპოვებას მო-
ვინდომებ, ისეთი რამ უნდა მოვიმოქმედო, რაც, შეძლებისდაგვა-
რად, არანაირად არ იქნება შენთან დაკავშირებული. მართალია,

53
ქორწინება ამ გაგებით ყველაზე მნიშვნელოვანი და უაღრესად სა-
პატიო დამოუკიდებლობის მომცემია, მაგრამ ამავე დროს უშუა-
ლოდ შენთან არის დაკავშირებული. ამიტომაც აქ გამოსავლის ძებ-
ნის სურვილი სიგიჟეს წააგავს და ყოველი მცდელობა თითქმის სი-
გიჟითვე ისჯება.
დაქორწინების სურვილს ნაწილობრივ სწორედ ეს მჭიდრო კავ-
შირი მიღვივებს. თანასწორობა, რომელიც ამის შემდეგ ჩვენ შორის
დამყარდებოდა და რაც შენს გულს, როგორც არაფერი სხვა, ისე აა-
მებდა, სწორედ ამიტომაცაა, ჩემი წარმოდგენით, ასე საუცხოო, რომ
მაშინ შემეძლებოდა თავისუფალი, მადლიერი, დამნაშავის გრძნო-
ბამოცილებული, პირდაპირი ვაჟიშვილი ვყოფილიყავი, შენ კი
არაფრით შეწუხებული, არადესპოტური, თანაგრძნობით აღსავსე,
კმაყოფილი მამა გახდებოდი. მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად ყველა-
ფერი რაც მოხდა, არ უნდა მომხდარიყო, ანუ ჩვენ, ორივე, გამო-
რიცხულნი უნდა ვყოფილიყავით.
მაგრამ რადგან ჩვენ ისეთნი ვართ, როგორნიც ვართ, ქორწინე-
ბა ჩემთვის სწორედ იმიტომაც არის ჩარაზული, ეს სფერო მთლი-
ანად შენ გეკუთვნის. ზოგჯერ გადაშლილ მსოფლიო რუკას წარმო-
ვიდგენ, რომელზეც შენ ხარ გაშოტილი. და მაშინ ასე მგონია, რომ
საჩემოდ მხოლოდ იმ ადგილებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, რომ-
ლებიც ან შენ ქვეშ არ არიან მოქცეული ანდა მიუწვდომელნი არიან.
ეს კი ის მცირერიცხოვანი ადგილებია, რომლებიც, შენი სიდიდის
ჩემეული წარმოდგენის შესაბამისად, ერთობ მცირეა და ისინი არც
თუ ისე ნუგეშის მომგვრელნი არიან და მათ რიცხვში დაქორწინება
არც კი ყოფილა.
უკვე ეს შედარება ადასტურებს, რომ იმის თქმას სულაც არ ვაპი-
რებ, თითქოსდა შენი მაგალითით ქორწინების სფეროდან, რო-
გორც მაღაზიიდან, ისე გამომაძევე. პირიქით, მიუხედავად ყველა
შორეული მსგავსებისა, ჩემს თვალში თქვენი ქორწინება ბევრ რა-
მეში სანიმუშოა, სანიმუშოა იმით, თუ როგორი ერთგულნი ხართ და
ერთმანეთს როგორ ეხმარებით და იმით, რომ ამდენი შვილი გყავთ

