You are on page 1of 1052

1

2
პატივცემულ ჯორჯ ლითლტონს, სკვაირს, ხაზინის ერთ-ერთ
უფლებამოსილ ლორდს

სერ, მრავალგზის მიღებული უარის მიუხედავად, მიძ-


ღვნისთვის თქვენი სახელი წამემძღვარებინა, ჩემსას მაინც არ
ვიშლი და ვიტოვებ უფლებას, მეწადოს, ამ ნაწარმოებმა თქვე-
ნი მფარველობა დაიმსახუროს.
სერ, თქვენი წყალობით დაიწყო საერთოდ ეს ისტორია.
თქვენივე სურვილი იყო, ამგვარი თხზულების შექმნაზე მეფიქ-
რა. დიდი დრო გავიდა და ეგებ ეს შემთხვევა აღარც გახსოვთ,
მაგრამ ჩემთვის თქვენი ნება ბრძანების ტოლფასია, ის ძლი-
ერი შთაბეჭდილება კი არასოდეს წამეშლება მახსოვრობი-
დან.
იმასაც დავძენ, სერ, თქვენი მხარდაჭერის გარეშე ეს ისტო-
რია ვერასდიდებით ვერ დასრულდებოდა. ნუ შეგაცბუნებთ ჩე-
მი განცხადება. არ განმიზრახავს, ვინმეს ეჭვი გაუკრთეს, თით-
ქოსდა თქვენ რომანებს თხზავდეთ. მინდა მხოლოდ აღვნიშ-
ნო, რაოდენ დავალებული ვარ თქვენგან, კარგა ხნის განმავ-
ლობაში რომ მასულდგმულებდით ამ თხზულებაზე მუშაობი-
სას. აუცილებლად უნდა შეგახსენოთ, ვინაიდან თავად გავიწ-
ყდებათ ხოლმე ზოგი საკუთარი ნამოქმედარი და ვიმედოვნებ,
მე მუდამ თქვენზე უკეთ მეხსომება ეს ყველაფერი.
დაბოლოს, სწორედ თქვენ უნდა გიმადლოდეთ, ჩემი ისტო-
რია ასეთი სახით რომ წარმოჩინდა. თუკი ამ რომანში, რო-
გორც ზოგიერთებს ნებავთ, აღნიშნონ, ჭეშმარიტად დიდსუ-
ლოვანი ხასიათი უფრო შთამბეჭდავად ჩანს, ვიდრე სხვა რო-
მელიმე ნაწარმოებში, ვგონებ, არცერთი თქვენი ნაცნობი არ
დაფიქრდება, ვინ შთამაგონა ეს დიდსულოვანი პიროვნება.
3
დარწმუნებული ვარ, ამქვეყნად ვერავისგან დავიმსახურებ ქა-
თინაურს, თითქოს ნიმუშად საკუთარი თავი მყავდა, მაგრამ ეს
სულაც არ მადარდებს: ვფიქრობ, ყველა აღიარებს, რომ სი-
ნამდვილეში შთაგონების წყარო ჩემი ორი უახლოესი და ერ-
თგული მეგობარი, ორი ყველაზე ღირსეული და საუკეთესო
კაცი გახლდათ. შესაძლოა, ამით დავკმაყოფილებულიყავი,
მაგრამ პატივმოყვარეობა მიბიძგებს, მესამეც დავამატო –
უდიდესი და უკეთილშობილესი ადამიანი, და არა მხოლოდ
რანგის და პირადი ღირსებების გამო. ახლა, როცა ჩემი კეთი-
ლისმყოფელი ბედფორდის ჰერცოგის მიმართ უსაზღვრო
მადლიერების გრძნობა გულიდან ამოხეთქვას ლამობს, მომი-
ტევეთ, მაგრამ უნდა შეგახსენოთ, რომ თქვენ იყავით პირვე-
ლი, ამ ადამიანთან ვინც წარმადგინა.
ან კი რატომ უნდა იყოთ წინააღმდეგი, პატივი დამდოთ – ამ
წიგნს ისე გულთბილად აქებდით, რომ მიძღვნისას საკუთარი
სახელის წაკითხვა არ უნდა გეუხერხულოთ. სერ, თუ თქვენ
წიგნის შექება არ ითაკილეთ, არც ამ სიტყვების წაკითხვამ უნ-
და მოგგვაროთ სირცხვილი და დარწმუნებული ვარ, ასეც იქ-
ნება. ვიტოვებ უფლებას, მივიღო თქვენი მფარველობა, რად-
გან წიგნი უკვე მომიწონეთ. თქვენგან ბევრი სიკეთე მახსოვს,
მაგრამ შექებას მათ არ მივაკუთვნებ, ვინაიდან დარწმუნებუ-
ლი ვარ, მეგობრობა აქ არაფერ შუაშია – მეგობრობა ვერც
თქვენს მიუკერძოებლობას შეარყევს და ვერც თქვენს გადაწ-
ყვეტილებაზე იმოქმედებს. ვიცი, მოქიშპეს უყოყმანოდ ხოტ-
ბას შეასხამთ, თუ იმსახურებს, მეგობრები კი მხოლოდ იმას
უნდა იმედოვნებდნენ, რომ მათ მარცხზე დუმილს ამჯობინებთ
ან არადა, თუ სხვები ძალიან მკაცრად განაქიქებენ, თქვენ თა-
ვაზიან შემწყნარებლობას გამოიჩენთ მათ მიმართ.

4
ერთი სიტყვით, სერ, საჯაროდ ქება რომ არ გიყვართ, ვეჭ-
ვობ, ეს უნდა იყოს თქვენი უარის ნამდვილი მიზეზი. ისიც შემი-
ნიშნავს, ჩემი დანარჩენი ორი მეგობრის არ იყოს, არც თქვენ
გსიამოვნებთ საკუთარი ღირსებების გამო ქათინაურის მოსმე-
ნა, და როგორც დიდი პოეტი იტყოდა (ეს სამივეს ზუსტად მი-
ესადაგება): „თქვენ სიკეთეს მალულად ჩადიხართ და წით-
ლდებით, თუ ის გახმაურდება“.
თუკი თქვენი ყაიდის ადამიანები ისეთივე მონდომებით
არიდებენ თავს აღიარებას, როგორც სხვები გაურბიან გაკიც-
ხვას, მაშ, თქვენი შიში სამართლიანი ყოფილა – როგორც
სხვას აფრთხობს შეურაცხყოფილი ავტორის თავდასხმა, ისე
გაფრთხობთ თქვენ თქვენგან დავალებულ ადამიანთან შეხ-
ვედრა.
განა გაკიცხვის შიში არ ძლიერდება ჩადენილი დანაშაუ-
ლის გაცნობიერებასთან ერთად? ვთქვათ, მავანის მთელი
ცხოვრება სატირის უწყვეტი მასალაა, ის ხომ შიშით აცახცახ-
დება, გაჯავრებულ სატირიკოსს თუ ჩაუვარდა ხელში. სერ,
თქვენს მოკრძალებულობას და პანეგირიზმის1 მიმართ ანტი-
პათიას თუკი გავითვალისწინებთ, ნამდვილად გამართლებუ-
ლი მეჩვენება ჩემდამი შიში!
და მაინც უნდა დააკმაყოფილოთ ჩემი პატივმოყვარეობა,
თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ყოველთვის ვამჯობინებ, სა-
კუთარზე მეტად თქვენს სურვილებს მივაგო პატივი, რასაც
ნათლად დავადასტურებ ამ მიძღვნაში. გადავწყვიტე, გავით-
ვალისწინო და მივბაძო სხვების მაგალითს და არ დავწერო,
სინამდვილეში რას იმსახურებს ჩემი მფარველი, დავწერ მხო-
ლოდ იმას, რის წაკითხვაც მას ეამება.

1
რაიმე მოვლენის ზეიმით აღნიშვნა (ბერძ)
5
აღარ გავაგრძელებ შესავალ სიტყვას და წარმოგიდგენთ
ჩემი ცხოვრების რამდენიმე წლის ნაშრომს. თუ რაოდენ ღი-
რებულია ეს ნაშრომი, უკვე იცით. თქვენი კეთილგანწყობილი
შეფასების წყალობით, მეც პატივისცემით განვიმსჭვალე,
ოღონდ ეს თავმომწონეობად ნუ ჩამომერთმევა, ვინაიდან ასე-
ვე ბრმად დავეთანხმებოდი თქვენს მოსაზრებას, სხვის სასიკე-
თოდ რომ გამოგეთქვათ. ნება მომეცით, გითხრათ, ამ ნაშ-
რომს თუ რაიმე არსებითი ნაკლი აღმოაჩნდა, თქვენ იქნებით
უკანასკნელი ადამიანი, რომელსაც გავბედავ, დაცვა ვთხოვო.
ვიმედოვნებ, ჩემი მფარველის სახელს როცა შეიტყობს, ნე-
ბისმიერი ირწმუნებს, რომ მთელ წიგნში აუგად ნათქვამს ვე-
რაფერს წააწყდება ვერც რელიგიაზე და ვერც სათნოებაზე,
ვერც თავაზიანობის უმკაცრეს წესებთან შეუთავსებელს და
ვერც რაიმე ისეთს, თუნდაც ყველაზე უმანკო მკითხველის
თვალი რომ შეაცბუნოს. პირიქით, განვაცხადებ, სიკეთისთვის
და უბიწობისთვის ხოტბის შესხმა არის ჩემი გულწრფელი მი-
ზანი. თქვენ ისურვებდით, გეფიქრათ, თითქოს კეთილშობილ
მიზანს მივაღწიე. სიმართლე გითხრათ, ამგვარ წიგნებში იო-
ლად აღწევ მიზანს, რადგან მაგალითი სურათივითაა, სათ-
ნოება საჩინო ხდება და განგაცვიფრებს იდეის მშვენიერებით,
პლატონის მტკიცებით, შეუნიღბავი ხიბლი რომ აქვს.
კაცობრიობის აღსაფრთოვანებლად, სათნოების მშვენიე-
რების წარმოჩენის გარდა, ვცადე, მის სასარგებლოდ კიდევ
უფრო ძლიერი მოტივი გამომეყენებინა, დამერწმუნებინა ადა-
მიანები, რომ სათნოებისკენ სწრაფვა მათივე წმინდა აუცლებ-
ლობაა. ამიტომაც მოვინდომე მეჩვენებინა, რომ დანაშაულის
გამართლებით ვერასდიდებით ვერ აღვიდგენთ სულიერ სიმ-
შვიდეს, რაც უმანკოების და სათნოების მუდმივი თანმხლებია;
ვერც ჩადენილი დანაშაულით გამოწვეულ შიშს და ფორიაქს

6
გავანელებთ ჩვენს გულში. ამას გარდა, გამართლებული და-
ნაშაული, როგორც წესი, ფასეული არ არის, ხოლო გასამარ-
თლებელი საშუალებები არათუ უპატიოსნო და სამარცხვი-
ნოა, არამედ არასაიმედო და, უმეტესად, სახიფათოც. დაბო-
ლოს, ძალიან მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მარტოდენ და-
უდევრობითაც შეგვიძლია ვავნოთ სათნოებას და უმანკოებას
და რომ ხშირად მხოლოდ დაუდევრობა ხდება მიზეზი, თუ ისი-
ნი მზაკვრობით და უნამუსობით დაგებულ მახეში გაებმებიან
ხოლმე – ეს არის ის შეგონება, რომელზედაც მთელი მონდო-
მებით ვმუშაობდი, მით უფრო, რომ მისი გათავისება უმეტეს
შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია, რადგან მჯერა, ბევ-
რად უფრო ადვილია, კარგი ადამიანი დაბრძენდეს, ვიდრე ცუ-
დი გაკეთილშობილდეს.
დასახული მიზნის მისაღწევად მთელი ჩემი ჭკუა და იუმორი
ავამოქმედე, რაც კი მებადა. შევეცადე, ასე სიცილ-კისკისით
განმედევნა ადამიანების სანუკვარი ახირებები და მანკიერე-
ბები. თუ რამდენად წარმატებული გამოდგა ჩემი მცდელობა,
განსჯას სამართლიან მკითხველს მივანდობ, ოღონდაც ორი
თხოვნა მექნება: პირველი – ნუ ელოდება მკითხველი, ნაწარ-
მოებში სრულყოფილება იპოვოს, და მეორე – მომიტევოს,
თუკი ზოგიერთი ნაწყვეტი, ჩემი დიდი სურვილის მიუხედავად,
სხვა დანარჩენივით ღირსეული ვერ გამოდგა.
სერ, მეტს აღარ შეგაყოვნებთ. აშკარად წინასიტყვაობა გა-
მომივიდა, არადა მიძღვნა მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ,
სხვაგვარად როგორ იქნებოდა? ვერ გამიბედავს, ხოტბა შე-
გასხათ და ერთადერთი, რითაც შემიძლია, თქვენზე ფიქრისას
ამას თავი ავარიდო – ან უნდა გავჩუმდე, ან სხვა საკითხზე გა-
დავერთო.

7
მომიტევეთ, რაც ამ ეპისტოლეში მოგახსენეთ არათუ თქვე-
ნი ნებართვის, თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდაც კი. მხო-
ლოდ და მხოლოდ იმის უფლებას ვითხოვ, საჯაროდ განვაცხა-
დო, უსაზღვროდ მადლიერი რომ ვარ და უდიდესი პატივისცე-
მით განმსჭვალული თქვენ მიმართ.
სერ, თქვენგან უსაზღვროდ დავალებული, მორჩილი და
მოკრძალებული მსახური
ჰენრი ფილდინგი.

8
წიგნი პირველი

მოიცავს იმდენ ცნობას ნაპოვარას დაბადებაზე, რამდენიც აუცი-


ლებელია მკითხველისთვის ამ ისტორიის დასაწყისში

თავი 1
რომანის შესავალი ანუ მენიუ ნადიმისთვის

მწერალმა თავი იმ ჯენტლმენს კი არ უნდა შეადაროს, ნა-


დიმს რომ მართავს ან მუქთამჭამელებს აპურებს, არამედ
დუქნის მეპატრონეს, სიამოვნებით რომ გაუმასპინძლდება
ყველას, ვინც ფულს გადაუხდის. პირველ შემთხვევაში,
თქვენც კარგად მოგეხსენებათ, მასპინძელი რასაც მოისურ-
ვებს, იმას მიართმევს სტუმრებს და რომც ამ უკანასკნელთ დი-
დად გემრიელი არ ეჩვენოთ ანდა სრულიად არ შეესაბამებო-
დეს მათ გემოვნებას, წუნს მაინც ვერ დასდებენ; პირიქით,
კარგი აღზრდა დაავალდებულებთ, მოიწონონ ყველაფერი,
რითაც უმასპინძლდებიან. სულ სხვაგვარად ხდება, როდესაც
მედუქნე ხარ. მათ, ვინც საჭმლისთვის ფულს იხდიან, რაოდენ
განებივრებულები და ჭირვეულებიც არ უნდა იყვნენ, პირის
ჩატკბარუნება ნებავთ და თუ სადილი არ ეგემრიელათ, მო-
ურიდებლად გამოიყენებენ დაწუნების და გალანძღვის უფლე-
ბას.
ასე რომ არ მომხდარიყო და კლიენტი რომ არ გაეწბილე-
ბინათ, პატიოსანმა და შეგნებულმა მასპინძლებმა შემოიღეს

9
მენიუ, რომელსაც ნებისმიერი სტუმარი შემოსვლისთანავე გა-
ეცნობოდა და რაკიღა წინდაწინვე ეცოდინებოდა, რის იმედი
უნდა ჰქონოდა, ან დარჩებოდა, ან კიდევ სხვა, თავისი გემოვ-
ნების შესაფერის დუქანს მიაშურებდა.
ვინაიდან სულ არ გვეთაკილება, გონივრული ხერხი ვისეს-
ხოთ მათგან, ვისაც ჭკუა მოეკითხება, გადავწყვიტეთ, მოკრძა-
ლებულად მივბაძოთ პატიოსან მედუქნეებს და არა მარტო ზო-
გადი მენიუ დავურთოთ ჩვენს თავშესაქცევს, არამედ ცალკეუ-
ლი და განსაკუთრებულიც ყოველი ახალი კერძისთვის, რომ-
ლითაც ამ და მომდევნო ტომებში გავუმასპინძლდებით მკით-
ხველს.
რაც შეეხება ჩვენ მიერ შემოთავაზებულ სურსათ-სანოვა-
გეს, ის სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის ბუნება. მე არც იმის
მეშინია, გონიერი, გნებავთ ყველაზე ახირებული გემოვნების
მქონე მკითხველი შემომედავოს ან გამინაწყენდეს, რატომ
დაასახელე მხოლოდ ერთი საგანიო. ბრისტოლის გამოც-
დილმა და ჭამა-სმაში ერთობ გაწაფულმა ოლდერმენმა კარ-
გად იცის, რომ კუს ჯავშნის ქვეშ, რბილი ხორცის გარდა, ბევ-
რი სხვა ნაწილიც იჭმევა. არც განსწავლული მკითხველი და-
იბნევა, მიხვდება, ზოგად სახელში ადამიანის ბუნების განსაც-
ვიფრებელი ნაირსახეობები რომ არის ნაგულისხმევი და
უმალ მზარეული გადასინჯავს ქვეყნად არსებულ ყველა ცხო-
ველურ და მცენარეულ საკვებს, ვიდრე ავტორი ამოწურავს ამ
ვრცელ თემას.
ზოგიერთი დახვეწილი ადამიანი ეგებ აიმრიზოს, აქაოდა ეს
კერძი ძალიან მდარე და ჩვეულებრივიაო, განა რამე სხვაზეა
დაწერილი ის რომანები, ნოველები, პიესები და პოემები, წიგ-
ნის დახლები რომ გადაუვსიათო? ეპიკურეს მიმდევარს შესაძ-
ლებელია, ნებისმიერი ჩინებული კერძი დაეწუნებინა და მის-
თვის მდარე, ჩვეულებრივი ეწოდებინა მხოლოდ იმ საბაბით,
10
რომ ამავე კერძს სადღაც მიყრუებულ ქუჩაზეც სთავაზობენ
ადამიანს. სიმართლე ისაა, რომ ჭეშმარიტ ბუნებას ისევე ძნე-
ლად იპოვით მწერლებთან, როგორც ბოლონიურ სოსისს ან
ბაიონურ ლორს – ფარდულებში.
მაგრამ ნუ გადავუხვევთ მეტაფორას და თავი და თავი მა-
ინც ავტორის სამზარეულოა, როგორც მისტერ პოუპი ამბობს:
„გონიერებით უპირატესობას იხვეჭ; სხვასაც ხომ უფიქრია,
მაგრამ ასე ვერ უთქვამს“.
ცხოველის ზოგიერთ ნაწილს დააფასებენ და სადილად
ჰერცოგს მიართმევენ, მისივე სხვა ნაჭრები კი შეიძლება და-
მამცირებლად ქალაქის ყველაზე უბადრუკი უბნის დახლზე გა-
მოკიდონ. მაშ, რაღა განასხვავებს კეთილშობილის და კარის-
კაცის საკვებს, ერთი და იმავე ხარის ან ხბოს ხორცს რომ შე-
ექცევიან, თუ არა შეკმაზვა, მორთვა, გარნირის შერჩევა და
მირთმევა? ამიტომ არის, ერთი კერძი ყველაზე მიძინებულ მა-
დას გააღვიძებს, ხოლო მეორე – ყველაზე გამგელებულს ჩაკ-
ლავს.
სწორედ ასევე, ინტელექტუალური გასართობის ღირსება
უფრო იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ოსტატურად შეკ-
მაზავს ავტორი ტექსტს, ვიდრე შერჩეულ თემაზე. რას გაიხა-
რებს მკითხველი, როცა აღმოაჩენს, როგორ ზედმიწევნით და-
ვიცავით ამ თხზულებაში ჩვენი ეპოქის საუკეთესო მზარეულის
პრინციპები, ან იქნებ ჰელიოგაბალუსის ეპოქისაც! ეს დიდი
ადამიანი, როგორც კარგად არის ცნობილი ყველასთვის, ვი-
საც პირის ჩატკბარუნება უყვარს, მშიერ სტუმრებს ჯერ უბრა-
ლო სადილით უმასპინძლდებოდა, სანიმუშო სოუსებს და პი-
კანტურად შეზავებულ კერძებს კი მერეღა სთავაზობდა, როცა,
მისი ვარაუდით, მადა დაუცხრებოდათ. ასევე და ამგვარად,
თავდაპირველად მკითხველს მშიერ კუჭზე ჩვენც უბრალო და
შეულამაზებელი სახით წარმოვუდგენთ ადამიანის ბუნებას,
11
ხოლო მერე უკვე დავკეპავთ და შევაზავებთ ნაირ-ნაირი
ფრანგული თუ იტალიური ვნებით და უზნეობით, რაც კი მეფის
კარზე და დიდ ქალაქებში მოიპოვება. ეჭვიც არ გვეპარება,
რომ მკითხველს მძაფრ სურვილს გავუღვიძებთ, ბოლომდე
ჩაიკითხოს წიგნი, სწორედ ისე, როგორც ზემოთ ხსენებული
დიდი ადამიანი უღვიძებდა მადას ზოგ-ზოგიერთებს.
ასეთი შესავლის მერე, აღარ ვაშიმშილებთ მათ, ვისაც ჩვე-
ნი მენიუ თვალში მოუვიდა და დაუყოვნებლივ ვუმასპინძლდე-
ბით ამ ისტორიის პირველი კერძით.

თავი 2
მოკლე აღწერა სკვაირ ოლვორთისა,
უფრო სრული კი მისი დის, ბრიჯიტ ოლვორთის

სამეფოს დასავლეთ მხარის იმ ნაწილში, რომელსაც სო-


მერსეტშირი ეწოდება, ბოლო ხანს ცხოვრობდა და შეიძლება
ახლაც ცხოვრობს ჯენტლმენი, სახელად ოლვორთი. შეიძლე-
ბა ითქვას, რომ იგი ბუნების და იღბლის ნებიერი გახლდათ,
ვინაიდან ეს ორი თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდა, რომელი
უკეთ დაასაჩუქრებდა მას და დალოცავდა. ზოგიერთის აზრით,
შეჯიბრში გამარჯვებული ბუნება გამოვიდა, რადგანაც ოლ-
ვორთი უამრავი რამით დააჯილდოვა, იღბალმა კი მხოლოდ
ერთი საჩუქარი უბოძა, მაგრამ ის ერთადერთი ისე გულუხვად
გაიღო, რომ კაცი იფიქრებდა, ბუნებისგან მინიჭებულ ყველა
ჯილდოს აღემატებაო. ოლვორთს ბუნებისგან შეხვდა სასია-

12
მოვნო გარეგნობა, ჯანსაღი აღნაგობა, ნათელი გონება და კე-
თილშობილი სული, იღბლისგან კი მემკვიდრეობით სამეფოს
ერთ-ერთი უდიდესი კარ-მიდამო მიიღო.
ამ ჯენტლმენმა სიჭაბუკეში ძალიან ღირსეულ და სანდომი-
ან ქალზე იქორწინა, რომელიც თავდავიწყებით უყვარდა. მას-
თან სამი შვილი შეეძინა, მაგრამ სამივე ჩვილობის ასაკში
გარდაიცვალა. ხუთი წლით ადრე, ვიდრე ეს ჩვენი ისტორია
დაიწყებოდა, კიდევ ერთი უბედურება შეემთხვა – საყვარელი
ცოლიც მიწას მიაბარა. მართალია, დანაკარგი მძიმე იყო, მაგ-
რამ ამასაც გაუძლო, როგორც გონიერმა და მტკიცე ხასიათის
კაცმა, თუმცა უნდა ითქვას, რომ დროდადრო ერთობ ახირე-
ბულად ლაპარაკობდა ამ თემაზე: ჯერაც ცოლიანი მგონია თა-
ვიო, ჩემი ცოლი უბრალოდ ცოტა ადრე დაადგა იმ გზას, რო-
მელიც ადრე თუ გვიან მასთან მიმიყვანსო. წუთითაც არ ეპა-
რებოდა ეჭვი, რომ ისევ შეხვდებოდა იქ, სადაც ვეღარაფერი
დააშორებდათ. მეზობლების ერთი ნაწილი მას ამ სენტიმენტე-
ბის გამო კიცხავდა, მეორე ნაწილი – რელიგიური მოსაზრე-
ბით და მესამე – გულწრფელობისთვის.
ოლვორთი უმეტესად სოფელში ცხოვრობდა, დასთან ერ-
თად, რომელიც გულითადად უყვარდა. ქალბატონი უკვე ოც-
დაათს გადასცილებოდა, ისეთ ასაკში იყო, ბოროტი ენები ში-
ნაბერად რომ მოიხსენიებენ. იმ ყაიდის ქალი გახლდათ, ვის
მიმართაც უფრო მისი თვისებების გამო განეწყობოდი კეთი-
ლად, ვიდრე სილამაზის და რომელსაც მისივე სქესის წარმო-
მადგენლები წესიერ ქალს უწოდებენ: „მადამ, ის წესიერი
ქალბატონია, ყველა თვალსაზრისით წესიერი“. დიდად არ
წუხდა, ლამაზი რომ არ იყო და სრულქმნილებაზე, თუ შეიძლე-
ბა სილამაზეს სრულქმნილება ვუწოდოთ, მხოლოდ ზიზღით
ლაპარაკობდა, ღმერთსაც ხშირად ემადლიერებოდა, ვიღაც-

13
ვიღაცებივით მომხიბვლელი რომ არ იყო და მათსავით სილა-
მაზემ ბევრი შეცდომის ჩადენისკენ რომ არ უბიძგა. მის ბრიჯიტ
ოლვორთი (ასე ერქვა ქალბატონს) სამართლიანად მიიჩნევ-
და, რომ ქალის მომხიბვლელობა სხვა არაფერია, თუ არა მახე
პირადად მისთვისაც და სხვა დანარჩენებისთვისაც და მიუხე-
დავად იმისა, რომ თვითონ არავითარი საშიშროება არ ემუქ-
რებოდა, ისე ფრთხილად და წინდახედულად იქცეოდა, თით-
ქოს ამქვეყნად ყველა მახე მხოლოდ მისთვის დაეგოთ. მკით-
ხველს შეიძლება უცნაური მოეჩვენოს, მაგრამ, ჩემი დაკვირ-
ვებით, პოლიციელისთვის დამახასიათებელი წინდახედულო-
ბა უმეტესად მაშინ ვლინდება, როცა ნაკლები საფრთხეა. ის
ხშირად უსინდისოდ და ლაჩრულად მიატოვებს ხოლმე იმ
სრულქმნილთ, ვის გამოც მამაკაცები დნებიან, ოხრავენ,
სულს ღაფავენ და ყველანაირ მახეს უგებენ, რომელზედაც კი
ხელი მიუწვდებათ, მაგრამ, სამაგიეროდ, დღენიადაგ ფეხდა-
ფეხ დაჰყვება მაღალი კლასის ქალებს, რომელთა მიმართაც
საპირისპირო სქესის წარმომადგენლები უსაზღვრო მოკრძა-
ლებას და თავშეკავებას ავლენენ (ალბათ წარუმატებლობაში
დარწმუნებულნი) და მიახლოებასაც ვერასოდეს უბედავენ.
მკითხველო, ვიდრე ერთად გავაგრძელებდეთ გზას, ალ-
ბათ აჯობებს, გაგაფრთხილო, რომ ხელსაყრელი შემთხვევა
ჩამივარდება თუ არა, თემიდან გადავუხვევ და როდის გავაკე-
თებ ამას, თავად უკეთ გამეგება, ვიდრე ვიღაც საცოდავ კრი-
ტიკოსს; და საერთოდ, დიდი სურვილი მაქვს, ყველა კრიტი-
კოსმა თავის საქმეს მიხედოს და არ ჩაერიოს იმ ამბებში და ნა-
წარმოებებში, მათ რომ არ ეხება, ვინაიდან სანამ მსაჯულის
ავტორიტეტს არ მოიხვეჭენ, ჩემზე მათი იურისდიქცია არ გავ-
რცელდება.

14
თავი 3
უჩვეულო თავგადასავალი, რომელიც შინ დაბრუნებულ მისტერ ოლ ვორ-
თის გადახდა; მისის დებორა უილკინსის წესიერი საქციელი და უკა
ნონოდ შობილი ბავშვების ცოტაოდენი
მართებული კრიტიკა

წინა თავში ჩემს მკითხველს მოვახსენე, რომ მისტერ ოლ-


ვორთიმ დიდი ქონება მიიღო მემკვიდრეობით, რომ კეთილი
გული ჰქონდა და რომ ოჯახი არ ჰყავდა. შესაბამისად, ბევრი
უეჭველად დაასკვნის, ნამდვილად პატიოსანი კაცივით იცხოვ-
რებდაო – ერთი შილინგიც არ მართებდა სხვისი, იღებდა იმას,
რაც ეკუთვნოდა, მეზობლებისთვის კარი მუდამ ღია ჰქონდა,
გულუხვად უწყალობებდა ღარიბებს, ანუ მათ, ვისაც მუშაობას
მათხოვრობა ერჩივნა, მერე კი, ვიდრე მდიდარი მოკვდებო-
და, დავრდომილთა თავშესაფარს ააშენებდა.
რაც მართალია, მართალია, ბევრი რამ აქედან ნამდვილად
გააკეთა, მაგრამ მხოლოდ ეს რომ ყოფილიყო და სხვა არაფე-
რი, მასვე მივანდობდი, უკვდავეყო საკუთარი სახელი და თავ-
შესაფრის კარის თავზე დაკიდებულ დაფაზე ამოეტვიფრა თა-
ვისი დამსახურებები. ეს ისტორია ბევრად უფრო უჩვეულო ამ-
ბებს მოიცავს, სხვა შემთხვევაში, ტყუილად ხომ არ დავკარ-
გავდი დროს ამ ვეებერთელა ნაშრომზე, შენ კი, ჩემო საზრია-
ნო მკითხველო, იმავე სარგებელსა და სიამოვნებას გამორჩე-
ბოდი, ხუმარა ავტორების მიერ სალაღობოდ დასათაურებუ-
ლი წიგნი „ინგლისის ისტორია“ რომ გადაგეფურცლა.
მისტერ ოლვორთიმ მთელი სამი თვე ლონდონში გაატარა,
ეტყობა რაღაც ძალიან განსაკუთრებული საქმის გამო. მე არ
ვიცი, რა საქმე იყო, მაგრამ სავარაუდოდ მნიშვნელოვანი იქ-
ნებოდა, რაკიღა დიდი ხნით მოსწყვიტა სახლს, რომელიც

15
მრავალი წლის მანძილზე ერთი თვითაც არ დაუტოვებია. გვი-
ანი საღამო იყო, როცა დაბრუნდა, დასთან ერთად მსუბუქად
ივახშმა და დაღლილი გაემართა საძინებლისკენ. რამდენიმე
წუთი მუხლმოყრილმა დაყო – ამ ჩვეულებას არასდროს ღა-
ლატობდა – და ის იყო ლოგინში უნდა ჩაწოლილიყო, გადასა-
ფარებელი გადასწია და იქ, მისდა გასაკვირად, უხეშ ტილოს
ქსოვილში გახვეული და ტკბილად ჩაძინებული ჩვილი იხილა.
ერთხანს გაოგნებული დასცქეროდა ჩვილს, მაგრამ ვინაიდან
მისი კეთილშობილი ბუნება ყოველთვის იმარჯვებდა საღ აზ-
რზე, მალევე თანაგრძნობით განიმსჭვალა პატარა და უმწეო
ბავშვის მიმართ. მისტერ ოლვორთიმ ზარი გააწკარუნა და
ბრძანა, ხანდაზმული მოსამსახურე ქალი დაუყოვნებლივ გა-
ეღვიძებინათ და საძინებელში ხლებოდა, მანამდე კი ტკბებო-
და უმანკოების მშვენიერებით, რომელიც მუდამ სათუთი ფე-
რებით წარმოუდგება ადამიანს მძინარე ჩვილის ცქერისას და
ისე გაერთო ფიქრებში, მატრონა რომ შემოვიდა, პერანგის
ამარა დახვდა. არადა ჩაცმისთვის საკმარისი დრო მისცა მატ-
რონამ ბატონს, მისდამი პატივისცემით და თავაზიანობის გათ-
ვალისწინებით, რამდენიმე წუთი სარკეში თმას ისწორებდა,
თუმცა კი სასწრაფოდ გამოიძახეს და ვინ იცის, ეგებ მისი ბა-
ტონი უკვე სულს ღაფავდა ან სხვა უბედურება დასტყდომოდა
თავს.
რა გასაკვირია, ზრდილობისა და თავაზიანობის ესოდენ
მკაცრი მიმდევარი არსება სხვის მიერ ამ ნორმის თუნდაც უმ-
ცირეს დარღვევას შეეცბუნებინა. ამიტომ, კარი რომ შეაღო და
ბატონი პერანგის ამარა სანთლით ხელში საწოლთან იხილა,
პირკატა ეცა. იქნებ გულწასული იქვე დაცემულიყო კიდეც,
მისტერ ოლვორთის რომ არ გახსენებოდა, შეუმოსავი რომ
იყო და შემზარავი სიტუაციის განსამუხტავად, არ ეთხოვა,

16
ვიდრე რამეს შემოიცვამდა, გარეთ დალოდებოდა, რათა მი-
სის დებორა უილკინსის უმანკო თვალები აღარაფერს შეეცბუ-
ნებინა – მას ხომ, მართალია, ორმოცდათორმეტი წლისა გახ-
ლდათ, შეეძლო დაეფიცა, მამაკაცი სამოსის გარეშე არ მინა-
ხავსო. ქილიკის მოყვარულებმა შეიძლება მასხრად აიგდონ
დებორა, მაგრამ ჩემი ჭკუადამჯდარი მკითხველი, – თუ იმასაც
გაითვალისწინებს, რომ საკმაოდ გვიანი იყო, როცა მისის
უილკინსი ლოგინიდან ააყენეს და ბატონი ერთობ უჩვეულო
სიტუაციაში იხილა, – სავსებით გაამართლებს და მოუწონებს
საქციელს, ოღონდ მთლად აღფრთოვანებულიც ვერ დარჩება
ასეთ ასაკში გამოვლენილი ქალწულებრივი შეცბუნებით.
როდესაც მისის დებორა ოთახში შებრუნდა, ბატონმა ახა-
რა, ბავშვი ვიპოვეო. დებორა კიდევ უფრო მეტად გაოგნდა,
ვიდრე თავად ბატონი, თავი ვერ მოთოკა და შეძრწუნებულმა
შეჰკივლა:
– ღმერთო ჩემო, რა ვიღონოთ, სერ?
მისტერ ოლვორთიმ მიუგო, ამ საღამოს შენ უნდა მოუარო
ბავშვს, ხვალ კი ძიძას მოვაძებნინებო.
– დიახ, სერ, – თქვა ქალმა, – და ვიმედოვნებ, თქვენო მოწ-
ყალებავ, უბრძანებთ, დედამისი, ის ქუჩის ქალი დაიჭირონ,
ჩვენი მეზობელი იქნება. რა სიამოვნებით შევხედავ, როგორ
წააბრძანებენ ოთხთვალათი გამოსასწორებელ სახლში. მარ-
თლაც რომ სანიმუშოდ უნდა დაისაჯონ ასეთი უნამუსო ქუჩის
ქალები. თავს დავდებ, პირველი შემთხვევა არ იქნება, რო-
გორ გაბედა და ბავშვი თქვენს მოწყალებას მოუგდო!
– მე მომიგდო, დებორა?! – გაუკვირდა ოლვორთის, – არა
მგონია, ეს ნდომებოდა, ალბათ იფიქრა, ბავშვისთვის ასე აჯო-
ბებსო და მართლა მიხარია, რამე უარესი რომ არ ჩაიდინა.
– არც კი ვიცი, ამაზე უარესი რაღა უნდა ჩაედინა, მეძავი პა-
ტიოსან კაცს ცოდვაში რომ გახვევს! – შეჰყვირა დებორამ, –
17
მართალია, თქვენმა მოწყალებამ იცის, რომ უდანაშაულოა,
მაგრამ ხომ მოგეხსენებათ, ადამიანებს სხვისი განსჯა უყ-
ვართ. ბევრჯერ ყოფილა, პატიოსანი კაცისთვის სხვისი მამობა
დაუბრალებიათ და თუ თქვენი მოწყალება ამ ჩვილზე მზრუნ-
ველობას იტვირთებს, ასეც იფიქრებენ. ამას გარდა, რატომ
უნდა იზრუნოს თქვენმა მოწყალებამ ბავშვზე, როცა მისი მოვ-
ლა-პატრონობა სამრევლოს ვალია. ჩემდათავად, პატიოსანი
კაცის შვილი რომ ყოფილიყო, სხვა საქმე იქნებოდა, მაგრამ,
ამისთანა საძაგელ ნაბუშარს როგორ შევეხები ან ადამიანად
როგორ ჩავთვლი! ფუი! როგორ ყარს! ქრისტიანის სუნი არ ას-
დის! თუ ნებას მომცემთ, გავკადნიერდები და გირჩევდით, კა-
ლათში ჩაგვესვა და მნათის კართან დაგვეტოვებინა. ცოტა კი
წვიმს და ქარია, მაგრამ მაინც მშვენიერი საღამოა, კარგად
შევფუთნოთ, თბილ კალათში ჩავაწვინოთ და ვგონებ, დილამ-
დე გაატანს. თუ ვერ გაატანს, ის მაინც გვეცოდინება, რომ ჩვენ
ჩვენი ვალი მოვიხადეთ. ალბათ ასეთი არსებისთვის აჯობებს,
უმანკო მოკვდეს, ვიდრე გაიზარდოს და დედას დაემსგავსოს,
უკეთესს რას უნდა ელოდო ამათგან. წარმოთქმული სიტყვა
რომ გულდასმით მოესმინა, ზოგიერთ მტკიცებულებას შესაძ-
ლოა, მისტერ ოლვორთი გაენაწყენებინა, მაგრამ იმ წუთებში
პატარას მისი თითი ხელში მოექცია, ნაზად უჭერდა და თით-
ქოს თანაგრძნობას შესთხოვდა, რაც მისის დებორას მჭევ-
რმეტყველებას, კიდევაც უფრო შთამბეჭდავი რომ ყოფილი-
ყო, შეუდარებლად აღემატებოდა. მისტერ ოლვორთიმ კატე-
გორიულად უბრძანა მისის დებორას, ბავშვი თავის ლოგინში
ჩაეწვინა და თუ ვინიცობაა გაეღვიძებოდა, მოახლეს მისთვის
ფაფა მოეხარშა. ისიც დაამატა, დილიდანვე წესიერი თეთრეუ-
ლი მოუტანეთ ბავშვს და როგორც კი გაიღვიძებს, მომიყვანე-
თო.

18
ისეთი გამჭრიახი გახლდათ მისის უილკინსი, ისეთი პატი-
ვისცემით განმსჭვალული თავისი ბატონის მიმართ და ისე
კარგად ირგებდა საუკეთესო თანამდებობას, რომელიც მის
სახლში ეკავა, რომ მისტერ ოლვორთის კატეგორიულმა
ბრძანებამ ეჭვები გაუქარწყლა, ჩვილი ხელში აიტაცა, ოდნა-
ვადაც არ შესტყობია ზიზღი, ბავშვი უკანონოდ რომ იყო შობი-
ლი, განაცხადა, უი, რა საყვარელი ყოფილაო და თავისი ოთა-
ხისკენ გაეშურა.
ოლვორთიმ კი ტკბილად დაიძინა. ასე სძინავს ადამიანს,
როცა კეთილ საქმეს მოწყურებული გული კმაყოფილი ისვე-
ნებს, გაცილებით უფრო ტკბილად, ვიდრე კარგად დანაყრე-
ბულს. არ დავზარდებოდი და განვუმარტავდი ჩემს მკით-
ხველს, რომ მცოდნოდა, რა გზით შეიძლება ამგვარი მადის
გაღვიძება.

თავი 4
თავბრუდამხვევი აღწერა, რომელმაც მკითხველს შეიძლება კი
სერი მოატეხინოს, მაგრამ ის გადარჩება;
და კიდევ – მის ბრიჯიტ ოლვორთის უსაზღვრო ლმობიერება

გოთიკური სტილი მისტერ ოლვორთის სახლზე დიდებულს


ვერაფერს შექმნიდა. ნაგებობა, რომელიც მოწიწებას აღძრავ-
და თავისი სიდიადით და ელინისტური არქიტექტურის საუკე-
თესო ნიმუშებსაც გაეჯიბრებოდა სილამაზით, ისეთივე მყუდ-
რო იყო შიგნით, როგორი დარბაისლურიც გარედან.
სახლი მთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე იდგა, ძირ-
თან უფრო ახლოს, ვიდრე მწვერვალთან, ჩრდილო-აღმოსავ-

19
ლეთით ლამის ნახევარ მილზე გაწოლილი მუხნარის საფარ-
ქვეშ, თუმცა კი მაინც იმდენად შემაღლებულზე, რომ ქვემოთ
გადაშლილი თვალწარმტაცი ველით დამტკბარიყო.
ტყის შუაგულიდან სახლამდე ლამაზი მდელო ეშვებოდა. იმ
მდელოს განაპირას, ფიჭვნარით დაფარული კლდიდან წყა-
ლუხვი ნაკადული მოჩქეფდა და ოცდაათი ფუტის სიმაღლის
მუდმივ კასკადს ქმნიდა. ნაკადული საფეხურ-საფეხურ კი არ
მიედინებოდა, მიმოფანტულ დაბზარულ და ხავსმოდებულ
ქვებზე უწესრიგოდ მიხტოდა, ვიდრე კლდის ძირამდე ჩააღ-
წევდა, მერე, ცოტა უფრო დაოკებული, ქვიანი კალაპოტით მი-
იკლაკნებოდა სახლს ქვემოთ, სამხრეთით მეოთხედ მილში
გადაშლილი ტბისკენ, რომელიც ფასადის ყველა ფანჯრიდან
ჩანდა. ამ ტბიდან, წიფლებითა და თელებით გამშვენებული,
ცხვრის საძოვრად გამწესებული წარმტაცი დაბლობის შუა-
გულს რომ ავსებდა, დასაბამს იღებდა მდინარე, რომელიც
რამდენიმე მილზე მიიგრაგნებოდა ნაირფერ ტყეებსა და მინ-
დვრებში და ბოლოს ზღვაში ჩაიცლებოდა, ვიწრო ყურით და
შუაში ამოწვერილი კუნძულით რომ უერთდებოდა ჰორი-
ზონტს.
დაბლობის მარჯვნივაც მომცრო ველი მოჩანდა, ზედ მი-
მობნეული პატარ-პატარა სოფლებით და ძველი, ნანგრევებად
ქცეული მონასტრის ერთადერთი შემორჩენილი კოშკით და-
ბოლოებული.
ხელმარცხნივ, საკმაოდ უსწორმასწორო რელიეფზე მშვე-
ნიერი პარკი იყო გაშენებული. განსაცვიფრებელი გემოვნე-
ბით შექმნილი მთელი ეს ხედი, თავისი მრავალფეროვანი გო-
რაკებით, მდელოებით, ტყით და მდინარით, ბუნების მადლიე-
რი უფრო უნდა ყოფილიყო, ვიდრე ადამიანის ოსტატობის.

20
პარკის გადაღმა მიწის ოღროჩოღრო ზედაპირი თანდათანო-
ბით ველური მთების ქედისკენ მაღლდებოდა, ღრუბლებს ზე-
მოთ რომ აეტყორცნათ მწვერვალები.
მაისის უჩვეულოდ უღრუბლო დილას მისტერ ოლვორთი
ტერასაზე გავიდა და განთიადმა მას ნელ-ნელა გადაუშალა
ზემოთ აღწერილი თვალწარმტაცი ხედი, მზე კი, საოცარი ზე-
იმის მაცნეებად უკვე რომ გამოგზავნა და მოჰფინა არემარეს
ცისფრად სხივები, ბოლოს მთელი თავისი სიდიადით ამოიწვე-
რა და თუ ვინმე ამ საწუთროში მის ბრწყინვალებას დაჩრდი-
ლავდა, ეს მხოლოდ მისტერ ოლვორთი იქნებოდა – მოყვასის
სიყვარულით გულანთებული ადამიანი, რომელიც სულ იმას
ფიქრობდა, როგორ ეამებინა შემოქმედისთვის მის ქმნილება-
თა მიმართ სიკეთის გამოჩენით.
მკითხველო, გაფრთხილდი. მე ხომ დაუკითხავად აგიყვანე
ისეთი მაღალი მთის მწვერვალზე, როგორიც მისტერ ოლვორ-
თია და არც კი ვიცი, თუ უკან ისე დაგაბრუნებ, კისრის მოტეხას
გადაგარჩინო. რაც უნდა იყოს, მოდი, ვცადოთ, ერთად ჩამოვ-
სრიალდეთ, ვინაიდან მის ბრიჯიტი უკვე ზარს რეკავს და მის-
ტერ ოლვორთის სასაუზმოდ უხმობს, საუზმობას მეც აუცი-
ლებლად უნდა დავესწრო და თუ ინებებ, მოხარული ვიქნები,
თან გაგიყოლო.
როგორც ყოველთვის, და-ძმამ თავაზიანად მოიკითხა ერ-
თმანეთი და ჩაი რომ მიართვეს, მისტერ ოლვორთიმ მისის
უილკინსი მოიხმო, დას კი უთხრა, შენთვის საჩუქარი მაქვსო.
ბრიჯიტმა მადლობა გადაუხადა, ალბათ ფიქრობდა, საჩუქარი
კაბა ან სამკაული იქნებოდა. ძმა ხშირად ასაჩუქრებდა ხოლმე
და ბრიჯიტიც, უფრო მისთვის რომ ესიამოვნებინა, დიდ დროს
უთმობდა მორთვა-მოკაზმვას. ძმისთვის რომ ესიამოვნებინა-

21
მეთქი, იმიტომ ვახსენე, რომ სინამდვილეში კაბები და ის ქალ-
ბატონები, ვინც ჩაცმას მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭე-
ბენ, ზიზღს ჰგვრიდნენ.
და ალბათ როგორ გაუცრუვდებოდა მოლოდინი, როცა მი-
სის უილკინსმა ბატონის ბრძანების თანახმად ოთახში ჩვილი
შემოიყვანა! დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ გაოგნებას მდუმა-
რედ გამოვხატავთ, ასეც დაემართა მის ბრიჯიტს, ვიდრე სიჩუ-
მე მისმა ძმამ არ დაარღვია და არ მოუყვა ამბავს, რომელიც
მკითხველმა უკვე იცის და ამიტომ აღარ გავიმეორებ.
მის ბრიჯიტი ყოველთვის ისე დიდ პატივს სცემდა იმას, რა-
საც ქალბატონები სათნოებად მოიხსენიებენ და საკუთარი თა-
ვის მიმართაც იმდენად მკაცრი და მომთხოვნი იყო, იქ მყოფნი
– ეს განსაკუთრებით მისის უილკინსს ეხებოდა, – მოელოდ-
ნენ, რომ მწარე სიტყვებს არ დაიშურებდა და მოითხოვდა, ბავ-
შვი მავნებელი ცხოველივით დაუყოვნებლივ მოეშორებინათ
იქიდან, მაგრამ სულ საპირისპირო მოხდა – მან საკითხის
მოგვარების კეთილი გზა აირჩია, უმწეო ჩვილს თანაგრძნო-
ბით შეხედა და ძმას გულმოწყალება შეუქო.
შეიძლება მკითხველმა მის ბრიჯიტის საქციელი ლმობიე-
რებით ახსნას, როცა შეიტყობს, რომ კეთილმა კაცმა თხრობის
დასასრულ დას აუწყა, გადავწყვიტე, ბავშვი ვიშვილო და მასზე
ზრუნვა ჩემს თავზე ავიღოო. ისე კი, რაც მართალია, მართა-
ლია, ბრიჯიტი ყოველთვის მზად იყო, დაეთმო ძმისთვის და
მის სურვილებს ძალიან იშვიათად ეწინააღმდეგებოდა, თუკი
საერთოდაც ასეთი რამ ოდესმე მომხდარა. რა თქმა უნდა, ხან-
დახან საკუთარ მოსაზრებასაც გამოთქვამდა, მაგალითად, მა-
მაკაცები ძალიან ჯიუტები არიან და ყოველთვის თავიანთი გა-
აქვთო, მაგრამ ამას უმეტესად ხმადაბლა, ლამის ჩურჩულით
ამბობდა ხოლმე.

22
სამაგიეროდ, რაც ჩვილს დააკლო მის ბრიჯიტმა, საცოდავი
უცნობი დედისთვის გაიმეტა და ის უხამს ბოზად, აღვირახ-
სნილ ქუჩის ქალად, თავხედ მეძავად, ცოდვილად, სხეულით
მოვაჭრე ამაზრზენ ქალად მოიხსენია და ყველაფერი უწოდა,
თუკი რამ არსებობს, სათნოების ენით ქალთა სქესის შემარ-
ცხვენელს რომ ეწოდოს.
ამის შემდეგ დაიწყეს ბჭობა, როგორ ეპოვათ ჩვილის დედა.
თავდაპირველად გულდასმით განიხილეს თითოეული ქალი
მოსამსახურე და მისის უილკინსმა უკლებლივ ყველა გაამარ-
თლა, თან აშკარად სამართლიანად, რადგანაც სათითაოდ
ჰყავდა თავად არჩეული და მათნაირ საფრთხობელებს ნამ-
დვილად ძნელად თუ იპოვიდა კაცი სადმე.
მეორე ნაბიჯი საეკლესიო მრევლის გამოკვლევა იყო, რაც
მისის უილკინსს მიანდეს. ამ უკანასკნელს ყველაფერი გულ-
მოდგინედ უნდა გამოეძიებინა და შუადღეს და-ძმისთვის მო-
ეხსენებინა.
ეს საქმე რომ მოგვარდა, მისტერ ოლვორთი ჩვეულებისა-
მებრ კაბინეტისკენ გაემართა და სთხოვა დას, ბავშვისთვის
მიეხედა.

თავი 5
მოიცავს რამდენიმე ჩვეულებრივ ამბავს,
რომელთაც საკმაოდ არაჩვეულებრივი შენიშვნები ახლავს

ბატონის წასვლის მერე მისის დებორა მდუმარედ ელოდა


მის ბრიჯიტისგან რაიმე რეპლიკას. წინდახედული მნე ქალი
მომხდარს ვერ იჯერებდა, თანაც, კარგად იცოდა, სენტიმენტე-

23
ბი, მის ბრიჯიტი ძმის თანდასწრებით რომ გამოხატავდა, ძლი-
ერ განსხვავდებოდა იმისგან, რასაც მისტერ ოლვორთის არ-
ყოფნაში ამბობდა ხოლმე. მის ბრიჯიტმა დებორა დიდხანს არ
გატანჯა გაურკვეველი სიტუაციით, ერთხანს სერიოზულად
უყურებდა მისის უილკინსის კალთაში ჩაძინებულ ბავშვს, მე-
რე თავი ვერ შეიკავა, სიყვარულით აკოცა ჩვილს და ნეტარე-
ბით განაცხადა, მოხიბლული ვარ მისი სილამაზით და უმან-
კოებითო. ამის შემხედვარე დებორამ ბავშვი იმწამსვე ისე
მგზნებარედ ჩაიხუტა გულში და ჩაკოცნა, როგორც ორმოცდა-
ხუთი წლის დაბრძენებული ქალი ახალგაზრდა და მხნე საქ-
მროს ჩაიხუტებდა, თან ყურის წამღები ხმით კიოდა, დედა, ეს
რა საყვარელი პატარა არსებაა! რა ტკბილი და მშვენიერი! გე-
ფიცებით, ამაზე ლამაზი ბიჭი თუ მენახოსო.
აღფრთოვანებული შეძახილები კიდევ დიდხანს გაგრძელ-
დებოდა, ქალბატონს რომ არ შეეწყვეტინებინა. მის ბრიჯიტი
ძმის ბრძანებას ასრულებდა და ახლა თავად გასცემდა გან-
კარგულებებს – ჩვილი ყველაფრით უნდა უზრუნველეყოთ და
მისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ოთახი გამოეყოთ. ისეთი გუ-
ლუხვობა გამოავლინა, იფიქრებდი, ამაზე მეტს საკუთარი შვი-
ლისთვისაც არ გაიმეტებდაო, მაგრამ კეთილგონიერმა მკით-
ხველმა რომ არ გაკიცხოს ქალბატონი, მდაბიო წარმომავლო-
ბის ბავშვის მიმართ ასეთ მზრუნველობას რატომ იჩენსო, რაც
კანონით არარელიგიურ საქციელად მიიჩნეოდა, ალბათ საჭი-
როა, მოგახსენოთ, როგორი იყო სინამდვილეში ქალბატონის
დასკვნა – ვინაიდან მისმა ძმამ მოინდომა, ეს ადამიანის ნა-
შიერი ეშვილა, გადაწყვიტა, პატარა ბატონიშვილს თვითონაც
დიდი სიყვარულით მოპყრობოდა. მართალია, თავად ამას უზ-
ნეობის წახალისებად მიიჩნევდა, მაგრამ კარგად იცნობდა კა-
ცების სიჯიუტეს და არ აპირებდა, მათ უჩვეულო ახირებებს შე-
წინააღმდეგებოდა.
24
როგორც ადრე უკვე მოგახსენეთ, მის ბრიჯიტი ყოველ ჯერ-
ზე სწორედ ამ მოსაზრებით ამართლებდა ნებისმიერ თავის
დათმობას ძმის სურვილის სასარგებლოდ და, რა თქმა უნდა,
ვერაფერი ისეთ ფასს ვერ დასდებდა მის სულგრძელობას,
როგორც იმის განცხადება, რომ მშვენივრად იცოდა, თუ რო-
გორი უგუნური და გაუმართლებელი სურვილების გამო თმობ-
და ხოლმე. უსიტყვო მორჩილება საკუთარ ნებასთან ჭიდილს
არ გულისხმობს და, შესაბამისად, იოლი და უმტკივნეულოა,
მაგრამ როცა ცოლი, შვილი, ნათესავი ან მეგობარი ჩვენს
სურვილებს უხალისოდ და ბუზღუნით ასრულებენ და სახეზე
უკმაყოფილება აწერიათ, შენც უფრო მეტად აფასებ მათ ხათ-
რიანობას.
ვფიქრობ, მკითხველთაგან თითზე ჩამოსათვლელნი თუ
შეძლებენ ესოდენ ღრმა დაკვირვების დამოუკიდებლად გააზ-
რებას, ამიტომ ცოტათი შევეშველები. ნუ გექნებათ იმედი,
რომ თხზულებაში ხშირად გადააწყდებით ამგვარ თავაზიანო-
ბას – ძალიან იშვიათად ან შეიძლება არც აღარასდროს გავა-
ნებივრებ მკითხველს, თუ არა ასეთ შემთხვევაში, როცა მხო-
ლოდ მწერლისთვის ნაბოძები აღმაფრენის ნიჭი გეხმარება
რაიმეს აღმოჩენაში.

თავი 6

მისის დებორას მრევლში წარდგენისას გამოყენებულია რიტორიკუ-


ლი შედარება; მოკლე ცნობები ჯენი ჯონსზე და კიდევ იმ სიძნელეებსა
და იმედგაცრუებებზე, ცოდნის მოხვეჭას რომ ახლავს

25
ბატონის სურვილის თანახმად ბავშვი რომ დააბინავა, მი-
სის დებორა ახლა იმ საცხოვრებლის მოსანახულებლად ემზა-
დებოდა, სადაც სავარაუდოდ ბავშვის დედა იმალებოდა.
როგორც მაღლა ცაში მოლივლივე უშველებელ ძერას შე-
ნიშნავენ ხოლმე ფრთოსნები და საყვარელი მტრედი იქნება
თუ რომელიმე უმწეო პატარა ჩიტი, ყველა განგაშს ატეხს და
აკანკალებული სამალავისკენ მიფრინავს, ის კი ამაყად მია-
პობს ჰაერს და საკუთარი ღირსებებით გადიდგულებული ფიქ-
რობს, როგორ აღასრულოს ავი განზრახვა, ისე მისის დებო-
რას ქუჩაში გამოჩენისთანავე სამრევლოს ყველა შეშფოთე-
ბულმა მკვიდრმა საკუთარ სახლს შეაფარა თავი და თითოე-
ული მხოლოდ იმას შიშობდა, ჩემთან ხომ არ მოდისო. დებო-
რა კი თავაწეული ამაყად და ღირსეულად მიაბიჯებდა ბრძო-
ლის ველზე და, საკუთარ უპირატესობაში დარწმუნებული,
გეგმავდა, როგორ წარემართა გამოძიება.
გამჭრიახი მკითხველი ამ შედარებას რომ წაიკითხავს, ნუ
იფიქრებს, თითქოს ზემოთ ნახსენებ საცოდავ ადამიანებს რა-
იმე წარმოდგენა ჰქონდათ მისის უილკინსის განზრახვაზე, უბ-
რალოდ, ვინაიდან მშვენიერმა შედარებამ შესაძლოა ასეუ-
ლობით წლით მიიძინოს, ვიდრე რომელიმე მომავალი კომენ-
ტატორი არ გადააწყდება, საჭიროდ მივიჩნიე, ცოტა დავეხმა-
რო. მსურს განვმარტო, როგორც რომ ძერა მუსრავს პატარა
ჩიტებს, ისე მისის უილკინსის ბუნების პიროვნებებს სჩვევიათ
პატარა ადამიანების დამცირება და წამება. ამ გზით იღებენ
თავიანთი ბატონების მონური მორჩილების საზღაურს – ხომ
არაფერია იმაზე სამართლიანი, როცა მლიქვნელები და მონე-
ბი მათზე დაბლა მდგომებს ისევე ექცევიან, როგორც თავად
მათ ექცევიან მაღლა მდგომნი.ყოველ ჯერზე, როცა კი მისის
დებორას მის ბრიჯიტის საამებლად რამის გაკეთება უწევდა და

26
ამის გამო ხასიათი წაუხდებოდა, ჩვეულებრივ, ასეთ ადამია-
ნებს მიაშურებდა ხოლმე, გუნების გამოსასწორებლად მათზე
რომ გადმოენთხია დაგროვილი ბოღმა, ამიტომ სასურველი
სტუმარი არასდროს ყოფილა. სიმართლე რომ ითქვას, მისი
ეშინოდათ და სძულდათ.
დანიშნულების ადგილზე მივიდა თუ არა, იმწამსვე ყველა-
ზე ხანშიშესულ მატრონას მიადგა, რომელიც, თავისდა საბედ-
ნიეროდ, დებორას სანდომიანობითაც ჰგავდა და ერთი ასაკი-
სანიც იყვნენ, ამიტომ მისის უილკინსი სხვებთან შედარებით
მას უფრო სწყალობდა. ამ ქალს დებორამ ყველაფერი გაანდო
და უთხრა, რა მიზეზითაც მოსულიყო იმ დილით. დაიწყეს
ახალგაზრდა გოგოების დაწვრილებით განხილვა და ბოლოს
ყველაზე საეჭვოდ ჯენი ჯონსი მიიჩნიეს. შეთანხმდნენ, რომ
ასეთი საქციელი სხვებზე მეტად მას შეეფერებოდა.
ეს ჯენი ჯონსი დიდად ვერც სილამაზით მოხიბლავდა კაცს
და ვერც ხასიათით, მაგრამ ნაკლი ბუნებამ იშვიათი გონება-
მახვილობით აუნაზღაურა, რასაც ქალები ზოგადად მოწიფუ-
ლობის ასაკში აფასებენ ხოლმე. ბუნების ეს საჩუქარი მან
სწავლით კიდევ უფრო სრულქმნა. ჯენი რამდენიმე წელი სკო-
ლის მასწავლებელს ემსახურებოდა. მასწავლებელმა შენიშ-
ნა, გოგონას სხარტი გონება და სწავლის დიდი სურვილი რომ
ჰქონდა, – თავისუფალ დროს სულ წიგნებს კითხულობდა
ხოლმე, – და კეთილი განზრახვით ან წინდაუხედაობით, ეს
მკითხველმა თავად განსაჯოს, ისე კარგად შეასწავლა ლათი-
ნური ენა, რომ თავისი ასაკის სწავლულ ახალგაზრდა კაცებს
არ ჩამოუვარდებოდა. ამ უპირატესობას, როგორც ზოგადად
ყველა უპირატესობას, პატარა უხერხულობებიც ახლდა. რა
გასაკვირია, რომ ასეთ განათლებულ ახალგაზრდა ქალს სი-
ამოვნებას არ ჰგვრიდა ბედის მიერ ნარგუნებ საზოგადოებაში

27
ყოფნა და არც ისაა დიდად გასაოცარი, რომ ჯენის უპირატესო-
ბა, რაც ალბათ მის ქცევაშიც გამოიხატებოდა, მეზობელ გო-
გოებს შურს და ბოროტ ზრახვებს აღუძრავდა და გულს უთუთ-
ქავდა.
მაგრამ შური აშკარად არასდროს გამოუხატავთ, ვიდრე
საწყალმა ჯენიმ, ყველას გასაკვირად და ახალგაზრდა ქალე-
ბის გასაღიზიანებლად, ერთ კვირადღეს ახალ აბრეშუმის კა-
ბასა და მაქმანიან ქუდში გამოწყობილმა არ გამოანათა ქუჩა-
ში.
აი, მაშინ კი ამოიფრქვა ალი, აქამდე ნელ-ნელა რომ იკ-
რებდა ძალას. განათლებამ ჯენის სიამაყე შემატა, მაგრამ მე-
ზობელ გოგონათაგან ერთიც არ აღმოჩნდა საკმარისად კეთი-
ლი, მისი სიამაყე რომ დაეფასებინა და აღფრთოვანების და
პატივისცემის ნაცვლად, რასაც ელოდა, სიძულვილი და შე-
ურაცხყოფა დაიმსახურა. მრევლი ერთხმად აღნიშნავდა, პა-
ტიოსანი გზით ასეთ ნივთებს ვერ იშოვიო. იმის მაგივრად, სა-
კუთარი შვილებისთვისაც იგივე ესურვათ, მშობლები ნეტარე-
ბით აღნიშნავდნენ, ჩვენს შვილებს ასეთი ტანსაცმელი არ გა-
აჩნიათო.
ალბათ ამიტომ იყო, რომ სანდომიანმა ქალმა პირველი იმ
საწყალი გოგოს სახელი უხსენა მისის უილკინსს, მაგრამ არ-
სებობდა კიდევ სხვა გარემოებაც, რაც ეჭვს ადასტურებდა –
ბოლო დროს ჯენი ხშირად სტუმრობდა მისტერ ოლვორთის,
მის ბრიჯიტს უვლიდა, როცა ის მძიმედ ავადმყოფობდა, ბევ-
რჯერ ღამითაც დარჩენილა ქალბატონთან. ამას გარდა,
მისტერ ოლვორთის ჩამობრძანების დღესაც იქ იმყოფებოდა,
მისის უილკინსმა თავისი თვალით ნახა, ოღონდ მაშინ გამ-
ჭრიახ არსებას ეჭვი არ აუღია, რადგან, მისი თქმით, ჯენის ყო-
ველთვის პატივს სცემდა, როგორც გონიერ გოგოს (სინამდვი-
ლეში, ბევრი არც არაფერი იცოდა მის შესახებ) და უფრო იმ
28
ფეთხუმ გარყვნილ ქალებზე იფიქრებდა, თავი ძალიან ლამა-
ზები რომ ჰგონიათ და ყველას ზემოდან დასცქერიან.
ჯენი დაიბარეს მისის დებორასთან და ისიც დაუყოვნებლივ
იქ გაჩნდა. მისის დებორამ მას მსაჯულის სერიოზულობით და
გადამეტებული სიმკაცრით მიახალა, შე თავხედო ბოზოო და
ბრალი არც კი წაუყენებია, ისე გამოუტანა განაჩენი.
ზემოთ ნახსენები მიზეზები მისის დებორასთვის სრულიად
საკმარისი იყო, რომ ჯენი დამნაშავედ ეცნო, ოღონდ შეიძლე-
ბოდა მისტერ ოლვორთის უფრო დამაჯერებელი სამხილი მო-
ეთხოვა, თუმცა ჯენიმ ბრალმდებლები არ შეაწუხა და უშიშრად
აღიარა დანაშაული.
მართალია, აღიარებას სინანული ახლდა, ამან სულაც არ
აუჩვილა გული მისის დებორას, რომელიც უკვე მეორე ბრალ-
დებას უყენებდა ჯენის, თან კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი
ტონით. ჯენის სინანულით წარმოთქმულ სიტყვებს დიდად არც
შემოსწრებულებზე უმოქმედია, რომელთა რიცხვი თანდათან
იზრდებოდა. ერთნი უყვიროდნენ, აბრეშუმის კაბით სხვანაი-
რად ვერ დაამთავრებდიო, სხვები სარკასტულად ქილიკობ-
დნენ მის განათლებაზე. ქალი არ დარჩენილა, საბრალო ჯენი
არ გაელანძღა. ის ყველაფერს მშვიდად ისმენდა, მხოლოდ
როცა ერთმა ცხვირაწეულმა ბოროტად აღნიშნა – უღირსს აბ-
რეშუმის კაბას ვინც უყიდის, ბარაქალა იმის კაცობასო, ძალი-
ან მკვახედ შეეპასუხა, რაც უთუოდ გააკვირვებდა საზრიან
ადამიანს, რომელიც ხედავდა, თუ რა სიმშვიდით იტანდა ჯე-
ნითავისი უმანკოების შეურაცხყოფას, ან იქნებ მოთმინება ამ-
ოეწურა, რადგან ამ ღირსების ხშირი გამოყენება ნამდვილად
ღლის ადამიანს.
მოულოდნელი წარმატებით გაამაყებულმა მისის დებორამ
დათქმულ დროს ყველაფერი გულწრფელად მოახსენა მის-
ტერ ოლვორთის და, ცოტა არ იყოს, გააოცა კიდევაც, რადგან
29
მისტერ ოლვორთის სმენოდა გოგონას არაჩვეულებრივი ნი-
ჭის შესახებ და განზრახული ჰქონდა, სამრევლო მღვდლის
თანაშემწისთვის მიეთხოვებინა. რამდენადაც მისის დებორა
გაახარა ამ ამბავმა, იმდენადვე შეაფიქრიანა მისტერ ოლვორ-
თი, რაც ბევრ მკითხველს ალბათ გაცილებით სამართლიანი
მოეჩვენება.
მის ბრიჯიტმა პირჯვარი გადაიწერა და თქვა, ამიერიდან
არცერთ ქალზე აღარ მექნება კარგი წარმოდგენაო. უნდა ით-
ქვას, რომ ჯენის მანამდე გაუმართლა და მის ბრიჯიტის კე-
თილგაწყობითაც სარგებლობდა.
გამჭრიახი მნე ქალი ერთხელ კიდევ გაგზავნეს საცოდავი
დამნაშავის მოსაყვანად, არა იმიტომ, როგორც ზოგიერთი
იმედოვნებდა და როგორც ყველა ელოდა, რომ მას გამოსას-
წორებელ სახლში წააბრძანებდნენ, არამედ სასაყვედუროდ
და სასარგებლო რჩევის მისაცემად, რასაც აღმზრდელობით
თხზულებათა მოყვარულები ყურადღებით გაეცნობიან მომ-
დევნო თავში.

თავი 7
მოიცავს ისეთ სერიოზულ საკითხს,
რომ მკითხველი ერთხელაც ვერ გაიცინებს,
თუ მხოლოდ ავტორზე არ გაეცინა უნებურად.

ჯენი რომ გამოჩნდა, მისტერ ოლვორთიმ თავის კაბინეტში


შეიყვანა და აი, რა უთხრა:– კარგად იცი, შვილო, მე, როგორც
მოსამართლემ, შემიძლია დაგსაჯო და ალბათ გეშინია, რომ
მთელი სიმკაცრით გამოვიყენებ ძალაუფლებას, რადგან პირ-
დაპირ კართან დამიდე შენი ცოდვა. მაგრამ იქნებ სწორედ ეს
30
არის მიზეზი, რამაც გადამაწყვეტინა, მეტი ლმობიერება გამო-
ვიჩინო. პირადმა წყენამ მოსამართლეზე არ უნდა იმოქმედოს
და ამიტომ ბავშვის ჩემს სახლში მობარებას არათუ დანაშაუ-
ლის დამამძიმებელ გარემოებად არ მივიჩნევ, შენსავე სასარ-
გებლოდ ვფიქრობ, რომ ეს უფრო ბავშვის სიყვარულმა ჩაგა-
დენინა, რადგან იმედოვნებდი, აქ უკეთ მოუვლიდნენ, ვიდრე
შენ ან მისი უზნეო მამა მოუვლიდით. მართლაც რომ ძალიან
მეწყინებოდა, სხვა გულქვა დედებივით, ისევე იოლად რომ
ელევიან ადამიანურ თვისებებს, როგორც ქალწულობას, შენც
საფრთხის ქვეშ დაგეყენებინა ბავშვის სიცოცხლე. მაგრამ რაც
შეეხება დანაშაულის მეორე მხარეს, უნდა დაგტუქსო უბიწოე-
ბის შებღალვის – უსაძაგლესი დანაშაულის გამო, რომელსაც
სახიფათო შედეგი მოსდევს ხოლმე, თუმცა კი გარყვნილი
ადამიანები შეიძლება არაფრად აგდებენ.
ყოველი ქრისტიანისთვის ნათელი უნდა იყოს ამ დანაშაუ-
ლის სისაძაგლე, რადგან ის უტიფრად არღვევს ჩვენი რელი-
გიის კანონებს და ამ რელიგიის დამაარსებლის მიერ მკაფიოდ
განსიტყვებულ მცნებებს.
დანაშაულის შედეგს რაც შეეხება, ადვილი ასახსნელია: რა
შეიძლება ღვთის რისხვაზე უარესი იყოს, როცა მცნებას არ-
ღვევ და, მით უმეტეს, როცა ესოდენ მნიშვნელოვანი მცნების
დარღვევისთვის უმძიმესი სასჯელი გვემუქრება?
მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად ცხადია, – ოღონდ ვშიშობ,
რომ მეტისმეტად მცირე ყურადღება ექცევა, – თითქოს ასახ-
სნელი არც უნდა იყოს ადამიანებისთვის, თუმც კი უკანას-
კნელთ გამუდმებით სჭირდებათ ამ ამბების შეხსენება. შესაბა-
მისად, შენი ყურადღების მისაპყრობად ქარაგმულად ნათ-
ქვამმაც უნდა იკმაროს: მე მსურს, სინანულის გრძნობა გაგიღ-
ვიძო და არა სასოწარკვეთა.

31
სხვა შედეგებიც შეიძლება მოჰყვეს ამგვარ დანაშაულს,
მართალია, ნაკლებ შემზარავი ან სახიფათო, მაგრამ თუ ქალ-
თა სქესის წარმომადგენლები ყურადღებით გაიაზრებენ, ალ-
ბათ მაინც თავს შეიკავებენ.
მათ ხომ შეარცხვენს და კეთროვნებივით გარიყავს ნების-
მიერი საზოგადოება, უწესო და გარყვნილი ადამიანების საზო-
გადოების გარდა. მათთან ურთიერთობის სურვილი წესიერს
არავის ექნება.
თუ ასეთ ქალს რამე აბადია, სიხარულით ვერ მოიხმარს;
თუ არ აბადია, ვეღარც შეიძენს, რადგან პატიოსანი ადამიანი
თავის სახლში არ მიიღებს. გაჭირვება სამარცხვინო საქმეს ჩა-
ადენინებს და გააუბედურებს, ხორცის წარწყმედაც გარდაუვა-
ლი იქნება და სულისაც.
განა რამე სიამოვნება აგინაზღაურებს ამ უბედურებას? შე-
უძლია ცდუნებას, ისე აგიბნიოს თავგზა და შეგაცდინოს, რომ
იოლად დაგიყოლიოს? შეუძლია ხორციელ სურვილს, დაჯაბ-
ნოს შენი მრწამსი ან ისე მიაძინოს, რომ ხელ-ფეხი შეგიკრას
და ძრწოლით არ უკუიქცე დანაშაულისგან, რომლის ჩადენის-
თვისაც აუცილებლად დაისჯები?
როგორი უკეთური და უნამუსო უნდა იყოს ქალი, არც ღირ-
სება გააჩნდეს და არც სიამაყე, რის გარეშეც ადამიანებად არ
ვიწოდებით, ქალი, რომელსაც შეუძლია დაეცეს ყველაზე მდა-
ბალ პირუტყვამდე და გაიმეტოს, რაც კი კეთილშობილი და
დიადი უბოძებია მისთვის ღმერთს, მხოლოდ და მხოლოდ ჟი-
ნის დასაკმაყოფილებლად! რა თქმა უნდა, ვერცერთი ქალი
სიყვარულით ვერ გაამართლებს ამ საქციელს. გამოდის, რომ
აღიარებს, კაცის სათამაშო და გასართობი ვყოფილვარო. სიყ-
ვარული, როგორც უმოწყალოდაც არ უნდა დავამახინჯოთ და
გადავასხვაფეროთ მისი მნიშვნელობა, საქებარი, რაციონა-

32
ლური გრძნობაა და ვერასოდეს იქნება ძლიერი, თუ არა მა-
შინ, როცა ეს გრძნობა ორმხრივია. მართალია, საღმრთო წე-
რილი გვიბრძანებს, გვიყვარდეს მტერი ჩვენი, მაგრამ ეს არ
ნიშნავს, ის ისეთივე მწველი სიყვარულით გვიყვარდეს, რო-
გორითაც მეგობარი გვიყვარს. მით უმეტეს, არ უნდა შევწი-
როთ მას საკუთარი სიცოცხლე და რაც კიდევ უფრო ძვირფა-
სია – ჩვენი უმანკოება. აბა რად, თუ არა მტრად უნდა მიიჩნი-
ოს გონიერმა ქალმა ის კაცი, რომელიც მისგან ითხოვს, ჩემ
მიერ უკვე აღწერილი ყველა უბედურება იწვნიოს და რომე-
ლიც ხანმოკლე, უხამსი სიამოვნებისთვის უხდის ფულს, იმი-
ტომ, რომ, ჩვეულებრივ, სირცხვილი და თანმდევი შედეგები
ქალმა უნდა იწვნიოს. განა შეუძლია სიყვარულს, ჩვენში სიკე-
თეს რომ აღვიძებს მუდამ, უბიძგოს ქალს, თავი ასე გაიუბედუ-
როს და ყველაფერი დაკარგოს? და თუკი ის შემარცხვენელი
უტიფრად ატყუებს, მიყვარხარო, ქალმა არათუ მტრად, ყვე-
ლაზე უარეს მტრად, მატყუარად, მოღალატედ, თვალთმაქც
მეგობრად უნდა მიიჩნიოს, რომელსაც არა მხოლოდ მისი სხე-
ულის გარყვნა სურს, არამედ მისი გონებისაც.
აქ ჯენიმ წუხილით რაღაც თქვა. ოლვორთი ერთხანს გაჩუმ-
და და განაგრძო:
– შვილო, იმიტომ არ გელაპარაკები, რომ შეურაცხყოფა
მოგაყენო იმისთვის, რაც ჩაიდინე და რაც უკვე ვეღარ გამოს-
წორდება, მხოლოდ ის მინდა, მომავალში მეტი სიფრთხილე
და გამძლეობა გამოიჩინო. არც თავს შევიწუხებდი, რომ არ
მჯეროდეს შენი კეთილგონიერების და, საშინელი შეცდომის
მიუხედავად, ვიმედოვნებ, გულით ნანობ და ყველაფერს ალა-
ლად და გულწრფელად აღიარებ. ნეტავ, არ ვცდებოდე და თუ
ასეა, ვიზრუნებ, მოგაშორო ამ ადგილს, რომელიც შენი შერ-
ცხვენის მოწმე გახდა და სხვაგან გაგიშვა, სადაც არავინ გიც-

33
ნობს და ამით აგარიდებ შეცდომისთვის დამსახურებულ სას-
ჯელს. ვიმედოვნებ, მონანიებით უფრო დიდ სასჯელს, ღვთის
წყრომას გადაურჩები. დარჩენილი ცხოვრების წლები პატი-
ოსნად გაატარე და მოთხოვნილებას ნუ მისცემ უფლებას, გზას
აგაცდინოს. მერწმუნე, ამქვეყნადაც კი ღირსეულ და პატიოსან
ცხოვრებას მეტი სიხარული მოაქვს, ვიდრე გარყვნილსა და
უხამსს.
ბავშვს რაც შეეხება, ერთი წუთითაც არ იდარდო. ოცნება-
შიც ვერ წარმოიდგენ, ისე მოვუვლით. ახლა ისღა დარჩა, მო-
მახსენო იმ უნამუსოს სახელი, რომელმაც შეგაცდინა. თუ შენ
ცოტა დაგინდე, ჩემი რისხვა მას არ ასცდება.
ჯენიმ მორცხვად ამოხედა და მოწიწებით დაიწყო:
– სერ, ვინც თქვენ გიცნობთ, სიკეთის ფასი იცის და გონიე-
რება არ ღალატობს, შეუძლებელია, არ გაფასებდეთ. მარ-
თლაც უმადური ვიქნებოდი, თქვენი სიკეთე მთელი სიცხადით
ვერ შევიგრძნო. რაც შეეხება ჩემს დიდ წუხილს მომხდარის
გამო, ვიცი, დამინდობთ და არ გამაწითლებთ, ჩემი საქციელი
ხელახლა გავიხსენო. მომავალი ქცევით უკეთ დაგანახვებთ
ჩემს გრძნობებს, ვიდრე ნებისმიერი დაპირებით. ნება მომე-
ცით, დაგარწმუნოთ, რომ თქვენს დარიგებას მეტი მოწიწებით
ვიღებ, ვიდრე იმ კეთილშობილ შემოთავაზებას, რომლითაც
თქვენი სათქმელი დაასრულეთ. თქვენ ბრძანეთ, რომ საზრია-
ნი გგონივართ, – ცრემლი გადმოუგორდა და გაჩუმდა, მერე
განაგრძო, – მართლაც რომ ვერ იტევს ჩემი გული მადლიერე-
ბას. ყველაფერს ვიღონებ, თქვენი კარგი წარმოდგენა გავა-
მართლო და თუ ნამდვილად ისეთი საზრიანი ვარ, როგორიც
თქვენ გგონიათ, დარიგება წყალში არ ჩაგეყრებათ. გულითად
მადლობას გიხდით, სერ, ჩემი შვილის მიმართ ასეთი სიკეთე
რომ გამოავლინეთ. ის ხომ უდანაშაულოა. იმედი მაქვს, არას-

34
დროს დაივიწყებს თქვენს სიკეთეს. მაგრამ, სერ, მუხლმოდ-
რეკით გევედრებით, ნუ მთხოვთ დაჟინებით, ბავშვის მამა და-
გისახელოთ. გპირდებით გულწრფელად, მოვა დრო და გაი-
გებთ, მაგრამ ახლა ღირსება და მიცემული სიტყვა მაიძულებს,
მისი სახელი დავმალო. იმდენად კარგად გიცნობთ, ვიცი, არ
მოითხოვთ ჩემგან, ღირსებას ან რელიგიას ვუღალატო.
ეს წმინდა სიტყვები საკმარისი იყო, მისტერ ოლვორთის
მერყეობა შესტყობოდა. ერთხანს შეყოყმანდა და მერე უთ-
ხრა, ცუდად მოქცეულხარ, არამზადას პირობა თუ მიეციო,
მაგრამ რახან აღუთქვი, არ დაგაძალებ სიტყვის გატეხასო, მე
ცნობისმოყვარეობა კი არ მაწუხებს, იმ არამზადის დასჯა მინ-
და, ყოველ შემთხვევაში, ჩემგან წყალობას არ უნდა ელოდო-
სო.
ამის თაობაზე ჯენიმ თავდაჯერებით დაარწმუნა, ის კაცი მი-
უწვდომელია, ვერც დაუშავებთ რამეს და ვერც თქვენს წყა-
ლობას ეღირსებაო.
გოგომ თავისი მახვილგონიერებით ამ ღირსეული კაცის
ნდობა მოიპოვა და მანაც ადვილად დაიჯერა ნათქვამი. ჯენიმ
არ დაიმდაბლა თავი და არ სცადა, ტყუილით გაემართლებინა
საკუთარი საქციელი, მის განაწყენებას არ შეუშინდა, სამაგი-
ეროდ, შეინარჩუნა ღირსება, სხვა არ გაეთქვა და მისტერ ოლ-
ვორთის ყველა ეჭვი გაუქარწყლა.
ოლვორთიმ ნება დართო ჯენის, წასულიყო და დაარწმუნა,
ძალიან მალე დაგეხმარები, თავი დააღწიო ამ სასირცხვილო
მდგომარეობასო. დაარიგა, მოინანიეო, ასე უთხრა:
– შვილო, გაითვალისწინე, უნდა დაემორჩილო მას, ვისი
წყალობაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი.

35
თავი 8

დიალოგი ქალბატონ ბრიჯიტსა და დებორას შორის;


მოიცავს მეტ თავშესაქცევს, მაგრამ ნაკლებ დარიგებას,
ვიდრე წინა თავი

როცა მისტერ ოლვორთი ჯენი ჯონსთან ერთად კაბინეტში


შევიდა, მის ბრიჯიტი და კეთილი მნე ქალი ნახსენები კაბინე-
ტის მომიჯნავე ოთახში სათვალთვალო პოსტზე გამაგრდნენ
და კლიტის ჭუჭრუტანიდან ყურით გამოწოვეს მისტერ ოლ-
ვორთის დამრიგებლური ლექცია, ჯენის პასუხები და, რა თქმა
უნდა, ყველაფერი, რაც წინა თავში გიამბეთ.
ამ ჭუჭრუტანას კარგად იცნობდა მის ბრიჯიტი და ისე ხში-
რად ადებდა ყურს, როგორც ბაბილონელი თისბა იმ ცნობილი
კედლის ნაპრალს. ბევრჯერ გამოადგა კიდეც. ჭუჭრუტანის
წყალობით, მის ბრიჯიტი ძმის გადაწყვეტილებებს შეიტყობდა
და მასაც ხელახლა გამეორება აღარ უხდებოდა, ოღონდ ამ მი-
ყურადებას რაღაც უხერხულობებიც ახლდა და შექსპირის
თისბასავით სამართლიანად შეჰყვირებდა ხოლმე, ო, ბორო-
ტო, ბოროტო კედელოო, ვინაიდან მისტერ ოლვორთი მომრი-
გებელი მოსამართლე გახლდათ და ხშირად უკანონო ბავშვე-
ბის საქმეებს განიხილავდა, რაც ქალწულის ყურს დიდად შე-
ურაცხყოფდა, მეტადრე ორმოც წელს მიტანებული ქალწული-
სას. თუმცა ასეთ დროს მის ბრიჯიტს ბედი სწყალობდა, რომ
მის შეცბუნებას ვერავინ, თანაც – დე ნონ აპპარენტუს, ეტ ნონ
ეხისტენტიბუს ეადემ ესტ რატიო, რაც ინგლისურად ასე ითარ-
გმნება: თუ ქალის სიწითლეს ვერავინ ხედავს, ის არც წით-
ლდება.
ორი კეთილი ქალი ჩუმად ისმენდა მისტერ ოლვორთის და
გოგონას საუბარს, მაგრამ როგორც კი საუბარი დასრულდა
36
და ვინაიდან ჯენტლმენი ვერ გაიგონებდა, მისის დებორამ თა-
ვი ვერ შეიკავა და აღმოხდა, ჩემი ბატონი მეტისმეტად ლმო-
ბიერად მოიქცა, განსაკუთრებით, როცა ჯენი დაინდო და ბავ-
შვის მამის სახელი არ გაათქმევინაო. დაიფიცა, მე მაინც გა-
მოვტეხავ, ვიდრე მზე ჩაესვენებაო.
ამ სიტყვებზე მის ბრიჯიტს სახეზე უნებურად ღიმილი მო-
ეფინა (რაც მისთვის, ცოტა არ იყოს, უჩვეულო იყო). სულ არ
მინდა, მკითხველმა იფიქროს, თითქოს ეს რაღაც ისეთი კეკ-
ლუცი ღიმილი იყო, ჰომეროსისეული ვენერას სახეზე რომ
წარმოიდგენდა, მისივე თქმით, ყველაზე სიცილის მოყვარულ
ღვთაებაზე, და არც ლედი სერაფინას ლოჟიდან ნასროლი ღი-
მილი არ ყოფილა, რომლის სადარისთვისაც ვენერა უკვდავე-
ბას დათმობდა. არა, ეს უფრო ისეთ ღიმილს ჰგავდა, მშვენიერ
ტისიფონეს ან მის რომელიმე დას ლოყებს რომ ჩაუკუჭავდა.
მის ბრიჯიტმა ასეთი ღიმილით და საამური ნოემბრის საღა-
მოს ბორეასის ნიავივით ტკბილი ხმით ნაზად უსაყვედურა მი-
სის დებორას მეტისმეტი ცნობისმოყვარეობის გამო, ნაკლის,
რომელიც უკანასკნელს ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი.
ქალბატონმა მწარედ გაკიცხა მისის დებორა და დასძინა,
ღმერთის წყალობით, მტრებმა ის მაინც არ უნდა დაგწამონ,
სხვის საქმეში ეჩრებიო.
შემდეგ ჯენი შეაქო, რა ღირსეულად და უშიშად ეჭირა თა-
ვიო. ასე თქვა, არ შემიძლია, ჩემს ძმას არ დავეთანხმო, რო-
გორ გულწრფელად აღიარა ყველაფერი და როგორი ერთგუ-
ლება გამოავლინა თავისი საყვარლის მიმართო. ისიც აღნიშ-
ნა, ამ გოგოზე მუდამ კარგი წარმოდგენა მქონდაო. ეჭვიც არ
ეპარებოდა, ვიღაც უნამუსომ შეაცდინა, რომელიც ალბათ ცო-
ლად მოყვანას შეჰპირდა ან რამე სხვა მოიგონა მის მოსატყუ-
ებლად.

37
მის ბრიჯიტის ნათქვამით მისის დებორა დიდად გაკვირვე-
ბული დარჩა. ეს კარგად აღზრდილი ქალი იშვიათად თუ გა-
აღებდა პირს თავისი ბატონის ან მისი დის თანდასწრებით,
ვიდრე არ დარწმუნდებოდა, რომ მათი სენტიმენტები ემთხვე-
ოდა. ამჯერად შეიძლება იფიქრა, ასე უფრო უსაფრთხო იქნე-
ბაო და საზრიანი მკითხველიც წინდაუხედაობაში არ დაადანა-
შაულებს, ალბათ უფრო მოუწონებს, როგორ სხარტად იცვა-
ლა კურსი, როცა შეამჩნია, რომ მცდარ გზას ადგა.
– არა, ქალბატონო, – თქვა ნიჭიერმა და მართლაც დიდმა
პოლიტიკოსმა ქალმა, – თქვენი არ იყოს, არც მე შემიძლია,
არ აღვფრთოვანდე ამ გოგოს გონიერებით და როგორც თქვენ
აღნიშნეთ, თუ ნამდვილად ვიღაც უნამუსომ მოატყუა, მარ-
თლაც სიბრალულს იმსახურებს. როგორც თქვენ ბრძანეთ, ის
ყოველთვის კეთილი, პატიოსანი და გულწრფელი ჩანდა და
ვიღაც გარყვნილი ქალივით არ მოჰქონდა თავი.
– მართალს ამბობ, დებორა, – უთხრა მის ბრიჯიტმა, – ის
რომ თავმომწონე მეძავი ყოფილიყო, როგორებიც უხვად
გვყავს მრევლში, ძმას ვუსაყვედურებდი ლმობიერების გამო.
ამას წინათ ფერმერის ორი ქალიშვილი ვნახე ეკლესიაში, მო-
ტიტვლებული ყელით. უნდა გითხრა, შემზარა. ამ ბოზებს თუ
თავი სატყუარა ჰგონიათ, სულ არ მედარდება, რა განსაცდე-
ლი ელით. ასეთ არსებებს ვერ ვიტან და მათთვის აჯობებდა,
ნაყვავილარი სახე ჰქონოდათ, მაგრამ უნდა ვაღიარო, ჯენის-
თვის თავხედობა არ შემინიშნავს. ვიღაც გაქნილმა უნამუსომ
შეაცდინა, ვინ იცის, ძალაც იხმარა და ამიტომ გულით მებრა-
ლება საწყალი გოგო.
დიალოგი ზოგადად სილამაზის ლანძღვით დასრულდა და
კიდევ თანაგრძნობა გამოთქვეს ყველა იმ პატიოსანი გოგონა-
სადმი, რომლებიც მოხერხებულად შეაცდინეს უსინდისო კა-
ცებმა.
38
თავი 9
მოიცავს ისეთ ამბებს, რომ მკითხველი
გაოცებული დარჩება

მისტერ ოლვორთისთან შეხვედრით ჯენი კმაყოფილი დაბ-


რუნდა შინ. თადარიგი დაიჭირა, რომ მისი გულმოწყალების
შესახებ ყველას გაეგო, ერთი მხრივ, ალბათ პატივმოყვარეო-
ბის დასაკმაყოფილებლად, მაგრამ უფრო გონივრული მოტი-
ვიც ჰქონდა – სურდა, მეზობლების კეთილგანწყობა დაებრუ-
ნებინა და ცოტა დაეშოშმინებინა.ბოლო მოტივი, თუ მართლა
ის ამოძრავებდა, შეიძლება გონივრული კი ჩანდა, ოღონდ ჯე-
ნის მოლოდინი არ გამართლდა. როცა მოსამართლესთან და-
იბარეს, განურჩევლად ყველა ელოდა, რომ მას გამოსასწო-
რებელ სახლში წაყვანა ეწერა და მართალია, რამდენიმე
ახალგაზრდა ქალი გაჰკიოდა, ეგრე მოუხდებაო და სიამოვნე-
ბით წარმოიდგენდნენ, აბრეშუმის კაბაში გამოწყობილს რო-
გორ გაროზგავდნენ, იყვნენ ისეთებიც, ვისაც გოგო შეებრა-
ლა, მაგრამ გაიგეს თუ არა მისტერ ოლვორთის გულმოწყა-
ლების შესახებ, წყრომა ისევ ჯენის წინააღმდეგ აზვირთდა.
ერთმა ასე თქვა, ახლა ხომ გჯერათ, ქალბატონი იღბლიანი
ყოფილაო, მეორემ მიუგო, ხედავ, რას ნიშნავს, იყო რჩე-
ულიო, მესამემ – ნაკითხი რომაა, მაგიტომო. მოკლედ, არა-
ვინ დაიშურა გესლიანი სიტყვები და მისტერ ოლვორთის უსა-
მართლობაზეც გადაკრეს სიტყვა.
მკითხველმა, თუ მისტერ ოლვორთის ძალაუფლებას და
გულკეთილობას გაითვალისწინებს, შეიძლება ამ ადამიანე-
ბის საქციელში თავხედობა და უმადურობა დაინახოს. ძალა-
უფლებას რაც შეეხება, მისტერ ოლვორთი მას არასოდეს იყე-
ნებდა, სიკეთეს კი ისე უხვად გასცემდა, მეზობლებს ლამის
39
თავს აბეზრებდა. მაგრამ დიდმა ადამიანებმა კარგად იციან
ერთი საიდუმლო – როცა ვინმეს წყალობას უბოძებ, ის ადა-
მიანი მეგობრად კი არა, უფრო ხშირად მტრად გაგიხდება.
მალე ჯენი, მისტერ ოლვორთის მზუნველობის და სიკეთის
წყალობით, ისეთ ადგილას გადავიდა, სადაც საყვედურებს ვე-
ღარ მიაწვდენდნენ და როცა ხალხს გზა მოეჭრა, მასზე ამოენ-
თხია მთელი სიბრაზე, სხვა ობიექტის ძებნა დაიწყო და ეს
სხვა, არც მეტი არც ნაკლები, მისტერ ოლვორთი აღმოჩნდა.
ჭორებიც მალე გავრცელდა, თითქოსდა მისტერ ოლვორთი
თავად იყო ნაპოვარას მამა.ვარაუდი ისე კარგად ერგებოდა
სკვაირის საქციელს, რომ ყველამ ერთხმად მოიწონა. მის
გულმოწყალებაზე საყვედურები ახლებურად შემოაბრუნეს და
ლამის დაადანაშაულეს კიდეც, საცოდავ გოგოს რა ულმობ-
ლად მოექცაო. დარბაისელი და სათნო ქალები ლანძღავდნენ
იმ კაცებს, გოგოს რომ შეაცდენენ და მერე ბავშვს არ ცნობენ.
ბევრი იყო, ვინც ჯენის წასვლის შემდეგ სიტყვას გადაკრავდა,
გოგო ძალიან ბნელი განზრახვით გააპარესო და ვინც ხშირად
ქარაგმულად ამბობდა, მთელი ეს ამბავი უნდა უფრო კანონიე-
რად გამოძიებულიყოო.
ამგვარ ცილისწამებებს შესაძლოა ცუდი შედეგი გამოეღო,
ყოველ შემთხვევაში, მისტერ ოლვორთიზე უფრო მერყევი და
ეჭვიანი ადამიანისთვის რაიმე უსიამოვნებები შეექმნა, მაგ-
რამ ამ შემთხვევაში ასეთი რამ არ მომხდარა, რადგან მისტერ
ოლვორთიმ ცილისწამება არაფრად ჩააგდო და სამეზობლოს
ჭორებიც საბოლოოდ მხოლოდ და მხოლოდ უწყინარი გასარ-
თობი გამოდგა.
ვინაიდან ჩვენი მკითხველის შეხედულებას ვერასგზით გა-
მოვიცნობთ და ვინაიდან რაღაც ხანი გაივლის, ვიდრე ჯენი
კვლავ გამოჩნდება, ვფიქრობთ, მართებული იქნება, წინას-
წარ ვამცნოთ მკითხველს, რომ მისტერ ოლვორთი, როგორც
40
საბოლოოდ აღმოჩნდება, სრულიად უდანაშაულო იყო და ბო-
როტი ზრახვები არასოდეს ამოძრავებდა. ისე კი ერთი პოლი-
ტიკური შეცდომა დაუშვა – განაჩენი მოწყალებით შეარბილა
და უარი თქვა, დაეკმაყოფილებინა გულაჩუყებული ბრბო, თა-
ნაგრძნობის გამოსახატავად გადაეცა მათთვის ჯენი, რომელ-
საც უმალ გაწირავდნენ, აიძულებდნენ, სირცხვილი ეჭამა და
გამოსასწორებელ სახლში ცხოვრება დაენგრია, მხოლოდ
იმისათვის, რომ მერე შეჰბრალებოდათ.
მისტერ ოლვორთიმ არად ჩააგდო ბრბოს სურვილი, სხვა
შემთხვევაში, გოგონას გამოსწორების არავითარი იმედი
აღარ იარსებებდა და რომც აერჩია წესიერი გზა, მისთვის კარი
სამუდამოდ ჩაიკეტებოდა. ვშიშობ, სიმართლეა, რომ უამრავი
ქალი ასცდა გზას და უკიდურესად წახდა მხოლოდ იმიტომ,
რომ პირველი წაბორძიკების შემდეგ წელში ვეღარ გაიმართა
და ვშიშობ, ასე იქნება მუდამ, თუ ამგვარი ქალები ძველი ნაც-
ნობების წრეში დარჩებიან. შესაბამისად, მისტერ ოლვორთი
ძალიან გონივრულად მოიქცა, ჯენი სხვაგან რომ გაგზავნა, იქ,
სადაც ტკბილად იცხოვრებდა წესიერი ქალის სახელით, რის
დაკარგვაც ესოდენ ძვირად დაუჯდა.
ვუსურვოთ ჯენის კეთილი მგზავრობა და დროებით მას და
პატარა ნაპოვარას დავემშვიდობოთ, რადგანაც მკითხველს
ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ამბები უნდა ვაცნობოთ.

თავი 10

მისტერ ოლვორთის გულითადი მასპინძლობა;


ასევე პატარა სკეტჩი ორ ძმაზე, ექიმზე და კაპიტანზე,
რომელთაც ამ ჯენტლმენმა უმასპინძლა

41
მისტერ ოლვორთის სახლის კარიც და გულიც ნებისმიე-
რისთვის ღია იყო, მაგრამ განსაკუთრებით ფართოდ კარს აქ
ღირსეულ ადამიანებს უღებდნენ. სიმართლე რომ ითქვას, ეს
სახლი ერთადერთი იყო მთელ საგრაფოში, სადაც დანამდვი-
ლებით იცოდი, რომ უსათუოდ სადილით გაგიმასპინძლდე-
ბოდნენ, თუ რა თქმა უნდა, ამას იმსახურებდი.
ოლვორთი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ და
სწავლულ ადამიანებს სხვებზე მეტად სწყალობდა, ოღონდ
მათ შორისაც ჰყავდა რჩეულები. მართალია, თავად ვერ გა-
მოიყენა შესაძლებლობა, სრულყოფილი განათლება მიეღო,
მაგრამ ბუნებით ნიჭიერი, ცოტა დაგვიანებით და დიდი მონ-
დომებით რომ გაეცნო ლიტერატურას და გამოჩენილ ხალ-
ხთანაც ხშირად საუბრობდა, ძალიან კომპეტენტური მსაჯული
გახდა ამ სფეროში.
გასაკვირი არ არის, რომ ჩვენს საუკუნეში, როცა ეს ღირსე-
ბები დიდად არც მოდაშია და არც მაინცდამაინც დაფასებული,
ნიჭით შემკული ადამიანები სიხარულით იყრიდნენ თავს ისეთ
ადგილას, სადაც მათ თავაზიანად იღებდნენ, სადაც სიამოვნე-
ბით და ლამის მასპინძელივით თავისუფლად სარგებლობ-
დნენ მდიდრების უპირატესობებით; ეს იმიტომ, რომ მისტერ
ოლვორთი არ მიეკუთვნებოდა იმ გულუხვ მასპინძელთა
რიცხვს, რომელთაც არც სასმელ-საჭმელი ენანებათ ნიჭიერი
და განათლებული ადამიანებისთვის და არც საცხოვრებელი,
ოღონდ სანაცვლოდ მათგან გართობას, დამოძღვრას, პირ-
მოთნეობას და მორჩილებას მოელიან, ერთი სიტყვით, მსახუ-
რივით არ უნდა ემოსოთ და გასამრჯელო არ ეძლეოდეთ, თო-
რემ სხვა მისგან არაფერი განასხვავებდეთ.
ის კი არა, მისტერ ოლვორთის სახლში ყველა საკუთარი
დროის ბატონ-პატრონი ხდებოდა და კანონის, ზნეობის და რე-

42
ლიგიის ფარგლებში ნებისმიერ სურვილს დაიკმაყოფილებ-
და, თუ ამას ჯანმრთელობა მოითხოვდა ან ზომიერების მომ-
ხრე გახლდათ ბუნებით, ანდა სრული თავშეკავების სურვილი
ჰქონდა, შეეძლო, არ დასწრებოდა სადილს, თუ არადა, როცა
მოესურვებოდა, მაშინ ამდგარიყო სუფრიდან, რადგან დარ-
ჩიო, არავინ დაუჟინებდა – ოჯახის უფროსის დაჟინებულ
თხოვნას ხომ ერთგვარი ბრძანების ელფერი დაჰკრავს. იქ ნე-
ბისმიერს თავაზიანად ექცეოდნენ, არა მარტო მდიდრებს,
ყველგან სასურველი სტუმრები რომ არიან, არამედ ხელმოკ-
ლეთაც, ვისთვისაც ამგვარი წყალობა პირდაპირ მისწრებაა
და ვისაც დიდი კაცების სუფრაზე იშვიათად ეპატიჟებიან ხოლ-
მე.
სხვა დანარჩენთა შორის, ერთ-ერთი ასეთი კაცი გახლდათ
ექიმი ბლაიფილი, რომელმაც მამამისის სიჯიუტის გამო, სამ
წუხაროდ, თავისი ნიჭი ვერ გამოიყენა და მისთვის არასასურ-
ველი პროფესია აირჩია. ექიმი მამის შეუპოვრობას ვერ გაუძა-
ლიანდა და სიჭაბუკეში მედიცინას დაეუფლა, არადა სინამ-
დვილეში სამედიცინო ლიტერატურა იყო ერთადერთი, რაც
მას არ წაუკითხავს და, იმ მეცნიერების გარდა, რომელსაც
მისთვის ლუკმაპური უნდა ეჭმია, თითქმის ყველა სხვა მეცნიე-
რება შეისწავლა. შესაბამისად, ორმოცი წლის ასაკში ექიმი
უსახსროდ დარჩა.
რაღა თქმა უნდა, ასეთ პიროვნებას გულთბილად მიიღებ-
დნენ მისტერ ოლვორთის სახლში, სადაც უიღბლობა ლამის
რეკომენდაციას ნიშნავდა, მით უმეტეს, თუ უიღბლობის მიზე-
ზი სხვისი უგუნურობა ან უნამუსობა იყო და არა თავად უიღ-
ბლოსი. უარყოფითი ღირსებების გარდა, ექიმს ერთი ძლიერი
მხარე ჰქონდა – მორწმუნე ადამიანს ჰგავდა. მართლაც მორ-

43
წმუნე იყო თუ მხოლოდ ერთი შეხედვით ტოვებდა ასეთ შთა-
ბეჭდილებას, ვერაფერს გეტყვით, რადგანაც ამ საკითხში ტყუ-
ილ-მართლის განმსჯელად ვერ გამოვდგები.
თუ მისი ეს მხარე მისტერ ოლვორთის ხიბლავდა, მის ბრი-
ჯიტს პირდაპირ აღაფრთოვანებდა. ხშირად გამოიწვევდა
ხოლმე სხვადასხვა რელიგიურ კამათში. ასეთ დროს დიდად
კმაყოფილი უქებდა ექიმს განათლებას და თავადაც ხშირად
სიამოვნებით იღებდა მისგან ქათინაურს. რაც მართალია,
მართალია, მის ბრიჯიტს ინგლისური ღვთისმეტყველება კარ-
გად შეესწავლა და ერთი-ორჯერ მეზობელი მღვდლის თანა-
შემწე ჩიხშიც მიიმწყვდია. ისეთი უმანკო საუბარი და მზერა
ჰქონდა და თავი ისე გოროზად და ღირსეულად ეჭირა, ნამდვი-
ლად იმსახურებდა თავისი სეხნია წმინდანის ან კათოლიკურ
კალენდარზე გამოსახული სხვა რომელიმე მოღვაწის სახელს.
ყველანაირი სიმპათია შეიძლება სიყვარულში გადაიზარ-
დოს, მაგრამ გამოცდილება გვასწავლის, რომ ეს ტენდენცია
უფრო იმ განსხვავებული სქესის წარმომადგენლებში შეინიშ-
ნება, რომელთა რელიგიური მოსაზრებებიც ერთმანეთს ემ-
თხვევა. ექიმი ისეთ კეთილგანწყობას გრძნობდა მის ბრიჯი-
ტისგან, რომ ძალიან წუხდა ათი წლის წინ ჩადენილი შეცდო-
მის გამო, კერძოდ, სხვა ქალთან ქორწინების გამო, რომელიც
არათუ ცოცხალი გახლდათ, კიდევ უფრო უარესი – მას მის-
ტერ ოლვორთიც იცნობდა. ეს გამოუსწორებელი შეცდომა
ექიმის ბედნიერებას წინ ეღობებოდა, არადა დარწმუნებული
იყო, სხვა არაფერი უშლიდა ხელს, ახალგაზრდა ლედისთან
ბედნიერებას რომ ზიარებოდა. რაც შეეხება მრუშობას, რა
თქმა უნდა, თავშიც არ გაუვლია. სავარაუდოდ, უფრო რელი-
გიური მრწამსი აბრკოლებდა ან ის სუფთა გრძნობები, ქალის
მიმართ რომ ჰქონდა და ყოველთვის კანონიერ შეუღლებას
უკავშირდება და არა დანაშაულებრივ ურთიერთობებს.
44
ექიმს დიდხანს არ დასცალდა ამ საკითხზე ფიქრი, თავისი
ძმა მოაგონდა, რომელსაც, მისგან განსხვავებით, უსიამოვნო
დაბრკოლებები არ ბოჭავდა. დარწმუნებული იყო, ძმა უეჭვე-
ლად მიაღწევდა წარმატებას, ვინაიდან, როგორც ატყობდა,
ლედი ერთობ მოწადინებული გახლდათ, ოჯახი შეექმნა. იმე-
დია, მკითხველი არ გაკიცხავს ექიმს, როდესაც მისი ძმის თვი-
სებების შესახებ შეიტყობს.
ის ჯენტლმენი ოცდათხუთმეტი წლის, საშუალო სიმაღლის
და, როგორც იტყვიან, კარგად აღნაგი იყო. შუბლზე იარა ეტ-
ყობოდა, მის სილამაზეს რომ ვერაფერს აკლებდა და, პირი-
ქით, უფრო ვაჟკაცურ იერს სძენდა (ის ხომ სათადარიგო ოფი-
ცერი გახლდათ). მშვენიერი კბილების პატრონი გაღიმებისას,
თუ ისურვებდა, კეთილგანწყობილი კაცის შთაბეჭდილებას
ტოვებდა. მართალია, გამომეტყველება, ისევე, როგორც ხმა
და შესახედაობა, ზოგადად უხეში ჰქონდა, მაგრამ ნებისმიერ
დროს შეეძლო ამის დამალვა და თავს მხიარულ და სანდომი-
ან ადამიანად წარმოაჩენდა. გაუზრდელს ვერ დაარქმევდი,
ვერც მთლად უტვინოს, ახალგაზრდობაში კი თურმე მეტისმე-
ტად ცქვიტი ყოფილა და თუმცაღა ბოლო ხანს ცოტა დასერიო-
ზულდა, რამე რომ ყოფილიყო, სიცქვიტეს ახლაც სიამოვნე-
ბით გამოავლენდა.
ექიმივით, მასაც აკადემიური განათლება ჰქონდა მიღებუ-
ლი, ვინაიდან მამის დადგენილებით და მის მიერ მშობლის ძა-
ლაუფლების გამოყენებით, რაზედაც ადრე უკვე მოგახსენეთ,
სასულიერო პირი უნდა გამხდარიყო, მაგრამ ვიდრე
მღვდლად აკურთხებდნენ, მოხუცი ჯენტლმენი გარდაიცვალა
და მანაც ეკლესიას არმია ამჯობინა, ეპისკოპოსის მსახურებას
კი მეფის მსახურება.
ლეიტენანტის წოდება იყიდა და მერე კაპიტანი გახდა, თუმ-
ცა პოლკოვნიკთან შეკამათების შემდეგ იძულებული შეიქმნა,
45
თანამდებობა გაეყიდა. იმ დღიდან სოფელში გადასახლდა,
წმინდა წერილის სწავლა დაიწყო და ვიღაც-ვიღაცებს საფუძ-
ვლიანი ეჭვი გაუჩინა, მეთოდიზმისკენ გადაიხარაო.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საქმეს ისეთი პირი უჩან-
და, ექიმის ძმა ღვთისმოსავი ლედის გულს მოინადირებდა,
მით უმეტეს, რომ ლედის დაოჯახება ეწადა, ოღონდ ის კი ძნე-
ლი ასახსნელია, რატომ უპასუხა ექიმმა ასე ბოროტად მისტერ
ოლვორთის სტუმარმასპინძლობას ძმის გამო, რომელთანაც
არცთუ მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
იქნებ ზოგიერთები ისეთსავე სიამოვნებას იღებენ ბორო-
ტებისგან, როგორსაც სხვები სათნოებისგან? ან იქნებ ქურდის
თანამზრახველობა გვანიჭებს სიამოვნებას, როცა თავად არ
შეგვიძლია დანაშაულის ჩადენა? თუ ეგებ (გამოცდილებამ
გვაჩვენა, რომ ეს შესაძლებელია) ჩვენი ოჯახის წევრის განდი-
დება გვაგრძნობინებს კმაყოფილებას, გინდაც მის მიმართ
არც სიყვარული გაგვაჩნდეს და არც იოტისოდენი პატივისცე-
მა?
რა მოტივი ამოძრავებდა ექიმს, ჩვენთვის მარად უცნობი
დარჩება, ოღონდ ყველაფერი მართლაც ასე ხდებოდა. ძმა გა-
მოიძახა და არც მისი წარდგენა გასჭირვებია მისტერ ოლვორ-
თის სახლში, ასე მოახსენა, მცირე ხნით გესტუმრათო.
ერთი კვირაც არ გასულა კაპიტნის ჩამობრძანებიდან, რომ
ექიმი თავის თავს შორსმჭვრეტელობას უქებდა. კაპიტანი
მართლაც ისე კარგად ფლობდა სიყვარულის ხელოვნებას,
როგორც ალბათ ძველად ოვიდიუსი. ამას გარდა, ძმისგანაც
სასარგებლო დარიგებები მიიღო და ჩინებულადაც გამოიყე-
ნა.

46
თავი 11
მოიცავს მრავალ წესს და რამდენიმე მაგალითს თავის
შეყვარების შესახებ; სილამაზის და დაქორწინების
კეთილგონივრული მოტივების აღწერა

ვინ იყვნენ ისინი, აღარ მახსოვს, მაგრამ ბრძენ კაცებსა და


ქალებს შეუნიშნავთ, რომ ყველა ადამიანს ცხოვრებაში ერ-
თხელ მაინც მისჯილი აქვს სიყვარული. თუ არ ვცდები, განსა-
კუთრებული პერიოდი ამისთვის არავის დაუწესებია, მაგრამ
ასაკი, რომელსაც მის ბრიჯიტი უახლოვდებოდა, სხვა დანარ-
ჩენისა არ იყოს, მშვენივრადაც მიესადაგებოდა. რა თქმა უნ-
და, უფრო ხშირად ეს გაცილებით ადრე ხდება, მაგრამ თუ მა-
ნამდე არ მომხდარა, ჩემი დაკვირვებით, ამ ასაკში გარდაუვა-
ლია. მეტსაც გეტყვით, ამ პერიოდში გრძნობები კიდევ უფრო
სერიოზული და მყარია, ვიდრე ახალგაზრდობაში. გოგონების
სიყვარული წარმავალი, ჭირვეული და ქარაფშუტაა, ყოველ-
თვის ვერც მიხვდები, ახალგაზრდა ლედის თავში რა უდევს,
ვეჭვობ, ხშირად თავადაც არ იციან.
სამაგიეროდ, არ გაგვიძნელდება, გამოვიცნოთ, რა სურს
ორმოცი წლის ქალს. ვინაიდან ასეთი სერიოზული, დარბაისე-
ლი და გამოცდილი ლედი კარგად არის გარკვეული თავის
ზრახვებში, მათი გამოცნობა ყველაზე გაუმჭრიახ კაცსაც კი არ
გაუჭირდება.
მის ბრიჯიტი თითოეული ამ დაკვირვების მაგალითად გა-
მოდგება. სულ რამდენჯერმე აღმოჩნდა კაპიტნის საზოგადოე-
ბაში და უკვე სიყვარულის მწველმა სურვილმა შეიპყრო. გაწა-
მებული და სახემომანჭული კი არ დაიარებოდა სახლში ვიღაც
პატარა სულელი გოგოსავით, რომ ვერ გაუგია, რა ემართება,

47
ყველაფერს მშვენივრად ხვდებოდა და იცოდა, რომ ეს სასია-
მოვნო შეგრძნება არა მხოლოდ უმანკო იყო, არამედ ქების
ღირსიც და მისი არც ეშინოდა და არც ერცხვინებოდა.
სიმართლე რომ ითქვას, ამ ასაკის ქალის კეთილგონივრუ-
ლი ლტოლვა კაცისადმი დიდად განსხვავდება პატარა გოგო-
ბიჭებისთვის დამახასიათებელი ფუჭი და ბავშვური გატაცების-
გან, რომელსაც ხშირად მხოლოდ გარეგნობა და უმნიშვნე-
ლო, წარმავალი რამეები აღვივებს, ვთქვათ, ვარდისფერი
ლოყები, პაწაწინა ქათქათა თითები, მაყვალივით შავი თვა-
ლები, დატალღული კულულები, ფაფუკი ნიკაპი, გრაციოზუ-
ლობა, ხანდახან კი გაცილებით უბადრუკი სამშვენისებიც,
როგორიც, მაგალითად, ადამიანის გარეგნული მორთულო-
ბაა, რომელსაც ის თერძს, მექუდეს, მოდური ტანსაცმლის
მწარმოებელს უნდა უმადლოდეს და არა ბუნებას. ასეთი
გრძნობები გოგონებისთვის შეიძლება სასირცხვილო იყოს და
ზოგადად არის კიდევაც, ამიტომ არც საკუთარ თავს უტყდები-
ან და არც სხვას.
მის ბრიჯიტს კი სხვანაირად შეუყვარდა. კაპიტანი ვერც
კოპწიაობით დაიქადნიდა და არც სილამაზით დაეჯილდოები-
ნა ბუნებას. სადმე სალონში, კეთილშობილ ქალთა საზოგა-
დოებაში გამოჩენილი, სამოსითაც და შესახედაობითაც მხო-
ლოდ დაცინვას და ზიზღს თუ დაიმსახურებდა. სამოსი მართა-
ლია სუფთა, მაგრამ უბრალო, მოუხეშავი, ულაზათო და მოდი-
დან გასული ეცვა. შესახედაობას რაც შეეხება, ზემოთ უკვე
ამომწურავად მოგახსენეთ. ლოყებზე არათუ ვარდისფერი არ
დაჰკრავდა, რა ფერი ედო, ვერც იტყოდი, რადგან შავი წვერი
ლამის თვალებამდე ამოზრდოდა. თუმცა კი პროპორციული,
მაგრამ გლეხკაცურად ზორბა ტანი და ხელ-ფეხი, დაუჯერებ-
ლად განიერი მხრები და პორტშეზის მზიდავივით მსხვილი,

48
კუნთებდაბერილი წვივები ჰქონდა. მოკლედ, მთელ მის გა-
რეგნობას აკლდა ის ელეგანტურობა და მომხიბვლელობა,
რომელიც ჩვენს დახვეწილ ჯენტლმენებს გამოარჩევთ და რა-
საც ნაწილობრივ წინაპრების კეთილშობილ, ნატიფად შეკმა-
ზული სოუსებით და რჩეული ღვინით შეზავებულ სისხლს უნდა
უმადლოდენ, ნაწილობრივ კი ადრეულ ქალაქურ აღზრდას.
მართალია, მის ბრიჯიტს დახვეწილი გემოვნება ჰქონდა,
კაპიტანთან საუბრებმა ისე მოხიბლა, მზად იყო, თვალი და-
ეხუჭა მის გარეგნულ ნაკლზე. გადაწყვიტა, და ალბათ გონივ-
რულადაც, რომ მასთან ურთიერთობა მეტ სიამოვნებას ჰპირ-
დებოდა, ვიდრე ვინმე მეტად მომხიბვლელთან და თვალით
ტკბობას გაცილებით უფრო სრულყოფილი კმაყოფილება
ანაცვალა.
როგორც კი კაპიტანმა მის ბრიჯიტს მისდამი ლტოლვა შე-
ამჩნია, რაშიც ჩინებული სიმკვირცხლე გამოავლინა, იმავე
გრძნობით უპასუხა ლედის. სილამაზით, თავისი თაყვანის-
მცემლის არ იყოს, არც მის ბრიჯიტი გამოირჩეოდა. შევეცდე-
ბოდი მისი პორტრეტის აღწერას, მაგრამ ჩემამდე და ჩემზე
უკეთ ეს შესანიშნავმა მხატვარმა, თავად მისტერ ჰოგართმა
გააკეთა. ამ ჯენტლმენმა მის ბრიჯიტის პორტრეტი რამდენიმე
წლით ადრე დახატა და ახლახან წარუდგინა საზოგადოებას
გრავიურა „ზამთრის დილა“, სადაც მის ბრიჯიტი, რომელიც
ქოვენთ-გარდენის ეკლესიისკენ მიემართებოდა, უკან კი შიმ-
შილისგან გალეული პაჟი მიჰყვებოდა ლოცვანით ხელში, არ-
ცთუ ურიგო ემბლემად გამოიყურებოდა.
კაპიტანმაც, ასევე გონივრულად, წარმავალ სიამტკბილო-
ბას უფრო მნიშვნელოვანი თავშესაქცევი ამჯობინა, რასაც, სა-
ვარაუდოდ, ამ ქალბატონთან ურთიერთობა უქადდა. იმ
ბრძენკაცთაგანი აღმოჩნდა, ვისთვისაც ქალის სილამაზე სრუ-
ლიად უფასური და ფუჭი თვისებაა, ან, უფრო მართლები რომ
49
ვიყოთ, არჩია, მახინჯ ქალთან დამტკბარიყო ყველა ცხოვრე-
ბისეული სიამით, ვიდრე ლამაზი ქალისგან არავითარი გა-
მორჩენა არ ჰქონოდა. და ვინაიდან მადას არ უჩიოდა და არც
მაინცდამაინც მომთხოვნი იყო, წარმოიდგინა, რომ საკუთარ
როლს ქორწილში მომხიბვლელი გარეგნობის გარეშეც კარ-
გად გაართმევდა თავს.
მკითხველთან პირმართალი რომ ვიყო, გეტყვით, კაპიტანი
ჩამოსვლისთანავე, ყოველ შემთხვევაში, იმ წუთიდან, როცა
ძმამ ცოლის შერთვა შესთავაზა და კარგა ხნით ადრე, ვიდრე
მის ბრიჯიტის ქცევაში არშიყობის სიმპტომებს შენიშნავდა, უკ-
ვე თავდავიწყებით იყო შეყვარებული – მისტერ ოლვორთის
სახლზე და ბაღზე, მის მამულზე, იჯარით აღებულ ფერმაზე და
სამემკვიდრეოზე გახლდათ შეყვარებული, და ეს ყველაფერი
ისეთი მწველი სიყვარულით შეიყვარა კაპიტანმა, რომ ალბათ
ცოლადაც მოიყვანდა, გინდაც ამისთვის ენდორელ ჯადოქარს
შეჰკვროდა.
ერთხელ მისტერ ოლვორთიმ ექიმს განუცხადა, რომ მე-
ორედ დაქორწინებას არ აპირებდა. ვინაიდან მის ბრიჯიტი მი-
სი ყველაზე ახლო ნათესავი იყო და, როგორც ექიმმა დამატე-
ბით გამოსტყუა, მთელ თავის სამკვიდრებელს დისწულს უან-
დერძებდა, რაც მის გარეშეც, კანონიერადაც ასე მოხდებოდა,
ექიმმა და მისმა ძმამ მიიჩნიეს, რომ ამ ბავშვის ქვეყნად მოვ-
ლინება დიდი მადლი იქნებოდა – ის ხომ ყველა მიწიერი სიკე-
თით იქნებოდა უზრუნველყოფილი, რაც კი ადამიანს ბედნიე-
რებისთვის ესაჭიროება. აქედან გამომდინარე, ძმებს გაუჩ-
ნდათ თავსატეხი, როგორ მოენადირებინათ მეგობრულად
განწყობილი ქალის გული.
მაგრამ იღბალმა, მზრუნველმა მფარველმა, ხშირად თავის
რჩეულს იმაზე მეტს რომ აძლევს, ვიდრე იმსახურებს ანდა
სურს, ძალიან გამოიდო თავი კაპიტანთან და ვიდრე ის მიზნის
50
მისაღწევად ათასგვარ სქემას თხზავდა, ქალბატონსაც იგივე
საზრუნავი გაუჩინა. ფიქრობდა, როგორ წაეხალისებინა კაპი-
ტანი, ოღონდ ისე, რომ სულსწრაფობა არ შესტყობოდა, ის
ხომ ეტიკეტის კანონებს მკაცრად იცავდა. იოლადაც გამოსდი-
ოდა, რადგან კაპიტანი მუდამ გაფაციცებული იყო, რომ არ-
ცერთი მზერა, ჟესტი და სიტყვა არ გამოჰპარვოდა.
მის ბრიჯიტთან ურთიერთობით კმაყოფილებას კაპიტანს
მხოლოდ მისტერ ოლვორთის მიმართ ავი წინათგრძნობა
უქარწყლებდა. შიშობდა, რომ მიუხედავად უანგარო ბუნებისა,
როცა საქმე საქმეზე მიდგებოდა, მისტერ ოლვორთი, ყველა
სხვა დანარჩენივით, უარს იტყოდა, თავისი და ასე უხეიროდ
გაეთხოვებინა. რომელმა ორაკულმა უკარნახა ეს გადაწყვე-
ტილება კაპიტანს, ამის განსჯას მკითხველს მივანდობ, მაგრამ
ვისაც არ უნდა შთაეგონებინა, აშკარად ორ ცეცხლს შუა აღ-
მოჩნდა – სურდა, თავისი გრძნობები ისე გაემხილა ლედის-
თვის, რომ მისი ძმა ვერაფერს მიმხვდარიყო. საბოლოოდ გა-
დაწყვიტა, შემთხვევა ხელიდან არ გაეშვა და ქალს სიყვარულ-
ში გამოსტყდომოდა, ოღონდ მისტერ ოლვორთის თანდას-
წრებით უკიდურესი სიფრთხილე გამოეჩინა და მის ამ გადაწ-
ყვეტილებას ძმა სავსებით იწონებდა.
მალე მონახა კიდევაც გზა, როგორ გაემჟღავნებინა სიყვა-
რული ქალბატონისთვის ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარე-
შე და პასუხიც შესაფერისი მიიღო, პასუხი, რომელიც საუკუ-
ნეების წინ გაიცა და მას შემდეგ ტრადიციულად დედიდან
შვილს გადაეცემა. ლათინურად რომ გვეთარგმნა, მას ორ
სიტყვაში მოვაქცევდი – ნოლო ეპისცოპარი. ამ ფრაზას უხსო-
ვარი დროიდან წარმოთქვამენ, ოღონდ სხვა შემთხვევაში.
ასე იყო თუ ისე, კაპიტანი მშვენივრად უგებდა ლედის და
ძალიან მალე, მეტი მონდომებით და სითბოთი, ხელახლა სცა-

51
და ბედი და კვლავ უარი მიიღო, მაგრამ რაც უფრო მოუთმენე-
ლი ხდებოდა კაპიტანი, ლედის უარის სიმძაფრეც უფრო და
უფრო ცხრებოდა.
მკითხველი რომ არ დაიღალოს არშიყობის ყოველი სცენის
აღწერით (რაც, ერთი დიდი მწერლის აზრით, მოქმედი გმირე-
ბის ცხოვრებაში ყველაზე სასიამოვნო ეპიზოდია, მაგრამ მა-
ყურებლისთვის შეიძლება უაღრესად მოსაწყენი და დამღლე-
ლი იყოს), მოგახსენებთ, რომ კაპიტანმა იერიში მიიტანა ცი-
ტადელზე, რომელიც საბოლოოდ გამარჯვებულს დანებდა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში, და ეს თითქმის ერთ თვეს
გრძელდებოდა, ძმის თანდასწრებით კაპიტანს ლედისთან თა-
ვი მოკრძალებით ეჭირა და რაც მეტ წარმატებას აღწევდა მას-
თან პირისპირ, მით მეტად თავშეკავებული გახლდათ საზოგა-
დოებაში. რაც შეეხება ქალბატონს, საყვარელი იშოვა თუ არა,
სხვების თანდასწრებით მას არაფრად აგდებდა, ასე რომ, მის-
ტერ ოლვორთის მართლაც რომ ეშმაკის გამჭრიახობა (ან რა-
მე კიდევ უფრო უარესი) უნდა ჰქონოდა, ოდნავი ეჭვიც რომ
აღსძვროდა, რა ხდებოდა სინამდვილეში.

თავი 12
მოიცავს იმას, რასაც ალბათ მკითხველი
ელოდება

ყველა გარიგებას, შერკინება იქნება ეს თუ ქორწინება,


წარმატებით დასაგვირგვინებლად პატარა წინასწარი ცერე-
მონია სჭირდება, თუ ორივე მხარე გულწრფელად მზად არის
ამისთვის. ამჯერადაც ასე მოხდა, ერთი თვეც არ გასულა და
კაპიტანი და ლედი ცოლ-ქმარი გახდნენ.
52
ახლა მთავარი საზრუნავი იყო, როგორ გაემხილათ სიმარ-
თლე მისტერ ოლვორთისთვის და ეს საქმე ექიმმა ითავა.
ერთ მშვენიერ დღეს, როცა მისტერ ოლვორთი ბაღში სეირ-
ნობდა, ექიმი მიუახლოვდა, ფრიად შეწუხებული და სერიოზუ-
ლი სახე მიიღო და უთხრა:
– სერ, გეახელით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ გაუწ-
ყოთ, ოღონდ არც კი ვიცი, როგორ, თავგზა მაქვს არეული!
შემდეგ მოჰყვა ქალების და კაცების ლანძღვას, უკანასკნელთ
ადანაშაულებდა, პირადი ინტერესების გარდა, არანაირი პა-
სუხისმგებლობა არ გააჩნიათო, ქალები კი ისე არიან მიდრე-
კილი გარყვნილებისკენ, საპირისპირო სქესის ვერცერთი
წარმომადგენელი ბოლომდე ვერ ენდობაო.
– როგორ შემეძლო, სერ, – ასე თქვა, – ეჭვი შემპარვოდა,
რომ ამისთანა კეთილგონიერი, საღად მოაზროვნე, განათლე-
ბული ქალი ურცხვ ვნებას დაემონებოდა! ან როგორ ვიფიქ-
რებდი, რომ ჩემი ძმა... არც კი ვიცი, ასე რაღატომ ვუწოდებ...
მას ძმად ვეღარ მივიჩნევ...
– მაგრამ ის თქვენი ძმაა, – მიუგო ოლვორთიმ, – ისევე,
როგორც ჩემი.
– ღმერთო ჩემო! – აღმოხდა ექიმს, – თქვენც გაიგეთ, რა
შემზარავი რამ მოხდა?
– მისმინეთ, მისტერ ბლაიფილ, – დაიწყო კეთილმა კაცმა,
– მთელი ცხოვრება წესად მაქვს, შევეგუო ყველაფერს, რაც კი
ამქვეყნად ხდება. მართალია, ჩემი და ჩემზე ბევრად უმცრო-
სია, მაგრამ საკმარისად დიდია საიმისოდ, რომ თავისუფალი
არჩევანის უფლება ჰქონდეს. თქვენს ძმას რომ ბავშვი შეეც-
დინა, უფრო უხალისოდ მივუტევებდი, მაგრამ ოცდაათ წელს
გადაცილებულმა ქალმა კარგად უნდა იცოდეს, რა მიანიჭებს
ბედნიერებას. ის ცოლად გაჰყვა კაცს, რომელიც შეიძლება
სიმდიდრით ვერ გაუტოლდება, მაგრამ თუ ჩემი დის თვალში
53
მისი რაიმე ღირსება ამ ნაკლს გააქარწყლებს, ვერ ვხედავ მი-
ზეზს, რატომ უნდა შევუშალო ხელი, ბედნიერებას ეწიოს, მით
უმეტეს, მისი არ იყოს, არც მე მიმაჩნია, რომ ბედნიერება გა-
ნუზომელ სიმდიდრეშია. ვინაიდან არაერთხელ განმიცხადე-
ბია, ნებისმიერ წინადადებას მივესალმები-მეთქი, ველოდი,
რომ ჭკუას მკითხავდა, მაგრამ ეს ძალიან დელიკატური სა-
კითხია და ხშირად სირცხვილის დაძლევა ძნელია. რაც შეეხე-
ბა თქვენს ძმას, სრულებითაც არ ვუბრაზდები. მას არავითარი
ვალდებულება არ აქვს ჩემ მიმართ და ვფიქრობ, არც ნებარ-
თვის აღება იყო საჭირო, რადგან ჩემი და, როგორც უკვე მო-
გახსენეთ, არის sui juris 2 და თან იმ ასაკში, რომ შეუძლია, თა-
ვისუფლად აგოს პასუხი საკუთარ ნამოქმედარზე.
ექიმმა ვერ შეუქო მისტერ ოლვორთის მეტისმეტი გულმოწ-
ყალება, ისევ დაიწყო ძმის ლანძღვა და განაცხადა, თვალით
არ დამენახვოს, მე მას ნათესავად აღარ მივიჩნევო, შემდეგ
ხოტბა შეასხა ოლვორთის კეთილშობილებას და მეგობრულ
ბუნებას, საბოლოო დასკვნაში კი აუწყა, ვერასოდეს ვაპატიებ
ძმას, ჩვენს მეგობრობას ჩირქი რომ მოსცხოო.
ოლვორთიმ ასე მიუგო:
– თქვენი ძმის მიმართ რაიმე უსიამოვნო გრძნობა რომც
მქონოდა, უდანაშაულო კაცს მაინც არ ვაგრძნობინებდი, მაგ-
რამ გარწმუნებთ, მასზე ნაწყენი ნამდვილად არ ვარ. მე მას
გონიერ და ღირსეულ კაცად მივიჩნევ. ჩემი დის არჩევანს არ
ვიწუნებ. ეჭვიც არ მაქვს, მისდამი გრძნობები გულწრფელია.
ყოველთვის მჯეროდა, რომ სიყვარულია ცოლქმრული ბედ-
ნიერების ერთადერთი საფუძველი, ვინაიდან მხოლოდ ის
წარმოშობს იმ ამაღლებულ და ნაზ მეგობრულ ურთიერთო-

2
დამოუკიდებელი (ლათ)
54
ბას, რომელმაც ცოლ-ქმრის კავშირი უნდა გაამყაროს და, ჩე-
მი აზრით, თუ ქორწინებას სხვა მოტივი უდევს საფუძვლად, ის
უბრალოდ დანაშაულებრივია. ასეთი ქორწინება შეურაც-
ხყოფს წმინდა ცერემონიას და, როგორც წესი, განხეთქილე-
ბით და უბედურებით სრულდება. განა ქორწინების წმინდა ინ-
სტიტუტის შეურაცხყოფა არ არის მისი აღრევა გარყვნილება-
ში ან ანგარებაში? სხვა რა შეიძლება უწოდო იმ კაცის საქცი-
ელს, ვისაც მხოლოდ გარეგნული სილამაზე ან ქონება აგუ-
ლიანებს ცოლის მოყვანას?
ახლა პატივისცემით განვიხილოთ სიმდიდრე. გონიერება
გვავალდებულებს, მას ანგარიში გავუწიოთ და მეც ერთი ხე-
ლის მოსმით მსჯავრს არ დავადებ. სამყარო ისეა მოწყობილი,
რომ ოჯახსა და შთამომავლობაზე ზრუნვა მოითხოვს, მეტად
თუ ნაკლებად გავითვალისწინოთ ფინანსური მდგომარეობა.
არადა მოთხოვნა მნიშვნელოვნად აღემატება რეალურ საჭი-
როებას, პატივმოყვარეობა და უგუნურობა, ბუნებისგან გან-
სხვავებით, გაცილებით დიდ მოთხოვნებს აჩენს. ცოლის მორ-
თვა-მოკაზმვა და შვილებისთვის ქონების დაგროვება, ჩვე-
ულებრივ, აუცილებლობად მიიჩნევა და მათ უზრუნველყოფას
ეწირება ყველაფერი, რაც კი მართლა მნიშვნელოვანი და სა-
ამური, ღვთიური და კეთილშობილია.
აქ სხვადასხვა ხარისხი არსებობს, უკანასკნელი და ყველა-
ზე მნიშვნელოვანი ძნელად თუ გაირჩევა სიგიჟისგან; იმ შემ-
თხვევას ვგულისხმობ, როდესაც ძალიან შეძლებული ადამია-
ნები ისეთებთან უღლდებიან, რომ ეჯავრებათ და უნდა ეჯავრე-
ბოდეთ კიდეც – სულელებთან და ცბიერებთან – მხოლოდ
იმიტომ, რომ მეტი სიმდიდრე მოიხვეჭონ ნებისმიერი ახირე-
ბის დასაკმაყოფილებლად. რა თქმა უნდა, ასეთმა ადამიანებ-
მა, თუ მართლა გიჟები არ არიან, უნდა აღიარონ, რომ ან ვერ

55
ახერხებენ, დატკბნენ მეგობრობის სიამეებით, ან უდიდეს ბედ-
ნიერებას სიბრიყვის მიერ შობილ ამაო, წარმავალ, უაზრო კა-
ნონებს და მდაბიო წარმოდგენებს სწირავენ მსხვერპლად.
ასე დაასრულა ოლვორთიმ ქადაგება, რომელსაც ბლაიფი-
ლი ყურადღებით უსმენდა, თუმცა მთელი ამ ხნის განმავლო-
ბაში რის ვაი-ვაგლახით ახერხებდა, სახის კუნთები არ შეჰ-
კრთომოდა. ექიმმა იმ ახალგაზრდა სასულიერო პირის აღტა-
ცებით შეაქო ქადაგების ყოველი სიტყვა, რომელიც ღირსად
ჩათვალეს, ეპისკოპოსის ტრაპეზზე მიეწვიათ.

თავი 13
ამ თავით სრულდება პირველი წიგნი; გთავაზობთ უმადურობის
მაგალითს, რომელიც, იმედია, მკითხველს
არაბუნებრივი მოეჩვენება

მკითხველმა შეიძლება მონათხრობიდან გადაწყვიტოს,


თითქოს შეგუება (თუ ამას მართლა შეგუებას დავარქმევთ) უბ-
რალო ფორმალობა იყო, ამიტომ ამ ამბებს გამოვტოვებთ და
სასწრაფოდ უფრო მნიშვნელოვან ამბებზე გადავალთ.
ექიმმა ძმას უამბო მისტერ ოლვორთისთან საუბრის შესა-
ხებ და ღიმილით დასძინა:
– ჩემგან დავალებული ხარ, ისე ვეცადე, პატიოსან ჯენ-
ტლმენს არ მიეტევებინა შენთვის: როცა კეთილგანწყობით
მოგიხსენია, თამამად შევბედე, მეთხოვა, ნუ აპატიებთ-მეთქი.
ეს შენ გამო და საკუთარი თავის გამო გავაკეთე, ყველანაირი
ეჭვი რომ გამეფანტა.
კაპიტანმა ბლაიფილმა მოისმინა ექიმის ნათქვამი და ყუ-
რიც არ შეიბერტყა, ოღონდ მოგვიანებით მშვენივრად გამოი-
ყენა.
56
ეშმაკის ერთ-ერთი მცნება, რომელიც მან მიწაზე უკანას-
კნელი მოვლენისას დაუტოვა თავის მოწაფეებს, ასეთია – თუ
უკვე ფეხზე წამოდექი, სკამი ამოაყირავე. უბრალო ინგლისუ-
რით ასე ვიტყვით – მეგობრის მეშვეობით ბედს თუ ეწიე, რაც
შეიძლება მალე მოიშორე ის თავიდან.
კაპიტანიც ამ მცნებით ხელმძღვანელობდა თუ არა, დაბეჯი-
თებით ვერ გეტყვით. ერთადერთი ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ
მისი მოქმედება ეშმაკის ხსენებულ პრინციპს მშვენივრად მი-
ესადაგებოდა და რაიმე სხვა მოტივის მოძებნა ნამდვილად
ძნელი იყო, ვინაიდან რაც მის ბრიჯიტი მოიპოვა და ოლვორ-
თი შეირიგა, დღითი დღე ძმის მიმართ სულ უფრო გულგრილი
ხდებოდა და ბოლოს უკვე ყველას თანდასწრებით ეუხეშებო-
და კიდეც.
ერთხელ ექიმმა დაიმარტოხელა ძმა და უსაყვედურა, მან
კი პირში მიახალა:
– თუ რამე არ მოგწონთ ჩემი ცოლისძმის სახლში, აქ არა-
ვინ გაკავებთ.
კაპიტნის ამ უცნაურმა, სასტიკმა და სრულიად გაუგებარმა
უმადურობამ ექიმს გული გაუტეხა. უმადურობა ხომ განსაკუთ-
რებით მტკივნეული მაშინ არის, როდესაც ის ადამიანი გაწყე-
ნინებთ, ვის გამოც შესცოდეთ. ფიქრი კეთილ საქმეებზე, რო-
გორც არ უნდა მიიღოს ან დაგვიბრუნოს ადამიანმა, ვისი ხათ-
რითაც სიკეთე გავეცით, ყოველთვის კმაყოფილებას გვანი-
ჭებს, მაგრამ რა შვება უნდა მოგვგვაროს მეგობრის უმადურო-
ბამ, როცა ნატკენი სინდისი ამოასხამს და გვსაყვედურობს,
ამისთანა უვარგისს როგორ გაუწიე სამსახურიო!
მისტერ ოლვორთი თავადაც დაელაპარაკა კაპიტანს ექი-
მის თაობაზე, სურდა გაეგო, რა დაუშავა ძმამ ამისთანა. გულ-
ქვა არამზადა იმდენად სულმდაბალი აღმოჩნდა, ასე უთხრა,
ვერასოდეს ვაპატიებ, თქვენს თვალში ჩემი დამცირება რომ
57
სცადაო. თავად გამოვტეხე და ამგვარ სისასტიკეს ვერ ვაპატი-
ებო.
ოლვორთიმ კაპიტანი გაკიცხა, ეს ხომ არაადამიანური საქ-
ციელიაო და ისეთი აღშფოთებით ელაპარაკა შეუნდობლობა-
ზე, რომ საბოლოოდ კაპიტანი იძულებული გახდა, თავი მო-
ეკატუნებინა, თითქოს შეისმინა მისი შეგონებები და დამორ-
ჩილდა. რაც შეეხება პატარძალს, თაფლობის თვეში ისე თავ-
დავიწყებით უყვარდა ახლად შეძენილი მეუღლე, ვერაფერში
გაამტყუნებდა და თუ კაპიტანს ვინმე არ მოსწონდა, მისთვის
ეს საკმარისი მიზეზი იყო, თავადაც შესძულებოდა.
კაპიტანს, ოლვორთის დარიგების თანახმად, თავი ისე ეჭი-
რა, თითქოს ძმას შეურიგდა, მაგრამ გულში ბოღმას მაინც ინა-
ხავდა და შემთხვევას არ უშვებდა ხელიდან, ძმა რომ არ და-
ეგესლა. საბოლოოდ ექიმისთვის აუტანელი გახდა ოლვორ-
თის სახლში ცხოვრება. უკვე თანახმა იყო, ყველანაირი გა-
ჭირვება აეტანა, ვიდრე ეთმინა შეურაცხყოფა გულქვა და უმა-
დური ძმისგან, რომელსაც ამდენი სიკეთე გაუკეთა.
ერთხელ თითქოს გადაწყვიტა, ოლვორთის გამოსტყდო-
მოდა, მაგრამ ვერ აიძულა თავი, ეღიარებინა ის, რის თანამო-
ნაწილეც თავად გახლდათ. თანაც, რაც მეტად გაამტყუნებდა
ძმას, მისი დანაშაულიც მით მეტად ატკენდა გულს ოლვორ-
თის და დარწმუნებული იყო, რისხვა არ ასცდებოდა.
ამიტომ გამგზავრების საბაბად რაღაც საქმე მოიგონა და
მალევე დაბრუნებას შეჰპირდათ. თვალის ასახვევად ისე გულ-
თბილად დაემშვიდობა ძმას და მანაც ისე მშვენივრად შეასრუ-
ლა თავისი როლი, ოლვორთის ეჭვიც აღარ ეპარებოდა, რომ
ძმები ნამდვილად შერიგდნენ.
ექიმი პირდაპირ ლონდონში გაემგზავრა, სადაც გულგატე-
ხილი მალევე გარდაიცვალა იმ სენით, რომელიც გაცილებით

58
მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე ჩვენ გვგონია და რომელიც საპა-
ტიო ადგილს დაიკავებდა მომაკვდინებელ სნეულებებს შო-
რის, დანარჩენებისგან განსხვავებით, უკურნებელი რომ არ
იყოს.
მას შემდეგ, რაც გულისყურით გავეცანი ძმების ცხოვრე-
ბას, აღმოვაჩინე, რომ გარდა იმ უკვე ნახსენები ეშმაკის წყე-
ული მცნებისა, კაპიტანს სხვა მიზეზიც ჰქონდა, ასე მოქცეული-
ყო. ყველაფერთან ერთად, რაც მის შესახებ უკვე იცით, ის ძა-
ლიან ამაყი და ფიცხი კაცი იყო და ძმას, რომელიც სრულიად
განსხვავდებოდა მისგან და არცერთი ეს თვისება არ გააჩნდა,
ყოველთვის ზემოდან უყურებდა. ექიმი დიდად განსწავლული
ადამიანი გახლდათ და, ბევრის აზრით, მეტად შეგნებულიც. ეს
იცოდა კაპიტანმა და ვერაფრით ეგუებოდა. შური ძალიან მავ-
ნე გრძნობაა, მაგრამ კიდევ უფრო ავდება, როცა მას ზიზღი
ერთვის, და როდესაც ამ ორს დავალებულობის გრძნობაც
ემატება, ვშიშობ, შესაკრებთა ჯამი მადლიერება კი არა, რის-
ხვა აღმოჩნდება.

59
წიგნი II

მოიცავს ცოლქმრული სიამტკბილობის სცენებს ცხოვრების


სხვადასხვა ეტაპზე და კაპიტან ბლაიფილის და მის ბრიჯიტ ოლ-
ვორთის ქორწინებიდან პირველი ორი წლის განმავლობაში მომ-
ხდარ მრავალ ამბავს

თავი 1
რომელიც მიგახვედრებთ, თუ რა სახის ამბავს გიყვებით,
რას ჰგავს და რას არ ჰგავს

ამ ჩვენს ნაშრომს სამართლიანად დავარქვით ამბავი და


არა ვინმეს ცხოვრება ანდა აპოლოგია, როგორც დღეს არის
მიღებული. გადავწყვიტეთ, უფრო იმ მწერლების მეთოდს მივ-
დიოთ, ქვეყნებში რევოლუციურ ძვრებს რომ ასახავენ, ვიდრე
მივბაძოთ გატანჯულ და შრომისმოყვარე ისტორიკოსს, რომე-
ლიც თავს ვალდებულად მიიჩნევს, კანონზომიერების დასაცა-
ვად, იმდენივე ფურცელი დაუთმოს ყოველი თვის და წლის
წვრილმან ამბებს, არაფერი განსაკუთრებული რომ არ ხდება,
რამდენიც კაცობრიობის უზარმაზარ სცენაზე გათამაშებულ
მოქმედებებს.
ეს ისტორიები სინამდვილეში ძალიან წააგავს საგაზეთო
სტატიებს, რომლებიც თანაბარი რაოდენობის სიტყვებს უნდა
შეიცავდეს, მნიშვნელობა არა აქვს, რაიმე ახალს იუწყებიან
თუ არა. შეიძლება საფოსტო კარეტასაც შეადარო, სავსეა თუ
ცარიელი, მუდამ ერთსა და იმავე გზას რომ გადის. მათი ავტო-
რი, ვგონებ, ფიქრობს, ვალდებულია, დროს ფეხი აუწყოს, მის
პირად მდივნად წარმოუდგენია თავი და, თავისი ბატონის არ
იყოს, ისევე ზანტად მოგზაურობს კლერიკალური სიჩლუნგის

60
საუკუნეებში, როცა მთელი სამყარო ძილს მისცემოდა, რო-
გორც შესანიშნავი რომაელი პოეტის მიერ აღწერილ ნათელ
და მშფოთვარე ეპოქაში:

„როს ჰუნელთ ჯარი ყოველის მხრივ შემოგვიტევდა,


მთელი ქვეყანა ომის გრგვინვით შერყეულიყო,
შიშის ზარხდომა მოსდებოდა სრულად ცისქვეშეთს,
ყოველი კაცი ეჭვს შეეპყრო, თუ ამ ორთაგან
ვის დარჩებოდა მბრძანებლობა ზღვასა და ხმელზე“.

ჩვენი მიზანია, მომდევნო გვერდებზე საპირისპირო მეთო-


დი გამოვიყენოთ. თუ რამე უჩვეულო მოხდება (დარწმუნებუ-
ლი ვარ, ხშირადაც მოხდება), არც ქაღალდს დავზოგავთ და
არც საკუთარ თავს, მაგრამ თუ წლები გავა ისე, რომ ფასეული
ვერაფერი შევნიშნოთ, არ მოვერიდებით, სიცარიელე გაჩ-
ნდეს ჩვენს ისტორიაში, სწრაფად გადავხტებით მნიშვნელო-
ვან ამბებზე და განვლილ პერიოდებს სრულიად განუხილ-
ველს დავტოვებთ.
ეს პერიოდები დროის დიდ ლატარიაში უშინაარსო სიცა-
რიელედ უნდა მივიჩნიოთ. ვინაიდან ჩვენ ამ ლატარიის მშრა-
ლი აღწერა გვავალია, მივბაძავთ ლონდონის რატუშაში ლა-
ტარიის გამთამაშებელ გონიერ ადამიანებს, რომლებიც არა-
სოდეს აწუხებენ საზოგადოებას უამრავი გადაყრილი უსარ-
გებლო ნომრის დასახელებით, მაგრამ როცა დიდი მოგება გა-
თამაშდება, გაზეთები აჭრელდება ამ ამბით და სამყარო უმალ
შეიტყობს, რომელ კანტორაში გაიყიდა იღბლიანი ბილეთი.
ჩვეულებრივ, ისე ხდება, რომ დამსახურებას ორი ან სამი კან-
ტორა იჩემებს, რითაც, ჩემი აზრით, სურთ ბედის მაძიებელნი

61
დაარწმუნონ, თითქოს არსებობენ განსაკუთრებული შუამავ-
ლები, რომელთაც ბედ-იღბლის საიდუმლოს ჩაწვდომა შეუძ-
ლიათ და საერთოდაც, მისი საბჭოს წევრები არიან.
ჩემო მკითხველო, ამიტომ ნუ გაგიკვირდება, თუ ზოგიერთი
თავი მეტისმეტად მოკლე შეგხვდება ან დანარჩენები – მეტის-
მეტად გრძელი, ზოგი ერთადერთი დღის ამბავს მოიცავს, ზო-
გი – წლებისას. მოკლედ, ეს ისტორია ხან ერთ ადგილზე გა-
იყინება, ხანაც გაფრინდება და ამის გამო არ მიმაჩნია თავი
ვალდებულად, რომელიმე კრიტიკული მსაჯულის წინაშე პასუ-
ხი ვაგო, რადგანაც მე მწერლობაში ახალი ჟანრის დამფუძნე-
ბელი გახლავართ და შესაბამისად, თავისუფალიც, ჩემთვის
სასურველი წესები შემოვიღო. ეს წესები მკითხველებმა, რომ-
ლებსაც საკუთარ ქვეშევრდომებად ვთვლი, უნდა აღიარონ და
ირწმუნონ და უფრო რომ შევამზადო და გავახალისო, გარწმუ-
ნებთ, ყოველმხრივ გავუადვილებ საქმეს და ვეცდები, ვასია-
მოვნო. მე ხომ ღვთიური ძალით დაჯილდოებული ტირანი არ
ვარ და არც მკითხველი წარმომიდგენია ჩემს მონა-მორჩი-
ლად. მათზე მაღლა მათსავე სასიკეთოდ ვდგავარ, იმისთვის
შემქმნეს, რომ გამოვადგე, კი არ გამოვიყენო და მჯერა, ვინაი-
დან მკითხველთა ინტერესის გათვალისწინება ჩემს მთავარ
მიზნად გავიხადე, ისინიც ერთხმად დამაფასებენ და დამსახუ-
რებულ თუ ნანატრ პატივისცემას მოვიპოვებ.

62
თავი 2
რელიგიური წინდახედულობა, რომელიც უკანონო
ბავშვების მიმართ მეტისმეტ მზრუნველობას არ იწონებს;
მისის დებორა უილკინსის დიადი აღმოჩენა

კაპიტან ბლაიფილის და ბრიჯიტ ოლვორთის ქორწინები-


დან რვა თვის თავზე ახალგაზრდა, მშვენიერმა, ღირსეულმა
და შეძლებულმა ქალბატონმა შესანიშნავი ბიჭუნა გააჩინა.
ბავშვი მართლაც ყოველმხრივ სრულქმნილი იყო, ოღონდ მე-
ანმა ქალმა შენიშნა, რომ ის ერთი თვით ადრე დაიბადა, ვიდ-
რე უნდა დაბადებულიყო.
მართალია, საყვარელი დის მემკვიდრის გაჩენა მისტერ
ოლვორთისთვის დიდად სასიხარულო მოვლენა იყო, ამან პა-
ტარა ნაპოვარას მიმართ, რომელიც თავად მონათლა და თა-
ვისი სახელი, ტომასი დაარქვა და რომლის მოსანახულებლად
დღეში ერთხელ მაინც შედიოდა საბავშვო ოთახში, გრძნობე-
ბი არ გაუნელა.
დას შესთავაზა, თუ მოისურვებ, ახალშობილი და პატარა
ტომი ერთად აღვზარდოთო, რაზედაც, თუმცა კი ცოტა უხალი-
სოდ, და დასთანხმდა: ის ხომ მუდამ დიდი მონდომებით აწო-
ნებდა ძმას თავს, ამიტომ ნაპოვარასაც ყოველთვის თბილად
ექცეოდა, განსხვავებით უფრო ურყევი პრინციპების მქონე
ქალბატონებისგან, რომელთაც უჭირთ, მიეფერონ ასეთ ბავ-
შვებს, მართალია, უდანაშაულოთ, მაგრამ თავშეუკავებლო-
ბის ცოცხალ ძეგლებს.
სამაგიეროდ, კაპიტანი ვერ ეგუებოდა იოლად იმას, რასაც
თვითონ მისტერ ოლვორთის შეცდომად მოიხსენიებდა. ხში-
რად გადაკრავდა ხოლმე ქარაგმულად, ცოდვილის ნაყოფს
თუ იშვილებ, შენც თანამონაწილე ხდებიო. ციტატები მოჰყავ-
და (წმინდა წერილს ხომ კარგად იცნობდა), მამის ცოდვა
63
შვილზე გადადისო, მამამ მჟავე ყურძენი ჭამა და შვილს კბილი
მოსჭრაო და კიდევ მრავალი სხვა. ასაბუთებდა, მშობლის შე-
ცოდების გამო უკანონოდ შობილი ბავშვები უნდა დაისაჯონო.
ამბობდა, მართალია, ჯერ კანონი არ შემოუღიათ მათ მოსას-
პობად, მაგრამ ეკლესია ასეთ ბავშვებს არავის შვილებად არ
მიიჩნევს და, საუკეთესო შემთხვევაში, ქვეყნის ყველაზე
უღირსი სამსახურისთვის უნდა აღიზარდონო.
მისტერ ოლვორთიმ კაპიტნის ამ და ამავე საკითხზე გამოთ-
ქმულ სხვა განცხადებებს ასე უპასუხა:
– როგორი დამნაშავეებიც უნდა იყვნენ მშობლები, შვილე-
ბი უცოდველები არიან. რაც შეეხება ციტატებს, პირველი კონ-
კრეტულად ებრაელების წინააღმდეგ გაცხადებული მუქარაა,
ვინაიდან მათ კერპთაყვანისმცემლობის გამო უარყვეს და შე-
იძულეს თავიანთი ღვთიური მეფე, მეორე კი მეტაფორული
ნათქვამია და უფრო ცოდვის შედეგების უეჭველობასა და გარ-
დუვალობაზე მიათითებს. მაგრამ იმის წარმოდგენა, თითქოს
ყოვლისშემძლე ღმერთი შურს იძიებს უცოდველზე სხვისი და-
ნაშაულის გამო, სირცხვილია, თუ არა მკრეხელობა. იგივე იქ-
ნება, წარმოიდგინო, რომ ის სამართლის უმთავრესი პრინცი-
პების წინააღმდეგია, წინააღმდეგია კეთილის და ბოროტის ძი-
რეული ცნების, თავად რომ ჩაგვიდო ტვინში, რათა არათუ
ისეთ საკითხებზე შეგვძლებოდა მსჯელობა, ჩვენთვის ბუნდო-
ვანი რომ არის, არამედ თვით გამოცხადების ჭეშმარიტებებ-
ზეც.
დასასრულ, კაპიტანს უთხრა, ვიცი, თქვენსავით ბევრი ფიქ-
რობსო, მაგრამ თავად სრულიად საპირისპირო აზრი ჰქონდა
და იმ ბედკრულ ჩვილს ისე მოექცეოდა, როგორც იღბლიან კა-
ნონიერ ძეს.ამასობაში, სანამ კაპიტანი ყოველ ღონეს ხმა-
რობდა, მისტერ ოლვორთის ნაპოვარას მიმართ სიყვარული

64
განელებოდა, მით უმეტეს, რომ უკვე ეჭვიანობაც დაიწყო, მი-
სის დებორამ ისეთი რამ აღმოაჩინა, საცოდავი ტომისთვის
ბევრად უფრო დიდ საფრთხეს მოასწავებდა, ვიდრე კაპიტნის
დასაბუთებული მსჯელობები.
ეს კეთილი ქალის დაუცხრომელი ცნობისმოყვარეობის
წყალობით მოხდა თუ მისის ბლაიფილის გულის მოგება სურ-
და, რომელიც მართალია, ყველას თავს აჩვენებდა, თითქოს
ნაპოვარა უყვარდა, თუმცა მასაც და თავის ძმასაც ხშირად
კიცხავდა ხოლმე, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ თავად მისის
დებორას მტკიცედ სწამდა, რომ ნაპოვარას მამას მიაკვლია.
ახლა, ვინაიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, აუ-
ცილებელია, ყველაფერს სულ თავიდან მოვყვეთ და ამიტომ
დაწვრილებით გაგაცნობთ, რა ამბები უსწრებდა წინ აღმოჩე-
ნას და ამავე მიზნით, ერთი პატარა ოჯახის საიდუმლოებებს
გაგიმხელთ, რომელსაც ჯერ მკითხველი არ იცნობს და რომე-
ლიც ისეთი საკვირველი და იშვიათი ზნე-ჩვეულებებით გამო-
ირჩეოდა, ბევრ დაოჯახებულ ადამიანს შეაცბუნებს.

თავი 3
მოგითხრობთ ერთი ოჯახის შინამმართველობაზე,
რომელიც არისტოტელეს საპირისპირო წესებს
ეფუძნებოდა

ჩემს მკითხველს ემახსოვრება, რომ ჯენი ჯონსი რამდენიმე


წელი ერთ სკოლის მასწავლებელთან ცხოვრობდა და მან, ჯე-
ნის შესანიშნავი მონაცემების პირუთვნელმა დამფასებელმა,
უანგაროდ შეასწავლა ლათინური. ჯენიმ ისე მოინდომა, რომ

65
საბოლოოდ თავის მასწავლებელზე უკეთესი სწავლული დად-
გა.
მართალია, საცოდავმა კაცმა ისეთი პროფესია აირჩია,
რომელიც კარგ განათლებას ითხოვდა, ყველაზე ნაკლებად
განათლებით მოიწონა თავი ცხოვრებაში. ის ერთ-ერთი უკე-
თილშობილესი ადამიანი იყო და, ამას გარდა, ისეთი იუმო-
რით აღსავსე, მთელ საგრაფოში გაითქვა სახელი გონებამახ-
ვილობით. ნებისმიერ მეზობელ ჯენტლმენს სურდა მის საზო-
გადოებაში ყოფნა, მასწავლებელს კი უარის თქმა არ ეხერხე-
ბოდა და ამ ჯენტლმენების სახლებში დიდ დროს ატარებდა,
არადა სკოლაში გატარებული საათებით მეტად იხეირებდა.
ადვილი მისახვედრია, რომ ასეთი კომპეტენტური ჯენ-
ტლმენი იტონის და ვესტმინსტერის სასწავლებლებისთვის
დიდ საფრთხეს არ წარმოადგენდა. უკეთ რომ განვმარტო, მი-
სი მოსწავლეები ორ კლასად ნაწილდებოდნენ: მაღალ კლას-
ში დადიოდა ახალგაზრდა ჯენტლმენი, მეზობელი სკვაირის
ვაჟი, რომელიც ჩვიდმეტი წლის ასაკში ახლაღა ეუფლებოდა
სინტაქსს, დაბალ კლასში კი იმავე ჯენტლმენის უმცროსი ვაჟი
სწავლობდა წერა-კითხვას სამრევლოს სხვა შვიდ ბიჭთან ერ-
თად. პედაგოგს მრევლის მედავითნის და დალაქის საქმე რომ
არ შეეთავსებინა და მისტერ ოლვორთისაც წლიური ათი ფუნ-
ტი არ დაემატებინა, საშობაოდ რომ იღებდა ხოლმე და გულს
იხარებდა წმინდა დღესასწაულის დღეებში, თავისი სკოლის
მასწავლებლის ხელფასით ფუფუნებაში ვერ იცხოვრებდა.
სხვა განძეულობის გარდა, მას ცოლიც ჰყავდა, რომელიც
მისტერ ოლვორთის სამზარეულოდან წამოიყვანა და რომელ-
საც სამზითვოდ ოცი ფუნტი მოექუჩებინა. დიდად მომხიბვლე-
ლი არ ყოფილა, ჩემს მეგობარ ჰოგართს პოზირებდა თუ არა,
ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან კი ჩამოჰგავდა ახალგაზრდა
ქალს, თავის ქალბატონს ფინჯანში ჩაის რომ უსხამს სერია
66
„მეძავის კარიერის“ მესამე ნახატზე. ამას გარდა, ქსანთიფეს
მიერ დაარსებული კეთილშობილი სექტის თავგამოდებული
მიმდევარი გახლდათ, რატომაც სკოლაში მისი გამოჩენა მეტ
ძრწოლას იწვევდა, ვიდრე მისი ქმრისა. სიმართლე რომ ით-
ქვას, ცოლის თანდასწრებით პედაგოგი თავს უპირატესად
ვერც სკოლაში გრძნობდა და ვერც ვერსად.
მართალია, გარეგნულად რბილი ხასიათის ქალს არ ჰგავ-
და, მაგრამ შეიძლება კიდევ უფრო იმ გარემოებამ გაამკაცრა,
რომელიც ზოგადად ძირს უთხრის ოჯახურ ბედნიერებას. ბავ-
შვებს ხომ მართებულად ეძახიან სიყვარულის ნაყოფებს, მის
ქმარს კი ქორწინებიდან ცხრა წლის შემდეგაც არ მიუცია ეს
ნაყოფი. ვალდებულების შეუსრულებლობას ვერც ავადმყო-
ფობით და ვერც სიბერით ვერ გაამართლებდა, მას ხომ ჯერ
ოცდაათიც არ შესრულებოდა და ხალისიანი და ცქვიტი ყმაწ-
ვილი გახლდათ.
აქედან წარმოიშვა სხვა უბედურებაც, რის გამოც საცოდავი
პედაგოგი საკმაოდ უხერხულად გრძნობდა თავს. ცოლის
მუდმივი ეჭვიანობის გადამკიდე, სამრევლოს ქალებს ვერ და-
ლაპარაკებოდა, რომელიმე ქალის მიმართ გამოვლენილი
ოდნავი თავაზიანობისთვის ან მასთან გასაუბრებისთვის,
ორივეს ცოლის რისხვა ატყდებოდა თავს.
საკუთარ სახლში ცოლქმრული ღალატის საფრთხე რომ
გამოერიცხა, მოახლედ იმ ყაიდის ქალებს ირჩევდა, რომელ-
თა გარეგნობა პატიოსნების საწინდარი იქნებოდა და რომელ-
თა რიცხვშიც, მკითხველს ემახსოვრება, ჯენი ჯონსიც ერია.
ვინაიდან ამ ახალგაზრდა ქალის გარეგნობაც მისი პატი-
ოსნების საწინდარი იყო და ვინაიდან განსაკუთრებული მოკ-
რძალებით ეჭირა თავი, რაც ასევე მის შეგნებულობაზე მეტ-
ყველებდა, მისტერ პარტრიჯის (ასე ერქვა სკოლის მასწავლე-

67
ბელს) სახლში ხუთი წელი ისე დაყო, ქალბატონს სრულები-
თაც არ უეჭვიანია. ის კი არა, უჩვეულოდ კეთილადაც ეპყრო-
ბოდა და უფლებას აძლევდა, უკვე ნახსენები გაკვეთილები მი-
ეღო მისტერ პარტრიჯისგან.
მაგრამ ეჭვიანობა ხომ ნიკრისის ქარივითაა, თუ სისხლში
ერთხელ მოხვდა, კაცმა არ იცის, როდის შემოგიტევს და უმე-
ტესად ისეთ დროს იჩენს თავს, სულ რომ არ ელოდები.
სწორედ ასე დაემართა მისის პარტრიჯსაც, რომელიც ოთხი
წელი ითმენდა, მისი ქმარი ახალგაზრდა ქალს რომ ამეცადი-
ნებდა და თვალს ხუჭავდა, ხშირად სწავლის გამო მოახლე
საქმეს თუ მიაფუჩეჩებდა. ერთხელ გოგონა თავჩაღუნული
კითხულობდა, მისკენ დახრილი მასწავლებელი რაღაცას ეუბ-
ნებოდა, უცებ მოახლე უმიზეზოდ წამოხტა სკამიდან და მაშინ
იყო, მისის პარტრიჯს პირველად რომ შეეპარა ეჭვი. იმ წუთს
არ გაუმჟღავნებია, მაგრამ გულში ჩაიდო და ისე დამალა, რო-
გორც მტერი ჩასაფრდება ხოლმე დამატებითი ძალების მო-
ლოდინში, მერე უეცრად რომ დაესხას თავს მოწინააღმდეგეს.
და ეს დამატებითი ძალაც მალევე გამოჩნდა. არ გასულა დიდი
ხანი, ცოლ-ქმარი სადილობდა და მასწავლებელმა მოახლეს
მიმართა: Da mihi apiquid potum3 , რაზედაც გოგონას გაეღი-
მა, შესაძლოა, მასწავლებლის ცუდი ლათინურის გამო და რო-
ცა ქალბატონმა შეხედა, გაწითლდა, ალბათ სინდისმა თუ შე-
აწუხა, მასწავლებელს რომ დასცინა. აქ მისის პარტრიჯი გა-
ცეცხლდა, ჯენის თავში ხეთქა თავისი თეფში და უყვირა: უსირ-
ცხვილო ბოზო, ჩემი თანდასწრებით ჩემს ქმარს როგორ ეკეკ-
ლუცები? იმავე წამს დანით ხელში წამოფრინდა სკამიდან და
სავარაუდოდ ტრაგიკულად იძიებდა შურს, ჯენი უფრო ახლოს

3
რამე სასმელი მომაწოდე
68
რომ არ მდგარიყო კართან და გაქცევით არ ეშველა თავის-
თვის. ვინაიდან საცოდავი ქმარი ან გაოგნებისგან გაშეშდა, ან
შიშმა შეიპყრო (რაც უფრო ახლოსაა სიმართლესთან) და
სრულიად უძლური იყო, წინააღმდეგობა გაეწია, იჯდა და კან-
კალებდა, არც განძრეულა და არც ხმა გაუღია, ვიდრე ჯენის
გადევნებული ცოლი არ დაბრუნდა, მერე კი უკვე, მოახლის არ
იყოს, მანაც თავს უშველა და იქაურობას გაერიდა.
კეთილი ქალი აშკარად ოტელოსავით იყო განწყობილი:

„ნუთუ გგონია, ეს სიცოცხლე ეჭვიანობას


ავაყოლო და მთვარის ყოველ განახლებასთან
ახალ-ახალი ეჭვი გულსა შევუშვა!
არა, ჩემს ეჭვს საქმეც თან სდევს გადაწყვეტილი!“

ამიტომ ჯენის უბრძანა, დაუყოვნებლივ აეკრიფა ბარგი-


ბარხანა და წათრეულიყო – ამ სახლში ერთ ღამესაც არ გაგა-
თევინებო.
მისტერ პარტრიჯს უკვე საკმარისი გამოცდილება დაეგრო-
ვებინა, რათა მიმხვდარიყო, რომ ასეთ დროს ჩარევა არ არის
საჭირო. ისღა დარჩენოდა, ჩვეული მოთმინებისთვის შეეფა-
რებინა თავი, მართალია, ლათინურის დიდი მცოდნე არ ყოფი-
ლა, მაგრამ ახსოვდა და გააზრებული ჰქონდა რჩევა, რომე-
ლიც ჩადებული იყო ამ სიტყვებში: „Leve fit quod fertur onus“,
რაც ასე ითარგმნება: „ტვირთი მსუბუქდება, თუ ჭკუით ატა-
რებ“. ეს ფრაზა სულ ენაზე ადგა და არაერთხელ დარწმუნებუ-
ლა მის სიმართლეში.
ჯენიმ გაიბრძოლა, რომ თავისი უდანაშაულობა დაემტკი-
ცებინა, მაგრამ ქარიშხალი ისე ბობოქრობდა, მისი სიტყვები
არავის ესმოდა. სხვა რა დარჩენოდა, ბარგის ჩალაგება დაიწ-

69
ყო, ყველაფერი რამდენიმე ყავისფერ გასახვევ ქაღალდში გა-
მოკრა, აიღო თავისი მოკრძალებული გასამრჯელო და შინ
დაბრუნდა.
სკოლის მასწავლებელმა და მისმა ქალბატონმა ის საღამო
უხალისოდ ჩაამთავრეს, მაგრამ ვიდრე ახალი დღე გათენდე-
ბოდა, რაღაც ისეთი მოხდა, რამაც მისის პარტრიჯის მძვინვა-
რება ცოტათი ჩააცხრო. ბოლოს და ბოლოს, ნება დართო
ქმარს, ბოდიში მოეხადა და უფრო იოლად დაუჯერა, ვინაიდან
მას ჯენის დაბრუნება არ უთხოვია, კმაყოფილებაც კი გამოთ-
ქვა, რომ გააგდეს: არც მოახლედ ვარგოდა, მთელ დროს წიგ-
ნებში თავჩარგული ატარებდა და კიდევ, ძალიან გათავხედდა
და გაჯიუტდაო. მართლაც, ბოლო ხანს ჯენი და მისი მასწავლე-
ბელი ხშირად კამათობდნენ ლიტერატურაზე და, როგორც უკ-
ვე მოგახსენეთ, ჯენის უპირატესობა აშკარად იგრძნობოდა.
მისტერ პარტრიჯი ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეეგუე-
ბოდა, ამიტომ ჯენის დაჟინებას, სიმართლე დაემტკიცებინა,
სიჯიუტე უწოდა, საბოლოოდ კი მის მიმართ მტრულად განეწ-
ყო და სიძულვილით განიმსჭვალა.

თავი 4
მოიცავს ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან ბრძოლას ან
უფრო ორთაბრძოლას, რომელიც კი ჩაწერილა
ცოლქმრული ცხოვრების ისტორიაში

წინა თავში ნახსენები მიზეზების გამო და კიდევ ცოლქმრუ-


ლი კომპრომისებიდან გამომდინარე, რაც ქმრების უმრავლე-
სობისთვის კარგადაა ცნობილი და რაც მასონური საიდუმლო-
სი არ იყოს, მხოლოდ ღირსეული საძმოს წევრებს შეიძლება
70
გაუმხილო, მისის პარტრიჯი დარწმუნდა, ქმარი უმიზეზოდ
რომ გაკიცხა და შეცდომის გამოსწორება მოფერებით სცადა,
მაგრამ როგორი მძვინვარე გაბრაზებაც იცოდა, ალერსიც
ისეთივე თავაშვებული სჩვეოდა.
მართალია, ეს ვნებები ერთმანეთს ენაცვლებოდა და ისე
არ გაივლიდა ოცდაოთხი საათი, პედაგოგი მათი ობიექტი არ
გამხდარიყო, ზოგჯერ მეტისმეტად მძვინვარე რისხვას მშვი-
დობაც უფრო ხანგრძლივი მოსდევდა. ასე მოხდა ამჯერადაც:
ეჭვიანობის შეტევამ რომ გადაიარა, ქმრის მიმართ კეთილ-
განწყობამ გაცილებით მეტხანს გასტანა, ვიდრე ის ელოდა და
რომ არა პატარ-პატარა ვარჯიშები, ქსანთიფეს მიმდევრები
ყოველდღიურად რომ ასრულებენ, მისტერ პარტრიჯი რამდე-
ნიმე თვეს ალბათ უდარდელად და მშვიდად გაატარებდა.
გამოცდილ მეზღვაურებს თუ დავუჯერებთ, ზღვაზე გამეფე-
ბული სრული სიწყნარე ქარიშხლის მაუწყებელია, ზოგიერთი
ჩემი სრულიად არაცრუმორწმუნე ნაცნობი კი მიიჩნევს, რომ
უჩვეულო სიმშვიდეს და გაყუჩებას ყოველთვის საპირისპირო
ვითარება მოსდევს. ალბათ ამავე მიზეზით სწირავდნენ ძვე-
ლად ადამიანები მსხვერპლს ასეთ დროს ნემესისს – ქალ-
ღმერთს, რომელიც, მათი რწმენით, შურით უცქერდა კაცთა
ბედნიერებას და განსაკუთრებული სიამოვნებით უსწორდებო-
და მათ.
ვინაიდან შორს ვართ, ვირწმუნოთ წარმართი ქალღმერთი
ან ცრურწმენა წავახალისოთ, ვისურვებდით, მისტერ ჯონ
ფრ...... -მა ან ვინმე სხვა ფილოსოფოსმა კეთილი ინებოს,
მთელი გულისყურით მოეკიდოს ამ საქმეს და დაადგინოს ნამ-
დვილი მიზეზი კარგი და ავი ბედისწერის მონაცვლეობისა,
რაც ასე ხშირად ხდება და რომლის მაგალითსაც ჩვენ მოგაწ-
ვდით. ჩვენი ვალია, მხოლოდ ფაქტებზე მოგითხროთ, მიზეზე-
ბის დადგენას კი გენიოსებს მივანდობთ.
71
ადამიანები ყოველთვის დიდი სიამოვნებით ისმენენ სხვისი
ცხოვრების ამბებს და დიდი სიამოვნებითაც განსჯიან მათ. ამი-
ტომ ყველა საუკუნეში და ყველა ხალხს ჰქონია განსაკუთრე-
ბული თავშეყრის ადგილები, სადაც ცნობისმოყვარეობას იკ-
მაყოფილებდნენ. დალაქის მონაყოლი ახალი ამბები ძველ-
ბერძნულ ანდაზაშიც მოიხსენიება, ჰორაციუსი ერთ-ერთ თა-
ვის ეპისტოლეში პატივისცემით ახსენებს რომაელ დალაქებს.
ინგლისელი დალაქები ბერძენი და რომაელი წინაპრების
ღირსეული მიმდევრები გამოდგნენ. სადალაქოში ქვეყნის სა-
გარეო საქმეებზე ისე სერიოზულად მსჯელობენ, ყავახანას მო-
ნაგონია, ხოლო საშინაო ვითარებებს გაცილებით უფრო
ვრცლად და მეტი სითამამით მიმოიხილავენ, მაგრამ ეს მხო-
ლოდ მამაკაცებს ეხება. ვინაიდან ამ ქვეყნის ქალებს, განსა-
კუთრებით კი დაბალი ფენის წარმომადგენლებს, სხვა ეროვ-
ნების ქალებზე მეტად უყვართ თავშეყრა, ჩვენი სახელმწიფო-
ებრივი წყობა სრულყოფილი ვერ იქნებოდა, ქალებს ცნობის-
მოყვარეობის დასაკმაყოფილებელი ადგილი რომ არ ჰქონ-
დეთ გამოყოფილი, რადგან ამ თვალსაზრისით ისინი ნამდვი-
ლად არ ჩამოუვარდებიან ადამიანთა სახეობის მეორე ნახე-
ვარს.
შეხვედრის ადგილის შერჩევაში ბრიტანელებს თავიანთ
უცხოელ დებზე მეტად გაუმართლათ, ვინაიდან არც ისტორია-
ში წამიკითხავს ასეთი რამ და არც მოგზაურობისას შემიმჩნე-
ვია. მათი შეხვედრის ადგილი, არც მეტი არც ნაკლები,
წვრილმანი საქონლის მაღაზიაა და იქ ყველაფრის გაგება შე-
იძლება. ინგლისში ყველა სამრევლოს აქვს ასეთი ადგილი,
სადაც, უხეშად რომ ვთქვათ, ქალები ჭორაობენ.
ერთხელაც მისის პარტრიჯი ქალთა სხდომას რომ ესწრე-
ბოდა, მეზობელმა ქალმა ჰკითხა, ამ ბოლო დროს ჯენი ჯონსი-
სა ხომ არაფერი იციო, რაზედაც უარყოფითი პასუხი გასცა.
72
ქალმა ღიმილით მიუგო, მრევლი თქვენგან დავალებულია,
ჯენი რომ გააგდეთო.
მისის პარტრიჯმა, რომელსაც, მკითხველს ემახსოვრება,
ეჭვიანობის შემოტევა უკვე დიდი ხნის გადავლილი ჰქონდა და
სხვა აუგი აზრი თავის მოახლეზე არ გააჩნდა, მოურიდებლად
უთხრა მეზობელს, არ ვიცი, რა დავალებულობაზე მელაპარა-
კებით, ჯენისთანა მეორე არ არის ამ მრევლშიო.
– მართლაც რომ, – თქვა ჭორიკანამ, – იმედია, მეორე არ
გვეყოლება ჯენისთანა, თუმცა გომბიოები საკმაოდ გვყავს.
მაშ, არ გეცოდინება, ტყუპი ნაბიჭვარი რომ გააჩინა. მაგრამ
რახან აქ არ დაბადებულან, ჩემი ქმარიც და მეორე ზედამხედ-
ველიც ამბობენ, ჩვენ არ ვართ ვალდებული, იმ ბავშვებს მო-
ვუაროთო.
– ორი ნაბიჭვარი?! – გაცხარებით გაიმეორა მისის პარ-
ტრიჯმა, – როგორ მაოცებთ! მოვლაზე ვერაფერს გეტყვით,
მაგრამ დარწმუნებული ვარ, აქ დაორსულდა, ჯერ ცხრა თვე
არ გასულა, რაც წავიდა.
ვერაფერი შეედრება გონების მუშაობის სისწრაფეს, განსა-
კუთრებით როცა იმედი, შიში ან ეჭვიანობა, პირველი ორი ყო-
ველთვის თან რომ ახლავს, აამოქმედებს ხოლმე. მისის პარ-
ტრიჯსაც წამიერად გაუნათდა გონება – ერთბაშად ამოუტივ-
ტივდა, რომ ჯენი, ვიდრე მათთან ცხოვრობდა, თითქმის არ გა-
დიოდა სახლიდან, ისიც, თუ როგორ იყო დახრილი სკამისკენ
მისი ქმარი, ჯენის მოულოდნელი შეცბუნება, ლათინური, ღი-
მილი და კიდევ ბევრი სხვა რამ. ქმარმა რომ კმაყოფილება გა-
მოთქვა ჯენის წასვლის გამო, ახლა თვალთმაქცობად მოეჩვე-
ნა, მაგრამ, ამავე დროს, გულწრფელობადაც, რაც კიდევ უფ-
რო ამძაფრებდა მის ეჭვიანობას. მოკლედ, ქმრის ცოდვებში
ღრმად დარწმუნებულმა და თავგზააბნეულმა სწრაფად დატო-
ვა სხდომა.
73
მართალია, შინაური ფისო თავისი ოჯახის უმცროსი წარმო-
მადგენელია და კეთილშობილი ვეფხვივით ძლიერი არ არის,
მაგრამ როცა მის მიერ თავშესაქცევად გატანჯული თაგვი
დროებით კლანჭებიდან დაუსხლტება, ღიზიანდება, ანჩხლდე-
ბა და იღრინება. ასეთ დროს თუ იმ ყუთს ან სკივრს გააჩოჩებთ,
რომლის უკანაც თაგვია მიმალული, ელვის სისწრაფით ეცემა
თავის მსხვერპლს და გააფთრებული კბენს, პორჭყნის და
ფლეთს საცოდავ პატარა ცხოველს.
ლამის ასეთივე გააფთრებით ეცა მისის პარტრიჯი საწყალ
პედაგოგს. ენა, კბილები და ხელები ერთად აამუშავა, წამში
მოგლიჯა პარიკი, პერანგი შემოახია და ბუნების მიერ მისთვის
ნაბოძები ხუთი კლანჭით მისტერ პარტრიჯის სახეზე დაჩნეუ-
ლი ხუთივე იარიდან სისხლმა იფეთქა.
მისტერ პარტრიჯი ერთხანს მხოლოდ თავს იცავდა, სახეზე
ხელები აიფარა, მაგრამ როცა დაინახა, ცოლის მრისხანება
არ ცხრებოდა, იფიქრა, იქნებ მისი განიარაღება მაინც ვცადო
და ხელები გადავუგრიხოო. ეს რომ გადაწყვიტა, შუა ჭიდაობა-
ში მისის პარტრიჯს ჩაჩი მოსძვრა და მოკლედ შეკრეჭილი თმა
ყალყზე დაუდგა, ცალ დუგმაზე შეკრული კორსეტი შეეხსნა და
ძუძუები, თმისგან განსხვავებით, მეტისმეტად გრძელი რომ
ჰქონდა, წელს ქვემოთ ჩამოუვარდა, კბილები რისხვით უე-
ლავდა, თვალებიდან კი ისე სცვიოდა ცეცხლის ნაპერწკლები,
როგორც სამჭედლოს ქურიდან. ეს ამორძალი მისტერ პარ-
ტრიჯზე ბევრად უფრო გულად კაცსაც შეაძრწუნებდა.
ბოლოს და ბოლოს, გაუმართლა პედაგოგს და ცოლს ხელე-
ბი დაუჭირა, ასე რომ, ფრჩხილებს ვეღარ იხმარდა. სწორედ
ამ დროს ქალთა სქესისთვის დამახასიათებელმა სინაზემ
მრისხანება დაჯაბნა და მისის პარტრიჯს ცრემლი წასკდა, რა-
საც გულყრა მოჰყვა.

74
საღმა აზრმა, ასე თუ ისე რომ ინარჩუნებდა მისტერ პარტრი-
ჯი მძვინვარე ბრძოლისას, რომლის გამომწვევი მიზეზი მის-
თვის სრულიად უცნობი იყო, საბოლოოდ მიატოვა. ყვირილით
გავარდა ქუჩაში და მეზობლებს დახმარებას ემუდარებოდა,
ჩემი ცოლი სიკვდილის პირასააო. რამდენიმე კეთილმა ქალ-
ბატონმა შეისმინა მისი ვედრება, სახლში შეჰყვნენ, ამგვარი
ვითარებისთვის საჭირო ხერხებს მიმართეს და ქმრის გასახა-
რად, მისის პარტრიჯი მალე მოასულიერეს.
როგორც კი ქალი გონს მოეგო და დამშვიდდა, საზოგადოე-
ბას ქმრისგან მიყენებული ურიცხვი ზიანის შესახებ აუწყა:
ქმარმა არათუ ცოლ-ქმრის სარეცელი შეურაცხყო, საყვედუ-
რის პასუხად წარმოუდგენელი სისასტიკე გამოავლინა, ჩაჩი
მოაგლიჯა და თმით ითრია, კორსეტი შემოახია და იმდენი ურ-
ტყა, ალბათ სამარეში ჩაიყოლებს იარებს.
საცოდავი კაცი, რომელსაც სახეზე ცოლის აღშფოთების
ბევრად უფრო ცხადი კვალი აჩნდა,
გაოგნებული ისმენდა, როგორ ადანაშაულებდნენ და
მკითხველიც დაადასტურებს, რომ ბრალდება სიმართლისგან
შორს იყო – მას ხომ ერთხელაც არ შემოუკრავს ცოლისთვის.
მისი დუმილი სასამართლომ აღიარებად მიიჩნია და ყველა
ერთხმად მოჰყვა ლანძღვას, ქალზე ხელს მხოლოდ ლაჩარი
აღმართავსო.
მისტერ პარტრიჯი მოთმინებით იტანდა ყველაფერს, მაგ-
რამ როცა ცოლმა ქმრის ბარბაროსობის დასამტკიცებლად მი-
სი სისხლი საკუთრად გაასაღა, ვერ მოითმინა და პრეტენზია
გამოთქვა სისხლის მესაკუთრეობაზე, რადგან შურისძიების-
თვის ასეთი მეთოდის გამოყენება ძალიან არაბუნებრივი ეჩვე-
ნებოდა.ქალებმა მხოლოდ ის უთხრეს, საწყენია, სისხლი გუ-
ლიდან რომ არ წაგსკდაო და მერე განაცხადეს, ქმრებმა ხელი
რომ დაგვაკარონ, გულიდან გამოვწოვთ სისხლსო.
75
მას შემდეგ, რაც მისტერ პარტრიჯი წარსული ნამოქმედა-
რის გამო გაკიცხეს და დაარიგეს, როგორ მოქცეულიყო სამო-
მავლოდ, საზოგადოება დაიშალა. ცოლ-ქმარი მარტო დატო-
ვეს სალაპარაკოდ და ამ საუბრიდან მისტერ პარტრიჯი მალე
გაიგებს თავისი ტანჯვის ნამდვილ მიზეზს.

თავი 5
მოიცავს ამბებს გამჭრიახობის გასავარჯიშებლად
და დასაფიქრებლად

მჯერა, მართებული დაკვირვებაა, რომ საიდუმლოს მხო-


ლოდ ერთ ადამიანს ვერ გაუმხელ, მაგრამ ის კი ნამდვილი სა-
ოცრება იქნებოდა, ამგვარი ფაქტის შესახებ მთელ სამრევ-
ლოს სცოდნოდა და მის ფარგლებს გარეთ არ გაეჟონა.
და მართლაც, არ გასულა რამდენიმე დღე, რომ მთელ სო-
ფელში ხმა გავარდა, ლითლ ბადინგტონის სკოლის მასწავ-
ლებელმა სასტიკად სცემა ცოლსო. ზოგან იმასაც ამბობდნენ,
მოკლაო, ვინ ხელების გადამტვრევას აბრალებდა, ვინ – ფე-
ხების, ერთი სიტყვით, არ დატოვეს ზიანი, რაც კი შეიძლება
ადამიანის სხეულს მიადგეს.
ცოლ-ქმრის ჩხუბსაც სხვადასხვა მიზეზს უძებნიდნენ. ზოგი
ამბობდა, მისის პარტრიჯმა ქმარს მოახლესთან წაასწრო ლო-
გინშიო, ზოგი სულ სხვა მიზეზს ასახელებდა, ზოგსაც დანაშაუ
ლი ცოლზე გადაჰქონდა და ქმარს მიაწერდა ეჭვიანობას. უკ-
ვე დიდი ხანი იყო, მისის უილკინსს ამ ჩხუბის შესახებ ესმოდა,
თუმცა ვინაიდან დარწმუნებით არ იცოდა, სინამდვილეში რა
მოხდა, გაჩუმება ამჯობინა, ან შეიძლება იმიტომაც, რომ ყვე-
ლა მისტერ პარტრიჯს ამტყუნებდა, მისის დებორას კი მისმა
76
ცოლმა აწყენინა რაღაც, როცა მისტერ ოლვორთის მსახური
იყო, ხოლო ის წყენას ადვილად არ ივიწყებდა.
მისის უილკინსს გამჭრიახი თვალი ჰქონდა, რამდენიმე
წლის მერე რა მოხდებოდა, იმის გამოცნობაც შეეძლო და
ხვდებოდა, რომ ისეთი პირი უჩანდა, მისი მომავალი ბატონი
კაპიტანი ბლაიფილი იქნებოდა; და რადგანაც მშვენივრად ამ-
ჩნევდა, კაპიტანს ნაპოვარა დიდად არ ეპიტნავებოდა, გადაწ-
ყვიტა, კარგ სამსახურს გავუწევდი, რაღაც რომ გამეგოო, მით
უმეტეს, თუკი აღმოჩენა მისტერ ოლვორთის ბავშვის მიმართ
გაუნელებდა სიყვარულს, რაც აშკარად არ სიამოვნებდა კაპი-
ტანს და ამას თავად ოლვორთის თანდასწრებითაც ვერ მა-
ლავდა. მისი ცოლი თავის როლს ხალხში უკეთ ასრულებდა
და ხშირად სთავაზობდა ქმარს საკუთარ მაგალითს, როგორ
უნდა გაუწიო ანგარიში ძმის ახირებებს, თუმცა სხვებზე უკეთ
ხვდებოდა, ახირება რომ იყო და სხვებზე უფრო მეტად მოს-
დიოდა გული.
ამიტომ მისის უილკინსმა სრულიად შემთხვევით და კარგა
ხნის დაგვიანებით სიმართლე რომ შეიტყო ზემოთ ხსენებულ
ამბავზე, აღარ დააყოვნა, ყველა წვრილმანი დაეზუსტებინა და
შემდეგ კაპიტანს მოახსენა, პატარა ნაბიჭვრის ნამდვილი მამა
ვიპოვეო, ისიც დასძინა, ვწუხვარ, ჩემი ბატონი სახელს ირცხ-
ვენს სოფელში, მეტისმეტ ყურადღებას რომ იჩენს ამ ბავშვის
მიმართო.
კაპიტანმა ბლაიფილმა ბოლო წინადადების გამო მისის
უილკინსს უსაყვედურა, ბატონის საქციელი თავხედურად გან-
საჯეო. გინდაც ღირსებას დაენებებინა ანდა გონებას ეკარნახა
მისის უილკინსთან შეამხანაგება, ამის უფლებას კაპიტანს სი-
ამაყე არ მისცემდა. სიმართლე რომ ითქვას, ყველაზე წამგე-
ბიანი ეშმაკური სვლაა, მეგობრის მოსამსახურეს ბატონის წი-
ნააღმდეგ შეეკრა, რადგან ეს ნიშნავს, მოსამსახურის მონა
77
გახდე – მას ხომ ნებისმიერ დროს შეეძლება გიღალატოთ.
სწორედ ამ მოსაზრებით, კაპიტანმა ბლაიფილმა თავი შეიკა-
ვა, მისის უილკინსთან უფრო გულახდილი ყოფილიყო და არც
წაახალისა, კიდევ ეთქვა რამე აუგი ოლვორთიზე, ოღონდ,
თუმცა კი მისის უილკინსის აღმოჩენის გამო არავითარი კმა-
ყოფილება არ გამოუთქვამს, გულში დიდად გაუხარდა და გა-
დაწყვიტა, ამ ამბით საუკეთესოდ ეხეირა.
დიდხანს ინახავდა გულში საიდუმლოს, იმედოვნებდა, მის-
ტერ ოლვორთი ვინმე სხვისგან შეიტყობდა, მაგრამ მისის
უილკინსი ან კაპიტნის საქციელმა შეურაცხყო, ან ეშმაკობას
ვერ მოუხვდა და იფიქრა, ალბათ მართლა არ ესიამოვნა, ჩემი
აღმოჩენის შესახებ რომ მოვუყევიო და ის დღე იყო და ის დღე,
ამ თემაზე კრინტი აღარ დაუძრავს.
ცოტა უცნაური მეჩვენება, მნე ქალბატონმა მისის ბლაი-
ფილს რომ არ შეატყობინა ეს ამბავი, ქალები ხომ ერთმანეთს
მეტი ხალისით უზიარებენ ცნობებს, ვიდრე ჩვენ, მამაკაცები.
ვფიქრობ, ერთადერთი ახსნა ამ სირთულის გადასაჭრელად
ორ ქალბატონს შორის გაჩენილი გაუცხოება უნდა ყოფილი-
ყო. შეიძლება, მისის ბლაიფილი ეჭვიანობდა, უილკინსი ზედ-
მეტ ყურადღებას რომ იჩენდა ნაპოვარას მიმართ. როცა
თავად ყველა ღონეს ხმარობდა, კაპიტნის გულის მოსაგებად
ბავშვისთვის ევნო, მისის დებორა სულ ნაპოვარას ქებაში იყო
ოლვორთის თანდასწრებით და მისტერ ოლვორთისაც დღითი
დღე მეტად უყვარდებოდა ბავშვი. შეიძლება, ეს დელიკატური
ქალბატონი განაწყენდა, მისის უილკინსი ჯიბრში რომ ჩაუდგა
და საბოლოოდ შეიჯავრა. მართალია, სამსახურიდან არ და
ვერ გაათავისუფლა, მაგრამ ყველანაირად ცდილობდა, მის-
თვის ცხოვრება გაემწარებინა. მისის უილკინსსაც გული
მოსდიოდა და, მისის ბლაიფილისგან განსხვავებით, პატარა

78
ტომის მიმართ განსაკუთრებულ სითბოს და პატივისცემას ამ-
ჟღავნებდა.
ამასობაში კაპიტანი უკვე შეშფოთდა, ვაითუ სულაც მიივიწ-
ყონ ის ამბავიო და გადაწყვიტა, მისი გამხელა ეთავა.
ერთხელაც მისტერ ოლვორთისთან გულმოწყალებაზე სა-
უბრისას დიდად განსწავლულმა კაპიტანმა ცოლისძმას და-
უსაბუთა, რომ სიტყვა „მოწყალება“ წმინდა წიგნში სულაც არ
ნიშნავს გულუხვობას ან ქველმოქმედებას.
– ქრისტიანული რელიგია, – თქვა კაპიტანმა, – ბევრად
უფრო კეთილშობილური მიზნებისთვის შეიქმნა და არა იმის-
თვის, რომ თავს მოგვახვიოს ცოდნა, რომელსაც მანამდე ბევ-
რი წარმართი ფილოსოფოსი გვასწავლიდა, და მართალია,
მას მორალურ სათნოებას უწოდებენ, ბევრი არაფერი სცხია იმ
ამაღლებული ქრისტიანული მსოფლმხედველობის და აზრის,
ანგელოზებრივი სრულყოფილების, რაც მიიღწევა, გამოიხა-
ტება და შეიგრძნობა მხოლოდ მოწყალებით. წმინდა წიგნში
ნაგულისხმევ მნიშვნელობას ისინი უკეთ ჩასწვდნენ, ვისაც
მოწყალება ესმოდა, როგორც სამართლიანობა, დიდსულოვა-
ნი განსჯა ჩვენი ძმების ნამოქმედარის. ის ბუნებით ბევრად
ამაღლებული და ყოვლისმომცველია, ვიდრე საცოდავიქველ-
მოქმედება, რომელიც ბევრს ვერ გასწვდება, არადა თავისი
სხვა, ჭეშმარიტი გაგებით, გულმოწყალება შესაძლებელია
მთელ კაცობრიობაზე გავრცელდეს.
თუ იმასაც გავითვალისწინებთ, ვინ იყვნენ მოწაფეები, უაზ-
რობაა, წარმოიდგინო, თითქოს მათ გულუხვობასა და ქველ-
მოქმედებას უქადაგებდნენ. და ვინაიდან ვერ წარმოვიდგენთ,
რომ ღვთიური მასწავლებელი ქადაგებდა მათთვის, ვინც მოს-
მენილს საქმით ვერ განახორციელებდა, მაშ, დიდი იმედი არ
უნდა გვქონდეს, რომ გაიგებენ ისინი, ვისაც განხორციელება
ხელეწიფება და ასე არ იქცევა, – განაგრძობდა კაპიტანი, –
79
მართალია, ვშიშობ, ამ კეთილ საქმეებში ვერაფერი ხეირია,
უნდა ვაღიარო, გულკეთილ ადამიანს ის დიდ სიამოვნებას
ანიჭებს, რომ არა ერთი გარემოება, – იმას ვგულისხმობ, რომ
ხშირად იოლად ვტყუვდებით და ვწყალობთ მათ, ვინც ამას არ
იმსახურებს, როგორც, მაგალითად, იმ უღირსმა ყმაწვილმა
პარტრიჯმა ისარგებლა თქვენი გულუხვობით, – კიდევ ორი-
სამი ასეთი შემთხვევა კეთილ ადამიანს სიამოვნების გრძნო-
ბას გაუნელებს. ის კი არა, შეიძლება საჩუქრის გაღების შიშიც
გაუჩნდეს, ამით ბოროტებას ხომ არ წავახალისებ ან ხელს ხომ
არ შევუწყობო, რაც სერიოზული დანაშაულია და თავს ვერ გა-
იმართლებ, წახალისება ფიქრადაც არ მქონდაო. და ერთა-
დერთი საშველი ისაა, დიდი სიფრთხილით შევარჩიოთ ქველ-
მოქმედების ადრესატი. ამ მოსაზრებით, ეჭვი არ მეპარება,
ბევრი ღირსეული და ღვთისნიერი კაცი გადახედავდა თავის
ხელგაშლილობას.
მისტერ ოლვორთიმ უპასუხა:
– ბერძნულში ვერ გაგეჯიბრებით და, შესაბამისად, ვერა-
ფერს ვიტყვი სიტყვა „გულმოწყალების“ ზუსტი თარგმანის შე-
სახებ, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა, რომ მისი არსი მოქმედე-
ბაში ძევს და ქველმოქმედება მისი ერთ-ერთი განშტოებაა.
რაც შეეხება დამსახურებას, გეთანხმებით, რა დამსახურე-
ბაა უბრალო ვალის მოხდა? და როგორი მნიშვნელობაც უნდა
ჰქონდეს გულმოწყალებას, მოვალეობის თაობაზე ახალ აღ-
თქმაში საკმარისად ნათლად არის განმარტებული. მე ის სა-
ვალდებულოდ მიმაჩნია, ქრისტიანული კანონითაც და ბუნე-
ბისაც, ხოლო ვალის მოხდა იმდენად სასიამოვნოა, რომ ეს უკ-
ვე თავისთავად ჯილდოა. თუმცა უნდა ვაღიარო, – თქვა ოლ-
ვორთიმ, – რომ არსებობს გულუხვობის (მე უფრო გულმოწყა-
ლებას დავარქმევდი) ისეთი სახე, როცა დიდსულოვნების და
ქრისტიანული სიყვარულის იდეით გავიღებთ სხვისთვის იმას,
80
რაც თავად ძალიან გვჭირდება, როცა სხვისი გასაჭირის შე-
სამსუბუქებლად მათ ტკივილს ვიზიარებთ, ეს არის, ჩემი აზ-
რით, დამსახურებული ჯილდო, მაგრამ თუ ძმას მხოლოდ იმი-
ტომ ეხმარები, რომ თავად ზედმეტი გაქვს, გულმოწყალე (ეს
სიტყვა უნდა ვიხმარო) ხაზინის ხარჯზე ხარ და არა საკუთარი
თავის. რამდენიმე ოჯახს შიმშილისგან თუ იხსნი იმით, რომ
ერთ არაჩვეულებრივ ნახატს არ შეიძენ ან სხვა რაიმე ახირე-
ბას არ დაიკმაყოფილებ, ეს ხომ მხოლოდ იმაზე მეტყველებს,
რომ უბრალოდ ადამიანი ყოფილხარ. არა, კიდევ უფრო გავ-
კადნიერდები და ვიტყვი, ეს ნიშნავს, რაღაც ხარისხით ეპიკუ-
რეს მიმდევარი იყო, რადგან ეპიკურეს თავგამოდებულ მიმ-
დევარს განა ყველაზე მეტად ერთის ნაცვლად რამდენიმე პი-
რით ჭამა არ ენდომებოდა? ვფიქრობ, ამას დაადასტურებს ნე-
ბისმიერი, ვინც იცის, რომ ბევრი მის გულუხვობას უნდა უმად-
ლოდეს პურს არსობისა.
რაც შეეხება უღირსთა მიმართ ხელგაშლილობის გამოვ-
ლენის საფრთხეს, რის მომსწრენიც ხშირად ვართ, რა თქმა
უნდა, ეს კეთილ ადამიანს ხელს ვერ ააღებინებს გულუხვობა-
ზე. არა მგონია, უმადურობის რამდენიმე ან თუნდაც ბევრმა
მაგალითმა კაცს გული გაუქვავოს და გასაჭირში ჩავარდნილ
ახლობელს არ თანაუგრძნოს. არც ის მჯერა, ჭეშმარიტად
დიდსულოვანი ადამიანისთვის ამას რამე მნიშვნელობა ჰქონ-
დეს. სხვა არაფერი შეუშლის ხელს კარგ კაცს, გულმოწყალე
იყოს, თუ არა სამყაროს გახრწნილების რწმენა, რაც მას ათე-
იზმისკენ ან ფანატიზმისკენ უბიძგებს, მაგრამ უსამართლო-
ბაა, რამდენიმე ნაძირალას გამო სამყაროს გახრწნილებაზე
ილაპარაკო. დარწმუნებული ვარ, საკუთარი სულის შემმეცნე-
ბელი ადამიანი ასე არ იფიქრებს და საერთო კანონიდან გან-
საკუთრებულ გამონაკლისს იპოვის.
თავისი სიტყვა ოლვორთიმ კითხვით დაასრულა:
81
– და ის პარტრიჯი, თქვენ რომ უღირსი უწოდეთ, ვინაა?
– ვინ და სკოლის მასწავლებელი... პარტრიჯი, ვისი ბავ-
შვიც თქვენ საკუთარ ლოგინში იპოვეთ.
მისტერ ოლვორთი დიდად განცვიფრდა, ეს რომ გაიგო, კა-
პიტანსაც არანაკლებ გაუკვირდა, აქამდე როგორ არ იცოდი-
თო. მე ერთი თვის წინ გავიგეო, ასე უთხრა და ძლივს გაიხსე-
ნა, რომ ყველაფერი მისის უილკინსისგან შეიტყო.
უილკინსი სასწრაფოდ მოიხმეს და როგორც კი კაპიტნის
ნათქვამი დაადასტურა, მისტერ ოლვორთიმ, კაპიტნის რჩე-
ვით, ის დაუყოვნებლივ გაგზავნა ლითლ ბადინგტონში ფაქტის
უტყუარობის დასადგენად. ვინაიდან კაპიტანს არ უყვარდა
თურმე კრიმინალურ ამბებში ნაჩქარევი გადაწყვეტილებების
მიღება, მისტერ ოლვორთი დაარიგა, ვიდრე მისტერ პარტრი-
ჯის დანაშაული არ დადასტურდება, არც ბავშვზე და არც მამა-
მისზე ჯერ აუგი არაფერი გაივლოთ გულშიო და მართალია,
თავად პედაგოგის მეზობლისგან საიდუმლოდ ყველაფერი შე-
იტყო, ღირსება არ აძლევდა უფლებას, მამხილებელი ფაქტები
მისტერ ოლვორთისთვის გაემჟღავნებინა.

თავი 6

მისტერ პარტრიჯის, სკოლის მასწავლებლის გასამართლება მისი


თავშეუკავებლობისთვის; ცოლი იძლევა ჩვენებას; მოკლე მოსაზრება
ჩვენი კანონის სიბრძნეზე და კიდევ სხვა მატერიებზე, რაც მოეწონებათ
მათ, ვინც უკეთ ერკვევა ამ საკითხში
გაგიკვირდებათ ალბათ, რომ ეს ყველასთვის ცნობილი ამ-
ბავი, ამდენი მითქმა-მოთქმა რომ გამოიწვია, მისტერ ოლ-
ვორთისთან არავის დასცდენია და შესაძლოა, ამქვეყნად მხო-

82
ლოდ მან არ იცოდა არაფერი.
ვფიქრობ, აუცილებელია, მკითხველს ვაცნობო, რომ
მთელ სამეფოში არავინ იყო წინა თავში განმარტებული გულ-
მოწყალების დოქტრინის ისეთი მგზნებარე მიმდევარი, რო-
გორიც ეს ჩვენი კეთილშობილი კაცი გახლდათ. მართლაცდა,
მის ორივე მნიშვნელობას თანაბარ პატივს მიაგებდა: სხვისი
სატკივარი მასავით გულთან ახლოს არავის მიჰქონდა და არა-
ვინ ყოფილა მისებრ მუდამ მზად დასახმარებლად, არც მის-
ნაირი მზრუნველი იყო ვინმე და სხვისი უხეირობის დაჯერებაც
ისე არავის უჭირდა.
შესაბამისად, ვერანაირი სკანდალი მის სუფრაზე განსა-
ხილველად ვერ შეაღწევდა. ვინაიდან დიდი ხნის დაკვირვე-
ბით ვიცით, ადამიანს საკუთარი მეგობრებით შეიცნობ, გავთა-
მამდები და ვიტყვი, რომ გამოჩენილი კაცის სუფრაზე მოსმე-
ნილი საუბრით მის რელიგიურ თუ პოლიტიკურ შეხედულებებ-
ზე და ზოგადად მის გემოვნებაზე შეიქმნი წარმოდგენას. მარ-
თალია, არსებობენ ისეთი ახირებული ადამიანები, ყველგან
რომ შეუძლიათ საკუთარ სენტიმენტებზე ლაპარაკი, მაგრამ
კაცობრიობის დიდი ნაწილი ბუნებით საკმარისად მლიქვნე-
ლია იმისათვის, რომ მასპინძელთან საუბრისას მისი გემოვნე-
ბა და სიმპათიები გაითვალისწინოს.
უმჯობესია, ახლა მისის უილკინსს დავუბრუნდეთ, რომელ-
მაც თხუთმეტი მილი კი გაიარა, მაგრამ მაინც სწრაფად შეას-
რულა დავალება და მასწავლებლის ბრალეულობის ისეთი
ძლიერი მამხილებელი ცნობები მოიტანა, რომ მისტერ ოლ-
ვორთიმ გადაწყვიტა, დამნაშავე დაებარებინა და თავად და-
ეკითხა. მისტერ პარტრიჯი გამოიძახეს, რათა მას ბრალდებე-
ბისგან თავი დაეცვა (თუკი ეს შესაძლებელი იქნებოდა).

83
დანიშნულ საათზე მისტერ ოლვორთის წინაშე დარბაზ „ფე-
რედაიზში“ წარდგნენ მისტერ პარტრიჯი, მისი ცოლი ანა და
ბრალმდებელი მისის უილკინსი.
მისტერ ოლვორთი მოსამართლის სავარძელში ჩაჯდა და
მასწავლებელი გამოიხმო. როცა პარტრიჯმა მისის უილკინსის
პირიდან ბრალდებები მოისმინა, დანაშაული არ აღიარა და
გაცხარებული იცავდა თავს.
შემდეგ მისის პარტრიჯი დაიკითხა, ოღონდ ჯერ ბოდიში
მოუხადეს, იძულებულს რომ ხდიდნენ, ქმრის წინააღმდეგ ჩვე-
ნება მიეცა. ისიც მოჰყვა ყველაფერს, რაც ჩვენმა მკითხველმა
უკვე იცის და ბოლოს თქვა, ჩემმა ქმარმა თავისი დანაშაული
აღიარაო.
მიუტევა თუ არა მისის პარტრიჯმა ქმარს, ამის გადაწყვეტას
ვერ ვითავებ, მაგრამ აშკარად უხალისოდ კი იძლეოდა ჩვენე-
ბას ქმრის წინააღმდეგ. შეიძლება, სხვა მიზეზიც არსებობდა
და ასე არც მოქცეულიყო, მისის უილკინსს დიდი ოსტატობით
რომ არ დაეცინცლა ფაქტები და მისტერ ოლვორთის სახე-
ლით არ შეჰპირებოდა, შენი ქმრის დანაშაული ოჯახის კე-
თილდღეობას არ ავნებსო.
ხოლო პარტრიჯი თავისას არ იშლიდა და საკუთარ უცოდ-
ველობას ამტკიცებდა, ის კი განაცხადა, ცოლთან ვაღიარეო,
ოღონდ მისი გაუთავებელი და დაჟინებული თხოვნის გამო
გამხდარა იძულებული, ასე მოქცეულიყო. თანაც თურმე ცოლ-
მა დაიფიცა, თუ აღიარებ, აღარ გაგტანჯავო, საზეიმოდ შეჰპი-
რებია, ამ ამბავს საერთოდ აღარ ვახსენებო. ასე რომ, ქმარს
უბიძგეს, ეცრუა, თორემ უდანაშაულო გახლდათ. განაცხადა,
იმავე მოტივით მკვლელობასაც კი დავიბრალებდიო.
მისის პარტრიჯმა ამ ცილისწამების ატანა მშვიდად ვერ შეძ-
ლო და ვინაიდან ცრემლების გარდა სხვა ვერაფრით დაიცავ-

84
და თავს, ცრემლი მოიშველია და აქვითინებულმა მისტერ
ოლვორთის მიმართა (ან უფრო სწორად, დაუყვირა):
– ნება მომეცით, გითხრათ, თქვენო მოწყალებავ, ჯერ არ-
ცერთ ქალს ჩემდენი შეურაცხყოფა არ მიუღია ასეთი გარეწა-
რი კაცისგან, და ეს არ ყოფილა ღალატის პირველი შემთხვე-
ვა. არა, თქვენო მოწყალებავ, მან არაერთხელ წაბილწა ცოლ-
ქმრის სარეცელი. ლოთობას და უსაქმურობას კიდევ ავიტან-
დი, მაგრამ ყველაზე წმინდა მცნების დარღვევას – ვერა. გა-
რეთ რომ მომხდარიყო, ასე არ ვიდარდებდი, მაგრამ ჩემს მო-
ახლესთან ერთად, ჩემს სახლში, ჩემ ჭერქვეშ, ჩემი უმანკო სა-
რეცელი შეურაცხყო, რომელშიც ალბათ სხვა ბინძურ ბოზებ-
საც იწვენდა. დიახ, შე არამზადა, დიახ, შენ წაბილწე ჩემი სა-
რეცელი და ახლა მაბრალებ, თითქოს დაგაშინე და ისე გაღია-
რებინე დანაშაული. თქვენო მოწყალებავ, ვგავარ მე მის დამ-
შინებელს? მთელ სხეულზე მემჩნევა მისი სისასტიკის ნიშნები.
კაცი რომ იყო, შე არამზადა, თავი შეგჯავრდებოდა, ქალს რომ
ასე მოექეცი. მაგრამ შენ ნახევარი კაციც არ ხარ და კარგად
იცი ეს. ნახევარი ქმარი არ ხარ ჩემთვის. ბოზებში გირჩევნია
სირბილი. და რაკი ასე გამომიწვია, დავიფიცებ, რომ მათ ლო-
გინში წავასწარი. იქნებ აღარ გახსოვს, ლამის სული რომ
ამომხადე ცემით, შუბლიდან სისხლი რომ წამსკდა, მხოლოდ
იმიტომ, რომ ღალატის გამო თავაზიანად გისაყვედურე! შე-
მიძლია მეზობლები დავიმოწმო. შენ, შენ მე გული გამიტეხე!
აქ მისტერ ოლვორთიმ შეაწყვეტინა, სთხოვა, დამშვიდდი-
თო და შეჰპირდა, სამართლიანობა აღდგებაო, მერე პარ-
ტრიჯს მიუბრუნდა, რომელიც ნაწილობრივ გაოცებისგან და
ნაწილობრივ შიშისგან სახეშეძრწუნებული იდგა და უთხრა,
ვწუხვარ, თქვენისთანა გარყვნილ კაცს რომ ვუყურებო. დაარ-
წმუნა, ორჭოფობა და ტყუილი დანაშაულს დაგიმძიმებთო და

85
მხოლოდ და მხოლოდ გულახდილი აღიარებით და მონანიე-
ბით თუ გამოისყიდით ცოდვასო. ისიც შესთავაზა, დაუყოვნებ-
ლივ დაეწყო აღიარება და აღარ უარეყო ის, რაც მისმა საკუ-
თარმა ცოლმა ნათლად დაადასტურა.
მკითხველის მოთმინებას ვითხოვ ერთი წუთით, ვიდრე შე-
ვაქებ ჩვენი კანონის სიბრძნეს და გამჭრიახობას, რომელიც
უარს ამბობს, გაითვალისწინოს ცოლის ჩვენება ქმრის სასიკე-
თოდ ან მის წინააღმდეგ, რაც, ერთი განსწავლული მწერლის
თქმის არ იყოს, ვის ციტატებსაც მარტო იურიდიულ წიგნებში
თუ შეხვდებით, მხოლოდ მარადიული განხეთქილებების სა-
ბაბს მოგვცემდა და ხელს შეუწყობდა ცრუმოწმეობის, გამათ-
რახების, დაჯარიმების, დაპატიმრების, გადასახლების და ჩა-
მოხრჩობის შემთხვევათა გახშირებას. პარტრიჯი ერთხანს ჩუ-
მად იყო, სანამ პასუხი არ მოსთხოვეს, მერე ასე თქვა, მე უკვე
მოგახსენეთ სიმართლე, ღვთის წინაშე უდანაშაულო ვარო და
ბოლოს მის მოწყალებას სთხოვა, დაუყოვნებლივ მოეყვანათ
ჯენი. შეიძლება არ იცოდა ან თავს იკატუნებდა, თითქოს არ
იცოდა, რომ ჯენის ქვეყნის ის ნაწილი უკვე დაეტოვებინა.
მისტერ ოლვორთი დასთანხმდა, საბოლოო გადაწყვეტი-
ლების მიღება ჯენის ჩამოსვლამდე გადაედო, ის ხომ სამარ-
თლიანობის თანდაყოლილი სიყვარულის და მშვიდი ბუნების
წყალობით ყველაზე დამყოლი მოსამართლე იყო და ნების-
მიერი მოწმის ჩვენებას მოისმენდა დამნაშავის დასაცავად.
მისტერ ოლვორთიმ სასწრაფოდ გაგზავნა შიკრიკი ჯენის ჩა-
მოსაყვანად, შემდეგ პარტრიჯებს ურჩია, სიმშვიდე შეენარჩუ-
ნებინათ (მართალია, განსაკუთრებული სიმკაცრით ცოდვილს
მიმართა) და მესამე დღეს კვლავ მასთან გამოცხადებულიყ-
ვნენ, რადგან ჯენი ერთი დღის სავალზე ცხოვრობდა.
დათქმულ დროს ყველას თავი მოეყარა, როცა შიკრიკი
დაბრუნდა და მოიტანა ამბავი, ჯენი ვერ ვიპოვეო – რამდენიმე
86
დღის წინ საცხოვრებელი ადგილი დაუტოვებია ვიღაც ახალ-
წვეულ ოფიცერთან ერთად.
ამის შემდეგ მისტერ ოლვორთიმ განაცხადა, ჯენი ისეთი
გარყვნილი ქალი აღმოჩნდა, მისი ჩვენება ნდობას არ იმსახუ-
რებს, მაგრამ აქ რომც ყოფილიყო და სიმართლე ეთქვა, და-
ადასტურებდა იმ ფაქტს, რაც ისედაც აშკარაა და რაც პარტრი-
ჯის ცოლმა საკმარისად ნათლად დაადასტურაო. მისტერ პარ-
ტრიჯს ერთხელაც ურჩია, დანაშაული ეღიარებინა, ის კი ისევ
და ისევ იფიცებოდა, უდანაშაულო ვარო. მისტერ ოლვორთიმ
განაცხადა, მე უკვე დავრწმუნდი პარტრიჯის ბრალეულობაში
და ჩემგან შეღავათს ნუ ელისო. ყოველწლიური დახმარება შე-
უწყვიტა, ურჩია, სულის გადასარჩენად ცოდვა მოენანიებინა
და წელებზე ფეხი დაედგა ცოლის და საკუთარი თავის სარჩე-
ნად.
პარტრიჯზე უბედური კაცი ამქვეყნად ცოტა თუ მოიძებნებო-
და. ცოლის ჩვენების გამოისობით შემოსავლის დიდი ნაწილი
დაკარგა და ყოველდღე უწევდა მისივე საყვედურის მოსმენა,
როგორ დამტოვე უსახსროდო, მაგრამ ასეთი აღმოჩნდა მის-
ტერ პარტრიჯის ხვედრი და სხვა რა გზა ჰქონდა, უნდა შეჰგუე-
ბოდა.
მართალია, წინა აბზაცში პარტრიჯს უბედური ვუწოდე, მირ-
ჩევნია, მკითხველმა ეს ეპითეტი ჩემი თანაგრძნობით ახსნას
და არ იფიქროს, თითქოს მის უდანაშაულობას ვგულისხმობ-
დე. პარტრიჯი დამნაშავეა თუ არა, ამას მალე გაიგებთ, მაგრამ
ვინაიდან ისტორიის მუზამ საიდუმლო გამანდო, არავითარ
შემთხვევაში არ გავთქვამ, ვიდრე ამის ნებას თავად არ დამ-
რთავს.
მკითხველს მოუწევს, ცოტა ხნით დაიოკოს ცნობისმოყვა-
რეობა. ერთი რამ კი ცხადია, მართებული გადაწყვეტილება

87
მიიღო მისტერ ოლვორთიმ თუ არა, სამხილი პედაგოგის გა-
სამტყუნებლად ნამდვილად საკმარისი ჰქონდა. ამ სამხილე-
ბის ნახევარიც კი ნებისმიერ მოსამართლეს დააკმაყოფილებ-
და. და მაინც, მისის პარტრიჯის ჩვენების მიუხედავად, რომე-
ლიც მზად იყო დაეფიცა კიდეც, შესაძლებელია, სკოლის მას-
წავლებელი უდანაშაულო ყოფილიყო, რადგან თუმცა კი ჯენი
სავარაუდოდ ლითლ ბადინგტონში დაორსულდა, ეს სულაც
არ ნიშნავდა, რომ პარტრიჯი ბავშვის მამა იყო. ყურადღება
არავის მიუქცევია იმ ფაქტისთვის, რომ იმავე სახლში თვრამე-
ტი წლის ყმაწვილი ცხოვრობდა და მის და ჯენის სიახლოვეს
ეჭვის საბაბი უნდა გაეჩინა, მაგრამ ვინაიდან ზოგადად ეჭვია-
ნობა ბრმაა, ეს ფაქტი სიბრაზისგან გაცეცხლებულ ცოლს
გულშიც არ გაუვლია.
რამდენად გაითვალისწინა პარტრიჯმა მისტერ ოლვორ-
თის დარიგება და მოინანია, ეს ჩვენთვის უცნობია, ცოლს რაც
შეეხება, ის ნამდვილად ნანობდა, ქმრის წინააღმდეგ რომ მის-
ცა ჩვენება, განსაკუთრებით, როდესაც დარწმუნდა, რომ მისის
დებორამ მოატყუა და უარი განუცხადა, მისტერ ოლვორთის-
თან სიტყვა შეეწია. სამაგიეროდ, მისის ბლაიფილთან მეტ
წარმატებას მიაღწია. მკითხველს ემახსოვრება, რომ მისის
ბლაიფილი უფრო ზნეკეთილი ქალი გახლდათ და გულითა-
დად ითავა, ძმისთვის ყოველწლიური დახმარების აღდგენა
ეთხოვა, ოღონდ, გულითადობის გარდა, უფრო უცნაურმა და
ბუნებრივმა მოტივმა უბიძგა და რა იყო ეს მოტივი, ამას მომ-
დევნო თავში შეიტყობთ.
სამწუხაროდ, მისის ბლაიფილის შუამდგომლობამ არ გა-
ამართლა. მართალია, მისტერ ოლვორთი, ზოგიერთი თანა-
მედროვე მწერალივით, არ ფიქრობდა, რომ თანაგრძნობა
მხოლოდ დამნაშავის დასჯით გამოიხატება, იმ აზრისგანაც

88
შორს იყო, თითქოს მართებულია, დაუფიქრებლად და უმიზე-
ზოდ მიუტევო. ის არასოდეს უგულებელყოფდა საეჭვო ფაქ-
ტებს ან დანაშაულის შემარბილებელ ვითარებებს, მაგრამ კა-
ნონდამრღვევის თხოვნა ან ნაცნობების შუამდგომლობა ნაკ-
ლებად აღელვებდა. ერთი სიტყვით, არასოდეს იწყალებდა იმ
მიზეზით, რომ, უბრალოდ, თავად კანონდამრღვევს ან მის მე-
გობარს არ სურდათ დაესაჯათ.
პარტრიჯი და მისი ცოლი იძულებულნი გახდნენ, ხვედრს
შეჰგუებოდნენ; ხვედრი კი ძალიან მწარე გამოდგა, რადგან
პედაგოგი არათუ არ შეეცადა, შემოსავლის შემცირების გამო
გაორმაგებულად ეშრომა, საერთოდაც სასოწარკვეთამ მოიც-
ვა და ვინაიდან ბუნებით ზარმაცი კაცი იყო, ამ მანკიერმა მხა-
რემ თავი კიდევ უფრო იჩინა და თავისი პატარა სკოლაც და-
კარგა. ცოლ-ქმარი ულუკმაპუროდ დარჩა და რომ არა ერთი
ღვთისნიერი ქრისტიანის გამოგზავნილი დახმარება, არსებო-
ბასაც ვერ შეძლებდნენ.
დახმარებას ვისგან იღებდნენ, არ იცოდნენ. იფიქრეს, –
დარწმუნებული ვარ, მკითხველიც ასევე იფიქრებდა, – რომ
საიდუმლო ქველმოქმედი თავად მისტერ ოლვორთი იქნებო-
და, რომელიც მანკიერებას აშკარად ვერ წაახალისებდა და
ამიტომ გადაწყვიტა, ფარულად დახმარებოდა გასაჭირში ჩავ-
არდნილებს, რომელთა გასაჭირმა აშკარად გადააჭარბა ჩა-
დენილს. როგორც იქნა, იღბალმა გადმოხედა სასოწარკვეთი-
ლებს, შეებრალა გაუბედურებული წყვილი და მისტერ პარ-
ტრიჯს გაუსაძლისი მდგომარეობა საგრძნობლად შეუმსუბუქა
– მის ცოლს ყვავილი შეეყარა და გარდაიცვალა.
თავდაპირველად ყველა სიხარულით შეხვდა მისტერ ოლ-
ვორთის განაჩენს, მაგრამ როგორც კი მისტერ პარტრიჯმა ამ
განაჩენის შედეგი იწვნია, მეზობლები მოლბნენ, თანაგრძნო-

89
ბით განიმსჭვალნენ და რასაც ადრე სამართლიანობას ეძახ-
დნენ, მალე სისასტიკე და ულმობლობა უწოდეს. ახლა ამბობ-
დნენ, განაჩენი ცივსისხლიანი კაცის გამოტანილი იყოო და მი-
ტევებისკენ მოუწოდებდნენ. მისის პარტრიჯის სიკვდილის
შემდეგ ხმა კიდევ უფრო აიმაღლეს. მართალია, უკვე ნახსენე-
ბი გარდაცვალების მიზეზი არც სიდუხჭირე ყოფილა და არც
დარდი, ბევრი მაინც ურცხვად აბრალებდა მისტერ ოლვორ-
თის სისასტიკეს და დაუნდობლობას.
პარტრიჯს აღარც ცოლი ჰყავდა, სკოლაც დაკარგა და ყო-
ველწლიური შემოსავალიც, უცნობმა ქველმოქმედმაც შეუწ-
ყვიტა წყალობა, ამიტომ გადაწყვიტა, შეეცვალა საცხოვრებე-
ლი ადგილი და გასცლოდა სოფელს, სადაც, საყოველთაო თა-
ნაგრძნობის მიუხედავად, შიმშილით სიკვდილი ემუქრებოდა.

თავი 7

პატარა სკეტჩი ნეტარებაზე, რომელიც შეიძლება სიძულვილმა მოჰ-


გვაროს კეთილგონიერ წყვილს და დაერთვის მოკლე მობოდიშება იმ
ადამიანების გამო, მეგობრების ნაკლოვანებებზე თვალს რომ ხუჭავენ

კაპიტანმა ეფექტურად გაანადგურა საცოდავი პარტრიჯი,


მაგრამ რაც სურდა, ის ვერ მოიმკო, ვერ მოიშორა თავიდან ნა-
პოვარა.ის კი არა, მისტერ ოლვორთი დღითი დღე მეტ სიყვა-
რულს ავლენდა პატარა ტომის მიმართ, თითქოს მამამისს
რომ მკაცრად მოექცა, ვაჟზე გადამეტებული მზრუნველობით
ცდილობდა ამის გაბათილებას.
90
ეს ვითარება და დღენიადაგ მისტერ ოლვორთის ხელგაშ-
ლილობის ცქერა კაპიტანს გუნება-განწყობას უფუჭებდა, რად-
გან სკვაირი თავისი გულუხვობით კაპიტნის ქონებას საგ-
რძნობლად ამცირებდა.
ეს ის საკითხი იყო, რომელშიც კაპიტანი ცოლს არ ეთანხმე-
ბოდა, სიმართლე რომ ითქვას, დიდად არც სხვა დანარჩენში,
რადგან, მართალია, ბრძენთა აზრით, ურთიერთგაგებაზე დამ-
ყარებული სიყვარული უფრო ხანგრძლივია, ვიდრე სილამა-
ზეზე, ჩვენს შემთხვევაში ასე არ მოხდა. ის კი არა, სწორედ აზ-
რები და შეხედულებები ხდებოდა საბაბი წყვილის უთანხმოე-
ბის და ჩხუბის, დროდადრო რომ იფეთქებდა ხოლმე და საბო-
ლოოდ იმით დასრულდა, რომ ლედიმ ქმარი შეიძულა, ქმარი
კი, საერთოდაც ზიზღით აღივსო ცოლის მიმართ.
გაცნობის დღიდან უმეტესად ღვთისმეტყველებაზე საუბ-
რობდნენ, რადგან არცერთი თავის ნიჭს არ ზოგავდა, რომ
ღვთისმეტყველება კარგად შეესწავლა. როგორც ჩინებულად
აღზრდილი კაცი, კაპიტანი ქორწინებამდე ყოველთვის უთ-
მობდა ლედის და ამას ვიღაც ყეყეჩი მეტიჩარასავით კი არ აკე-
თებდა, რომელიც ზრდილობიანად აღიარებს მოსაუბრის უპი-
რატესობას, მაგრამ თან თავის გამოჩენაც სურს. პირიქით,
თუმცა კი ამქვეყნად ყველაზე ამაყი კაცი გახლდათ, მეტოქის
გამარჯვებას ისე უპირობოდ მორჩილდებოდა, რომ ქალს ერ-
თი წუთითაც არ ეპარებოდა ეჭვი მის გულწრფელობაში და კა-
მათის შემდეგ ყოველთვის საკუთარი გონიერებით კმაყოფი-
ლი და მოსაუბრით აღფრთოვანებული რჩებოდა.
კაპიტნისთვის არც ისე აუტანელი იყო, დამორჩილებოდა
ადამიანს, რომელსაც ვერ იტანდა, დაწინაურების იმედით
ჰოდლის ან სხვა დიდი მეცნიერის მორჩილება ალბათ კიდევ
უფრო აუტანელი იქნებოდა, მაგრამ მოტივის და მიზეზის გა-
რეშე უძნელდებოდა. ქორწინებამ მიზეზი რომ ჩამოაცილა,
91
მობეზრდა ამდენი დათმობა და უკვე ცოლის მოსაზრებებს იმ
კაცის შეურაცხმყოფელი ქედმაღლობით ისმენდა, რომელიც
თავად იმსახურებს აბუჩად აგდებას.
ნაზი ვნებების პირველმა შემოტევამ რომ გაიარა და შემო-
ტევებს შორის ხანგრძლივი და მშვიდი შუალედის დროს ქალ-
ბატონს რეალობამ თვალები აუხილა, მიხვდა, როგორ შეც-
ვლილიყო კაპიტნის დამოკიდებულება მის მიმართ, როგორი
ამრეზით ისმენდა ქმარი მის მოსაზრებებს და შეურაცხყოფის
მოთმენის სურვილი არ გასჩენია. პირველად ისე გაღიზიანდა,
ტრაგიკულ დასასრულს ვერ გადაურჩებოდნენ, უფრო უვნები
გზა რომ არ გამოენახა და ქმრის გონებრივი შესაძლებლობე-
ბი არ ექილიკებინა, რამაც ოდნავ შეურბილა მისდამი ზიზღი,
უკვე საკმარისად რომ მოსძალებოდა.
ბლაიფილს უფრო მარტივად სძულდა ცოლი: მხოლოდ
ცოდნას და გონიერებას კი არ უწუნებდა, იმის გამოც არანაკ-
ლებ ეჯავრებოდა, სიმაღლით ექვსი ფუტიც რომ არ იყო. ქალ-
თა სქესზე თავისი შეხედულებით კაპიტანი პირქუშ არისტოტე-
ლესაც კი დაჯაბნიდა, მის წარმოდგენაში ქალი სხვა არაფერი
იყო, თუ არა შინაური ცხოველი, კატაზე ცოტათი მაღლა მდგო-
მი, ვინაიდან მეტად მნიშვნელოვან საქმეს ასრულებდა, თუმცა
სხვაობა ამ ორს შორის იმდენად მცირე ეჩვენებოდა, რომ მის-
ტერ ოლვორთის მამულსა და ქონებაზე დაქორწინებული,
მზითვად რომელს აირჩევდა, სულერთი იქნებოდა. მაგრამ კა-
პიტანი იმდენად პატივმოყვარე იყო, ცოლის ზიზღს მტკივნეუ-
ლად განიცდიდა და მისივე ადრინდელი გადამეტებული სიყ-
ვარულის გამოც, საბოლოოდ ისე ძლიერ შეიძულა, ადამიანს
წარმოდგენა გაუჭირდებოდა.
ცოლქმრული სიამტკბილობიდან ერთი სიტუაცია უნდა გა-
მოირიცხოს და ეს არის გულგრილობის გამოვლენა: იმედია,
ბევრმა მკითხველმა იცის, რა განსაკუთრებული ნეტარებაა,
92
როცა საყვარელ ადამიანს ასიამოვნებ, ვშიშობ, ზოგიერთს
ისიც გამოცდილი ექნება, რამხელა კმაყოფილებას და სიამოვ-
ნებას გვგვრის საძულველი ადამიანის წამება. მე როგორც
მესმის, ამ მეორე სიამოვნებას ის იწვევს, რომ ცოლიც და ქმა-
რიც ხშირად უარს ამბობენ სიმშვიდეზე, ქორწინებას რომ მო-
აქვს, გინდაც გულზე არ ეხატებოდეთ ერთმანეთი. ცოლს ხში-
რად აქვს სიყვარულის ან ეჭვიანობის შემოტევები და საკუთარ
სიამოვნებაზეც კი უარს ამბობს, ოღონდაც ქმარი შეაწუხოს,
ხოლო ის, თავის მხრივ, სამაგიეროს ხშირი თავშეკავებით უხ-
დის და მხოლოდ იმიტომ ზის სახლში მისთვის უსიამო ადამია-
ნის საზოგადოებაში, რომ ეს უკანასკნელიც მისთვის უსიამო
ადამიანის გვერდით იყოს განუყრელად. ამით აიხსნება, ქვრი-
ვები ხანდახან ცრემლად რომ იღვრებიან ქმრის კუბოსთან,
ვისთან ერთადაც მუდმივ შფოთვაში და აურზაურში გაატარეს
ცხოვრება და ვისი, კიდევ ცოტა ხნით, წამების იმედი სამუდა-
მოდ მოესპოთ.
ამჟამად კაპიტანი და მისი ცოლი სწორედ ამ სიამოვნებით
ტკბებოდნენ. საკმარისი იყო, ერთ მათგანს თავისი მოსაზრება
გამოეთქვა, მეორე სრულიად საპირისპიროს ამტკიცებდა. თუ
ერთი რაიმე გასართობს შესთავაზებდა, მეორე მუდამ უარზე
იყო. მათ არც უყვარდათ და არც სძულდათ და არ შეუქიათ და
არ გაულანძღავთ ერთი და იგივე ადამიანი. ამავე მიზეზით, ვი-
ნაიდან კაპიტანს ათვალწუნებული ჰყავდა პატარა ნაპოვარა,
ცოლი ბავშვს ლამის საკუთარი შვილივით ეალერსებოდა.
მკითხველს არ გაუჭირდება, მიხვდეს, რომ ცოლ-ქმრის ამ-
გვარი საქციელი ვერ ეთავსებოდა მისტერ ოლვორთის მიერ
წარმოდგენილ უდარდელ ბედნიერებას, სამივეს რომ უნდა
ეგრძნო კაპიტნის და მისი დის შეუღლების შემდეგ, თუმც, მი-
უხედავად იმისა, რომ ოპტიმისტური მოლოდინის გაქარ-
წყლებით ცოტა იმედგაცრუებული დარჩა, სკვაირმა ბოლომდე
93
მაინც ვერ გააცნობიერა, რა ხდებოდა, რადგანაც კაპიტანს
საკმაო მიზეზი ჰქონდა, მისი თანდასწრებით გრძნობები მო-
ეთოკა, ლედი კი ძმის განაწყენების შიშით იძულებული იყო,
ქმრისთვის მიებაძა. მართლაც რომ სრულიად შესაძლებე-
ლია, მესამე პირი, ძალიან ახლობელი, ცოლ-ქმართან ერთ
სახლში ცხოვრობდეს და მათი ზომიერების და თავშეკავებუ-
ლობის წყალობით ვერ ატყობდეს, რა მჟავე სენტიმენტები
აქვთ ერთმანეთის მიმართ. ერთი დღე არ არის საკმარისი სი-
ძულვილისთვის ისევე, როგორც სიყვარულისთვის, თუმცა
როცა დიდ დროს ატარებენ ერთად, დამკვირვებლების გარე-
შე, და ამ ორივე გრძნობის გამოსავლენად ხელსაყრელი პი-
რობები ჭარბად ეძლევათ, ადამიანები ზომიერებას ეჩვევიან
და თუ ერთმანეთი უყვართ, საზოგადოებაში რამდენიმე საათს
ძლებენ ფლირტის გარეშე, ან თუ სძულთ, სხვის დასანახად სა-
ხეში არ აფურთხებენ ერთმანეთს.
შეიძლება, მისტერ ოლვორთიმ რაღაც შენიშნა და თავს
უხერხულად გრძნობდა, რადგანაც ბრძენ კაცს ვერ შეამჩნევ,
როცა სტკივა – ის ხომ ბავშვივით ან ქალივით ტირილს და წუ-
წუნს არ მოჰყვება. ისიც შესაძლებელია, რომ მისტერ ოლვორ-
თი კაპიტნის ნაკლს ხედავდა, მაგრამ ეს უხერხულობას არ უქ-
მნიდა, რადგანაც ჭეშმარიტად ბრძენი და კეთილი ხალხი ადა-
მიანს ისეთს იღებს, როგორიც არის, არ წუწუნებს მისი არას-
რულფასოვნების გამო და მის გამოსწორებას არ ცდილობს,
თუ მეგობარს, ნათესავს ან უბრალოდ ნაცნობს ნაკლს აღმო-
უჩენს, ამ ფაქტს მათი ან სხვის თანდასწრებით არ აღნიშნავს
და ხშირად ამის გამო ნაკლებადაც არ უყვარს ხოლმე. მარ-
თლაც, გამჭრიახობას შემწყნარებლობით რომ არ ვაწონასწო-
რებდეთ, მაშინ ხომ მხოლოდ ადვილად მოსატყუებელ სულე-
ლებს ვიყოლიებდით მეგობრებად. იმედია, ჩემი მეგობრები
მაპატიებენ, თუ ვიტყვი, რომ უნაკლო არცერთი არ არის და
94
არც ის გამიხარდებოდა, მათ რომ ჩემი ნაკლი არ შეემჩნიათ.
ეს ერთგვარი გულმოწყალებაა, რომელსაც ჩვენ გავიღებთ და
სხვისგანაც მოვითხოვთ. ეს არის მეგობრობის ერთგვარი გა-
მოცდა და ალბათ არც ისე სასიამოვნო. გულმოწყალენი რომ
ვართ, ეს არ ნიშნავს, ვინმეს გამოსწორება გვინდოდეს. მგო-
ნი, დიდი სისულელეა, სცადო, გამოასწორო საყვარელი ადა-
მიანის თანდაყოლილი სისუსტე. უფაქიზესი ბუნების ადამიანს,
ნატიფი ფაიფურის მსგავსად, შეიძლება ბზარი ჰქონდეს და
ვშიშობ, – როგორც ერთის, ისე მეორის შემთხვევაში – გამო-
უსწორებელი, თუმცა კი მათ ღირებულებას ვერაფერს აკლებ-
დეს.
ასე რომ, მისტერ ოლვორთი, რაღა თქმა უნდა, ხედავდა კა-
პიტნის არასრულფასოვნებას, მაგრამ, ვინაიდან კაპიტანი დი-
დი ეშმაკი ვინმე იყო და თან დღენიადაგ გაფაციცებული, რამე
არ შეშლოდა, მისტერ ოლვორთი ამ ყველაფერს უმნიშვნელო
ნაკლად მიიჩნევდა და კეთილი ბუნების გამო თვალს ხუჭავდა,
ხოლო გონიერება აფრთხილებდა, კაპიტნის თანდასწრებით
არ შეემჩნია. სულ სხვაგვარი იქნებოდა მისი განწყობა, სიმარ-
თლე რომ სცოდნოდა და ალბათ შეიტყობდა კიდეც, ცოლ-
ქმრის ურთიერთობა ასე რომ გაგრძელებულიყო, მაგრამ ბე-
დისწერა ეფექტურად ჩაერია ამ ამბავში და აიძულა კაპიტანი,
ისეთი რამ მოემოქმედებინა, ცოლს კვლავ მწველი სიყვარუ-
ლით შეჰყვარებოდა და მისდამი ნაზი გრძნობები ხელახლა
გაჰღვივებოდა.

95
თავი 8
რეცეპტი, როგორ შეიძლება ცოლის სიყვარულის
დაბრუნება, რომელიც ყველაზე უიმედო შემთხვევებშიც
ამართლებს

კაპიტანი ბლაიფილი ცოლთან საუბარში გატარებულ არა-


სასიამოვნო წუთებს (რომელთა შესამცირებლად ძალას არ
იშურებდა) სიმარტოვეში ნეტარი მედიტაციით აწონასწორებ-
და.
მედიტაცია ამომწურავად ეძღვნებოდა მისტერ ოლვორთის
ქონებას. კაპიტანი, უპირველეს ყოვლისა, გულმოდგინედ
ცდილობდა, როგორმე ზუსტად შეეფასებინა ეს ქონება და
დროდადრო იმასაც მოისაზრებდა ხოლმე, რანაირად შეიძ-
ლებოდა, თავის სასარგებლოდ შეეცვალა რამე; მეორე, უმე-
ტესად რაზედაც ფიქრობდა ხოლმე, სახლის და ბაღის გადას
ხვაფერება იყო. ათასი მონახაზი უტრიალებდა თავში, მამული
რომ უფრო გაელამაზებინა და მისთვის დიდებული იერი მი-
ეცა. ამიტომ არქიტექტურის და მებაღეობის შესწავლა დაიწ-
ყო, უამრავი წიგნი წაიკითხა და თითქმის მთელ დროს ამ საქ-
მიანობას უთმობდა, როგორც ერთადერთ გასართობს. საბო-
ლოოდ არაჩვეულებრივი გეგმა შეიმუშავა, რომელიც ისეთი
თვალისმომჭრელი იყო და ისე ჩრდილავდა ფუფუნებაზე და
მდიდრულობაზე თანამედროვე წარმოდგენასაც კი, გულითაც
რომ გვეწადოს, მკითხველს მაინც ვერ გავაცნობთ, რადგან ეს
ჩვენს ძალებს აღემატება. როგორც ყველა ამგვარი დიადი და
კეთილშობილი ჩანაფიქრის განხორციელებას, ისე კაპიტნის
გეგმის აღსრულებასაც განუზომელი ხარჯები და ბევრზე ბევრი
დრო სჭირდებოდა. პირველს რაც შეეხება, კაპიტნის ვარა-
უდით, მისტერ ოლვორთი დიდ ქონებას ფლობდა და დარწმუ-
ნებული იყო, ეს ქონება მემკვიდრეობით მას გადაეცემოდა.
96
დროის გამო კაპიტანი ბლაიფილი არ შიშობდა, რადგან თვი-
თონ საკმაოდ ჯანმრთელი შუახნის კაცი იყო და იმედოვნებდა,
არაფერი შეუშლიდა ხელს, ჩანაფიქრისთვის ხორცი შეესხა.
ერთადერთი, რაც ამ გეგმის დაუყოვნებელ განხორციელე-
ბას ესაჭიროებოდა, მისტერ ოლვორთის სიკვდილი იყო. კაპი-
ტანმა ალგებრის ცოდნა მოიშველია, შეიძინა წიგნები სიცოც-
ხლის ხანგრძლივობაზე, მემკვიდრეობაზე და სხვა ამგვარ სა-
კითხებზე და კმაყოფილმა დაასკვნა, რომ ეს შეიძლებოდა ყო-
ველდღე მომხდარიყო, რამდენიმე წელში კი უეჭველად მოხ-
დებოდა.
მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, როცა კაპიტანი სანუკვარ თე-
მას გულდასმით უღრმავდებოდა, ყველაზე საშინელი და გა-
უთვალისწინებელი რამ შეემთხვა, რაც კი შეიძლებოდა შემ-
თხვეოდა. ბედისწერა სხვა ასეთ სასტიკ, უდროო და სრულიად
გამანადგურებელ შემთხვევას ვერ მოიგონებდა. მოკლედ,
დიდხანს რომ არ ვალოდინო მკითხველი, ზუსტად იმ წუთს,
როცა კაპიტანი გულში ოლვორთის სიკვდილით მოგვრილ სი-
ხარულზე ფიქრობდა, მას დამბლა დაეცა და სული განუტევა.
უბედურება საღამოს სეირნობისას დაატყდა თავს, როცა
გვერდით არავინ ჰყავდა, რომ დახმარებოდა, თუ, რა თქმა უნ-
და, ვინმე რამეს უშველიდა. კაპიტანმა მიწის ნაჭერი მოიზომა,
რომელიც სამომავლო გეგმებისთვის ნამდვილად გამოადგე-
ბოდა და იწვა მკვდარი, ჰორაციუსის სიტყვების ჭეშმარიტების
დასტურად:
Tu secanda Marmora Locas sub ipsum funus; et sepulchri
Immemor, struis domos.
რასაც ასე ვუთარგმნიდი მკითხველს: საუკეთესო მასალას
იმარაგებ მშენებლობისთვის, როცა წერაქვი და ნიჩაბიც გეყო-
ფოდა; აშენებ ხუთასი ფუტის სიგრძის და ასი ფუტის სიგანის

97
სახლს და გავიწყდება, ექვსი ფუტის სიგრძისა და ორი ფუტის
სიგანისაც რომ არსებობს.

თავი 9
ზემოთ ხსენებული რეცეპტის შეუცდომლობის დადასტურება ქვრი
ვის გოდებით; კიდევ – სიკვდილის შესაფერისი დეკორაციები,
მაგალითად, ექიმი და საკადრისი ეპიტაფია

მისტერ ოლვორთი, მისი და და კიდევ ერთი ლედი ჩვეულ


დროს შებრძანდნენ სასადილო ოთახში სავახშმოდ, მაგრამ
ამჯერად ჩვეულებრივზე მეტხანს მოუხდათ ლოდინი. მისტერ
ოლვორთიმ ჯერ განაცხადა, ვღელავ, კაპიტანი რომ იგვიანებ-
სო (ვინაიდან ბლაიფილი ყოველთვის პუნქტუალური იყო) და
ბრძანა, ზარი ეზოში დარეკეთ, განსაკუთრებით იქ, სადაც ის
სეირნობს ხოლმეო.
ვერასდიდებით რომ ვერ გააგონეს კაპიტანს (რადგან ბე-
დის მუხანათობით იმ საღამოს მან ახალი გზით გადაწყვიტა გა-
სეირნება), მისის ბლაიფილმა თქვა, სერიოზულად ვღელავო.
მაშინ მეორე ქალბატონმა, რომელიც მისის ბლაიფილის უახ-
ლოესი მეგობარი გახლდათ და ზედმიწევნით კარგად იცოდა
მისი გრძნობების შესახებ, სცადა დაემშვიდებინა და უთხრა,
რასაკვირველია, ძნელია, არ ინერვიულო, მაგრამ უკეთესის
იმედი უნდა გქონდესო. შეიძლება სასიამოვნო საღამომ კაპი-
ტანი ჩვეულებრივზე შორს გაიტყუა ან, იქნებ, მეზობელთან
შეიარაო. მისის ბლაიფილმა იუარა, დარწმუნებული ვარ, რა-

98
ღაც შეემთხვაო, ჩემთვის რომ არ შემოეთვალა, ისე არ წავი-
დოდა, იცის, რომ შევშფოთდებიო. მეორე ქალმა ვერაფერი
მოიგონა საპასუხოდ და ამიტომ სთხოვა, თავს გაუფრთხილ-
დი, ნუ აჰყვები შფოთვასო, მოზრდილი ჭიქა ღვინით აუვსო,
ურჩია, დაელია და, როგორც იქნა, დაიყოლია.
მისტერ ოლვორთი სასადილო ოთახში შემობრუნდა. გა-
დაწყვიტა, კაპიტნის მოძებნა თავად ეთავა. სახეზე ეტყობოდა,
ძალიან შეწუხებული იყო და სიტყვას ვერ ძრავდა. წუხილს ყვე-
ლა თავისებურად გამოხატავს: თუ შეშფოთებამ ხმა ჩაუხშო
მისტერ ოლვორთის, სამაგიეროდ, მისის ბლაიფილს გაუძ-
ლიერა სახმო სიმები, მოთქმით ატირდა და ისე გოდებდა, ლე-
დიმ, მისმა კომპანიონმა, განუცხადა, ტირილისთვის არ გისაყ-
ვედურებ, მაგრამ ძალიანაც ნუ აჰყვები ემოციებსო. სცადა, მი-
სი დარდი ფილოსოფიური მსჯელობით შეერბილებინა, ყო-
ველდღიური იმედგაცრუებები გვეხმარება, უბედურებას მედ-
გრად შევხვდეთ, როგორი მოულოდნელი და შემზარავიც არ
უნდა იყოსო. მაგალითად ძმის შემგუებლობა მოუყვანა, რო-
მელიც, მართალია, მასავით არ განიცდიდა, მაგრამ უეჭვე-
ლად ისიც ძალიან შეწუხებული იყო, თუმცა ემორჩილებოდა
ღვთის ნებას და დარდს გულში იკლავდა.
– ძმას ნუ მიხსენებ, – თქვა მისის ბლაიფილმა, – მე ვარ
მხოლოდ შესაბრალისი, მეგობრის განცდები რას მოვა ცო-
ლის განცდებთან? ოჰ, მე ის დავკარგე! უთუოდ მოკლეს... ვე-
ღარასოდეს შევხვდები! – ნიაღვრად წამომსკდარ ცრემლს
ისეთივე ეფექტი ჰქონდა, როგორიც მისტერ ოლვორთის თავ-
შეკავებულობას და ქალი გაჩუმდა.
ამ დროს მსახური შემოვარდა, სულს ძლივს ითქვამდა. იყ-
ვირა, კაპიტანი იპოვესო და ვიდრე რამეს დაამატებდა, ფეხდა-
ფეხ კიდევ ორი მსახური შემოჰყვა, რომლებმაც კაპიტნის ცხე-
დარი მოასვენეს.
99
აქ ცნობისმოყვარე მკითხველი წუხილის გამოხატვის მრა-
ვალფეროვნებას მიაქცევს ყურადღებას: თუ მისტერ ოლვორ-
თი მანამდე ჩუმად იყო, ხოლო მისი და იმავე მიზეზით ხმა-
ურობდა, ამ სანახაობამ კაცს ცრემლი მოჰგვარა, დამ კი ტირი-
ლი შეწყვიტა, ამოიკივლა და გული შეუღონდა.
მალე ოთახი მსახურებით გაივსო, რამდენიმე მათგანი
სტუმრად მოსულ ქალბატონთან ერთად კაპიტნის ცოლის
გონზე მოყვანას ცდილობდა, დანარჩენებმა და მისტერ ოლ-
ვორთიმ კაპიტანი თბილ საწოლში ჩააწვინეს და ყველა ღონეს
ხმარობდნენ, რომ სიკვდილისგან ეხსნათ.
მოხარული ვიქნებოდი, მკითხველისთვის მეცნობებინა,
ორივე მცდელობა წარმატებით დამთავრდა-მეთქი. მათ, ვინც
მისის ბლაიფილზე ზრუნავდა, მოახერხეს გულწასული ქალბა-
ტონის მობრუნება, მაგრამ კაპიტანს რაც შეეხება, ყველა ცდა,
იქნებოდა ეს სისხლის გამოშვება, დაზელა თუ წამლის ჩაწვე-
თება, ამაო გამოდგა. ულმობელმა მსაჯულმა, სიკვდილმა გა-
ნაჩენი გამოიტანა და უარი განაცხადა, მისი აღსრულება გადა-
ედო, თუმცა უკვე მოსულიყო ორი ექიმი, რომელთაც დაუყოვ-
ნებლივ მიიღეს გასამრჯელო კონსულტაციისთვის.
ექიმების ავად მოხსენიებას რომ მოვერიდოთ, მათ ექიმი Y
და ექიმი Z ვუწოდოთ. ექიმებმა პულსი გაუსინჯეს კაპიტანს,
ექიმმა Y-მა მარჯვენა ხელზე, ხოლო ექიმმა Z-მა მარცხენაზე
და ერთხმად განაცხადეს, ნამდვილად მოკვდაო, მაგრამ სიკ-
ვდილის მიზეზის დადგენისას ვერ შეთანხმდნენ, რადგან ექიმი
Y დამბლას ასახელებდა გარდაცვალების მიზეზად, ექიმი Z კი
ეპილეფსიას.
სწავლულებმა კამათი გამართეს და ორივენი თავ-თავიან-
თი მოსაზრების სისწორეს ასაბუთებდნენ.ორივე ისე მტკიცედ
იდგა საკუთარ აზრზე, წყალი არ გაუვიდოდა, მაგრამ ოპონენ-
ტზე ვერავითარ შთაბეჭდილებას ვერ ახდენდა.
100
სიმართლე რომ ითქვას, ექიმებს რომელიმე ავადმყოფობა
გამორჩეულად უყვართ და მას მიაწერენ გამარჯვებას ადამია-
ნის სისუსტეზე. ნიკრისის ქარები იქნება, რევმატიზმი, ქვები,
კენჭები შარდის ბუშტში თუ ჭლექი, ყველას რამდენიმე სწავ-
ლული პატრონი ჰყავს, შედარებით მეტი ალბათ ნერვულ აშ-
ლილობას და შეშლილობას. ამით არის გამოწვეული ხანდა-
ხან სწავლულ ექიმებს შორის უთანხმოება პაციენტის გარდაც-
ვალების მიზეზის დადგენისას, რაც სამყაროს იმ ნაწილს,
რომლისთვისაც უცნობია ზემოთ ხსენებული ვითარება, ძალი-
ან აკვირვებს.
ალბათ მკითხველსაც გაუკვირდა, რომ პაციენტის შველის
ნაცვლად, განათლებული ჯენტლმენები იმწამსვე მისი სიკვდი-
ლის მიზეზის დადგენას შეეცადნენ. ისე, მათ მოსვლამდე ყვე-
ლაფერი გაკეთდა, კაპიტანი თბილ ლოგინში ჩააწვინეს, სის-
ხლი გამოუშვეს, შუბლი დაუზილეს და ნესტოებში და პირში
წვეთები ჩაასხურეს.
ექიმებმა რომ ნახეს, დაგვასწრეს ყველაფრის გაკეთება,
რისთვისაც გამოგვიძახესო, ცოტა დაიბნენ და აღარ იცოდნენ,
დრო როგორ შეევსოთ, გასამრჯელო დამსახურებულად რომ
მიეღოთ, ამიტომ აუცილებლად მიიჩნიეს, რამე თემა მოეძებ-
ნათ განსასჯელად და ზემოთ ხსენებულზე უფრო ბუნებრივი იქ-
ნებოდა ვითომ რომელიმე სხვა თემა?
უკვე წასასვლელად ემზადებოდნენ ექიმები, როცა ღვთის
ნებას შეგუებულმა მისტერ ოლვორთიმ სთხოვა, ვიდრე იქაუ-
რობას დატოვებდნენ, მისი და მოენახულებინათ.
ლედი უკვე მოესულიერებინათ და იმდენად კარგად იყო,
რამდენადაც მის მდგომარეობაში შეიძლებოდა კარგად ყო-
ფილიყო. ექიმებმა ხელახლა შეასრულეს ცერემონია და ახალ
პაციენტს სათითაოდ გაუსინჯეს მაჯა.

101
ამჯერად მეორე უკიდურესობასთან ჰქონდათ საქმე – თუ
ქმარს ექიმის დახმარება ვეღარ უშველიდა, ცოლს არ სჭირდე-
ბოდა.
არ არსებობს იმაზე უსამართლო მოსაზრება, თითქოს ექი-
მები სიკვდილის მეგობრები არიან. პირიქით, მჯერა, რომ თუ
ექიმების მიერ მორჩენილთა რაოდენობას შევადარებთ მათ
მიერ წამებულებისას, პირველი საგრძნობლად აჭარბებს უკა-
ნასკნელს. არა, ზოგიერთი იმდენად ფრთხილია, პაციენტის
მოკვლა რომ აირიდოს, თავს იკავებს მკურნალობისგან და
მხოლოდ ისეთ წამალს უწერს, რომელიც სავარაუდოდ არც
ავნებს და არც მოარჩენს. გამიგონია, რა სერიოზულად მოგ-
ვახსენებენ ხოლმე, როგორც ანბანურ ჭეშმარიტებას – დაე,
ბუნებამ გააკეთოს თავისი საქმე და როცა ყველაფერი კარგად
მიდის, ექიმმა ის მხოლოდ მხარზე ხელის დაკვრით უნდა წა-
ახალისოსო.
ჩვენს ექიმებს ისე არ უყვარდათ სიკვდილი, რომ მიცვალე-
ბული გამორიცხეს და მხოლოდ ერთი ვიზიტის თანხას
დასჯერდნენ, ცოცხალი პაციენტი ნაკლებად აღიზიანებდათ,
მალევე შეთანხმდნენ, რა შემთხვევასთან ჰქონდათ საქმე და
დიდი მონდომებით შეუდგნენ მკურნალობას.
დანამდვილებით ვერ გეტყვით, დაარწმუნეს თუ არა ქალბა-
ტონი ექიმებმა, ავად რომ იყო, ისევე, როგორც ადრე თავად
ცდილობდა მათ დარწმუნებას. მანამდე ხომ მთელი ერთი თვე
მისის ბლაიფილი შეუძლოდ გახლდათ და მას ექიმები ხშირად
ნახულობდნენ, ექთნები გვერდიდან არ სცილდებოდნენ, მე-
გობრები კი მისი ჯანმრთელობის ამბებს კითხულობდნენ.
ბოლოს და ბოლოს, ავადმყოფობისთვის და განუზომელი
დარდისთვის განკუთვნილი დროც ამოიწურა, ექიმები და-
ითხოვეს და ქალბატონი საზოგადოებაში გამოჩნდა. ერთა-
დერთი ცვლილება ის იყო, რომ სამოსის და სახის ფერს სევდ-
102
ის კვალი აჩნდა.
კაპიტანი მიწას მიაბარეს და ალბათ წარმატებით მიივიწ-
ყებდნენ მალევე, მის მეგობარს, მისტერ ოლვორთის რომ არ
ეზრუნა და უკვდავსაყოფად ეპიტაფია არ მიეძღვნა. ეპიტაფია
აშკარად ბრძენი, პატიოსანი და კაპიტნის კარგად მცოდნე კა-
ცის დაწერილი იყო:
„აქ, სასიხარულო აღდგომის მოლოდინში, განისვენებს
კაპიტან ჯონ ბლაიფილის ცხედარი.
ლონდონი ამაყობს, რომ კაპიტანი იქ დაიბადა.
ოქსფორდი ამაყობს, რომ იქ განათლდა.
თავისი საქმით მან პატივი მიაგო პროფესიას და ქვეყანას, თავი-
სი ცხოვრებით – რელიგიას და ადამიანურ ბუნებას. ის იყო მორჩი-
ლი შვილი, მოყვარული ქმარი, მზრუნველი მამა, კეთილი ძმა, გულ-
წრფელი მეგობარი, მორწმუნე ქრისტიანი და, უბრალოდ, კარგი კა-
ცი.
ეს ქვა, ქმრის მაღალი ზნეობის და მისდამი თავისი სიყვარულის
სამახსოვროდ, უნუგეშო ქვრივმა აღმართა“.

103
წიგნი III

მოიცავს დაუვიწყარ ამბებს, მისტერ ოლვორთის ოჯახში რომ


დატრიალდა დროის იმ შუალედში, როცა ტომ ჯონსს თოთხმეტი
წელი შეუსრულდა და ვიდრე ის ცხრამეტისა გახდებოდა. ამ წიგ-
ნში მკითხველს შეიძლება რამდენიმე ქარაგმულად გადაკრული
ნათქვამი შეხვდეს ბავშვის აღზრდის შესახებ

თავი 1
მოიცავს მცირედს ან სულაც არაფერს

თქვენი ნებართვით, მკითხველო, შეგახსენებთ, რომ მე-


ორე წიგნის დასაწყისში სიტყვა გადაგიკარით, შეიძლება
დროის გარკვეული მონაკვეთები, თუკი ღირსშესანიშნავი
არაფერი მოხდება, გამოვტოვო-მეთქი.
და როცა ასე ვიქცევით, ჩვენ არა მხოლოდ ღირსების შე-
ნარჩუნებაზე ან შვების მოპოვებაზე ვზრუნავთ, არამედ მკით-
ხველზეც – მხოლოდ დროის ფუჭად ხარჯვას და სიამოვნების
და ხეირის გარეშე კითხვას კი არ გადავარჩენთ, არამედ მივ-
ცემთ ხელსაყრელ შემთხვევას, საკვირველი გამჭრიახობა გა-
მოავლინოს და გამოტოვებული სიცარიელე თავისი ვარაუ-
დით შეავსოს, რაზედაც ჩვენ უკვე ვიზრუნეთ წინა გვერდებზე
და მასალითაც მოვამარაგეთ.
მაგალითისთვის, რომელი მკითხველი ვერ მიხვდებოდა,
რომ მისტერ ოლვორთი თავდაპირველად ძალიან ინაღვლებ-
და მეგობრის დაკარგვას და განა ასე არ ემართება ყველას, ვი-
საც გული კაჟისგან, ხოლო თავი რამე ასეთივე მკვრივი მა-
სალისგან არა აქვს გამოთლილი? რომელი მკითხველი ვერ

104
მიხვდებოდა, რომ ფილოსოფია და რელიგია დროთა განმავ-
ლობაში შეუმსუბუქებდა და საბოლოოდ სულ გაუქრობდა
დარდს? ფილოსოფია ასწავლიდა, წუხილი რომ უსარგებლო
და უაზროა, რელიგია კი სწორ გზაზე დააყენებდა, მიანიშნებ-
და, რომ წუხილი ცოდვაა, ამავე დროს, ანუგეშებდა და მორ-
წმუნე და საღად მოაზროვნე კაცი გარდაცვლილ მეგობარს
ოდნავ ნაკლები გულგრილობით დაემშვიდობებოდა, ვიდრე
შორეული მოგზაურობისთვის გამზადებულს, და ცოტა ნაკლე-
ბი იმედით, რომ კიდევ შეხვდებოდა.
საზრიან მკითხველს დიდი ძალისხმევა არ დასჭირდება,
წარმოიდგინოს, როგორ მოიქცეოდა მისის ბრიჯიტ ბლაიფი-
ლი გლოვის პერიოდში, რომ ის წუხილის გამოსახატავად
მკაცრად დაიცავდა თავაზიანობის და წესიერების ყველა ნორ-
მას და რომ სამოსს სახის გამომეტყველებას შეუხამებდა:
თალხ ძაძებს შავი ტანსაცმლით შეცვლიდა, შავს – რუხით,
რუხს – თეთრით; ამგვარადვე შეცვლიდა სახის გამომეტყვე-
ლებასაც: მოღუშულს – მწუხარეთი, მწუხარეს – სევდიანით,
სევდიანს – ჩაფიქრებულით, ვიდრე არ დადგებოდა ის დღე,
როცა ჩვეულებრივ უშფოთველ სახეს დაიბრუნებდა.
ამ ორ მაგალითს ნაკლებად მიხვედრილ მკითხველს ვთა-
ვაზობთ ფიქრისა და განსჯისთვის. კრიტიკაში დახელოვნებუ-
ლებისგან უფრო მეტ გამჭრიახობას და შორსმჭვრეტელობას
ველოდებით. ეჭვი არ მეპარება, ბევრი მნიშვნელოვანი აღმო-
ჩენა გექნებათ, თუ რა მოხდებოდა ჩვენი ღირსეული კაცის
ოჯახში მთელი იმ ხნის განმავლობაში, რომლის გამოტოვებაც
ჩვენ გადავწყვიტეთ. არადა ფასეული არაფერი მომხდარა,
გარდა რამდენიმე ისეთი შემთხვევისა, რომელთა შესახებაც
ყოველდღიურ გაზეთებსა და ყოველკვირეულ ჟურნალებში
წერენ და მათ საკითხავად ადამიანები საკმაოდ დიდ დროს
ხარჯავენ, თუმცა, ვშიშობ, დიდს ვერაფერს ხეირობენ. ჩვენ რა
105
გამოცანასაც გთავაზობთ, შეიძლება ძალიან ხელსაყრელი
შემთხვევა გამოდგეს ნიჭით მომადლებულებისთვის, რადგა-
ნაც ბევრად უფრო გამოსადეგი უნარია, ადამიანის ხასიათი-
დან გამომდინარე ივარაუდო მისი მოქმედება, ვიდრე მოქმე-
დებიდან გამომდინარე იმსჯელო ადამიანის ხასიათზე. პირვე-
ლი მეტ გამჭრიახობას ითხოვს, მაგრამ თუ ადამიანი ჭეშმარი-
ტად საზრიანია, მისი ვარაუდი სიზუსტით მეორეს არ ჩამოუ-
ვარდება.
ვინაიდან დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი მკითხველე-
ბის უმრავლესობა გამჭრიახობით გამოირჩევა, საზრიანობის
გასავარჯიშებლად გამოტოვებულ თორმეტ წელიწადს ვთავა-
ზობთ და წარმოგიდგენთ ჩვენს გმირს, რომელსაც უკვე თოთ-
ხმეტი წელი შეუსრულდა და ეჭვი არ გვეპარება, უმეტესი
თქვენგანი მასთან შეხვედრას მოუთმენლად ელის.

თავი 2
ამ გრძელი ისტორიის გმირი ავბედითად წარდგება თქვენ წინაშე; პა-
ტარა მოთხრობა, იმდენად მდარე, რომ შეიძლება ზოგმა ყურადღებაც არ
მიაქციოს; ერთ-ორ სიტყვას შევაწევთ სკვაირს, უფრო მეტს კი სკოლის
მასწავლებელს და ტყისმცველს.

ამ ისტორიის დასაწყისში გადავწყვიტეთ, რომ არავისთან


პირფერობას არ ვაპირებდით და გვინდოდა, მხოლოდ სიმარ-
თლე მოგვეთხრო, ამიტომ იძულებული ვართ, ჩვენი გმირი
ბევრად უფრო არასახარბიელოდ წარმოვაჩინოთ, ვიდრე ვი-
სურვებდით. გულწრფელად გითხრათ, მისი გამოჩენისთანავე
106
ოლვორთების მთელ ოჯახს ისეთი წარმოდგენა შეექმნა, რომ
ის ამ ქვეყანას სახრჩობელაზე ჩამოსაკონწიალებლად მოევ-
ლინა.
სამწუხაროდ, ამ ვარაუდის განსამტკიცებლად უამრავი მი-
ზეზი არსებობდა. ბიჭი ბავშვობიდანვე ავლენდა მანკიერე-
ბებს, განსაკუთრებით ისეთს, რომელიც პირდაპირ უხსნიდა
გზას ზემოთ ხსენებული ბედისწერისკენ: უკვე სამჯერ იყო შემ-
ჩნეული ქურდობაში – ბაღიდან ხეხილის, ფერმიდან იხვის და
ახალგაზრდა ბლაიფილის ჯიბიდან ბურთის მოპარვაში.
მისი მეგობრის, უმცროსი ბლაიფილის ღირსებების ფონზე
ტომის მანკიერებები კიდევ უფრო თვალში საცემი ხდებოდა.
ბლაიფილი იმდენად განსხვავებული ყაიდის ახალგაზრდა
იყო, რომ არათუ ოჯახის წევრები, მეზობლებიც დღენიადაგ
აქებდნენ. მართლაც რომ არაჩვეულებრივი თვისებებით გახ-
ლდათ დაჯილდოებული, თავისი ასაკისთვის საკვირველად
თავშეკავებული, თავმდაბალი და ღვთისნიერი იყო. ამ თვისე-
ბების გამო განურჩევლად ყველას უყვარდა, ტომს კი ვერავინ
იტანდა და ბევრს უკვირდა კიდეც, რატომ აიტკივა აუტკივარი
თავი მისტერ ოლვორთიმ და ერთ სასწავლებელში რატომ შე-
იყვანა ბიჭი და თავისი დისწული, ხომ შეიძლებოდა იმ ონა-
ვარს უკანასკნელზე ცუდი გავლენა მოეხდინა?
ერთმა შემთხვევამ, რომელიც დაახლოებით იმ პერიოდში
მოხდა, შესაძლოა, მიხვედრილ მკითხველს მეტი დაანახვოს,
ვიდრე ვრცელმა ტრაქტატმა.
ტომ ჯონსს, რომელიც, როგორი ცუდიც არ უნდა იყოს, ჩვე-
ნი ისტორიის გმირია, ოჯახის მოსამსახურეებს შორის ერთა-
დერთი მეგობარი ჰყავდა. მისის უილკინსს რაც შეეხება, მან
უკვე დიდი ხნის წინ მიატოვა ბიჭი და თავის ქალბატონს შე-
ურიგდა. ტომის ერთადერთი მეგობარი ტყისმცველი გახ-
ლდათ, თავისუფალი შეხედულებების ყმაწვილი, რომელსაც,
107
ახალგაზრდა ჯენტლმენის არ იყოს, ეტყობა, დიდად ჩემი-შე-
ნის გარჩევა არ სჩვეოდა. მსახურებში მათი მეგობრობა ბევრ
სარკასტულ გამოთქმას დაედო საფუძვლად, რომელთაგან
უმეტესობა ან უკვე ანდაზა იყო, ან გახდებოდა და თითოეულის
სიბრძნეს მოკლე ლათინური ანდაზა იტევდა: Noscitur a socio,
რაც ინგლისურად, ვფიქრობ, ასე ითარგმნება: მითხარი, ვინ
არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ.
სიმართლე ითქვას, ჯონსის მიერ გამოვლენილი ზოგიერთი
საძაგელი სისუსტე, მათგან სამი უკვე რომ ჩამოგითვალეთ, ამ
ყმაწვილის მიერ იყო წახალისებული და კანონის ენით თუ ვიტ-
ყვით, ორ ან სამ შემთხვევაში მისი თანამზრახველი გახლდათ,
რადგანაც მთელი იხვი და ვაშლების დიდი ნაწილი ტყის-
მცველს და მისი ოჯახის წევრებს მოხმარდა, არადა რახან მარ-
ტო ჯონსი გამოიჭირეს, ბრალიც მხოლოდ მას წაუყენეს და
სირცხვილიც მხოლოდ მან ჭამა. ყველაფერი კი ასე მოხდა.
მისტერ ოლვორთის მამულს ერთი ჯენტლმენის, გარეული
ფრინველების ნაკრძალის მეპატრონის სამფლობელო ესაზ-
ღვრებოდა. მისი ყაიდის ადამიანები კურდღლის ან გნოლის
მკვლელებს ისე სასტიკად უსწორდებიან, კაცი იფიქრებს, ინ-
დოელი ბანიანების ცრურწმენას იზიარებენო. როგორც ამბო-
ბენ, მათი უმეტესობა თურმე მთელ ცხოვრებას რომელიმე სა-
ხეობის ცხოველის მოვლა-პატრონობას უძღვნის, ოღონდ ჩვე-
ნი ინგლისელი ბანიანები გარეშე მტრისგან კი იცავენ ცხოვე-
ლებს, მაგრამ თვითონ უმოწყალოდ ჟლეტენ მათ და ასე ემიჯ-
ნებიან წარმართულ ცრურწმენებს. თუმცა მე მაინც უფრო კარ-
გი წარმოდგენის ვარ ამ ხალხზე, რადგან მიმაჩნია, რომ სხვებ-
ზე უკეთ უპასუხებენ ბუნების კანონებს და იმ კეთილ მიზნებს,
რისთვისაც ისინი დაწესდა. ჰორაციუსი თუ ამბობდა, რომ არ-
სებობს ადამიანთა კლასი Fruges consumer nati – „ბუნების

108
ნაყოფის მომხმარებლები“, ეჭვი არ მეპარება, რომ ასევე არ-
სებობენ Feras consumer nati – „გარეული ცხოველების მომ-
ხმარებლებიც“, და მჯერა, არავინ უარყოფს, რომ ეს სკვაირები
პირნათლად ასრულებენ თავიანთ დანიშნულებას.
ერთხელ პატარა ტომი ტყისმცველთან ერთად სანადიროდ
წავიდა. შემთხვევით, დაბუდებული გნოლები იმ მამულის საზ-
ღვართან დააფრთხეს, რომლის პატრონს ბუნების ბრძნული
მიზნის აღსრულება არგუნა ბედმა. გნოლები მის სამფლობე-
ლოში გადაფრინდნენ და კურდღლისცოცხას ბუჩქებს შეაფა-
რეს თავი. ორმა მონადირემ ისინი მისტერ ოლვორთის მამუ-
ლიდან დაახლოებით ორასი-სამასი ნაბიჯის დაშორებით
ამოიღო მიზანში.
მისტერ ოლვორთის მკაცრად ჰყავდა გაფრთხილებული
მეტყევე, სამსახურიდან დათხოვნითაც დაემუქრა, რომ მეზობ-
ლის საზღვარი, იმ მამულის მფლობელზე ნაკლებად სასტიკი
მეზობლებისაც კი, უკანონოდ არასოდეს გადაეკვეთა. სხვა მე-
ზობლებთან დაკავშირებით ბრძანება ყოველთვის სინდისიე-
რად არ სრულდებოდა, მაგრამ ვინაიდან იმ ჯენტლმენის ხასი-
ათს, ვის სამფლობელოშიც გნოლები გადაფრინდნენ, ტყის-
მცველი კარგად იცნობდა, მის ტერიტორიაზე უკანონოდ გა-
დასვლა არასდროს უცდია. არც ამჯერად გადავიდოდა, რომ
არა ახალგაზრდა მონადირის დაჟინებული თხოვნა, აფრენილ
გნოლებს დასდევნებოდნენ. ჯონსი არა და არ მოეშვა და თა-
ვადაც ნადირობის მოყვარული ტყისმცველი ბოლოს დაჰყა-
ბულდა, გადავიდა სხვის მამულში და ერთი გნოლი მოკლა.
ცხენზე ამხედრებული მემამულე ამ დროს შორიახლოს იყო.
სროლის ხმა რომ გაიგო, იმწამსვე იქ გაჩნდა და საცოდავი
ტომი შერჩა ხელში. ტყისმცველმა, ბედად, მოასწრო და კურ-
დღლისცოცხას ბუჩქებში დაიმალა.

109
ჯენტლმენმა ტომი გაჩხრიკა, გნოლი უპოვა და დაიფიცა, არ
შეგარჩენ და ეს ყველაფერი მისტერ ოლვორთის ყურამდე მი-
ვაო. სიტყვა და საქმე ერთი იყო, დაუყოვნებლივ მისტერ ოლ-
ვორთისთან გაქუსლა და ისეთი გაცეცხლებული უყვებოდა
საზღვრის დარღვევის ამბავს, გეგონებოდა, სახლში ქურდები
შესჭროდნენ და რაც კი რამ ძვირფასი ჰქონდა, ყველაფერი გა-
ეზიდათ. ისიც დასძინა, მართალია, ვერ მივაგენი, მაგრამ ვი-
ღაც სხვაც ახლდა, რადგან ერთდროულად ორი გასროლა გა-
ვიგონეო. ასე უთხრა – ჩვენ მხოლოდ ეს ერთი გნოლი ვუპო-
ვეთ, მაგრამ ღმერთმა უწყის, კიდევ რა ზარალი მოგვაყენესო.
შინ დაბრუნებული ტომი ოლვორთიმ თავისთან მოიხმო.
ტომმა ფაქტი აღიარა, ოღონდ, სავსებით მართებულად, თავი
იმით იმართლა, რომ უთხრა, გნოლები ჩვენს მამულში იყვნენ
დაბუდებულიო. ამის შემდეგ ტომი დაკითხეს, ვინმე გახლდა
თუ არაო, რადგან მისტერ ოლვორთიმ განუცხადა, სკვაირმა
და მისმა ორმა მსახურმა გაიგონეს, ერთდროულად ორი თო-
ფი რომ გავარდაო, მაგრამ ტომი მედგრად ეწინააღმდეგებო-
და და არწმუნებდა, მარტო ვიყავიო. ისე, სიმართლე რომ ით-
ქვას, თავიდან ცოტა ყოყმანობდა, რაც ალბათ მისტერ ოლ-
ვორთის საბოლოოდ გაუმყარებდა ეჭვებს, თუ სკვაირის და მი-
სი მსახურების ჩვენების მერე ჯერაც ეეჭვებოდა რამე.
ახლა ეჭვმიტანილი ტყისმცველი დაიბარეს და დაკითხეს,
მაგრამ მან ტომის დაპირების იმედად, რომ ეს უკანასკნელი
ყველაფერს თავის თავზე აიღებდა, გადაჭრით განაცხადა,
ახალგაზრდა ჯენტლმენთან ერთად არ ვყოფილვარ და საერ-
თოდ, მთელი დღეა, თვალით არ მინახავსო.
მისტერ ოლვორთი უჩვეულოდ გაბრაზებული სახით მიუბ-
რუნდა ტომს, ურჩია, ეღიარებინა, ვინ იყო მასთან ერთად და
გაუმეორა, ხომ იცი, მაინც ყველაფერს დავადგენო. ბიჭი ჯი-

110
უტად იდგა თავის სიტყვაზე, რამაც მისტერ ოლვორთი განა-
რისხა და უთხრა, ხვალამდე გაძლევ დროს გადასაწყვეტად,
მერე სხვა ვინმე სხვანაირად დაგკითხავსო.
საცოდავმა ტომმა ძალიან სევდიანი ღამე გაატარა, თანაც
თავისი მუდმივი თანამგზავრი გვერდით არ ჰყავდა, რადგან
მასტერ ბლაიფილი დედასთან ერთად ვიღაცის მოსანახულებ-
ლად წასულიყო. ყველაზე ნაკლებად სასჯელი ადარდებდა,
უფრო ის ტანჯავდა, ნებისყოფამ არ მიღალატოს და უნებურად
ტყისმცველი არ გავთქვაო, რაც ამ უკანასკნელისთვის დამ-
ღუპველი იქნებოდა.
უკეთეს დღეში არც ტყისმცველი იყო. ისიც ისეთივე შფოთ-
ვებს შეეპყრო, თავის ტყავზე მეტად მეგობრის ღირსების შე-
ლახვა ადარდებდა.
დილით, როდესაც ტომი პატივცემული მისტერ ტვაკომის
წინაშე წარდგა, პიროვნების, რომელსაც მისტერ ოლვორთიმ
ორივე ბიჭი აღსაზრდელად მიაბარა, მას იგივე კითხვები და-
უსვეს, რაც წინა საღამოს და ტომმაც იგივე პასუხები გასცა. ბი-
ჭი ულმობლად გაროზგეს, რაც დიდად არ ჩამოუვარდებოდა
წამებას, რომლის მეშვეობითაც ზოგიერთ ქვეყანაში დამნაშა-
ვეებს საკუთარი ბრალეულობის აღიარებას აიძულებენ.
ტომმა სასჯელი წარბშეუხრელად აიტანა. მართალია, მას-
წავლებელი ყოველი ახალი დარტყმის წინ ეკითხებოდა, აღია-
რებ თუ არა დანაშაულსო, მაგრამ ყველაფერს აიტანდა, ოღო-
ნდ მეგობრისთვის არ ეღალატა და სიტყვა არ გაეტეხა.
ტყისმცველს ცოტა გულზე მოეშვა, მისტერ ოლვორთი კი
უკვე ტომზე დარდობდა. გარდა იმისა, რომ გაცეცხლებული
მისტერ ტვაკომი აშკარად ეშხში შევიდა, მისტერ ოლვორთიმ
იეჭვა, ეგებ სკვაირს სულაც შეეშალაო, რაც მისი უკიდურესად
ფიცხი და ბრაზიანი ხასიათის პატრონისგან ადვილი მოსა-
ლოდნელი იყო, მსახურების დამოწმებას რაც შეეხება, მისტერ
111
ოლვორთისთვის ბევრს არაფერს ნიშნავდა. სისასტიკე და
უსამართლობა ის ორი რამ იყო, რასაც წუთითაც ვერ შეეგუე-
ბოდა, ამიტომ ტომი თავისთან მოიხმო და გულთბილი და მე-
გობრული შეგონების მერე დასძინა – შვილო, დავრწმუნდი,
რომ უსამართლოდ დაგადანაშაულეს, ბოდიშს გიხდი, ასე
მკაცრად რომ დაისაჯეო. მერე ცხენიც აჩუქა, შეცდომის გამო-
სასწორებლად, თან სულ უმეორებდა, ძალიან ვწუხვარ, ასე
რომ მოხდაო.
აქ კი ტომს სინდისის ქენჯნა შემოაწვა, რაც ვერანაირმა სი-
სასტიკემ ვერ მოახერხა. ბევრად უფრო იოლად აიტანა მის-
ტერ ტვაკომის როზგი, ვიდრე მისტერ ოლვორთის კეთილშო-
ბილება, ცრემლი წასკდა, მუხლებზე დავარდა და ტირილით
უთხრა – ოჰ, სერ, როგორი კეთილი ხართ, მართლა როგორი
კეთილი ხართ, მე კი არ ვიმსახურებ თქვენს სიკეთესო. იმწამს
ისე აევსო გული მადლიერებით, კინაღამ საიდუმლო წამოაყ-
რანტალა, მაგრამ იცოდა, საცოდავი ტყისმცველისთვის ეს რა
შედეგსაც გამოიღებდა და დროზე დააჭირა ენას კბილი.
რა არ სცადა ტვაკომმა ოლვორთის დასაყოლიებლად,
რომ ბიჭის მიმართ თანაგრძნობა არ გამოეხატა, ვინაიდან „ის
ჯიუტად მცდარ აზრზე იდგა“ და გადაკვრით ისიც უთხრა, მე-
ორე გაროზგვა ყველაფერს ნათელს მოჰფენსო, მაგრამ მის-
ტერ ოლვორთიმ ამ ექსპერიმენტზე უკვე კატეგორიული უარი
თქვა, განაცხადა, ბიჭი საკმარისად დაისაჯა სიმართლის და-
მალვისთვის და თუნდაც დამნაშავე იყოს, განა რამემ უბიძგა,
ეს რომ ჩაედინა, უბრალოდ, არასწორი წარმოდგენა აქვს
ღირსებაზეო.
– ღირსებაზე! – შესძახა ტვაკომმა მგზნებარედ, – ეს მხოლოდ
და მხოლოდ სიჯიუტის და ურჩობის ბრალია! განა შეიძლება,
ღირსებამ ტყუილი გათქმევინოს ანდა ის რელიგიისგან და-
მოუკიდებლად არსებობდეს?
112
ეს სჯა-ბაასი სადილობის დასასრულს გაიმართა. სადილს,
მისტერ ოლვორთის და მისტერ ტვაკომის გარდა, კიდევ ერთი
ჯენტლმენი ესწრებოდა, რომელიც ამ საუბარში მონაწილეობ-
და და რომლის ვინაობას, ვიდრე ამბის თხრობას გავაგრძე-
ლებთ, მოკლედ გავაცნობთ მკითხველს.

თავი 3
ფილოსოფოს მისტერ სკვეირის და ასევე ღვთისმეტყველ
მისტერ ტვაკომის პერსონაჟები;
მათი კამათის მიზეზი კი იყო...

ჯენტლმენს, რომელიც ერთი ხანი მისტერ ოლვორთის სახ-


ლში ცხოვრობდა, მისტერ სკვეირი ერქვა. ბუნებისგან პირ-
ველხარისხოვანი თვისებებით არ ყოფილა დაჯილდოებული,
მაგრამ განათლებამ მათ დახვეწას დიდად შეუწყო ხელი. სა-
ფუძვლიანად შეისწავლა ანტიკური ლიტერატურა, პლატონის
და არისტოტელეს შრომები და მეტწილად ამ დიდი მოდელე-
ბის მიხედვით გარდაქმნა საკუთარი თავი, ხან ერთის მოსაზ-
რებებს ითვალისწინებდა, ხანაც მეორისას. მორალს რაც შე-
ეხება, პლატონის გულმხურვალე მიმდევარი გახლდათ, რე-
ლიგიის საკითხში კი უფრო არისტოტელესკენ იხრებოდა.
მართალია, როგორც უკვე მოგახსენეთ, საკუთარი მორა-
ლური შეხედულებები პლატონისეულ ნიმუშზე დააფუძნა, მაგ-
რამ არისტოტელეს მოსაზრებებსაც მშვენივრად ეთანხმებო-
და და ფიქრობდა, რომ ეს დიდი ადამიანი ფილოსოფოსი ან
განყენებულად მოაზროვნე უფრო იყო, ვიდრე კანონმდებელი.
ისე აჰყვა გრძნობას და ისე გაიტაცა, რომ ზნეობას მხოლოდ
და მხოლოდ თეორიად მიიჩნევდა. რამდენადაც ვიცი, მისტერ
113
სკვეირს ეს საჯაროდ არასოდეს განუცხადებია, ოღონდ მისი
ქცევიდან გამომდინარე, არ შემიძლია არ ვიფიქრო, რომ მარ-
თლაც ასეთი შეხედულებები ჰქონდა, ვინაიდან მშვენივრად
ხსნიდა მისთვის დამახასიათებელ ზოგიერთ შეუსაბამობას.
ამ ჯენტლმენის მისტერ ტვაკომთან შეხვედრა თითქმის ყო-
ველთვის კამათით სრულდებოდა, რადგანაც მათი პრინციპე-
ბი ერთმანეთისგან დიამეტრულად განსხვავდებოდა. სკვეირი
ადამიანის ბუნებას ყველაზე სხვა სათნოებაზე უფრო სრულყო-
ფილად მიიჩნევდა, ხოლო მანკიერებას – ბუნების ნორმიდან
გადახვევად, როგორც, მაგალითად, ფიზიკურ ნაკლს. ტვაკო-
მი პირიქით, იმ აზრზე იდგა, რომ ადამიანის გონება, რა დღი-
დანაც კი მან შესცოდა, გარყვნილების ბუდედ იქცა, ვიდრე
სათნოებით არ განიწმინდა და არ გამოისყიდა ცოდვები. ერთ
საკითხში თანხმდებოდნენ მხოლოდ, მორალის განხილვისას
არცერთი არ ხმარობდა სიტყვა „სიკეთეს“. პირველის საყვა-
რელი გამოთქმა იყო „სათნოების ბუნებრივი სილამაზე“, მე-
ორისა კი – „სათნოების ღვთაებრივი ძალა“. პირველი ყველა
ქმედებას სამართლიანობის ურყევი კანონით ზომავდა, მეორე
ყველაფრის შესახებ ავტორიტეტებზე დაყრდნობით მსჯელობ-
და, თან სულ წმინდა წიგნს და მის კომენტატორებს იშველიებ-
და, როგორც იურისტი იშველიებს კოუკის ნათქვამს ლით-
ლტონზე, რადგან მიაჩნია, რომ კომენტარი ისევე ავტორიტე-
ტულია, როგორც ტექსტი.
ამ პატარა შესავლის შემდეგ, მკითხველი ალბათ ინებებს,
გაიხსენოს, რომ ერთმა პიროვნებამ თავისი სიტყვა დაასრუ-
ლა ტრიუმფალური კითხვით, რომლის პასუხი არ ეგულებოდა,
კითხვა კი ასეთი იყო – შეიძლება ღირსება რელიგიისგან და-
მოუკიდებლად არსებობდეს? რაზედაც სკვეირმა უპასუხა:–
ვიდრე სიტყვის მნიშვნელობა ოფიციალურად არ დადგინდე-

114
ბა, ფილოფოსიურად მისი განხილვა შეუძლებელია და ძნე-
ლად მოიძებნება ისეთი ბუნდოვანი და მერყევი მნიშვნელო-
ბის სიტყვები, როგორიც ზემოთ ხსენებული ორი სიტყვაა.
ღირსებაზე იმდენივე განსხვავებული მოსაზრება არსებობს,
რამდენიც რელიგიაზე, მაგრამ, – თქვა სკვეირმა, – თუ თქვენ
ღირსებაში სათნოების ბუნებრივ სილამაზეს გულისხმობთ,
გარწმუნებთ, რომ მას რელიგიისგან დამოუკიდებლად არსე-
ბობა შეუძლია. ის კი არა, – დასძინა, – თქვენ თავად აძლევთ
ნებას, იარსებოს დამოუკიდებლად ყველა რელიგიისგან, ერ-
თის გარდა; იმავეს იტყვის მაჰმადიანი, ებრაელი და ამქვეყ-
ნად ყველა სხვა სექტის მიმდევარი.
ამაზე ტვაკომმა უთხრა, ეს ხომ ჭეშმარიტი ეკლესიის მტრის
ჩვეული ღვარძლიანი საბუთიაო. ეჭვი არ მეპარებაო, თქვა, ამ-
ქვეყნად ყველა ურწმუნო და ერეტიკოსი თავის აბსურდულ
შეცდომებს და წყეულ თვალთმაქცობებს ღირსებას მიაწერ-
დაო:
– მაგრამ, ღირსება მაინც არ არის მრავალგვარი იმის გა-
მო, რომ მასზე უამრავი აბსურდული მოსაზრება არსებობს,
ისევე, როგორც რელიგია, თორემ ამდენი სხვადასხვა სექტა
და ერესი ხომ არ იქნებოდა! როცა მე რელიგიას ვახსენებ,
ქრისტიანულ რელიგიას ვგულისხმობ, და არა მხოლოდ ქრის-
ტიანულ რელიგიას, არამედ პროტესტანტულ რელიგიას, და
არა მარტო პროტესტანტულ რელიგიას, არამედ ინგლისის ეკ-
ლესიას. და როცა ვახსენებ ღირსებას, ვგულისხმობ იმ თვისე-
ბას, რომელიც არათუ ეთავსება ამ რელიგიას, არამედ მასზეა
დამოკიდებული, და ის არ ეთავსება და არ არის დამოკიდებუ-
ლი არცერთ სხვა რელიგიაზე. აქედან გამომდინარე, იმის
თქმა, რომ ის, რაც მე ღირსებაში ვიგულისხმე, წაახალისებს
ან, მით უმეტეს, აიძულებს ადამიანს, მოიტყუოს, სრულიად
წარმოუდგენელი აბსურდია.
115
– მე განგებ ვარიდებდი თავს, – თქვა სკვეირმა, – გამომე-
ტანა დასკვნა, ისედაც ცხადი რომ იყო ჩემი სიტყვებიდან, მაგ-
რამ გაიგეთ თქვენ თუ არა, ყოველ შემთხვევაში, არ შეეცა-
დეთ, შემპასუხებოდით. როგორც არ უნდა იყოს, გავანებოთ
თავი რელიგიას, ვფიქრობ, თქვენი სიტყვებიდან ნათლად
ჩანს, რომ ჩვენ სხვადასხვა წარმოდგენა გვაქვს ღირსებაზე,
ოღონდ რატომ ვერ ვთანხმდებით, ერთი ტერმინი მოვძებნოთ
მისთვის? მე მჯერა, რომ ჭეშმარიტი ღირსება და ჭეშმარიტი
სათნოება სინონიმებია და ორივე სამართლიანობის ურყევ კა-
ნონს და შესაბამისობას ეფუძნება და რადგან მათთვის ტყუ-
ილი აბსოლუტურად მიუღებელია, ამიტომ ცხადია, ჭეშმარიტი
ღირსება ტყუილს ვერ წაახალისებდა. მგონი, ამ საკითხში
ვთანხმდებით, ოღონდ ეს ღირსება ვერ დაეფუძნება რელიგი-
ას, რადგან მისი წინამავალია, თუკი რელიგია გულისხმობს
დადებით კანონს...
– დავეთანხმო ადამიანს, – მგზნებარედ თქვა მისტერ ტვა-
კომმა, – რომელიც რელიგიის წინამავლად მიიჩნევს ღირსე-
ბას?! მისტერ ოლვორთი, შემიძლია, მე დავეთანხმო...
და ასე მგზნებარედ, გააგრძელებდა, მისტერ ოლვორთის
ცივად რომ არ შეეწყვეტინებინა და არ ეთქვა, ორივე ცდები-
თო, რადგანაც ჭეშმარიტ ღირსებაზე საუბარი საერთოდ არ
ყოფილა. სავარაუდოდ, მოკამათეებს იოლად ვერ დააშოშმი-
ნებდა, რომ არა რაღაც შემთხვევა, რომელმაც მათ დროებით
შეაწყვეტინა საუბარი.

116
თავი 4
მოიცავს ავტორის სავალდებულო გამართლებას და ბავშვურ
ინციდენტს, რომელიც ასევე გამართლებას ითხოვს

ვიდრე თხრობას გავაგრძელებ, ნება მომეცით, თავი ავარი-


დო მცდარ განმარტებებს, მკითხველთა მცირე ნაწილი რომ
არ დააბნიოს, ვინაიდან საკუთარი სურვილით არასოდეს შე-
ურაცხვყოფ ადამიანს, მით უმეტეს, ისეთს, რომელსაც სათ-
ნოება ან რელიგია გულთან ახლოს მიაქვს.
ამიტომ ვიმედოვნებ, ჩემს ნაგულისხმევს არავინ მცდარად
ან დამახინჯებით არ გაიგებს და არც არასწორი წარმოდგენა
შეექმნება ჩემზე, თითქოს ვცდილობდე, მასხრად ავიგდო ადა-
მიანის ბუნების უდიდესი სრულყოფილება, მართლაც ერთა-
დერთი, გულის განწმენდა და გაკეთილშობილება ან გაპი-
რუტყვებულ არსებებზე მაღლა დადგომა რომ შეუძლია. გავ-
კადნიერდები და მკითხველს ვეტყვი (და რაც უფრო კეთილ-
შობილი ხართ, უფრო მეტადაც დამიჯერებთ), რომ უმალ ამ
ორი პიროვნების სენტიმენტებს მივაბარებდი მარადიულ მი-
ვიწყებას, ვიდრე ხსენებულ დიდებულ საფუძვლებს შეურაც-
ხვყოფდი.
პირიქით, სწორედაც მათ სადიდებლად განვიზრახე, აღმე-
წერა რელიგიის და სათნოების ორი ყალბი და მოჩვენებითი
ქომაგის ცხოვრება. ვერაგი მეგობარი ყველაზე საშიში მტერია
და გულწრფელად მოგახსენებთ, რელიგიასაც და სათნოება-
საც ბევრად მეტი ზიანი მიუღია ფარისევლებისგან, ვიდრე ურ-
წმუნოებისაგან ან გონებამახვილი თავგასულებისგან. მეტსაც
გეტყვით, თუკი ერთსაც და მეორესაც სამართლიანად უწოდე-
ბენ საზოგადოების შემაკავშირებლებს და მართლაც რომ
ღვთის უდიდესი საჩუქარია, როცა კი თაღლითობით, სიყალ-

117
ბით და ტყუილით მოვწამლეთ და გავრყვენით, ორივე წყევ-
ლად გადაიქცა და ხელი გაუმართა ადამიანს, უდიდესი ბორო-
ტება ჩაედინა თავისივე გვარის წარმომადგენლების მიმართ.
ეჭვი არ მეპარება, ამგვარი გახუმრება ნებადართულია.
ყველაზე მეტად იცით, რა მაფიქრებს? ეს ორი პიროვნება ხში-
რად მართებულ და ზუსტ მოსაზრებებს გამოთქვამს, ამიტომ
არ უნდა მიიჩნიოთ, თითქოს მე ყველაფერს ვაქილიკებ. მკით-
ხველმა კეთილი ინებოს და გაითვალისწინოს, რომ სულელი
არცერთი არ ყოფილა, არც მცდარ პრინციპებს აღიარებდნენ
და არც მხოლოდ სისულელეებს როშავდნენ. მე რომ მხოლოდ
მათ მანკიერ მხარეზე დამეწერა, ხომ უსამართლობა იქნებო-
და? და რა საცოდავი და დამახინჯებული მოგეჩვენებოდათ მა-
თი არგუმენტები!
და საერთოდ, აქ რელიგიას და სათნოებას კი არ ვაყენებთ
საფრთხის ქვეშ, არამედ მათ უქონლობას. საკუთარი სისტემის
შესაქმნელად ტვაკომს სათნოება რომ არ უგულებელეყო, ხო-
ლო სკვეირს – რელიგია და ორივეს ერთად – ალალი გულკე-
თილობა, არასოდეს გამოდგებოდნენ იმ ამბის გასამასხარა-
ვებელ ობიექტებად, რომელსაც ახლავე მივუბრუნდებით.
წინა თავში ნახსენები კამათის შეწყვეტის მიზეზი გახდა,
არც მეტი არც ნაკლები, მასტერ ბლაიფილსა და ტომ ჯონსს
შორის ატეხილი ჩხუბი, რომლის შედეგადაც პირველს ცხვი-
რიდან სისხლი წასკდა. ბლაიფილი ტომზე უმცროსი იყო,
ოღონდ ტანად მასზე მოზრდილი, მაგრამ მიუხედავად ამისა,
ტომი კრივის შესანიშნავ ხელოვნებას უკეთ ფლობდა და ჯაბ-
ნიდა, თუმცა ყოველთვის ფრთხილობდა და თავს არიდებდა ამ
ახალგაზრდასთან შეხლა-შემოხლას. თაღლითობის მიუხედა-
ვად, ტომი უწყინარი ბიჭი იყო და ბლაიფილი გულწრფელად
უყვარდა, თანაც, მისტერ ტვაკომი ყოველთვის ბლაიფილს

118
უჭერდა მხარს, რაც კიდევ უფრო მეტად აიძულებდა, თავი შე-
ეკავებინა.
მაგრამ როგორც ერთმა მწერალმა თქვა, ყოველთვის გო-
ნივრულად ვერ მოიქცევი, და რა გასაკვირია, ბიჭსაც რომ შეშ-
ლოდა. თამაშისას შეკამათდნენ და მასტერ ბლაიფილმა ტომს
საცოდავი ნაბიჭვარი უწოდა, რის გამოც ამ უკანასკნელმა, ბუ-
ნებით საკმაოდ ფიცხმა, იმწამსვე ცხვირ-პირი დაუმშვენა. ასე
წარდგა მასტერ ბლაიფილი ბიძის და მრისხანე ტვაკომის წი-
ნაშე, ცხვირიდან სისხლი სდიოდა, თვალებიდან – ცრემლი.
სასამართლომ ტომი იმწამსვე დამნაშავედ ცნო და ბრალი ფი-
ზიკურ შეურაცხყოფაში დასდო. თავის გასამართლებლად
ტომმა მხოლოდ პროვოკაცია დაასახელა, რაზედაც მასტერ
ბლაიფილს სიტყვა არ დასცდენია.
არ არის გამორიცხული, დავიწყებოდა, რადგან დაჟინებით
ამტკიცებდა, ასე არ მიმიმართავსო. ისიც დასძინა, ღმერთმა
დამიფაროს, ჩემი პირიდან ასეთი უწმაწური სიტყვები ამოვი-
დესო.
ტომს რაც შეეხება, ის სასამართლოს ყველა ფორმალობას
არღვევდა და ბლაიფილის მტკიცებებს ეპასუხებოდა, რაზედაც
ბლაიფილმა უთხრა:
– რა გასაკვირია, ერთხელ თუ შეთხზავ ტყუილს, მერე ვე-
ღარ გაჩერდები. მე რომ მეთქვა მასწავლებლისთვის ისეთი
საზიზღარი ტყუილი, შენ რომ უთხარი, სირცხვილით თავს ვერ
გამოვყოფდი ხალხში.
– რა ტყუილი შეთხზა, შვილო? – იკითხა მისტერ ტვაკომმა.
– რა და, გნოლი რომ მოვკალი, ჩემთან ერთად სხვა არავინ
ყოფილაო (ისევ წასკდა ცრემლი). ვითომ არ იცის, მშვენივრა-
დაც იცის, თვითონ გამიმხილა, ტყისმცველი ჯორჯი მახ-
ლდაო.მიდი, თუ ბიჭი ხარ, აბა, ესეც უარყავი, რომ მითხარი,

119
სულ ნაკუწ-ნაკუწადაც რომ ამქნას, მასწავლებელს მაინც არ
გამოვუტყდებიო.
ამ სიტყვებზე ტვაკომს თვალები გაუნათდა და ტრიუმფალუ-
რად შეჰყვირა:
– ოჰ! ოჰ! და ეს არის, თქვენი აზრით, ღირსების არასწორი
გაგება! ამისთვის ბიჭი ხელმეორედ უნდა გავროზგოთ!
მაგრამ მისტერ ოლვორთი, პირიქით, კიდევ უფრო მეტი
თანაგრძნობით განეწყო ბიჭის მიმართ და ჰკითხა, – მართა-
ლია, შვილო? ასე ამიტომ ჯიუტობდი?
ტომმა მიუგო, რომ ყველაფერზე მეტად ტყუილი ეჯავრებო-
და, მაგრამ ღირსება არ აძლევდა უფლებას, სხვაგვარად მოქ-
ცეულიყო, რადგან სიტყვა მისცა საწყალ კაცს, არ გაგთქვამო
და მოვალედაც მიიჩნევდა თავს, პირობა არ დაერღვია, ტყის-
მცველი ხომ ეხვეწებოდა, არ გადასულიყვნენ ჯენტლმენის მა-
მულში და მხოლოდ მისი დაჟინებული თხოვნის და ხათრის გა-
მო წაჰყვა. ასე თქვა, ეს არის მთელი სიმართლე, შემიძლია
დავიფიცოო.
და ბოლოს მისტერ ოლვორთის მთელი გულით შეეხვეწა,
შეიბრალე საწყალი კაცის ოჯახი, რადგან დამნაშავე მხოლოდ
მე ვარ, იმას მე დავაძალეო.
– სიმართლე რომ ითქვას, სერ, – ამბობდა ტომი, – ჩემს
ნათქვამს ძნელად თუ უწოდებ ტყუილს, საწყალი კაცი სრული-
ად უდანაშაულოა, მე მარტოც დავედევნებოდი იმ გნოლებს,
ის მხოლოდ იმიტომ გამომყვა, რომ კიდევ რამე უბედურება არ
მომეწია. გეხვეწებით, სერ, მე დამსაჯეთ, ის პატარა ცხენიც
უკან დაიბრუნეთ, ოღონდაც საწყალი ჯორჯი შეიბრალეთ.
მისტერ ოლვორთი ერთხანს შეყოყმანდა და მერე ბიჭები
გაუშვა, მაგრამ დაარიგა, აწი უფრო მეგობრულად და მშვიდად
იცხოვრეთო.

120
თავი 5

ღვთისმეტყველის და ფილოსოფოსის შეხედულებები


იმ ორ ბიჭზე; კიდევ რაღაც საბაბი შეხედულების
შესაქმნელად და სხვა ამბებიც

შესაძლოა, საიდუმლოს გამხელით, მას რომ კონფიდენ-


ციალურად გაანდეს, მასტერ ბლაიფილმა, მეგობარი გემრი-
ელ გაწკეპვლას გადაარჩინა, რადგან დასისხლიანებული
ცხვირი ისედაც საკმარისი ბრალდება იქნებოდა მისტერ ტვა-
კომისთვის, მაგრამ მისტერ ოლვორთის განცხადებამ ყველა-
ფერი გადაფარა. ოლვორთიმ ტვაკომს განცალკევებით უთ-
ხრა, რომ მისი აზრით, ტომი ჯილდოს უფრო იმსახურებდა,
ვიდრე სასჯელს. ასე რომ, შეწყალებამ ტვაკომს დასასჯელად
აღმართული ხელი ჩამოაშვებინა.
ტვაკომმა, რომლის გონებაც როზგებით იყო მოცული, დაგ-
მო მისტერ ოლვორთის ეს შემწყნარებლობა და, კადნიერად,
სიმხდალის და სულაც უზნეობის გამოვლენად მიიჩნია. ასე
თქვა, სასჯელისგან გათავისუფლება წახალისებას ნიშნავსო.
ბავშვის გამოსწორების საკითხს ძალიან ჩაუღრმავდა, სოლო-
მონის და სხვათა გამონათქვამებიც გაიხსენა და ვინაიდან მა-
თი პოვნა უამრავ სხვა წიგნში შეიძლება, აქ ვეღარ იპოვით.
შემდეგ ტყუილის მავნებლობის თემა განიხილა და ამ საკით-
ხშიც არანაკლები განსწავლულობა გამოავლინა.
სკვეირმა თქვა, ვცდილობ, ტომის საქციელი სრულყოფი-
ლი სათნოების იდეას შევუთავსო, მაგრამ არ გამომდისო. გა-
მოტყდა, თავდაპირველად მომეჩვენა, თითქოს მას ვაჟკაცობა
ამოძრავებდა და მართალია, ვაჟკაცობა სათნოებაა, მაგრამ
ტყუილი მანკიერებაა, ორივე ერთად კი ვერ თანხმდებაო. ისიც

121
დასძინა, ვინაიდან, რაღაც გაგებით, ტომის საქციელი სათ-
ნოების და მანკიერების ნაზავია, მისტერ ტვაკომმა უნდა გა-
დაწყვიტოს, ხომ არ აჯობებდა, ბიჭი უფრო მკაცრად დაესაჯაო.
ამ სწავლულმა კაცებმა როგორ ერთხმადაც დაგმეს ტომი,
ისე ერთხმად შეაქეს მასტერ ბლაიფილი. მღვდლის მტკიცე-
ბით, სიმართლის გამოაშკარავება ყველა რელიგიური ადა-
მიანის ვალი იყო, ფილოსოფოსის აზრით კი, შესანიშნავად შე-
ესაბამებოდა სამართლიანობის კანონს და მოვლენების მარა-
დიულ უცვლელ ჰარმონიას.
მაგრამ მისტერ ოლვორთისთვის ეს ყოველივე ბევრს არა-
ფერს ნიშნავდა. ვერ მიაღწიეს მიზანს, მისთვის ჯონსის ეგზეკუ-
ციაზე ხელი მოეწერინებინათ. ოლვორთის გულში რაღაც
გრძნობა გაჰღვიძებოდა, რომლისთვისაც ბიჭის მიერ გამოვ-
ლენილი ურყევი ერთგულება უფრო მახლობელი იყო, ვიდრე
ტვაკომის რელიგია ან სკვეირის სათნოება. ამიტომ ამ ჯენ-
ტლმენთაგან პირველს მკაცრად უბრძანა, შეეკავებინა თავი,
ტომს წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო გასწორებოდა.
პედაგოგი იძულებული გახდა, დამორჩილებოდა ბრძანებას,
ოღონდ საკმაოდ უხალისოდ და ბუზღუნით, ასე ხომ სულ გა-
აფუჭებთ ბიჭსო.
ტყისმცველის მიმართ მეტი სიმკაცრე გამოავლინა კეთილ-
მა კაცმა. საწყალი თავისთან დაიბარა, მწარედ გაკიცხა, მერე
კი ხელფასი გადაუხადა და სამსახურიდან დაითხოვა, რადგა-
ნაც მისტერ ოლვორთიმ სწორად შენიშნა – მოიტყუო შენი თა-
ვის გასამართლებლად და მოიტყუო სხვის გასამართლებ-
ლად, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგანო. მაგრამ მთავა-
რი მიზეზი მისტერ ოლვორთის მოუთოკავი სიბრაზისა ის იყო,
რომ ტყისმცველის გამო ტომი ულმობლად დაისაჯა, როცა
აღიარება გაროზგვისგან იხსნიდა.

122
ეს ამბავი რომ გახმაურდა, ბევრმა, სკვეირისგან და ტვაკო-
მისგან განსხვავებით, ორი ბიჭის საქციელი სულ სხვაგვარად
შეაფასა. უმეტესობა მასტერ ბლაიფილს დამპალ გაიძვერას,
მშიშარა ნაძირალას და რაღაც ამდაგვარ ეპითეტებს უწოდებ-
და, მაშინ, როცა ტომს აქებდნენ, როგორც მამაც, მხიარულ და
პატიოსან ბიჭს. ტომმა მსახურების გულიც მოიგო, ისე, თუმცა
კი ჯორჯი ადრე არავის უყვარდა, წავიდა თუ არა, ერთბაშად
შეიცოდეს და მის და ტომის მეგობრობას და ტომის გალანტუ-
რობას პირდაპირ ხოტბას ასხამდნენ. მასტერ ბლაიფილს და-
უფარავად ლანძღავდნენ, ოღონდ ცდილობდნენ, დედის ყუ-
რამდე არ მისულიყო. თუმცა ეს ყველაფერი საწყალ ტომს მი-
ბეგვის ფასად დაუჯდა და მართალია, მისტერ ტვაკომს აკრძა-
ლული ჰქონდა, ხელი დაეკარებინა მისთვის, როგორც ამბო-
ბენ, თუ საჭიროა, ჯოხი მოინახებაო და ალბათ როზგიც ადვი-
ლად მოინახებოდა, ოღონდ ტვაკომი ვერ პოულობდა და კარ-
გა ხანს ტომი აღარ დასჯილა.
პედაგოგის ერთადერთი მიზანი მხოლოდ ამ ხელოვნებით
თავის შექცევა რომ ყოფილიყო, სავარაუდოდ, მასტერ ბლა-
იფილიც საკადრისს მიიღებდა, მაგრამ ტვაკომი, თუმცა კი მის-
ტერ ოლვორთის არაერთხელ ჰყავდა გაფრთხილებული, ბი-
ჭები არ განასხვაოვო, მაინც ისევე ლმობიერად და კეთილგან-
წყობით ექცეოდა ბლაიფილს, როგორ უხეშად და ლამის ულ-
მობლადაც – მეორეს. სიმართლე რომ გითხრათ, ბლაიფილმა
დაიმსახურა მასწავლებლის სიყვარული, ნაწილობრივ იმი-
თაც, რომ მუდამ დიდ პატივისცემას ამჟღავნებდა, მაგრამ უფ-
რო ალბათ მასწავლებლის მოძღვრების მიმართ თავმდაბალი
მოწიწების გამო. იზეპირებდა და ხშირად იმეორებდა მის ფრა-
ზებს, ისე გულმხურვალედ უჭერდა მხარს მასწავლებლის რე-
ლიგიურ პრინციპებს, ახალგაზრდა კაცისგან გაგიკვირდებო-
და და ამით ღირსეულ მოძღვარს თავს აყვარებდა.
123
რაც შეეხება ტომ ჯონსს, ის არათუ სხვების დასანახად ავ-
ლენდა ნაკლებ პატივისცემას და ხშირად მასწავლებელთან
შეხვედრისას ქუდის მოხდა ან თავის დახრა ავიწყდებოდა,
არამედ მისი დამოძღვრა და მაგალითიც სრულიად უინტერე-
სო ეჩვენებოდა. ის მართლაც რომ თავქარიანი, უდარდელი
ახალგაზრდა გახლდათ, დიდად არც თავშეკავებული ყოფილა
და ხშირად თავხედურად და უხამსად, მასხრადაც იგდებდა თა-
ვისი მეგობრის სერიოზულობას.
მისტერ სკვეირიც იმავე მიზეზით ანიჭებდა უპირატესობას
ბლაიფილს, რადგან ტომ ჯონსი, ტვაკომის მოძღვრების არ
იყოს, დიდ ყურადღებას არც ჯენტლმენის მსჯელობების მი-
მართ იჩენდა. ერთხელ სამართლის კანონთან დაკავშირებით
გახუმრებაც გაბედა, მეორედ განაცხადა, არ არსებობს ამქვეყ-
ნად კანონი, რომელიც მამაჩემისთანა კაცს შექმნიდაო (მის-
ტერ ოლვორთი ნებას რთავდა, ასე მიემართა მისთვის).
მასტერ ბლაიფილი კი, პირიქით, იმდენად მოხერხებული
იყო თექვსმეტი წლისა, რომ ორი განსხვავებული პიროვნების
გული მოიგო. ერთთან მხოლოდ რელიგიით იყო მოცული, მე-
ორესთან – მხოლოდ სათნოებით და როცა ორივესთან ერ-
თად უწევდა ყოფნა, ხმას არ იღებდა, რასაც თითოეული თავის
სასარგებლოდ მიიჩნევდა.
ბლაიფილი არა მარტო პირში ემლიქვნელებოდა ჯენტლმე-
ნებს, ზურგს უკანაც ხშირად აქებდა მათ მისტერ ოლვორთის-
თან. მარტო თუ რჩებოდა ბიძასთან და ის რელიგიაზე ან სათ-
ნოებაზე გამოთქმულ მოსაზრებას შეუქებდა, ბლაიფილი არ
დაიზარებდა და ტვაკომისგან ან სკვეირისგან ნასწავლს მი-
აწერდა, რადგან იცოდა, ბიძა ქებას იმ პიროვნებების თანდას-
წრებით გაიმეორებდა, ვისთვისაც იყო კიდევაც გამიზნული და
გამოცდილებამ აჩვენა, რა დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ფი-
ლოსოფოსზეც და ღვთისმეტყველზეც, რადგან, სიმართლე
124
რომ ითქვას, „მეორე ხელის“ მლიქვნელობას არაფერი შეედ-
რება.
ამას გარდა, ახალგაზრდა ჯენტლმენმა შეატყო, რომ მის-
ტერ ოლვორთი მადლიერი იყო მასწავლებლების ქების გამო
– ეს ხომ განათლების მისეულ გეგმას ასხამდა ხოტბას. ვინაი-
დან ღირსეულმა ჯენტლმენმა შენიშნა, რა უღიმღამოდ ასწავ-
ლიდნენ საჯარო სკოლებში და რამდენი მავნებლობა შეიძლე-
ბოდა ესწავლათ იქ ბიჭებს, გადაწყვიტა, თავისი დისწული და
შვილობილი საკუთარ სახლში აღეზარდა, იქ, სადაც საჯარო
სკოლის და უნივერსიტეტისგან განსხვავებით, მათ მორალს
ვერაფერი გახრწნიდა.
რადგანაც კერძო მასწავლებლების აყვანა გადაწყვიტა, ერ-
თმა მეგობარმა, ვის აზრსაც მისტერ ოლვორთი დიდად აფა-
სებდა და ენდობოდა, მისტერ ტვაკომი ურჩია. ეს ტვაკომი კო-
ლეჯში ასწავლიდა, სადაც შეიძლება ითქვას, ცხოვრობდა კი-
დეც და განსწავლული, რელიგიის მცოდნე და გაწონასწორე-
ბული კაცის ჩინებული რეპუტაციით სარგებლობდა. როდესაც
მისტერ ოლვორთის მისი მასწავლებლად აყვანა ურჩია, უდა-
ვოდ ამ თვისებებს თუ ითვალისწინებდა მეგობარი, ოღონდ ეს
უკანასკნელი დავალებული იყო მისტერ ტვაკომის ოჯახისგან,
ყველაზე გამორჩეული ოჯახისგან იმ პატარა ქალაქში, რომ-
ლის წარმომადგენელიც თვითონ გახლდათ პარლამენტში.
თავდაპირველად ტვაკომი მისტერ ოლვორთისთვის სრუ-
ლიად მისაღები კაცი ჩანდა და ნამდვილად ამართლებდა მე-
გობრის დახასიათებას, თუმცა, გარკვეული დროის და გულახ-
დილი საუბრების შემდეგ, ღირსეულმა ადამიანმა ისეთი ნაკ-
ლოვანებები აღმოუჩინა მასწავლებელს, რომელთა აღმოჩე-
ნასაც ნამდვილად არ ისურვებდა, მაგრამ ვინაიდან მისი და-
დებითი თვისებები ნაკლოვანებებს აწონასწორებდა,მისტერ
ოლვორთიმ ის გვერდიდან აღარ მოიშორა და ალბათ სხვანა-
125
ირად მოქცევა გამართლებულიც არ იქნებოდა. ძალიან ცდება
მკითხველი, თუ ფიქრობს, რომ ტვაკომი მისტერ ოლვორთის
თვალში ისეთივე იყო, როგორიც ამ ისტორიაშია გამოყვანი-
ლი, და კიდევ უფრო ცდება, თუ წარმოიდგენს, რომ თუნდაც
ძალიან ახლო ურთიერთობა ღვთისმეტყველთან დაეხმარე-
ბოდა, გაეგო რაიმე იმგვარი, რასაც ჩვენ აღმოვაჩენთ ჩვენი
შთაგონების წყალობით. მისტერ ოლვორთის სიბრძნეში ან
გამჭრიახობაში დაეჭვებულ მკითხველებს სინდისის ქენჯნის
გარეშე ვეტყოდი, რომ მცდარად და უმადურად გამოიყენეს ის
ცნობები, რომლებიც მათ გავუზიარეთ.
ტვაკომის მოძღვრების აშკარა შეცდომებს სკვეირის გან-
სხვავებული შეცდომები აბათილებდა, ჩვენი კეთილი კაცის-
თვის არანაკლებ თვალსაჩინო და მიუღებელი. ოლვორთის
აზრით, ამ ჯენტლმენების სხვადასხვაგვარი ღირსებები მათსა-
ვე ნაკლოვანებებს გამოასწორებდა და ორივესგან ერთად, რა
თქმა უნდა, მისი დახმარებით, ბიჭები ჭეშმარიტ რელიგიაზე
და სათნოებაზე საკმარისად გამოსადეგ დარიგებებს მიიღებ-
დნენ. თუ მისი მოლოდინი არ გამართლდებოდა, ეს ალბათ
თვითონ გეგმის ბრალი იქნებოდა, რის აღმოჩენასაც მკით-
ხველს მივანდობთ, რა თქმა უნდა, თუკი ამის სურვილი აქვს,
ვინაიდან ჩვენ აქ შეუმცდარ ადამიანებზე არ მოგითხრობთ და
ვიმედოვნებთ, ისეთს ვერაფერს აღმოაჩენთ, რაც ადამიანის
ბუნებას აქამდე არ გამოუვლენია.
დავუბრუნდეთ იმას, რომ ბიჭების განსხვავებული ქცევა
განსხვავებულ ეფექტს ახდენდა აღმზრდელებზე და, ამას გარ-
და, არსებობდა კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ფილოსოფოსს
და პედაგოგს ასე ეჭირათ თავი. მაგრამ ვინაიდან ეს მეტად
მნიშვნელოვანი მიზეზია, მომდევნო თავში გაგიმხელთ ყვე-
ლაფერს.

126
თავი 6
მოიცავს უკეთეს საფუძველს ზემოთ ხსენებული
შეხედულებების დასადასტურებლად

აუცილებელია, ვიცოდეთ, ის ორი სწავლული ადამიანი,


ჩვენი ისტორიის სცენაზე მნიშვნელოვანი ადგილი რომ დაიკა-
ვეს, მისტერ ოლვორთის სახლში შესვლისთანავე მასპინძლის
მიმართ დიდი სიმპათიით განიმსჭვალა, ერთი – მისი სათნო-
ების, მეორე კი რელიგიური შეხედულებების გამო და ორივეს
მასთან კიდევ უფრო მეტად დაახლოების სურვილი გაუჩნდა.
ამ მიზნით სწავლულებმა სანდომიან ქვრივს დაადგეს თვა-
ლი, რომელიც თუმცა კი დიდი ხანია არ გვიხსენებია, იმედია,
მკითხველს არ დავიწყებია. ასე რომ, მისის ბლაიფილი მათი
ლტოლვის ობიექტი გახდა.
შეიძლება უცნაური გეჩვენოთ, რომ ჩვენ მიერ ოლვორთის
ჭერქვეშ შესახლებული ოთხი პერსონაჟიდან სამს სწრაფვა გა-
უჩნდა ამ ლედის მიმართ, რომელიც სილამაზით არასოდეს
გამოირჩეოდა და უკვე ხანდაზმულ ასაკს უახლოვდებოდა,
მაგრამ განუყრელ მეგობრებს ან ახლო ნაცნობებს ჩვეულებ-
რივ ხშირად აღეძვრებათ ხოლმე ბუნებრივი სიმპათია მეგობ-
რის შინაური წრის ქალების მიმართ – მაგალითად, ბებიის,
დედის, დის, ქალიშვილის, მამიდის, დისწულის ან ბიძაშვი-
ლის მიმართ, თუ ისინი მდიდრები არიან, და ცოლის, დის, ქა-
ლიშვილის, დისწულის, ბიძაშვილის, საყვარლის და მოახლის
მიმართ, როცა ეს უკანასკნელნი მომხიბვლელობით გამოირ-
ჩევიან.
არ გვინდა, მკითხველმა იფიქროს, თითქოს ტვაკომის და
სკვეირის ყაიდის ადამიანი ისეთ საქმეს მოჰკიდებდა ხელს,
შეუვალ მორალისტებს ერთხელ მაინც რომ დაუგმიათ და თუ

127
კარგად არ შეისწავლიდა და არ დაადგენდა (შექსპირის გა-
მოთქმა რომ ვიხმაროთ), „სინდისისთვის სამძიმო“ ხომ არ იქ-
ნებოდა. ტვაკომს ის აზრი აგულიანებდა, რომ მეზობლის დის
მიმართ ლტოლვა ჯერ არავის აუკრძალავს და ის წესიც იცო-
და, ყველა კანონი რომ ეფუძნება: „Expressum facit cessare
tacitum“, რაც გულისხმობს: „როცა კანონმდებელი ნათლად
განგვიმარტავს თავის აზრს, ისე არ უნდა გავიგოთ, როგორც
ჩვენ მოგვესურვება“. მართალია, საღვთო კანონი გვიკრძა-
ლავს, ახლობლის სიმდიდრეს შევნატროდეთ, ოღონდ ახ-
ლობლის დაზე არაფერია ნათქვამი, ამიტომ ტვაკომმა დაას-
კვნა, რომ ხელი გახსნილი ჰქონდა. რაც შეეხება სკვეირს, ამ,
რომ იტყვიან, ხალისიან, მომხიბვლელ კაცს და ქვრივების-
თვის სანატრელს, ის ადვილად უთავსებდა ხოლმე თავის სურ-
ვილებს მოვლენების მარადიულ ჰარმონიას.
ვინაიდან ჯენტლმენები გულმოდგინედ ცდილობდნენ,
ქვრივისთვის თავის მოსაწონებლად არცერთი შემთხვევა არ
გაეშვათ ხელიდან, იმასაც მიხვდნენ, რომ თუ ქალბატონის
შვილს უპირატესობას მიანიჭებდნენ მეორე ბიჭთან შედარე-
ბით, ეს მეთოდი უსათუოდ გაამართლებდა. ატყობდნენ, მის-
ტერ ოლვორთი სიყვარულს და სითბოს რომ არ იშურებდა ტო-
მის მიმართ, მისის ბლაიფილს კი ეს არ სიამოვნებდა და ამი-
ტომ ეჭვი არ ეპარებოდათ, ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში
ბიჭის ძაგებით ქალბატონის გულს მოიგებდნენ. აქ ტვაკომს
პრივილეგია ჰქონდა – თუ სკვეირს საშუალება ეძლეოდა,
მხოლოდ და მხოლოდ ტომის რეპუტაცია შეებღალა, თვითონ
ტყავს აძრობდა ბიჭს და ტომს როცა წკეპლას გადაუჭერდა,
ამას ყოველ ჯერზე ქალბატონს უძღვნიდა. წკეპლით ჩაგონე-
ბის ძველ მეთოდს ხშირად მიმართავდა და სულ პირზე ეკერა
ეს გამონათქვამი: „Castigo te non quod odio habeam, sed
quod AMEM“, ანუ: „სიძულვილის გამო კი არ გსჯი, არამედ
128
სიყვარულის“. ამას გამუდმებით იმეორებდა და ხშირადაც
აღასრულებდა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ორი ჯენტლმენის შეხედულე-
ბები ბიჭების აღზრდის თაობაზე ემთხვეოდა, რაც ალბათ ერ-
თადერთი შემთხვევა იყო, როცა რამეზე ერთი აზრი ჰქონდათ,
რადგან განსხვავებული პრინციპების მიუხედავად, უკვე კარგა
ხანი იყო, ურთიერთის ზრახვებზე ეჭვობდნენ და სასტიკი
მტრობით განეწყვნენ ერთმანეთის მიმართ.
ორმხრივ სიძულვილს კიდევ უფრო აძლიერებდა მათი
წარმატებების მონაცვლეობა, რადგანაც მისის ბლაიფილმა
ბევრად უფრო ადრე შეამჩნია ყველაფერი, ვიდრე თავად წარ-
მოიდგენდნენ – ისინი ხომ თითქოს დიდ სიფრთხილეს იჩენ-
დნენ, უნებურად რომ არ გაენაწყენებინათ ქალბატონი და მას
მისტერ ოლვორთვისთვის არ შეეჩივლა. თუმცა შესაშფოთებ-
ლად არავითარი მიზეზი არ ჰქონდათ, რადგან ქალბატონს
მოსწონდა, მისდამი ლტოლვას რომ ატყობდა ჯენტლმენებს
და გადაწყვიტა, ამით მხოლოდ თვითონ ეხეირა. მისის ბლაი-
ფილს სიამოვნებდა მლიქვნელობა და არშიყი და ამიტომაც
ჯენტლმენებს მონაცვლეობით და თანაბარი დოზით აგულია-
ნებდა. მართალია, ღვთისმეტყველის მოსაზრებებისკენ იხრე-
ბოდა, მაგრამ სასიამოვნო გარეგნობის გამო სკვეირი უფრო
მოსდიოდა თვალში. ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ პე-
დაგოგი რაღაცით ძალიან აგონებდა იმ ჯენტლმენს, გამოსას-
წორებელ სახლში ქალბატონებს რომ სჯიდა.
მოკლედ, ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მისის ბლაიფილს
ქორწინების სიამტკბილობა მოჰყირჭებოდა, ცოლქმრული
ცხოვრების მწარე გამოცდილება ჯერაც ახსოვდა თუ სულაც
სხვა მიზეზი ჰქონდა იმისთვის, რომ მეორედ ხელის თხოვნის
გაგონებაც არ სურდა, ოღონდ სკვეირს მაინც ისე დაუახლოვ-

129
და, ბოროტმა ენებმა ჩურჩული დაიწყეს, მაგრამ ჩვენ ქალბა-
ტონის ხათრით და წესიერების ნორმებთან შეუსაბამობის გა-
მო, ამას დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებთ და ფურცელს არ
გავაჭუჭყიანებთ. პედაგოგი ძალიანაც ცდილობდა, თუმცა წინ
ვერ წაიწია. დიდი შეცდომა დაუშვა და ეს მასზე ადრე სკვეირმა
შეამჩნია. მისის ბლაიფილი (ამას მკითხველი შესაძლოა ად-
რეც მიხვდა) ქმრის საქციელით კმაყოფილი არასოდეს ყოფი-
ლა, არა, გულწრფელად რომ ვთქვათ, საერთოდაც ეჯავრებო-
და ქმარი, ვიდრე მისმა სიკვდილმა ცოტათი არ მოულბო გუ-
ლი და ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ არც მისი ნაყოფის მი-
მართ გამოუჩენია თავგადადებული მზრუნველობა. მარ-
თლაცდა დიდად არ ზრუნავდა ბავშვზე, იშვიათად ნახულობდა
ან სულაც ვერ ამჩნევდა. როცა ხმის ამოუღებლად შეეგუა, მის-
ტერ ოლვორთიმ ნაპოვარა ასე რომ შეიყვარა, საკუთარ შვი-
ლად რომ მოიხსენიებდა და მასტერ ბლაიფილისგან არ არ-
ჩევდა, მეზობლების და ასევე ტვაკომის და სკვეირის აზრით,
ამით ძმის ახირებას უკმევდა, თორემ სინამდვილეში ბიჭი
ეჯავრებოდა. რაც მეტ თავაზიანობას იჩენდა ქალბატონი, მით
უფრო რწმუნდებოდნენ, რომ გულში ტომის მიმართ სიავე ედო
და ვინაიდან მიზეზიც ჰქონდა, ბიჭი არ ჰყვარებოდა, ვერაფერი
დააჯერებდათ, მართლა ასე თუ არ იყო.
ტვაკომს კიდევ უფრო მეტად სჯეროდა, რადგანაც მისის
ბლაიფილმა არაერთხელ დაასჯევინა მზაკვრულად ბიჭი ძმის
არყოფნაში, თორემ მისტერ ოლვორთი, დასჯის სასტიკი წინა-
აღმდეგი, ამას არ დაუშვებდა, მასტერ ბლაიფილის გაროზგვა
კი არასოდეს უბრძანებია, რაც სკვეირს არ გამოჰპარვია. მარ-
თალია, მისის ბლაიფილს ვაჟი ეჯავრებოდა და როგორი შემ-
ზარავიც უნდა იყოს ეს, დარწმუნებული ვარ, გამონაკლისი არ
ყოფილა, გარეგნულად არ იმჩნევდა, თორემ მისტერ ოლვორ-
თის კეთილგანწყობა ნაპოვარას მიმართ მაინც აღიზიანებდა.
130
ხშირად ძმის ზურგს უკან, ტვაკომთან და სკვეირთან საყვე-
დურს გამოთქვამდა და კიცხავდა, ხან კი პირში მიახლიდა მის-
ტერ ოლვორთის, როცა შელაპარაკდებოდნენ ან, ვულგარუ-
ლად რომ ვთქვათ, ერთმანეთს ეჯაჯღანებოდნენ.
მაგრამ ტომი როცა წამოიზარდა და გალანტური თვისებები
გამოავლინა, რითაც ზოგადად კაცები ქალებს თავს აწონებენ,
მის მიმართ ცუდი განწყობა ცოტა შეურბილდა, საბოლოოდ კი
უკვე ეტყობოდა, რომ საკუთარ ვაჟზე მეტად შეიყვარა და ეს
ისე აშკარა იყო, ეჭვი არავის შეეპარებოდა. მასთან ხშირად
ყოფნის მოთხოვნილება გაუჩნდა და იმხელა სიამოვნებას
იღებდა ბიჭთან ურთიერთობით, რომ ტომი ჯერ თვრამეტი
წლისაც არ იყო და ტვაკომს და სკვეირს უკვე მეტოქეობას
უწევდა. კიდევ უარესი – სოფელი ახლა მათ სიახლოვეზე ალა-
პარაკდა, როგორც ადრე სკვეირთან სიახლოვეზე ლაპარა-
კობდა, ხოლო ფილოსოფოსმა ეს ჩვენი გმირი მთელი გულით
შეიძულა.

თავი 7
ავტორი გამოდის სცენაზე

მართალია, მისტერ ოლვორთი სწრაფ და უსარგებლო დას-


კვნებს არასოდეს აკეთებდა და ხალხის ლაპარაკი, რომელიც
იშვიათად აღწევს ძმის ან ქმრის ყურამდე, მისთვის უცხო იყო,
მისის ბლაიფილის კეთილგანწყობამ ტომის მიმართ და იმ
ფაქტმა, რომ მას აშკარა უპირატესობას ანიჭებდა, ახალგაზ-
რდა მაინც უკიდურესად დააზარალა.

131
მისტერ ოლვორთის ისე ჰქონდა ძვალ-რბილში გამჯდარი
თანაგრძნობა, მისი განელება მხოლოდ ურყევ სამართლია-
ნობას შეეძლო. ნებისმიერი უიღბლობა, თუ მანკიერი თვისე-
ბები არ გადაწონიდა, საკმარისი იყო, კეთილ კაცს სიბრალუ-
ლი გასჩენოდა და მეგობრული განწყობა და ლმობიერება გა-
მოევლინა.
როცა უკვე აშკარად ატყობდა, მასტერ ბლაიფილი საკუ-
თარმა დედამ რომ შეიძულა (რაც სიმართლე იყო), მის მი-
მართ თანაგრძნობით განიმსჭვალა, ოღონდ მხოლოდ ამ მი-
ზეზით, და როცა კეთილი და გულუხვი ადამიანი თანაგრძნო-
ბით იმსჭვალება, ამას როგორ გამოხატავს, არა მგონია, მკით-
ხველთა უმეტესობას განმარტება სჭირდებოდეს.
იმ დღიდან მოყოლებული, ბიჭის ნებისმიერ კეთილშობი-
ლურ საქციელს გამადიდებელი შუშით აკვირდებოდა, მისი
მანკიერებები კი ცდილობდა, არ შეემჩნია. შეიძლება, ასეთი
გულჩვილობა ქების ღირსია, მაგრამ ადამიანური ბუნების სი-
სუსტის მომდევნო ნაბიჯი ხშირად საბოდიშო ხდება: როგორც
კი შენიშნა, რომ მისის ბლაიფილი უპირატესობას ტომს ანი-
ჭებდა, რაშიც საწყალ ბიჭს ბრალი არ მიუძღოდა, თვითონ
თანდათან გაუნელდა სიყვარული შვილობილის მიმართ. ისიც
სიმართლეა, რომ ამ მიზეზით ტომს გულიდან ვერ ამოიგლეჯ-
და, მაგრამ ბიჭს ეს ყველაფერი ზიანს უქადდა და მისტერ ოლ-
ვორთი ისე განაწყო, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაადგმე-
ვინა, ოღონდ უნდა ვაღიაროთ, რომ თავისი ქარაფშუტობით,
თავგუნებობით და დაუდევრობით ამ ამბებს ტომმაც დიდად
შეუწყო ხელი.
რამდენიმე მაგალითს მოვიყვან, რომლებიც, თუ სწორად
გაიგებენ, კარგ გაკვეთილად გამოადგება კეთილგონიერ
ახალგაზრდებს, ჩვენს შესაძლო მომავალ მკითხველებს,
რადგან მიხვდებიან, რომ ალალი ბუნება და გულღია ხასიათი
132
შეიძლება სიმშვიდის მომგვრელია და პატრონს სიამაყით ავ-
სებს, სამწუხაროდ, ისე არ ჭრის ამ სამყაროში, როგორც უნდა
ჭრიდეს. საუკეთესო პიროვნებებსაც მართებთ ცოტა წინდახე-
დულობა და სიფრთხილე. ისინი თითქოსდა დარაჯად უდგანან
სათნოებას, რომელიც მათ გარეშე ვერასოდეს იქნება უსაფ-
რთხოდ. არ კმარა, განზრახვა ან მოქმედება მხოლოდ არსით
იყოს კეთილი, უნდა ვეცადოთ, ასე გამოჩნდეს. როგორი ლა-
მაზიც უნდა იყოს ადამიანი შინაგანად, გარეგნულ სახეზეც უნ-
და იზრუნოს და თანაც გამუდმებით, თორემ შური და ბოროტე-
ბა ჩირქს მოსცხებს და მისტერ ოლვორთისთანა მიხვედრილი
და კეთილშობილი კაციც კი ვეღარ ჩასწვდება და შეიცნობს ში-
ნაგან სილამაზეს. მოდი, ჩემო ახალგაზრდა მკითხველო, და-
იმახსოვრე, რომ წინდახედულობის კანონს ყველაზე კეთილი
კაციც კი ვერ უგულებელყოფს, ვერც სათნოება იქნება ლამა-
ზი, თუ ის გარედან პატიოსნების და თავაზიანობის ორნამენ-
ტით არ მორთე. ჩემო ღირსეულო მკითხველო, ამ რჩევის გან-
სამტკიცებელ საკმარის მაგალითებს, თუ გულისყურით წა-
იკითხავ, მომდევნო გვერდებზე შემოგთავაზებ.
მომიტევეთ ეს ხანმოკლე გამოჩენა სცენაზე ქოროს სახით.
მე ჩემს სახელზე ვზრუნავ და როცა იმ კლდეებზე მივუთითებ,
რომლებზედაც ხშირად უმანკოება და სიკეთე იმსხვრევა, არ
მინდა, მცდარად გამიგონ, თითქოს დამღუპველ რჩევას ვაძ-
ლევდე ღირსეულ მკითხველს და ვინაიდან ვერცერთი მოქმე-
დი გმირი ვერ წავაქეზე, ეს ეთქვა, იძულებული გავხდი, თავად
დამეძრა სიტყვა.