54
და მაშინაც კი, როცა ისინი წამოიზარდნენ და ოჯახში სიწყნარეს არ-
ღვევდნენ, თქვენი კავშირი უწინდებურად ურყევი დარჩა. ქორწინე-
ბაზე მაღალი წარმოდგენა ალბათ სწორედ ამ მაგალითზე ჩამომი-
ყალიბდა კიდეც. ის, რომ ჩემი ქორწინებისკენ მისწრაფებამ შედეგი
არ გამოიღო, სხვა მიზეზებით იხსნება, შენს შვილებთან დამოკიდე-
ბულებაში გამოიხატებოდა, რასაც მთელი ეს წერილი ეძღვნება
კიდეც. არსებობს აზრი, თითქოს დაქორწინების შიში ზოგჯერ
იქიდან მომდინარებს, რომ შვილებმა, მოგვიანებით, სამაგიერო არ
მოგვიზღონ იმაში, რაშიაც ჩვენ თვითონ შევცოდეთ ჩვენივე მშობ-
ლებთან. ვფიქრობ, რომ ჩემს შემთხვევაში ამას ისეთი დიდი მნიშ-
ვნელობაც არა აქვს, რადგან ჩემი დამნაშავეობის გრძნობა, ხომ შე-
ნი შექმნილია და თან ზედმეტად გაჟღენთილი რაღაც განსაკუთრე-
ბულობის შეგნებით, უფრო მეტიც, ეს განსაკუთრებულობის შეგნება
მისი მტანჯველი არსის განუყოფელი ნაწილია, რომლის განმეორე-
ბა წარმოუდგენელია. და მაინც უნდა გამოგიტყდე, რომ ჩემთვის
ასეთი უტყვი, ყრუ, გულქვა, უსუსური ვაჟი აუტანელი იქნებოდა და
სხვა გამოსავალი რომ არ ყოფილიყო, ალბათ გავექცეოდი და უცხო
მხარეში გადავიხვეწებოდი, რის გაკეთებასაც შენ მხოლოდ ჩემი და-
ქორწინების გამო აპირებდი. და შესაძლოა, ჩემი ოჯახის შექმნის უუ-
ნარობაზე ზეგავლენა ამანაც მოახდინა. თუმცა აქ ბევრად უფრო
მნიშვნელოვანი საკუთარ თავზე შიშია. ეს ასე უნდა გავიგოთ: უკვე
ვახსენე, რომ ჩემს მწერლობას და ყველაფერს მასთან დაკავშირე-
ბულს, მცირე დამოუკიდებლობის მოპოვებისა და გაქცევის მცდელ-
ობებს, უმნიშვნელო წარმატება თუ ჰქონდა და არა მგონია მომა-
ვალში რაიმე შეიცვალოს, რასაც ბევრი რამ ადასტურებს კიდეც. მი-
უხედავად ამისა, ჩემი მოვალეობა, უფრო სწორედ მთელი ცხოვრე-
ბის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ამ მცდელობებს არ შევეშვა და
ყველაფერი გავაკეთო, რაც ძალმიძს, რათა მათ არა მხოლოდ ნე-
ბისმიერი საშიშროება, არამედ ამ საშიშროების მოახლოების შე-
საძლებლობაც კი ავარიდო.

მკითხველთა ლიგა

55
ქორწინება ამგვარი ხიფათის შესაძლებლობას თავის თავში შეი-
ცავს, ყოველ შემთხვევაში ამ საშიშროებას ყველაზე უფრო სწრა-
ფად აახლოებს. თუმცა ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ ის უბრალოდ
საშიშროებას წარმოადგენს. რას მოვიმოქმედებდი, ის რომ მარ-
თლა საშიშროებად გადაქცეულიყო?! – დაქორწინებული როგორ
შევძლებდი ცხოვრებას ამ შესაძლო, დაუმტკიცებელი, მაგრამ ყო-
ველ შემთხვევაში შეუქცევადი საშიშროების გრძნობით. ამგვარი
მომავლის წინაშე, როგორც წესი, ვყოყმანობ, მაგრამ საბოლოო გა-
დაწყვეტილება განსაზღვრულია: უარი უნდა ვთქვა. ამ შემთხვევაში
დღევანდელი კვერცხისა და ხვალინდელი ქათმის მსგავსი შედარე-
ბა უადგილოა. ხელებში სიცარიელე მიჭირავს, ხვალ კი ყველაფე-
რია, მაგრამ იძულებული ვარ ეს სიცარიელე ავირჩიო, რადგან
ბრძოლის წესები და ცხოვრებისეული ტვირთი ამას მკარნახობენ.
პროფესიის არჩევის დროსაც იძულებული ვიყავი, რომ ასეთნაირად
მოვქცეულიყავი.
ჩემი დაქორწინების უმთავრესი დაბრკოლება იმ აღმოუფხვრელ
რწმენაში მდგომარეობს, რომ ოჯახის შესანარჩუნებლად და მითუ-
მეტეს მის გასაძღოლად ყველაფერია საჭირო, რაც კი შენგან ვის-
წავლე და თანაც ერთობლიობაში, ის კარგი და ცუდი, რომელიც
შენში ორგანულადაა შერწყმული, ანუ: ძალა და სხვების აბუჩად აგ-
დება, ჯანმრთელობა და ერთგვარი უზომობა, მჭევრმეტყველება და
შებორკილობა, თვითდარწმუნებულობა და ყველა დანარჩენის მი-
მართ უკმაყოფილება, არისტოკრატის უპირატესობის გრძნობა და
დესპოტურობა, ადამიანების ცოდნა და მათი უმეტესობის უნდობ-
ლობა, შემდეგ კი ის უნაკლო ღირსებები, როგორიც, მაგალითად,
შრომისმოყვარეობა, შეუპოვრობა, შემართება და გამბედაობაა.
შენთან შედარებით ესენი სრულიად არ გამაჩნია ან თითქმის მოკ-
ლებული ვარ და მიუხედავად ამისა, დაქორწინება გავბედე, თუმცა
ვხედავდი, რომ ქორწინებაში მძიმე ბრძოლები შენც კი გქონდა და
შვილებთან მარცხსაც განიცდიდი. ბუნებრივია, ამ კითხვას საკუთარ
თავს გადაჭრით არ ვუსვამდი და ასევე ბუნებრივად მათ ახლაც არ

56
ვპასუხობ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვეული ფიქრები მომეძალე-
ბოდა და სხვა მამაკაცები გამახსენდებოდნენ, რომლებიც შენგან
განსხვავდებიან (შორს რომ აღარ წავიდე, შენგან ძალიან განსხვა-
ვებული ძია რიჰარდი), ვინც დაქორწინდა და ყოველ შემთხვევაში
არ გაუბედურებულა, რაც თავისთავად უკვე ბევრს ნიშნავს, ჩემთვის
კი სრულიად საკმარისი იქნებოდა, მაგრამ ამ კითხვას არ ვსვამდი,
რადგან ბავშვობიდან ამას განვიცდი. მე ხომ საკუთარ თავს არა
მარტო ქორწინებასთან, არამედ ნებისმიერ წვრილმანთან მიმარ-
თებაში ვამოწმებდი. ნებისმიერ წვრილმანში შენი მაგალითით და
შენი აღმზრდელობითი სისტემით, რომლის აღწერასაც ვცდილობ-
დი, ჩემს უსუსურობაში მარწმუნებდი და ის, რაც სწორი აღმოჩნდე-
ბოდა და შენს სიმართლეს ნებისმიერ წვრილმანში ამტკიცებდა, რა-
საკვირველია, ყველაზე მნიშვნელოვანის, ანუ ქორწინების მიმარ-
თაც სწორი უნდა ყოფილიყო. იმ დრომდე, სანამ დაქორწინების
მცდელობა მექნებოდა კომერსანტივით ვიყავი, რომელიც ყოველ-
დღიური საზრუნავებითა და ცუდი წინათგრძნობებით, მაგრამ ზუსტი
ხარჯთაღრიცხვის გარეშე უდარდელად ცხოვრობს და რომელსაც
ზოგჯერ მცირეოდენი მოგებაც კი აქვს, მაგრამ რამდენადაც ასეთი
შემთხვევები იშვიათია, ის მათ ელოლიავება და თავის წარმოდგე-
ნაში აბუქებს, ჩვეულებრივ კი ყოველდღიურად ზარალს განიცდის.
ყველაფერი ხარჯთაღრიცხვის წიგნში იწერება, მაგრამ ბალანსი
არასოდეს დგება. ახლა კი საბოლოო შეჯერების, ანუ დაქორწინების
მცდელობის აუცილებლობა დადგა, ეს კი მსხვილი თანხაა, რომლის
დაანგარიშების შემდეგ ისე გამოდის, თითქოს პატარა მოგებები სა-
ერთოდაც არ ყოფილა და ეს ყველაფერი ერთი დიდი დავალიანე-
ბაა. ახლა კი დაქორწინდი და შეეცადე არ შეიშალო!
ასე მთავრდება ჩემი უწინდელი ცხოვრება შენთან ერთად და სა-
მომავლოდ მას ასეთი პერსპექტივები აქვს.
შენ მიმართ ჩემი შიშის დასაბუთებას რომ თვალი გადაავლო, პა-
სუხად შეგიძლია მითხრა: „შენ ამტკიცებ, რომ საკუთარი ცხოვრების
გაიოლებას ვცდილობ იმით, რომ შენდამი ჩემს დამოკიდებულებას