133
თავი 8

ტომის ბავშვური საქციელი, რომელიც


მის კეთილ ბუნებას ავლენს

მკითხველს ემახსოვრება, მისტერ ოლვორთიმ ტომს პატა-


რა კვიცი რომ აჩუქა, როგორც თვითონ ფიქრობდა, დაუმსახუ-
რებელი სასჯელის გასაბათილებლად.
ეს კვიცი ტომს ნახევარ წელზე მეტხანს ჰყავდა, მერე ერ-
თხელაც მეზობელ სოფელში გაქუსლა და გაყიდა.
უკან დაბრუნებულს ტვაკომმა ჰკითხა, ფული რა უყავიო და
მანაც გულწრფელად უპასუხა, არ გეტყვითო.
– ოჰო! – თქვა ტვაკომმა, – შენ თუ არ მეტყვი, მაშინ შენს
უკანალს ვათქმევინებ! – ის ხომ ყოველ საეჭვო ვითარებაში
სხეულის ამ ნაწილს მიმართავდა საქმის გამოსაძიებლად.
ეგზეკუციისთვის ყველაფერი მზად იყო, როცა მისტერ ოლ-
ვორთი შემოვიდა, გააუქმა განაჩენი, ტომი სხვა ოთახში გაიყ-
ვანა და დამარტოხელებულს იგივე კითხვა დაუსვა, რაც ადრე
ტვაკომმა.
ტომმა უთხრა, თქვენ უარს ვერაფერზე გეტყვით, მაგრამ იმ
ტირან არამზადას მხოლოდ კომბლით გავცემ პასუხსო. იმედი
ჰქონდა, მალე იშოვიდა კომბალს და ყველა სისასტიკისთვის
აზღვევინებდა.
მისტერ ოლვორთიმ მასწავლებლის უპატივცემულოდ მოხ-
სენიების გამო მკაცრად გაკიცხა, განსაკუთრებით იმის გამო,
შურისძიება რომ ედო გულში. დააშინა კიდეც, ჩემგან წყალო-
ბას ნუღარასოდეს ელოდები, თუ კიდევ დაგცდება ამგვარი
სიტყვებიო. ასე უთხრა, მე არასდროს ვემეგობრები თახსირ
ადამიანსო. ამ და კიდევ სხვა განცხადებებით ტომს ცოტაოდე-

134
ნი სინანული გამოსტყუა, ოღონდ ბიჭი ბოლომდე გულწრფე-
ლი არ ყოფილა, ის ხომ ხშირად ფიქრობდა, როგორ გადაუხ-
დიდა სამაგიეროს პედაგოგს მისი ხელიდან მიღებული მწვე-
ლი წყალობებისთვის. მიუხედავად ამისა, ოლვორთის შეგო-
ნებით ტომმა თავისი საქციელი მოინანია, შემდეგ კი, მამო-
ბილმა კიდევ რამდენიმე სასარგებლო დარიგება რომ მისცა
და ნება დართო, სათქმელი გაეგრძელებინა, მოჰყვა:
– სერ, ჩემო ძვირფასო, მართლაც, თქვენსავით არავინ
მიყვარს და ასე არავის ვაფასებ ამქვეყნად. ვიცი, როგორი და-
ვალებული ვარ თქვენგან და თავს შევიძულებდი უმადურო-
ბისთვის. იმ კვიცს რომ ლაპარაკი შესძლებოდა, გეტყოდათ,
როგორ მიყვარდა, მისი მოვლა მეტ სიამოვნებას მანიჭებდა,
ვიდრე ჭენება. მართლაც რომ ჩემი გულის ნაწილი გავაყოლე,
როცა დავშორდი. არასდროს გავყიდდი, რომ არა ის მიზეზი,
რატომაც გავყიდე. დარწმუნებული ვარ, თქვენც ასე მოიქცე-
ოდით, რადგან სხვისი გასაჭირი ყოველთვის გულთან ახლოს
მიგაქვთ. და რა გრძნობა გაგიჩნდებოდათ, სერ, თუ თქვენი
ბრალი იქნებოდა მათი გასაჭირი? სერ, მათსავით ნამდვილად
არავის უჭირს.
– ვისავით, შვილო? – ჰკითხა ოლვორთიმ, – ვის გულის-
ხმობ?
– ო, სერ! – მიუგო ტომმა, – რაც ტყისმცველი გააგდეთ, მი-
სი დიდი ოჯახი ლამისაა შიმშილით და სიცივით ამოწყდეს. ვე-
ღარ ვუძლებდი მათი საცოდაობის ყურებას, თან ამ ადამიანე-
ბის მთელი უბედურების მიზეზი მე ვარ. ვერ ავიტანე, სერ, გე-
ფიცებით, ვერ ავიტანე, – აქ ცრემლი ჩამოეღვარა ლოყებზე და
ისევ განაგრძო, – სრული განადგურებისგან რომ მეხსნა, ამი-
ტომ შეველიე თქვენს საჩუქარს. მათ გამო გავყიდე ცხენი და
უკანასკნელი შილინგიც კი მივეცი.

135
მისტერ ოლვორთი ერთხანს ჩუმად იყო და ვიდრე ხმას
ამოიღებდა, თვალები აუცრემლდა, თუმცა რბილად მაინც
უსაყვედურა. მერე დაარიგა, ასეთ შემთხვევაში მე მომმართე
ხოლმე და სხვის დასახმარებლად უჩვეულო ხერხს ნუღარ გა-
მონახავო.
აღნიშნული შემთხვევა შემდგომში ტვაკომის და სკვეირის
კამათის საბაბად იქცა. ტვაკომი ფიქრობდა, რომ ეს მისტერ
ოლვორთის გამოწვევა იყო, რადგან მან დაუმორჩილებლო-
ბის გამო დასაჯა ყმაწვილი. რამდენიმე მაგალითიც მოიყვანა,
არწმუნებდა, ამგვარი გულუხვობა ღვთის ნებას ეწინააღმდე-
გება და მისტერ ოლვორთის სურვილებსაც უპირისპირდებაო
და, როგორც ყოველთვის, საბოლოოდ დაასკვნა, გაროზგვაა
საჭიროო.
ამასობაში სკვეირი სრულიად სხვა აზრზე იდგა – შესაძ-
ლოა, ტვაკომს რომ შეჰკამათებოდა ან მისტერ ოლვორთის
დასთანხმებოდა, ჯონსის საქციელს ამართლებდა. ვინაიდან
დარწმუნებული ვარ, ჩემი მკითხველების უმეტესობა უკეთ
დაიცავს ჯონსს, უადგილო მეჩვენება, მისი დასაბუთებები გა-
ვიმეორო. კაცმა რომ თქვას, უფრო ადვილი იქნებოდა, სამარ-
თლიანობის კანონისთვის მიესადაგებინა ტომის საქციელი,
რომელსაც უსამართლობის კანონთან არაფერი აკავშირებ-
და.

136
თავი 9
მოიცავს უფრო საძაგელი ამბის აღწერას და
ტვაკომის და სკვეირის კომენტარებს

ჩემზე ბევრად უფრო გონიერებად შერაცხულ ადამიანებს


დაუდგენიათ, რომ უბედურება მარტო არ მოდის. ვფიქრობ,
ამის დასადასტურებლად გამოდგებიან ჯენტლმენები, რომ-
ლებსაც არ გაუმართლათ და თაღლითობაში გამოიჭირეს, და
რადგანაც ერთხელ უკვე ამხილეს, მერე სხვა დანარჩენიც გა-
მოაშკარავდა. საწყალ ტომსაც ასე დაემართა – ის იყო, კვიცის
გაყიდვა მიუტევეს, აღმოჩნდა, რომ მანამდე მისტერ ოლვორ-
თის ნაჩუქარი ბიბლიის შესანიშნავი გამოცემაც გაუყიდია და
აღებული ფული ისევე მოიხმარა. ბიბლია მასტერ ბლაიფილს
შეუძენია, თუმცა საკუთარი ჰქონდა. ნაწილობრივ წიგნის პა-
ტივისცემით, ნაწილობრივ ტომის ხათრით, არ სურდა, წიგნი
ნახევარ ფასში ვინმე უცხოს ეყიდა და ამიტომ, როგორც შეს-
თავაზეს, ნახევარ ფასად თვითონ იყიდა. ის ხომ ხელმომჭირ-
ნე ბიჭი იყო და ფულთან სიფრთხილეს იჩენდა, რასაც მისტერ
ოლვორთი აჩუქებდა, ლამის უკლებლივ ინახავდა.
არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ თავიანთ წიგნებს
კითხულობენ. მასტერ ბლაიფილს პირიქით დაემართა – ტო-
მის ბიბლია დაისაკუთრა თუ არა, სხვა ხელში აღარ აუღია. ის
კი არა, ამ ბიბლიას უფრო დიდხანს კითხულობდა ხოლმე,
ვიდრე თავისას. ვინაიდან ტვაკომს ხშირად სთხოვდა, აეხსნა
ესა თუ ის რთული ნაწყვეტი, სამწუხაროდ, ჯენტლმენმა შენიშ-
ნა, რომ ტომის სახელი ბევრგან ეწერა. ამას მოჰყვა გამოძიება
და მასტერ ბლაიფილი იძულებული გახდა, ყველაფერი გაემ-
ხილა.ტვაკომის გადაწყვეტილებით, ამგვარი დანაშაული, თა-
ვად მკრეხელობად რომ მოიხსენიებდა, დაუსჯელი არ უნდა

137
დაეტოვებინათ. ამიტომ არ დააყოვნა და ტომი გაროზგა, მაგ-
რამ ამითაც რომ ვერ დაკმაყოფილდა, მეორე დილით მისტერ
ოლვორთის როცა შეხვდა, ტომის დანაშაულს საზარელი უწო-
და, უშვერი სიტყვებით ლანძღავდა ბიჭს და ტაძრიდან გაძევე-
ბულ ვაჭრებსაც შეადარა.
სკვეირი სხვაგვარად უყურებდა ამ ამბავს. ვერ გაეგო, თუ
სხვა წიგნის გაყიდვა შესაძლებელი იყო, ბიბლიის გაყიდვა რა-
ტომ არ შეიძლებოდა. ეს ხომ არც რჯულის კანონით იკრძალე-
ბოდა და არც ადამიანურით და, შესაბამისად, ნებადართული
იყო – ტვაკომის ამგვარმა შეშფოთებამ ერთი ღვთისნიერი ქა-
ლის ამბავი მომაგონა, როდესაც წმინდა რელიგიური მოსაზ-
რებით იმ ქალმა თავის ნაცნობს ტილოთსონის ქადაგებების
წიგნი მოჰპარაო.
ეს რომ მოისმინა, ტვაკომს ტვინში სისხლმა აასხა და არც
მაინცდამაინც ფერმკრთალი სახე აუწითლდა. უკვე ის იყო
მგზნებარედ და გაბრაზებით უნდა შეჰპასუხებოდა, რომ იქ
დამსწრე მისის ბლაიფილმა შეაწყვეტინა. ლედიმ განაცხადა,
სკვეირს აბსოლუტურად ვეთანხმებიო და გონივრულად და-
ასაბუთა თავისი მოსაზრება. საბოლოოდ დაასკვნა, რომ თუკი
ტომს რაიმე დანაშაული მიუძღოდა, მაშინ მისი ვაჟიც დასასჯე-
ლი იყო, რადგანაც გამყიდველსა და მყიდველს შორის გან-
სხვავებას ვერ ხედავდა და ორივე თანაბრად იმსახურებდა
ტაძრიდან გაძევებას.
როგორც კი მისის ბლაიფილმა თავისი მოსაზრება ხმამაღ-
ლა განაცხადა, კამათსაც ბოლო მოეღო. სკვეირს რომც სდო-
მებოდა რამის დამატება, ტრიუმფმა დაადუმა, ტვაკომს კი, რო-
მელიც ზემოთ ხსენებული მიზეზის გამო ვერ გაბედავდა, ლე-
დის დაჰპირისპირებოდა, აღშფოთებისგან ლამის სული შე-
ეხუთა. რაც შეეხება მისტერ ოლვორთის, ასე თქვა, ვინაიდან
ბიჭი უკვე დაისაჯა, ჩემს სენტიმენტებს აღარ გაგიზიარებთო,
138
და იქნებოდა თუ არა ტომის საქციელით გაბრაზებული, ამის
გადაწყვეტას ჩემს მკითხველს მივანდობ.
ამ ამბიდან დიდი დრო არ გასულა და სკვაირმა ვესტერნმა
(ვის მამულშიც გნოლი მოკლეს) ტყისმცველის წინააღმდეგ
საქმე აღძრა. ტყისმცველისთვის ეს წარმოუდგენელი უბედუ-
რება იქნებოდა, მას სრული განადგურება ემუქრებოდა და
მისტერ ოლვორთის წყალობასაც დაკარგავდა. ერთხელ ხომ
ტომმა, როცა ოლვორთი მასთან და მასტერ ბლაიფილთან ერ-
თად სეირნობდა, ეშმაკურად ტყისმცველის სახლისკენ გაიტ-
ყუა სკვაირი, სადაც მან თავისი თვალით იხილა უკიდურეს გა-
ჭირვებაში ჩავარდნილი გასაცოდავებული ოჯახი. ჯონსისგან
ნაბოძები ფულით მხოლოდ ძველი ვალები დაეფარათ და ლა-
მის შიმშილით იხოცებოდნენ. ამის შემხედვარე მისტერ ოლ-
ვორთის არ შეიძლებოდა არ შეჰბრალებოდა ტყისმცველის
ოჯახი. მან იმწამსვე რამდენიმე გინეა მისცა დედას, შვილების-
თვის ტანსაცმელი რომ ეყიდა. მადლიერი ქალი ცრემლად და-
იღვარა და თავი ვერ შეიკავა, მადლობა ტომისთვისაც არ გა-
დაეხადა, რომელიც უკვე დიდი ხანი იყო, ლუკმაპურის ფულს
აძლევდათ – ბავშვებს შიმშილით კუჭი გაუხმებოდათ და ძონ-
ძებში ივლიდნენ, ტომი რომ არ დაგვხმარებოდაო. თურმე კვი-
ცის და ბიბლიის გარდა, ბიჭს ძვირფასი ხალათი და კიდევ სხვა
ნივთებიც გაეყიდა საცოდავი ოჯახის დასახმარებლად.
შინ რომ დაბრუნდნენ, ტომი ენად გაიკრიფა და ისე ლამა-
ზად ილაპარაკა უბედურ ოჯახზე და ჯორჯის სინანულზე, რომ
მისტერ ოლვორთიმ განაცხადა, ვფიქრობ, საკმარისად დაისა-
ჯა წარსულში ჩადენილი დანაშაულისთვის, ამიტომაც მივუტე-
ვებ და რამეს ვიღონებ ოჯახის საკეთილდღეოდო.
ჯონსი ისე გაახარა ამ ამბავმა, არც ღამის სიბნელეს მოერი-
და და არც თავსხმა წვიმას, მთელი ერთი მილი გაიარა უკან,
საცოდავი ქალისთვის რომ ყველაფერი ეცნობებინა, თუმცა,
139
ყველა სულსწრაფი მაცნის არ იყოს, თავად გაირთულა საქმე,
რადგანაც ჯორჯის ბედუკუღმართობის გამო ყველაფერი ისევ
თავდაყირა დადგა.

თავი 10
სადაც მასტერ ბლაიფილი და ჯონსი ახლებულად
წარდგებიან თქვენ წინაშე

მასტერ ბლაიფილი თავის მეგობარ ჯონსს გულმოწყალება-


ში ტოლს ვერ უდებდა, სამაგიეროდ სხვა, უფრო ამაღლებულ
საკითხში ჯაბნიდა, კერძოდ, სამართლიანობაში. ტვაკომის და
სკვეირის მაგალითის მიმდევარი გახლდათ, მართალია, ორი-
ვე ხშირად ხმარობდა სიტყვა „მოწყალებას“, აშკარა იყო, რომ
რეალურად სკვეირი მას სამართლიანობის კანონთან შეუსა-
ბამოდ მიიჩნევდა, ხოლო ტვაკომი სამართლიანობას იცავდა,
ოღონდ მოწყალების გაღებას ღმერთს მიანდობდა. მართლაც,
ძალიან განსხვავებული აზრის იყო უმაღლეს სათნოებაზე ეს
ორი ჯენტლმენი და მათი ნება რომ ყოფილიყო, ერთი ერთ ნა-
ხევარს გაანადგურებდა კაცობრიობის, მეორე – მეორეს.
მასტერ ბლაიფილმა ჯონსის თანდასწრებით გაჩუმება ამ-
ჯობინა, მაგრამ როცა საკითხს ჩაუღრმავდა, ვერ აიტანა ის აზ-
რი, რომ ბიძამისი დაუმსახურებელ წყალობას უბოძებდა ტყის-
მცველს, ამიტომ იმწამსვე გაუმხილა ერთი ფაქტი, რაზედაც
ჩვენს მკითხველს გადაკვრით მოვახსენეთ.
დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, რაც მისტერ ოლვორთიმ
დაითხოვა და ვიდრე ტომი კვიცს გაყიდდა, მისტერ ვესტერნის
140
მინდორში მიმავალ ტყისმცველს შორიდან კურდღლისთვის
მოუკრავს თვალი. თურმე ისე უნამუსოდ და ულმობლად გა-
უჩეხა თავი იმ კურდღელს, რომ ნადირობის კანონიც ხელყო
და სხვა ადამიანური კანონიც.
ხელზე მოვაჭრეს, ვისაც ჯორჯმა კურდღელი მიჰყიდა, ცოტა
ხანში კარგა ბლომად გარეული ფრინველი უპოვეს და საქმე
ცუდად წაუვიდა, ამიტომ სკვაირის გულის მოსაგებად გადაწ-
ყვიტა, ერთი ბრაკონიერის ვინაობა გაემხილა. არჩევანი ჯორ-
ჯზე შეაჩერა, რომელსაც ერთხელ უკვე თავი ჰქონდა მოჭრი-
ლი მისტერ ვესტერნთან და სოფელი კარგი კაცის სახელით არ
იცნობდა. ამას გარდა, ეს მსხვერპლი ხელზე მოვაჭრემ თავის
სასიკეთოდ გაიღო, ჯორჯი ხომ უკვე დიდი ხანი იყო, გარეული
ფრინველით აღარ ამარაგებდა, თან უკეთეს კლიენტებსაც
თვალს მოაფარებდა. სკვაირმაც, გახარებულმა, ჯორჯის დას-
ჯის საბაბი რომ მიეცა, გამოძიება აღარ გააგრძელა.
ამბავი სწორად რომ მიეწოდებინათ მისტერ ოლვორთის-
თვის, შეიძლება ტყისმცველს ასეთი უბედურება არ დასტყდო-
მოდა თავს, მაგრამ ვინაიდან არ არსებობს იმაზე ბრმა აღტყი-
ნება, სამართლიანობის მოყვარულ ადამიანს მისი შეურაც-
ხმყოფელის დასჯისას რომ ეუფლება, მასტერ ბლაიფილს და-
ავიწყდა, ეს ამბავი დიდი ხნის წინ რომ მოხდა, ფაქტიც გადა-
ასხვაფერა და მრავლობითი და მხოლობითი რიცხვები აურია,
ასე უთხრა, ჯორჯს კურდღლები გადმოჰყავდაო. ამას კიდევ
ეშველებოდა, ოღონდ მასტერ ბლაიფილმა, სამწუხაროდ, მის-
ტერ ოლვორთის პირობა ჩამოართვა, საიდუმლო შეენახა,
ვიდრე ყველაფერს გაუმხელდა და სწორედ ამიტომ, საწყალი
ტყისმცველი ისე გაასამართლეს, თავის დაცვის შესაძლებ-
ლობაც არ ჰქონია. მისტერ ოლვორთიმ იცოდა, ტყისმცველს
კურდღლის მოკვლისთვის რომ უჩივლეს, სიმართლე იყო და
ამიტომ სხვა დანარჩენიც დაიჯერა.
141
ხანმოკლე აღმოჩნდა საწყალი ოჯახის სიხარული, რადგან
მეორე დილით მისტერ ოლვორთიმ განაცხადა, გასაბრაზებ-
ლად ახალი საბაბი მაქვსო, რომელიც არ დაუსახელებია და
მკაცრად გააფრთხილა ტომი, ამიერიდან ჯორჯის სახელი
აღარ მიხსენო, ხოლო რაც შეეხება მის ოჯახს, დავეხმარები,
შიმშილით სული რომ არ ამოსძვრეთო. გადაწყვიტა, ჯორჯი
კანონის ხელში ჩაებარებინა, კანონის, რომელსაც ის გამუდ-
მებით არღვევდა.
ტომს წარმოდგენა არ ჰქონდა, რამ გააცეცხლა მისტერ
ოლვორთი, რადგან მასტერ ბლაიფილზე ეჭვიც არ აუღია, მაგ-
რამ მისი მეგობრობის გრძნობასთან იმედგაცრუება ვერა-
ფერს გახდებოდა და ახლა სხვა ხერხი მოსინჯა ტყისმცველის
გადასარჩენად.
ბოლო ხანებში ტომი ძალიან დაუახლოვდა მისტერ ვეს-
ტერნს. ისე გამოიჩინა და მოაწონა თავი წინაღობებზე ხტომით
და მონადირის სხვა ღირსებებით, რომ სკვაირმა თქვა, ტომი
სათანადოდ რომ წავახალისოთ, მისგან დიდი კაცი დადგებაო.
ისიც დასძინა, ნეტავ, ასეთი შვილი მყოლოდაო. ერთხელაც
თურმე შეზარხოშებულმა ამაყად განაცხადა, ათას ფუნტს ჩა-
მოვალ, მწევრებით ნადირობაში ტომს ტოლს ვერავინ დაუ-
დებს ამ სოფელშიო.
ამ თავისი ნიჭით ტომმა სკვაირის ნდობა მოიხვეჭა და მის
სუფრაზე სასურველი სტუმარი გახდა, ხოლო ნადირობაში –
სასურველი კომპანიონი. რაც კი ყველაზე ძვირფასი იყო სკვა-
ირისთვის – მისი თოფები, მწევრები და ცხენები, შეეძლო სა-
კუთარივით მოეხმარა. ამიტომ ჯონსმა გადაწყვიტა, ესარგებ-
ლა ვესტერნის კეთილგანწყობით და ჯორჯს დახმარებოდა –
იმედოვნებდა, მისტერ ვესტერნის ოჯახისთვის წარედგინა,
იგივე სამსახური რომ გაეწია მათთვის, რასაც ადრე მისტერ
ოლვორთის უწევდა.
142
თუ მკითხველი გაითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ჯორჯმა
მისტერ ვესტერნი ერთხელ უკვე შეურაცხყო და რომ ჯენ-
ტლმენს სიძულვილისთვის სერიოზული მიზეზი ჰქონდა, შეიძ-
ლება ტომის წამოწყება სულელური და უიმედო მოეჩვენოს,
სამაგიეროდ, იმას ნამდვილად მოუწონებს, ყველა ღონეს რომ
ხმარობდა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენილი მეგობ-
რის დასახმარებლად.
თავისი მიზნის მისაღწევად ტომმა მისტერ ვესტერნის ქა-
ლიშვილს მიმართა. ახალგაზრდა ქალბატონს, რომელიც
ჩვიდმეტი წლისა გახლდათ, მამა, ზემოთ ნახსენები სანადირო
აღჭურვილობის შემდეგ, ამქვეყნად ყველაფერზე მაღლა აყე-
ნებდა და მთელი გულით უყვარდა. ქალბატონს შეეძლო გავ-
ლენა ექონია მამაზე, ტომს კი ქალბატონზე. მაგრამ, ვინაიდან
ვაპირებთ, სკვაირის ქალიშვილი ამ რომანის გმირი გავხა-
დოთ და არათუ თავად მოგვწონს ძალიან, ვიმედოვნებთ,
მკითხველიც შეიყვარებს, წიგნის ბოლოს მისი წარდგენა მარ-
თებულად არ მიგვაჩნია.

143
წიგნი IV

მოიცავს წელიწადის ერთ დროს

თავი 1
შედგება ხუთი ფურცლისგან

ვინაიდან ჩვენი მართლისმთქმელი ნაწარმოები გამოირჩე-


ვა სხვა მოსაწყენი რომანებისგან, ურჩხულებით და არეული
გონის წარმოსახვებით რომ არიან გადავსებული, ბუნების
ქმნილებებით კი არა, და მავანი გამოჩენილი კრიტიკოსის აზ-
რით, მხოლოდ საკონდიტრო ნაწარმისთვის თუ გამოდგებიან,
ის არც იმ ისტორიულ პიესებს გვინდოდა დამსგავსებოდა, ერ-
თი აღიარებული პოეტი, ზუსტად ასევე, მელუდეთა სახეიროდ
გათვლილს რომ უწოდებს, რადგან მათი წაკითხვა მხოლოდ
კათხა ლუდის თანხლებით შეიძლება:
„ისტორია მეგობარ ლუდთან ერთად აქარვებს ამბის სევ-
დას და სიმძიმეს“.
ლუდი ხომ თანამედროვე ისტორიკოსების სასმელი და სუ-
ლაც მათი მუზაა და თუ ბათლერს დავუჯერებთ, შთაგონების
წყაროც, ესე იგი სასურველია, მკითხველმაც გადაყლურწოს –
წერის და კითხვის განწყობა ხომ აუცილებლად უნდა ემთხვეო-
დეს ერთმანეთს. ამის გამო უთხრა ალბათ ცნობილი „ჰერ-
ლოტრამბოს“ ავტორმა ეპისკოპოსს, თქვენმა უწმინდესობამ
იმიტომ ვერ დააფასა ეს შესანიშნავი ნაწარმოები, რომ კით-
ხვისას ვიოლინოზე არ უკრავდითო; თავად პიესაზე მუშაობი-
სას ეს ინსტრუმენტი სულ ხელთ ჰქონდა. ჩვენი წიგნი ამგვარ
ისტორიკოსთა ნაშრომებს რომ არ დაემსგავსოს, ყველანაი-
რად ვეცადეთ, რომანი სხვადასხვა შედარებით, აღწერით და

144
პოეტური ეპითეტით შეგველამაზებინა. რა თქმა უნდა, ეს ზე-
მოთ ხსენებული ლუდის ჩასანაცვლებლად ხდება ანუ გონების
გამოსაცოცხლებლად – ვრცელი რომანი ხომ ხშირად თვლე-
მას ჰგვრის მკითხველსაც და მწერალსაც. ამგვარი შესვენებე-
ბის გარეშე მშრალი ფაქტების გაცნობა მკითხველის შესაძ-
ლებლობას აღემატება, რადგანაც მრავალტომიანი გაზეთების
კითხვას მარადიული სიფხიზლით თუ გაუძლებ, ჰომეროსი
მხოლოდ იუპიტერს რომ მიაწერს.
მკითხველს მივანდობთ, გადაწყვიტოს, რამდენად გონივ-
რულად ჩავრთეთ ეს შელამაზებული ნაწყვეტი. ნამდვილად
ყველა დამეთანხმება, რომ საბაბი ამჯერად რიგიანი გვქონდა,
ვინაიდან ვაპირებთ, სცენაზე საყურადღებო პერსონაჟი – არც
მეტი არც ნაკლები, ჩვენი ჰეროიკულ-ისტორიულ-პროზაული
პოემის მთავარი გმირი წარმოგიდგინოთ. ამიტომ ვიფიქრეთ,
მართებული იქნებოდა, მკითხველი მასთან შესახვედრად შეგ-
ვემზადებინა და მისი წარმოსახვა გაგვემდიდრებინა სასია-
მოვნო სახეებით, რომლებსაც ბუნება გვთავაზობს. ამ მეთო-
დის გასამართლებლად ბევრ მაგალითს მოვიხმობთ. პირვე-
ლი ჩვენი ტრაგიკოსი პოეტებისთვის კარგად არის ცნობილი –
მათ ხომ არ ეშლებოდათ, როგორ შეემზადებინათ მაყურებე-
ლი მთავარ გმირთან შესახვედრად.
გმირის წარდგენას ყოველთვის ახლავს ბუკის ძლიერი ხმა
და დაფდაფების ბრახუნი აუდიტორიის მხედრული განწყობის
ასამაღლებლად და მისი ყურების მოსამზადებლად მაღალ-
ფარდოვანი სიტყვების მოსმენისთვის, ბატონი ლოკის უსი-
ნათლო, მცდარად, ბუკის ხმად რომ მიიჩნევდა; და პირიქით,
სცენაზე შეყვარებულების გამოჩენას თან ნაზი მუსიკა ერთვის,
მაყურებელს ვნებები რომ დაუცხრეს ან გაყუჩდეს და მომდევ-
ნო მოქმედებაზე ჩასათვლემად განეწყოს. ამ საიდუმლოს არა
მხოლოდ პოეტები, არამედ მათი მმართველებიც, თეატრის
145
რეჟისორებიც ჩასწვდნენ, რადგანაც გმირს, მისი შემოსვლის
მაუწყებელი ზემოთ ხსენებული დაფდაფების ბრახუნის გარდა,
ამალად ათზე მეტი სტატისტი შემოჰყვება ხოლმე და თუ რამ-
დენად აუცილებელია სტატისტების დასწრება, ეს შეიძლება
ერთმა თეატრალურმა ისტორიამ დაგანახვოთ: მეფე პიროსი
თეატრის გვერდით, ლუდხანაში სადილობდა, როცა მოახსე-
ნეს, სცენაზე გამოსვლის დროაო. გმირი ვერც ბატკნის კანჭს
ელეოდა და, ამავე დროს, არც მისტერ უილკსის (თეატრის რე-
ჟისორის) განაწყენება სურდა, ამიტომ ქრთამი შესთავაზა ამ-
ბის მომტანებს და სთხოვა დამალულიყვნენ. მონარქმა მშვი-
დად დაასრულა სადილი და ვიდრე მისტერ უილკსი მთელ ხმა-
ზე გაჰკიოდა, სად დაიკარგნენ დურგლები, ისინი ხომ მეფეს
უნდა შემოუძღვნენო, მაყურებელს მუსიკით ართობდნენ.
გულწრფელად რომ გითხრათ, ვფიქრობ, კარგი ყნოსვით
დაჯილდოებული პოლიტიკოსები ამ ხერხის სარგებლიანობას
გრძნობენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გოროზი ლორდ-მერი
მისდამი მოკრძალებულ გრძნობებს იმ დიდებულ პროცესიებს
უნდა უმადლოდეს, ცერემონიას რომ უძღვის წინ. უნდა ვაღი-
არო, პომპეზურობას ჩემზეც კი მოუხდენია შთაბეჭდილება,
თუმცა დიდად არ მხიბლავს სანახაობები. როცა ვუყურებ პრო-
ცესიის უკან გოროზად მომავალ ადამიანს, მის ღირსებას მე-
ტად ვაფასებ, ვიდრე ჩვეულებრივ ვითარებაში დავაფასებდი.
მაგრამ არსებობს ერთი მაგალითი, რომელიც ჩემს მიზანს კი-
დევ უფრო ზუსტად განმარტავს. ვგულისხმობ იმ წეს-ჩვეულე-
ბას, როცა კორონაციის ზეიმის დაწყებამდე მეყვავილე ქალს
ავალებენ, თაიგულებით მოფინოს მსვლელობის გზა. ანტიკურ
ხანაში ასე ქალღმერთ ფლორას უხმობდნენ და არც ქურუმებს
და არც პოლიტიკოსებს არ უძნელდებოდათ, ხალხი დაეჯერე-
ბინათ, რომ ქალღმერთი მათთან იყო, ოღონდ მის მოვალეო-

146
ბას უბრალო მოკვდავი ასრულებდა. სულაც არ გვსურს, მკით-
ხველს თავს მოვახვიოთ საკუთარი შთაბეჭდილება და ამიტომ
წარმართული თეოლოგიის მოწინააღმდეგეებს შეუძლიათ
ქალღმერთი ზემოთ ხსენებულ მეყვავილედ გადააქციონ. მოკ-
ლედ, ჩვენი მიზანია, მკითხველის პატივისცემის მოსაპოვებ-
ლად, რომანის გმირი რაც შეიძლება სადღესასწაულოდ წარ-
მოგიდგინოთ. ზოგიერთი მიზეზის გამო, მგრძნობიარე გულის
მქონე მამრობითი სქესის მკითხველებს ვურჩევდით, აღარ გა-
ეგრძელებინათ კითხვა, დარწმუნებული რომ არ ვიყოთ, რა-
ოდენ მომხიბვლელიც უნდა ეჩვენოთ ჩვენი გმირი, მისი სახე
ბუნებიდან არის აღებული და მის სადარს ჩვენს ქალბატონებს
შორისაც იპოვით, მგზნებარე ლტოლვის ღირსთ, ქალის
სრულყოფილების ისეთ იდეალებს, რომელთა აღწერასაც ჩვე-
ნი კალამი შეძლებდა.
აღარ გავაგრძელებთ შესავალს და მომდევნო თავზე გადა-
ვალთ.

თავი 2
მოკლე ქარაგმული ნათქვამი ამაღლებულ სტილზე და
მის სოფია ვესტერნის აღწერა

სუნთქვის ხმა არ გავიგონო. დაე, ქარის წარმართმა მბრძა-


ნებელმა ბობოქარ ბორეასს და მწარედ მსუსხავ ევროსს რკი-
ნის ჯაჭვით ხელ-ფეხი შეუკრას. შენ კი, წყნარო ზეფირო, წა-
მოიმართე სურნელოვანი საწოლიდან, ამაღლდი ზეცისკენ და
ნაზი სიო დაუბერე, მშვენიერი, მარგალიტისებრი ცვრის არო-
მატით გაჟღენთილი ფლორა მშვიდად რომ გამოაღვიძოს და 1
ივნისს, საკუთარ დაბადების დღეზე, ამ კოკორივით გაშლილ-
მა ქალწულმა თავის ფარფატა სამოსში წყნარად გადაიაროს
147
ამწვანებულ მდელოზე, სადაც თითოეული ყვავილი თავს
სწევს პატივის მისაგებად, ვიდრე მთელი მინდორი არ გადაჭ-
რელდება და ფერები და სურნელება ერთმანეთს არ გაეჯიბრე-
ბა მისი გულის მოსაგებად.
საოცრად თვალწარმტაცია! და თქვენ, ფრთოსანო მგა-
ლობლებო, რომელთა კეთილხმოვანება ჰენდელსაც შეშურ-
დება, მელოდიური ჭიკჭიკით საზეიმოდ გვაუწყეთ მისი გამო-
ჩენა. თქვენს გალობას სიყვარული მართავს და მის გარშემო
ტრიალებს. გაუღვიძეთ ნაზი ვნებები ჭაბუკებს, რადგანაც ყვე-
ლა ხიბლით შემკული, რაც კი ბუნებას მოუცია, საოცარი სილა-
მაზით, სიყმაწვილით, უმანკოებით, სიმორცხვით და სინაზით,
ვარდივით ტუჩებით და მოელვარე თვალებით, შემოდის მშვე-
ნიერი სოფია!
მკითხველო, იქნებ გინახავს მედიჩის ვენერას ქანდაკება ან
შეიძლება ჰემფთონ ქორთის ლამაზმანებისთვის შეგივლია
თვალი, ან კიტ-კეტის მშვენებები გაგონდება, ანდა, თუ მათი
ზეობა უკვე დასრულდა, ეგებ ქალიშვილები მაინც გყავდეს ნა-
ნახი, არანაკლებ შთამბეჭდავნი თავიანთი სილამაზით, ვისი
სახელების ჩამოთვლა, ვშიშობ, მთელ ტომს დაიტევდა.
და თუ ეს ყველაფერი გინახავს, მაშინ ნუ ითაკილებ უხეშ პა-
სუხს, როგორც ერთხელ ლორდმა როჩესტერმა მრავლის-
მნახველ კაცს მიუგო: არა, თუ ეს ყველაფერი გინახავთ და არ
იცით, რა არის სილამაზე, მაშ, თვალები არ გქონიათ, და თუ
გინახავთ და არ გიგრძნიათ მათი ძალა, მაშ, გული არ გაგაჩ-
ნიათ.
ჩემო მეგობარო, რომც ყველაფერი გენახა, ზუსტად მაინც
ვერ შეძლებდი სოფიას წარმოდგენას, რადგან ის არცერთ
მათგანს არ ჰგავდა. ლედი რანელას პორტრეტს კი ძალიან
მოგაგონებდა, კიდევ უფრო მეტად – ცნობილ ჰერცოგინია მა-

148
ზარინის. მაგრამ ყველაზე მეტად ჰგავდა მას, ვის სახეს გული-
დან ვერასოდეს მოვიცილებ და ის რომ შენც გცოდნოდა, ჩემო
მეგობარო, ზუსტი წარმოდგენა შეგექმნებოდა სოფიაზე.
მაგრამ ვეჭვობთ, გაგმართლებოდა, ამიტომ შევეცდებით,
აღვწეროთ სრულყოფილების ნიმუში, თუმცა წინდაწინ ვიცით,
რომ ჩვენი შესაძლებლობები ამ ამოცანას არ შეესაბამება.
სოფია, მისტერ ვესტერნის ერთადერთი ქალიშვილი, სა-
შუალო სიმაღლისა იყო, მაგრამ უფრო მაღალი ეთქმოდა. აღ-
ნაგობა არათუ თანაზომიერი, მეტისმეტად დახვეწილი ჰქონ-
და, მშვენიერი ჩამოქნილი მკლავები კიდურების უტყუარ სი-
მეტრიულობას მიანიშნებდა. ფაფუკი შავი თმა წელამდე
სწვდებოდა და ვიდრე თანამედროვე მოდაზე არ დაიმოკლებ-
და, კისერთან ისე გრაციოზულად ეხვეოდა, იფიქრებდი, მისი
თმა არ იქნებაო. შურიან თვალს სოფიას სახეზე ნაკლებ საქე-
ბარი ნაკვთი რომ ეძებნა, ალბათ გაიფიქრებდა, შუბლი ცოტა
მაღალი აქვს, მაგრამ ეს არაფერს ვნებსო. ხშირი წარბები ისე
ლამაზად გადასჭიმვოდა, კალმით ვერ დახატავდი. შავი თვა-
ლების ელვარებას მისი ნაზი ბუნებაც ვერ აცხრობდა. სწორი
ცხვირი ჰქონდა, ტუჩები კი, ორ წყება სპილოსძვლისფერ კბი-
ლებს რომ უფარავდა, ზუსტად უპასუხებდა სერ ჯონ სალკინგის
აღწერილობას:

„წითელ ბაგეთაგან ერთი თხელი,


ერთიც, ნიკაპის თავზე,
ფუტკრის ნაკბენივით შეჰბეროდა“.

ოდნავ შესამჩნევად რომ გაიღიმებდა, მარჯვენა მომრგვა-


ლებულ ლოყაზე პატარა ღრმული უჩნდებოდა. ნიკაპსაც, რა
თქმა უნდა, თავისი წილი ედო მის სილამაზეში, ოღონდ ძნელი
სათქმელი იყო, დიდს დაარქმევდი თუ პატარას, ისე, ალბათ
149
უფრო დიდს. სახის ფერი უფრო შროშანს უგავდა, ვიდრე
ვარდს, მაგრამ თუ სიმორცხვე ან შეშფოთება ბუნებრივ ფერს
გაამძაფრებდა, სინგური მასთან ახლოსაც ვერ მივიდოდა. მის
შემხედვარეს, თქვენც ცნობილ ჯონ დონთან ერთად აღმოგ-
ხდებოდათ:

„მისი წმინდა და მჭევრმეტყველი სისხლი,


ლოყებზე მოწოლილი,
თითქოს მთელი სხეულის საფიქრალს ამბობს“.

გედივით შეზნექილი მაღალი კისრით, მისი მოკრძალებუ-


ლი ბუნების შეცბუნება რომ არ მაშინებდეს, ვიტყოდი, მედიჩის
ვენერასაც დაჩრდილავდა-მეთქი. სიქათქათით მას ვერც
შროშანი, ვერც სპილოს ძვალი და ვერც ალებასტრი ვერ შე-
ედრებოდა. უნაზესი ბატისტი შურით უფარავდა მკერდს, რად-
გან მასავით თეთრი ვერ იყო. ის მართლაც რომ ნიტოს სპლენ-
დენს პარიო მარმარე პურიუს – პაროსის წმინდა მარმარილო-
ზე მეტად ბრწყინავდა.
ასეთი გახლდათ გარეგნულად სოფია და ამ ლამაზ სხეულ-
ში ჩასახლებული სული მისი გარეგნობის საფერი იყო. სული
გარეგნობას ტოლს არ უდებდა, არა, უკანასკნელი პირველის-
გან ზოგიერთ ხიბლს სესხულობდა კიდეც, რადგან როცა გა-
იღიმებდა, მის სახეს ისეთი ტკბილი და კეთილგანწყობილი გა-
მომეტყველება ეძლეოდა, ვერანაირი სწორი ნაკვთები რომ
ვერ მისცემდა. მაგრამ ვინაიდან სოფიას კარგად გაცნობის
შემდეგ მკითხველი თავად აღმოაჩენს მის სრულქმნილ სულს,
ახლა ამაზე საუბარი აუცილებლად არ მიგვაჩნია; არა, ამით
სულაც შეიძლება მკითხველის გამჭრიახობა დავაკნინოთ და
წავართვათ სიამოვნება, საკუთარი წარმოდგენა შეიქმნას გმი-
რის სახეზე.
150
ასევე მართებული იქნება გითხრათ, როგორი მომადლებუ-
ლიც უნდა ყოფილიყო ბუნებისგან, ხელოვნებასთან ზიარებით
კიდევ უფრო დაიხვეწა. მის აღზრდაზე ხომ მამიდა ზრუნავდა,
კეთილგონიერი ლედი, რომელმაც ახალგაზრდობა სასახლე-
ში გაატარა და მხოლოდ რამდენიმე წლით ადრე გადასახლდა
სოფელში. მამიდასთან საუბრებით და მისი დარიგებების მოს-
მენით სოფიამ შესანიშნავი აღზრდა მიიღო, ოღონდ შეიძლება
ცოტა სილაღე აკლდა, რასაც მხოლოდ ჩვევით და მაღალი
წრის საზოგადოებაში ცხოვრებით იძენ. მაგრამ, სიმართლე
ითქვას, ამ სილაღის მოპოვება ძვირად ფასობს და, – თუმცა კი
მისი ხიბლი ისეთი აუწერელია, ფრანგები როცა ამბობენ, გან-
საზღვრებას არ ექვემდებარებაო, სხვა თვისებათა შორის უეჭ-
ველად მასაც გულისხმობენ, – უმანკოება სავსებით ანაც-
ვლებს, თანაც საღი აზრი და ბუნებრივი დახვეწილობა ხომ
ისედაც დაიკრავს ერთგვარ სილაღეს.

თავი 3
სადაც ისტორია უმნიშვნელო შემთხვევის გასახსენებლად რამდენიმე
წლით უკან ბრუნდება, მაგრამ რაოდენ უმნიშვნელოც უნდა იყოს ის შემ-
თხვევა, სამომავლოდ შედეგს გამოიღებს

მომხიბვლელი სოფია ჩვენს ისტორიაში შემოყვანისას


თვრამეტი წლისა იყო და მამას, როგორც უკვე მოგახსენეთ,
ამქვეყნად ყველა სხვა სულიერზე მეტად უყვარდა. ამიტომ
სწორედ სოფიას მიმართა ტომ ჯონსმა მეგობარი ტყისმცვე-
ლის დასახმარებლად.
მაგრამ ვიდრე ამ ამბავს გავაგრძელებთ, აუცილებელია
ერთი წარსული შემთხვევის მოგონება.
151
მართალია, განსხვავებული ასაკის გამო მისტერ ოლვორ-
თის და მისტერ ვესტერნს ახლო ურთიერთობა არ ჰქონიათ,
ისინი, რომ იტყვიან, მეგობრულად იყვნენ ერთმანეთის მი-
მართ განწყობილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ოჯახების
ახალგაზრდა წევრები ბავშვობიდან ერთად იყრიდნენ ხოლმე
თავს და ვინაიდან თითქმის თანატოლები იყვნენ, მშვენივრად
თამაშობდნენ და ერთობოდნენ.
სოფიასთვის ლაღი ბუნების ტომი უფრო მახლობელი იყო,
ვიდრე სერიოზული და დინჯი მასტერ ბლაიფილი და ხშირად
ისე აშკარად ავლენდა თავის დამოკიდებულებას რჩეულის მი-
მართ, რომ მასტერ ბლაიფილზე ცოტა მეტად მგრძნობიარე
ყმაწვილი შეიძლება გაჯავრებულიყო კიდეც.
და რადგანაც მასტერ ბლაიფილი გარეგნულად არ შეიმ-
ჩნევდა წყენას, ნურც ჩვენ ჩავუძვრებით სულში, როგორც ამას
ზოგიერთი ცილისწამების მოყვარული აკეთებს, მეგობრების
საიდუმლოში რომ ყოფს ცხვირს და კარადებში და საკუჭნაოში
იქექება, რათა მათი სიღარიბე ან სულმდაბლობა ამხილოს.
მაგრამ, ვინაიდან, ზოგადად ადამიანები ეჭვობენ, რომ თუ-
კი განაწყენების საბაბი მისცეს ვინმეს, მას სავარაუდოდ უნდა
ეწყინოს კიდეც, სოფიამაც მასტერ ბლაიფილის საქციელი სიბ-
რაზეს მიაწერა, ოღონდ საზრიანი ტვაკომის და სკვეირის დაკ-
ვირვებით, ბლაიფილი უფრო კეთილშობილური პრინციპით
მოქმედებდა. ბავშვობაში ტომ ჯონსმა სოფიას პატარა ბარტყი
აჩუქა, რომელიც თავისი ხელით ამოიყვანა ბუდიდან, გაზარ-
და და გალობაც ასწავლა.
მაშინ სოფია თექვსმეტი წლის იყო. ჩიტი მთელი გულით შე-
იყვარა და მთავარ საქმედ მისი მოვლა-პატრონობა გაიხადა,
მთავარ გასართობად კი მასთან თამაში. პატარა ტომი, ასე ერ-
ქვა ჩიტს, ისე შეეჩვია სოფიას და ისე მოშინაურდა, ხელიდან

152
ჭამდა, ხან თითზე ეჯდა, ხან გულზე ასკუპდებოდა, თითქოს აჩ-
ვენებდა, შენთან ძალიან ბედნიერი ვარო, მაგრამ სოფიას მა-
ინც პატარა ლენტი ჰქონდა ჩიტისთვის ფეხზე შებმული და თა-
ვისუფლად ფრენას არასოდეს ანებებდა.
ერთხელ, როცა მისტერ ოლვორთი მთელი თავისი ოჯახით
ვესტერნებს სტუმრობდა, მასტერ ბლაიფილი და სოფია ბაღში
გავიდნენ სასეირნოდ. ბლაიფილმა შენიშნა, სოფია მეტისმეტ
სიყვარულს რომ იჩენდა ჩიტის მიმართ და სთხოვა, ხელში და-
მაჭერინეო. სოფიამ ახალგაზრდა ჯენტლმენის თხოვნა დააკ-
მაყოფილა და ჩიტი გაუფრთხილებლად მიაწოდა. მასტერ
ბლაიფილმა როგორც კი პატარა ტომი დაისაკუთრა, იმწამსვე
შეხსნა ლენტი და ცაში აისროლა.
გათავისუფლებულმა სულელმა არსებამ თავი სამშვიდო-
ბოს დაიგულა თუ არა, სოფიას ამდენი ხნის ამაგი დაივიწყა,
გაფრინდა და მოშორებით ტოტზე ჩამოჯდა.
ეს რომ დაინახა სოფიამ, ისე ხმამაღლა შეჰკივლა, შორი-
ახლოს მყოფი ტომი საშველად მოვარდა.
როცა მომხდარის შესახებ შეიტყო, ტომმა ბლაიფილი გა-
ლანძღა და უღირსი არამზადა უწოდა, მერე წამსვე გაიხადა
ქურთუკი და ხეზე აცოცდა.
ლამის უკვე მიაღწია თავისი სეხნიას ადგილსამყოფელს,
რომ ამ დროს არხის თავზე გადაწოლილი ტოტი მოტყდა და
ტომი თავდაყირა გადაეშვა წყალში.
სოფიას ახლა სხვა სადარდებელი გაუჩნდა, ისე შეეშინდა,
ტომს რამე არ დაემართოსო, რომ ადრინდელზე ხმამაღლა
იკივლა. რა თქმა უნდა, მასტერ ბლაიფილიც მთელ ხმაზე ყვი-
როდა.
შეშფოთებული მშობლები წამოიშალნენ და გარეთ გამოც-
ვივდნენ, მაგრამ ვიდრე არხამდე მიაღწევდნენ, ტომი უკვე სამ-
შვიდობოს გამოსულიყო.
153
ტვაკომი გაცხარებული ეცა ტომს, ჯერ კიდევ წურწურით
წყალი რომ სდიოდა და კანკალებდა, მაგრამ მისტერ ოლვორ-
თიმ დაამშვიდა, მერე მასტერ ბლაიფილს მიუბრუნდა და ჰკით-
ხა:
– რამ გამოიწვია მთელი ეს ალიაქოთი?
მასტერ ბლაიფილმა მიუგო:
– ბიძაჩემო, მართლა ძალიან ვწუხვარ, რაც მოხდა. საუბე-
დუროდ, ყველაფერი ჩემი ბრალია. მის სოფიას ჩიტი მეკავა
ხელში და ვიფიქრე, საწყალს ალბათ თავისუფლება სწყურია-
მეთქი, თავი ვერ შევიკავე და გავუშვი, რადგან, საერთოდ,
ცოცხალი არსების დატყვევება ბოროტებად მიმაჩნია, ეს ხომ
ბუნების კანონს ეწინააღმდეგება, ხომ ყველას აქვს უფლება,
თავისუფალი იყოს? არა, ეს საერთოდ არაქრისტიანულია.
ჩვენ ისე არ ვექცევით სხვას, როგორც ჩვენ გვინდა გვექცეოდ-
ნენ; ოღონდ, რომ მცოდნოდა, სოფია ასე განიცდიდა ან ის
რომ მცოდნოდა, ჩიტს რა ელოდა, ამას არასოდეს ვიზამდი.
წარმოგიდგენიათ, როცა მასტერ ჯონსი ხეზე მიძვრებოდა, ჩი-
ტი აფრინდა და პირდაპირ ქორის კლანჭებში აღმოჩნდა.
საწყალმა სოფიამ მაშინღა გაიგო, პატარა ტომს რა უბედუ-
რება დაატყდა თავს (რადგან ჯონსზე დარდმა საბრალო ჩიტი
გადაავიწყა) და ცრემლად დაიღვარა. მისტერ ოლვორთიმ სო-
ფიას დამშვიდება სცადა, ახალი ჩიტის ჩუქებას შეჰპირდა, მაგ-
რამ სოფიამ განაცხადა, ჩიტი აღარასოდეს მეყოლებაო. მამამ
უსაყვედურა, სულელი ჩიტის გამო რა გატირებსო, მასტერ
ბლაიფილს კი უთხრა, ჩემი შვილი რომ იყო, გვერდებს აგიჭ-
რელებდიო.
სოფია თავის ოთახში შევიდა, ყმაწვილები შინ გაამწესეს
და დანარჩენები ჭიქებს მიუბრუნდნენ, რასაც ისეთი უცნაური
საუბარი მოჰყვა ჩიტებზე, რომ ვფიქრობ, მთელი თავი უნდა
დავუთმოთ
154
თავი 4
ისეთ ღრმა და სევდიან ამბებს მოიცავს, რომ შესაძლოა,
მკითხველმა გემო ვერ ჩაატანოს

სკვეირმა ჩიბუხს მოუკიდა და მისტერ ოლვორთის ასე მი-


მართა:
– სერ, არ შემიძლია არ მოგილოცოთ, ასეთი სანიმუშო
დისწული რომ გყავთ. მის ასაკში მხოლოდ ადვილად აღსაქ-
მელ საგნებზე აქვთ წარმოდგენა, მან კი შეძლო ავი და კარგი
განესხვავებინა. „დატყვევება ხომ ბუნების კანონს ეწინააღ-
მდეგება, ხომ ყველას აქვს უფლება, იყოს თავისუფალი“. ეს
მისი სიტყვებია და ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატო-
ვა. განა შეიძლება ამაზე მაღალი აზრი გქონდეს სამართლია-
ნობაზე ან საგანთა მარადიულ ჰარმონიაზე? ასეთი განთიადის
შემსწრეს, შეუძლებელია, არ მჯეროდეს, რომ მისი ზენიტი უმ-
ცროსი ან უფროსი ბრუტუსის ზენიტს გაუტოლდება.
აქ მას მოუთმენლად შეაწყვეტინა ტვაკომმა, რომელსაც ჭი-
ქიდან ცოტა ღვინო დაექცა, აღელვებულმა გადაყლურწა დარ-
ჩენილი და უთხრა:
– მე უფრო მის სხვა ნათქვამს მივაქციე ყურადღება, რითაც
ბევრად უფრო უკეთეს ადამიანებს ვამსგავსებ. ბუნების კანონი
გაუგებარი სიტყვებია, არაფერს ნიშნავს. მე არ მსმენია ასეთ
კანონზე და არც მისგან გამომდინარე რაიმე უფლებაზე. მო-
ექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა მოგექცნენ, აი, ეს არის
ჭეშმარიტი ქრისტიანული მოტივი და ძლიერ მიხარია, ჩემმა
დარიგებებმა ასეთი კარგი ნაყოფი თუ გამოიღო.
– პატივმოყვარეობა საგანთა ჰარმონიისთვის მისაღები
რომ ყოფილიყო, – თქვა სკვეირმა, – მაშინ მეც წავიტრაბახებ-

155
დი, რადგან ავზე და კარგზე როგორ შეექმნა აზრი, ადვილი მი-
სახვედრია. ბუნების კანონი რომ არ არსებობდეს, არც ავი და
კარგი იარსებებდა.
– როგორ? – შესძახა მღვდელმა, – თქვენ რა, გამოცხადე-
ბას გამორიცხავთ? ათეისტს ველაპარაკები თუ დეისტს?
– დალიეთ რა, – თქვა ვესტერნმა, – ჯანდაბას ეგ თქვენი
ბუნების კანონი! ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ ან ერთი, ან
მეორე ავში და კარგში. ჩემი გოგოსთვის ჩიტის წართმევა, ჩე-
მი აზრით, ცუდი იყო, მეზობელი ოლვორთი რას იზამს, მისი ნე-
ბაა, მაგრამ ბიჭს ასეთ საქციელს თუ მოუწონებთ და წაახალი-
სებთ, სახრჩობელათი დაამთავრებს.
ოლვორთიმ უპასუხა, ძალიან ვწუხვარ, ჩემი დისწული ასე
რომ მოიქცა, მაგრამ ვერ დავსჯი, რადგან უფრო სულგრძე-
ლობამ ჩაადენინა შეცდომა, ვიდრე რაიმე უღირსმა მიზანმაო.
ასე უთხრა, ბიჭს ჩიტი რომ მოეპარა, მე პირველი ვიქნებოდი
მომხრე, გაეროზგათ, მაგრამ მისი მოტივი ყველასთვის ნათე-
ლია. სხვა არაფერი უფიქრია, გარდა იმისა, რაც მოგვახსენაო
(მისტერ ოლვორთის თავში აზრად არ მოსვლია, თუ სოფია
სწორედაც რომ ბოროტ განზრახვაზე ეჭვობდა),
ბოლოს კი დაასკვნა, ყველაფერი დაუდევრობის ბრალია
და ეს მხოლოდ ყმაწვილს ეპატიებაო.
სკვეირმა ისე დაუფარავად გამოთქვა თავისი მოსაზრება,
ახლა რომ გაჩუმებულიყო, დამარცხებად ჩაეთვლებოდა, ამი-
ტომ მგზნებარედ განაცხადა:
– მისტერ ოლვორთი მეტისმეტ პატივისცემას ავლენს ისე-
თი სიმდაბლის მიმართ, როგორიც საკუთრებაა. ვისიმე დიდ
და სასახელო საქმეებზე მსჯელობისას პირადი დამოკიდებუ-
ლებები გვერდზე უნდა გადავდოთ, რადგან ვიწრო კანონებით
თუ ვიხელმძღვანელებთ, მაშინ უმცროსი ბრუტუსი უმადურო-
ბაში უნდა გვემხილებინა, უფროსი კი მამის მკვლელობაში.
156
– და ორივე რომ ჩამოეხრჩოთ, – შესძახა ტვაკომმა, – დამ-
სახურებულად დაისჯებოდნენ. ვიღაც წარმართი არამზადები!
მადლობა ღმერთს, დღევანდელ დღეს აღარ არიან ბრუტუსე-
ბი! ვისურვებდი, მისტერ სკვეირ, ჩემს მოწაფეებს თავი ამგვა-
რი არაქრისტიანული აზრებით არ გამოუტენოთ, რადგან რო-
ცა ჩემს ხელთ აღმოჩნდებიან, იძულებული ვხდები, მათრახით
გამოვუდევნო ისინი. ტომი სულ წახდა. ამას წინათ ყური მოვ-
კარი, მასტერ ბლაიფილს ეკამათებოდა, კეთილი საქმის გა-
რეშე რწმენაში რა ხეირიაო. კარგად ვიცი, ეგ თქვენი ერთ-ერ-
თი დოგმაა და ვეჭვობ, თქვენივე ჩაგონებული.
– მე ნუ მაბრალებთ ტომის წახდენას, – თქვა სკვეირმა, –
თქვენ არ იყავით, რომ აგულიანებდით, დაეცინა ყველაფრის-
თვის, რაც კი პატიოსანი, კეთილგონიერი და მართებულია სა-
განთა ბუნებაში? ის თქვენი აღზრდილია, მე ამიერიდან უარს
ვაცხადებ, რამე ვასწავლო. არა, არა, მასტერ ბლაიფილი ჩემი
ბიჭია. მართალია, ჯერ ახალგაზრდაა, მაგრამ მის წარმოდგე-
ნას ჭეშმარიტ ზნეობრიობაზე ვერაფრით აღმოფხვრით.
ტვაკომმა დამცინავად გაიღიმა და უპასუხა:
– მის გამო არხეინად ვარ. ისეთი მყარი საფუძველი მოვუმ-
ზადე, თქვენი ფილოსოფიური სიბრძნეები ვერას ავნებს. არა,
არა, მე უკვე ვიზრუნე და შთავაგონე რაღაც პრინციპები...
– ისევე, როგორც მე! – შესძახა სკვეირმა, – განა სათნოე-
ბის მაღალი იდეის გარდა, სხვას რას შეეძლო გაეღვიძებინა
მასში ისეთი სულგრძელი აზრი, როგორიც თავისუფლების
ბოძებაა? და კიდევ გიმეორებთ, საგანთა ჰარმონიას სიამაყე
რომ ეთავსებოდეს, პატივად მივიჩნევდი, რომ ეს სულგრძელი
აზრი მე შთავაგონე...
– და სიამაყე რომ არ იყოს აკრძალული, – თქვა ტვაკომმა,
– დავიტრაბახებდი, რომ მე გავუღვიძე მოვალეობის გრძნობა,
რომელიც თავად დაასახელა მოტივად.
157
– რას გეტყვით, იცით, – დაიწყო მისტერ ვესტერნმა, – გა-
მოდის, ორივეს ერთად გისწავლებიათ ბიჭისთვის, ჩემი გო-
გოსთვის ჩიტი როგორ მოეპარა. დღეიდან მეტი ყურადღებით
ვიქნები, ვინმე სულგრძელმა რელიგიურმა კაცმა ჩემი გნო-
ლების გალია არ გახსნას და თავისუფლება არ უბოძოს, – მე-
რე მხარზე ხელი დაჰკრა იურისტს და შესძახა, – აბა, რას იტ-
ყვით, მისტერ ადვოკატო, არის თუ არა ეს კანონის დარღვევა?
და იურისტმა სერიოზული სახით მიუგო:
– თუ გნოლებს განვიხილავთ, რასაკვირველია, საქმე უნდა
აღიძრას, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ გნოლი არის ferae
naturae4, რაკიღა მოშინაურდა, საკუთრება გახდა და უნდა
განვიხილოთ, როგორც nillius 5 საქმე. ამიტომაც მოსარჩელე
უარს მიიღებს და, საერთოდ, ასეთი საქმის აღძვრას არავის
ვურჩევდი.
– კარგი, – თქვა ვესტერნმა, – თუ უმნიშვნელო ყოფილა,
მაშინ დავლიოთ და ცოტა ქვეყნის ვითარებაც განვიხილოთ,
ისეთ თემაზე ვისაუბროთ, ყველას რომ კარგად გვესმის,
რადგანაც თქვენი ლაპარაკიდან ვერაფერი გავიგე. შეიძლება
ძალიან გონივრულად საუბრობთ, მაგრამ მე ვერ ჩამითრევთ.
ჯანდაბა!
არცერთ თქვენგანს ის საწყალი ბიჭი არ უხსენებია, არადა
მართლა ქებას იმსახურებს, ლამის კისერი მოიტეხა ჩემი გო-
გოს ხათრით, რაც ნამდვილად სულგრძელობა იყო. მაგდენი
კი ვიცი, ასეთი საქციელი რომ დავაფასო. ჯანდაბა! მოდი,
ტომს გაუმარჯოს, ჯანმრთელობა ვუსურვოთ! სანამ ცოცხალი
ვარ, ეგ ბიჭი სულ მეყვარება!

4
გარეული ფრინველი
5
უმნიშვნელო
158
ასე შეწყდა კამათი და სავარაუდოდ განახლდებოდა, მის-
ტერ ოლვორთის ეტლი რომ არ გამოეძახებინა და მოქიშპეები
შინ არ წაეცუხცუხებინა.
ამგვარად დასრულდა ჩიტის თავგადასავალი და ამ ამბით
გამოწვეული დიალოგი. მართალია, ეს ყველაფერი რამდენი-
მე წლით ადრე მოხდა, მაგრამ არ შეგვეძლო მკითხველის-
თვის არ მოგვეყოლა, ვიდრე ჩვენი ისტორიის ახალ ეტაპზე გა-
დავიდოდით.

თავი 5
ისეთ ამბავს მოიცავს, ყველანაირი მკითხველის
გემოვნებას დააკმაყოფილებს

„Parva leves capiunt animos“ – „წვრილმანები აღელვებთ


ქარაფშუტებს“, – ეს გამოთქმა სიყვარულის ერთ დიდ ოსტატს
ეკუთვნის. მართლაც, იმ დღიდან სოფია ტომის მიმართ კეთი-
ლად განეწყო, მისი მეგობარი კი შეიძულა.
დროდადრო სხვადასხვა შემთხვევა გრძნობას კიდევ უფრო
უმყარებდა. ამას მკითხველი ჩვენ გარეშეც მიხვდებოდა, ადრე
ხომ უკვე გადავკარით სიტყვა, ბიჭები ზნით რომ განსხვავდე-
ბოდნენ და ერთ-ერთის მიმართ სოფია უკეთ რომ იყო განწყო-
ბილი. სიმართლე გითხრათ, გოგონა ბავშვობაშივე მიხვდა, ეს
ზარმაცი, უდარდელი და სიცოცხლით სავსე ეშმაკუნა ტომი
მხოლოდ თავისი თავის მტერი რომ იქნებოდა, და რომ ვითომ-
და წინდახედული, წესიერი ახალგაზრდა ბლაიფილი ერთა-
დერთი ადამიანის გულის მოგებას ცდილობდა. მკითხველი

159
ჩვენს დაუხმარებლად მიხვდება, ვინ იყო ის ერთადერთი ადა-
მიანი.
ამ ორი განსხვავებული ბუნების მიმართ სამყაროს დამოკი-
დებულება ყოველთვის ისეთი არ ყოფილა, როგორიც ეკუთ-
ვნოდათ და როგორიც, წესით და რიგით, საკუთარი ინტერესე-
ბიდან გამომდინარე, მათ მიმართ ადამიანებს უნდა გამოეხა-
ტათ. მაგრამ შესაძლოა, ამას პოლიტიკური მიზეზი ჰქონდა:
ჭეშმარიტად გულკეთილ ადამიანს რომ შეხვდება კაცი, სამარ-
თლიანად იფიქრებს, განძი ვიპოვეო და, როგორც ყველაფერ
საუკეთესოს, თავისთვის გადაინახავს. ეტყობა, ჰგონია, რომ
ასეთი ადამიანის ხმამაღლა ქება იგივეა, უხეშად რომ ვთქვათ,
მწვადზე საქეიფოდ ხალხი შეყარო, როცა სინამდვილეში მარ-
ტოს გერჩივნა პირის ჩატკბარუნება. თუ მკითხველს ეს მიზეზი
არ დააკმაყოფილებს, მე სხვაგვარად ვერ ავხსნი, რატომ არ
იმსახურებენ სათანადო დაფასებას ისინი, ვინც მართლაც აპა-
ტიოსნებენ ადამიანის ბუნებას და სიკეთე მოაქვთ საზოგადოე-
ბისთვის. მაგრამ სოფიას ეს არ ეხებოდა. სოფია პატივს სცემ-
და ტომ ჯონსს, მასტერ ბლაიფილი კი ლამის იმ დღიდან ეჯავ-
რებოდა, რაც ამ ორი სიტყვის მნიშვნელობა გაიგო.
მის ვესტერნმა სამი წელი მამიდასთან გაატარა. მთელი ეს
ხანი ახალგაზრდა ჯენტლმენებს იშვიათად ხვდებოდა.
ერთხელ მამიდასთან ერთად მისტერ ოლვორთისთან სადი-
ლად მიიწვიეს. ადრე ნახსენები გნოლის ისტორია სულ რამ-
დენიმე დღის წინ მომხდარიყო. სოფიამ სუფრასთან მოისმინა
მთელი ეს ამბავი, მაგრამ ხმა არ ამოუღია. ვერც შინ დაბრუნე-
ბულმა მამიდამ გამოსტყუა ვერაფერი, თუმცა როცა მოახლე
კაბის გახდაში ეხმარებოდა და ჰკითხა, მის სოფია, ალბათ
დღეს მასტერ ბლაიფილს შეხვდითო, სოფიამ ფიცხად მიუგო:
– მეზიზღება სახელი ბლაიფილი, როგორც ყველაფერი სულ-
მდაბალი და მუხანათური. მიკვირს, როგორ მისცა მისტერ
160
ოლვორთიმ ბარბაროს მასწავლებელს უფლება, საწყალი ბი-
ჭი დაესაჯა, მან ხომ ყველაფერი სიკეთის გამო ჩაიდინა! – მე-
რე კი მოახლეს ის ამბავი უამბო და ბოლოს დაასკვნა, – რას
იტყვი, განა კეთილშობილი სული არ აქვს ამ ბიჭს?
ახალგაზრდა ლედი ახლა უკვე მამასთან დაბრუნებულიყო.
მამამ მას თავისი სახლის განკარგვა მიანდო და ადგილი სუფ-
რის თავში მიუჩინა, სადაც ტომი (ნადირობის სიყვარულის გა-
მო სკვაირის ფავორიტი რომ გახლდათ) ხშირად სადილობდა.
გულღია და დიდსულოვან ახალგაზრდა კაცებს გალანტურობა
ახასიათებთ და თუ ტომივით მიხვედრილებიც არიან, ქალების
მიმართ ზოგადად თავაზიანობას იჩენენ ხოლმე. ამ თვისებით
ტომი ძალიან განსხვავდებოდა სოფლელი ხეპრე სკვაირების-
გან და აგრეთვე სერიოზული და პირქუში მასტერ ბლაიფი-
ლისგან, ასე რომ, ოცის წლის ტომმა მეზობელ ქალებში საყვა-
რელი ყმაწვილის სახელი დაიმკვიდრა.
ტომი სოფიას მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას არ
იჩენდა, შეიძლება უბრალოდ სხვებთან შედარებით მეტი პატი-
ვისცემით ექცეოდა. სოფიას სილამაზე, სიმდიდრე, გონიერება
და თავაზიანი მანერები ნამდვილად მოითხოვდა პატივისცე-
მას. თავად პიროვნების მიმართ არავითარი ზრახვები არ ჰქო-
ნია, რის გამოც მკითხველი ჯერჯერობით სულელად მიიჩნევს,
მაგრამ ვინ იცის, იქნებ მოგვიანებით შევძლოთ, ყველაფერში
უკეთ გაგარკვიოთ.
სიმორცხვის და უმანკოების გარდა, სოფიას საოცრად
მკვირცხლი ხასიათი ჰქონდა, რაც ტომის საზოგადოებაში
ყოფნისას კიდევ უფრო მძაფრად ვლინდებოდა და ტომი რომ
ასეთი ახალგაზრდა და უდარდელი არ ყოფილიყო, ამას ნამ-
დვილად შენიშნავდა. ასევე, მისტერ ვესტერნის ფიქრები მუ-
დამ მინდვრებით, თავლით და საძაღლით რომ არ ყოფილიყო

161
მოცული, შესაძლოა, მასაც რაღაც ეჭვი აღძვროდა, მაგრამ კე-
თილი ჯენტლმენი ისე შორს იყო ეჭვებისგან, ტომს ხელს არ
უშლიდა სოფიასთან მარტო დარჩენაში, რასაც ნებისმიერი
შეყვარებული ინატრებდა. ტომი თანდაყოლილ გალანტურო-
ბას და კეთილშობილებას ემორჩილებოდა და საბოლოოდ
ამით უფრო ხეირობდა, ვიდრე ახალგაზრდა ლედის მიმართ
რაიმე ზრახვების გამომჟღავნებით იხეირებდა.
ასე რომ, დიდად გასაკვირი არ არის, ეს ამბავი ყველას რომ
გამოეპარა, რადგან სოფიაც ჯერ ვერაფერს ამჩნევდა, მაგრამ
ვიდრე რამეს იეჭვებდა, თავად უკვე უიმედოდ და თავდავიწყე-
ბით იყო შეყვარებული.
ყველაფერი კი ასე დაიწყო. ერთ დღეს ტომმა სოფია და-
იმარტოხელა და მობოდიშების მერე ძალიან სერიოზული სა-
ხით უთხრა, რაღაც სათხოვარი მაქვს და ვიმედოვნებ, უარს არ
მეტყვითო.
ახალგაზრდა კაცს არც თავისი ქცევით და არც ტონით არ
მიუცია საბაბი სოფიასთვის, ეფიქრა, თითქოს სიყვარულში გა-
მოტყდომას აპირებდა, მაგრამ არ ვიცი, ყურში ჩაესმა რაღაც
თუ ჩემთვის გაუგებარი სხვა მიზეზით, სოფიას ლოყები აუწით-
ლდა, ხელები აუკანკალდა და ენაც დაებმებოდა, ტომი პასუხს
რომ დალოდებოდა, თუმცა ვინაიდან ყმაწვილმა იმწამსვე გა-
ანდო თავისი სათხოვარი, სოფიასაც მალე გადაუარა შეცბუნე-
ბამ. სათხოვარი კი ტყისმცველის და მისი მრავალრიცხოვანი
ოჯახის გადარჩენას ეხებოდა – სოფიას უნდა ეშუამდგომლა
მისტერ ვესტერნთან, მათ წინააღმდეგ საქმე არ აღეძრა.
სოფია მალე გამოერკვა დაბნეულობიდან, ტკბილად გა-
უღიმა და უთხრა:– ეს იყო დიდი სათხოვარი, ასეთი სერიოზუ-
ლობით რომ გამანდეთ? სულით და გულით შევასრულებ. მარ-
თლაც რომ ძალიან მეცოდებიან, გუშინაც მის ცოლს რაღაც
უმნიშვნელო დახმარება გავუგზავნე.
162
უმნიშვნელო დახმარება კი საკუთარი ერთი კაბა, თეთრეუ-
ლი და ათი შილინგი იყო, რაც ტომმა უკვე იცოდა და სწორედ
ამან გადააწყვეტინა, თხოვნით მიემართა.
წარმატებით წახალისებულმა ახალგაზრდა კაცმა გადაწ-
ყვიტა, მეტი შეებედა და სოფიას სთხოვა, იქნებ მამათქვენმა
ჯორჯს სამსახური უშოვოსო, ასე უთხრა, მაგაზე წესიერ კაცს ამ
სოფელში ვერ იპოვით, საუკეთესო ტყისმცველია და თან, სა-
ბედნიეროდ, ეს ადგილი თავისუფალიაო.
სოფიამ მიუგო:
– კარგი, მივხედავ ამ საქმეს, ოღონდ ისე დარწმუნებით
ვერ შეგპირდებით, როგორც პირველ შემთხვევაში შეგპირ-
დით, მაგრამ იცოდეთ, მამას არ მოვასვენებ, ვიდრე მისგან
თანხმობას არ მივიღებ. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძ-
ლია იმ უბედური კაცისთვის. მართლაცდა ძალიან მეცოდება
თავადაც და მთელი მისი ოჯახიც. ახლა კი, მისტერ ჯონს, მეც
მაქვს თქვენთან ერთი თხოვნა.
– თხოვნა, მადამ?! – შეჰყვირა ტომმა, – რომ იცოდეთ, რა
დიდი სიამოვნებით მივიღებ თქვენგან ბრძანებას, ჩემთვის ეს
უდიდესი პატივი იქნება; ამ მშვენიერი ხელით სიცოცხლესაც
გამოვესალმებოდი, თუკი თქვენ ინებებდით.
ამ სიტყვებით გამოსტაცა ხელი და ვნებიანად აკოცა. მაშინ
შეახო პირველად ტუჩები სოფიას ხელს. ცოტა ხნით ადრე თუ
ლოყებს მიანება თავი, სისხლი ახლა ისეთი გაშმაგებით მიაწ-
ვა სოფიას მთელ სახეზე და კისერზე, რომ ალისფერი დაედო
და სულ ახალი, მისთვის აქამდე უცნობი გრძნობა დაეუფლა.
მერე, როცა ამაზე დასაფიქრებლად მოიცალა, რაღაც საიდუმ-
ლოს აეხადა ფარდა და თუ აქამდე ვერ მიხვდა მკითხველი, რა
საიდუმლო იყო ეს, მალე შეიტყობს.
სოფიას ლაპარაკის უნარი რომ დაუბრუნდა (რაც მალე არ
მომხდარა), უთხრა, მინდა გთხოვოთ, ეცადოთ, ნადირობისას
163
მამა ხიფათს არ გადაჰყაროთო, როცა სანადიროდ მიდის,
სულ მეშინია, ერთხელაც დასახიჩრებული არ მომიყვანონო.
შეევედრა, ჩემი ხათრით, უფრო ფრთხილად იყავით და ისე გი-
ჟივით ნუ გააჭენებთ ცხენს, რადგან მამა ტოლს არ გიდებთ და
მოგყვებათო.
ტომი საზეიმოდ შეჰპირდა, თქვენს ბრძანებას შევასრულე-
ბო, მადლობა გადაუხადა, თხოვნაზე უარი რომ არ უთხრა და
წარმატებით გახალისებული წავიდა.
საწყალი სოფიაც გახარებული იყო, ოღონდ სხვა მიზეზით.
მის განცდებს მკითხველს საკუთარი გული უკეთ გააგებინებს,
ვიდრე ჩემი ნაამბობი, თუნდაც იმდენი პირი მქონდეს, ოდეს-
ღაც პოეტმა რომ ისურვა, რათა, ჩემი ვარაუდით, ის აურაცხე-
ლი სასუსნავი გადაესანსლა, უშურველად რომ სთავაზობ-
დნენ.
მისტერ ვესტერნს ჩვევად ჰქონდა, შუადღისას თუ შეზარ-
ხოშდებოდა, ქალიშვილს კლავიკორდზე აკვრევინებდა და უს-
მენდა. მუსიკის ისეთი მოყვარული იყო, ქალაქში რომ ეცხოვ-
რა, დიდი მცოდნის სახელს მოიხვეჭდა, მას ხომ მისტერ ჰენ-
დელის დახვეწილი კომპოზიციები არ მოსწონდა, მხოლოდ
მსუბუქი და მხიარული მუსიკა ანიჭებდა სიამოვნებას, მისი
ყველაზე საყვარელი სიმღერები კი „მოხუცი მეფე სიმონი“,
„წმინდა გიორგი ინგლისისთვის იბრძოდა“ და კიდევ სხვები
იყო.
მართალია, სოფია შესანიშნავად უკრავდა და მისი ნება
რომ ყოფილიყო, ჰენდელის გარდა, არაფერს შეასრულებდა,
მამის ხათრით ყველა ის სიმღერა ისწავლა. ისე, ხანდახან თა-
ვისი გემოვნებისასაც შეაპარებდა ხოლმე. როცა მამა საყვა-
რელი ბალადის ხელახლა დაკვრას სთხოვდა, ნურას უკაცრა-
ვად, სერო, ეტყოდა და შეეხვეწებოდა, სხვა რამეს დავუკრავო.

164
იმ საღამოს, ჯენტლმენმა ბოთლი რომ ჩაცალა, სოფიამ
ყველა საყვარელი ბალადა სამ-სამჯერ შეუსრულა და თხოვ-
ნაც არ დასჭირვებია. კეთილი სკვაირი ისეთი ნასიამოვნები
დარჩა, რომ ტახტიდან წამოდგა, ქალიშვილს ჩაეხუტა და უთ-
ხრა, გეფიცები, თუ გატყუებდე, ხელი ძალიან გაიწაფეო. სო-
ფიამაც გამოიყენა ხელსაყრელი შემთხვევა, ტომის თხოვნა
რომ შეესრულებინა, თან ისე ოსტატურად, სკვაირმა უთხრა,
ერთხელაც თუ დაუკრავ „მოხუც მეფე სიმონს“, ხვალვე გავ-
გზავნი ტყისმცველის მოსაყვანადო. „სიმონი“ ძალიან ბევ-
რჯერ დაუკრეს, ვიდრე მისტერ ვესტერნს ტკბილად არ ჩაეძი-
ნა. დილით სოფიამ არ დააყოვნა და მამას პირობა შეახსენა,
მამამაც სასწრაფოდ მოიხმო რწმუნებული და აღძრული საქ-
მის შეწყვეტა უბრძანა.
ტომის მოკვარახჭინებულ საქმეზე მთელი სოფელი ალაპა-
რაკდა. ზოგი კეთილ ბუნებას უქებდა, ზოგიც დამცინავად ამ-
ბობდა, რა გასაკვირია, უქნარებს ერთმანეთზე რომ გული შეს-
ტკივათო, ახალგაზრდა ბლაიფილი კი ლამის გაცეცხლდა –
ტყისმცველი ჯორჯი იმავე დოზით ეჯავრებოდა, რა დოზითაც
ის ტომს აღაფრთოვანებდა. განა ტყისმცველმა რამე აწყენინა,
არა, მხოლოდ და მხოლოდ რელიგიის და სათნოების სიყვა-
რულის გამო სძაგდა: ჯორჯს ხომ თაღლითი კაცის სახელი
ჰქონდა. ამიტომ ბლაიფილმა ყველაფერი ისე მიაწოდა მის-
ტერ ოლვორთის, თითქოსდა ეს მისი პირდაპირი გამოწვევა
ყოფილიყო და თან სინანულით აღნიშნა, სხვა რა მოტივი უნდა
არსებობდეს, ასეთ არამზადას სიკეთე უყოო.
ტვაკომმა და სკვეირმაც მხარი აუბეს. ორივე (განსაკუთრე-
ბით უკანასკნელი) ეჭვიანობდა ქვრივზე და ჯონსზე. ტომი ოცი
წლის ხდებოდა და უკვე სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზ-
რდა კაცი იყო, მისი შესახედაობით მოხიბლული ლედი კი
დღითი დღე უკეთ ამჩნევდა ამას.
165
ოლვორთის დიდად არ აღელვებდა მათი ღვარძლიანობა.
განაცხადა, მე პირადად ჯონსის საქციელით კმაყოფილი ვარ,
რადგან მეგობრის ერთგულება ქების ღირსია და ვისურვებდი,
სათნოების მსგავს მაგალითებს უფრო ხშირად ვხვდებოდე-
თო.
მაგრამ იღბალმა, იშვიათად რომ სწყალობს ჩვენი მეგობა-
რი ტომისთანა თავქარიანებს, რადგან დიდად არც ისინი
ელოლიავებიან მას, ყველაფერი სულ სხვაგვარად შემოაბრუ-
ნა და ისეთ უსიამოვნო ფერში დაანახვა ეს ყველაფერი მისტერ
ოლვორთის, რომ ვერც წარმოიდგენდა.

თავი 6

გავამართლებთ ჯონსის გულგრილობას მშვენიერი სოფიასადმი და


საგრძნობლად დავაკნინებთ მას თანამედროვე კომედიების გმირების
დამფასებელი გონიერი და გალანტური ადამიანების თვალში

ვშიშობ, ორი ტიპის ადამიანებს, სოფიასთან მისი ურთიერ-


თობიდან გამომდინარე, უკვე გაუჩნდათ ჩემი გმირის მიმართ
ზიზღი. ერთნი იმის გამო კიცხავენ, რომ ტომი უგულებელყოფს
ხელსაყრელ შემთხვევას, მისტერ ვესტერნის ქონებას დაეპატ-
რონოს, მეორენი კი ბრაზობენ, ასეთი თავმოუბმელი რომ
არის, ხელების გაშლაღა აკლია, თორემ მშვენიერი გოგონა
მის მკლავებში ჩასავარდნად მზადააო.
ალბათ ვერ შევძლებ, რომელიმე ბრალდება ბოლომდე გა-
ვაქარწყლო (რადგან შორსმჭვრეტელობის არქონა უპატიებე-
ლია, ხოლო მეორე ბრალდებას რაც შეეხება, ვშიშობ, რასაც
ვიტყვი, საკმარისი არ მოგეჩვენებათ მის გასაქარწყლებლად);

166
მაინც, ვინაიდან ფაქტების გამოაშკარავებამ შეიძლება ბრალ-
დება შეარბილოს, ყველაფერს პირნათლად მოვყვები და
მკითხველს მივანდობ განსჯას.
მისტერ ჯონსს ჰქონდა რაღაც ისეთი, რომლის სახელზე
მწერლები ბოლომდე ვერ თანხმდებიან, მაგრამ ადამიანის
გულში ის ნამდვილად არსებობს, და არსებობს არა იმიტომ,
რომ სამართლიანობა და უსამართლობა გაგარჩევინოს, არა-
მედ უფრო სამართლიანობისკენ რომ გიბიძგოს და შეგაგული-
ანოს, ხოლო უსამართლობაზე ხელი აგაღებინოს და შეგაკა-
ვოს.
ანალოგიას თეატრის გამოჩენილ მეზარდახშესთან ვიპო-
ვით: როცა ადამიანი, რომლის გულში ეს რაღაც არსებობს,
რამე კარგს აკეთებს, ვერც მეგობრულად განწყობილი და
ვერც აღფრთოვანებული მაყურებელი მას საკადრისად ხმა-
მაღლა და გულმხურვალედ ვერ შეაფასებს, და პირიქით, რო-
ცა რაიმე შეეშლება, არცერთი კრიტიკოსი არ გაუშვებს შემ-
თხვევას ხელიდან, რომ არ წაუსისინოს ან არ დატუქსოს.
უფრო მაღალი წარმოდგენა რომ შეგიქმნათ ნაგულისხმევ
პრინციპზე და თან დღევანდელობისთვის უფრო გასაგებიც
გავხადო, გეტყვით: ის, ინგლისის სამეფოს ლორდ-კანცლე-
რის მსგავსად, ჩვენს სულში მაღალ ტახტზეა დაბრძანებული,
იქიდან ხელმძღვანელობს, განაგებს, მიუთითებს, განსჯის,
ამართლებს და ამტყუნებს სამართლიანად, დამსახურების შე-
საბამისად, თავისი გუმანით, რომელსაც არაფერი გამოეპარე-
ბა, შეუმცდარი გამჭრიახობით და კეთილსინდისიერებით, ვე-
რაფერი რომ ვერ მოისყიდის.
შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს მოქმედი პრინციპი აწე-
სებს არსებით ბარიერს ჩვენსა და ჩვენს მეზობელ პირუტყვებს
შორის, ამიტომ თუ ზოგიერთი ადამიანის გარეგნობის მქონე

167
არსება ხსენებულ პრინციპს არ ექვემდებარება, ვამჯობინებ-
დი, ასეთები, როგორც დეზერტირები, ჩვენს მეზობლებს მივა-
კუთვნო, სადაც ასევე დეზერტირის ხვედრს გაიზიარებენ და
დაბალ რანგს დასჯერდებიან.
ვერ გეტყვით, ტვაკომის დამსახურება იყო თუ სკვეირის,
ჩვენს გმირზე ამ პრინციპმა ძლიერი გავლენა მოახდინა. ყო-
ველთვის სამართლიანად არ იქცეოდა, ოღონდ მერე ნამდვი-
ლად განიცდიდა. ისწავლა, რომ იმ სახლის გაქურდვა, სადაც
კეთილი გულით გიმასპინძლეს და თავაზიანად მოგექცნენ,
ყველაზე სულმდაბალი და საზიზღარი ქურდობაა. აზრადაც არ
მოსვლია, დანაშაულის სიმდაბლე ზარალით გაეზომა, პირი-
ქით, ფიქრობდა, ვერცხლის ჭურჭლის მოპარვა თუ სიკვდი-
ლით ისჯებოდა, რა სასჯელი შეიძლებოდა დაეწესებინათ ადა-
მიანისთვის, რომელიც კაცს მთელ სიმდიდრეს მოსტაცებს და
ქალიშვილსაც მიაყოლებს.
სავარაუდოდ, ტომს პრინციპმა შეუშალა ხელი, სიმდიდრის
ასეთი გზით მოხვეჭაზე ეფიქრა (რადგან, როგორც უკვე მოგახ-
სენეთ, ეს მოქმედი პრინციპია და მხოლოდ თეორიული წესე-
ბით და წარმოდგენებით არ შემოიფარგლება). სოფია თავდა-
ვიწყებით რომ ჰყვარებოდა, შეიძლება სხვაგვარად ეფიქ-
რა,მაგრამ ნება მომეცით, გითხრათ, დიდი განსხვავებაა, კაცს
ქალიშვილს სიყვარულის გამო მოსტაცებ თუ, უბრალოდ, მისი
გაქურდვა გინდა.
მოკლედ, მართალია, სოფიას მომხიბვლელობა ახალგაზ-
რდა ჯენტლმენს გულგრილს არ ტოვებდა, მართალია, ძალიან
მოსწონდა და მის დადებით თვისებებს აფასებდა, მაინც, სო-
ფიამ მის გულში დიდი ადგილი ვერ დაიკავა, რის გამოც ტომს
შეიძლება თამამად დასწამონ სიშტერე ან, ყოველ შემთხვევა-
ში, უგემოვნობა მაინც, ამიტომ სწრაფად განვაგრძობ თხრო-
ბას.
168
სიმართლე ისაა, რომ ტომის გული სხვა ქალს ეკუთვნოდა.
უკითხავადაც ვიცი, მკითხველს ძალიან გაუკვირდება, ამდენ
ხანს ხმას რატომ არ ვიღებდი და დაბნეული შეეცდება, გამო-
იცნოს, ვინ შეიძლება იყოს ის ქალი, რადგან ჯერ ისეთი არავინ
გვიხსენებია, რომ სოფიას მეტოქეობა გაეწია. მისის ბლაი-
ფილს რაც შეეხება, იძულებული გავხდით, ჩვენი ეჭვი გამოგ-
ვეთქვა, ტომის მიმართ სიმპათია რომ ჰქონდა, ოღონდ არ
მოგვიცია საბაბი, გეფიქრათ, თითქოს ტომიც იმავე გრძნობით
პასუხობდა. წუხილით უნდა აღვნიშნო, რომ ახალგაზრდები,
რომელ სქესსაც უნდა მიეკუთვნებოდნენ ისინი, დიდ მადლიე-
რებას არ იჩენენ უფროსი ადამიანების მიმართ მათ მიერ გა-
მოვლენილი ყურადღების გამო.
მკითხველი დიდხანს რომ არ ვალოდინოთ, გავახსენებთ
ჯორჯ სიგრიმის ოჯახს, რომელიც მისი ცოლისა და ხუთი შვი-
ლისგან შედგებოდა.
მეორე შვილი, ქალიშვილი, სახელად მოლი, მთელ საგრა-
ფოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გოგოდ იყო მიჩნეული.
კონგრივმა კარგად თქვა, რომ ჭეშმარიტ სილამაზეს რაღაც
ისეთი აქვს, რაც მდაბიო სულს ვერ მოხიბლავს, ისევე, რო-
გორც ვერც ტალახი და ვერც ძონძები დამალავს მათგან, ვი-
საც მდაბიოს დაღი არ აკრავს.
ტომი სამი წლით იყო უფროსი გოგოზე და ვიდრე ის თექ-
ვსმეტის არ შესრულდა, თითქოს მის სილამაზეს ვერ ამჩნევდა
და არც სიყვარულით აღსავსე თვალები გაუპარებია მისკენ.
უკვე დიდი ხანი იყო, უყვარდა, სანამ მიხვდებოდა, რომ სურ-
და, მაგრამ თუმცა კი სხეული აქეზებდა, გოგოს დაუფლებოდა,
პრინციპები, არანაკლები დამაჯერებლობით, თავის შეკავებას
ურჩევდა. ახალგაზრდა ქალის შეცდენა, როგორი ღატაკიც უნ-
და ყოფილიყო, უმდაბლეს დანაშაულად მიაჩნდა. კეთილგან-

169
წყობა მამამისის და თანაგრძნობა მთელი ოჯახის მიმართ სა-
ღი აზრის შენარჩუნებაში ისე ეხმარებოდა, რომ გადაწყვიტა,
თავს მორეოდა და მთელი სამი თვე სიგრიმის ოჯახს არ გაჰკა-
რებია და არც მისი ქალიშვილი უნახავს.
როგორც მოგახსენეთ, მოლის, თუმცა კი ყველას მოსწონ-
და და მართლაც ლამაზი იყო, თითქოს რაღაც სანდომიანობა
აკლდა. ქალურსაც ვერ დაარქმევდი, მის სილამაზეს კაცი ისე-
ვე მოირგებდა, როგორც ქალი, რადგან, სიმართლე რომ გით-
ხრათ, ყველაზე დიდ როლს მის მომხიბვლელობაში სიყმაწვი-
ლე და ჯანსაღი იერი თამაშობდა.
არც ხასიათი ჰქონდა მაინცდამაინც ქალური მოლის. მაღა-
ლი და ზორბა, თამამი და მოურიდებელი გახლდათ. ვერც სი-
მორცხვით დაიკვეხნიდა, მისი უმანკოება ჯონსს უფრო ადარ-
დებდა, ვიდრე თავად მოლის. როგორც ჩანს, მასაც უყვარდა
ტომი და ახალგაზრდა კაცის თავშეკავებულობამ უფრო გა-
ათამამა. როცა ტომმა საერთოდ ხელი აიღო მათთან სტუმრო-
ბაზე, თავად პოულობდა საშუალებებს, გზაზე გადაჰყროდა
სადმე და ისე იქცეოდა, ახალგაზრდა კაცს ძალიან მტკიცე ნე-
ბისყოფა უნდა ჰქონოდა, გოგოს მცდელობებს უშედეგოდ რომ
ჩაევლო. ერთი სიტყვით, მოლიმ ჯონსის კეთილშობილურ გა-
დაწყვეტილებაზე გაიმარჯვა და მართალია, ბოლოს წუთს თა-
ვაზიანი წინააღმდეგობა გაუწია, გამარჯვებას უფრო მას მივა-
წერდი, ვინაიდან სინამდვილეში სწორედ მისი ჩანაფიქრი
დასრულდა წარმატებით.
მე ვიტყოდი, მოლიმ საკუთარი როლი შესანიშნავად შეას-
რულა, რადგან ჯონსმა ქალი თავისი მძვინვარე ვნების
მსხვერპლად წარმოიდგინა, მოლის დანებებას კი მისდამი მო-
უთოკავი სიყვარულით ხსნიდა. მკითხველიც დამეთანხმება,
რომ ეს ბუნებრივი და ალბათ მოსალოდნელიც იქნებოდა,

170
ჩვენ ხომ არაერთხელ აღვნიშნეთ ჯონსის უჩვეულო მომხიბ-
ვლელობა. და მართლაც, ის ამქვეყნად ყველაზე ლამაზი
ახალგაზრდა კაცი იყო.
არსებობენ ადამიანები, როგორიც, მაგალითად, მასტერ
ბლაიფილი იყო, რომელთა გრძნობები ერთ, მხოლოდ ერთ
განსაკუთრებულ პიროვნებას მიემართება, მხოლოდ მის ინ-
ტერესებს ითვალისწინებენ და სხვების ავი და კარგი არ ადარ-
დებთ, თუ იმ ერთადერთის სიამოვნებისთვის ან ხეირისთვის
არ დასჭირდათ. ასევე არსებობენ განსხვავებული ზნის ადა-
მიანებიც, რომელთა ეგოიზმიც კი სათნოებად გარდაისახება.
თუკი ასეთებმა ვინმესგან სიამოვნება იგრძნეს, თავს მოვა-
ლედ თვლიან, შეიყვარონ და მის კეთილდღეობაზე იზრუნონ.
ჩვენი გმირი ადამიანის ამ უკანასკნელ სახეობას მიეკუთ-
ვნებოდა. ტომმა გადაწყვიტა, რომ ამიერიდან საცოდავი გო-
გოს სიხარულიც და უბედურებაც მასზე იქნებოდა დამოკიდე-
ბული. მოლის სილამაზით კვლავ მოხიბლული იყო, მართა-
ლია, ვინმე უფრო ლამაზი ან უფრო ქორფა ეგებ მეტადაც მოს-
წონებოდა, მაგრამ გოგოს მისდამი აშკარა სიყვარული და ის
მდგომარეობა, რომელშიც თავად ჩააგდო, ყველაფერს აწო-
ნასწორებდა. პირველი მადლიერების გრძნობას უღვიძებდა,
მეორე – თანაგრძნობას, და ორივეს ერთად კიდევ ლტოლვაც
რომ ემატებოდა, გარდაიქმნებოდა იმ ვნებად, რომელსაც ყო-
ველგვარი ძალდატანების გარეშე შეიძლება სიყვარული ვუ-
წოდოთ.
ეს იყო ნამდვილი მიზეზი, ტომი სოფიას სილამაზის მიმართ
გულგრილი რომ გახლდათ და მის აშკარა წამაქეზებელ ქცე-
ვას არ იმჩნევდა. საცოდავი, უმწეო მოლის მიტოვება არ უფიქ-
რია და, სოფიასთანა კეთილშობილი არსების დაღალატებას
როგორ გაივლებდა თავში? მართლაც, ოდნავი გრძნობა რომ

171
გაემჟღავნებინა ახალგაზრდა ლედისთვის, ორივესთან დამ-
ნაშავე იქნებოდა და ჩემი აზრით, ერთი დანაშაულიც საკმარი-
სი იყო, სამართლიანად ეწვნია ის ხვედრი, რომელიც მისი
პირველი წარდგენისას ვახსენე და რომელიც მას ერთხმად
უწინასწარმეტყველეს.

თავი 7
ყველაზე მოკლე თავი

მოლის სხეულის ცვლილება დედამ პირველმა შენიშნა და


მეზობლებისთვის თვალი რომ აეხვია, დაუფიქრებლად სოფი-
ას ნაჩუქარი კაბა ჩააცვა. სოფიას ალბათ აზრადაც არ მოუვი-
დოდა, თუ საწყალი ქალი რომელიმე ქალიშვილს მისცემდა
უფლებას, ის კაბა ეტარებინა, თან ამ მიზეზით.
მოლის უხაროდა, პირველი შესაძლებლობა რომ მიეცა,
ხალხში თავი მოეწონებინა. ისე, სარკეში ყოველთვის კმაყო-
ფილი ათვალიერებდა თავს, გინდაც ძონძები სცმოდა და, მარ-
თალია, ჯონსის და ვინ იცის კიდევ რამდენის გული უკვე მოგე-
ბული ჰქონდა, ფიქრობდა, ლამაზი მორთულობა მეტ ხიბლს
შესძენდა და კიდევ უფრო მეტ გულს დაიპყრობდა.
ასე რომ, მომდევნო კვირადღეს, ახალ კაბასა და ახალ მაქ-
მანიან ქუდში გამოწყობილი, ტომის ნაჩუქარი მორთულობე-
ბით დამშვენებული მოლი, მარაოთი ხელში, ეკლესიისკენ გა-
ემართა. დიდი ადამიანები ცდებიან, თუ ფიქრობენ, რომ ამ-
პარტავნობა და ამბიცია მხოლოდ მათ შეეფერებათ. ამ ორმა
კეთილშობილურმა თვისებამ ერთნაირად შეიძლება გაშა-
ლოს ფრთები სოფლის ეკლესიაშიც, ეკლესიის ეზოშიც,
სასტუმრო ოთახშიც და კაბინეტშიც, მრევლის შეკრებაზე კი
172
ისეთი ინტრიგები იხლართებოდა, კარდინალთა საბჭოს შე-
შურდებოდა. იქ სამინისტროც აქვთ და ოპოზიციაც, შეთქმუ-
ლებებიც ეწყობა, პარტიებიც არსებობს და ფრაქციებიც, ერთი
სიტყვით, ყველაფერი ისეა, როგორც ნებისმიერ სამეფო კარ-
ზე.
არც ქალები გახლავან თავიანთ პრივილეგირებულ მდი-
დარ ქალბატონებზე ნაკლებ დახელოვნებული ქალურ ამბებ-
ში. იქაც არიან პრანჭიები და კეკლუცები,
იქაც იწონებენ თავს ჩაცმულობით, თვალებით ჭამენ ერ-
თმანეთს, ტყუიან, შურთ, იბოღმებიან, ცილს სწამებენ, მოკ-
ლედ, ყველაფერი ხდება, რაც კი მაღალი წრისთვის და
ბრწყინვალე შეხვედრებისთვის ჩვეულებრივია. ასე რომ, მა-
ღალი წრის წარმომადგენლები თავიანთ დაქვემდებარებუ-
ლებს ნუ შეიჯავრებენ უგუნურობის გამო და ნურც მდაბიოები
გაკიცხავენ მათზე უკეთესებს.
ერთხანს მოლი ისე იჯდა, მეზობლებმა ვერც კი იცნეს. მერე
ჩურჩული ატყდა მთელ მრევლში, ეს გოგო ვინ არისო და რო-
ცა დაადგინეს, ისეთი ფხუკუნი, ხითხითი და სიცილი ატყდა,
მისტერ ოლვორთი იძულებული გახადეს, თავისი უფლებამო-
სილება გამოეყენებინა წესრიგის დასამყარებლად.

თავი 8
ბრძოლა, რომელსაც მუზა ჰომეროსისებურად უმღერის და რომელიც
მხოლოდ კლასიკური ლიტერატურის მოყვარული
მკითხველის გემოვნებას შეესაბამება

მისტერ ვესტერნს იმ სამრევლოში მამული ჰქონდა. ვინაი-


დან ეკლესია მის სახლთან ახლოს იყო, ხშირად ესწრებოდა
ღვთისმსახურებად და სწორედ მაშინ თავის მომხიბვლელ სო-
173
ფიასთან ერთად იქ იმყოფებოდა.
სოფია მეტად მოხიბლული იყო მოლის სილამაზით და თან
ებრალებოდა, თავისი გულუბრყვილობით ისე რომ შეიმოსა,
თანასწორები შურით აღავსო. სახლში დაბრუნდა თუ არა, სას-
წრაფოდ ტყისმცველის და მისი ქალიშვილის მოყვანა ბრძანა,
ასე თქვა, გოგონას რამით დავასაქმებ, შეიძლება სულაც ჩემს
მოახლედ დავნიშნოო.
საცოდავ სიგრიმს მეხივით დაატყდა თავს ეს ამბავი, რად-
გან ქალიშვილის სხეულს ცვლილებას თავადაც ატყობდა. ამი-
ტომ ენის ბორძიკით შეუთვალა, ვშიშობ, მოლის გამოცდილე-
ბა არა აქვს, ცოტა მოუხერხებელია და ქალბატონს ვერაფერ-
ში გამოადგებაო.
– არა უშავს, – თქვა სოფიამ, – ყველაფერს ისწავლის. მე
ის მომწონს და გადავწყვიტე, გამოვცადო.
ჯორჯმა საშველად ცოლს მიმართა, იმედი ჰქონდა, მისი
გონივრული რჩევა დილემას გადაჭრიდა, მაგრამ შინ რომ მი-
ვიდა, დიდი აურზაური დახვდა. მოლის კაბით გამოწვეულ
შურს, მანამდე ასე თუ ისე რომ იოკებდნენ, მისტერ ოლვორ-
თის და დანარჩენი დიდებულების ეკლესიიდან წასვლის შემ-
დეგ ქალებმა გზა გაუხსნეს და საშინელი ყაყანი ატყდა. თავი-
დან უშვერი სიტყვებით დასცინეს, სისინით და ჟესტებით გამო-
ხატეს აღშფოთება, ბოლოს რაღაცები დაუშინეს, მართალია,
ისეთი არაფერი, რაც სიცოცხლეს გამოასალმებდა ან რამეს
ატკენდა, მაგრამ გამოპრანჭული ქალისთვის საკმაოდ სახი-
ფათო იყო. ფიცხი მოლი ამას მშვიდად როგორ აიტანდა... მაგ-
რამ შევიკავოთ თავი და რადგან საკუთარ შესაძლებლობებში
არ ვართ დარწმუნებულნი, დასახმარებლად ზებუნებრივი ძა-
ლები მოვიხმოთ.
თქვენ, მუზებო, ვინც არ უნდა იყოთ, ბრძოლებს რომ უმ-
ღერთ, განსაკუთრებით კი ვინც ჰუდიბრასის და ტრულას
174
ბრძოლებზე და სისხლით მორწყულ ველებზე ჰყვებით, თუ
თქვენც თქვენი მეგობარი ბათლერივით შიმშილით სული არ
დალიეთ, დამეხმარეთ ამ დიდ საქმეში, ყველას ხომ არ შეს-
წევს თხრობის ძალა.
როგორც მდიდარი ფერმერის ეზოში მოსაწველად შეგრო-
ვილ ნახირს მოესმება შორიდან თავისი მოტაცებული ხბოს
საბრალო ხმა და ბღავილს ატეხს, ისე ბღაოდა სომერსეტში-
რის ბრბო. რამდენი ადამიანიც იყო, იმდენნაირი განსხვავებუ-
ლი წივილ-კივილი ისმოდა ან იმდენნაირი ვნება ბობოქრობ-
და: ზოგს რისხვა მოსძალებოდა, ზოგს – შიში, ზოგიც უბრა-
ლოდ ერთობოდა. მაგრამ ყველაზე ძლიერად მაინც შური, სა-
ტანის დობილი და მისი მუდმივი თანამგზავრი შეუჩნდა ბრბოს
და სიბრაზისგან თავგზას უბნევდა ქალებს. მათაც, როგორც კი
დაეწივნენ, მოლის მტვერი და ტალახი დაუშინეს.
მას შემდეგ, რაც უშედეგოდ სცადა, იქაურობას გასცლოდა,
მოლი შემობრუნდა და დაკონკილ კაბაში ჩაცმული ბესი, რო-
მელიც მტრის ლაშქარს წინ მოუძღოდა, ერთი ხელის მოქნე-
ვით მიწაზე დასცა. გენერლის ხვედრის შემსწრე მტრის არმია
(მართალია, დაახლოებით ას კაცამდე იქნებოდნენ) შეჩერდა
და ახლად გათხრილ საფლავს ამოეფარა. ბრძოლის ველი ეკ-
ლესიის სასაფლაო იყო და იმ საღამოს ვიღაც უნდა დაეკრძა-
ლათ. გამარჯვებულმა მოლიმ იქვე საფლავის კიდესთან თა-
ვის ქალას მოჰკრა თვალი, დასტაცა ხელი და ისეთი ძალით
მოიტყორცნა, როცა თერძს თავში მოხვდა, ერთმანეთს შეხეთ-
ქებულმა თავის ქალებმა ყრუ ხმა გამოსცეს და თერძი მიწაზე
გაითხლაშა. დარწმუნებით ვერ იტყოდით, იმ ორი ქალიდან,
გვერდიგვერდ რომ ეყარნენ, ცოცხალი რომელი იყო. ამის მე-
რე მოლიმ წვივის ძვალს დაავლო ხელი, მტრის რიგებში შე-
ვარდა და დაერია, ხან აქედან მისცხო, ხან იქიდან და ძლევა-
მოსილი გმირი ქალების და კაცების გვამების მთა დააყენა.
175
ო, მუზავ, ჩამოთვალე მათი სახელები, ვინც იმ საბედისწე-
რო დღეს დაეცა. პირველს ჯემი თვიდლს მოხვდა კეფაში საზა-
რელი ძვალი. ის საყვარლად დაკლაკნილი მდინარე სტურის
თვალწარმტაც ნაპირზე აღიზარდა, სადაც პირველად დაეუფ-
ლა სავოკალო ხელოვნებას. დაეხეტებოდა აღმა-დაღმა დღე-
სასწაულებსა და ბაზრობებზე და სოფლის ნიმფებს და მწყემ-
სებს ახარებდა, როცა მწვანე მდელოზე ხელჩაკიდებულები
მხიარულად ცეკვავდნენ, თვითონ კი ვიოლინოზე უკრავდა და
საკუთარ დაკრულზე ცქმუტავდა. ვიღას სჭირდება ახლა მისი
ვიოლინო! ჯემის გვამი ყრუ ბრაგვანით დაეცა ბალახზე. შემდე-
გი იყო ბებერი იჩპოლი, ღორების მკოდავი, მას შუბლში მოხ-
ვდა ძვალი ამორძალისგან და მიწაზე განერთხა. ისეთი მსუქა-
ნი იყო, რომ დაეცა, იფიქრებდი, სახლი ჩამოინგრაო. ჯიბიდან
გადმოვარდნილი სათუთუნე მოლიმ დამსახურებული ნადავ-
ლივით მიითვისა. მერე საცოდავი მეწისქვილე კეიტი ჩაჩაჩუ-
ლი წინდით საფლავის ქვას წამოედო და ბუნების კანონის სა-
პირისპიროდ, თავით გადაეშვა საფლავში. ბეტი პიპინი, თავის
ახალგაზრდა საყვარელთან, როჯერთან ერთად დაეცა და ოჰ,
ბედის უკუღმართობით, ქალმა პირი მიწისკენ ქნა, კაცმა – ცის-
კენ. ტომ ფრეკლი, მჭედლის შვილი, მოლის სიშმაგის შემდეგი
მსხვერპლი გამოდგა. ის ხელმარჯვე ოსტატი იყო და შესანიშ-
ნავ ხის ფეხსაცმელებს თლიდა, სამწუხაროდ, საკუთარმა ნა-
ხელავმა იმსხვერპლა. ეკლესიაში რომ ყოფილიყო იმ დროს
და ფსალმუნები ემღერა, თავის გაჩეხას გადაურჩებოდა. მის
ქრაუ, ფერმერის ქალიშვილი, ჯონ გიდიში, თავად ფერმერი,
ნენ სლაუჩი, ესტერ ქოდლინგი, უილ სფრეი, ტომ ბენეტი, სა-
მივე მის პოტერი, „წითელი ლომის“ მეპატრონის შვილები, ბე-
ტი ჩემბერმეიდი, ჯეკ ოსტლერი და ბევრიც სხვა, ნაკლებ მნიშ-
ვნელოვანნი, საფლავებს შორის ეყარნენ.

176
შეიძლება ყველას არ მოხვედრია მოლის ძლიერი ხელი,
რადგან ერთმანეთი გადათელეს, როცა გარბოდნენ.
ახლა ბედისწერა შეშფოთდა, ძალიან ხომ არ გავერთე, მე-
ტისმეტად დიდხანს მხოლოდ ერთ მხარეს ხომ არ ვწყალობ-
დიო და სწრაფად შემოატრიალა ბრძოლის ბედი. ამ დროს კე-
თილი დეიდა ბრაუნი გამოენთო, რომელსაც ზიკიელ ბრაუნი
ეალერსებოდა, და არა მარტო – მის გარდა, კიდევ ნახევარი
მრევლი, ის ხომ ცნობილი იყო ვენერას სფეროში და არანაკ-
ლებ მარსისაც. ქმარი მის ტროფეებს თავსა და სახეზე დაატა-
რებდა, რადგან თუ ოდესმე რომელიმე კაცს ცოლის სასიყვა-
რულო გამარჯვებების აღსანიშნავად თავზე რქები დაუმშვენე-
ბია, ეს ზიკიელი იყო. არანაკლებ ცხადყოფდა ცოლის სხვა
ნიჭს ქმრის ნაიარევი სახე.
ვერ აიტანა ამორძალმა თავისი მომხრეების სამარცხვინო
უკანდახევა, მოულოდნელად შედგა და ხმამაღლა გასძახა
გაქცეულებს:
– თქვე სომერსეტშირელო კაცებო ან, უფრო სწორად, ქა-
ლებო, როგორ არ გრცხვენიათ, ერთ დედაკაცს რომ გაურბი-
ხართ? თუ ვერავინ აღუდგება წინ, მე და ჯოან ტოპი გავინაწი-
ლებთ გამარჯვების პატივს.
ეს თქვა და მოლი სიგრიმს ეცა, იოლად გამოსტაცა წვივის
ძვალი და ჩაჩი მოჰგლიჯა. მარცხენა ხელით მოლი თმით და-
ითრია და მარჯვენა ისე გაშმაგებით მისცხო სახეში, რომ გო-
გოს ცხვირიდან სისხლი წასკდა. ამასობაში არც მოლი იდგა
გულხელდაკრეფილი. თავსაფარი მოაძრო კეთილ დეიდა
ბრაუნს, ცალი ხელით თმაში სწვდა და მეორე ისე უთავაზა სა-
ხეში, რომ ნესტოებიდან სისხლმა იფეთქა.
როცა მეომრებმა საკმარისი ზიანი მიაყენეს ერთმანეთს და
თმა და სახე დააგლიჯეს, ახლა ტანსაცმელს გადასწვდნენ. ისე

177
გამძვინვარდნენ, რომ რამდენიმე წუთში ლამის დედიშობილა
დარჩა ორივე.
ქალებს უმართლებთ, რომ მუშტი-კრივში კაცებივით სუსტ
ადგილებში არ ურტყამენ. შეიძლება თავიანთ სქესს ცოტათი
უგულებელყოფენ, როცა ბრძოლას იწყებენ, მაგრამ, ჩემი დაკ-
ვირვებით, ისე არ მიეცემიან თავდავიწყებას, ერთმანეთს
მკერდის არეში დაუმიზნონ, რაც უმეტესობისთვის ფატალური
გამოდგებოდა. როგორც ვიცი, ამ ფაქტს ზოგიერთი იმით
ხსნის, რომ კაცებთან შედარებით მათ სისხლი მეტად სწყური-
ათ და ამიტომ დასარტყმელად უფრო ცხვირს ირჩევენ, საიდა-
ნაც ყველაზე იოლად გამოადენ ადამიანს სისხლს, ოღონდ ეს
ვარაუდი, ცოტა არ იყოს, თითიდან გამოწოვილი და ულმობე-
ლი მეჩვენება.
ამ მხრივ, დეიდა ბრაუნი მოლისთან შედარებით დიდი უპი-
რატესობით სარგებლობდა. მკერდი საერთოდ არ ჰქონდა და
ის, რასაც ზოგადად მკერდს ვუწოდებთ, ფერითაც და სხვა და-
ნარჩენითაც ძველ პერგამენტს მიუგავდა და ზედ რამდენიც უნ-
და გეტყაპუნებინა, დიდ ზიანს მაინც ვერ მიაყენებდი.მოლის,
გარდა იმისა, რომ სავალალო მდგომარეობაში იყო, განსხვა-
ვებული ფორმები ჰქონდა და, ტომ ჯონსი დროულად რომ არ
გამოჩენილიყო და ბოლო არ მოეღო სისხლისღვრისთვის,
ბრაუნს შეიძლება ცდუნებისთვის ვერ გაეძლო და მისთვის ფა-
ტალური დარტყმა მიეყენებინა.
ყველაფერი ასე რომ დასრულდა, მისტერ სკვეირს უნდა ვუ-
მადლოდეთ, რადგან წირვის შემდეგ მან, მასტერ ბლაიფილმა
და ტომ ჯონსმა ცხენებით გასეირნება გადაწყვიტეს, მაგრამ მე-
ოთხედი მილი რომ გაიარეს, სკვეირმა გადაწყვეტილება შეც-
ვალა (მიზეზიც ჰქონდა, ოღონდ ამას მკითხველს მოგვიანე-
ბით, მეტი თავისუფალი დრო რომ გვექნება, მაშინ გავუმ-

178
ხელთ) და ახალგაზრდა ჯენტლმენებს სთხოვა, სხვა გზით წა-
ვიდეთო. ახალგაზრდები მის თხოვნას დამორჩილდნენ და და-
ადგნენ გზას, რომელმაც ისინი უკან, ეკლესიასთან მოიყვანა.
პირველი მასტერ ბლაიფილი მიაჭენებდა ცხენს, როცა თავ-
შეყრილი ბრბო და ორი მებრძოლი დაინახა, ჩვენ რომ დავტო-
ვეთ, იმ მდგომარეობაში, ცხენი შეაჩერა და იკითხა, რა ხდე-
ბაო. ერთმა სოფლელმა ბიჭმა, თან კეფას რომ იფხანდა, უპა-
სუხა:
– არ ვიცი, ბატონო, მგონი, დეიდა ბრაუნი და მოლი სიგრი-
მი ჩხუბობენ.
– ვიინ? – იყვირა ტომმა, მაგრამ პასუხს აღარ დაელოდა,
მოლი როგორღაც ამოიცნო, სადავე მიუშვა, ცხენიდან გად-
მოხტა, ღობეს გადაევლო და მისკენ გაიქცა. მოლის ცრემლი
წასკდა და უამბო, როგორ არაადამიანურად მოექცნენ. აქ
ტომს დაავიწყდა, დეიდა ბრაუნი მანდილოსანი რომ იყო ანდა
სიბრაზისგან ვეღარაფერს არჩევდა, რადგან სიმართლე რომ
ითქვას, ქვედატანის გარდა, მის ქალურობას არაფერი ადას-
ტურებდა და ერთი-ორჯერ მათრახი გადაუჭირა, მერე, მოლის
მიერ დადანაშაულებულ ბრბოს მივარდა და ისე გამეტებით
იქნევდა მათრახს, რომ ისევ მუზას თუ არ მოვუხმე, იმდღევან-
დელი დაწიოკების აღწერას ვერ შევძლებ.
ჰომეროსის გმირის ან დონ კიხოტის, ან ვინმე მოხეტიალე
რაინდის არ იყოს, იქაურობა მტრისგან რომ გაათავისუფლა,
ტომი მოლის მიუბრუნდა და გოგო ისეთ მდგომარეობაში დახ-
ვდა, რომლის აღწერა ჩემთვისაც და მკითხველისთვისაც
მტკივნეული იქნება. ტომი შლეგივით გულში მუშტებს იცემდა,
თმას იგლეჯდა, ფეხებს აბაკუნებდა და იფიცებოდა, ვინც ამ
საქმეშია გარეული, დედას ვუტირებო. ხიფთანი გაიძრო და
მოლის მიაფარა, თავისი ქუდი დაახურა, სახიდან როგორც

179
შეძლო, ცხვირსახოცით სისხლი მოსწმინდა და მსახურს გას-
ძახა, სასწრაფოდ უნაგირის ბალიში მოეტანა, მოლი შინ რომ
უსაფრთხოდ წაეყვანათ.
მასტერ ბლაიფილი შეეპასუხა, სამ კაცს ერთი მსახური
გვყავსო, მაგრამ სკვეირმა ტომს დაუჭირა მხარი და ისიც იძუ-
ლებით დაჰყაბულდათ.
მსახურმა მალე მოარბენინა უნაგირის ბალიში. მოლის სა-
კუთარი კაბის ნაფლეთები მიაფარეს და ტომს უკან შემოუსვეს.
ასე წაიყვანეს გოგო შინ, სკვეირის და ბლაიფილის თანხლე-
ბით.
მოლი რომ დააბინავა, ჯონსმა თავისი ხიფთანი შემოიცვა,
გოგოს მალულად აკოცა, შეჰპირდა, საღამოს დავბრუნდებიო
და კომპანიონებთან ერთად გაქუსლა.

თავი 9
მოიცავს არც ისე მშვიდობიან ამბავს

ვერც მოასწრო მოლიმ ჩვეულ ძონძებში გამოწყობა, რომ


ახლა დები აუმხედრდნენ, განსაკუთრებით უფროსი და ასე
უთხრა, ღირსი ხარ, რაც დაგემართაო:
– როგორ გაბედე და ის კაბა ჩაიცვი, მადამ ვესტერნმა დე-
დას რომ აჩუქა. თუ რომელიმე ჩვენგანს შეიძლებოდა ჩაეცვა,
მე უფრო მეკუთვნოდა, მაგრამ თავს დავდებ, ფიქრობ, ეს სი-
ლამაზით დაიმსახურე. ალბათ შენი თავი ჩვენზე მოხდენილი
გგონია.
მას მეორე დაც აჰყვა:
– მიაწოდე ერთი სარკის ნატეხი და მერე იამაყოს სილამა-
ზით.
უფროსი და ყვიროდა:
180
– აჯობებდა, პასტორის ნათქვამი ყურად გეღო.
– მართალი ხარ, შვილო, – აქვითინდა დედა, – ყველა შეგ-
ვარცხვინა. ოჯახში ჯერ არ გვყოლია ასეთი გავარდნილი.
– შენ კი არაფერი გეთქმის, დედა, – იკივლა მოლიმ, – ერ-
თი კვირის გათხოვილი იყავი, ჩემი და რომ გააჩინე.
– დიახაც, შე უნამუსო, – გაცეცხლდა დედა, – ასე იყო, მაგ-
რამ ეს რა შუაშია? მე პატიოსანი ქალი დავდექი. შენც რომ პა-
ტიოსანი იყო, არ გავბრაზდებოდი, მაგრამ ჯენტლმენთან და-
იჭირე საქმე, შე ბინძურო ბოზო, ნაბიჭვარს გააჩენ, აგერ ნახავ.
აბა, ვინმემ თქვას ჩემზე იგივე!
აი, ასეთი სიტუაცია დახვდა შინ მისულ ჯორჯს. ცოლი და სა-
მივე ქალიშვილი ერთდროულად ლაპარაკობდნენ, უფრო
სწორად, ყვიროდნენ და კარგა დრო დასჭირდა, ვიდრე მათ
თავის ხმას გააგონებდა, მაგრამ როგორც კი შემთხვევა მიეცა,
სოფიას დანაბარები მოახსენა.
დეიდა სიგრიმმა ხელახლა დაიწყო ქალიშვილის ლანძღვა:
– რა შარში გაგვხვიე. რას იტყვის ქალბატონი შენი მუცლის
შემხედვარე? რატომ უნდა მოვსწრებოდი ამას!
მოლი გამოცოცხლდა:
– და რა არის ის კარგი ადგილი, შენ რომ მიშოვე, მამა?
(ჯორჯმა ზუსტად ვერ გაიგო, სოფიამ რა იგულისხმა) ალბათ
მზარეულის თანაშემწე ვიქნები, მაგრამ მე თეფშების რეცხვას
არ დავიწყებ. ჩემი ჯენტლმენი ჩემზე იზრუნებს. ნახეთ, დღეს
რა მომცა.
შემპირდა, ფული არასოდეს შემოგაკლდებაო. არც შენ შე-
მოგაკლდება, დედა, ენას კბილს რომ აჭერდე, – ამ სიტყვებით
ჯიბიდან რამდენიმე გინეა ამოიღო და ერთი დედას მიაწოდა.
ხელისგულზე ოქრო რომ იგრძნო საცოდავმა ქალმა, გუნე-
ბა გამოუკეთდა (ამ პანაცეას ზოგადად ასეთი ეფექტი აქვს) .

181
– რამ გამოგაშტერა, ჩემო ქმარო, – თქვა კეთილმა ქალმა,
– ვერ ჰკითხე, რას სთავაზობენ შენს ქალიშვილს, სანამ დას-
თანხმდებოდი? იქნებ, მოლის თქმის არ იყოს, სამზარეულოში
უშვებენ. ჩემს შვილს საცოდავ ჭურჭლის მრეცხავად არ ვამუ-
შავებ. შეიძლება ღარიბი ვარ, მაგრამ კეთილშობილი გახლა-
ვართ. მართალია, იძულებული გავხდი, ღარიბ კაცს გავყო-
ლოდი ცოლად, რადგან ჩემმა მღვდელმა მამამ შილინგიც ვერ
დამიტოვა, მაგრამ მინდა ყველას ახსოვდეს, ჩემი თავის ფასი
ვიცი. არ არის საოცარი?! მადამ ვესტერნს ურჩევნია, საკუთარ
თავს მიხედოს და მოიგონოს, ვინ იყო ბაბუამისი. ჩემი ოჯახის
წევრები საკუთარ ეტლებში ისხდნენ, როცა ბაბუამისი ფეხით
დადიოდა. ალბათ, ჰგონია, დიდი საქმე გააკეთა, ძველი კაბა
რომ გამომიგზავნა, ჩემი ოჯახის წევრები ხელსაც არ დააკა-
რებდნენ ასეთ ძონძებს. მაგრამ რას იზამ, ღარიბები ყოველ-
თვის იჩაგრებიან. ნეტავ, რატომ გადაირია მრევლი მოლის კა-
ბაზე, ვერ უთხარი, შვილო, ბებიაჩემი ახალთახალ კაბებს ყი-
დულობდა მაღაზიაშიო?
– კი მაგრამ, მადამს რა პასუხი გავცე? – იყვირა ჯორჯმა.
– მე რა ვიცი, – უპასუხა ცოლმა, – შენ სულ შარში გვხვევ
ხოლმე. ის გნოლი რომ მოკალი, ეგ არ გახდა ჩვენი ოჯახის
უბედურების მიზეზი? სულ იმას არ გეჩიჩინებოდი, არ გადახვი-
დე ვესტერნის მამულში-მეთქი? სულ იმას არ გეჩიჩინებოდი,
კარგი არაფერი მოჰყვება ამას-მეთქი? მაგრამ შენ ყოველ-
თვის ჯიუტად შენსას აკეთებდი, ასე არ არის, შე უსინდისო?
ზოგადად ჯორჯი მშვიდი ბუნების კაცი იყო, არც აყალმაყა-
ლი უყვარდა და არც ადვილად ღიზიანდებოდა, მაგრამ ჰქონ-
და ერთი თვისება, იმდაგვარი, ადრე სიფიცხეს რომ ეძახდნენ
და მის ცოლს მეტი ჭკუა რომ ეხმარა, ფრთხილად იქნებოდა.
ჯორჯმა საკუთარი გამოცდილებით იცოდა, რომ ქარიშხალი

182
თუ გამძვინვარდა, ლოგიკური არგუმენტები ქარს ჰგავს, რო-
მელიც ამ ქარიშხალს კი არ ჩააცხრობს, კიდევ უფრო გააძლი-
ერებს, ამიტომ პატარა შოლტი მუდამ თან ჰქონდა, სასწაულ-
მოქმედი საშუალება, რომელსაც ხშირად იყენებდა და ახლა
სიტყვა „უსინდისომ“ შეაგულიანა, მისთვის მიემართა.
სიმპტომებმა თავი იჩინა თუ არა, ჯორჯმა იმწამსვე ზემოთ
ნახსენები საშუალება მოიშველია და როგორც ძლიერმოქმედ
წამლებს ახასიათებს, თავიდან ავადმყოფობა გართულდა და
გამწვავდა, რასაც სრული დაწყნარება მოჰყვა და პაციენტს
უწინდებური შვება და სიმშვიდე მოჰგვარა.
ეს ცხენების სამკურნალო საშუალებაა, მის მოსანელებ-
ლად ძლიერი აღნაგობაა საჭირო და, შესაბამისად, მდაბიო
ხალხს უფრო მიესადაგება, თუ არ ჩავთვლით ერთადერთ შემ-
თხვევას, როცა ანაზდად წარმომავლობის უპირატესობა წამო-
ყოფს ხოლმე თავს. ამ შემთხვევაში, ვიფიქრებდით, ნებისმიერ
კაცს ექნებოდა მისი გამოყენების უფლება, ასეთი სულმდაბ-
ლობა რომ არ იყოს, ცნობილი ფიზიკური ოპერაციებივით,
რომელთა ხსენება არ მიგვაჩნია საჭიროდ და რომლებსაც
ჯენტლმენები ისეთ სირცხვილად, ისეთ სისაძაგლედ მიიჩნე-
ვენ, რომ მასზე ფიქრიც კი ზარავთ.
ოჯახში სიმშვიდემ დაისადგურა, რადგან ამ წამლის ეფექ-
ტურობა ელექტრობასავითაა, ხშირად ერთი ადამიანიდან
სხვებს ინსტრუმენტთან შეუხებლადაც გადაეცემა. სიმართლე
გითხრათ, ორივეს ხახუნი ამოქმედებს და უნებურად გიჩნდება
ეჭვი, რამე ანალოგია ხომ არ არსებობს, რაც კარგი იქნებოდა,
მისტერ ფრიკს გამოეკვლია, ვიდრე ახალ წიგნს გამოაქვეყ-
ნებდა.
ვინაიდან მოლი ჯიუტად უარობდა მუშაობას, ოჯახის საბ-
ჭომ გადაწყვიტა, რომ დეიდა სიგრიმი თავად ეახლებოდა მის
ვესტერნს და შეეცდებოდა, რამე ადგილი გამოეძებნა უფროსი
183
ქალიშვილისთვის, რომელიც სიხარულით დასთანხმდა, მაგ-
რამ, როგორც ჩანს, იღბალი ისე გადაემტერა სიგრიმების ოჯა-
ხს, რომ ვერც ამ საქმემ წაიწია წინ.

თავი 10
მისტერ საპლის, სამრევლო მღვდლის მონაყოლი ამბავი; მისტერ
ვესტერნის გამჭრიახობა; მისი უსაზღვრო სიყვარული ქალიშვილისადმი
და ქალიშვილისა – მამისადმი

მეორე დილით ტომ ჯონსმა მისტერ ვესტერნთან ერთად


ინადირა და როცა შინ დაბრუნდნენ, ჯენტლმენმა სადილად მი-
იპატიჟა.
იმ დღეს ლამაზი სოფია ჩვეულებრივზე მეტად ხალისიანი
და გამოცოცხლებული ჩანდა. მისი ბატარეა აშკარად ჩვენი
გმირისკენ იყო მიმართული, მართალია, მჯერა, თავად საკუ-
თარი განზრახვის ბევრი არა გაეგებოდა, მაგრამ თავის მოწო-
ნება თუ ჰქონდა განზრახული, ამჯერად წარმატებას მიაღწია.
კომპანიის ერთ-ერთი წევრი მისტერ საპლი გახლდათ, სამ-
რევლოს მღვდელი, ღირსეული და კეთილი ბუნების ადამიანი,
თუმცა ის ყველაზე მეტად იმით გამოირჩეოდა, რომ სუფრას-
თან ლაპარაკი არ უყვარდა, ოღონდ არც პირს კუმავდა. მოკ-
ლედ, ამქვეყნად ყველაზე საუკეთესო მადა ჰქონდა. მაგრამ
სუფრას აალაგებდნენ თუ არა, სიჩუმეს ანაზღაურებდა და ვი-
ნაიდან ძალიან გულისხმიერი ადამიანი იყო და ღვარძლიანი
არასოდეს ყოფილა, მისი ლაპარაკი უფრო უმეტესად ყველას
ართობდა. მისტერ საპლი როსთბიფის შემოტანამდე ცოტა
ხნით ადრე შემოესწრო სუფრას, გამოაცხადა, ახალი ამბავი
უნდა გაუწყოთო და დაიწყო კიდეც მოყოლა, ეს-ესაა მისტერ
184
ოლვორთისთან ვიყავიო, მაგრამ როსთბიფის დანახვისთანა-
ვე ენა წაერთვა. ისღა მოახერხა, რომ სუფრა აკურთხა და პა-
ტივი მიაგო ბარონეტს, როგორც თვითონ უწოდებდა ხბოს ფი-
ლეს.
სადილი რომ დასრულდა და სოფიამ შეახსენა, რაღაც ახა-
ლი ამბავი უნდა მოგეყოლათო, მისტერ საპლმა დაიწყო:
– ლედი, მგონი, გუშინ საღამოს წირვაზე შენიშნეთ თქვენს
გამონაცვალ კაბაში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი. თუ არ
ვცდები, მინახავხართ იმ სამოსში. სოფელში ასეთ კაბაზე ამ-
ბობენ – Ravo avis in terries, nigroque simillima cygno, რაც,
მადამ, შეიძლება ასე ვთქვათ – იშვიათი ჩიტი, შავი გედივით.
ეს იუვენალისის ლექსიდან არის. მაგრამ დავუბრუნდეთ ჩვენს
ამბავს, როგორც მოგახსენეთ, ასეთი კაბა სოფლისთვის იშ-
ვიათი და შემთხვევითია, მე ვიტყოდი, უფრო შემთხვევითი,
ვიდრე იშვიათი, მით უმეტეს, თუ ის ტყისმცველის ქალიშვილს
აცვია, იმ ჯორჯ სიგრიმის ქალიშვილს, რომელმაც საკმარისად
იტანჯა იმისთვის, რომ ხვდებოდეს, თავისი როსკიპი ასე გა-
მომწვევად არ უნდა გამოაწყოს. გოგოს გამოჩენამ ისეთი აურ-
ზაური გამოიწვია ეკლესიაში, მისტერ ოლვორთის რომ არ გა-
ეჩუმებინა ხალხი, წირვას ვერ დავასრულებდი და ლამის შევ-
წყვიტე კიდეც ბიბლიიდან ნაწყვეტის კითხვა. წირვა დასრულ-
და თუ არა, შინისკენ გავეშურე, ეკლესიის ეზოში კი ჩხუბი ამ-
ტყდარა და, ბევრ სხვა უბედურებასთან ერთად, ვიღაც მოხე-
ტიალე მევიოლინესთვის თავი გაუტეხავთ. დილით იმ მევიო-
ლინეს მისტერ ოლვორთისთვის საჩივრით მიუმართავს და ის
როსკიპიც გამოიძახეს. მისტერ ოლვორთი მონდომებული
იყო, კომპრომისი გამოენახა, როცა, ნუ იტყვით და, ის როსკი-
პი (ბოდიშს მოვითხოვ ქალბატონთან) თურმე მუცლით ნაბიჭ-
ვარს ატარებს. სკვაირმა მოსთხოვა, ბავშვის მამა დაესახელე-

185
ბინა, მაგრამ გოგომ ცივი უარი განაცხადა. მე რომ აქეთ მოვ-
დიოდი, უკვე გამოსასწორებელ სახლში უპირებდნენ წაყვა-
ნას.
– და ვიღაც როსკიპს ნაბიჭვარი რომ ჰყავს, ეს არის თქვენი
ახალი ამბავი? – შესძახა ვესტერნმა, – მეგონა, რამეს პოლი-
ტიკაზე ან სახელმწიფოს საქმეებზე მოჰყვებოდით.
– ვშიშობ, მართლაც ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ვიფიქ-
რე, მოსაყოლად ღირდა, – უპასუხა მღვდელმა, – რაც შეეხება
სახელმწიფოს საქმეებს, თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, ჩე-
მი სადარდებელი სამრევლოს გარეთ არ ვრცელდება.
– მართალი ბრძანდებით, პოლიტიკაში ცოტაოდენ ვერკვე-
ვი. ტომ, რას უყურებ, დალიე, ბოთლი წინ გიდგას.
ტომმა მოიბოდიშა, რაღაც სასწრაფო საქმე მაქვსო, ხელი-
დან გაუსხლტა სკვაირს, რომელიც მის გაჩერებას ცდილობდა
და უცერემონიოდ დატოვა იქაურობა.
სკვაირმა ტომს შეუკურთხა, მერე მღვდელს მიუბრუნდა და
შეჰყვირა:
– მივხვდი, მივხვდი, რა თქმა უნდა, ტომია იმ ნაბიჭვრის მა-
მა. არ გახსოვთ, იმ გოგოს მამას როგორ მიქებდა, ეგ ეშმაკი
ეგა, ტომია მამა იმ ნაბიჭვრის, როგორც ორჯერ ორი ოთხია.
– ვისურვებდი, ასე არ იყოს, – თქვა მღვდელმა.
– რატომ? – ჰკითხა სკვაირმა, – დიდი რამე მოხდა? არ
მითხრა ახლა, რომ შენ არასდროს არავინ დაგიორსულებია.
თავს დავდებ, არაერთი გეყოლება.
– ვატყობ, თქვენი მოწყალება ხუმრობის გუნებაზეა, – უპა-
სუხა მღვდელმა, – მაგრამ მე მხოლოდ ცოდვას კი არ ვაკრი-
ტიკებ, თუმცა ვგმობ მას, ვშიშობ, თავისი უნამუსო საქციელის
გამო მისტერ ოლვორთის თვალში წახდება. სიმართლე რომ
გითხრათ, ამ ახალგაზრდას დაუდგრომელი კაცის სახელი კი

186
აქვს, მაგრამ აუგს ვერც თვითონ ვიტყვი და არც არავისგან გა-
მიგონია, ვიდრე თქვენ არ ახსენეთ. მართალია, ვისურვებდი,
ეკლესიაში უფრო სწორ პასუხებს მცემდეს, მაგრამ ზოგადად
მეჩვენება, რომ ის Ingenui vultus puer ingenuique pudoris.
ესეც კლასიკიდან არის, ახალგაზრდა ქალბატონო, ინგლისუ-
რად ასე ითარგმნება – ალალი გარეგნობის ბიჭი ალალად
მოკრძალებულია, და რომაელებს და ბერძნებს ეს დიდ სათ-
ნოებად მიაჩნდათ. მე ვიტყოდი, ახალგაზრდა ჯენტლმენი
(რადგან ასე ვფიქრობ, მიუხედავად მისი წარმოშობისა) საკმა-
ოდ მოკრძალებული და თავაზიანი ბიჭია და გული დამწყდება,
თუ სკვაირ ოლვორთის მასზე წარმოდგენა წაუხდება.
– ფუი! – შესძახა სკვაირმა, – ოლვორთის წარმოდგენა წა-
უხდება! ვითომ თვითონ არ უყვარდეს გოგოები! მთელმა სო-
ფელმა იცის, ტომი ვისი შვილია. ჩემთან არ ღირს ასეთი ლა-
პარაკი, ოლვორთის კოლეჯიდან ვიცნობ.
– მეგონა, უნივერსიტეტში არ უსწავლია, – თქვა მღვდელ-
მა.
– როგორ არა, – უთხრა სკვაირმა, – და გოგოებში ერთად
დავდიოდით. ხუთ მილზე ეგეთ წყალწაღებულ გარყვნილ კაცს
ვერ ნახავდი. არა, არა, ტომი არც მის და არც არავის თვალში
არ წახდება. თუ გინდა, სოფიას ჰკითხე, შეგეცვლება ტომზე აზ-
რი, ნაბიჭვარი რომ გააჩენინოს ვინმეს-თქო? არა, არა, ქა-
ლებს ასეთები უფრო მოსწონთ.
საწყალი სოფიასთვის ეს ძალიან ულმობელი კითხვა იყო.
მან კარგად შენიშნა, როგორ ეცვალა ტომს ფერი მღვდლის
მონაყოლზე, მერე როგორ საჩქაროდ დატოვა იქაურობა და
საკმარისი მიზეზი მიეცა, ეფიქრა, რომ მამამისის ეჭვი უსაფუძ-
ვლო არ იყო, გულმა კი იმწამსვე გაუმხილა საიდუმლო, რო-
მელსაც უკვე დიდი ხანია ნელ-ნელა ხვდებოდა. იგრძნო, ამ

187
ახალმა ამბავმა ძალიან ააღელვა. მამის მოურიდებლად დას-
მულ კითხვაზე სოფიამ ყველა სიმპტომი გამოავლინა, რაც ეჭ-
ვიან ადამიანს შეაფიქრიანებდა, მაგრამ სამართლიანი იქნება
ითქვას, რომ სკვაირს ეს ნაკლი არ გააჩნდა. სოფია რომ წა-
მოდგა და მამას უთხრა, თქვენი ერთი გადაკვრით ნათქვამი
სიტყვა საკმარისია, რომ დაგტოვოთო, მანაც ნება დართო,
წასულიყო და მერე სერიოზული სახით დასძინა, ჯობს, ქა-
ლიშვილი ზედმეტად მორცხვი იყოს, ვიდრე ზედმეტად თავხე-
დიო. ეს სენტიმენტი მღვდელმა დიდად მოიწონა.
ამის შემდეგ სკვაირს და მღვდელს შორის, გაზეთებზე და
პოლიტიკურ პამფლეტებზე დაყრდნობით, შესანიშნავი პოლი-
ტიკური დისკუსია გაიმართა, რასაც თან ახლდა ქვეყნის სადი-
დებლად შესმული ოთხი ბოთლი ღვინო. მერე სკვაირს მალე-
ვე ჩაეძინა, მღვდელმა ჩიბუხს მოუკიდა, ცხენს მოაჯდა და ში-
ნისკენ გაუყვა გზას.
სკვაირმა ნახევარსაათიანი წაძინების შემდეგ ქალიშვილი
გამოიძახა კლავიკორდზე დასაკრავად, მაგრამ სოფიამ საში-
ნელი თავის ტკივილი მოიმიზეზა და სთხოვა, ამ საღამოს მო-
მიტევთო. რა თქმა უნდა, სოფიას მიუტევეს, მას ორჯერ თხოვ-
ნა არ სჭირდებოდა ხოლმე, მამას კი ისე ძლიერ უყვარდა, მისი
სურვილის დაკმაყოფილებით საკუთარსაც იკმაყოფილებდა.
სოფია მართლაც რომ, როგორც მამა ეძახდა, ძალიან საყვა-
რელი გოგო იყო, იმსახურებდა ამგვარ მოპყრობას და თავა-
დაც მხურვალე სიყვარულით პასუხობდა. წესად გაიხადა, მა-
მას ყველაფერში გამოსდგომოდა და სიყვარული არათუ უად-
ვილებდა ამას, სიამოვნებასაც ჰგვრიდა და როცა ერთხელ მე-
გობარმა დასცინა, კეთილსინდისიერი მორჩილებით თავს რა-
ტომ იწონებო, ასე მიუგო:
– ცდებით, მადამ, თუ ფიქრობთ, რომ ამით თავს ვიწონებ,
რადგან, გარდა იმისა, რომ ჩემს მოვალეობას ვასრულებ, დიდ
188
სიამოვნებასაც ვიღებ. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ
არავითარი სიამოვნება არ შეედრება, მამაჩემის გახარების
შესაძლებლობა თუ მეძლევა და თავი ღირსეული იმიტომ მგო-
ნია, რომ ამის გაკეთების ძალა შემწევს და არა იმიტომ, რომ
ჩემს მოვალეობას ვასრულებ.
იმ საღამოს სოფიას არ მიეცა საშუალება, მამის სიამოვნე-
ბით კმაყოფილება ეგრძნო. კლავიკორდზე დაკვრა ბოდიშის
მოხდით იუარა და ისიც სთხოვა, თუ ნებას დამრთავ, ვახშამს
არ დავესწრებიო. მამა ამჯერადაც დასთანხმდა, ოღონდ უხა-
ლისოდ – მას ხომ, თუ ცხენებით, ძაღლებით ან სასმლით არ
იყო დაკავებული, სულ გვერდით სურდა ჰყოლოდა ქალიშვი-
ლი. საწყალ კაცს საკუთარ თავთან დარჩენა (თუ შეიძლება ასე
ვთქვა) არამც და არამც არ უნდოდა და მეზობელი ფერმერი
დაპატიჟა ვახშმად.

თავი 11
მოლი სიგრიმი ბეწვზე გადარჩება; რამდენიმე დაკვირვება,
რომელთა გამოც ადამიანის ბუნებაში ჩაღრმავება მოგვიხდება

ტომ ჯონსი იმ დილით მისტერ ვესტერნის ცხენით ნადირობ-


და და ვინაიდან საკუთარი არ ჰყავდა, ფეხით მოუწია შინ წას-
ვლა. ისე ჩქარობდა, ნახევარ საათში სამი მილი გაირბინა.
მისტერ ოლვორთის ჭიშკართან კონსტებლი, პოლიციელე-
ბი და დაპატიმრებული მოლი დახვდნენ. მოლი იმ სახლში მიჰ-
ყავდათ, სადაც მდაბიო ხალხს კარგ გაკვეთილებს უტარებენ,
თავიანთი უფროსების პატივისცემა რომ ისწავლონ, იქ მათ აჩ-
ვენებენ, ბედისწერა როგორ განასხვავებს ადამიანებს, რომ

189
ზოგი შეცდომებისთვის ისჯება, ზოგი – არა და თუ ამ გაკვე-
თილს ვერ ისწავლიან, ვშიშობ, ვერც გამოსასწორებელ სახ-
ლში ისწავლიან ვერაფერს და ვერც მორალს გამოისწორებენ.
შეიძლება ადვოკატმა იფიქროს, რომ ამ შემთხვევაში მის-
ტერ ოლვორთიმ მეტისმეტი სიმკაცრით გამოიყენა უფლება-
მოსილება. სიმართლე გითხრათ, კითხვა მიჩნდება, რამდე-
ნად მართებული იყო მისი გადაწყვეტილება, როცა სათანადო
ინფორმაცია არ გააჩნდა. მაგრამ ვინაიდან განზრახვა პატიო-
სანი ჰქონდა, მორალურ გამართლებას იმსახურებდა, განსა-
კუთრებით, თუ იმას გავითვალისწინებთ, რამდენი თვითნებუ-
რი განაჩენი გამოაქვთ ყოველდღე მოსამართლეებს, რომლე-
ბიც ამითაც ვერ გაიმართლებენ თავს.
გაიგო თუ არა ტომმა კონსტებლისგან, საით მიემართე-
ბოდნენ (ისე, თავადაც ალბათ მშვენივრად ხვდებოდა), ყვე-
ლას თანდასწრებით მოლი გულში ნაზად ჩაიხუტა და დაიფიცა,
პირველსავე კაცს მოვკლავ, ვინც ამას ხელს დააკარებსო. მო-
ლის სთხოვა, ცრემლი შეეშრო და მშვიდად ყოფილიყო, რად-
გან სადაც უნდა წაეყვანათ, ყველგან გაჰყვებოდა. მერე კონ-
სტებლს მიუბრუნდა, ქუდი რომ მოეხადა და აკანკალებული
იდგა მის გვერდით და თავაზიანად სთხოვა, ერთი წუთით შე-
მომყევი მამასთანო (ვინაიდან უკვე ასე ეძახდა მისტერ ოლ-
ვორთის); დარწმუნებული იყო, გოგოს თუ გამოესარჩლებო-
და, მამა მას გაამართლებდა.
ტომს რომ ებრძანებინა, ეჭვი არ მეპარება, კონსტებლი და-
პატიმრებულს ისედაც გაუშვებდა, ამიტომ სიხარულით დას-
თანხმდა მის თხოვნას. როცა ყველანი ერთად შებრუნდნენ
მისტერ ოლვორთის დარბაზში, ტომმა თქვა, აქ დამელოდეთო
და თვითონ კეთილი კაცის საძებნელად გაემართა. იპოვა თუ
არა მისტერ ოლვორთი, ტომი მას ფეხებში ჩაუვარდა, შეემუ-
დარა, მშვიდად მომისმინეო და აღიარა, მოლის ბავშვის მამა
190
მე ვარო. ევედრებოდა, გოგო შეიბრალე, თუ ვინმეს ბრალი მი-
უძღვის, მე მიმიძღვისო.
– თუ ვინმეს ბრალი მიუძღვის?! – აღშფოთდა მისტერ ოლ-
ვორთი, – ნუთუ ისეთი გარყვნილი, წყალწაღებული და თავაშ-
ვებული ადამიანი ხარ, რომ ბოლომდე ვერ გაგიგია, არის თუ
არა ცოდვა ღვთის კანონის დარღვევა და საწყალი გოგოს გა-
უბედურება? მართალს ბრძანებ, შენ მიგიძღვის ბრალი და იმ-
დენად მძიმე, იცოდე, ვერ გადამირჩები.
– მე რა ბედი მეწევა, არ ვჩივი, მაგრამ საცოდავი გოგოს
შუამდგომლობა არ მინდა წყალში ჩამეყაროს. ვაღიარებ, რომ
მე შევაცდინე, მაგრამ გაუბედურდება თუ არა, ეგ თქვენზეა და-
მოკიდებული. ღვთის გულისათვის, სერ, გააუქმეთ თქვენი გა-
ნაჩენი, ნუ გაუშვებთ ისეთ ადგილას, სადაც გარდაუვალი და-
ღუპვა ელის. ოლვორთიმ უბრძანა, ახლავე მსახურს დაუძა-
ხეო. ტომმა უპასუხა, არ არის აუცილებელი, საბედნიეროდ,
ჭიშკართან მივუსწარი, თქვენი კეთილშობილების იმედით
უკან მოვაბრუნე და ახლა საბოლოო განაჩენს ელოდებიან
დარბაზშიო. დაჩოქილი ევედრებოდა, შეიბრალე გოგო და უფ-
ლება მიეცი, მშობლებთან დაბრუნდეს, კიდევ უფრო მეტი სირ-
ცხვილი და დამცირება რომ არ იწვნიოსო.
– ვიცი, – ასე თქვა, – ბევრს ვითხოვ. ისიც ვიცი, რომ ყვე-
ლაფერი ჩემი ბრალია. შევეცდები, გამოვსწორდე და თუ
თქვენ ინებებთ და მაპატიებთ, დაგიმტკიცებთ, რომ ეს დავიმ-
სახურე.
ოლვორთი ერთხანს შეყოყმანდა და ბოლოს უთხრა:
– კარგი, შევცვლი განაჩენს. კონსტებლი მომიყვანე.
კონსტებლი იმწამსვე მოჰგვარეს და მალევე გაუშვეს, მას-
თან ერთად გაუშვეს მოლიც. შეგიძლიათ დარწმუნებული
იყოთ, რომ მისტერ ოლვორთიმ ტომი მკაცრად დატუქსა, მაგ-
რამ არ არის საჭირო, აქ ჩავრთოთ და გავიმეოროთ ის, რაც
191
პირველ წიგნში მან უკვე უთხრა ჯენი ჯონსს და რაც ისევე ეხება
მამაკაცებს, როგორც ქალებს. მკაცრმა დატუქსვამ ახალგაზ-
რდა კაცზე ისე იმოქმედა, მით უმეტეს, თავზეხელაღებული
ცოდვილი ნამდვილად არ ყოფილა, რომ თავის ოთახში შეიყუ-
ჟა და მთელი საღამო მელანქოლიურ ფიქრებში ჩაძირულმა
სიმარტოვეში გაატარა.
ჯონსის ასეთი სახეცვლილების გამო ოლვორთი თავს შე-
ურაცხყოფილად გრძნობდა, რადგან, მისტერ ვესტერნის
მტკიცების მიუხედავად, ეს ღირსეული ადამიანი ქალებთან
თავდავიწყებას არასოდეს მისცემია და სხვებს კიცხავდა თავ-
შეუკავებლობის გამო. ნამდვილად საკმარისი მიზეზი გვაქვს,
ვიფიქროთ, რომ მისტერ ვესტერნის ნათქვამში სიმართლის
ნატამალი არ ყოფილა, განსაკუთრებით იმ ბინძურ ამბებში,
თითქოსდა უნივერსიტეტში რომ ხდებოდა, რადგან მისტერ
ოლვორთის უნივერსიტეტში არასოდეს უსწავლია. ისე, ჩვენს
კეთილ სკვაირს ლაზღანდარობა სჩვეოდა და ტრაბახიც ძალი-
ან უყვარდა, რაც შეიძლება უფრო მოკლე სიტყვითაც გამოი-
ხატოს. იმ ერთმარცვლიან სიტყვას ძალიან ხშირად ვცვლით
სხვა რამით და ვინაიდან ის, რაც გონებამახვილობად და იუ-
მორად მიიჩნევა, ენის სიწმინდის დაცვის მიზნით უნდა მოკ-
ლედ გამოითქვას, მე კარგი აღზრდა მავალდებულებს, თავი
შევიკავო.
მაგრამ მისტერ ოლვორთის როგორი ანტიპათიაც უნდა
ჰქონოდა ამ და სხვა მანკიერებების მიმართ, ისე ბრმადაც არ
სძულდა, რომ დამნაშავის ღირსება ვერ დაენახა. მართალია,
ტომის თავშეუკავებლობა აბრაზებდა, ამავე დროს, მოსწონ-
და, ღირსეულად და პატიოსნად რომ აღიარა დანაშაული. გო-
ნებაში ამ ახალგაზრდა კაცზე თავის წარმოდგენას აყალი-
ბებდა, ისევე, როგორც, იმედი მაქვს, ჩვენი მკითხველიც, და

192
როცა მისი ნაკლი და ღირსება სასწორზე დადო, თითქოს უკა-
ნასკნელმა გადაწონა.
ამიტომ სულ უშედეგოდ გაისარჯა ტვაკომი, რომელმაც ეს
ამბავი მასტერ ბლაიფილისგან შეიტყო და რაც კი ღვარძლი
ჰქონდა, საწყალი ტომის წინააღმდეგ მიუშვა. ოლვორთიმ
მშვიდად მოისმინა მისი ლანძღვა და ცივად მიუგო, ტომისთა-
ნა ბუნების ახალგაზრდებს ახასიათებთ ეს ნაკლიო. ოლვორ-
თი დარწმუნებული იყო, რომ მისმა დარიგებამ ტომზე გულ-
წრფელად იმოქმედა და იმედოვნებდა, აღარ შესცოდავდა. გა-
როზგვა უკვე წარსულს ჩაჰბარებოდა, აღმზრდელს მხოლოდ
ლაპარაკით თუ შეეძლო ღვარძლის ამონთხევა, რაც შესაბრა-
ლისი საშუალებაა უსუსური შურისძიებისთვის.
აი, სკვეირი კი ნაკლებად ფიცხი, თუმცა უფრო ეშმაკი კაცი
იყო და ვინაიდან ტვაკომზე მეტად სძულდა ჯონსი, ისეთი რამ
მოჩმახა, მისტერ ოლვორთის თვალში კიდევ უფრო დააზარა-
ლა.
მკითხველს ემახსოვრება გნოლთან, კვიცთან და ბიბლიას-
თან დაკავშირებული პატარ-პატარა შემთხვევები, რომელთა
შესახებ ადრე უკვე მოგახსენეთ და რის მერეც ჯონსმა მისტერ
ოლვორთის კეთილგანწყობა უფრო დაიმსახურა, ვიდრე მისი
წყრომა. იმავეს დაიმსახურებდა ნებისმიერი ადამიანისგან,
ვისაც მეგობრობის, გულუხვობის და დიდსულოვნების მნიშ-
ვნელობა ესმის, ანუ ვისაც ოდნავი კეთილშობილება სცხია.
სკვეირს არ გამორჩენია, ოლვორთის კეთილშობილ სულ-
ზე რა შთაბეჭდილება მოახდინა რამდენიმე ასეთმა შემთხვე-
ვამ, რადგან ფილოსოფოსმა კარგად იცოდა, რა არის სათნო-
ება, ოღონდ თავად ყოველთვის მისკენ არ მიილტვოდა. რაც
შეხება ტვაკომს, ვერ გეტყვით, რა მიზეზით, ამგვარი აზრი თავ-
ში არ მოსვლია. თავად მხოლოდ ცუდ ფერებში ხედავდა ტომს
და ეგონა, ოლვორთიც მასავით ფიქრობდა და სიჯიუტისა და
193
სიამაყის გამო არ იშლიდა თავისას, რადგან, წინააღმდეგ შემ-
თხვევაში, მდუმარედ უნდა ეღიარებინა, რომ ადრე მცდარი შე-
ხედულება ჰქონდა ბიჭზე.
სკვეირმა არ გაუშვა ხელიდან შესაძლებლობა, ტომისთვის
ყველაზე სათუთ ადგილას მიეყენებინა დარტყმა და მისი
ცხოვრების უკვე ნახსენები ეპიზოდები ცუდად შემოებრუნები-
ნა.
– ვწუხვარ, სერ, – თქვა ფილოსოფოსმა, – მეც თქვენსავით
მოვტყუვდი. ვაღიარებ, არ შემეძლო არ მომწონებოდა ის, რაც
მეგონა, მეგობრობის ხათრით კეთდებოდა, თუმცა ამ ბიჭმა სა-
ბოლოოდ ყველაფერს გადაამეტა, ხოლო გადამეტება თავის-
თავად შეცდომა და უმსგავსობაა, მაგრამ ასაკი გავითვალის-
წინე და გავუგე. აზრადაც არ გამივლია, რომ ჩვენ რაც მეგობ-
რობას დავაბრალეთ, სინამდვილეში აღვირახსნილობა და
უხამსი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ყოფილა. ახლა
ხომ ნათლად ხედავთ ახალგაზრდა კაცის ვითომდა გულუხვო-
ბის მიზეზს, მამას ეხმარებოდა, მისი ქალიშვილი რომ შეეცდი-
ნა, ოჯახი შიმშილისგან იხსნა, მერე სირცხვილი რომ ეჭმია და
გაენადგურებინა. ესეც თქვენი მეგობრობა! ესეც თქვენი გუ-
ლუხვობა! როგორც სერ რიჩარდ სთილი იტყოდა – ღორმუცე-
ლებს, რომლებიც ძვირს იხდიან ტკბილეულში, სამართლია-
ნად ეძახიან გულუხვებს. მოკლედ, მტკიცედ გადავწყვიტე,
ამიერიდან ადამიანურ სისუსტეს თავს აღარასოდეს მოვატ-
ყუებინებ და არც სათნოებად მივიჩნევ არაფერს, რაც სამარ-
თლიანობის წესებს არ მიესადაგება.
ოლვორთის კეთილშობილება ამ აზრს აქამდე გასაქანს არ
აძლევდა, მაგრამ ახლა სხვისი პირით განსიტყვებული ისე და-
მაჯერებლად ჟღერდა, ხელაღებით ვერ უარყოფდა. სკვეირის
ნათქვამი მართლაც რომ სულისშემძვრელი გამოდგა და იმ-
დენად შეაცბუნა, ძნელი იყო, არ შეგემჩნია, თუმცა კეთილმა
194
კაცმა სცადა, არაფერი შესტყობოდა, რაღაც მიკიბ-მოკიბუ-
ლად უპასუხა და თემა შეცვალა. ტომს გაუმართლა, რომ ვიდ-
რე შეიწყალებდნენ, მანამდე არავის გამოუთქვამს ასეთი მო-
საზრება. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ოლვორთის ტომ-
ზე ცუდი შთაბეჭდილება შეექმნა და ეს აზრი გონებაში ღრმად
ჩაებეჭდა.

თავი 12
მოიცავს ფაქტების უფრო ნათელ ასახვას, მაგრამ,
წინა თავის არ იყოს, იმავე სათავიდან იღებს დასაბამს

მჯერა, მკითხველი ნასიამოვნები დარჩება, სოფიას რომ მი-


ვუბრუნდებით. მას შემდეგ, რაც ის ბოლოჯერ ვნახეთ, სოფიამ
მთელი ღამე არცთუ ისე საამურად გაატარა. ძილი კი ვითომ
ცოტათი მიეკარა, ოღონდ სიზმარი – არა. დილით, როცა მო-
ახლე, მისის ონორი ჩვეულ დროს მასთან შევიდა, სოფია უკვე
ჩაცმული დახვდა.
სოფელში ორი-სამი მილის დაშორებით მცხოვრებლები
ერთმანეთის ახლო მეზობლებად მიიჩნევიან და ერთ სახლში
თუ რამე მოხდა, ელვის სისწრაფით გადაეცემა სხვა ოჯახებს.
ასე რომ, მისის ონორმა მოლის სამარცხვინო ამბავი შეიტყო
და ვინაიდან ლაპარაკის მოყვარული ქალი გახლდათ, შესუ-
ლი არ იყო ახალგაზრდა ქალბატონის ოთახში, იმწამსვე გუ-
დას პირი მოხსნა:
– მადამ, რომ იცოდეთ, იმ დღეს ეკლესიაში გოგო რომ და-
ინახეთ და მოგეწონათ, ახლოდან რომ გენახათ, სულაც არ
მოგეწონებოდათ, ხოდა, ის გოგო ორსულად ყოფილა და მო-
სამართლეს მიჰგვარეს თურმე. ჩემი აზრით, გამოცდილი ბო-

195
ზია და, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ჯონსისთვის დაუდვია ხე-
ლი. მთელი მრევლი ლაპარაკობს, მისტერ ოლვორთი ისე
გაბრაზებულა ჯონსზე, თურმე მისი დანახვაც არ უნდა. თუმცა
კი ძნელია, ის საწყალი ბიჭი არ შეგეცოდოს, მაგრამ არ არის
შეცოდების ღირსი, ამისთანა უგვანის გამო თავი რატომ დაიმ-
ცირა! არადა როგორი სიმპათიური ჯენტლმენია, ძალიან მეწ-
ყინება, გაგდებას თუ დაუპირებენ. ის გოგო იმისთანა თავხე-
დია, თავს დავდებ, მაგისი სურვილით მოხდა, რაც მოხდა.
ასეთ დროს ახალგაზრდა კაცები არ უნდა დაადანაშაულო,
ისინი ხომ ბუნების კარნახით მოქმედებენ. რა თქმა უნდა, ვი-
ღაც ბინძურ ფეთხუმებთან არ უნდა დაიჭირონ საქმე, თუ არა
და მეტის ღირსები იქნებიან. ისე, ყველაფერი გათახსირებული
ქალების ბრალია, მთელი გულით მინდა, ერთი კარგად
გაროზგონ, ასეთ წესიერ ახალგაზრდა კაცს ცხოვრებას რომ
უნგრევს. ნამდვილად ვერავინ შემეკამათება, რომ მისტერ
ჯონსი ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური ახალგაზრდა კაცია...
მისის ონორი ენად გაიკრიფა და ალბათ კიდევ დიდხანს
ირატრატებდა, მაგრამ სოფიამ, მანამდე მისთვის ასე უხეშად
არასდროს რომ არ მიუმართავს, შეუღრინა:
– რატომ მაწუხებ მსგავსი ამბებით? რა მესაქმება მისტერ
ჯონსთან? მგონი, ყველანი ერთნაირები ხართ და ალბათ იმი-
ტომ ბრაზობ, რომ ეს შენ არ შეგემთხვა.
– მადამ! – თქვა მისის ონორმა, – ძალიან ვწუხვარ, თუ ჩემ-
ზე ასეთი წარმოდგენა გაქვთ. ასეთ რამეს მე ვერავინ დამაბ-
რალებს. ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველა კაცს. ასე რატომ
იფიქრეთ, სიმპათიურია-მეთქი, რომ ვთქვი? ამას ყველა ამ-
ბობს. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ არ შეიძლებოდა
ახალგაზრდა კაცზე სიმპათიურის თქმა. თუ ასეა, აღარ გავიმე-
ორებ, თანაც ლამაზი ისაა, ვინც ლამაზად ცხოვრობს. ის მათ-
ხოვარი გოგო...
196
– გეყოფა, ამდენი უაზრობის მოსმენა აღარ მინდა, – შეჰ-
ყვირა სოფიამ, – გაიგე, მამა თუ მელოდება სასაუზმოდ.
მისის ონორი ოთახიდან სწრაფად გავიდა, თან რაღაცას
ბურტყუნებდა, გარკვევით მხოლოდ „გესმით თქვენ“ შეიძლე-
ბოდა გაგერჩია.
ვერ დავაკმაყოფილებთ ჩვენი მკითხველის ცნობისმოყვა-
რეობას, იმსახურებდა თუ არა მისის ონორი იმ ეჭვს, მისმა
ქალბატონმა სიტყვა რომ გადაუკრა, სამაგიეროდ, გაგიმ-
ხელთ, რა ხდებოდა სოფიას გულში.
ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ მისტერ ჯონსისადმი ფა-
რული ლტოლვა ახალგაზრდა ქალის გულში შეუმჩნევლად
შეიპარა და ვიდრე დიდ გრძნობაში არ გადაიზარდა, ვერც კი
ამჩნევდა. პირველი სიმპტომები როცა იგრძნო, ისეთი ტკბი-
ლი და სასიამოვნო ეჩვენა, გადაწყვიტა, არც შეეკავებინა და
არც განედევნა; ასე ელოლიავებოდა ახალ გრძნობას და არ
დაფიქრებულა, რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს.
მოლის თავგადასავალმა თვალები აუხილა. პირველად მა-
შინ გააცნობიერა საკუთარი სისუსტე და თავი დამნაშავედ იგ-
რძნო. მართალია, ამბავმა ძალიან ააღელვა, მაგრამ გულის-
რევის ეფექტიც ახლდა, რამაც უგუნებობა დროებით დაჯაბნა.
ყველაფერი ელვის უსწრაფესად მოხდა. დროის იმ მოკლე მო-
ნაკვეთში, მოახლე გასული რომ იყო, ყველა სიმპტომი ერთბა-
შად გაქრა და როცა ის დაბრუნდა და მოახსენა, მამა გიხმობ-
თო, სოფია უკვე მშვიდი და მისტერ ჯონსის მიმართ სრულიად
გულგრილი გახლდათ.
სულის ავადმყოფობა თითქმის ყველანაირად ჰგავს სხე-
ულის ავადმყოფობას. ამიტომ, ვიმედოვნებთ, დიდად პატივ-
ცემული სწავლულები მოგვიტევებენ, რამდენიმე მათი
კუთვნილი სიტყვა ან ფრაზა რომ მივიტაცოთ, რადგან, წინააღ-
მდეგ შემთხვევაში, ჩვენი აღწერილობა შეიძლება გაუგებარი
197
გამოდგეს.სულის უქეიფობა ყველაზე მეტად იმით ჰგავს სხე-
ულისას, რომ ორივეს ახასიათებს რეციდივი, ეს განსაკუთრე-
ბით მკაფიოდ პატივმოყვარეობის და სიძუნწის დაავადებებში
ვლინდება. გაგონილი მაქვს, პატივმოყვარეობა ხშირი იმედ-
გაცრუებებით იკურნება (რაც მისი ერთადერთი სამკურნალო
საშუალებაა), მაგრამ შემდეგ, მაგალითად, ნაფიც მსაჯულთა
მამასახლისის ადგილისთვის პაექრობისას, თავიდან შეიძლე-
ბა იფეთქოსო. კიდევ ერთ კაცზე მსმენია, რომელმაც თითქოს
სიძუნწე დასძლია და უამრავი ექვსპენსიანი გასცა, მაგრამ უკ-
ვე სასიკვდილო სარეცელზე რომ იწვა, მესაფლავესთან, თავი-
სი ერთადერთი ქალიშვილის ქმართან, თურმე ეშმაკური გა-
რიგება მოაკვარახჭინა.სიყვარულს რაც შეეხება, სტოიციზმის
მიმდევართა შეხედულების გათვალისწინებით, მას ჩვენც
ავადმყოფობად მივიჩნევთ და აღვნიშნავთ, რომ რეციდივი მა-
საც არანაკლებ თვალნათლივ ახასიათებს. საბრალო სოფია-
საც ასე დაემართა – როგორც კი ახალგაზრდა ჯონსს კვლავ
შეხვდა, სიმპტომებმა ხელახლა წამოყო თავი და ციებ-ცხელე-
ბამ შემოუტია.
სოფიას იმჟამინდელი მდგომარეობა ძალიან განსხვავდე-
ბოდა ძველისგან. თუ ადრე ვნებისგან მხოლოდ სიამოვნებას
გრძნობდა, ახლა სიყვარული გულში მორიელივით შეუჩნდა.
ყველა ღონეს ხმარობდა, წინააღმდეგობა გაეწია გრძნობის-
თვის და ათასგვარ არგუმენტს მოიხმობდა (მისი ასაკისთვის
გასაოცრად ძლიერებს), როგორმე რომ ჩაეხშო ის და საერ-
თოდ განედევნა. წარმატებასაც მიაღწია და იმედოვნებდა,
დრო კიდევ უფრო დაეხმარებოდა. გადაწყვიტა, ტომთან შეხ-
ვედრისთვის თავი აერიდებინა, ამიტომ მამიდასთან ვიზიტი
დაგეგმა და ეჭვი არ ეპარებოდა, მამასაც დაითანხმებდა.მაგ-
რამ იღბალს სულ სხვა გეგმები ჰქონდა და ისეთი რამ მოხდა,
რამაც ხელი შეუშალა და ამაზე მომდევნო თავში მოგიყვებით.
198
თავი 13
სოფიას უბედურება შეემთხვევა; ჯონსის გალანტური საქციელი, რო-
მელიც ახალგაზრდა ლედის მეტ უბედურებას მოუტანს; და პატარა გადახ-
ვევა თემიდან ქალთა სქესის ხათრით

მისტერ ვესტერნს ქალიშვილის მიმართ ნაზი გრძნობები


დღითი დღე უფრო და უფრო უმძაფრდებოდა, იმდენად, რომ
საყვარელი ძაღლებიც ანაცვალა, მაგრამ ვერც იმას აიძულებ-
და თავს, ძაღლები სულ მთლად დაევიწყებინა, ამიტომ ეშმა-
კობა იხმარა და ქალიშვილს დაჟინებით სთხოვდა, სანადი-
როდ წამომყევიო.
სოფიასთვის მამის სიტყვა კანონი იყო, ყველაფერზე სიხა-
რულით თანხმდებოდა, თუმცა ნადირობა დიდად არ მოსწონ-
და და მეტისმეტად უხეშ და მამაკაცურ გართობად მიაჩნდა.
გარდა იმისა, რომ ყველაფერს უჯერებდა, სხვა მოტივიც ჰქონ-
და, მოხუც ჯენტლმენს სანადიროდ გაჰყოლოდა: იმედოვნებ-
და, გვერდით თუ იქნებოდა, მამა უფრო დაზოგავდა თავს და
ყოველ ფეხის ნაბიჯზე კისრის მოტეხის საფრთხეს აირიდებდა.
უარისთვისაც ჰქონდა მიზეზი, რაც ადრე პირიქით შეაგუ-
ლიანებდა, კერძოდ კი, ახალგაზრდა ჯონსთან მოუწევდა შეხ-
ვედრა, არადა მტკიცედ გადაწყვიტა, ტომს მორიდებოდა, მაგ-
რამ ნადირობის სეზონი მთავრდებოდა და იმედოვნებდა, რომ
მამიდასთან ხანმოკლე ვიზიტი საბოლოოდ განკურნავდა, ეჭ-
ვი არ ეპარებოდა, მომავალ სეზონზე ჯონსთან შეხვედრა სრუ-
ლიად უსაფრთხო იქნებოდა.
ნადირობის მეორე დღეს, როცა სოფია უკან ბრუნდებოდა
და უკვე მისტერ ვესტერნის სახლს უახლოვდებოდა, მისი და-
უდგრომელი ცხენი ჭენების იშტაზე მოვიდა, მოულოდნელად
ადგილს მოსწყდა და ისე გაქროლდა, გოგოს აშკარად გადმო-
ვარდნის საფრთხე ემუქრებოდა. ტომ ჯონსი უკან მოჰყვებოდა
199
და იმწამსვე საშველად გაქანდა, როგორც კი დაეწია, ცხენი-
დან გადმოხდა და სოფიას ცხენის აღვირს ხელი სტაცა. გაშმა-
გებული პირუტყვი ყალყზე დადგა და საყვარელი ტვირთი
ძირს გადმოაგდო. გოგო ჯონსს მკლავებში ჩაუვარდა.
სოფია ისე იყო შეშინებული, იმწამსვე ვერ დააკმაყოფილა
ჯონსის მზრუნველი კითხვა, რამე ხომ არ იტკინეთო. როგორც
იქნა, გონს მოეგო, დაამშვიდა, გადავრჩიო და მადლობაც გა-
დაუხადა. ჯონსმა მიუგო, ჩემთვის ისიც კმარა, რომ თქვენ გა-
დაგარჩინეთ, ოდნავი ზიანიც თუ აგარიდეთ, არ დავეძებ, რა
უბედურებაც უნდა დამატყდეს თავსო.
– რა უბედურება? იმედი მაქვს, არაფერი შეგემთხვათ.
– ნუ დარდობთ, მადამ, – თქვა ჯონსმა, – ღმერთს ვუმად-
ლი, თქვენ რომ გიშველეთ და თუ ხელი მოვიტეხე, ეს არაფე-
რია იმასთან შედარებით, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო.
სოფიამ შეჰყვირა:
– ხელი მოიტეხეთ?! ღმერთო ჩემო!
– ვშიშობ, რომ ასეა, – უპასუხა ჯონსმა, – მაგრამ ჯერ თქვენ
უნდა მოგხედოთ. ჩემი მარჯვენა ხელი თქვენს სამსახურშია,
დაგეხმარებით, ეს მინდორიც რომ გადავიაროთ, მერე მამათ-
ქვენის სახლამდე აღარაფერი რჩება.
სოფიამ დაინახა, როგორ ეკიდა ტომს მარცხენა ხელი, მე-
ორე ხელით კი მისი ცხენი მიჰყავდა, დარწმუნდა, რომ სიმარ-
თლეს ეუბნებოდა და ახლა კიდევ უფრო გაფითრდა. ისეთმა
კანკალმა აიტანა, ჯონსი ცხენს ძლივს აკავებდა. ემოციებიც
მოეძალა და ვერ შეიკავა თავი, ჭაბუკისკენ სინაზით აღსავსე
მზერა არ გაეპარებინა, რასაც მხოლოდ მადლიერება და თა-
ნაგრძნობა ვერ აღძრავს ქალის გულში, მესამე და ყველაზე
ძლიერი გრძნობა თუ არ მიეხმარა.
მისტერ ვესტერნი წინ მიდიოდა, როცა ეს ყველაფერი მოხ-
და და ახლა დანარჩენ მხედრებთან ერთად უკან დაბრუნდა.
200
სოფიამ იმწამსვე მიახალა, ჯონსს რა უბედურებაც დაატყდა
თავს და შეეხვეწა, მიხედეო. ვესტერნი ძალიან იყო შეშფოთე-
ბული, ქალიშვილის ცხენი მხედრის გარეშე როცა დაინახა,
მაგრამ უვნებელი რომ დახვდა, გაუხარდა და უთხრა:
– კიდევ კარგი, უარესი არ მოხდა. ჯონსმა თუ ხელი მოიტე-
ხა, ახლავე ექიმბაშს მოვაყვანინებ.
სკვაირი ცხენიდან ჩამოხტა და ქალიშვილთან და ჯონსთან
ერთად ფეხით გაუყვა გზას შინისკენ. მათი სახეები რომ ეხი-
ლა, მკითხველი სამართლიანად იფიქრებდა, რომ შესაბრა-
ლისი მხოლოდ სოფია იყო, რადგანაც ჯონსი მშვენიერ გუნე-
ბაზე გახლდათ, ხელის მოტეხის ფასად ახალგაზრდა ლედი
სიკვდილისგან რომ იხსნა. იგივე შეიძლება ითქვას მისტერ
ვესტერნზეც, რომელიც, მართალია, ჯონსზე დარდობდა, მაგ-
რამ შვილის გადარჩენა ძლიერ ახარებდა.
კეთილშობილმა სოფიამ ჯონსის საქციელი მისი სიმამაცით
ახსნა, რამაც მასზე ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდი-
ნა, რადგან, გამომდინარე საყოველთაო შეხედულებიდან,
რომ ქალები ბუნებით უფრო გაუბედავები არიან, არცერთი
სხვა თვისება ისე არ ამაღლებს კაცს ქალის თვალში, როგორც
სიმამაცე. მისტერ ოსბორნის თქმით, ღმერთის მიერ შექმნილ
არსებათაგან ქალი ყველაზე მხდალია. ეს სენტიმენტი უფრო
თავისი სიტლანქით გამოირჩევა, ვიდრე სიმართლით. არის-
ტოტელე „პოლიტიკაში“ უფრო სამართლიანია, როცა ამბობს,
რომ კაცის მოკრძალება და სიმამაცე განსხვავდება ქალის ამ
ღირსებებისგან, რადგან სიმამაცე, რომელიც ქალს შეშვენის,
კაცისთვის სიმხდალეა და მოკრძალება, კაცს რომ შეეფერება,
ქალისთვის შეიძლება კადნიერება იყოს. არც ის მოსაზრებაა
ბევრად მართებული, თითქოს გადამეტებული სიმხდალის გა-
მო აფასებენ ქალები მამაკაცის სიმამაცეს. მისტერ ბეილი (თუ

201
არ ვცდები, სტატიაში „ელენე“), დიდი ალბათობით, ყველა-
ფერს ქალის დიდებისადმი დაუცხრომელ სიყვარულს მია-
წერს. ამ მოსაზრებას ამყარებს ადამიანის ბუნებაში ყველაზე
ჩახედული კაცის ავტორიტეტიც, როდესაც მის „ოდისეაში“
ცოლქმრული სიყვარულის და ერთგულების უდიდეს ნიმუშად
გამოყვანილი გმირი ქალი ქმრისადმი თავისი სიყვარულის
მთავარ მიზეზად დიდების მოხვეჭას ასახელებს (ინგლისელი
მკითხველი ამ მოსაზრებას ვერ იპოვის პოემაში, რადგან თარ-
გმანში გამოტოვებულია.).
როგორც უნდა იყოს, სოფიაზე ამ შემთხვევამ დიდად იმოქ-
მედა და მას მერე, რაც მე ამბავს ჩავუღრმავდი, დავრწმუნდი,
რომ მაშინ მშვენიერმა სოფიამაც არანაკლებ ძლიერი შთაბეჭ-
დილება მოახდინა ტომ ჯონსზე. სიმართლე გითხრათ, ჯონსს
სოფიას მომხიბვლელობის დამთრგუნველი ძალა მანამდეც
ნაგრძნობი ჰქონდა.

თავი 14
ქირურგის ვიზიტი, მისი მუშაობა და
სოფიას და მოახლის გრძელი დიალოგი

როდესაც ყველანი მისტერ ვესტერნის სახლში შევიდნენ,


სოფია, ფეხებს ძლივს რომ მიათრევდა, სავარძელში ჩაესვე-
ნა, მაგრამ წყლის და ნიშადურის სპირტის დახმარებით გულის
წასვლას გადარჩა და ჯონსის საშველად გამოძახებული ქი-
რურგი რომ მოვიდა, უკვე მშვენივრად იყო. მისტერ ვესტერნმა
სოფიას ეს სიმპტომები ცხენიდან გადმოვარდნას მიაწერა და
სისხლის გამოშვება ურჩია. ქირურგმაც მხარი აუბა და იმდენი
მაგალითი მოიყვანა ამ საშუალების გასამართლებლად, რომ
202
სკვაირმა დაჟინებით მოითხოვა, ქალიშვილისთვის სისხლი
გამოეშვათ.
სოფია დაემორჩილა მამის მოთხოვნას, არადა თვითონ,
ქირურგისგან და მამისგან განსხვავებით, ფიქრობდა, რომ ში-
ში არაფერ შუაში იყო. გაიწვდინა ლამაზი მკლავი და ქირურ-
გიც საქმეს შეუდგა.
ვიდრე მსახურები ფაცაფუცით ამარაგებდნენ საჭირო ხელ-
საწყოებით, ქირურგი ცდილობდა, სოფია დაემშვიდებინა,
არავითარი საფრთხე არ გემუქრება, რადგან სისხლის გამოშ-
ვება ვერაფერს დაგიშავებს, თუ თვითმარქვია, უცოდინარი ქი-
რურგის ხელში არ მოხვდიო და მიანიშნა, ამჯერად ნურაფრის
გეშინიაო.
სოფიამ უპასუხა, მე სულაც არ მეშინიაო და დასძინა:
– არტერიაც რომ გამიხსნათ, გარწმუნებთ, მოგიტევებთ.
– მიუტევებ?! – შეჰყვირა ვესტერნმა, – დასწყევლოს ეშმაკ-
მა, მე არ მივუტევებ. ოდნავი ზიანი რომ მოგაყენოს, გულს
ამოვაცლი!
ქირურგმა მიიღო ეს პირობა, მუშაობას შეუდგა და რო-
გორც აღუთქვა, ყველაფერი ოსტატურად და საკმაოდ სწრა-
ფად გააკეთა, ასე თქვა, აჯობებს, ცოტ-ცოტა გამოვუშვათ და
ხშირად, ვიდრე ერთბაშად და ბევრიო.
მკლავი რომ გადაუხვიეს, სოფია იქაურობას გაეცალა,
რადგან არ სურდა (ალბათ თავაზიანობის გამოც), ჯონსის გა-
სინჯვას დასწრებოდა. სისხლის გამოშვებას ერთადერთი მიზე-
ზით ეწინააღმდეგებოდა (ოღონდ თქმა არ დასცალდა) – მისი
აზრით, ჯონსის მოტეხილი ხელის გადახვევა უფრო სასწრაფო
იყო, მაგრამ როცა საქმე სოფიას ეხებოდა, ვესტერნს სხვა
არავინ ახსოვდა. თავად ჯონსს რაც შეეხება, „მოთმინების ქან

203
დაკებასავით იჯდა და სევდიანად იღიმებოდა“, სოფიას საყვა-
რელი მკლავიდან გამოჟონილი სისხლის შხეფები რომ დაინა-
ხა, მგონი, საკუთარი გასაჭირი აღარც ახსოვდა.
ამჯერად ქირურგმა პაციენტს უბრძანა, პერანგი გაეხადა,
მერე მკლავი გაუშიშვლა, გამოქაჩა და ისე ენერგიულად და-
იწყო სინჯვა, ტომს ტკივილისგან სახე ემანჭებოდა. მის შემ-
ხედვარე ქირურგს დიდად გაუკვირდა და შესძახა: „რა იყო,
სერ? არ მითხრათ ახლა, რომ გატკინეთ!“ და ასე, ტომის მო-
ტეხილი ხელი რომ ეჭირა, გრძელი ლექცია წამოიწყო ანატო-
მიაზე, განიხილა მოტეხილობის ყველა იოლი თუ ორმაგი
ფორმა, ასევე ივარაუდა, რა გზით შეეძლო ჯონსს, ხელი მო-
ეტეხა, რომელი ვარიანტი აჯობებდა და რომელი უარესი იქნე-
ბოდა მისთვის.
დამქანცველი გამოსვლა, როგორც იქნა, დაასრულა. მარ-
თალია, აუდიტორია ყურადღებით და აღტაცებით უსმენდა,
მაგრამ ვერაფერი გაიგო, რადგან აზრი ვერ გამოიტანა. ქი-
რურგი საქმეს შეუდგა და ეს საქმე ბევრად მალე დამთავრდა,
ვიდრე დაიწყო.
ჯონსს ლოგინში ჩაწოლა უბრძანეს და თხელი ფაფა მიუსა-
ჯეს. მისტერ ვესტერნმა დაჟინებით სთხოვა, მასთან დარჩენი-
ლიყო.
იმ კეთილ ხალხში, ჯონსის ხელის ჩასმას რომ ესწრებოდა,
მისის ონორიც ერია, რომელიც, დასრულდა თუ არა ოპერა-
ცია, ქალბატონმა გამოიძახა და ჰკითხა, როგორ არის ახალ-
გაზრდა ჯენტლმენიო. მანაც ფრთები გაშალა და აქო და აქო
ტომი „კეთილშობილური თავდაჭერისთვის“, რაც „კიდევ უფ-
რო ამშვენებდა ლამაზ არსებას“. მერე ტომის სილამაზეს შეას-
ხა ხოტბა, რა არ ჩამოთვალა და ბოლოს აღნიშნა, საოცრად
თეთრი კანი ჰქონიაო.

204
ამ აღწერილობამ სოფია ძლიერ შეაცბუნა, გამჭრიახ მოახ-
ლეს ერთხელ მაინც რომ შეეხედა სახეში, შეიძლებოდა ეჭვი
აღძვროდა, მაგრამ ონორს იქვე, მოპირდაპირედ, მოსახერხე-
ბელ ადგილას აღმართული სარკე საშუალებას აძლევდა, მის-
თვის ყველაზე საამური ნაკვთები ეთვალიერებინა და მთელი
საუბრის განმავლობაში თვალი არ მოუცილებია. მისის ონო-
რი ისეთი გატაცებით ლაპარაკობდა და ისე იყო სარკით გარ-
თული, რომ სოფიას საკმარისი დრო მიეცა, აღელვებას მო-
რეოდა და როცა დამშვიდდა, მოახლეს ღიმილით უთხრა, მგო-
ნი, ის ახალგაზრდა კაცი შეგიყვარდაო.
– შემიყვარდა, მადამ? – თქვა მოახლემ, – გეფიცებით, მა-
დამ, მე ის არ მიყვარს.
– ვითომ, რომც გიყვარდეს, რა არის ამაში სასირცხვილო,
მშვენიერი ყმაწვილია.
– დიახ, მადამ, – უპასუხა მოახლემ, – ის მართლაც ყველა-
ზე მშვენიერი ყმაწვილია, ვინც ოდესმე მინახავს. დიახ, რო-
გორც თქვენ ბრძანეთ, რა არის სასირცხვილო, რომ მიყვარ-
დეს, თუმცა კი კეთილშობილია. მაგრამ კეთილშობილებსაც
ხომ ჩვენნაირი ხორცი და სისხლი აქვთ, ამას გარდა, მისტერ
ჯონსი ოლვორთიმ გააკეთილშობილა, თორემ ჩემზე უკეთესი
წარმომავლობა არ ჰქონია. მე ღარიბი კი ვარ, მაგრამ პატიო-
სანი მშობლები მყავდა, დაქორწინებულები იყვნენ, რასაც
ბევრი ვერ იტყვის დედ-მამაზე, როგორი ცხვირაწეულებიც უნ-
და დადიოდნენ, გესმით? თუმცა კი თეთრი კანი აქვს, ასეთი
თეთრი კანი მართლა არ მინახავს, მაგრამ ისეთივე ქრისტი-
ანია, როგორიც მე და ჩემზე ვერავინ იტყვის, მდაბიო წარმო-
მავლობის არისო. ბაბუაჩემი მღვდელი იყო და ძალიან გაბ-
რაზდებოდა, მისი ოჯახის რომელიმე წევრი მოლი სიგრიმის
ბინძურ გამონაცვალს რომ დახარბებოდა.

205
ალბათ სოფია მოახლეს ლაპარაკს კიდევ აცლიდა, რადგან
მისის ონორის რატრატის ჩახშობა ადვილი არ იქნებოდა, მაგ-
რამ მოახლის სიტყვაში ზოგიერთი პასაჟი მისთვის მიუღებე-
ლი იყო და ამიტომ, ვინაიდან ის თავისით არ გაჩერდებოდა,
შეაწყვეტინა.
– უცნაურია, – უთხრა მოახლეს, – როგორ აძლევ თავს უფ-
ლებას, მამაჩემის მეგობარზე ასე ილაპარაკო. ის გოგო ჩემი
თანდასწრებით აღარასოდეს ახსენო და რაც შეეხება ახალ-
გაზრდა ჯენტლმენის წარმოშობას, ვინც სხვა ნაკლს ვერ უპო-
ვის, შეუძლია ენა გააჩუმოს და შენც იმავეს გირჩევ.
– დიდი ბოდიში, თუ რამე გაწყენინეთ, ქალბატონო, – თქვა
მისის ონორმა, – მოლი სიგრიმი თქვენზე უფრო მეჯავრება.
სკვაირ ჯონსის შეურაცხყოფა არც მიფიქრია, მსახურები უკა-
ნონოდ შობილად რომ მოიხსენიებენ ხოლმე, მე ყოველთვის
მის მხარეს ვიჭერ. ვეუბნები, რომელი ლაქია არ ისურვებდა
ნაბიჭვრობას, მერე ჯენტლმენი თუ გახდებოდა? დიახაც, ნამ-
დვილი ჯენტლმენი, მასავით თეთრი ხელები არ მინახავს, ამ-
ქვეყნად ყველაზე გულითადი და უშუალო ადამიანია, მსახური
იქნება თუ მეზობელი, ყველას თავი შეაყვარა. თქვენო მოწყა-
ლებავ, რაღაცას გეტყოდით, ოღონდ მეშინია, არ გაწყენინოთ.
– რას მეტყოდი, ონორ? – ჰკითხა სოფიამ.
– არა, არა მგონია, რამე სხვა ჰქონოდა გულში.
– ახლავე მომიყევი ყველაფერი.
– მადამ, – დაიწყო ონორმა, – გასულ კვირას ოთახში შე-
მოვიდა, როცა მე იქვე ჩემს საქმეს ვაკეთებდი, სკამზე თქვენი
მუფტა იდო. მივიდა და ხელი შეახო, იმ მუფტაზე ვამბობ, გუშინ
რომ მაჩუქეთ. ვუთხარი, არ გააფუჭოთ, ქალბატონის მუფტა
არის-მეთქი. მან კი აკოცა, ასე ნაზად ვინმეს ეკოცნოს, არ მი-
ნახავს.
– ალბათ არ იცოდა, ჩემი რომ იყო, – თქვა სოფიამ.
206
– მომისმინეთ, მადამ, ასე კოცნიდა და კოცნიდა, მერე
თქვა, რა საყვარელი მუფტააო. მე ვუთხარი, ასჯერ გაქვთ ალ-
ბათ ნანახი-მეთქი. დიახ, მისის ონორ, ასე მიპასუხა, თქვენი
ქალბატონის თანდასწრებით სხვა სილამაზეს როგორ შევნიშ-
ნავდიო. ეს კიდევ ყველაფერი არ არის. იმედია, თქვენი მოწ-
ყალება არ გამინაწყენდება, თუ გეტყვით, რადგან არა მგონია,
სხვა რამე ჰქონოდა გულში. ერთხელ კლავიკორდზე უკრავ-
დით და მისტერ ჯონსი გვერდით ოთახში იჯდა, მოწყენილი მო-
მეჩვენა. ვკითხე, რა დაგემართათ, რაზე ფიქრობთ-მეთქი. შეკ-
რთა, თითქოს ფიქრიდან გამოერკვა და მითხრა, რაო, ცუღ-
ლუტო, რაზე შეიძლება ვიფიქრო, როცა თქვენი ანგელოზი
ქალბატონი უკრავს? ხელი ჩამჭიდა და თქვა: მისის ონორ, ვი-
ღაცა რა ბედნიერი იქნება!.. და ამოიოხრა. გეფიცებით, ყვავი-
ლების თაიგულის სურნელი ჰქონდა მის სუნთქვას. დარწმუნე-
ბული ვარ, ცუდი არაფერი ედო გულში. იმედია, არავის ეტ-
ყვით, რადგან ერთი კრონა მომცა და წიგნზე დამაფიცა, არა-
ვისთვის მეთქვა, ოღონდ ის წიგნი მგონი ბიბლია არ ყოფილა.
ვიდრე კაშკაშა სიწითლეზე უფრო ლამაზს ფერს არ აღმოა-
ჩენენ, სოფიას ლოყების შეფერილობაზე არაფერს ვიტყვი.
– ონორ, – თქვა სოფიამ, – თუ... ამაზე აღარ დამელაპარა-
კები... და არც სხვას არ ეტყვი... არ გაგთქვამ... იმის თქმა მინ-
და, არ გაგიბრაზდები, მაგრამ შენი ენის გამო ვწუხვარ, რატომ
აძლევ ამდენ თავისუფლებას?
– არა, მადამ, – მიუგო ონორმა, – უმალ ენას მოვიჭრი,
ვიდრე თქვენს მოწყალებას ვაწყენინებ. კრინტს არ დავძრავ,
თუ თქვენი ნება არ იქნება.
– აღარ ახსენო ეს ამბავი, თორემ მამაჩემის ყურამდე მივა
და ჯონსზე გაბრაზდება. რომ არ მჯეროდეს, შენი თქმის არ
იყოს, გულში ცუდი არაფერი ედო, მეც გავბრაზდებოდი...

207
– არა, მადამ, – ცუდი ნამდვილად არაფერი ედო. თითქოს
ვერ ხვდებოდა, რას ლაპარაკობდა. არა, ასეც მითხრა, არც კი
ვიცი, ეს როგორ ვთქვიო. მომიტევეთ, თქვენო მოწყალებავ,
თუ გაწყენინეთ, ჩემი ხელით ამოვიგლეჯ ენას.
– განაგრძე, თუ რამე გამოგრჩა, მომიყევი.
– ონორ, ასე მითხრა (კრონა რომ მაჩუქა, ეს მას შემდეგ
მოხდა), მე არც არამზადა ვარ და არც ვიღაც ქარაფშუტა და
მასზე მხოლოდ როგორც ქალღმერთზე, ისე ვფიქრობ. ყო-
ველთვის, ვიდრე ცოცხალი ვარ, მას ვეთაყვანები და გავაღ-
მერთებ. ეს არის სულ, მადამ, ვფიცავ, მეტი არაფერი მახსოვს.
თავიდან მეც
გავბრაზდი, მაგრამ დავრწმუნდი, რომ ცუდი არაფერი
უფიქრია.
– ონორ, ახლა დავიჯერე, რომ მართლა გიყვარვარ. იმ
დღეს უგუნებოდ ვიყავი, როცა გაგიწყერი. თუ გინდა, შეგიძ-
ლია დარჩე.
– სიმართლე გითხრათ, თქვენთან განშორება არასდროს
მდომებია. ცრემლად დავიღვარე, თქვენ როცა გამაფრთხი-
ლეთ. უმადურობა იქნება, თქვენგან წასვლა რომ მომინდეს,
ასეთ კარგ ადგილს სად ვიშოვი. სიკვდილამდე თქვენ გემსა-
ხურებით, რადგან, როგორც მისტერ ჯონსმა თქვა, ვიღაცა რა
ბედნიერი იქნება...
სადილის ზარმა ლაპარაკი შეაწყვეტინათ. სოფიაზე ძალიან
იმოქმედა ამ საუბარმა და ახლა უფრო მადლიერი იყო, დი-
ლით სისხლი რომ გამოუშვეს, ვიდრე თავდაპირველად. რაც
შეეხება იმას, თუ რა ტრიალებდა სოფიას გულში, ჰორაციუსის
წესს მივმართავ და არ შევეცდები აღწერას, თუ წარმატებაში
არ ვიქნები დარწმუნებული. მკითხველთა უმრავლესობა უჩე-
მოდაც მშვენივრად წარმოიდგენს, და ვინც ვერ შეძლებს ან

208
ვერ გაიგებს, როგორ კარგადაც უნდა აღწერო, არაბუნებრივი
მოეჩვენება.

209
წიგნი V

მოიცავს ნახევარ წელზე მეტს

თავი 1

მწერლობის სერიოზულობასა და მის დანიშნულებაზე

არ არის გამორიცხული, ამ უზარმაზარი ნაშრომის ზოგიერ-


თი ნაწყვეტი, ავტორს დიდი ტანჯვის ფასად რომ დაუჯდა, მკით-
ხველისთვის ნაკლებ საამური გამოდგეს. მათ შესაძლოა მივა-
კუთვნოთ ყოველი წიგნის წინ წამძღვარებული ესეები, რომ-
ლებიც, ჩვენი აზრით, არსებითად აუცილებელია ასეთი ტიპის
რომანისთვის.
ვალდებული არ ვართ, მოგახსენოთ მიზეზი, თუ რატომ მი-
ვიჩნიეთ ასე, საკმარისია იმის თქმა, რომ წესად შემოვიღეთ,
ამგვარი ესეი ყველა პროზაულ-კომიკურ-ეპიკურ ნაწარმოებს
დავურთოთ. ვინმეს მოუთხოვია ახსნა-განმარტება, რატომ
არის დაკანონებული დრამატულ პოეზიაში დროისა და ადგი-
ლის ერთიანობა? რომელიმე კრიტიკოსისთვის უკითხავთ, რა-
ტომ არ შეიძლება პიესა მოიცავდეს ორ დღეს და არა ერთს? ან
რატომ არ შეიძლება, აუდიტორია (თუ გავითვალისწინებთ,
რომ ამომრჩევლებივით მუქთად მგზავრობენ) გავაქროლოთ
ორმოცდაათი მილის იქით და არა ხუთის? რომელიმე კომენ-
ტატორს აუხსნია, რატომ დაადგინეს ანტიკური ხანის კრიტი-
კოსებმა, თითქოს პიესაში ხუთ აქტზე მეტი არ უნდა იყოს? ან
რომელიმე ცოცხალ არსებას უცდია გაეგო, რას გულისხმობენ
თეატრის დღევანდელი მსაჯულები სიტყვაში „მდარე“, რითაც

210
სცენიდან იუმორი განდევნეს და თეატრი სალონივით მოსაწ-
ყენი გახადეს?! ამ ვითარების გათვალისწინებით, სამყაროს-
თვის თითქოს მისაღებია ჩვენი კანონის პრინციპი –
Cuicunque in arte sua perito credendum est6 , რადგან ალბათ
ძნელია, წარმოიდგინო, ვინმეს ეყოს თავხედობა და სრულიად
უსაფუძვლოდ დოგმები დაუწესოს ხელოვნებას ან მეცნიერე-
ბას. ამიტომაც ვფიქრობთ, თითქოს ყველა ამ კანონის საფუძ-
ველში კარგი და მყარი მიზეზები ძევს, თუმცა, სამწუხაროდ,
ამაზე უფრო მეტად ჩაღრმავების უნარი არ გაგვაჩნია.
სინამდვილეში, კრიტიკოსებს მეტისმეტად დიდ პატივს სცე-
მენ და ბევრად უფრო ღრმა მოაზროვნეებად მიიჩნევენ, ვიდრე
არიან და ისინიც, თვითკმაყოფილები და შეგულიანებულები,
დიქტატორულ ძალაუფლებას იჩემებენ და წარმატებასაც აღ-
წევენ, თავი ბატონები ჰგონიათ და მწერლებს უტიფრად კანო-
ნებს უწესებენ.
გულახდილად რომ ვთქვათ, კრიტიკოსი სხვა არაფერია,
თუ არა კანცელარიის მწერალი და მისი საქმე იმ დიდი მსაჯუ-
ლების მიერ შემოღებული წესების და კანონების გადაწერაა,
რომელნიც გენიის უკიდეგანო ძალამ აქცია კანონმდებლებად
ცოდნის სხვადასხვა სფეროში. სწორედ ამას ესწრაფოდნენ
ძველი დროის კრიტიკოსები და ვერ ბედავდნენ საკუთარი მო-
საზრების გამოთქმას, თუ არ წაეშველებოდათ მსაჯულის ავ-
ტორიტეტი, ვისგანაც მოსაზრებას სესხულობდნენ.
მაგრამ დროთა განმავლობაში, მას შემდეგ, რაც უვიცობის
ხანა დადგა, კანცელარიის მწერლებმა ძალაუფლების მოხვე-
ჭა და ბატონის ღირსების მითვისება დაიწყეს. მწერლობის კა-
ნონები ავტორის მოღვაწეობას კი აღარ ეფუძნებოდა, არამედ
კრიტიკოსისგან იყო ნაკარნახები. კანცელარიის მწერალი კა-

6
ხელოვნებაშიც გამოცდილებს გვმართებს, დავუჯეროთ
211
ნონმდებელი გახდა და უკვე მბრძანებლურად აკანონებდა წე-
სებს, არადა მისი თავდაპირველი საქმე მხოლოდ და მხოლოდ
გადამწერობა იყო.
აქედან წარმოიშვა აშკარა და ალბათ გარდაუვალი გაუგებ-
რობა, რადგანაც ეს მწირი შესაძლებლობების მქონე კრიტი-
კოსები შეცდომით ფორმას მიიჩნევდნენ არსად. მსაჯულებად
მოჰქონდათ თავი, უსიცოცხლო კანონს ებღაუჭებოდნენ და
მის სულში ჩაწვდომაზე უარს ამბობდნენ. უმნიშვნელო
წვრილმანები, დიდი მწერლისთვის ალბათ სრულიად შემ-
თხვევითი, ასეთი კრიტიკოსების მიერ მის უმთავრეს დამსახუ-
რებად მიიჩნევა და მომავალ თაობებს როგორც ფრიად ყუ-
რადსაღები, ისე გადაეცემა. თაღლითობის ორმა უდიდესმა
მხარდამჭერმა, დრომ და უგუნურობამ ამ ზღვარგადასულო-
ბას ავტორიტეტულობა მიანიჭა და მწერლებისთვის უამრავი
კანონი დაწესდა, რომლებიც სრულებით არ ეფუძნებოდა ჭეშ-
მარიტებას და ზოგადად სხვა არაფერს ემსახურებოდა, თუ არა
გენიოსის შეზღუდვას და შებოჭვას. ასევე შეიზღუდებოდა მო-
ცეკვავე, მისი ხელოვნების შესახებ დაწერილ შესანიშნავ
ტრაქტატებში მთავარი მოთხოვნა ბორკილასხმული ცეკვა
რომ ყოფილიყო.
იმისათვის, რომ ავირიდოთ მომავალი თაობებისთვის მხო-
ლოდ და მხოლოდ ავტორიტეტზე დაფუძნებული კანონის და-
წესების ბრალდება, კანონისა, რომლის მიმართ, სიმართლე
გითხრათ, დიდი პატივისცემით არც ვართ განმსჭვალული,
ჩვენ უარს ვაცხადებთ ზემოთ ხსენებულ პრივილეგიაზე და
მკითხველს წარმოვუდგენთ მიზეზებს, თუ რამ წაგვაქეზა, ჩაგ-
ვერთო ცოტა თემას მოწყვეტილი ესეები.აქ აუცილებლობა
მოითხოვს, ცოდნის ახალი ძარღვი გავხსნათ, რომელიც მარ-
თალია, ყოველთვის ცნობილი იყო, მაგრამ რამდენადაც გვახ-

212
სოვს, არც ძველ და არც ახალ მწერლებს მისი დახვეწა არ უც-
დიათ. ეს ძარღვი სხვა არაფერია, თუ არა კონტრასტი, რომე-
ლიც განურჩევლად ყველა ქმნილებაში გაედინება და, ალბათ,
როგორც ბუნებრივ, ისე ხელოვნურ სილამაზეზე წარმოდგენის
ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის. უკეთ რა წარმოა-
ჩენს სილამაზეს და სრულყოფილებას, ვიდრე სხვა რამესთან
დაპირისპირება? შესაბამისად, ზაფხულის დღის სილამაზეს
ზამთრის ღამის შემზარაობა უპირისპირდება. მჯერა, ადამიანს
ორივე რომ არ ჰქონოდა ნანახი, სილამაზეზე სრულყოფილი
წარმოდგენა ვერ შეექმნებოდა.
მაგრამ არ არის საჭირო, ყველაფერი ზედმეტად გავასე-
რიოზულოთ. ხომ არავის ეპარება ეჭვი, რომ ქალი როგორი
ლამაზიც არ უნდა იყოს, კაცის თვალში მისი ხიბლი ფასს და-
კარგავდა, სხვა ყალიბის ქალები თუ არ ეყოლებოდა ნანახი?
თავად ქალბატონებმა იმდენად კარგად იციან ეს, ყველა ღო-
ნეს ხმარობენ, კონტრასტული ფონი რომ დაიზღვიონ, ის კი
არა, საკუთარ თავსაც იყენებენ ამისთვის. შემინიშნავს (განსა-
კუთრებით ბატში), ქალები ცდილობენ, რაც შეიძლება შეუხე-
დავნი იყვნენ დილით, რათა საღამოს თავიანთი სილამაზით
კიდევ უფრო მეტად მოგვხიბლონ.
ხელოვანების უმეტესობა ამ საიდუმლოს პრაქტიკულად
იყენებს, თუმცა თეორიულად დიდად არ შეისწავლის. ოქრომ-
ჭედელმა იცის, რომ კარგად დამუშავებულ ბრილიანტს ფოლ-
გა სჭირდება, მხატვარი კი თავისი კონტრასტული ფიგურებით
ხშირად ქება-დიდებას იმსახურებს.
ერთი ჩვენიანი უდიდესი გენიოსი ამომწურავად განმარ-
ტავს ამ მოვლენას. მე მას ჩვეულებრივი ხელოვანების ვერ-
ცერთ კატეგორიას ვერ მივაკუთვნებ, რადგან უფლება აქვს,
ადგილი დაიკავოს მათ შორის, Inventas qui vitam excoluere

213
per artes – ვინც გამოგონილი ხელოვნებით გაახალისა ცხოვ-
რება. ვგულისხმობ დახვეწილი გართობის გამომგონებელს,
რომელსაც ინგლისური პანტომიმა ჰქვია.
ეს გართობა შედგება ორი ნაწილისგან, რომელთაც გამომ-
გონებელმა ერთმანეთისგან გასარჩევად სერიოზული და კო-
მიკური დაარქვა. სერიოზულ ნაწილში წარმოდგენილი იყო
სხვადასხვა წარმართი ღმერთი და გმირი, ნამდვილად ყველა-
ზე მოსაწყენი და უარესი კომპანია, როგორიც კი შეიძლება მა-
ყურებელს წარუდგინო, და ეს (საიდუმლო, რომელიც ცოტამ
თუ იცის) უფრო იმისთვის იყო გამიზნული, რომ არლეკინის
ეშმაკობები უკეთ წარმოეჩინა.
ალბათ მნიშვნელოვანი პერსონების მიმართ ასეთ მიდგო-
მას მთლად კულტურულს ვერ დაარქმევდი,
მაგრამ ეშმაკური ჩანაფიქრი საკმარისად ორიგინალური
იყო და, შესაბამისად, ეფექტსაც ახდენდა. უფრო ნათლად რომ
განვმარტოთ, სერიოზულისა და კომიკურის ნაცვლად სულე-
ლურს და ძალიან სულელურს ჩავსვამდით, რადგან კომიკური
ნაწილი მართლაც რომ ყველაზე სულელური იყო, რაც კი აქამ-
დე სცენაზე დაუდგამთ და მხოლოდ წარმოუდგენლად სულე-
ლურ სერიოზულ ნაწილთან კონტრასტით თუ შეძლებდა სიცი-
ლის მოგვრას. ღმერთები და გმირები ისე აუტანლად სერიო-
ზულები იყვნენ, რომ არლეკინს (მართალია, ინგლისელ ჯენ-
ტლმენს, რომელსაც ეს სახელი ჰქვია, ფრანგულ ოჯახთან
არაფერი აქვს საერთო და კიდევ უფრო სერიოზული ხასიათით
გამოირჩევა) ყოველთვის სიხარულით ხვდებოდა მაყურებე-
ლი – ის ხომ ყველაზე საშინელი ხალხისგან ათავისუფლებდა
აუდიტორიას.
კეთილგონიერი მწერლები კონტრასტის ხელოვნებას მუ-
დამ წარმატებით იყენებდნენ. მიკვირს, ჰორაციუსი ჰომეროსს

214
ამის გამო რომ ედავება, არადა მომდევნო სტრიქონში საკუ-
თარ თავს ეწინააღმდეგება:

„ვწუხვარ, დიდი ჰომეროსი თუ დაიძინებს,


თუმცა ამხელა შრომამ შეიძლება თვლემა მოგგვაროთ“.

მაგრამ ისე არ უნდა გავიგოთ, როგორც ალბათ ზოგიერ-


თებს ჰგონიათ, რომ მწერალი შუა წერაში დაიძინებს. მართა-
ლია, მკითხველები თავად კი არიან მიდრეკილი თვლემისკენ,
მაგრამ თუ ავტორი ოლდმიქსონივით გრძელ ნაშრომზე არ
მუშაობს, ისე კარგად ერთობა არჩეული თემით, რომ რული არ
შეეპარება. ბატონი პოუპის დაკვირვებით, თავად უძინარი,
მკითხველს მიაძინებს.
სიმართლე რომ გითხრათ, ბევრი ძილის მომგვრელი სცენა
განზრახ ჩავაქსოვეთ კონტრასტისთვის და დანარჩენ ნაწყვე-
ტებთან დასაპირისპირებლად და ეს არის ჭეშმარიტი მიზანი
ხუმარა მწერლის, რომელიც აგრძნობინებს მკითხველს, რო-
მელიმე ნაწყვეტი თუ მოსაწყენი მოეჩვენება, ეს მწერლის მიერ
საგანგებოდ იყო გამიზნული.
ასე ნათლად მინდა ან, უფრო სწორად, ასე ბუნდოვნად,
მკითხველი განიხილავდეს ამ ესეებს და, გაფრთხილების მი-
უხედავად, თუ ამ ისტორიაში სხვა ნაწყვეტებიც სერიოზული
მოეჩვენება, შეუძლია შესავლები, ჩვენ რომ განზრახ შევეცა-
დეთ, მოსაწყენი ყოფილიყო, გამოტოვოს და წიგნი პირდაპირ
მეორე თავიდან დაიწყოს.

215
თავი 2
შინ გამომწყვდეულ ტომ ჯონსს ბევრი მეგობარი მოინახულებს; სიყ
ვარულის მშვენიერი, მსუბუქი შეტევა, შეუიარაღებელი
თვალისთვის ლამის შეუმჩნეველი

ტომ ჯონსს ბევრი მნახველი სტუმრობდა, ვიდრე ხელმოტე-


ხილი შინ იყო გამომწყვდეული და ყველა არ ყოფილა მისთვის
სასურველი. მისტერ ოლვორთი ყოველდღე ნახულობდა
ჯონსს და თუმცა კი ებრალებოდა და მის გალანტურ საქციელს
იწონებდა, ფიქრობდა, ხელსაყრელი შემთხვევა ეძლეოდა,
დაერიგებინა თავგზააბნეული ბიჭი, როცა მისი სული ტკივი-
ლისგან და ავადმყოფობისგან დაწყნარებული იყო, საფ-
რთხისგან კი შეშფოთებული და როცა ყურადღებას არ უფან-
ტავდა ის მოუსვენარი ვნებები, სიამოვნების ძებნისკენ რომ
გვიბიძგებს.
ამიტომ, ყოველ ჯერზე, როცა კი ეს კეთილი კაცი ტომს და-
იმარტოხელებდა და როცა უკანასკნელი კარგ გუნებაზე იდგა,
არ უშვებდა ხელიდან შემთხვევას, ძველი შეცდომები არ შეეხ-
სენებინა, ოღონდ ამას ძალიან რბილად და მშვიდად აკეთებ-
და და მხოლოდ იმისათვის, რომ სამომავლოდ ტომი უფრო
გაფრთხილებულიყო.
– რადგან მხოლოდ სიფრთხილეზეა დამოკიდებული შენი
მომავალი ბედნიერება და მამობილის კეთილგანწყობაც, თუ
საკუთარ თავზე წარმოდგენას არ შეურყევ. წარსულს რაც შე-
ეხება, ყველაფრის პატიება და დავიწყება შეიძლება, – არწმუ-
ნებდა ოლვორთი.
მან ტომს ურჩია, სავალალო შემთხვევიდან რამე ესწავლა,
რომ საბოლოოდ ის გამოცდა მხოლოდ თავის სასიკეთოდ გა-
მოსდგომოდა.

216
ტვაკომიც ასევე დაუზარლად სტუმრობდა ტომს და ისიც მი-
იჩნევდა, რომ ავადმყოფის საწოლი მყუდრო ადგილი იყო
ლექციის წასაკითხად. მისტერ ოლვორთისგან განსხვავებით,
უფრო მკაცრად მოძღვრავდა – მოტეხილი ხელი ღვთის რის-
ხვად უნდა მიიღო ცოდვისთვის და დღე და ღამე მუხლებზე უნ-
და იდგე და ღმერთს მადლობას სწირავდე, ხელი რომ მოგ-
ტყდა და არა კისერიო, რაც, სავარაუდოდ, მომავალი შემ-
თხვევისთვის ექნება გადანახული და ეს შემთხვევაც არ და-
აყოვნებსო. უთხრა, ჩემდათავად მიკვირს, ადრე რატომ არ
დაგატყდა ღვთის რისხვა, თუმცა ალბათ ისე უნდა გავიგოთ,
რომ ღვთის წყრომა შეიძლება დაგვიანებული იყოს, მაგრამ
გარდაუვალიო. დაარიგა, მზად იყავი, სავარაუდოდ, შენისთა-
ნა ცოდვილს კიდევ გელის უარესი განსაცდელებიო, განსაც-
დელს კი მხოლოდ და მხოლოდ გულწრფელი მონანიებით აი-
რიდებ, მაგრამ შენნაირი წამხდარი ახალგაზრდისგან ამას
არც ველი და არც იმედი მაქვსო.
– მაინც ჩემს მოვალეობად მივიჩნევ, – თქვა ტვაკომმა, –
მონანიება გირჩიო, თუმცა წინასწარ ვიცი, როგორი უშედეგო
და ამაო იქნება ეს შეგონება. ჩემს სინდისს ვერ დავადანაშაუ-
ლებ უსულგულო დამოკიდებულებაში, არადა ვხედავ, სააქაო-
ში უეჭველად უბედურებებს მოიწევ, საიქიოში კი უეჭველად
მარადიული ტანჯვა გელის.
სკვეირის ლაპარაკის სტილი ყველასგან განსხვავდებოდა.
ტომს ასე უთხრა:
– შემთხვევას, როგორიც ხელის მოტეხაა, ჭკვიანი კაცი
არც განიხილავს. საკმარისზე მეტი მიზეზი არსებობს იმისათ-
ვის, რომ ამგვარ უბედობებს შევეგუოთ, ვინაიდან ეს ყველაზე
ჭკვიანებსაც დამართნიათ და უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი
რამ ზოგადად ჩვენდა სასიკეთოდ ხდება ხოლმე. უბრალოდ,
სიტყვების ბოროტად გამოყენებაა, უბედურება უწოდო იმას,
217
რაც ზნეობას არაფერს ვნებს, რადგან ტკივილი, უბედური შემ-
თხვევის ყველაზე უარესი შედეგი, ამავე დროს, ყველაზე ამაზ-
რზენიცაა.
სკვეირმა კიდევ ციცერონის და ლორდ შეფთსბერის რამ-
დენიმე ციტატა გაიხსენა. ერთ დღეს ისეთი განსაკუთრებული
მგზნებარებით გამოთქვამდა სიტყვებს, რომ შემთხვევით ენა
მოიკვნიტა და იმდენად გამწარდა, იძულებული გახდა, არათუ
მგზნებარე დიდაქტიკური საუბარი შეეწყვიტა, ერთი-ორჯერ
გულში შეიგინა კიდეც. მაგრამ ყველაზე უარესი რაც მოხდა, იქ
დამსწრე ტვაკომს, რომელიც სკვეირის მოძღვრებას წარმარ-
თულად და ათეისტურად მიიჩნევდა, შურისძიების საშუალება
მიეცა და ისეთი ბოროტი ღიმილით აღნიშნა, ღვთის წყრომა
უნდა იყოსო, რომ ისედაც გაღიზიანებული ფილოსოფოსი
სულ აიშალა (თუ შეიძლება ასე ითქვას) და რადგანაც რისხვას
სიტყვებით ვერ გამოთქვამდა, სავარაუდოდ, უფრო მძვინვარე
საშუალებას გამონახავდა ტვაკომთან გასასწორებლად, შემ-
თხვევით იქ ქირურგი რომ არ აღმოჩენილიყო და, საკუთარი
ინტერესების საპირისპიროდ, არ გაეშველებინა და მშვიდობა
არ ჩამოეგდო.
მისტერ ბლაიფილი მეგობარ ჯონსს იშვიათად და ყოველ-
თვის ვინმესთან ერთად სტუმრობდა. მართალია, ამ ღირსეულ
ახალგაზრდა კაცს თავი ისე მოჰქონდა, თითქოს ტომის მი-
მართ ყურადღებას იჩენდა და მისი მდგომარეობა ადარდებდა,
მაგრამ სიფრთხილეს იჩენდა, სიახლოვეს ერიდებოდა და გა-
დაკვრით აღნიშნავდა, რომ ეს მისთვის შესაძლოა მავნე ყო-
ფილიყო – თავის გასამართლებლად პირზე ყოველთვის სო-
ლომონის ნათქვამი ეკერა საზიანო ურთიერთობებზე. ტვაკო-
მივით მწარე ენით არ ელაპარაკებოდა, რადგან იმედოვ-
ნებდა, ტომი გამოსწორდებოდა. ასე ამბობდა, ბიძის შეუდარე-

218
ბელი სიკეთე აუცილებლად შედეგს გამოიღებს, თუ მთლად
წყალწაღებული არ ხარო. მაგრამ ბოლოს დაასკვნა, თუ კიდევ
რამე ცოდვას ჩაიდენ, შენ დასაცავად ხმას აღარ ამოვიღებო.
სკვაირ ვესტერნს რაც შეეხება, ავადმყოფის ოთახს იშვია-
თად ტოვებდა, თუკი სანადიროდ ან დასალევად არ გავიდო-
და. ხანდახან ლუდს გამოაყოლებდა ხოლმე და იოლი სულაც
არ იყო მისი დაყოლიება, ჯონსისთვისაც არ დაეძალებინა და-
ლევა, რადგან არცერთი შარლატანი თავის წამალს ისე თავ-
გამოდებული არ ასაღებს პანაცეად, როგორც ის ლუდს ასა-
ღებდა; ამბობდა, აფთიაქებში ამაზე ეფექტურს ვერაფერს ნა-
ხავო. დიდი ხვეწნა-მუდარით, სკვაირს გადაათქმევინეს, გა-
მოეყენებინა ეს სამკურნალო საშუალება, მაგრამ ვერაფრით
შეუშალეს ხელი, ყოველი ნადირობის წინ პაციენტის ფანჯა-
რასთან მონადირის ბუკი მთელ ხმაზე არ ჩაებერა და არც იმ
ჩვევას უღალატა, ავადმყოფი მეგობრის ოთახში „ჰელოუ!“-ს
ყვირილით შესულიყო, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ამ დროს
ტომს ეძინა თუ ეღვიძა.
ამ ომახიანი კაცის ქცევამ, აზრადაც რომ არ ჰქონია ვინმეს-
თვის ზიანის მიყენება, არც ჯონსზე იმოქმედა ცუდად, ყველა-
ფერს კიდევ ის აწონასწორებდა, რომ ჯონსმა როგორც კი ლო-
გინში წამოჯდომა დაიწყო, სკვაირს ხშირად სოფიაც მოჰყავდა
მის მოსანახულებლად. მალე ჯონსი იმასაც ახერხებდა, სოფია
კლავიკორდამდე მიეცილებინა და გოგონა გულმოწყალედ
საათობით უკრავდა მშვენიერ მუსიკას, თუ ხანდახან მამა არ
შეაწყვეტინებდა და „სერ საიმონის“ ან რომელიმე მისი საყვა-
რელი ნაწარმოების შესრულებას არ მოითხოვდა.
მართალია, სოფია გულმოდგინედ ცდილობდა, არაფერი
შესტყობოდა, დროდადრო მაინც რაღაც გაეპარებოდა ხოლ-
მე, რადგან სიყვარული შეიძლება ავადმყოფობებს მივაკუთ-
ვნოთ და როცა ერთ ადგილას ვერ ნახულობს გამოსავალს,
219
სხვაგან იჩენს თავს. რასაც სოფიას ტუჩები მალავდა, მისი
თვალები, აწითლებული ლოყები და უნებლიე მოძრაობები ამ-
ხელდა.
ერთ დღეს, როცა სოფია კლავიკორდზე უკრავდა და ჯონსი
უსმენდა, ოთახში ყვირილით შემოვარდა სკვაირი:
– ტომ, შენ გამო იმ გასივებულ პასტორ ტვაკომთან დიდი
ბრძოლა გადავიტანე. ოლვორთის ეუბნებოდა ჩემი თანდას-
წრებით, ხელის მოტეხა ღვთის რისხვას ნიშნავსო. როგორ-
მეთქი? არ იცით, ხელი იმიტომ მოიტეხა, რომ გოგო გადაარ-
ჩინა-მეთქი, ვკითხე. კი აბა, ღვთის რისხვა! ფუი, ამაზე უარესს
თუ არაფერს ჩაიდენს, ყველა პასტორზე მალე მოხვდება სა-
მოთხეში-მეთქი. ვუთხარი, თავისი საქციელით უფრო უნდა ია-
მაყოს, ვიდრე რცხვენოდეს-მეთქი!
– სერ, – თქვა ჯონსმა, – მე არც მრცხვენია და არც ვამაყობ.
მის ვესტერნი თუ გადავარჩინე, ეს უბედნიერესი შემთხვევაა
ჩემს ცხოვრებაში.
– უნდა ოლვორთი შენ წინააღმდეგ განაწყოს, ქალის კაბა
რომ არ ეცვას, ერთი კარგად წავუთაქებდი, რადგან, ჩემო
ტომ, ძალიან მიყვარხარ და შენთვის ყველაფერს გავაკეთებ,
რაც შემიძლია. ხვალ დილითვე აირჩიე ცხენი, ოღონდ „შევა-
ლიეს“ ან „მის სლაუჩის“ გარდა, რომელიც გინდა.
ტომმა მადლობა გადაუხადა, მაგრამ საჩუქარზე უარი უთ-
ხრა.
– არა, არა, – თქვა სკვაირმა, – ის წაბლა წაიყვანე, სოფია-
სი რომ იყო, ორმოცდაათი გინეა მივეცი, ჯერ ექვსი წლისაა.
– სულ რომ ათასი ღირებულიყო, – უპასუხა ტომმა, – ძაღ-
ლებს მივუგდებდი მაინც.
– ფუი! – შესძახა სკვაირმა, – რატომ, ხელი რომ მოგტეხა,
იმიტომ? უნდა დაივიწყო და აპატიო. კაცი შტერ პირუტყვზე
როგორ უნდა გაბრაზდე?
220
აქ სოფიამ სიტყვა ჩააგდო და საუბარი შეაწყვეტინათ. მამას
ნებართვა სთხოვა, დავუკრავო და მანაც, რა თქმა უნდა, უარი
არ უთხრა.
საუბრის განმავლობაში სოფიას სახის გამომეტყველება
არაერთხელ შეეცვალა და ალბათ, მამისგან განსხვავებით,
ტომის ფაშატზე გაბრაზებას სხვაგვარად ხსნიდა. აშკარად ეტ-
ყობოდა აღელვება და ისე აუტანლად უკრავდა, ვესტერნს მა-
ლევე რომ არ ჩასძინებოდა, აუცილებლად შეამჩნევდა. სამა-
გიეროდ, ტომი იყო საკმარისად ფხიზლად და სმენაც კარგი
ჰქონდა, მხედველობაც და დაკვირვების უნარიც. ყველაფერს
კიდევ ცოტა ხნის წინ მომხდარ ამბებსაც თუ დავუმატებთ, რო-
მელთა შესახებ მკითხველმა უკვე იცის, ტომი სავსებით დარ-
წმუნდა, რომ სოფიას სათნო გულში რაღაც წესრიგში ვერ იყო.
ეჭვი არ მეპარება, ბევრ ახალგაზრდა ჯენტლმენს ალბათ გაუკ-
ვირდება, ადრე როგორ ვერ მიხვდაო. სიმართლე გითხრათ,
ტომი ცოტა გაუბედავი გახლდათ და ცოტა უფხოც იმისათვის,
რომ ქალის მიერ გადმოდგმული პირველი ნაბიჯები შეემჩნია.
ეს ნაკლი ადრეული ქალაქური აღზრდით იკურნება, დღეს
რომ შემოვიდა მოდაში.
როცა ტომი ამ ფიქრებმა სრულიად მოიცვა, აფორიაქდა და
ასეთი სუფთა და მტკიცე ხასიათის რომ არ ყოფილიყო, შესაძ-
ლოა, საკმაოდ სახიფათო შედეგი გამოეღო. სოფიას ღირსებე-
ბი მისთვის კარგად იყო ცნობილი, ძალიან მოსწონდა გარეგ-
ნულად, თვისებებით პირდაპირ აღტაცებული გახლდათ და ნა-
ზად უყვარდა მისი კეთილი გული. მართალია, არასოდეს
უფიქრია, სოფიას დაუფლებოდა და არც სურვილები მიუშვია
ნებაზე, თვითონაც არ იცოდა, თურმე რა ძლიერ ჰყვარებია.
გულმა ზუსტად მაშინ გაუმხილა საიდუმლო, როცა სათაყვანე-
ბელი ქალის გრძნობებში დარწმუნდა.

221
თავი 3
რომელიც (უგულოები ალბათ ასე იფიქრებენ)
მოიცავს ფაციფუცს არაფრის გამო

მკითხველი ალბათ წარმოიდგენს, რა ტკბილი და სასია-


მოვნო გრძნობები აღეძრა ჯონსს გულში, რაც უფრო სიცოც-
ხლის ხალისს და შვებას მოჰგვრიდა, ვიდრე სახიფათო შე-
დეგს გამოიღებდა, მაგრამ სინამდვილეში ამგვარი გრძნობე-
ბი, როგორი ტკბილიც უნდა იყოს, პირველი შეცნობისას ზოგა-
დად შმაგია და გაბრუება დიდად არ ახასიათებს. თანაც მათ
ზოგიერთი ვითარება კიდევ უფრო ამწვავებდა და, ტკბილ ინ-
გრედიენტებში არეული, რაღაც მომწარო-მოტკბო წამალს
წარმოქმნიდა, და რამდენადაც ძალიან უსიამოვნო გემო
ჰქონდა, მეტაფორულად რომ ვთქვათ, სულისთვისაც ძალიან
მავნე იყო.
უპირველეს ყოვლისა, თუმცა კი საკმარისი საფუძველი
ჰქონდა, ახალი აღმოჩენით ეყოყოჩა, მაინც ვერ თავისუფ-
ლდებოდა ეჭვებისგან, იქნებ თანაგრძნობა ან, უკეთეს შემ-
თხვევაში, პატივისცემა თბილ გრძნობაში ამერიაო. შორს იყო
ოპტიმისტური რწმენისგან, თითქოს სოფიას იმდენად ძლიერი
გრძნობა ჰქონდა მის მიმართ, რომ საბოლოოდ, თუკი წაახა-
ლისებდა და იმედს მისცემდა, მოიმკიდა იმას, რაც უნდა მოემ-
კო. ამას გარდა, თუ ქალიშვილის მხრიდან მის ბედნიერებას
არაფერი უშლიდა ხელს, ფიქრობდა, რომ მამა სერიოზული
წინაღობა იქნებოდა – მართალია, როცა საქმე გართობას ეხე-
ბოდა, ის ჩვეულებრივი სოფლელი სკვაირი იყო, მაგრამ ქონე-
ბაზე მაღალი წრის კაცის წარმოდგენა ჰქონდა. ერთადერთი
ქალიშვილი ძალიან უყვარდა და ბევრჯერ აუწევია ჭიქა და უთ-
ქვამს, ამ საგრაფოში ყველაზე მდიდარი კაცის ცოლობას ვუ-
სურვებო. ჯონსი არც იმდენად პატივმოყვარე ან შეუგნებელი
222
ქარაფშუტა არ ყოფილა, ეფიქრა, რომ მიუხედავად მისდამი
კეთილგანწყობისა, სკვაირი საკუთარი ქალიშვილისთვის სა-
ზიანოდ აზრს შეიცვლიდა. მშვენივრად იცოდა, რომ ჩვეულებ-
რივ, ქონება ერთადერთი თუ არა, მთავარი გარემოებაა, რა-
საც ასეთ საქმეში კარგი მშობელი ითვალისწინებს. მეგობრო-
ბა გვაქეზებს, გულმხურვალედ ვუჭერდეთ მხარს ჩვენი მეგობ-
რების ინტერესებს, მაგრამ მათი ვნებები დიდად არ გვანაღ-
ვლებს, რადგან რომ გვესმოდეს, რა ბედნიერების მინიჭება შე-
უძლია ამ გრძნობებს, თავად უნდა გვქონდეს გამოცდილი.
ვინაიდან ჯონსს არავითარი იმედი არ ჰქონდა, მამის თან-
ხმობა მიეღო, მისი აზრით, წარმატების მისაღწევად გაბრძო-
ლება მისტერ ვესტერნის ყველაზე სანუკვარი იმედის გაცრუ-
ებას, მისი სტუმართმოყვარეობით ავად სარგებლობას ნიშ-
ნავდა და უმადურობას უამრავი პატარა-პატარა წყალობის-
თვის (როგორი ბობოქარიც უნდა ყოფილიყო ეს წყალობები).
და თუ ასეთ სავარაუდო შედეგს ძრწოლით უყურებდა, მაშინ
მისტერ ოლვორთიზე რაღა უნდა ეფიქრა, ადამიანზე, რომ-
ლისგანაც ღვიძლ შვილზე უფრო დავალებულად გრძნობდა
თავს და რომელსაც ღვიძლ შვილზე მეტად ეთაყვანებოდა!
კარგად იცოდა, რომ ამ კეთილი კაცისთვის სიმდაბლე და ღა-
ლატი მიუღებელი იყო, რომ ამგვარი საქციელი მის თვალში
ამაზრზენი იქნებოდა და მისი სახელის გაგონებასაც არ ისურ-
ვებდა. გადაულახავი სიძნელეების წარმოდგენამ ტომს სევდა
მოჰგვარა და თუმცა სურვილი მწველი იყო, დარდს სხვა ქა-
ლის სიბრალული უქარწყლებდა. ამჯერად საყვარელი მოლი
დაუდგა თვალწინ, რომელსაც სიკვდილამდე ერთგულებას
ჰპირდებოდა ხოლმე ჩახუტებული და ისიც ეფიცებოდა, თუ მი-
მატოვებ, თავს არ ვიცოცხლებო. ახლა შეძრწუნებულმა წარ-
მოიდგინა სიკვდილის პირას მისული მოლი, არა, უფრო ის სა-

223
შინელებები, რაც მეძავს ელოდა, ჯერ შეცდენილს და მერე მი-
ტოვებულს. ისიც კარგად იცოდა, როგორ ეჯავრებოდათ მოლი
მეზობლებს და მის საკუთარ დებსაც და მზად იყვნენ, ასო-ასო
აექნათ. მან ხომ მოლი შურისთვის მეტად გაწირა, ვიდრე თა-
ვის მოჭრისთვის ან, უფრო სწორად, შურის წყალობით თავის
მოჭრისთვის, რადგან, მართალია, ბოზობის გამო ბევრი შე-
ურაცხყოფდა, მაგრამ თან შურდათ – მას ხომ ასეთი საყვარე-
ლი ჰყავდა, ლამაზი ტანსაცმელი ეცვა, თავადაც სიამოვნებით
რომ შეიძენდნენ იმავე პირობით. ამიტომ ეგონა, თუ მიატო-
ვებდა, მოლის ხელიდან წასვლა გარდაუვალი იქნებოდა და
ამაზე ფიქრი გულს უღრღნიდა. რახან გოგო ღარიბი და უბედუ-
რი იყო, ეს არ აძლევდა უფლებას, კიდევ უფრო გაეუბედურე-
ბინა. მოლის მდაბიური წარმომავლობა არც ამართლებდა და
არც არბილებდა მის დანაშაულს. მაგრამ რატომ ვახსენე გა-
მართლება? ტომს საკუთარი გული არ მისცემდა უფლებას, და-
ენგრია ადამიანის ცხოვრება, რომელსაც ის უყვარდა და ამ
სიყვარულის გამო მსხვერპლად გაიღო უმანკოება. დამცვე-
ლის როლში მისი კეთილი გული გამოდიოდა – არა როგორც
ცივსისხლიანი, ანგარებიანი ადვოკატი, არამედ როგორც ნამ-
დვილი ქომაგი და მისი ყველა ტკივილის გამზიარებელი.
როცა ამ ძლევამოსილმა ადვოკატმა საწყალი მოლის მო-
სალოდნელი უბედური ვითარება წარმოუდგინა ჯონსს და საკ-
მარისი სიბრალული აღუძრა, მერე უკვე ახალი გრძნობა მო-
იხმო და ახლა გოგო ახალგაზრდული სიჯანსაღით და სილამა-
ზით შემკული დაუხატა, მეტისმეტად სასურველი კეთილშობი-
ლი კაცისთვის, რომელიც ამავე დროს მას თანაგრძნობას უც-
ხადებდა.
ასეთ ფიქრებში გაატარა საცოდავმა ჯონსმა უძილო ღამე,
გამთენიისას კი დაასკვნა, რომ მოლის არასოდეს დაშორდე-
ბოდა და სოფიაზე აღარ იფიქრებდა.
224
ეს მტკიცე გადაწყვეტილება საღამომდე ეყო. მთელი დღე
წარმოსახვაში მოლის ეალერსებოდა და სოფიაზე ფიქრებს
განდევნიდა, მაგრამ დადგა საბედისწერო საღამო და ერთმა
ძალიან უმნიშვნელო შემთხვევამ ისევ აუფორიაქა ვნებები და
საბოლოოდ აუბნია თავგზა, და ამ ამბავს, ჩვენი აზრით, ახალი
თავის დათმობა სჭირდება.

თავი 4
პატარა თავი, რომელიც ერთ პატარა
შემთხვევას მოიცავს

მნახველებს შორის, რომლებიც თავაზიანობას იჩენდნენ


და ახალგაზრდა ჯენტლმენს ავადმყოფობის ჟამს სტუმრობ-
დნენ, მისის ონორიც ერია. შეიძლება მკითხველს მისი და-
უფიქრებელი გამონათქვამების საფუძველზე მოეჩვენა, თით-
ქოს თავად მისის ონორსაც რაღაც გრძნობები ჰქონდა ჯონსი-
სადმი, მაგრამ სინამდვილეში ასე არ ყოფილა. ტომი სიმპა-
თიური ახალგაზრდა კაცი იყო, მისის ონორი კი ასეთი ტიპის
კაცების მიმართ ყურადღებას იჩენდა, ოღონდ ეს მისი ყურად-
ღება განურჩევლად ყველაზე ერთნაირად ვრცელდებოდა, ვი-
ნაიდან თვითონ სიყვარულში არ გაუმართლა, ერთი დიდგვა-
როვანის ლაქია ცოლად მოყვანას შეჰპირდა, მაგრამ მიატოვა
და მას შემდეგ ისე გულდასმით შეაკოწიწა დამსხვრეული გუ-
ლის ნატეხები, რომ ვეღარავინ შეძლო, თუნდაც ერთ ნატეხს
დაუფლებოდა. ნებისმიერ სიმპათიურ მამაკაცს თანაბარი პა-
ტივისცემით და კეთილგანწყობით ხვდებოდა, როგორც გო-
ნიერი და სათნო ადამიანი უყურებს ყველაფერ კარგს. შე-

225
იძლება კაცები ისე უყვარდა, როგორც სოკრატეს უყვარდა კა-
ცობრიობა და თუ სოკრატე სულიერ სილამაზეს ანიჭებდა უპი-
რატესობს, ის – ფიზიკურს, მაგრამ უპირატესობის მინიჭები-
სას ისე შორს არასოდეს მიდიოდა, სულის სიმშვიდე დარღვე-
ოდა.
მეორე დღეს, რაც ჯონსმა საკუთარ თავთან ბრძოლა გადაი-
ტანა, მისის ონორი მის ოთახში შევიდა და მარტო რომ იხილა,
ასე უთხრა:
– სერ, იცით, საიდან მოვდივარ? გაფრთხილებთ, ორმოც-
დაათი წელი რომ იფიქროთ, ვერ მიხვდებით, მაგრამ თუნდაც
მიხვდეთ, მაინც არ გეტყვით.
– თუ ეს ისეთი რამაა, რაც არ უნდა ვიცოდე, – უპასუხა ჯონ-
სმა, – ცნობისმოყვარეობა უფრო გამეღვიძება და არა მგონია,
ისეთი ულმობელი იყოთ, რომ არ გამიმხილოთ.
– აბა, რა ვიცი, – თქვა ქალმა, – ნეტა, რატომ არ უნდა გა-
გიმხილოთ? დარწმუნებული ვარ, არავის ეტყვით. რატომ შე-
ვინახო საიდუმლო, თუ, მით უმეტეს, ჩემი ქალბატონი ამქვეყ-
ნად ყველაზე კეთილია.
ეს რომ გაიგონა, ჯონსი შეემუდარა, საიდუმლო გამანდეო
და გულწრფელად შეჰპირდა, ჩემგან არ გავაო. მაშინ ქალმა
განაგრძო:
– სერ, ალბათ უნდა იცოდეთ, რომ ახალგაზრდა ლედიმ მო-
ლი სიგრიმთან გამგზავნა, რათა გამეგო, როგორ იყო და ხომ
არაფერი სჭირდებოდა. სულ არ მინდოდა წასვლა, მაგრამ მო-
ახლე ბრძანებას უნდა დამორჩილდეს. ნეტავ, ასე რატომ და-
იმცირეთ თავი, მისტერ ჯონს?.. მოკლედ, ჩემმა ქალბატონმა
თეთრეული და რაღაც-რაღაცები გამატანა მოლისთან. ძალი-
ან კეთილი ადამიანია, ის კიდევ თავხედი ბოზია და მისი ადგი-
ლი გამოსასწორებელ სახლშია. ვუთხარი ქალბატონს, ასე
ხომ მხოლოდ წაახალისებთ მუქთახორას-მეთქი.
226
– ჩემი კეთილი სოფია მართლა ასე მოიქცა? – ჰკითხა ჯონ-
სმა.
– „ჩემი სოფია“! – გაიმეორა მისის ონორმა, – ყველაფერი
რომ გცოდნოდათ, თქვენი ვიყო, მისტერ ჯონს, გომბიო მოლი
სიგრიმზე ცოტა მაღლა ავიხედავდი.
– ამით რის თქმა გინდათ? – ჰკითხა ჯონსმა, – რა უნდა ვი-
ცოდე?
– იმის თქმა მინდა, რის თქმაც მინდა. გახსოვთ, ერთხელ
ლედის მუფტაში რომ გაუყარეთ ხელი? გეფიცებით, მთელი
გულით და სულით მოგიყვებოდით ყველაფერს, რომ ვიცოდე,
ქალბატონის ყურამდე არ მივა.
ჯონსმა რამდენჯერმე დაიფიცა და ქალმა განაგრძო:
– ის მუფტა ქალბატონმა მე მაჩუქა, მაგრამ როცა მოვუყე-
ვი, თქვენ რაც გააკეთეთ...
– მოუყევით, მე რაც გავაკეთე? – შეაწყვეტინა ჯონსმა.
– რომც მეთქვა, არ უნდა გამიბრაზდეთ. იცით, რამდენი კა-
ცი ინატრებდა თქვენ ადგილას ყოფნას? სამეფოს პირველი
ლორდიც იამაყებდა... მაგრამ მეტს არაფერს აღარ ვიტყვი.
ჯონსი შეემუდარა, გაეგრძელებინა და დაიყოლია კიდეც.
– სერ, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ქალბატონმა ის მუფტა მე
მომცა. მაგრამ ერთი-ორი დღის შემდეგ, რაც თქვენზე მოვუყე-
ვი, ახალი მუფტა შეიჯავრა, ასე მითხრა, საზიზღარი მუფტააო
და ისეთი დიდია, ვერ ვატარებო. ვიდრე ახალს ვიყიდი, ის ძვე-
ლი უნდა დამიბრუნოო, სანაცვლოდ ეს ახალი გქონდესო. რა
თქმა უნდა, დავუბრუნე და მას შემდეგ იმ მუფტას აღარ იხსნის
და როცა ჰგონია, არავინ ხედავს, კოცნის ხოლმე.
აქ საუბარი მისტერ ვესტერნმა შეაწყვეტინათ და ჯონსი
კლავიკორდის მოსასმენად მოიხმო. ახალგაზრდა კაცი ფერ-
წასული და აკანკალებული გაჰყვა. მისტერ ვესტერნს ეს არ
გამოჰპარვია და როცა მისის ონორი დაინახა, მცდარი ახსნა
227
მოუძებნა, გემრიელად შეუკურთხა ჯონსს და ნახევრად ხუმ-
რობით და ნახევრად სერიოზულად უთხრა, სადმე სხვაგან ინა-
დირე და ჩემს საბოცვრეს შეეშვიო.
იმ საღამოს სოფია ჩვეულებრივზე უფრო ლამაზი იყო და
მარჯვენა მკლავზე წამოცმული მუფტა ჯონსის თვალში კიდევ
უფრო მეტ ხიბლს მატებდა.
მამის საყვარელ მელოდიას უკრავდა. მისტერ ვესტერნი
სკამის ზურგზე მისვენებული უსმენდა, როცა სოფიას მუფტა
თითებზე ჩამოუსრიალდა და დაკვრა შეწყვიტა. სკვაირი ისე
გაბრაზდა, რომ მუფტას ხელი დაავლო, ერთი კარგად შეიკურ-
თხა და ბუხარში შეაგდო. სოფია წამსვე წამოხტა და მუფტა
ცეცხლის ალს გამოსტაცა.
შეიძლება ეს შემთხვევა მკითხველს უმნიშვნელოდ მოეჩვე-
ნოს, მაგრამ ჯონსზე იმდენად განსაცვიფრებელი შთაბეჭდი-
ლება მოახდინა, რომ საჭიროდ მივიჩნიეთ, მოგიყვეთ. წინ-
დაუხედავი ისტორიკოსები ხშირად ტოვებენ ხოლმე წვრილმა-
ნებს, რომელთაგან უდიდესი მნიშვნელობის მქონე მოვლენე-
ბი ვითარდება. სამყარო შეიძლება ერთ უშველებელ მანქანას
შეადარო, რომლის ვეება ბორბლებს პატარები ამოძრავებენ
და თუ ძალიან გამჭრიახი თვალი არ გაქვთ, ვერც კი შენიშ-
ნავთ.
ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, ვერც შეუდარებელი სოფიას
ღირსებებმა, ვერც მისმა თვალისმომჭრელმა ბრწყინვალებამ
და მიბნედილმა თვალებმა, ნარნარა ხმამ, გონიერებამ, იუ-
მორმა, გამჭრიახობამ ან მისდამი კეთილგანწყობამ ისეთი
სისრულით ვერ დაიპყრო და დაატყვევა საწყალი ჯონსის გუ-
ლი, როგორითაც იმ პაწაწინა მუფტის ამბავმა. ამასვე უმღე-
რის ტკბილად პოეტი ტროას:
„რაც დიომედემ ან თეტიდას ვაჟმა,
ათასმა გემმა და ათწლიანმა ალყამ ვერ შეძლო,
228
ქალაქი ყალბი ცრემლებით და
მლიქვნელობით დაიპყრეს“.

ჯონსის ციტადელიც მოულოდნელად და გაუფრთხილებ-


ლად დაიკავეს. ყველა იმ ღირსეულმა თუ წინდახედულმა მო-
საზრებამ, რომლებიც ჩვენმა გმირმა სამხედრო ხელოვნების
სიბრძნეზე დაყრდნობით საკუთარი გულის დასაცავად განაწე-
სა, სირბილით დატოვა პოზიცია და იქ სიყვარულის ქალღმერ-
თმა ტრიუმფალურად შეაბიჯა.

თავი 5
ძალიან გრძელი თავი, რომელიც მოიცავს
ძალიან სერიოზულ ამბავს

მაგრამ მართალია, გამარჯვებულმა ქალღმერთმა იოლად


განდევნა მოსისხლე მტრები ჯონსის გულიდან, იქ საკუთარი
გარნიზონის ჩაყენება ბევრად უფრო გაუძნელდა. ალეგორია
რომ გვერდზე გადავდოთ, ღირსეული ახალგაზრდა კაცი სა-
ცოდავ მოლიზე ძალიან დარდობდა და გამოსავალი ვერ მო-
ენახა. სოფიას შეუდარებელმა ღირსებებმა საწყალი გოგოს
სილამაზე სრულიად დაჩრდილა ან, უფრო სწორად, საერთოდ
შეუმჩნეველი გახადა, მაგრამ სიყვარული გულგრილობამ კი
არა, თანაგრძნობამ შეცვალა. ჯონსი დარწმუნებული იყო,
რომ მოლის გული მას ეკუთვნოდა და მომავალ ბედნიერებას
მხოლოდ მასზე ამყარებდა. თვითონ მისცა საბაბი მოლის მე-
ტისმეტად თბილი ალერსით, ასე ეფიქრა და დააჯერა, რომ
არაფერი შეიცვლებოდა. თავის მხრივ, გოგოც არწმუნებდა,
ეჭვი არ მეპარება შენს სიტყვებშიო და ეფიცებოდა, მხოლოდ

229
შენზეა დამოკიდებული, ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი ქალი
ვიქნები თუ ყველაზე უბედურიო. და სწორედ ამიტომ, ტომს ერ-
თი წუთითაც ვერ წარმოედგინა, ვიღაცის გაუბედურების ავტო-
რი ყოფილიყო. ეგონა, საცოდავმა გოგომ ყველაფერი გაიღო
მისი სიამოვნებისთვის და მთელი ეს ხანი სულ ენატრებოდა
და სურდა. როგორ შეიძლება, – თავის თავს ეუბნებოდა ტომი,
– გავწირო სასოწარკვეთისთვის, როცა ამდენი ხანი ელოდა
ჩემს გამოჯანმრთელებას და ჩემთან შეხვედრაზე ოცნებობდა?
როგორ შემიძლია ასეთი გარეწარი ვიყო? და აქ, როცა თით-
ქოს მოლის გენიამ გაიმარჯვა, სოფიას სიყვარული, უკვე არა-
ვითარ ეჭვს რომ აღარ ბადებდა, შემოიჭრა მის სულში და ყვე-
ლა წინაღობა ჩამოიცილა.
საბოლოოდ ასეთი აზრი მოუვიდა თავში, იქნებ დანაშაუ-
ლის გამოსასყიდად მოლის ფული შევთავაზოო. მაგრამ როცა
მოაგონდა, როგორ ხშირად და ვნებიანად ეფიცებოდა მოლი,
მთელი სამყარო შენს თავს ვერ შემიცვლისო, ლამის დარწმუ-
ნებული იყო, რომ ფულს არ აიღებდა. თუმცა გოგოს უკიდურე-
სი გაჭირვება და განსაკუთრებით მისი გამოუსწორებელი პა-
ტივმოყვარეობა (რაზედაც უკვე გადაკვრით მოვანიშნეთ
მკითხველს) ცოტაოდენ იმედს უტოვებდა, რომ, ფიცის მიუხე-
დავად, მოლი შეიძლება რაღაც დროის შემდეგ, პატივმოყვა-
რეობის დასაკმაყოფილებლად და მეზობლებზე მაღლა და-
სადგომად, დასთანხმებოდა, მიეღო იმაზე მეტი სიმდიდრე,
ვიდრე წარმოედგინა. გადაწყვიტა, პირველივე შემთხვევა გა-
მოეყენებინა ასეთი შეთავაზებისთვის.
ერთ დღესაც, როცა ტომს მკლავი უკვე უკეთ ჰქონდა და გა-
დახვეული ხელით სეირნობა შეეძლო, სკვაირი სახლიდან წა-
სული დაიგულა თუ არა, დრო იხელთა და თავისი ლამაზმანის
სანახავად გაეშურა. მოლის სახლამდე რომ მიაღწია, მისი დე-

230
და და დები ჩაის მიირთმევდნენ. თავდაპირველი ცნობით, მო-
ლი შინ არ იყო, მაგრამ მერე უფროსმა დამ ბოროტი ღიმილით
უთხრა, მაღლაა და წევსო. ტომს არაფერი ჰქონდა საწინააღ-
მდეგო, ასეთ მდგომარეობაში ეხილა მოლი, ამიტომ წამში
აირბინა კიბე, რომელიც გოგოს ოთახისკენ მიუძღოდა, მაგ-
რამ, მისდა გასაოცრად, კარი დაკეტილი დახვდა და არც არა-
ვინ გამოეპასუხა, მოგვიანებით კი მოლიმ უთხრა, ძალიან
ღრმა ძილით მეძინაო.
როგორც ამბობენ, უკიდურეს სიხარულს და წყენას ერ-
თნაირი ეფექტი აქვს და როცა ერთ-ერთი მოულოდნელად
დაგვატყდება თავს, ისე აგვაფორიაქებს და დაგვაბნევს, შეიძ-
ლება ემოციის გამოხატვის უნარი წაგვერთვას. ამიტომ არ
არის გასაკვირი, რომ მისტერ ჯონსის მოულოდნელმა გამოჩე-
ნამ ისე ძლიერ იმოქმედა მოლიზეც და ისე დააბნია, ვერ მო-
ახერხა, გამოეხატა დიდი აღფრთოვანება, რასაც სავარაუდოდ
მისგან მკითხველი ელოდა. რაც შეეხება ჯონსს, საყვარელთან
შეხვედრით იმდენად იყო მონუსხული, ლამის სულ გადაავიწ-
ყდა სოფია, თავისი ვიზიტის უმთავრეს მიზეზთან ერთად.
მაგრამ ტომი მალე მოეგო გონს და შეხვედრის პირველი
ნაწილი დასრულდა თუ არა, ნელ-ნელა ლაპარაკი სხვა მხა-
რეს წაიყვანა, მოლის უთხრა, რა სავალალო შედეგი მოჰყვე-
ბოდა, თუკი მისტერ ოლვორთი, რომელმაც ძალიან მკაცრად
აუკრძალა გოგოსთან შეხვედრა, მათი ურთიერთობის შესახებ
შეიტყობდა. უთხრა, თუ ჩვენი ამბავი გახმაურდა, რაც ჩემი
მტრების წყალობით გარდაუვალია, ჩემთვისაც ისევე დამღუპ-
ველი აღმოჩნდება, როგორც შენთვისო. ამიტომ, ვინაიდან ბე-
დის უკუღმართობის გამო უნდა დაშორებულიყვნენ, ურჩია,
მტკიცედ შეხვედროდა ამ ამბავს და დაიფიცა, მთელი დარჩე-
ნილი ცხოვრების მანძილზე არასოდეს გავუშვებ ხელიდან შე-

231
საძლებლობას, დაგიმტკიცო ჩემი გრძნობების გულწრფელო-
ბა და უზრუნველვყო შენი კეთილდღეობა ისე, როგორც ეგებ
არც ელოდები ან არც სურვილი გაქვსო. ბოლოს კი უთხრა, იქ-
ნებ ჯობდეს, იპოვო ვინმე, ვინც ცოლად მოგიყვანს და ვისთა-
ნაც უფრო ბედნიერი იქნები, ვიდრე ჩემთან სამარცხვინო ურ-
თიერთობა გააგრძელოო.
მოლი ერთხანს ჩუმად იყო, მერე ცრემლი წასკდა და ასე
დატუქსა:
– და ეს არის შენი სიყვარული? დამღუპე და ახლა გინდა მი-
მატოვო? რამდენჯერ მითქვამს შენთვის, ყველა კაცი ერთნაი-
რად მატყუარა და ფიცის გამტეხია-მეთქი და როგორც კი თა-
ვიანთ სურვილს დაიკმაყოფილებენ, მერე მალე სწყინდებათ-
მეთქი, შენ კიდე მეფიცებოდი, არასოდეს მიგატოვებო! რო-
გორ შეგიძლია ფიცი გატეხო? უშენოდ სიმდიდრე ჩემთვის
არაფერს ნიშნავს. გული გამიტეხე, შენ... შენ სხვა კაცი რატომ
ახსენე? სანამ ცოცხალი ვარ, სხვას როგორ შევიყვარებ, სხვა
კაცი რად მინდა?! საგრაფოს პირველი სკვაირი რომ მომად-
გეს ხვალ და ხელი მთხოვოს, უარს ვეტყვი. არა, შენ კაცის სახ-
სენებელი შემაძულე...
ასე გააგრძელებდა მოლი, ერთ შემთხვევას წინადადება
შუაში რომ არ გაეწყვეტინებინა. ოთახს, ან უფრო სწორად,
სხვენს, სადაც მოლი იწვა, დახრილი ჭერი ჰქონდა და ბერ-
ძნულ „დელტას“ წააგავდა. ინგლისელი მკითხველისთვის უფ-
რო გასაგებად ვიტყვი, რომ წელში გამართული მხოლოდ შუ-
აგულში თუ დადგებოდი. ვინაიდან ოთახს კარადა აკლდა, მო-
ლიმ ეს ნაკლი გამოასწორა და ძველი ნოხი მიაჭედა სახლის
ნივნივზე, რომლის უკანაც საუკეთესო ტანსაცმელს, ადრე ნახ-
სენებ კაბას, ქუდებს და კიდევ სხვა რამეებს მტვრისგან დასა-
ცავად კიდებდა.

232
ეს ნოხჩამოფარებული კუთხე ზუსტად ლოგინის ფეხებთან
იყო. ნოხი ისე ახლოს ეკიდა, ფარდის მაგივრობას წევდა. არ
ვიცი, გაცეცხლებულმა მოლიმ მიარტყა ფეხი, ჯონსი შეეხო თუ
ვერ იყო კარგად მიმაგრებული, მოკლედ, არ დასცალდა მო-
ლის წინადადების დასრულება, რომ მოულოდნელად ნოხი ჩა-
მოვარდა და რაც მის უკან იმალებოდა, ყველაფერი გამოჩ-
ნდა. იქ ქალის სხვადასხვა ნივთს შორის (სირცხვილი მწვავს,
ამას რომ ვწერ და ვიცი, მკითხველიც შეწუხდება) ფილოსო-
ფოსი სკვეირიც ერია, რომელიც ისეთ სასაცილო პოზაში იდგა
(იქ ხომ გამართული ვერ დადგებოდა), როგორც ვარაუდით
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ.
ეს პოზა დიდად არ განსხვავდებოდა სარზე ჩამოცმული კა-
ცის ან უფრო ლონდონის ქუჩებში გამოფენილი ახალგაზრდე-
ბის პოზისგან, თავიანთი უტიფარი ქცევით სასჯელს რომ იმსა-
ხურებენ, თუმცა კი არ ისჯებიან. სკვეირს თავზე მოლის ღამის
ჩაჩი ეხურა და ნოხი როცა ჩამოვარდა, გადიდებული თვალე-
ბით პირდაპირ ჯონსს მიშტერებოდა. და თუ ამ ანაზდად აღმო-
ჩენილი ფიგურის დანახვისას კაცს ფილოსოფიაც გაახსენდე-
ბოდა, სიცილის შეკავება ძალიან გაუჭირდებოდა.
არც ის საჭიროებს დაზუსტებას, რომ ჯონსი როგორც გაოც-
და, ისევე გაოცდებოდა მკითხველიც, რადგან ბრძენი და სე-
რიოზული კაცის ასეთ ადგილას აღმოჩენით აღძრული ეჭვები
სრულებით არ შეესაბამებოდა წარმოდგენას, მასზე რომ აქამ-
დე ჰქონდა.მაგრამ სიმართლე რომ ვაღიაროთ, ეს შეუსაბამო-
ბა უფრო წარმოსახვითი იყო, ვიდრე რეალური. ფილოსოფო-
სებიც ხომ, ჩვენი არ იყოს, სისხლისგან და ხორცისგან არიან
შექმნილნი და როგორი ამაღლებული და დახვეწილი თე-
ორიებიც უნდა ჰქონდეთ, პატარ-პატარა პრაქტიკული სისუს-
ტეები, სხვა მოკვდავებივით, მათაც ახასიათებთ. განსხვავება,
რა თქმა უნდა, თეორიაშია და არა პრაქტიკაში, როგორც უკვე
233
გადაკვრით მოგახსენეთ, რადგან ეს დიდი ადამიანები სხვებზე
უკეთ და ბევრად ბრძნულად კი აზროვნებენ, მაგრამ ყველა
დანარჩენივით იქცევიან, კარგად იციან, როგორ დაიცხრონ
მადა და ვნებები, ეჯავრებათ ტანჯვაც და სიამოვნებაც და ამ
იოლად მიღებული ცოდნით სასიამოვნო ფიქრებს მიეცემიან,
ოღონდ პრაქტიკულად განხორციელებისას წუხან და უხერხუ-
ლობას გრძნობენ, და ამიტომ იგივე სიბრძნე, ყველაფერი და-
ნარჩენი რომ ასწავლათ, იმასაც ასწავლით, თუ როგორ აირი-
დონ წუხილი და უხერხულობა.
იმ კვირადღეს, როცა, ნება მომეცით, შეგახსენოთ, მოლის
ახალ კაბაში გამოჩენას დიდი აურზაური მოჰყვა, მისტერ სკვე-
ირი ეკლესიაში ყოფილა. მაშინ პირველად ნახა მოლი და ისე
მოეწონა, რომ იმავე საღამოს ახალგაზრდა ჯენტლმენებს გა-
დაათქმევინა ცხენებით ჩვეული გზით გასეირნება და იმედოვ-
ნებდა, მოლის სახლთან ჩაივლიდა და მეორედ მიეცემოდა მი-
სი ნახვის შესაძლებლობა, თუმცა, ვინაიდან ეს მიზეზი არავის-
თვის გაუმხელია, არც ჩვენ მივიჩნიეთ საჭიროდ, ადრე გვეც-
ნობებინა მკითხველისთვის.
მისტერ სკვეირს მიაჩნდა, რომ საგანთა შეუსაბამობას,
სხვა დანარჩენებთან ერთად, საფრთხე და სიძნელე ქმნიდა.
ამიტომ სიძნელეს, რომელიც გოგოს შეცდენას უკავშირდებო-
და და საფრთხეს, რომელიც ამბის გახმაურების გამო არსე-
ბობდა, გადარწმუნების ისეთი ძალა ჰქონდა, რომ თავდაპირ-
ველად გადაწყვიტა, მხოლოდ მისი სილამაზის ცქერას დავ-
ჯერდებიო. ასეთი სერიოზული კაცები ხომ ხანგრძლივი მედი-
ტაციის შემდეგ დესერტის უფლებას აძლევენ თავს; ამიტომაც
პოულობენ განსაკუთრებული წიგნები და ნახატები ადგილს
მათი კაბინეტის ყველაზე საიდუმლო კუნჭულებში და ბუნების-
მეტყველების ზოგიერთი მოკრძალებული ნაწილიც ხშირად
არის ხოლმე მათი საუბრის მთავარი თემა.
234
მაგრამ როცა ფილოსოფოსმა ერთი-ორი დღის შემდეგ შე-
იტყო, რომ სათნოების ციხესიმაგრე უკვე აღებული იყო, თავის
სურვილებს უფრო ფართო გზა მისცა. მადა არც იმდენად წუნია
ჰქონდა, თავი შეეკავებინა რამის გასინჯვისგან, თუ, მით უმე-
ტეს, ის უკვე სხვას ექნებოდა ნაჭამი. მოკლედ, ქალწულობა
დაკარგული რომ ჰქონდა მოლის, ამით უფრო ხიბლავდა,
რადგან სიამოვნებისთვის დაბრკოლებას ვეღარ ხედავდა. ასე
რომ, ფილოსოფოსმა მიზანი დაისახა და მიაღწია.
მკითხველი ცდება, თუ ფიქრობს, თითქოს მოლიმ სკვეირი
ახალგაზრდა საყვარელს ანაცვალა. პირიქით, მტკიცედ ჰქონ-
და გადაწყვეტილი, რომ ტომ ჯონსი მისი რჩეული იყო. მთლად
ისეც არ მსჯელობდა, ერთს ორი სჯობიაო (თუმცა ამ მოსაზრე-
ბას საკმაო წონა აქვს), უბრალოდ, ჯონსთან დიდი ხნით გან-
შორება არასახარბიელო ვითარება გამოდგა და ამ შუალედში
ფილოსოფოსის ნარჩევ-ნარჩევი საჩუქრები გოგოს გულს უა-
მებდა. მოკლედ, სასურველი შედეგი გარდაუვალი იყო და
სკვეირმა მოლის მკერდში შემორჩენილი სათნოების საცო-
დავ ნარჩენებზე გამარჯვება იზეიმა.
ამ გამარჯვებიდან უკვე ორი კვირა იყო გასული, როცა ჯონ-
სმა საყვარელი მოინახულა და როცა ის სკვეირთან ერთად
ლოგინში იწვა. სინამდვილეში ამიტომ არ ამხელდა დედა შვი-
ლის ადგილსამყოფელს, რადგან მოხუცი ქალი მოლის შემო-
სავლის წილში იყო და როგორც შეეძლო, აქეზებდა და ხელს
აფარებდა გოგოს. სამაგიეროდ, უფროს დას ისე შურდა და
სძულდა მოლი, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლიდან თვი-
თონაც ცოტას ხეირობდა, მაინც სიამოვნებით დაუნგრევდა
ცხოვრებას და ამ მიზეზით უთხრა ჯონსს, ჩემი და ზევით არი-
სო, იმედოვნებდა, რომ ის მოლის სკვეირის მკლავებში წაას-
წრებდა, მაგრამ მოლიმ გამოსავალი იპოვა და კარი გადარა-
ზა, რითაც საყვარელს დრო მისცა, ნოხის უკან დამალულიყო.
235
სკვეირის გამოჩენა და მოლის ლოგინზე დაცემა ერთი იყო,
მოთქვამდა, გავუბედურდიო და სასოწარკვეთას მიეცა. საწყა-
ლი გოგო ჯერ გამოუცდელი გახლდათ ამ საქმეებში, გამოუ-
ვალ მდგომარეობაში აღმოჩენისას ქალაქელი ქალების თავ-
დაჯერებულობა აკლდა, რომ ან პატიება ეთხოვა, ან თავხედუ-
რად მოჰქცეოდა ქმარს, რომელიც აურზაურის ასარიდებლად
თუ რეპუტაციის შელახვის შიშით, ხანაც საყვარლის შიშით, ვა-
იდა ხმალი იშიშვლოსო, სიხარულით დახუჭავს თვალს და
რქებს ჯიბეში შეინახავს. მოლი, პირიქით, დადუმდა, როცა ამ-
ხილეს და ხელი ჩაიქნია, ცრემლებით და მგზნებარე პროტეს-
ტით დაეცვა წმინდა და გულწრფელი სიყვარული.
ნოხს ამოფარებულ ჯენტლმენს რაც შეეხება, ისიც არანაკ-
ლებ თავზარდაცემული ჩანდა. ერთხანს გაუნძრევლად იდგა
და თითქოს არც იცოდა, თვალები სად წაეღო ან რა ეთქვა.
ჯონსმა, სავარაუდოდ სამიდან ყველაზე მეტად გაოგნებულმა,
პირველმა ამოიდგა ენა. მოლის საყვედურებით დამძიმებული
წამსვე გამოერკვა და გულიანად გადაიხარხარა, მერე სკვე-
ირს მიესალმა და ხელიც გაუწოდა, სამალავიდან რომ გაეთა-
ვისუფლებინა.
სკვეირი ახლა ოთახის შუაგულში იდგა, სადაც წელგამარ-
თულს შეეძლო ჯონსისთვის სერიოზული სახით შეეხედა და
ეთქვა:– სერ, გატყობთ, დიადი აღმოჩენით ძალიან გამხია-
რულდით და დარწმუნებული ვარ, სიხარულით გაამჟღავნებთ
ამ ამბავს, მაგრამ თუ მიუკერძოებლად აწონ-დაწონით ვითა-
რებას, საკუთარ თავს უფრო დაადანაშაულებთ. მე ქალწული
არ შემიცდენია, ისეთი არაფერი ჩამიდენია, რისთვისაც სა-
მართლიანობის დამცველები დამნაშავედ მცნობდნენ. საგნე-
ბის შესაბამისობას ბუნებრივი ამბები მართავენ და არა ჩვე-
ულებები, ფორმალობები თუ კანონები და მხოლოდ არაბუ-
ნებრიობა არღვევს მას.
236
– რა კარგად ასაბუთებთ, ბებერო ყმაწვილო, – მიუგო ჯონ-
სმა, – მაგრამ რატომ გგონიათ, რომ მე თქვენს გამჟღავნებას
დავაპირებ? გარწმუნებთ, ასე ცხოვრებაში არაფერს გავუხა-
რებივარ. თუ ამ ამბავს თავად არ გაახმაურებთ, მე სიკვდი-
ლამდე საიდუმლოდ შევინახავ.
– არა, მისტერ ჯონსს, – უთხრა სკვეირმა, – არ იფიქროთ,
თითქოს რეპუტაციას არ ვუფრთხილდები. რეპუტაციის უგუ-
ლებელყოფა არ შეიძლება, მისი განადგურება ერთგვარი
თვითმკვლელობაა, ოდიოზური და საზიზღარი ბოროტება. თუ
სწორად მიგაჩნიათ, ეს ჩემი სისუსტე დამალოთ (რადგან არა-
ვინაა სრულყოფილი და მეც მაქვს ჩემი სისუსტე), გპირდებით,
მე საკუთარ თავს არ გავთქვამ. რაღაცების ჩადენა შესაძლე-
ბელია, ოღონდ არა სატრაბახოდ, რადგან დამახინჯებული
განსჯით იგმობა ის, რაც სინამდვილეში არათუ ცოდვა არ
არის, არამედ საქებარიცაა.
– მართლაც რომ, – შესძახა ჯონსმა, – რა შეიძლება იყოს
ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე უფრო უცოდ-
ველი ან ჩვენი სახეობის გამრავლებაზე უფრო საქებარი?
– თუ გინდათ, სერიოზულად გეტყვით, – თქვა სკვეირმა, –
მე ყოველთვის ასე ვფიქრობდი.
– არადა მაშინ, – უთხრა ჯონსმა, – ჩემი და ამ გოგოს ურ-
თიერთობა რომ გახმაურდა, სულ სხვა აზრზე იდექით.
– უნდა ვაღიარო, – უპასუხა სკვეირმა, – ტვაკომმა არასწო-
რად მომაწოდა ეს ამბავი, მე უნდა დამეგმო უმანკო ადამიანის
შეცდენა, ეს იყო... სერ... ეს იყო... მისტერ ჯონს, უნდა იცოდეთ,
როცა შესაბამისობას განვიხილავთ, წამიერმა ამბებმა შეიძ-
ლება დიდი ცვლილებები განაპირობოს, სერ.
– კარგი, ბატონო, – შესძახა ჯონსმა, – ასე იყოს, ოღონდ
თუ ვინმე ამ შემთხვევაზე რამეს გაიგებს, ეს თქვენი ბრალი იქ-
ნება. ამ გოგოს კარგად მოექეცით და მე კრინტს არ დავძრავ
237
მომხდარზე. შენ კი, მოლი, უერთგულე შენს მეგობარს და მე
არათუ გაპატიებ, როგორც შევძლებ, დაგეხმარები.
ეს რომ თქვა, სასწრაფოდ დატოვა იქაურობა, კიბე ჩაირბი-
ნა და თავისი გზით წავიდა.
სკვეირი გახარებული დარჩა, უარესი რომ არ მოხდა, მო-
ლი კი, გონს როცა მოეგო, თავიდან უსაყვედურა სკვეირს,
ჯონსი დამაკარგვინეო, მაგრამ ჯენტლმენმა იოლად შეძლო
მისი დამშვიდება, ნაწილობრივ მოფერებით და ნაწილობრივ
საფულიდან ამოღებული წამლით, რომელსაც შესანიშნავი და
მრავალჯერ ნაცადი ეფექტი აქვს, ცუდი გუნების განდევნის და
განწყობის წახალისების ეფექტი.
ამის შემდეგ მოლი ლამის დაადნა თავის ახალ საყვარელს,
ყველაფერი, რაც ჯონსს უთხრა, ხუმრობაში გაატარა და შეჰ-
ფიცა, იქნებ ჩემი სხეული ერთ დროს მას ეკუთვნოდა, მაგრამ
გული მხოლოდ შენ გაგიღეო.

თავი 6
წინა თავისგან განსხვავებით, აქ მკითხველი
სავარაუდოდ შეიცვლის დამაკნინებელ
წარმოდგენას სიყვარულზე

მოლის ღალატი როცა შეიტყო, ჯონსი შეიძლებოდა უფრო


მეტადაც გაცეცხლებულიყო და იმწამსვეც რომ მიეტოვებინა
გოგო, ვფიქრობ, ამ საქციელისთვის თითო-ოროლა მკითხვე-
ლი თუ გაკიცხავდა.

238
ჯონსს მაინც შერჩენოდა ცოტაოდენი სიბრალული მოლის მი-
მართ და მართალია, ისე ძლიერ არ უყვარდა, მისი ღალატი
გულთან ახლოს მიეტანა, მაგრამ უმანკო რომ შეაცდინა, ამის
გამო სულ დარდობდა და მოლის გარყვნის მთავარ მიზეზადაც
სწორედ ეს მიაჩნდა.
ასეთი ფიქრები უხერხულობის გრძნობას უმძაფრებდა,
ვიდრე მოგვიანებით ბეტიმ არ დაამშვიდა. მოლის უფროსი და
თავაზიანად მიეშველა ტომს და გადაკვრით უთხრა, რომ ის კი
არა, უილ ბარნსი იყო მოლის პირველი შემცდენელი და ბავ-
შვი, თავისი რომ ეგონა, შეიძლება სულაც ბარნსის ყოფილი-
ყო.
ჯონსმა თავიდანვე სიხარულით აიტაცა ეს აზრი და მალე
გოგოს ნათქვამის სიმართლეში დარწმუნდა, მით უმეტეს, რომ
ბარნსმაც აღიარა და ბოლოს თავად მოლიმაც.
ეს უილ ბარნსი სოფლის თვალი იყო და ნადავლების რიც-
ხვით არცერთ ლეიტენანტს ანდა მოსამართლის კლერკს არ
ჩამოუვარდებოდა. შეცდენილიც ბევრი ჰყავდა, გულიც ბევრს
გაუტეხა და ერთი საცოდავი გოგოს უბედურ სიკვდილშიც პა-
ტივი ჰქონდა, მონაწილე ყოფილიყო – იმ გოგომ ან თავი და-
იხრჩო, ან, რაც უფრო ახლოსაა რეალობასთან, თვითონ და-
ახრჩო.
ერთ-ერთი, ვისი გულიც უილ ბარნსს დაპყრობილი ჰქონ-
და, ბეტი სიგრიმი გახლდათ. დიდი ხნით ადრე, ვიდრე მოლი
მისთვის გასართობად გამოსადეგი გახდებოდა, უილი უფროს
დას ეკურკურებოდა, მაგრამ მალე მიატოვა, უმცროს დასთან
დაიჭირა საქმე და უმალ მიაღწია საწადელს. სინამდვილეში,
როცა ჯონსი და სკვეირი თითქმის თანაბრად ეწირებოდნენ
მსხვერპლად მოლის სიამაყეს და ანგარებიანობას, უილი იყო
ერთადერთი, ვინც გოგოს უყვარდა.

239
სწორედ ამიტომ სძულდა ბეტის თავისი და ასე ულმობლად
და ადრე ამის აღნიშვნა საჭიროდ არ ჩავთვალეთ, რადგან შუ-
რიც საკმარისი მიზეზია სიძულვილისთვის.
როცა ჯონსმა საიდუმლო შეიტყო, მოლის გამო ცოტა გულ-
ზე მოეშვა. რაც შეეხება სოფიას, მასთან ჯერ მშვიდად ვერ
გრძნობდა თავს, ის კი არა, მეტისმეტადაც შფოთავდა. ახლა
მისი სრულიად ამოტუმბული გული, თუ შეიძლება მეტაფორა
ვიხმარო, სოფიას საკუთრება გახდა. ჯონსს ის უსაზღვროდ უყ-
ვარდა და გოგოს ნაზ სენტიმენტებსაც აშკარად გრძნობდა,
ოღონდ ეს თავდაჯერება სულაც არ უნელებდა შიშს, რომ მა-
მის თანხმობას ვერ მიიღებდა და იმის წარმოდგენაც ზარავდა,
სოფია მოტყუებით ან სხვა უნამუსო გზით მოეპოვებინა.
ფიქრი, რომ მისტერ ვესტერნს შეურაცხყოფას მიაყენებდა
ან მისტერ ოლვორთის აწყენინებდა, არც დღე ასვენებდა და
არც ღამე. მისი ცხოვრება ღირსების და გულის წადილის მარა-
დიულ ბრძოლად იქცა, სადაც ხან ერთი იმარჯვებდა, ხან მე-
ორე. სოფია თუ მის გვერდით არ იყო, მტკიცედ გადაწყვეტდა
ხოლმე, მამამისის სახლი დაეტოვებინა და აღარასოდეს ენა-
ხა, მისი თანდასწრებით კი, ასევე ხშირად, მტკიცე გადაწყვე-
ტილებებს ივიწყებდა და სურდა უარი ეთქვა ყველაფერზე, რაც
მისთვის ძვირფასი იყო, საფრთხეში ჩაეგდო სიცოცხლე, ოღო-
ნდ სოფია გვერდით ჰყოლოდა.
ამ შინაგანმა ბრძოლამ აშკარა და შთამბეჭდავი შედეგი გა-
მოიღო. ტომი ჩვეულებისამებრ ხალისიანი და გამოცოცხლე-
ბული აღარ იყო, მარტოც მელანქოლიას შეეპყრო და სხვების
თანდასწრებითაც დაღვრემილი და დაბნეული ჩანდა. თუ იძუ-
ლებით მისტერ ვესტერნის ხუმრობაზე გაიცინებდა, ძალდატა-
ნება ისეთი აშკარა იყო, რომ კიდევ უფრო თვალნათლივ ამ-
ხელდა, რის დამალვაც სურდა.

240
საკითხავია, გრძნობების დამალვის ხელოვნება უფრო გათ-
ქვამდა ჯონსს თუ საკუთარი წესიერი ბუნება, რადგან თუკი ხე-
ლოვნება აიძულებდა, თავშეკავებული ყოფილიყო სოფიას-
თან და მასთან საუბარს და მისკენ გახედვასაც უკრძალავდა,
ბუნება დროდადრო ხრიკებს უწყობდა ხოლმე. როგორც კი
გოგო მიუახლოვდებოდა, ჯონსს ფერი მისდიოდა და როცა ეს
მოულოდნელად ხდებოდა, კიდევ უფრო ფრთხებოდა. შემ-
თხვევით თუ თვალი მისკენ გაექცეოდა, სისხლი ლოყებზე აწ-
ვებოდა და მთელი სახე აუღაჟღაჟდებოდა. თავაზიანობის გა-
მო როცა მოუწევდა სოფიასთან დალაპარაკება, მაგალითად,
სუფრასთან მისი სადღეგრძელოს წარმოთქმა, ენა ებმოდა.
შეხებისას ხომ კანკალი იტანდა ხოლმე. იშვიათად, მაგრამ თუ
საუბარი სიყვარულზე ჩამოვარდებოდა, გულის სიღრმიდან
უნებური ოხვრა აღმოხდებოდა. ბუნება ძალიან მოხერხებუ-
ლად და თითქმის ყოველდღიურად უგებდა ასეთ მახეებს.
სკვეირს ეს სიმპტომები შეუმჩნეველი დარჩა, მაგრამ სო-
ფიას არ გამოჰპარვია. როგორც კი ჯონსს შფოთვა შეატყო, მი-
ზეზსაც მიხვდა – მის გულშიც ხომ იგივე ხდებოდა. ასეთი აღ-
მოჩენები, ჩემი აზრით, შეყვარებულებს სიმპათიით განაწყობს
ერთმანეთისადმი და, მამებისგან განსხვავებით, თვალებსაც
უკეთ უხელს, მაგრამ, სიმართლე რომ ითქვას, არსებობს გა-
საოცარი გამჭრიახობის ახსნის უფრო მარტივი და იოლი მე-
თოდი, რომელიც არა მარტო შეყვარებულებს ეხმარება. რა-
ტომ არის, რომ თაღლითი უფრო ადვილად ამჩნევს სხვის
თაღლითობას, ვიდრე პატიოსანი კაცი? რა თქმა უნდა, ეს არც
ერთმანეთის მიმართ სიმპათიით აიხსნება და არც მასონები-
ვით საერთო ნიშნები არ გააჩნიათ ურთიერთობისთვის. სინამ-
დვილეში ასე იმიტომ ხდება, რომ მათ ერთი რამ უდევთ თავში
და ერთ რამეზე ფიქრობენ. აქედან გამომდინარე, რასაც ვერ
ხედავდა ვესტერნი, ხედავდა სოფია და ეს სიყვარულის აშკარა
241
სიმპტომები იყო, ვინაიდან ვესტერნი სულ არ ფიქრობდა სიყ-
ვარულზე, სოფია კი სხვაზე არაფერზე ფიქრობდა.
როცა სოფია დარწმუნდა, რომ ჯონსის მტანჯველი ვნების
ობიექტი თავად იყო, მისი უცნაური ქცევის ახსნა არ გაუჭირდა.
ამის გამო კიდევ უფრო მეტად შეუყვარდა და მის მიმართ ორი
ისეთი საუკეთესო გრძნობა გაეღვიძა, ყველა კაცი რომ ინატ-
რებდა საკუთარი შეყვარებულისთვის, და ეს გრძნობები იყო
პატივისცემა და სიბრალული. ამქვეყნად ყველაზე მკაცრი ქა-
ლიც კი მიუტევებდა სიბრალულს კაცის მიმართ, რომელიც ასე
იტანჯებოდა და ვერც იმ ადამიანის პატივისცემისთვის დაადა-
ნაშაულებდა, რომელიც ღირსეულად ცდილობს, ცნობილი
სპარტელი ქურდივით, ჩაიკლას ვნება, შიგნიდან რომ ანადგუ-
რებს. ასე რომ, ტომის თავშეკავებულობა, გაუცხოება, სიცივე
და სიჩუმე იყვნენ მისი ყველაზე თავშეუკავებელი, ყველაზე
დაუზარელი, თბილი და მეტყველი ვექილები და ნაზ და ემოცი-
ურ სოფიაზე ისე ძლიერ იმოქმედეს, რომ დიდსულოვან და
სათნო ქალს საოცრად სათუთი გრძნობები გაუჩნდა, მოკლედ,
ყველა ის გრძნობა, რომლებსაც სასურველი კაცის მიმართ
აღძრავს პატივისცემა, მადლიერება და სიბრალული და რის
ნებასაც წესიერება იძლევა. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ,
სოფიას თავდავიწყებით უყვარდა ტომი.
ერთ მშვენიერ დღეს წყვილი შემთხვევით შეხვდა ერთმა-
ნეთს ბაღში, ორი ხეივნის ბოლოს, იმ არხს რომ მიუყვებოდა,
რომელშიც ჯონსი სოფიას პატარა ჩიტის დევნაში კინაღამ და-
იხრჩო.
სოფია იქ ხშირად დადიოდა. უყვარდა ერთდროულად ტკი-
ვილით და სიამოვნებით იმ თითქოსდა უმნიშვნელო ამბის
გახსენება, როცა ალბათ პირველად ჩაისახა ის გრძნობა, ახ-
ლა მის გულში უკვე რომ მომწიფებულიყო.

242
მოკლედ, ახალგაზრდები მოულოდნელად შეხვდნენ და
ვიდრე ძალიან არ მიუახლოვდნენ, ვერც კი შენიშნეს ერთმა-
ნეთი. მათ შეხვედრას ვინმე რომ შესწრებოდა, შეცბუნებას
ორივეს შეატყობდა, მაგრამ ისე იყვნენ მოცული საკუთარი
გრძნობებით, რომ ვერაფერს ამჩნევდნენ. ჯონსი როგორც კი
გამოერკვა, ახალგაზრდა ლედის თავაზიანად მიესალმა და
ლედიმაც თავაზიანი სალამი უთხრა, შემდეგ საუბარი დაიწყეს
და აღნიშნეს, რა მშვენიერი დილააო. იმ ხეს რომ მიუახლოვ-
დნენ, საიდანაც ჯონსი არხში ჩავარდა, სოფიამ თავი ვერ შე-
იკავა, ის დღე გაიხსენა და თქვა:
– მისტერ ჯონს, ალბათ ამ წყლის დანახვაზე ჟრუანტელი
გივლით ხოლმე.
– გარწმუნებთ, მადამ, – უპასუხა ჯონსმა, – არასოდეს და-
მავიწყდება, როგორ განიცადეთ იმ პატარა ჩიტის დაკარგვა.
საწყალი პატარა ტომი! აი, იმ ტოტზე იჯდა. როგორი პატარა
შტერი უნდა ყოფილიყო, რომ გაფრინდა და ჩემ მიერ ნაბოძებ
ბედნიერებაზე უარი თქვა. დაისაჯა კიდეც უმადურობისთვის.
– თქვენც კინაღამ იგივე ბედი გეწიათ ვაჟკაცობისთვის.
ალბათ არ გსიამოვნებთ ამის მოგონება.
– ნამდვილად, მადამ, ერთადერთი, რაზედაც გული მწყდე-
ბა, წყალი უფრო ღრმა რომ არ იყო, იქნებ იმ მწარე გულისტკი-
ვილისგან გადავერჩინე, რასაც თურმე ბედი მიმზადებდა.
– მისტერ ჯონს, დარწმუნებული ვარ, გულწრფელი არ
ბრძანდებით. თავაზიანობა გალაპარაკებთ ასე აგდებულად
ცხოვრებაზე. გსურთ, მომაჩვენოთ, თითქოს არაფრად მიგაჩ-
ნიათ, ორჯერ ჩემ გამო თავი საფრთხეში რომ ჩაიგდეთ. მესა-
მედ აღარ გაბედოთ.
ეს ბოლო სიტყვები ღიმილით და ენით აუწერელი სინაზით
წარმოთქვა, ჯონსმა კი სევდიანად უპასუხა:
– ვშიშობ, გაფრთხილება დაგვიანებულია!
243
მერე თვითონაც თბილად შეხედა და წამოიძახა:
– მის ვესტერნ, გინდათ, რომ ვიცოცხლო? ნუთუ ჩემთვის
ცუდი გსურთ?
სოფიამ თვალები დახარა და ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ
უთხრა:
– მისტერ ჯონს, მე თქვენთვის ცუდი არ მსურს.
– ო, რა კარგად ვიცნობ ამ ღვთაებრივ ბუნებას, საოცარ სი-
კეთეს, თქვენს ყველაზე მომხიბვლელ თვისებას.
– არაფერი მესმის, – თქვა სოფიამ, – უნდა წავიდე.
– არა, არც მე მინდა, რომ ჩემი გესმოდეთ, – შესძახა ჯონ-
სმა, – არ ვიცი, რას ვლაპარაკობ. ასე უეცრად რომ შეგხვდით,
სულ დავიბენი. ღვთის გულისათვის, მაპატიეთ, თუ რამე გაწ-
ყენინეთ. ყველაზე მეტად ეს არ მსურდა. მირჩევნია, მოვ-
კვდე... არა, გაფიქრებაც მომკლავს.
– როგორ მაოცებთ, რატომ გგონიათ, რომ მაწყენინეთ?
– შიშმა, მადამ, შეიძლება ჭკუიდან გადაგიყვანოს. მე კიდევ
ძალიან მეშინია, არ გაწყენინოთ. ნუ მიყურებთ გაბრაზებული,
თქვენი ერთი წარბის შეკვრაც საკმარისია, სიცოცხლეს რომ
გამოვესალმო. ჩემი თვალების ბრალია ან თქვენი სილამაზის.
რას მივედ-მოვედები? მაპატიეთ, თუ ბევრს ვლაპარაკობ. ჩემი
გული ამდენს ვეღარ უძლებს. როგორც შემეძლო, სიყვარულს
ვუძალიანდებოდი და ვცდილობდი, დამემალა ციებ-ცხელება,
რომელიც, იმედი მაქვს, მალე ბოლოს მომიღებს და ვეღარ
შევძლებ, რამე გაწყენინოთ.
და ჯონსი ისე აკანკალდა, თითქოს მართლა ციებ-ცხელე-
ბას აეტანა, არც სოფია იყო უკეთეს დღეში და ასე უთხრა:
– მისტერ ჯონს, არ მოგატყუებთ, რომ არაფერი მესმის, ძა-
ლიანაც კარგად მესმის ყველაფერი, მაგრამ, ღვთის გული-
სათვის, თუ მართლა გიყვარვართ, ნება მომეცით, შინ წავიდე.
იმედი მაქვს, სახლამდე მივაღწევ.
244
ჯონსმა, თავადაც ძლივს რომ იდგა ფეხზე, სოფიას მკლავი
შესთავაზა. სოფიამ მიიღო შეთავაზება, ოღონდ შეევედრა, ერ-
თი სიტყვა აღარ მითხრაო. ჯონსი შეჰპირდა, ხმას არ ამოვიღე-
ბო და პატიება სთხოვა, სიყვარულმა მალაპარაკა, თორემ მე
არ მინდოდაო. გოგომ უპასუხა, ყველაფერს შენი მომავალი
საქციელი გადაწყვეტსო და ასე დაწყვილებული წაბარბაც-
დნენ. მართალია, ჯონსს სოფიას ხელი ეკავა, მაგრამ ერთხე-
ლაც ვერ გაბედა, მოეჭირა.
შინ რომ დაბრუნდნენ, სოფია იმწამსვე თავისი ოთახისკენ
გაემართა და მისის ონორს ნიშადურის სპირტი მოატანინა. სა-
ცოდავ ჯონსს რაც შეეხება, აფორიაქებული გონების საშვე-
ლად არასასიამოვნო ცნობა დახვდა და ვინაიდან სრულიად
განსხვავებულ ამბავს გთავაზობთ, მას მომდევნო თავს და-
ვუთმობთ.

თავი 7
რომელშიც მისტერ ოლვორთი სარეცელზე
მწოლიარე წარმოგვიდგება

მისტერ ვესტერნი ისე შეეჩვია ჯონსს, რომ თუმცა კი ხელი


დიდი ხნის მორჩენილი ჰქონდა, მასთან განშორება არ სურდა.
ჯონსიც, ნადირობის ხათრით თუ სხვა მიზეზით, ფეხს ითრევდა
და იოლად დაჰყაბულდა, კიდევ ორი კვირით დარჩენილიყო,
ისე, რომ ერთხელაც არ მოუნახულებია მისტერ ოლვორთი და
არც არაფერი სმენია მასზე.
მისტერ ოლვორთი კი რამდენიმე დღე შეუძლოდ იყო და მე-
რე სიცხემაც აუწია, მაგრამ როგორც ყოველთვის, როცა ავად-
მყოფობა ლოგინად არ მიმდინარეობს:
245
„ კატონისთვის ორივე უცხოა,
მისთვის სულერთია ძილი თუ სიკვდილი“.

სინამდვილეში ოლვორთის შეეძლო ათჯერ მეტი საბაბით


და თავდაჯერებით ეთქვა იგივე, ვიდრე კატონს ან რომელიმე
სხვა ამაყ ყმაწვილს ანტიკური ხანის ან თანამედროვე გმირ-
თაგან, ვინაიდან ის არათუ თავისუფალი იყო შიშისგან, არა-
მედ მოსავლის აღების დრო რომ დადგებოდა, კეთილსინდი-
სიერი მუშასავით, გულუხვი პატრონისგან თავის გასამრჯე-
ლოს ელოდა.
კეთილმა კაცმა იმწამსვე მთელი ოჯახის შეკრება ბრძანა.
მხოლოდ მისის ბლაიფილი აკლდათ, რომელიც ლონდონში
გაემგზავრა ცოტა ხნით ადრე, ხოლო ჯონსმა სოფიასთან გან-
შორებისთანავე მიიღო შეტყობინება.
ცნობამ მისტერ ოლვორთის სავალალო მდგომარეობის
შესახებ (რადგან მსახურმა უთხრა, კვდებაო) ჯონსს სიყვარუ-
ლი სულ ამოუგდო თავიდან. იმწამსვე შეხტა მისთვის გამოგ-
ზავნილ ფაეტონში, მეეტლეს სთხოვა, რაც შეიძლება სწრაფად
წადიო და მთელი გზა ალბათ სოფია არც გახსენებია.
და ახლა მთელმა ოჯახმა, კერძოდ, მისტერ ბლაიფილმა,
მისტერ ჯონსმა, მისტერ ტვაკომმა, მისტერ სკვეირმა და რამ-
დენიმე მსახურმა (ასე ბრძანა მისტერ ოლვორთიმ) ავადმყო-
ფის ლოგინთან მოიყარა თავი. კეთილი კაცი წამოჯდა და ის
იყო ლაპარაკი უნდა დაეწყო, რომ მისტერ ბლაიფილს ხმამა-
ღალი ქვითინი აუვარდა. მისტერ ოლვორთიმ ხელზე ხელი მო-
უჭირა და უთხრა:
– ასე ნუ ნაღვლობ, ჩემო ძვირფასო დისწულო, ეს ხომ ყვე-
ლაზე ჩვეულებრივი რამაა, რაც ადამიანს ემართება. როდესაც
ჩვენს ახლობელს უბედურება დაატყდება, სამართლიანად

246
ვდარდობთ, რადგან ხშირად ამის თავიდან აცილება შესაძლე-
ბელია, მაგრამ გარდაცვალება გარდაუვალია და ამ საკითხში
ყველანი ვთანხმდებით. არც იმას აქვს არსებითი მნიშვნელო-
ბა, ვის როდის მოუწევს სიკვდილი. თუკი ამქვეყნად ყველაზე
გონიერი კაცი სიცოცხლის ხანგრძლივობას წამს ადარებდა,
ჩვენ შეგვიძლია ის ერთ დღედ წარმოვიდგინოთ. ჩემი ხვედ-
რია, სიცოცხლეს ამ საღამოს გამოვესალმო; მაგრამ მათ, ვინც
ადრე წავიდა, მხოლოდ რამდენიმე საათი დაკარგეს და, სა-
უკეთესო შემთხვევაში, სანანებლად არ ღირდა, რადგან უფრო
ხშირად ეს დამქანცველი შრომით, ტკივილით და სევდით სავ-
სე საათებია. მაგონდება, ერთმა რომაელმა პოეტმა სიკვდილი
ნადიმის დატოვებას შეადარა. მეც არაერთხელ დამბადებია
ასეთი აზრი, როცა ვუყურებ, როგორ ცდილობენ ადამიანები
სიამოვნების გახანგრძლივებას და მეგობრების საზოგადოე-
ბაში კიდევ რამდენიმე წუთით დარჩენას. მაგრამ ვაი რომ, ყვე-
ლაზე გახანგრძლივებული სიამოვნებაც ძალიან მოკლეა! რა
უმნიშვნელოა სხვაობა მათ შორის, ვინც ადრე მიდის და ვინც
დროებით რჩება! ასე ჯობს, შეხედო სიცოცხლეს და ახლობ-
ლებთან განშორება რომ არ გვსურს, აი, ეს არის ყველაზე
მშვენიერი მიზეზი, რაც სიკვდილის შიშს გვიღვიძებს, ხოლო
ყველაზე ხანგრძლივი სიამოვნებაც კი იმდენად მსწრაფლ
წარმავალია, გონიერი ადამიანის თვალში ფასი არ აქვს.
ცოტა ფიქრობს ასე, რადგან ვიდრე სიკვდილის კლანჭებში
არ მოექცევიან, მასზე ცოტანი ფიქრობენ. როგორი შემზარავი
და გიგანტურიც უნდა მოეჩვენოთ მოახლოებული, შორიდან
ვერ ხედავენ. არა, მართალია, სიკვდილის საფრთხე აძრწუ-
ნებთ და აფორიაქებთ, როგორც კი გადაივლის, აღარაფერი
ახსოვთ. მაგრამ ვაი რომ, სიკვდილს ვინც დაუსხლტება, მას
მაინც ვერ გადაურჩება. ეს მხოლოდ და მხოლოდ განაჩენის
დროებით გადადებას ნიშნავს და თანაც მოკლე დროით.
247
ასე რომ, მეტი ამაზე აღარ იდარდო, ჩემო ძვირფასო დის-
წულო, ასეთი რამ ყოველ წუთს შეიძლება მოხდეს. ადრე თუ
გვიან ყველას ეს გვიწერია, როგორი მოულოდნელი ან სამწუ-
ხაროც უნდა იყოს.
ჩემმა ექიმმა მაცნობა (ამისთვის მადლიერი ვარ), რომ არ-
სებობს საფრთხე, მალე დაგტოვოთ და ამიტომ მინდა განშო-
რებამდე რამდენიმე სიტყვა გითხრათ, ვიდრე ავადმყოფობა,
რომელიც, როგორც ვატყობ, სწრაფად მომერევა, ლაპარაკის
უნარს წამართმევს.
მაგრამ მომიწევს, თავს ძალა დავატანო. გადავწყვიტე, ან-
დერძის თაობაზე მოგახსენოთ, რომელიც დიდი ხნის წინ დავ-
წერე და მინდა თითოეულ თქვენგანს გავაცნო, რომ დავ-
რწმუნდე, რამდენად კმაყოფილი დარჩებით ჩემი ნაბოძებით.
დისწულო ბლაიფილ, თქვენ გიტოვებთ მთელ ქონებას,
გარდა წელიწადში ხუთასი გირვანქისა, რომელიც დედის გარ-
დაცვალების შემდეგ გადმოგეცემათ, მამულისა, წელიწადში
ხუთასი გირვანქის შემოსავლით, და ექვსი ათასი გირვანქისა,
რომელიც ასე გავანაწილე:
მამული წელიწადში ხუთასი გირვანქის შემოსავლით მოგე-
ცი შენ, მისტერ ჯონს, და ვინაიდან, ნაღდი ფულის უქონლობა
უხერხულობას ქმნის, ამიტომ ათასი გირვანქაც დავამატე. არ
ვიცი, ამით შენს მოლოდინს გადავაჭარბე თუ იმედი გაგიცრუე.
შეიძლება იფიქრო, რომ დაგაკელი და იზიარებ იმ საყოველ-
თაოდ გავრცელებულ მცდარ აზრს, არაერთხელ რომ მსმენია
უმადურობის გასამართლებლად, თითქოს ადამიანებს გუ-
ლუხვობისთვის მადლიერების გრძნობა კი არ უჩნდებათ, არა-
მედ უფრო მომთხოვნები ხდებიან და მათი დაკმაყოფილება
ძალიან ძნელია... მომიტევე, ეს რომ ვახსენე, შენზე არასოდეს
გამჩენია ამგვარი ეჭვი.

248
ჯონსმა მუხლი მოიყარა თავისი კეთილისმყოფლის ფეხებ-
თან, მხურვალედ ჩასჭიდა ხელი და უთხრა, დარწმუნებული
იყავით, რომ თქვენმა სიკეთემ, ახლაც და სხვა დროსაც, არა
მხოლოდ დამსახურებას, ყოველგვარ იმედს გადააჭარბა და
ვერანაირი სიტყვებით მადლიერებას ვერ გამოვთქვამო.
– გარწმუნებთ, სერ, – თქვა ჯონსმა, – რომ არა ეს სევდიანი
შემთხვევა, თქვენმა გულუხვობამ ყველა სადარდებელი გა-
მიქრო. ო, ჩემო მეგობარო, ჩემო მამა! – სიტყვები ყელში გა-
ეჩხირა და ცრემლები რომ დაემალა, თავი მიაბრუნა.
ოლვორთიმ ხელი მოუჭირა და ასე განაგრძო:
– მჯერა, შვილო ჩემო, ბუნებით კეთილი, გულუხვი და ღირ-
სეული კაცი ხარ, თუ ამ ყველაფერს წინდახედულობას და
რწმენას შემატებ, ბედნიერი იქნები, რადგან სამი ჩამოთვლი-
ლი თვისების გამო ბედნიერებას იმსახურებ, დანარჩენი ორი
კი მის მოპოვებაში დაგეხმარება.
ათას გირვანქას გიტოვებთ თქვენ, მისტერ ტვაკომ. ვფიქ-
რობ, ეს თანხა თქვენს სურვილს აღემატება, ისევე, როგორც
თქვენს საჭიროებას. მაგრამ ამას ჩვენი მეგობრობის სამახ-
სოვროდ გიბოძებთ და ღვთისმოსაობა, რომელსაც ასე მკაც-
რად მისდევთ, მიგანიშნებთ, როგორ განკარგოთ, თუ რამ
ჭარბი გეჩვენათ.
მისტერ სკვეირ, თქვენც ამდენსვე გიბოძებთ. ვიმედოვნებ,
ხელს გაგიმართავთ, მეტი წარმატებით აკეთოთ თქვენი საქმე.
ხშირად სინანულით შემიმჩნევია, რომ გაჭირვება უფრო სი-
ძულვილს აღძრავს, ვიდრე თანაგრძნობას, უმეტესად საქმიან
ადამიანებში, ვისთვისაც სიღარიბე უუნარობის მაჩვენებელია.
ამ მცირედით აგარიდებთ სიძნელეებს, ახლა რომ უმკლავდე-
ბით და ეჭვი არ მეპარება, თქვენისთანა ფილოსოფიური ბუნე-
ბის მქონე კაცის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად
საკმარისი იქნება.
249
ვატყობ, ძალას ვკარგავ, დანარჩენს ჩემს ანდერძში გაეც-
ნობით. მსახურებსაც გარკვეულ თანხას ვუტოვებ ჩემს მოსა-
გონრად და რაღაც ქველმოქმედებისთვისაც გამოვყავი. მჯე-
რა, ანდერძის აღმსრულებლები ყველაფერს პატიოსნად გან-
კარგავენ. დამილოცნიხართ ყველანი, თქვენზე ადრე უნდა
დავადგე გზას...
ამ დროს ლაქია შემოვიდა და მოახსენათ, სოლსბერიდან
სასამართლოს მოხელე ჩამოვიდა და მისტერ ოლვორთის თა-
ვად უნდა გადასცეს მნიშვნელოვანი შეტყობინება, ძალიან
ჩქარობს, უთქვამს, იმდენი საქმე მაქვს, ოთხად რომ გავიჭრა,
მაინც ვერ მოვასწრებო.
– მიდი, შვილო, – უთხრა ოლვორთიმ ბლაიფილს, – გაიგე,
რა უნდა იმ ჯენტლმენს. მე ახლა არაფერი შემიძლია, თუ რამე
საქმეა, შენ უფრო გეხება, ვიდრე მე. თანაც, ვეღარავის მივი-
ღებ და ვერც ყურადღებას დავუთმობ, – ეს რომ თქვა, დანარ-
ჩენებს დაემშვიდობა და დასძინა, იქნებ კიდევ გნახოთო, მაგ-
რამ უნდოდა ცოტა დაესვენა დამღლელი საუბრის შემდეგ.
ზოგიერთს ცრემლი ჩამოუგორდა გასვლისას, ფილოსო-
ფოსი სკვეირიც თვალებს იმშრალებდა, თუმცა მისთვის გულ-
ჩვილობა უჩვეულო იყო. რაც შეეხება მისის უილკინსს, ისე
სცვიოდა ცრემლი, როგორც არაბულ ხეს სცვივა გუმფისი. ამ
ცერემონიას კეთილი ქალი არასდიდებით არ გამოტოვებდა,
თუ სათანადო შემთხვევა მიეცემოდა.
მისტერ ოლვორთი ისევ ბალიშზე მიწვა და დაძინებას შე-
ეცადა.

250
თავი 8
მოიცავს უფრო ჩვეულებრივ ამბავს,
ვიდრე საამურს

მისის უილკინსს, ბატონზე დარდის გარდა, სხვა მიზეზიც


ჰქონდა, მთასავით ამოზრდილ ყვრიმალებზე მარილიანი ნი-
აღვარი რომ წასკდა. გასული არ იყო ოთახიდან, თავისთვის
ჩაილაპარაკა:
– ბატონს აუცილებლად უნდა განვესხვავებინეთ მე და და-
ნარჩენი მსახურები. სამგლოვიაროდ ალბათ მეყოფა, რაც და-
მიტოვა და თუ სულ ეს არის და სხვა არაფერი, ეშმაკსაც წაუღია
მისი თავი. იცოდეს, რომ მე მათხოვარი არ ვარ. მას როცა ვემ-
სახურებოდი, ხუთასი გირვანქა გადავინახე და ის კიდევ რო-
გორ მომექცა... მშვენიერი წახალისება კია პატიოსანი მსახუ-
რისთვის, ღმერთმანი! მე თუ რამე ზედმეტს ვიღებდი, სხვები
ათჯერ მეტს იღებდნენ, მაგრამ განუკითხაობაა და თუ მართლა
ასეა, წყეული იყოს ის ანდერძიც და მისი შემდგენელიც. არა,
უარს არ ვიტყვი, ამით ვიღაც-ვიღაცებს გავახარებ. საუკეთესო
კაბას ვიყიდი იმ ფულით და ბებერი წუწურაქის საფლავზე ვი-
ცეკვებ. ასე გადამიხადა, სულ მის მხარეს რომ ვიჭერდი, როცა
მთელი ქვეყნის სალაპარაკო იყო და ნაბიჭვარი რომ გავუზარ-
დე. მაგრამ ახლა მიდის იქ, სადაც ყველაფრისთვის აზღვევი-
ნებენ. ერჩივნა, სასიკვდილო სარეცელზე ცოდვები მოენანიე-
ბინა, ის კიდევ ხოტბას ასხამს ნაბიჭვარს და ქონებას უტოვებს.
აბა რა, საკუთარ ლოგინში იპოვა! რა კარგად მოიგონა! აბა
რა, ვინც მალავს, იცის, სად უნდა იპოვოს. მიუტევე, ღმერთო!
დარწმუნებული ვარ, კიდევ ეყოლება ნაბიჭვრები. ერთადერ-
თი, რაც მამშვიდებს, სადაც ის მიდის, იქ ყველაფერს ფარდა
აეხდება. როგორ თქვა: „მსახურებსაც ვუტოვებ გარკვეულ
თანხას ჩემს მოსაგონრად“. ნამდვილად ასე თქვა, არასოდეს
251
დამავიწყდება, სულ რომ ათასი წელი ვიცოცხლო. დიახ, დიახ,
არ დავივიწყებ, სხვა მსახურებთან ერთ ქვაბში რომ აღმოვ-
ჩნდი. ვითომ, არ შეიძლებოდა, სკვეირივით, მეც ცალკე ვეხსე-
ნებინე, აქ რომ მოვიდა, მერე ჩაიცვა და დაიხურა. ჯენტლმენს
დამიხედეთ! რამდენი წელია, აქ ცხოვრობს და მისი ფულის
ფერი არ ვიცით მსახურებმა. ჯანდაბამდე გზა ჰქონია! – კიდევ
ბევრი ასეთი რამ ჩაილაპარაკა მისის უილკინსმა, მაგრამ
მკითხველისთვის ალბათ საკმარისია.
არც ტვაკომი და სკვეირი დარჩენილან მისის უილკინსზე
ბევრად უფრო კმაყოფილი ანდერძით. მართალია, ასე ხმა-
მაღლა არ გამოხატავდნენ წყენას, მაგრამ სახის გამომეტყვე-
ლებაზე ორივეს ეტყობოდა და შემდეგი დიალოგიდანაც შე-
ვიტყობთ, დიდად ნასიამოვნები რომ არ იყვნენ.
ერთი საათი იქნებოდა გასული, რაც ავადმყოფის ოთახი
დატოვეს, როცა სკვეირი ტვაკომს დარბაზში შეხვდა და გამოე-
ლაპარაკა:
– სერ, ახალი ხომ არაფერი გაგიგიათ ჩვენს მეგობარზე?
– მისტერ ოლვორთის თუ გულისხმობთ, – უპასუხა ტვაკომ-
მა, – ის უფრო თქვენი მეგობარია და ნამდვილად იმსახურებს
ამ წოდებას.
– ორივეს მეგობარია, ხომ თანაბარი წილი მივიღეთ ან-
დერძით.
– თქვენ რომ არ დაგეწყოთ ამაზე ლაპარაკი, – თქვა ტვა-
კომმა, – არაფერს ვიტყოდი, მაგრამ მე სხვაგვარად ვფიქრობ.
ძალიან დიდი სხვაობაა ნებაყოფლობით წყალობას და ანაზ-
ღაურებას შორის. რა შრომაც მე ამ ოჯახში ჩავდე, ორი ბავშვი
რომ აღვზარდე, უკეთეს სამაგიეროს ველოდი. ოღონდ არ მინ-
და იფიქროთ, თითქოს უკმაყოფილო ვიყო. წმინდა პავლემ
მასწავლა, რომ მცირედითაც შეიძლება დაკმაყოფილდე. კი-
დევ უფრო ცოტაც რომ ყოფილიყო, ჩემს მოვალეობას მაინც
252
არ დავივიწყებდი. მართალია, წმინდა წიგნი მავალდებულებს,
მცირედს დავჯერდე, ოღონდ იმას არ მთხოვს, უსამართლობა-
ზე თვალი დავხუჭო.
– რადგან გამომიწვიეთ, – უთხრა სკვეირმა, – მე უფრო და-
ვიჩაგრე. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მისტერ ოლვორ-
თი ისე არაფრად აგდებდა ჩემთან მეგობრობას, რომ გამაიგი-
ვებდა ადამიანთან, რომელიც ხელფასს იღებს. ისიც ვიცი, სა-
იდან მოდის ეს ყველაფერი: იმ ვიწრო პრინციპებიდან, თქვენ
რომ ცდილობდით შთაგეგონებინათ კეთილშობილების და
სათნოების საპირისპიროდ. მეგობრობის სილამაზე და მშვე-
ნიერება დაბინდული თვალისთვის შეუმჩნეველია და მისი აღ-
ქმა მხოლოდ სამართლიანობის კანონის უტყუარი შუამავლო-
ბით შეუძლია, რასაც თქვენ ისე ხშირად აქილიკებდით, რომ
საერთოდ დაუმახინჯეთ მეგობრობაზე წარმოდგენა.
– ნეტავი, – გაცხარდა ტვაკომი, – ნეტავი, თქვენ თქვენი
წყეული დოქტრინით არ შეგერყიათ მისი რწმენა. სწორედ
ამით აიხსნება მისი ახლანდელი საქციელი, ქრისტიანისთვის
მიუღებელი. ათეისტის გარდა, ვის მოუვიდოდა თავში, აღსა-
რების გარეშე, ცოდვების მოუნანიებლად წასულიყო ამქვეყნი-
დან და არ მიეღო შენდობა, როცა იცოდა, რომ სახლში ჰყავს
ადამიანი, რომელიც ცოდვებს შეუნდობს? ამის აუცილებლო-
ბას მაშინ მიხვდება, როცა უკვე გვიანი იქნება, როცა მიაღწევს
ადგილს, სადაც გოდება და კბილთა ღრჭენა ისმის. აი, მაშინ
მიხვდება, რა ძალა აქვს იმ წარმართ ქალღმერთს, სათნო-
ებას, რომელსაც თქვენ და თქვენისთანა დეისტები ეთაყვანე-
ბით. მაშინ მოიკითხავს მღვდელს, მაგრამ ვეღარსად იპოვის
და ინატრებს შენდობას, რომლის გარეშე ვერცერთი ცოდვი-
ლი ვერ გადარჩება.
– თუ ასე მნიშვნელოვანია, – უთხრა სკვეირმა, – თავად
რატომ არ ითავეთ?
253
– იმიტომ, რომ ამას ძალა მაშინ ექნება, როცა ადამიანს
რწმენა აქვს. მაგრამ ურწმუნოს და წარმართს რატომ ველაპა-
რაკები? თქვენ ასწავლეთ ეს ყველაფერი, რისთვისაც ამქვეყ-
ნად იმდენივე გასამრჯელო მიიღეთ, რამდენსაც თქვენი მოს-
წავლე საიქიოში მიიღებს.
– არ ვიცი, რას გულისხმობთ გასამრჯელოში, – თქვა სკვე-
ირმა, – თუ იმ საცოდავ წყალობას გულისხმობთ, რაც მიან-
დერძა, ასეთ გასაჭირში რომ არ ვიყო, არც ავიღებდი.
ამ დროს ექიმი შემოვიდა და მოკამათეებს ჰკითხა, ზემოთ
რა ხდებაო.
– არაფერი კარგი, – უპასუხა ტვაკომმა.
– ასეც ვფიქრობდი, – შესძახა ექიმმა, – რაც დაგტოვეთ,
რაიმე ახალი სიმპტომები ხომ არ გამოვლენილა?
– ვშიშობ, სასიკეთო არა, – მიუგო ტვაკომმა, – იმედი თით-
ქმის არ გვაქვს.
სხეულის მკურნალმა სულის მკურნალს, მგონი, კარგად
ვერ გაუგო, მაგრამ ვიდრე ვითარებას ნათელი მოეფინებოდა,
მათ ძალიან დაღვრემილი მისტერ ბლაიფილი მიუახლოვდა
და უთხრა, ცუდი ამბავი მაქვს, დედაჩემი გარდაიცვალა სოლ-
სბერიშიო; თურმე შინისკენ მომავალ მისის ბლაიფილს გზაში
ნიკრისის ქარის შეტევა მოსვლია და რამდენიმე საათში განუ-
ტევა სული.
– რას ამბობთ! – თქვა ექიმმა, – თავს ვერ დავდებ, რომ
ვუშველიდი, მაგრამ ნეტავი, იქ ვყოფილიყავი. ნიკრისის ქარი
ძნელი სამკურნალოა, თუმცა მე მქონია შემთხვევა, მომერჩი-
ნა.
ტვაკომმა და სკვეირმა ბლაიფილს მიუსამძიმრეს, ერთმა
ურჩია, კაცურად გამკლავებოდა დარდს, მეორემ – ჭეშმარიტი
ქრისტიანივით. ახალგაზრდა ჯენტლმენმა თქვა, ვიცი, ყველა-
ნი მოკვდავები ვართ და შევეცდები, შევეგუოო. ოღონდ მაინც
254
ვერ შეიკავა თავი, არ დაეწუწუნა ბედის უკუღმართობაზე, რო-
გორ შეიძლება ასეთი საშინელი ამბავი მოულოდნელად შეიტ-
ყო, თან ისეთ დროს, როცა წუთი წუთზე ელოდები უმძიმეს
დარტყმასო. ისიც დასძინა, ბედი მცდის, მართლა კარგად ვის-
წავლე თუ არა მისტერ ტვაკომისგან და მისტერ სკვეირისგან
და თუკი ამ უბედურებას გადავიტან, მათგან სამუდამოდ დავა-
ლებული ვიქნებიო.
შემდეგ დაიწყეს ბჭობა, გაემხილათ თუ არა მისტერ ოლ-
ვორთისთვის დის გარდაცვალების ამბავი. ექიმი სასტიკი წი-
ნააღმდეგი იყო, მაგრამ ბლაიფილმა თქვა, ბიძა ხშირად მი-
მეორებდა, წყენის შიშით ნურასოდეს დამიმალავ რამესო და
რა შედეგიც უნდა გამოეღო, მიიჩნევდა, რომ ეს ბიძის თხოვნის
უგულებელყოფა იქნებოდა. ისიც დასძინა, რომ ფილოსოფიუ-
რი და რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ექიმის
შიშს არ იზიარებდა. ამიტომ გადაწყვიტა, ყველაფერი თავად
ეცნობებინა ბიძისთვის, რადგან თუ ის გამოკეთდებოდა (რას
ასაც გულით ნატრობდა), სიმართლის დამალვას არასოდეს
აპატიებდა.
ექიმი იძულებული იყო, დამორჩილებოდა, რაც დანარჩენ-
მა ორმა ჯენტლმენმა მოუწონა და მისტერ ბლაიფილთან ერ-
თად ავადმყოფის ოთახისკენ გაემართა. ოთახში პირველი შე-
ვიდა, პულსის გასასინჯად საწოლს მიუახლოვდა და განაცხა-
და, ავადმყოფი უკეთ არისო, ბოლო წამალმა სასწაული მოახ-
დინა, სიცხემ დაიწია და ახლა საფრთხე თითქმის აღარ ემუქ-
რებაო.
სიმართლე რომ გითხრათ, მისტერ ოლვორთის არც არას-
დროს ემუქრებოდა სერიოზული საფრთხე, მაგრამ ისევე, რო-
გორც ჭკვიანი გენერალი არ უგულებელყოფს მტერს, გინდაც
სუსტი იყოს, არც ჭკვიანი ექიმი უგულებელყოფს ავადმყო-
ფობას, თუნდაც უმნიშვნელოს. და როგორც პირველი, მტრის
255
სისუსტის მიუხედავად, თავს იზღვევს მკაცრი დისციპლინით,
გუშაგებით და ჯაშუშებით, უკანასკნელიც სერიოზულ სახეს
იღებს, უიმედოდ აქნევს თავს, თითქოს სნეულება უმნიშვნე-
ლო არ იყოს და ორივეს მყარი მიზეზი აქვს ამისთვის, რადგან
გამარჯვება სახელს უფრო მეტად გაუთქვამთ, ხოლო თუ შემ-
თხვევით დამარცხდებიან, მაშინ ნაკლებად მოეჭრებათ თავი.
მისტერ ოლვორთიმ თვალი გაახილა თუ არა, ღმერთს მად-
ლობა შესწირა გამოჯანმრთელებისთვის. ამის შემდეგ დამ-
წუხრებული მისტერ ბლაიფილი მიუახლოვდა მის საწოლს,
თან თვალებზე ცხვირსახოცი მიიფარა ცრემლის მოსაწმენ-
დად ან შეიძლება, როგორც ოვიდიუსი ამბობს: Si nullus erit,
tamen excute nullum – თუ იქ არაფერი არ არის, არაფერი მო-
იწმინდე, და ამცნო ბიძას ამბავი, რომელიც მკითხველმა ახ-
ლახან შეიტყო. ოლვორთი დაამწუხრა ამ ცნობამ, თუმცა მშვი-
დად და მორჩილად მიიღო. ცრემლი ჩამოუგორდა, მაგრამ
თავი მოთოკა და თქვა, ყველაფერი ღვთის ნებააო.
ახლა სასამართლოს მოხელე მოიკითხა, მაგრამ ბლა-
იფილმა უთხრა, ვერ დაგელოდათ, ძალიან ჩქარობდა, რამ-
დენჯერმე გაიმეორა, ოთხად რომ გავიჭრა, ოთხივეს საქმე გა-
მოუჩნდებაო.
ოლვორთიმ მოისურვა, დაკრძალვის თადარიგი ბლაი-
ფილს დაეჭირა. ასე თქვა, ჩემს დას საგვარეულო აკლდამაში
დავკრძალავო, ყველაფერი დისწულს მიანდო, ოღონდ წირ-
ვის აღსავლენად მღვდელი თავად დაასახელა.

256
თავი 9
რომელიც შეიძლება კომენტარად გამოდგეს
ესქილეს სიტყვებისთვის: „როგორც სარკეში ჩანს
ადამიანის სახე, ისე სიმთვრალე ავლენს მის სულს“

მკითხველს ალბათ გაუკვირდება, რომ წინა თავში მისტერ


ჯონსზე არაფერი გვითქვამს, მაგრამ მისი საქციელი იმდენად
განსხვავდებოდა დანარჩენებისგან, ვარჩიეთ, მათთან ერთად
არ გვეხსენებინა.
როდესაც კეთილმა კაცმა ლაპარაკი დაასრულა, ჯონსმა ის
უკანასკნელმა დატოვა. მერე თავის ოთახს მიაშურა და დარდს
მიეცა, ვერც იქ მოისვენა, დიდხანს ერთ ადგილას ვერ გაჩერ-
და, ჩუმად მიიპარა მისტერ ოლვორთის კართან და მიაყურა-
და. ოლვორთის ოთახიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა, ხმამაღალი
ხვრინვის გარდა, რაც შეშინებულ ჯონსს კვნესად მოეჩვენა.
ისე დაფრთხა, რომ თავი ვერ შეიკავა და კარი შეაღო. მისტერ
ოლვორთის ტკბილად ეძინა საწოლში, ფეხებთან მჯდარი მო-
მვლელი კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ხმამაღლა ხვრინავ-
და. ჯონსს შეეშინდა, მისტერ ოლვორთის არ გაჰღვიძებოდა ამ
მელოდიურ ბოხ ხმაზე და სასწრაფო ზომები მიიღო, მერე კი
გვერდით მიუჯდა მომვლელს. ასე იჯდა გაუნძრევლად, ვიდრე
ბლაიფილი და ექიმი არ შემოვიდნენ და ოლვორთი არ გააღ-
ვიძეს, ერთმა – პულსის გასაზომად, მეორემ – ცუდი ამბის
სათქმელად.
ჯონსმა ძლივს მოთოკა ბრაზი, როცა ბლაიფილმა ოლვორ-
თის ყველაფერი მიახალა, ექიმმაც თავი გააქნია, მე არ ვიყავი
მომხრე, პაციენტისთვის ეს ამბავი ეთქვათო, მაგრამ სიბრაზემ
ისეც არ აურია გონება, მოთმინება დაეკარგა და ბლაიფილის-
თვის უხეშად ეთქვა რამე, რაც ავადმყოფისთვის საზიანო იქნე-
ბოდა. როცა დარწმუნდა, ცუდმა ცნობამ ოლვორთი შეუძლოდ
257
არ გახადა, საერთოდ გულში ჩაიკლა ბოღმა და არც არაფერი
უთქვამს ბლაიფილისთვის.
იმ დღეს ექიმი სადილად დარჩა და სადილის შემდეგ პაცი-
ენტი რომ მოინახულა, სასიხარულო ამბით დაბრუნდა. საზო-
გადოებას აუწყა, დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, ოლვორ-
თის არავითარი საფრთხე აღარ ემუქრებაო, ციებ-ცხელებამ
გაიარა და ყველა ზომა მივიღე, რომ აღარ განმეორდესო.
ჯონსს ისე გაუხარდა, ისე აღფრთოვანდა, რომ იტყვიან, სი-
ხარულისგან დათვრა, რაც აქ ღვინის ეფექტს კარგად მიეხმა-
რა. ვინაიდან ამ ამბის აღსანიშნავად ღვინოსაც მიეძალა (რამ-
დენჯერმე ექიმი ადღეგრძელა და კიდევ ვიღაცები), საბოლო-
ოდ გვარიანი მთვრალი იყო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნე-
ლობით.
ჯონსი ბუნებით ისედაც მოუთოკავი ახალგაზრდა კაცი გახ-
ლდათ და ღვინის სიმაგრემაც თავისი საქმე გააკეთა, რამაც
სრულიად ექსტრავაგანტური ეფექტი გამოიღო: ექიმი ჩაკოც-
ნა, მხურვალედ ჩაიკრა გულში და ეფიცებოდა, მისტერ ოლ-
ვორთის მერე ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარხარო.
– ექიმო, – ასე ეუბნებოდა, – თქვენ იმსახურებთ, ძეგლი
დაგიდგან, თქვენ გადაარჩინეთ კაცი, რომელიც არათუ ყვე-
ლას უყვარს, არამედ ღვთისგან არის მოვლენილი ხალხის-
თვის, ქვეყნის სასახელოა და ადამიანის ბუნებას ღირსებას მა-
ტებს. მე მოვკვდე, საკუთარ სულზე მეტად თუ არ მიყვარდეს.
– გრცხვენოდეს, – შესძახა ტვაკომმა, – ისე, მგონი, გაქვს
მიზეზი, გიყვარდეს, რადგან მშვენივრად დაგასაჩუქრა. თუმცა
ვიღაცას შეიძლება ერჩივნა, საქმე ისე წასულიყო, რომ საჩუ-
ქარი არ დაებრუნებინა.
ჯონსმა ენით აუწერელი სიძულვილით შეხედა ტვაკომს და
ასე უთხრა: – შენი მდაბალი სული ალბათ ფიქრობს, რომ ჩემ-

258
თვის ამას მნიშვნელობა აქვს. არა, დაე, მიწა გასკდეს და ჩა-
იტანოს თავისი მტვერი (სულაც რომ მილიონი აკრი მქონდეს,
იმავეს ვიტყოდი), ოღონდ ჩემი ძვირფასი მეგობარი გადარ-
ჩეს.
Quis desiderio sit pudor modus Tam chari capitis – რა თავ-
მდაბლობამ ან ზომიერებამ შეიძლება დაუწესოს საზღვრები
ძვირფასი მეგობრის მონატრებას!
ექიმი ჩაერია, ჯონსსა და ტვაკომს შორის გაღვივებული
შუღლი რომ გაენელებინა, რის შემდეგაც პირველმა გაილაღა
და ერთი-ორი სატრფიალო სიმღერაც შემოსძახა, მერე კი,
როგორც მოუთოკავი სიხარული გვაქეზებს ხოლმე, ყოვლად
უაზრო რამეებს სჩადიოდა და, რაც მთავარია, სულ აღარ იყო
განწყობილი საჩხუბრად, პირიქით, ათჯერ უფრო ხალისიანი
ჩანდა, ვიდრე სიფხიზლეში.
სიმართლე რომ ითქვას, არ არსებობს იმაზე მცდარი შეხე-
დულება, თითქოს სიმთვრალეში ავი და ჩხუბის მოყვარული
ადამიანები სიფხიზლეში ღირსეულნი არიან, რადგან სიმ-
თვრალე კაცის ბუნებას არ ცვლის და არ უღვიძებს ისეთ
გრძნობებს, რომლებიც არ ჰქონია. უბრალოდ, გონება უდარ-
დელი ხდება და ვეღარ მალავს იმას, რასაც სიფხიზლეში მა-
ლავდა. სიმთვრალე იმდენად აღვივებს და ამძაფრებს გრძნო-
ბებს (რა თქმა უნდა, უმთავრეს გრძნობებს), რომ სიბრაზე იქ-
ნება, სიყვარული, გულუხვობა, იუმორი, შური თუ რომელიმე
სხვა, ყველაფერი თვალსაჩინო ხდება.
და თუმცა კი ისე არსად ჩხუბობენ სიმთვრალეში, როგორც
ინგლისში, და ეს განსაკუთრებით დაბალი ფენების წარმო-
მადგენლებს ეხება (მათთვის ხომ დალევა და ჩხუბი თითქმის
სინონიმებია), არ მინდა დავასკვნა, რომ ინგლისელები ამ-
ქვეყნად ყველაზე ანჩხლი ხალხია. შეიძლება ეს დიდების სიყ-
ვარულიდან გამომდინარეობს და გაცილებით სამართლიანი
259
იქნებოდა, გვეფიქრა, რომ ჩვენი თანამემამულეები სხვა პლე-
ბეებთან შედარებით უფრო მოსიყვარულენი და მამაცები ყო-
ფილან. მით უმეტეს, რომ ასეთ შემთხვევებში მავნებლობა,
უსამართლობა ან სულმდაბლობა იშვიათია, ის კი არა, ხანდა-
ხან ჩხუბშიც კეთილგანწყობას ავლენენ ერთმანეთის მიმართ
და თუ სიმთვრალით გამოწვეული მხიარულება აყალმაყალში
გადადის, აყალმაყალი მეგობრობაში გადაიზრდება.
თუმცა დავუბრუნდეთ ჩვენს ისტორიას. მართალია, ჯონსი
არავის შეურაცხყოფას არ აპირებდა, მაგრამ, მისტერ ბლა-
იფილი ძალიან იყო შეურაცხყოფილი. თავად თავშეკავებულს
და წინდახედულს, სრულიად მიუღებელი და უწესო ეჩვენებო-
და ჯონსის საქციელი, როცა მთელი სახლი მის გარდაცვლილ
დედას გლოვობდა. მისტერ ოლვორთის გამოჯანმრთელებით
გამოწვეული სიხარული უმჯობესი იქნებოდა, სამადლობელი
წირვით გამოგვეხატა და არა ლოთობით და აურზაურით, რი-
თაც ღვთის რისხვას უფრო დავიმსახურებთ, ვიდრე ავიცილებ-
თო. ტვაკომმა, რომელსაც ჯონსზე მეტი ჰქონდა ნაყლაპი,
ოღონდ გონება ნაკლებად დაბინდული, მხარი აუბა ბლაიფი-
ლის ღვთისმოსაურ გამოსვლას, მაგრამ სკვეირი, მკითხველი
ალბათ მიხვდება, რატომაც, ჩუმად იყო.
ღვინო არც იმდენად მორეოდა ჯონსს, რომ ბლაიფილის
დანაკარგი დავიწყებოდა. თანაც ის ხომ ყოველთვის მზად
იყო, შეცდომა ეღიარებინა და მოენანიებინა, ამიტომ ბლაი-
ფილს ხელი გაუწოდა, პატიება სთხოვა და დასძინა:
– ისე გამახარა მისტერ ოლვორთის გამოჯანმრთელებამ,
თავგზა ამერია.
ბლაიფილმა ზიზღით აუკრა ხელი და აღშფოთებულმა უთ-
ხრა: – სულ არ მიკვირს, ტრაგიკულმა ამბავმა შენზე რომ არ
იმოქმედა, მე არ გამიმართლა, ვიცი, ვინ იყვნენ ჩემი მშობლე-
ბი და შესაბამისად განვიცდი დანაკარგს.
260
ჯონსი ბუნებით კეთილი კაცი იყო, მაგრამ სიფიცხეც ახასია-
თებდა და ეს რომ გაიგონა, სკამიდან წამოხტა, ბლაიფილი სა-
ყელოთი დაითრია და უყვირა:
– შე გაიძვერა, როგორ ბედავ, წარმომავლობა შემიგინო?
მერე ისე უხეშად მოქაჩა, რომ მისტერ ბლაიფილმა თავისი
მშვიდი ხასიათი დაივიწყა და ექიმი და ტვაკომი რომ არ ჩარეუ-
ლიყვნენ, დიდი შეხლა-შემოხლა ატყდებოდა. ამასობაში სკვე-
ირი მშვიდად აბოლებდა ჩიბუხს, როგორც, ჩვეულებრივ, აურ-
ზაურის დროს სჩვეოდა, ვიდრე არ იგრძნო საფრთხე, რომ ჩი-
ბუხი შეიძლებოდა კბილებზე მიემტვრიათ.
მებრძოლები რომ დააშორეს, ახლა სიბრაზეს მუქარით და
ლანძღვით გამოხატავდნენ. თუ ხელჩართულ ჩხუბში იღბალი
ჯონსის მხარეს იხრებოდა, ახლა აშკარად მტრის სასიკეთოდ
განეწყო.შუამავლების წყალობით, ყველაფერი ზავით დას-
რულდა და მთელი საზოგადოება სუფრას მიუბრუნდა, ჯონსს
ბოდიშის მოხდა სთხოვეს, ბლაიფილს კი პატიება და ადრინ-
დელი მშვიდობა დამყარდა.
მართალია, ჩხუბი თითქოსდა შეწყდა, დარღვეული კეთი-
ლი განწყობა ვეღარ აღდგა. მხიარულება დასრულდა და სა-
უბარი უკვე სევდიან ფაქტებს და მათ განხილვას ეხებოდა. ისე-
თი საუბრები კი, რომლებიც სავსეა ღირსებით და დარიგებით,
დიდად გასართობი არაა, ამიტომ გამოვტოვებთ და მოგახსე-
ნებთ, რომ ნელ-ნელა საზოგადოება დაიშალა. მხოლოდ ექიმი
და სკვეირი დარჩნენ და ახალგაზრდა ჯენტლმენების საქცი-
ელზე კომენტარებით საუბარიც ცოტა გამოაცოცხლეს. ექიმმა
აღნიშნა, ეს ახალგაზრდა ჯენტლმენები ნაძირალებს არაფ-
რით სჯობნიანო და ფილოსოფოსმა ფიქრიანად დაუქნია თავი.