57
უბრალოდ შენივე ბრალეულობით ვხსნი. მე კი ვთვლი, რომ შენ, მი-
უხედავად მოჩვენებითი მცდელობისა, არა თუ ვალდებულებას გა-
ურბიხარ, არამედ ცდილობ ეს ყველაფერი შენთვის სასურველ ელ-
ფერში წარმოადგინო. თავიდან შენც ყოველგვარ ბრალეულობასა
და პასუხისმგებლობას უარყოფ, ამ მხრივ ჩვენი საქციელი ერთნა-
ირია. თუმცა როცა მთელ ბრალეულობას ღიად, როგორც ეს მესმის,
მხოლოდ შენ გაკისრებ, ცდილობ ერთდროულად „უგონიერესი“ და
„უფაქიზესი“ გამოჩნდე და ყველანაირი ბრალეულობა მეც კი მომიხ-
სნა. რაღა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი მხოლოდ გარეგნულად თუ
გამოგდის (მეტის სურვილი ხომ არცა გაქვს) და სტრიქონებს შორის
გამოხატულ არსებითზე და ხასიათზე და დაპირისპირებულობაზე და
უსუსურობაზე „ლამაზი სიტყვების“ მიუხედავად იმაში დადანაშაუ-
ლების მცდელობა იკითხება, თითქოს თავდამსხმელი მხარე ვიყავი,
ხოლო ყოველი შენი ქმედება კი შენი თავის დაცვას ემსახურებოდა.
ახლა ის გამოდის, რომ არაგულწრფელობით უკვე საკმაო შედეგს
მიაღწიე, რადგან სამი რამ დაამტკიცე: ჯერ ერთი ის, რომ უდანაშაუ-
ლო ხარ, მეორე ის, რომ ბრალი მე მიმიძღვის, მესამეც ის, რომ სუფ-
თა დიდსულოვნების გამო მზად ხარ, რომ არა მარტო მაპატიო, რაც
უფრო მეტია და ნაკლებიც, არამედ დაამტკიცო და თვითონვე დაიჯე-
რო, თითქოს ჭეშმარიტებისდა მიუხედავად მეც უდანაშაულო ვარ.
ეს შესაძლოა საკმარისიც ყოფილიყო, მაგრამ შენ ესეც კი გეცოტა-
ვება. საქმე იმაშია, რომ ამოჩემებული გაქვს, რომ მხოლოდ ჩემით
და ჩემთვის ცხოვრობ. ვაღიარებ, რომ ერთმანეთს ვებრძვით, თუმ-
ცა ბრძოლა ორგვარი არსებობს: რაინდული ორთაბრძოლა, როდე-
საც თავიანთ ძალებს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მეტო-
ქე ცდის, როცა თითოეული თავის იმედად მოქმედებს, თვითონ აგე-
ბს და თვითონვე იმარჯვებს. და არსებობს მწერის ბრძოლა, რომე-
ლიც არა მარტო გესლავს, არამედ საკუთარი სიცოცხლის შესანარ-
ჩუნებლად მაშინვე სისხლსაც წოვს. ასეთია ნამდვილი პროფესიო-
ნალი მეომარი და შენც ასეთი ხარ. სიცოცხლის უუნარო ხარ, მაგ-
რამ იმისთვის, რომ უზრუნველად და საკუთარი თავის გაუმტყუნებ-