261
თავი 10
ადასტურებს ოვიდიუსის და კიდევ ბევრი სერიოზული
მწერლის მოსაზრებების სისწორეს, რომლებიც ამტკიცებდნენ,
ღვინო ხშირად აღვირახსნილობის საწინდარიაო

ჯონსმა საზოგადოება დატოვა და ვიდრე მისტერ ოლვორ-


თის სასთუმალთან დაუჯდებოდა, ცოტა დასამშვიდებლად და
სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად მინდორში გავიდა. იქ ისევ საყვა-
რელ სოფიაზე ოცნებას მიეცა, მეგობრის და მფარველის ავად-
მყოფობის გამო რომ შეწყვიტა. ამ დროს ისეთი რამ მოხდა,
რასაც სინანულით მოგიყვებით და მკითხველიც უეჭველად სი-
ნანულით წაიკითხავს. მაგრამ ვალდებული ვარ, როგორც
შეგპირდით, ისტორიულ სიმართლეს არ ვუღალატო.
ივნისის მიწურულის სასიამოვნო საღამო იდგა, როცა ჩვენი
გმირი მშვენიერ კორომს მოუყვებოდა. ფოთლების ნაზი შრი-
ალი, ბულბულის გალობა და ნაკადულის ტკბილი რაკრაკი
ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმოდა. იქ ყველაფერი სიყვა-
რულისთვის განაწყობდა ადამიანს. მოუთოკავმა ფანტაზიამ
ფრთები გაშალა, მომხიბვლელ სოფიას ათასგვარად წარმო-
იდგენდა და ლამის დნებოდა. ბოლოს ნაზად მობუტბუტე ნაკა-
დულის პირას მიწაზე დაემხო და აღმოხდა:
– ოჰ, სოფია, რა ღვთაებრივი იქნებოდა, ჩემს მკლავებში
მყოლოდი ახლა! წყეული იყოს ბედი, ჩვენ თუ გვაშორებს. ჩემი
რომ იყო, ამქვეყნად არავისი შემშურდებოდა. არც კი შეგადა-
რებდი ულამაზეს ჩერქეზ ქალს, მთელი ინდოეთის სამკაულე-
ბით მორთულს. მაგრამ სხვა ქალს რატომ ვახსენებ? ჩემი ხე-
ლით დავითხრი თვალებს, სხვისკენ თუ გაიხედავენ. არა, სო-
ფია, თუკი წყეული ბედი სამუდამოდ დაგვაშორებს, ყოველ-
თვის მარტო შენ მეყვარები. მარად შენი ერთგული ვიქნები.შე-

262
იძლება მე ვერასოდეს დავეუფლო შენს ლამაზ სხეულს, მაგ-
რამ შენ ერთადერთი დაეუფლე ჩემს სულს, ჩემო სიყვარულო!
გული სავსე მაქვს სიყვარულით და ამქვეყნად არცერთი მშვე-
ნიერი ქალი არ მხიბლავს. მათ რომ მივეკარო, განდეგილი-
ვით ცივი ვიქნები. სოფია, სოფია, მხოლოდ შენ მინდიხარ.
რამდენი მომხიბვლელობაა ამ სახელში! ყველა ხეზე უნდა
ამოვკაწრო!
სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ მოულოდნელად
შეკრთა და დაინახა – არა, თავისი სოფია კი არა, არც ჰარამ-
ხანისთვის მდიდრულად და მოხდენილად გამოწყობილი ლა-
მაზი ჩერქეზი გოგო. არა – მის წინ უკაბოდ, უხეში ტილოს პე-
რანგის ამარა, მთელი დღის ნაშრომი, ოხშივრით გაჟღენთი-
ლი მოლი სიგრიმი იდგა ფიწლით ხელში. ჩვენს გმირს ჯაყვა
ეკავა, ადრე ნახსენები სახელის ამოსაკაწრავად მომარჯვებუ-
ლი. გოგო რომ მოუახლოვდა, შეჰკივლა:
– რა იყო, მოკვლას ხომ არ მიპირებ?
– რატომ უნდა მოგკლა? – ჰკითხა ჯონსმა.
– რა ვიცი, ბოლოს ისე ბოროტად მომექეცი, მოკვლა უფრო
დიდი სიკეთე იქნებოდა ჩემთვის.
ამ დიალოგს გამოვტოვებ, რადგან მისი გადმოცემა სავალ-
დებულოდ არ მიმაჩნია. საკმარისი იქნება, გითხრათ, რომ სა-
უბარმა თხუთმეტ წუთს გასტანა, რის შემდეგაც ორივენი ტყის
ყველაზე დაბურულ ნაწილში გაუჩინარდნენ.
შეიძლება ზოგიერთ მკითხველს ეს ამბავი უჩვეულო მოეჩ-
ვენოს, მაგრამ ნამდვილად ასე მოხდა. სავარაუდოდ, ჯონსმა
იფიქრა, სულ არაფერს ერთი ქალი სჯობსო, მოლიმ კი ერთ
კაცს ორი არჩია. ამ მოტივის გარდა, მკითხველს ემახსოვრე-
ბა, რომ ჯონსი მთლად საღად ვერ აზროვნებდა და სერიოზუ-
ლი და ბრძენი კაცივით, აკრძალული გართობისგან თავს ვერ
შეიკავებდა. ღვინომ ეს უნარი წაართვა და კეთილგონიერებას
263
მისი ჭკუაზე მოყვანა რომც ეცადა, ისეთსავე პასუხს მიიღებდა,
როგორიც იმ შტერმა მიიღო, როცა დიდი ხნის წინათ კლეოს-
ტრატეს ჰკითხა, არ გრცხვენია, მთვრალი რომ ხარო, რაზე-
დაც პასუხად მიიღო – შენ არ გრცხვენია, მთვრალი კაცის შე-
გონებას რომ ცდილობო? მართალია, სასამართლოში სიმ-
თვრალის გამო დანაშაულს არ შეუნდობენ, მაგრამ სინდისი
შეუნდობთ ხოლმე. ამიტომაც, როცა არისტოტელე აქებდა პი-
ტაკეს კანონებს, მთვრალი კაცი ორმაგად უნდა დაისაჯოსო,
აღიარებდა, რომ ეს კანონი პოლიტიკას უფრო ემსახურებოდა,
ვიდრე სამართლიანობას. მოკლედ, თუ ადამიანს სიმთვრა-
ლის გამო რომელიმე კანონდარღვევა შეიძლება ეპატიოს,
ალბათ ის, რასაც მაშინ ჯონსი სჩადიოდა. ამ თემაზე ვრცლად
და მეცნიერულად ვიმსჯელებდი, დარწმუნებული რომ ვიყო,
მკითხველი გაერთობა ან რამე ისეთს ისწავლის, რაც არ იცის,
ამიტომ ჩემს ცოდნას ჩემთვის დავიტოვებ და ამბავს მივუბ-
რუნდები.
დაკვირვება გვაჩვენებს, რომ იღბალი სანახევროდ არც
წყალობს და არც აუბედურებს და მის ცელქობებს ბოლო არ
უჩანს ხოლმე.
ცოტა ხანში, რაც ჯონსი და მოლი ტყეში გაუჩინარდნენ,
ტყისკენ მიმავალ ბილიკზე მღვდელი და ახალგაზრდა სკვაირი
გამოჩნდნენ სეირნობა-სეირნობით და უკანასკნელმა თვალი
ჰკიდა შეყვარებულებს.
ბლაიფილმა იმწამსვე იცნო ჯონსი, თუმცა ასე იარდი მაინც
აშორებდათ და კომპანიონის სქესსაც მიხვდა, მაგრამ ზუსტად
ვინ იყო, იმას ვერა. ბლაიფილი აღელდა, პირჯვარი გადაიწე-
რა და მხიარულად რაღაც აღმოხდა.
მისმა მოულოდნელმა გახალისებამ ტვაკომი გააოცა და
მიზეზს ჩაეძია. ბლაიფილმა მიუგო, დარწმუნებული ვარ, იმ
ბუჩქებში ვიღაც ყმაწვილი უნდა იმალებოდეს გოგოსთან ერთ-
264
ად და მეეჭვება, სუფთა ზრახვები ჰქონდეთო. ჯონსის სახელი
განზრახ არ ახსენა და რატომ არ ახსენა, ამის გამოცნობას
მკითხველს მივანდობ, რადგან ჩვენ არასოდეს დავასახე-
ლებთ ადამიანის მოტივს, თუკი არსებობს საფრთხე, რაიმე
შეგვეშალოს.
გარდა იმისა, რომ მღვდელი თავად იყო ძალიან თავშეკა-
ვებული ადამიანი, ყველანაირი გარყვნილების დიდი მტერიც
გახლდათ და პირდაპირ გაცეცხლდა, ეს რომ გაიგონა. მისტერ
ბლაიფილს მოსთხოვა, ახლავე იმ ადგილას მიმიყვანეო და
თან ხან იმუქრებოდა და ხან წუწუნებდა, ოლვორთიზეც გადაკ-
რა სიტყვა, გარყვნილებას წახალისება უწყობს ხელს, როცა
ნაბიჭვრის მიმართ ასეთ სულგრძელობას იჩენ და არბილებ
კანონის სამართლიან და სასარგებლო სიმკაცრეს, რომლის
თანახმად, თავგასული ბოზები უნდა დაისაჯონო.
გზას, ჩვენი მონადირეები რომ მიიკვლევდნენ, კვრინჩხის
ბუჩქები მოსდებოდა და თითქმის გაუვალი იყო, ამიტომ ისეთი
ხმაურით მიიწევდნენ წინ, ჯონსს დრო მისცეს, რაიმე ეღონა,
ვიდრე თავზე წაადგებოდნენ. ამას გარდა, ტვაკომი აღშფოთე-
ბას ვერ ფარავდა, ყოველ ნაბიჯზე ილანძღებოდა და ეს საკმა-
რისი იყო ჯონსისთვის, მიმხვდარიყო, რომ (მონადირეების
ენით თუ ვიტყვით) სოროში მოიმწყვდიეს.

265
თავი 11
მისტერ პოუპის პერიოდისთვის დამახასიათებელი სტილისტური შე-
დარების დახმარებით წარმოგიდგენთ ყველაზე სისხლისმღვრელ ბრძო-
ლას, რაც კი შესაძლებელია რკინის და ცივი ფოლადის გარეშე გაიმართოს

როგორც მძუვნობის სეზონზე7 თუ იმ დროს, როცა რქანაყა-


რი ხარირემი სიყვარულით გართობას გადაწყვეტს, წყვილი
ლეკვი ან რომელიმე მისდამი მტრულად განწყობილი ცხოვე-
ლი მიუახლოვდება Venus Ferina-ს ტაძარს, მომხიბვლელი
ფურირემი უკან გახტება ან შიშის, ან ანცობის გამო, ანდაც თა-
ვის მოსაწონებლად თუ ქარაფშუტობის, რითაც ბუნებამ ყველა
მდედრი შეამკო, ყოველ შემთხვევაში, ასწავლა, როგორ გაი-
თამაშოს ეს ყველაფერი, რათა მამრების არადელიკატურობის
გამო სამოსურ მისტერიებს უცოდინარი თვალი არ შეესწროს,
ვინაიდან ამ რიტუალის აღსრულებისას ქურუმი ქალი ვერგი-
ლიუსთან ერთად ყვირის:
„მოშორდით აქედან, ცოდვილებო,
ყვირის მისანი, – არ შემობედოთ ტყეში“.

თუ, მე ვამბობ, ასეთი წმინდა რიტუალის აღსრულებისას,


ყველა ცოცხალი არსების არ იყოს, ხარირემთან და მის სატ-
რფოსთან რომელიმე მტრულად განწყობილი ცხოველი მიახ-
ლოებას გაბედავს და შეშინებული ფურირმის პირველსავე მი-
ნიშნებაზე, გამძვინვარებული მამრი საყვარელს აეფარება და-
საცავად ბარდნარში, ფლოქვებს მიწაზე ცემს, რქების ქნევით
იმუქრება და ამაყად იწვევს საჩხუბრად მომხდურ მტერს, სწო-
რედ ასე და, შეიძლება კიდევ უფრო მძვინვარედ, გამოენთო

7
უხეში გამოთქმა, რომელსაც მდაბიოები იყენებენ ჰემფშირის დაბურულ
ტყეებში ცხოველთა ნაზი არშიყობის აღსანიშნავად
266
ჩვენი გმირიც, როცა მტრის მოახლოება იგრძნო და კარგა მან-
ძილით დაწინაურდა, აკანკალებული ფურირემი რომ დაემა-
ლა ან გაქცევა ეცლია. სწორედ ამ დროს ტვაკომმა ჯერ თვა-
ლებიდან ნაპერწკლები გადმოყარა განრისხებულმა და მერე
დაიქუხა:
– სირცხვილო! სირცხვილო! თქვენ ხართ, მისტერ ჯონს?
– როგორც ხედავთ, – უპასუხა ჯონსმა, – მე ვარ.
– და ის ბოზი ვინაა შენთან ერთად?
– ჩემთან ერთად ვინც უნდა ყოფილიყო, – უთხრა ჯონსმა,
– თქვენ მაინც არ გეტყოდით.
– გიბრძანებ, ახლავე მითხრა და არ გეგონოს, ყმაწვილო,
რომ შენი ასაკი მასწავლებლის ძალაუფლებას ასუსტებს. მას-
წავლებლის და მოსწავლის ურთიერთობა სამუდამოა, ისევე,
როგორც ყველა ურთიერთობა, რადგან მას ზეცა მართავს.
ამიტომ ნუ გეგონება, რომ არ ხარ ვალდებული, დამიჯერო,
როგორც მაშინ, როცა ელემენტარულ ცოდნას გაძლევდი.
– მჯერა, რომ ასე გნებავთ, – შესძახა ჯონსმა, – მაგრამ ეს
არ მოხდება, როზგების არგუმენტებით ვეღარ დამარწმუნებთ.
– მაშინ გეტყვი დაუფარავად, – უთხრა ტვაკომმა, – გადავ-
წყვიტე, ის გარყვნილი ბოზი მოვძებნო, სადაც უნდა იყოს.
– მეც დაუფარავად გეტყვით, გადავწყვიტე, არ გაპოვნი-
ნოთ.
ტვაკომმა წინ წადგა ნაბიჯი, მაგრამ ჯონსი გადაეღობა. ამ
დროს საშველად ბლაიფილმა გაიწია და განაცხადა, ჩემს მო-
ხუც მასწავლებელს არავის დავაჩაგვრინებო.
ჯონსი ახლა ორის წინააღმდეგ აღმოჩნდა და საჭიროდ მი-
იჩნია, ერთ-ერთი მაინც მოეშორებინა. ჯერ უფრო სუსტი არ-
ჩია, ტვაკომს ხელი გაუშვა, ახალგაზრდა სკვაირს მკერდში
მუშტი მისცხო და ბლაიფილი მიწაზე განერთხა.

267
ტვაკომი ისეთი მონდომებული იყო, გოგოს ვინაობა დაედ-
გინა, როგორც კი თავი გაითავისუფლა, იმწამსვე ბუჩქებისკენ
გასწია და არც დაინტერესებულა, მის მეგობარს რა დღე ადგა,
მაგრამ რამდენიმე ნაბიჯში ჯონსი დაეწია, ხიფთანის კალთაში
სწვდა და უკან გამოათრია.
მღვდელი ახალგაზრდობაში ჩემპიონი ყოფილა კრივში და
ძლიერი მუშტით არა მარტო სკოლაში, უნივერსიტეტშიც სახე-
ლი ჰქონდა განთქმული. რაც ასაკში შევიდა, კეთილშობილ
ხელოვნებაში ცოტა მოიკოჭლებდა, თუმცა გულადობაშიც
ისეთი შეუპოვარი იყო, როგორიც რწმენაში და არც სხეული
დასუსტებოდა. თანაც, ამას მკითხველიც შეატყობდა, ერთობ
ფიცხი კაცი გახლდათ, ასე რომ, უკან როცა მოიხედა და მეგო-
ბარი მიწაზე დაინახა გართხმული, თავად მას კი ხიფთანში
უხეშად ჩაჰფრენოდა ის, ვინც ადრინდელ დაპირისპირებებში
ყოველთვის მორჩილებას ავლენდა (რამაც ვითარება უფრო
დაამძიმა), მოთმინება დაკარგა, თავდამსხმელის პოზიციაში
დადგა, ძალა მოიკრიბა და ისე გამეტებით შეუტია ჯონსის
ფრონტს, როგორც ადრე ზურგში უტევდა ხოლმე.
ჩვენი გმირი მოწინააღმდეგის შეტევას უშიშრად შეხვდა და
დარტყმისგან მისმა გულმკერდმა ყრუ ხმა გამოსცა. თავად
არანაკლებ მძვინვარე დარტყმა დაუბრუნა, მკერდში უმიზნებ-
და, მაგრამ მღვდელმა მარჯვედ აიცილა და მკერდის ნაცვლად
მუცელში მოხვდა, სადაც ორი ფუნტი ხბოს ხორცი და ამდენივე
პუდინგი ჰქონდა ჩალაგებული და, შესაბამისად, ყრუ ხმა არ
გაუღია. ამას მოჰყვა ორივე მხრიდან მუშტების გამეტებული
ქნევა, რაც ბევრად უფრო სასიამოვნო საყურებელია, ვიდრე
აღსაწერი ან წასაკითხი და საბოლოოდ ჯონსმა მუხლი ისეთი
ძალით სთხლიშა მკერდში ტვაკომს, რომ გამარჯვებულის ვი-
ნაობა საეჭვო აღარ იქნებოდა, გამოცოცხლებულ ბლაიფილს

268
ბრძოლა რომ არ განეახლებინა და ტვაკომისთვის დრო არ მი-
ეცა ყურების შესაბერტყად და ძალის მოსაკრებად.
ახლა ისევ ორნი უტევდნენ ჯონსს, რომელიც ტვაკომთან
ორთაბრძოლამ ცოტა დაასუსტა. მართალია, პედაგოგი ამჯო-
ბინებდა, ადამიანურ ინსტრუმენტზე სოლო დაეკრა და ბოლო
დროს ასეც იქცეოდა, მაგრამ არც ძველ ცოდნას ივიწყებდა,
რომ დუეტში დაკვრაც კარგად გამოსდიოდა.
თანამედროვე წესების თანახმად, ბრძოლის ბედი ლამის
გადაწყვეტილი იყო, რომ მოულოდნელად ჩხუბში მეოთხე
წყვილი მუშტი ჩაერთო, მღვდელი მოიკითხა და დაიღრიალა:
– არა გრცხვენიათ, ორნი ერთ კაცს რომ სცემთ?
ბრძოლა, რომელსაც მისი განსაკუთრებულობის გამო შე-
იძლება მეფური ვუწოდოთ, რამდენიმე წუთით უკიდურესად
გამძვინვარდა, ვიდრე ჯონსმა მეორედ არ დააძნეყვა ბლაიფი-
ლი, ტვაკომმა კი პატიება არ სთხოვა ახალ მოწინააღმდეგეს,
რომელიც, არც მეტი არც ნაკლები, მისტერ ვესტერნი აღმოჩ-
ნდა. გაცხარებულ ბრძოლაში ის მანამდე ვერავინ იცნო.
ღირსეული სკვაირი შუადღისას კომპანიასთან ერთად სე-
ირნობდა და სისხლიანი ბრძოლის მომსწრე გახდა. როცა მიხ-
ვდა, ორნი ერთს სცემდნენ, სასწრაფოდ იქით მიაშურა და უფ-
რო გალანტურობის გამო და არა შორსმჭვრეტელობის, სუს-
ტის მხარე დაიჭირა. ამ სულგრძელობამ ჯონსი ტვაკომის რის-
ხვას გადაარჩინა, რადგან, გარდა იმისა, რომ უთანასწორო
ბრძოლაში იყო ჩაბმული, მოტეხილი ხელიც ჯერ ბოლომდე არ
ჰქონდა მორჩენილი. ძალების მოულოდნელმა შევსებამ
ბრძოლა დაასრულა და ჯონსმა თავის მოკავშირესთან ერთად
გაიმარჯვა.

269
თავი 12

რომელშიც წარმოდგენილია უფრო ამაღელვებელი სურათი, ვიდრე


დასისხლიანებული ტვაკომი და ბლაიფილი ან კიდევ მათნაირი ოცი სხვა

ზუსტად იმ დროს, როცა ყველაფერი დამთავრდა, მისტერ


ვესტერნის კომპანიის დანარჩენი წევრებიც მოახლოვდნენ.
ესენი იყვნენ ღირსეული მღვდელი, რომელსაც მისტერ ვეს-
ტერნთან სუფრაზე შევხვედრივართ, მისის ვესტერნი, სოფიას
მამიდა და ბოლოს, თავად საყვარელი სოფია.
ბრძოლის ველი ასე გამოიყურებოდა – ერთ ადგილას დათ-
რგუნვილი, ფერდაკარგული ბლაიფილი იწვა და ლამის აღარ
სუნთქავდა, თავზე კი დამპყრობელი ჯონსი წამოსდგომოდა,
როგორც საკუთარ, ისე ტვაკომის სისხლში მოთხვრილი, მესა-
მეგან ღირსი მამა მისტერ ტვაკომი იდგა, მეფე პორივით დაღ-
ვრემილი, დამპყრობელს დანებებოდა, და ბოლოს – ვესტერნ
დიდი, რომელიც დამარცხებულ მოწინააღმდეგეს გულმოწყა-
ლედ დაჰყურებდა.
ყველა მათგანის, განსაკუთრებით კი მისის ვესტერნის უმ-
თავრესი საზრუნავი ბლაიფილი გახდა, რომელსაც სიცოც-
ხლის ნიშანწყალი ოდნავ თუ ეტყობოდა. მისის ვესტერნმა ჯი-
ბიდან ნიშადურის სპირტი ამოიღო და ის იყო, ცხვირთან უნდა
მიეტანა ბლაიფილისთვის, რომ მოულოდნელად მთელი სა-
ზოგადოების ყურადღებამ სულ სხვა მხარეს გადაინაცვლა და
საცოდავ ბლაიფილს შეიძლებოდა სრულიად უცერემონიოდ
დაელია სული.
ახლა ბევრად უფრო საყვარელი და ბევრად უფრო შესაბ-
რალისი არსება იწვა მიწაზე და არ ინძრეოდა. ეს მომხიბ-
ვლელი სოფია იყო, რომელიც ან სისხლის დანახვაზე, ან მამის

270
გამო შეშფოთების თუ სხვა რაიმე მიზეზით, გულწასული დაეცა
და ვერც ვერავინ შეაშველა ხელი.
პირველმა ეს მისის ვესტერნმა დაინახა და შეჰკივლა. იმ-
წამსვე ორმა-სამმა ხმამ ერთდროულად დაიყვირა, მის ვეს-
ტერნი მოკვდაო და სასწრაფოდ მოითხოვეს ნიშადურის სპირ-
ტი, წყალი და თუკი რამ წამალი არსებობდა.
მკითხველს ემახსოვრება, რომ კორომის აღწერისას მო-
რაკრაკე ნაკადული ვახსენეთ, რომელიც უგვანი რაინდული
რომანების ნაკადულებივით მხოლოდ სარაკრაკოდ არ მო-
ედინებოდა. არა! იღბალმა ეს პატარა ნაკადული უმაღლესი
პატივით გააკეთილშობილა, რაც არკადიის დაბლობზე მორ-
ბენალ არცერთ ნაკადულს არ ღირსებია.
ჯონსი ბლაიფილს საფეთქლებს უზელდა, თან შიშობდა, ვა-
ითუ მართლა ძალიან მაგრად მომივიდაო, როცა სიტყვები
„მის ვესტერნი“ და „სიკვდილი“ მის ყურს მისწვდა, დამ-
ფრთხალმა ბლაიფილი ბედის ანაბარა დატოვა და სოფიასკენ
გაფრინდა. ამასობაში ყველა წყალს ეძებდა და ერთმანეთს
ფეხებში ებლანდებოდა. ჯონსმა ხელში აიტაცა სოფია, სასწრა-
ფოდ მინდვრის გადაღმა, ზემოთ ხსენებული ნაკადულისკენ
გააქცუნა და იქ სახეზე, თავსა და კისერზე წყალს ასხურებდა.
სოფიას საბედნიეროდ, ყველა ისე იყო დაბნეული, ჯონსის-
თვის ხელი არავის შეუშლია, ისიც შუა გზაში მიხვდა, რას აკე-
თებდა. სოფია მანამდე მოვიდა გონს, ვიდრე მდინარეს მიაღ-
წევდნენ, მკლავი გაშალა, თვალი გაახილა, ღმერთო ჩემოო,
თქვა და ზუსტად ამ დროს მამა, მამიდა და მღვდელი წამოეწივ-
ნენ.
ჯონსმა ძვირფასი ტვირთი მიწაზე დააწვინა და ვიდრე წა-
მოდგებოდა, ისე თბილად მიეფერა, არ შეიძლებოდა სოფიას
არ შეემჩნია, თუ მართლა ბოლომდე იყო მოსულიერებული.

271
ტრაგიკული სცენა უცებ მხიარულმა შეცვალა, რომლის
მთავარი გმირი ჯონსი იყო. ვინაიდან ჯონსს სოფიას გადარჩე-
ნა ბევრად უფრო აღაფრთოვანებდა, ვიდრე ალბათ თავად სო-
ფიას, მილოცვებსაც მასზე მეტს იღებდა. მისტერ ვესტერნმა
ერთი-ორჯერ ჩაიხუტა გულში ქალიშვილი და მერე ჯონსი ჩაბ-
ღუჯა და კოცნა და კოცნა. სოფიას მშველელს ეძახდა და განაც-
ხადა, სოფიას და მამულის გარდა, შენთვის არაფერს დავიშუ-
რებდიო, ოღონდ ცოტა რომ დაფიქრდა, ერთი-ორი მწევარი
და „მის სლაუჩიც“ (ასე ეძახდა საყვარელ ფაშატს) გამოაკლო.
ვინაიდან სოფიას საფრთხე აღარ ემუქრებოდა, სკვაირის
მთელი ყურადღება ჯონსზე გადაერთო – გაიძრე ეს მოსაცმე-
ლი და სახე მოიბანე, ადამიანს არ ჰგავხარ, მიდი, მიდი, მო-
იბანე და ჩემთან წავიდეთ, იქ ახალ მოსაცმელს გაჩუქებო.
ჯონსი იმწამსვე დაემორჩილა, მოსაცმელი გაიხადა, წყლის-
კენ დაიხარა და სახე და გულმკერდი მოიბანა. სულ სისხლში
იყო მოთხვრილი, სისხლი კი ჩამოირეცხა, მაგრამ შავი და
ლურჯი ლაქები, ტვაკომმა რომ დაამჩნია, ვერ მოიშორა. სო-
ფიამ ლაქები შენიშნა, ამოიოხრა და ენით გამოუთქმელი სიყ-
ვარულით შეხედა ჯონსს.
ჯონსმა დაიჭირა ეს მზერა და ბევრად უფრო ძლიერად
იმოქმედა, ვიდრე ყველა ადრინდელმა ტრავმამ, ოღონდ
ეფექტი იმდენად ნაზი და დამამშვიდებელი იყო, ის დარტყმები
ხიშტითაც რომ ყოფილიყო მიყენებული, ცოტა ხნით ყველაფე-
რი დაუამდებოდა.
კომპანია უკან დაბრუნდა, მათ არყოფნაში ტვაკომს ბლა-
იფილი ფეხზე წამოეყენებინა. აქ ვერ ვიკავებთ თავს, არ გა-
მოვთქვათ კეთილშობილი სურვილი, ყველა უთანხმოება იმ
საშუალებებით გადაიჭრას, რომელთა მოცემაც ჩვენთვის ბუ-
ნებამ მიიჩნია საჭიროდ, ცივი ლითონი კი მხოლოდ მიწის წი-

272
აღში ატრიალონ. მაშინ ყველა ომი, მონარქების თავშესაქცე-
ვი, ლამის უვნებელი იქნებოდა. ძლევამოსილ არმიებს რამდე-
ნიმე წარჩინებული ქალბატონის განსაკუთრებული ახირების
გამო შევაბრძოლებდით, რომლებიც მეფეებთან ერთად დატ-
კბებოდნენ საომარი სანახაობით, ხოლო ბრძოლის ველს ადა-
მიანების გვამებით მოვფენდით, რომ მერე მკვდრები ან მათი
დიდი ნაწილი წამომდგარიყო და მისტერ ბაიესის ჯარივით
დოლის ან ვიოლინოს თანხლებით, რაც წინასწარ იქნებოდა
შეთანხმებული, მარშით დაეტოვებინა იქაურობა.
ვეცდები, თავი ავარიდო, ეს ამბავი სასაცილოდ წარმოვად-
გინო, რადგან სერიოზულ კაცებს და პოლიტიკოსებს ხუმრობა
გაანაწყენებთ ხოლმე და მემდურებიან, მაგრამ, სიმართლე
რომ ითქვას, მართლაც ხომ შეიძლებოდა, ბრძოლის ბედი გა-
ტეხილი თავების, დასისხლიანებული ცხვირების, ჩალურჯებუ-
ლი თვალების რაოდენობას გადაეწყვიტა და არა დასახიჩრე-
ბულების და დახოცილებისას? ასე ქალაქების აღებაც ხომ შე-
იძლებოდა? მაგრამ ამგვარი სქემა საფრანგეთის ინტერესები-
სათვის დამღუპველი იქნებოდა, რადგან ფრანგები სხვა ერებ-
ზე თავიანთი საინჟინრო ხელოვნებით მოპოვებულ უპირატე-
სობას დაკარგავდნენ, თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ მათი გა-
ლანტურობიდან და სულგრძელობიდან გამომდინარე, ისინი
არასოდეს იტყვიან უარს, თანასწორი ძალებით შეერკინონ
მოწინააღმდეგეს, როგორც ეს ორთაბრძოლებშია მიღებული.
ამგვარი რეფორმაცია უფრო საოცნებოა, ვიდრე სასურვე-
ლი. პირადად მე თავს იმით დავიმშვიდებ, რომ ამ პატარა ქა-
რაგმას დავჯერდები და ჩემს თხრობას მივუბრუნდები.
ახლა ვესტერნი ჩხუბის მიზეზით დაინტერესდა, რაზედაც
ჯონსმა და ბლაიფილმა გაჩუმება არჩიეს, მაგრამ ტვაკომმა გა-
ღიზიანებულმა თქვა: – დარწმუნებული ვარ, მიზეზი შორს ვერ
წავიდოდა. მოძებნეთ, გოგო ბუჩქებში იქნება.
273
– გოგო? – იკითხა ვესტერნმა, – გოგოს გამო ატეხეთ ჩხუ-
ბი?
– იმ ჯენტლმენს ჰკითხეთ, ჟილეტი რომ აცვია, – უთხრა
ტვაკომმა, – იმან უკეთ იცის.
– გასაგებია, – შესძახა ვესტერნმა, – მაშინ მართლა გო-
გოს გამო იქნება. ო, ტომ, ტომ, შე მსუნაგო! მოდით, მეგობრე-
ბო, ყველანი ჩემთან წავიდეთ და დაზავება ღვინით აღვნიშ-
ნოთ.
– უკაცრავად, სერ, – თქვა ტვაკომმა, – ჩემისთანა კაცის-
თვის უბრალო ამბავი არ არის, ასე შეურაცხმყოფელად მომექ-
ცეს ვიღაც ლაწირაკი და ჩემზე ხელი აღმართოს მხოლოდ იმი-
ტომ, რომ ვალს ვიხდიდი – ის გარყვნილი ბოზი უნდა მომეძებ-
ნა და სასამართლოსთვის გადამეცა. მაგრამ სინამდვილეში
ყველაფერი მისტერ ოლვორთის და თქვენი ბრალია. კანო-
ნებს რომ ითვალისწინებდეთ, აქ ამდენი მავნებელი არ იქნე-
ბოდა.
– უმალ მელიებს მოვიშორებდი აქედან, – შესძახა ვესტერ-
ნმა, – ჩემი აზრით, ყოველდღიურად ომებში იმდენს ვკარ-
გავთ, ასანაზღაურებლად ბოზები უნდა წავახალისოთ კიდე-
ვაც. მაგრამ გოგო სადაა? ტომ, მოდი, მაჩვენე.
და დაიწყო ბუჩქების სინჯვა, თითქოს კურდღელს ეძებდა,
ბოლოს კი იყვირა:
– აი, თავს დავდებ, აქ იმალებოდა, გაპარულა, მაგრამ
შორს არ იქნება წასული.
ვესტერნმა მართლა იპოვა სამალავი, საიდანაც საწყალმა
გოგომ კურდღელივით მოკურცხლა.
სოფიამ მამას სთხოვა, შინ დავბრუნდეთო. ისე სუსტად იყო,
შეიძლებოდა კიდევ ერთხელ წასვლოდა გული. სკვაირმა იმ-
წამსვე შეუსრულა ქალიშვილს თხოვნა (ის ხომ ყველაზე
მოსიყვარულე მშობელი იყო) და სულით და გულით ყველა
274
თავისთან მიიპატიჟა ვახშმად. ბლაიფილმა და ტვაკომმა გა-
დაჭრით იუარეს. პირველმა უთხრა, ბევრი მიზეზი მაქვს, რო-
მელთაც ვერ მოგახსენებთ, რატომაც ვერ მივიღებ ამ პატივსო,
მეორემ უთხრა (ალბათ მართებულად), ჩემისთანა ადამიანის-
თვის ასეთ მდგომარეობაში სტუმრად წასვლა არ მიმაჩნია
სწორადო.
ჯონსმა ვერ თქვა უარი სოფიასთან ერთად ყოფნის სიამოვ-
ნებაზე და ქალბატონებთან და ვესტერნთან ერთად გზას გაუდ-
გა, სულ ბოლოს მღვდელი მიდიოდა. ამ უკანასკნელმა ძმა
ტვაკომს შესთავაზა, დაგელოდებითო, მაგრამ ტვაკომმა არ
მიიღო გულითადი შეთავაზება და ცოტა არ იყოს, როყიოდ აი-
ძულა, მისტერ ვესტერნს გაჰყოლოდა.
ასე დამთავრდა სისხლიანი შეხლა-შემოხლა და ასე მთავ-
რდება ამ ისტორიის მეხუთე წიგნიც.

275
წიგნი VI
მოიცავს დაახლოებით სამ კვირას

თავი 1
სიყვარულზე

წინა წიგნში იძულებული ვიყავით, სიყვარულისთვის დიდი


დრო დაგვეთმო და მომდევნო წიგნში კიდევ უფრო ვრცლად
ვისაუბრებთ ამ თემაზე. შეიძლება არ იყოს უადგილო აქ ახა-
ლი თეორიის განხილვა, რომლის მიხედვითაც, ფილოსოფო-
სების გარკვეული ნაწილი, დანარჩენ მშვენიერ აღმოჩენებთან
ერთად, მიიჩნევს, რომ ადამიანის გულში სხვა ასეთი გრძნობა
არ არსებობს.
არიან თუ არა ეს ფილოსოფოსები იმ უცნაური სექტის წევ-
რები, ცხონებული სვიფტი ღირსეულს რომ უწოდებს იმის გა-
მო, თითქოსდა მათ მხოლოდ და მხოლოდ გენიის ძალით და
ყოველგვარი მეცნიერების ან კითხვის დაუხმარებლად რომ
აღმოაჩინეს ღმერთის არარსებობის ფასდაუდებელი საიდუმ-
ლო, ან ხომ არ მიეკუთვნებიან მათ რიცხვს, რამდენიმე წლის
წინ მსოფლიო რომ შეძრეს მტკიცებით, ადამიანის ბუნების-
თვის უცხოა კეთილშობილება და სათნოება და ყველა კარგი
საქციელი სიამაყიდან მოდისო, ამის გადაწყვეტას მე ვერ ვი-
თავებ. მართალი გითხრათ, ეჭვი მაქვს, რომ ეს სიმართლის
მაძიებლები ძალიან ჰგვანან ოქროს მაძიებლებს. სიმართლის
და ოქროს ძიების მეთოდები ხომ ერთნაირია – ჭუჭყიან ადგი-
ლას კვლევა, ჩხრეკა და შემოწმება. პირველ შემთხვევაში, ეს
ყველაზე ჭუჭყიან ადგილას, ბინძურ სულში ხდება.მაგრამ, მი-
უხედავად ამ თავისებურების და ალბათ შედეგისაც, რითაც
სიმართლის და ოქროს მაძიებლები შეიძლება ერთმანეთს

276
ჰგავდნენ, მოკრძალებას რაც შეეხება, აქ არავითარი მსგავსე-
ბა არ არის. ოდესმე გაგიგონიათ, ოქროს მაძიებელს ეყოს იმ-
დენი თავხედობა, წარუმატებელი ძებნის შემდეგ სულელურად
ამტკიცოს, ამქვეყნად ოქრო არ არსებობსო? არადა სიმარ-
თლის მაძიებელი, რომელიც ჩეჩმაში, ანუ საკუთარ სულში,
იქექება და იქ სათნოს, საყვარელს, კეთილშობილს ვერაფერს
პოულობს, სრულიად ლოგიკურად, სამართლიანად და ღირ-
სეულად ასკვნის, რომ ამდაგვარი სამყაროშიც არაფერი არ-
სებობს.
ამ ფილოსოფოსებთან, თუ შეიძლება მათ ფილოსოფოსები
ვუწოდოთ, დაპირისპირებას თავი რომ ავარიდოთ, საკითხის
მშვიდობიანად მოგვარების სურვილით რაღაც დათმობებზე
წავალთ და ეგებ კამათიც დასრულდეს.
უპირველეს ყოვლისა, დავუშვებთ, რომ არსებობენ ადამია-
ნები და ალბათ მათ რიცხვში არიან ხსენებული ფილოსოფო-
სებიც, რომლებსაც გულშიაც არ გაუვლიათ ეს გრძნობა; მე-
ორეც – ის, რასაც ზოგადად ეძახიან სიყვარულს, კერძოდ კი,
სურვილს, დაიკმაყოფილო მოთხოვნილება ადამიანის დელი-
კატური თეთრი ხორცით, არავითარ შემთხვევაში არ გულის-
ხმობს გრძნობას, რომელსაც მე დაჟინებით ვიცავ, უფრო მარ-
თებული იქნებოდა, მისთვის შიმშილი გვეწოდებინა; და რო-
გორც არცერთ მსუნაგს არ ესირცხვილება, იხმაროს სიტყვა
„სიყვარული“ და იტყვის, ესა და ეს კერძი მიყვარსო, ისე ამგვა-
რი ყაიდის შეყვარებულსაც შეუძლია შესაბამისად თქვას, ესა
და ეს ქალი მშიაო.
მესამეც – დასაშვებად მიმაჩნია, და ეს ყველაზე მისაღებ
დათმობად მესახება, რომ, მართალია, სიყვარული, რომელ-
სცა მე თავგამოდებით ვიცავ, გაცილებით უფრო დელიკატუ-
რად კმაყოფილდება, მაგრამ, სხვა ჩვენი გაუმაძღარი სწრაფ-
ვების მსგავსად, დაკმაყოფილებას ისიც მიელტვის.
277
დაბოლოს, ჩემი აზრით, როცა ამგვარი სიყვარული მიმარ-
თულია განსხვავებული სქესის წარმომადგენლისკენ, სრულ-
ყოფილი დატკბობისთვის ის ზემოთ ნახსენებ შიმშილს უხმობს
დამხმარედ, რაც მას სრულებით არ ასუსტებს, პირიქით, აღ-
მაფრენა ისეთ ხარისხს აღწევს, რომ ძნელი წარმოსადგენია
მათთვის, ვისაც ხორციელი ლტოლვის გარდა სხვა არაფერი
განუცდია.
ამ დათმობების სანაცვლოდ, ფილოსოფოსებისგან ვით-
ხოვ, აღიარონ, რომ ზოგიერთი (მე მჯერა, რომ ბევრისაც) ადა-
მიანის გულში სუფევს კეთილი და სულგრძელი განწყობა, რო-
მელიც აქეზებს, სხვისი სიხარული გაიზიაროს, რომ ეს გრძნო-
ბა, ისევე, როგორც მეგობრობა, შვილის და მშობლის სიყვა-
რული ან ნებისმიერი ფილანტროპია განსაკუთრებულ სი-
ამოვნებას გვანიჭებს, და რომ თუ ამ განწყობას სიყვარულს არ
დავარქმევთ, მაშინ მას სახელს ვერასოდეს მოვუძებნით, რომ
მართალია, ამ სუფთა სიყვარულით მიღებული ტკბობა შეიძ-
ლება ხორციელი ლტოლვით კიდევ უფრო ამაღლდეს და დატ-
კბეს, მაგრამ მას დამოუკიდებლადაც შეუძლია არსებობა და
არც ამ უკანასკნელის შემოჭრით დაემუქრება საფრთხე. და კი-
დევ, სიყვარულის მასაზრდოებელი მადლიერება და პატივის-
ცემაა, ისევე, როგორც სინორჩე და სილამაზეა ლტოლვის მა-
საზრდოებელი და თუმცა კი ლტოლვა შეიძლება ბუნებრივად
განელდეს, როცა ასაკი ან ავადმყოფობა თავისას იზამს, ეს
სიყვარულს ვერაფერს ავნებს და ვერც მადლიერების და პატი-
ვისცემის გრძნობას შეარყევს ან გააქრობს კეთილი სულიდან.
უარყო იმ გრძნობის არსებობა, რომელიც ძალიან ხშირად
თვალნათლივ მჟღავნდება, ვფიქრობ, უცნაური და აბსურდუ-
ლია, თავის დაზღვევაა, სხვა არაფერი, რაც დიდი უსამარ-
თლობაა. თუ კაცი საკუთარ გულში ვერ აღმოაჩენს შურს ან ამ-

278
ბიციას, უნდა დაასკვნას, რომ ასეთი გრძნობები ადამიანის ბუ-
ნებას არ ახასიათებს? რატომ არ შეიძლება, მოკრძალებულად
მივმართოთ ერთსა და იმავე წესებს კეთილის და ბოროტის
განსჯისას? ან კი რა საჭიროა, როგორც შექსპირი იტყოდა,
მთელი სამყარო საკუთარ თავთან გავაიგივოთ?
ვშიშობ, ამის მიზეზი მოუთოკავი ამპარტავნობაა. ეს არის
ერთ-ერთი მაგალითი მლიქვნელობის, ყველა ჩვენგანი საკუ-
თარი თავის მიმართ რომ ავლენს. ძნელად თუ მოიძებნება
ადამიანი, რომელიც გაუძლებს ცდუნებას, თავის თავს არ მი-
ელაქუცოს, თუნდაც მლიქვნელობა გულით სძაგდეს.
ჩემი დაკვირვებების მართებულობა რომ დაადასტურონ,
მივმართავ მათ, ვინც საკუთარ სულში იპოვის ამ ყველაფრის
მტკიცებულებას.
ჩაიხედე გულში, ჩემო კეთილო მკითხველო და გადაწყვი-
ტე, მეთანხმები თუ არა. თუ მეთანხმები, მომავალ გვერდებზე
მაგალითებსაც წარმოგიდგენ. თუ არ მეთანხმები, მერწმუნე,
უკვე იმაზე მეტი წაგიკითხავს, ვიდრე გაგებას შეძლებ. უმჯობე-
სია, შენს საქმეს მიხედო და ისიამოვნო (როგორც გნებავდეს),
ვიდრე დრო დახარჯო ამ წიგნის წასაკითხად, რადგან ვერც
დატკბები და ვერც შეაფასებ. სიყვარულის ძალაზე შენთან
მსჯელობა იგივეა, ბრმადშობილს ფერებზე ჰკითხო აზრი,
რადგან შენი აზრი სიყვარულზე ისეთივე აბსურდული იქნება,
როგორიც ის წარმოდგენა, ერთმა ბრმამ წითელ ფერზე რომ
შეიქმნა – წითელი ფერი მისთვის ძალიან ჰგავდა საყვირის
ხმას, შენ კი შეიძლება სიყვარული მათლაფა სუპს ან როს-
ტბიფს გაგონებდეს.

279
თავი 2

მისის ვესტერნი; როგორ დაეხმარა მას, მაღალ საზოგადოებას რომ


იცნობდა და გამოცდილებაც, დიდი გამჭრიახობა რომ გამოევლინა

მკითხველმა იცის, მისტერ ვესტერნი, მისი და და ქალიშვი-


ლი ახალგაზრდა ჯონსთან და მღვდელთან ერთად შინისკენ
რომ გაუყვნენ გზას. იქ საზეიმო განწყობაზე მყოფი საზოგა-
დოების დიდმა ნაწილმა საღამო ძალიან მხიარულად გაატა-
რა. სევდიანი მხოლოდ სოფია იყო. ჯონსს რაც შეეხება, მისი
გული მთლიანად სიყვარულს მოეცვა, მისტერ ოლვორთის გა-
მოჯანმრთელებამ და იმ ამბავმა, სატრფო გვერდით რომ ჰყავ-
და და დროდადრო ნაზ მზერას უნებურად მისკენ აპარებდა,
ისე შეასხა ფრთები, რომ დანარჩენი სამის, ალბათ ამქვეყნად
ყველაზე ლაღი ადამიანების მხიარულება თვითონაც გა-
იზიარა.
სოფია მეორე დილითაც სევდიანად გამოიყურებოდა და
საუზმობაც ჩვეულებრივზე ადრე დაასრულა. მისტერ ვესტერ-
ნი დასთან მარტო დარჩა, ის ვერაფერს ატყობდა ქალიშვილს.
ცოდვა გამხელილი ჯობს და, მართალია, ვესტერნმა პოლიტი-
კაში მოსინჯა თავი და ორჯერ კანდიდატადაც წარადგინეს არ-
ჩევნებზე, მაინცდამაინც დიდი დაკვირვებულობით არ გამო-
ირჩეოდა. მისი და კი სხვა ყაიდის ქალი გახლდათ. ცხოვრების
დიდი ნაწილი სასახლის კარზე გაატარა და ყველაფერი იცო-
და, რის ცოდნასაც მაღალი საზოგადოება მოითხოვდა, მშვე-
ნივრად იყო განსწავლული მანერებში, წეს-ჩვეულებებში, ცე-
რემონიებში და მოდაში. და აქ როდი მთავრდებოდა მისი ერუ-
დიცია, გონება სწავლითაც დიდად დაიხვეწა: მხოლოდ თანა-
მედროვე პიესებს, ოპერებს, ორატორიებს, პოემებს და რომა-
ნებს კი არ კითხულობდა, რომელთა შესანიშნავ კრიტიკოსად
280
გამოდგებოდა, არამედ რაპინის „ინგლისის ისტორიას“, იჩარ-
დის „რომის ისტორიას“ და ისტორიული ხასიათის ფრანგულ
მემუარებსაც გაეცნო, ამას კიდევ ბოლო ოცი წლის განმავლო-
ბაში გამოქვეყნებული პოლიტიკური პამფლეტები და ჟურნა-
ლებიც დაუმატა და საბოლოოდ პოლიტიკაში ისე კარგად გა-
ერკვა, ევროპის ვითარებაზე კომპეტენტურად შეეძლო ემსჯე-
ლა. ამას გარდა, სიყვარულის ფილოსოფიაშიც მშვენივრად
გახლდათ დახელოვნებული და ვინ ვის ეარშიყებოდა, მასზე
უკეთ არავინ იცოდა. აქ უფრო იოლად იყო საქმე, რადგან სა-
კუთარი სასიყვარულო ამბები არ უშლიდა ხელს – ან თვითონ
არ ჰქონდა სურვილი, ან კიდევ კალთებს არავინ ახევდა, რაც
უფრო შესაძლებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ, მართა-
ლია, კაბა ეცვა, მისი მამაკაცური გარეგნობა, ექვსი ფუტი სი-
მაღლე, მანერები და განსწავლულობა საპირისპირო სქესის
წარმომადგენლებს უძნელებდა, ქალად აღექვათ. მიუხედავად
ამისა, მისის ვესტერნი საკითხს მეცნიერულად უდგებოდა და
თუმცა კი თავად არ გამოუყენებია, მშვენივრად იცოდა ის ხერ-
ხები, ქალები რომ მიმართავენ, როცა შეყვარებულის წახალი-
სება ან გრძნობის დამალვა სურთ, მთელი ის ღიმილები და
გაპრანჭული გამოხედვები, რაც ახლანდელ ბომონდს ახა-
სიათებს. ერთი სიტყვით, არც შენიღბვის და არც თვალთმაქ-
ცობის ილეთები არასოდეს გამოეპარებოდა, მაგრამ სუფთა
და გულწრფელი, ბუნებრივი ქცევებისა ცოტა გაეგებოდა, ვი-
ნაიდან არასოდეს გამოუცდია.
მისის ვესტერნი ფიქრობდა, რომ ამ თავისი მშვენიერი გამ-
ჭრიახობის წყალობით მიხვდა, სოფიას რა ედო გულში. პირ-
ველად ახალგაზრდა ლედის შემყურემ ბრძოლის ველზე იეჭვა
რაღაც. იმ საღამოს და მეორე დილის დაკვირვებებმა ეჭვი კი-
დევ უფრო გაუღრმავა, ოღონდ მაინც სიფრთხილეს იჩენდა,
ვაითუ მისი აღმოჩენა მცდარი ყოფილიყო და ამიტომ მთელი
281
ორი კვირა არავის უმხელდა, მხოლოდ ორაზროვნად მიანიშ-
ნებდათ – სულელური ღიმილით, თვალის ჩაკვრით, კვერის
დაკვრით და დროდადრო ჩართული გაუგებარი ფრაზებით,
რამაც სოფია, ცოტა არ იყოს, შეაშფოთა, მაგრამ მამამისზე
დიდად არ უმოქმედია.
საბოლოოდ, როცა მისის ვესტერნი დარწმუნდა საკუთარ
სისწორეში და ხელსაყრელი შემთხვევაც მიეცა, ერთ დილით
ძმასთან განმარტოებულმა მას სტვენა შეაწყვეტინა და უთხრა:
– მომხედე, ძმაო, ბოლო ხანს ჩემი ძმისწულისთვის რამე
უჩვეულო ხომ არ შეგინიშნავს?
– არა, არაფერი, – მიუგო ვესტერნმა, – და რა ხდება?
– მგონი, რაღაც ხდება, – თქვა ქალმა, – და თან ძალიან
მნიშვნელოვანი.
– რა ვიცი, თითქოს არაფერს უჩივის, – შესძახა ვესტერნმა,
– ყვავილიც მოხდილი აქვს.
– ძმაო, – განაგრძო მისის ვესტერნმა, – ყვავილის გარდა,
სხვა სადარდებელიც უჩნდებათ გოგოებს და თანაც ბევრად
უარესი.
აქ მისტერ ვესტერნი გაცხარდა, სიტყვა შეაწყვეტინა და უთ-
ხრა, ახლავე მომიყევი, რა საფრთხე ემუქრება ჩემს ქალიშ-
ვილს, ხომ იცი, ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს და ცხრა
მთას იქითაც რომ იყოს, საუკეთესო ექიმს ჩამოვუყვანო.
– ეს ავადმყოფობა საშიში არაა. როგორც იცი, კარგად ვარ
გარკვეული მაღალი საზოგადოების ამბებში და პირველად
შევცდები ცხოვრებაში, თუ ჩემი ძმისწული ყურებამდე შეყვა-
რებული არ არის.
– რაო! შეყვარებული! – შესძახა ვესტერნმა, – მე როგორ
არ მითხრა! მემკვიდრეობას ჩამოვართმევ, სახლიდან გავაგ-
დებ შიშველ-ტიტველს, ერთ პენსს არ მივცემ. ასე გადამიხადა

282
იმ სიკეთისთვის და სიყვარულისთვის, რომ ჩემ უნებართვოდ
ვიღაც შეიყვარა?
– მაგრამ ხომ არ გააგდებ, – უპასუხა მისის ვესტერნმა, –
ვიდრე არ გაიგებ, ვინ არის მისი რჩეული. იქნებ მოუწონო არ-
ჩევანი. მაშინ ხომ აღარ გაუბრაზდები?
– არა, არა, ეგ სხვა საქმეა! თუ იმას გაჰყვება ცოლად, ვინც
მე მენდომება, უყვარდეს, მისი ნებაა.
– ახლა გონიერი კაცივით ლაპარაკობ, – უთხრა დამ, – მჯე-
რა, მართლაც ისეთ კაცს აირჩევდა, შენ რომ მოგეწონება. თუ
ვცდები, მაშინ საერთოდ არაფერი გამეგება.
– მეც მჯერა, რომ ნებისმიერი ქალის მსგავსად, ქალური
ამბები მშვენივრად მოგეხსენება. ისე, იცოდე, არ მიყვარს,
როცა პოლიტიკაზე ლაპარაკობ, ეს კაცების საქმეა და კაბებში
გამოწყობილები არ უნდა ჩაერიონ. მაგრამ რა დროს ესაა, ვინ
არის ის კაცი?
– როგორც დიდმა პოლიტიკოსმა, იქნებ თავად გამოიცნო,
– უთხრა ქალმა, – შორსმჭვრეტელობას, რომელიც ხელისუ-
ფალთა კაბინეტებში აღწევს და ადგენს, რა ძალა ამოძრავებს
ევროპის პოლიტიკური მანქანის ბორბალს, უმანკო გოგოს
სულში ჩაწვდომა არ უნდა გაუჭირდეს.
– დაიკო, – შესძახა სკვაირმა, – ბევრჯერ გამიფრთხილე-
ბიხარ, მაღალი საზოგადოების სისულელეებს ნუ მახვევ-მეთ-
ქი თავს. გეუბნები, არ მესმის ეს აბდაუბდა, თუმცა ჟურნალებ-
საც ვკითხულობ და „ლონდონ ივნინგ პოსტსაც“. მართალია,
ბევრი რამ გაუგებარია, რადგან ნახევარ ასოებს ტოვებენ,
მაგრამ მე მაინც ვხვდები, რას გულისხმობენ, იმასაც, მექრთა-
მეობის და გამყიდველების გამო ჩვენი საქმე კარგად რომ ვერ
მიდის.
– მეცოდები, სოფლელი გაუთლელი რომ ხარ! – იყვირა
ქალმა.
283
– ნუთუ? – მიუგო ვესტერნმა, – მე კიდევ მაგ შენი განსწავ-
ლულობის გამო მეცოდები; ვინ არ ვიქნებოდი, ოღონდაც ვი-
ღაც-ვიღაცებივით კარისკაცი, პრესვიტარიანელი ან ჰანოვე-
რელი არა.
– მე თუ მგულისხმობ, კარგად იცი, რომ ქალი ვარ, თუმცა
ამას რა მნიშვნელობა აქვს, თანაც…
– ვიცი, რომ ქალი ხარ, – შეჰყვირა სკვაირმა, – და შენთვის
ასეც ჯობს, თორემ კაცი რომ ყოფილიყავი, კარგა ხნის წინ
მოგხვდებოდა.
– აბა რა, ეგ არის თქვენი წარმოსახული უპირატესობა, ჯა-
ნით და არა ტვინით ხართ უფრო ძლიერები. დამიჯერე, კიდევ
კარგი, ეგ მაინც შეგიძლიათ, თორემ ჩვენი გონებრივი უპირა-
ტესობით ყველა მამაც, გონიერ და თავაზიან მამაკაცს მონე-
ბად გავიხდიდით.
– მიხარია, გული რომ გადამიშალე, – უთხრა სკვაირმა, –
მაგრამ ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ, ახლა ჩემს შვილზე
მიამბე.
– მოიცა, ჯერ თქვენი სქესის მიმართ ზიზღი უნდა გადავხარ-
შო, თორემ შენზე ვიყრი ჯავრს. კარგი, მგონი გადავყლაპე. ახ-
ლა, დიდო პოლიტიკოსო, რას იტყვით მისტერ ბლაიფილზე?
გახსოვს, სოფიამ გონება რომ დაკარგა, როცა ბლაიფილი მი-
წაზე უსულოდ დაცემული დაინახა? გახსოვს, როგორ გაფით-
რდა, იმ ადგილს რომ მიუახლოვდა, სადაც ის იდგა? და ნეტავ,
რა უნდა იყოს მისი მელანქოლიის მიზეზი მეორე დილით და
მერეც?
– ღმერთო ჩემო! თვალები ამიხილე. მართალი უნდა იყო
და გულით მიხარია. ვიცოდი, რომ სოფია ჭკვიანი გოგოა და
თავისი არჩევანით გულს არ მატკენდა. დიდი ხანია, ასე არა-
ფერი გამხარებია. ჩვენი მამულები ხომ გვერდიგვერდ არის,
ადრეც მიფიქრია, გეგონება, დაქორწინებულები არიან და რა
284
ცოდვა იქნება მათი დაშორება-მეთქი. რა თქმა უნდა, სამეფო-
ში უკეთესი მამულებიც აქვთ, მაგრამ ჩვენს საგრაფოში არა და
მცირედს დავჯერდებოდი, ვიდრე გადამთიელს გავატანდი ქა-
ლიშვილს. თანაც, დიდი მამულების უმეტესობა ლორდებს
ეკუთვნით, მე კიდევ მარტო ეს სიტყვაც კი მეზიზღება. დაიკო,
ახლა რას მირჩევ? ქალები უკეთ ხართ ჩახედული ასეთ საქმე-
ებში.
– ო, თქვენს მოკრძალებულ მსახურად მიგულეთ, თუ მი-
გაჩნიათ, რომ რამეში გამოგადგებით. ჩემო დიდო პოლიტი-
კოსო, ჩემი რჩევა იქნება, მისტერ ოლვორთის თვითონ შესთა-
ვაზოთ ეს აზრი. სულაც არ არის უტაქტობა, როცა წინადადება
რომელიმე მშობლისგან მოდის. მისტერ პოუპის „ოდისეაში“
ალკინოოსი თავად შესთავაზებს საკუთარ ქალიშვილს ული-
სეს. ვფიქრობ, არ უნდა იყოს საჭირო, შენნაირი დიდი პოლი-
ტიკოსი გავაფრთხილო, სიტყვა არ დასცდეს, ქალიშვილი რომ
შეყვარებულია, ამას არცერთი კანონი არ გაამართლებს.
– კარგი, – თქვა სკვაირმა, – ასე მოვიქცევი, ოღონდ უარი
რომ მივიღო, კარგად მივცხებ.
– მაგაზე არ იდარდო, ისეთი სარფიანი შეთავაზებაა, უარს
არავინ იტყვის.
– აბა, რა გითხრა, – უპასუხა სკვაირმა, – დიდი უცნაური
ვინმეა ეს ოლვორთი, ფული სულ არ ადარდებს.
– ძმაო, მაოცებს შენი პოლიტიკა. ნუთუ ასე ადვილად ტყუვ-
დები? გგონია, ოლვორთის ეზიზღება ფული, რადგან ასე ამ-
ბობს? ასეთი გულუბრყვილობა ჩვენ, სუსტ ქალებს უნდა გვა-
ხასიათებდეს და არა პოლიტიკისთვის შობილ ბრძენკაცებს.
შენგან მართლაც ჩინებული დიპლომატი დადგებოდა, წამში
დაგაჯერებდნენ ფრანგები, ქალაქებს მხოლოდ თავდაცვის
მიზნით ვიპყრობთო.

285
– დაიკო, – აგდებულად უთხრა სკვაირმა, – დაპყრობილ
ქალაქებზე შენმა მეგობრებმა აგონ პასუხი, შენ კი, როგორც
ქალს, არ გაგამტყუნებ, რადგან იმედი მაქვს, იმდენი კი გაეგე-
ბათ, რომ ქალებს საიდუმლო არ გაუმხილონ.
ამ სიტყვებს სარკასტული სიცილი მოაყოლა, რასაც მისის
ვესტერნმა უკვე ვეღარ გაუძლო. გულზე მოხვდა ძმის სიტყვები
(ის ხომ მართლა კარგად ერკვეოდა პოლიტიკაში და ძალიან
განიცდიდა) და გაცხარებულმა უთხრა, მასხარა და ყეყეჩი
ხარ, ამ სახლში აღარ გავჩერდებიო.
სკვაირს შეიძლება მაკიაველი არ ჰქონდა წაკითხული, მაგ-
რამ რაღაც გაგებით კარგი პოლიტიკოსი იყო. მკაცრად იცავ-
და ბრძნულ წესებს, რომელთაც ასე კარგად ნერგავენ ბირჟის
პოლიტიკურ-პერიპათეტიკულ სკოლაში. ფულის ყადრი იცო-
და და ისიც, რომ მისი საუკეთესო გამოყენება გადანახვაა.
კარგად გაერკვა ქონებრივი უფლების პირვანდელ მფლო-
ბელზე გადასვლის კანონში, დის ქონებას ხშირად ითვლიდა
და ფიქრობდა, თავად შეხვდებოდა ქონება თუ მის მემკვიდრე-
ებს. საკმარისად ჭკვიანი იყო და ამ ყველაფერს უბრალო წყე-
ნას ვერ ანაცვალებდა, ამიტომ, როცა მიხვდა, რომ შორს შე-
ტოპა, შერიგებაზე დაიწყო ფიქრი, რაც არც ისე ძნელი გამოდ-
გა, რადგან ლედის ძმა და ძმისწული ძალიან უყვარდა და მარ-
თალია, გულთან ახლოს მიჰქონდა, პოლიტიკის ცოდნას თუ
დაუწუნებდნენ, ზოგადად ძალიან კეთილი და დამყოლი ხასია-
თის ქალი იყო.
ვესტერნმა ჯერ ცხენებს მიუჩინა ადგილი თავლაში, ისე გა-
დაურაზა იქაურობა, მხოლოდ ფანჯრიდან თუ დააღწევდნენ
თავს და მერე დასთან გაემართა, ცოტა დაამშვიდა და გული
მოულბო, ასე უთხრა, ყველაფერს ვნანობ, რაც გითხარიო. ბო-
ლოს დახმარებისთვის ენატკბილ სოფიას მოუხმო, რომელსაც
არა მარტო მისის ვესტერნის გული მოენადირებინა, არამედ
286
ის უპირატესობაც ჰქონდა მოპოვებული, რომ მამიდა მას ყო-
ველთვის თავაზიანად და კეთილგანწყობით უსმენდა.
საბოლოოდ მისის ვესტერნმა ღიმილით თქვა:
– ძმაო, შენ ნამდვილი ხორვატი ხარ, როგორც მათგან აქვს
რაღაც ხეირი იმპერატორის არმიას, ასე შენც გაქვს დადებითი
თვისებები. ამიტომ ამჯერადაც მოვაწერ ხელს სამშვიდობო
ხელშეკრულებას და აბა ერთი დაგირღვევია; ყოველ შემთხვე-
ვაში, ვინაიდან შესანიშნავი პოლიტიკოსი ბრძანდებით, ფრან-
გების არ იყოს, მანამდე ნუ დაარღვევთ ხელშეკრულებას, ვიდ-
რე ეს თქვენს ინტერესებში არ იქნება.

თავი 3
მოიცავს კრიტიკოსების ორ გამოწვევას

სკვაირმა დასთან საქმე მოაგვარა და ახლა ერთი სული


ჰქონდა, ოლვორთის სწვეოდა, რათა ზემოთ ხსენებული წინა-
დადება შეეთავაზებინა. მისის ვესტერნი ძლივს აკავებდა ძმას,
მეზობლისთვის გამოჯანმრთელება რომ დაეცლია და მერეღა
მისდგომოდა ამ საბაბით.
ცოტა ხნით ადრე მისტერ ოლვორთის ავადმყოფობამ შე-
უშალა ხელი, ვესტერნებთან მიწვეულ სადილს დასწრებოდა
და ექიმების ტყვეობას თავი დააღწია თუ არა, გადაწყვიტა, და-
პირება შეესრულებინა, ის ხომ ყოველთვის ასრულებდა სიტ-
ყვას, გინდაც მნიშვნელოვანი არაფერი ყოფილიყო.
დროის იმ მონაკვეთში, წინა თავში და ამ დღეს წვეულებაზე
გამართულ დიალოგებს შორის, სოფიამ მამიდის ბუნდოვანი
ქარაგმების საფუძველზე დაასკვნა, გამჭრიახი ლედი მიუხვდა,

287
ჯონსი რომ უყვარდა. ამიტომ, ეჭვების გაფანტვის მიზნით, უჩ-
ვეულოდ არაბუნებრივად იქცეოდა.
პირველი, რაც გააკეთა, მელანქოლიური განწყობა რომ
დაეფარა, მეტისმეტად მხიარულად ეჭირა თავი; მეორეც, მთე-
ლი ყურადღება მისტერ ბლაიფილზე გადაიტანა და მთელი
დღის განმავლობაში საცოდავ ჯონსს ვითომდა ვერც ამჩნევ-
და.
სკვაირი ისე იყო ნასიამოვნები ქალიშვილის ქცევით, რომ
სადილის დროს პირი არაფრისთვის დაუკარებია და სულ
ელოდა ხელსაყრელ შემთხვევას, თვალი ჩაეკრა ან რაიმე ნი-
შანი მიეცა დისთვის, რომელიც, ძმისგან განსხვავებით, სანა-
ხაობით დიდად კმაყოფილი არ ყოფილა.
მოკლედ, სოფიამ ცოტა გადაამეტა, რაც მამიდას არ გამოჰ-
პარვია, მაგრამ ამ გამოცდილმა და დახვეწილმა ქალმა მიიჩ-
ნია, რომ სოფიაც ოსტატურად თამაშობდა. გაახსენდა, რო-
გორ გადაუკრავდა ხოლმე ძმისწულს სიტყვას სიყვარულზე და
გადაწყვიტა, რომ სოფია გადამეტებული თავაზიანობით ცდი-
ლობდა მისთვის გზა-კვალის აბნევას. აქ არ შეგვიძლია არ აღ-
ვნიშნოთ, რომ ვარაუდი ბევრად უფრო საფუძვლიანი იქნებო-
და, სოფიას ათი წელი გროვენორ-სკვერის ატმოსფეროში
რომ გაეტარებინა, სადაც ახალგაზრდა ქალბატონები შესა-
ნიშნავად ეუფლებიან გრძნობებით თამაშის ოსტატობას, რაც
ლონდონიდან ასობით მილით დაშორებულ ტყე-ღრეში გაცი-
ლებით რთული სასწავლია.
მართალი გითხრათ, როცა სხვის ეშმაკობას შენიშნავ, ძა-
ლიან მნიშვნელოვანია, საკუთარი თვალთმაქცობა, თუ შეიძ-
ლება ასე ვთქვათ, მათსას მივუსადაგოთ, რადგან დიდი თვალ-
თმაქცები ხანდახან მარცხს განიცდიან ხოლმე, როცა სხვები
თავისზე ჭკვიანები ჰგონიათ, ანუ თავისზე უფრო დიდი გაიძვე-
რები. უკეთ რომ განვმარტო, ერთ პატარა ამბავს გიამბობთ.
288
სამი სოფლელი უილტშირელ ქურდს მისდევდა ბრენტფორ-
დის ქუჩებში. სამიდან ყველაზე გულუბრყვილომ წარწერა
„უილტშირის სასტუმრო“ რომ დაინახა, დანარჩენებს ურჩია,
მოდით, შევიდეთ, ისიც აქ გაჩერდებოდაო. მეორე ცოტა უფრო
ჭკვიანი იყო და პირველის გულუბრყვილობაზე გაეცინა. მესა-
მე ყველაზე ჭკვიანი გამოდგა, ასე თქვა: „შევიდეთ ერთი და
ვნახოთ, შეიძლება იფიქრა, რომ ჩვენებურებს შორის არ და-
ვიწყებდით ძებნას“. მართლაც, შევიდნენ და მთელი სასტუმ-
რო გაჩხრიკეს, ამასობაში კი ქურდმა დრო მოიგო და მიიმა-
ლა. არადა სამივეს კარგად მოეხსენებოდა, რომ ქურდმა კით-
ხვა არ იცოდა, ოღონდ ამაზე არ დაფიქრებულან.
იმედია, მკითხველი მომიტევებს ამ გადახვევას, რომელ-
შიც ფასდაუდებელი საიდუმლო გავანდე. ხომ ყველა აზარტუ-
ლი თამაშის მოყვარული დამეთანხმება, უფრო იოლად რომ
ჩაუშალო გეგმები მეორე მოთამაშეს, აუცილებელია, მის ხერ-
ხებს იცნობდე. ეს შეიძლება დაგვეხმაროს, ავხსნათ, ხშირად
შტერი ჭკვიანს რატომ ატყუებს, ბევრი ალალი ადამიანის წე-
სიერი საქციელი კი მცდარად რატომ გაუგიათ, მაგრამ რაც
ყველაზე არსებითია, დაგვეხმარება, ავხსნათ, როგორ გააცუ-
რა სოფიამ პოლიტიკოსი მამიდა.
სადილი რომ დასრულდა და მთელმა საზოგადოებამ ბაღში
გადაინაცვლა, მისტერ ვესტერნმა, სავსებით დარწმუნებულ-
მა,რომ მისი დის ნათქვამს წყალი არ გაუვიდოდა, მისტერ
ოლვორთი გვერდზე გაიხმო და ყოველგვარი შესავლის გარე-
შე, სოფიას და მისტერ ბლაიფილის დაქორწინება შესთავაზა.
მისტერ ოლვორთი ის ადამიანი არ იყო, მოულოდნელი
სარფიანი შემოთავაზების გამო გული ასჩქროლებოდა. ღირ-
სეული კაცის და ქრისტიანის საკადრისი ფილოსოფიის წყა-
ლობით, თავდაჭერა არასოდეს ღალატობდა, არასოდეს
თვალთმაქცობდა, თითქოს სიხარულზე და წუხილზე მაღლა
289
იდგა, მაგრამ, ამავე დროს, არც ბედის ყოველ მოულოდნელ
გაღიმებაზე ან ზურგის შექცევაზე არ ფორიაქობდა და არ ღი-
ზიანდებოდა. ამიტომ მისტერ ვესტერნის შეთავაზება რომ მო-
ისმინა, ემოცია არ შესტყობია, სახეზე ნაკვთი არ შესტოკებია.
ასე თქვა, გულწრფელად მივესალმები ამ კავშირსო, შემდეგ
ახალგაზრდა ლედის ხოტბა შეასხა. აღიარა, მის მზითვს თუ
გავითვალისწინებთ, ნამდვილად სახარბიელო შემოთავაზე-
ბააო. მადლობა გადაუხადა მისტერ ვესტერნს და დასძინა, თუ
ახალგაზრდებს ერთმანეთი უყვართ, მე გულით და სულით მი-
ვესალმები ამ ამბავსო.
მისტერ ვესტერნი ცოტა იმედგაცრუებული დარჩა, ეტყობა,
სკვაირისგან მეტი სითბოს გამომჟღავნებას ელოდა. ეჭვი
ახალგაზრდების ურთიერთსიმპათიის თაობაზე ოლვორთის
ქედმაღლურად გაუქარწყლა – მშობლებმა უკეთ იციან, შვილი
ვის მიათხოვონ, მე დარწმუნებული ვარ, ჩემი ქალიშვილი და-
მიჯერებს და თუ ვიღაც ყმაწვილი არ მოისურვებს, სოფია მისი
თანამეცხედრე გახდეს, მე დიდად გულთან ახლოს არ მივიტა-
ნო.
ოლვორთიმ სცადა, მისტერ ვესტერნი დაემშვიდებინა და
სოფია კომპლიმენტებით შეამკო, ისიც განაცხადა, დარწმუნე-
ბული ვარ, მისტერ ბლაიფილი სიხარულით მიიღებს ამ წინა-
დადებასო, მაგრამ მცდელობა ეფექტური ვეღარ გამოდგა და
მისტერ ვესტერნისგან სხვა პასუხი აღარ ღირსებია, მხოლოდ:
მეტს აღარაფერს ვიტყვი... გულთან ახლოს არ მივიტან... –
მორჩა. და ეს სიტყვები ალბათ ასჯერ გაიმეორა, ვიდრე და-
შორდებოდნენ.
მისტერ ოლვორთი მშვენივრად იცნობდა თავის მეზო-
ბელს, ასე რომ, არაფერი სწყენია. მართალია, არ მოსწონდა,
მშობლები შვილებისგან სიტყვაშეუბრუნებელ მორჩილებას
რომ მოითხოვენ და გადაწყვეტილი ჰქონდა, თავად არასოდეს
290
არ დაეძალებინა ძმისწულისთვის, სურვილის წინააღმდეგ შე-
ერთო ცოლი, მაინც კმაყოფილი დარჩა პერსპექტივით, თანაც
მთელი საგრაფო სოფიას ქება-დიდებაში იყო და თვითონაც
აფასებდა პიროვნულადაც და მისი კეთილი ბუნების გამოც.
ჩვენ ალბათ შეგვიძლია დავამატოთ, რომ მართალია, სო-
ფიას აურაცხელი სიმდიდრე გონს არ დაუბინდავდა ოლვორ-
თის, მაგრამ იმდენად გონიერი კი იყო, არც ამრეზილიყო.
აქ არად ჩავაგდებ, მთელი მსოფლიოს კრიტიკოსები ერთა-
დაც რომ აყეფდნენ, გადავუხვევ თემიდან და განვიხილავ ჭეშ-
მარიტ სიბრძნეს, რომლის ნამდვილი ნიმუში, ისევე, როგორც
ჭეშმარიტი კეთილშობილებისა, გახლდათ მისტერ ოლვორ-
თი.
ჭეშმარიტი სიბრძნე – რაც უნდა დაწეროს სიმდიდრის საწი-
ნააღმდეგოდ მისტერ ჰოგართის ღარიბმა პოეტმა და რასაც
სიამოვნებათა წინააღმდეგ უნდა ქადაგებდნენ მდიდარი, გამ-
ძღარი სასულიერო პირები, – არცერთს არ უგულებელყოფს.
დიდი დოვლათის პატრონი შეიძლება ისეთივე ბრძენი იყოს,
როგორც ქუჩის მათხოვარი და შეიძლება უხაროდეს ლამაზი
ცოლის ან გულითადი მეგობრის ყოლა და ნაკლებად ბრძენი
არ იყოს, ვიდრე ნებისმიერი მოღუშული პაპისტი განდეგილი,
რომელიც ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭს ჩაიკლავს და
შიმშილით და თვითგვემით ჩაანაცვლებს.
სიმართლე რომ ითქვას, ბრძენი ადამიანი ამქვეყნიურ სიკე-
თეებს ადვილად მოიპოვებს, რადგან ბრძენთათვის დამახა-
სიათებელი ზომიერება ყველაზე უტყუარი გზაა დოვლათის
მოსახვეჭად და მხოლოდ ზომიერების წყალობით შეიძლება
ათასგვარი სიამოვნება განვიცადოთ. ბრძენი თავის ნებისმი-
ერ სურვილს და ლტოლვას იკმაყოფილებს, მაშინ, როცა სუ-
ლელი ყველაფერს ერთი სიამოვნებისთვის სწირავს.

291
შეიძლება შემეკამათოთ და მითხრათ, არაერთმა ბრძენმა
გაითქვა სახელი სიძუნწითო. ჩემი პასუხი ასეთი იქნება – ამ
თვალსაზრისით, ისინი არ ყოფილან ბრძენები. სხვაგვარადაც
შეიძლება ითქვას, რომ ბევრი ძალიან ბრძენი ადამიანი ახალ-
გაზრდობაში უზომოდ ელტვოდა სიამოვნებას, ოღონდ მაშინ
ბრძენები არ იყვნენ.
მოკლედ, სიბრძნე ძნელი ასათვისებელია მათთვის, ვისაც
მისი სკოლა არ გაუვლია და გვასწავლის, როგორ შეიძლება
საყოველთაოდ ცნობილ უბრალო პრინციპს მისდიონ თუნდაც
ყველაზე მდაბიო წარმომავლობის ადამიანებმა, და ეს პრინ-
ციპია – ძვირად არაფერი არ უნდა იყიდო.
ის, ვინც ამ პრინციპით იხელმძღვანელებს მსოფლიოს დიდ
ბაზარზე და მას ღირსების, სიმდიდრის, სიამოვნების და ბაზ-
რის მიერ შემოთავაზებული ყველა სხვა ფასეულობის განსა-
საზღვრად გამოიყენებს, გავთამამდები და ვიტყვი, რომ ბრძე-
ნი ყოფილა და იმსახურებს, ეს ყველამ აღიაროს, რადგანაც
იცის, როგორ იხეიროს ვაჭრობით, ყველაფერს ყიდულობს
იოლად და დაუბრკოლებლივ და შინ კარგი შენაძენი ისე მი-
აქვს, რომ ინარჩუნებს ჯანს, პატიოსნებას და რეპუტაციას, ანუ
იმას, რის გადახდაც სხვებს უწევთ.
ამგვარი ზომიერების წყალობით ორ გაკვეთილს სწავლობ,
რაც საბოლოოდ აყალიბებს ხასიათს: პირველი ის არის, რომ
სარგებლიან ნავაჭრს სიხარულისგან ჭკუიდან არ გადაჰყავ-
ხარ და არც ის დაგთრგუნავს, თუ ბაზარი ცარიელი დაგხვდა ან
ძალიან გეძვირა საქონელი.
მაგრამ ახლა უნდა გავიხსენო, რაზე ვწერ და არ ვისარგებ-
ლო კეთილგანწყობილი კრიტიკოსის მოთმინებით, ამიტომ ეს
თავი აქ მთავრდება.

292
თავი 4
მოიცავს ბევრ მრავალფეროვან და
საინტერესო ამბავს

როგორც კი მისტერ ოლვორთი შინ დაბრუნდა, მისტერ


ბლაიფილი გვერდზე გაიხმო და მცირე შესავლის შემდეგ მის-
ტერ ვესტერნის წინადადება გადასცა, თან ისიც დასძინა, მე ამ
ამბავს მივესალმებიო.
ბლაიფილი სოფიას სილამაზით დიდად მოხიბლული არ
ყოფილა, არა იმიტომ, რომ მისი გული უკვე სხვას ეკუთვნოდა
ან სილამაზეს ვერ აფასებდა, ან კიდევ ზოგადად ქალები ეჯავ-
რებოდა. ის ბუნებით თავშეკავებული ახალგაზრდა კაცი იყო
და ფილოსოფიური შეხედულებების გამო თუ მეცნიერული ან
რამე სხვა მიზეზით საკუთარ მოთხოვნილებებს არ ემონებო-
და, ხოლო ვნება, ამ წიგნის პირველ თავში რომ განვიხილეთ,
ოდნავადაც არ შეხებია მის არსებას.
მაგრამ თუმცა კი სრულიად თავისუფალი იყო ამაფორიაქე-
ბელი ვნებებისგან, რომლებიც უკვე განვიხილეთ და რომელ-
თა აღსაძვრელად სოფიას სილამაზე და სათნოება საკმარისი
საბაბი იქნებოდა, სხვა გრძნობები მოეძალა და იმედოვნებდა,
ახალგაზრდა ლედის სიმდიდრის წყალობით ყველა სხვა სი-
ამოვნებას დაიკმაყოფილებდა. დიახ, სიხარბე და ამპარტავ-
ნობა ერთდროულად დაეპატრონა მის სულს. ადრე არაერ-
თხელ უფიქრია, რა სიამოვნებით დაეუფლებოდა ამ სიმდიდ-
რეს და შორეულ გეგმებსაც აწყობდა, მაგრამ რადგან თავა-
დაც და სოფიაც ახალგაზრდები იყვნენ და იმასაც ითვალისწი-
ნებდა, რომ მისტერ ოლვორთის შეიძლებოდა კიდევ შეერთო
ცოლი და შვილებიც შესძენოდა, ცოტა თავს იკავებდა სწრაფი
და მოუთმენელი გადაწყვეტილებებისგან.

293
ეს ბოლო და ყველაზე არსებითი დაბრკოლება მოიხსნა, ვი-
ნაიდან წინადადება თავად მისტერ ვესტერნისგან მოდიოდა.
ბლაიფილმა ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ მისტერ ოლვორთის
უთხრა, ჯერ ოჯახის შექმნაზე არ მიფიქრია, მაგრამ თქვენმა
მეგობრულმა და მამობრივმა მზრუნველობამ ისე ამაღელვა,
სიამოვნებით დაგმორჩილდებითო.
ოლვორთი ბუნებით ფიცხი კაცი იყო და მისი ამჟამინდელი
სიდარბაისლე სიბრძნის და ფილოსოფიის დამსახურება უფ-
რო იყო და არა ფლეგმატურობის. ახალგაზრდობაში დიდი და-
უდგრომელი ვინმე ყოფილა, ლამაზი ცოლიც სიყვარულით შე-
ირთო. ამიტომ დისწულის ცივი პასუხი არ ესიამოვნა. თავი
ვერ შეიკავა, სოფიას ქებას მოჰყვა, გაკვირვებაც გამოთქვა,
როგორ შეიძლება ახალგაზრდა კაცმა ასეთი სილამაზე ვერ
დააფასო, თუ სხვა ქალი არ გიყვარსო.
ბლაიფილმა დაარწმუნა, სხვა არავინ არ მიყვარსო და შემ-
დეგ ისე ბრძნულად და რელიგიურად განიხილა სიყვარული
და ქორწინება, რომ ბიძამისზე უფრო ღვთისმოშიშ ადამიანსაც
გააჩუმებდა. საბოლოოდ კეთილი კაცი კმაყოფილი დარჩა,
მის დისწულს სოფიას საწინააღმდეგო რომ არაფერი ჰქონდა
და პატივსაც სცემდა, რაც მეგობრობის და სიყვარულის საიმე-
დო და მყარი საფუძველი იქნებოდა. და ვინაიდან ეჭვი არ ეპა-
რებოდა, რომ საქმრო მალევე მოიპოვებდა შეყვარებულის კე-
თილგანწყობას, მისი აზრით, ეს კავშირი ორივე მხარეს დიდ
ბედნიერებას ჰპირდებოდა. ასე რომ, ბლაიფილის თანხმო-
ბით, მეორე დღესვე მისწერა მისტერ ვესტერნს. აუწყა, ჩემი
დისწული თქვენი მადლიერია, სიხარულით მიიღო წინადადე-
ბა და ახლა ელოდება, როდის მოისურვებს ახალგაზრდა ქალ-
ბატონი მასთან შეხვედრასო.

294
ვესტერნი წერილით კმაყოფილი დარჩა და პასუხიც არ და-
აყოვნა, ქალიშვილთან შეუთანხმებლად, იმავე შუადღისთვის
დანიშნა შეხვედრა ხელის სათხოვნელად.
გაგზავნა თუ არა პასუხი, დის საძებნელად გაემართა, რო-
მელიც ამ დროს მღვდელ საპლს გაზეთს უკითხავდა და ანათ-
ლებდა. მისტერ ვესტერნს თხუთმეტი წუთი მოუწია დალოდება
და ბუნებით მოუთმენელ კაცს ცოტა გაუჭირდა თავის მოთოკ-
ვა, ვიდრე ხმა ამოაღებინეს. როგორც იქნა, მიეცა საშუალება,
ქალბატონისთვის ეცნობებინა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი
საქმე ჰქონდა, რაზედაც დისგან პასუხად მიიღო – ძმაო, შენს
განკარგულებაში ვარ. ჩრდილოეთში ყველაფერი რიგზეა და
განწყობა მშვენიერი მაქვსო.
მღვდელმა იქაურობა დატოვა. ვესტერნმა დას ყველაფერი
უამბო და სთხოვა, სოფიას აცნობეო. დამაც სიხარულით ითა-
ვა ეს საქმე. როგორც ჩანს, მისის ვესტერნი ჩრდილოეთის ამ-
ბებმა ისე გაახალისა, რომ აღარ მოჰყოლია ძმის საქციელის
განხილვას, თუმცა კი ცოტა ნაჩქარევი მოეჩვენა.

თავი 5
სადაც მოგიყვებით, თუ როგორ წარიმართა სოფიას
და მამიდის შეხვედრა

სოფია თავის ოთახში წიგნს კითხულობდა, როცა მამიდამ


შეაკითხა. მისის ვესტერნის დანახვაზე მან ისე მკვირცხლად
დახურა წიგნი, რომ კეთილმა ქალმა თავი ვერ შეიკავა, არ
ეკითხა, რას კითხულობ, ასე რომ დაფრთხიო.

295
– გეფიცებით, მადამ, – უთხრა სოფიამ, – ისეთს არაფერს
ვკითხულობ, რისაც ან შემრცხვება, ან შემეშინდება. ახალგაზ-
რდა, მოდის მიმდევარი ქალის დაწერილია, რომლის კეთილ-
გონიერება მის სქესს მატებს ღირსებას, მისი კეთილშობილე-
ბა კი ადამიანის ბუნებას.
მისის ვესტერნმა წიგნი გამოართვა, წამსვე მოისროლა და
თქვა:
– კი, კარგი ოჯახიდან არის ეს ავტორი, მაგრამ მაღალ სა-
ზოგადოებაში იშვიათად ჩნდება. მე არ წამიკითხავს, საუკეთე-
სო მცოდნეები ამბობენ, დიდი არაფერიაო.
– მადამ, საკუთარი აზრის გამოთქმას ვერ გავბედავ საუკე-
თესო მცოდნეების წინააღმდეგ, მაგრამ მეჩვენება, რომ ადა-
მიანის ბუნებას კარგად იცნობს და ბევრი ისეთი ნაწყვეტია,
თავისი სისადავით და დელიკატურობით ცრემლი მომრია.
– ტირილი გცოდნია, – უთხრა მისის ვესტერნმა.
– მიყვარს ნაზი გრძნობები, – უპასუხა ძმისწულმა, –
ცრემლს არასოდეს დავიშურებ.
– კარგი, მაჩვენე, მე რომ შემოვედი, რას კითხულობდი,
ალბათ სიყვარულზე იყო. ძვირფასო სოფია, გაწითლდი. აჰ!
შვილო, ისეთი წიგნები უნდა იკითხო, ცოტა თვალთმაქცობა
გასწავლოს, უკეთ უნდა შეგეძლოს ფიქრების დამალვა.
– ვიმედოვნებ, მადამ, – უპასუხა სოფიამ, – არ მაქვს ისეთი
აზრები, რომ გამომჟღავნება მესირცხვილებოდეს.
– გესირცხვილებოდეს?! – შესძახა მამიდამ, – არა, მე სუ-
ლაც არ მგონია, რომ სამარცხვინო აზრები გაქვს, და მაინც,
შვილო, ხომ გაწითლდი, როცა სიტყვა სიყვარული ვახსენე?
დარწმუნებული იყავი, მშვენივრად ვიცი, რასაც ფიქრობ, ისე-
ვე, როგორც ჩვენ ვიცით ფრანგების გადაადგილება, სანამ
თავს დავესხმებით. ხომ არ გგონია, რომ თუ მამას თვალი აუხ-

296
ვიე, მეც გამაცურებ? ხომ არ გგონია, ვერ ვხვდები მიზეზს, გუ-
შინ მისტერ ბლაიფილს ზედმეტად მეგობრულად რატომ ექცე-
ოდი? საკმარისი მაქვს ნანახი, ადვილად ვერ გამაცურებ. არა,
არა, ნუღარ წითლდები, ამ გრძნობის არ უნდა გრცხვენოდეს.
მას მეც მივესალმები და მამაშენიც გადმოვიბირე. მთელი გუ-
ლით და სულით შენკენ ვარ და ყოველთვის დაგეხმარები, გინ-
დაც მსხვერპლის გაღება მომიხდეს. შენთვის ისეთი კარგი ამ-
ბავი მაქვს, ძალიან გაგახარებს. მომენდე და ყველა სურვი-
ლის ასრულებაში დაგეხმარები.
– მადამ, – თქვა სოფიამ, რომელიც ძალიან დაბნეული ჩან-
და, – არ ვიცი, რა გითხრათ, რაზე გაქვთ ეჭვი?
– არა, ცუდზე არაფერზე, – უპასუხა მისის ვესტერნმა, –
იმედი მაქვს, როგორც მეგობარს, ისე დამელაპარაკები. იცო-
დე, მხოლოდ იმას გამიმხელ, რაც უკვე ვიცი, რაც ნათლად და-
ვინახე გუშინ, თუმცა ოსტატურად ნიღბავდი, მაგრამ ჩემნაირ
გამოცდილ ქალს ვერ მოატყუებ. ბოლოს კი გეტყვი, რომ მე ამ
გრძნობას მივესალმები.
– მადამ, – თქვა სოფიამ, – ისეთი მოულოდნელია თქვენი
სიტყვები. რა თქმა უნდა, ბრმა ხომ არ ვარ... თუ ეს მართლაც
ცოდვაა, ერთ ადამიანში ამდენი ღირსება დაინახო... მაგრამ
ნუთუ თქვენ და მამაჩემიც ჩემი თვალით უყურებთ მას?
– გეუბნები, ჩვენ თანახმა ვართ და ამ შუადღეს მამამ თქვე-
ნი შეხვედრა დანიშნა.
– მამაჩემმა? ამ შუადღეს? – შეჰყვირა სოფიამ და სახე აუ-
წითლდა.
– კი, ჩემო შვილო, ხომ იცი, რა მოუთმენელია ჩემი ძმა. გუ-
ლი რომ წაგივიდა მინდორში, მაშინვე მივხვდი ყველაფერს და
მასაც ვუთხარი. მერე ვახშამზეც გაკვირდებოდი და მეორე დი-
ლითაც (ხომ იცი, შვილო, კარგად ვიცნობ ცხოვრებას). რო-
გორც კი მამაშენს ვუამბე, იმწამსვე ოლვორთისთვის მოუნდა
297
წინადადებით მიემართა. გუშინ მისწერა და ოლვორთიც (ალ-
ბათ დიდი სიხარულით) დასთანხმდა. შუადღისთვის საუკეთე-
სო კაბა ჩაიცვი.
– ამ შუადღეს! მამიდა, ისე მაშინებთ, შეიძლება გული წამი-
ვიდეს!
– ო, ძვირფასო, მალე მოგაბრუნებენ. ის ხომ შესანიშნავი
ახალგაზრდა კაცია.
– არა, – თქვა სოფიამ, – მასავით მშვენიერი არავინაა. გუ-
ლადი და თან ასეთი სათუთი, გონიერი და უწყინარი, როგორი
ადამიანური, კარგად აღზრდილი და ლამაზი! რა მნიშვნელო-
ბა აქვს მდაბიო წარმომავლობას, როცა ასეთი თვისებებით
არის შემკული.
– მდაბიო წარმომავლობას? რას გულისხმობ? – იკითხა მა-
მიდამ, – მისტერ ბლაიფილი მდაბიოა?
ამ სახელის გაგონებაზე სოფიამ ფერი დაკარგა.
– განა მისტერ ბლაიფილზე არ ვლაპარაკობთ? – იყვირა
მამიდამ.
– ღმერთო ჩემო, – თქვა სოფიამ, ცოტა აკლდა, გული წას-
ვლოდა, – მე მისტერ ჯონსზე ვამბობდი, სხვა არავინ მეგულე-
ბა, ვინც...

– ახლა გული არ გამიხეთქო, – შესძახა მამიდამ, – მისტერ


ჯონსი გიყვარს და არა მისტერ ბლაიფილი?
– მისტერ ბლაიფილი! – გაიმეორა სოფიამ, – არ მჯერა,
რომ სერიოზულად მელაპარაკებით, თუ ასეა, ამქვეყნად ყვე-
ლაზე უბედური ქალი ვყოფილვარ.
მისის ვესტერნი ერთხანს ენაჩავარდნილი იდგა, თვალები
ბრაზით უელავდა. ბოლოს თავი მოთოკა და დაჭექა:
– არ მჯერა, რომ ნაბიჭვართან კავშირით შეგიძლია ოჯახი
შეურაცხყო! შეიძლება ვესტერნების სისხლის ასე წაბილწვა?
298
თუ საკმარისი ნებისყოფა არ გაქვს, თავი რომ შეიკავო საზიზ-
ღარი სურვილებისგან, მეგონა, სიამაყე მაინც დაგიფარავდა
უნამუსო გრძნობებისგან. როგორ ვიფიქრებდი, რომ ამაში გა-
მოტყდომას გამიბედავდი?!
– მადამ, – უპასუხა აკანკალებულმა სოფიამ, – რაც გითხა-
რით, თავად გამომძალეთ. ვერ ვიხსენებ, მისტერ ჯონსი ოდეს-
მე შემექოს. არც ახლა ვიტყოდი რამეს, რომ არ მგონებოდა,
თქვენც იზიარებდით. რა აზრიც უნდა მქონოდა იმ საწყალ,
უიღბლო კაცზე, ვაპირებდი, სამარეში ჩამეტანა, იმ ერთა-
დერთ ადგილას, სადაც სიმშვიდეს მოვიპოვებდი.
ამ სიტყვებით სკამზე დაესვენა და ატირდა. მისი ენით აუწე-
რელი სევდის შემყურე, ყველაზე გულქვა ადამიანიც აღელდე-
ბოდა, მაგრამ მამიდას არავითარი თანაგრძნობა არ გამოუხა-
ტავს. პირიქით, კიდევ უფრო გაცეცხლდა:
– და მე, – შესძახა განრისხებულმა, – საფლავამდე უფრო
მიგაცილებ, ვიდრე შენი თავის და ოჯახის შერცხვენის უფლე-
ბას მოგცემ! ღმერთო ჩემო! ნუთუ ამას მოვესწარი? მის ვეს-
ტერნ, შენ პირველი ხარ, ვისაც ჩვენს ოჯახში ასეთი დამამცი-
რებელი აზრი დაებადა. ჩვენი ოჯახი ყოველთვის გამოირჩეო-
და ქალების კეთილგონიერებით.
მერე მთელი ნახევარი საათი შეუსვენებლად ილაპარაკა
და ბოლოს, როცა ენა დაეღალა, მაგრამ სიბრაზე არ დაუცხრა,
დაემუქრა, ახლავე მამაშენს მოვახსენებ ყველაფერსო.
სოფია მუხლებში ჩაუვარდა და შეემუდარა, არ გამთქვაო,
მამის ფიცხი ხასიათი შეახსენა და არწმუნებდა, მას არასოდეს
ვაწყენინებ, ჩემი გული ვისაც არ უნდა ეკუთვნოდესო.
მისის ვესტერნი ჩუმად უსმენდა, მერე ცოტა დამშვიდებულ-
მა უთხრა, მხოლოდ ერთი პირობით არ ვეტყვი ჩემს ძმასო და
ამისათვის შუადღისას სოფია ისე უნდა შეხვედროდა მისტერ
ბლაიფილს, როგორც შეყვარებულს და მომავალ მეუღლეს.
299
საცოდავ სოფიას მეტი რა გზა ჰქონდა, უარი ვერ უთხრა.
იძულებული გახდა, შეჰპირებოდა, რომ მისტერ ბლაიფილს
შეხვდებოდა და თავაზიანადაც მოექცეოდა, ოღონდ მამიდას
სთხოვა, ქორწილს ნუ დააჩქარებთო. ასე თქვა, მისტერ ბლა-
იფილი ჩემთვის სრულიად მიუღებელია და იმედი მაქვს, მამას
დავიყოლიებ, არ გამაუბედუროსო.
მისის ვესტერნმა დაარწმუნა:
– უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია და ხელს ვეღარაფერი
შეუშლის. უნდა ვაღიარო, მე თავიდან გულგრილად ვუყურებ-
დი ამ ქორწინებას და ცოტა ეჭვებიც მჭამდა, მაგრამ ახლა ამ-
ქვეყნად ყველაზე გადაუდებელი რამ გახდა და რას არ ვიღო-
ნებ, რომ ერთი წუთითაც არ შევაყოვნო.
სოფიამ უპასუხა:
– გადადეთ მაინც, მადამ, იმის დრო მაინც მომეცით, რომ
უკეთ განვეწყო ადამიანის მიმართ, რომელიც ამ წუთს მეჯავ-
რება.
მამიდამ უთხრა:
– მე ვერ გამაცურებ, რადგან ვიცი, რომ სხვა გიყვარს, სწო-
რედ ამიტომ შევაგულიანებ მისტერ ვესტერნს, ქორწილი და-
აჩქაროს. უვარგისი პოლიტიკაა, გაახანგრძლივო ალყა, რო-
ცა მტერი ახლოსაა და ალყის მოხსნის საშიშროება არსებობს.
არა, არა, სოფია, როგორც გატყობ, ისეთ ძლიერ ვნებას შეუპ-
ყრიხარ, რომელსაც ღირსეულად ვერ დაიკმაყოფილებ. მე ყო-
ველ ღონეს ვიხმარ, შენი და ოჯახის ღირსება რომ გადავარჩი-
ნო. იმედი მაქვს, შვილო, კეთილგონიერებას მოუხმობ და წე-
სიერად მოიქცევი, მაგრამ თუ არა, ეს მაინც იცოდე, ბევრი ქა-
ლი გადაურჩენია ქორწინებას.
სოფია კარგად ხვდებოდა, რას გულისხმობდა მამიდა, მაგ-
რამ არ მიიჩნია საჭიროდ, ეპასუხა. ყოველ შემთხვევაში, გა-

300
დაწყვიტა, ბლაიფილს შეხვედროდა და თავაზიანად მოჰქცე-
ოდა, რადგან მხოლოდ ასე გამოსტყუებდა მამიდას პირობას,
მისი საიდუმლო არ გაემხილა.

თავი 6
მოიცავს დიალოგს სოფიასა და მისის ონორს შორის,
რომელმაც შეიძლება კეთილი ბუნების მკითხველს
წინა სცენით აღძრული მღელვარება ჩაუცხროს

მისის ვესტერნმა ძმისწულის შეპირება მიიღო თუ არა,


ოთახი დატოვა და მისის ონორი მაშინვე შემოვიდა. ის მომიჯ-
ნავე ოთახს ალაგებდა, გასაღების ჭუჭრუტანიდან საუბარი შე-
მოესმა და იქიდან ფეხი აღარ მოუცვლია. რომ დაინახა, სოფია
გაუნძრევლად იდგა და თვალებიდან ცრემლი სდიოდა, თავა-
დაც გადმოყარა ცრემლი და ასე დაიწყო:
– ჩემო საყვარელო ლედი, რა დაგემართათ?
– არაფერი! – იყვირა სოფიამ.
– როგორ თუ არაფერი? ძვირფასო მადამ, ყველაფერი უნ-
და მითხრათ, როცა ასეთ დღეში ხართ და მადამ ვესტერნთან
ასეთი საუბარი გქონდათ.
– ნუ მაღიზიანებ, – ისევ იყვირა სოფიამ, – გეუბნები, არა-
ფერი არ ხდება-მეთქი. ღმერთო ჩემო, რატომ გავჩნდი ამქვეყ-
ნად?
– არა, მადამ, – თქვა მისის ონორმა, – ვერ დამარწმუნებთ,
რომ არაფრის გამო ხართ ასე შეწუხებული. მართალია, მე
მხოლოდ და მხოლოდ მსახური ვარ, მაგრამ ყოველთვის
თქვენი ერთგული ვიყავი.

301
– ჩემო საყვარელო ონორ, – უთხრა სოფიამ, – მე ვერავინ
დამეხმარება. ჩემი საშველი არ არის.
– ღმერთმა დაგვიფაროს! მაგრამ თუ მაინც რამე შემიძ-
ლია, ქალბატონო, გეხვეწებით, მითხარით. რომ ვიცოდე, რა
ხდება, ცოტა დამამშვიდებდა.
– მამაჩემმა გადაწყვიტა, მიმათხოვოს კაცს, რომელიც მე-
ზიზღება, – უთხრა სოფიამ.
– ოჰ, ღმერთო, მადამ, ვინ არის ის გაიძვერა? დარწმუნებუ-
ლი ვარ, კარგი კაცი არ იქნება, თუ თქვენ გეჯავრებათ.
– მისი სახელი ენას მიშუშხავს, – უპასუხა სოფიამ, – მალე
გაიგებ ყველაფერს.
ისე, სიმართლე რომ ვაღიაროთ, ონორმა უკვე ყველაფერი
იცოდა და ამიტომ ძალიანაც არ ჩასძიებია, მხოლოდ ეს უთ-
ხრა:
– არ გავკადნიერდები, რამე გირჩიოთ, ისედაც ჩემზე უკეთ
მოგეხსენებათ ყველაფერი, მაგრამ ეს რა მესმის! მე ჩემი სურ-
ვილის წინააღმდეგ ვერავინ გამათხოვებდა. და დარწმუნე-
ბული ვარ, კეთილ სკვაირს რომ სცოდნოდა, ის ახალგაზრდა
კაცი გძულთ, ასე არ მოიქცეოდა. ნება მომეცით, მე ვუთხრა,
თუმცა აჯობებს, თავად დაელაპარაკოთ...
– ცდები, ონორ, მამაჩემს არც კი უკითხავს ჩემთვის, ისე გა-
დაწყვიტა.
– სირცხვილი! – იყვირა ონორმა, – იმ კაცთან თქვენ უნდა
დაწვეთ და არა მამათქვენი. როგორი კარგიც უნდა იყოს კაცი,
ყველას ხომ არ მოეწონება? მერწმუნეთ, ჩემი ბატონი თვითონ
არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. ნეტა, ყველამ თავის საქ-
მეს მიხედოს. მართალია, მე მხოლოდ და მხოლოდ მოახლე
ვარ, მაგრამ მჯერა, ყველა კაცი არ მოგეწონება. რად გინდათ,
ქალბატონო, ამხელა სიმდიდრე, თუ ვერ დახარჯეთ, როგორც

302
მოგესურვებათ? ისე ვამბობ, მაგრამ საცოდაობაა, ზოგი კე-
თილშობილი და მდიდარი რომ არ არის. მაგრამ მერე რა?
თქვენ ორის სამყოფი გაქვთ და უკეთესად ვისთან ერთად მო-
იხმართ? ხომ ყველა დამეთანხმება, რომ ის ულამაზესი, უმშვე-
ნიერესი და უწესიერესია ამქვეყნად.
– რას მიედ-მოედები? – უყვირა სოფიამ ძალიან სერიოზუ-
ლი სახით, – რამდენის უფლებას აძლევ თავს?
– არა, არა, მომიტევეთ, თქვენი წყენა არ მინდოდა, მაგრამ
ის საწყალი ჯენტლმენი თავიდან ვერ ამოვიგდე, რაც ამ დი-
ლით ვნახე. თქვენ რომ შესწრებოდით, თქვენც შეგეცოდებო-
დათ. საწყალი! ალბათ რაღაც უბედურება შეემთხვა, ისეთი
სევდიანი იყო, მისი შემხედვარე კინაღამ ავტირდი.
– ვისი შემხედვარე? – ჰკითხა სოფიამ.
– საწყალი მისტერ ჯონსის, – მიუგო მისის ონორმა.
– ჯონსი ნახე? სად ნახე?
– არხთან, მადამ. მთელი დილა იქ დაეხეტებოდა, მერე ბა-
ლახზე მიწვა და ალბათ ახლაც ისე წევს. მერწმუნეთ, მომერი-
და, თორემ მივიდოდი და დაველაპარაკებოდი. ნება მომეცით,
წავიდე და ვნახო, როგორ არის.
– არა, არა, იქ რა უნდოდა? წასული იქნება უკვე, რატომ...
რა... რატომ უნდა წახვიდე? თანაც მე აქ მჭირდები, ქუდი და
ხელთათმანი მომიტანე, მამიდასთან ერთად გავისეირნებ სა-
დილამდე.
მოახლემ დაუყოვნებლივ შეასრულა, რაც დაავალეს. სო-
ფიამ ქუდი დაიხურა, მაგრამ სარკეში როცა ჩაიხედა, მოეჩვე-
ნა, რომ ლენტი არ უხდებოდა და სხვა ფერის ქუდის მოსატა-
ნად გაგზავნა მისის ონორი. მერე მოახლე დაარიგა, საქმეს არ
მოსწყდეო, უთხრა, ეს სასწრაფოდ დღესვე უნდა დამთავრდე-
სო, რაღაც ჩაილაპარაკა ტყეში გასეირნებაზე და პირდაპირ

303
არხისკენ გაემართა ჩქარი ნაბიჯით, რამდენადაც ამას აკანკა-
ლებული ფეხები ანებებდნენ.
ჯონსი მართლაც იქ იყო, როგორც მისის ონორმა მოახსენა,
მთელი ორი საათი გაატარა სოფიაზე სევდიან ფიქრებში და
სწორედ მაშინ გავიდა ბაღის ერთი შესასვლელიდან, როცა
სოფია მეორიდან შევიდა. ასე რომ, ქუდის არჩევაში დაკარ-
გულმა წუთებმა ხელი შეუშალა შეყვარებულებს, ერთმანეთს
შეხვედროდნენ. ამ უიღბლო შემთხვევიდან მკითხველმა სა-
სარგებლო დასკვნა უნდა გააკეთოს. მე კი ყველა მამრობითი
სქესის კრიტიკოსს მკაცრად ვუკრძალავ ჩარევას იმ ამბავში,
რომელსაც მხოლოდ ქალების გამო მოვყევი და კომენტარის
გამოთქმის უფლებაც მხოლოდ მათ ეძლევათ.

თავი 7
ოფიციალური არშიყობის მინიატურული სურათი და
სინაზის გამოვლენის ფართო მასშტაბით წარმოდგენილი სცენა

მავანმა (შეიძლება მხოლოდ მან არა) კარგად აღნიშნა,


ერთ უბედურებას სხვა უბედურებები მოსდევსო. ეს სიბრძნე
ამჯერად სოფიამ დაადასტურა, რომელსაც არათუ საყვარელი
კაცის ნახვის იმედი გაუცრუვდა, არამედ იძულებული იყო, სა-
ძულველ კაცთან შესახვედრად გამოპრანჭულიყო.
იმ დღეს მისტერ ვესტერნი პირველად დაელაპარაკა ქა-
ლიშვილს ამ თემაზე და უთხრა, ვიცი, მამიდამ უკვე ყველაფე-
რი მოგახსენაო. სოფიამ შეწუხებულმა შეხედა მამას და უნებუ-
რად თვალზე ცრემლი მოადგა.
– მოიცა, მოიცა, – თქვა ვესტერნმა – არ გინდა ეს ბავშვური
ამბები. ყველაფერი ვიცი, ჩემმა დამ ყველაფერი მიამბო.
304
– ნუთუ მამიდამ გამთქვა? – იკითხა სოფიამ.
– არა, შენ თვითონ გათქვი შენი თავი გუშინ სადილობისას.
მგონი, აშკარად გეტყობოდა, გულში რა გედო. თქვენ, ახალ-
გაზრდებმა, არ იცით, რა გინდათ. ტირი იმიტომ, რომ საყვა-
რელ კაცს გატან ცოლად! მახსოვს, დედაშენიც ბევრს მოთ-
ქვამდა, შენი არ იყოს, მაგრამ გათხოვებიდან ოცდაოთხ საათ-
ში ყველაფერი დასრულდა. მისტერ ბლაიფილი ცქვიტი ბიჭია
და მალე მოუღებს ბოლოს მაგ ჭირვეულობებს. მოდი, ცოტა
გახალისდი, უკვე წუთი წუთზე აქ იქნება.
სოფია დარწმუნდა, რომ მამიდამ სიტყვა პატიოსნად შეას-
რულა და გადაწყვიტა, შუადღის უსიამოვნო შეხვედრა რაც შე-
იძლება მედგრად გადაეტანა, რათა მამას რამე არ ეეჭვა.
მისტერ ბლაიფილიც მალე მობრძანდა და მისტერ ვესტერ-
ნმა ახალგაზრდები მარტო დატოვა.
სიჩუმე ლამის თხუთმეტ წუთს გაიწელა, რადგან საუბარი
ჯენტლმენს უნდა დაეწყო, ის კი მეტისმეტად მორცხვი და გა-
უბედავი აღმოჩნდა. რამდენჯერმე სცადა დალაპარაკება, მაგ-
რამ ბოლო წუთს სიტყვას ყლაპავდა. მერე, როგორც იქნა, ნაწ-
ვალები და არაბუნებრივი კომპლიმენტები დააყარა, რაზედაც
თვალებდახრილი სოფია თავის დაკვრით და ერთმარცვლია-
ნი სიტყვებით პასუხობდა. ქალებთან არშიყობაში გამოუც-
დელმა და თვითკმაყოფილმა ბლაიფილმა გოგოს საქციელი
გაუბედავ თანხმობად მიიღო და როცა სოფია მისთვის აუტანე-
ლი სცენის შესამოკლებლად ადგა და ოთახი დატოვა, ესეც სი-
მორცხვედ მიიჩნია და თავს ინუგეშებდა, მალე რამდენ ხანსაც
მომესურვება, იმდენ ხანს დავყოფ მასთან ერთადო.
ბლაიფილი მომავალ წარმატებებზე ფიქრით მართლაც
რომ დიდად კმაყოფილი ჩანდა. რაც შეეხება აზრს, ქალის გუ-
ლი მთლიანად მას ეკუთვნოდა თუ არა, რასაც რომანტიკული
შეყვარებულები ასე ესწრაფვიან, თავში არც კი მოსვლია. მისი
305
სურვილები მხოლოდ სოფიას მზითვით და თვითონ სოფიათი
შემოიფარგლებოდა და ეჭვი არ ეპარებოდა, მალე ორივეს და-
ეპატრონებოდა, მით უმეტეს, რომ მისტერ ვესტერნი მათი
ქორწინების მომხრე იყო, სოფია კი, როგორც იცოდა, მამის
სურვილს ყოველთვის ემორჩილებოდა. ამ ყველაფერს თვით-
კმაყოფილება და ენაწყლიანობაც ემატებოდა და ვინაიდან
დარწმუნებული იყო, გოგოს გული არავის ეკუთვნოდა, წარმა-
ტება გარდაუვალი ეგონა.
ჯონსზე ერთი წუთით არ უეჭვია, რაც ცოტა უცნაური მეჩვე-
ნება. ალბათ ფიქრობდა, თავქარიანი კაცის სახელი, ჯონსს
საგრაფოში რომ ჰქონდა გავარდნილი (რამდენად მართებუ-
ლად, ეს მკითხველმა გადაწყვიტოს), მორცხვ ლედის დააფ-
რთხობდა. ან, იქნებ, როცა ყველანი ერთად იყვნენ, სოფიაც
და ჯონსიც ძალიან ცდილობდნენ, მისთვის ეჭვები გაეფანტათ.
ბოლო და, რა თქმა უნდა, უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ თა-
ვისი სადარი ამქვეყნად არავინ ეგულებოდა. ეგონა, ჯონსს მო-
ხარშულს იცნობდა და მის წარმოდგენებს და საკუთარი ინტე-
რესებისადმი არხეინ დამოკიდებულებას აბუჩად იგდებდა.
სრულიად გამორიცხავდა, რომ ჯონსს შეიძლებოდა სოფია ჰყ-
ვარებოდა და რაც შეეხება გამორჩენაზე ფიქრს, მისნაირი სუ-
ლელისგან არც ამას ელოდა. თანაც, ბლაიფილს მიაჩნდა,
რომ ჯონსი მოლი სიგრიმთან რომანს აგრძელებდა, რაც სავა-
რაუდოდ მათი ქორწინებით უნდა დასრულებულიყო. ჯონსს
ბლაიფილი ბავშვობიდან უყვარდა და არაფერს უმალავდა,
ვიდრე მისტერ ოლვორთის ავადმყოფობის დროს მომხდარმა
შემთხვევამ გული არ გაუცივა. იმდღევანდელი ჩხუბის შემდეგ
ჯერ ერთმანეთს არ შერიგებოდნენ და ამიტომ ბლაიფილმა არ
იცოდა, მას მოლი თუ გადაუყვარდა.

306
მოკლედ, ბლაიფილი დარწმუნებული იყო, რომ მის წარმა-
ტებას ხელს ვერაფერი შეუშლიდა. დაასკვნა, რომ სოფიას საქ-
ციელი არ განსხვავდებოდა სხვა ნებისმიერი ახალგაზრდა
ლედის საქციელისგან შეყვარებულთან პირველი შეხვედრი-
სას და სინამდვილეში მეტს არც არაფერს ელოდა.
მისტერ ვესტერნი დადარაჯებული იყო, ბლაიფილი სოფიას
ოთახიდან როდის გამოვიდოდა და როცა ის წარმატებით გა-
ხარებული და მის ქალიშვილში ყურებამდე შეყვარებული იხი-
ლა, აცეკვდა და კიდევ რაღაც სულელური მოძრაობებით გა-
მოხატა აღტაცება. ის ხომ ემოციებს დიდად ვერ თოკავდა და
ყოველ ჯერზე ველურივით იქცეოდა.
გულთბილი ჩაკოცნების და ჩახუტებების მერე ბლაიფილი
გაისტუმრა თუ არა, კეთილი სკვაირი პირდაპირ ქალიშვილ-
თან გაემართა და უჩვეულოდ გახარებულმა თავბრუ დაახვია,
ეფერებოდა, რა საალერსო სახელს არ ეძახდა, შენ ხარ ჩემი
ერთადერთი სიხარულიო და სთხოვდა, ოღონდ შენ ხელი და-
ადე და ყველაზე ძვირფას სამკაულებს და ტანსაცმელს გიყი-
დიო.
მამის სიყვარულის შემოტევამ, რომლის მიზეზი სოფიას-
თვის სრულიად უცნობი იყო (რადგან ამჯერად მამა თავის
გრძნობას ჩვეულებრივზე უფრო მგზნებარედ გამოხატავდა),
ქალიშვილს აფიქრებინა, ამაზე უკეთესი შემთხვევა არ ჩამი-
ვარდება, ბლაიფილის შესახებ მაინც გამოვუტყდე, ადრე თუ
გვიან ხომ ყველაფრის ახსნა მომიწევსო. სკვაირს დიდი მად-
ლობა გადაუხადა და მერე რაც შეიძლებოდა ნაზად ჰკითხა,
მართალია, რომ მამაჩემის ყველაზე დიდი სიხარული ჩემი
ბედნიერებააო? რაზედაც სკვაირმა ფიცით და კოცნით უპასუ-
ხა. ამის შემდეგ სოფია მუხლებზე დაეცა, მამას ხელი გამოარ-
თვა და შეეხვეწა, ნუ გამაუბედურებ და ჩემთვის საძულველ
კაცს ნუ გამაყოლებ ცოლადო.
307
– გემუდარები, მამა, ჩემი და საკუთარი თავის ხათრით, ხომ
მითხარი, ჩემი ბედნიერება შენზეა დამოკიდებულიო.
– რაა! – იყვირა სკვაირმა და შეშლილივით შეხედა.
– ოჰ, სერ! – განაგრძო გოგომ, – მხოლოდ ბედნიერება კი
არა, ამ თხოვნაზე ჩემი ცხოვრებაა დამოკიდებული. მისტერ
ბლაიფილთან ვერ ვიცხოვრებ და თუ მაიძულებ, ეს მე მომ-
კლავს.
– ბლაიფილთან ვერ იცხოვრებ? – ჰკითხა მისტერ ვესტერ-
ნმა.
– ვერა, გეფიცები, ვერა, – უპასუხა სოფიამ.
– მაშინ მოკვდი და ჯანდაბამდე გზა გქონია! – შესძახა სკვა-
ირმა და სოფიას ხელი გამოსტაცა.
– ოჰ, სერ, – სოფია ხიფთანის კალთაზე მოეჭიდა, – შემიბ-
რალეთ, გეხვეწებით. როგორ შეგიძლიათ ასე გამწიროთ...
როგორ შეუძლია ამქვეყნად ყველაზე კარგ მამას, გული გამი-
ტეხოს და ყველაზე ულმობელი სიკვდილით მომკლას.
– ფუი! არ მჯერა! ეს ყველაფერი ქალწულის იონებია! რა
სიკვდილი, რის სიკვდილი, ვითომ გათხოვება მოგკლავს?
– სერ, ეს სიკვდილზე უარესი იქნება, მე არათუ გულგრილი
ვარ მის მიმართ, მეზიზღება და მეჯავრება.
– გეჯავრებოდეს, რა ვქნა, მაინც მისი ცოლი გახდები, ‒ სკ-
ვაირმა ამ სიტყვებს ისეთი გინება მოაყოლა, ვერ გავბედავ, გა-
ვიმეორო და უამრავი მგზნებარედ წარმოთქმული მტკიცებუ-
ლების შემდეგ დაასკვნა, – მე გადაწყვეტილი მაქვს, გაგათხო-
ვო და თუ არ დათანხმდები, ერთ ფართინგსაც არ მიიღებ, ქუ-
ჩაში რომ გნახო მშიერ-მწყურვალი, პურის ნამცეცს არ მოგ-
ცემ. ეს არის ჩემი მტკიცე გადაწყვეტილება, ახლა შენი ნებაა,
მოიფიქრო, – და ისე მოსწყდა ადგილს, საწყალი სოფია სახით
დაენარცხა ძირს.

308
ვესტერნი დარბაზში რომ შევიდა, იქ ჯონსი დახვდა. ჯონსმა
როცა შენიშნა, სკვაირს სახეზე ფერი არ ედო და სუნთქვა
უჭირდა, ჰკითხა, რა შეგემთხვათო. სკვაირმა იმწამსვე გააცნო
საქმის ვითარება, მწარედ ადანაშაულებდა სოფიას და წუხდა
ყველა მამის გამო, ვისაც არ გაუმართლა და ქალიშვილი ჰყავ-
და.
ჯონსმა არ იცოდა, ბლაიფილი რომ ბედს ეწია და თავიდან
ელდა ეცა, მაგრამ როგორც შემდეგ თქვა, სასოწარკვეთილე-
ბამ უკარნახა, ვესტერნისთვის თავხედურად ეთხოვა, სოფიას-
თან შევალ და იქნებ დავარწმუნო, დაგიჯეროთო.
სკვაირი დიდი გამჭრიახი ვინმეც რომ ყოფილიყო, რაც სი-
ნამდვილეს არ შეესაბამებოდა, სიბრაზე მაინც დაუბინდავდა
გონებას, ამიტომ ჯონსს მადლობა გადაუხადა სამსახურის-
თვის და უთხრა, წადი, რასაც შეძლებ, ყველაფერი სცადეო და
მერე კიდევ ერთხელ დაიფიცა, სახლიდან გავაგდებ, თუ უარს
მეტყვისო.

თავი 8
ჯონსის და სოფიას შეხვედრა

ჯონსმა იმწამსვე სოფიას ოთახს მიაშურა. სოფია ის იყო


ფეხზე წამომდგარიყო, თვალებიდან ცრემლი სდიოდა, ტუჩი-
დან კი სისხლი. ჯონსმა მასთან მიირბინა და ერთდროულად
სინაზით და შიშით აღსავსე ხმით უთხრა:
– ო, ჩემო სოფია, ეს რა დღეში ხართ?
სოფიამ ალერსიანად შეხედა და ჰკითხა:

309
– მისტერ ჯონს, ღვთის გულისათვის, აქ რატომ მოსულ-
ხართ? დამტოვეთ, ძალიან გთხოვთ.
– ნუ მიბრძანებთ ასე მკაცრად... თქვენი ერთი წვეთი სის-
ხლისთვის მთელ ჩემს სისხლს გავიღებ.
– ხომ იცით, მე ისედაც დავალებული ვარ თქვენგან, – სო-
ფიამ ნაზი მზერა მიაპყრო მას და შემდეგ შეწუხებულმა იყვი-
რა, – ოჰ, მისტერ ჯონს, რატომ გადამარჩინეთ სიკვდილს? ჩე-
მი სიკვდილი ორივესთვის ბედნიერება იქნებოდა.
– ორივესთვის ბედნიერება?! – შესძახა ჯონსმა, – წამებით
სიკვდილი მირჩევნია, ვიდრე წარმოვიდგინო თქვენი... ვერც
ვამბობ ამ საზარელ სიტყვას... განა მარტო თქვენთვის არ
ვცოცხლობ?
მისი ხმაც და გამომეტყველებაც სინაზით იყო სავსე, ხელი
გამოართვა და სოფიაც არ გაუძალიანდა, სიმართლე რომ ით-
ქვას, კარგად ვერც ხვდებოდა, რა ამბავი იყო მის თავს. რამ-
დენიმე წუთი ასე მდუმარედ გაატარეს შეყვარებულებმა, ჯონ-
სი ალერსით უყურებდა სოფიას, მას კი თვალები დაეხარა. ბო-
ლოს სოფიამ ძალა მოიკრიბა და ისევ სთხოვა ჯონსს, მარტო
დაეტოვებინა, ერთად რომ გვნახონ, დავიღუპებიო და დასძი-
ნა:
– ო, მისტერ ჯონს, რომ იცოდეთ, რა საშინელება მოხდა
დღეს.
– მე ყველაფერი ვიცი, სოფია, – უთხრა ჯონსმა, – ულმობე-
ლი მამათქვენი ყველაფერს მომიყვა და მანვე გამომგზავნა
თქვენთან.
– მამაჩემმა გამოგგზავნათ? – ჰკითხა გოგომ, – ხომ არ ბო-
დავთ?
– არა, არ ვბოდავ, მამათქვენმა გამომგზავნა, ჩემს მეტო-
ქეს რომ ვუშუამდგომლო და თქვენ მის მიმართ კეთილად გან-

310
გაწყოთ. სხვა გზა ვერ ვნახე, აქ რომ შემოვსულიყავი. ოჰ, და-
მელაპარაკეთ, სოფია! ცოტა მანუგეშეთ. ჩემსავით ხომ არა-
სოდეს არავის ჰყვარებია. ნუ წამართმევთ ამ საყვარელ, ნაზ
ხელს... ერთი წამიც, ვინ იცის, იქნებ სამუდამოდ წამართვათ.
ამ საშინელმა შემთხვევამ სულ დამავიწყა თქვენგან ჩაგონე-
ბული მოკრძალება და თავის დაჭერა.
სოფია ერთხანს ჩუმად იყო, ყოყმანობდა, მერე ნაზად შეხე-
და და ჰკითხა:
– რის მოსმენა გსურთ ჩემგან, მისტერ ჯონს?
– მხოლოდ იმას შემპირდით, რომ ბლაიფილს არასოდეს
გაჰყვებით ცოლად.
– ნუ ახსენებთ მაგ საზიზღარ სახელს, – უპასუხა სოფიამ, –
დარწმუნებული იყავით, არ გავყვები, თუ ეს ჩემს შესაძლებ-
ლობას არ აღემატება.
– მაშინ, რადგან ასეთი კეთილი ხართ, კიდევ ერთს
გთხოვთ, ნება მომეცით, იმედი მქონდეს.
– ეჰ, მისტერ ჯონს, როგორ შემიძლია დაგაიმედოთ, ხომ
იცით მამაჩემის გადაწყვეტილების შესახებ.
– მაგრამ ისიც ვიცი, – უთხრა ჯონსმა, – ძალდატანებით ვე-
რავინ დაგითანხმებთ.
– და იცით, რა საშინელ შედეგს გამოიღებს ჩემი დაუმორ-
ჩილებლობა? საკუთარი თავი არ მადარდებს, მაგრამ ეს მამა-
ჩემს გაანადგურებს.
– ყველაფერი მისი ბრალია, ნუ გამოიყენებს ძალას, რომე-
ლიც ბუნებას მისთვის არ მიუცია. დაფიქრდით, მე როგორ გა-
ვუბედურდები, თუ დაგკარგავთ და მერე ვინ უფრო შეგებრა-
ლებათ?
– დავფიქრდე?! – უპასუხა სოფიამ, – როგორ გგონიათ, არ
მიფიქრია, თქვენს სურვილს რომ ავყვე, რამხელა უბედურებას

311
მოგიტანთ? სწორედ ამიტომ გთხოვთ ასე მკაცრად, სამუდა-
მოდ დამტოვოთ და თავი გაუბედურებისგან გადაირჩინოთ.
– მე გაუბედურების არ მეშინია, მხოლოდ თქვენი დაკარგვა
მაშინებს. ვერასოდეს დაგტოვებთ, დამერწმუნეთ, ვერასო-
დეს.
აკანკალებულები ჩუმად უყურებდნენ ერთმანეთს, სოფიას
ძალა არ ჰყოფნიდა, ხელი წაერთმია მისთვის, ჯონსი კი ძლივს
პოულობდა ძალას, მისი ხელი სჭეროდა, როცა მოულოდნე-
ლად ეს სცენა, ალბათ მკითხველს ძალიან გაწელილი რომ
მოეჩვენა, სხვა, ისეთი განსხვავებული სცენით შეიცვალა, რომ
ახალი თავი სჭირდება.

თავი 9
ეს თავი წინანდელთან შედარებით ბევრად უფრო ბობოქარი
ხასიათისაა

ვიდრე შეყვარებულების ამბავს მივუბრუნდებით, საჭიროდ


მიგვაჩნია, გაგაცნოთ, რა ხდებოდა მათი ნაზი საუბრის დროს
დარბაზში.
მისტერ ვესტერნი ჯონსმა რომ დატოვა, მალე მისი და გა-
მოჩნდა და მოისმინა ყველაფერი, რაც სკვაირს და სოფიას შო-
რის მოხდა.
ძმისწულის ამგვარი საქციელი კეთილმა ქალმა სიტყვის
გატეხად მიიჩნია, ამიტომ გადაწყვიტა, რომ თვითონაც თავი-
სუფლად შეეძლო, ძმისთვის საიდუმლო გაემხილა და ასეც
მოიქცა, თან უცერემონიოდ და შეუმზადებლად.

312
ქალიშვილის ჯონსზე დაქორწინება სკვაირს თავში აზრად
არასოდეს მოსვლია, არც იმ წუთებში, როცა ახალგაზრდა კა-
ცით ძლიერ მოხიბლული იყო და ეჭვითაც არაფერი უეჭვია
ოდესმე. ქორწინებისთვის ქონების და მდგომარეობის თანას-
წორობა ისეთივე ფიზიკურ აუცილებლობად მიაჩნდა, რო-
გორც სქესებს შორის განსხვავება და ისევე არ ელოდა, რომ
მის ქალიშვილს ღარიბი კაცი შეუყვარდებოდა, როგორც რა-
იმე პირუტყვის შეყვარებას ვერ წარმოიდგენდა.
ამიტომ დის ნათქვამი მეხის გავარდნასავით იყო მისთვის.
ჯერ ენა ჩაუვარდა, რადგან გაოგნებისგან სუნთქვა შეეკრა,
მაგრამ ხმა მალევე დაუბრუნდა და როგორც ჩვეულებრივ
ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, გაორმაგებული ძალით და
მრისხანებით დაჭექა.
პირველი, რაც გააკეთა, როცა კი ხმა დაიბრუნა და გაოგნე-
ბიდან გამოერკვა, გინებას და წყევლას მოჰყვა. მერე სასწრა-
ფოდ სოფიას ოთახისკენ გავარდა, სადაც ეგონა, შეყვარებუ-
ლებს წაასწრებდა და თან გზადაგზა ხმამაღლა იმუქრებოდა.
როგორც ორი მტრედი ან ორი ქედანი, ან როგორც სტრე-
ფონი და ფილიდა (ეს შედარება ყველაზე მიახლოებულია)
განმარტოვდებიან მყუდრო ტყეში, სადაც სიყვარულის ძალა
სიმორცხვეს გაუქარვებთ და ერთმანეთს ტკბილად ეჟღურტუ-
ლებიან, თუ ამ დროს იქ, სადაც ყველაფერი გარინდებულია,
მოულოდნელად ჭექა-ქუხილი ღრუბლებს გააპობს და გრუხუ-
ნით გადაივლის ცაზე, დამფრთხალი გოგო წამოფრინდება
ხავსით ან ახლად აბიბინებული ბალახით დაფარული კორდი-
დან და სიყვარულის ძალით შეფაკლულ ლოყებზე მკვდრის
ფერი დაედება, ხოლო მისი შეყვარებული ძლივს ახერხებს,
აცახცახებულს ხელი შეაშველოს; ან კიდევ, როგორც სოლ-
სბერის ტავერნაში ან სასტუმროში დასალევად მოკალათებუ-

313
ლი ორი ჯენტლმენი, იქაური იუმორისა რომ არაფერი გაეგე-
ბათ, ამ დროს კი ვიღაც თავს მოიგიჟიანებს, მისი წამქეზებლე-
ბიც გასულელდებიან, ჯაჭვებს ააჟღარუნებენ და გალერეიდან
შემზარავი გუგუნი მოისმება, და ეს ჯენტლმენები ისე დაფ-
რთხებიან, აღარც კისრის მოტეხას ჩივიან, გასაქცევად ფან-
ჯრიდანაც გადაძვრებოდნენ, გისოსები რომ არა, სოფიაც ასე
აკანკალდა და ფერი დაკარგა, როცა მამამისის შემზარავი ხმა
მოესმა. მამა მის ოთახს უახლოვდებოდა და თან ილანძღებო-
და და ჯონსის განადგურებით იმუქრებოდა. სიმართლე გით-
ხრათ, მჯერა, რომ ახალგაზრდა კაცს კეთილგონიერება უკარ-
ნახებდა, ამ დროს სხვაგან ყოფნა ესურვა, მაგრამ სოფიაზე
დარდისგან ვერ თავისუფლდებოდა, ყველაფრის მოზიარე უნ-
დოდა ყოფილიყო, რაც სოფიას ელოდა.
სკვაირმა კარი ლამის შემოამტვრია, მაგრამ ამ დროს ისე-
თი რამ დაინახა, ჯონსის მიმართ მთელი გულისწყრომა წამიე-
რად გაუქრა, და ეს შეყვარებულის მკლავზე გადასვენებული
ფერწასული სოფია იყო. ამ ტრაგიკული სანახაობის მომსწრე
მისტერ ვესტერნს სიბრაზე სულ გადაავიწყდა და იბღავლა,
მიშველეთო. ჯერ ქალიშვილს მივარდა, მერე ისევ იყვირა,
წყალი მოიტანეთო და ისევ სოფიას მიუბრუნდა, არც შეუმჩნე-
ვია, ვის მკლავზე იყო გადასვენებული და ალბათ არც ახსოვდა
ჯონსის არსებობა, რადგან იმ წუთს, ქალიშვილის გარდა, ამ-
ქვეყნად არაფერი ადარდებდა.
მალე საშველად მისის ვესტერნი და მსახურები გამოჩ-
ნდნენ და წყლით და წამლებით სოფია რამდენიმე წუთში მო-
აბრუნეს. მოახლემ და მისის ვესტერნმა ის მაშინვე გაიყვანეს
ოთახიდან. ვიდრე გავიდოდა, მისის ვესტერნმა ძმას სასარ-
გებლო რჩევა დაუტოვა იმის თაობაზე, თუ რა ბოროტი შედეგი
შეიძლებოდა გამოეღო მის ბობოქარ ვნებებს ან, როგორც თა-
ვად ისურვა ეწოდებინა, სიგიჟეს.
314
სკვაირმა ალბათ სწორად ვერ გაიგო დის მიერ გაუგებარი
ქარაგმებით და ჟესტიკულაციით გამოთქმული რჩევა. ყოველ
შემთხვევაში, თუ გაიგო, დიდად ვერაფერში გამოადგა. რო-
გორც კი მიხვდა, ქალიშვილს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, ხე-
ლახლა გადაირია და ჯონსის საცემად გაიწია. მღვდელი საპ-
ლი იქ რომ არ ყოფილიყო და სკვაირი არ გაეჩერებინა, დიდი
ჩხუბი აიწეოდა.
სოფია რომ გაიყვანეს, ჯონსმა სთხოვა სკვაირს, რომელ-
საც მღვდელი ძლივს აკავებდა, დაწყნარებულიყო – თუ არ
დამშვიდდებით, ვერ შევძლებ, დაგაკმაყოფილოთო.
– მე შენ გაჩვენებ დაკმაყოფილებას, – უპასუხა სკვაირმა,
– გაიძრე ტანსაცმელი, ერთი ისე უნდა მოგცხო, როგორც არა-
ვის მოუცხია.
მერე არ დაიშურა სალანძღავი სიტყვები, სოფლელი ჯენ-
ტლმენები ზოგადად კამათის დროს რომ ხმარობენ და კოცნაც
სთხოვა ერთ ადგილზე, რომელსაც ინგლისელი წვრილფეხა
მემამულეები ხშირად მოიხსენიებენ ხოლმე შელაპარაკები-
სას, დოღზე იქნება ეს თუ მამლების ჩხუბზე. ამ ადგილის ალუ-
ზიებს ხუმრობებშიც იყენებენ, ოღონდ, ჩემი აზრით, ამგვარ
ხუმრობებს არასწორად იგებენ. რეალურად, ითხოვ სხვისგან,
გაკოცოს ტ---ზე, რადგან შენ მანამდე მას იმავე ადგილას პან-
ღურის ამორტყმას უპირებდი, თუმცა მე დავაკვირდი და დავა-
ზუსტე, რომ ჯერ არავის უთხოვია, მისთვის აღნიშნულ ადგი-
ლას პანღური ამოერტყათ ანდა თვითონ გამოეთქვა კოცნის
სურვილი.
ისე, გასაკვირია: ვინც სოფლელ ჯენტლმენს გამოლაპარა-
კებია, ათასჯერ მაინც ექნება მოსმენილი ერთ ადგილზე კოც-
ნის შემოთავაზება, მაგრამ ეტყობა საკმარისად ზრდილები არ
არიან და ამიტომაც ჯერ არავის შეუსრულებია ეს სურვილი,

315
არადა დახვეწილი ჯენტლმენები ყოველდღიურად და ჩვეულე-
ბისამებრ ასრულებენ ამგვარ ცერემონიას თავიანთი ზემდგო-
მებისთვის და მათგან თხოვნაც არ სჭირდებათ.
ჯონსმა მშვიდად მოისმინა სკვაირის ენამახვილობა და უპა-
სუხა:
– სერ, ასეთი მოპყრობა მათავისუფლებს ყველა ვალდებუ-
ლებისგან თქვენ მიერ ჩემდამი ადრე გამოჩენილი გულითა-
დობის გამო, ერთის გარდა – სოფიას მამაზე ხელს ვერავითა-
რი შეურაცხყოფა ვერ ამაწევინებს.
ამ სიტყვებზე სკვაირი უკვე დასაბმელი გახდა და მღვდელი
ჯონსს ემუდარებოდა, მალე გასცლოდა იქაურობას:
– სერ, თქვენი აქ ყოფნა ძალიან აღიზიანებს, ამიტომ
გთხოვთ, ნუღარ შეყოვნდებით. ისეთი გაბრაზებულია, ახლა
ვერ მოგისმენთ, თუ რამ გასარკვევი გაქვთ, გამოეთხოვეთ და
უკეთეს შემთხვევას დაელოდეთ.
ჯონსმა მას რჩევისთვის მადლობა გადაუხადა და სასწრა-
ფოდ დატოვა ვესტერნების სახლი. სკვაირმა ხელები გაითავი-
სუფლა და ცოტა დაწყნარებულმა კმაყოფილება გამოთქვა,
კარგი ქენით, რომ გამაკავეთ, თორემ ნამდვილად ტვინს და-
ვასხმევინებდიო და მერე ასე დასძინა, დასანანი იქნებოდა,
ვიღაც ვიგინდარას გამო თუ ჩამომახრჩობდნენო.
მღვდელი ძალიან გახალისდა, მშვიდობის დამყარების
მცდელობამ უშედეგოდ რომ არ ჩაიარა და ახლა სიბრაზის წი-
ნააღმდეგ ნოტაციის კითხვას მოჰყვა, რაც ფხუკიანი ბუნების
კაცს უფრო ააფორიაქებდა, ვიდრე დაამშვიდებდა. ნოტაცია
ანტიკური მოაზროვნეების ციტატებით გაამდიდრა, განსაკუთ-
რებით სენეკას იშველიებდა, რომელიც მართლაცდა ისე შესა-
ნიშნავად მსჯელობდა ამ ძლიერ გრძნობაზე, ყველა ბრაზიანი
კაცისთვის სასარგებლო და სასიამოვნო წასაკითხი იქნებოდა.

316
საზეიმო სიტყვის ბოლოს ალექსანდრეს და კლიტოსის ცნობი-
ლი ამბავი გაიხსენა, მაგრამ მე ის უკვე შევიტანე ჩემს ჩანაწე-
რებში სახელწოდებით „სიმთვრალე“ და ამიტომ აქ აღარ გა-
ვიმეორებ.
სკვაირს ამ ისტორიისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია,
შეიძლება არც მანამდე უსმენდა, რადგან ამბის დამთავრებას
არ დაელოდა, მღვდელს სიტყვა გააწყვეტინა და მოზრდილი
კათხა ლუდი მოითხოვა, სიბრაზე პირს აშრობსო (რაც, უნდა
ითქვას, სრული სიმართლეა, როცა ადამიანს ბრაზი ახრჩობს).
კათხა მუცელში ჩაიცალა თუ არა, სკვაირმა ჯონსზე ლაპა-
რაკი განაახლა და ასე თქვა, ხვალვე მისტერ ოლვორთის მო-
ვახსენებ ყველაფერსო. მეგობარმა კეთილი განზრახვით სცა-
და გადაეთქმევინებინა. სკვაირმა ისეთი წყევლით და გინებით
უპასუხა, საპლის ღვთისმოშიში ყურებისთვის სრულიად შოკის
მომგვრელი იყო, მაგრამ შეკამათება ვერ გაუბედა სკვაირს,
როცა ის თავისუფალი ინგლისელის გინების უფლების პრივი-
ლეგიას იყენებდა. სიმართლე რომ ითქვას, მღვდელი ლან-
ძღვა-გინების სმენას მასპინძლის სუფრასთან პირის ჩატკბა-
რუნებით ინაზღაურებდა. სინდისს იმით იწყნარებდა, მე ხომ
არ წამიქეზებია და აქ ფეხი რომც არ მომედგა, მაინც შეიგინე-
ბოდაო და თუმცა კი თავს დამნაშავედ არ გრძნობდა,
ბილწსიტყვაობის გამო ჯენტლმენი საკუთარ სახლში რომ არ
გაკიცხა, კათედრიდან ცდილობდა, სამაგიერო გადაეხადა,
ოღონდ ამით სკვაირი არ გამოსწორებულა, სხვების მიმართ
კი ისე გაამკაცრა სასჯელი ბილწისტყვაობისთვის, რომ მთელ
სამრევლოში მხოლოდ თვითონ დარჩა ხელშეუხებელი.

317
თავი 10
ამ თავში მისტერ ვესტერნის მისტერ ოლვორთისთან
სტუმრობაზე მოგითხრობთ

მისტერ ოლვორთიმ ის იყო დისწულთან ერთად ისაუზმა და


კმაყოფილმა მოისმინა სოფიასთან მისი წარმატებული ვიზი-
ტის შესახებ (რადგან მთელი გულით მიესალმებოდა მათ ქორ-
წინებას უფრო ახალგაზრდა ქალბატონის ბუნების გამო და
არა მისი სიმდიდრის), რომ მოულოდნელად მისტერ ვესტერ-
ნი შემოვარდა და უცერემონიოდ დაიწყო:
– რა კარგად მოაწყვეთ ყველაფერი! გამოზარდეთ ნაბიჭვა-
რი თქვენ, სახეიროდ. არა, არ მგონია, გამიზნული გქონოდათ
რამე, მაგრამ იმ თქვენმა ნაბიჭვარმა ჩემს სახლში ყველაფე-
რი თავდაყირა დააყენა.
– რა ხდება, მისტერ ვესტერნ? – იკითხა მისტერ ოლვორ-
თიმ.
– ოჰ, ისეთი ამბები ხდება! ჩემს ქალიშვილს თქვენი ნაბიჭ-
ვარი შეუყვარდა, აი, ეს ხდება. მაგრამ მე ნახევარ პენსსაც არ
მივცემ, გახვრეტილ გროშს ვერ ეღირსება. ეგრეა, ნაბიჭვარს
ჯენტლმენივით რომ გაზრდი და მერე წესიერ ოჯახში მოხვდე-
ბა. გაუმართლა, რომ ხელში ვერ ჩავიგდე, თორემ ტყავს გა-
ვაძრობდი, ვაჩვენებდი მაგ ბოზის შვილს, როგორ უნდა ბატო-
ნის სუფრაზე მოლხენა. დღეიდან ვერაფერს ეღირსება და ჩემი
შვილი თუ ცოლად გაჰყვება, საცვლის ამარა შეუძლია წაიყვა-
ნოს. უმალ საამორტიზაციო ფონდს გადავცემ ჩემს ქონებას,
თუგინდ ჰანოვერშიც გაუშვან ჩვენი ხალხის მოსასყიდად.
– გულწრფელად ვწუხვარ, – უთხრა ოლვორთიმ.
– ფეხებზე მკიდია შენი წუხილი, – უპასუხა ვესტერნმა, – მე
რას მარგებს შენი წუხილი, როცა ერთადერთ ქალიშვილს
ვკარგავ, საცოდავ სოფიას, ჩემი სიბერის სიხარულს, იმედს და
318
ნუგეშს. მაგრამ მტკიცედ გადავწყვიტე, სახლიდან გავაგდებ,
იშიმშილოს, იმათხოვროს და დალპეს ქუჩაში. ნახევარ პენ-
სსაც ვერ ეღირსება ჩემგან. ის ბოზის შვილი კურდღელზე ნა-
დირობდა ვითომ და თვალი სხვაზე ჰქონია დადგმული. ვერ
მივართვი, კურდღლის ლეში შერჩა ხელში, ასე გადაეცი.
– პირდაპირ გაოგნებული ვარ, – იყვირა ოლვორთიმ, – გუ-
შინ არ იყო, ჩემი დისწულის და თქვენი ქალიშვილის ქორწილ-
ზე რომ ვლაპარაკობდით?!
– კი, ბატონო, – უთხრა ვესტერნმა, – სწორედ მას შემდეგ
მოხდა ყველაფერი. მისტერ ბლაიფილი წავიდა თუ არა, ის ბო-
ზის შვილი შემობლაყუნდა. არადა მიყვარდა, როგორც მონა-
დირე, ის კიდევ თურმე ჩემს ქალიშვილს უმიზნებდა.
– სიმართლე გითხრა, – თქვა ოლვორთიმ, – კარგ ხელსაყ-
რელ შემთხვევებს კი აძლევდი, მე ყოველთვის წინააღმდეგი
ვიყავი, დიდ დროს რომ ატარებდა თქვენთან, ამას მაინც ნუ
დამიკარგავ, თუმცა ეჭვი არასოდეს ამიღია რამეზე.
– ვინ იფიქრებდა, ასე თუ მოხდებოდა, – იყვირა ვესტერ-
ნმა, – ნეტა, რა ოხრად უნდა ჩემს შვილს, მასთან საარშიყოდ
ხომ არ დადიოდა, ჩემთან ერთად ნადირობდა.
– კი მაგრამ, ნუთუ არასოდეს არაფერზე გიეჭვია, როცა ერ-
თად ხედავდი? – ჰკითხა ოლვორთიმ.
– არასოდეს, ვფიცავ ჩემს სიცოცხლეს, არ მინახავს, ოდეს-
მე ან ეკოცნა, ან გაარშიყებოდა. პირიქით, მისი თანდასწრე-
ბით უფრო ჩუმი და თავშეკავებული ხდებოდა, და გოგოს რაც
შეეხება, სხვა ახალგაზრდა კაცებთან შედარებით, მის მიმართ
ნაკლებად თავაზიანი იყო. ამ საკითხში ადვილად ვერ გამაცუ-
რებენ, ხომ გჯერა ჩემი, მეზობელო?
ოლვორთიმ ძლივს შეიკავა თავი, რომ არ გასცინებოდა. ის
ხომ შესანიშნავად იცნობდა ადამიანის ბუნებას და თანაც საკ-
მარისად კარგად აღზრდილი და კეთილი იყო იმისთვის, რომ
319
ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი სკვაირი გაენაწყენებინა.
უბრალოდ, ჰკითხა, ჩემგან რას ითხოვო, რაზედაც პასუხად მი-
იღო, ეს მამაძაღლი ჩემს სახლს არ გაეკაროს, ჩემს შვილს კი
შინ გამოვკეტავ, მტკიცედ გადავწყვიტე, ბლაიფილს გავაყო-
ლებ ცოლად, რამდენიც უნდა ფეხები აბაკუნოსო. მერე ბლაი-
ფილს ხელი ჩამოართვა და უთხრა, შენ გარდა, სხვა სიძე არ
მეყოლებაო. ამის შემდეგ იქაურობა დატოვა. ასე თქვა, შინ
ყველაფერი თავდაყირა დავტოვე და უნდა ვიჩქარო, ქალიშვი-
ლი სადმე არ გაძვრესო. დაიბარა, ჯონსს ჩემს სახლში თუ და-
ვიჭერ, დავკოდავო.
მისტერ ოლვორთი და ბლაიფილი მარტონი დარჩნენ, ხან-
გრძლივმა სიჩუმემ დაისადგურა. სიჩუმეს მხოლოდ ახალგაზ-
რდა ჯენტლმენის ოხვრა არღვევდა, ნაწილობრივ იმედგაც-
რუებით და უფრო მეტად სიძულვილით რომ იყო გამოწვეული,
რადგან ჯონსის წარმატება უფრო ადარდებდა, ვიდრე სოფიას
დაკარგვა.
ბოლოს ბიძამ ჰკითხა, როგორ მოიქცევიო და პასუხად მი-
იღო:
– ეჰ, სერ, როგორ შეიძლება მოიქცეს შეყვარებული კაცი,
როცა საღი აზრი და გრძნობა სხვადასხვა მხარეს უბიძგებს?
ვშიშობ, რომ ამგვარი დილემის დროს ყოველთვის გრძნობის-
კენ იხრება. საღი აზრი მიკარნახებს, დავივიწყო ქალი, რო-
მელსაც სხვა უყვარს; გრძნობა მაიმედებს, რომ დრო ყველა-
ფერს ჩემს სასარგებლოდ შეცვლის. ვიდრე ერთი საკამათო
საკითხი არ გადაიჭრება, მე ვერაფერს ვიღონებ. იმას ვგულის-
ხმობ, რომ უსამართლობაა, შეეცადო, მოიგო ქალის გული,
რომელიც უკვე სხვას ეკუთვნის, მაგრამ მისტერ ვესტერნის
მტკიცე გადაწყვეტილებას თუ მივყვები, ყველა ბედნიერი დარ-
ჩება; არა მარტო მშობელს ვიხსნი დიდი უბედურებისგან,
არამედ ორივე მხარეს, ვინაიდან ეს ქორწინება ორივესთვის
320
დამღუპველი იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, ლედი ნამდვი-
ლად, ყველა თვალსაზრისით დაიღუპებოდა, რადგან, გარდა
იმისა, რომ საკუთარი ქონების დიდ ნაწილს დაკარგავდა, მათ-
ხოვრის ცოლი გახდებოდა და თუ რამ შემოსავალი ექნებო-
დათ, ქუჩის ქალს მოახმარდნენ, რომელთანაც ჯონსს ჯერ ურ-
თიერთობა არ გაუწყვეტია. არა, ეს კიდევ არაფერია, ის ამ-
ქვეყნად ყველაზე უვარგისი კაცია და ჩემმა ბიძამ რომ იცო-
დეს, რასაც აქამდე ვუმალავდი, იმ გარყვნილ არამზადას დი-
დი ხნის წინ მოიშორებდა.
– რა? – თქვა ოლვორთიმ, – ამაზე უარესიც აქვს ჩადენი-
ლი?! მითხარი, არ დამიმალო.
– ეს ადრე მოხდა, – უპასუხა ბლაიფილმა, – შეიძლება მო-
ნანიებულიც აქვს უკვე.
– ვალდებული ხარ, ყველაფერი მიამბო, გიბრძანებ.
– სერ, – უთხრა ბლაიფილმა, – მე თქვენ ყოველთვის გე-
მორჩილებოდით, მაგრამ არ მინდა, ისე გამოვიდეს, თითქოს
სამაგიეროს ვუხდი, მადლობა ღმერთს, გულშიც არ გამივლია
ასეთი რამ. მაგრამ თუ მაიძულებთ, ყველაფერი გიამბოთ, ნე-
ბა მომეცით, დავიცვა მაინც და გთხოვოთ, რომ აპატიოთ.
– პირობებს ნუ მიყენებ, საკმარისი გულმოწყალება გამო-
ვიჩინე მის მიმართ, ბევრად მეტი, ვიდრე იმსახურებდა.
– დიახ, ბევრად მეტი, – იყვირა ბლაიფილმა, – იმ დღეს,
როცა მთელი ოჯახი შეშფოთებული ვიყავით თქვენი ავადმყო-
ფობის გამო და ცრემლებს ვერ ვიკავებდით, ღრეობა მოაწყო,
დათვრა, მღეროდა და ბღაოდა. მე რომ თავშეკავებისკენ მო-
ვუწოდე, გაცეცხლდა, ლანძღვა დამიწყო და ხელი შემომკრა.
– ხელი შემოგკრა! როგორ გაბედა? – შესძახა ოლვორთიმ.
– მე დიდი ხანია ვაპატიე, – თქვა ბლაიფილმა, – ნეტა შე-
მეძლოს, თავისი მწყალობლის მიმართ უმადურობაც ვაპა-
ტიო. იმედი მაქვს, თქვენც შეუნდობთ, რადგან, რომ იტყვიან,
321
ეშმაკი ჰყავს შეჩენილი. იმავე საღამოს, თქვენი გამოჯანმრთე-
ლების იმედი როცა გაჩნდა, მისტერ ტვაკომი და მე სასეირ-
ნოდ გავედით და, საუბედუროდ, შევესწარით, ქუჩის ქალთან
ისეთ დღეში იყო, მოყოლაც სირცხვილია. მისტერ ტვაკომმა
მეტი გამბედაობა გამოიჩინა და დატუქსა, მან კი (მაპატიეთ,
ამას რომ გიყვებით) ის ღირსეული ადამიანი ფეხქვეშ გაიდო
და ისე სცემა, აქამდე ყველაფერი ჩალურჯებული აქვს. ვერც
მე გადავურჩი მის რისხვას, როცა ჩემი პედაგოგის დახმარება
ვცადე, მაგრამ მე, ჩემი მხრივ, დიდი ხანია მივუტევე, მისტერ
ტვაკომიც დავიყოლიე, ეპატიებინა და თქვენთვის არაფერი
ეთქვა, რადგან ეს შეიძლებოდა მისთვის საბედისწერო გამ-
ხდარიყო. ახლა კი, სერ, ვინაიდან ჯერ თვითონ წამომცდა და-
უფიქრებლად, მერე კი თქვენი ბრძანება შევასრულე და ყვე-
ლაფერი მოგიყევით, ნება მიბოძეთ, გამოვექომაგო.
– ოჰ, ჩემო შვილო! – უთხრა ოლვორთიმ, – არც კი ვიცი,
გისაყვედურო თუ შეგაქო, ეს ამბები გულკეთილობის გამო
რომ დამიმალე. მისტერ ტვაკომი სად არის? არ გეგონოს, შენი
მონაყოლის დამოწმება მსურდეს, უბრალოდ, მინდა მასთან
ერთად განვიხილო, რაც მიამბე, ეს არარაობა სამაგალითოდ
რომ დავსაჯო.
ტვაკომთან სასწრაფოდ აფრინეს კაცი, ისიც იმწამსვე იქ
გაჩნდა და ბლაიფილის მიცემული ჩვენება დაადასტურა. ის კი
არა, მკერდზე ჯონსის შავ და ლურჯ ფერებში შესრულებული
ნახელავიც აჩვენა. ბოლოს მისტერ ოლვორთის განუცხადა,
მისტერ ბლაიფილს ასე დაჟინებით რომ არ ეთხოვა, დიდი ხნის
წინ მოგიყვებოდით ყველაფერსო.
– არაჩვეულებრივი ყმაწვილია, – თქვა ტვაკომმა, – მაგ-
რამ ასეც არ შეიძლება სულ მიუტევო მტერს.
ბლაიფილმა მართლა ბევრი იწვალა ტვაკომის დასაყოლი-
ებლად და ამისთვის სერიოზული მიზეზებიც ჰქონდა. კარგად
322
იცოდა, რომ ნაავადმყოფარი ადამიანი უფრო დამთმობი და
მიმტევებელია, თანაც, ექიმის თანდასწრებით რომ მოეყოლა,
სიმართლე გამოაშკარავდებოდა და როგორც თვითონ ჰქონ-
და ჩაფიქრებული, ისე ბოროტად ვერ შემოაბრუნებდა საქმეს.
გარდა ამისა, გადაწყვიტა, საიდუმლოდ შეენახა ეს ამბავი,
ვიდრე ჯონსი კიდევ რამეს ჩაიდენდა, მორიგი დანაშაულით
დამძიმებული ბრალდება კი მას უეჭველად გაანადგურებდა.
ერთი სიტყვით, ბლაიფილი ხელსაყრელ შემთხვევას ელოდა
და მანაც არ დაახანა. დაბოლოს, ტვაკომს იმიტომაც სთხოვა,
მისტერ ოლვორთისთვის ყველაფერი დაემალა, იცოდა, ამით
ბიძას დაუმტკიცებდა, რომ ჯონსის მიმართ მეგობრულად იყო
განწყობილი.

თავი 11
მოკლე თავი, მაგრამ კეთილი ბუნების მკითხველის
ასაფორიაქებლად საკმარის ამბებს მოიცავს

მისტერ ოლვორთის არ სჩვეოდა ვინმეს დასჯა, ცხელ გულ-


ზე მსახურიც კი არასოდეს გაუგდია, ამიტომ ჯონსის განაჩენის
აღსრულება შუადღისთვის გადადო.
საწყალი ახალგაზრდა კაცი ჩვეულებისამებრ დაესწრო სა-
დილს, მაგრამ გული ისე ჰქონდა დამძიმებული, თავს ძალას
ატანდა, ლუკმა ჩაედო. მისტერ ოლვორთი რაღაც ალმაცერად
უყურებდა და ეს კიდევ უფრო ადარდიანებდა, იფიქრა, ალბათ
ჩემზე და სოფიაზე თუ შეიტყოო. რაც შეეხება მისტერ ბლაი-
ფილს, მასზე ეჭვი არ აუღია, ჯერ იმიტომ, რომ მისი მონათ-
ხრობის დიდ ნაწილში თავი სრულიად უდანაშაულოდ მიაჩნდა
და კიდევ იმიტომ, რომ რადგან თავად გულში არაფერი ჩარ-
ჩენია და მიუტევა, ეგონა, სხვებმაც დაივიწყეს. სადილი რომ
323
დასრულდა და მსახურები გავიდნენ, მისტერ ოლვორთიმ
გრძელი სიტყვა დაიწყო, ჩამოთვალა ჯონსის მიერ ჩადენილი
დანაშაულები და ყურადღება განსაკუთრებულად იმ დღეს გა-
მომჟღავნებულ ამბებზე გაამახვილა. დასკვნაში თქვა, თუ თა-
ვის გამართლებას ვერ შეძლებ, თვალით აღარ დამენახოვო.
თავის გასამართლებლად საწყალ ჯონსს ბევრი რამ უშლი-
და ხელს, თან კარგად არც იცოდა, რაში ადანაშაულებდნენ.
როცა მისტერ ოლვორთი ჯონსის სიმთვრალეს აღწერდა, თა-
ვისი მორიდებულობით, თვითონ მას რაც ეხებოდა და, არსე-
ბითად, რაც იყო კიდეც ახალგაზრდა კაცის დანაშაული, იმაზე
არაფერი უთქვამს. ამიტომ ჯონსმა არაფერი უარყო, გული
ისეთი გატეხილი და ჩაწყვეტილი ჰქონდა, თავის დაცვას არ
მოჰყოლია, ყველაფერი დაადასტურა და სასოწარკვეთილი
ბოროტმოქმედივით შენდობა ითხოვა – მართალია, ბევრი სი-
სულელე ჩამიდენია დაუფიქრებლად, მაგრამ იმედი მაქვს,
ისეთი არაფერი, რომ ამქვეყნად ყველაზე დიდი სასჯელი და-
ვიმსახუროო.
ოლვორთიმ მიუგო, მე უკვე ბევრჯერ გაპატიე შენი სიყმაწ-
ვილის გათვალისწინებით და გამოსწორების იმედით, მაგრამ
ახლა წყალწაღებული ნაძირალა მგონიხარ და შენთვის ხე-
ლის გამართვა და წაქეზება დანაშაულად მიმაჩნიაო.
– არა, – თქვა ოლვორთიმ, – თუნდაც საკუთარი სახელის
შესანარჩუნებლად უნდა დაგსაჯო, ახალგაზრდა ლედის მოტა-
ცების თავხედური მცდელობა რომ გაივლე თავში. ისედაც
მთელი ქვეყნის სალაპარაკოა, ამდენ ყურადღებას რომ გით-
მობდი და შეიძლება ბევრი ფიქრობდეს, თითქოს ამ საძაგელ
და ბარბაროსულ საქციელში ხელსაც გიმართავდი, საქციელ-
ში, რომელიც კარგად უნდა იცოდე, როგორ მეზიზღება და რო-
მელსაც არ ჩაიდენდი, ჩემი სიმშვიდე, ღირსება და ჩვენი მე-
გობრული ურთიერთობა გულთან ახლოს რომ მიგეტანა და
324
გაგეთვალისწინებინა. გრცხვენოდეს! არც კი ვიცი, რა სასჯე-
ლი არსებობს ამგვარი დანაშაულისთვის. რადგანაც საკუთა-
რი შვილივით გაგზარდე, მთლად შიშველ-ტიტველს არ გაგაგ-
დებ სახლიდან. როცა ამ ქისას გახსნი, ნახავ, რომ იქ იმდენი
ფული დევს, პატიოსანი შრომით თავის შენახვას შეგაძლები-
ნებს, მაგრამ თუ გაფლანგავ, ჩემი იმედი ნუღარ გექნება. გა-
დავწყვიტე, ამიერიდან ახლოს აღარ გაგიკარო. უსათუოდ უნ-
და დავსძინო, ყველაზე მეტად იმან აღმაშფოთა, ახალგაზრდა
კაცს (ბლაიფილს ვგულისხმობ) ასე ვერაგულად რომ მოექე-
ცი, მას ხომ, შენდამი სიყვარულის და პატივისცემის გარდა,
არასოდეს არაფერი გამოუხატავს.
ეს ბოლო სიტყვები ჩასაყლაპად მეტისმეტად მწარე აღმოჩ-
ნდა. ჯონსს ცრემლი წასკდა, აღარც ლაპარაკი შეეძლო და
აღარც მოძრაობა. დრო დასჭირდა, ვიდრე მისტერ ოლვორ-
თის კატეგორიულ ბრძანებას შეასრულებდა და ოთახს დატო-
ვებდა. ბოლოს ეს როგორღაც მოახერხა, მანამდე კი ხელზე
ეამბორა ისე მხურვალედ, რომ ძნელი წარმოსადგენია, ეთ-
ვალთმაქცა, გადმოსაცემად ხომ კიდევ უფრო ძნელია.
მკითხველი ძალიან გულჩვილი უნდა იყოს, მისტერ ოლ-
ვორთის განაჩენი ულმობელი რომ მოეჩვენოს, თუ გაითვა-
ლისწინებს, რას ფიქრობდა ის იმ წუთს ჯონსზე. და მაინც, მთე-
ლი სამეზობლო ან სწორედ გულჩვილობის, ან სხვა რაიმე უა-
რესი მიზეზით, მის განაჩენს უაღრესად ულმობლად მიიჩნევ-
და. არა, თავად მღვდელიც კი, რომელიც ადრე კეთილ კაცს
გმობდა, რადგან ის ნაბიჭვრის (ზოგადად ყველას მისი შვილი
რომ ეგონა) მიმართ მეტისმეტ სიყვარულს და სითბოს ამჟღავ-
ნებდა, ახლა ხმამაღლა კიცხავდა, საკუთარი ვაჟი შინიდან
როგორ გააგდოო. ქალები ერთსულოვნად ჯონსის მხარეს
იჭერდნენ, რასაც ისეთი ამბები მოჰყვა, ამ თავში ვერ ჩავატევ
და ახალს მივუძღვნი.
325
ერთი რამ არ უნდა გამომრჩეს, საყვედურს როცა ამბობ-
დნენ, არავის უხსენებია, რამდენი იდო იმ ქისაში, რომელიც
ოლვორთიმ ჯონსს მისცა, არადა ხუთას გირვანქაზე ნაკლები
არ ყოფილა, მაგრამ ყველა ერთხმად აღნიშნავდა, არაადამი-
ანმა მამამ შიშველ-ტიტველი გააგდო სახლიდან და ერთი პენ-
სიც არ მიუციაო.

თავი 12
მოიცავს სასიყვარულო წერილებს და ამდაგვარ ამბებს

ჯონსს უბრძანეს, დაუყოვნებლივ დაეტოვებინა სახლი, ასე


უთხრეს, ტანსაცმელს და ყველაფერ დანარჩენს მერე გამო-
გიგზავნით, სადაც უნდა იყოო.ისიც წავიდა და თითქმის ერთი
მილი ისე გაიარა, რომ არც იცოდა, სად მიდიოდა ან რა ამბავი
იყო მის თავს. ბოლოს პატარა ნაკადულმა გადაუღობა გზა.
ჯონსი ბალახზე მიწვა და ცოტა გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა:
– იმედია, აქ მამაჩემის ნებართვის გარეშე შეიძლება მო-
ვისვენო.
უცებ საშინელი სევდა შემოაწვა, თმის გლეჯას და კიდევ რა-
ღაც ამგვარებს მოჰყვა, რასაც ჩვეულებრივ სიბრაზის, სასო-
წარკვეთის და შეშლილობის შეტევის დროს სჩადიან ხოლმე.
როცა ემოციებისგან ცოტა დაიცალა, ნელ-ნელა გონს მო-
ეგო. ახლა მწუხარებამ სხვა სახე მიიღო, თითქოს ცოტა შერ-
ბილდა და ჯონსიც უფრო დაწყნარდა, გრძნობებს რომ მორე-
ოდა, საღად განეხილა გამოუვალი მდგომარეობა და აეწონ-
დაეწონა, რა გზას დასდგომოდა.
ყველაზე დიდი თავსატეხი სოფიასთან ურთიერთობა იყო.
სოფიას მიტოვებაზე ფიქრი გულს უკლავდა, მაგრამ ის აზრი,

326
რომ შეიძლებოდა გაეუბედურებინა და მათხოვრად ექცია, კი-
დევ უფრო ტანჯავდა და თუ მისი დაუფლების ჟინი შემოაწვე-
ბოდა და წამით ამ მეორე შესაძლებლობისკენ უბიძგებდა, მა-
ინც ახერხებდა, თავი დაემორჩილებინა და გრძნობებს არ აჰ-
ყოლოდა. ისიც იცოდა, რომ მისტერ ოლვორთის გაანაწყენებ-
და და ეს ძლიერი მიზეზი იყო, ხელი აეღო ამ ფიქრზე და წარ-
მატების იმედიც არ ჰქონდა. ასე რომ, საბოლოოდ ღირსებას
სასოწარკვეთა, თავისი მფარველის მიმართ მადლიერების
გრძნობა და სოფიასადმი ჭეშმარიტი სიყვარული დაემატა. ამ
ყველაფერმა ერთად მწველი სურვილი დაჯაბნა და ჯონსმა გა-
დაწყვიტა, რომ ჯობდა, სოფიას განშორებოდა, ვიდრე დაეღუ-
პა.
ვისაც ამგვარი რამ არ განუცდია, გაუძნელდება, მიხვდეს,
რა სითბო ჩაეღვარა ტომს გულში, როცა ჟინი დაძლია. ისეთი
სიამაყე დაეუფლა, თავი ბედნიერად იგრძნო. მაგრამ ეს მხო-
ლოდ წამიერი აღმოჩნდა: სოფია ისევ თვალწინ დაუდგა და
მწვავე ტკივილმა ტრიუმფის სიხარული გაუცამტვერა, რო-
გორც კეთილ და გულჩვილ გენერალს, საკუთარი დაფნის
გვირგვინის ფასად დახოცილთა გროვები როცა გადაეშლება
თვალწინ, რადგან ჩვენი გამარჯვებულის ფერხთით ათასობით
მოკლული ტკბილი სურვილი ეყარა.
საბოლოოდ გადაწყვიტა, ღირსების გზას გაჰყოლოდა, ბუმ-
ბერაზი გრძნობის, როგორც მას ასევე ბუმბერაზი პოეტი ლი
უწოდებს, და სოფიასთვის გამოსამშვიდობებელი წერილი გა-
ეგზავნა, უახლოეს სახლში ფურცელი და კალამი ითხოვა და
სოფიას ასეთი წერილი მისწერა:
„მადამ,
ვიმედოვნებ, გაითვალისწინებთ, რა მდგომარეობაში გწერთ და
დარწმუნებული ვარ, თქვენი კეთილი ბუნება მომიტევებს, თუ რამ
აბსურდულს ან შეუსაბამოს მოიცავს ეს წერილი, რადგან ყოველი

327
სიტყვა გულიდან მოდის, გული კი ისე მაქვს გადავსებული, ჩემი
გრძნობები ენით არ გამოითქმის.
გადავწყვიტე, მადამ, თქვენს ბრძანებას დავემორჩილო და სამუ-
დამოდ გაგერიდოთ. მართალია, ბრძანება ძალიან სასტიკია, მაგ-
რამ ბედის ნაკარნახებია და არა სოფიასი. ბედმა ასე გადაწყვიტა და
თქვენს დასაცავად აუცილებლად მიიჩნია, სამუდამოდ დაივიწყოთ,
ჩემისთანა არაკაცი რომ არსებობდა ოდესმე.
მერწმუნეთ, ჩემს ტანჯვას არც ვახსენებდი, თუ მეცოდინებოდა,
რომ თქვენს ყურამდე არ მოაღწევდა. ვიცი, როგორი კეთილი და
სათნო გული გაქვთ და ყველანაირ წუხილს აგარიდებდით, თქვენ
ხომ უბედური ადამიანების მიმართ ყოველთვის სიკეთეს იჩენთ. რაც
უნდა გაიგოთ ჩემს გასაჭირზე, გულთან ახლოს ნუ მიიტანთ, რადგან
თქვენი დაკარგვის შემდეგ ჩემთვის ყველაფერი სულერთია.
ოჰ, სოფია! როგორ მიჭირს თქვენთან განშორება. კიდევ უფრო
მიჭირს, გთხოვოთ, დამივიწყოთ, თუმცა ჭეშმარიტი სიყვარული მა-
ვალდებულებს, ასე მოვიქცე. მაპატიეთ, თუ ჩემი მოგონებები აგა-
ღელვებთ, გამიღეთ მსხვერპლად, თქვენი სიმშვიდის მოსაპოვებ-
ლად. წარმოიდგინეთ, რომ მე არასოდეს მყვარებიხართ ან მართე-
ბულად იფიქრეთ, რომ თქვენი ღირსი არ ვიყავი, შემიძულეთ ჩემი
თავდაჯერებულობის გამო, რისთვისაც ასე მკაცრად დავისაჯე... მე-
ტის თქმას ვერ ვახერხებ... დაე, მუდამ მფარველი ანგელოზები გი-
ცავდნენ“.

ჯიბე მოიქექა, წერილისთვის ლუქს ეძებდა, მაგრამ ვერა-


ფერი იპოვა. ჯიბეები ამოცარიელებული ჰქონდა, ეტყობა, ბა-
ლახზე სასოწარკვეთილი რომ ბორგავდა, ყველაფერი ამოუც-
ვივდა, მათ შორის მისტერ ოლვორთის მოცემული ფულით
სავსე ქაღალდის ქისაც, რომელიც არც გაუხსნია და საერთო-
დაც პირველად გაახსენდა.

328
ისევ იმ სახლში შევიდა და სხვა რომ ვერაფერი ნახა, წერი-
ლის დასალუქად ობლატი იხმარა, მერე დაკარგული ნივთე-
ბის მოსაძებნად საჩქაროდ მდინარის ნაპირს მიაშურა. გზად
ძველ მეგობარს, ჯორჯს გადაეყარა და თავის უბედურებაზე
მოუყვა. ჯორჯმა, ისევე, როგორც მთელმა სამეზობლომ, უკვე
ყველაფერი იცოდა.
ჯონსმა ტყისმცველს დანაკარგის შესახებაც უამბო და ერ-
თად გაემართნენ მდინარის ნაპირისკენ, სადაც მთელი მდე-
ლო გადაქექეს, მაგრამ უშედეგოდ, რადგან იქ არ ეძებდნენ,
სადაც საჭირო იყო, ანუ ჯორჯის ჯიბეში. ჯორჯს ტომის ქისა სულ
ახალი ნაპოვნი ჰქონდა, თანხის რაოდენობით მოიხიბლა და
გადაწყვიტა, თავისთვის დაეტოვებინა.ტყისმცველი ისე თავ-
გამოდებული ეძებდა ჯონსის დაკარგულ ნივთებს, თითქოს
მართლა ჰქონდა მათი პოვნის იმედი, მერე ჰკითხა, კიდევ
სხვაგან ხომ არ ყოფილხარო.
– იმიტომ, რომ, – ასე უთხრა, – თუ ნამდვილად აქ დაგიც-
ვივდა, სად წავიდოდა, აქ ხომ იშვიათად თუ ჩაივლის ვინმე.
მართლაც, თავადაც სულ შემთხვევით ჩაიარა იმ ადგილას,
კურდღლებისთვის მახის დასაგებად. ბატში ვაჭართან იყო მო-
რიგებული მეორე დღისთვის, კურდღელს ჩამოგიყვანო.
ჯონსმა რამის პოვნის იმედი დაკარგა, ჯორჯს მიუბრუნდა
და ჰკითხა, ერთ დიდ სიკეთეს ხომ არ მიზამო. ჯორჯმა ცოტა
ჭოჭმანით უპასუხა, სერ, ხომ იცით, თუ ჩემს ძალას არ აღემა-
ტება, თქვენს ყველა ბრძანებას შევასრულებ. გულით მინდა,
რამეში გამოგადგეთო. სინამდვილეში ტყისმცველი დაიძაბა,
საქმე ის არის, რომ მისტერ ვესტერნის სამსახურში კარგად
იხეირა და შეშფოთდა, ფულის სესხებას ხომ არ მთხოვსო. მაგ-
რამ როცა გაიგო, ჯონსს სოფიასთვის წერილის გადაცემა სურ-
და, შვებით ამოისუნთქა და დიდი სიამოვნებით შეგისრულებ-

329
თო, შეჰპირდა, რადგან მისი მადლიერი იყო და იმდენად ერ-
თგული, რამდენადაც ზოგადად ფულის მეტისმეტად მოყვა-
რულ ადამიანს შეუძლია იყოს.
შეთანხმდნენ, რომ მისის ონორი საუკეთესო შუამავალი
იქნებოდა სოფიასთვის წერილის გადასაცემად და ერთმანეთს
დაშორდნენ. ტყისმცველი მისტერ ვესტერნის სახლში დაბ-
რუნდა, ჯონსმა კი ნახევარი მილი გაიარა ლუდხანამდე, სადაც
პასუხს დაელოდებოდა.
მივიდა თუ არა ჯორჯი ვესტერნის სახლში, მისის ონორს
შეხვდა. ჯერ რამდენიმე ფრთხილი კითხვა დაუსვა, მერე წერი-
ლი გადასცა და მისგანაც იმწამსვე მიიღო სხვა წერილი, რო-
მელიც თურმე მისის ონორს მთელი დღე უბეში ედო და სასო-
წარკვეთილი ცდილობდა, ჯონსისთვის გადასაცემად ვინმეს-
თვის გაეტანებინა.
გამხიარულებული ტყისმცველი სასწრაფოდ ჯონსთან გა-
ეშურა, მან კი სოფიას წერილი გამოართვა თუ არა, განმარ-
ტოვდა და აი, რა წაიკითხა:

„სერ,
შეუძლებელია გადმოვცე, რას ვგრძნობდი თქვენი წასვლის შემ-
დეგ. ჩემ გამო მამაჩემისგან ისეთი შეურაცხყოფა მოგადგათ, სამუ-
დამოდ თქვენი მოვალე ვარ. მისი ხასიათი კარგად მოგეხსენებათ
და გემუდარებით, მოერიდეთ. ნეტავი, შემეძლოს რამით განუგე-
შოთ, მაგრამ, მერწმუნეთ, მხოლოდ უკიდურესი ძალადობა მაიძუ-
ლებს, ჩემი გული და ხელი მივცე იმას, ვისაც თქვენ არ ისურვებ-
დით“.

ჯონსმა ასჯერ წაიკითხა წერილი და ყოველ ჯერზე კოცნიდა.


სოფიას მიმართ ნაზი გრძნობები შემოუბრუნდა. უკვე ნანობ-
და, რაც მისწერა, მაგრამ უფრო მეტად იმას ნანობდა, ჯორჯის

330
არყოფნაში მისტერ ოლვორთისაც რომ გაუგზავნა წერილი,
სადაც გულწრფელად ჰპირდებოდა, შეყვარებულს თავიდან
ამოვიგდებო. თუმცა, როცა ისევ დაშოშმინდა და საღად შეხე-
და ყველაფერს, მიხვდა, სოფიას სატრფიალო წერილი ვერც
ვერაფერს შეცვლიდა და ვერც ვერაფერს გამოასწორებდა,
მხოლოდ იმედის ნაპერწკალს უსახავდა, რომ მისი ერთგული
დარჩებოდა. ამიტომ აზრი აღარ შეუცვლია, ჯორჯს დაემშვი-
დობა და ხუთი მილით დაშორებული ქალაქისკენ გასწია, იქი-
დან კი მისტერ ოლვორთის შეატყობინა, თუ განაჩენის შეც-
ვლას არ ინებებთ, ჩემი ნივთები გამომიგზავნეთო.

თავი 13
სოფიას საქციელზე იმჟამინდელ ვითარებაში, რაშიც მას ვერ გაამ-
ტყუნებს მშვენიერი სქესის ვერცერთი წარმომადგენელი, რომელსაც შეს-
წევს ძალა, იგივე მოიმოქმედოს; სინდისის სასამართლოზე ერთი ჩახ-
ლართული საქმის განხილვისას

სოფიამ ბოლო ოცდაოთხი საათი არასახარბიელო ვითა-


რებაში გაატარა. ამ დროის დიდი ნაწილი მამიდის დარიგების
მოსმენას დაეთმო. მამიდა არწმუნებდა, რომ აჯობებდა, მაგა-
ლითი კეთილშობილთა წრიდან აეღო, სადაც სიყვარული (ასე
ამბობდა კეთილი ქალბატონი) სიცილად არ ჰყოფნით და ქორ-
წინებას, კაცებივით, ქონების მოხვეჭის და საზოგადოებაში
ადგილის დასამკვიდრებელ საშუალებად მიიჩნევენ. მისის
ვესტერნის ენამჭევრობამ რამდენიმე საათს გასტანა.

331
ეს დამრიგებლური ლექციები, თუმცა კი სოფიას არც გე-
მოვნებას მიესადაგებოდა და არც მოსაზრებებს, მაინც ნაკლე-
ბად გამაღიზიანებელი იყო, ვიდრე საკუთარი ფიქრები ღამით,
როცა თვალიც ვერ მოხუჭა.
სოფიამ ვერც დაიძინა და ვერც მოისვენა, მაგრამ ვინაიდან
თავშესაქცევი სხვა არაფერი ჰქონდა, დილის ათ საათზე ოლ-
ვორთისგან დაბრუნებულ მამას ისევ ლოგინში დახვდა. მის-
ტერ ვესტერნი პირდაპირ შვილის ოთახში შევიდა და მწოლია-
რე რომ იხილა, შესძახა, ოჰ, აქ ნამდვილად უსაფრთხოდ ხარ,
ჰოდა, ასეც იქნებიო, მერე კარი გადაკეტა და გასაღები მისის
ონორს მიაბარა. ჯერ ერთგულებისთვის დაჯილდოებას შეჰ-
პირდა, მერე დაემუქრა, თუ ვინიცობაა, ნდობას არ გაუმარ-
თლებდა.
ონორს დაევალა, სკვაირის უნებართვოდ ქალბატონი ოთა-
ხიდან არამც და არამც არ გამოეშვა და არც მასთან შეეშვა
ვინმე, თავად სკვაირის და მისი დის გარდა, ოღონდ სოფიას
ყველა სურვილი უნდა შეესრულებინა, თუ ის ქაღალდს და კა-
ლამს არ მოითხოვდა.
სკვაირმა ქალიშვილს უბრძანა, სადილს დასწრებოდა და
სოფია ასეც მოიქცა, შემდეგ კი ისევ დაატუსაღეს.
საღამოს ციხის ზედამხედველმა ონორმა სოფიას ტყის-
მცველის მოტანილი წერილი გადასცა. მან ორჯერ თუ სამჯერ
დიდი ყურადღებით წაიკითხა წერილი, მერე საწოლზე დაემხო
და ცრემლი წასკდა. მისის ონორი ძალიან გააკვირვა მისმა
საქციელმა და თავი ვერ შეიკავა, ქალბატონისთვის არ ეკით-
ხა, რა უბედურება შეგემთხვათო. სოფიამ ჯერ არაფერი უპასუ-
ხა, მერე მოახლეს ხელი ჩასჭიდა და შეჰყვირა:
– ოჰ, ონორ, დავიღუპე!

332
– ღმერთმა დაგვიფაროს! – თქვა ონორმა, – ნეტავი, და-
მეწვა ეს წერილი. მეგონა, განუგეშებდათ, თორემ ხელს რო-
გორ მოვკიდებდი.
– ონორ, – უთხრა სოფიამ, – კარგი გოგო ხარ და აღარ მინ-
და რამე დაგიმალო. ჩემი გული ეკუთვნის კაცს, რომელმაც მი-
მატოვა.
– ნუთუ მისტერ ჯონსი ასეთი ნაძირალაა? – გაუკვირდა
ონორს.
– დამემშვიდობა, – თქვა სოფიამ, – სამუდამოდ დამემშვი-
დობა. მთხოვს, დამივიწყეო. ამას მომწერდა, რომ ვუყვარდე?
თავში გაივლებდა ასეთ აზრს? ეს როგორ დაწერა?
– არა, რა თქმა უნდა, – შესძახა ონორმა, – დარწმუნებული
ვარ, ინგლისში საუკეთესო კაცს რომ ეთხოვა ჩემთვის, დამი-
ვიწყეო, სიტყვაზე დავიჭერდი. გაგიგონიათ! მე თუ მკითხავთ,
დიდი პატივი დასდეთ, მასზე რომ ფიქრობდით. თქვენ ხომ ამ
ქვეყანაში საუკეთესო შეგიძლიათ აირჩიოთ. და ჩემი აზრის
გამოთქმის უფლებას თუ მომცემთ, ახალგაზრდა ბლაიფილი
აგერ არაა?! პატიოსანი მშობლების შვილია და ჩვენს მხარეში
დიდი მემამულე გახდება. ჩემი მოკრძალებული აზრით, უფრო
ლამაზიცაა და უფრო თავაზიანიც, თანაც მშვიდი ბუნების კა-
ცია, ცუდი სიტყვა არავის დასცდენია სამეზობლოში. არც ბო-
ზებში დადის და არც ნაბიჭვარს არ მიუგდებს ვინმე. დაივიწ-
ყეთ ეგ ჯონსი! ჩემდათავად, ორჯერ არ ვათხოვნინებდი, სულ
რომ დახატული იყოს, ასეთი რამ რომ წამოსცდენოდა, მე-
ორედ აღარ შევხვდებოდი, როცა, მით უმეტეს, სხვაც არის უკე-
თესი ამ საგრაფოში. როგორც გითხარით, აგერ გყავთ მისტერ
ბლაიფილი.
– ეს საზიზღარი სახელი აღარ მიხსენო! – იყვირა სოფიამ.

333
– აღარ ვახსენებ, რაკი არ მოგწონთ. რამდენი ახალგაზ-
რდა სიმპათიური ყმაწვილია, სიამოვნებით რომ გაგეარშიყე-
ბათ, ოდნავ თუ წაახალისებთ. ვერ დავიჯერებ, ჩვენს საგრა-
ფოში ან იმის გარეთ მოიძებნებოდეს ახალგაზრდა ჯენტლმე-
ნი, რომელიც თქვენს კეთილგანწყობას იგრძნობს და იმწამ-
სვე ხელს არ გთხოვთ.
– ვინ გგონივარ, – იყვირა სოფიამ, – ასეთ შეურაცხყოფას
რომ მაყენებ. მთელი საკაცეთი მძულს!
– ნამდვილად გაქვთ სიძულვილის მიზეზი, როცა ვიღაც სა-
ცოდავი, მათხოვარი ნაბიჭვარი ასე ცუდად მოგექცათ.
– ჩაიკმინდე ეგ ოხერი ხმა! – ისევ იყვირა სოფიამ, – რო-
გორ ბედავ, ასე უპატივცემულოდ ახსენო მისი სახელი? ის მო-
მექცა ცუდად? არა, ის საწყალი ბევრად უფრო იტანჯებოდა,
როცა ამ სასტიკ წერილს წერდა, ვიდრე მე, როცა მას ვკითხუ-
ლობდი. ოჰ! ის ხომ მამაცი, ღირსეული და ანგელოზივით კე-
თილია! ონორ! მრცხვენია ჩემი სისუსტის, რის გამოც უნდა აღ-
ვფრთოვანებულიყავი, იმის გამო გავკიცხე. ის ხომ მხოლოდ
ჩემზე ფიქრობს, ჩემს ინტერესს ანაცვალა თავისი თავიც და
მეც. ჩემი გაუბედურების შიშმა სასო წარუკვეთა.
– მიხარია, – თქვა ონორმა, – ქალბატონი ამას რომ ხვდე-
ბა. მართლაც დაიღუპებოდით, მას თუ გაჰყვებოდით, ვინც ში-
ნიდან გააგდეს და ერთი პენსიც არ მისცეს.
– შინიდან გააგდეს? – შესძახა სოფიამ, – როგორ! რას გუ-
ლისხმობ?
– მადამ, როგორც კი მისტერ ოლვორთიმ ჩემი ბატონისგან
შეიტყო, რომ ჯონსმა თქვენთან რომანის გაბმა სცადა, დედი-
შობილა გააგდო გარეთ.
– რაა? – თქვა სოფიამ, – და მე უბედური ვარ ამ ყველაფერ-
ში დამნაშავე. დედიშობილა გააგდო გარეთ! აი, ონორ, აიღე
ყველაფერი, რაც გამაჩნია, ყველა თითიდან მომხსენი ბეჭედი,
334
აი, ჩემი საათიც, აიღე და დაუყოვნებლივ მიუტანე, სადაც უნდა
იყოს.
– ღვთის გულისათვის, მადამ, წარმოიდგინეთ, ბატონმა
რომ შენიშნოს მათი დაკარგვა, ხომ მე უნდა ვაგო პასუხი? ამი-
ტომ ნება მომეცით, შეგემუდაროთ, საათი და სამკაულები და-
იტოვეთ. თანაც, ვფიქრობ, ფული ყველაფერს ურჩევნია და
ვერც ბატონი შეიტყობს ამ ამბავს.
– მაშ, კარგი, – უთხრა სოფიამ, – წაიღე, რაც მაქვს, და-
უყოვნებლივ იპოვე და გადაეცი. წადი, წადი, დროს ნუ კარგავ.
მისის ონორმა ბრძანება შეასრულა და ქისა ჯორჯს გადას-
ცა, რომელიც ქვემოთ იცდიდა. ამ ქისაში თექვსმეტი გინეა
იდო, სოფიას მთელი ავლადიდება, რადგან, მართალია, მამა
მას ძალიან ანებივრებდა, მეტისმეტი გულუხვობა ხელს უშლი-
და, მდიდარი ყოფილიყო.
ჯორჯმა ქისა მიიღო და ლუდხანისკენ გასწია, თუმცა გზად
ერთი აზრი დაებადა, ეს ფულიც ხომ არ მივისაკუთროო, მაგ-
რამ სინდისი იმწამსვე აფორიაქდა და სულ უმადური ეძახა.
სინდისს სიხარბე გამოეხმაურა, მაშინ სად იყავი, როცა ჯონსის
ხუთასი გირვანქა მოიპარე და ეს მნიშვნელოვანი ამბავი თუ
ასე მშვიდად გაატარე, ახლა რაღაც წვრილმანზე გამოკიდება
აშკარა ფარისევლობა და სისულელეაო. ახლა სინდისმა, კარ-
გი ადვოკატივით, სცადა განესხვავებინა მიბარებულის მითვი-
სება და ნაპოვნის დამალვა, რაც სიხარბეს სიცილადაც არ
ეყო, მაგას რა მნიშვნელობა აქვსო და დაბეჯითებით ამტკიცებ-
და, თუ ვინმემ ერთხელ აიღო ხელი ღირსებასა და პატიოსნე-
ბაზე, იმისი გამოსწორების ამბავი მე პირადად არ მსმენიაო.
მოკლედ, საცოდავი სინდისი დაიჯაბნებოდა არგუმენტებით,
დასახმარებლად შიში რომ არ მოვლენოდა. შიშმა ორ შემ-
თხვევას შორის აშკარა განსხვავება ასე დაასაბუთა – საქმე

335
ღირსებას ან პატიოსნებას კი არ ეხება, არამედ უსაფრთხოება-
სო, ხუთასი გირვანქის დამალვა დიდ საშიშროებას არ გიქა-
დის, მაგრამ მიბარებული თექვსმეტი გინეის ამბავი აუცილებ-
ლად გასკდებაო.
შიშის მეგობრული ჩარევის წყალობით სინდისმა საბოლო-
ოდ გაიმარჯვა ჯორჯის სულში და მას შემდეგ, რაც ერთი-ორი
კომპლიმენტითაც შეუქო პატიოსნება, აიძულა, ფული ჯონსის-
თვის მიეტან

თავი 14
მოკლე თავი, რომელიც მოიცავს მოკლე დიალოგს სკვაირ
ვესტერნსა და მის დას შორის

იმ დღეს მისის ვესტერნი მთელი დღე გასული იყო შინიდან.


დაბრუნებულმა სოფია მოიკითხა და ძმამ უთხრა, უსაფრთხო
ადგილას მყავს ჩაკეტილიო.
– თავის ოთახში გამოვამწყვდიე, – იყვირა სკვაირმა, – და
გასაღები მისის ონორს მივაბარე.
ისე უჩვეულოდ ჭკვიანური გამომეტყველება ჰქონდა, ეს
რომ უთხრა, დისგან აშკარად შექებას ელოდა, მაგრამ იმედი
გაუცრუვდა, როცა მისის ვესტერნმა ძალიან მედიდურად შეს-
ძახა:
– ძმაო, შენ მართლაც რომ ქვეყნად ყველაზე უმწეო კაცი
ხარ. რატომ არ მომანდე ამ საქმის მოგვარება? რატომ ჩა-
ერიე? თავს არ ვზოგავდი, რომ ყველაფერი მომეგვარებინა,
შენ კიდევ სულ აურ-დაურიე. მე ვცდილობდი, სოფიასთვის კე-
თილგონიერების პრინციპები ჩამეგონებინა, შენ კი წყალში
ჩამიყარე. ინგლისელი ქალები, ღვთის წყალობით, მონები არ
ვართ. ჩვენ იტალიელი ან ესპანელი ცოლებივით ოთახში ვერ
გამოგვკეტავენ, თქვენსავით თავისუფლები გახლავართ. ჩვენ
336
დასაბუთებით უნდა დაგვარწმუნოთ, ძალადობით არ ვიმარ-
თებით. ამ ქვეყნის ბევრი გამეგება, ძმაო, და ვიცი, როგორ გა-
მოვიყენო ცოდნა. შენი წინდაუხედაობით ხელი რომ არ შეგე-
შალა, ჩემი ძმისწული კეთილგონიერების და ქცევის იმ წესე-
ბით იხელმძღვანელებდა, მე რომ აქამდე ვასწავლიდი.
– რა თქმა უნდა, ისევ მე გამოვდივარ მტყუანი, – თქვა სკვა-
ირმა.
– მტყუანი არ გამოხვალ, როცა არ ერევი იმ საქმეში, რომ-
ლისაც არაფერი გაგეგება. ხომ მეთანხმები, რომ მაღალ წრე-
ში ვტრიალებ და დიდი გამოცდილება მაქვს, ამიტომ კარგი იქ-
ნებოდა, ძმისწული ჩემთვის მოგებარებინა. აქ ცხოვრებამ შე-
უქმნა წარმოდგენა რომანტიკულ სიყვარულზე და რაღაც სი-
სულელეებზე.
– იმედი მაქვს, არ გგონია, – იყვირა სკვაირმა, – რომ მხო-
ლოდ ეს ისწავლა ჩემგან.
– შენმა უგუნურობამ, ძმაო, – სიტყვა შეუბრუნა დამ, – რო-
გორც დიდი მილტონი იტყოდა, ჩემს მოთმინებას ქანცი გააცა-
ლა (მკითხველიც სავარაუდოდ ქანცს გააცლის საკუთარ მოთ-
მინებას, თუ მილტონთან დაიწყებს ამ სიტყვების ძებნას.).
– ჯანდაბას მილტონი, – უპასუხა სკვაირმა, – პირში რომ
გაებედა ამის თქმა, მიიღებდა ჩემგან კარგად. მოთმინება! თუ
მაგაზე მიდგა საქმე, მოთმინება შენზე დიდი მაქვს, სკოლის
მოსწავლესავით რომ მექცევი. გგონია, ვისაც სასახლის კარზე
არ უტრიალია, არაფერი გაეგება? ჯანდაბა! საით წავიდოდა ეს
ქვეყანა, ჰანოვერელი ვირთხებისა და ვიღაც თავგასიებულე-
ბის გარდა, ყველა სულელი რომ იყოს? ჯანდაბა! იმედია, დად-
გება დრო, როცა მათ თავად გავასულელებთ და ყველა გაიხა-
რებს. დიახ, ჩემო დაიკო, ყველა გაიხარებს. იმედია, ამას მო-
ვესწრები, ვიდრე ჰანოვერელი ვირთხები ჩვენს ხორბალს გა-
დაჭამენ და მარტო ბოლოკს დაგვიტოვებენ.
337
– გამოგიტყდები, ძმაო, ჩემი გონება უძლურია, მაგ შენს
ბოლოკს და ჰანოვერელ ვირთხებს რამე გაუგოს.
– მჯერა, რომ ამის მოსმენა არ გინდა, მაგრამ დღეს თუ არა
ხვალ, ქვეყნის ინტერესები გაიმარჯვებს, – უთხრა სკვაირმა.
– ნეტა, საკუთარი ქალიშვილის ინტერესებს მიხედავდე.
დამიჯერე, ქვეყანაზე მეტად ახლა მას უჭირს.
– ახლახან არ მძრახავდი, მასზე მეტისმეტად ზრუნავო, მე
მომაბარეო, შენ არ მოისურვე?
– დიახ, და თუ პირობას მომცემ, რომ აღარ ჩაერევი, სოფი-
ას მე მივხედავ.
– ეგრე იყოს, – თქვა სკვაირმა, – კარგად იცი, მე ყოველ-
თვის თანახმა ვიყავი, ქალები ქალებმა მართონ.
მისის ვესტერნმა ოთახი დატოვა და თან გაღიზიანებულმა
რაღაც ჩაილაპარაკა ქალების და ქვეყნის მართვის თაობაზე,
პირდაპირ ძმისშვილთან გაემართა და ერთი დღით დატ-
ყვევებული სოფია გაათავისუფლეს.

338
წიგნი VII

მოიცავს სამ დღეს

თავი 1
სამყაროსა და სცენის შედარება

სამყაროს ხშირად ადარებენ თეატრს. ბევრი სერიოზული


პროზაიკოსი და პოეტი ადამიანის სიცოცხლეს დიდ დრამად
მიიჩნევს და თითქმის ყველა თავისებურებით თეატრალურ
წარმოდგენას ამსგავსებს, რომელიც, როგორც ვიცით, ფეს-
პისმა მოიგონა და რომელიც ცივილიზებულმა ქვეყნებმა მო-
იწონეს და სიხარულით მიიღეს.
ამ აზრმა შორს წაგვიყვანა და ისეთი საყოველთაო გახდა,
თეატრისთვის შესაფერისი ზოგიერთი სიტყვა, თავდაპირვე-
ლად მეტაფორულად რომ ეხებოდა ცხოვრებას, ახლა ორი-
ვესთვის განურჩევლად და პირდაპირი მნიშვნელობით გამოი-
ყენება. ასე რომ, სიტყვა „სცენას“ დღეს უკვე ჩვეულებრივად
ვიყენებთ მაშინაც, როცა ზოგადად ცხოვრებაზე ვსაუბრობთ
და მაშინაც, როცა უშუალოდ დრამატულ წარმოდგენას ვგუ-
ლისხმობთ, და თუ კულუარულ ინტრიგებს ვახსენებთ, უფრო
სენტ ჯეიმსი გვაგონდება, ვიდრე დრური ლეინი.

339
ვფიქრობ, ეს იოლად აიხსნება, თუკი გავითვალისწინებთ,
რომ თეატრალური სცენა მხოლოდ და მხოლოდ წარმოდგე-
ნაა და სხვა არაფერი, ან, როგორც არისტოტელე ამბობს, რე-
ალობის მიბაძვა. ალბათ ამიტომაც ძალიან დასაფასებელია
ადამიანი,რომელიც წერით ან სცენაზე თამაშით ცხოვრებას
ჰბაძავს და ისე აღწერს მას, ორიგინალისგან ძნელად თუ გა-
ნასხვავებ.მაგრამ, სინამდვილეში, ჩვენ დიდად ვერ ვაფასებთ
ამ ადამიანებს, ხშირად მათ ისე აღვიქვამთ, როგორც ბავშვები
გასართობ საშუალებას და მეტ სიამოვნებას სისინი და მუშტის
მოღერება გვანიჭებს, მათი შედევრებით აღტაცება კი არა.
სხვა ბევრი მიზეზიც არსებობს, რატომაც სამყაროსა და სცენის
ანალოგია ვახსენეთ.
ზოგი კაცობრიობის დიდ ნაწილს მსახიობებად განიხი-
ლავს, რადგან ადამიანები ისეთ როლებს ასახიერებენ, რომ
არ შეესატყვისებათ და მეფეების და იმპერატორების როლე-
ბის შემსრულებელი მსახიობებისგან დიდად არ განსხვავდე-
ბიან, ასე რომ, ფარისეველს შეიძლება მსახიობი ვუწოდოთ,
და ბერძნებმა ხომ ორივეს ერთი სახელი დაარქვეს!
სიცოცხლის ხანმოკლეობაც იძლეოდა საბაბს ამ შედარე-
ბისთვის. უკვდავი შექსპირი ამბობდა:

„სიცოცხლე მხოლოდ
ჩრდილი ყოფილა მოსიარულე; ტაკიმასხარა,
რომელსაც ვიდრე დრო აქვს, ადის მაღალ სცენაზედ
და იჭიმება, იგრიხება მთლად გაქრობამდე“.

ცხოვრების და თეატრის ამ და სხვა შედარებაში მსგავსე-


ბისთვის მხოლოდ სცენას ითვალისწინებენ და როგორც მე
მახსოვს, დიდებული დრამის მაყურებლებზე ყურადღება არა-

340
ვის გაუმახვილებია. მაგრამ ვინაიდან ბუნება თავის საუკეთე-
სო სანახაობებს ხშირად გადაჭედილ დარბაზში წარმოადგენს,
მაყურებლები ნაკლებ მნიშვნელოვანნი ჩანან შესადარებ-
ლად, ვიდრე მსახიობები. დროის ამ ვრცელ თეატრში სხედან
მეგობრები და კრიტიკოსები, აქ გაიგონებთ ტაშისკვრას და
შეძახილებს, სტვენას და ვიშვიშს, მოკლედ,
ყველაფერს, რაც კი სამეფო თეატრში შეიძლება მოისმინო.
მოდი, ერთი მაგალითის განხილვით გადავსინჯოთ ეს მო-
საზრება, ვთქვათ, როგორ მოიქცა ბუნების მიერ მეთორმეტე
თავში წარმოდგენილი სცენის შემხედვარე საზოგადოება, რო-
ცა ჯორჯმა მეგობარს და მწყალობელს ხუთასი გირვანქა მო-
უღუნა.
ისინი, ვინც სამყაროს ყველაზე მაღალ იარუსზე ისხდნენ,
დარწმუნებული ვარ, ამ ინციდენტს, როგორც ყოველთვის,
ხმამაღალი შეძახილებით შეხვდნენ და არც ბილწსიტყვაობას
დაიშურებდნენ.
ცოტა დაბლა თუ დავეშვებოდით, ვნახავდით, რომ დანარ-
ჩენი მაყურებლებიც აღშფოთდნენ, ოღონდ არც ისე ხმაურია-
ნად და უწესოდ; თუმცა აქაც კეთილშობილი ქალები ჯორჯზე
იტყოდნენ, ეშმაკსაც წაუღიაო და და დაელოდებოდნენ, წუთი
წუთზე როგორ გამოჩნდებოდა ჩლიქებიანი ჯენტლმენი თავი-
სი კუთვნილის წასაღებად.
პარტერში, როგორც ყოველთვის, აზრები გაიყო. ჰეროიკუ-
ლი ღირსების და სრულყოფილი გმირების მოყვარულები კა-
მათობდნენ, ასეთი უნამუსობა როგორ შეიძლება სამაგალი-
თოდ არ დაისაჯოსო. ავტორის ზოგიერთმა მეგობარმა იყვი-
რა, ჯენტლმენებო, ის კაცი ნამდვილად უნამუსოა, მაგრამ ასეა
ბუნება მოწყობილიო. ხოლო ყველა ახალგაზრდა კრიტიკოსი,
კლერკი, მოსწავლე თუ სხვა ამბობდა, რა სულმდაბლობააო
და ყველანი ერთად ვიშვიშებდნენ.
341
ლოჟებში მსხდომნი ჩვეულებისამებრ თავდაჭერილად ირ-
ჯებოდნენ. დიდი ნაწილი სულ სხვა რამით იყო დაკავებული და
მათგან რამდენიმემ, ვინც სცენას უყურა, განაცხადა, ჯორჯი
უვარგისი კაციაო, დანარჩენები, ვიდრე საუკეთესო მსაჯულის
აზრს არ მოისმენდნენ, საკუთარს არ ამხელდნენ.
ახლა ჩვენც, ბუნების დიდი თეატრის კულისებში ვისაც
გვიშვებენ (ამ პრივილეგიის გარეშე ხომ ვერცერთი ავტორი,
ლექსიკონის და ანბანის გარდა, ვერაფერს დაწერს), შეგვიძ-
ლია გავკიცხოთ ჯორჯის
მოქმედება ისე, რომ თვითონ ჯორჯი მთლად არ გავათახსი-
როთ, რადგან ბუნებამ მას თავის ყველა დრამაში უარყოფითი
როლი როდი არგუნა – სწორედ ამით ჰგავს ცხოვრება ყველა-
ზე მეტად თეატრს, სადაც ერთი და იგივე ადამიანი ხან კეთილს
თამაშობს და ხან ბოროტს და მან, ვინც დღეს თქვენს აღტაცე-
ბას იმსახურებს, ხვალ შეიძლება თავი შეგაძულოთ. გარიკიც
ხომ, რომელსაც ამქვეყნად ყველაზე დიდ ტრაგიკოსად მივიჩ-
ნევ, ხშირად თავს იმდაბლებდა და სულელს თამაშობდა; ასევე
იქცეოდნენ ბევრი, ბევრი წლის წინ, ჰორაციუსის თქმით, სცი-
პიონ დიდი და ლელიუს ბრძენი, ციცერონი მათ „წარმოუდგენ-
ლად ბავშვურებს“ უწოდებს. მართალია, ისინი გარიკივით სუ-
ლელებს თამაშობდნენ, ოღონდ თავს ისულელებდნენ, მაგ-
რამ რამდენიმე გამოჩენილ პიროვნებას გულწრფელად უთა-
მაშია სულელი და საკითხავია, ასეთ დროს მათი სიბრძნე
მძლავრობდა თუ სიშტერე, ან კაცობრიობისგან უფრო ტაშის
დაკვრას იმსახურებდნენ თუ გაკიცხვას, აღტაცებას თუ სიძულ-
ვილს, სიყვარულს თუ ზიზღს.
ის ადამიანები, რომლებიც ამ დიდი თეატრის კულისებში
გარკვეულ დროს ატარებენ და ზედმიწევნით იციან შენიღბვის
ოსტატობები, გრძნობების ჭირვეულობები და დიდი ვნებები,

342
გახლავან თეატრის რეჟისორები და დირექტორები (რაც შე-
ეხება გონიერებას, პატენტის მფლობელს, ამბობენ, ძალიან
ზარმაცი ყმაწვილია და იშვიათად ძაბავს ძალ-ღონესო) და
მათ ალბათ ისწავლეს, როგორ გაიგონ ჰორაციუსის ცნობილი
გამოთქმა – nil admirari, რაც ინგლისურად შეიძლება ასე
ვთქვათ – უყურო არაფერს.
ერთი ბოროტი საქციელი ვერც ცხოვრებაში და ვერც სცე-
ნაზე ადამიანს არამზადად ვერ წარმოადგენს. რეჟისორები
ხშირად ისეთ როლს აძლევენ მსახიობს, რომ არც მის სურ-
ვილს ითვალისწინებენ და არც მის ნიჭს. ამიტომ კაცმა, მსა-
ხიობის მსგავსად, შეიძლება საკუთარი საქციელი მკაცრად
განსაჯოს, ხოლო ზოგიერთს ისევე არ უხდება ბოროტი საქცი-
ელი, როგორც პატიოსან მისტერ უილიამ მილსს – იაგოს რო-
ლი.
ასე და ამგვარად, ჭეშმარიტად სამართლიანი და გონიერი
ადამიანი ნაჩქარევ დასკვნას არ გააკეთებს. მას შეუძლია დაგ-
მოს ნაკლოვანება და თუნდაც სიბოროტე, მაგრამ ბრალდე-
ბულ მხარეზე არ გაბრაზდება. ერთი სიტყვით, როგორც ცხოვ-
რებაში, ისე თეატრშიც ხმაურიანი შეძახილების გამომწვევი
იგივე სისულელე, ბავშვური ზერელობა, უზრდელობა და ბო-
როტებაა. ყველა გესლიანს ხომ სულ მზადა აქვს უხეში სიტყვე-
ბი, ხოლო სულმდაბლები პარტერში მუდამ სალანძღავად
არიან განწყობილნი.

თავი 2
მოიცავს მისტერ ჯონსის გასაუბრებას საკუთარ თავთან

343
დილით ჯონსმა მისტერ ოლვორთის გამოგზავნილი ნივთე-
ბი მიიღო, რასაც მისი წერილის პასუხი ერთვოდა:

„სერ,
ბიძის დავალებით გაუწყებთ, რომ ვიდრე გადაწყვეტილებას მი-
იღებდა, ყველაფერი კარგად ჰქონდა აწონ-დაწონილი და სრულიად
დარწმუნებულია თქვენს უვარგისობაში, ამიტომ ვერაფერს შეაც-
ვლევინებთ. ძალიან გაკვირვებულია, როგორ გათავხედდით და
პრეტენზია გაგიჩნდათ, ახალგაზრდა ლედი შეგყვარებოდათ, ეს
ხომ შეუძლებელია, ვინაიდან იგი წარმომავლობით და ქონებით
თქვენზე უპირატესია. დაბოლოს, მიბრძანეს მომეწერა, რომ ბიძის
მორჩილების დასამტკიცებლად, აქაურობა სასწრაფოდ უნდა დატო-
ვოთ. არ შემიძლია, როგორც ქრისტიანმა, ჩემი რჩევა არ დავურთო
და არ გთხოვოთ: სერიოზულად იფიქრეთ ცხოვრების წესის შეც-
ვლაზე. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მე კი, თქვენი მოკრძალებუ-
ლი მსახური, მუდამ ამისთვის ვილოცებ.
ვ. ბლაიფილი“.

ბევრი ურთიერთსაპირისპირო ვნება აღძრა ამ წერილმა


ჯონსის სულში, მაგრამ შმაგი და თავშეუკავებელი ნაზმა
გრძნობებმა დასძლია, ცრემლის ნიაღვარიც მიეხმარა, თავის-
თვის რამე არ აეტეხა ან გული არ გასკდომოდა.
მალე უკვე რცხვენოდა თავისი სისუსტის, წამოხტა და იყვი-
რა:
– მაშ კარგი, მისტერ ოლვორთი, შეგისრულებ ბოლო სურ-
ვილს და აქედან გადავიკარგები... მაგრამ სად წავიდე? ...საი-
თაც ბედი წამიყვანს. თუ ამქვეყნად არავის ადარდებს, რა დღე
ელის საცოდავ კაცს, ჩემთვისაც სულერთია. სხვას არავის
ადარდებს... არა, ეს რამ მათქმევინა? ...როცა არის ერთი,
ვინც მთელ სამყაროს მირჩევნია!.. ჩემი სოფიასთვის არ არის
სულერთი, მე რა ბედი მეწევა. როგორ მივატოვო ერთადერთი
344
მეგობარი... ასეთი მეგობარი? განა მასთან ერთად არ უნდა
დავრჩე? მაგრამ... ეს როგორ უნდა შევძლო? იმედიც არ მაქვს
მისი ნახვის, შეიძლება მასაც ჩემსავით უნდა შეხვედრა, მაგ-
რამ მამის რისხვას რა ვუყოთ. და რატომ უნდა შევხვდეთ? რო-
გორ შემიძლია ასეთ არსებას დაღუპვისკენ ვუბიძგო? და ამის
ფასად დავიკმაყოფილო სურვილი? ქურდივით ხომ არ ვიწან-
წალებ ამ ქვეყანაში? არა, მძულს ეს აზრი, მშვიდობით, სოფია,
მშვიდობით, ყველაზე საყვარელო ადამიანო...
აქ გრძნობამ პირი მოუკუმა და თვალებიდან ნახა გამოსა-
ვალი.
ახლა, როცა უკვე მტკიცედ გადაწყვიტა, მშობლიური მხარე
დაეტოვებინა, ჯონსმა დაიწყო ფიქრი, სად წავიდოდა. რო-
გორც მილტონი იტყოდა, მთელი სამყარო ფერხთით გადაშ-
ლოდა და, ადამივით, არავინ ჰყავდა მანუგეშებელი ან დამ-
ხმარე. ვისაც კი იცნობდა, ოლვორთისგან იცნობდა და მათი
გულისხმიერების იმედი არ ჰქონდა. კეთილგონიერმა ადამი-
ანმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, როცა ქვეშევრდომს სახ-
ლიდან აგდებს, რადგან საცოდავს ხომ სხვებიც გარიყავენ.
მეორე გადასაწყვეტი საკითხი იყო, რა ცხოვრება აერჩია ან
რა საქმეს გაჰყოლოდა და აქაც პერსპექტივა ძალიან სევდია-
ნი ჩანდა. ყველა პროფესიას და ყველა ხელობას დრო სჭირ-
დებოდა და რაც კიდევ უარესი იყო, ფულიც, რადგან ყველაფე-
რი ისეა მოწყობილი, რომ აქსიომა „არაფრისგან არაფერს მი-
იღებ“ თანაბრად ამართლებს ფიზიკაშიც და ცხოვრებაშიც და
კაცს, რომელსაც ფული არ გააჩნია, არც მისი შოვნის საშუა-
ლება აქვს.
საბოლოოდ ოკეანემ, იმედგადაწურულთა კეთილმა მას-
პინძელმა გადაუშალა ძლევამოსილი მკლავები და ჯონსმაც
წამსვე მიიღო მიპატიჟება. ნაკლებ ხატოვნად რომ ვთქვა, მეზ-
ღვაურობა გადაწყვიტა.
345
როგორც კი ეს აზრი დაებადა, სიხარულით ჩაებღაუჭა, ცხე-
ნი იქირავა და ბრისტოლში გაქუსლა.
მაგრამ ვიდრე ჯონსს ამ მგზავრობისას გვერდში ამოვუდგე-
ბით, ცოტა ხნით მისტერ ვესტერნთან დავრჩებით და ვნახავთ,
რა დაემართა მომხიბვლელ სოფიას.

თავი 3
მოიცავს რამდენიმე დიალოგს

იმ დილით, ჯონსი რომ გაემგზავრა, მისის ვესტერნმა სო-


ფია თავის ოთახში მოიხმო და მას შემდეგ, რაც აცნობა, ჩემი
თხოვნით გაგათავისუფლა მამამო, გრძელი ლექცია წაუკითხა
ცოლქმრულ ცხოვრებაზე. მისი თქმით, ქორწინება არ იყო სიყ-
ვარულით აღძრული ბედნიერების რომანტიკული წარმოსახ-
ვა, პოეტები რომ აღწერენ ხოლმე, არც ღვთისმეტყველთა მი-
ერ ნასწავლი ამაღლებული მიზნები უხსენებია. მისის ვესტერ-
ნი ქორწინებას განიხილავდა, როგორც ფონდს, სადაც წინდა-
ხედული ქალები ქონებას აბანდებენ იმისათვის, რომ შემდეგ
უფრო დიდი სარგებელი მიიღონ.
მისის ვესტერნმა ლექცია რომ დაასრულა, სოფიამ უთხრა,
ვერ შევძლებ შეგეკამათოთ ისეთ საკითხში, რომელშიც თქვე-
ნოდენი გამოცდილება და ცოდნა არ მაქვს, განსაკუთრებით
ქორწინებას როცა ეხება საქმეო.
– შემეკამათო?! – უპასუხა მამიდამ, – ამას არც ველოდები.
იმდენი კი მაქვს ნანახი, შენხელა ბავშვთან კამათი რომ არ და-
ვიწყო. თავი იმიტომ შევიწუხე, მინდა რამე ჩაგაგონო. ძველი
ფილოსოფოსები, როგორებიც იყვნენ სოკრატე, ალკიბიადე

346
და სხვები, არ კამათობდნენ მოსწავლეებთან. შვილო, სოკრა-
ტესი არ იყოს, მე არ გეკითხები აზრს, მხოლოდ ჩემსას გაწვდი.
უკანასკნელი სიტყვებიდან მკითხველი სავარაუდოდ გა-
დაწყვეტს, რომ მისის ვესტერნს სოკრატე და ალკიბიადე წა-
კითხული ჰქონდა, მაგრამ ამის დაზუსტებას სამწუხაროდ ვერ
შევძლებთ.
– მადამ, – შესძახა სოფიამ, – მე არასოდეს გავკადნიერე-
ბულვარ, თქვენი აზრი არ გამეთვალისწინებინა, მაგრამ, რო-
გორც გითხარით, ამ საკითხზე ჯერ არ მიფიქრია და შეიძლება
არც არასოდეს ვიფიქრო.
– ვითომ, სოფია? – უპასუხა მამიდამ, – ეს თვალთმაქცობა
ძალიან სულელური მეჩვენება. უმალ ფრანგები დამაჯერებენ,
რომ მხოლოდ თავის დასაცავად იღებენ სხვა ქვეყნის ქალა-
ქებს, ვიდრე შენ დამარწმუნებ, რომ არასოდეს გიფიქრია გათ-
ხოვებაზე. როგორ შეგიძლია, შვილო, ამტკიცო, თითქოს არ
გიფიქრია ასეთ კავშირზე, თან როცა იცი, რომ ჩემთვის ცნო-
ბილია, ვისთან გინდოდა, ის დაგემყარებინა. ასეთი არაბუნებ-
რივი კავშირი შენივე ინტერესების საწინააღმდეგოა, როგორი
საწინააღმდეგოცაა ჰოლანდიის ინტერესებისთვის სეპარა-
ტულ საფრანგეთთან კავშირი! მაგრამ თუ არასოდეს გიფიქ-
რია, დროა, დაფიქრდე, რადგან ჩემმა ძმამ გადაწყვიტა, სას-
წრაფოდ დადოს ხელშეკრულება მისტერ ბლაიფილთან, მე კი
შუამავალი ვარ და შევპირდი, რომ დაგითანხმებდი.
– მადამ, – თქვა სოფიამ, – ეს არის ერთადერთი საკითხი,
როცა არც თქვენ და არც მამაჩემს არ დავუჯერებ. და ბევრი
ფიქრი არ მჭირდება უარისთვის.
– სოკრატესავით დიდი ფილოსოფოსი რომ არ ვიყო, – უპა-
სუხა მამიდამ, – მოთმინებას დავკარგავდი. და რატომ ამბობ
უარს, ცოლად გაჰყვე იმ ახალგაზრდა ჯენტლმენს?
– ძალიან საფუძვლიანი მიზეზი მაქვს, მეზიზღება.
347
– ნეტა, როდის ისწავლი სიტყვების მნიშვნელობებს? მარ-
თლაც რომ ბეილის ლექსიკონი უნდა წაიკითხო. შეუძლებე-
ლია, გეზიზღებოდეს ადამიანი, რომელსაც შენთვის არაფერი
დაუშავებია. ზიზღში გულისხმობ, რომ არ მოგწონს, რაც საკ-
მარისი მიზეზი არ არის ცოლობაზე უარის სათქმელად. რამდე-
ნი წყვილი ვიცი, ერთმანეთი რომ არ მოსწონთ, მაგრამ მშვე-
ნივრად და დარბაისლურად ცხოვრობენ. დამიჯერე, შვილო,
შენზე უკეთ ვარ გარკვეული ამ ამბებში. ვფიქრობ, დამეთან-
ხმები, რომ ამ ქვეყნის გამეგება და ჯერ არ შემხვედრია ქალი,
რომელიც არ ცდილობდეს, თავი მოგაჩვენოს, თითქოს ქმარი
უფრო არ მოსწონს, ვიდრე მოსწონს. და თუ პირიქით ხდება, ეს
ისეთი მოდიდან გასული რომანტიკული სისულელეა, რომ
წარმოდგენაც მაოგნებს.
– და მაინც, მადამ, – თქვა სოფიამ, – არასოდეს მივთხოვ-
დები კაცს, რომელიც არ მომწონს. თუკი მამას პირობას მივ-
ცემ, რომ არ გავყვები ცოლად მისთვის არასასურველ კაცს,
მინდა იმედი მქონდეს, რომ არც ის დამაძალებს, გავყვე იმას,
ვინც ჩემთვის არის არასასურველი.
– არასასურველი! – შესძახა მამიდამ, – არასასურველი!
მაოცებს შენი თავდაჯერება. ახალგაზრდა ქალი, გაუთხოვა-
რი, ასეთ რამეს როგორ ამბობ?! მაგრამ იცოდე, ჩემმა ძმამ უკ-
ვე გადაწყვიტა და ვიდრე არასასურველობაზე ლაპარაკობ,
ვურჩევ, აჩქარდეს. არასასურველი!
სოფია მუხლებზე დაემხო და მოელვარე თვალებიდან
ცრემლი წასკდა. მამიდას ემუდარებოდა, შემიწყალეთ, ნუ გა-
მაუბედურებთო. არწმუნებდა, მხოლოდ თქვენზეა ჩემი ბედ-
ნიერება დამოკიდებულიო.
როგორც სასამართლო ბოქაული ბრძანების აღსრულები-
სას გულგრილად შესცქერის უბედური მოვალის ცრემლებს,

348
რომელიც უშედეგოდ ცდილობს გაუღვიძოს თანაგრძნობა თა-
ვისი საყვარელი ცოლის, პატარა, ახლად ატიკტიკებული ვაჟის
და დამფრთხალი ქალიშვილის მიმართ, ბოქაული კი ვერც ხე-
დავს და არც ესმის ადამიანური სისუსტეები, ყველაფერზე მაღ-
ლა დგება და საცოდავ მსხვერპლს ციხის ზედამხედველს გა-
დასცემს, სწორედ ასევე, ვერც პოლიტიკოსი მამიდა ხედავდა
სოფიას ცრემლებს და არც მისი მუდარა ესმოდა და მასაც ასე-
ვე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, აკანკალებული გოგონა
ციხის ზედამხედველ ბლაიფილისთვის ჩაებარებინა. სოფიას
ფიცხად უპასუხა:
– თქვენი აზრი, მადამ, ყველაზე ნაკლებად გვაინტერესებს,
ეს ოჯახის ღირსების საკითხია და თქვენ მხოლოდ საშუალება
ხართ. გესმით თუ არა, როცა ფრანგ პრინცესას ესპანეთში ათ-
ხოვებენ, მხოლოდ პრინცესის სურვილს რომ არ ითვალისწი-
ნებენ? არა! ეს ქორწინება ორი ქვეყნის გადასაწყვეტია და არა
ორი პიროვნების. ასე ხდება ჩვენისთანა ოჯახებშიც. უმთავრე-
სი ორ ოჯახს შორის კავშირია. საკუთარ თავზე წინ ოჯახის პა-
ტივისცემა უნდა დააყენოთ. თუ პრინცესის მაგალითი არ შეგა-
გულიანებთ, იმას მაინც ვერ დაიჩივლებთ, პრინცესაზე უარე-
სად მომექცნენო.
– ვიმედოვნებ, მადამ, – ცოტა ხმა აიმაღლა სოფიამ, – ჩემს
ოჯახს არასოდეს შევარცხვენ, მაგრამ ბლაიფილს რაც შეეხე-
ბა, ვერავითარი ძალა ვერ მაიძულებს, ცოლად გავყვე.
ვესტერნმა, რომელმაც ამ დიალოგის დიდი ნაწილი მოის-
მინა, ვეღარ მოითმინა, ოთახში შევარდა და გამძვინვარე-
ბულმა იყვირა:
– წყეული ვიყო, თუ არ გაგაყოლო! წყეული ვიყო, თუ არ გა-
გაყოლო, მორჩა, მორჩა, წყეული ვიყო, თუ ასე არ მოვიქცე.
მისის ვესტერნსაც დიდი წყრომა დაუგროვდა სოფიას მი-
მართ, მაგრამ ჯავრი ძმაზე იყარა:
349
– ძმაო, რატომ ერევით იმ საქმეში, რომელიც მე მომან-
დეთ. ოჯახის ღირსების გამო ვითავე ქალიშვილის აღზრდისას
დაშვებული შეცდომების გამოსწორება. სწორედაც თქვენი
ბრალია, ყველაფერი წყალში რომ ჩამიყარეთ და ეს ურჩობაც
თქვენი ნასწავლია.
– ჯანდაბა! – იყვირა პირზე დუჟმომდგარმა სკვაირმა, – შენ
ეშმაკსაც გამოიყვან მოთმინებიდან! მე ოდესმე ჩემს ქალიშ-
ვილს ურჩობა ვასწავლე? აგერ არ არის, გოგო, თქვი გულ-
წრფელად, ოდესმე ასეთი რამ მისწავლებია შენთვის? განა
ყველაფერს შენ გასახარად და სასიამოვნებლად არ ვაკეთებ-
დი, რომ შენც დამჯერი ყოფილიყავი? და იყო კიდევაც დამჯე-
რი, ვიდრე შენ არ გააფუჭე, თავი გამოუტენე სასახლის კარის
წარმოდგენებით. დიახ... დიახ... ჩემი ყურით მომისმენია, რომ
ეუბნებოდი, პრინცესასავით მოიქეციო. გოგოსგან ვიგი გახა-
დე და ახლა მამამისი ან სხვა ვინმე უნდა ელოდოს, რომ დამ-
ჯერი იქნება?
– ძმაო, – ქედმაღლურად უპასუხა მისის ვესტერნმა, – მი-
ჭირს, გამოვთქვა უპატივცემულობა თქვენი პოლიტიკის მი-
მართ, მაგრამ თავად ახალგაზრდა ლედის მივმართავ და
ვკითხავ, მისწავლებია თუ არა მისთვის ურჩობის პრინციპები.
პირიქით არ იყო, ჩემო დისწულო, განა მე არ ვცდილობდი,
სწორი წარმოდგენა შეგქმნოდა საზოგადოებაში გამოსადეგ
სხვადასხვანაირ ურთიერთობებზე? რამდენი ვიწვალე, გამე-
გებინებინა, რომ ბუნების კანონი ავალდებულებს შვილებს,
მშობლებს დაუჯერონ. განა არ მითქვამს, რას ამბობს ამ სა-
კითხზე პლატონი? საკითხზე, რომელშიც თავიდან, როცა შენ-
ზე მზრუნველობა ვიტვირთე, ისეთი უვიცი აღმოჩნდი, გულ-
წრფელად მეგონა, მამაშვილობა რა იყო, ეგეც არ იცოდი.
– ტყუი, – შეეკამათა სკვაირი, – ეს გოგო კი უმეცარი კი არ-

350
აა, თერთმეტი წლის ასაკში მამასთან ურთიერთობაზე არაფე-
რი სცოდნოდა.
– ოჰ, ეს რაღაც შუა საუკუნეების უმეცრებაზე უარესი იყო, –
თქვა ლედიმ, – შენ კი, ძმაო, უნდა გითხრა, შენს მანერებს რაც
შეეხება, ჯოხი მოგიხდებოდა.
– მიდი მერე, თუ შეძლებ, დამარტყი, – შესძახა სკვაირმა,
– დისწულიც მხარს აგიბამს.
– ძმაო, შენი თავხედობის მოთმენა აღარ შემიძლია, ამი-
ტომ მეეტლეს ვუთხარი, ყველაფერი მოამზადოს გასამგზავ-
რებლად და ამ დილითვე დავტოვებ აქაურობას.
– კისერიც გიტეხია, აღარც მე შემიძლია შენი თავხედობის
თმენა. ჯანდაბა! კმარა, ჩემი ქალიშვილის თანდასწრებით
რომ მამცირებ და წამდაუწუმ მიმეორებ, როგორ გძულვარ.
– შეუძლებელია, შეუძლებელია, – იყვირა მამიდამ, – ვის
შესწევს ძალა, შენისთანა ტახი დაამციროს.
– ტახი! – იყვირა სკვაირმა, – მე ტახი არ ვარ, არც ვირი და
არც ვირთხა, მადამ. დაიმახსოვრე, მე ვირთხა არ ვარ. მე ჭეშ-
მარიტი ინგლისელი ვარ, ვიღაც ჰანოვერელი კი არა, ჩემი
ხალხი რომ გადაჭამა.
– კი, შენ იმ ჭკვიანთაგანი ხარ, ვისმა აბსურდულმა პრინცი-
პებმაც ქვეყანა ლამის დაღუპა, შინ საკუთარი ხელისუფლება
დაასუსტა, გარეთ კი მტერს აგულიანებს.
– ისევ პოლიტიკას დაუბრუნდი? – იყვირა სკვაირმა, – ფე-
ხებზე მკიდია, ისევე, როგორც...
ბოლო სიტყვებს უაღრესად შესაფერისი ჟესტიკულაცია მი-
აყოლა. ამ ყველაფერმა ისე ძლიერ იმოქმედა მისის ვესტერ-
ნზე, რომ პირდაპირ გაცეცხლდა, რაღაც უხამსობა ჩაილაპა-
რაკა და სახლიდან გავარდა. მისი შეჩერება არც ძმას უფიქრია
და არც ძმისწულს – ერთი ისე იყო თავისი დარდით მოცული,
მეორე კი ისეთი გაცეცხლებული, ადგილიდან არ დაძრულან.
351
სკვაირმა დას შეძახილი მიაყოლა, ასე კურდღელს დადევნე-
ბულ მწევრებს მიაძახებენ ხოლმე მონადირეები. ის ხომ ღრი-
ალის დიდოსტატი იყო და ეს შეძახილიც ხელსაყრელი შემ-
თხვევისთვის ყოველთვის მზად ჰქონდა.
მისის ვესტერნის ყაიდის ქალები, რომელთაც ცხოვრება
ნანახი აქვთ და ფილოსოფიასა და პოლიტიკაში ერკვევიან,
იმწამსვე ისარგებლებდნენ მისტერ ვესტერნის სულიერი
მდგომარეობით, რამდენიმე მოსწრებულ კომპლიმენტს გად-
მოაგდებდნენ და გონიერებას შეუქებდნენ უკვე წასული მოწი-
ნააღმდეგის საზარალოდ, მაგრამ საწყალი სოფია ხომ თავად
უბრალოება იყო.
სულაც არ მინდა მკითხველმა იფიქროს, თითქოს სოფიას
სისულელეს ვწამებდე. სიტყვა „სულელს“ ხომ ზოგადად „უბ-
რალოს“ სინონიმად ხმარობენ. არა, ის ძალიან გონიერი გო-
გო იყო, ოღონდ ქალური სიეშმაკე აკლდა, რომლის წყალობი-
თაც ქალები ცხოვრებიდან საუკეთესოს იღებენ და რომელიც
გულიდან მოდის და არა ტვინიდან და ამიტომ ხშირად სულე-
ლი გოგოების კუთვნილებაა.

თავი 4
ცხოვრებიდან აღებული სოფლელი ქალბატონის პორტრეტი

მისტერ ვესტერნი ყვირილს რომ მორჩა და ცოტა სული მო-


ითქვა, ახლა პათეტიკურად მოჰყვა წუწუნს კაცების უიღბლო-
ბაზე – სულ ვიღაც წყეული ქალების ახირებები უნდა ავიტანო.
დედაშენი არ მეყოფოდა, ის რომ მოვიშორე, ახლა სხვა მიბნე-
ვს კვალს, წყეული ვიყო, თუ რომელიმეს თავი გავაბრიყვები-
ნოო.
352
სოფია, ბლაიფილთან დაკავშირებულ უსიამოვნებამდე,
არასოდეს შეჰკამათებია მამას, მხოლოდ დედას თუ გამოე-
სარჩლებოდა, რომელიც ძლიერ უყვარდა და რომელიც თერ-
თმეტი წლისამ დაკარგა. საწყალი ქალი სიცოცხლის ბოლომ-
დე ერთგულად ემსახურა სკვაირს, რაც უკანასკნელმა იმით
გადაუხადა, რომ, როგორც იტყვიან, კარგი ქმარი იყო. იშვია-
თად თუ შეაგინებდა (შეიძლება კვირაში ერთხელ) და არასო-
დეს უცემია, არც ეჭვიანობის საბაბი მიუცია და დიდადაც არ
აწუხებდა, რადგან დილით ნადირობდა და საღამოს ქეიფობ-
და. მხოლოდ სადილად თუ შეხვდებოდნენ ერთმანეთს, როცა
ცოლი სიამოვნებით აწყობდა თეფშებზე კერძებს, მანამდე კი
მათ შეკმაზვას ესწრებოდა. სადილი რომ დასრულდებოდა,
სხვა მოსამსახურეებზე ხუთი წუთით გვიან ტოვებდა ოთახს,
მეფის სადღეგრძელოს ელოდებოდა. ასეთი იყო მისტერ ვეს-
ტერნის განკარგულება – წესად ჰქონდა, ქალი პირველ კერძს
უნდა შემოჰყოლოდა და პირველი ჭიქის მერე უნდა გასული-
ყო. ამ წესის დაცვა არც ისე ძნელი იყო, რადგან სუფრასთან
საუბარი (თუ შეიძლება საუბარი ეწოდოს) ლედის არასოდეს
ართობდა, ეს უფრო ღრიალი, მღერა, ნადირობასთან დაკავ-
შირებული ამბები იყო, ქალების გინება და მათთან ერთად –
მთავრობისაც.
მისტერ ვესტერნი ცოლს მხოლოდ სუფრასთან ხვდებოდა,
თუ ლოგინში ჩაუწვებოდა, ისეთი მთვრალი იყო, არაფერი მო-
ეკითხებოდა. ნადირობის სეზონი როცა დადგებოდა, გათენე-
ბისთანავე იკარგებოდა. ასე რომ, დრო ქალბატონის განკარ-
გულებაში იყო, ასევე მეეტლე და ეტლი, მაგრამ, სამწუხაროდ,
რადგან არც მეზობლები ექნა ღმერთს და არც გზები, დიდად
ვერ იყენებდა – თუ საკუთარი კისერი გადარდებდა და დროის
ფასიც იცოდი, ვიზიტებისგან თავს შეიკავებდი. მკითხველთან
გულწრფელი რომ ვიყო, ქმრის მადლიერი არ ყოფილა, მამამ,
353
მართალია, სურვილის წინააღმდეგ გაათხოვა, მაგრამ სკვა-
ირის წლიური შემოსავალი 3000 გირვანქას აღემატებოდა,
როცა მისი მზითვი სულ 8000 გირვანქას შეადგენდა. შეიძლე-
ბა აქედან გამომდინარეობდა მისი სევდიანი ბუნება, ის ხომ
უფრო კარგი მოსამსახურე იყო ქმრისთვის, ვიდრე კარგი ცო-
ლი. თავშეკავება არ ღალატობდა და გულმოწყალე ღიმილი-
თაც პასუხობდა ქმრის თავაწყვეტილ მხიარულებას. ხანდახან
ისეთ საქმეში ერეოდა, მას რომ არ ეხებოდა, მაგალითად, თუ
შესაძლებლობა მიეცემოდა, ძალიან რბილად გამოთქვამდა
საყვედურს ქმრის გადამეტებული ლოთობის გამო. ცხოვრება-
ში ერთხელ გულით სთხოვა, ორი თვით ლონდონში წამიყვა-
ნეო, რაზედაც ქედმაღლური უარი მიიღო. ის კი არა, მას შემ-
დეგ სულ ბრაზობდა, დარწმუნებული იყო, ლონდონელ
ქმრებს რქები ამშვენებდათ.
ამ და კიდევ სხვა მიზეზით, საბოლოოდ მისტერ ვესტერნმა
ცოლი შეიჯავრა და არც მის გარდაცვალებამდე უცდია ამის
დამალვა და არც მისი გარდაცვალების შემდეგ. თუკი რამ ცუდ
გუნებაზე დააყენებდა, ან სანადიროდ უვარგისი დღე გამოდ-
გებოდა, ან კიდევ მწევარი გაუხდებოდა ავად, ჯავრს გარდაც-
ვლილზე იყრიდა ხოლმე და ასე ამბობდა: „რას გაიხარებდა
ჩემი ცოლი, ცოცხალი რომ იყოს!“
განსაკუთრებული სიამოვნებით სოფიას თანდასწრებით
იყრიდა ხოლმე ჯავრს. სოფია ხომ თავს ერჩივნა და ეჭვიანობ-
და, დედა მეტად რომ უყვარდა. ხშირად დედის ლანძღვას არ
სჯერდებოდა და სოფიას აიძულებდა, მისი საქციელი მოეწო-
ნებინა, მაგრამ ვერც მოთაფვლით და ვერც დაშინებით, ამას
ვერ მიაღწია.აქედან გამომდინარე, შეიძლება მკითხველს
კითხვა გაუჩნდეს, რატომ ქალიშვილიც ცოლივით არ შეიჯავ-
რაო. მაგრამ სიძულვილი არასოდეს მოდის სიყვარულიდან,
გინდაც ეჭვიანობა ჭამდეს. ეჭვიანობის გამო შეიძლება მოკლა
354
საყვარელი ადამიანი, მაგრამ ვერ შეიძულებ. ამ პარადოქსის-
მაგვარ სენტიმენტს თავსატეხად დავუტოვებ მკითხველს.

თავი 5
სოფიას კეთილშობილური საქციელი მამიდის სასარგებლოდ

სოფია ჩუმად უსმენდა მამის ლაპარაკს, მხოლოდ თუ ამოი-


ოხრებდა დროდადრო, მაგრამ ვინაიდან სკვაირს ეს ენა არ ეს-
მოდა და არც, როგორც თავად იტყოდა, თვალების პრანჭვისა,
ამიტომ ქალიშვილისგან სიტყვიერ დათანხმებას ითხოვდა და,
ჩვეულებისამებრ, ეუბნებოდა, გატყობ, მზად ხარ, ჩემი მოწი-
ნააღმდეგის მხარი დაიჭირო, როგორც ბ--ი დედის გამო აკე-
თებ ყოველთვისო. სოფია კვლავ ჩუმად იყო და სკვაირმა უყ-
ვირა:
– დამუნჯდი? რატომ არაფერს ამბობ? რა, არ იყო დედაშენი
წყეული ბ--ი? მიპასუხე. ალბათ ვერც შენ იტან მამაშენს და და-
ლაპარაკების ღირსიც არ გგონია!
– ღვთის გულისათვის, სერ, – თქვა სოფიამ, – ასე მკაცრად
ნუ ახსნით ჩემს სიჩუმეს. იცოდეთ, უმალ მოვკვდები, ვიდრე
თქვენდამი უპატივცემულობას გამოვავლენ; მაგრამ როგორ
გავბედო დალაპარაკება, როცა ყოველი ჩემი სიტყვა საყვა-
რელ მამას აწყენინებს, უმადურობად ისმის და ამქვეყნად სა-
უკეთესო დედას შეურაცხყოფს? ხომ მართლა ასეთი დედა
მყავდა?
– მამიდაც ალბათ საუკეთესო დაა! – იყვირა სკვაირმა, –
იქნებ კეთილი ინებო და დამთანხმდე, რომ ის ბ--ია. მგონი, შე-
მიძლია ასე მოვიხსენიო.

355
– სერ, – თქვა სოფიამ, – მე ძალიან დავალებული ვარ მა-
მიდისგან, მან ხომ მეორე დედობა გამიწია.
– მე – მეორე ცოლობა, – მიუგო სკვაირმა, – შენ კი მხარი
აუბი. იმას ხომ მაინც ვერ უარყოფ, რომ ესეთი უნამუსო და არ
არსებობს.
– გეფიცებით, სერ, – შესძახა სოფიამ, – ჩემს თავთან მტყუ-
ანი ვიქნები. თქვენ და მამიდაჩემი განსხვავებულად ფიქ-
რობთ, მაგრამ ათასჯერ გამიგონია, რომ უთქვამს, როგორ უყ-
ვარხართ და დარწმუნებული ვარ, უნამუსო კი არა, ცოტას თუ
უყვარს მასავით თავისი ძმა.
– ისე გამოდის, – თქვა სკვაირმა, – მხოლოდ მე ვარ მტყუ-
ანი. რა თქმა უნდა, ქალები ყოველთვის მართლები ხართ, კა-
ცები – ყოველთვის მტყუანი.
– მე ეს არ მითქვამს, სერ.
– რა არ გითქვამს? გეყო თავხედობა, გეთქვა, მამიდა მარ-
თალიაო, რაც ნიშნავს იმას, რომ მე ვცდები. შეიძლება შევ-
ცდი, ამისთანა პრესვიტერიანელი ჰანოვერელი ბ--ი სახლში
რომ შემოვუშვი. რამე შეთქმულებაში დამადანაშაულებს და
ჩემს მამულს მთავრობას გადასცემს.
– სერ, თქვენი და თქვენი მამულის საზიანოდ გულში არა-
ფერს გაივლებს, – უთხრა სოფიამ, – დარწმუნებული ვარ, გუ-
შინ რომ მომკვდარიყო, მთელ ქონებას თქვენ დაგიტოვებ-
დათ.
სოფიას რა ჩანაფიქრი ჰქონდა, ამაზე ვერაფერს მოგახსე-
ნებთ, მაგრამ მისმა ბოლო სიტყვებმა ღრმად შეაღწია მამის
ყურში და ძალიან იმოქმედა. ისე მიიღო, როგორც შუბლში
ტყვია. შეშინდა, წაიბორძიკა და გაფითრდა. ერთხანს ხმა ჩა-
უვარდა და მერე გაუბედავად თქვა:

356
– გუშინ! გუშინ ქონებას დამიტოვებდა?! მართლა? რატომ
გუშინ და წელიწადის სხვა დღეებში არა? იქნებ ხვალ რომ მოკ-
ვდეს, სხვას დაუტოვოს, ვინც ჩვენი ოჯახის წევრიც არ არის.
– მამიდაჩემი ძალიან ფიცხია და როდის რას მოიმოქმე-
დებს, ვერ გეტყვით, – უპასუხა სოფიამ.
– ვერა? მითხარი, გეთაყვა, ვინ იყო მისი სიფიცხის მიზე-
ზი? არა, ვინ ააღელვა ასე? განა შენ გამო არ ვიჩხუბეთ? ამდენი
წელი დასთან მხოლოდ შენ გამო ვჩხუბობ და ახლა თურმე ჩე-
მი ბრალია, ქონებას თუ სხვას დაუტოვებს. მეტის იმედი არც
მქონია, სიკეთე ყოველთვის ასე მიბრუნდება!
– მაშინ გემუდარებით, – უთხრა სოფიამ, – მუხლმოდრეკი-
ლი გემუდარებით, თუ მხოლოდ მე ვარ მიზეზი თქვენი უთან-
ხმოების, სცადეთ შერიგება, ასე განრისხებულს ნუ გაუშვებთ
სახლიდან. ის ძალიან კეთილი ქალია და რამდენიმე ტკბილ
სიტყვას დასჯერდება.
– ესე იგი, მე უნდა მოვუხადო ბოდიში შენი დანაშაულის-
თვის? – ჰკითხა სკვაირმა, – კურდღელი შენ გაგექცა და მე უნ-
და გავედევნო? რა თქმა უნდა, დარწმუნებული რომ ვიყო...
ბოლოს სოფიას მუდარამ გაჭრა და მას შემდეგ, რაც შვილს
ერთი-ორი სარკასტული სიტყვა მიაძახა, მისტერ ვესტერნი
დას გაედევნა.
სოფია თავის სამგლოვიარო ოთახში შევიდა, სადაც (თუ
შეიძლება ასე ვთქვა) სიამოვნებით მიეცა სევდიან ფიქრებს.
რამდენჯერმე გადაიკითხა ჯონსის წერილი, მუფტაც ჩაიხუტა
და ყველაფერი ცრემლით მორწყა. გულისხმიერი ონორი
ათასნაირად ცდილობდა მის დამშვიდებას. უამრავი ახალგაზ-
რდა ჯენტლმენის სახელი ჩამოუთვალა, რომელთაგან ნების-
მიერი შეეძლო აერჩია. ჩანს, ეს მეთოდი ხშირად ამართლებს,
თორემ მისის ონორისთანა პრაქტიკული ადამიანი როგორ გა-

357
ბედავდა შეთავაზებას. მეც გამიგონია, რომ მოახლეები ამ წა-
მალს საუკეთესო საშუალებად მიიჩნევენ, მაგრამ ეტყობა, სო-
ფიას ავადმყოფობა შინაგანად განსხვავდებოდა სენისგან,
რომელსაც გარეგნული სიმპტომებით ჰგავდა, ყოველ შემ-
თხვევაში, კეთილმა მოახლემ ქალბატონი უფრო გააღიზიანა,
ვიდრე დაამშვიდა და საბოლოოდ ისე გამოიყვანა წყობიდან
(რაც ადვილი საქმე არ იყო), რომ სოფიამ ოთახიდან გააძევა.

თავი 6
მოიცავს მრავალფეროვან ამბავს

სკვაირმა ბეწვზე მიუსწრო დას და ნაწილობრივ ძალის გა-


მოყენებით და ნაწილობრივ დაჟინებული თხოვნით დაიყო-
ლია, ცხენები თავლაში შეებრუნებინათ. წარმატებას იოლად
მიაღწია, რადგან ლედი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გულმოწ-
ყალე ქალი გახლდათ და ძმაც ძალიან უყვარდა, თუმცა ზოგი-
ერთი მისი თვისება ეჯავრებოდა, განსაკუთრებით ის არ მოს-
წონდა, ამ ქვეყნის რომ არაფერი გაეგებოდა.
საწყალი სოფია, რომლის დამსახურებაც იყო მათი შერიგე-
ბა, ამ შერიგების მსხვერპლი აღმოჩნდა. და-ძმა ერთხმად კიც-
ხავდა სოფიას საქციელს, საცოდავს ომი გამოუცხადეს და და-
იწყეს ბჭობა, ეს ომი რაც შეიძლება ენერგიულად წარემარ-
თათ. ამ მიზნით მისის ვესტერნმა წინადადება შეიტანა, არათუ
დაუყოვნებლივ დაედოთ ხელშეკრულება მისტერ ოლვორ-
თისთან, არამედ ამ ხელშეკრულების პირობებიც დაუყოვნებ-
ლივ შეესრულებინათ, ასე თქვა, სხვა გზას ვერ ვხედავ, რამეს
რომ მივაღწიოთ, თუ დაუნდობელი მეთოდები არ გამოვიყენე-
თო. დარწმუნებული იყო, სოფია წინააღმდეგობის გაწევას ვერ
გაბედავდა:

358
– დაუნდობელში სწრაფ ზომებს ვგულისხმობ, შინ გამო-
კეტვა და ძალადობა უსარგებლოა. ჩვენი გეგმა მოულოდნე-
ლობას უნდა ემყარებოდეს და არა შტურმს.
ყველაფერი რომ გადაწყვიტეს, მისტერ ბლაიფილი მოვიდა
საცოლის მოსანახულებლად. როგორც კი სკვაირმა ამის შესა-
ხებ შეიტყო, დის დარიგებით ქალიშვილს უბრძანა, ბლაი-
ფილს წესიერად შეხვედროდა, თან მწარედ დაემუქრა, რომ
უარისთვის დაისჯებოდა. სკვაირის სიფიცხეს წინ ვერაფერი
აღუდგებოდა და, როგორც მამიდამ იწინასწარმეტყველა,
ვერც სოფია შეეწინააღმდეგა. მართალია, საამისო არც გან-
წყობა ჰქონდა და არც ძალა, ბლაიფილთან შეხვედრაზე თან-
ხმობა განაცხადა. მამას, რომელიც ასე ნაზად უყვარდა, ცივ
უარს ვერ მიახლიდა და ეს სიყვარული რომ არა, თუგინდ კი-
დევ უფრო გაუბედავიც ყოფილიყო, ალბათ თავისას მაინც გა-
იტანდა. მართლაც რამდენჯერ აგვიხსნია ესა თუ ის საქციელი
შიშით, როცა მიზეზი უფრო სიყვარულია.
სოფია დაჰყაბულდა მამის კატეგორიულ ბრძანებას და
ბლაიფილი მიიღო. ასეთი სცენების აღწერა, ჩვენი დაკვირვე-
ბის საფუძველზე, დიდად ვერ ართობს მკითხველს, ამიტომ გა-
დავწყვიტეთ, ჰორაციუსის წესს მივდიოთ და მწერლისთვის
დამთრგუნველი მონაკვეთი გამოვტოვოთ. ეს წესი ისტორიკო-
სებისთვისაც ისევე სასარგებლოა, როგორც პოეტებისთვის
და მას თუ მისდიე, სულ ცოტა, ის ეფექტი მაინც ექნება, რომ
დიდი ბოროტება (ასე უწოდებენ დიდ წიგნებს) შეიძლება დავა-
პატარაოთ.
ბლაიფილის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო და ასე მოხდე-
ნილად ელაპარაკა, შეიძლება სოფიას თავისი გულის საიდუმ-
ლო კიდევაც გაემხილა, მაგრამ იმდენად ცუდი წარმოდგენისა
იყო ახალგაზრდა ჯენტლმენზე, გადაწყვიტა, არაფერი ეთქვა,
გაფაციცებული გულუბრყვილობა ხომ ხშირად ეშმაკობის
359
ტოლფასია; და რადგან სოფიაც თავს ძალას ატანდა, ისეთი
შებოჭილი იყო, წესით, ყველა ახალგაზრდა ქალი რომ იქნე-
ბოდა საქმროს მეორე ოფიციალური ვიზიტის დროს.
ბლაიფილმა სკვაირს განუცხადა, მიღებით კმაყოფილი ვა-
რო, მაგრამ სკვაირი და მისი და, რომლებიც ყველაფერს ის-
მენდნენ, დიდად ნასიამოვნები არ დარჩენილან. გონიერი დის
მიერ შეგულიანებულმა სკვაირმა გადაწყვიტა, რაც შეიძ-
ლებოდა დაეჩქარებინა ქორწილი და მომავალ სიძეს ჯერ თა-
ვისებურად „ჰოლა“-ო შეუძახა და მერე სანადირო ფრაზებიც
მიაყოლა:
– მიდი, მიდი, ეცი, ეცი, რას უდგახარ, რის გეშინია! მე და
მისტერ ოლვორთი ამ შუადღისთვის ყველაფერს მოვამთავ-
რებთ და ხვალვე ჯვარს დაგწერთ.
ბლაიფილს სახე გაებადრა და უპასუხა:
– თქვენს ოჯახთან დანათესავებაზე მეტად, სერ, მხოლოდ
მშვენიერ სოფიასთან შეუღლებას თუ ვისურვებდი და ადვი-
ლად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ მოუთმენლად ვე-
ლი ორივე ნატვრის ასრულებას. თუ თავი არ მოგაბეზრეთ,
გეტყვით, რომ ერთადერთი იმას ვშიშობ, დაჩქარებით ლედი
არ გავანაწყენოთ და როგორც წესი და რიგია, ისე მოვიქცეთ.
მაგრამ, თქვენი მეშვეობით, იქნებ ფორმალობების გარეშე ჩა-
ვატაროთ...
– ფორმალობების! ჯანდაბას ფორმალობები! – თქვა სკვა-
ირმა, – როგორც გითხარი, ხვალვე შენი იქნება. ჩემი ხნის
რომ გახდები, უკეთ გეცოდინება ყველაფერი. ქალები არასო-
დეს თანხმდებიან, თუ ამის უფლებას მისცემ, ასეთი წესი აქვთ.
დედამისის თანხმობას რომ დავლოდებოდი, აქამდე უცოლო
ვიქნებოდი. მიდი, მიდი, ეცი! გეუბნები, ხვალ შენი იქნება.

360
სკვაირის ძალადობრივმა რიტორიკამ ბლაიფილზე დამა-
ჯერებლად იმოქმედა. შეთანხმდნენ, რომ სკვაირი დღესვე მი-
ვიდოდა მისტერ ოლვორთისთან და ამის შემდეგ ბლაიფილი
შინ წავიდა, ოღონდ ჯერ გულით სთხოვა სკვაირს, სოფიას ნუ-
რაფერს დააძალებთო, როგორც პაპის ინკვიზიტორი სთხოვს
ხელისუფლებას, ძალიან ცუდად ნუ მოექცევით ერეტიკოსსო,
რომელსაც ეკლესიამ უკვე განაჩენი გამოუტანა.
სიმართლე რომ ითქვას, ბლაიფილმაც გამოუტანა განაჩე-
ნი სოფიას. მართალია, მისტერ ვესტერნს უთხრა, მიღებით
კმაყოფილი ვარო, მაგრამ სულაც არ ყოფილა ნასიამოვნები,
ის კი არა, დარწმუნდა, რომ პატარძალი ვერ იტანდა და აგდე-
ბულად უყურებდა და თავადაც საპასუხო ზიზღი გაუჩნდა. ალ-
ბათ იკითხავთ, რატომ იმწამსვე არ დაამთავრა სოფიასთან
არშიყობაო. გიპასუხებთ, რომ სწორედ ამ მიზეზით და კიდევ
რამდენიმე სხვა ასევე დამაჯერებელი მიზეზითაც, რომელთაც
ახლა გაგაცნობთ.
მართალია, ბლაიფილი ჯონსის ყაიდის კაცი არ იყო და ნე-
ბისმიერ ქალს არ გაეკიდებოდა, მაინც ვერ იტყოდი, რომ ყვე-
ლა ცხოველისთვის დამახასიათებელ მადას უჩიოდა, თანაც,
განსაკუთრებული გემოვნება ჰქონდა, იცოდა გარჩევა და სო-
ფიათი პირის ჩატკბარუნებაზე ისევე არ იტყოდა უარს, რო-
გორც ეპიკურელი – ორტოლანზე. სოფიას დარდი კიდევ უფ-
რო ამშვენებდა, ცრემლებმა მის თვალებს მეტი ბრწყინვალე-
ბა შემატეს, ოხვრისას მკერდი ლამაზად აუდ-ჩაუდიოდა. მარ-
თლაც, შეიძლება ითქვას, რომ ვისაც ის მწუხარე არ უნახავს,
ვერც მისი სრულყოფილი სილამაზე ეცოდინებოდა. ამჯერად
ეს გაადამიანებული ორტოლანი მეტად სასურველი იყო ბლა-
იფილისთვის და სურვილს სულ არ უნელებდა ანტიპათია, რო-
მელიც გოგოს მხრიდან იგრძნო. პირიქით, უფრო დიდი სი-

361
ამოვნებით წარმოიდგენდა, როგორ დაეუფლებოდა მომხიბ-
ვლელ სხეულს, როგორ მოიპოვებდა აბსოლუტურ ძალაუფ-
ლებას მის პიროვნებაზე და კიდევ რაღაც შორეული ხედვებიც
ჰქონდა, იმდენად საძაგელი რომ გვეჩვენება, არც კი ვახსე-
ნებთ. შურისძიების წყურვილიც საკმაოდ დიდ როლს თამა-
შობდა ბლაიფილის წარმოსახულ სიამოვნებებში. საწყალ
ჯონსთან გაჯიბრებაზე ფიქრი და სოფიას გულში მისი ადგილის
დაკავება ლტოლვას უმძაფრებდა და აღაფრთოვანებდა.
ამ წარმოსახვების გარდა, რომლებიც კეთილსინდისიერ
ადამიანს შეიძლება ღვარძლიანი მოეჩვენოს, კიდევ ერთი
გეგმა ჰქონდა. ეს იყო მისტერ ვესტერნის მამული, რომელიც
მისი ქალიშვილის და მისი შთამომავლების მემკვიდრეობა იქ-
ნებოდა. მისტერ ვესტერნს ისე უსაზღვროდ უყვარდა ქალიშვი-
ლი, რომ ნებისმიერ ფასად უყიდდა ქმარს, ოღონდ დაეთან-
ხმებინა, მის მიერ არჩეულ კაცთან გაეუბედურებინა ცხოვრე-
ბა.
ამ ყველაფრის გამო ბლაიფილი ისე სიხარულით მოიყვან-
და სოფიას ცოლად, რომ გადაწყვიტა მოეტყუებინა და თავი
მოეჩვენებინა, ვითომ მართლა უყვარდა. სოფიას მამაც და სა-
კუთარი ბიძაც მოატყუა, თითქოს სოფიაც სიყვარულით პასუ-
ხობდა და ასე როცა იქცეოდა, ტვაკომის დარიგებას მისდევდა,
რომელიც ამტკიცებდა, თუ მიზანს რელიგია ამართლებს,
მნიშვნელობა არა აქვს, რა უპატიოსნო გზით მიაღწევო. სხვა
შემთხვევებში ფილოსოფოს სკვეირს იმოწმებდა, რომელმაც
ასწავლა, რომ მიზანი არაარსებითია, მთავარია, საშუალება
იყოს პატიოსანი და მორალის პრინციპთან შეთანხმებულიო.
სიმართლე რომ ითქვას, ცხოვრებაში, რამდენიმე შემთხვევის
გარდა, ბლაიფილი ხან ერთი დიდი მოძღვრის დარიგებას მის-
დევდა და ხან მეორისას.

362
თუ მისტერ ვესტერნთან პატარა ტყუილი საკმარისი იყო,
რადგანაც ქალიშვილის სურვილებს, ბლაიფილის არ იყოს,
დიდად ანგარიშს არ უწევდა, მისტერ ოლვორთისთან, რომე-
ლიც სხვა ყაიდის კაცი გახლდათ, პატარა ტყუილი არ გაჭრი-
და, მაგრამ მისტერ ვესტერნის დახმარებით ბლაიფილმა წარ-
მატებას მიაღწია. ვესტერნმა მისტერ ოლვორთი დაარწმუნა,
რომ ქალიშვილს ბლაიფილი უყვარდა და რომ ჯონსთან და-
კავშირებული ეჭვები სრულიად უსაფუძვლო გამოდგა, ამი-
ტომ ბლაიფილის საქმე მხოლოდ დათანხმება იყო, ორაზრო-
ვანი პასუხი გასცა, ისე, რომ სინდისიც სუფთად შეინახა და
კმაყოფილი გახლდათ, ტყუილის თქმას რომ გადარჩა. როდეს
აც ოლვორთი სოფიას გრძნობების დაზუსტებას ცდილობდა,
უთხრა, მე არასოდეს მივესალმები, ახალგაზრდა ლედი სურ-
ვილის წინააღმდეგ გათხოვდესო, რაზედაც ბლაიფილმა მი-
უგო:
– ახალგაზრდა ლედის ჭეშმარიტი გრძნობების გაგება ძნე-
ლია, მაგრამ შეხვედრისას ძალიან კეთილგანწყობილი იყო
და თუ მამამისს დაეჯერება, ჩემდამი ისეთი გრძნობები აქვს,
როგორიც შეიძლება მხოლოდ ინატროს შეყვარებულმა.
ჯონსს რაც შეეხება, არ მინდა არამზადა ვუწოდო, თუმცა პა-
ტივმოყვარეობის, ბოროტი აზრების და ტყუილი ბაქიბუქის გა-
მო ყველაფერს იმსახურებს. მის ვესტერნს მართლა რომ ჰყვა-
რებოდა, არასოდეს მიატოვებდა, თუმცა კი ვიცით, სწორედ
ასე მოიქცა. დაბოლოს, სერ, მე არასოდეს არ მოვიყვან ცო-
ლად ახალგაზრდა ლედის, დანამდვილებით რომ არ ვიყო მი-
სი სიყვარულით შეგულიანებული.ამ შესანიშნავ მეთოდს,
მხოლოდ გულით, ორაზროვანი სიტყვებით და ეშმაკობით მო-
იტყუო და ენა გადაარჩინო დადანაშაულებას, ბევრი თაღლი-
თის სინდისი დაუმშვიდებია; და მაინც, თუ გავითვალისწი-
ნებთ, რომ ეს ბატონები ყოვლისმცოდნე ღმერთის მოტყუებას
363
ცდილობენ, ამ გზით ისინი მხოლოდ მოჩვენებით შვებას მო-
იპოვებენ და რა განსხვავებაც უნდა იყოს ჩაგონებულ და გან-
სიტყვებულ ტყუილებს შორის, თავის შეწუხებად არ ღირს.
მისტერ ოლვორთი ფრიად კმაყოფილი დარჩა იმით, რაც
მისტერ ვესტერნისგან და ბლაიფილისგან მოისმინა და ორი
დღის თავზე ხელშეკრულებაც დაიდო. ჯვრისწერამდე იური-
დიული საკითხები იყო მოსაგვარებელი, რაც შეიძლებოდა გა-
ჭიანურებულიყო, ამიტომ მისტერ ვესტერნმა განაცხადა, ყვე-
ლაფერს ჩემს თავზე ვიღებ, ოღონდ ახალგაზრდების ბედნიე-
რება არაფერმა შეაფერხოსო. ისეთი მგზნებარე და მოუთმე-
ნელი იყო, უცხოს რომ შეეხედა, იფიქრებდა, თავად არის ცე-
რემონიის მთავარი მონაწილეო, მაგრამ ის ყველაფერს გზნე-
ბით აკეთებდა ხოლმე, თითქოს ამ საქმით მისი ცხოვრების ბე-
დი წყდებოდა.
მამის და დისწულის დაჟინებამ, აღარ გადაედოთ წყვილის
გაბედნიერება, ოლვორთიზე გაჭრა და ყველაფერი გადაწყდა,
თავად სოფიას რომ არ შეეშალა ხელი, შეთანხმება არ ჩაეშა-
ლა და ადამიანის სახეობის კანონიერად გამრავლებისთვის
გაღებული გადასახადი არ წაერთმია ეკლესიისთვის და იუ-
რისტისთვის. ამაზე მომდევნო თავში მოგიყვებით.

თავი 7
სოფიას უცნაური გადაწყვეტილება და მისის ონორის
კიდევ უფრო უცნაური სამხედრო ხერხი

364
მისის ონორი საკუთარ ინტერესებს დიდ მნიშვნელობას
ანიჭებდა და არანაკლებს – სოფიას ინტერესებსაც. სიმარ-
თლე რომ ითქვას, ვინც კარგად იცნობდა, ყველას უყვარდა ეს
ახალგაზრდა ლედი. როგორც კი ონორმა ყური მოჰკრა ახალ
ამბავს, რაც ქალბატონისთვის ძალიან მნიშვნელოვან სიახ-
ლედ მიიჩნია, სულ გადაავიწყდა, ორი დღის წინ რომ გააბრა-
ზეს და სასწრაფოდ სოფიას ოთახს მიაშურა.
ლაპარაკიც ისე მოულოდნელად დაიწყო, როგორც ოთახში
შევიდა:
– ძვირფასო მადამ! აბა, რას იტყვით? მე თავად ძალიან შე-
შინებული ვარ და ვიფიქრე, ჩემი ვალია, ყველაფერი მოგახსე-
ნოთ, თუმცა შეიძლება ისევ გაგაბრაზოთ, მოახლეები ხომ ვერ
ვხვდებით ხოლმე, რა სწყინთ ჩვენგან ქალბატონებს. როცა
ლედი უგუნებოდ არის, ჩვენ უნდა გავილანძღოთ ხოლმე და მე
სულაც არ გამიკვირდება, ცუდ გუნებაზე რომ დადგეთ. არა,
თქვენ ნამდვილად ძალიან გაოცდებით და ალბათ შეძრწუნდე-
ბით.
– კეთილო ონორ, აღარ გინდა ეს შესავალი, მითხარი, რა
ხდება, – თქვა სოფიამ, – გარწმუნებ, ცოტა რამ თუ გამაკვირ-
ვებს და კიდევ უფრო ნაკლებ – შემაძრწუნებს.
– საყვარელო მადამ, – მიუგო ონორმა, – გავიგონე, ჩემი
ბატონი მღვდელ საპლს რომ ელაპარაკებოდა ქორწინების
მოწმობის თაობაზე და იმასაც მოვკარი ყური, რომ ხვალ დი-
ლით უნდა გაგათხოვონ!
ამ სიტყვების გაგონებაზე სოფიამ ფერი დაკარგა და გა-
იმეორა:
– ხვალ დილით.
– დიახ, მადამ, – უთხრა ერთგულმა მოახლემ, – შემიძლია
დავიფიცო, რომ ასე გავიგონე.

365
– ონორ, შენ ისე გამაოცე და შემაძრწუნე, მგონი, ვეღარ
ვსუნთქავ. როგორ უნდა მოვიქცე ამ საშინელ სიტუაციაში?
– ნეტა, შემეძლოს, რამე გირჩიოთ, ქალბატონო.
– მირჩიე, ონორ, გთხოვ, მირჩიე, შენ რას იზამდი ჩემს ად-
გილზე.
– სიმართლე გითხრათ, – თქვა ონორმა, – სიამოვნებით
გაგიცვლიდით ადგილს. არა, გარწმუნებთ, მიხარია, თქვენი
მოახლე რომ ვარ, მაგრამ თუ თავს თქვენს ადგილზე წარმო-
ვიდგენ, ჩემი მოკრძალებული აზრით, ბლაიფილი მშვენიერი,
თავაზიანი ახალგაზრდა კაცია.
– არ გამაგონო ეს სახელი, რას ჩმახავ! – უპასუხა სოფიამ.
– ვჩმახავ! – გაიმეორა ონორმა, – მართლაც რომ, რაც
ერთს არგებს, მეორეს სწყენს.
– ონორ, მირჩევნია, გულში დანა ჩავირტყა, ვიდრე იმ სა-
ზიზღარი არარაობის ცოლი გავხდე.
– მადამ, – უთხრა ონორმა, – ისე მაშინებთ, შეიძლება ჭკუ-
იდან გადავდგე. ასეთი აზრები როგორ მოგდით თავში, ვკან-
კალებ ამის წარმოდგენაზე. გახსოვდეთ, რომ ქრისტიანივით
არ დაგმარხავენ და გზაზე გაგითხრიან საფლავს, როგორც იმ
ფერმერს ოქს-ქროსზე, ამბობენ, მისი აჩრდილი იქ დაეხეტება
მას შემდეგო. ეშმაკმა ჩაგაგონათ ეს აზრები ნამდვილად,
მღვდლისგან გამიგონია, საკუთარი თავის ვნება ყველაზე დი-
დი ცოდვააო. თუკი მართლა ასე გეზიზღებათ ის ახალგაზრდა
ჯენტლმენი, რომ ვერ წარმოგიდგენიათ მასთან ლოგინში
ჩაწოლა ‒ხომ ხდება ხოლმე, რომ როგორც გომბეშოს ვერ შე-
ეხები...
სოფია საკუთარი ფიქრებით ისე იყო მოცული, მოახლის
სიტყვებს ყურს არ უგდებდა, ლაპარაკი შეაწყვეტინა და უთ-
ხრა:

366
– გადავწყვიტე, ონორ, ამაღამ მამაჩემის სახლი უნდა დავ-
ტოვო, შენ კი, თუ მართლა მეგობრულად ხარ განწყობილი,
უნდა შემომიამხანაგდე.
– ასეც მოვიქცევი, ქვეყნის დასალიერში გამოგყვებით.
მაგრამ გთხოვთ, სწრაფ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ. და
სად ფიქრობთ წასვლას?
– არის ერთი კეთილშობილი ქალი ლონდონში, – უთხრა
სოფიამ, – ნათესავია, რამდენიმე თვით მამიდასთან იყო ჩა-
მოსული და ჩემდამი ძალიან კეთილგანწყობილია. ჩემს საზო-
გადოებაში ყოფნა ისე სიამოვნებდა, მამიდას სთხოვა, ლონ-
დონში წავიყვანო. ადვილი არ იქნებ მისი მოძებნა, მაგრამ ეჭ-
ვი არ მეპარება, კარგად მიმიღებს.
– ძალიანაც დარწმუნებული ნუ იქნებით, ქალბატონო, ჩემი
პირველი ლედიც სულ ეპატიჟებოდა ვიღაც-ვიღაცებს, მაგრამ
როცა ისინი დააპირებდნენ ჩამოსვლას, თავს იძვრენდა ხოლ-
მე. ამას გარდა, შეიძლება ძალიან გაუხარდეს თქვენი ნახვა,
ეს ვის არ გაუხარდება, მაგრამ როცა გაიგებს, რომ ჩემს ბა-
ტონს გაექეცით...
– ცდები, ონორ, – უთხრა სოფიამ, – მამების უფლებამოსი-
ლებას არაფრად აგდებს. როცა მამის თანხმობის გარეშე ვერ
გავყევი ლონდონში, გაეცინა და სულელი სოფლელი გოგო
ხარო, მითხრა, შენგან ნამდვილი მოსიყვარულე ცოლი დად-
გება, თუ მამას ასე უჯერებო. ასე რომ, ეჭვი არ მეპარება, კარ-
გადაც მიმიღებს და იზრუნებს კიდეც, ვიდრე მამაჩემი გონს არ
მოეგება, როცა ნახავს, რომ მისი ძალაუფლება ჩემზე აღარ
ვრცელდება.
– კი, მაგრამ, როგორ წარმოგიდგენიათ გაპარვა? – ჰკითხა
ონორმა, – ცხენებს ან ეტლს სად იშოვით? რობინი უმალ სახ-
რჩობელაზე ავა, ვიდრე ბატონის უნებართვოდ თქვენს ცხენს
თავლიდან გამოიყვანს.
367
– ფეხით დავადგები გზას, ჭიშკრიდან გავალ, როცა ღია იქ-
ნება. ღვთის წყალობით, საკუთარი ფეხების იმედი მაქვს. ბევ-
რჯერ გამომდგომია საღამოს გრძელი მოციონის დროს.
– გარწმუნებთ, სადაც წახვალთ, გამოგყვებით, მაგრამ რო-
გორ დაგიცავთ, გზად ავაზაკები ან ქურდები რომ შემოგვეყა-
რონ? მე კი თავს არ დავზოგავ და შევებრძოლები, მაგრამ
ორივეს მოგვერევიან. ამას გარდა, ისე ცივა ღამით, გავიყინე-
ბით.
– ჩქარა თუ ვივლით, არ გავიყინებით. და თუ შენ ვერ დამი-
ცავ ავაზაკებისგან, მე დაგიცავ, იმიტომ, რომ პისტოლეტი მო-
მაქვს, იქ დარბაზში პისტოლეტები რომ კიდია, ორი ყოველ-
თვის დატენილია.
– ძვირფასო მადამ, სულ უფრო და უფრო მაშინებთ. გაბე-
დავთ, ვინმეს ესროლოთ? ყველაფერზე წავალ, თქვენ რომ ამ-
ის გაკეთება არ მოგიწიოთ.
– რატომ? – ღიმილით ჰკითხა სოფიამ, – რატომ არ უნდა
ესროლო მოძალადეს?
– გარწმუნებთ, ღირსება საწყალი მოახლეებისთვის ძვირ-
ფასი რამაა, მაგრამ იარაღი ძალიან მეჯავრება, რამდენი უბე-
დურება მოუტანია იარაღს.
– კარგი, კარგი, – უთხრა სოფიამ, – შენს ღირსებას უიარა-
ღოდაც იოლად გადავარჩენ. პირველივე ქალაქში ცხენებს ვი-
ქირავებ და ქალაქამდე არა მგონია, ვინმე თავს დაგვესხას.
მისმინე, ონორ, მე მტკიცედ გადავწყვიტე, რომ წავიდე და თუ
გამომყვები, ძალიან გულუხვად დაგასაჩუქრებ.
ეს ბოლო არგუმენტი ყველაზე ძლიერმოქმედი აღმოჩნდა
და ვინაიდან ონორი ატყობდა, ქალბატონი აზრს აღარ შეიც-
ვლიდა, არც უცდია გადაეფიქრებინა. ახლა დაიწყეს ბჭობა, რა
გზით განეხორციელებინათ დასახული გეგმა. სერიოზული

368
დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდნენ, როგორ გაეტანათ ნივთე-
ბი, რაც მოახლისთვის უფრო ძნელი იქნებოდა, ვიდრე ქალბა-
ტონისთვის, რადგან როცა საყვარელთან გარბიხარ, სხვა და-
ნარჩენი არაფრად გიღირს. მაგრამ ონორს იგივე მოტივი არ
ამოძრავებდა, მას ხომ არც სახარბიელო ელოდა რამე და არც
არავითარ საშინელ ხვედრს გაურბოდა. გარდა ამისა, მთელი
მისი ქონება ძვირფასი ტანსაცმელი იყო, რამდენიმე კაბა გან-
საკუთრებით უყვარდა, ზოგი უხდებოდა, ზოგიც ვიღაცის სახ-
სოვარი იყო ან ახალი ნაყიდი ჰქონდა და ფიქრითაც არ დაუშ-
ვია, ყველაფერი ვესტერნისთვის დაეტოვებინა, რომელიც გა-
ცეცხლებული ალბათ ნაცარტუტად აქცევდა მის ავლადიდე-
ბას.
ამიტომ, რადგანაც საზრიანმა მისის ონორმა ვერა და ვერ
გადაათქმევინა ქალბატონს განზრახვა და მისი გადაწყვეტი-
ლების სიმტკიცეში დარწმუნდა, ბოლოს მოიფიქრა, როგორ
გაეტანა ნივთები – ის იმავე საღამოს უნდა გაეგდოთ სახლი-
დან. სოფიამ მოუწონა გეგმა, მაგრამ ვერ წარმოედგინა, რო-
გორ შეძლებდა ამას.
– ო, მადამ, – შესძახა ონორმა, – მენდეთ, ჩვენ, მოსამსა-
ხურეებმა კარგად ვიცით, როგორ გამოვტყუოთ ეს ბატონს.
მართალია, როცა ხელფასს გვიგვიანებენ, წასვლით ვემუქრე-
ბით ხოლმე, მაგრამ სკვაირი სხვა ადამიანია და თუ თქვენ ამა-
ღამ გაქცევა გადაწყვიტეთ, მე შუადღისას სამსახურიდან გამა-
თავისუფლებენ. შეთანხმდნენ, რომ სოფიას თეთრეულს და
ღამის პერანგს ონორი თავის ნივთებთან ჩაალაგებდა და რაც
შეეხება დანარჩენ ტანსაცმელს, იმ მეზღვაურივით შეელეოდა,
რომელიც საკუთარი თავის გადასარჩენად სხვის ნივთებს
ზღვაში ყრის.

369
თავი 8
მოიცავს ერთობ უჩვეულო ჩხუბის სცენას

მისის ონორმა ახალგაზრდა ლედის ოთახი დატოვა თუ


არა, რაღაც (კევედოს მოხუცი ქალივით არ მინდა ტყუილად
ბრალი დავდო ეშმაკს, რომელსაც შეიძლება სულაც არ ერიოს
ამ საქმეში ხელი), მაგრამ აშკარად რაღაც შეუჩნდა, იფიქრა,
ხომ არ გავანდო მისტერ ვესტერნს სოფიას საიდუმლო და
ბედს ვეწიოო. თანაც ბევრი წამაქეზებელი ფაქტორი არსებობ-
და. სკვაირის სამსახურით მიღებული გულუხვი გასამრჯელო
მის სიხარბეს აცდუნებდა და გზაც სახიფათო ელოდა. ღამე, სი-
ცივე და ქურდები ძალიან აშინებდა და უნდოდა პირდაპირ
სკვაირთან მისულიყო და საიდუმლო გაემხილა. მაგრამ ონო-
რი პატიოსანი მოსამართლე იყო და განაჩენს ისე ვერ გამოი-
ტანდა, თუ მეორე მხარესაც არ მოუსმენდა. ამ შემთხვევაში
სოფიას სასარგებლოდ ლონდონში გამგზავრების პერსპექტი-
ვა განაწყობდა.
რამდენჯერ უოცნებია, ენახა ლონდონი, ისეთ საოცრებებს
წარმოიდგენდა, აღტაცებული წმინდანის მიერ წარმოსახულ
ზეცას ცოტათი თუ ჩამოუვარდებოდა. ამას გარდა, იცოდა,
რომ სოფია მამაზე უფრო გულუხვი იყო და ერთგულებისთვის
შეიძლებოდა მეტი აეღო, ვიდრე გამცემლობისთვის. კიდევ
ბევრი იფიქრა იმაზე, რაც აფრთხობდა და დიდად საშიში აღარ
მოეჩვენა. საბოლოოდ სასწორის ვერცერთმა პინამ ვერ გადა-
წონა. ერთს ქალბატონისადმი ერთგულება და სიყვარული
რომ დაამატა, თითქოს ცოტა დამძიმდა და დაიწია, მაგრამ მო-
ულოდნელად ისეთი აზრი დაებადა, ის რომ სასწორზე დაედო,
საქმეს კარგი პირი არ ექნებოდა. ეს აზრი ეხებოდა ინტერ-
ვალს სოფიას შენაპირებს და მის ასრულებას შორის, რადგან
370
დედის ქონებას სოფია მამის გარდაცვალების შემდეგ მიიღებ-
და, ბიძის ნაანდერძებ 3000 გირვანქას კი – როცა სრულწლო-
ვანი გახდებოდა. ეს ყველაფერი დიდი ხნის მერე მოხდებოდა
და მანამდე ახალგაზრდა გულუხვ ქალბატონს კიდევ ბევრი
რამ შეიძლებოდა შემთხვეოდა, არადა მისტერ ვესტერნი და-
უყოვნებლივ გაიღებდა ჯილდოს. ამ ფიქრებში რომ იყო, სო-
ფიას კეთილმა გენიამ თუ მისის ონორის ერთგულების მფარ-
ველმა ანგელოზმა, ან უბრალო შემთხვევამ ყველაფერი ისე
წარმართა, რომ არათუ ერთგულება შეუნახა, რაც მიზნად
ჰქონდა დასახული, ისიც გაუადვილა.
მისის ვესტერნის მოახლეს, რამდენიმე მიზეზის გამო, თავი
მისის ონორზე უპირატესად მიაჩნდა. პირველი მიზეზი ის იყო,
რომ წარმომავლობით მასზე მაღლა იდგა, რადგან დედის
მხრიდან დიდი ბებია ირლანდიელი პერის ბიძაშვილი ჰყო-
ლია; მეორე – მასზე დიდი ხელფასი ჰქონდა; და ბოლოს,
ლონდონში იყო ნამყოფი და, შესაბამისად, მასზე მეტი ენახა.
ამიტომ ონორს ყოველთვის მედიდურად ექცეოდა და მისგან
პატივისცემას ითხოვდა, როგორც ზოგადად ქალებს სჩვევიათ
მათზე დაბლა მდგომებთან ურთიერთობის დროს, მაგრამ ვი-
ნაიდან ონორი ამგვარ წესებს არ მისდევდა და დიდ პატივის-
ცემას არ ამჟღავნებდა, მისის ვესტერნის მოახლე მის საზოგა-
დოებაში ყოფნით კმაყოფილი არ იყო. თავისი ქალბატონის
სახლში დაბრუნებას არაფერი ერჩივნა, სადაც დანარჩენი მსა-
ხურების მბრძანებელი იქნებოდა. ამიტომ იმ დილით, მისის
ვესტერნმა წასვლა როცა გადაიფიქრა, ძალიან იმედგაცრუე-
ბული და, მდაბიურად რომ იტყვიან, აღრენილი გახლდათ.
და ასეთ გუნებაზე რომ იდგა და მასთან შეხვედრა დიდად
საამური არავისთვის იქნებოდა, თავის ფიქრებში გართულ
ონორს გადაეყარა. ონორმა შენიშნა თუ არა, თავაზიანად უთ-
ხრა:
371
– როგორც ჩანს, თქვენი დარჩენით სიამოვნებას მოგვანი-
ჭებთ, თორემ შემეშინდა, ბატონის და მისი დის შეკამათების
გამო არ დაგვეკარგეთ.
– არ ვიცი, რას გულისხმობთ, მადამ, – მიუგო მეორე მოახ-
ლემ, – ამ სახლში არცერთ მოსამსახურესთან ურთიერთობა
სიამოვნებას არ მანიჭებს. თქვენზე არ ვამბობ, ონორ, თქვენ
კულტურული ახალგაზრდა ქალი ხართ და ცოტა მეტი რომ გე-
ნახათ, რამე რომ იყოს, თქვენთან ერთად სენტ ჯეიმსის პარ-
კშიც გავისეირნებდი.
– ხედავთ! – შესძახა ონორმა, – როგორი ამპარტავნები
ვართ, მე თქვენი მისის ონორი არ ვარ, შეგიძლიათ გვარით
მომმართოთ, მადამ. ჩემი ქალბატონი ონორს კი მეძახის, მაგ-
გრამ გვარიც მაქვს. მაშ, ჩემთან ერთად გავლა გესირცხვილე-
ბათ? მართლა? ვითომ რით მჯობიხართ?
– ასე მიპასუხეთ ხომ, თავაზიანად რომ გექცევით? – თქვა
მეორე მოახლემ, – მაშინ იცოდეთ, რომ ბევრად გჯობივართ.
სოფელში მიწევს ნაყარნუყარ ხალხთან ურთიერთობა, თო-
რემ ქალაქში სულ ღირსეული ქალების მოახლეებს ვხვდები.
მისის ონორ, ალბათ ამჩნევთ, ჩვენ შორის დიდი განსხვავება
რომ არის.
– როგორ არა, – უპასუხა ონორმა, – ასაკშიც დიდი გან-
სხვავებაა და გარეგნობაშიც.
ეს რომ თქვა, გამომწვევი მედიდურობით, ცხვირაწეულმა
ჩაუარა გვერდით მისის ვესტერნის მოახლეს, თან ხაბარდა
უხეშად გაუხახუნა. მისის ვესტერნის მოახლემ ბოროტად ჩა-
იცინა და უთხრა:
– არარაობავ! თქვენზე არც კი გავბრაზდები, თავს არ და-
ვიმცირებ, თქვენისთანა თავხედ ფეთხუმს თავი გავუყადრო,
მაგრამ იმას კი გეტყვით, უსირცხვილო, რომ თქვენი საქციე-

372
ლი თქვენსავე წარმომავლობაზე და განათლებაზე მეტყვე-
ლებს; თუმცა სოფლელი ქალბატონის მოახლისგან რა უნდა
გაგიკვირდეს!
– ჩემს ქალბატონს როგორ აყენებთ შეურაცხყოფას, – იყ-
ვირა ონორმა, – თქვენსას მაინც სჯობია, ბევრად უფრო ახალ-
გაზრდაა და ბევრად ლამაზი.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამ დროს მისის ვესტერნი
გამოჩნდა და თავისი მოახლე აცრემლებული იხილა. დაინტე-
რესდა, რა გატირებსო და მოახლემ უთხრა, ონორი უხეშად
მომექცაო.
– მადამ, – განაგრძო მოახლემ, – სხვას კიდევ ავიტანდი,
მაგრამ თქვენზე თქვა, მახინჯიაო, დიახ, ბებერი მახინჯი კატა
გიწოდათ. ეს კი ვეღარ ავიტანე...
– ამდენჯერ რატომ გაიმეორე ეს კადნიერი სიტყვები? – შე-
ეკითხა მისის ვესტერნი და მერე ონორს მიუბრუნდა, – როგორ
გაბედე და ასე უპატივცემულოდ როგორ მომიხსენიე?
– უპატივცემულოდ, მადამ! მე არასოდეს უპატივცემულოდ
არ მომიხსენიებიხართ. მე ვთქვი, ჩემი ქალბატონივით ლამა-
ზი არ არის-მეთქი, რაც თქვენც კარგად მოგეხსენებათ.
– თავხედო, – მიუგო ლედიმ, – უტიფარო, გასწავლი ჭკუას,
როგორ უნდა ჩემზე ლაპარაკი. თუ ჩემი ძმა ამწამსვე არ გაგიშ-
ვებს აქედან, მე ერთ ღამესაც აღარ გავათევ ამ სახლში.
– გამიშვებს! – შესძახა ონორმა, – ვითომ სხვაგან ვერ წა-
ვალ! მადლობა ღმერთს, კარგი მოახლე არ დაიკარგება და ნე-
ბა მომეცით, გითხრათ, რომ თუ თქვენ ყველა გააგდეთ, ვისაც
ლამაზი არ ჰგონიხართ, მალე მოახლე არ დაგრჩებათ.
მისის ვესტერნის პასუხმა მეხივით დაჭექა, ოღონდ სიტ-
ყვებს ვერ გაარჩევდით, ამიტომ ჩვენ ამ პასუხს გამოვტოვებთ,

373
მით უმეტეს, რომ დიდად სასახელო არ იქნებოდა. მერე სას-
წრაფოდ ძმის საძებნელად გაემართა და ისე იყო გაცეცხლე-
ბული, ფურიას უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანს.
მოახლეები ისევ მარტონი დარჩნენ და კინკლაობის მეორე
ხელი დაიწყეს, რომელიც მალე სერიოზულ ბრძოლაში გადაი-
ზარდა. დაბალი წარმომავლობისამ გაიმარჯვა, ოღონდ გა-
მარჯვებას სისხლი, თმა, ბატისტი და მარმაში შეეწირა.

თავი 9
მისტერ ვესტერნს მსაჯულის როლში ჭკვიანურად უჭირავს თავი; გადაკვრით
ნათქვამი მომრიგებელი მოსამართლის კლერკის მაღალი კვალიფიკაციის აუცი-
ლებლობაზე; უჩვეულო მაგალითები მშობლის სიშლეგესა და ქალიშვილის სიყ-
ვარულზე
ლოგიკოსები ხანდახან თავიანთი არგუმენტებით მეტისმე-
ტად ბევრს ამტკიცებენ ხოლმე და არცთუ იშვიათად პოლიტი-
კოსებიც აბუქებენ საკუთარ შორსმჭვრეტელობას. მისის
ონორსაც კინაღამ ასე დაემართა, თავისი კაბების დარდი
ჰქონდა და რაც ეცვა, ისიც ძლივს გადაარჩინა, რადგან სკვა-
ირმა გაიგო თუ არა, რომ მის დას შეურაცხყოფა მიაყენეს, და-
იფიცა, გამოსასწორებელ სახლში გავუშვებო. მისის ვესტერნი
ძალიან კეთილი ქალი იყო და მიტევებაც უყვარდა. ცოტა ხნით
ადრე მეეტლე შეიწყალა, რომელმაც მისი ეტლი არხში გადა-

374
აგდო; კიდევ, კანონიც დაარღვია ერთხელ, როცა უარი განაც-
ხადა, სასამართლოში ეჩივლა ყაჩაღისთვის, რომელმაც, ფუ-
ლის გარდა, საყურეც წაართვა და ასე უთხრა, ამისთანა ლამაზ
ქალს სამკაული არ გჭირდებაო. მაგრამ ადამიანებს ხომ ცვა-
ლებადი ხასიათი გვაქვს და ხშირად ისე ვიქცევით, საკუთარ
თავს ვერ ვცნობთ ხოლმე და ამჯერად მისის ვესტერნს შეწყა-
ლებაზე სიტყვის გაგონებაც არ სურდა. არც ონორის მონანიე-
ბა ჭრიდა, არც სოფიას შუამდგომლობა და დაუყოვნებლივ ით-
ხოვდა ძმისგან უნამუსოს დასჯას.
მაგრამ, საბედნიეროდ, კლერკს მაღალი კვალიფიკაცია
ჰქონდა, როგორიც მომრიგებელი მოსამართლის კლერკს უნ-
და ჰქონდეს წესით და რიგით, ანუ ცოტა რამ გაეგებოდა ინ-
გლისის კანონებისა. ამიტომ მოსამართლეს ჩასჩურჩულა, ძა-
ლაუფლების გადამეტება იქნება გოგოს გამოსასწორებელ
სახლში გაშვება, რადგან მან რაც ჩაიდინა, წესრიგის დარღვე-
ვად არ მიიჩნევაო.
– ვშიშობ, სერ, – ასე თქვა, – მხოლოდ უზრდელობის გამო
კანონიერად ვერ გაუშვებთ მას გამოსასწორებელ სახლში.
უფრო მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას, განსა-
კუთრებით, როცა საქმე ნადირობას ეხებოდა, მოსამართლე
ყოველთვის გულდასმით არ უსმენდა თავისი კლერკის დარი-
გებებს, რადგან ბევრ მსაჯულს მიაჩნია, რომ შეუზღუდავი უფ-
ლებამოსილება აქვს და ამ უფლების გამოყენებით, გარეული
ფრინველის გასანადგურებელი მოწყობილობის მოძებნის ან
მოშლის საბაბით სხვის ტერიტორიაზე უნებართვოდ გადადის
და თუ მოეხასიათა, უარეს დანაშაულსაც სჩადის.
მაგრამ ეს დანაშაული არც მაინცდამაინც სერიოზული იყო
და არც საზოგადოებისთვის სახიფათო, ამიტომ მსაჯულმა ამ-
ჯერად ყურად იღო კლერკის რჩევა. სასამართლოში უკვე ორი

375
საჩივარი იყო შეტანილი მის წინააღმდეგ და მესამე აღარ
სჭირდებოდა.
სკვაირმა შეძლებისდაგვარად ჭკვიანური გამომეტყველე-
ბა მიიღო და მცირე, ძირითადად შორისდებულებისგან შედგე-
ნილი შესავლის შემდეგ, დას უთხრა, რაც უფრო ჩავუღრმავდი
ამ ამბავს, მით მეტად მგონია, რომ ამას კანონის დარღვევას
ვერ დავარქმევთ, როგორც ღობის, კარის, თავის ან რამის გა-
ტეხის შემთხვევაში მოვიქცეოდით, რადგან ასეთი არაფერი
მომხდარა და არც რაიმე ზარალი მოჰყოლია, ამიტომაც კანო-
ნით ვერ დაისჯებაო.
მისის ვესტერნმა უპასუხა, კანონი შენზე კარგად ვიცი და
იმაზეც მსმენია, ბატონები რა სასტიკად სჯიან მოსამსახურეებ-
სო, შემდეგ ლონდონის ერთი სასამართლო დაასახელა, რო-
მელიც თურმე, ბატონი თუ მოისურვებდა, დაუყოვნებლივ მი-
აბრძანებდა მოსამსახურეს გამოსასწორებელ სახლში.
– ლონდონში შეიძლება ასეც ხდება, – იყვირა სკვაირმა, –
მაგრამ სოფელში სხვა კანონები გვაქვს.
ამას მოჰყვა და-ძმის დისპუტი იურისპრუდენციაზე, რასაც
ჩვენ არ გამოვტოვებდით, დარწმუნებული რომ ვყოფილიყა-
ვით, მკითხველი რამე აზრს გამოიტანდა. საბოლოოდ ორივე
მხარემ ყველაფერი კლერკს მიანდო და ეს ამბავი იმით დამ-
თავრდა, რომ მისის ვესტერნი იძულებული გახდა, მხოლოდ
ონორის გაგდებას დასჯერებოდა. სოფია სიხარულით დასთან-
ხმდა ამ გადაწყვეტილებას.
მას შემდეგ, რაც ფორტუნამ, როგორც იცის ხოლმე, თავშე-
საქცევად ორჯერ-სამჯერ იცელქა, ბოლოს სოფიასკენ შემობ-
რუნდა და მანაც ძალიან წარმატებულად იეშმაკა, მით უმეტეს,
თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს მისი პირველი ეშმაკობა იყო.
სიმართლე ითქვას, ხშირად მიფიქრია, რომ კაცობრიობის პა-

376
ტიოსანი ნაწილისთვის თაღლითობა ძალიან ძნელი იქნებო-
და, თუკი, რა თქმა უნდა, თვითონ არ წაიწყმედდნენ სულს ან
არ გადაწყვეტდნენ, რომ ეს თავის შეწუხებად ღირდა.
ონორმა თავისი როლი ბრწყინვალედ შეასრულა. როგორც
კი გადაიარა ბრაიდველში წაყვანის საფრთხემ, რომლის სახე-
ლის ხსენებაც კი ჟრუანტელს ჰგვრიდა, ძველებურად დიდგუ-
ლობის ხასიათზე დადგა და უდრტვინველად, ლამის კმაყო-
ფილმა დატოვა სამსახური, როგორც ხშირად იქცევიან ხოლმე
ადამიანები, როცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თანამდებო-
ბებიდან გადადგებიან. სიტყვა „გადადგომა“ ვარჩიეთ, თორემ
ყველამ იცის, რომ ის დათხოვნის ან გაგდების სინონიმი იყო
ყოველთვის.
მისტერ ვესტერნმა ონორს უბრძანა, დროზე ჩაალაგე და
წადიო, რადგან მისმა დამ განაცხადა, ერთ ღამესაც არ გავა-
თევ ამ თავხედ ბოზთან ერთ ჭერქვეშო. ონორი ისე გულმოდ-
გინედ შეუდგა საქმეს, საღამოსთვის ყველაფერი ჩალაგებუ-
ლი ჰქონდა. ხელფასი აიღო თუ არა, ყველას და განსაკუთრე-
ბით სოფიას გასახარად, იქაურობა დატოვა. სოფიამაც დაიწყო
გასაქცევად მზადება, იმ საზარელ თორმეტ საათზე, როცა აჩ-
რდილები დასეირნობენ, ონორს თავისი სახლის შორიახლოს
უნდა შეხვედროდა.
მაგრამ მანამდე ორი მძიმე აუდიენციისთვის უნდა გაეძლო.
ჯერ მისის ვესტერნი ელაპარაკა ადრინდელთან შედარებით
ცოტა უფრო კატეგორიული ტონით, მერე მამამისი, რომელ-
საც ისე მგზნებარედ და შმაგად ეჭირა თავი, შეშინებულ სოფი-
ას თანხმობა გამოსტყუა, რამაც ძალიან გაამხიარულა, სახე
შეეცვალა, გაიბადრა და მუქარა შეპირებით შეცვალა. სოფიას
სიტყვები როცა მოისმინა, ხომ იცით, სერ, მე ყოველთვის
თქვენს ნებას დავმორჩილდებიო, ამქვეყნად ყველაზე ბედნიე-
რი კაცი გახდა. მერე ბანკის სოლიდური ჩეკით დაასაჩუქრა,
377
რამე პაჭაპუჭები იყიდე, რაც გაგიხარდებაო და თან სულ კოც-
ნიდა და გულში იკრავდა, ცოტა ხნით ადრე სიბრაზისგან რომ
უელავდა, იმ თვალებზე ახლა სიხარულის ცრემლი მოსდგო-
მოდა.
მშობლის ამგვარი ქცევა უჩვეულო არ არის და დარწმუნე-
ბული ვარ, არც მკითხველს გაუკვირდება. თუ გაუკვირდება, მე
ვერაფრით დავეხმარები. მისტერ ვესტერნს რომ ქალიშვილი
უზომოდ უყვარდა, ალბათ ყველასთვის ნათელია. ასევე უყ-
ვარს ბევრ სხვა მშობელს, რომლებიც შვილებს ცხოვრებას უნ-
გრევენ და აუბედურებენ, რაც მართალია, ეს შეიძლება უნი-
ვერსალურ მოვლენად ჩაითვალოს, მაგრამ მე მეჩვენება, რომ
ყველაზე ამოუხსნელი სისულელეა, რაც ოდესმე გონიერ არ-
სებას თავში აზრად მოსვლია.
მისტერ ვესტერნის ბოლო სიტყვებმა სოფიას კეთილი გუ-
ლი მოულბო და ისე ძლიერ იმოქმედა, როგორც არასოდეს
არც მამიდის სოფისტიკას და არც მამის დაშინებას არ უმოქმე-
დია. მამის მიმართ მოწიწების გრძნობა ჰქონდა და ძლიერ უყ-
ვარდა, ამიტომ ყოველთვის უხაროდა, როცა კი შესაძლებლო-
ბა ეძლეოდა, რამით ესიამოვნებინა. სკვაირი უბედნიერესი კა-
ცი იყო, სოფიას ქებას რომ ისმენდა და ეს თითქმის ყოველდღე
ხდებოდა. სოფია ხვდებოდა, რომ ბლაიფილის ცოლობას თუ
დასთანხმდებოდა, მამას დიდ სიხარულს მიანიჭებდა და ამ აზ-
რმა ძალიან შეაფიქრიანა. მორჩილების აქტიც ღვთისმოსაო-
ბად მიაჩნდა, ის ხომ ძალიან მორწმუნე იყო. საბოლოოდ, რო-
ცა დაფიქრდა, მამის სიყვარულის და ქალიშვილის მოვალეო-
ბის გამო რა დიდ მსხვერპლზე უწევდა წასვლა, ამ დროს რა-
ღაც სასიამოვნო ღუტუნივით იგრძნო და, მართალია, ეს
გრძნობა შეიძლება დიდად არ ენათესავებოდეს რელიგიურ
რწმენას და სათნოებას, მაგრამ ხშირად ორივეს ეხმარება
ხოლმე მიზნის მიღწევაში.
378
სოფია ლამის უკვე მოხიბლული გახლდათ საკუთარი გმი-
რობით და ნაადრევად იქებდა თავს, როცა ამური, აქამდე მუფ-
ტაში რომ იმალებოდა, უეცრად გამოძვრა და, როგორც პულ-
ჩინელამ თოჯინების თეატრის სცენაზე, ყველაფერი თავდაყი-
რა დააყენა. სიმართლე ისაა, რომ (თავს ვერ ვაპატიებ, მკით-
ხველი გავაცურო ან ზებუნებრივი ძალების იმპულსით გავა-
მართლო ჩემი გმირის საქციელი) საყვარელ ჯონსზე წამიერმა
გაფიქრებამ და მასთან შეხვედრის იმედმა წამსვე გაანადგუ-
რა, რაც ერთობლივი ძალებით და დიდი წვალებით შეაკოწი-
წეს მამობრივმა სიყვარულმა, ღვთისმოსაობამ და სიამაყემ.
მაგრამ ვიდრე სოფიას ამბავს განვაგრძობდეთ, მისტერ
ჯონსს უნდა დავუბრუნდეთ.

თავი 10
მოიცავს რამდენიმე მატერიას, შეიძლება საკმაოდ ბუნებრივს,
მაგრამ სულმდაბალს

მკითხველი სიამოვნებით გაიხსენებს, რომ ამ წიგნის და-


საწყისში ჯონსი ბრისტოლისკენ მიმავალ გზაზე დავტოვეთ და
რომ მას გადაწყვეტილი ჰქონდა, ზღვაში ეძებნა ბედის გამარ-
თლება ან ალბათ უფრო ხმელეთიდან გაჰქცეოდა უბედობას.
ისე მოხდა (ცოტა უჩვეულო კი იყო), რომ კაცი, რომელმაც
მისი მეგზურობა ითავა, სამწუხაროდ, არ იცნობდა იქაურობას.
სწორი გზიდან რომ გადაუხვია, შერცხვა, ვინმესთვის ეკითხა
და უთავბოლოდ იბოდიალა, ვიდრე სულ არ დაბნელდა. ჯონ-
სმა იეჭვა, რაც ხდებოდა და მეგზურსაც გაანდო თავისი შიში,
379
მაგრამ ის ანუგეშებდა, დაჟინებით ამტკიცებდა, სწორ გზას
ვადგავართო და ისიც დასძინა, ბრისტოლის გზა რომ არ ვიცო-
დე, გასაკვირი იქნებოდაო. თუმცა უფრო გასაკვირი იქნებო-
და, რომ სცოდნოდა, ის ხომ არასოდეს იქ არ ყოფილა.
ჯონსმა მთლად ბრმად არ დაუჯერა მეგზურს და როგორც კი
რომელიღაც სოფელში შევიდნენ, პირველსავე გამვლელს
ჰკითხა, ბრისტოლისკენ სწორად მივდივართ თუ არაო.
– საიდან მოდიხართ? – ჰკითხა გამვლელმა.
– რა მნიშვნელობა აქვს? – მოუთმენლად მიუგო ჯონსმა, –
მინდა ვიცოდე, ეს ბრისტოლის გზაა თუ არა.
– ბრისტოლის გზა! – გაიმეორა გამვლელმა და თავი მო-
იფხანა, – მისტერ, არა მგონია, ამ გზით დაღამებამდე ბრის-
ტოლში მოხვდეთ.
– მეგობარო, მაშინ იქნებ მითხრათ, რომელი გზით მოვ-
ხვდებით.
– მისტერ, ღმერთმა უწყის, სად აგერიათ გზა, რადგან ეს
გლოსტერში მიდის.
– და ბრისტოლში რომელი მიდის? – ჰკითხა ჯონსმა.
– თქვენ ახლა ბრისტოლიდან მოდიხართ, – მიუგო გამ-
ვლელმა.
– გამოდის, უკან უნდა დავბრუნდე? – ჩაეკითხა ჯონსი.
– კი, ეგრე გამოდის.
– აი, იმ მთაზე რომ ავალ, რომელ გზას დავადგე?
– პირდაპირ იარე.
– კი მაგრამ, ორი გზა მიდის, ერთი – მარჯვნივ და მეორე –
მარცხნივ.
– მარჯვენას დაადექით და სულ პირდაპირ იარეთ, ოღონდ
გახსოვდეთ, ჯერ მარცხნივ უნდა წახვიდეთ და მერე მარცხნივ
გაუხვიოთ, მერე ისევ მარჯვნივ და სკვაირის სახლთან მიხ-
ვალთ, იქიდან უკვე პირდაპირ იარეთ.
380
ამ ლაპარაკში მეორე გამვლელი შემოესწროთ და ჯენ-
ტლმენებს ჰკითხა, საით მიდიხართო. ჯონმა რომ აუწყა, სადაც
მიდიოდა, ჯერ თავი მოიფხანა, მერე ჯოხს ჩამოეყრდნო და უთ-
ხრა:
– მარჯვნივ რომ მიდის, იმ გზას დაადექით, ერთი მილის ან
მილ-ნახევრის გავლის მერე, მარცხნივ შეუხვიეთ და პირდა-
პირ მისტერ ჯონ ბირნსის სახლთან მოხვდებით.
– ვინაა მისტერ ბირნსი? – იკითხა ჯონსმა.
– ღმერთო ჩემო, როგორ არ იცით მისტერ ბირნსი? საიდან
ხართ?
ამ ორმა ჯონსის მოთმინება ლამის ამოწურა, მაგრამ ამ
დროს სანდომიანი, უბრალოდ ჩაცმული კაცი მიუახლოვდათ
(რა თქმა უნდა, კვაკერი აღმოჩნდა) და საუბარში ჩაერია:
– მეგობარო, როგორც მივხვდი, გზა აგებნა და თუ ჩემს
რჩევას ყურად იღებ, ამაღამ ნუ ეცდები მის პოვნას. ბნელდება
და არ ღირს, ახლა გზას დაადგეს კაცი, მით უმეტეს, ამ ბოლო
ხანს ბრისტოლის გზაზე ყაჩაღობის შემთხვევებიც ყოფილა.
შორიახლოს ერთი მშვენიერი სახლია, სადაც თქვენც შეგიძ-
ლიათ კარგად გაერთოთ და ცხენებსაც დილამდე დაასვენებთ.
ჯონსს შეგულიანება არ დასჭირვებია, დაჰყაბულდა, ღამეს
აქ გავათევო და კეთილ კაცს ტრაქტირში გაჰყვა.
ტრაქტირის მეპატრონე თავაზიანი კაცი აღმოჩნდა, ჯონსს
უთხრა, იმედია, მაპატიებ, მაინცდამაინც კეთილმოწყობილი
რომ არ არისო; თურმე ცოლი სახლიდან წასულა, ყველაფერი
ჩაუკეტავს და გასაღები თან წაუღია. მისი გამორჩეულად საყ-
ვარელი ქალიშვილი იმ დილით გათხოვილა და ქმართან ერ-
თად გაემგზავრა, მას და დედამისს თითზე გადასახვევი არა-
ფერი დაუტოვებიათ საწყალი კაცისთვის და, რა თქმა უნდა,
არც ფული; იმ ქალიშვილის გარდა, კიდევ ჰყავდათ შვილები,

381
მაგრამ ეს დედის ნებიერი ყოფილა და ყველას და ყველაფერს
ანაცვალებდა.
ჯონსს ლაპარაკის თავი არ ჰქონდა და მარტო ყოფნას არა-
ფერი ერჩივნა, მაგრამ გადაწყვიტა, პატიოსანი კვაკერის აბეზ-
რობა აეტანა. კვაკერმა შეატყო, ჯონსი ვერ იყო კარგ გუნებაზე
და ფიქრობდა, იქნებ საუბარმა ცოტა დარდი გაუქარწყლოსო.
ერთხანს ისე ისხდნენ, კაცი იფიქრებდა, მდუმარე შეხვედ-
რა აქვთო, მერე კი პატიოსან კაცს ცნობისმოყვარეობამ
სძლია და ჯონსს მიმართა:
– გატყობ, რაღაც უბედურება შეგემთხვა, იქნებ მეგობარი
დაკარგე, მაგრამ უნდა გახსოვდეს, რომ ყველანი მოკვდავები
ვართ. ასე რატომ დარდობ, როცა წუხილით ვეღარაფერს უშ-
ველი? ჩვენ ხომ ტანჯვისთვის ვიბადებით. შენი არ იყოს, მეც
მაქვს ჩემი დარდი და შეიძლება უფრო დიდიც. წლიურ ას გირ-
ვანქა სუფთა შემოსავალს ვიღებ, მეტი არც მინდა, სინდისი
მშვიდი მაქვს და ღმერთს მადლობას ვწირავ, ჯანმრთელი და
ჯან-ღონით სავსე რომ ვარ, არავის ვალი არ მადევს და ვერც
ვერავინ დამემდურება, და მაინც, მეგობარო, მეც, შენი არ
იყოს, ძალიან უბედური ვარ.
ეს რომ თქვა, კვაკერმა ღრმად ამოიოხრა. ჯონსმა უთხრა:
– ვწუხვარ, სერ, რა მიზეზითაც არ უნდა იყოთ უბედური.
– ეჰ, მეგობარო, – მიუგო კვაკერმა, – ჩემი ერთადერთი ქა-
ლიშვილის გამო ვარ ასე, ამქვეყნად ჩემი უდიდესი სიხარუ-
ლის, რომელიც ერთ კვირაში გამექცევა, ჩემი სურვილის წი-
ნააღმდეგ გათხოვდება. წესიერი კაცი მყავდა მისთვის შერჩე-
ული, შეძლებული, მაგრამ თავად გადაწყვიტა აერჩია და ვი-
ღაც უღირს ლაწირაკს გაჰყვა ცოლად. რომ მომკვდარიყო, მე-
გობარო, უფრო გამიხარდებოდა.
– უცნაურად ლაპარაკობთ, სერ, – უთხრა ჯონსმა.
– რა, არ ჯობია, მოკვდეს, ვიდრე იმათხოვროს? როგორც
382
გითხარით, უვარგის კაცს მიჰყვება ცოლად, ჩემგანაც ერთი
შილინგის მიღების იმედი არ უნდა ჰქონდეს. სიყვარულს თუ
მიჰყვება ცოლად, სიყვარულმა აცხოვროს, წაიღოს ბაზარში ეს
თავისი სიყვარული და ვნახოთ აბა, ვერცხლში გადაცვლის თუ
ნახევარ პენსს მაინც იშოვის.
– თქვენი საქმე თქვენ უკეთ იცით, სერ, – უთხრა ჯონსმა.
– როგორც ჩანს, – განაგრძო კვაკერმა, – დიდი ხნის წინ
დაიწყეს ჩემს მოტყუებაზე ფიქრი. ერთმანეთს ბავშვობიდან
იცნობენ, მე კი სულ სიყვარულის წინააღმდეგ ვმოძღვრავდი,
ცოდვა და სისულელეა-მეთქი, ვუმეორებდი. ის მოხერხებული
ბოზი თავს ისე მაჩვენებდა, თითქოს მიჯერებდა და ხორციელი
სიამოვნებები ეზიზღებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც ფანჯრიდან
გაიპარა. რაღაც ვიეჭვე და სახლში გამოვკეტე, ვაპირებდი, მე-
ორე დღესვე ჩემი რჩეულისთვის გამეტანებინა ცოლად, მაგ-
რამ რამდენიმე საათში სულ მიწასთან გაასწორა ჩემი იმედე-
ბი, გაიპარა თავის საყვარელთან ერთად და დრო რომ არ და-
ეკარგათ, იმწამსვე ჯვარი დაიწერეს. ეს კი კარგს არაფერს
მოუტანთ, იშიმშილონ, იმათხოვრონ და იქურდონ, ჩემგან ვე-
რაფერს მიიღებენ.
აქ უკვე ჯონსი წამოხტა და იყვირა:
– დიდი ბოდიში, მაგრამ მინდა, მარტო დამტოვოთ.
– დამშვიდდი, მეგობარო, – უთხრა კვაკერმა, – ასე ნუ
დარდობ. ხომ ხედავ, ამქვეყნად მარტო შენ არ ხარ უბედური.
– მე ვხედავ, რომ ამქვეყნად ბევრი შეშლილი, სულელი და
გაიძვერა ადამიანია, – იყვირა ჯონსმა, – ერთ რამეს გირჩევთ,
დააბრუნეთ ქალიშვილი და სიძე შინ და ნუ გახდებით საყვარე-
ლი ადამიანის გაუბედურების მიზეზი.
– დავაბრუნო! – შესძახა კვაკერმა, – უმალ მტერს შემოვიყ-
ვან სახლში!

383
– მაშინ თავად წადით შინ ან სადაც გნებავთ, მე თქვენს სა-
ზოგადოებაში ყოფნა აღარ მსურს.
– მეგობარო, – უთხრა კვაკერმა, – მე არავის ვაძალებ ჩემს
საზოგადოებაში ყოფნას.
მერე ფული შესთავაზა, მაგრამ ჯონსმა ლამის მუჯლუგუნით
გააგდო ოთახიდან.
კვაკერის მონათხრობმა ჯონსზე ძალიან იმოქმედა. როცა
თავის ამბავს ჰყვებოდა, რაღაც ველური გამომეტყველებით
უსმენდა, რაც კვაკერს არ გამოჰპარვია. ჯონსის ბოლო საქცი-
ელმა შლიაპიანი პატიოსანი კაცი დაარწმუნა, რომ მისი კომ-
პანიონი მთლად ყოჩაღად ვერ იყო და ამიტომ კი არ ეწყინა,
თანაგრძნობით განიმსჭვალა. ტრაქტირის მეპატრონეს გაან-
დო თავისი ეჭვი და სთხოვა, რაც შეიძლება თავაზიანად მო-
ექეციო.
– სულაც არ ვაპირებ, თავაზიანობა გამოვიჩინო, – უპასუხა
ტრაქტირის მეპატრონემ, – მოქარგულ ჟილეტზე ეტყობა, ჩემ-
ზე მაღალი წარმომავლობის არ უნდა იყოს. საცოდავი ნაბიჭ-
ვარია, ვინმე სკვაირის გაზრდილი სამადლოდ და ახლა გამო-
აგდო შინიდან (არა მგონია, კარგი საქციელისთვის). ვეცდები,
დროზე გავუშვა აქედან. ფულს დავკარგავ, მაგრამ ასე მირჩევ-
ნია, ეგეთები ვერცხლის კოვზებს გააყოლებენ ხოლმე ხელს.
– რობინ, ვინ ნაბიჭვარზე მელაპარაკები? მგონი, რაღაც
გეშლება.
– არაფერი არ მეშლება, – უპასუხა რობინმა, – მაგისმა
მეგზურმა მომიყვა ყველაფერი.
მართლაც, ჯონსის მეგზურმა, როგორც კი სამზარეულოში
ბუხართან მოკალათდა, ყველა იქ მყოფს გაანდო, რაც ჯონსზე
იცოდა.
გაიგო თუ არა კვაკერმა, ჯონსი მდაბიო წარმომავლობის
და ხელმოცარული კაცი ყოფილაო, თანაგრძნობაც იმწამსვე
384
გაუქრა და პატიოსანი კაცი ისეთი აღშფოთებული წავიდა ში-
ნისკენ, გეგონება, თავად ჰერცოგი ყოფილიყო და მდაბიოს
გაენაწყენებინა.
ტრაქტირის მეპატრონე აგდებულად იყო განწყობილი ჯონ-
სის მიმართ და როცა მან ზარი დააწკარუნა და ლოგინის გაშ-
ლა ბრძანა, უარი მიიღო. სტუმრის მდაბიო წარმომავლობით
აღძრული უპატივცემულობის გარდა, მეპატრონეს ეჭვებიც
ჭამდა, სახლი არ გამიქურდოსო. ისე, ეჭვებს და შიშებს ნაკლე-
ბად უნდა შეეწუხებინა, რადგან ცოლმა და ქალიშვილმა თადა-
რიგი დაიჭირეს და აღარაფერი დატოვეს სახლში მოსაპარი,
მაგრამ ის ბუნებით ეჭვიანი კაცი გახლდათ, განსაკუთრებით,
კოვზი რაც მოჰპარეს, მას შემდეგ.
ჯონსი დარწმუნდა, რომ ლოგინს არავინ გაუშლიდა, ამი-
ტომ მოზრდილ, ლერწმისგან დაწნულ სავარძელში მოკალათ-
და და ძილმა, ბევრად უფრო მოხერხებულ საწოლში რომ არ
ეკარებოდა, ახლა დასდო პატივი და მოერია.
ტრაქტირის მეპატრონე ისე იყო შეშინებული, დაწოლა არც
უფიქრია. სამზარეულოში დარჩა, საიდანაც ოთახში, უფრო
სწორად, სოროში შემავალ ერთადერთ კარს უყურებდა. ფან-
ჯარას რაც შეეხება, იქიდან კატაზე მოზრდილი ცხოველი ალ-
ბათ ვერ გადაძვრებოდა.

თავი 11
ჯარისკაცებთან გადამხდარი თავგადასავალი

ტრაქტირის მეპატრონე ზუსტად ოთახში შესასვლელი კა-


რის წინ დაჯდა და გადაწყვიტა, მთელი ღამე ასე ედარაჯა. ჯონ-
სის მეგზური და კიდევ ერთი ყმაწვილიც დარჩნენ, ოღონდ მის

385
ეჭვებზე არაფერი იცოდნენ და არც საკუთარი გააჩნდათ. ნამ-
დვილმა მიზეზმა, რატომაც ფხიზლობდნენ, მალე ყველაფერი
მოამთავრა – კარგა ბლომად მაგარი ლუდი ჩაისხეს, ჯერ ახ-
მაურდნენ და აყვირდნენ, მერე კი კისრები მოსწყდათ და ჩა-
ეძინათ.
მაგრამ რობინის შიშები ვერც სასმელმა განდევნა, სკამზე
იჯდა და ჯონსის ოთახში შემავალ კარს მიშტერებოდა, ვიდრე
ჭიშკარზე საშინელმა ბრახუნმა არ აიძულა ამდგარიყო. გააღო
თუ არა ჭიშკარი, სამზარეულო წითელფარაჯიანი ჯარისკაცე-
ბით გადაივსო, ისეთი ხმაურით შემოცვივდნენ, გეგონებოდა,
ციხესიმაგრეს შტურმით იღებდნენ.
ტრაქტირის მეპატრონე იძულებული გახდა, საგუშაგო და-
ეტოვებინა და მომთხოვნ სტუმრებს ლუდით გამასპინძლებო-
და. მეორედ თუ მესამედ რომ ბრუნდებოდა სარდაფიდან, ჯა-
რისკაცებში გარეულ ჯონსს მოჰკრა თვალი. რა გასაკვირი
იყო, ასეთი კარგი საზოგადოების შემოჭრა ალბათ მხოლოდ
მათ ვერ დაუფრთხობდა ძილს, ვის გასაღვიძებლადაც უკანას-
კნელი საყვირის ჩაბერვაა საჭირო.
კომპანიამ წყურვილი მოიკლა და ჯარისკაცებს ისღა დარ-
ჩენოდათ, ანგარიში გაესწორებინათ, ეს კი ხშირად უსიამოვ-
ნო და შემაწუხებელი ამბავია დაბალი ჩინის აზნაურებისთვის,
ვინაიდან უჭირთ, სამართლიანობის გათვალისწინებით დაად-
გინონ ზუსტი გადასახდელი თანხა, რაც იმას ნიშნავს, რომ თი-
თოეულმა უნდა გადაიხადოს იმდენი, რამდენისაც მიირთვა.
ამჯერადაც მსგავსი სირთულე წარმოიშვა, ვინაიდან ზოგიერ-
თმა ჯენტლმენმა, ეტყობა, ეჩქარებოდათ, პირველი კათხის
შემდეგ იქაურობა ისე დატოვა, რომ გადახდაზე არ უფიქრია.
სერიოზული კამათი ატყდა და ყოველ სიტყვას გინება ახ-
ლდა. ყველა ერთხმად ყაყანებდა და თითოეული ცდილობდა,
საკუთარი წილი შეემცირებინა. ასე რომ, პირი ისეთი უჩანდა,
386
ყველაზე დიდი წილი ტრაქტირის მეპატრონეს ხვდებოდა ან
(რაც თითქმის იმავეს ნიშნავდა) გადაუხდელი დარჩებოდა.
მთელი ეს ხანი ჯონსი სერჟანტს ესაუბრებოდა, რომელიც
კამათში არ მონაწილეობდა, რადგან სრულებით არ ეხებოდა
ის, რაზედაც კამათობდნენ: სერჟანტები ხომ უხსოვარი დრო-
იდან გადაუხდელობის პრივილეგიით სარგებლობენ.
კამათი კი ისე გაცხარდა, შეიძლებოდა სამხედრო ძალა
გამხდარიყო აუცილებელი მის გადასაჭრელად, მაგრამ ამ
დროს ჯონსი ჯარისკაცების წინ წარდგა, საზოგადოება იმწამ-
სვე დაადუმა და განაცხადა, დღეს მე ვიხდი მთელ დანახარ-
ჯსო, რომელიც სინამდვილეში სამ შილინგს და ოთხ პენსს შე-
ადგენდა.
ჯონსმა უამრავი მადლობა და ხოტბა დაიმსახურა. მთელ
ოთახში გაისმოდა მისი ქება-დიდება: „ღირსეული“, „კეთილ-
შობილი“, „პატივცემული ჯენტლმენი“, ის კი არა, ტრაქტატის
მეპატრონესაც ცოტა გამოუკეთდა წარმოდგენა ჯონსზე და
ლამის მისი მეგზურის მონაყოლიც აღარ სჯეროდა.
სერჟანტისგან ჯონსმა შეიტყო, რომ აჯანყების ჩასახშობად
მიემართებოდნენ და იმედი ჰქონდათ, სახელოვანი კამბერ-
ლენდის ჰერცოგი გაუძღვებოდათ. მკითხველი მიხვდებოდა
(ადრე ამის ხსენება არ მივიჩნიეთ საჭიროდ), რომ ეს იყო ია-
კობისტების ამბოხის კულმინაციის პერიოდი, როცა მეამბო-
ხეები უკვე ინგლისში იყვნენ და მეფის არმიასთან შებრძოლე-
ბას და დედაქალაქისკენ გზის გაგრძელებას აპირებდნენ.
გმირული სულისკვეთება ჯონსისთვის უცხო არ იყო, ის ყო-
ველთვის თავისუფლების დიდი მიზნების და პროტესტანტული
რელიგიის გულმხურვალე მხარდამჭერი გახლდათ, ამიტომაც
რა გასაკვირია, რომ ასეთ ვითარებაში რომანტიკული და შმა-
გი მისწრაფებებით აენთებოდა და გადაწყვეტდა, მოხალისედ
ჩაწერილიყო ექსპედიციაში.
387
როგორც კი ჯონსმა თავისი აზრი სერჟანტს გაანდო, მან
განზრახვა მოუწონა და კიდევ უფრო წააქეზა, მერე კი ჯარის-
კაცებსაც გააცნო მისი კეთილშობილური გადაწყვეტილება,
რომელიც ყველამ ასევე მოიწონა და ერთხმად შესძახეს:
– ღმერთო, დალოცე მეფე ჯორჯი და თქვენი კეთილშობი-
ლება! ჩვენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ
ორივესთვის!
კაპრალის არგუმენტებით დარწმუნებულმა ჯენტლმენმა,
რომელიც მთელი ღამე იქ ლუდით ილეშებოდა, გადაწყვიტა,
იმავე ექსპედიციას შეერთებოდა. როცა მისტერ ჯონსის ჩემო-
დანი ეტლის საბარგულში ჩადეს და ის იყო გზას უნდა დასდგო-
მოდნენ, ჯონსს მეგზურმა უთხრა:
– სერ, იმედი მაქვს, გაითვალისწინებთ, რომ ცხენები მთე-
ლი ღამე ფეხზე იდგნენ და ზედმეტის გავლა მოუხდათ.
ჯონსი ამ კადნიერმა განცხადებამ გააოცა და ჯარისკაცებს
თავის ამბავს მოუყვა, მათ კი ერთხმად გაკიცხეს მეგზური, რო-
გორ გაბედა ჯენტლმენის გასულელებაო. ზოგი იმასაც ამბობ-
და, საჯაროდ უნდა დაისაჯოსო, ზოგი – კარგი გასალანძღიაო.
სერჟანტმა მეგზურს ჯოხი მოუღერა და უთხრა, რომ შემეძ-
ლოს, სამაგალითოდ დაგსჯიდიო.
ჯონსი გალანძღვას დასჯერდა და ახალ მეგობრებთან ერ-
თად გზას გაუყვა, მეგზურს კი მხოლოდ წყევლით და გინებით
შეეძლო ჯავრი ამოეყარა. ამ საქმეში მას ტრაქტირის მეპატ-
რონეც შეუამხანაგდა და თქვა:
– წმინდა სისხლი უჩქეფს, ნამდვილი ჯენტლმენია, აბა, რას
იზამდა, საომრად წავიდა! იქ გამოადგება მოქარგული ჟილე-
ტი. ძველი ანდაზაა – ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო არ
არის. კიდევ კარგი, აქედან მოშორდა.
მთელი დღე სერჟანტი და ახალგაზრდა ჯარისკაცი გვერ-
დიგვერდ მიაბიჯებდნენ და სერჟანტი, დიდი ეშმაკი ვინმე რომ
388
იყო, ლაშქრობის ამბებით ართობდა, თუმცა ჯერ არცერთ
ლაშქრობაში მონაწილეობა არ მიეღო. ახალი დაწყებული
ჰქონდა სამსახური, მაგრამ ეშმაკობით ოფიცრების გული მო-
იგო და ალებარდა დაიმსახურა, განსაკუთრებით ახალწვეუ-
ლების გადმობირებისთვის, რაც მართლაც რომ ოსტატურად
გამოსდიოდა.
მარშით მიმავალ ჯარისკაცებს საზეიმო, ხალისიანი გან-
წყობა დაუფლებოდათ. იხსენებდნენ თავს გადახდენილ ამ-
ბებს და ლაღად ეხუმრებოდნენ ოფიცრებს, ხშირად საკმაოდ
უხეშად, ლამის შეურაცხმყოფელადაც. მათ შემხედვარე ჯონსს
ბერძნები და რომაელები მოაგონდა, დღესასწაულებზე მო-
ნებს სრულ თავისუფლებას რომ აძლევდნენ და ნებას რთავ-
დნენ, რაც უნდოდათ, ის ეთქვათ ბატონებისთვის.
ჩვენი პატარა არმია, რომელიც ორი ქვეითი პოლკისგან
შედგებოდა, იმ ადგილს უახლოვდებოდა, სადაც საღამოს უნ-
და შეესვენათ. სერჟანტმა ლეიტენანტს, პოლკის მეთაურს უთ-
ხრა, დღეს ორი ახალი ავიყვანეთო, ერთი (ლოთს გულის-
ხმობდა) მაგარი ვინმეა, ექვსი ფუტის სიმაღლის და ჯან-ღონით
სავსე, მეორე (ჯონსზე თქვა) ზურგში გამოდგებაო.
ახალი ჯარისკაცები ოფიცერს წარუდგინეს. ჯერ ექვსი ფუ-
ტის სიმაღლისა გაიცნო, მერე ჯონსი შეათვალიერა ყურადღე-
ბით. შეხედა თუ არა, გაოცება ვერ დამალა, რადგან, გარდა
იმისა, რომ კარგად ეცვა და ნამდვილი არისტოკრატივით ეჭი-
რა თავი, ღირსეული კაცის შესახედაობა ჰქონდა, რასაც ხან-
დახან მდაბიოებშიც შეხვდებით და სულ არ არის მხოლოდ კე-
თილშობილთათვის დამახასიათებელი თვისება.
– სერ, – უთხრა ჯონსს ლეიტენანტმა, – სერჟანტმა გადმომ-
ცა, სურვილი გაგჩენიათ, ჩაირიცხოთ ჩვენს პოლკში, რომელ-
საც ამჟამად მე ვმეთაურობ. დიდი სიამოვნებით მივიღებთ

389
თქვენისთანა ჯენტლმენს, თუ პატივს დაგვდებთ და შემოგვი-
ერთებით.
ჯონსმა უპასუხა, ჩარიცხვის თაობაზე არაფერი მითქვამს,
მაგრამ ვინაიდან კეთილი მიზნის მხურვალე მხარდამჭერი
ვარ, სიამოვნებით შემოგიერთებით, როგორც მოხალისეო,
შემდეგ ერთი-ორი კომპლიმენტი უთხრა ლეიტენანტს, ჩემ-
თვისაც დიდი პატივია, თქვენს პოლკში ვიმსახუროო.
ლეიტენანტმაც, თავის მხრივ, თავაზიანი მადლობა მოახსე-
ნა, გადაწყვეტილება შეუქო, ხელი ჩამოართვა და დანარჩენ
ოფიცრებთან ერთად სადილად მიიპატიჟა.

თავი 12
ოფიცრების კომპანიას თავგადასავალი გადახდება

ლეიტენანტი, რომელიც წინა თავში ვახსენეთ, სამოცი


წლის იქნებოდა. არმიაში მსახურობა ახალგაზრდამ დაიწყო
და ტანიერის ბრძოლაში მედროშედ მონაწილეობდა, ორჯერ
დაიჭრა და ისე გამოიჩინა თავი, მალბოროს ჰერცოგმა ლე-
იტენანტის ჩინი უბოძა.
მას შემდეგ თითქმის ორმოცი წელი ლეიტენანტად იმსახუ-
რა. ამ ხნის განმავლობაში ბევრი, მისგან განსხვავებით, და-
აწინაურეს და ახლა იძულებული იყო, დამამცირებლად ახალ-
გაზრდებს დაქვემდებარებოდა, რომელთა მამებიც სანიტრე-
ბად მუშაობდნენ, როცა ის არმიაში შევიდა.
ამ წარუმატებლობას მხოლოდ ის ვერ ამართლებდა, რომ
უფროსობაში არ ჰყავდა მეგობრები. მისდა საუბედუროდ,

390
პოლკოვნიკმა, უკვე მრავალი წელი მათ პოლკს რომ მეთაუ-
რობდა, აითვალწუნა და ეს საქმის უგულებელყოფის ან რაიმე
შეცდომის გამო არ მომხდარა. ყველაფერი ლეიტენანტის ცო-
ლის წინდაუხედაობის ბრალი აღმოჩნდა. ცოლი ძალიან ლა-
მაზი ქალი ყოფილა და, მართალია, ძალიან უყვარდა ქმარი,
მაინც ვერ უყიდა მას მაღალი ჩინი, რადგან პოლკოვნიკის მი-
ერ გამოვლენილი კეთილგანწყობა არ გამოიყენა.
ლეიტენანტი კიდევ უფრო უბედური იმიტომ იყო, რომ
გრძნობდა პოლკოვნიკის მტრულ განწყობას, მაგრამ არ იცო-
და და ვერც წარმოიდგენდა, თუ ის მართლა ემტერებოდა, მას
ხომ არასოდეს მიუცია ამის საბაბი. ცოლი კი შიშობდა, ქმრის
გამძაფრებულ პატივმოყვარეობას უბედურება არ მოეტანა
მისთვის, ამიტომ ერთგულების შენახვას და გამარჯვებას
სჯერდებოდა და ტრიუმფით მოგვრილ სიამოვნებას არ და-
ეძებდა.
ამ უიღბლო ოფიცერს (ვფიქრობ, სწორედ ასე უნდა მოვიხ-
სენიო), პროფესიული დამსახურებების გარდა, ბევრი კარგი
თვისებაც ჰქონდა: მორწმუნე იყო, პატიოსანი, გულიანი და ისე
კეთილსინდისიერად ასრულებდა მეთაურის მოვალეობას,
რომ მთელ პოლკს უყვარდა.
მის გარდა, იყო ერთი ფრანგი ლეიტენანტი, რომელიც იმ-
დენი ხნის წინ წამოსულიყო საფრანგეთიდან, რომ მშობლიუ-
რი ენა დავიწყებოდა, მაგრამ ჯერ არც იმდენი დრო გასულიყო
ინგლისში ჩამოსვლიდან, რომ ჩვენებური აეთვისებინა, მოკ-
ლედ, არცერთი ენა არ იცოდა და სულ უბრალო სიტუაციაში
ძლივს ახერხებდა, ვინმესთვის რამე გაეგებინებინა. პოლკში
კიდევ იყო ორი მედროშე, ორივე ახალგაზრდა. ერთი სასა-
მართლო მოხელის აღზრდილი იყო, მეორე კი დიდგვაროვა-
ნის უფროსი მსახურის ცოლის ვაჟი.

391
სადილი დასრულდა თუ არა, ჯონსმა გაიხსენა, როგორ მხი-
არულობდნენ ჯარისკაცები გზაში.
– და მაინც, – თქვა, – მართალია, ასეთი ხმაურიანები
არიან, შემიძლია დავიფიცო, როცა მტერს შეხვდებიან, უფრო
ბერძნებივით იბრძოლებენ, ვიდრე ტროელებივით.
– რა ბერძნები, რა ტროელები! – უთხრა ერთ-ერთმა მედ-
როშემ, – ვინ ჯანდაბა არიან? ევროპის ჯარებზე ბევრი მსმენია,
მაგრამ ასეთები არ გამიგია.
– ნუ ცდილობ, კიდევ უფრო უგუნურად წარმოადგინო თავი,
ვიდრე ხარ, მისტერ ნორთერტონ, – მიმართა ღირსეულმა ლე-
იტენანტმა, – ბერძნებზე და ტროელებზე გაგონილი გექნება,
თუმცა არა მგონია, ჰომეროსი წაგეკითხოს, რომელმაც, რო-
გორც მახსოვს, ტროელი მეომრები ყიყინა ბატებს შეადარა,
ბერძნებს კი დუმილის გამო აქებდა. ღირსებას ვფიცავ, კადეტ-
მა ძალიან სამართლიანად შენიშნა.
– მახსოვს, კი, კი, – თქვა ფრანგმა ლეიტენანტმა, – წავი-
კითხე მადამ დასიეს სკოლაში, ეგ ბერძნები და ეგ ტროელები
ერთი ქალის გულისთვის იბრძოდნენ, კი, კი, წავიკითხე.
– წყეული იყოს ჰომეროსი, – წამოიძახა ნორთერტონმა, –
აქამდე ტ--კი ვერ მომიშუშებია. ერთი თომასია ჩვენს პოლკში
და სულ ჯიბით დააქვს ჰომეროსი, ხელში თუ ჩავიგდე, დავ-
წვავ. კიდე ერთი ბოზის შვილი იყო, კორდერიუსი, კარგად
მროზგავდნენ მაგის გამოც.
– ესე იგი, სკოლაში გისწავლია, მისტერ ნორთერტონ? –
ჰკითხა ლეიტენანტმა.
– კი, მისწავლია მაგ ოხრობაში, – უპასუხა ნორთერტონმა,
– მამაჩემმა აიხირა, ჯანდაბას მაგის თავი! უნდოდა მღვდელი
გავმხდარიყავი, მაგრამ ვიფიქრე, ეს ბებერი ნაგავი უნდა გა-
ვაცუცურაკო, სისულელით თავს არ გამოვატენინებ-მეთქი. ჯე-

392
მი ოლივერია ჩვენს პოლკში, ისიც ძლივს გადაურჩა მამის ახი-
რებას, არადა დასანანი იქნებოდა, ეგეთი სიმპათიური ბევრი
არ დადის ამქვეყნად. ისე, ჩემზე უკეთ გააცურა თავისი ბებერი,
არც წერა უსწავლია და არც კითხვა.
– მშვენივრად დაახასიათე მეგობარი, – თქვა ლეიტენან-
ტმა, – მე ვიტყოდი, დამსახურებულად. ოღონდ, ნორთერტონ,
მოიშორე ლანძღვის ეს სულელური და უხეში მანერა. მერწმუ-
ნე, ცდები, თუ ეს ან სახუმარო გგონია, ან ფიქრობ, ვინმეს
გულს მოიგებ. ძალიან მინდა, ყურად იღო ჩემი რჩევა და სამ-
ღვდელოების ლანძღვა შეწყვიტო. უსამართლობაა ადამიანე-
ბის გაკიცხვა და შეურაცხმყოფელი სახელების წოდება, განსა-
კუთრებით, როცა წმინდა ვალდებულება აკისრიათ, მათი შე-
ურაცხყოფა წმინდა ვალდებულების შეურაცხყოფაა. თავად
განსაჯე, რამდენად შეუსაბამოა ასეთი საქციელი იმ ადამიან-
თა წრეში, რომელთაც პროტესტანტული რელიგიის დასაცა-
ვად უნდა იბრძოლონ.
მისტერ ადერლიმ (ასე ერქვა მეორე მედროშეს), აქამდე
ჩუმად რომ იჯდა, თავისთვის ღიღინებდა და მელოდიას ქუს-
ლების ბაკუნს აყოლებდა, თქვა:
– O, Monsieur, on ne parle pas de la religion dans la guerre8
– კარგად თქვი, ჯეკ, – შესძახა ნორთერტონმა, – ნეტა, საქ-
მე მხოლოდ „la religion“-ს ეხებოდეს, მაშინ მღვდლები თავად
იომებდნენ.
– არ ვიცი, ჯენტლმენებო, – თქვა ჯონსმა, – თქვენ რას ფიქ-
რობთ, მაგრამ ჩემი აზრით, რელიგიის დაცვაზე კეთილშობი-
ლური მიზანი არ არსებობს. ცოტა რამ წამიკითხავს და დავას-
კვენი, ჯარისკაცები ყველაზე თავდაუზოგავად მაშინ იბრძვიან,

8
ო, მუსიე, ომში რელიგიაზე არ ლაპარაკობენ (ფრანგ)
393
როცა რელიგიური მგზნებარებით არიან აღტკინებული. ჩემ-
დათავად, მართალია, მეც, ყველასავით, მეფეც მიყვარს და
სამშობლოც, პროტესტანტული ინტერესი მოხალისედ წას-
ვლის არანაკლებ მნიშვნელოვან მოტივად მიმაჩნია.
ნორთერტონმა ადერლის თვალი ჩაუკრა და ეშმაკურად გა-
დაუჩურჩულა, მოდი, ამ ყოყლოჩინას ჭკუა ვასწავლოთო, მე-
რე ჯონსს მიუბრუნდა და უთხრა:
– მიხარია, ჩვენი პოლკი რომ აირჩიეთ მოხალისეობის-
თვის. ჩვენმა მღვდელმა ზედმეტი თუ დალია, რამე რომ იყოს,
თქვენ შეცვლით. როგორც გატყობთ, უნივერსიტეტი გაქვთ
დამთავრებული. იქნებ დამდოთ პატივი და მითხრათ, რომე-
ლი?
– სერ, არათუ უნივერსიტეტში არ მისწავლია, თქვენგან
განსხვავებით, არც სკოლაში მივლია.
– ასეთი განათლებული რომ ხართ, იმიტომ ვიფიქრე.
– ო, სერ, – უთხრა ჯონსმა, – ისევე შესაძლებელია, რამე
ისწავლო სკოლაში წაუსვლელად, როგორც იარო სკოლაში
და ვერაფერი ისწავლო.
– რა მშვენივრად თქვი, მოხალისევ, – შესძახა ლეიტენან-
ტმა, – დამიჯერე, ნორთერტონ, გირჩევნია, თავი დაანებო,
არაფერი გაგივა.
ნორთერტონს ჯონსის სარკასტულად ნათქვამი დიდად არ
ესიამოვნა, მაგრამ არც იმდენად სწყენია, რომ დარტყმა მონ-
დომებოდა ან რამე სალანძღავი სიტყვა მიეხალა. ჯერჯერო-
ბით ჩუმად იყო და ხელსაყრელ შემთხვევას ელოდა, ვალი
რომ დაებრუნებინა.
დადგა ჯონსის ჯერი, სადღეგრძელო ეთქვა და თავი ვერ შე-
იკავა, სოფია რომ არ ეხსენებინა. დარწმუნებული იყო, იქ სო-
ფია არავის ეცნობებოდა, ამიტომ ეს ხალისით გააკეთა.

394
მაგრამ სადღეგრძელოების დიდოსტატი ლეიტენანტი მხო-
ლოდ სახელს არ დასჯერდა და ჯონსს მოსთხოვა, გოგოს გვა-
რიც დაესახელებინა. ჯონსი ცოტა შეყოყმანდა და ბოლოს
თქვა, მის სოფია ვესტერნი ჰქვიაო. აქ ნორთერტონმა განაც-
ხადა, მე ამ ქალის სადღეგრძელოს არ დავლევ, თუ ვინმე თავ-
დებად არ დაუდგება – ვიცოდი ერთი სოფი ვესტერნი, ბატის
ბიჭების ნახევართან იწვა, შეიძლება იმაზე ამბობო. ჯონსმა
დაარწმუნა, ის ნამდვილად არ იქნებოდა, რადგან ახალგაზ-
რდა ლედი, რომელიც მე დავასახელე, მაღალი წრის წარმო-
მადგენელია, შეძლებული ოჯახიდან არისო.
– კი, კი, – თქვა მედროშემ, – ეგ იქნება, თავს დავდებ, ბურ-
გუნდიულზე დაგენიძლავებით, ჩვენს პოლკში რომ ტომ ფრენ-
ჩია, მაგ ქალს ბრიჯ-სთრითზე ნებისმიერ ტავერნაში მოგვიყ-
ვანს. მერე აღწერაზე გადავიდა (მამიდასთან ერთად არის
ხოლმეო) და ბოლოს ასე თქვა, მამამისს სომერსეტშირში დი-
დი მამული აქვსო.
შეყვარებულები ზოგადად ვერ იტანენ, როცა მათ გოგოზე
ვინმე გაიხუმრებს. ჯონსი შეყვარებულიც გახლდათ და საკმა-
რისად გულადიც და ამ ცილისწამებაზე ისე გაბრაზდა, რო-
გორც უნდა გაბრაზებულიყო. სიმართლე რომ ითქვას, ამგვარ
ოხუნჯობებში დიდად ვერ იყო გარკვეული და სწორადაც ვერ
გაიგო. კარგა ხანს ეგონა, რომ ნორთერტონს მართლა აერია,
მაგრამ ახლა მოღუშული მიუტრიალდა მედროშეს და უთხრა:
– სერ, რამე სხვა თემა შეარჩიეთ სახუმაროდ, რადგან
გპირდებით, იმ ლედის გამასხარავებას არავის არ ვაპატიებ.
– რა გამასხარავებას! – იყვირა ნორთერტონმა, – ასეთი
გულწრფელი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. ტომ ფრენჩს მა-
გასთან და მამიდამისთან ორივესთან ჰქონდა საქმე ბატში.
– მაშინ მეც გულწრფელად გეტყვი, – უთხრა ჯონსმა, – შე-
ნისთანა არაკაცი ჯერ არ შემხვედრია.
395
ეს სიტყვები ამოთქვა თუ არა, მედროშემ თავში ბოთლი
სთხლიშა და თან გინებაც მიაყოლა. ჯონსს ბოთლი მარჯვენა
საფეთქლის ზემოთ მოხვდა და იმწამსვე გაითიშა.
გამარჯვებულმა თავისი მოწინააღმდეგე მიწაზე უგონოდ
განრთხმული და სისხლში მოთხვრილი რომ დაინახა, ბრძო-
ლის ველის დატოვება მოინდომა, სადაც ვეღარაფრით მოიწო-
ნებდა თავს, მაგრამ ამ დროს ლეიტენანტი ჩაერია და უკან და-
სახევი გზა მოუჭრა.
ნორთერტონი დაჟინებით მოითხოვდა, გამიშვით, თორემ
უარესი მოხდებაო, თან, აბა, რა უნდა მექნაო, კითხულობდა.
– მე ხომ უბრალოდ გავეხუმრე, – ასე თქვა, – მის ვესტერ-
ნზე არასოდეს არაფერი მსმენია.
– არ გსმენია, არა? – ჰკითხა ლეიტენანტმა, – მაგ ხუმრო-
ბისთვის ჩამოხრჩობას იმსახურებ. შენ დაპატიმრებული ხარ
და ფეხს ვერ მოიცვლი, სანამ მცველები არ მოვლენ.
ლეიტენანტის ნათქვამმა ისეთი დიდი შთაბეჭდილება მო-
ახდინა ნორთერტონზე, რომ წახდა, ჩვენს საწყალ გმირთან
გამოვლენილი მთელი ის სიმამაცე ვეღარ ეყოფოდა, ხმალი
ეშიშვლებინა, გინდაც გვერდზე ჰკიდებოდა. ხმალს რაც შეეხე-
ბა, აყალმაყალი რომ ატყდა, ფრანგმა ლეიტენანტმა ოთახში
რაც კი ხმლები იყო, გადამალა. ასე რომ, მისტერ ნორთერტო-
ნი იძულებული გახდა, დალოდებოდა, როგორ დასრულდებო-
და ეს ამბავი.
ოფიცრის ბრძანების თანახმად, ფრანგმა და მისტერ ადერ-
ლიმ ჯონსი ასწიეს, მაგრამ სიცოცხლის ოდნავი ნიშანწყალი
შეამჩნიეს თუ არა, ისევ ძირს დააწვინეს. ადერლიმ შეუკურთხა
კიდეც, ჟილეტი სისხლმა დამისვარაო, ფრანგმა კი განაცხადა:

396
– მე mort 9 ინგლისელს ხელს არ მოვკიდებ, გამიგონია,
ეგეთი კანონია, უკანასკნელი ვინც მოჰკიდებს ხელს, ჩამოახ-
რჩობენ.
კეთილი ლეიტენანტი კართან მივიდა და ზარი დარეკა. მსა-
ხური იმწამსვე ადგილზე გაჩნდა და მიიღო ბრძანება, მუშკეტე-
რები და ქირურგი მოეყვანა. მსახურმა ამბავი რომ გაიტანა
ოთახიდან და მოჰყვა, რაც ნახა, არა მარტო ჯარისკაცებით გა-
ივსო იქაურობა, სასტუმროს მეპატრონემ, მისმა ცოლმა, მო-
სამსახურეებმა, მოკლედ, ვინც კი მაშინ სასტუმროში იმყოფე-
ბოდა, იმ ოთახში მოიყარეს თავი.
სათითაოდ ვერ აღვწერ და ვერ მოვყვები, ვინ რას ამბობდა,
რადგან ეს ჩემს ძალას აღემატება, ამისთვის ორმოცი კალამი
უნდა მქონდეს და ორმოცითვე ერთდროულად ვწერდე. მკით-
ხველი მხოლოდ იმას უნდა დასჯერდეს, რომ ყველაზე შთამ-
ბეჭდავ ამბავს წაიკითხავს და იმედი მაქვს, მომიტევებს, სხვა
დანარჩენს თუ გამოვტოვებ.
პირველი, რაც გაკეთდა, დაპატიმრებული ნორთერტონი
ექვს ჯარისკაცს ჩააბარეს და დაატოვებინეს ოთახი, რომლის
დატოვებაც ძალიან უნდოდა, მაგრამ წაიყვანეს ისეთ ადგი-
ლას, სადაც არ უნდოდა წაეყვანათ. მართლაც რომ პატივმოყ-
ვარეობის ხუშტურებს ვერაფერს გაუგებ, როგორც კი ამ ახალ-
გაზრდამ ზემოთ მოყოლილი ღირსეული საქმე ჩაიდინა, იმწამ-
სვე სურვილი გაუჩნდა, სადღაც ქვეყნის დასალიერში გადა-
კარგულიყო, სადაც მისი დიდების ამბავი ვერ მიაღწევდა.
გასაოცარია, ალბათ მკითხველსაც გაუკვირდებოდა, რომ
კეთილმა და ღირსეულმა ლეიტენანტმა ჯერ დამნაშავე დააკა-
ვა და დაჭრილზე მერე იზრუნა. ამას იმიტომ არ ვამბობთ, თით-

9
მკვდარ
397
ქოს პრეტენზია გვქონდეს, უცნაური მოქმედება ავხსნათ, უბ-
რალოდ, ვინმე კრიტიკოსი აღმოჩენით თუ წაიტრაბახებს,
იცოდეს, რომ ჩვენც მშვენივრად ვხედავთ ყველაფერს, ოღო-
ნდ ჩვენი საქმე ხომ მხოლოდ ფაქტების გადმოცემაა.
ოთახში შესული საზოგადოება სხვაგვარად იყო განწყობი-
ლი. მედროშის მიმართ ცნობისმოყვარეობას იოკებდა, ვიდრე
მას უფრო მიმზიდველ ვითარებაში ნახავდა და მთელი ყურად-
ღება იატაკზე განრთხმული და დასისხლიანებული სხეულის-
კენ ჰქონდა მიპყრობილი. ჯონსი სავარძელში ჩასვეს და მალე
სიცოცხლის ნიშანწყალი დაეტყო. ვინაიდან თავდაპირველად
მკვდარი ეგონათ, საზოგადოება დაფაცურდა, ყველა სხვადას-
ხვა საშუალებას იხსენებდა და ვინაიდან არცერთი ექიმი არ
ყოფილა, ყოველი მათგანი ექიმობას იჩემებდა.
შეთანხმდნენ, რომ სისხლის გამოშვება კარგი იქნებოდა,
მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ვერავინ გააკეთებდა. კიდევ რამ-
დენიმე წამალი დაუნიშნეს, მაგრამ ასევე უშედეგოდ. ბოლოს
სასტუმროს პატრონმა მაგარი ლუდის და ტოსტის მოტანა
ბრძანა, ასე თქვა, ამაზე კარგი წამალი ინგლისში არ არსებობ-
სო.
ერთადერთი, ვინც მართლა რაღაცით დაეხმარა ჯონსს,
სასტუმროს დიასახლისი იყო. ჯერ თმა მოიჭრა და ჭრილობაზე
შემოახვია სისხლდენის შესაჩერებლად, მერე საფეთქლები
დაუზილა, ქმრის მიერ გამოწერილ ლუდზე აიმრიზა და მოახ-
ლე თავის საკუჭნაოში გაუშვა ბრენდის მოსატანად. ბრენდი
რომ მოიტანეს და ზუსტად მაშინ ჯონსიც მოვიდა გონს, კარგა
დიდი ყლუპი მოასმევინა.
მალე ქირურგიც გამოჩნდა, ჭრილობა ნახა, თავი გააქნია,
ყველაფერი, რაც მანამდე ჯონსის საკეთილდღეოდ გაკეთდა,
სულ წყალში ჩაუყარათ და სასწრაფოდ ლოგინში ჩააწვინეთო,

398
ბრძანა. ვფიქრობთ, აჯობებს, ჯონსი იქ დავტოვოთ მოსასვე-
ნებლად და ეს თავი დავასრულოთ.

თავი 13
მოიცავს ამბავს დიასახლისის მოხერხებულობაზე,
ქირურგის განსწავლულობასა და ღირსეული ლეიტენანტის
ოსტატურ კაზუისტიკაზე

დაჭრილი კაცი ლოგინში ჩააწვინეს, სახლში ნელ-ნელა


ყველაფერი მიწყნარდა და დიასახლისმა ლეიტენანტს მიმარ-
თა:
– ვშიშობ, სერ, მგონი, ამ ახალგაზრდა კაცს თქვენს საზო-
გადოებაში სათანადოდ ღირსეულად არ ეჭირა თავი. რომ
მომკვდარიყო, ახი იქნებოდა, როცა ჯენტლმენები დაბალი
წოდების ადამიანს თავიანთ საზოგადოებაში ყოფნის ნებას
დართავენ, დისტანციაც უნდა დაიცვან. ჩემი პირველი ქმარი
იტყოდა ხოლმე, ეგეთებმა იშვიათად იციან თავის დაჭერაო. მე
თუ მკითხავთ, ჯენტლმენების საზოგადოებაში ვიღაც-ვიღაცე-
ბი არ უნდა გაერიონ, მაგრამ თავიდან ისიც ოფიცერი მეგონა,
ვიდრე სერჟანტმა არ მითხრა, ახალწვეულიაო.
– ქალბატონო, – უპასუხა ლეიტენანტმა, – მცდარად გაგი-
გიათ ყველაფერი. ეს ახალგაზრდა კაცი ძალიან ღირსეულად
მოიქცა და ბევრად უფრო იმსახურებს ჯენტლმენის სახელს,
ვიდრე ის, ვინც შეურაცხყო, რომელიც ძალიან ინანებს, თუ ეს
კაცი მოკვდება. ჩვენ პოლკში არ ვაჩერებთ თავზეხელაღებუ-
ლებს, არმიის შემარცხვენელებს და გასამართლებას თუ გა-
დაურჩა, მადამ, მე ვიქნები დამნაშავე.
399
– რა თქმა უნდა! – თქვა დიასახლისმა, – ვინ იფიქრებდა?
დიახ, დიახ, ძალიან კმაყოფილი ვარ, თქვენი მოწყალება რომ
გაასამართლებს, პასუხი ყველას მოეთხოვება. ჯენტლმენს არ
უნდა შერჩეს საწყალი კაცის მკვლელობა, სული ღარიბსაც
აქვს.
– მართალს ბრძანებთ, მადამ, – თქვა ლეიტენანტმა, – იმ
ახალწვეულს რაღაც ცუდ თვალზე შეხედეთ. ვფიცავ, მედრო-
შეზე უფრო კეთილშობილია.
– კი, – შესძახა ქალმა, – გეთანხმებით. ჩემი პირველი ქმა-
რი ნამდვილი ბრძენი იყო, ამბობდა, გარედან ვერ შეატყობ,
შიგნით რა ხდებაო. შეიძლება ძალიანაც კარგი გარეგნობა
აქვს, მე უბრალოდ სისხლში ამოსვრილი ვნახე პირველად.
ვინ იფიქრებდა? იქნებ ახალგაზრდა ჯენტლმენს შეყვარებული
ჰყავს, მშობლებისთვისაც რამხელა დარდი იქნებოდა, რომ
მომკვდარიყო. იმას კიდევ ეშმაკი შეუჩნდა, ეტყობა, თქვენი
თქმის არ იყოს, არმიას არცხვენს. აქამდე ვინც მინახავს სამ-
ხედრო პირები, სულ სხვანაირები იყვნენ, ქრისტიანის სის-
ხლის დაღვრას მოერიდებოდნენ, იმას ვგულისხმობ, რომ ტყუ-
ილუბრალოდ, როგორც ჩემი ქმარი იტყოდა. რა თქმა უნდა,
ომი სხვა საქმეა, იქ სისხლი უნდა დაიღვაროს, მაგრამ ამის-
თვის არავინ ადანაშაულებთ. რაც მეტს გაჟლეტენ ჩვენს
მტერს, მით უკეთესი. მთელი გულით და სულით ვისურვებდი,
დედებს ერთი ვაჟიც არ შეარჩინონ.
– ო, მადამ! – თქვა ლეიტენანტმა ღიმილით, – რაღაც ძა-
ლიან მავნე სურვილი გაქვთ.
– სულაც არა, – უპასუხა ქალმა, – სულაც არ არის მავნე, მე
ხომ მტერს ვგულისხმობ. განა ბუნებრივი არ არის, მტრის მოს-
პობა ვინატროთ? ბოლოს და ბოლოს, ეს ომები დამთავრდება
და გადასახადები დაიწევს. ამ გადასახადებმა საშინელ დღეში
ჩაგვყარა. წარმოგიდგენიათ, ორმოც შილინგზე მეტს ვიხდით
400
ფანჯრის განათებაში, ლამისაა მთელი სახლი ჩავაბნელოთ.
იმ დღეს ვუთხარი გადასახადის ამკრეფს, ცოტა შეღავათი
უნდა გაგვიკეთოთ, ჩვენ ხომ მთავრობას კარგ მეგობრობას
ვუწევთ, ფულს ვუხდით-მეთქი. ხშირად ვფიქრობ ხოლმე,
მთავრობა არ თვლის თავს ვალდებულად, ჩვენ იმათზე მეტი
გაგვიკეთოს, ვინც არაფერს არ იხდის. კი, კი, ასეა მოწყობილი
სამყარო.
ასე რატრატებდა დიასახლისი, როცა ქირურგი შემოვიდა
ოთახში. ლეიტენანტმა იმწამსვე ავადმყოფი მოიკითხა და ასე-
თი პასუხი მიიღო:
– ბევრად უფრო უარესად იქნებოდა, მე რომ არ მოვსული-
ყავი და ბევრად უკეთ – ადრე რომ დაგეძახათ ჩემთვის.
– სერ, ვიმედოვნებ, – თქვა ლეიტენანტმა, – თავის ქალა
არ არის გატეხილი.
– ჰმ, – შესძახა ქირურგმა, – ეს როდია ყველაზე სახიფათო,
რაც შეიძლება დაგემართოს. სხეულის იმდენნაირი დასახიჩ-
რება შემხვედრია, გაცილებით უფრო საბედისწერო შედეგე-
ბით, თავის ქალის გატეხა არაფერია. ამ საქმეში ნაკლებად
გარკვეულები ასკვნიან ხოლმე, რომ თუ თავის ქალა მთელია,
ყველაფერი წესრიგშია. არადა ისეთი კონტუზიები მინახავს,
აჯობებდა, თავის ქალა ნაწილებად ყოფილიყო დამსხვრეული.
– ვიმედოვნებ, ამ შემთხვევაში ავის მომასწავებელი სიმ-
პტომები არ ვლინდება, – თქვა ლეიტენანტმა.
– სიმპტომები, – უპასუხა ქირურგმა, – ყოველთვის სწორი
და მუდმივი როდია. ყოფილა შემთხვევა, როცა დილის არასა-
ხარბიელო სიმპტომები შუადღისთვის გამოსწორებულა და სა-

401
ღამოს ისევ გაუარესებულა. ჭრილობაზე სწორად და სამარ-
თლიანად არის ნათქვამი – Nemo repente fuit turpissi10. მახ-
სოვს, ერთხელ პაციენტთან გამომიძახეს, tibia 11 დაეშავები-
ნა,გარედან სულ დაფლეთილი ჰქონდა ყველაფერი, ბევრი
სისხლი დაკარგა, vulnus ანუ ჭრილობა ღია იყო და ოს ანუ ძვა-
ლი მოუჩანდა. თან, ამავე დროს, ციებ-ცხელების სიმპტომებიც
გამოვლინდა (პულსი ჩქარი იყო, რაც ფლებოტომიის აუცი-
ლებლობაზე მიანიშნებდა). შემეშინდა, განგრენა არ დაწყებუ-
ლიყო, ამიტომაც მარცხენა მკლავზე ვენა გავხსენი და ოცი
წვეთი სისხლი გამოვადინე, ველოდებოდი, რომ სისხლი წე-
ბოვანი ან, სავარაუდოდ, შედედებული იქნებოდა, როგორიც
არის ხოლმე პლევრიტის ჩივილის დროს, მაგრამ, ჩემდა გასა-
ოცრად, სისხლი ღაჟღაჟა ვარდისფერი აღმოჩნდა, ცოტათი თუ
განსხვავდებოდა სრულიად ჯანმრთელი ადამიანის სისხლის-
გან, რაც იმას ნიშნავს, რომ კოჰეზია... მაგრამ იქნებ კარგად
ვერ გაგებინებთ?
– რა გითხრათ, – უთხრა ლეიტენანტმა, – შემიძლია გით-
ხრათ, რომ ერთი სიტყვაც არ გამიგია.
– მაშ, სერ, თქვენს მოთმინებას დავინდობ და გეტყვით,
რომ ექვსი თვის თავზე ჩემი პაციენტი ისე დადიოდა, როგორც
კონტუზიამდე.
– სერ, – თქვა ლეიტენანტმა, – გეთაყვა, იქნებ ის მაინც
მითხრათ, სასიკვდილო ხომ არ არის ახალგაზრდა ჯენტლმე-
ნის ჭრილობა.
– სერ, – უპასუხა ქირურგმა, – პირველი გადახვევის შემ-
დეგ იმის მტკიცება, ჭრილობა სასიკვდილოა თუ არა, უსაფუძ-
ვლო და სულელური იქნება, ყველანი მოკვდავები ვართ და

10
უეცრად არავინ ხდება საზიზღარი
11
წვივის ძვალი
402
ხანდახან მკურნალობის დროს ისეთი სიმპტომები იჩენს თავს,
დიდი პროფესორებიც რომ ვერ ივარაუდებდნენ.
– კეთილი, ის მაინც მითხარით, მის სიცოცხლეს საფრთხე
ემუქრება?
– საფრთხე! – შესძახა ექიმმა, – განა საფრთხე ნებისმიერს
არ გვემუქრება? ყველაზე ჯანმრთელი ადამიანიც კი იტყვის,
რომ მას არაფერი ემუქრება? მით უმეტეს, ასეთი ჭრილობით
თავზე, შეიძლება კაცს საფრთხე არ ემუქრებოდეს? ერთადერ-
თი, რაც ამ წუთს შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ კარგია, მე
რომ დამიძახეთ და უფრო ადრე რომ დაგეძახათ, უმჯობესი იქ-
ნებოდა. დილით კიდევ ვნახავ, მანამდე ეცადეთ, მშვიდად
იყოს და წყალწყალა ფაფა ბევრი მიიღოს.
– ხერესი არ შეიძლება?
– თუ გინდათ, მიეცით, ოღონდ ცოტა.
– ქათმის ბულიონი?
– კი, კი, კარგია ქათმის ბულიონი.
– ჟელე? – იკითხა დიასახლისმა.
– ჟელე ჭრილობის შესახორცებლად კარგია, – თქვა ექიმ-
მა.
კიდევ კარგი, სოუსებსა და სუპებზე არაფერი ჰკითხეს ექი-
მს, თორემ ყველაფერზე თავს დაუქნევდა, ოღონდ იმ სასტუმ-
როში ფეხი მოეკიდებინა.
წავიდა თუ არა ექიმი, დიასახლისი ლეიტენანტთან მის ქე-
ბა-დიდებას მოჰყვა, მაგრამ უკანასკნელს ექიმის შესაძლებ-
ლობებზე ამ ხანმოკლე შეხვედრიდან დიდად სახარბიელო
შთაბეჭდილება არ დარჩენია, როგორიც დიასახლისს და მის
მეზობლებს (ეგებ სავსებით სამართლიანადაც) შეექმნათ, იმი-
ტომ, რომ ექიმი, ცოტა არ იყოს, პრანჭია კაცი იყო, თუმცა ამას
შეიძლებოდა ხელი არ შეეშალა, კარგი ქირურგიც ყოფილი-
ყო.
403
ქირურგის ლაპარაკიდან ლეიტენანტმა დაასკვნა, რომ
ჯონსის სიცოცხლეს ჯერ კიდევ საფრთხე ემუქრებოდა და
ბრძანა, მისტერ ნორთერტონის დაცვა გაემკაცრებინათ, გა-
დაწყვეტილი ჰქონდა, დილით მომრიგებელი მოსამართლის-
თვის გადაეცა, გლოსტერში მიმავალ ჯარის ნაწილს კი ფრანგ
ლეიტენანტს ჩააბარებდა, რომელმაც, მართალია, არც წერა-
კითხვა იცოდა და ვერცერთ ენაზე წესიერად ვერ ლაპარაკობ-
და, კარგი ოფიცერი იყო.
საღამოს ლეიტენანტმა ჯონსს შეუთვალა, თქვენი მონახუ-
ლება მინდა, მაგრამ თუ შეწუხდებით, ცოტას კიდევ დავიცდიო
და როცა ჯონსისგან მადლობა მიიღო თავაზიანობისა და ყუ-
რადღებისთვის, ოთახში შეაკითხა. დაშავებული ბევრად უკეთ
გამოიყურებოდა, ვიდრე ლეიტენანტი ელოდა. ის კი არა, ჯონ-
სი მეგობარს არწმუნებდა, რომ არა ქირურგის დაჟინება, აქამ-
დეც წამოდგებოდა, რადგან თავს ჩვეულებრივად გრძნობდა,
მხოლოდ ჭრილობის ადგილი ეწვოდა.
– ძალიან გამიხარდებოდა, – მიუგო ლეიტენანტმა, – მარ-
თლა ისე იყოთ, როგორც წარმოგიდგენიათ, რადგან დამნაშა-
ვეს თავად გაუსწორდებოდით. თქვენს შემთხვევაში, როცა მე-
გობრული მორიგება გამორიცხულია, რაც ადრე მომთავრდე-
ბა ყველაფერი, აჯობებს, მაგრამ ვშიშობ, თქვენ ისე კარგად არ
ხართ, როგორც გგონიათ და ამით დიდ უპირატესობას მიანი-
ჭებთ მოწინააღმდეგეს.
– მაინც მოვსინჯავ, – უპასუხა ჯონსმა, – მადლობელი ვიქ-
ნები, თუ კეთილს ინებებთ და ხმალს მათხოვებთ, რადგან სა-
კუთარი არ გამაჩნია.
– სულით და გულით გათხოვებთ, ძვირფასო ბიჭო, – შესძა-
ხა ლეიტენანტმა და აკოცა, – მამაცი ჩანხართ და მომწონს ეგ
სულისკვეთება, ოღონდ ვშიშობ, დასუსტებული უნდა იყოთ,

404
იმდენი სისხლი დაკარგეთ, აუცილებლად ძალას წაგართმევ-
დათ. ლოგინში ამას ვერ მიხვდებით, მაგრამ ხმლის ერთი-
ორი მოქნევის შემდეგ ალბათ იგრძნობთ. წინააღმდეგი ვარ,
ამაღამვე შეებრძოლოთ, მაგრამ ვიმედოვნებ, მალე დაგვეწე-
ვით და სიტყვას გაძლევთ, სურვილს დაგაკმაყოფილებინებთ
ან იმ კაცს, ვინც თქვენ დაგაშავათ, პოლკიდან გავაძევებთ.
– რა მომასვენებს, – თქვა ჯონსმა, – ნეტავი, ახლავე შეიძ-
ლებოდეს ყველაფრის მომთავრება.
– მაგაზე ნუ იფიქრებთ, რამდენიმე დღე არაფერს წყვეტს.
შელახული ღირსება განსხვავდება ჩვეულებრივი ჭრილობის-
გან, ცოტა თუ გადადე მკურნალობა, არაფერი დაშავდება, პა-
ტივმოყვარეობის დაკმაყოფილება ერთი კვირის მერეც შეიძ-
ლება.
– მაგრამ, – უთხრა ჯონსმა, – იქნებ გაუარესდეს ჩემი
მდგომარეობა, რამე გამირთულდეს და მოვკვდე?
– მაშინ თქვენი ღირსების აღდგენა აღარ იქნება საჭირო, –
უპასუხა ლეიტენანტმა, – მე ვიზრუნებ თქვენს კეთილ სახელზე
და მთელ ქვეყანას გავაგებინებ, რომ თუ გამოჯანმრთელდე-
ბოდით, ღირსეულად აპირებდით მოქცევას.
– და მაინც, – თქვა ჯონსმა, – რაღაც არ მომწონს ეს გადა-
დება. როგორც ჯარისკაცს უნდა გაგიმხილოთ, რომ, მართა-
ლია, დიდი შმაგი ყმაწვილი ვარ, ყველაზე გადამწყვეტ მომენ-
ტებში და გულის სიღრმეში ყოველთვის ჭეშმარიტ ქრისტია-
ნად ვრჩები.
– გეფიცებით, მეც, – უთხრა ლეიტენანტმა, – მეც ღრმად
მორწმუნე ქრისტიანი ვარ და სიამოვნებით გისმენდით, რელი-
გიაზე როცა ლაპარაკობდით. ეგ კი, ცოტა არ იყოს, მეწყინა,
ახალგაზრდა ჯენტლმენო, რა არის მოსარიდებელი, საკუთარ
რწმენაზე ვინმეს გული გადაუშალო.

405
– და რა საშინელებაა, – თქვა ჯონსმა, – ჭეშმარიტმა ქრის-
ტიანმა გულში ამხელა ღვარძლი ატარო, მიუხედავად იმისა,
რომ „მან“ აგიკრძალა. როგორ ავიტანო ეს გრძნობა ლოგინს
მიჯაჭვულმა? ან როგორ გავიმართლო თავი, თუ საკუთარ
რწმენას ვეწინააღმდეგები?
– კი, არის ასეთი მცნება, – შესძახა ლეიტენანტმა, – მაგრამ
ღირსეული კაცი მას ვერ დაიცავს. არმიაში თუ მსახურობ,
ღირსეული უნდა იყო. მახსოვს, ერთხელ არმიის მღვდელთან
ერთად პუნშს ვსვამდი და ამ თემაზე ვესაუბრებოდი. აღიარა,
რთული გადასაწყვეტიაო, მაგრამ დასძინა, იმედი მაქვს, ჯა-
რისკაცების მიმართ ღმერთი ამ ერთადერთ შემთხვევაში
გულმოწყალებას გამოავლენსო. დიახ, უნდა გვქონდეს იმედი,
აბა, ვის რად უნდა სიცოცხლე ღირსების გარეშე? არა, არა, ჩე-
მო ძვირფასო, სიკვდილამდე ჭეშმარიტ ქრისტიანად დარჩი,
მაგრამ ღირსებაც შეინარჩუნე და შეურაცხყოფა არასოდეს
აპატიო; ვერცერთი წიგნი, ვერცერთი მღვდელი ამქვეყნად
ვერ შემიცვლის ამ აზრს. მიყვარს ჩემი რელიგია, ოღონდ ღირ-
სება უფრო მეტად მიყვარს. ალბათ რედაქტირებისას შეეშა-
ლათ ან თარგმანში გაეპარათ უზუსტობა, ან სწორად ვერ გა-
იგეს. როგორც უნდა იყოს, კაცმა თავი უნდა გადადოს და
ღირსება დაიცვას. ასე რომ, ამაღამ მოისვენეთ და პირობას
გაძლევთ, მოგცემთ შესაძლებლობას, სამართალი თავად
აღადგინოთ.
მერე კი გულიანად ჩაპროშტნა ჯონსი და მარტო დატოვა.
მართალია, ლეიტენანტი თვითონ კმაყოფილი დარჩა საკუ-
თარი დასაბუთებული მსჯელობით, მაგრამ მის მეგობარზე
იმავეს ვერ ვიტყოდით. ჯონსი კიდევ დიდხანს ფიქრობდა და
რა გადაწყვიტა საბოლოოდ, ამას მკითხველი მომდევნო თავ-
ში შეიტყობს.

406
თავი 14
მართლაც რომ ყველაზე შემზარავი თავია, ამიტომ
ძილის წინ ნუ წაიკითხავთ, განსაკუთრებით სიმარტოვეში

ჯონსი ისეთ კარგ მადაზე გახლდათ, რომ ქათმის თუ, უფრო


სწორად, მამლის ბულიონის გვარიანი პორცია გადასანსლა
და რამე რომ ყოფილიყო, მთელ მამალსაც მიაყოლებდა და
კიდევ ერთ ფუნტ ბეკონსაც და ახლა, როცა აღარც ჯანმრთე-
ლობას უჩიოდა და აღარც უგუნებობას, გადაწყვიტა, ამდგარი-
ყო და თავისი მოსისხლე მტერი მოეძებნა.
ოღონდ ჯერ სერჟანტის მოსაყვანად გაგზავნა, რომელიც
ყველაზე ადრე გაიცნო იმ პოლკში. სამწუხაროდ, პატივცემულ
ოფიცერს უკვე მიეღო მაგარი სასმლის ჩვეული დოზა და ახლა
ბალიში თავქვეშ ამოედო და ისე ხმამაღლა ხვრინავდა, რამე
სათქმელი თუ გქონდა, მისი ხვრინვის გადაფარვა ადვილი არ
იქნებოდა.
მაგრამ ვინაიდან ჯონსი დაჟინებით ითხოვდა მასთან შეხ-
ვედრას, ერთმა ხმაურიანმა მიმტანმა სერჟანტის ძილის დაფ-
რთხობა მოახერხა და ჯონსის თხოვნა გადასცა. სერჟანტი გა-
მოერკვა თუ არა, ლოგინიდან წამოდგა და რადგან ჩაცმულს
ეძინა, იმწამსვე გაემართა ჯონსთან, რომელმაც არ მიიჩნია სა-
ჭიროდ, თავისი გეგმები გაეცნო, თუმცა თამამად შეეძლო ამის
გაკეთება, ალებარდით აღჭურვილი სერჟანტი ხომ თავადაც
ღირსეული პიროვნება იყო და კაციც ჰყავდა მოკლული. ის ერ-
თგულად შეუნახავდა
ჯონსს საიდუმლოს, თუ, რა თქმა უნდა, იმ საიდუმლოსთვის
ჯილდო არ იქნებოდა გამოცხადებული. მაგრამ ვინაიდან ჯონ-
სმა, ხანმოკლე ნაცნობობის გამო, არ იცოდა ამ ღირსებების

407
შესახებ, მაინც თავი დაიზღვია, რაც ალბათ საქებარი და წინ-
დახედული საქციელი იყო.
სათქმელი იმით დაიწყო, რომ სერჟანტს შესჩივლა, ჯარის-
კაცის ყველაზე აუცილებელი აღჭურვილობა არ მაქვს და
მრცხვენიაო, ხმალს გულისხმობდა და უთხრა, ძალიან დავა-
ლებული ვიქნები თქვენგან, ხმალს თუ მიშოვითო.
– მისაღებ ფასს გადავიხდი, – ასე უთხრა, – არ ვითხოვ, მა-
ინცდამაინც მოვერცხლილი ტარი ჰქონდეს, ოღონდ პირი
იყოს კარგი, ჯარისკაცს რომ შეეფერება, ისეთი.
სერჟანტმა მშვენივრად იცოდა, რაც მოხდა და იმასაც მოჰ-
კრა ყური, ჯონსის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებაო, ამიტომ
წამსვე დაასკვნა, რომ შუაღამისას ასეთ მდგომარეობაში მყო-
ფი ჯონსი უეჭველად ბოდავდა. სერჟანტს, რომ იტყვიან, ჭკუა
უჭრიდა და გადაწყვიტა, სიტუაციით ეხეირა.
– სერ, – უთხრა ჯონსს, – მგონი, გამოგადგებით, მე მაქვს
მშვენიერი ხმალი. თქვენი თქმის არ იყოს, ტარი მოვერცხლი-
ლი არა აქვს და არც არის საჭირო, მაგრამ რიგიანია, პირს
რაც შეეხება, ევროპაში საუკეთესოა. ეს ისეთი პირია... ისე-
თი... მოკლედ, ახლავე მოგიტანთ და თავად ნახავთ. გულით
მიხარია, თქვენი მოწყალება რომ გამოკეთდა.სერჟანტი წამ-
სვე დაბრუნდა ხმლით და ჯონსს გადასცა. ჯონსმა გამოართვა,
ქარქაშიდან ხმალი ამოაძრო, სერჟანტს უთხრა, გამოდგება
და ფასი დამისახელეო.
სერჟანტი მოჰყვა ხმლის ქებას, ასე თქვა, ფრანგ ოფიცერს
ეკუთვნოდა, მაღალი ჩინის ოფიცერსო, დეტინგენის ბრძოლა-
ში თავი გავუჩეჩქვე და მისი ხმალი მე დამრჩაო. ტარი ოქროსი
ჰქონია და ვიღაც ჯენტლმენისთვის მიუყიდია, თქვა, ხომ იცით,
ზოგი ხმლის ტარს უფრო აფასებს, ვიდრე პირსო. ჯონსმა შეაწ-
ყვეტინა და სთხოვა, ფასი დაესახელებინა. სერჟანტს, რომელ-
მაც იცოდა, რაც მოხდა, ეგონა, ჯონსი სიკვდილის პირას იყო
408
და ბოდავდა, თან დარდობდა, ცოტა რომ მოვითხოვო, არ ვი-
ზარალოო. ასე რომ, ერთხანს იყოყმანა და მერე უთხრა, ოც
გინეას დავყაბულდებიო, დაიფიცა, ამაზე იაფად ჩემს ძმასაც
არ მივყიდდიო.
– ოცი გინეა! – იყვირა ჯონსმა, – გიჟი გგონივართ თუ ფიქ-
რობთ, ხმალი პირველად ვნახე? ოცი გინეა, როგორ არა! არ
მეგონა, თუ ასე გაკადნიერდებოდით და ჩემს მოტყუებას შეეც-
დებოდით. აიღეთ თქვენი ხმალი, არა, დავიტოვებ, დილით
თქვენს ოფიცერს ვაჩვენებ და როგორ დამიფასეთ, იმასაც
ვეტყვი.
აკი მოგახსენეთ, სერჟანტი დიდი ჭკუადამჯდარი ვინმე იყო
და როცა მიხვდა, მცდარად შეაფასა ჯონსის მდგომარეობა,
თავი ისე მოაჩვენა, თითქოს ძალიან გაუკვირდა და უთხრა:
– სერ, გარწმუნებთ, ზედმეტი არ მომითხოვია. თანაც, ეს
ჩემი ერთადერთი ხმალია და ოფიცრის შენიშვნას დავიმსახუ-
რებ, თუ უხმლოდ დამინახავს. სიმართლე რომ გითხრათ, ოცი
შილინგი სულაც არ არის ძალიან ბევრი.
– ოცი შილინგი! – იყვირა ჯონსმა, – ახლა არ მითხარით,
ოცი გინეაო?!
– როგორ! – სერჟანტმაც იყვირა, – ნამდვილად მოგესმათ
ან მე ვთქვი არასწორად, ჯერაც ნახევრად მძინავს. ოცი გინეა,
რა გასაკვირია, ასე რომ გაცეცხლდით! არა, არა, ოცი შილინ-
გი ვიგულისხმე, გეფიცებით. როცა თქვენი მოწყალება ყველა-
ფერს აწონ-დაწონის, ვიმედოვნებ, ეს ფასი გადამეტებული არ
მოგეჩვენებათ. რა თქმა უნდა, უფრო იაფადაც შეიძლება კარ-
გი იარაღის ყიდვა, მაგრამ...
ჯონსმა შეაწყვეტინა:
– არ ვაპირებ ვაჭრობას, ერთი შილინგით იმაზე მეტს მოგ-
ცემ, რასაც ითხოვ.

409
მერე სერჟანტს ერთი გინეა მისცა, წადი, დაიძინეო, უთხრა
და დასძინა, ვიმედოვნებ, თქვენ დივიზიას ვორჩესტერამდე
დავეწევიო.
სერჟანტი თავაზიანად დაემშვიდობა ჯონსს, ვაჭრობით კმა-
ყოფილი გახლდათ და ასევე საკმაოდ ნასიამოვნები, ოსტატუ-
რად რომ გამოასწორა შეცდომა.
სერჟანტი გავიდა თუ არა, ჯონსი წამოდგა, შეიმოსა, ხიფთა-
ნიც შემოიცვა და თეთრ ფონზე სისხლის ლაქები უფრო მკაფი-
ოდ გამოჩნდა. ახლად შეძენილი ხმალი რომ ჩაბღუჯა და ის
იყო, გარეთ უნდა გასულიყო, მოულოდნელად წარმოიდგინა,
რის ჩადენას აპირებდა, რამდენიმე წუთი ფიქრობდა, რომ
სულ მალე შეიძლებოდა ადამიანი სიცოცხლეს გამოესალმე-
ბინა ან თავად გამოსალმებოდა სიცოცხლეს.
– კარგი, კარგი, – ასე თქვა, – და რას ვეწირები? ღირსებას?
და ვინაა ის ადამიანი? ვიღაც ნაძირალა, რომელმაც შეურაც-
ხყოფა მომაყენა და ყოველგვარი საბაბის გარეშე დამჭრა. გა-
ნა შურისძიებას ღმერთი არ გვიკრძალავს? დიახ, მაგრამ სამ-
ყარო ამას ითხოვს. კარგი, მაგრამ ვის აჯობებს დავემორჩი-
ლო? ღვთის წყრომა დავიმსახურო თუ მხდალის სახელი?
აღარ მინდა ბევრი ფიქრი, გადავწყვიტე – შევებრძოლები.
საათმა თორმეტი ჩამოკრა. უკვე ყველას ეძინა, ნორთერ-
ტონის მცველის გარდა, როცა ჯონსმა ჩუმად შეაღო იმ ოთახის
კარი, სადაც თავისი მტერი ეგულებოდა, მისი ადგილსამყოფე-
ლი მიმტანისგან შეიტყო. იმ წუთს ჯონსზე შემზარავი ფიგურის
წარმოდგენა გაგიჭირდებოდათ. როგორც ადრე გითხარით,
სისხლით შეღებილი ღია ფერის ხიფთანი ემოსა, მას შემდეგ,
რაც ექიმმა კიდევ ოცი წვეთი სისხლი გამოადინა, სახეზე
მკვდრის ფერი ედო, თავზე იმდენი ბინტი ეხვია, ჩალმა გეგო-
ნებოდათ, მარჯვენა ხელში ხმალი ეჭირა, მარცხენაში – სან-
თელი. დასისხლიანებული ბანკოს აჩრდილი მასთან რას მივი-
410
დოდა. ვფიქრობ, ასეთ შემზარავ მოჩვენებას ჯერ არცერთ სა-
საფლაოზე არ ჩაუვლია და ვერც სომერსეტშირში, შობის ღა-
მეს ბუხართან თავმოყრილი ნათესავები წარმოიდგენდნენ
უფრო თავზარდამცემ სანახაობას.
როცა მცველმა ჩვენი გმირი შენიშნა, თმა ყალყზე დაუდგა
და გრენადერის ქუდმა ნაზად დაიწყო ზევით-ზევით აწევა, იმა-
ვე წამს მუხლები ერთმანეთს შეეხალა და მალე მთელი სხე-
ული ციებ-ცხელების კანკალმა შეიპყრო. მცველმა ერთი გაის-
როლა და პირქვე დაენარცხა იატაკზე.
დანამდვილებით ვერ გეტყვით, შიშმა აიძულა მცველი, გა-
ესროლა თუ სიმამაცემ ან უმიზნებდა თუ არა შემზარავ არსე-
ბას, მაგრამ თუკი უმიზნებდა, გაუმართლა, რომ ააცილა.
ჯონსმა დაინახა, როგორ დაეცა მცველი, იმასაც მიხვდა,
რამ შეაშინა და ღიმილი ვერ შეიკავა, არადა თავად რომ გადა-
ურჩა საფრთხეს, ამაზე არ უფიქრია. მცველს, რომელიც ისევ
იმ პოზაში ეგდო, გვერდი აუარა და ოთახში შევიდა, სადაც,
როგორც ეგონა, ნორთერტონი ჰყავდათ გამომწყვდეული. ერ-
თადერთი, რაც იქ დაინახა, დაცლილი კათხა იყო, მაგიდაზე
ლუდი ესხა, ეტყობოდა, რომ ცოტა ხნით ადრე ვიღაცამ ამ
ოთახში ლუდი მიირთვა, მაგრამ ახლა სრულიად ცარიელი
იყო. ჯონსმა იფიქრა, სხვა ოთახში გამავალი კარი იქნება სად-
მეო, მაგრამ ბევრი ეძება თუ ცოტა, ასეთ კარს ვერ მიაგნო.
რამდენჯერმე დაიძახა ნორთერტონის სახელი, მაგრამ არავინ
გამოეპასუხა, ძახილმა შედეგად ერთადერთი ის გამოიღო,
რომ ნახევრად უგონო მდგომარეობაში მყოფი მცველი საბო-
ლოოდ დარწმუნდა, ჯონსი გარდაიცვალა და ახლა მისმა აჩ-
რდილმა მკვლელს მოაკითხაო. საბრალო შიშისგან მისავა-
თებული ეგდო იატაკზე და მე მთელი გულით და სულით ვინატ-
რებდი, მსახიობებს, რომლებიც შიშისგან გონებაარეულ ადა-
მიანს ასახიერებენ, შესძლებოდათ მისი ნახვა და ესწავლათ,
411
როგორ ეთამაშათ ბუნებრივად, იმ მანჭვა-გრეხის ნაცვლად,
ქანდარაზე მსხდომთა გასაცინებლად რომ გამოდგება მხო-
ლოდ.
ჩიტი გაფრენილი რომ დახვდა, ჯონსმა მართებულად გა-
იფიქრა, რომ სროლის ხმა მთელ სახლს ფეხზე დააყენებდა,
ამიტომ სანთელი აანთო, თავისი ოთახისკენ გაიძურწა და
ლოგინში ჩაწვა, თუმცა შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა, ნიკრი-
სის ქარით ლოგინს მიჯაჭვული ჯენტლმენის გარდა, კიდევ
სხვაც რომ ყოფილიყო ვინმე მის სართულზე. ვიდრე ჯონსი თა-
ვის ოთახს მიაღწევდა, დარბაზი, სადაც მცველი იმყოფებოდა,
ლამის სულ გადაივსო ხალხით, ზოგი საცვლის ამარა იყო, ზო-
გი – ნახევრად შიშველი და ყველა ერთმანეთს ეკითხებოდა,
რა ხდებაო.
ჯარისკაცი, ჩვენ რომ დავტოვეთ, ისევ იმ პოზაში ეგდო.
რამდენიმე კაცი ერთდროულად მივარდა ასაყენებლად, ზო-
გიერთს მკვდარი ეგონა, მაგრამ იმწამსვე დარწმუნდნენ, რომ
ცდებოდნენ, რადგან მან გაიბრძოლა და ხარივით დაიბღავ-
ლა. სინამდვილეში, მცველმა ისინიც ავ სულებად წარმოიდგი-
ნა, აჩრდილთან შეხვედრის მერე ისე იყო დამფრთხალი, ყვე-
ლაფერი მოჩვენებად და აჩრდილად ელანდებოდა.
ბოლოს და ბოლოს, ერთობლივი ძალით მცველი დაჯაბნეს
და ფეხზე წამოაყენეს. როცა სანთლები შემოიტანეს და ორი-
სამი მეგობარი დაინახა, ცოტა გონს მოეგო, მაგრამ კითხვაზე,
რა მოხდაო, უპასუხა:
– დავიღუპე, დავიღუპე, ამას ვერ გადავიტან, მე ის ვნახე!
– ვინ ნახე, ჯეკ? – ჰკითხა ერთმა ჯარისკაცმა.
– გუშინ რომ მოკლეს, ის ახალწვეული ვნახე. მერე ამოიწ-
ყვიტა ყველაფერი, ჩემი თვალით დავინახე ის ახალწვეულიო,
სულ სისხლში იყო ამოსვრილი და პირიდან და ნესტოებიდან

412
ცეცხლს ყრიდა, ნორთერტონის ოთახში შევიდა, ყელში სწვდა
და ერთად რომ გაფრინდნენ, მეხის გავარდნის ხმა გაისმაო.
ეს მონათხრობი კეთილგანწყობით მოისმინეს, ყველა ქალ-
მა დაიჯერა და ღმერთო, გვიშველეო, პირჯვარს იწერდნენ. კა-
ცების უმეტესობამაც დაიჯერა, მაგრამ ზოგიერთმა მასხრად
აიგდო, ერთმა სერჟანტმა კი უთხრა:
– ჩვენ კიდევ დავილაპარაკებთ ამაზე, გაჩვენებთ, როგორ
უნდა საგუშაგოზე დაძინება.
ჯარისკაცმა უპასუხა:
– დამსაჯეთ, თუ გნებავთ, მაგრამ მე ფხიზლად ვიყავი. წყე-
ული ვიყო, თუ არ მენახოს ის მკვდარი კაცი, უზარმაზარი ჩი-
რაღდნებივით თვალებით მიყურებდა.
პოლკის უფროსი და სახლის უფროსი ერთდროულად გა-
მოჩნდნენ. პოლკის უფროსს ჯერ არ ეძინა, როცა გასროლის
ხმა გაიგონა, არ უფიქრია, რომ რამე უბედურება მოხდა, მაგ-
რამ თავი ვალდებულად მიიჩნია, იმწამსვე წამომდგარიყო.
დიასახლისი კი უფრო შეშფოთებული ჩანდა, რადგან თავისი
კოვზების და კათხების დარდი ჰქონდა.
საცოდავი მცველისთვის ლეიტენანტთან შეხვედრა აჩრდი-
ლის დანახვაზე ცოტა უფრო სასიამოვნო გამოდგა. თავიდან
მოჰყვა ამბავს და სისხლი და ცეცხლი შემატა, მაგრამ ბოლოს
შემოსწრებულები, სამწუხაროდ, ვერ დააჯერა. მართალია,
ლეიტენანტი მორწმუნე კაცი იყო, ასეთი შიშებისგან თავისუ-
ფალი გახლდათ და თანაც სულ ახალი ნანახი ჰყავდა ცოცხა-
ლი ჯონსი. რაც შეეხება დიასახლისს, შეიძლება დიდი მორწმუ-
ნე არ ყოფილა და სულების არსებობის თეორიას არ იზიარებ-
და, მაგრამ მცველის მონათხრობში რაღაც სიყალბე შენიშნა,
რასაც ახლავე მოვუყვებით მკითხველს.
ნორთერტონი აჩრდილმა გაიტაცა თუ რაიმე სხვა გზა ნახა,
არავინ იცოდა, ოღონდ დატყვევებული ნამდვილად აღარ იყო.
413
ასეთ შემთხვევაში ლეიტენანტმა თითქმის ისეთივე გადაწყვე-
ტილება მიიღო, როგორიც ადრე სერჟანტმა და მცველის დაპა-
ტიმრება ბრძანა. აი, ასეთი ბედუკუღმართობა მოხდა (რაც არ-
მიისთვის არც ისე უჩვეულო რამაა) – მცველს თავად მიუჩინეს
მცველი.

თავი 15
თავგადასავლის დასასრული

ლეიტენანტი საცოდავ მცველს, საგუშაგოზე ჩაძინების გარ-


და, ღალატშიც ადანაშაულებდა. ერთი სიტყვაც არ დაუჯერე-
ბია აჩრდილზე და მიაჩნდა, რომ ეს მხოლოდ მის მოსატყუებ-
ლად ითქვა, სინამდვილეში კი ნორთერტონისგან ქრთამი
აიღო, რომ გაეპარებინა. თანაც მცველის ასე შეშინება ძალიან
არაბუნებრივი ეჩვენებოდა, ის ხომ ერთ-ერთი გამორჩეულად
მამაცი ჯარისკაცი იყო პოლკში.
მკითხველმაც რომ არ შეიქმნას არასწორი შთაბეჭდილება
ამ კაცზე, აღარ გადავდებთ და ავარიდებთ დანაშაულში მხი-
ლებას.
მისტერ ნორთერტონი აშკარად ერთობ კმაყოფილი დარჩა,
ნამოქმედარმა ასეთი დიდება რომ მოუტანა. შესაძლოა, სად-
მე ყური მოჰკრა ან თავად მიხვდა, რომ დიდებას ყოველთვის
თან ახლავს შური, თუმცა ვერ დავიჩემებ, რომ ის ეთაყვანებო-
და ან სწამდა ნემესისის, ჩემი ღრმა რწმენით, გაგონილიც არ
ექნებოდა მისი სახელი. ამას გარდა, მოუსვენარი ყმაწვილი
იყო და გლოსტერის ციხე-კოშკის ჩაჟამებული ოთახები დი-
დად არ ეპიტნავებოდა და ვერც ერთ ხის შენობაზე უხერხულ

414
ფიქრებს იგდებდა თავიდან, რომლის დასახელებას, საყო-
ველთაო შეხედულების გათვალისწინებით, მოვერიდები,
თუმცა მიმაჩნია, რომ ამ შენობით უნდა უფრო ვიამაყოთ, ვიდ-
რე შეგვრცხვეს, მას ხომ სხვა საზოგადოებრივ შენობებთან შე-
დარებით ბევრად უფრო მეტი სარგებელი მოაქვს ან, ყოველ
შემთხვევაში, შეიძლებოდა მოეტანა. ერთი სიტყვით, აღარ გა-
ვაგრძელებთ მისტერ ნორთერტონის ზრახვების განხილვას,
გეტყვით მხოლოდ, რომ გადაწყვეტილი
ჰქონდა, იმავე საღამოს დაეტოვებინა იქაურობა, ოღონდ
ეს არც ისე იოლი ჩანდა და უნდა მოეფიქრებინა, რა გზით მო-
ეხერხებინა გაქცევა.
მართალია, ეს ახალგაზრდა მორალის საკითხში ცოტა მო-
იკოჭლებდა, ფიზიკურად ძლიერი და კარგად აღნაგი იყო. ზო-
გადად, ქალებს მოსწონდათ ჯანსაღი იერის, ფართო სახის და
კარგი კბილების გამო. არც ჩვენი დიასახლისი დარჩენილა
გულგრილი მის მიმართ. რაც ექიმისგან შეიტყო, რომ ახალ-
წვეული ვერ იყო კარგად და შესაბამისად, ვერც მედროშის
მდგომარეობა იქნებოდა სახარბიელო, მისდამი გულწრფელი
თანაგრძნობით განიმსჭვალა და ტუსაღის მონახულების უფ-
ლება მოიპოვა. ნორთერტონი ძალიან მელანქოლიურ გან-
წყობაზე დახვდა და დიასახლისმა კიდევ უფრო გაუფუჭა გუნე-
ბა, როცა ახალწვეულის უიმედო მდგომარეობის შესახებ აუწ-
ყა, თუმცა რამდენიმე ქარაგმულად ნათქვამი სიტყვაც ჩაუგ-
დო, რასაც მედროშე იმწამსვე და მთელი მონდომებით ჩაებ-
ღაუჭა. მალე საერთო ენაც გამონახეს, შეთანხმდნენ, როგორც
კი იქაურობა დაცარიელდებოდა, მედროშე დიასახლისისგან
სიგნალს მიღებდა და სამზარეულოსთან დამაკავშირებელი
საკვამურით იქ გადაძვრებოდა.

415
განსხვავებული ბუნების მკითხველმა ნაჩქარევად რომ არ
დაგმოს დიასახლისის თანაგრძნობა და სულელური ან საზო-
გადოებისთვის საზიანო არ უწოდოს, საჭიროდ მივიჩნიეთ,
დროულად მოგახსენოთ, რომ არსებობდა კიდევ ერთი უმნიშ-
ვნელო დეტალი, რომელსაც შეიძლებოდა რამდენადმე ემოქ-
მედა ქალის გადაწყვეტილებაზე. მედროშეს ჯიბეში ორმოც-
დაათი გირვანქა აღმოაჩნდა, რაც მთელი პოლკის საკუთრება
იყო; ისე მოხდა, რომ კაპიტანი ლეიტენანტს წაეჩხუბა და ჯა-
რისკაცებისთვის ხელფასის გადახდა მედროშეს ანდო, მან კი
ეს თანხა მართებულად მიაბარა დიასახლისს, ალბათ რო-
გორც გირაო, როცა დაბრუნდებოდა და სასამართლოში თა-
ვის მართლება მოუწევდა. მოკლედ, რაც უნდა ყოფილიყო მი-
ზეზი, ფაქტი ისაა, რომ ქალმა ფული მიიღო, მედროშემ – თა-
ვისუფლება.
სავარაუდოდ, მკითხველი ელოდება, რომ ეს კეთილი და
თანაგრძნობით აღსავსე ქალი უდანაშაულოდ დაპატიმრებულ
მცველს სიტყვას შეაწევდა, მაგრამ არ ვიცი, უკვე ამოწურული
ჰქონდა მთელი თავისი თანაგრძნობა თუ საწყალ ბიჭს დიდად
მოსაწონი გარეგნობა არ აღმოაჩნდა, ვერ ავიღებ ჩემს თავზე
რამის მტკიცებას, მაგრამ არათუ სიტყვა არ შეაწია, ლეიტე-
ნანტს არწმუნებდა, დამნაშავე იქნებაო, თვითონ თვალები და
ხელები ცისკენ აღაპყრო და განაცხადა, მე მკვლელს არასო-
დეს გავუმართავდი ხელს გაქცევაშიო.
სახლში ისევ სიმშვიდემ დაისადგურა და ყველა ისევ დასა-
ძინებლად წავიდა, მაგრამ დიასახლისს ან თავისი ცქვიტი ბუ-
ნების გამო, ან ჭურჭლის დარდი რომ ჰქონდა, ძილი არ ეკარე-
ბოდა და დროის გასაყვანად ოფიცრებს პუნში შესთავაზა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ჯონსი ფხიზლობდა, ეს ფა-
ციფუცი ესმოდა და დეტალებსაც სიხარულით გაიგებდა, ამი-
ტომ ზარი გააწკარუნა, მაგრამ რამდენიც უნდა ერეკა, შედეგს
416
ვერ გამოიღებდა, რადგან დიასახლისმა ისე კარგად მოილხი-
ნა ოფიცრებში, მხოლოდ საკუთარი ხმის წკრიალი ესმოდა.
მიმტანი და მოახლე ამ დროს სამზარეულოში იყვნენ და ყოვე-
ლი ზარის დარეკვა ისე აფრთხობდათ, ადგილიდან ვერ ინძრე-
ოდნენ.
ბოლოს და ბოლოს, ერთი წუთით ლაყბობა რომ შეწყდა,
ჯონსს გაუმართლა და დიასახლისმა ყური მოჰკრა ზარის ხმას,
მოსამსახურეებს გასძახა და ისინიც იმწამსვე იქ გაჩნდნენ.
– ჯო, არ გესმის, ჯენტლმენი რომ რეკავს? რატომ არ მიდი-
ხარ?
– ეს ჩემი საქმე არაა, ბეტი წავიდეს, – უპასუხა მიმტანმა, –
მე ოთახებში არ ვემსახურები.
– თუ მასეა, – თქვა მოახლე ბეტიმ, – არც მე არ მეხება ჯენ-
ტლმენებთან ოთახში სიარული, შეიძლება ერთი-ორჯერ გამი-
კეთებია, მაგრამ არასდიდებით აღარ ვიზამ.
ამასობაში ზარი გამალებით რეკავდა და დიასახლისი ისე
აღშფოთდა, ჯოს უთხრა, თუ ახლავე არ ახვალ, გეფიცები, დი-
ლით გაგაგდებო.
– როგორც გენებოთ, მადამ, მე სხვის საქმეს არ გავაკეთებ.
ქალმა ახლა მოახლის მოთაფვლა სცადა, მაგრამ უშედე-
გოდ, ბეტი ჯოზე ნაკლები ჯიუტი როდი იყო. ორივე ამბობდა,
ჩემი საქმე არ არის და არ გავაკეთებო.
ლეიტენანტს გაეცინა, თქვა, მე დავასრულებ ამ კამათსო და
მოსამსახურეებს მიუბრუნდა. ორივეს შეუქო მტკიცე ხასიათი
და დასძინა, დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი თქვენგანი რომ
წასულიყო, მეორეც გაჰყვებოდაო, რაზედაც მომტანიც და მო-
ახლეც დაეთანხმნენ და ლამის ჩახუტებულები გაუყვნენ ჯონ-
სის ოთახისკენ გზას. თვალს რომ მოეფარნენ, ლეიტენანტმა
დიასახლისი დაამშვიდა, ხომ ხედავთ, რატომ არ უნდოდა არც
ერთს მარტო წასვლაო.
417
მოსამსახურეები მალევე უკან დაბრუნდნენ და ქალბატონს
მოახსენეს, რომ ჯენტლმენი არათუ არ კვდებოდა, სრულიად
ჯანმრთელივით ხალისიანად ელაპარაკათ, ლეიტენანტს უთ-
ვლიდა, თუ პატივს დამდებთ და მინახულებთ, ვიდრე ლაშ-
ქრობაში წახვალთ, ძალიან მოხარული ვიქნებიო.
ლეიტენანტმა დაუყოვნებლივ შეასრულა მისი თხოვნა.
ჯონსის სასთუმალთან ჩამომჯდარმა, მოუყვა, რა ამბებიც დატ-
რიალდა ქვედა სართულზე და ბოლოს დასძინა, მცველი სამა-
გალითოდ უნდა დავსაჯოო.
ეს რომ მოისმინა, ჯონსმა სიმართლე გაუმხილა და შეემუ-
დარა, საწყალი ჯარისკაცი დაინდეო.
– დარწმუნებული ვარ, – ასე თქვა, – მას ბრალი არ მიუძ-
ღვის მედროშის გაქცევაში და არც ტყუილი შეუთხზავს თავის
გასამართლებლად.
ლეიტენანტი ცოტა ხანს შეყოყმანდა და მერე ჯონსს უთხრა:
– თქვენ, ერთი მხრივ, გაამართლეთ მცველი, მაგრამ, მე-
ორე მხრივ, ის მარტო ხომ არ იდგა საგუშაგოზე? ისე კი სიმ-
ხდალისთვის სიამოვნებით დავსჯიდი მაგ არამზადას. თუმცა
ვინ იცის, მოჩვენებების შიშს რა ძალა აქვს? ამას გარდა, სი-
მართლე გითხრათ, მტერთან ყოველთვის სიმამაცეს იჩენდა.
ერთი სიტყვით, გპირდებით, ლაშქრობაში როცა წავალთ, გა-
ვათავისუფლებ. მოიცა, პოლკოვნიკი გვიხმობს. ჩემო კარგო
ბიჭო, მოდი, ერთხელაც ჩაგპროშტნოთ. მშვიდად იყავით, არ
იჩქაროთ, გახსოვდეთ ქრისტიანული შეხედულება მოთმინე-
ბაზე. პირობას გაძლევთ, ჩაგივარდებათ შემთხვევა, შური იძი-
ოთ იმ ყმაწვილზე.
ეს რომ უთხრა, ლეიტენანტმა ოთახი დატოვა, ჯონსმა კი
დაძინება სცადა.

418
წიგნი VIII

მოიცავს დაახლოებით ორ დღეს

თავი 1
საოცრად გრძელი თავი, რომელიც ეხება შესანიშნავს; ბევრად უფრო
გრძელია, ვიდრე რომელიმე ჩვენი შესავალი თავი

419
ჩვენ ახლა ვიწყებთ წიგნს, რომელშიც იძულებული გავხდე-
ბით, გაცილებით უცნაურ და გასაოცარ ამბებს მოვყვეთ, ვიდ-
რე აქამდე მოგვიყოლია, ამიტომ არ იქნება უადგილო, შესა-
ვალში ვახსენოთ ლიტერატურის ჟანრი, რომელსაც ეწოდება
შესანიშნავი. საკუთარი და სხვის ინტერესების დასაცავად, ამ
ჟანრს გარკვეულ საზღვრებს დავუწესებთ და მართლაც რომ
არაფერია ასე აუცილებელი. განსხვავებული ყაიდის კრიტი-
კოსები (აქ და სადაც კი შეხვდებით ტექსტში, ეს სიტყვა ზოგა-
დად მკითხველს გულისხმობს.) ხომ უკიდურესობაში გადა-
ვარდნის მიდრეკილებას ავლენენ, როცა სხვები, მათ შორის
ბატონი დასიერიც, დასაშვებად მიიჩნევენ, რომ ზოგჯერ შეუძ-
ლებელი შესაძლებელია (ბატონ დასიერს გაუმართლა, რომ
ირლანდიელი არ იყო.), დანარჩენებს კი ისე ნაკლებად აქვთ
ისტორიული თუ პოეტური რწმენა, რომ არც შესაძლებლის
სჯერათ და არც შეუძლებლის, თუ თავად შემთხვევით არ შეეს-
წრნენ. მაშ, ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, სწორი იქნება,
ყველა მწერალს მოეთხოვოს, შესაძლებლობის საზღვრებს არ
გასცდეს და ახსოვდეს, რომ ძნელია იმის დაჯერება, რის შეს-
რულებაც შეუძლებელია. იქნებ ამ მოსაზრებამ შვა მითები ან-
ტიკურ ღვთაებებზე (რადგან უმეტესობა პოეტური წარმომავ-
ლობისაა). პოეტი, რომელსაც ჭირვეული და ექსტრავაგანტუ-
რი წარმოსახვის დაკმაყოფილება სურდა, იმ ძალას მიმარ-
თავდა, რომლის სიდიდეს მკითხველი ვერ განსაზღვრავდა ან-
და საერთოდ განუსაზღვრელად მიიჩნევდა და, შესაბამისად,
დიდადაც არ ზაფრავდა მასთან დაკავშირებული სასწაულები.
ამ მოსაზრებას ხშირად მიმართავდნენ ჰომეროსის სასწაულე-
ბის დასაცავად და ალბათ გამოდგებოდა კიდეც დაცვისთვის,
მისტერ პოუპის აზრით, არა იმიტომ, რატომაც ულისე ფეაკე-

420
ლებს სულელურ ტყუილებს უყვება, არამედ იმიტომ, რომ თა-
ვად პოეტი წარმართებისთვის წერდა, მათთვის კი პოეტური
იგავები რწმენის დოგმატი იყო. მე თუ მკითხავთ, გამოგიტყდე-
ბით, ისეთი გულჩვილი ხასიათი მაქვს, რომ ვისურვებდი, პო-
ლიფემე რძეს დასჯერებოდა და თვალი შეენარჩუნებინა; ნურც
ულისე შეწუხდებოდა ჩემზე მეტად, როცა მის მეგობრებს ღო-
რებად გადააქცევდა კირკე, კაცის ხორცის მიმართ დიდი პატი-
ვისცემა რომ გამოავლინა და შესაძლებლად მიიჩნია მისი ბე-
კონად გარდაქმნა. მთელი გულით და სულით ვისურვებდი,
ჰომეროსს სცოდნოდა ჰორაციუსის მიერ დადგენილი წესები,
სახელდობრ, რაც იშვიათად შემოიყვან სცენაზე ზებუნებრივი
ძალების შუამავლებს, მით უკეთესია. ასეთ შემთხვევაში ვე-
ღარ ვიხილავდით ყოველი წვრილმანის გამო მიწაზე დაშვე-
ბულ ღმერთებს, რაც არათუ ცოტა პატივისცემას უკარგავს მათ
ჩვენს თვალში, სასაცილოსაც კი ხდის. ჰომეროსის ასეთ საქ-
ციელს არ შეიძლებოდა კეთილგონიერი და მორწმუნე წარ-
მართი არ შეეცბუნებინა და ვერაფერი დაიცავდა, თუ არა ის
ვარაუდი, რომელსაც მეც ლამის ვეთანხმები, რომ მართლაც
დიდი პოეტი განზრახ ამასხარავებდა თავისი ქვეყნის და თავი-
სი საუკუნის ცრურწმენებს.ისე, მეტისმეტად დიდი დრო და-
ვუთმე თეორიას, რომელიც ქრისტიან მწერალს არაფერში არ-
გია, რადგან თუ მას არ შეუძლია ნაწარმოებში შემოიყვანოს
ძალნი ცისანი, როგორც საკუთარი სარწმუნოების ნაწილი, მა-
შინ ხომ ბავშვური საქციელი იქნება, დიდი ხნის წინ უკვდავე-
ბადაკარგული ღვთაებები ისესხო. ლორდი შეფთსბერი მიიჩ-
ნევს, რომ არაფერია იმაზე უინტერესო, ვიდრე თანამედროვე
მწერლის მიერ მუზების გამოხმობა. მას შეეძლო დაემატებინა,
რომ მეტად აბსურდულიც არაფერი აღმოჩნდებოდა. თანამედ-
როვე მწერლისთვის უფრო მოხდენილი იქნებოდა, მიემართა

421
ბალადისთვის, რასაც, ზოგიერთის აზრით, ჰომეროსი აკეთებ-
და, ან კათხა ლუდისთვის, როგორც ჰუდიბრასის ავტორი იქ-
ცეოდა და რასაც პოეზიისთვის და პროზისთვისაც მეტი შთაგო-
ნება მოუტანია, ვიდრე ჰიპოკრენის და ჰელიკონის წყლებს.
ერთადერთი ზებუნებრივი ძალები, რომელთა გამოხმობა
თანამედროვე მწერლისთვის დასაშვებია, აჩრდილები არიან,
მაგრამ აქაც ვურჩევდი ავტორებს, უკიდურესად ზომიერები
იყვნენ. დიდი სიფრთხილეა საჭირო, როგორც თაგვის წამალ-
თან ან სხვა რომელიმე საშიშ სამედიცინო საშუალებასთან.
ასევე არ ვურჩევდი მათ შემოყვანას ისეთ ნაწარმოებებში და
ისეთ ავტორებს, სადაც ან ვისთვისაც მკითხველის ხარხარი
გაუგებარი და დამთრგუნველია.
რაც შეეხება ელფებს და ფერიებს და სხვა მათგვარ წარმო-
სახულ პერსონაჟებს, განზრახ არ ვახსენებ, რადგან მენანება,
რაიმე საზღვრებში მოვამწყვდიო მწერლების გასაოცარი ფან-
ტაზია, მათი უსაზღვრო შესაძლებლობების აღსაქმელად ხომ
ადამიანის ბუნება ძალიან შეზღუდულია. მათი ნაწარმოებები
ახალ ქმნილებებად უნდა წარმოიდგინო, ისინი უფლებამო-
სილნი არიან, რაც სურთ, ის მოიმოქმედონ.
დღევანდელ დღეს პოეტების და ისტორიკოსების უმაღლე-
სი თემა (იშვიათი გამონაკლისის გარდა) არის ადამიანი, და
როდესაც მასთან ურთიერთობას ვიწყებთ, დიდი სიფრთხილე
გვმართებს, მისი შესაძლებლობების ზღვარს რომ არ გადავა-
ბიჯოთ.
თუმცა შესაძლებლობა არ კმარა ჩვენს გასამართლებლად,
ალბათობაც უნდა გავითვალისწინოთ. მგონი, არისტოტელემ
ან რომელიღაც სხვა ბრძენმა თქვა, რომლის ავტორიტეტიც
ისევე სანდოა, რადგან ისევე ძველია – პოეტს, რომელიც უჩ-
ვეულო ამბავს ჰყვება, არ მიეტევება, რომც ნამდვილ ფაქტზე

422
ჰყვებოდეს. ეს ალბათ დასაშვებია პოეტებისთვის, მაგრამ შე-
უძლებელია გავრცელდეს ისტორიკოსზეც, ვინაიდან ისტორი-
კოსი ვალდებულია, ისე გადმოსცეს ყველაფერი, როგორც
ხდებოდა, გინდაც იმდენად უჩვეულო იყოს, ვერ დაიჯერებდი,
თუ ისტორიის დიდი რწმენა არ გექნებოდა. ასეთია ჰეროდო-
ტეს მიერ აღწერილი ქსერქსეს წარუმატებელი სამხედრო შეი-
არაღება ან არიანეს მოყოლილი ალექსანდრეს წარუმატებე-
ლი ლაშქრობა. ბოლოს წლებში ასეთი იყო ჰენრი მეხუთის გა-
მარჯვება აზენკურის ბრძოლაში და შვედეთის კარლ მეთორ-
მეტის მიერ ნარვის დაპყრობა. რაც მეტს ვფიქრობთ, ყველა ეს
შემთხვევა უფრო საკვირველი გვეჩვენება.
ამგვარი ფაქტები გვხვდება თხრობისას და მონათხრობის
არსებით ნაწილსაც კი წარმოადგენს, ამიტომაც ისტორიკოსი
არა მხოლოდ უფლებამოსილია, მოჰყვეს, რა მოხდა სინამ-
დვილეში, უპატიებელიც კია, რამე გამოტოვოს ან შეცვალოს.
სიმართლე რომ ითქვას, თუ ისტორიკოსი მხოლოდ მომ-
ხდარით შემოიფარგლება და ყველა არც ისე ზუსტად დამოწ-
მებულ და მისი აზრით ყალბ ვითარებას გამორიცხავს, შეიძ-
ლება ხანდახან გადავარდეს შესანიშნავში, მაგრამ მისი ნაამ-
ბობი არასოდეს იქნება წარმოუდგენელი. ისტორიკოსი ხში-
რად აღძრავს მკითხველის ინტერესს და მას ხშირად გააოცე-
ბს, მაგრამ ჰორაციუსის ნახსენებ ურწმუნო სიძულვილს ვერ
აღძრავს. ეს როცა მხატვრულ ლიტერატურას ვქმნით, ზოგა-
დად მაშინ ვარღვევთ კანონს და ალბათობის საზღვრებს ვცდე-
ბით, რასაც ისტორიკოსი იშვიათად აკეთებს, ვიდრე საკუთარ
თავს არ განუდგება და მხატვრული ნაწარმოების წერას არ და-
იწყებს. ამ შემთხვევაში ისტორიკოსს, რომელიც საზოგადოე-
ბის ამბებს ჰყვება, ჩვენთან შედარებით, პირადი ცხოვრების
აღწერით რომ შემოვიფარგლებით, პრივილეგია აქვს. ისტო-

423
რიკოსების მიმართ რწმენას უკვე დიდი ხანია ამყარებს ცნო-
ბილი ფაქტები, ოფიციალური დოკუმენტები და მრავალი ავ-
ტორის დამამტკიცებელი საბუთები სარწმუნოს ხდის მათ სი-
მართლეს. ასე სჯეროდათ შთამომავლებს ტრაიანეს და ანტო-
ნინუსის, ნერონის და კალიგულას არსებობა და არავის ეპარე-
ბოდა ეჭვი, რომ ისინი, თავიანთი ავით და კარგით, ერთ დროს
სამყაროს მართავდნენ.
მაგრამ ჩვენ, ვისაც საქმე კერძო პირებთან გვაქვს და ვინც
მიყრუებულ სამალავებში დავეძებთ და ვავლენთ სათნოების
და მანკიერების მაგალითებს სამყაროს ყველა კუთხე-კუნ-
ჭულში, ბევრად უფრო სახიფათო სიტუაციაში ვიმყოფებით.
ჩვენ არც სახელმოხვეჭილები ვართ და ვერც ცნობილი ფაქტე-
ბით დავამოწმებთ, რასაც გადმოვცემთ, ამიტომ მხოლოდ შე-
საძლებლობით კი არ უნდა შემოვიფარგლოთ, არამედ ალბა-
თობითაც, განსაკუთრებით, როცა რაღაც დიდებულს და მომ-
ხიბვლელს ვხატავთ. თაღლითობას და ტყუილს უფრო ადვი-
ლად იჯერებენ, ამაში გარყვნილი ბუნება დიდად გვიწყობს
ხელს.
ასე რომ, შეიძლება გავბედოთ და მოვყვეთ ფიშერის ისტო-
რია. ის დიდი ხნის განმავლობაში ქველი მისტერ დერბისგან
გაღებული წყალობის იმედად იყო და ერთ დილით გულუხვი
საჩუქარი რომ მიიღო მისგან, გადაწყვიტა, მეგობრის სეკრე-
ტერში რაც დარჩა, სულ მიეთვისებინა. ამ მიზნით ღამით კან-
ცელარიაში დაიმალა, საიდანაც დერბის ბინაში შეიძლებოდა
შეღწევა. იქ რამდენიმე საათი უსმენდა, როგორ ერთობოდა
მისტერ დერბი მეგობრებთან ერთად, სადაც თავადაც იყო მიწ-
ვეული და მთელი ამ ხნის განმავლობაში მადლიერების
გრძნობამ განზრახვაზე ხელი ვერ ააღებინა. როდესაც საწ-
ყალმა ჯენტლმენმა მეგობრები გააცილა, ფიშერი ჩუმად გამო-

424
ვიდა სამალავიდან, შეიპარა მის ოთახში და თავში ტყვია და-
ახალა. ამას ყველა დაიჯერებს, სანამ ფიშერის ძვლები ისე არ
დალპება, როგორი დამპალი სულიც ჰქონდა. ალბათ იმასაც
დაიჯერებენ, როცა ეს არამზადა ორი დღის თავზე ახალგაზ-
რდა ქალბატონების თანხლებით „ჰამლეტის“ წარმოდგენას
დაესწრებოდა, წარბშეუხრელად მოისმენდა ერთ-ერთი ქალ-
ბატონის ნათქვამს, რომელიც სულ არ ეჭვობდა, რომ ის პი-
როვნება გვერდით ედგა: ღმერთო! ნეტა დერბის მკვლელი აქ
ყოფილიყოო, რაც ადასტურებს, რომ თავად ნერონზე მეტად
ნამუსგარეცხილი გახლდათ, ნერონზე, რომელზეც სვეტონიუ-
სი წერდა, დედის გარდაცვალების შემდეგ, დანაშაულის
გრძნობა აუტანელი გახდა
მისთვის და ვერც ჯარისკაცების, სენატის და ხალხის მი-
ლოცვა ვერ უქარწყლებდა სინდისის ქენჯნასო.
მაგრამ, მეორე მხრივ, ჩემს მკითხველს ვეტყვი, რომ ვიც-
ნობდი ერთ ადამიანს, ვინც გამჭრიახი გონებით შეძლო დიდი
ქონების მოხვეჭა იმ გზით, რომლითაც მანამდე არავის მოუხ-
ვეჭია, მაგრამ ამით არც პატიოსნება შელახვია და არც ზიანი
მიუყენებია ვინმესთვის, პირიქით, ვაჭრობის საქმე წინ წასწია
და სახელმწიფოს შემოსავალი გაზარდა. ქონების ერთ ნა-
წილს ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებს ახმარდა, ნაშრომებს,
სადაც დიდი ღირსება და უბრალოება იყო შერწყმული, ხოლო
მეორე ნაწილით სწყალობდა მათ, ვისი რეკომენდაციაც ან მა-
თი დამსახურება იყო, ან გასაჭირი. თავდაუზოგავად ეძებდა
ადამიანებს, რომლებიც ღირსეულად იტანდნენ გასაჭირს და
მერე ფრთხილად (შეიძლება მეტისმეტი სიფრთხილით) მა-
ლავდა ჩადენილ სიკეთეს. მისი სახლი, ავეჯი, ბაღები, სტუმარ-
თმოყვარეობა და მადლიანობა ცხადყოფდა, რომ ყველაფერი
ეს კეთილშობილი სულიდან მოედინებოდა და ყველაფერი

425
მდიდრული და დიდებული იყო, გადამეტებული ზიზილ-პიპი-
ლოების და თავმოწონების გარეშე. პატიოსნად ცხოვრობდა,
ღვთისმოსავი იყო და გულდამწვარი მამულიშვილი, მოსიყვა-
რულე ქმარი, კეთილი ნათესავი, გულუხვი მფარველი, ერ-
თგული მეგობარი, მხიარული კომპანიონი, მსახურთა მწყა-
ლობელი, სტუმართმოყვარე, ღარიბთა დამპურებელი და ყვე-
ლას მიმართ კეთილგანწყობილი. თუ საჭიროა, დავამატებ,
რომ ბრძენი, მამაცი და დახვეწილიც გახლდათ და ჩვენს ენაში
არსებულ ყველა მომხიბვლელ ეპითეტთან ერთად, ამასაც
ვიტყვი – Quis credet? Nemo Hercule! Nemo; vel duo, vel
nemo12 . დიახ, მე ვიცნობ კაცს, რომელიც ახლა აღვწერე. მაგ-
რამ ერთადერთი მაგალითი (მე სხვა არ ვიცი) არ არის საკმა-
რისი განსასჯელად, როდესაც ათასისთვის წერ, ვისაც არასო-
დეს სმენია ასეთ ან მისდაგვარ კაცზე. Rarae avse13 ეპიტაფიე-
ბის ავტორებს უნდა გადაულოცო ან ვინმე პოეტს, რომელიც,
თუ ღირსად ჩათვლის, ორტაეპედში ჩააქსოვს ან აგდებულად
გარითმავს, ისე, რომ მკითხველი არ გაანაწყენოს.დაბოლოს,
მოქმედება არათუ ადამიანის შესაძლებლობას უნდა შეესა-
ბამებოდეს, მისი ბუნებიდანაც უნდა გამომდინარეობდეს,
რადგან რაც ერთ კაცში აღგვაფრთოვანებს და გვაოცებს, მე-
ორისთვის შეიძლება წარმოუდგენელი და შეუსაბამო იყოს.
ამ ბოლო მოთხოვნას თეატრის კრიტიკოსები ხასიათის
გარდაქმნას უწოდებენ და ის განსაკუთრებულ განსჯის უნარს
და ადამიანის ბუნების უტყუარ ცოდნას მოითხოვს.
შესანიშნავად აღნიშნა ერთმა მშვენიერმა მწერალმა, რო-
გორც სწრაფი მდინარე ვერ წაიღებს ნავს თავისი დინების სა-
წინააღმდეგოდ, ისე ადამიანს ვერაფერი აიძულებს, თავისი

12
ვინ დაუჯერებს? არავინ, ჰერაკლე, არავინ, ან ორი, ან არავინ
13
იშვიათი ჩიტები
426
ბუნების საპირისპიროდ მოიქცესო. გავბედავ და ვიტყვი, ბუნე-
ბის წინააღმდეგ მოქმედება შეუძლებელი თუ არა, წარმოუდ-
გენელი და უჩვეულოა. ანტონინუსის საუკეთესო საქმეები ნე-
რონს რომ მიაწერო და ნერონის ყველაზე საშინელი ნამოქმე-
დარი – ანტონინუსს, განა საოცრება არ იქნება, ვინმე დაიჯე-
რებს? არადა, როცა მოქმედებას მართებულად ვუკავშირებთ
პიროვნებას, ნამდვილად შესანიშნავი გამოდის.
ჩვენი კომედიური ჟანრის თანამედროვე ავტორები განურ-
ჩევლად უშვებენ ამ ქარაგმულად ნათქვამ შეცდომას: პირვე-
ლი ოთხი აქტის განმავლობაში მათი გმირები არამზადები
არიან, გმირი ქალები კი თავაწყვეტილი ბოზები, მაგრამ მეხუ-
თე აქტში პირველები ღირსეული ჯენტლმენები ხდებიან, მე-
ორენი – სათნონი და კეთილგონიერნი და დიდად არც ავტო-
რი იწუხებს თავს, ამ საშინელი გარდაქმნის ან შეუსაბამობის
არსი აგვიხსნას. რა თქმა უნდა, სხვა მიზეზს ვერ მოძებნი, თუ
არა იმას, რომ პიესა მთავრდება, თითქოს არამზადისთვის
ისევე ბუნებრივია პიესის ბოლოს მონანიება, როგორც სიკ-
ვდილის წინ და ეს ტაიბერნისთვის ჩვეული რამაა, ზოგიერთი
კომედიის უკანასკნელი სცენის გასათამაშებლად ყველაზე შე-
საფერისი ადგილისთვის – მათი გმირები ხომ იმ ნიჭით გამო-
ირჩევიან, რომლის წყალობითაც სახრჩობელაზე აჰყავთ, მაგ-
რამ იქ ასულები ჰეროიკულ ფიგურებად წარმოდგებიან.
ამ რამდენიმე შეზღუდვას თუ გაითვალისწინებს, ვფიქრობ,
ყველა მწერალს უფლება აქვს, როგორც უნდა, ისე ჩართოს
შესანიშნავი; არა, თუ ვარაუდის კანონით შემოიფარგლება,
უფრო მეტად განაცვიფრებს მკითხველს, მეტად მოხიბლავს
და დააინტერესებს. როგორც უმაღლესი რანგის გენიოსი აღ-
ნიშნავს „ბათოსის“ მეხუთე თავში – პოეზიის უდიდესი ხელოვ-
ნება სიმართლისა და გამოგონილის აღრევაა, რათა სავარაუ-
დოს მოულოდნელობა შემატო.
427
მართალია, ყველა ავტორი ალბათობის საზღვრით შემოი-
ფარგლება, სულ არ არის საჭირო, რომ მისი გმირები თუ მის
მიერ აღწერილი ამბები ბანალური, ჩვეულებრივი ანდა ვულ-
გარული იყოს, ანუ იმისმაგვარი, რაც ხდება ყველა ქუჩაზე,
ყველა სახლში ან რაც შეიძლება გაზეთშიც წაიკითხოთ. არც
ისაა საჭირო, თავი შეიკავოს ისეთი პიროვნებების წარმოჩე-
ნისგან და ისეთი ამბების გადმოცემისგან, რაც მკითხველთა
უმეტესობისთვის უცნობია. თუ მწერალი ზემოთ ნახსენებ კა-
ნონებს მკაცრად დაიცავს, ესე იგი თავისი საქმე შეუსრულებია
და იმსახურებს მკითხველის რწმენას, რომელიც თუკი არ და-
უჯერებს, შეიძლება კრიტიკულ სკეპტიციზმში დავადანაშა-
ულოთ.
ურწმუნოებაზე საუბარმა ყმაწვილი ლედის გმირი გამახსე-
ნა, რომელიც ახალბედების და კლერკების დიდმა ჯგუფმა ერ-
თხმად შერაცხა არაბუნებრივად, თუმცა მაღალი წრის ქალბა-
ტონებმა მოიწონეს და მათგან გონიერებით გამორჩეულმა გა-
ნაცხადა კიდეც, მის სახეში ნაცნობების ნახევარზე მეტი ამო-
ვიცანიო.

თავი 2
დიასახლისი მისტერ ჯონსს მოინახულებს

ჯონსმა მეგობარი ლეიტენანტი რომ გაისტუმრა, თვალის


მოტყუება სცადა, მაგრამ უშედეგოდ, ენერგია მოზღვავებოდა
და ძილი არ ეკარებოდა. გათენებამდე სოფიაზე ფიქრებით ირ-
თობდა თუ უფრო იტანჯავდა თავს და მერე ჩაი მოითხოვა. დი-
ასახლისმა თავად დასდო პატივი და ჩაი მიართვა.
428
მაშინ პირველად ნახა დიასახლისმა ჯონსი ან, შეიძლება
ითქვას, პირველად შეამჩნია მისი არსებობა, მაგრამ ვინაიდან
ლეიტენანტს ნათქვამი ჰქონდა, ჭეშმარიტი ჯენტლმენიაო, გა-
დაწყვიტა, როგორც შეეძლო, პატივი ეცა, რადგან მის სახლში,
განცხადების ენით თუ ვიტყვით, არცერთ ფულიან ჯენტლმენს
მზრუნველობას და პატივისცემას არ აკლებდნენ.
ჩაის გაწყობა დაიწყო და საუბარიც გაუბა:
– სერ, რა სამწუხაროა, რომ თქვენისთანა მომხიბვლელი
ჯენტლმენი თავს სათანადოდ ვერ აფასებს და ამისთანა ჯარის-
კაცებთან იჭერს საქმეს! ვითომდა ჯენტლმენებს უწოდებენ
თავს, მაგრამ როგორც ჩემი პირველი ქმარი იტყოდა, არ უნდა
დაავიწყდეთ, რომ ფულს ჩვენ ვუხდით. სასტუმროს მეპატრო-
ნეები ცუდ დღეში ვართ, ფულსაც ვუხდით და კიდეც ვემსახუ-
რებით, გუშინ ოცამდე კაცი მყავდა, ოფიცრების გამოკლებით.
ოფიცრებს ჯარისკაცები მირჩევნია, იმ კოხტაპრუწების გულს
ხომ ვერ მოიგებ. ანგარიში რომ გენახათ, სერ, არაფერი მრჩე-
ბა. სკვაირის ოჯახთან ნაკლები პრობლემა მექნებოდა, ერთ
ღამეში ორმოც ან ორმოცდაათ შილინგს იხდიან, და კიდევ –
ცხენებისთვის. ამ ოფიცრებს თავი ისე მოაქვთ, გეგონება,
სკვაირები იყვნენ და წელიწადში ხუთასი გირვანქა შემოსდი-
ოდეთ. სასაცილო სანახავია, ჯარისკაცები „თქვენო, მოწყა-
ლებავ, თქვენო მოწყალებავ“ რომ დასძახიან. რა ვუთხარი
მაგ მოწყალებას, მერე როგორ ილანძღებიან, გული მისკდე-
ბა, რომ ვუსმენ, ასე მგონია, მაგათგან ხეირი არ იქნება.
თქვენც როგორ არაადამიანურად მოგექცნენ. მშვენივრად ვი-
ცოდი, რანაირადაც უყარაულებდნენ, ერთი ჩამოსხმის არ
არიან ყველანი?! თქვენი სიცოცხლე საფრთხეში რომც ყოფი-
ლიყო, – კიდევ კარგი გადარჩით, – მაგათთვის სულერთი იქ-
ნებოდა, მკვლელსაც გააპარებდნენ. ღმერთო, დამიფარე, მე
ეგეთ ცოდვას როგორ დავიდებდი. ახლა კი ღვთის წყალობით
429
მომჯობინდით, მაგრამ მაინც უნდა მიმართოთ ვექილ სმოლს,
რომ ის ქვეყნიდან გააგდონ, თუ უკვე არ გაიქცა თვითონ, ხომ
იცით, ეგეთი ყმაწვილები დღეს აქ არიან, ხვალ ღმერთმა უწ-
ყის, სად იქნებიან. ვიმედოვნებ, სამომავლოდ ჭკუას ისწავ-
ლით, როცა უკან დაბრუნდებით. ალბათ უთქვენობას განიც-
დიან და რომ იცოდნენ, რა მოხდა... ჯობია, არც იცოდნენ. ვი-
ცი, ვიცი, რაც ხდება. მე თუ არ ვიცი, სხვას ეცოდინება. თქვე-
ნისთანა ლამაზ ჯენტლმენს ქალები გარს უნდა ეხვეოდნენ,
თქვენი ვიყო, არავის გამო ჯარში არ წავიდოდი. არა, ნუ წით-
ლდებით (ჯონსი მართლაც ძალიან გაწითლდა), სერ, თქვენ
გგონიათ, არაფერი ვიცი მადამ სოფიაზე?
ჯონსმა გაოგნებულმა ჰკითხა:
– ჩემს სოფიაზე?
– ვიცი, როგორ არა, – თქვა დიასახლისმა, – რამდენჯერ
ყოფილა აქ.
– ალბათ მამიდასთან ერთად, – უთხრა ჯონსმა.
– რა თქმა უნდა, მშვენივრად ვიცნობ იმ მოხუც ქალბატონს.
მადამ სოფია, რაც მართალია, მართალია, ძალიან საყვარე-
ლი ახალგაზრდა ქალია.
– საყვარელი, – თქვა ჯონსმა, – ო, ღმერთო! როგორ წარ-
მოვიდგენდი, რომ სოფიას იცნობთ.
– ნეტავი, იმის ნახევარი იცოდეთ, რაც მე ვიცი, – მიუგო
ქალმა, – ალბათ რას არ მისცემდით, საწოლში რომ გენახათ.
რომ იცოდეთ, რა მშვენიერი სხეული აქვს, ამ საწოლში იწვა
სწორედ, სადაც თქვენ წევხართ.
– ამ საწოლში! – იყვირა ჯონსმა, – აქ იწვა სოფია?
– დიახ, სწორედ ამ საწოლში, – უპასუხა დიასახლისმა, –
ნეტავი, ახლაც აქ იყოს, დარწმუნებული ვარ, თავადაც ენდო-
მებოდა, იმიტომ, რომ თქვენი სახელი ახსენა.

430
– რაა! მე საცოდავი მახსენა? ალბათ მეპირფერებით, მაგას
ვერ დავიჯერებ.
– წყეული ვიყო, თუ ერთ სიტყვას ვიგონებდე, ჩემი ყურით
გავიგონე, როგორ წარმოთქვა თქვენი სახელი, მაგრამ რაღაც
მორცხვად და მოკრძალებით, არ მოგატყუებთ და მგონი, უფ-
რო მეტს ფიქრობდა, ვიდრე ამბობდა.
– ო, ძვირფასო ქალბატონო! – შესძახა ჯონსმა, – მე რა
ღირსი ვარ მაგის. ის ხომ თავად კეთილშობილება და სათნო-
ებაა! რატომ გავჩნდი ასეთი არამზადა, თუ მის კეთილ გულს
ოდნავადაც ვაცბუნებ? ვინ დამწყევლა? ყველა ტანჯვას და უბე-
დურებას ავიტან, რაც კი დემონებს ადამიანისთვის მოუგონე-
ბიათ, ოღონდაც ის რამით ვასიამოვნო.
– მეც სწორედ ასე ვუთხარი, რომ თქვენ მთელი გულით
გიყვართ, – თქვა დიასახლისმა.
– კი მაგრამ, მე ხომ არ მიცნობთ, აქ არასოდეს ვყოფილ-
ვარ, არც არსად შეგხვედრივართ.
– არ გემახსოვრებათ, – უთხრა დიასახლისმა, – იმიტომ,
რომ ძალიან პატარა იყავით, როცა სკვაირის სახლში კალთა-
ში მეჯექით.
– როგორ? – გაიკვირვა ჯონსმა, – ნუთუ მისტერ ოლვორ-
თისაც იცნობთ?
– დიახ, ვიცნობ, ვინ არ იცნობს მისტერ ოლვორთის.
– მისი კეთილი სახელი მართლაც რომ მთელმა ქვეყანამ
უნდა იცოდეს. მაგრამ მას მხოლოდ ზეცაში იცნობენ, ზეცამ
მოგვივლინა აქ, მაგალითი რომ იყოს ჩვენთვის. ადამიანები
ვერ იგებენ მის ღვთიურ სიკეთეს, არ არიან მისი ღირსნი, მაგ-
რამ ყველაზე უღირსი მე გამოვდექი. ღარიბი ბავშვი ასეთ სი-
მაღლეზე ამიყვანა, მიშვილა და შვილივით გამზარდა, მე კი
გავბედე და ჩემი დაუდევრობით ვაწყენინე. დამსახურებულად
დავისაჯე, უმადური ვიქნები, უსამართლოდ მომექცა-მეთქი,
431
რომ ვთქვა. არა, შინიდან გაგდება ნამდვილად დავიმსახურე.
და ახლა, მადამ, ალბათ აღარ დამადანაშაულებთ, ჯარისკა-
ცობა რომ გადავწყვიტე, მით უმეტეს, ჩემი ავლადიდების პატ-
რონმა.
ამ სიტყვებით საფულე შეანჯღრია და დიასახლისს მოეჩვე-
ნა, რომ იქ კიდევ უფრო ცოტა იქნებოდა, ვიდრე სინამდვილე-
ში იყო.
ჩვენს დიასახლისს (უხეშად რომ ვთქვათ) თითქოს კარგად
შემოულაწუნესო და ცივად უთხრა:
– ყველამ თავისი საქმე იცის. მაგრამ მოიცა, მგონი, ვიღაც
იძახის. მოვდივარ! მოვდივარ! ეშმაკსაც წაუღია ყველა. აქ
აღარავის ყურში აღარ ესმის, ისევ მე უნდა ჩავიდე. რამის და-
მატება თუ გინდათ, მოახლეს გამოვგზავნი. მოვდივარ!
ეს თქვა და სწრაფად დატოვა ოთახი, ისე, რომ არც დაემ-
შვიდობა. დაბალი წარმომავლობის ადამიანები ხომ ძალიან
ახირებულნი არიან თავაზიანობის საკითხში – მართალია, დი-
დებულებისთვის უსასყიდლოდ იმეტებენ, მაგრამ თავიანთი
წრის ადამიანებისთვის ენანებათ, თუ დამსახურებულად არ
გადაუხადეს.

თავი 3
რომელშიც ქირურგი ერთხელ კიდევ გამოჩნდება

ვიდრე თხრობას გავაგრძელებდეთ, მკითხველი რომ არ


შევაცდინო და არ იფიქროს, თითქოს დიასახლისმა უფრო მე-
ტი იცოდა, ვიდრე სინამდვილეში, საჭიროდ მივიჩნიე, ვაცნო-
ბო, რომ ქალმა ლეიტენანტისგან შეიტყო, ჩხუბის მიზეზი ვი-
ღაც სოფია ყოფილაო. მისი ერთ-ერთი მთავარი ღირსება ხომ
432
ცნობისმოყვარეობა იყო და სახლიდან ისე არავის გაისტუმ-
რებდა, თუ ყველაფერს არ დააყაჭვინებდა.
დიასახლისი ოთახიდან დაუმშვიდობებლად რომ გავიდა,
ჯონსს მისი საქციელი არ გაუკიცხავს. სულ იმაზე ფიქრობდა,
ნუთუ მართლა ამ საწოლში იწვა ჩემი ძვირფასი სოფიაო. ათა-
სი ნაზი და სასიამოვნო აზრი შემოაწვა, რაზედაც უფრო დიდ-
ხანს შევჩერდებოდით, მაგრამ დარწმუნებული ვართ, მას თი-
თო-ოროლა მკითხველი თუ გაუგებდა. ასეთ მდგომარეობაში
დაადგა თავს ქირურგი, როცა ჭრილობის გადასახვევად შევი-
და. ექიმმა ჯონსი გასინჯა, პულსი არეული მოეჩვენა და როცა
გაიგო, რომ ცუდად ეძინა, განაცხადა, სავალალო მდგომარე-
ბაში ხართო, შეეშინდა, სიცხემ არ აუწიოსო და სისხლის გა-
მოშვება გადაწყვიტა, მაგრამ ჯონსი არ დაემორჩილა, მეტი
სისხლის დაკარგვა აღარ მინდაო.
– ექიმო, – ასე უთხრა, – თუ სიკეთეს იზამთ და ჭრილობას
გადამიხვევთ, ერთ-ორ დღეში უეჭველად კარგად გავხდები.
– ნეტავი, ერთ-ორ თვეში დაგაყენოთ ფეხზე, – მიუგო ექიმ-
მა, – არა, არა, ასე მალე ვერ მორჩებით. სერ, მე პაციენტების-
გან მითითებებს არ ვიღებ და დაჟინებით მოვითხოვ სისხლის
გამოშვებას. ჯონსი გაჯიუტდა, კვლავ უარზე იყო. ექიმმა საბო-
ლოოდ დათმო, მაგრამ, ამავე დროს, უთხრა, მე არ ვიქნები პა-
სუხისმგებელი, თუ რამე გართულდაო. იმედი გამოთქვა, ჯონ-
სი დაადასტურებდა, თავად რომ გადაწყვიტა ასე. პაციენტი
დასთანხმდა.
ექიმი სამზარეულოში გავიდა და დიასახლისს შესჩივლა,
ავადმყოფი არ მიჯერებს, ციებ-ცხელება აქვს და სისხლს არ
მაშვებინებსო.
– ეტყობა, ჭამის ციებ-ცხელება აქვს, – თქვა ქალმა, – სა-
უზმეზე ორი კარაქიანი ტოსტი გადასანსლა.

433
– ალბათ, – უთხრა ექიმმა, – მინახავს, ციებ-ცხელების
დროს ბევრს რომ ჭამენ და ეს ძალიან ადვილი ასახსნელია,
რადგან ციებ-ცხელებით გამოყოფილმა სიმჟავემ შეიძლება
დიაფრაგმის ნერვები გააღიზიანოს და ჭამის სურვილი გააღ-
ვიძოს, რაც ჩვეულებრივი მადისგან იოლი გასარჩევი არ არის,
მაგრამ საკვები არ გადამუშავდება და არც შეიწოვება და
მდგომარეობა მძიმდება. ვფიქრობ, ჯენტლმენის სიცოცხლეს
საფრთხე ემუქრება და სისხლს თუ არ გამოვუშვებთ, ვშიშობ,
მოკვდება.
– ადრე თუ გვიან ყველა კვდება, – უპასუხა დიასახლისმა,
– ეგ რა ჩემი საქმეა. იმედი მაქვს, ექიმო, მე არ დამიხმარებთ
სისხლის გამოშვებისას. ისე, ერთ რამეს გეტყვით ყურში. მინ-
და გირჩიოთ, ვიდრე საქმეს შეუდგებოდეთ, დააზუსტეთ, ვინ
გადაგიხდით.
– ვინ გადამიხდის? – იკითხა ექიმმა, – განა ჯენტლმენს არ
ვმკურნალობ?
– მეც ეგრე მეგონა, – უთხრა ქალმა, – მაგრამ, როგორც
ჩემი პირველი ქმარი იტყოდა, ყველაფერი ისე არ არის, რო-
გორც ჩანს. გაღლეტილია ეს კაცი, მერწმუნეთ. არაფერი შე-
გეტყოთ, რამე რომ გითხარით, მაგრამ ერთმანეთი თუ არ გა-
ვაფრთხილეთ, ისე როგორ იქნება.

– და ეგ უნდა მარიგებდეს ჭკუას? – აღშფოთდა ექიმი, – ჩე-


მი საქმე შეურაცხყოს ვინმემ და თან ფული არ გადამიხადოს?
ძალიან კარგ დროს გავიგე ყველაფერი. ვნახოთ აბა ერთი,
დამრთავს სისხლის გამოშვების ნებას თუ არა.
ეს თქვა და დაუყოვნებლივ გაემართა ჯონსის ოთახისკენ,
ხმაურით შეაღო კარი და ძლივს ჩაძინებული ჯონსი გააღვიძა,
მაგრამ ეს კიდევ არაფერი, სიზმარში საყვარელ სოფიას ხე-
დავდა.
434
– ჰა, გამოვუშვათ სისხლი თუ არა? – გაბრაზებულმა ჰკით-
ხა ექიმმა.
– მე უკვე გითხარით, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, –
უპასუხა ჯონსმა, – და ძალიან ვწუხვარ, რომ არ გაითვალისწი-
ნეთ, რადგან ყველაზე ტკბილი სიზმარი დამიფრთხეთ, რაც კი
ოდესმე მინახავს.
– ბევრმა გაატარა ასე ცხოვრება ძილში, – იყვირა ექიმმა,
– ძილი ყოველთვის კი არ არის სასარგებლო, ისევე, როგორც
ჭამა. ბოლოჯერ გეკითხებით, გამომაშვებინებთ სისხლს თუ
არა?
– მეც ბოლოჯერ გეუბნებით უარს.
– მაშინ მე ხელები დამიბანია, – თქვა ექიმმა, – და ახლავე
გადამიხადეთ ჩემი შეწუხებისთვის. ორი ვიზიტისთვის ხუთი
შილინგი, ორი გადახვევისთვისაც – ხუთი შილინგი და ნახევა-
რი კრონა სისხლის გამოშვებისთვის.
– იმედია, ასეთ მდგომარეობაში არ დამტოვებთ, – უთხრა
ჯონსმა.
– დიახაც, დაგტოვებთ.
– მაშინ, თუ ასე თაღლითივით მომექცევით, არც მე გადა-
გიხდით არაფერს.
– ძალიან კარგი, – იყვირა ექიმმა, ‒ როგორმე გადავიტან
ამ დანაკარგს. დიასახლისს რა ვუთხარი, ასეთი მაწანწალას
გამო რომ დამიბარა.
ექიმი ოთახიდან გავარდა, ჯონსმა კი პირი იბრუნა კედლის-
კენ და ძილი შეიტრიალა, ოღონდ, სამწუხაროდ, სოფია აღარ
დასიზმრებია.

თავი 4
435
რომელშიც წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ყველაზე სანდომიან და
ლაქს, ვინც კი ისტორიას ახსოვს, ბაღდადელი და
დონ კიხოტეს დალაქის ჩათვლით

საათმა ხუთჯერ ჩამოკრა და ჯონსი შვიდი საათის ძილისგან


გამოაფხიზლა. ისე ჯანმრთელად გრძნობდა თავს და ისეთ
კარგ გუნებაზე იყო, გადაწყვიტა, ამდგარიყო და ტანთ ჩაეცვა.
ჩემოდანი გახსნა და სუფთა თეთრეული და კოსტიუმი
ამოიღო, მაგრამ ვიდრე გამოეწყობოდა, ჯერ ხალათი შემოიც-
ვა და სამზარეულოში ჩავიდა, უნდოდა, რამე შეეკვეთა აწრია-
ლებული კუჭის ჩასაწყნარებლად.
იქ დიასახლისი დაინახა და ძალიან თავაზიანად ჰკითხა,
სადილად რა შეიძლება მივირთვაო.
– სადილად! – გაიმეორა ქალმა, – რა დროს სადილია,
მზად არაფერი მაქვს, ცეცხლიც ლამისაა ჩაქრეს.
– მაგრამ, რაღაც უნდა შევჭამო, – უთხრა ჯონსმა, – მნიშ-
ვნელობა არა აქვს, რა იქნება, ასე ცხოვრებაში არ მომშიებია.
– მაშინ თუ გინდათ, შეგიძლიათ, ცივი ხორცი და სტაფილო
მიირთვათ.
– ამაზე კარგი რა უნდა იყოს, ‒თქვა ჯონსმა, ‒დიდად დამა-
ვალებთ, თუ გამიცხელებთ.
დიასახლისი დასთანხმდა და ღიმილით უთხრა, მიხარია,
უკეთ რომ ხართო, რადგან ჩვენი გმირის ხალისიანი განწყობა
გადამდები გამოდგა, თანაც ბუნებით ავი ქალი არ ყოფილა,
უბრალოდ, ფული ისე უყვარდა, ყველაფერი ეჯავრებოდა, რაც
სიღატაკეს აგონებდა.
ვიდრე სადილი გაცხელდებოდა, ჯონსი ოთახში შებრუნდა
ჩასაცმელად და დალაქიც იქ გამოიძახა.

436
დალაქი, სახელად ბენჟამინი, დიდი ენამოსწრებული და
ახირებული კაცი იყო, რის გამოც ხშირად ეხვეოდა პატარ-პა-
ტარა უსიამოვნებებში, როგორებიც სილის გაწვნა, პანღურის
ამორტყმა, ძვლის მოტეხილობა და სხვა ამდაგვარებია, რად-
გან ყველა ვერ უგებდა ოხუნჯობას და ვინც უგებდა, არ მოს-
წონდა, თუ თავად იყო ოხუნჯობის საგანი. ამ ნაკლს ვერაფერს
შველოდა და, მართალია, მწარედ ისჯებოდა, მაინც, როგორც
კი რამე სახუმარო გაუელვებდა თავში, არც ადგილს, არც პი-
როვნებას და არც დროს არაფრად დაგიდევდათ და წამსვე წა-
მოაყრანტალებდა ხოლმე.
კიდევ ბევრი განსაკუთრებული თვისება ჰქონდა დალაქს,
რასაც აღარ ჩამოვყვები, რადგან მკითხველი თავადაც ადვი-
ლად მიხვდება, როცა ამ უჩვეულო პიროვნებას კარგად გაიც-
ნობს.
ჯონსს ერთი სული ჰქონდა, დროულად მოწესრიგებულიყო
და რატომ, ძნელი მისახვედრი არ არის, მაგრამ დალაქი აუჩ-
ქარებლად აქაფებდა საპნიან წყალს. ჯონსმა სთხოვა, ცოტა
დაუჩქარეო, რაზედაც დალაქმა სერიოზული სახით უპასუხა, –
მას ხომ არასოდეს ნაკვთი არ შეუთრთოლდებოდა, – Festina
lente14 . ეს ანდაზა იქამდე ვიცოდი, ვიდრე სამართებელს ავი-
ღებდი ხელშიო, ასე თქვა.
– განსწავლული ყოფილხართ, – უთხრა ჯონსმა.
– დიდი ვერაფერი, – უპასუხა დალაქმა, – Non omnia
possumus omes15 .
– კიდევ, – თქვა ჯონსმა, – გეტყობათ, ლექსებს კარგად
იზეპირებთ.
– მომიტევეთ, სერ, non tanto dealt hono16.

14
სიჩქარეს მოუგვიანდესო
15
ყველას არ მოუწვდება ხელი
16
ასეთი ქების ღირსი არა ვარ
437
დალაქი თავის საქმეს შეუდგა და უთხრა:
– სერ, რაც საპნიანი წყლის აქაფება დავიწყე, აღმოვაჩინე,
რომ არსებობს პარსვის ორი მიზეზი: ერთი – წვერი რომ გა-
იზარდონ და მეორე – წვერი რომ მოიშორონ. ასე მგონია, უკა-
ნასკნელად პირველი მიზნით გაიპარსეთ და წარმატებულა-
დაც, რადგან თქვენი წვერი tondenti gravior 17.
– მე კი მგონია, – უთხრა ჯონსმა, – დიდი ხუმარა ვინმე
ხართ.
– ცდებით, სერ, მე ფილოსოფია მიზიდავს. Hinc illae
lacrymae18 , სერ, და ეს არის ჩემი უბედურება. ამდენმა სწავ-
ლამ პირდაპირ დამღუპა
– თქვენი ხელობის კვალობაზე მართლაც მეტისმეტად ნას-
წავლი ხართ, – მიუგო ჯონსმა, – მაგრამ ვერ ვხვდები, სწავ-
ლამ რა ზიანი მოგიტანათ.
– ეჰ! – თქვა დალაქმა, – მამაჩემმა ამის გამო მემკვიდრეო-
ბა არ დამიტოვა, ცეკვის მასწავლებელი იყო და რადგანაც
კითხვა უფრო ადრე ვისწავლე, ვიდრე ცეკვა, შემიჯავრა და,
სხვა შვილებისგან განსხვავებით, მემკვიდრეობის გარეშე
დამტოვა. საფეთქელზეც ავიღო? მომიტევეთ, სერ, მაგრამ
მგონი, რაღაც hiatus in monusscriptis19 უნდა იყოს. ასე გავიგე,
ომში მიდიხართ, მაგრამ ალბათ ეს სიმართლეს არ შეესაბამე-
ბა.
– ასე რატომ დაასკვენით? – ჰკითხა ჯონსმა.
– სერ, ჭკვიანი კაცი ჩანხართ და გატეხილი თავით ომში
წასვლა ხომ იგივეა, ნიუქასლში ნახშირი ჩაიტანო.

17
სამართებელს არ ემორჩილება
18
აქედანაა ეს ცრემლი
19
ხარვეზი ხელნაწერში
438
– სიმართლე გითხრათ, – შესძახა ჯონსმა, – დიდი ხუმარა
ვინმე ყოფილხართ და მე ძალიან მომწონს ეგ თქვენი ოხუნჯო-
ბები. სადილის მერე თუ მეწვევით და ერთ ჭიქა ღვინოს და-
ლევთ ჩემთან ერთად, მოხარული ვიქნები, მინდა უკეთ გაგიც-
ნოთ.
– ო, სერ! – თქვა დალაქმა, – თუ ასე გსურთ, ვეცდები, გა-
სიამოვნოთ.
– ამით რის თქმა გინდათ, მეგობარო?
– თუ მოისურვებთ, მთელ ბოთლსაც დავლევ თქვენთან ერ-
თად. როგორც შემატყვეთ, ხუმრობა მიყვარს, მაგრამ ან სახის
ნაკვთებით ადამიანის ამოცნობის არაფერი გამეგება, ან
თქვენ ყველაზე კეთილი კაცი ხართ ამქვეყნად.
მოწესრიგებული და კოხტად გამოწყობილი ჯონსი ქვედა
სართულზე ჩავიდა და ალბათ მშვენიერი ადონისიც ვერ შეედ-
რებოდა, ისეთი ლამაზი იყო, მაგრამ დიასახლისი მაინც ვერ
მოხიბლა. ის სულ არ ჩამოჰგავდა ვენერას და არც მისი გემოვ-
ნება გააჩნდა. რა ბედნიერი იქნებოდა მოახლე ნანი, დიასახ-
ლისის ადგილას რომ ყოფილიყო, რადგან სულ რაღაც ხუთ
წუთში ისე ძლიერ შეუყვარდა ჯონსი, მერე დიდხანს ოხრავდა
მის გამო. ეს ნანი ლამაზი გოგო იყო და, ამავე დროს, ძალიან
მორცხვი, ერთხელ უკვე უარით გაისტუმრა მიმტანი და კიდევ
ორი ახალგაზრდა ფერმერი, მაგრამ ჯონსის ბრდღვიალა თვა-
ლებმა წამსვე დაუდნო ყინული.
ჯონსი სამზარეულოში რომ შებრუნდა, სუფრა გაუშლელი
დახვდა, მაგრამ რა უნდა დაეწყოთ – არც სადილი იყო მზად და
არც ცეცხლი ენთო. ამდაგვარი იმედგაცრუება ფილოსოფოსს
ძალიან გააბრაზებდა, მაგრამ ჯონსზე დიდად არ უმოქმედია,
თავაზიანად უსაყვედურა დიასახლისს, თუ ასე გაგიძნელდათ
სადილის გათბობა, ხორცს ცივად შევჭამო. ვერ გეტყვით, კე-

439
თილი ქალი თანაგრძნობით აივსო, შერცხვა თუ რამე სხვა მი-
ზეზი მიეცა, ჯერ მსახურები გალანძღა, რაც არ უბრძანებია,
იმის შეუსრულებლობისთვის და მერე „მზეში“ სუფრის გაშლა
ბრძანა, თვითონ კი ამჯერად მონდომებით შეუდგა სადილის
მომზადებას და მალევე მოამთავრა.
„მზე“, სადაც ჯონსი შეიყვანეს, სახელს ამართლებდა. იქ,
მგონი, მზეს არასოდეს შეუხედავს და ალბათ ყველაზე უარესი
ოთახი იყო სასტუმროში, მაგრამ ჯონსს გაუმართლა, რომ
სადღაც მაინც დასვეს. ისეთი მშიერი იყო, წუწუნის თავი არ
ჰქონდა, ოღონდ როცა დანაყრდა, მიმტანს უთხრა, ღვინო უკე-
თეს ოთახში მომართვიო და ცოტა უკმაყოფილება გამოთქვა,
ამისთანა დილეგში როგორ შემომიყვანეთო.
მიმტანი ბრძანებას დამორჩილდა და ცოტა ხანში ჯონსს და-
ლაქი შეუერთდა. არ ალოდინებდა, სამზარეულოში რომ არ
შეყოვნებულიყო, სადაც დიასახლისი საწყალი ჯონსის ამბე-
ბით ართობდა იქ მყოფთ, რომელთა ნახევარი ჯონსს გამოს-
ტყუა, მეორე ნახევარი კი თავად შეთხზა:
– საცოდავი, სამრევლოდან მიუყვანიათ სკვაირ ოლვორ-
თის სახლში, სადაც მსახურად ჰყოლიათ და მერე უსაქციელო-
ბისთვის გააგდეს, ახალგაზრდა ლედისთან გაუბამს რომანი
და ალბათ იქურდა კიდეც, აბა, ასე ცოტა ფული როგორ ექნება,
ესეც თქვენი ჯენტლმენი!
– მისტერ ოლვორთის მსახურია? რა ჰქვია? – იკითხა და-
ლაქმა.
– ასე მითხრა, ჯონსი ვარ გვარადო, შეიძლება გვარი შეიც-
ვალა, – თქვა ქალმა, – ისიც მოაყოლა, სკვაირი შვილად
მთვლიდა, ვიდრე წამეჩხუბებოდაო.
– და თუ გითხრა, ჯონსია ჩემი გვარიო, მართალი უთქვამს,
– თქვა დალაქმა, – ნათესავები მყავს იმ მხარეში, ამბობენ, მი-
სი შვილიაო.
440
– მაშინ რატომ მამის გვარზე არ არის?
– მე რა ვიცი, ბევრი არ ატარებს მამის გვარს.
– არა, – თქვა დიასახლისმა, – რომ მცოდნოდა, ჯენტლმე-
ნის შვილი იყო, გინდაც უკანონო, სხვანაირად მოვექცეოდი;
ბევრი ეგეთი უკანონოდ შობილი დიდი კაცი დამდგარა და,
როგორც ჩემი პირველი ქმარი იტყოდა, არასოდეს დაამცირო
სტუმრად მოსული ჯენტლმენი.

თავი 5
ჯონსის და დალაქის დიალოგი

ამ საუბრის დროს ჯონსი ჯერ დილეგში სადილობდა და მე-


რე დალაქს ელოდებოდა მისაღებ ოთახში. საუბარი რომ დას-
რულდა, როგორც უკვე მოგახსენეთ, მისტერ ბენჟამინი ჯონსს
ეახლა და მანაც თავაზიანად მიიპატიჟა სუფრასთან. ჯონსმა
ჭიქები შეავსო, მისი სადღეგრძელო შესვა და doctissime
tonsorum20 უწოდა.
– Ago tibi gratias, domine 21, – უთხრა დალაქმა, მერე თვა-
ლი თვალში გაუყარა და სერიოზულად და ვითომდა გაკვირვე-
ბით, თითქოს რაღაცას იხსენებსო, ჰკითხა, – სერ, ნება მომე-
ცით, გკითხოთ, ჯონსი ხომ არ ხართ გვარად?
ჯონსმა უპასუხა, დიახო.
– Proh deum atque hominum fidem!22, რას არ გაიგებ კაცი!
მისტერ ჯონს, მიგულეთ თქვენს ერთგულ მსახურად. არ არის

20
ყველაზე განსწავლული დალაქი
21
გმადლობთ, ბატონო
22
ღმერთებო და მოკვდავებო!
441
გასაკვირი, რომ ვერ მიცანით, ისედაც სულ ერთხელ შეგ-
ხვდით და თქვენ ძალიან ახალგაზრდა იყავით მაშინ, სერ. კე-
თილი სკვაირი ოლვორთი ხომ კარგად არის? როგორ
გრძნობს თავს ille optimus omnium patronus23?
– როგორც ვხვდები, – თქვა ჯონსმა, – მართლაც უნდა მიც-
ნობდეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, მე ვერ გიხსენებთ.
– რა გასაკვირია, – მიუგო ბენჟამინმა, – მე ის მიკვირს, თა-
ვად უფრო ადრე რომ ვერ გიცანით, რადგან სულ არ ხართ შეც-
ვლილი. თუ არ მიწყენთ, შეიძლება გკითხოთ, საით მიემგზავ-
რებით?
– შეივსეთ ჭიქა, ბატონო დალაქო, – უთხრა ჯონსმა, – და
მეტს ნუღარაფერს მკითხავთ.
– არა, სერ, – უპასუხა ბენჟამინმა, – თავს არ შეგაწყენთ,
და ვიმედოვნებ, ძალიან ცნობისმოყვარე კაცად არ ჩამ-
თვლით, რადგან მაგას მაინც ვერ დამაბრალებენ, მაგრამ რო-
ცა თქვენისთანა ჯენტლმენი მსახურის გარეშე მოგზაურობს,
ესე იგი, როგორც ამბობენ, ინკოგნიტოდ სურს დარჩენა და იქ-
ნებ სულ არ უნდა მეხსენებინა თქვენი სახელი.
– უნდა ვაღიარო, – თქვა ჯონსმა, – არ მეგონა, ამ მხარეში
თუ ასე კარგად მიცნობდნენ. თუმცა, გარკვეული მიზეზით,
ჩემს სახელს თუ არ ახსენებთ, თქვენგან დავალებული ვიქნე-
ბი.
– ნეტავი, ჩემ გარდა, არავინ გიცნობდეთ, თორემ ხომ
იცით, ზოგს გრძელი ენა აქვს, მაგრამ გპირდებით, საიდუმ-
ლოს შევინახავ.
– ისე, თავშეკავება თქვენი პროფესიის ხალხს არ ახა-
სიათებს, ბატონო დალაქო, – უთხრა ჯონსმა.

23
ძალიან კარგი ქომაგი
442
– ეჰ, სერ, – უპასუხა ბენჟამინმა, – Non, si male nunc, et
olim sic erit24. გარწმუნებთ, მე დალაქად არ დავბადებულვარ.
უმეტესი დრო ჯენტლმენების საზოგადოებაში მაქვს გატარებუ-
ლი და არისტოკრატული ჩვევები ჩემთვის უცხო არ არის. თუ
თქვენ ღირსად ჩამთვლით, საიდუმლო გამანდოთ, დაგიმტკი-
ცებთ, რომ მის შენახვას შევძლებ, სამზარეულოში კი არ და-
ვამცირებ თქვენს სახელს, რადგან უნდა გამოგიტყდეთ, ვი-
ღაც-ვიღაცებმა ცუდად მოგიხსენიეს, საჯაროდ განაცხადეს,
მისტერ ოლვორთისთან უსიამოვნება რომ მოგივიდათ და თა-
ვიანთი შეთხზული ტყუილებიც დაამატეს.
– ძალიან მაკვირვებს ეს ლაპარაკი, – უთხრა ჯონსმა.
– მენდეთ, სერ, სიმართლეს გეუბნებით, ალბათ არ არის
საჭირო, გითხრათ, რომ დიასახლისს ვგულისხმობ. ძალიან
ამაღელვა, რაც მოვისმინე და ვიმედოვნებ, ტყუილია, რადგან
დიდ პატივს გცემთ და ყოველთვის ასე იყო, რაც გავიგე, ტყის-
მცველ ჯორჯს როგორ კეთილად მოექეცით. ეს ამბავი ყველას
პირზე ეკერა, წერილებში მიყვებოდნენ და ყველამ შეგიყვა-
რათ.მომიტევეთ, ამდენი კითხვა რომ დაგისვით, ცნობისმოყ-
ვარე სულ არ ვარ, უბრალოდ, კეთილი ხალხი მიყვარს.
მეგობრულ მოქცევას უბედური ადამიანი ადვილად იჯე-
რებს და გასაკვირია, რომ ჯონსმა, უბედურის გარდა, წრფელი
ბუნების კაციც რომ იყო, ადვილად ირწმუნა ბენჟამინის და გუ-
ლი გადაუშალა. ამოგლეჯილი ლათინური ფრაზები, რომელ-
თაც ბენჟამინი ხანდახან მართებულად ხმარობდა, თუმცა ეს
ღრმა ლიტერატურულ ცოდნაზე არ მეტყველებდა, რაღაცნაი-
რად მიუთითებდა, რომ ის დანარჩენ დალაქებზე მაღლა იდგა,
ამასვე ადასტურებდა მისი ქცევაც. ამიტომ ჯონსმა დაიჯერა
ბენჟამინის და ბოლოს, დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, უთხრა:

24
თუ საქმე ცუდად მიდის, ეს არ ნიშნავს, რომ სულ ასე იქნება
443
– ჩემო მეგობარო, ვინაიდან ამდენი გცოდნიათ და სიმარ-
თლის გაგება გწადიათ, მოთმინება თუ გეყოფათ, ყველაფერს
მოგიყვებით.
– მოთმინება მეყოფა?! – შესძახა ბენჟამინმა, – არასოდეს
დავიღლები მოსმენით და დიდად ვიქნები დავალებული, ასეთ
პატივს თუ დამდებთ.
ჯონსიც ადგა და მთელ თავგადასავალს მოჰყვა, ერთი-ორი
შემთხვევა გამორჩა, კერძოდ, რაც ტვაკომთან ჩხუბის დღეს
მოხდა, და იმით დაასრულა, რომ მეზღვაურად წასვლას აპი-
რებდა, მაგრამ ჩრდილოეთის აჯანყებამ გადააფიქრებინა და
ასე აღმოჩნდა აქ.
ბენჟამინი მთელი გულისყურით უსმენდა, ერთხელაც არ
შეაწყვეტინა, მაგრამ როცა ჯონსმა თხრობა დაასრულა, თავი
ვერ შეიკავა და საკუთარი მოსაზრება შესთავაზა – ნამდვი-
ლად მტრების მოწყობილი უნდა იყოს, მათ განაწყვეს შენ წი-
ნააღმდეგ ოლვორთი, თორემ ესეთი კეთილი კაცი საყვარელ
ადამიანს როგორ გააგდებდაო. ამაზე ჯონსმა მიუგო:
– ეჭვი არ მეპარება, რომ მართლაც გაიძვერობით სცადეს
ჩემი განადგურება.
ნამდვილად წარმოუდგენელია, ვინმეს დალაქივით არ
ეფიქრა, რადგან ჯონსის მონაყოლში ისეთი არაფერი იყო,
რაც სასჯელს იმსახურებდა. ის ცრუ ბრალდებები, რომელთაც
დროდადრო აწვდიდნენ მისტერ ოლვორთის, ჯონსს არ უხსე-
ნებია, არ იცოდა და იმიტომ, როგორც უკვე მოგახსენეთ, რამ-
დენიმე არსებითი ფაქტიც გამორჩა. საბოლოოდ, მტყუანი
არაფერში გამოდიოდა და ალბათ თავად ბოროტებაც ვერა-
ფერს გამოუძებნიდა დასადანაშაულებლად.
განა მას რამის დამალვა ან სიმართლის დამახინჯება სურ-
და. არა, არც ოლვორთის გამტყუნება ეწადა, პირიქით, მიაჩ-
ნდა, რომ ყველაფერი დაიმსახურა, მაგრამ, ასე მოხდა და ასე
444
მოხდება შემდეგშიც – რა გულწრფელიც უნდა იყოს ადამიანი,
საკუთარ თავზე როცა ჰყვება, უნებურად მისი ყველა მანკიერე-
ბა პირიდან განწმენდილი გამოდის, როგორც ტალახიანი
წყლის გაფილტვრისას რჩება ნალექი. ფაქტი შეიძლება ფაქ-
ტად დარჩეს, მაგრამ მოტივი, ვითარება და შედეგი ისე გან-
სხვავდება, როცა კაცი საკუთარ ამბავს ჰყვება და როცა იმავეს
მისი მტერი გვიამბობს, რომ ძნელი დასაჯერებელია, ერთსა
და იმავე ისტორიას თუ ჰყვებიან.
მართალია, დალაქმა ხარბად გადასანსლა ჯონსის ისტო-
რია, მაინც ვერ დაკმაყოფილდა. შეიძლება ცნობისმოყვარე
არ იყო, მაგრამ ერთი რამის გაგება ძალიან სურდა. ჯონსმა ახ-
სენა, შეყვარებული რომ ჰყავდა და რომ ბლაიფილი მეტოქეო-
ბას უწევდა, მაგრამ ახალგაზრდა ქალის ვინაობის დასახელე-
ბას თავი აარიდა. ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ, დალაქმა ხან
აქედან მოუარა, ხან იქიდან და ბოლოს შეეხვეწა, შენი უბედუ-
რების მთავარი მიზეზის, იმ ქალის სახელი მითხარიო. ჯონსიც
ცოტა შეყოყმანდა და მერე უთხრა:
– რაკი ასე გენდე და რაკი მისი სახელი ისედაც ცნობილია
აქ ბევრისთვის, აღარ დაგიმალავ, მას სოფია ვესტერნი ჰქვია.
– სკვაირ ვესტერნს უკვე ამხელა ქალიშვილი ჰყავს?
– და მერე რა ქალიშვილი, – თქვა ჯონსმა, – ამქვეყნად
რომ ვერავინ შეედრება. ასეთი სილამაზე თვალს არ უნახავს,
მაგრამ სილამაზე არ არის მისი ერთადერთი ღირსება, ისეთი
კეთილი და ისეთი გონიერია! მთელი ცხოვრება მის საქებარ
სიტყვებს ჩამოვთვლიდი და ნახევარსაც ვერ ამოვწურავდი!
– მისტერ ვესტერნს მოზრდილი ქალიშვილი ჰყოლია! –
შესძახა დალაქმა, – მამამისის ახალგაზრდობა მახსოვს;
Tempus edax rerum25.

25
როგორი ყოვლისმომცველია დრო
445
ღვინო დაუმთავრდათ და დალაქმა დაჟინებით მოითხოვა,
ახალს მე მოვიტანო, მაგრამ ჯონსმა კატეგორიულად იუარა,
ისედაც ბევრი მომივიდა და ახლა მირჩევნია, ოთახში ავბრუნ-
დე და რამე წიგნი წავიკითხოო.
– წიგნი! – შესძახა ბენჟამინმა, – რას ისურვებთ? ლათი-
ნურს თუ ინგლისურს? ორივე ენაზე მაქვს საინტერესო წიგნე-
ბი, მაგალითად, ერაზმუსის „შინაური საუბრები“, ოვიდიუსის
„ელეგიები“, ინგლისურებიც სულ საუკეთესო მაქვს, ოღონდ
ცოტა შელახულებია, სტოუს „ქრონიკების“ დიდი ნაწილი, პო-
უპის ჰომეროსის მეექვსე ტომი, იჩარდის „რომის ისტორიის“
მეორე ტომი, „რობინზონ კრუზო“ და ტომ ბრაუნის ნაშრომები
ორი ტომად.
– ბოლო ვინც დაასახელეთ, არც კი გამიგონია, თუ შეიძლე-
ბა, ერთი ტომი მათხოვეთ.
დალაქმა დაარწმუნა, ძალიან გაერთობიო. ავტორი ერთ-
ერთ უჭკვიანეს ინგლისელ მწერლად მიაჩნდა. მისი სახლი იქ-
ვე იყო, გადაირბინა და მალევე დაბრუნდა. ამის შემდეგ ჯონ-
სმა მკაცრად გააფრთხილა, არავისთვის გაემხილა, რაც უამ-
ბო და მანაც შეჰფიცა, არავის ვეტყვიო. ასე დაშორდნენ, და-
ლაქი შინ წავიდა, ჯონსმა თავის ოთახს მიაშურა.

თავი 6
მისტერ ბენჟამინი ახალ ნიჭს გამოავლენს და იმასაც
შევიტყობთ, ვინ იყო ეს უჩვეულო პიროვნება

მეორე დილით ჯონსი ცოტა აფორიაქდა ქირურგის დეზერ-


ტირობის გამო, ეშინოდა, ჭრილობას თუ არავინ გადაუხვევდა,
446
რამე გაურთულდებოდა. მიმტანს ჰკითხა, ახლომახლო სხვა
ქირურგი ხომ არ არისო. მიმტანმა უპასუხა, არის ერთი, არც
ისე შორს ცხოვრობს, მაგრამ მანამდე თუ სხვა მკურნალობდა,
ხშირად უარს ამბობსო.
– მაგრამ, სერ, – ასე უთხრა ჯონსს, – თუ დამიჯერებთ, ამ
საქმეს, გუშინ რომ დალაქი გყავდათ, იმაზე უკეთ ვერავინ აკე-
თებს, მთელ სამეზობლოში ძალიან ენდობიან, სამი თვეა, რაც
აქაა და რამდენიმე მძიმე ავადმყოფი მოარჩინა.
მიმტანი ბენჟამინთან გაგზავნეს და როცა ამ უკანასკნელმა
შეიტყო, რატომ იბარებდნენ, სათანადოდ მოემზადა და ჯონსს
ეახლა. ვერც კი წარმოიდგენდით, თუ ეს ის კაცი იყო, გუშინ ჯა-
მი რომ ჰქონდა ამოიღლიავებული. თავიც სულ სხვაგვარად
ეჭირა და იერიც სხვანაირი ჰქონდა.
– Tonsor26 , – უთხრა ჯონსმა, – როგორც ვატყობ, სხვა ხე-
ლობაც გცოდნიათ, როგორ მოხდა, გუშინ რომ არ მითხარით?
– ქირურგობა, – სერიოზულად მიუგო ბენჟამინმა, – პრო-
ფესიაა და არა ხელობა. გუშინ იმიტომ არ გითხარით, რომ მე-
გონა, სხვა ჯენტლმენის ხელში იყავით და არ მიყვარს მოძმეე-
ბის საქმეში ჩარევა. Ars omnibus communis27, მაგრამ ახლა
ნება მიბოძეთ, გაგსინჯოთ და ჭრილობას რომ ვნახავ, ჩემს მო-
საზრებას მოგახსენებთ.
ჯონსი დიდად არ ენდობოდა ახალ ექიმს, მაგრამ უფლება
მისცა, ჭრილობისთვის შეეხედა, მან კი ჭრილობა დაათვალი-
ერა, ამოიოხრა და თავი გააქნია.
ამის დანახვაზე ჯონსი გაღიზიანდა და უთხრა, ნუ სულე-
ლობთ, გამაგებინეთ, რა მდგომარეობააო.

26
დალაქო
27
ხელოვნება ყველას საკუთრებაა
447
– როგორც ქირურგმა გითხრათ თუ როგორც მეგობარმა?
– ჰკითხა ბენჟამინმა.
– როგორც მეგობარმა და, რა თქმა უნდა, სერიოზულად, –
უპასუხა ჯონსმა.
– მაშინ, – შესძახა ბენჟამინმა, – ერთი-ორი გადახვევის მე-
რე, ძალიან უნდა შევეცადო, თქვენს სრულ გამოჯანმრთელე-
ბას ხელი რომ შევუშალო. თუ ნებას მომცემთ, ჩემს საშუალე-
ბას მივმართო, პასუხს ვაგებ, მალე მოგარჩენთ.
ჯონსი დასთანხმდა და ბენჟამინმა სალბუნი დაადო.
– ახლა ნება მომეცით, ადრინდელი იერი მივიღო, – წარ-
მოთქვა ბენჟამინმა, – როცა კაცი ოპერაციას აკეთებს, ღირ-
სეულად უნდა ეჭიროს თავი, თორემ მას არავინ დაემორჩილე-
ბა. ვერ წარმოიდგენთ, სერ, როგორი მნიშვნელოვანია სე-
რიოზული გამომეტყველება, როცა სერიოზულ საქმეს აკეთებ.
დალაქმა შეიძლება გაგაცინოს, მაგრამ ქირურგმა უნდა გატი-
როს.
– მისტერ დალაქო თუ მისტერ ქირურგო, ან დალაქო-ქი-
რურგო... – დაიწყო ჯონსმა.
– ოჰ, სერ! – შეაწყვეტინა ბენჟამინმა, – თქვენ მე ორ საძ-
მოს შორის მომხდარი სასტიკი განხეთქილება მომაგონეთ,
რომელიც ორივე მხარისთვის დამღუპველი იყო, როგორც
ყველა განხეთქილება. ასე ამბობს ძველი ანდაზაც: Vis unita
fortiori28 ; ორივე საძმოს ეყოლებოდა ისეთი, ვისაც ეს ესმოდა.
ჩემთვის დიდი ტანჯვაა ერთ პიროვნებაში ორი წოდების გაერ-
თიანება!

28
ერთობლიობა აძლიერებს
448
– არ ვიცი, რა სახელით გსურთ მოგმართოთ, ის კი ვიცი,
რომ ყველაზე კომიკური ადამიანი ხართ, ვისაც კი ოდესმე შევ-
ხვედრივარ, ალბათ გასაოცარი ცხოვრება გაატარეთ და იმე-
დია, დამეთანხმებით, უფლება მაქვს, მოვისმინო.
– გეთანხმებით, – უპასუხა ბენჟამინმა, – სიამოვნებით მო-
გიყვებით, როცა გეცლებათ, რადგან გარწმუნებთ, დიდ დროს
წაიღებს.
– ამაზე მოცლილი არასოდეს ვყოფილვარ, – უთხრა ჯონ-
სმა.
– მაშინ დავემორჩილები თქვენს თხოვნას, ოღონდ ჯერ
კარს დავხურავ, რომ არავინ შეგვაწუხოს.
ასეც მოიქცა და მერე სადღესასწაულო იერით ჯონსს მი-
მართა:
– სერ, იმით მინდა დავიწყო, რომ თქვენ ჩემი ყველაზე დი-
დი მტერი ხართ.
ჯონსი დააფრთხო ამ განცხადებამ.
– მე თქვენი მტერი ვარ?! – თქვა გაოგნებულმა, ცოტა უნ-
დობლად.
– არა, ნუ გამიბრაზდებით, – უთხრა ბენჟამინმა, – იმიტომ,
რომ გარწმუნებთ, მე არ ვბრაზობ და განზრახ არც თქვენ გივ-
ნიათ ჩემთვის, რადგან მაშინ ჩვილი იყავით. როგორც კი ჩემს
სახელს გეტყვით, ყველაფერს მყისვე ფარდა აეხდება. სერ,
ოდესმე პარტრიჯის შესახებ თუ გსმენიათ, რომელსაც პატივი
დასდეს, მამათქვენად მიეჩნიათ და რომელიც ამ პატივის გამო
მიწასთან გაასწორეს?
– რა თქმა უნდა, მსმენია პარტრიჯზე და ყოველთვის მჯე-
როდა, რომ მამაჩემი იყო.
– მაშ, სერ, – უთხრა ბენჟამინმა, – ის პარტრიჯი მე გახლა-
ვართ. შემიძლია გაგათავისუფლოთ მამაშვილური ვალდებუ-
ლებებისგან და დაგარწმუნოთ, რომ ჩემი შვილი არ ხართ.
449
– როგორ! – გაიკვირვა ჯონსმა, – ნუთუ შეიძლებოდა ყალ-
ბი ეჭვების გამო ასე ცუდად მოგქცეოდნენ, მე ყველაფერი კარ-
გად ვიცი.
– შეიძლებოდა, – იყვირა ბენჟამინმა, – იმიტომ, რომ ასე
მოხდა, მაგრამ თუმცა კი ბუნებრივია, ადამიანს სძულდეს თა-
ვისი გამაუბედურებელი, მე სხვანაირი ვარ. მას შემდეგ შეგიყ-
ვარეთ, რაც გავიგე, ტყისმცველ ჯორჯს როგორ დაეხმარეთ და
დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენი უჩვეულო შეხვედრა იმის საწინ-
დარი იქნება, რომ ამინაზღაურებთ, რაც თქვენ გამო ვიტანჯე.
ამას გარდა, წინაღამით, ვიდრე შეგხვდებოდით, სიზმარი ვნა-
ხე, სკამს ფეხი წამოვკარი, მაგრამ არ დავშავდი, რაც რაღაც
კარგის ნიშანია. წუხელაც ვნახე სიზმარი, უკან მოგყვებოდით
რძესავით ქათქათა ფაშატზე ამხედრებული, ესეც შესანიშნავი
სიზმარია და ბევრ სიკეთეს მიქადის, თუ თქვენ ულმობლად არ
უარმყოფთ.
– მისტერ პარტრიჯ, დიდი სიხარულით აგინაზღაურებდით
ყველაფერს, ოღონდ ამჟამად ეს ჩემს შესაძლებლობას აღემა-
ტება, თუმცა, გარწმუნებთ, უარს არაფერზე გეტყვით.
– მე რასაც გთხოვთ, იმის შესრულება შეგიძლიათ. ყველა-
ფერზე მეტად მსურს, ლაშქრობაში გამიყოლოთ. ამ სურვი-
ლით ვსულდგმულობ, უარს თუ მეტყვით, დალაქს და ქირურგს
ერთი ხელის მოსმით მოკლავთ.
ჯონსმა ღიმილით უთხრა, ძალიან არ მინდა, საზოგადოება
ასე დავაზარალოო. მერე ბევრი დამაჯერებელი მიზეზი მოუყ-
ვანა ბენჟამინს (რომელსაც ამიერიდან უკვე პარტრიჯად მო-
ვიხსენიებთ), რათა როგორმე გადაეთქმევინებინა, მაგრამ
უშედეგოდ. პარტრიჯი სიზმრად ნანახ რძესავით ქათქათა ფა-
შატზე ამყარებდა იმედებს.
– ამას გარდა, სერ, – უთხრა ჯონსს, – დამიჯერეთ, რო-
გორც ყველა მამაკაცს, მეც მინდა ჩემი წვლილი შევიტანო
450
დიდ საქმეში და ნებისმიერ შემთხვევაში წავალ, თქვენთან ერ-
თად ან უთქვენოდ.
ჯონსი და პარტრიჯი აშკარად კეთილად განეწყვნენ ერთმა-
ნეთის მიმართ, ჯონსი უარზე იმიტომ იყო, რომ მას უფრთხილ-
დებოდა, მაგრამ როცა შენიშნა, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტი-
ლი ომში წასვლა, დასთანხმდა, ოღონდ იმწამსვე გონს მოეგო
და უთხრა:
– მისტერ პარტრიჯ, ხომ არ ფიქრობთ, რომ მე თქვენი შე-
ნახვა შემიძლია? – მერე ჯიბიდან საფულე ამოიღო და მთელი
ჩემი ავლადიდება ცხრა გინეააო, აჩვენა.
პარტრიჯმა მიუგო, მომავალში გადამიხდითო, რადგან
დარწმუნებული იყო, ჯონსი ამას მალე მოახერხებდა.
– ახლა კი, სერ, – თქვა პარტრიჯმა, – რადგან ჩვენ ორიდან
მე უფრო მდიდარი ვყოფილვარ, რაც მაბადია, თქვენს განკარ-
გულებაში იქნება. დაჟინებით მოვითხოვ, ყველაფერი თქვენ
ჩაიბაროთ, მე მხოლოდ იმას გთხოვთ, მსახურად გამიყო-
ლოთ.
მაგრამ ჯონსი არაფრის დიდებით არ დასთანხმდა გულუხვ
შემოთავაზებას.
გადაწყვიტეს, მეორე დილით გაემგზავრებოდნენ, ერთა-
დერთი დაბრკოლება ჯონსის ბაგაჟი იყო, ძალიან დიდი ჩემო-
დანი ჰქონდა და ცხენიც არ ჰყავდათ.
– თუ ნებას მომცემთ, გირჩიოთ, – უთხრა პარტრიჯმა, – ეს
ჩემოდანი შეგვიძლია საიმედოდ დავტოვოთ ჩემს ბინაში, მხო-
ლოდ რამდენიმე პერანგი წამოიღეთ. ასე ადვილად ვატარებ
თქვენს ბარგს.
შეთანხმდნენ და დალაქი შინისკენ გაეშურა ლაშქრობის-
თვის მოსამზადებლად.

451
თავი 7
რომელშიც პარტრიჯის საქციელს უკეთესად

ავხსნით, ჯონსის გულჩვილობას გავამართლებთ და დი-


ასახლისზე კიდევ რამდენიმე ანეკდოტს მოვყვებით.
მართალია, პარტრიჯი ამქვეყნად ყველაზე ცრუმორწმუნე
კაცი იყო, მხოლოდ სიზმარში ნანახი სკამი და ცხენი ვერ შე-
აგულიანებდა, ჯონსს ლაშქრობაში გაჰყოლოდა, ბრძოლის
ველზე მოპოვებული ნადავლის წილის იმედი რომ არ ჰქონო-
და. სინამდვილეში, როცა პარტრიჯმა ჯონსის მონაყოლი მო-
ისმინა, ვერ დაიჯერა, რომ მისტერ ოლვორთიმ შინიდან გამო-
აგდო შვილი (მას ხომ ღრმად სწამდა, რომ ჯონსი მისი შვილი
იყო). ამიტომ დაასკვნა, რომ ყველაფერი ჯონსის გამოგონი-
ლი იქნებოდა, ისედაც ბევრი სმენოდა მის თავაშვებულ ხასი-
ათზე და იფიქრა, უბრალოდ, მამას გამოექცაო. ასეთი აზრი
დაებადა თავში, მოდი, ახალგაზრდა ჯენტლმენს შევაგული-
ანებ, შინ დაბრუნდეს, ამით ოლვორთის გულს მოვიგებ და
ჩემდამი ბრაზს გავუნელებო. იმასაც ფიქრობდა, რომ ოლ-
ვორთის სიბრაზე სულაც მოჩვენებითი იყო და მხოლოდ და
მხოლოდ საკუთარი რეპუტაციის გადარჩენა სურდა. თუ არა-
და, მაშინ რით აიხსნებოდა, ნაპოვარას მიმართ ასე გულთბი-
ლად რომ განეწყო, პარტრიჯს კი, უდანაშაულო კაცს, რომელ-
საც ბრალს ვერავინ დასდებდა, ასე ულმობლად მოექცა; და
კიდევ, რით აიხსნებოდა ჩუმად გაგზავნილი დახმარება, როცა
საჯაროდ პენსია ჩამოართვა, იმ ფულს ხომ პარტრიჯი ისე
იღებდა, როგორც უსამართლობის გამოსასყიდს. როგორმე
თუ მოახერხებდა და ახალგაზრდა ჯენტლმენს წააქეზებდა, შინ
დაბრუნებულიყო, ნამდვილად მოიგებდა ოლვორთის გულს
452
და კარგადაც დასაჩუქრდებოდა. არა, მშობლიურ მხარეში
დაბრუნების და დასახლების უფლებას მოიპოვებდა, რაც ალ-
ბათ თავად ულისეზე მეტად უნდოდა.
რაც შეეხება ჯონსს, პარტრიჯის ნათქვამი სრულ სიმარ-
თლედ მიიღო და სჯეროდა, მისი ერთადერთი მოტივი მისდამი
სიყვარული და დიდი მიზნისკენ სწრაფვა იყო. სხვისი სიმარ-
თლის დაუეჭვებლად და დაუფიქრებლად დაჯერება დასაძრა-
ხი თვისებაა. სიმართლე რომ ითქვას, არსებობს ორი გზა შე-
სანიშნავი თვისების – წინდახედულობის შესაძენად, პირველი
გამოცდილებით მოიპოვება და მეორე ადამიანის ბუნებიდან
გამომდინარეობს. უკანასკნელი გენიოსებს და დიდბუნებო-
ვანთ ახასიათებთ და ბევრად უკეთესია პირველზე, არა მხო-
ლოდ იმიტომ, რომ ადრეულ ასაკში ვლინდება, არამედ უფრო
სანდო და შეუცდომელიც არის, რადგან ადამიანი რამდენჯე-
რაც უნდა მოატყუონ, მას მაინც იმედი აქვს, რომ ოდესმე პა-
ტიოსანიც შეხვდება. ჯონსი წინდახედულობით არასოდეს ყო-
ფილა დაჯილდოებული და ძალიან ახალგაზრდა იყო, გამოც-
დილებით რომ რამე ესწავლა, რადგან ამ სიბრძნის მოსახვე-
ჭად გრძელი გზის გავლა გვიწევს, ვიდრე ხანდაზმულობას არ
მივაღწევთ. ამიტომაა ალბათ, მოხუცები მათზე ახალგაზრდე-
ბის წარმოდგენებს აბუჩად რომ იგდებენ.
ჯონსმა დღის დიდი ნაწილი ახალი ნაცნობის საზოგადოება-
ში გაატარა. ეს სახლის პატრონი ან, უფრო სწორად, დიასახ-
ლისის ქმარი გახლდათ. გვიანი იყო, ქვემოთ რომ ჩამოვიდა,
ნიკრისის ქარის შეტევის შემდეგ. ეს ავადმყოფობა ნახევარი
წლით ლოგინს მიაჯაჭვავდა ხოლმე, დანარჩენ დროს სახლში
მიდი-მოდიოდა, ჩიბუხს ეწეოდა, მეგობრებთან ერთად ღვი-
ნოს შეექცეოდა, სახლის საქმეები მას არ ეხებოდა. როგორც
ამბობენ, ჯენტლმენად აღზარდეს, ანუ არაფრის მკეთებლად;

453
ფერმერი ბიძისგან მიღებული მემკვიდრეობის ნაწილი ნადი-
რობაში, დოღსა და მამლების ჩხუბში გაფლანგა. ჩვენი დი-
ასახლისი რაღაცის იმედად გაჰყვა მას ცოლად, თუმცა უკვე
დიდი ხანი იყო, იმედებს ვერ უმართლებდა და ამიტომ მთელი
გულით შეიძულა, მაგრამ რადგან პირქუში კაცი გახლდათ,
იმით კმაყოფილდებოდა, რომ დასამცირებლად ხშირ-ხშირად
ადარებდა პირველ ქმარს. ვინაიდან შემოსავლის დიდ წილს
ქალი განკარგავდა, სიამოვნებით ითავა ოჯახის მართვა, თუმ-
ცა ხანგრძლივი უშედეგო ბრძოლის შემდეგ, ქმარი მაინც სა-
კუთარი თავის ბატონ-პატრონად დარჩა.
საღამოს, ჯონსი თავის ოთახში რომ ავიდა, მოსიყვარულე
ცოლ-ქმარს შორის მის თაობაზე პატარა დისპუტი გაიმართა:
– რაო, – თქვა ცოლმა, – რა კარგად ურტყამდი ჯენტლმენ-
თან ერთად.
– დიახაც,– უპასუხა ქმარმა, – ერთი ბოთლი ჩავცალეთ,
ნამდვილი ჯენტლმენია და ცხენებისაც გაეგება. თუმცა ახალ-
გაზრდაა და ბევრი არ უნახავს, დოღზეც ბევრჯერ არ უნდა იყ-
ოს ნამყოფი.
– ოჰო! მაშ, მთლად საშენო კაცი ყოფილა, ჯენტლმენია, აბა
რა, ცხენს თუ აჭენებს, ეშმაკსაც წაუღია ეგეთი ჯენტლმენები!
ნეტა, არ შემხვედროდა ცხოვრებაში, მიზეზი კი მაქვს, ცხენოს-
ნები მიყვარდეს.
– გაქვს ნამდვილად, – უთხრა ქმარმა, – მე ხომ ცხენოსანი
ვარ.
– კი, ხარ, როგორ არა, ჩემი პირველი ქმარი როგორც იტ-
ყოდა, მთელი შენი ქონება თვალში რომ ჩავიდო, უარესად მა-
ინც არ დავინახავ.
– ჯანდაბას ეგ შენი პირველი ქმარი!
– ნუ ლანძღავ კაცს, რახან ყოველმხრივ გჯობდა. ცოცხალი
რომ იყოს, გაჩვენებდა სეირს.
454
– ესე იგი, ფიქრობ, – თქვა ქმარმა, – რომ შენზე მხდალი
ვარ, თავადაც ხომ ბევრჯერ გაგილანძღავს ჩემი თანდასწრე-
ბით.
– თუ რამე ცუდი მითქვამს, – უთხრა ქალმა, – მერე მომი-
ნანიებია. ის ჩემი ქმარი იყო, შეიძლება აუგი დამცდენია, მაგ-
რამ უსაქმური არასოდეს მიწოდებია, ტყუილს ვერ ვიტყვი,
უსაქმური არასოდეს მიწოდებია.
კიდევ ბევრი ილაპარაკა, მაგრამ ქმარი აღარ უსმენდა, ჩი-
ბუხს მოუკიდა და კოჭლობით გაეცალა. ცოლის ნალაპარა-
კებს დაწვრილებით აღარ გადმოგცემთ, მით უმეტეს, რომ
ნელ-ნელა უახლოვდებოდა ისეთ არადელიკატურ თემას, რო-
მელიც ჩვენი ამბისთვის უადგილო იქნება.
ლაშქრობისთვის აღჭურვილი პარტრიჯი დილაადრიან და-
ადგა თავს ლოგინში მწოლ ჯონსს, მხარზე ზურგჩანთა ჰქონდა
გადაკიდებული. ეს ზურგჩანთა საკუთარი ხელით შეეკერა, ეტ-
ყობა, სხვა ხელობების გარდა, კერვაც იცოდა. თავისი თეთ-
რეული უკვე ჩალაგებული ჰქონდა, ჯონსის რვა პერანგიც და-
ამატა, მერე ჩემოდანი შეკრა და ის იყო სახლში უნდა წაეღო,
დიასახლისმა შეაჩერა და უთხრა, ვიდრე ფულს არ გადაიხ-
დის, აქედან ვერაფერს გაიტანთო.როგორც მოგახსენეთ, დი-
ასახლისი შეუზღუდავად განაგებდა სასტუმროს საქმეებს და,
შესაბამისად, კანონსაც იცავდა. ასე რომ, ანგარიში დაიწერა
და მოსალოდნელზე ბევრად მეტი აღმოჩნდა. აქ იძულებული
ვართ, ვამხილოთ რამდენიმე კანონი, რომელთაც სასტუმროს
მეპატრონეები ასაიდუმლოებენ. პირველი ისაა, რომ თუ რა-
იმე კარგი მოეპოვებათ სასტუმროში (რაც იშვიათად ხდება),
მხოლოდ მათ უჩენენ, ვინც დიდი აღკაზმულობით მოგზაურო-
ბს, მეორე – უვარგის სურსათს ისევე აფასებენ, როგორც სა-
უკეთესოს, და ბოლოს, თუ სტუმარი ბევრს არ ითხოვს, ორმაგს
ახდევინებენ, რომ თანხა იგივე დარჩეთ.
455
ანგარიში გაასწორეს და ჯონსი და პარტრიჯი გზას გაუდ-
გნენ. დიასახლისს თავი არ შეუწუხებია, გასაცილებლად ჩასუ-
ლიყო. მისი სასტუმრო, როგორც ჩანს, განსაკუთრებული
ხალხისთვის იყო განკუთვნილი და, რატომ, ვერ გეტყვით, მაგ-
რამ ყველას, ვინც განსაკუთრებულებისგან იღებს საარსებო
საშუალებას, თავადაც განსაკუთრებული ჰგონია თავი და ადა-
მიანების დანარჩენ ნაწილს ზემოდან უყურებს.

თავი 8
ჯონსი გლოსტერში ჩადის და სასტუმრო „ზარში“ ჩერდება;
სახლის აღწერა და ინტრიგა, რომელშიც გაეხვევა

მისტერ ჯონსი და პარტრიჯი ან პატარა ბენჟამინი (ეპითეტი


„პატარა“ ირონიულად ვიხმარეთ, რადგან ის ექვსი ფუტის სიმ-
აღლის იყო) გლოსტერში ჩავიდნენ და გზად ისეთი არაფერი
გადახდენიათ, მოსაყოლად ღირდეს.
გლოსტერში გასაჩერებლად სასტუმრო „ზარი“ შეარჩიეს,
მართლაც რომ მშვენიერი სასტუმრო, რომელსაც სულით და
გულით ვურჩევ მკითხველს, თუ ოდესმე იმ ძველ ქალაქში
მოხვდება. სასტუმროს მეპატრონე დიდი მქადაგებლის, უაით-
ფილდის ძმაა, მაგრამ მეთოდიზმის ან რომელიმე სხვა ერეტი-
კული სექტის დამღუპველი პრინციპები მისთვის სრულიად უც-
ხოა. ის მართლაც ძალიან პატიოსანი კაცია და, ჩემი აზრით,
არც ეკლესიას და არც სახელმწიფოს ზიანს არ მიაყენებს. მის
ცოლს, ვფიქრობ, სილამაზეზე პრეტენზია ჰქონდა და ახლაც
მშვენივრად გამოიყურება. პიროვნულადაც და თავის დაჭე-
რის მანერითაც, შეეძლო რჩეულთა საზოგადოების თვალსა-
ჩინო ფიგურა გამხდარიყო, მაგრამ, თუმცა კი საკუთარი თავის
ფასი კარგად იცოდა, მდგომარეობას დასჯერდა და ძალიან
456
კმაყოფილიც გახლდათ. ბედს რომ დამორჩილდა, ეს მის გო-
ნიერებასა და გამჭრიახობაზე მეტყველებდა, რადგან, ქმრის
არ იყოს, ამჟამად თავადაც თავისუფალი იყო მეთოდიზმის
იდეებისგან. ამჟამად იმიტომ ვთქვი, რომ გულწრფელად
აღიარებდა, მაზლის ქადაგებამ თავდაპირველად დიდი შთა-
ბეჭდილება რომ მოახდინა და სულის ხსნის არაჩვეულებრივი
ემოციების განსაცდელად თავი გადადო, მაგრამ სამკვირიანი
ექსპერიმენტის შემდეგ ვერავითარი ემოცია რომ ვერ მიიღო,
ჭკუა იხმარა და სექტა მიატოვა. ბევრი რომ არ გავაგრძელო,
ის ძალიან მეგობრული და კეთილგანწყობილი ქალი იყო, ერ-
თობ მონდომებული, ყველასთვის ესიამოვნებინა და სტუმარი
მეტისმეტად უჟმური თუ არ გამოდგებოდა, მისგან ფრიად კმა-
ყოფილი წავიდოდა. მისის უაითფილდი ეზოში იყო, როცა ჯონ-
სი და მისი თანამგზავრი სასტუმროს მიადგნენ. გონიერმა
ქალმა იმწამსვე შეატყო ჩვენს გმირს, უბრალო კაცი რომ არ
იყო. მსახურებს უბრძანა, ოთახისკენ გაუძეხითო და თავად სა-
დილად მიიპატიჟა. მიპატიჟება მიიღეს და მადლობა გადაუხა-
დეს. გრძელი გზის და ხანგრძლივი უჭმელობის მერე, იმაზე
უარეს მიღებაზეც და უარეს საზოგადოებაზეც ყაბულს იქნე-
ბოდნენ, ვიდრე მისის უაითფილდი სთავაზობდათ.
მისტერ ჯონსის და სასტუმროს კეთილი მეპატრონის გარ-
და, სუფრასთან იჯდა სოლსბერელი სასამართლოს მოხელე,
სწორედ ის, ვინც მისტერ ოლვორთის მისის ბლაიფილის გარ-
დაცვალების ამბავი ჩაუტანა და რომლის სახელი, დაულინგი,
ადრე არ გვიხსენებია, და კიდევ ერთი ადამიანი, თავი დიდ იუ-
რისტად რომ წარმოედგინა, რომელიც სომერსეტშირში, სად-
ღაც ლინლინჩთან ახლოს ცხოვრობდა. თავი წარმოედგინა-
მეთქი, იმიტომ ვთქვი, რომ სინამდვილეში ნაძირალა ავან-
ტიურისტი იყო, არაფრის მცოდნე, ერთ-ერთი იმ ურიცხვთა

457
შორის, სასამართლოს მოხელეები რომ ქირაობენ და ფოსტის
ბიჭებივით ნახევარ კრონად მილებს არბენინებენ.
სადილის დროს სომერსეტშირელმა იურისტმა ჯონსი იცნო,
ის ხომ მისტერ ოლვორთის საკუჭნაოს ხშირად სტუმრობდა.
ხელსაყრელი შემთხვევა რომ მიეცა, ისე ფამილიარულად მო-
იკითხა ოჯახი, გეგონება მისტერ ოლვორთის ახლო მეგობარი
ყოფილიყო, ყოველ შემთხვევაში, ძალიან მოინდომა, თავი
ასე მოეჩვენებინა, თუმცა ოლვორთის ოჯახში, კარისკაცის
გარდა, არასოდეს არავის შეხვედრია. ჯონსმა მის კითხვებს
თავაზიანად უპასუხა, თავად ავანტიურისტი ვერ გაიხსენა, მაგ-
რამ საქციელით და გარეგნულად ატყობდა, რომ ეს კაცი უფ-
რო იბრალებდა მაღალი წრის საზოგადოების წევრობას.
რადგანაც გონიერი კაცისთვის ამ ყაიდის ყმაწვილებთან
საუბარი უსიამოვნოა, სუფრა აალაგეს თუ არა, მისტერ ჯონსმა
იქაურობა დატოვა და, ცოტა არ იყოს, ულმობლად გაიმეტა მი-
სის უაითფილდი ეპიტიმიისთვის. როგორც ტიმოთი ჰარისის-
გან და სხვა სანდო სასტუმროს მეპატრონეებისგან მსმენია,
დიდი ტანჯვაა იძულებით სტუმრის გართობა.
ჯონსი ოთახიდან გავიდა თუ არა, ავანტიურისტმა ჩურჩუ-
ლით ჰკითხა მისის უაითფილდს, ხომ არ იცით, ეს კოხტაპრუწა
ვინ არისო. ქალმა უპასუხა, პირველად ვხედავ ამ ჯენტლმენ-
სო.
– ჯენტლმენი, როგორ არა! ეს იმ კაცის ნაბიჭვარია, ცხენის
ქურდობისთვის რომ ჩამოახრჩვეს, მისტერ ოლვორთის მიუგ-
დეს და მსახურებმა იპოვეს ყუთში, ისეთი წვიმა იყო, ნამდვი-
ლად დაიხრჩობოდა, მაგრამ სხვა ბედი ეწერა, ეტყობა.
– ეი, ეი, ნუღარ გააგრძელებ, ყველამ ვიცით, რა არის ბე-
დისწერა, – უთხრა დაულინგმა და ისე გაიღიმა, ყველა კბილი
გამოუჩნდა.

458
– მოკლედ, – განაგრძო იურისტმა, – სკვაირმა ბრძანა, შინ
შემოიყვანეთო. ყველამ იცის, როგორი მხდალი კაცია, შე-
ეშინდა, შარი არ მომდონო და ნამდვილი ჯენტლმენივით აღ-
ზარდა და გამოაწყო, მან კი ერთი მოახლე დააფეხმძიმა და
ათქმევინა, ბავშვის მამა ოლვორთი არისო. მერე ტვაკომს ხე-
ლი მოსტეხა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იმან ბოზებ-
ში სიარულის გამო გაკიცხა, ბლაიფილს კი ზურგში ესროლა.
ერთხელაც, მისტერ ოლვორთი შეუძლოდ რომ გახდა, ისე
დათვრა, ავადმყოფის ძილის დასაფრთხობად დოლზე ურ-
ტყამდა გამეტებით. კიდევ ბევრი ეგეთი ოინი მოიგონა, ვიდრე
ოთხი-ხუთი დღის წინ, სწორედ ჩემი გამომგზავრებისას, სკვა-
ირმა შიშველ-ტიტველი შინიდან არ გამოაგდო.
– ძალიანაც კარგად მოქცეულა, – თქვა დაულინგმა, – მა-
გის ნახევარი რომ დაეშავებინა, მეც გავაგდებდი შვილს. და
რა ჰქვია ამ სანდომიან ჯენტლმენს?
– მისი სახელია ტომ ჯონსი, როგორ არ იცით? – უპასუხა
ავანტიურისტმა.
– ჯონსი, – გაიმეორა ცოტა გამოცოცხლებულმა დაულინ-
გმა, – ტომ ჯონსი, რომელიც მისტერ ოლვორთისთან ცხოვ-
რობდა? ის ჯენტლმენი, ახლა ჩვენთან ერთად რომ ისადილა?
– სწორედ ის გახლავთ.
– მსმენია მაგ ჯენტლმენზე, ბევრი მსმენია, მაგრამ აუგი
არაფერი გამიგია.
– და დარწმუნებული ვარ, – თქვა მისის უაითფილდმა, – თუ
ნახევარი მაინც სიმართლეა, რაც ახლა მოგვახსენეს, მისტერ
ჯონსი ყველაზე მატყუარა გარეგნობის კაცია, ვინც კი ოდესმე
მინახავს, გამოხედვაც რაღაც სხვანაირი აქვს. მინდა გით-
ხრათ, მართალია, ჯერ სულ არ ვიცნობ, მაგრამ ისეთი თავა-
ზიანი და კარგად აღზრდილი კაცი ჩანს, სიამოვნებით რომ გა-
ესაუბრები.
459
აქ ავანტიურისტს გაახსენდა, რომ ჩვეულებისამებრ არ და-
უფიცია, სანამ ამხელდა და მოჰყვა ფიცს, ყველაფერი ამოიწ-
ყვიტა, ვიდრე ბოლოს დიასახლისი არ შეწუხდა და არ უთხრა,
მჯერა შენიო, რომ გაეჩუმებინა.
ავანტიურისტმა უპასუხა:
– ვიმედოვნებ, მადამ, არ იფიქრებთ, ისეთ რამეს მოვყვე-
ბოდი, დანამდვილებით რომ არ მცოდნოდა. რა მრჯის, რეპუ-
ტაცია შევულახო კაცს, რომელსაც ჩემთვის არაფერი დაუშა-
ვებია? გარწმუნებთ, ყოველი სიტყვა სიმართლეა, რაც გითხა-
რით და ეს მთელმა საგრაფომ იცის.
ვინაიდან მისის უაითფილდს არ ჰქონდა საფუძველი, ეეჭვა,
რომ ავანტიურისტი რაიმე მოტივით ლანძღავდა ჯონსს, მკით-
ხველი ვერ გაამტყუნებს, ამდენი ფიცის მერე მონაყოლი თუ
დაიჯერა. თავს გამოუტყდა, ეტყობა, გარეგნობით ადამიანის
ამოცნობა არ შემიძლიაო და იმ წუთიდან ისე ცუდად განეწყო
სტუმრის მიმართ, ერთი სული ჰქონდა, როდის წავიდოდა.
ცუდი განწყობა კიდევ უფრო გააღრმავა მისტერ უაითფილ-
დის მიერ სამზარეულოდან მოტანილმა ამბავმა, სადაც პარ-
ტრიჯს იქ მყოფთათვის განუცხადებია, რომ მართალია, ზურ-
გჩანთას ატარებს და მსახურის ოთახს კმაყოფილდება, როცა
ტომ ჯონსი (ასე მოიხსენია) სასტუმრო ოთახში ნებივრობს, ის
სინამდვილეში მისი მსახური კი არა, მხოლოდ მეგობარი და
ისეთივე ჯენტლმენი იყო, როგორიც ჯონსი.
მთელი ამ ხნის განმავლობაში დაულინგი ჩუმად იჯდა,
ფრჩხილებს იკვნეტდა, თავისთვის ეღიმებოდა და რაღაც ცბი-
ერი გამომეტყველება ჰქონდა. ბოლოს მანაც ჩააგდო სიტყვა,
თქვა, მე არ გეთანხმებით იმ ჯენტლმენის დახასიათებაშიო.
მერე სასწრაფოდ ანგარიში მოითხოვა, ამაღამ ჰერფორდში
უნდა ვიყოო. წაიწუწუნა, ჩემი საქმე მავალდებულებს, სულ

460
ვიჩქარო, ნეტა, შემეძლოს, ოც ნაწილად გავიყო და ოც სხვა-
დასხვა ადგილას წავიდეო.
ავანტიურისტმაც დატოვა იქაურობა. მისი წასვლის შემდეგ
ჯონსმა მისის უაითფილდს ჰკითხა, ჩემთან ერთად ჩაის ხომ არ
მიირთმევთო, მაგრამ ქალმა უარი უთხრა, თან სულ სხვაგვა-
რად ეჭირა უკვე თავი და ჯონსი ცოტა გაოცებული დარჩა. მა-
ლე დარწმუნდა, რომ დიასახლისი სრულიად გარდაიქმნა, თუ
ადრე ბუნებრივად კეთილგანწყობილი და თავაზიანი იყო, ახ-
ლა რაღაც არაბუნებრივად გამკაცრებოდა სახე. ეს ჯონსს ისე
არ ესიამოვნა, თუმცა კი უკვე გვიანი იყო, გადაწყვიტა, იმავე
საღამოს დაეტოვებინა სასტუმრო.
ჯონსმა ქალის მოულოდნელი გარდაქმნა ცოტა უსამარ-
თლოდ ახსნა. გარდა იმისა, რომ ქალების ცვალებად და არამ-
ყარ ხასიათზე უსამართლო ეჭვი ჰქონდა, იფიქრა, დიასახლი-
სი უპატივცემულოდ იმიტომ მომექცა, ცხენები რომ არ მყავ-
დაო. მართალია, ეს ცხოველები თეთრეულს არ სვრიან, სას-
ტუმროში ისინი მეტს იხდიან, ვიდრე მათი მხედრები და, შესა-
ბამისად, სასურველი სტუმრებიც არიან. თუმცა სამართლიანი
ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ მისის უაითფილდი უფრო ლიბერა-
ლურად აზროვნებდა, ის კარგად იყო აღზრდილი და ფეხით
მოსიარულე ჯენტლმენსაც თავაზიანად მოექცეოდა, მაგრამ
ვინაიდან ჩვენი გმირი საცოდავ არამზადად მიიჩნია, თავიც შე-
საფერისად ეჭირა მასთან. ამაში ვერც ჯონსი ვერ გაამტყუნებ-
და, იმდენივე რომც სცოდნოდა, რამდენიც მკითხველმა იცის,
პირიქით, გაამართლებდა კიდეც და მეტი პატივისცემითაც გა-
ნეწყობოდა. ასეთია ყველაზე სამწუხარო სიტუაცია, როცა კაცს
უსამართლოდ შეურცხვენენ სახელს, რადგან ვისაც მოეხსენე-
ბა, რომ დააშავა, არ გაბრაზდება, როცა უგულებელყოფენ, პი-

461
რიქით, მისდამი გამოვლენილი კეთილგანწყობა გააღიზიანე-
ბს, თუ, რა თქმა უნდა, არ იცის, რომ მეგობარმა უსამართლოდ
და მოტყუებით გაუტეხა სახელი.
ჯონსს ეს არ ეხებოდა. ვინაიდან სიმართლე მისთვის უცნო-
ბი იყო, საკმარისი მიზეზი ჰქონდა, თავი შეურაცხყოფილად
ეგრძნო. მან ფული გადაიხადა და სასტუმრო დატოვა, მიუხე-
დავად მისტერ პარტრიჯის წინააღმდეგობისა, რომელიც დიდ-
ხანს და უშედეგოდ ცდილობდა გადაეთქმევინებინა, ბოლოს
კი ბედს დასჯერდა, ზურგჩანთა მოიკიდა და მეგობარს გაჰყვა.

თავი 9
მოიცავს ჯონსის და პარტრიჯის რამდენიმე დიალოგს სიყვარულის,
სიცივის, შიმშილის და სხვა თემებზე; პარტრიჯი, საბედნიეროდ, ბო
ლო წამს თავს შეიკავებს და მეგობარს საბედისწერო
საიდუმლოს არ გაანდობს

მაღალი მთებიდან ჩრდილი ჩამოსრიალდა და გაიშალა,


ფრთოსნები დასაძინებლად შეიყუჟნენ. მოკვდავთა მაღალი
წრის წარმომადგენლები სადილს მიუსხდნენ, დაბალი წრის
წარმომადგენლები – ვახშამს. მოკლედ, საათმა ხუთი ჩამოკ-
რა, ჯონსმა გლოსტერი რომ დატოვა. ის დრო იყო, როცა (ვი-
ნაიდან შუა ზამთარი იდგა) ღამე ჭუჭყიანი თითებით სამყაროს
შავ ფარდას აფარებს, თუ მთვარემ არ შეუშალა ხელი, ზოგი-
ერთი ჭკუამხიარული მოკვდავივით პირსავსემ და წითელლო-
ყებამ, რომელთაც, მთვარის არ იყოს, შეუძლიათ ღამე დღედ
აქციონ. მთვარე ლოგინიდან წამოიმართა, მთელი დღე ინე-
ბივრა იმისთვის, რომ ღამით სამყაროსთვის შუქი მოეფინა.
ბევრი არ ჰქონდათ გავლილი, როცა პლანეტის სილამაზით

462
აღფრთოვანებული ჯონსი პარტრიჯს მიუბრუნდა და ჰკითხა,
ასეთი მშვენიერი ღამე თუ გინახავსო.
პარტრიჯისგან პასუხი რომ ვერ მიიღო, მილტონის ციტატა
გაიხსენა, მას ხომ მართლაც ვერც ერთი პოეტი ვერ შეედრება
ციური მნათობებისთვის ხოტბის შესხმაში. მერე პარტრიჯს
„მაყურებლიდან“ ერთი მოთხრობა უამბო. ეს მოთხრობა ორ
შეყვარებულზე იყო. შეყვარებულები შეთანხმდნენ, თუ ერ-
თმანეთს დააშორებდნენ, დათქმულ დროს ერთდროულად შე-
ხედავდნენ მთვარეს და იმით გაიხარებდნენ, ორივენი ერთსა
და იმავე დროს ერთსა და იმავე საგანს რომ უყურებდნენ.
– იმ შეყვარებულებს, – დასძინა ჯონსმა, – ნამდვილად შეს-
წევდათ ძალა, ყველაზე ამაღლებული გრძნობა განეცადათ.
– სრულიად შესაძლებელია, – შესძახა პარტრიჯმა, – მაგ-
რამ მათი უფრო იმის გამო შემშურდებოდა, თუ სიცივე არ აწუ-
ხებდათ, რადგან ლამისაა გავიყინო და ვშიშობ, ვიდრე სხვა
სასტუმრომდე მივაღწევთ, ცხვირის წვერი არ დავკარგო. სი-
მართლე გითხრათ, ღირსები ვართ, დავისაჯოთ, მშვენიერი
სასტუმროდან რომ წამოვედით, ისეთი კეთილმოწყობილი
სასტუმროდან, ლორდიც რომ ვერ იცხოვრებს უკეთესში. იქი-
დან წამოხვიდე და ღმერთმა უწყის, სად წაბოდიალდე! ჩემ-
თვის სულერთია, მაგრამ ვიღაცა მართლა იფიქრებს, რომ
სრულ ჭკუაზე არ ვართ.
– გრცხვენოდეთ, პარტრიჯ! – უთხრა ჯონსმა, – საომრად
მივდივართ და სიცივემ შეგაშინათ? ისე, გზა რომ ვინმეს ესწავ-
ლებინა, არ იქნებოდა ურიგო.
– შეიძლება გავკადნიერდე და რამე გირჩიოთ? Interdum
stultus opportuna loquitur29.
– რას იტყვით, რომელ გზას დავადგეთ? – ჰკითხა ჯონსმა.

29
ხანდახან სულელიც ჭკვიანურს იტყვის
463
– არც ერთს, ერთადერთი სწორი გზა უკან, გლოსტერისკენ
მიმავალი გზაა. შეუსვენებლად თუ ვივლით, ერთ საათში
გლოსტერში ვიქნებით, მაგრამ წინ თუ წავალთ, ეშმაკმა უწ-
ყის, სად აღმოვჩნდებით, როგორც აქედან ჩანს, სულ ცოტა,
ორმოცდაათი მილის მანძილზე საცხოვრებელი სახლი არ უნ-
და იყოს.
– ესე იგი, მთვარით განათებული შესანიშნავი ხედი გვე-
ლოდება, მაგრამ მე მარცხნივ გადავუხვევ, ეს გზა პირდაპირ
მთებისკენ მიდის და როგორც გვითხრეს, ვორჩესტერთან ახ-
ლოს უნდა იყოს. თქვენ თუ გინდათ, დამტოვეთ და უკან დაბ-
რუნდით, მე გადავწყვიტე, გზა განვაგრძო.
– უსამართლოდ ეჭვობთ ჩემზე, მე თქვენი ხათრით უფრო
გირჩიეთ ასე, თუმცა წასვლა თუ გადაწყვიტეთ, მეც მოგყვე-
ბით. I prae sequar te30 .
რამდენიმე მილი მდუმარედ გაიარეს, ჯონსი დროდადრო
ოხრავდა, პარტრიჯი მწარედ კვნესოდა, ოღონდ სულ სხვა მი-
ზეზით. ბოლოს ჯონსი შეჩერდა და თქვა:
– ვინ იცის, პარტრიჯ, იქნებ ამქვეყნად ყველაზე საყვარელი
არსებაც ამწამს მთვარეს მიშტერებია?
– სრულიად შესაძლებელია, სერ, – უპასუხა პარტრიჯმა, –
მაგრამ ახლა მირჩევნია, როსტბიფს ვიყო მიშტერებული და
ეშმაკსაც წაუღია ეგ მთვარე!
– ასეთ რამეს ბარბაროსიც არ იტყოდა, – შესძახა ჯონსმა,
– პარტრიჯ, ნუთუ ცხოვრებაში არასოდეს გყვარებიათ თუ
დრომ წაშალა ყველა კვალი მახსოვრობიდან?
– ეჰ, – თქვა პარტრიჯმა, – ნეტავი, არასოდეს მყვარებოდა.
მაგ გრძნობის ყველა სიტკბო, ნეტარება და სიმწარე განმიც-
დია.

30
მე უკან მოგყვებით
464
– შეყვარებულმა გული გატკინათ თუ რა მოხდა? – ჰკითხა
ჯონსმა.
– ძალიან მატკინა, სერ, – უპასუხა პარტრიჯმა, – ცოლად
გამომყვა და ამქვეყნად ყველაზე აუტანელი ცოლი გახდა.
ღმერთმა გაანათლოს, აღარაა ცოცხალი, და რომ მჯეროდეს,
როგორც ერთ წიგნში წამიკითხავს, თითქოს მთვარე გარდაც-
ვლილთა სულების სამყოფელია, მისი დანახვის შიშით იქით
არც კი გავიხედავდი. მაგრამ ვისურვებდი, თქვენთვის ის სარ-
კესავით ყოფილიყოს და მის სოფია ვესტერნიც ამწუთს მთვა-
რეს უყურებდეს.
– ჩემო ძვირფასო პარტრიჯ, – შესძახა ჯონსმა, – ეს რა კარ-
გად თქვით! ასეთი რამ მხოლოდ შეყვარებულს შეიძლებოდა
მოსვლოდა თავში. ოჰ, პარტრიჯ! მის სახეს ოდესმე კიდევ ვნა-
ხავ? მაგრამ, სამწუხაროდ, ის საუცხოო სიზმრები სამუდამოდ
გაქრა და ჩემი ერთადერთი შვება ტანჯვაში უნდა ვპოვო, უნდა
დავივიწყო ის, ვინც ამხელა სიხარული მომიტანა.
– მართლა აღარ გაქვთ მის სოფიას ნახვის იმედი? მე თუ
დამიჯერებთ, არათუ შეხვდებით, გულშიც ჩაიკრავთ მალე.
– ნუღარ მიღვიძებთ ასეთ ფიქრებს, დიდი წვალებით ჩავიხ-
შე, თუ რამ სურვილი გამაჩნდა.
– ნურას უკაცრავად, – უთხრა პარტრიჯმა, – თუ აღარ
გაქვთ სურვილი, გულში ჩაიხუტოთ შეყვარებული, ძალიან უც-
ნაური კაცი ყოფილხართ.
– მოდი, ამ თემას აღარ შევეხოთ, მაგრამ რა გინდოდათ
გერჩიათ ჩემთვის? – ჰკითხა ჯონსმა.
– რადგან ჯარისკაცები ვართ, სამხედრო ენით გეტყვით –
„მარჯვნისაკენ“! მოდი, უკან დავბრუნდეთ, ამაღამ გლოსტე-
რამდე მივაღწევთ, მაგრამ წინ თუ ვივლით, ღმერთმა უწყის,
კიდევ რამდენ ხანს ვიბოდიალებთ ასე.

465
– მე ხომ უკვე გითხარით, რაც გადავწყვიტე, – უთხრა ჯონ-
სმა, – მაგრამ თუ დაბრუნება გინდათ, აქამდე კომპანიონობა
რომ გამიწიეთ, ერთ გინეას გადაგიხდით. ჩემგან დიდი სისას-
ტიკე იქნება, გზის გაგრძელება დაგაძალოთ. გულახდილად
რომ გითხრათ, ჩემი მთავარი მიზანია, მეფის და ქვეყნის სასი-
კეთოდ გმირულად დავიღუპო ბრძოლის ველზე.
– ფულს რაც შეეხება, – თქვა პარტრიჯმა, – გემუდარებით,
სერ, კარგად შეინახეთ, მე ამჯერად არაფერს გამოგართმევთ,
რადგან ჩვენ ორიდან მე უფრო მდიდარი ვარ. და რაც შეეხება
გზის გაგრძელებას, მეც მოგყვებით, რადგან აუცილებლად მი-
მაჩნია, თქვენზე ვიზრუნო, თუ მართლა ასე მტკიცედ გადაწყვი-
ტეთ წასვლა. გამოგიტყდებით, ჩემი განზრახვა თქვენსაზე კე-
თილგონიერია. თუ თქვენ ბრძოლის ველზე გსურთ დაეცეთ, მე
ყველანაირად ვეცდები, უვნებელი დავრჩე. თანაც, თავს იმით
ვიმშვიდებ, რომ დიდი საფრთხე არ უნდა გვემუქრებოდეს, ერ-
თმა კათოლიკე მღვდელმა მითხრა ამას წინათ, მალე ყველა-
ფერი უბრძოლველად მოგვარდებაო.
– კათოლიკე მღვდელმა! – შესძახა ჯონსმა, – გამიგონია, ეგე-
ნი სულ თავიანთი რელიგიის სასარგებლოდ ლაპარაკობენ.
– დიახ, მაგრამ, – უთხრა პარტრიჯმა, – რა სარგებლობა-
ზეა ლაპარაკი, როცა მითხრა, კათოლიკეები გადატრიალების
შემთხვევაში სიკეთეს არ ველითო, პრინცი ჩარლზი ხომ ყვე-
ლა ჩვენგანივით კეთილი პროტესტანტია და ეს მღვდელი და
დანარჩენი პაპისტები მხოლოდ კანონის პატივისცემის გამო
შეუერთდნენ იაკობისტებს.
– ისე მჯერა მაგისი პროტესტანტობის, – თქვა ჯონსმა, –
როგორც მისი უფლებების, ჩვენს წარმატებაში კი ეჭვი არ მე-
პარება, ოღონდ წარმატება უბრძოლველად არ მიიღწევა.
– დიახ, სერ, რაც კი წინასწარმეტყველება წამიკითხავს,
დიდი სისხლი დაიღვრებაო, ამბობენ, მეწისქვილე, რომელსაც
466
სამი ცერი აქვს და დღესაც ცოცხალია, მუხლამდე სისხლში
მდგარი, სამი მეფის ცხენს დააკავებს. ღმერთო, შეგვიწყალე
და უკეთეს დროში გვაცხოვრე!
– რა სისულელეებით გაქვთ თავი სავსე, – უთხრა ჯონსმა,
– ესეც ალბათ პაპისტმა მღვდელმა ჩაგაგონათ. ურჩხულები
და სასწაულები აბსურდული დოქტრინის შესაფერისი არგუ-
მენტებია. მეფე ჯორჯი თავისუფლებისთვის და ჭეშმარიტი რე-
ლიგიისთვის იბრძვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯანსაღი
აზრისთვის იბრძვის და მერწმუნე, ჩემო კარგო, აუცილებლად
გაიმარჯვებს, სულ რომ ასხელა ჰეპატონქეირები აღდგნენ
მკვდრეთით და მეწისქვილეებად გადაიქცნენ.
პარტრიჯმა არაფერი უპასუხა. მართლაც ძალიან შეაცბუნა
ჯონსის სიტყვებმა. მკითხველს უნდა გავუმხილო, – ადრე სამ-
წუხაროდ არ მომეცა ამის საშუალება, – სინამდვილეში პარ-
ტრიჯი იაკობისტი იყო და რატომღაც გადაწყვიტა, რომ ჯონსიც
იაკობისტი იქნებოდა და აჯანყებულების დასახმარებლად მი-
დიოდა. ეს მოსაზრება არ ყოფილა უსაფუძვლო, რადგან მა-
ღალმა, აწოწილმა ქალბატონმა, რომელსაც ვერგილიუსის
ურჩხულივით ბევრი თვალი, ენა, პირი და ყური ჰქონდა, მას
ჯონსის და ოფიცრის ჩხუბის ამბავი თავისებური სიზუსტით მო-
უყვა. სოფიას სახელი პრეტენდენტით შეცვალა და თითქოს მი-
სი სადღეგრძელო გახდა ჯონსის დაშავების მიზეზი. პარტრიჯ-
მა რაც მოისმინა, ყველაფერი დაიჯერა და რა გასაკვირია,
რომ ასეთი წარმოდგენა შეექმნა ჯონსზე. კინაღამ გული გა-
დაუშალა, ვიდრე შეცდომას მიხვდებოდა. ალბათ არც მკით-
ხველს გაუკვირდება, თუ გაიხსენებს ჯონსის ორაზროვან ფრა-
ზას, როცა პარტრიჯს თავისი გადაწყვეტილება ამცნო. თუმცა
ჯონსის სიტყვები ორაზროვანი რომც არ ყოფილიყო, პარტრი-
ჯი, რომელსაც ეგონა, მთელი ერი მასავით იყო განწყობილი,
მაინც ასე იფიქრებდა.
467
მაგრამ მნიშვნელობა არა აქვს, ჯეიმზის მხარდამჭერი იქ-
ნებოდა თუ ჩარლზის, ყველაზე მეტად პატარა ბენჟამინი
ადარდებდა და ამიტომ, როცა თანამგზავრის შეხედულებები
დააზუსტა, გადაწყვიტა, საკუთარი დაემალა კაცისთვის, ვის-
ზეც მისი კეთილდღეობა იყო დამოკიდებული. პარტრიჯს ხომ
ერთი წუთითაც არ სჯეროდა, რომ სინამდვილეში ჯონსის და
ოლვორთის უსიამოვნება მართლაც ასეთი უიმედო იყო. მე-
ზობლებთანაც ჰქონდა მიმოწერა და იცოდა, მისტერ ოლვორ-
თის ძალიან რომ უყვარდა ბიჭი და როგორც ატყობინებდნენ,
მისი მემკვიდრეც ის გახდებოდა, თანაც, არც იმაში შეჰპარვია
ეჭვი ოდესმე, ჯონსი სკვაირის შვილი რომ იყო.
პარტრიჯი ფიქრობდა, რაც უნდა მომხდარიყო მათ შორის,
ჯონსი შინ რომ დაბრუნებულიყო, აუცილებლად შერიგდებოდ-
ნენ და ამ შერიგებით თავადაც კარგად იხეირებდა – თუ მო-
ახერხებდა და ჯონსს შინ დასაბრუნებლად შეაგულიანებდა,
მისტერ ოლვორთისგან დიდ წყალობას მიიღებდა.
როგორც შევამჩნიეთ, პარტრიჯი გულკეთილი კაცი იყო და
ჯონსისთვის მართლაც თავდადებული, მაგრამ შეიძლება ზე-
მოთ ნახსენებმა მოსაზრებებმაც გარკვეული წვლილი შეიტა-
ნა, ლაშქრობაში წასვლა რომ გადაწყვიტა, თუმცა კი მიხვდა,
რომ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნოდნენ. ხომ
ხდება, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მა-
მა-შვილს კეთილგონიერება უბიძგებს, მეგობრულად გან-
ვლონ ცხოვრების გზა. ჩემი დაკვირვებით, მართალია, სიყვა-
რული, მეგობრობა და პატივისცემა ადამიანის სულზე ძლიერ
მოქმედებს, ბრძენკაცებს ხშირად გამორჩენა ავიწყდებათ
ხოლმე, როდესაც სურთ, ვიღაც თავიანთ ჭკუაზე ატარონ. ეს
მართლაც რომ შესანიშნავი წამალია და ვორდის აბების არ
იყოს, სხეულის იმ ნაწილში ხვდება, სადაც ყველაზე მეტადაა
საჭირო და მყისიერად აღწევს სასურველ ეფექტს.
468
თავი 10
რომელშიც ჩვენს მოგზაურებს უჩვეულო
თავგადასავალი გადახდებათ

ჯონსმა და მისმა მეგობარმა წინა თავში მოყვანილი დი-


ალოგი ჩაამთავრეს თუ არა, ციცაბო მთის ძირს მიადგნენ.
ჯონსი შეჩერდა, თვალი ააყოლა მთას, ერთხანს ჩუმად იყო და
მერე კომპანიონს უთხრა:
– პარტრიჯ, ნეტავი, ამ მთის წვერზე ამიყვანა, წარმომიდგე-
ნია, რა ლამაზი ხედი იქნება. როცა მთვარის სევდიანი შუქი
ეფინება, ხომ ყველაფერი კიდევ უფრო ლამაზი ხდება, ადამი-
ანს კი მელანქოლიური ფიქრები ეძალება.
– სრულიად შესაძლებელია, – მიუგო პარტრიჯმა, – მაგრამ
თუ მთის წვერზე მელანქოლიური ფიქრები შემოგაწვება, მა-
შინ მთის ძირში მხიარული უნდა მოგეძალოს და მე პირადად
ამ ორიდან მხიარულს ვარჩევდი. სისხლი გამეყინა ლამის,
მთის მწვერვალი რომ ახსენეთ, მგონი, ასეთი მაღალი მთა
არც მინახავს. არა, არა, თუ რამეს ვეძებთ, მიწის ქვეშ მირჩევ-
ნია აღმოჩნდეს, ამ სიცივეს რომ გადავურჩეთ.
– ეგრე იყოს, – უთხრა ჯონსმა, – მაგრამ ისეთი ადგილი
მოძებნეთ, ჩემი ხმა რომ მოგწვდეთ, რადგან მთიდან რომ და-
ვეშვები, დაგიძახებთ.
– ხომ არ გაგიჟდით, სერ?
– თუ მთაზე ასვლა სიგიჟეა, გავგიჟებულვარ, თქვენ კი, თუ
სიცივე ასე გაწუხებთ, ქვევით დარჩით, მე ალბათ ერთ საათში
დავბრუნდები.

469
– მომიტევეთ, სერ, მაგრამ მე გადაწყვეტილი მაქვს, სადაც
წახვალთ, ყველგან გამოგყვეთ.
რა თქმა უნდა, პარტრიჯს ამჯერად მარტო დარჩენის შე-
ეშინდა, მართალია, საერთოდ მხდალი კაცი იყო, მაგრამ ყვე-
ლაზე მეტად მოჩვენებების ეშინოდა, ის უკაცრიელი ადგილი
და ღამე კი მოჩვენებებისთვის ნამდვილად შესაფერისი ჩანდა.
სწორედ იმწამს ხეებს შორის სინათლე გამოკრთა და თან
სადღაც მათთან ახლოს უნდა ყოფილიყო. პარტრიჯმა აღტაცე-
ბულმა შესძახა:
– ო, სერ! ღმერთმა შეისმინა ჩემი ვედრება და სახლი გა-
მოგვიჩინა ან იქნებ სულაც სასტუმრო. ძალიან გთხოვთ, სერ,
თუ საკუთარი თავი ან მე გეცოდებით, განგებას ნუ უგულებელ-
ყოფთ, გავყვეთ იმ შუქს, რაც უნდა იყოს, ქრისტიანის იქნება
და ასეთ შესაბრალის მდგომარეობაში რომ დაგვინახავენ,
შეგვიფარებენ.
საბოლოოდ ჯონსმა შეისმინა პარტრიჯის მუდარა და ერ-
თად გასწიეს იქით, საიდანაც შუქი მოდიოდა.
მალე იმ სახლის ან უფრო კოტეჯის კარს მიადგნენ და ჯონ-
სმა რამდენჯერმე დააკაკუნა. არავინ რომ არ გამოეპასუხათ,
პარტრიჯი, რომლის გონებაც მოჩვენებებით, ეშმაკებით და ავ-
სულებით იყო მოცული, აკანკალდა და შესძახა:– ღმერთო,
შეგვიწყალე! ალბათ ყველა მკვდარია, შუქს ვეღარ ვხედავ,
არადა ერთი წუთის წინ ანთებული სანთელი დავინახე. მსმე-
ნია ასეთ ამბებზე.
– რა ამბებზე გსმენიათ? ამ ხალხს ან ღრმა ძილით სძინავს,
ან ამ უკაცრიელ ადგილას კარის გაღების ეშინია.
ჯონსმა მთელი ხმით დაიყვირა და როგორც იქნა, მოხუცმა
ქალმა სარკმელი გამოაღო, იკითხა, ვინ ხართ და რა გინდა-

470
თო. ჯონსმა უპასუხა, მოგზაურები ვართ, გზა დაგვებნა და ფან-
ჯარაში შუქი რომ დავინახეთ, იმედი მოგვეცა, იქნებ ბუხართან
დაგვსხათ, ცოტა რომ გავთბეთო. ქალმა გამოსძახა:
– ვინც უნდა იყოთ, ამ შუაღამისას არავის შემოვუშვებ!
პარტრიჯმა ადამიანის ხმა რომ გაიგო, ცოტა დაწყნარდა და
შეემუდარა, სულ რამდენიმე წუთით მივეფიცხებით ცეცხლს,
თორემ ლამისაა გავიყინოო. მოხუც ქალს ეფიცებოდა, ახლა
რომ ჯენტლმენი გელაპარაკათ, ცნობილი სკვაირიაო და ყვე-
ლა არგუმენტი მოსინჯა ქალის დასაყოლიებლად, ერთის გარ-
და, რომელიც ჯონსმა საბოლოოდ ეფექტურად დაამატა და ნა-
ხევარი კრონის გადახდას შეჰპირდა. ქრთამი საკმაოდ დიდი
იყო, უარი რომ გეთქვა, თანაც მთვარის შუქზე ჯონსს კიდევ
უფრო დარბაისლური გარეგნობა ჰქონდა, თავიც თავაზიანად
ეჭირა და საბოლოოდ ქალს გაუქარწყლდა ეჭვი, რომ ქურდე-
ბი მიადგნენ და შინ შეუშვა. გახარებული პარტრიჯი იმწამსვე
ბუხარს მიუჯდა.
ძლივს გათბა საცოდავი, რომ ისევ აუფორიაქა გონება
ძველმა ფიქრებმა. ამქვეყნად ყველაზე მეტად ჯადოქრობის
სჯეროდა და მკითხველი უარესს ვერავის წარმოიდგენს ამგვა-
რი აზრების გამოსაძახებლად, როგორიც ის მოხუცი ქალი
იყო, წინ რომ ედგა. პირდაპირ თომას ოტუეის „ობლიდან“ იყო
გადმოსული და ალბათ ჯეიმს პირველის მეფობის წლებში რომ
ეცოცხლა, ყოველგვარი სამხილის გარეშე ჩამოახრჩობდნენ.
პარტრიჯს ეჭვებს ბევრი სხვა გარემოებაც უმყარებდა, მა-
გალითად, უკაცრიელ ადგილას რომ ცხოვრობდა ისეთ სახ-
ლში, გარედან რომ დიდი ვერაფერი იყო, შიგნით კი გაკრია-
ლებული და ელეგანტურად მოწყობილი აღმოჩნდა. სიმარ-
თლე ითქვას, ჯონსიც ცოტა გააოცა ნანახმა. გარდა იმისა, რომ

471
ოთახი ძალიან სუფთა ჩანდა, აქა-იქ უამრავი უცნაური და იშ-
ვიათი ნივთი ეწყო, ისეთი, ხელოვნების შემფასებელს ძალიან
რომ დააინტერესებდა.
ვიდრე ჯონსი ნივთებს ათვალიერებდა, პარტრიჯი კი კანკა-
ლებდა დარწმუნებული, კუდიანის სახლში აღმოვჩნდიო, მო-
ხუცმა ქალმა თქვა:
– იმედია, ჯენტლმენებო, ცოტა აჩქარდებით, მალე ჩემი ბა-
ტონი მოვა და ორმაგიც რომ გადამიხადოთ, აქ ვერ გაგაჩე-
რებთ.
– ბატონი გყავთ? – იკითხა ჯონსმა, – მომიტევეთ, კეთილო
ქალო, ამ ლამაზი ნივთებით ძალიან გაკვირვებული ვარ.
– ეჰ, სერ, მეოცედი რომ იყოს ჩემი, მდიდარი ქალი ვიქნე-
ბოდი. გთხოვთ, მეტს ნუღარ შეყოვნდებით, ყოველ წუთს შეიძ-
ლება მოვიდეს.
– ვითომ რატომ უნდა გაგიბრაზდეთ, თქვენ ხომ უბრალოდ
ადამიანობა გამოიჩინეთ?
– ეჰ, სერ, უცნაური კაცია, არავის არ ჰგავს. არც არავისთან
სურს ურთიერთობა, ღამით გადის შინიდან, არ უნდა ვინმემ
დაინახოს. მისი აქ ყველას ეშინია, მარტო სამოსლით შეაში-
ნებს კაცს. მთისკაცს ეძახიან (ღამღამობით მთაზე ადის და ამი-
ტომ) და მგონი, ეშმაკზე მეტადაც უფრთხიან. ძალიან გაბრაზ-
დება, აქ რომ გნახოთ.
– ხოდა, ნუ ვაწყენინებთ ჯენტლმენს, – თქვა პარტრიჯმა, – მე
მზად ვარ წასასვლელად, მშვენივრად გავთბი უკვე. წავიდეთ,
სერ, გთხოვთ. აგერ ბუხრის თავზე პისტოლეტები კიდია, ვინ
იცის, იქნებ დატენილია?
– ნუ გეშინიათ, პარტრიჯ, – უთხრა ჯონსმა, – მე დაგიცავთ,
თუ საჭირო იქნება.
– არა, მაგაზე არ იფიქროთ, არავისთვის არაფერი დაუშა-
ვებია. იარაღიც თავდასაცავად აქვს სახლში. არაერთხელ
472
დაგვსხმიან თავს. არც ისე დიდი ხნის წინ გავიგონეთ, ქურდე-
ბი როგორ მოიპარებოდნენ. მიკვირს, ვიღაც ყაჩაღებმა აქამ-
დე არ მოკლეს, ასეთ დროს რომ გადის გარეთ, მაგრამ, რო-
გორც გითხარით, მისი ეშინიათ, ან კი რას წაიღებენ მისგან.
– ამ იშვიათ კოლექციას რომ ვუყურებ, – თქვა ჯონსმა, –
ვფიქრობ, ალბათ თქვენი ბატონი ბევრს მოგზაურობდა.
– დიახ, სერ, – მიუგო ქალმა, – მასზე უფრო განსწავლული
ჯენტლმენი ბევრი არ მოიძებნება. მე მგონი, სიყვარულში არ
გაუმართლა, არ ვიცი, რა შეემთხვა, მაგრამ აგერ ოცდაათი წე-
ლია, მას ვემსახურები და თითზე ჩამოსათვლელ ადამიანს და-
ლაპარაკებია.
მერე ერთხელ კიდევ ითხოვა, დატოვეთ ეს სახლიო და პარ-
ტრიჯმაც მხარი აუბა, მაგრამ ჯონსი განზრახ წელავდა დროს,
იმ უჩვეულო კაცის ნახვა ძალიან აინტერესებდა. პარტრიჯი
ლამის იყო, სახელოზე ექაჩებოდა, ჯონსი კი სულ ახალ-ახალ
კითხვებს იგონებდა. ამ დროს მოხუც ქალს სახეზე შეძრწუნება
გამოეხატა და ჩემი ბატონის სიგნალი გავიგეო, თქვა.
იმავე წამს კარს იქით ხმამაღალი ლაპარაკი მოისმა, ერთი
ყვიროდა, ჯანდაბას შენი თავი, მოიტა ფული, შე არაკაცო, მო-
იტა, თორემ ტვინს გაგასხმევინებო.
– ოჰ, ღმერთო ჩემო! – შეჰყვირა ქალმა, – ყაჩაღები არიან,
ჩემს ბატონს დაესხნენ თავს. რა ვქნა? რა წყალში ჩავვარდე?
– ეს პისტოლეტები დატენილია? – ჰკითხა ჯონსმა.
– არა, არც ერთი არ არის დატენილი. შეგვიწყალეთ, ნუ
დაგვხოცავთ! – შეევედრა მოხუცებული, რადგან გადაწყვიტა,
რომ ესენიც ყაჩაღები იყვნენ.
ჯონსმა არაფერი უპასუხა, კედლიდან ხმალი ჩამოხსნა და
გარეთ გავარდა, სადაც მოხუცი კაცი ყაჩაღებს ემუდარებოდა,
შემიბრალეთო. ჯონსს კითხვა არ დაუსვამს, ხმალი იშიშვლა
და ყაჩაღებს დაერია. მათ მოხუცს იმწამსვე ხელი უშვეს და
473
კისრისტეხით გაიქცნენ. ჯონსი აღარ გაედევნა, იკმარა, მოხუ-
ცი ჯენტლმენი რომ გადაარჩინა, თანაც ყაჩაღები ისეთი წი-
ვილ-კივილით გარბოდნენ, მიხვდა, აქეთ ვეღარ გამობედავ-
დნენ.
ჯონსმა მოხუცთან მიირბინა, წამოაყენა და შეწუხებულმა
ჰკითხა, ხომ არ დაშავდითო. მოხუცმა ჯონსს შეხედა და უთ-
ხრა:
– არა, სერ, ღვთის წყალობით გადავრჩი, გმადლობთ.
– სერ, როგორც გატყობთ, თქვენს მხსნელსაც უნდობლო-
ბით უყურებთ. ვერ გაგამტყუნებთ ეჭვების გამო, ოღონდ ჩვენს
შემთხვევაში დაეჭვების საფუძველი არ გაქვთ. ჩვენ მეგობრე-
ბი ვართ. გზა დაგვებნა ცივ ღამეში და ნება ვითხოვეთ, თქვენს
ბუხართან ცოტა გავმთბარიყავით. უკვე წასვლას ვაპირებდით,
რომ გავიგონეთ, დახმარებას როგორ ითხოვდით და განგებამ
დახმარება გამოგიგზავნათ.
– განგებამ, რა თქმა უნდა, თუ მართლა ასე იყო.
– მერწმუნეთ, – უთხრა ჯონსმა, – აი, თქვენი ხმალი,
თქვენს დასაცავად ვიხმარე და თქვენვე გადმოგცემთ.
მოხუცმა ხმალი გამოართვა, ზედ მისი მოძალადის სისხლი
ეცხო, ჯონსს თვალი თვალში გაუყარა და ოხვრით წარმოთქვა:
– მომიტევეთ, ახალგაზრდა ჯენტლმენო, ადრე არც ეჭვიანი
ვყოფილვარ და არც უმადური.
– მაშ, განგებას უნდა უმადლოდეთ, დახმარება რომ გამო-
გიგზავნათ, მე ადამიანურ ვალდებულებას არასოდეს გავურ-
ბივარ და ვინც უნდა ყოფილიყო, გამოვექომაგებოდი.
– ერთი კარგად მინდა შეგხედოთ, – უთხრა მოხუცმა, – ხომ
ნამდვილად ადამიანის შვილი ხართ? კი, ეგრე უნდა იყოს.
გთხოვთ, შემოდით ჩემს ქოხში, ჩემი ნამდვილი მხსნელი
თქვენ ხართ.

474
მოხუცი ქალი ორმაგად იყო შეშინებული, თავისი ბატონი-
საც ეშინოდა და მის გამოც. პარტრიჯიც ძრწოლას მოეცვა.
პირველმა რომ გაიგონა, მოხუცი ჯონსს კეთილგანწყობით
ელაპარაკებოდა, ცოტა გულზე მოეშვა, მაგრამ პარტრიჯმა
როცა ჯენტლმენი დაინახა, მისმა სამოსმა საბოლოოდ თავზა-
რი დასცა. სიმართლე ითქვას, მოხუცის გარეგნობა პარტრიჯ-
ზე გაწონასწორებულ ადამიანსაც დააფრთხობდა. უზომოდ მა-
ღალ კაცს თოვლივით თეთრი წვერი ჰქონდა, ვირის ტყავის
ქურთუკისმაგვარ მოსაცმელში გამოწყობილიყო, ჩექმაც და
ქუდიც რაღაც ცხოველის ტყავისგან შეკერილი ეცვა.
ფეხი შედგა თუ არა სახლში, ქალმა იოლად გადარჩენა მი-
ულოცა.
– კი, გადავრჩი, – მიუგო მოხუცმა ჯენტლმენმა, – ამ კაცის
წყალობით.
– ღმერთმა დალოცოს! – უპასუხა ქალმა, – გარწმუნებთ,
კარგი ჯენტლმენია. მეშინოდა, გამიბრაზდებოდით, შინ რომ
შემოვუშვი და ამას არც გავაკეთებდი, მაგრამ შევატყვე, ნამ-
დვილი ჯენტლმენი იყო, თანაც ლამის გაყინულები იყვნენ
ორივე. ნამდვილად ღმერთმა გამოგვიგზავნა და მეც ჩამაგო-
ნა, სახლში შემომეშვა.
– სერ, ვშიშობ, საჭმელ-სასმელი ბევრი არაფერი მაქვს, –
უთხრა მოხუცმა, – იქნებ ბრენდი მიირთვათ, საუკეთესოს შე-
მოგთავაზებთ, ოცდაათი წელია, გაუხსნელი მიდგას.
ჯონსმა თავაზიანად იუარა. შემდეგ მოხუცმა ჯენტლმენმა
ჰკითხა:
– სად მიემგზავრებით, მიკვირს, ასეთ დროს ფეხით რომ მი-
დიხართ, ალბათ შორიახლოს ცხოვრობთ, თორემ თქვენის-
თანა ჯენტლმენი უცხენოდ არ იმოგზაურებდა.

475
– ხანდახან გარეგნობა მატყუარაა, – უთხრა ჯონსმა, –
გარწმუნებთ, ახლომახლო არ ვცხოვრობ და საით მივემგზავ-
რები, კარგად არც თვითონ ვიცი.
– ვინც უნდა იყოთ და სადაც უნდა მიდიოდეთ, მე ისეთი და-
ვალებული ვარ თქვენგან, ვერასოდეს გადაგიხდით.
– ერთხელ კიდევ გეუბნებით, მე ჩემი ადამიანური ვალი მო-
ვიხადე. დიდი ვერაფერი გმირობაა, საფრთხეში ჩააგდო ის,
რასაც შენთვის ფასი არა აქვს, რადგან სიცოცხლე მეზიზღება.
– ძალიან ვწუხვარ, ახალგაზრდა ჯენტლმენო, რომ ასეთ
ასაკში უკვე გქონიათ მიზეზი, უბედური იყოთ.
– ასეცაა, – მიუგო ჯონსმა, – ყველაზე უბედური კაცი ვარ
ამქვეყნად.
– მეგობრის გამო თუ შეყვარებულის? – ჰკითხა მოხუცმა.
– თქვენ რომ წარმოთქვით, ის ორი სიტყვა საკმარისია, სა-
სოწარკვეთამ მომიცვას.
– ერთიც საკმარისია, – თქვა მოხუცმა კაცმა, – მაგრამ
მეტს აღარაფერს გკითხავთ, მგონი, ისედაც ზედმეტი ცნობის-
მოყვარეობა გამოვიჩინე.
– სერ, – უთხრა ჯონსმა, – თქვენ როგორ გაგამტყუნოთ,
როცა თავად ამ სახლში შემოსვლისთანავე ცნობისმოყვარეო-
ბამ შემიპყრო. ალბათ რაღაც უჩვეულო გადაგხდათ, ასეთი
ცხოვრების წესი რომ აგირჩევიათ. ვშიშობ, თქვენც რაღაც
უბედურება უნდა შეგმთხვეოდათ.
მოხუცმა ისევ ამოიოხრა და ერთხანს ჩუმად იყო, მერე სე-
რიოზულად შეხედა ჯონსს და მიუგო:
– გამიგონია, კარგი გარეგნობა რეკომენდაციის ტოლფა-
სია და თუ ასეა, საკუთარ თავზე უკეთ რეკომენდაციას ვერავინ
გაგიწევთ. თქვენდამი კეთილგანწყობილი რომ არ ვიყო, ძა-
ლიან უმადური კაცი ვიქნებოდი და ძალიან მწყდება გული,
სიტყვის გარდა, ვერაფრით რომ ვერ გადაგიხდით მადლობას.
476
ცოტა ხნის ყოყმანის მერე ჯონსმა უპასუხა:
– სწორედაც რომ სიტყვებით შეგიძლიათ გადამიხადოთ
მადლობა. როგორც ვაღიარე, ცნობისმოყვარეობამ შემიპ-
ყრო, სერ, და უზომოდ დამავალებთ, თუ რაიმე მოსაზრება არ
გაბრკოლებთ, მიამბოთ, რამ გაიძულათ საზოგადოებისგან
გარიყვა და რატომ აირჩიეთ ცხოვრების წესი, რომელიც, სა-
ვარაუდოდ, ბედს არ უნდა ერგუნებინა თქვენთვის.
– მას შემდეგ, რაც თქვენ ჩემთვის გააკეთეთ, გამიძნელდე-
ბა, რამეზე უარი გითხრათ, – უთხრა მოხუცმა, – თუ გნებავთ
უბედური კაცის ამბის მოსმენა, მოგიყვებით. სწორად მსჯე-
ლობთ, მართლაც ძალიან უჩვეულოა საზოგადოებისგან გა-
რიყვა. თითქოს პარადოქსია, მაგრამ ფილანთროპია გვიბიძ-
გებს, გავერიდოთ და შევიძულოთ ადამიანები არა მხოლოდ
მათი პირადი და ეგოისტური მანკიერებების, არამედ ისეთი
ზოგადსაკაცობრიო თვისებების გამო, როგორებიც შური, სი-
ავკაცე, ღალატი, სისასტიკე და სხვა ამგვარია. ეს მანკიერებე-
ბი ჭეშმარიტად კაცთმოყვარე ადამიანს სძულს, ურჩევნია, თა-
ვი აარიდოს და თავად საზოგადოებასაც ასე არიდებს თავს.
თუმცა, არ შემიძლია არ შეგაქოთ, თქვენ არ ჩანხართ ის კაცი,
რომელსაც გავერიდებოდი ან შევიძულებდი. მინდა გითხრათ,
იმ რამდენიმე სიტყვამ, თქვენგან რომ მოვისმინე, მაფიქრები-
ნა, მსგავსი ბედისწერა უნდა გვქონდეს და ვიმედოვნებ, თქვენ
მაინც გაგიმართლებთ ცხოვრებაში.
ჩვენმა გმირმა და მასპინძელმა ერთმანეთისთვის კომპლი-
მენტები არ დაიშურეს და მერე მოხუცმა თავისი ამბის მოყოლა
დაიწყო, მაგრამ მოულოდნელად თხრობა პარტრიჯმა შეაწ-
ყვეტინა. მას შიშებმა კი გაუარა, მაგრამ მთლად მამაცად ვერ
გრძნობდა თავს, ამიტომ მასპინძელს ბრენდი შეახსენა, თურ-
მე ოცდაათი წლის დავარგება რომ ჰქონდა. ბრენდი მოიტანეს
და პარტრიჯმა გვარიანი ყლუპი მოსვა.
477
ამის შემდეგ, ყოველგვარი შესავლის გარეშე, მოხუცმა ჯენ-
ტლმენმა თხრობა დაიწყო და რას მოჰყვა, ამას მომავალ თავ-
ში გაიგებთ.

თავი 11
მთისკაცი თავის ამბავს ჰყვება

– დავიბადე 1657 წელს, სომერსეტშირის სოფელ მარკში.


მამაჩემი, ასე ვთქვათ, ჯენტლმენი ფერმერი გახლდათ. პატა-
რა მამული ჰქონდა წელიწადში სამასი გირვანქა სტერლინგის
შემოსავლით და კიდევ ერთ მამულს ქირაობდა იმავე ფასად.
კეთილგონიერი და შრომისმოყვარე კაცი იყო, ალბათ იოლ
და მყუდრო ცხოვრებას გაატარებდა, უხიაგი ცოლი რომ არ
შეხვედროდა. მართალია, ეს ვითარება ადარდიანებდა, მაგ-
რამ ამის გამო არ გაღარიბებულა, რადგან ცოლი თითქმის
სულ შინ ჰყავდა გამოკეტილი, ერჩივნა, საკუთარ სახლში ეს-
მინა მისი გამუდმებული ლანძღვა, ვიდრე უფლება მიეცა, თა-
ვისი სისულელით ქონება გაეჩანაგებინა და საქვეყნოდ თავი
მოეჭრა.
ამ ქსანთიფესთან (პარტრიჯმა ჩაურთო, ასე ერქვა სოკრა-
ტეს ცოლსო), ამ ქსანთიფესთან ორი ვაჟი შეეძინა და მე უმ-
ცროსი ვაჟი გახლავართ. მამას სურდა, ორივესთვის კარგი გა-
ნათლება მოეცა, მაგრამ ჩემი უფროსი ძმა, მისდა საუბედუ-
როდ დედის რჩეული რომ იყო, სწავლაზე უარს ამბობდა. ხუ-
თი-ექვსი წელი სკოლაში ასე თუ ისე ისწავლა, მაგრამ მერე
მასწავლებელმა მამას უთხრა, აზრი არა აქვს მის აქ გაჩერება-
სო და მამაც დამორჩილდა ცოლს, რომელსაც უნდოდა შვილი
478
გამოეგლიჯა ტირანის ხელიდან – ასე უწოდებდა მასწავლე-
ბელს. მართალია, ტირანი სიზარმაცის გამო ისე არ სჯიდა,
როგორც იმსახურებდა, მაგრამ ახალგაზრდა ჯენტლმენი დე-
დასთან გამუდმებით ჩიოდა, სასტიკად მექცევაო და დედაც გა-
მუდმებით მხარს უჭერდა.
– კი, კი, – შესძახა პარტრიჯმა, – მინახავს ეგეთი დედები,
ჩემთვისაც რამდენჯერ მოუყენებიათ შეურაცხყოფა ძალიან
უსამართლოდ. ესეთი მშობლები შვილებზე ნაკლებად როდი
იმსახურებენ დასჯას!
ჯონსმა პედაგოგს უსაყვედურა, ნუ აწყვეტინებო და მოხუც-
მაც განაგრძო:
– თხუთმეტი წლის ასაკში ჩემი ძმა სწავლას საბოლოოდ
დაემშვიდობა და, ძაღლების და თოფების გარდა, თითქმის
ყველაფერ დანარჩენსაც. თოფის სროლა ისე მარჯვედ ისწავ-
ლა, არათუ მიზანს არ აცდენდა, გაფრენილ ყვავსაც ახვედრებ-
და. კურდღლის სოროს ისე ადვილად აგნებდა, მალე მთელ
საგრაფოში გაითქვა სახელი, როგორც საუკეთესო მონადი-
რემ და ის და დედამისი ისე ამაყობდნენ, გეგონება, დიდი სწავ-
ლული დამდგარიყო.
ამ ყველაფრის გამო ერთხანს მეც კინაღამ ავიცრუე გული
სწავლაზე, მაგრამ მალე სხვა აზრზე დავდექი. კარგად ვსწავ-
ლობდი, იოლად გამომდიოდა ყველაფერი, მეცადინეობა
ისეთ სიამოვნებას მგვრიდა, არდადეგები ჩემთვის ყველაზე
მოსაწყენ დღეებად გადაიქცა. დედაჩემმა, რომელსაც არასო-
დეს ვყვარებივარ, გადაწყვიტა, რომ მამა ჩემ მიმართ უფრო
კეთილგანწყობილი იყო. იფიქრა თუ შენიშნა, რომ განათლე-
ბული ადამიანებიც, განსაკუთრებით კი მღვდელი, ჩემდამი
მეტ ყურადღებას იჩენდნენ, ამიტომ შემიძულა და ჩემი შინ
ყოფნა ისეთი აუტანელი გახადა, ის დღე, მოსწავლეები შავ
ორშაბათს რომ ეძახიან, ჩემთვის ყველაზე სასურველი იყო.
479
ტონტონის სკოლა რომ დავამთავრე, ოქსფორდის ექსტე-
რის კოლეჯში გადავედი, სადაც ოთხი წელი დავყავი. ბოლო
წელს ისეთი რამ შემემთხვა, სწავლას ჩამომაცილა და ჩემი
შემდგომი ცხოვრებაც შეცვალა.
კოლეჯში ერთი სერ ჯორჯ გრეშემი სწავლობდა, იმ ახალ-
გაზრდა ჯენტლმენს დიდი მემკვიდრეობა ელოდა, რომელსაც
მამის ანდერძის თანახმად, ოცდახუთი წლის ასაკში მიიღებდა,
მაგრამ თავისი მეურვეების გულუხვობის წყალობით, მამის
წინდახედულობის გამო დიდად არ დარდობდა. ვიდრე უნი-
ვერსიტეტში სწავლობდა, მეურვეები წელიწადში ხუთას გირ-
ვანქას აძლევდნენ და შეეძლო ჰყოლოდა ცხენები, ბოზები და
ისე გარყვნილი ცხოვრებით ეცხოვრა, თითქოს უკვე მთელი
ქონების ბატონ-პატრონი იყო. გარდა იმ ხუთასი გირვანქისა,
მეურვეებისგან რომ იღებდა, კიდევ ათასის დახარჯვასაც
ახერხებდა. უკვე ოცდაერთი წელი შესრულებოდა და კრედიტ-
ზე უარს არავინ ეუბნებოდა.
ამ ახალგაზრდა კაცს სხვა ბევრ, ასე თუ ისე ასატან ცუდ
თვისებასთან ერთად, საშინელი სისასტიკე ახასიათებდა. დიდ
სიამოვნებას ჰგვრიდა, როცა მასავით მდიდარ ახალგაზრდებს
ანადგურებდა და ისეთ ვალში აგდებდა, გადახდას ვეღარ აუ-
დიოდნენ. რაც უფრო ღირსეული და წესიერი იყო ახალგაზ-
რდა, მით უფრო ახარებდა მისი მიწასთან გასწორება. ასე
იკისრა სატანის როლი და სულ ახალ-ახალ მსხვერპლს ეძებ-
და.
არ გამიმართლა და ამ ჯენტლმენის ახლო მეგობარი გავ-
ხდი. მუყაითი და კარგი სტუდენტის რეპუტაცია მქონდა და მი-
სი ყურადღება მივიპყარი. მიზნის მისაღწევად ჩემი მიდრეკი-
ლებებიც გამოადგა, მართალია, წიგნის კითხვა მიყვარდა,

480
მაგრამ არც სხვა სიამოვნებებს ვიკლებდი, მგზნებარე ტემპე-
რამენტი მქონდა, პატივმოყვარე ვიყავი და ქალებში სიარულ-
საც არ ვიკლებდი.
სერ ჯორჯს დავუმეგობრდი თუ არა, ყველა მისი სიამოვნე-
ბის მონაწილე გავხდი და ჩემი მიდრეკილებების და ხასიათის
გადამკიდე, მეორეხარისხოვან როლს ვერ დავჯერდებოდი.
ტოლს არავის ვუდებდი გარყვნილებაში, ისე გამოვიჩინე თავი
დაუდგრომლობით, უწესო სტუდენტების სიაში პირველ ად-
გილზე აღმოვჩნდი. მაგრამ იმის ნაცვლად, ვინმეს შევბრალე-
ბოდი, როგორც სერ ჯორჯის უიღბლო მსხვერპლი, მე მაბრა-
ლებდნენ ახალგაზრდა და იმედისმომცემი ჯენტლმენის გარ-
ყვნას და გზიდან აცდენას. ყველა სისაძაგლის წამომწყები ის
იყო, მაგრამ ამას არავინ იჯერებდა. საბოლოოდ ვიცე-კან-
ცლერისგან გაფრთხილება მივიღე და ლამის გამრიცხეს უნი-
ვერსიტეტიდან.
რა თქმა უნდა, ხვდებით, სერ, ცხოვრება, რომელსაც ვეწე-
ოდი, სწავლასთან შეუთავსებელი იყო და რაც მეტად დავნებ-
დი სიამოვნებებს, მით უფრო უყურადღებო გავხდი. გარდაუვა-
ლი შედეგი მივიღე, მაგრამ ეს კიდევ ყველაფერი როდია. მა-
მაჩემი რასაც მიგზავნიდა, იმაზე ბევრად მეტს ვხარჯავდი, ჩემს
საწყალ ხელგაშლილ მამას ვატყუებდი, თითქოს ბაკალავრის
ხარისხისთვის მჭირდებოდა ფული და უკვე ისე ხშირად ვით-
ხოვდი, მანაც დაიჯერა, რაც ჩემს ყოფაქცევაზე დროდადრო
ესმოდა და რასაც დედაჩემი დაუღალავად უმეორებდა:
– ეგეც შენი ჭეშმარიტი ჯენტლმენი, ოჯახის სანაქებო სწავ-
ლული! ვიცოდი, რასაც მოიტანდა ეგ სწავლა. ყველას გაგვა-
კოტრებს, ნახავ, თუ ასე არ იქნა. მის ძმას ყველაფერზე უარი
ეთქვა, ოღონდ მაგას მიეღო განათლება, მერე ვითომ ისევ
ჩვენ რომ დაგვიბრუნდებოდა!

481
და კიდევ რაღაც ამდაგვარებს ამბობდა, მაგრამ მგონი ესეც
საკმარისია.
მალე მამაჩემმა ფულის ნაცვლად საყვედურით სავსე წერი-
ლი გამომიგზავნა, რამაც კრიზისი დააჩქარა, მაგრამ მამას
რაც ებადა, სულ რომ მოეცა, მაინც არ ეყოფოდა კაცს, რომე-
ლიც სერ ჯორჯს ფეხს უწყობდა.
ალბათ უფულობას და უუნარობას გონს უნდა მოვეყვანე და
სწავლას მივბრუნებოდი. თვალები დროულად რომ ამხელო-
და, ვალებში და გამოუვალ მდგომარეობაში არ ჩავვარდებო-
დი. ეს, რა თქმა უნდა, სერ ჯორჯს ძალიან ართობდა. ასე გა-
ანადგურა ბევრის ცხოვრება, მერე კი დასცინოდა, როგორც
სულელებს და ქარაფშუტებს, მასთან გაჯიბრება რომ გაბედეს.
სასოწარკვეთამ შემიპყრო და ყველანაირ სისაძაგლეს ჩა-
ვიდენდი, როგორმე იმ მდგომარეობიდან თავი რომ დამეძ-
ვრინა. თვითმკვლელობაზეც სერიოზულად ვფიქრობდი და
ალბათ გამკეთებელიც ვიყავი, ერთი, ყველა ცოდვაზე უფრო
სამარცხვინო აზრი რომ არ დამბადებოდა, – აქ მოხუცი შეყოყ-
მანდა და მერე შესძახა, – ამდენმა წელმა ვერ ჩამომრეცხა ეს
სირცხვილი, ისე ვერ გავიხსენებ, რომ არ გავწითლდე.
ჯონსმა სთხოვა, ამ ამბავს ნუ მოჰყვებით, თუ ასე გიმძიმთ
გახსენებაო, მაგრამ პარტრიჯმა შეჰყვირა, გეხვეწებით, სერ,
გვითხარით, მე ყველაზე მეტად ეგ მაინტერესებს და გარწმუ-
ნებთ, არავის ვეტყვიო. ჯონსი დატუქსვას აპირებდა, მაგრამ ამ
დროს მოხუცმა განაგრძო:
– ჩემს ოთახში კიდევ ერთი ბიჭი ცხოვრობდა, წესიერი და
თავშეკავებული ახალგაზრდა კაცი იყო, ბევრი არაფერი ება-
და, მაგრამ მომჭირნეობით ორმოცი გინეა მოაგროვა და მაგი-
დის უჯრაში ინახავდა. ერთხელ, როცა ეძინა, ჯიბიდან გასაღე-
ბი ამოვაცალე ჩუმად და მის ავლადიდებას დავეუფლე, მერე

482
გასაღები ისევ ჯიბეში ჩავუდე და თავი მოვიმძინარე. გაუბედა-
ვი ქურდები მეტისმეტ სიფრთხილეს იჩენენ და თავს ადვილად
გასცემენ. უჯრა რომ გამეტეხა, ალბათ ჩემზე ნაკლებად იეჭ-
ვებდნენ, მაგრამ ასე ცხადი იყო, რომ ქურდმა გასაღები ამოა-
ცალა და ამას მხოლოდ ოთახის მეგობარი თუ იზამდა. ვინაი-
დან მე ბევრად უფრო ღონიერი ვიყავი და იცოდა, მოვერეოდი,
ვერ გაბედა, პირში მოეხალა თავისი ეჭვი, ამიტომ სასწრაფოდ
ვიცე-კანცლერს მოახსენა ყველაფერი და მთელ უნივერსი-
ტეტში სახელგატეხილი კაცის დაპატიმრების ბრძანების მო-
პოვება არ გასჭირვებია.
ჩემდა ბედად, მომდევნო ღამე კოლეჯში არ გამიტარებია,
ახალგაზრდა ქალს გავყევი უიტნიში და იქ დავრჩით. მეორე
დილით რომ დავბრუნდი, ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა შე-
მატყობინა, რაც მოხდა და მეც ცხენი უკან მოვაბრუნე.
– სერ, დაპატიმრების ბრძანებაზე გითხრათ რამე? – ჰკით-
ხა პარტრიჯმა, მაგრამ ჯონსმა მოხუცს სთხოვა, ასეთ უადგი-
ლო კითხვებზე საპასუხოდ ნუ შეჩერდებითო და მანაც განაგ-
რძო:
– ოქსფორდში დაბრუნებაზე ფიქრიც ზედმეტი იყო და
ლონდონში წასვლა გადავწყვიტე. განზრახვა ჩემს მეგობარ
ქალს გავანდე, რომელიც ჯერ უარზე იდგა, მაგრამ ჩემი სიმ-
დიდრე რომ ვაჩვენე, იმწამსვე დამთანხმდა.
თუ გაითვალისწინებთ, სადაც ვიყავი და ვის კომპანიაში,
ადვილად მიხვდებით, რომ ის უსინდისოდ მოპოვებული ფული
მალე დამეხარჯა.
ამჯერად უარესმა სასოწარკვეთამ მომიცვა, დიდ გასაჭირ-
ში ჩავვარდი და რაც კიდევ უფრო მადარდიანებდა, ჩემს უბე-
დურ ხვედრს ჩემი სათაყვანებელი ქალიც იზიარებდა, რომე-
ლიც თავდავიწყებით შემიყვარდა. როცა გასაჭირში ჩავარ-
დნილ საყვარელ ქალს უყურებ, ვერაფერს შველი და თან იცი,
483
რომ თავად ხარ დამნაშავე მის გაუბედურებაში, ეს ისეთი ტან-
ჯვაა, ვისაც არ განუცდია, ძალიან გაუჭირდება წარმოდგენა.
– მე წარმომიდგენია და მთელი გულით მებრალებით, –
შესძახა ჯონსმა და ბოლთის ცემას მოჰყვა, მერე მოიბოდიშა,
დაჯდა და თქვა, – ღვთის წყალობით, ეგ მაინც ავირიდე.
– ეს ვითარება კიდევ უფრო ამძიმებდა მდგომარეობას და
უკვე აუტანელი ხდებოდა, ‒განაგრძო მოხუცმა, – საკუთარ
თავს არ დავეძებდი, შიმშილსაც ავიტანდი და წყურვილსაც,
მაგრამ ძალიან ვდარდობდი, საყვარელ ქალს რომ უბრალო
ჭირვეულობებს ვერ ვუსრულებდი. ისე თავდავიწყებით მიყ-
ვარდა, მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, ცოლად მომეყვანა,
თუმცა კარგად ვიცოდი, ჩემი ნაცნობების ნახევარზე მეტის
საყვარელი რომ იყო. მაგრამ კეთილმა არსებამ არ მიიღო ჩე-
მი წინადადება, რომლისთვისაც მთელი სამყარო გამკიცხავ-
და. ალბათ შევებრალე, მის გამო ასე რომ ვიტანჯებოდი, გა-
დაწყვიტა, ბოლო მოეღო ჩემი დარდისთვის და ძალიან მალე
საშუალებაც გამოძებნა – ერთ-ერთ ოქსფორდელ საყვარელ-
თან დამაბეზღა, ვისი ზრუნვის და მონდომების წყალობით და-
მაპატიმრეს და ციხეში ჩამსვეს.
იქ პირველად დავიწყე ფიქრი ჩემს შეცდომებზე და დანაშა-
ულზე, თუ როგორ დავიღუპე თავი და ამქვეყნად ყველაზე კარ-
გი მამა გავაუბედურე. ამას ჩემი შეყვარებულის ღალატიც რომ
დავამატე, სიცოცხლე სასურველი კი არა, საძულველი მეჩვე-
ნებოდა და სიამოვნებით ჩავეხუტებოდი სიკვდილს, სირცხვი-
ლიც რომ არ ხლებოდა თან.
საქმის განხილვის დრო დადგა და, კანონის თანახმად, ოქ-
სფორდში გადამიყვანეს, სადაც მხილებას და ბრალდებას ვე-
ლოდებოდი, მაგრამ, გასაკვირად, ჩემ წინააღმდეგ არავინ გა-
მოსულა და მომჩივნის არარსებობის გამო გამათავისუფლეს.
მოკლედ, ჩემმა ოთახის მეგობარმა სიზარმაცის გამო თუ სხვა,
484
ჩემთვის უცნობი მიზეზით გადაწყვიტა, საქმე აღარ გაეგრძე-
ლებინა.
– ალბათ არ უნდოდა ხელები სისხლში გაესვარა, – შესძა-
ხა პარტრიჯმა, – და მართალიც იყო. ჩემი მხილებით ვინმე
რომ ჩამოეხრჩოთ, მარტო ვეღარ დავიძინებდი მოჩვენების
ხილვის შიშით.
– სულ ვფიქრობ, პარტრიჯ, მამაცი უფრო ხართ თუ ჭკვიანი,
– უთხრა ჯონსმა.
– შეგიძლიათ დამცინოთ, სერ, მაგრამ ჩემს მონაყოლს თუ
მოუსმენთ, და ეს სრული სიმართლეა, შეიძლება აზრი შეგეც-
ვალოთ. იმ ოლქში, სადაც მე დავიბადე...
ჯონსმა გააჩუმა, მაგრამ მოხუცმა თქვა, მოჰყვეს და მე მა-
ნამდე კარგად გავიხსენებ ჩემს ამბავსო.
პარტრიჯმაც დაიწყო:
– ოლქში, სადაც მე დავიბადე, ერთი ფერმერი ცხოვრობდა,
სახელად ბრაიდლი და ჰყავდა შვილი, ფრენსისი. ის შესანიშ-
ნავი, იმედისმომცემი ახალგაზრდა იყო, ერთად დავდიოდით
სკოლაში და მახსოვს, ოვიდიუსს თარგმნიდა ლექსიკონის და-
უხმარებლად. წესიერი ყმაწვილი გახლდათ, კვირის წირვას
არ აცდენდა და ეკლესიის საუკეთესო მგალობლის სახელი
ჰქონდა. ხანდახან ზედმეტს გადაკრავდა ხოლმე, რაც მისი ერ-
თადერთი ნაკლი იყო.
– კარგი, მაგრამ მოჩვენებაზე ჰყვებოდით, მგონი, – უთხრა
ჯონსმა.
– ნუ გეშინიათ, სერ, მალე მანდამდეც მივალ. ფერმერ ბრა-
იდლს ცხენი დაეკარგა, როგორც მახსოვს, წაბლა ცხენი. ამ ამ-
ბიდან ძალიან მალე ვაჟმა ბაზრობაზე მამამისის ცხენზე ამ-
ხედრებული კაცი დაინახა. ქურდი დაიჭირეთო, დაიყვირა და
ეს ყველაფერი ვინაიდან ბაზრობის შუაგულში ხდებოდა, იმ

485
კაცმა გაქცევით თავს ვერ უშველა. დაიჭირეს და გაასამარ-
თლეს. მახსოვს, მოსამართლე ვილაუბი იყო, ნოილიდან, ძა-
ლიან ღირსეული ჯენტლმენი. სასამართლო განხილვაზე და-
სასწრებად უფროსი მოსამართლე პეიჯი ჩამოვიდა. დამნაშავე
შემოიყვანეს და ფრენსისი წარდგა, როგორც მოწმე. არასო-
დეს დამავიწყდება მოსამართლის სახე, როცა ფრენსისს ჰკით-
ხა, რას იტყვი პატიმრის წინააღმდეგო. საწყალი ფრენსისი
მთელი ტანით აკანკალდა.
– აბა, ყმაწვილო, რა გაქვთ სათქმელი? რას დუდღუნებ,
ამოიღე ხმა!
მართალია, მერე ფრენსისს უფრო თავაზიანად მიმართა,
მაგრამ დამნაშავეს რომ დაელაპარაკა, მეხივით დასჭექა,
ჰკითხა, თავს რით გაიმართლებო, მან კი უპასუხა, ეს ცხენი ვი-
პოვეო.
– აჰ! – თქვა მოსამართლემ, – რა იღბლიანი ყოფილხარ.
ორმოცი წელია, წინ და უკან დავდივარ, აქაურობა სულ შემოვ-
ლილი მაქვს და ცხენი არასოდეს მიპოვია. შენ გაგიმართლა,
მეგობარო, ცხენიც იპოვე და გპირდები, ყულფიც.
ეს სიტყვა არასოდეს დამავიწყდება. რა თქმა უნდა, ყველას
გაეცინა, აბა, როგორ არ გაეცინებოდათ? კიდევ ბევრი იხუმ-
რა, მაგრამ ახლა ვერ ვიხსენებ. ის მოსამართლე მართლაც მა-
გარი ვინმე იყო და თან ძალიან განათლებულიც. კარგი გა-
სართობი კია, სასამართლოებში რომ დადიხარ და უსმენ, რო-
გორ გამოაქვთ ადამიანებისთვის სასიკვდილო განაჩენი.
ოღონდ ერთი რამ ცოტა უსამართლო მომეჩვენა: პატიმრის
დამცველს სიტყვა არ ჩააგდებინეს, მოსამართლემ არ მოინ-
დომა მისი მოსმენა, მეორე მხარის ადვოკატმა კი მთელი ნა-
ხევარი საათი ილაპარაკა. ჩემი აზრით, სისასტიკე იყო, მოსა-
მართლე, მსაჯულები, მოწმეები, ყველანი ერთხმად რომ ლან-
ძღავდნენ პატიმარს, თანაც ბორკილდადებულს. დამნაშავე
486
ჩამოახრჩვეს, აბა, რას იზამდნენ, მაგრამ საწყალმა ფრენკმა
მას მერე შვება ვერ პოვა. სიბნელეში მარტო ვერ რჩებოდა,
სულ მოჩვენება ელანდებოდა.
– და სულ ეს არის შენი ამბავი? – ჰკითხა ჯონსმა.
– არა, არა, – უპასუხა პარტრიჯმა, – ღმერთო, შემიწყალე!
ახლა ვუახლოვდები მთავარს. ერთხელ, ღამით, ფრენსისი
ლუდხანიდან ბრუნდებოდა, ვიწრო, ბნელი ქუჩა იყო და პირ-
დაპირ მოჩვენებას შეეფეთა, თეთრები ეცვა თურმე. ფრენკი
ჩაფსკვნილი ბიჭი გახლდათ, შეებრძოლა და მაგრად გაილა-
ხა. ძლივს მიბობღდა სახლში, მაგრამ ისეთი ნაცემი ყოფილა,
ორი კვირა ლოგინიდან ვერ ადგა. ყველაფერი სიმართლეა,
რაც მოვყევი, მთელი მრევლი დამიმოწმებს.
მოხუცს ჩაეღიმა, ჯონსს სიცილი აუვარდა, პარტრიჯმა კი
თქვა:
– იცინეთ, იცინეთ, სერ, ზოგმა თქვენსავით იცინა, განსა-
კუთრებით სკვაირმა, ყველამ იცის, რომ ათეისტია; ასე თქვა,
ჩვენი ფრენკი მგონი ხბოს ეჩხუბაო, რადგან მეორე დილით შა-
რაგზაზე მკვდარი ხბო უპოვიათ და თეთრი თავი ჰქონია. მაგ-
რამ ხბო კაცს ხომ არ დაესხმებოდა თავს. თანაც, ფრენკი ამ-
ბობდა, მოჩვენება იყოო და შემიძლია ხატზე დავიფიცოო. არც
ისე ბევრი ჰქონდა იმ ღამით დალეული. ღმერთო, შეგვიწყალე
და დაგვიფარე, რომ ხელები სისხლში არ გავისვაროთ!
– სერ, – თქვა ჯონსმა, – მისტერ პარტრიჯმა დაასრულა მო-
ყოლა და იმედია, მეტს აღარ შეგაწყვეტინებთ, ასე რომ,
გთხოვთ, განაგრძოთ.
და მოხუცი თავის ამბავს მიუბრუნდა, მაგრამ ვინაიდან ჯერ
ცოტა სული მოითქვა, მკითხველსაც მოვათქმევინოთ სული
და მომდევნო თავიდან გავაგრძელოთ.

487
თავი 12
მთისკაცი თავისი ისტორიის მოყოლას განაგრძობს

– თავისუფლება მოვიპოვე, – დაიწყო მოხუცმა, – მაგრამ


თავი მოჭრილი მქონდა. დიდი განსხვავებაა, როდესაც დამნა-
შავეს მსაჯული გაამართლებს და როდესაც მას მსაჯულად სა-
კუთარი გული და საზოგადოების აზრი დაუდგება. მე ვაღია-
რებდი დანაშაულს და ნაცნობებისთვის თვალებში შეხედვა
მრცხვენოდა, ამიტომ გადავწყვიტე, ვიდრე გათენდებოდა და
ვინმე შემხვდებოდა, ოქსფორდი დამეტოვებინა.
თავდაპირველად მამის სახლში დაბრუნება და მისთვის პა-
ტიების თხოვნა ვიფიქრე, მაგრამ ეჭვი არ მეპარებოდა, შეწყა-
ლებას ვერ ვეღირსებოდი, რადგან მამა უღირსობას ვერ იტან-
და. მისი პატიების იმედი რომც მქონოდა, არ ვიცოდი, შევ-
ძლებდი თუ არა იმ ადამიანების გვერდით ცხოვრებას, რომ-
ლებსაც ეცოდინებოდათ, რა სულმდაბლობა ჩავიდინე.
ამიტომ ლონდონისკენ გავწიე, რომელიც საუკეთესო თავ-
შესაფარია სირცხვილნაჭამთათვის და დარდის გასაქარ-
წყლებლად, თუ ცნობილი კაცი არ ხარ. იქ შეგიძლია ისე გან-
მარტოვდე, რომ თან მარტო იყო და თან ადამიანებით გარე-
მოცული, და როცა სადმე ზიხარ ან მისეირნობ, ხმაური, ჩოჩ-
ქოლი და საგნების მუდმივი ცვალებადობა გონებას ართობს
და გიცავს დამთრგუნველი აზრებისგან, სირცხვილისგან და
დარდისგან, რაც ყველაზე მავნეა ადამიანისთვის და დამღუპ-
ველად მოქმედებს სიმარტოვეში.
მაგრამ ვინაიდან არ არსებობს სიკეთე, რომელსაც ბორო-
ტება არ ახლავს, ამგვარი შეუმჩნევლობა ზოგიერთ უხერხუ-
ლობას იწვევს, იმ შემთხვევას არ ვგულისხმობ, როცა ადამი-
ანს ფული არა აქვს, რადგან როდესაც არავინ გაწუხებს, არც
488
არავინ გაჭმევს და გაცმევს. ლედენჰოლის ბაზარში ისევე შე-
საძლებელია შიმშილით მოკვდე, როგორც არაბეთის უდაბნო-
ში.
იმხანად მოკლებული ვიყავი „დიდ ბოროტებას“, როგორც
ზოგიერთი მწერალი ფულს უწოდებს და რაც, ვფიქრობ, თავად
მოჭარბებულად ჰქონდათ.
– ბოდიში მომითხოვია, სერ, – თქვა პარტრიჯმა, – მაგრამ
მე ვერ ვიხსენებ მწერალს, რომელიც ფულს ბოროტებას უწო-
დებდა.
– სერ, – განაგრძო მოხუცმა, – არ ვიცი, ბოროტებაა თუ ბო-
როტების მიზეზი, მაგრამ მე ის საერთოდ არ მქონდა, არც მე-
გობრები მყავდა და არც ნაცნობები. ერთ საღამოს ინერ ტემ-
პლის შორიახლოს მივდიოდი მშიერი და უბედური და ამ
დროს მომესმა, ძალიან შინაურულად როგორ დაიძახა ვიღა-
ცამ ჩემი სახელი. მივტრიალდი და დავინახე, შორიდან ჩემი
კოლეჯის მეგობარი მიწევდა ხელს, რომელმაც წელიწადზე მე-
ტი იყო, რაც კოლეჯი დატოვა, დიდი ხნით ადრე, ვიდრე ის უბე-
დურება დამატყდებოდა თავს. ჯენტლმენი, გულთბილად რომ
ჩამომართვა ხელი, გვარად უატსონი იყო, ძალიან გაუხარდა,
რომ შემხვდა და იმწამსვე დასალევად წავიდეთო, შემომთავა-
ზა. ჯერ უარი ვუთხარი და რაღაც საქმე მოვიმიზეზე, მაგრამ ისე
დაჟინებით და გულწრფელად მთხოვდა, რომ ბოლოს შიმშილ-
მა სიამაყე დაჯაბნა და გამოვუტყდი, ჯიბეში ფული არ მიდევს-
მეთქი, მოვიტყუე, თითქოს დილით სხვა შარვალი ჩავიცვი.
მისტერ უატსონმა მითხრა, ჯეკ, მე და შენ ხომ ძველი მეგობრე-
ბი ვართ, მეგონა, მაგაზე ლაპარაკი არ იყო საჭიროო. ხელი
გამომდო და ძალით წამიყვანა. დიდად არც მე ვეწინააღმდე-
გებოდი, ჩემი სურვილი უფრო მექაჩებოდა, ვიდრე ძველი მე-
გობარი.

489
ფრაიერზე გავედით, სადაც, როგორც იცით, ბევრი დროის
გასატარებელი ადგილია. ტავერნაში რომ შევედით, მისტერ
უატსონმა მზარეულს ყურადღება არ მიაქცია და პირდაპირ
მიმტანს დაელაპარაკა, ეტყობა ეგონა, ნასადილევი ვიქნებო-
დი. მაგრამ ვინაიდან ასე არ ყოფილა, კიდევ ერთი ტყუილი
მოვიგონე და ვუთხარი, დღეს დილიდან ქალაქის ბოლოში
მქონდა საქმე და ცხვრის კოტლეტის მეტი არაფერი მიჭამია,
ასე რომ, მომშივდა და კარგი იქნებოდა, ღვინოსთან ერთად
ბიფშტექსიც მიგვერთვა-მეთქი.
– ზოგს რა ცუდი მახსოვრობა აქვს, – კვლავ ჩაერთო პარ-
ტრიჯი, – ისე, იქნებ იმ სხვა შარვალში კოტლეტის სამყოფი
ფული ყოფილიყო?
– მართებული შენიშვნაა, – უთხრა მოხუცმა, – და ვფიქ-
რობ, ასეთი იაღლიში ყველა მატყუარას მოსდის. მოკლედ,
თავს უკვე მშვენივრად ვგრძნობდი, ხორცმა და ღვინომ გუნე-
ბა გამომიკეთა და ძველ მეგობართან საუბარიც მსიამოვნებ-
და, თან დარწმუნებული ვიყავი, უნივერსიტეტში მომხდარზე
არაფერი იცოდა.
მაგრამ ეს სასიამოვნო ილუზია დიდხანს არ გაგრძელებუ-
ლა, უატსონმა ცალი ხელით ბოკალი ასწია, მეორე ხელზე და-
მადო და მითხრა:
– ბიჭო, გილოცავ, ასე ღირსეულად რომ გაიმართლე თავი.
თითქოს მეხი დამეცაო, უატსონმა ეს შენიშნა და განაგ-
რძო:– ნუ გრცხვენია, ხომ გაგამართლეს, ვეღარავინ გაბე-
დავს, დამნაშავე გიწოდოს, მაგრამ მითხარი, როგორც ძველ
მეგობარს, მართლა არ მოგიპარავს ის ფული? ჩემი აზრით, იმ
საცოდავი გაიძვერას გაქურდვა მხოლოდ საქებარია, ოღონდ
ორასი გინეის ნაცვლად ორი ათასი უნდა მოგეპარა. მიდი, მი-
დი, ნუ გრცხვენია, მითხარი სიმართლე, არ გაგთქვამ, ჩემს

490
თვალში მხოლოდ პატივისცემას იმსახურებ, მე ერთი წუთით
არ დავფიქრდებოდი მაგაზე.
ამ განცხადებამ შვება მომგვარა, ღვინომაც გული გამიხსნა
და ძალიან თავისუფლად მოვუყევი, როგორ ვიქურდე, ოღონდ
ისიც ვუთხარი, რა თანხაც დაასახელე, იმის მეხუთედი იყო-
მეთქი.
– სამწუხაროა, – მითხრა უატსონმა, – იმედია, შემდეგში
უფრო გაგიმართლებს. ისე, ჩემს რჩევას თუ გაითვალისწინებ,
გარისკვა აღარ მოგიწევს, – ჯიბიდან კამათლები ამოიღო და
თქვა, – აი, ეს არის საშუალება, ეს არის პატარა ექიმი, რომე-
ლიც მოწყენილ საფულეს კურნავს. მომენდე და გაჩვენებ, რო-
გორ უნდა დაუცარიელო ჯიბეები ვიღაც ნაყარნუყარ ხალხს და
არც საქანელა დაგემუქრება.
– საქანელა რა არის? – იკითხა პარტრიჯმა, – მითხარით,
თუ შეიძლება.
– ქურდულ ენაზე ასე სახრჩობელას ეძახიან, – უთხრა მო-
ხუცმა, – აზარტული თამაშების მოყვარულები დიდად არ გან-
სხვავდებიან ჯიბგირებისგან და ერთ ენაზე ლაპარაკობენ. თი-
თო ბოთლი რომ დავცალეთ, მისტერ უატსონმა თქვა, თამაში
მალე დაიწყება და უნდა დავესწროო, დაჟინებით მთხოვდა,
წავყოლოდი და ბედი მეცადა. ვუთხარი, მე ვერ შევძლებ, ხომ
იცი, ჯიბე ცარიელი მაქვს-მეთქი. სიმართლე გითხრათ, იმდენი
ილაპარაკა ძველ მეგობრობაზე, რომ მეგონა, ფულის სესხე-
ბას შემომთავაზებდა, მაგრამ ასე მითხრა:
– არ იდარდო, თავხედურად მოტყდები (პარტრიჯმა დააპი-
რა, ამ სიტყვის მნიშვნელობა ეკითხა, მაგრამ ჯონსმა გააჩუმა),
ოღონდ ფრთხილად იყავი, მე განიშნებ თვალით, ვისთან აჯო-
ბებს თამაში, ჯერ ლონდონს კარგად არ იცნობ და შულერის და
დოყლაპიას განსხვავება გაგიჭირდება.

491
ანგარიში მოგვიტანეს, უატსონმა თავისი წილი გადაიხადა
და წასვლა დააპირა. მე შევახსენე, ისე, რომ არც გავწითლე-
ბულვარ, ხომ იცი, ფული არ მაქვს-მეთქი, მან კი მიპასუხა:
– ეგ არაფერი, კარს უკან გადახაზე ანგარიში, რომ არ შე-
გამჩნიონ, ისე, ან რამე მოიტყუე. არა, არა, აქ დარჩი, ჯერ მე
გავალ, შენ ჩემი ფული აიღე და ბართან გადაიხადე, მე კი ქუ-
ჩის კუთხეში დაგელოდები.
უკმაყოფილება გამოვთქვი, მეგონა, ჩემს წილსაც გადაიხ-
დიდი-მეთქი, მაგრამ დაიფიცა, ჯიბეში არაფერი აღარ მიდევ-
სო.
ადგა და გავიდა, მე ფული ავიღე და უკან გავყევი, მესმოდა,
როგორ უთხრა მიმტანს, თანხა მაგიდაზე დავტოვეო. მიმტანმა
გვერდით ჩამიარა, მაგრამ ისე სწრაფად გავედი ქუჩაში, რომ
მის იმედგაცრუებას თვალი ვეღარ შევასწარი, არც ბართან
გავჩერებულვარ, როგორც დამარიგეს.
იქიდან პირდაპირ ლომბერის მაგიდას მივუსხედით და,
ჩემდა გასაკვირად, უატსონმა ჯიბიდან ბღუჯა ფული ამოიღო
და წინ დაიდო, სხვებმაც მას მიჰბაძეს და თავიანთი ფული თვი-
თონაც წინ დაიხვავეს სატყუარასავით, გვერდით მსხდომების
საცდუნებლად.
თავს არ შეგაწყენთ იმის მოყოლით, თუ რა ოინბაზობებს
სჩადიოდა ფორტუნა ან, უფრო სწორად, კამათლები იმ ტაძარ-
ში. მაგიდის ერთ ბოლოში ოქროს გროვები ქრებოდა და მე-
ორე ბოლოში მოულოდნელად მთელი მთა იზრდებოდა. ერთ
წამში მდიდარი ღარიბდებოდა და ღარიბი მდიდრდებოდა. ფი-
ლოსოფოსიც კი უკეთ ვერსად ჩააგონებდა თავის მოწაფეს
სიმდიდრის სიძულვილს, ყოველ შემთხვევაში, ასე თვალნათ-
ლივ სხვაგან ვერსად დაანახვებდა მის წარმავალობას და სიმ-
ყიფეს.

492
მე რაც შემეხება, ცოტა კი გავიუმჯობესე ფინანსური მდგო-
მარეობა, მაგრამ საბოლოოდ სულ წავაგე, რაც მებადა. ასევე
მისტერ უატსონმაც, რომელსაც ჯერ თითქოს გაუმართლა,
თუმცა მალე წამოიმართა და აღარ მინდა თამაშის გაგრძელე-
ბაო, თქვა. ისევ ტავერნაში შემომთავაზა დაბრუნება, მაგრამ
უარი განვაცხადე, არ მსურს, მეორედ აღმოვჩნდე დილემის
წინაშე, თან ფული აღარ გაქვს-მეთქი.
– რა სისულელეა! – მითხრა, – ეს წუთია, ორი გინეა ვესეს-
ხე მეგობარს და ერთი შენს განკარგულებაშია, – ფული ხელში
ჩამიდო და მეც დიდხანს აღარ გავძალიანებივარ.
თავიდან, ცოტა არ იყოს, მიმძიმდა იქ დაბრუნება, სადაც
ასე უწესოდ მოვიქეცი, მაგრამ მიმტანმა რომ გვითხრა, დარ-
წმუნებული ვარ, უბრალოდ დაგავიწყდათ გადახდაო, გულზე
მომეშვა, გინეა მივეცი და ვუთხარი, ჩემი გულმავიწყობის სა-
ფასურად რამდენიც სურდა, იმდენი დაეტოვებინა თავისთვის.
ამასობაში უატსონმა ისეთი ვახშამი შეუკვეთა, კაცი ვერ
იოცნებებდა. ადრე თუ უბრალო კლარეტით კმაყოფილდებო-
და, ახლა საუკეთესო ბურგუნდიული ღვინო მოითხოვა.
ჩვენს სუფრას მალე რამდენიმე ჯენტლმენი შემოემატა
ლომბერის მაგიდიდან. როგორც მერე შევნიშნე, უფრო საქ-
მისთვის იყვნენ მოსული, ვიდრე დასალევად, რადგან უქეი-
ფობა მოიმიზეზეს და თვითონ არ სვამდნენ, სამაგიეროდ, ორი
ახალგაზრდა კარგად დაათვრეს და ალბათ მერე უმოწყალოდ
გაფცქვნიდნენ. რაღაც მეც შემახვედრეს, ოღონდ ოსტატობის
საიდუმლოს ბოლომდე არ მიმხელდნენ. ტავერნაში საოცრება
ხდებოდა, თამაშის დროს მაგიდაზე ფული საერთოდ გაქრა,
დასაწყისში თუ ნახევარი სულ ოქროთი იყო დაფარული, თა-
მაში რომ დამთავრდა, რაც უკვე მეორე დილით მოხდა, კვი-
რადღე რომ დადგა, ერთი გინეაღა იყო დარჩენილი და, ჩემ
გარდა, ყველა გაოცებული დარჩა, რადგან, როგორც თქვეს,
493
არავის მოუგია. ვერავინ გაიგო, სად წავიდა ფული, თუ თავად
ეშმაკმა არ მიითვისა.
– ეგრე იქნებოდა, – თქვა პარტრიჯმა, – ბოროტ სულებს შე-
უძლიათ შეუმჩნევლად წაიღონ ყველაფერი. მიკვირს, მთელი
ის თაღლითების კომპანიაც რომ არ გააყოლა ხელს. ერთ ამ-
ბავს მოგიყვებოდით, როგორ აიყვანა ლოგინიდან ეშმაკმა ვი-
ღაც კაცი, სხვა კაცის ცოლთან რომ იწვა და როგორ გააძვრინა
გასაღების ჭუჭრუტანაში. ის სახლიც მინახავს, სადაც ეს მოხდა
და მას შემდეგ ოცდაათი წელია, იქ არავინ ცხოვრობს.
ჯონსი კი გაღიზიანდა, პარტრიჯმა ისევ რომ შეაწყვეტინა
თხრობა უცნობს, მაგრამ მის გულუბრყვილობაზე გაეღიმა.
მოხუცმაც ვერ შეიკავა ღიმილი, მერე კი განაგრძო და დანარ-
ჩენს მომდევნო თავში შეიტყობთ.

თავი 13
რომელშიც მოხუცის ამბავი გრძელდება

– კოლეჯის მეგობარმა ცხოვრების ახალი მხარე მაჩვენა.


მალე შულერების მთელი საძმო გავიცანი და თავიანთი სა-
იდუმლოც გამიმხილეს – ანუ როგორ მოატყუო ახალგაზრდა
და გამოუცდელი კაცი. არსებობს დახვეწილი ხერხები, მხო-
ლოდ რამდენიმემ რომ იცის, მაგრამ მე ეს პატივი არ მელოდა.
სასმლის უზომო სიყვარული და მხურვალე ტემპერამენტი
ხელს მიშლიდა, ხელოვნების ამ დარგში წარმატებისთვის მი-
მეღწია, რადგან ამისთვის ცივი გონება და მკაცრი ფილოფო-
სიური სკოლა იყო საჭირო.

494
მისტერ უატსონი, რომელიც უკვე ჩემი ყველაზე ახლო მე-
გობარი გახდა, სამწუხაროდ, დიდი თავშეუკავებელი კაცი გახ-
ლდათ. იმის ნაცვლად, ქონება მოეხვეჭა, როგორც ეს სხვებმა
მოახერხეს, ხან მდიდრდებოდა, ხან ღარიბდებოდა. ახალბე-
დებს თუ გაყვლეფდა, მერე მთელი ფულით თავისი უფრო ცივ-
სისხლიანი მეგობრებისთვის სასმელს ყიდულობდა, ისინი კი
პირსაც არ აკარებდნენ.
მაგრამ ასე თუ ისე მაინც ვახერხებდით, გაჭირვებაში არ
გვეცხოვრა. ორი წლის განმავლობაში ბედის ყველა უკუღმარ-
თობა გამოვცადე, ხან ფუფუნებაში ვცხოვრობდი, ხან კი თავი
ძლივს გამქონდა. დღეს თუ საუკეთესო სამოსი მეცვა, ხვალ
დასაგირავებლად მიმქონდა.
ერთ საღამოს, ჯიბეებგამოცარიელებული რომ ვბრუნდე-
ბოდი შინ, შორს რაღაც თავყრილობა შევნიშნე. ჯიბის ქურდე-
ბის არ მეშინოდა, ხალხში შევერიე და გავიგე, ვიღაც კაცი ჯიბ-
გირებს გაუქურდავთ და უცემიათ. სისხლში იყო ამოსვრილი
საწყალი და ფეხზე ძლივს იდგა. მართალია, ნამუსგარეცხილი
კაცივით ვცხოვრობდი, მაგრამ ადამიანობა შერჩენილი მქონ-
და და საცოდავს დახმარება შევთავაზე. მადლობა გადამიხადა
და ხელზე ჩამომეყრდნო, მთხოვა, რომელიმე ტავერნამდე მი-
მეცილებინა, სადაც ექიმს გამოიძახებდა. გახარებული ჩანდა,
ჯენტლმენივით გამოწყობილი კაცი რომ მოევლინა დასახმა-
რებლად, რადგან ირგვლივ სანდო არავინ ჩანდა.
საწყალ კაცს ხელი შევაშველე და იმ ტავერნაში მივიყვანე,
სადაც ჩვენ ვიკრიბებოდით ხოლმე. საბედნიეროდ, ექიმიც მა-
ლე გამოჩნდა, ჭრილობა გადაუხვია და დამამშვიდა, მის სი-
ცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებაო.
ქირურგმა ოსტატურად გააკეთა თავისი საქმე და როცა ყვე-
ლაფერი მოამთავრა, დაინტერესდა, დაჭრილი ქალაქის რო-

495
მელ ნაწილში ცხოვრობსო. კაცმა უპასუხა, ამ დილით ჩამოვე-
დი ლონდონში, პიკადილზე სასტუმროში დავტოვე ცხენი და
ბარგი და ქალაქს დიდად არ ვიცნობო.
ეს ქირურგი, რომლის სახელი აღარ მახსოვს, მაგრამ თუ
არ ვცდები, რ-ზე იწყებოდა, სახელგანთქმული ექიმი ყოფილა
და მეფეს ემსახურებოდა. ბევრი კარგი თვისება ჰქონდა, ძა-
ლიან გულითადი კაცი იყო და მუდამ მზადმყოფი დახმარების-
თვის. პაციენტს ურჩია, ეტლით წასულიყო სასტუმროში, მე კი
ყურში ჩამჩურჩულა, ფული თუ არა აქვს, შემიძლია მივცეო.
საწყალ კაცს ძალა არ შესწევდა მადლობის გადასახდე-
ლად, უკვე დიდი ხანი იყო, უცნაურად მომშტერებოდა, მერე
სკამის ზურგს მიეყრდნო და შესძახა: „ჩემო შვილო! ჩემო შვი-
ლო!“ და გრძნობა წაერთვა.
უმეტესობა ფიქრობდა, ბევრი სისხლი დაკარგა და მაგის
ბრალი იქნებაო, მაგრამ მე ამასობაში ვცდილობდი, მამაჩემის
გარეგნობა აღმედგინა გონებაში და მალე მივხვდი, რომ ნამ-
დვილად ის იქნებოდა. მივვარდი, გულში ჩავიკარი და ცივი
ტუჩები დავუკოცნე. აქ უნდა ფარდა ჩამოვაფარო სცენას, რომ-
ლის აღწერა ჩემს ძალას აღემატება. მართალია, მამაჩემივით
გონება არ დამიკარგავს, მაგრამ შიშმა და გაოცებამ სრული-
ად გამაოგნა. მამა მოსულიერდა და გულში ჩამიკრა. ასე ჩახუ-
ტებულებს ორივეს ღვარად წაგვსკდა ცრემლი.
ამ სცენას ყველა გულაჩუყებული უყურებდა, ჩვენ კი, მის
მონაწილეებს, გვინდოდა რაც შეიძლება მალე გავცლოდით
იქაურობას. მამამ მიიღო ქირურგის შემოთავაზება და მისი ეტ-
ლით სასტუმროსკენ გავუყევით გზას. მერე მარტონი როცა
დავრჩით, რბილად დამტუქსა, ამდენი ხანი როგორ არ მწერ-
დიო, ოღონდ დანაშაულზე, ჩემი დაკარგვის მიზეზი რომ გახ-
და, სიტყვა არ დასცდენია. მომიყვა, დედა გარდაიცვალაო და
დაჟინებით მთხოვდა, შინ დავბრუნებულიყავი, მითხრა, შენ
496
გამო ძალიან ბევრს ვდარდობდიო, არ ვიცოდი, შენი სიკვდი-
ლის უნდა მშინებოდა თუ უნდა მესურვა, რადგან ათას საშინე-
ლებას წარმოვიდგენდიო. თურმე მეზობელ ჯენტლმენს უთ-
ქვამს ჩემი ადგილსამყოფელი და ლონდონში მხოლოდ იმის-
თვის ჩამოსულიყო, რომ იმ მორევიდან ამოვეთრიე როგორ-
მე. ღმერთს მადლობა სწირავდა, შემთხვევამ რომ გვაპოვნინა
ერთმანეთი, თუმცა კინაღამ ემსხვერპლა. უხაროდა, გულის-
ხმიერი კაცი ყოფილხარო – მე ხომ არ ვიცოდი, რომ მამას
ვშველოდი.
მთლად ისევ არ ვიყავი წამხდარი, მამობრივ სიყვარულს
გული არ აეჩუყებინა, თუმცა ამ სიყვარულს არ ვიმსახურებდი.
შევპირდი, ამიერიდან ყველაფერს დაგიჯერებ და შინ დავ-
ბრუნდები-მეთქი. იმ შესანიშნავი ქირურგის დახმარებით რამ-
დენიმე დღის მერე შეძლო კიდეც გამგზავრება.
ლონდონის დატოვებამდე ერთი დღით ადრე (მანამდე მა-
მას გვერდიდან არ ვშორდებოდი) ყველაზე ახლო მეგობრებ-
თან დასამშვიდობებლად წავედი. უატსონი ცდილობდა გადაე-
ფიქრებინა ჩემთვის გამგზავრება, მეხვეწებოდა, გამოჩერჩე-
ტებული ბებრის ახირებას ნუ აჰყვებიო, მაგრამ მისმა ხვეწნამ
არ გაჭრა და ერთხელ კიდევ ვიხილე მშობლიური სახლი. მამა
ძალიან მთხოვდა, ოჯახს მოვკიდებოდი, თუმცა ცოლის მოყვა-
ნა ფიქრადაც არ გამივლია, სიყვარული უკვე ვიგემე და ალბათ
თქვენც მოგეხსენებათ, ამ ნაზმა და მძვინვარე გრძნობამ რო-
გორ შეიძლება თავგზა აგიბნიოს.
ეს რომ თქვა, ცოტა ხნით გაჩუმდა და ჯონსს შეხედა, რო-
მელსაც სახეზე ფერი ეცვალა, ჯერ აღაჟღაჟდა, მერე კი გაფით-
რდა. მოხუცმა განაგრძო:
– საარსებოდ აუცილებელი აღარაფერი მაკლდა და ხე-
ლახლა და მეტი მონდომებით შევუდექი სწავლას. მთელ
დროს წიგნებს ვუთმობდი, ვკითხულობდი როგორც ძველ, ისე
497
თანამედროვე ფილოსოფოსებს, ბევრს მასხრად ასაგდები
რომ ჰგონია. არისტოტელეს და პლატონის შრომებს გავეცანი
და ფასდაუდებელ საგანძურს, ძველმა ბერძნებმა რომ უან-
დერძეს სამყაროს.
მართალია, ამ ავტორებს სიმდიდრის და ძალაუფლების
მოპოვების ხერხები არ უსწავლებიათ, მაგრამ მასწავლეს ხე-
ლოვნება, ორივე როგორ შემზიზღებოდა. ეს მწერლები სუ-
ლიერად აგვამაღლებენ და ცხოვრების ბედუკუღმართობებ-
თან შესახვედრად გვაძლიერებენ, არათუ გვაზიარებენ სიბ-
რძნეს, არამედ ჩვევადაც გვიხდიან მას და ნათლად გვიდასტუ-
რებენ, რომ ის უნდა იყოს ჩვენი გზის მაჩვენებელი, თუკი უდი-
დესი მიწიერი ბედნიერებისკენ მივილტვით ანდა ვცდილობთ,
საიმედოდ დავიცვათ თავი უბედურებებისგან, ყოველ ფეხის
ნაბიჯზე რომ გვხვდება.
ამ ცოდნას კიდევ სხვა ცოდნა დავამატე. მასთან შედარე-
ბით ფილოსოფია, რომლითაც ყველაზე გონიერი წარმართები
გვმოძღვრავდნენ, ცოტათი უკეთესია სიზმარზე და მართლაც
სავსეა ამაოებით, როგორც შტერი ენამოსწრებულები ამბო-
ბენ. ეს ღვთაებრივი სიბრძნე მხოლოდ წმინდა წიგნში შეიძლე-
ბა იპოვო, რადგან ის გვაძლევს ცოდნას და რწმენას საგნებზე,
რომლებიც ჩვენს ყურადღებას უფრო მეტად იმსახურებს, საგ-
ნებზე, რომლებიც თავად ზეცამ გამოგვიჩინა და რომელთა
ჩაწვდომა მის დაუხმარებლად ყველაზე გონიერ ადამიანსაც
გაუძნელდება. დავიწყე ფიქრი, რომ ტყუილად დავუთმე დრო
წარმართ მწერლებს, ვინაიდან როგორი სასიამოვნო და მომ-
ხიბვლელიც უნდა იყოს მათი გაკვეთილები და როგორ ზუსტა-
დაც უნდა შეესაბამებოდეს ჩვენი ქცევის წესებს, იმასთან შე-
დარებით, რასაც წმინდა წიგნი გვიხსნის, უსუსური ჩანს და შე-
დეგიც ისეთი უმნიშვნელო აქვს, როგორიც საბავშვო თამაშე-

498
ბისთვის გამოგონილ კანონებს. სიმართლე ისაა, რომ ფილო-
სოფია გვეხმარება, უფრო გონიერები გავხდეთ, ქრისტიანობა
კი გვეხმარება, უკეთესი ადამიანები გავხდეთ. ფილოსოფია
ამაღლებს და ამტკიცებს სულს, ქრისტიანობა არბილებს და
ამშვიდებს. პირველი ადამიანის აღტაცების საგნად გვაქცევს,
მეორე – ღვთაებრივი სიყვარულის. პირველი წარმავალ სიხა-
რულს გვპირდება, მეორე – მარადიულ ბედნიერებას. მაგრამ
ვშიშობ, თავი შეგაწყინეთ ჩემი მაღალფარდოვანი ლაპარა-
კით.
– სულაც არა, – თქვა პარტრიჯმა, – ღმერთმა დაგვიფა-
როს, ასეთი კარგი საუბრის მოსმენამ დაგვღალოს.
– ასე გავატარე ოთხი ყველაზე სასიამოვნო წელი, მთელ
დროს მედიტაციას ვუთმობდი, სულ არ მაინტერესებდა, გარე
სამყაროში რა ხდებოდა და სწორედ მაშინ დავკარგე ამქვეყ-
ნად საუკეთესო მამა, რომელიც ისე ძლიერ მიყვარდა, ჩემს წუ-
ხილს ვერ გადმოვცემ. წიგნები მივატოვე და ერთი თვე მელან-
ქოლიამ და სასოწარკვეთამ მომიცვა. მაგრამ დრო ხომ საუკე-
თესო მკურნალია და მეც საბოლოოდ შვება ვიგრძენი.
– დიახ, დიახ, – თქვა პარტრიჯმა, – Tempus edax rerum. –
კვლავ მივუბრუნდი სწავლას და საბოლოოდ განვიკურნე, აკი
ამბობენ, ფილოსოფია და რელიგია სულს ავარჯიშებს და ისე-
ვე შველის აფორიაქებულს, როგორც ფიზიკური ვარჯიში შვე-
ლის მოდუნებულ სხეულს და მსგავსადვე აძლიერებს და აწ-
რთობს მას. ჰორაციუსი ხომ წერს:
„მტკიცეა ის, ვინც თავს მინდობილია,
ყოვლად სრულქმნილი, მართებულ გეზითა,
ბედს უმკლავდება ზეკაცის ძალითა“.
ჯონსმა საკუთარ წარმოსახვაში გაელვებულ აზრს გაუღიმა,
მაგრამ მოხუცმა ეს ვერ შენიშნა და განაგრძო:

499
– კარგზე კარგი კაცის სიკვდილმა ჩემი ცხოვრება შეცვა-
ლა. ჩემი ძმა სახლის უფროსი გახდა და ისეთი განსხვავებული
მისწრაფებები და გემოვნება გვქონდა, ერთმანეთს ვერ ვეთავ-
სებოდით. მასთან ერთ სახლში ცხოვრებას უფრო იმიტომ ვერ
ვეგუებოდი, რომ მოსვენება არ მქონდა – მე როცა იშვიათი
სტუმარი დამიდიოდა, ის მოყრიდა ხოლმე ნადირობიდან თა-
ვის ძმაკაცებს, თან ისე ხმაურობდნენ და ისეთ სისულელეებს
ლაპარაკობდნენ, მშვიდ ადამიანს ცხრა მთას იქით მოანდო-
მებდნენ გადაკარგვას. სულ იმის ცდაში იყვნენ, ჩემთვის და
ჩემი მეგობრებისთვის შეურაცხყოფა მოეყენებინათ და დავემ-
ცირებინეთ, დაგვცინოდნენ, მონადირეების ენა რომ არ გვეს-
მოდა. მართლა განათლებული და ყოვლისმცოდნე კაცი თა-
ნაგრძნობით უყურებს უგუნურს, ისინი კი, ვისაც რაიმე საქმეში
მცირედი, საცოდავი ცოდნა დაუგროვებია, ზემოდან დასცქე-
რიან იმავე საქმეში გაურკვეველ ადამიანებს.
მოკლედ, მე და ჩემი ძმა მალე დავშორდით ერთმანეთს და
ერთი ექიმის რჩევით ბატში გავემგზავრე სამკურნალო წყლის
დასალევად. ამდენმა დარდმა და უმოძრაობამ ლამის დამახე-
იბრა, რასაც ბატის წყლები კარგად შველოდა. ბატში ახალი
ჩასული ვიყავი, როცა ერთხელ მდინარის ნაპირს მივუყვებო-
დი, მზე აცხუნებდა (თუმცა ჯერ გაზაფხული იყო) და იქვე ტირი-
ფის ჩრდილში ჩამოვჯექი. ცოტა ხანში ტირიფის მეორე მხრი-
დან ვიღაცის ოხვრა და კვნესა შემომესმა. მოულოდნელად უწ-
მაწურად შეიგინა, შესძახა, ამდენის ატანა აღარ შემიძლიაო
და წყალში გადაეშვა. შევშფოთდი და მდინარისკენ გავიქეცი,
თან მთელი ხმით სხვებსაც ვუხმობდი საშველად. ბედად იქვე
ახლოს მებადური თევზაობდა, ისლი ეფარებოდა და ადრე ვერ
შევნიშნე, იმწამსვე მოირბინა, ორივემ ერთად საფრთხე არად
ჩავაგდეთ და ის კაცი როგორღაც წყლიდან ამოვათრიეთ. თა-
ვიდან სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა, მაგრამ ფეხები
500
რომ ავუწიეთ და პირიდან წყალი წასკდა, ნელ-ნელა სუნთქვაც
დაიწყო და ხელ-ფეხიც აამოძრავა.
ხალხი შეჯგუფდა. ერთი აფთიაქარი აღმოჩნდა და გვირჩია,
კრუნჩხვა ეწყება და სასწრაფოდ თბილ ლოგინში უნდა ჩააწვი-
ნოთო, რაც მე და თვითონ იმ აფთიაქარმა ვითავეთ. სასტუმ-
როში წავიყვანეთ, რადგან მისი საცხოვრებელი არ ვიცოდით,
ბედად ქალი შემოგვხვდა გზად, ჯერ წივილ-კივილი ატეხა და
მერე გვითხრა, ეს ჯენტლმენი ჩემს სახლში გაჩერდაო.
როცა დავრწმუნდი, საფრთხე აღარ ემუქრებოდა, აფთიაქა-
რის იმედად დავტოვე, მან კი, როგორც ჩანს, სწორად უმკურ-
ნალა, რადგან მეორე დილით გავიგე, რომ უკვე კარგად იყო.
მოსანახულებლად მივედი, ძალიან მაინტერესებდა, რამ უბიძ-
გა თვითმკვლელობისკენ და თან მინდოდა დავლაპარაკებო-
დი, რომ სამომავლოდ ასეთი მავნე აზრები თავიდან ამოეგ-
დო. ოთახში რომ შევედი, იმწამსვე ვიცანით ერთმანეთი და
ვინ უნდა ყოფილიყო ის კაცი, თუ არა ჩემი კარგი მეგობარი
უატსონი! არ მინდა თავი შეგაწყინოთ ბევრი ლაპარაკით და
ამიტომ ჩვენს პირველ დიალოგზე აღარ გავჩერდები.
– ყველაფერი მოგვიყევით, – სთხოვა პარტრიჯმა, – ძალი-
ან მაინტერესებს, ბატში რას აკეთებდა.
– რაც მნიშვნელოვანია, ყველაფერს მოგიყვებით, – უპასუ-
ხა მოხუცმა და ჩვენც ასე მოვიქცევით, ოღონდ ჯერ ცოტა სულს
მოვითქვამთ ჩვენც და ჩვენი მკითხველიც.

თავი 14
რომელშიც მთისკაცი თავისი ამბის მოყოლას
501
დაასრულებს

– მისტერ უატსონი, – განაგრძო მოხუცმა, – გულახდილად


მომიყვა ყველაფერს, უიმედო მდგომარეობაში იყო, იღბალს
ზურგი შეუქცევია და ამის გამო თავის მოკვლა გადაწყვიტა.
მგზნებარედ ვმოძღვრავდი, ეს ბარბაროსული თუ უფრო ეშ-
მაკისეული გადაწყვეტილება რომ თავიდან ამოეგდო, რაც კი
თავში აზრად მომივიდა, ყველა არგუმენტი დავუსახელე, მაგ-
რამ როგორც ვატყობდი, დიდი ეფექტი არ მოუხდენია. სულ არ
ნანობდა, რაც ჩაიდინა და ვშიშობდი, არ გაემეორებინა.
დამოძღვრას რომ მოვრჩი, შეპასუხება არც უცდია, თვალი
თვალში გამიყარა და ღიმილით მითხრა:
– რაც არ მინახავხარ, ძალიან შეცვლილხარ, ჩემო კარგო
მეგობარო, მგონი, უკეთესად ეპისკოპოსიც ვერ ილაპარაკებ-
და თვითმკვლელობის წინააღმდეგ. მაგრამ ვიდრე არ მიპოვი
ვინმეს, ვინც ას გირვანქას მასესხებს, ან თავს ჩამოვიხრჩობ,
ან წყალში დავიხრჩობ, ანდა შიმშილით მოვკვდები, და ეს უკა-
ნასკნელი ყველაზე საშინელი მეჩვენება.
სრული სერიოზულობით მივუგე, რომ მართლაც შევიცვა-
ლე, რაც ერთმანეთი აღარ გვინახავს და რომ ჩემს შეცდომებ-
ზე ბევრი ვიფიქრე და მოვინანიე. ვურჩიე, იგივე გაეკეთებინა
და ბოლოს შევპირდი, მე თვითონ გასესხებ ფულს, ოღონდ ნუ-
ღარ ითამაშებ-მეთქი.
მისტერ უატსონი ჩემმა ბოლო სიტყვებმა გამოაფხიზლა,
გულმხურვალედ ჩამომართვა ხელი და ათასი მადლობა მით-
ხრა. დასძინა, მეგონა, ჩემზე უკეთესი წარმოდგენა გქონდაო,
ასეთი მწარე გამოცდილებით კამათელს აღარ ვენდობიო,
ოღონდაც ისევ დავდგე ფეხზე და ბედს აღარ დავემდურებიო.

502
კარგად მესმოდა, რასაც გულისხმობდა, ამიტომ ვუთხარი,
ვეცდები, რამე საქმე მოგიძებნო თავის გასატანად და გპირდე-
ბი, თუ შეგატყვე, რომ ფულის დაბრუნებას შეძლებ, იმაზე მეტს
მოგცემ, რაც დამისახელე, ხოლო რაც შეეხება აზარტულ თა-
მაშებს, მგონი, არ ვარგიხარ მაგისთვის და თავს ნუ გაიუბედუ-
რებ-მეთქი.
უცნაურიაო, მითხრა, ეგ ჩემთვის არც შენ გითქვამს ოდესმე
და არც არავისო, სხვაზე უარესად არ ვაგორებ კამათელს და
სიამოვნებით გეთამაშებოდი, მთელ შენს ქონებას თუ ჩამოხ-
ვალო, მერე მკითხა, ის ასი გირვანქა თან ხომ არ გაქვსო.
მხოლოდ ორმოცდაათი ფუნტი მქონდა საბანკო ჩეკზე, მაგ-
რამ შევპირდი, რომ დანარჩენს მეორე დილით მივუტანდი. კი-
დევ რაღაც დავარიგე და წამოვედი.
სიტყვა დროზე ადრე შევასრულე და შუადღისას მასთან
დავბრუნდი. ოთახში რომ შევედი, ვიღაც სახელგატეხილ მო-
თამაშეს ბანქოს ეთამაშებოდა. გაოგნებული დავრჩი, თანაც
ეს ჩემი საბანკო ჩეკი მოწინააღმდეგეს ეჭირა ხელში.
მოთამაშე ადგა და წავიდა, უატსონმა მითხრა:
– ძალიან მრცხვენია, მაგრამ დავრწმუნდი, რომ იღბალმა
ზურგი მაქცია და სამუდამოდ ვანებებ თამაშს თავს. ბევრი ვი-
ფიქრე შენს კეთილ შემოთავაზებაზე და გარწმუნებ, თუ ვერ შე-
ვასრულებ, ჩემი ბრალი ნამდვილად არ იქნება.
მართალია, დიდად არ მჯეროდა მისი სიტყვების, მაინც და-
ვუტოვე, რასაც შევპირდი, მან კი ხელწერილი მომცა, ერთა-
დერთი, რის იმედადაც უნდა ვყოფილიყავი, რომ ფულს დამიბ-
რუნებდა.
ამასობაში აფთიაქარი მოვიდა და პაციენტის მდგომარეო-
ბა არც კი უკითხავს, გახარებული სახით განაცხადა, კარგი ამ-
ბავი მაცნობეს წერილით და ამას მალე ყველა შეიტყობს –
მონმუტის ჰერცოგმა დიდი არმია გადმოსხა ჰოლანდიიდან,
503
მეორე დიდი ფლოტი ნორფოლკის ნაპირთან იყრის თავს და
დესანტისთვის ემზადება ჰერცოგის დასახმარებლადო.
ეს აფთიაქარი თავისი დროის დიდი პოლიტიკოსი იყო და
ყველაფერზე მეტად ის ახარებდა, ვინმეზე ადრე თუ შეიტყობ-
და ახალ ამბავს, მაგრამ მისი ცნობები იშვიათად იყო სარწმუ-
ნო, რადგან ტყუილსაც ადვილად იჯერებდა და ამის გამო ბევ-
რი დასცინოდა.
ამჯერადაც ასე მოხდა. ძალიან მალე შევიტყვეთ, რომ ჰერ-
ცოგი კი ნამდვილად გადმოვიდა, მაგრამ მისი არმია სულ რამ-
დენიმე თანმხლები ყოფილა, ხოლო ნორფოლკის დივერსიის
ამბავი საერთოდაც მონაჩმახი აღმოჩნდა.
გვახარა თუ არა ეს ამბავი, აფთიაქარმა დაგვტოვა, არც პა-
ციენტი მოუკითხავს და არც არაფერი ურჩევია, წავიდა, რომ
სასწრაფოდ მთელი ქალაქისთვის შეეტყობინებინა სიახლე.
ასეთი ამბები ყველა პირადულ სადარდებელს გადაფარავს
ხოლმე და ჩვენც საუბარი პოლიტიკაზე გადავიტანეთ. მე თვი-
თონ სერიოზულად ვიყავი შეშფოთებული: პაპისტი პრინცი
პროტესტანტულ რელიგიას საფრთხეს უქმნიდა და ვფიქრობ-
დი, რომ ეს სავსებით საკმარისი იყო აჯანყებისთვის, ვინაიდან
ძალაუფლებით აღჭურვილი პაპიზმის დევნის წინააღმდეგ,
როგორც მწარე გამოცდილებამაც დაადასტურა, ამ ძალაუფ-
ლების ჩამორთმევის გარდა, სხვა საშუალება არ არსებობს.
თქვენც ხომ მოგეხსენებათ, როგორ მოიქცა მეფე ჯეიმზი აჯან-
ყების ჩახშობის შემდეგ. მან არად ჩააგდო მეფის სიტყვა თუ მე-
ფედ კურთხევის დროს წარმოთქმული ფიცი და ხალხის თავი-
სუფლება და უფლებები, მაგრამ თავდაპირველად საშიშროე-
ბა ყველამ ვერ დაინახა და ამიტომ მონმუტის ჰერცოგს ბევრი
მხარდამჭერი არ ჰყავდა, თუმცა როდესაც მიხვდნენ, რა უბე-
დურება დაატყდათ თავს, გაერთიანდნენ და ეს მეფე განდევ-

504
ნეს, რასაც მისი ძმის მეფობის დროს ბევრი ჩვენგანი გულ-
მხურვალედ ეწინააღმდეგებოდა და ახლა თავგამოდებული
იბრძვის მისთვის.
– მართალს ბრძანებთ, – შეაწყვეტინა ჯონსმა, – ამაზე მეც
მიფიქრია, არც ერთ ისტორიის წიგნში მსგავსი საკვირველება
არ შემხვედრია, მას შემდეგ, რაც მთელი ჩვენი ერი გაერთიან-
და მეფე ჯეიმზის განსადევნად, რელიგია და თავისუფლება
რომ დაეცვა, არსებობს პარტია, რომელსაც ტახტზე მისი მემ-
კვიდრის დასმა სურს.
– არასერიოზულად მსჯელობთ! – უთხრა მოხუცმა, – ასეთი
პარტია ვერ იარსებებს. მართალია, კაცობრიობაზე კარგი აზ-
რის არ გახლავართ, მაგრამ ვერ დავიჯერებ, რომ ადამიანები
შეიძლება ასე გადაცდნენ ჭკუიდან. თავისი სამღვდელოების
მიერ წაქეზებული რამდენიმე გაღიზიანებული პაპისტი იბრძო-
და ალბათ ამ უიმედო მიზნისთვის და ეგონათ, წმინდა ომში იყ-
ვნენ ჩაბმული. მაგრამ არ მჯერა, რომ პროტესტანტები, ინ-
გლისის ეკლესიის წარმომადგენლები, ასეთი გამყიდველები,
ასეთი felos de se31 იყვნენ. არა, არა, ახალგაზრდავ, მართა-
ლია, ბოლო ოცდაათი წელი რა ხდებოდა, ჩემთვის უცნობია,
მაგრამ ყალბი ამბებით თავს არ გაგასულელებინებთ, მგონი,
ჩემი გაუთვითცნობიერებლობით სარგებლობთ და ერთობით.
– ნუთუ შეიძლება, – უპასუხა ჯონსმა, – მთელი ამ ხნის გან-
მავლობაში არ გაგეგოთ, რომ მეფე ჯეიმზის ვაჟის მომხრეებმა
ორი აჯანყება მოაწყვეს და ერთი ამ წუთს სამეფოს გულში
მძვინვარებს?!
ამ სიტყვებზე მოხუცი შეცბა, წამოდგა და ძალიან საზეიმო
ტონით სთხოვა ჯონსს, დაიფიცე, რომ სიმართლეს ამბობო.
ჯონსმა დაიფიცა. მოხუცი ბოლთის ცემას მოჰყვა, ხმას არ

31
თვითმკვლელები
505
იღებდა, მერე გაეცინა, ატირდა, ბოლოს მუხლებზე დაემხო და
ხმამაღლა შეჰღაღადა ღმერთს, მადლობელი ვარ, რომ ჩამო-
მაცილე ადამიანებს, რომელთაც ასეთი საზარელი უგუნურო-
ბის ჩადენა შეუძლიათო. მერე ჯონსმა შეახსენა, ამბის მოყო-
ლა გაწყვიტეთო და მანაც განაგრძო:
– ვინაიდან იმ დროს, რომელზეც მე მოგითხრობთ, დღე-
ვანდელისგან განსხვავებით, ადამიანებს სიგიჟის ზღვრამდე
ჯერ კიდევ არ მიეღწიათ, მონმუტის მხარდამჭერები სერიოზუ-
ლად ამოძრავდნენ და რადგან მეც მათ ვემხრობოდი, გადავ-
წყვიტე, შევერთებოდი. მისტერ უატსონიც ამყვა, თუმცა მას
სხვა მოტივი ამოძრავებდა (აზარტული მოთამაშის სულის
აფორიაქება ხომ ისევე ადვილია, როგორც ჭეშმარიტი პატრი-
ოტის), ჩვენ სასწრაფოდ მოვიმარაგეთ, რაც აუცილებელი იყო
და ბრიჯვოთერისკენ გავწიეთ ჰერცოგთან შესაერთებლად.
ამ აჯანყების სავალალო შედეგი თქვენც გეცოდინებათ. მე
და უატსონმა სეჯმორის ბრძოლიდან ცოცხლებმა გამოვაღწი-
ეთ, მე მხოლოდ მსუბუქი ჭრილობა მქონდა. ორმოცი მილი
ცხენებით ვიარეთ ექსეტერის გზაზე, მერე ცხენები დავტოვეთ
და მინდვრებით და შარაგზებით მივიწევდით წინ, ვიდრე პატა-
რა ქოხს არ მივაღწიეთ, იქ ღარიბმა მოხუცმა ქალმა შეგვიფა-
რა, მე ჭრილობა გადამიხვია და მალე გამოვკეთდი.
– სერ, გთხოვთ მითხარით, სად დაგჭრეს? – ჰკითხა პარ-
ტრიჯმა.
უცნობმა მოხუცმა დააკმაყოფილა მისი ცნობისმოყვარეო-
ბა და მხარშიო, უთხრა, მერე ისევ განაგრძო:
– მეორე დილით მისტერ უატსონი ვითომდა სურსათის მო-
სატანად წავიდა ქალაქში, მაგრამ, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა,
მან, ჩემმა საუკეთესო მეგობარმა, იმ სულმდაბალმა, არაკაც-
მა, გარეწარმა მოღალატემ მეფე ჯეიმზის კავალერისტებთან
დამაბეზღა, კარზე მომაყენა და მათ გადამცა.
506
ჯარისკაცები ექვსნი იყვნენ, შემიპყრეს და ტონტონის ციხე-
ში მიკრეს თავი, მაგრამ არც დაპატიმრება და არც იმის შიში,
რა მელოდა, ისე არ მაწუხებდა, როგორც მეგობრის ღალატი.
უატსონიც ჩაბარდა, მაგრამ ერთგულებისთვის მას უკეთ ექცე-
ოდნენ. თავდაპირველად ბოდიში მომიხადა და თავის მარ-
თლება სცადა, მაგრამ ჩემგან ლანძღვის გარდა რომ ვერაფე-
რი მიიღო, სხვანაირად შეატრიალა ყველაფერი, ბოროტი და
ულმობელი მეამბოხე მიწოდა, მე გადმომაბრალა თავისი და-
ნაშაული, თითქოს დავაძალე და დავაშინე, გულმოწყალე მე-
ფის წინააღმდეგ წასულიყო.
ეს ყალბი ჩვენება გულზე მომხვდა და ისე გამაბრაზა, ვისაც
ასეთი რამ არ გამოუცდია, ჩემი გაგება გაუჭირდება. მაგრამ
იღბალმა გადმომხედა: ველინგტონის მისადგომთან მცვე-
ლებს ვიწრო ბილიკით რომ გავყავდით, ცრუ განგაში ატყდა,
თითქოს ორმოცდაათი მოწინააღმდეგე უახლოვდებოდათ და
იმწამსვე მოცოცხეს იქიდან, ჩვენც მათ მივბაძეთ. ნაძირალა
უატსონი მაშინვე დამშორდა და ძალიანაც კარგი, იარაღი რომ
მქონოდა, ღალატისთვის აუცილებლად შურს ვიძიებდი.
ერთხელ კიდევ მოვიპოვე თავისუფლება. მინდვრისკენ გა-
დავუხვიე, გზებს ვერიდებოდი, წესიერად არც ვიცოდი, საით
მივდიოდი, ოღონდ ქალაქებს და ხალხმრავლობას გავურბო-
დი, სახლთან ახლოს გავლაც მეშინოდა, მეგონა, ყველა სუ-
ლიერს ჩემი ღალატი ედო გულში.
რამდენიმე დღეს ასე ვიხეტიალე და ბოლოს ამ სახლს მო-
ვადექი, მოვიხიბლე, ასეთ უკაცრიელ ადგილზე რომ იდგა და
აქ დასახლება გადავწყვიტე. პირველი ადამიანი, ვინც მიმას-
პინძლა, ამ მოხუცი ქალის დედა იყო. მან დამმალა, ვიდრე გა-
ვიგებდი, რომ დიადი რევოლუცია მოხდა და ჩემი შიშები გან-
დევნა. ახლა უკვე შემეძლო მშობლიურ სახლში დაბრუნება და

507
ჩემი საქმეების მოგვარება. ძმისთვისაც და ჩემთვისაც სასურ-
ველი შეთანხმების თანახმად, უფლებები მას გადავეცი და სა-
ნაცვლოდ ათასი გირვანქა და სამუდამო რენტა მივიღე.
ძმა, როგორც ყოველთვის, ეგოისტურად და წუწკი კაცივით
მოიქცა. მე მას მეგობრად არასოდეს ვთვლიდი და არც თვი-
თონ ჰქონდა ამის დიდი სურვილი, ამიტომ მალევე დავემშვი-
დობე ძმასაც და ყველა სხვა ნაცნობსაც და იმ დღიდან ჩემი ის-
ტორია ცარიელი ფურცელია.
– წარმოუდგენელია, სერ, – უთხრა ჯონსმა, – რომ მთელი
ეს ხანი აქ გაატარეთ.
– ოჰ, არა, სერ, – მიუგო მოხუცმა, – ბევრი ვიმოგზაურე,
თითქმის მთელი ევროპა მოვიარე.
– არ ვიცი, მეყოფა თუ არა გამბედაობა, რამე გთხოვოთ, –
თქვა ჯონსმა, – ალბათ უკვე დაიღალეთ, მაგრამ თუ შესაძლე-
ბელია, სიხარულით მოვისმენდი თქვენისთანა გონიერი და
განათლებული კაცის აღმოჩენებს მოგზაურობისას.
– სიამოვნებით დავაკმაყოფილებ თქვენს ცნობისმოყვარე-
ობას, ახალგაზრდავ.
ჯონსი მობოდიშებას აპირებდა, მაგრამ არ დაანებეს. ის და
პარტრიჯი ყურებდაცქვეტილი ისხდნენ და მოხუცმაც განაგ-
რძო თავისი ამბავი, რომელსაც მომდევნო თავში შეიტყობთ.

თავი 15
ევროპის მოკლე ისტორია და ჯონსის და
მთისკაცის უჩვეულო საუბარი
– იტალიაში სასტუმროს მეპატრონეები ჩუმი ხალხია, საფ-
რანგეთში – ძალიან მოლაპარაკე, მაგრამ თავაზიანი, გერმა-
ნიაში და ჰოლანდიაში – ზოგადად საკმაოდ უზრდელი. და პა-
ტიოსნებას რაც შეეხება, დიდი განსხვავება არ შემიმჩნევია.
508
Laquais a louange არასოდეს უშვებენ ხელიდან შესაძლებ-
ლობას, მოგატყუონ, ფორეიტორები კი ყველგან ერთნაირი
ხალხია. აი, ჩემი დაკვირვება მოგზაურობისას, რადგან ურთი-
ერთობა მხოლოდ მათთან მქონდა. უცხოეთში იმიტომ ვმოგ-
ზაურობდი, რომ მინდოდა დავმტკბარიყავი საოცარი, ნაირ-
გვარი ხედებით, ცხოველებით, ჩიტებით, თევზებით, მწერებით
და მცენარეებით, რითაც ღმერთმა სამყაროს ზოგიერთი ნაწი-
ლის გამდიდრება ინება, დავმტკბარიყავი მრავალფეროვნე-
ბით, რომელიც ყურადღებიან დამკვირვებელს დიდ სიამოვნე-
ბას ჰგვრის და შემოქმედის ძალით, სიბრძნით და სიკეთით
აღაფრთოვანებს. სიმართლე რომ გითხრათ, მხოლოდ ერთი
მისი ქმნილება არ იწვევს ჩემში პატივისცემას და დიდი ხანია
მასთან შეხვედრას თავს ვარიდებ.
– ბოდიშს მოვითხოვ, – შესძახა ჯონსმა, – მაგრამ მეგონა,
განსხვავება იმ ქმნილებებშიც არსებობდა, თქვენ რომ გულის-
ხმობთ. განსხვავებული ხასიათის, წეს-ჩვეულებების და კლი-
მატის გარდა, როგორც მსმენია, ადამიანის ბუნებაც მრავალ-
ფეროვანია.
– არც მაინცდამაინც, – უპასუხა მოხუცმა, – ვინც ადამიანე-
ბის განსხვავებული ზნე-ჩვეულებების გასაცნობად მოგზა-
ურობს, შეუძლია ბევრი არ იწვალოს და პირდაპირ ვენეციის
კარნავალს ეწვიოს. იქ ერთბაშად ნახავს ყველაფერს, რაც ევ-
როპის სხვადასხვა სასახლის კარზე ხდება. იგივე თვალთმაქ-
ცობა და სიყალბეა, რაც ყველგან, ერთი სიტყვით – იგივე მან-
კიერება და სისულელე, თუმცა ნაირ-ნაირ სამოსში წარმოჩე-
ნილი. ესპანეთში ჩაცმულობას დიდი სერიოზულობით ეკიდე-
ბიან, იტალიაში ბრწყინვალე კოსტიუმები აცვიათ, ფრანგი
თაღლითი პიჟონივით იმოსება, ჩრდილოეთის ქვეყნებში
ფეთხუმებივით იცვამენ, მაგრამ ადამიანის ბუნება ყველგან
ერთნაირია, ყველგან დაცინვის და ზიზღის საგანი.
509
მე ისე გავიარე ამ ქვეყნებში, როგორც თქვენ თეატრის შე-
სასვლელთან თავმოყრილი ადამიანების ჭეჭყვაში გაივლი-
დით, ცალი ხელი ცხვირზე მქონდა მოჭერილი, მეორე – ჯიბეზე
აფარებული, ხმას არავის ვცემდი, სანამ არ მივაღწევდი იქამ-
დე, რის ნახვაც მსურდა; და ის, რის ნახვაც მსურდა, შეიძლება
საინტერესო იყო, მაგრამ ძლივს ამართლებდა მოლოდინს,
იმდენად უსიამოვნო საზოგადოებაში მიწევდა ყოფნა.
– ნუთუ მოგზაურობისას რომელიმე ერი ნაკლებ უსიამოვ-
ნო არ მოგეჩვენათ? – ჰკითხა ჯონსმა.
– როგორ არა, – მიუგო მოხუცმა, – თურქები ქრისტიანებზე
უფრო რიგიანი ხალხია, ისინი უფრო ჩუმები არიან, არც კით-
ხვებით შეგაწუხებენ. შეიძლება ხანდახან შეიგინონ ან სახეში
შეგაფურთხონ, ესაა და ეს. ასი წელი რომ იცხოვრო იქ, ათ
სიტყვას არ გეტყვიან. მაგრამ სად არ ვყოფილვარ, ფრანგე-
ბისთანა არავინ მინახავს, ღმერთმა დამიფაროს ფრანგების-
გან! თავიანთი ლაქლაქით და კოპწიაობით ვითომ უცხოე-
ლებს თავს აწონებენ, არადა, პატივმოყვარეობის გარდა, ვე-
რაფერს ხედავ. ისეთი შემაწუხებელი ხალხია, რომ პარიზში
ცხოვრებას ნამდვილად ჰოტენტოტებთან ცხოვრებას ვარჩევ-
დი. ჰოტენტოტები ბინძურები არიან, მაგრამ მხოლოდ გარე-
დან არიან ბინძურნი, საფრანგეთში და კიდევ რამდენიმე ქვე-
ყანაში, რომელთაც არ დავასახელებ, სიბინძურე შიგნით აქვთ
და მათი აყროლებული სუნი ბევრად უფრო შემაწუხებელია ჩე-
მი ცხვირისთვის, ვიდრე ჰოტენტოტების ჭუჭყი.
სერ, მე დავასრულე ჩემი ამბის თხრობა, რადგან რაც შე-
ეხება აქ გატარებულ წლებს, ისინი არ დაგაინტერესებთ და შე-
გიძლიათ სულაც ერთ დღედ წარმოიდგინოთ. მას შემდეგ, რაც
აქ გადმოვსახლდი, ეგვიპტის უდაბნოში ვერ ვისიამოვნებდი
სიმარტოვით ისე, როგორც ამ ხალხმრავალი საგრაფოს შუ-
აგულში. საკუთარი მამული რომ არ მაქვს, მოიჯარეები და
510
მმართველები არ მაწუხებენ, რენტას რეგულარულად მიხდიან
და ასეც უნდა იყოს, რადგან ბევრად უფრო ნაკლებია, რასაც
ველოდი იმის სანაცვლოდ, რაც მე გავიღე. სტუმრები არ დამი-
დიან და ამ მოხუცმა ქალმა იცის, რომ მისი მთავარი მოვალე-
ობაა, ამარიდოს აუცილებელი საყიდლები და სახლის საქმეე-
ბი და ჩემი თანდასწრებით არ ილაპარაკოს. ვინაიდან ღამით
გავდივარ გარეთ, ადამიანებთან შეხვედრისგან დაზღვეული
ვარ. რამდენჯერმე შემთხვევით გადავეყარე ვიღაცებს, მაგრამ
ჩემი ჩაცმულობა და სიმაღლე აფრთხობთ, შეიძლება მოჩვე-
ნება და ავი სული ვგონივართ. თუმცა ამღამინდელმა შემ-
თხვევამ დაადასტურა, რომ ვერც აქ ვიქნები დაცული ადამია-
ნის ბოროტებისგან, თქვენ რომ არ დამხმარებოდით, არათუ
გამქურდავდნენ, ალბათ მომკლავდნენ კიდეც.
ჯონსმა მადლობა გადაუხადა მოხუცს ნაამბობისთვის და
მერე დაინტერესდა, ნუთუ არ უჭირდა სიმარტოვეში ცხოვრე-
ბა:
– ხანდახან გარემოს გამოცვლა არ გინდებათ? გულწრფე-
ლად მაოცებს, როგორ კლავთ ამდენ დროს.
– სულაც არ მიკვირს, – უთხრა მოხუცმა, – მას, ვისი
გრძნობები და ფიქრებიც ამ სამყაროში ტრიალებს, უკაცრიელ
ადგილას გატარებული დრო უინტერესო მოეჩვენოს, მაგრამ
არსებობს ერთი გამორჩეული აქტი, რომლისთვისაც მთელი
ცხოვრებაც არ კმარა. რა დრო ეყოფა იმ დიდებული, უკვდავი
და მარადიული არსების ჭვრეტას და თაყვანისცემას, არა მხო-
ლოდ დედამიწის შთამბეჭდავი ქმნილებების შემოქმედი რომ
არის, არამედ ზეცაში მიმობნეული ურიცხვი მნათობებისაც,
რომელთაგან ზოგი სხვა სისტემისთვის ეგებ მზე იყოს, მაგრამ
დედამიწასთან შედარებით ატომებად გვეჩვენება. შეუძლია
ადამიანს, რომელსაც ღვთაებრივი მედიტაციის ნება ეძლევა,

511
ასეთი რამ თქვას შეუცნობელ, ენით გამოუთქმელ სიდიადეზე
და იფიქროს, თითქოს დღეები, წლები და საუკუნეები დიდი
დროა ამ ნეტარების გასახანგრძლივებლად? როცა წვრილმან
გართობებს და სიამოვნებებს, სულელურ საქმიანობებს ასე
სწრაფად მიაქვს უამრავი საათი, განა შეიძლება დრო ნელი
მოგეჩვენოს, თუ გონება ასეთ ამაღლებულს, მნიშვნელოვანს
და დიდებულს უღრმავდება? არც დრო არის საკმარისი და არც
ადგილია შეუფერებელი ამ დიადი აქტისთვის. რასაც არ უნდა
შევხედოთ, განა ყველაფერში მისი ძალა, სიბრძნე და სიკეთე
არ იგრძნობა? არ არის აუცილებელი, ამომავალმა მზემ აღმო-
სავლეთის ჰორიზონტს ცეცხლოვანი სხივები მოჰფინოს; არც
ბობოქარი ქარია აუცილებელი, ბუნაგიდან გამოვარდეს და
ტყე შეაზანზაროს; არც გაშლილ ველზე თავსხმა წვიმის წამოს-
ვლაა საჭირო; არაფერი არ არის აუცილებელი, მე გეუბნებით,
მისი სიდიადის ასაღიარებლად. ყველაზე მცირე ზომის მწერს
თუ მცენარეს ატყვია დიდი შემოქმედის ნიშანი და მხოლოდ
მისი ძალის ნიშანი არა, მისი სიბრძნის და სიკეთისაც. მარტო
ადამიანმა, დედამიწის მმართველმა, მისმა უკანასკნელმა და
საუკეთესო ქმნილებამ შეირცხვინა თავი სულმდაბლობით და
საგონებელში ჩაგვაგდო, ასეთი სულელი და ბოროტი ცხოვე-
ლი რატომ შექმნა კეთილმოსურნე არსებამ. ამ ქმნილებას გა-
ვურბივარ ამდენი ხანი და თქვენ ფიქრობთ, რომ მის გარეშე
ჩემი ცხოვრება მოსაწყენი და უინტერესოა?
– თქვენ მიერ ნათქვამის პირველ ნაწილს სავსებით ვეთან-
ხმები, – უპასუხა ჯონსმა, – მაგრამ მჯერა და იმედი მაქვს, რომ
კაცობრიობის მიმართ გამოხატული ზიზღი განზოგადებულია.
ჩემი მწირი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ცდე-
ბით, თუ კაცობრიობაზე აზრს უარესი და ყველაზე სულმდაბა-
ლი ადამიანით იქმნით, რადგან როგორც ერთი შესანიშნავი
მწერალი ამბობს, სახეობის დამახასიათებლად უნდა მიიჩნიო
512
ის, რასაც ყველაზე სრულყოფილსა და საუკეთესოში იპოვი.
მჯერა, ამ შეცდომას ის უშვებს, ვინც მეგობარს და ნაცნობს და-
უფიქრებლად ირჩევს და ამის გამო დიდი ტკივილი შეხვდება.
ორი-სამი მაგალითის მიხედვით ადამიანის ბუნების განსჯა
უსამართლობაა.
– ვფიქრობ, მე საკმარისი გამოცდილება მაქვს, – უთხრა
მოხუცმა, – პირველმა შეყვარებულმა და პირველმა მეგობარ-
მა ისე უნამუსოდ მიღალატეს, რომ საშინელ მდგომარეობაში
ჩამაგდეს და სამარცხვინო სიკვდილი მემუქრებოდა.
– მაგრამ, მომიტევეთ, – თქვა ჯონსმა, – დაფიქრდით, ვინ
იყვნენ ეს შეყვარებული და მეგობარი. რას უნდა ელოდე ბორ-
დელში ნაპოვნი სიყვარულისგან ან აზარტული მოთამაშის-
გან? იმსჯელო ქალზე პირველის მაგალითით და კაცზე – მე-
ორის, ისევე უსამართლოა, როგორც განაცხადო, ჰაერი სა-
ზიზღარია, რადგან ჩეჩმაში ცუდი სუნი დგასო. მე ცოტა მიც-
ხოვრია, მაგრამ ვიცნობდი კაცს, ღირსეული მეგობრობის გა-
წევა რომ შეეძლო და ქალს, რომელიც დიდ სიყვარულს იმსა-
ხურებდა.
– ეჰ, ახალგაზრდავ! – მიუგო მოხუცმა, – თვითონვე ამ-
ბობთ, ცოტა მიცხოვრიაო, მე კი თქვენზე უფროსი ვიყავი, ჯე-
რაც მაგ აზრზე რომ ვიდექი.
– და დარჩებოდით კიდეც, რომ არ გაუბედურებულიყავით,
გავბედავ და ვიტყვი, მეტი სიფრთხილე რომ გამოგეჩინათ.
სამყარო რომ მართლაც ასეთი საზიზღარი იყოს, მაინც გა-
უმართლებელია ადამიანის ბუნების ასე ძაგება. ჩვენი დაკვირ-
ვებები ხომ ხშირად შემთხვევითია და ბევრი, ვისაც ბოროტება
ჩაუდენია, მთლად წამხდარი არ არის. სიმართლე ისაა, რომ
ვერავინ განაცხადებს, ადამიანი უდავოდ და უნივერსალური
ბოროტიაო, თუ არა კაცი, რომელიც საკუთარ სულში პოულ-

513
ობს მანკიერებას და დარწმუნებული ვარ, თქვენ ასეთების
რიცხვს არ მიეკუთვნებით.
– სწორედაც რომ ასეთები არ განაცხადებენ! თაღლითები
ისევე არ ეცდებიან, ადამიანის სულმდაბლობა ამტკიცონ, რო-
გორც ჯიბგირი არ გეტყვის, ქურდი თუ არის გზაზე ჩასაფრებუ-
ლი. ამიტომაც არის, თაღლითი ვიღაცას სიამოვნებით შე-
ურაცხყოფს, მაგრამ ადამიანის ბუნებაზე აუგი სიტყვა არასო-
დეს დასცდება.
მოხუცი ისეთი აღგზნებული ლაპარაკობდა, ჯონსი მოერი-
და, არ ვაწყენინოო და აღარ შეეკამათა.
განთიადმა პირველი სხივები გამოგზავნა, როცა ჯონსმა
მასპინძელს მოუბოდიშა, ალბათ დასვენება გინდოდათ და მე
ასე მოგაცდინეთო. მოხუცმა უპასუხა:
– სულაც არ მინდა დასვენება, ჩემთვის ერთია, დღე იქნება
თუ ღამე, ჩვეულებრივ, დღისით მძინავს, ღამით კი ვსეირნობ
და გონებას ვავარჯიშებ. ისე, როგორ ლამაზად გათენდა, თუ
თავად არ ხართ დაღლილი ან თუ არ მოგშივდათ, სიამოვნე-
ბით გაჩვენებდით მშვენიერ ხედს, რომელიც არა მგონია ნანა-
ხი გქონდეთ.
ჯონსი სიხარულით დასთანხმდა და ერთად გავიდნენ სახ-
ლიდან. რაც შეეხება პარტრიჯს, უცნობმა თავისი ამბავი დაას-
რულა თუ არა, ღრმა ძილით დაიძინა: ცნობისმოყვარეობა ხომ
დაიკმაყოფილა და შემდგომი საუბარი ტკბილი ძილის გატე-
ხად არ ღირდა. აღარც ჯონსმა გააღვიძა და თუ ვინიცობაა
მკითხველსაც რული შეეპარა, ჩვენი ისტორიის მერვე წიგნს
ამით დავასრულებთ.

514
წიგნი IX
მოიცავს თორმეტ საათს

თავი 1
მათზე, ვისთვისაც ნებადართულია და ვისთვისაც არ არის ნებადარ-
თული ასეთი ისტორიის წერა

შესავალი თავების წამძღვარება მე კიდევ იმიტომ მივიჩნიე


საჭიროდ, რომ მათ რაღაც ნიშნად თუ დაღად წარმოვიდგენ,
რომელიც დაეხმარება გულგრილ მკითხველს, განასხვაოს,
რა არის ამდაგვარ ისტორიულ რომანებში სიმართლე და უტ-
ყუარი და რა – სიყალბე და გამოგონილი. ისეთი პირი უჩანს,
რომ მალე ეს ნიშანი აუცილებელი გახდება, რადგან კეთილ-
განწყობა, რომელიც პუბლიკამ გამოიჩინა ორი-სამი ავტორის
ამ ტიპის თხზულებებისადმი, ბევრ სხვასაც წაახალისებს, ამა-
ვე საქმიანობას მიჰყოს ხელი.
აი, ასე ხვავდება სულელური და საძაგელი რომანები წიგ-
ნით მოვაჭრეების გასაღარიბებლად ან მკითხველის მოსაცდე-
ნად და მისი მორალის წასახდენად, არა, ხშირად სკანდალის
და ცილისწამების გასავრცელებლად და ღირსეული ადამიანე-
ბის სახელისთვის ჩირქის მოსაცხებად.
ეჭვი არ მეპარება, რომ „მაყურებლის“ საზრიანი რედაქტო-
რი ყოველ გვერდს ამავე მოსაზრებით ურთავდა ბერძნულ ან
ლათინურ ეპიგრაფებს, თავს იზღვევდა ვიღაც მჯღაბნელების-
გან, არავითარი ნიჭი რომ არ გააჩნიათ მწერლობის, გარდა
იმისა, რაც სკოლაში სუფთა წერის გაკვეთილზე ისწავლეს,
მაგრამ მაინც ისევე არ რცხვენიათ, მწერლის სახელი ატარონ,
როგორც ლომის ტყავში გამოწყობილს არ რცხვენია იგავში
ვირივით ყროყინი.

515
ამ ეპიგრაფების წყალობით „მაყურებლის“ მიბაძვა შეუძ-
ლებელი გახდა მათთვის, ვისაც ერთი სიტყვაც არ ესმოდა ძვე-
ლი ენებისა. მეც ასე ვიზღვევ თავს მიმბაძველებისგან, რო-
მელთაც ასახვის იოტისოდენი უნარი არ გააჩნიათ და იმდენად
გაუნათლებლები არიან, ესეისაც ვერ დაწერენ.
არ მინდა ისე გამიგონ, თითქოს ვინმეს თავს ვახვევდე
აზრს, რომ ისტორიული ნაწარმოების მთავარი ღირსება ასე-
თი შესავალი თავებია, მაგრამ, ფაქტობრივად, ის ნაწყვეტები,
სადაც ამბავს ჰყვები, უფრო ადვილი მისაბაძია, ვიდრე ისინი,
რომლებიც დაკვირვებას და ნაფიქრალს მოიცავს. ისეთ მიმ-
ბაძველებს ვგულისხმობ, როი როგორიც იყო, შექსპირის მიმ-
ბაძველი, ან ზოგიერთი რომაელი, ჰორაციუსის თქმით, კა-
ტონს რომ ბაძავდა და ეს მხოლოდ იმით გამოიხატებოდა, რომ
ფეხშიშველი და სახემოღუშული დადიოდა.
კარგი ამბის მოგონება და მისი კარგად მოყოლა იშვიათი
ნიჭია და მაინც, ცოტა ვინმე მინახავს, ვინც უყოყმანოდ არ შე-
ეჭიდებოდა ორივეს ერთდროულად; და თუ განვიხილავთ რო-
მანებს და ნოველებს, მთელი მსოფლიო რომ გადაუვსიათ,
შეგვიძლია სრულიად მართებულად ვიფიქროთ, რომ მათი ავ-
ტორების უმეტესობა ვერ გაბედავდა, კბილები გამოეჩინა (თუ
ნებას დამრთავთ, ეს გამოთქმა ვიხმარო) მწერლობის სხვა
ჟანრში და ათ წინადადებასაც ვერ გადააბამდა ნებისმიერ სხვა
თემაზე. Scribimus indocti doctique passim32 – ეს შეიძლება
უფრო სამართლიანად ისტორიკოსსა და ბიოგრაფზე ითქვას
და არა ლიტერატურის სხვა ჟანრის წარმომადგენელზე, რად-
გან ხელოვნება და მეცნიერება (კრიტიკაც კი) გარკვეულ ცოდ-
ნას და განათლებას მოითხოვს. გამონაკლისად შეიძლება პო-
ეზია მივიჩნიოთ, მაგრამ აქ ჰარმონია ან რამე მისი მსგავსია

32
ყველა ყეყეჩი ბედავს წეროს
516
აუცილებელი, მაშინ, როცა ნოველის ან რომანის დაწერას
მხოლოდ ფურცელი, კალამი, მელანი და ამ ყველაფრის გამო-
ყენების უნარი სჭირდება. ჩემი დაკვირვებით, ეტყობა, ავტო-
რებიც სწორედ ასე ფიქრობენ და ასევე იფიქრებდნენ მათი
მკითხველებიც, თუ, რა თქმა უნდა, ეყოლებოდათ.
აქედან გამომდინარეობს სამყაროს, რომელიც მთელის
შესახებ უმრავლესობის მიხედვით მსჯელობს, საყოველთაო
ზიზღი ისტორიკოსი მწერლების მიმართ, თუ ისინი მასალას
არქივიდან არ იღებენ. და სწორედ ხსენებული ზიზღის ასარი-
დებლად, ვიფრთხილეთ და რომანი არ დავარქვით ამ ნაწარ-
მოებს. ჩვენს ნაშრომს საკმარისი უფლება აქვს, ეწოდოს ის-
ტორია, ვინაიდან გმირები ისეთი ავტორიტეტული წყაროდან
არიან მოყვანილნი, როგორიც თავად ბუნების საშინელი სამ-
სჯავროს წიგნია. ის უეჭველად იმსახურებს, განვასხვაოთ იმ
თხზულებათაგან, რომელთაც ერთ-ერთი ყველაზე ენამახვი-
ლი კაცი pruritus-ის33 ან მოდუნებული ტვინის პროდუქტად მი-
იჩნევდა.
მაგრამ, გარდა შერცხვენისა, ლიტერატურის ყველაზე სა-
სარგებლო და გასართობ ჟანრს რომ ემუქრება, არსებობს
საფრთხე, ასეთი მწერლების წახალისებით სხვა სამარცხვინო
რამეც მოხდეს და ეს საზოგადოების წესიერ და ღირსეულ წევ-
რებს შეეხოს, რადგან გამოთაყვანებული მწერლები გამოთაყ-
ვანებულ მეგობრებს არ ჩამოუვარდებიან და ყოველთვის უწ-
ყინარებიც როდი არიან. ამათაც და იმათაც საკმარისად უჭ-
რით ენა, რაიმე უხამსი და შეურაცხმყოფელი წამოისროლონ.
და თუ ზემოთ ნახსენები მოსაზრება სწორია, მაშინ რა გასაკ-
ვირია, თუ ბინძური წყაროდან აღებული ნაწარმოებიც ბინძუ-
რი იქნება და სხვებსაც გასვრის.

33
ქავილი
517
ამიტომ მომავალში ხელი რომ შევუშალოთ მოცალეობის,
ლიტერატურის და თავისუფალი პრესის ბოროტად და უსაზო-
მოდ გამოყენებას, განსაკუთრებით დღეს, როცა ეს საფრთხე
გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, გავკადნიერდე-
ბი და ჩამოვთვლი თვისებებს, რომლებიც ამ ტიპის ისტორიკო-
სისთვის უაღრესად აუცილებელია.
მათგან პირველი გენიაა, რომლის გარეშეც, ჰორაციუსის
თქმით, ყოველგვარი გულმოდგინება ამაოა და უსარგებლო.
გენიაში მე ვგულისხმობ იმ ძალას, უფრო სწორად, სულის იმ
ძალებს, რომლებსაც ხელეწიფებათ, ჩასწვდნენ ყველაფერს,
რის ჩაწვდომის უნარიც მოგვენიჭა და გამოარჩიონ არსებითი
განსხვავებები.
ეს ძალები სხვა არაფერია, თუ არა გამოგონების და გან-
სჯის უნარი და როცა ორივე გაქვთ, გენიოსი გქვიათ, ვინაიდან
ბუნების ეს ორი საჩუქარი დაგყვათ. თითოეულთან დაკავში-
რებით ხშირად მცდარი აზრი გამოთქმულა, რადგან გამომგო-
ნებლობა, მე ვფიქრობ, ბევრს შემოქმედებითი ნიჭი ჰგონია და
მას არაერთი რომანისტი იჩემებს. თუმცა გამომგონებლობა
სინამდვილეში გულისხმობს აღმოჩენას, ძიებას, ან, უფრო
უკეთ რომ ავხსნათ, ჩვენი ჭვრეტის ყველა საგნის ჭეშმარიტი
არსის სწრაფ და გონივრულ წვდომას, ეს კი იშვიათად არის
შესაძლებელი, როცა განსჯა არ ახლავს, რადგან ჩემთვის წარ-
მოუდგენელია ორი საგნის ჭეშმარიტი არსის დადგენა, თუ მათ
შორის განსხვავებას ვერ აღმოაჩენ, რაც უდავოდ განსჯის სფე-
როა. თუმცა ზოგიერთი გონიერი ადამიანი ყველა დანარჩენ
ყეყეჩთან ერთად ამტკიცებს, რომ იშვიათია ან სულაც შეუძ-
ლებელია, ერთ კაცს ხსენებული ორივე თვისება ჰქონდეს.
მაგრამ რომც ჰქონდეს, არც ეს არის საკმარისი კარგი ცოდ-
ნის გარეშე. ამისთვის ისევ ჰორაციუსს დავიმოწმებ და ბევრ
სხვასაც, რომ მუშისთვის უსარგებლოა ხელსაწყოები, თუ ისი
518
ნი ოსტატურად არ არის წამახვილებული ან თუ ვერ ხვდება,
როგორ გამოიყენოს, რა სამუშაოსაც უნდა ასრულებდეს.
ასეთ დროს სწავლა გვეხმარება, რადგან ბუნება მხოლოდ უნა-
რით გვაჯილდოებს, ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი ხე-
ლობის ხელსაწყოებით გვამარაგებს. სწავლა უნდა გამოგვად-
გეს, გავიგოთ, როგორ გამოვიყენოთ ხელსაწყოები, უნდა გვი-
ხელმძღვანელოს და ბოლოს, მასალის რაღაც ნაწილითაც
მოგვამარაგოს. ისტორიის და ლიტერატურის კომპეტენტური
ცოდნა აუცილებელია. ცოდნის გარეშე, დაიბრალო ისტორი-
კოსობა, იგივეა, ამაოდ სცადო სახლის აშენება აგურის, ქვის
ან ხის და კირხსნარის გარეშე. მართალია, ჰომეროსი და მილ-
ტონი თავიანთ ნაწარმოებებს ათასგვარად ამშვენიერებდნენ,
ისინი ჩვენი გაგებით ისტორიკოსები და თავიანთი დროის
უაღრესად განათლებული მწერლები იყვნენ.
არსებობს კიდევ სხვა სახის ცოდნა, რომელსაც ვერანაირი
სწავლით ვერ შეიძენ, მხოლოდ ადამიანებთან ურთიერთო-
ბით მოიპოვებ და ისეთი აუცილებელია ადამიანის ხასიათის
გასაგებად, რომ ყველაზე უმეცრები, ამ თვალსაზრისით, სწავ-
ლული პედანტები ჩანან, მთელ ცხოვრებას კოლეჯებში და
წიგნების კითხვაში რომ ატარებენ, რადგან როგორი დახვეწი-
ლი ხასიათიც უნდა დაგვიხატოს მწერალმა, ნამდვილ პრაქტი-
კულ ცოდნას მხოლოდ ურთიერთობიდან იძენ. ეს ყველა სახის
ცოდნას ეხება. ვერც მედიცინას და ვერც იურისპრუდენციას
მხოლოდ წიგნით ვერ ისწავლი. ფერმერმა, მთესველმა და მე-
ბაღემ წაკითხული გამოცდილებით უნდა დახვეწოს. როგორი
სიზუსტითაც უნდა აღწერდეს მცენარეს მისტერ მილერი, თა-
ვად ურჩევდა მოსწავლეს, ის მცენარე ბაღში ენახა. უნდა ვაღი-
აროთ, რომ შექსპირის, ჯონსონის და ვიჩერლის ყველაზე ფა-
ქიზი შტრიხებიც კი ისე ვერ წარმოაჩენს ხასიათს მკითხველის

519
წინაშე, როგორც გარიკი, სიბერი ანდა კლაივი განასახიერე-
ბენ ანდა რეალური ცხოვრება წარმოგვიდგენს უფრო ძლიერი
და თამამი შუქით, ვიდრე ამისი აღწერა მოხერხდება. და თუ
შეიძლება ასე ვილაპარაკოთ დიდ ავტორებზე, რომელთაც
ცხოვრებიდან გადმოჰქონდათ შესანიშნავი და შთამბეჭდავი
სურათები, მაშინ რაღა უნდა ვთქვათ მწერლებზე, რომელთაც
ბუნებიდან კი არა, წიგნებიდან გადმოჰქონდათ ხასიათები?
ასეთი ხასიათები ხომ ასლის ასლი გამოდის და ორიგინალის
არც ერთგულება და არც სულისკვეთება არ ექნება.
ისტორიკოსის ურთიერთობა ადამიანთან უნივერსალური
უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ურთიერთობა უნდა
ჰქონდეს ყველა რანგის და ფენის ადამიანთან, რადგან მაღა-
ლი წრის წარმომადგენლების შესახებ ცოდნა ვერ მიეხმარება
დაბალი წრის წარმომადგენლების გასაცნობად და ვერც e
converso34 კაცობრიობის დაქვემდებარებულ ფენასთან ნაც-
ნობობა ასწავლის წარჩინებულების მანერებს. და თუმცა მას
შეიძლება ჰგონია, რომ ერთ-ერთის ცოდნა საკმარისია თუნ-
დაც საკუთარი წრის აღსაწერად, მაინც სრულყოფილი ვერ იქ-
ნება, იმიტომ, რომ ერთ-ერთის უგუნურობა მეორეს უკეთ
წარმოაჩენს. მაგალითად, მაღალი წრის პრანჭიაობა უფრო
თვალშისაცემი და სასაცილო ჩანს დაბალი წრის უბრალოების
ფონზე, და პირიქით, უკანასკნელის უხეშობა და გაუთლელო-
ბა პირველის თავაზიანობასთან შედარებით კიდევ უფრო აბ-
სურდული გვეჩვენება. ამას გარდა, სიმართლე რომ ითქვას,
ჩვენი ისტორიკოსის მანერებიც გაუმჯობესდება ორივესთან
ურთიერთობით, რადგან თუ ერთ წრეში გულწრფელობის და
ღირსების მაგალითებს შეხვდება, მეორეში – დახვეწილო-
ბის,ელეგანტურობის და სულის თავისუფლების მაგალითებს

34
პირიქით
520
გადაეყრება. ეს ბოლო თვისებები თავადაც თითქმის არასო-
დეს შემიმჩნევია დაბალი წარმომავლობის კაცისთვის.
მაგრამ ყველა ეს თვისება რომც ჰქონდეს ისტორიკოსს, მა-
ინც არაფერში არგებს, თუ არ აქვს ის, რასაც ზოგადად კეთილ
გულში გულისხმობენ და თანაგრძნობით აღვსილი ადამიანი
არ გახლავთ. ავტორი, რომელიც გაიძულებს, იქვითინო, ამ-
ბობს ჰორაციუსი, თავადაც უნდა ქვითინებდეს. მართლაც, ვე-
რავინ აღწერს მწუხარებას, თუ თვითონ არ განიცადა. ასევე
ხდება, როცა კომედიას ვწერთ. დარწმუნებული ვარ, გულია-
ნად ვერ გავაცინებდი მკითხველს, როცა მე არ ვიცინი; ოღონდ
თუ ეს ის შემთხვევა არ არის, როცა მკითხველი ჩემთან ერთად
კი არ იცინის, არამედ მე დამცინის. ვინ იცის, იქნებ ახლა სწო-
რედ ასეთი შემთხვევაა და ამიტომ ამ თავს დროზე დავასრუ-
ლებ.

თავი 2
მოიცავს ძალიან უჩვეულო თავგადასავალს, რომელიც
ჯონსს და მთისკაცს სეირნობისას გადახდებათ

ავრორამ სარკმელი გამოაღო, ჩვენებურად რომ ვთქვათ,


გათენდა, როცა ჯონსი უცნობ მოხუცთან ერთად მაზარდის
მთაზე ავიდა. მწვერვალზე დადგეს თუ არა ფეხი, თვალწინ დი-
დებული ხედი გადაეშალათ, რომელსაც მკითხველს სიამოვ-
ნებით ავუწერდით, რომ არა ორი მიზეზი: პირველი ის, რომ არ
გვაქვს იმედი, აღვაფრთოვანოთ ისინი, ვისაც ნანახი აქვს და
ვისაც არა აქვს ნანახი, მეეჭვება, სწორად გაგვიგონ.

521
ჯონსი ერთხანს გაშეშებული იდგა და სამხრეთს მიშტერე-
ბოდა. მოხუცმა ჯენტლმენმა ჰკითხა, ასე დაძაბული რას უყუ-
რებო.
– ეჰ, სერ, – თქვა ჯონსმა და ამოიოხრა, – ვცდილობ დავი-
ნახო, რა გზა გამოვიარე. ღმერთო, რამხელა მანძილი ყოფი-
ლა გლოსტერამდე! რამხელა სივრცე მაშორებს მშობლიურ
სახლს.
– დიახ, დიახ, ახალგაზრდავ, – უთხრა მოხუცმა, – და
თქვენ უფრო მის გამო ოხრავთ, სახლზე მეტად რომ გიყვართ,
თუ ვცდები? ვგონებ, მისი დანახვა შეუძლებელია, მაგრამ მა-
ინც სიამოვნებით იყურებით იქით.
ჯონსმა ღიმილით მიუგო:
– როგორც გატყობთ, მეგობარო, ახალგაზრდობის ვნებები
კიდევ გახსოვთ. უნდა ვაღიარო, სწორად გამოიცანით.
მთის იმ კალთისკენ გაემართნენ, საიდანაც ჩრდილო-და-
სავლეთი მოჩანდა და ვრცელ, დაბურულ ტყეს გადაჰყურებდა.
ის იყო, მიუახლოვდნენ კიდეც, ტყიდან ქალის შემაძრწუნებე-
ლი ყვირილი მოესმათ. ჯონსმა ყური მიუგდო და იმწამსვე
იქით გაიქცა ან, უფრო სწორად, ჩასრიალდა, ისე, რომ სულ არ
დაეძებდა, რა ელოდა და პირდაპირ ტყეში შევარდა, საიდანაც
ხმა მოდიოდა.
მართლაც შემზარავი სურათი იხილა ჯონსმა – ნახევრად
შიშველ ქალს ვიღაც არამზადა კისერზე ყულფის ჩამოცმას და
ხეზე ჩამოხრჩობას უპირებდა. ჯონსმა არც აცია, არც აცხელა
და თავისი მუხის კომბალი სთხლიშა არამზადას, ვიდრე ის თა-
ვის დაცვას მოახერხებდა ან საერთოდ მიხვდებოდა, რა ხდე-
ბოდა. ურტყამდა და ურტყამდა ამ კომბალს, სანამ ქალმა არ
სთხოვა გაჩერებულიყო, უკვე საკმარისად მოხვდაო.
საცოდავი ქალი მუხლებზე დაემხო და შველისთვის უამრა-
ვი მადლობა გადაუხადა ჯონსს, რომელმაც ის წამოაყენა და
522
უთხრა, მიხარია, უჩვეულო შემთხვევამ აქ რომ მომიყვანა
თქვენს დასახმარებლად, თორემ არა მგონია, აქ ვინმე სხვას
ეშველაო. მერე დასძინა, მგონი, ღმერთმა გამომგზავნა, რომ
გადამერჩინეთო.
– მე მართლა ანგელოზი მეგონეთ, – უთხრა ქალმა, – ჩემს
თვალში ანგელოზს უფრო ჰგავხართ, ვიდრე ადამიანს.
ჯონსი ძალიან მომხიბვლელი კაცი გახლდათ და თუ სანდო-
მიანი გარეგნობა და ლამაზი სახის ნაკვთები, რასაც სიყმაწვი-
ლე, სიჯანსაღე, კეთილი ბუნება და სიმკვირცხლე კიდევ უფრო
ალამაზებს, ადამიანს ანგელოზს დაამსგავსებს, მაშინ შეიძ-
ლება ასეც იყო.
გადარჩენილ ქალს ანგელოზის არაფერი ეცხო, შუახნისა
იქნებოდა, ვერც მომხიბლავს უწოდებდი, მაგრამ წელს ზემოთ
შემოხეული ტანსაცმლიდან ისეთი ქათქათა და ლამაზი მკერ-
დი მოუჩანდა, რომ მხსნელს თვალი მოსტაცა. რამდენიმე წამს
ჩუმად უყურებდნენ ერთმანეთს, ვიდრე მიწაზე გართხმული
არამზადა არ შეირხა. ჯონსმა აიღო თოკი, რომელსაც სულ
სხვა დანიშნულებით უპირებდნენ გამოყენებას, მოძალადეს
ხელები შეუკრა და პირველად შეხედა სახეში. ძალიან გაოცდა
და არანაკლებ შეწუხდა, როცა იმ კაცში მედროშე ნორთენტო-
ნი ამოიცნო. გონს რომ მოეგო, ცხადი გახდა, არც მედროშეს
დავიწყებოდა თავისი მტერი.
ჯონსმა წამოაყენა ნორთენტონი და თვალი თვალში გაუყა-
რა:
– როგორც გატყობთ, სერ, აღარ გეგონათ, თუ ოდესმე შევ-
ხვდებოდით და უნდა ვაღიარო, აქ თუ გადაგაწყდებოდით,
ამას ვერც მე ვიფიქრებდი. მაგრამ იღბალმა ერთხელ კიდევ
შეგვყარა და ძალიან მიხარია, შური რომ ვიძიე, თან არც კი ვი-
ცოდი, თქვენ თუ იყავით.