58
ლად მოხერხებულად იცხოვრო, ამტკიცებ, რომ მთელი შენი სიცოც-
ხლისუნარიანობა წაგართვი და ჩავიჯიბე. რატომ უნდა გაღელვებ-
დეს, რომ ახლა სიცოცხლისუნარიანი არა ხარ, ამაზე პასუხისმგებე-
ლობა ხომ მე მაკისრია და შენც მშვიდად მინებებული მაიძულებ
ხორციელად და სულიერად ცხოვრებაში გათრიო. ერთი მაგალითი:
ამას წინათ, როცა დაქორწინებას აპირებდი, ამავე დროს, როგორც
წერილში აღიარებდი, დაქორწინება არ გსურდა, მაგრამ ამასთან
ერთად ძალისხმევის დახარჯვა არ გინდოდა, ის გსურდა, რომ ცო-
ლის არმოყვანაში დაგხმარებოდი, ქორწინება იმ „სირცხვილის“ გა-
მო ამეკრძალა, რომელიც ამ კავშირიდან თავს დამატყდებოდა.
თუმცა ამის გაკეთებას არც ვაპირებდი. ჯერ ერთი, ამ შემთხვევაში,
როგორც არასდროს მინდოდა „შენი ბედნიერების დაბრკოლება
ვყოფილიყავი“, მეორეც, არ მინდა საკუთარი შვილისგან ამგვარი
საყვედური ოდესმე მივიღო. მაგრამ განა იმან მიხსნა, რომ საკუთა-
რი თავის გადალახვის შედეგად დაქორწინების საკითხში არჩევა-
ნის თავისუფლება მოგეცი? იოტისოდენადაც არა. დაქორწინებაზე
ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება ამას ხელს ვერ შეუშლიდა. პი-
რიქით ეს უფრო გიბიძგებდა იმ გოგონას შერთვისკენ, რადგან ამ-
გვარი გზით „გაქცევის მცდელობა“, – შენი სიტყვებით რომ ვთქვათ,
ამის ყველაზე სრული გამოხატულება იქნებოდა. დაქორწინებაზე
ჩემმა ნებართვამ შენი საყვედურებისგან არ მიხსნა, შენ ხომ მაინც
იმას ამტკიცებ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დამნაშავე ვარ, რომ არ
დაქორწინდი. თუმცა სინამდვილეში ამ შემთხვევაში და სხვა ყველა-
ფერშიაც მხოლოდ ის დამიმტკიცე, რომ ყოველი ჩემი საყვედური
სამართლიანი იყო და მათ რიცხვს კიდევ ერთი, განსაკუთრებით სა-
მართლიანი საყვედური აკლდა, ზუსტად კი საყვედური არაგულ-
წრფელობის, პირმოთნეობის, პარაზიტიზმის გამო. ძალიან თუ არ
მეშლება, კიდევ ამ წერილითაც პარაზიტობ“.
ამაზე გიპასუხებ, რომ უპირველეს ყოვლისა, ეს განცხადება,
რომლის შემოტრიალება შენ წინააღმდეგაც შეიძლება, შენგან კი
არა, ზუსტადაც ჩემგან გამომდინარეობს. რადგან სხვების მიმართ

59
შენი უნდობლობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ჩემი რწმენა საკუ-
თარი თავის მიმართ, ეს კი შენი ჩანერგილია. ამ განცხადების ერ-
თგვარ სამართლიანობას, რომელსაც თავისთავად ჩვენი ურთიერ-
თობების ხასიათში რაღაც ახალი შემოაქვს, არ უარვყოფ. რა თქმა
უნდა, სინამდვილეში არ შეიძლება ყველაფერი ასე თანმიმდევრუ-
ლად ერთიმეორისაგან გამომდინარეობდეს, როგორც ამას წერილ-
ში ვამტკიცებ. ცხოვრება პასიანსზე რთულია; მაგრამ იმ შესწორებე-
ბით, რომლებიც ამ განცხადებიდან გამომდინარეობს, შესწორებე-
ბით, რომელთა სათითაოდ გათვალისწინება არ შემიძლია და ამის
სურვილიც არა მაქვს, ჩემი აზრით, ჭეშმარიტებასთან იმდენად გვა-
ახლოებენ, რომ ორივეს ოდნავ მაინც დაგვამშვიდებს და სიცოც-
ხლესა და სიკვდილს შეგვიმსუბუქებს.

ფრანცი

60

You might also like