523
– ნამდვილად ღირსეული კაცის საქციელია, – უპასუხა
ნორთენტონმა, – კაცს ზურგში ჩაარტყა და გაიხარო. ხმალი
არ მაქვს, თქვენი სურვილი რომ დავაკმაყოფილო, მაგრამ თუ
ჯენტლმენივით ინებებთ მოქცევას, წავიდეთ იქ, სადაც ხმალს
ვიშოვი და მეც ღირსეული კაცივით შეგებრძოლებით.
– შენისთანა არაკაცს საერთოდ ესმის კი, რას ნიშნავს ღირ-
სება? შენზე დროს როგორ დავკარგავ. სამართალი ითხოვს
დაკმაყოფილებას და დავაკმაყოფილებ.
მერე ქალს მიუბრუნდა და ჰკითხა, სადმე აქვე ხომ არ ცხოვ-
რობთ ან ახლომახლო ვინმეს ხომ არ იცნობთ, წესიერი ტან-
საცმელი რომ იშოვოთ სასამართლოში წარსადგენადო.
ქალმა უთხრა, ეს მხარე ჩემთვის სრულიად უცხოაო. ჯონ-
სმა დაამშვიდა, მეგობარი მყავს, აქვე ცხოვრობსო, ისე კი გა-
უკვირდა, მთისკაცი რომ არ გამოჩნდა. ჩვენი გმირის წასვლის
შემდეგ ის კლდის შვერილზე ჩამოჯდა და მშვიდად და აუღელ-
ვებლად ადევნებდა თვალს, როგორ დასრულდებოდა ეს ამბა-
ვი, თუმცა თოფი თან ჰქონდა.
ჯონსი ტყიდან რომ გამოვიდა, მოხუცი, ჩვენ რომ აღვწე-
რეთ, იმ მდგომარეობაში იხილა. გასაოცარი სიმკვირცხლით
აირბინა აღმართი. მოხუცმა ურჩია, ქალი ეპტონში ჩაიყვანე,
ყველაზე ახლოს ეს ქალაქია, იქ, რაც საჭიროა, ყველაფერს
იშოვიო. ჯონსმა სთხოვა, პარტრიჯს გადაეცით, ისიც იქით გა-
მოეშუროსო და თვითონ სასწრაფოდ ისევ ტყისკენ გაიქცა.
ვიდრე მოხუცთან გაეშურებოდა, ჩვენმა გმირმა შეამოწმა,
არამზადას ხელები კარგად თუ ჰქონდა შეკრული და დარწმუნ-
და, ქალს ვეღარაფერს ავნებდა. თანაც, რამე რომ ყოფილიყო,
მის ყვირილსაც გაიგონებდა და ნორთერტონიც გაფრთხილე-
ბული ჰყავდა, მცირეოდენი შეურაცხყოფისთვისაც კი თავად
გაგასამართლებო. სამწუხაროდ, ჯონსს დაავიწყდა, მედრო-
შეს ხელები რომ ჰქონდა შეკრული, მაგრამ ფეხები არა და არც
524
არავის აუკრძალავს, შენი სურვილისამებრ ნუ გამოიყენებო.
ნორთერტონმაც, ვინაიდან ჯონსს არაფერს დაჰპირებია, სიტ-
ყვის გატეხით ღირსება რომ შელახვოდა, გადაწყვიტა, არ და-
ლოდებოდა ფორმალურ გათავისუფლებას. ასე რომ, ადგა და
მშვენიერ სამალავს, ტყეს შეაფარა თავი. ქალს, რომლის მზე-
რაც მხსნელისკენ იყო მიმართული, დიდი ყურადღება არ მი-
უქცევია ამ ამბისთვის ან თავი არ შეიწუხა, რომ გაქცევაში ხე-
ლი შეეშალა.
ჯონსი როცა დაბრუნდა, ქალი მარტო დახვდა. ნორთერტო-
ნის მოძებნა უნდოდა, მაგრამ ქალმა აღარ აცალა, ეხვეწებო-
და, ქალაქში წამომყევიო.
– გაქცეულს რაც შეეხება, ეგ სულ არ მადარდებს, ფილო-
სოფიაც და ქრისტიანობაც მიტევებას გვასწავლის, მაგრამ
თქვენ გამო კი ვწუხვარ, ამდენი საზრუნავი რომ გაგიჩინეთ.
ჩემი სიშიშვლისაც მრცხვენია და თვალებში ვერ გიყურებთ.
უსაფრთხოდ რომ ვგრძნობდე თავს, მარტო წავიდოდი.
ჯონსმა თავისი ხიფთანი შესთავაზა, მაგრამ არ ვიცი, რა რა-
ტომ, ქალმა ცივად იუარა. მაშინ ჯონსმა სთხოვა, დაევიწყებინა
ის ორი მიზეზი, რის გამოც უხერხულობას გრძნობდა.
– ჯერ ერთი, მე მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ვალი მოვიხა-
დე, და მეორეც, მთელი გზა თქვენ წინ ვივლი, მზერით რომ არ
შეგაცბუნოთ და გარწმუნებთ, მეყოფა ნებისყოფა, თქვენი მომ-
ხიბვლელობით აღძრულ გრძნობას გავუძალიანდე.
ასე გაუყვნენ გზას ორფეოსივით და ევრიდიკესავით, მაგ-
რამ ჯონსს ხშირად აცდუნებდნენ, – თუმცა მიძნელდება დავი-
ჯერო, რომ განზრახ, – უკან მოეხედა: ხან რა გაუჭირდა ქალს
და ხან რა და ისიც იძულებული ხდებოდა, მიბრუნებულიყო.
კიდევ კარგი, საწყალი ორფეოსის ბედი არ ეწია ჩვენს ჯონსს
და მშვიდობით ჩაიყვანა ქალი ეპტონში.

525
თავი 3
მისტერ ჯონსი და ქალი სასტუმროში ჩერდებიან;
ეპტონის ბრძოლის ზედმიწევნითი აღწერა

ალბათ მკითხველს ძალიან აინტერესებს, ვინ იყო ის ქალი


და როგორ ჩაუვარდა ხელთ ნორთერტონს, მაგრამ უნდა მო-
ვუბოდიშო, რომ ერთხანს მის ცნობისმოყვარეობას ვერ და-
ვაკმაყოფილებ და რატომ, ამას თავადაც მალე მიხვდება.
ჯონსმა თავის მშვენიერ თანამგზავრთან ერთად ქალაქში
ჩააღწია და ყველაზე მიმზიდველი სასტუმროს კარი შეაღო.
მსახურს უბრძანა, ოთახისკენ გამიძეხიო და კიბეზე რომ
ადიოდა, გაიგონა, როგორ დაუყვირა სასტუმროს მეპატრონემ
მის ფეხდაფეხ მიმავალ დაძონძილ ლამაზმანს:
– ეი, ეს მათხოვარი ვინაა? ახლავე უკან დაბრუნდით!
მაგრამ ჯონსმა ზემოდან ისეთი მბრძანებლური ტონით დას-
ჭექა, ეს ლედი ჩემთან ერთად არისო, რომ სასტუმროს მეპატ-
რონემ ქალს თავი დაანება და ისიც სასწრაფოდ თავის ოთახში
შეიყუჟა.
ჯონსმა მშვიდობით დაბინავება მიულოცა ქალს და რო-
გორც შეჰპირდა, დიასახლისი ტანსაცმლის საყიდლად გაგ-
ზავნა. მანაც დიდი მადლობა გადაუხადა სიკეთისთვის და უთ-
ხრა, იმედია, მალე გნახავთ და კიდევ უამრავ მადლობას გა-
დაგიხდითო. ამ მოკლე საუბრისას ქალი ქათქათა მკერდს ხე-
ლებით იფარავდა, მაგრამ ჯონსმა თავი ვერ შეიკავა და ერთი-
ორჯერ თვალი გააპარა, თუმცა ყველა ღონეს ხმარობდა, რამე
არ ეწყენინებინა.
ჩვენმა მოგზაურებმა შემთხვევით საუკეთესო რეპუტაციის
მქონე სასტუმრო შეარჩიეს, სადაც ბატში მიმავალი ირლან-
დიელი და ჩრდილოელი კეთილშობილი ქალბატონები ჩერ-
დებოდნენ, ამიტომ დიასახლისი არავითარ შემთხვევაში არ
526
დაუშვებდა თავის ჭერქვეშ უზნეობას, რადგან გარყვნილება
ისეთი ბინძური და გადამდებია, ყველაზე წესიერ დაწესებულე-
ბასაც კი საქვეყნოდ გაუტეხს სახელს.
არც ის მინდა ვთქვა, თითქოს ამ სასტუმროში ვესტას ტაძ-
რის უმანკოების შენარჩუნება შეიძლებოდა. ამაზე ვერც დი-
ასახლისი იოცნებებდა და არც ზემოთ ხსენებული ქალბატონე-
ბი მოსთხოვდნენ ან დააძალებდნენ, ასე ყოფილიყო, მაგრამ
ყველას აქვს უფლება, საკუთარ კედლებში ბოზების მოყვანა
და გარყვნილება აკრძალოს, ამას კი ჩვენი დიასახლისი მკაც-
რად იცავდა და მისი სათნო სტუმრებიც ნამდვილად მოუწო-
ნებდნენ, რომლებიც ძონძებში გამოწყობილნი არ მოგზაუ-
რობდნენ.
სულაც არ იყო საჭირო, დიასახლისი ძალიან ეჭვიანი ყო-
ფილიყო, რომ ევარაუდა, ჯონსს და მის კომპანიონს რაღაც
ისეთი ჰქონდათ განზრახული, რაც ზოგიერთ ქრისტიანულ
ქვეყანაში დასაშვებია, ზოგშიც თვალს ხუჭავენ, მაგრამ ყველ-
გან აკეთებენ, თუმცა კი რელიგია ისევე მკაცრად კრძალავს,
როგორც მკვლელობას ან სხვა მძიმე დანაშაულს. ამიტომაც
დაიწყო ფიქრი, როგორ მოეშორებინა თავიდან ეს წყვილი,
მოიმარჯვა გრძელი და მომაკვდინებელი ინსტრუმენტი, რომ-
ლითაც მშვიდობიან დღეებში მოახლე მუყაითი ობობას ნაშ-
რომს ანადგურებდა ხოლმე, მოკლედ, მოიმარჯვა გრძელტა-
რიანი ცოცხი და ის იყო, სამზარეულოდან უნდა გამოვარდნი-
ლიყო, რომ ამ დროს ჯონსმა სთხოვა, ნახევრად შიშველი ქა-
ლისთვის კაბა და სხვა აუცილებელი სამოსელი ეყიდა.
არაფერს ისე არ გამოჰყავს წყობიდან ადამიანი და არაფე-
რია უფრო სახიფათო უმთავრესი სათნოებისთვის, ანუ მოთმი-
ნებისთვის, როგორც თხოვნა, სიკეთე გაიღოთ იმ ადამიანის
მიმართ, ვის გამოც ხართ გაცეცხლებული. შექსპირმა ოსტა-

527
ტურად ათხოვნინა ქმრისთვის დეზდემონას, კასიო შეეწყალე-
ბინა, რომ არათუ მისი ეჭვიანობა გაეღვივებინა, არამედ ნამ-
დვილ სიგიჟეს შეეპყრო; და ჩვენ ვხედავთ, რომ უბედურ მავრს
ამ შემთხვევაშიც ისევე უჭირს, თავს მოერიოს, როგორც მა-
შინ, როცა სავარაუდო მეტოქის ხელში ცოლის საჩუქარს შე-
ნიშნავს. როგორც წესი, ამგვარ თხოვნებს შეურაცხყოფად აღ-
ვიქვამთ, რაც პატივმოყვარე ადამიანისთვის ძალიან ძნელი
ასატანია.
მართალია, ჩვენი დიასახლისი გულკეთილი ქალი იყო,
მაგრამ ალბათ ცოტა პატივმოყვარეც გახლდათ, რადგან
ჯონსს დასრულებული არ ჰქონდა სიტყვა, იარაღი მოუღერა,
რომელიც თუმცა არც ისე გრძელი, მახვილი ან მძიმე ჩანდა,
სიცოცხლეს დამუქრებოდა, მაგრამ შიშს და ზიზღს აღუძრავდა
ბევრ ბრძენკაცს, არა, ბევრ გულადსაც და უმალ დატენილი
ზარბაზნის ლულაში გაბედავდნენ ჩახედვას, ვიდრე მათ წინა-
აღმდეგ მომართულ ამ იარაღს გაუსწორებდნენ თვალს, რო-
გორი დამცირებულნიც არ უნდა გამოჩენილიყვნენ ნაცნობე-
ბის წინაშე.
სიმართლე რომ ვაღიაროთ, ვშიშობ, ჯონსიც მათ რიცხვში
უნდა ყოფილიყო, რადგან როცა შეუტიეს და მაგრადაც მის-
ცხეს, წინააღმდეგობა არ გაუწევია და ლაჩარივით ემუდარე-
ბოდა ქალს, აღარ დაერტყა, უკეთ რომ განვმარტო, ემუდარე-
ბოდა, მისთვის მოესმინა. მაგრამ ვიდრე მის თხოვნას ყურად
იღებდნენ, თავად სასტუმროს მეპატრონე ჩაერია ჩხუბში და
ვისაც უფრო ნაკლებად სჭირდებოდა დახმარება, მას დაუჭირა
მხარი.
არიან ისეთი გმირები, რომელთა გადაწყვეტილება, ჩაებან
კონფლიქტში თუ თავი აარიდონ მას, მოწინააღმდეგის ხასია-
თიდან ან ქცევიდან გამომდინარეობს. ამბობენ, რომ მათ
იციან, ვისთან აქვთ საქმე და მჯერა, ჯონსმაც იცოდა, ვისთან
528
ჰქონდა საქმე. ქალთან მორჩილი ჩანდა, მაგრამ როგორც კი
ქმარი ჩაერთო ბრძოლაში, გაცეცხლდა და მკაცრად დაემუქ-
რა, თუ არ გაჩერდები, საკუთარ ბუხარში შეგსვამო.
ქმარმა ზიზღნარევი სიბრალულით უთხრა, ილოცე, ღმერ-
თმა ამის ძალა მოგცესო და მოჰყვა იმ ქალის ლანძღვას, ზედა
სართულზე რომ იმყოფებოდა. უკანასკნელი სიტყვა როცა
ამოთქვა, ჯონსის კომბალი მოხვდა მხარში. საინტერესო იყო,
დიასახლისი უფრო მალე დაუბრუნებდა დარტყმას თუ მისი
ქმარი. ქმარს ხელთ არაფერი ეკავა და მუშტი მოუღერა, ცოლ-
მა კი ცოცხი აღმართა და ჯონსს თავში უმიზნებდა. ალბათ და-
ასრულებდა კიდეც ამ ბრძოლას, მაგრამ მოულოდნელად შე-
აჩერეს და ეს მოხდა არა რომელიმე წარმართი ღვთაების სას-
წაულებრივი ჩარევის, არამედ ძალიან ჩვეულებრივი, ოღონდ
იღბლიანი შემთხვევის წყალობით: სწორედ ამ დროს სასტუმ-
როში შემოვიდა პარტრიჯი (შეშინებულს სულ სირბილით უვ-
ლია) და თავისი ბატონი თუ კომპანიონი (თავად გადაწყვიტეთ,
რა უწოდოთ) საფრთხეში რომ დაინახა, დიასახლისს, რომელ-
მაც ცოცხი აიქნია, სავალალო კატასტროფის ასარიდებლად
ხელში სწვდა.
დიასახლისმა ხელი ვერ გაითავისუფლა და ცოცხი დააგ-
დო, ჯონსი ქმარს შეატოვა და გააფთრებული ახლა საცოდავ
პარტრიჯს ეცა, რომელიც ყვიროდა: „ჩემი მეგობრის მოკვლა
გინდოდათ?“ პარტრიჯი დიდი მებრძოლი არ ყოფილა, მაგრამ
განსაცდელში ჩავარდნილ ჯონსს მშვიდად ვერ უყურებდა და
არც გულხელდაკრეფილი დამდგარა – დიასახლისს დარ-
ტყმაზე დარტყმით პასუხობდა. დიდი ხელჩართული ბრძოლა
გაიმართა და ძნელი სათქმელი იყო, ფორტუნა ვის მხარეს და-
იჭერდა, როცა მოულოდნელად შიშველი ქალი, ამდენ ხანს ზე-
და სართულიდან რომ ისმენდა ყველაფერს, კიბეზე დაეშვა.
არც კი დაფიქრებულა, რომ უსამართლობა იქნებოდა, ორნი
529
ერთის წინააღმდეგ თუ გაილაშქრებდნენ და საწყალ დიასახ-
ლისს ეკვეთა. არც პარტრიჯი შეუფერხებია სინდისს, პირიქით,
ახალი ძალის შემომატებამ მძვინვარება გაუორმაგა.
ალბათ ჩვენი მოგზაურები გაიმარჯვებდნენ (რიცხობრივი
უპირატესობით ხომ მამაცებსაც ჯაბნიან), ამ დროს მოახლე
სიუზანი რომ არ გამოვარდნილიყო ქალბატონის დასახმარებ-
ლად. ეს სიუზანი დიდი ხელმარჯვე გოგო იყო და მჯერა, თავი-
სი ზორბა და მამაკაცური აღნაგობით თალესტრისსაც ან სხვა
რომელიმე ამორძალსაც მოერეოდა. მუშტით ძლიერად ურ-
ტყამდა, სახე კი ისეთი მიეცა ღმერთს, თავად უმტკივნეულოდ
იღებდა დარტყმას. ცხვირი ისედაც მიჭყლეტილი ჰქონდა, ხო-
ლო ტუჩები ისეთი სქელი, რომც შესივებოდა, ვერ შენიშნავდი
და იმდენად მკვრივი, ვერანაირი დარტყმა ვერას ავნებდა, მი-
სი მაღლა ამომჯდარი ყვრიმალები კი თითქოს ბუნებამ აღმარ-
თა ბასტიონებად თვალების დასაცავად.
ეს მშვენიერი არსება გამოჩნდა თუ არა ბრძოლის ველზე,
უთანასწორო ჩხუბში ჩართული დიასახლისის მხარე დაიჭირა
და პარტრიჯი გამოიწვია ორთაბრძოლაში, მანაც მიიღო გა-
მოწვევა და გაშმაგებით ეკვეთნენ ერთმანეთს.
ომის ძაღლები აუშვეს და ისინიც სისხლიან ტუჩებს ილო-
კავდნენ, გამარჯვების ოქროსფრთიანი ქალღმერთი ზემოდან
დაჰყურებდათ, ფორტუნამ სასწორის ერთ მხარეს ჯონსის, მი-
სი კომპანიონის და პარტრიჯის ბედი დადო, მეორე მხარეს –
სასტუმროს მეპატრონის, მისი ცოლის და მოახლის, მაგრამ
ვერც ერთმა ვერ გადაწონა. საბოლოოდ იღბლიანმა შემთხვე-
ვამ სისხლიანი ბრძოლა დაასრულა და ეს შემთხვევა მდიდრუ-
ლი ეტლის გამოჩენა იყო. სასტუმროს მეპატრონემ და დიასახ-
ლისმა იმწამსვე შეწყვიტეს ჩხუბი და სხვებსაც სთხოვეს, ასე
მოქცეულიყვნენ, მაგრამ სიუზანი ვერ თმობდა პარტრიჯს, ჯერ
მიწაზე დასცა, მერე ზემოდან დააჯდა და გამეტებით უშენდა
530
მუშტებს, დროებითი ზავის მოთხოვნას ყურად არ იღებდა და
არც მთელ ხმაზე რომ ყვიროდა საწყალი პარტრიჯი, მიშვე-
ლეთ, მკლავენო.
როგორც კი ჯონსმა სასტუმროს მეპატრონე მიატოვა, მე-
გობრის დასახმარებლად მიბრუნდა და ძლივს ააგლიჯა გამ-
ძვინვარებული მოახლე, თუმცა პარტრიჯი იმწამსვე ვერ მიხ-
ვდა, რა ხდებოდა, ჯერაც სახეზე ხელებაფარებული იწვა ია-
ტაკზე და ყვიროდა, ვიდრე ჯონსმა არ უთხრა, ბრძოლა დას-
რულდაო.
სასტუმროს მეპატრონე, რომელსაც დიდად არ ეტყობოდა
ბრძოლის კვალი და დიასახლისი, დაკაწრულ სახეს ცხვირსა-
ხოცით რომ იმალავდა, სასწრაფოდ გაეგებნენ სტუმრებს. ეტ-
ლიდან ახალგაზრდა ლედი და მისი მოახლე გადმოვიდნენ.
დიასახლისი სტუმრებს იმ ოთახისკენ გაუძღვა, რომელიც თა-
ვიდან ჯონსმა თავისი ქალბატონისთვის აიღო და საუკეთესო
იყო მთელ სასტუმროში. სტუმრები იძულებული გახდნენ,
ბრძოლის ველზე გაევლოთ, რაც ძალიან სწრაფად მოიმოქმე-
დეს, სახეზე ცხვირსახოცები ჰქონდათ აფარებული, თითქოს
ნაცნობებთან შეხვედრას გაურბოდნენ. სიფრთხილე კი ნამ-
დვილად არ იყო საჭირო, ამ დროს სისხლისმღვრელი ბრძო-
ლის მიზეზი, ელენე, თავად მალავდა სახეს, ჯონსი მეგობარს
შველოდა და როგორც კი სიუზანს ხელიდან გამოგლიჯა, სა-
ცოდავი პარტრიჯი სახის მოსაბანად და ცხვირიდან სისხლის
გასაჩერებლად იმწამსვე წყლის ტუმბოსკენ გაიქცა.

531
თავი 4
სამხედრო პირის ჩამოსვლა საბოლოოდ ასრულებს
კინკლაობას და მტკიცე და ხანგრძლივ მშვიდობას ჩამოაგდებს

ასეთი ამბები რომ ხდებოდა სასტუმროში, შემოვიდნენ


სერჟანტი, მუშკეტერების რაზმი და დაკავებული დეზერტირი.
თავდაპირველად სერჟანტმა იკითხა, ქალაქის მთავარი მომ-
რიგებელი მოსამართლე სად შეიძლება ვნახოო და სასტუმ-
როს მეპატრონემ უპასუხა, მე მაკისრია ეგ მოვალეობაო. მერე
სერჟანტმა ჯარის სადგომი ბინის ორდერი და კათხა ლუდი მო-
ითხოვა, დაიჩივლა, გარეთ ძალიან ცივაო და სამზარეულოში
ბუხარს მიუჯდა.
ჯონსი ამ დროს აღელვებულ ქალს ამშვიდებდა, ისიც სამ-
ზარეულოში იყო და თავჩაქინდრული თავის უბედურებას ტი-
როდა; ვფიქრობ, ჩემი მშვენიერი მკითხველი რომ არ შეცბუნ-
დეს, უნდა ვუთხრა, რომ ვიდრე ქვევით ჩავიდოდა, ბალიშის
პირი ჩამოიცვა ტანზე და კაცების თანდასწრებით ყოფნა არ
ესირცხვილებოდა.
ერთ-ერთი ჯარისკაცი სერჟანტს მიუახლოვდა და ყურში
რაღაც ჩასჩურჩულა, მან ქალისკენ გაიხედა და ერთხანს აკ-
ვირდებოდა, მერე კი უთხრა:
– უკაცრავად, ქალბატონო, მგონი, არ უნდა ვცდებოდე,
თქვენ კაპიტან უოთერსის ცოლი ხართ, არა?
საბრალო ქალი ვერც კი ამჩნევდა ირგვლივ ვერავის, მაგ-
რამ შეხედა თუ არა სერჟანტს, იცნო და სახელით მიმართა:
– დიახ, ნამდვილად ის უბედური ვარ, ვინც გგონივართ,
თუმცა მიკვირს, ესეთი გაუბედურებული როგორ მიცანით.
ამაზე სერჟანტმა მიუგო, გაოცებული ვარ, ასეთ სამოსში
რომ გხედავთ, ალბათ რაღაც უბედურება შეგემთხვათო.

532
– კი, შემემთხვა და ამ ჯენტლმენისგან დიდად ვარ დავალე-
ბული (ჯონსისკენ გაიშვირა თითი), მან სიკვდილს გადამარჩი-
ნა.
– დარწმუნებული ვარ, – შესძახა სერჟანტმა, – კაპიტანი
ყველაფერს აუნაზღაურებს. მე თუ რამით შემიძლია დაგეხმა-
როთ, თქვენს განკარგულებაში მიგულეთ, მოხარული ვიქნე-
ბი, თუ რამეში გამოგადგებით, მეც და ყოველი ჩვენგანი, რად-
გან ვიცი, კაპიტანი ამას დაგვიფასებს.
დიასახლისმა სერჟანტის და მისის უოთერსის დიალოგი
რომ მოისმინა, სასწრაფოდ იქ გაჩნდა, ქალთან მიირბინა და
ბოდიში მოუხადა, თუ რამე გაწყენინეთ, ყველაფერი გაუგებ-
რობის ბრალიაო:
– მადამ, როგორ წარმოვიდგენდი, რომ თქვენისთანა ქალ-
ბატონი ასეთი კაბით ივლიდა, მადამ, აზრად არ გამივლია, თუ
კეთილშობილი ქალბატონი იყავით. ნეტა, ენა დამწვოდა და
არ მეთქვა, რაც გითხარით. ვიმედოვნებ, უარს არ მეტყვით, ჩე-
მი კაბა გათხოვოთ, ვიდრე ახალს მოგიტანთ.
– გეყოფა, ქალო, – უთხრა მისის უოთერსმა, – რატომ გგო-
ნია, რომ შენი პირიდან ამოსულმა სიტყვებმა შეიძლება მაწყე-
ნინოს? მას შემდეგ, რაც მოხდა, მიკვირს, თუ ფიქრობ, რომ
შენს ბინძურ კაბას ჩავიცვამ. იცოდე, არარაობავ, მე თავმოყ-
ვარე ქალი ვარ.
აქ ჯონსი ჩაერია, მისის უოთერსს სთხოვა, მიეტევებინა დი-
ასახლისისთვის და კაბა გამოერთმია:
– უნდა ვაღიაროთ, ცოტა საეჭვოდ გამოვიყურებოდით,
როცა აქ შემოვედით და დარწმუნებული ვარ, ამ კარგმა ადა-
მიანმა მხოლოდ სასტუმროს რეპუტაციის დაცვის მიზნით გა-
აკეთა, რაც გააკეთა.
– დიახ, მართალი ბრძანდებით, – თქვა ქალმა, – ეს ჯენტლმე-
ნი ნამდვილი ჯენტლმენივით ლაპარაკობს და ეს სასტუმროც
533
ყოველთვის კარგი რეპუტაციით გამოირჩეოდა, აქ ირლან-
დიელი და ინგლისელი დიდგვაროვნები ჩერდებიან ხშირად.
აბა, გაბედოს, ვინმემ აუგი თქვას რამე. და როგორც უკვე გით-
ხარით, სულაც დავიწვავდი საკუთარ თითებს და ხელს არ და-
ვაკარებდი, რომ მცოდნოდა, კეთილშობილი ქალბატონი იყო.
ვერ გამამტყუნებთ, რომ იქ, სადაც დიდგვაროვნები დადიან,
არ მინდა ვიღაც დაძონძილი პარაზიტები შემოვუშვა, ფულის
ნაცვლად რწყილებს რომ ტოვებენ. სამართლიანი იქნებოდა,
ეგენი სამეფოდან გაეყარათ, ასე მოუხდებათ. თქვენ კი, ქალ-
ბატონო, ვწუხვარ, უბედურება რომ შეგემთხვათ და თუ პატივს
დამდებთ, ვიდრე ახალ სამოსს იყიდით, ჩემსას შემოგთავა-
ზებთ.
ვერ გეტყვით, ჯონსის შეგულიანებამ იმოქმედა, სიცივემ თუ
სირცხვილმა, დიასახლისის სიტყვებმა ცოტა მოალბო მისის
უოთერსი და გაჰყვა კეთილ ქალს, წესიერად რომ შემოსილი-
ყო.
ამასობაში სასტუმროს მეპატრონე ჯონსს გამოელაპარაკა,
მაგრამ ჯონსმა თავაზიანად შეაწყვეტინა, მეგობრულად ჩამო-
ართვა ხელი და უთხრა, ყველაფერი მიპატიებიაო:
– თუ თქვენ დაკმაყოფილდით, მეგობარო, მე გულში არა-
ფერს ჩავიტოვებ.
კაცმა რომ თქვას, ჩვენი სასტუმროს მეპატრონე მართლაც
რომ დაკმაყოფილებული გახლდათ – კარგად მოხვდა, როცა
თავად ჯონსს მხოლოდ ერთხელ შემოჰკრა.
პარტრიჯი, აქამდე ცხვირ-პირს რომ იბანდა, სწორედ იმ
დროს შემოვიდა, ჯონსი და სასტუმროს მეპატრონე ერთმა-
ნეთს ხელს როცა ართმევდნენ. ვინაიდან ბუნებით მშვიდობის-
მოყვარე კაცი იყო, შერიგებით ნასიამოვნები ჩანდა. მარ-
თალია, სახეზე სიუზანის მუშტის კვალი აჩნდა და კიდევ ბევრი

534
ნაკაწრი, მაინც ბედით კმაყოფილი გახლდათ, ყველაფერი ასე
რომ დასრულდა.
გმირი სიუზანი გამარჯვებით ხარობდა, თუმცა ერთი თვალი
კი ჩაულურჯა პარტრიჯმა. საბოლოოდ მოწინააღმდეგეები
ზავზე შეთანხმდნენ.
მშვიდობამ დაისადგურა და სერჟანტმა კმაყოფილება გა-
მოთქვა, თუმცა კი ეს მისი პროფესიის პრინციპებს ეწინააღ-
მდეგებოდა:
– აი, ამას ჰქვია მეგობრული საქციელი, არ მიყვარს, ჩხუ-
ბის მერე ბოღმას რომ იტოვებენ. მეგობრებს თუ უთანხმოება
მოსდით, ეს ან მუშტით, ან ხმლით და ან პისტოლეტით უნდა
გადაჭრან და მერე უნდა მორჩეს ყველაფერი. ჩემდათავად,
წყეული ვიყო, თუ ჩხუბის მერე უფრო არ შევიყვარო მეგობარი.
გულში ბოღმის დატოვება ეგ ფრანგების საქმეა და არა ინგლი-
სელების.
სერჟანტმა, როგორც დაზავების შემდგომი ცერემონიის აუ-
ცილებელი ნაწილი, ერთად დალევის წინადადება წამოაყენა.
შეიძლება მკითხველმა იფიქროს, ანტიკურ ისტორიას კარგად
იცნობდაო, მაგრამ მე ვეჭვობ, ვინაიდან არც ერთი ციტატა არ
დაიმოწმა. ალბათ უფრო ვინმე ავტორიტეტულისგან გადმო-
იღო, რადგან უამრავი საშინელი ფიცი მოაყოლა.
ჯონსმა სერჟანტის წინადადება რომ მოისმინა, სიხარულით
მიიღო და იმწამსვე თასი ან კიდევ უფრო დიდი კათხა მოითხო-
ვა, რომელსაც ამდაგვარი შემთხვევების შესაფერისი სას-
მლით შეავსებდნენ და თავად გახსნა ცერემონია. მარჯვენა ხე-
ლი სასტუმროს მეპატრონეს ჩამოადო მხარზე, მარცხენა ხე-
ლით თასი ასწია და წარმოთქვა სიტყვა, ასეთ დროს რომ ამ-
ბობენ ხოლმე, მერე კი თასი დაცალა. ასე მოიქცა ყველა იქ
დამსწრე. არა მგონია, აუცილებელი იყოს, დაწვრილებით

535
გადმოგცეთ მთელი რიტუალი, რადგან ის ანტიკური მწერლე-
ბის თუ თანამედროვე გადამწერების მიერ მრავალგზის აღწე-
რილისგან დიდად არ განსხვავდებოდა. თუმცა ორად ორი
განსხვავება მაინც შეინიშნებოდა: ერთი ის, რომ ჩვენი საზო-
გადოება მხოლოდ საკუთარ ყელში ისხამდა სასმელს და მე-
ორე – სერჟანტი, რომელიც მღვდლის მოვალეობასაც ითავ-
სებდა, ყველაზე ბოლო სვამდა, ოღონდ, ვგონებ, ანტიკური
რიტუალის თანახმად, დანარჩენებზე მეტსაც და ერთადერთი
იყო იქ მყოფთაგან, ვისაც თანხის გადახდა არ ევალებოდა.
ეს კარგი ხალხი ახლა ბუხართან მოკალათდა. ყველანი შე-
სანიშნავ განწყობაზე გახლდნენ. პარტრიჯმა არათუ სამარ-
ცხვინო დამარცხება დაივიწყა, შიმშილს სასმლით იკლავდა
და ძალიან გამხიარულდა.
ცოტა ხნით ეს სასიამოვნო კომპანია უნდა დავტოვოთ და
გადავინაცვლოთ მისის უოთერსის ოთახში, სადაც ის და ჯონ-
სი შეკვეთილ სადილს მიირთმევდნენ. სადილის მომზადებას
დიდი წვალება არ დასჭირდა, რადგან სამი დღის უკან იყო შეკ-
მაზული და მხოლოდ შეთბობა უნდოდა.

თავი 5
აპოლოგია ყველა იმ გმირის, ვისაც კარგი მადა აქვს და
სასიყვარულო ტიპის ბრძოლის აღწერა

გმირები, როგორი ამაღლებული აზრისაც არ ვიყოთ მათზე


მლიქვნელთა წყალობით, მაინც უფრო მოკვდავებს ჰგვანან,
ვიდრე ღმერთებს. ამაღლებული სულის მიუხედავად, სხეული
(ანუ უფრო მოზრდილი ნაწილი) ადამიანის ბუნების ყველაზე

536
უარეს სისუსტეებს და სულმდაბალ მოთხოვნილებებს ნებდე-
ბა. მათ შორის ერთ-ერთი, ჭამა, ზოგიერთი ბრძენკაცის მიერ
ფილოსოფიური ღირსების შემარცხვენელ აქტად შერაცხული,
სავარაუდოდ ვინმე დიდი მეფისგან, გმირისგან ან ფილოსო-
ფოსისგან უნდა წარმოშობილიყო, რადგანაც ხანდახან ბუნება
ისეთი კუდრაჭაა, რომ ამ ღირსეული ხალხისგან მეტად ით-
ხოვს დაკმაყოფილებას, ვიდრე დაბალი წრის ადამიანების-
გან.
სიმართლე რომ ითქვას, თუ ადამიანზე დიდი არსება ამ სამ-
ყაროში არ ბინადრობს, ადამიანური მოთხოვნილებების დაკ-
მაყოფილება სირცხვილი არ არის, მაგრამ როცა ეს ზემოთ
ხსენებული დიდი პიროვნებები ნებას იბოძებენ და ამ სულმდა-
ბალ აქტს მხოლოდ სხვებისთვის ზღუდავენ, ეს მართლაც სა-
მარცხვინო სულმდაბლობაა.
ამ მოკლე შესავლის შემდეგ, არა მგონია, დამამცირებელი
იყოს ჩვენს გმირზე იმის თქმა, რომ წამსვე გადასანსლა, რაც
მიართვეს. მეეჭვება, ულისესაც კი, იმ სმა-ჭამის პოემის ყვე-
ლაზე კარგი მადის პატრონ გმირს, მეტი ეჭამოს. ხარის კუთ-
ვნილ სამ ფუნტ ხორცს პატივი ერგო, ახლა ჯონსის ნაწილი
გამხდარიყო.
ამის ხსენება იმიტომ მივიჩნიეთ საჭიროდ, რომ ავხსნათ
მშვენიერი კომპანიონის დროებითი უგულებელყოფა, რომე-
ლიც ძალიან ცოტას ჭამდა და სხვა ფიქრებით იყო მოცული,
რასაც ჯონსი ვერ ამჩნევდა, ვიდრე ოცდაოთხსაათიანი შიმში-
ლი არ მოიკლა, მაგრამ სადილს რომ მორჩა, ყურადღება სხვა
ამბებზეც გადაიტანა და რა ამბებზე გადაიტანა, ამას ახლავე
გავაცნობთ მკითხველს.
მისტერ ჯონსის ფიზიკურ სრულყოფილებაზე ბევრი არაფე-
რი გვითქვამს, არადა ის ამქვეყნად ერთ-ერთი უმშვენიერესი
ახალგაზრდა კაცი გახლდათ. ჯანსაღი იერის გარდა, სახეზე
537
ეტყობოდა, კეთილი და ალერსიანი ბუნების კაცი რომ იყო. ეს
თვისებები მართლაც ძალიან ჰქონდა გამჯდარი და თუ სიმ-
კვირცხლე და გონიერება, რაც თვალებზე ეწერა, შეიძლებოდა
მხოლოდ დაკვირვებულ ადამიანს არ გამოჰპარვოდა, გულის-
ხმიერებას ყველა ადვილად ატყობდა. სასიამოვნო კანის ფერი
დელიკატურ და, ცოტა არ იყოს, ქალურ იერს მატებდა, რომ
არა საოცრად მამაკაცური სხეული და მიხრა-მოხრა, რითაც
ჰერაკლეს ჩამოჰგავდა, სახით კი უფრო ადონისს. ამას გარდა,
ჯონსი მკვირცხლი, ლაღი, თავაზიანი და მხიარული იყო და სა-
დაც მივიდოდა, ყველგან მხიარულება შეჰქონდა.
მკითხველი ჯონსის ამ მომხიბვლელ თვისებებზე როცა და-
ფიქრდება და იმასაც გაითვალისწინებს, რომ მისის უოთერსი
მისგან დავალებული იყო, უფრო ფარისევლობა იქნება, ვიდ-
რე გულწრფელობა, თუ ქალზე ცუდი წარმოდგენა შეექმნება
იმიტომ, რომ მას ჯონსი ძალიან მოეწონა.
მაგრამ, როგორი გაკიცხვაც უნდა დაიმსახუროს ამ ქალმა,
ჩემი ვალია, უტყუარი ფაქტები გიამბოთ. მისის უოთერსს სი-
ნამდვილეში ჯონსი მხოლოდ კი არ მოეწონა, მისდამი ლტოლ-
ვაც გაუჩნდა. ალალად რომ ვთქვათ, შეუყვარდა, ამ სიტყვის
დღევანდელი გაგებით, და ეს ის გრძნობაა, რომელიც შეგიძ-
ლია განურჩევლად მიმართო ყველა შენი ვნების, გემოვნების
და სურვილის საგნისკენ და რომელიც გეხმარება, ერთი საჭ-
მელი ამჯობინო მეორეს.
მაგრამ თუ სიყვარული ამ საგნების მიმართ ყველა შემ-
თხვევაში ერთნაირია, გამოხატვის საშუალებები განსხვავდე-
ბა. მაგალითად, როგორც არ უნდა გვიყვარდეს ხბოს ფილე ან
ბურგუნდიული ღვინო, დამასკოს ვარდი ან კრემონის ვიოლი-
ნო, ჩვენ არ ვუღიმით, თვალებით არ ვჭამთ, არ ვეპირფერე-
ბით, არ ვეპრანჭებით და არც რაიმე სხვა ხრიკებს ან ეშმაკო

538
ბებს ჩავდივართ, თავი რომ მოვაწონოთ ხბოს ფილეს. შეიძ-
ლება ხანდახან ვოხრავთ, ოღონდ უმეტესად მაშინ, როცა ის
სასურველი საგანი გვაკლია. სხვა შემთხვევაში, უმადურობის
და შეუვალობის გამო ჩივილი მოგვიწევდა იმავე მიზეზით, რა
მიზეზითაც პასიფაე ემდუროდა თავის ხარს, რომელთანაც
კეკლუცობის ყველა ხერხი მოსინჯა, ბევრად უფრო დახვეწილ
და მგრძნობიარე ჯენტლმენებთან კარგად რომ ჭრის.
სხვაგვარად ხდება, როდესაც ერთმანეთი უყვარდებათ ერ-
თი სახეობის, მაგრამ სხვადასხვა სქესის წარმომადგენლებს.
როგორც კი ვინმე შეგვიყვარდება, ჩვენი მთავარი საზრუნავი
ხდება, სასურველ არსებას თავი მოვაწონოთ. აბა, მაშინ რის-
თვის იღვწიან ჩვენი ახალგაზრდები, თავი სასურველად რომ
მოგვაჩვენონ? თუ არა სიყვარული, როგორ გაიტანდნენ თავს
ისინი, ვისი პროფესია ადამიანების გალამაზება და კოხტად
წარმოჩენაა? არა, ისინი, ვინც ჩვენ მანერების დახვეწაში გვეხ-
მარებიან და, ზოგიერთის აზრით, გვასწავლიან, რა გამოგვარ-
ჩევს პირუტყვისგან, თავად ცეკვის მასწავლებლებიც კი საზო-
გადოებაში ადგილს ვერ დაიმკვიდრებდნენ. მოკლედ, მთელი
ის სიკოხტავე, ახალგაზრდები სხვებისგან რომ სწავლობენ და
მერე თავად სარკის წინ ხვეწენ, სინამდვილეში არის spicula et
faces amoris35 , როგორც ხშირად ამბობს ოვიდიუსი, ჩვენებუ-
რად კი ხანდახან ამას სიყვარულის არტილერიას ვუწოდებთ.
მისის უოთერსი და ჯონსი სუფრას რომ მიუსხდნენ, ქალმა
არტილერიის ცეცხლი დაუშინა ჯონსს. მაგრამ აქ ჰაეროვან
არსებებს უნდა მოვუხმოთ, რაც ჯერ არც პოეზიაში და არც
პროზაში არ უცდიათ და ეჭვი არ გვეპარება, რომ სიამოვნებით
დაგვთანხმდებიან.

35
სიყვარულის ალი და ნესტარი
539
გვითხარით, თქვენ, გრაციებო! თქვენ, სერაფინას ზეციურ
სასახლეში მცხოვრებნო, ჭეშმარიტად ღვთაებრივნო, მოხიბ-
ვლის ყველა ხერხი რომ იცით, თქვით, რა იარაღი იხმარეს ახ-
ლა ჯონსის გულის დასატყვევებლად?
თავდაპირველად ორი საყვარელი, ცისფერი, მოელვარე
თვალის კაკლიდან ორი მახვილი მზერა სტყორცნეს, მაგრამ,
საბედნიეროდ, ჩვენი გმირი ამ დროს ხორცის ნაჭერს იდებდა
თეფშზე, ნატყორცნი ხბომ აისხლიტა და ენერგია უვნებლად
გაიხარჯა. მშვენიერი მეომარი მიხვდა, რომ მარცხი განიცადა
და იმწამსვე ლამაზი მკერდიდან მომაკვდინებელი ოხვრა ამო-
უშვა. ეს ოხვრა გულგრილს ვერავის დატოვებდა და რამდენი-
მე კავალერს ერთად დაატყვევებდა. ასეთი ნაზი, ტკბილი და
მშვიდი ამოსუნთქვა აუცილებლად შეიპარებოდა ჩვენი გმი-
რის გულში, ოღონდ, საბედნიეროდ, ჯონსი ამ დროს კათხაში
ლუდს ისხამდა და ლუდის შუშხუნმა ოხვრა გადაფარა. ქალმა
კიდევ რამდენიმე იარაღი მოსინჯა, მაგრამ ჭამის ღმერთმა
(თუ არის ასეთი ღვთაება, მე არ ვარ დარწმუნებული) თავისი
თაყვანისმცემელი დაიცვა, ან შეიძლება ეს არ იყო dingus
vindice nodus36 და ჯონსის უსაფრთხოება უფრო ბუნებრივად
აიხსნებოდა: როგორც ხშირად სიყვარული გვიცავს შიმშილის
შემოტევისგან, ისე შეიძლება ხანდახან შიმშილმა დაგვიფა-
როს სიყვარულისგან.
მშვენიერი მეომარი ამდენმა წარუმატებულობამ გააჯავრა
და დროებით დაზავება გადაწყვიტა. ამ შუალედში სასიყვარუ-
ლო არსენალის ყველა იარაღი შეაყენა, მორიგი იერიში რომ
მიეტანა, როგორც კი სადილი დამთავრდებოდა.
სუფრა აალაგეს თუ არა, ქალმა საბრძოლო ოპერაცია გა-
ნაახლა. ჯერ მარჯვენა თვალით ალმაცერად გახედა ჯონსს და

36
კვანძი, რომელიც გახსნის ღირსია
540
თვალის კუთხიდან გამჭოლი მზერა სტყორცნა, რომელმაც,
ვიდრე ჩვენს გმირამდე მიაღწევდა, ძალა ნაწილობრივ და-
კარგა, თუმცა მთლად უშედეგოდ არ ჩაუვლია. ეს რომ შენიშნა
ქალმა, სასწრაფოდ თვალები დახარა, თითქოს შეწუხდა, რა
დამემართაო; არადა ამით სურდა, ჯონსის სიფხიზლე მოედუ-
ნებინა და იძულებული გაეხადა, თვალები გაეხილა, რომ თვა-
ლებიდან მერე უკვე მისი გული დაეპყრო. ნელ-ნელა ამოსწია
ორი ბრდღვიალა თვალის კაკალი, ჯონზე უკვე გარკვეული
შთაბეჭდილება რომ მოეხდინათ და პატარ-პატარა ხიბლებს
ერთ ღიმილში მოუყარა თავი. ეს არ ყოფილა ხალისიანი ან
ლაღი ღიმილი, ეს იყო ღიმილი, რომელიც ქალბატონებს მუ-
დამ მზად აქვთ, ხალხს რომ თავიანთი კეთილგანწყობა, ლო-
ყებზე ღრმულები და თეთრი კბილები დაანახვონ.
ეს ღიმილი რომ შენიშნა ჩვენმა გმირმა, წამსვე თავბრუ და-
ეხვა, მეტოქის განზრახვასაც მიხვდა და განზრახვის წარმატე-
ბული ეფექტიც იგრძნო. მოწინააღმდეგე მხარეებმა საუბარი
გააბეს, მშვენიერი ქალი ეშმაკურად და ოსტატურად უტევდა,
თუმცა ვიდრე საომარ მოქმედებას დაიწყებდა, ჩვენი გმირის
გული უკვე დატყვევებული ჰქონდა. სიმართლე რომ გითხრათ,
მისტერ ჯონსი რაღაც ჰოლანდიური ტიპის თავდაცვას მიმარ-
თავდა, მოღალატურად ჩააბარა გარნიზონი, ისე, რომ სოფია-
სადმი ვალდებულებაც დაივიწყა. მოკლედ, თავაზიანი საუბა-
რი დასრულდა თუ არა, ლედიმ სამეფო ბატარეა გამოიყვანა
სამალავიდან და თითქოს უნებურად კისრიდან შარფი ჩამოს-
რიალდა. ჯონსის გული საბოლოოდ მოინადირეს და მშვენი-
ერმა დამპყრობელმა, როგორც ხდება ხოლმე, გამარჯვების
ნაყოფი მიიღო.
აქ გრაციები აღწერის დასრულებას ამჯობინებენ და ჩვენც
დავასრულოთ ეს თავი.

541
თავი 6
მეგობრული საუბარი სამზარეულოში, რომელსაც ჩვეულებრი
ვი, მაგრამ არც ისე მეგობრული დასასრული ექნება

ვიდრე ჩვენი შეყვარებულები ერთობოდნენ, რაც ნაწილობ-


რივ აღვწერეთ წინა თავში, მეგობრებსაც კარგი გართობა მო-
უწყვეს სამზარეულოში და ეს ორმაგი მნიშვნელობის გართო-
ბა იყო – ჯერ ერთი, მისცეს საბაბი სალაპარაკოდ და, ამას
გარდა, გასახალისებლად სასმელიც დაუტოვეს.
პარტრიჯი, სერჟანტი და მეეტლე, რომელმაც ახალგაზრდა
ქალბატონი და მისი მოახლე ჩამოიყვანა, ბუხრის გარშემო ის-
ხდნენ, დიასახლისი და სასტუმროს მეპატრონე გადი-გამოდი-
ოდნენ.
პარტრიჯმა საზოგადოებას უამბო მთისკაცის მონათხრობი,
თუ რა მდგომარეობაში იპოვა ჯონსმა მისის უოთერსი. სერ-
ჟანტმა თავისგან დაამატა, რაც მისთვის იყო ცნობილი, ჩვენი
პოლკის კაპიტნის ცოლია, ხშირად ახლდა თან ქმარსო.
– ზოგი ეჭვობს, ჯვარდაწერილები არიან თუ არა, მაგრამ
რა ჩემი საქმეა. თუ დამაფიცებენ, იმის თქმა შემიძლია, რომ ეს
ქალი ჩვენ ყველას გვჯობია, ყველაფერს სამართლიანად აკე-
თებს, ბევრჯერ უთხოვია ქმრისთვის, საწყალი ჯარისკაცი არ
დაესაჯა, მისი ნება რომ ყოფილიყო, არავინ დაისჯებოდა. მაგ-
რამ ბოლოს სადაც იყო ჩვენი პოლკი გაჩერებული, იქ ის და
ნორთერტონი ძალიან დაახლოვდნენ, რაც მართალია, მარ-
თალია. კაპიტანმა არაფერი იცის ამის შესახებ, ეს ქალი უყ-
ვარს და ვინმე თუ აწყენინებს, კარგი დღე არ დაადგება. მე ჩემ-
დათავად არასოდეს ვაწყენინებ, ის ვთქვი, რასაც ლაპარაკო-
ბენ და როცა ლაპარაკობენ, სიმართლის ნატამალიც იქნება.

542
– როგორ არ იქნება, – თქვა პარტრიჯმა, – Veritas odium
parit37.
– რას არ მოჩმახავენ, – თქვა დიასახლისმა, – ახლა, როცა
ჩაიცვა, ნამდვილ ლედის დაემსგავსა და მანერებიც ქალბატო-
ნის აქვს; ერთი გინეით დამასაჩუქრა, კაბა რომ ვათხოვე.
– მართლაც კარგი ქალი ჩანს, – მხარი აუბა ქმარმა, – რომ
არ აჩქარებულიყავი თავიდან და არ წასჩხუბებოდი, აჯობებდა.
– შენი სისულელე რომ არა, არაფერი მოხდებოდა, – თქვა
ქალმა, – ნუ ერევი, რაც შენი საქმე არ არის. პირველად არ
ვზარალდები მაგ შენი გამოთაყვანებული თავის გამო. ნეტა,
ხმას ჩაიკმენდდე და რაც გარეთ გეხება, მარტო იმას აკეთებ-
დე. არ გახსოვს, შვიდი წლის წინ რა მოხდა?
– არა, ჩემო კარგო, – მიუგო ქმარმა, – არ გვინდა ძველი
ამბების გახსენება. ხომ ყველაფერი მოგვარდა. ძალიან ვწუხ-
ვარ, ასე რომ მოხდა.
ცოლს რაღაც უნდოდა ეპასუხა, მაგრამ მშვიდობისმყო-
ფელმა სერჟანტმა შეაჩერა, რაც პარტრიჯს დიდად არ ესია-
მოვნა, მას ხომ უყვარდა გართობა და ისეთი უვნებელი კინ-
კლაობების წაქეზება, უფრო კომიკურ და არა ტრაგიკულ სი-
ტუაციებს რომ ქმნის.
სერჟანტმა პარტრიჯს ჰკითხა, თქვენ და თქვენი ბატონი სა-
ით მიემგზავრებითო.
– მე მისი მსახური არ ვარ, – უპასუხა პარტრიჯმა, – გარ-
წმუნებთ. მართალია, ბევრი უბედურება გადამხდა, თავს მაინც
ჯენტლმენს ვუწოდებ, ერთ დროს გრამატიკის სკოლაში ვას-
წავლიდი; Sed hei mihi! Non sum quod fui38 .

37
ჭეშმარიტება ბადებს სიძულვილს
38
მაგრამ ახლა ის აღარა ვარ, რაც ვიყავ
543
– საწყენად არ მითქვამს, – უთხრა სერჟანტმა, – მაშინ, თუ
ნებას დამრთავთ, გკითხავთ, თქვენ და თქვენი მეგობარი საით
მიემართებით?
– აი, ახლა კი სწორად მოგვიხსენიეთ, – თქვა პარტრიჯმა,
– Amisi sumus 39. ჩემი მეგობარი სამეფოში ერთ-ერთი უდი-
დესი ჯენტლმენია (ამ სიტყვებზე დიასახლისმა და სასტუმროს
მეპატრონემ ყურები ცქვიტეს), სკვაირ ოლვორთის მემკვიდ-
რეა.
– რაა, იმ სკვაირის, თავისი სიკეთით მთელ ქვეყანაში რომ
აქვს სახელი განთქმული? – შესძახა ქალმა.
– დიახ, სწორედ მისი, – უპასუხა პარტრიჯმა.
– მაშ, მერწმუნეთ, დიდი მამულის პატრონი გახდება.
– ნამდვილად ასე იქნება, – დაუმოწმა პარტრიჯმა.
– დავინახე თუ არა, – თქვა ქალმა, – მივხვდი, კეთილშო-
ბილი ჯენტლმენი რომ იყო, მაგრამ ჩემი ქმარი ხომ ყოველ-
თვის ყველაზე ჭკვიანია!
– ვაღიარებ, ძვირფასო, შემეშალა.
– შეგეშალა! – იყვირა ქალმა, – მე რატომ არ მეშლება არა-
სოდეს?
– კი მაგრამ, სერ, – თქვა სასტუმროს მეპატრონემ, – ასეთი
ჯენტლმენი ფეხით რატომ დადის?
– ვერ გეტყვით, სერ, – უთხრა პარტრიჯმა, – ეს დიდებულე-
ბი უცნაური ხალხია. გლოსტერში ათობით ცხენი და მსახური
დატოვა. გუშინ დასცხა, სუფთა ჰაერზე მოინდომა გასეირნება
და მთაზე ავიდა, მეც გავყევი, მაგრამ ამას აღარასოდეს გავი-
მეორებ. ცხოვრებაში ასეთი შიში არ მიჭამია. ერთ უცნაურ
კაცს გადავეყარეთ იქ.

39
ჩვენ მეგობრები ვართ
544
– თავს დავდებ, – თქვა სასტუმროს მეპატრონემ, – ეგ ის
მთისკაცი იქნებოდა, ასე შეარქვეს. ბევრი, ვიცი, ეშმაკიაო, ამ-
ბობს.
– ეგრე უნდა იყოს, – დაეთანხმა პარტრიჯი, – თქვენ და-
მარწმუნეთ და ახლა გულწრფელად მჯერა, რომ ეშმაკი იყო.
ჩლიქები არ შემიმჩნევია, მაგრამ ალბათ მალავდა. ავ სულებს
ხომ ყველაფრის დამალვა და ნებისმიერი სასურველი სახის
მიღება შეუძლიათ.
– მომიტევეთ, სერ, – უთხრა სერჟანტმა, – ნუ მიწყენთ, მაგ-
რამ მაინტერესებს, ეშმაკი როგორ გამოიყურება. ჩვენი ოფიც-
რებისგან გამიგია, საერთოდ არ არსებობსო. მხოლოდ
მღვდლების ხრიკებია, თორემ ისინი ვიღას დასჭირდება მა-
შინ.
– თქვენი ოფიცრები, სერ, – მიუგო პარტრიჯმა, – ეტყობა,
განსწავლული ხალხია.
– დიდი ვერაფერი, იმის ნახევარიც არ ეცოდინებათ, რაც
თქვენ იცით. მე ჩემდათავად მჯერა ეშმაკის, ვინც რა უნდა, ის
თქვას, თუმცა ერთ-ერთი მათგანი კაპიტანია. მიფიქრია, ეშმა-
კი რომ არ არსებობდეს, ამდენ არამზადას როგორ გაუგზავ-
ნიდნენ? წიგნში მაქვს წაკითხული.
– ზოგიერთი თქვენი ოფიცერი, – თქვა სასტუმროს მეპატ-
რონემ, – თავისდა სამარცხვინოდ, თვითონვე დარწმუნდება
ეშმაკის არსებობაში. ეჭვი არ მეპარება, ის გადაახდევინებს
ჩემს ვალებს. ერთი მყავდა აქ ნახევარი წელი, სინდისი ეყო,
საუკეთესო ოთახში შებრძანებულიყო, ერთ შილინგს ძლივს
იხდიდა დღეში, საწყალი ჯარისკაცები კომბოსტოს იწვავდნენ
თავისთვის, იმიტომ, რომ კვირას სადილს არ ვუკეთებდი. ყვე-
ლა ქრისტიანი უნდა ნატრობდეს, ეშმაკმა ასეთი არამზადები
დასაჯოს.

545
– მოიცათ, მოიცათ, – უთხრა სერჟანტმა, – მუნდირის შე-
ურაცხყოფას მე არ დავუშვებ.
– ჯანდაბას მუნდირი! – უპასუხა სასტუმროს მეპატრონემ, –
საკმარისად დავიტანჯე მაგათგან.
– ჯენტლმენებო, ხომ ხართ მოწმე, მეფე შეურაცხყო, რაც
სახელმწიფოს ღალატია!
– მე შეურაცხვყავი მეფე? შე არამზადა! – იყვირა სასტუმ-
როს მეპატრონემ.
– დიახ! – სერჟანტმაც იყვირა, – მუნდირის შეურაცხყოფა
იგივე მეფის შეურაცხყოფაა!
– მაპატიეთ, სერჟანტო, – ჩაერთო პარტრიჯი, – ეს ხომ non
sequitur!40
– ეგ შენი უცხო ენა და შტერობები აღარ გამაგონო! – თქვა
სერჟანტმა და ადგილიდან წამოხტა, – გგონიათ, ასე ვიჯდები
და მუნდირის შეურაცხყოფას მოვისმენ?
– ცდებით, მეგობარო, – უთხრა პარტრიჯმა, – მე არ მიმი-
ყენებია შეურაცხყოფა მუნდირისთვის. მე მხოლოდ ვთქვი,
რომ ეს არის non sequitur.
– სეკიტური თავი გაბია! ყველანი თაღლითები ხართ აქ
თავშეყრილი, თქვენგან საუკეთესოს ოც გირვანქად შევებ-
რძოლები და ვნახოთ ერთი, რა ბიჭები ხართ.
გამოწვევამ პარტრიჯი დაადუმა, მსუყე სადილის მერე ახა-
ლი ჩხუბის წამოწყების სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ მეეტლე
თავს ჩინებულად გრძნობდა და ჩხუბის მადა გაეღვიძა, შე-
ურაცხყოფის პატიებას არ აპირებდა, რადგან მიაჩნდა, რომ ეს
ნაწილობრივ პირადად მასაც ეხებოდა. სკამიდან წამოიმართა

40
ეს სიტყვა, რომელის სერჟანტმა შეურაცხყოფად მიიღო, ლოგიკის ტერმინია
და ნიშნავს - არასწორი დასკვნის გამოტანას
546
და სერჟანტს მიუახლოვდა, დაიფიცა, ჯარისკაცს არ ჩამოვუ-
ვარდებიო. მუშტებით ორთაბრძოლა შესთავაზა და ერთ გინე-
ას ჩამოვდივარო, უთხრა. სერჟანტმა მიიღო შეთავაზება, მაგ-
რამ სანაძლეოზე უარი განაცხადა. ბრძოლაც იმწამსვე გაჩაღ-
და და მალე ცხენების წინამძღოლი ჯარისკაცების წინამ-
ძღოლმა მაგრად მიბეთქა. მეეტლემ ძლივს მოითქვა სული და
ამოილუღლუღა, შემიბრალეო.
ამასობაში ახალგაზრდა ლედიმ გამგზავრება გადაწყვიტა
და ბრძანა, მეეტლე მზად იყოსო, მაგრამ იმ საღამოს მეეტლე
თავის მოვალეობას ვერ შეასრულებდა. წარმართები ამ უუნა-
რობას ალბათ ღვინის ღმერთს დააბრალებდნენ ან ომის
ღმერთს, რადგან მეომრებმა ორივე ღვთაებისთვის გაიღეს
მსხვერპლი. უკეთ რომ განვმარტო, ორივე გათხლეშილი
მთვრალი იყო, პარტრიჯიც ვერ გრძნობდა მაინცდამაინც კარ-
გად თავს. რაც შეეხება სასტუმროს მეპატრონეს, სმა მისი
პროფესია იყო და სასმელი მასზე ისე მოქმედებდა, როგორც
ნებისმიერ ჭურჭელზე, რაც სახლში მოეპოვებოდა.
დიასახლისს ჯონსმა და მისმა კომპანიონმა სთხოვეს, ჩაიზე
დაგვეწვიეთო და ისიც წვრილად მოჰყვა, რაც მოხდა და კიდევ
წუხილი გამოთქვა ახალგაზრდა ლედის გამო:
– ძალიან ეწყინა, გზის გაგრძელება რომ ვერ შეძლო, საყ-
ვარელი გოგოა, ვფიქრობ, ადრეც მინახავს, მგონი, შეყვარე-
ბული უნდა იყოს და შინიდან გამოიქცა, ვინ იცის, იქნებ ვინმე
ახალგაზრდა ჯენტლმენი ელოდება მოუთმენლად.
ამ სიტყვებზე ჯონსმა ამოიოხრა, რაც მისის უოთერსს არ გა-
მოჰპარვია. ვიდრე დიასახლისი ოთახში იყო, არაფერი შეიმ-
ჩნია, მაგრამ გავიდა თუ არა, გადაკვრით უთხრა ჯონსს, ვეჭ-
ვობ, მეტოქე უნდა მყავდესო. ჯონსი შეცბა და თუმცა კი არც
ერთ კითხვაზე პირდაპირი პასუხი არ გაუცია, ქალი თავისი ვა-

547
რაუდის სისწორეში დარწმუნდა. სიმართლე რომ ითქვას, დი-
დად არც აღელვებდა ეს აღმოჩენა. ჯონსის სილამაზით ძალი-
ან იყო მოხიბლული და ვინაიდან გულს ვერ ხედავდა, მაინ-
ცდამაინც არც ადარდებდა. შეეძლო მშვენივრად მოელხინა
სიყვარულის სამზარეულოში და არ ეფიქრა იმაზე, იქ ადრე
ვინმე იყო თუ არა ან მასავით ილხენდა იქ თუ არა. მართალია,
ეს სენტიმენტი დახვეწილობაზე თავს არ დებს, მაინც არსები-
თია – ნაკლებად ჭირვეულია და ალბათ ნაკლებად ავი და თავ-
კერძა, ვიდრე იმ ქალების სურვილები, რომლებიც მხოლოდ
მაშინ არიან კმაყოფილი, როცა მათი საყვარელი სხვა არავის
საკუთრება არ არის.

თავი 7
მოიცავს მისის უოთერსის უფრო ვრცელ დახასიათებას
და შევიტყობთ, როგორ აღმოჩნდა ის იმ სავალალო
სიტუაციაში, ჯონსმა რომ იხსნა

მართალია, ბუნება თანაბარი დოზით არ გვიწილადებს


ცნობისმოყვარეობას და პატივმოყვარეობას, მაგრამ იმდენს
კი გვაძლევს, რომ მცირეოდენი წვალება მაინც დაგვჭირდეს
მათ დასათრგუნად და მათთან გაძალიანებისთვის და ეს გა-
მარჯვება უკლებლივ ყველასთვის აუცილებელია, ვისაც სურს,
გონიერი და კარგად აღზრდილი ადამიანის სახელი ჰქონდეს.
ვინაიდან ჯონსზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ კარგი
აღზრდილი იყო, ის ყველანაირად იოკებდა ცნობისმოყვარე-
ობას, მოესმინა მისის უოთერსის უჩვეულო თავგადასავალი.
თავდაპირველად სიტყვა გადაუკრა, მაგრამ როცა დარწმუნ-

548
და, ქალი თავს არიდებდა ახსნა-განმარტებებს, ბედს დამორ-
ჩილდა, მით უმეტეს, რომ დარწმუნებული იყო, სიმართლე
უხერხული მოსაყოლი იქნებოდა.
სავარაუდოდ, ჩვენი მკითხველი არ მოგვიწონებს, ჯონსი-
ვით უმეცარი დავტოვოთ და ვინაიდან თავადაც გვსურს დავაკ-
მაყოფილოთ მისი ცნობისმოყვარეობა, სიმართლეს მოგიყვე-
ბით და ამ წიგნს ასე დავასრულებთ.
ქალბატონი რამდენიმე წელი კაპიტანთან უოთერსთან ერ-
თად ცხოვრობდა, რომელიც იმავე პოლკში მსახურობდა, სა-
დაც მისტერ ნორთერტონი. მას ყველა კაპიტნის ცოლად იც-
ნობდა და მის გვარსაც ატარებდა, თუმცა, როგორც სერჟანტმა
თქვა, ზოგიერთები ეჭვობდნენ, რომ ჯვარი დაწერილი არ
ჰქონდათ, რაც ჩვენი საქმე არ არის.
მისის უოთერსს, ვწუხვარ, ამის თქმა რომ მიწევს, უკვე რა-
ღაც ხანი იყო, ზემოთ ხსენებულ მედროშესთან ფლირტი ჰქონ-
და, რაც მის რეპუტაციას დიდად არ რგებდა. ახალგაზრდა სან-
დომიანი კაცით ძალიან იყო მოხიბლული, მაგრამ რამდენად
გადაიზარდა მოწონება დანაშაულებრივ აქტში, ცნობილი არ
არის, თუ არ ვივარაუდებთ, რომ ქალები არასოდეს ასაჩუქრე-
ბენ კაცებს ყველა წყალობით, გარდა ერთისა, მაგრამ არც
იმას ჩუქნიან.
პოლკის დივიზიამ, რომელსაც კაპიტანი უოთერსი მიეკუთ-
ვნებოდა, ორი დღით გაასწრო რაზმს, სადაც ნორთერტონი
მედროშედ მსახურობდა, ასე რომ, კაპიტანი ვორჩესტერში
ჯონსის და ნორთერტონის საბედისწერო შეხვედრის მეორე
დღეს ჩავიდა. მისის უოთერსი შეთანხმებული იყო ქმართან,
რომ ვორჩესტერამდე გაჰყვებოდა, მერე ერთმანეთს დაშორ-
დებოდნენ, თვითონ ბატში დაბრუნდებოდა და ვიდრე აჯანყე-
ბას არ ჩაახშობდნენ, იქ დაელოდებოდა.

549
ამ შეთანხმების შესახებ ნორთერტონმა იცოდა. სიმართლე
ისაა, რომ ქალმა ნორთერტონს შეხვედრის ადგილი დაუნიშნა
და შეჰპირდა, დაგელოდებიო და რა მიზნით, ეს მკითხველმა
თავად გადაწყვიტოს. მართალია, ჩვენ ვალდებულნი ვართ,
ფაქტები წარმოვადგინოთ, არ გვევალება, აზრი გამოვთქვათ
ადამიანთა მოდგმის მშვენიერი ნაწილის საზიანოდ.
ნორთერტონმა თავი დაიხსნა თუ არა, მისის უოთერსს და-
ედევნა და ვინაიდან საკმაოდ მკვირცხლი ყმაწვილი გახ-
ლდათ, ზემოთ ნახსენებ ქალაქში იმ დროს ჩავიდა, როცა კა-
პიტანი უკვე რამდენიმე საათის გასული იყო. შეხვედრისთანა-
ვე ურცხვად მოუყვა მისის უოთერსს, რა განსაცდელი გადახდა
და ძალიან შეაცოდა თავი, რადგან ყველაფერი გამოტოვა, რა-
საც დანაშაული ჰქვია, ყოველ შემთხვევაში, ღირსების სასა-
მართლოზე ასე შეაფასებდნენ, თუმცა რაღაც ისეთებსაც მოჰ-
ყვა, სისხლის სამართალს კითხვებს რომ გაუჩენდა.
ქალების საქებრად ვამბობ, რომ მათ კაცებზე მეტად შეს-
წევთ უანგარო და ვნებიანი სიყვარულის ძალა და მხოლოდ
კარგს ეძებენ თავიანთ შეყვარებულში. მისის უოთერსმა რო-
გორც კი შეიტყო, რომ ნორთერტონს საფრთხე ემუქრებოდა,
ყველაფერი გვერდზე გადადო და მარტო იმაზე ფიქრობდა,
როგორ ეშველა მისთვის, რაც ჯენტლმენსაც ხელს აძლევდა
და მყისვე გამოსავალზე დაიწყეს ბჭობა.
საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ მედროშე მიხვეულ-მოხ-
ვეული გზებით ჰერფორდში ჩააღწევდა, იქიდან რაიმე საშუა-
ლებით უელსის პორტში გადავიდოდა და საზღვარგარეთ გა-
იქცეოდა. ქალმა პირობა მისცა, მეც თან წამოგყვები და ფულ-
საც მოგცემო, ჯიბეში ოთხმოცდაათი გირვანქის სამი საბანკო
ჩეკი ედო და კიდევ რაღაც ფული და ძვირფასი ბრილიანტის
ბეჭედი ჰქონდა. ეს ყველაფერი გაუმხილა არამზადას, რო-
მელსაც ენდობოდა და არც უფიქრია, თუ გასაქურდად წააქეზ-
550
ებდა. ვორჩესტერიდან ცხენით წასვლა მდევრებს მათ პოვნას
გაუადვილებდა, ამიტომ ნორთერტონმა შესთავაზა და ქალიც
დასთანხმდა, რომ თავიდან ფეხით ჯობდა ევლოთ.
ქალის ბარგი უკვე ბატში იყო, თან მხოლოდ რამდენიმე
საცვალი ჰქონდა და გალანტურმა საყვარელმა მათი ჯიბით
ტარება ითავა. საღამოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, დი-
ლის ხუთ საათზე ვორჩესტერი დატოვეს. გათენებას ორი სა-
ათი აკლდა, კაშკაშა, სავსე მთვარე უნათებდათ გზას.
მისის უოთერსი არ მიეკუთვნებოდა იმ ნაზ ქალთა რიცხვს,
რომელთაც გადასაადგილებლად ეტლი სჭირდებათ და მის
გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. ღონიერი ფეხების
პატრონი და გახალისებული, თავის მკვირცხლ საყვარელს
ფეხდაფეხ მიჰყვებოდა.
რამდენიმე მილი მთავარ გზაზე იარეს, ნორთერტონის
თქმით, ის ჰერფორდში მიდიოდა. შუადღისას ტყის პირას აღ-
მოჩნდნენ, სადაც მედროშე მოულოდნელად შეჩერდა და
თითქოს რაღაც გაიფიქრაო, ქალს უთხრა, ხალხმრავალი
გზით სიარული საშიში მეჩვენებაო. ერთი სიტყვით, ადვილად
დაითანხმა მშვენიერი კომპანიონი, ტყის ბილიკს დასდგო-
მოდნენ და ასე მიადგნენ მაზარდის მთის ძირს.
ბინძური აზრი თავიდანვე ედო თავში ნორთერტონს თუ მა-
შინ პირველად დაებადა, ამაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ
უკაცრიელ ადგილს რომ მიაღწიეს, სადაც ხელს ვერავინ შეუშ-
ლიდა, მოულოდნელად წვივსაკრავი მოიძრო, საცოდავ ქალს
ეცა და საზარელი დანაშაულის ჩადენას აპირებდა, ოღონდ
ჯონსმა ხელი შეუშალა.
მისის უოთერსს გაუმართლა, სუსტი ქალი რომ არ ყოფი-
ლა, რადგან როგორც კი ნორთერტონის ხელში ყულფი დაინა-
ხა, ჯოჯოხეთურ ჩანაფიქრს მიუხვდა. მედგრად იცავდა თავს,

551
წინააღმდეგობას უწევდა და მთელ ხმაზე ყვიროდა. ასე რამდე-
ნიმე წუთით გაიხანგრძლივა სიცოცხლე და ლამის უკვე ძალა
საბოლოოდ გამოელია, რომ ჯონსი გამოჩნდა. მან მოძალა-
დეს ხელიდან გამოჰგლიჯა ქალი, რომელსაც დიდი ზიანი არ
მისდგომია, თუ არ ჩავთვლით შემოფლეთილ ტანსაცმელს და
დაკარგულ ბრილიანტის ბეჭედს. ეს ბეჭედი ან წინააღმდეგო-
ბას რომ უწევდა, მაშინ მოსძვრა, ან ნაძირალა ნორთერტონმა
წააძრო.
აი, ჩემო მკითხველო, ასეთი წვალებით გამოვიძიეთ ყვე-
ლაფერი თქვენი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად
და წარმოგიდგინეთ ადამიანისთვის უკადრისი, ძნელად დასა-
ჯერებელი განუსჯელობის და უნამუსობის სცენა, ოღონდ უნდა
გვახსოვდეს, რომ იმ ყმაწვილს ეგონა, კაცი მოვკალი და სიკ-
ვდილით დამსჯიანო, ამიტომ გადარჩენის ერთადერთ გზად
ქვეყნიდან გაქცევა ესახებოდა, საწყალი ქალის ფული და ბე-
ჭედი კი, მისი აზრით, დამსახურებული ჯილდო იყო იმ ახალი
ტვირთისთვის, რომლითაც საკუთარი სინდისის დამძიმებას
აპირებდა.
აქ კი, მკითხველო, უნდა მკაცრად გაგაფრთხილო, ჩვენი
არმიის მამაცი ოფიცრების ღირსება რომ არ შეილახოს, ერთი
არამზადას საქციელს ნუ განაზოგადებ. ეს კაცი არც წარმომავ-
ლობით და არც განათლებით ჯენტლმენი არ ყოფილა და მის
გარდა თუ ვინმე შეიძლება დავადანაშაულოთ სულმდაბლო-
ბაში, მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანია, ვინც მას სამხედრო
წოდება მისცა.

552
წიგნი X
რომელშიც ეს ისტორია წინ წაიწევს თორმეტი საათით

თავი 1
მოიცავს თანამედროვე კრიტიკოსებისთვის ძალიან ყურადსაღებ
რჩევას

მკითხველო, ჩვენ არ შეგვიძლია ვიცოდეთ, რა პიროვნება


ხართ, იქნებ შექსპირივით ჩასწვდით ადამიანის ბუნების არსს
ან იქნებ მის ზოგიერთ რედაქტორზე გონიერი არ ბრძანდე-
ბით. ახლა, ვინაიდან უკანასკნელზე შევაჩერებთ ყურადღებას,
ერთად ვიდრე გავაგრძელებთ გზას, რამდენიმე რჩევას მოგ-
ცემთ, თავი რომ დავიზღვიოთ, თუ თქვენ ისევე ვერ გაგვიგებთ
და ისეთსავე მცდარ წარმოდგენას შეიქმნით ჩვენზე, როგორც
ზოგიერთმა რედაქტორმა შეიქმნა შექსპირზე.
პირველი – უნდა გაგაფრთხილოთ, ნაჩქარევად არ დაგ-
მოთ ჩვენი ისტორიის რომელიმე ამბავი, ვითომდა მასთან შე-
უსაბამო ან უადგილო, იმიტომ, რომ თქვენ წინასწარ ვერ მიხ-
ვდებით, რა დანიშნულება აქვს თითოეულ ამბავს. ეს ნაწარ-
მოები შეიძლება განვიხილოთ, როგორც ჩვენ მიერ შექმნილი
დიდი სამყარო და უბადრუკი სისინა კრიტიკოსები ზოგიერთ
ნაწყვეტში შეუსაბამობას რომ პოულობენ და ამ დროს წარ-
მოდგენა არა აქვთ, რა კავშირშია ის მთელ ტექსტთან, ვიდრე
საბოლოო კატასტროფამდე მივაღწევთ, ეს მხოლოდ თავხე-
დობა და უგუნურობაა. ჩვენ მიერ გამოყენებული შედარება და
მეტაფორა შეიძლება ძალიან გადამეტებულია, მაგრამ სხვაგ-
ვარად ძნელია, აჩვენო განსხვავება პირველი რანგის მწე-
რალსა და მდარე კრიტიკოსს შორის.

553
კიდევ ერთი გაფრთხილება კეთილი ქვეწარმავლისთვის – არ
არის სასურველი, ზოგიერთ გმირებს შორის მსგავსება ეძებო,
მაგალითად, დიასახლისებს შორის მეშვიდე და მეცხრე წიგ-
ნებში. უნდა იცოდეთ, მეგობარო, არსებობს განსაკუთრებული
თვისებები, რომლებიც ერთი პროფესიის ადამიანებს ახასია-
თებთ და კარგი მწერლის ერთ-ერთი დიდი ნიჭია, ეს თვისებე-
ბიც შეინარჩუნო და, ამავე დროს, სხვადასხვაგვარად გამოავ-
ლინო. მეორე ნიჭია ორ პიროვნებას შორის განსხვავების ჩვე-
ნება, როცა ისინი უბედურებას ან სულელურ სიტუაციას იზია-
რებენ, და მწერლის ამ ბოლო ნიჭს სულ რამდენიმე ავტორი
ავლენს, ისევე, როგორც მას სულ რამდენიმე მკითხველი თუ
ამოიცნობს და მჯერა, ვისაც ამის უნარი აქვს, დიდი სიამოვნე-
ბა ელოდება. მაგალითად, განსხვავებას ბენ ჯონსონის და
ჯორჯ ეტრიჯის პერსონაჟებს შორის ყველა დაინახავს, მაგრამ
ჯორჯ ეტრიჯის და ჯონს ქრაუნის პერსონაჟებს შორის სხვაობის
პოვნას დახვეწილი დაკვირვების უნარი სჭირდება და როცა
დახვეწილი დაკვირვების უნარი არა აქვს, მდაბიო მაყურებე-
ლი თეატრში ხშირად უსამართლოდ იქცევა. შემიმჩნევია, რომ
შეიძლება პოეტს ქურდობა დასწამონ ისეთი სამხილების სა-
ფუძველზე, რომელიც გაცილებით უფრო ნაკლებად დამაჯე-
რებელია კანონის თვალში, ვიდრე კალიგრაფიის მსგავსება.
ასე მგონია, სცენაზე ყველა შეყვარებულ ქვრივს ემუქრება
საფრთხე, დედოფალ დიდოს მონური იმიტაცია დააბრალონ,
მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენი კრიტიკოსების მხოლოდ მცირე
ნაწილმა იცის საკმარისი ლათინური ვერგილიუსის წასაკით-
ხად.
მეორეს იმას ვურჩევ ჩემს ღირსეულ მკითხველს (რადგან
შეიძლება თქვენ გული უკეთესი გაქვთ, ვიდრე თავი) – არ გა-
ამტყუნოს გმირი და არ უწოდოს ცუდი, თუ სრულყოფილად
კარგი არ მოეჩვენა. თუ სრულყოფილება გაღელვებთ, ბევრი
554
წიგნია დაწერილი თქვენი გემოვნების დასაკმაყოფილებლად,
მაგრამ ვინაიდან ჩვენ ასეთ პიროვნებას არ შევხვედრივართ,
ვერც აქ წარმოგიდგენთ. სიმართლე გითხრათ,
მეეჭვება, ადამიანს შეეძლოს უკიდურეს სრულყოფილებას
მიაღწიოს და ვერც იმდენად შემზარავი იქნება, რომ nulla
virtute redemptum a vitiis41, როგორც ამბობს იუვენალისი. მეც
არ მგონია, მართებული იყოს მხატვრულ ნაწარმოებში ან ან-
გელოზივით უნაკლო, ან სატანასავით გარყვნილი პერსონა-
ჟის შემოყვანა, იმიტომ, რომ მათი განსჯა მკითხველს გადამე-
ტებულ სევდას მოჰგვრის ან შეარცხვენს, იმის ნაცვლად, რა-
მეში გამოადგეს; ერთი მხრივ, დადარდიანდება და შერცხვება,
როცა იხილავს სრულყოფილების მაგალითს, თავად რომ ვე-
რასოდეს შესწვდება, ხოლო ოდიოზური და უღირსი ბუნების
არსებას თუ გადააწყდება, ეს უკვე დათრგუნავს.
მართლაც, თუკი გმირი საკმარისად გულკეთილია და სიმ-
პათიას და კეთილგანწყობას იმსახურებს, რომც გამოავლი-
ნოს უმნიშვნელო ნაკლოვანება, quas humana parum cavit
natura42, მაინც უფრო თანაგრძნობას აღძრავს, ვიდრე სიძულ-
ვილს. არაფერია ზნეობისთვის ისე მარგებელი, როგორც
არასრულყოფილების მაგალითი; მას უფრო მოულოდნელო-
ბის ეფექტი აქვს და უკეთ მოქმედებს და გვამახსოვრდება,
ვიდრე გაიძვერა და ნაძირალა ადამიანების შეცდომები. მან-
კიერებას და სისუსტეს თუ სათნოებას დაუპირისპირებ, ბევ-
რად უფრო თვალშისაცემი იქნება და როცა ჩვენი რჩეული
გმირი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება, ჩვენც
ვსწავლობთ, თავად როგორ ავარიდოთ თავი საბედისწერო

41
მის მანკიერებას ერთი სათნოება ვერ შეასუსტებს
42
რომელთაგან ბუნებამ საკმარისად ვერ დაგვიფარა
555
შეცდომებს და ახლა ამ რამდენიმე დარიგების მერე, განვაგ-
რძოთ ჩვენი ისტორია.
თავი 2
ირლანდიელი ჯენტლმენის ჩამოსვლა და
სასტუმროში გადამხდარი უჩვეულო თავგადასავალი

როცა პაწია მხდალი ბაჭია, მთელი დღე უთვალავი მტრის,


განსაკუთრებით კი გაიძვერა, ულმობელი, ხორცისმჭამელი
ცხოველის, ადამიანის შიშით სოროში შეყუჟული, ძლივს მინ-
დორში გაინავარდებს; როცა ხის ფუღუროში ბუ, ღამის გულის
განმგმირავი მგალობელი, ისე დაიკივლებს, შეიძლება თანა-
მედროვე მუსიკის ზოგიერთ მცოდნეს ესიამოვნოს კიდეც; რო-
ცა შექეიფიანებულ, ბარბაცით შინისკენ მიმავალ გლეხს სა-
საფლაოზე უწევს გავლა და საშინელებები ელანდება; როცა
ქურდები და ყაჩაღები ფხიზლობენ და წესიერ ღამის გუშაგს
სძინავს, ანუ, გასაგები ინგლისურით რომ გითხრათ, შუაღამე
იდგა და სასტუმროში ყველას ეძინა, მხოლოდ მოახლე სიუზა-
ნი დაფუსფუსებდა. ვიდრე მის მომლოდინე მეჯინიბეს მკლა-
ვებში ჩაუგორდებოდა, ჯერ სამზარეულო უნდა მოერეცხა.
ასეთი ვითარება იყო სასტუმროში, როდესაც ჯენტლმენმა
შესასვლელთან ცხენი შეაჩერა. შიგნით შევიდა და, ცოტა არ
იყოს, დაბნეულად ჰკითხა სიუზანს, ლედი ხომ არ გაჩერებულა
თქვენთანო, თან აღელვებისგან სულს ძლივს ითქვამდა.
დროც ისეთი იყო, კაციც ისე უცნაურად იქცეოდა და ისე შეშ-
ლილივით უყურებდა მოახლეს თვალებში, რომ სიუზანი შე-
ყოყმანდა, ვიდრე უპასუხებდა. ჯენტლმენი მოუთმენლად
ელოდა, რას ეტყოდა მოახლე და შეეხვეწა, არაფერი დამიმა-
ლოო. ასე უთხრა, ცოლი დავკარგე და ყველგან დავეძებო.
– ღირსებას გეფიცები, ერთი-ორჯერ კინაღამ დავიჭირე, თუ
ამ სასტუმროშია, წამიძეხი და მაჩვენე, ან თუ უკვე გაემგზავრა,
556
მითხარი, რა გზით წავიდა, გეფიცები, ამქვეყნად უმდიდრეს
ქალად გაქცევ.
და გინეები მუჭით ამოიღო ჯიბიდან, რის დანახვაც საწყალ
გოგოზე ბევრად უფრო პატიოსანსაც გაცილებით უარესის ჩა-
სადენად მოქრთამავდა.
სიუზანს მოსმენილი ჰქონდა მისის უოთერსის ამბები და ეჭ-
ვი არ ეპარებოდა, რომ სწორედ მას დაეძებდა კანონიერი მე-
საკუთრე. ამიტომ სამართლიანად დაასკვნა, პატიოსანი გზით
თუ სურდა გასამრჯელოს აღება, ქმრისთვის ცოლი უნდა დაებ-
რუნებინა და უყოყმანოდ უთხრა ჯენტლმენს, თქვენ რომ ეძე-
ბთ, ის ლედი ამ სასტუმროშიაო და დიდი ხვეწნის შემდეგ (რა-
საც დაპირებები და ხელში ფულის ჩაკუჭვაც ახლდა) მისის უო-
თერსის საძინებლისკენ გაუძღვა.
დიდი ხანია, კულტურულ საზოგადოებას ჩვევად აქვს, სა-
ფუძვლიანი და არსებითი მიზეზების გამო, ცოლის ოთახში
ქმარი დაუკაკუნებლად არ უნდა შევიდეს. არ არის საჭირო,
მკითხველს სიტყვა გადავუკრათ, რამდენად მიზანშეწონილია
ეს ჩვეულება, რადგან ასე ქალს ეძლევა დრო, თავი მოიწესრი-
გოს ან არასასურველი საგანი მიმალოს და არის კიდევ ისეთი
სიტუაციებიც, როცა დელიკატურ ცოლს არ სურს, ქმარმა წაას-
წროს.
სიმართლე რომ გითხრათ, კულტურული საზოგადოების
ზოგიერთი ფორმალობა შეიძლება უმნიშვნელო მოგვეჩვე-
ნოს, მაგრამ გარკვეული თვალსაზრისით არსებითია და კარგი
იქნებოდა, ჩვენს ჯენტლმენსაც ზემოთ ხსენებული ჩვეულების-
თვის პატივი ეცა. რაც მართალია, მართალია, დააკაკუნა, მაგ-
რამ არა ისე ნაზად, როგორც სიტუაციას შეეფერებოდა. პირი-
ქით, კარი დაკეტილი როცა დახვდა, ისე გამეტებით დაარტყა,
საკეტმა ვერ გაუძლო, კარები შეამტვრია და პირქვე დაემხო
მისის უოთერსის საძინებელში.როგორც კი ფეხზე წამოდგა,
557
ძალიან ვწუხვარ, ამის თქმა რომ მიწევს, ლოგინიდან ჩვენი
გმირი წამოიმართა და განრისხებულმა ჰკითხა, ვინ ხარ და
როგორ გაბედე აქ თავხედურად შემოჭრაო.
თავდაპირველად ჯენტლმენმა იფიქრა, მგონი, შემეშალაო
და ბოდიშის მოხდით ოთახიდან გასვლა დააპირა, მაგრამ ამ
დროს მთვარემ იქვე მიმობნეულ ქალის კორსეტს, ხალათს,
წინდებს, წვივსაკრავს და სხვა ამგვარ ნივთებს შუქი მოჰფინა.
ამის დანახვაზე ჯენტლმენს ეჭვიანობამ შემოუტია და პასუხის
გაცემაც ვერ მოახერხა, გაცეცხლებული პირდაპირ ლოგინის-
კენ წავიდა.
ჯონსი წინ გადაეღობა, რაც იმწამსვე ჩხუბში გადაიზარდა.
ამასობაში მისის უოთერსს (უნდა გამოგიტყდეთ, რომ ისიც
იმავე საწოლში იწვა) გაეღვიძა და თავის საძინებელში ერთმა-
ნეთს შერკინებული კაცების დანახვაზე აკივლდა – მკლავენ!
მქურდავენო, უფრო ხშირად კი – მაუპატიურებენო, გაჰკიოდა.
ბოლო შეძახილმა შეიძლება მკითხველი გააოცოს, თუ არ გა-
ითვალისწინებს, რომ შეშინებული ქალბატონები მას ისე ხმა-
რობენ, როგორც მუსიკაში ფა, ლა, ლა, რე, დო-ს, რაც უბრა-
ლოდ ბგერის გამოცემას ემსახურება და არაფერს არ გულის-
ხმობს.
ქალბატონის საძინებლის გვერდით ირლანდიელი ჯენ-
ტლმენი იყო გაჩერებული, ოღონდ ის გვიან ღამით ჩამოვიდა
და ამიტომ ჯერ არ გვიხსენებია. ირლანდიელები კალაბალა-
როს ანუ რაინდს რომ უწოდებენ, იმ ყაიდის ჯენტლმენი გახ-
ლდათ. ვინაიდან მდიდარი ოჯახის უმცროს ვაჟს ქონება არ
შეხვდებოდა, იძულებული გახდა, საზღვარგარეთ ეძებნა ბე-
დი. ამ მიზნით ბატში მიემგზავრებოდა, იმედოვნებდა, ბანქოში
და ქალებში მაინც გაუმართლებდა.
ეს ახალგაზრდა ჯენტლმენი ამ დროს იწვა და მისის ნების
რომანს კითხულობდა – მეგობარმა ურჩია, ქალებთან თავის
558
გამოსაჩენად და მათ უკეთ გასაგებად გამოგადგება, თან კარგ
ლიტერატურას ეზიარებიო. ყვირილი რომ გაიგონა, მუთაქი-
დან წამოფრინდა, ცალი ხელი ხმალს დასტაცა, მეორე – ანთე-
ბულ სანთელს და მისის უოთერსის ოთახისკენ გაემართა.
კიდევ ერთი პერანგის ამარა კაცის დანახვა მისის უოთერ-
სისთვის უკვე სერიოზული შოკი იყო, სამაგიეროდ, შიში ცოტა
გაუქარწყლა, რადგან რაინდმა შემოსვლისთანავე იყვირა:
– მისტერ ფიცპატრიკ, რა ჯანდაბა ხდება აქ?
– ო, მისტერ მაკლაკლან, როგორ მიხარია თქვენი დანახ-
ვა, – მიიღო პასუხად, – ამ არამზადამ ჩემი ცოლი შეაცდინა და
ლოგინში ჩაუწვა.
– რომელი ცოლი? – იყვირა მაკლაკლანმა, – მე კარგად
ვიცნობ მისის ფიცპატრიკს და მას აქ ვერ ვხედავ.
ფიცპატრიკმა ქალისკენ თვალი გააპარა, მისი ხმაც კარგად
ესმოდა და, როგორც იქნა, გონს მოეგო, მიხვდა, რომ შეეშა-
ლა და დიდი ბოდიშები უხადა ქალს, მერე კი ჯონსს მიუბრუნ-
და:
– თქვენ ბოდიშს არ გიხდით, რადგან ხელი დამარტყით და
ამას სისხლით გაზღვევინებთ დილით.
ჯონსმა მუქარა არად ჩააგდო, მისტერ მაკლაკლანმა კი უთ-
ხრა:
– არ გრცხვენიათ, მისტერ ფიცპატრიკ, შუაღამისას ხალხს
რომ აწუხებთ? სასტუმროში ყველას რომ არ ეძინოს, ჩემსავით
დაფეთდებოდნენ. ჯენტლმენი სწორად მოიქცა, სინდისს გეფი-
ცები, მართალია, ცოლი არ მყავს, ვინმე ასე რომ შემომვარ-
დნოდა, ყელს გამოვჭრიდი.
ჯონსი ლედის რეპუტაციას უფრთხილდებოდა და დაბნეულ-
მა არ იცოდა, რა ეთქვა ან რა ექნა; მაგრამ დაკვირვება გვიჩ-
ვენებს, რომ ქალები კაცებზე უფრო მარდი გამომგონებლები

559
არიან. ქალს ახსოვდა, მის და ჯონსის ოთახებს შორის გასას-
ვლელი რომ იყო და მისი და საკუთარი ღირსების დასაცავად
თქვა:
– არ ვიცი, რას გულისხმობთ, არამზადებო, მე არც ერთის
ცოლი არ ვარ. მიშველეთ! მაუპატიურებენ! მკლავენ! მაუპა-
ტიურებენ!
ამ დროს დიასახლისი შემოვარდა და მისის უოთერსმა გეს-
ლიანად უთხრა:
– მეგონა, წესიერ სასტუმროში გავჩერდი და არა ბორდელ-
ში, ვიღაც არამზადები შემომიცვივდნენ და ჩემს სინდისს თუ
სიცოცხლეს ემუქრებოდნენ, ჩემთვის კი ორივე თანაბრად
ძვირფასია.
ახლა დიასახლისი გაცხარდა და აყვირდა, არასოდეს არა-
ვის ჩემი სასტუმროს რეპუტაცია არ შეუბღალავს, ნამდვილად
დავიღუპეო, მერე კაცებს მიუბრუნდა:
– რა ჯანდაბამ შეგყარათ აქ?
ფიცპატრიკმა თავი ჩაღუნა და პატიება ითხოვა, შემეშალა
და გულწრფელად გთხოვთ, მაპატიეთო, მერე კი თავის თანა-
მემამულესთან ერთად ოთახი დატოვა. ჯონსმა, საკმაოდ მიხ-
ვედრილი ყმაწვილი რომ გახლდათ და ქალის თვალით მინიშ-
ნებული შეუმჩნეველი არ დარჩენია, დიასახლისს უთხრა, კა-
რის შემომტვრევის ხმა გავიგე და დროულად შემოვვარდიო.
– რაც ეს სასტუმრო არსებობს, – თქვა დიასახლისმა, – აქ
ქურდობა არ ყოფილა, მინდა იცოდეთ, სერ, აქ მძარცველებს
არ ვიფარებ, მხოლოდ კეთილშობილ ჯენტლმენებს ვიღებ და
გამიმართლა, არ მელევა პატიოსანი სტუმრები. ყოველთვის
იმდენი მყავს, რამდენის დატევაც შემიძლია... – და მოჰყვა სა-
ხელების და ტიტულების ჩამოთვლას, რომელთაგან ზოგიერ-
თის ხსენების გამო შეიძლება საპარლამენტო პრივილეგიის
დარღვევაში დაგვადანაშაულონ.
560
ჯონსი დიდხანს ითმენდა და ბოლოს დიასახლისს შეაწყვე-
ტინა, ბოდიში მოითხოვა, მისის უოთერსთან პერაგის ამარა
რომ მოუწია შემოსვლა, თანაც დასძინა, თქვენი უსაფრთხოე-
ბის გამო შევშინდი, თორემ ამას როგორ გაკადრებდითო.
მკითხველი თავადაც მიხვდება, რას უპასუხებდნენ, თუ გაიხსე-
ნებს, როგორ ეჭირა თავი მოკრძალებულ ქალს, როცა სამი
მამაკაცი შეუვარდა საძინებელში. მართლაც შესანიშნავად შე-
ასრულა მისის უოთერსმა ეს როლი და ვერც ცხოვრებაში და
ვერც სცენაზე სხვა მსახიობი ვერ აჯობებდა.
აქედან შეიძლება დავასკვნათ, როგორი ბუნებრივია მშვე-
ნიერი სქესისთვის სათნოება. მართალია, ათი ათას ქალში შე-
იძლება ერთი კარგი მსახიობი არ გამოერიოს, მაგრამ სათნო
გმირის როლს ყველა ბრწყინვალედ ასრულებს, ისინიც, ვისაც
გააჩნია სათნოება და ისინიც, ვისაც არ გააჩნია და ყველა –
შესანიშნავად.
კაცები რომ გავიდნენ, მისის უოთერსს შიშმაც და სიბრაზე-
მაც გადაუარა და დიასახლისს თავაზიანად ესაუბრებოდა, მან
კი სასტუმროს რეპუტაციის ხათრით ცოტა ხანს დარჩენა არჩია
და ბევრი დიდი პერსონა გაიხსენა, ვისაც მის სასტუმროში ღა-
მე გაუთევია, მაგრამ მისის უოთერსმა დიდხანს არ გააგრძე-
ლებინა, უთხრა, თქვენ არავითარი ბრალი არ მიგიძღვით ამ
არეულობაშიო და სთხოვა, მარტო დაეტოვებინა – იმედია, უშ-
ფოთველად დავიძინებ დილამდეო. დიასახლისი თავაზიანად
დაემშვიდობა და გავიდა.

561
თავი 3
დიალოგი დიასახლისსა და მოახლე სიუზანს შორის, დიდად სასარ-
გებლო სასტუმროს მეპატრონეებისთვის და მსახურებისთვის; ახალგაზ-
რდა ლამაზი ლედის ჩამოსვლა და კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება
ალერსიანი და თავაზიანი ქცევით საყოველთაო სიყვარული მოიპოვო

დიასახლისს მოაგონდა, რომ სიუზანი იყო ერთადერთი, ვი-


საც არ ეძინა, როცა მისის უოთერსის საძინებლის კარი შეამ-
ტვრიეს და სასწრაფოდ მისკენ გაეშურა. უნდოდა გამოეკითხა
აურზაურის მიზეზი, ასევე იმ ახალწვეული ჯენტლმენის ვინაო-
ბა და საიდან მოდიოდა და საით მიდიოდა.
სიუზანი მოუყვა ყველაფერს, რაც მკითხველმა უკვე იცის,
მაგრამ ფული რომ აიღო, ეს არ უხსენებია. როცა დიასახლის-
მა დიდი გულისტკივილი გამოთქვა მისის უოთერსის გამო,
თითქოს მის პატიოსნებას საფრთხე ემუქრებოდა, სიუზანმა
ვერ შეიკავა თავი და დაამშვიდა, გეფიცებით, ჩემი თვალით
დავინახე, ჯონსი მისი ლოგინიდან როგორ წამოხტაო.
დიასახლისი გაცეცხლდა:
– ვითომ? მართლა ასე რომ ყოფილიყო, ქალი შველას ით-
ხოვდა და თავს გაამჟღავნებდა? ოცი კაცი მაინც დაადასტუ-
რებს, რომ მისი ყვირილი ესმოდათ. გთხოვ, მადამ, სკანდა-
ლურ ჭორებს ნუ გაავრცელებ სტუმრებში, მარტო მათზე ხომ
არა, სასტუმროს სახელზეც ვდარდობ. აქ კი არამზადა და მა-
წანწალა ფეხს ვერ შემოდგამს.
– კარგი, – თქვა სიუზანმა, – ესე იგი საკუთარ თვალებს
აღარ უნდა დავუჯერო.

562
– ყოველთვის არ არის საჭირო, – უპასუხა დიასახლისმა, –
მე არ დავუჯერებდი. ასეთი ვახშამი ნახევარი წელია არავის
შეუკვეთავს, თან როგორი სასიამოვნო და მხიარულები
არიან, ვერც კი შენიშნეს, შამპანურის ნაცვლად ვორჩესტერის
მსხლის სიდრი რომ მივასაღე, თუმცა ნამდვილად არ ჩამოუ-
ვარდება შამპანურს. ორი ბოთლი დალიეს, არა, ასეთ ხალხზე
აუგს როგორ ვიტყვი.
სიუზანი რომ გააჩუმა, დიასახლისმა განაგრძო:
– ახლა ის მითხარი, უცნობი ჯენტლმენი ფოსტის ცხენებით
ჩამოვიდა და ცხენები მსახურს ჩააბარა? მაშ, ეგეც ჯენტლმენი
ყოფილა. რატომ ვახშამი არ შესთავაზე? მგონი, იმ მეორე ჯენ-
ტლმენის ოთახში უნდა იყოს, მიდი, ჰკითხე, რამეს ხომ არ
ისურვებენ. შენებურად ნუ დაიბნევი, არ უთხრა, ცეცხლი ჩამ-
ქრალია ან ქათამი დასაკლავიაო. ვიცი, ყასაბმა დღეს ცხვარი
დაკლა და უარს არ მეტყვის კარგ ნაჭერზე. მიდი, გახსოვდეს,
რომ ცხვრის ხორცის და ქათმის არჩევანი გვაქვს, არ დაგავიწ-
ყდეს, თავაზიანად დაელაპარაკო, წადი, ყველაფერს ყურად-
ღება უნდა მიაქციო, თორემ შენგან არაფერი გამოვა.
სიუზანი წავიდა და მალევე დაბრუნდა, ასე უთხრა, ჯენ-
ტლმენები ერთ საწოლში წვანანო.
– ორი ჯენტლმენი ერთ საწოლში, წარმოუდგენელია! –
თქვა დიასახლისმა, – ვინ ყოფილან ეგ მათხოვრები, ახალ-
გაზრდა სკვაირი ოლვორთი მართალია, ეტყობა, ლედის გა-
ქურდვას აპირებდნენ, აბა, რა უნდა იფიქრო, ვახშმის და საძი-
ნებლის ფულს რომ დაზოგავს კაცი და სხვის ოთახში შევა და-
საძინებლად. ქურდები არიან და მოიგონეს, ვითომ ცოლს ეძე-
ბს.
ნამდვილად უსამართლოდ გალანძღა დიასახლისმა მის-
ტერ ფიცპატრიკი. ის წარმომავლობით ჯენტლმენი იყო, ოღო-

563
ნდ უფულო და მართალია, რაღაც ნაკლი მასაც ჰქონდა, მაგ-
რამ არა სულმდაბლობა და, წუწურაქობა. სინამდვილეში ძა-
ლიანაც ხელგაშლილი კაცი ეთქმოდა, ცოლისგან მიღებულ
საკმაოდ სიმპათიურ მზითვს მალევე გამოუყვანა წირვა, გარ-
და მცირე თანხისა, რომელიც ცოლის სახელზე იყო, და ის თან-
ხაც რომ ხელში ჩაეგდო, ისე ულმობლად ექცეოდა საწყალ
ქალს და ისე ეჭვიანობდა, აიძულა, გაჰქცეოდა.
ამ ჯენტლმენმა ერთ დღეში დაფარა ჩესტერიდან მომავალი
გზა, მერე კიდევ გაილახა და ისე იყო ფიზიკურად განადგურე-
ბული და სულიერად დათრგუნვილი, ჭამის თავი არ ჰქონდა.
როცა მოახლის ნათქვამი დაიჯერა და იმედი მწარედ გაუცრუვ-
და, აზრადაც აღარ მოსვლია, რომ მისი ცოლი შეიძლება მარ-
თლაც ყოფილიყო იმ სასტუმროში, ამიტომ დაჰყაბულდა მე-
გობარს, ძებნა შეეწყვიტა და მისი საწოლის თავაზიანად დათ-
მობილ ნახევარში გამოეძინა.
ფორეიტორი და მსახურები ამ დროს სხვა განწყობაზე იყ-
ვნენ და კიდევ უფრო მკვირცხლად ასრულებდნენ დიასახლი-
სის ბრძანებებს, ვიდრე ის გასცემდა. დიასახლისმა მათგან
დამაკმაყოფილებელი ცნობები რომ მიიღო და დარწმუნდა,
მისტერ ფიცპატრიკი ქურდი არ იყო, ჯენტლმენებს ცივი ხორცი
შესთავაზა. როცა სამზარეულოში პარტრიჯი შევიდა, ისინი დი-
დი მონდომებით თქვლეფდნენ ხორცს. პარტრიჯს ჯერ აყალმა-
ყალზე გაეღვიძა, მერე ისევ გემრიელად დადო თავი ბალიშზე
და, სადაც იყო, ჩაეძინებოდა კიდეც, რომ ბუმ ფანჯრის წინ ისე-
თი სერენადა მოუწყო, შეძრწუნებული წამოხტა ლოგინიდან,
ტანსაცმელი ჩქარ-ჩქარა ჩამოიცვა და სამზარეულოს შეაფარა
თავი, საიდანაც ლაპარაკის ხმა გამოდიოდა.
დიასახლისი უკვე მოსასვენებლად აპირებდა წასვლას,
მაგრამ პარტრიჯის გამოჩენამ შეაყოვნა, ახალგაზრდა სკვა-
ირის მეგობარს უყურადღებოდ ხომ ვერ დატოვებდა, თანაც
564
მან ერთი პინტა ღვინის შეთბობა შეუკვეთა. ქალმა იმწამსვე
ცეცხლზე შემოდგა მსხლის სიდრი, რომელსაც ნებისმიერი სა-
ხეობის ღვინოდ ასაღებდა ხოლმე.
ირლანდიელი მსახური დასაძინებლად წავიდა, ფორეიტო-
რიც აპირებდა გაყოლას, მაგრამ პარტრიჯმა ღვინოზე დაპატი-
ჟა და ისიც სიამოვნებით დასთანხმდა. პედაგოგს ლოგინში
დაბრუნება ესიკვდილებოდა და ვინაიდან არ იცოდა, დიასახ-
ლისი რამდენ ხანში გამოეცლებოდა ხელიდან, ამიტომ თავი
დაიზღვია – ფორეიტორის თანდასწრებით ეშმაკთან და მის
მიმდევრებთან შეხვედრის საფრთხე არ ელოდა.
ამასობაში კიდევ ერთი ფორეიტორი გამოჩნდა. შესახვედ-
რად სიუზანი გაგზავნეს და მალევე საცხენოსნო სამოსში გა-
მოწყობილ ორ ახალგაზრდა ქალს შემოუძღვა, ერთ-ერთის
სამოსი ისეთი ძვირფასი მაქმანით იყო გაწყობილი, რომ ფო-
რეიტორი ფეხზე წამოხტა, დიასახლისი კი დიდი მოწიწებით
მიესალმა.
მდიდრულად ჩაცმულმა ქალმა გულმოწყალე ღიმილით
უთხრა დიასახლისს:
– თუ ნებას მომცეთ, მადამ, ცეცხლთან მივალ და გავთბები,
მაგრამ ძალიან გთხოვთ, ნურავინ წამოდგებით.
ეს პარტრიჯის გასაგონად იყო ნათქვამი, რომელმაც ოთა-
ხის მეორე ბოლოში გადაინაცვლა, ქალბატონის ულამაზესი
სამოსით გაოგნებულმა. ახალგაზრდა ლედი მართლაც პატი-
ვისცემას იმსახურებდა, ის ხომ ამქვეყნად ერთ-ერთი უმშვე-
ნიერესი არსება იყო.
პარტრიჯს ერთხელაც სთხოვეს, თავის ადგილს დაჰბრუნე-
ბოდა, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ ლედიმ ხელთათმანი გაიძრო
და ხელები ცეცხლს მიუფიცხა, მის ხელებს, დნობის გარ-
და,თოვლის ყველა თვისება ჰქონდათ. თანმხლებმა ქალმაც

565
გაიძრო ხელთათმანი, ამ ქალბატონის მოახლემ, მაგრამ ხე-
ლები გაყინულ ხბოს ხორცს უფრო მიუგავდა.
– იმედია, – თქვა მოახლემ, –ამაღამ გზის გაგრძელებას არ
იფიქრებთ. მეშინია, ისეთი დაღლილი ხართ, ამდენს ვერ
აიტანთ.
– რა თქმა უნდა, თქვენი მოწყალება ამას არ იფიქრებს, –
შესძახა დიასახლისმა, – ოჰ, ღმერთო ჩემო! ამაღამ გზის გაგ-
რძელება? ნება მომეცით, შეგეხვეწოთ, ამას ნუ გააკეთებთ...
ვახშმად ხომ არაფერს მიირთმევთ? შემიძლია ცხვრის ხორცი
და ქათამი შემოგთავაზოთ.
– მგონი, მადამ, – თქვა ლედიმ, – უფრო საუზმის დროა,
ვიდრე ვახშმის. მაგრამ მე არაფერი მინდა, თუ დავრჩები, ერ-
თი-ორი საათით მოვისვენებ. თუმცა, თუ შეიძლება, მადამ, ცო-
ტა მშრალ საკ-ვეის დავლევდი.
– დიახ, მადამ, – შესძახა დიასახლისმა, – შესანიშნავი
თეთრი ღვინო მაქვს.
– საკ-ვეი არ გაქვთ? – ჰკითხა ლედიმ.
– როგორ არ მაქვს, მთელ ქვეყანაში საუკეთესო, მაგრამ
ნება მომეცით, გთხოვოთ, იქნებ რამე მიაყოლოთ.
– გეფიცებით, ერთ ლუკმასაც ვერ ჩავიდებ, – უპასუხა ლე-
დიმ, – ძალიან დამავალებთ, თუ საძინებელს დროზე გამიმზა-
დებთ, სამ საათში ისევ გზას უნდა დავადგეთ.
– სიუზან, – გასძახა დიასახლისმა, – „ველურ ბატში“ ცეც-
ხლი ხომ არ ჩამქრალა? ძალიან ვწუხვარ, მადამ, საუკეთესო
ოთახები დაკავებულია. ახალგაზრდა სკვაირი გაჩერდა ჩვენ-
თან და კიდევ რამდენიმე დიდგვაროვანი.
სიუზანმა დიასახლისს უთხრა, „ველურ ბატში“ ირლანდი-
ელ ჯენტლმენებს სძინავთო.
– რას ჰგავს ახლა ეს? – თქვა დიასახლისმა,‒რატომ არ და-

566
ტოვე ერთი საუკეთესო ოთახი, ხომ იცი, დღე არ გავა, ვინმე
დიდებული არ შემოვიდე. თუ მართლა ჯენტლმენები არიან,
ლედის დაუთმობენ ოთახს.
– ჩემი გულისთვის ნურავის ნუ შეაწუხებთ, – უთხრა ლე-
დიმ, – თუ წესიერი ოთახი გაქვთ, ჩემთვის საკმარისია. ნუ
დარდობთ ჩემ გამო.
– ო, მადამ, – შესძახა დიასახლისმა, – როგორ არ მაქვს
რამდენიმე კარგი ოთახი, ოღონდ არც ერთი თქვენი შესაფე-
რისი არ არის. მაგრამ, თუ თქვენ ასე გსურთ, კი ბატონო, სი-
უზან, ამწამს ბუხარი დაანთე „ვარდში“. ახლავე წამობრძანდე-
ბით, თქვენო მოწყალებავ, თუ ბუხართან ინებებთ ცოტა ხანს
დარჩენას?
– მგონი, უკვე გავთბი, – უპასუხა ლედიმ, – წამოვალ, ისე-
დაც შევაწუხე ხალხი, განსაკუთრებით კი ის ჯენტლმენი (პარ-
ტრიჯს გულისხმობდა). არ მინდა, ასეთ ამინდში ბუხარს მოვ-
წყვიტო ვინმე.
და მოახლესთან ერთად გაჰყვა დიასახლისს, რომელსაც
ორი სანთელი ეჭირა ხელში და გზას უნათებდათ.
კეთილი ქალი სამზარეულოში რომ შებრუნდა, მთელი სა-
ზოგადოება ახალგაზრდა ლედის ქება-დიდებაში იყო. სრულ-
ყოფილ სილამაზეს მართლაც რაღაც ისეთი ძალა აქვს, რო-
მელსაც ვერაფერი დაუდგება წინ. მართალია, დიასახლისს არ
ესიამოვნა, ვახშამი რომ არ შეუკვეთეს, მაგრამ ასე თქვა, ძა-
ლიან საყვარელი გოგოაო. პარტრიჯი სრულიად ექსტრავა-
განტური ფრაზებით ამკობდა ლედის გარეგნობას, ვერც მისი
მოოქრული სამოსით აღტაცებას მალავდა. ფორეიტორი ბიჭი
გულკეთილობას უქებდა და მეორე ფორეიტორიც მხარს უბამ-
და – ნამდვილად კეთილი ქალბატონია, პირუტყვიც კი ეცოდე-
ბა, მთელი გზა მეკითხებოდა, სწრაფად რომ მივდივართ, ცხე-

567
ნები ხომ არ დაიღლებიანო და აქ რომ გავჩერდით, ასე მით-
ხრა, რამდენსაც შეჭამენ, იმდენი შვრია აჭამეო.ასეთია თავა-
ზიანობის ხიბლი და ამგვარ ქებას იმსახურებს ნებისმიერი
ადამიანისგან. ცნობილ მკერავ მისის ჰასის შევადარებდი. ეს
ქალბატონი ქალის სილამაზეს კიდევ უფრო ააშკარავებდა,
მის ნაკლოვანებებს კი მშვენივრად ნიღბავდა. ახლა, როცა
მკითხველს თავაზიანი მანერის მომხიბვლელობა ვაჩვენეთ,
სამართლიანობა გვავალდებულებს, საპირისპიროც შევთავა-
ზოთ.

თავი 4
მოიცავს შეუცდომელ საშუალებებს, თუ როგორ შეიძლება
მოიპოვო საყოველთაო ზიზღი და უპატივცემულობა

ახალგაზრდა ლედიმ თავი დადო თუ არა ბალიშზე, მისი მო-


ახლე სამზარეულოში დაბრუნდა. იმ დელიკატესებით სურდა
პირის ჩატკბარუნება, რაზედაც მისმა ქალბატონმა უარი გა-
ნაცხადა.
საზოგადოებამ ფეხზე ადგომით ისევე სცა პატივი მოახლეს,
როგორც ადრე მის ქალბატონს, მაგრამ მოახლეს, ქალბატო-
ნისგან განსხვავებით, არ უთქვამს, შეგიძლიათ დასხდეთო. და
ალბათ გაუჭირდებოდათ კიდეც ამის გაკეთება, რადგან ისე
მოკალათდა სკამზე, ბუხრის წინ მთელი ადგილი დაიკავა. მე-
რე მოითხოვა, ქათამი შემიბრაწეთო, თან დასძინა, თხუთმეტ
წუთში მზად თუ არ იქნება, აღარ დაველოდებიო. მართა-
ლია,ქათამი ჯერ ქანდარაზე იჯდა და ვიდრე შეიწვებოდა, უნდა
დაეჭირათ, დაეკლათ და გაეპუტათ, მაგრამ დიასახლისი მა-

568
ინც ყველაფერს მოასწრებდა, ოღონდ სტუმარი უნებურად შე-
ესწრო fourberie-ს43 და დიასახლისიც იძულებული გახდა,
ეღიარებინა, რომ ქათამი ჯერ დაკლული არ იყო.
– სამაგიეროდ, მადამ, – უთხრა მოახლეს, – შემიძლია
ცხვრის ნებისმიერი ნაჭერი შემოგთავაზოთ.
– ესე იგი, ფიქრობთ, – უთხრა მოახლემ, – რომ ცხენის კუ-
ჭი მაქვს და შუაღამისას ცხვრის ხორცს შევჭამ? ეტყობა, სას-
ტუმროს მეპატრონეებს გგონიათ, ყველა თქვენისთანაა. უკე-
თესს არც ველოდი ასეთ საცოდავ სასტუმროში, მიკვირს, აქ
როგორ გაჩერდა ჩემი ქალბატონი. ალბათ მხოლოდ მედუქ-
ნეები და ჩოდრები შემოდიან აქ.
დიასახლისი ძალიან გაბრაზდა, მაგრამ სიბრაზე დასძლია
და თავი იმით დაიმშვიდა, რომ უთხრა, ღვთის წყალობით, ჩემ-
თან მხოლოდ ღირსეული ხალხი ჩერდებაო.
– მოიცა რა, – იყვირა მოახლემ, – მე მასწავლით ღირსეულ
ხალხს? ახლა ნუღარ ცდი ჩემს მოთმინებას და მითხარი, რა
გაქვს ვახშმად. ცხენის ხორცს ვერ შევჭამ, მაგრამ ძალიან მში-
ერი ვარ.
– სიმართლე გითხრათ, მადამ, ვერაფრით გასიამოვნებთ.
უნდა გამოგიტყდეთ, რომ არც არაფერი მაქვს, ცივი ხბოს ხორ-
ცის გარდა, და ისიც, მგონი, ჯენტლმენის მსახურებმა მოამ-
თავრეს.
– ქალო, – უთხრა მოახლემ (შემოკლებით ასე ვუწოდოთ),
– ძალიან გთხოვ, მოთმინება არ დამაკარგვინო. ერთი თვის
ნამარხულები რომ ვიყო, მაგათ ხელშენახებს როგორ შევჭამ.
ნუთუ ამ წყეულ სახლში წესიერი არაფერი გაქვთ?
– კვერცხზე და ბეკონზე რას იტყვით, მადამ?

43
ეშმაკობას
569
– კვერცხი ახალი დადებულია? დარწმუნებული ხართ ბე-
კონი თხლად დაჭერი, ვერ ვიტან ვერაფერს მსხვილს.
ის იყო, დიასახლისმა დანა მოიმარჯვა, რომ სტუმარმა შე-
აჩერა:– კეთილო ქალბატონო, დაჟინებით მოვითხოვ, ჯერ ხე-
ლები დაიბანე; მე ძალიან აზიზი ქალი ვარ და აკვნიდან ხელის
გულზე მატარებდნენ.
დიასახლისს უკვე ძალიან უჭირდა თავის მოთოკვა, სიუ-
ზანს რაც შეეხება, ისევე უძნელდებოდა ხელების დამორჩი-
ლება, როგორც დიასახლისს – ენის, თუმცა ენას მაინც ვერ
დააჭირა კბილი და ჩაილაპარაკა, მეც შენნაირი სისხლი მაქ-
ვსო და რაღაც უხამსობა მიაყოლა.
ვიდრე ვახშამი მზადდებოდა, მოახლემ უკმაყოფილება გა-
მოთქვა, მისაღებ ოთახში რატომ არ ანთია ბუხარიო, მაგრამ
უკვე გვიანი იყო ამაზე წუხილი.
– ისე, სამზარეულოში ვახშმობა ჩემთვის რაღაც სიახლე
იქნება, ადრე სამზარეულოში არასოდეს მიჭამია, – მერე ფო-
რეიტორებს მიუბრუნდა და ჰკითხა, – თქვენ რატომ საჯინიბო-
ში არ ხართ ცხენებთან? მადამ, თუკი აქ უნდა ვივახშმო, ძალი-
ან გთხოვთ, ვიღაც მდაბიოებს ნუ დამისვამთ გვერდით, თქვენ
რაც შეგეხებათ, სერ, – პარტრიჯს მიმართა, – თქვენ ჯენ-
ტლმენს ჩამოჰგავხართ და შეგიძლიათ დარჩეთ. მე წესიერი
ხალხის შეწუხება არ მსურს.
– დიახ, დიახ, მადამ, – მიუგო პარტრიჯმა, – მე ჯენტლმენი
ვარ და გარწმუნებთ, ჩემი შეწუხება არც ისე ადვილია. Non
semper vox casualis est verbo nominativus44.
ქალმა ლათინური შეურაცხყოფად მიიღო და უპასუხა:
– შეიძლება ჯენტლმენი ხართ, მაგრამ რა ჯენტლმენური
საქციელია, ქალს რომ ლათინურად ელაპარაკებით.

44
სახელი ყოველთვის სახელობით ბრუნვაში არ გვხვდება (ლათ)
570
პარტრიჯმა რაღაც თავაზიანად უთხრა და ისევ ლათინური
ფრაზით დაამთავრა. მოახლემ ცხვირი აუბზუა და იმით დაკმა-
ყოფილდა, რომ ვითომ დიდი სწავლული ხარო, უთხრა.
სუფრა გააწყვეს და მოახლე დელიკატური ქალბატონის
კვალობაზე მეტისმეტად მადიანად შეექცა ვახშამს. მერე მე-
ორე ულუფა შეუკვეთა და ვიდრე მიართმევდნენ, იკითხა:
– ესე იგი, მადამ, აქ ხშირად დიდებულებიც სტუმრობენ?
– ამჟამადაც ბევრი მყავს. ახალგაზრდა სკვაირი ოლვორ-
თი მათ შორის, რომელსაც ეს ჯენტლმენი იცნობს.
– და ვინ არის ეს ახალგაზრდა სკვაირი ოლვორთი?
– ვინ იქნება, – უთხრა პარტრიჯმა, – დიდი სკვაირ ოლვორ-
თის ვაჟია.
– გეფიცებით, ძალიან უცნაურ რამეს ამბობთ. მე ვიცნობ
სკვაირ ოლვორთის და მას ვაჟი არ ჰყავს.
დიასახლისმა ყურები დაცქვიტა, პარტრიჯი კი, ცოტა არ
იყოს, დაიბნა. ცოტა ყოყმანის მერე, ასე უთხრა:
– მადამ, მას ყველა მისტერ ოლვორთის ვაჟად იცნობს.
მართალია, დედამისი ცოლად არ შეურთავს, მაგრამ მისი შვი-
ლია და მისი მემკვიდრე, გვარად ჯონსი.
ეს რომ გაიგონა, მოახლეს ლუკმა გაუვარდა და შესძახა:
– მაოცებთ, სერ! მისტერ ჯონსი ახლა ამ სასტუმროშია?
– Quare non?45 (რატომაც არა?) ნამდვილად ასეა.
მოახლემ ჩქარ-ჩქარა მოამთავრა დარჩენილი ვახშამი და
თავისი ქალბატონის ოთახს მიაშურა. მათ დიალოგს მომდევ-
ნო თავს დავუთმობთ.

თავი 5

45
რატომაც არა (ლათ)
571
შევიტყობთ, ვინ არიან სინამდვილეში თავაზიანი ლედი
და მისი უკმეხი მოახლე

როგორც შროშანებს შორის ჩარგულ დამასკოს ვარდს ივ-


ნისის თვეში სიკაშკაშე შეემატება; ან საფურე ხბო მაისის სა-
ამურ თვეში აყვავებულ მინდორს სურნელოვან სუნთქვას მო-
აფრქვევს; ან როგორც ყვავილობის თვეში, აპრილში, ნაზი და
ერთგული მტრედი, ლამაზ ტოტზე ჩამომჯდარი, თავის შეყვა-
რებულზე ფიქრობს, ისე საოცრად მომხიბვლელ და ტკბილ
სოფიას (რადგანაც ის ახალგაზრდა ლედი სოფია იყო) საყვა-
რელი თავი მკლავზე ჩამოედო და თავის ტომიზე ოცნებობდა.
როგორი კეთილი და უცოდველი გულიც უძგერდა, სახეც ისე-
თივე მშვენიერი ჰქონდა. სწორედ ამ დროს მოახლე შემოვი-
და, პირდაპირ მის საწოლთან მიირბინა და შესძახა:
– მადამ, როგორ გგონიათ, ვინ არის ახლა ამ სასტუმროში?
სოფია დაფრთხა და ჰკითხა:
– იმედია, მამაჩემი არ დაგვეწია.
– არა, მადამ, ის არის, ას მამას რომ გირჩევნიათ. ამ წუთს
ამ სასტუმროში მისტერ ჯონსია გაჩერებული.
– მისტერ ჯონსი! – თქვა სოფიამ, – შეუძლებელია! ნუთუ
ასე გამიმართლა?
მოახლემ დაუდასტურა, ასეაო და ქალბატონმა იმწამსვე
ჯონსის დასაძახებლად გაგზავნა, დაუყოვნებლივ უნდოდა მას-
თან შეხვედრა.
მისის ონორი სამზარეულოდან გავიდა თუ არა, დიასახ-
ლისმა, გულში რაც ბოღმა დაჰგროვებოდა, ყველაფერი გად-
მოაფრქვია, ნაგვის ურნას რომ დაცლი, ისე. პარტრიჯმაც შე-
აწია თავის მხრივ ლანძღვა, თან (როგორც არ უნდა გაუკვირ-
დეს მკითხველს) მარტო მოახლეს კი არ მისდგა, უმწიკვლო
სოფიასაც გადასწვდა.
572
– კასრსაც ქაშაყის სუნი ასდის, – შესძახა მან, – სწორია
ნათქვამია: Noscitur a socio46 . მართალია, მდიდრულად ჩაც
მული ლედი უფრო კულტურულია, მაგრამ მაინც დიდი ვერა-
ფერი შვილები არიან. ორი ბატელი ბოზი, მე მითქვამს, ღირ-
სეული ქალბატონები ღამით, მსახურების გარეშე არ მგზავ-
რობენ.
– მართალს ბრძანებთ, როგორ ზუსტად თქვით, ღირსეული
ხალხი ვახშამს უკვეთავს და მერე უნდათ მიირთმევენ და უნ-
დათ – არა.
ამ საუბარში რომ იყვნენ, მისის ონორი სამზარეულოში
შებრუნდა და დაუყოვნებლივ მისტერ ჯონსის გაღვიძება მოს-
თხოვა დიასახლისს, ჩემს ქალბატონს მისი ნახვა სურსო. დი-
ასახლისმა პარტრიჯს გადააბარა – მისი მეგობარი ის არის, მე
არასოდეს შევდივარ კაცების ოთახში, განსაკუთრებით, ჯენ-
ტლმენებისო, და დაბღვერილი გავიდა ოთახიდან. ახლა პარ-
ტრიჯს მიმართა ონორმა, მაგრამ უარი მიიღო – ჩემი მეგობა-
რი გვიან დაწვა დასაძინებლად და ძალიან გაბრაზდება, ახლა
რომ გავაღვიძოო. მისის ონორი დაჟინებით ითხოვდა ჯონსის
გაღვიძებას – კი არ გაგიბრაზდება, ცას ეწევა სიხარულითო.
– სხვა დროს შეიძლება, მაგრამ ახლა არა, – თქვა პარ-
ტრიჯმა, – ერთი ქალი საკმარისია ზომიერი კაცისთვის.
– ერთ ქალში რას გულისხმობთ, ყმაწვილო?
– მე თქვენი ყმაწვილი არ ვარ, – უთხრა პარტრიჯმა და დას-
ძინა, ჯონსი ახლა საწოლში წევს ქალთან ერთადო და ისეთი
ფრაზა იხმარა, არ გავკადნიერდები, აქ მოვიყვანო. მისის
ონორი ისე გაცეცხლდა, სულ თავხედი უძახა, მერე საჩქაროდ
ქალბატონთან გაიქცა ყველაფრის მოსახსენებლად. სოფიას
რომ უყვებოდა, კიდევ უფრო გააზვიადა, თითქოს პარტრიჯის

46
ადამიანს მეგობრით იცნობ (ლათ)
573
სიტყვები ჯონსს ეკუთვნოდა და ლანძღა და ლანძღა ჯონსი,
ქალბატონს კი ურჩია, ეგ კაცი თქვენი ღირსი არ არის და უნდა
თავიდან ამოიგდოთო. მერე მოლი სიგრიმის ისტორია გაიხს-
ენა, სოფიას მიტოვება სხვანაირად შემოაბრუნა, რასაც, უნდა
ვაღიარო, იმჟამინდელი ვითარებაც ცოტა წაეხმარა.
სოფია ისე წახდა, ეს ამბავი რომ გაიგო, მოახლის გაჩუმე-
ბის თავი არ ჰქონდა. ბოლოს, როგორც იქნა, შეაწყვეტინა და
უთხრა:
– ამას ვერასოდეს დავიჯერებ, ვიღაც არამზადამ ცილი
დასწამა ალბათ, შენ ამბობ, მეგობრისგან გავიგეო, რომელი
მეგობარი გათქვამს საიდუმლოს.
– ალბათ, მისი მაჭანკალია, – თქვა ონორმა, – ეგეთი შე-
უხედავი არავინ შემხვედრია. ისე, მისტერ ჯონსისთანა აღვი-
რახსნილ კაცს ალბათ არაფერი ესირცხვილება.
სიმართლე გითხრათ, პარტრიჯის საქციელი მიუტევებელი
იყო, მაგრამ იმღამინდელი ნაყლაპი ჯერ არ განელებოდა, დი-
ლით კიდევ ერთი პინტა ღვინო დაამატა ან უფრო ალაოს
სპირტი, რადგან მსხლის სიდრი ისეთი სუფთა არ არის. თავის
ის ნაწილი, რომელიც ბუნებამ სასმლის რეზერვუარად გამო-
ყო, საკმაოდ თხელი ჰქონდა, მცირე რაოდენობაც ავსებდა, მე-
რე იქიდან დამჭერი გულისკენ უხსნიდა გზას და ყველა სა-
იდუმლო გარეთ იღვრებოდა. ის დამჭერებიც არ უვარგოდა.
მისი ხასიათი უკეთ რომ წარმოგიდგინოთ, პარტრიჯი ძალიან
პატიოსანი კაცი გახლდათ, ცნობისმოყვარე კი იყო და სულ
სხვისი საიდუმლოს გაგებას ცდილობდა, მაგრამ, სამაგი-
ეროდ, თვითონაც პატიოსნად ფქვავდა, თუკი რამ იცოდა.
ვიდრე დარდისგან გატანჯულმა სოფიამ აღარ იცოდა, ვის-
თვის დაეჯერებინა ან რა ეღონა, სიუზანმა საკ-ვეი შემოიტანა.
მისის ონორმა იმწამსვე უჩურჩულა, თუ ვინმემ სიმართლე

574
იცის, მაგას ეცოდინებაო. სოფიას ეს აზრი ჭკუაში დაუჯდა და
ასე დაიწყო:
– მოდი აქ, გოგონა, და მითხარი სიმართლე, გპირდები,
კარგად დასაჩუქრდები. ამ სასტუმროში არის ახალგაზრდა
ლამაზი კაცი, ახალგაზრდა ლამაზი კაცი, რომელიც... – სოფია
გაწითლდა და დაიბნა, – ახალგაზრდა კაცი, რომელიც იმ ვი-
გინდარასთან ერთად ჩამოვიდა, ახლა სამზარეულოში რომ
ზის?
სიუზანმა უპასუხა:
– კი, არის.
– იმ ქალზე რამე იცი? – განაგრძო სოფიამ, – არ მაინტერე-
სებს, ლამაზია თუ არა, შეიძლება არც იყოს ლამაზი, მაგრამ
ამას მნიშვნელობა არა აქვს, იმ ქალზე რამე თუ იცი?
– მადამ, – ჩაერთო ონორი, – არ ვარგიხართ გამომძიებ-
ლად. გოგო, ის ახალგაზრდა კაცი ახლა იმ ბოზთან წევს ლო-
გინში?
სიუზანმა გაიღიმა და არაფერი უთქვამს.
– მიპასუხე, – უთხრა სოფიამ, – აი, შენ გინეა.
– გინეა, მადამ, – თქვა სიუზანმა, – ჩემმა ქალბატონმა რომ
გაიგოს, იმწამსვე გამიშვებს აქედან.
– ერთს კიდევ მოგცემ, – უთხრა სოფიამ, – და გპირდები,
შენი ქალბატონი ვერაფერს გაიგებს.
სიუზანი ცოტა შეყოყმანდა, მერე ფული გამოართვა და რაც
იცოდა, ყველაფერი უამბო, ბოლოს დასძინა:
– თუ ასე გაინტერესებთ, მადამ, შემიძლია ჩუმად შევიპარო
და ვნახო, თავის ლოგინში წევს თუ არა.
რა თქმა უნდა, სოფიას აინტერესებდა. სიუზანი გავიდა და
უარყოფითი პასუხით დაბრუნდა.
სოფია აკანკალდა და გაფითრდა. მისის ონორი ამშვიდებ-
და და სთხოვდა, იმ უღირს კაცზე აღარ იფიქროო.
575
– მადამ, – თქვა სიუზანმა, – ნუ მიწყენთ, თუ გავკადნიერ-
დები და გკითხავთ, სოფია ვესტერნი ხომ არ ბრძანდებით?
– ჩემი სახელი საიდან იცი?
– იმ ჯენტლმენმა გახსენათ, ახლა სამზარეულოში რომ ზის,
იმედია, არ გამიბრაზდებით.
– არა, რა თქმა უნდა, – უთხრა სოფიამ, – მომიყევი, რა
თქვა და კიდევ დაგასაჩუქრებ.
– რა ვიცი, – დაიწყო სიუზანმა, – იმ კაცმა თქვა, მადამ სო-
ფია... როგორ გითხრათ... – გაჩერდა, მაგრამ სოფიას წახა-
ლისებით და მისის ონორის ზეწოლით განაგრძო, – ასე თქვა,
რაც ალბათ ტყუილია, თქვენს მოწყალებას გაგიჟებით უყვარს
ახალგაზრდა სკვაირიო, ის კი ომში მიდის, თქვენ რომ გაგექ-
ცეთ. კი ვიფიქრე, ტყუილს ამბობს-მეთქი და ახლა როცა გნა-
ხეთ, ასეთი ლამაზი, მდიდარი და დახვეწილი ლედი უბრალო
ქალში გაცვალო, თან გათხოვილ ქალში, ძალიან არაბუნებ-
რივი მეჩვენება.
სოფიამ მესამე გინეაც მისცა სიუზანს და უთხრა, არავისთან
დაგცდეს სიტყვა, არც ჩემი ვინაობა გაამხილო და ფორეი-
ტორს გადაეცი, ახლავე გასამგზავრებლად მოემზადოსო.
მარტონი რომ დარჩნენ, მოახლეს განუცხადა, არასოდეს
ასე დამშვიდებული არ ვყოფილვარო.
– ის არათუ არამზადა, სულმდაბალი არსებაა. სხვას რამეს
კიდევ ვაპატიებდი, მაგრამ ასე უტიფრად როგორ მომიხსენია!
მეზიზღება. მე კი მშვიდად ვარ, მართლა ასეა, ძალიან მშვი-
დად.
და ისე ატირდა, ცრემლის გუბე დააყენა. სოფია ტიროდა და
მოახლეს არწმუნებდა, ძალიან მშვიდად ვარო, როცა სიუზანი
შემოვიდა და აუწყათ, ცხენები შეკაზმულიაო. ამ დროს ერთმა

576
უჩვეულო აზრმა გაუელვა სოფიას, მოიფიქრა, როგორ მიეხ-
ვედრებინა ჯონსი, რომ ამავე სასტუმროში იყო და თუ ოდნავ
კიდევ უყვარდა, მისთვის ეს კარგი სასჯელი იქნებოდა.
მკითხველს ემახსოვრება პატარა მუფტა, რომელიც ადრე
უკვე ვახსენეთ. მისტერ ჯონსთან განშორების შემდეგ, სოფია
მას არც დღე იცილებდა ხელიდან, არც ღამე და იმ წუთსაც ეკე-
თა. მან ზიზღით მოიხსნა ეს მუფტა, ფურცელზე თავისი სახელი
დაწერა და მიამაგრა, მერე სიუზანს სთხოვა, მუფტა ჯონსის ცა-
რიელ ლოგინზე დაედო და თუ ვერ ნახავდა, დილით როგორმე
ეცადა, თვალში მოეხვედრებინა.
ამის შემდეგ სოფიამ მისის ონორის ვახშმის ფული გადაი-
ხადა, ანგარიშში ისიც ნაგულისხმევი იყო, რომ შეიძლებოდა
თავადაც ეჭამა რამე, კიდევ ერთხელ დაარწმუნა ონორი, კარ-
გად ვარო და გზას გაუდგნენ.

თავი 6
სხვა ამბებთან ერთად, მოგიყვებით პარტრიჯის
მოხერხებულობაზე, ჯონსის სიშმაგესა და
ფიცპატრიკის სიშტერეზე
დილის ხუთ საათს გადაცილებული იყო, სტუმრების მეორე
პარტიამ რომ გაიღვიძა და სამზარეულოში ჩავიდა, მათ შორის
იყვნენ სერჟანტი და მეეტლე. უკვე შერიგებულებმა ღვინო შეს-
წირეს მსხვერპლად ანუ, ჩვენებურად რომ ვთქვათ, გემრიე-
ლად გადაკრეს.
ქეიფის დროს ყველაზე აღსანიშნავი პარტრიჯის საქციელი
იყო. როდესაც სერჟანტმა მეფე ჯორჯის სადღეგრძელო შესვა,
პარტრიჯმა მხოლოდ მეფე ახსენა, მართალია, თავისი სურვი-
ლის წინააღმდეგ მიდიოდა ომში, დალევით ვერ დალევდა

577
სურვილის წინააღმდეგ. ჯონსი თავის საძინებელში რომ დაბ-
რუნდა (საიდან დაბრუნდა, მოგვიტევეთ, ვერ მოგიყვე-
ბით),პარტრიჯი გამოიძახა და სასიამოვნო საზოგადოებას
მოსწყვიტა. პარტრიჯმა გაპრანჭული შესავლის შემდეგ ჯონსს
უთხრა, ნება მომეცით, რაღაც გირჩიოთო:
– როგორი სამართლიანია ძველი გამონათქვამი, რომ ხან-
დახან ბრძენმა შეიძლება სულელის რჩევა იღოს ყურად. მინ-
და გირჩიოთ, დაბრუნდით შინ და ეს horrida bella47 ეს სის-
ხლიანი ომები სხვებს მიანდეთ, ვინც დენთის ყლაპვას კმაყო-
ფილდება, რადგან სხვა საჭმელი არა აქვს. ყველამ იცის, რომ
შინ არაფერი გაკლდათ და თუ ასეა, რატომ დატოვეთ იქაურო-
ბა?
– პარტრიჯ, – შესძახა ჯონსმა, – თქვენ მხდალი კაცი ხართ,
ამიტომ ძალიან მინდა, თავად დაბრუნდეთ შინ და მე ნუღარ
შემაწუხებთ.
– ბოდიში მომითხოვია, – იყვირა პარტრიჯმაც, – მე ამას
უფრო თქვენ გამო ვამბობდი, ღმერთმა იცის, ჩემი მდგომა-
რეობა არაა სახარბიელო, რაც შეეხება სიმხდალეს, მხდალი
არ ვარ და პისტოლეტები და მუშკეტები ჩემთვის იგივეა, რაც
საბავშვო ტკაცუნები. ერთხელ ყველა კვდება და რა მნიშვნე-
ლობა აქვს, ეს როგორ მოხდება? შეიძლება სულაც ცოცხალი
დავრჩე და მხოლოდ ხელი ან ფეხი დავკარგო. გარწმუნებთ,
სერ, ასეთი გულადი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ და თუ თქვენ
გადაწყვეტილი გაქვთ ომში წასვლა, მეც მოგყვებით. ოღონდ,
ნება მომეცით, ჩემო მოსაზრება შემოგთავაზოთ. თქვენისთანა
ჯენტლმენისთვის ფეხით სიარული შეურაცხმყოფელია, თავ-
ლში ორი-სამი კარგი ცხენი ჰყავთ და დარწმუნებული ვარ,

47
საშინელი ომები
578
სასტუმროს მეპატრონე უყოყმანოდ განდობთ, მაგრამ თუ რა-
ტომღაც იუარა, მე რამე ეშმაკობას ვიხმარ. მეფე მოგვიტევებს,
თქვენ ხომ მეფისთვის საომრად მიდიხართ.პარტრიჯს პატიოს-
ნება და გამჭრიახობა თანაბრად ჰქონდა მიმადლებული და,
ჩვეულებრივ, ეს მხოლოდ წვრილმან ამბებში ვლინდებოდა.
არასოდეს გაბედავდა, ისეთ თაღლითობაზე წასულიყო, საიმე-
დო რომ არ ჰგონებოდა, სახრჩობელას მეტად უწევდა ანგა-
რიშს, ვიდრე წესიერებას და ფიქრობდა, რომ ეს დანაშაული
უსაფრთხო იქნებოდა – ჯერ ერთი, სასტუმროს მეპატრონის-
თვის მისტერ ოლვორთის სახელი საკმარისი უნდა ყოფილიყო
და თუ საქმე ცუდად შემობრუნდებოდა, ჯონსს ერთ მხარეს
ჰყავდა მეგობრები, თვითონ – მეორე მხარეს და ასე მშვენივ-
რად დაიზღვევდნენ თავს.
ჯონსი როცა მიხვდა, პარტრიჯი სერიოზულად სთავაზობდა
ქურდობას, მწარედ გაკიცხა, მაგრამ პარტრიჯმა ყველაფერი
ხუმრობაში გადაიტანა და თემაც შეცვალა: მგონი, მართლა
ძალიან გარყვნილ სახლში მოვხვდით, შუაღამისას ძლივს და-
ვაკავე, ორი ქალი გივარდებოდათ ოთახშიო.
– აჰა! – შესძახა, – მაინც შემოსულან აქ. ეს მუფტა ერთ-
ერთს ეკეთა გუშინ.ღამით ჯონსი ოთახში რომ დაბრუნდა, ბნე-
ლოდა და ლოგინში ჩაწოლისას მუფტა ძირს გადმოაგდო.
პარტრიჯი უკვე ჯიბეში აპირებდა მის ჩადებას, რომ ჯონსმა უთ-
ხრა, აბა ერთი, შემახედეო. ის მუფტა ისეთი საუცხოო იყო,
ჯონსს მისი ცნობა თანდართული ინფორმაციის გარეშეც არ
გაუჭირდებოდა, თუმცა გონების დაძაბვა არც მოუხდა, რადგან
ზედ მიმაგრებულ ფურცელზე „სოფია ვესტერნი“ ამოიკითხა.
იმწამსვე სახე შეეშალა და იყვირა:
– ღმერთო! ეს მუფტა აქ როგორ მოხვდა?

579
– თქვენზე მეტი არც მე ვიცი, – უთხრა პარტრიჯმა, – მაგრამ
დავინახე, ერთ ქალს, ღამე თქვენი შეწუხება რომ უნდოდა,
ხელზე ეკეთა.
– სად არის ახლა? – იყვირა ჯონსმა, საწოლიდან წამოხტა
და ტანსაცმელს ხელი დაავლო.
– სავარაუდოდ, რამდენიმე მილის იქით უკვე, – თქვა პარ-
ტრიჯმა. ჯონსს მეტი არაფერი უკითხავს, ისედაც ზუსტად იცო-
და, რომ მუფტა მის საყვარელ სოფიას ეკუთვნოდა.
წარმოუდგენელია, აღწერო, იმ წუთს როგორ იქცეოდა ან
რას ფიქრობდა, ან როგორ გამოიყურებოდა ჩვენი გმირი. მე-
რე კარგად შეუკურთხა პარტრიჯს და არც თავის თავს დააკლო
გინება. სასწრაფოდ უბრძანა შეძრწუნებულ მეგობარს, რო-
გორც გინდა, იშოვე ცხენები, მივდივართო და რამდენიმე წუთ-
ში ჩაცმულ-დახურულმა ქვევით ჩაირბინა, საკუთარი ბრძანე-
ბა თვითონვე რომ შეესრულებინა.
მაგრამ ვიდრე განვაგრძობთ, უნდა უკან დავბრუნდეთ და
მოგიყვეთ, რა მოხდა მას შემდეგ, რაც პარტრიჯი ჯონსმა
ოთახში გამოიძახა.
სერჟანტი თავის პოლკთან ერთად ახალი წასული იყო, რო-
ცა სამზარეულოში ორი ირლანდიელი შევიდა და დაიჩივლა,
ხმაურმა მთელი ღამე არ დაგვაძინაო. ეტლი, რომლითაც
ახალგაზრდა ლედი და მისი მოახლე ჩამოვიდნენ, მკითხველს
შეიძლება მათი კუთვნილება ეგონა, მაგრამ ასე არ ყოფილა.
ის ახლა მისი პატრონისთვის, ბატელი მისტერ კინგისთვის უნ-
და დაებრუნებინათ. მისტერ კინგი ერთ-ერთი უმდიდრესი და
უპატიოსნესი ცხენების გამქირავებელი იყო და მის ეტლს
გულწრფელად ვურჩევდი მკითხველს, თუ იმ გზით იმგზავრებს
და არ არის გამორიცხული, ჩვენს ისტორიაში მოყვანილი მე-
ეტლე და ეტლიც შეხვდეს.

580
მეეტლეს ჯერ მხოლოდ ორი მგზავრი ჰყავდა და რომ გა-
იგო, მაკლაკლინი ბატში მიდიოდა, ზომიერ ფასად წაყვანა
შესთავაზა. მეჯინიბისგანაც იცოდა, რომ მისტერ მაკლაკლი-
ნის ვორჩესტერში დაქირავებული ცხენი უფრო დიდი სი-
ამოვნებით დაუბრუნდებოდა თავის მეგობრებს, ვიდრე გზას
გააგრძელებდა, რადგან აღნიშნულ ცხოველს ორფეხა უფრო
ეთქმოდა, ვიდრე ოთხფეხა.
მისტერ მაკლაკლინმა იმწამსვე მიიღო შეთავაზება და მე-
გობარიც შეაგულიანა, მეოთხე ადგილი დაეკავებინა. ფიცპატ-
რიკს ძვლები სტკიოდა და ცხენით მგზავრობას ეტლი ამჯობი-
ნა, თან დარწმუნებული იყო, ბატში ცოლს იპოვიდა.
მაკლაკლინი მეტი გამჭრიახობით გამოირჩეოდა, ვიდრე
ფიცპატრიკი და როცა გაიგო, ვიღაც ლედი ჩესტერიდან ჩამო-
სულიყო, ეჭვი გაუჩნდა, იქნებ სულაც ფიცპატრიკის ცოლი
იყოო და მეგობარს გაანდო ეს ეჭვი, რომელსაც ასეთი რამ აზ-
რადაც არ მოსვლია. სიმართლე რომ ითქვას, ფიცპატრიკი იმ
ადამიანთაგანი იყო, ბუნებამ ნაუცბადევად რომ შექმნა და
თავში ტვინის ჩადება გადაავიწყდა.
ასეთი კაცები უვარგის მწევრებს ჰგვანან, თვითონ ვერასო-
დეს ხვდებიან, კვალი რომ დაკარგეს და როცა უფრო გონიერი
ძაღლები პირს გააღებენ, ისინიც იმავეს იმეორებენ, სუნს კი
არ მიჰყვებიან, უბრალოდ, მთელი ძალით წინ გარბიან. ახლაც
იგივე მოხდა, როგორც კი მაკლაკლინმა თავისი მოსაზრება
გაუზიარა, ფიცპატრიკმა იმწამსვე აიტაცა, ასე იქნებაო და კის-
რისტეხით გავარდა, ცოლს მოულოდნელად რომ დასდგომო-
და თავზე, ოღონდ არ იცოდა, ქალი რომელ ოთახში იყო. სამ-
წუხაროდ (ფორტუნა ხომ ხშირად ამასხარავებს ჯენტლმენებს,
რომლებსაც მხოლოდ მისი იმედი აქვთ), შუბლით შეიტანა
რამდენიმე კარი, მაგრამ ვერსად მიაგნო. ჩემ მიმართ უფრო

581
გულმოწყალე გამოდგა ფორტუნა და ასეთი შესაფერისი შედა-
რება მომაგონა მწევრებზე, მით უფრო, რომ საწყალი ქალი შე-
იძლება სამართლიანად შეგვედარებინა კურდღლისთვის. იმ
პაწია მშიშარა ცხოველივით, ისიც ყურებს დაცქვეტს მდევრის
ხმის გაგონებაზე, ისიც კურდღელივით აკანკალებული გარბის
და ჩვეულებრივ მასაც ეწევიან ხოლმე და კლავენ.
ოღონდ ახლა ეს შემთხვევა არ ყოფილა, რადგან უშედეგო
ძებნის შემდეგ მისტერ ფაცპატრიკი სამზარეულოში დაბრუნ-
და, სადაც, თითქოს მართლა ნადირს არის დადევნებულიო,
როხროხით შემოვიდა უცნობი ჯენტლმენი და ფეხდაფეხ ბევრი
თანმხლები შემოჰყვა.
ახლა, მკითხველო, აუცილებელია, რაღაც გაცნობო და თუ
უკვე მიხვდი, უფრო გონიერი ყოფილხარ, ვიდრე მეგონე. ამ
ამბავს მომდევნო თავისთვის შევინახავ.

თავი 7
რომელშიც ეპტონის სასტუმროს თავგადასავლები სრულდება

უპირველეს ყოვლისა, უნდა გაცნობოთ, რომ სასტუმროს


ახალი სტუმარი, არც მეტი არც ნაკლები, სკვაირი ვესტერნი
გახლდათ და თავისდა ბედად ორი საათით ადრე რომ ჩამობ-
რძანებულიყო, არათუ ქალიშვილს იპოვიდა, არამედ ძმის-
წულსაც, რომელიც მისტერ ფიცპატრიკის ცოლი გახლდათ.
ძმისწულს ბრძენი ლედი, მადამ ვესტერნი მზრუნველობდა,
მაგრამ თურმე ხუთი წლის წინ გაექცა.
ისიც დაახლოებით იმავე დროს გავიდა სასტუმროდან, რო-
ცა სოფია. ქმრის ხმაზე გაეღვიძა, დიასახლისი მოიხმო და ყვე-

582
ლაფერი რომ შეიტყო, ძალიან დიდი თანხა შესთავაზა, გასაქ-
ცევად ცხენები რომ ეშოვა. ამ ოჯახში ფულს დიდი ძალა ჰქონ-
და და, მართალია, დიასახლისს იმდენი რომ სცოდნოდა, რამ-
დენიც მკითხველმა იცის, მოახლეს ქრთამის აღებისთვის გა-
აგდებდა, მაგრამ ქრთამზე უარის თქმა თავადაც უჭირდა.
მისტერ ვესტერნი და ძმისწულის ქმარი ერთმანეთს არ იც-
ნობდნენ, მაგრამ რომც სცნობოდა, მისტერ ვესტერნი არც შე-
იმჩნევდა, რადგან მათ ჩუმად იქორწინეს, რაც სკვაირისთვის
მიუღებელი იყო. იმ დღიდან საწყალი თვრამეტი წლის გოგო
რაღაც ურჩხულივით მოიკვეთა და მისი სახელის ხსენებაც აკ-
რძალა.
სამზარეულოში დიდი არეულობა დატრიალდა, მისტერ
ვესტერნი ქალიშვილის ამბებს არკვევდა, ფიცპატრიკი – ცო-
ლისას და ამ დროს ჯონსი შემოვიდა, სოფიას მუფტით ხელში.
ჯონსის დანახვაზე მისტერ ვესტერნმა შეჰყვირა, მონადი-
რეები სამსხვერპლოს რომ მოჰკრავენ თვალს, ისე. მიირბინა
მასთან, ხელი ჩასჭიდა და თქვა, მელა ვიპოვეთ, ძუკნაც სადმე
ახლოს იქნებაო. მომდევნო წუთების ჟარგონის გადმოცემა არ
არის იოლი, თან ყველა ერთად ლაპარაკობდა, თანაც თითოე-
ული თავისას გაიძახოდა და არც მკითხველისთვის იქნება წა-
საკითხად სასიამოვნო.ჯონსმა თავი გაითავისუფლა და ჩვენმა
გმირმა განაცხადა, ლედის შესახებ მე არაფერი ვიციო. ამ
დროს მღვდელმა საპლმა თქვა:
– როგორ უარყოფ, როცა ხელში დანაშაულის სამხილი გი-
ჭირავს, შემიძლია დავიფიცო, რომ ეს მადამ სოფიას მუფტაა.
– ჩემი შვილის მუფტა! – იყვირა განრისხებულმა სკვაირმა,
– ჩემი შვილის მუფტა აქვს? ახლავე სასამართლოში წავიყვან,
სად არის სოფია, შე არამზადა?

583
– დამშვიდდით, სერ, – უთხრა ჯონსმა, – ვიცი, რომ ეს მუფ-
ტა თქვენი შვილის არის, მაგრამ, გეფიცებით, მე ის არ მინა-
ხავს.
ამ სიტყვებზე ვესტერნმა მოთმინება საბოლოოდ დაკარგა
და სიბრაზისგან დამუნჯდა.
მსახურებმა ფიცპატრიკს უთხრეს, ვინ იყო მისტერ ვესტერ-
ნი. კეთილმა ირლანდიელმა გადაწყვიტა, ხელსაყრელი შემ-
თხვევა მომეცა, ბიძაჩემს გამოვადგე და მისი კეთილგანწყობა
მოვიპოვოო და ჯონსს მიუბრუნდა:
– სერ, როგორ არ გრცხვენიათ, ტყუილს რომ ამბობთ, ჩემი
თვალით გნახეთ ლოგინში ამ ჯენტლმენის ქალიშვილთან ერ-
თად.
მერე ვესტერნს შესთავაზა, თქვენი ქალიშვილის ოთახს
გაჩვენებთო. სკვაირი, მღვდელი და კიდევ ვიღაცები მისის უო-
თერსის საძინებლისკენ გაემართნენ და ისევე უხეშად შეცვივ-
დნენ იქ, როგორც ადრე ფიცპატრიკი.
საცოდავ ქალს გაეღვიძა და შეძრწუნებულმა თავის სა-
წოლთან ბედლამიდან გამოქცეული კაცი იხილა. სწორედ ასე
გამოიყურებოდა შეშლილი და დაბნეული მისტერ ვესტერნი.
ქალს შეხედა თუ არა, შეცბა და ვიდრე დაილაპარაკებდა, ხე-
ლით ანიშნა დანარჩენებს, ის არ არის, ვისაც ვეძებთო.
ქალები რეპუტაციას უფრო უფრთხილდებიან, ვიდრე სი-
ცოცხლეს, ამიტომ, რადგანაც რეპუტაციას საფრთხე არ ემუქ-
რებოდა, ამჯერად ლედი ისე ხმამაღლა არ აყვირებულა, რო-
გორც წინა ღამით. მარტო რომ დარჩა, დაძინებაზე აღარც
უფიქრია და ვინაიდან საკმარისი მიზეზი ჰქონდა, უკმაყოფი-
ლო ყოფილიყო სასტუმროთი, სასწრაფოდ ჩაცმა დაიწყო.
ამასობაში მისტერ ვესტერნმა მთელი სახლი გადააბრუნა
და გაწბილებული დაბრუნდა სამზარეულოში, სადაც მის მსა-
ხურებს ჯონსი ჰყავდათ დაკავებული.
584
ხმაურზე მთელი სასტუმრო წამოიშალა, თუმცა ჯერ გათენე-
ბულიც არ იყო. მათ შორის ერთი დარბაისელი ჯენტლმენი
ერია, რომელსაც ჰქონდა პატივი, ვორჩესტერის მომრიგებე-
ლი მოსამართლე ყოფილიყო. ეს რომ გაიგო ვესტერნმა, იმ-
წამსვე შესჩივლა მოსამართლეს. მოსამართლემ უარი განაც-
ხადა, საქმე აღეძრა, ჯერ ერთი, კლერკი არ ახლდა და არც კა-
ნონების წიგნი არ ჰქონდა თან, ყველაფერი თავში ხომ არ მექ-
ნება შენახული გაპარული ქალიშვილების და მაგდაგვარების
საქმეებზეო.
აქ მისტერ ფიცპატრიკმა დახმარება შესთავაზა, საზოგა-
დოებას მოახსენა, იურიდიული განათლება მაქვსო (და მარ-
თლაც სამი წელი ჩრდილოეთ ირლანდიაში ვექილის კლერ-
კად იმსახურა, მერე უფრო კეთილშობილი ცხოვრების წესი
არჩია და ინგლისში ჩამოვიდა, სადაც დაეუფლა პროფესიას,
რომელსაც განათლება საერთოდ არ სჭირდება, ანუ ჯენტლმე-
ნი გახდა და თუ რამდენად წარმატებული, ამაზე უკვე მოგახსე-
ნეთ).მისტერ ფიცპატრიკმა განაცხადა, გაპარულ ქალიშვი-
ლებთან დაკავშირებით კანონი არ არსებობს, მაგრამ მუფტის
მოპარვა უეჭველად დანაშაულია, მით უმეტეს, სამხილი ხელ-
ში უპოვეს და საკმარისია, საქმე რომ აღიძრასო.
სწავლული თანაშემწით და სკვაირის დაჟინებული თხოვნით
შეგულიანებული მოსამართლე ბოლოს ჩაჯდა მსაჯულის სა-
ვარძელში, ჯონსის ხელში მუფტა შეათვალიერა და მღვდლის
ფიცის საფუძველზე, რომ მუფტა მის ვესტერნის საკუთრება
იყო, ფიცპატრიკს დააწერინა ბრძანება ჯონსის დაჭერის შესა-
ხებ, რომელსაც თვითონ მოაწერდა ხელს.
ჯონსი სიტყვის ჩაგდებას ითხოვდა და, როგორც იქნა, მის-
ცეს უფლება. მან მოწმედ პარტრიჯი მოიყვანა, რომელმაც ეს
მუფტა იპოვა, ამას გარდა, სიუზანმაც განაცხადა, სოფიამ თა-
ვად მომცა ეს მუფტა და მითხრა, ჯონსის ოთახში შემეტანაო.
585
სამართლიანობის სიყვარულმა უბიძგა სიუზანს, ეს ეთქვა
თუ ჯონსის სანდომიანმა გარეგნობამ, ჩემი გადასაწყვეტი არ
არის, მაგრამ მისი ჩვენების შემდეგ მოსამართლე სავარძლის
ზურგს მიეყრდნო და თქვა, თუ ადრე ყველაფერი ჯონსის წინა-
აღმდეგ მეტყველებდა, ახლა მის სასარგებლოდ მეტყველებ-
სო. მღვდელმაც დაუმოწმა, ღმერთი გვიკრძალავს უდანაშაუ-
ლო ადამიანის დასჯასო. დაპატიმრებული გაათავისუფლეს და
საქმე დაიხურა.
მისტერ ვესტერნმა ყველა იქ დამსწრეს კარგად შეუკურ-
თხა, ბრძანა, ცხენები შეკაზმეთო და გავიდა. არც კი გაუხედავს
ფიცპატრიკისკენ, რომელიც ასე თავგამოდებული ცდილობდა
ესიამოვნებინა. ამას გარდა, სიბრაზისგან ან ალბათ უფრო
სიჩქარის გამო, საბედნიეროდ, დაავიწყდა, ჯონსისთვის მუფ-
ტა გამოერთმია, საბედნიეროდ-მეთქი, იმიტომ ვთქვი, რომ
ჯონსი მოკვდებოდა და მუფტას ვერ დათმობდა.
ჯონსმა სასტუმროს ანგარიში გადაიხადა და მეგობარ პარ-
ტრიჯთან ერთად საყვარელი სოფიას საპოვნელად გასწია, გა-
დაწყვეტილი ჰქონდა, ვიდრე არ იპოვიდა, ძებნას არ შეწ-
ყვეტდა. მისის უოთერსთან დამშვიდობება არ შეეძლო, მასზე
ფიქრიც ზიზღს ჰგვრიდა, მართალია, შეგნებულად არა, მაგ-
რამ ამ ქალმა ხელი შეუშალა, შეხვედროდა სოფიას, ვისი სა-
მუდამო ერთგულებაც შეჰფიცა თავს.
რაც შეეხება მისის უოთერსს, მან ხელსაყრელი შემთხვევა
გამოიყენა და ორ ირლანდიელ ჯენტლმენთან ერთად ბატის-
კენ მიმავალ ეტლში ჩაჯდა. დიასახლისს ნათხოვარ კაბაში
ორმაგი თანხა გადაუხადა. მგზავრობისას მისის უოთერსი და
ფიცპატრიკი შერიგდნენ. ქალს ის საკმაოდ სანდომიანიც მო-
ეჩვენა და ყველანაირად ცდილობდა, მისთვის ცოლის დაკარ-
გვით გამოწვეული დარდი გაექარწყლებინა.

586
ასე დასრულდა ეპტონის სასტუმროს უჩვეულო თავგადა-
სავლები. იქ დღემდე იხსენებენ საყვარელ და მომხიბვლელ
სოფიას, რომელსაც სომერსეტშირელი ანგელოზი შეარქვეს.

თავი 8
ჩვენი ისტორია უკან ბრუნდება

ვიდრე ამ ისტორიას გავაგრძელებთ, ალბათ საჭიროა,


ძველ ამბებს გადავხედოთ, რათა ეპტონის სასტუმროში სოფი-
ას და მამამისის უჩვეულო გამოჩენა ავხსნათ.
მკითხველს ემახსოვრება, რომ მეშვიდე წიგნის მეცხრე
თავში სოფიას სიყვარულსა და მოვალეობას შორის უნდა გა-
ეკეთებინა არჩევანი და როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე,
უპირატესობა სიყვარულს მიანიჭა.
თავსატეხი, როგორც ვნახეთ, მამის ვიზიტის შემდეგ წარ-
მოიშვა. მამას სურდა, ქალიშვილი ძალით გაეთხოვებინა და
დარწმუნებული იყო, რომ მისგან თანხმობა მიიღო, სოფიამ
ხომ განუცხადა, შენს ბრძანებას არასოდეს შევეწინააღმდეგე-
ბიო.
მომდევნო საღამოს წარმატებით ნასიამოვნებმა სკვაირმა
კარგად მოილხინა. ვინაიდან ის გულღია კაცი იყო და სხვების-
თვისაც უნდოდა სიხარულის გაზიარება, სამზარეულოში ყვე-
ლას ლუდით გაუმასპინძლდა და თერთმეტი საათისთვის
მთელ სახლში, მისის ვესტერნის და სოფიას გარდა, ფხიზელი
არავინ იყო.
დილით ადრე სკვაირმა ბლაიფილის დასაპატიჟებლად კა-
ცი აფრინა. შვილისგან თანხმობა რაც მიიღო, ერთი სული
587
ჰქონდა, სოფიას ეს თავისი პირით ეთქვა ბლაიფილისთვის.
ქორწილს რაც შეეხება, წინა საღამოს ოჯახის მამრობითი სქე-
სის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, მეორე დილით დაენიშ-
ნათ.
საუზმისთვის სუფრა მისაღებ ოთახში გაშალეს, იქ იყვნენ
მისტერ ბლაიფილი, სკვაირი და მისი და. სკვაირმა სოფიას და-
საძახებლად მსახური გაგზავნა.
ოჰ, შექსპირო! ნეტავი, შენი კალამი მქონდეს! ოჰ, ჰოგართ!
ნეტავი, შენი ფუნჯი მქონდეს! მაშინ შევძლებდი დამეხატა სა-
ცოდავი მსახურის სახე, გადაფითრებულის, მზერაშეყინულის,
აკანკალებული კბილს კბილზე რომ აკაწკაწებდა და ენა დაბ-
მოდა:
„ასევე სულით დაცემული, გადატეტკილი,
მწუხარებისგან გატეხილი და პირგამშრალი,
როდესაც ღამით პრიამოსის ფარდა გადახსნა,
რომ ემცნო მისთვის – ტროა ცეცხლში გაეხვიაო.“

ის ოთახში შემოვიდა და მოახსენა, მადამ სოფია ვერსად


ვნახეო.
– ვერ ნახე! – იყვირა სკვაირმა და სკამიდან წამოხტა, –
ჯანდაბა! სად, როდის, რა მოხდა... ვერ ნახე, სად?
– ძმაო, – ჭეშმარიტი პოლიტიკოსის გულგრილობით უთ-
ხრა მისის ვესტერნმა, – ყოველთვის ასე იცი გადარევა. დარ-
წმუნებული ვარ, ჩემი ძმისწული ბაღშია გასული. თავს სულ ვე-
ღარ თოკავ, შეუძლებელია უკვე ამ სახლში ცხოვრება.
– არა, არა, – მიუგო სკვაირმა და ისევე უცებ დაწყნარდა,
როგორც აღელდა, – ეგ არაფერი, მაგრამ, ვერ ვიპოვეო, რომ
მითხრა, გულმა რეჩხი მიყო.
მერე ბრძანა, ბაღში ზარი დარეკეთო და კმაყოფილი თავის
ადგილზე დაჯდა.

588
ძნელი წარმოსადგენია ორი ისეთი განსხვავებული ადამი-
ანი, როგორიც ეს და-ძმა იყვნენ. თუ ძმა დიდი შორსმჭვრეტე-
ლობით არ გამოიჩეოდა, იმწამს რა ხდებოდა, არ გამოეპარე-
ბოდა, მისი და კი ყოველთვის წინ იყურებოდა, მაგრამ ცხვირ-
წინ ვერაფერს ამჩნევდა და საამისო მაგალითებს მკითხველი
უკვე არაერთხელ გადააწყდა. და ხშირად წინასწარმეტყვე-
ლებდა იმას, რაც არასოდეს სრულდებოდა, ძმა კი ბევრად
მეტს ხედავდა, ვიდრე სინამდვილეში იყო.
თუმცა ახლა საქმეს სხვა პირი უჩანდა და ბაღიდანაც იგივე
ამბავი მოიტანეს – მადამ სოფიას ვერ პოულობდნენ.
სკვაირი გარეთ გავარდა და მთელ ხმაზე სოფიას სახელს
გაჰკიოდა, ისე ხმამაღლა და ისე ხმის ჩახლეჩამდე ყვიროდა,
როგორც ალბათ ჰერაკლე ეძახდა ჰილასს. პოეტი ამბობს,
ლამაზი ახალგაზრდას სახელს მთელი სანაპირო ექოდ აბრუ-
ნებდაო და იქაც ყველაფერი – სახლი, ბაღი, მინდვრები – სო-
ფიას სახელს იმეორებდა, თანაც კაცის ხრინწიან და ქალის
წიკვინა ხმას ექო ისე ტკბილად ახმოვანებდა, რომ თუკი მარ-
თლა არსებობს ეს არსება, ოვიდიუსს მგონი სქესი შეეშალა.
დიდი ხნის შფოთვის მერე, ფილტვები საკმარისად რომ გა-
დაღალა, სკვაირი მისაღებ ოთახში შებრუნდა, სადაც მისის
ვესტერნი და მისტერ ბლაიფილი ისხდნენ და გულგატეხილი
სავარძელში ჩაესვენა.
მისის ვესტერნმა ძმის დამშვიდება სცადა:
– ძმაო, ვწუხვარ, ასე რომ მოხდა; ჩემი ძმისწული ოჯახის-
თვის შეუფერებლად მოიქცა, მაგრამ ყველაფერი შენი ბრა-
ლია და მხოლოდ საკუთარ თავს თუ ეტყვი მადლობას. მისი
აღზრდისას ჩემს რჩევებს ყურად არ იღებდი და შედეგიც მივი-
ღეთ. ათასჯერ მითქვამს, თავის ნებაზე ნუ მიუშვებ-მეთქი, მაგ-
რამ შენ რას შეგაგნებინებდი, რამდენი ვეცადე, აღმომეფხვრა

589
მისი თავნებობა და შენი მცდარი პოლიტიკა გამომესწორები-
ნა, მაგრამ ხელიდან გამომგლიჯე, ამიტომ მე პასუხს ნუ მომ-
თხოვ. მისი აღზრდა ჩემთვის რომ მოგენდო, ეს არ მოხდებო-
და. ამგვარად, თავი იმით დაიმშვიდე, რომ ყველაფერი შენი
ბრალია; აბა, რა გეგონა, ასე რომ ანებივრებდი?
– შენ ხომ ვისაც გინდა გააგიჟებ, – უპასუხა სკვაირმა, – მე
ვანებივრებდი? მე მივუშვი თავის ნებაზე? გუშინ არ იყო, რომ
დავემუქრე, თუ არ დამიჯერებ, ოთახში გამოგკეტავ და წყალზე
და პურზე იქნები-მეთქი? შენ იობსაც დააკარგვინებდი მოთმი-
ნებას.
– გაგიგონიათ?! – თქვა მისის ვესტერნმა, – ძმაო, მე რომ
ორმოცდაათი იობის მოთმინება არ მქონოდა, თქვენს გადამ-
კიდეს თავაზიანობა და ეტიკეტი სულ დამავიწყდებოდა. რა-
ტომ ჩაერიე? ხომ გეხვეწებოდი, მე მომანდე-მეთქი ეს საქმე?
ერთი მცდარი ნაბიჯით ყველაფერი წყალში ჩამიყარე. საღ გო-
ნებაზე მყოფი კაცი ქალიშვილს ასე დააშინებდა? რამდენჯერ
მითქვამს, რომ ინგლისელ ქალს მონასავით არ უნდა მოექცე.
ჩვენ მთელი სამყარო გვიცავს; ჩვენი გულის მოგება მხოლოდ
თავაზიანობით შეიძლება და არა უხეშობით, დაშინებით ან ცე-
მით. მადლობა ღმერთს, სალიკური სამართალი ჩვენთან არ
მოქმედებს. ძმაო, შენს უხეშ მანერებს, ჩემ გარდა, ვერც ერთი
ქალი ვერ აიტანს. არ მიკვირს, თუ ჩემი ძმისწული ისე შე-
შინდა, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგა. კიდევ გიმეორებ, ძმაო,
გახსოვდეს, რომ ყველაფერი შენი ბრალია. რამდენჯერ გირ-
ჩიე...
აქ მისტერ ვესტერნი წამოხტა, ერთი-ორჯერ შეიკურთხა და
გარეთ გავარდა.
როცა სკვაირი გავიდა, დამ ის კიდევ უფრო მწარედ გაკიცხა
და ბლაიფილისგან უსიტყვო თანხმობა მიიღო, ოღონდ მერე
ბლაიფილმა მისტერ ვესტერნის გამართლება მაინც სცადა, ეს
590
ყველაფერი გადამეტებული მამობრივი სიყვარულის ბრალია,
რასაც შეიძლება სისუსტე ვუწოდოთო.
– და, მით უმეტეს, არ ეპატიება, – უპასუხა ლედიმ, – ამ სიყ-
ვარულით ხომ საკუთარ შვილს ღუპავს.
ბლაიფილი იმწამსვე დაეთანხმა.
მერე მისის ვესტერნმა დიდი წუხილი გამოთქვა, ასეთი მი-
ღება რომ მოუწყვეს ბლაიფილს. ძმისწული მკაცრად გალან-
ძღა, მაგრამ მაინც ყველაფერი მამამისს გადააბრალა:
– სულ ასეთი ჯიუტი და უხეში იყო, ვერ ვაპატიებ თავს, ტყუ-
ილად რომ ვკარგავდი დროს და მის გამოსწორებას ვდილობ-
დი.
ამ საუბრის შემდეგ, რომელიც მკითხველს დიდად არ გაარ-
თობდა, ბლაიფილი შინ წავიდა, არცთუ დიდად კმაყოფილი
იმედგაცრუებით, თუმცა სკვეირის ფილოსოფია და ტვაკომის
ჩაგონებული რელიგიური მრწამსი დაეხმარა, უკეთ გადაეტა-
ნა ეს ყველაფერი, ვიდრე ყურებამდე შეყვარებული კაცი გა-
დაიტანდა

თავი 9
სოფიას გაქცევა

ახლა დროა, სოფიას დავუბრუნდეთ. მკითხველს თუ იმის


ნახევარი სიყვარული გაუჩნდა მის მიმართ, რაც მე მაქვს, მა-
შინ გაუხარდება, როცა შეიტყობს, რომ სოფია დაუსხლტა
მგზნებარე მამის და უემოციო თაყვანისმცემლის კლანჭებს.
თორმეტჯერ მიარტყა დროის რკინის მთვლელმა წკრიალა
ლითონს და ღამის შემოვლისთვის მოჩვენებები გამოიხმო,
ანუ თორმეტი საათი გახდა და როგორც გითხარით, მთელ სახ-
ლში ყველა მთვრალი იყო და ეძინა, გარდა მისის ვესტერნისა,

591
რომელიც დიდი გულისყურით კითხულობდა პოლიტიკურ პამ-
ფლეტს, და ჩვენი გმირისა, რომელიც ჩუმად ჩაიპარა ქვემოთ,
კარი გააღო და ჩქარი ნაბიჯით გაემართა დათქმული ადგი-
ლისკენ.
მართალია, ქალები არაერთ ხერხს იყენებენ უმნიშვნელო
მიზეზების გამო შიშის გამოსახატავად (თითქმის იმდენივეს,
რამდენსაც – კაცები შიშის დასამალად), მაგრამ, რა თქმა უნ-
და, გამბედავებიც არიან, რაც ხშირად მათთვის აუცილებელიც
არის, თავიანთი მოვალეობები რომ შეასრულონ. სინამდვი-
ლეში, ერთადერთი, რაც ქალის ხასიათს ეწინააღმდეგება, სი-
სასტიკეა და არა გაბედულება. როგორ შეიძლება სამარ-
თლიანად განდიდებული არიას ისტორია წაიკითხო და, სილა-
მაზის და სათნოების გარდა, მისი სიმამაცითაც არ აღფრთო-
ვანდე? ამავე დროს, ბევრი ქალი იქნებ თაგვის ან ვირთხის და-
ნახვაზე წივილ-კივილს იწყებდეს, მაგრამ შეუძლია ქმარი მო-
წამლოს ან იქამდე მიიყვანოს, რომ თავად მოიწამლოს თავი.
სოფიას ქალური სინაზე არ აკლდა, თუმცა საკმაოდ გაბე-
დულიც იყო. დათქმულ ადგილას რომ მივიდა და თავისი მო-
ახლე იქ არ დახვდა, მისკენ ცხენით მომავალი კაცი დაინახა,
მაგრამ არც დაუკივლია და არც გული წასვლია. მართალია,
პულსი ჩვეულებრივზე მეტად აუჩქარდა, რადგან, ჯერ ერთი,
გაუკვირდა და, მეორეც, ცოტა არ იყოს, შეშინდა, მაგრამ მა-
ლევე დაწყნარდა, როცა კაცმა ქუდი მოიხადა და ჰკითხა,
თქვენო მოწყალებავ, ვინმეს ხომ არ ელოდებითო, მერე კი
უთხრა, რომ ონორმა გამოგზავნა მის წასაყვანად.
სოფიას ეჭვის საფუძველი არ გააჩნდა, ამიტომ უყოყმანოდ
შემოუჯდა უცნობს ცხენზე და ხუთი მილით დაშორებულ ქა-
ლაქში, სადაც ონორი ელოდებოდა, მშვიდობიანად ჩავიდა.
ვინაიდან მოახლე სულსაც იმავე სამოსით იფარავდა, რითაც

592
სხეულს, ტანსაცმელს სხვას ვერავის ანდობდა, ამიტომ ნივთე-
ბის საყარაულოდ დარჩა, ქალბატონთან კი ზემოთ ხსენებული
კაცი გაგზავნა და საჭირო დარიგებები მისცა.
ქალებმა დაიწყეს ბჭობა, რა გზით აჯობებდა ლონდონში
წასვლა, მისტერ ვესტერნს რომ არ გადაჰყროდნენ, რადგან
იცოდნენ, რომ რამდენიმე საათში ის კვალში ჩაუდგებოდათ.
ონორს ისე ხიბლავდა ლონდონის გზა, უნდოდა პირდაპირ იქ
წასულიყვნენ, სოფიას არწმუნებდა, დილის რვა ან ცხრა სა-
ათამდე ვერ გაიგებენ, რომ გაიპარეთ და თუნდაც დანამდვი-
ლებით იცოდნენ, რომელ გზას დაადექით, მაინც ვერ დაგეწე-
ვიანო. მაგრამ სოფიას მცირეოდენი რისკიც აფრთხობდა, მი-
სი ბედი წყდებოდა და არც თავისი ნაზი ფეხების იმედი ჰქონ-
და, ამიტომ გადაწყვიტა, ოცი ან ოცდაათი მილი მაინც ევლოთ
სოფელ-სოფელ და მერეღა გადაეხვიათ ლონდონისკენ მიმა-
ვალ გზაზე. დაიქირავა ცხენები, მეეტლეს გაურიგდა, ოღონდ
ის არ გაუმხელია, რომ სინამდვილეში სულ სხვა მხარეს აპი-
რებდა გამგზავრებას და გაუდგნენ გზას.
მეგზურად ისევ ის კაცი გაჰყვათ, რომელმაც მამამისის სახ-
ლიდან წამოიყვანა. ამჯერად ამ მეგზურს უკან, იქ, სადაც ადრე
სოფია იჯდა, ბევრად მძიმე და ნაკლებად საყვარელი ტვირთი
ედო. ეს იყო უზარმაზარი ჩემოდანი, გამოსასვლელი კაბებით
დატენილი, ეტყობა, ონორი მათი წყალობით იმედოვნებდა,
კაცების გული მოენადირებინა და ლონდონში ბედს სწეოდა.
სასტუმროს ოდნავ რომ გასცდნენ, სოფია მეგზურს მიუახ-
ლოვდა და პლატონზე უფრო მეტად დაშაქრული ხმით სთხო-
ვა, პირველივე გადასახვევზე ბრისტოლის გზას დავადგეთო.
მკითხველო, მე ცრუმორწმუნე არ ვარ და არც თანამედრო-
ვე სასწაულების მჯერა, ვერც იმაზე დავდებ თავს, რომ სრულ
სიმართლეს ვყვები, მაგრამ ისტორიკოსის კეთილსინდისიე-

593
რება მავალდებულებს, თვითმხილველების მიერ დამოწმებუ-
ლი მოგითხროთ. ცხენი, რომელზედაც მეგზური იყო ამხედრე-
ბული, ისე მოიხიბლა სოფიას ნარნარა ხმით, რომ გაჩერდა და
გზის გაგრძელება აღარ უნდოდა.
იქნებ ნამდვილად ასე მოხდა, მაგრამ სასწაულს ალბათ არ
უნდა მივაწეროთ, რადგან სრულიად ბუნებრივი მიზეზით აიხ-
სნება. მეგზურმა (ჰუდიბრასის არ იყოს, მასაც მხოლოდ ერთი
დეზი ჰქონდა) მარჯვენა ქუსლი მოადუნა და შეიძლება ცხენი
ამიტომ გაჩერდა, თან ასეთი რამ საკმაოდ ხშირად ხდებოდა.
მაგრამ თუ სოფიას ხმამ მართლაც იმოქმედა ცხენზე, მხე-
დარზე ამას ვერ იტყოდით, ცოტა უკმეხად უპასუხა, ბატონმა
სხვა გზით მიბრძანა წასვლა და რომ არ დავემორჩილო, ად-
გილს დავკარგავო.
სოფია მიხვდა, რომ ამაოდ დაშვრა და ახლა ხმას მეტი მომ-
ხიბვლელობა შემატა, მომხიბვლელობა, ანდაზის თანახმად,
ერთ ადგილზე გაშეშებულ ფაშატს ჩორთით რომ გააქცევს;
მომხიბვლელობა, რომელსაც ჩვენს დროში უძლეველ ძალას
მიაწერენ, როგორც ანტიკურ ხანაში კარგ მჭევრმეტყველებას
მიაწერდნენ. ერთი სიტყვით, სოფია შეჰპირდა, ვერც კი წარ-
მოიდგენ, იმდენს გადაგიხდიო.
ეს შეპირება კაცმა თითქოს ცოტა ყურად იღო, მაგრამ მისმა
ბუნდოვანებამ გააღიზიანა, შეიძლება ეს სიტყვა გაგონილიც
არ ჰქონდა, მაგრამ მისი გაჯიუტების მიზეზი ნამდვილად გახ-
და. ასე თქვა, დიდებულებს ღარიბი ხალხის არ ესმით, ამას წი-
ნათ კინაღამ გამაგდეს, სკვაირ ოლვორთის სახლიდან ერთი
ჯენტლმენი სოფლის გზით გავიყვანე, მაგრამ რაც უნდა გადაე-
ხადა, ის არ გადამიხადაო.
– ვინ გაიყვანე? – დაინტერესდა სოფია.
– მგონი, სკვაირის ვაჟი იყო, ასე ამბობენ, ყოველ შემთხვე-
ვაში.
594
– საით? რა გზით წავიდა? – ჰკითხა სოფიამ.
– ბრისტოლის მხარეს, აქედან ოცი მილის დაშორებით.
– მეც იქით გამიძეხი და სამ გინეას მოგცემ, თუ ორი არ კმა-
რა, – უთხრა სოფიამ.
– გულწრფელად რომ გითხრათ, ორი გინეაც საკმარისია,
თუმცა დიდ რისკზე მივდივარ. ჩემი ბატონის ცხენი რომ მიმ-
ყავს, რა თქმა უნდა, ვცოდავ, მაგრამ თუ გამაგდებენ, ორი გი-
ნეა მაინც დამრჩება.
ასე მორიგდნენ და კაცმა ბრისტოლისკენ გადაუხვია. სო-
ფია ჯონსს მისდევდა და არაფრად აგდებდა ონორის პრო-
ტესტს, რომელსაც ჯონსის ნახვას ლონდონის ნახვა ერჩივნა.
საერთოდ, ონორი ჯონსს ცოტა უდიერად იხსენიებდა ქალბა-
ტონის თანდასწრებით. ადანაშაულებდა, ფულით ერთხელაც
არ დამასაჩუქრაო, სასიყვარულო ამბების დროს მოახლეები
ხომ ჩვეულებრივ კარგად ხეირობენ ხოლმე, მით უმეტეს, რო-
ცა დამალული სიყვარულია. ჩვენ ამას უფრო ჯონსის დაუდევ-
რობას მივაწერთ, ვიდრე სიძუნწეს, თუმცა ონორს ალბათ სხვა
მოსაზრება ჰქონდა. მან მთელი გულით შეიძულა ჯონსი და
შემთხვევას არ უშვებდა ხელიდან, ქალბატონთან არ გაელან-
ძღა, მაგრამ არ გაუმართლა და სწორედ იმ ქალაქში მოხვდა,
საიდანაც ჯონსმა მოგზაურობა დაიწყო და კიდევ უფრო არ გა-
უმართლა, რომ მაინცდამაინც ჯონსის მეგზურს შეეფეთა და
მისი მეშვეობით სოფიამ შემთხვევით რაღაც შეიტყო.
გამთენიისას ჩვენი მოგზაურები ჰამბრუკში ჩავიდნენ და იქ
ონორს, საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, დაევალა,
დაედგინა, რა მიმართულებით წავიდა ჯონსი. მართალია, ამას
მეგზურიც ეტყოდათ, მაგრამ სოფიას, არ ვიცი, რატომ, მის-
თვის არაფერი უკითხავს.
მისის ონორმა სოფიას ტრაქტირის მეპატრონისგან მიღე-
ბული ცნობები მოახსენა, სოფიამ კი უვარგისი ცხენები იშოვა
595
და იმ სასტუმროში მივიდნენ, სადაც ჯონსი უფრო ქირურგთან
უბედური შეხვედრის გამო შეყოვნდა, ვიდრე გატეხილი თავის.
ონორს იქაც დაავალეს, ყველაფერი გამოეკვლია და ის
იყო, დიასახლისს სიტყვა ჩამოუგდო და ჯონსი აღუწერა, რომ
შორსმჭვრეტელმა ქალმა, მდაბიურად რომ ვთქვათ, სუნი იკ-
რა. ამ დროს სოფია შემოვიდა და იმის ნაცვლად, მოახლის-
თვის გაეცა პასუხი, დიასახლისმა პირდაპირ ლედის მიმართა:
– ღმერთო ჩემო, ამას ვინ იფიქრებდა? ნუთუ ამათზე ლამა-
ზი წყვილი არსებობს? მადამ, აღარ მიკვირს, სკვაირს სულ
თქვენი სახელი რომ ეკერა პირზე. მითხრა, ამქვეყნად ყველა-
ზე ლამაზი ლედიაო და ასეც ყოფილა. ღმერთო, შეიბრალე
საწყალი კაცი! ისე მეცოდებოდა, რომ ვუყურებდი, ბალიშს ჩა-
ეხუტა და სულ საყვარელ სოფიას ეძახდა. როგორც შემეძლო,
ვეცადე, გადამეფიქრებინა ომში წასვლა, ასე ვუთხარი, საკმა-
რისნი არიან, ვინც მხოლოდ მოსაკლავად გამოდგება და ლა-
მაზ ქალბატონებს არ უყვართ-მეთქი.
– მგონი, ეს ქალი ვერ უნდა იყოს სრულ ჭკუაზე, – თქვა სო-
ფიამ.
– დიახაც რომ სრულ ჭკუაზე ვარ. როგორ ფიქრობთ, მე
არაფერი არ ვიცი? თვითონ მომიყვა.
– რა თავხედია! – შესძახა ონორმა.
– სულაც არ არის თავხედი, – შეეპასუხა დიასახლისი, –
მშვენიერი ახალგაზრდა ჯენტლმენია და გაგიჟებით უყვარს
მადამ სოფია ვესტერნი.
– ჩემი ქალბატონი უყვარს? ჩემს ქალბატონთან ფეხი არ
ჩაუვა.
– კარგი, ონორ, – შეაწყვეტინა სოფიამ, – ნუ უბრაზდები ამ
კეთილ ქალს, საწყენად ხომ არ უთქვამს.
– არც მიფიქრია თქვენი წყენინება, – თქვა სოფიას მშვიდი
ტონით შეგულიანებულმა დიასახლისმა და გრძლად დაიწყო
596
ამბის მოყოლა, რომელიც ნამდვილად მოსაწყენი მოგეჩვენე-
ბათ და რომლის ზოგიერთი ნაწყვეტი სოფიასთვის ცოტა შე-
ურაცხმყოფელი იყო, მოახლისთვის კი ძალიან, და მერე, რო-
ცა ამის საშუალება მიეცა, ჯონსი გაულანძღა სოფიას, რა სა-
ცოდავი ყოფილა და როგორ შეიძლება უყვარდეთ, თუ ასე
ლუდხანებში თქვენს სახელს აყრანტალებსო.
სოფიას ჯონსის საქციელი ამდენად გასაკიცხიც არ მოეჩვე-
ნა, შეიძლება ითქვას, ესიამოვნა კიდეც, ასე შმაგად რომ ავ-
ლენდა მისდამი სიყვარულს (რაც, როგორც სხვა ყველაფერი,
დიასახლისმა ცოტა გააზვიადა) და მხოლოდ მის ექსტრავა-
განტურობას ან უფრო თავშეუკავებლობას და გულწრფელო-
ბას მიაწერა.
თუმცა ამ ინციდენტმა, ონორმა რომ მერე გაახსენა და თან
ძალიან ოდიოზურ ფერებში დაუხატა, ხელი შეუწყო, ეპტონის
უსიამოვნო ამბები დაეჯერებინა და დაეხმარა მოახლეს, და-
ერწმუნებინა ქალბატონი, სასტუმრო ჯონსის უნახავად დაეტო-
ვებინა.
დიასახლისმა რომ ნახა, სოფია არც დარჩენას აპირებდა
და არც რამის ჭამას, მალევე გაეცალა. ონორმა თავისი ქალ-
ბატონი დაიმარტოხელა და ფრთები გაშალა, გრძელი შესავ-
ლის მერე მოაგონა, რომ ლონდონში აპირებდნენ წასვლას და
რომ პატიოსანი ქალები ახალგაზრდა ყმაწვილებს არ უნდა
დასდევდნენ, ბოლოს კი სერიოზული შეგონებით დაასრულა:
– ღვთის გულისათვის, მადამ, დაფიქრდით იმაზე, თუ რას
აპირებთ და საით მიემართებით!
ისეთი რჩევა მისცა ლედის, რომელმაც უკვე ორმოცი მილი
გამოიარა და თან წელიწადის არც ისე სასიამოვნო დროს,
რომ შეიძლება სულელური მოგეჩვენოს კაცს. არადა, წესით,
უნდა ეფიქრა, რომ სოფიას ყველაფერი აწონ-დაწონილი და

597
მტკიცედ გადაწყვეტილი ჰქონდა და მისის ონორი, მისი გადაკ-
რული ნათქვამებიდან გამომდინარე, ალბათ ასეც ფიქრობდა.
ეჭვი არ მეპარება, რომ იმავე აზრისაა ბევრი მკითხველიც და
მას შემდეგ, რაც სოფიას გადაწყვეტილების შესახებ შეიტყვეს,
ალბათ გარყვნილ ქალად შერაცხეს.
სინამდვილეში ასე არ ყოფილა. სოფია ბოლო ხანს გახლე-
ჩილი იყო იმედსა და შიშს, მოვალეობასა და მამის სიყვა-
რულს, ბლაიფილის სიძულვილს და ჯონსის სიყვარულს (რა-
ტომ არ უნდა ვაღიაროთ სიმართლე?) შორის; მამამისის, მამი-
დის, ყველა დანარჩენის და, განსაკუთრებით, ჯონსის საქცი-
ელმა ეს დაბნეულობა კიდევ უფრო გაუმძაფრა და ისეთ
მდგომარეობაში იყო, როცა არ ვიცით, რას ვაკეთებთ ან საით
მივდივართ, ან კიდევ საერთოდ გულგრილები ვართ ყველაფ-
რის მიმართ.
მოახლის კეთილგონივრული და ბრძნული რჩევის მერე,
სოფიამ ცივი გონებით დაიწყო ფიქრი და გადაწყვიტა, ჯერ
გლოსტერში ჩასულიყო და იქიდან პირდაპირ ლონდონში.
სამწუხაროდ, ვიდრე ქალაქში ჩააღწევდნენ, იმ შარიან ად-
ვოკატს გადაეყარნენ, რომელმაც ჯონსთან ერთად ისადილა.
ადვოკატი ონორს კარგად იცნობდა და გამოელაპარაკა. სო-
ფიას მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მხოლოდ დაინტე-
რესდა, ვინ არისო, მაგრამ როცა ონორმა მოახსენა, ვინც იყო
და რა სისწრაფითაც მოგზაურობდა ხოლმე და ისიც, ნათქვამი
რომ ჰქონდა, გლოსტერში მივდივართო, სოფია შეშფოთდა,
მამაჩემმა მისი დახმარებით არ მოგვაკვლიოსო. ეჭვი შეუჩ-
ნდა, გლოსტერიდან ლონდონში თუ გაემგზავრებოდა, მამა
უთუოდ დაეწეოდა და ამიტომ გადაწყვეტილება შეცვალა, ერ-
თი კვირით ცხენები დაიქირავა და, მოახლის სურვილის საპი-
რისპიროდ, სულ სხვა გზას დაადგა.

598
სოფიამ ჩაი მიირთვა და ორი საათით წამოწვა, ვიდრე ცხე-
ნები გასამგზავრებლად მზად იქნებოდნენ და საღამოს თერ-
თმეტ საათზე მისის უაითფილდის სასტუმრო დატოვა. ისინი
პირდაპირ ვორჩესტერის გზას დაადგნენ და ოთხ საათში უკვე
იმ სასტუმროში იყვნენ, სადაც ჩვენ ბოლოს ვნახეთ.
ახლა, როცა დაწვრილებით მოგიყევით ჩვენი გმირის მოგ-
ზაურობაზე ეპტონამდე, რამდენიმე სიტყვით გეტყვით, მამამი-
სი როგორ მოხვდა იქ. პირველი ცნობა მან მეგზურისგან მი-
იღო, რომელმაც სოფია ჰამბრუკში ჩაიყვანა, იქიდან ადვი-
ლად გაჰყვა მის კვალს გლოსტერამდე; გლოსტერიდან ადვი-
ლად მიაგნო ეპტონში, რადგან იქ შეიტყო, რომ ჯონსი ეპ-
ტონში მიდიოდა (პარტრიჯი ხომ, სკვაირის გამოთქმა რომ
ვიხმაროთ, ყველგან სუნს ტოვებდა) და ეჭვი არ ეპარებოდა,
რომ სოფიაც იქით გაემგზავრა ან, მისი სიტყვებით რომ
ვთქვათ, იქით მოკურცხლა. სინამდვილეში ძალიან უკმეხი
ფრაზა იხმარა, რომელსაც აქ არ მოვიყვანთ, მას მხოლოდ მე-
ლიებზე მონადირეები გაიგებენ, თუმცა ისინი ისედაც მიხვდე-
ბიან, რა ვიგულისხმე.

599
წიგნი XI
მოიცავს დაახლოებით სამ დღეს

თავი 1
პურის ქერქი კრიტიკოსებისთვის

წინა შესავალ თავში ჩვენ მეტისმეტი სითამამით განვიხი-


ლეთ კრიტიკოსებად წოდებულ შემზარავ ადამიანთა წრე,
რომლებიც ითხოვენ და იღებენ კიდეც პირმოთნეობას ავტო-
რებისგან. ამიტომაც ახლა ჩვენ ამ შთამბეჭდავ ჯგუფს ისე გა-
ვაშუქებთ, როგორც არასოდეს არავის გაუშუქებია.
სიტყვა „კრიტიკა“ ბერძნული წარმოშობისაა და სამსჯავ-
როს ნიშნავს. ვფიქრობ, ბევრს არ ესმის ორიგინალის მნიშ-
ვნელობა და ინგლისური თარგმანიდან დაასკვნეს, რომ სამ-
სჯავროს ის იურიდიული გაგებით ნიშნავს და ხშირად მსჯავ-
რის დადების სინონიმად მიიჩნევენ.
მე ამ მოსაზრებისკენ ვიხრები, რადგან ბოლო წლებში კრი-
ტიკოსების დიდი ნაწილი მართლაც იურისტი გახდა. ბევრი ამ
ჯენტლმენთაგან გულგატეხილია იმით, რომ ვესტმინსტერში
600
ადგილი ვერ მოიპოვა და თეატრის სკამს დასჯერდა, სადაც
ასამართლებს კიდეც და ულმობლადაც განაქიქებს.
ჯენტლმენებს ალბათ ესიამოვნებოდათ, სახელმწიფოს ყვე-
ლაზე ღირსეულ და მნიშვნელოვან თანამდებობასთან შედა-
რებას რომ დავჯერებოდით და ასეც მოვიქცეოდით, მართლა
მათი კეთილგანწყობის მოპოვება რომ გვდომებოდა; მაგრამ
ვინაიდან ჩვენ გადავწყვიტეთ, გულწრფელად და პირუთვნე-
ლად განვიხილოთ ეს ჯგუფი, უნდა შევახსენოთ, რომ სასა-
თლოში უფრო დაბალი რანგის ადამიანებიც არიან, რომლებ-
საც განაჩენიც გამოაქვთ და აღასრულებენ კიდეც და რაღაც
მსგავსება მათთანაც არსებობს.
მაგრამ თანამედროვე კრიტიკოსები შეიძლება სამარ-
თლიანად და მართებულად წარმოვიდგინოთ ჩვეულებრივ ცი-
ლისმწამებლებად. თუკი ადამიანი, რომელიც სხვის მიმართ
ცნობისმოყვარეობას მხოლოდ იმიტომ იჩენს, რომ მისი ნაკ-
ლი აღმოაჩინოს და ამხილოს, ცილისმწამებლის სახელს იმსა-
ხურებს, რატომ არ შეიძლება კრიტიკოსს, რომელიც ასეთივე
ბოროტი განზრახვით კითხულობს წიგნს, მართებულად ვუწო-
დოთ ცილისმწამებელი?
მჯერა, რომ ბოროტებას არ ჰყავს სხვა ისეთი უნამუსო მო-
ნა, საზოგადოებას არ უშვია ისეთი საძაგელი მავნებელი და
არც ეშმაკს ეყოლება მასზე უკეთესი და სასურველი სტუმარი,
როგორიც ცილისმწამებელი კაცია. სამყაროს, ვშიშობ, ისე არ
ეთაკილება ცილისმწამებლებთან ურთიერთობა, როგორც იმ-
სახურებენ და კიდევ უფრო მეტად იმ მიზეზის დადგენის მეში-
ნია, რატომაც იჩენს მათ მიმართ დანაშაულებრივ გულმოწყა-
ლებას. მართლაც რომ, ქურდი მათთან შედარებით უცოდვე-
ლია და ხანდახან მკვლელსაც შეიძლება გაუძნელდეს გაჯიბ-
რება დანაშაულის სიმძიმეში, რადგან ცილისმწამებელი ყვე-

601
ლაზე სასტიკი იარაღით არის აღჭურვილი, ცილისწამებით მი-
ყენებული ჭრილობა უკურნებელია. მხოლოდ და მხოლოდ
მკვლელობის ყველაზე უნამუსო და საძაგელ სახეს მოეძებნე-
ბა ზუსტი ანალოგი იმ მანკიერებასთან, რომელსაც ახლა გან-
ვიხილავთ და ეს არის ადამიანის მოწამვლა – შურისძიების
ისეთი ნამუსგარეცხილი საშუალება და ისეთი ამაზრზენი,
ჭკვიანური იყო, ოდესღაც ჩვენი კანონები მკვლელობის სხვა
სახეებისგან რომ გამოარჩევდა და უფრო მკაცრ სასჯელს ით-
ვალისწინებდა ამ დანაშაულისთვის.
გარდა იმისა, რომ ცილისწამება საშინელი მავნებლობაა,
მისი მეთოდები კი უნამუსო, არსებობს კიდევ სხვა ვითარება,
რაც უფრო ამძიმებს მის სისასტიკეს: ცილს ხომ ხშირად უმიზე-
ზოდ სწამებენ და იშვიათია, ცილისმწამებლები დასაჩუქ-
რდნენ, თუ, რა თქმა უნდა, ისინი სხვის გაუბედურებას და გა-
ნადგურებას არ მიიჩნევენ საჩუქრად.
შექსპირმა დიდებულად გამოხატა თავისი დამოკიდებულე-
ბა, როცა თქვა:

„მე თუ ვინმე ქისასა მპარავს,


მპარავს უბრალო, მცირე საგანს, არად ჩასაგდებს,
რაც იყო ჩემი, დღეს მისია, კვლავ ბევრის სხვისა,
მაგრამ ვინც კი ჩემს კეთილ სახელს გამომასალმებს,
ამ წართმევით თუმც არ იძენს არაფერს თვითონ,
მე მხდის ღატაკსა“.

ეჭვი არ მეპარება, ასევე ფიქრობს ჩემი კეთილი მკითხვე-


ლიც, ოღონდ შეიძლება ცოტა მკაცრი მოეჩვენოს ჩვენი გან-
წყობა წიგნის ცილისმწამებელთა მიმართ. მაგრამ უნდა გა-
ვითვალისწინოთ, რომ ორივეს ერთი წყარო აქვს და ორივე
შემთხვევა ცდუნებით აიხსნება. არც ის უნდა ვიფიქროთ, რომ

602
წიგნის ცილისწამება დიდად საზიანო არ არის, რადგან წიგნი
ავტორის პირმშოდ, მისი გონების შვილად უნდა მივიჩნიოთ.
მკითხველი, რომლის მუზა ჯერ სულ უმანკოა, ამგვარ მა-
მობრივ სიყვარულზე სათანადო წარმოდგენას ვერ შეიქმნის.
ასეთ მკითხველს შეიძლება მაკდაფის უწყინარი გამოთქმით
გავეხუმროთ: თქვენ ხომ, სამწუხაროდ, ერთი წიგნიც არ დაგი-
წერიათ. მაგრამ მწერალი, რომლის მუზამ წიგნი შვა, იგ-
რძნობს ამ სიტყვების პათეტიკას და ალბათ ცრემლსაც დაღ-
ვრის (განსაკუთრებით, თუ მისი პირმშო აღარ არის), როცა მე
გავახსენებ, რა მძიმეა მუზისთვის ტვირთის ტარება, რამხელა
ტკივილი ახლავს წიგნის ამქვეყნად მოვლინებას და ბოლოს,
რა სათუთად უვლის მამა თავის რჩეულს, ვიდრე მომწიფდება
და სამყაროს ნაწილი გახდება.
მამობრივი სიყვარულის სხვა არც ერთი გამოვლინება არ
არის ნაკლებ შეუცნობელი და ისე კარგად არ ესადაგება ცხოვ-
რებისეულ სიბრძნეს, როგორც ეს. შვილებს ძალიან სამარ-
თლიანად შეიძლება მამის სიმდიდრე ვუწოდოთ და ბევრი
მართლაც ერთგულად კვებავს მოხუც მშობელს. ასე რომ, ცი-
ლისმწამებლები, რომელთა მომწამლავი სუნთქვა წიგნს უდ-
როოდ კლავს, მხოლოდ სიყვარულს კი არა, ავტორის ინტერე-
სებსაც აზარალებენ.
დაბოლოს, წიგნის ცილისწამება იგივე ავტორის ცილისწა-
მებაა, ნაბიჭვარს ისე ვერ დაუძახებ, თუ დედა ბოზად არ მოიხ-
სენიე, ვერც ვერავინ იტყვის წიგნზე, მოსაწყენი სისულელეა,
შემზარავი მონაჩმახიაო ან რამე ასეთს, თუ ავტორს ყეყეჩი არ
უწოდა, რაც მორალური თვალსაზრისით შეიძლება ისე საზია-
ნო არ იყოს, როგორც მატერიალური კუთხით.
ზოგიერთს იქნებ გაეცინოს, მაგრამ ეჭვი არ მეპარება,
სხვები იგრძნობენ და გააცნობიერებენ ამ სიტყვების ჭეშმარი-
ტებას. მართლაც რომ დიდი სიავკაცეა წიგნის გაუფასურება
603
ბოროტი მიზნით ან თუნდაც გასართობად და ჩემი აზრით, გა-
ღიზიანებული და აღრენილი კრიტიკოსი ყველაზე ცუდ პიროვ-
ნებად უნდა წარმოვიდგინოთ.
ამ თავის დარჩენილ ნაწილში შევეცდები, ავხსნა, რა სახის
კრიტიკას ვუპირისპირდები. იმედია, მათ გარდა, ვისაც ვგუ-
ლისხმობ, არავინ გაიგებს ისე, თითქოს ლიტერატურას წესიე-
რი მოსამართლეები არ ჰყავდეს ან მსურდეს, ჩრდილი მივაყე-
ნო დიდ კრიტიკოსებს, ვისგანაც ყველანი დავალებულნი
ვართ. ანტიკურ ხანაში ასეთები იყვნენ არისტოტელე, ჰორაცი-
უსი, ლონგინუსი, ფრანგებს შორის – დასიე და რენე ლე ბო-
სიუ, ჩვენც გვეყოლება ალბათ თითო-ოროლა, საკმარისი ავ-
ტორიტეტი რომ აქვთ, foro literario48 , მსაჯულებად მოგვევლი-
ნონ.
არიან ისეთებიც, კონკრეტულ ნაკლზე რომ ვერ მიათითე-
ბენ და მაინც მთელ ნაწარმოებს კიცხავენ, თან ისეთი სალან-
ძღავი სიტყვებით, როგორებიცაა „საზიზღარი“ და „სულელუ-
რი“, განსაკუთრებით უყვართ, „დაბალი დონისა“ უწოდონ,
რაც კრიტიკოსის პირიდან, თუ მართლა ძალიან ღირსეული
არ არის, არ უნდა ამოვიდეს.
და კიდევ, ნაწარმოებს შეიძლება ჰქონდეს ნაკლი, ოღონდ
არა არსებით ნაწილებში, ან თუკი ამ ნაკლს მშვენიერი ნაწყვე-
ტები აწონასწორებს, უფრო ბოროტი ცილისწამებაა და არა სა-
მართლიანი განსჯა, რამდენიმე წინადადების გამო მთელი ნა-
წარმოები დაგმო და ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ჰორაციუ-
სის სენტიმენტებს, რომელიც ამბობს, როცა მეტია სილამაზე
ნაწარმოებში, წვრილმანი ნაკლის ძებნა მხოლოდ ადამიანურ
სისუსტეს ავლენსო.

48
ლიტერატურის ტრიბუნალზე (ლათ)
604
და როგორც მარციალს უთქვამს, Aliter non fit, Avite, liber –
არც ერთი წიგნი სხვაგვარად არ დაწერილა. მართლაც ბორო-
ტება იქნება, ისეთი წიგნი, როგორიც ეს ისტორიაა, რომლის
დაწერას რამდენიმე ათასი საათი დასჭირდა, გაილანძღოს
იმის გამო, რომ კონკრეტულმა თავმა ან თავებმა სამართლია-
ნი პროტესტი გამოიწვია. ჩვეულებრივ, ამგვარი პროტესტი
ხდება წიგნისთვის სასტიკი განაჩენის გამოტანის მიზეზი, რაც,
თუ სამართლიანია (ყოველთვის ასე არ არის), მთლიანობაში
წიგნს მაინც ვერაფერს ვნებს. თეატრში ერთ ფრაზას, რომე-
ლიც აუდიტორიის ან აუდიტორიაში მჯდარი ერთი კრიტიკო-
სის გემოვნებას არ დაემთხვევა, აუცილებლად სტვენა მოჰყვე-
ბა, ერთმა დაწუნებულმა სცენამ შეიძლება მთელი პიესა ჩააგ-
დოს. ასეთ მკაცრ პირობებში წერა ისევე წარმოუდგენელია,
როგორც დაბოღმილი ადამიანების მიერ დაკანონებული
ცხოვრებით ცხოვრება და თუ ზოგიერთი კრიტიკოსის ან ზოგი-
ერთი ქრისტიანის სენტიმენტების გათვალისწინებით მივი-
ღებთ ყველა გადაწყვეტილებას, ვერც ერთი ავტორი ვერ გა-
დარჩება ამ სამყაროში და ვერც ერთი ადამიანი – მომავალში.

თავი 2
სოფიას თავგადასავალი ეპტონიდან წასვლის შემდეგ

ვიდრე იძულებული გავხდებოდით, უკან დავბრუნებულიყა-


ვით, ჩვენი ისტორია შეჩერდა სასტუმროში, სადაც სოფია და
მისი მოახლე გასამგზავრებლად ემზადებოდნენ. ახლა შეგ-

605
ვიძლია გავყვეთ ამ საყვარელ არსებას, მისი უღირსი შეყვარე-
ბული კი იქ დავტოვოთ, თავისი უიღბლობა ან უფრო თავისი
უსაქციელობა რომ დაიტიროს.
სოფიამ მეგზური დაარიგა, შემოვლითი გზებით ევლო და
ახლა სევერნს კვეთდნენ, სასტუმროს ჯერ მხოლოდ ერთი მი-
ლით გასცდენოდნენ. ამ დროს ახალგაზრდა ლედიმ უკან მო-
იხედა და რამდენიმე გამოდევნებულ ცხენოსანს მოჰკრა თვა-
ლი. სოფია შეშფოთდა და მეგზურს უბრძანა, მთელი სისწრა-
ფით გაეჭენებინა.მეგზური დაემორჩილა და ქარივით გაქ-
როლდა, მაგრამ რაც უფრო ჩქარობდნენ ჩვენი მგზავრები,
მით უფრო მოახლოვდნენ მდევრებიც. ამ უკანასკნელებს ეტ-
ყობა უფრო ფეხმარდი ცხენები ჰყავდათ და საბოლოოდ და-
ეწივნენ. მაგრამ საწყალ სოფიას გაუმართლა, შიშისგან და
დაღლილობისგან ძალადაკარგულმა მოულოდნელად ქალის
ხმა გაიგონა, თან ძალიან თავაზიანი და ლამის ალერსიანი.
სოფიამ სული ძლივს მოითქვა და თავადაც თავაზიანად მი-
ესალმა.
მდევრები, რომელთაც თავიდან შიშის ზარი დასცეს ჩვენს
მოგზაურებს, მათსავით ორი ქალი და ერთი მეგზური აღმოჩ-
ნდნენ. ერთად გაიარეს სამი მილი ისე, რომ ხმა არავის
ამოუღია. ბოლოს სოფიამ, უკვე შიში დაძლეული რომ ჰქონდა
(თუმცა ცოტა გაკვირვებული იყო, რატომ არ სცილდებოდა
გვერდიდან ეს ქალი და ისიც რატომ ერიდებოდა დიდ გზებს),
გადაწყვიტა, უცნობ ლედის გამოლაპარაკებოდა და უთხრა,
მიხარია, ერთი მიმართულებით რომ მივდივართო. ლედი
თითქოს ელოდებოდა, როდის მიმართავდნენ და უპასუხა, მეც
ძალიან მიხარია, ამ მხარეს სულ არ ვიცნობ და თან ქალების
საზოგადოებაში ყოფნა კიდევ უფრო მახარებსო, მერე მოუბო-
დიშა, თავხედურად შემოგეჭერითო. თავაზიანად განაგრძეს
საუბარი, ონორმა ადგილი დაუთმო სასიამოვნო გარეგნობის
606
უცნობ ქალს და თვითონ ზურგში დაიხია. მართალია, სოფიას
ძალიან აინტერესებდა, რატომ ამჯობინებდა ლედი მასავით
შემოვლითი გზებით სიარულს, მაგრამ ეუხერხულებოდა თუ
ეშინოდა, ანაც სიმორცხვის გამო თავს არიდებდა, რამე ეკით-
ხა.
ამ დროს უცნობი ქალბატონი დიდ გასაჭირში იყო, მაგრამ
ისტორიკოსის ღირსებას არ შეშვენის ამ გასაჭირის ხსენება.
ქუდიც რამდენჯერმე მოსტაცა ქარმა და არც ლენტი ჰქონდა
და არც ცხვირსახოცი, ნიკაპის ქვეშ რომ დაემაგრებინა. სოფი-
ამ თავისი ცხვირსახოცი შესთავაზა და ჯიბიდან რომ იღებდა,
ეტყობა, ცხენის სადავე მიუშვა, ცხოველს ფეხი დაუცდა, წა-
ფორხილდა და ლამაზი მხედარი გადმოაგდო.
მართალია, სოფია თავდაყირა გადმოეშვა, საბედნიეროდ,
არ დაშავებულა და ვითარებამ ხელი შეუწყო, არც შერცხვენი-
ლიყო. ვიწრო ბილიკით მიდიოდნენ დაბურულ ტყეში, მთვა-
რეც დიდად არ ჩახჩახებდა, იმ წუთს კი საერთოდ ღრუბლებში
დაიმალა, ასე რომ, უკუნეთი სიბნელე იდგა და ჩვენი საოცრად
მორცხვი სოფია უხერხულობას გადაურჩა.
ამასობაში გათენდა და გვერდიგვერდ მიმავალმა ქალბა-
ტონებმა ერთმანეთს თვალი თვალში გაუყარეს. ორივემ ცხენი
შეაჩერა და ერთმა „სოფია“ იკივლა, მეორემ „ჰარიეტი“ ერ-
თდროულად.
ამ მოულოდნელმა შეხვედრამ ქალბატონები ალბათ მიხ-
ვედრილ მკითხველზე მეტად გააოცა, რადგან მკითხველი შე-
იძლება მიხვდა, რომ ლედი მისის ფიცპატრიკი, სოფიას ბიძაშ-
ვილი იქნებოდა.
ისეთი უსაზღვრო იყო ქალბატონების სიხარულიც და გაკ-
ვირვებაც (ისინი ხომ ახლო მეგობრები იყვნენ და მისის ვეს-
ტერნთან ერთად იზრდებოდნენ), რომ გამიჭირდება გადმოცე-
მა. გონს რომ მოეგნენ, ერთმანეთს კითხვები დააყარეს.
607
პირველმა მისის ფიცპატრიკმა ჰკითხა, საით გაგიწევიაო,
მაგრამ როგორი ადვილი და ბუნებრივიც უნდა ყოფილიყო
კითხვა, სოფიას გაუძნელდა პასუხის გაცემა. ბიძაშვილს
სთხოვა, ვიდრე სასტუმროში არ მივალთ, ცნობისმოყვარეობა
დაიოკე, ალბათ შორსაც არ იქნება სასტუმრო. დამიჯერე, ჰა-
რიეტ, მეც არანაკლებ მაინტერესებს შენი ამბებიო.
მგზავრობისას ქალბატონებს შორის გამართული საუბარი
არა მგონია მოყოლად ღირდეს, მოახლეების საუბრის მოყო-
ლა ხომ მით უმეტეს. მეგზურებს რაც შეეხებათ, მოკლებული
იყვნენ ამ სიამოვნებას, რადგან ერთი დაწინაურდა და მეორე
ბოლოში მოჰყვებოდა პროცესიას.
ასე იმგზავრეს რამდენიმე საათი, ვიდრე ფართო და სწორ
გზაზე არ გავიდნენ, რომელიც მარჯვნივ უხვევდა და მშვენიე-
რი მაცდური სასტუმროსკენ მიემართებოდა. სასტუმროსთან
რომ გაჩერდნენ, სოფია ისეთი დაღლილი იყო, ბოლო ხუთი
საათი თავს ძლივს იმაგრებდა უნაგირზე და დაუხმარებლად
ცხენიდან ჩამოსვლა გაუჭირდა. სასტუმროს მეპატრონეს სო-
ფიას ცხენი ეჭირა, ეს რომ შენიშნა, ხელით გადმოყვანა შეს-
თავაზა, რასაც სოფია უმალ დასთანხმდა. ფორტუნას ეტყობა
იმ დღეს მისთვის სირცხვილის ჭმევა ჰქონდა განზრახული და
ამჯერად მეორე ვერაგი მცდელობა უკეთ გამოუვიდა: რო-
გორც კი სასტუმროს მეპატრონემ სოფია ხელში აიყვანა, ნიკ-
რისის ქარით გატანჯულმა ფეხებმა უმტყუნა, წაბარბაცდა და
დაეცა, ოღონდ მანამდე მოხერხებულობის თუ გალანტურო-
ბის წყალობით მოახერხა, მშვენიერი ტვირთის ქვეშ თვითონ
მოყოლილიყო და მხოლოდ თვითონ დაშავებულიყო. ერთა-
დერთი, რაც ახალგაზრდა ლედისთვის საზიანო მოხდა, შერ-
ცხვენა იყო, როცა გარშემომყოფთა თავშეუკავებელი ღიმილი
შენიშნა.

608
მოღიმარი სახეების დანახვაზე სოფია მიხვდა, რაც დაემარ-
თა, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევას არ აღვწერთ და არ გავუმარ-
თავთ ხელს იმ მკითხველს, ვისაც შეუძლია მის ფაქიზ გრძნო-
ბებს დასცინოს.
შიშმა და შოკმა, რასაც კიდევ სულიერი და ფიზიკური დაღ-
ლილობა ემატებოდა, სოფია გატეხა და მოახლის მკლავზე
დაყრდნობილმა ძლივს მიაღწია სასტუმრომდე. როგორც კი
დაჯდა, წყალი მოითხოვა, მაგრამ ონორმა, ძალიან კეთილგო-
ნივრულად, წყლის ნაცვლად ღვინით სავსე ჭიქა მიაწოდა.
მისის ფიცპატრიკმა რომ გაიგო, სოფია ორი ღამე არ დაწო-
ლილაო და ძალიან ფერმკრთალიც ეჩვენა, სთხოვა, ცოტა
ხნით მაინც დაიძინეო. ჯერ არაფერი იცოდა სოფიაზე და მის
შიშებზე, მაგრამ რომც სცოდნოდა, იმავეს ურჩევდა. სოფიას
აშკარად სჭირდებოდა დასვენება, თან შემოვლითი გზით რომ
იარეს, საფრთხე არ ემუქრებოდათ, ყოველ შემთხვევაში, თა-
ვად დიდად არ დარდობდა.
სოფიამ სიამოვნებით მიიღო მეგობრის რჩევა, ონორიც
მხარს უჭერდა. მისის ფიცპატრიკმა შესთავაზა, მეც შემოგიამ-
ხანაგდებიო და სოფია ამაზეც სიამოვნებით დასთანხმდა.
ქალბატონი რომ დაწვა, მოახლეც დასაძინებლად გაემზადა.
მეორე მოახლეს მოუბოდიშა, მარტოს გტოვებო, მან კი უთ-
ხრა, მეც დასვენებას ვაპირებ და თუ გინდა, ჩემს ლოგინს გა-
გიყოფო. ონორმა მიიღო შემოთავაზება და ქალბატონებივით,
მოახლეებიც ერთ საწოლში დაწვნენ.
სასტუმროს მეპატრონეს ჩვევად ჰქონდა (თავისი მოძმეე-
ბის არ იყოს), მეეტლეებისთვის, მეგზურებისთვის, მსახურე-
ბისთვის წვრილად გამოეკითხა თავისი სტუმრების ვინაობა –
რა მამულის მფლობელები იყვნენ ან სად ჰქონდათ მამულები.
არაა გასაკვირი, რომ მგზავრების უცნაურმა საქციელმა, გან-
საკუთრებით, დილის ათ საათზე დასაძინებლად რომ დაწვნენ,
609
მისი ცნობისმოყვარეობა გააღვიძა. ამიტომ, როგორც კი მეგ-
ზურები სამზარეულოში შევიდნენ, ყველაფერი გამოჰკითხა,
მაგრამ, მართალია, ისინი მის კითხვებს გულწრფელად პასუ-
ხობდნენ და რაც იცოდნენ, ყველაფერი უთხრეს, სასტუმროს
მეპატრონემ ცნობისმოყვარეობა კი არ დაიკმაყოფილა, კიდევ
უფრო გაუღვივდა.
ეს სასტუმროს მეპატრონე სამეზობლოში დიდ ჭკუადამ-
ჯდარ კაცად ითვლებოდა. ფიქრობდნენ, რომ ყველაზე, მათ
შორის, სამრევლოს მღვდელზეც შორს და ღრმად ჭვრეტდა
მომავალს. ალბათ მის რეპუტაციას რამდენადმე გარეგნობაც
წაეშველა. რაღაც ბრძნული გამომეტყველება ჰქონდა, განსა-
კუთრებით, როცა ჩიბუხი ედო პირში, ჩიბუხს კი იშვიათად იშო-
რებდა. მანერებითაც ბრძენკაცს ჩამოჰგავდა, თუ იშვიათად
დაილაპარაკებდა, დინჯად ლაპარაკობდა, მართალია, მოკლე
წინადადებებს ამბობდა, შორისდებულებს ჩაურთავდა ხოლ-
მე, ჟესტებსაც ახმარდა, თავს აქნევდა ან უკრავდა, ან საჩვენე-
ბელი თითით მიანიშნებდა და ასე მსმენელს მეტს აგებინებდა,
ვიდრე ამბობდა, თან გადაკვრით მიახვედრებდა, ბევრად მეტი
ვიცი, ვიდრე ვამბობო. თუნდაც მხოლოდ ამის გამო მიიჩნევ-
დნენ ბრძენად, ადამიანებს ხომ უყვართ იმის გაღმერთება, ვი-
სიც ცუდად ესმით. ეს დიდი საიდუმლოა, რომლის წყალობი-
თაც ბევრმა თაღლითმა კარგად იხეირა.
ამ დიდმა პოლიტიკოსმა ცოლი გვერდზე გაიხმო და ჰკით-
ხა:
– რას ფიქრობ ამ ქალბატონებზე, ახლახან რომ შემოვიდ-
ნენ?
– რას ვფიქრობ? – თქვა ცოლმა, – რა უნდა ვიფიქრო?
– მე კი ვიცი, რას ვფიქრობ, – ეუბნება ქმარი, – მეგზურები
რაღაც უცნაურ ამბებს ჰყვებიან, ერთი ვითომ გლოსტერიდან

610
მოდის, მეორე – ეპტონიდან და არც ერთმა არ იცის, საით აგ-
რძელებენ გზას. კი მაგრამ, ეპტონიდან ლონდონში მიმავალი
სოფელ-სოფელ რატომ ივლის? ეს ყველაფერი ავწონ-დავწო-
ნე და გამოვიცანი, აბა, შენ თუ მიხვდები, ვინ არიან?
– არა, – უპასუხა ცოლმა, – მე სად მოვალ შენთან და შენს
აღმოჩენებთან.
– ყოჩაღ, შენ ყოველთვის ენდობი ჩემს მიხვედრილობას.
მაშინ მისმინე,რას გეტყვი, შეგიძლია დარწმუნებული იყო,ეს
ქალბატონები აჯანყებულების მომხრეები არიან და ახალგაზ-
რდა კავალერს მიჰყვებიან, იმიტომ იარეს შემოვლითი გზე-
ბით, რომ ჰერცოგის არმიას გაურბიან.
– რა ზუსტად თქვი, ჩემო ქმარო, – თქვა ცოლმა, – ერთ-ერ-
თი მართლაც რომ პრინცესასავით არის გამოწყობილი და
ჰგავს კიდეც. მაგრამ, როცა იმას გაითვალისწინებ…
– მიდი, აბა, თქვი, რას ითვალისწინებ, – აგდებულად უთ-
ხრა ქმარმა.
– რა ვიცი, მეტისმეტად თავმდაბალია ლედისთვის. ჩვენი
ბეტი ლოგინს რომ უთბობდა, შვილოთი მიუმართავს და ბეტიმ
წინდების და ფეხსაცმლის გახდა როცა შესთავაზა, ამაზე არ
შეგაწუხებო, უთხრა.
– ფუი, – თქვა ქმარმა, – ეგ არაფერს ნიშნავს. რადგან გი-
ნახავს, ქალბატონები უხეშად რომ ექცევიან მათზე დაბლა
მდგომებს, გგონია, ყველა ეგეთია? მე კარგად ვიცნობ დიდე-
ბულებს… დიახ, ვიცნობ. განა წყალი არ გვთხოვა, როცა აქ შე-
მოვიდა? მდაბიო ქალი არაყს მოითხოვდა. ეს ქალი თუ დიდე-
ბული არ იყოს, რაც გინდა, ის მიწოდე. მაგრამ ასეთი ქალბა-
ტონი მსახურების გარეშე იმოგზაურებდა, რომ არა რაიმე გან-
საკუთრებული შემთხვევა?
– ნამდვილად ჩემზე უკეთ გესმის ყველაფერი.
– კი, მგონი, მესმის.
611
ისე, როგორ შესაბრალისად გამოიყურებოდა, სკამზე რომ
დაჯდა, შემეცოდა ვიღაც უბრალო, ღარიბი გოგოსავით. და ახ-
ლა რა ვქნათ? თუ მართლა აჯანყებულების მომხრეები არიან,
ალბათ აპირებ, დაასმინო. არადა ისეთი კეთილი და სათნო
ლედია, ვიტირებ, თავი რომ მოჰკვეთონ ან ჩამოახრჩონ.
– ფუი, – უპასუხა ქმარმა, – ადვილი გადასაწყვეტი არაა, რა
ვიღონოთ. იმედია, ვიდრე აქედან წავლენ, ბრძოლის ველი-
დან ცნობებს მივიღებთ, კავალერი თუ გაიმარჯვებს, შეიძლება
სასახლის კარზე სიტყვა შეგვაწიოს და ბედს ვეწიოთ, რომ არ
დავასმინეთ.
– მართალს ამბობ, – უთხრა ცოლმა, – დიდი იმედი მაქვს,
ამის საშუალება მიეცემა. ძალიან სასიამოვნო ქალბატონია
და რამე რომ დაემართოს, ძალიან მეწყინება.
– რა გულჩვილები ხართ ეს ქალები, – თქვა ქმარმა, – მე-
ამბოხეებს შეიფარებდი, რამე რომ იყოს?
– არა, რა თქმა უნდა, – უპასუხა ცოლმა, – მაგრამ დასმე-
ნას რაც შეეხება, რაც იქნება, იქნება, ამის გამო არავინ გაგ-
ვამტყუნებს, ჩვენს ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა.
ვიდრე ჩვენი პოლიტიკოსი, რომელსაც, როგორც ხედავთ,
სამეზობლოში ღირსეულად ჰქონდა მოპოვებული ბრძენკაცის
რეპუტაცია, თავის თავს ეკამათებოდა (რადგან ცოლის აზრს
დიდ ყურადღებას არ აქცევდა), ამასობაში ამბავი მოიტანეს,
რომ აჯანყებულები ჰერცოგს დაუსხლტნენ და ერთი დღე მო-
იგეს ლონდონში ჩასასვლელად. მალე ცნობილი იაკობისტი
სკვაირი მოადგა სასტუმროს, ძალიან გახარებული ჩანდა, სას-
ტუმროს მეპატრონეს ხელი ჩამოართვა და უთხრა:
– გავიმარჯვეთ, ძმაო, ათი ათასი ფრანგი გადმოსვეს სა-
ფოლკში. გაუმარჯოს ძველ ინგლისს!

612
ეს ცნობა ბრძენკაცს მიეხმარა, აზრი ჩამოეყალიბებინა და
გადაწყვიტა, როცა ქალბატონი გაიღვიძებდა, დიდი თავაზია-
ნობა გამოეჩინა, რადგან (როგორც თავად თქვა) მიხვდა, რომ
ის, არც მეტი არც ნაკლები, თავად ჯენი კამერონი იყო.

თავი 3
ძალიან მოკლე თავია, თუმცა მასში არის მზე, მთვარე, ვარ-
სკვლავი და ანგელოზი
მზე (წელიწადის ამ დროს ისედაც მხოლოდ რამდენიმე სა-
ათით რომ გვანებივრებს) უკვე ესვენებოდა, როცა კარგად გა-
მოძინებული სოფია წამოდგა. დიდხანს არ სძინებია, უკიდუ-
რესად დაღლილი რომ არ ყოფილიყო, არც ამის უფლებას მის-
ცემდა თავს. მართალია, ეპტონიდან წამოსვლისას მოახლეს
და ალბათ საკუთარ თავსაც უთხრა, კარგად ვარო, მაგრამ
სულში შეეპარა ის ავადმყოფობა, რომელსაც ციებ-ცხელების
სიმპტომები ახლავს და ისეთი შფოთვა ახასიათებს, ექიმები
(თუ იციან, რას გულისხმობენ) სულის ციებ-ცხელებას რომ
ეძახიან.
მისის ფიცპატრიკიც სოფიასთან ერთად ადგა ლოგინიდან,
მოახლე მოიხმო და ტანთ ჩაიცვა. ის მართლაც მშვენიერი
ქალბატონი იყო და სოფია რომ არ ჰყოლოდა გვერდით, შეიძ-
ლება ლამაზიც გვეწოდებინა, მაგრამ როდესაც ონორი საკუ-
თარი სურვილით გამოცხადდა (ქალბატონს არ მოუთხოვია
მისი გაღვიძება) და ჩვენი გმირი შემოსა, მისის ფიცპატრიკის
მთელმა ხიბლმა, ცისკრის ვარსკვლავის როლი რომ იკისრა,
ბევრად უფრო დიდი ბრწყინვალების მაუწყებლის, მართლაც
მისი ბედი გაიზიარა და სრულიად დაიჩრდილა სოფიას
ბრწყინვალებით.

613
ალბათ სოფია ასეთი ლამაზი არასოდეს ყოფილა და არ უნ-
და გავამტყუნოთ სასტუმროს დამლაგებელი იმ ჰიპერბოლის-
თვის, ბუხრის დასანთებად ქვემოთ ჩასულმა რომ წარმოთქვა:
– თუკი ანგელოზი მართლა არსებობს, ის ამჟამად ზედა
სართულზეა.
სოფიამ ბიძაშვილს გაანდო, ლონდონში ვაპირებ წასვლა-
სო და მისის ფიცპატრიკმა სურვილი გამოთქვა, თვითონაც შე-
ამხანაგებოდა, რადგან მისი ქმარი ეპტონში რომ ჩავიდა, ბატ-
ში ან მამიდა ვესტერნთან გამგზავრების გეგმები ჩაეშალა. ჩაი
როცა მიირთვეს, სოფიამ გზის გაგრძელება შესთავაზა. მთვა-
რე მშვენივრად ანათებდა, ყინვა დიდად არ ადარდებდა და
არც ღამით მგზავრობის ეშინოდა ბევრი ახალგაზრდა ქალი-
ვით, ვინაიდან, როგორც უკვე შევატყვეთ, საკმაოდ გაბედული
იყო და უკიდურესი სულიერი მღელვარება სიმამაცეს კიდევ
უფრო მატებდა, თანაც ორჯერ უკვე უვნებლად იმგზავრა ღა-
მით და ეს აგულიანებდა, მესამედაც გაებედა.
მისის ფიცპატრიკი კი საკმაოდ მხდალი გახლდათ, მართა-
ლია, უფრო დიდმა შიშმა ნაკლები შიში დაჯაბნა და ქმარს შუ-
აღამისას გაექცა ეპტონიდან, მაგრამ ახლა თავს უსაფრთხოდ
გრძნობდა, ამიტომ შეეხვეწა სოფიას, დილამდე იქ დარჩენი-
ლიყვნენ და ხიფათისთვის გვერდი აევლოთ.
ბუნებით დამყოლი სოფია ვერც გაქილიკებით და ვერც და-
საბუთებით რომ ვერაფერს გახდა, დათმო. ისე, რომ სცოდნო-
და, მამამისი უკვე ეპტონში იყო, ალბათ ძნელად თუ ვინმე გა-
დაათქმევინებდა წასვლას. ჯონსს რაც შეეხება, ვეჭვობ, არა-
ნაკლებ ეშინოდა, რომ ის წამოეწეოდა, არა, უნდა ვაღიარო,
უფრო სურდა, ჯონსი წამოსწეოდა, თუმცა აჯობებდა, არ გამემ-
ხილა მკითხველისთვის, რადგან ეს სპონტანური ემოციის სა-
იდუმლოა, რომლისთვისაც სრულიად უცხოა საღი აზრი.

614
ახალგაზრდა ქალბატონებმა სასტუმროში დარჩენა რომ
გადაწყვიტეს, დიასახლისი დაინტერესდა, რას მიირთმევ-
დნენ. სოფიას ნარნარა ხმამ და თავაზიანმა მანერებმა ის ისე
მონუსხა და თანაც იმდენად დარწმუნებული იყო, რომ სტუმ-
რად ჯენი კამერონი ჰყავდა, მხურვალე იაკობისტად გარდაიქ-
მნა და მთელი გულით და სულით ახალგაზრდა პრეტენდენტის
მხარე დაიჭირა, რადგან ამ უკანასკნელის „შეყვარებულის“
ალერსიანმა და თავაზიანმა დამოკიდებულებამ მასზე ძლიერ
იმოქმედა.
ბიძაშვილები კი ამ დროს ცნობისმოყვარეობით იწვოდნენ,
ერთი სული ჰქონდათ, შეეტყოთ, რამ განაპირობა მათი ასეთი
უჩვეულო და მოულოდნელი შეხვედრა. საბოლოოდ მისის
ფიცპატრიკმა, მას შემდეგ, რაც სოფია შეჰპირდა, მეც მოგიყ-
ვები ჩემს ამბავსო, დაიწყო თხრობა და თუ მკითხველს მისი
ისტორია აინტერესებს, მომავალ თავში გაეცნობა.

თავი 4
მისის ფიცპატრიკის ისტორია

მისის ფიცპატრიკი ერთხანს ჩუმად იყო, მერე ამოიოხრა და


დაიწყო:
– ბუნებრივია, უბედურ ადამიანს ცხოვრების ყველაზე სა-
სიამოვნო წლების გახსენებამ ფარული სევდა მოჰგვაროს.
წარსული სიხარულის მოგონება ნაზი კაეშნით გვავსებს, გარ-
დაცვლილი მეგობრის მონატრებასავით, და ჩვენი მახსოვრო-
ბიდან არასოდეს წაიშლება.
ამიტომ იმ დღეებს ყოველთვის წუხილით ვიგონებ (ჩემი
ცხოვრების ყველაზე ბედნიერ დღეებს), ჩვენ რომ ერთად
615
ვცხოვრობდით მამიდა ვესტერნის მზრუნველობის ქვეშ. გახ-
სოვს, ერთმანეთს მეტსახელებს რომ ვუგონებდით? მართლა
ვიმსახურებდი მის თავქარიანის მეტსახელს. სოფია, შენ ყო-
ველთვის ყველაფერში მჯობდი და გულით მინდა, ჩემზე უკე-
თესი ბედი შეგხვდეს. არ დამავიწყდება, ერთხელ როგორი
ბრძნული, დედობრივი რჩევა მომეცი, მეჯლისზე რომ ვერ მოვ-
ხვდი და ამის გამო ვწუხდი, არადა მაშინ თოთხმეტი წლის იყა-
ვი. ოჰ, სოფია, თურმე რა ბედნიერი ვყოფილვარ, როცა ასეთი
წვრილმანის გამო ვდარდობდი და მეგონა, ამაზე დიდი საწუ-
ხარი არ არსებობდა!
– ძვირფასო ჰარიეტ, – უთხრა სოფიამ, – შენ მაშინ მარ-
თლა სერიოზულად განიცდიდი და ამიტომ თავი იმით დაიმ-
შვიდე, რომ მომავალში ეს უბედურებაც უმნიშვნელო მოგეჩ-
ვენება.
– ეჰ, ჩემო სოფია, – უპასუხა ლედიმ, – სხვაგვარად იფიქ-
რებ, ჩემს ამბავს რომ შეიტყობ. თუ შენი სათნო გული არ შეც-
ვლილა, ბევრ ცრემლს დაგაღვრევინებს. ეს რომ ვიცი, იქნებ
თავი შევიკავო მოყოლისგან, გუნება რომ არ გაგიფუჭო.
აქ მისის ფიცპატრიკი გაჩუმდა, მაგრამ სოფია შეეხვეწა, გა-
ნაგრძეო და მანაც განაგრძო:
– ჩემი გათხოვების შესახებ გეცოდინება, მაგრამ ალბათ
არასწორად მოგაწოდეს ყველაფერი, ამიტომ იქიდან დავიწ-
ყებ, როცა, საუბედუროდ, ჩემი ქმარი გავიცანი. ეს ბატში მოხ-
და, შენ რომ მამის სახლში დაბრუნდი, ძალიან მალე.
იმ სეზონზე ბატში მისტერ ფიცპატრიკი ერთი მხიარული
ახალგაზრდა კაცი იყო, სიმპათიური, ძალიან გალანტური,
უდარდელი და ყველაზე უკეთ იცვამდა. მოკლედ, ძვირფასო,
თუ, სამწუხაროდ, ახლა ის ნახე, ერთადერთი იმას გეტყვი,
რომ მაშინ სრულიად საპირისპირო იყო. იმდენი ხანი იცხოვრა

616
სოფელში, ნამდვილი ველური ირლანდიელი გახდა. მაშინ დი-
დებულები გარიყულად ცხოვრობდნენ, თავს შორს იჭერდნენ
ასეთი ყმაწვილებისგან, მაგრამ თავისებური ხასიათის წყა-
ლობით, მისტერ ფიცპატრიკმა მაინც მოახერხა მათ წრეში
შეღწევა. მისი უგულებელყოფა ადვილი არ გამოდგა, არც და-
პატიჟებას ელოდებოდა და ვინაიდან სასიამოვნო გარეგნობის
თავაზიანი კაცი იყო, ქალების გულს ადვილად იგებდა. ისე უყ-
ვარდა ხმლის დაძრობა, კაცები საჯაროდ მის შეურაცხყოფას
ერიდებოდნენ. ეს მიზეზი რომ არა, ალბათ მალე გარიყავ-
დნენ, რადგან ინგლისელი დიდებულების გვერდით დასადგო-
მად შესაფერისი ტიტული არ გააჩნდა. ზურგს უკან კი ამცირებ-
დნენ, ალბათ უფრო შურის გამო, ის ხომ ქალებს გამორჩეუ-
ლად მოსწონდათ.
მამიდაჩემი, თუმცა თავად დიდგვაროვანი არ ყოფილა, სა-
სახლის კარის საზოგადოებაში გაერია. რა საშუალებით შეაღ-
წევდი იმ წრეში, მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარი იყო, შე-
გეღწია. შენ მაშინ პატარა იყავი, მაგრამ მაინც არ გამოგეპა-
რებოდა, რომ მამიდასთვის ადამიანებთან ურთიერთობაში ეს
დიდ როლს თამაშობდა.
მჯერა, სწორედ ამ დამსახურების გამო განეწყო კეთილად
მისტერ ფიცპატრიკის მიმართ. მან წარმატებით დაიმკვიდრა
ადგილი მამიდას ვიწრო წრეში და უკან არ დაუხევია, თავადაც
გამორჩეული პატივისცემა რომ ეგრძნობინებინა. მალე სკან-
დალების მოყვარულთა კლუბმა ეს შენიშნა და შედარებით
უკეთ განწყობილებმა მათ შეუღლებაზე დაიწყეს ლაპარაკი. მე
პირადად, ვაღიარებ, მისი გეგმები, ანუ ქალის გაძარცვის მიზ-
ნით მასზე დაქორწინება, სავსებით პატიოსანი მეჩვენებოდა.
მამიდა აღარც ახალგაზრდა იყო და აღარც მიმზიდველი, გარ-
ყვნილი ზრახვები რომ აღეძრა ვინმესთვის, მაგრამ როგორც
საცოლეს, ბევრი ხიბლი ჰქონდა.
617
ეს აზრი კიდევ უფრო განმიმტკიცდა, როცა მისტერ ფიცპატ-
რიკმა გაცნობის დღიდანვე ჩემდამი უცნაური პატივისცემა გა-
მოავლინა. ვიფიქრე, ყველანაირად ცდილობდა, არ შევწინა-
აღმდეგებოდი მათ ქორწინებას, რომელიც ჩემს მატერიალურ
მდგომარეობაზე აისახებოდა. მაგრამ მე ჩემი საკუთარი ქონე-
ბა მაკმაყოფილებდა და ფულს დახარბებულიც არასოდეს
ვყოფილვარ, თანაც იმ კაცს, რომლის ყურადღება სიამოვნე-
ბას მგვრიდა, მტრად ვერ გავიხდიდი, მით უმეტეს, რომ მისი
ამგვარი მოპყრობის ღირსი ბევრი დიდგვაროვანი ქალი ვერ
გამხდარიყო.
დიახ, სასიამოვნო იყო მისი დამოკიდებულება ჩემ მიმართ
და მალე კიდევ უფრო სასიამოვნო გახდა. მეტ თავაზიანობას
იჩენდა, ჩემს დანახვაზე გატანჯული სახით ოხრავდა. ხანდა-
ხან, არ ვიცი, განზრახ თუ უნებურად, უდარდელი და მხიარუ-
ლი ხდებოდა, ოღონდ ყოველთვის სხვების თანდასწრებით,
კონტრდანსის ცეკვისას თუ ჩემი მეწყვილე არ იყო, მოიწყენდა
და როცა მომიახლოვდებოდა, სახე ებადრებოდა. მართლაც
ბრმა უნდა ვყოფილიყავი, რომ მისი განსაკუთრებული დამო-
კიდებულება არ შემეჩნია. და... და...
– და გსიამოვნებდა, ჩემო ძვირფასო ჰარიეტ, – შესძახა სო-
ფიამ, – ნუ გრცხვენია ამის, – ამოიოხრა და დასძინა, – არის
ნამდვილად რაღაც ხიბლი კაცის თავაზიანობაში, რასაც ბევრი
კაცი კარგად იყენებს.
– დიახ, – უთხრა ბიძაშვილმა, – კაცები, სხვა არაფერზე სა-
ღი აზრი რომ არ გააჩნიათ, სიყვარულის ხელოვნებაში მაკია-
ველები არიან. ახლა ჩემზე ააგორეს ჭორები, როგორც ადრე
მამიდაჩემზე, ზოგი იმასაც ამბობდა, მისტერ ფიცპატრიკს
ორივესთან რომანი აქვსო.
მაგრამ, როგორი უცნაურიც უნდა გეჩვენოს, მამიდა ვერა-
ფერს ხედავდა, არც არაფერს ეჭვობდა, არადა ყველაფერი
618
საკმაოდ თვალსაჩინო იყო. შეიძლება მართლა იფიქრო, რომ
სიყვარული მოხუცებს თვალებს უბინდავს. ისე ხარბად იღებენ
თავაზიანობას, მსუნაგი ადამიანივით ვეღარ ხედავენ, სხვა ამ
დროს რას აკეთებს სუფრასთან. არაერთხელ შემიმჩნევია ეს
მამიდასთვის, ხშირად ერთად წავუსწრივართ, მაგრამ საკმა-
რისი იყო, მისტერ ფიცპატრიკს თვალთმაქცურად ეთქვა რამე,
თავი ისე მოეჩვენებინა, თითქოს მის მოსვლას მოუთმენლად
ელოდა, რომ ეჭვი არ ებადებოდა. ერთი ეშმაკობა განსაკუთ-
რებით კარგად გამოსდიოდა, ბავშვივით მეპყრობოდა და მა-
მიდის თანდასწრებით მხოლოდ ბავშვურ მეტსახელს მეძახდა.
თავიდან არ მომწონდა, მაგრამ მარტონი როცა ვრჩებოდით,
სულ სხვაგვარად ეჭირა თავი. მისი ზრახვები რომ გამოვიცანი,
ისე დამამცირებელი აღარ მეჩვენებოდა, მაგრამ მამიდამ დამ-
ტანჯა, საყვარლის (თვითონ ასე ეგონა) მოგონილი მეტსახე-
ლის გამო მართლა ბავშვივით მექცეოდა, სიმართლე გითხრა,
მიკვირს, აჭიმების ტარება რომ არ დამაძალა.
ბოლოს ჩემმა შეყვარებულმა (მართლაც ასე იყო) საჭიროდ
მიიჩნია, გაემხილა საიდუმლო, რომელიც ჩემთვის უკვე ცნო-
ბილი იყო. მთელი სიყვარული, ვითომ მამიდის მიმართ რომ
ჰქონდა, ჩემზე გადმოიტანა. ამაღელვებელი ფრაზებით გამან-
დო, რომ მამიდას თვითონ წაუხალისებია, როცა საათობით
მის მოსაწყენ საუბარს ისმენდა... იცი, რას გეტყვი, სოფია? გა-
მოგიტყდები, რომ მეც მომწონდა და კმაყოფილი ვიყავი ჩემი
გამარჯვებით, მამიდასთან და სხვა მომხიბვლელ ქალებთან
მეტოქეობით. მოკლედ, ვშიშობ, ისე არ მოვიქეცი, როგორც
უნდა მოვქცეულიყავი. პირველად სიყვარულში რომ გამომიტ-
ყდა, მეც იმედი მივეცი.
ახლა უკვე ბატი ჩემ წინააღმდეგ ხმამაღლა ალაპარაკდა,
შეიძლება ითქვას, აყვირდა. რამდენიმე ახალგაზრდა ქალბა-

619
ტონმა გამრიყა, როგორ თუ მათი რჩეულის ყურადღება მივიპ-
ყარი. არ შემიძლია მადლიერება არ გამოვთქვა მისტერ ნეშის
მიმართ, ერთხელ გვერდზე გამიყვანა და დამარიგა. მისი რჩე-
ვა რომ გამეთვალისწინებინა, ასე არ გავუბედურდებოდი. ასე
მითხრა:
– შვილო, გული მწყდება, იმ უღირს ყმაწვილს რომ დაუახ-
ლოვდი, ვშიშობ, რომ დაგღუპავს. რაც შეეხება შენს მოხუც სა-
ზიზღარ მამიდას, ოღონდაც შენ და საყვარელი სოფია (ზუსტად
ასე მითხრა) არ დაზარალდეთ და გამიხარდება კიდეც, თუ ის
ყმაწვილი მის ქონებას დაეპატრონება. მოხუცებს არაფერს
ვურჩევ, იმიტომ, რომ თუ ეშმაკთან პირის შეკვრა თავში ჩა-
იდეს, ჯანდაბამდის გზა ჰქონიათ. უმანკოება, სილამაზე და სი-
ნორჩე უკეთეს ბედს იმსახურებს და მინდა მისი კლანჭებიდან
დაგიხსნა. ნება მომეცი, გირჩიო, შვილო, ნუ დაიჭერ საქმეს
მაგ კაცთან.
კიდევ ბევრი რამ მითხრა, მაგრამ დამავიწყდა, თან დიდი
ყურადღებითაც არ ვუსმენდი, იმიტომ, რომ სრულიად ეწინა-
აღმდეგებოდა ჩემს გრძნობებს.
ვშიშობ, დაგღალე, ისე დაწვრილებით გიყვები ჩემს ამბებს.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, წარმოიდგინე, რომ გავთხოვდი,
წარმოგვიდგინე მე და ჩემი ქმარი მამიდის ფეხებთან, მერე
წარმოიდგინე ყველაზე შეშლილი ქალი ბედლამში სიგიჟის
შეტევისას და მიხვდები, რა მოხდა სინამდვილეში.
მამიდამ მეორე დილით ბატი დატოვა, არც მისტერ ფიცპატ-
რიკთან უნდოდა შეხვედრა, არც ჩემთან და საერთოდ არავის
ნახვა არ სურდა. თუმცა კი, როგორც მითხრეს, მერე ყველაფე-
რი უარყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმედგაცრუებამ გუნე-
ბა წაუხდინა. მას შემდეგ ბევრჯერ მივწერე, პასუხი არ მიმი-
ღია, რაც მით უფრო საწყენია, რომ შეიძლება განზრახ არა,
მაგრამ ჩემი გაუბედურების მიზეზი თავად იყო, მასთან რომ არ
620
დაეწყო მისტერ ფიცპატრიკს არშიყობა, არც ჩემი გულის მო-
გების საშუალება მიეცემოდა. დარწმუნებული ვარ, ასეთ უხეშ
შეცდომას არ დავუშვებდი, საკუთარ თავს რომ მივნდობოდი,
მაგრამ რატომღაც სხვების მოსაზრებები უფრო გავითვალის-
წინე და სულელურად დავიჯერე კაცის ღირსებები მხოლოდ
იმიტომ, რომ ის ქალებს მოსწონდათ. რატომ ხდება ასე, ჩვენ
ხომ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს ჭკუით არ ჩამო
ვუვარდებით და რის გამო ვირჩევთ ხოლმე შტერებს კომპა-
ნიონებად ან ფავორიტებად? სიბრაზისგან ლამის გავგიჟდე,
როცა ვფიქრობ, რამდენმა ჭკვიანმა ქალმა დაიღუპა თავი ვი-
ღაც შტერის გამო.
მისის ფიცპატრიკი გაჩუმდა, მაგრამ სოფიას პასუხად არა-
ფერი უთქვამს.

თავი 5
მისის ფიცპატრიკის ისტორია გრძელდება

– ქორწილის შემდეგ მხოლოდ ორი კვირა დავრჩით ბატში.


მამიდასთან შერიგების არავითარი იმედი არ მქონდა. მემ-
კვიდრეობიდან ნახევარ პენისაც ვერ მივიღებდი, ვიდრე იმ
ასაკს არ მივაღწევდი, ჯერ კიდევ ორი წელი რომ მაკლდა. ჩემი
ქმარი ირლანდიაში გამგზავრებას აპირებდა, მე ცივ უარზე ვი-
ყავი და დაჟინებით ვთხოვდი, ქორწინებამდე მოცემული პი-
რობა შეესრულებინა და ჩემი სურვილის წინააღმდეგ არასო-
დეს წავეყვანე ირლანდიაში. ისე, არც არასოდეს ვაპირებდი იქ
წასვლას და ვერც ვერავინ გამამტყუნებდა, ოღონდ ქმრის-

621
თვის არ მითქვამს, მხოლოდ იმას ვთხოვდი, ერთი თვით გა-
დაედო გამგზავრება, მაგრამ მას უკვე დანიშნული ჰქონდა
დღე და ჯიუტად იდგა თავის აზრზე.
წასვლის წინა საღამოს ბევრი ვიკამათეთ, მოულოდნელად
სკამიდან წამოხტა და გარეთ გავარდა. ახალი გასული იყო, ია-
ტაკზე დაგდებული ფურცელი რომ დავინახე, ალბათ სიჩქარე-
ში ამოუვარდა. ფურცელი ავიღე და წერილი აღმოჩნდა. დიდ-
ხანს არ მიყოყმანია, გავხსენი და წავიკითხე და მერე იმდენ-
ჯერ წავიკითხე, ახლაც ზეპირად მახსოვს. აი, რა ეწერა იმ წე-
რილში:
„მისტერ ბრაიენ ფიცპატრიკს,
სერ, წავიკითხე თქვენი წერილი და გაოცებული დავრჩი. ფული
არ მიმიღია, თუ არ ჩავთვლით შალნარევი ქურთუკის საფასურს და
ახლა თქვენმა ანგარიშმა 150 გირვანქას მიაღწია. სერ, ხშირად მიბ-
ნევდით თავგზას, თითქოს ხან ერთი ქალი მოგყავდათ ცოლად და
ხან მეორე, მაგრამ მე იმედებით და დაპირებებით ვერ ვიცხოვრებ,
არც ქსოვილებით მოვაჭრე იკმარებს ამ თანხას. ასე მითხარით,
რომ მამიდას მოიყვანდით ცოლად თუ მის ძმისწულს, ყველა შემ-
თხვევაში უზრუნველყოფილი იქნებოდით, მაგრამ მამიდას, რო-
მელსაც ქვრივის მემკვიდრეობით საკმაოდ დიდი ქონება ერგო,
ძმისწული არჩიეთ, რადგან მას ნაღდი ფული აქვს. გთხოვთ, სერ,
დამიჯერეთ მე სულელს ერთხელ და მოიყვანეთ ცოლად პირველი-
ვე, რომელსაც მოახერხებთ. მაპატიეთ ამ რჩევისთვის, მაგრამ მხო-
ლოდ კარგი მინდა თქვენთვის. უახლოესი ფოსტით გამოვგზავნი
თამასუქს მუსიე ჯონ დრაგეტის და კომპანიის სახელზე, ორი კვი-
რით, და ეჭვი არ მეპარება, ვალს დაფარავთ,
სერ, თქვენი მონა-მორჩილი, სემ კოსგრეივი“.

სიტყვასიტყვით გიყვები, რაც ეწერა. აბა, თუ მიხვდები, რო-


გორ იმოქმედებდა ჩემზე ეს წერილი. „ძმისწული არჩიეთ,

622
რადგან მას ნაღდი ფული აქვს!“ რომ შემძლებოდა, თითოე-
ული ეს სიტყვა ხანჯლად მექცია, დიდი სიამოვნებით სათითა-
ოდ ჩავკრავდი გულში. ჩემს გადარევაზე ბევრს არ მოვყვები.
ვიდრე ქმარი შინ დაბრუნდებოდა, ცრემლად დავიღვარე და
თვალებშეშუპებული დავხვდი. მოღუშული ჩაჯდა სავარძელში
და დიდხანს არც ერთს ხმა არ ამოგვიღია. ბოლოს ქედმაღლუ-
რად მითხრა:– იმედია, მადამ, მოახლემ თქვენი ნივთები ჩა-
ალაგა. მეეტლე დილის ექვს საათზე მოვა.
მოთმინება დავკარგე და ვუპასუხე:
– სერ, წერილი დარჩა დასაბინავებელი.
წერილი მაგიდაზე დავაგდე და რა სალანძღავი სიტყვაც მო-
მადგა ენაზე, ყველაფერი მივაყარე.
არ ვიცი, სინდისმა შეაწუხა, შერცხვა თუ წინდახედულობის
გამო შეიკავა თავი და, მართალია, დიდი შმაგი ვინმე იყო, ამ-
ჯერად არ გაბრაზებულა. პირიქით, თავაზიანად სცადა დავემ-
შვიდებინე. მეფიცებოდა, ის ფრაზა მე არ მეკუთვნის, წერილში
რომ წერიაო, ასეთი რამ არასოდეს მითქვამსო. ის კი აღიარა,
ქორწილი ვახსენე და შენ რომ გარჩიე, ისიცო. თავი იმით გა-
იმართლა, ირლანდიაში მამული ძალიან მიშვებულია და ფი-
ნანსური მდგომარეობა ამიტომ გამიუარესდაო და ირლანდია-
ში გამგზავრებასაც სწორედ ამიტომ მთხოვდა თურმე დაჟინე-
ბით, ამას მოჰყვა თავაზიანი სიტყვები, ალერსი და სიყვარუ-
ლის ახსნა.
თერძის წერილში ქვრივის მემკვიდრეობა რომ იყო ნახსე-
ნები, რაზედაც თავად არ გაუმახვილებია ყურადღება, სწორედ
იმ სიტყვამ მომიბრუნა გული. მამიდა ხომ არასოდეს ყოფილა
გათხოვილი და მისტერ ფიცპატრიკმა ეს მშვენივრად იცოდა.
ამიტომ გადავწყვიტე, რომ იმ ყმაწვილმა მართლაც თვითონ
გამოიგონა ყველაფერი ან ყური მოჰკრა რაღაცას და ის

623
ოდიოზური ფრაზაც უსაფუძვლო იქნებოდა. რას იტყვი, ძვირ-
ფასო, ადვოკატივით ვმსჯელობ თუ მოსამართლესავით? მაგ-
რამ ეს იმიტომ ვახსენე, რომ პატიება გავამართლო. მოკლედ,
გინდაც ბევრად უფრო დამნაშავე ყოფილიყო, ალერსით და
სიყვარულით მაინც მიაღწია იმას, რომ ვაპატიე და დავთან-
ხმდი, ირლანდიაში გავყოლოდი. მეორე დღესვე გავემგზავ-
რეთ და ერთი კვირა დაგვჭირდა, მისტერ ფიცპატრიკის კარ-
მიდამომდე რომ ჩაგვეღწია.
თუ ძალიან არ გაინტერესებს, დაწვრილებით არ მოვყვები
გზის ამბებს, გამიჭირდება ხელმეორედ მისი გავლა და არც
შენ გირჩევდი.
კარ-მიდამო ძველი მემამულის სახლი აღმოჩნდა, ისეთი
შთაბეჭდილება დაგრჩებოდა, თითქოს ოდესღაც იქ ჯენ-
ტლმენს უცხოვრია. ფართობი დიდი იყო, რადგან ავეჯი თით-
ქმის არ იდგა. მოხუცი ქალი გამოგვეგება, სახლის კბილა იქ-
ნებოდა და ძალიან ჰგავდა იმ ქალს, ჩეიმონტს რომ ჰყავს
„ობოლში“ გამოყვანილი. ჭიშკართან რაღაც არაადამიანური,
ჩემთვის გაუგებარი ყმუილით მიესალმა თავის ბატონს. მოკ-
ლედ, ისეთი სევდიანი სცენა იყო, მელანქოლიურ განწყობაზე
დავდექი. ქმარმა ეს შენიშნა და იმის ნაცვლად, გული გაეკე-
თებინა ჩემთვის, ერთი-ორი გესლიანი შენიშვნით კიდევ უფ-
რო გამიღრმავა სევდა:
– მადამ, როგორც ხედავთ, კარგი სახლები მარტო ინ-
გლისში არ არის, მაგრამ შეიძლება თქვენ ბატის ბინძური ბი-
ნები გირჩევნიათ.
ძვირფასო სოფია, ბედნიერია ქალი, როგორ პირობებშიც
უნდა ცხოვრობდეს, როცა მხიარული კომპანიონი ჰყავს გვერ-
დით, გასამხნევებლად და გულს გასაკეთებლად! ჩემმა ქმარმა
არათუ მარტოობის სევდა არ შემიმსუბუქა, მალევე დამარწმუ-
ნა, რომ მასთან ერთად ყველგან და ყველანაირ პირობებში
624
უბედური ვიქნებოდი. ერთი სიტყვით, ისეთი პირქუში კაცი გა-
მოდგა, ეგეთი არ გენახოს, არადა თავდაპირველად მეც და
სხვა ყველასაც მის გარშემო სულ სხვანაირი გვეგონა. ღმერ-
თო ჩემო! როგორ შეიძლება კაცი ასე თვალთმაქცობდეს გა-
რეთ და მხოლოდ შინ ავლენდეს თავის ნამდვილ სახეს? ძვირ-
ფასო, ეტყობა, ამ გზით ინაზღაურებენ, ხალხში რომ უწევთ თა-
ვის შეკავება. ჩემი ქმარიც რაც უფრო მხიარული იყო საზოგა-
დოებაში, მით უფრო იღუშებოდა შინ. ჩემი ალერსის და სით-
ბოს მიმართ გულგრილი იყო. ჩემი ხუმრობები, შენ რომ ძალი-
ან გიყვარდა და სხვებსაც ართობდა, ეჯავრებოდა, თუ მოწყე-
ნილი ვიყავი, უსტვენდა და მღეროდა, თუ ძალიან ცუდ გუნება-
ზე დავდგებოდი, ბრაზდებოდა და შეურაცხყოფას მაყენებდა.
მართალია, გახარებულს როცა მხედავდა, არ უყვარდა, მაგ-
რამ ვერც უგუნებოს მიტანდა და, როგორც თვითონ ამბობდა,
ირლანდიელს რომ გავყევი ცოლად, ყველაფერი იმის ბრალი
იყო.
ჩემო ჭკვიანო სოფია, ვიცი, გამიგებ, რასაც ვგულისხმობ.
როცა ქალი, საზოგადოებაში მიჩნეული აზრით, წინდაუხედა-
ვად თხოვდება, ანუ მატერიალურ ინტერესებს არ მიჰყიდის
თავს, მაშინ ის კაცი უნდა უყვარდეს ან მოსწონდეს მაინც. იმა-
საც მიხვდები, რომ ეს სიყვარული შეიძლება განელდეს, არა,
კი არ განელდეს, მერწმუნე, შეიძლება ზიზღმა ძირფესვიანად
აღმოფხვრას. მეც ასე შევიზიზღე ქმარი, რომელიც – უნდა ვიხ-
მარო ეს გამოთქმა – ნამდვილი ყეყეჩი გამოდგა. გაგიკვირდე-
ბა, ადრე როგორ ვერ მივხვდი, მაგრამ ქალები ათასნაირ სა-
შუალებას პოულობენ შეყვარებულების სიშტერის გასამარ-
თლებლად. ამას გარდა, ნება მომეცი, გითხრა, დაკვირვებუ-
ლი თვალია საჭირო კარგი მანერებით ან ხალისიანი ბუნებით
შენიღბული შტერის ამოსაცნობად.

625
ალბათ ადვილად წარმოიდგენ, რომ რაც ქმარი შევიჯავრე,
შესაბამისად, არც მის წრეში ყოფნა მსიამოვნებდა, თუმცა
მქონდა ბედნიერება, დიდად არ შევეწუხებინე. ჩვენი სახლი
უკვე მშვენიერი ავეჯით იყო გაწყობილი, მარანი – ღვინით გა-
დავსებული და ცხენები და ძაღლები უხვად გვყავდა. მეზობ-
ლებისთვის კარი სულ ღია იყო, ისინიც ბევრს არ ახვეწნინებ-
დნენ. უმეტესი დრო ნადირობას და ქეიფს ეთმობოდა, ასე
რომ, მისი უჟმური ხასიათის ატანა ხშირად არ მიწევდა.
ისეთი უბედური არ ვიქნებოდი, კიდევ ერთი მოსაუბრის-
თვის რომ ამერიდებინა თავი, მაგრამ ისე გამომიჭირა და ისე
მაწვალებდა, ვერაფრით მოვიშორე თავიდან. ეს მოსაუბრე ჩე-
მი საკუთარი მტანჯველი ფიქრები იყო და დღე და ღამე არ მას-
ვენებდა. ასეთ წარმოუდგენელ პირობებში ვცხოვრობდი. კაც-
მა, რომელსაც ვერ ვიტანდი და მეზიზღებოდა, დედა გამხადა.
მშობიარობის ყველა ტკივილი და სიმწარე (ათჯერ უარესი,
რასაც საყვარელი კაცის გამო მოითმენდი), უკაცრიელ ადგი-
ლას ან უფრო შუაგულ ღრეობაში და ლხინში გამოვცადე, მე-
გობარიც არ მყავდა გვერდით, რომ გავემხნევებინე, რაც ყო-
ველთვის ძალიან ეხმარება ქალს.

თავი 6
სასტუმროს მეპატრონის შეცდომა სოფიას
საშინლად დააფრთხობს

მისის ფიცპატრიკი თხრობის გაგრძელებას აპირებდა, მაგ-


რამ ამ დროს სადილი მოართვეს და იძულებული გახდა შე-
ეწყვიტა, რაც სოფიას დიდად არ ესიამოვნა, მეგობრის სევდი-

626
ანმა თავგადასავალმა ძალიან დათრგუნა და უფრო მისი ამ-
ბის მოსმენის მადა ჰქონდა გაღვიძებული.
თავად სასტუმროს მეპატრონე ემსახურებოდათ, იდგა თეფ-
შით ხელში და ისე ეპირფერებოდათ, თითქოს ქალბატონები
ექვსცხენიანი ეტლით ჩამოსულიყვნენ.
გათხოვილ ქალბატონს ნაკლებად გაუფუჭა გუნება თავისი
უბედურების გახსენებამ, გემრიელად შეექცეოდა სა-
დილს,როცა სოფიამ ერთი ლუკმა ძლივს ჩაყლაპა, ძალიან
დადარდიანებული ჩანდა და მისის ფიცპატრიკმა ეს რომ შე-
ნიშნა, დაამშვიდა, იქნებ ყველაფერი უკეთესად დამთავრდე-
სო.
სასტუმროს მეპატრონემ იფიქრა, ახლა ხელსაყრელი მო-
მენტია, სიტყვა ჩავაგდოო და თქვა:
– მადამ, ვწუხვარ, ასე ცუდად რომ ჭამთ, დიდი მარხვის შემ-
დეგ კი უნდა მოგშიებოდათ. ნურაფერზე ღელავთ, როგორც
მადამმა თქვა, ყველაფერი კარგად დამთავრდება. ერთმა ჯენ-
ტლმენმა შესანიშნავი ამბავი მოიტანა, ვიღაცებმა მოახერხეს
და ხელიდან დაუსხლტნენ, ასე რომ, ლონდონში მანამდე ჩავ-
ლენ, ვიდრე დაეწევიან და იქ იპოვიან ხალხს, ვინც სიხარუ-
ლით მიიღებს.
როდესაც რაღაცის გეშინია, ყველაფერს, რასაც ხედავ ან
გესმის, შენს შიშებს უკავშირებ. ამიტომ სოფიამ იმწამსვე და-
ასკვნა, რომ სასტუმროს მეპატრონემ იცოდა, ვინ იყო და ისიც
იცოდა, მამა რომ ეძებდა. შეძრწუნდა და რამდენიმე წუთით
ენა ჩაუვარდა. როცა ლაპარაკის უნარი დაუბრუნდა, სასტუმ-
როს მეპატრონეს სთხოვა, მსახურები ოთახიდან გაეშვა და
ასე მიმართა:
– სერ, როგორც ვხვდები, იცით, ვინ ვართ, ძალიან
გთხოვთ... დარწმუნებული ვარ, თანაგრძნობას და სიკეთეს
გამოიჩენთ და არ გაგვთქვამთ.
627
– გაგთქვამთ? – გაიკვირვა სასტუმროს მეპატრონემ, – არა
(რამდენჯერმე დაუფიცა), ნაკუწ-ნაკუწ რომ ამქნან, არ გაგ-
თქვამთ. მეზიზღება ღალატი. ცხოვრებაში არავისთვის მიღა-
ლატია და თქვენისთანა სასიამოვნო ქალბატონებით არ ვაპი-
რებ, დავიწყო. თქვენ რომ გიღალატოთ, მთელი ქვეყანა გამ-
კიცხავს, თქვენ კი ალბათ დამაჯილდოებთ. ჩემს ცოლს დავი-
მოწმებ, როგორც კი შემოხვედით, მივხვდი, ვინც იყავით, ვიდ-
რე ცხენიდან გადმოსვლაში დაგეხმარებოდით, მანამდე
ვთქვი, თქვენ ვინც ბრძანდებით. გინდაც სიკვდილამდე დამ-
რჩეს ის ჩალურჯებული, მთავარია, თქვენ გადაგარჩინეთ. მე
თქვენ არასოდეს არ გაგთქვამთ და ამისთვის გასამრჯელოს
არ ავიღებ, სულ რომ შიმშილით მოვკვდე, არ გიღალატებთ.
– გპირდებით, სერ, – უთხრა სოფიამ, – გულუხვად დაგასა-
ჩუქრებთ, თუ მომეცა საშუალება.
– მადამ, – თქვა სასტუმროს მეპატრონემ, – საშუალება
როგორ არ გექნებათ, მთავარია, ღვთის ნებით, სურვილი გა-
გიჩნდეთ. მე იმის მეშინია, რომ საწყალ სასტუმროს მეპატრო-
ნეს დაივიწყებთ, მაგრამ თუ არ დაივიწყებთ და დამიფასებთ,
გასამრჯელოზე რომ უარი ვთქვი, იმის თქმა მინდა, უარს ვიტ-
ყოდი, რომ შემოეთავაზებინათ, თორემ მაშინ თქვენ ალბათ
სულ სხვა ადგილას აღმოჩნდებოდით... მაგრამ მე თქვენი ღა-
ლატი აზრადაც არ მომსვლია, არც მანამდე, ვიდრე კარგ ამ-
ბავს გავიგებდი.
– რა ამბავს? – დაინტერესდა სოფია.
– როგორ? თქვენს მოწყალებას ჯერ არ გაუგია? – შესძახა
სასტუმროს მეპატრონემ, – თუმცა მეც რამდენიმე წუთია, რაც
გავიგე, ოღონდ რომც არ გამეგო, თქვენს მოწყალებას არაფ-
რის დიდებით არ ვუღალატებდი... – საშინელი წყევლა მოაყო-
ლა, მაგრამ სოფიამ შეაწყვეტინა და სთხოვა ეთქვა, რა ამბავს

628
გულისხმობდა. ის იყო, უნდა ეპასუხა, რომ გაფითრებული
ონორი შემოვარდა, სულს ძლივს ითქვამდა და იყვირა:
– დავიღუპეთ, მადამ, მოვიდნენ, მოვიდნენ!
ამ სიტყვებზე სოფიას სისხლი გაეყინა, მაგრამ მისის ფიც-
პატრიკმა იკითხა, ვინ მოვიდნენო.
– ვიინ? ვინ და ფრანგები, რამდენიმე ათასი გადმოსვეს და
ახლა დაგვხოცავენ და გაგვაუპატიურებენ.
ძუნწი კაცი, მდიდრულ ქალაქში ოც შილინგად ღირებული
ქოხი რომ დაუდგამს და ხანძრის დროს გადაფითრდება და
აკანკალდება, ჩემი საკუთრება არ დავკარგოო, მაგრამ როცა
გაიგებს, მხოლოდ მშვენიერი სასახლე დამწვარა და მისი ქო-
ხი გადარჩა, იმწამსვე გონს მოეგება და ბედნიერი გაიღიმებს;
ან როგორც (წინა შედარება დიდად არ მოგვეწონა) მოსიყვა-
რულე დედა შეძრწუნდება, რადგან ჰგონია, მისი შვილი დაიხ-
რჩო და მკვდარივით გულწასული დაეცემა, თუმცა როცა ეტ-
ყვიან, ბიჭი გადარჩა, მაგრამ გემი ათას ორას მამაც კაცთან
ერთად ჩაიძირაო, გამოცოცხლდება, შვებას იგრძნობს, გულ-
მოწყალებას კი, სხვა დროს ასეთი საშინელი კატასტროფა
რომ შეძრავდა, ღრმად სძინავს მის სულში, ასე დაემართა სო-
ფიასაც: მართალია, ქვეყნის ბედი ყოველთვის ადარდებდა,
მაგრამ იმწამსვე შვება იგრძნო, როცა გაიგო, რომ მამამისს
არ გულისხმობდნენ. ნაზად გაკიცხა მოახლე, როგორ შემაში-
ნეო და ასე უთხრა:
– მიხარია, ამაზე უარესი რომ არაფერი მოხდა, მეგონა,
სხვა ვიღაც დაგვადგა თავზე.
– დიახ, დიახ, – გაიღიმა სასტუმროს მეპატრონემ, – თქვენ-
მა მოწყალებამ უკეთ იცის ვითარება, რომ ფრანგები ჩვენი მე-
გობრები არიან და ჩვენს სასიკეთოდ მოდიან. მათი დახმარე-
ბით ძველი ინგლისი ისევ გაიხარებს. თქვენ ალბათ იფიქრეთ,

629
ჰერცოგს გულისხმობდა მოახლე. მე ვერ მოვასწარი, მეცნო-
ბებინა, რომ მისი უდიდებულესობა დაუსხლტა ჰერცოგს და
ლონდონისკენ მიემართება, ათი ათასი ფრანგი კი მას უნდა
შეუერთდეს.
ამ ცნობით სოფია დიდად ნასიამოვნები არ დარჩენილა და
არც ამ ადამიანის მიმართ გაუჩნდა სიმპათია, რომელმაც ეს
ახალი ამბავი აცნობა, მაგრამ ვინაიდან ფიქრობდა, რომ მან
იცოდა, ვინც იყო (აბა, სიმართლე საიდან ეცოდინებოდა), თა-
ვი შეიკავა და უკმაყოფილება არ შეიმჩნია. ამასობაში სასტუმ-
როს მეპატრონემ სუფრა აალაგა და გავიდა, მაგრამ ვიდრე გა-
ვიდოდა, ერთხელ კიდევ შეახსენა სოფიას, დაჯილდოების იმე-
დი მაქვსო.
სოფიას აფრთხობდა ის აზრი, რომ სასტუმროში იცნობ-
დნენ. ჯერ კიდევ საკუთარ თავზე იღებდა იმას, რასაც სასტუმ-
როს მეპატრონე ჯენი კამერონის მისამართით ამბობდა. ამი-
ტომ მოახლეს უბრძანა, ჩუმად გამოეკითხა, როგორ დაადგი-
ნეს მისი ვინაობა და ვინ შეჰპირდა სასტუმროს მეპატრონეს
მისი დასმენისთვის დასაჩუქრებას. ამას გარდა, ისიც ბრძანა,
ცხენები დილის ოთხი საათისთვის გასამგზავრებლად მზად
იყვნენო. მისის ფიცპატრიკი შეჰპირდა, მეც შემოგიამხანაგდე-
ბითო. მერე სოფიამ როგორღაც თავი დაიმშვიდა და მეგო-
ბარს სთხოვა, ამბის მოყოლა გაეგრძელებინა.

თავი 7
რომელშიც მისის ფიცპატრიკის ისტორია სრულდება

ონორი ქალბატონის ბრძანების შესასრულებლად წავიდა,


პუნში მოითხოვა და სასტუმროს მეპატრონეს და დიასახლისს
630
სთხოვა, დამეწვიეთო. ამასობაში მისის ფიცპატრიკმა თხრობა
განაგრძო:
– ჩემი ქმარი თითქმის ყველა ოფიცერს იცნობდა, ვინც ჩვე-
ნი ქალაქის ახლომახლო იყო განაწილებული. მათ შორის
გახლდათ ერთი სანდომიანი ლეიტენანტი, ცოლადაც სასია-
მოვნო გარეგნობის და მანერების ქალი ჰყავდა. მშობიარობის
მერე ამ ქალს ძალიან დავუახლოვდი და ლამის განუყრელი
მეგობრები გავხდით.ლეიტენანტი არც ლოთი იყო და არც ნა-
დირობის მოყვარული, ჩვენს წვეულებებზე ხშირად დადიოდა,
მაგრამ ჩემს ქმართან დიდ დროს არ ატარებდა, თუმცა ლამის
ჩვენ ჭერქვეშ ცხოვრობდა. ეს არ მოსწონდა ჩემს ქმარს, მიბ-
რაზდებოდა და კარგად შემიკურთხებდა ხოლმე, მეგობარს
მართმევო, ეს რა კაცი წამიხდინე, ვიღაც ქალაჩუნად აქციეო.
ცდები, საყვარელო სოფია, თუ ფიქრობ, რომ მართლა იმი-
ტომ ბრაზობდა ჩემი ქმარი, თითქოს მეგობარი წავართვი,
რადგან ლეიტენანტის საზოგადოებაში ყოფნა სულელისთვის
სასიამოვნო არ იქნებოდა. ასე რომც ყოფილიყო, უფლება არ
ჰქონდა, ჩემთვის დაებრალებინა მეგობრის დაკარგვა, რად-
გან დარწმუნებული ვარ, ჩვენი სახლი ლეიტენანტს მხოლოდ
ჩემთან საუბრის გამო ხიბლავდა. არა, პატარავ, შური კლავ-
და, შურის ყველაზე ღვარძლიანი სახე: გონებრივი უპირატე-
სობის გამო ტანჯავდა შური. საცოდავს ვერ აეტანა, რომ ლე-
იტენანტი, კაცი, რომელსაც არავითარი ეჭვიანობის გრძნობა
არ უნდა აღეძრა მისთვის, ჩემთან საუბარს ამჯობინებდა. სო-
ფია, შენ გონიერი ქალი ხარ, აუცილებლად გათხოვდები, მაგ-
რამ თუ შენზე ნაკლებად გონიერ კაცს გაჰყევი ცოლად, ქორ-
წილამდე გამოცადე მისი ხასიათი, შეძლებს თუ არა ამ უპირა-
ტესობის პატიებას. შემპირდი, რომ ასე მოიქცევი და ჩემს რჩე-
ვას გაითვალისწინებ.

631
– მგონი, არასოდეს არ გავთხოვდები, – უთხრა სოფიამ, –
ყოველ შემთხვევაში, ჩემზე დაბალი ინტელექტის კაცს არ გავ-
ყვები ცოლად, მაგრამ თუ ასე მოხდა, უმალ საკუთარ ინტე-
ლექტზე ვიტყვი უარს, ვიდრე ასეთ რამეს ავიტან.
– უარს იტყვი? – გაოცდა მისის ფიცპატრიკი, – ფუი, არ მე-
გონა, ასეთი სუსტი თუ იყავი! სხვას ყველაფერს დავთმობ, ინ-
ტელექტს – არასოდეს. ბუნება ბევრ ცოლს არ უბოძებდა გო-
ნიერებას, რომ სდომებოდა, ქმრებისთვის დაგვეთმო. ჭკვიანი
კაცი ამას არასოდეს მოგთხოვს და ერთი მაგალითი სწორედ
ის ლეიტენანტია. მართალია, თავად საკმაოდ გონიერი კაცი
იყო, მაგრამ ყოველთვის აღიარებდა (და მართებულადაც),
რომ ცოლი თავისზე უკეთესი ჰყავდა. ალბათ ესეც იყო მთავა-
რი მიზეზი, რატომაც ჩემი ტირანი ვერ იტანდა ლეიტენანტის
ცოლს.
– ვიდრე ცოლის ჭკუაზე დავიწყებდე სიარულს, მით უმეტეს,
მახინჯის (სიმართლე რომ ითქვას, ის ქალი ლამაზი არ ყოფი-
ლა, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან სასიამოვნო და თავაზიანი
გახლდათ), მანამდე ყველა ქალს ჯანდაბის გზას გავუყენებ! –
ეს მისი საყვარელი ფრაზა იყო. ძალიან უკვირდა, რით მოგ-
ხიბლა იმ ქალმა, რომ კითხვასაც თავი დაანებე, რაც ვითომ
გიყვარდა და სხვა ქალებთან სტუმრობაზეც ხელი აიღეო. უნდა
ვაღიარო, დიდ თავაზიანობას არ ვიჩენდი დანარჩენი ქალბა-
ტონების მიმართ, ჩვენებური სოფლის ქალებისგან დიდად არ
განსხვავდებოდნენ და შენ ალბათ გამიგებ, რატომ ვარიდებდი
თავს.
ასე გრძელდებოდა თითქმის ერთი წელი, ვიდრე ლეიტე-
ნანტი ჩვენს ქალაქში მსახურობდა, მე კი ქმრის საყვედურების
ატანა მიწევდა, ოღონდ როცა შინ იყო. ხშირად ერთი თვით
დუბლინში მიდიოდა ხოლმე, ერთხელ ორი თვით გაემგზავრა

632
ლონდონში. მიხარია, რომ არასოდეს შემოუთავაზებია გაყო-
ლა, ის კი არა, ლანძღავდა ისეთ ქმრებს, ყველგან კუდზე გა-
მობმული რომ დაჰყავთ ცოლები. მაგრძნობინებდა, რომ არა-
ვითარი სურვილი არ ჰქონდა, თან წავეყვანე, მაგრამ ღმერ-
თია მოწმე, ფიქრადაც არ გამივლია.
საბოლოოდ ჩემი მეგობარი სხვაგან გაემგზავრა და ისევ
მარტო დავრჩი მტანჯველ ფიქრებთან. ერთადერთ შვებას წიგ-
ნებში ვპოულობდი. მთელი დღე ვკითხულობდი. როგორ ფიქ-
რობ, სამ თვეში რამდენ წიგნს წავიკითხავდი?
– არ ვიცი, – უპასუხა სოფიამ, – ალბათ ათამდე.
– ბევრად მეტი, ხუთასი წიგნი მაინც წავიკითხე: დენიელის
თარგმნილი „საფრანგეთის ისტორია“, პლუტარქე, პოუპის
თარგმნილი ჰომეროსი, დრაიდენის, ჩილინგვორთის, დ’ონუ-
ას პიესები და ლოკის „ესეი ადამიანის გაგების შესახებ“.
ამ პერიოდში მამიდას სამი გულის ამაჩუყებელი წერილი
მივწერე, მაგრამ არ მიპასუხა. თავმოყვარეობამ არ მომცა უფ-
ლება, კიდევ მიმეწერა, – აქ მისის ფიცპატრიკი გაჩერდა, სიყ-
ვარულით შეხედა სოფიას და უთხრა, – ასე მგონია, შენს თვა-
ლებში ვკითხულობ წყრომას, სხვა რომ დავივიწყე, ვინც სიხა-
რულით მიპასუხებდა.
– ჰარიეტ, შენი სევდიანი ამბავი ამართლებს გულმავიწყო-
ბას, მეც დამნაშავედ ვგრძნობ თავს და ვერც ვერაფრით გავი-
მართლებ. გთხოვ, განაგრძე, ერთი სული მაქვს, ყველაფერი
შევიტყო.
– ჩემი ქმარი მეორედ გაემგზავრა ლონდონში და იქ სამი
თვე დარჩა. ცხოვრება უფრო ასატანი გახდა ადრინდელთან
შედარებით, როცა ჩემისთანა გულღია ადამიანს საძულველ
ხალხთან მიწევდა ურთიერთობა. ჩემს უბედურებებს კიდევ
შვილის დაკარგვა დაემატა. არ მოგატყუებ, მის მიმართ განსა-
კუთრებული სიყვარული არ მქონია, სხვა ვითარებაში ალბათ
633
უფრო მეყვარებოდა, თუმცა მზრუნველი დედის ვალს ვიხდიდი
და პატარაზე ზრუნვა ცოტა მიმსუბუქებდა ტვირთის სიმძიმეს.
ათი კვირა სულ მარტო ვიყავი, მსახურების გარდა, ვერავის
ვხედავდი და მნახველებს იშვიათად ვიღებდი. ჩემი ქმრის ნა-
თესავი ჩამოვიდა ირლანდიიდან, ერთხელ ის ქალი გვყავდა
უკვე სტუმრად და ძალიან ვთხოვე ჩამოსულიყო. სასიამოვნო
ქალი იყო, განათლებული და სიხარულით ვუმასპინძლებდი.
რამდენიმე დღის ჩამოსული იყო, რომ შემატყო, როგორი
დათრგუნვილი ვიყავი. არც უკითხავს მიზეზი, ისედაც ხვდებო-
და და დიდი თანაგრძნობით განიმსჭვალა ჩემდამი. მითხრა,
მართალია, ზრდილობის გამო ქმრის ნათესავთან მასზე ცუდი
არ დაგცდება, მაგრამ ყველამ ყველაფერი ვიცით და შენ გამო
ძალიან ვწუხვართო. მერე ბევრი ვისაუბრეთ ამ თემაზე და ბო-
ლოს, დიდი სიფრთხილით და ხვეწნით, არავისთან წამოგცდე-
სო, გამიმხილა, რომ თურმე ჩემს ქმარს საყვარელი ჰყავდა.
ალბათ ფიქრობ, რომ ამ ცნობას გულგრილად მივიღებდი.
თუ ასე გგონია, ცდები. ზიზღს ბოლომდე არ გაენელებინა რის-
ხვა ჩემი ქმრისადმი და კიდევ უფრო შემძულდა. და რა იყო
ამის მიზეზი? ნუთუ ისეთი საშინელი ეგოისტები ვართ, რომ
ვერ ვეგუებით, თუნდაც საძულველ ადამიანს როცა გვართმე-
ვენ, ან ისეთი საშინელი პატივმოყვარეები, რომ ამას უდიდეს
შეურაცხყოფად აღვიქვამთ? რას იტყვი, სოფია?
– არ ვიცი, – უთხრა სოფიამ, – ასე არ ჩავღრმავებივარ,
მაგრამ, ჩემი აზრით, იმ ლედის არ უნდა გაემხილა საიდუმლო.
– ძვირფასო, ეს სრულიად ბუნებრივი საქციელია, შენ რომ
ჩემდენს ნახავ და წაიკითხავ, უკეთ გამიგებ.
– სამწუხაროა, თუ ბუნებრივი საქციელია, – თქვა სოფიამ,
– არც კითხვა და არც გამოცდილება არ არის საჭირო იმის მი-
სახვედრად, რომ ეს უღირსობა და მავნებლობაა. ცოლს რომ

634
ქმრის დანაშაულს გაუმხელ, იგივეა, მას თავის ნაკლზე მიუთი-
თო.
– მოკლედ, – განაგრძო მისის ფიცპატრიკმა, – ჩემი ქმარი
დაბრუნდა და ახლა ისე მძულდა, როგორც არასდროს, მაგრამ
ვერ გეტყვი, რომ მეზიზღებოდა, რადგან ისე არაფერი ჯაბნის
ზიზღს, როგორც სიამაყის ან პატივმოყვარეობის შელახვა.
ამჯერად ისე იქცეოდა, ლამის ქორწინების პირველი კვირა
გამახსენა და ოდნავი სიყვარული მაინც რომ შემრჩენოდა, იქ-
ნებ გული მომბრუნებოდა. მაგრამ სიძულვილს შეუძლია
ზიზღს მოერიოს, სიყვარულს – ვერა. სიყვარული ისეთი მოუს-
ვენარი გრძნობაა, ვერ დაკმაყოფილდება, თუ სიყვარულის
საგნისგან სიამოვნებას არ იღებს და შეუძლებელია, ლტოლ-
ვის გარეშე გიყვარდეს, ისევე, როგორც შეუძლებელია, გქონ-
დეს თვალები და ვერ ხედავდე. როცა ქმარი აღარ არის
ლტოლვის საგანი, ალბათ ვიღაც სხვა... იმის თქმა მინდა... თუ
სიყვარულის უნარი გაქვს... ჯანდაბას, სულ დავიბენი, დაბნეუ-
ლად როცა მსჯელობ, აზრების დაკავშირება გიძნელდება, რო-
გორც ლოკი ამბობს. მოკლედ, სიმართლე ისაა... მოკლედ,
არც კი ვიცი... როგორც გითხარი, ქმარი დაბრუნდა და თავი-
დან მისმა ქცევამ ძალიან გამაოცა, მაგრამ მალე მიზეზი შე-
ვიტყვე და ყველაფერი ნათელი გახდა. ერთი სიტყვით, მთელი
ჩემი ნაღდი ფული გაფლანგა, თავისი მამულის დაგირავება
აღარ შეეძლო და ახლა ჩემი მამულის გაყიდვა სურდა, მაგრამ
ამას ჩემი თანხმობის გარეშე ვერ მოახერხებდა. ასე რომ, მისი
თავაზიანობის ნამდვილი მიზეზი ჩემი კეთილგანწყობის მო-
პოვება აღმოჩნდა.
მე ცივი უარი განვაცხადე. ვუთხარი და მართლა ასე ვფიქ-
რობდი, ცოლად როცა გავყევი, მთელი ინდოეთის მფლობელი
რომ ვყოფილიყავი, მას დავუთმობდი. ყოველთვის ასე მჯერო-

635
და, რომ ქალი როცა ქმარს გულს ჩუქნის, ქონებაც უნდა აჩუ-
ქოს, მაგრამ ვინაიდან ჩემმა ქმარმა კეთილი ინება და გული
უკან დამიბრუნა, გადავწყვიტე, რაც დამრჩენოდა, ყველაფერი
შემენარჩუნებინა.
თავს შევიკავებ და აღარ მოგიყვები, როგორ გაცხარდა, ჩე-
მი მტკიცე გადაწყვეტილება რომ გავაცანი და რა სცენა მოჰყვა
ამას. რა თქმა უნდა, საყვარლის ისტორიაც გასკდა და რაც კი
სიბრაზეს და ზიზღს უკავშირდება, ყველა იმ სიტყვით შემამკო.
მისტერ ფიცპატრიკისთვის ჩემი განცხადება მოულოდნე-
ლი აღმოჩნდა, გაოგნდა და დაიბნა, თუმცა დაბნეულობას სხვა
დროსაც არ უჩიოდა. თავის გამართლება არც უფიქრია, ისეთ
ხერხს მიმართა, მეც გამაოგნა. აქეთ შემომიტია, ეჭვიანობა
მოიგონა. ბუნებით ეჭვიანი იყო თუ რა ეშმაკმა გადაუბრუნა
ტვინი, არ ვიცი, რადგან მე ამქვეყნად ცილს ვერავინ დამწა-
მებდა, ყველაზე ბოროტი ენის პატრონებსაც არ შეუბედავთ ჩე-
მი რეპუტაციისთვის. ღვთის წყალობით, ჩემს სახელს ჩირქი
არასოდეს მოსცხებია. ჩემო საყვარელო სოფია, მართალია,
ქმარი ცუდად მექცეოდა, მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, ეჭ-
ვიანობის საბაბი არ მიმეცა. თუმცა ხომ იცი, ისეთი ბოროტე-
ბიც არსებობენ, ყველაფერს რომ იკადრებენ და შარს მოგდე-
ბენ დაუფიქრებელი სიტყვისთვის ან უნებურად თვალის გაპა-
რებისთვის, ანდა ოდნავ მეტი თავისუფლება თუ გამოავლინე,
მაგრამ მე ჭორებს არად ვაგდებდი, გეფიცები, ამ ყველაფერზე
მაღლა ვიდექი. სად გავჩერდი? მოიცა, გითხარი, რომ ქმარმა
იეჭვიანა და იცი, ვისზე იეჭვიანა? ადრე რომ ლეიტენანტი ვახ-
სენე, იმაზე, თან ერთი წლის თავზე. ნეტა, მართლა ეჭვიანობ-
და თუ ჩემს დასამცირებლად თვალთმაქცობდა?
მგონი, დაგღალე ამდენი წვრილმანის მოყოლით, ამიტომ
მალე მოვამთავრებ ჩემს ამბავს. იმ სცენების აღწერა არ ღირს,

636
ერთს გეტყვი, რომ მისმა ნათესავმა ქალმა ჩემი მხარე დაიჭი-
რა და ისე გააბრაზა მისტერ ფიცპატრიკი, რომ მან სახლიდან
გააგდო და როცა დარწმუნდა, ვერც მოთაფვლით და ვერც და-
შინებით ჩემთან ვერაფერს გახდებოდა, ყველაზე სასტიკ მე-
თოდს მიმართა. შეიძლება იფიქრო, რომ მცემა, მაგრამ ხელი
არ დაუკარებია, თუმცა კი ბევრი არაფერი აკლდა. ოთახში გა-
მომკეტა და არც კალამი, არც ფურცელი და არც წიგნი არ მომ-
ცა, მხოლოდ მოახლე შემოდიოდა ლოგინის გასასწორებლად
და საჭმლის შემოსატანად.
ასე ვიყავი დატყვევებული ერთი კვირა, მერე მესტუმრა და
სკოლის დირექტორის ან ტირანის ტონით, რაც ხშირად ერ-
თიდა იგივეა ხოლმე, მკითხა, მივცემდი თანხმობას თუ არა.
ვუთხარი, მირჩევნია, მოვკვდე-მეთქი. მაშინ მოკვდი, ამ ოთა-
ხიდან ცოცხალი ვეღარ გამოხვალო.
კიდევ ორი კვირა დავყავი იქ, ლამის უკვე გავტყდი და
ვფიქრობდი, დავმორჩილებოდი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს,
ჩემი ქმარი გასული რომ იყო, ბედს ვეწიე, ნამდვილი სასწაუ-
ლი მოხდა... ისეთი სასოწარკვეთილი ვიყავი... ვერავინ გამამ-
ტყუნებდა... ერთი სიტყვით, ოქრო ვიპოვე, ანუ გასაღები, რო-
მელიც ყველა კარს ერგებოდა და ტყვეობას თავი დავაღწიე.
სასწრაფოდ დუბლინში გავემგზავრე, საიდანაც დაუყოვ-
ნებლივ ინგლისში ჩავედი, იქიდან ბატში ვაპირებდი მოხვედ-
რას, რომ მამიდისთვის ან მამაშენისთვის მეთხოვა თავშესა-
ფარი. გუშინ, შენ უკვე რამდენიმე წუთის გასული იყავი, ქმარ-
მა იმ სასტუმროში მომაგნო, მაგრამ გამიმართლა და გამო-
ვასწარი.
ასე დასრულდა ჩემი ამბავი, ძვირფასო სოფია, ჩემთვის ძა-
ლიან ტრაგიკული, შენთვის კი ალბათ მოსაწყენი.
სოფიამ ამოიოხრა და უთხრა:

637
– მთელი გულით მებრალები, ჰარიეტ! მაგრამ რას ელო-
დი? საერთოდ, რატომ გაჰყევი ცოლად ირლანდიელს?
– დამიჯერე, – თქვა ჰარიეტმა, – უსამართლოდ მსჯელობ.
ირლანდიელებშიც მოიძებნებიან ღირსეული და პატიოსანი
კაცები, ისევე, როგორც ინგლისელებში. არა, სიმართლე თუ
გაინტერესებს, ჩვენზე დიდსულოვნებიც არიან. თავად ვნახე
კარგი ქმრობის ბევრი მაგალითი. შენ ის მკითხე, შტერს რა-
ტომ გავყევი ცოლად და არ მოგატყუებ, მე არ ვიცოდი, შტერს
თუ მივყვებოდი.
– შენი აზრით, ცუდი ქმრები მხოლოდ შტერები არიან? –
რაღაც შეცვლილი ხმით ჰკითხა სოფიამ.
– თავს ვერ დავდებ, მაგრამ შტერი ყოველთვის ცუდი ქმა-
რია. ჩემს ნაცნობებს შორის ასეა. ჭკვიანი კაცი ცოლს ცუდად
არ მოექცევა.
– კიდევ ორი კვირა დავყავი იქ, ლამის უკვე გავტყდი და
ვფიქრობდი, დავმორჩილებოდი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს,
ჩემი ქმარი გასული რომ იყო, ბედს ვეწიე, ნამდვილი სასწაუ-
ლი მოხდა... ისეთი სასოწარკვეთილი ვიყავი... ვერავინ გამამ-
ტყუნებდა... ერთი სიტყვით, ოქრო ვიპოვე, ანუ გასაღები, რო-
მელიც ყველა კარს ერგებოდა და ტყვეობას თავი დავაღწიე.
– სასწრაფოდ დუბლინში გავემგზავრე, საიდანაც დაუყოვ-
ნებლივ ინგლისში ჩავედი, იქიდან ბატში ვაპირებდი მოხვედ-
რას, რომ მამიდისთვის ან მამაშენისთვის მეთხოვა თავშესა-
ფარი. გუშინ, შენ უკვე რამდენიმე წუთის გასული იყავი, ქმარ-
მა იმ სასტუმროში მომაგნო, მაგრამ გამიმართლა და გამო-
ვასწარი.
– ასე დასრულდა ჩემი ამბავი, ძვირფასო სოფია, ჩემთვის
ძალიან ტრაგიკული, შენთვის კი ალბათ მოსაწყენი.
– სოფიამ ამოიოხრა და უთხრა:

638
– მთელი გულით მებრალები, ჰარიეტ! მაგრამ რას ელო-
დი? საერთოდ, რატომ გაჰყევი ცოლად ირლანდიელს?
– დამიჯერე, – თქვა ჰარიეტმა, – უსამართლოდ მსჯელობ.
ირლანდიელებშიც მოიძებნებიან ღირსეული და პატიოსანი
კაცები, ისევე, როგორც ინგლისელებში. არა, სიმართლე თუ
გაინტერესებს, ჩვენზე დიდსულოვნებიც არიან. თავად ვნახე
კარგი ქმრობის ბევრი მაგალითი. შენ ის მკითხე, შტერს რა-
ტომ გავყევი ცოლად და არ მოგატყუებ, მე არ ვიცოდი, შტერს
თუ მივყვებოდი.
– შენი აზრით, ცუდი ქმრები მხოლოდ შტერები არიან? –
რაღაც შეცვლილი ხმით ჰკითხა სოფიამ.
– თავს ვერ დავდებ, მაგრამ შტერი ყოველთვის ცუდი ქმა-
რია. ჩემს ნაცნობებს შორის ასეა. ჭკვიანი კაცი ცოლს ცუდად
არ მოექცევა.

თავი 8
დიდი მღელვარება სასტუმროში, მოულოდნელად
მისის ფიცპატრიკის მეგობარი ჩამოდის

ახლა სოფია მოჰუყვა თავის ისტორიას და იმედია, მკით-


ხველი მაპატიებს, თუ ხელახლა არ გავიმეორებ.
ოღონდ ერთი რამ უსათუოდ უნდა აღვნიშნო: სოფიამ ისე
ჩაამთავრა საკუთარი ამბის მოყოლა, რომ ჯონსი ხსენებითაც
არ უხსენებია, თითქოს ეს ადამიანი არ არსებობდა. მე არც ახ-
სნას შევეცდები და არც გამართლებას, მაგრამ თუკი მის
საქციელს შეიძლება უსამართლო ეწოდოს, მაშინ მით უფრო

639
მიუტევებელია, რომ მეორე ლედიმ ალალად გადაუშალა გუ-
ლი. თუმცა, ასე მოხდა და რა ვქნათ.
სოფიას დამთავრებული არ ჰქონდა თავისი ისტორია, რომ
ოთახში, სადაც ქალბატონები ისხდნენ, შემოიჭრა გამაყრუე-
ბელი ხმაური, რომელიც ძალიან წააგავდა საძაღლიდან გა-
მოშვებული მწევრების ყურისწამღებ ყეფას ან ატეხილი კატე-
ბის ჩხავილს, ანდა ბუების კივილს, ან კიდევ უფრო მეტად (აბა,
რომელი ცხოველის ხმა შეედრება ადამიანის ხმას?), თევზის
ბაზარში რომ უშვებენ პირიდან, ხანდახან კი ნესტოებიდან,
მშვენიერი მდინარის ნიმფები, ადრე ნაიადებს რომ უწოდებ-
დნენ და ახლა მდაბიურ ენაზე ხამანწკების გამყიდველებს ეძა-
ხიან; როგორც ძველად რძეს, თაფლს და ზეთს სწირავდნენ
ხოლმე, ასე ახლა მგზნებარე თაყვანისმცემლები ადრიან დი-
ლით უხვად რომ დაღვრიან ღვიის კენკრის ან ალაოს წვენს და
ვინმე მკრეხელი გაბედავს პროფანაციას, ანუ ვერ დააფასებს
ფაფუკ ხამანწკს, მკვრივ და საღ კამბალას, მუჭისტოლა კრე-
ვეტს, მშვენიერ ვირთევზას, სულ ცოტა ხნის წინ ცოცხალი რომ
იყო, ან ზღვის სხვა რომელიმე განძს, ნიმფების ნებიერებს, და
განრისხებული ნაიადები უკვდავ ხმას აიმაღლებენ და უპატივ-
ცემულობისთვის საცოდავ მკრეხელებს გააყრუებენ, აი, ასეთი
ხმაური ამოდიოდა ქვედა სართულიდან. მალე შორს გავარ-
დნილი მეხის ხმა ნელ-ნელა მოახლოვდა, კიბეზე ამოვიდა და
იმ ოთახში შეიჭრა, სადაც ქალბატონები ისხდნენ. მოკლედ,
გვეყოფა მეტაფორები, ეს იყო ონორი, რომელმაც ქვემოთ უკ-
ვე კარგად გამოლანძღა ყველა და ახლა სოფიას მიმართა გან-
რისხებულმა:
– წარმოგიდგენიათ, ქალბატონო, იმ უნამუსო არამზადას,
იმ სასტუმროს მეპატრონეს ეყო თავხედობა და პირში მითხრა,
შენი ქალბატონი ბინძური ბოზიაო, ჯენი კამერონს რომ ეძახი-
ან, ისო და პრეტენდენტს დაჰყვება კუდშიო. ის კი არა, ასე
640
თქვა, თვითონ მითხრაო. კარგად ჩამოვუსვი სახეზე კლანჭე-
ბი, დიდხანს დარჩება, ვუთხარი, შე არამზადა, ჩემი ქალბატო-
ნი პრეტენდენტის გასართობი არ არის, ის საუკეთესო ოჯახი-
დანაა, ოდესმე გსმენია დიდ სკვაირ ვესტერნზე-მეთქი? მისი
ერთადერთი ქალიშვილია და მისი ერთადერთი მემკვიდრე-
მეთქი, ასე ვუთხარი. ვიღაც ვიგინდარამ ჩემს ქალბატონს ბო-
ზი უწოდა! ნეტა პუნშის ჭიქა თავზე გადამემსხვრია.
როცა ეს მოისმინა, სოფიას ყველაზე მეტად ის ეწყინა,
ონორმა მისი ვინაობა რომ გაამხილა. სამაგიეროდ, სასტუმ-
როს მეპატრონის გაუგებარი ფრაზები ახლა სავსებით გასაგე-
ბი გახდა მისთვის, ცოტა გულზე მოეშვა და გაეღიმა. ეს რომ
დაინახა, განრისხებულმა ონორმა იყვირა:
– არა მგონია, სასაცილო იყოს, ასეთი უნამუსო არამზადა
ბოზს რომ დაგიძახებს. მე ამას ვერ ავიტან, თქვენ ყველაზე
სათნო ქალბატონი ხართ, ვისაც ინგლისის მიწაზე ფეხი დაუდ-
გამს და თვალებს გამოვთხრი, თუ ვინმე გაბედავს და რამე აუ-
გი დასცდება თქვენზე. ჯერ არავის უთქვამს ცუდი რომელიმე
ქალბატონზე, ვისი მოახლეც ვყოფილვარ. Hinc illae
lachrymae49 , მართალი გითხრათ, ონორს ისე უყვარდა თავი-
სი ქალბატონი, როგორც მოახლეების უმეტესობას უყვარს,
რაც იმას ნიშნავს... მაგრამ ამას გარდა, პატივმოყვარეობა
ავალდებულებდა, მისი სახელი დაეცვა, რადგან ფიქრობდა,
რომ ქალბატონის კარგი სახელი მის სახელთან იყო დაკავში-
რებული და თუ მას სახელი გაუტყდებოდა, შესაბამისად – თა-
ვადაც.
მკითხველო, აქ თემას წუთით გადავუხვევ და ერთ ამბავს
გავიხსენებ. ერთხელ ყველასთვის ცნობილი ნელ გვინი გამო-
ვიდა სახლიდან, სადაც ცოტა ხნით იყო მისული და დაინახა,

49
აქედანაა ეს ცრემლები (ლათ)
641
მისი ლაქია სისხლში ამოთხვრილიყო, გარშემო კი ხალხი შე-
მოხვეოდა. ჰკითხა, რა ხდებაო და ლაქიამ უპასუხა:
– მადამ, ერთმა არამზადამ ბოზი გიწოდათ და წავეჩხუბე.
– შე შტერო, – უთხრა მისის გვინმა, – ასე ყოველდღე მო-
გიწევს ჩხუბი, ეს ხომ მთელმა ქვეყანამ იცის.
– მთელმა ქვეყანამ? – და კარეტის კარი როცა მიუკეტა, თა-
ვისთვის ჩაილაპარაკა, – მაგრამ მე ბოზის ლაქიას ვერ დამი-
ძახებენ.
ასე რომ, ონორის გაბრაზება ბუნებრივი იყო, თუმცა სინამ-
დვილეში კიდევ სხვა მიზეზიც არსებობდა. ზოგიერთი სითხე
ჩვენს ვნებებს ან ცეცხლს თუ მოხვდა, წყლის საპირისპირო
ეფექტს ახდენს – კი არ აქრობს, პირიქით, უფრო აალებს. მათ
შორისაა სითხე, სახელად პუნში. ალბათ სწავლულ ექიმ ჩე-
ინის საკმარისი მიზეზი ჰქონდა, ეთქვა, პუნშის დალევა იგივეა,
ცეცხლი ჩაყლაპოო.
მისის ონორს, სამწუხაროდ, ცეცხლი ბევრი მოუვიდა, კვამ-
ლმა ტვინამდე ააღწია და გონება დაუბნელა, კუჭში მოგიზგიზე
ალი კი გულს გადასწვდა და იქ კეთილშობილი გრძნობა, სი-
ამაყე გააღვივა. ამიტომ ვეღარ მოთოკა ონორმა სიშმაგე,
თუმცა, ერთი შეხედვით, უნდა ვაღიაროთ, მიზეზი დიდად არ
შეესაბამებოდა ეფექტს.
სოფიამ და მისმა ბიძაშვილმა რა არ სცადეს ალის ჩასაქ-
რობად, რომელიც მთელ სახლს აწიოკებდა.
ბოლოს და ბოლოს, მოახერხეს ან, ისევ მეტაფორა რომ
ვიხმაროთ, ცეცხლმა ამოწურა თავისი შესაძლებლობა, ანუ
დახარჯა, რაც კი სალანძღავი სიტყვა იცოდა და თავისით ჩაქ-
რა.
მაგრამ თუ ზედა სართულზე სიმშვიდემ დაისადგურა, ქვე-
მოთ ვნებები ბობოქრობდა. დიასახლისი ხმამაღლა ითხოვდა
შურისძიებას და სამართლიანობის აღდგენას თავისი ლამაზი
642
ქმრის დაბღორტნისთვის. თავად დაზარალებულს რაც შეეხე-
ბა, მშვიდად იყო. შეიძლება სისხლის გამოშვებამ სიბრაზე ცო-
ტა გაუნელა, რადგან არათუ სახე ჰქონდა დაკაწრული, მუშტიც
მოხვდა ცხვირში და სისხლის ცრემლებით ატირა. ყველაფერს
ისიც დაემატა, რომ თავის შეცდომაზე დაფიქრდა, თუმცა მისის
ონორის საქციელმა, პირიქით, განუმტკიცა ეჭვი, მაგრამ ამ
დროს სასტუმროში ვიღაც დიდი პიროვნება შემოვიდა ამალის
თანხლებით, რომელმაც განაცხადა, ერთ-ერთი ქალბატონის
ახლო მეგობარი ვარო.
ამ დიდმა პიროვნებამ ბრძანა, ქალბატონებს ჩემი ჩამოს-
ვლის შესახებ აუწყეთო. ქალბატონებს ეს რომ მოახსენეს, სო-
ფია იმწამსვე გაფითრდა, თუმცა მკითხველი ალბათ მიხვდება,
რომ, მართალია, სასტუმროს მეპატრონემ ძლივს წაიბლუყუნა
დანაბარები, სოფიას მამის პირობაზე მაინც მეტისმეტად კულ-
ტურულად ჟღერდა, მაგრამ შიში, მომრიგებელი მოსამარ
თლეების არ იყოს, ხშირად მცდარად მოქმედებს და ნაჩქარე-
ვი დასკვნა გამოაქვს ხოლმე, ვიდრე ორივე მხარის ჩვენებას
გადასინჯავდეს. ამიტომ უფრო მკითხველის ცნობისმოყვა-
რეობას დავაკმაყოფილებთ, ვიდრე მის შიშს გავფანტავთ და
გეტყვით, რომ ეს დიდი პიროვნება, რომელიც გვიან საღამოს
იმ სასტუმროში გაჩერდა, ლონდონში მიმავალი ირლანდიე-
ლი პერი გახლდათ. ამ კეთილშობილმა ჯენტლმენმა ჩვენ მი-
ერ უკვე აღწერილი ქარიშხლის გამო შეწყვიტა ვახშმობა და
მისის ფიცპატრიკის მოახლე რომ დაინახა, მისგან შეიტყო,
ქალბატონი ზედა სართულზე რომ ბრძანდებოდა. ჯენტლმენმა
დაამშვიდა სასტუმროს მეპატრონე და სთხოვა, ბევრად უფრო
ზრდილობიანად, ვიდრე მან შემდეგ გაიმეორა, ქალბატონის-
თვის მისი ჩამოსვლის შესახებ ეცნობებინა.

643
შეიძლება გაგიკვირდეთ, რატომ მოახლეს არ დააბარაო,
მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა გამოგიტყდეთ, რომ მას იმ წუთებ-
ში არაფრის თავი არ ჰქონდა. რომმა (ასე არჩია სასტუმროს
მეპატრონემ, ქერისგან გამოხდილი სასმლისთვის ეწოდები-
ნა) ისედაც დაღლილ ქალს ბოლო მოუღო და თავისი კეთილ-
შობილური მოვალეობის შესრულება აღარ შეეძლო.
ამ ტრაგიკულ სცენას წვრილად არ აღვწერთ, მაგრამ ისტო-
რიკოსის პატიოსნებასთან რომ პირნათელი ვიყოთ, მაინც უნ-
და გადაკვრით ვახსენოთ ის, რასაც სიამოვნებით დავმალავ-
დით. ბევრი ნაკლებად პატიოსანი თუ ნაკლებად გულისხმიე-
რი ისტორიკოსი მკითხველს მიანდობს ხოლმე, თავად იპო-
ვოს სიბნელეში გამოსავალი, რაც ძალიან დამაბნეველი და
უხერხულია.
კეთილშობილი პერის დანახვაზე სოფია უსაფუძვლო ში-
შისგან გათავისუფლდა. პერი არათუ მისის ფიცპატრიკის ნაც-
ნობი აღმოჩნდა, არამედ მისი ახლო მეგობარიც. სიმართლე
რომ გითხრათ, სწორედ მისი დახმარებით გაექცა ქმარს ჰარი-
ეტ ფიცპატრიკი. ეს ჯენტლმენი რაინდის ღირსებებით იყო და-
ჯილდოებული და არაერთი დატყვევებული ლამაზმანი გაეთა-
ვისუფლებინა. ის მართლაც რომ ქმრების და მამების ძალა-
დობის დაუძინებელი მტერი გახლდათ და ისე უპირისპირდე-
ბოდა, როგორც მოხეტიალე რაინდები ებრძოდნენ ჯადოქრე-
ბის ბოროტ ძალებს. არა, სიმართლე გითხრათ, ხშირად მიეჭ-
ვია, რომ რაინდულ რომანებში გამოყვანილი ის ჯადოქრები,
უბრალოდ, იმდროინდელი ქმრები იყვნენ, მოჯადოებულ ცი-
ხე-კოშკებში კი, სადაც ლამაზმანები ჰყავდათ გამომწყვდე-
ული, ქორწინება იგულისხმებოდა.ამ კეთილშობილ პერს
ფიცპატრიკის ახლომახლო მამული ჰქონდა და ლედი ცოტა

644
ხნით ადრე გაიცნო. როგორც კი შეიტყო, რომ მისის ფიცპატ-
რიკი შინ გამოამწყვდიეს, გულწრფელად გადაწყვიტა მისი
შველა,
ოღონდ ძველი დროის გმირივით ციხე-კოშკის აღება არ უც-
დია, თანამედროვე ომის ხერხს მიმართა და მისი მმართველი
მოისყიდა – ის შემთხვევა იყო, როცა მოხერხებულობას ამჯო-
ბინებ სიმამაცეს და ოქროს ამჯობინებ ფოლადს და სპილენძს.
ვინაიდან ეს ვითარება მისის ფიცპატრიკმა საკმარისად
მნიშვნელოვნად არ მიიჩნია, სოფიასთვის რომ მოეყოლა, არც
მკითხველისთვის გაგვიმხელია, ვარჩიეთ, ერთხანს ჰგონებო-
და, თითქოს ქალმა მართლაც იპოვა ფული და ბუნდოვანი
დარჩენილიყო, თუ როგორ იპოვა ან მოჭრა მან ის ფული, ან
რა ზებუნებრივი ძალები დაეხმარა მის შოვნაში და არ შევ-
წყვიტეთ თხრობა იმ უმნიშვნელო ამბის გასაცნობად, რომე-
ლიც მისის ფიცპატრიკმა ხსენების ღირსად არ მიიჩნია.
როცა პერმა გაკვირვება გამოთქვა, ასეთ ადგილას რომ
შეხვდნენ ერთმანეთს და ვერ შეიკავა თავი, არ ეთქვა, მე უკვე
ბატში მეგონეთო, მისის ფიცპატრიკმა გულწრფელად უთხრა,
ერთი ადამიანის გამოჩენამ, რომელსაც არ დავასახელებ, ჩა-
მიშალა გეგმებიო.
– მოკლედ, – ასე თქვა, – ქმარმა მომისწრო სასტუმროში
და ბეწვზე გამოვასწარი, ახლა ამ ახალგაზრდა ლედისთან ერ-
თად, რომელიც ჩემი ახლო ნათესავია და რომელიც ჩემსავით
თავის ტირანს გამოექცა, ლონდონში მივემგზავრები.
პერმა გადაწყვიტა, რომ სოფიას ტირანშიც მისი ქმარი იგუ-
ლისხმებოდა, თავისი სქესის წარმომადგენლები გალანძღა,
ორივე ლედის ბევრი კომპლიმენტი უთხრა და ქორწინების ინ-
სტიტუტსაც გადასწვდა, როგორ უსამართლოდ ანიჭებს ძალა-
უფლებას კაცებს, ადამიანთა უფრო გონიერ და ღირსეულ წარ-
მომადგენლებზე რომ გამოიყენონო. მჭევრმეტყველება იმით
645
დაასრულა, რომ მისის ფიცპატრიკს მზრუნველობა და თავისი
ეტლი შესთავაზა, რაც მისის ფიცპატრიკმა დაუფიქრებლად მი-
იღო და მისი შეგულიანებით – სოფიამაც.
ყველაფერი რომ მოგვარდა, ჯენტლმენმა ქალბატონები
დატოვა და ისინი მოსასვენებლად დაწვნენ. მისის ფიცპატრიკ-
მა სოფიას გასართობად პერი ბევრი აქო და ადიდა, განსაკუთ-
რებით ცოლისადმი ერთგულებას გაუსვა ხაზი, მჯერა, ერთა-
დერთი ადამიანია, ვისაც ცოლ-ქმრის სარეცელი არ შეუბღა-
ლავსო.
– ძვირფასო სოფია, ეს ძალიან იშვიათი ღირსებაა მამაკა-
ცებს შორის. ნუ ელი, რომ შენი ქმარი ასეთი იქნება, თორემ
იმედი გაგიცრუვდება.
სოფიამ ნაზად ამოიოხრა და ვინ იცის, ეგებ ამ სიტყვების
ბრალი იყო, არცთუ მაინცდამაინც სასიამოვნო სიზმარი რომ
ნახა, მაგრამ ვინაიდან მას ეს სიზმარი არავისთვის გაუნდვია,
ნურც მკითხველს ექნება იმედი, რომ მოვუყვები.

თავი 9
მხატვრული ენით აღწერილი დილა; საფოსტო ეტლი; მოახლეების
თავაზიანობა; სოფიას გმირული მოთმინება; გულუხვობის საზღაური;
კომპანიის გამგზავრება და ლონდონში ჩასვლა;
რამდენიმე შენიშვნა მგზავრებისთვის

საზოგადოების წევრებმა, რომლებიც იმისთვის არიან შო-


ბილნი, რომ ცხოვრებისეული კეთილდღეობა უზრუნველყონ,
სანთლები აანთეს და თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობას შე-

646
უდგნენ მათთვის, ვინც იმისთვის არიან შობილნი, რომ ცხოვ-
რებისეული კეთილდღეობით დატკბნენ. ბრგე გლეხი თავისი
თანაშემწე ხარის დილის რიტუალს ესწრება, მარჯვე და მუყაი-
თი ოსტატი უხეში ქვეშაგებიდან წამოფრინდება, ხალისიანი
მოახლე იწყებს დარბაზის დალაგებას, სადაც ყველაფერი
თავდაყირაა, არეულობის ავტორებს კი ამ დროს მშფოთვარე
ძილით სძინავთ, წრიალებენ და ისე ფორიაქობენ, თითქოს
უხეში ბუმბული ურღვევდეთ მოსვენებას.
უბრალო ენით რომ ვთქვათ, საათმა შვიდჯერ ჩამოკრა თუ
არა, ჩვენმა ქალბატონებმა გასამგზავრებლად დაიწყეს მზა-
დება. მათი თხოვნით, ჯენტლმენი და მისი ამალაც გზის გასაგ-
რძელებლად თადარიგს შეუდგნენ.
მაგრამ ამ დროს ვითარება გართულდა – საკითხავი იყო,
თავად მისი უგანათლებულესობა ლორდი სად მოთავსდებო-
და. ვინაიდან საფოსტო ეტლებში მგზავრებს ბარგად აღიქვამ-
დნენ, მოხერხებული მეეტლე ოთხი კაცის ნაცვლად ექვსსაც
მშვენივრად სვამდა, ისე, რომ ჩასუქებული სასტუმროს დი-
ასახლისი ან კარგად ნაკვები ოლდერმენი ტანწერწეტა ქალ-
ბატონზე ან სანთელივით თხელ ბიჭზე დიდ ადგილს არ იკავებ-
და. კარგად თუ შეისუნთქავდი მუცელს, ყველაფერი რიგზე იქ-
ნებოდა. თუმცა ისეთ ეტლებში, გამოსარჩევად ჯენტლმენების
ეტლებს რომ ეძახდნენ და მართლაც შედარებით მოზრდილი
იყო, ჩალაგების ამ მეთოდს არ მიმართავდნენ.
ლორდმა იოლად გადაჭრა ეს თავსატეხი და გალანტურად
განაცხადა, მე ცხენით წამოვალო, მაგრამ მისის ფიცპატრიკმა
მტკიცედ იუარა. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ მოახლეები რიგ-
რიგობით ივლიდნენ ლორდის ცხენით და სასწრაფოდ ლორ-
დის ცხენს ქალის უნაგირი დაადგეს.
სასტუმროს თანხა დაფარეს, ქალბატონები მეგზურებს და-
ემშვიდობნენ და სოფიამ სასტუმროს მეპატრონე დაასაჩუქრა,
647
ნაწილობრივ იმიტომ, ცხენიდან გადმოყვანის დროს რომ და-
შავდა და ნაწილობრივ – მოახლისგან რომ მოხვდა. და სწო-
რედ ამ დროს აღმოაჩინა, რომ მამის ნაჩუქარი ასგირვანქიანი
ჩეკი დაეკარგა, რაც, წვრილ ფულს თუ არ ჩავთვლით, მთელი
მისი ავლადიდება იყო და, ცოტა არ იყოს, შეშფოთდა. სად არ
ეძება, ყველაფერი გადმოაქოთა, მაგრამ ჩეკს ვერ მიაგნო. სა-
ბოლოოდ გადაწყვიტა, ალბათ ცხენიდან როცა გადმოვვარდი
სიბნელეში, მაშინ დავკარგეო, გაახსენდა, რომ სანამ გადმო-
ვარდებოდა, ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და ალბათ იმას
თუ ამოვაყოლეო.
ამგვარი უსიამოვნო შემთხვევები, როგორი უხერხულობაც
უნდა გამოიწვიოს, ძლიერ ადამიანს, თუ, მით უმეტეს, ხარბი
არ არის ბუნებით, ვერ დათრგუნავს. მართალია, იმ მომენტში
სოფიას ამაზე უარესი ვერაფერი დაემართებოდა, მაინც შეძ-
ლო თავი დაეწყნარებინა და ჩვეული ხალისით და სიმშვიდით
შეუერთდა კომპანიას. მისმა უგანათლებულესობამ ქალბატო-
ნები ეტლში ჩასხა. მათთან ერთად ჩაჯდა ონორიც, რომელმაც
კარგად აღზრდილი ქალის თავაზიანობა გამოავლინა და პირ-
ველს მისის ფიცპატრიკის მოახლეს დაუთმო ცხენი და სი-
ამოვნებით გააგრძელებდა ასე ეტლით მგზავრობას, სოფიას
რამდენიმე უშედეგო მინიშნების მერე ცხენზე გადაჯდომა რომ
არ ეიძულებინა.
როდესაც ყველანი მოთავსდნენ, ეტლი დაიძრა უამრავი
მსახურის და მათი ზემდგომი ორი კაპიტნის ესკორტით, რო-
მელთა ჩამოსასმელად გაცილებით უმნიშვნელო მიზეზის პოვ-
ნაც შეიძლებოდა, ვიდრე ქალბატონების კომფორტზე ზრუნვა
იყო. ისინი ნამდვილი ჯენტლმენებივით მოიქცნენ, მაგრამ მი-
სი უგანათლებულესობის თანხლებისთვის და მისი სუფრის გა-
ზიარებისთვის მზად იყვნენ, ლაქიობა ეტვირთათ და უფრო
ნაკლებად საპატიო მოვალეობაც შეესრულებინათ.
648
სასტუმროს მეპატრონე ისეთი ნასიამოვნები დარჩა სოფი-
ას საჩუქრით, უფრო უხაროდა, ცოტა რომ დაშავდა, ვიდრე
წუხდა. ალბათ მკითხველს აინტერესებს, საჩუქარი რა თანხას
მოიცავდა, მაგრამ ჩვენ ვერ დავაკმაყოფილებთ მის ცნობის-
მოყვარეობას. რამდენიც უნდა ყოფილიყო, სასტუმროს მეპატ-
რონეს ეყო, მაგრამ იმას კი დარდობდა, ადრე რომ არ იცოდა,
თუ სოფიას ფული არაფრად მიაჩნდა – აჯობებდა, ყოველი
მომსახურებისთვის ორმაგი გამომერთმია, ალბათ არ დაენა-
ნებოდაო.
დიასახლისი ასე არ ფიქრობდა. ქმრის ნაკაწრები მასზე მე-
ტად ადარდებდა თუ არა, ამაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ
სოფიას ხელგაშლილობით ნაკლებად კმაყოფილი დარჩა:
– რა თქმა უნდა, ჩემო კარგო, იმან ჩვენზე უკეთ იცის, ფული
როგორ განაგოს. საქმე რომ აღგვეძრა, ბევრად მეტი დაუჯდე-
ბოდა, ვიდრე ეს მცირე თანხა. მიკვირს, რატომ გამოართვი.
– რა ჭკვიანი ხარ, – უთხრა ქმარმა, – მეტი დაუჯდებოდა,
არა? და მერე ვის ჯიბეში წავიდოდა ის ფული? ჩემი ადვოკატი
შვილი, ტომი რომ ცოცხალი ყოფილიყო, მას მივაბარებდი ამ
საქმეს და კარგადაც იხეირებდა, მაგრამ ახლობელი ადვოკა-
ტი აღარ მყავს და უცნობის სასარგებლოდ რატომ უნდა შევი-
წუხო თავი?
– ალბათ შენ უკეთ იცი, – თქვა ცოლმა.
– აბა, რა, ფულის სუნს შორიდან ვიკრავ ხოლმე. ყველა კი
ვერ შეძლებდა მისთვის ფული დაეცინცლა, დამიჯერე, ყველა
ვერ შეძლებდა.
ცოლმა ქმარს გამჭრიახობა შეუქო და ასე დასრულდა მათი
მოკლე დიალოგი.
ახლა ამ კეთილ ადამიანებს დავემშვიდობებით და გავაგ-
რძელებთ გზას ლორდთან და მის მშვენიერ კომპანიონებთან

649
ერთად, რომელთაც ორ დღეში ოთხმოცდაათი მილი მშვიდო-
ბიანად გაიარეს და ლონდონში ისე ჩავიდნენ, არაფერი გა-
დახდენიათ, მოსაყოლად რომ ღირდეს, მაგრამ ჩვენი კალამი
მგზავრობას წვრილად აღწერს და ისტორიას ფეხდაფეხ მიჰ-
ყვება. კარგი მწერალი ალბათ საზრიან მოგზაურს მიჰბაძავს,
რომელიც უყურადღებოდ არ ტოვებს არაფერ ლამაზს, ელე-
განტურსა და საინტერესოს, რასაც მგზავრობა სთავაზობს.
ეშერში, სთოუში, უილტონში, ისთბერიში და პრაიორს პარკში
დღეები საკმაოდ მოკლეა წარმოსახვის გასაღვიძებლად, სა-
მაგიეროდ, საოცარი ხელოვნების წყალობით შელამაზებული
ბუნება გვაოცებს. ერთგან უფრო ხელოვნება გვხიბლავს, მე-
ორეგან ბუნება და ხელოვნება ეჯიბრება ერთმანეთს ჩვენი გუ-
ლის მოსაგებად, სხვაგან ბუნება იმარჯვებს და მთელი თავისი
სიმდიდრით მორთული გვენახვება,
მოკრძალებულად შემოსილი ხელოვნება კი მხოლოდ თან
ახლავს თავის გულმოწყალე მბრძანებელს. აქ ბუნება ამქვეყ-
ნად არსებულ მთელ საგანძურს გვიჩენს, იქ კი ადამიანის ბუ-
ნება წარმოგვიდგენს საგანს, რომელზე უკეთესი მხოლოდ იმ-
ქვეყნად თუ იქნება.
იგივე გემოვნება და იგივე წარმოსახვა, ეს ელეგანტური
სცენები რომ ატკბობს, შეიძლება უფრო მცირედითაც დაკმა-
ყოფილდეს. დავონის და დორსეტის ტყეები, მდინარეები და
მინდვრები დაკვირვებული მოგზაურის თვალს იტაცებს და ის
ფეხს ანელებს, სამაგიეროდ, დაკარგულ დროს გაპარტახებუ-
ლი ბეგშოტის სწრაფად გავლით ინაზღაურებს ან სთოქბრიჯის
ლამაზი ველის, სადაც მთელი თექვსმეტი მილის მანძილზე
მხოლოდ ერთი ხე თუ შეხვდება.
ვაჭარი, რომელსაც თავში მხოლოდ ფული უტრიალებს, ასე
არ მგზავრობს, არც გამჭრიახი მოსამართლე და არც ღირსეუ-
ლი ექიმი ან თბილად ჩაცმული ჩოდარი, არც სიმდიდრის და
650
სიბრიყვის მრავალრიცხოვანი შვილები მგზავრობენ ასე. ისი-
ნი ერთი სიჩქარით მიჯაყჯაყებენ ახლად აბიბინებულ და ხრი-
ოკ მინდვრებზე, მათი ცხენები ოთხ-ნახევარ მილს საათში თა-
ნაბარი სიზუსტით ფარავენ, ცხოველის და მხედრის თვალები
ერთნაირად მიშტერებია გზას და ერთნაირად აღიქვამენ ყვე-
ლაფერ შემხვედრს. კეთილ მხედარს ისევე ხიბლავს არქიტექ-
ტურის სიამაყის თვალიერება, როგორც იმ შენობებისა, უც-
ნობმა ხელმა რომ დაამშვენა მდიდარი ქალაქი, სადაც აგურის
გროვები ადრე ასევე გროვად დახვავებული ოქროების მონუ-
მენტად წამომართულა.
ახლა, მკითხველო, ვინაიდან ვჩქარობ, დავეწიო სოფიას,
შენს გამჭრიახობას მივანდობ, ეს ყველაფერი მიუსადაგო ხეპ-
რე მწერლებს და ასევე მათგან სრულიად განსხვავებულებს.
ამას ჩვენი დახმარების გარეშეც მშვენივრად მოახერხებ. ცო-
ტა ტვინი გაანძრიე, მართალია, ჩვენ რთული ადგილების და-
საძლევად ყოველთვის ხელს გიმართავთ, მაგრამ არ ველო-
დებით, რომ შეეცდები, წინასწარ გამოიცნო ჩვენი ჩანაფიქრი,
არც შენს სიზარმაცეს წავაქეზებთ, როცა შენგან მხოლოდ ყუ-
რადღებაა საჭირო. ცდები, თუ ფიქრობ, რომ ამხელა ნაშრომი
როცა წამოვიწყეთ, შენი საზრიანობა არ გავითვალისწინეთ
და ისე სიამოვნებით და უდარდელად იმოგზაურებ ჩვენს ფურ-
ცლებზე, ნიჭის გავარჯიშების საშუალება არ მოგცეთ.

651
თავი 10
ერთი-ორი გადაკრული სიტყვა სათნოებაზე და
რამდენიმე – ეჭვიანობაზე

ლონდონში ჩასული ჩვენი კომპანია პერის სახლში დაბი-


ნავდა. ვიდრე დაღლილი ქალბატონები ისვენებდნენ, მსახუ-
რები მათთვის სახლის მოსაძებნად გაგზავნეს; მისის ფიცპატ-
რიკმა ცივი უარი განაცხადა, ღამე იქ დარჩენილიყო.
ზოგიერთ მკითხველს შეიძლება ზნეობის ამგვარი უჩვეუ-
ლო დელიკატურობა არ მოეწონოს და გადამეტებული ეჩვე-
ნოს, მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მისის
ფიცპატრიკის ერთობ საჩოთირო მდგომარეობა და თუ ბორო-
ტი ენებით მიყენებულ ზიანსაც გავითვალისწინებთ, გადამეტე-
ბა უადგილო არ გამოდის და ასეთსავე მდგომარეობაში მყოფ
თითოეულ ქალს ვურჩევდი, მიებაძა მისთვის. ყველაზე მკაც-
რი წესიერება, როცა ის მოჩვენებითია, ალბათ ნაკლებად სა-
ქებარია, ვიდრე წესიერება, რომელსაც გარეგნული სიმკაცრე
არ ახლავს, თუმცა კი უმეტესად პირველს უფრო აქებენ ხოლ-
მე, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ესეც და ისიც ყველა ქალის-
თვის აუცილებელია, გარდა ზოგიერთი შემთხვევისა.
ქალბატონებისთვის სახლი შეარჩიეს და სოფია ბიძაშვილ-
თან ერთად იმავე საღამოს იქ გადავიდა. სოფიას გადაწყვეტი-
ლი ჰქონდა, დილიდანვე ის ქალბატონი მოეკითხა, ვისი მფარ-
ველობის იმედითაც მამისეული სახლი დატოვა. მგზავრობის
დროს რაღაც შენიშნა და ეს კიდევ უფრო აჩქარებდა.
ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვინდა, სოფიას ეჭვიანობა
მივაწეროთ, ამიტომ მკითხველს უნდა გავუმხილოთ, რომ ის
მისის ფიცპატრიკის გამო ღელავდა და რაღაც ეჭვები გასჩე-
ნოდა. ვინაიდან ეჭვიანობა უვარგის ადამიანებს ახასიათებთ,

652
საჭიროდ მივიჩნიეთ, ვიდრე მიზეზს გაგიმხელდეთ, ზოგადად
ეჭვიანობაზე მოგახსენოთ ერთი-ორი სიტყვა.
ჩემი აზრით, არსებობს ორი ხარისხის ეჭვიანობა. პირველი
მოდის გულიდან, რადგან განსჯის უკიდურეს სისწრაფეზე ში-
ნაგანი იმპულსი მოქმედებს, მით უმეტეს, რომ ეს უმაღლესი
ხარისხი თვითონ არჩევს ობიექტს, ხედავს იმას, რაც არ ჩანს
და ხშირად მეტს, ვიდრე სინამდვილეშია. ეს ის ქორის მახვი-
ლი თვალია, რომელსაც ვერც ერთი ბოროტება ვერ გამოეპა-
რება, მხოლოდ მოქმედებას კი არ აკვირდება, არამედ სიტ-
ყვებს და გამომეტყველებასაც და ვინაიდან დამკვირვებლის
გულიდან მოდის, დაკვირვების საგნის გულში აღწევს და ჩანა-
სახშივე ამჩნევს ბოროტებას, არა, ჯერ ჩანაფიქრშიც რომ არ
არის, იმას ხედავს. დასაფასებელი ნიჭი იქნებოდა, შეუცდომე-
ლიც რომ იყოს, მაგრამ სრულყოფილების ამ ხარისხს ვერც
ერთი ადამიანი ვერ დაიჩემებს, გამჭრიახობის შეცდომებს
ბევრი უბედურება გამოუწვევია და ბევრი უდანაშაულო და პა-
ტიოსანი ადამიანისთვის მეტისმეტად უტკენია გული. არ შე-
მიძლია არ ვთქვა, რომ ეს ქორისებური სწრაფი ხედვა თავის-
თავად ბოროტებაა, ხოლო აზრს კიდევ უფრო ის მიმტკიცებს,
რომ ამგვარი ნიჭი არც ერთ კეთილ ადამიანში არ შემიმჩნევია
და სრულიად გამორიცხულია, სოფიას მივაწერო.
ეჭვიანობის მეორე ხარისხი ტვინიდან მომდინარეობს. ეს,
რა თქმა უნდა, სხვა არაფერია, თუ არა უნარი, დაინახო, რა
ხდება შენ თვალწინ და ნანახიდან დასკვნა გამოიტანო. პირ-
ველი მათი უცილობელი კუთვნილებაა, ვისაც თვალები აქვს
და მეორე – არანაკლებ უცილობელი შედეგი იმისა, რომ ტვი-
ნი გააჩნია. ამგვარი ეჭვიანობა ისეთივე დაუძინებელი მტერია
დანაშაულის, როგორიც პირველი – უცოდველობის, ამიტომ
არასახარბიელო კუთხით ვერ განვიხილავ, თუმცა, ადამიანის

653
სულსწრაფი ბუნებიდან გამომდინარე, შეცდომებისგან დაზ-
ღვეული არც ამ შემთხვევაში ვართ. მაგალითად, როცა ქმარი
შემთხვევით წაასწრებს ცოლს ახალგაზრდა, რქების დადგმა-
ში დაოსტატებული ჯენტლმენის კალთაში ან მასთან ჩახუტე-
ბულს, ვფიქრობ, ვერ გავამტყუნებთ, თუ დაასკვნის, რომ მათ
შორის იმაზე მეტი მოხდა, ვიდრე თვითონ დაინახა, რადგან ეს
დასკვნა ეფუძნება საკუთარი თვალით დანახულ სიახლოვეს,
რომლისთვისაც მეტისმეტი გულმოწყალება იქნებოდა, უცოდ-
ველი თავნებობა გვეწოდებინა და მკითხველიც ალბათ ბევრ
მაგალითს გაიხსენებს. მე მხოლოდ ერთს დავამატებ, რომე-
ლიც შეიძლება ზოგს არაქრისტიანული მოეჩვენოს, მაგრამ
ჩემი ღრმა რწმენით, სრულიად გამართლებულია, და ეს არის
ეჭვი, რომ კაცმა თუ ერთხელ რაღაც ჩაიდინა, იმას კვლავ გა-
იმეორებს, ანუ ერთხელ თუ დააშავე, კიდევ დააშავებ. გულახ-
დილად გითხრათ, სოფიასაც ამგვარი ეჭვი შეუჩნდა და მიხ-
ვდა, რომ მისი ბიძაშვილი არც ისეთი ყოფილა, როგორიც
ეგონა.
საქმე ასე იყო: მისის ფიცპატრიკს ბრძნულად მიაჩნდა, რომ
ახალგაზრდა ლედის პატიოსნება შეიძლება საწყალ კურ-
დღელს შევადაროთ, რომელიც, საითაც უნდა ეცეს, ყველგან
მტერი ჰყავს ჩასაფრებული. ამიტომ, როგორც კი ქმრის მფარ-
ველობაზე უარი თქვა, გადაწყვიტა, სხვა კაცის მფარველობა
ეძებნა და ვის აირჩევდა მცველად ისეთ ღირსეულს და მდი-
დარს, თუ არა გალანტურ მოხეტიალე რაინდს, დაჩაგრული
ქალბატონების მხსნელს, რომელმაც უკვე დაუმტკიცა ერთგუ-
ლება?
მაგრამ ვინაიდან სულელურად გამორჩათ, მიეღოთ კანონი
ქმრის შემცვლელის ან გაქცეული ცოლების მხსნელების ვალ-
დებულებებზე და ვინაიდან ბოროტი ენები მათ უსიამო სახე-
ლით მოიხსენიებენ, მისმა უგანათლებულესობამ გადაწყვიტა,
654
ყველაფერი გაესაიდუმლოებინა და მისის ფიცპატრიკის
მხსნელის სახელი არ გახმაურებულიყო. ნაცნობებს რომ არ
გადაჰყროდნენ, შეთანხმდნენ, ქალბატონი პირდაპირ ბატში
გაემგზავრებოდა, ხოლო მისი უგანათლებულესობა ჯერ ლონ-
დონში ჩავიდოდა, იქიდან კი, ექიმების რჩევით, ბატში ჩააკით-
ხავდა.
სოფიამ ეს ყველაფერი გაიგო არა მისის ფიცპატრიკის პი-
რით ან მისი ქცევიდან, არამედ პერისგან, რომელიც ნაკლებ
დახელოვნებული იყო საიდუმლოს დამალვაში და თანაც, თა-
ვისი ისტორიის თხრობისას მისის ფიცპატრიკი ამ თემას რომ
არ შეეხო, ეჭვები კიდევ უფრო გაუმძაფრდა.
ლედი, რომელსაც სოფია ეძებდა, ადვილი საპოვნელი აღ-
მოჩნდა. მისი ადგილსამყოფელი ლონდონში ყველა პორტშე-
ზის მზიდავმა იცოდა. როდესაც თავისი წერილის პასუხად გუ-
ლითადად მიიპატიჟეს, მოუთმენლად გელოდებითო, სოფიამ
დაუყოვნებლივ მიიღო მიპატიჟება, მისის ფიცპატრიკს კი, რა-
საც თავაზიანობა მოითხოვდა, იმაზე მეტად არ დაუძალებია
მისთვის დარჩენა. არც ვიცი, ზემოთ ნახსენებ ეჭვებს მიუხვდა
თუ რამე სხვა მოტივი ჰქონდა, აშკარად მასაც ისევე უხაროდა
სოფიასთან განშორება, როგორც სოფიას უხაროდა წასვლა.
განშორებამდე ახალგაზრდა ლედიმ თავი ვერ შეიკავა, ბი-
ძაშვილისთვის რჩევა რომ არ მიეცა. შეეხვეწა, თავს გა
ფრთხილებოდა და არ დავიწყებოდა, რა სახიფათო მდგომა-
რეობაში იმყოფებოდა, მერე დასძინა, რამე გზას კიდევ გამონ-
ახავ ქმართან შესარიგებლადო.
– გახსოვდეს, საყვარელო, მამიდის დარიგება, ხშირად
რომ გვიმეორებდა, როცა კი ცოლქმრული კავშირი დაირღვე-
ვა და ომი გამოცხადდება, შერიგება ყოველთვის ცოლის სა-
სარგებლოდ ხდებაო.
მისის ფიცპატრიკმა ქედმაღლური ღიმილით უპასუხა:
655
– ჩემზე ნუ დარდობ, პატარავ, შენს თავს მიხედე, შენ ხომ
ჩემზე უმცროსი ხარ. ამ დღეებში მოვალ და გინახულებ, მაგ-
რამ, სოფია, ნება მომეცი, მეც რაღაც გირჩიო, დატოვე ეგ შენი
სერიოზულობა სოფელში, დამიჯერე, ამ ქალაქში მხოლოდ
უხერხულობას შეგიქმნის.
ასე დაემშვიდობნენ ერთმანეთს ქალბატონები და სოფიამ
პირდაპირ ლედი ბელასტონის სახლს მიაშურა, სადაც გულით
და სულით და ერთობ თავაზიანად მიიღეს. ლედის თავიდანვე
ძალიან მოეწონა სოფია, როცა მისის ვესტერნთან ნახა. ახ-
ლაც უზომოდ ნასიამოვნები იყო მისი სტუმრობით და როცა
სახლიდან გაქცევის და ლონდონში ჩამოსვლის მიზეზი გაიგო,
ძალიან მოეწონა სოფიას გადაწყვეტილება და ისიც, თავშე-
საფრად მისი სახლი რომ აირჩია. შეჰპირდა, რაც შემეძლება,
ყველაფერს გავაკეთებ შენს დასაცავადო.
ახლა, როცა სოფია საიმედო ადამიანს ჩავაბარეთ, ჩემო
მკითხველო, ცოტა ხნით იქ უნდა დავტოვო და სხვა პერსონა-
ჟებს მივხედო, კერძოდ, საცოდავ ჯონსს, რომელიც იმდენი ხა-
ნია, რაც მივატოვეთ, უკვე მოასწრო ცოდვების მონანიება.

656
წიგნი XII

მოიცავს იმავე ხანგრძლივობის პერიოდს, წინა წიგნი რომ


მოიცავდა

თავი 1
შევიტყობთ, რა უნდა მივიჩნიოთ თანამედროვე მწერლის შემთხვე-
ვაში პლაგიატობად და რა – მის დამსახურებულ მონაპოვრად

განათლებული მკითხველი შენიშნავდა, რომ ამ ვრცელ ნა-


წარმოებში ხშირად ვიშველიებ ანტიკური ხანის საუკეთესო ავ-
ტორების ნაწყვეტებს, მაგრამ ორიგინალიდან ციტატა არ მომ-
ყავს და არც წიგნს ვასახელებ, საიდანაც ვსესხულობ.
ამ ხერხის ჩინებულ განმარტებას გვთავაზობს გონიერი
აბატი ბონიე „მითოლოგიის“ წინასიტყვაობაში – დიდი ერუ-
დიტის და გამჭრიახი ადამიანის ნაშრომში: „მკითხველი ადვი-
ლად მიხვდება, – ამბობდა ის, – რომ მასზე უფრო ხშირად
ვზრუნავ, ვიდრე საკუთარ რეპუტაციაზე. ავტორი მკითხველის
გულს იგებს, როცა მისი ხათრით თავს იკავებს ცნობილი ციტა-
ტების მოყვანისგან, რომლებიც გზადაგზა აფიქრდება და რო-
მელთა გადმოწერა ნამდვილად გააწვალებდა“.
მართლაც, ნაწარმოები ასეთი ნაწყვეტებით რომ გაავსო,
განათლებული ადამიანების მოტყუება გამოვა, რადგან მათ
ვავალდებულებთ, რაც საკუთარ მახსოვრობაში ისედაც აქვთ
შენახული ან თაროებზე უწყვიათ, ხელმეორედ იყიდონ და თა-
ნაც ნაკუწ-ნაკუწ წარმოდგენილი; მაგრამ უფრო დიდი სიავკა-
ცეა უვიცების მიმართ, რომლებსაც სთავაზობ, იყიდონ ის, რაც
არაფერში გამოადგებათ. მწერალი, რომელიც თავის ნაწარ-

657
მოებში ბევრ ლათინურ და ბერძნულ ციტატას ურთავს, ქალბა-
ტონებს და ბატონებს აუქციონერივით ატყუებს ჭკუაში, ისე
ხლართავს საქმეს, რომ, იმის გარდა, რაც ნამდვილად სჭირ-
დებათ, აიძულებს, იყიდონ ისიც, რაც არაფერში გამოადგე-
ბათ.
მაგრამ ვინაიდან არ არსებობს პატიოსანი და უანგარო საქ-
ციელი, რომელსაც უვიცები მცდარად არ გაიგებენ და ბორო-
ტად არ დაამახინჯებენ, მე ხანდახან ცდუნება მიპყრობს, მკით-
ხველის საზიანოდ, საკუთარ სახელს გავუფრთხილდე და გად-
მოვიწერო ორიგინალი ან თავი და ლექსი მაინც მივუთითო,
როცა კი სხვის აზრს თუ გამოთქმას ვიშველიებ. ეჭვი მიჩნდება,
საპირისპირო მეთოდის გამოყენებით ჩემს რეპუტაციას ხომ
არ ვავნე და ნამდვილი ავტორის სახელის დამალვის გამო უფ-
რო პლაგიატობას ხომ არ დამწამებენ, იმის მაგივრად, ცნობი-
ლი ფრანგის მიერ მართებულად განსიტყვებულ კეთილშო-
ბილ მოტივად ჩამომართვან.
მომავალში ბრალდებები რომ ავირიდო, ვაღიარებ დანაშა-
ულს და შევეცდები, თავი გავიმართლო. ანტიკური ხანის მწერ-
ლები შეიძლება წარმოვიდგინოთ საერთო ნაყოფიერ მიწად,
სადაც ყველას, ვისაც კი პარნასის პატარა ნაკვეთი შეხვდა,
სრული უფლება აქვს, თავისი მუზა აბალახოს. უფრო გასაგე-
ბად რომ ვთქვათ, თანამედროვე მწერლები ანტიკური ხანის
მწერლებთან შედარებით ხომ იგივენი ვართ, რაც ღარიბები
არიან მდიდრებთან შედარებით. ღარიბებში ვგულისხმობ იმ
დიდ და პატივსაცემ ასოციაციას, რომელსაც ინგლისურად
ბრბოს ვუწოდებთ. ვისაც პატივი ერგო და ახლოს მიუშვეს
ბრბოსთან, ეცოდინება, რომ მისი უმთავრესი პრინციპია, მთე-
ლი მონდომებით ძარცვოს მდიდარი მეზობლები და ეს არც
სირცხვილად და არც ცოდვად არ მიაჩნია. ამ პრინციპს მუდმი-

658
ვად ითვალისწინებენ და ყველა საგრაფოს სამრევლოში არ-
სებობს ფარული საზოგადოება, რომელიც შეძლებული სკვა-
ირის მიმართ მტრულად არის განწყობილი, მისი საკუთრება
გაჭირვებულ მეზობლებს თავიანთი ნადავლი ჰგონიათ და ვი-
ნაიდან სკვაირის ძარცვას დანაშაულად არ თვლიან, ფიქრო-
ბენ, რომ ერთმანეთის ბრალეულობის მიჩუმათება და ხელის
დაფარება ღირსეული საქმეა.
შესაბამისად, თანამედროვე მწერლებმა ჰომეროსი, ვერ-
გილიუსი, ციცერონი და სხვები მდიდარ სკვაირად უნდა წარ-
მოვიდგინოთ, ვისგანაც ჩვენ, ღარიბი პარნასელები, უხსოვა-
რი დროიდან ვიჩემებთ უფლებას, ავიღოთ ის, რაც მოგვესურ-
ვება. ამ უფლებას ვითხოვ მეც და სიამოვნებით მივაკუთვნებ-
დი ჩემს ღარიბ მეზობლებსაც. ერთადერთი, რასაც ამთავითვე
ვაცხადებ და დაჟინებით შევაგონებ ჩემს მოძმეებს – ისევე
მკაცრად შეინარჩუნონ პატიოსნება, როგორც ამას ბრბო აკე-
თებს. ერთმანეთის გაქურდვა ხომ მართლაც უნამუსო დანაშა-
ულია და ღარიბების თაღლითობით ძარცვა შეიძლება ეწო-
დოს (ხშირად ჩვენზე ღარიბებისაც) ან, ყველაზე შეურაცხმყო-
ფელი კუთხით რომ შევხედოთ, ეს იგივე ლაზარეთის გაქურ-
დვაა.
ვინაიდან მას შემდეგ, რაც გულდასმით გამოვიკვლიე ყვე-
ლაფერი, ჩემი სინდისი ვერ დამადანაშაულებს ამგვარ უბად-
რუკ ქურდობაში და თანახმა ვარ, თავი დამნაშავედ ვცნო
მდიდრის გაძარცვაში. არასოდეს ამიკანკალდება ხელი, ანტი-
კური მწერლისგან ნაწყვეტი ვისესხო და არ დავასახელო, ვინ
არის ავტორი. მეტიც, კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ის უკვე
ჩემი საკუთრება ხდება და მკითხველისგან მოვითხოვ, მი-
იღოს, როგორც ჩემი. ოღონდ ამ უფლების მონიჭებისთვის ერ-
თი პირობა უნდა იყოს დაცული: ყოველთვის პირმართალი

659
ვიქნები ჩემს ღარიბ მოძმეებთან და თუ მათგან რამეს ვისეს-
ხებ, აუცილებლად მივუთითებ კანონიერ მესაკუთრეს, რათა
ნებისმიერ დროს შეიძლებოდეს პატრონს დავუბრუნო.
ეს რომ გამორჩა მისტერ მურს, ძალიან დაზარალდა: პო-
უპისგან და კომპანიისგან რამდენიმე სტრიქონი ისესხა და თა-
ვის „მოდის დაპირისპირებაში“ ჩართო. მისტერ პოუპმა იო-
ლად იპოვა თავისი საკუთრება და განრისხებულმა უკან დაიბ-
რუნა, მური კი დაიჭირეს და ამაზრზენ ციხე „დუნსიადში“ ჩას-
ვეს, სადაც სამწუხარო მოგონება მის შესახებ ჯერ კიდევ ცოც-
ხლობს და მარად იცოცხლებს, როგორც პოეზიის ბაზარზე უსა-
მართლო ვაჭრობისთვის დამსახურებულად დასჯილის.

თავი 2
რომელშიც, მართალია, სკვაირი ქალიშვილს ვერ იპოვის,
მაგრამ ისეთ რამეს იპოვის, რაც მის ძიებას დაასრულებს

ისტორია ახლა ეპტონის სასტუმროში ბრუნდება, საიდანაც


ჩვენ სკვაირ ვესტერნს გავყვებით და ვინაიდან მისი მოგზაუ-
რობა მალე დასრულდება, მთელ თავისუფალ დროს მასთან
ერთად გავატარებთ.
მკითხველი სიამოვნებით გაიხსენებს, რომ სკვაირმა გან-
რისხებულმა დატოვა სასტუმრო და ქალიშვილს გაედევნა. მე-
ჯინიბისგან შეიტყო, რომ გაქცეულებმა სევერნი გადაკვეთეს
და თავისი ამალით იქით გაეშურა. მთელი სისწრაფით მიაჭე-
ნებდა და თან იფიცებოდა, იმ უბედურ სოფიას სადაც დავიჭერ,
შავ დღეს დავაყრიო.მალე გზაჯვარედინს მიადგნენ და იქ სამ-
ხედრო საბჭო გამართეს, ვესტერნმა სხვადასხვა მოსაზრება

660
მოისმინა, გადაწყვიტა, რაც იქნება, იქნებაო და პირდაპირ
ვორჩესტერში მიმავალ გზას დაადგა.
ორი მილი რომ დაფარეს, სკვაირს დარდი შემოაწვა, ასე
გაიძახოდა, ეს რა უბედურებაა, ძაღლივით უიღბლო ვყოფილ-
ვარო და გინება და წყევლა მოაყოლა.
მღვდელმა მისი დამშვიდება სცადა:
– ნუ დარდობთ, სერ, იმედს ნუ დაკარგავთ. მართალია, ჯერ
ვერ დავეწიეთ ახალგაზრდა ქალბატონს, მაგრამ სწორ გზას
ვადგავართ, ალბათ დაიღლება და რომელიმე სასტუმროში
გაჩერდება მოსასვენებლად და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ძალი-
ან მალე ცომპოს ვოტი50.
– კისერი უტეხია იმ ბოზს! – უპასუხა სკვაირმა, – მე იმას
ვდარდობ, რა მშვენიერი სანადირო დილა გავაცდინე! სეზონ-
ზე ასეთი დღის დაკარგვა დასანანია, თან ამდენი ყინვების მე-
რე.
ფორტუნამ, თავისი ეშმაკური ხრიკების დროს ხანდახან
თანაგრძნობასაც რომ ავლენს ხოლმე, მართალია, სკვაირი
არ შეიბრალა და არ დაეხმარა, ქალიშვილს დასწეოდა, შეიძ-
ლება გადაწყვიტა, სხვაგვარად შეემსუბუქებინა მისი უიღ-
ბლობა. როგორც კი მისტერ ვესტერნმა ზემოთ მოყვანილი
სიტყვები წარმოთქვა და ერთი-ორი გინებაც მიაყოლა, შორი-
ახლოს მწევრების მელოდიური ყეფა მოისმა. სკვაირმა და
მისმა ცხენმა ერთდროულად დაცქვიტეს ყურები და მისტერ
ვესტერნმა იბღავლა: „დაიჭირა! დაიჭირა! მე მოვკვდე, თუ არ
დაიჭირა!“ და იმწამსვე ცხენს დეზები შემოჰკრა. ცხენსაც მეტი
რა უნდოდა, მას და მის პატრონს ხომ ერთნაირი სურვილები
ეუფლებოდათ ხოლმე და მთელი კომპანია სიმინდის ყანაზე

50
მივაღწევთ საწადელს
661
გავლით და ხმაურიანი შეძახილებით მწევრებისკენ გაჭენდა.
მღვდელმა პირჯვარი გადაიწერა და დანარჩენებს უკან გაჰყვა.
ერთი ზღაპარი მოგვითხრობს: ვენერამ ვნებიანი შეყვარე-
ბულის თხოვნით კატა ლამაზ ქალად გადააქცია, მაგრამ მისი
თავდაპირველი ბუნება ვერ გარდაქმნა და როგორც კი ლამაზ-
მანმა თაგვი დაინახა, ქმრის საწოლიდან წამოხტა და გამოენ-
თო.
როგორ უნდა გავიგოთ ეს? ისე არა, თითქოს პატარძალს
საყვარელ ქმართან ჩახუტება სიამოვნებას არ ჰგვრიდა, რად-
გან ზოგიერთები კი აცხადებენ, კატები ზოგადად უმადურები
არიანო, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში ქალები და
კატები ერთნაირად კრუსუნებენ. სიმართლე ისაა, როგორც
დაკვირვებული სერ როჯერ ლ’ესტრენჯი აღნიშნავს: „ბუნებას
თუ კარს მიუკეტავ, ფანჯრიდან შემოვა და ფისო, გინდაც ქალ-
ბატონი იყოს, მუდამ თაგვზე ინადირებს“. ასევე ვერ გავამტყუ-
ნებთ მისტერ ვესტერნს, თითქოს ქალიშვილი არ უყვარდა, ძა-
ლიანაც უყვარდა, მაგრამ, ამავე დროს, სკვაირი და მონადირე
გახლდათ და ეს იგავი მასაც კარგად ესადაგება.
მწევრები, რომ იტყვიან, თავქუდმოგლეჯით გარბოდნენ,
სკვაირიც მათ მისდევდა ჩვეული შეძახილებით და გახალისე-
ბული გზად არაფერს ეპუებოდა; არც სოფიაზე ფიქრებს შეუშ-
ლია ხელი, ესიამოვნა ნადირობით, როგორც თვითონ თქვა,
ორმოცდაათი მილის გამოვლად რომ ღირდა. სკვაირმა თუ
დაივიწყა ქალიშვილი, მსახურებს მით უმეტეს აღარ ახსოვ-
დათ, მღვდელმა გაკვირვება გამოთქვა ლათინურად და ჩორ-
თით უკან დადევნებული, მომავალი კვირის ქადაგებაზე შეუდ-
გა მედიტაციას.
მწევრების პატრონი სკვაირი დიდად ნასიამოვნები დარჩა
თავისნაირი მონადირე სკვაირის გაცნობით, ერთი პროფესი

662
ის კაცები ძალიან აფასებენ ერთმანეთის ღირსებებს და მის-
ტერ ვესტერნს ხომ თავისი ხმამაღალი „ჰოლა“-თი ძაღლების
წახალისებაში ვერავინ შეედრებოდა.
ნადირს დადევნებული მონადირეები ისე გაერთობიან
ხოლმე, რომ მანერებს და ადამიანურ ვალდებულებებს აღა-
რაფრად დაგიდევენ, მაგალითად, ერთ-ერთი შემთხვევით არ-
ხში ან მდინარეშიც რომ გადავარდეს, დანარჩენები გვერდს
აუვლიან და ბედის ანაბარა მიატოვებენ, ამიტომ ნადირობი-
სას სკვაირები ერთმანეთს არ გამოლაპარაკებიან. უცნობი
სკვაირი არაერთხელ აღაფრთოვანა ვესტერნის მოხერხებუ-
ლობამ, როცა ის მწევრებს კვალის მიგნებაში ეხმარებოდა და
მისდამი დიდი პატივისცემით განიმსჭვალა. როგორც კი ნადი-
რობა პატარა მხეცის მოკვლით დააგვირგვინეს, სკვაირებმა
სკვაირული სალამი უთხრეს ერთმანეთს.
მერე კარგად შეიქციეს თავი საუბრით, – ამ საუბარს ახლა
გამოვტოვებთ, რადგან ჩვენი ამბისთვის მნიშვნელოვანი არა-
ფერი თქმულა და ეგებ როგორმე სხვა დროს მოგიყვეთ, – რა-
საც კვლავ ნადირობა და ნადირობის შემდეგ სადილად მიპა-
ტიჟება მოჰყვა.
ვესტერნმა სიამოვნებით მიიღო მიპატიჟება და როცა კარ-
გად მოილხინა, ღრმა ძილს მიეცა.
იმ საღამოს ვესტერნი ვერც მასპინძელს უდებდა ტოლს
სმაში და ვერც მღვდელს, მაგრამ ამის გამო ღირსება არ შე-
ლახვია, რადგან სულიერადაც და ფიზიკურადაც ძალიან გა-
დაღლილი იყო. უხეშად რომ ვთქვათ, მესამე ბოთლის მერე
ისე გამოტყვრა და ისე წაერთვა არაქათი, დასაძინებლად გა-
იყვანეს, თუმცა ეს მოგვიანებით მოხდა, მანამდე კი მღვდელმა
მისი იქ ყოფნა არაფრად ჩააგდო და სკვაირს სოფიას ამბავი
უამბო, თანაც შეეხვეწა, პირობა მომეცით, რომ ხვალ მისტერ
ვესტერნს თქვენც ურჩევთ შინ დაბრუნებასო.
663
წინადღით თავგანწირულად ნაქეიფარმა ვესტერნმა გაიღ-
ვიძა თუ არა, დილის ყლუპი მოითხოვა და ბრძანა, გასამგზავ-
რებლად გამზადებულიყვნენ, მაგრამ მღვდელი საპლი შეეხვე-
წა, სოფიას დევნა შეეწყვიტა, მას მასპინძელმაც მხარი აუბა და
ბოლოს დაითანხმეს, შინ დაბრუნებულიყო. მთავარ მიზეზად
საპლმა ის დაასახელა, რომ სკვაირმა არ იცოდა, რა გზას დას-
დგომოდა და ალალბედზე მადევარი შეიძლება, პირიქით, უფ-
რო დაშორებოდა თავის ქალიშვილს. მისტერ ვესტერნი მეგო-
ბარ მონადირეს დაემშვიდობა, გაუზიარა დიდი სიხარული, ყი-
ნული გატყდაო (რაც შეიძლება ყველაზე მეტად აგულიანებდა
შინ დასაბრუნებლად) და წინ გასწია, უფრო სწორად უკან –
სომერსეტშირისკენ, ოღონდ მანამდე რამდენიმე მსახურს და-
ავალა, სოფიას საძებნელად გზა გაეგრძელებინათ და უწმაწუ-
რი გინებების კორიანტელიც დაადევნა.

თავი 3
ჯონსი ეპტონს ტოვებს და მოგიყვებით, რა გადახდებათ
მას და პარტრიჯს გზად

როგორც იქნა, დავუბრუნდით ჩვენს გმირს. იმდენი ხნით


დავშორდით ჯონსს და თანაც ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ
შეიძლება მკითხველი შეშფოთდეს, სამუდამოდ ხომ არ ვაპი-
რებთ მის მიტოვებას. ასეთ შემთხვევებში ხომ წინდახედული
ადამიანები მეგობარს აღარ მოიკითხავენ ხოლმე, ვაითუ მოგ-
ვახალონ, თავი ჩამოიხრჩოო.
მართალია, წინდახედულობას ყველანი ვერ დავიბრა-
ლებთ, სამაგიეროდ, თამამად გეტყვით, რომ არც წინდახედუ-

664
ლი ადამიანების ზოგი ნაკლი გვახასიათებს და თუმცა კი ძნე-
ლი წარმოსადგენია იმაზე უარესი მდგომარეობა, რომელშიც
საწყალი ჯონსი აღმოჩნდა, მაინც ისეთივე დიდ ყურადღებას
დავუთმობთ, როგორსაც იღბლით განებივრებულს.
მისტერ ჯონსმა და მისმა კომპანიონმა პარტრიჯმა სკვა-
ირის წასვლიდან რამდენიმე წუთში დატოვეს სასტუმრო. ფე-
ხით დაადგნენ გზას, რადგან მეჯინიბისგან შეიტყვეს, რომ ეპ-
ტონში ცხენებს ვერასდიდებით ვერ იშოვიდნენ. ორივე გულ-
დამძიმებული მიაბიჯებდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზით, თუ
ჯონსი მწარედ ოხრავდა, პარტრიჯი სევდიანად ბუზღუნებდა.
გზაჯვარედინს რომ მიადგნენ, სადაც სკვაირმა საბჭო მოიწ-
ვია, ჯონსიც შეჩერდა, პარტრიჯს მიუბრუნდა და ჰკითხა, რო-
მელ გზას დავადგეთო.
– ეჰ, სერ, – მიუგო პარტრიჯმა, – ნეტავი, ჩემს რჩევას ყუ-
რად იღებდეთ.
– რატომაც არა? – თქვა ჯონსმა, – ახლა ჩემთვის სულერ-
თია, სად წავალ ან რა ბედი მეწევა.
– ჩემი რჩევაა, სერ, – უთხრა პარტრიჯმა, – ახლავე შინ
დავბრუნდეთ. თქვენნაირი სახლი ჰქონდეს ადამიანს და ასე
იწანწალოს?! მომიტევეთ, მაგრამ სედ ვოხ ეს სოლა რეპენტა
ესტ51
– ეჰ! – შესძახა ჯონსმა, – მე არ მაქვს სახლი, სადაც შემიძ-
ლია დავბრუნდე, მაგრამ რომც მიმიღოს მეგობარმა და მამამ,
განა შევძლებ ვიცხოვრო იქ, საიდანაც სოფია გაიქცა? ულმო-
ბელი სოფია! ულმობელი! არა, მე ვარ დამნაშავე! არა, ყველა-
ფერში დამნაშავე შენ ხარ! წყეულიმც იყავი, შე შტერო, ყეყე-
ჩო, შენ დამღუპე და ახლა სულს ამოგაძრობ! ჯონსმა პარტრი-
ჯი საყელოთი დაითრია და ისეთი ძალით შეაჯანჯღარა, რომ

51
მხოლოდ ეს სიტყვები მაფიქრდება
665
საწყალს ასე არც შიშისგან და არც ციებ-ცხელებისას არ უცახ-
ცახია.
პარტრიჯი მუხლებზე დავარდა და პატიებას სთხოვდა, გან-
ზრახ არაფერი დამიშავებიაო. ჯონსი ერთხანს შლეგივით მიშ-
ტერებოდა, მერე ხელი გაუშვა და მთელი რისხვა ისეთი მძვინ-
ვარებით გადაიტანა საკუთარ თავზე, რომ პარტრიჯი ნამდვი-
ლად ვერ გაუძლებდა.
ჯონსის გაგიჟების აღწერას არ მოვყვებით, რადგან დარ-
წმუნებული ვართ, მკითხველი გაბეზრდება ან საერთოდ გამო-
ტოვებს ამ სცენას და ამიტომ აღარც ჩვენ შევიწუხებთ თავს.
გულწრფელად რომ გითხრათ, ეს არის ერთადერთი მიზეზი,
რატომაც გენიის აღმაფრენას ხშირად ვაცხრობთ ხოლმე და ამ
ნაწარმოებშიც ბევრი მშვენიერი აღწერილობა გამოვტოვეთ.
გამოგიტყდებით, ეჭვი საკუთარი უსაქციელობიდან გამომდი-
ნარე აღგვეძრა, ჩვენ ხომ თავადაც არაერთხელ გადავხტომი-
ვართ მრავალტომიანი ისტორიის ფურცლებს.
საკმარისია იმის თქმა, რომ ჯონსმა რამდენიმე წუთი თავი
მოიგიჟიანა და ბოლოს გონს მოეგო. როგორც კი ეს მოხდა,
მთელი გულით შეეხვეწა პარტრიჯს, მომიტევეო, მაგრამ ისიც
სთხოვა, შინ დაბრუნება აღარ გამაგონო, იმ საგრაფოში ჩემი
ფეხი აღარ იქნებაო.
პარტრიჯმაც გულით მიუტევა და შეჰპირდა, ყველაფერს
დაგიჯერებთო. გამოცოცხლებულმა ჯონსმა შესძახა:
– ვინაიდან ამიერიდან სრულიად შეუძლებელია, ჩემი ან-
გელოზის ნაფეხურებს გავყვე, მაშინ დიდებისკენ დავადგები
გზას! მოდი, ჩემო მამაცო მეგობარო, არმიას შევუერთდეთ. ეს
დიდებული მიზანია და რომც ვუფრთხილდებოდე სიცოცხლეს,
მაინც სიხარულით გავიღებდი! ეს თქვა და მყისვე იმ გზას და
ადგა, რომელიც ადრე სკვაირმა აირჩია და რომელიც, შემ-

666
თხვევითობის ძალით, ის გზაც აღმოჩნდა, სოფიამ რომ გან-
ვლო. ჩვენმა მგზავრებმა ერთი მილი ისე გაიარეს, კრინტი არ
დაუძრავთ, თუმცა ჯონსი სულ რაღაცას დუდღუნებდა თავის-
თვის. პარტრიჯს რაც შეეხება, ენაჩავარდნილი მიჰყვებოდა
გვერდით. ახალნაჭამ შიშს ჯერაც არ გადაევლო და თანაც
ფრთხილობდა, ჯონსი ხელახლა არ გაებრაზებინა, რადგან ეჭ-
ვი გაუჩნდა, უთუოდ ჭკუიდან გადაცდაო, რაც ალბათ მკით-
ხველს დიდადაც არ გააოცებს.
ჯონსი საკუთარ თავთან დუდღუნით რომ დაიღალა, მეგო-
ბარს მიუბრუნდა და უტყვად რატომ ხარო, უსაყვედურა, მან კი
გულწრფელად აღიარა, მეშინია, ისევ არ გაგაღიზიანოთო.
ჯონსმა შიში გაუქარწყლა და პარტრიჯმაც ენას ლაგამი მოხ-
სნა. ენამაც ისე გაიხარა ლაგამის მოხსნით, როგორც პატარა
ულაყმა, იალაღზე თავისუფლად განავარდების საშუალება
რომ მიეცა.
ვინაიდან იმ თემაზე ლაპარაკი, რომელმაც პირველმა შეს-
თავაზა თავი, აკრძალული ჰქონდა, პარტრიჯი მეორე მნიშვნე-
ლოვან საკითხს შეეხო, კერძოდ, მთისკაცი გაიხსენა:
– რა თქმა უნდა, სერ, ვერ იქნება ძეხორციელი, როცა ასე
უცნაურად იცვამს და ცხოვრობს. მერე როგორ იკვებება! იმ
მოხუცმა ქალმა მითხრა, ძირითადად ბალახეულს ჭამსო და ეგ
ცხენის საკვები უფროა, ვიდრე ქრისტიანის; არა, ეპტონის სას-
ტუმროს მეპატრონემ თქვა, ჩვენს სამეზობლოში მისი ყველას
ეშინიაო. მჯერა, აჩრდილი უნდა იყოს, ჩვენს გასაფრთხილებ-
ლად გამოგზავნილი – ვინ იცის, იქნებ რაც მოგვიყვა, როგორ
წავიდა ომში, როგორ დაიჭირეს და ჩამოხრჩობას ძლივს რომ
გადაურჩა, ნამდვილად ჩვენს გასაფრთხილებლად ჰყვებოდა,
თუ გავითვალისწინებთ, სად მივდივართ.კიდევ, გუშინ მთელი
ღამე, ბრძოლის გარდა, არაფერი მესიზმრებოდა, ცხვირიდან
სისხლი ისე მდიოდა, როგორც ონკანიდან წყალი.
667
– პარტრიჯ, კაცი, რომელიც ომში მიდის, ყველაზე მეტად
სიკვდილს უნდა ელოდოს. შეიძლება ორივენი დავეცეთ… და
მერე?
– მერე ყველაფერი დამთავრდება, – მიუგო პარტრიჯმა, –
რა მნიშვნელობა ექნება, ვინ გაიმარჯვებს, თუ მომკლავენ? მე
რა ხეირს ვნახავ ამით? რა ფასი ექნება ზარების რეკვას და
სადღესასწაულო კოცონს, მე თუ მიწის ქვეშ ვიწვები? საცოდა-
ვი პარტრიჯის სიცოცხლე დამთავრდება.
– საცოდავი პარტრიჯის სიცოცხლე ადრე თუ გვიან დამთავ-
რდება. ხომ გიყვარს ლათინური, ამიტომ ჰორაციუსის მშვენი-
ერ სიტყვებს მოვიყვან, მხდალსაც რომ გააგულადებს:

დულცე ეტ დეცორუმ ესტ პრო პატრია მორი


მორს ეტ ფუგაცემ პერსექუიტურ ვირუმ
ნეც პარციტ იმბელლის ჯუვენტაე
პოპლიტიბუს, ტიმიდოქუე ტერგო.

– ნეტავი, ახსნაც შეგეძლოთ, – უთხრა პარტრიჯმა, – ჰორა-


ციუსი რთული ავტორია და ვერაფერი გავიგე, იქნებ მითარ-
გმნოთ.
– დიდი ვერაფერი პოეტი ვარ, მაგრამ რამეს შევეცდები:
ვინ იტყვის უარს სამშობლოსთვის თავის გაწირვაზე? თუ შიში
უკან დაახევინებს, სიკვდილს მაინც ვერ გადაურჩება. საბო-
ლოოდ გულადიც და მხდალიც საერთო საფლავში იწვებიან.
– ნამდვილად ეგრე იქნება, – შესძახა პარტრიჯმა, – რა
თქმა უნდა, mors omnibus communis52, მაგრამ დიდი განსხვა-
ვებაა, მრავალი წლის მერე ლოგინში მოვკვდებით, კეთილი

52
სიკვდილი ყველას ხვედრია
668
ქრისტიანივით, მეგობრებით გარშემორტყმულნი და დაგვიტი-
რებენ თუ დღეს ან ხვალ ცოფიანი ძაღლივით ჩაგვაძაღლებენ
ან ხმლით აგვკუწავენ, თანაც ცოდვების მონანიებასაც ვერ მო-
ვასწრებთ. ოჰ, ღმერთო, შეგვიწყალე! დარწმუნებული ვარ, ჯა-
რისკაცები დიდი უწესო ხალხია და, მათთან საქმის დაჭერა
არასოდეს მდომებია. თავს ძალას ვატან, ქრისტიანებად რომ
აღვიქვა. წყევლის და გინების გარდა არაფერი იციან. მინდა,
თქვენი მოწყალება გონს მოეგოს, ვიდრე გვიან არ იქნება და
იმათ ნუ აჰყვება. ყოველთვის მჯეროდა, რომ ცუდ ხალხთან
ურთიერთობა რყვნის ადამიანს. შიშს რაც შეეხება, სხვაზე მე-
ტად არ მეშინია. ვიცი, ყველანი უნდა დავიხოცოთ, მაგრამ ზო-
გიერთი დიდხანს ცოცხლობს. მე შუახნის კაცი ვარ და შეიძლე-
ბა კიდევ კარგა ხანს ვიცოცხლო. წამიკითხავს, ას წელს გადას-
ცილებიან, ზოგს უფრო მეტიც უცოცხლია, მე ამდენი არ მინდა,
ნეტა, ოთხმოცამდე ან ოთხმოცდაათამდე მიმაღწევინა და
აღარც სიკვდილის შემეშინდება. მაგრამ სიკვდილის დაჩქა-
რება ბოროტება და თავხედობაა, მით უმეტეს, რომ არავის არ-
გებს. გინდაც დიდი მიზნისთვის იყოს, ვის რა უნდა არგოს ორი
კაცის სიკვდილმა? მე პირადად არ მესმის. თოფიდან ალბათ
სულ ათჯერ მისვრია ცხოვრებაში, ისიც დაუტენელი თოფიდან.
არც ფარიკაობა მისწავლია და იმ ზარბაზნებზე კიდევ იცით,
რას გეტყვით? გიჟის მეტი, ვინ წავა… ბოდიში, თქვენი განაწყე-
ნება არც მიფიქრია, იმედია, თქვენი მოწყალება არ გამიბრაზ-
დება.
– ნუ გეშინია, პარტრიჯ, – უთხრა ჯონსმა, – ახლა საბოლო-
ოდ დავრწმუნდი შენს სიმხდალეში და აღარაფერი გამაბრა-
ზებს.
– შეგიძლიათ, მხდალი მიწოდოთ ან რაც გაგიხარდე-
ბათ,თუ მხდალი ჰქვია ადამიანს, რომელსაც საკუთარ ტყავში

669
სურს დაიძინოს, non immunes ab illis malis sumus53 .არცერთ
გრამატიკის წიგნში არ შემხვედრია, კაცს, რომელსაც არ უბ-
რძოლია, კარგი კაცი არ ეთქმისო. ერთი სიტყვაც არ შემხვედ-
რია ბრძოლაზე. დარწმუნებული ვარ, წმინდა წიგნი მისი წინა-
აღმდეგია და ვერავინ დამაჯერებს, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანი
ქრისტიანის სისხლს დაღვრის.

თავი 4
მათხოვრის თავგადასავალი

როცა პარტრიჯი მორჩა ქადაგებას, რომლითაც წინა თავი


დავასრულეთ, კიდევ ერთ გზაჯვარედინს მიადგნენ, სადაც ვი-
ღაც ხეიბარი, ძონძებში გახვეული მათხოვარი დახვდათ. მათ-
ხოვარი შეეხვეწა, იქნებ რამე მიწყალობოთო, რისთვისაც
პარტრიჯმა მკაცრად დატუქსა, თავის ღარიბებს სამრევლო უნ-
და პატრონობდესო. ჯონსს გაეცინა და უთხრა:
– როგორ არ გრცხვენია, გულმოწყალება სულ პირზე გაკე-
რია, მაგრამ ეტყობა, გულიდან არ მოდის. შენი რელიგია მხო-
ლოდ იმაში გეხმარება, რომ ცოდვები მოინანიო, მაგრამ სიკე-
თის ჩადენისკენ არ გიბიძგებს. შეიძლება, ჭეშმარიტმა ქრის-
ტიანმა ასეთ უბედურებაში ჩავარდნილ ადამიანს ხელი არ გა-
უმართოს?
ეს რომ თქვა, ჯიბიდან შილინგი ამოიღო და მათხოვარს გა-
უწოდა.
– ბატონო, – შესძახა მათხოვარმა, მადლობა რომ გადაუ-
ხადა, – ერთი უცნაური რამ მიდევს ჯიბეში, აქედან ორი მილის
დაშორებით ვიპოვე, თუ ინებებთ, მოგყიდით. სხვისთვის არ

53
ჩვენ არა ვართ თავისუფალი ამ მანკიერებისაგან
670
შემითავაზებია, მაგრამ თქვენ ისეთი გულისხმიერი ჯენტლმე-
ნი ჩანხართ, ღარიბებს სწყალობთ და არ იეჭვებთ, რომ მოპა-
რულია.
მან ჯიბიდან პატარა მოოქრული უბის წიგნაკი ამოიღო და
ჯონსს გაუწოდა. ჯონსმა გადაშალა და (მკითხველო, გამოიცა-
ნი, რას იგრძნობდა) პირველ გვერდზე სოფია ვესტერნის სახე-
ლი ამოიკითხა, მისივე საყვარელი ხელით დაწერილი და უბის
წიგნაკი იმწამსვე ტუჩებზე მიიკრა. არ დაეძებდა, სხვებიც რომ
უყურებდნენ, სიხარულმა ყველაფერი დაავიწყა.
ვიდრე ჯონსი კოცნიდა და ელოლიავებოდა სოფიას უბის
წიგნაკს, თითქოს კარაქწასმული გემრიელი პურის ნაჭერი ყო-
ფილიყო, წიგნის ჭიასავით ანდა მწერალივით, რომელსაც შე-
საჭმელი საკუთარი ნაშრომის გარდა, სხვა არაფერი აქვს, ამ
დროს წიგნაკიდან რაღაც ფურცელი გადმოსრიალდა და მიწა-
ზე დავარდა. პარტრიჯმა აიღო და ჯონსს მიაწოდა. ეს ფურცე-
ლი საბანკო ჩეკი აღმოჩნდა, რომელიც მისტერ ვესტერნმა
აჩუქა ქალიშვილს სახლიდან გაპარვის წინა საღამოს. ებრაე-
ლი ალბათ სიხარულით ხტუნვას დაიწყებდა, ერთ შილინგად
ასი გირვანქა რომ ეყიდა.
ეს რომ გაიგონა, პარტრიჯს თვალები გაუბრწყინდა. საწ-
ყალ მათხოვარსაც გაუბრწყინდა თვალები, ოღონდ მიზეზი
სხვა იყო. მას ხომ სინდისმა არ დაანება, წიგნი გადაეფურცლა,
მაგრამ ჩვენც რომ პირმართალი ვიყოთ მკითხველთან, უნდა
გითხრათ – მან უბრალოდ კითხვა არ იცოდა.
ჯონსი, რომელიც აქამდე, სიხარულის გარდა, არაფერს
გრძნობდა, ახალმა აღმოჩენამ ცოტა შეაფიქრიანა; წარმოიდ-
გინა, რომ სოფიას ფული ალბათ მანამდე დასჭირდებოდა,
ვიდრე ის მოახერხებდა, გადაეცა. მათხოვარს უთხრა, იმ ლე-
დის ვიცნობ და ვეცდები, რაც შეიძლება მალე დავუბრუნო ეს
ჩეკიო.
671
უბის წიგნაკი მამიდის ნაჩუქარი იყო, ოცდახუთი შილინგი
ღირდა და მისის ვესტერნმა ის წვრილმანების ერთ ცნობილ
მაღაზიაში იყიდა. ვერცხლის ბალთა თვრამეტი პენსი ეღირე-
ბოდა და მისი გამყიდველი იმავე ფასად სიამოვნებით დაიბრუ-
ნებდა, რადგან სულ უხმარს ჰგავდა. სხვა ალბათ ისარგებ-
ლებდა მათხოვრის უვიცობით და შილინგზე მეტს არ შესთავა-
ზებდა, მაგრამ ჯონსი გულუხვი კაცი იყო, შეიძლება ცოტა ზედ-
მეტადაც, და ამიტომ უყოყმანოდ გაუწოდა მათხოვარს გინეა.
საწყალ კაცს ამხელა განძი დიდი ხანი იყო, თვალით არ ენახა,
უღრმესი მადლობა გადაუხადა ჯონსს და ისევე აუთამაშდა აღ-
ტაცებისგან სახის კუნთები, როგორც ჯონსს ცოტა ხნით ადრე,
სოფიას სახელის წაკითხვისას.
მათხოვარი სიხარულით დათანხმდა, მგზავრები იმ ადგი-
ლას მიეყვანა, სადაც უბის წიგნაკი იპოვა. სამივე ერთად გაუდ-
გა გზას, მაგრამ ვინაიდან მათხოვარი კოჭლობდა, ჯონსი რომ
იმედოვნებდა, ისე სწრაფად ვერ მიდიოდნენ, ალბათ საათში
ერთ მილს თუ გაივლიდა და ვინაიდან იმ ადგილამდე სამი მი-
ლი აშორებდათ, მკითხველი ჩვენ გარეშეც მიხვდება, რამდენ
დროს დაკარგავდნენ.
ჯონსმა გზაში ასჯერ მაინც გახსნა წიგნაკი და სულ კოცნიდა
და კოცნიდა, თან თავისთვის ლაპარაკობდა და თანამგზავ-
რებს ყურადღებას არ აქცევდა. მეგზურმა პარტრიჯს გაკვირვე-
ბულმა შეხედა, მან კი თავი გააქნია და თქვა: საწყალი!
Orandum est ut sit mens sana in corpore sano54.
როგორც იქნა მიაღწიეს იმ ადგილს, სადაც სოფიამ, საუბე-
დუროდ, უბის წიგნაკი დაკარგა და მათხოვარმა, საბედნი-
ეროდ, იპოვა. ჯონსმა გადაწყვიტა, მეგზურს დამშვიდობებოდა
და ფეხი აეჩქარებინა, მაგრამ მათხოვარს ნაჩუქარი გინეით

54
ვილოცოთ, რომ სულით და ხორცით ჯანმრთელი იყოს
672
მიღებული სიხარული და გაოცება უკვე განელებოდა. მან შე-
წუხებული სახე მიიღო და კეფა მოიფხანა:
– მეგონა, თქვენი მოწყალება მეტს გაიღებდა, ალბათ გა-
ითვალისწინებთ, პატიოსანი რომ არ ვყოფილიყავი, ყველა-
ფერს ჩემთვის დავიტოვებდი.
მკითხველიც აღიარებს, რომ სიმართლეს ამბობდა.
– თუ მანდ ასი გირვანქაა, მპოვნელს გინეაზე მეტი ეკუთ-
ვნის. თანაც, იქნებ თქვენმა მოწყალებამ ის ქალი ვერც ნახოს
ან არ მისცეს... და, მართალია, ჯენტლმენივით გამოიყურებით
და ლაპარაკობთ, მე მხოლოდ სიტყვაზე უნდა გენდოთ. თუ
ნამდვილ პატრონს ვერ ნახავთ, მაშინ ის ხომ პირველ მპოვ-
ნელს ეკუთვნის? იმედია, ამას გაითვალისწინებთ. მე საწყალი
კაცი ვარ, სულ ხომ არ ვითხოვ, მაგრამ ჩემი წილის მიღება
მინდა. თქვენი მოწყალება კეთილი კაცი ჩანს და იმედია, ჩემს
პატიოსნებას გაითვალისწინებს. მე ხომ შემეძლო, სულ ჩემ-
თვის დამეტოვებინა?
– გპირდები, – უთხრა ჯონსმა, – ვიცი, ვინ არის ამის პატ-
რონი და აუცილებლად დავუბრუნებ.
– არა, თქვენო მოწყალებავ, როგორც მოგესურვებათ, ისე
მოიქეცით, ოღონდ მე ჩემი ნახევარი მომეცით.
მერე მათხოვარმა ყველაფერი ამოიწყვიტა, ამ ამბავს არა-
ვისთან არ ვახსენებო.
– მოიხედე, მეგობარო, – უთხრა ჯონსმა, – კანონიერი პატ-
რონი ამ ფულს მიიღებს, დასაჩუქრებას რაც შეეხება, ახლა მე-
ტის მოცემა არ შემიძლია. მითხარი შენი სახელი და სად ცხოვ-
რობ, ვფიქრობ, კიდევ იხეირებ დღევანდელი თავგადასავ-
ლისთვის.
– არ ვიცი, თავგადასავალში რას გულისხმობთ, – უთხრა
მათხოვარმა, – როგორ გავიგებ, ქალბატონს ფული დაუბრუ-
ნეთ თუ არა, იმედია, თქვენი მოწყალება გაითვალისწინებს...
673
– კარგი, გეყოფა, – ჩაერთო პარტრიჯი, – უთხარი მის მოწ-
ყალებას შენი სახელი და ადგილსამყოფელი და გარწმუნებ,
არ ინანებ, ამ კაცს ფული რომ მიაბარე.
მათხოვარი მიხვდა, რომ ფუჭი იმედი ჰქონდა, კიდევ რამეს
გამორჩენოდა, ამიტომ თავისი სახელი და ადგილსამყოფელი
უთხრა ჯონსს, მან კი სოფიას ფანქრით იმავე გვერდზე ჩაინიშ-
ნა, სადაც მისი სახელი ეწერა და უცებ შესძახა:
– ბედნიერი კაცი ყოფილხარ, შენი სახელი ანგელოზის სა-
ხელის გვერდით დავწერე.
– ანგელოზის რა მოგახსენოთ, მაგრამ მეტი ფული რომ მო-
გეცათ ან წიგნაკი დაგებრუნებინათ, კარგი იქნებოდა.
პარტრიჯმა მოთმინება დაკარგა, საცოდავი ხეიბარი გა-
ლანძღა და საცემადაც გაიწია, მაგრამ ჯონსმა შეაკავა, მათხო-
ვარს უთხრა, როგორმე მოვახერხებ, კიდევ დაგეხმაროო და
სწრაფად გაეცალა იქაურობას. ასი გირვანქის პოვნით გამო-
ცოცხლებული პარტრიჯი უკან გაჰყვა, მათხოვარმა კი მათ
წყევლა დაადევნა, მერე საკუთარ მშობლებსაც გადასწვდა,
სკოლაში რომ წავეყვანეთ და წერა-კითხვა მესწავლა, მეც
სხვებივით მეცოდინებოდა რაღაც-რაღაცების ფასიო.

თავი 5
მოიცავს კიდევ რამდენიმე თავგადასავალს,
მისტერ ჯონსს და მის კომპანიონს გზად რომ გადახდებათ

ჩვენი მოგზაურები ისე სწრაფად მიდიოდნენ, სალაპარა-


კოდ არც დრო ჰქონდათ და არც სუნთქვა ეყოფოდათ. ჯონსი
მთელი გზა სოფიაზე ფიქრობდა, პარტრიჯი – საბანკო ჩეკზე,
რაც სიამოვნებასაც ჰგვრიდა, მაგრამ თან თავის ბედს
674
უჩიოდა, ამდენი ხნის მანძილზე ერთხელაც რომ არ მიეცა სა-
შუალება, პატიოსნება გამოემჟღავნებინა. სამი მილი გაიარეს
და პარტრიჯი უკვე ფეხს ვეღარ უწყობდა ჯონსს, შეჩერდა და
შეეხვეწა, იქნებ ნაბიჯი ცოტა შეანელოთო. ჯონსი ხალისით
უფრო იმიტომ დასთანხმდა, რომ თუ აქამდე ლეღმანაკრავ ყი-
ნულზე გარკვევით ჩანდა ცხენის ფლოქვების ნაკვალევი, ახ-
ლა დაიკარგა – გაშლილ მდელოზე აღმოჩნდნენ, საიდანაც
რამდენიმე გზა იშლებოდა.
გაჩერდნენ, უნდა გადაეწყვიტათ, საით წავიდოდნენ, როცა
მოულოდნელად დოლის ხმა შემოესმათ და თან არც ისე შო-
რიდან. პარტრიჯი დაფრთხა და იყვირა:
– ღმერთო, შენ გვიშველე, მგონი, მოდიან!
– ვინ მოდიან? – ჰკითხა ჯონსმა. შიშმა დიდი ხნის წინ და-
უთმო ადგილი სასიამოვნო ფიქრებს და რაც ხეიბარს დაშორ-
და, მისი გონება მხოლოდ სოფიას მოეცვა.
– ვინ?! ვინ და აჯანყებულები! მაგრამ აჯანყებულებს რატომ
ვეძახი? შეიძლება პატიოსანი ჯენტლმენები არიან, რატომ უნ-
და ვიფიქრო სხვაგვარად? ეშმაკსაც წაუღია, ვინც მათ შეურაც-
ხყოფს! თუ მე არაფერს მერჩიან, არც მე ვერჩი. ღვთის გული-
სათვის, სერ, თუ შევხვდებით, ნუ შეურაცხყოფთ და იქნებ არა-
ფერი დაგვიშავონ, მაგრამ ალბათ უფრო ჭკვიანურია, სადმე
ბუჩქებში დავიმალოთ, სანამ ჩაივლიან. ორი შეუიარაღებელი
კაცი რას გახდება ორმოცდაათ ათასთან. გიჟის მეტი, ვინ შე-
ერკინება? იმედია, სერ, შეურაცხყოფას არ მიაყენებთ, არავინ,
ვისაც მენს სანა ინ ცორპორე სანო55 ...
ჯონსმა შეაწყვეტინა მჭევრმეტყველება და უთხრა, დოლის
ხმა იმას ნიშნავს, რომელიღაც ქალაქთან ახლოს უნდა ვიყო

55
ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული აქვს
675
თო, იქით გასწია და პარტრიჯი დაამშვიდა, ნუ გეშინია, საფ-
რთხეში არ ჩაგაგდებ, შეუძლებელია, აჯანყებულებს უკვე
აქამდე მოეღწიათო.
ბოლო წინადადებამ პარტრიჯი ცოტა დააწყნარა და, მარ-
თალია, სიამოვნებით წავიდოდა საპირისპირო მიმართულე-
ბით, ლიდერს გაჰყვა. გული ჩქარა უცემდა, ოღონდ გმირივით
დოლის რიტმში არა. მდელო გადაიარეს და ვიწრო ქუჩას და-
ადგნენ.
პარტრიჯმა ახლა შენიშნა, რამდენიმე იარდით წინ რაღაც
ფერადი ფრიალებდა ცაში, მტრის დროშად წარმოიდგინა და
ღრიალი მორთო:
– ოჰ, ღმერთო! ისინი არიან, გვირგვინი და კუბო. ოჰ,
ღმერთო, ასეთი შემზარავი არაფერი მინახავს, ამ მანძილზე
მიზანშიც ამოგვიღებენ.
ჯონსმა ზევით აიხედა და მიხვდა, რა მოეჩვენა პარტრიჯს
დროშად.
– პარტრიჯ, გატყობ, მარტოც გაუმკლავდები მთელ არმიას.
ახლა დოლს რატომ უკრავდნენ, ისიც ვიცი, თოჯინების თეატ-
რის წარმოდგენა იწყება.
– თოჯინების თეატრის! და სხვა არაფერი ხდება? ყველა გა-
სართობზე მეტად თოჯინების თეატრი მიყვარს. მოდით რა,
სერ, გავჩერდეთ და შევხედოთ. თან, ვკვდები შიმშილით, უკვე
ბნელდება და დილას აქეთია, ლუკმა არ ჩამიდვია პირში.
მოგზაურები სასტუმროსთან შეჩერდნენ, თუმცა ტრაქტირი
უფრო ეთქმოდა და ვინაიდან ჯონსი არ იყო დარწმუნებული,
რომ სწორ გზას ადგნენ, დათანხმდა, იქ გაჩერებულიყვნენ.
პირდაპირ სამზარეულოში შევიდნენ, სადაც ჯონსმა ქალბატო-
ნების ამბავი იკითხა, პარტრიჯმა – სადილის და უკეთესი პასუ-

676
ხიც მიიღო, რადგან ჯონსმა სოფიაზე ვერაფერი შეიტყო, სამა-
გიეროდ, პარტრიჯს შეჰპირდნენ მალე მშვენიერ ულუფა ბე-
კონს და კვერცხს.
უძლურებზე და ძალ-ღონით სავსე, ჯანსაღ ადამიანებზე
სიყვარული სხვადასხვაგვარად მოქმედებს. უძლურს, რო-
გორც წესი, სიყვარული ყოველგვარ მადას უკარგავს, რაც ორ-
განიზმის შესანარჩუნებლად არის საჭირო, მაგრამ ძლიერს და
მშიერს, გინდაც ჭამა არც ახსენდებოდეს ანდა საჭმელად არ
სცხელოდეს, წინ კარგად შემწვარი ხორცის ნაჭერს თუ და-
უდებ, უარს არ იტყვის. ახლაც ასე მოხდა, მართალია, ჯონსი
მარტო რომ ყოფილიყო, მშიერიც გზის გაგრძელებას არჩევ-
და, მაგრამ როგორც კი ბეკონს და კვერცხს მიუჯდა, ისიც პარ-
ტრიჯივით გულიანად შეექცა.
ვიდრე ჩვენმა მოგზაურებმა სადილობა მოამთავრეს, ჩამო-
ღამდა და რადგან მთვარე სავსე არ იყო, უკუნეთმა სიბნელემ
დაისადგურა. პარტრიჯმა ჯონსს სთხოვა, დავრჩეთ და თოჯინე-
ბის თეატრის წარმოდგენას დავესწროთო. წარმოდგენა მალე
უნდა დაწყებულიყო და თან ისინი თავად თეატრის მეპატრო-
ნემ დაპატიჟა. ასე განაცხადა, საუკეთესო თოჯინები მყავს და
ჩემი თეატრი მთელ ინგლისში დიდი მოწონებით სარგებლობ-
სო.
შოუ კორექტულად და კეთილსინდისიერად წარმოადგი-
ნეს. სპექტაკლს „განრისხებული ქმრის სერიოზული და დახვე-
წილი მხარე“ ერქვა და მართლაც ძალიან სერიოზული და
შთამბეჭდავი წარმოდგენა გამოდგა, ყოველგვარი უშვერი
ენამახვილობის და ჟესტების გარეშე, ან, უფრო სამართლია-
ნები რომ ვიყოთ, ისეთი არაფერი უჩვენებიათ, რაზედაც გაცი-
ნება შეიძლებოდა. აუდიტორია ფრიად ნასიამოვნები დარჩა.
ერთმა დარბაისელმა მატრონამ თეატრის მეპატრონეს უთ-

677
ხრა, ხვალინდელ წარმოდგენას ჩემს ორივე ქალიშვილს და-
ვასწრებო, რადგან არავითარ უმსგავსობას იქ არ აჩვენებ-
დნენ; სასამართლოს მოხელემ და აქციზის ამკრეფმა ერ-
თხმად განაცხადეს, ლორდი და ლედი თაუნლის როლები ძა-
ლიან ბუნებრივად შეასრულესო. მათ მოსაზრებას პარტრიჯიც
დაეთანხმა.
ქებით გადიდგულებულმა თეატრის მეპატრონემ თავისგა-
ნაც დაამატა:
– ჩვენს საუკუნეში ისე არაფერი დახვეწილა, როგორც თო-
ჯინების თეატრი და რაც პანჩი და მისი ცოლი იქიდან მიაბრძა-
ნეს და სხვა უსარგებლო ხარახურაც მიაყოლეს, საბოლოოდ
რაციონალურ გასართობად იქცა. მახსოვს, პირველად ამ საქ-
მეს რომ მოვკიდე ხელი, ხალხს მდარე და უხამსი ხუმრობებით
აცინებდნენ, რაც ახალგაზრდების მორალურ აღზრდას არ ემ-
სახურებოდა, თუმცა კი სწორედ ეს არის თოჯინური წარმოდ-
გენის უმთავრესი მიზანი. რატომ არ შეიძლება, კარგი, დამრი-
გებლური გაკვეთილი მიიღო წარმოდგენისგან? ჩემი თოჯინე-
ბი ადამიანის ზომისაა და ისინი ცხოვრების ყველა მხარეს
წარმოაჩენენ. ეჭვი არ მეპარება, ხალხი იმდენსავე სარგე-
ბელს იღებს ჩემი პატარა დრამებიდან, რამდენსაც – დიდი თე-
ატრიდან.
– არ გეგონოთ, თითქოს თქვენი ხელოვნების დაკნინება
მინდოდეს, – უთხრა ჯონსმა, – მაგრამ ჩემი ძველი ნაცნობი
პანჩის და მისი მხიარული ცოლის მოცილებით თოჯინების თე-
ატრი წაახდინეს, კი არ გააუმჯობესეს.
კაცი, რომელიც თოჯინებს მავთულით აცეკვებდა, ჯონსის
მიმართ აშკარა ანტიპათიით განეწყო და აგდებულად უთხრა:
– ეს თქვენი აზრია, სერ, მაგრამ საუკეთესო მსაჯულები
სხვაგვარად ფიქრობენ. ყველას გემოვნებას ვერ დააკმაყოფი-
ლებ. მართალია, ბატში ვიღაც წარჩინებულებმა მოინდომეს
678
პანჩის სცენაზე დაბრუნება და რომ არ დავთანხმდი, დავზა-
რალდი, მაგრამ რაც უნდათ, ის უქნიათ, მე ჩემს ხელოვნებას
არ დავაკნინებ და მდარე წარმოდგენას არ ვაჩვენებ.
– მართალს ბრძანებთ, – თქვა სასამართლოს მოხელემ, –
სიმდარეს ყოველთვის უნდა მოერიდო, მეგობრები მყავს
ლონდონში და მითხრეს, სცენიდან ყველანაირი ხარახურა
მოაშორესო.
– კარგად მოქცეულან, – მხარი აუბა აქციზის ამკრეფმაც, –
მახსოვს (მაშინ ლორდთან ვმსახურობდი), „განრისხებული
ქმრის“ პირველ ჩვენებას დავესწარი, ზედა იარუსზე ვიჯექი, სა-
დაც მსახურები სხედან. პიესაში ბევრი მდარე სცენა იყო, მაგა-
ლითად, ერთი სოფლელის ამბავი, რომელიც ქალაქში ჩამო-
დის და პარლამენტში მოხვედრა სურს, მერე კიდევ უამრავი
მსახური გამოყარეს სცენაზე, განსაკუთრებით მეეტლე დამა-
მახსოვრდა. ჩვენს იარუსზე ვერ აიტანეს ასეთი უმსგავსობა და
აღშფოთდნენ. როგორც ვნახე, მეგობარო, თქვენ ეს გამოგი-
ტოვებიათ და ნამდვილად ქების ღირსი ხართ.
– ამდენ მოწინააღმდეგეს ვერ დავუპირისპირდები, – თქვა
ჯონსმა, – თუ მაყურებელს აღარ მოსწონს, მაშინ მართებუ-
ლად მოუხსნიათ პანჩი სცენიდან.
თეატრის მეპატრონეს ლაპარაკის საღერღელი აეშალა და
კიდევ დიდხანს იღაღადებდა კარგი მაგალითის ძალაზე – თუ
როგორ დააფრთხობთ კაცობრიობის დაბალი ფენის წარმო-
მადგენლებს მანკიერება, როცა მის სისაძაგლეს დიდებულებ-
ში დაინახავენ, მაგრამ მოულოდნელად ისეთი რამ მოხდა, ვე-
ღარ გააგრძელა. სხვა დროს ეგებ სულ არ გვეხსენებინა ეს
შემთხვევა, მაგრამ ახლა თავს ვერ ვიკავებთ, რომ არ მოგიყ-
ვეთ, ოღონდ მომდევნო თავში.

679
თავი 6
რომლიდანაც შეიძლება დავასკვნათ, რომ საუკეთესო ამბები
ხშირად არასწორად არის გაგებული ან არასწორად გადმოცემული

მოულოდნელად შემოსასვლელთან რაღაც ჩოჩქოლი ატ-


ყდა, სასტუმროს დიასახლისი თავის მოახლეს ლანძღავდა და
პანღურებს ურტყამდა. დიასახლისმა შენიშნა, რომ გოგო საქ-
მეს მოსწყდა და ცოტა ხნის ძებნის მერე სცენის უკან იპოვა მას-
ხარასთან ერთად და თან ისეთ ვითარებაში, რომლის აღწერის
უფლებას თავს ვერ მივცემ.
მართალია, გრეისს (ასე ერქვა მოახლეს) პატიოსნებაზე ხე-
ლი ჰქონდა აღებული, მაინც არ ეყო თავხედობა და არ იუარა,
რომ წაასწრეს, მაგრამ საქმე სხვანაირად შემოაბრუნა და და-
ნაშაულის შერბილება სცადა:
– რატომ მირტყამთ? თუ არ მოგწონთ, როგორ ვიქცევი, გა-
მაგდეთ. ბოზი თუ ვარ (ზუსტად ასე უწოდა ქალბატონმა), დი-
დებულებშიც გამოერევიან ჩემნაირები. რა, ამ წარმოდგენაში
არ იყო ერთი ეგეთი? დარწმუნებული ვარ, მთელი ღამე ქმარი
მარტო ტყუილად არ მიუტოვებია.
დიასახლისი ახლა სამზარეულოში შევარდა და ქმარს და
საცოდავ თეატრის მეპატრონეს ეცა:
– მოიხედე, ჩემო ქმარო, ხომ ხედავ, რა მოჰყვება, სახლში
ასეთ ხალხს რომ შეიკედლებ! სასმელში ვითომ მეტს იხდიან,
მაგრამ ეს აანაზღაურებს სიბინძურეს? ვიღაც პარაზიტი სას-
ტუმროს ბორდელად გადააქცევს! მოკლედ, ხვალ დილიდანვე
აქედან მიბრძანდებით, მე მეტს ვეღარ ავიტან! ჩემი მოსამსა-
ხურეები მხოლოდ სისულელეებს და უქნარობას სწავლობენ,
სხვა რა უნდა ისწავლონ ასეთი უმსგავსი წარმოდგენებიდან?
მახსოვს, ადრე თოჯინების თეატრის წარმოდგენებში წმინდა
წიგნის ამბებს გვიყვებოდნენ, მაგალითად, იფთაჰის ნაჩქარევ
680
აღთქმაზე და რამე ამდაგვარზე ან კიდევ, ეშმაკს ცოდვილები
რომ მიჰყავს. მაგრამ, როგორც გასულ კვირას მღვდელმა
წირვაზე თქვა, ხალხს ეშმაკის აღარ სჯერა, შენ კიდევ ლორდი-
ვით და ლედივით გამოწყობილი თოჯინები მოგყავს სახლში,
საწყალ სოფლელებს რომ თავგზა აუბნიონ და იმათ როცა
თავგზა ებნევათ, ყველაფერი თავდაყირა დგება!
მგონი, ვერგილიუსმა თქვა, როცა აბობოქრებულ ბრბოში,
ყველაფერს რომ ისვრიან, რაც კი ხელში მოხვდებათ, სერიო-
ზული და ავტორიტეტული ადამიანი გამოჩნდება, იმწამსვე
ყველა გაყუჩდება და მთელი ეს ბრბო ერთ სხეულად რომ წარ-
მოიდგინო, შეიძლება ვირს შეადარო, რომელიც ყურებდაც-
ქვეტილი უსმენს სერიოზული კაცის მსჯელობასო.
პირიქითაც ხდება, როცა სერიოზული კაცები და ფილოსო-
ფოსები კამათობენ და ერთმანეთს ბრძნული არგუმენტებით
უპირისპირდებიან, ამ დროს კი შემოვარდება ვიღაც ერთი აშა-
რი ქალი, რომლის ხმა მთელი ბრბოს ხმას უდრის, კამათი
მყისვე წყდება, სიბრძნე თავის საქმეს ვეღარ აკეთებს და ყვე-
ლა იმ აშარ ქალს აშტერდება.
ასე გააჩუმეს ზემოთ ნახსენებმა აურზაურმა და დიასახლის-
მა თეატრის მეპატრონე და დაასრულეს მისი მრავალმნიშვნე-
ლოვანი და საზეიმო გამოსვლა. ამაზე უადგილო ნამდვილად
ვერაფერი მოხდებოდა, ფორტუნა უფრო ბოროტ ხერხს ვერ
მოიგონებდა საცოდავი კაცის დასაბნევად, როცა ის ამაყად
მჭევრმეტყველებდა თავისი შოუს ღირსებებსა და დამსახურე-
ბაზე – ისე უცბად მოეკუმა პირი, როგორც თაღლით ექიმს მო-
ეკუმებოდა საკუთარი სამკურნალო აბების და ფხვნილის ქები-
სას, მისი ნიჭიერების სამხილად ერთ-ერთი მსხვერპლის გვა-
მი რომ გამოეტანათ საჯაროდ. იმის ნაცვლად, დიასახლისის-
თვის ეპასუხა, თეატრის მეპატრონე გარეთ გავარდა მასხარას
საცემრად. ამ დროს, როცა მთვარემ, პოეტები რომ იტყვიან,
681
ვერცხლისფერი შუქი მოჰფინა იქაურობას (არადა სპილენძის
მონეტას უფრო ჰგავდა), ჯონსმა ანგარიში მოითხოვა და დი-
ასახლისის ყვირილზე გამოღვიძებულ პარტრიჯს უბრძანა, გა-
სამგზავრებლად გამზადებულიყო. მაგრამ პარტრიჯმა ორ მი-
ზანს მიაღწია და ახლა მესამეც მოინდომა – უნდოდა ჯონსი
დაეყოლიებინა, ღამე იმ სასტუმროში გაეთიათ. ჯერ თითქოს
გაიკვირვა, ჯონსმა წასვლა რომ გადაწყვიტა, მერე უფრო ძლი-
ერი არგუმენტი მოიყვანა – არც კი ვიცით, სოფია რა გზით წა-
ვიდა და ისე არ მოხდეს, რომ არასწორ გზას დავადგეთ და კი-
დევ უფრო დავშორდეთო. ასე უთხრა:
– სერ, უმჯობესია, დილამდე აქ დავრჩეთ, ეგებ გამოჩნდეს
ვინმე, ვისგანაც რამეს შევიტყობთ.
ბოლო არგუმენტმა ჯონსზე კარგად იმოქმედა და ვიდრე კი-
დევ ცოტას ყოყმანობდა, სასტუმროს მეპატრონემ სასწორის
იმავე პინაზე მთელი თავისი რიტორიკა დაამატა:
– რა თქმა უნდა, სერ, – უთხრა ჯონსს, – მშვენიერ რჩევას
გაძლევთ მსახური, წელიწადის ამ დროს ღამით ვინ მგზავ-
რობს?
მერე თავისი კეთილმოწყობილი სასტუმროს ქებას მოჰყვა
და ცოლმაც მხარი აუბა. მკითხველს არ შევაწყენთ თავს იმის
მოყოლით, რაზედაც ზოგადად სასტუმროს მეპატრონეები და
მათი ცოლები ლაპარაკობენ ხოლმე, მხოლოდ ერთს ვიტ-
ყვით, რომ ჯონსმა გადაწყვიტა, დარჩენილიყო და ცოტა დაეს-
ვენა, მას ხომ იმ სასტუმროდან წამოსვლის შემდეგ, სადაც თა-
ვი გაუტეხეს, თვალი არ მოუხუჭავს.
ეს რომ გადაწყვიტა, ჯონსი დასაძინებლად წავიდა და სო-
ფიას უბის წიგნაკი და მუფტა თან წაიყოლა. პარტრიჯს რაც შე-
ეხება, უკვე მოასწრო ერთი-ორჯერ თვალის მოტყუება და ჭამა
ან უფრო დალევა ერჩივნა.

682
გრეისის გამო ატეხილი ქარიშხალი ნელ-ნელა ჩაცხრა, დი-
ასახლისი თეატრის მეპატრონეს შეურიგდა, მანაც, თავის
მხრივ, შეუნდო კეთილ ქალს თავშეუკავებელი ნათქვამი და
სამზარეულოში მშვიდობამ და სიწყნარემ დაისადგურა. სას-
ტუმროს მასპინძლები, თეატრის მეპატრონე, სასამართლოს
მოხელე, აქციზის ამკრეფი და ჩვენი ენაკვიმატი პარტრიჯი ბუ-
ხარს შემოუსხდნენ და თუ როგორი სასიამოვნო საუბარი წა-
რიმართა მათ შორის, ამას მომდევნო თავში გაიგებთ.

თავი 7
მოიცავს ერთ-ორ ჩვენს შენიშვნას და არაერთს –
სამზარეულოში თავმოყრილი საზოგადოებისას

პარტრიჯს სიამაყე არ აძლევდა უფლებას, საკუთარი თა-


ვისთვის მსახური ეწოდებინა, თუმცა მსახურისთვის ნიშან-
დობლივი თვისებები ნამდვილად ჰქონდა. ერთ მაგალითად
ის გამოდგება, რომ უყვარდა კომპანიონის, რომელსაც ჯონ-
სად მოიხსენიებდა, ქონების გაბუქება, რაც ყველა მსახურს
ახასიათებს, ვინმე უცხომ რომ არ იფიქროს, მათხოვარს ემსა-
ხურებაო. რაც უფრო განადიდებ შენს ბატონს, თავადაც უკეთ
წარმოჩინდები.
მართალია, ტიტულით და სიმდიდრით გარშემო ყველას
თვალში ნაცარს შეაყრი და შეძლებული დიდებულის მსახური
ელის, რომ თვითონაც პატივისცემას დაიმსახურებს, მაგრამ
გონიერებასთან და სათნოებასთან საქმე სხვაგვარად არის. ეს
ღირსებები ძალიან პირადულია და ტიტულისა და სიმდიდრი-
სადმი გამოვლენილ პატივისცემას მთლიანად შთანთქავს. სი-
მართლე რომ ითქვას, პატივისცემაც ისეთი მცირედია, სხვას
683
ვერ გაუნაწილებ. ოღონდ თუ ბატონის გონიერება და სათნოე-
ბა მსახურს ღირსებას არ მატებს, არც მათი უქონლობა აზარა-
ლებს.
ჩვენ ვნახეთ, უზნეო ქალის მოქმედებას რა შედეგიც მოჰყვა
და ასეთი უღირსობა ზოგადად გადამდებია, როგორც სიღარი-
ბეა გადამდები, ვინც მას მიუახლოვდება.
შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ მსახურები (მხო-
ლოდ მამაკაცებს ვგულისხმობ) თავიანთი ბატონის ქონებას
და შეძლებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და სხვა რეპუტაცი-
ას დიდად არ უფრთხილდებიან ან საერთოდ არ უფრთხილდე-
ბიან. მათხოვრის მსახურობა ესირცხვილებათ, მაგრამ ყეყე-
ჩის ან ავაზაკის – არა, ამიტომაც სულ არ ერიდებიან გასარ-
თობად თავიანთი ბატონის სულელურ შეცდომებზე ან დანა-
შაულებზე ჭორაობას.
პარტრიჯმაც, მას შემდეგ, რაც მისტერ ჯონსი დიდი მამუ-
ლის მემკვიდრედ წარმოაჩინა, ძალიან თამამად გამოთქვა
შეშფოთება, რის საკმარისი საბაბი უკანასკნელმა თავისი საქ-
ციელით მისცა. მოკლედ, პარტრიჯს უკვე განუმტკიცდა აზრი,
რომ ჯონსი გაგიჟდა და ეს აზრი ბუხართან მოკალათებულ სა-
ზოგადოებას გაანდო.
პარტრიჯის ეჭვი თეატრის მეპატრონემ მყისვე აიტაცა:
– მეც გამაოცა ამ ჯენტლმენმა, ისე აბსურდულად ლაპარა-
კობდა თოჯინების თეატრზე, წარმოუდგენელია, სრულ ჭკუაზე
მყოფი კაცი ამდენად ცდებოდეს. რასაც თქვენ ახლა ამბობთ,
მშვენივრად ხსნის მის დამახინჯებულ წარმოდგენას. საწყალი!
გულით მებრალება, მართლაც როგორი შეშლილი გამოხედვა
ჰქონდა, კი შევნიშნე, მაგრამ აღარაფერი ვთქვი.
მას სასტუმროს მეპატრონეც დაეთანხმა:– ეგრე იქნება,
აბა, გიჟის მეტი ამ შუაღამისას ვინ მოინდომებდა მშვენიერი
სასტუმროს დატოვებას და სახეტიალოდ წასვლას?
684
აქციზის ამკრეფმა პირიდან ჩიბუხი გამოიღო და თქვა, ნამ-
დვილად შეშლილივით ლაპარაკობდაო, მერე პარტრიჯს მი-
უბრუნდა და უთხრა:
– თუ მართლა გიჟია, რატომ დადის ასე, ხომ შეიძლება
თავს რამე აუტეხოს? სამწუხაროა, რომ არავის უფიქრია, შინ
დააბრუნონ, ნათესავებთან.
ასეთმა აზრმა პარტრიჯსაც გაუელვა თავში, თან დარწმუნე-
ბული იყო, რომ ჯონსი მისტერ ოლვორთის გამოექცა და კარგ
გასამრჯელოსაც ელოდა, შინ თუ დააბრუნებდა, თუმცა ჯონსის
სიშმაგის და ძალის შიშით, რაც უკვე არაერთხელ ნახა და იგე-
მა, ეს წარმოუდგენელი ეჩვენებოდა და არც გეგმებს აწყობდა,
მაგრამ, როგორც კი აქციზის ამკრეფის ნათქვამი მოისმინა,
ხელსაყრელ შემთხვევას ჩაებღაუჭა და განაცხადა, ძალიან გა-
მიხარდებოდა, მისი შინ დაბრუნება რომ შეიძლებოდესო.
– და ამაზე ადვილი რა არის! – თქვა აქციზის ამკრეფმა.
– ეჰ, სერ, – მიუგო პარტრიჯმა, – არ იცით, რა ეშმაკი ვინ-
მეა! შეუძლია ცალი ხელით ამწიოს და ფანჯრიდან მისრო-
ლოს, და თუ მოინდომებს...
– არც მე გახლავართ ნაკლები, – თქვა აქციზის ამკრეფმა,
– თანაც ჩვენ ხუთნი ვართ.
– არ ვიცი, ხუთნი ხართ თუ არა, – შესძახა დიასახლისმა, –
ჩემს ქმარს არაფერი ესაქმება. ვერც ჩემს სასტუმროში ვერა-
ვინ იძალადებს. ასეთი სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა
ჯენტლმენი ცხოვრებაში არ მინახავს და არა მგონია, რომე-
ლიმე ჩვენგანზე მეტად გიჟი იყოს. რა შეშლილი გამოხედვა,
ულამაზესი თვალები და მშვენიერი გამოხედვა აქვს, თან რო-
გორი თავაზიანია. რაც იმ კუთხეში მჯდარმა ჯენტლმენმა თქვა,
სიყვარულში არ გაუმართლაო, მაგის მერე ძალიან შემებრა-
ლა. ეგეთი რამის გამო ყველა შეიძლება ცოტა შეიცვალოს,
განსაკუთრებით ასეთი კეთილშობილი ადამიანი. რა ჯანდაბა
685
უნდა იმ ქალბატონს, ამნაირ ლამაზ და მდიდარ კაცზე მეტი?
ალბათ ვიღაც დიდგვაროვანი ქალაქელი ლედია, გუშინდელ
წარმოდგენაზე რომ ვიხილეთ, ისეთი, და თვითონ არ ეცოდი-
ნება, რა უნდა.
სასამართლოს მოხელემ განაცხადა, მე ამ საქმეში არ ჩავე-
რევი, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნებაო:
– ხომ შეიძლება, უსამართლო დაპატიმრებაში გვამხილონ
და როგორ გავიმართლებთ თავს? რა საკმარისი სამხილი
გვაქვს მისი სიგიჟის? თუმცა მე მხოლოდ საკუთარ თავს ვგუ-
ლისხმობ, ნაფიცი მსაჯულები ჩვენ ნაკლებად გვწყალობენ,
ვიდრე სხვებს, ამიტომ, მისტერ ტომსონ (აქციზის ამკრეფს მი-
მართა), არ შევეცდები, თქვენ ან ვინმეს გადავაფიქრებინო.
აქციზის ამკრეფმა თავი დაუქნია, თეატრის მეპატრონემ კი
თქვა:
– სიგიჟე ხშირად ძნელი დასადგენია, მახსოვს, ერთხელ
გიჟის სასამართლო პროცესს ვესწრებოდი, ოცი თვითმხილ-
ველი ამტკიცებდა, მარტის კურდღელივით გიჟიაო და ოცი კი-
დევ ამბობდა, ისეთივე ჭკუადამჯდარია, როგორიც ნებისმიერი
კაცი ინგლისშიო. საბოლოოდ გაირკვა, რომ ნათესავები მისი
ქონების დაპატრონებას ცდილობდნენ.
– ეგრე იქნებოდა! – თქვა დიასახლისმა, – მეც ვიცოდი ერ-
თი ჯენტლმენი, ოჯახის წევრებმა საგიჟეთში გამოამწყვდიეს,
მისი მამულით რომ ესარგებლათ. კანონმა მათ მიაკუთვნა,
მაგრამ უფლება სხვას დარჩა.
– უფლება იმისია, ვისაც კანონი აძლევს, – აღშფოთდა სა-
სამართლოს მოხელე, – მე თუ კანონი საუკეთესო მამულს
მომცემს, უფლებისთვის თავს არ შევიწუხებ.– თუ ასეა, – თქვა
პარტრიჯმა, – Felix quem faciunt aliena pericula cautum 56

56
ბედნიერია ის, ვისაც უბედურება სიფრთხილეს ასწავლის
686
სასტუმროს მეპატრონე ჭიშკართან მომდგარი უცნობი
მხედრის შესახვედრად გავიდა და უკან შეშფოთებული დაბ-
რუნდა:
– ამაზე რას ფიქრობთ, ჯენტლმენებო? აჯანყებულები ხე-
ლიდან გაუსხლტნენ ჰერცოგს და ლამის უკვე ლონდონში ჩა-
აღწიეს. სიმართლე უნდა იყოს, იმ მხედარმა მითხრა ამწუთას.
– ძალიან მიხარია, – თქვა პარტრიჯმა, – ესე იგი, ქვეყნის
ამ ნაწილში ბრძოლა არ იქნება.
– მეც მიხარია, – განაცხადა სასამართლოს მოხელემ, და
უკეთესი მიზეზით: მიხარია, როცა სამართალი ზეიმობს.
– კი მაგრამ, – უთხრა სასტუმროს მეპატრონემ, – ზოგი ამ-
ბობს, მას კანონიერი უფლება არა აქვსო.
– ახლავე დაგიმტკიცებთ საპირისპიროს, – შესძახა სასა-
მართლოს მოხელემ, – მამაჩემი, რომელიც რაღაც უფლებას
ფლობდა, რომ მოკვდეს, განა შვილზე არ გადავა ის უფლებაც,
როგორც ყველა სხვა დანარჩენი?
– მაგრამ იმის უფლება ვისა აქვს, ჩვენ პაპისტები გაგვხა-
დოს? – ჰკითხა სასტუმროს მეპატრონემ.
– მაგის ნუ გეშინიათ, – თქვა პარტრიჯმა, – უფლებას რაც
შეეხება, ჯენტლმენმა ნათლად განმარტა, ხოლო რელიგია აქ
არაფერ შუაშია. თავად პაპისტები არ ელიან ამას. ერთმა პა-
პისტმა მღვდელმა, ჩემმა კარგმა ნაცნობმა და ძალიან პატიო-
სანმა ადამიანმა მითხრა, არავის ასეთი განზრახვა არა აქვსო.
– და ჩემმა კარგმა ნაცნობმა მღვდელმაც იგივე მითხრა, –
ჩაერთო დიასახლისი, – მაგრამ ჩემს ქმარს სულ პაპისტების
ეშინია. მე ბევრი წესიერი პაპისტი ვიცი და ფულსაც გულუხვად
იხდიან. ჩემი პრინციპია – ფული კარგია, ვისგანაც უნდა იყოს.
– სწორს ბრძანებთ, – თქვა თეატრის მეპატრონემ, – ჩემ-
თვის მნიშვნელობა არა აქვს, რომელი რელიგიის მიმდევარი

687
ხართ, მთავარია, პრესვიტერიანელებმა არ გაიმარჯვონ, ისი-
ნი თოჯინების თეატრს ემტერებიან.
– და რელიგიას თქვენს ინტერესს შესწირავთ? – შესძახა
აქციზის ამკრეფმა, – თანახმა იქნებით, კათოლიციზმი რომ
დამკვიდრდეს?
– არა, დამიჯერეთ, ისევე მეზიზღება კათოლიციზმი, რო-
გორც ყველა სხვას, მაგრამ უფრო კომფორტულად ვიცხოვ-
რებდი, ვიდრე პრესვიტერიანელების მმართველობაში. ადა-
მიანი ხომ, უპირველეს ყოვლისა, საარსებო საშუალებებზე
ფიქრობს და სურს, უზრუნველყოფილი იყოს. თავს დავდებ,
თქვენც ყველაზე მეტად ადგილის დაკარგვის გეშინიათ. მაგ-
რამ სულ ტყუილად, ჩემო მეგობარო, აქციზი ყველა ხელისუფ-
ლების დროს იარსებებს.
– რა თქმა უნდა, – უპასუხა აქციზის ამკრეფმა, – ძალიან
ცუდი კაცი უნდა ვიყო, პატივს რომ არ ვცემდე მეფეს, რომე-
ლიც პურს მაჭმევს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ რას უნდა
ნიშნავდეს ჩემთვის, აქციზი სხვა ხელისუფლების დროსაც იქ-
ნება თუ არა, ჩემს მეგობრებს თუკი გაუშვებენ და ალბათ მერე
მეც მიმაყოლებენ? არა, მეგობარო, მე ადგილის შესანარჩუ-
ნებლად რელიგიას არ უარვყოფ, თუმცა ამის გამო ალბათ უკე-
თესად კი არა, უარესად ვიქნები.
– მეც ამას გავიძახი, – თქვა სასტუმროს მეპატრონემ, – ამ-
ბობენ, არავინ იცის, რა მოხდებაო. შტერი უნდა ვიყო, ფული
ისეთ კაცს ვასესხო, არ ვიცოდე, დამიბრუნებს თუ არა. ყველა-
ზე საიმედო ჩემივე კანტორაა და იქ შევინახავ.
სასამართლოს მოხელე პარტრიჯის კეთილგონიერებით
დიდად მოხიბლული ჩანდა. ვერ გეტყვით, ადამიანის სულში
ჩახედვის უნარით იყო დაჯილდოებული თუ ეს სიმპათია თანა-
მოაზრეობიდან მომდინარეობდა, რადგან ორივე ჭეშმარიტი

688
იაკობისტები იყვნენ. მეგობრულად ჩამოართვეს ხელი ერთმა-
ნეთს, ლუდის კათხები მიაჭახუნეს და ადღეგრძელეს ის, ვისი
სახელის ხსენებასაც მოვერიდებით.
სადღეგრძელო სასტუმროს მეპატრონემაც დალია, თუმცა
ცოტა უხალისოდ, ვერ გაუძალიანდა სასამართლოს მოხე-
ლეს, რომელმაც დაიფიცა, ჩემი ფეხი აქ აღარ იქნება, თუ არ
შესვამო. გაპიპინებულმა კათხებმა მათი საუბარი დაასრულა
და ჩვენც დავასრულებთ ამ თავს.

თავი 8
სადაც იღბალი ჯონსის მიმართ ცოტა უფრო
გულმოწყალე იქნება

ძილის მოსაგვრელად დაღლილობა თუ ყველაზე ჯანსაღი


არა, ერთ-ერთი ყველაზე უტყუარი საშუალებაა. ჯონსმა ბანგი
დიდი დოზით მიიღო და ძლიერადაც იმოქმედა. ცხრა საათი
ეძინა და ალბათ კიდევ მეტს იძინებდა, საძინებლის კართან
ატეხილ საშინელ ხმაურს რომ არ გაეღვიძებინა. მძიმე დარ-
ტყმის ხმა მოესმა და მიშველეთო, ვიღაც ყვიროდა. ჯონსი ლო-
გინიდან წამოხტა, კარი გააღო და დაინახა, თეატრის მეპატ-
რონე მასხარას ძვალ-რბილს უერთიანებდა.
ჯონსი ჩხუბში ჩაერია და დაჩაგრულისთვის რომ ეშველა,
მჩაგვრელი კედელზე გააკრა. თეატრის მეპატრონეს ისევე
გაუძნელდა წინააღმდეგობის გაწევა ჯონსისთვის, როგორც
საწყალ, ჭრელაჭრულა ტანსაცმელში გამოწყობილ მასხარას
მისთვის.ტანმორჩილი და სუსტი მასხარა დიდი ღვარძლიანი
ვინმე გახლდათ. როგორც კი თავი გაითავისუფლა, თეატრის
მეპატრონეს წამსვე იმ ერთადერთი იარაღით შეუტია, რითაც
689
შეეძლო გასწორებოდა. ჯერ უხამსი სიტყვები მიაყარა, მერე
დაადანაშაულა – შე წყეულო არამზადა, მე არათუ გინახავდი
(მთელ ფულს მე უნდა მიმადლოდე), ჩამოხრჩობას გადაგარ-
ჩინე. გუშინ არ იყო, ბნელ ქუჩაზე იმ ლედისთვის ძვირფასი
ტანსაცმლის გახდა რომ გინდოდა? შენ არ იყავი, რომ ნატ-
რობდი, ნეტა, სადმე ტყეში დამამარტოხელებინა და ყველა-
ფერს გავხდიდიო, თან ამქვეყნად ყველაზე ლამაზ ლედის. ახ-
ლა მე მეცი და ლამის სიცოცხლეს გამომასალმე, არადა არა-
ფერი დამიშავებია, იმ გოგოსაც ისევე უნდოდა, როგორც მე,
ის გაბრაზებს, შენზე მეტად რომ მოვეწონე.
ეს რომ მოისმინა ჯონსმა, თეატრის მეპატრონე მკაცრად
გააფრთხილა, არ დავინახო, კიდევ მიაყენო შეურაცხყოფა
მასხარასო და უკანასკნელი სასწრაფოდ თავის ოთახში გააქა-
ნა, ლედის ამბავი რომ გაეგო. მან უთხრა, გუშინ დოლის
კვრით მივყვებოდი ჩემს ბატონს და ამ დროს გვერდით ერთმა
ლამაზმა ქალბატონმა ჩაგვიარაო. ჯონსმა სთხოვა, ის ადგილი
ეჩვენებინა, პარტრიჯს კი დაავალა, სასწრაფოდ თადარიგი
დაიჭირე გასამგზავრებლადო.
დილის რვა საათი შესრულდა, ვიდრე წასასვლელად გაემ-
ზადებოდნენ, რადგან პარტრიჯი დიდად არ ჩქარობდა და ან-
გარიშიც დროულად ვერ წარმოადგინეს. როცა ყველაფერი
მოამთავრეს, ჯონსმა არ მოისურვა, ისე დაეტოვებინა სასტუმ-
რო, მასხარა და მისი ბატონი რომ არ შეერიგებინა.
ეს საქმეც მოაგვარა და იქაურობას დაემშვიდობა. მასხა-
რამ მიიყვანა იმ ადგილას, სადაც წინადღით სოფიამ ჩაიარა,
ჯონსმა ის კარგად დაასაჩუქრა და ახალი ცნობით გახალისე-
ბული გზას გაუდგა. როცა პარტრიჯმა ეს ყველაფერი შეიტყო,
უწინასწარმეტყველა, აუცილებლად გაგიმართლებთ – ღვთის
ნება რომ არ ყოფილიყო, ასე ორჯერ ზედიზედ სოფიას კვალს

690
ვერ გადააწყდებოდითო, და ეს პირველი შემთხვევა იყო, რო-
დესაც ჯონსმა თავისი კომპანიონის ცრუმორწმუნე შეხედულე-
ბებს ყურადღება მიაქცია.
ორი მილი არ ექნებოდათ გავლილი, საშინელი ქარიშხა-
ლი ამოვარდა და გაწვიმდა. ამ დროს რაღაც ტრაქტირი შენიშ-
ნეს. პარტრიჯი შეევედრა ჯონსს, შევიდეთ და ქარიშხლის ჩად-
გომას დაველოდოთო. შიმშილი არის მტერი (თუ შეიძლება
ასე დავარქვათ), რომელიც უფრო ინგლისელების ჯარს ჰგავს,
ვიდრე ფრანგებისას, რამდენჯერაც არ უნდა დაამარცხო, მა-
ინც დროულად ახერხებს ძალის მოკრებას. ასე დაემართა
პარტრიჯსაც, შევიდა თუ არა სამზარეულოში, იგივე კითხვა
დასვა, რაც წინა საღამოს. სტუმრებს შესანიშნავი ცივად დაჭ-
რილი ფილე მიართვეს და ისინიც მადიანად შეექცნენ, თუმცა
ჯონსი ცოტა უგუნებოდ იყო, რადგან სოფიაზე ახალი ცნობა იქ
მყოფთაგან ვერ მიიღო.
სადილი რომ მოამთავრეს, მართალია, ქარიშხალი ჯერ კი-
დევ მძვინვარებდა, ჯონსი მზად იყო გზის გასაგრძელებლად,
მაგრამ პარტრიჯი შეეხვეწა, ერთი კათხა კიდევ დავლიოთო
და ამ დროს სამზარეულოში შემოსულ კაცს მიაშტერდა. ისიც
თვალს არ აშორებდა. პარტრიჯი ჯონსს მიუბრუნდა და შესძა-
ხა:
– სერ, მომეცით ხელი, რადგან კიდევ ერთ სიახლეს გაი-
გებთ სოფიაზე, ის ბიჭი, ახლა რომ შემოვიდა, სოფიას მეგზური
იყო, თავს დავდებ, ეგ სალბუნი შუბლზე ჩემი დაკრულია.
– ღმერთმა დაგლოცოთ, სერ, თქვენი სალბუნია ნამდვი-
ლად, თქვენს სიკეთეს არასოდეს დავივიწყებ, თითქმის მო-
მირჩა უკვე, – უთხრა ბიჭმა.
ჯონსი სკამიდან წამოფრინდა და ბიჭი სამზარეულოდან მე-
ზობელ ოთახში გაიყვანა, ის ხომ დელიკატურობის გამო ხალ-
ხში სოფიას სახელის ხსენებას ერიდებოდა, თუმცა კი ერთხელ
691
ისე მოეძალა სიყვარული, ოფიცრების თანდასწრებით მისი
სადღეგრძელო შესვა და მკითხველს ემახსოვრება, მერე რო-
გორ ძალით ამოჰგლიჯეს პირიდან მისი გვარი.
ამიტომ მიხვედრილი მკითხველისთვის ძნელი წარმოსად-
გენია და ალბათ აბსურდულიც მოეჩვენება, ჯონსის უბედურე-
ბის მიზეზი სწორედ არასაკმარისი დელიკატურობა გამხდარი-
ყო, რადგან სოფიას საკუთარი სახელის თამამად ხსენება უფ-
რო შეურაცხყოფდა, ვიდრე ის, რომ სხვა ქალის ყოლის უფლე-
ბას აძლევდა თავს. სიმართლე გითხრათ, ონორი ვერასგზით
აიძულებდა ქალბატონს, ეპტონის სასტუმროდან ჯონსის უნა-
ხავად წასულიყო, რომ არა ახალგაზრდა ჯენტლმენის თავქა-
რიანობა, სრულიად შეუსაბამო ჭეშმარიტ სიყვარულთან.
მაგრამ მე ისე გიყვებით, როგორც სინამდვილეში მოხდა
და თუ მკითხველს რომელიმე ფაქტი არაბუნებრივი მოეჩვენე-
ბა, ვერაფრით დავეხმარები. ასეთ მკითხველს უნდა შევახსე-
ნო, რომ მე ისტორიას ვწერ და არ ვარ ვალდებული, ჭეშმარი-
ტების და ბუნებრიობის გაგებას შევუსაბამო ყოველი ამბავი,
და თუნდაც რომ ეს რთულიც არ იყოს, ხომ აჯობებს, მაინც ავა-
რიდო თავი? მაგალითად, ფაქტმა, ახლა რომელზედაც ვყვე-
ბით და რომელსაც ჩემი კომენტარი არ ახლავს, შეიძლება ზო-
გიერთი მკითხველი გაანაწყენოს, თუმცა უფრო საღად თუ გან-
ვსჯით, ყველას უნდა მოეწონოს, რადგან გონიერი და კეთილი
ადამიანი იფიქრებს, რომ ის, რაც ჯონსს ეპტონის სასტუმროში
შეემთხვა, სამართლიანი სასჯელი იყო უზნეო საქციელის-
თვის, შტერს და ბოროტს კი ეამება იმის გაგება, თითქოს ადა-
მიანის რეპუტაცია უფრო შემთხვევაზეა დამოკიდებული, ვიდ-
რე ზნეობაზე; მაგრამ დასკვნა, ჩვენ რომ უნდა გამოვიტანოთ,
ამ ორივე მოსაზრებას თანაბრად უპირისპირდება და ამტკი-
ცებს დიად, სასარგებლო და უჩვეულო თეორიას, რომელიც
წინამდებარე ნაწარმოების საშუალებით გვინდა ჩავაგონოთ
692
მკითხველს და რომელსაც მღვდელივით ყოველ გვერდზე არ
გავიმეორებთ.
ჩვენ მხოლოდ იმას უნდა დავჯერდეთ, რომ სოფიას საკმა-
რისი მიზეზი ჰქონდა, მცდარი აზრი შეჰქმნოდა ჯონსზე, რად-
გან მის ადგილას, მჯერა, ყველა ახალგაზრდა ლედი ასე შეც-
დებოდა; და იმ ტრაქტირშიც რომ შესულიყო მალევე, რაც ჯონ-
სი წავიდა იქიდან, გაიგებდა, რომ მისი სახელი ტრაქტირის მე-
პატრონისთვის ისევე კარგად იყო ცნობილი, როგორც ეპტო-
ნის სასტუმროს დამლაგებლისთვის, რადგან ჯონსი როცა სო-
ფიას მეგზურს ლამის ჩურჩულით ელაპარაკებოდა, პარტრიჯ-
მა, ჩვეული დელიკატურობით, საჯარო დაკითხვა მოუწყო სამ-
ზარეულოში მეორე მეგზურს, რომელიც მისის ფიცპატრიკს ახ-
ლდა, სასტუმროს მეპატრონეს კი, როგორც ყოველთვის ასეთ
დროს, ყურები გაზრდოდა და ყველაფერს ისმენდა. ასე რომ,
მან უკვე ყველაფერი იცოდა – თუ როგორ გადმოვარდა სოფია
ცხენიდან, როგორ მიიღეს ის შეცდომით ჯენი კამერონად, რა
მოჰყვა პუნშით დათრობას, მოკლედ, ყველაფერი, რაც კი
ქალბატონების ექვსცხენიანი კარეტით გამგზავრებამდე მოხ-
და.

თავი 9
მოიცავს რამდენიმე დამატებით შენიშვნას

ნახევარ საათში ჯონსი სამზარეულოში შებრუნდა და სას-


ტუმროს მეპატრონეს სასწრაფოდ ანგარიში მოსთხოვა. ბუ-
ხართან თბილად მოკალათებულ პარტრიჯს დარდი, მშვენიერ
სასმელს რომ უნდა შელეოდა, ცოტათი გაუბათილა ცნობამ
იმის შესახებ, რომ ფეხით აღარ მოუწევდა სიარული, რადგან
693
ჯონსმა მეგზური მოთაფლა, იმავე სასტუმროში მიეყვანა, სა-
დაც ადრე სოფია დაბინავდა; ოღონდ მეგზური იმ პირობით
დასთანხმდა, რომ მეორე მეგზური ტრაქტირში დაელოდებო-
და. საქმე ის არის, რომ ეპტონის სასტუმროს მეპატრონე კარ-
გად იცნობდა გლოსტერის სასტუმროს მეპატრონეს და, ადრე
თუ გვიან, იმ უკანასკნელის ყურამდე მიაღწევდა, ცხენებით
ერთზე მეტ ადამიანს რომ მოემსახურნენ და, შესაბამისად, სა-
კუთარ ჯიბეში რომ უპირებდა ჩადებას, იმ ფულს მოსთხოვდა.
ეს ვითარება, როგორი უმნიშვნელოც უნდა იყოს, ჯონსის
შეყოვნების ასახსნელად მაინც უნდა გვეხსენებინა. მეორე
მეგზურს უფრო მტკიცე სინდისი აღმოაჩნდა, ანუ უფრო ძვი-
რად ღირებული და ჯონსს მართლაც ძვირი დაუჯდებოდა, პარ-
ტრიჯს ეშმაკობა რომ არ ეხმარა და ნახევარი კრონა არ შეეთა-
ვაზებინა მეგზურისთვის, ვიდრე ის მეგობარს ტრაქტირში და-
ელოდებოდა. სასტუმროს მეპატრონემ ნახევარი კრონა იყნო-
სა თუ არა, ისეთი ამბავი დააწია ბიჭს, რომ საბოლოოდ და-
ითანხმა, კიდევ ნახევარი კრონა გადაეხადა დარჩენისთვის.
აქ არ შეიძლება არ შევნიშნოთ, რომ დაბალი წრის წარმომად-
გენლები პოლიტიკაში კარგად ერკვევიან, ამიტომაც დიდ ადა-
მიანებს გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე,
თუ ჰგონიათ, დახვეწილად თვალთმაქცობენ, რადგან შეიძლე-
ბა ხშირად ყველაზე დაბალი წრის წარმომადგენელმა აჯო-
ბოთ. ცხენები რომ მოიყვანეს, ჯონსი იმწამსვე ქალის უნაგირს
მოახტა, სადაც ადრე სოფია იჯდა. მეგზურმა თავაზიანად შეს-
თავაზა საკუთარი უნაგირი, მაგრამ მან ქალის არჩია, შეიძლე-
ბა უფრო რბილი რომ იყო, იმიტომ. პარტრიჯს ჯონსზე ნაკლე-
ბად არ უყვარდა თავის განებივრება, მაგრამ ვერ დაუშვა, მა-
მაკაცური ღირსება დაემცირებინა და მეგზურის შეთავაზება
მიიღო. ასე ამხედრდნენ ჯონსი სოფიას ცხენზე, მეგზური –
ონორის, პარტრიჯი – მესამე ცხენზე და გაუდგნენ გზას. ოთხ
694
საათში უკვე იმ სასტუმროში იყვნენ, სადაც მკითხველმა საკ-
მარისი დრო გაატარა. პარტრიჯი მთელი გზა მშვენიერ გუნე-
ბაზე გახლდათ და ჯონსს ხშირად ახსენებდა წარმატების მაუწ-
ყებელ ნიშნებს. ყველაზე არაცრუმორწმუნე მკითხველიც დაგ-
ვეთანხმება, რომ ჯონსს მართლაც ბედმა გადმოხედა. პარ-
ტრიჯი კიდევ უფრო იმიტომ იყო ამაღლებულ განწყობაზე, რომ
ერჩივნა, ახალგაზრდა ჯენტლმენი საყვარელს გაჰკიდებოდა,
ვიდრე დიდებას. პირველად მიხვდა, ჯონსს რომ სოფია უყვარ-
და, აქამდე ამ ამბისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია და
მისი სახლიდან გაქცევის მიზეზი სულ სხვა რამ ეგონა. რაც შე-
ეხება ეპტონში მომხდარს, ისე იყო დამფრთხალი იქ მისვლამ-
დე და იქიდან წამოსვლისას, რომ ერთადერთი დასკვნა ის გა-
მოიტანა, თითქოს ჯონსი ჭკუიდან შეიშალა და ეს აკვიატებუ-
ლი აზრი მთლად შეუსაბამო არ ყოფილა მის კიდევ უფრო ად-
რინდელ წარმოდგენასთან, ჯონსის უჩვეულო სიშმაგის გამო
რომ შეექმნა, ახლანდელი მგზავრობით კი მეტისმეტად კმაყო-
ფილი ჩანდა და მეგობრის გონებრივი მონაცემებიც უფრო და-
აფასა.
საათმა სამჯერ ჩამოკრა, როცა ისინი სასტუმროში მოვიდ-
ნენ და ჯონსმა იმწამსვე საფოსტო ცხენები მოითხოვა, მაგრამ,
სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ახლომახლო ვერც ერთ ცხენს
ვერ იშოვიდა. მკითხველს ეს ალბათ არ გაუკვირდება, თუ გა-
იხსენებს, რომ მთელ ქვეყანაში, და განსაკუთრებით იმ საგრა-
ფოში, კურიერები დღე და ღამე და ყველა მიმართულებით შე-
უსვენებლად დარბოდნენ.
ჯონსი ძალას არ იშურებდა, მეგზური რომ დაეთანხმებინა,
ქოვენთრიმდე ჩაეყვანა, მაგრამ ის შეუვალი რჩებოდა. ვიდრე
ჯონსი სასტუმროს ეზოში ბიჭს ეკამათებოდა, ვიღაც მიუახ-
ლოვდა, სახელით მიმართა, მიესალმა და ოჯახი მოუკითხა.
ჯონსმა გახედა კაცს, რომელიც მისტერ დაულინგი აღმოჩნდა,
695
ადვოკატი, გლოსტერში ერთად რომ ისადილეს და თვითონაც
თავაზიანი სალამი დაუბრუნა.
დაულინგი ჯონსს გულწრფელად სთხოვდა, იმ ღამით
მგზავრობა არ გაეგრძელებინა, უტყუარი არგუმენტები წარ-
მოუდგინა, მაგალითად, რომ უკვე ლამის დაღამდა, რომ გზები
ტალახიანია და რომ დღის შუქზე სიარული ჯობს და რაღაც ამ-
დაგვარები, რაც ჯონსმა ისედაც იცოდა, მაგრამ თუ მანამდე
არაფერს ნიშნავდა ეს მისთვის, არც ახლა უმოქმედია.
დაულინგმა რომ დაინახა, ჯონსთან ვერ გაჭრა მისმა არგუ-
მენტებმა, ახლა მეგზურს აგულიანებდა, გაჰყევი, დიდი გზა არ
არისო და ბოლოს ასე უთხრა, როგორ ფიქრობ, თავის შეწუხე-
ბისთვის ჯენტლმენი კარგად არ დაგასაჩუქრებსო?
ფეხბურთის გარდა, სხვაგანაც ბევრგან ჭრის, როცა ორი
ერთის წინააღმდეგაა, მაგრამ თუ საქმე თხოვნას ან წაქეზებას
ეხება, გაერთიანებული ძალების უპირატესობას ყურადღებია-
ნი დამკვირვებელი უფრო ცხადად ხედავს. ხომ ხშირად ხდება,
როცა მამა, ბატონი, ცოლი და კიდევ ვინმე ავტორიტეტული პი-
რი ჯიუტად დგანან უარზე და მთხოვნელის არც ერთ დასაბუ-
თებულ მიზეზს არ ითვალისწინებენ, მაგრამ თუკი იმავე სენტი-
მენტებს სხვა ადამიანი გაუმეორებთ, ისე, რომ ახალს არც
არაფერს დაამატებს, შეიძლება დასთანხმდნენ. სავარაუდოდ,
აქედან მოდის გამოთქმა „წაეშველო არგუმენტს ან მოტივაცი-
ას“ და ის საჯარო დებატების დროს ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენს სასამართლოშიც ხომ ხშირად გაიგონებთ, ერთი სწავ-
ლული ჯენტლმენი მთელი საათი რომ იმეორებს იმას, რაც მა-
ნამდე სხვა სწავლულმა ჯენტლმენმა თქვა.
ნაცვლად იმისა, აგიხსნათ ეს მოვლენა, ჩვენ ჩვენებურად
მეგზურის მაგალითს მოგიყვანთ: მან შეისმინა მისტერ და-
ულინგის შეგულიანება და ერთხელაც დასთანხმდა, ჯონსის-
თვის ქალის უნაგირი დაეთმო, ოღონდ მანამდე დაჟინებით
696
მოითხოვა, საცოდავი ცხენები კარგად გამოეკვებათ, ასე
თქვა, მთელი გზა ჭენებით მოდიოდნენ და ძალიან დაიღალნე-
ნო. ბიჭის მზრუნველობა სულ აღარ იყო საჭირო, რადგან
ჯონსს უკვე ნაბრძანები ჰქონდა, ცხენებისთვის მიეხედათ. ის
ხომ არასოდეს იზიარებდა აზრს, თითქოს ეს ცხოველები მხო-
ლოდ გადაადგილების საშუალებანი იყვნენ და არც იმას ფიქ-
რობდა, თითქოს ცხენს მუცელზე დეზებს რომ შემოჰკრავ, ტკი-
ვილს არ გრძნობს.
ვიდრე ცხოველები შვრიას ჭამდნენ ან უნდა ეჭამათ (რად-
გან მეგზური უფრო საკუთარ თავზე ფიქრობდა და სამზარეუ-
ლოსკენ გასწია, მეჯინიბემ კი იზრუნა იმაზე, რომ მისი შვრია
ხელუხლებელი დარჩენილიყო თავლაში), ჯონსმა მიიღო მის-
ტერ დაულინგის მიპატიჟება, ერთი ბოთლი ღვინო დაელიათ.

თავი 10
რომელშიც მისტერ ჯონსი და მისტერ დაულინგი
ღვინოს შეექცევიან

მისტერ დაულინგმა ჭიქა შეივსო, მისტერ ოლვორთის სად-


ღეგრძელო შესვა და დასძინა:
– თუ ნებას დამრთავთ, სერ, მის დისწულს და მის მემკვიდ-
რეს, ახალგაზრდა სკვაირსაც გავიხსენებ, მისტერ ბლაიფილს,
მშვენიერ ჯენტლმენს. დარწმუნებული ვარ, დიდი პიროვნება
გახდება და უკვე შევარჩიე საპარლამენტო არჩევნებისთვის
მისთვის ადგილი.
– სერ, – მიუგო ჯონსმა, – ალბათ ჩემი შეურაცხყოფა არ
გაქვთ გამიზნული, ამიტომ არ მწყინს, მაგრამ გარწმუნებთ,
ორი სრულიად შეუთავსებელი ადამიანი დააკავშირეთ ერ-
თმანეთს, რადგან პირველი ადამიანთა მოდგმის ყველაზე
697
ღირსეული წარმომადგენელია, მეორე არაკაცი კი არცხვენს
ადამიანთა მოდგმას. დაულინგი გაშტერდა. მერე ასე თქვა:
– მე ორივე ჯენტლმენი უმწიკვლო მეგონა. სკვაირ ოლ-
ვორთის რაც შეეხება, მასთან შეხვედრა არასოდეს მღირსე-
ბია, მაგრამ მთელი ქვეყანა აქებს. ახალგაზრდა ჯენტლმენს
მხოლოდ ერთხელ შევხვდი, როცა დედამისის გარდაცვალე-
ბის ამბავი ჩავიტანე. ისე ვჩქარობდი, მასთან გამოლაპარაკე-
ბის დრო არ მქონდა, მაგრამ ღირსეულ ჯენტლმენს ჰგავდა და
ღირსეულადაც იქცეოდა, რაც თავი მახსოვს, ასეთ სასიამოვ-
ნო ადამიანთან ურთიერთობა არ მქონია.
– არ მიკვირს, რომ მცირე დროში მოახერხა, მოეხიბლეთ,
– უთხრა ჯონსმა, – დიდი ეშმაკი ვინმეა, შეიძლება მრავალი
წელი მასთან ერთად გაატარო და ვერ მიხვდე, სინამდვილეში
როგორია. ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით, განუყრე-
ლად, თუმცა გვიან გავიგე, რა არამზადაც ყოფილა. ვაღიარებ,
დიდად არასოდეს მომწონდა. მეგონა, მხოლოდ სულიერი კე-
თილშობილება აკლდა, რაც ადამიანისთვის ღირსების და ყო-
ველგვარი სიკეთის ჭეშმარიტი საწყისია. დიდი ხნით ადრე
შევნიშნე, საძაგელი ეგოისტი რომ იყო, მაგრამ სულ ახლახან
აღმოვაჩინე, რომ სულმდაბალი და ბოროტი ზრახვები ჰქონია,
ჩემი გულღია ბუნებით სარგებლობდა და განიზრახა, გავენად-
გურებინე, რასაც საბოლოოდ მიაღწია კიდეც.
– უი, უი! – შესძახა დაულინგმა, – რა სამწუხაროა, რომ ბი-
ძამისის მთელი ქონების მემკვიდრე ის იქნება!
– სამწუხაროდ, სერ, მე არ ვიმსახურებ ტიტულს. მართა-
ლია, იმ კეთილმა ადამიანმა ნება დამრთო, უფრო ახლობლუ-
რად მიმემართა, მაგრამ ეს მხოლოდ სიკეთემ ჩაადენინა, მე
ვერ დავწამებ უსამართლობას, მემკვიდრეობა რომ არ მიბო-
ძა, რადგან დანაკარგი მისგან ნაბოძებ საჩუქრებზე უფრო და-
უმსახურებელი აღმოჩნდა. გარწმუნებთ, სერ, მე ოლვორთის
698
ნათესავი არ ვარ და თუ ვინმე, ვისაც მისი კეთილშობილების
დაფასება არ შეუძლია, მიიჩნევს, რომ უნამუსოდ მომექცა, ეს
დიდი უსამართლობა იქნება. უკაცრავად, თავი შეგაწყინეთ,
ასეთ წვრილმანებს რომ გიყვებით, მაგრამ რადგან მისტერ
ოლვორთის ნათესავი გეგონეთ, მინდოდა, ყველაფერი განმე-
მარტა.
– ნამდვილად ღირსეული ადამიანივით ლაპარაკობთ, –
უთხრა დაულინგმა, – და სულაც არ შემაწყინეთ თავი, პირი-
ქით, დიდი სიამოვნებით შევიტყობდი, რატომ ჰგონიხართ ყვე-
ლას მისტერ ოლვორთის ნათესავი, თუკი არ ხართ. ცხენები
ნახევარ საათში იქნებიან მზად, ასე რომ, დრო საკმარისად
გვაქვს, მომიყევით, სინამდვილეში რა მოხდა. მართლაც ძა-
ლიან მიკვირს, რატომ მიგიჩნევენ მისტერ ოლვორთის ნათე-
სავად...
ხათრიანი ბუნებით (თუმცა არა წინდახედულობით) ჯონსი
თავის საყვარელ სოფიას ჰგავდა, ამიტომაც მისტერ დაულინ-
გის ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა და მოუყვა ისტორიას
თავის დაბადებაზე და განათლებაზე, როგორც ოტელომ:

„ჩემის ბავშვობის დროის აქეთ თვით ამ წუთამდე,


როცა მოსმენას ჩემსას იგი მოისურვებდა“.

დაულინგმა კი დეზდემონასავით შეიცხადა:

„უცნაური რამ შევიტყვე, გასაოცარი,


გულის მომკვლელი, შესაზარი, შესაბრალისი!“

მისტერ დაულინგზე მართლაც ძალიან იმოქმედა ჯონსის


მონაყოლმა, ადვოკატი კი იყო, მაგრამ ადამიანური გრძნობე-
ბი შერჩენოდა. არაფერია უფრო უსამართლო, ვინმეზე რომ

699
მისი პროფესიის გამო მცდარ აზრს შეიქმნი. ჩვევა, რა თქმა უნ-
და, ასუსტებს ზიზღს იმ ქმედებებისადმი, პროფესია რომ მო-
ითხოვს და, შესაბამისად, კაცს ძვალ-რბილში უჯდება, მაგრამ
ბუნება ნებისმიერი პროფესიის ადამიანზე ერთნაირად მუშა-
ობს, არა, შეიძლება იმათზე უფრო ძლიერად, ვინც ყოველ-
დღიური საქმიანობის გამო მისგან ისვენებს. ეჭვი არ მეპარე-
ბა, ყასაბი კარგ ცხენს სინანულის გარეშე არ მოკლავს, ქი-
რურგიც თანაუგრძნობს ადამიანს ნიკრისის ქარის შეტევის
დროს, თუმცა ხელს ან ფეხს წარბშეუხრელად მოჰკვეთს, ჯა-
ლათს, ასობით კისერი რომ მოუგრეხია, პირველად თავს რო-
ცა აჭრის, კანკალი უვარდება, სისხლის ღვრის ოსტატებიც კი,
ომში ყასბებივით ულმობლად რომ ხოცავენ არა მარტო თა-
ვისნაირებს, არამედ ქალებსა და ბავშვებსაც, მშვიდობიან
დროს დოლებთან და საყვირებთან ერთად საკუთარ ულმობ-
ლობასაც გვერდზე გადადებენ ხოლმე და ცივილიზებული სამ-
ყაროს საკმაოდ უწყინარი წევრები ხდებიან. ასე რომ, ადვოკა-
ტებსაც შეუძლიათ შეიბრალონ მეგობარი ადამიანი, თუ, რა
თქმა უნდა, მის წინააღმდეგ საქმე არ აქვთ აღძრული.
ჯონსმა, როგორც მკითხველს მოეხსენება, ჯერაც არ იცო-
და, რა მუქ ფერებში დაუხატეს მისტერ ოლვორთის მისი ამბე-
ბი, ამიტომ ისეთი არაფერი მოუყოლია, რაც თვითონ არასა-
ხარბიელოდ წარმოაჩენდა, ძველი მეგობრის და პატრონის
დადანაშაულება არ სურდა, ოღონდ არც საკუთარი თავი და-
უდანაშაულებია ცუდუბრალოდ. დაულინგი თვითონვე მიხვდა
და მართებულადაც, რომ ვიღაცამ ჯონსს ცუდი სამსახური გა-
უწია:
– სკვაირი პატარ-პატარა, უმნიშვნელო დანაშაულების გა-
მო, ნებისმიერმა ახალგაზრდა ჯენტლმენმა რომ შეიძლება ჩა-
იდინოს, მემკვიდრეობას არასდიდებით არ ჩამოგართმევ-

700
დათ. თუმცა მცდარი იქნება, თუ ვიტყვი, მემკვიდრეობა ჩამო-
გართვათ-მეთქი, რადგან არ ხართ მისი მემკვიდრე, ეს ცხადია
და საქმეს ვერავინ აღძრავს. მაგრამ როდესაც ჯენტლმენმა სა-
კუთარი შვილივით გაგზარდათ, საფუძველი გაქვთ, ელოდოთ
თქვენს წილს, თუ არა მთელ ქონებას; არა, მთელი მისი ქონე-
ბის მიღებაც რომ გსურდეთ, ვერ გაგამტყუნებდით. ადამია-
ნებს ხომ ყოველთვის მეტის მიღება სურთ და ამისთვის მათ
არავინ ადანაშაულებს.
– ცუდად მიცნობთ, – თქვა ჯონსმა, – მე მცირედსაც დავ-
ჯერდებოდი. არასოდეს დამიდგამს თვალი მისტერ ოლვორ-
თის ქონებისთვის, არა, სიმართლე გითხრათ, არც არასოდეს
მგონებია, რომ რამეს მომცემდა. ამიტომაც გულწრფელად
ვაცხადებ, ჩემს სასარგებლოდ თავისი დისწული რომ დაეზა-
რალებინა, მე ყველაფერს უკან დავუბრუნებდი. სხვისი ქონება
არ მინდა, სულის სიმშვიდე მირჩევნია. ვითომ შეედრება
უზარმაზარი სახლით, მსახურებით, შესანიშნავი სუფრით, სიმ-
დიდრის და კიდევ სხვა პრივილეგიებით აღძრული საცოდავი
პატივმოყვარეობა იმ ტკბილ სიამოვნებას, უზომო კმაყოფი-
ლებას, ჟრუანტელის მომგვრელ გრძნობებს, ამაღელვებელ
გამარჯვებებს, დიდსულოვანი, ქველი და გულმოწყალე საქ-
ციელით რომ იღებს კეთილი სული? მე ბლაიფილის სიმდიდრე
არ მშურს, არამზადა უნდა ვიყო, რომ მის ადგილას ყოფნა ვი-
ნატრო. მაგრამ მჯერა, ბლაიფილი ეჭვობს, ის განზრახვა
მაქვს, თქვენ რომ ახსენეთ, თავად სულმდაბალმა მეც სულ-
მდაბლობა მომაწერა. მადლობა ღმერთს, საკუთარ უდანაშაუ-
ლობაში დარწმუნებული ვარ, მეგობარო, და ეს გრძნობა არა-
სოდეს დამტოვებს, რადგან, რაც თავი მახსოვს, არავისთვის
არაფერი დამიშავებია, აზრადაც არ გამივლია, დამეშავებინა.

701
„გინდა მქნა დამჭკნარ უდაბურ მინდორზე,
სად გაზაფხულზე ხეც კი არ შრიალებს,
ან იუპიტერი სადაც მრისხანებს
ნისლთა წამგვრელი.
გინდა მქნა მზესთან ახლოს მყოფ ეტლის ქვეშ,
გინდა მქნა ტრიალ უსახლო ალაგზე,
მაინც კისკისა ლალაგე მიყვარდეს,
ტკბილმოუბარი“.

ჯონსმა ჭიქა შეივსო და მშვენიერი ლალაგეს სადღეგრძე-


ლო დალია, მერე დაულინგს დაუსხა და შესთავაზა, მასაც შე-
ესვა.
– რატომაც არა, მთელი გულით და სულით ვადღეგრძელებ
მის ლალაგეს! – შესძახა დაულინგმა, – მისი სადღეგრძელო
ბევრჯერ მომისმენია, მაგრამ არასოდეს მინახავს. როგორც
ამბობენ, არაჩვეულებრივად ლამაზია.
მართალია, ლათინური არ ყოფილა ერთადერთი, რაც და-
ულინგმა ჯონსის ნათქვამიდან ვერ გაიგო, მაინც ძლიერი შთა-
ბეჭდილება მოახდინა, თუმცა კი ამ შთაბეჭდილების დამალ-
ვას თვალის ხამხამით, კვერის დაკვრით და ჩაცინებით ცდი-
ლობდა (ჩვენ ხომ სწორი აზრის ისევე ხშირად გვრცხვენია,
როგორც მცდარის), მაგრამ თუკი რამ გაიგო, ჯონსის მიმართ
დიდი თანაგრძნობით განიმსჭვალა, ოღონდ ჩვენ ამაზე ლაპა-
რაკს სხვა დროს გავაგრძელებთ, თუ მისტერ დაულინგს კიდევ
შევხვდებით ამ ისტორიაში. ახლა კი ეს ჯენტლმენი უნდა მივა-
ტოვოთ და ჯონსს მივბაძოთ, რომელმაც შეიტყო თუ არა, ცხე-
ნები მზად არიანო, ანგარიში მოითხოვა, კომპანიონს დაემ-
შვიდობა, ცხენს მოახტა და თუმცა კი უკუნეთი სიბნელე იყო და
თავსხმა წვიმამაც დასცხო, ქოვენთრისკენ გაქუსლა.

702
თავი 11
ქოვენთრის გზაზე ჯონსს უბედურება დაატყდება თავს;
პარტრიჯის ბრძნული შენიშვნა

იმ ადგილიდან, საიდანაც მგზავრობა დაიწყეს, ქოვენთრის-


კენ ძალიან სწორი გზა მიემართებოდა და, მართალია, არც
ჯონსს, არც პარტრიჯს და არც მეგზურს იქ არასოდეს გაუვლი-
ათ, დაკარგვა შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ის ორი გარე-
მოება, რომლებზედაც წინა თავში მოგახსენეთ.
ამ ორი გარემოების მიზეზით, ჩვენმა მოგზაურებმა შეუმ-
ჩნევლად სავალი გზიდან გადაუხვიეს და ექვსი საათის ჭენების
შემდეგ ქოვენთრის მშვენიერი კოშკების შპილების ნაცვლად
ერთ ატალახებულ ადგილს მიადგნენ, საიდანაც ახლომახლო
დიდი ქალაქის გარეუბნის მსგავსი არაფერი ჩანდა.
ჯონსმა განაცხადა, ეტყობა, გზა აგვებნაო, მაგრამ მეგზურ-
მა დაიჟინა, შეუძლებელიაო. ეს სიტყვა ჩვეულებრივ საუბარში
არა მარტო დაუშვებელს ნიშნავს, არამედ ხშირად სრულიად
დასაშვებსაც და ხანდახან უკვე დაშვებულსაც კი, მას ისეთივე
ჰიპერბოლური დატვირთვა აქვს, როგორიც სიტყვებს „უსას-
რულო“ და „მარადიულობა“, როცა პირველი შეიძლება გუ-
ლისხმობდეს ნახევარ იარდს და უკანასკნელი – ხუთ წუთს.
ასე რომ, არაფერია უჩვეულო, ამტკიცო რამის დაკარგვის შე-
უძლებლობა, როცა ის უკვე დაკარგულია. სინამდვილეშიც ასე
მოხდა და, მიუხედავად იმისა, რომ მეგზური საპირისპიროს
ამტკიცებდა, ისინი ისე ადგნენ ქოვენთრის გზას, როგორც
თაღლითი, ბოროტი, ხარბი და თვალთმაქცი კაცი გაუყვება სა-
მოთხისას.
მკითხველს, რომელიც ამგვარ ვითარებაში არ მოხვედრი-
ლა, ალბათ გაუძნელდება, წარმოიდგინოს, რა საშინელებაა
სიბნელეში, თავსხმა წვიმასა და ქარბუქში გზის დაკარგვა,
703
როცა სულ მცირე სასიამოვნო მოლოდინიც კი არ გაგაჩნია
არც ბუხართან გათბობის, არც მშრალი ტანსაცმლის და არც
სხვა რამ გამამხნევებლის, რაც ასე გეხმარება სტიქიასთან
ბრძოლაში. როგორი ბუნდოვანი წარმოდგენაც არ უნდა
გქონდეთ ამ საშინელებაზე, მაინც საკმარისია, მიხვდეთ, რა
ფიქრები აეკვიატებოდა პარტრიჯს.
ჯონსი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ დაიკარგნენ, მეგზურ-
მაც აღიარა, მგონი, ქოვენთრისკენ არ უნდა მივდიოდეთო,
თუმცა მაინც თავისას ამტკიცებდა, შეუძლებელია აქ გზის აბ-
ნევაო, პატრიჯი კი სულ სხვა აზრზე იდგა. ასე თქვა:
– ვიცოდი, რომ რაღაც უბედურებას უნდა გადავყროდით.
სერ, ის მოხუცი ქალი ვერ შეამჩნიეთ, კართან რომ იდგა, რო-
ცა თქვენ ცხენზე ამხედრდით? მთელი გულით მინდოდა, რამე
გეწყალობათ მისთვის, რადგან მოგვაძახა, ინანებთო. წვიმა-
მაც იმწამსვე დაუშვა და ქარბუქიც მას შემდეგ მძვინვარებს.
ვისაც რა უნდა, ის თქვას, მე მაინც მჯერა, რომ კუდიანებს შე-
უძლიათ, როცა მოისურვებენ, ქარიშხალი გამოიწვიონ. კუ-
დიანი თუ შემხვედრია, ეგ მოხუცი უნდა ყოფილიყო. ნახევარ-
პენიანი რომ მდებოდა ჯიბეში, აუცილებლად მივცემდი. ეგე-
თებისთვის არ უნდა დაგენანოს, რა იცი, რა მოხდება. გამიგო-
ნია, ნახევარპენიანი რომ დაენანათ და მთელი ნახირი დაეხო-
ცათ. ჯონსი ძალიან გაღიზიანებული იყო, ძვირფას დროს რომ
კარგავდა, მაგრამ მეგობრის ცრუმორწმუნეობაზე მაინც გა-
ეღიმა, ხოლო პარტრიჯს კიდევ უფრო განუმტკიცდა საკუთარი
აზრი, როცა ცხენიდან გადმოვარდა და თუმცა არ დაშავებუ-
ლა, მაგრამ ერთიანად ტალახში ამოითხვარა.
როგორც კი ფეხზე წამოდგა, განაცხადა, ცხენიდან რომ
გადმოვვარდი, ეს საბოლოოდ ადასტურებს, რასაც ვამტკიცებ-
დიო. ჯონსი ჯერ დარწმუნდა, რომ პარტრიჯი არ დაშავებული-
ყო და მერე ღიმილით უთხრა:
704
– ის შენი კუდიანი დიდი უმადური ვინმე ყოფილა. თუ ჩემზე
გაბრაზდა, ყურადღება რომ არ მივაქციე, შენ რატომ გადმო-
გაგდო ცხენიდან, როცა ასეთი პატივით მოიხსენიე?
– არ ღირს შეხუმრება ამნაირი ძალის პატრონ ხალხთან, –
შესძახა პარტრიჯმა, – მახსოვს, ცხენების ექიმბაშმა ერთი ეგე-
თი კუდიანი გააღიზიანა და გამოიწვია, ჰკითხა, ეშმაკს რომ შე-
ეკარი, იმ გარიგებას როდის გასდის ვადაო და ზუსტად სამ
თვეში საუკეთესო ძროხა დაეხრჩო. მაგრამ ამითაც არ დაკმა-
ყოფილდა, ცოტა ხნის შემდეგ იმ ექიმბაშს მთელი კასრი სა-
უკეთესო ლუდი დაექცა, რადგან მოხუცმა კუდიანმა კასრს სა-
ცობი ამოაძრო და მთელი სარდაფი ლუდით აივსო, და ეს მოხ-
და პირველსავე საღამოს, როცა ექიმბაში მეზობლებთან ერ-
თად მოლხენას აპირებდა. მოკლედ, მას შემდეგ კაცს აღარ გა-
უხარია, ისე გააუბედურა იმ მოხუცმა, სმა დაიწყო, ერთი-ორი
წლის მერე ქონება დაუყადაღეს და თავის ოჯახთან ერთად ეკ-
ლესიის კმაყოფაზე აღმოჩნდა.
მეგზური და, როგორც ჩანს, მისი ცხენიც ისე გულდასმით
ისმენდნენ პარტრიჯის ნაამბობს, რომ უყურადღებობის ბრა-
ლი იყო თუ კუდიანის ბოროტი სურვილის, ორივე ტალახში გა-
იშხლართა.
პარტრიჯმა ესეც იმავე მიზეზს მიაწერა. ჯონსს უთხრა, ალ-
ბათ ახლა თქვენი ჯერი დგებაო. შეეხვეწა, უკან დავბრუნდეთ,
ის მოხუცი ქალი მოვძებნოთ და შევირიგოთ. სასტუმროში მა-
ლე მივალთ, მართალია, კი გვგონია, რომ წინ მივდივართ,
მაგრამ დარწმუნებული ვარ, ერთი საათის წინ სადაც ვიყავით,
ახლაც იქ უნდა ვიყოთ. შემიძლია დავიფიცო, რომ არ ბნელო-
დეს, იმ სასტუმროს დავინახავდით კიდეცო.
ეს ბრძნული რჩევა ჯონსმა უპასუხოდ დატოვა, გულისყური
მეგზურისკენ ჰქონდა, აინტერესებდა, რამე ხომ არ იტკინა,

705
მაგრამ, პარტრიჯის არ იყოს, არც მეგზური დაშავებულა, მხო-
ლოდ ტალახში ამოიგანგლა, რაც მისი სამოსისთვის დიდი ხა-
ნია ჩვევად ქცეულიყო. მალე უნაგირზეც დაჯდა, კარგად შე-
იკურთხა და ჯონსი დაამშვიდა, არაფერი მტკენიაო.

თავი 12
პარტრიჯის რჩევის მიუხედავად, ჯონსი გზას აგრძელებს და
შევიტყობთ, რა მოხდება ამჯერად

ამასობაში რაღაც შუქი შენიშნეს, რამაც ჯონსი ძალიან გა-


ახარა, პარტრიჯი კი შეაშფოთა. მას ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ
მოაჯადოეს და ეს შუქი გოგრაში ჩადებული სანთელი ან რამე
კიდევ უფრო უარესი ეგონა.
რაც უფრო უახლოვდებოდნენ სინათლეს, მით მეტად შფო-
თავდა პარტრიჯიც. რაღაც არეული ხმები მოესმათ, სიცილის
და სიმღერის, რასაც ინსტრუმენტების ჟღრიალიც ერთვოდა,
მუსიკას რომ ვერ უწოდებდი და თითქოს პარტრიჯის შიშსაც
რომ ეხმიანებოდა, რადგან მართლაც კუდიანების და ავსულე-
ბის შესაფერისად ჟღერდა.
ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეძრწუნდა პარტრიჯი, მი-
სი შფოთვა მეგზურსაც გადაედო და ჯონსს ემუდარებოდა, უკან
დავბრუნდეთო, პარტრიჯი მართალს ამბობდა, კი გვეგონა,
წინ მივდიოდით, მაგრამ უკვე ნახევარი საათია, ადგილიდან
არ ვიძვრითო.
საცოდავი თანამგზავრების შემყურე ჯონსმა ღიმილი ვერ
შეიკავა:– ან ჩვენ მივალთ სინათლესთან, ან სინათლე მოვა

706
ჩვენთან, რადგან ძალიან ახლოს ვართ. როგორ უნდა შეგე-
შინდეს ამ ხალხის, აშკარად დროის გასატარებლად რომ შეყ-
რილა?
– დროის გასატარებლად, სერ! – იყვირა პარტრიჯმა, –
ასეთ ადგილას, ამ ამინდში და შუაღამისას ვინ მიდის დროის
გასატარებლად? ნამდვილად კუდიანები ან აჩრდილები იქნე-
ბიან, ან კიდევ ავი სულები.
– ვინც უნდათ, ის იყვნენ, – თქვა ჯონსმა, – მივალ და ქო-
ვენთრის გზას ვკითხავ. პარტრიჯ, ყველა კუდიანი იმ მოხუცი-
ვით ბოროტი კი არ არის.
– ოჰ, ღმერთო, სერ, – უთხრა პარტრიჯმა, – რა იცით, რა
გუნებაზე იქნებიან, მათთან ყოველთვის თავაზიანობა გვმარ-
თებს, მაგრამ კუდიანებზე უარესები რომ იყვნენ? გემუდარე-
ბით, სერ, დაფიქრდით, თქვენ რომ ჩემსავით წაგეკითხათ იმ
საშინელებებზე, ასეთი თავზეხელაღებული არ იქნებოდით.
ღმერთმა იცის, სად ვართ ან საით მივდივართ, რადგან ასეთი
უკუნეთი სიბნელე ჯერ არ მინახავს, მეეჭვება, საიქიოში უფრო
ბნელოდეს.
ჯონსმა არც გადაკრული ნათქვამი და არც გაფრთხილება
ყურად არ იღო და სწრაფი ნაბიჯით გაემართა იქით, საიდანაც
შუქი მოდიოდა. პარტრიჯი იძულებული გახდა, გაჰყოლოდა,
მართალია, ფეხებს ძლივს მიათრევდა, უკან ჩამორჩენის მა-
ინც უფრო ეშინოდა.
როგორც იქნა, მიაღწიეს იმ ადგილს, რომელიც, არც მეტი
არც ნაკლები, ბეღელი აღმოჩნდა. უამრავ ქალს და კაცს მო-
ეყარა თავი და კარგად ილხენდნენ.
როგორც კი ჯონსი მოფრიალებული კარის წინ აისვეტა, ვი-
ღაცამ უხეშად ჰკითხა, ვინ ხარ და რა გინდაო. ჯონსმა თავა-
ზიანად უპასუხა, მეგობარი ვარ, ქოვენთრის გზას ხომ ვერ მი-
მასწავლითო.
707
– თუ მეგობარი ხარ, – მეორე კაცმა გამოსძახა, – მაშინ ქა-
რიშხალი სანამ გადაივლის, აქ დაელოდეთ, ცხენებისთვისაც
იქნება ადგილი ბეღლის ბოლოს.
– დიდი მადლობა, – უთხრა ჯონსმა, – მივიღებ თქვენს შე-
მოთავაზებას, მხოლოდ რამდენიმე წუთით გავჩერდებით, სა-
ნამ წვიმა გადაიღებს. აქ კიდევ ორნი არიან, თუ მათაც ნებას
დართავთ, შემოვიდნენ.
ნებართვა მეტი სიხარულით გაიღეს, ვიდრე მიიღეს, რად-
გან პარტრიჯი ავდარს უფრო აიტანდა, ვიდრე, როგორც თვი-
თონ ფიქრობდა, ჭინკების გულმოწყალებას მიენდობოდა.
საწყალი მეგზური ბიჭიც არანაკლებ შეშინებული ჩანდა, მაგ-
რამ იძულებული იყო, შესულიყო, რადგან ცხენს ვერ მიატო-
ვებდა, პარტრიჯს კი მარტო დარჩენა შიშის ზარს სცემდა.
ეს ისტორია ცრუმორწმუნეობის ეპოქაში რომ დაწერილი-
ყო, შევიბრალებდი მკითხველს, დიდხანს არ ვალოდინებდი
და ბელზებელს ან თავად სატანას შემოვიყვანდი თავისი ჯოჯო-
ხეთური ამალით, მაგრამ ვინაიდან დღეს მათი ცოტას თუ სჯე-
რა, ამგვარ შემზარავ სანახაობებს მოვერიდები.
მართალია, არ გვგონია, მკითხველი დიდად შეშფოთდეს,
მაგრამ ჩვენ მაინც შევეცდებით, სხვაგვარი შიში არ გავუღვი-
ვოთ, იმას ვგულისხმობ, რომ არ ვაპირებთ, ჯადოსნურ ქვეყ-
ნებში ვამოგზაუროთ ან ისტორიაში შემოვიყვანოთ ისეთი არ-
სებები, რომლებისაც ბავშვი უნდა იყო, რომ გჯეროდეს, თუმცა
ბევრ საკმარისად შტერს არ დაუშურებია დრო ამგვარ თავგა-
დასავლებზე წერა-კითხვისთვის.
ყველა ეჭვის და ცრურწმენის თავიდან ასარიდებლად,
მკითხველს გავაცნობთ იმ ადამიანებს, პარტრიჯს რომ თავზა-
რი დასცეს, მეგზური ბიჭი შეაშინეს, ჯონსი კი გააკვირვეს.

708
ბეღელში თავმოყრილი ადამიანები, არც მეტი არც ნაკლე-
ბი, ეგვიპტელები, უბრალო ენით რომ ვთქვათ, ბოშები იყვნენ
და იქ ქორწილს იხდიდნენ.
მათზე მხიარული ხალხის წარმოდგენა გაგიჭირდებათ,
ყველას სახე გაბადროდა, ოღონდ მათ წვეულებას წესრიგი და
ეტიკეტი არ დაეწუნებოდა და სიდარბაისლით სხვა სოფლური
თავყრილობებისგან განსხვავდებოდა კიდეც, რადგან ამ ადა-
მიანებს თავიანთი კანონები აქვთ და მხოლოდ ერთ დიდ მმარ-
თველს ემორჩილებიან, რომელსაც მეფეს უწოდებენ.
ბეღელში საჭმელ-სასმელი თავსაყრელად ჰქონდათ, მაგ-
რამ არც ელეგანტურობას დაგიდევდნენ და არც დახვეწილო-
ბას, რადგან სტუმრების მადას არც ერთი არ სჭირდებოდა. უხ-
ვად დაეხვავებინათ ბეკონი, ცხვრის და ფრინველის ხორცი,
თან ისეთი სოუსებით შეკმაზული, საუკეთესო ფრანგი მზარეუ-
ლიც რომ ვერ დაამზადებდა და იუნონას ტაძარში შესულ ენე-
ასსაც გააოცებდა.
ჩვენი გმირიც გაოცებული დარჩა იმ ბეღელში დანახულით
და ვიდრე გაკვირვებული თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, ერ-
თი წარმოსადეგი კაცი მიუახლოვდა და მეგობრულად მი-
ესალმა. მის მისალმებას უფრო გულთბილი ეთქმოდა, ვიდრე
თავაზიანი. ეს კაცი თავად ბოშების მეფე აღმოჩნდა და თუმცა
კი ჩაცმულობით დიდად არ გამოირჩეოდა სხვებისგან და არც
რეგალიით იმშვენებდა ღირსებას, მაინც ჰქონდა რაღაც ავტო-
რიტეტული (როგორც ჯონსმა თქვა) და მოწიწებას და თაყვა-
ნისცემას იმსახურებდა.
შეიძლება ეს სულაც ჯონსის ფანტაზიის ნაყოფი იყო, რად-
გან ამგვარი აზრები ძალაუფლებისთვის ნიშანდობლივი და
მისგან განუყოფელია. ჯონსის გაბადრული სახით და მისი თა-
ვაზიანობით, სანდომიანი გარეგნობაც რომ ერთვოდა, ყველა

709
ერთბაშად მოიხიბლა. განსაკუთრებული პატივისცემა რომ გა-
მოხატა მეფის მიმართ, რასაც ის მხოლოდ ბოშებისგან თუ
იღებდა, ამანაც თავისი საქმე გააკეთა.
მეფემ ბრძანა, სტუმრებისთვის სუფრა გაეშალათ და საუკე-
თესო კერძები მიერთმიათ, მერე თვითონ ჯონსის ხელმარ-
ჯვნივ დაჯდა და ჩვენს გმირს ასე მიმართა:
– ეჭვი არ მეპარება, სერ, ჩემიანებს ხშირად შეხვედრი-
ხართ, როგორც ამბობენ, ისინი მოხეტიალე ხალხია, მაგრამ
ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ჩვენ საკმაოდ
დიდი ერი ვართ და ისეთივე კანონები და მმართველობა
გვაქვს, როგორიც ყველა სხვა ერს. მე პატივი მერგო, მათი მე-
ფე ვიყო და ვერც ერთი მონარქი ვერ დაიკვეხნის, ჩემზე მეტი
სიყვარულით ან პატივისცემით ეპყრობოდნენ. რამდენად ვიმ-
სახურებ ამას, ვერ გეტყვით, მაგრამ, ჩემი ხალხის კეთილ-
დღეობის გარდა, არაფერი მსურს. არ ვტრაბახობ, მაგრამ რო-
გორ შეიძლება სიკეთე არ მსურდეს ადამიანებისთვის, მთელი
დღე რომ დაეხეტებიან და საუკეთესოს რასაც ნახავენ, მე მო-
მართმევენ ხოლმე. იმიტომ შემიყვარეს, რომ მეც მიყვარს და
მათზე ვზრუნავ, სხვა მიზეზი არ ვიცი.
ათასი ან ორი ათასი წლის წინ, ზუსტად ვერ გეტყვით, რად-
გან წერა-კითხვა არ ვიცი, თქვენი სიტყვებით რომ ვთქვა, ბო-
შებში დიდი, ვოლუცია მოხდა. მაშინ მათ დიდებულები ჰყავ-
დათ, რომლებიც ერთმანეთს ექიშპებოდნენ, მაგრამ ბოშების
მეფემ დიდებულები მოსპო და ყველა თანასწორი გახადა. მას
შემდეგ შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ, მეფობა არავის უნ-
და და მათთვის ასეც ჯობს, რადგან მეფეს უამრავი საზრუნავი
აქვს და გასამართლებაც მას მოეთხოვება. ბევრჯერ მინატრია,
მეც უბრალო ბოშა ვყოფილიყავი, რომ არ მევალებოდეს, საყ-
ვარელი მეგობარი ან ნათესავი დავსაჯო. მართალია, ჩვენ

710
სიკვდილით არ ვსჯით, მაგრამ მკაცრი კანონები გვაქვს. ბო-
შებს რცხვენიათ, როცა სჯიან და ეს ყველაზე დიდი სასჯელია,
არ მახსოვს, ერთხელ დასჯილს კიდევ რამე ჩაედინოს.
მეფემ გაკვირვება გამოთქვა, ნეტა, სირცხვილით დასჯას
რატომ არ იყენებენ სხვა მმართველებიო. ჯონსმა დაარწმუნა,
როგორ არა, ინგლისის კანონის თანახმად, ბევრი დანაშაული
შერცხვენით ისჯება და სირცხვილი ყველა დანაშაულს თან ახ-
ლავსო. მეფემ უთხრა:
– მართალია, მე თქვენს ხალხში არ მიცხოვრია, მაგრამ
ბევრი რამ ვიცი და ხშირად მსმენია, რომ თქვენთან სირცხვი-
ლი ხშირად დაჯილდოებას მოსდევს და დაჯილდოების მიზე-
ზიც გამხდარა. თქვენ რა, დაჯილდოება და დასჯა ერთი და იგი-
ვე გგონიათ?
ვიდრე მისი უდიდებულესობა ჯონსს ესაუბრებოდა, ბეღელ-
ში რაღაც აურზაური ატყდა და თურმე რა მოხდა – ბოშების თა-
ვაზიანობამ პარტრიჯი ცოტა დაამშვიდა და არათუ შემოთავა-
ზებულ კერძებზე არ უთქვამს უარი, მათი სასმელიც გასინჯა,
რამაც შიში საბოლოოდ განდევნა და მისი ადგილი ბევრად სა-
სიამოვნო გრძნობამ დაიკავა.
ერთმა ახალგაზრდა ბოშა ქალმა, სილამაზეზე მეტად გო-
ნიერებით რომ იყო განთქმული, პარტრიჯი გვერდზე გაიტყუა
ბედის სამკითხაოდ და როცა ბეღლის ბოლოს განმარტოვ-
დნენ, არ ვიცი, მაგარი სასმლის ბრალი იყო, დაღლილ კაცსაც
უჩვეულო ვნებებს რომ აუშლის ხოლმე, თუ ქალმა დაივიწყა
თავისი სქესისთვის დამახასიათებელი დელიკატურობა, პარ-
ტრიჯმა მისი შეცდენა სცადა, მაგრამ ბოშის ქმარი უდროოდ
წაადგათ თავზე. ეტყობა, ქალს ქმარი ეჭვიანი ჰყავდა და
თვალს არ აცილებდა, უკან გაჰყვა და პარტრიჯთან ჩახუტებუ-
ლი იპოვა. ჯონსი ძალიან შეცბა, როცა პარტრიჯი მეფეს მიჰ-
გვარეს. მეფემ ბრალდება მოისმინა და სიტყვა დამნაშავესაც
711
მისცეს, მაგრამ პარტრიჯი ისეთი დაბნეული იყო, თავის გასა-
მართლებლად ბევრი ვერაფერი თქვა. მისი უდიდებულესობა
ჯონსს მიუბრუნდა და უთხრა:
– სერ, როგორ ფიქრობთ, რა სასჯელს იმსახურებს?
ჯონსმა მიუგო:
– ძალიან ვწუხვარ, ასე რომ მოხდა, ჩემი აზრით, პარტრიჯ-
მა ქმარს უნდა გადაუხადოს, რაც კი გააჩნია.
მერე ჯიბეში ჩაიყო ხელი და თვითონ გინეა შესთავაზა, მაგ-
რამ იმწამსვე მიიღო პასუხი, მეგონა, ხუთზე ნაკლებს არ მომ-
ცემდითო.
პატარა კინკლაობის მერე ორ გინეაზე შეთანხმდნენ. ჯონ-
სმა პირობა ჩამოართვა ქმარს, რომ პარტრიჯსაც და ცოლსაც
მიუტევებდა და ის იყო, ფული უნდა გადაეხადა, რომ მისმა
უდიდებულესობამ შეაჩერა, მოწმეს მიუბრუნდა და ჰკითხა,
როდის შენიშნე დამნაშავეებიო. მოწმემ უპასუხა, ქმარმა
მთხოვა, თვალი მედევნებინა ცოლისთვის, როცა პირველად
გამოელაპარაკა უცნობს და ვიდრე დანაშაულს ჩაიდენდნენ,
სულ ყურადღებით ვიყავიო. მეფემ ეს რომ გაიგონა, ჰკითხა,
ქმარიც ხომ არ უთვალთვალებდაო. როცა დადებითი პასუხი
მიიღო, მისმა უდიდებულესობამ ქმარს უთხრა:
– ძალიან სამწუხაროა, რომ ბოშა თავისი ცოლის სინდისს
ყიდის. ცოლი რომ გიყვარდეს, ამას არ დაუშვებდი, ბოზობის-
კენ არ უბიძგებდი. გიკრძალავ ფულის აღებას, შენ დასჯას უფ-
რო იმსახურებ და არა გასამრჯელოს. უღირს ბოშად გაცხადებ
და ვბრძანებ, ერთი თვე შუბლზე რქები ატარო, შენი ცოლი თი-
თით საჩვენებელი ბოზი იქნება, იმიტომ, რომ შენ სამარცხვი-
ნო ბოშა ხარ, შენი ცოლი კი არანაკლებ სამარცხვინო ბოზია.
ბოშებმა უმალ დაიწყეს ბრძანების შესრულება, ჯონსი და
პარტრიჯი მის უდიდებულესობასთან მარტო დატოვეს.

712
ჯონსმა დიდად მოიწონა სამართლიანი განაჩენი, მეფე მას
მიუბრუნდა და უთხრა:
– მგონი, გაგაკვირვეთ. ალბათ ჩემს ხალხზე ცუდი წარმოდ-
გენა გაქვთ და ფიქრობთ, რომ ჩვენ ყველანი ქურდები ვართ.
– უნდა ვაღიარო, სერ, – თქვა ჯონსმა, – თქვენს ხალხზე
ჯერ სასიკეთო არაფერი მსმენია.
– მაშინ გეტყვით, რა განსხვავებაა ჩვენ შორის – ჩემი ხალ-
ხი თქვენს ხალხს ქურდავს, თქვენ კი ერთმანეთს.
ჯონსმა სრული სერიოზულობით აღნიშნა, რა ბედნიერია ის
ხალხი, ასეთი მეფე რომ ჰყავსო.
მართლაც, მათი ბედნიერება იმდენად სრულყოფილი ჩანს,
მეშინია, ვინმე დესპოტიზმის მომხრემ ამ ხალხის მაგალითი
არ დაიმოწმოს, როგორც სხვა მმართველობებზე უპირატესი.
აქ ჩვენ დათმობაზე წავალთ, რასაც ალბათ არავინ ელოდე-
ბა და ვიტყვით, რომ ვერც ერთი შეზღუდული ფორმის მმარ-
თველობა ვერ შეძლებს, ამ ხარისხის სრულყოფილებას მიაღ-
წიოს და საზოგადოება ასეთი კეთილდღეობით უზრუნველყოს.
კაცობრიობა არასოდეს ყოფილა ისეთი ბედნიერი, როგორიც
მაშინ, როცა მსოფლიოს უდიდეს ნაწილს ერთი მმართველი
განაგებდა, და ეს ნეტარება გრძელდებოდა ხუთი, ერთმანე-
თის მონაცვლე იმპერატორის (ნერვას, ტრაიანეს, ადრიანეს
და ორი ანტონინუსის) მმართველობის განმავლობაში და მარ-
თლაც რომ ოქროს ხანა იყო, ერთადერთი ოქროს ხანა, ედე-
მიდან გაძევებიდან დღევანდლამდე, თუ, რა თქმა უნდა, პო-
ეტების ფანტაზიას არ გავითვალისწინებთ.
სიმართლე რომ გითხრათ, აბსოლუტური მონარქიის წინა-
აღმდეგ მხოლოდ ერთი და მყარი მიზეზი მაქვს შესადავებ-
ლად. ერთადერთი ნაკლი, რაც მმართველობის ამ შესანიშნავ
ფორმას მოეძებნება, ის არის, რომ ძალიან ძნელია შესაფერი-

713
სი აბსოლუტური მონარქის პოვნა, რადგან აუცილებლად ით-
ხოვს სამ თვისებას და როგორც ისტორია გვაჩვენებს, ეს სამი
თვისება მეფურ ბუნებაში ძნელი მოსანახია. პირველი არის
ზომიერება, რათა თავისი ძალაუფლებით დაკმაყოფილდეს,
მეორე – საკმარისი სიბრძნე, თავი ბედნიერად რომ იგრძნოს,
და მესამე – საკმარისი სიკეთე, სხვების ბედნიერება რომ აი-
ტანოს, რომელიც არათუ შეთავსებადია მის ბედნიერებასთან,
არამედ განაპირობებს კიდევაც მას.
თუ აბსოლუტურ მონარქს ყველა ეს შესანიშნავი და იშვია-
თი თვისება ექნება, დიდ სიკეთეს მოუტანს საზოგადოებას და,
პირიქით, თუ მას რომელიმე ეს თვისება არ გააჩნია, მაშინ
დიდ ბოროტებას გვიქადის.
თუმცა თვითონ ჩვენი რელიგია განმარტავს აბსოლუტური
ძალაუფლების მადლსაც და დამღუპველობასაც. სამოთხის და
ჯოჯოხეთის სურათები ორივეს ნათლად წარმოგვიდგენს. მარ-
თალია, ჯოჯოხეთის მბრძანებელს არ გააჩნია სხვა ძალა, თუ
არა ყოვლისშემძლე მბრძანებლისგან მიღებული, მაგრამ
საღვთო წერილში გარკვევით წერია, რომ თავის ჯოჯოხეთურ
დომინიონში სატანას აბსოლუტური ძალაუფლება ეძლევა. ეს
ნამდვილად ერთადერთი აბსოლუტური ძალაუფლებაა, რომე-
ლიც, საღვთო წერილის თანახმად, შეიძლება ზეციდან მიიღო.
ამიტომ თუ დედამიწის ზურგზე არსებული რამდენიმე ტირანი
შეძლებს თავისი ავტორიტეტის ღვთაებრიობა დაადასტუროს,
ის ბნელეთის მბრძანებლისთვის ნაბოძები აბსოლუტური ძა-
ლაუფლებიდან უნდა მომდინარეობდეს და, შესაბამისად, ეს
ტირანებიც მეორეხარისხოვან უფლებამოსილებას იღებენ
მისგან, ვისი დაღიც ასვიათ.
ერთი სიტყვით, როგორც მრავალი საუკუნის მაგალითი
გვაჩვენებს, ადამიანები ძალაუფლების მოხვეჭას მხოლოდ
მავნებლობისთვის ლამობენ და მოიპოვებენ თუ არა, სხვა არც
714
არაფრისთვის იყენებენ. ამიტომ დიდი უაზრობაა, თავი გადა-
დო რამის შესაცვლელად, როცა საცოდავი იმედი შეიძლება
ათასიდან ორ ან სამ გამონაკლისზე დაამყარო. ასეთ შემთხვე-
ვაში, უფრო გონივრული იქნება, შეეგუო ზოგიერთ უხერხუ-
ლობას რამდენიმე კანონის უდრტვინველი სიყრუის გამო,
ვიდრე მათი გამოსწორება სცადო შესანიშნავი ყურთასმენის
მქონე ტირანთან ლაპარაკით.
ვერც ეს ბოშების მაგალითი იქნება ამომწურავად დამაჯე-
რებელი, გინდაც მრავალი წელი ბედნიერად ეცხოვრათ მმარ-
თველობის ამგვარ ფორმაში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს მნიშ-
ვნელოვანი ღირსება, რითაც ბოშები ყველა სხვა ხალხისგან
განსხვავდებიან, კერძოდ, ისინი ტყუილუბრალოდ პატივს
არავის სცემენ და ადამიანის შერცხვენა ყველაზე მძიმე სასჯე-
ლად მიაჩნიათ.

თავი 13
ჯონსის და პარტრიჯის დიალოგი

ეჭვი არ გვეპარება, თავისუფლების ჭეშმარიტი მოყვარუ-


ლები მოგვიტევებენ, წინა თავის დასასრულს თემას რომ გა-
დავუხვიეთ, რათა ჩვენი ისტორია არავის გამოეყენებინა ყვე-
ლაზე მავნე დოქტრინის დასამოწმებლად, რაც კი ოდესმე
ღვთისმსახურების დროს უტიფრად უქადაგიათ.
ახლა მისტერ ჯონსს დავუბრუნდეთ. ქარიშხალი ჩადგა თუ
არა, ის ეგვიპტელ უდიდებულესობას დაემშვიდობა, დიდი
მადლობა გადაუხადა თავაზიანი მიღებისთვის და ქოვენთრის-
კენ გასამგზავრებლად გაემზადა. ჯერ კიდევ ბნელოდა და ამი-
ტომ ერთ-ერთ ბოშას დაავალეს, გაეცილებინა.
715
გზა რომ აებნათ, ამის გამო ექვსის ნაცვლად თერთმეტი მი-
ლის გავლა მოუხდათ, თან ისეთი საძაგელი ბილიკებით, ბე-
ბიაქალის საძებნელადაც არ წავიდოდა კაცი. თორმეტი საათი
სრულდებოდა, ქოვენთრიში რომ ჩააღწიეს და პარტრიჯმა
ჯონსი დაარწმუნა, სადილზე დრო სულ არ დაგეკარგებათ, მა-
ნამდე ცხენებსაც მოიყვანენ საძოვრიდან და მგზავრობის წინ
შვრიით კარგად გამოკვებავენო.
ბოლო არგუმენტმა ყველაზე უკეთ გაჭრა და ჯონსი დათან-
ხმდა. ცხვრის კანჭიც ტაფაზე დადეს. ვიდრე სადილი მზადდე-
ბოდა, პარტრიჯი მეგობარმა თუ ბატონმა თავის ოთახში შეიპა-
ტიჟა და მანაც მჭევრმეტყველება დაიწყო:
– სერ, თუკი ვინმე საერთოდ იმსახურებს ახალგაზრდა ლე-
დის სიყვარულს, თქვენ ნამდვილად დაიმსახურეთ მადამ ვეს-
ტერნის სიყვარული. რამხელა გრძნობა უნდა ჰქონდეს ადამი-
ანს, რომ თქვენსავით ასე უჭმელმა იცხოვროს? ბოლო ოცდა-
ოთხი საათის განმავლობაში ალბათ თქვენზე ოცდაათჯერ მე-
ტი ვჭამე და კიდევ მშია; ისე არაფერი აღვიძებს მადას, რო-
გორც მოგზაურობა და თან ამნაირ ცივ ამინდში. მიკვირს, ჯან-
ზე რომ ხართ, მშვენივრად გამოიყურებით, არასოდეს მინა-
ხავხართ ასეთი სიცოცხლით სავსე, ეტყობა, მართლა სიყვა-
რული გასულდგმულებთ.
– დიახ და ჩინებულად მასაზრდოებს, – უპასუხა ჯონსმა, –
არ გახსოვს, გუშინ ბედმა რა შესანიშნავი დელიკატესი გამო-
მიგზავნა? როგორ ფიქრობ, ის უბის წიგნაკი კიდევ ოცდაოთხი
საათი ვერ მასულდგმულებს?
– უეჭველად, – შესძახა პარტრიჯმა, – რაც იმ წიგნაკში
დევს, ბევრჯერ გემრიელად გვაჭმევს. ბედმა ის მოსახმარად
გამოგიზავნათ, თანაც ფული თითქმის სულ გამოგელიათ.
– რას ამბობ? იმედია, არ ფიქრობ, რომ უსინდისო ვარ და
სხვის კუთვნილებას დავხარჯავ, მით უმეტეს, მის ვესტერნისას.
716
– უსინდისო?! – თქვა პარტრიჯმა, – ღმერთმა დამიფაროს,
თქვენზე ასე ვიფიქრო! მაგრამ რა უსინდისობა იქნება, ცოტა
რომ ისესხოთ და მერე დაუბრუნოთ? იმ საწყალი მათხოვრის
რომ ყოფილიყო, კიდევ მესმის, მაგრამ დარწმუნებული ვარ,
ლედის დიდად არ სჭირდება, თან ლორდი ახლავს, რომელიც
ალბათ რასაც მოისურვებს, ყველაფერს შეუსრულებს. რომც
სჭირდებოდეს, მთლიანად მაინც არ დასჭირდება. მე უმალ
სახრჩობელაზე ავიდოდი, ვიდრე გავამხელდი, რომ ვიპოვე,
სანამ ჩემს კუთვნილს არ მივიღებდი. გამიგონია, ლონდონში
უფულოდ ყოფნა საშინელებაა. რა თქმა უნდა, რომ არ მცოდ-
ნოდა, ვისი ფულია, ვიფიქრებდი, ეშმაკის არის-მეთქი და შე-
მეშინდებოდა, მაგრამ ხომ ვიცი! როცა იღბალი გწყალობს, უნ-
და გამოიყენო, თორემ გაგიწყრება. Fortuna nunquam
perpetuo est bona57. როგორც გნებავთ, ისე მოიქეცით, რა
მნიშვნელობა აქვს ჩემს ლაპარაკს. მე, ჩემდათავად, უმალ
სახრჩობელაზე ავიდოდი, ვიდრე რამეს ვიტყოდი.
– როგორც ვატყობ, – უთხრა ჯონსმა, – ჩამოხრჩობა შენ-
თვის უნდა იყოს non longe alienum a Scevolae studiis58 .
– უნდა გეთქვათ alienus, – შეუსწორა პარტრიჯმა, – მახ-
სოვს ეს ნაწყვეტი.
– შეიძლება გახსოვს, მაგრამ ვერ გაგიგია, – შესძახა ჯონ-
სმა, – მე ახლა გასაები ინგლისურით გეტყვი, როცა სხვის საკ-
უთრებას იპოვი და პატრონს არ დაუბრუნებ, ჩამოხრჩობას იმ-
სახურებ, რადგან ეს იგივე ქურდობაა. რაც შეეხება ჩემი ანგე-
ლოზის საკუთრებას, სულ რომ შიმშილით ვკვდებოდე, ჩემი
ხელით გადავცემ და იმედია, ამას დაღამებამდე გავაკეთებ.

57
იღბალი ყოველთვის კეთილი არ არის
58
სცევოლას არც ისე უცხო თავშესაქცევი
717
თუ ვერ შევძლებ, გაფრთხილებ, აღარასოდეს გამაბრაზო და
ასეთი საძაგელი აზრები აღარ გამიზიარო.
– არ გაგიზიარებდით, მეც რომ თქვენსავით ვფიქრობდე, –
თქვა პარტრიჯმა, – რადგან ყველანაირი უნამუსობა მეც ისევე
მეჯავრება, როგორც სხვას, მაგრამ ეტყობა, თქვენ ჩემზე უკეთ
გესმით. თუმცა ამდენი წელი რომ ვიცოცხლე და სკოლაში ვას-
წავლიდი, უნდა შემეძლოს, განსხვავება დავინახო fas at
nefas59 შორის; ალბათ სანამ ვცოცხლობთ, ვსწავლობთ. მახ-
სოვს, ჩემი ძველი სკოლის მასწავლებელი, დიდი სწავლული,
ამბობდა ხოლმე – Polly matete cry town is my daskalan, რაც
ინგლისურად ასე ითარგმნებაო – ხანდახან შეიძლება ბავშვმა
ბებიას კვერცხის გამოწოვა ასწავლოს. რა ტყუილად მიცხოვ-
რია, თუ ჩემს ასაკში გრამატიკას მასწავლიან. ახალგაზრდა
ჯენტლმენო, ჩემი ხნის რომ გახდებით, იქნებ აზრი შეგეცვა-
ლოთ. ოცი წლის ლაწირაკი რომ ვიყავი, მეც დიდი წარმოდგე-
ნა მქონდა თავზე. მე alienus-ს ვასწავლიდი სკოლაში და მეც
ასე მასწავლიდნენ ჩემი მასწავლებლები.
ისე გამოვიდა, რომ პარტრიჯმა ჯონსი გააღიზიანა, ხოლო
მან პარტრიჯის პატივმოყვარეობა შელახა. როგორც უკვე ვნა-
ხეთ, პარტრიჯი ვერ იტანდა, მის განათლებას თუ გადასწვდე-
ბოდნენ, ჯონსს კი მისი ზოგიერთი ფრაზა არ მოეწონა და ახლა
ზიზღით (რაც მისთვის უჩვეულო იყო) უყურებდა კომპანიონს,
ასე უთხრა:– პარტრიჯ, შენ თავდაჯერებული ბებერი შტერი
ხარ, არ მინდა ბებერი არამზადაც აღმოჩნდე. მეორეში ისევე
რომ ვიყო დარწმუნებული, როგორც პირველში, შენთან ერ-
თად აღარ გავაგრძელებდი მოგზაურობას.
ბრძენმა პედაგოგმა იკმარა, გული ასე თუ ისე რომ მოიოხა
და, უბრალო ენით ვიტყვით, დაშოშმინდა. ასე თქვა, ვწუხვარ,

59
ღვთისმოსაობასა და ბიწიერებას შორის (ლათ)
718
რამე საწყენი თუკი გითხარით, ნამდვილად არ მდომებიაო,
მაგრამ Nemo omnibus horis sapit60.
ჯონსს დაუდგრომელი კაცისთვის დამახასიათებელი რამ-
დენიმე ნაკლი ჰქონდა, მაგრამ გულცივობას ვერ დასწამებდი.
თუ მისი მეგობრები აღიარებდნენ, ცოტა ფიცხი ხასიათი აქ-
ვსო, მტრები ამბობდნენ, სამაგიეროდ, მალე მშვიდდებაო,
მაგრამ ვერც ზღვას შეადარებდი, ქარიშხლის ჩადგომის მერე
უფრო სახიფათო და დაუნდობელი რომ არის, ვიდრე ქარიშ-
ხლის მძვინვარებისას. რა თქმა უნდა, პარტრიჯის მობოდიშე-
ბა იმწამსვე მიიღო, ხელი ჩამოართვა, რაც შეიძლებოდა თავა-
ზიანად ბევრი ტკბილი სიტყვა უთხრა და საკუთარი საქციელი
დაგმო, ოღონდ ალბათ მკითხველი უფრო მკაცრად დაგმობ-
და.
პარტრიჯი ძალიან ნასიამოვნები გახლდათ, ჯონსის განაწ-
ყენების ეჭვებიც გაეფანტა და პატივმოყვარეობაც დაიკმაყო-
ფილა, რადგან ჯონსმა შეცდომა აღიარა, შეცდომის აღიარება
კი იმ საკითხს მიაკუთვნა, ყველაზე მეტად რომ აღიზიანებდა
და ჩაიბუტბუტა:
– სერ, შეიძლება ბევრი რამ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ,
მაგრამ გრამატიკას რაც შეეხება, ნებისმიერ ადამიანს გამო-
ვიწვევ. ვფიქრობ, გრამატიკა საკუთარი ხუთი თითივით ვიცი.
პარტრიჯი ისეთი კმაყოფილი იყო, კიდევ უფრო მეტად მხო-
ლოდ ახლად დაბრაწული ცხვრის კანჭი თუ გაახარებდა. ესეც
აისრულეს ჩვენმა მოგზაურებმა და ლონდონის გზას დაად-
გნენ.

60
ყოველთვის გონიერი ვერ იქნები
719
თავი 14
მოგითხრობთ, თუ რა გადახდება მისტერ ჯონსს
სენტ-ოლბენის გზაზე

დაახლოებით ორი მილი დარჩენოდათ ბარნეტამდე, უკვე


ბინდდებოდა, როცა დარბაისლური გარეგნობის კაცი, თუმცა
კი ჯაგლაგ ცხენზე ამხედრებული, ჯონსს მიუახლოვდა და
ჰკითხა, შემთხვევით ლონდონში ხომ არ მიდიხართო. ჯონსმა
დაუდასტურა. ჯენტლმენმა უთხრა, დიდად დამავალებთ, თუ
ნებას მომცემთ, თქვენთან ერთად ვიმგზავრო, შეგვიანდა და
აქაურ გზებს სულ არ ვიცნობო. ჯონსი სიხარულით დასთან-
ხმდა, ერთად განაგრძეს გზა და როგორც ჩვეულებრივ ასეთ
დროს ხდება ხოლმე, მუსაიფი გააბეს.
რა თქმა უნდა, მთავარი თემა ყაჩაღობა იყო. უცნობმა დიდი
შეშფოთება გამოთქვა, მაგრამ ჯონსმა უთხრა, მე ბევრი არა-
ფერი მაქვს დასაკარგი და, შესაბამისად, ამაზე არ ვდარდობო.
პარტრიჯმა თავი ვერ შეიკავა, სიტყვა რომ არ ჩაეგდო:
– სერ, თქვენთვის შეიძლება ბევრი არაფერია, მაგრამ მე
რომ ასი გირვანქა მქონოდა, დამენანებოდა. ისე, ამჯერად დი-
დად შეშინებული არ გახლავართ, ოთხნი ვართ და ოთხივეს
ერთად ინგლისში საუკეთესო ყაჩაღიც ვერას დაგვაკლებს. ია-
რაღი თუ ექნება, ერთ-ერთ ჩვენგანს მოკლავს, მაგრამ ერ-
თხელ ყველა კვდება. მე ამით ვიმშვიდებ თავს, რომ ადამიანი
მხოლოდ ერთხელ კვდება.
რიცხობრივი უპირატესობის რწმენა, რის წყალობითაც ერ-
თმა თანამედროვე ერმა უმაღლეს დიდებას მიაღწია, არ ყოფი-
ლა პარტრიჯის უჩვეულო სიმხნევის გამომწვევი ერთადერთი
მიზეზი, სასმელმაც თავისი საქმე გააკეთა.ჩვენი კომპანია ჰა-
იგეითს უახლოვდებოდა, როცა უცნობმა ჯენტლმენმა ჯონსს

720
პისტოლეტი მიუშვირა და ის ასი გირვანქა მოსთხოვა, ცოტა
ხნის წინ პარტრიჯმა რომ ახსენა.
ჯონსი თავდაპირველად გააოგნა ამ მოულოდნელმა ბრძა-
ნებამ, თუმცა მალევე მოეგო გონს და ყაჩაღს უთხრა, რაც ჯი-
ბეში მიდევს, შენი იყოსო. ეს რომ თქვა, სამი გინეა ამოიღო ჯი-
ბიდან და გაუწოდა, მაგრამ ყაჩაღმა არ იკმარა და მანაც ისევ
ჯიბეში ჩაიდო.
ყაჩაღი მუქარაზე გადავიდა, ახლავე თუ არ მომცემ ფულს,
გესვრიო და პისტოლეტი ლამის მკერდზე მიაბჯინა. ჯონსმა და-
უჭირა აკანკალებული ხელი, ძლივს რომ ეკავა იარაღი და ლუ-
ლა გვერდზე გასწია. ატყდა ჩხუბი და ჯონსმა ყაჩაღს პისტოლე-
ტი გამოჰგლიჯა. ამ დროს ორივე ცხენიდან გადმოვარდა, ყა-
ჩაღი ზურგზე დაეცა და გამარჯვებული ჯონსი ზემოდან დააჯდა.
საწყალმა კაცმა პატიება სთხოვა:
– სერ, სროლას არ ვაპირებდი, პისტოლეტი დატენილიც არ
არის. პირველად გადავწყვიტე ყაჩაღობა, უბედურებამ მიმიყ-
ვანა აქამდე.
იმავე წუთს, დაახლოებით ას ორმოცდაათი იარდის მოშო-
რებით, კიდევ ვიღაც ეგდო მიწაზე და ისიც შეწყალებას ითხოვ-
და. ვინ იქნებოდა, თუ არა პარტრიჯი, რომელმაც გაქცევა სცა-
და და ცხენიდან გადმოვარდა, ახლა კი პირქვე იწვა და თავის
აწევისაც ეშინოდა, ყოველ წუთს ელოდა, რომ ესროდნენ.
ასე იწვა, ვიდრე მეგზური, მას შემდეგ, რაც ჯერ თავის ცხენს
მიხედა, არ მივიდა და უთხრა, თქვენმა ბატონმა ყაჩაღი განაი-
არაღაო.
პარტრიჯი წამოხტა და იმწამს იქ მიირბინა, სადაც ხმალა-
მოღებული ჯონსი საწყალ კაცს თავზე ადგა და ეს რომ დაინა-
ხა, იყვირა:
– მოკალით ეგ არამზადა, სერ, დაჰკარით ხმალი, რას
ელოდებით!
721
საბედნიეროდ, საწყალი ყაჩაღი უფრო ლმობიერი კაცის
ხელში იყო. როცა ჯონსი დარწმუნდა, პისტოლეტი დატენილი
არ ყოფილა, დაიჯერა, რომ მან მართლაც პირველად ჩაიდინა
შეცდომა და ეს უკიდურესმა გაჭირვებამ აიძულა – შინ ხუთი
მშიერი ბავშვი და ორსული ცოლი ელოდებოდა. საცოდავი
ეფიცებოდა, სიმართლეს გეუბნებიო და თუ არ დაიზარებდა და
წაჰყვებოდა ორი მილის დაშორებით, თავისი თვალით აჩვე-
ნებდა. უთხრა, მხოლოდ იმ შემთხვევაში გთხოვთ პატიებას,
თუ ჩემს სიმართლეში დაგარწმუნებთო.
თავდაპირველად ჯონსმა თავი ისე მოაჩვენა, თითქოს აპი-
რებდა შინ გაყოლას, უთხრა, შენი ბედი იმაზეა დამოკიდებუ-
ლი, მართალს ამბობ თუ არაო. ეს რომ გაიგონა ყაჩაღმა, გა-
მოცოცხლდა და წასასვლელად გაემზადა, ჯონსმაც საბოლო-
ოდ დაიჯერა მისი და თანაგრძნობით განეწყო, პისტოლეტი
დაუბრუნა და ურჩია, უფრო სინდისიერი გზით ეცადე, უბედუ-
რებას გაუმკლავდეო. მერე ორი გინეა მისცა ცოლ-შვილის
სარჩენად და დასძინა, სამწუხაროდ, მეტი არ მაქვს, ის ასი
გირვანქა რომ ვახსენეთ, სხვისიაო.
ჩვენი მკითხველების აზრი ჯონსის ამ საქციელის შეფასები-
სას სავარაუდოდ გაიყოფა, ზოგი კაცთმოყვარეობას შეუქებს,
სხვები, უფრო უხასიათოები, სამართლის უპატივცემულობად
ჩამოართმევენ. რა თქმა უნდა, პარტრიჯიც ასე ფიქრობდა,
ძველი ანდაზა დაიმოწმა უკმაყოფილების გამოსახატავად და
აღნიშნა, არ გამიკვირდება, ვიდრე ლონდონში ჩავაღწევთ, ეს
არამზადა ერთხელ კიდევ დაგვესხას თავსო.
ყაჩაღმა აღარ იცოდა, როგორ გამოეხატა მადლიერება.
ცრემლიც კი დაღვარა ან თავი მოაჩვენათ, რომ ატირდა, და-
იფიცა, ახლავე შინ წავალ და ცხოვრებაში ასეთ უმსგავსობას
აღარ ჩავიდენო. შეიძლება მომავალში შევიტყოთ, შეასრუ-
ლებს სიტყვას თუ არა.
722
ჩვენი მოგზაურები ცხენებს მოახტნენ და ისე ჩავიდნენ
ლონდონში, თავს აღარაფერი გადახდენიათ. გზაში ჯონსი და
პარტრიჯი ბოლო შემთხვევას არჩევდნენ, ჯონსს გულწრფე-
ლად ებრალებოდა ყაჩაღი, გაჭირვება რას არ ჩაგადენინებს,
საბოლოოდ კი სამარცხვინო სიკვდილამდე მიგიყვანსო:
– ყაჩაღებს ვგულისხმობ, ვისთვისაც სისასტიკე და მკვლე-
ლობა გამორიცხულია, ამით ინგლისელი ყაჩაღები სხვა ქვეყ-
ნის ყაჩაღებისგან განსხვავდებიან, მათთვის ყაჩაღობა და
მკვლელობა განუყოფელია.
– ნამდვილად, – თქვა პარტრიჯმა, – ჯობს, ფული წაართვა,
ვიდრე სიცოცხლე. და მაინც, პატიოსან კაცს უძნელდება მოგ-
ზაურობა ამ არამზადების შიშით. კარგი იქნება, ეგენი ყველა
ჩამოახრჩონ, ერთი პატიოსანი კაციც რომ არ დაიჩაგროს.
ჩემდათავად, ხელს სისხლში არასოდეს გავისვრი, მაგრამ სა-
კადრისი კანონი უნდა მიიღონ მათ დასასჯელად. რა უფლებით
მართმევს ვიღაც თუნდაც ექვსპენსიანს, თუ მე არ მინდა? ასეთ
კაცს შეიძლება წესიერი უწოდო?
– არა, რა თქმა უნდა, – უთხრა ჯონსმა, – ვერც იმ კაცს და-
არქმევ წესიერს, თავლიდან სხვისი ცხენების გატაცება რომ
ნებავს ან როცა იცის, ვინ არის პატრონი და ნაპოვნი ფულის
მისაკუთრება სურს.
ამ ქარაგმულად ნათქვამმა პარტრიჯს ენა ჩააგდებინა.
დიდხანს ხმა აღარ ამოუღია, ვიდრე ჯონსმა მის სიმხდალეზე
არ გაიხუმრა და თავის გასამართლებლად ასე უთხრა:
– ათასი შეუიარაღებელი ვერაფერს გახდება ერთი პისტო-
ლეტის წინააღმდეგ, მართალია, თითო გასროლით მხოლოდ
ერთს მოკლავს, მაგრამ რა იცი, რომ ის ერთადერთი შენ არ
იქნები

723
წიგნი XIII

მოიცავს თორმეტ დღეს

თავი 1
მუზის მოხმობა

მოდი, დიდების ნათელო სიყვარულო, და გულში შთაგონე-


ბა ამინთე! შენ არ გიხმობ, სისხლის და ცრემლის ზღვით რომ
მიუძღვები გმირს დიდებისკენ, როცა მილიონთა ოხვრა ბე-
რავს მის იალქნებს, არამედ შენ, ბედნიერი ნიმფის, მნემოსი-
ნეს მშვენიერო, ნაზო ქალწულო, ჰებრის ნაპირზე შობილო.
შენ, მეონიელთა აღზრდილო, ვისაც მანტუა მოხიბლული
გყავდა და ვინც იდექი მშვენიერ მთაზე, ბრიტანეთის ამაყ დე-
დაქალაქს რომ გადმოჰყურებს, მილტონის გვერდით, როცა ის
ტკბილად უკრავდა ჰეროიკულ ლირაზე. დააიმედე ჩემი ახირე-
ბული სურვილი, მომავალი თაობები მოვხიბლო. მიწინასწარ-
მეტყველე, რომ მშვენიერი ქალწული, ვისი ბებიაც ჯერ არ და-
ბადებულა, ჩემი ღირსეული შარლოტას შესახებ წაიკითხავს,
რომელსაც სახელად სოფია შევარქვი და თანაგრძნობით
ამოიოხრებს. მასწავლე, არათუ როგორ ველოდო, არამედ
როგორ გავიხარო ან როგორ ვიკვებო მომავალი აღიარებით.
დამამშვიდე რწმენით, რომ პატივისცემით წამიკითხავენ ისი-
ნი, ვისაც არასოდეს ვცნობივარ ან ვუნახავვარ და ვერც მე ვე-
რასოდეს გავიცნობ ან ვნახავ.
შენ კი, უფრო დონდროხა ქალბატონო, ჰაეროვან ფორმებს
წარმოსახვის ფანტომი რომ არ გიმოსავს, ვის გულს მხოლოდ
კარგად შეკმაზული ხბოს ხორცით და ქლიავით უხვად დატენი-
ლი პუდინგით თუ მოიგებ, შენ, სადღაც, ჰოლანდიის არხზე მხ-

724
იარული ამსტერდამელი ვაჭრისგან ნავში მოვლენილო,
გრაბ-სთრითის სკოლაში დაწყებით განათლებას რომ ეზიარე
და სრულწლოვანი პოეზიას ასწავლიდი, არა ფანტაზიის, არა-
მედ მფარველის პატივმოყვარეობის საამებლად. კომედია
შენგან სერიოზულობას და მოწყენილობას სწავლობს, ტრაგე-
დია კი გრგვინავს და დამფრთხალ თეატრებს აზანზარებს. შე-
ნი გადაღლილი კიდურები ტკბილად რომ მიაძინოს, ოლდერ-
მენი ისტორია მოსაწყენ ამბებს გიყვება, გამოსაფხიზლებლად
კი მუსიე რომანი თავის საოცარ ხრიკებს წარმოგიდგენს. შენს
გავლენას კარგად ნაკვები წიგნის გამყიდველიც ემორჩილე-
ბა. შენი რჩევის წყალობით, მტვრიან თაროზე უკვე დიდი ხნის
მიძინებული წიგნები მთელ ქვეყანას უმალ მოედება. შენი მი-
თითებით, ზოგიერთი წიგნი, შარლატანი ექიმბაშივით, სამყა-
როს სასწაულებს ჰპირდება. მოდი, მხიარულო არსებავ, გაბ-
რწყინებული სახით, შთაგონება შეგიძლია შენთვის დაიტოვო,
მე მხოლოდ მაცდუნებელი ჯილდოები მინდა, ბრჭყვიალა და
ჟღარუნა მონეტები, იოლად გასანაღდებელი ბანკის ბილეთე-
ბი, არნახული სიმდიდრის შემცველი, შენი ხშირად ცვალება-
დი მარაგი, თბილი და მყუდრო სახლი და ბოლოს, მნიშვნე-
ლოვანი წილი გულუხვი დედისგან, რომელიც თავისი ძუძუე-
ბით უთვალავ პირმშოს კარგად დაანაყრებდა, ზოგიერთი მე-
ტისმეტად ხარბი და თავშეუკავებელი თანამოძმეებს პირიდან
რომ არ აცლიდეს ძუძუს. მოდი და თუ შემატყობ, რომ მე გულ-
გრილი ვარ შენი ძვირფასი განძის მიმართ, გამითბე გული
იმედით, რომ ჩემ ნაცვლად სხვას მაინც უბოძებ.
ახლა ამ შეუსაბამო წყვილმა, უსხეულო აჩრდილმა და მსუ-
ქანმა არსებამ წერისკენ მიბიძგეს და რომელს მივანდო ჩემი
კალამი?
უპირველეს ყოვლისა, შენ, გენიალურო ნიჭო, ღმერთის მი-
ერ ნაბოძებო საჩუქარო, რომლის დახმარების გარეშე ამაოდ
725
ვიბრძოლებდით ბუნების დინების წინააღმდეგ, შენ, რომლის
კეთილშობილი თესლით ხელოვნება სულდგმულობს და იხვე-
წება. გთხოვ, ჩამკიდე ხელი და ბუნების ყველა ლაბირინთი
მომატარე. გამანდე საიდუმლო, რომელიც პროფანებისთვის
მიუწვდომელია. მასწავლე, ადამიანი იმაზე უკეთ შევიცნო,
ვიდრე ის საკუთარ თავს იცნობს, ეს ხომ შენთვის არ არის ძნე-
ლი. გაფანტე ბურუსი, მოკვდავთა გონებას რომ ბინდავს და
უბიძგებს, შეიძულოს ადამიანი ეშმაკობისთვის და სხვისი მო-
ხერხებულად მოტყუებისთვის, როცა სინამდვილეში ეს ყვე-
ლაფერი მხოლოდ დაცინვას იმსახურებს, რადგან საკუთარ
თავს ატყუებენ. ახადე სიბრძნის თხელი ნიღაბი თავდაჯერე-
ბას, სიუხვის ნიღაბი – სიძუნწეს და დიდების – პატივმოყვარე-
ობას. მოდი შენ, ვინც შთაგონება გაუღვიძე არისტოფანეს,
ლუკიანეს, სერვანტესს, რაბლეს, მოლიერს, შექსპირს,
სვიფტს, მოდი და ჩემი ფურცლები იუმორით შემივსე, სანამ
ადამიანი ისწავლის სხვის უგუნურობაზე უბოროტოდ გაცინე-
ბას, საკუთარზე კი თავშეკავებულ დარდს.
და შენ, ლამის მუდმივო თანამდევო ჭეშმარიტი გენიის,
კაცთმოყვარეობავ, მომაშველე ყველა შენი კეთილი გრძნო-
ბა. თუ უკვე შენს ალენს და შენს ლითლტონს გაუნაწილე ყვე-
ლაფერი, ცოტა მოჰპარე გულიდან ჩემთვისაც. მათ გარეშე
ვერ დავხატავ შთამბეჭდავ სურათს. მხოლოდ მათგან მოდის
კეთილშობილი, უანგარო მეგობრობა, მწველი სიყვარული,
სულგრძელობა, გულწრფელი მადლიერება, თანაგრძნობა,
სამართლიანობა და კეთილი სულის ყველა სიძლიერე, თვა-
ლებს რომ ცრემლით გვინამავს, ლოყებს სისხლით გვიფაკ-
ლავს, გულს დარდით, სიხარულით და გულმოწყალებით გაგ-
ვივსებს.და შენ, წიგნიერებავ! (შენი დახმარების გარეშე გე-
ნიოსი ვერაფერს წმინდას და მართალს ვერ შექმნის) უხელ-
მძღვანელე ჩემს კალამს. სიყმაწვილიდან ვეთაყვანებოდი
726
შენს რჩეულ ტაძარს, სადაც გამჭვირვალე თემზა მშვიდად მო-
ედინება და იტონის ნაპირს რეცხავს. შენს არყის ხის საკურ-
თხეველზე ალალი სპარტანული თავდადებით ვწირავდი
მსხვერპლად საკუთარ სისხლს. მოდი, მაშ, და გამიხსენი შენი
ყოვლისმომცველი, მდიდარი, უძველესი დროიდან გამდიდ-
რებული საცავი, მეონიელების და მანტუელების სკივრები, სა-
დაც ფილოსოფიის, პოეზიის და ისტორიის საგანძური ინახება,
მათხოვე ცოტა ხნით საგანძურის გასაღები, ვორბერტონს რომ
მიანდე.
დაბოლოს ვიხმობ გამოცდილებას, ბრძენთა, კეთილთა,
წიგნიერთა და თავაზიანთა კარგ მეგობარს და არა მარტო მათ
მეგობარს, არამედ ყველანაირი ადამიანის, დაწყებული მი-
ნისტრით და დამთავრებული ციხის ზედამხედველით, დაწყე-
ბული კეთილშობილი ქალბატონით და დამთავრებული ტრაქ-
ტირის დიასახლისით. შენზე კარგად არავინ იცნობს ადამია-
ნის ზნეს; როგორი განათლებული და გონიერიც უნდა იყოს
კარჩაკეტილ ცხოვრებას შეჩვეული პედანტი, მისთვის ის უცხო
იქნება.
მოდით ყველანი, რაც მეტნი იქნებით, მით უკეთესი, რად-
გან ძალიან მძიმე საქმეს შევეჭიდე და უთქვენოდ გამიჭირდე-
ბა. თუ კეთილად განეწყობით ჩემი შრომის მიმართ, მეც ალ-
ბათ მშვიდობიანად მივიყვან მას ბოლომდე.

თავი 2
მოგითხრობთ, თუ რა შეემთხვევა ლონდონში
ჩასულ მისტერ ჯონსს

სწავლული ექიმი მიზობენი ამბობდა, ჩემი ზუსტი მისამარ-


თია „ექიმი მიზობენი, მსოფლიო“, რაც იმას გულისხმობდა,
727
რომ მისი სახელი თითქმის ყველამ იცოდა. და ალბათ, თუ უფ-
რო კარგად ჩავუღრმავდებით ამ საკითხს, სახელგანთქმულო-
ბა უმნიშვნელო არ უნდა იყოს წარჩინებულთა სხვა დანარჩენ
სიკეთეებს შორის.
შთამომავლობისთვის იყო სახელგანთქმული, ეს დიდი სი-
ხარულია და ცოტას თუ ღირსებია. სიდენემის აზრით, სახელის
მოსახვეჭად საჭირო ოთხი ელემენტი ის საჩუქარია, რომელ-
საც ვერც ტიტული და ვერც სიმდიდრე ვერ შეედრება და ვერც
იყიდი, მხოლოდ ხმლით ან კალმით მოიპოვებ. სამაგიეროდ,
თავი რომ აარიდო სახელის გატეხას და იცხოვრო ისე, არავინ
გიცნობდეს (სხვათა შორის, ნაძრახი სიცოცხლე ჰომეროსი-
ვით ძველია), შესაშური იქნება მათთვის, ვინც კანონიერად
სარგებლობს პატივით და სიმდიდრით.
მკითხველი მიხვდებოდა, რომ იმ ირლანდიელი პერის სახ-
ლის პოვნა, სოფია ლონდონში რომ ჩაიყვანა, არ იქნებოდა
ძნელი, რადგან მას ყველა იცნობდა, მაგრამ ჯონსისთვის, ისე-
ვე, როგორც პარტრიჯისთვის, ლონდონი უცხო ქალაქი იყო.
ისინი თავდაპირველად იმ უბანში აღმოჩნდნენ, სადაც არავის
სმენოდა ჰანოვერის ან გროვენორის მოედნის მცხოვრებლებ-
ზე (რადგან ჯონსი ლონდონში გრეი-ინ-ლეინიდან შევიდა), ასე
რომ, ცოტა ხანს ხეტიალი მოუწია, ვიდრე გაიკვლევდა გზას იმ
ბედნიერი სასახლეებისკენ, რომელთა მკვიდრნი იღბალმა გა-
მოარჩია მდაბიოებისგან და, ძველი ბრიტების და საქსების
შთამომავლებს, უკეთეს დროში შობილმა წინაპრებმა სხვა-
დასხვა დამსახურებით მოპოვებული სიმდიდრე და ღირსება
მემკვიდრეობით დაუტოვეს.
როგორც იქნა ჯონსმა მიაღწია ზამთრის ელისეს მინ-
დვრებს და ალბათ მისი უდიდებულესობის სახლსაც მალე მი-
აგნებდა, ირლანდიაში გამგზავრებამდე პერი, სამწუხაროდ,

728
ახალ სახლში რომ არ გადასულიყო, სადაც მისი სახელი მე-
ზობლებში ჯერ საკმარისად არ ბრწყინავდა. ამასობაში თერ-
თმეტი საათი შესრულდა და უშედეგო ძებნის შემდეგ, ჯონსი
პარტრიჯს დაჰყაბულდა, სასტუმრო „ბულ ენდ გეითში“ მიბრუ-
ნებულიყვნენ და თავს უფლება მისცა, ცოტა დაესვენა.
გათენდა თუ არა, ისევ სოფიას საძებნელად გაეშურა, მაგ-
რამ არც ამჯერად გაუმართლა. საბოლოოდ, არ ვიცი, იღბალს
შეებრალა თუ მოსწყინდა, ამდენჯერ გაეცრუებინა იმედი, ჯონ-
სი იმ ქუჩაზე აღმოჩნდა, რომელსაც პატივი ხვდა, მისი უგანათ-
ლებულესობის ადგილსამყოფელი ყოფილიყო და როდესაც
სახლიც იპოვა, კარზე მოკრძალებით დააკაკუნა.
მოკრძალებული კაკუნის გაგონებისას შვეიცარს განსა-
კუთრებული წარმოდგენა არ შეჰქმნია სტუმარზე და აზრი არც
მისმა გარეგნობამ შეუცვალა. ფლანელის კოსტიუმში გამოწ-
ყობილ ჯონსს გვერდზე სერჟანტისგან ნაყიდი ხმალი ეკიდა,
რომლის პირი, მართალია, კარგი ფოლადის იყო, მაგრამ ტა-
რი უბრალო სპილენძისა ჰქონდა და დიდად არ ბრწყინავდა.
ჯონსმა ახალგაზრდა ლედის ამბავი რომ იკითხა, უკმეხად უპა-
სუხეს, ლედი აქ არ არისო. მაშინ ჯონსმა სახლის პატრონის
ნახვა მოინდომა, მაგრამ მიუგეს, რომ მისი უგანათლებულე-
სობა დილით არავის მიღებას არ ისურვებდა. ჯონსმა რომ და-
იჟინა, შვეიცარმა ასე უთხრა, ნაბრძანები მაქვს, არავინ მივი-
ღო, თუ თქვენს სახელს მეტყვით და კიდევ მოხვალთ, მეცოდი-
ნება, შემოგიშვათ თუ არაო.
ჯონსმა განუცხადა, ახალგაზრდა ლედისთან მნიშვნელო-
ვანი საქმე მაქვს და თუ არ ვნახავ, არ წავალო. შვეიცარმა არც
ისე თავაზიანად უპასუხა, ამ სახლში ახალგაზრდა ლედი არ
არის და, შესაბამისად, ვერც ნახავთო, მერე კი დასძინა, თქვე-
ნისთანა უცნაური კაცი არ მინახავს, არანაირი პასუხი არ გაკ-
მაყოფილებთო.
729
ხშირად მიფიქრია, ვერგილიუსი „ენეიდას“ მეექვსე წიგნში
ჯოჯოხეთის მცველ კერბერს რომ აღწერს, შეიძლება თავისი
დროის კარისკაცებს დასცინის-მეთქი, ყოველ შემთხვევაში,
ძალიან ჰგავს მათ, ჩვენი დიდი კაცების კარს რომ იცავენ. შვე-
იცარსაც თავის სადგომში, ისევე, როგორც კერბერს თავის ბუ-
ნაგში, ქრთამი სჭირდება, ბატონთან რომ შეგიშვას. ჯონსმაც
ასე იფიქრა, ეგებ ის ნაწყვეტი გაახსენდა „ენეიდადან“, სადაც
სიბილა დაეხმარება ენეასს მიცვალებულთა საუფლოში შე-
სასვლელად და გაადამიანებულ კერბერს ქრთამი შესთავაზა.
ამას იქვე მდგომმა ლაქიამ მოჰკრა ყური, იმწამსვე მასთან
გაჩნდა და უთხრა, მაგ თანხას თუ მე გადამიხდით, თანახმა
ვარ, ახალგაზრდა ლედისთან მიგიყვანოთო და ჯონსს მისის
ფიცპატრიკის ბინისკენ გაუძღვა.
იმედგაცრუება ყველაზე მწარე მაშინ არის, როცა წარმატე-
ბას არაფერი გიკლია. ერთი ქულით რომ წააგებ პიკეტის პარ-
ტიას, უფრო გულდასაწყვეტია, ვიდრე სულ უიღბლო თამაში.
ლატარეის მოთამაშეს, რომელსაც მოგებულ ნომერზე ერთით
მეტი ან ერთით ნაკლები აღმოაჩნდა, ჰგონია, რომ სხვა წაგე-
ბულებზე მეტად დაიჩაგრა. მოკლედ, ბეწვზე დაკიდებული
ბედნიერებები სულ ფორტუნას ბოროტი ხუმრობებია, მშვენიე-
რი გასართობი ჩვენ ხარჯზე.
ჯონსს არაერთხელ უგემია საკუთარ თავზე წარმართი
ღვთაების ცელქობები და ეტყობა, ახლაც აბუჩად აგდების-
თვის გაწირეს, რადგან მისის ფიცპატრიკთან რომ მივიდა, სო-
ფია სულ რაღაც ათი წუთის წასული იყო. მისის ფიცპატრიკის
მოახლისგან უსიამოვნო ცნობა მოისმინა – ქალბატონი გაემ-
გზავრა და ვერ გეტყვით, სადო. იგივე პასუხი გასცა მოგვიანე-
ბით მისის ფიცპატრიკმაც, რადგან დარწმუნებული იყო, რომ
მისტერ ჯონსი ბიძამისის გამოგზავნილი იქნებოდა და ამიტომ
სოფია არ გათქვა.
730
ჯონსს მისის ფიცპატრიკი არასოდეს ენახა, გაგონილი კი
ჰქონდა, რომ სოფიას ბიძაშვილი ვიღაც ამ გვარის ჯენტლმენს
გაჰყვა ცოლად, მაგრამ გონება ისე არეოდა, სულ ამოუვარდა
თავიდან და მაშინღა მოაგონდა, როცა მისი უგანათლებულე-
სობა პერის კარისკაცმა უთხრა, ქალბატონები ახლო ნათესა-
ვები უნდა იყვნენ, რადგან ერთმანეთს ბიძაშვილებს ეძახიანო.
ეჭვი არ ეპარებოდა, ქალბატონი სწორედ ის ბიძაშვილი იქნე-
ბოდა და ითხოვა, დაველოდები, ვიდრე ჩემთან შეხვედრას
ისურვებსო, მაგრამ უარი მიიღო.
მართალია, მისტერ ჯონსი სასახლის კარზე არასოდეს ყო-
ფილა, მაგრამ ბევრ წარჩინებულზე უკეთ იცოდა თავის დაჭე-
რა, ამიტომ ლედის უხეშ პასუხს არ შეეწინააღმდეგა. ცივი უა-
რი როცა მიიღო, დროებით იქაურობას გაეცალა, მოახლეს კი
ასე დაუბარა – ეტყობა, უდროო დროს მოვედი, შუადღისას
ისევ შემოვივლი და იმედია, ქალბატონი მოისურვებს ჩემთან
შეხვედრასო. ჯონსის თავაზიანობამ და სანდომიანმა გარეგ-
ნობამ მოახლეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თავი ვერ
შეიკავა და უთხრა, სერ, შესაძლოა, ასეც მოხდესო, შემდეგ კი
ყველა ღონე იხმარა, თავისი ქალბატონი რომ დაეყოლიებინა,
მიეღო ლამაზი ახალგაზრდა ჯენტლმენი, როგორც თვითონ
დაახასიათა.
ამასობაში ჯონსს ეჭვი აღეძრა, რომ სოფია იმ წუთს თავის
ბიძაშვილთან იყო, ოღონდ ეპტონის შემთხვევის შემდეგ გა-
ნაწყენებულს, მისი ნახვა არ სურდა. ამიტომ ადგილიდან ფეხი
აღარ მოიცვალა, პარტრიჯი ბინის მოსაძებნად გაგზავნა, თვი-
თონ კი მისჩერებოდა სახლის კარს, სადაც თავისი ანგელოზი
ეგულებოდა, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში სახლიდან,
მსახურის გარდა, არავინ გამოსულა. საღამოსკენ ჯონსი ისევ
ესტუმრა მისის ფიცპატრიკს და ამჯერად მიიღეს.

731
არის რაღაც ისეთი თანდაყოლილ არისტოკრატულ გარეგ-
ნობაში, რასაც ვერავითარი სამოსი ვერც შემატებს რამეს და
ვერც დააკლებს. როგორც ადრე გადაკვრით მოგახსენეთ, მის-
ტერ ჯონსი ამის საუკეთესი მაგალითი იყო, ამიტომ მიღება
ბევრად უფრო განსხვავებული გამოდგა, ვიდრე მისი ჩაცმუ-
ლობა იმსახურებდა. თავაზიანი მისალმების შემდეგ, ჯონსს
დაჯდომა შესთავაზეს.
მკითხველი ალბათ არ მოინდომებს, შეიტყოს ყველა
წვრილმანი დეტალი იმ საუბრის, რომლითაც ჯონსი დიდად
კმაყოფილი არ დარჩენილა. მართალია, მისის ფიცპატრიკი
მიხვდა, ახალგაზრდა ჯენტლმენი სოფიაზე შეყვარებული რომ
იყო (ამ საკითხში ქალებს ხომ ქორის თვალი აქვთ), მაგრამ
შეცდომით იმ კაცად მიიჩნია, რომელთანაც ბიძაშვილი არ უნ-
და გაეთქვა. მოკლედ, ეჭვი აიღო, რომ ახალგაზრდა ჯენტლმე-
ნი სწორედ ის მისტერ ბლაიფილი გახლდათ, რომელსაც სო-
ფია გამოექცა და როცა ოსტატურად გამოსტყუა პასუხები მის-
ტერ ოლვორთის ოჯახის თაობაზე, ეს ეჭვი კიდევ უფრო გაუმ-
ყარდა, ამიტომ გადაჭრით უთხრა, არ ვიცი სოფიას ადგილსამ-
ყოფელიო. ჯონსი მხოლოდ იმას უნდა დასჯერებოდა, რომ მე-
ორე დილით კიდევ მიიღებდნენ.
სტუმარი რომ წავიდა, მისის ფიცპატრიკმა მოახლეს გა-
უზიარა ეჭვი, მან კი უპასუხა:
– ჩემი აზრით, მადამ, ასეთ სანდომიან ყმაწვილს არც ერთი
ქალი არ გაექცეოდა. მე ვფიქრობ, ის მისტერ ჯონსი უნდა
იყოს.
– მისტერ ჯონსი! – თქვა ქალბატონმა, – რომელი ჯონსი?
მართალია, სოფიას ბიძაშვილთან სიტყვა არ დაუძრავს
ჯონსის შესახებ, სამაგიეროდ, ონორი აღმოჩნდა უფრო
ენაწყლიანი და თავის მეგობარ აბიგეილს ყველაფერი უამბო

732
მისტერ ჯონსზე, მოახლემ კი ახლა თავის ქალბატონს მოახსე-
ნა ეს ისტორია.
მისის ფიცპატრიკმა ეს რომ გაიგო, იმწამსვე დაიჯერა მოახ-
ლის მოსაზრება და თუ აქამდე ახალგაზრდა კაცს გულგრი-
ლად უყურებდა, როგორც სკვაირს, ახლა მასში გალანტური
შეყვარებული შეიცნო.
– ბეტი, – უთხრა მოახლეს, – მართალი უნდა იყო. მშვენიე-
რი ახალგაზრდა კაცია, არ მიკვირს, ონორმა რომ გითხრა, ქა-
ლებს ძალიან მოსწონთო. ვნანობ, სოფიას ადგილსამყოფელი
რომ არ გავუმხილე, მაგრამ თუ მართლა ასეთი ქარაფშუტაა,
როგორც მეუბნები, იქნებ არც ღირდეს, სოფია რომ შეხვდეს.
მამის თანხმობის გარეშე ქარაფშუტა მათხოვარს თუ გაჰყვება
ცოლად, ხომ დაიღუპება? უპატიებელი იქნებოდა, სხვაგვარად
მოვქცეულიყავი, მე მაინც ხომ ვიცი მწარე გამოცდილებით, რა
მოჰყვება ასეთ ქორწინებებს.
საუბარი სტუმრის შემოსწრებამ შეაწყვეტინათ. ეს სტუმარი
სხვა ვინ იქნებოდა, თუ არა მისი უგანათლებულესობა და ვი-
ნაიდან ვიზიტის დროს ახალი ან უჩვეულო, ანდა ჩვენი ისტო-
რიისთვის საინტერესო არაფერი მომხდარა, ამ თავს დავას-
რულებთ.

თავი 3
მისის ფიცპატრიკის ჩანაფიქრი და მისი ვიზიტი
ლედი ბელასტონთან

მისის ფიცპატრიკი მოსასვენებლად რომ წამოწვა, მისი


ფიქრები სოფიამ და ჯონსმა მოიცვა. სოფიას უნდობლობამ,
ცოტა არ იყოს, გაანაწყენა. მედიტაციის დროს ასეთმა აზრმა
733
შესთავაზა თავი: ყველაფერი უნდა ეღონა, რომ სოფია იმ კაცს
არ შეხვედროდა და მამასთან დაებრუნებინა, ამით ოჯახს დიდ
სამსახურს გაუწევდა და ბიძას და მამიდას შემოირიგებდა.
ეს კი მისი ყველაზე სანუკვარი ოცნება იყო და წარმატებაც
გარდაუვალი ეჩვენებოდა, ისღა დარჩენოდა, სწორი მეთოდი
შეერჩია განსახორციელებლად. სოფიასთვის რამის გამხელა
მეთოდებს შორის არ იგულისხმებოდა, რადგან ბეტისგან იცო-
და, ბიძაშვილს გაგიჟებით უყვარდა ჯონსი და მისთვის რამის
გადათქმევინება იგივე იქნებოდა, ჩრჩილისთვის გეთხოვა,
სანთელს ნუ მიაფრინდებიო.
თუ მკითხველი კეთილს ინებებს და გაიხსენებს, რომ მისის
ბელასტონი სოფიამ მამიდის სახლში გაიცნო, სადაც მასთან
ერთად მისის ფიცპატრიკიც იზრდებოდა, არ დასჭირდება
თქმა, რომ ბიძაშვილივით, ისიც მშვენივრად იცნობდა ამ ქალ-
ბატონს. ამას გარდა, შორეული ნათესავებიც იყვნენ.
გადაწყვეტილება რომ მიიღო, მისის ფიცპატრიკმა დაგეგ-
მა, დილიდანვე სწვეოდა მისის ბელასტონს, ისე, რომ სოფიას
არ გაეგო და ქალბატონისთვის ყველაფერი მოეყოლა. აზრა-
დაც არ დაუშვია, რომ ეს შორსმჭვრეტელი ქალი, რომელიც
აბუჩად იგდებდა ხოლმე რომანტიკულ სიყვარულს, ხელს არ
შეუწყობდა განზრახვის განხორციელებაში.
მეორე დილით, მზის ამოსვლამდე, მისის ფიცპატრიკი წა-
სასვლელად გამოეწყო და ვიზიტისთვის სრულიად შეუსაბამო
დროს ლედი ბელასტონს ესტუმრა. სოფიას არაფერი გაუგია,
თუმცა კი არ ეძინა, ლოგინში იწვა და ონორის ხვრინვას ისმენ-
და.
მისის ფიცპატრიკმა ბოდიში მოიხადა ასეთი ადრეული
სტუმრობისთვის, არ შეგაწუხებდით, გადაუდებელი საქმე რომ
არ ყოფილიყოო. მერე ლედის ყველაფერი უამბო, რაც ბეტის-
გან იცოდა და არ დავიწყებია, ეხსენებინა, რომ წინა საღამოს
734
ჯონსი თავის სახლში მიიღო.
ლედი ბელასტონმა ღიმილით უთხრა:
– ესე იგი, ის საშინელი კაცი ნახეთ, მადამ? ნუთუ მართლა
ისეთი ლამაზია, როგორც ამბობენ? იტოფი გუშინ ორი საათი
მასზე ლაპარაკით მართობდა.
მკითხველი რომ არ გავაკვირვოთ, უნდა მოვახსენოთ, რომ
მისის იტოფს ჰქონდა პატივი, ახალი ამბებით ლედი ბელასტო-
ნისთვის ხან გაეფუჭებინა გუნება, ხან გამოეკეთებინა. მან უკ-
ვე ყველაფერი დაწვრილებით იცოდა მისტერ ჯონსის შესახებ
და წინა საღამოს (ან უფრო გამთენიისას) გულწრფელად გა-
უზიარა ქალბატონს, როცა კაბის გახდაში ეხმარებოდა.
ასეთ დროს ლედი ბელასტონი ყოველთვის სიამოვნებით
უსმენდა ხოლმე იტოფს, მაგრამ ჯონსის ამბავი განსაკუთრე-
ბული ყურადღებით მოისმინა. იტოფმა ონორისგან შეიტყო,
რომ ის ძალიან ლამაზი ახალგაზრდა კაცი იყო, სიჩქარეში თა-
ვისგანაც ბევრი დაამატა და საბოლოოდ ლედი ბელასტონმა
ჯონსი რაღაც ბუნების საოცრებად წარმოიდგინა.
მისის ფიცპატრიკმა ცნობისმოყვარეობა კიდევ უფრო გაუმ-
ძაფრა. ისეთივე კეთილგანწყობით ლაპარაკობდა ჯონსის გა-
რეგნობაზე, როგორი ზიზღითაც მის წარმომავლობაზე, პი-
როვნულ თვისებებსა და ქონებაზე.
როცა ლედიმ ყველაფერი შეიტყო, მისის ფიცპატრიკს უთ-
ხრა:
– მადამ, მართლაც ძალიან სერიოზული ამბავია, თქვენი
საქციელი ქების ღირსია, მოხარული ვიქნები, თუ მეც მივიღებ
მონაწილეობას ახალგაზრდა ლედის გადარჩენაში, რომელ-
საც დიდ პატივს ვცემ.
მისის ფიცპატრიკმა მგზნებარედ ჰკითხა:
– ხომ არ ფიქრობთ, რომ აჯობებს, ახლავე გავაგებინოთ
ბიძაჩემს?
735
ლედი დაფიქრდა და უპასუხა:
– არა, მადამ, მე ასე არ ვფიქრობ, მისის ვესტერნი თავის
ძმას ველურს ეძახდა და მას არც ერთ ქალს არ ჩავუგდებდი
ხელში. როგორც მსმენია, ცოლს ცხოველივით ეპყრობოდა,
ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ფიქრობს, რომ ტირანივით შეუძ-
ლია მოექცეს ქალს. ჩვენი საქმე, ძვირფასო, მხოლოდ ისაა,
სოფიას ჯონსი მოვარიდოთ, ვიდრე ახალ, სასიამოვნო კომპა-
ნიაში არ მიეცემა შესაძლებლობა, ვინმეს შეხვდეს და ცხოვ-
რება შეცვალოს.
– შეიძლება მაინც იპოვოს, – თქვა მისის ფიცპატრიკმა, –
დამერწმუნეთ, მას ვერაფერი შეაჩერებს, სანამ არ იპოვის.
– მაგრამ აქ ვერ შემოაღწევს, – უთხრა ლედიმ, – ეს შეუძ-
ლებელია, თუმცა მისამართს თუ გამოიძიებს, ალბათ სადმე
ახლომახლო დაუდარაჯდება. ისე, სიამოვნებით კი ვნახავდი.
მადამ, არსებობს რაიმე საშუალება, რომ თვალი შევავლო?
მისის ფიცპატრიკმა უპასუხა:
– დამემუქრა, შუადღისას ისევ მოვალო და თუკი ინებებთ,
შემომიარეთ. როგორმე თქვენს მოსვლამდე გავაჩერებ, ადრე
თუ მოვა.
ლედი ბელასტონმა უთხრა, სადილის შემდეგ თქვენთან წა-
მოვალ, აუცილებლად პირადად უნდა გავიცნოო. ასე თქვა:
– მადამ, მერწმუნეთ, ძალიან ვაფასებ, სოფიაზე რომ ზრუ-
ნავთ, კაცთმოყვარეობა და ოჯახის პატივისცემა ორივეს გვა-
ვალდებულებს, ეს საშინელი ქორწინება არ დავუშვათ.
მისის ფიცპატრიკს არ შეშლია, სათანადო კომპლიმენტი
დაებრუნებინა, შემდეგ კიდევ ერთი-ორი სიტყვა რომ გაცვა-
ლეს, მისის ფიცპატრიკი პორტშეზზე დაჯდა და სოფიას და
ონორის უნახავად შინ დაბრუნდა.

736
თავი 4
მოიცავს ვიზიტებს

მისტერ ჯონსი მთელი დღე ბოლთას სცემდა და ერთ განსა-


კუთრებულ კარს თვალს არ აცილებდა. წელიწადის ის ყველა-
ზე მოკლე დღე მისთვის ყველაზე გრძელი აღმოჩნდა. რო-
გორც კი ხუთი საათი შესრულდა, ჯონსი მისის ფიცპატრიკთან
მიბრუნდა და, მართალია, თავაზიანი ვიზიტებისთვის განკუთ-
ვნილ დროს მთელი ერთი საათი აკლდა, მაინც გულთბილად
მიიღეს, ოღონდ სოფიაზე ახალი ვერც ახლა შეიტყო ვერაფე-
რი.
თავის ანგელოზზე ლაპარაკისას ჯონსს სიტყვა ბიძაშვილი
წამოსცდა და მისის ფიცპატრიკმა უთხრა:
– ესე იგი, სერ, თქვენ იცით, რომ ჩვენ ნათესავები ვართ და
ვინაიდან მართლაც ასეა, ნება მომეცით, დავინტერესდე, რა
გესაქმებათ ჩემს ბიძაშვილთან.
ჯონსი ცოტა შეყოყმანდა და ბოლოს ასე უთხრა:
– მისი ფული მაქვს და მინდა ხელიდან ხელში გადავცე.
მერე ჯიბიდან უბის წიგნაკი ამოიღო და მისის ფიცპატრიკს
მოუყვა, რაც მოხდა. დამთავრებული არ ჰქონდა ლაპარაკი,
რომ საშინელმა ხმაურმა შეაზანზარა მთელი სახლი. ამაო იქ-
ნება ამ ხმაურის აღწერა მათთვის, ვისაც ოდესმე მსგავსი გა-
უგონია და კიდევ უფრო ამაო იქნება მათთვის, ვისაც არასო-
დეს გაუგონია, ამიტომ ყველაზე მართებულად ასე ვიტყვი:
Non acuta sic geminant Corybantes aera61 ...
მოკლედ, კარზე მსახურმა დააკაკუნა ან, უფრო სწორად,
დააბრახუნა. ჯონსი, ცოტა არ იყოს, გაოცდა, ასეთი კაკუნი
არასოდეს გაეგონა, მაგრამ მისის ფიცპატრიკმა მშვიდად უთ-

61
კიბელეს ქურუმები ასე არ აგრუხუნებდნენ თავიანთ ჟღარუნა სპილენძს
737
ხრა, სტუმრებს ველოდები და თუ ინებებთ მათ წასვლამდე
დარჩენას, რაღაც მინდა გითხრათო.
კარი ფართოდ გაიღო და ლედი ბელასტონი თავის ხაბარ-
დას შემოჰყვა. მისის ფიცპატრიკს და ჯონსს მოკრძალებული
რევერანსით მიესალმა და ოთახის ბოლოში დაჯდა.
ამას ჩვენი ნაცნობი სოფლელი ქალბატონებისთვის აღ-
ვნიშნავთ, ვისაც მიაჩნია, რომ ქალის დაჯდომა მამაკაცის
გვერდით თავდაჭერილობის კანონებს ეწინააღმდეგება.
ის იყო, ყველანი მოკალათდნენ, ჩვენთვის ნაცნობი პერიც
შემოესწროთ, რამაც პატარა არეულობა შემოიტანა და ცერე-
მონიაც კვლავ განმეორდა.
შესანიშნავი საუბარი გააჩაღეს, მაგრამ ვინაიდან ჩვენი ის-
ტორიისთვის, და არა მარტო ჩვენისთვის, სრულიად უმნიშვნე-
ლო მეჩვენება, გამოვტოვებ, კიდევ უფრო იმიტომაც, რომ ამ-
გვარი თავაზიანი საუბრები ძალიან მოსაწყენი წასაკითხი და
მოსასმენია სცენიდან. ეს ინტელექტუალური საკვები მარ-
თლაცდა მხოლოდ რაფინირებული ხალხისთვის არის ხელმი-
საწვდომი, როგორც ზოგიერთი ფრანგული კერძი, მარტო დი-
დებულები რომ მიირთმევენ.
საწყალი ჯონსი მხოლოდ უცქერდა ამ ელეგანტურ სცენას,
თავად არ მონაწილეობდა. მართალია, პერის მოსვლამდე ჯერ
ლედი ბელასტონმა და შემდეგ მისის ფიცპატრიკმა ერთი-ორი
სიტყვა გადმოუგდეს, მაგრამ როგორც კი კეთილშობილი
ლორდი ოთახში შემოვიდა, მთელი ყურადღება მან მიიპყრო.
ლორდს ისე ეჭირა თავი, თითქოს ჯონსი საერთოდ არ იჯდა
მათ შორის, მხოლოდ ხანდახან გადახედავდა და ქალბატო-
ნებმაც მის მაგალითს მიჰბაძეს.
კომპანიას ისე გაუგრძელდა სტუმრობა, რომ მისის ფიც-
პატრიკი ცხადად მიხვდა, ისინი ერთმანეთის წასვლას ელო-
დებოდნენ. ამიტომ გადაწყვიტა, ჯერ ჯონსი მოეშორებინა,
738
რადგან მასთან დიდი ცერემონია არ იყო საჭირო და ასე მი-
მართა:
– სერ, სამწუხაროდ, დღეს ვერ გაგცემთ პასუხს, მაგრამ თუ
მეტყვით მისამართს, ხვალ...
ჯონსს თანდაყოლილი არისტოკრატული მანერები ჰქონ-
და, მაგრამ საზოგადოებაში მოქცევის წესები არ იცოდა და
იმის ნაცვლად, მსახურისთვის გაენდო თავისი ადგილსამყო-
ფელი, ლედის მოახსენა დაწვრილებით, შემდეგ თავი დაუკრა
და დაემშვიდობა.
ჯონსი როცა გავიდა, დიდმა პერსონებმა, აქამდე ყურადღე-
ბის ღირსად რომ არ მიიჩნიეს, ამჯერად ცხოველი ინტერესი
გამოამჟღავნეს მისდამი, მაგრამ თუ მანამდე მაპატია მკით-
ხველმა საუბრის საუკეთესო ნაწილის გამოტოვება, არც ახლა
გავიმეორებ იმ მართლაცდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს. თუმ-
ცა ჩვენი ისტორიისთვის მნიშვნელოვანია ლედი ბელასტონის
დაკვირვება, რომელმაც მალევე დატოვა იქაურობა და წას-
ვლისას მისის ფიცპატრიკს უთხრა:
– სოფიაზე აღარ ვდარდობ, ამ ყმაწვილისგან არავითარი
საფრთხე არ ემუქრება.
ჩვენი ისტორიაც, მისის ბელასტონის არ იყოს, დატოვებს
კომპანიას, რომელიც უკვე ორი ადამიანისგან შედგება და ვი-
ნაიდან მათ შორის არც ჩვენთვის და არც მკითხველისთვის სა-
ინტერესო არაფერი მოხდება, ისევ ჩვენს გმირს დავუბრუნდე-
ბით.

739
თავი 5
მოგითხრობთ, თუ რა თავგადასავალი გადახდება მისტერ ჯონსს
ახალ ბინაში და კიდევ, იმ სახლში მცხოვრებ ჯენტლმენზე,
დიასახლისსა და მის ორ ქალიშვილზე

მეორე დილით, ისე ადრე, რამდენადაც ამას ზრდილობა


მოითხოვდა, ჯონსი მისის ფიცპატრიკს ეწვია, მაგრამ უთხრეს,
ქალბატონი შინ არ არისო. ჯონსი გაოცდა, რადგან გათენდა
თუ არა, სახლის წინ ქუჩაში უკვე ბოლთას სცემდა და ვინმე
რომ გამოსულიყო, აუცილებლად დაინახავდა. რა გაეწყობო-
და, იძულებული გახდა, დასჯერებოდა პასუხს, რომელიც დღის
განმავლობაში კიდევ ხუთჯერ მიიღო.
მკითხველს უნდა განვუმარტო, რომ კეთილშობილმა პერ-
მა, არ ვიცი, რა მიზეზით, სავარაუდოდ, ქალბატონის ღირსე-
ბის დასაცავად, დაჟინებით მოითხოვა, მისტერ ჯონსი, მისი აზ-
რით, არაკაცი, აღარ მიეღოთ. მისის ფიცპატრიკმა პირობა
მისცა და ჩვენ დავრწმუნდით, როგორ ზედმიწევნით შეასრუ-
ლა მან ეს პირობა.
კეთილშობილი მკითხველი ალბათ ახალგაზრდა კაცზე
უკეთესი წარმოდგენისაა, ვიდრე ქალბატონი და შეიძლება
შეშფოთებულიც იყოს, ჯონსს ცხოვრება ფუნდუკში ან სულაც
ქუჩაში არ მოუხდესო, ამიტომ მოგახსენებთ, რომ ჩვენმა
გმირმა ქალაქის საუკეთესო უბანში, პრესტიჟულ სახლში იქი-
რავა ბინა.
მისტერ ჯონსს ხშირად სმენოდა, რომ მისტერ ოლვორთი
ლონდონში ყოფნისას ერთ კეთილშობილ ქალთან ჩერდებო-
და. ქალბატონი ბონდ სთრითზე ცხოვრობდა, მღვდლის ქვრი-
ვი გახლდათ, რომელმაც მას ორი ქალიშვილი და ქადაგებე-
ბის ხელნაწერი დაუტოვა.

740
იმ ორი ქალიშვილიდან უფროსს ნენსი ერქვა და ჩვიდმეტი
წლისა იყო, უმცროსი ბეტს კი ათის გახლდათ.
სწორედ მათ სახლში იქირავა ჯონსმა ბინები, თავისთვის
მეორე სართულზე და პარტრიჯისთვის მეოთხეზე.
პირველ სართულზე იმ ყაიდის ახალგაზრდა ჯენტლმენი
ცხოვრობდა, გასულ საუკუნეში ენამახვილ მოსეირნე ახალ-
გაზრდებს რომ ეძახდნენ და სრულიად სამართლიანადაც, ვი-
ნაიდან კაცებს მათი საქმიანობის ან პროფესიის სახელით მო-
იხსენიებენ, ხოლო ამ ჯენტლმენების, ბედმა არაფრით რომ არ
დაასაქმა, ერთადერთი საქმიანობა და პროფესია სეირნობა
და სიამოვნების მიღება იყო. ისინი თეატრებში, კაფეებსა და
ტავერნებში ხვდებოდნენ ერთმანეთს, მოცლილობისას ენა-
მახვილობით და იუმორით ირთობდნენ თავს, უფრო სერიო-
ზულ წუთებში კი მათი საქმე სიყვარული იყო. ღვინო და მუზები
გულში ცეცხლს უნთებდნენ – ისინი არათუ ეთაყვანებოდნენ
ლამაზებს, ზოგიერთმა საკუთარი სონეტებით სახელიც გაუთ-
ქვა თავის სათაყვანებელს და ყოველი მათგანი ღირსეულად
აფასებდა ასეთ ნაწარმოებებს.
მიჩნდება კითხვა, შეიძლება თუ არა ჩვენი დროის ახალ-
გაზრდა ჯენტლმენები, რომელთაც იგივე ამბიციები აქვთ, ასე
მოვიხსენიოთ. რა თქმა უნდა, ენამახვილობას მათ ვერ დასწა-
მებ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ წინაპრებთან შედარებით
ერთი საფეხურით მაღლა აინაცვლეს და ბრძენ და ხელოვნე-
ბის მცოდნე კაცებად იწოდებიან. იმ ასაკში, როცა ზემოთ ხსე-
ნებული ჯენტლმენები მთელ დროს ლამაზმანების ქებას და
მათთვის სონეტების მიძღვნას უთმობდნენ და თავიანთ აზრს
გამოთქვამდნენ ახალ პიესაზე ან ახალ პოემაზე, ჩვენი თა-
ობის ჯენტლმენები ათასგვარ მეთოდს იგონებენ რომელიმე
კორპორაციის მოსაქრთამად ან კიდევ თემთა პალატაში წარ-
მოსათქმელ სიტყვებს თუ ჟურნალში დასაბეჭდ სტატიებს
741
თხზავენ. მაგრამ ყველაზე მეტად მათი ფიქრები ბანქოს თამა-
შის ხელოვნებით არის მოცული. თავიანთ საქმიან დროს მის
შესწავლას უთმობენ, მოცალეობისას კი ერთობიან ხელოვნე-
ბით, მხატვრობით, მუსიკით, სკულპტურით და საბუნებისმეტ-
ყველო ან უფრო არასაბუნებისმეტყველო ფილოსოფიით, რო-
მელსაც მხოლოდ მშვენიერებასთან აქვს საქმე და არაფერი
იცის ბუნებაზე, მისი ურჩხულების და სიმახინჯის გარდა.
ჯონსმა მთელი დღე ტყუილად დაკარგა, მისის ფიცპატრიკს
ვერ შეხვდა და ნირწამხდარი დაბრუნდა თავის ნაქირავებ ბი-
ნაში. ვიდრე იქ სიმარტოვეში დარდს მისცემოდა, ქვედა სარ-
თულიდან საშინელი ხმაური მოესმა. ცოტა ხანში ქალმა და-
უძახა, ღვთის გულისათვის, ჩამოდით, კაცს კლავენო. ჯონსმა,
რომელიც არასოდეს იხევდა უკან, თუკი ვინმეს დახმარება შე-
ეძლო, იმწამსვე ქვევით ჩაირბინა და როცა სასადილო ოთახ-
ში შევარდა, საიდანაც ყვირილი ისმოდა, დაინახა, რომ მსა-
ხურს ზემოთ ნახსენები ბრძენი და ხელოვნების მცოდნე ახალ-
გაზრდა ჯენტლმენი კედელთან ჰყავდა მიყენებული, იქვე
ახალგაზრდა ქალი იდგა, ნერვიულად იმტვრევდა ხელებს და
ყვიროდა: „მოკლავს! მოკლავს!“ და მართლაც, საწყალ ჯენ-
ტლმენს დახრჩობას ბევრი არაფერი აკლდა, მაგრამ ჯონსი
დროულად ჩაერია და კლანჭებისგან იხსნა.
მართალია, მსახურს თავადაც მოხვდა ერთი-ორი პანღური
ახალგაზრდა ჯენტლმენისგან, რომელიც უფრო ფიცხი იყო,
ვიდრე ღონიერი, მაგრამ სინდისი არ ანებებდა, ხელი შემოეკ-
რა და მხოლოდ ყელში წაჭერას დასჯერდა, ჯონსის მიმართ კი
პატივისცემას სულაც არ გრძნობდა, ამიტომაც არაფერმა შე-
აფერხა, მაგრად მიეცხო მუშტი მუცელში, რაც ბრაუტონის
ცირკში მაყურებელს აცინებს, მაგრამ ვისაც ურტყამენ, დიდად
სასიამოვნო არ უნდა ეჩვენებოდეს.

742
ჩვენს ჯანიან ჯონსს მუშტი მოხვდა თუ არა, დიდხანს არ
უფიქრია, საპასუხოდ მანაც მაგრად შემოჰკრა და მძვინვარე,
ოღონდ ხანმოკლე ბრძოლა გაჩაღდა; მსახურმა ისევე ვერ გა-
უწია წინააღმდეგობა ჯონსს, როგორც თვითონ მას – ახალგაზ-
რდა ჯენტლმენმა.
ფურტუნამ, როგორც იცის ხოლმე, ყველაფერი შემოატრი-
ალა, ძველი გამარჯვებული მიწაზე იყო გართხმული და ძლივს
სუნთქავდა, გათავისუფლებულმა ჯენტლმენმა კი სული მოით-
ქვა და ჯონსს დიდი მადლობა მოახსენა შველისთვის. ჯონსს
ახალგაზრდა ქალმაც მადლობა გადაუხადა. ის მის ნენსი აღ-
მოჩნდა, დიასახლისის უფროსი ქალიშვილი.
მსახური ფეხზე რომ წამოდგა, ჯონსს შეხედა, თავი გააქნია
და ჭკვიანი სახით უთხრა, მე თქვენთან საქმეს აღარ დავიჭერ,
ეტყობა, ცირკში გამოდიოდითო. ისე, შეიძლება მივუტევოთ,
ეს ეჭვი რომ გაუჩნდა: ჩვენი გმირისთანა მკვირცხლი და ჯანია-
ნი კაცი ალბათ საუკეთესო მოკრივესაც დაეჭიდებოდა და მის-
ტერ ბრაუტონის სკოლის აღზრდილებს ადვილად გალახავდა.
ჯენტლმენი ისე იყო გაცეცხლებული, მსახურს უბრძანა, ახ-
ლავე წაეთრიე აქედანო, რაზედაც უკანასკნელი იმწამსვე დას-
თანხმდა, ოღონდ ჯერ ხელფასი გადამიხადეო. ხელფასი გა-
დაუხადეს და წავიდა.
ახალგაზრდა ჯენტლმენმა, სახელად ნაითინგეილმა, ჯონსს
ძალიან სთხოვა, ერთი ბოთლი ღვინო დავლიოთო და დიდი
ხვეწნის შემდეგ ძლივს დაითანხმა, რადგან ჩვენი გმირი საუბ-
რის განწყობაზე არ იყო. მის ნენსიმაც, რომელიც ერთადერთი
ქალი გახლდათ სახლში, ვინაიდან და და დედა თეატრში
ბრძანდებოდნენ, სიამოვნებით მიიღო მიპატიჟება.
სუფრა რომ გააწყვეს, ჯენტლმენი მოჰყვა, რამ გამოიწვია
მთელი ის აურზაური.

743
– ვიმედოვნებ, სერ, – უთხრა ჯონსს, – ამ შემთხვევიდან არ
დაასკვნით, თითქოს ჩემს მსახურებს ვცემდე, გარწმუნებთ,
ასეთი რამ პირველად ჩავიდინე, ამ ყმაწვილს აქამდე ბევრი
მოვუთმინე. როცა გაიგებთ, ამ საღამოს რა მოხდა, ალბათ მო-
მიტევებთ. შინ ჩვეულებრივზე ცოტა ადრე დავბრუნდი და ჩემს
ოთახში ბუხართან ოთხი ჯენტლმენი დამხვდა მოკალათებუ-
ლი, ვისტს თამაშობდნენ, ჩემი ჰოილი კი, სერ, ჩემი ჰოილი,
რომელშიც ერთი გინეა გადავიხადე, მაგიდაზე ეგდო გადაშ-
ლილი და ზედ პორტერი იყო დაღვრილი. რა თქმა უნდა, გავ-
ღიზიანდი, მაგრამ მსახურისთვის მეგობრების თანდასწრებით
არაფერი მითქვამს, მერე, როცა დაიშალნენ, მშვიდად ვუსაყ-
ვედურე, მან კი უკმეხად მიპასუხა, მსახურებიც უნდა გაერთონ
ხანდახან, ვწუხვარ წიგნის გამო, მაგრამ ჩემმა ნაცნობებმა ეს
წიგნი ერთ შილინგად იყიდეს და შეგიძლიათ, ხელფასიდან
ერთი შილინგი დამიკავოთო. ეს რომ მითხრა, ცოტა უფრო
უხეშად ვუსაყვედურე, იმ არამზადას კი ეყო თავხედობა... მოკ-
ლედ, ყველაფერი ჩემს დროზე ადრე დაბრუნებას დააბრალა...
და ერთი ახალგაზრდა ლედის სახელის ხსენება გაბედა შე-
ურაცხმყოფელად... ისე შეურაცხმყოფელად, რომ თავი ვერ
შევიკავე და გავარტყი.
ჯონსმა მიუგო, მე პირადად, არაფერში გადანაშაულებთ,
თქვენ ადგილას მეც ზუსტად თქვენსავით მოვიქცეოდიო.
დიდხანს ისხდნენ ასე, ვიდრე დიასახლისი და მისი ქალიშ-
ვილი არ შემოესწრნენ და ის საღამო ძალიან მხიარულად გა-
ატარეს. მართალია, ჯონსის გარდა, ყველა კარგ გუნებაზე იდ-
გა, მაგრამ ისიც ცდილობდა, თავი მხიარულად მოეჩვენებინა
და რბილი და მეგობრული ხასიათის წყალობით ყველა კეთი-
ლად განაწყო. რომ წამოიშალნენ, ახალგაზრდა ჯენტლმენმა
სთხოვა, ვიმეგობროთო, ნენსისაც მოეწონა, ქვრივი კი პირდა-
პირ აღტაცებული იყო ახალი მდგმურით და დილით საუზმეზე
744
დაპატიჟა. ჯონსიც არანაკლებ ნასიამოვნები დარჩა საღამო-
თი. მის ნენსის რაც შეეხება, მშვენიერი გარეგნობა ჰქონდა,
ხოლო ქვრივს ყველა ხიბლი, რაც კი შეიძლება ორმოცდაათს
მიახლოებულ ქალს ჰქონდეს. დიასახლისი ამქვეყნად ყველა-
ზე გულუბრყვილო ქალი იყო და ძალიან ხალისიანი. ცუდი
არავისთვის სურდა და არც არასოდეს დასცდენია, უნდოდა
ყველას გული მოეგო, ეს სურვილი კი ყოველთვის უსრულდე-
ბა ადამიანს, თუ, რა თქმა უნდა, არ თვალთმაქცობს. მოკლედ,
მართალია, ბევრი არ შეეძლო, მაგრამ ერთგული მეგობრობა
იცოდა, მოსიყვარულე ცოლი იყო და მზრუნველი დედა. გაზე-
თისგან განსხვავებით, ჩვენ ამ ისტორიაში არ შემოვიყვანთ
პერსონაჟებს, რომელთაც მერე ვეღარასოდეს შეხვდებით,
ამიტომ მკითხველიც ალბათ მიხვდა, რომ ეს შესანიშნავი ქა-
ლი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩვენს ამბავში.
ჯონსი ახალგაზრდა ჯენტლმენის გაცნობითაც კმაყოფილი
დარჩა. მოეჩვენა, რომ საღად აზროვნებდა, თუმცა, ცოტა არ
იყოს, ქალაქური პიჟონობაც ეტყობოდა. ყველაზე მეტად
ჯონსს მისი სულგრძელობასა და კაცთმოყვარეობაზე, განსა-
კუთრებით კი უანგარო სიყვარულზე გამოთქმული სენტიმენ-
ტები მოეწონა. სიყვარულზე ისეთი ენით ლაპარაკობდა, არკა-
დიელ მწყემსს უფრო რომ შეეფერებოდა, ვიდრე ჩვენი დროის
კოხტაპრუწა ჯენტლმენს, მაგრამ ასე სხვების მიბაძვით უფრო
იქცეოდა, თორემ ბუნებამ ბევრად უკეთესი როლისთვის შეარ-
ჩია.

745
თავი 6
რა მოხდა საუზმობის დროს და რამდენიმე
გადაკრული სიტყვა ქალიშვილების აღზრდის თაობაზე

როგორ კეთილად განწყობილნიც დაშორდნენ ერთმანეთს


წინა საღამოს, დილითაც ისეთივე გულითადი შეხვედრა ჰქონ-
და ჩვენს კომპანიას, მაგრამ საბრალო ჯონსი მეტისმეტად უნუ-
გეშო მდგომარეობაში იყო: პარტრიჯმა ამბავი მოუტანა, მისის
ფიცპატრიკმა ბინა დატოვა და მის ასავალ-დასავალს ვერ მი-
ვაკვლიეო. მართალია, ჯონსი ცდილობდა არ შეემჩნია, მაგ-
რამ დადარდიანებული რომ იყო, სახეზეც ეტყობოდა და ქცე-
ვაზეც.
ამჯერადაც სიყვარული გახდა საუბრის მთავარი თემა და
მისტერ ნაითინგეილმა კვლავ ბევრი თბილი, დიდსულოვანი
და მიუკერძოებელი მოსაზრება გამოთქვა, გონიერი და საღად
მოაზროვნე კაცები რომანტიკულს რომ ეძახიან, გონიერი და
საღად მოაზროვნე ქალები კი ზოგადად უფრო მაღალი წარ-
მოდგენის არიან. მისის მილერმა (ასე ერქვა დიასახლისს)
მისტერ ნაითინგეილის სენტიმენტები მოიწონა, მაგრამ როცა
ახალგაზრდა ჯენტლმენი მის ნენსის აზრით დაინტერესდა,
ნენსიმ უპასუხა, ვფიქრობ, ჯენტლმენს, რომელიც ნაკლებს
ლაპარაკობს, შესაძლებელია, უფრო ძლიერი გრძნობები
ჰქონდესო.
ეს კომპლიმენტი სავარაუდოდ ჯონსის მისამართით იყო
ნათქვამი და სამწუხარო იქნებოდა, შეუმჩნეველი დარჩენი-
ლიყო. ჯონსმა თავაზიანად უპასუხა ნენსის, თქვენი სიჩუმეც
ამავე ეჭვს ბადებსო. მართლაც, ნენსის არც წინა საღამოს და
არც საუზმობისას თითქმის სიტყვა არ დასცდენია.
– რა კარგია, ნენსი, ჯენტლმენმა ეს რომ შენიშნა,‒თქვა მი

746
სის მილერმა, – უნდა ვაღიარო, მეც მაგ აზრის ვარ. რა დაგე-
მართა, შვილო? ასეთი არასოდეს მინახავხარ, სად გაქრა შენი
მხიარულება? დამიჯერებთ, სერ, ჩემს პატარა გოგოს ყბედს
რომ ვეძახი? მთელი კვირაა, ხმა არ ამოუღია.
საუბარი მოახლის შემოსვლამ შეაწყვეტინათ. მოახლეს
ამანათი ეჭირა ხელში და ასე თქვა, მისტერ ჯონსისთვის მო-
იტანა ვიღაცამ, ის კაცი იმწამსვე წავიდა, პასუხს არ დაველო-
დებიო.
ჯონსი გაოცდა, რაღაც შეცდომა უნდა იყოსო, მაგრამ მოახ-
ლემ დარწმუნებით უთხრა, ნამდვილად თქვენი სახელი ახსე-
ნესო. ქალებს ერთი სული ჰქონდათ, გაეგოთ, რა მოუტანეს
ჯონსს. პატარა ბეტსიმ, ჯონსის ნებართვით, ამანათი გახსნა და
იქ დომინო (სამასკარადო ტანსაცმელი), ნიღაბი და მასკარა-
დის ბილეთი აღმოჩნდა.
ჯონსი ახლა უფრო დარწმუნდა, რომ ვიღაცაში შეეშალათ,
მისის მილერიც ეჭვმა შეიპყრო, არც კი ვიცი, რა გითხრათო,
თქვა, მაგრამ ნაითინგეილი სხვა აზრისა გახლდათ და განაც-
ხადა:
– ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა, სერ, რომ ბედნიერი კა-
ცი ხართ. დარწმუნებული ვარ, ვიღაც ქალს ძალიან უნდა
თქვენთან შეხვედრა მასკარადზე.
ჯონსი არც იმდენად პატივმოყვარე იყო, ფანტაზიისთვის
ასეთი ფუფუნება მიეცა, არც მისის მილერი ეთანხმებოდა ნა-
ითინგეილის აზრს, ვიდრე ნენსიმ დომინო არ ამოიღო და სა-
ხელოდან ბარათი არ ჩამოვარდა, სადაც ეწერა:
„მისტერ ჯონსს.
ამას ფერიების დედოფალი გიგზავნით,
დაუფასეთ გულმოწყალება“.
ამჯერად მისის მილერიც და ნენსიც ნაითინგეილის აზრს
იზიარებდნენ, ლამის უკვე ჯონსიც ასე ფიქრობდა და ვინაიდან,
747
მისის ფიცპატრიკის გარდა, მისი ადგილსამყოფელი არავინ
იცოდა, იმედი ჩაესახა, იქნებ სოფიას სურს შემახვედროსო. რა
თქმა უნდა, იმედისთვის დიდი საფუძველი არ ჰქონია, მაგრამ
რადგან მისის ფიცპატრიკი აქამდე ცოტა საკვირველად და გა-
უგებრად იქცეოდა, ჯონსმა იფიქრა, შეიძლება არც ახლა უნდა
ჩვეულებრივი გზით დამეხმაროს და ისევ რაღაც უცნაურ
ხერხს მიმართავსო. სიმართლე ითქვას, ამ სრულიად უჩვეუ-
ლო შემთხვევიდან ბევრს ვერაფერს მიხვდებოდა კაცი, ასე
რომ, ჯონსს შეეძლო ფანტაზია სურვილისამებრ გაელაღებინა
და ბუნებით ოპტიმისტმა წარმოიდგინა, რომ იმ საღამოს თა-
ვის საყვარელ სოფიას ნახავდა.
მკითხველო, თუ ჩემდამი კეთილგანწყობილი ხარ, იმით
გადაგიხდი, რომ გისურვებდი, შენც ჯონსივით ოპტიმისტი ყო-
ფილიყავი. ბევრი წამიკითხავს და მიფიქრია დიდი მწერლების
მიერ აღწერილ ბედნიერებაზე და ლამის დარწმუნებული ვარ,
ბედნიერების საიდუმლო მდგომარეობს ადამიანის ხალისიან,
სიცოცხლით სავსე ბუნებაში, რომელიც გვეხმარება, ფორტუ-
ნას გულმოწყალების გარეშეც გავბედნიერდეთ. ოპტიმიზმით
მოგვრილი სიამოვნებაც უფრო ხანგრძლივი და დიდია, ვიდრე
იმ ბრმა ქალბატონის ნაბოძები. ასე თუ შევხედავთ, ეჭვი არ მე-
პარება, მომავალი მოსამართლე, ჯერ პირველი საქმე რომ
მისცეს ან მომავალი არქიეპისკოპოსი, ჯერ მღვდლის ანაფო-
რა რომ აცვია, ან კიდევ ოპოზიციის ბოლო მერხზე მჯდარი მო-
მავალი პრემიერ-მინისტრი ბევრად უფრო ბედნიერია, ვიდრე
ისინი, ვინც უკვე ძალაუფლება მოიპოვა და ამ პატივსაცემი
თანამდებობების ყველა უპირატესობით სარგებლობს.
მისტერ ჯონსმა გადაწყვიტა, იმ საღამოს მასკარადზე წასუ-
ლიყო. მისტერ ნაითინგეილმა სურვილი გამოთქვა, მეც გა-
მოგყვებიო. ახალგაზრდა ჯენტლმენმა ბილეთები მისის მი-
ლერს და მის ნენსისაც შესთავაზა, მაგრამ პატიოსანმა ქალმა
748
უარი უთხრა – მართალია, არ ვიზიარებ ზოგიერთის აზრს,
თითქოს მასკარადი მავნებლობაა, მაგრამ ასეთი ექსტრავა-
განტური გართობები მხოლოდ დიდგვაროვანი და მდიდარი
ადამიანებისთვის არის მოგონილი და არა ახალგაზრდა ქა-
ლისთვის, რომელმაც შრომით უნდა გაიტანოს თავი და ყვე-
ლაზე უკეთესი, რაზედაც შეიძლება იოცნებოს, ვაჭრის ცოლო-
ბაო.
– ვაჭრის?! – შესძახა ნაითინგეილმა, – ნენსის სათანადოდ
ვერ აფასებთ, ის ნებისმიერი დიდგვაროვანისთვის ღირსეული
მეწყვილე იქნებოდა.
– ოჰ, მისტერ ნაითინგეილ, ნუ ურევთ თავგზას ნენსის, მაგ-
რამ თუ გაუმართლებს, – თქვა დედამ თავმომწონე ღიმილით,
– და თქვენსავით კეთილშობილ, საღად მოაზროვნე ადამიანს
იპოვის, უკეთ დაუფასებს სიკეთეს და თავს მსგავსი გასართო-
ბებით არ შეიქცევს. როცა ახალგაზრდა ლედის მზითვში დიდ
ქონებას ატანენ, უფლება აქვს, როგორც სურს, ისე დახარჯოს
თავისი ფული, ამიტომაა, რომ ამბობენ, ჯენტლმენებს ხანდა-
ხან ღარიბი ქალის მოყვანა ურჩევნიათ ცოლადო. მაგრამ ვი-
საც არ უნდა მისთხოვდნენ ჩემი ქალიშვილები, ვეცდები, ისე
აღვზარდო, ქმრები გააბედნიერონ. ასე რომ, გთხოვთ, მასკა-
რადი აღარ ვახსენოთ. დარწმუნებული ვარ, ნენსის თავადაც
არ სურს იქ წასვლა. უნდა ახსოვდეს, შარშან თქვენ რომ წაიყ-
ვანეთ მასკარადზე, მერე დიდხანს ვერ მოეგო გონს და მთელი
თვე ნემსი არ აუღია ხელში.
ნენსიმ ჩუმად ამოიოხრა და მხოლოდ ამან გასცა, დედას
რომ არ ეთანხმებოდა, რადგან ხმამაღლა არაფერი უთქვამს.
ნაზი ბუნების მიუხედავად, მისის მილერი მშობლის ავტორი-
ტეტს ინარჩუნებდა, თუ შვილებს რამეს უკრძალავდა,
მხოლოდ და მხოლოდ მათივე უსაფრთხოებისა და კეთილ-

749
დღეობისთვის და ვერ იტანდა, როცა ან არ უჯერებდნენ, ან შე-
ეკამათებოდნენ. ახალგაზრდა ჯენტლმენმა, რომელიც უკვე
ორი წელი ცხოვრობდა მათ სახლში, ეს ყველაფერი კარგად
იცოდა და აღარაფერი უთხრა.
მისტერ ნაითინგეილს დღითი დღე სულ უფრო და უფრო
მოსწონდა ჯონსი. სთხოვა, ერთად ვისადილოთ ტავერნაში,
მინდა მეგობრები გაგაცნოო, მაგრამ ჯონსმა მოუბოდიშა და
უარი უთხრა, ჩემი გარდერობი ჯერ ლონდონში არ ჩამოსუ-
ლაო.
სიმართლე რომ ვაღიაროთ, ჯონსი ისეთ მდგომარეობაში
იყო, ხანდახან მასზე შეძლებული ახალგაზრდა ჯენტლმენებიც
რომ აღმოჩნდებიან ხოლმე, მოკლედ, ჯიბეში ერთი პენიც არ
ედო, ანუ მდგომარეობაში, რომელსაც ძველი ფილოსოფოსე-
ბი უფრო დიდ პატივს სცემდნენ, ვიდრე თანამედროვე, ლომ-
ბარდ-სთრითზე მცხოვრები ბრძენები ან ბაითის საკონდიტ-
როს მუდმივი კლიენტები. შეიძლება, სწორედ ცარიელი ჯიბის
მიმართ გამოვლენილი ეს დიდი პატივისცემაც კი იყოს ზემოთ
ნახსენებ ქუჩაზე და საკონდიტროში ადრინდელი ბრძენები-
სადმი უსაზღვრო ზიზღის ერთ-ერთი მიზეზიც.
თუ ძველი ფილოსოფოსების აზრით, ადამიანს შეეძლო
მარტოოდენ სათნოებითაც მშვიდად ეცხოვრა, თანამედროვე
ბრძენებმა ვითომდა აღმოაჩინეს, რომ ეს სამწუხარო შეცდო-
მაა. ვშიშობ, არანაკლებ მცდარია ზოგიერთი რომანტიკოსი
მწერლის მტკიცებაც, თითქოს ცხოვრება მხოლოდ სიყვარუ-
ლითაც შეიძლება; არადა სიყვარულმა როგორი საამური
გრძნობებიც უნდა აღძრას, ყველა მოთხოვნილებას ვერ აკმა-
ყოფილებს. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ის ადამიანები, რო-
მელთაც ბოლომდე ირწმუნეს ამ მწერლების, ცდებოდნენ,
ოღონდ უკვე გვიანი იყო, რამე რომ ეღონათ, ისინი მიხვდნენ,

750
სიყვარულს შიმშილის მოკვლა ისევე რომ გაუჭირდება, რო-
გორც ვარდს გაუჭირდება, ყური გაახაროს, ან ვიოლინოს –
ყნოსვას აამოს.
ასე რომ, იმ დელიკატესებით, რაც სიყვარულმა შესთავაზა,
კერძოდ, იმედით, რომ მასკარადზე სოფიას იხილავდა, ჯონსი
მთელი დღე იტკბარუნებდა პირს, ოღონდ მოსაღამოვდა თუ
არა, უფრო სერიოზული საკვები მოენატრა. პარტრიჯმა ეს ტა-
ნით იგრძნო და ერთხელ კიდევ სცადა, საბანკო ჩეკზე გადაეკ-
რა სიტყვა, მაგრამ ზიზღნარევი უარი რომ მიიღო, მთელი გამ-
ბედაობა მოიკრიბა და ისევ მისტერ ოლვორთისთან დაბრუნე-
ბა ახსენა.
– პარტრიჯ, – იყვირა ჯონსმა, – ნუთუ ვერ ხვდები, როგორ
გამწირა ბედმა? გულწრფელად ვნანობ, საცხოვრებელი რომ
დაგატოვებინე და თან გამოგიყოლე. ახლა დაჟინებით მოვით-
ხოვ, უკან დაბრუნდე და რადგან ჩემ გამო თავი გაიწვალე, შე-
გიძლია ჩემი ტანსაცმელი დაიტოვო. ვწუხვარ, რომ სხვა ვე-
რაფრით გადაგიხდი მადლობას.
ისე მგზნებარედ წარმოთქვა ეს სიტყვები, პარტრიჯს, რომ-
ლის ნაკლოვანებათა რიცხვში გულქვაობა ან ღვარძლიანობა
არ ერია, ცრემლი წასკდა და მას შემდეგ, რაც დაიფიცა, გასა-
ჭირში არასოდეს მიგატოვებთო, მთელი გულით და სულით
შეეხვეწა, იქნებ მაინც შინ დავბრუნებულიყავითო:
– ღვთის გულისათვის, სერ, დაფიქრდით, რა შეიძლება ვი-
ღონოთ? რანაირად უნდა ვიცხოვროთ ამ ქალაქში უფულოდ?
როგორც გენებოთ, ისე მოიქეცით და სადაც გნებავთ, იქ წა-
დით, მე თქვენ არასოდეს მიგატოვებთ. მაგრამ გთხოვთ, სერ,
თქვენს სასიკეთოდ გთხოვთ, კარგად დაფიქრდით და საღი აზ-
რი გიკარნახებთ, რომ შინ დაბრუნება ჯობს.
– როგორ გაგაგებინო, რომ უკან დასაბრუნებელი არ გამაჩ-
ნია. მცირე იმედი მაინც რომ მქონოდა, მისტერ ოლვორთის
751
კარი ღია დამხვდებოდა, გაჭირვებას არ დავაცდიდი, იძულე-
ბით დავებრუნებინე, არაფერი დამაკავებდა, მასთან გავფრე-
ნილიყავი, მაგრამ, საუბედუროდ, მე სამუდამოდ გამასახლეს
იქიდან. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო, – ო, პარტრიჯ, ისინი
ახლაც ყურში მიდგას, – უკანასკნელი სიტყვები, როცა ფული
გადმომცა... არც კი ვიცი, რამდენი იყო, მაგრამ ცოტა არ იქნე-
ბოდა... მისი ბოლო სიტყვები იყო: „ამიერიდან თქვენთან ურ-
თიერთობას ვწყვეტ“.
აქ ჯონსი მოზღვავებულმა ემოციებმა დაადუმა, პარტრიჯი
კი გაოცებამ, მაგრამ მალევე მოეგო გონს და მცირე შესავლის
შემდეგ, მართალია, ცნობისმოყვარე სულ არ ვარო, ჰკითხა,
რა ბედი ეწია იმ ფულს, რომ არც კი იცით, რამდენი იყო, მაგ-
რამ ცოტა არ იქნებოდაო. ორივე კითხვაზე დამაკმაყოფილე-
ბელი პასუხი მიიღო და ის იყო, კომენტარი უნდა დაერთო,
რომ მსახურმა მოახსენათ, მისტერ ნაითინგეილი თავის აპარ-
ტამენტში გეპატიჟებათო.
როცა ჯონსი და ნაითინგეილი სამასკარადოდ გამოეწყვნენ
და ნაითინგეილმა პორტშეზის მოყვანა ბრძანა, ჯონსს ისეთი
რამ შეემთხვა, ბევრ მკითხველს გაამხიარულებს. მას როგორ-
მე ერთი შილინგი მაინც უნდა ეშოვა; თუ მკითხველს ოდესმე
ათასი ან სულაც ათი გირვანქა დაჰკლებია სანუკვარი ოცნების
ასახდენად, მიხვდება, რა დღეში აღმოჩნდა ჯონსი. სხვა გზა არ
დარჩენოდა, პარტრიჯს მიმართა თხოვნით, რაც პირველი შემ-
თხვევა იყო და იმედოვნებდა, უკანასკნელიც. თავად პარ-
ტრიჯს არასოდეს შეუთავაზებია ჯონსისთვის ფული. ეგებ სურ-
და, საბანკო ჩეკის დახურდავება ეიძულებინა ან კიდევ შინ
დაბრუნება, ან სულაც რამე სხვა მიზეზი ჰქონდა, მე ვერაფერს
გეტყვით.

752
თავი 7
მოიცავს მასკარადის სახალისო ამბებს

ჩვენი კავალრები მივიდნენ სიამოვნებების დიდი სჯულ-


მდებლის, ჰეიდეგერის ტაძარში, რომელიც, სხვა წარმართი
ქურუმებივით, თაყვანისმცემლებს ატყუებს, თითქოს იქ ღვთა-
ება ყოფილიყოს, როცა სინამდვილეში არ არის.
მისტერ ნაითინგეილმა თავის კომპანიონთან ერთად მო-
ათვალიერა იქაურობა, მერე მალევე დატოვა ჯონსი, თვითონ
ვიღაც ქალთან ერთად წავიდა და ასე უთხრა:
– სერ, მე აქ მოგიყვანეთ, ახლა როგორმე შეიქცევთ თავს.
ჯონსი იმედს არ კარგავდა, რომ სოფიას ნახავდა და ეს იმე-
დი უფრო ახალისებდა, ვიდრე მუსიკა ან საზოგადოება, თუმცა
ერთიც და მეორეც დაღვრემილობის წინააღმდეგ საუკეთესო
საშუალებებია. ყველა ქალს ეტორღიალებოდა, ვისაც კი ან სი-
ლუეტით, ან სიმაღლით თავის ანგელოზს მიამსგავსებდა,
ცდილობდა, რაღაც ჭკვიანური ეთქვა, პასუხი რომ მიეღო,
რადგან სოფიას ხმას უსათუოდ იცნობდა. ზოგიერთი წრიპინა
ხმით კითხვაზე კითხვით პასუხობდა: „მიცანით?“ უმეტესობა კი
ასე ეუბნებოდა: „მე თქვენ არ გიცნობთ, სერ“. ზოგი თავხედს
უწოდებდა, ზოგიც საერთოდ ჩუმდებოდა ან ეტყოდა, თქვენი
ხმა არ მეცნობა და ვერ დაგელაპარაკებითო. იყვნენ ისეთე-
ბიც, ვინც თავაზიანად პასუხობდნენ, მაგრამ სასურველი ხმა
ვერ გაიგონა.
ერთხელაც ასე რომ გამოელაპარაკა მწყემსის სამოსში გა-
დაცმულ ქალს, ჯონსს სამასკარადოდ გამოწყობილი ლედი
მიუახლოვდა, მხარზე ხელი დაჰკრა და ყურში ჩასჩურჩულა:
– თუ კიდევ დიდხანს ილაპარაკებ ამ ბოზთან, ყველაფერს
მის ვესტერნს მოვახსენებ.

753
ეს სახელი გაიგონა თუ არა, ჯონსი ლედის მიუბრუნდა და
შეეხვეწა, თუ აქ არის, თქვენ ვინც ახსენეთ, მაჩვენეთო.
ვიდრე რამეს ეტყოდა, ნიღაბი სწრაფი ნაბიჯით გაემართა
დარბაზის ყველაზე მოფარებული კუთხისკენ, მერე კი, სანამ
რამეს უპასუხებდა, დაჯდა და დავიღალეო, განაცხადა. ჯონსი
გვერდით მიუჯდა, არ ეშვებოდა, ეხვეწებოდა, ბოლოს ლედიმ
ცივად უთხრა:
– მეგონა, მისტერ ჯონსს უფრო გამჭრიახი თვალი ექნებო-
და და საყვარელ ქალს ნებისმიერ ნიღაბში ამოიცნობდა.
– ესე იგი, აქ არის, მადამ? – მოუთმენლად ჰკითხა ჯონსმა.
– ჩუმად, სერ, ასე ყურადღებას მიიქცევთ. პატიოსან სიტ-
ყვას გაძლევთ, მის ვესტერნი აქ არ არის.
ჯონსი მთელი გულით შეეხვეწა ნიღაბს, სოფიას ადგილსამ-
ყოფელი მითხარითო, მაგრამ პასუხი რომ ვერ მიიღო, რბი-
ლად უსაყვედურა, წინადღით რომ შინ არ დახვდა:
– ფერიების კეთილო დედოფალო, მართალია, ხმას იც-
ვლით, მაგრამ მაინც გიცანით, მისის ფიცპატრიკ, ისე, ჩემი წა-
მებით გართობა სისასტიკედ არ გეჩვენებათ?
ნიღაბმა უპასუხა:
– თქვენ კი მიცანით, მაგრამ სხვებმა რომ არ მიცნონ, ისევ
ამ ხმით ვილაპარაკებ. როგორ ფიქრობთ, სერ, ჩემი ბიძაშვი-
ლის მიმართ მეტი პატივისცემა არ მაქვს, რომ ხელი გავუმარ-
თო საქმეში, რომელიც ორივეს დაგღუპავთ? გარწმუნებთ, მის
ვესტერნი ისე არ გაგიჟებულა, თავი გაიუბედუროს, თუ თქვენ
არ აცდუნებთ, როგორც მისი მტერი.
– მადამ, – თქვა ჯონსმა, – თქვენ სულ არ მიცნობთ, თუ სო-
ფიას მტერი გგონივართ.
– მაგრამ ადამიანის დაღუპვა მხოლოდ მის მტერს შეუძ-
ლია. და როცა თქვენ შეგნებულად და განზრახ თავს იღუპავთ,

754
განა ეს სიგიჟე ან სულაც დანაშაული არ არის? სერ, ჩემს ბი-
ძაშვილს ბევრი არაფერი გააჩნია, მამამისზეა დამოკიდებუ-
ლი, თქვენ კი საკუთარი მდგომარეობა მშვენივრად მოგეხსე-
ნებათ.
ჯონსმა დაუფიცა, მე სოფიას მიმართ ცუდი განზრახვა არ
მაქვს, ყველაზე საშინელი სიკვდილით მოვკვდები, მაგრამ მას
ჩემს ინტერესებს მსხვერპლად არ შევწირავო. ასე უთხრა:
– ვიცი, სოფიას ღირსი არ ვარ და დიდი ხანია ეს ფიქრები
თავიდან ამოვიგდე, მაგრამ ერთი უჩვეულო შემთხვევის გამო
აუცილებლად უნდა შევხვდე, უკანასკნელად, და მერე სამუდა-
მოდ დავემშვიდობები. არა, მადამ, ისეთი ნაძირალა არ ვარ,
საკუთარი სურვილის დასაკმაყოფილებლად საყვარელი ადა-
მიანი გავიმეტო. ყველაფერს გავიღებ მსხვერპლად სოფიას
მოსაპოვებლად, სოფიას გარდა.
შეიძლება მკითხველს ისედაც არ შეჰქმნია მაღალი წარ-
მოდგენა ნიღბიან ლედიზე და როგორც მომავალში გამოჩ-
ნდება, არც იმსახურებს, მაგრამ ჯონსის კეთილშობილურმა
სენტიმენტებმა მასზე ძალიან იმოქმედა და უკეთესი თვალით
შეხედა.
ერთხანს ჩუმად იყო და მერე უთხრა:
– თქვენს პრეტენზიას უფრო წინდაუხედაობით ვხსნი, ვიდ-
რე მეტისმეტი თავდაჯერებით, ახალგაზრდები ხომ ჰაერში
დაფრინავენ. ძალიან ვაფასებ, როცა ჭაბუკი პატივმოყვარეა
და გირჩევთ, განავითაროთ ეს თვისება. ვინ იცის, იქნებ კიდევ
უფრო დიდ წარმატებას მიაღწიოთ თქვენზე ბევრად უფრო შეძ-
ლებულ ქალთან. დარწმუნებული ვარ, არიან ქალები... თუმ-
ცა, მისტერ ჯონს, უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ არც კი გიც-
ნობთ და რჩევებს გაძლევთ, თან როცა თქვენი საქციელით
ამას დიდად არ იმსახურებთ?

755
ჯონსმა მოუბოდიშა, იმედი მაქვს, საწყენი არაფერი მით-
ქვამსო. ნიღაბმა უპასუხა:
– არ მეგონა, ასე ცუდად თუ იცნობდით ჩვენს სქესს, ნუთუ
არ იცით, რომ ქალს ყველაზე მეტად სხვა ქალის მიმართ
ლტოლვაზე ლაპარაკი შეურაცხყოფს? ფერიების დედოფალს
თქვენს გალანტურობაზე უკეთესი წარმოდგენა რომ არ ჰქო-
ნოდა, ამ მასკარადზე პაემანს საერთოდ არ დაგინიშნავდათ.
სასიყვარულო ინტრიგებისთვის ჯონსს ამჯერად სულ არ
სცხელოდა, მაგრამ გალანტურობა ღირსების მთავარ პრინცი-
პად ესახებოდა და სიყვარულში გამოწვევის მიღება ისევე სა-
ვალდებულო ეგონა, როგორც ორთაბრძოლაში გამოწვევის.
თანაც, მიაჩნდა, რომ სოფიასადმი სიყვარულის გამო უსათუ-
ოდ თავაზიანობა უნდა გამოეჩინა ლედისთან, რადგან მხო-
ლოდ მისი დახმარებით შეხვდებოდა საყვარელ ადამიანს.
ის იყო, დააპირა, საპასუხოდ რაღაც თბილად ეთქვა, რომ
ამ დროს მოხუცი ქალის ნიღბით ვიღაც შემოუერთდათ. ის
ქალბატონი ერთ-ერთი იმათგანი გახლდათ, მასკარადებზე
ღვარძლის ამოსანთხევად რომ დაიარებიან, ყველას პირში
ახლიან უსიამოვნო სიმართლეს და ძალას არ იშურებენ, რომ
მხიარულება ჩაამწარონ. ჯონსი და მისი მეგობარი, რომელსაც
ეტყობა კარგად იცნობდა, განმარტოებით მოსაუბრენი რომ
შენიშნა, გადაწყვიტა, მათთვის ხელი შეეშალა და თავისი ბო-
როტი ჭია გაეხარებინა. ისე შეაწუხა ორივე, რომ წყვილი იძუ-
ლებული გახდა, სხვა ადგილი ეპოვა, მაგრამ არსად არ მოას-
ვენა, ყველგან თან გაჰყვა, ვიდრე მისტერ ნაითინგეილი არ
მოევლინათ მშველელად და მოხუც ლედის ახალი გასართობი
არ მოუძებნა.
ვიდრე ჯონსი და ნიღაბი ერთად მიდი-მოდიოდნენ დარბაზ-
ში, შემაწუხებელ ქალბატონს როგორმე რომ გარიდებოდნენ,

756
ჯონსმა შეამჩნია, მისი ლედი რამდენიმე ნიღბიანს ისე გამოე-
ლაპარაკა, თითქოს სახე დამალული არ ჰქონოდათ და გაოცე-
ბულმა უთხრა:
– მადამ, როგორი დაკვირვებული თვალი გქონიათ, ყვე-
ლას ცნობთ ნიღბის ქვეშ.
ლედიმ უპასუხა:
– მაღალი წრის ადამიანებისთვის მასკარადზე ბავშვური და
მოსაწყენი გასართობი არ არსებობს, ერთმანეთს შემოსვლის-
თანავე ვცნობთ და არც ერთი ქალი უცნობს არ გამოელაპარა-
კება. დროის მოსაკლავად აქაურობა სხვა ადგილებს დიდად
არ სჯობს და ისეთი დაღლილი მიდიხარ, როგორც გრძელი ქა-
დაგების მოსმენის მერე. სიმართლე გითხრათ, მეც უკვე დავი-
ღალე და მგონი სწორად ვხვდები, დიდად ნასიამოვნებს არც
თქვენ ჰგავხართ. ალბათ გულისხმიერებას გამოვიჩენ, თუ
თქვენი ხათრით შინ დავბრუნდები.
– ნამდვილი გულისხმიერება ის იქნება, – შესძახა ჯონსმა,
– ნებას რომ დამრთავდეთ, გაგაცილოთ.
– უცნაური წარმოდგენა გაქვთ ჩემზე, – უთხრა ქალმა, –
თუ ფიქრობთ, შუაღამისას შინ შემოგიშვებთ. მგონი, სხვანაი-
რად ახსენით, მე რომ ჩემს ბიძაშვილზე ვზრუნავ. გულწრფე-
ლად მითხარით, ხომ არ გგონიათ, აქ პაემანი დაგინიშნეთ?
მისტერ ჯონს, გატყობთ, სწრაფად მოპოვებულ გამარჯვებას
მიჩვეული უნდა იყოთ.
– მადამ, მე სწრაფი გამარჯვებები არაფრად მიღირს, მაგ-
რამ ვინაიდან თქვენ ჩემი გული მოულოდნელად შეაცბუნეთ,
სხეულს აქვს უფლება, მას მიჰყვეს, ასე რომ, მომიტევეთ, თუ
გადავწყვიტე, სადაც წახვალთ, წამოგყვეთ.
ამ სიტყვებს ჯონსმა შესაფერისი ჟესტიც დაურთო, რაზედაც
ლედიმ მოჩვენებითი გულისწყრომით უთხრა, ამგვარმა ფამი-
ლიარობამ შესაძლოა ყურადღება მიიქციოსო და დასძინა:
757
– მე ერთ ნაცნობთან ვაპირებ მისვლას და იმედი მაქვს, არ
გამომყვებით, მართალია, იმ ადამიანს არც ისე მკაცრი შეხე-
დულებები აქვს, მაგრამ თავს მაინც უხერხულად ვიგრძნობ,
არ მეცოდინება, რა ვთქვა.
ამ სიტყვებით ლედიმ მასკარადი დატოვა და ჯონსი, თუმცა
კი აუკრძალეს, მაინც უკან გაჰყვა. ის ამჯერადაც იმავე დილე-
მის წინაშე აღმოჩნდა, ადრე რომ მოგახსენეთ, ერთი შილინ-
გიც არ ებადა და ვერც ვერავისგან ისესხებდა, მაგრამ მაინც
მედგრად მიჰყვებოდა პორტშეზს, რომელზედაც ლედი მოთავ-
სდა და ისმენდა პორტშეზის მზიდავების წამოძახილებს, ყვე-
ლა ღონეს რომ ხმარობენ, რათა ფეხით მოსიარულე დიდებუ-
ლებს უხერხულობა აგრძნობინონ. საბედნიეროდ, გვიანი ხანი
იყო და სამასკარადო კოსტიუმში გამოწყობილ ჯონსს არავინ
გამოჰკიდებია, თორემ სხვა დროს ალბათ მთელი ბრბო შეიყ-
რებოდა.
ლედი ჰანოვერის მოედნის შორიახლოს ჩამოვიდა ერთ
სახლთან, რომლის კარი იმწამსვე გააღეს და როცა შევიდა,
ჯონსი უცერემონიოდ ფეხდაფეხ შეჰყვა.
ისინი საუკეთესოდ მოწყობილ თბილ ოთახში აღმოჩნდნენ.
ქალმა, ჯერ კიდევ შეცვლილი ხმით რომ ლაპარაკობდა, ჯონსს
უთხრა, გაოცებული ვარ, ნუთუ ჩემს მეგობარს დაავიწყდა,
შეხვედრა რომ გვქონდა დანიშნულიო. მერე მოულოდნელად
შეშფოთდა, რას იფიქრებენ, ერთად რომ გვნახონ ამ შუაღამი-
სასო. ჯონსმა პასუხის ნაცვლად სთხოვა, ნიღაბი მოიხსენითო.
ლედიმ ნიღაბი მოიხსნა და ის მისის ფიცპატრიკი კი არა, თა-
ვად ლედი ბელასტონი აღმოჩნდა.
დაწვრილებით არ მოგიყვებით მათ საუბარს, რომელმაც
დილის ექვს საათამდე გასტანა, მხოლოდ ჩვენი ისტორიის-
თვის საჭირო ამბებს მოგაწვდით. ლედი ჯონსს შეჰპირდა, სო-
ფიას მოვძებნი და შეგახვედრებ, ოღონდ ერთი პირობით, ეს
758
თქვენი ბოლო შეხვედრა იქნებაო. ყველაფერი გადაწყვიტეს
და მეორე საღამოს იმავე ადგილას დათქვეს შეხვედრა. მერე
დაშორდნენ, ლედი შინ დაბრუნდა, ჯონსი – ნაქირავებ ბინაში.

თავი 8
მოიცავს ნაღვლიან სცენას, რომელიც მკითხველთა
უმეტესობას უჩვეულო მოეჩვენება

ჯონსმა გამოიძინა და პარტრიჯი მოიხმო, ორმოცდაათი


გირვანქის საბანკო ჩეკი მისცა და გასანაღდებლად გაგზავნა.
პარტრიჯს თვალები გაუბრწყინდა, თუმცა რომ დაფიქრდა, რა-
ღაც გულმა რეჩხი უყო, ზოგადად მასკარადებზე ცუდი წარ-
მოდგენა ჰქონდა, მისი ბატონი კი გადაცმული წავიდა და გვიან
დაბრუნდა, მოკლედ, გასაგები ენით თუ ვიტყვით, ჯონსმა ფუ-
ლი რომ იშოვა, ქურდობის გარდა, სხვა ვერაფრით ახსნა. სი-
მართლე ვაღიაროთ და, ლედი ბელასტონის გულუხვობაზე თუ
არ აიღებდა ეჭვს,ალბათ ვერც ჩვენი მკითხველი იფიქრებდა
სხვაგვარად.
ახალგაზრდა ჯენტლმენს ღირსება რომ შევუნახოთ და ლე-
დის გულუხვობა დავაფასოთ, გეტყვით, რომ ჯონსმა საჩუქარი
მართლაც მისგან მიიღო. ლედის დიდად არ იზიდავდა თავისი
დროის გაცვეთილი ქველმოქმედება, როგორიც საავადმყო-
ფოების შენება და მისთანებია, მაგრამ არც ქრისტიანული
გულკეთილობა აკლდა და როდესაც მიხვდა (ჩემი აზრით, ძა-
ლიან მართებულადაც), ღირსეულ ყმაწვილკაცს ერთი შილინ-
გიც არ ებადა, გადაწყვიტა, რომ საკუთარი გულკეთილობის-
თვის შესაფერისი ობიექტი იპოვა.

759
იმ დღეს მისტერ ჯონსი და მისტერ ნაითინგეილი მისის მი-
ლერმა სადილად დაპატიჟა. ჯენტლმენები დანიშნულ საათზე
მისაღებ ოთახში გამოცხადდნენ, სადაც დიასახლისის ქალიშ-
ვილები ელოდნენ, თავად დიასახლისი თითქმის ხუთ საათამ-
დე არ გამოჩენილა და როგორც მერე მოახსენათ, ქალაქგა-
რეთ ყოფილა ნათესავის მოსანახულებლად.
– ვიმედოვნებ, ჯენტლმენებო, მომიტევებთ, ცოტა რომ გა-
ლოდინეთ, მით უმეტეს, როცა მიზეზს შეიტყობთ. ბიძაშვილს
ვესტუმრე, აქედან ექვსი მილის დაშორებით ცხოვრობს, მშო-
ბიარობის შემდეგ შეუძლოდ გრძნობს თავს. ეს ყველასთვის
გამაფრთხილებელი უნდა იყოს (თქვა და ქალიშვილებს გადა-
ხედა), დაუფიქრებლად რომ არ გათხოვდე. შეძლება თუ არ
გაქვს, ვერ გაიხარებ ამ ქვეყანაში. ოჰ, ნენსი, ვერც კი აგიწერ,
რა დღეშია საწყალი. უკვე ერთი კვირაა, გაყინულ ოთახში
წევს, არც ფარდები აქვს, არც ნახშირი გასათბობად; უფროს
ვაჟს, იმ პატარა საყვარელ ბიჭს, ანგინა აქვს და დედას გვერ-
დით უწევს საწოლში. საწყალი პაწია ტომი! ვშიშობ, ნენსი,
შენს საყვარელ ტომს ვეღარ ნახავ, ძალიან ცუდადაა. დანარ-
ჩენ ბავშვებს არა უშავთ, მოლი თავს არ ზოგავს და მის გამოც
ვდარდობ, ცამეტი წლისაა, მისტერ ნაითინგეილ, და ასეთი
კარგი მომვლელი არ შემხვედრია, დედას და ძმას არაფერს
აკლებს და ცდილობს, თავი მხიარულად მოაჩვენოს, მაგრამ
დავინახე... მისტერ ნაითინგეილ, დავინახე, როგორ მიბრუნ-
და და ცრემლი მოიწმინდა, – მისის მილერი ატირდა და სიტ-
ყვა გაუწყდა, დარწმუნებული ვარ, ყველა იქ მყოფსაც ცრემლი
მოადგა თვალზე. მერე ცოტა სული მოითქვა და განაგრძო, –
და მაინც, ასეთ საშინელ მდგომარეობაში დედა გასაოცარ
სიმტკიცეს ინარჩუნებს. ბიჭის გამო ძალიან დარდობს, მაგრამ
ცდილობს, არავის დაანახვოს, განსაკუთრებით ქმარს. ეს გო-
ნიერი და უკეთილშობილესი ბიჭი ყოველთვის გამორჩეულად
760
უყვარდა. ასე არაფერს უმოქმედია ჩემზე, როცა გავიგონე,
როგორ უთხრა შვიდი წლის ბავშვმა აცრემლებულ დედას, არ
მოვკვდები, დედა, ღმერთი არ წაგართმევს ტომის, როგორი
საუცხოოც უნდა იყოს სამოთხე, მირჩევნია, შენთან და მამას-
თან ერთად აქ ვიშიმშილოო. მომიტევეთ, ჯენტლმენებო
(ცრემლი მოიწმინდა), ამდენი სიყვარული და თანაგრძნობა
როგორა აქვს ამ პატარა ბავშვს? მაგრამ შეიძლება ის ყველა-
ზე შესაბრალისი არ იყოს ოჯახში, მალე განერიდება ამქვეყნი-
ურ უბედურებებს. მამამისია, თუ ვინმეა მართლა თანაგრძნო-
ბის ღირსი, შემზარავი სანახავია საცოდავი, ცოცხალ-მკვდარი
დაიარება. ღმერთო! ოთახში რომ შევედი, საშინელი სურათი
დამხვდა, თხელი ჟილეტის ამარა იყო, თავისი ხალათი ცოლს
და ვაჟს გადააფარა გასათბობად. ძლივს ვიცანი, არადა რო-
გორი სანდომიანი გარეგნობა აქვს, თქვენც ხომ გინახავთ,
მისტერ ნაითინგეილ? ახლა თვალები ჩასცვივნია, სახეზე ფე-
რი არ ადევს, წვერი მოზრდია, სიცივისგან კანკალებს და საჭ-
მელსაც პირს არ აკარებს თურმე. ჩუმად მითხრა, არც კი ვიცი,
როგორ გავიმეორო, ბავშვების პურს ხომ არ შევჭამო, და ასეთ
საშინელ სიდუხჭირეში ცოლს საუკეთესო ბულიონი მიართვა,
მეც გავსინჯე და ძალიან გემრიელი იყო. ასე მითხრა, მფარვე-
ლი ანგელოზი დამეხმარაო, მე კი არ მეყო სითამამე, კიდევ
რამე მეკითხა.
როგორც ამბობენ, მათ ქორწინებას ორმხრივი სიყვარული
ედო საფუძვლად, ანუ ორი მათხოვრის ქორწინება იყო. ისე,
უნდა ვაღიარო, ასეთი შეყვარებული წყვილი არ მინახავს, მაგ-
რამ რაში არგიათ სიყვარული, თუ ერთმანეთს ტანჯავენ?
– მართლაც, დედა, – შესძახა ნენსიმ, – მე ანდერსონი (ასე
ერქვა ბიძაშვილს) ყველაზე ბედნიერი ქალი მეგონა ამქვეყ-
ნად.
– დარწმუნებული ვარ, – თქვა მისის მილერმა, – ამჯერად
761
ასე ვერ იტყვი. ვინ არ მიხვდება, რომ ცოლ-ქმრისთვის ყვე-
ლაზე აუტანელი ერთმანეთის ასეთი ტანჯვის ყურებაა. ცალ-
ცალკე უფრო იოლად გაუძლებდნენ შიმშილსაც და სიცივესაც.
არადა საოცრად მოსიყვარულე ოჯახია, სულ ცოტა რომ ჰქონ-
დეთ საარსებოდ, უბედნიერესი ოჯახი იქნებოდა.
– მე არასოდეს შემინიშნავს მათი სიდუხჭირე, – თქვა ნენ-
სიმ, – გული მიკვდება, რომ გისმენ.
– ოჰ, შვილო, – უთხრა მისის მილერმა, – ყოველთვის
უჭირდათ, მაგრამ თავს არ ზოგავდნენ. ეს სრული განადგურე-
ბა კი მათი ბრალი არაა, მშობიარობამდე ერთი დღით ადრე,
თავის უნამუსო ძმას დაუდგა თავდებად და სახლიდან ყველა-
ფერი გაუზიდეს და გაუყიდეს. სასამართლო ბოქაულის ხელით
წერილი გამოუგზავნია ჩემთვის, მაგრამ იმ არამზადამ არ მო-
მიტანა. რას იფიქრებდნენ, მთელი კვირა რომ არ გამოვჩნდი?
ჯონსი ცრემლმორეული უსმენდა, მერე მისის მილერი სხვა
ოთახში გაიყვანა, ორმოცდაათი გირვანქა მისცა და უთხრა,
როგორც საჭიროდ მიიჩნევთ, ისე დახარჯეთო. გამიჭირდება,
აგიწეროთ, რა სახით შეხედა მისის მილერმა ჯონსს. სიხარუ-
ლით გაგიჟებულმა შესძახა:
– ღმერთო! ნუთუ ასეთი ადამიანები არსებობენ? – ცოტა
რომ დაწყნარდა, დასძინა, – ვიცი ერთი ასეთი და თურმე სხვაც
ყოფილა.
– იმედია, მადამ, – უთხრა ჯონსმა, – კიდევ ბევრი იქნება,
გაჭირვებულის დახმარება უბრალოდ ადამიანობაა და სხვა
არაფერი.
მისის მილერმა მხოლოდ ათი გინეა გამოართვა, დანარჩე-
ნის აღებაზე კი მტკიცე უარი განაცხადა. ასე უთხრა, ყველანაი-
რად ვეცდები, ხვალ დილით ადრე მივაწოდო, მეც რაღაც და-
ვუტოვე და ახლა ისე არ უჭირთო.

762
ისევ მისაღებ ოთახში შებრუნდნენ. ნაითინგეილმა დიდი
მწუხარება გამოთქვა საწყალი ხალხის გამო, რომელთაც იც-
ნობდა და არაერთხელ შეხვედრია მისის მილერთან. მერე
მკაცრად გაკიცხა ყველა, ვინც სხვისი ვალების გამო თავს საფ-
რთხეში იგდებს, ძმა გალანძღა და ბოლოს დასძინა, კარგი იქ-
ნება, უბედურ ოჯახს როგორმე დავეხმაროთო.
– იქნებ, მადამ, მისტერ ოლვორთისთვის მიგემართათ? ან
ფული ხომ არ შევუგროვოთ? მე ერთ გინეას სიხარულით გავი-
ღებდი.
მისის მილერს საპასუხოდ არაფერი უთქვამს. ნენსი, რო-
მელსაც დედამ ჯონსის ხელგაშლილობის ამბავი ყურში ჩას-
ჩურჩულა, გაფითრდა. თუმცა, კაცმა რომ თქვას, მისტერ ნა-
ითინგეილზე გაბრაზების მიზეზი არ ჰქონიათ, თუნდაც ჯონსის
ხელგაშლილობის შესახებ სცოდნოდა, არ იყო ვალდებული,
მიებაძა. ალბათ ათასობით იქნება ისეთი, ვინც ერთ პენისაც
არ გაიღებდა და არც მისტერ ნაითინგეილმა გაიკრა ჯიბეზე ხე-
ლი, მით უმეტეს, რომ არც არავის უთხოვია.
შემინიშნავს და ამაზე ხელსაყრელი მომენტი არ მექნება,
გაგიზიაროთ, რომ ქველმოქმედებასთან დაკავშირებით ორი
ურთიერთსაპირისპირო მოსაზრება არსებობს. ერთნი ფიქრო-
ბენ, რომ ქველმოქმედება ნებაყოფლობითი საჩუქარია, რო-
გორი მცირედიც უნდა იყოს (თუნდაც მხოლოდ კეთილ სურ-
ვილს დასჯერდე) და ამისთვის ღირსეულ დაფასებას ითხოვენ.
მეორენი, პირიქით, თავს ვალდებულად მიიჩნევენ, გაჭირვე-
ბულს დაეხმარონ და თუ მდიდარი საკმარისად ვერ ეხმარება
ღარიბს და მხოლოდ სანახევროდ იხდის ვალს, მათი აზრით,
ქებას კი არ იმსახურებს, უფრო მეტად ამაზრზენია, ვიდრე სულ
არაფრის მიმცემი.ამ მოსაზრებების შეთანხმება ჩემს ძალას
აღემატება, ერთადერთი ის შემიძლია დავსძინო, რომ მიმცემ-

763
ნი უფრო პირველი მოსაზრებისკენ იხრებიან, მიმღებნი, გამო-
ნაკლისის გარეშე – მეორისკენ.

თავი 9
მოიცავს წინა თავთან შედარებით სრულიად
განსხვავებულ მატერიებს

საღამოს ჯონსი ისევ შეხვდა ლედის და კარგა ხანს ესაუბრა,


მაგრამ ვინაიდან საუბარი არც ამჯერად იყო დიდად მნიშვნე-
ლოვანი, მკითხველს წვრილმანებით არ შევაწყენთ თავს, თუ,
რა თქმა უნდა, მშვენიერი სქესისადმი მათი თაყვანისცემა,
ისევე, როგორც პაპისტებისა – თავიანთი წმინდანებისადმი,
სურათებს არ საჭიროებს. მე შორს ვარ განზრახვისგან, ამგვა-
რი სურათები საჯაროდ გამოვამზეურო და სიამოვნებით ჩამო-
ვაფარებდი ფარდას ზოგიერთ ფრანგულ რომანში აღწერილ-
თაც, უგვან ასლებს, რომელთაც თარგმანის სახელით გვაწ-
ვდიან.
ჯონსი სულ უფრო და უფრო მეტ სულსწრაფობას ავლენდა,
ენახა სოფია და როცა დარწმუნდა, ამას ლედი ბელასტონის
დახმარებით ვერ მოახერხებდა (რადგან ლედის უკვე აღიზია-
ნებდა მისი სახელის გაგონება), სხვა მეთოდს მიმართა. ეჭვი
არ ეპარებოდა, რომ ლედი ბელასტონმა სოფიას ადგილსამ-
ყოფელი იცოდა, ამიტომ იფიქრა, მის მსახურსაც ეცოდინებო-
და ეს საიდუმლო, ამიტომაც პარტრიჯს დაავალა, დაახლოე-
ბოდა ლედის მსახურს და მისთვის საიდუმლო დაეცინცლა.
ჯონსი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა: გარდა იმი-
სა, რომ დაიტანჯა სოფიას ძებნით და დარდით, ვაწყენინეო,

764
რადგან, ლედი ბელასტონის მტკიცებით, განაწყენებული სო-
ფია განზრახ არ ენახვებოდა, რაც სიმართლესთან ახლოს
იყო, საქმეს კიდევ ისიც ართულებდა, რომ მისი მიზეზით სო-
ფიას შეიძლებოდა მემკვიდრეობა დაეკარგა და ეს გარდაუვა-
ლი იქნებოდა, მამის თანხმობის გარეშე თუ შეუღლდებოდნენ,
მამის თანხმობის იმედი კი ნამდვილად არ ჰქონდა.
ამ ყველაფერს ისიც დაერთო, რომ ლედი ბელასტონის
მზრუნველობით, რომლის მძვინვარე ლტოლვას ახალგაზრდა
ჯენტლმენის მიმართ უკვე აღარ დავმალავთ, ჯონსი ქალაქში
ერთ-ერთი საუკეთესო ჩამცმელი გახდა და არათუ რაღაც სა-
საცილო სირთულეებს დააღწია თავი, არამედ ისეთ ფუფუნება-
ში დაიწყო ცხოვრება, ადრე არც კი დაესიზმრებოდა.
მართალია, არსებობენ კაცები, უსინდისობად რომ არ მიაჩ-
ნიათ, ქალის კმაყოფაზე იცხოვრონ და თან ისე, რომ მისი
გრძნობები უპასუხოდ დატოვონ, მაგრამ სულისთვის, რო-
მელსაც ნამუსი ჯერ კიდევ შერჩენია, ძალიან შემაწუხებელია,
სიყვარულისთვის მხოლოდ მადლობა გადაიხადოს, განსა-
კუთრებით, როცა გული სხვისკენ ექაჩება. ასეთ უიღბლო
მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩვენი ჯონსიც. სოფია უზომოდ უყ-
ვარდა და მის გულში სხვა ქალისთვის ძალიან პატარა ადგი-
ლი დარჩენილიყო. ესეც რომ არა, ვერასდიდებით უპასუხებდა
ლედის გრძნობას, რომელიც ერთ დროს შეიძლება სასურვე-
ლი ყოფილიყო, თუმცა ახლა შუახნის ქალი გახლდათ და, მარ-
თალია, ახალგაზრდული ხალისი შერჩენოდა და ლოყებზეც
მოვარდისფრო გადაჰკრავდა, მაგრამ ხელოვნურად, უდრო-
ოდ გამოყვანილი ყვავილივით, ბუნებრივი სინორჩე აკლდა
და ერთი შეხედვით კი ლამაზი ეთქმოდა, ოღონდ სიტკბოების
ბაღში მისი ადგილი აღარ იყო.
ჯონსს, ერთი მხრივ, ამ ყველაფრის გამო გული უნდა ასცრუე-
ბოდა, მაგრამ, ამავე დროს, თავს დავალებულად თვლიდა.
765
მშვენივრად ხვდებოდა, ლედის გულმოწყალების მიზეზი მის-
დამი ძლიერი ლტოლვა იყო და უმადურობად ჩამოართმევდა,
რომ არ ეპასუხა, ყველაზე ცუდი კი ის იყო, თავადაც ასე ფიქ-
რობდა. გრძნობდა, რომ რაღაც ჩუმი შეთანხმება არსებობდა
მათ შორის და თუ გასაჭირი აიძულებდა, მიეღო ქალისგან წყა-
ლობა, ღირსება ავალდებულებდა, საფასურიც გადაეხადა.
ამიტომ გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა, სამართლია-
ნობის პრინციპებისთვის თავი მსხვერპლად გაეღო. ზოგიერთ
ქვეყანაში ხომ, კანონის თანახმად, ვალის გადაუხდელობის-
თვის მოვალეებს მონებად იხდიან.
ასეთ ფიქრებში იყო გართული ჯონსი, რომ ლედის წერილი
მიიღო:
„გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ერთი სულელური, მაგრამ
უსიამოვნო რამ მოხდა, ამიტომ ჩვეულ ადგილას ვეღარ გნახავთ.
ხვალისთვის ვეცდები, სხვა ადგილი მოვძებნო, მანამდე კი adieu“62

მკითხველი მიხვდება, რომ ჯონსი დიდად იმედგაცრუებუ-


ლი არ დარჩებოდა ან თუ დარჩა, მალე გადაუარა, რადგან არ
გასულა ერთი საათი, იმავე ხელით დაწერილი ახალი წერილი
მიიღო:

„პირველი წერილი გამოვგზავნე თუ არა, გადავიფიქრე. თქვენ-


თვის თუ უცხო არ არის ნაზი გრძნობები, ალბათ არ გაგიკვირდებათ.
გადავწყვიტე, შინ დაგპატიჟოთ, არ დავეძებ არაფერს. მოდით ზუს-
ტად შვიდ საათზე. შინ არ ვსადილობ, მაგრამ ამ დროისთვის დავ-
ბრუნდები. ახლა ვხვდები, შეყვარებულისთვის ერთი დღე როგორი
გრძელია.
თუ შემთხვევით რამდენიმე წუთით ადრე მოხვალთ, უთხარით,
სასტუმრო ოთახში მიგიღონ“.

62
მშვიდობით(ფრანგ)
766
სიმართლე რომ გითხრათ, ჯონსი მეორე წერილით ნაკლებ
ნასიამოვნები დარჩა, რადგან მისტერ ნაითინგეილს პირობას
ვერ შეუსრულებდა, არადა უკვე ახლო მეგობრები იყვნენ. მის-
ტერ ნაითინგეილი მეგობრებთან ერთად ახალი სპექტაკლის
სანახავად აპირებდა წასვლას და მთელი გულით სთხოვა
ჯონსს, შეამხანაგებოდა. იმ საღამოს პიესის ათვალწუნებული
ავტორისთვის, მისტერ ნაითინგეილის ახლობლის ნაცნობის-
თვის უნდა დაესტვინათ. სამწუხაროდ, ჩვენი გმირი შემოთავა-
ზებულ გართობას სიხარულით დასთანხმდა, მაგრამ საბოლო-
ოდ ღირსებამ გაიმარჯვა სურვილზე.
ვიდრე ჯონსს პაემანზე მივაცილებდეთ, საჭიროდ მიმაჩნია,
ორი წერილის თაობაზე მოგახსენოთ, რადგან შეიძლება
მკითხველი გაკვირვებულია ლედი ბელასტონის წინდაუხედა-
ობით, საყვარელს პაემანი თავისი მეტოქის ადგილსამყო-
ფელში რომ დაუნიშნა.
იმ სახლის დიასახლისი, სადაც მანამდე ერთმანეთს ხვდე-
ბოდნენ, რამდენიმე წელი ლედისგან პენსიას იღებდა, მაგრამ
ის მეთოდისტი გახდა და ლედი გაკიცხა წარსული ცოდვების-
თვის, ასე უთხრა, სამომავლოდ თქვენი სასიყვარულო ამბე-
ბისთვის მე ნუღარ გამომიყენებთო.
ამ მოულოდნელობით შეშფოთებულ ლედის ლამის იმედი
დაეკარგა, რომ საღამოს ჯონსს შეხვდებოდა, მაგრამ ცოტა
რომ დამშვიდდა და გონება უკეთ აუმუშავდა, გადაწყვიტა, სო-
ფია თეატრში გაეშვა. სოფია სიხარულით დასთანხმდა. საღა-
მოს სასიამოვნოდ რომ ჩაევლო, თან მისის ონორი და მისის
იტოფი გაჰყვებოდნენ. ასე რომ, მისის ბელასტონს თამამად
შეეძლო შინ მიეღო ჯონსი და მასთან ორი-სამი საათი უდარ-
დელად გაეტარებინა. იქამდე მეგობართან სადილობდა. მე-
გობარი ქალაქის განაპირას ცხოვრობდა, იმ სახლთან ახ-

767
ლოს, სადაც ადრე ჯონსს ხვდებოდა ხოლმე და საიდანაც მიწ-
ვევა მანამდე მიიღო, ვიდრე მის ძველ მესაიდუმლეს ტვინი გა-
დაუბრუნდებოდა.

თავი 10
მოკლე, მაგრამ სევდიანი თავი

ჯონსი მისის ბელასტონთან წასასვლელად გამოეწყო თუ


არა, კარზე მისის მილერმა მიუკაკუნა და ძალიან სთხოვა, სას-
ტუმრო ოთახში ჩამობრძანდით, ჩაი ერთად მივირთვათო.
ჯონსი ოთახში რომ შევიდა, მისის მილერმა სტუმარი წა-
რუდგინა:
– სერ, ეს ჩემი ბიძაშვილის მეუღლეა, ისეთი მადლიერია
თქვენი, სურს, მადლობა პირადად გადაგიხადოთ.
მისის მილერის თავაზიანი შესავლის შემდეგ, ის იყო, სტუ-
მარს პირი უნდა გაეღო, მაგრამ მან და ჯონსმა ერთმანეთს
რომ შეხედეს, ორივე გაოგნდა. კაცი სკამზე დაესვენა და თქვა:
– კი, ის არის, დარწმუნებული ვარ, ის არის!
– ღმერთო ჩემო! რას ნიშნავს ეს? – იკითხა მისის მილერმა,
– ცუდად ხომ არ გახდით? ახლავე წყალს მოგიტანთ.
– ნუ შეშფოთდებით, მადამ, – უთხრა ჯონსმა, – მეც არანაკ-
ლებ გაოცებული ვარ ამ მოულოდნელი შეხვედრით. ჩვენ ერ-
თმანეთს ვიცნობთ, მისის მილერ.
– იცნობთ? ოჰ, ღმერთო ჩემო!
– ვიცნობთ, – გაიმეორა ჯონსმა, – პატივი მაქვს, ვიცნობ-
დე, რადგან მე მიყვარს და პატივს ვცემ ადამიანს, რომელიც
ცოლ-შვილის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებს.

768
– რა შესანიშნავი კაცი ხართ, მისტერ ჯონს, – შესძახა მისის
მილერმა, – მართალს ამბობთ, საწყალი ყველაფერს აკეთებს
მათთვის, თვითონ ასეთი ჯანმრთელი რომ არ ყოფილიყო,
აქამდე მოკვდებოდა.
– ეს კაცი ციდან მოვლენილი ანგელოზია, – თქვა სტუმარ-
მა, – ჩემი პეგის გადარჩენას მას უნდა ვუმადლოდე. ყველაზე
ღირსეული, მამაცი და კეთილშობილი კაცია ამქვეყნად და მის
ვალს ვერასოდეს გადავიხდი.
– ეს აღარ ახსენოთ, – უთხრა ჯონსმა, – აღარ ახსენოთ,
გთხოვთ (ალბათ ასე უნდოდა მიეხვედრებინა, რომ არც ყაჩა-
ღობის მცდელობის ხსენებას არ აპირებდა), თუ იმ უმნიშვნე-
ლო თანხით თქვენი ოჯახი გადავარჩინე, ძალიან იაფად მიმი-
ღია უდიდესი სიამოვნება.
– ოჰ, სერ, – შესძახა კაცმა, – ნეტავი, მოხვიდეთ ჩემთან.
ჩემი ახლობელი ადამიანი მოგიყვათ, რა სიდუხჭირეში ვცხოვ-
რობდით, მაგრამ თქვენი წყალობით ყველაფერი შეიცვალა...
ჩემს შვილებს საწოლები აქვთ... მათ... მათ... ღმერთმა დაგ-
ლოცოთ ყველაფრისთვის... მათ საჭმელი აქვთ... ჩემი პატარა
ბიჭი გადარჩა, ცოლიც უკეთაა და მე ბედნიერი კაცი გავხდი. ეს
ქალბატონი უკეთილშობილესი ადამიანია... სერ, უნდა მოხვი-
დეთ ჩვენთან, ჩემს ცოლს სურს, მადლობა გადაგიხადოთ და
შვილებსაც... ოჰ, სერ, თქვენ მათი პატარა, გაყინული გულები
გაათბეთ.
ჯონსმა სცადა საწყალი კაცი გაეჩერებინა, მაგრამ მას ისე
მოუზღვავდა ემოციები, თვითონ ვეღარ გააგრძელა ლაპარაკი
და ახლა მისის მილერი მოჰყვა მადლობებს თავისი და ნათე-
სავების სახელით, ბოლოს უთხრა, ეჭვი არ მეპარება, გულის-
ხმიერება დაგიფასდებათო.
ჯონსმა მიუგო:– უკვე დამიფასდა, ასეთი ნასიამოვნები
არასოდეს ვყოფილვარ. თქვენი ბიძაშვილის ამბის მოსმენა
769
მხოლოდ არაკაცს არ შეძრავდა და მიხარია, მე რომ მხვდა წი-
ლად, მათთვის სიხარული მომეტანა. მებრალება ადამიანი,
რომელსაც სხვისთვის სიხარულის მინიჭება არ სიამოვნებს,
რადგან ამ განცდას ვერაფერი შეედრება, რაც კი სიხარბეს ან
პატივმოყვარეობას მოაქვს.
ჯონსის წასვლის დრო დადგა, მანამდე მან მეგობრულად
ჩამოართვა ხელი სტუმარს და ისურვა, მალე ისევ შევხვედრო-
დეთო. პირობა მისცა, ვეცდები, მოგინახულოთო. მერე პორ-
ტშეზი გამოიძახა და მისის ბელასტონის სახლისკენ გასწია. სი-
ხარულს ვერ ერეოდა, საცოდავი ოჯახი რომ გადაარჩინა და
იმის გაფიქრებისაც ეშინოდა, რა ბედი ეწეოდათ, მაშინ გზაზე,
ყაჩაღობის მცდელობისას, გულმოწყალების ხმისთვის რომ
არ დაეჯერებინა.
მისის მილერი მთელი საღამო ჯონსის ქება-დიდებაში იყო,
მისტერ ანდერსონიც მხურვალედ უბამდა მხარს, ძლივს იკა-
ვებდა თავს, ყაჩაღობის შემთხვევა რომ არ ეხსენებინა და კი-
დევ კარგი, ახერხებდა, თორემ მკაცრ, სამართლიანი პრინცი-
პების მიმდევარ და, ცოტა არ იყოს, ჭორაობის მოყვარულ მი-
სის მილერთან სირცხვილს ჭამდა.

თავი 11
ეს თავი მკითხველს გააოცებს

მისტერ ჯონსი დათქმულ დროზე ადრე მივიდა, ბევრად უფ-


რო ადრე, ვიდრე ლედი, რადგან მისი შეყოვნების მიზეზი, შო-
რი მანძილის გარდა, კიდევ სხვა რამდენიმე უსიამოვნო შემ-
თხვევა გახდა. ჯონსი სასტუმრო ოთახში შეიპატიჟეს, სადაც
რამდენიმე წუთი დაყო, ვიდრე კარი არ გაიღო და ოთახში, არც

770
მეტი არც ნაკლები, თავად სოფია არ შემოვიდა. სოფიამ პირ-
ველი აქტის შემდეგ თეატრი დატოვა, რადგან, როგორც უკვე
მოგახსენეთ, ახალ პიესას მაყურებელთა ერთი ნაწილი იწო-
ნებდა, მეორე კი გმობდა და ისეთი აურზაური ატყდა, რომ ვი-
ღაც ღვთისნიერმა ახალგაზრდა ჯენტლმენმა პორტშეზამდე
მიაცილა და შინ დაბრუნდა.
ლედი ბელასტონს გაფრთხილებული ჰყავდა, გვიან დავ-
ბრუნდებიო და ამიტომ სოფია შეხვედრას არავისთან ელოდა,
სწრაფი ნაბიჯით პირდაპირ სარკისკენ გაემართა და არც მო-
უთვალიერებია ოთახი, სადაც ჯონსი ქანდაკებასავით გაშეშე-
ბული იდგა, მაგრამ სარკეში, ჯერ თავისი ლამაზი სახით რომ
დატკბა, ქანდაკება შენიშნა. სოფია წამსვე მოტრიალდა და
როცა დარწმუნდა, ხილვა არ იყო, ხმამაღლა შეჰკივლა და ალ-
ბათ გულწასული დაეცემოდა, ჯონსს რომ არ მოესწრო მკლა-
ვების შეშველება.
ჩემს ძალას აღემატება შეყვარებულების გამომეტყველე-
ბის ან მათი ფიქრების გადმოცემა, ხმას ვერ იღებდნენ, თავა-
დაც უჭირდათ მოზღვავებული გრძნობების გამოხატვა და რა
გასაკვირია, მე თუ ვერ შევძელი. სამწუხაროდ, ალბათ მხო-
ლოდ თითო-ოროლა მკითხველს თუ ექნება განცდილი ის,
რაც იმ წუთს ჯონსის და სოფიას გულში ხდებოდა.
ბოლოს ჯონსმა ენის ბორძიკით ამოღერღა:
– გაგიკვირდათ ჩემი დანახვა, მადამ?
– გამიკვირდა?! – უპასუხა სოფიამ, – რა თქმა უნდა, გამიკ-
ვირდა, საერთოდ, მეეჭვება, თავს რომ მაჩვენებთ, მართლაც
ის იყოთ!
– ის ვარ, ჩემო სოფია, მომიტევეთ, ასე რომ მოგმართავთ,
მე ის უბედური ჯონსი ვარ, რომელიც ბედმა ბევრი იმედგაც-
რუების შემდეგ გულმოწყალედ თქვენთან მოიყვანა. რომ
იცოდეთ, სოფია, რამდენი ტანჯვა გამოვიარე ამ ძებნისას.
771
– ვისი ძებნისას? – ცოტა რომ დამშვიდდა, ჰკითხა სოფიამ.
– ნუ იქნებით ასეთი სასტიკი, ნუთუ საჭიროა, გითხრათ,
რომ სულ თქვენ დაგეძებდით?
სოფიამ ისევ ჰკითხა:
– და რა გადაუდებელი საქმე გაქვთ ჩემთან, მისტერ ჯონს?
– მადამ, ამას მართლაც შეიძლება გადაუდებელი საქმე და-
ვარქვათ (უბის წიგნაკი გადასცა სოფიას). იმედია, მადამ, ყვე-
ლაფერი ადგილზეა.
სოფიამ უბის წიგნაკი გამოართვა და რაღაც უნდა ეთქვა,
მაგრამ ჯონსმა შეაწყვეტინა:
– მოდით, ნუ დავკარგავთ ამ ძვირფას წუთებს, ბედმა რომ
გვარგუნა. ოჰ, ჩემი სოფია! მე უფრო მნიშვნელოვანი საქმე
მაქვს თქვენთან. მუხლმოყრილი გევედრებით, მაპატიეთ.
– გაპატიოთ? – შესძახა სოფიამ, – ნუთუ შეგიძლიათ პატიე-
ბა ითხოვოთ მას შემდეგ, რაც მე თქვენზე გავიგე?!
– არც ვიცი, რა უნდა გითხრათ, არც მაქვს პატიების იმედი.
ოჰ, ჩემო სოფია! მე საწყალს ასეთი აზრი არც უნდა დამბადე-
ბოდა, დამივიწყეთ, დაე, ეპტონის შემთხვევამ სამუდამოდ გან-
დევნოს ჩემზე ფიქრები.
სოფიამ ფერი დაკარგა და აკანკალდა, გული ლამის ამოუ-
ვარდა, მაგრამ ეპტონის ხსენებაზე ლოყები შეუფაკლდა და
აქამდე დახრილი თვალები ჯონსს ზიზღით მიაპყრო. ჯონსი
ყველაფერს მიხვდა და თქვა:
– სოფია, ჩემო ერთადერთო სიყვარულო! მე თქვენზე მე-
ტად მეზიზღება საკუთარი თავი, მაგრამ ჩემს გულს თქვენთვის
არასოდეს უღალატია. ჩემს გულს არაფერი ესაქმებოდა იმ
შეცდომებთან, რომლებიც მე ჩავიდინე, ის ყოველთვის მხო-
ლოდ თქვენ გეკუთვნოდათ. მართალია, არასოდეს მიოცნებია
თქვენს დაუფლებაზე, სხვა ქალს ვერასოდეს შევიყვარებდი.

772
მერწმუნეთ, მას შემდეგ ის ქალი აღარც მინახავს და არც არა-
ვითარი სურვილი მაქვს, ვნახო.
სოფიას ამის გაგონება დიდად ესიამოვნა, მაგრამ შეეცადა,
ცივად ეპასუხა:
– რატომ იცავთ თავს, მისტერ ჯონს, როცა არავინ გადანა-
შაულებთ? მე რომ თქვენი დადანაშაულება მინდოდეს, უპა-
ტიებელ შეცდომას დავასახელებდი.
– ღვთის გულისათვის, მითხარით, რაში დამადანაშაულებ-
დით? – ჰკითხა ჯონსმა და აკანკალებული ელოდა მისის ბე-
ლასტონის სახელის ხსენებას.
– ოჰ, ნეტავი, როგორ შეიძლება ერთი გული ამდენ კეთილ-
შობილებასაც იტევდეს და ამდენ სისაძაგლესაც?
ჯონსს ისევ ამოუტივტივდა გონებაში ლედი ბელასტონი და
თავისი დამამცირებელი მდგომარეობა და ხმა ვერ ამოიღო.
– რა უნდა მეფიქრა, როცა ღირსეული ჯენტლმენი საჯაროდ
ჩემზე ჭორაობდა და მდაბიოების თანდასწრებით ისიც გით-
ქვამთ, თითქოს იძულებული გახდით, სიყვარულს გაჰქცე-
ოდით.
ჯონსი ასე არასოდეს გაოცებულა. ბრალს რაში სდებდნენ,
არ იცოდა, მაგრამ მაინც ადვილად იმართლა თავი, რადგან
მისი სინდისი ბევრად უარესს შიშობდა. როცა სოფიასგან რამ-
დენიმე კითხვაზე პასუხი მიიღო, მისთვის ნათელი გახდა, რომ
ყველაფერი პარტრიჯის დამსახურება იყო, რომელმაც ეტყობა
დიასახლისთან და მის მსახურებთან მოაღო პირი. სოფიამაც
დაუდასტურა, სწორედ მისგან შეიტყვეს ყველაფერიო. ჯონსს
არ გაუჭირდა სოფიას დარწმუნება, რომ სრულიად უდანაშაუ-
ლო იყო, სამაგიეროდ, სოფიას გაუჭირდა მისი შეკავება, პარ-
ტრიჯის მოსაკლავად როცა იწევდა. მალე ყველაფერი გა-
ირკვა და ისეთი კმაყოფილი იყო ორივე, ჯონსს დაავიწყდა, სა-

773
უბრის დასაწყისში სოფიას რომ ეუბნებოდა, ამიერიდან დამი-
ვიწყეო და ლამის უკვე ცოლობას სთხოვდა. სოფიამ ასე უპა-
სუხა:
– მამის წინაშე ვალდებულება რომ არ მაკავებდეს, სიღა-
რიბეს მეტი სიხარულით ავიტანდი, ვიდრე მდიდარი კაცის ცო-
ლობას.
სიღარიბე რომ ახსენა, ჯონსი შეკრთა, სოფიას ხელი გაუშ-
ვა, გულზე ხელი დაირტყა და თქვა:
– ოჰ, სოფია, მე ვერ გაგაუბედურებთ, ვერა, ეს დიდი სულ-
მდაბლობა იქნება. ძვირფასო სოფია, როგორი ძნელიც უნდა
იყოს, უარს ვიტყვი თქვენზე, თავს დაგანებებთ, გულიდან ამო-
ვიგლეჯ ბოლო იმედს, რადგან თქვენთვის შეუფერებელი ვარ,
მაგრამ სიყვარულს მარად გულში ვატარებ, ოღონდ არ გაგიმ-
ხელთ, თქვენგან შორს ვიქნები, სადმე გადავიკარგები და ჩემი
ოხვრა არასოდეს მოაღწევს თქვენს ყურამდე. და როცა მოვ-
კვდები...
ჯონსი კიდევ გააგრძელებდა, სოფიას ცრემლი რომ არ წას-
კდომოდა და არ ჩახუტებოდა. ჯონსი ცრემლებს უკოცნიდა და
სოფიაც არ უძალიანდებოდა. მერე გონს მოეგო, ნაზად გაითა-
ვისუფლა თავი მისი მკლავებიდან და შეეცადა, ამაღელვებე-
ლი თემა შეეცვალა. მან ისეთი კითხვით მიმართა ჯონსს, აქამ-
დე არც ერთს აზრად რომ არ მოსვლია:
– აქ როგორ გაჩნდით?
ჯონსი დაიბნა და სავარაუდოდ რაღაც ეჭვსაც აღუძრავდა
სოფიას, მაგრამ ამ დროს კარი გაიღო და ოთახში მისის ბე-
ლასტონი შემოვიდა.
ჯონსი და სოფია ერთად რომ დაინახა, შეცბა, მაგრამ რამ-
დენიმე წამში შესაშური აუღელვებლობით მოთოკა თავი, თუმ-
ცა გაოცება ხმაზეც ეტყობოდა და გამომეტყველებაზეც და
თქვა:
774
– მე მეგონა, თეატრში იყავით, მის ვესტერნ.
სოფიას არ მიეცა საშუალება, გაეგო, ჯონსი როგორ მოხ-
ვდა მათ სახლში, არც სიმართლე იცოდა და, რა თქმა უნდა,
არც ის, რომ ჯონსი და მისის ბელასტონი ერთმანეთს იცნობ-
დნენ, ამიტომ ძალიან დაიბნა. თანაც მისის ბელასტონი ყო-
ველთვის მისტერ ვესტერნის მხარეს იჭერდა. სოფიამ თეატ-
რის ამბების მოყოლა დაიწყო და უამბო, თუ რამ აიძულა, ადრე
დაბრუნებულიყო.
სანამ ის ლაპარაკობდა, მისის ბელასტონს დრო მიეცა,
დამშვიდებულიყო და მოეფიქრებინა, როგორ მოქცეულიყო.
სოფიას შეატყო, რომ ჯონსს მათ შესახებ არაფერი გაუმხელია
და ამიტომ მხიარულად უთხრა:
– ასე მოულოდნელად არ შემოვიდოდი, რომ მცოდნოდა,
სტუმარი გყავდათ.
ლედი ბელასტონი თვალს არ აშორებდა სოფიას, როცა ეს
სიტყვები უთხრა. საწყალ გოგოს ელეთმელეთი მოუვიდა და
ენის ბორძიკით მიუგო:
– მადამ, ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია თქვენთან
ყოფნა...
– იმედია, – შესძახა ლედი ბელასტონმა, – ხელი არ შეგი-
შალეთ.
– არა, მადამ, – უპასუხა სოფიამ, – ალბათ გახსოვთ, სულ
ვახსენებდი, უბის წიგნაკი რომ დავკარგე. საბედნიეროდ,
თურმე ამ ჯენტლმენმა იპოვა, დიდი სიკეთე გამოიჩინა და მო-
მიტანა.
რაც ლედი ოთახში შემოვიდა, ჯონსს შიშისგან გული ეპარე-
ბოდა. უხერხულად იჯდა სკამზე, ქუსლებს აბაკუნებდა, თითებს
ათამაშებდა და ნამდვილ სულელს ჰგავდა, ახალგაზრდა, პირ-
ტიტველა სკვაირს, პირველად რომ მოხვდება მაღალი წრის

775
საზოგადოებაში. მაგრამ ნელ-ნელა დამშვიდდა, მიხვდა, მი-
სის ბელასტონი არ აპირებდა მათი ნაცნობობის გამხელას,
თავადაც უცნობად მოაჩვენა თავი და უთხრა:
– ეს უბის წიგნაკი რომ ვიპოვე, იმ დღიდან ვცდილობდი, მი-
სი პატრონი მომეძებნა, მაგრამ აქამდე არ მიმართლებდა.
სოფიას მართლაც მოყოლილი ჰქონდა ლედი ბელასტო-
ნისთვის, უბის წიგნაკი რომ დაკარგა, მაგრამ რადგანაც ჯონსს
ეს ამბავი ერთხელაც არ უხსენებია, ლედიმ ყველაფერი სოფი-
ას გამონაგონად მიიჩნია და ახლა ახალგაზრდა ლედის მო-
ხერხებულობით აღტაცებული დარჩა, თეატრიდან ადრე წა-
მოსვლის მიზეზი კი დიდად დამაჯერებელი არ ეჩვენა და უკვე
ფიქრობდა, რომ ჯონსის და სოფიას შეხვედრა დაუგეგმავი არ
უნდა ყოფილიყო.
ლედიმ ნაძალადევი ღიმილით თქვა:
– მის ვესტერნ, მართლაც ძალიან გაგიმართლათ, ასეთი
ღირსეული ჯენტლმენის ხელში რომ აღმოჩნდა თქვენი უბის
წიგნაკი, მაგრამ თქვენ ხომ არ განგიცხადებიათ დანაკარგის
თაობაზე, სერ, რა კარგია, რომ პატრონს მოაგენით.
– ოჰ, მადამ, – შესძახა ჯონსმა, – ყდაზე ეწერა სახელი და
გვარი.
– ნამდვილად დიდი გამართლებაა, და როგორ მონახეთ? –
იკითხა ლედიმ, – მის ვესტერნს ცოტა თუ იცნობს ამ ქალაქში.
ჯონსი უკვე მხნედ გრძნობდა თავს და სოფიას კითხვაც რომ
დაეკმაყოფილებინა, ასე მიუგო:
– მადამ, იღბლიან შემთხვევას უნდა ვუმადლოდე. რო-
გორც მოგახსენეთ, სახელი უბის წიგნაკზე ეწერა. ამას წინათ
კი მასკარადზე ერთ ლედის მოვუყევი და მისგან შევიტყვე, სად
შეიძლებოდა მის ვესტერნი მენახა. მსახურს რომ ვუთხარი, ძა-
ლიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს-მეთქი, ამ ოთახში შემომიყ-
ვანა და მალე ახალგაზრდა ლედიც დაბრუნდა თეატრიდან.
776
მასკარადი როცა ახსენა, ეშმაკურად გააპარა თვალი ლედი
ბელასტონისკენ, ისე, რომ სოფიას არ შეემჩნია. ლედი მარ-
თლაც ცოტა შეცბა და არაფერი უთქვამს. ჯონსი ატყობდა, სო-
ფია ძალიან ღელავდა და მიხვდა, რომ ერთადერთი, რითაც
უშველიდა, იქიდან უნდა წასულიყო. ამიტომ თქვა:
– ვიცი, მადამ, ასეთ დროს გასამრჯელოს ითხოვენ ხოლმე,
მე სხვა არაფერი მინდა, ოღონდ უფლება მომეცით, კიდევ გი-
ნახულოთ.
– სერ, – უთხრა ლედიმ, – ეჭვი არ მეპარება, ნამდვილი
ჯენტლმენი ბრძანდებით და თქვენთვის ჩვენი კარი მუდამ ღია
იქნება.
ჯონსი ზრდილობიანად დაემშვიდობა ორივეს და დიდად
კმაყოფილი წავიდა. სოფიაც არანაკლებ კმაყოფილი დარჩა
მისი წასვლით, რადგან შიშობდა, ლედი არ მიმხვდარიყო
იმას, რაც უკვე მშვენივრად იცოდა.
კიბეზე ჯონსს ძველი ნაცნობი შეხვდა, მისის ონორი, რო-
მელსაც, მართალია, მასზე ბევრი აუგი ჰქონდა ნათქვამი, მა-
ინც თავაზიანად მიესალმა. ჯონსს ნამდვილად გაუმართლა,
რადგან ონორს თავისი მისამართი უთხრა, რომელიც სოფიას-
თვის უცნობი იყო.

თავი 12
აქ მთავრდება მეცამეტე წიგნი

დახვეწილი ლორდი შეფთსბერი სიმართლისადმი მეტის-


მეტი ერთგულების წინააღმდეგია, რაც გვაძლევს საფუძველს,
ვიფიქროთ, რომ ტყუილი არათუ საპატიებელია, არამედ საქე-
ბარიც.და, რა თქმა უნდა, ისე ვერავინ ისარგებლებს ამ საქე-

777
ბარი ტყუილით, როგორც ახალგაზრდა შეყვარებული ქალე-
ბი, რომელთაც თავი შეიძლება გაიმართლონ ქცევის წესებით,
აღზრდით და, რაც მთავარია, ოფიციალური სანქციით, რომე-
ლიც მათ არ უკრძალავს, მისდიონ ბუნებრივ იმპულსებს (რაც
სრულიად სულელური იქნებოდა), მაგრამ უკრძალავს აღია-
რებას.
ამიტომ არ გვრცხვენია, გითხრათ, რომ ჩვენმა სოფიამ ზე-
მოთ ხსენებული ღირსეული ფილოსოფოსის რჩევას მისდია.
როცა დარწმუნდა, ლედი ბელასტონმა არ იცოდა, რომ ის
ახალგაზრდა ჯენტლმენი ჯონსი იყო, გადაწყვიტა, არც გაეგე-
ბინებინა, თუმცა ეს პატარა ტყუილის ფასად დაუჯდებოდა.
ჯონსი ახალი გასული იყო, მისის ბელასტონმა რომ შესძა-
ხა:
– რა სიმპათიური ახალგაზრდაა, ნეტავი, ვინ არის? არა
მგონია, ადრე მენახოს.
– არც მე, მადამ, – უთხრა სოფიამ, – უნდა ვაღიარო, მარ-
თლაც კეთილშობილურად მოიქცა.
– დიახ, და ძალიან სანდომიანი ყმაწვილია, არა?
– დიდად არ დავკვირვებივარ, – თქვა სოფიამ, – ისე, ცოტა
მოუხეშავი მომეჩვენა.
– მართალი ხარ, ქცევაზე ეტყობა, მაღალ წრეში ყოფნას არ
უნდა იყოს ჩვეული. თუმცა კი უბის წიგნაკი დაგიბრუნა და გა-
სამრჯელოზე უარი თქვა, მაინც ვეჭვობ, ჯენტლმენი იყოს… შე-
მინიშნავს, კეთილშობილებს ახასიათებთ რაღაც ისეთი, რაც
სხვას არ გააჩნია. ალბათ აჯობებს, ვუბრძანო, აქ აღარ მივი-
ღოთ.
– არა, მადამ, – უთხრა სოფიამ, – ასეთი საქციელის მერე,
რატომ უნდა მოვერიდოთ?.. თანაც, თუ შეამჩნიეთ, როგორ
მოხდენილად ეჭირა თავი, როგორ ელეგანტურად…

778
– უნდა გამოგიტყდე, ეს ყმაწვილი… სოფია, უნდა მომიტე-
ვო, მაპატიე…
– რა უნდა გაპატიოთ?
– იცი, პირველად რომ შევხედე, ასე მომეჩვენა, თითქოს
მისტერ ჯონსი იყო.
– მართლა? – შეჰყვირა შეცბუნებულმა სოფიამ და უხერხუ-
ლად გაიცინა.
– კი, გეფიცები, ასე იყო, – უთხრა მისის ბელასტონმა, – არ
ვიცი, რა დამემართა. სიმართლე რომ ვთქვათ, ელეგანტურად
ეცვა, რაც, ჩემო სოფია, შენი მეგობრისთვის უჩვეულო იქნე-
ბოდა.
– მას შემდეგ, რაც პირობა მოგეცით, ასეთი დაცინვა ულ-
მობლობად მეჩვენება, – თქვა სოფიამ.
– სულაც არა, შვილო, ადრე ალბათ ასეც იქნებოდა, თუმცა
თვითონაც ხომ შემპირდი, რომ მამის ნებართვის გარეშე მას
ცოლად არ გაჰყვები. სოფლელ გოგოს შეიძლება ეპატიოს უმ-
ნიშვნელო დაცინვაზე გაბრაზება და როგორც ამბობ, შენ ეს
უკვე გადალახე, მაგრამ რა უნდა ვიფიქრო, თუ მის ჩაცმულო-
ბაზე გახუმრებასაც ვერ აიტან? ვშიშობ, რომ მგონი შორს შე-
ტოპე და ლამის ვეჭვობ, გულწრფელი ხარ თუ არა ჩემთან.
– მადამ, თქვენ ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ რამე ინტერესი
გამიჩნდა იმ ახალგაზრდა კაცის მიმართ.
– ახალგაზრდა კაცის მიმართ! შენ არასწორად გამიგე, მე
მხოლოდ მის ტანსაცმელზე ვლაპარაკობდი, არც მიფიქრია,
თუ შენი მისტერ ჯონსი მას ჰგავს...
– მე კი მეგონა, მოგეწონათ...
– ვინ?
– მისტერ ჯონსი, – უპასუხა სოფიამ და სასწრაფოდ გამო-
ასწორა, – არა, არა, ბოდიში, მე იმ ჯენტლმენს ვგულისხმობ-
დი...
779
– ოჰ, სოფია, სოფია! როდის ამოიგდებ თავიდან ამ მისტერ
ჯონსს?
– მადამ, გარწმუნებთ, მე ჯონსი ისევე არ მაინტერესებს,
როგორც ეს ახლახან წასული ჯენტლმენი.
– გარწმუნებ, რომ შენი მჯერა. მომიტევე ის ხუმრობა,
გპირდები, მის სახელს აღარასოდეს ვახსენებ.
ასე დაშორდნენ ერთმანეთს, რაც სოფიასთვის უფრო სასი-
ხარულო იყო, ვიდრე ლედი ბელასტონისთვის, რომელიც მას
ერთხანს კიდევ სიამოვნებით გააწვალებდა, მაგრამ გადაუდე-
ბელი საქმე ეძახდა. სოფიას რაც შეეხება, პირველი შემთხვევა
იყო, რომ მოიტყუა და უხერხულობას გრძნობდა, რცხვენოდა
და ვერც გამოუვალი მდგომარეობით გაიმართლებდა თავს.
მისი ფაქიზი ბუნება ტყუილს ვერ ეგუებოდა და ამ ფიქრებით
გაწამებულს, მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს.

780
წიგნი XIV

მოიცავს ორ დღეს

თავი 1
ამ ესეიში გვინდა დავამტკიცოთ, რამდენად უკეთესია,
როცა მწერალი კარგად იცნობს იმ საგანს, რომელზედაც წერს

ვინაიდან ჩვენი დროის რამდენიმე ჯენტლმენი, ყოველგვა-


რი განათლების გარეშე და შეიძლება საერთოდ კითხვის უცო-
დინარიც, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი გენიის საკვირვე-
ლი ძალის წყალობით, მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა მწერ-
ლობის ხელოვნების რესპუბლიკაში, თანამედროვე კრიტიკო-
სებმა, როგორც მითხრეს, დაიწყეს იმის მტკიცება, თითქოს
მწერლისთვის არავითარი განათლება არ არის საჭირო, თით-
ქოს განათლება ბუნებით მონიჭებულ სიხალისეს, ენერგიას
და წარმოსახვას ბოჭავს და ხელს უშლის მწერალს, იმ სიმაღ-
ლეს მიაღწიოს, რასაც სხვა შემთხვევაში ვერ მიაღწევდა.
ვშიშობ, ამ თეორიამ კრიტიკოსები ძალიან გაიტაცა, მაგ-
რამ რატომ უნდა განსხვავდებოდეს ლიტერატურა ხელოვნე-
ბის სხვა დანარჩენი დარგებისგან? ცეკვის მასწავლებლის
გრაციოზულობას არაფერს ვნებს, თუ თავად კარგად აქვს ნას-
წავლი ცეკვის ხერხები, ვერც ხელოსანი მოიხმარს ხელსაწ-
ყოს უსწავლელად. ვფიქრობ, ჰომეროსი ან ვერგილიუსი ასე-
თი ცეცხლით ვერ დაწერდნენ, დღევანდელი ავტორებივით გა-
უთლელები რომ ყოფილიყვნენ და არა თავისი დროისთვის
უაღრესად განათლებული ადამიანები. ვერც იმას დავიჯერებ
დემოსთენეს და ციცერონის შესახებ რომ არაფერი სცოდნო-
და პიტს და ინგლისის სენატში ესოდენ გონივრული, მგზნება-
რე და სამართლიანი სიტყვები წარმოეთქვა. სულ არ მინდა,
781
ისე გამიგონ, თითქოს ჩემი თანამოძმეებისგან იმხელა განათ-
ლებას ვითხოვდე, ციცერონი რომ ითხოვდა ორატორისგან.
პირიქით, ვფიქრობ, პოეტისთვის მცირედი განათლებაც საკ-
მარისია, კიდევ უფრო ნაკლები – კრიტიკოსისთვის და ყველა-
ზე ცოტა – პოლიტიკოსისთვის, რადგან პოეტებს ალბათ შეუძ-
ლიათ შელის პოეტური ხელოვნების და რამდენიმე თანამედ-
როვე პოეტის თხზულებათა კითხვას დასჯერდნენ, კრიტიკოსე-
ბი – ზომიერი რაოდენობის პიესებისას, პოლიტიკოსები კი რა-
გინდარა პოლიტიკური ჟურნალებისას.
სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი აზრით, აუცილებელია,
ძველი კანონის თანახმად, მწერალმა ცოტა რამ მაინც იცოდეს
იმის შესახებ, რაზედაც წერს, Quam quisque norit artem in es
se exerceat63. მხოლოდ ამის გათვალისწინებით შეიძლება
მან რაიმე ვარგისი შექმნას.
მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ ჰომეროსი, ვერგილი-
უსი, არისტოტელე და ციცერონი, თუკიდიდე და ლივიუსი შე-
იყარნენ ერთობლივი ძალებით ცეკვის ხელოვნების ტრაქტა-
ტის დასაწერად. მჯერა, ყველა დამეთანხმება, რომ მათი
ტრაქტატი ვერ გაუტოლდებოდა მისტერ ესექსის ამავე თემაზე
დაწერილ შესანიშნავ ნაშრომს – „მაღალი საზოგადოების გა-
ნათლების საფუძვლებს“.
მრავალი მაგალითის მოშველიება შეიძლება, მაგრამ აჯო-
ბებს, მთავარ სათქმელს მივუბრუნდე. როგორც ვხვდები, ბევ-
რი ინგლისელი მწერალი იმიტომაა სრულიად უძლური, აღწე-
როს მაღალი საზოგადოების მანერები, რომ სინამდვილეში
წარმოდგენა არა აქვს აღნიშნულ საკითხზე. სამწუხაროდ, ამ
ცოდნის მიღება ბევრი ავტორისთვის მიუწვდომელია. წიგნები

63
რა ხელოვნებაც იცი, იქ უნდა მიაღწიო სრულყოფილებას
782
არასრულყოფილ წარმოდგენას შეგვიქმნიან, სცენაც – ბევ-
რად უკეთესს ვერა; ჯენტლმენი, ვინც წიგნიდან იძენს განათ-
ლებას, პედანტი გახდება და ვინც სცენიდან – პიჟონი.
დამაჯერებელი არც ხასიათები გამოდის. ვანბრუს და კონ-
გრივს ისინი პირდაპირ ბუნებიდან გადმოჰქონდათ, მაგრამ
მათ რომ მიჰბაძო თანამედროვე საუკუნეში, ისეთივე აბსურდი
გამოვა, ჰოგართს რაუტი რომ დაეხატა და ტიციანის ან ვან დე-
იკის სამოსში გამოეწყო საზოგადოება. მოკლედ, იმიტაცია არ
გვარგებს. ნახატი ბუნებიდან უნდა იყოს გადმოწერილი. მაღა-
ლი საზოგადოების გაცნობა მხოლოდ ურთიერთობით შეიძ-
ლება, ნებისმიერი ფენის მანერები საკუთარი თვალით უნდა
იხილო.
მაგრამ ისე ხდება, რომ მაღალი წრის წარმომადგენელი
მოკვდავები, ადამიანთა სახეობის სხვა დანარჩენი წარმომად-
გენლებისგან განსხვავებით, ქუჩაში, მაღაზიაში ან კაფეში არ
ჩნდებიან. მოკლედ, მათი ნახვის უფლების მოსაპოვებლად შე-
საფერისი წარმოშობა ან ქონება უნდა გქონდეთ, ან კიდევ
პროფესიონალი ბანქოს მოთამაშე უნდა იყოთ, ორივეს ერ-
თად რომ უტოლდება, ოღონდ, სამწუხაროდ, ასეთები მწერ-
ლობის უსარგებლო ხელობას არ მისდევენ, მწერლობა ზოგა-
დად ღარიბებს იტაცებს, ის ხომ კაპიტალის ჩადებას არ ით-
ხოვს.
ამიტომაა, რომ ის უცნაური ურჩხულები, მაქმანებში და აბ-
რეშუმებში გამოპრანჭული, პარიკებით და ხაბარდებით, ბა-
ტონებად და ქალბატონებად წოდებულნი, სცენიდან პარტე-
რის და ქანდარების თვალს რომ ახარებენ, ისევე ძნელი მოსა-
ძებნია რეალურ ცხოვრებაში, როგორც კენტავრები ან ქიმე-
რები, ანდა სხვა გამოგონილი არსებები. მაგრამ, თუ ნებას
დამრთავთ, ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, მაღალი საზოგა-

783
დოების ცოდნა აუცილებელია, შეცდომები რომ აირიდო, თუმ-
ცა კომედიისთვის ან მე რომ ახლა ვწერ, ისეთი რომანების-
თვის დიდად სარგებლიანი არ არის.
რასაც მისტერ პოუპი ქალებზე ამბობს, ყველაზე უკეთ მაღა-
ლი წრის წარმომადგენლებს მიესადაგება, ისეთი არაბუნებ-
რივები და გაპრანჭულები არიან, გეგონება, პიროვნული თვი-
სებები არა აქვთ, ყოველ შემთხვევაში, არ ამჟღავნებენ. გავბე-
დავ და ვიტყვი, რომ მაღალი წრის ცხოვრება ყველაზე მოსაწ-
ყენია, მცირე გასართობს და სახალისოს გთავაზობთ. დაბალ
ფენებში პროფესიების მრავალფეროვნება სხვადასხვა კომი-
კურ ხასიათს წარმოშობს, როცა აქ, ამბიციის დაკმაყოფილე-
ბის მცირერიცხოვან მსურველთა და სიამოვნების კიდევ უფ-
რო ცოტა მოყვარულთა გამოკლებით, პირფერობით და მონუ-
რი მიმბაძველობით ერთობიან, ერთადერთი საქმიანობა კი
სმა-ჭამა, ჩაცმა, ბანქოს თამაში და თავის დაკვრაა.
თუმცა ხსენებულ ფენაშიც გამოერევიან ისეთები, რომლებ-
ზეც ვნებების სისასტიკე გაივარჯიშებს ხოლმე და ეთიკის საზ-
ღვრებს მიღმა გააქროლებს; ამ საკითხში მაღალი წრის ქალ-
ბატონები თავიანთი კეთილშობილური სითამამით განსაკუთ-
რებით განსხვავდებიან მხდალი და უბრალო ქალებისგან,
როგორც სათნო ლედი თავისი დელიკატურობით და ელეგან-
ტურობით განსხვავდება იომენის ან ფარდულის მეპატრონის
ცოლისგან. ლედი ბელასტონი ერთ-ერთი ასეთი თამამი ქალი
გახლდათ, მაგრამ არ მინდა ჩემმა პროვინციელმა მკითხვე-
ლებმა დაასკვნან, თითქოს დიდებული ქალბატონები ზოგა-
დად ასეთები არიან ან ასე გვინდა წარმოგიჩინოთ. ხომ არავინ
იფიქრებს, რომ ყველა მღვდელს ტვაკომთან ვაიგივებთ ან
ყველა ჯარისკაცს – ნორთერტონთან?
არ არსებობს იმაზე მცდარი, უვიცი სატირიკოსებისგან ნა-
სესხები და საყოველთაოდ გავრცელებული აზრი, თითქოს
784
ყველაზე გარყვნილ საუკუნეში ვცხოვრობთ. პირიქით, დარ-
წმუნებული ვარ, მაღალი წრის ადამიანები ახლა ყველაზე ნაკ-
ლებად არიან ჩაბმული სასიყვარულო ინტრიგებში. ახლან-
დელ ქალებს დედები ასწავლიან, მთელი ყურადღება ამბიცი-
ისკენ და პატივმოყვარეობისკენ მიმართონ და სიყვარულით
მოგვრილი სიამოვნებები აითვალწუნონ, როგორც უღირსო-
ბა. ისინიც, დედების მზრუნველობის წყალობით, უქმრებოდ
თხოვდებიან, რწმუნდებიან მშობლებისგან მიღებული დარი-
გებების უტყუარობაში და დარჩენილ ცხოვრებას უღიმღამოდ
ატარებენ, მხოლოდ უცოდველი ან უფრო ბავშვური გასართო-
ბებით კმაყოფილდებიან, რომელთა ხსენებაც ჩვენს ღირსეულ
ისტორიასთან უკადრისი იქნება. ჩემი მოკრძალებული აზრით,
დღევანდელი ბომონდის დასახასიათებლად უფრო სიტყვა
„სულელურს“ ვიხმარდი, ვიდრე „მანკიერს“; ვფიქრობ, მის
ერთადერთ ეპითეტად მხოლოდ ქარაფშუტა თუ გამოდგება.

თავი 2
მოიცავს წერილებს და სხვა სასიყვარულო ამბავს

ჯონსი დიდი ხნის მისული არ იყო შინ, რომ შემდეგი შინა-


არსის წერილი მიიღო:
„ასე არასოდეს გავოცებულვარ, ჩემს უნახავად როგორ წახვე-
დით? თქვენი საქციელი იმდენად აუხსნელია, მინდა შევიძულო გუ-
ლი, რომელმაც ასეთი შტერი შეიყვარა, თუმცა არ ვიცი, მისი ეშმა-
კობა უფრო მომწონს თუ გულუბრყვილობა. ორივე მშვენივრად გა-
მოსდის! მართალია, ჩვენ შორის რა ხდება, არაფერი იცის, მაინც
ეყო მოხერხებულობა, თავდაჯერება, თუ არ ვიცი, რა დავარქვა,

785
რომ თვალი ურცხვად გამისწორა და ისე მითხრა თქვენზე, პირვე-
ლად ვნახეო. ნუთუ ერთმანეთთან პირი შეკარით და ისეთი სულმდა-
ბალი ხართ, რომ გამამხილეთ?.. ოჰ, როგორ მეზიზღება ისიც,
თქვენც და მთელი სამყაროც, მაგრამ ყველაზე მეტად საკუთარი თა-
ვი იმის გამო, რომ... არა, არ დავწერ იმას, რის წაკითხვაც მერე გა-
მაგიჟებს. გახსოვდეთ, სიძულვილიც ისეთი ძლიერი ვიცი, როგო-
რიც სიყვარული“.
ჯონსს დიდი დრო არ მიეცა, წერილის შინაარსს რომ ჩაღ-
რმავებოდა, რადგან მალევე მეორე მოუტანეს, იმავე ხელით
დაწერილი, და სიტყვასიტყვით გადმოგცემთ:

„თუ გაითვალისწინებთ, როგორი აღელვებული გწერდით, წინა


წერილი არ გაგაოცებთ. დიახ, მართლაც, ცოტა არ იყოს, ცხელ
გულზე დავწერე. ყველაფერი თეატრის ბრალია და იმ თავხედი შტე-
რის, რომლის გამო შინ მოსვლა დავაგვიანე... რა სასიამოვნოა,
კარგი იფიქრო იმაზე, ვინც გიყვარს. შეიძლება თქვენც გსიამოვნებ-
დათ, ასე რომ ვფიქრობდი თქვენზე. გადავწყვიტე, დღეს შეგხვდეთ,
ამწამსვე წამოდით ჩემთან.
P. S. ვუბრძანე, თქვენ გარდა, არავინ შემოუშვან.
P. S. მისტერ ჯონსს შეუძლია იცოდეს, რომ მე მოვუსმენ მის თა-
ვის მართლებას, რადგან მჯერა, ისევე არ უნდა სურდეს ჩემი მოტყუ-
ება, როგორც მე არ მინდა მოვტყუვდე.
P. S. ახლავე წამოდით“.

ინტრიგების მოყვარულთათვის მიმინდვია, გადაწყვიტონ,


რომელი წერილი შეუქმნიდა მეტ უხერხულობას ჯონსს, გაბ-
რაზებული თუ ალერსიანი. ის კი ცხადია, ერთი პიროვნების
გარდა, არავისთან სტუმრობის გუნებაზე არ იყო, თუმცა ფიქ-
რობდა, ღირსება ავალდებულებდა, თანაც შიშობდა, ლედი ბე-
ლასტონს ფიცხი ხასიათის გამო სოფიასთვის ყველაფერი არ

786
მოეყოლა. ცოტა ხანს ოთახში ბოლთას სცემდა და ის იყო, წა-
სასვლელად დაიწყო მზადება, რომ ლედი ბელასტონმა შეუშა-
ლა ხელი, არა ახალი წერილით, არამედ თავად გამოეცხადა.
ოთახში როცა შემოვიდა, ეტყობოდა, რომ ნაუცბადევად შე-
იმოსა და აღელვებულიც ჩანდა. სკამზე დაჯდა, სული მოითქვა
და უთხრა:
– როგორც ხედავთ, სერ, ქალმა თუ შორს შეტოპა, ვერაფე-
რი გააჩერებს. ერთი კვირის წინ ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის,
ასე მოიქცევიო, არ დავიჯერებდი.
– ვიმედოვნებ, მადამ, – თქვა ჯონსმა, – ჩემი მომხიბვლე-
ლი ლედი ბელასტონი არ მოუსმენს ბოროტ ენებს იმ კაცის წი-
ნააღმდეგ, რომელიც თქვენს გულმოწყალებას დიდად აფა-
სებს.
– გულმოწყალებას აფასებს! ნამდვილად არ ველოდი ასეთ
ცივ სიტყვებს მისტერ ჯონსისგან.
– მომიტევეთ, ჩემო ანგელოზო, – უთხრა ჯონსმა, – მაგრამ
თქვენი გაბრაზებული წერილი რომ მივიღე, ვერ მივხვდი, რა
დაგიშავეთ, თუმცა...
– ასე მეტყობა, რომ გაბრაზებული ვარ? – ღიმილით ჰკით-
ხა ლედი ბელასტონმა.
– ღირსებას გეფიცებით, არაფერი ჩამიდენია ისეთი, თქვენ
რომ გაგაბრაზოთ. თქვენ ხომ თავად დამინიშნეთ პაემანი და
მეც, როგორც შეგპირდით, მოვედი.
– გეხვეწებით, აღარ მინდა იმ ოდიოზური ამბის გახსენება,
მხოლოდ ერთ კითხვაზე მიპასუხეთ, ხომ არ გამეცით?
ჯონსი მუხლებზე დაეცა და არწმუნებდა, არ გამიციხართო.
ამ დროს ოთახში პარტრიჯი შემოვიდა ცეკვა-ცეკვით, გეგონე-
ბოდა, სიხარულით იყო მთვრალი და იყვირა:
– ვიპოვეთ! ვიპოვეთ! აქ არის, მისის ონორი ახლა კიბეზე
ამოდის.
787
– როგორმე ერთი წუთით შეაჩერე, – უყვირა ჯონსმაც, – მა-
დამ, საწოლის უკან ფარდას ამოეფარეთ, არც სხვა ოთახი
მაქვს და არც კაბინეტი, სხვაგან ვერსად დაგმალავთ, ღმერ-
თო, რა უხერხულია!
– ნამდვილად! – მიუგო ლედიმ და ფარდას ამოეფარა თუ
არა, ოთახში ონორი შემოვიდა.
– რა ხდება, მისტერ ჯონს? იმ თქვენმა ოხერმა მსახურმა
ძლივს შემომიშვა. იმედია, იმავე მიზეზის გამო არა, ეპტონში
რომ მოხდა. ალბათ არ გეგონათ, თუ მნახავდით, მაგრამ ჩემი
ქალბატონი ნამდვილად მოჯადოებული გყავთ, საწყალი. რომ
იცოდეთ, დასავით მიყვარს და ღმერთმა დაგიფაროთ, კარგი
ქმარი არ გამოდგეთ, არანაირი სასჯელი თქვენთვის საკმარი-
სი არ იქნება.
ჯონსი შეეხვეწა, ჩუმად ილაპარაკე, გვერდით ოთახში ქა-
ლი სიკვდილის პირას არისო.
– ოჰ, მისტერ ჯონს, ვიცი მე თქვენი ქალები! რამდენი ასეთი
ქალია ამქვეყნად!.. მგონი, ახლაც ერთ-ერთის სახლში ბრძან-
დებით, არც ლედი ბელასტონია დიდად უკეთესი!
– ჩუმად! ჩუმად! ყველა სიტყვა გადის ამ ოთახიდან.
– სულ არ მედარდება! – თქვა ონორმა, – კი არ ვჭორაობ.
მსახურები მოურიდებლად ჰყვებიან, რომ ლედი თურმე ვიღა-
ცას ხვდება სხვა სახლში, ღარიბ ქალზე ყოფილა ის სახლი გა-
ფორმებული, ლედი ქირის ფულს უხდის და არც საჩუქრებს აკ-
ლებს.
ჯონსი ძალიან შეცბა და ონორს სთხოვა, გაჩუმებულიყო.
– რატომ მიკრძალავთ ლაპარაკს, მისტერ ჯონს? იმას ვამ-
ბობ, რაც სხვებისგან გავიგე. ისე, კი მიფიქრია, რა ოხრად უნ-
და ის სიმდიდრე, თუ გარყვნილებისთვის მოიხმარს-მეთქი,
ამას ჯობია, ღარიბი და პატიოსანი იყო.

788
– ეს მსახურები დიდი ნაძირალები არიან, როგორ უსამარ-
თლოდ შეურაცხყოფენ ლედის!
– რა თქმა უნდა, ყოველთვის მსახურები არიან დამნაშავე-
ები. ჩემი ქალბატონიც ასე ამბობს და ერთი სიტყვის გაგონე-
ბაც არ უნდა.
– დარწმუნებული ვარ, – თქვა ჯონსმა, – ჩემი სოფია საძა-
გელ ჭორებს არ დაიჯერებდა.
– სულაც არ არის ჭორები! – იყვირა ონორმა, – რატომ უნ-
და ხვდებოდეს კაცს სხვაგან? რა თქმა უნდა, კარგი საქმის გა-
მო არა. ჩვეულებრივი წესიერი არშიყობა რომ იყოს, არავის
მოერიდებოდა.
– აღარ მინდა ღირსეული ქალის და სოფიას ნათესავის შე-
ურაცხყოფის მოსმენა, – შესძახა ჯონსმა, – თან მომაკვდავ
ადამიანს აწუხებთ. ქვევით ჩავიდეთ, თუ შეიძლება.
– მე უკვე გითხარით, რის თქმაც მინდოდა. ეს წერილი გა-
მომატანა სოფიამ, ზოგიერთი რას არ მისცემდა ამ წერილის-
თვის, მისტერ ჯონს, მგონი, თქვენ არც ისეთი ხელგაშლილი
ხართ, თუმცა კი მსმენია მსახურებისგან... იმედია, თქვენი ფუ-
ლის ფერს ოდესმე დამანახვებთ.
ჯონსმა სწრაფად გამოართვა წერილი და ხუთი მონეტა ჩა-
უდო ხელში, მერე ჩურჩულით სოფიასთან ათასი მადლობა და-
აბარა და სთხოვა, ახლა მარტო დამტოვე, წერილი რომ წავი-
კითხოო. ონორმაც დიდი მადლობა გადაუხადა გულუხვობის-
თვის და, როგორც იქნა, წავიდა.
ლედი ბელასტონმა ფარდა გადასწია, ისეთი განრისხებუ-
ლი სახე ჰქონდა, გამიჭირდება აღწერა. ჯერ ლაპარაკის უნა-
რიც არ დაჰბრუნებოდა, მხოლოდ თვალებიდან ყრიდა ნაპერ-
წკლებს, რადგან გულში მართლაც რომ ცეცხლი ენთო. რო-
გორც კი მისმა ხმამ გამოსავალი იპოვა, ონორის და თავისი
მსახურების ლანძღვის ნაცვლად, საცოდავ ჯონსს ეცა:
789
– ხედავთ, რა გავიღე მსხვერპლად თქვენთვის? ჩემი რეპუ-
ტაცია, ჩემი ღირსება ნაცარტუტად იქცა. და რა მივიღე სანაც-
ვლოდ? სოფლელი იდიოტი გოგოს გამო უყურადღებოდ დამ-
ტოვეთ, უარმყავით.
– მადამ, რა უყურადღებობაზე ლაპარაკობთ, რაში მადანა-
შაულებთ?
– მისტერ ჯონს, რა საჭიროა ამდენი თვალთმაქცობა? თუ
გინდათ, დამამშვიდოთ, უარი უნდა თქვათ სოფიაზე და ეს რომ
დამიმტკიცოთ, წერილი მაჩვენეთ.
– რა წერილი, მადამ?
– ვერ უარყოფთ, რომ ახლახან იმ ბინძურმა ქალმა წერი-
ლი გადმოგცათ.
– მადამ, როგორ შეგიძლიათ, ისეთი რამ მომთხოვოთ, რის
გაკეთებასაც ჩემი ღირსება არ დამანებებს? თუ მე ამ საწყალ,
უცოდველ გოგოს გავცემ, რატომღა უნდა გეგონოთ, რომ
თქვენც ასევე არ მოგექცევით? ერთი წუთით დაფიქრდით, გა-
ნა ამქვეყნად ყველაზე ამაზრზენი არსება არ არის კაცი, რო-
მელსაც საიდუმლოს შენახვა არ შეუძლია?
– კარგი, კარგი, – უთხრა ლედი ბელასტონმა, – სულაც არ
მინდა, ყველაზე ამაზრზენი არსება გეგონოთ საკუთარი თავი,
მით უმეტეს, რომ ზუსტად ვიცი, რაც წერია ამ წერილში და ყვე-
ლაფერს კარგად ვხვდები.
ამას მოჰყვა გრძელი დიალოგი და მხოლოდ მეტისმეტად
ცნობისმოყვარე მკითხველი მისაყვედურებს, მთლიანად რომ
არ გადმოვეცი. მარტო იმას ვიტყვი, რომ ლედი ბელასტონი
ნელ-ნელა დამშვიდდა და საბოლოოდ დაიჯერა ან, ყოველ
შემთხვევაში, თავი მოაჩვენა, რომ დაიჯერა, თითქოს ჯონსის
და სოფიას შეხვედრა ნამდვილად შემთხვევითი იყო. თუმცა
წერილი რომ არ აჩვენეს, მაინც უკმაყოფილო დარჩა. უკვე სა-
ბოლოოდ დარწმუნდა, რომ სოფიას პირველი ადგილი ეკავა
790
ჯონსის გულში და, მართალია, პატივმოყვარე ქალი გახ-
ლდათ, მეორე ადგილს დასჯერდა ან, იურიდიული ენით რომ
ვთქვათ, დაკმაყოფილდა, მიეღო ის, რის პირვანდელი მფლო-
ბელი სხვა ქალი იყო.
ბოლოს შეთანხმდნენ, რომ ჯონსი მომავალშიც ესტუმრე-
ბოდა და სოფია, მისი მოახლე და ყველა მსახური იფიქრებ-
დნენ, თითქოს ის სოფიას სტუმრობდა, ლედის კი მოტყუებუ-
ლად ჩათვლიდნენ.
ჯონსმა ეს გეგმა მოიწონა, რადგან სოფიას ნახვის შესაძ-
ლებლობა ეძლეოდა, ლედიც კმაყოფილი იყო, ჯონსს რომ სო-
ფიას მოტყუება მოუწევდა, მას ხომ თავადაც არ აძლევდა
ხელს საიდუმლოს გამხელა.
მორიგი ვიზიტი მეორე დღეს დანიშნეს და ოფიციალური
დამშვიდობების შემდეგ, ლედი შინ დაბრუნდა.

თავი 3
მოიცავს სხვადასხვა მატერიას

მარტო დარჩა თუ არა ჯონსი, სოფიას წერილი გახსნა და ეს


წაიკითხა:
„სერ, ვერ აგიწერთ, რა დღეში ვიყავი თქვენი წასვლის შემდეგ.
მაქვს მიზეზი, ვიფიქრო, რომ კიდევ აპირებთ მოსვლას და ამიტომ
ვაგზავნი ონორს ასე გვიან, მინდა ხელი შეგიშალოთ. ონორმა მით-
ხრა, ვიცი, სად ცხოვრობსო. გთხოვთ, პატივი მეცით და ვიზიტზე არც
იფიქროთ, თორემ ყველაფერს შეიტყობენ. ლედის საუბრიდან მივ-
ხვდი, რომ უკვე რაღაცას ეჭვობს. მოთმინებით უნდა ველოდოთ უკე-
თეს შემთხვევას, მანამდე კიდევ ერთხელ გთხოვთ, თუ ჩემზე ზრუ-
ნავთ, აქ მოსვლას ფიქრად ნუ გაივლებთ“.

791
ამ წერილმა ისევე ანუგეშა ჯონსი, როგორც ოდესღაც იობი
ანუგეშეს საკუთარმა მეგობრებმა. გარდა იმისა, რომ სოფიას
ნახვის იმედი გაუცრუვდა, კიდევ ერთი დილემის წინაშეც აღ-
მოჩნდა – არ იცოდა, ლედი ბელასტონისთვის რა მოეხერხე-
ბინა. მშვენივრად მოეხსენებოდა, რომ არსებობს ისეთი შე-
თანხმებები, რომელთა დარღვევას გამართლება არ მოეძებ-
ნება, მაგრამ სოფიას თხოვნის შემდეგ იქ მისვლას ვერაფერი
აიძულებდა. საბოლოოდ, საკუთარ თავთან ხანგრძლივი ბჭო-
ბის მერე, რამაც იმ ღამით ძილი ჩაანაცვლა, გადაწყვიტა, ავად
გახდომა მოემიზეზებინა და ასე დაერღვია შეთანხმება ლედი
ბელასტონთან, თან არც გააბრაზებდა, რასაც ყველაზე მეტად
უფრთხოდა.
დილით ჯერ სოფიას მისწერა პასუხი და სხვა, ონორისთვის
განკუთვნილ წერილში ჩადო, მეორე კი ლედი ბელასტონს გა-
უგზავნა და ზემოთ ნახსენები მიზეზის გამო მოუბოდიშა. პასუ-
ხიც მალევე მიიღო:
„გულდასაწყვეტია, რომ შუადღისას ჩვენთან ვერ გნახავთ, თავს
გაუფრთხილდით, საუკეთესო ექიმს მიმართეთ და ყველაფერი კარ-
გად იქნება. დილიდან ისე გამაწვალეს ვიღაც შტერებმა, ძლივს მო-
ვიცალე მოსაწერად. ნახვამდის.
P.S. შევეცდები, საღამოს ცხრა საათზე გინახულოთ. იზრუნეთ,
რომ, თქვენ გარდა, არავინ იყოს“.

მისტერ ჯონსს ამ დროს მისის მილერი ესტუმრა და ოფიცია-


ლური მისალმების მერე უთხრა:
– ბოდიშს გიხდით, სერ, ამ საბაბით რომ გაწუხებთ, მაგრამ
ვიმედოვნებ, ხვდებით, ჩემი გოგონების რეპუტაციას ვუფ-
რთხილდები და არ მინდა, ჩემს სახლს სახელი გაუტყდეს.
ამიტომ ძალიან გთხოვთ, ღამით აქ ქალებს ნუღარ მოიყვანთ.

792
დილის ორი საათი იქნებოდა, როცა ერთ-ერთმა აქაურობა
დატოვა.
– გარწმუნებთ, მადამ, ლედი, რომელიც შედარებით დიდ-
ხანს დარჩა (მეორემ მხოლოდ წერილი გადმომცა), დიდგვა-
როვანი ქალბატონი და ჩემი ახლო ნათესავია.
‒ არ ვიცი, ვინ არის, – მიუგო მისის მილერმა, – ის კი ვიცი,
რომ ღირსეული ქალი ახალგაზრდა ჯენტლმენს ათ საათზე არ
ესტუმრება და ოთხ საათს მასთან არ გაატარებს. ამას გარდა,
მისი მსახურები მთელი საღამო დასცინოდნენ, მისტერ პარ-
ტრიჯს ეკითხებოდნენ ჩემი მოახლის თანდასწრებით, მთელი
ღამე აქ უნდა დარჩესო? კიდევ ბევრი რამ თქვეს, რის გამეო-
რებაც მესირცხვილება. მე ნამდვილად დიდ პატივს გცემთ,
მისტერ ჯონს, და თავს დავალებულადაც ვგრძნობ, ჩემს ბიძაშ-
ვილს რომ დაეხმარეთ. ძველი ამბავიც შევიტყვე, სულგრძე-
ლობა რომ გამოგიჩენიათ. სადამდე მიიყვანა საცოდავი გა-
ჭირვებამ, რომ ასეთი საშინელება ჩაუდენია! რას ვიფიქრებ-
დი, თქვენ რომ ათი გინეა მომეცით, ყაჩაღისთვის მიმქონდა
თურმე. ოჰ, ღმერთო! რა კეთილშობილება გამოიჩინეთ! მთე-
ლი ოჯახი გადაარჩინეთ. ყველაფერი სიმართლე უთქვამს
თქვენზე მისტერ ოლვორთის. მერწმუნეთ, მისტერ ჯონს, მხო-
ლოდ საკუთარ და ქალიშვილების რეპუტაციას არ ვუფ-
რთხილდები, ძალიან ვწუხვარ, რომ მშვენიერი ახალგაზრდა
ჯენტლმენი ასეთ ქალთან იჭერთ საქმეს. თუ ასე აპირებთ გაგ-
რძელებას, უნდა გთხოვოთ, ბინა გამოიცვალოთ. ამას უფრო
ჩემი ქალიშვილების გამო გთხოვთ, მათ ხომ, პატიოსნების
გარდა, სხვა არაფერი გააჩნიათ.
მისტერ ოლვორთის ხსენებაზე ჯონსს ფერი ეცვალა:
– მართალი ხართ, მისის მილერ, – ცოტა წამოენთო ის, – მე
თქვენს სახლს სახელს არასოდეს გავუტეხ, მაგრამ მოყვანით

793
ვისაც მოვისურვებ, იმას მოვიყვან და თუ ეს თქვენთვის შე-
ურაცხმყოფელია, ახლავე დავიწყებ ახალი ბინის ძებნას.
– სამწუხარო იქნება თქვენთან განშორება, – უთხრა მისის
მილერმა, – მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემს სახლს რეპუტა-
ცია თუ შეელახა, მისტერ ოლვორთი ფეხს აღარ შემოადგამს
აქ.
– ასე იყოს, მადამ.
– სერ, ხომ არ ბრაზობთ? მისტერ ოლვორთის ოჯახის წევ-
რის წყენას არასოდეს ვისურვებდი. მთელი ღამე თვალი არ
მომიხუჭავს დარდით.
– ვწუხვარ, ჩემ გამო ძილი რომ გაგიტყდათ, მადამ, თუ შე-
იძლება, პარტრიჯს გადაეცით, ახლავე ჩემთან მოვიდეს.
ქალმა დაბლა დაუკრა თავი და გავიდა.
პარტრიჯი შემოვიდა თუ არა, ჯონსი გაცეცხლებული ეცა:
– რამდენჯერ შეიძლება მოვითმინო შენი სისულელეები და
ვინანო, რომ არ გაგაგდე?
– რა დავაშავე, სერ? – ჰკითხა შეშფოთებულმა პარტრიჯმა.
– ვინ მოგცა უფლება, ყაჩაღობის ამბავი მოგეყოლა და ის
კაცი გემხილა?
– მეე, სერ?! – შესძახა პარტრიჯმა,
– ახლა კიდევ ტყუილს ნუ დაამატებ შენს დანაშაულს, – უთ-
ხრა ჯონსმა.
– მე თუ რამე ვთქვი, – უპასუხა პარტრიჯმა, – ბოროტი გან-
ზრახვით არ მითქვამს, პირს არ გავაღებდი, მხოლოდ მისი ნა-
თესავები და ახლობლები რომ არ ყოფილიყვნენ და არ მგო-
ნებოდა, რომ აქედან სიტყვა არ გავიდოდა.
– მე ამაზე მძიმე დანაშაულიც უნდა წაგიყენო, – უყვირა
ჯონსმა, – ამ სახლში მისტერ ოლვორთის ხსენება როგორ გა-
ბედე?
პარტრიჯმა დაიფიცა, მისტერ ოლვორთი არ მიხსენებიაო.
794
– მაშინ საიდან გაიგო მისის მილერმა, ახლახან მომახსენა,
მისტერ ოლვორთის გამო უფრო დიდ პატივს გცემო.
‒ ოჰ, ღმერთო, მომისმინეთ მაინც და დარწმუნდებით, რომ
მცდარად მადანაშაულებთ. გუშინ კიბეზე ონორი შემხვდა და
მკითხა, მისტერ ოლვორთისგან ხომ არაფერი გსმენიათო, მი-
სის მილერმა, რა თქმა უნდა, ამას ყური მოჰკრა და ონორი
რომ წავიდა, მკითხა, რომელ მისტერ ოლვორთიზე გესაუბრე-
ბოდათ ის ქალბატონი, შემთხვევით იმ დიდ, სომერსეტშირელ
ოლვორთიზე ხომ არაო. გეფიცებით, მადამ, მე არაფერი ვიცი-
მეთქი, ასე ვუთხარი. თქვენი ბატონი შემთხვევით ის ტომ ჯონ-
სი ხომ არ არის, მისტერ ოლვორთისგან ბევრი რომ მსმენიაო,
შემეკითხა. გეფიცებით, არაფერი ვიცი-მეთქი, გავუმეორე.
ისეო, – მისის მილერმა თქვა და ქალიშვილს მიუბრუნდა, ‒
ზუსტად მისტერ ოლვორთის მიერ აღწერილი ახალგაზრდა
ჯენტლმენივით კი გამოიყურებაო. ღმერთმა ხომ იცის, როგორ
გაიგო, მე ვიყო ორ ფეხზე მოსიარულე ყველაზე წყალწაღებუ-
ლი არამზადა, სიტყვა თუ ამოსულა ჩემი პირიდან. გარწმუ-
ნებთ, სერ, მეც შემიძლია საიდუმლოს შენახვა. არა, სერ, არა-
ფერი მითქვამს მისტერ ოლვორთიზე, თქვენზე თავიდან არ
მიუარია, მაგრამ მერე მეორედ რომ დავფიქრდი და როგორც
ამბობენ, მეორეჯერ დაფიქრება ყოველთვის კარგად ჭრისო,
მივხვდი, ვიღაცისგან უკვე იცოდა და ეს ამბავი რომ დამემთავ-
რებინა, ცოტა ხნის შემდეგ ისევ მივედი მისის მილერთან და
ვუთხარი, ვისაც არ უნდა ეთქვა თქვენთვის, რომ ეს მისტერ
ჯონსი ის მისტერ ჯონსია, დიდი ტყუილი გითხრათ და არასო-
დეს მისი სახელი აღარ ახსენოთ, თორემ ჩემი ბატონი იფიქ-
რებს, რომ ჩემგან გაიგეთ-მეთქი. სერ, მას შემდეგ სულ მეფიქ-
რება, ნეტა, ვინ უთხრა-მეთქი. იმ დღეს მოხუცი მათხოვარი
იდგა კართან, იმას ჰგავდა, ვორვიკშირში დიდი განსაცდელი

795
რომ დაგვატეხა. არ ვარგა, გვერდი აუარო მათხოვარს და არა-
ფერი მისცე, განსაკუთრებით, თუ შემოგხედავს. ვერავინ და-
მარწმუნებს, რომ უბედურების მოტანა არ შეუძლიათ.
პარტრიჯის გულუბრყვილობაზე ჯონსს გაეცინა და სიბრა-
ზემაც გადაუარა, ისედაც, მისი გაბრაზება დიდხანს არასოდეს
გასტანდა ხოლმე. მერე უთხრა, აქედან გადასვლას ვაპირებო
და სთხოვა, ახალი ბინა მოეძებნა.

თავი 4
ვიმედოვნებ, ორივე სქესის ახალგაზრდები
დიდი გულისყურით წაიკითხავენ

პარტრიჯი ახალი წასული იყო, რომ ჯონსთან მისტერ ნა-


ითინგეილი შემოვიდა, რომელიც უკვე მისი ახლო მეგობარი
გამხდარიყო. ნაითინგეილი შინაურულად მიესალმა ჯონსს და
უთხრა:
– ტომ, გავიგე, გუშინ გვიანობამდე სტუმარი გყოლია. იღ-
ბალი გქონია, ჯერ ორი კვირაა, რაც ქალაქში ხარ და კართან
პორტშეზი დგას დილამდე.
კიდევ გააგრძელებდა ხუმრობას, მაგრამ ჯონსმა შეაწყვე-
ტინა:
– ალბათ მისის მილერისგან გაიგე, აქ იყო ცოტა ხნის წინ
და მისაყვედურა. ქალიშვილების რეპუტაციას უფრთხილდე-
ბა.
– ოჰ, ამ საკითხში ნამდვილი პედანტია, არ გახსოვს, ნენსი
მასკარადზე რომ არ გამოუშვა?
– ჩემი აზრით, სწორად იქცევა, მე უკვე პარტრიჯი გავგზავ-
ნე ბინის მოსაძებნად.
796
– შენ თუ გადახვალ, ერთად წავიდეთ. საიდუმლოდ გეუბნე-
ბი, არ მინდა გავახმაურო, მაგრამ დღეს ვაპირებ აქედან გა-
დასვლას.
– რა, შენც რამე შენიშვნა მოგცა მისის მილერმა?
– არა, – უპასუხა ნაითინგეილმა, – მაგრამ ვფიქრობ, უფ-
რო კომფორტულ ადგილას გადავიდე. ქალაქის ეს ნაწილიც
მომწყინდა, მინდა ახლომახლო გასართობები იყოს და პელ-
მელზე გადასვლას ვაპირებ.
– ჩუმად გინდა აქედან წასვლა?
– არა, ფულს გადავიხდი, მაგრამ რაღაც პირადი მიზეზი
მაქვს.
– არც ისე პირადი, – უთხრა ჯონსმა, – აქ რომ ჩამოვედი,
მეორე დღესვე შეგამჩნიე. ვიღაცას თვალები აუწყლიანდება,
შენ თუ წახვალ. საწყალი ნენსი, ძალიან მეცოდება. ჯეკ, მარ-
თლა გაასულელე ის გოგო, თავბრუ დაახვიე და არ ვიცი, რა
ეშველება საბრალოს.
ნაითინგეილმა უპასუხა:
– რა ჯანდაბა ვქნა? ცოლად მოვიყვანო, რომ განიკურნოს?
– არა, – უთხრა ჯონსმა, – არ იყო საჭირო ამდენი არშიყო-
ბა, რასაც მეც არაერთხელ შევესწარი. გაოცებული ვარ, დედა-
მისი რამ დააბრმავა, ვერაფერს რომ ვერ ამჩნევდა.
– კი მაგრამ, რა უნდა შეემჩნია?
– რა და, მის ქალიშვილს თავს რომ აყვარებდი. საწყალი
გოგო ვერც კი მალავს, სულ შენ მოგჩერებია, ოთახში რომ შე-
მოხვალ, წითლდება. გულით მეცოდება, ძალიან გულისხმიე-
რი და წესიერი გოგოა.
– ესე იგი, შენი თეორიის თანახმად, ქალს არ უნდა გაეარ-
შიყო იმის შიშით, რომ შეუყვარდები.
– ჯეკ, – თქვა ჯონსმა, – მგონი, განგებ არ გინდა გაიგო, რას
ვგულისხმობ, ქალებს ადვილად უყვარდებათ,მაგრამ შენ აშკ-
797
არად გადაამეტე.
– გგონია, მასთან ვიწექი?
– არა, ასეთი ცუდი წარმოდგენა არ მაქვს შენზე, – უთხრა
ჯონსმა, – არც იმას ვფიქრობ, რომ განზრახ აპირებდი მის გა-
უბედურებას ან წინასწარ იცოდი, რა მოჰყვებოდა ამ ყველა-
ფერს. დარწმუნებული ვარ, კარგი პიროვნება ხარ და ამგვარ
ბოროტებას არ გაივლებდი გულში, მაგრამ საკუთარ პატივ-
მოყვარეობას როცა იკმაყოფილებდი, ვერ ხვდებოდი, რომ
ამას საცოდავი გოგო ეწირებოდა? შენ ერთობოდი, მას კი იმე-
დი ჩაესახა. გულწრფელად მითხარი, ჯეკ, ასე ენაწყლიანად და
ლამაზად როცა ლაპარაკობდი ორმხრივი სიყვარულის სიხა-
რულზე, არ ფიქრობდი, რომ შეიძლებოდა თავის თავზე მი-
ეღო, თუ ეს იყო შენი მიზანი?
– გეფიცები, ტომ, ეტყობა, არ გიცნობდი აქამდე. შენგან შე-
სანიშნავი მღვდელი დადგებოდა. ნენსი რომ თანახმა ყოფი-
ლიყო, მასთან არ დაწვებოდი?
– არა, – იყვირა ჯონსმა, – წყეული ვიყო, თუ დავწვებოდი!
– ტომ, ტომ, და გუშინდელი ღამე? გაიხსენე გუშინდელი
ღამე...
– მისმინე, ნაითინგეილ, – უთხრა ჯონსმა, – მე არც უმწიკ-
ვლოებაზე ვდებ თავს და არც ფარისეველი ვარ. შემიცოდავს
ქალებთან, ვაღიარებ, მაგრამ არც ერთი ქალისთვის არ მიწ-
ყენინებია და საკუთარი სიამოვნების ფასად არასოდეს არ გა-
ვაუბედურებ არავის.
– კარგი, კარგი, მჯერა შენი და იმედია, არც მე მადანაშა-
ულებ. თუ რამ დანაშაული მიმიძღვის, ძალიან ვწუხვარ, თუმცა
დრო და განშორება ყველაფერს გააქარწყლებს. ეს რეცეპტი
მეც გამომადგება, რადგან უნდა გამოგიტყდე, ასე არც ერთ
გოგო არ მომწონებია, მაგრამ მთელი სიმართლე უნდა გაგიმ-

798
ხილო, მამაჩემმა საცოლე შემირჩია, რომელიც არც კი მინა-
ხავს. მალე ჩამოდის ლონდონში და ხელი უნდა ვთხოვო.
ჯონსს უცებ სიცილი აუვარდა და ნაითინგეილმა უყვირა: – ნუ
დამცინი, მე თვითონ ლამის გამაგიჟოს ამ ამბავმა. ჩემი საწყა-
ლი ნენსი! ოჰ, ჯონს, რა იქნებოდა, მემკვიდრეობა უკვე მე მე-
კუთვნოდეს.
– გულით გისურვებდი, – უთხრა ჯონსმა, – ორივე გულ-
წრფელად მეცოდებით, მაგრამ ისე ხომ არ წახვალ, რომ არ
დაემშვიდობო?
– ათი ათასი გირვანქა რომ მომცენ, დამშვიდობების სიმწა-
რეს ვერ ავიტან. თანაც ალბათ კიდევ უფრო ვატკენ გულს ნენ-
სის. ამიტომ გეხვეწები, სიტყვა არ წამოგცდეს, რომ დღეს ან
ხვალ აქედან წასვლას ვაპირებ.
ჯონსი შეჰპირდა და უთხრა, ალბათ ეს მართლაც ყველაზე
კეთილგონივრული გზა იქნებაო. მერე ისიც დასძინა, შენთან
ერთად სიამოვნებით ვიქირავებ ბინასო და შეთანხმდნენ, ჯონ-
სი პირველ ან მესამე სართულს აიღებდა, ახალგაზრდა ჯენ-
ტლმენი – მეორეს.
ეს ნაითინგეილი, რომლის შესახებაც იძულებული გავ-
ხდით, მეტი მოგახსენოთ, ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ ამბებ-
ში წესიერი კაცი იყო, რაც ქალაქელი ახალგაზრდა ჯენტლმე-
ნებისთვის იშვიათობაა, მაგრამ სასიყვარულო ამბებში მისი
მორალი ცოტა მოიკოჭლებდა. არც ისეთი უპრინციპო გახ-
ლდათ, ზოგიერთი ჯენტლმენი რომ არის ან უფრო ხშირად
თავს გვაჩვენებს, თითქოს არის, თუმცა ქალებთან უპატიებ-
ლად სცოდავდა, ისეთ ეშმაკობებს იგონებდა, ვაჭრობაში რომ
გამოეყენებინა, მსოფლიოში ყველაზე დიდი თაღლითი დად-
გებოდა, მაგრამ, ვინაიდან ჩემთვის უცნობი მიზეზით, ამგვარ
თაღლითობებს უფრო იწონებენ, ვიდრე გმობენ, მასაც არ
რცხვენოდა და თავიც კი მოჰქონდა, ხშირად ტრაბახობდა,
799
როგორ იპყრობდა ქალების გულებს, რის გამოც ჯონსი ყო-
ველთვის საყვედურობდა. ის ხომ მშვენიერი სქესის უპატივცე-
მულობას მკაცრად კიცხავდა და ამბობდა, თუ ქალებს ჩვენს
ძვირფას მეგობრებად მივიჩნევთ, უნდა პატივი ვცეთ, მოვეფე-
როთ და ნაზად მოვეპყროთ და თუ მტრებად, მაშინ დიდი სირ-
ცხვილია, მათზე გამარჯვება იზეიმოო.

თავი 5
მისის მილერის მოკლე ისტორია

იმ დღეს ჯონსი ავადმყოფისთვის შეუფერებლად გამოძღა,


უფრო ზუსტად, სადილად ცხვრის ბეჭის მოზრდილი ნაჭერი მი-
ირთვა. მოგვიანებით მისის მილერმა ჩაიზე მიიპატიჟა. კე-
თილმა დიასახლისმა ან პარტრიჯისგან, ან სხვა ბუნებრივი თუ
ზებუნებრივი ძალის ჩარევით შეიტყო, რომ ჯონსი მისტერ ოლ-
ვორთის ნათესავი იყო და არ უნდოდა, ასე ცხელ გულზე დაშო-
რებოდა.
ჯონსმა მიიღო მიპატიჟება. ჩაი რომ მიირთვეს, სუფრა მა-
ლევე აალაგეს, გოგონებს დედამ უთხრა, ოთახიდან გასულიყ-
ვნენ და ყოველგვარი შესავლის გარეშე დაიწყო:
– უცნაური ამბები ხდება ამქვეყნად: მისტერ ოლვორთის
ნათესავი თურმე ჩემს სახლში ცხოვრობს და მე ეს არ ვიცოდი.
სერ, ვერც წარმოიდგენთ, რამდენი სიკეთე მახსოვს ამ არაჩ-
ვეულებრივი ჯენტლმენისგან. დიახ, არ მრცხვენია იმის აღია-
რება, რომ მას უნდა ვუმადლოდე, თორემ დიდი ხნის მკვდარი
ვიქნებოდი და ჩემს საწყალ ბავშვებს, ორ უმწეო, მიუსაფარ
ობოლს ბედის ანაბარა დავტოვებდი. როგორც იცით, სერ, ახ-
ლა იძულებული ვარ, ბინების გაქირავებით ვიცხოვრო, არადა
800
კეთილშობილ ოჯახში დავიბადე და აღვიზარდე. მამა ოფიცე-
რი მყავდა, დიდი ჩინი ჰქონდა, როცა გარდაიცვალა, მაგრამ
ჯამაგირზე ცხოვრობდა და მისი სიკვდილის შემდეგ მათხოვ-
რებად დავრჩით. სამი და ვიყავით. ერთ-ერთს გაუმართლა და
მალევე ყვავილით გარდაიცვალა. მეორე და სამადლოდ ერ-
თმა ქალბატონმა მოახლედ აიყვანა. იმ ქალის დედა ჩემი ბე-
ბიის მოსამსახურე ყოფილა, მერე მამისგან მაკლერობით ნა-
შოვნი დიდი ქონება დარჩა და თვითონაც მდიდარ და მაღალი
წრის ჯენტლმენს გაჰყვა ცოლად. ისე არაადამიანურად ექცეო-
და ჩემს დას, რომელსაც დაცინვით დიდგვაროვანს ეძახდა, სა-
ბოლოოდ გული გაუტეხა და საწყალი მამის გარდაცვალები-
დან თორმეტი თვის შემდეგ მოკვდა. ჩემ მიმართ უფრო გულ-
მოწყალე გამოდგა ბედი, მღვდელს გავყევი ცოლად. მამის
გარდაცვალებამდე შევუყვარდი, მაგრამ მამას რატომღაც ათ-
ვალწუნებული ჰყავდა. მართალია, მან ერთი შილინგიც არ
დაგვიტოვა, ისე აღგვზარდა, თავი ყველაზე მდიდარ საცოლეე-
ბად წარმოგვედგინა. მღვდელს გულში არ ჩაუდვია წყენა, რო-
ცა დავობლდით, ჩემთან არშიყობა განაახლა და მალე დამი-
თანხმა, ცოლად გავყოლოდი. იმ არაჩვეულებრივ ადამიან-
თან ერთად გავატარე ხუთი ბედნიერი წელი, ვიდრე... რა სას-
ტიკია ბედი... ვიდრე ბედმა არ დაგვაშორა და არ წამართვა
უკეთილშობილესი ქმარი, ჩემს შვილებს კი ყველაზე მოსიყვა-
რულე მამა. ბოდიში, მისტერ ჯონს, მრცხვენია ჩემი ქალური
სისუსტის, მაგრამ უცრემლოდ ვერ ვიხსენებ.
– მადამ, მე უნდა მრცხვენოდეს, თქვენთან ერთად რომ არ
ვტირი, – უთხრა ჯონსმა.
– ასე რომ, – განაგრძო ქალმა, – მეორედ აღმოვჩნდი მარ-
ტო და კიდევ უფრო უარეს ვითარებაში, უსაზღვრო მწუხარების
გარდა, ორი შვილი მყავდა სარჩენი. ის დიდი, კეთილი და შე-
სანიშნავი ადამიანი, მისტერ ოლვორთი, ჩემს ქმარს იცნობდა,
801
შემთხვევით შეიტყო ჩვენი უბედურების შესახებ და იმწამსვე
მომწერა. აი, სერ, აგერ მაქვს ის წერილი და მინდა წაგიკით-
ხოთ:
„მადამ,
მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უსაზღვრო
მწუხარებას. საკუთარი კეთილგონიერება და ღირსეული ქმრისგან
მიღებული გაკვეთილები უფრო დაგეხმარებათ ამ დიდი დარდის გა-
დატანაში, ვიდრე ჩემი რაიმე რჩევა. ბევრისგან მსმენია, როგორი
მოსიყვარულე დედა ხართ და ეჭვი არ მეპარება, არ მისცემთ უფლე-
ბას დარდს, ისე მოგერიოთ, რომ საწყალი ობლების წინაშე ვალდე-
ბულება დაივიწყოთ, რადგან მათ დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ
თქვენი მზრუნველობა.
ალბათ ახლა გიძნელდებათ ყოველდღიურ საზრუნავზე ფიქრი.
თუ მომიტევებთ, ერთ ადამიანს დავავალე, ოცი გინეა მოგიტანოთ,
გთხოვთ, გამოართვათ, ვიდრე თავად ჩამოვალ და თქვენთან შეხ-
ვედრის სიამოვნება მექნება“.

ეს წერილი იმ აუნაზღაურებელი დანაკარგიდან ორი კვი-


რის თავზე მივიღე და მომდევნო ორი კვირის შემდეგ მისტერ
ოლვორთი, დალოცვილი ადამიანი, თავად მესტუმრა, დიდი
თანხა მომცა ამ სახლის შესანახად და ავეჯით გასაწყობად, კი-
დევ წლიური ორმოცდაათი გირვანქა დამინიშნა. თავად გან-
საჯეთ, რა მადლიერი ვიქნები ადამიანის, რომელმაც ჩემი და
ჩემი შვილების სიცოცხლე გადაარჩინა. ნუ ჩამომართმევთ
თავხედობად (კარგად ვიცი, თქვენ მისტერ ოლვორთი როგორ
გაფასებთ), თუ გთხოვთ, გარყვნილ ქალებთან არ დაიჭიროთ
საქმე. ახალგაზრდა კაცი ხართ და მათი მზაკვრობების არაფე-
რი გაგეგებათ. ნუ გამიბრაზდებით, სერ, ამას რომ გეუბნებით,
ალბათ გესმით, ჩემი საწყალი გოგოების დარდი მაქვს. თანაც
მისტერ ოლვორთი არ მაპატიებს, გარყვნილებას რომ ხელი
შევუწყო, მით უმეტეს, თუ ეს თქვენ გეხებათ.
802
– მადამ, – თქვა ჯონსმა, – არ არის საჭირო მობოდიშება,
არც არაფერი მწყენია თქვენგან. ნება მომეცით, ერთი შეცდო-
მა გაგისწოროთ, მისტერ ოლვორთის ფასი ჩემზე უკეთ არავინ
იცის, მაგრამ ის ჩემი ნათესავი არ არის.
– სერ, ვიცი, რომ არ ხართ, ძალიან კარგად ვიცი, ვინ
ბრძანდებით, მისტერ ოლვორთიმ თავად მითხრა, მაგრამ
გარწმუნებთ, თავის შვილზე შეიძლება ისეთი პატივისცემით
არ ელაპარაკა, როგორითაც თქვენზე. თქვენ არაფრის არ უნ-
და გრცხვენოდეთ, წარმომავლობის გამო ნაკლები პატივის-
ცემით არავინ განეწყობა თქვენ მიმართ. არა, მისტერ ჯონს,
„უღირსი წარმომავლობა“, როგორც ჩემი ძვირფასი ქმარი იტ-
ყოდა, აბსურდია, „უღირსი“ შეიძლება მხოლოდ მშობელზე
ითქვას, უდანაშაულო შვილებზე უღირსობა არ გადადის.
ჯონსმა ღრმად ამოიოხრა და უთხრა:
– ეტყობა, მართლა მიცნობთ და მისტერ ოლვორთისგან
ჩემი სახელიც იცით. ვინაიდან ასეთი გულახდილი ხართ, მეც
მოგიყვებით ჩემს ამბავს.
მისის მილერი სმენად იქცა, ჯონსმაც დააკმაყოფილა მისი
ცნობისმოყვარეობა და თავისი ისტორია მოუთხრო, ოღონდ
სოფიას სახელი არ უხსენებია.
პატიოსანი ადამიანები ადვილად უჯერებენ ერთმანეთს. მი-
სის მილერმაც დაიჯერა ჯონსის მონაყოლი და დიდი სიბრალუ-
ლით განეწყო მის მიმართ. თავისი აზრის გამოთქმას აპირებ-
და, მაგრამ ჯონსმა გააჩერა, პაემნის დრო ახლოვდებოდა და
უთხრა, ამ საღამოს ლედი ერთხელ კიდევ მოვა, მაგრამ ეს
უკანასკნელი იქნებაო, თან დაუფიცა, ის ქალბატონი პატივცე-
მული ლედია და ჩვენ შორის არავითარი უმსგავსობა არ მოხ-
დებაო, და მე პირადად დარწმუნებული ვარ, სიტყვის შესრუ-
ლებას აპირებდა.

803
საბოლოოდ მისის მილერი დასთანხმდა და ჯონსი თავის
ოთახში განმარტოვდა. ასე იყო თორმეტ საათამდე, მაგრამ
ლედი ბელასტონი არ გამოჩენილა.
როგორც მოგახსენეთ, ლედის ჯონსის მიმართ ძლიერი
გრძნობა ჰქონდა და ალბათ მართლაც ასე იყო, ამიტომ შეიძ-
ლება მკითხველს გაუკვირდეს, რატომ არ ესტუმრა იმ საღა-
მოს ჯონსს, როცა იცოდა, რომ შეუძლოდ იყო, ასეთ დროს ხომ
მეგობარი აუცილებლად უნდა მოინახულო. ალბათ ზოგს ლე-
დის საქციელი არაბუნებრივი მოეჩვენება, მაგრამ ეს რა ჩვენი
ბრალია, ჩვენი საქმე სიმართლის მოყოლაა.

თავი 6
მოიცავს სცენას, რომელიც უეჭველად ყველა
მკითხველს შეძრავს

მისტერ ჯონსმა ღამის პირველი ნახევარი ისე გაატარა,


თვალი არ მოუხუჭავს. ძილის დაფრთხობის მიზეზი არც ის ყო-
ფილა, მისის ბელასტონმა რომ იმედი გაუცრუა და არც თავად
სოფია, ვისზე ფიქრითაც იყო ხოლმე უმეტესად მოცული. საწ-
ყალ, უაღრესად კეთილ ჯონსს ერთი დიდი სისუსტე ჰქონდა,
რომელსაც თანაგრძნობა ჰქვია და რაც განასხვავებს ასეთ
არასრულფასოვან ხასიათს მტკიცე ნებისყოფის ადამიანების-
გან, თავიანთ სულში შეკეტილნი გაპრიალებული ბურთივით
რომ დაგორავენ და ერთხელაც არ შეაფერხებთ სხვისი უბედუ-
რება. ჯონსს
საწყალი ნენსის ამბავი თავიდან ვერ ამოეგდო. თვითონ
ისე ადვილად შეამჩნია, ნაითინგეილზე რომ იყო შეყვარებუ-
ლი, უკვირდა, დედამისი რამ დააბრმავა, არადა წინა საღამოს
804
ორჯერ აღნიშნა, როგორ შეიცვალა ჩემი ქალიშვილი, ასეთი
ხალისიანი და მხიარული გოგო მოულოდნელად მელანქო-
ლიამ და დარდმა შეიპყროო. ბოლოს ძილმა მაინც იძალა და
როგორც ღვთაებამ, ანტიკურ ხანაში ხომ ასე ფიქრობდნენ,
თანაც განაწყენებულმა ღვთაებამ, გადაწყვიტა, წვალებით მო-
პოვებული გამარჯვებით დამტკბარიყო. უბრალო ენით რომ
ვთქვათ, მეტაფორების გარეშე, ჯონსს თერთმეტ საათამდე
მკვდარივით ეძინა და ალბათ კიდევ სიამოვნებით გააგრძე-
ლებდა ძილს, საშინელ ხმაურს რომ არ გაეღვიძებინა.
პარტრიჯს დაუძახა და ჰკითხა, რა ხდებაო. პარტრიჯმა უპა-
სუხა:
– ქვევით ქარიშხალი ბობოქრობს, მის ნენსის გული წაუვი-
და, უმცროსი და და დედა მოთქმით ტირიან.
ჯონსი ძალიან შეწუხდა, ეს რომ გაიგო, პარტრიჯმა მისი
დამშვიდება სცადა და ღიმილით უთხრა:
– საშიში არაფერია, სიუზანმა (ასე ერქვა მოახლეს) მიმახ-
ვედრა, რომ ჩვეულებრივი ამბავია. მოკლედ, მის ნენსიმ მო-
ინდომა, დედამისზე უფრო ჭკვიანი ყოფილიყო, მოშივდა და
სადილი მანამდე მიირთვა, ვიდრე ლოცვას წაიკითხავდნენ:
ბავშვთა სახლში მალე ახალი ჩვილი ეყოლებათ.
– მორჩი მაგ სულელურ ხუმრობებს, ამ საწყალი ხალხის
დაცინვით ერთობი? წადი ახლავე და მისის მილერს უთხარი,
რომ... მოიცა, კიდევ რაღაცას დააბრეხვებ, მე თვითონ ჩავალ,
თან საუზმეზე დამპატიჟა.
ეს თქვა და სწრაფად ჩაიცვა, ამასობაში კი პარტრიჯმა, მი-
უხედავად მკაცრი საყვედურისა, თავი მაინც ვერ შეიკავა რამ-
დენიმე როყიო გამოხტომისგან, ხშირად ხუმრობას რომ უწო-
დებენ. ჯონსი სწრაფად ჩავიდა ქვევით და კარზე დააკაკუნა. კა-
რი მოახლემ გაუღო, მაგრამ სასადილო ოთახში არავინ ჩანდა

805
და არც სუფრა გაეშალათ. მისის მილერი გვერდით ოთახში
იყო ქალიშვილთან ერთად და ჯონსს ასე შემოუთვალა:
– ბოდიშს გიხდით, მაგრამ გაუთვალისწინებელი რამ მოხ-
და და იძულებული ვარ, თქვენთან ერთად საუზმობის სიამოვ-
ნება მოვიკლო, უკაცრავად, რომ უფრო ადრე არ გაგაფრთხი-
ლეთ.
ჯონსმა მოახლეს სთხოვა, მისის მილერისთვის გადაეცა,
ასეთი წვრილმანის გამო ნუ იდარდებდა და რომ თვითონ გუ-
ლით თანაუგრძნობდა და თუ დახმარება შეეძლო, სიამოვნე-
ბით დაეხმარებოდა.
სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, მისის მილერი, რომე-
ლიც ყველაფერს ისმენდა, მოულოდნელად გამოვიდა და ატი-
რებულმა უთხრა:
– ოჰ, მისტერ ჯონს, თქვენ მართლაც საუკეთესო ადამიანი
ხართ, დიდი მადლობა შემოთავაზებისთვის, მაგრამ, სამწუხა-
როდ, თქვენს ძალას აღემატება ჩემი საბრალო გოგოს დახმა-
რება, ჩემი შვილის! სამუდამოდ დაღუპულის!
– იმედია, მადამ, ვინმე არამზადას....
– ოჰ, მისტერ ჯონს! არამზადამ გუშინ დატოვა ჩემი სახლი,
ჩემი გოგო მოატყუა, დაღუპა... ვიცი, თქვენ ღირსეული ადა-
მიანი ხართ, კეთილშობილი, ჩემი თვალით მინახავს, როგორ
მოქცეულხართ. ყველაფერს გეტყვით, რაც მოხდა, უკვე შეუძ-
ლებელია, რამე დამალო. იმ ნაითინგეილმა, იმ არაკაცმა ჩე-
მო გოგო დაღუპა. ის... ის... ბავშვს ელოდება მისგან და ასეთ
მდგომარეობაში მიატოვა. აი, მისი წერილი, მისტერ ჯონს, წა-
იკითხეთ და მითხარით, თუ ასეთი ურჩხული კიდევ გეგულე-
ბათ სადმე.
წერილში ეწერა:

806
„ძვირფასო ნენსი, ვერ შევძელი მეთქვა თქვენთვის ის, რაც ჩემთვი-
საც არანაკლებ მოულოდნელი იყო, ამიტომ გწერთ. მამაჩემი დაჟი-
ნებით მთხოვს, ერთ ახალგაზრდა მდიდარ ქალს ხელი ვთხოვო,
რომელიც თვითონ შეარჩია ჩემს... იმ საძაგელი სიტყვის დაწერა სა-
ჭიროდ არ მიმაჩნია. ალბათ მიხვდებით, რომ ვალდებული ვარ, დავ-
მორჩილდე და ვეღარასოდეს ჩაგიხუტებთ. დედის სიყვარული ძა-
ლას შეგმატებთ, როცა გაანდობთ მას ჩვენი სიყვარულის სამწუხა-
რო შედეგს. ეს იოლი დასამალია და მე ყველაფერზე ვიზრუნებ, ვიზ-
რუნებ თქვენზეც. შეეცადეთ, მაპატიოთ და დაივიწყოთ კაცი, რომე-
ლიც მხოლოდ უეჭველი განადგურების მოლოდინმა აიძულა, ეს წე-
რილი დაეწერა. გთხოვთ, დამივიწყოთ, როგორც შეყვარებული,
მაგრამ დავრჩები საუკეთესო მეგობრად, ერთგულ, თუმცა უბედურ
მეგობრად.
ჯ.ნ.“
ჯონსმა წერილი რომ წაიკითხა, ერთმანეთს შეხედეს და ერ-
თხანს ვერც ერთი ხმას ვერ იღებდა, ბოლოს ჯონსმა თქვა:
– ვერ გეტყვით, როგორ გამაოგნა ამ წერილმა. ნება მომე-
ცით, გთხოვოთ, ერთი რჩევა გაითვალისწინოთ მისი ავტორის
– ქალიშვილის რეპუტაციას გაუფრთხილდით.
– ვეღარ გავუფრთხილდები, მისტერ ჯონს, ყველაფერი და-
კარგულია მის ქალწულობასთან ერთად. ეს წერილი რომ გა-
დასცეს, ნენსი ხალხით სავსე ოთახში იყო და გული წაუვიდა.
ყველამ ყველაფერი გაიგო. მაგრამ რეპუტაციას აღარ ვჩივი,
უარესის მეშინია, უკვე ორჯერ სცადა თავის მოკვლა, მართა-
ლია, ხელი შევუშალეთ, მაგრამ იფიცება, ვერ გადავიტანო,
ვერც მე გადავიტან, რამე რომ მოხდეს. მერე რა ეშველება საწ-
ყალ ბეტსის, უმწეო პატარა ობოლს? ვერაფერს ხვდება, მაგ-
რამ გული უკვდება, დას ასეთ დღეში რომ ხედავს. იმ არაკაცმა
ყველა გაგვაუბედურა. საცოდავი ჩემი შვილები! ნუთუ ასე უნ-
და გადამეხადოს ყველაფრისთვის, რაც გამიკეთებია? დედის

807
ვალს წვალებით, მაგრამ სიხარულით ვასრულებდი, მოსიყვა-
რულე დედა ვიყავი, ვზრუნავდი მათ აღზრდაზე და განათლე-
ბაზე, ყველაფერს ვიკლებდი, რომ არასოდეს მოშიებოდათ და
ასეთი რამ როგორ უნდა დამმართნოდა?
– მადამ, – უთხრა ცრემლმორეულმა ჯონსმა, – მთელი გუ-
ლით მებრალებით.
– ოჰ, მისტერ ჯონს! ვიცი, როგორი კეთილი გული გაქვთ,
მაგრამ ვერც თქვენ გაიგებთ, რას ვგრძნობ ახლა. ჩემი საუკე-
თესო, კეთილშობილი, გამგონი, საწყალი ნენსი! ჩემი საწყა-
ლი ნენსი, ჩემი ლამაზი, ძვირფასი, ჩემი სიამაყე! მართლაც
რომ ჩემი სიამაყეა! ასეთი ლამაზი რომ არის, მე სულელს იმე-
დი ჩამესახა, მე დავღუპე, მიხაროდა, ამისთანა ახალგაზრდა
ჯენტლმენს რომ მოსწონდა, მეგონა, პატიოსანი გრძნობები
ჰქონდა და ჩემს სულელურ პატივმოყვარეობას ვიამებდი, მინ-
დოდა, ჯენტლმენის ცოლი გამხდარიყო. ჩემი თანდასწრებით,
ხშირად თქვენი თანდასწრებითაც, იმედს უსახავდა უანგარო
სიყვარულზე ლაპარაკით, ჩემს საწყალ გოგოს ყველაფერი სი-
მართლე ეგონა, ის კი თურმე მახეს უგებდა გულუბრყვილო
ბავშვს. საბოლოოდ ყველა დაგვღუპა.
ამ დროს ბეტსი შემოვარდა ოთახში ყვირილით:
– დედა, ღვთის გულისათვის, წამოდი ნენსისთან, კიდევ გუ-
ლი წაუვიდა და ვერ შველიან.
მისის მილერი იმწამსვე გაიქცა, მაგრამ ჯერ ბეტსის უთხრა,
მისტერ ჯონსთან დარჩიო, ჯონსს კი სთხოვა, ცოტა ხნით იქნებ
შეიქციოო და გულსაკლავად აღმოხდა:
– ღმერთო, ერთი შვილი მაინც გადამირჩინე!
ჯონსი შეეცადა, როგორმე გოგონა გაერთო, თუმცა თავა-
დაც ძალიან იყო აღელვებული. ასე უთხრა, შენი და მალე კარ-
გად იქნება და თუ იტირებ, მისთვის უარესია, დედისთვის კი
მით უმეტესო.
808
– მართალი ხართ, სერ, – თქვა ბეტსიმ, – მათ საზიანოდ
არასოდეს არაფერს გავაკეთებ. გულიც რომ გამისკდეს, არ
ვიტირებ, ჩემი ცრემლი რომ არ დავანახვო. მაგრამ ჩემი და
ვერ დაინახავს, მეშინია, რომ ვერ დაინახავს, არ შემიძლია
მასთან განშორება, მართლა არ შემიძლია. საწყალი დედა, რა
ეშველება? ამბობს, მეც მოვკვდები და მარტოს დაგტოვებო.
მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ არც მე დავრჩები აქ.
– ჩემო პატარა ბეტსი, კი მაგრამ, სიკვდილის არ გეშინია?
– ყოველთვის მეშინოდა, იმიტომ, რომ დედას და დას ვე-
ღარ ვნახავდი, მაგრამ ახლა არ მეშინია, თუ მათთან ერთად
წავალ.
ჯონსს ისე მოეწონა ბეტსის პასუხი, გულში ჩაიკრა და აკო-
ცა. მალე მისის მილერი შემობრუნდა და თქვა:
– ღვთის წყალობით, გამობრუნდა. ბეტსი, შენი დაიკო უკე-
თაა და შენი ნახვა სურს.
მერე ჯონსს მიუბრუნდა და საუზმით რომ ვერ გაუმასპინ-
ძლდა, მოუბოდიშა, მან კი უთხრა:
– მგონი, ბევრად უკეთესი ნადიმი მელოდება, ვიდრე თქვენ
მთავაზობდით და ეს ჩემი საყვარელი ოჯახის სამსახური იქნე-
ბა. არ ვიცი, წარმატებას მივაღწევ თუ არა, მაგრამ გადავწყვი-
ტე, ვცადო. ან მე მქონია ძალიან მცდარი წარმოდგენა ნაითინ-
გეილზე, ანდა, მიუხედავად იმისა, რაც უკვე ჩაიდინა, გულის
სიღრმეში ის მაინც ძალიან კეთილშობილი კაცია და თქვენი
ქალიშვილი მთელი გრძნობით უყვარს. და თუ ასეა, ჩემი ნაამ-
ბობის მიმართ გულგრილი ვერ დარჩება. შეეცადეთ, ცოტა
დამშვიდდეთ და ნენსიც დაამშვიდეთ, მე ახლავე ნაითინგეი-
ლის საძებნელად მივდივარ და იმედია, კარგ ამბავს მოვიტან.
მისის მილერი მუხლებზე დაეცა, ლოცავდა და ჯონსს მად-
ლობას უხდიდა. ჯონსი ნაითინგეილის საძებნელად წავიდა,
კეთილი ქალი კი შვილთან მიბრუნდა და ყველაფერი უამბო.
809
ნენსი ცოტა გახალისდა და მერე ერთხმად აქებდნენ და ადი-
დებდნენ მისტერ ჯონსს.

თავი 7
მისტერ ჯონსის და მისტერ ნაითინგეილის
საქმიანი საუბარი

სიკეთეც და ბოროტებაც, რაც ჩვენ სხვისთვის გაგვიკეთე-


ბია, ჩვენვე მოგვიბრუნდება. გულმოწყალე ადამიანი ხომ სა-
კუთარი გულუხვობით მათზე ნაკლებ არ ხარობს, ვისაც სიკე-
თე გაუკეთა, ასევე ძნელი წარმოსადგენია, არსებობდეს სრუ-
ლიად ნამუსგარეცხილი კაცი, რომელიც სინდისის ქენჯნის გა-
რეშე გააუბედურებს სხვას.
ყოველ შემთხვევაში, მისტერ ნაითინგეილი ასეთი ნამდვი-
ლად არ ყოფილა. პირიქით, როცა ჯონსმა მას ახალ ბინაში მი-
აგნო, სევდიანი იჯდა ბუხართან და მდუმარედ ფიქრობდა საწ-
ყალ ნენსიზე. მეგობარი რომ დაინახა, წამოხტა და გახარებუ-
ლი შეეგება:
– როგორი დროულია შენი სტუმრობა, ასე უგუნებოდ
ცხოვრებაში არ ვყოფილვარ.
– ვწუხვარ, – უთხრა ჯონსმა, – ისეთი ამბავი მოგიტანე, არა
მგონია, გუნება გამოგიკეთოს, მაგრამ აუცილებლად უნდა გა-
გეგო. ყოველგვარი შესავლის გარეშე გეტყვი, მისტერ ნაითინ-
გეილ, მე აქ გაუბედურებული ოჯახიდან მოვდივარ და მათი გა-
უბედურების მიზეზი შენ ხარ.
მისტერ ნაითინგეილს ფერი ეცვალა, მაგრამ ჯონსმა ამას
ყურადღება არ მიაქცია და დაწვრილებით უამბო იმ ტრაგედი-
აზე, მკითხველმა წინა თავში რომ შეიტყო.

810
ნაითინგეილს ერთხელაც არ შეუწყვეტინებია, თუმცა
გრძნობებს ვერ მალავდა. ჯონსმა ამბის მოყოლა როცა დაამ-
თავრა, მან ღრმად ამოიოხრა და უთხრა:
– მეგობარო, რომ იცოდე, როგორ განვიცდი. ბედის დაცინ-
ვა იყო, ჩემი წერილი სხვებმაც რომ წაიკითხეს, თორემ ნენსის
რეპუტაცია არ შეელახებოდა, ყველაფერი საიდუმლოდ დარ-
ჩებოდა, ასეთი ამბები რამდენიც გინდა, იმდენი ხდება ქალაქ-
ში; ქმარს ეჭვი თუ აღეძრა, როცა უკვე ძალიან გვიანაა, უფრო
ჭკვიანურია, თავისი ეჭვი ცოლისგან და ყველა დანარჩენისგან
დამალოს.
– რა თქმა უნდა, მეგობარო, – უთხრა ჯონსმა, – მაგრამ აქ
სხვა შემთხვევაა. ისე შეაყვარე თავი, რეპუტაცია კი არა, შენი
დაკარგვა ადარდებს და ეს მას და მის ოჯახს გაანადგურებს.
– ამაზე რას გეტყვი, იცი?! – იყვირა ნაითინგეილმა, – გე-
ფიცები, მეც სიგიჟემდე მიყვარს და ცოლისთვის, ვინც უნდა
იყოს ის, ჩემს გულში ძალიან პატარა ადგილია დარჩენილი.
– და მაშინ რატომ მიატოვე? – ჰკითხა ჯონსმა.
– რა უნდა მექნა?
– ეგ მის ნენსის ჰკითხე, – მიუგო ჯონსმა, – მე გულწრფე-
ლად მგონია, რომ მან უნდა გადაწყვიტოს, როგორ შეიძლება
გამოისყიდო დანაშაული. მხოლოდ და მხოლოდ მისი ინტერე-
სი უნდა გაითვალისწინო და არა საკუთარი. მაგრამ მე თუ
მკითხავ, ნენსის და მისი ოჯახის მოლოდინი უნდა გაამარ-
თლო. გულწრფელად გეუბნები, მას შემდეგ, რაც პირველად
გნახეთ ერთად, ჩემი მოლოდინიც ასეთი იყო. თუმცა საკუთა-
რი გული უკეთ გაჩვენებს გზას, როგორ დაარწმუნო დედაც და
შვილიც, რომ, მართალია, ცოლად მოყვანის პირობა არ მიგი-
ცია, არც უსინდისო განზრახვა გქონია.
– ვაღიარებ, რომ სამართლიანად ლაპარაკობ, მაგრამ ვში-
შობ, ის პირობა, ახლა რომ ახსენე, მიცემული მაქვს.
811
– და ამის შემდეგ კიდევ შეგიძლია, ერთი წამით რამეზე და-
ფიქრდე? – ჰკითხა ჯონსმა.
– მეგობარო, ვიცი, შენ ღირსეული კაცი ხარ და სულმდაბ-
ლად მოქცევას არავის ურჩევ. მაგრამ სხვა რომ არაფერი მა-
ჩერებდეს, მას შემდეგ, რაც ნენსის სახალხოდ მოეჭრა თავი,
ღირსეული იქნება ჩვენი შეუღლება?
– რა თქმა უნდა, – უპასუხა ჯონსმა, – ყველაზე ღირსეული
და კეთილშობილური საქციელი ეს იქნება შენი მხრიდან. თუ
რამეზე გული გეთანაღრება, ერთად განვიხილოთ. შეიძლება,
ღირსეულმა კაცმა თვალთმაქცობით მოატყუოს ახალგაზრდა
ქალი და მისი ოჯახი და ასე მუხანათურად მოსტაცოს სიქალ-
წულე? შეიძლება, ღირსეულმა კაცმა გაუტეხოს სახელი, დაუნ-
გრიოს სიმშვიდე, და ალბათ ცხოვრებაც, ასეთ უმწეო და ნაზ
ახალგაზრდა ქალს? ახალგაზრდა ქალს, რომელსაც სიგიჟემ-
დე უყვარხარ და შენთვის მოკვდება, რომელსაც სჯეროდა შე-
ნი და ამ რწმენას ანაცვალა ყველაფერი? ღირსება მოგცემს
ამის უფლებას?
– საღად მსჯელობ, მაგრამ ხომ იცი, მაღალ საზოგადოება-
ში საწინააღმდეგო აზრი აქვთ, ბოზი რომ მოვიყვანო ცოლად,
როგორ გამოვყო სადმე თავი?
– ფუი, ნაითინგეილ, ასე დამამცირებლად როგორ მოიხსე-
ნიებ ქალს, რომელსაც ცოლობას შეჰპირდი? მან ხომ წინდაუ-
ხედაობის გამო შესცოდა და არა უზნეობის. და ის მაღალი სა-
ზოგადოება ვითომ რა ჩემი ფეხებია? თავის გამოყოფა გესირ-
ცხვილება ვიღაც სულელების, სულმდაბლების და გარყვნი-
ლების საზოგადოებაში? მაპატიე, მაგრამ ეგ სირცხვილი ყალ-
ბი მოკრძალებიდან მოდის და ყალბ პატიოსნებას ახლავს. ეჭ-
ვი არ მეპარება, ნებისმიერი შეგნებული და კეთილშობილი
ადამიანი მოიწონებს ასეთ საქციელს. აღიარე, რომ ყველაზე

812
კმაყოფილი თავად დარჩები. შეიძლება, კეთილი, გულმოწყა-
ლე, კეთილშობილური საქმით მოგვრილი აღტაცება და სიხა-
რული შეადარო მილიონების დაუმსახურებელ ქებას? თვალე-
ბი გაახილე და მიხვდები განსხვავებას. ერთი მხრივ, წარმო-
იდგინე გაუბედურებული გოგო საცოდავი დედის მკლავებში,
ნაზი, გულუბრყვილო, რომელიც სულს ღაფავს, უკანასკნელ
ამოსუნთქვას შენს სახელს აყოლებს, თან არც კი გადანაშაუ-
ლებს იმ ბოროტებისთვის, რაც გაუკეთე. სცადე, წარმოიდგი-
ნო მოსიყვარულე გამწარებული დედა, რომელიც სიგიჟის ან
შეიძლება უკვე სიკვდილის პირასაა, ქალიშვილის შემყურე. იმ
საცოდავ დაობლებულ პატარაზეც იფიქრე და მერე გაიაზრე,
რომ შენი ბრალია ამ პატარა, პატიოსანი და უმწეო ოჯახის და-
ღუპვა. მეორე მხრივ, წარმოიდგინე, რომ შეგიძლია, მას ეს
ტრაგედია აარიდო. რა სიხარულით ჩაგეხუტება საყვარელი
არსება, სახეზე ფერი დაუბრუნდება, თვალებში ცეცხლი ჩაუდ-
გება და გატანჯული გული სიხარულით აევსება. დაფიქრდი,
შენი ერთი საქციელით როგორ გააბედნიერებ პატარა ოჯახს.
წარმოიდგინე ეს ორი საპირისპირო ვითარება და თუ ჩემს მე-
გობარს კარგად ვიცნობ, ის დიდხანს არ იყოყმანებს.
– ჩემო ძვირფასო მეგობარო, – შესძახა ნაითინგეილმა, –
ამდენი მჭევრმეტყველება არ იყო საჭირო, მე ნენსი გულით მე-
ცოდება და რას არ მივცემდი, ჩვენ შორის სიახლოვე რომ არ
დამეშვა. დამიჯერე, დიდხანს ვებრძოლე საკუთარ თავს, ვიდ-
რე იმ ულმობელ წერილს დავწერდი. მხოლოდ ჩემი გადასაწ-
ყვეტი რომ ყოფილიყო, ნენსის დღესვე ცოლად მოვიყვანდი.
გეფიცები, ასე იქნებოდა! მაგრამ ხომ გესმის, რომ ეს შეუძლე-
ბელია მამაჩემის თანხმობის გარეშე, თანაც უკვე შერჩეული
ჰყავს ჩემთვის საცოლე და როგორც მითხრა, ხვალ ხელი უნდა
ვთხოვო.
– არ მაქვს პატივი, მამაშენს ვიცნობდე, – უთხრა ჯონსმა, –
813
მაგრამ ვინ იცის, იქნებ შევძლო და გადავაფიქრებინო. ხომ
მომცემ უფლებას, უბედური ოჯახის გადარჩენის ერთადერთ
გზას მივმართო?
– დიდი სიხარულით, – უპასუხა ნაითინგეილმა, – მე ბედ-
ნიერი სხვა ქალთან ვერ ვიქნები. ძვირფასო მეგობარო, რომ
იცოდე, რა გამოვიარე ამ თორმეტ საათში, მარტო ის საწყალი
გოგო არ შეგეცოდებოდა. მე სხვას ვერ შევიყვარებ. ჯერ კიდევ
სულელივით ვყოყმანობდი, მაგრამ შენ ყველაფერს სახელი
დაარქვი. მამაჩემი თუ ჩემს სურვილს გაითვალისწინებს, მე და
ნენსის ბედნიერებისთვის სხვა არაფერი გვინდა.
– მაშინ მე ვითავებ ამ საქმეს, – თქვა ჯონსმა, – ნუ გამიბ-
რაზდები, მაგრამ როგორც საჭიროდ მივიჩნევ, ისე მივაწვდი
ყველაფერს. ასეთი ამბები მალე გახმაურდება ხოლმე და ეს
ისედაც უკვე გახმაურდა. მით უმეტეს, თუკი ფატალური დასას-
რული ექნება, რაც, გეფიცები, გარდაუვალია, ხელი თუ არ შე-
ვუშალეთ, შენი სახელი ყველას პირზე ეკერება და არა მგონია,
ეს მამაშენს გაუხარდეს. მითხარი, სად შეიძლება ვნახო და
წუთს აღარ დავკარგავ, მანამდე კი შენ უკეთესს ვერაფერს გა-
აკეთებ, საწყალი გოგო ინახულე და დარწმუნდები, რომ არ გა-
დამიმეტებია.
ნაითინგეილი იმწამსვე დასთანხმდა, მამის მისამართი უთ-
ხრა და იმ კაფესიც, სადაც სავარაუდოდ ნახავდა. მერე ცოტა
შეყოყმანდა და ასე თქვა:
– ჩემო ტომ, შეუძლებელი რამ იკისრე. მამაჩემს რომ იც-
ნობდე, არც შეეცდებოდი მის დათანხმებას. მოიცა, იქნებ უთ-
ხრა, რომ უკვე ვიქორწინეთ, უკვე მომხდარს ადვილად შე-
ეგუება. გეფიცები, ისე იმოქმედა შენმა ლაპარაკმა და ნენსიც
ისე მიყვარს, ლამისაა ვინატრო, მართლა ჩემი ცოლი იყოს,
რაც უნდა მოჰყვეს ამას.

814
ჯონსმა მოიწონა ეს აზრი და შეჰპირდა, ასეც მოვიქცევიო.
მერე ერთმანეთს დაშორდნენ, ნაითინგეილი ნენსისთან მიიჩ-
ქაროდა, ტომი – მოხუც ჯენტლმენთან.

თავი 8
რაზე ისაუბრეს ჯონსმა და მოხუცმა მისტერ ნაითინგეილმა;
ახალი პერსონაჟი შემოდის, რომელიც ადრე არ გვიხსენებია

რომაელი სატირიკოსის სენტიმენტების მიუხედავად, რო-


მელიც ფორტუნას ზებუნებრივ ძალას უარყოფს და, მართა-
ლია, სენეკაც იმავე აზრისაა, ციცერონი, ჩემი რწმენით, ორი-
ვეზე ჭკვიანი, საპირისპიროს გვეუბნება და მართლაც, ცხოვ-
რებაში არცთუ იშვიათია ისეთი უცნაური და აუხსნელი შემ-
თხვევები, რომელთა გამოწვევა ადამიანის ნიჭსა და შორ-
სმჭვრეტელობაზე მეტს ითხოვს.
ჯონსსაც ასე დაემართა და მისტერ ნაითინგეილი ისეთ კრი-
ტიკულ მომენტში იპოვა, რომ ფორტუნა, თუ მართლა დამსა-
ხურებულად ეთაყვანებოდნენ მას რომში, უკეთესს ვერ მო-
იგონებდა. მოკლედ, მოხუცი ჯენტლმენი და სარძლოს მამა
რამდენიმე საათის განმავლობაში გაცხარებით კამათობდნენ
მომავალი სიძე-პატარძლის ქონებაზე. ქალის მამა ახალი წა-
სული იყო და მისტერ ნაითინგეილი ფრიად ნასიამოვნები და-
ტოვა; ორივეს ეგონა, რომ ჭკუაში მოატყუა მომავალი მძახა-
ლი, რაც ასეთ დროს იშვიათი არ არის და საკუთარი გამარჯვე-
ბით დიდად კმაყოფილები გახლდნენ.
ეს მოხუცი ჯენტლმენი ცხოვრებას კარგად იცნობდა და
მხოლოდ ერთი ინტერესი ჰქონდა, რის მიღებაც შეიძლებოდა,
815
ყველაფერი მიეღო. ახალგაზრდობაში ვაჭრობას მოეკიდა,
მაგრამ ქონება რომ დააგროვა, ხელი აიღო ამ საქმეზე და ფუ-
ლით ვაჭრობაზე გადავიდა, მუშტარიც არ აკლდა, იცოდა, რო-
გორ ეხეირა, ხან გაჭირვებული კერძო პირის ხარჯზე, ხან კი
საზოგადოებრივი დაწესებულების. ისე იყო მოცული ფინანსუ-
რი საქმეებით, ვერც წარმოედგინა, თუ სხვა რამ არსებობდა
ამქვეყნად, ფულის გარდა; ყოველ შემთხვევაში, დანამდვი-
ლებით შეიძლება ითქვას, რომ სხვა არაფერს მისთვის ფასი
არ ჰქონდა.
ვინაიდან ამ ჯენტლმენის გონება მხოლოდ ფულს მოეცვა,
როგორც კი უცნობი დაინახა, იმწამსვე იფიქრა, ან ფული მო-
იტანა, ან სესხება უნდაო და იმის მიხედვით, რომელი მოსაზ-
რება გაიმარჯვებდა, ის ან გულთბილად მიიღებდა უცნობს, ან
პირიქით.
ჯონსისთვის სამწუხაროდ, ამჯერად მოხუცმა მეორე ვარი-
ანტი ივარაუდა – წინადღითაც ხომ ეწვია ერთი ახალგაზრდა
მისი ვაჟის ვალის დაფარვის თხოვნით და ეგონა, ჯონსიც იმავე
საბაბით იყო მისული. ჯონსმა ვერც მოასწრო ეთქვა, თქვენი
ვაჟის გამო გესტუმრეთო, რომ მოხუც ჯენტლმენს უკვე ეჭვები
საბოლოოდ გაეფანტა და უყვირა, ტყუილად გაისარჯეთო.
– ნუთუ იცით, რატომ ვარ მოსული? – გაოცდა ჯონსი.
– გიმეორებთ, ტყუილად გაისარჯეთ. ალბათ ერთ-ერთი
იმათგანი ხართ, ვინც ჩემს შვილს ლოთობას და გარყვნილე-
ბას ასწავლის, რაც საბოლოოდ დაღუპავს კიდეც, მაგრამ
გპირდებით, მე მეტს აღარ გადავიხდი მის ვალებს. იმედია, მა-
ლე მიატოვებს თქვენს კომპანიას, სხვაგვარად რომ ვფიქრობ-
დე, საცოლეს არ შევურჩევდი.
– როგორ, სერ? ნუთუ თქვენ შეურჩიეთ ის ლედი?
– ეგ რა თქვენი საქმეა?

816
– ძვირფასო სერ, – უთხრა ჯონსმა, – ნუ მიწყენთ, მაგრამ
მე ყველაფერი მაინტერესებს, რაც თქვენი შვილის ბედნიერე-
ბას ეხება, ამიტომაც გესტუმრეთ დღეს. ვერ აგიწერთ, როგორ
მესიამოვნა, რაც მითხარით, რადგან თქვენს შვილს დიდ პა-
ტივს ვცემ და თქვენ მიმართაც დიდი მოკრძალება გამიჩნდა.
რამხელა კეთილშობილება, გულუხვობა და სულგრძელობა
გამოიჩინეთ, შვილს საცოლე რომ შეურჩიეთ, ქალი, რომე-
ლიც მას ნამდვილად გააბედნიერებს.
არაფერი ისე კეთილად არ განგვაწყობს ადამიანის მი-
მართ, როგორც განგაში, რომელიც მისი გამოჩენის გამო დაგ-
ვეუფლება და ეს შიში რომ გაიფანტება, სწორედ იმას ვუმად-
ლით, ვინც თავიდან შეგვაშინა.
ასე დაემართა ნაითინგეილსაც. მიხვდა თუ არა, ჯონსი ფუ-
ლის სათხოვნელად არ იყო მისული, მისი გაცნობა უკვე ესია-
მოვნა და უთხრა:
– დაბრძანდით, სერ, მგონი, ადრე არ შევხვედრივართ,
მაგრამ თუ ჩემი შვილის მეგობარი ხართ და ახალგაზრდა ლე-
დიზე რამის თქმა გსურთ, სიამოვნებით მოგისმენთ. გაბედნიე-
რებას რაც შეეხება, ჩემი შვილის ბრალი იქნება, თუ ასე არ
მოხდება. მე ჩემი ვალი მოვიხადე და მთავარი საკითხი მოვაგ-
ვარე, იმ ქალის მზითვი ნებისმიერ გონიერ და წინდახედულ
კაცს გააბედნიერებს.
– ნამდვილად ასეა, – შესძახა ჯონსმა, – ის თავად არის სა-
განძური, საოცრად ლამაზი, კეთილშობილი, მშვიდი და გა-
ნათლებულია. კარგადაც მღერის და შესანიშნავად უკრავს
კლავიკორდზე.
– ვერ გეტყვით, – უთხრა მოხუცმა ჯენტლმენმა, – რადგან
თვალით არ მინახავს, მაგრამ მამამისზე უკეთესი წარმოდგენა
შემექმნა, რადგან გარიგებისას ქალიშვილის ამ თვისებებზე

817
არ გაუმახვილებია ყურადღება, რაც მის გონიერებაზე მეტყვე-
ლებს. სულელი თუ დაიწყებს, მზითვის გარდა, სხვა რამეზე
ლაპარაკს, მას კი საკადრისი უნდა მივუზღო და ვთქვა, რომ
არაფერი უხსენებია, თუმცა ქალს ეს არ დაამცირებდა.
– გარწმუნებთ, სერ, – შესძახა ჯონსმა, – საუკეთესო თვი-
სებებით არის შემკული, მაგრამ მეშინოდა, რომ დიდი ხალი-
სით არ დასთანხმდებოდით, რადგან თქვენი შვილისგან ვიცო-
დი, რომ ნანახი არ გყავდათ. ამიტომ მოვედი აქ, სერ, თუ თქვე-
ნი შვილის ბედნიერება რამედ გიღირთ, ნუ დაუშლით, ცოლად
მოიყვანოს ის, ვისაც არათუ ასეთი შესანიშნავი თვისებები
აქვს, უკვე რომ მოგახსენეთ, არამედ კიდევ ბევრი სხვაც.
– ორივე დავალებული ვყოფილვართ თქვენგან, შემიძლია
დაგამშვიდოთ, რადგან მისი მზითვით ძალიან კმაყოფილი
დავრჩი.
– სერ, – მიუგო ჯონსმა, – სულ უფრო და უფრო დიდი პატი-
ვისცემით ვივსები თქვენ მიმართ. ასე იოლად რომ დაკმაყო-
ფილდით და ასეთი თავშეკავებული რომ ხართ, ეს მხოლოდ
თქვენი გონიერების კი არა, დიდსულოვნების დამადასტურე-
ბელიცაა.
– არც ისეთი თავშეკავებული ვიყავი, ახალგაზრდავ, არც
ისეთი, – უთხრა მისტერ ნაითინგეილმა.
– და როგორი დიდსულოვანი! – თქვა ჯონსმა, – მართლაც
ხომ სიგიჟეა, ბედნიერების საწინდრად ფული იგულისხმო.
ასეთი ქალი, მაგრამ უმნიშვნელო მზითვით…
– როგორც გატყობთ, ფულზე არც ისე მართებული წარ-
მოდგენა გაქვთ, ჩემო მეგობარო, ან ქალს უკეთ იცნობთ, ვიდ-
რე მის ავლადიდებას. როგორ გგონიათ, რამდენი აქვს ლე-
დის?
– რამდენი? – შესძახა ჯონსმა, – თქვენს შვილს სძაგს ამ
თემაზე საუბარი.
818
– შეიძლება, თვითონ უკეთესი აერჩია, – თქვა მოხუცმა ჯენ-
ტლმენმა, – და მაინც, როგორ გგონიათ, რამდენს მიიღებს
თქვენი მეგობარი?
– რამდენს? რა ვიცი, ალბათ ორას გირვანქას.
– მეხუმრებით, ახალგაზრდავ? – ცოტა გაბრაზდა მისტერ
ნაითინგეილი.
– არა, გეფიცებით, – თქვა ჯონსმა, – გულწრფელად ასე მე-
გონა და თუ ლედის შეურაცხყოფა მივაყენე, ვწუხვარ.
– რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ მას ორმოცდაათჯერ მეტი
აქვს და ვიდრე ჩემს თანხმობას მიიღებს, კიდევ ორმოცდაათი
უნდა დაამატოს.
– არა, – უთხრა ჯონსმა, – დათანხმებაზე ლაპარაკი უკვე
გვიანაა, რადგან თქვენი შვილი უკვე ჯვარდაწერილია.
– ჩემი შვილი ჯვარდაწერილია? – გაოცებით იკითხა მო-
ხუცმა.
– დიახ, და მეგონა, იცოდით.
– ჩემმა შვილმა მის ჰარისზე დაიწერა ჯვარი?
– არა, სერ, – მიუგო ჯონსმა, – მის ნენსიზე! მისის მილერის
ქალიშვილზე, ვის სახლშიც თქვენი შვილი ბინას ქირაობდა.
მართალია, დედამისი იძულებულია, ბინა გააქირაოს...
– ისევ ხუმრობთ თუ სერიოზულად ლაპარაკობთ?! – იყვი-
რა მამამ.
– მართალს ვამბობ, სერ, ასეთ თემაზე ხუმრობას არ ვიკად-
რებ, მე სერიოზული და გულწრფელი ვარ და აქ იმიტომ მოვე-
დი, რომ თქვენი შვილი ვერ ბედავდა, ეთქვა, თავისზე ღარიბი
რომ მოიყვანა ცოლად, მაგრამ ეს რომ საიდუმლოდ დარჩეს,
ლედის რეპუტაცია შეელახება.
მამა გაოგნებული გაშეშდა ერთ ადგილას, სწორედ ამ
დროს ოთახში ჯენტლმენი შემოვიდა და მისალმებისას, ძმაო-
ო, მიმართა.
819
ახლო ნათესაობის მიუხედავად, ეს ორი ადამიანი უაღრე-
სად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ახლად შემოსწრებუ-
ლი ძმაც თურმე ვაჭრობას მისდევდა, მალე 6000 გირვანქა
რომ დააგროვა, მამული იყიდა, სოფელში გადასახლდა და იქ
უმრევლო მღვდლის ქალიშვილზე დაქორწინდა. ახალგაზრდა
ლედი დიდად არც ლამაზი იყო და არც მდიდარი, მაგრამ ძმამ
უფრო ხალისიანი ბუნების გამო შეირთო.
ამ ქალთან ერთად უკვე ოცდახუთი წელი გაატარა და მათი
ცხოვრება პოეტების აღწერილ ოქროს ხანის მოდელს ჰგავდა.
ოთხი შვილი შეეძინათ, მაგრამ, ერთი ქალიშვილის გარდა,
ყველა ჩვილობის ასაკში გარდაეცვალათ, ამიტომ იმ ერთა-
დერთ ქალიშვილს ანებივრებდნენ, თავს ევლებოდნენ და
ისიც ისეთი მოსიყვარულე შვილი გამოდგა, ვერც კი წარმოედ-
გინა მშობლებთან განშორება და ამის გამო ცოლობაზე უარი
უთხრა ვიღაც ორმოც წელს ცოტა გადაცილებულ ჯენტლმენს.
ახალგაზრდა ლედი, რომელიც მისტერ ნაითინგეილმა ვა-
ჟისთვის შეარჩია, ძმის მეზობელი და მისი ქალიშვილის ნაც-
ნობი იყო. სინამდვილეში ძმა ქორწინების ჩასაშლელად ჩამო-
ვიდა ლონდონში, სურდა ძმისთვის განზრახვა გადაეთქმევი-
ნებინა, რადგან დარწმუნებული იყო, შვილს დაღუპავდა. სხვა
არაფერს ელოდა იმ ქორწინებიდან, როგორი მდიდარიც უნდა
ყოფილიყო ქალი, რადგან ვერც მისი გარეგნობა და ვერც სუ-
ლიერი მხარე ბედნიერი ოჯახის საწინდარი ვერ იქნებოდა – ის
მეტისმეტად მაღალი, გამხდარი, შეუხედავი, უხასიათო და
შტერი ყოფილა.
ბიძას ძალიან ესიამოვნა, როცა გაიგო, ძმისწულს მის მი-
ლერთან ჯვარი ჰქონდა დაწერილი და მისტერ ნაითინგეილმა
შვილის ლანძღვა რომ დაიწყო, ასე უთხრა:
– ცოტა რომ დამშვიდდებოდე, ძმაო, ერთ რამეს გკითხავ-
დი: ალბათ ფიქრობ, შვილს საცოლე რომ შეურჩიე, ამას მის
820
გასაბედნიერებლად აკეთებ, ხომ ასეა? სხვისთვის ბედნიერე-
ბის კანონების დაწესება ყოველთვის უაზრობად მეჩვენებოდა,
მათი შესრულების დაჟინებით მოთხოვნა კი სისასტიკედ. ვიცი,
ყველას მოსდის ეს შეცდომა, მაგრამ ხომ უნდა ვაღიაროთ,
რომ შეცდომაა და თუ სხვა შემთხვევებში უაზრობაა, ყველაზე
უაზრო მაშინ არის, როცა საქმე ქორწინებას ეხება, რომლის
ბედნიერება ორმხრივ სიყვარულზეა დამოკიდებული. ამიტომ
მე ვერასოდეს ვამართლებდი, მშობელი შვილს რომ ურჩევს
საბედოს, ძალით შეყვარება ხომ შეუძლებელია? სიყვარულს
ეჯავრება ძალდატანება და, ჩვენი ბუნების უსაშველო სიჯიუ-
ტის გამო, მხოლოდ ღიზიანდება, როცა გადარწმუნებას ცდი-
ლობ. მართალია, მშობელი არ იქცევა გონივრულად, შვილს
თავს თუ მოახვევს საკუთარ წესებს, მაგრამ შვილმა მას აუცი-
ლებლად რჩევა უნდა ჰკითხოს და, ბოლოს და ბოლოს, უარის
თქმის უფლება მაინც მისცეს. ამიტომ, თუკი ჩემი ძმისწული
ცოლს ირთავს შენი რჩევის უკითხავად, ნამდვილად დამნაშა-
ვეა. ისე, გულწრფელად რომ გითხრა, ცოტათი თავად ხომ არ
უბიძგე დანაშაულისკენ? იმდენს ლაპარაკობდი ამ საკითხზე,
ალბათ შენი თანხმობის იმედი არ ექნებოდა, თუ არც ისე
შეძლებულ ქალს მოიყვანდა ცოლად. ამის გამო ხარ გაბრაზე-
ბული? თუ მან ვერ მოიხადა შვილის ვალი, შენ ხომ გადაჭარ-
ბებულად გამოიყენე მამის ძალაუფლება, როცა გარიგებით
შეურჩიე საცოლე, ქალი, რომელიც არც შენ და არც მას თვა-
ლით არ გინახავთ და იმდენი რომ იცოდეთ, რამდენიც მე ვიცი,
გიჟი უნდა იყო, ის რომ ოჯახში შემოუშვა. ჩემს ძმისწულს კი
ვადანაშაულებ, მაგრამ მას უპატიებელი შეცდომა არ ჩაუდე-
ნია. მართალია, შენ არ დაგეკითხა, თუმცა კი ეს მხოლოდ მისი
გადასაწყვეტია, შენც უნდა გაითვალისწინო და გაითვალისწი-
ნებ კიდეც მის ინტერესს; მაგრამ თუკი, სამწუხაროდ, თქვენი
შეხედულებები განსხვავდება და მას არასწორი წარმოდგენა
821
აქვს ბედნიერებაზე, ნუთუ მოინდომებ, კიდევ უფრო გააუბედუ-
რო? ერთი სიტყვით, ძმაო, ნუთუ საშუალება რომ არ მოგცა,
როგორც შენ გინდოდა, ისე გაგემდიდრებინა, ამის გამო სიღა-
რიბეში ცხოვრებისთვის გაწირავ?
ქრისტიანული რწმენის ძალით წმინდა ანტონმა თევზები
დაიმეგობრა, ორფეოსი და ამფიონი კიდევ უფრო შორს წა-
ვიდნენ და მუსიკით უსულო საგნები მოხიბლეს. რა საოცრე-
ბაა! მაგრამ არც ისტორიაში და არც მითოლოგიაში არ შეგ-
ვხვედრია მაგალითი, საღ აზრს ძვალ-რბილში გამჯდარ სი-
ძუნწეზე გაემარჯვოს.
მოხუცმა მისტერ ნაითინგეილმა ძმას არაფერი უპასუხა,
მხოლოდ იმას დასჯერდა, რომ აღნიშნა, ჩვენი მოსაზრებები
შვილების აღზრდის თაობაზე ყოველთვის განსხვავდებოდაო:
– ნეტავი, ძმაო, საკუთარ შვილს მიხედავდე და ჩემსას თავს
გაანებებდე, შენი რჩევებით და მაგალითით ბევრი ვერაფერი
ისწავლა.
ახალგაზრდა ნაითინგეილი ბიძის ნათლული იყო და მას-
თან მეტ დროს ატარებდა, ვიდრე მამასთან. ბიძაც სულ ასე ამ-
ბობდა, ჩემს ძმისწულს ქალიშვილისგან არ ვარჩევო.
ჯონსი ამ კეთილი ჯენტლმენით დიდად მოიხიბლა. როცა
ორივემ შეატყო, შეგულიანებით მამას უფრო აღიზიანებდნენ,
ვიდრე ითანხმებდნენ, გაერიდნენ და ჯონსმა ბიძა მისის მი-
ლერთან წაიყვანა.

თავი 9
მოიცავს უცნაურ ამბებს

შინ დაბრუნებულ ჯონსს სიტუაცია ძალიან შეცვლილი დახ-


ვდა. დედა, ორი ქალიშვილი და მისტერ ნაითინგეილი ერთად
822
ვახშმობდნენ. ბიძა სიამოვნებით შეუერთდა საზოგადოებას,
ის ხომ ხშირად სტუმრობდა თავის ძმისწულს და ყველას მშვე-
ნივრად იცნობდა.
ხანდაზმული ჯენტლმენი ჯერ ნენსისთან მივიდა, მიესალმა
და ბედნიერება უსურვა, მერე დედა და და მოიკითხა, ბოლოს
კი ძმისწულს ისე მხიარულად და თავაზიანად მიესალმა, თით-
ქოს მას მდიდარი ქალი შეერთო ცოლად და ყველა წინასწარი
და აუცილებელი ფორმალობა უკვე მოგვარებული იყო.
მის ნენსიმ და მისმა სავარაუდო ქმარმა ფერი დაკარგეს და
ძალიან სულელურად გამოიყურებოდნენ. მისის მილერმა
პირველივე ხელსაყრელი შემთხვევა გამოიყენა, სუფრიდან
ადგა და ჯონსი სასადილო ოთახში გაიხმო, მუხლებზე დაემხო,
ატირდა და ჩემი კეთილი ანგელოზი ხარ, ჩემი საწყალი ოჯახი
გადამირჩინეო, უთხრა და კიდევ ბევრი სხვა თავაზიანი და
ალერსიანი სიტყვით გამოხატა მადლიერება.
მოზღვავებული ემოციების ტალღამ გადაიარა და მისის მი-
ლერმა აღნიშნა, გული გამისკდებოდა, გრძნობებისთვის გზა
რომ არ მიმეცაო, მერე ჯონსს მოუყვა, ყველაფერი მოგვარდა
და ხვალ დილით ჯვარს იწერენო. ჯონსს ძალიან გაუხარდა
ამის გაგება, საწყალ ქალს კი ახალი შეტევა დაეწყო, სულ ლო-
ცავდა და მადლობას უხდიდა. ჯონსმა ძლივს დაამშვიდა ის და
უთხრა, ახლა ჯობს, უკან შევბრუნდეთო. საზოგადოება რო-
გორც დატოვეს, ისევ ისეთ მშვენიერ განწყობაზე დახვდათ.
ორი-სამი საათი ასე სასიამოვნო საუბარში გაატარეს. ბი-
ძას ღვინო უყვარდა და მოილხინა, ძმისწულსაც ხშირ-ხშირად
უვსებდა ჭიქას. ახალგაზრდა ნაითინგეილი მთლად არ გამოპ-
რუტუნებულა, მაგრამ რაღაც აფორიაქებული ჩანდა. ბიძა თა-
ვის ძველ ოთახში შეიყვანა და გული გადაუშალა: – ყოველ-
თვის საუკეთესო ბიძა იყავით ჩემთვის და ისეთი მადლობელი

823
ვარ, ცოლის მოყვანა რომ მომიტევეთ, რაც ალბათ ცოტა და-
უფიქრებელი საქციელი იყო. მე არასოდეს ვაპატებ თავს,
თქვენ რომ მოგატყუოთ.
– რაო, ჯეკ? – ჰკითხა ბიძამ, – შენ ეს ქალი ჯერ ცოლად არ
მოგიყვანია?
– არა, ღირსებას გეფიცებით.
– ჩემო ძვირფასო ბიჭო, – შესძახა ბიძამ და აკოცა, – რო-
გორ მიხარია ამის გაგება. ცოლად რომ მოგეყვანა, მე ყველა-
ფერს გავაკეთებდი შენს დასახმარებლად, მაგრამ დიდი გან-
სხვავებაა, როცა რაღაც უკვე დააშავე და ვეღარ გამოასწორებ
და როცა ჯერ არაფერი ჩაგიდენია. საღი აზრი მოიკრიბე, ჯეკ,
და ჩემი რჩევა აღარ დაგჭირდება, თავად მიხვდები, რომ ეს
ქორწინება სრულიად აბსურდული და წარმოუდგენელია.
– როგორ, სერ? – თქვა ახალგაზრდა ნაითინგეილმა, – რა
მნიშვნელობა აქვს, უკვე იქორწინე თუ არა, როცა საქმე ღირ-
სებას ეხება?
– ფუი! – მიუგო ბიძამ, – ღირსება მაღალი საზოგადოების
პირმშოა და როგორც უნდათ, ისე მართავენ და იყენებენ. რომ
იცოდე, ამგვარი რამეები რა უმნიშვნელოა მაღალი საზოგა-
დოებისთვის; უმძიმესი ღალატიც კი ერთი დღის სალაპარაკო
თუ გახდება. ამის გამო არავინ დაიხევს უკან, ქალიშვილი გა-
გატანოს და არც ერთი ქალი უარს არ გეტყვის ცოლობაზე.
ღირსებას ასეთი გარიგებების დროს არაფრად აგდებენ.
– მომიტევეთ, სერ, – შესძახა ნაითინგეილმა, – ასე არას-
დროს მიფიქრია, მე არათუ ღირსება, არამედ სინდისი და ადა-
მიანობა მავალდებულებს. დარწმუნებული ვარ, ნენსის თუ ვუ-
ღალატებ, ამას ვერ გადაიტანს და მე მკვლელი გავხდები, ულ-
მობელი მკვლელი, რომელმაც ქალს გული გაუტეხა.
– გული გაუტეხა, კი, როგორ არა! ჯეკ, – უთხრა ბიძამ, ‒
ქალის გული ასე მალე არ ტყდება. ქალები ამტანები არიან, ჩე-
824
მო ბიჭუნა, ძალიან ამტანები!
– კი, მაგრამ, სერ, – შეეპასუხა ნაითინგეილი, – მეც მიყ-
ვარს ნენსი და სხვა ქალთან ბედნიერი ვერასოდეს ვიქნები.
რამდენჯერ გითქვამთ, რომ ბავშვებმა თვითონ უნდა აირჩიონ
საბედო და რომ ჰარიეტს მისცემდით ამის უფლებას.
– ასეც იქნება, ოღონდ გონივრულად უნდა აირჩიოს… ჯეკ,
შენ ეს გოგო უნდა მიატოვო.
– არა, ბიძაჩემო, მე მას არ მივატოვებ.
– შენგან ამას არ ველოდი, ჯეკ, მამაშენს რომ ასე დალაპა-
რაკებოდი, არ გამიკვირდებოდა, ის ხომ მუდამ ძაღლივით
გექცეოდა და დისტანციას იცავდა ტირანივით, მაგრამ მე ყო-
ველთვის თავს გიყადრებდი. არ ვიცი, რას დავაბრალო, ალ-
ბათ უკუღმართი აღზრდის ბრალია, რაშიც მე წვლილი არ შე-
მიტანია. მე ჩემი ქალიშვილი მეგობარივით აღვზარდე, ჩემი
რჩევის გარეშე არაფერს მოინდომებს და უარს არასოდეს ამ-
ბობს, რჩევა მოისმინოს.
– ასეთი რჩევა მისთვის არასოდეს მიგიციათ ან ალბათ ცუ-
დად ვიცნობ ჩემს ბიძაშვილს, თუ თქვენ დაგიჯერებთ და არა
გულისთქმას.
– ჩემს შვილს თავი დაანებე, – აღელდა ბიძა, – ბოროტად
ნუ იყენებ მის სახელს! ისე აღვზარდე, თუ მე არ მომეწონება,
იმას არ მოისურვებს, ნებას ვაძლევ, რაც უნდა, ის გააკეთოს,
მაგრამ იმასაც დავაჩვიე, მხოლოდ მე რაც მომწონს, თვითო-
ნაც იმით ისიამოვნოს.
– მომიტევეთ, სერ, – თქვა ნაითინგეილმა, – ერთი წუთით
არ მიფიქრია, ჩემს ბიძაშვილზე აუგი მეთქვა, მე მას დიდ პა-
ტივს ვცემ. დარწმუნებული ვარ, ასეთი მკაცრი გამოცდა არ
ელის და მას არასოდეს მოსთხოვთ, რასაც მე მთხოვთ. მაგ-
რამ, სერ, მოდით, დავბრუნდეთ სუფრასთან, ალბათ თავს
უხერხულად გრძნობენ, ამდენი ხნით რომ დავტოვეთ. ერთს
825
გთხოვთ, ძვირფასო ბიძა, გოგოს და დედამისის თანდასწრე-
ბით რამე არ წამოგცდეთ.
– ოჰ, ამაზე ნუ დარდობ, ქალებთან ვიცი თავის დაჭერა, სი-
ამოვნებით შეგისრულებ თხოვნას, ოღონდ მეც მაქვს სათხო-
ვარი, მინდა აქედან ჩემთან წამოხვიდე და უფრო საფუძვლია-
ნად გავარჩიოთ ეს საქმე, ყველაფერს გავაკეთებ ჩემი ოჯახის
საკეთილდღეოდ, ჩემი დაუდევარი ძმის სიჯიუტის მიუხედა-
ვად, თავი ყველაზე ჭკვიანი რომ ჰგონია.
ნაითინგეილმა იცოდა, ბიძაც კარგი ჯიუტი ვინმე იყო და
აღარ შეეკამათა. მოხუცი ჯენტლმენი კი შეჰპირდა, თავს ძვე-
ლებურად თავაზიანად დავიჭერო.

თავი 10
მოკლე თავი, რომლითაც ეს წიგნი სრულდება

ბიძას და ძმისწულს ცოტა რომ შეაგვიანდათ, სუფრასთან


მსხდომები შეფიქრიანდნენ, თანაც საუბრისას ბიძამ არაერ-
თხელ აიმაღლა ხმა და, მართალია, სიტყვები არ ესმოდათ,
ნენსის, დედამისს და ჯონსსაც რაღაც ცუდი წინათგრძნობა გა-
უჩნდათ.
ნაითინგეილი და ბიძა რომ შემობრუნდნენ, დანარჩენებს
სახეზე ეტყობოდათ გუნების გადასხვაფერება; ის ძველი ხა-
ლისი ახლა ცოტა ძალდატანებულმა თავაზიანობამ შეცვალა.
ამინდის შეცვლას ჰგავდა, მზე რომ ღრუბლებში მიიმალება
ხოლმე.
თუმცა გუნების გადასხვაფერებას ერთმანეთს ვერ ატყობ-
დნენ, ყველანი საკუთარი განწყობის დამალვას ცდილობდნენ
826
და სხვებისთვის არ ეცალათ. ვერც ბიძამ და ძმისწულმა შეამ-
ჩნიეს დედას და ქალიშვილს ეჭვის რაიმე სიმპტომი, არც დე-
დას მოეჩვენა მოხუცი კაცი გადამეტებულად თავაზიანი და
ახალგაზრდა კაცის ყალბი ღიმილიც შეუმჩნეველი დარჩა.
ასეთი რამ ხშირად ხდება, როცა ორ მეგობარს ერთმანე-
თის მოტყუება სურს და მთელი ყურადღება საკუთარი ეშმაკო-
ბისკენ აქვთ მიმართული, ვერც ერთი ვერ ხვდება და ვერ ხე-
დავს, როგორ ატყუებენ და ამიტომ ორივე საწადელს აღწევს.
ამავე მიზეზით აცურებენ ერთმანეთს ვაჭრობაში, თუმცა
ერთი მხარე აუცილებლად მოგებული უნდა დარჩეს, ვთქვათ,
ბრმა ცხენი გაყიდოს და ყალბი ფული აიღოს.
დაახლოებით ნახევარ საათში კომპანია დაიშალა და ბიძამ
ძმისწული წაიყვანა. ვიდრე იქაურობას დატოვებდა, ნაითინგე-
ილმა ნენსის ყურში ჩასჩურჩულა, დილით ადრე მოვალ და პი-
რობას შევასრულებო.
ჯონსი, რომელსაც ყველაზე ნაკლებად ეხებოდა, რაც იმ სა-
ღამოს ხდებოდა, დანარჩენებზე მეტს მიხვდა. ძმისწულის
გვერდზე გაყვანა და გადამეტებული თავაზიანობა ნენსის მი-
მართ ეჭვს უჩენდა, რომ ნაითინგეილმა სიმართლე გაამჟღავ-
ნა, რაც, მისი გულღია ბუნებიდან გამომდინარე, გასაკვირი არ
იქნებოდა, თან სასმელმაც ეტყობა თავისი საქმე გააკეთა.
ჯონსი საგონებელში ჩავარდა, არ იცოდა, გაემხილა თუ
არა საწყალი ხალხისთვის საკუთარი ეჭვი, მაგრამ ამ დროს
მოახლე შემოვიდა და აუწყა, ვიღაც ქალბატონს თქვენი ნახვა
სურსო. ჯონსი იმწამსვე წამოდგა, მოახლეს სანთელი გამოარ-
თვა და სტუმარს შეეგება. სტუმარი მისის ონორი აღმოჩნდა და
სოფიაზე ცუდი ამბავი მოუტანა. ჯონსს უკვე სხვისთვის აღარ
სცხელოდა, მთელი მისი გონება საკუთარმა უბედურებამ და
მისმა უიღბლო ანგელოზმა მოიცვა.

827
ვიდრე მკითხველი გაიგებს, რა ამბავი მოუტანა ონორმა
ჯონსს, რამდენიმე მანამდე მომხდარი ამბავი უნდა წავუმძღვა-
როთ და ამას დავუთმობთ მომდევნო წიგნს.

828
წიგნი XV

რომელშიც ისტორია ორი დღით წაიწევს წინ

თავი 1
ისეთი მოკლე თავია, მისი დასათაურებაც არ ღირს

ზოგიერთი ღვთისმეტყველი ან უფრო მორალისტი მწერა-


ლი გვასწავლის, რომ სათნოება ბედნიერებისკენ მიგვიძღვის,
მანკიერება კი უბედურებისკენ. საკმაოდ სასარგებლო და კომ-
ფორტული თეორიაა, მაგრამ ერთ რამეში ვედავებით, რომ ის
მცდარია.
თუ მწერლები სათნოებაში გულისხმობენ უმთავრესი სათ-
ნოების გამოვლინებას, რაც კარგი დიასახლისივით სახლში
ყოფნას და მხოლოდ საკუთარ ოჯახზე ზრუნვას ითვალისწი-
ნებს, მაშინ სიხარულით დავეთანხმები, რადგან ის მართლაც
ბედნიერებისკენ მიგვიძღვის და ლამის ვინატრებდი, ადრინ-
დელი და ახალი ბრძენების აზრის მიუხედავად, უფრო კეთილ-
გონიერება ვუწოდო და არა სათნოება, ვინაიდან ცხოვრებას
ეხება და უფრო ბრძნულია, ვიდრე ეპიკურეს ძველი მიმდევრე-
ბის მოსაზრება, რომელთაც უმთავრეს სიკეთედ სიბრძნე მიაჩ-
ნდათ და უფრო სულელური, ვიდრე მათ მოწინააღმდეგებს მი-
აჩნიათ. ეპიკურეს თანამედროვე მიმდევრებს ჰგონიათ, უდი-
დესი სიამოვნება ყველა მოთხოვნილების დაკმაყოფილებაა.
მაგრამ თუ სათნოებაში (რატომღაც ასე მგონია) იგულის-
ხმება გარკვეული ფარდობითი თვისება, რომელიც ყოველ-
თვის იმით არის დაკავებული, გაიგოს, თუ რა ხდება ჩვენს
სახლს გარეთ და სხვისი კეთილდღეობა საკუთარივით აღელ-
ვებს, ასე იოლად ვერ დავეთანხმები, თითქოს ის ადამიანური

829
ბედნიერებისკენ მიმავალი უეჭველი გზა იყოს, რადგან მაშინ
ბედნიერების ჩვენებურ წარმოდგენაში უნდა ჩავრთოთ სიღა-
რიბეც და ზიზღიც, ცილისწამებაც, შურიც და უმადურობაც; ის
კი არა, შეიძლება ციხეშიც ვეძებოთ, ვინაიდან ზემოთ ნახსენებ
სათნოებას ზოგიერთი იქამდე მიჰყავს.
დიდად არ შევიწუხებ თავს, უფრო ვრცლად განვიხილო ეს
თემა, ჩემი მიზანი მისი გზიდან ჩამოცილებაა, რადგან ვიდრე
ჯონსი ყველა ღონეს ხმარობდა ახლობლების გადასარჩენად,
ეშმაკმა ან ვიღაც ადამიანად ქცეულმა ბოროტმა სულმა კარ-
გად იმუშავა, მისი სოფია რომ დაეღუპა.
ეს გამონაკლისია და ზემოთ ნახსენებ კანონს არ შეესაბა-
მება, თუ, რა თქმა უნდა, მას შეიძლება კანონი ვუწოდოთ. მაგ-
რამ ჩვენ ხომ ამგვარ გამონაკლისებს ბევრჯერ შევხვედრი-
ვართ ცხოვრების გზაზე და ამიტომ ვარჩიეთ, შევეკამათოთ
თეორიის საფუძველს, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ის არაქრის-
ტიანული და, შესაბამისად, მცდარია და ეწინააღმდეგება უკ-
ვდავების რწმენის კეთილშობილურ არგუმენტებს.
მაგრამ ალბათ მკითხველის ცნობისმოყვარეობა (თუ, რა
თქმა უნდა, აქვს) ძალიან მოვაშიეთ, ამიტომ შევეცდებით, რაც
შეიძლება მალე დავაკმაყოფილოთ.

თავი 2
რომელშიც დაისახება ძალიან შავბნელი გეგმა
სოფიას წინააღმდეგ

ერთი მოხუცი, ჭკვიანი ჯენტლმენის ნათქვამი მახსენდება,


თუ ბავშვი არაფერს აკეთებს, ესე იგი რაღაცას აშავებსო. არ
მინდა ეს ორიგინალური ნათქვამი მხოლოდ მშვენიერ სქესს
830
მივაკუთვნო, მაგრამ თუ ნებას მომცემთ, ვიტყვი – როცა ქალი
ეჭვიანობს და წრფელად არ გამოხატავს აღშფოთებას და რის-
ხვას, უნდა ველოდოთ, რომ უკეთური ვნება ჩუმად მოქმედებს
და ძირს უთხრის იმას, რასაც მიწის ზევით ვერ დაანგრევდა.
მაგალითად შეიძლება მისის ბელასტონი მოვიყვანოთ,
რომელიც თავისი სანდომიანი ღიმილის მიღმა სოფიას მი-
მართ დიდ რისხვას მალავდა. მშვენივრად ხედავდა, ახალგაზ-
რდა ლედი მასსა და მის სურვილებს შორის რომ იდგა და გა-
დაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა, სოფია თავიდან მოეცი-
ლებინა. მალე მშვენიერმა შესაძლებლობამ შესთავაზა თავი.
მკითხველი გაიხსენებს, რომ თეატრში ვითომ ჭკვიანი და
ენამოსწრებული ქალაქელი ახალგაზრდების მიერ ატეხილი
აურზაურით თავზარდაცემულ სოფიას იმ საღამოს ერთი კე-
თილშობილი ახალგაზრდა კაცი მიეხმარა და უსაფრთხოდ მი-
აცილა პორტშეზამდე.
ეს ახალგაზრდა კაცი არაერთხელ იყო ნამყოფი ლედი ბე-
ლასტონთან, სოფია ნანახი ჰყავდა და მოსწონდა; სილამაზეს
ხომ კიდევ უფრო ამშვენებს, როცა ქალი შეშინებულია და შე-
იძლება ითქვას, ეს შემთხვევა მიეხმარა, მოწონება სიყვა-
რულში გადაზრდილიყო.
ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რომ ახალგაზრდა კა-
ცი მშვენიერ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებდა და თა-
ვაზიანობაც ითხოვდა, სოფია მოენახულებინა.
მეორე დღესვე ესტუმრა სოფიას, რომ ეთქვა, იმედი მაქვს,
გუშინდელი თავგადასავლის შემდეგ ყველაფერი კარგად
არისო.
სიყვარული ხომ ცეცხლივითაა, თუ ერთხელ გაჩაღდა, მა-
ლე აუცილებლად აგიზგიზდება და სოფიამ უმოკლეს ხანში სა-
ბოლოოდ დაიპყრო ახალგაზრდა კაცის გული. დრომ შეუმ-
ჩნევლად გაირბინა, კეთილშობილმა ლორდმა ლედის კომპა-
831
ნიაში ორი საათი დაყო, ვიდრე მიხვდებოდა, რომ ვიზიტი გა-
უგრძელდა. სამაგიეროდ, ახალგაზრდა ლედი ითვლიდა წუ-
თებს და უკვე შეშფოთდა კიდეც, მაგრამ მხოლოდ გაჭიანურე-
ბული ვიზიტი არ ყოფილა მისი შეშფოთების მიზეზი: ლორდი
ისეთი შეყვარებული თვალებით უყურებდა, სოფია ხვდებოდა,
რა ედო გულში. მართალია, სიყვარულში არ გამოსტყდომია,
მაგრამ იმგვარ ალერსიან და თავაზიან გამოთქმებს ხმარობ-
და, მხოლოდ ზრდილობას ვერ მიაწერდი, იმ საუკუნეშიც კი,
როცა ზრდილობა ჯერ კიდევ მოდაში იყო.
ლედი ბელასტონს ლორდის მოსვლისთანავე მოახსენეს
მისი სტუმრობის შესახებ, რითაც დიდად ნასიამოვნები დარჩა.
ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც თავად სურდა. გადაწყვი-
ტა, და ჩემი აზრით, ძალიან სწორადაც, რომ აჯობებდა, ხელი
არ შეეშალა; მსახურებს უბრძანა, ლორდი წასვლას როცა და-
აპირებს, უთხარით, მასთან გასაუბრება მსურსო, მანამდე კი
მოიფიქრებდა, როგორ აჯობებდა ჩანაფიქრისთვის ხორცის
შესხმა და ეჭვი არ ეპარებოდა, ლორდი სიხარულით დაეხმა-
რებოდა.
ლორდი ფელამარი (ასე იწოდებოდა ის ახალგაზრდა კაცი)
ლედის ეახლა თუ არა, მან იმწამსვე მიაყარა:
– ღმერთო ჩემო, სერ, ჯერ კიდევ აქ ხართ? ვიფიქრე, მსახუ-
რებს თქვენი გაფრთხილება დაავიწყდათ. მინდოდა, მნიშვნე-
ლოვან საკითხზე დაგლაპარაკებოდით.
– მართლაც, ლედი ბელასტონ, თავადაც მიკვირს, ასე რომ
გამიგრძელდა სტუმრობა; თურმე ორ საათზე მეტხანს დავრჩი,
არადა მეგონა, ჯერ ნახევარი საათიც არ იყო გასული.
– და რა დასკვნა შეიძლება აქედან გამოვიტანო, მილორდ?
ეტყობა, ძალიან სასიამოვნო მოსაუბრე გყავდათ, თუ მარ-
თლაც ასე სწრაფად გაირბინა დრომ.

832
– გეფიცებით, ალბათ ყველაზე სასიამოვნო, ვინც კი მინა-
ხავს. მითხარით, გთხოვთ, ლედი ბელასტონ, ვინ არის ის მო-
ელვარე ვარსკვლავი, თქვენ რომ ასე მოულოდნელად მოგ-
ვივლინეთ?
– მოელვარე ვარსკვლავი? – გათამაშებული გაკვირვებით
ჰკითხა ლედიმ.
– იმ ლედის ვგულისხმობ, თქვენთან ამას წინათ რომ ვნახე
და გუშინ თეატრიდან ლამის ხელით გამოვიყვანე, ვის სანახა-
ვადაც დღეს აქ მოვედი.
– ოჰ, ჩემი ბიძაშვილი ვესტერნი! ის მოელვარე ვარსკვლა-
ვი გაუთლელი სოფლელი სკვაირის ქალიშვილია, ქალაქში
პირველად ჩამოვიდა.
– გეფიცებით, მეგონა, სასახლის კარზე იყო აღზრდილი;
გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზია, საოცრად თავაზიანი, გო-
ნიერი და ზრდილობიანია.
– რა შესანიშნავია! როგორც გატყობთ, ჩემმა ბიძაშვილმა
თავი მოგაწონათ.
– ღირსებას გეფიცებით, – შესძახა ლორდმა, – ვინატრებ-
დი, ასე იყოს, რადგან მე გაგიჟებით შემიყვარდა.
– მილორდ, მშვენიერ რამეს ინატრებდით, ის ძალიან მდი-
დარია, ერთადერთი შვილია სკვაირის, რომლის შემოსავალი
წელიწადში 3000 გირვანქას შეადგენს.
– მაშინ ინგლისში საუკეთესო საცოლე ყოფილა.
– ნამდვილად ასეა, – უთხრა ლედიმ, – თუ მართლა მოგ-
წონთ, მთელი გულით გისურვებთ წარმატებას.
– რადგან ასე კეთილგანწყობილი ხართ ჩემ მიმართ, მა-
დამ, და რადგანაც ის თქვენი ნათესავია, იქნებ მამამისს ჩემი
წინადადება გააცნოთ.
‒ ნუთუ უკვე ასე სერიოზულად განეწყვეთ?

833
– ვიმედოვნებ, ჩემზე უკეთესი წარმოდგენა გაქვთ და არ
დაუშვებთ, რომ ასეთ თემაზე ხუმრობით ვილაპარაკებ.
– მაშინ, სიამოვნებით გადავცემ მამამისს და დარწმუნებუ-
ლი ვარ, სიხარულით მიიღებს თქვენს წინადადებას. თუმცა
არსებობს ერთი დაბრკოლება, ამაზე ლაპარაკი მრცხვენია კი-
დეც, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ მეტოქე გყავთ და მას ვერა-
სოდეს აჯობებთ.
– ლედი ბელასტონ, თქვენ მე ისე ჩამწყვიტეთ გული, რომ
სიცოცხლე აღარ მინდა.
– მილორდ, მეგონა, პირიქით, გულში ცეცხლს აგინთებ-
დით. შეყვარებულს ასეთი ლაპარაკი არ შეშვენის. ვიფიქრე,
მეტოქის სახელს მკითხავდით და დაუყოვნებლივ გამოიწვევ-
დით.
– გარწმუნებთ, მადამ, თქვენი მშვენიერი ბიძაშვილის გამო
რას არ გავაკეთებდი. და ვინ არის ის ბედნიერი?
– ის ბედნიერი, როგორც სამწუხაროდ ბედნიერთა უმრავ-
ლესობა, დაბალი წარმომავლობის კაცია, ღარიბი, უკანონოდ
შობილი, ნაპოვარა, თქვენი მსახურობის ღირსიც რომ არ
არის.
– კი მაგრამ, შეუძლებელია, ასეთ სრულყოფილ არსებას
უღირსი კაცი შეჰყვარებოდა.
– მილორდ, ის ხომ სოფელში გაიზარდა, რაც წყევლაა
ახალგაზრდა ქალისთვის. სოფელში სიყვარულზე რომანტი-
კული წარმოდგენა აქვთ და კიდევ ბევრ სისულელეს სწავლო-
ბენ. მთელი ზამთარი ქალაქში მაღალ საზოგადოებაში ცხოვ-
რებამ ცოტათი გაუფანტა ეს წარმოდგენები.
– მადამ, თქვენი ბიძაშვილი ნამდვილი საგანძურია და უნ-
და გადავარჩინოთ.
– როგორ? ოჯახმა უკვე ყველაფერი იღონა, მაგრამ გოგო
ისეა მოწამლული, თანახმაა, თავი დაიღუპოს. გულწრფელად
834
რომ გითხრათ, ყოველდღე მეშინია, არ შევიტყო, რომ იმ კაც-
თან ერთად გაიქცა.
– თქვენი სიტყვები, მადამ, გულზე მომხვდა, მაგრამ მისდა-
მი სიყვარული ოდნავადაც არ გამინელა, უბრალოდ, თანაგ-
რძნობა გამიჩნდა. რაღაც უნდა მოვიფიქროთ და ეს მარგალი-
ტი გადავარჩინოთ. თქვენ არ გიცდიათ, რამე გერჩიათ?
ლედიმ ნაძალადევად გაიცინა და უთხრა:
– დარწმუნებული ვარ, უკეთესად გვიცნობთ და გეცოდინე-
ბათ, რომ ახალგაზრდა ქალს რაც უნდა ურჩიო, ვერაფერს გა-
დაათქმევინებ. მართლაც, ყელს რომ უმშვენებთ, იმ მარგალი-
ტივით ყრუები არიან ეს მარგალიტები. დრო, მილორდ, დრო
არის ერთადერთი წამალი, მაგრამ ის ამ წამალს არ მიიღებს,
მე მართლაც ძალიან ვშიშობ და მგონია, მხოლოდ ულმობელი
მეთოდი თუ გაამართლებს.
– რას გულისხმობთ? რა მეთოდზე ლაპარაკობთ? ნუთუ არ-
სებობს ასეთი? ლედი ბელასტონ, ასეთი საჩუქრისთვის რას არ
გავიღებდი.
– არც კი ვიცი, – თქვა ლედიმ და ერთხანს გაჩუმდა, მერე
კი შესძახა, – გეფიცებით, ამ გოგოზე დარდმა გამაგიჟა... რა-
ღაც დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს... თუ ნამდვილად ასე და-
ატყვევა თქვენი გული (სამართლიანად უნდა ითქვას, სიყვა-
რულს ნამდვილად იმსახურებს, რომ არა ის სულელური ახი-
რება, რომლის აბსურდულობაში თავადაც მალე დარწმუნდე-
ბა), ჩემი აზრით, ერთადერთი გზა არსებობს, ძალიან უსიამოვ-
ნო, ფიქრიც მიძნელდება... ოღონდ, გარწმუნებთ, ამისთვის
სიმამაცეა საჭირო.
– მე სიმამაცე არ მაკლია, მადამ, და იმედია, ამაში ეჭვი
არავის ეპარება. მართლაც წყალწაღებული მხდალი უნდა ვი-
ყო, ასეთ დროს უკან რომ დავიხიო.
– არა, მილორდ, თქვენს სიმამაცეში ეჭვი არ შემაქვს, უფ-
835
რო საკუთარი მაეჭვებს, რადგან საშინელ რისკზე მიწევს წას-
ვლა. მოკლედ, მთლიანად თქვენს ღირსებას უნდა მივენდო,
რასაც გონიერი ქალი ალბათ არ გააკეთებდა.
ლორდმა მისის ბელასტონს ამ საკითხში ეჭვები გაუფანტა,
დაამშვიდა, რომ რეპუტაცია სუფთა ჰქონდა და მასზე აუგი
არასოდეს არავის დასცდენია.
– მაშ, კარგი, – თქვა ლედიმ, – მილორდ... რაღაც ცუდი წი-
ნათგრძნობა მაქვს... არა, არ შეიძლება... მანამდე ყველა სხვა
გზა უნდა მოვსინჯოთ. შეგიძლიათ გადადოთ, თუ რამე შეთან-
ხმება გაქვთ და დღეს ჩვენთან ისადილოთ? თანაც მის ვესტერ-
ნსაც კიდევ ერთხელ ნახავთ. გარწმუნებთ, წუთის დაკარგვის
უფლება არ გვაქვს. დღეს მხოლოდ ლედი ბეტი და მის იგლი,
კიდევ პოლკოვნიკი ჰამსთედი და ტომ ედვარდსი მესტუმრები-
ან, ისინი მალევე წავლენ და სხვას არავის მივიღებ. ასე რომ,
მოგეცემათ საშუალება, საბოლოოდ გამოუტყდეთ, მე კი მოვა-
ხერხებ, დაგარწმუნოთ, სხვა კაცი რომ უყვარს.
მილორდმა მიიღო მიპატიჟება და სამოსის გამოსაცვლე-
ლად შინ გაეშურა, უკვე დილის სამ საათს იყო გადაცილებული
ან, ძველი სტილით რომ ვთქვათ, შუადღის სამ საათს.

თავი 3
უფრო დაწვრილებით ზემოთ ნახსენები
შავბნელი გეგმის შესახებ

მართალია, მკითხველი უკვე მიხვდებოდა, რომ ლედი ბე-


ლასტონი მაღალი წრის წარმომადგენელი ბრძანდებოდა (და
არცთუ უმნიშვნელო), ის უფრო პატარა წრის გამორჩეული

836
წევრიც გახლდათ, მეტად ღირსეული და პატივსაცემი საზოგა-
დოების, რომელიც სულ ახლახან აღმოცენდა ჩვენს სამეფო-
ში.
სხვა მშვენიერ პრინციპებს შორის, რომლებსაც საზოგა-
დოება ეფუძნებოდა, ერთი განსაკუთრებით შესანიშნავი იყო –
როგორც უკანასკნელი ომის შემდეგ შექმნილ გმირების ღირ-
სეულ კლუბს ჰქონდა წესად, მის წევრებს ყოველდღე ერთხელ
მაინც ეჩხუბათ, აქაც ასე იყო: თითოეულ წევრს ოცდაოთხ სა-
ათში ერთხელ მხიარული გამოგონილი ამბის მოყოლა ევა-
ლებოდა, რომელსაც შემდეგ ამ საზოგადოების ძმები და დები
გაავრცელებდნენ.
ბევრი უსაფუძვლო რამ თქმულა ამ საზოგადოებაზე, რასაც
შესაძლოა მისივე წევრები თხზავდნენ, მაგალითად, თითქოს
საზოგადოებას ეშმაკი მართავდა და თავად მაგიდის თავში იჯ-
და სავარძელში, მაგრამ გულდასმით რომ გამოვიკვლიე, აღ-
მოვაჩინე, რომ ეს გამოგონილი ამბები სინამდვილის ნატა-
მალს არ შეიცავდა, საზოგადოების წევრები ძალიან სანდო-
მიანი ხალხი ბრძანდებოდა და სრულიად უწყინარ ამბებს მხო-
ლოდ სახალისოდ ჰყვებოდნენ.
ედვარდსი ამ საზოგადოების წევრი გახლდათ. მისის ბე-
ლასტონმა სწორედ მას მიმართა თავისი გეგმის განსახორ-
ციელებლად, ერთ გამოგონილ ამბავს მოუყვა, რომელსაც ის
ლედი ანიშნებდა თუ არა, მაშინვე გაახმოვანებდა. ეს გვიან სა-
ღამომდე არ მოხდებოდა, ვიდრე ყველანი, ლორდ ფელამა-
რის გამოკლებით, არ დაიშლებოდნენ და დარჩენილები ვის-
ტის თამაშს არ დაიწყებდნენ.
დაახლოებით შვიდ-რვა საათზე, როცა ლედი ბელასტონი,
ლორდი ფელამარი, მის ვესტერნი და ტომი ვისტს თამაშობ-
დნენ, ტომს ლედი ბელასტონმა ნიშანი მისცა, ანუ უთხრა:

837
– რაღაც არ მომწონს, ტომ, ამ ბოლო დროს მიგვიანებთ ქა-
ლაქის ახალ ამბებს, თითქოს ამ ქვეყანაში აღარ ცხოვრობთ.
ამას მისტერ ედვარდსმა მოაყოლა:
– ჩემი ბრალი არ არის, მადამ, მოსაწყენ დროში ვცხოვ-
რობთ, არაფერი არ ღირს სალაპარაკოდ... ოჰ, მართლა! თუმ-
ცა საწყალ პოლკოვნიკ ვილკოქსს დიდი უბედურება დაატყდა
თავს... საცოდავი ნედი... ხომ იცნობთ, მილორდ, მას ყველა
იცნობს, ძალიან შემებრალა.
– მოჰყევით, ღვთის გულისათვის, – უთხრა ლედი ბელას-
ტონმა.
– ამ დილით დუელში კაცი მოკლა.
ლორდმა, რომელიც ჭურში იჯდა, შეწუხებულმა იკითხა, ვინ
მოკლაო. ედვარდსმა უპასუხა:
– ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობთ, ახლა-
ხან ჩამოსულა სომერსეტშირიდან, ჯონსი რქმევია; მისტერ
ოლვორთის ახლო ნათესავი იყო, ალბათ მისტერ ოლვორთი-
ზე გსმენიათ. ჩემი თვალით ვნახე, გარდაცვლილი ყავის სახ-
ლში როგორ ესვენა, გეფიცებთ, ასეთი ლამაზი გვამი არ მინა-
ხავს.
სოფია კარტს არიგებდა, როცა ტომი მკვლელობის ამბავს
ჰყვებოდა, მას ხელი გაუშეშდა და ყურადღებით უსმენდა
(რადგან ასეთი ამბების მოსმენა უყვარდა), მაგრამ როცა ტომ-
მა მოყოლა დაასრულა და ისევ დაიწყო დარიგება, ერთს სამი
კარტი დაუდო, მეორეს – შვიდი, მესამეს – ათი, ბოლოს კი
კარტი დაყარა და სკამის ზურგს მიესვენა.
ყველა ისე მოიქცა, როგორც ასეთ დროს იქცევიან ხოლმე.
აფორიაქდნენ და საშველად იწევდნენ. როგორც იქნა, სოფია
მოაბრუნეს და მან მოისურვა, ჩემს ოთახში წამიყვანეთო.
ლორდის თხოვნით, ლედი ბელასტონმა სოფიას სიმართლე

838
გაუმხილა, ყველაფერი საკუთარ ოინად მონათლა და თან და-
არწმუნა, ლორდმა და ტომმა შენი საიდუმლო არ იციანო.
ლორდ ფელამარს სხვა სამხილი აღარ სჭირდებოდა და-
სარწმუნებლად, რომ სოფია შეყვარებული იყო. ლედი ოთახში
რომ შებრუნდა, ორმა კეთილშობილმა პიროვნებამ შეიმუშავა
გეგმა, რომელიც, მართალია, ლორდს დიდად სამარცხვინო
არ მოეჩვენა (ის ხომ გულწრფელად შეჰპირდა და გულწრფე-
ლადვე ჰქონდა გადაწყვეტილი, ყველა ღონე ეხმარა, სოფია
რომ ცოლად შეერთო), მაგრამ ეჭვი არ მეპარება, ბევრ მკით-
ხველს ზიზღს მოჰგვრის.
საბედისწერო განზრახვის აღსრულება მეორე დღის საღა-
მოს შვიდი საათისთვის დაიგეგმა. ლედიმ იზრუნა, რომ იმ
დროისთვის სოფია მარტო ყოფილიყო და ლორდი პირადად
მისთვის წარედგინათ. მთელ სახლშიც თადარიგი დაიჭირეს,
მსახურთა უმეტესობა გაისტუმრეს, ონორი, ეჭვის გასაფანტა-
ვად, ლორდის მოსვლამდე სოფიასთან უნდა დარჩენილიყო,
შემდეგ ლედი ბელასტონი რაც შეიძლებოდა შორს გაიხმობდა
ოთახიდან, სადაც უბედურება უნდა დატრიალებულიყო.
შეთანხმდნენ, ლორდმა ლედი ბელასტონის სახლი დატო-
ვა, ლედი კი მოსასვენებლად თავის ოთახში შევიდა, ფრიად
კმაყოფილი გახლდათ და წარმატებაში ეჭვი არ ეპარებოდა.
ისე ხიბლავდა იმის გაფიქრება, რომ სოფია ხელს აღარ შეუშ-
ლიდა ჯონსის სიყვარულში, არ დაეძებდა, ეს ამბავი გახმაურ-
დებოდა თუ არა. ყველაფერს მოევლებოდა, სასწრაფოდ ცო-
ლად შერთავდა სოფიას თავის მოძალადეს, რადგან დარწმუ-
ნებული იყო, სოფია წინააღმდეგობას აღარ გაწევდა და მისი
ოჯახის წევრებიც სიხარულით დათანხმდებოდნენ.
მაგრამ შეთქმულების მეორე წევრი ასე მშვიდად არ ყოფი-
ლა, სული ისე ჰქონდა აფორიაქებული, შექსპირზე უკეთ ამას
ვერავინ აღწერს:
839
„საზარელ საქმის ჩასახვიდან შესრულებამდე
მოჩვენებას ჰგავს, ან საზიზღარ რაიმე სიზმარს:
სული კაცისა და სხეული მაშინ ერთად ბჭობს,
ადამიანი ემსგავსება მცირე სამეფოს,
ძირით თხემამდე შერყეულსა და აჯანყებულს“.

მართალია, მოზღვავებულმა გრძნობებმა თავდაპირვე-


ლად აიძულა, სიხარულით მიეღო შემოთავაზებული გეგმა,
მით უმეტეს, სოფიას ნათესავისგან, მაგრამ როცა თავი ბა-
ლიშზე, ფიქრების საუკეთესო მეგობარზე დადო, განზრახვა
თავისი გარდაუვალი შედეგებითურთ უფრო მუქ ფერებში წარ-
მოუდგა თვალწინ და, ცოტა არ იყოს, მგზნებარება ჩაუცხრა ან
შეიძლება ითქვას, საერთოდ გაუქრა. მთელი ღამე მისი ღირ-
სება ინსტინქტურ მოთხოვნილებას ებრძოდა და საბოლოოდ
გაიმარჯვა. ლორდმა გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ ლედი ბე-
ლასტონთან მისულიყო და უარი ეთქვა განზრახულზე.
ლედი ბელასტონი ლოგინში იწვა, თუმცა დიდი ხნის გათე-
ნებული იყო, სოფია კი სასთუმალთან ეჯდა, როცა მსახურმა
ლორდის ვიზიტის შესახებ მოახსენა. ლედიმ მსახურს დააბა-
რა, დამელოდოს, ახლავე ვეახლებიო. სოფიამ ლედის სთხო-
ვა, ნუ წაახალისებთ იმ საძაგელ ლორდს, ძალიან მოუხშირა
სტუმრობასო:
– მშვენივრად ვატყობ ყველაფერს, გუშინ აშკარად მეარში-
ყებოდა, მე კი მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, ამგვარი რამ არ
დავუშვა. გეხვეწებით, ლედი, ერთად ნუღარ დაგვტოვებთ და
მსახურს უბრძანეთ, ჩემს ნახვას თუ მოისურვებს, უარი უთ-
ხრას.
– სოფლელ გოგოებს, არშიყის და კურკურის გარდა, სხვა
არაფერი გელანდებათ, – უთხრა ლედი ბელასტონმა, – კაცი
თუ თავაზიანად გექცევა, აუცილებლად უნდა უყვარდე? ის

840
ერთ-ერთი ყველაზე გალანტური კაცია ლონდონში, ნეტავი,
მართლა უყვარდე და გიჟი იქნები, უარი რომ უთხრა.
– დიახ, გიჟი ვარ და იმედია, თავისი ვიზიტებით აღარ შემა-
წუხებს.
– ოჰ, შვილო, – თქვა ლედიმ, – ასე ნუ გეშინია, თუ ჯონსთან
ერთად გაქცევა განიზრახე, მაინც ვერავინ დაგაკავებს.
– მადამ, თქვენ მე შეურაცხმყოფთ. არავისთან ერთად არ
ვაპირებ გაქცევას და მამაჩემის თანხმობის გარეშე, ცოლადაც
არავის გავყვები.
– კარგი, მის ვესტერნ, თუ არ გაქვთ სურვილი, კომპანიო-
ნობა გამიწიოთ ამ დილით, შეგიძლიათ თქვენს ოთახში მიბ-
რძანდეთ. მე ლორდის არ მეშინია და ჩემს მისაღებში შევიპა-
ტიჟებ.
სოფიამ მადლობა გადაუხადა და გავიდა. ამის შემდეგ
ლორდი ფელამარი ზევით აბრძანდა.

თავი 4
გავიგებთ, როგორი სახიფათო ადვოკატი შეიძლება იყოს ქალი,
როცა თავის მჭევრმეტყველებას ბოროტი საქმისთვის იყენებს

როდესაც ლედიმ ახალგაზრდა ლორდის მერყეობის შესა-


ხებ შეიტყო, ისევე აგდებულად განეწყო მის მიმართ, როგორც
ბრძენი, კანონის მცოდნე ნიუგეითელი შუამავალი განეწყო-
ბოდა გამოუცდელი, სინდისის ქენჯნით გატანჯული მოწმის მი-
მართ:
– ძვირფასო მილორდ, შეუძლოდ ხომ არ ხართ? ახლავე
ვეტყვი ლედი ეჯლის, რამე დაგალევინოთ. მეტი სიმტკიცე
841
გმართებთ! სიტყვა გაუპატიურებამ დაგაფრთხოთ? კარგი!
მშვენიერი ელენეს ამბავი ახლანდელ დროში რომ მომხდარი-
ყო, არაბუნებრივი მომეჩვენებოდა, უფრო პარისის გამო და
არა თავად ელენესი, რადგან ქალებს გაბედული კაცები უყ-
ვართ. არის კიდევ სხვა ისტორია საბინელ ქალებზე, მაგრამ
ისიც ძალიან ძველია. თქვენს უგანათლებულესობას შეიძლე-
ბა უკვირს, ასეთი ნასწავლი რომ ვარ, მაგრამ როგორც მის-
ტერ ჰუკი ამბობს, ასეთი ქალები შემდეგ შესანიშნავი ცოლები
ხდებიან. რამდენიმე ჩემს გათხოვილ ნაცნობზეც მგონი
ქმრებმა იძალადეს.
– არა, ძვირფასო ლედი ბელასტონ, – შესძახა ლორდმა, –
ასე ნუ დამცინებთ.
– რას ამბობთ, მილორდ, როგორ გგონიათ, რომელი ქალი
არ დაგცინებდათ გულში, გინდაც ერთი შეხედვით ძალიან
მოკრძალებული იყოს? ნუ მაიძულებთ, ასე უცნაურად ვილაპა-
რაკო და ჩემი სქესის ყველაზე სამარცხვინო მხარე გავთქვა.
მე თავს იმით ვიმშვიდებ, რომ კეთილი ზრახვა მამოძრავებს
და მსურს, ბიძაშვილს დავეხმარო, რადგან დარწმუნებული
ვარ, ყველაფრის მიუხედავად, თქვენ მას კარგ ქმრობას გაუ-
წევთ, გეფიცებით, არავითარ შემთხვევაში არ გავიმეტებდი
მას ცარიელი ტიტულისთვის. არ მინდა, მერე მე დამაბრალოს,
ძლიერი სულის პატრონი კაცი დავკარგეო, ამას ხომ თქვენი
მტრებიც აღიარებენ.
დაე, მათ, ვისაც ცოლისგან ან საყვარლისგან მოუსმენია
ასეთი მსჯელობა, აღიაროს, რომ ქალის პირიდან ამოსული
კიდევ უფრო ტკბილი მოსასმენია. მართლაცდა, მისი უგანათ-
ლებულესობის სულში უფრო ღრმად ჩაწვდომა დემოსთენეს
ან ციცერონსაც გაუჭირდებოდა. ლედი ბელასტონმა იგრძნო,
რომ ახალგაზრდა ლორდის სიამაყე გააღვივა და ახლა, ჭეშ-
მარიტი ორატორივით, სხვა ვნების გამოხმობა სცადა:
842
– მილორდ, ალბათ გახსოვთ, რომ პირველად თქვენ წამო-
იწყეთ ამ თემაზე საუბარი. მე ხომ არასოდეს მიცდია, ჩემი ბი-
ძაშვილი თავს მომეხვია. ოთხმოცი ათასი გირვანქა რეკომენ-
დაციისთვის ვექილს არ საჭიროებს.
– მის ვესტერნს ასეთი მზითვი სულ არ სჭირდება, მასთან
ვერც ერთი ქალი ვერ მივა.
– როგორ არა, მილორდ, – თქვა ლედი ბელასტონმა და
სარკეში ჩაიხედა, – გარწმუნებთ, ყოფილან ასეთი ქალები,
მაგრამ ამით მისი დაკნინება სულ არ მსურს. მართლაც მშვე-
ნიერი გოგოა და რამდენიმე საათში იმის მკლავებში აღმოჩ-
ნდება, ვინც მას არ იმსახურებს, თუმცა სამართლიანი რომ ვი-
ყო, უნდა ვაღიარო, ნამდვილად გაბედული კაცია.
– მადამ, მეც ასე მგონია, რომ ის კაცი არ იმსახურებს სო-
ფიას და თუ ზეცა და თქვენი უდიდებულესობა იმედს არ გამიც-
რუებთ, მანამდე ჩემი გახდება.
– რა კარგად თქვით, მილორდ, – უთხრა ლედი ბელასტონ-
მა, – გპირდებით, მე არ გაგიცრუებთ იმედს და ვიმედოვნებ,
ძალიან მალე საჯაროდ ბიძაშვილად მოგიხსენიებთ.
ამ სცენას მოჰყვა კომპლიმენტები და თავაზიანი მობოდი-
შებები, რაც ორივე მხარისთვის სასიამოვნო მოსასმენი, მაგ-
რამ მოსაყოლად საკმაოდ მოსაწყენია. ამიტომ დიალოგს და-
ვასრულებთ და სწრაფად მივუახლოვდებით იმ საბედისწერო
საათს, როცა სოფიას დასაღუპავად ყველაფერი მზად იქნება.
ვინაიდან ეს ყველაზე ტრაგიკული ამბავია მთელ ჩვენს ის-
ტორიაში, ამიტომ ახალ თავს დავუთმობთ.

843
თავი 5
მოიცავს შთამბეჭდავ და გასაოცარ ამბებს

საათმა შვიდჯერ ჩამოკრა, როცა სოფია, ეული და სევდი-


ანი, თავის ოთახში იჯდა და ტრაგედია „საბედისწერო ქორწი-
ნებას“ კითხულობდა. როცა იმ ადგილამდე მივიდა, საწყალი
იზაბელა საქორწილო ბეჭედს რომ იხსნის, წიგნი ხელიდან გა-
უვარდა და ცრემლი წასკდა. ამ მდგომარეობაში იყო ახალგაზ-
რდა ლედი, როცა მოულოდნელად კარი გაიღო და ლორდი
ფელამარი შემოვიდა. დამფრთხალი სოფია ფეხზე წამოხტა,
ლორდი მიუახლოვდა, თავი დაუკრა და უთხრა:
– ვშიშობ, მის ვესტერნ, ცოტა უხეშად შემოგეჭერით.
– ნამდვილად, მილორდ, – თქვა სოფიამ, – მეც გაოცებუ-
ლი ვარ ასეთი მოულოდნელი ვიზიტით.
– თუ ეს ვიზიტი მოულოდნელია, მაშინ ეტყობა ჩემი თვალე-
ბი მცდარად ავლენდნენ ჩემს გრძნობებს, როცა უკანასკნე-
ლად თქვენი ნახვის პატივი მქონდა, თორემ მოულოდნელი არ
მოგეჩვენებოდათ იმ ადამიანის გამოჩენა, რომელსაც გული
მოსტაცეთ.
სოფია ძალიან დაბნეული იყო, მაგრამ ამ მაღალფარდო-
ვან სიტყვებს ზიზღნარევი მზერით პასუხობდა. ლორდი ისევ
ენად გაიკრიფა, აკანკალებულმა სოფიამ კი უთხრა:
– ვფიქრობ, თქვენი უგანათლებულესობა ჭკუიდან შეიშა-
ლა, სხვაგვარად ვერ ვხსნი თქვენს საქციელს.
– ნამდვილად ასეა, მადამ, – შესძახა ლორდმა, – და უნდა
მომიტევოთ, რადგან თქვენ ხართ ამის მიზეზი. სიყვარულმა
ისე ამირია გონება, არც კი ვიცი, რას ვაკეთებ.
– გეფიცებით, მილორდ, – უთხრა სოფიამ, – მე არც თქვენი
ლაპარაკი მესმის და არც საქციელი.

844
– ნება მიბოძეთ, მადამ, მუხლი მოვიყარო და ყველაფერი
აგიხსნათ, გული გადაგიშალოთ და გითხრათ, რომ სიგიჟემდე
მიყვარხართ. ოჰ, ქვეყნად ყველაზე მომხიბვლელო ღვთაებ-
რივო არსებავ! როგორ გამოვთქვა, რა ხდება ჩემს გულში?
– მილორდ, მერწმუნეთ, არაფრის მოსმენას არ ვაპირებ.
– ნუ იქნებით ასეთი ულმობელი, არც კი იცით, როგორ ვი-
ტანჯები, თორემ თქვენი ნაზი გული სიბრალულით აივსებოდა.
მერე ლორდმა მწარედ ამოიოხრა, ხელი ჩასჭიდა სოფიას
და კიდევ რამდენიმე წუთი ასე ლაპარაკობდა, რაც მკითხვე-
ლისთვის შეიძლება ოდნავ უფრო სასიამოვნო მოსასმენი ყო-
ფილიყო, ვიდრე ახალგაზრდა ლედისთვის. ბოლოს აღმოხდა,
მთელი სამყაროს განმგებელი რომ ვიყო, ყველაფერს ფერ-
ხთით დაგიწყობდითო. სოფიამ ხელი გამოსტაცა, გაბრაზე-
ბულმა უთხრა, თქვენც და თქვენი სამყაროც ერთნაირად მე-
ზიზღებითო და წასვლა დააპირა, მაგრამ ლორდმა ისევ ჩასჭი-
და ხელი და მიმართა:
– მომიტევეთ, ჩემო საყვარელო ანგელოზო, სასოწარკვე-
თამ გამათამამა... მერწმუნეთ, იმედი რომ მქონდეს, ჩემს ტი-
ტულს და ქონებას მიიღებდით, რაც უმნიშვნელოა თქვენს მდი-
დარ ბუნებასთან და ღირსებებთან შედარებით, მოკრძალებუ-
ლად შემოგთავაზებდით... მე ვერ დაგკარგავთ, ღმერთმანი,
უმალ საკუთარ სულს შეველევი! თქვენ მხოლოდ ჩემი უნდა
გახდეთ!
– მილორდ, – თქვა სოფიამ, – ტყუილად ირჯებით, გეფიცე-
ბით, აღარ მოგისმენთ, გამიშვით ხელი, უნდა წავიდე და ამიე-
რიდან თქვენი ნახვა აღარ მსურს.
– მაშინ, მადამ, – შესძახა ლორდმა, – ეს წუთი უნდა გამო-
ვიყენო, რადგან მე უთქვენოდ ვერ ვიცოცხლებ.
– ეს რას ნიშნავს? – იკითხა სოფიამ, – მთელ სახლს ფეხზე
დავაყენებ.
845
– მე არაფრის არ მეშინია, მადამ, თქვენი დაკარგვის გარ-
და, და გადავწყვიტე, ერთადერთ გზას მივმართო, რისკენაც
სასოწარკვეთა მიბიძგებს.
და ლორდმა ხელები მოხვია სოფიას, რომელმაც ისე ხმა-
მაღლა იკივლა, რომ ვინმე აუცილებლად შემოირბენდა საშვე-
ლად, ლედი ბელასტონს წინასწარ რომ არ დაეჭირა თადარი-
გი.მაგრამ ამ დროს საწყალ სოფიას იღბალმა გადმოხედა,
იმავე წამს კიდევ ვიღაცამ იბღავლა, თან ისე ხმამაღლა, რომ
სოფიას კივილიც გადაფარა და მთელი სახლი შეზანზარდა:
– სად არის? ვეღარსად წამივა! მაჩვენეთ მისი ოთახი, სად
არის ჩემი შვილი? ვიცი, ამ სახლშია და თუ მიწის ზევითაა, ვი-
პოვი, მაჩვენეთ, სად არის!
სკვაირმა ვესტერნმა კარი ლამის შემოამტვრია და ოთახში
შემოვარდა, ფეხდაფეხ მღვდელი და მირმიდონები შემოჰ-
ყვნენ.
რა უბედურ დღეში უნდა ყოფილიყო სოფია, რომ მამის ბღა-
ვილი საამურად ჩაესმა ყურში. სკვაირი მართლაც რომ დრო-
ულად გამოჩნდა, რადგან იმ დღეს ქვეყნად სხვა ვერაფერი გა-
დაარჩენდა.
სოფია უზომოდ იყო დამფრთხალი, მაგრამ იმწამსვე იცნო
მამის ხმა და, მართალია, ლორდი ძალიან აღტკინებული გახ-
ლდათ, მასაც იმწამსვე ჩაესმა კეთილგონიერების კარნახი და
დააჯერა, ახლა ბოროტმოქმედების ჩადენის დრო არ არისო.
ლორდს ესმოდა, ბღავილი როგორ ახლოვდებოდა და ნელ-
ნელა ხვდებოდა, ვისაც ეკუთვნოდა (რადგან სკვაირმა რამ-
დენჯერმე ქალიშვილი ახსენა, სოფია კი წინააღმდეგობას გა-
წევისას სულ მამაო იძახდა), ამიტომ მართებულად მიიჩნია,
ნადავლი ხელიდან გაეშვა, მხოლოდ ის მოასწრო, სოფიას-
თვის შარფი მოეგლიჯა და კისერში უხამსად ეკოცნა.თუ მკით-
ხველის წარმოსახვა არ წამეშველა, გამიჭირდება იმ წყვილის
846
მდგომარეობის აღწერა. როცა სკვაირმა კარი შეაღო. სოფია
ბარბაცით მივიდა სკამამდე და გაფითრებული ჩამოჯდა,
ლორდი ფელამარი ისე შეეზიზღა, სუნთქვა უჭირდა. მამის და-
ნახვამ კი დააფრთხო, მაგრამ უფრო გაუხარდა.
მისი უგანათლებულესობა სოფიას შორიახლოს პარიკმობ-
რეცილი იჯდა, ტანსაცმლიდან საცვალი გამოსჩროდა, თვი-
თონ კი გაოცებული, შეშინებული, დარცხვენილი და ნირწამ-
ხდარი გახლდათ.
სკვაირს რაც შეეხება, მტერს, რომელიც ამ სამეფოში სოფ-
ლელ ჯენტლმენებს სულ კუდში დაჰყვება და უმეტესად ამარ-
ცხებს, ახლაც დაეჯაბნა. უფრო გარკვევით რომ ვთქვათ, სკვა-
ირი მთვრალი იყო, ამას კიდევ მისი ფიცხი ბუნებაც ემატებოდა
და ალბათ ქალიშვილს მივარდებოდა და უშვერი სიტყვებით
გალანძღავდა, მღვდელს რომ არ გაეჩერებინა და არ ეთქვა:
– ღვთის გულისათვის, სერ, არ დაგავიწყდეთ, რომ პატივ-
ცემული ქალბატონის სახლში ვიმყოფებით. ნება მომეცით,
გთხოვოთ, ცოტა დამშვიდდეთ. იკმარეთ, ქალიშვილი რომ
იპოვეთ, შურისძიება თქვენი საქმე არ არის. ახალგაზრდა ლე-
დის სახეზე ვატყობ სინანულს, თუ მიუტევებთ, ყველა წარსულ
ცოდვას მოინანიებს.
მღვდლის ღონიერი მკლავები უფრო წაადგა სიტუაციას,
ვიდრე მისი შეგონება, თუმცა ბოლო სიტყვებს რაღაც ეფექტი
მაინც ჰქონდა და სკვაირმა უპასუხა:
– ვაპატიებ, თუ მაგას გაჰყვება... გაჰყვები, სოფია? რატომ
არ იღებ ხმას? მიპასუხე, შე ჯიუტო გომბეშო!
– სერ, თუ შეიძლება, ცოტა მოზომეთ სიტყვები, – უთხრა
მღვდელმა, – ნუ დააფრთხობთ გოგოს, ისეა შეშინებული, ხმას
ვერ იღებს.
– შენც მაგისკენ ხარ, არა? ურჩი ბავშვის მხარეს იჭერ, კე-
თილო მღვდელო? აწი ჩემგან ვერაფერს მიიღებ, ეშმაკს უფრო
847
მივცემ, ვიდრე შენ!
– მომიტევეთ, – თქვა მღვდელმა, – ცუდი განზრახვით არ
მითქვამს.
ამ დროს ოთახში ლედი ბელასტონი შემოვიდა და მისტერ
ვესტერნისკენ გაემართა. სკვაირმა დაინახა თუ არა ლედი,
დის დარიგება გაიხსენა, სოფლურად დაუკრა თავი, რამდენი-
მე კომპლიმენტი უთხრა და მერე საყვედურზე გადავიდა:
– ჩემო ბიძაშვილო, თქვენ წინაშე დგას ყველაზე ურჩი შვი-
ლი, ვიღაც მათხოვარი არამზადა ამოიჩემა და არ უნდა ცო-
ლად გაჰყვეს ინგლისში საუკეთესო ჯენტლმენს, რომელიც მე
შევურჩიე.
– ჩემო ძვირფასო ბიძაშვილო, ცუდად იცნობთ სოფიას,
დარწმუნებული ვარ, ის ბევრად უფრო შეგნებულია და ბედნიე-
რებაზე უარს არ იტყვის.
ლედი ბელასტონს ვითომდა შეეშალა, თავი ისე მოაჩვენა,
თითქოს ვერ მიხვდა, მისტერ ვესტერნი ვის გულისხმობდა, შე-
იძლება ფიქრობდა, რომ ის ასე უფრო ადვილად მიიღებდა
ლორდის წინადადებას.
– გესმის, რას ამბობს ეს ქალბატონი? მთელი ოჯახი ქორ-
წინების მომხრეა. მოდი, სოფია, დამიჯერე და გააბედნიერე
მამა.
– თუ ჩემი სიკვდილი გაგაბედნიერებთ, დიდხანს არ გალო-
დინებთ, – თქვა სოფიამ.
– ტყუილია, სოფია, ეს ტყუილია და შენც კარგად იცი, – უთ-
ხრა სკვაირმა.
– მის ვესტერნ, – თქვა ლედი ბელასტონმა, – უსამარ-
თლოდ ექცევით მამას, მას ხომ მხოლოდ თქვენი კეთილ-
დღეობა ადარდებს; მეც და ყველა ახლობელს გვესმის, რამხე-
ლა პატივია ოჯახისთვის ეს წინადადება.

848
– დიახ, ყველას გვესმის, – თქვა მისტერ ვესტერნმა, – თუმ-
ცა ეს აზრი მე არ მომსვლია თავში, მამიდამისმა შემომთავაზა,
მოდი, სოფია, იყავი კარგი გოგო და ბიძაშვილის თანდასწრე-
ბით მითხარი თანხმობა.
– მიდი, გაუწოდე ხელი, – უთხრა ლედი ბელასტონმა, – არ-
შიყობისთვის მერეც მოიცლით. დღეს ამისთვის დროს ვინ
კარგავს!
ლორდი ფელამარი დარწმუნებული იყო, რომ ლედი მას
გულისხმობდა, ბლაიფილზე ეჭვი ვერ ექნებოდა, რადგან მისი
სახელი არც სმენოდა, ამიტომ გადაწყვიტა, რომ მამაც მასზე
ლაპარაკობდა, სკვაირს მიუახლოვდა და თქვა:
– არ მაქვს პატივი, პირადად გიცნობდეთ, მაგრამ ისე გამი-
ხარდა, ჩემი წინადადება რომ მიიღეთ, ნება მომეცით, ახალ-
გაზრდა ლედის გამოვექომაგო და გთხოვოთ, ნუ დააძალებთ,
ამწამს დაგთანხმდეთ.
– გამოექომაგოთ, სერ? – თქვა სკვაირმა, – კი მაგრამ, შენ
ვინ ოხერი ხარ?
– სერ, მე ლორდი ფელამარი ვარ, ბედნიერი კაცი, რომელ-
საც იმედი აქვს, რომ მალე თქვენი სიძე გახდება.
– შენ ვიღაც მაქმანებით მოპრანჭული ნაბიჭვარი ხარ, –
უთხრა სკვაირმა, – სიძე არა, ჩემი ფეხები!
– მართალია, თქვენგან მეტს მოვითმენ, ვიდრე სხვისგან, –
განაცხადა ლორდმა, – მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ასეთი
ლაპარაკი მაბრაზებს.
– გაბრაზებს, – თქვა სკვაირმა, – და გგონია, გვერდზე ხმა-
ლი რომ დაგთრევს, ეს შემაშინებს? გადადე ეს ხმალი და გაჩ-
ვენებ, როგორ უნდა სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა.
– ძალიან კარგი, სერ, – თქვა ლორდმა, – ქალბატონებს
ნუღარ დავურღვევთ სიმყუდროვეს. თქვენი მონა-მორჩილი,

849
სერ! ლედი ბელასტონ, თქვენი ყველაზე მოკრძალებული მსა-
ხური!
ლორდი რომ გავიდა, მისის ბელასტონმა სკვაირს უთხრა:
– ეს რა ჩაიდინეთ, სერ? იცით, ვინ შეურაცხყავით? ის უმაღ-
ლესი რანგის დიდებული და ძალიან შეძლებული კაცია, გუშინ
თქვენი ქალიშვილის ხელი მთხოვა, რაც თქვენთვის დიდად
სასიხარულო უნდა ყოფილიყო.
– მაგ საქმეს თქვენ თვითონ მიხედეთ, ლედი, – უთხრა
სკვაირმა, – მე თქვენი ლორდები არ მაინტერესებს. ჩემს ქა-
ლიშვილს წესიერი სოფლელი ჯენტლმენი ეყოლება ქმრად, მე
ვინც შევურჩიე. ძალიან ვწუხვარ, ჩემი გოგოს გამო თუ აფო-
რიაქდით.
ლედი ბელასტონმა რაღაც კულტურული ფრაზა წარმოთ-
ქვა აფორიაქების თაობაზე, რაზედაც სკვაირმა უპასუხა:
– ძალიან თავაზიანი ბრძანდებით და სიხარულით გადა-
გიხდით ყველაფერს, აბა, ნათესაობა სხვა რა არის... წავედით,
მადამ, თუ ნებით არ წამოხვალ, ვუბრძანებ, ძალით ჩაგსვან კა-
რეტაში.
სოფიამ უთხრა, ნებით წამოვალო, მაგრამ პორტშეზი მო-
ითხოვა, სხვაგვარად გადაადგილება არ შემიძლიაო.
– გინდა დამაჯერო, რომ კარეტით ვერ ივლი? არა, არა, სა-
ნამ არ გაგათხოვებ, თვალს აღარ მოგაშორებ.
სოფიამ უთხრა, როგორც ვატყობ, გადაწყვიტეთ, გული გა-
მიხეთქოთო.
– ოჰ, გული გაგიხეთქო, ღირსი ხარ, თუ კარგი ქმარი გულს
გაგიხეთქავს. ურჩი შვილისთვის ნახევარი პენი არ მემეტება.
მერე ხელი ჩასჭიდა და ძალით წაიყვანა, მღვდელმა ერ-
თხელ კიდევ სთხოვა, ცოტა თავაზიანად მოქცეულიყო, გან-
რისხებულმა სკვაირმა კი დასჭექა: – კათედრაზე ნუ გგონია

850
თავი, მე არავის ჭკუის სწავლება არ მჭირდება. ღამე მშვიდო-
ბისა, ლედი, წავედით, სოფია, კარგად თუ მოიქცევი, ყველაფე-
რი კარგად იქნება.
ქვევით რომ ჩავიდნენ, იქ ონორი დახვდათ. სკვაირს თავი
დაუკრა და აპირებდა, თავის ქალბატონს გაჰყოლოდა, მაგრამ
სკვაირმა ხელი ჰკრა:
– მადამ, ჩემს სახლს ახლოს აღარ გაეკარო.
– ის ხომ ჩემი მოახლეა, – თქვა სოფიამ.
– ნუ გეშინია, მოახლის გარეშე არ დარჩები, ვინმე უკეთეს
ქალიშვილს გიშოვი, ისე, თავს დავდებ, ეგ ისეთივე ქალიშვი-
ლია, როგორიც ბებიაჩემი. არა, სოფია, დამთავრდა სახლი-
დან გაქცევები!
მერე სოფია და მღვდელი კარეტაში ჩასვა და მეეტლეს უბ-
რძანა, დაძრულიყო. გზაში სოფია აღარ შეუწუხებია, სამაგი-
ეროდ, მღვდელს წაუკითხა ლექცია, როგორ უნდა გეჭიროს
თავი შენზე უპირატესებთან.
ალბათ არ იქნებოდა სოფიას წამოყვანა ასე იოლი, ლედი
ბელასტონს მისი გაჩერება რომ სდომებოდა. ლედი ფრიად ნა-
სიამოვნები დარჩა, მართალია, ლორდ ფელამარის გეგმა ჩა-
ვარდა, მაინც კმაყოფილი იყო, რომ სოფიას სხვა, ისეთივე ძა-
ლადობრივი მეთოდით მეორე კაცს აყოლებდნენ ცოლად.

თავი 6
გავიგებთ, როგორ მიაკვლია სკვაირმა ქალიშვილს

მართალია, მკითხველი ხშირად გამხდარა იძულებული,


კიდევ უფრო უჩვეულო სცენებიც გადაეხარშა სხვა წიგნებში,

851
ვიდრე მისტერ ვესტერნის მოულოდნელი გამოჩენა იყო, მაგ-
რამ ჩვენ შევეცდებით მის დაკმაყოფილებას და მოვუყვებით,
როგორ მიაკვლია სკვაირმა ქალიშვილს.
წინა წიგნის მესამე თავში სიტყვა გადაგიკარით (რადგან არ
გვჩვევია, დროზე ადრე რამე გაგიმხილოთ), რომ მისის ფიც-
პატრიკს ბიძასთან და მამიდასთან შერიგება სურდა და იფიქ-
რა, რომ ხელსაყრელი შემთხვევა მიეცა, შეეჩერებინა სოფია,
არ ჩაედინა დანაშაული, რომელიც მისი ოჯახის რისხვას გამო-
იწვევდა. საბოლოოდ გადაწყვიტა, მამიდისთვის ეცნობებინა,
სად იმალებოდა ბიძაშვილი და ჩვენ ამ წერილს, სხვადასხვა
მიზეზის გამო, სრულად მოგაწვდით:
„პატივცემულო მადამ,
შეიძლება, ეს წერილი ჩემი ძვირფასი მამიდისთვის უფრო სასია-
მოვნო წასაკითხი გამოდგეს მეორე ძმისწულის ხათრით, რის იმე-
დიც მე არ მექნებოდა.
მეტ შესავალს აღარ წავუმძღვარებ, მინდა იცოდეთ, ვაპირებდი
მოსვლას, თქვენ რომ ფეხებში ჩაგვარდნოდით და ამ დროს, სრუ-
ლიად შემთხვევით სოფიას გადავეყარე. მისი ისტორია ჩემზე უკეთ
მოგეხსენებათ, თუმცა მეც საკმაოდ ბევრი შევიტყვე და თუ სასწრა-
ფოდ ხელი არ შევუშალეთ, ისეთივე საბედისწერო შეცდომას ჩაი-
დენს, მე რომ ჩავიდინე, როცა სულელმა თქვენს ბრძნულ რჩევას არ
დავუჯერე.
მოკლედ, მე ის კაცი გავიცანი და გუშინ ლამის მთელი დღე ერ-
თად გავატარეთ. ნამდვილად მშვენიერი ყმაწვილია. არ შეგაწყენთ
თავს იმის მოყოლით, როგორ შევხვდით ერთმანეთს, მაგრამ ამ დი-
ლით საცხოვრებელი გამოვიცვალე, რადგან ვშიშობ, სოფიას მიაგ-
ნებს. ჯერ არ იცის მისი ადგილსამყოფელი და არც მინდა გაიგოს,
ვიდრე ჩემი ბიძაშვილი უსაფრთხოდ არ იქნება. დასაკარგი დრო არ
გვაქვს, ამიტომ მინდა გაცნობოთ, რომ სოფია მისის ბელასტონის
სახლში იმალება. ხომ იცით, ის როგორი უცნაურიც არის, მაგრამ

852
ვერ გავკადნიერდები, ასეთ გონიერ ქალს რამე ვურჩიო, ამიტომ უბ-
რალოდ გაცნობებთ ამბავს.
იმედია, მადამ, ოჯახის კეთილი სახელისთვის ასე რომ ვზრუნავ,
დავიმსახურებ თქვენს კეთილგანწყობას, იმ ადამიანის კეთილგან-
წყობას, რომელსაც ყველა ჩვენგანზე გული შესტკივა და ჩვენი მე-
გობრობა განახლდება, რაც ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემ-
თვის და რაც მომავალი ბედნიერებისთვის ძალიან მჭირდება.
დიდი პატივისცემით, თქვენი მონა-მორჩილი, თქვენი ყველაზე
მოსიყვარულე ძმისწული,
ჰარიეტ ფიცპატრიკი“.

რაც სოფია სახლიდან გაიქცა, მისის ვესტერნი ძმასთან


დარჩა, უნდოდა ცოტა ენუგეშებინა და როგორ ანუგეშებდა
ხოლმე, ეს მკითხველმა უკვე იცის.
წერილი რომ გადასცეს, მისის ვესტერნი ბუხართან ზურგით
იდგა, ბურნუთი მოემარჯვებინა და ძმას, რომელიც ამ დროს
ჩიბუხს ეწეოდა, ჩვეულებისამებრ ანუგეშებდა, წაიკითხა და
მერე ძმას მიაწოდა:
– აი, სერ, თქვენი დაკარგული ბატკანი იპოვეს. ბედმა ინება
მისი დაბრუნება და ჩემს რჩევას თუ გაითვალისწინებთ, შეიძ-
ლება გადაარჩინოთ კიდეც.
სკვაირმა წერილი რომ წაიკითხა, იმწამსვე წამოხტა, ჩიბუ-
ხი ბუხარში მოისროლა და სიხარულის ყიჟინა დასცა. მერე
მსახურებს დაუძახა, ჩექმა მოატანინა, უბრძანა, „შევალიე“ და
კიდევ რამდენიმე ცხენი შეკაზმეთ და სასწრაფოდ მომიყვანეთ
მღვდელი საპლიო. ეს რომ მოამთავრა, დას ჩაეხუტა და უთ-
ხრა:
– რაღაც დაღონებული ჩანხარ, კაცი იფიქრებს, არ გაგი-
ხარდა, შვილი რომ ვიპოვე.
– ძმაო, – თქვა მისის ვესტერნმა, – შორსმჭვრეტელი პოლ-

853
იტიკოსი მიწის ქვეშ რა ხდება, იმას ხვდება. მართალია, ყვე-
ლაფერი ისე უიმედოდ არ არის, როგორც ჰოლანდიაში იყო,
როცა ლუი მეთოთხმეტე ამსტერდამის კარიბჭეს მიადგა,
ოღონდ მეტი დელიკატურობაა საჭირო, რაც თქვენ არ გაგაჩ-
ნიათ. ისეთ ფიგურასთან, როგორიც ლედი ბელასტონია, თა-
ვის დაჭერა უნდა იცოდე, თქვენ კი, მეშინია, გაგიჭირდებათ.
– დაიკო, – შესძახა მისტერ ვესტერნმა, – ვიცი, რა აზრის
ხარ ჩემზე, მაგრამ ნახავ, ვინ გამოდგება სულელი საბოლო-
ოდ. სოფელში კი ვცხოვრობ, მაგრამ ქვეყნის კანონებზე და წე-
სებზე რაღაც გამეგება. რაც ჩემია, იმას ავიღებ, სადაც არ უნდა
იყოს, მაჩვენეთ, სად არის ჩემი შვილი და თუ ვერ დავიბრუნებ,
სიცოცხლის ბოლომდე შეგიძლია სულელი მეძახო. ლონდონ-
შიც ხომ არის მომრიგებელი მოსამართლე, ისევე, როგორც
ყველგან.
– შიში მიპყრობს იმის წარმოდგენაზე, ჩემს რჩევას თუ არ
გაითვალისწინებ, რით დასრულდება ეს ყველაფერი. ნუთუ
მართლა გგონია, რომ ლედი ბელასტონისთანა პიროვნებას
მომრიგებელი მოსამართლის მიერ გაცემული ბრძანებით
სახლში შეუვარდები? მე გეტყვი, როგორ უნდა მოიქცე. ჩახ-
ვალ თუ არა ლონდონში, ჯერ წესიერი ტანსაცმელი იყიდე,
შემდეგ ლედი ბელასტონს თავაზიანად შეუთვალე, რომ მისი
ნახვა გსურს. როცა მიგიღებს, და აუცილებლად მიგიღებს, ყვე-
ლაფერი მოუყევი, მეც მახსენე, რადგან ნათესავები კი ხართ,
მაგრამ ერთმანეთს არ შეხვედრიხართ და დარწმუნებული
ვარ, ხელს აიღებს სოფიას მფარველობაზე. ეს არის ერთადერ-
თი გზა. რა მომრიგებელი მოსამართლე, როგორ შეიძლება
ცივილიზებულ ქვეყანაში ასე მოექცე ლედი ბელასტონისთანა
ფიგურას?
– ერთი მაგისიც! – შესძახა სკვაირმა, – ძაან ცივილიზებუ-
ლი ქვეყანაა, როგორ არა, სადაც ქალი კანონზე მაღლა დგას.
854
ვიღაც ბოზს, მამას რომ შვილს უმალავს, უნდა ნებართვა
ვთხოვო, რომ მიმიღოს? გეუბნები, დაიკო, არც ისეთი გაუთ-
ლელი ვარ, შენ რომ გგონია. ვიცი, გინდა, ქალი კანონზე მაღ-
ლა იდგეს, მაგრამ ვერ მოგართვით. ჩემი ყურით მოვისმინე,
მისმა უდიდებულესობამ რომ თქვა, კანონი ყველასთვის ერ-
თიაო, თუმცა შენ შეიძლება ჰანოვერის კანონებს მისდევ.
– მისტერ ვესტერნ, მგონი, დღითი დღე შტერდები და რა-
ღაც ტყის ნადირს ემსგავსები.
– არც შენ ხარ ჩემზე უკეთესი, სულ ცივილიზებულობაზე
ლაპარაკობ, მაგრამ თავად არაფერი გცხია. დაგიმტკიცებ,
რომ სხვაზე უარესი მანერები არ მაქვს.
– მისტერ ვესტერნ, რაც გინდა ის თქვი, მე მაინც ვერ გამაბ-
რაზებ. ჩემი ძმისწული, რაღაც ოდიოზური ირლანდიური გვა-
რი რომ აქვს, სამართლიანად ამბობს, მე ყველაზე გული შემ-
ტკივა და, მათ შორის, სოფიაზეც, ამიტომ გადავწყვიტე, თავად
წავიდე ლონდონში, დიახ, ძმაო, შენ არ ვარგიხარ ელჩად სა-
სახლის კარზე, შენ გრინლენდში ბარბაროსებთან უნდა აწარ-
მოო მოლაპარაკებები.
– კიდევ კარგი, შენი არ მესმის, ისევ ჰანოვერულად დაიწყე
ლაპარაკი. მაგრამ მე მაინც დაგიმტკიცებ, რომ არავისზე ნაკ-
ლებად ზრდილობიანი არ ვარ. თუ შენ არ გაბრაზდი ჩემს ნათ-
ქვამზე, არც მე გიბრაზდები, სისულელეა ნათესავების კამათი,
შეიძლება ხანდახან გაცხარდე, მაგრამ მერე ყველაფერი გა-
დაივლის. მე ადვილად ვივიწყებ წყენას. გამიხარდა, ლონ-
დონში თუ აპირებ წასვლას, მე სულ ორჯერ ვარ ნამყოფი,
ხალხს და ქუჩებს არ ვიცნობ. არ უარვყოფ, რომ ამ საკითხში
ჩემზე უკეთ ერკვევი, იგივეა, იმაზე მეკამათო, კურდღელზე
მწევრის დაგეშვა როგორ აჯობებს.
– გპირდები, – უთხრა დამ, – აი, ამ საკითხზე არასოდეს შე-
გეკამათები.
855
– მეც გპირდები, – თქვა სკვაირმა.
ლედის გამოთქმა რომ ვისესხო, მოწინააღმდეგე მხარეები
შერიგდნენ. ამასობაში მღვდელიც გამოჩნდა და ცხენებიც შე-
კაზმეს, სკვაირი დას შეჰპირდა, შენს დარიგებებს გავითვა-
ლისწინებო და გაემგზავრა, მისის ვესტერნი კი მზადებას შე-
უდგა, რომ მეორე დილით თავადაც გზას დასდგომოდა.
მგზავრობისას სკვაირმა მღვდელს გააცნო ვითარება და
ორივეს ისეთი აზრი გაუჩნდა, რომ ზედმეტი ფამილიარობები
არ იყო საჭირო, ამიტომ მისტერ ვესტერნმა გადაწყვიტა,
სხვაგვარად მოქცეულიყო და ჩვენ ეს ყველაფერი უკვე ვიხი-
ლეთ.

თავი 7
საწყალ ჯონსს რამდენიმე უბედურება ერთად
დაატყდება თავს

ჩვენ უკვე ვიცით, რა ვითარება იყო მისის მილერის სახ-


ლში, როცა ონორი მივიდა, ჯონსი გამოიხმო და დაიმარტოხე-
ლა თუ არა, ასე უთხრა:
– ოჰ, ძვირფასო სერ, ნეტა, მეყოს ძალა, მოგიყვეთ, სერ,
თქვენც, საწყალი ჩემი ქალბატონიც და მეც, ყველანი დავიღუ-
პეთ.
– სოფიას რამე შეემთხვა? – იყვირა ჯონსმა და შეშლილი-
ვით მიაშტერდა ქალს.
– ოჰ, უარესი რა უნდა მომხდარიყო, მე ესეთ ქალბატონს
სადღა ვიპოვი, ნეტავი, ამ დღეს არ მოვსწრებოდი!
ჯონსი გაფითრდა, აკანკალდა და ენა ჩაუვარდა. ონორმა
განაგრძო:
856
– ოჰ, მისტერ ჯონს, დავკარგე ჩემი ქალბატონი.
– როგორ? რა მოხდა? ღვთის გულისათვის, მომიყევი. ჩემო
ძვირფასო სოფია!
– ის მართლაც ძალიან ძვირფასი იყო ჩემთვისაც, – თქვა
ონორმა, – ასეთ ადგილს როგორღა ვიშოვი.
– ჯანდაბას შენი ადგილი, – იყვირა ჯონსმა, – რა დაემართა
სოფიას?
– ესე იგი, ჯანდაბას მსახურები, რა მნიშვნელობა აქვს, მათ
რა დაემართებათ, ჩვენ სხვა სისხლი და ხორცი გვაქვს, არა?
– თუ ოდნავი თანაგრძნობა გაგაჩნია, მითხარი, რა და-
ემართა სოფიას?
– ეტყობა, მე უფრო მებრალებით, – თქვა ონორმა, – მებ-
რალებით იმიტომ, რომ ყველაზე ტკბილი ქალბატონი დაკარ-
გეთ და მეც ცოდვა ვარ, იმიტომ, რომ ასეთ ქალბატონს...
– რა მოხდა? – იბღავლა ჯონსმა.
– რაა? ამაზე უარესი ვერაფერი მოხდებოდა, მამამისი ჩა-
მოვიდა ლონდონში და სოფია ორივეს წაგვართვა.
მადლიერი ჯონსი მუხლებზე დაემხო, ღვთის წყალობით,
ამაზე უარესი არაფერი მოხდაო.
– უარესი?! – გაიმეორა ონორმა, – ამაზე უარესი რაღა უნ-
და მომხდარიყო? ძალით წაათრია და დაიფიცა, ბლაიფილს
გავაყოლებ ცოლადო. ესეც თქვენ – გასახარად, მე კი ქუჩაში
დამტოვეს.
– მისის ონორ, მართლაც ძალიან შემაშინეთ, – უთხრა
ჯონსმა, – მეგონა, რაღაც შეემთხვა სოფიას, რაღაც ისეთი,
ბლაიფილის ცოლობა მასთან რომ არაფერია. მაგრამ ვიდრე
ცოცხლები ვართ, იმედი არ უნდა დავკარგოთ. ამ თავისუფალ
ქვეყანაში ქალს ძალით ვერ გაათხოვებენ.
– მართალს ბრძანებთ, – თქვა ონორმა, – თქვენ შეიძლება
გქონდეთ იმედი, მე საწყალს რის იმედიღა დამრჩა? ისე, სერ,
857
ალბათ ხვდებით, რომ თქვენ გამო დამატყდა ამდენი უბედუ-
რება, სკვაირი გამიბრაზდა, ბლაიფილის წინააღმდეგ რომ წა-
ვედი.
– ვიცი, ონორ, როგორი დავალებული ვარ თქვენგან და
რაც კი შემეძლება, ყველაფერს ვიღონებ დასახმარებლად.
– რა უნდა იყოს მოახლისთვის იმაზე უკეთესი, რომ ისეთი-
ვე კარგი სამსახური იშოვოს, როგორიც ადრე ჰქონდა.
– ნუ დარდობ, იმედია, დაგაბრუნებენ.
– ეჰ, სერ, როგორ გავინებივრო თავი ისეთი იმედით, რო-
მელიც ვიცი, არ ამისრულდება. სკვაირი ძალიან არის ჩემზე
გაბრაზებული, მაგრამ თქვენ თუ ცოლად შეირთავთ ჩემს ქალ-
ბატონს და რატომღაც მგონია, ასე მოხდება, ისეთი კეთილი
ხართ... დარწმუნებული ვარ, ძალიან გიყვართ, მასაც ძალიან
უყვარხართ, ამის უარყოფა შეუძლებელია, ყველა, ვინც იც-
ნობს, ამას ხედავს, მას ხომ არ შეუძლია თვალთმაქცობა. და
როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, რა უნდა იყოს ამაზე
დიდი ბედნიერება? ყოველთვის შეძლებაზე ხომ არ არის ბედ-
ნიერება დამოკიდებული, თანაც ჩემს ქალბატონს იმდენი ქო-
ნება აქვს, ორივეს გეყოფათ. თქვენი დაშორება მართლაც
რომ ძალიან დასანანი იქნება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, სა-
ბოლოოდ ერთად იქნებით, რადგან ასე უნდა იყოს და ვერაფე-
რი დაუდგება წინ. თუ ადამიანთა ბედი ზეცაში წყდება, ამქვეყ-
ნიური სამართალი ვერაფერს დააკლებს. ნეტავი, მღვდელ
საპლს მეტი სიმამაცე ჰქონოდა, რომ სკვაირისთვის ეთქვა,
ცოდვაა ქალიშვილის ძალით გათხოვებაო. მაგრამ ის ღვთის-
ნიერი, კეთილი კაცია, მართალია, სკვაირის ზურგს უკან ამ-
ბობს, ასე არ უნდა იქცეოდესო, მაგრამ პირში ვერაფერს ეტ-
ყვის. ამჯერად კი ცოტა გათამამდა, არასოდეს მინახავს ასეთი,
შემეშინდა კიდეც, სკვაირმა ხელი არ შემოჰკრას-მეთქი. არ

858
მინდოდა თქვენი ასე დანაღვლიანება, სერ, შეიძლება ყველა-
ფერი გამოსწორდეს, ჩემი ქალბატონი სხვა კაცს არ გაჰყვება
ცოლად, მაგრამ მეშინია, სკვაირმა თავისი სიფიცხით გული
არ გაუტეხოს, მას ხომ წიწილასავით ნაზი გული აქვს. დასანა-
ნია, ჩემსავით თამამი რომ არ არის. მე რომ მყვარებოდა ვინმე
და მამაჩემს ოთახში გამოვეკეტე, თვალებს ამოვთხრიდი,
თუმცა ამ შემთხვევაში მზითვიც გასათვალისწინებელია, ამას
კი მხოლოდ მამამისი გადაწყვეტს და ეს ყველაფერს ცვლის.
ვერ გეტყვით, რამდენად ყურადღებით უსმენდა ჯონსი ონო-
რს ან იქნებ ქალი ისე ლაპარაკობდა, სიტყვას ვერ ჩააგდებდი,
მაგრამ საპასუხოდ არაფერი უთქვამს და არც ონორი გაჩერე-
ბულა, ვიდრე აქოშინებული პარტრიჯი არ შემოვარდა და
ჯონსს არ უთხრა, საცაა მისის ბელასტონი შემოვაო.
ძნელია ისეთი გამოუვალი მდგომარეობის წარმოდგენა,
ჯონსი რომ აღმოჩნდა. ონორმა არაფერი იცოდა მათი ურთი-
ერთობის შესახებ და ის უკანასკნელი ადამიანი იქნებოდა, ვი-
საც ჯონსი ამ ამბავს გაუმხელდა. ისე აღელდა, რა თქმა უნდა,
სიჩქარეში მცდარი გადაწყვეტილება მიიღო – იმის ნაცვლად,
ონორი გამოეჭენებინა ლედი ბელასტონთან, გადაწყვიტა,
ლედი ბელასტონი გამოეჭენებინა ონორთან, ამიტომ ეს უკა-
ნასკნელი საწოლის უკან დამალა და ფარდა გადასწია.
ჯონსი მთელი დღე ლამის გადაჰყვა მისის მილერის ოჯახის
ამბების მოგვარებას, მერე ონორმა დაზაფრა, ახლა ლედი ბე-
ლასტონის სტუმრობით აფორიაქდა და სულ გადაავიწყდა,
რომ ავადმყოფის როლი უნდა ეთამაშა. საკმაოდ ჯანსაღი იე-
რი რომ ჰქონდა და კოხტად რომ იყო გამოპრანჭული, ეს კი-
დევ უფრო აფუჭებდა საქმეს.
ასე რომ, ლედის ვიზიტი უფრო მისსავე სურვილს შეესატ-
ყვისებოდა, ვიდრე მოლოდინს. ჯონსს სახეზე ნაძალადევი

859
მხიარულება გამოსახვოდა და არც ნამდვილი და არც ყასიდი
ავადმყოფობის ნატამალი არ ეტყობოდა.
ლედი ბელასტონი ოთახში შევიდა თუ არა, საწოლზე ჩა-
მოჯდა და უთხრა:
– როგორც ხედავთ, ჩემო ძვირფასო ჯონს, ვერაფერი მაჩე-
რებს, რომ არ გნახოთ. ალბათ გაბრაზებული უნდა ვიყო, მთე-
ლი დღე რომ არაფერი მოგიწერიათ, თან, გატყობთ, უქეიფო-
ბას არ შეუშლია თქვენთვის ხელი, გარეთ რომ გასულიყავით.
დარწმუნებული ვარ, მთელი დღე ასე გამოწყობილი არ იჯდე-
ბოდით ახლად მოლოგინებული ქალივით, სტუმრების მოლო-
დინში, მაგრამ არ ვაპირებ, გულცივობისთვის უხასიათო ცო-
ლივით გისაყვედუროთ.
– არა, ლედი ბელასტონ, – თქვა ჯონსმა, – დარწმუნებული
ვარ, უყურადღებობაში ვერ დამადანაშაულებთ, მე მხოლოდ
თქვენს ბრძანებას ველოდებოდი. და ვინ უნდა იყოს უფრო
ნაწყენი, ჩემო საყვარელო არსებავ? ვინ არ შეასრულა გუშინ
შეპირება და მარტო და მოწყენილი დატოვა საწყალი კაცი?
– მაგას ნუ მახსენებთ, ჩემო ძვირფასო ჯონს, რომ იცოდეთ,
რა მოხდა, ნამდვილად შეგეცოდებოდით. მოკლედ, ვერ წარ-
მოიდგენთ, რამდენი მომაბეზრებელი სულელის ატანა უხდება
ქალს მაღალი საზოგადოების ფარსში მონაწილეობისთვის.
მიხარია, რომ კაეშანმა ვერაფერი დაგაკლოთ, მშვენივრად
გამოიყურებით, გეფიცებით, ჯონს, ამწამს მხატვარს რომ ენა-
ხეთ, შთააგონებდით, ადონისი დაეხატა.
არსებობს პროვოკაციული გამოთქმები, რომლებზედაც
ღირსეული კაცი მხოლოდ მუშტით უპასუხებს. შეყვარებულებს
შორისაც არის რაღაც სიტყვები, მხოლოდ კოცნით რომ შეიძ-
ლება უპასუხო. ჯონსს ლედი ბელასტონის კომპლიმენტი სწო-
რედ ასეთად მოეჩვენა, მით უმეტეს, კომპლიმენტს ისეთი
ტკბილი გამოხედვა ახლდა, სიტყვებზე მეტს ამბობდა.
860
ჯონსი უკიდურესად უხერხულ და უსიამოვნო მდგომარეო-
ბაში აღმოჩნდა. უძლური იყო, ლედის გამოწვევა მესამე პირის
თანდასწრებით მიეღო, ამგვარ დუელებს სეკუნდანტები არ ეს-
წრებიან. ლედი ბელასტონს აზრადაც არ მოსვლია, თუ, მის
გარდა, ოთახში სხვა ქალიც იყო, ამიტომ გაოცდა, უპასუხოდ
რომ დატოვეს. ჯონსი ხვდებოდა, რომ სულელური ვითარება
შეიქმნა, განზე გამდგარიყო და ვინაიდან ვერ ბედავდა, სიმარ-
თლე ეთქვა, საერთოდ დადუმდა. კიდევ დიდხანს რომ გაგრძე-
ლებულიყო, უფრო კომიკურ ან, პირიქით, ტრაგიკულ სცენას
ვერავინ წარმოიდგენდა. ლედის უკვე სამჯერ ეცვალა ფერი,
საწოლიდან ადგა და ისევ დაჯდა, ჯონსი ნატრობდა, მიწა გას-
კდომოდა, მაგრამ ერთმა გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ
უხერხულობისგან იხსნა, არადა თავის მოჭრას ვერც ციცერო-
ნის მჭევრმეტყველება გადაარჩენდა და ვერც მაკიაველის პო-
ლიტიკა.
ამ დროს ოთახში გალეშილი ახალგაზრდა ნაითინგეილი
შემოვარდა, სიმთვრალის იმ სტადიაში გახლდათ, როცა ცნო-
ბიერება დაკარგული გაქვს, მაგრამ ფეხებს ჯერ კიდევ იყენებ.
მისის მილერი და მისი ქალიშვილები უკვე იწვნენ, პარტრი-
ჯი ბუხართან ჩიბუხს აბოლებდა, ასე რომ, ნაითინგეილმა და-
უბრკოლებლად მიაღწია ჯონსის კართან და უცერემონიოდ შე-
აღო, ჯონსი იმწამსვე წამოხტა და ისე მოხერხებულად გადაე-
ღობა, ნაითინგეილმა ვერ მოჰკრა თვალი, ლოგინზე ვინ იჯდა.
ახალგაზრდა კაცი სრულიად დარწმუნებული იყო, რომ თა-
ვის ძველ ოთახში შევიდა, ამიტომ უძალიანდებოდა და ჩემს
ლოგინში ჩამაწვინეო, სთხოვდა. ამასობაში ხმაურზე პარ-
ტრიჯმა ამოირბინა და ჯონსმა მას გადააბარა ნაითინგეილის
დაბინავება.ის იყო, ჯონსი უკან შებრუნდა, ლედი ბელასტონმა
შეჰკივლა, თუმცა არც ისე ხმამაღლა. მერე აღელვებული სკა-

861
მზე ჩამოჯდა, ცოტა უფრო ნაზი ბუნების ქალს ალბათ ისტერი-
ის შეტევა არ ასცდებოდა.
ისე მოხდა, კაცები რომ ბღლარძუნობდნენ, ნაითინგეილი
როცა ლოგინისკენ იწევდა და ჯონსი აჩერებდა, ლედიმ გადაწ-
ყვიტა, ფარდის უკან დამალულიყო, მაგრამ, მისდა გასაოც-
რად, ადგილი დაკავებული დახვდა.
– ვითომ ასე იქცევიან წესიერი კაცები, მისტერ ჯონს? – იყ-
ვირა ლედიმ, – რა სიმდაბლეა!.. ვიღაც არარაობასთან გამო-
მაჭენეთ?
– არარაობასთან?! – იყვირა ონორმაც, – კი, აბა! ვინც არ
უნდა ვიყო, მე პატიოსანი ქალი ვარ, რასაც ზოგიერთი ქალი
ვერ დაიბრალებს.
იმის ნაცვლად, ჯონსს ონორის დამშვიდება ეცადა, რასაც
უფრო გამოცდილი გალანტური კაცი იზამდა, ჯერ თავისი ბე-
დის ვარსკვლავის წყევლას მოჰყვა, მერე კი ლედი ბელასტონს
საკუთარ უდანაშაულობას უმტკიცებდა. ამასობაში ლედი
გონს მოეგო, რაც მაღალ წრის ქალებს იოლად გამოსდით,
განსაკუთრებით ამდაგვარ სიტუაციებში და ჯონსს უთხრა:
‒ ბოდიში არ არის საჭირო, სერ, უკვე ვხედავ, ვინ ყოფილა.
თავიდან ვერ ვიცანი მისის ონორი, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი,
თქვენ შორის არაფერი მოხდებოდა; ონორი შეგნებული ქა-
ლია და ჩემი ვიზიტის შესახებ ცუდად არ ილაპარაკებს, მე მას
ყოველთვის მეგობრად ვთვლიდი და მომავალში საქმით და-
ვუმტკიცებ.
მისის ონორი როგორ სწრაფადაც ბრაზდებოდა, ისე სწრა-
ფადვე მშვიდდებოდა ხოლმე. ლედი ბელასტონის მშვიდმა
ტონმა ადვილად დააშოშმინა და თქვა:
– მადამ, მე ყოველთვის ვაფასებდი თქვენს მეგობრულ და-
მოკიდებულებას. უმალ ენას მოვიკვნეტ და თქვენზე აუგს არ
ვიტყვი... მოახლის საქმე არ არის ქალბატონის საქციელის
862
გარჩევა, მაგრამ მე ხომ არავის მოახლე აღარ ვარ... საუკეთე-
სო ქალბატონი დავკარგე... – და ეს რომ თქვა, ცრემლად და-
იღვარა.
– ნუ ტირი, – უთხრა კეთილმა ქალმა, – იქნებ რამე გამო-
ვასწოროთ, მოდი ჩემთან ხვალ დილით.
მერე იატაკზე დაგდებული მარაო აიღო და მედიდური გა-
მომეტყველებით გავიდა ოთახიდან, ისე, რომ ჯონსისკენ არც
გაუხედავს. არის რაღაც ღირსეული მაღალი წრის ქალბატო-
ნების უსირცხვილობაში და სულ ამაოდ ცდილობენ უბრალო
ქალები მათ მიბაძვას.
ჯონსმა კიბეზე ჩააცილა ლედი, რამდენჯერმე ხელი შესთა-
ვაზა ჩამოსაყრდნობად, მაგარმ ლედიმ არ ისურვა, მერე პორ-
ტშეზზე დაჯდა და ჯონსმა თავი რომ დაუკრა, მისკენ არც გაუხე-
დავს.
ოთახში შებრუნებულ ჯონსსა და ონორს შორის ხანგრძლი-
ვი დიალოგი გაიმართა. დიალოგის თემა ჯონსის ორგულობა
იყო, რომელიც ონორმა განავრცო და გააზვიადა, მაგრამ სა-
ბოლოოდ ჯონსმა არათუ დააწყნარა, პირობაც გამოსტყუა,
რომ ყველაფერს საიდუმლოდ შეინახავდა და მეორე დილით-
ვე შეეცდებოდა, სოფია ეპოვა.
ასე დამთავრდა სამწუხარო თავგადასავალი, რომლითაც
მხოლოდ ონორმა იხეირა, რადგან საიდუმლო (რაც შეიძლება
ზოგიერთმა მკითხველმა უკვე გამოცდილებიდან იცის) დიდი
განძია, და არა მარტო მათთვის, ვინც ალალად ინახავს, არა-
მედ მათთვისაც, ვინც ჩურჩულით ავრცელებს მანამდე, ვიდრე,
იმ შტერის გარდა, საიდუმლოს შენახვისთვის ფული რომ აქვს
გადახდილი, ყველა არ შეიტყობს.

863
თავი 8
მოკლე და სენტიმენტალური

მიუხედავად იმისა, რომ ჯონსმა დიდი სამსახური გაუწია,


დილით მისის მილერმა წინა ღამის ალიაქოთის გამო მაინც
ცოტა უსაყვედურა. ისე თავშეკავებულად და მეგობრულად
უსაყვედურა და ისე ნათლად ჩანდა, რომ ამას მხოლოდ მის სა-
სიკეთოდ აკეთებდა, ჯონსს არ სწყენია, მადლობაც გადაუხადა
და შეჰპირდა, ამიერიდან აღარასოდეს შეგაწუხებთო.
მართალია, მისის მილერმა თავი ვერ შეიკავა, ცოტა არ და-
ეტუქსა, სამაგიეროდ, ამის შემდეგ ჯონსი ფრიად სასიამოვნო
საქმისთვის მიიწვიეს ქვედა სართულზე, მას პატარძლის მამის
როლი უნდა ეკისრა ქორწილში. მისტერ ნაითინგეილი კოხ-
ტად იყო გამოწკეპილი და იმდენად ფხიზელი, რამდენადაც შე-
იძლება კაცი ფხიზელი იყოს, როცა ასე დაუფიქრებლად მოჰ-
ყავს ცოლი.
ალბათ აუცილებელია, მოგიყვეთ, როგორ დაუსხლტა ხე-
ლიდან ეს ახალგაზრდა ჯენტლმენი ბიძას და როგორ მივიდა
იმ მდგომარეობამდე, წინაღამით რომ ვიხილეთ.
ბიძის ბინაში რომ მივიდნენ, ნაწილობრივ საკუთარი მოთ-
ხოვნილების დასაკმაყოფილებლად (რადგან ბიძას დალევა
უყვარდა) და ნაწილობრივ, ძმისწულს განზრახვა თავიდან
რომ ამოეგდო, ღვინო მოატანინა. მართალია, ნაითინგეილს
დიდად არ უყვარდა ღვინო, მაგრამ უარი ვერ უთხრა და მალე-
ვე გამოტყვრა.
ბიძამ საწადელს რომ მიაღწია და ძმისწულისთვის უკვე
ლოგინს შლიდა, ამ დროს ისეთი ცნობა მოუტანეს, რამაც სრუ-
ლიად შეძრა და ძმისწული სულ გადაავიწყდა.
ეს მოულოდნელი და შემაშფოთებელი ამბავი კი ის იყო,
რომ ქალიშვილმა დრო იხელთა და მის არყოფნაში მეზობელ
864
მღვდელს გაჰყვა ცოლად. მამას არაფერი ჰქონდა მღვდლის
საწინააღმდეგო, გარდა ერთისა, რომ ამ უკანასკნელს არაფე-
რი ებადა. ქალიშვილმა არ მიიჩნია საჭიროდ, რამე გაემხილა
ლმობიერი მამისთვის და ისე ოსტატურად მალავდა, შეყვარე-
ბული რომ იყო, არავის ეჭვი არ აუღია მანამდე, სანამ ყველა-
ფერი არ დასრულდებოდა.
მოხუცმა ნაითინგეილმა როგორც კი ეს ამბავი შეიტყო,
აფორიაქებულმა სასწრაფოდ საფოსტო კარეტა შეუკვეთა,
ძმისწული მსახურს გადააბარა და ისე, რომ დიდად ვერც იაზ-
რებდა, რას აკეთებდა ან სად მიდიოდა, ლონდონი დატოვა.
ბიძა რომ წავიდა, მსახურმა ნაითინგეილი შეაღვიძა, ლო-
გინში რომ გადაეწვინა და ბიძის გამგზავრების ამბავიც აუწყა.
ნაითინგეილმა იმწამსვე პორტშეზის გამოძახება ბრძანა და
ვინაიდან მსახურისთვის სხვა არაფერი დაუბარებიათ, ისიც
დაემორჩილა. შემდეგ უკვე მისის მილერის სახლში რომ და-
აბრუნეს, ნაითინგეილი ჯონსს შეუვარდა ოთახში, რაც უკვე
იცით.
ბიძა ხელს ვეღარ შეუშლიდათ (ოღონდ ახალგაზრდა ნა-
ითინგეილს წარმოდგენა არ ჰქონდა, ეს როგორ მოხდა) და
ამიტომ ყველაფერი სწრაფად მოგვარდა – დედა, მისტერ ჯონ-
სი, მისტერ ნაითინგეილი და მისი სიყვარული დაქირავებული
კარეტით ქორწინების ბიუროში მივიდნენ, საიდანაც მის ნენსი
გაპატიოსნებული გამოვიდა, დედამისი კი ამქვეყნად ყველაზე
ბედნიერი დედა.
როდესაც მისის მილერს და მის ოჯახს კეთილი სამსახური
გაუწია, ახლა ჯონსი საკუთარ სადარდებელზე გადაერთო. ვინ-
მეს სულელი რომ არ მოეჩვენოს, ამდენი რატომ იწვალა სხვი-
სი გულისთვის და თან უანგაროდო, საჭიროდ მიგვაჩნია, და-
ვარწმუნოთ, რომ ამ საქმის კეთილად დაგვირგვინება მის-
თვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
865
ეს პარადოქსიც რომ ავხსნათ, გეტყვით, რომ ჯონსს შეეძ-
ლო თამამად ეთქვა ტერენციუსთან ერთად: Homo sum:
humani nihil a me alienum puto64. ის ვერასოდეს იქნებოდა
გულგრილი მაყურებელი ვერც სხვისი უბედურების და ვერც
სხვისი ბედნიერების. მას არ შეეძლო უკიდურესად გაუბედუ-
რებული ოჯახისთვის სიხარული მოეტანა და თავად უდიდესი
სიამოვნება არ განეცადა, უფრო დიდიც, ვიდრე ის სიამოვნება,
ძალიან მძიმე შრომის დასრულებისას ან საშინელი უსამარ-
თლობის გადალახვისას რომ გეძლევა.
მკითხველს, რომელიც ჯონსს ხასიათით ჩამოჰგავს, ეს მოკ-
ლე თავი შეიძლება ძალიანაც მრავლისმთქმელი მოეჩვენოს,
როცა სხვები, სიმოკლის მიუხედავად, ინატრებდნენ, საერ-
თოდ გამოგვეტოვებინა, რადგან მთავარ თემასთან შეუსაბა-
მოა და ალბათ ჯონსის სახრჩობელაზე აყვანა ან კიდევ უფრო
მწუხარე ამბავი ნაკლებ უადგილო მოეჩვენებოდათ.

თავი 9
მოიცავს სხვადასხვა სახის სასიყვარულო
წერილებს

მისტერ ჯონსი ოთახში რომ შებრუნდა, მაგიდაზე წერილები


დახვდა და კიდევ კარგი, იმ თანმიმდევრობით წაიკითხა, რო-
გორც გამოუგზავნეს.
წერილი პირველი:
„უცნაურად ამირია გონება სიყვარულმა, როგორი მტკიცე გა-
დაწყვეტილებაც უნდა მივიღო, მეორე წუთს ვიცვლი. გუშინ გადავწ-

64
მე ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის
866
ყვიტე, აღარასოდეს შეგხვდეთ, დილით კი სურვილი გამიჩნდა, მო-
გისმინოთ, როგორ შეძლებთ ამ ყველაფრის ახსნას, თუმცა ვიცი,
რომ ეს შეუძლებელია. მე უკვე ვუთხარი ჩემს თავს ყველაფერი, რაც
თქვენ შეიძლება მოიგონოთ... ან, იქნებ, ყველაფერი არა. იქნებ
თქვენ უკეთესი გამომგონებელი ხართ. მოდით ჩემთან, როგორც კი
წერილს მიიღებთ. თუ კარგად შეთხზავთ თავის გასამართლებელ
ამბავს, გპირდებით, დავიჯერებ. როგორ გამომაჭენეთ... ახლავე წა-
მოდით. ეს მესამე წერილია, ორი უკვე დავწვი... შეიძლება ესეც დავ-
წვა... ნეტავი, აზრების მოკრება შევძლო... ახლავე წამოდით.“

წერილი მეორე:
„თუ იმედი გაქვთ, რომ გაპატიებთ ან კარს გაგიღებთ, მაშინ ახ-
ლავე წამოდით ჩემთან“.

წერილი მესამე:

„გავიგე, შინ არ ყოფილხართ, როცა ჩემი წერილები მოგიტანეს.


ამას რომ მიიღებთ, მინდა აქ მოხვიდეთ. სახლიდან ფეხს არ მოვიც-
ვლი, თქვენ გარდა, არავის შემოვუშვებ, დარწმუნებული ვარ, არა-
ფერი შეგაფერხებთ“.

ჯონსმა სამივე წერილი რომ წაიკითხა, ოთახში მისტერ ნა-


ითინგეილი შემოვიდა.
– რაო, ტომ, ლედი ბელასტონი გწერთ გუშინდელი თავგა-
დასავლის მერე? (ლედის სახელი არავისთვის საიდუმლო
აღარ იყო).
– ლედი ბელასტონი? – გაიმეორა მოღუშულმა ჯონსმა.
– კარგი, რა, მეგობრებს არაფერი უნდა დაუმალო. გუშინ,
მართალია, ისეთი მთვრალი ვიყავი, ვერ დავინახე, მაგრამ,
სამაგიეროდ, მასკარადზე შევნიშნე. გგონია, არ ვიცი, ვინ
არის ფერიების დედოფალი?
867
– მართლა იცანი მასკარადზე?
– გეფიცები, და მერე ერთი ოცჯერ სიტყვაც გადაგიკარი,
მაგრამ შენ არ გსურდა გამხელა. ისე დელიკატურად გიჭირავს
თავი, მგონი, კარგად არ იცნობ ლედის. ნუ გამიბრაზდები, მაგ-
რამ შენ არ ხარ პირველი ახალგაზრდა კაცი, რომელიც მაგან
შეაცდინა, დამიჯერე, ძალიანაც ნუ გამოიდებ თავს მისი რეპუ-
ტაციის დაცვით.
მართალია, ჯონსს მათი რომანის დასაწყისში არავითარი
მიზეზი არ ჰქონდა, ეფიქრა, რომ ლედი ბელასტონი ვესტალის
ყაიდის ქალი იყო, ვინაიდან ლონდონს ცუდად იცნობდა და
ბევრი მეგობარიც არ ჰყავდა, წარმოდგენა არ ჰქონდა, ასეთი,
უბრალო ენით რომ ვთქვათ, გარყვნილი ქალების არსებობა-
ზე, რომლებიც, სათნოების სახელს ამოფარებულნი, ინტრი-
გას აბამენ ყველასთან, ვისთანაც კი მოისურვებენ და რომ-
ლებსაც მთელი ქალაქი სტუმრობთ, შეიძლება რამდენიმე მე-
ტისმეტად სათნო ქალბატონის გარდა, და ყველამ იცის მათი
სახელი, ოღონდ არავინ ამ სახელს არ უწოდებს.
ჯონსი რომ დარწმუნდა, ნაითინგეილმა ყველაფერი იცოდა
მათი ინტრიგის შესახებ და მეტისმეტი დელიკატურობა აღარ
იყო საჭირო, სთხოვა, რაც იცი ამ ქალზე, ყველაფერი მომიყე-
ვიო.
ნაითინგეილს ბევრი ქალური თვისება ჰქონდა და ენის
ტარტარიც უყვარდა. როგორც კი ჯონსისგან ნებართვა აიღო,
ადგა და გრძელ ამბავს მოუყვა ლედი ბელასტონზე, მაგრამ ვი-
ნაიდან ეს ამბავი მრავალ უღირსობას მოიცავდა, მაღალი
წრის ქალების პატივისცემით, აქ აღარ გავიმეორებთ. ვიფ-
რთხილებთ და მოვერიდებით, საბაბი არ მივცეთ მომავალ კო-
მენტატორებს, ბოროტად შეაფასონ ჩვენი ნაშრომი და არც ის
გვინდა, უნებურად ცილისმწამებლები გამოვჩნდეთ, რაც აზ-
რადაც არ მოგვსვლია.
868
ჯონსმა ყურადღებით მოისმინა ნაითინგეილის მონაყოლი
და სევდიანად ამოიოხრა. ნაითინგეილმა ეს რომ შენიშნა, შეს-
ძახა: – ეი, შენ რა, შეყვარებული ხარ? რომ მცოდნოდა, ასე
აღელდებოდი, ჩემგან ვერაფერს გაიგებდი.
– ჩემო კარგო მეგობარო, – უთხრა ჯონსმა, – მე ისე გამო-
მიჭირა ამ ქალმა, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ დავაღწიო
თავი. მიყვარს? არა, მეგობარო, მაგრამ მისგან დავალებული
ვარ და თან ძალიან. რადგან ამდენი იცი, იმასაც გეტყვი, ის
რომ არა, ლუკმაპური არ მექნებოდა. როგორ მივატოვო ახ-
ლა? არადა უნდა მივატოვო, პირმართალი რომ ვიყო სხვა,
ბევრად უფრო ღირსეულ ქალთან, რომელიც მთელი არსებით
მიყვარს. ისე ვარ დაბნეული, არ ვიცი, რა ვქნა.
– ბოდიში და, ის სხვა ქალი პატიოსანი ქალია? – ჰკითხა
ნაითინგეილმა.
– პატიოსანი?! – თქვა ჯონსმა, – ჯერ არავის მყრალი სუნ-
თქვა არ მიჰკარებია მის ღირსებას, ჰაერზე სუფთაა და ნაკადუ-
ლივით გამჭვირვალე, სულით და ხორცით მასზე სრულყო-
ფილს ვერსად ნახავ, ვერც ასე ლამაზს. ისეთი კეთილშობი-
ლია, მართალია, სულ მასზე ვფიქრობ, მისი სილამაზე მხო-
ლოდ შეხვედრისას მახსენდება.
– კი მაგრამ, – თქვა ნაითინგეილმა, – თუ მართლა ასეთი
ქალი გიყვარს, ერთ წუთსაც როგორ ყოყმანობ, მიატოვო ეს…
– მოიცა, – უთხრა ჯონსმა, – ნუ აყენებ შეურაცხყოფას. მე
უმადური კი არ ვარ!
– ფუი, შენ არ ხარ პირველი, ვინც იმ ქალმა დაავალდებუ-
ლა, როცა უნდა, შეუძლია ძალიან გულუხვი იყოს, მაგრამ
იცოდე, ამავე დროს, ძალიან ანგარებიანია, ისეთი წინდახე-
დულია, რომ მისმა წყალობამ კაცს უფრო პატივმოყვარეობა
უნდა გაუღვიძოს, ვიდრე მადლიერების გრძნობა.

869
მოკლედ, ნაითინგეილმა განაგრძო თხრობა, იმდენ ამბავს
მოჰყვა ლედი ბელასტონზე და თან იფიცებოდა, ყველაფერი
სიმართლეო, რომ ჯონსმა ლედის მიმართ ყოველგვარი პატი-
ვისცემა დაკარგა და მადლიერების გრძნობაც ნელ-ნელა უქ-
რებოდა. მის წყალობებს უკვე გასამრჯელოდ მიიჩნევდა და
ამის გამო არა მარტო ქალი დამცირდა მის თვალში, საკუთარი
თავიც შეეზიზღა და ყველაფრის ხალისი დაკარგა. ამ საძაგე-
ლი ფიქრებით რომ იყო მისი გონება მოცული, სოფია გაახსენ-
და, თავისი სუფთა და კეთილი სოფია, რომელსაც ასე უყვარდა
და ასე იტანჯებოდა მის გამო და ლედი ბელასტონთან ურთი-
ერთობა კიდევ უფრო ამაზრზენი მოეჩვენა. ამიტომ ჯონსმა
მტკიცედ გადაწყვიტა, სულ რომ მშიერიც დარჩენილიყო, ამ
თანამდებობაზე უარი ეთქვა, როგორც კი თავაზიან საბაბს მო-
იგონებდა. თავისი გადაწყვეტილება მეგობარს გაანდო, მან კი
ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ უთხრა:
– მოვიფიქრე! დარწმუნებული ვარ, ეს გაამართლებს, ხე-
ლი უნდა სთხოვო და თავს მოვიჭრი, თუ არ გაამართლებს.
– ხელი ვთხოვო? – იყვირა ჯონსმა.
– დიახ, და იმწამსვე უარს იტყვის შენზე. ერთი ჰყავდა ად-
რე, შენსავით ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ინახავდა, მერე
იმან გულწრფელად მოინდომა, ცოლად მოეყვანა და დაუყოვ-
ნებლივ გაათავისუფლეს.
ჯონსმა განაცხადა, ვერ გავრისკავ, რომ არ გაამართლოს,
რა ვქნაო:
– იქნებ ჩემმა წინადადებამ ისე არ გააოცოს და დამთან-
ხმდეს? საკუთარ ხაფანგში გავებმები და საბოლოოდ დავიღუ-
პები.
– არ დაიღუპები, – უთხრა ნაითინგეილმა, – მე ვიცი ერთი
საშუალება, ნებისმიერ დროს შეძლებ ხაფანგიდან თავის დაღ-
წევას.
870
– რა საშუალება? – ჰკითხა ჯონსმა.
– ახლა რომ ვახსენე ახალგაზრდა კაცი, ჩემი ყველაზე ახ-
ლო მეგობარია. იმდენი სისაძაგლე გაუკეთა ლედიმ, რაც და-
შორდნენ, ძალიან გაბრაზებულია და სიამოვნებით გაჩვენებს
მის წერილებს, შენ კი შეგეძლება პატიოსნად გაწყვიტო იმ
ქალბატონთან კავშირი, ვიდრე საქმე საქმეზე მიდგება, თუკი
მიდგება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს თავადაც აღარ ენდო-
მება.
ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ ჯონსი დასთანხმდა, ოღონდ
იმდენი მხნეობა არ ჰყოფნიდა, პირადად მიემართა ლედის-
თვის, ამიტომ ნაითინგეილის კარნახით ასეთი წერილი დაწე-
რა:
„მადამ,
ძალიან ვწუხვარ, რომ გადაუდებელი საქმის გამო შინ არ ვიყავი,
როცა თქვენი უგანათლებულესობის წერილი მომიტანეს და დრო-
ულად ვერ გიპასუხეთ, რაც კიდევ უფრო მასევდიანებს. ოჰ, ლედი
ბელასტონ! ძალიან განვიცდი, თქვენს რეპუტაციას საფრთხე რომ
დაემუქრა. მის გადასარჩენად ერთადერთი გზა არსებობს, არ არის
საჭირო, დავასახელო. მხოლოდ ნება მომეცით, გითხრათ, რომ
თქვენს ღირსებას საკუთარზე ნაკლებად არ ვაფასებ და მინდა ჩემი
თავისუფლება ფერხთით დაგიდოთ, დაგარწმუნოთ, რომ სრულყო-
ფილად ბედნიერი ვერასოდეს ვიქნები, ვიდრე კანონიერად „ჩემს“
არ გიწოდებთ.
სამუდამოდ თქვენგან დავალებული, მოკრძალებული მონა-
მორჩილი, ტომას ჯონსი“.
პასუხად ეს მიიღო:
„სერ,
თქვენი სერიოზული ეპისტოლე რომ წავიკითხე, ასეთი ცივი და
ოფიციალური, ვიფიქრე, ხომ არ გგონიათ, რომ უკვე რაიმე კანო-
ნიერი უფლება გაქვთ და უკვე წლებია, ვათვინიერებთ იმ ურჩხულს,
რასაც ცოლქმრობა ჰქვია? მართლა სულელი გგონივართ? ან ხომ

871
არ მიიჩნევთ, ისე გადამიყვანეთ ჭკუიდან, რომ მთელ ჩემს ქონებას
დაეპატრონებით და როგორც
მოისურვებთ, ისე გაანიავებთ? ასე მიდასტურებთ თქვენს სიყვა-
რულს? ასე მიხდით სამაგიეროს?...მაგრამ თავს უფლებას არ მივ-
ცემ, გაგლანძღოთ, თქვენი პატივისცემით კი აღფრთოვანებული
ვარ.
P.S. შესასწორებლად ვერ ვიცლი... შეიძლება იმაზე მეტი ვთქვი,
ვიდრე ვაპირებდი... საღამოს რვა საათზე გელოდებით“.
ჯონსმა კერძო ადვოკატის რჩევით ამჯერად ასე მისწერა:
„მადამ,
ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამაოცა თქვენმა ეჭვებმა. რამ გა-
ფიქრებინათ, რომ მე შემეძლო, ასეთი სულმდაბლობა განმეზრახა?
სიყვარულის ყველაზე წმინდა კავშირზე ასეთი ზიზღით რატომ ლა-
პარაკობთ? ნუთუ გგონიათ, ვნება ისე ამირევს გონებას, რომ თქვენ-
დამი პატივისცემას გადაძლევს და თავს ნებას მივცემ, გავაგრძელო
ურთიერთობა, რომელიც მალე აღარ დაიმალება და თქვენი რეპუ-
ტაციისთვის ფატალური აღმოჩნდება? თუ ასეთი წარმოდგენა გაქვთ
ჩემზე, ახლავე დაგიბრუნებთ ფულს, რომელსაც, ჩემდა სამწუხა-
როდ, თქვენგან ვიღებდი, რაც შეეხება დანარჩენ, უფრო სათუთ სა-
ჩუქრებს, სამახსოვროდ დავიტოვებ“.
და ეს წერილიც იმავე სიტყვებით დაასრულა, რომლებითაც
პირველი.
ლედიმ უპასუხა:
„არამზადა ყოფილხართ! მთელი გულით მეზიზღებით. თუ ჩემ-
თან მოხვალთ, არ მიგიღებთ“.
ჯონსი ფრიად კმაყოფილი დარჩა, მონობიდან რომ გაათა-
ვისუფლეს. ვისაც ეს გამოცდილი აქვს, მიხვდება, რამხელა
შვებას იგრძნობდა, მაგრამ გონება აფორიაქებული ჰქონდა,
მას ხომ ტყუილი და უსინდისობა ძალიან ეჯავრებოდა და ასე
არასოდეს მოიქცეოდა, რომ არა გამოუვალი მდგომარეობა,
როცა ხან ერთი ქალის მოტყუება უწევდა და ხან მეორის.

872
ნაითინგეილი კი პირდაპირ აღტაცებული გახლდათ, მისმა
ხერხმა ასე კარგად რომ გაჭრა. მეგობარმა, რომლისგანაც
უამრავი მადლობა და ქება მიიღო, უთხრა:
– ტომ, ჩვენ ერთმანეთს ძალიან განსხვავებული სამსახური
გავუწიეთ. შენ თავისუფლება მოიპოვე, მე დავკარგე, მაგრამ
ორივე ბედნიერი ვართ და, მგონი, მთელ ინგლისში ჩვენზე
ბედნიერი კაცი არ დადის.
ჯენტლმენები ქვედა სართულზე მიიწვიეს სადილად. მისის
მილერმა ყველაფერი თავისი ხელით მოამზადა და სული და
გული ჩააქსოვა, ქალიშვილის ქორწილი ღირსეულად რომ გა-
დაეხადა. ამ ბედნიერ შემთხვევას მისის მილერი ყველაზე მე-
ტად ჯონსს უმადლოდა და სიტყვით, მზერით და მოქმედებით
ამას ისე მონდომებით აგრძნობინებდა, რომ ქალიშვილის და
სიძის მიმართ ნაკლებ ყურადღებას იჩენდა.
სადილის დასრულებისთანავე, მისის მილერმა წერილი მი-
იღო, მაგრამ ვინაიდან ეს თავი ძალიან გადავტვირთეთ წერი-
ლებით, მას მომდევნო თავში გაგაცნობთ.

თავი 10
მოიცავს ნაწილობრივ ფაქტებს და
ნაწილობრივ მათ განხილვას

წერილი მისტერ ოლვორთისგან იყო, რომელიც იუწყებო-


და, რომ მალე ლონდონში ჩამოდიოდა დისწულ ბლაიფილ-
თან ერთად და სურდა, როგორც ყოველთვის, თვითონ პირ-
ველ სართულზე დაბინავებულიყო, დისწული კი მეორეზე.
წერილი როცა წაიკითხა, მისის მილერს ხალისიანი გამო-
მეტყველება გაუქრა. ძალიან წუხდა, რომ ალბათ მოუწევდა,
873
სახლიდან გაეშვა სიძე, რომელიც უანგაროდ დაქორწინდა
მის ქალიშვილზე. ერთი მხრივ, ეს დიდ უსამართლობად ეჩვე-
ნებოდა, მაგრამ, მეორე მხრივ, მისტერ ოლვორთის ამდენი
სიკეთის შემდეგ უარს ვერ ეტყოდა, მიექირავებინა ბინა, რო-
მელიც ისედაც მისი საკუთრება იყო. ეს ჯენტლმენი უამრავ
ადამიანს სწყალობდა, მაგრამ მისი წყალობა სხვა გულუხვი
ხალხის წყალობისგან დიამეტრულად განსხვავდებოდა. მუ-
დამ ცდილობდა, არათუ სხვებისთვის ყოფილიყო საიდუმლო
მისი ქველმოქმედება, არამედ მათთვისაც, ვისაც სწყალობდა.
სიტყვა „გაცემის“ ნაცვლად „სესხებას“ ხმარობდა და რა უშურ-
ველადაც უნდა ეწყალობა, ისეთ რამეს დასძენდა ხოლმე,
თითქოს თავის საქციელს აკნინებდა. როცა მისის მილერს
ორმოცდაათი გირვანქა დაუნიშნა, ასე უთხრა, ლონდონში
რომ ჩამოვალ, პირველი სართული მე უნდა დამითმოთ, სხვა
დროს შეგიძლიათ გააქირაოთ, ჩემი ჩამოსვლის შესახებ კი
ყოველთვის ერთი თვით ადრე შეგატყობინებთო. თუმცა ამჯე-
რად ისე ჩქარობდა, არ მიეცა საშუალება, წინასწარ გაეფ-
რთხილებინა და ალბათ ისიც სიჩქარის ბრალი იყო, რომ არ
დაურთო, თუ, რა თქმა უნდა, პირველი სართული დაკავებული
არ არისო, რადგან იქ დაბინავებაზე უარს ბევრად უფრო უმ-
ნიშვნელო მიზეზის გამო იტყოდა, ვიდრე მისის მილერს იმ
წუთს ჰქონდა მოსაბოდიშებლად.
მაგრამ, როგორც პრაიორი შესანიშნავად აღნიშნავს, არ-
სებობენ ადამიანები, რომელთა საქციელს სხვა რამ წარმარ-
თავს:
„დადგენილ წესებს მიღმა
ნასწავლ სათნოებასა და სიავესა,
მიღმა კანონთა სამართლისა“.

874
მათ არ აკმაყოფილებთ, ოლდ ბეილიში თუ გაამართლებენ
ან თუ ყველაზე მკაცრი მსაჯული, სინდისი გაათავისუფლებთ.
მათი ფაქიზი სულისთვის მიუღებელია უსინდისობა ან უსამარ-
თლობა და თუ რამე ისეთს ჩაიდენენ, რაც არც ისე სამარ-
თლიანი ან სინდისიერი იქნება, მერე იტანჯებიან და ნაღვლო-
ბენ, როგორც მკვლელი იტანჯება აჩრდილის ან ჯალათის შიშ-
ით. მისის მილერი სწორედ ასეთი ადამიანი იყო და ვერ დამა-
ლა, წერილმა განწყობა რომ შეუცვალა. მალე ყველას გააც-
ნო, რა ეწერა იმ წერილში და თავისი სადარდებელიც გაუმხი-
ლა. ჯონსმა კი, მისმა მფარველმა ანგელოზმა, იმწამსვე გა-
უქარწყლა დარდი – ჩემს ოთახებს რაც შეეხება, თქვენს გან-
კარგულებაშია, როცა კი მოისურვებთ, ხოლო ნაითინგეილი,
ვიდრე ქალბატონისთვის შესაფერის სახლს იპოვის, სიხარუ-
ლით დაბრუნდება ახალ ბინაში, სადაც მისის ნაითინგეილიც
ალბათ სიამოვნებით გაჰყვებაო. ამ წინადადებას ცოლ-ქმარი
წამსვე დასთანხმდა.
მკითხველი ალბათ ადვილად დაიჯერებს, რომ ჯონსის მად-
ლიერ მისის მილერს ხელახლა შეეფაკლა ლოყები. ჯონსმა
უხერხული მდგომარეობიდან იხსნა, მაგრამ მოსიყვარულე
დედა უფრო იმით იყო კმაყოფილი, მის ქალიშვილს პირვე-
ლად რომ უწოდეს მისის ნაითინგეილი.
ახლად დაქორწინებულებმა მეორე დღისთვის გადაწყვი-
ტეს გადასვლა, ჯონსმაც იმავე სახლში იქირავა ბინა. ყველა
დამშვიდდა და დარჩენილი დღე ხალისიანად გაატარეს. ოღო-
ნდ ჯონსს მწარე ფიქრები შემოსწოლოდა სოფიაზე, ჯერ ბლა-
იფილის ლონდონში ჩამოსვლის ამბავი რომ შეიტყო (რადგან
მშვენივრად ხვდებოდა, რა განზრახვითაც ჩამოდიოდა), ამან
დაამწუხრა, მერე კიდევ, მისის ონორი შეჰპირდა, სოფიას ად-
გილსამყოფელს გაგიგებო და იმედი გაუცრუა.

875
იქიდან გამომდინარე, რაც ჯონსის და მისი შეყვარებულის
თავს ხდებოდა, კარგი ამბის მოლოდინისთვის საფუძველი მას
ნამდვილად არ ჰქონდა, მაგრამ მაინც მოუთმენლად ელოდა,
რომ ონორი სოფიას წერილს მოუტანდა. ეს მოუთმენლობა
ადამიანის გონების ბუნებრივი სისუსტის ნიშანი იყო, როცა აუ-
ტანელი ხდება ამდენი ტანჯვა და მზად ხარ უარესისთვის, თუ
ჯონსი ჯერ კიდევ თავს ინებივრებდა ჩუმი იმედით, ეს ჩემი გა-
დასაწყვეტი არ არის, მაგრამ ალბათ უფრო მეორე შემთხვევა
იქნებოდა. ვისაც ჰყვარებია, მიუხვდება, ვინაიდან სიყვარული
მრავალ უნარს აღვიძებს სულში, ოღონდ ყველაზე მშვენიერი
ისაა, სასოწარკვეთის წუთებში იმედი რომ ეხმარება. სიყვარუ-
ლისთვის არ არსებობს სირთულე, არ არსებობს დაუშვებელი,
არა, ალბათ უფრო შეუძლებელი; ასე რომ, ნებისმიერ თავდა-
ვიწყებით შეყვარებულ კაცზე შეიძლება ითქვას, რასაც ადისო-
ნი კეისარზე ამბობს,
„ალპები და პირენეები მის წინ შთაინთქმებიან!“
მაგრამ ისიც ხომ მართალია, რომ იგივე გრძნობა ხანდახან
ყველაფერს გაბუქებულად წარმოგიდგენს ან შუა ოცნებისას
წაგახდენს, თუმცა ჯანსაღი ბუნების ადამიანებს ეს შეტევა
დიდხანს არ ტანჯავთ. რა გუნებაზე იქნებოდა მაშინ ჯონსი,
ამის გადაწყვეტას მკითხველს მივანდობ, რადგან მე ზუსტი
ცნობა არ მაქვს, ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ ორი საათის
ლოდინის შემდეგ, უგუნებობის დამალვა გაუძნელდა და თა-
ვის ოთახში შევიდა, სადაც შფოთვა მოეძალა და ლამის უკვე
სიგიჟის ზღვარზე იყო, მაგრამ სწორედ ამ დროს ონორის წე-
რილი მოუტანეს. წერილის შინაარსს სიტყვასიტყვით გადმოგ-
ცემთ:
„სერ, აუცილებლად მოვიდოდი თქვენთან, როგორც შეგპირ-
დით, მაგრამ მისმა უგანათლებულესობამ შემაფერხა. სერ, თქვენც
ხომ იცით, რომ ჯერ თავს უნდა მიხედო და მერე სხვას, თან ასეთი
876
შემთხვევა აღარ ჩამივარდებოდა. ლედიმ დიდი სიკეთე გამოიჩინა
და ისე, რომ არც მითხოვია, თავის მოახლედ ამიყვანა. ის ამქვეყნად
საუკეთესო ქალბატონია და ვინც მასზე ცუდ რამეს ამბობს, თვითონ
არის უვარგისი. შეიძლება მეც დამცდენია ერთი-ორი სიტყვა და ძა-
ლიან ვნანობ. ვიცი, თქვენ ღირსეული ჯენტლმენი ხართ და არავის
ეტყვით, ჩემგან თუ რამე გაქვთ გაგებული. ენას კბილი უნდა დააჭი-
რო, როცა არ იცი, ხვალ რა მოხდება, გუშინ ვინმეს რომ ეთქვა ჩემ-
თვის, ასეთ კარგ ადგილას აღმოვჩნდებოდი, არ დავიჯერებდი, ამა-
ზე არც კი მიოცნებია. გეხვეწებით, ნურავისთან ნუ მოჰყვებით ჩემს
ნალაპარაკებს, მე კი მთელი გულით გისურვებთ, გაგიმართლოთ
და დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ
თქვენ და სოფია ერთად იქნებით. ოღონდ მე, სამწუხაროდ, ვე-
ღარ გამოგადგებით, რადგან უკვე სხვას ვემსახურები. სერ, თქვენი
მონა-მორჩილი, სიკვდილამდე თქვენი ერთგული დავრჩები.
ონორ ბლექმორი“.

ლედის ამ ნაბიჯს ჯონსი სხვადასხვაგვარად ხსნიდა, არადა


ლედი ბელასტონს უბრალოდ სურდა, შინ ჰყოლოდა ადამი-
ანი, რომელმაც მისი საიდუმლო იცოდა და ამ საიდუმლოს
გავრცელების საშუალება არ მიეცა. განსაკუთრებით სოფიას-
გან სურდა ყველაფრის დამალვა. მართალია, ის ერთადერთი
ადამიანი იყო, ვისაც სიტყვა არავისთან დასცდებოდა, ლედი
ამას ვერ იჯერებდა და მთელი არსებით ეზიზღებოდა. ლედი
ბელასტონის ვარაუდით, სათნო სოფიასაც მისდამი იგივე
გრძნობა ჩაჰბუდებოდა გულში, თუმცა საწყალმა სოფიამ არ
იცოდა, ზიზღი რა იყო.
ამასობაში, ვიდრე შეშფოთებული ჯონსი გონებაში ათასნა-
ირ მზაკვრულ განზრახვას წარმოიდგენდა, რაც შეიძლებოდა
ონორის დაწინაურების მიზეზი ყოფილიყო, ეტყობა, ფორტუ-
ნამ გადაწყვიტა, საბოლოოდ მოეღო ბოლო ჯონსის და სოფიას
სიყვარულისთვის და ახალი მეთოდი მოსინჯა. გადაწყვიტა,
877
ჯონსი ისე ეცდუნებინა, ასეთ გაუბედურებულ მდგომარეობაში
მყოფი კაცი ძნელად თუ გაუძალიანდებოდა.

თავი 11
მოიცავს საინტერესო, თუმცა არა
უპრეცედენტო ამბებს

ერთი ქალბატონი, სახელად მისის ჰანთი, მისის მილერის


კარგი მეგობარი იყო და მის სახლში ჯონსს ხშირად ხვდებოდა.
ასე, ოცდაათი წლისა იქნებოდა,
თუმცა თვითონ ამბობდა, ოცდაექვსის ვარო. საკმაოდ სან-
დომიანი შესახედაობა ჰქონდა, ოღონდ ცოტა სიმსუქნისკენ
იყო მიდრეკილი. სრულიად ნორჩი მიათხოვეს მოხუც სოვდა-
გარს, რომელმაც კარგი სიმდიდრე მოიხვეჭა თუ არა, ვაჭრო-
ბას თავი დაანება. მისის ჰანთმა ქმარს თორმეტი წელი ღირ-
სეული ცოლობა გაუწია, თუმცა ყველაფერზე უარის თქმა მო-
უხდა, რაც უმტკივნეულო არ ყოფილა, საზღაურად კი ის მი-
იღო, რომ სოვდაგარი მოკვდა და დიდი ქონება დაუტოვა. დაქ-
ვრივების შემდეგ ერთი წელი მისის ჰანთმა უმეტესად სიმარ-
ტოვეში გაატარა, მხოლოდ რამდენიმე მეგობარს ხვდებოდა,
დროის ერთ ნაწილს ღვთისმოსაობას უთმობდა, დანარჩენს –
კითხვას, რაც ძალიან უყვარდა. ამ ჯანსაღმა, მხურვალე ტემ-
პერამენტის მორწმუნე ქალმა გადაწყვიტა, მეორედ გათხოვი-
ლიყო და სურდა, ქმარი ამჯერად თავისთვისაც სასურველი შე-
ერჩია, პირველს ხომ სხვების სურვილით გაჰყვა ცოლად და
ჯონსმა მისგან ასეთი წერილი მიიღო:
878
„სერ,
პირველივე შეხვედრისას ალბათ თვალებმა გამცა, რომ თქვენ-
დამი გულგრილი არ დავრჩი, მაგრამ ვერც ენით და ვერც ხელით
ვერ გამოგიტყდებოდით. თქვენი დიასახლისისგან იმდენი ქება
მსმენია თქვენს ღირსებაზე, რომ ამქვეყნად არათუ ყველაზე მომ-
ხიბვლელი, ყველაზე კეთილშობილი ადამიანი მგონიხართ. მისგან-
ვე ვიცი, თითქოს თქვენც კეთილად ხართ ჩემდამი განწყობილი. მე
ორივეს ბედნიერებისთვის საკმარისი ქონება მაქვს, მაგრამ უთქვე-
ნოდ ბედნიერი ვერ ვიქნები. ვიცი, სიყვარულში რომ გამოგიტყდით,
ამის გამო საზოგადოება გამკიცხავს, მაგრამ შიშს რომ სიყვარულზე
მაღლა ვაყენებდე, თქვენი ღირსი არ ვიქნებოდი. მხოლოდ ერთი
რამ მაბრკოლებს, გავიგე, რომ ურთიერთობა გაქვთ ერთ მაღალი
წრის ქალბატონთან და თუ შეძლებთ ჩემს დასაუფლებლად იმ ქა-
ლის მსხვერპლად გაღებას, მე თქვენი ვიქნები, და თუ არა, დაივიწ-
ყეთ ეს ჩემი სისუსტე და ყველაფერი მარად საიდუმლოდ დარჩეს.
არაბელა ჰანთი“.

წერილმა ჯონსი ძალიან ააფორიაქა. უკვე ლამის უსახ-


სროდ იყო დარჩენილი, მისის ბელასტონის ნაბოძები ფული-
დან ხუთ გინეაზე მეტი აღარ ებადა, იმ დილით კიდევ ერთმა
ვაჭარმა ორჯერ მეტის გადახდა მოსთხოვა. სანატრელი ქალი
მამას ჰყავდა გამომწყვდეული და თითქმის უიმედო ეჩვენებო-
და მისი გამოხსნა. სოფიას კმაყოფაზე ცხოვრების უფლებას
არც სიამაყე მისცემდა და არც სიყვარული. ამ ქალბატონის
ქონება ძალიანაც გამოადგებოდა, თან თავადაც არ იყო ური-
გო და სოფიას თუ არ ჩავთვლით, სხვა ქალებზე მეტად მოს-
წონდა. სოფიას მიტოვება და სხვა ქალის ცოლად მოყვანა
წარმოუდგენელი ეჩვენებოდა, ფიქრშიც ვერ დაუშვებდა, მაგ-
რამ, კაცმა რომ თქვას, რატომაც არა, თუკი სოფია მისი ვერა-
სოდეს გახდებოდა? განა ამით მეტ სიკეთეს არ გაუკეთებდა,

879
ვიდრე ასე უიმედოდ ყოფილიყო შეყვარებული? განა ამ გა-
დაწყვეტილებით უფრო დიდ მეგობრობას არ გაუწევდა? ორ-
ჭოფობამ რამდენიმე წუთს გასტანა და ჯონსს უკვე ლამის გა-
დაწყვეტილი ჰქონდა, ღირსების შესანარჩუნებლად სოფიას-
თვის ეღალატა, რომ ამ დროს ბუნებამ ხმა აიმაღლა და გული-
დან ამოსძახა, ეს მეგობრობა კი არა, სიყვარულის ღალატიაო
და ჯონსმაც იმწამსვე კალამი მოიმარჯვა და მისის ჰანთს მის-
წერა:
„მადამ,
თქვენ გამო სხვა ქალბატონთან ურთიერთობის მსხვერპლად გა-
ღება მხოლოდ უსუსური მადლიერების გამოვლენა იქნებოდა ასეთი
კეთილგანწყობისთვის და ასეც მოვიქცეოდი, ჩემი გული სხვას რომ
არ ეკუთვნოდეს. არ ვიქნები პატიოსანი ადამიანი, თუ არ გეტყვით,
რომ მას ვერასოდეს მივატოვებ, თუმცა შეიძლება ჩემი არასოდეს
გახდეს. ღმერთმა დამიფაროს, თქვენი შემოთავაზების საპასუხოდ,
ჩემი ხელი გიბოძოთ, მაგრამ გული ვერა. არა, შიმშილით რომ მოვ-
კვდე, ასეთ ცოდვას ვერ ჩავიდენ. სხვასაც რომ გააყოლონ ცოლად
ჩემი შეყვარებული, ვერ შეგირთავთ, ვიდრე ჩემი გული მას საბო-
ლოოდ არ დაივიწყებს. დარწმუნებული იყავით, რომ ამ საიდუმლოს
მე უფრო საიმედოდ შევინახავ, ვიდრე თქვენი გული.
თქვენი მადლიერი მონა-მორჩილი
ტ. ჯონსი“.
წერილი რომ დაასრულა და გაგზავნა, საწერ მაგიდასთან
მივიდა, უჯრიდან სოფიას მუფტა ამოიღო, რამდენჯერმე აკოცა
და მერე ძალიან მედიდურად გაიარ-გამოიარა ოთახში, თვით-
კმაყოფილი ირლანდიელივით, რომელმაც ორმოცდაათი
ათასი გირვანქის პატრონი ქალი დაითრია.

880
თავი 12
პარტრიჯის აღმოჩენა

ვიდრე ჯონსი თავისი პატიოსნებით ტკბებოდა, პარტრიჯი


ლამის შემოხტა ოთახში. ასე იცოდა ხოლმე, როცა კარგი ამ-
ბავი მოჰქონდა ან როცა ეგონა, რომ კარგი ამბავი მოჰქონდა.
ჯონსმა დილიდან დაასაქმა, იქნებ ლედი ბელასტონის მსახუ-
რებისგან გაიგო, სოფია სად წაიყვანესო და ძალიან გახარე-
ბული დაბრუნდა – დაკარგულ ჩიტს მივაკვლიეთო:
– სერ, შავი ჯორჯი შემხვდა, ტყისმცველი რომ იყო, ახლა
სკვაირს ემსახურება და აქ მას ჩამოუყვანია. რამდენიმე წე-
ლია, აღარ მინახავს, მაგრამ რაღაც გამორჩეული გარეგნობა
აქვს, უფრო სწორად, გამორჩეული წვერი აქვს, ეგეთი შავი და
ეგეთი გრძელი წვერი არც მინახავს. თვითონაც გაუჭირდა ჩე-
მი ცნობა.
– და კარგი ამბავი რომელია? – ჰკითხა ჯონსმა, – რამე გა-
იგე სოფიაზე?
– ყველაფერს მოგახსენებთ, სერ, ძალიან მოუთმენელი
ხართ, ჯერ მათქმევინეთ და მერე გაბრაზდით. როგორც მო-
გახსენეთ, სერ, ცოტა დრო დასჭირდა, ვიდრე სახეზე მიცნობ-
და.
– ჯანდაბას შენი სახე! – იყვირა ჯონსმა, – სოფიაზე რა გით-
ხრა?
– მადამ სოფიაზე რაც ვიცი, გეტყვით და აქამდეც გეტყო-
დით, რომ არ მაწყვეტინებდეთ. მაგრამ ისეთი გაბრაზებული
მიყურებთ, ყველაფერი თავიდან ამომივარდა, ან უფრო სწო-
რად რომ ვთქვა, დამავიწყდა. ასეთი გაბრაზებული ეპტონის
მერე არ მინახავხართ, რაც ათასი წელი არ დამავიწყდება.
– როგორც გატყობ, ჩემს გაგიჟებას ცდილობ, – უთხრა
ჯონსმა.
881
– არა, სერ, თქვენი გაგიჟება ერთხელ უკვე ვნახე და აღა-
რასოდეს ვისურვებდი.
– რა გითხრა ჯორჯმა? – უყვირა ჯონსმა.
– სერ, როგორც მოგახსენეთ, დიდი დრო დასჭირდა, რომ
ვეცნე, მეც ალბათ შევიცვალე, რაც არ ვუნახავვარ, ნონ სუმ
ქუაილს ერამ65 . ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გა-
დავიტანე, კაცს ხომ არაფერი ისე არ ცვლის, როგორც დარდი.
გამიგონია, რომ შეიძლება ერთ ღამეში გაგითეთრდეს თმა.
ბოლოს, როგორც იქნა, გამიხსენა, ის ხომ ჩემხელაა, ერთ
სკოლაში დავდიოდით. დიდი ყეყეჩი ვინმე კი იყო, მაგრამ ამას
რა მნიშვნელობა აქვს, ყველას კი არ ადგება განათლება. და
რაზე გავჩერდი? დიახ, როგორც კი ერთმანეთი ვიცანით,
მხურვალედ ჩამოვართვით ხელი და იქვე ლუდხანაში შევე-
დით, სადაც საუკეთესო ლუდი ჰქონდათ. სერ, მთავარს ვუახ-
ლოვდები, თქვენი სახელი რომ ვახსენე და ვუთხარი, აქ ერ-
თად ჩამოვედით-მეთქი, მეორე კათხა შეუკვეთა და თქვენი
სადღეგრძელო დალია, მართლა ისე გულით გადღეგრძე-
ლათ, გამიხარდა, კიდევ დარჩენილან სიკეთის დამფასებელი
ადამიანები-მეთქი. მოკლედ, შევსვით თუ არა თქვენი სადღეგ-
რძელო, აქეთ გამოვიქეცი, ამბავი რომ მომეტანა.
– რა ამბავი? – იბღავლა ჯონსმა, – ჯერ ერთი სიტყვა არ
გითქვამს სოფიაზე!
– ღმერთო, კინაღამ დამავიწყდა. რა თქმა უნდა, ახალგაზ-
რდა ლედი ვახსენეთ, ჯორჯმა მითხრა, ბლაიფილი ჩამოდის,
ცოლად უნდა მოიყვანოსო. ვუთხარი, ცოტა აჩქარდეს, თორემ
ვიღაცამ შეიძლება დაასწროს-მეთქი, დიახ, ასე ვუთხარი, მის-
ტერ სიგრიმ, ვიღაცას სოფია თავს ურჩევნია და ისიც იცოდეთ,

65
ის აღარა ვარ, რაც ვიყავ
882
რომ მზითვი სულ არ აინტერესებს, სხვათა შორის, ერთ ბევ-
რად შეძლებულ ქალბატონს ისე მოსწონს, დღე და ღამე მოს-
ვენებას არ აძლევს-მეთქი.
აქ ჯონსი გადაირია, როგორ მამხილეო, მაგრამ პარტრიჯმა
დაამშვიდა, გვარი არ მითქვამსო:– თანაც, სერ, ჯორჯი თქვენი
ერთგულია, მისტერ ბლაიფილს არაერთხელ შეუკურთხა,
თქვა, როგორც შემეძლება, დავეხმარები ჯონსსო და ასეც იზა-
მს. თქვენ როგორ გამხელდით, სერ, ჩემ გარდა, ჯორჯზე ერ-
თგული მსახური არ გყავთ, თქვენთვის მართლაც რომ თავდა-
დებულია.
– კარგი, – თქვა ცოტა დამშვიდებულმა ჯონსმა, – ეს ჩემ-
თვის თავდადებული ყმაწვილი იმავე სახლში ცხოვრობს, სა-
დაც სოფია?
– კი, იმავე სახლში ცხოვრობს, ის ხომ მათი მსახურია, ისეა
გამოწკეპილი, წვერი რომ არა, ვერც ვიცნობდი.
– მხოლოდ ერთი სათხოვარი მაქვს, – უთხრა ჯონსმა, –
სოფიას ჩემი წერილი მინდა გადასცეს.
– რა კარგად მოიფიქრეთ, მე როგორ არ მომივიდა თავში
აზრად, – შესძახა პარტრიჯმა, – გარწმუნებთ, როგორც კი რა-
მეს დაავალებთ, უყოყმანოდ შეასრულებს.
– მაშინ, ახლა დამტოვე და წერილს დავწერ, რომელსაც
ხვალ დილით ჯორჯს გადასცემ, იმედია, იცი, როგორ იპოვო.
– რა თქმა უნდა, სერ, ვიცი, ლუდი ისე უყვარს,
დარწმუნებული ვარ, ყოველდღე ლუდხანაში დადის.
– რა ქუჩაზე ცხოვრობენ, არ გიკითხავს?
– როგორ არა, სერ.
– მითხარი.
– ორი ქუჩის იქითაა, სერ, აქვეა, სახელი არ ვიცი, არ უთ-
ქვამს, რომ მეკითხა, შეიძლება რაღაცაზე დაეჭვებულიყო.

883
არა, არა, სერ, მე მომანდეთ ეგ საქმე, ხომ იცით, რა ეშმაკი
ვარ.
– როგორ არა, ეშმაკობაში ვინ შეგედრება! აბა, შენ იცი,
ხვალ როგორ იეშმაკებ და როგორ გადასცემ ჯორჯს ჩემს წე-
რილს.ჯონსმა შორსმჭვრეტელი პარტრიჯი გაისტუმრა და წე-
რილის დასაწერად მაგიდას მიუჯდა. ცოტა ხნით მარტო დავ-
ტოვოთ ჩვენი გმირი და, დავასრულოთ მეთხუთმეტე წიგნი.

884
წიგნი XVI

მოიცავს ხუთ დღეს

თავი 1
პროლოგებზე

მსმენია, ერთ დრამატურგს უთქვამს, პიესის დაწერა უფრო


მეადვილება, ვიდრე პროლოგისო. მეც ჩვენი ისტორიის თი-
თოეული წიგნის დაწერაზე გაცილებით ნაკლებს ვიწვალებდი,
ვიდრე ამ წიგნების შესავალ თავებზე.
სიმართლე გითხრათ, მჯერა, ბევრმა მთელი გულით დაწ-
ყევლა ის ადამიანი, პირველმა რომ დაამკვიდრა, პიესისთვის
წაემძღვარებინა ტექსტი ანუ პროლოგი, რომელიც თავიდან
პიესის ნაწილად იგულისხმებოდა, მაგრამ ბოლო დროს იმდე-
ნად ჩამოშორდა დრამის სიუჟეტს, ერთი პიესისთვის დაწერი-
ლი პროლოგი შეიძლება მშვენივრად მიუსადაგოთ ნებისმიერ
სხვა პიესას. თანამედროვე პროლოგები ზოგადად სამ თემას
ეძღვნება და ესენია: ქალაქის გემოვნების შეურაცხყოფა, თა-
ნამედროვე ავტორების გაკიცხვა და ქება-დიდება წარმოდგე-
ნილი პიესის. სენტიმენტებიც დიდად მრავალფეროვანი არ
არის და ალბათ ვერც იქნებოდა და მართლაც ხშირად გავუო-
ცებივარ ამ ავტორების გამომგონებლობის უნარს, როგორ შე-
უძლიათ, ერთსა და იმავე საკითხზე ამდენნაირი ფრაზები შეთ-
ხზან.
ამიტომ მგონია, რომ თუ მომავალი ისტორიკოსი პატივს
დამდებს და ჩემს მანერას მიჰბაძავს, სავარაუდოდ, ჯერ კეფას
მოიფხანს და მერე ერთი კარგად მომიკითხავს ამ წინასიტ-

885
ყვაობების დამკვიდრებისთვის, რომელთა უმეტესობა, თანა-
მედროვე პროლოგების არ იყოს, ნებისმიერი წიგნის შესავ-
ლად გამოდგებოდა ან სულაც რომელიმე სხვა ნაწარმოების
შესავლადაც.
ჯერ ერთი, მშვენივრად ვიცით, რომ პროლოგი კრიტიკო-
სებს საშუალებას აძლევს, გამოცადონ თავი სტვენაში ან სას-
ტვენი შეამოწმონ, რათა ფარდა აიწევა თუ არა, ეს მუსიკალუ-
რი ინსტრუმენტები უკვე მზად ჰქონდეთ კონცერტის მოსაწყო-
ბად.
იმავე უპირატესობას გვაძლევს ეს შესავალი თავებიც, კრი-
ტიკოსი აუცილებლად ნახავს რამეს, რაც მის კეთილშობილ
ენას სალეს ქვად გამოადგება და მადა გაეღვიძება მთელი ნა-
წარმოების დასაწუნებლად. აქ მას არ სჭირდება გამჭრიახი
გონების დაძაბვა, რომ მიხვდეს, როგორ ოსტატურად და გა-
მიზნულად არის ეს თავები დაწერილი; ჩვენ ხომ არ დავზარ-
დით და სიმწარით და სიმჟავით შევაზავეთ ისინი ზემოთ ნახსე-
ნები კრიტიკოსების ენის წასაქეზებლად და წასაწვეტებლად.
უნდილი მკითხველისთვის, ისევე, როგორც მაყურებლის-
თვის, ეს შესავლები სახეიროა, რადგან მათ წაკითხვას არავინ
ავალდებულებთ და შეუძლიათ ან სადილი გაიხანგრძლივონ,
ან პირველის ნაცვლად მეოთხე ან მეხუთე გვერდიდან დაიწ-
ყონ კითხვა, განსაკუთრებით მათ, ვინც იმიტომ კითხულობს,
რომ თქვას, ეს წიგნი წაკითხული მაქვსო და ასეთები ბევრად
უფრო მეტნი არიან, ვიდრე წარმოგვიდგენია. ისინი არა მარ-
ტო სამართლის ან სხვა სასარგებლო წიგნებს კითხულობენ
ასე, ჰომეროსის და ვერგილიუსის, სვიფტის და სერვანტესის
თხზულებებშიც ხშირად ტოვებენ ხოლმე გვერდებს.
შესავალ თავებს კიდევ ბევრი სასარგებლო მიზანი აქვს,
მაგრამ იმდენად ცხადი, რომ აღარ ჩამოვთვლით, მით უმეტეს,
რომ მათი მთავარი ღირსება სიმოკლეა.
886
თავი 2
სკვაირს ერთი სასეირო თავგადასავალი გადახდება,
სოფია კი სავალალო სიტუაციაში აღმოჩნდება

ახლა მისტერ ვესტერნის საცხოვრებელში გადავინაც-


ვლოთ, პიკადილზე, ჰაიდ პარკთან, რომელიც „ჰერაკლეს სვე-
ტების“ მეპატრონემ ურჩია. ვინაიდან ეს სასტუმრო იყო პირვე-
ლი, ქალაქში ჩასულმა სკვაირმა რომ დაინახა, ცხენები იქ გა-
აჩერა და პირველსავე შეთავაზებულ საცხოვრებელში დაბი-
ნავდა.
სოფია კარეტიდან რომ გადმოვიდა, ითხოვა, ჩემთვის გან-
კუთვნილ ოთახში მინდა შევიდეო. მამა სიხარულით დასთან-
ხმდა და ოთახამდე თავად მიაცილა. მათ შორის გამართული
მოკლე საუბარი არც დიდად სასიამოვნოა მოსაყოლად და
არც მნიშვნელოვანი, მხოლოდ იმას გამოვყოფთ, რომ სკვა-
ირი მგზნებარედ მოითხოვდა, სოფია დასთანხმებოდა ბლა-
იფილის ცოლობას, რომელიც რამდენიმე დღეში უკვე ლონ-
დონში ჩამოვიდოდა, მაგრამ სოფიამ ამჯერად კიდევ უფრო
მტკიცე უარი განუცხადა. მამა ისე გაცეცხლდა, დაიფიცა, ნე-
ბით თუ არ გაჰყვები, ძალით გაგათხოვებო, მერე გინება მი-
აყოლა, სოფიას კარი გასაღებით ჩაკეტა და გასაღები ჯიბეში
ჩაიდო.
ვიდრე ოთახში სახელმწიფო დამნაშავესავით გამომ-
წყვდეული სოფია მხოლოდ სანთლის და ცეცხლის ამარა იყო
დარჩენილი, სკვაირი მღვდელთან და „ჰერაკლეს სვეტების“
მეპატრონესთან ერთად მოსალხენად სუფრას მიუჯდა. სას-
ტუმროს მეპატრონე თვალში მოუვიდა, თან მისგან ქალაქის
ამბების გაგების იმედი ჰქონდა.
ასეთ სასიამოვნო საზოგადოებაში გაატარა სკვაირმა საღა-
მო და მეორე დღის დიდი ნაწილი. ამ ხნის განმავლობაში ისე-
887
თი არაფერი მომხდარა, ჩვენს ისტორიაში ჩასართავად რომ
ღირდეს. სოფია კი სულ მარტო იყო და როგორც მამამ დაიფი-
ცა, ვიდრე თანხმობას არ მიიღებდა, ცოცხალს იქიდან არ გა-
მოუშვებდა. სოფიას ოთახის კარს მხოლოდ საჭმლის შესატა-
ნად აღებდნენ და მამა ამას ყოველთვის ესწრებოდა.
მეორე დილით, როცა სკვაირი და მღვდელი ერთად საუზ-
მობდნენ და ტოსტს და ლუდს შეექცეოდნენ, სკვაირს მოახსე-
ნეს, ვიღაც ჯენტლმენს თქვენი ნახვა სურსო.
– ჯენტლმენს? – გაიმეორა სკვაირმა, – ნეტა, რა ჯანდაბა
უნდა? მიდი, გაიგე, ვინ არის, მისტერ ბლაიფილი ასე მალე
ვერ ჩამოვიდოდა, ჰკითხე ერთი, რა უნდა.
სკვაირს ამბავი მოუტანეს, რომ ჯენტლმენს კარგად ეცვა,
ქუდზე დამაგრებული ლენტი კი მიათითებდა, სავარაუდოდ,
ოფიცერი უნდა ყოფილიყო; ასე უთქვამს, საქმე მაქვს და მხო-
ლოდ პირადად მას დაველაპარაკებიო.
– ოფიცერი! – შესძახა სკვაირმა, – რა საქმე შეიძლება
ჰქონდეს ჩემთან ოფიცერს? ტვირთის გადაზიდვის დაკვეთაზე
თუა მოსული, მე მომრიგებელი მოსამართლე არ ვარ, ეს მე არ
მეხება... კარგი, შემოვიდეს, თუკი ჩემთან სურს ლაპარაკი.
ოთახში ელეგანტურად ჩაცმული კაცი შემოვიდა, სკვაირს
თავაზიანად მიესალმა და ითხოვა, თუ შეიძლება მარტო დაგ-
ვტოვეთო. მერე ასე უთხრა:
– სერ, მე ლორდ ფელამარის ბრძანებით გეახელით, მაგ-
რამ მიზეზი თქვენ რომ ფიქრობთ, ის არ არის.
– როგორ თქვით? მე ეს სახელი არასოდეს გამიგონია! –
შესძახა სკვაირმა.
– მის უგანათლებულესობას, – თქვა ჯენტლმენმა, – სურს,
ყველაფერი სასმლის ზემოქმედებას მიაწეროს და მხოლოდ
ბოდიშის მოხდას დასჯერდეს. ვინაიდან თქვენი ქალიშვილი
ძლიერ უყვარს, თქვენ უკანასკნელი ადამიანი იქნებით, ვისაც
888
განურისხდება და ვინაიდან არაერთხელ დაუმტკიცებია საჯა-
როდ თავისი სიმამაცე, ამას ისე გააკეთებს, რეპუტაცია არ შე-
ელახოს. ერთადერთი ის სურს, ჩემი თანდასწრებით აღიაროთ
დანაშაული და ეს საკმარისი იქნება. შუადღისას პატივს დაგ-
დებთ ვიზიტით, რომ თქვენი ქალიშვილი მოინახულოს, რო-
გორც მისმა საქმრომ.
– ვერაფერი გავიგე, სერ, – უთხრა სკვაირმა, – მხოლოდ
ის, რომ ჩემს ქალიშვილზე მელაპარაკებით, ლორდი კი ალ-
ბათ ლედი ბელასტონმა რომ ახსენა, ის უნდა იყოს, რაღაც
მითხრეს, თითქოს ჩემს ქალიშვილს ეარშიყებოდა. თუ ასეა,
გადაეცით ლორდს, რომ გოგონა უკვე სხვას ეკუთვნის.
– იქნებ, სერ, საკმარისად ვერ აფასებთ შეთავაზების მნიშ-
ვნელობას. ასეთ დიდ პიროვნებას, ასეთი ტიტულით და ქონე-
ბით, უარს არავინ ეტყოდა.
– მისმინეთ, სერ, – უპასუხა სკვაირმა, – უკეთ განვმარტავ,
ჩემი ქალიშვილი უკვე დანიშნულია და რომც არ იყოს,
ლორდს არ მივათხოვებდი, ვერ ვიტან ლორდებს! მე კარისკა-
ცებთან და ჰანოვერელებთან საქმეს არ ვიჭერ.
– კარგი, სერ, – თქვა ჯენტლმენმა, – თუ ასეთია თქვენი გა-
დაწყვეტილება, მაშინ ლორდის სურვილია, ამ დილით მას ჰა-
იდ პარკში შეხვდეთ.
– ლორდს გადაეცით, რომ დაკავებული ვარ და ვერ მივალ,
– უთხრა სკვაირმა, – აქაც ბევრი საქმე მაქვს და სასეირნოდ
არ მცალია.
– დარწმუნებული ვარ, სერ, ჭეშმარიტი ჯენტლმენი ბრძან-
დებით და ასეთ პასუხს არ მომცემთ. ალბათ არ ინებებთ,
თქვენზე თქვან, ლორდს საჯაროდ შეურაცხყოფა მიაყენა და
უარი განაცხადა, მისი სურვილი დაეკმაყოფილებინაო. თქვე-
ნი ქალიშვილის პატივისცემით, ლორდს სურს, სხვაგვარად
დაამთავროს ეს ამბავი, მაგრამ თუ თქვენ სიმამრად არ წარმ-
889
ოგიდგენთ, მაშინ შეურაცხყოფას არ გაპატიებთ.
– ტყუილია! – იყვირა სკვაირმა, – მე მისთვის შეურაცხყო-
ფა არ მიმიყენებია!
ეს რომ თქვა, ჯენტლმენმა ხელი მოუქნია და რაღაც სალან-
ძღავიც მოაყოლა. სკვაირმა მისი სიტყვები გაიგონა თუ არა,
ოთახში ხტუნვას მოჰყვა და მთელ ხმაზე აყვირდა, თითქოს უნ-
დოდა, რაც შეიძლებოდა მეტი ხალხი შეეყარა სეირის საყუ-
რებლად.
მღვდელი, რომელსაც ჯერ კათხა არ დაეცალა, იქვე ახლოს
იყო, იმწამსვე შემოვარდა და იმანაც იყვირა:
– ღმერთო, დაგვიფარე, რა ხდება, სერ?
– რა ხდება? – თქვა სკვაირმა, – ამ ყაჩაღს ჩემი გაძარცვა
და მოკვლა უნდა, ჯოხი მომიღერა, წყეული ვიყო, თუ მე საბაბი
მიმეცეს.
– როგორ, სერ? განა არ თქვით, რომ მე მოვიტყუე?
– არა, სული ნუ წამიწყდება, – უპასუხა სკვაირმა, – მე
ვთქვი, ტყუილია, რომ შეურაცხყოფა მივაყენე-მეთქი, მაგრამ
შენ იტყუები-მეთქი, ეს არ მითქვამს. მე ჩემს სიტყვებს ჭკუას
ვაყოლებ და შენც უნდა მიაყოლო ჭკუა, რას აკეთებ, უიარაღო
კაცს ჯოხი როგორ მომიღერე?! მეც რომ მჭეროდა ჯოხი, ამას
ვერ გაბედავდი, გავიდეთ ეზოში და ერთი დარტყმით თავ-ყბას
გაგიერთიანებ ან სადმე ცარიელ ოთახში შევიდეთ და გაგხეთ-
ქავ ნაკერავზე.
აღშფოთებულმა კაპიტანმა უთხრა:
– სერ, ჩემთვის დამამცირებელია თქვენთან საქმის დაჭერა
და მის უგანათლებულესობასაც ასე მოვახსენებ. თქვენ ხელის
გასვრად არ ღირხართ.
ეს თქვა და ოთახი დატოვა, მღვდელს დიდი გაეჩერებინა,
გინება და წყევლა კი მიაყოლა, ოღონდ ის ამ დროს უკვე კი-
ბეზე ჩადიოდა, მერე უფრო ხმამაღლა დაიწყო გინება, მაგრამ
890
კაპიტნის ყურს ვეღარ მისწვდა, ყოველ შემთხვევაში, მას ნაბი-
ჯი არ შეუნელებია.
სამაგიეროდ, დატუსაღებულ სოფიას ესმოდა მამის ყოვე-
ლი სიტყვა, ჯერ ფეხების ბაკუნი დაიწყო, მერე მამამისივით
მთელ ხმაზე აყვირდა, თუმცა უფრო ნაზად. სკვაირი გაჩუმდა
და მიაყურადა, შვილი ისე უყვარდა, იმის წარმოდგენაც ზარავ-
და, სოფიას რამე დამართნოდა. ყველა სურვილს შეუსრულებ-
და, ერთის გარდა, რომელზედაც მისივე მომავალი ბედნიერე-
ბა იყო დამოკიდებული.
კაპიტნის მიმართ რისხვა ცოტა რომ ჩაუცხრა და დაიფიცა,
ვუჩივლებო, სკვაირი სოფიას ოთახისკენ გაემართა. ქალიშვი-
ლი ფერწასული დაუხვდა, აღელვებისგან ძლივს სუნთქავდა.
მამის დანახვაზე სოფიამ ძალა მოიკრიბა, ხელი ჩასჭიდა და
უთხრა:
– ჩემო საყვარელო სერ, კინაღამ გული გამისკდა, ცუდი
ხომ არაფერი შეგემთხვათ?
– არა, არა, – თქვა სკვაირმა, – ისეთი არაფერი, დიდად არ
მტკენია, იმ არამზადამ რომ დამარტყა, ნახოს, თუ არ ვუჩივ-
ლებ.
– სერ, გთხოვთ, მითხარით, რა მოხდა, ვინ მოგაყენათ შე-
ურაცხყოფა?
– არ ვიცი, რა ერქვა, – უპასუხა სკვაირმა, – ვიღაც კაპიტა-
ნი იყო, ჩვენ მაგათ ფულს ვუხდით, ისინი კიდე გვცემენ, ყვე-
ლაფერს ვაზღვევინებ, თუ რამე აბადია, ისე კი იყო გამოწკეპი-
ლი...
– კი მაგრამ, რატომ იჩხუბეთ?
– რატომ და, ჩემო სოფია, რა თქმა უნდა, შენ გამო. ყველა
ჩემი უბედურების მიზეზი ხომ შენ ხარ, ბოლოს მომიღებ ალ-
ბათ მალე. იმ ვიღაც ლორდს მოსწონხარ და მე თანხმობა რომ

891
არ მივეცი, გამომიწვია. მოდი რა, სოფია, მამას ნუღარ აწვა-
ლებ, შემპირდი, რომ ბლაიფილს გაჰყვები ცოლად, დღეს ან
ხვალ ლონდონში ჩამოდის, ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი კა-
ცი გავხდები, შენ კი ყველაზე ბედნიერი ქალი, ისეთ ლამაზ კა-
ბებს გიყიდი, საუკეთესი სამკაულებს, შენი კარეტა გეყოლება.
უკვე შევუთანხმდი ოლვორთის, რომ ნახევარ მამულს მოგცემ
ანაც მთლიანად შენი იქნება!
– მამიკო, ძალიან გთხოვთ, მომისმინეთ.
– ამას როგორ ამბობ, შენი ხმის გაგონებაზე სასიამოვნო
რა უნდა იყოს ჩემთვის? თუ ოდესმე ეს სიხარული წამერთმევა,
ერთი წუთი აღარ მინდა სიცოცხლე. რომ იცოდე, როგორ მიყ-
ვარხარ, სოფია, არა, არ იცი, თორემ არ მიატოვებდი საწყალ
მამას, რომელსაც, შენ გარდა, სხვა სიხარული არა აქვს.
სკვაირს თვალზე ცრემლი მოადგა, სოფიასაც აუცრემლდა
თვალები და უთხრა:
– ვიცი, მამიკო, რომ ძალიან გიყვარვართ და ღმერთია
მოწმე, მეც ძალიან მიყვარხართ, არავითარ შემთხვევაში არ
გავექცეოდი მამას, ასე რომ არ მეშინოდეს, ძალით არ გამა-
ყოლოს ცოლად იმ კაცს. თქვენი ბედნიერებისთვის სიცოც-
ხლესაც არ დავიშურებდი. მიფიქრია კიდეც, თქვენი ხათრით
თავი გავიუბედურო, მაგრამ ეს ერთადერთია, რასაც ჩემს
თავს ვერ ვაძალებ და ვერც ვერასოდეს დავაძალებ.
სკვაირს სახე შეეშალა და პირზე დუჟი მოადგა, ეს რომ შე-
ნიშნა სოფიამ, შეეხვეწა, ბოლომდე მათქმევინეო:
– თქვენი სიცოცხლე, ჯანმრთელობა ან ბედნიერება რომ
იდოს სასწორზე, გეფიცებით, ყველანაირ ტანჯვას ავიტანდი,
ოღონდ გადამერჩინეთ, შეიძლება ყველაზე ამაზრზენი რამეც
კი ჩამედინა და ბლაიფილს ცოლობაზე დავთანხმებოდი.
– მე მხოლოდ ეს გადამარჩენს, ეს ჩემთვის ყველაფერია და
თუ უარს იტყვი, გულს მომიკლავ, ნამდვილად ასე იქნება.
892
– ნუთუ შესაძლებელია, ჩემი გაუბედურება გსურდეთ?
– არა, ყველაფერს გავაკეთებ შენი ბედნიერებისთვის.
– და ნუთუ საყვარელი მამიკო არ მომცემს უფლებას, თა-
ვად გადავწყვიტო, რა არის ჩემთვის ბედნიერება? თუ სიმარ-
თლეა, რომ ბედნიერია ის, ვისაც თავი ბედნიერი ჰგონია, მა-
შინ მე რა ვიფიქრო, როცა ამქვეყნად ყველაზე საცოდავი ქალი
ვიქნები?
– აჯობებს, ასე იფიქრო, ვიდრე ვიღაც ნაბიჭვარ მათხოვარს
გაჰყვე ცოლად და გაუბედურდე.
– თუ თქვენ ეს დაგამშვიდებთ, – თქვა სოფიამ, – პირობას
გაძლევთ, ვიდრე მამა ცოცხალი მეყოლება, არავის არ გავყვე-
ბი ცოლად, მინდა თქვენ მოგიძღვნათ ჩემი ცხოვრება, მხო-
ლოდ თქვენი სიამოვნება და გართობა იქნება ჩემი საზრუნავი.
– მოიხედე, სოფია, არ გაგივა ეგ ეშმაკობა, მამიდაშენს ახა-
ლი მიზეზი მიეცემა, სულელი მიწოდოს, იმდენი კი მესმის, რომ
ქალის სიტყვას არ უნდა ვენდო, თან როცა საქმე კაცს ეხება.
– სერ, რით დავიმსახურე ასეთი უნდობლობა? ოდესმე სიტ-
ყვა გამიტეხავს ან მომიტყუებიხართ?
– ეგ არაფერ შუაშია, – იყვირა სკვაირმა, – გადავწყვიტე,
ბლაიფილს გაგაყოლო და გაგაყოლებ! წყეული ვიყო, თუ ასე
არ ვიზამ, სულ რომ მეორე დილით თავი ჩამოიხრჩო, მაინც გა-
გაყოლებ!
ამას რომ ამბობდა, თან მუშტებს კუმშავდა, წარბებს იჭმუხ-
ნიდა და ტუჩს იკვნეტდა. შეშინებული სოფია სკამზე დაესვენა
და იმწამსვე ცრემლი რომ არ წასკდომოდა, ალბათ რამე უა-
რესი მოუვიდოდა.
გატანჯულ ქალიშვილს ვესტერნი ისეთივე დანანებით შეს-
ცქეროდა, როგორც ციხის ზედამხედველი უყურებს სიკ-
ვდილმისჯილის ცოლს, რომელიც უკანასკნელად ემშვიდობე-

893
ბა საყვარელ ქმარს, ან როგორც პატიოსანი ვაჭარი – თავის
მოვალეს, ათი გირვანქის გადაუხდელობისთვის ციხეში რომ
მიათრევენ, ან კიდევ უფრო თუ დავაზუსტებთ, ისე აწუხებდა
სინდისის ქენჯნა, როგორც საროსკიპოს პატრონს, უცოდველ
გოგოს რომ გამოიჭერს და შესცქერის, ასე ვთქვათ, პირვე-
ლად ხალხში გასულს გული როგორ მისდის. ნამდვილად ზუს-
ტი შედარება იქნებოდა, ერთი გარემოება რომ არა: საროსკი-
პოს პატრონი ამ დროს ხეირობს, ხოლო მამას სულ სხვა ფიქ-
რები აქვს, მაგრამ ისიც ხომ პროსტიტუციისკენ უბიძგებს საკუ-
თარ ქალიშვილს?
ასეთ მდგომარეობაში დატოვა სკვაირმა სოფია, წასვლი-
სას უხეშად უთხრა, ნუ ტირიო და კარი გასაღებით გადაკეტა.
მერე მღვდელთან შებრუნდა, მან კი ახალგაზრდა ლედის და-
საცავად ხმა აიმაღლა. იქნებ მოვალეობა კიდევ უფრო მეტის
თქმასაც ავალებდა, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა, სკვა-
ირი რომ გაცეცხლებულიყო და სამღვდელოება უშვერი სიტ-
ყვებით მოეხსენიებინა, ოღონდ ჩვენ ვერ გავკადნიერდებით,
ის სიტყვები ფურცელზე გადმოვიტანოთ.

თავი 3
თუ რა შეემთხვა სოფიას, ვიდრე
დატყვევებული ჰყავდათ

იმ სახლის დიასახლისს, სადაც სკვაირი გაჩერდა, უცნაური


წარმოდგენა შეექმნა სტუმრებზე, მაგრამ როცა შეიტყო, რომ
სკვაირი დიდი ქონების პატრონი იყო და ოთახები ცეცხლის
ფასად მიაქირავა, შენიშვნებისგან თავს იკავებდა. ოთახში გა-

894
მოკეტილი სოფია ებრალებოდა, თან ახალგაზრდა ლედის მი-
სი მოახლეც და სკვაირის მსახურებიც სანდომიან და თავაზიან
გოგოდ ახასიათებდნენ, ოღონდ საკუთარ ინტერესებს უფრო
მაღლა აყენებდა და არ სურდა გაეღიზიანებინა კაცი, რომე-
ლიც ისედაც საკმაოდ ფიცხი ჩანდა.
მართალია, სოფია ბევრს არ ჭამდა, კერძები თავის დროზე
შეჰქონდათ და დარწმუნებული ვარ, რამე იშვიათი დელიკატე-
სი რომ მოეთხოვა, სკვაირი ქვას გახეთქავდა და უშოვიდა.
როგორი უცნაურიც უნდა ეჩვენოს ზოგიერთ მკითხველს, სკვა-
ირი მართლა აღმერთებდა ქალიშვილს და ყველაზე მეტად
მისთვის სიამოვნების მინიჭება ახარებდა.
სადილის დრო რომ დადგა, შავმა ჯორჯმა სოფიას ოთახში
ქათამი შეუტანა, სკვაირი იქვე იდგა, მან ხომ დაიფიცა, გასა-
ღებს არავის მივცემო. ჯორჯმა თეფში მაგიდაზე რომ დადო,
სოფია მოიკითხა, რადგან დიდი ხნის უნახავი ჰყავდა და ისიც
იცოდა, ახალგაზრდა ლედი, სხვა დიდებულებისგან განსხვა-
ვებით, მსახურებს პატივისცემით ეპყრობოდა. სოფიამ უთხრა,
არაფერს არ შევჭამო და უბრძანა, ქათამი უკან წაეღო, მაგრამ
ჯორჯმა ძალიან სთხოვა, ეჭამა, განსაკუთრებით კვერცხების
გასინჯვა ურჩია, ის ქათამი კვერცხებით იყო დატენილი.
მთელი ეს ხანი სკვაირი კართან იცდიდა, მაგრამ ჯორჯი ბა-
ტონის რჩეული გახლდათ, მას ხომ ერთობ მნიშვნელოვანი
საქმე ებარა, კერძოდ, გარეული ფრინველის მოვლა და ამი-
ტომ ცოტა მეტ უფლებას აძლევდა ხოლმე თავს. თვითონ მო-
ითხოვა, სადილს მე მივართმევ ქალბატონს, დიდი ხანია, რაც
არ მინახავსო. სოფიასთან თავაზიანმა საუბარმა ათ წუთს გას-
ტანა, მსახური დიდად არ წუხდა, სკვაირს რომ ალოდინებდა,
ოღონდ მერე ცოტა დაიტუქსა ამისთვის.
ჯორჯმა იცოდა, რომ ქათმის, კაკბის და ხოხბის კვერცხები
სოფიას საყვარელი საჭმელი იყო და ამიტომაც მიართვა. უკვე
895
ყველა შიშობდა, შიმშილით არ მოკვდესო, სოფიას ხომ ბოლო
ორმოცი საათი პირში არაფერი ჩაედო.
მართალია, დარდი ყველაზე ისე არ მოქმედებს, როგორც
ქვრივებზე, რომელთაც ის მადას ბანსტედის ან სოლსბერის
დაბლობის სუფთა ჰაერზე მეტად უღვივებს, მაგრამ რა საწინა-
აღმდეგო აზრიც უნდა არსებობდეს, გაუსაძლისი დარდის მი-
უხედავად, ადამიანი საბოლოოდ ჭამს. სოფიამაც ცოტა ხნის
ყოყმანის შემდეგ ქათმის დაჭრა დაიწყო და როგორც ჯორჯმა
უთხრა, ის სულ კვერცხებით აღმოჩნდა გამოტენილი.
მაგრამ, გარდა კვერცხებისა, სოფიას რომ ძალიან მოეწო-
ნა, ქათმის შიგნით რაც იდო, უკვე სამეფო საზოგადოებასაც
აღაფრთოვანებდა. სამფეხა ქათამი თუ უძვირფასეს იშვიათო-
ბად მიიჩნევა, მაშინ რა უნდა ღირდეს ქათამი, რომელიც ცხო-
ველთა ანატომიის ყველა კანონს ეწინააღმდეგება და მუცელ-
ში წერილი უდევს? ოვიდიუსი გვიამბობს, ყვავილს, რომლა-
დაც ჰიაცინტი გადაიქცა, ფოთლებზე ასოები აწერიაო, რასაც
ვერგილიუსი სამეფო საზოგადოებას სასწაულად წარუდგენს,
მაგრამ არც ერთ საუკუნეში და არც ერთ ქვეყანაში არავის უხ-
სენებია ფრინველი, რომელსაც ჩიჩახვში წერილი სდებოდა.
ეს სასწაული ალბათ ევროპის ყველა მეცნიერებათა აკადე-
მიის ყურადღებას მიიზიდავდა და უშედეგოდ შეეცდებოდნენ
რამის დადგენას, მაგრამ თუ ჩვენი მკითხველი ჯონსის და პარ-
ტრიჯის ბოლო საუბარს გაიხსენებს, იოლად მიხვდება, ვისგან
იყო წერილი და როგორ მოხვდა ის ქათმის ჩიჩახვში.
მართალია, სოფიას მარხვა გაუგრძელდა და თან საყვარე-
ლი კერძი ედო თეფშზე, როგორც კი წერილი დაინახა, გახსნა
და აი, რა წაიკითხა:
„მადამ, რადგან ვიცი, ვისთვის არის განკუთვნილი წერილი, რო-
მელსაც პატივი მაქვს, ვწერდე, ძალიან ძნელიც რომ იყოს, გავბედავ
და გეტყვით, თუ როგორ შემზარა მისის ონორის მონათხრობმა.
896
მხოლოდ თქვენისთანა ნაზ და მოსიყვარულე ადამიანს შეუძლია გა-
იგოს, რა ტანჯვა გამოვიარე. ამქვეყნად უფრო მტანჯველი რა შეიძ-
ლება იყოს, ვიდრე იმის გაგება, რომ თქვენ რაღაც შეგემთხვათ?
მხოლოდ ერთი რამ: ეტყობა, დაწყევლილი ვარ, რადგან ყველაფე-
რი ჩემი ბრალია. შეიძლება საკუთარ თავს მეტისმეტად დიდ პატივს
მივაგებ, მაგრამ ამ პატივის არავის შეშურდება, რადგან საკმაოდ
ძვირად დამიჯდა. მომიტევეთ წრეგადასული თავდაჯერება, მაგრამ
გკითხავთ, იქნებ ჩემმა რჩევამ, ჩემმა თანადგომამ, თქვენ გვერდით
ყოფნამ ან არყოფნამ, ჩემმა სიკვდილმა ან ტანჯვამ რამე შვება მოგ-
გვაროთ? შეუძლია უდიდეს აღტაცებას, უდიდეს მოწიწებას, ყველა-
ზე მწველ სიყვარულს, უნაზეს გრძნობებს, თქვენი ნების ყველაზე
ერთგულ მორჩილებას აანაზღაუროს ის, რაც თქვენ ჩემი ბედნიერე-
ბისთვის გაიღეთ? თუ შეუძლია, მოფრინდით ჩემთან, ჩემო ანგელო-
ზო, გულში რომ ჩაგიკრათ და ყველა საფრთხისგან დაგიფაროთ, მე
არ დავეძებ, მარტო მოხვალთ თუ მთელი ქვეყნიერების სიმდიდრეს
გამოიყოლებთ. მაგრამ თუკი არ არსებობს სხვა გზა მამასთან შერი-
გების და სულის სიმშვიდის მოპოვების, ჩემთან განშორების გარდა,
გთხოვთ, სამუდამოდ ამომშალოთ ფიქრიდან და თქვენი კეთილი
გული ნუღარ იდარდებს ჩემ გამო. მერწმუნეთ, მადამ, საკუთარ თავ-
ზე მეტად მიყვარხართ და ყველაზე მეტად თქვენი ბედნიერება მინ-
და. ჩემი პირველი ოცნება იყო და არის (რატომ არ ინდომა იღბალ-
მა, აესრულებინა?), ვხედავდე, რომ უბედნიერესი ქალი ხართ; მე-
ორე ოცნებაა, მესმოდეს, რომ ბედნიერი ხართ, მაგრამ ვერავითარი
ტანჯვა ვერ შეედრება ჩემს ტანჯვას, თუ მეცოდინება, რომ ჩემ გამო
თუნდაც ერთი წუთით დადარდიანდით.
მთელი არსებით და ყველა შემთხვევაში თქვენი ერთგული
ტომას ჯონსი“.
რას იტყოდა ან რას გააკეთებდა, ან რას გაიფიქრებდა ამ
წერილის წაკითხვის შემდეგ სოფია, ამას მკითხველის წარმო-
სახვას მივანდობ, პასუხს მოგვიანებით შეიტყობს, ოღონდ ახ-
ლა არა, რადგან, სხვა მიზეზების გარდა, ახალგაზრდა ლედის
არც ფურცელი ჰქონდა, არც კალამი და არც მელანი.
897
საღამოს, როცა სოფია ისევ იმ წერილზე ფიქრობდა ან შე-
იძლება სულ სხვა რამეზეც, საშინელმა ხმაურმა ფიქრი გაუწ-
ყვიტა. ხმაურის მიზეზი ორი ადამიანის ყურისწამღები ჩხუბი
იყო. სოფიამ მამის ხმა იმწამსვე იცნო, მაგრამ მეორე წიკვინა
თუ მამიდა ვესტერნის ხმა იქნებოდა, ამას უცებ ვერ მიხვდა.
მისის ვესტერნი ახალი ჩამოსული იყო ლონდონში, „ჰერაკ-
ლეს სვეტებში“ გაჩერებული მსახურისგან შეიტყო ძმის ად-
გილსამყოფელი და პირდაპირ მასთან გამოეშურა.
ახლა სოფიას მარტოს დავტოვებთ და ჩვენი ჩვეული თავა-
ზიანობით ყურადღებას მისის ვესტერნზე გადავიტანთ.

თავი 4
სოფიას ტყვეობიდან ათავისუფლებენ

სკვაირი და მღვდელი ჩიბუხს აბოლებდნენ, როცა ლედის


მობრძანება აცნობეს. სკვაირმა იმწამსვე ქვევით ჩაირბინა,
მისის ვესტერნი კიბეზე რომ ამოეცილებინა. ის ხომ ცერემო-
ნიების მკაცრი მიმდევარი იყო, განსაკუთრებით, როცა საქმე
დას ეხებოდა, რომლისაც ყველა სულდგმულზე მეტად ეშინო-
და, თუმცა თავს არ უტყდებოდა ან თვითონაც არ იცოდა, რომ
ეშინოდა.
მისის ვესტერნი სასადილო ოთახში შევიდა, სკამზე დაესვე-
ნა და წუწუნს მოჰყვა:
– ასეთი აუტანელი მგზავრობა არ მახსოვს, მგონი, გზები
კიდევ უფრო გაუარესდა, რაც ეს საბაჟოები ჩადგეს. ძმაო, ეს
საშინელი ადგილი რატომ აირჩიე? წესიერი კაცი აქ ფეხს არ
შემოადგამდა.
898
– რა ვიცი, – უთხრა სკვაირმა, – სასტუმროს მეპატრონემ
მირჩია, მეგონა, გაეგებოდა, დიდებულები სად ჩერდებიან.
– ჩემს ძმისწულს ვერ ვხედავ, ლედი ბელასტონი უკვე მო-
ინახულეთ?
– თქვენი ძმისწული უსაფრთხოდ არის, – შესძახა სკვაირ-
მა, – ზევითაა, თავის ოთახში.
– როგორ! – თქვა ლედიმ, – აქ არის და არ იცის, მე რომ
ჩამოვედი?
– არა, მის ოთახში ვერავინ ვერ შედის, იმიტომ, რომ ჩაკე-
ტილი მყავს. პირველივე დღეს მოვაშორე ჩვენს ბიძაშვილს,
მას შემდეგ თავად ვზრუნავ მის უსაფრთხოებაზე, საიმედოდ
მყავს გამომწყვდეული, როგორც მელია ტომარაში.
– ღმერთო ჩემო, ეს რა მესმის! მეგონა, შეისმენდი ჩემს და-
რიგებას, მაგრამ მაინც შენი გაიტანე! ხომ შემპირდი, რომ არ
გაჯიუტდებოდი? შენი სიჯიუტის გამო არ გაიქცა სახლიდან?
გინდა, იგივე გამეორდეს?
– ჯანდაბა! – იყვირა სკვაირმა და ჩიბუხი იატაკზე დაახეთ-
ქა, – გაგიგონიათ? მეგონა, შემაქებდი და შენ ისევ დამეძგერე.
– ძმაო, ოდესმე მოგეცი მიზეზი, გეფიქრა, რომ ქალიშვი-
ლის ოთახში გამოკეტვას მოგიწონებდი? განა სულ იმას არ გი-
მეორებ, რომ თავისუფალ ქვეყანაში ქალს დესპოტივით არ
უნდა მოექცე? ჩვენც ისეთივე თავისუფლები ვართ, როგორც
კაცები და, ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ჩვენ უფრო ვიმ-
სახურებთ თავისუფლებას. თუ ელოდები, რომ მე ამ საცოდავ
სახლში გავჩერდები ან ნათესავად ჩაგთვლი, ან კიდევ თავს
შევიწუხებ შენი ოჯახის პრობლემებით, მაშინ ახლავე გაათა-
ვისუფლე ჩემი ძმისწული! მისის ვესტერნი ზურგით იდგა ბუ-
ხართან, ცალ ხელში ბურნუთი ეჭირა. ისე მბრძანებლურად
ლაპარაკობდა, ამორძალების დედოფალზე მრისხანე იერი

899
ჰქონდა და რა გასაკვირია, რომ მის შემხედვარე სკვაირსაც
გული ფეხებში გაეპარა.
– აი, – თქვა და გასაღები ძირს დააგდო, – რაც გინდა, ის
ქენი. მე მხოლოდ ერთი რამ მინდოდა, ბლაიფილის ჩამოს-
ვლამდე იქ ყოფილიყო და ეს ძალიან მალე მოხდება. მანამდე
თუ რამე ჩაიდინა, გეცოდინება, ვისი ბრალი იქნება.
– თავს დავდებ, არაფერს ჩაიდენს, – უთხრა მისის ვესტერ-
ნმა, – მაგრამ ერთი პირობა უნდა მომცე, ყველაფერს მე მო-
მანდობ და აღარ ჩაერევი, ვიდრე მე რამეს არ დაგავალებ. თუ
თანახმა ხარ ამ პირობის რატიფიკაციაზე, ყველაფერს გავაკე-
თებ ოჯახის ღირსების გადასარჩენად და თუ არა, მე ნეიტრა-
ლიტეტს შევინარჩუნებ.
– გეხვეწებით, სერ, – ხმა ამოიღო მღვდელმა, – ამჯერად
მაინც დაუჯერეთ მისის ვესტერნს, თქვენს მკაცრ მეთოდზე მე-
ტად იქნებ ლედის დაყვავებამ გაჭრას.
– შენც ხმას იღებ? – უყვირა სკვაირმა, – კიდევ რამეს თუ
წამოროშავ, გაგამათრახებ.
– ფუი, ძმაო, – თქვა ლედიმ, – შეიძლება, სამღვდელო
პირს ასე დაელაპარაკო? მისტერ საპლი ძალიან გონიერი
ადამიანია და საუკეთესო რჩევას მოგცემს, მის აზრს ყველა უნ-
და ითვალისწინებდეს. უნდა გითხრა, რომ დაუყოვნებლივ
მსურს მოვისმინო პასუხი ჩემს კატეგორიულ მოთხოვნებზე. ან
გადმომეცი ქალიშვილი და ჩემს განკარგულებაში იყოს, ან
თავად უხელმძღვანელე ყველაფერს, მე კი მისტერ საპლის
თანდასწრებით გავიყვან გარნიზონს და შენთან და შენს ოჯახ-
თან კავშირს გავწყვეტ.
– გთხოვთ, ნება მომეცით, შუამავალი ვიყო, – შესძახა
მღვდელმა, – ნება მომეცით…
– აგერ არის გასაღები! – იყვირა სკვაირმა, – შეუძლია
აიღოს, ვინ უშლის?
900
– არა, ძმაო, მე დაჟინებით მოვითხოვ ჩემი ყველა პირობის
სრულ რატიფიკაციას.
– კარგი, ასე იყოს. იმედია, არ დამაბრალებ, თითქოს
ოდესმე უარი მეთქვას, ქალიშვილი შენ მოგაბარო, მთელი წე-
ლი შენთან არ ცხოვრობდა? მე თვალითაც არ მინახავს.
– ძალიან კარგი იქნებოდა, – თქვა ლედიმ, – სულ ჩემთან
რომ ეცხოვრა. ჩემი მეთვალყურეობის შემთხვევაში ასეთი
რამ არ მოხდებოდა.
– აა, რა თქმა უნდა, ისევ ყველაფერი ჩემი ბრალია.
– დიახაც, და მე ეს არაერთხელ მითქვამს. მაგრამ, ვიმე-
დოვნებ, გამოსწორდები და გამოცდილება რამეს გასწავლის,
უხეში შეცდომებით აღარ ჩამიშლი საქმეს, არა, ძმაო, მოლა-
პარაკებებისთვის არ ვარგიხარ, მცდარია შენი პოლიტიკური
სქემა, ამიტომ ერთხელ კიდევ ვითხოვ, არ ჩაერიო. გახსოვ-
დეს წარსულში…
– ჯანდაბა! – იყვირა სკვაირმა, – რას ელოდები, რომ გეტ-
ყვი? შენ ეშმაკს გამოიყვან წყობიდან.
– აი, კიდევ, – თქვა მისის ვესტერნმა, – რა აზრი აქვს შენ-
თან ლაპარაკს! მისტერ საპლს მინდა ვკითხო, თქვენ გონიერი
კაცი ხართ, განა ვთქვი რამე ისეთი, რაც ადამიანს აღაშფო-
თებს? თუმცა მაგ ჯიუტ თავში…
– ნება მომეცით, გთხოვოთ, მადამ, – თქვა მღვდელმა, – ნუ
აღიზიანებთ ძმას.
– ვაღიზიანებ? – გაიკვირვა ლედიმ, – თქვენც შტერი ყო-
ფილხართ. კარგი, ძმაო, რადგან შემპირდი, რომ არ ჩაერევი,
ერთხელაც დავეხმარები ჩემს ძმისწულს. ღმერთო, დაიფარე
ყველაფერი, რასაც კაცი მოჰკიდებს ხელს! ერთი ქალის თავი
ათას კაცისას სჯობს.
ეს რომ თქვა, მსახური მოიხმო, რომ სოფიას სამყოფელი
ეჩვენებინა, გასაღები აიღო და ოთახიდან გავიდა.
901
სკვაირმა ჯერ კარი მიკეტა და მერე კარგად შეუკურთხა,
არც საკუთარი თავი დაინდო, მემკვიდრეობის გამო სულ დათ-
მობაზე რომ უწევდა წასვლა და მერე დასძინა:
– ამდენ ხანს გავუძელი მონობას და ბოლოს რომ ყველა-
ფერი წყალში ჩავყარო, დასანანი იქნება. ცას ხომ არ გამოეკე-
რება ეს ჩათლახი, თანაც ვიცი, ანდერძი ჩემს სახელზე აქვს
დაწერილი.
მღვდელმა მოიწონა ეს მოსაზრება და სკვაირმა მეორე
ბოთლი შეუკვეთა, ასე იქცეოდა ხოლმე, როცა რამე ან გა-
უხარდებოდა, ან ეწყინებოდა. სამკურნალო წვენით ჩარეცხა
სიბრაზე და როცა მისის ვესტერნი სოფიასთან ერთად დაბ-
რუნდა, უკვე უწყინარი და მშვიდი იყო. სოფიას ქუდი ეხურა და
მოსასხამი მოეცვა, ლედიმ მისტერ ვესტერნს აცნობა, სოფია
ჩემს ბინაში მიმყავს, აქ წესიერი ადამიანი ვერ იცხოვრებსო.
– ძალიან კარგი, მადამ, – უთხრა ვესტერნმა, – შენი ნებაა,
შენზე უკეთესად ვერავინ მოუვლის. მღვდელი დამიმოწმებს,
რაც გახვედი, სულ შენს ქებაში ვარ, ამქვეყნად ყველაზე გო-
ნიერი ქალია-მეთქი.
– მზად ვარ, დაგიმოწმოთ, – შესძახა მღვდელმა.
– ძმაო, მეც იმავე აზრის ვარ შენზე, ცოტა ფიცხი ხასიათი
გაქვს, მაგრამ როცა კარგად დაუფიქრდები, კაცი არ მეგულე-
ბა, შენზე გონივრულად რომ მსჯელობდეს.
– თუ მართლა ასე ფიქრობ, მთელი გულით გადღეგრძე-
ლებ. ხანდახან ცოტა გაშმაგება ვიცი, მაგრამ გულში ბოღმას
არ ვიდებ. სოფია, აბა, კარგად მოიქეცი და მამიდას ყველაფე-
რი დაუჯერე.
– ეჭვი არ მეპარება, რომ ასეც იქნება, – უთხრა მისის ვეს-
ტერნმა, – მით უმეტეს, იმ საწყალი ჰარიეტის მაგალითის შემ-
დეგ, მე რომ არ დამიჯერა და თავი გაიუბედურა. ხო, მართლა,

902
ამაზე რას იტყვი? ახალი წასული იყავი ლონდონში, ის თავხე-
დი, რაღაც ოდიოზური ირლანდიური გვარი რომ აქვს, ფიცპატ-
რიკი მესტუმრა. უნებართვოდ შემოვიდა, თორემ საერთოდ არ
მივიღებდი. მერე გრძელ და გაუგებარ ამბავს მომიყვა ცოლზე.
სულ ძალით ვისმენდი, არაფერი მითქვამს, მხოლოდ მისი ცო-
ლის წერილი ვაჩვენე და მერე პასუხი მოვთხოვე. დარწმუნე-
ბული ვარ, ჰარიეტი ჩვენს პოვნას შეეცდება და გთხოვ, არ მი-
იღო, რადგან მე გადაწყვეტილი მაქვს, აღარასოდეს შევხვდე.
– მაგაზე ნუ დარდობ, უპასუხისმგებლო ქალებთან საქმეს
არ ვიჭერ, მისი ქმარი კი გადამირჩა, შინ რომ არ დავხვდი,
თორემ კუდით ქვას ვასროლინებდი. ხედავ, სოფია, რა მოჰ-
ყვება უპასუხისმგებლობას? საკუთარ ოჯახში გყავს მაგალი-
თი.
– ძმაო, – იყვირა მისის ვესტერნმა, – ნუღარ თრგუნავ ჩემს
ძმისწულს, მე მომანდე ყველაფერი.
– კარგი, კარგი, – თქვა სკვაირმა.
სოფიას გასახარად მამიდამ მოამთავრა საუბარი და პორ-
ტშეზები გამოიძახა. გასახარად იმიტომ ვთქვი, საუბარი კიდევ
დიდხანს რომ გაგრძელებულიყო, და-ძმა ისევ რაღაცაზე წა-
ეკიდებოდა ერთმანეთს. ისინი მხოლოდ სქესით და განათლე-
ბით განსხვავდებოდნენ, თორემ ორივე კარგი შმაგი იყო,
ორივეს თავდავიწყებით უყვარდა სოფია და ვერ იტანდნენ ერ-
თმანეთს.

თავი 5
ჯონსი სოფიას წერილს მიიღებს და მისის მილერთან
და პარტრიჯთან ერთად თეატრში მიდის

იმ მშფოთვარე დღეებში ლონდონში შავი ჯორჯის გამოჩენა და


მისი მზადყოფნა, ძველი მწყალობლისთვის კარგი სამსახური
903
გაეწია, ჯონსისთვის დიდი შვება იყო. მისგანვე მიიღო სოფიას
პასუხი, როგორც კი გათავისუფლებულმა ლედიმ კალამი, მე-
ლანი და ფურცელი ხელში ჩაიგდო:
„სერ,
რადგან თქვენს გულწრფელობაში ეჭვი არ მეპარება, ალბათ გა-
გიხარდებათ იმის გაგება, რომ რაც მამიდა ჩამოვიდა, დარდი ცოტა
შემიმსუბუქდა და ახლა სრულიად თავისუფალი ვარ. ერთი პირობა
ჩამომართვა მამიდამ, რომ მის დაუკითხავად არავის შევხვდები და
არ გამოველაპარაკები. მეც შევპირდი და აუცილებლად შევასრუ-
ლებ პირობას. წერილის დაწერა არ აუკრძალავს, ან დაავიწყდა, ან
მოლაპარაკებაში იგულისხმა. მე მაინც თავს დამნაშავედ ვგრძნობ
და აწი წერილს აღარც გამოგიგზავნით და აღარც მივიღებ მის და-
უკითხავად. მიცემული სიტყვა ჩემთვის წმინდა რამაა და ეხება ყვე-
ლაფერს, რაც მასში იგულისხმება, თქვენც თუ ასე იფიქრებთ, შეიძ-
ლება შვება მოგგვაროთ. მაგრამ რატომ ვლაპარაკობ შვებაზე? მარ-
თალია, არსებობს ერთი რამ, რასაც არასოდეს შევუსრულებ ჩემს
საუკეთესო მამას, მტკიცედ გადავწყვიტე, მისთვის არასასურველს
არაფერს გავაკეთებ და მისი თანხმობის გარეშე ნაბიჯსაც არ გადავ-
დგამ. ჩემმა ურყევმა გადაწყვეტილებამ ხელი უნდა აგაღებინოთ
იმაზე, რაც იღბალმა (შესაძლოა) ჩვენთვის აუხდენელ ოცნებად აქ-
ცია და თქვენი ინტერესებიც ამასვე ითხოვს. იქნებ მისტერ ოლვორ-
თიც შეგირიგდეთ და თუ ასე იქნება, მე გიბრძანებთ, დამივიწყოთ.
რამდენიმე შემთხვევის და უფრო მეტად თქვენი კეთილგანწყობის
გამო თავს დავალებულად ვგრძნობ თქვენგან. იქნებ ოდესმე იღ-
ბალმა გადმოგვხედოს, მერწმუნეთ, ყოველთვის ისე ვიფიქრებ
თქვენზე, როგორც იმსახურებთ.
სერ, თქვენგან დავალებული, თქვენი მოკრძალებული მსახური
სოფია ვესტერნი.
გთხოვთ, მეტს ნუღარ მომწერთ, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერო-
ბით და ძალიან გთხოვთ, აიღოთ ის, რაც მე სრულებით არ მჭირდე-
ბა, თქვენ კი ნამდვილად გამოგადგებათ, იფიქრეთ, რომ იღბლის

904
პატარა საჩუქარია, ის ხომ იღბალმა გაპოვნინათ (სავარაუდოდ, ას
გირვანქას გულისხმობდა.).“
ბავშვი, რომელსაც სულ ახალი ნასწავლი აქვს კითხვა, ალ-
ბათ ნაკლებ დროს მოანდომებდა ამ წერილის წაკითხვას,
ვიდრე ჯონსი. სიხარული და სევდა ერთდროულად შემოაწვა,
რაღაცით კეთილი კაცის გაორებულ გრძნობებს ჰგავდა, ახ-
ლო მეგობრის გარდაცვალებას რომ გაიგებს და, ამავე დროს,
იმასაც, რომ დიდი თანხა უანდერძა. საბოლოოდ უფრო ნასია-
მოვნები დარჩა, ვიდრე ნაწყენი. ალბათ მკითხველი გაიკვირ-
ვებს, ნაწყენი რატომ უნდა დარჩენილიყოო, მაგრამ ის ხომ
ჩვენი საცოდავი ჯონსივით ვერ იქნება შეყვარებული; სიყვა-
რული ავადმყოფობაა, რომელიც შეიძლება ჭლექს წააგავდეს
(ხანდახან ჭლექით დაავადების მიზეზიც ხდება), თუმცა იმით
განსხვავდება, რომ ჭლექით სნეულს თავი არ მოაქვს და არც
სიმპტომების აღმოჩენა ახარებს.
იმით კი ნამდვილად კმაყოფილი დარჩა, სოფიამ თავისუფ-
ლება რომ მოიპოვა და დარწმუნებული იყო, მამიდაც წესიე-
რად მოეპყრობოდა. მეორე სანუგეშო სოფიას პირობა იყო,
სხვა კაცს ცოლად არ გავყვებიო. ჯონსს რაოდენ უანგაროც უნ-
და ჰგონებოდა თავისი სიყვარული და, წერილში დიდსულოვ-
ნად აღთქმულის მიუხედავად, ისე არაფერი ატკენდა გულს,
როგორც იმის გაგება, სოფია სხვა კაცს გაჰყვა ცოლად და ბედ-
ნიერიაო. პლატონური სიყვარულის დახვეწილი ხარისხი,
რომლისთვისაც უცხოა ყველაფერი ხორციელი, ადამიანთა
მოდგმის მშვენიერი სქესისთვის ნაბოძები საჩუქარია. ბევრს
განუცხადებია (უეჭველად სიმართლე იქნება), მზად ვარ, ჩემი
შეყვარებული მეტოქეს დავუთმო, თუ ეს დათმობა მისი კე-
თილდღეობისთვის აუცილებელიაო. ამიტომ ვასკვნი, რომ ამ-
გვარი გრძნობა ბუნებაში არსებობს, ოღონდ მე პირადად ვერ
დავიკვეხნი, ოდესმე მისი მაგალითი მენახოს.
905
ჯონსი სამი საათი კითხულობდა და კოცნიდა წერილს, მე-
რე, ცოტა გუნება რომ გამოუკეთდა, გადაწყვიტა, ადრე მიცე-
მული პირობა შეესრულებინა და მისის მილერთან და მის უმ-
ცროს ქალიშვილთან ერთად თეატრში წასულიყო. პარტრიჯ-
საც ნება დართო, მათ გაჰყოლოდა. ჯონსს ნამდვილად კარგი
იუმორის გრძნობა ჰქონდა, ზოგიერთებივით არ იბრალებდა
და იმ საღამოს იმედოვნებდა, პარტრიჯის კრიტიკის მოსმენით
კარგად გაერთობოდა. პარტრიჯი დიდად გარკვეული არ იყო
ხელოვნებაში და ჯონსი მისგან ალალ და შეულამაზებელ კო-
მენტარებს ელოდა.
მისტერ ჯონსი, მისის მილერი, მისი უმცროსი ქალიშვილი
და პარტრიჯი პირველი იარუსის პირველ რიგში დასხდნენ.
სპექტაკლის დაწყების წინ მუსიკა რომ შესრულდა, პარტრიჯმა
თქვა, საოცარია, როგორ შეიძლება ამდენი ვიოლინო ერ-
თდროულად ისე უკრავდეს, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშა-
ლონო. მერე შენიშნა, ზედა იარუსზე სანთლებს რომ ანთებ-
დნენ და მისის მილერს უთხრა, ერთ ღამეში იმდენი სანთელი
იწვება, ღარიბ ოჯახს მთელი წელი ეყოფოდაო.
როგორც კი სპექტაკლი დაიწყო და ეს იყო „დანიის პრინცი,
ჰამლეტი“, პარტრიჯი გაისუსა და დიდი გულისყურით უყურებ-
და, ვიდრე აჩრდილი არ გამოჩნდა სცენაზე. აჩრდილის დანახ-
ვაზე ჯონსს ჰკითხა:
– რა უცნაურად აცვია, რომელიღაც ნახატზე მინახავს. აბ-
ჯარი არ უნდა იყოს, არა?
– არა, აჩრდილია, – უთხრა ჯონსმა.
პარტრიჯს გაეღიმა და უპასუხა:
– როგორ არა, დაგიჯერეთ! მე ცხოვრებაში აჩრდილი არ
მინახავს, მაგრამ იმწამსვე ვიცნობ, არა, სერ, აჩრდილს ასე არ
ეცმეოდა. გვერდით მსხდომებს გაეცინათ, პარტრიჯი კი ასეთ
გაურკვევლობაში დარჩა ჰამლეტის და აჩრდილის შეხვედრის
906
სცენამდე. გარიკის თამაში ჯონსის ნათქვამზე დამაჯერებელი
აღმოჩნდა და ისე აიტანა შიშმა, აკანკალებული მუხლებს ერ-
თმანეთს ახლიდა. ჯონსმა ჰკითხა:
– რა დაგემართა, ნუთუ იმ მეომარმა შეგაშინა?
– სერ, ახლა დავიჯერე, რაც მითხარით. მაგრამ არ მეშინია,
ეს ხომ სპექტაკლია და მართლა აჩრდილი რომც იყოს, შორი-
დან ვერაფერს დაგვიშავებს. ისე, მარტო მე არ უნდა ვიყო შე-
შინებული.
– და ვინ არის კიდევ შენსავით მხდალი?
– დამიძახეთ მხდალი, თუ ასე გნებავთ, ოღონდ ის პატარა
კაცი სცენაზე თუ შეშინებული არაა, მაშინ მე მშიშარა არ მინა-
ხავს ცხოვრებაში.
ჯონსი რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ პარტრიჯმა შესძა-
ხა:
– ჩუმად, ჩუმად! გესმით, სერ?
პარტრიჯი აჩრდილს პირდაღებული უსმენდა და ყველა ის
ემოცია, „ჰამლეტში“ ერთმანეთს რომ ენაცვლება, საკუთარ
თავზე გადაიტანა.
აჩრდილის სცენა რომ დასრულდა, ჯონსმა პარტრიჯს უთ-
ხრა:
– ჩემს მოლოდინს გადააჭარბე, პარტრიჯ. ბევრად უკეთ გა-
ერთე, ვიდრე წარმოვიდგენდი.
– სერ, თუ თქვენ ეშმაკის არ გეშინიათ, თქვენი ნებაა, ოღო-
ნდ ძალიან ბუნებრივია, ასეთმა რამემ შეგაცბუნოს, თუმცა კი
ვიცი, ვერაფერს დამიშავებენ. მე არც აჩრდილს არ შევუშინე-
ბივარ, ის ხომ უცნაურად გამოწყობილი ჩვეულებრივი ადამი-
ანია, მაგრამ ის პატარა კაცი ისე იყო შეშინებული, მეც გადმო-
მედო.
– პარტრიჯ, მართლა გგონია, რომ იმასაც შეეშინდა?

907
– სერ, განა ვერ შენიშნეთ, როცა გაიგო, რომ ის მამის აჩ-
რდილი იყო და როგორ მოკლეს ბაღში, შიში წუხილმა შეუცვა-
ლა, დარდისგან ენა ჩაუვარდა და მე რომ ვყოფილიყავი, მეც
ასე დამემართებოდა. მაგრამ, მოიცათ! რა ხმაურია? აი, ისევ
გამოჩნდა... სიმართლე გითხრა, მიხარია, ქვევით რომ არ
ვსხედვართ, – მერე ჰამლეტს შეხედა და თქვა, – მიდი, ამოიღე
ხმალი, მაგრამ ეშმაკთან ხმლით რას გახდები?
მეორე აქტის დროს პარტრიჯს თითქმის არაფერი უთქვამს,
კოსტიუმებით კი დიდად მოიხიბლა. მეფის სახის გამომეტყვე-
ლებას რომ აკვირდებოდა, თავი ვერ შეიკავა, რომ არ ეთქვა:
– ზოგს როგორი მატყუარა სახე აქვს, Nulla fides fronti66, რა
ზუსტი ნათქვამია, მეფეს რომ შეხედავ, განა იტყვი, რომ მან
მკვლელობა ჩაიდინა?
მერე აჩრდილის ამბავი მოიკითხა, მაგრამ ჯონსს სურდა,
პარტრიჯის გაოცებაზე ეხალისა და მისი კითხვა არ დააკმაყო-
ფილა, მხოლოდ ასე უთხრა:
– კიდევ ნახავ მალე, ცეცხლის ალში გახვეულს.
პარტრიჯი შიშით ელოდა ამ სცენას და როდესაც აჩრდილი
გამოჩნდა, იყვირა:
– აი, სერ, აბა, ახლა რას იტყვით? არ არის შეშინებული?
ჩემზე ნაკლებად არ უნდა იყოს შეშინებული, ასეთ დროს ვის
არ შეეშინდება? მის ადგილას, როგორ ჰქვია... სკვაირ ჰამლე-
ტის ადგილას ყოფნას არ ვინატრებდი. ღმერთმა დამიფაროს!
აჩრდილი სადღაა? მგონი, მიწამ უყო პირი.
– ნამდვილად ასე მოხდა, სწორად შეგინიშნავს, – უთხრა
ჯონსმა.
– კარგი, კარგი, – თქვა პარტრიჯმა, – ვიცი, მხოლოდ და

66
ნუ ენდობი გარეგნობას(ლათ)
908
მხოლოდ სპექტაკლია, ასე რომ არ იყოს, მადამ მილერი არ
გაიცინებდა. აი, აი, რა გასაკვირია, ასე რომ გაბრაზდა, მიდი,
ნაკუწებად აქციე ეგ ბოროტი საცოდაობა, დედაჩემი რომ ყო-
ფილიყო, მეც ეგრე ვიზამდი. მართლაც, დედა რომ ასე მოგექ-
ცევა, უნდა აზღვევინო. წადი, შენს საქმეს მიხედე, მეზიზღები,
რომ გიყურებ!
მერე ჩვენი კრიტიკოსი დიდხანს მდუმარედ იჯდა, ვიდრე
ჰამლეტი მეფეს სპექტაკლს წარმოუდგენდა, თავიდან ვერ მიხ-
ვდა, რა ხდებოდა, მაგრამ როცა ჯონსმა ყველაფერი აუხსნა,
ღმერთს მადლობა შესწირა, კიდევ კარგი, ცხოვრებაში არავინ
მომიკლავსო. მისის მილერს მიუბრუნდა და ჰკითხა, ხომ არ
გეჩვენებათ, რომ მეფე აღელვებულია, მართალია, კარგი მსა-
ხიობია, მაგრამ მაინც უჭირს ამის დამალვაო.
შემდეგ პარტრიჯი სასაფლაოს სცენამ ჩაითრია, განსაკუთ-
რებით, როცა რამდენიმე თავის ქალა დაინახა, მაგრამ ჯონსმა
განუმარტა, ეს ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სა-
საფლაოაო.
– მაშინ სულ არ მიკვირს აჩრდილების გამოცხადება. თუმ-
ცა ასეთი საშინელი მესაფლავე არასოდეს მინახავს. მე რომ
კლერკი ვიყავი, ერთი მნათე გვყავდა, სანამ ეგ ერთ საფლავს
თხრის, ის სამს ამოთხრიდა. გეგონება, პირველად უჭირავს
ნიჩაბი, მიდი, მიდი, იმღერე, გეტყობა, სიმღერა უფრო გეხერ-
ხება, ვიდრე მუშაობა.
ჰამლეტმა თავის ქალა რომ აიღო ხელში, პარტრიჯმა იყვი-
რა:
– ზოგი რა გამბედავია, მე ნეშტს ხელს ვერ დავაკარებდი,
არადა მეგონა, აჩრდილის შეეშინდა.
სხვა აღსანიშნავი სპექტაკლის დასრულებამდე არაფერი
მომხდარა და როცა დამთავრდა, ჯონსმა პარტრიჯს ჰკითხა,

909
ყველაზე მეტად რომელი მსახიობი მოგეწონაო. პარტრიჯს
თითქოს ეწყინა, ისე უპასუხა:
– რა თქმა უნდა, მეფე.
– ესე იგი, მისტერ პარტრიჯ, – უთხრა მისის მილერმა, –
თქვენ არ იზიარებთ უმრავლესობის აზრს, რომ ჰამლეტის რო-
ლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობია, ვინც კი ამ სცენას
ოდესმე ჰყოლია.
– ისაა საუკეთესო? – გაიკვირვა პარტრიჯმა და დამცინავად
გაეღიმა, – ეგრე მეც ვითამაშებდი. აჩრდილი რომ გამომცხა-
დებოდა, ზუსტად მასე მოვიქცეოდი, მაშინ კი, თქვენ რომ ამ-
ბობთ, დედას რომ ესაუბრება, ძალიან დახვეწილად ითამა-
შაო, ღმერთო, დამიფარე, ნებისმიერი ასეთი დედის პატრონი
კაცი იმავეს იზამდა. ვიცი, მასხრად მიგდებთ, ლონდონის თე-
ატრში პირველად ვარ, მაგრამ სოფლის წარმოდგენები მინა-
ხავს და მეფე, ჩემი აზრით, ყველაზე მკაფიოდ გამოთქვამდა
სიტყვებს და სხვებზე ხმამაღლა.
ვიდრე მისის მილერი და პარტრიჯი საუბრობდნენ, ჯონ-
სთან მოულოდნელად მისის ფიცპატრიკი მივიდა. უთხრა, შო-
რიდან დაგინახეთ და თქვენთან გამოლაპარაკების შესაძლებ-
ლობა ხელიდან არ გავუშვი, რაღაც მაქვს სათქმელი, თანაც
თქვენთვის სასარგებლოო. თავისი ადგილსამყოფელი გააც-
ნო და მეორე დილით დაუთქვა შეხვედრა, მაგრამ უცებ რაღაც
გაახსენდა და შუადღისთვის გადაიტანა. ჯონსი შეჰპირდა, მო-
ვალო.
ასე დამთავრდა თეატრის თავგადასავალი. პარტრიჯმა არა
მხოლოდ ჯონსი და მისის მილერი გაართო, არამედ ყველა,
ვინც გარშემო იჯდა და, მგონი, მის რეპლიკებს მეტი გულისყუ-
რით უსმენდნენ, ვიდრე სცენაზე მომხდარს.
თავად პარტრიჯს რაც შეეხება, იმ ღამით აჩრდილის შიშით
ძილი არ მიეკარა, კიდევ რამდენიმე დღე ოფლად იღვრებოდა,
910
სანამ ჩათვლემდა და მერე ყვირილით ეღვიძებოდა, ღმერთო,
დამიფარე, აქ არისო.

თავი 6
იძულებული ვართ, ისტორია უკან დაბრუნდეს

საუკეთესო მშობელსაც კი გაუჭირდება, შვილების მიმართ


მიუკერძოებელი იყოს, გინდაც მის გრძნობებზე რომელიმე
მათგანის უპირატესობა არ ახდენდეს გავლენას, მაგრამ თუ
მშობლის მიკერძოებულობას ასეთი უპირატესობა განაპირო-
ბებს, მისი დადანაშაულება ძნელია.
ვინაიდან მე ამ ისტორიის ყველა მონაწილეს შვილივით ვუ-
ყურებ, უნდა ვაღიარო, რომ სოფიას მიმართ განსაკუთრებუ-
ლი სიმპათია მაქვს და იმედია, მკითხველი ნებას დამრთავს,
ეს გმირი სხვებზე მაღლა დავაყენო.
მაგრამ სოფიასადმი განსაკუთრებული სითბო ხელს არ
მიშლის, დიდი ხნით მივატოვო ის და ახლა დავუბრუნდები ამ-
ბებს, რომლებიც ამ საყვარელი არსების მამასთან განშორე-
ბის შემდეგ მოხდა და ამიტომ იძულებული ვარ, მოკლე ვიზი-
ტით ბლაიფილს ვესტუმრო.
მისტერ ვესტერნი ისე აფორიაქდა, მოულოდნელად რომ
მოუტანეს ამბავი ქალიშვილის შესახებ და ისე ჩქარობდა და-
დევნებას, სულ გადაავიწყდა, ბლაიფილისთვის ეცნობებინა,
სოფია ვიპოვეთო. ჯერ შორს არ იყო წასული, სასიძო როცა
მოაგონდა და უახლოესი სასტუმროდან მისწერა, სოფია ვიპო-
ვე და დაუყოვნებლივ მოგათხოვებ, თუ ლონდონში ჩამოხვა-
ლო.ვინაიდან ბლაიფილს სოფია იმ მწველი სიყვარულით უყ-

911
ვარდა, რომელსაც მხოლოდ მემკვიდრეობის დაკარგვა ან რა-
მე მაგდაგვარი თუ შეასუსტებდა, ახალგაზრდა ლედის სახლი-
დან გაქცევას მის გადაწყვეტილებაზე არ უმოქმედია, თუმცა კი
იცოდა, რომ ყველაფერი თავისი ბრალი იყო. სკვაირის წინა-
დადება სიხარულით მიიღო, ახლა, სიხარბის გარდა, კიდევ
ერთ დიდ გრძნობას დაიკმაყოფილებდა და ეს დიდი გრძნობა
სიძულვილი იყო, რადგან ამ ქორწინებით თანაბრად ასიამოვ-
ნებდა სიძულვილსაც და სიყვარულსაც. ეს მოსაზრება არაერ-
თხელ არის გამოცდილებით დადასტურებული. სიმართლე
გითხრათ, თუ ცოლ-ქმრის ურთიერთობის განსჯას ვითავებთ,
ალბათ დავასკვნით, რომ უმრავლესობა უფრო სიძულვილის
დაკმაყოფილებას ეძებს ამ კავშირით, გულის გარდა, სხვა ყვე-
ლაფერი რომ არის ჩართული.
მაგრამ ბლაიფილს ერთი დაბრკოლება ჰქონდა გადასალა-
ხავი და ეს დაბრკოლება მისტერ ოლვორთიმ წარმოშვა.
ახალგაზრდა ლედის გაქცევის შემდეგ, კეთილი კაცი (მას ვერ
დაუმალეს ვერც სოფიას გაქცევის ამბავი და ვერც გაქცევის
მიზეზი) მიხვდა, რომ სოფიას მისი დისწული სძულდა და სე-
რიოზულად შეფიქრიანდა, შორს ხომ არ შევტოპეთო. ის არ
იზიარებდა იმ მშობლების შეხედულებას, რომლებიც შვილე-
ბის გრძნობებს უგულებელყოფენ, ისევე, როგორც სამოგზაუ-
როდ წასვლამდე მსახურების ნება-სურვილს რომ არად აგდე-
ბენ და ძალას მხოლოდ იმიტომ არ იყენებენ, რომ კანონი აჩე-
რებთ ან შეიძლება ცოტათი ზრდილობა. პირიქით, მისი აზ-
რით, ქორწინების ინსტიტუტი უწმინდესი რამ იყო და ადამია-
ნებს ყველა ღონე უნდა ეხმარათ მისი სიწმინდის და ურყეობის
შესანარჩუნებლად, ძალიან ბრძნულად ასკვნიდა, რომ უეჭვე-
ლი გზა ამის მისაღწევად ოჯახის ორმხრივ სიყვარულზე და-
ფუძნებაა.

912
ბლაიფილმა, რა თქმა უნდა, მალე მოულბო გული ოლვორ-
თის, როცა ის გაბრაზდა, რატომ მომატყუეო. ეფიცებოდა, მე
თავად ვარ მოტყუებულიო. ოლვორთის თანხმობა, სოფიას-
თან არშიყობა განეახლებინა, იმდენად რთული მოსაპოვებე-
ლი იქნებოდა, ვინმე მასზე ნაკლებ ყოჩაღი ალბათ ამაზე ფიქ-
რსაც ვერ გაბედავდა, მაგრამ ბლაიფილმა კარგად იცოდა, რა
დიდი ნიჭით იყო დაჯილდოებული და ეჭვი არ ეპარებოდა,
მზაკვრობით ყველაფერს მიაღწევდა.
ჯერ უთხრა, სიგიჟემდე მიყვარს სოფია და ვიმედოვნებ, ჩე-
მი ურყეობით მის სიძულვილს გავაქარვებო. მერე შეეხვეწა,
იმის უფლება მაინც მომეცით, ბედი ვცადო, რადგან ჩემი მომა-
ვალი მხოლოდ ამაზეა დამოკიდებულიო. ღმერთმა დამიფა-
როს, ფიქრადაც გავივლო რაიმე უკადრისი ხერხი, თანაც,
სერ, თუ ბედი არ გამიღიმებს, ყოველთვის შეგეძლებათ, უარი
განაცხადოთ თქვენ მიერ მოცემულ თანხმობაზეო. ისიც შეახ-
სენა, რა მონდომებული იყო მისტერ ვესტერნი, შვილი ცოლად
გაეტანებინა და ბოლოს ჯონსს გადასწვდა, მას დააბრალა ყვე-
ლაფერი და თქვა, დიდი სულგრძელობა იქნება, ღირსეულ
ლედის მისგან თუ გადავარჩენთო.
ამ არგუმენტებს ტვაკომი მხარს უჭერდა, მან ბლაიფილზე
ცოტა უფრო მკაცრად და უფრო დაწვრილებით ილაპარაკა
მშობლის ავტორიტეტზე, ბლაიფილის სურვილი კი, ბედი ისევ
ეცადა, წმინდა ქრისტიანულ განზრახვად მონათლა – მართა-
ლია, ახალგაზრდა ჯენტლმენმა სულგრძელობა ბოლოს ახსე-
ნა, დარწმუნებული ვარ, ეს უპირველესი და უმთავრესია, რა-
საც ის ითვალისწინებსო.
ეტყობა, სკვეირი იქ არ იყო, თორემ ისიც ისევე ამღერდე-
ბოდა, თუმცა სხვა ტონალობაში და ბლაიფილის საქციელში
ღრმა მორალურ ჰარმონიას აღმოაჩენდა, ოღონდ ბატში წასუ-
ლიყო სამკურნალოდ.
913
ოლვორთი საბოლოოდ, და არცთუ ხალისით, დისწულს
დაჰყაბულდა. უთხრა, მე გამოგყვები ლონდონშიო, სადაც პა-
ტიოსანი გზით შეეცდებოდნენ ლედის გულის მოგებას და დას-
ძინა, მაგრამ მე არასოდეს მოგცემ თანხმობას, თუ თავისი ნე-
ბით არ გამოგყვებაო.
ამგვარად, დისწულის სიყვარულით მისტერ ოლვორთიმ
დაბალ გრძნობებს მაღალ გრძნობებზე გაამარჯვებინა და ასე
ხდება ხოლმე, როცა კეთილი გული გონიერებას ამარცხებს.
ბლაიფილმა ბიძა რომ დაიყოლია, რის იმედიც არ ჰქონდა,
უკვე ვერ ისვენებდა, ვიდრე განზრახვას ხორცს არ შეასხამდა.
ვინაიდან მისტერ ოლვორთის სოფელში არავითარი საქმე არ
აკავებდა და მოგზაურობისთვის გასამზადებლად კაცს ბევრი
არაფერი სჭირდება, მეორე დღესვე გადაწყვიტეს წასვლა. სა-
ღამოს, როცა ჯონსი პარტრიჯის კომენტარებით ერთობოდა
თეატრში, ისინი უკვე ლონდონში იყვნენ.
ბლაიფილი მეორე დილითვე ესტუმრა მისტერ ვესტერნს,
სადაც ის თავაზიანად მიიღეს და დაარწმუნეს, რომ ძალიან მა-
ლე მას სოფია გააბედნიერებდა. სკვაირმა არ მოინდომა,
ბლაიფილი ბიძასთან დაბრუნებულიყო და ლამის ძალით წა-
ათრია დასთან.

თავი 7
მისტერ ვესტერნი მისტერ ბლაიფილთან ერთად
დას სტუმრობს

მისის ვესტერნი ძმისწულს ლექციას უკითხავდა კეთილგო-


ნიერებასა და ოჯახის პოლიტიკაზე, როცა მისი ძმა და ბლა-
იფილი უცერემონიოდ დაადგნენ თავზე. სოფიას ბლაიფილის

914
დანახვაზე ფერი წაუვიდა და ლამის გონება დაკარგა, სამაგი-
ეროდ, მისის ვესტერნს აუწითლდა სახე, ენერგია მოუზღვავდა
და ძმას დაეძგერა:
– ძმაო, მაოცებს შენი საქციელი, ოდესმე ეტიკეტზე გსმენია
რამე? აქ ყველა ბინა შენი ან რომელიმე შენი სოფლელი
მდგმურის საკუთრება ხომ არ გგონია? თავს როგორ აძლევ
უფლებას, განმარტოებული ქალბატონების მყუდროება დაარ-
ღვიო?
– და ვითომ რა ჯანდაბა ხდება, რამეზე წაგასწარით თუ რა?
– არ გინდა ეგ შენი უხეშობა, ჩემი ძმისწული ისე დააფ-
რთხე, ფეხზე ძლივს დგას. წადი, გენაცვალე, ცოტა დამშვიდ-
დი, გატყობ, გჭირდება.
სოფიას ასეთი სასიამოვნო ბრძანება არასოდეს მიუღია და
სწრაფად გაეცალა იქაურობას.
– ნამდვილი გიჟი ხარ, ჩემო დაო, – შესძახა სკვაირმა, – მე
ბლაიფილი მასთან შესახვედრად მოვიყვანე, შენ კიდევ ოთა-
ხიდან გაისტუმრე.
– შენ კიდევ გიჟზე უარესი ხარ, – უთხრა დამ, – მშვენივრად
იცი, რა მდგომარეობაა... მისტერ ბლაიფილს ბოდიში უნდა
მოვუხადო, მაგრამ იმედია, ხვდება, ვის უნდა უმადლოდეს ამ
უცხვირპირო მიღებას. მე პირადად ყოველთვის მიხარია მისი
ნახვა და ვიცი, კეთილგონიერება არ მისცემდა უფლებას, ასე
შემოჭრილიყო, შენი დაჟინება რომ არა.
ბლაიფილმა თავი დაუკრა და რაღაც ჩაიბურტყუნა, ძალიან
სულელურად გამოიყურებოდა. ვესტერნმა მას დალაპარაკე-
ბის საშუალება არ მისცა და დას უთხრა:
– რა თქმა უნდა, ისევ მე ვარ დამნაშავე, მიდი, გამოიყვანე
გოგო, ეს კაცი საქმეზეა მოსული.
– ძმაო, დარწმუნებული ვარ, მისტერ ბლაიფილს მშვენივ-
რად ესმის, რომ ახლა სოფიას აღარ უნდა შეხვდეს. ქალები ნა-
915
ზი არსებები ვართ და როცა ავღელდებით, ადვილად ვერ
ვმშვიდდებით. რომ მოგეფიქრებინა, მისტერ ბლაიფილს რამე
შემოეთვალა და შუადღისთვის შეხვედრა ეთხოვა, მოვახერ-
ხებდი მის დარწმუნებას, მიეღო, მაგრამ ახლა უიმედოა ეს ამ-
ბავი.
– ძალიან ვწუხვარ, მადამ, – თქვა ბლაიფილმა, – რომ მის-
ტერ ვესტერნის საოცარი კეთილგანწყობა ჩემ მიმართ, რასაც
მე ვერასოდეს გადავიხდი, გახდა მიზეზი...
– სერ, – შეაწყვეტინა ქალმა, – თქვენ საბოდიშო არაფერი
გაქვთ, ჩვენ ყველანი ვიცნობთ მისტერ ვესტერნს.
– სულ არ მადარდებს, ვინ როგორ მიცნობს, – თქვა სკვა-
ირმა, – აბა, როდის მოვიდეს? გეუბნები, საქმეზეა მოსული,
ისევე, როგორც მისტერ ოლვორთი.
– ძმაო, რაც უნდა ჰქონდეს მისტერ ბლაიფილს სათქმელი,
სოფიას ყველაფერს გადასცემენ. ის ისე კარგად არის დარიგე-
ბული, საკადრის პასუხს გასცემს და როცა შეხვედრა საჭირო
გახდება, უარს არ ეტყვის.
– ჯანდაბა! – თქვა სკვაირმა, – ყველამ ხომ ვიცით... არა-
ფერს არ ვიტყვი, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ისეთი ბრძე-
ნია... ჩემთვის რომ გეცლიათ, სახლიდან არ გაიქცეოდა. ახლა
ყოველ წუთს უნდა ველოდო, რომ იმავეს გააკეთებს. შეიძლე-
ბა ვიღაცას სულელი ვგონივარ, მაგრამ ვიცი, რომ ეჯავრება...
– აღარ მინდა ჩემი ძმისწულის ლანძღვის მოსმენა, – მი-
უგო მისის ვესტერნმა, – ეს იგივე ოჯახის ლანძღვაა, სოფია ისე
ღირსეულად დაიჭერს თავს, როგორც ოჯახს ეკადრება, გპირ-
დები, მე ვარ თავდები. შუადღისას სიამოვნებით გნახავ, ძმაო,
რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრა. ახლა კი, მომიტევეთ
თქვენც და მისტერ ბლაიფილმაც, უნდა გამოვეწყო.
– კარგი, – თქვა სკვაირმა, – თქვი, რომელ საათზე მოვიდე.
– ზუსტად ვერ გეტყვი, როგორც გითხარი, შუადღისას.
916
– რა ჯანდაბა ვქნა? – მიუბრუნდა სკვაირი ბლაიფილს, – მა-
გასთან ვერაფერს გახდები, როგორც მწევარი ბებერ ბოცვერ-
თან. ეგებ შუადღისას უკეთეს გუნებაზე იყოს.
– სერ, მგონი, ჩემი მდგომარეობა უიმედოა, მაგრამ თქვენ-
გან მუდამ დავალებული ვიქნები, – უპასუხა ბლაიფილმა.
მერე თავაზიანად დაემშვიდობნენ ქალბატონს და წავიდ-
ნენ, სკვაირი თავისთვის ბუტბუტებდა, დაიფიცა, შუადღისას
მაინც შევახვედრებ ერთმანეთსო.
თუ სკვაირი უკმაყოფილო დარჩა ვიზიტით, ბლაიფილი კი-
დევ უფრო. სკვაირი ყველაფერს დის უხასიათობას აბრალებ-
და და იმას, რომ უცერემონიოდ შეეჭრნენ, მაგრამ ბლაიფილი
მეტად დაკვირვებული აღმოჩნდა და ლედის სიტყვებიდან რა-
ღაც უფრო სერიოზული იეჭვა. სიმართლე რომ გითხრათ, მისი
ეჭვი საფუძვლიანი იყო და თქვენ ამას გაიგებთ, როგორც კი
მომდევნო თავში რამდენიმე საქმე გაიხსნება.

თავი 8
ლედი ბელასტონის გეგმა ჯონსის
გასანადგურებლად

სიყვარულმა ისე ღრმად შეაღწია ლორდ ფელამარის სულ-


ში, მისტერ ვესტერნის უხეშ ხელსაც გაუჭირდებოდა მისი ამო-
ძირკვა. გაბრაზებულმა ცხელ გულზე კაპიტანი ეგლეინი სკვა-
ირთან გაგზავნა, მაგრამ კაპიტანმა მეტისმეტად გამოიდო თა-
ვი. ლედი ბელასტონთან ვიზიტის შემდეგ, მისტერ ვესტერნთან
შეჯახების მეორე დღეს, ლორდი საერთოდაც ხელს აიღებდა
განზრახულზე, კაპიტნის ნახვის შესაძლებლობა რომ მისცე
მოდა, მაგრამ ეს უკანასკნელი ძალიან გულმოდგინედ მოეკი-

917
და საქმეს, მთელი ღამე სკვაირის სახლის შორიახლოს ტავერ-
ნაში გაატარა, მეორე დილით ხელიდან რომ არ გაეშვა და ამი-
ტომ მის მისამართზე გაგზავნილი ლორდის შეტყობინება ვერ
გადასცეს.
სოფიას გაუპატიურების მცდელობის მეორე დღეს მისი უგა-
ნათლებულესობა ლედი ბელასტონს ესტუმრა და ლედიმ იმ-
დენი რამ უამბო სკვაირზე, ლორდი მიხვდა, როგორი აბსურ-
დული იყო, იმ მოხუცისგან საერთოდ რამე გწყენოდა, მით უმე-
ტეს, თუ მისი ქალიშვილის მიმართ კეთილშობილი ზრახვები
გქონდა. ლორდმა ლედი ბელასტონს გული გადაუშალა, ლე-
დიმ კი დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ლორდი შე-
აგულიანა, სკვაირი როცა გამოფხიზლდება და მიხვდება, რა
ბედს შეიძლება ეწიოს მისი ქალიშვილი, ყველა სიხარულით
მიგიღებთო. ერთადერთი საფრთხე იმ მათხოვრისგან მოდის,
იმ მაწანწალამ, ჩემთვის სრულიად უცნობი ხრიკებით, მო-
ახერხა და ჯენტლმენივით გამოიწკიპაო.
– ვინაიდან ჩემი ბიძაშვილის ბედი გადარდებთ, იმ კაცის
მისამართი დავადგინე, – თქვა ლედიმ და ლორდს ჯონსის ად-
გილსამყოფელი აცნობა, – იცით, რას ვფიქრობ, მილორდ, –
განაგრძო მან, – ეგ ყმაწვილი ხელის გასვრად არ ღირს და იქ-
ნებ თქვენმა უგანათლებულესობამ რაიმე გზით გემზე მეზ-
ღვაურად გაუშვას. ეს არც კანონს და არც სინდისს არ ეწინააღ-
მდეგება, რადგან მერწმუნეთ, რანაირი ჩაცმულიც უნდა იყოს,
ის კაცი მაწანწალაა და როგორც ნებისმიერი მაწანწალა, თა-
ვისუფლად შეიძლება აიძულონ, მეზღვაურად წავიდეს. სინ-
დისს რაც შეეხება, ახალგაზრდა ლედის გადარჩენა მართლაც
რომ საქებარი საქმეა, და თვითონ ის კაციც ხომ, თუ ღმერთმა
დამიფარა და ჩემი ბიძაშვილი არ მოიტაცა, გადაურჩება სახ-
რჩობელას და პატიოსნად ცხოვრების შანსი მიეცემა.

918
ლორდმა ფელამარმა დიდი მადლობა გადაუხადა ლედის,
ასე ახლოს რომ მიიტანა გულთან მისი საწუხარი. უთხრა, ამ
გეგმის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და კარგად განვიხი-
ლავ, ვიდრე მის განხორციელებას შევუდგებითო. მერე ლე-
დის ძალიან სთხოვა, პატივი დამდეთ და ახლავე ოჯახს გააცა-
ნით ჩემი წინადადებაო, მე carte blanche-ს67 ვაძლევ და ყველა
პირობაზე თანახმა ვიქნებიო. ბოლოს ექსტაზში სოფიას ხოტბა
შეასხა და წავიდა, ოღონდ მანამდე ლედიმ ურჩია, ჯონსს უფ-
რთხილდით და დროს ნუღარ დაკარგავთ, გეგმის განხორციე-
ლებას ნუღარ გადადებთ, ახალგაზრდა ლედის დაღუპვის საფ-
რთხე რომ ავარიდოთო.
მისის ვესტერნი როგორც კი ახალ სახლში დაბინავდა, ლე-
დი ბელასტონს მოსაკითხი ბარათი გაუგზავნა და ისიც შეყვა-
რებულის მოუთმენლობით წამსვე მასთან გაიქცა. ლედი ბე-
ლასტონს უხაროდა, საშუალება რომ მიეცა, წინადადება უფ-
რო გონიერი და მაღალ წრეში გამოსული ქალისთვის გადა-
ეცა, ვიდრე ჯენტლმენისთვის, რომელიც მის თვალში ჰოტენ-
ტოტი იყო და სხვა არაფერი, თუმცა უარის მიღებას არც მისგან
შიშობდა.
თავაზიანი მისალმების შემდეგ, ორი ქალბატონი პირდა-
პირ საქმეზე გადავიდა. მალევე მოამთავრეს. მისის ვესტერნმა
როგორც კი ლორდ ფელამარის სახელი გაიგონა, ლოყები სი-
ამოვნებისგან შეეფაკლა და როცა უკვე მისი მწველი სიყვარუ-
ლის და გულწრფელი წინადადების შესახებ მოისმინა, მტკი-
ცედ განაცხადა, ამ საქმის კეთილად დასრულების მომხრე
ვიქნებიო.
ამის შემდეგ საუბრის თემა ჯონსი გახდა და ბიძაშვილებმა
ერთხმად გამოთქვეს გულისწუხილი სოფიას საშინელი გატაც-

67
არჩევანის თავისუფლება(ფრანგ)
919
ების გამო, რასაც მისის ვესტერნი მხოლოდ ძმის არასწორ აღ-
ზრდას აბრალებდა. ბოლოს ასე თქვა, ჩემი ძმისწულის კე-
თილგონიერების იმედი მაქვს, მართალია, თავის გატაცებას
არ უღალატა ერთი მშვენიერი ჯენტლმენის გამო, მაგრამ ასე-
თი ტიტულისთვის და ქონებისთვის უღალატებსო. ისე, სოფიას
სასარგებლოდ უნდა გითხრათ, ბლაიფილი მართლაც დიდი
საძაგელი ვინმეა, ხომ იცით, ეს სოფლელი ჯენტლმენები რო-
გორები არიან, ფულის მეტი არაფერი გააჩნიათო.
– აბა, სულ არ მიკვირს, სოფია ასე რომ მოიქცა, – თქვა ლე-
დი ბელასტონმა, – ისე, ჯონსი სანდომიანი ყმაწვილია, ქა-
ლებს რომ მოსწონთ, ისეთი, მისის ვესტერნ, უნდა გაგაცინოთ,
მეც მეცინება და ძლივს ვლაპარაკობ... არ დაიჯერებთ და იმ
ყმაწვილმა არშიყობა დამიწყო, ამიტომ მისი ხელით დაწერილ
ბარათს გაჩვენებთ.
და მისის ვესტერნს ჯონსის წერილი მიაწოდა, სადაც ის
ხელს სთხოვდა და თუ მკითხველს წერილის გახსენება სურს,
მეთხუთმეტე წიგნში შეუძლია წაიკითხოს.
– გეფიცებით, ძალიან გამაოცეთ, – თქვა მისის ვესტერნმა,
– ეს კაცის თავდაჯერებულობის ნამდვილი შედევრია. თუ ნე-
ბას დამრთავთ, ამ წერილს რაღაცისთვის გამოვიყენებ.
– თქვენი იყოს, – უთხრა ლედიმ, – ოღონდ, მის ვესტერნის
გარდა, არავის წააკითხოთ და ნურც მას წააკითხებთ, ვიდრე
ხელსაყრელი შემთხვევა არ მოგეცემათ.
– და თქვენ რა უპასუხეთ იმ ყმაწვილს? – ჰკითხა მისის ვეს-
ტერნმა.
– ცოლად არ გავყევი, – უთხრა ლედიმ, – ჩემო ძვირფასო
ბელ, ხომ იცი, რომ მე გათხოვებას არ ვაპირებ. ერთხელ გა-
მოვცადე ეს სიამოვნება და ვფიქრობ, გონიერი ქალისთვის
საკმარისია. ლედი ბელასტონის აზრით, ეს წერილი სოფიას
ჯონსის წინააღმდეგ განაწყობდა და ამან გააბედვინა, მისის
920
ვესტერნისთვის გადაეცა. თანაც იმედოვნებდა, რომ მალე
ჯონსს მოიშორებდა, ონორი კი, რასაც მოისურვებდა, ყველა-
ფერს დაუმოწმებდა.
თუმცა შეიძლება მკითხველი გაოცდეს, რატომ გამოიდო
ლედი ბელასტონმა თავი სოფიასთვის, რომელიც მთელი არ-
სებით ეზიზღებოდა. ასეთ მკითხველს ვთხოვდი, ყურადღებით
ჩაეხედა ადამიანის ბუნებაში, სადაც ბოლო გვერდზე ძლივს
გასარკვევად წერია, რომ ქალები, დედების და მამიდების
უკუღმართი რჩევის მიუხედავად, ფიქრობენ, რომ დიდი უბე-
დურებაა, თუ ქორწინება სიყვარულში ხელს შეუშლით. სად-
ღაც, იმავე გვერდზე უნდა ეწეროს, რომ ქალმა თუ ერთხელ მა-
ინც სიყვარულის გემო გაიგო, უმალ ეშმაკს შეეკვრება და არ
დაუშვებს, სხვა ქალმაც იგივე სიამოვნება განიცადოს.
და თუ არც ეს განმარტებები არ დაგაკმაყოფილებთ, ვაღი-
არებ, სხვა მოტივით ლედი ბელასტონის საქციელს ვერ აგიხ-
სნით, ერთადერთი შეიძლება დავუშვათ, რომ ლორდმა ის მო-
ისყიდა, რაშიც მე პირადად ეჭვი მეპარება.
სწორედ ამ საკითხზე აპირებდა მისის ვესტერნი სოფიას-
თან ლაპარაკს, ოღონდ ჯერ პატარა შესავალი წაუმძღვარა
სიყვარულის აბსურდულობაზე და ლეგალური პროსტიტუციის
სიბრძნეზე, როცა მისი ძმა და ბლაიფილი ოთახში შემოეჭ-
რნენ, ბლაიფილიც ამიტომ მიიღო ცოტა ცივად, რაც სკვაირმა,
როგორც სჩვეოდა, თავისებურად ახსნა, მაგრამ ბლაიფილმა
(ბევრად ცბიერი რომ გახლდათ) რაღაც იეჭვა.

921
თავი 9
ჯონსი მისის ფიცპატრიკს სტუმრობს

ალბათ მკითხველს ვასიამოვნებთ, ჯონსთან თუ დავბრუნ-


დები, რომელიც დათქმულ დროს მისის ფიცპატრიკს ეახლა.
მაგრამ ვიდრე მათ საუბარს გაგაცნობთ, უნდა მივმართოთ
ჩვენს მეთოდს და ცოტათი უკან დავიხიოთ, ლედის გუნება-
განწყობის შეცვლის მიზეზი რომ ავხსნათ. ის ხომ ჯონსთან
შეხვედრის ასარიდებლად სხვა ბინაში გადავიდა, ახლა კი თა-
ვად მოისურვა მასთან ლაპარაკი.
ჩვენ მხოლოდ იმას მოვყვებით, თუ რა მოხდა წინადღით.
მისის ფიცპატრიკმა ლედი ბელასტონისგან მისტერ ვესტერნის
ლონდონში ჩამოსვლის შესახებ შეიტყო და გადაწყვიტა, მის-
ტერ ვესტერნს პიკადილზე ნაქირავებ სახლში სტუმრებოდა,
საიდანაც კინწისკვრით გაგდებით დაემუქრნენ და გამეორება
რომ გაგვიჭირდება, ისეთი უხამსი გინება შემოუთვალეს. ამის
შემდეგ მამიდის მოხუცმა მსახურმა მისის ვესტერნის სახლში
მიაცილა, სადაც არანაკლებ უგულოდ, მაგრამ უფრო თავაზია-
ნად მიიღეს. მოკლედ, ლედი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ შე-
რიგების მცდელობა წარუმატებელი იქნებოდა და აღარც კი
ღირდა, რამე ეცადა. იმ წუთიდან შურისძიება ჩაიდო გულში და
თეატრში ჯონსი რომ დაინახა, იფიქრა, რა კარგი შემთხვევა
მომეცაო.
მკითხველს მისის ფიცპატრიკის ნაამბობიდან ემახსოვრე-
ბა, მისის ვესტერნი გულგრილი რომ არ ყოფილა მისტერ ფიც-
პატრიკის მიმართ, როცა ყველანი ბატში ცხოვრობდნენ და
რომ იმედგაცრუებულმა მისის ფიცპატრიკს ბევრი სიმწარე
აგემა. ამ უკანასკნელს ეჭვი არ ეპარებოდა, კეთილი ლედი
მისტერ ჯონსსაც მისცემდა გაარშიყების უფლებას, როგორც

922
ადრე მისტერ ფიცპატრიკთან მოხდა, თანაც ჯონსი უფრო მომ-
ხიბვლელი კაცი იყო და ის ფაქტი, რომ მამიდას წლები მოემა-
ტა, მისის ფიცპატრიკის აზრით (ვერ გეტყვით, რამდენად სა-
მართლიანად ფიქრობდა), მისი გეგმისთვის უფრო მომგებია-
ნი იქნებოდა, ვიდრე წამგებიანი.
ასე რომ, ჯონსი როცა ეახლა, მისის ფიცპატრიკმა განუცხა-
და, დიდი სურვილი მაქვს, დაგეხმაროთ, რადგან მტკიცედ გა-
დავწყვიტე, სოფიას კეთილი სამსახური გავუწიოო. ჯერ მო-
უბოდიშა, იმედი რომ გაუცრუა ცოტა ხნით ადრე და მერე აუწ-
ყა, თუ ვინ ზედამხედველობდა ამჯერად სოფიას, ვინაიდან
ეგონა, ჯონსმა არ იცოდა. ბოლოს თავისი განზრახვა წვრი-
ლად გაუმხილა და ურჩია, თავი მოეჩვენებინა, თითქოს ლე-
დის ეარშიყებოდა და ასე სოფიას ნახვის საშუალებაც მიეცე-
მოდა. უთხრა, მისტერ ფიცპატრიკმა საწადელს სწორედ ამ
გზით მიაღწიაო.
მისტერ ჯონსმა დიდი მადლობა გადაუხადა კეთილი ზრახ-
ვებისთვის, მაგრამ ისიც დასძინა, არა მგონია, წარმატებას მი-
ვაღწიო, მან ხომ იცის, მე რომ სოფია მიყვარს და თანაც ვში-
შობ, სოფია არასოდეს მოიწონებს ამგვარ თვალთმაქცობას,
მას ხომ ეჯავრება სიცრუე და მამიდას დიდ პატივს სცემსო.
მისის ფიცპატრიკი ცოტა გაღიზიანდა. სწორედ ამას ჰქვია
ალბათ ლაფსუსი, ჯონსმა ოდნავ გადაუხვია თავაზიანობის წე-
სიდან და ასე არ მოხდებოდა, სოფიას შექების სურვილი რომ
არ შემოსწოლოდა, ოღონდ ერთ ბიძაშვილს ხოტბა რომ შეას-
ხა, მეორეს უნებურად უსაყვედურა.
– მერწმუნეთ, სერ, – მგზნებარედ წარმოთქვა მისის ფიც-
პატრიკმა, – არაფერია ასაკოვანი ქალის მოტყუებაზე ადვი-
ლი, როცა საქმე არშიყობას ეხება და როცა ქალი სასიყვარუ-
ლოდ განწყობილია. მართალია, ის ჩემი მამიდაა, მაგრამ ვი-
ცი, დიდი მსუნაგი ვინმეა. ნუთუ არ შეგიძლიათ ითამაშოთ,
923
თითქოს მისი ძმისწულის დაკარგვით სასოწარკვეთილმა ყუ-
რადღება მამიდაზე გადაიტანეთ? ჩემს ბიძაშვილ სოფიას რაც
შეეხება, არა მგონია, ძალიან ეწყინოს ბებრუხანა კუდიანის
დასჯა, მთელი ოჯახი რომ შეაღონა თავისი ტრაგიკომიკური
ვნებებით. ვწუხვარ, ასეთებს კანონი რომ არ სჯის. მე სრულე-
ბით არ მეთანაღრება გული და იმედია, სოფიას არ ეწყინება,
თუ ვიტყვი, რომ მის ბიძაშვილს არანაკლებ სძულს ტყუილი,
მამიდას კი პატივს არ ვცემ, რადგან არ იმსახურებს. სერ, მე
თქვენ კარგ რჩევას გაძლევთ და თუ არ გაითვალისწინებთ,
თქვენს საზრიანობაში ეჭვი შემეპარება. სულ ესაა ჩემი სათ-
ქმელი.
ჯონსი მიხვდა, შეცდომა რომ დაუშვა და ძალიან შეეცადა,
გამოესწორებინა, მაგრამ რაღაც აბდაუბდა ილაპარაკა და კი-
დევ უფრო გაირთულა საქმე. სიმართლე რომ ითქვას, ყოველ-
თვის ჯობს, პირველ შეცდომას შეეგუო, ვიდრე მისი გამოსწო-
რება სცადო, რადგან ასე უფრო ღრმად შეტოპავ და თავის
დაძვრენა გიძნელდება. მისის ფიცპატრიკის ადგილას ალბათ
ცოტა თუ გამოავლენდა კეთილგანწყობას, მაგრამ მან ჯონსს
ღიმილით უთხრა, არ არის საჭირო ამდენი მობოდიშება, მე
ყოველთვის ვაპატიებ ადამიანს, რომელსაც გულით უყვარსო.
შემდეგ მისის ფიცპატრიკმა ისევ თავის მიერ შეთავაზებულ
გეგმაზე ჩამოაგდო ლაპარაკი და მთელი მონდომებით ცდი-
ლობდა ჯონსის დარწმუნებას მის უტყუარობაში, რაც კი მო-
აფიქრდა, ყველა არგუმენტი გამოიყენა. მამიდაზე განრისხე-
ბულს ისეთ სიამოვნებას ალბათ არაფერი მოჰგვრიდა, რო-
გორც მისი საქვეყნოდ შერცხვენა და ნებისმიერი ჭეშმარიტი
ქალივით, წინ ვერაფერი გადაეღობებოდა.
ჯონსი მაინც უძალიანდებოდა, ჯიუტად უარს ამბობდა წარუ-
მატებელ განზრახვაზე. მისის ფიცპატრიკის მოტივსაც ადვი-
ლად მიხვდა და უთხრა, რომ სოფიას მიმართ ნაზ გრძნობებს
924
ვერ უღალატებდა, თანაც, ვინაიდან მისთვის შეუფერებელი
კაცი იყო, იმედი არ ჰქონდა, რომ ეს ღვთაებრივი არსება მოწ-
ყალებას მოიღებდა და თავს გაუტოლებდა, ისიც კი განუცხა-
და, ეს არც მსურსო და მერე მგზნებარედ ილაპარაკა თავის კე-
თილშობილურ გრძნობებზე, რის ჩართვაც საჭიროდ არ მიგ-
ვაჩნია.
არსებობენ ისეთი მშვენიერი ქალები (ვერ გავბედავ, მათ
უბრალოდ ქალები ვუწოდო), რომელთაც საკუთარ თავზე იმ-
დენად მაღალი წარმოდგენა აქვთ, სხვაზე ვერაფერზე ფიქრო-
ბენ, ვინაიდან მათთვის პატივმოყვარეობა ცხოვრების მთავა-
რი პრინციპია, ნებისმიერ საქებარ სიტყვას ეპოტინებიან და
გინდაც ის სიტყვები სხვას ეკუთვნოდეს, თვითონ ისაკუთრე-
ბენ. ასეთი ქალების კომპანიაში ყოფნისას შეუძლებელია, რა-
იმე სასიამოვნო თქვა სხვა ქალზე, თავიანთ თავზე რომ არ მი-
იღონ; მეტიც, ხანდახან ქათინაურს კიდევ უფრო აზვიადებენ –
თუ სხვა ქალის სილამაზე, გონიერება, კეთილშობილება ან
საზრიანობა ხოტბის ღირსია, მაშინ მე რაღას ვიმსახურებ, მე
ხომ მასზე ბევრად მაღლა ვდგავარო, ასე ფიქრობენ.
ეს ქალები კარგი თვალით უყურებენ კაცებს, რომლებიც
სხვა ქალებს აქებენ და როცა ისინი კეთილშობილურ და ვნე-
ბიან სენტიმენტებს ამჟღავნებენ, ფიქრობენ, რა მშვენიერი
საყვარელი იქნებოდა ეს კაცი, თუ ასეთი ნაზი გრძნობები შე-
იძლება ჰქონდეს იმ ქალის მიმართ, ჩემთან ახლოსაც რომ
ვერ მოვაო. როგორი უცნაურიც არ უნდა მოგეჩვენოთ, მე არა-
ერთი ამდაგვარი შემთხვევის მომსწრე ვყოფილვარ. მისის
ფიცპატრიკსაც იგივე დაემართა და რაღაც ისეთი გრძნობა გა-
უჩნდა ჯონსის მიმართ, რომლის სიმპტომებს სოფიამ ცოტა
უფრო გვიან დაარქვა სახელი.სიმართლე რომ ვთქვათ, ორივე
სქესის სრულყოფილი სილამაზე უფრო ადვილად გვატყვე-
ვებს, ვიდრე ზოგადად ფიქრობენ. მართალია, ზოგიერთები
925
უფრო მოკრძალებულ ხვედრს სჯერდებიან და ბავშვებივით
უაზროდ, დაზეპირებული ტექსტივით იმეორებენ, თითქოს გა-
რეგნობა არაფერს ნიშნავს და ჭეშმარიტად ფასეული სხვა ხიბ-
ლია, მაინც, ჩემი დაკვირვებით, სრულყოფილი სილამაზის გა-
მოჩენისთანავე, ის ნამდვილად ფასეული ხიბლები ისე იჩქმა-
ლება, როგორც მზის ამოსვლის მერე ვარსკვლავები.
როცა ჯონსმა დაასრულა მგზნებარე ღაღადისი, ორონდატ-
საც რომ შეშურდებოდა, მისის ფიცპატრიკმა სევდიანად ამოი-
ოხრა. მთელი ეს ხანი ჯონსს მიშტერებოდა, მერე ნაზად დახა-
რა თვალები და უთხრა:
– როგორ მებრალებით, მისტერ ჯონს, მართლაც რა მტან-
ჯველია, როცა ნაზ გრძნობებს უგულებელყოფენ და ვერ იგე-
ბენ. მე თქვენზე კარგად ვიცნობ ჩემს ბიძაშვილს და მინდა
გითხრათ, როცა ქალს არ შეუძლია ასეთ გრძნობას უპასუხოს,
არც ამ გრძნობის ღირსია და არც ამ კაცის.
– მადამ, თქვენ ალბათ არ გულისხმობთ, რომ...
– ვგულისხმობ! – შესძახა მისის ფიცპატრიკმა, – თავადაც
არ ვიცი, რასაც ვგულისხმობ. ჭეშმარიტ სიყვარულში არის რა-
ღაც მომაჯადოებელი, რასაც ქალები იშვიათად ამჩნევენ
ხოლმე კაცში და კიდევ უფრო იშვიათად აფასებენ. სიყვარულ-
ზე ვინმეს ასე კეთილშობილურად ელაპარაკოს, არასოდეს
მომისმენია და მე თქვენი ყველა სიტყვა დავიჯერე. ქალი, რო-
მელიც ასეთ გრძნობებს ზემოდან დახედავს, მხოლოდ ზიზღს
იმსახურებს.
მისის ფიცპატრიკის სიტყვებმა და გამოხედვამ ჯონსს რა-
ღაც ეჭვი აღუძრა, ოღონდ ჩვენ პირდაპირ ვერ მივახლით
მკითხველს. ასე უთხრა:
– ვშიშობ, მადამ, დაგღალეთ ჩემი ვიზიტით, – და წასვლა
დააპირა.
– სულაც არა, – უპასუხა მისის ფიცპატრიკმა, –მე მართლა
926
ძალიან მეცოდებით, მისტერ ჯონს. თუ მიდიხართ, კარგად და-
ფიქრდით ჩემ მიერ შემოთავაზებულ გეგმაზე... ასე მგონია,
მოიწონებთ... როცა მოიცლით, ისევ მოდით ჩემთან... იქნებ
ხვალ დილით ან ამავე დროს, მე მთელი დღე შინ ვიქნები.
ჯონსმა დიდი მადლობა გადაუხადა და იქაურობას გაეცა-
ლა. წასვლისას მისის ფიცპატრიკმა რაღაცნაირი მზერა აჩუქა,
რომლის მნიშვნელობას მხოლოდ ის ვერ გაიგებდა, ვისაც
თვალების ენა არ ესმის, ჯონსი კი საბოლოოდ დარწმუნდა იმა-
ში, რაც იეჭვა და გადაწყვიტა, იქ ფეხი აღარ მიედგა. მართა-
ლია, ამ ისტორიაში ჯონსი ადრე ცოტა ცუდად იქცეოდა, ოღო-
ნდ ახლა მისი გონება მხოლოდ სოფიათი იყო მოცული და ამ-
ქვეყნად ვერც ერთი ქალი ვეღარ შეაცდენდა.
მაგრამ ფორტუნა მისი მეგობარი არასოდეს ყოფილა და
არც ჯონსი აძლევდა ხოლმე მეორე შანსს. მას ტრაგიკული
შემთხვევა ელოდება, რასაც დიდი გულისტკივილით გიამ-
ბობთ.

თავი 10
რა მოხდა ვიზიტის შემდეგ

მისტერ ფიცპატრიკმა მისის ვესტერნის წერილიდან ცო-


ლის ადგილსამყოფელი შეიტყო, ბატში დაბრუნდა და იქიდან
პირდაპირ ლონდონში გაემგზავრა.
მკითხველმა უკვე იცის, ამ ჯენტლმენს ეჭვიანი ხასიათი
რომ ჰქონდა. ისიც ემახსოვრება, ჯონსი ეპტონში ერთხელ უკ-
ვე არ მოუვიდა თვალში, მისის უოთერსს ოთახში რომ შეუვარ-
და. მართალია, მაშინ ეჭვები გაუფანტეს, მაგრამ როცა წა

927
იკითხა, მისი ცოლი როგორი სიმპათიით წერდა ჯონსზე, მო-
აგონდა, რომ ეპტონის სასტუმროში ისინი ერთსა და იმავე
დროს იყვნენ. არც მთლად ნათელი გონება სულ აერია და ქა-
ოსიდან, შექსპირი რომ „ოტელოში“ ახსენებს მწვანეთვალება
ურჩხულს, ის ურჩხული წარმოიშვა.
ახლა მისტერ ფიცპატრიკი გამვლელებს ეკითხებოდა ცო-
ლის მისამართს და რომელ კარზეც მიუთითეს, სწორედ ის კა-
რი გამოაღო იმწამს ჯონსმა.
ფიცპატრიკმა თავდაპირველად ვერ იცნო ჯონსი, მაგრამ
ცოლის სახლიდან კოხტად ჩაცმული კაცი რომ დაინახა გამო-
სული, პირდაპირ მისკენ გაემართა და ჰკითხა:
– იქ რა გინდოდათ? ჩემი თვალით დავინახე, როგორ გა-
მოხვედით ამ სახლიდან.
ჯონსმა მოკრძალებული პასუხი გასცა, ერთ ლედის ვსტუმ-
რობდიო, რაზეც ფიცპატრიკმა ჰკითხა:
– რა საქმე გაქვთ იმ ლედისთან?
აქ უკვე ჯონსს ხმაც და გარეგნობაც ეცნო და შესძახა:
– მეგობარო! მომეცით ხელი, იმედია, ცუდი მოგონება არ
დაგრჩათ ჩემზე რაღაც წვრილმანი გაუგებრობის გამო.
– სერ, გეფიცებით, არც სახელი ვიცი თქვენი და არც სახეზე
მეცნობით.
– მართალია, სახელის გაგების პატივი არც მე მქონია, მაგ-
რამ ეპტონიდან მახსოვხართ, რაღაც სისულელეზე რომ ვიჩხუ-
ბეთ და თუ მაშინ ვერ მოვახერხეთ, ახლა შეგვიძლია ერთად
დავლიოთ და შევრიგდეთ.
– ეპტონიდან! – შესძახა ფიცპატრიკმა, – ესე იგი, ჯონსი
ხართ?
– დიახ, ჯონსი ვარ.
– სწორედ შენი ნახვა მინდოდა, ღირსებას ვფიცავ, დავლევ
შენთან ერთად, ოღონდ მანამდე ერთს კარგად გხეთქავ. ეგრე
928
გინდა, შე არაკაცო, თუ არ გეყო, კიდევ მიიღებ! – ეს თქვა, ხმა-
ლი დააძრო და თავდაცვით პოზიციაში დადგა, რაც კარგად გა-
მოსდიოდა.
ჯონსი ცოტა შეაყანყალა დარტყმამ, მით უმეტეს, რომ არ
ელოდა, მაგრამ მალე მოვიდა გონს და თუმცა კი ბევრი არა-
ფერი გაეგებოდა ფარიკაობის, უშიშრად ეკვეთა ფიცპატრიკს
და ხმალი ნახევრამდე ჩაასო მუცელში. ჯენტლმენმა ნაბიჯი
უკან გადადგა, ხმალი დაუშვა, მთელი ტანით დაეყრდნო და
თქვა:
– ახლა სრულიად კმაყოფილი ვარ: მოვკვდი.
– იმედია, არ მოკვდებით, – იყვირა ჯონსმა, – მაგრამ რაც
უნდა მოხდეს, თქვენ გამომიწვიეთ!
იმავე წამს ვიღაც ყმაწვილები მოცვივდნენ და ჯონსი შეიპ-
ყრეს. მან უთხრა, მე წინააღმდეგობას არ გაგიწევთ და იქნებ
ჯერ დაჭრილს მიხედოთო.
– ეი, – შესძახა ერთმა, – ამ დაჭრილს არაფერი სჭირდება,
რამდენიმე საათი დარჩა, თქვენ კი, სერ, ერთი თვე მაინც.
– ჯანდაბა, ჯეკ, – თქვა მეორემ, – მოგზაურობა ჩაეშალა,
ახლა სხვა პორტში გაუშვებენ.
ასე იგდებდნენ მასხრად საწყალ ჯონსს ლორდ ფელამარის
დაქირავებული ბანდის წევრები. ჯერ ქუჩაში აედევნენ, მისის
ფიცპატრიკის სახლამდე სდიეს და მერე იქ ელოდებოდნენ,
როცა უბედურება დატრიალდა.
ბანდის მეთაურმა ბრძნულად დაასკვნა, რომ ჯობდა, ჯონსი
მომრიგებელი მოსამართლისთვის გადაეცათ და კონსტებლის
მოსაყვანად გაგზავნეს კაცი.
კონსტებლმა როცა დაინახა, ჯონსს სოლიდურად ეცვა და
ისიც შეიტყო, უბედური შემთხვევა დუელის დროს რომ მოხდა,
პატიმარს ცოტა უფრო კულტურულად მოექცა. მერე დაჭრი-
ლის ამბავი მოიკითხა, რომელსაც იქვე ტავერნაში ქირურგი
929
ედგა თავზე. კონსტებლს რომ მოახსენეს, დაჭრილის მდგომა-
რეობა უიმედოაო, მან ჯონსს უთხრა, ეს საქმე სასამართლომ
უნდა განიხილოსო.
– როგორც გენებოთ, – თქვა ჯონსმა, – მე უკვე არ მადარ-
დებს, რა ბედი მეწევა. მართალია, კანონის თვალში დამნაშავე
არა ვარ, მაგრამ ამ სისხლს ვერასოდეს ჩამოვირეცხავ.
სასამართლოში ქირურგმა განაცხადა, ჭრილობა სასიკ-
ვდილოაო და დაპატიმრებული ჯონსი გეითჰაუზში წაიყვანეს.
უკვე გვიანი იყო, ამიტომ ჯონსმა არ მოინდომა, გათენებამდე
პარტრიჯი გამოეძახა, მაგრამ დილის შვიდ საათამდე თვალი
ვერ მოხუჭა და ჯონსის დაგვიანებით შეშფოთებულმა პარ-
ტრიჯმა გულის გასახეთქი ამბავი მხოლოდ თორმეტზე შეიტ-
ყო.
პარტრიჯი აკანკალებული მივიდა გეითჰაუზში და ჯონსთან
როცა შეუშვეს, ცრემლი წასკდა, თან შეშინებული აქეთ-იქით
იყურებოდა; საქმე ისაა, რომ მისტერ ფიცპატრიკის გარდაცვა-
ლების ცნობა მიიღეს და პარტრიჯი ყოველ წუთს მისი აჩრდი-
ლის შემოსვლას ელოდა. ისე იყო აღელვებული, ლამის და-
ავიწყდა, ჯონსისთვის ჯორჯის მოტანილი სოფიას წერილი გა-
დაეცა.
ჯონსმა ყველა გაისტუმრა ოთახიდან, წერილი რომ წაეკით-
ხა:
„მხოლოდ იმიტომ გწერთ, რომ გაოცებული ვარ. მამიდამ წერი-
ლი მაჩვენა, რომელიც თქვენ ლედი ბელასტონს მისწერეთ და ცო-
ლობა სთხოვეთ. დარწმუნებული ვარ, თქვენი ხელით არის დაწერი-
ლი. ყველაზე მეტად იმან გამაოცა, რომ იმავე დღითაა დათარიღე-
ბული, როცა მე მარწმუნებდით, თითქოს ჩემზე გული შეგტკიოდათ.
თქვენთვის მომინდვია ამ ფაქტის განმარტება, მე კი მხოლოდ იმას
ვისურვებდი, აღარასოდეს გავიგონო თქვენი სახელი.
ს. ვ.“

930
ჯონსის მტანჯველი მდგომარეობის აღსაწერად ალბათ ყვე-
ლაზე მართებული იქნება, გითხრათ, რომ ის ტვაკომსაც კი შე-
ებრალებოდა, მაგრამ როგორ ცუდადაც უნდა იყოს, ჩვენ ახ-
ლა უნდა მივატოვოთ, როგორც მიატოვა კეთილმა სულმა (თუ
ჰყავდა) და დავასრულოთ მეთექვსმეტე წიგნი.

931
წიგნი XVII

მოიცავს სამ დღეს

თავი 1
შესავლის ნაწყვეტი

როცა კომედიის მწერალი მთავარ გმირებს გააბედნიერებს


ან როცა ტრაგიკოსი მათ უდიდეს უბედურებას დააწევს, ორივე
მიიჩნევს, რომ თავისი საქმე შეასრულა და ვალი მოიხადა.
ჩვენ რომ ტრაგიკოსები ვყოფილიყავით, მკითხველი იფიქ-
რებდა, ამბავი დასასრულს მიუახლოვდაო, რადგან ეშმაკსაც,
ან ვინმე მის წარმომადგენელს მიწაზე, გაუჭირდებოდა, ჯონსი
უფრო უარეს დღეში ჩაეგდო, ვიდრე ჩვენ ბოლო თავში დავტო-
ვეთ; სოფიას რაც შეეხება, ვერც ერთი კეთილი ქალი ვერ
უსურვებდა თავის მეტოქეს მეტ სადარდებელს, ვიდრე იმ წუთს
სოფიას გასჩენოდა. რაღა რჩება ტრაგედიის დასრულებამდე,
თუ არა ერთი-ორი მკვლელობა და რამდენიმე დარიგება ზნე-
ობაზე?
ჩვენი რჩეულები ამჟამინდელი სასოწარკვეთა და ტანჯვის-
გან რომ ვიხსნათ და საბოლოოდ ბედნიერების ნაპირზე გა-
დავსხათ, ძალიან ძნელი საქმეა, იმდენად ძნელი, ვერც კი ვი-
თავებთ. სოფიას შემთხვევაში კიდევ შეიძლებოდა შველა და
მისთვის კარგი ქმრის მოძებნა – ან ბლაიფილის, ან მილორ-
დის, ან ვიღაც სხვის, მაგრამ საცოდავი ჯონსი თავისი წინდაუ-
ხედაობით სისხლის სამართლის დამნაშავე გახდა, თუ სხვების
თვალში არა,საკუთარ თვალში მაინც, მეგობრებისგან მიტო-
ვებული და მტრებისგან დევნილი აღმოჩნდა და ჩვენც მისი

932
დახმარების იმედი დავკარგეთ. ასე რომ, თუ მკითხველს ახა-
რებს სიკვდილით დასჯის ყურება, შეუძლია ტაიბერნზე პირ-
ველ რიგში მოკალათდეს.
ერთ რამეს გულწრფელად გპირდებით, მიუხედავად ჩვენი
კეთილგანწყობისა ამ არამზადის მიმართ, რომელიც, სამწუხა-
როდ, ჩვენი მთავარი გმირია, არანაირ ზებუნებრივ ძალას არ
მივმართავთ მის დასახმარებლად, რასაც ჩვენ მხოლოდ გან-
საკუთრებულად მნიშვნელოვან შემთხვევებში ვაკეთებთ. თუ
თვითონ არ მოძებნის ბუნებრივ საშუალებას, პატიოსნად და-
აღწიოს თავი გასაჭირს, ჩვენ მისი ხათრით სიმართლეს არ და-
ვამახინჯებთ და არც ისტორიის ღირსებას დავამცრობთ. უმალ
ტაიბერნზე ჩამოვახრჩობთ (რაც ძალიანაც შესაძლებელია),
ვიდრე მკითხველის ნდობას შევარყევთ.
ამ მხრივ ძველ ავტორებს თანამედროვეებთან შედარებით
დიდი უპირატესობა ჰქონდათ. მითოლოგია, რომლისაც
ხალხს უფრო სჯეროდა, ვიდრე ახლა რომელიმე რელიგიის
სჯერა, მათ საყვარელი გმირის დახსნის საშუალებას აძლევ-
და. ღვთაებები მუდამ მზად იყვნენ, მწერლის ნებისმიერი სურ-
ვილი შეესრულებინათ და რაც უფრო უჩვეულო იქნებოდა ჩა-
ნაფიქრი, დამჯერი მკითხველი მით მეტ სიამოვნებას იღებდა.
იმდროინდელ ავტორებს ბევრად უფრო ადვილად შეეძლოთ
გმირის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაყვანა ან სულაც სა-
აქაოდან საიქიოში და მერე უკან დაბრუნებაც, ვიდრე ჩვენ –
მისი ციხიდან გამოხსნა.
არაბ და სპარს მწერლებს ზღაპრებში ასეთსავე დახმარე-
ბას უწევდნენ ჯინები და ფერიები, რომელთაც ისინი, ყურანზე
დაყრდნობით, თავიანთი რწმენის სიმბოლოებად მიიჩნევენ.
ჩვენ ამგვარ დახმარებას არავისგან მოველით, მხოლოდ ბუ-
ნებრივ საშუალებებს უნდა დავჯერდეთ და შევეცადოთ, საცო-
დავ ჯონსს რამე ვუშველოთ. უნდა გამოგიტყდეთ, რომ რაღაც
933
ყურში ჩამჩურჩულებს, თითქოს მას ჯერ ყველაზე უარესი არ
უგემია და რომ ბედ-იღბლის გადაუშლელ ფურცელზე კიდევ
რჩება მისთვის ერთი გამანადგურებელი ამბავი.

თავი 2
მისის მილერის დიდსულოვანი და
კეთილშობილური საქციელი

მისტერ ოლვორთის და მისის მილერს ახალი დაწყებული


ჰქონდათ საუზმობა, როცა დილაადრიანად გასული ბლაიფი-
ლი შემოესწროთ.
ბლაიფილი სუფრას მიუჯდა და ასე დაიწყო:
– ღმერთო ჩემო, ძვირფასო ბიძავ, იცით, რა მოხდა? მეში-
ნია კიდეც მოყოლა, არ მინდა თქვენი შეცბუნება, თქვენ ხომ იმ
არამზადას ბევრი სიკეთე გაუკეთეთ.
– რა მოხდა, შვილო? – ჰკითხა ბიძამ, – ვშიშობ, სიკეთე
არაერთხელ გამომიჩენია უღირსების მიმართ, მაგრამ გულ-
მოწყალება შვილობილად არ გაიხდის იმ ადამიანების მანკიე-
რებებს, ვისაც ის მიაგეს.
– ოჰ, სერ! ნამდვილად განგებამ გათქმევინათ სიტყვა „შვი-
ლობილი“, რადგან ამქვეყნად უსაძაგლესი არამზადა სწორედ
თქვენი შვილობილი ჯონსი გამოდგა.
– ყველა სიწმინდეს ვფიცავ, ტყუილია! – იყვირა მისის მი-
ლერმა, – მისტერ ჯონსი არამზადა არ არის, ის ძალიან ღირ-
სეული ადამიანია და თუ ვინმე მას არამზადას უწოდებს, მდუ-
ღარე წყალს შევასხამ სახეში! მისტერ ოლვორთიმ გაოცებულ-
მა შეხედა ქალს, მაგრამ მან სიტყვა არ ათქმევინა და განაგ-
რძო:
934
– იმედია, არ გაბრაზდებით, მე თქვენი წყენინება არ მდო-
მებია, სერ, ოღონდ ვერ ავიტან, ჯონსზე ასე ილაპარაკონ.
– უნდა ვაღიარო, მადამ, – სერიოზული სახით უთხრა მის-
ტერ ოლვორთიმ, – ძალიან მიკვირს, ასე თავგამოდებით რომ
იცავთ ადამიანს, რომელსაც არ იცნობთ.
– ვიცნობ, მისტერ ოლვორთი, ძალიან კარგად ვიცნობ და
ყველაზე უმადური ადამიანი ვიქნები, ეს რომ არ ვაღიარო. მან
ჩემი პატარა ოჯახი გადამირჩინა და სანამ პირში სული მიდ-
გას, მისთვის ვილოცებ. ღმერთმა სიკეთე მისცეს და გაგული-
სებულ მტრებს გული მოუბრუნოს, ვიცი, მტრები რომ ჰყავს.
– სულ უფრო და უფრო მაოცებთ, მადამ, – თქვა ოლვორ-
თიმ, – ალბათ გეშლებათ, შეუძლებელია, ასე დავალებული იმ
ადამიანისგან იყოთ, ჩემმა ძმისწულმა ვინც ახსენა.
– არ მეშლება, – მიუგო ქალმა, – სწორედ მისგან ვარ და-
ვალებული, ის ჩემი და ჩემიანების მფარველია, მერწმუნეთ,
სერ, მას ცილი დასწამეს და თქვენს თვალში დაამცირეს, მახ-
სოვს, როგორი სიყვარულით ლაპარაკობდით ადრე საცოდავ,
უმწეო ბავშვზე. ის თქვენგან ახლაც კეთილ მოპყრობას იმსა-
ხურებს, თვითონ სულ თქვენს ქებაში იყო, ყოველთვის მოწი-
წებით გახსენებდათ, მინახავს მუხლებზე დამხობილი,
ღმერთს თქვენს თავს ავედრებდა. მე არ მიყვარს ისე ჩემი შვი-
ლები, როგორც მას უყვარხართ.
– ახლა დავრწმუნდი, სერ, მისის მილერი მართლაც იც-
ნობს ჯონსს, – ისეთი დამცინავი ღიმილით თქვა ბლაიფილმა,
ეშმაკი თავის რჩეულებს რომ ასაჩუქრებს, – ვფიქრობ, მისის
მილერი არ უნდა იყოს ერთადერთი თქვენი ნაცნობი, ვისთა-
ნაც გამხილათ. მე რაც შემეხება, ქარაგმულმა ნათქვამმა მი-
მახვედრა, ეტყობა, არ დამინდო, მაგრამ მივუტევებ.
– ღმერთმა მოგიტევოთ! – უთხრა მისის მილერმა, – ცოდ-

935
ვა ყველას საკმარისი გვაქვს და შენდობას ყველანი ვსაჭირო-
ებთ.
– მისის მილერ, – თქვა მისტერ ოლვორთიმ, – მე არ მომ-
წონს, როგორ ეპყრობით ჩემს დისწულს და დარწმუნებული
ვარ, თქვენი ეს განწყობა მხოლოდ იმ უნამუსო კაცისგან უნდა
მოდიოდეს, ეტყობა, მის წინააღმდეგ წაგაქეზათ, რადგან, მი-
სის მილერ, კაცი რომელიც თქვენ წინაშე დგას, ყოველთვის
დიდი ქომაგი იყო იმ უმადური, უტიფარი არსების, თქვენ რომ
ასე იცავთ. როცა ჩემი პირით ყველაფერს შეიტყობთ, გა-
გაოცებთ, როგორ შეიძლება ადამიანი ამდენად უმადური და
სულმდაბალი გამოდგეს.
– თქვენ მოგატყუეს, სერ, – უპასუხა მისის მილერმა, – ეს
რომ ჩემი უკანასკნელი სიტყვები იყოს, ვიტყოდი, რომ თქვენ
მოგატყუეს და კიდევ გავიმეორებ: ღმერთმა მიუტევოს, ვინც
თქვენ მოგატყუათ. იმას არ ვამბობ, თითქოს ჯონსი უნაკლოა,
მაგრამ ყველაფერი მისი დაუდგრომელი ბუნების და ახალგაზ-
რდობის ბრალია. დარწმუნებული ვარ, გამოსწორდება, თუ
არა და მისი სიკეთე, გულთბილობა, პატიოსნება და კაცთმოყ-
ვარეობა გადაწონის.
– მისის მილერ, – უთხრა მისტერ ოლვორთიმ, – თქვენგან
რომ არ მესმოდეს ეს სიტყვები, არ დავიჯერებდი.
– სერ, თავს დავდებ, რომ დამიჯერებთ, როცა მოისმენთ
ჩემს მონაყოლს (რადგან მინდა, ყველაფერი გიამბოთ) და
არათუ ნაწყენი აღარ იქნებით, პირიქით, აღიარებთ (ვიცი, რო-
გორი სამართლიანი ბრძანდებით), რომ მე ყველაზე უმადური
და საძაგელი ქალი ვიქნები, სხვაგვარად თუ მოვიქცევი.
– კეთილი, მადამ, – თქვა ოლვორთიმ, – სიამოვნებით მო-
ვისმენდი თქვენგან მობოდიშებას, რადგან ეს საჭიროდ მიმაჩ-
ნია. ახლა კი გთხოვთ, ჩემს დისწულს ნუღარ შეაწყვეტინებთ

936
და გვითხრას სათქმელი. იქნებ ამ ამბავმა გაუგებრობას ბო-
ლო მოუღოს.
მისის მილერმა მიანიშნა, დაგმორჩილდითო და ბლა-
იფილმა დაიწყო:
– სერ, თუ თქვენ მისის მილერზე არ ხართ განაწყენებული,
მეც ადვილად მივუტევებ. თუმცა ვფიქრობ, სიკეთისთვის მის-
გან შეურაცხყოფას ნამდვილად არ იმსახურებთ.
– კარგი, შვილო, – უთხრა ოლვორთიმ, – რა ამბავი მოიტა-
ნე? კიდევ რა ჩაიდინა?
– რა ჩაიდინა?! – შესძახა ბლაიფილმა, – მიუხედავად ყვე-
ლაფრისა, რაც მისის მილერმა თქვა, დიდი გულისტკივილით
უნდა გაცნობოთ ის, რასაც ჩემგან არასოდეს შეიტყობდით,
დამალვა შეუძლებელი რომ არ ყოფილიყო. მოკლედ, კაცი
მოკლა. არ ვიცი, იქნებ კანონმა დამნაშავედ არ ცნოს, მთელი
გულით ვისურვებდი, ასე მოხდეს.
ოლვორთი გაოგნდა და პირჯვარი გადაიწერა, მერე კი მი-
სის მილერს მიუბრუნდა და იყვირა:
– ამაზე რას იტყვით, მადამ?
– მე ვიტყვი, სერ, – უპასუხა მისის მილერმა, – რომ ცხოვ-
რებაში ასე არ შევწუხებულვარ, მაგრამ თუ ეს სიმართლეა,
დარწმუნებული ვარ, მოკლულის ბრალი იქნებოდა. ამ ქალაქ-
ში იმდენი არამზადა დაიარება! რას არ სჩადიან, ახალგაზრდა
ჯენტლმენები რომ შეურაცხყონ! ალბათ ძალიან გააღიზიანეს,
თორემ ისე ვერ გამოიწვევდნენ. მისნაირი გულკეთილი და თა-
ვაზიანი მდგმური არასოდეს მყოლია, აქ ყველას თავი შეაყვა-
რა.
ამ დროს კარზე უხეშად დააკაკუნეს და მისის მილერმა პა-
სუხი ვეღარ მიიღო. როგორც აღმოჩნდა, მისტერ ოლვორთის
ვიღაც ეწვია და მისის მილერი გაეცალათ, თავისი პატარა
გოგონაც გაიყვანა ოთახიდან. გოგონას სევდიანმა ამბავმა
937
თვალები აუწყლიანა, ჯონსი ხომ მას საათობით ეთამაშებოდა,
თოჯინებს ჩუქნიდა და ჩემი პატარა საცოლე ხარო, ასე ეძახდა.
შეიძლება ზოგიერთი მკითხველი სიამოვნებით კითხუ-
ლობს ასეთ წვრილმანებს, ჩვენი საუკეთესო ისტორიკოსის,
პლუტარქეს მიბაძვით რომ გიყვებით და ვისაც ეს წვრილმანე-
ბი უმნიშვნელო მოეჩვენება, იმედია, მოგვიტევებს, რადგან
დიდი დრო არ წაგვირთმევია.

თავი 3
მისტერ ვესტერნის სტუმრობა და ცოტა რამ
მშობლის ძალაუფლებაზე

მისის მილერი ახალი გასული იყო ოთახიდან, რომ მისტერ


ვესტერნი შემოვიდა. მანამდე ცოტა წაეკინკლავა პორტშეზის
მზიდავს, ეტყობა, ბიჭებმა, როცა ის „ჰერაკლეს სვეტებიდან“
მოჰყავდათ, გადაწყვიტეს, რომ ეს კაცი მუდმივი მუშტარი არ
იქნებოდა და როცა მათ ფეხის ქირად ექვსი პენსი მისცა, კიდევ
ერთი შილინგი მოსთხოვეს. ამაზე სკვაირი გაწიწმატდა და გუ-
ლით შეუკურთხა. ოთახში რომ შევიდა, ბრაზი ჯერ განელებუ-
ლი არ ჰქონდა:
– წყეული ვიყო, კიდევ თუ ჩავჯდე ამ ხელურემში! მირჩევ-
ნია, წვიმაში ფეხით ვიარო, ამდენი მელიებზე ნადირობისას არ
მიჯანჯღარია, რაც ერთი მილის მანძილზე მაჯანჯღარეს! – ცო-
ტა რომ დამშვიდდა, თემა შეცვალა, – ასეთი ვითარებაა, ბო-
ლო წუთს მწევრებმა ვერ ივარგეს, გვეგონა, მელასთან გვქონ-
და საქმე და მაჩვი შეგვრჩა ხელში.
– ჩემო კარგი მეზობელო, – მიმართა ოლვორთიმ, – არ
გვინდა ეს მეტაფორები, უფრო გასაგებად მითხარით.
938
– კარგი, – თქვა სკვაირმა, – გარკვევით გეტყვით, მთელი
ეს ხანი გვეშინოდა ვიღაც ბოზის შვილის, არ ვიცი, ვისი ნაბიჭ-
ვრის, ახლა ლორდის ნაბიჭვრის უნდა გვეშინოდეს, რომელიც
ვერასოდეს ეღირსება ჩემს თანხმობას, შვილი მივათხოვო.
გაღლიტეს მთელი ქვეყანა, მაგრამ მე თავს არ გავაღლეტი-
ნებ, ჩემს მიწას ჰანოვერს არ მივცემ.
– მაოცებთ, ჩემო კარგო, – თქვა ოლვორთიმ.
– მე თავად ვარ გაოცებული, გუშინ ჩემს დასთან ვიყავი,
თვითონ დამიბარა და ქალებით გადაჭედილ ოთახში ამოვყავი
თავი. ჩვენი ბიძაშვილი ლედი ბელასტონიც იქ იყო, მილედი
ბეტი, მილედი კატრინი და კიდევ ჩემთვის უცნობი მილედი.
წყეული ვიყო, მაგ გაპრანჭული ქალების საძაღლეში თუ კიდევ
შევდგა ფეხი, მირჩევნია, იმ აქტონის არ იყოს, წიგნში რომ წა-
ვიკითხე, კურდღლად ვიქცე და საკუთარმა ძაღლებმა დამ-
გლიჯონ. რა დღეში ვიყავი, ხან ერთი გამომიჭერდა, ხან მე-
ორე. „ოჰ! ეს ხომ ინგლისში საუკეთესო პარტიაა“, – ამბობდა
ერთი ბიძაშვილი (ლაპარაკში გამოაჯავრა); „ძალიან კარგი
წინადადებაა“, – მეუბნებოდა მეორე (თურმე ყველანი ჩემი ბი-
ძაშვილები იყვნენ, მაგრამ უმეტესობა თვალით არ მყავდა ნა-
ნახი), „ნამდვილად, – მერე ის სქელი ბოზი ლედი ბელასტონი
აჰყვა, – შეშლილი უნდა იყოს კაცი, ასეთ წინადადებაზე უარი
რომ თქვას“...
– ახლა მგონი ვხვდები, რაზე ლაპარაკობთ, – თქვა მისტერ
ოლვორთიმ, – ვიღაცამ მის ვესტერნს ხელი სთხოვა, ქალბა-
ტონები ამას იწონებენ, თქვენ – არა.
– მოვიწონო! როგორ უნდა მოვიწონო? ხომ გითხარით,
ლორდია და მე ლორდებთან საქმეს არ ვიჭერ. განა მხოლოდ
ამ მიზეზით არ ვუთხარი უარი ერთ მაგისთანას, როცა ორმოცი
წლით უნდოდა მიწის ყიდვა პარკის გასაშენებლად? მე ლორ-
დებთან საქმეს არ ვიჭერ და როგორ ფიქრობთ, ქალიშვილს
939
მივათხოვებ? თანაც, ის უკვე დანიშნულია, განა ოდესმე სიტ-
ყვა გამიტეხავს?
– სიტყვის გატეხას რაც შეეხება, – უთხრა ოლვორთიმ, – მე
გათავისუფლებთ ვალდებულებისგან. რა ძალა ექნება გარი-
გებას, როცა ერთი მხარე პირობას ვერ ასრულებს?
– გეუბნებით, მე პირობას შევასრულებ. წავიდეთ ახლავე
ქორწინების ბიუროში, მოწმობას გამოვართმევ, მერე ჩემს
დასთან მივალთ და ჩემს შვილს ძალით გავათხოვებ, თუ არა
და მთელი ცხოვრება ოთახში იქნება გამოკეტილი პურზე და
წყალზე!
– მისტერ ვესტერნ, – უთხრა ოლვორთიმ, – გთხოვთ, ჩემი
მოსაზრებაც მოისმინეთ ამ საკითხზე.
– რა თქმა უნდა, გისმენთ.
– სერ, გულწრფელად გეტყვით, რომ მთელი გულით მოვი-
წონე ეს წინადადება, რადგან თქვენც და თქვენს ქალიშვილ-
საც დიდ პატივს გცემთ. ალიანსი ორ მეზობელ ოჯახს შორის,
მით უმეტეს, თუ ამდენი ხანი სულ სიამტკბილობაში ცხოვრობ-
დნენ, ძალიან სასურველი მეჩვენებოდა. რაც შეეხება ახალ-
გაზრდა ლედის, არც არავისგან გამიგონია საწინააღმდეგო
აზრი და თავადაც დავრწმუნებულვარ, რომ კარგი ქმრისთვის
ფასდაუდებელი განძი იქნება. აღარაფერს ვიტყვი მის თვისე-
ბებზე, ნამდვილად აღტაცებას რომ იწვევს. ყველამ იცის, რო-
გორი კეთილი, გულუხვი და მოკრძალებულია და ბევრი ქება
აღარ სჭირდება. მაგრამ მას ერთი ისეთი თვისება აქვს, რომე-
ლიც ქალთა შორის საუკეთესოს, ახლა ანგელოზად ქცეულს,
ამკობდა. ეს თვისება თვალში არ გვხვდება და ვერც სახელს
დავარქმევ, ამ შემთხვევაში უარყოფა უნდა მოვიშველიო –
არასოდეს გამიგონია მისგან ურცხვი ნათქვამი ან რასაც ახლა
ენამოსწრებულ პასუხს ეძახიან, არასოდეს შემიმჩნევია პრე-
ტენზია გონიერებაზე და კიდევ უფრო ნაკლებად მოაქვს თავი
940
ცოდნით და გამოცდილებით, რაც ახალგაზრდა ქალისგან ისე-
ვე აბსურდულია, როგორც მაიმუნის მანჭიაობა. მისგან არ გა-
მიგონია არც მბრძანებლური ნათქვამი და არც კრიტიკული
შენიშვნები. როცა კი მამაკაცების საზოგადოებაში ვხედავდი,
მოსწავლის მოკრძალებით, ყურადღებით უსმენდა სხვებს და
არა მასწავლებლის თავდაჯერებით. მომიტევეთ, მაგრამ ერ-
თხელ მომინდა გამომეცადა და ვკითხე, მისტერ ტვაკომის
აზრს ეთანხმებით თუ მისტერ სკვეირისას-მეთქი, როცა ისინი
კამათობდნენ. მან ძალიან თბილად მიპასუხა, მაპატიეთ, მის-
ტერ ოლვორთი, დარწმუნებული ვარ, სერიოზულად არ ფიქ-
რობთ, რომ მე შემიძლია ამ ორი ჯენტლმენის საკამათო სა-
კითხი გადავწყვიტოო. ტვაკომს და სკვეირს ძალიან უნდოდათ
სასურველი პასუხის მიღება და ჩემი თხოვნა გაუმეორეს, მან
კი ისევ ისე თბილად თქვა, მაპატიეთ, მე ვერ გავბედავ, რომე-
ლიმეს დავუჭირო მხარიო. ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა,
რომ მამაკაცების აზრს პატივს სცემდა, რაც კარგი ცოლისთვის
არსებითი თვისებაა. მხოლოდ ერთს დავძენ, რომ ვინაიდან
მას თვალთმაქცობა არ სჩვევია, ეს პატივისცემა უსათუოდ
გულწრფელია.
ბლაიფილმა მწარედ ამოიოხრა, შვილის ქებით გულაჩუყე-
ბულმა თვალცრემლიანმა სკვაირმა კი ანუგეშა:
– ნუ ჩამოყრი ყურებს, შენი იქნება, ოცჯერ უკეთესი რომ
იყოს, მაინც შენი იქნება.
– გაიხსენეთ, რას შემპირდით, სერ, – შესძახა ოლვორთიმ,
– არ უნდა შემაწყვეტინოთ.
– ხმას აღარ ამოვიღებ, – უთხრა სკვაირმა.
– ჩემო მეგობარო, – განაგრძო ოლვორთიმ, – თქვენი ქა-
ლიშვილის ღირსებებზე იმიტომ გამიგრძელდა სიტყვა, რომ
ნაწილობრივ, მართლა ძალიან მომწონს და ნაწილობრივ, არ
მინდა იფიქროთ, რომ ქონების გამო დავთანხმდი სიხარულით
941
ამ წინადადებას. ნამდვილად გულით ვისურვებდი, ჩემს ოჯახ-
ში შემოსულიყო, ოღონდ როგორც უნდა მინდოდეს რამე, არა-
სოდეს მოვიპარავ და არც ძალით დავეპატრონები. ვისურვებ-
დი, ქალის იძულებით გათხოვება ჩვენს ქვეყანაში კანონით
აეკრძალათ, მაგრამ ხომ არსებობს სინდისის კანონიც, რომე-
ლიც გულმავიწყი კანონმდებლების შეცდომას ასწორებს და
ეს სწორედ ასეთი შემთხვევაა. განა სისასტიკე, არა, განა ცოდ-
ვა არ არის, ქალი სურვილის წინააღმდეგ გაათხოვო? მან ხომ
თავისი საქციელისთვის ყველაზე მაღალი და ყველაზე საშინე-
ლი სამსჯავროს წინაშე უნდა აგოს პასუხი. მეუღლის მოვა-
ლეობის ღირსეულად შესრულება ისედაც დიდი საქმეა და რო-
გორ შეიძლება ასეთი ტვირთი დავაკისროთ ქალს, თუკი ყვე-
ლაფერს წავართმევთ, რაც ამ ტვირთის ტარებაში უნდა მიეხ-
მაროს? განა შეიძლება, მას გული ამოვგლიჯოთ და დავავა-
ლოთ ისეთი რამ, რასაც სავსე გულითაც ძლივს აუვიდოდა?
ახლა ვეცდები, უკეთ განვმარტო. ვფიქრობ, მშობელი, რომე-
ლიც ასე იქცევა, მონაწილეა ყველა იმ დანაშაულის, შვილი
რომ შემდეგ ჩაიდენს და სასჯელიც უნდა გაიზიაროს; მაგრამ
ამასაც რომ გადაურჩე, ნუთუ შესაძლებელია, იცხოვრო იმ აზ-
რით, რომ შვილი სამუდამო ტანჯვისთვის გაწირე? აი, ამ მიზე-
ზით, ჩემო საუკეთესო მეზობელო, ვინაიდან ვხედავ, რომ
ახალგაზრდა ლედის ჩემი დისწული სძულს, თავს ვალდებუ-
ლად მივიჩნევ, თავაზიანი უარი გითხრათ კეთილშობილურ
წინადადებაზე, თუმცა მუდამ თქვენი მადლიერი დავრჩები.
– კარგი, სერ, – თქვა ვესტერნმა (პირი როგორც კი გააღო,
დუჟი გადმოუვიდა), – ვერ მისაყვედურებთ, რომ არ მოგისმი-
ნეთ და ახლა მე გეტყვით ჩემს სათქმელს. უპირველეს ყოვლი-
სა, მიპასუხეთ ამ კითხვაზე – განა მე არ მოვავლინე ის ამქვეყ-
ნად? მიპასუხეთ! ამბობენ, ბრძენი მამა თავის შვილს იცნობ-

942
სო. დარწმუნებული ვარ, შემიძლია ჩემს საკუთრებად ჩავთვა-
ლო, იმიტომ, რომ მე ვაჭმევ. იმედია, გჯერათ, რომ მისი მამა
ვარ და რადგან ასეა, მაქვს თუ არა უფლება, ვუხელმძღვანე-
ლო საკუთარ შვილს? და თუკი სხვა საქმეში ვერევი, ყველაზე
მნიშვნელოვან საქმეში არ ჩავერიო? რას ვითხოვ მისგან? მე
რამე გამორჩენა მაქვს? მხოლოდ ის მინდა, ჩემი მამულის ნა-
ხევარი ვაჩუქო და მეორეც, როცა მოვკვდები, მას დარჩება. და
რატომ ვაკეთებ ამას, თუ არა მისი ბედნიერებისთვის? მე რომ
ცოლის მოყვანას ვაპირებდე, მაშინ ექნებოდა მიზეზი, ეტირა
და სახე ეხოკა, მაგრამ თვითონ გადავწყვიტე, თავი შემეზღუდა
და რომც მომინდეს ცოლის მოყვანა, ვიღა გამომყვება! მეტი
რა ჯანდაბა ვქნა? ამას ეძახით შვილის სამუდამო ტანჯვისთვის
გაწირვას? ჯანდაბა! მთელი მსოფლიო მაგის ნეკის ფრჩხილად
არ მიღირს. მისტერ ოლვორთი, მომიტევეთ, მაგრამ ძალიან
გამაოცეთ, როგორც გენებოთ, ისე მოიქეცით, ოღონდ მე უფ-
რო გონიერი კაცი მეგონეთ.
ოლვორთიმ წყენა მხოლოდ ღიმილით გამოხატა, მაგრამ
ამ ღიმილში არც ზიზღი გამოსჭვიოდა და არც სიბრაზე. მას
სკვაირის სიშტერეზე გაეღიმა, როგორც ალბათ ანგელოზებს
ეღიმებათ ადამიანების სიბრიყვეზე.
ბლაიფილმა სიტყვის ჩაგდება ითხოვა და თქვა:
– ძალადობას არასოდეს დავთანხმდები, რაოდენ ბორო-
ტადაც უნდა მომექცნენ, ჩემი სინდისი ამის უფლებას არ მომ-
ცემს. მე მისდამი ყოველთვის სუფთა და გულწრფელი გრძნო-
ბები მექნება, მაგრამ წამიკითხავს, რომ ქალები ხანდახან კა-
ცის შეუპოვრობას ვერ უძალიანდებიან და იქნებ მეც მეცადა
მისი გულის მოგება, თან თუ მეტოქე აღარ მეყოლება. ლორდს
რაც შეეხება, მისტერ ვესტერნმა ჩემზე დაბლა დააყენა და
დარწმუნებული ვარ, როგორც მშობელს, უფლება გექნებათ,
უარი განაცხადოთ. არაერთხელ გამიგონია, სოფიას უთქვამს,
943
შვილი მამის უნებართვოდ არ უნდა გათხოვდესო. მართალია,
ის ქალბატონები ლორდს გულშემატკივრობენ, თვითონ მის-
დამი კეთილად განწყობილი არ უნდა იყოს. ნამდვილად არ იქ-
ნება, რადგან ზუსტად ვიცი, სამწუხაროდ, სოფიას გული იმ
არამზადას აქვს მისაკუთრებული.
– კი, ასეა, – შესძახა მისტერ ვესტერნმა.
– მაგრამ, – განაგრძო ბლაიფილმა, – როცა მკვლელობის
ამბავს გაიგებს, სასამართლომ რომც დაინდოს...
– რაა? – იყვირა სკვაირმა, – მკვლელობის? კაცი მოკლა
და შეიძლება სახრჩობელაზე ჩამოკონწიალებული ვიხილო?
ლა-ლა-ლა, ლა-ლა-ლა! – შემოსძახა და სიმღერ-სიმღერით
შეიკუნტრუშა.
– შვილო, – უთხრა ოლვორთიმ, – უიმედო სიყვარული ასე
რომ გტანჯავს, ძალიან მეცოდები და ყველა სამართლიანი
გზით ვეცდები, დაგეხმარო.
– მე სხვა არაფერი მინდა, – უპასუხა ბლაიფილმა, – იმე-
დია, ბიძა უკეთესი წარმოდგენისაა ჩემზე და არ იფიქრებს, რა-
იმე სხვა ზრახვა მქონდეს.
– მისმინე, – უთხრა ოლვორთიმ, – ნებას გაძლევ, წერილი
მისწერო, ინახულო, თუ ენდომება... მაგრამ ძალადობა გულ-
ში არ გაივლო.
– კარგი, კარგი! – შესძახა სკვაირმა, – ეგეთი არაფერი
მოხდება, ცოტას კიდევ მოვსინჯავთ თავაზიანად და იმ ყმაწ-
ვილს თუ ჩამოახრჩობენ… ლა-ლა-ლა, ასეთი კარგი ამბავი
დიდი ხანია არ გამიგია, როგორი შვება ვიგრძენი... მისტერ
ოლვორთი, მოდით, ერთად ვისადილოთ „ჰერაკლეს სვეტებ-
ში“, ცხვრის ბეჭს შევაწვევინებ, ღორის კოტლეტებს და რამე
გარეულ ფრინველს. ჩვენ მეტი არავინ იქნება, შეიძლება მხო-
ლოდ სასტუმროს მეპატრონე. მღვდელი საპლი საბურნუთის-

944
თვის გავგზავნე, სასტუმროში დამრჩა, ვერასგზით ვერ შევე-
ლევი. ის სასტუმროს მეპატრონე დიდი სასაცილო ვინმეა,
კარგად გაგართობთ.
სკვაირმა, როგორც იქნა, დაითანხმა მისტერ ოლვორთი
და საწყალი ჯონსის უბედურებით გახალისებული სიმღერ-სიმ-
ღერით წავიდა.
ოლვორთი ერთობ სერიოზულად მიუბრუნდა საუბრის თე-
მას და ბლაიფილს უთხრა:
– როგორმე უნდა ჩაიკლა ვნება და დიდად ნუ დაიიმედებ
თავს. უხეში შეცდომაა, ქალის სიძულვილი სიჯიუტით დას-
ძლიო, ამგვარმა სიჯიუტემ გულგრილობასთან კიდევ შეიძლე-
ბა რამე გააწყოს, ოღონდ ასეთ შემთხვევაში გამარჯვებას უფ-
რო ჭირვეულ, თვალთმაქც, ფრთხილ ან მეტისმეტად ქარაფ-
შუტა ქალთან მოიპოვებ, რომელიც პატივმოყვარეობის გამო
უფლებას იძლევა, არშიყობა მეტხანს გაგრძელდეს, გინდაც
არ სიამოვნებდეს. მაგრამ ურყევ სიძულვილს, და სამწუხა-
როდ, ჩვენს შემთხვევაში ასეა, შეუპოვრობა კიდევ უფრო აძ-
ლიერებს და დაუმორჩილებელს ხდის. ამას გარდა, მომიტევე,
საყვარელო, მაგრამ ვშიშობ, შენი ვნება უფრო ახალგაზრდა
ქალის სილამაზემ გააღვივა და ვერ ვუწოდებდი სიყვარულს,
რაც ცოლქმრობის საფუძველი უნდა იყოს. აღტაცება, მოწონე-
ბა და ლტოლვა ლამაზი ქალისადმი, როცა სულერთი გეჩვენე-
ბა, ქალი გპასუხობს თუ არა, სამწუხაროდ, ბუნებრივი რამაა,
მაგრამ სიყვარული მხოლოდ სიყვარულმა უნდა შვას. ყოველ
შემთხვევაში, მჯერა, გიყვარდეს ქალი, რომელსაც იცი, რომ
სძულხარ, ადამიანის ბუნებას ეწინააღმდეგება. გამოცადე თა-
ვი, გულდასმით გამოცადე, ჩემო კარგო ბიჭო, და დარწმუნე-
ბული ვარ, თუ ასეთი ეჭვი გაგიჩნდა, სათნოების და რელიგიის
დახმარებით ჩაიკლავ მავნე ვნებას, შენი საღი აზრი კი უმტკივ-
ნეულოდ გადაგატანინებს გულისტკივილს.
945
მკითხველი ალბათ მიხვდება, ბლაიფილი რას უპასუხებდა,
მაგრამ თუ ის დაიბნა და ვერაფერი უპასუხა, თავს არ შევიწუ-
ხებთ მის გამო, რადგან სოფიასთან განშორებაც გაგვიგ-
რძელდა და სასწრაფოდ უფრო მნიშვნელოვან ამბებზე უნდა
გადავიდეთ.

თავი 4
სოფიას და მამიდის ურთიერთობის უჩვეულო სცენა

ბატკანი და ხბო ბღავილით და კიკინით უდარდელად და-


კუნტრუშობენ მდელოზე და არავის ყურადღებას არ იქცევენ.
მართალია, განწირულები არიან, ოდესმე ადამიანის საკბილო
გახდნენ, მაგრამ იქამდე უზრუნველად ტკბებიან თავისუფლე-
ბით, მაგრამ როცა ტყიდან ჩასუქებული ფურირემი გამოვა და
მინდორში წამოწვება, მთელი სოფელი ფეხზე დგება და ძაღ-
ლებს გეშავენ. თუ ასეთ დროს კეთილი სკვაირი ფურირემს
სხვა მონადირეებისგან იხსნის, მხოლოდ იმიტომ, რომ თავად
ჩაიტკბარუნოს პირი.
ხშირად მიფიქრია, როცა მშვენიერი, ახალგაზრდა, დიდ-
გვაროვანი ქალი პირველად ძიძის გარეშე გაერევა ხალხში,
იმ ფურირმის არ იყოს, ისიც მთელ ქალაქს ააფორიაქებს, მა-
საც ფეხდაფეხ დასდევენ პარკიდან თეატრამდე, სასახლიდან
მეჯლისზე, მეჯლისიდან საკუთარ ოთახამდე და ერთ სეზონსაც
ვერ გაატანს ისე, ვიღაც ღორმუცელას ყბაში არ აღმოჩნდეს.
მეგობრები თუ ერთისგან იხსნიან, მხოლოდ იმიტომ, რომ
თვითონ ჰყავთ შერჩეული სხვა, ალბათ მისთვის ყველაზე სა-
ძულველი. ამასობაში კი დანარჩენი ქალების ნახირი უზრუნ-
ველად და უყურადღებოდ დასეირნობს პარკში, თეატრში,ოპე-
რაში და მეჯლისზე, მართალია, ადრე თუ გვიან მათაც ვიღაც
946
გადასანსლავს, მაგრამ მანამდე ლაღად იქცევენ თავს და არც
არავინ აწუხებთ და არც არავინ ექომაგებათ.
საწყალ სოფიასაც ასე დასდევდნენ. ბლაიფილი არ ეყოფო-
და სადარდებლად, ახლა ახალი მდევარი გამოუჩნდა, რომე-
ლიც, ეტყობოდა, არანაკლებ გააწვალებდა. მართალია, მამი-
და მამასავით მკაცრად არ ექცეოდა, მაგრამ თავს ისიც აბეზ-
რებდა.
ერთ დღეს, როცა სადილის შემდეგ მსახურები ოთახიდან
გავიდნენ, მისის ვესტერნმა სოფიას უთხრა, შუადღისას მის
უგანათლებულესობას ველოდები და როგორც კი ხელსაყრე-
ლი შემთხვევა ჩამივარდება, მარტო დაგტოვებთო.
– თუ ასე მოიქცევით, მადამ, – ფიცხად უპასუხა სოფიამ, –
მეც პირველივე ხელსაყრელი შემთხვევა რომ ჩამივარდება,
მაშინვე გავალ ოთახიდან.
– რას ამბობ! – იყვირა მამიდამ, – ასე მიხდი სამაგიეროს
სიკეთისთვის, ტყვეობიდან რომ გიხსენი?
– თქვენ ხომ იცით, მადამ, – უთხრა სოფიამ, – ჩემი დატყვე-
ვების მიზეზი ის იყო, მამას უარი რომ ვუთხარი, საძულველი
კაცი მიმეღო, და ახლა საყვარელი მამიდა იმავეს აპირებს?
– და თქვენ ფიქრობთ, – უპასუხა მამიდამ, – ლორდ ფელა-
მარს და ბლაიფილს შორის განსხვავება არ არის?
– ჩემი აზრით, ძალიან მცირე, – შესძახა სოფიამ, – და თუ
განწირული ვარ, ერთ-ერთი ავირჩიო, მიჯობს, მამას ვასია-
მოვნო.
– ესე იგი, ჩემს სიამოვნებას არაფრად აგდებ, თუმცა არ
მწყინს. მე კეთილშობილური ზრახვა მამოძრავებს. ჩემი ოჯა-
ხის განდიდებისთვის და შენი გაკეთილშობილებისთვის ვიწუ-
ხებ თავს. ნუთუ იოტისოდენა პატივმოყვარეობა არ გაბადია?
ნუთუ არ გხიბლავს ის აზრი, რომ შენს კარეტას გვირგვინი და-
ამშვენებს?
947
– სულაც არა, ღირსებას გეფიცებით, – უთხრა სოფიამ, –
ისეთსავე სიამოვნებას მომგვრიდა, კარეტაზე ქინძისთავების
ბალიში თუ იქნებოდა მიმაგრებული.
– ღირსებას ნუ ახსენებ! – იყვირა მისის ვესტერნმა, – ასე-
თი საცოდავის პირიდან ეს სიტყვა არ უნდა ამოვიდეს, ვწუხ-
ვარ, ძმისწულო, მაგრამ მაიძულებ, ეს გითხრა, ვეღარ ვიტან
შენს მდაბიურ ხასიათს, ვესტერნების არაფერი გცხია. როგო-
რი მდაბიური და შესაბრალისი აზრებიც უნდა გიტრიალებდეს
თავში, მე ნურაფერს დამაბრალებ, არ მინდა ჩემზე თქვან,
თითქოს წაგაქეზე, ინგლისში საუკეთესო პარტიაზე უარი გეთ-
ქვა, პარტიაზე, რომელიც, სიმდიდრის გარდა, ნებისმიერ ოჯა-
ხს ღირსებასაც შემატებდა.
– სიმართლეს ამბობთ, – უთხრა სოფიამ, – ასეთი ჭკუასუს-
ტი გავჩნდი, ეტყობა, ღმერთმა არ მიბოძა ის გრძნობები, სხვე-
ბი რომ დააჯილდოვა. ალბათ მართლაც არსებობს გრძნობა,
ხმაურის და სანახაობის მშვენიერებას რომ განაცდევინებს
ადამიანებს, თორემ ასე არ იწვალებდნენ და ამხელა
მსხვერპლს არ გაიღებდნენ მის მოსაპოვებლად, მერე კი არ
იამაყებდნენ და არ გაიხარებდნენ იმით, რაც ჩემთვის ყველა-
ზე უმნიშვნელო წვრილმანია.
– არა, არა, მის, – შესძახა მამიდამ, – შენ ყველა ადამიანუ-
რი გრძნობა გაქვს, მაგრამ არც ისეთი ცბიერი ხარ, რომ მე გა-
მასულელო და ხალხში გამომაჭენო. ხომ იცი ჩემი მტკიცე ხა-
სიათი, თუ არ დამთანხმდები, შუადღისას მილორდი მიიღო,
ხვალვე მამაშენთან გაგიშვებ და აღარც არასოდეს ჩავერევი
შენს საქმეში და თვალითაც აღარ დამენახვები.
სოფია ჩუმად ისმენდა მამიდის გაბრაზებული და მბრძანებ-
ლური ტონით წარმოთქმულ სიტყვებს, მერე კი ატირდა და უთ-
ხრა:

948
– რაც გინდათ, ის მიყავით, მე ამქვეყნად ყველაზე უბედური
ქალი ვყოფილვარ, ჩემი საყვარელი მამიდა თუ ხელს მკრავს,
ვინღა დამიფარავს?
– ჩემო საყვარელო, შენ საუკეთესო მფარველი გეყოლება
მისი უგანათლებულესობის სახით, რომელზეც მხოლოდ იმ
ამაზრზენი ჯონსით შენი გატაცება თუ გათქმევინებს უარს.
– ცდებით, მადამ, – უთხრა სოფიამ, – როგორ შეგიძლიათ
წარმოიდგინოთ, რომ მას შემდეგ, რაც თქვენ მაჩვენეთ, მე კი-
დევ ვიფიქრებ ამ კაცზე? თუ გაგახარებთ ამის გაგება, ვფიცავ,
მის სახეს აღარასოდეს ვიხილავ.
– შვილო, ჩემო საყვარელო, გონს მოდი, შეგიძლია დამი-
სახელო რამე მიზეზი, რატომ ამბობ ლორდზე უარს?
– მე უკვე დაგისახელეთ, – უპასუხა სოფიამ.
– რა დამისახელე? – იყვირა მამიდამ, – ვერ ვიხსენებ.
– როგორ არა, მადამ, ხომ გითხარით, ძალიან უხეშად მო-
მექცა-მეთქი.
– ეტყობა, ვერ გავიგე და რას გულისხმობ უხეშობაში?
– მადამ, – თქვა სოფიამ, – მრცხვენია ამის მოყოლა, მან
ხელი მომხვია, დივანზე გადამაწვინა, მკერდზე წამეპოტინა და
ისე უხეშად მაკოცა, აქამდე მატყვია კვალი. საბედნიეროდ, მა-
მაჩემი შემოვიდა იმ წუთს, თორემ ღმერთმა უწყის, როგორ
დამთავრდებოდა ეს ყველაფერი.
– გაოგნებული ვარ, – შესძახა მამიდამ, – ჩვენი ოჯახის ქა-
ლებს ასე არ ექცევიან! სულ რომ პრინცი ყოფილიყო, თვა-
ლებს დავთხრიდი! შეუძლებელია! სოფია, ახლა ხომ არ მო-
იგონე ეს ჩემს გასაბრაზებლად?
– ვიმედოვნებ, მადამ, ჩემზე არც ისეთი ცუდი აზრის ხართ,
რომ ტყუილში დამადანაშაულოთ. გეფიცებით, რაც გითხა-
რით, სიმართლეა.

949
– დანას ჩავცემდი, იქ რომ ვყოფილიყავი, მაგრამ დარწმუ-
ნებული ვარ, უღირსი განზრახვა არ ედო გულში, ეს შეუძლე-
ბელია. თანაც შენი ხელი ითხოვა. არ ვიცი, ახლანდელი დრო
მეტ თავისუფლებას აძლევთ. ადრე ქორწილამდე მხოლოდ
მოკრძალებულ თავის დაკვრას სჯერდებოდნენ. მეც მყავდა
თაყვანისმცემლები, არც ისე დიდი ხნის წინათაც, მაგრამ გათ-
ხოვება არ მდომებია და მათ არც არაფერს გავაბედვინებდი.
სულელური ჩვეულებაა, არასოდეს მომწონდა. მხოლოდ ლო-
ყაზე კოცნის უფლებას ვაძლევდი, ტუჩებში ქმარს უნდა აკოცო,
მაგრამ მე რომ გავთხოვილიყავი, ალბათ ვერც ქმარს ვაკო-
ცებდი.
– მომიტევეთ, მადამ, – უთხრა სოფიამ, – როგორც გავიგე,
ბევრი თაყვანისმცემელი გყოლიათ და უარს ეუბნებოდით.
დარწმუნებული ვარ, სამეფო ოჯახის ერთი წევრი მაინც გამო-
ერეოდა.
– გამოგიტყდები და ერთმა ტიტულიანმა მთხოვა ხელი.
– კი მაგრამ, – თქვა სოფიამ, – მე რატომღა არ შემიძლია
უარის თქმა?
– მართალს ამბობ, შვილო, მე ტიტულიანს უარი ვუთხარი,
თუმცა მისი შემოთავაზება ისეთი კარგი არ ყოფილა, როგო-
რიც შენია.
– გასაგებია, მადამ, მაგრამ თქვენ ბევრი მდიდარი კაცი
გეძლეოდათ, ის ხომ არც პირველი ყოფილა და არც მეორე თუ
მესამე?
– უნდა ვაღიარო, რომ არა, – უპასუხა მამიდამ.
– მაშინ მე რატომ არ შემიძლია მეორეს დაველოდო, იქნებ
უკეთესი იყოს, – განაგრძო სოფიამ, – თქვენ ჯერ ახალგაზრდა
ბრძანდებით და, რა თქმა უნდა, პირველსავე მდიდარს ან ტი-
ტულიანს არ გაჰყვებით ცოლად, მე კი ძალიან ახალგაზრდა
ვარ და არ მინდა თავის გაუბედურება.
950
– კარგი, საყვარელო, ჩემგან რას ელოდები?
– ერთადერთი იმას გთხოვთ, მარტოს ნუ დამტოვებთ
ლორდთან ამ საღამოს, შემპირდით და გამოვალ მასთან შე-
სახვედრად, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მას შემდეგ, რაც მოხდა,
ეს შესაძლებელია.
– გპირდები, – უთხრა მამიდამ, – სოფია, ხომ იცი, როგორ
მიყვარხარ და უარს ვერაფერზე გეტყვი. იცი ჩემი სისუსტეები,
მაგრამ მე ყოველთვის ასეთი არ ვიყავი, ძალიან ულმობელი
ვეგონე ყველას, კაცებს ვგულისხმობ, სასტიკ პარფენისას მე-
ძახდნენ. შენსავით ლამაზი არ ვყოფილვარ, მაგრამ რაღაცით
ერთმანეთს ვგავართ, ახლა ცოტა შევიცვალე. როგორც ციცე-
რონი ამბობს, სამეფოები და ქვეყნები განიცდიან ცვლილე-
ბებს და იგივე უნდა დაემართოს ადამიანის სხეულსაც.
შემდეგ ნახევარი საათი თავის თავზე ილაპარაკა, თავის სი-
სასტიკეზე და გულების დაპყრობაზე, ვიდრე მილორდი არ ეს-
ტუმრათ. ძალიან უღიმღამო საღამო გამოვიდა, მისის ვესტერ-
ნი არც ერთი წუთით არ გასულა ოთახიდან, ასე რომ, მილორ-
დი როგორც მამიდით, ისე ძმისწულით უკმაყოფილო წავიდა.
სოფიამ ისეთ კარგ გუნებაზე დააყენა მამიდა, ყველაფერზე და-
იყოლიებდა და შეთანხმდნენ, რომ ასეთ კადნიერ კაცთან ცო-
ტა დისტანციის დაცვა აჯობებდა.
სოფიამ სწორად მიმართული პირფერობით, რაშიც ვერა-
ვინ დაადანაშაულებს, შვება მოიპოვა, ყოველ შემთხვევაში, ის
საზიზღარი დღე როგორღაც გადააგორა. ახლა ჩვენს გმირს
ცოტა უკეთეს ვითარებაში ვტოვებთ და ჯონსს მივაკითხავთ,
რომელიც უკიდურესად შესაბრალის მდგომარეობაშია.

951
თავი 5
მისის მილერი და ნაითინგეილი ჯონსს
ციხეში მოინახულებენ

როგორც კი მისტერ ოლვორთი და მისი დისწული მისტერ


ვესტერნთან შესახვედრად წავიდნენ, მისის მილერმა გადაწ-
ყვიტა, სიძისთვის ჯონსის ამბავი ეცნობებინა და მასთან გაეშუ-
რა. ნაითინგეილმა უკვე ყველაფერი იცოდა პარტრიჯისგან.
ჯონსი ხომ მისის მილერისგან იმავე სახლში გადავიდა, სადაც
ნაითინგეილი დაბინავდა. მისის მილერს ქალიშვილი ძალიან
დამწუხრებული დახვდა, დედამ ის ცოტა დაამშვიდა და პირდა-
პირ გეითჰაუზში გაეშურა, სადაც მისტერ ნაითინგეილს უკვე
მიესწრო მისვლა.
ნამდვილი მეგობრის ერთგულება და თანადგომა ისეთი სა-
ნუგეშოა განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანისთვის, რომ თუ
განსაცდელი დროებითია და შვების მოპოვება დასაშვები,
დარდს თითქმის აბათილებს. ასეთი შემთხვევები არც იმდე-
ნად იშვიათი და ზედაპირულია, როგორც დაუდევარი დამ-
კვირვებლები აღნიშნავენ. სიმართლე ითქვას, თანაგრძნობის
უქონლობა არ უნდა მივაკუთვნოთ ჩვენს მთავარ ნაკლოვანე-
ბებს, ადამიანის ბუნების ყველაზე ბინძური შემადგენელი ნა-
წილი, ჩვენს ზნეს რომ ძირს უთხრის, შურია. ამიტომაა, იშვია-
თად აღვაპყრობთ თვალებს ზევით – ჩვენზე უკეთესებისკენ,
ღვარძლის გარეშე რომ შევხედოთ ჩვენზე გონიერებს და ჩვენ-
ზე ბედნიერებს, როცა ჩვენზე უბედურებს და შესაბრალისებს
ჩვეულებრივ სათანადო თანაგრძნობით დავხედავთ ხოლმე
ზემოდან. მართლაც, მეგობრობას ისე არაფერი ვნებს, რო-
გორც შური – საზარელი ბოროტება და მე, სამწუხაროდ, ძა-
ლიან ცოტას თუ ვიცნობ მისგან თავისუფალს.

952
ან ფორტუნა შეშფოთდა, რომ ჯონსი ვეღარ აიტანდა ამდენი
უბედურების სიმძიმეს და აღარ მიეცემოდა საშუალება, კიდევ
გაეწვალებინა, ან უბრალოდ შეარბილა მისდამი სიმკაცრე და
ისე აღარ აბეზრებდა თავს, რადგან ორი ერთგული მეგობარი
გამოუგზავნა და, რაც კიდევ უფრო იშვიათია, ერთგული მსა-
ხური. პარტრიჯს შეიძლება ბევრი ნაკლი ჰქონდა, ოღონდ უღა-
ლატო კაცი იყო, სიმხდალის გამო, ბატონის ნაცვლად სახ-
რჩობელაზე არ ავიდოდა, მაგრამ მას არასდიდებით არ უღა-
ლატებდა.
ვიდრე გახარებული ჯონსი მადლობას უხდიდა მეგობრებს
მონახულებისთვის, პარტრიჯმა ამბავი მოიტანა, მისტერ ფიც-
პატრიკი ჯერ კიდევ ცოცხალია, თუმცა ექიმი მისი გადარჩენის
იმედს არ იძლევაო. ეს რომ გაიგო, ჯონსმა ამოიოხრა, ნაითინ-
გეილმა კი უთხრა:
– ძვირფასო ტომ, ნუ დარდობ, რაც უნდა მოხდეს, საფრთხე
არ გემუქრება და სინდისიც დაიმშვიდე. თუ ის კაცი მოკვდება,
შენ ხომ იცი, რომ მხოლოდ თავს იცავდი ვიღაც შლეგისგან.
გამომძიებელი ამას ყველაფერს დაადგენს და შენც მალე გა-
მოგიშვებენ თავდებით. მართალია, გაგასამართლებენ, მაგ-
რამ ერთ შილინგად ბევრი დაგიდგება გვერდით.
– კარგი, გეყოფათ, ჯონს, – უთხრა მისის მილერმა, – ცხვი-
რი ნუ ჩამოუშვით. ვიცი, თქვენ არ დაიწყებდით ჩხუბს, მისტერ
ოლვორთისაც ასე ვუთხარი და სანამ არ დავარწმუნებ, არ მო-
ვეშვები.
ჯონსმა სევდიანად თქვა, რა ბედიც უნდა მელოდეს, კაცის
სისხლი რომ დავღვარე, მოსვენებას არ მომცემსო და დასძი-
ნა:– მაგრამ მე კიდევ ერთი უბედურება დამატყდა თავს, მისის
მილერ, ყველაზე ძვირფასი ადამიანი დავკარგე.
– ალბათ შეყვარებულს გულისხმობთ, – უთხრა მისის მი-
ლერმა, – მე უფრო მეტი ვიცი, ვიდრე თქვენ გგონიათ (რადგან
953
პარტრიჯმა ყველაფერი ჩაუკაკლა). გპირდებით, ყველაფერი
კარგად იქნება. ბლაიფილს არაფრის იმედი არ უნდა ჰქონდეს.
– ჩემო ძვირფასო მეგობარო, – თქვა ჯონსმა, – თქვენ არ
იცით, რაზე ვდარდობ და რომ იცოდეთ, დამეთანხმებოდით,
რომ ჩემი მდგომარეობა უსაშველოა. მე ბლაიფილი არ მაში-
ნებს, თვითონ გავიუბედურე თავი.
– ნუ წუხხართ, – უთხრა მისის მილერმა, – თქვენ ვერც კი
წარმოგიდგენიათ, რა შეუძლია ქალს. მე ყველაფერს გავაკე-
თებ თქვენს დასახმარებლად. ეს ჩემი ვალია. ჩემი ვაჟი, ნა-
ითინგეილიც ასე ფიქრობს. იქნებ მივიდე ლედისთან? თქვენს
სათქმელს ვეტყოდი.
– თქვენ საუკეთესო ქალი ხართ, – შესძახა ჯონსმა, – ვალ-
ზე ნუღარ მელაპარაკებით. ერთი სათხოვარი მაქვს, რომლის
შესრულებასაც ალბათ შეძლებთ. როგორც მივხვდი, გსმენი-
ათ ლედიზე (თუმცა არ ვიცი, ვისგან), ჩემი გული რომ ეკუთ-
ვნის და თუ მოახერხებთ, ეს გადასცეთ (ჯიბიდან ფურცელი
ამოიღო), თქვენი სიკეთე მარად მემახსოვრება.
– მომეცით, – უთხრა მისის მილერმა, – თუ დაღამებამდე
ლედის არ გადავცემ, ღმერთი გამიწყრეს! დამშვიდდით, კეთი-
ლო ადამიანო! ძველ შეცდომებზე დაფიქრდით და გარწმუ-
ნებთ, ყველაფერი კარგად იქნება, უსათუოდ გიხილავთ
თქვენს საყვარელ ქალთან გაბედნიერებულს, რომლის სილა-
მაზესაც ყველა ერთხმად აღიარებს.
– მადამ, – თქვა ჯონსმა, – მე ეს უბედური შემთხვევა არ მა-
ლაპარაკებს, მანამდეც უკვე გადავწყვიტე, ცხოვრების წესი შე-
მეცვალა და გააზრებული მქონდა ჩემი შეცდომები. გულით
ვწუხვარ, მყუდროება თუ დავარღვიე თქვენს სახლში, მე არ
ვარ თავზეხელაღებული კაცი, მართალია, დაუფიქრებლად
შევცოდე, მაგრამ ასეთ საქციელს არ ვამართლებ და აღარა-
სოდეს გავიმეორებ.
954
მისის მილერი კმაყოფილი ისმენდა ჯონსის სიტყვებს და
მის გულწრფელობაში ეჭვი არ ეპარებოდა. შემდგომ კეთილი
ქალი და ნაითინგეილი ერთობლივი ძალით ცდილობდნენ
ჯონსის გუნების გამოკეთებას და ბევრად უკეთეს განწყობაზე
დატოვეს, ვიდრე მათ სტუმრობამდე იყო. ჯონსს უხაროდა, მი-
სის მილერი სოფიას წერილს რომ გადასცემდა, რადგან შავმა
ჯორჯმა ბოლო წერილი როცა მიუტანა, უთხრა, სოფიამ მკაც-
რად გამაფრთხილა, პასუხი არ წამოიღოო. კიდევ იმან გაახა-
რა, მისტერ ოლვორთისთან თავდებად დაგიდგებიო, რომ შეჰ-
პირდა ის მართლაც უკეთილშობილესი ქალი.
წასვლისას (ნაითინგეილი ცოტა უფრო დიდხანს დარჩა)
ორივემ აღუთქვა ჯონსს, კიდევ გინახულებთო. მისის მილერი
იმედოვნებდა, რომ ლედისგან კარგ ამბავს მოიტანდა, მისტერ
ნაითინგეილი კი მისტერ ფიცპატრიკის მდგომარეობის გასა-
გებად და იმ უბედური შემთხვევის მოწმეების საძებნელად გა-
ეშურა.
მისის მილერი პირდაპირ სოფიას სანახავად გაემართა და
ჩვენც მას გავყვებით.

თავი 6
მისის მილერი სოფიას სტუმრობს

ახალგაზრდა ლედისთან შესვლა ძნელი არ აღმოჩნდა;


რადგან მას მამიდასთან უკვე ძალიან მეგობრული ურთიერ-
თობა ჰქონდა და ნებას რთავდნენ, ვინც სურდა, ის მიეღო.სო-
ფია იცვამდა, როცა მოახსენეს, ვიღაც ქალბატონს რომ მისი

955
ნახვა სურდა. ვინაიდან ქალებთან შეხვედრას არც უფრთხოდა
და არც ეკრძალვოდა, სოფიამ იმწამსვე მიიღო სტუმარი.
თავაზიანი მისალმების შემდეგ, ახალგაზრდა ლედიმ მისის
მილერს უთხრა:
– მადამ, არ მაქვს პატივი, გიცნობდეთ.
– არა, მადამ, – უპასუხა მისის მილერმა, – თქვენ მე არ
მიცნობთ და ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის, მაგრამ მიზეზს
რომ შეიტყობთ, იმედია...
– რამ შეგაწუხათ, მადამ? – ჰკითხა ცოტა აღელვებულმა
სოფიამ.
– ჩვენ მარტონი არ ვართ, მადამ, – ჩუმად უთხრა მისის მი-
ლერმა.
– ბეტი, დაგვტოვე, – თქვა სოფიამ.
ბეტი რომ გავიდა, მისის მილერმა სოფიას მიმართა:
– მადამ, მე ერთმა ძალიან უბედურმა ახალგაზრდა კაცმა
მთხოვა, თქვენთვის წერილი გადმომეცა.
სოფიამ ხელწერა იცნო, ფერი ეცვალა და ცოტა ხნის ყოყმა-
ნის შემდეგ უპასუხა:
– მადამ, ვერ წარმოვიდგენდი, თქვენი გარეგნობიდან გა-
მომდინარე, თუ ასეთ საქმეზე იქნებოდით მოსული... ვისგანაც
უნდა იყოს ეს წერილი, მე მას არ გავხსნი. არ მინდა უსაფუძ-
ვლო ეჭვი აღმეძრას, მე ხომ თქვენ სრულებით არ გიცნობთ.
– თუ კეთილს ინებებთ და მაცლით, მადამ, გეტყვით, ვინ
ვარ და როგორ აღმოჩნდა ჩემს ხელში ეს წერილი.
– არ მაინტერესებს, მადამ, და დაჟინებით მოვითხოვ, წე-
რილი მის ავტორს უკან დაუბრუნოთ.
მისის მილერი მუხლებზე დაემხო და ევედრებოდა, თანაგ-
რძნობა გამოეჩინა. სოფიამ ასე უთხრა:
– მადამ, ძალიან მაოცებთ, ასე რომ ზრუნავთ იმ ადამიანზე.
არ მინდა ვიფიქრო, მადამ...
956
– არა, – თქვა მისის მილერმა, თქვენ მხოლოდ სიმართლე
უნდა იცოდეთ. მე ყველაფერს გიამბობთ და აღარ გაგიკვირ-
დებათ, რატომ ვზრუნავ იმ ადამიანზე. ის ამქვეყნად ყველაზე
კეთილშობილი არსებაა, – და ახალგაზრდა ლედის მისტერ
ანდერსონის ამბავს მოუყვა, ბოლოს კი შესძახა, – აი, ასეთი
კეთილია, მაგრამ მე მეტი მიზეზი მაქვს, მისგან დავალებული
ვიყო. მან შვილი გადამირჩინა... – აქ მისის მილერს ცრემლი
წასკდა, ქალიშვილის ისტორიაც უამბო სოფიას და დასძინა, –
ახლა, მადამ, თავად განსაჯეთ, ამ საუკეთესო და უთბილეს
ადამიანს როგორ არ გადავუხადო სიკეთით.
აქამდე სოფია თანდათან ფითრდებოდა, მაგრამ მისის მი-
ლერმა თხრობა რომ დაასრულა, სახეზე ალმური აუვიდა და
წარმოთქვა:
– არ ვიცი, რა გითხრათ. რა თქმა უნდა, მადლიერება და-
საძრახი არ არის, მაგრამ თქვენს მეგობარს რას არგებს, მე
რომ ეს წერილი წავიკითხო, მე ხომ გადავწყვიტე, არასოდეს...
მისის მილერი ისევ მუხლებზე დაემხო და ეხვეწებოდა, მი-
უტევეთო, ისიც უთხრა, მე ამ წერილს უკან ვერ წავიღებო.
– ისე მაძალებთ, წინააღმდეგობის გაწევა მიჭირს. შეგიძ-
ლიათ დატოვოთ, მნიშვნელობა არა აქვს, წავიკითხავ თუ არა.
რა იგულისხმა სოფიამ ან საერთოდ თუ იგულისხმა რამე,
ვერ გეტყვით, მაგრამ მისის მილერმა მისი სიტყვები ქარაგ-
მულ ნათქვამად მიიღო და წერილი მაგიდაზე დატოვა. ვიდრე
წავიდოდა, სთხოვა, თუ შეიძლება, კიდევ მოვალო, რაზედაც
არც თანხმობა მიუღია და არც უარი.
წერილი მაგიდაზე მანამ იდო, სანამ მისის მილერი თვალს
არ მიეფარა, შემდეგ კი სოფიამ გახსნა და წაიკითხა.
ეს წერილი დიდად ვერ წაადგა ჩვენს გმირს, რადგან უმეტე-
სად აღსარებას, საკუთარი უღირსი თავის დადანაშაულებას,
სასოწარკვეთას და ერთგულების პირობას მოიცავდა. იმედს
957
გამოთქვამდა, რომ თუ ოდესმე პატივი ექნებოდა, ენახა, ყვე-
ლაფერს აუხსნიდა
სოფიას ლედი ბელასტონის წერილთან დაკავშირებით და
თუ ის არ გაამართლებდა, შეუნდობდა მაინც. ბოლოს ფიცით
დაუდასტურა, ლედი ბელასტონის ცოლად მოყვანა ფიქრადაც
არ გამივლიაო.
მართალია, სოფიამ ორჯერ წაიკითხა ეს წერილი, ჯონსი
ზუსტად რას გულისხმობდა, მისთვის მაინც ამოუხსნელი დარ-
ჩა. ვერც ვერაფერს მიაკვლია ისეთს, მისი საქციელი რომ გა-
ემართლებინა, ამიტომ ჯონსის მიმართ სიბრაზე არ განელე-
ბია. მართალია, ლედი ბელასტონმა სოფიას გულისწყრომის
დიდი ნაწილი მიისაკუთრა, მის სათნო გულში პატარა ადგილი
სხვისთვისაც დარჩენილიყო.
სამწუხაროდ, ის ქალბატონი მამიდა ვესტერნთან იყო სა-
დილად მიწვეული და შუადღისას ყველანი ერთად ჯერ ოპერა-
ში აპირებდნენ წასვლას, ოპერიდან კი ლედი ჰატჩითის დრამ-
ში. სოფია სიამოვნებით დარჩებოდა სახლში, მაგრამ მამიდის
განაწყენება არ უნდოდა, თავის მოავადმყოფების ეშმაკობას
რაც შეეხება, მისთვის ასეთი რამ უცხო იყო და არც უფიქრია.
სოფია გამოეწყო და ქვევით ჩავიდა, აპირებდა, მედგრად შეხ-
ვედროდა იმდღევანდელ უსიამოვნებებს და უსიამოვნებები
ნამდვილად ელოდა – ლედი ბელასტონი ხელიდან არ უშვებ-
და შესაძლებლობას, მისთვის ვითომდა თავაზიანად შეურაც-
ხყოფა არ მიეყენებინა, რაზედაც გულდამძიმებულ სოფიას პა-
სუხის გაცემა არ შეეძლო, სიმართლე რომ ითქვას, მოსწრებუ-
ლი პასუხების დიდი მოყვარული არც ყოფილა.
ახალგაზრდა ლედის კიდევ ერთი უსიამოვნება ელოდა და
ეს ლორდ ფელამარის საზოგადოებაში ყოფნა იყო. ლორდს
ოპერაში შეხვდა და მან დრამამდე მიაცილა. მართალია, ხალ-
ხმრავლობის გამო უჩვეულო ვერაფერი მოხდებოდა, თანაც
958
სოფია ოპერაში მუსიკამ გაართო, დრამში კი ბანქოს თამაშმა,
მაგრამ თავს მაინც უხერხულად გრძნობდა. ასეთ ქალებს რა-
ღაც სხვანაირი დელიკატურობა ახასიათებთ და უხერხულობა
ეუფლებათ იმ ადამიანების საზოგადოებაში, რომლებსაც მოს-
წონთ, თავად კი თვალში არ მოსდით.
უკვე ორჯერ ვახსენე დრამი, სიტყვა, რომელსაც მომავალი
თაობა სწორად ვერ გაიგებს და ამიტომ ერთი წუთით შევჩერ-
დებით, მისი მნიშვნელობა რომ აგიხსნათ.
დრამი ორივე სქესის კოხტად გამოპრანჭული წარმომად-
გენლების შეხვედრის ადგილია, უმეტესობა ბანქოს თამა-
შობს, დანარჩენები არაფერს არ აკეთებენ; სახლის მეპატრო-
ნეს თავი ისე უჭირავს, როგორც სასტუმროს დიასახლისს და,
უკანასკნელის არ იყოს, თავი მოაქვს სტუმრების რაოდენო-
ბით, მაგრამ, მისგან განსხვავებით, ამით ყოველთვის არ ხეი-
რობს.
რა გასაკვირია, რომ ასეთ მოსაწყენ ადგილას დიდი ძალის-
ხმევა იქნებოდა საჭირო სტუმრების გასამხიარულებლად, მა-
ღალი წრის წარმომადგენელები ხომ სულ მოწყენილობას
უჩივიან, განსაკუთრებით ყველაზე მაღალი წრისანი. სოფიას
მდგომარეობა კი მთლად უიმედო იყო, ძალიანაც ცდილობდა,
თავი ხალისიანად მოეჩვენებინა, მაგრამ მისი გონება სევდას
მოეცვა და მტანჯველი ფიქრები მოსვენებას არ აძლევდა.
დაღამდა, როგორც იქნა, სოფია შინ დაბრუნდა და თავი ბა-
ლიშზე დადო. ჩვენ ახლა ის უნდა დავტოვოთ, იქნებ ცოტა დამ-
შვიდდეს მაინც, რადგან ვშიშობთ, მოსვენებით მაინც ვერ მო-
ისვენებს და ჩვენს ისტორიას გავყვეთ, რომელიც, რაღაც ჩამ-
ჩურჩულებს ყურში, დიდ ამბებს გვპირდება.

959
თავი 7
მისტერ ოლვორთის და მისის მილერის
პათეტიკური საუბარი

მისტერ ოლვორთი სადილიდან რომ დაბრუნდა, მასსა და


მისის მილერს შორის ხანგრძლივი საუბარი გაიმართა. მისის
მილერმა აუწყა, ჯონსმა ყველაფერი დაკარგა, რაც თქვენ წას-
ვლისას უბოძეთო. თავად ეს ერთგული ჭორიკანა პარტრიჯის-
გან გაიგო. შემდეგ აუხსნა, რატომ იყო ჯონსისგან დავალებუ-
ლი, ოღონდ ქალიშვილის ამბავი ვრცლად არ მოუყოლია.
მართალია, მისტერ ოლვორთის ენდობოდა და არც იმის იმე-
დი ჰქონდა, რომ სამუდამოდ საიდუმლოდ დარჩებოდა მის-
თვის, მაინც საწყალი ნენსის ხათრით თავი შეიკავა და რო-
გორც უკანონო ბავშვის მკვლელობაში დადანაშაულებულმა
გოგომ, ფრთხილად აუარა გვერდი ამბის ერთ ნაწილს.
ოლვორთიმ უთხრა, ცოტა ვინმე თუ იქნება სრულიად
წყალწაღებული, სიკეთის ნატამალი რომ არ გააჩნდესო:
– მართალია, ვერ უარვყოფ, რომ თქვენ მისგან ნამდვი-
ლად დავალებული ბრძანდებით, მაგრამ დაჟინებით გთხოვთ,
მისი სახელი აღარ მიხსენოთ, რადგან მე გადაწყვეტილება ძა-
ლიან უტყუარი სამხილის საფუძველზე მივიღე.
– კეთილი, სერ, – უთხრა მისის მილერმა, – მაგრამ მე
დარწმუნებული ვარ, დრო მოვა, თქვენ სიმართლეს შეიტყობთ
და მიხვდებით, რომ ეს ახალგაზრდა კაცი ბევრად მეტს იმსა-
ხურებს, ვიდრე ზოგიერთი თქვენი ნათესავი, რომელსაც არ
დავასახელებ.
– მადამ, – შესძახა ცოტა გაღიზიანებულმა ოლვორთიმ, –
არ მაქვს სურვილი, ჩემს დისწულზე თქვენი კრიტიკა მოვისმი-
ნო და თუ კიდევ აპირებთ რამის თქმას, ახლავე წავალ ამ
სახლიდან. ის ყველაზე ღირსეული ახალგაზრდა კაცია, რაც
960
არაერთხელ მითქვამს და ამ არარაობას ისე დიდხანს გაუწია
მეგობრობა და იმდენ ხანს მალავდა მის ვერაგობას, შეიძლე-
ბა დავადანაშაულო კიდეც. ყველაზე მეტად სწორედ ასეთი
უმადურობისთვის მეზიზღება ის არაკაცი და მაქვს მიზეზი, ვი-
ფიქრო, ჩემი დისწულის წინააღმდეგ მზაკვრული გეგმა ჰქონ-
და, მემკვიდრეობა რომ წაერთმია.
– დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, სერ, – უპასუხა ცოტა
დამფრთხალმა მისის მილერმა (რადგან, მართალია, მისტერ
ოლვორთიმ ტკბილად იცოდა გაღიმება, წარბებს თუ შეიჭმუხ-
ნიდა, საშიში შესახედავი ხდებოდა) – არასოდეს ვილაპარაკებ
იმ ჯენტლმენის საწინააღმდეგოდ, რომელიც თქვენ ასე მოგ-
წონთ, ეს არ მჩვევია, განსაკუთრებით, როცა საქმე თქვენს ახ-
ლო ნათესავს ეხება, მაგრამ ნუ გამიბრაზდებით, თუ საწყალი
კაცის მიმართ კეთილგანწყობილი ვიქნები. საწყალს ახლა ვუ-
წოდებ, თუმცა ადრე ასე უპატივცემულოდ რომ მეხსენებინა,
თავად დამტუქსავდით. რამდენჯერ გამიგონია, შვილად რომ
მოიხსენიებდით, მშობლის სიყვარულით მიყვებოდით ხოლმე
მის ამბებს. არა, სერ, მე ვერ დავივიწყებ იმ სათუთ სიტყვებს.
რამდენი მომისმენია მის მომხიბვლელობასა და ღირსებებზე,
მის კეთილ ბუნებასა და სულგრძელობაზე. ნამდვილად ვერ
დავივიწყებ, რადგან დავრწმუნდი, სიმართლე ყოფილა. ჩემს
თავზე გამოვცადე ყველაფერი, მან ოჯახი გადამირჩინა. მაპა-
ტიეთ, თუ ვტირი, მაგრამ რომ წარმოვიდგენ, ბედმა როგორ
დაჩაგრა საწყალი ადამიანი, რომლისგანაც დავალებული
ვარ, გული მტკივა. როცა ვფიქრობ, როგორ განიცადა, თქვენი
კეთილგანწყობა რომ დაკარგა, რასაც სიცოცხლეზე მეტად
აფასებდა, ძალიან მებრალება. ამ წუთს ხანჯალი რომ გეპ-
ყრათ ხელთ და მემუქრებოდეთ, მაინც ვიდარდებ იმ კეთილ
ადამიანზე, რომელიც თქვენ ერთ დროს გიყვარდათ, მე კი მუ-
დამ მეყვარება.
961
ოლვორთი ამ სიტყვებმა აშკარად შეძრა და თითქოს ისეთი
გაბრაზებული აღარ ჩანდა, ცოტა ხნის დუმილის შემდეგ კი ძა-
ლიან გულისხმიერად უთხრა:
– მოდით, მადამ, ახლა თქვენს ქალიშვილზე ვისაუბროთ.
არ გაგამტყუნებთ, ასე რომ გიხარიათ შვილის გათხოვება,
რადგან მისთვის ეს პარტია ძალიან ხელსაყრელია, ოღონდ
საბოლოოდ რამდენად ხელსაყრელი გამოდგება, მამის თან-
ხმობაზეა დამოკიდებული. მე კარგად ვიცნობ მისტერ ნაითინ-
გეილს, ამ დღეებში ვესტუმრები და შევეცდები, რამით დაგეხ-
მაროთ. ანგარებიანი კაცია, მაგრამ ვინაიდან თქვენი სიძე მი-
სი ერთადერთი ვაჟია და საქმესაც აღარაფერი ეშველება, ცო-
ტა დრო რომ გაივლის, შეიძლება უფრო საღად შეხედოს ამ ამ-
ბავს. ყოველ შემთხვევაში, მე რაც შემეძლება, ყველაფერს გა-
ვაკეთებ.
ქალმა ოლვორთის კეთილი და სულგრძელი შემოთავაზე-
ბისთვის უღრმესი მადლობა გადაუხადა, მაგრამ თავი ვერ შე-
იკავა და ჯონსიც დიდი მადლიერებით მოიხსენია:
– მისი დამსახურებაა, რისთვისაც თქვენ ახლა წუხდებით,
სერ.
ოლვორთიმ ნაზად შეაწყვეტინა. ის იმდენად გულთბილი
კაცი იყო, ქალისგან მადლიერების ასეთ გულმხურვალე გა-
მოვლენას არ იწყენდა და იმ ახალ უბედურ შემთხვევას რომ
თავიდან არ გაეღიზიანებინა, შეიძლება ბრაზიც ცოტა განელე-
ბოდა, რადგან ისეთი ამბები მოისმინა, სამდურავს თავად ბო-
როტებაც ვერ გამოუჩხრეკდა.
მისის მილერისა და მისტერ ოლვორთის საუბარმა საათზე
მეტხანს გასტანა, ვიდრე ბლაიფილი არ დაბრუნდა და ვიღაც
არ მოიყვანა. ის ვიღაც ადვოკატი მისტერ დაულინგი აღმოჩ-
ნდა, რომელმაც დისწულს თავი ისე მოაწონა. ბლაიფილის
სურვილით, ოლვორთიმ საქმეთა მმართველად დანიშნა და
962
მისტერ ვესტერნთანაც გაუწია რეკომენდაცია. სკვაირი შეჰ-
პირდა, როგორც კი ადგილი გამითავისუფლდება, დაულინგს
ავიყვანო, მანამდე კი ეს უკანასკნელი ოლვორთიმ დაიქირავა
ლონდონში გირაოს საქმის საწარმოებლად.
სწორედ ამიტომ იყო ჩამოსული ლონდონში დაულინგი,
ოლვორთისთვის რაღაც თანხა უნდა გადაეცა და საქმის ვითა-
რება ეცნობებინა, მაგრამ ვინაიდან ეს ძალიან მოსაწყენი მო-
საყოლია, ჩვენს ისტორიაში ადგილს არ დავუთმობთ.

თავი 8
მოიცავს სხვადასხვა ამბავს

ვიდრე ჯონსთან დავბრუნდებით, სოფიას შევავლებთ


თვალს.
მართალია, როგორც უკვე მოგახსენეთ, სოფიამ ტკბილი
სიტყვით მამიდას გუნება გამოუკეთა, მაგრამ ლორდი ფელა-
მარი თავიდან ვერ ამოუგდო. ლორდთან დანათესავების
მწველ სურვილს მას ლედი ბელასტონი კიდევ უფრო უღვივებ-
და, წინა საღამოს უთხრა, ქორწილის გადადება ძალიან სახი-
ფათოა, წარმატების მისაღწევად რაც შეიძლება სწრაფად უნ-
და მოხდეს ყველაფერი, სოფიამ გონს მოსვლაც რომ ვერ მო-
ასწროს, დიდებულთა შორის ნახევარზე მეტი ხომ ასე თხოვ-
დებაო, რაც სრული სიმართლეა და კარგად ხსნის ჩვენი დრო-
ის უამრავი ბედნიერი წყვილის ორმხრივ კეთილგანწყობას.
ლედი ბელასტონმა ლორდ ფელამარსაც გადაუკრა სიტყვა
ამავე საკითხზე. ორივე მხარემ მოიწონა რჩევა და ლორდის
თხოვნით, შეხვედრა მეორე დღესვე დანიშნეს, რაც მისის ვეს-
963
ტერნმა ძალიან კატეგორიული ტონით ამცნო სოფიას და მას
შემდეგ, რაც ყველა შესაძლო გზა მოსინჯა უარის სათქმელად,
ახალგაზრდა ლედიმ ბოლოს თანხმობა განაცხადა, მის უგა-
ნათლებულესობას შეხვედროდა.
ვინაიდან ამ ყაიდის საუბრები დიდად გასართობი არ არის,
იმედია, არ დაგვძრახავთ, მთლიანად თუ არ მოგაწვდით.
ლორდი უჩუმრად მჯდარ და აწითლებულ სოფიას დიდხანს
ეფიცებოდა წრფელ სიყვარულს, ბოლოს სოფიამაც ძალა მო-
იკრიბა და აკანკალებული ხმით უთხრა:
– მილორდ, ალბათ თავადაც ხვდებით, რომ თქვენი საქ-
ციელი არ შეესაბამება წარმოთქმულ სიტყვებს.
– ნუთუ ვერანაირად ვერ გამოვისყიდი იმ გაშმაგებას? –
ჰკითხა ლორდმა, – ალბათ მიხვდებოდით, რომ სიყვარულმა
ამირია გონება.
– მილორდ, თქვენ შეგიძლიათ დამიმტკიცოთ სიყვარული
და მე ამისთვის ძალიან მადლობელი ვიქნები.
– მითხარით, როგორ შემიძლია დაგიმტკიცოთ, – მგზნება-
რედ უთხრა ლორდმა.
– მილორდ, – თქვა სოფიამ და მარაოს დახედა, – ალბათ
ხვდებით, როგორ მაცბუნებს თქვენი მოჩვენებითი გრძნობე-
ბი.
– რა სისასტიკეა, როგორ შეგიძლიათ, ჩემს გრძნობებს
მოჩვენებითი უწოდოთ?
– დიახ, სიყვარულში როცა უტყდები ადამიანს და მას მოს-
ვენებას არ აძლევ, გრძნობა შეურაცხმყოფელი და მოჩვენები-
თია. ჩემთვის ეს დევნა ძალიან მტანჯველია, ჩემი უბედური
მდგომარეობით სარგებლობაა და სხვა არაფერი.
– ყველაზე ლამაზო და მომხიბვლელო, ნუ მადანაშაულე-
ბთ, – შესძახა ლორდმა, – მე მხოლოდ თქვენს ღირსებაზე
ვფიქრობ და, მართალია, არც იმედი მაქვს და არც ამბიცია,
964
თქვენ ფერხთით მინდა დავაწყო ჩემი ღირსება, ქონება და ყვე-
ლაფერი, რაც გამაჩნია.
– მილორდ, ქონება და ღირსება განიჭებთ უპირატესობას,
რომელმაც ჩემი ნათესავები აცდუნა, მაგრამ მე მათ მიმართ
გულგრილი ვარ. თუ თქვენს უგანათლებულესობას სურს, მისი
მადლიერი დავრჩე, ამისთვის მხოლოდ ერთი გზა არსებობს.
– მომიტევეთ, ღვთიურო არსებავ, ეს შეუძლებელია, რად-
გან თქვენთვის ყველაფერს ვიღონებ, მაგრამ ეს ჩემი ვალია
და ისეთ სიამოვნებას მომანიჭებს, რომ თქვენი მხრიდან მად-
ლიერება სრულიად ზედმეტი იქნება.
– მილორდ, მე ნამდვილად მადლიერი ვიქნები და თქვენი
კეთილშობილი ბუნება გაგიადვილებთ, შემისრულოთ ერთი
სათხოვარი: ძალიან გთხოვთ, შეწყვიტეთ ჩემი დევნა, რადგან
ის წარმატებით არასოდეს არ დასრულდება. თქვენ ხომ ისეთი
დიდსულოვანი ხართ, რომ უბედური გოგოს წვალება სიამოვ-
ნებას არ მოგგვრით? განა თქვენთვისაც უხერხული არ იქნება,
დაჟინების მიუხედავად, საწადელს მაინც ვერ მიაღწიოთ, რად-
გან გეფიცებით ჩემს ღირსებას და ჩემს სულს, ვერასოდეს მი-
აღწევთ.
ლორდმა ღრმად ამოიოხრა და თქვა:
– მადამ, რა სამწუხაროა, რომ თქვენ თურმე ასე გძულ-
ვართ ან, მომიტევეთ, ამას რომ ვამბობ, იქნებ სხვა ადამიანი
არსებობს...
აქ ცოტა შეყოყმანდა, მაგრამ სოფიამ თამამად უთხრა:
– მილორდ, მე არ ვარ ვალდებული, მიზეზი მოგახსენოთ.
მადლიერი ვარ თქვენი უგანათლებულესობის წინადადებით,
რომლის ღირსი თავი არ მგონია და ჩემს მოლოდინს გადაა-
ჭარბა, მაგრამ ვიმედოვნებ, დაჟინებით არ მომთხოვთ მიზეზის
დასახელებას, როცა უკვე გითხარით, რომ არ შემიძლია.
ლორდმა რაღაც გრძელი სიტყვით უპასუხა, ჩვენ რომ კარგ-
965
ად ვერ გავიგეთ და მგონი, საღ აზრთან და გრამატიკასთან შე-
უსაბამო უნდა ყოფილიყო. ემოციური ლაპარაკი ასე დაასრუ-
ლა, თუ თქვენ უკვე დაგნიშნათ სხვა ჯენტლმენმა, მაშინ მე,
როგორი სამწუხაროც უნდა იყოს, თავს დაგანებებთო. შეიძ-
ლება ლორდმა სიტყვა „ჯენტლმენს“ ცოტა მეტად გაუსვა ხაზი,
თორემ სხვაგვარად ახალგაზრდა ლედის გაბრაზებულ პასუხს
ვერ ავხსნით.
და როცა სოფია ჩვეულებრივზე ცოტა ხმამაღლა ალაპა-
რაკდა, ოთახში მისის ვესტერნი შემოვიდა, ლოყები უღაჟღა-
ჟებდა და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.
– მრცხვენია, მილორდ, – თქვა მისის ვესტერნმა, – ასეთი
მიღება რომ მოგიწყვეთ. გარწმუნებთ, ჩვენთვის დიდი პატივია
თქვენი სტუმრობა. თქვენ კი, მის ვესტერნ, გეტყვით, რომ ოჯა-
ხი თქვენგან სხვაგვარ მოქცევას ელოდა.
ლორდმა სცადა, ახალგაზრდა ლედის გამოჰქომაგებოდა,
მაგრამ მამიდა თავისას განაგრძობდა, ვიდრე სოფიამ ცხვირ-
სახოცი არ ამოიღო და გულსაკლავად არ აქვითინდა.
ამის შემდეგ ლორდმა მისის ვესტერნს დარდი გაუზიარა,
მან კი დაარწმუნა, რომ ძმისწულისგან სასურველ თანხმობას
აუცილებლად მიიღებდა.
– მილორდ, გოგონა სულელურად აღზარდეს, რაც არც მის
გვარიშვილობას შეესაბამება და არც ქონებას. ყველაფერი ჩე-
მი ძმის ბრალია. სოფიას გულუბრყვილო, სოფლური წარმოდ-
გენა აქვს სიმორცხვეზე. მილორდ, დარწმუნებული ვარ, ჩემი
შეგონებით თანდაყოლილი საღი აზრი გაიმარჯვებს.
ბოლო სიტყვები მისის ვეტერნმა ძმისწულის გასვლის შემ-
დეგ წარმოთქვა. სოფიამ ცოტა ხნით ადრე დატოვა ოთახი და
ასეთი გაბრაზებული ცხოვრებაში არ ყოფილა. მისმა უგანათ-
ლებულესობამ დიდი მადლობა გადაუხადა მისის ვესტერნს,
დაარწმუნა, რომ ჩემს მწველ გრძნობას ვერაფერი ჩაკლავსო
966
და წავიდა. ვიდრე მისის ვესტერნს და სოფიას დავუბრუნდე-
ბით, ერთ უსიამოვნო შემთხვევაზე უნდა მოგიყვეთ, რამაც მი-
სის ვესტერნი ასე გააცეცხლა.
მკითხველს ემახსოვრება, რომ სოფიას ახლანდელი მოახ-
ლე ლედი ბელასტონის რეკომენდაციით მოხვდა მათთან და
ადრე მისივე მოახლე გახლდათ. ბეტი გონიერი გოგო იყო და
ამიტომ ლედიმ დაავალა, თვალყური ედევნებინა ახალგაზ-
რდა ლედისთვის. ეს დავალება ბეტის, სამწუხაროდ, ონორმა
გადასცა, რომელიც ლედიმ ისე მოთაფლა, სოფიას მიმართ
ძველი სიყვარული სულ გაუქრა და ახლა ახალი ქალბატონი
შეიყვარა მთელი გულით.
ერთი სიტყვით, როგორც კი მისის მილერი წავიდა, ბეტი
სოფიას ოთახში შებრუნდა და დაინახა, რომ ის წერილს კით-
ხულობდა. ბეტიმ შენიშნა, სოფია ძალიან აღელვებული რომ
იყო და ეჭვი დაუდასტურდა, თუმცა ამ ეჭვისთვის უფრო საფუძ-
ვლიანი მიზეზი ჰქონდა, მან ხომ მისის მილერის და სოფიას
მთელი საუბარი მოისმინა.
მოახლემ ყველაფერი მისის ვესტერნს უამბო და მას შემ-
დეგ, რაც ერთგულებისთვის დაასაჩუქრეს, ბრძანება მიიღო,
თუ ის ქალი კიდევ მოიტანდა წერილს, პირდაპირ მისის ვეს-
ტერნთან შეეყვანა.
სამწუხაროდ, მისის მილერი სწორედ მაშინ დაბრუნდა, რო-
ცა სოფია მის უგანათლებულესობას ესაუბრებოდა. ბეტიმ მი-
სის მილერი, ბრძანების თანახმად, მისის ვესტერნის ოთახში
შეიყვანა, ხოლო მან საწყალი ქალი დაარწმუნა, თითქოს სო-
ფიამ ყველაფერი უამბო და გამოსტყუა, ჯონსის და წერილის
შესახებ რაც კი იცოდა.
მისის მილერი ძალიან უბრალო ქალი იყო და რასაც ეტ-
ყოდნენ, იჯერებდა. ასე დააფქვევინა მას მისის ვესტერნმა არ-
ცთუ ისე ბევრი, მაგრამ სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ
967
ეჭვი აეღო. მისის მილერი მალევე გაისტუმრა, სოფიას თქვენი
ნახვა არ შეუძლია და არც წერილზე პასუხის გაცემას არ აპი-
რებსო, გამომშვიდობებისას კი სიამოვნებით წაუკითხა ლექ-
ცია იმ სამსახურის სარგებლიანობაზე, რომელსაც სახელად
უკეთესს ვერაფერს უწოდებდა, თუ არა მაჭანკლობას.
ამ აღმოჩენამ მისის ვესტერნს ძალიან წაუხდინა გუნება,
შემდეგ ყური მოჰკრა, სოფია როგორ ეწინააღმდეგებოდა
ლორდის არშიყობას და გაცეცხლებული შევარდა ოთახში,
რაც უკვე მოგიყევით.
ლორდი რომ წავიდა, მისის ვესტერნი სოფიასთან შებრუნ-
და და ნდობის ავად გამოყენებისთვის ძალიან მკაცრად და-
ტუქსა, როგორ აგრძელებ ჩუმად ურთიერთობას კაცთან, რო-
ცა შემომფიცე, მის სახელს აღარ ახსენებდიო. სოფია შეეპასუ-
ხა, იმ კაცთან არავითარი ურთიერთობა აღარ მაქვსო.
– ესე იგი, მის ვესტერნ, უარყოფთ, რომ გუშინ მისგან წერი-
ლი მიიღეთ?
– წერილი, მადამ? – გაიკვირვა სოფიამ.
– სიტყვების გამეორება კარგ აღზრდაზე არ მეტყველებს,
მის, დიახ, წერილი, რომელიც უნდა მაჩვენოთ!
– მე ტყუილი მეზიზღება, მადამ, – თქვა სოფიამ, – წერილი
მართლა მივიღე, ოღონდ ჩემი სურვილის წინააღმდეგ ან, უფ-
რო სწორად, ჩემი თანხმობის გარეშე.
– როგორ არ გრცხვენია ამის აღიარება?! სად არის წერი-
ლი? უნდა ვნახო.
სოფიამ უთხრა, წერილი ჯიბეში არ მიდევსო, რაც სიმარ-
თლე იყო. ამის შემდეგ მისის ვესტერნმა, რომელსაც უკვე სა-
ბოლოოდ ამოსწურვოდა მოთმინება, ძმისწულს ერთი მოკლე
კითხვა დაუსვა, ლორდ ფელამარს ცოლად გაჰყვები თუ არაო,
რაზედაც მტკიცე უარი მიიღო. მაშინ მისის ვესტერნმა დაიფი-
ცა, ხვალვე მამაშენს ჩაგაბარებო.
968
სოფიამ სცადა, მამიდა დაეყოლიებინა და ასე უთხრა:
– მადამ, რატომ გინდათ, ძალით გამათხოვოთ? წარმოიდ-
გინეთ, რა სისასტიკე იქნებოდა, თქვენს მშობლებს ლმობიე-
რება რომ არ გამოეჩინათ. მე რა დავაშავე ისეთი, რომ უარის
თქმის უფლება ჩამომართვეს? არასოდეს გავთხოვდები მამის
თანხმობის გარეშე და თქვენ დაუკითხავად... და თუ ჩემი არ-
ჩევანი არც ერთისთვის მისაღები არ იქნება, კიდევ გექნებათ
დრო, სხვა ვინმე მომახვიოთ თავს.
– როგორ შეიძლება მოთმინებით ვისმენდე ამას გოგოს-
გან, – შესძახა მისის ვესტერნმა, – რომელსაც ჯიბეში მკვლე-
ლის წერილი უდევს?!
– არავითარი წერილი არ მიდევს ჯიბეში, – უთხრა სოფიამ,
– და ის თუ მართლაც მკვლელია, მალე აღარ შეგვაწუხებს.
– მის ვესტერნ, – თქვა მამიდამ, – ასე როგორ ლაპარაკობ,
ნუთუ არ გერიდება, ნაძირალა რომ გიყვარს?
– მართლაც რაღაც უცნაურად იგებთ ჩემს სიტყვებს, – უთ-
ხრა სოფიამ.
– მის ვესტერნ, ეს ყოვლად აუტანელია, ეტყობა, მამისგან
ისწავლე, ეტყობა, მან გასწავლა, როგორ მომატყუო! მისი აღ-
ზრდის მცდარი მეთოდის ბრალია ყველაფერი და თავად მო-
იმკის ნაყოფს. ერთხელ კიდევ გიმეორებ, ხვალიდან მამასთან
გაბრუნებ. ჩემი ჯარი გამყავს და პრუსიელი ჭკვიანი მეფესა-
ვით, ნეიტრალიტეტს ვინარჩუნებ. თქვენ ორივენი მეტისმეტად
გონიერები აღმოჩნდით სამართავად, ასე რომ, გაემზადე,
ხვალ ამ სახლს ტოვებ.
სოფიამ შეპასუხება სცადა, მაგრამ მამიდას მისი სიტყვები
აღარ ესმოდა. ასეთ მდგომარეობაში უნდა დავტოვოთ, რად-
გან დიდი იმედი არ გვაქვს, სოფიამ გადაათქმევინოს

969
თავი 10
რა შეემთხვა მისტერ ჯონსს ციხეში

ვიდრე ნაითინგეილი დაბრუნდებოდა, სევდიანი ფიქრებით


მოცულმა ჯონსმა ოცდაოთხი საათი სიმარტოვეში გაატარა,
მხოლოდ პარტრიჯი ანუგეშებდა დროდადრო. ნაითინგეილმა,
ამ ღირსეულმა ახალგაზრდა კაცმა, არათუ მეგობარი არ მი-
ატოვა, მთელი დღე მის სამსახურში გაატარა.
ხალხში გაიკითხ-გამოიკითხა და გაიგო, რომ იმ სავალა-
ლო შემთხვევის მოწმეები სამხედრო გემის ეკიპაჟის წევრები
იყვნენ. დეპტფორში მივიდა, სადაც გემი იდგა და იქ შეიტყო,
რომ მეზღვაურები ნაპირზე ჩასულიყვნენ. როგორც იქნა, ორ
მათგანს მიაკვლია ოლდერსგეითის მახლობლად ტავერნაში,
სადაც კიდევ ვიღაც მესამე პირიც ახლდათ.
ნაითინგეილს პირისპირ უნდოდა ჯონსთან დალაპარაკება
და პარტრიჯი რომ გავიდა, ხელი ჩასჭიდა და უთხრა:
– ჩემო მამაცო მეგობარო, ეცადე, გულთან ახლოს არ მი-
იტანო, რასაც ახლა გეტყვი... ვწუხვარ, ცუდი ამბავი მოგიტანე,
მაგრამ ჩემი ვალია, გითხრა.
– უკვე ვხვდები, – მიუგო ჯონსმა, – ალბათ ის საწყალი მოკ-
ვდა.
– იმედია, არ მომკვდარა, ამ დილით ცოცხალი იყო, – უთ-
ხრა ნაითინგეილმა, – თუმცა ვერ გაგახარებ, ამბობენ, ჭრი-
ლობა სასიკვდილოაო. მაგრამ ყველაფერი ისე რომ იყოს,
როგორც შენ ჰყვები, მხოლოდ სინდისის ქენჯნის უნდა გეში-
ნოდეს. ტომ, გთხოვ, მეგობარს გაანდე, თუ რამ უარესი მოხ-
და, თორემ საკუთარ თავს დააზარალებ.
– ძვირფასო ჯეკ, განა ოდესმე მოგეცი მიზეზი ასეთი ულმო-
ბელი ეჭვისთვის?
– მაცალე, – უთხრა ნაითინგეილმა, – ყველაფერს მოგიყვ-
970
ები. როცა გავიკითხე, იმ უბედური შემთხვევის ორ მოწმეს მი-
ვაგენი და ვწუხვარ, ამას რომ გეუბნები, მაგრამ ისინი შენ სა-
წინააღმდეგოდ ლაპარაკობენ.
– და რას ამბობენ?
– ასე ამბობენ, შორს ვიდექით, საუბარი არ გვესმოდა, მაგ-
რამ პირველმა ჯონსმა დაარტყაო.
– გეფიცები, ცილს მწამებენ, პირველმა მან დამარტყა და
თან უმიზეზოდ. რაში სჭირდებათ იმ არამზადებს ჩემი დადანა-
შაულება?
– ეგ არ ვიცი, – უთხრა ნაითინგეილმა, – თუ შენ და შენს
გულითად მეგობარს არ გვესმის, რა მიზეზი უნდა ჰქონდეთ,
მაშინ მიუკერძოებელი მოსამართლე რატომ არ დაიჯერებს
მათ ნათქვამს? კითხვა რამდენჯერმე გავუმეორე, კიდევ ერთი
ჯენტლმენი ესწრებოდა, მეგობრულად ჩანდა შენდამი განწყო-
ბილი და სთხოვა მათ, გაითვალისწინეთ, რომ კაცის სიცოც-
ხლეა თქვენს ჩვენებაზე დამოკიდებულიო. მეც მინდოდა დამე-
ზუსტებინა, რამდენად იყვნენ დარწმუნებული და მითხრეს,
დარწმუნებული ვართ და დავიფიცებთ კიდეცო. ღვთის გული-
სათვის, კარგად გაიხსენე, თორემ თუ ეს ფაქტი დადასტურდა,
დროულად უნდა მოიფიქრო, როგორ გადაირჩინო თავი. არ
მინდა შეგაშინო, მაგრამ ხომ იცი, კანონი რა მკაცრია, მხო-
ლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა ვერ გაგამართლებს.
– ეჰ, მეგობარო, – შესძახა ჯონსმა, – ჩემისთანა გარეწარი
რატომ უნდა გადარჩეს? როგორ ფიქრობ, მკვლელის სახე-
ლით ცხოვრება მინდა? მეგობრები რომ მყოლოდა (სამწუხა-
როდ, არ მყავს), გგონია, ვთხოვდი, ელაპარაკათ იმ კაცის და-
საცავად, რომელმაც უსაძაგლესი დანაშაული ჩაიდინა? დამი-
ჯერე, არაფრის იმედი არ მაქვს, მხოლოდ ყველაზე დიდი მსა-
ჯულის, და თუ ვიმსახურებ, ის დამიცავს. ბოლოს საზეიმოდ და
მგზნებარედ განაცხადა, ჩემი პირველი ჩვენება სიმართლეაო.
971
ნაითინგეილს მეგობრის მიმართ, ცოტა არ იყოს, შერყეუ-
ლი რწმენა ისევ აღუდგა. ამ დროს მისის მილერი შემოვიდა და
სოფიასგან სამწუხარო ამბავი მოიტანა. ჯონსმა ლამის ჰეროი-
კულად შესძახა:
– მე აღარ მადარდებს, რა მომივა, ყოველ შემთხვევაში,
სიკვდილი არ მადარდებს, ღმერთს სურს, დაღვრილი სის-
ხლისთვის მაზღვევინოს, მაგრამ ვიმედოვნებ, ოდესმე ღვთა-
ებრივი სამართალი ჩემს ღირსებას ლაქას ჩამორეცხავს და
მომაკვდავი კაცის სიტყვებს მაინც დაიჯერებენ.
ძალიან ნაღვლიანი სცენა იყო და ალბათ ცოტას თუ მოუნ-
დება, აღვწერო ან დაწვრილებით გადმოვცე პატიმრის და მისი
მეგობრების შემდგომი საუბარი, ამიტომ გადავალთ იმ ამბავ-
ზე, ციხის ზედამხედველი რომ შემოვიდა და ჯონსს უთხრა, ვი-
ღაც ლედის თქვენთან დალაპარაკება სურსო.
ჯონსი გაოცდა, ვერ წარმომიდგენია, აქ ვის შეიძლება ვე-
ლოდოო, მაგრამ უარი არ შეუთვლია და მისის მილერი და ნა-
ითინგეილი რომ გავიდნენ, ზედამხედველს ქალბატონის შე-
მოყვანა სთხოვა.
თუ ვიღაც ლედის ვიზიტი გაუკვირდა ჯონსს, წარმოიდგი-
ნეთ, როგორ გაოცდებოდა, როცა ეს ლედი მისის უოთერსი
აღმოჩნდა! ასე გაოცებულს დავტოვებთ მას ცოტა ხნით და
მკითხველს წავეშველებით, რომელიც ლედის გამოჩენამ ალ-
ბათ არანაკლებ გააოცა.
ვინ იყო მისის უოთერსი, მკითხველმა მშვენივრად იცის და
რაც იყო, ამასაც შეიტყობს, მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ
ეპტონიდან ეს ქალბატონი მისტერ ფიცპატრიკთან და მეორე
ირლანდიელ ჯენტლმენთან ერთად ეტლით ბატში გაემგზავ-
რა.
მისტერ ფიცპატრიკს ცოლის ადგილი ვაკანტური ჰქონდა,
რადგან მოვალეობის შემსრულებელი გადადგა ან, ყოველ
972
შემთხვევაში, თავისი თანამდებობა მიატოვა. გზაში მისტერ
ფიცპატრიკმა კარგად შეათვალიერა მისის უოთერსი და ამ
თანამდებობისთვის შესაფერისად მიიჩნია. ბატში რომ ჩავიდ-
ნენ, ვაკანტური ადგილი შესთავაზა და ქალმაც უყოყმანოდ მი-
იღო. ბატშიც ცოლ-ქმარივით ცხოვრობდნენ და ლონდონშიც
როგორც ცოლ-ქმარი, ისე ჩავიდნენ.
ძნელი სათქმელია, ფიცპატრიკი იყო იმდენად ჭკვიანი კა-
ცი, რომ ერთს არ შეელეოდა, ვიდრე მეორეს არ დაიზღვევდა
თუ მისის უოთერსი აუდიოდა ისე კარგად თავის საქმეს, რომ
მას, სავარაუდოდ, უფროსის ადგილს შეუნარჩუნებდნენ,
ცოლს კი (როგორც ხშირად ხდება ხოლმე) მხოლოდ მოადგი-
ლის, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მისტერ ფიცპატრიკს ერ-
თხელაც არ უხსენებია არც ცოლი და არც მისის ვესტერნის მი-
ცემული წერილი, გადაკვრითაც არ უთქვამს, ცოლის დაბრუ-
ნებას რომ აპირებდა და, მით უმეტეს, ჯონსის სახელი ხომ არა-
სოდეს დასცდენია პირიდან. მართალია, გადაწყვეტილი ჰქონ-
და, ჯონსს სადაც ნახავდა, დუელში გამოიწვევდა, ვიღაც წინ-
დახედული კაცების მიბაძვით არ ფიქრობდა, რომ ასეთ დროს
საუკეთესო სეკუნდანტი ცოლი, დედა, და ან ოჯახის რომელიმე
წევრია. ამიტომ მისის უოთერსმა ყველაფერი მხოლოდ მაშინ
შეიტყო, როცა დაჭრილი ფიცპატრიკი ტავერნიდან შინ გადა-
იყვანეს.
ვინაიდან მისტერ ფიცპატრიკი მაინცდამაინც გარკვევით
ვერასოდეს ლაპარაკობდა და ახლა მით უფრო, მისის უო-
თერსს რაღაც დრო დასჭირდა იმის მისახვედრად, რომ ჯენ-
ტლმენი, რომელმაც ფიცპატრიკი დაჭრა, იგივე კაცი იყო,
რომლისგანაც თავადვე იყო გულში დაჭრილი. მართალია,
ჭრილობა სასიკვდილო არ გამოდგა, თუმცა ნაიარევი დაუტო-
ვა, მაგრამ როგორც კი შეიტყო, მისტერ ჯონსი მკვლელობის
ბრალდებით გეითჰაუზში ჩაამწყვდიეს, მისტერ ფიცპატრიკი
973
მომვლელს შეატოვა და სასწრაფოდ გამარჯვებულის სანახა-
ვად გაეშურა.
საკანში ძალიან მხიარული შევიდა, იქ კი ძალიან დაღვრე-
მილი ჯონსი დახვდა და მის დანახვაზე პირჯვარი გადაიწერა.
ქალმა უთხრა:
– სულ არ მიკვირს, ასე რომ შეცბუნდით, ალბათ აქ ჩემს
ნახვას არ ელოდით. ცოლის გარდა, ციხეში ჯენტლმენებს არა-
ვინ სტუმრობს. ხედავთ, როგორ დამატყვევეთ, მისტერ ჯონს,
ვინ იფიქრებდა, რომ ეპტონის შემდეგ ამ ადგილას შევხვდე-
ბოდით.
– მადამ, – უპასუხა ჯონსმა, – მართლაც დიდი სიკეთე გა-
მოიჩინეთ, აქ რომ მინახულეთ, ცოტა ვინმე თუ მივიდოდა ჩე-
მისთანა უბედურთან, თან ამისთანა სევდისმომგვრელ სამყო-
ფელში.
– ძლივს ვიჯერებ, რომ ის კაცი ხართ, ვისაც ვიცნობდი. რა-
ტომ ჩამოგტირით ასე სახე, რა დაგემართათ?
– მეგონა, იცოდით.
– ფუი! დუელში კაცს უჩხვლიტეთ, სულ ესაა.
ჯონსი ცოტა გააღიზიანა ამ ქარაფშუტულმა ნათქვამმა და
დიდი მწუხარებით მოუყვა, რაც მოხდა.
– მაშ, სერ, შემიძლია განუგეშოთ, რომ ის კაცი არ მომ-
კვდარა და დარწმუნებული ვარ, მის სიცოცხლეს არც არავი-
თარი საფრთხე არ ემუქრება. პირველად რომ გასინჯა, ის ქი-
რურგი ახალგაზრდა კაცი იყო და მოინდომა, ძალიან ცუდი სუ-
რათი დაეხატა, გადარჩენისთვის უფრო მეტად რომ შეექოთ,
მაგრამ მერე სამეფო კარის ექიმი მოუყვანეს და მან თქვა,
ჭრილობის დაჩირქების გარდა, სხვა საშიშროება არ ემუქრე-
ბაო.
ჯონსი ძალიან გაახარა ამის გაგებამ. ქალმა დასძინა:

974
– ისე დაემთხვა, რომ მეც იმავე სახლში ვცხოვრობ და იმ
ჯენტლმენმა მითხრა, სამართლიანობა მოითხოვს, ვთქვა,
რომ ის კაცი დამნაშავე არ არის, ჩხუბი მას არ აუტეხავსო.
ჯონსი გახარებული უსმენდა, მერე ქალს ბევრი ისეთი რამ
უამბო, რაც მან უკვე იცოდა – ვინ იყო მისტერ ფიცპატრიკი ან
რას ერჩოდა – და ზოგიც ისეთი, რაც არ იცოდა, მუფტის ამბავი
და რაღაც წვრილმანები, ოღონდ სოფია არ უხსენებია. მერე
თავის შეცდომებზე და ცოდვებზე ილაპარაკა, წუხდა თითოე-
ულის გამო, ღირსი ვარ, რომ დავისაჯეო, ბოლოს დაარწმუნა,
გადავწყვიტე, აღარ შევცოდო, ყველაზე უარესი სასჯელი რომ
არ მოვიწიოო.
მისის უოთერსი კი ამასობაში დასცინოდა, ეს შენი ცუდი
განწყობა სულ ამ ციხის ბრალიაო. რაღაც ხუმრობა გაიმეორა
ავადმყოფ ეშმაკზე და უთხრა, ეჭვი არ მეპარება, მალე გაგა-
თავისუფლებენ და ისევ ისეთ ხალისიანს გნახავ, როგორსაც
გიცნობო. მერე კიდევ რაღაც თქვა, რაც მას მკითხველის
თვალში დაამცირებს, ჯონსის პასუხი კი ზოგიერთს სასაცილო
მოეჩვენება, ამიტომ საუბრის დარჩენილ ნაწილს გამოვტო-
ვებთ და მოგახსენებთ, რომ ყველაფერი ძალიან უცოდველად
დასრულდა და ჯონსი უფრო კმაყოფილი დარჩა, ვიდრე ლედი.
ჯონსს რაც შეეხება, მეტისმეტად იყო შეძრული სასიხარულო
ამბით, მაგრამ ქალმა მონანიების სურვილით აღვსილ კაცთან
შეხვედრით რომ ვერ ისიამოვნა, მასზე აზრი შეეცვალა.
ასე რომ, ნაითინგეილის მოტანილი ამბით შეწუხებულ
ჯონსს დარდი ცოტა გაუქარწყლდა, მაგრამ მისის მილერისგან
მიღებული ცნობა ჯერ კიდევ ტანჯავდა. სოფიას წერილის ბო-
ლოს მინაწერი აფიქრებინებდა, რომ მან მართლაც ყველაფე-
რი უამბო მამიდას და მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, მი-
ეტოვებინა. ეს მტანჯველი აზრები შეიძლება მხოლოდ იმ მო-
სალოდნელ ახალ ცნობას გაუტოლდეს, რომელიც ფორტუნას
975
აქვს ჯონსისთვის გადანახული და რომელსაც მომდევნო წიგ-
ნის მეორე თავში გაგაცნობთ.

976
წიგნი XVIII
მოიცავს დაახლოებით ექვს დღეს
თავი 1
დამშვიდობება მკითხველთან

მკითხველო, ჩვენ ახლა გრძელი მოგზაურობის უკანას-


კნელ ბაქანს მივადექით. ვინაიდან ამხელა გზა ერთად გავი-
არეთ, მოდი, ეტლის მგზავრებივით მოვიქცეთ, რამდენიმე
დღეს ერთად რომ ატარებენ და, წაკინკლავების ან უმნიშვნე-
ლო შელაპარაკების მიუხედავად, მგზავრობის მიწურულს
რიგდებიან და ბოლოჯერ მხიარულები და კეთილად განწყო-
ბილები ადიან ეტლში, რადგან ამ უკანასკნელი ბაქნის შემდეგ
შეიძლება, ჩვენი არ იყოს, ვეღარასოდეს შეხვდნენ ერთმა-
ნეთს.
რადგან შედარება მოვიშველიე, ნება მომეცით, კიდევ გან-
ვავრცო. მინდა ისე მოვიქცე უკანასკნელ წიგნში, როგორც ეს
კეთილი საზოგადოება იქცევა მოგზაურობის დასასრულს. თა-
ვადაც კარგად მოგეხსენებათ, ასეთ დროს ოხუნჯობები და
მოსწრებული სიტყვა-პასუხი მთავრდება, თუ ვინმეს მთელი
გზა თავი ენაკვიმატად მოჰქონდა, ეს წარსულს ბარდება და უკ-
ვე ყველა სერიოზულად საუბრობს.
მეც ასევე, თუ მანამდე აქა-იქ თავს უფლება მივეცი, გამერ-
თეთ, ახლა გართობას ვწყვეტ. იმდენნაირი უჩვეულო ამბავი
მაქვს ჩასატევი უკანასკნელ წიგნში, სახალისო შენიშვნების-
თვის ადგილი არ რჩება. ამ წიგნში ასეთს ვერაფერს შეხვდე-
ბით, უბრალოდ, ამბავს მოვყვები და როცა ყურადღებით ჩა-
იკითხავთ მთელ ისტორიას, ალბათ გაგიკვირდებათ, როგორ
მოახერხაო.

977
ახლა, ჩემო მეგობარო, მინდა გამოვიყენო შემთხვევა
(რადგან მეტი აღარ ჩამივარდება) და ყველაფერი საუკეთესო
გისურვო. თუ საინტერესო კომპანიონი გამოვდექი, გარწმუ-
ნებ, ჩემი მიზანიც ეს იყო. თუ ვინმეს რამე ვაწყენინე, გარწმუ-
ნებ, განზრახ არ მიწყენინებია. შეიძლება შენ ან შენს მეგობ-
რებს რომელიმე შენიშვნა გულზე მოგხვდათ, მაგრამ გულ-
წრფელად გეუბნები, არავის მისამართით არ მითქვამს. ჩემზე
ალბათ ბევრი გსმენია და იმასაც გეტყოდნენ, უკმეხი კაციაო,
მაგრამ ვისაც არ უნდა ეთქვა, იცოდე, ეს ცილისწამებაა. არა-
ვის ისე არ ეჯავრება უკმეხობა და ცილისწამება, როგორც მე
და არავის ექნება ჩემზე მეტი მიზეზი ამისთვის, რადგან ყველა-
ზე მეტჯერ მიგემია ცილისწამება. ბედის უკუღმართობაა ისიც,
რომ ადამიანები, რომლებიც მე უკმეხობას მწამებენ, თავიანთ
ნაწერებში ხშირად შეურაცხმყოფენ.
ის ნაწერები, დარწმუნებული ვარ, დიდი ხნის მკვდარი იქ-
ნება, როცა ამ ფურცელს მკითხველი ყურადღებით წაიკით-
ხავს; რა მცირე დროითაც უნდა იარსებოს ამ წიგნმა, ალბათ
მაინც მეტხანს იცოცხლებს, ვიდრე მისი უძლური ავტორი და
ავტორის შეურაცხმყოფელი თანამედროვეების საცოდავი ნა-
წარმოებები.

თავი 2
მოიცავს ძალიან ტრაგიკულ შემთხვევას

ვიდრე ჯონსი თავს იტანჯავდა უსიამოვნო ფიქრებით, ფერ-


წასული პარტრიჯი ლამის ბარბაცით შევიდა საკანში, ყველა
კიდური უკანკალებდა, თმა ყალყზე ედგა, თვალებით ერთ

978
წერტილს მიშტერებოდა, გეგონებოდა, აჩრდილს უყურებდა
ან თვითონ ქცეულიყო აჩრდილად.
ჯონსს, რომელმაც შიში რა იყო, არ იცოდა, მის დანახვაზე
ელდა ეცა, თვითონაც გაფითრდა და ხმაგაბზარულმა ჰკითხა,
რა მოხდაო.
– იმედია, არ გამიბრაზდებით, სერ, – უთხრა პარტრიჯმა, –
ყურს არ გიგდებდით, მაგრამ თქვენი საუბარი მოვისმინე. ნე-
ტა, ცხრა მთას იქით ვყოფილიყავი გადაკარგული და არაფერი
გამეგონა.
– კი მაგრამ, რა მოხდა?
– ღმერთო დიდებულო, რა მოხდა?! – შესძახა პარტრიჯმა,
– ეს ის ქალია, ახლა აქედან რომ გავიდა, ეპტონში ვინც იყო?
– კი, ის ქალია.
– თქვენ ამ ქალთან იწექით? – ჰკითხა აკანკალებულმა
პარტრიჯმა.
– ვშიშობ, ეს საიდუმლო არავისთვის არ უნდა იყოს, – უთ-
ხრა ჯონსმა.
– ღვთის გულისათვის, მიპასუხეთ.
– შენც ხომ იცი, რომ ვიწექი.
– მაშინ გფარავდეთ ღმერთი და დაე, შეგინდოთ, რადგან
თქვენ დედათქვენთან იწექით.
ეს სიტყვები რომ მოისმინა, ჯონსი პარტრიჯზე ბევრად უფ-
რო შემზარავი შესახედავი გახდა. მეხდაცემულივით იდგა
ორივენი ერთმანეთს მიშტერებოდნენ. ბოლოს ძლივძლივო-
ბით ამოღერღა:
– რაა? როგორ? რას ამბობ?!
– სერ, – შესძახა პარტრიჯმა, – ძალა არ მყოფნის, რამე
ვთქვა, მაგრამ რაც გითხარით, სიმართლეა. ეგ ქალი, ახლა
აქედან რომ გავიდა, დედათქვენია, ნეტა, ადრე მენახა და ასე-
თი რამ არ მოხდებოდა. ეშმაკის მოწყობილია ეს ყველაფერი.
979
– ეტყობა, ფორტუნა თავს არასოდეს დამანებებს, – იყვირა
ჯონსმა, – მაგრამ მას რატომ ვადანაშაულებ? მე ვარ თავი და
თავი ყველა უბედურების, ჩემივე ბრალია, რაც მემართება. ეს
რა მითხარი, პარტრიჯ, ლამისაა შევიშალო! ესე იგი მისის უო-
თერსი... თუმცა რატომ გეკითხები? შენ კარგად უნდა იცნობ-
დე... თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ ან გებრალები, ის უბედური
ქალი აქ მოიყვანე. ოჰ, ღმერთო, ეს ხომ სისხლის აღრევაა...
აი, თურმე რა მელოდა!
ჯონსი ლამის მართლა შეიშალა და ისეთი სასოწარკვეთი-
ლი იყო, პარტრიჯს მისი მარტო დატოვება არ უნდოდა, მაგრამ
ბოლოს პირველი ემოციები რომ ჩაცხრა და ჯონსი გონს მო-
ეგო, პარტრიჯს უთხრა, ის ქალი დაჭრილი ჯენტლმენის სახ-
ლში ცხოვრობსო და მის მოსაძებნად გაგზავნა.
თუ მკითხველი გაიხსენებს მეცხრე წიგნში მოთხრობილ ეპ-
ტონის ამბებს, სავარაუდოდ აღფრთოვანდება, როგორ მოვა-
ხერხეთ და პარტრიჯი და მისის უოთერსი, გარემოებათა უც-
ნაური და ბედუკუღმართი დამთხვევის წყალობით, ერთმა-
ნეთს არ შევახვედრეთ, არადა ქალმა მთელი დღე გაატარა
ჯონსთან. ცხოვრებაშიც ხშირად ხდება ასე, როცა დიდ ამბებს
წინ პატარ-პატარა შემთხვევები უძღვის და დაკვირვებული
თვალი ამ ისტორიაშიც არაერთხელ გადააწყდებოდა ამგვარ
მაგალითს.
რამდენიმე საათი უშედეგოდ ეძებდა პარტრიჯი მისის უო-
თერსს და ჯონსთან რომ დაბრუნდა, ის მოუთმენლობისგან უკ-
ვე გიჟად იყო ქცეული. საბედნიეროდ, ასეთ მდგომარეობაში
დიდხანს არ მოუწია ყოფნა, რადგან წერილი შემოუტანეს:
„სერ,
თქვენგან რომ წავედი, ერთ ჯენტლმენს შევხვდი და რაღაც ისე-
თი შევიტყვე, ძალიან გავოცდი; ვინაიდან ასეთ მნიშვნელოვან სა-

980
კითხზე წერილში ვერ მოგწერთ, ცნობისმოყვარეობას მხოლოდ ჩე-
მი მომდევნო ვიზიტისას დაიკმაყოფილებთ, ვეცდები, მალე მოვიდე.
ოჰ, მისტერ ჯონს, რას ვიფიქრებდი, რომ ეპტონში გატარებული იმ
ბედნიერი დღის მოგონება ასე გამიმწარებდა ცხოვრებას და რომ
თურმე თქვენ უნდა გიმადლოდეთ ჩემს გაბედნიერებას.
გულწრფელად თქვენი
ჯ. უოთერსი.
P.S. მინდა განუგეშოთ, მისტერ ფიცპატრიკის სიცოცხლეს საფ-
რთხე აღარ ემუქრება. არ ვიცი, სხვა რა ჩაიდინეთ მოსანანიებლად,
მაგრამ თქვენს სინდისს მკვლელობა არ დაამძიმებს“.

ჯონსმა წერილი რომ წაიკითხა, ხელიდან გაუვარდა (ხელი


აღარ ემორჩილებოდა, კიდურებს საერთოდ ვერ გრძნობდა).
პარტრიჯმა მდუმარე თანხმობა როცა მიიღო, წერილი წაიკით-
ხა და ისიც ჯონსივით შეძრწუნდა. კალამი არა, ალბათ ფუნჯი
უკეთ აღწერდა მათ შეძრწუნებულ სახეებს. ასე ენაჩავარდნი-
ლები რომ იდგნენ, ზედამხედველი შემოვიდა, რომელსაც დი-
დი ყურადღება არც ერთისთვის არ მიუქცევია და ჯონსს უთ-
ხრა, ვიღაცას თქვენი ნახვა უნდაო. ის ვიღაც შავი ჯორჯი აღ-
მოჩნდა.
ციხის ზედამხედველისგან განსხვავებით, ჯორჯი არ იყო
დაჩვეული საშინელ სანახაობებს, ამიტომ იმწამსვე შენიშნა,
ჯონსის საქმე კარგად რომ ვერ იყო. დაასკვნა, რომ მის მიერ
დაჭრილი ჯენტლმენი გარდაიცვალა და თავად ჯონსი სამარ-
ცხვინოდ დაასრულებდა სიცოცხლეს. ჯორჯი ძალიან შეწუხდა,
ის გულგრილი კაცი არ ყოფილა და თანაუგრძნობდა ახალ-
გაზრდა ჯენტლმენს. მართალია, ერთხელ ცდუნებას ვერ გაუძ-
ლო და მეგობრობას უღალატა, მაგრამ ჯონსის გულმოწყალე-
ბას არასოდეს ივიწყებდა.

981
საწყალმა ცრემლი ძლივს შეიკავა ახალგაზრდა ჯენტლმე-
ნის დანახვაზე, უთხრა, თქვენს ამბავს გულით განვიცდიო და
სთხოვა, თუ რამეში გამოგადგებით, რაც გინდათ, დამავალე-
თო:
– იქნებ, ფული გჭირდებათ, სერ, თუ ასეა, თქვენი იყოს,
რაც კი მაბადია.
ჯონსმა ჯორჯს ხელი ჩამოართვა, დიდი მადლობა გადაუხა-
და შემოთავაზებისთვის, მაგრამ უარი უთხრა. მაშინ ჯორჯმა
უფრო დაჟინებით სთხოვა, მიმსახურეთო, ჯონსმა ისევ გადაუ-
ხადა მადლობა და თქვა, მე რაც მჭირდება, იმის მოცემა არა-
ვის შეუძლიაო.
– კარგი, კარგი, – ანუგეშა ჯორჯმა, – ასე გულთან ახლოს
ნუ მიგაქვთ, იქნებ ყველაფერი უკეთესად დასრულდეს. პირვე-
ლი ხომ არ ხართ, ვისაც კაცი მოუკლავს და გამომძვრალა.
– თქვენ არაფერი იცით, ჯორჯ, – უთხრა პარტრიჯმა, – ის
კაცი ცოცხალია და სიკვდილს არ აპირებს. ნუღარ აწუხებთ
ჯენტლმენს, ახლა სხვა სადარდებელი გაუჩნდა და თქვენ ვერ
დაეხმარებით.
– თქვენ რა იცით, მე რა შემიძლია? თუ ჩემი ლედის გამოა
ასე, კარგი ამბავი მოვუტანე.
– რას ამბობ? ჩემს სოფიაზე? თუმცა როგორ ვბედავ მე სა-
ცოდავი მისი სახელის ხსენებას!
– დიახ, მასზე და ვიმედოვნებ, საბოლოოდ თქვენი გახდე-
ბა, – უთხრა ჯორჯმა, – ამის სათქმელად მოვედი, სერ. მადამ
ვესტერნმა ახლახან მადამ სოფია მამასთან დააბრუნა, რასაც
საშინელი ამბავი მოჰყვა. კარგად ვერ გავიგე, რა ხდებოდა,
მაგრამ ჩემი ბატონი ძალიან განრისხდა, მისის ვესტერნიც ძა-
ლიან გაბრაზებული იყო და გარეთ რომ გავიდა და პორტშეზში
ჩაჯდა, ასე თქვა, ჩემი ფეხი აქ აღარ იქნებაო. ვერაფერი გავი-

982
გე, მაგრამ აქეთ რომ მოვდიოდი, სიმშვიდე იყო, რობინმა მო-
მიყვა, ვახშმად რომ ემსახურებოდათ, მისტერ სკვაირი ასეთ
კარგ გუნებაზე არ მინახავსო, ახალგაზრდა ლედის კოცნიდა
თურმე და ეუბნებოდა, დღეიდან შენი თავის ბატონ-პატრონი
იქნები, მე აღარასოდეს ჩაგკეტავ ოთახშიო. მეგონა, ეს ამბავი
გაგახარებდათ, ამიტომ, გვიანი კი არის, მაგრამ ჩუმად გამო-
ვიპარე, თქვენთვის რომ მომეყოლა.
ჯონსმა უთხრა, ნამდვილად ძალიან გამახარეო. მართა-
ლია, ამიერიდან თავს ვეღარასოდეს მისცემდა უფლებას, იმ
შეუდარებელი არსებისთვის თვალებში შეეხედა, მაგრამ არა-
ფერი ისე არ გაუხარდებოდა, როგორც იმის გაგება, რომ სო-
ფია კარგად იყო.
საუბრის დარჩენილი ნაწილი მოსაყოლად არ ღირს. იმე-
დია, მკითხველი მომიტევებს, უცებ რომ შევწყვიტო და მოვუყ-
ვე, რატომ განეწყო სკვაირი ასე კეთილად ქალიშვილის მი-
მართ.
მისის ვესტერნი ძმასთან მივიდა თუ არა, იმაზე ლაპარაკს
მოჰყვა, თუ რამხელა ღირსებას და პატივს შემატებდა ოჯახს
ლორდ ფელამართან დანათესავება, სოფია კი ცივად უარობ-
და. როცა სკვაირმა ქალიშვილის გადაწყვეტილებას მხარი
დაუჭირა, მისის ვესტერნი ძალიან გაღიზიანდა და ძმა, რო-
მელსაც მოთმინების ფიალა ავსებოდა, საჩხუბრად გამოიწ-
ვია. ამას ისეთი აყალმაყალი მოჰყვა, ბილინგსგეითის ბაზარი
მონაგონია. აღშფოთებული მისის ვესტერნი ისე წავიდა,
ვეღარ მოასწრო ან შეიძლება სულაც გადაავიწყდა ჯონსის გა-
მოგზავნილი წერილის ჩვენება, რასაც სავარაუდოდ ცუდი შე-
დეგი ექნებოდა.
სოფია მამიდის წასვლამდე ჩუმად იყო, ფიქრობდა, ასე
აჯობებდა და თან ჩხუბი არ უყვარდა, მერე მამას დიდი მად-
ლობა გადაუხადა და მიახვედრა, რომ მას ემხრობოდა და არა
983
მამიდას. ასეთი რამ პირველად მოხდა და სკვაირი ცას ეწია სი-
ხარულით, მისტერ ოლვორთის დარიგებაც მოაგონდა, ძალა-
დობას აღარ მიმართოო, ჯონსიც სასიკვდილოდ განწირული
ეგონა და სოფიას გულუხვად დააფრქვია სიყვარული. მამის
სითბომ უამისოდაც გულკეთილ, დამჯერ და მოსიყვარულე
სოფიაზე ისე იმოქმედა, ჯონსისთვის მიცემული სიტყვა რომ
არა, შეიძლება მშობლის ხათრით მსხვერპლი გაეღო და სა-
ძულველ კაცს გაჰყოლოდა ცოლად. სკვაირს შეჰპირდა, ჩემი
ცხოვრების მთავარ საქმედ თქვენს სიამოვნებას გავიხდი და
არასოდეს თქვენი ნების წინააღმდეგ არ გავთხოვდებიო. სკვა-
ირი თავს უბედნიერეს კაცად გრძნობდა და გადაწყვიტა, შემ-
დეგი ნაბიჯი გამოთრობა და დაძინება ყოფილიყო.

თავი 3
ოლვორთი მოხუც ნაითინგეილს სტუმრობს და
უცნაურ რამეს აღმოაჩენს

მისის მილერს როგორც შეჰპირდა, მისტერ ოლვორთი მე-


ორე დღესვე მოხუცი ნაითინგეილის მოსანახულებლად წავი-
და. ოლვორთი ამ კაცისთვის ავტორიტეტი იყო და სამსაათია-
ნი საუბრის შემდეგ დასთანხმდა, თავის ვაჟიშვილს შეხვედრ-
ოდა. მისტერ ნაითინგეილთან ყოფნისას ერთი უჩვეულო რამ
მოხდა, აი, ისეთი, სერიოზული და პატიოსანი ადამიანები გან-
გებას რომ მიაწერენ ხოლმე, როცა ფარული დანაშაული იხ-
სნება, ადამიანი ღირსების გზიდან გადახვევას რომ ააცდინოს.
მისტერ ოლვორთიმ შესასვლელთან შავი ჯორჯი დაინახა,
მაგრამ არ შეიმჩნია და ჯორჯმა იფიქრა, ვერ დამინახაო.
984
როცა საუბრის მთავარი თემა ამოწურეს, ოლვორთიმ მის-
ტერ ნაითინგეილს ჰკითხა, იცნობდა თუ არა ჯორჯ სიგრიმს და
რა საქმე ჰქონდა მასთან.
– როგორ არა, – უპასუხა ნაითინგეილმა, – კარგად ვიც-
ნობ, საოცარი ვინმეა, ხუთასი გირვანქა გადაუნახავს, პატარა
მამული აქვს იჯარით აღებული და წელიწადში ოცდაათი გირ-
ვანქა შემოსდის.
– ეს თვითონ გითხრათ? – შესძახა ოლვორთიმ.
– გარწმუნებთ, სიმართლეა, – უთხრა ნაითინგეილმა, – მე
მაქვს ხელთ ის ფული და ან რამე საქმეში ჩავადებინებ, ან კი-
დევ ჩრდილოეთ ინგლისში მიწას ვაყიდვინებ.
ოლვორთიმ სთხოვა, ბანკნოტები მაჩვენეთო და გაოცდა,
საკუთარი ბანკნოტები რომ შერჩა ხელში, მერე კი მისტერ ნა-
ითინგეილს ყველაფერი უამბო. როგორც თაღლითობას არ
აძაგებს არავინ ყაჩაღებივით, აზარტული თამაშის მოყვარუ-
ლებივით და სხვა ყაიდის ქურდებივით, არც აზარტული თამა-
შის მოყვარულებს და ყაჩაღებს არ კიცხავს ისე მწარედ ვინმე,
როგორც მევახშეები, მაკლერები და სხვა ყაიდის ქურდები –
ან იმიტომ, რომ თაღლითობის ერთი გზა მეორეს ამხილებს და
აკნინებს, ანდა კიდევ იმიტომ, რომ ფული, ყველა თაღლითის
საყვარელი, მათ ერთმანეთის მოქიშპედ ხდის. ნაითინგეილმა
როგორც კი ოლვორთის ნათქვამი მოისმინა, ბევრად უფრო
მკაცრად გალანძღა ჯორჯი, ვიდრე სამართლიანი და პატიოსა-
ნი ოლვორთი უსაყვედურებდა.
ოლვორთიმ ნაითინგეილს სთხოვა, ფულიც და საიდუმ-
ლოც შეენახა, ვიდრე თვითონ არ ეტყოდა, როგორ უნდა მოქ-
ცეულიყვნენ და თუ ამასობაში იმ ყმაწვილს შეხვდებოდა, არა-
ფერი ეგრძნობინებინა. ამის მერე ოლვორთი თავის ბინაში
დაბრუნდა და იქ სიძის მოტანილი ახალი ამბით ძალიან შეწუ-

985
ხებული მისის მილერი დახვდა, რომელსაც სკვაირმა სიხარუ-
ლით აცნობა, საქმე მოვაგვარე, მისტერ ნაითინგეილი დავი-
თანხმე, ვაჟიშვილს შეხვდეს და ეჭვი არ მეპარება, შეურიგდე-
ბაო.
მკითხველს შეუძლია წარმოიდგინოს, როგორი მადლიერი
და ბედნიერი იქნებოდა მისის მილერი, მაგრამ მას ისეთი გან-
საკუთრებული მეგობრული გრძნობა ჰქონდა ჯონსის მიმართ,
რომ კმაყოფილებას დარდი უბათილებდა, თავისი კეთილი გუ-
ლი ეუბნებოდა, ახლა შენი ოჯახი ბედნიერია, ის საცოდავი კა-
ცი კი, ვისაც ამ ყველაფერს უნდა უმადლოდე, ასე იტანჯებაო.
ოლვორთიმ ცოტა ხანს აცალა, გადაეხარშა (თუ შეიძლება
ასე ითქვას) ეს ახალი ამბავი და მერე უთხრა, კიდევ რაღაც
მნიშვნელოვანი და სასიამოვნო მაქვს სათქმელიო:
– მგონი, თქვენი მეგობარი ახალგაზრდა ჯენტლმენის კუთ-
ვნილ განძს მივაგენი, თუმცა ამჟამინდელ ვითარებაში ალბათ
ვერ გამოიყენებს.
მისის მილერი მიხვდა, ვისაც გულისხმობდა მისტერ ოლ-
ვორთი, ამოიოხრა და მიუგო:
– იმედი მაქვს, ასე არ იქნება, სერ.
– მეც ვიმედოვნებ, – შესძახა ოლვორთიმ, – მთელი გუ-
ლით და სულით ვგულშემატკივრობ, მაგრამ ჩემმა დისწულმა
დილით მითხრა, ყური მოვკარი, ვერ არის საქმე კარგადო.
– ღმერთო! მე აღარაფერს ვიტყვი, როგორი ძნელიც არ უნ-
და იყოს, ენას კბილს დავაჭერ.
– მადამ, – უთხრა მისტერ ოლვორთიმ, – თქვენ შეგიძლი-
ათ თქვათ, რის თქმაც გნებავთ, მე ხომ კარგად მიცნობთ და
იცით, აკვიატება არ მახასიათებს, იმ ახალგაზრდა კაცს რაც
შეეხება, გულით ვისურვებდი, თავი გაიმართლოს. ხომ ხართ
მოწმე, როგორ ძლიერ მიყვარდა, ხალხი მკიცხავდა კიდეც ამ

986
სიყვარულისთვის, მაგრამ სამართლიანი მიზეზი მაქვს, აღარ
მიყვარდეს და დამიჯერეთ, გამიხარდება, რომ ვცდებოდე.
ის იყო, მისის მილერს პასუხი უნდა გაეცა, რომ მსახურმა
მოახსენა, ვიღაც ჯენტლმენს თქვენთან საუბარი სურსო. ოლ-
ვორთიმ დისწული მოიკითხა და უთხრეს, დიდი ხანია სტუმარ-
თან ერთად თავის ოთახში არისო. ოლვორთი სწორად მიხ-
ვდა, რომ ის სტუმარი მისტერ დაულინგი იქნებოდა და მასთან
გამოლაპარაკება მოინდომა.
დაულინგი რომ ეახლა, ოლვორთის ვინაობა არ დაუსახე-
ლებია, მაგრამ ბანკნოტების ამბავს მოუყვა და ჰკითხა, რა სას-
ჯელი ელის ასეთ კაცსო. დაულინგმა უპასუხა, შეიძლება ამ
შემთხვევაში შავ კანონს მივმართოთ, მაგრამ ცოტა ფაქიზი სა-
კითხია, აჯობებს, ადვოკატი დაიქირაოთო. მერე დასძინა, მის-
ტერ ვესტერნის საქმეზე უნდა შევხვდე ადვოკატს და თუ გნე-
ბავთ, ამ საქმესაც გავაცნობო. ოლვორთი დაჰყაბულდა. ამ
დროს მისის მილერმა შემოაღო კარი და მოუბოდიშა, მეგონა,
მარტო იყავითო, მაგრამ ოლვორთიმ შემოიპატიჟა, მე უკვე
მოვამთავრე საქმეო. დაულინგი რომ გავიდა, მისის მილერი
უმცროს ნაითინგეილს შემოუძღვა, მას პირადად სურდა მად-
ლობა გადაეხადა დახმარებისთვის, მაგრამ მისის მილერმა
არ აცალა, ვერ მოითმინა, მისტერ ოლვორთისთვის არ ეხარე-
ბინა:
– ოჰ, სერ, მისტერ ნაითინგეილმა ჯონსისგან კარგი ამბავი
მოგვიტანა, ის დაჭრილი ჯენტლმენი გადარჩა და მის სიცოც-
ხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, იმასაც აღიარებს, მე ავტეხე
ჩხუბიო. ჯონსი კიდევ სულ არ არის მხდალი, მე რომ კაცი ვყო-
ფილიყავი და ვინმეს შეურაცხყოფა მოეყენებინა, მეც ხმალს
ვიშიშვლებდი. მიდი, საყვარელო, უამბე ყველაფერი.
ნაითინგეილმა დაადასტურა მისის მილერის ნათქვამი, მე-
რე ჯონსის ქება დაიწყო, ეგეთ სულგრძელ ადამიანს სხვას არ
987
ვიცნობ და ჩხუბის მოყვარული სულ არ არისო. მისის მილერმა
სთხოვა სიძეს, უთხარი მისტერ ოლვორთის, ჯონსი მასზე რო-
გორ მოკრძალებით ლაპარაკობს ხოლმეო.
– მისტერ ოლვორთის საუკეთესო სიტყვებით შემკობა ყვე-
ლას ვალია და დიდ დამსახურებად არ ჩაითვლება! – შესძახა
ნაითინგეილმა, – მაგრამ საწყალი ჯონსივით არავინ აფასებს
თქვენს სიკეთეს, გარწმუნებთ, სერ, ახლაც ყველაზე მეტად
იმას დარდობს, თქვენ რომ გაგანაწყენათ. ბევრჯერ დაუჩივ-
ლია ჩემი თანდასწრებით, განზრახ არასოდეს მიწყენინებია,
ათასჯერ მოვკვდებოდი და ასეთ უღირს, უმადურ და უპატიოს-
ნო აზრს არ გავივლებდიო. მაპატიეთ, სერ, ამ დელიკატურ სა-
კითხს რომ შევეხე.
– თქვენ იმაზე მეტი არ გითქვამთ, რაც ქრისტიანს ევალება!
– შესძახა მისის მილერმა.
– მისტერ ნაითინგეილ, – უთხრა ოლვორთიმ, – ვაფასებ
თქვენს ერთგულ მეგობრობას და ვიმედოვნებ, ის ამას იმსახუ-
რებს. გამოგიტყდებით, გამახარა თქვენმა მოტანილმა ამბავ-
მა და თუ მართლა ყველაფერი ისეა, როგორც ჰყვებით (ეჭვი
არ მეპარება), შეიძლება რაღაც დროის შემდეგ იმ ახალგაზ-
რდა კაცზე აზრი გამომისწორდეს. ეს კეთილშობილი ქალი და-
მიდასტურებს, რომ საკუთარი შვილივით მიყვარდა. ვფიქ-
რობდი, ბედმა მომივლინა ეს ბავშვი, მასზე რომ მეზრუნა. ახ-
ლაც თვალწინ მიდგას, როგორი უმანკო და უმწეო იყო, როცა
ვიპოვე. ახლაც ვგრძნობ, როგორ მომიჭირა პატარა თითები
ხელზე, ძალიან საყვარელი იყო, ნამდვილად ძალიან საყვა-
რელი, – და ცრემლმორეული გაჩუმდა.
ვინაიდან მისის მილერის პასუხი თემიდან გადაგვახვევი-
ნებს, აქ გავჩერდებით და მისტერ ოლვორთის განწყობის აშ-
კარა გადასხვაფერებას და ჯონსის მიმართ ბრაზის განელებას

988
აგიხსნით. ამგვარი გარდაქმნები ხშირია ისტორიულ და დრა-
მატულ ნაწარმოებებში, როცა ისტორია ან პიესა დასასრულს
უახლოვდება და ამას ავტორის ძალაუფლებით ამართლებენ.
მართალია, ჩვენც ვიჩემებთ ავტორის ძალაუფლებას, მაგრამ
ძალას ყაირათიანად, მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში გა-
მოვიყენებთ და ახლა ეს შემთხვევა არ არის.
მისტერ ოლვორთის განწყობის გადასხვაფერება მისტერ
სკვეირისგან მიღებული წერილის ბრალი იყო და ჩვენ ამ წე-
რილს მომდევნო თავის დასაწყისში გაგაცნობთ.

თავი 4
მოიცავს ორ, სრულიად განსხვავებული
სტილის წერილს

„ჩემო ღირსეულო მეგობარო, როგორც ბოლო წერილში გაუწ-


ყეთ, წყალი ამიკრძალეს, რადგან ჩემს ავადმყოფობას უფრო ვნებს,
ვიდრე რგებს. ახლა ისეთ რამეს გეტყვით, რაც ვიცი, ჩემს მეგობარს
ჩემზე მეტად შეაშფოთებს. ექიმმა ჰარინტონმა და ექიმმა ბრიუს-
ტერმა მითხრეს, რომ ჩემი განკურნების იმედი არა აქვთ.
სადღაც წამიკითხავს, ფილოსოფიის ყველაზე დიდი სარგებელი
ისაა, რომ სიკვდილს სწავლობ. ამიტომ თავს არ შევირცხვენ და გაკ-
ვირვებული არ მივიღებ გაკვეთილს, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა
მესწავლა. ისე, სიმართლე რომ ითქვას, სახარების ერთი გვერდი ამ
გაკვეთილს უკეთ გვასწავლის, ვიდრე ერთად აღებული ძველი და
ახალი ფილოსოფიის ტომები. სულის უკვდავების რწმენა საღი გო-
ნების ადამიანს ბევრად უფრო ეხმარება, ვიდრე ბუნების კანონის
გარდაუვალობიდან გამომდინარე ყველა ნუგეში ან ლამაზი ფრაზე-
ბი, რომლებიც ხანდახან გვამხნევებს, ჯიუტი მოთმინებით ვიფიქ-
როთ სიკვდილზე, მაგრამ იმგვარად არასოდეს აგვამაღლებს, რომ

989
არაფრად ჩავაგდოთ ის და კიდევ უფრო ნაკლებად გვეხმარება, სი-
კეთედ მივიღოთ. არ მინდა ისე გამიგონ, თითქოს ფილოსოფოსებს
ათეიზმში ან უკვდავების უარყოფაში ვადანაშაულებდე. ბევრ მათ-
განს, როგორც ძველს, ისე ახალს, განათებია გონება და იმედი მის-
ცემია, რომ მომავალი ცხოვრება არსებობს, მაგრამ ნათება ისეთი
მკრთალი იყო და იმედი ისეთი საეჭვო, დანამდვილებით ვერ იტყვი,
მათი რწმენა საით იხრებოდა. თავად პლატონი „ფედონის“ დასას-
რულს ამბობს, რომ მისი საუკეთესო არგუმენტებიც კი მხოლოდ ვა-
რაუდს ბადებს, ციცერონი კი თითქოს უფრო სურვილს გამოთქვამს,
სჯეროდეს, ვიდრე სჯერა უკვდავების. მე რაც შემეხება, ძალიან
გულწრფელი რომ ვიყო, ვიდრე ჭეშმარიტი ქრისტიანი არ გავხდი,
სერიოზულად არც თავად მჯეროდა.
ალბათ გაგაოცებთ ეს ბოლო წინადადება, მაგრამ არცთუ დიდი
ხანია, საკუთარ თავს ასე ვუწოდებ. ფილოსოფიურმა სიამაყემ მომი-
წამლა გონება და უმაღლესი სიბრძნე, ძველი ბერძნების არ იყოს,
სისულელედ მეჩვენებოდა, მაგრამ ღმერთმა დროულად გადმომხე-
და და სწორ გზაზე დამაყენა, ვიდრე უკუნეთ სიბნელეში ჩავიძირე-
ბოდი.
თავს სუსტად ვგრძნობ და მინდა მალე გადავიდე წერილის მთა-
ვარ მიზანზე. ჩემს წარსულ საქმეებს რომ ვიხსენებ, ისე არაფერი
მიმძიმებს სინდისს, როგორც თქვენი შვილობილის, საწყალი ბიჭის
მიმართ ჩადენილი უსამართლობა. მე არათუ თვალი დავხუჭე სხვე-
ბის სულმდაბლობაზე, მას თავადაც უსამართლოდ მოვექეცი. დამი-
ჯერეთ, ძვირფასო მეგობარო, დაიჯერეთ მომაკვდავის სიტყვა,
თქვენს შვილობილს ცილი დასწამეს და ის მთავარი დანაშაული,
რომელიც თქვენ მცდარად მოგაწოდეს, მას არ ჩაუდენია. თქვენ
რომ სიკვდილის პირას გვეგონეთ, ყველაზე მეტად ის განიცდიდა და
რაც მერე დაემართა, მხოლოდ იმიტომ მოხდა, თქვენი გამოჯან-
მრთელება სიგიჟემდე რომ გაუხარდა, და კიდევ, – ვწუხვარ, ამის
თქმა რომ მიწევს, – ერთი ადამიანის სულმდაბლობის გამო (მაგრამ
მე ახლა უდანაშაულოს ვიცავ და სხვის დადანაშაულებას არ ვაპი-
რებ). მერწმუნეთ, იმ ახალგაზრდა კაცს უკეთილშობილესი გული

990
აქვს, ნამდვილი მეგობრობის გაწევა შეუძლია და ყველა სიკეთით
არის შემკული. ნაკლიც აქვს, მაგრამ თქვენი უმადური არ არის და
არც მოვალეობას არიდებს თავს. პირიქით, როცა შინიდან გაუშვით,
დარწმუნებული ვარ, თქვენზე უფრო იდარდებდა, ვიდრე საკუთარ
თავზე.
ამქვეყნიური ბინძური მიზეზების გამო აქამდე გიმალავდით და
ახლა რომ გიმხელთ, ერთადერთი სტიმული ის არის, სიმართლეს
ვემსახურო, უდანაშაულო გავამართლო და წარსული შეცდომები
გამოვასწორო. იმედი მაქვს, ამ წერილს სასურველი შედეგი ექნება
და გულს მოგიბრუნებთ მისკენ და თუ ამას შევიტყობ, ვიდრე ცოცხა-
ლი ვარ, ყველაზე მანუგეშებელი ეს იქნება.
სერ, თქვენგან ყველაზე დავალებული მონა-მორჩილი,
ტომას სკვეირი“.
მკითხველი ალბათ აღარ გაიკვირვებს მისტერ ოლვორთის
გუნების გადასხვაფერებას, თუმცა მან იმავე ფოსტით წერილი
ტვაკომისგანაც მიიღო და თან ძალიან განსხვავებული. აქ
მხოლოდ იმას დავსძენთ, რომ სავარაუდოდ ტვაკომის სახე-
ლის ხსენების შემთხვევა აღარ მოგვეცემა:

„სერ,
სრულებით არ გამკვირვებია, როცა თქვენმა ღირსეულმა დის-
წულმა მაცნობა, რომ ათეისტი სკვეირის მოსწავლეს დანაშაული ჩა-
უდენია. არ გამიკვირდება, კაცი თუ მოკლა და ღმერთს ვევედრები,
თქვენმა საკუთარმა სისხლმა არ დაუსვას ბეჭედი საბოლოო განა-
ჩენს იქ გასამწესებლად, საიდანაც გოდება და კბილების კრაჭუნი
მოისმის.
მართალია, საკმარისი მიზეზი გაქვთ მოსანანიებლად, სისუსტეს
რომ ავლენდით იმ არამზადის მიმართ თქვენი ოჯახის და საკუთარი
თავის საზიანოდ, და მართალია, ახლა სინდისის ქენჯნა გტანჯავთ,
მე ჩემს მოვალეობას ვუღალატებ, თუკი არ დაგარიგებთ, კარგად
გაიაზროთ შეცდომები. ამიტომ გთხოვთ, სერიოზულად იფიქრეთ იმ

991
ბოროტმოქმედი არამზადის განაჩენზე და დაე, ეს თქვენთვის გაფ-
რთხილება იყოს, მომავალში გაითვალისწინოთ იმ ადამიანის რჩე-
ვა, რომელიც დაუღალავად ლოცულობს თქვენი კეთილდღეობის-
თვის.
ჩემთვის ხელი რომ არ შეეშალათ, იმ ეშმაკის ფეხს სულს ამო-
ვაძრობდი, ბავშვობიდან ვატყობდი, რაც იყო, მაგრამ ახლა ამაზე
ფიქრი გვიანაა.
ვწუხვარ, რომ ვესტერტონის მრევლის საკითხი ნაუცბადევად გა-
დაგიწყვეტიათ, აჯობებდა, ადრე მომემართა თქვენთვის, მაგრამ მე-
გონა, გადაწყვეტილებას გამიზიარებდით. შეთავსების თაობაზე
თქვენი უარი ძალიან სამართლიანია, რამე დანაშაულებრივი რომ
ყოფილიყო ამ ადათში, ამდენი ღვთისმოსავი ადამიანი არ მიემხრო-
ბოდა. ოლდერგროველი ქორეპისკოპოსი თუ მოკვდება (გავიგე,
ცუდად არისო), იმედია, გამიხსენებთ. დარწმუნებული ვარ, იცით,
რაოდენ გულწრფელად მსურს თქვენი კეთილდღეობა, ის კეთილ-
დღეობა, რომელთან შედარებით ყველაფერი ამქვეყნიური უმნიშ-
ვნელოა, როგორც ბიბლიაში ნახსენები საეკლესიო გადასახადია
უმნიშვნელო სამართლიან კანონთან.
თქვენი ერთგული მსახური,
როჯერ ტვაკომი“.

პირველი შემთხვევა იყო, ტვაკომმა ოლვორთის მბრძანებ-


ლური ტონით რომ მისწერა და მერე ინანა, ასე ხდება ხოლმე,
ადამიანის სიკეთეს მის სისუსტედ როცა მიიჩნევენ. ოლვორ-
თის ეს კაცი არც არასოდეს მოსწონდა, იცოდა, როგორი პა-
ტივმოყვარე და ღვარძლიანიც იყო და ასეთი ხასიათი მის რე-
ლიგიურ შეხედულებებზეც აისახებოდა. მაგრამ, ამავე დროს,
ტვაკომმა თავისი საქმე შესანიშნავად იცოდა და დაუღალავად
ასწავლიდა ბიჭებს, ყველაფერთან ერთად, ზნეობრივად მტკი-
ცე კაცი გახლდათ, უაღრესად პატიოსანი და ღვთისმოშიში.

992
ასე რომ, მართალია, ოლვორთი მას დიდად არც პატივს სცემ-
და და არც უყვარდა, მაგრამ რადგან განათლებული ადამიანი
იყო და საქმეს კარგად აუდიოდა, თავი ვერ აიძულა, მოეშორე-
ბინა, თანაც ყმაწვილები სახლში მეცადინეობდნენ, მათ აღ-
ზრდას სკვაირი თვითონ ადევნებდა თვალყურს და ფიქრობდა,
ტვაკომის შეცდომებს ადვილად გამოასწორებდა.

თავი 5
ისტორია გრძელდება

მისტერ ოლვორთიმ ბოლო საუბრისას ჯონსი სიყვარულით


გაიხსენა და მოგონებებმა ცრემლი მოჰგვარა. მისის მილერმა
ეს შენიშნა და უთხრა:
– დიახ, დიახ, სერ, რაც არ უნდა დამალოთ, ვიცი, როგორ
გიყვართ საწყალი ბიჭი. ეგ არამზადები რასაც ჰყვებიან, სი-
მართლის ნატამალს არ შეიცავს. მისტერ ნაითინგეილმა ყვე-
ლაფერი შეიტყო, ლორდს, ჯონსის მეტოქეს დაუქირავებია ის
ყმაწვილები და მეზღვაურად უპირებდა გაშვებას. ღმერთმა
იცის, კიდევ ვის რას დაუშავებენ. მისტერ ნაითინგეილი თავად
ოფიცერს შეხვედრია, ძალიან პატიოსან ჯენტლმენს, და მას
მოუყოლია ყველაფერი – რომ მცოდნოდა, მისტერ ჯონსი ჯენ-
ტლმენი იყო, ამას არ დავუშვებდი, მე ასე მითხრეს, ვიღაც მა-
წანწალააო.
მისტერ ოლვორთი გაოცებული უსმენდა და უთხრა, ვერა-
ფერი გავიგე თქვენი ნათქვამიდანო.
– ვერც გაიგებდით, სერ, – უპასუხა ქალმა, – სასამარ-
თლოს მოხელეს იმ ყმაწვილებმა სხვანაირად მიაწოდეს ეს ამ-
ბავი.
993
– რომელ სასამართლოს მოხელეს, მადამ? რას გულის-
ხმობთ? – ჰკითხა ოლვორთიმ.
– სერ, ვიცი, თქვენ ყოველთვის მალავთ, კეთილ საქმეს
როცა აკეთებთ, მაგრამ მისტერ ნაითინგეილმა ის აქ ნახა.
– ვინ ნახა?
– ვინ და თქვენი სასამართლოს მოხელე, რომელსაც საქ-
მის გამოძიება დაავალეთ.
– არაფერი მესმის, გეფიცებით.
მაშინ მისის მილერი სიძეს მიუბრუნდა და უთხრა:
– მოდი, ჩემო ძვირფასო, თავად აუხსენი.
– სერ, მე სასამართლოს მოხელე ვნახე ამ სახლიდან გასუ-
ლი და მერე, როცა ოლდერსგეითზე ლუდხანაში ლორდის და-
ქირავებულ მეზღვაურებს შევხვდი, ისიც იქ დამხვდა.
– სერ, მე მეგონა, თქვენ გაგზავნეთ საქმის გამოსაძიებ-
ლად, – თქვა მისის მილერმა.
ოლვორთი ძალიან გაოცებული ჩანდა და რამდენიმე წუთი
ხმა არ ამოუღია, შემდეგ ნაითინგეილს მიმართა:
– უნდა გამოგიტყდეთ, სერ, ასე ცხოვრებაში არავის გავუო-
ცებივარ. დარწმუნებული ხართ, რომ იგივე ჯენტლმენი იყო?
– დარწმუნებული ვარ, სერ.
– ოლდერსგეითზე? – იყვირა ოლვორთიმ, – იმ მოწმეებ-
თან ერთად იყო?!
– დიახ, სერ, დაახლოებით ნახევარი საათი ერთად გავატა-
რეთ.
– კარგი, – თქვა ოლვორთიმ, – და როგორ ეჭირა თავი?
ერთმანეთში რას ლაპარაკობდნენ, გაიგონეთ?
– არა, სერ, – უპასუხა ნაითინგეილმა, – ჩემს მისვლამდე
მოილაპარაკეს. ჩემი თანდასწრებით, მოწმეებს კითხვა რამ-
დენჯერმე რომ გავუმეორე და ისინი ჯონსის ნათქვამის საპი-
რისპიროს ამტკიცებდნენ, სასამართლოს მოხელემ მათ
994
სთხოვა, სიმართლე მოეყოლათ და ისე მომეჩვენა, თითქოს
ჯონსს გულშემატკივრობდა. ამიტომაც აქ როცა ვნახე, ვიფიქ-
რე, თქვენი გაგზავნილი იქნებოდა.
– თქვენ გაგზავნეთ, სერ? – ჰკითხა მისის მილერმა.
– არა, რა თქმა უნდა, – უპასუხა მისტერ ოლვორთიმ, – ამ
წუთამდე არც არაფერი ვიცოდი.
– ახლა ყველაფერს მივხვდი! – თქვა მისის მილერმა, – ახ-
ლა აღარ მიკვირს, რატომ იყვნენ ამდენ ხანს ოთახში ჩაკეტი-
ლები. შვილო, ნაითინგეილ, გეხვეწები, ახლავე მოძებნე ის
მოწმეები, მიწა გახეთქე და იპოვე, ან იქნებ მე თვითონ წავიდე.
– მადამ, – უთხრა ოლვორთიმ, – დამშვიდდით, გეთაყვა,
მსახურს უთხარით, მისტერ დაულინგი თუ აქ არის, მოიყვა-
ნოს, თუ არა და ბლაიფილს დაუძახოს.
მისის მილერმა რაღაც ჩაიბუტბუტა და ოთახიდან გავიდა,
მალევე შემობრუნდა და უთხრა:
– მისტერ დაულინგი წასულა, მაგრამ ის მეორე ახლავე მო-
ვა.
ოლვორთიმ მეტი სიმშვიდე გამოავლინა, ვიდრე კეთილმა
ქალმა, რომელიც მეგობრის დასახმარებლად მუდამ მზად
გახლდათ გალაშქრებისთვის, თუმცა, მისი არ იყოს, რაღაც ეჭ-
ვი ოლვორთისაც გაუჩნდა. როცა ბლაიფილი ოთახში შემოვი-
და, სკვაირი მას ჩვეულებისამებრ მეგობრულად არ შეეგება
და სერიოზული სახით ჰკითხა, იცოდა თუ არა, რომ დაულინგი
ჯონსის და იმ ჯენტლმენის დუელის მოწმეებს შეხვდა.
არაფერია მოულოდნელ შეკითხვაზე უფრო სახიფათო,
როცა სიმართლის ან დანაშაულის დამალვას ლამობ. ამიტომ
არის, ღირსეული ბატონები, რომელთა კეთილშობილური მი-
სია ოლდ ბეილიში მოყვასის სიცოცხლის გადარჩენაა, დიდ
სიფრთხილეს იჩენენ და ცდილობენ, წინდაწინვე განსაზ-
ღვრონ, რა სავარაუდო შეკითხვა შეიძლება სასამართლო
995
პროცესზე დაუსვან მათ კლიენტს, მზად რომ ჰქონდეს სწორი
პასუხი, უცებ ყველაზე მდიდარი ფანტაზიის მქონე გამომგონე-
ბელიც რომ ვერ შეთხზავს. ამას გარდა, ასეთი გაოცებით სის-
ხლში გამოწვეული მოულოდნელი და მძვინვარე იმპულსი
საგრძნობლად უცვლის სახის გამომეტყველებას ადამიანს და
ისიც უნებლიეთ თავს გასცემს. სწორედ ასე შეეცვალა სახე
ბლაიფილს მოულოდნელი შეკითხვის გაგონებისას და ძნე-
ლია მისის მილერის გამტყუნება, როცა მან იყვირა:
– დამნაშავეა, თავს დავდებ, დამნაშავეა!
მისტერ ოლვორთიმ მკაცრად უსაყვედურა ქალს და ბლაი-
ფილს მიუბრუნდა, რომელსაც აშკარად ეტყობოდა, რომ მიწა
გასკდომოდა, ერჩივნა:
– რატომ წელავთ დროს, სერ, გამეცით პასუხი, თქვენ და-
იქირავეთ ალბათ, თორემ თვითონ არ იკისრებდა ამ საქმეს,
მით უმეტეს, ჩემთან შეუთანხმებლად.
მაშინ ბლაიფილმა ასე უთხრა:
– დამნაშავე ვარ, სერ, ვაღიარებ, მაგრამ მქონდეს იმედი,
რომ მაპატიებთ?
– გაპატიებ?! – წარმოთქვა გაბრაზებულმა ოლვორთიმ.
– არა, სერ, – განაგრძო ბლაიფილმა, – ვიცოდი, რომ გეწ-
ყინებოდათ, მაგრამ მეგონა, ადამიანურ სისუსტეს მომიტევებ-
დით. ვიცი, რომ დანაშაულია, თანაუგრძნო ადამიანს, რომე-
ლიც ამას არ იმსახურებს, მაგრამ ასეთი დანაშაულისგან
თქვენც არ ხართ თავისუფალი. მე დაულინგს დავავა-
ლე,მოწმეები მოეძებნა და ეთხოვა, ცოტა შეერბილებინათ
ბრალდება. ეს სიმართლეა, სერ, თუმცა არ უარვყოფ, რომ
თქვენგან დამალვას ვაპირებდი.
– უნდა ვაღიარო, სერ, – თქვა ნაითინგეილმა, – მეც იგივე
აზრი გამიჩნდა, როცა ჯენტლმენს ვუსმენდი.

996
– ახლა, მადამ, – უთხრა ოლვორთიმ, – იმედია, აღიარებთ,
რომ თქვენი ეჭვი უსაფუძვლო იყო და ჩემს დისწულზე ასე გაბ-
რაზებული აღარ იქნებით.
მისის მილერს არაფერი უთქვამს. მართალია, მალევე არ
დამშვიდებულა, რადგან ჯონსის დაღუპვაში მთავარ დამნაშა-
ვედ ბლაიფილს მიიჩნევდა, თუმცა სხვებზე ნაკლებ გასულე-
ლებული არც ის დარჩენილა. ეშმაკმა თავისი საქმე მშვენივ-
რად შეასრულა. საყოველთაოდ გავრცელებული აზრი, თით-
ქოს „ეშმაკი ხშირად მიატოვებს ხოლმე თავის მეგობარს გა-
მოუვალ მდგომარეობაში“, ამ ჯენტლმენისთვის საზიანო შეხე-
დულება მგონია. შეიძლება ხანდახან შემთხვევით ნაცნობებს
გასაჭირში ტოვებს, მაგრამ ერთგულ მსახურებს მედგრად უდ-
გას გვერდში და ვიდრე მათი გარიგების ვადა ამოიწურება, ნე-
ბისმიერი ავბედობისას ეხმარება.
როგორც აჯანყების ჩახშობა აძლიერებს ხელისუფლებას
ან როგორც გადატანილი ავადმყოფობა აჯანსაღებს ადამიანს,
განელებული სიბრაზეც ახალ სიცოცხლეს უბოძებს ხოლმე
სიყვარულს. ასე დაემართა ოლვორთისაც – რადგან ბლა-
იფილმა დიდი ეჭვები გაუქარწყლა, სკვეირის წერილით აღ-
ძრული უფრო მცირე ეჭვები მიიჩქმალა და დავიწყებას მიეცა,
ის საყვედურები კი, სკვეირმა ჯონსის მტრებზე რომ გამოთქვა,
მხოლოდ ტვაკომს შერჩა, რომელმაც მისტერ ოლვორთის
ყველაზე მეტად აწყენინა.
ახალგაზრდა კაცის მიმართ ოლვორთის გულისწყრომა
ნელ-ნელა უნელდებოდა და ასე უთხრა ბლაიფილს, არათუ
გპატიობ, მინდა მოგბაძო კიდეცო და მერე მისის მილერს
მიუბრუნდა ანგელოზის ღიმილით:
– რას იტყვით, მადამ, ეტლი ხომ არ დავიქირაოთ და ერ-
თად ვესტუმროთ თქვენს მეგობარს? გარწმუნებთ, ციხეში პირ-
ველად არ მივდივარ ვინმეს მოსანახულებლად.
997
მჯერა, ნებისმიერი მკითხველი იმასვე უპასუხებდა, რაც მი-
სის მილერმა უპასუხა, თუმცა ის რომ იგრძნო, რასაც ქალი იმ
წუთს გრძნობდა, მეტისმეტად კეთილი ბუნებისა უნდა იყო.
ალბათ ცოტა თუ გაიგებს, რა ტრიალებდა ბლაიფილის სულში
და ვინც გაიგებს, ისიც ეცოდინება, რომ ოლვორთის წასვლას
ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაუშლიდა. მაგრამ ფორტუნა,
ან უფრო ზემოთ ნახსენები ჯენტლმენი კვლავ გვერდით ედგა
და კვლავ დაეხმარა. აი, რა მოხდა: როგორც კი მსახური ეტ-
ლის მოსაყვანად გაგზავნეს, პარტრიჯი შემოვიდა და მისის მი-
ლერი გაიხმო. პარტრიჯი მას იმ საშინელ ამბავს მოუყვა და
მისტერ ოლვორთის განზრახვა რომ შეიტყო, შეემუდარა:
– როგორმე უნდა დავუშალოთ, ახლა იქ რომ მივიდეს,
ჯონსს დედამისთან ერთად ნახავს. ორივე საშინლად განიც-
დის, უნებურად რომ შესცოდეს.
ამ შემზარავი ამბის გაგებამ მისის მილერს თავგზა სულ
აუბნია და გონება დაუხშო, რამე მოეგონებინა, მაგრამ ვინაი-
დან ქალები ასეთ დროს მაინც უფრო სხარტად აზროვნებენ,
ოლვორთისთან შებრუნდა და უთხრა:
– სერ, ალბათ ძალიან გაგიკვირდებათ, უარი რომ გით-
ხრათ შემოთავაზებაზე. სერ, ჯონსი ძალიან ცუდ გუნებაზეა,
უზომოდ დაითრგუნა ამდენი უბედურებით და უცაბედმა სიხა-
რულმა შეიძლება სავალალო შედეგიც კი გამოიღოს. მისი
მსახურის თქმით, ახლა ის ერთობ მძიმედაა.
– მისი მსახური აქ არის? – შესძახა ოლვორთიმ, – შემოიყ-
ვანეთ, რაღაც მინდა ვკითხო.
თავიდან პარტრიჯი შეშინდა, არ უნდოდა მისტერ ოლვორ-
თისთან შეხვედრა, მაგრამ მისის მილერმა შეაგულიანა.

998
ოლვორთიმ იმწამსვე იცნო პარტრიჯი, თუმცა დიდი ხანი არ
ენახა, ასე რომ, მისის მილერი მის წარდგენას გადარჩა. მკით-
ხველი შენიშნავდა, რომ ეს კეთილი ქალი ყოველთვის მზად
იყო, მეგობრის სასიკეთოდ რამე ეთქვა.
– და თქვენ მისი მსახური ხართ? – ჰკითხა ოლვორთიმ პარ-
ტრიჯს.
– მე ასე ვერ ვიტყოდი, სერ, – უპასუხა პარტრიჯმა, – მაგ-
რამ მასთან ვცხოვრობ, როგორც მოგეხსენებათ, non sum
quails eram68.
მისტერ ოლვორთიმ კითხვები დააყარა, ჯონსის მდგომარე-
ობა, მისი ჯანმრთელობა და კიდევ ბევრი რამ აინტერესებდა,
პარტრიჯი კი ისე პასუხობდა, როგორ თავად სურდა, ყველაფე-
რი ყოფილიყო და არა ისე, როგორც, სინამდვილეში იყო,
რადგან სიმართლის ერთგულება ამ პატიოსანი კაცის მორა-
ლის და რელიგიური მრწამსის პრინციპებში არ ერია.
ოლვორთის და პარტრიჯის საუბრისას მისის მილერმა
ოთახი დატოვა, მერე სკვაირმა ბლაიფილიც გაისტუმრა, რად-
გან ფიქრობდა, პარტრიჯი უფრო გულწრფელად ილაპარაკებ-
და. მარტო რომ დარჩნენ, ოლვორთიმ მას მიმართა და თუ რა
უთხრა, მომდევნო თავში შეიტყობთ.

თავი 6
ისტორია კიდევ უფრო წინ მიდის

– მეგობარო, – უთხრა ოლვორთიმ პარტრიჯს, – თქვენ მარ-


თლაც რომ ძლიერი პიროვნება ყოფილხართ. ის არ იკმარეთ,

68
ის აღარა ვარ, რაც ვიყავ (ლათ)
999
ადრე ტყუილისთვის რომ დაისაჯეთ, არც ახლა იშლით თქვენ-
სას და მიმტკიცებთ, რომ საკუთარი შვილის მსახური ხართ. რა
ინტერესი გაქვთ? რისთვის იღვწით?
– როგორც ვხედავ, სერ, – უპასუხა პარტრიჯმა და მუხლებ-
ზე დავარდა, – რაც უნდა ვთქვა, მაინც არასოდეს დამიჯერებთ
და რა აზრი აქვს შეკამათებას? მაგრამ ღმერთმა ხომ იცის,
რომ მე არ ვარ იმ ახალგაზრდა კაცის მამა.
– როგორ! – უთხრა ოლვორთიმ, – როგორ შეგიძლიათ
უარყოთ დანაშაული, როცა ამდენი სამხილი არსებობდა? და
ახლა ერთად რომ ხართ, ესეც ოცი წლის წინანდელი დანაშაუ-
ლის დამადასტურებელი არ არის? მეგონა, სადღაც გადაიკარ-
გეთ, არა, ვფიქრობდი, ცოცხალი აღარ იყავით... როგორ იპო-
ვეთ, სად შეხვდით ერთმანეთს, თუ მიმოწერა გქონდათ? ნუ
უარყოფთ, თქვენი ვაჟი უფრო ამაღლდება ჩემს თვალში, თუ
მამის სიყვარულით აღვსილი, ამდენი წელი მასთან ჩუმად აგ-
რძელებდა ურთიერთობას.
– თუ თქვენი მოწყალება ნებას დამრთავს, ყველაფერს მო-
გიყვებით, – უპასუხა პარტრიჯმა.
ოლვორთიმ ნება დართო და მანაც დაიწყო:
– მალევე, რაც თქვენი მოწყალების გულისწყრომა დავიმ-
სახურე, საბოლოოდ გავუბედურდი: ჩემი პატარა სკოლა დავ-
კარგე, მღვდელმა, ალბათ თქვენი გულის მოსაგებად, კლერ-
კის თანამდებობიდან გადამაყენა, სადალაქოს გარდა, აღარა-
ფერი დამრჩა და იმის იმედადაც ვერ იცხოვრებდა კაცი; ცოლი
რომ გარდამეცვალა (მანამდე თორმეტ გირვანქას ვიღებდი
წელიწადში, ოღონდ არ ვიცი, ვისგან, ალბათ თქვენი მოწყა-
ლებისგან, რადგან, თქვენ გარდა, ამას არავინ იზამდა), დახ-
მარება შემიწყდა; ამას კიდევ პატარ-პატარა ვალები დაემატა
და მალე უსახსროდ დავრჩი. გადავწყვიტე, იქაურობა დამეტო-
ვებინა.
1000
პირველად სოლსბერიში დავბინავდი, ერთ იურისტთან და-
ვიწყე მუშაობა, არაჩვეულებრივი კაცი იყო, არათუ მე მწყა-
ლობდა, ვიდრე მასთან ვმსახურობდი, უამრავი სიკეთე გააკე-
თა, როგორც ვიცი, ბინძურ საქმეს ხელს არ ჰკიდებდა.
– არ არის საჭირო ასე დაწვრილებით მოყოლა, ვიცნობ იმ
ჯენტლმენს, ნამდვილად ღირსეული კაცია...
– კარგი, სერ, – თქვა პარტრიჯმა, – იქიდან ლიმინგტონში
გადავედი, სადაც ასევე იურისტთან ვიმუშავე სამი წელი, ისიც
კარგი კაცი აღმოჩნდა, ალბათ ინგლისში მასზე მხიარული
ადამიანი არ მოიძებნება. სამი წლის თავზე პატარა სკოლა
გავხსენი და თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, სამწუხა-
რო შემთხვევა რომ არა: მე გოჭი მყავდა და ერთ დღეს ეს ჩემი
გოჭი მეზობლის ბაღში გადახტა, როგორც იტყვიან, სხვის ტე-
რიტორიაზე უკანონოდ შეიჭრა. მეზობელი დიდი პატივმოყვა-
რე და ღვარძლიანი კაცი იყო, ადვოკატს მიმართა, ვერ ვიხსე-
ნებ მის სახელს, და სასამართლოში გამომიძახეს. ღმერთო,
რა არ გავიგე იქ, რამდენი ტყუილი ითქვა ჩემზე, თითქოს მე-
ზობლების ბაღებში ჩემს ღორებს ძალით ვუშვებდი, ისე ლაპა-
რაკობდნენ, გეგონება, ღორებით მოვაჭრე ვყოფილიყავი, მე
კი სულ ერთი საწყალი გოჭი მყავდა.
– ძალიან გთხოვთ, წვრილმანებს ნუ მიყვებით, ჯერ თქვენი
შვილი არც გიხსენებიათ.
– ოჰ, ბევრმა წელმა ჩაიარა, ვიდრე ვნახავდი ჩემს შვილს,
თუ თქვენ გსიამოვნებთ, ასე ვუწოდო... მერე ირლანდიაში წა-
ვედი და კორკში სკოლაში ვასწავლიდი.(ერთი სადავო საქმის
გამო შვიდი წელი ვინჩესტერის ციხეში გავატარე).
– გამოტოვეთ ყველაფერი ინგლისში ჩამოსვლამდე.
– კარგი, სერ, – თქვა პარტრიჯმა, – ჯერ ბრისტოლში დავ-
ბინავდი, იქ გავიგე, რომ გლოსტერში დალაქი გარდაიცვალა

1001
და გლოსტერში გავემგზავრე, სადაც ორი თვის თავზე ჯონსს
შევხვდი.
შემდეგ ძალიან დაწვრილებით უამბო პირველ შეხვედრაზე
და რაც კი გაიხსენა, ყველაფერზე იმდღევანდლამდე, თხრო-
ბისას ხშირად აქებდა ჯონსს და უდასტურებდა, თქვენდამი დი-
დი სიყვარული და პატივისცემა აქვსო, ბოლოს ასე უთხრა,
თქვენო მოწყალებავ, მე ყველაფერი მოგიყევითო და მერე სა-
ზეიმოდ განაცხადა, როგორც რომის პაპი არ არის ჯონსის მა-
მა, ისე მეო და კიდევ დასძინა, წყეული ვიყო, თუ ვტყუოდეო.
– და როგორ შეიძლება ეს ავხსნა? – იყვირა ოლვორთიმ, –
რატომ უარობთ ფაქტს, რომელიც თქვენთვისვეა ხელსაყრე-
ლი?
– არა, სერ, – უპასუხა პარტრიჯმა (უკვე თავი ვეღარ შეიკა-
ვა), – თუ თქვენს მოწყალებას ჩემი არ სჯერა, მაშინ მალე
მტკიცებულებასაც წარმოგიდგენთ, ნეტავი, იმ ახალგაზრდა
კაცის დედაც სხვა იყოს, როგორ მცდარადაც მე გგონივართ
მისი მამა.
და როცა ოლვორთიმ ჰკითხა, რას გულისხმობდა, შეწუხე-
ბულმა უამბო ის, რის დამალვაც ცოტა ხნით ადრე თვითონვე
სთხოვა მისის მილერს.
ოლვორთი ამ აღმოჩენამ არანაკლებ შეაძრწუნა.
– ღმერთო! – თქვა, – როგორ უბედურებებში ხვევს კაცს
გარყვნილება და წინდაუხედაობა! რა შორს მივყავართ უგუ-
ნურ საქციელს, ჩვენი სურვილის მიუხედავად!
ეს რომ თქვა, მოულოდნელად ოთახში მისის უოთერსი შე-
მოვარდა და პარტრიჯმა იყვირა:
– აი, სერ, თვითონ მოვიდა ჯონსის უბედური დედა. დარწმუ-
ნებული ვარ, სერ, ჩემს ნათქვამს დაადასტურებს, გთხოვთ, მა-
დამ...

1002
მისის უოთერსს პარტრიჯისთვის ყურადღება არ მიუქცევია,
მისტერ ოლვორთის მიმართა:
– სერ, დიდი ხანია არ გინახავვართ და ალბათ ვერ მცნობთ.
– მართლაც, – უპასუხა ოლვორთიმ, – ძალიან შეცვლილ-
ხართ და ამ კაცს რომ არ ეთქვა, ვინ ხართ, ალბათ ვერ გიც-
ნობდით. მადამ, რაიმე საქმეზე მობრძანდით?
ოლვორთი თავშეკავებულად ელაპარაკებოდა ქალს,
მკითხველი მიხვდება, რომ დიდად ნასიამოვნები არ იქნებოდა
არც მისი ნახვით და არც პარტრიჯის მონაყოლით.
მისის უოთერსმა უპასუხა:
– დიახ, სერ, საქმეზე მოვედი და მხოლოდ პირისპირ მინდა
დაგელაპარაკოთ. გარწმუნებთ, ძალიან მნიშვნელოვანი რამ
მაქვს სათქმელი.
პარტრიჯს სთხოვეს, გასულიყო, მაგრამ ვიდრე გავიდოდა,
ქალს შეემუდარა, ოლვორთისთვის ეთქვა, რომ ის უდანაშაუ-
ლო იყო. ქალმა უპასუხა:
– ნუ დარდობთ, სერ, მე ყველაფერს დაწვრილებით მოვ-
ყვები.
პარტრიჯი გავიდა და თუ რაზე ისაუბრეს მისტერ ოლვორ-
თიმ და მისის უოთერსმა, მომდევნო თავში შეიტყობთ.

თავი 7
ჩვენი ისტორიის გაგრძელება

მისის უოთერსი ერთხანს ჩუმად იყო, მისტერ ოლვორთიმ


თავი ვეღარ შეიკავა და უთხრა:
– ვწუხვარ, მადამ, მაგრამ როგორც გავიგე, ბოროტად გი-
სარგებლიათ...

1003
– მისტერ ოლვორთი, – შეაწყვეტინა ქალმა, – ჩემზე კარ-
გად ჩემი ნაკლოვანებები არავინ იცის, მაგრამ თქვენდამი
უმადურობა მათ შორის არ არის. არასოდეს დავივიწყებ
თქვენს სიკეთეს, მით უმეტეს, რომ არ დამიმსახურებია, მაგ-
რამ გთხოვთ, ახლა ნუ დამტუქსავთ, მე ძალიან მნიშვნელოვა-
ნი რამ უნდა გაგანდოთ და ეს იმ ახალგაზრდა კაცს ეხება, ჩემი
გვარი რომ მიეცით.
– გამოდის, უდანაშაულო კაცი დავსაჯე, – თქვა ოლვორ-
თიმ, – ესე იგი, ის ბავშვის მამა არ არის?
– არა, რა თქმა უნდა, თუ გახსოვთ, მე მაშინ მოგახსენეთ,
ოდესმე გაიგებთ, ვინ არის მამა-მეთქი. დამნაშავე ვარ, ადრე
რომ არ გითხარით, მაგრამ ახლა ყველაფერი უნდა გაირკვეს.
– კარგი, მადამ, გთხოვთ, განაგრძეთ.
– სერ, გეხსომებათ ახალგაზრდა კაცი, სახელად სამერი.
– ძალიან კარგად მახსოვს, – უთხრა ოლვორთიმ, –
მღვდლის შვილი გახლდათ, ძალიან განათლებული და სათნო
პიროვნება, ჩვენ ვმეგობრობდით კიდეც.
– სერ, როგორც ვიცი, – თქვა მისის უოთერსმა, – ის თქვენ
აღზარდეთ და უნივერსიტეტიც დაამთავრებინეთ, შესანიშნავი
ადამიანი იყო, მოხდენილი, თავაზიანი, გონიერი და კარგი აღ-
ზრდილი.
– საწყალი, – თქვა ოლვორთიმ, – უდროოდ წავიდა, ვერა-
სოდეს ვიფიქრებდი, თუ ცოდვა გაიყოლა, რადგან, მგონი, აპი-
რებთ მითხრათ, რომ თქვენი ბავშვის მამა ის იყო.
– არა, სერ, – უპასუხა ქალმა.
– როგორ! – თქვა ოლვორთიმ, – ამხელა შესავალი რის-
თვის დაგჭირდათ?
– ამბისთვის, – თქვა ქალმა, – რომლის მოყოლა მე მხვდა
წილად. ოჰ, სერ! მოემზადეთ, დიდად გაოცდებით და ძალიან
დამწუხრდებით.
1004
– თქვით, მე დანაშაული არასოდეს ჩამიდენია და არაფრის
მოსმენის არ მეშინია.
– სერ, მისტერ სამერი, რომელმაც განათლება თქვენი ხარ-
ჯით მიიღო და ერთი წელი თქვენს სახლში ცხოვრობდა, ვიდრე
ყვავილით გარდაიცვლებოდა, დიდი გულისტკივილით რომ
გამოიგლოვეთ და შვილივით რომ დაკრძალეთ, იმ ბავშვის მა-
მა იყო.
– კი მაგრამ! – შესძახა ოლვორთიმ, – საკუთარ ნათქვამს
ეწინააღმდეგებით.
– არა, მე ვთქვი, იმ ბავშვის მამა იყო და არა ჩემი ბავშვის.
– ფრთხილად იყავით, მადამ, თუ თავის გამართლება გინ-
დათ და ამისთვის ტყუით და სცოდავთ, უნდა გახსოვდეთ, რომ
არსებობს ის ერთადერთი, ვისაც ვერაფერს დაუმალავთ და
მის სამსჯავროზე თქვენი დანაშაული კიდევ უფრო დამძიმდე-
ბა.
– ვიცი, სერ, – მიუგო ქალმა, – მე არ ვარ იმ ბავშვის დედა
და ახლა, მით უმეტეს, არასდიდებით ამას არ ვისურვებდი.
– ვიცი რატომაც და თქვენზე ნაკლებად არ გამიხარდება,
მართლა ასე იყოს. მაგრამ ხომ გახსოვთ, რომ თავად
აღიარეთ.
– აღიარებიდან სიმართლე ის იყო, რომ ჩემი ხელით ჩავაწ-
ვინე ჩვილი თქვენს საწოლში და ეს დედამისის თხოვნით გავა
კეთე, მისივე ბრძანებით, ბავშვი ჩემად ვაღიარე, მეგონა, სა-
იდუმლოს შენახვისთვის და თავის შერცხვენისთვის დამასა-
ჩუქრებდნენ.
– და ვინ იყო ის ქალი?
– მეშინია მისი სახელის ხსენება, – თქვა მისის უოთერსმა.
– ასეთი შემზადების შემდეგ უნდა ვიფიქრო, რომ ჩემი ნა-
თესავი იქნებოდა.

1005
– ყველაზე ახლო, სერ, – ამ სიტყვებზე ოლვორთი შეკრთა
და ქალმა განაგრძო, – თქვენი და, სერ.
– ჩემი და?! – გაიმეორა გაოგნებულმა ოლვორთიმ.
– გეფიცებით, თქვენი და იყო იმ ბავშვის დედა, საწოლში
რომ იპოვეთ.
– ღმერთო, ნუთუ ეს შესაძლებელია?
– მოითმინეთ, სერ, – თქვა მისის უოთერსმა, – ყველაფერს
მოგიყვებით. თქვენ ლონდონში რომ გაემგზავრეთ, მის ბრიჯი-
ტი დედაჩემის სახლში მოვიდა, მითხრა, მსმენია შენი უჩვეუ-
ლო ხასიათის შესახებ, როგორი განათლებული და გონიერი
ხარო. შინ დამიბარა, მისთვის რომ წამეკითხა. ძალიან მოს-
წონდა, როგორ ვუკითხავდი, კეთილად მექცეოდა და მასაჩუქ-
რებდა. ბოლოს მკითხა, საიდუმლოს შენახვა თუ შემეძლო და
ჩემმა პასუხმა რომ დააკმაყოფილა, თავის საძინებელში შე-
მიყვანა და კარი გასაღებით გადაკეტა.
მითხრა, გენდობი და ისეთ საიდუმლოს გაგიმხელ, რო-
მელზედაც ჩემი ღირსება და სიცოცხლეა დამოკიდებულიო.
ერთხანს გაჩუმებული იყო, მერე ცრემლი მოიწმინდა და მკით-
ხა, ხომ შეიძლება დედაშენსაც გავანდოთო. მე ვუპასუხე, რომ
დედას საკუთარ სიცოცხლეს მივანდობდი. საიდუმლოს გამხე-
ლა მგონი უფრო გაუჭირდა, ვიდრე მშობიარობა. შევთან-
ხმდით, როცა მშობიარობის დრო დადგებოდა, მხოლოდ მე და
დედაჩემი ვიქნებოდით, მისის უილკინსს რაიმე დავალებას
მისცემდა და სადმე, დორსეტშირის უკიდურეს კუთხეში გაგ-
ზავნიდა. სამი თვით ადრე მოახლე დაითხოვა და მე ამიყვანა
ვითომდა გამოსაცდელად, მაგრამ შემდეგ განაცხადა, რომ
ვერ ვივარგე. ასე იმიტომ მოიქცა, მისის უილკინსს ეჭვი რომ
არ აეღო, თავს ბავშვის დედად როცა ვაღიარებდი – ხომ ვერა-
ვინ დაიჯერებდა, რომ ქალს, რომელსაც სულ საყვედურობდა,
ასეთ საიდუმლოს გაანდობდა. მინდა იცოდეთ, რომ მთელი ეს
1006
ხანი ძალიან კარგად მიხდიდა ფულს და მეც ძალიან კმაყოფი-
ლი ვიყავი. ყველაზე მეტად უილკინსის გამო ფრთხილობდა,
არა იმიტომ, რომ ეჯავრებოდა, მას უბრალოდ საიდუმლოს შე-
ნახვა არ შეეძლო და, მით უმეტეს, თქვენ ვერაფერს დაგიმა-
ლავდათ; მის ბრიჯიტს ხშირად უთქვამს, მისის უილკინსმა
მკვლელობა რომ ჩაიდინოს, თვითონვე აღიარებსო. მშობია-
რობის დრო მოახლოვდა და მისის უილკინსიც, რომელიც
მთელი კვირა ემზადებოდა გასამგზავრებლად, როგორც იქნა,
წავიდა. ბავშვის დაბადებას მხოლოდ მე და დედაჩემი ვესწრე-
ბოდით, დედამ ახალშობილი ჩვენს სახლში წამოიყვანა და იქ
გვყავდა, ვიდრე თქვენ არ დაბრუნდით, მერე კი მე მის ბრიჯი-
ტის თხოვნით ჩვილი თქვენს საწოლში ჩავაწვინე. თქვენმა დამ
მოხერხებულად აიცილა ეჭვები, ხომ გახსოვთ, თავს რომ გაჩ-
ვენებდათ, თითქოს ბავშვი არ უყვარდა და მხოლოდ თქვენს
საამებლად ეფერებოდა?
მისის უოთერსმა დაიფიცა, რაც ახლა შეიტყვეთ, სრული სი-
მართლეაო და დასძინა:
– ამგვარად, სერ, ბოლოს და ბოლოს, დისწული იპოვეთ,
დარწმუნებული ვარ, დღეიდან ასე იფიქრებთ, ის კი ღირსეუ-
ლად ატარებს ამ სახელს და თქვენთვის დიდი ნუგეში იქნება.
– მადამ, ალბათ არ არის საჭირო იმის აღნიშვნა, რომ გა-
ოგნებული გისმენდით, – უთხრა ოლვორთიმ, – თქვენ ვერ და
არ მოიგონებდით ამდენ ტყუილს. ვაღიარებ, ახლა რომ ვიხსე-
ნებ სამერს, ყოველთვის ვეჭვობდი, რომ ჩემს დას ის მოსწონ-
და, ვუთხარი კიდეც. ვინაიდან ძალიან კეთილგანწყობილი ვი-
ყავი მის და მამამისის მიმართ, სიამოვნებით დავთანხმდებო-
დი, ჩემი დის ხელი რომ ეთხოვა, მაგრამ მის ბრიჯიტმა, რო-
გორც თავად თქვა, ჩემი ბოროტი ეჭვი შეურაცხყოფად მიიღო.
ასე რომ, მე აღარასოდეს ჩამომიგდია ლაპარაკი ამ საკითხზე.
ღმერთო დიდებულო! რა კარგად აგვარებ ყველაფერს. ისე,
1007
ჩემი და არ მოიქცა სწორად, ეს საიდუმლო საიქიოში რომ გა-
იყოლა.
– გარწმუნებთ, სერ, ხშირად უთქვამს ჩემთვის, რომ ერთ
მშვენიერ დღეს სიმართლეს აუცილებლად გაგიმხელდათ. ძა-
ლიან უხაროდა, ყველაფერი ასე კარგად რომ მოგვარდა და
თქვენ ბავშვი შეიყვარეთ, ამიტომაც არ ჩქარობდა. ოჰ, სერ,
რომ მოსწრებოდა, მისი შვილი მაწანწალასავით გააგდეს სახ-
ლიდან და თქვენ ადვოკატი დაიქირავეთ, რათა იმ მკვლელო-
ბაში გემხილებინათ, რომელიც არ ჩაუდენია... მისტერ ოლ-
ვორთი, მაპატიეთ, მაგრამ ეს კეთილი საქციელი არ არის...
მას ცილი დასწამეს, თორემ თქვენგან ამას არ იმსახურებდა.
– მგონი, მე დამწამა ცილი ვიღაცამ, ვინც თქვენ ეს გით-
ხრათ.
– არა, სერ, – თქვა ქალმა, – სწორად გამიგეთ, მე თქვენ
არაფერში არ გადანაშაულებთ. იმ ჯენტლმენს, ჩემთან რომ
მოვიდა, ცუდი არაფერი შემოუთავაზებია. ეტყობა, მისტერ
ფიცპატრიკის ცოლად მიმიჩნია და მხოლოდ ის მითხრა, იმდენ
ფულს მიიღებთ, რამდენსაც მოისურვებთ, თუ სასამართლოში
იჩივლებთო. ამავე კაცისგან გავიგე, ვინ იყო მისტერ ჯონსი.
მისი სახელია დაულინგი. ჯონსმა მითხრა, რომ თურმე თქვენ
გემსახურებათ, თვითონ თავი არ წარუდგენია, მაგრამ ჯონსის
გამოგზავნილი პარტრიჯი შეხვდა ჩემთან და ამ კაცს სოლსბე-
რიდან ვიცნობო, ასე თქვა.
– და ამ დაულინგმა გითხრათ, რომ მე გადაგიხდიდით, სა-
სამართლოში რომ გეჩივლათ? – ჰკითხა გაოცებულმა მისტერ
ოლვორთიმ.
– არა, სერ, ტყუილად ვერ დავადანაშაულებ, მითხრა, და-
გეხმარებიანო, ოღონდ ვინ, არ დაუსახელებია. მაპატიეთ, მაგ-
რამ, ვითარებიდან გამომდინარე, მე თქვენზე ვიფიქრე.

1008
– მე კი, მადამ, ვითარებიდან გამომდინარე, ვრწმუნდები,
რომ ის თქვენთან ვიღაც სხვას უნდა გამოეგზავნა, – თქვა ოლ-
ვორთიმ, – ღმერთო, ხანდახან რა სასწაულებრივად იხსნება
უმძიმესი დანაშაული! შეიძლება გთხოვოთ, მადამ, ცოტა ხნით
დაელოდოთ, ვიდრე ის ჯენტლმენი მოვა, ვინც თქვენ ახსენეთ?
წუთი წუთზე უნდა მოვიდეს ან ეგებ სულაც უკვე მოსულია.
ოლვორთი კარისკენ გაემართა მსახურის დასაძახებლად
და ამ დროს ოთახში შემოვიდა არა დაულინგი, არამედ სხვა
ჯენტლმენი.

თავი 8
განვაგრძობთ ისტორიას

ოთახში მისტერ ვესტერნი შემოვიდა და ოლვორთი დაინა-


ხა თუ არა, მისის უოთერსისთვის ყურადღება არ მიუქცევია,
იმწამსვე აყვირდა:
– დიდი ამბები ხდება ჩემს სახლში! ამას რას მოვესწარი!
ქალიშვილი წყევლა ყოფილა და სხვა არაფერი!
– რა ხდება, მეზობელო?
– რა ხდება და, – დაიწყო მისტერ ვესტერნმა, – რომ მეგო-
ნა, ცოტა მოვარჯულე და შემპირდა, შენ როგორც ინებებ, ისე
მოვიქცევიო და მეც ვიფიქრე, ადვოკატს დავუძახებ და მოვამ-
თავრებ ამ ამბავს-მეთქი, როგორ გგონიათ, რა ვუპოვე? ეს პა-
ტარა ძუკნა თურმე ეშმაკობდა და თქვენს ნაბიჭვართან მიმო-
წერა ჰქონდა, ჩემი დისგან გავიგე. როცა ეძინა, ჯიბეები გავუჩ-
ხრიკეთ და მართლა ვიპოვეთ იმ ბოზის შვილის წერილი. მოთ-
მინება არ მეყო, ბოლომდე წამეკითხა, საპლის ქადაგებაზე
გრძელია, მაგრამ დავრწმუნდი, რომ სიყვარულს ეფიცებოდა.
1009
რა უნდა მექნა? ავდექი და ისევ ოთახში ჩავკეტე, ხვალვე სო-
ფელში გავუშვებ, ან დათანხმდება გათხოვებაზე, ან არა და
სხვენში იცხოვრებს პურზე და წყალზე; რაც ადრე გაუსკდება
გული, მით უკეთესი, მეც მალე მოვისვენებ.
– მისტერ ვესტერნ, – უთხრა ოლვორთიმ, – ხომ იცით, ძა-
ლადობის წინააღმდეგი ვარ და თქვენ შემპირდით, რომ ასე
აღარ მოიქცეოდით.
– ეი, – შესძახა ვესტერნმა, – ეგ მხოლოდ იმ პირობით, თუ
დათანხმდებოდა. წყეული იყოს ეშმაკიც და დოქტორი ფაუს-
ტუსიც, მე რა, არ შემიძლია, ჩემს ქალიშვილს როგორც მინდა,
ისე მოვექცე, თან თუ მის სასიკეთოდ ვექცევი ასე?!
– მეგობარო, – თქვა ოლვორთიმ, – თუ ნებას მომცემთ, მე
დაველაპარაკები ახალგაზრდა ლედის.
– მართლა? რა კარგი იქნება, თქვენდამი ძალიან კარგად
არის განწყობილი, იქნება თქვენმა რჩევამ გაჭრას.
– კარგი, სერ, – თქვა ოლვორთიმ, – ახლა შინ წადით და
გოგონა გაათავისუფლეთ ტყვეობიდან, მეც მალე მოვალ, ალ-
ბათ ნახევარ საათში.
– მაგრამ მანამდე რომ გაიქცეს? დაულინგმა მითხრა,
ჯონსს აღარ ჩამოახრჩობენო, ის კაცი გამოკეთდა და ჯონსს მა-
ლე გამოუშვებენო.
– როგორ! თქვენ დაიქირავეთ დაულინგი საქმის გამოსაძი-
ებლად?
– მე არა, სერ, თვითონ მაცნობა ახლახან.
– ახლახან? სად ნახეთ? მეც მინდა მასთან შეხვედრა.
– ჩემთან ნახავთ, ამ დილით ადვოკატების შეკრება მაქვს
სახლში რაღაც გირაოს თაობაზე. მგონი, იმ პატიოსანი ჯენ-
ტლმენის, ნაითინგეილის გამო ორ ან სამ ათას გირვანქას
ვკარგავ.

1010
– კეთილი, სერ, – უთხრა ოლვორთიმ, – ნახევარ საათში
თქვენთან ვიქნები.
– ერთხელ მაინც მოისმინეთ სულელის რჩევა, არ არის სა-
ჭირო დაყვავება, დამიჯერეთ, ეგ არ ჭრის. უნდა შევაშინოთ,
სხვა გზა არ გვრჩება. უთხარით, რომ მე, მამამისი, სხვენში გა-
მოვკეტავ და პურზე და წყალზე იქნება, ისიც უთხარით, რომ
დიდი ცოდვაა მამასთან ურჩობა და საშინელი სასჯელი ელის
იმქვეყნად.
– რასაც შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ, მერწმუნეთ,
არაფერი ისე არ მინდა, როგორც ამ საყვარელ არსებასთან
დანათესავება.
– კი, მაგ ამბისთვის საუკეთესოა, მამა ვარ, მაგრამ უნდა
ვთქვა. თუ დამჯერი გოგო გახდება, ისეთი მამა ვიქნები, ჩემის-
თანას ვერსად იპოვით. როგორც ვხვდები, ხელი შეგიშალეთ,
ამიტომ დაგტოვებთ და მალე გელოდებით, თქვენი მონა-მორ-
ჩილი.
მისტერ ვესტერნი რომ გავიდა, მისის უოთერსმა თქვა:
– როგორც ვატყობ, სერ, სკვაირმა ვერ მიცნო. ვერც თქვენ
მიცანით, მისტერ ოლვორთი, ძალიან შევიცვალე მას შემდეგ,
რაც თქვენი კეთილი რჩევა არ გავითვალისწინე.
– დიახ, მადამ, – უპასუხა ოლვორთიმ, – და ძალიან ვწუხ-
ვარ, რომ არ გაითვალისწინეთ.
– სერ, მე ძალიან მზაკვრულად მომექცნენ და ყველაფერი
რომ იცოდეთ, შეიძლება არ გამამართლოთ, მაგრამ შემიბრა-
ლებდით მაინც. ერთმა ადამიანმა მომატყუა, რომ ცოლად მო-
მიყვანდა, თუმცა ზეცის წინაშე უკვე მისი ცოლი ვიყავი, ბევრი
წამიკითხავს ამ თემაზე, ცერემონია მხოლოდ ქორწინების და-
საკანონებლად არის საჭირო და კიდევ, ქალს რომ ცოლის

1011
პრივილეგია მიანიჭოს, მაგრამ მას, ვინც ერთადერთ კაცს ერ-
თგულებას შეჰფიცებს, რაც უნდა უწოდოს ხალხმა, სინდისი
სუფთა ექნება.
– ვწუხვარ, მადამ, თქვენ ცოდნა არასწორად გამოიყენეთ,
ჯობდა, მეტი გესწავლათ ან საერთოდ უცოდინარი დარჩენი-
ლიყავით, ვშიშობ, თქვენ სხვა ცოდვებიც გექნებათ.
– ვიდრე მასთან ერთად ვცხოვრობდი, და ეს ოც წელს გაგ-
რძელდა, მე ცოდვა არ ჩამიდენია. მაგრამ წარმოიდგინეთ,
სერ, როგორ უნდა გაიტანოს თავი მიტოვებულმა და ნამუს-
შერცხვენილმა ქალმა. გაჭირვებამ მაიძულა, კაპიტან უოთერ-
სის მკლავებში აღმოვჩენილიყავი, მართალია, ჯვარდაწერი-
ლები არ ვართ, მაგრამ მის გვარს ვატარებ და წლებია, ცოლ-
ქმარივით ვცხოვრობთ. ამ ჯენტლმენს ვორჩესტერში დავშორ-
დი, აჯანყების ჩასახშობად გაგზავნეს და იქ შემთხვევით შევ-
ხვდი ჯონსს. მან მე უბედურებისგან მიხსნა. ძალიან ღირსეული
ადამიანია. მართალია, ასეთი ახალგაზრდაა, მაგრამ მანკიე-
რება ახლოსაც არ გაჰკარებია, მასავით კეთილი არავინ მეგუ-
ლება. თანაც, თუ რამ დაუშავებია, ახლა მტკიცედ აქვს გადაწ-
ყვეტილი, გამოსწორდეს.
– იმედია, სიტყვას შეასრულებს, – თქვა ოლვორთიმ, – მე
თქვენი იმედიც მაქვს, მართალია, ხალხი ულმობელია, მაგ-
რამ დრო და მოთმინება თავისას იზამს და საბოლოოდ თქვენც
შეგინდობენ. მისის უოთერს, თუ დავრწმუნდი თქვენი გადაწ-
ყვეტილების გულწრფელობაში, აუცილებლად გვერდით და-
გიდგებით.
მისის უოთერსი მუხლებზე დაემხო და ცრემლი წასკდა, მა-
დლობას უხდიდა სიკეთისთვის, რომელიც, მართებულად შე-
ნიშნა, უფრო ღვთიური იყო, ვიდრე ადამიანური.

1012
ოლვორთიმ ქალი ფეხზე წამოაყენა, ტკბილი, ალერსიანი
სიტყვებით ცდილობდა ენუგეშებინა და ამ დროს ოთახში და-
ულინგი შემოვიდა. მისის უოთერსის დანახვაზე შეკრთა და
დაიბნა, მაგრამ მალევე გამოერკვა. მისტერ ოლვორთის უთ-
ხრა, მისტერ ვესტერნთან მივიჩქარი ადვოკატების შეხვედრა-
ზე და შემოგიარეთ, თქვენ რომ დამავალეთ, იმ საკითხზე ვე-
ქილის აზრი მინდოდა მეთქვაო. ვექილს უთქვამს, ეს საქმე და-
ნაშაულად არ ითვლება, მაგრამ შესაძლებელია, ნაპოვნის გა-
დამალვად მივიჩნიოთ და თუ მსაჯულები მოსარჩლის საკუთ-
რებად აღიარებენ, სასამართლო მას იმ ფულს დაუბრუნებსო.
ოლვორთიმ არაფერი უპასუხა, კარი დაკეტა, მკაცრად შე-
ხედა დაულინგს და უთხრა:
– როგორც არ უნდა ჩქარობდეთ, სერ, ჯერ რამდენიმე კით-
ხვაზე უნდა მიპასუხოთ. ამ ლედის იცნობთ?
– ამ ლედის? – გაიმეორა დაბნეულმა დაულინგმა.
მაშინ ოლვორთიმ მგზნებარედ მიმართა:
– მისმინეთ, მისტერ დაულინგ, თუ ჩემს კეთილგანწყობას
აფასებთ და გსურთ, ჩემს სამსახურში ყოფნა ერთი წუთით კი-
დევ გაიხანგრძლივოთ, ნურც შეყოყმანდებით და ნურც მიკიბ-
მოკიბავთ. მიპასუხეთ, ამ ლედის იცნობთ?
– დიახ, სერ, შევხვედრივარ ამ ლედის.
– სად?
– მის სახლში.
– რა საქმეზე იყავით და ვინ გაგგზავნათ?
– მე მისტერ ჯონსის ამბავს ვიძიებდი, სერ.
– ვინ დაგავალათ გამოძიება?
– ვინ, სერ? ბლაიფილმა დამავალა.
– და რა უთხარით ლედის, იქ რომ იყავით?
– სერ, ყველა სიტყვას ვერ გავიხსენებ.
– თუ შეიძლება, მადამ, მიეხმარეთ, გაიხსენოს.
1013
– სერ, მან მითხრა, – თქვა მისის უოთერსმა, – ჩემი ქმრის
სიკვდილის შემთხვევაში, მე დიდ ფულად დახმარებას მივი-
ღებდი, თუ სასამართლოში ვიჩივლებდი. შემიძლია დავიფი-
ცო, რომ ზუსტად ასე მითხრა.
– ეს თქვენი სიტყვებია, სერ?
– კარგად არ მახსოვს, მაგრამ ასე უნდა იყოს.
– ბლაიფილმა გიბრძანათ, ეს გეთქვათ?
– სერ, მე თვითონ ვერ მივიღებდი გადაწყვეტილებას, ჩემს
უფლებამოსილებას არ გადავაჭარბებდი, ისე მოვიქეცი, რო-
გორც ბლაიფილის დავალება გავიგე.
– მისმინეთ, დაულინგ, გპირდებით ამ ლედის თანდასწრე-
ბით, რაც ბლაიფილის დავალებით გააკეთეთ, ყველაფერს გა-
პატიებთ, თუ სიმართლეს მეტყვით. თქვენ ბლაიფილმა გაგ-
გზავნათ ორ მოწმესთან შესახვედრად, ასეა?
– დიახ, სერ.
– და რისთვის გაგგზავნათ? სიტყვასიტყვით მითხარით, რა
დაგავალათ.
– სერ, ბლაიფილმა ორი მოწმის მოსაძებნად გამგზავნა,
ასე თქვა, მეშინია, მისტერ ჯონსმა ან ვინმე მისმა მეგობარმა
არ მოისყიდონო, სისხლი სისხლს ითხოვსო, და მარტო ის კი
არა, ხელს ვინც აფარებს, ისიც მკვლელის თანამზრახველი გა-
მოდის, ვინც არაფერს აკეთებს მართლმსაჯულებისთვის მის
გადასაცემადო. კიდევ თქვა, რომ თქვენც გსურთ, ის არამზადა
დაისაჯოს, ოღონდ გამოჩენას ერიდებით.
– ასე თქვა?
– დიახ, სერ, – შესძახა დაულინგმა, – მე, თქვენ გარდა,
არავის გამო ასე შორს არ წავიდოდი.
– რამდენად შორს წახვედით?
– სერ, არ მინდა იფიქროთ, თითქოს ცრუმოწმეობაზე და-
ყოლიებას ვცდილობდი, მაგრამ არსებობს ჩვენების მიცემის
1014
ორი გზა და მეც ასე ვუთხარი, თუ მეორე მხარე რამეს შემოგ-
თავაზებთ, უარით გაისტუმრეთ და არაფერს დაკარგავთ, თუ
კი სიმართლეს იტყვით. ჩვენ როგორც გავიგეთ, ჩხუბი ჯონსმა
დაიწყო და ასეც უნდა განეცხადებინათ სასამართლოში, თან
მივახვედრე, რომ წაგებული არ დარჩებოდნენ.
– მართლაც შორს წასულხართ! – შესძახა ოლვორთიმ.
– არა, სერ, მე არ მინდოდა, მათ ტყუილი ეთქვათ და საერ-
თოდ არაფერს ვიღონებდი, რომ არ მცოდნოდა, თქვენ გემსა-
ხურებოდით.
– და ასე არ მოიქცეოდით, თუ გეცოდინებოდათ, რომ ჯონ-
სი ჩემი დისწულია.
– სერ, მე არ განვაცხადებდი იმას, რის დამალვაც თქვენ
გსურთ.
– როგორ? ესე იგი იცოდით?
– თუ ნებას მომცემთ, სიმართლე გითხრათ, სერ, ვიცოდი,
ეს იყო მადამ ბლაიფილის უკანასკნელი სიტყვები, მე მის სა-
სიკვდილო სარეცელთან ვიდექი, როცა თქვენთვის გადმოსა-
ცემი წერილი მომაწოდა.
– რა წერილი?! – იყვირა ოლვორთიმ.
– ის წერილი, სერ, რომელიც სოლსბერიდან ჩამოგიტანეთ
და რომელიც ბლაიფილს ხელში გადავეცი.
– ოჰ, ღმერთო! – შესძახა ოლვორთიმ, – და ჩემმა დამ რა
გითხრათ, რა იყო მისი უკანასკნელი სიტყვები?
– სერ, ხელი მომკიდა და წერილი გადმომცა, ასე თქვა, არც
კი ვიცი, რა დავწერე, ჩემს ძმას უთხარით, რომ ჯონსი მისი
დისწულია, ის ჩემი შვილია, ღმერთმა დალოცოს... ეს თქვა და
გული შეუღონდა, მეგონა, კვდებოდა, საშველად დავუძახე იქ
მყოფთ, მეტი აღარც არაფერი უთქვამს და რამდენიმე წუთში
სული დალია.

1015
ოლვორთი ენაჩავარდნილი იდგა, თვალები მაღლა აღეპ-
ყრო, მერე დაულინგს მიუბრუნდა:
– და რატომ არ გადმომეცით ის წერილი?
– სერ, თქვენ მაშინ ძალიან ავად იყავით, მეც, როგორც ყო-
ველთვის, ვჩქარობდი და წერილი ბლაიფილს დავუტოვე.
ბლაიფილი შემპირდა, გადავცემო და მერე მითხრა, ასეც მო-
ვიქეციო, ოღონდ თითქოს თქვენ დის პატივისცემით და ჯონ-
სის სიყვარულით არ მოინდომეთ ამ ამბის გახმაურება. სერ,
თქვენ პირველს რომ არ გეთქვათ, მე არც თქვენთან და არც
არავისთან ამ თემაზე ხმას არასოდეს ამოვიღებდი.
ოლვორთი, როგორც ეტყობოდა, კმაყოფილი დარჩა და-
ულინგის მონაყოლით, მკაცრად გააფრთხილა, არავისთან წა-
მოგცდეს, რაც აქ მოხდაო და მერე კარამდე მიაცილა, ბლა-
იფილი რომ აღარ ენახა. ბლაიფილი კი ამ დროს თავის ოთახ-
ში ნეტარებით იგონებდა, რა მოხერხებულად გააცურა ბიძა და
წარმოდგენა არ ჰქონდა ქვევით დატრიალებულ ამბებზე.
მისტერ ოლვორთი უკან რომ შებრუნდა, ფერწასულ მისის
მილერს შეეფეთა. შეძრწუნებულმა ქალმა უთხრა:
– ოჰ, სერ, ის ბინძური ქალი იყო თქვენთან მოსული? ახლა
უკვე თქვენც შეიტყვეთ ეს ამბავი, მაგრამ მაინც ნუ მიატოვებთ
საცოდავ ბიჭს, მან ხომ არ იცოდა, დედამისი რომ იყო და ალ-
ბათ ამას ვერ გადაიტანს.
– მადამ, გაოგნებული ვარ, ისეთი უცნაური რამ აღმოვაჩი-
ნე, შემობრძანდით ჩემს ოთახში და ყველაფერს მოგიყვებით.
საწყალი ქალი აკანკალებული შეჰყვა ოთახში, მისტერ
ოლვორთიმ მისის უოთერსს ხელი მოჰკიდა და მისის მილერს
უთხრა:– როგორ შეიძლება მადლობა გადავუხადო ამ კე-
თილშობილ ქალს, რომელმაც ასეთი სამსახური გამიწია? ოჰ,
მისის მილერ, რამდენჯერ გსმენიათ, იმ ახალგაზრდა კაცს
შვილად რომ მოვიხსენიებდი და არც კი ვიცოდი, რომ ჩემი
1016
უახლოესი ნათესავი ყოფილა. თქვენი მეგობარი, მადამ, ჩემი
დისწულია, იმ ქვეწარმავლის ძმაა, მე რომ ამდენი წელი ვე-
ლოლიავებოდი. ეს ქალბატონი თავად მოგიყვებათ ყველა-
ფერს. მისის მილერ, ახლა დავრწმუნდი, რომ ჩემს დისწულს
მართლა ცილი დასწამეს, იმ ადამიანმა დასწამა ცილი, თქვენ
რომ არამზადა გეგონათ და ის მართლაც ამქვეყნად ყველაზე
ამაზრზენი არსებაა.
მისის მილერს სიხარულისგან მეტყველების უნარი წაერ-
თვა და შეიძლებოდა გონებაც დაეკარგა, შვების მოსაგვრე-
ლად ცრემლი რომ არ წასკდომოდა. ბოლოს, როცა ხმის ამო-
ღება შეძლო, თქვა:
– ჩემი საყვარელი ჯონსი თქვენი დისწულია? და მე მას ბედ-
ნიერს ვიხილავ, რასაც ნამდვილად იმსახურებს?
– დიახ, ის ჩემი დისწულია და იმედი მაქვს, თქვენი სურვი-
ლი ახდება.
– და ამ ძვირფას ქალბატონს უნდა ვუმადლოდეთ, ყველა-
ფერი რომ გაირკვა?
– დიახ, სწორედ მას, – მიუგო ოლვორთიმ.
– მაშ, ღმერთმა დალოცოს და ამ კეთილი საქმისთვის ყვე-
ლა ცოდვა მიუტევოს! – შესძახა მისის მილერმა.
მისის უოთერსმა ისიც აუწყათ, ალბათ ჯონსს მალე გამოუშ-
ვებენო, რადგან ქირურგი ერთი პერის თანხლებით მოსამარ-
თლესთან წასულა, მისტერ ფიცპატრიკის გამოჯანმრთელების
დასადასტურებლად და ჯონსის გასათავისუფლებლად.
ოლვორთიმ თქვა, გამიხარდება, შინ დაბრუნებულს ჯონსი
თუ აქ დამხვდებაო. მერე მსახურს პორტშეზი გამოაძახებინა
და ქალბატონებს დაემშვიდობა.
მისტერ ბლაიფილმა გაიგონა, პორტშეზი რომ გამოიძახეს
და ბიძის გასაცილებლად ქვევით ჩაირბინა, ის ხომ არასოდეს

1017
ღალატობდა თავის მოვალეობას. ბიძას ჰკითხა, სად მიდიხარ-
თო, მაგრამ პასუხი არ მიუღია, შემდეგ მოინდომა, გაეგო, რო-
დის დაბრუნდებოდა ბიძა, მაგრამ არც ამჯერად უპასუხეს. უკვე
პორტშეზზე რომ ჯდებოდა მისტერ ოლვორთი, ბლაიფილს მი-
უბრუნდა და უთხრა:
– სერ, ჩემს დაბრუნებამდე იქნებ დედათქვენის წერილი
მოძებნოთ, სასიკვდილო სარეცელზე რომ მომწერა.
ოლვორთი წავიდა და ბლაიფილი ისეთ მდგომარეობაში
დატოვა, მხოლოდ სახრჩობელაზე მდგარ კაცს თუ შეშურდე-
ბოდა.

თავი 9
ისტორია გრძელდება

ვიდრე პორტშეზით მისტერ ვესტერნთან მიჰყავდათ, ოლ-


ვორთის მიეცა საშუალება, წაეკითხა ჯონსის მიერ სოფიასად-
მი მიწერილი წერილი, რომელიც სკვაირმა დაუტოვა. ცრემლი
მოერია, თავადაც რომ ჰყავდა ჯონსს რამდენჯერმე მოხსენიე-
ბული. მისტერ ვესტერნთან როცა მივიდა, სოფიასთან შეხვედ-
რა ისურვა.
თავაზიანი მისალმების შემდეგ, ჯენტლმენი და ლედი დას-
ხდნენ და ერთხანს ორივენი დუმდნენ. სოფიამ მამისგან უკვე
იცოდა, მისტერ ოლვორთი რომ უნდა სწვეოდათ და ცოტა დაბ-
ნეული მარაოს ინიავებდა. ოლვორთიც აღელვებული ჩანდა,
ბოლოს კი თქვა:– ვშიშობ, მის ვესტერნ, ჩემმა ოჯახმა არაერ-
თი უსიამოვნება შეგამთხვიათ, რის უნებური მონაწილე მეც
გავხდი. დარწმუნებული იყავით, მადამ, ადრე რომ მცოდნო-
და, როგორი არასასურველი იყო თქვენთვის ჩემი დისწულის
1018
წინადადება, ამას არ დავუშვებდი. ვიმედოვნებ, არ ფიქრობთ,
რომ ახლანდელი ვიზიტის მიზანიც ადრინდელივით შუამ-
დგომლობაა, პირიქით, მე იმიტომ მოვედი, რომ ამ უხერხუ-
ლობიდან დაგიხსნათ.
– სერ, – მოკრძალებით უთხრა სოფიამ,– ასეთ კეთილშო-
ბილურ საქციელს მხოლოდ მისტერ ოლვორთისგან შეიძლე-
ბა ელოდო. მომიტევეთ, მაგრამ რადგან თავად შეეხეთ ამ თე-
მას, მინდა იცოდეთ, რომ მართლა ძალიან უხერხულ მდგომა-
რეობაში აღმოვჩნდი და მამაც მეტისმეტად მკაცრად მექცევა.
დარწმუნებული ვარ, თქვენ ისეთი სულგრძელი ბრძანდებით,
არ მიწყენთ, თქვენს დისწულს უარი რომ ვუთხარი. ჩვენ ხომ
უძლურნი ვართ, ჩვენი გრძნობები ვმართოთ და როგორი
ღირსეული კაციც უნდა იყოს თქვენი დისწული, მე მას ვერ შე-
ვიყვარებ.
– გარწმუნებთ, უმშვენიერესო ლედი,– უთხრა ოლვორ-
თიმ, – თქვენგან არაფერი მეწყინებოდა, ჩემი შვილიც რომ
ყოფილიყო ანდა მის მიმართ დიდ პატივისცემას ვგრძნობდე.
მართალს ბრძანებთ, თავს ძალას ვერ დაატან, ვინმე შეიყვა-
რო, მით უმეტეს, სხვისი სურვილის გამო.
– ოჰ, სერ, – მიუგო სოფიამ, – ამ სიტყვებით კიდევ ერთხელ
ადასტურებთ, რა სამართლიანად მიაჩნიხართ ყველას კე-
თილ, სულგრძელ და დიდ ადამიანად. მე მხოლოდ უბედური
მომავლის შიშმა მაიძულა, მამას არ დავმორჩილებოდი.
– გულწრფელად მჯერა, მადამ, და უსაზღვროდ მიხარია,
ასეთი შორსმჭვრეტელი რომ გამოდექით და უბედურება თავი-
დან აიცილეთ.
– მისტერ ოლვორთი, ამგვარი დელიკატურობა დიდი იშ-
ვიათობაა. ჩემი აზრით, უფრო საშინელი არაფერია, ვიდრე იმ

1019
ადამიანის გვერდით ცხოვრება, რომლის მიმართ გულგრილი
ხარ და, მით უმეტეს, თუ ის ღირსეული კაცია. მე რომ მისტერ
ბლაიფილს გავყოლოდი ცოლად...
– მაპატიეთ, რომ გაწყვეტინებთ, მადამ, ამ ვარაუდის მოს-
მენა ჩემთვის აუტანელია, დამიჯერეთ, მის ვესტერნ, გულით
მიხარია, მას რომ თავი დააღწიეთ, რადგან ახლახან აღმოვა-
ჩინე, რომ მამათქვენი ასე უხეშად არაკაცის გამო გექცეოდათ.
– რას ამბობთ, სერ! – შესძახა სოფიამ, – ძალიან გამა-
ოცეთ!
– მეც არანაკლებ გავოცდი, მაგრამ რაც მოგახსენეთ, სრუ-
ლი სიმართლეა.
– თქვენ ხომ ყოველთვის სიმართლეს ამბობთ, მაგრამ,
სერ, ეს ისეთი მოულოდნელია. თქვენ თქვით, აღმოვაჩინეო?..
ნეტა, ყველა ბოროტებას ფარდა ეხდებოდეს!
– მალე ყველაფერს გაიგებთ, – უთხრა ოლვორთიმ, – მა-
ნამდე ეს საძაგელი სახელი აღარ ვახსენოთ. მე უფრო სერიო-
ზულ საკითზე გეახელით. ოჰ, მის ვესტერნ, მე კარგად ვიცი
თქვენი ყველა ღირსება და ძალიან მეძნელება, თქვენთან და-
ნათესავების შესაძლებლობას დავემშვიდობო... ერთი ახლო
ნათესავი მყავს, მადამ, სრულიად განსხვავებული იმ არაკა-
ცისგან, მქონდეს იმედი, რომ მას ნებას დართავთ, გესტუმ-
როთ?
სოფია ერთხანს გაჩუმდა და მერე უთხრა:
– მინდა გულწრფელი ვიყო თქვენთან. გადავწყვიტე, ამჟა-
მად არავის წინადადება აღარ მივიღო. ერთადერთი ის მსურს,
მამის კეთილგანწყობა დავიბრუნო და ჩემს ოჯახს მივხედო.
ნება მომეცით, შეგეხვეწოთ, თქვენ ხომ გამათავისუფლეთ ერ-
თი ადამიანის დევნისგან და ნუღარ შემომთავაზებთ ახალს,
რადგან ესეც უშედეგოდ დასრულდება.

1020
– მადამ, თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეთ, მე უძლური
ვარ, რამე ვიღონო, თუმცა ის კაცი ძალიან იტანჯება.
– გამაღიმეთ, მისტერ ოლვორთი, როგორ შეიძლება ის კა-
ცი იტანჯებოდეს, როცა არც კი მიცნობს?
– მომიტევეთ, ახალგაზრდა ლედი, საკმარისად კარგად
გიცნობთ, მოსვენება რომ დაკარგოს და თუ ამქვეყნად ვინმეს
გულწრფელი, ძლიერი და კეთილშობილური სიყვარული შე-
უძლია, ეს ჩემი უბედური დისწულია!
– თქვენი დისწული?! რა უცნაურია, მის შესახებ არასოდეს
მსმენია.
– დიახ, მადამ, ეს ამბავი დღევანდლამდე ჩემთვისაც სა-
იდუმლო იყო... მისტერ ჯონსი, რომელსაც ამდენი ხანია თავ-
დავიწყებით უყვარხართ, ჩემი დისწული ყოფილა!
– მისტერ ჯონსი თქვენი დისწულია? განა ეს შესაძლებე-
ლია?
– ნამდვილად ასეა, მადამ, ჩემი დის შვილია... ამიერიდან
დისწულად მოვიხსენიებ და ამის არ შემრცხვება. სამარცხვი-
ნო ის უფრო მგონია, ცუდად რომ მოვექეცი, მაგრამ არც მისი
ღირსებების შესახებ ვიცოდი რამე და არც წარმომავლობის.
მის ვესტერნ, მე მას ძალიან უხეშად მოვექეცი... ძალიან... –
მისტერ ოლვორთიმ ცრემლი მოიწმინდა და განაგრძო, – ამ-
დენ ტანჯვას მხოლოდ თქვენი დახმარებით ავუნაზღაურებ...
მერწმუნეთ, მშვენიერო ლედი, რადგან თქვენ გთავაზობთ, ესე
იგი მე მას დიდ პატივს ვცემ, ვიცი, ბევრი ცოდვა აწევს კისერზე,
მაგრამ გულის სიღრმეში უკეთილშობილესი ადამიანია.
პასუხის მოლოდინში ოლვორთი გაჩუმდა, სოფიამ კი, რო-
ცა უეცარი და უჩვეულო ამბის გაგებით აფორიაქებული ცოტა
დამშვიდდა, უთხრა:– ძალიან მიხარია, სერ, აღმოჩენით ასე-
თი კმაყოფილი რომ ხართ. ახალგაზრდა ჯენტლმენს ბევრი
კარგი თვისება აქვს და თქვენისთანა ბიძას გულს გაუხარებს.
1021
– მადამ, ვიმედოვნებ, იმ კარგი თვისებების წყალობით
კარგი ქმარიც იქნება...
– მომიტევეთ, მისტერ ოლვორთი, მე ვერ მოვისმენ ვერა-
ნაირ შემოთავაზებას და ღირსებას გეფიცებით, მისტერ ჯონსს,
როგორც საქმროს, ვერ მივიღებ.
– მომიტევეთ, მადამ, – შესძახა ოლვორთიმ, – ცოტა გაკ-
ვირვებული ვარ, მას შემდეგ, რაც მისტერ ვესტერნისგან შე-
ვიტყვე... იმედია, იმ საცოდავ ახალგაზრდა კაცს ისეთი არაფე-
რი ჩაუდენია, მის შესახებ აზრი რომ შეგცვლოდათ, თუ, რა
თქმა უნდა, ოდესმე უკეთესი წარმოდგენის იყავით მასზე. იმ
არამზადამ ცილი დასწამა, ჯონსი მკვლელი არაა, გარწმუ-
ნებთ, ყველაფერი დააბრალეს.
– მისტერ ოლვორთი, – უპასუხა სოფიამ, – მე მოგახსენეთ
ჩემი გადაწყვეტილება. არ ვიცი, მამამ რა გითხრათ ან რის
ეშინია, მე მტკიცედ გადავწყვიტე, მისი თანხმობის გარეშე არ
გავთხოვდე, რადგან ეს შვილის მოვალეობად მიმაჩნია და ვე-
რაფერი გადამათქმევინებს. მაგრამ არც იმას ვეთანხმები,
სურვილის წინააღმდეგ მშობელმა შვილი გაათხოვოს, ამიტომ
გავიქეცი სახლიდან და უცხო ადამიანს შევაფარე თავი. შეიძ-
ლება მამას ან ვინმეს ჰგონია, რომ მე სხვა განზრახვა მქონდა,
მაგრამ ჩემი სინდისი სუფთაა.
– აღტაცებული გისმენთ, მის ვესტერნ, როგორ სწორად
მსჯელობთ, მაგრამ ვფიქრობ, კიდევ უნდა იყოს რაღაც მიზეზი.
ნუთუ მამა ასე უხეშად იმ კაცის გამო მოგექცათ, რომლის მი-
მართ გულგრილი ხართ?
– ძალიან გთხოვთ, მისტერ ოლვორთი, ნუ მაიძულებთ, მე-
ტი გითხრათ... სიმართლე ისაა... მე სხვა წარმოდგენა მქონდა
ჯონსზე... ამისთვის დავისაჯე... მამა და მამიდა გავანაწყენე,
მაგრამ ეს უკვე წარსულს ჩაბარდა... ნუღარ დამაძალებთ რა

1022
მის თქმას, გთხოვთ... რაც იყო, იყო, ახლა ჩემი გადაწყვეტი-
ლება ძალიან მტკიცეა. თქვენს დისწულს უამრავი კარგი თვი-
სება აქვს და თქვენთვის დიდი ნუგეში იქნება.
– ნეტა, მეც შემძლებოდა მენუგეშებინა, – თქვა ოლვორ-
თიმ, – მაგრამ ეს მხოლოდ თქვენს ხელთაა და მეც მხოლოდ
ამიტომ ვუშუამდგომლე.
– თქვენ მოგატყუეს, მისტერ ოლვორთი, იმედია, ჯონსმა
არა, რადგან ჩემი მოტყუებაც კმარა. მისტერ ოლვორთი, ძა-
ლიან გთხოვთ, ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ. არ მინდა თქვენს
თვალში დავამცირო... მე მას ყველაფერს კარგს ვუსურვებ,
გულწრფელად ვუსურვებ და კიდევ გავიმეორებ, რაც უნდა ცუ-
დად გამოევლინა თავი ჩემთან, ვიცი, რომ ბევრი კარგი თვი-
სება აქვს. ვაღიარებ, ადრე სხვაგვარად ვფიქრობდი მასზე,
მაგრამ უკვე აღარ. ახლა არ არსებობს კაცი, რომელიც უფრო
მტკიცე უარს მიიღებდა ჩემგან. ბლაიფილის თაყვანისცემაც კი
უფრო სასიამოვნოდ მომეჩვენებოდა.
ვესტერნი მოუთმენლად ელოდა მათი საუბრის დასრულე-
ბას, კარს ყური მიადო და ქალიშვილის ბოლო წინადადება
რომ მოისმინა, გაცეცხლდა და კარი ლამის შეამტვრია:
– ტყუილია! ტყუილია! ყველაფერში ეგ ნაძირალა ჯონსია
დამნაშავე, აქედან გასვლა რომ შეეძლოს, ახლავე მასთან ერ-
თად გაიქცეოდა.
ოლვორთიმ მკაცრად შეხედა სკვაირს და უთხრა:
– მისტერ ვესტერნ, სიტყვა არ შეასრულეთ, ხომ შემპირ-
დით, რომ ცოტა თავს შეიკავებდით.
– ასეც იყო, სანამ შემეძლო, თავს ვიკავებდი. მაგრამ ამის-
თანა ტყუილი რომ გავიგე... ჯანდაბა, შეიძლება სხვებს ასულე-
ლებს, მაგრამ მე ვერ გამასულელებს!
– ვწუხვარ, ამას რომ გეუბნებით, – თქვა ოლვორთიმ, –
ისე ექცევით ქალიშვილს, მგონი, მას სულ არ იცნობთ. ჩვენი
1023
ახლო მეგობრობა მაძლევს ამის თქმის უფლებას. თქვენი ქა-
ლიშვილი, მისტერ ვესტერნ, თქვენს გვარს აკეთილშობილებს
და მე რომ ვიცოდე, შური რა არის, მხოლოდ ამის გამო შემ-
შურდებოდა თქვენი.
– მე კი გულით მინდა, შენი იყოს, – იყვირა სკვაირმა, – ამ-
დენი თავსატეხი აღარ მექნებოდა.
– ჩემო კეთილო მეგობარო, თავსატეხი თავად გაიჩინეთ.
მიენდეთ თქვენს ქალიშვილს, ის ამას იმსახურებს და ყველაზე
ბედნიერი მამა იქნებით.
– მივენდო? – იყვირა სკვაირმა, – როგორ მივენდო, როცა
არაფერს მიჯერებს. თანხმობა რომ მოეცა და გათხოვილიყო,
შეიძლებოდა ნდობა გამჩენოდა.
– ძვირფასო მეზობელო, თქვენ არ გაქვთ უფლება, ძალით
დაითანხმოთ. თქვენი ქალიშვილი უარზეა და ძალით გათხო-
ვების უფლებას ღმერთი არ მოგცემთ.
– უარზეა! მაგას ვაჩვენებ, როგორ უნდა უარის თქმა, შედი
ოთახში, შე უტეხო, შენა...
– მისტერ ვესტერნ, მე ვერ ავიტან ასეთ მოპყრობას, ცოტა
მეტი სითბო გამოიჩინეთ, ის ამას ნამდვილად იმსახურებს.
– მე ვიცი, რასაც იმსახურებს! რახან გასულია,გეტყვით, წე-
რილი მივიღე ჩემი ბიძაშვილისგან, ლედი ბელასტონისგან,
მაუწყებს, ჯონსი გამოუშვეს და ფრთხილად იყავიო. მისტერ
ოლვორთი, თქვენ არ იცით, რას ნიშნავს, ქალიშვილი რომ
გყავს. ოლვორთიმ ჯერ პატარა შესავალი წაუმძღვარა და მე-
რე სკვაირს მოუყვა თავის აღმოჩენაზე, ისიც უთხრა, როგორი
გაბრაზებული იყო ბლაიფილზე, რაც მკითხველმა უკვე იცის.
ფიცხი ადამიანები იოლად იცვლიან გუნებას. როგორც კი
სკვაირმა გაიგო, რომ ოლვორთი თავის მემკვიდრედ ჯონსს
ნიშნავდა, ბიძას მხარი აუბა ჯონსის ქებაში და ისიც თქვა, სი

1024
ამოვნებით მივათხოვებ სოფიასო. მისტერ ოლვორთი იძუ-
ლებული გახდა, სიტყვა შეეწყვეტინებინა და თავის და სოფიას
საუბარზეც უამბო, რამაც სკვაირი დიდად გააოცა. ერთხანს
დუმდა, მერე კი თქვა: – რას უნდა ნიშნავდეს ეს, მეზობელო?
შემიძლია დავიფიცო, რომ უყვარდა. მივხვდი, ახლა უკვე დღე-
სავით ნათელია, ალბათ ის ბოზის შვილი ლორდი ჩაუვარდა
გულში! ლედი ბელასტონის სახლში რომ წავასწარი, ეტყობა,
იმან აურია გონება, მაგრამ ლორდს სახლში როგორ შემოვუშ-
ვებ?! მერე ოლვორთიმ ვრცლად ილაპარაკა უხეშობის მავ-
ნებლობაზე და ურჩია, ცოტა დაუყვავე, ასე მეტს მიაღწევო.
ვიდრე ოლვორთი მისის მილერთან გაბრუნდებოდა, სკვაირმა
შეპირება გამოსძალა, დღესვე მოიყვანე ჩვენთან ჯონსიო,
თვითონ სიტყვა მისცა, სოფიას კარგად მოვექცევიო და დასძი-
ნა: – ვერ ვხვდები, მისტერ ოლვორთი, როგორ ახერხებთ,
დამარწმუნოთ, ისე მოვიქცე, როგორც თქვენ გსურთ, მეც ხომ
იმხელა მამული მაქვს, რამხელაც თქვენ და თქვენი არ იყოს,
მეც მომრიგებელი მოსამართლე ვარ.

თავი 10
ისტორია დასასრულს უახლოვდება

ოლვორთი შინ რომ დაბრუნდა, შეიტყო, რომ ჯონსმა სულ


ცოტა ხნით მიასწრო. სასწრაფოდ ერთ თავისუფალ ოთახში
შევიდა და ბრძანა, ჯონსი მომიყვანეთო.
ძალიან ძნელია ამ სულისშემძვრელი სცენის აღწერა (რად-
გან მისის უოთერსს უკვე ჯონსისთვისაც გაემხილა მისი წარ-

1025
მომავლობის საიდუმლო) და ვინაიდან ეს ჩემს ძალას აღემა-
ტება, აღარც შევეცდები. მისტერ ოლვორთიმ მუხლმოყრილი
ჯონსი ფეხზე წამოაყენა, გულში ჩაიკრა და უთხრა:
– შვილო, ეს რა ჩავიდინე! როგორ გაგტანჯე! როგორ გა-
მოვისყიდო, ასე ულმობლად რომ მოგექეცი და ჩემ გამო ამ-
დენი იტანჯე?
– განა უკვე არ გამოისყიდეთ? ჩემი დარდი, ბევრად უფრო
მძიმეც რომ ყოფილიყო, უკვალოდ გაქრა. საყვარელო ბიძა,
თქვენი სითბო და სიკეთე მანადგურებს, მიჭირს, გავიაზრო
მთელი ეს სიხარული, ისევ თქვენ გვერდით ვიყო და ჩემი კე-
თილი, სულგრძელი მფარველის კეთილგანწყობას ვგრძნობ-
დე.
– შვილო, ძალიან მკაცრად მოგექეცი, – უთხრა ოლვორ-
თიმ, მერე ბლაიფილის მზაკვრობებზე უამბო და კიდევ ერ-
თხელ გაუმეორა, როგორ განიცდიდა, დროულად რომ ვერ
მოუხვდა ბლაიფილს მუხანათობას და ამის გამო ჯონსი დაჩაგ-
რა.
– ასე ნუ ამბობთ, – უთხრა ჯონსმა, – თქვენ მე დამსახურე-
ბულად მომექეცით. ჭკვიანი კაცის მოტყუებაც შეიძლება.
თქვენ ის გააკეთეთ, რაც უნდა გაგეკეთებინათ. გთხოვთ, თავს
ნუ იდანაშაულებთ, მე მეტის ღირსი ვიყავი და მთელ დარჩე-
ნილ ცხოვრებას იმას მივუძღვნი, ამ სიხარულისთვის გადაგი-
ხადოთ. მერწმუნეთ, ბიძაჩემო, სასჯელი დავიმსახურე, მრა-
ვალჯერ შევცოდე, მაგრამ, ღვთის წყალობით, მომეცა დრო,
წარსულზე დავფიქრებულიყავი და, მართალია, მძიმე დანა-
შაული არ ჩამიდენია, ჩემი წინდაუხედაობით საკმარისი შეც-
დომა დავუშვი იმისათვის, რომ მრცხვენოდეს და მონანიება
მსურდეს, ამ შეცდომების გამო ბევრი უბედურება მოვიწიე და
ლამის თავი დავიღუპე.

1026
– მიხარია, შვილო, – უთხრა ოლვორთიმ, – ამას რომ ვის-
მენ, დარწმუნებული ვარ, თვალთმაქცი არასდროს ყოფილ-
ხარ და შენი ყველა სიტყვის მჯერა. ახლა ხომ ხვდები, ტომ, რა
სახიფათოა წინდაუხედაობა? სიფრთხილე ყველა ჩვენგანის
ვალია. თუ ჩვენ საკუთარი თავის მტრები ვართ და მას არად
ვაგდებთ, მაშინ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ სხვები არად ჩააგ-
დებენ თავიანთ ვალს ჩვენ წინაშე და თუ ადამიანი თავისი თა-
ვის გასანადგურებლად საძირკველს ჩაყრის, მტრები იმ სა-
ძირკველზე აშენებენ. შვილო, მე შენი მჯერა და ამიერიდან ნუ-
ღარ ახსენებ შენს ცოდვებს, მაგრამ ნურც დაივიწყებ, სამომავ-
ლოდ კარგ სამსახურს გაგიწევს. სანუგეშოდ კი ყოველთვის
გახსოვდეს, დიდი განსხვავებაა, როცა წინდაუხედაობის გამო
სცოდავ და როცა უნამუსობა გიბიძგებს. მართალია, პირველს
უფრო იოლად შეუძლია დაგღუპოს, მაგრამ თუ გამოსწორდე-
ბი, ხალხი ეგებ იმწამსვე არა, მაგრამ დროთა განმავლობაში
გაპატიებს. რაც შეეხება უსირცხვილოდ ჩადენილ დანაშაულს,
ჩემო ბიჭო, ერთხელ თუ გამოაშკარავდა, მისი დაღი სამუდა-
მოდ რჩება, ვერანაირი დრო ვერ ჩამორეცხავს, უნამუსო კაცს
მხოლოდ ზიზღით შეხედავენ და თუ სირცხვილი აიძულებს,
სხვაგან გადაიკარგოს, შვებას ვერც იქ იგრძნობს, სულ შიშში
იქნება, როგორც პატარა ბავშვი უფრთხის ღამე მარტო დარ-
ჩენას ჭინკების შიშით. სინდისის ქენჯნა არასოდეს მოასვე-
ნებს, სულის სიმშვიდე ცრუ მეგობარივით მიატოვებს, უკან თუ
მოიხედავს, მოუნანიებელი ცოდვები ფეხდაფეხ დაჰყვება, წინ
მოუშუშებელი დარდი დახვდება, სიკვდილმისჯილივით აწმყო
ეჯავრება, მაგრამ ამ საშინელი ყოფისგან გათავისუფლების
საათს ძრწოლით ელოდება. თავი დაიმშვიდე, რომ შენს თავს
ეს არ ხდება და მადლიერი იყავი იმის, ვინც საკუთარი შეცდო-
მები დაგანახვა, თუ არა და დაიღუპებოდი, გაიაზრე შენი შეც-
დომები და ისეთი პირი უჩანს, ბედნიერებას ეწევი.
1027
ამ სიტყვებზე ჯონსმა ღრმად ამოიოხრა, ოლვორთიმ სცა-
და, ენუგეშებინა, მაგრამ ჯონსმა უთხრა:
– სერ, არაფერს დაგიმალავთ, ჩემი წინდაუხედაობის ერთ
შედეგს ვერასოდეს გამოვასწორებ. რომ იცოდეთ, ბიძაჩემო,
რა საგანძური დავკარგე!
– მეტს ნუღარაფერს იტყვი, – მიუგო ოლვორთიმ, – არ და-
გიმალავ, ვიცი, რაზეც დარდობ. მე შევხვდი მის ვესტერნს და
შენზე ველაპარაკე. ვინაიდან მჯერა შენი გულწრფელობის და
გადაწყვეტილების ურყეობის, ერთ რამეს დაჟინებით გთხოვ:
უწინარეს ყოვლისა, ახალგაზრდა ლედის სურვილი გაითვა-
ლისწინე, მნიშვნელობა არა აქვს, შენს სასიკეთოდ იქნება თუ
არა; ის უკვე საკმარისად გაწვალდა და ჩვენი ოჯახის წევრმა
საკუთარი ნება თავს აღარ უნდა მოახვიოს. დარწმუნებული
ვარ, მამამისი უკვე ტანჯავს შენ გამო, როგორც ადრე ბლაიფი-
ლის გამო ტანჯავდა, მაგრამ მე არც ძალადობას, არც უხეშო-
ბას და არც მის დევნას აღარ დავუშვებ.
– ოჰ, ძვირფასო ბიძა! – უპასუხა ჯონსმა, – ისეთი რამ მიბ-
რძანეთ, რომლის შესრულება უფრო დიდ ღირსებად ჩამეთ-
ვლება. მერწმუნეთ, სერ, მხოლოდ ერთ რამეს ვერ დავყაბულ-
დები, რომ სოფიას რამე ვავნო. არა, სერ, გაფიქრებაც მზა-
რავს, რომ ჩემ გამო იტანჯა. სოფიას თუ ჩემს ვუწოდებ, ეს ყვე-
ლაზე დიდი ბედნიერება იქნება, რაც შეიძლება ღმერთმა მი-
ბოძოს, მაგრამ ამ წყალობის გაღება მხოლოდ სოფიას ხელ-
თაა.
– არ დაგამშვიდებ, შვილო, მგონი, საქმე უიმედოდ არის.
ასე გადაჭრით ნათქვამი უარი ჯერ არავისგან მომისმენია და
რატომ, ალბათ ჩემზე უკეთ იცი.
– დიახ, სერ, უკეთ ვიცი, შევცოდე და პატიების იმედი არ
მაქვს, ჩემი ცოდვა მის თვალში ათჯერ უფრო მძიმეა, ვიდრე
სინამდვილეში. ოჰ, ჩემო ძვირფასო ბიძა, როგორც ვატყობ,
1028
გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი და თქვენი სიკეთეც ვე-
რას გახდება.
მსახურმა მოახსენათ, რომ ქვევით მისტერ ვესტერნი იცდი-
და. ეტყობა, შუადღემდე ვეღარ გაძლო და ჯონსის ნახვა სურ-
და. აცრემლებულმა ჯონსმა ბიძას სთხოვა, რამდენიმე წუთით
შეიქციეთ, ვიდრე მოვწესრიგდებიო. კეთილი კაცი დასთან-
ხმდა და მსახურს უთხრა, მისტერ ვესტერნი სასტუმრო ოთახში
შეეყვანა.
როგორც კი მისის მილერმა გაიგო, რომ ჯონსი მარტო
დარჩა (ციხიდან გამოსული ჯერ არ ენახა), გახარებული მას-
თან შევიდა და ბიძასთან შერიგება მიულოცა, მერე დასძინა:
– ნეტავი, მალე სხვა სიხარულიც გეღირსოთ, თუმცა ასეთ
უტეხ ადამიანს არ შევხვედრივარ.
ჯონსმა გაიკვირვა მისი ნათქვამი და ჰკითხა, რას გულის-
ხმობთო.
– ახალგაზრდა ლედისთან მივედი და ყველაფერი ავუხსე-
ნი, – დაიწყო მისის მილერმა, – სიტყვასიტყვით გადავეცი,
რაც ჩემმა სიძემ, ნაითინგეილმა მიამბო და წერილის თაობაზე
ეჭვი გაუქარწყლდა. ვუთხარი, რომ ყველაფერი ნაითინგეი-
ლის მოფიქრებული იყო, ის წერილიც მისი კარნახით დაწე-
რეთ და თუ მოისურვებს, ნაითინგეილი დაუფიცებს. ისიც ვუთ-
ხარი, რომ წერილი უფრო თქვენს სასარგებლოდ მეტყველებ-
და, რადგან ნათლად ადასტურებდა, სწორ გზაზე რომ აპირებ-
დით დადგომას და რაც ლონდონში შეხვდით, აღარ გიღალა-
ტიათ – ღმერთო, მაპატიე! იმედია, უფალი მომიტევებს, თუ
ამიერიდან გამოსწორდებით. მეგონა, ყველაფერი ავუხსენი,
მაგრამ თურმე უშედეგოდ გავისარჯე. ასე თქვა, უკვე ბევრჯერ
ვაპატიე სიყმაწვილის გამოო და მერე ისეთი ზიზღით ახსენა
სიტყვა „გარყვნილება“, ენა ჩამივარდა. კიდევ რამდენჯერმე

1029
ვცადე თქვენი დაცვა, მაგრამ მისი ბრალდებების სამართლია-
ნობა მაჩუმებდა. როგორი ლამაზი გოგოა! ასეთ თბილ და გო-
ნიერ ადამიანს არ შევხვედრივარ. ერთი ისეთი რამ თქვა, კი-
ნაღამ ვაკოცე. ის ნათქვამი სენეკას ან ეპისკოპოსს უფრო შე-
ეფერებოდა: „მადამ, ოდესღაც მომეჩვენა, რომ მისტერ ჯონსს
ძალიან კეთილი გული ჰქონდა და მისდამი წრფელი პატივის-
ცემით გავიმსჭვალე, მაგრამ გარყვნილება საუკეთესო გულ-
საც აფუჭებს და კეთილი გულის მქონე გარყვნილ ადამიანს შე-
იძლება მხოლოდ ზიზღით შეზავებული სიბრალულის რამდე-
ნიმე მარცვლის იმედი ჰქონდეს“. ნამდვილად ღვთიური ბუნე-
ბის ადამიანია.
– ოჰ, მისის მილერ! როგორ ავიტანო ის აზრი, რომ ასეთი
ადამიანი დავკარგე?
– არ დაგიკარგავთ, – უპასუხა მისის მილერმა, – ჯერ არ
დაგიკარგავთ. ამოიგდეთ თავიდან გარყვნილი ფიქრები და
შეიძლება იმედი გაჩნდეს. და თუ ძალიან გაჯიუტდა, არსებობს
კიდევ ერთი მეტად სანდომიანი ახალგაზრდა ქალი, ერთობ
მდიდარი და თქვენზე თავდავიწყებით შეყვარებული. ასეც
ვუთხარი მის ვესტერნს და ცოტა ჩემგანაც დავამატე, თითქოს
თქვენ იმ ქალს უარი უთხარით, რადგან დარწმუნებული ვარ,
ასეც იქნებოდა. მინდა დაგამშვიდოთ, ახალგაზრდა ლედის
სახელი რომ გაიგონა, მადამ ჰანთს ვგულისხმობ, გაფითრდა,
მაგრამ თქვენი უარიც რომ ვახსენე, ჭარხალივით გაწითლდა
და ასე თქვა:
– არ უარვყოფ, ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩემდამი რაღაც
გრძნობა ჰქონდა.
საუბარი მისტერ ვესტერნმა შეაწყვეტინათ, უკვე ოლვორ-
თიმაც ვეღარ დააკავა, ისე უნდოდა ჯონსის ნახვა და შემოვიდა
თუ არა, იყვირა: – ძველო მეგობარო, ტომ, მიხარია შენი ნახ-

1030
ვა! დავივიწყოთ ყველაფერი. მე შეურაცხყოფას არასოდეს მო-
გაყენებდი, ოლვორთი დამიდასტურებს, უბრალოდ, სხვა კაცი
მეგონე. ერთი-ორი ნაჩქარევი სიტყვა რა მოსატანია? ქრის-
ტიანებმა ერთმანეთს უნდა შევუნდოთ.
– სერ, მე არასოდეს დავივიწყებ თქვენს ამაგს და წყენას
რაც შეეხება, ასეთს ვერ ვიხსენებ.
– მაშინ მომეცი ხელი, – უთხრა ვესტერნმა, – შენისთანა
პატიოსანი მამლაყინწა ამ ქვეყანაში არ მეგულება. წავედით,
ახლავე შენს შეყვარებულთან მიმყავხარ.
აქ ოლვორთი ჩაერია, სკვაირს გაუჭირდა ბიძა-დისწულის
დაჯაბნა და დათანხმდა, რომ სოფიას ჯონსს შუადღემდე არ წა-
რუდგენდნენ, ოლვორთი კი ნაწილობრივ ჯონსისადმი თანაგ-
რძნობის გამო და ნაწილობრივ ვესტერნის დაძალებით, შეჰ-
პირდა, ჩაიზე დაგეწვევითო.

თავი 11
ისტორია კიდევ უფრო უახლოვდება დასასრულს

მისტერ ვესტერნი რომ გაისტუმრეს, ჯონსმა მისტერ ოლ-


ვორთის და მისის მილერს მოუყვა, ორი ლორდის დახმარე-
ბით როგორ გაათავისუფლეს ციხიდან. ისინი ორი ქირურგის
და მისტერ ნაითინგეილის მეგობრის თანხლებით მოსამარ-
თლესთან მისულან და ორივე ქირურგის ფიცის საფუძველზე,
დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებაო, ჯონსი
საპყრობილიდან გამოაშვებინეს.
ერთ-ერთი ლორდი ადრეც ნანახი მყავდა, მეორე კი მხო-
ლოდ ერთხელო, ჯონსმა თქვა, იმ მეორეს პატიება უთხოვია,
ოღონდ წარმოდგენა არ ჰქონდა, რისთვის.
1031
მან მხოლოდ მოგვიანებით შეიტყო, რომ ლეიტენანტი, რო-
მელსაც ლორდმა ფელამარმა, ლედი ბელასტონის რჩევით,
ჯონსი მაწანწალად გაუსაღა და მისი მეზღვაურად გაშვება და-
ავალა, ლორდს ეახლა და დუელის შესახებ უამბო, ჯონსს ძა-
ლიან კეთილად მოიხსენიებდა, არწმუნებდა, რაღაც შეცდო-
მაა, ის კაცი ნამდვილი ჯენტლმენიაო. ლორდი, რომლისთვი-
საც ღირსება უპირველესი იყო, უკვე ნანობდა, ლედის რჩევას
რომ მისდია.
ამ ამბიდან ერთი-ორი დღის შემდეგ, ლორდი ფელამარი
ირლანდიელ პერთან ერთად სადილობდა, საუბარი დუელზე
ჩამოვარდა და პერმა ფიცპატრიკის პიროვნება დაუხასიათა,
მიუკერძოებლად ლაპარაკობდა, განსაკუთრებით მის ცოლზე.
მისის ფიცპატრიკზე განაცხადა, ძალიან უმანკო ქალია, ცხოვ-
რებაში ბევრი უსიამოვნება შეხვდა და მხოლოდ თანაგრძნო-
ბის გამო გადავწყვიტე, გვერდით დავდგომოდიო. მეორე
დღესვე აპირებდა მისტერ ფიცპატრიკთან მისვლას და ცოლ-
თან განქორწინების თხოვნას, რადგან თურმე მისის ფიცპატ-
რიკს ქმართან დაბრუნების ძალიან ეშინოდა. ლორდმა შეს-
თავაზა, მეც წამოგყვები და თან დუელის ამბებს დავაზუსტებო.
გარეული რომ იყო ამ საქმეში, უხერხულად გრძნობდა თავს.
როგორც კი ლორდმა მზადყოფნა გამოთქვა, ლედის დასახ-
სნელად გაჰყოლოდა, პერი დიდი სიხარულით ჩაეჭიდა ამ შე-
თავაზებას, მისი აზრით, ლორდის ავტორიტეტი დიდ როლს
ითამაშებდა და მართალიც აღმოჩნდა. საცოდავ ირლანდი-
ელს ორი კეთილშობილი დიდგვაროვანი რომ ეწვია ცოლთან
განქორწინების თხოვნით, მალევე დაჰყაბულდა მათ და ყვე-
ლაფერზე მოაწერა ხელი. მისის უოთერსმაც დაარწმუნა, ეპ-
ტონში ჯონსსა და თქვენს ცოლს შორის არაფერი მომხდარაო
ან შეიძლება კიდევ სხვა მიზეზიც ჰქონდა, სრულიად გულგრი-

1032
ლი გამხდარიყო ამ საკითხის მიმართ და სულ ჯონსის სასარ-
გებლოდ ილაპარაკა, ყველაფერი თვითონ დაიბრალა და აღ-
ნიშნა, ნამდვილი ჯენტლმენივით მოიქცაო. ლორდმა კიდევ
გამოიკითხა ჯონსის შესახებ და უთხრეს, ის ერთი ძალიან შეძ-
ლებული დიდგვაროვანის დისწულიაო, რაც ფიცპატრიკმა მი-
სის უოთერსისგან იცოდა.
ლორდმა გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა, გამოეს-
წორებინა ჯენტლმენთან ჩადენილი შეცდომა, დაივიწყა ქიშ-
პობა (რადგან სოფია თავიდან ამოიგდო) და ჯონსის გათავი-
სუფლებაზე დაიწყო ზრუნვა, მით უმეტეს, რომ ფიცპატრიკი და
ქირურგი არწმუნებდნენ,
ჭრილობა სახიფათო აღარ არისო. ირლანდიელ პერს
სთხოვა, მოსამართლესთან გაჰყოლოდა და მერე მოხდა ის,
რაც უკვე მოგიყევით.
ოლვორთი შინ რომ დაბრუნდა, ჯონსი თავის ოთახში გაიხ-
მო და მოუყვა, რაც მისის უოთერსისგან და დაულინგისგან შე-
იტყო.
ჯონსს ძალიან გაუკვირდა, მაგრამ აზრი არ გამოუთქვამს.
ამ დროს ბლაიფილმა მსახურის პირით შემოუთვალა მისტერ
ოლვორთის, ჩემს ნახვას თუ ინებებთო. ოლვორთი შეკრთა და
გაფითრდა, მერე ჩვეულებრივზე მეტად გაღიზიანებული ტო-
ნით მსახურს დააბარა, გადაეცი, რომ მე მას არ ვიცნობო.
– სერ, კარგად დაფიქრდით, – აკანკალებული ხმით უთხრა
ჯონსმა.
– მე უკვე დავფიქრდი, – უპასუხა ოლვორთიმ, – მინდა შენ
გადასცე ეს სიტყვები იმ არაკაცს. ჯობს, იმ კაცისგან მოისმი-
ნოს, ვისი განადგურებაც გულში ედო.
– მომიტევეთ, სერ, – თქვა ჯონსმა, – კარგად დაფიქრდით და
დარწმუნებული ვარ, საპირისპირო გადაწყვეტილებას მიი-
ღებთ. რაც სხვისი პირიდან სამართლიანი იქნებოდა, იმას მე
1033
შეურაცხყოფად ჩამომართმევს, და ვინ უნდა შეურაცხვყო –
ჩემი ძმა, თქვენი დისწული? ის მე ასე ულმობლადაც არ მომ-
ქცევია, ჩემი მხრიდან კი მართლაც დიდი სისასტიკე იქნება.
ბედმა შეიძლება ნებისმიერი კაცი აცდუნოს და უსამართლობა
ჩაადენინოს, მაგრამ შეურაცხყოფა მხოლოდ ღვარძლიანი
ადამიანისგან მოდის და ვერავითარი ცდუნება ვერ გაამარ-
თლებს. ნება მომეცით, გთხოვოთ, სერ, გაბრაზებულ გულზე
ნურაფერს მოიმოქმედებთ, მეც ხომ ისე გამომიტანეთ განაჩე-
ნი, რომ არაფერი მათქმევინეთ.
ოლვორთი ჩუმად უსმენდა, მერე გულში ჩაიკრა და აცრემ-
ლებულმა უთხრა:
– შვილო, აქამდე როგორ ვერ ვხედავდი შენს სიკეთეს!
ამ დროს მისის მილერი შევიდა ოთახში, ჯერ ნაზად დააკა-
კუნა, მაგრამ არავის გაუგონია და ასე ჩახუტებული რომ და-
ინახა ბიძა-დისწული, აღტაცებული მუხლებზე დაემხო და
ღმერთს მადლობას სწირავდა ამ ბედნიერი წუთისთვის, მერე
ჯონსთან მიირბინა, ახლა თვითონაც ჩაიკრა გულში და უთ-
ხრა:
– ჩემო საყვარელო მეგობარო, კიდევ ბევრი ასეთი ბედნიე-
რი დღე გაგთენებოდეთ!
შემდეგ მისტერ ოლვორთისაც მიულოცა, მან კი უპასუხა:
– მისის მილერ, მიჭირს გამოხატვა, როგორი გახარებული
ვარ.
ამას კიდევ რამდენიმე აღტაცებული ფრაზა მოჰყვა თითოე-
ულისგან და ბოლოს მისის მილერმა ორივე სადილად დაპატი-
ჟა. სასადილო ოთახში სულ ბედნიერი ადამიანები შეყრილიყ-
ვნენ – მისტერ ნაითინგეილი და მისი ცოლი და ნაითინგეილის
ბიძაშვილი ჰარიეტი და მისი ქმარი. ოლვორთიმ მოიბოდიშა,
მე უკვე შევუკვეთე ჩემთვის და ჯონსისთვის სადილი, რადგან

1034
მნიშვნელოვან საქმეზე უნდა ვისაუბროთო, მაგრამ იმას კი
შეჰპირდა, ვახშმად უსათუოდ შემოგიერთდებითო.
მერე მისის მილერმა იკითხა:
– ბლაიფილს რა ვუყოთ, ვიდრე ის არამზადა აქაა, ვერ ვის-
ვენებ.
ოლვორთიმ მიუგო, მეც თქვენს დღეში ვარო. მაშინ მისის
მილერმა უთხრა:
– მე მომანდეთ ეგ საქმე, ახლავე გავისტუმრებ აქედან. ერ-
თი-ორი ჯანიანი ყმაწვილი მყავს ქვედა სართულზე.
– არა, ძალადობა რა საჭიროა, – თქვა ოლვორთიმ, – თუ
ჩემს დანაბარებს გადასცემთ, თავად წავა.
– გადავცემ? – ჰკითხა მისის მილერმა, – დიდი სიამოვნე-
ბით.
აქ ჯონსი ჩაერია:
– მოდი, მე გადავცემ თქვენს სათქმელს, დაფიქრდით, სერ,
უცაბედმა და საშინელმა ელდამ შეიძლება სავალალო შედეგი
გამოიღოს, მისი სიკვდილი ძალიან უდროო იქნება.
ამ ვარაუდმა მისის მილერს გული ვერ მოულბო და ოთახი-
დან რომ გადიოდა, შესძახა:
– მეტისმეტად გულკეთილი ხართ, ჯონს, გაგიჭირდებათ ამ-
ქვეყნად ცხოვრება.
სამაგიეროდ, ოლვორთიზე დიდი შთაბეჭდილება მოახდი-
ნა:
– შვილო, გაოცებული ვარ შენი გულკეთილობით და საზ-
რიანობით. ღმერთმა მისცეს დრო მოსანანიებლად. წადი, და-
ელაპარაკე, ვენდობი შენს კეთილგონიერებას, მაგრამ ნუ
დააიმედებ, რომ ოდესმე შევურიგდები, არამზადა კაცის მი-
მართ იმაზე მეტად ლმობიერი არ ვიქნები, ვიდრე ამას რელი-
გია მავალდებულებს.

1035
ჯონსი ბლაიფილის ოთახში შევიდა და ისეთ მდგომარეობა-
ში იხილა, ძალიან შეეცოდა, არადა სხვას ამგვარი სანახაობა
დიდ თანაგრძნობას არ გაუღვიძებდა. ლოგინზე დამხობილი
ბლაიფილი ცრემლად იღვრებოდა, მაგრამ ეს არ ყოფილა
უნებურად ჩადენილი დანაშაულის ჩამოსარეცხად დაღვრილი
სინანულის ცრემლი, არა, ეს შეშინებული ქურდის ცრემლი
იყო, სასჯელის წინაშე ძრწოლით გამოწვეული, ყველაზე თავ-
ზეხელაღებულ ბოროტმოქმედებსაც რომ დაუფლებიათ.
არ იქნება სასიამოვნო ამ სცენის სრულად აღწერა, საკმა-
რისია, ვთქვათ, რომ ჯონსის კეთილშობილებას საზღვარი არ
ჰქონდა. ვიდრე გადასცემდა ბიძის გადაწყვეტილებას, რომ სა-
ღამოს სახლი უნდა დაეტოვებინა, ყველანაირად ეცადა ენუგე-
შებინა და გაემხნევებინა. ფულიც შესთავაზა, უთხრა, მე ყვე-
ლაფერს გაპატიებ, მინდა ამიერიდან ძმებივით ვიცხოვროთ
და ვეცდები, ბიძას შეგარიგოო.
ბლაიფილი ჯერ მოღუშული უსმენდა, ფიქრობდა, იქნებ თა-
ვი დავიძვრინოო, მაგრამ მიხვდა, რომ მის წინააღმდეგ უტყუა-
რი სამხილი არსებობდა, ამიტომ აღსარების თქმა არჩია. ძმას
ბოდიში მოუხადა, დაიჩოქა და ფეხებს უკოცნიდა. მოკლედ,
როგორი ბრწყინვალე არამზადაც იყო ადრე, ისეთი საცოდავი
იყო ახლა.
ამ მონური ქედმოხრის შემხედვარე ჯონსს სახეზე უნებუ-
რად ზიზღი გამოეხატა. ძმა ფეხზე წამოაყენა და ურჩია, კაცუ-
რად შეხვდი ამ ამბავსო, მერე გაუმეორა, ყველაფერს ვიღონებ
შენნ დასახმარებლადო. ბლაიფილმა ჯერ აღიარა, არაფრის
ღირსი მე არ ვარო, მერე მადლობა გადაუხადა და თქვა, დღეს-
ვე სხვა ბინაში გადავალო. ამის შემდეგ ჯონსი ბიძის ოთახში
შებრუნდა.
ოლვორთი ამჯერად იმ ხუთასი გირვანქის ამბავს მოუყვა:–
მე უკვე დავიქირავე ადვოკატი, რომელმაც ჩემდა გასაკვირად
1036
მითხრა, ამგვარი თაღლითობა კანონით არ ისჯებაო. არადა ამ
კაცის უმადურობასთან შედარებით, შენ მიმართ რომ გამოავ-
ლინა, ყაჩაღობა უცოდველი რამ მოგეჩვენება.
– ღმერთო, ნუთუ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს? – თქვა
ჯონსმა, – გაოგნებული ვარ. მე კი ყველაზე პატიოსანი კაცი მე-
გონა. ეტყობა, ცდუნება ძალიან დიდი იყო, თორემ ნაკლები
თანხა ადრე ხელუხლებლად მოჰქონდა ხოლმე ჩემთან. ეს უფ-
რო სისუსტეა და არა უმადურობა. დარწმუნებული ვარ, ვუყ-
ვარვარ, მისგან ბევრი სიკეთე მახსოვს და მჯერა, თავადაც გა-
ნიცდის. ორი დღის წინ ციხეში რომ მოვიდა და სასოწარკვეთი-
ლი მნახა, ფული შემომთავაზა. წარმოიდგინეთ, ესოდენ ღა-
რიბი კაცისთვის როგორი ცდუნება იქნებოდა, როცა ისეთი
თანხა ჩაუვარდა ხელში, ოჯახს რომ შეინახავდა.
– შვილო, – შესძახა ოლვორთიმ, – გულმოწყალებას საზ-
ღვარი აქვს. ასეთი მცდარი სიბრალული არათუ სისუსტეა, სა-
ზიანოა და ამით ბოროტებას წაახალისებ. შეიძლება ამ ყმაწ-
ვილს უწესო საქციელი ვაპატიო, მაგრამ უმადურობას არ ვა-
პატიებ. ნება მომეცი, გითხრა, როცა უწესობის მიმართ სიბრა-
ლული გიჩნდება, ამაში დასაძრახი არაფერია. ვაღიარებ, ეს
მეც მომსვლია, როცა მსაჯული ვიყავი, არაერთხელ შემბრა-
ლებია ყაჩაღი და მისი სასჯელის შემსუბუქებაც მითხოვია მო-
სამართლისთვის, მაგრამ როდესაც უწესობას უფრო მძიმე და-
ნაშაული – ძალადობა, მკვლელობა ან უმადურობა ემატება,
მაშინ მიტევება დიდი შეცდომაა. მე დარწმუნებული ვარ, ის
ყმაწვილი არამზადაა და უნდა დაისაჯოს, ყოველ შემთხვევაში,
შევეცდები, დავსაჯო.
ისე მტკიცედ ლაპარაკობდა, ჯონსს შეკამათება არ უცდია,
თან მისტერ ვესტერნთან სტუმრობის დრო ახლოვდებოდა და
უნდა მომზადებულიყვნენ. ჯონსი თავის ოთახში წავიდა და
პარტრიჯი გაჰყვა ტანსაცმლის შესარჩევად.
1037
პარტრიჯს წესიერად არც ენახა ჯონსი, რაც დაბრუნდა. საწ-
ყალი ვერც იტევდა და ვერც გამოხატავდა სიხარულს. შეშლი-
ლივით იქცეოდა, ყველაფერს შეცდომით აკეთებდა და ლამის
ჯამბაზივით გამოაწყო ჯონსი.
მაგრამ მახსოვრობა არ ღალატობდა, ბევრ წინასწარმეტ-
ყველებას და კეთილ ნიშანს იხსენებდა, ამ ბედნიერ შემთხვე-
ვამდე რაც მოხდა. არც სიზმარი დავიწყებია, ჯონსთან შეხვედ-
რამდე რომ ნახა და ბოლოს ასე დაასკვნა:
– ხომ გეუბნებოდით, რაღაც ისეთი წინათგრძნობა მაქვს,
ოდესმე თქვენი დახმარებით ბედს ვეწევი-მეთქი.
ჯონსმა უთხრა, ეგ წინათგრძნობა ნამდვილად თქვენს სა-
ხეიროდ ახდება, როგორც ყველა ადრინდელი ნიშანიო, რამაც
ისედაც გახარებული პარტრიჯი სულ მთლად აღაფრთოვანა.

თავი 12
კიდევ უფრო ვუახლოვდებით დასასრულს

კოხტად გამოწკეპილი ჯონსი ბიძასთან ერთად მისტერ ვეს-


ტერნს ესტუმრა. მართლაც რომ შესანიშნავი გარეგნობის
ახალგაზრდა კაცს ლამის ყველა ქალის გული დატყვევებული
ჰქონდა, თუმცა ამ ისტორიაში უკვე გამოჩნდა, რომ ბუნებამ
მისთვის მხოლოდ გარეგნული ღირსებები არ გაიმეტა, რო-
გორც ზოგჯერ ხდება ხოლმე.
სოფიაც, მართალია, კვლავ გაბრაზებული, მონდომებით
გამოიპრანჭა და რატომ, ამას ყველაზე კარგად მდედრობითი
სქესის მკითხველი მიხვდება. ისეთი ლამაზი იყო, მისტერ ოლ-
ვორთიმაც ვერ შეიკავა თავი და ვესტერნს გადაუჩურჩულა,

1038
ალბათ ამქვეყნად ესეთი ლამაზი ქალი არ დადისო. ვესტერ-
ნმაც ჩურჩულით უპასუხა, ოღონდ ყველას გასაგონად – მით
უკეთესი ტომისთვის, როცა გაბრდღვნისო.
ეს რომ გაიგონეს, სოფიას ალმური მოედო, ჯონსმა კი ფერი
დაკარგა და მიწა გასკდომოდა, ერჩივნა.
სუფრა აალაგეს თუ არა, ვესტერნმა ოლვორთი ლამის გა-
ათრია ოთახიდან, უთხრა, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე
მაქვს და პირისპირ უნდა დაგელაპარაკოო.
შეყვარებულები მარტო დარჩნენ და მკითხველს ალბათ
უცნაურად მოეჩვენება, რომ ეს ორნი, ადრე ამდენი დაბრკო-
ლების მიუხედავად, მიმოწერას მაინც რომ ახერხებდნენ და
სულ ერთმანეთი ენატრებოდათ, ახლა ენაჩავარდნილნი გაუნ-
ძრევლად ისხდნენ, თუმცა აღარავინ უშლიდათ ხელს, რაც
სურდათ, ის ეკეთებინათ. ზომიერად გონიერ ვინმე უცნობს შე-
იძლებოდა ეფიქრა, რომ გულგრილებიც კი იყვნენ ერთმანე-
თის მიმართ. მაგრამ როგორი უცნაურიც უნდა ჩანდეს, ნამ-
დვილად ასე იყო, ორივეს თვალები დაეხარა და რამდენიმე
წუთი სიტყვა არ დასცდენიათ.
ჯონსმა ერთი-ორჯერ სცადა სიჩუმის დარღვევა, მაგრამ
მხოლოდ რაღაც ჩაიბურტყუნა თუ უფრო ამოიოხრა და ბო-
ლოს სოფიამ, ნაწილობრივ მისი სიბრალულით, ნაწილობრივ
კი სურვილით, შეეცვალა საუბრის თემა, რომელსაც სავარაუ-
დოდ ჯონსი წამოჭრიდა, თქვა:
– სერ, ალბათ ამ აღმოჩენის გამო თავი ყველაზე ბედნიერ
ადამიანად გესახებათ.
– როგორ შეიძლება ვიყო ბედნიერი, მადამ, როცა თქვენ
ჩემზე განაწყენებული ხართ?
– სერ, – თქვა სოფიამ, – თქვენ ყველაზე კარგად იცით მი-
ზეზი.

1039
– დიახ, მადამ, და თქვენც იცით ჩემი უიღბლობების შესა-
ხებ, მისის მილერმა ყველაფერი გიამბოთ. ოჰ, ჩემო სოფია,
ნუთუ არ შეიძლება მიტევების იმედი მაინც მქონდეს?
– ვფიქრობ, მისტერ ჯონს, – უთხრა სოფიამ, – თავად უნდა
გამოუტანოთ განაჩენი საკუთარ ნამოქმედარს.
– მადამ, მე მიტევებას გთხოვთ და არა სამართლიანობის
დადგენას. ვიცი, დამნაშავე ვარ, ოღონდ ლედი ბელასტონის
წერილის გამო არა, მე საზეიმოდ შემიძლია განვაცხადო, რომ
თქვენ სიმართლე გითხრეს.
შემდეგ მოუყვა, როგორ არწმუნებდა ნაითინგეილი, ლედი
რომც დაგთანხმდეს, ყოველთვის გექნება საბაბი, დაშორდეო
და დასძინა:
– მაგრამ ამისთვის დავისაჯე, რადგან ძალიან გაგანაწყე-
ნეთ.
– მე ამ წერილზე ისე ვფიქრობ, როგორც ეს თქვენ გსურთ
და დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. მისტერ ჯონს, თქვენი აზ-
რით, სხვა გასაბრაზებელი მიზეზი არ უნდა მქონდეს? მას შემ-
დეგ, რაც ეპტონში მოხდა, როგორ დავიჯერო, რომ თქვენი გუ-
ლი მხოლოდ მე მეკუთვნის? როგორ დავიჯერო, რომ გულ-
წრფელი ხართ? როგორ მივენდო ასეთ მერყევ კაცს?
– ოჰ, ჩემო სოფია, ნუ დაეჭვდებით ჩემს გულწრფელობაში
და ნურც გრძნობების სიწმინდეში. წარმოიდგინეთ, ძვირფა-
სო, მაშინ როგორი სასოწარკვეთილი ვიყავი. მე რომ შემძლე-
ბოდა, თავი მენუგეშებინა იმედით, რომ ოდესმე თქვენ წინაშე
მუხლს მოვიყრიდი, როგორც ახლა, ვერც ერთი ქალი ვერ გა-
მიღვიძებდა უხამს სურვილს. თქვენ ამბობთ, მერყევიო? სო-
ფია, თუ თქვენი კეთილი გული წარსულ ცოდვებს მაპატიებს,
მომავლის ნუ შეგეშინდებათ, მე ასე გულწრფელად არასოდეს
მომინანიებია.

1040
– გულწრფელი მონანიებისთვის, მისტერ ჯონს, ცოდვილს
შეენდობა, მაგრამ მას მსაჯულმა უნდა შეუნდოს, რომელსაც
ვერაფერს გამოვაპარებთ, ადამიანის მოტყუება კი შესაძლე-
ბელია და ამის წინააღმდეგ უტყუარი საშუალება არ მოიძებნე-
ბა, ამიტომაც უნდა ელოდოთ, რომ თუკი თქვენი მონანიება
შთამაგონებს, შეგინდოთ, მისი გულწრფელობის დამადასტუ-
რებელი მტკიცე საბუთი დამჭირდება.
– დამისახელეთ, რა გჭირდებათ და ყველაფერს გავაკე-
თებ, – შესძახა ჯონსმა.
– დრო, მხოლოდ დრო დამარწმუნებს, მისტერ ჯონს, რომ
გულწრფელად ინანიებთ და მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი,
დაივიწყოთ მავნე ჩვევები, რომელთა გამო შეგიჯავრებდით,
თუკი მეგონებოდა, რომ მათ თქვენს ბუნებაში სამუდამოდ ჩა-
იბუდეს.
– მაგაზე არც იფიქროთ, მუხლმოყრილი გთხოვთ, ირწმუ-
ნეთ ჩემი და დარჩენილ ცხოვრებას თქვენი ნდობის გამარ-
თლებას მოვახმარ.
– კარგი, – თქვა სოფიამ, – თუნდაც ცხოვრების ნაწილი მო-
ახმარეთ. როგორც გითხარით, დაგიჯერებთ, თუ თქვენს სი-
მართლეში დავრწმუნდები. ნუთუ ფიქრობთ, მას შემდეგ, რაც
მოხდა, მხოლოდ სიტყვაზე გენდობით?
ჯონსმა უპასუხა:
– ნუ მენდობით მხოლოდ სიტყვაზე, მე ჩემს ერთგულებას
უკეთ დაგიმტკიცებთ და ყველა ეჭვს გაგიქარწყლებთ.
– როგორ? – ცოტა გაიკვირვა სოფიამ.
– ახლავე გაჩვენებთ, ჩემო ანგელოზო, – შესძახა ჯონსმა,
ხელი ჩასჭიდა და სარკესთან მიიყვანა, – შეიძლება ამ საყვა-
რელ სახეს, სხეულს, თვალებს, გონიერებას რომ ასხივებენ,
დაეუფლო და არ უერთგულო? შეუძლებელია, ჩემო სოფია!
ისინი დორიმანტს და ლორდ როჩესტერსაც შეუკრავდნენ
1041
ხელ-ფეხს და ამაში არც თქვენც შეგეპარებოდათ ეჭვი, ჩემი
თვალებით რომ შეგახედათ.
სოფია გაწითლდა და გაიღიმა, მაგრამ თავს ძალა დაატანა,
გაბრაზებული გამომეტყველება შეენარჩუნებინა:
– მე მომავალზე წარსულით ვმსჯელობ, როცა ვერ მხედავ-
დით, ჩემი სურათი თქვენი გულიდან იშლებოდა, როგორც ახ-
ლა გაქრება ჩემი გამოსახულება, თუ სარკეს მოვშორდები.
– ვფიცავ ყველა სიწმინდეს, ჩემი გულიდან არასოდეს წაშ-
ლილა თქვენი სურათი, ქალურ დელიკატურ ბუნებას არ შეუძ-
ლია, კაცის უხამსობა გაიგოს ან რა ხელი აქვს პატარა სასიყ-
ვარულო ამბავს მის გულთან.
– მე არასოდეს გავყვები ცოლად კაცს, – მიუგო სოფიამ ძა-
ლიან სერიოზულად, – რომელიც არ გახდება იმდენად სრულ-
ყოფილი, რომ ეს ორი გრძნობა განასხვაოს.
– მე ყველაფერს მოვახერხებ, – უთხრა ჯონსმა, – ყველა-
ფერს ვისწავლი. იმედმა, რომ შეიძლება სოფია ცოლად მო-
ვიყვანო, ყველა დანარჩენი ქალი ჩემს თვალში გააუფასურა.
– კარგი, – თქვა სოფიამ, – დრო გვაჩვენებს. თქვენი მდგო-
მარეობა შეიცვალა და მე მოხარული ვარ. ახლა შეგიძლიათ
ხშირად იყოთ ჩემ გვერდით და დამიმტკიცოთ, რომ თქვენი ბუ-
ნებაც იცვლება.
– ოჰ, ჩემო ანგელოზო, როგორ გადაგიხადოთ მადლობა?
თქვენს ყველა ბრძანებას შევასრულებ. არ გკადრებთ, რამე
დაგაძალოთ, მხოლოდ იმას გეხვეწებით, შემიმცირეთ გამო-
საცდელი ვადა.
– ძალიან გთხოვთ, მისტერ ჯონს, ნურაფერს დამაძალებთ.
– არა, სოფია, მხოლოდ იმას გთხოვთ, მითხრათ, რამდენ
ხანს მაძლევთ გამოსაცდელად, სიყვარულს ხომ მოუთმენ-
ლობა ახასიათებს.
– სავარაუდოდ, თორმეტ თვეს.
1042
– ოჰ, სოფია, ეს ხომ უსასრულობაა.
– ან შეიძლება ცოტა შევამცირო, – თქვა სოფიამ, – თუ მარ-
თლა ასე გიყვარვართ, ამასაც უნდა დაკმაყოფილდეთ.
– ნუთუ დადგება ის დღე, როცა შემეძლება ჩემი გიწოდოთ,
როცა უდიდესი, სრულყოფილი და მათრობელა კმაყოფილე-
ბით შევეცდები, გაგაბედნიეროთ?
– დიახ, სერ, და ეს როდის მოხდება, მხოლოდ თქვენზეა
დამოკიდებული.
– ოჰ, ჩემო ანგელოზო, ამ სიტყვებმა ლამისაა გამაგიჟოს...
და ამ ტუჩებს მინდა მადლობა გადავუხადო.
ჯონსმა სოფია მკლავებში მოიმწყვდია და ისე ვნებიანად
აკოცა, როგორც აქამდე არასოდეს უკოცნია.
ამ დროს ვესტერნი, რომელიც ყველაფერს ისმენდა, ოთახ-
ში ყიჟინით შემოვარდა:
– ეგრე რა, შე კაი კაცო! მიდი, ეცი! მოათავეთ უკვე? ქორწი-
ლის დღე დავნიშნოთ? ხვალ თუ ზეგ? მე ერთი წუთითაც აღარ
გადავდებდი.
– სერ, ნება მომეცით, გთხოვოთ....
– ნუ გააჭირე საქმე ამ შენი თხოვნებით, მეგონა, ვაჟკაცი
იყავი, შენ კიდე ქალის ჭკუაზე დადიხარ... ეს მაგათი ხრიკებია,
დღესვე გამოგყვება ცოლად. არა, სოფი? მოდი, აღიარე, ერ-
თხელ მაინც თქვი სიმართლე. დამუნჯდი? რატომ არაფერს ამ-
ბობ?
– რატომ უნდა ვაღიარო, სერ, თუ თქვენ ისედაც იცით, რას
ვფიქრობ.
– ესე იგი თანახმა ხარ? – შესძახა სკვაირმა.
– არა, მე თანხმობა არ მიმიცია.
– იცი, რატომ? იმიტომ, რომ არ შეგიძლია დამჯერი იყო და
სულ გინდა, მამა გააწვალო.
– გთხოვთ, სერ, – ჯონსი ჩაერია.
1043
– მოიცა, ძაღლის ლეკვო, – იყვირა სკვაირმა, – როცა ვუშ-
ლიდი, ტიროდა, ოხრავდა, წერილებს გწერდა, ახლა მე შენკენ
ვარ, ის აღარ. ასეთი ხასიათი აქვს, მხოლოდ ის უნდა, მამას არ
გაუგონოს.
– და რა უნდა მამას? – შესძახა სოფიამ, – რა გინდათ, გა-
ვაკეთო?
– მომეცი ახლავე შენი ხელი.
– კარგი, სერ, იყოს, როგორც თქვენ გნებავთ. აი, ჩემი ხე-
ლი, მისტერ ჯონს.
– თანახმა ხარ, ხვალ ცოლად გაჰყვე? – ჰკითხა სკვაირმა.
– როგორც თქვენ ინებებთ, სერ, – მიუგო სოფიამ.
– მაშინ ხვალ ქორწილს ვიხდით, – შესძახა ვესტერნმა.
– ასე იყოს, მამიკო, თუ ასე გნებავთ, – თქვა სოფიამ.
ჯონსი მუხლებზე დაემხო და გახარებული სოფიას ხელებს
უკოცნიდა, სკვაირი აკუნტრუშდა და უცებ იკითხა:
– ის ოლვორთი სად ეშმაკთან წავიდა? ალბათ ისევ იმ ად-
ვოკატ დაულინგს ელაპარაკება, თითქოს მეტი საქმე არ ჰქონ-
დეს, – და ოლვორთის მოსაძებნად გავიდა, შეყვარებულებს კი
კარგი შესაძლებლობა მიეცათ, ტკბილად გაეტარებინათ რამ-
დენიმე წუთი.
სკვაირი მალე ოლვორთის თანხლებით დაბრუნდა.
– ჩემი თუ არ გჯერათ, თვითონ გეტყვით. სოფი, ხომ თანახ-
მა ხარ, ხვალ ცოლად გაჰყვე?
– ასეთია თქვენი ბრძანება, სერ, – უთხრა სოფიამ, – ვეღარ
გავბედავ ურჩობას.
– იმედია, მადამ, – თქვა ოლვორთიმ, – ჩემი დისწული და-
აფასებს თქვენს სიკეთეს და იმ პატივს, თქვენ რომ ჩვენს ოჯახს
დასდებთ. თქვენისთანა ყოველმხრივ მშვენიერ ახალგაზრდა
ქალთან დანათესავება ინგლისის საუკეთესო ოჯახისთვისაც
დიდი პატივი იქნებოდა.
1044
– დიახ, – იყვირა სკვაირმა, – და კიდევ დიდხანს მოგიწევ-
დათ, ამ პატივს დალოდებოდით, მე რომ მამის ძალაუფლება
არ გამომეყენებინა.
– ვიმედოვნებ, სერ, – თქვა ოლვორთიმ, – ძალა არ დაგი-
ტანებიათ.
– აბა, ჰკითხეთ, უკან წაიღებს სიტყვას თუ არა. სოფია, ნა-
ნობ, მისტერ ჯონსს სიტყვა რომ მიეცი?
– მამიკო, – უპასუხა სოფიამ, – მე არ ვნანობ არც ერთ პი-
რობას, რაც კი ოდესმე მისტერ ჯონსისთვის დამიდვია.
– მაშ, დისწულო, მთელი გულით გილოცავთ, უბედნიერესი
კაცი ყოფილხართ. მადამ, მინდა მოგილოცოთ, თქვენ თან-
ხმობა მიეცით კაცს, რომელიც თქვენი ფასი იცის და ყველა-
ფერს გააკეთებს, თქვენი ღირსი რომ იყოს.
– აბა, რას იზამს! – შესძახა სკვაირმა, – ოლვორთი, დაგე-
ნიძლავებით, ცხრა თვეში პატარა ბიჭი გვეყოლება. ბურგუნ-
დიულს მიირთმევთ თუ შამპანურს? იუპიტერს გეფიცები, ამა-
ღამ კარგად მოვილხენ.
– სერ, – უთხრა ოლვორთიმ, – უნდა მაპატიოთ, მე და ჩემი
დისწული უკვე სხვასთან ვართ შეთანხმებული.
– შეთანხმებული რას მიქვია, – თქვა სკვაირმა, – დღეს
არავითარ შემთხვევაში არ გაგიშვებთ, აქ უნდა ივახშმოთ.
– მე სიტყვა მივეცი და ხომ იცით, სიტყვას არასოდეს გადა-
ვალ.
– და ვის მიეცით სიტყვა?
ოლვორთიმ უთხრა, სადაც დაპატიჟეს და კიდევ ვინ იქნე-
ბოდნენ ვახშმად.
– მაშინ მე წამოვალ, შენც ხომ წამოხვალ, სოფია? დღეს
ვერ დაგშორდებით, თანაც ტომის და სოფიას დაშორება ხომ
ნამდვილი ბარბაროსობა იქნება!
ოლვორთიმაც აიტაცა ეს აზრი, სოფიაც დასთანხმდათ, ოღ-
1045
ონდ ჯერ მამას პირობა ჩამოართვა, რომ ქორწილზე არაფერს
იტყოდა.

უკანასკნელი თავი
ისტორია მთავრდება

უმცროსი ნაითინგეილი იმ დღეს მამასთან იყო დაბარებუ-


ლი და ის ბევრად უფრო თბილად მიიღეს, ვიდრე ელოდა. მა-
მასთან ბიძასაც შეხვდა, ახლად დაქორწინებული ქალიშვი-
ლის საძებნელად ჩამოსულიყო ლონდონში.
ბიძაშვილის ქორწინება ალბათ ყველაზე იღბლიანი შემ-
თხვევა გამოდგა ახალგაზრდა კაცის ცხოვრებაში, რადგან
ძმები სულ კამათობდნენ, რომელი უკეთ ზრდიდა შვილს და
ერთმანეთის აღზრდის მეთოდს აქილიკებდნენ, ცდილობ-
დნენ, საკუთარი შვილის შეცდომა შეერბილებინათ, ძმისშვი-
ლისა კი დაემძიმებინათ. ძმის დამარცხების სურვილი და კი-
დევ ოლვორთის მოყვანილი არგუმენტები იყო მიზეზი, მისტერ
ნაითინგეილი ასე გულთბილად რომ შეხვდა ვაჟს და დასთან-
ხმდა, იმ საღამოს თავადაც სტუმრებოდა მისის მილერს.
მეორე ძმას რაც შეეხება, შვილი უზომოდ უყვარდა, ამიტო-
მაც მისი დაყოლიება ადვილი აღმოჩნდა. როგორც კი უმცრო-
სი ნაითინგეილისგან მისი ადგილსამყოფელი შეიტყო, იმწამ-
სვე მასთან წავიდა. ქალიშვილი მუხლებზე დაეცა პატიების
სათხოვნელად და მანაც ისე თბილად ჩაიხუტა გულში, რომ ამ
სანახაობამ ყველა შემსწრე ააღელვა. ნახევარი საათიც არ
იყო გასული, შვილსაც და სიძესაც შეურიგდა და ისეთი კმაყო-
ფილი ჩანდა, თითქოს მისი გარიგებით მოხდა ყველაფერი.
1046
ასეთი ვითარება იყო, როცა მისტერ ოლვორთი, ჯონსი და
მათი თანმხლებნი მისის მილერს ვახშმად ესტუმრნენ. სოფია
რომ დაინახა მისის მილერმა, იმწამსვე ყველაფერს მიხვდა და
ჯონსის მიმართ უსაზღვრო მეგობრული სიყვარულის გამო, სა-
კუთარი შვილის ბედნიერებასავით გაუხარდა.
იშვიათად თუ ნახავთ ისეთ თავყრილობას, სადაც ყველა
ბედნიერია. შეიძლება მხოლოდ ნაითინგეილის მამა არ ჩანდა
სავსებით კმაყოფილი, შვილის სიყვარულის და მისტერ ოლ-
ვორთის არგუმენტების მიუხედავად, ბოლომდე მაინც არ იწო-
ნებდა შვილის არჩევანს. ალბათ სოფიას დანახვამ უფრო და-
უმძიმა გული და ფიქრობდა, ხომ შეიძლებოდა ჩემს შვილსაც
ასეთი შეხვედროდაო, მაგრამ სოფიას სილამაზეზე ან გონიე-
რებაზე მეტად მამამისის ზანდუკები ხიბლავდა. ეს იყო მისი სა-
დარდებელი, რომ შვილმა მისის მილერის ქალიშვილი ანაც-
ვალა ასეთ მომხიბვლელ საგანძურს.
ორივე პატარძალი მშვენიერი შესახედავი იყო, მაგრამ სო-
ფიას სილამაზე მათ მშვენიერებას ისე ჩრდილავდა, საუკეთე-
სო ბუნებისანი რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ შურით აღივსე-
ბოდნენ, რადგან მათი ქმრები პირდაპირ თვალს ვერ სწყვეტ-
დნენ სოფიას. ის კი მართლაც დედოფალივით იჯდა მაგიდას-
თან, ყველასგან პატივცემული, ოღონდ ნამდვილად იმსახუ-
რებდა გულწრფელ პატივისცემას და აღფრთოვანებას, არავის
ავალდებულებდა, მისი გამორჩეული თვისებები ხომ მოკრძა-
ლება და თავაზიანობა იყო.
საღამო ძალიან მხიარულად წარიმართა. ყველა ბედნიერი
იყო, მაგრამ უფრო მეტად ისინი, ვინც ადრე ძალიან დაიტანჯა.
წარსულმა ტანჯვამ და შიშებმა მეტი სიტკბო შესძინა ნეტარე-
ბას, რასაც თავად მგზნებარე სიყვარული და სიმდიდრეც ვერ
შეძლებდა. მაგრამ ვინაიდან დიდი სიხარული, განსაკუთრე-

1047
ბით თუ უცაბედია და ძირფესვიანი ცვლილებებით განპირობე-
ბული, გულში იბუდებს და ლაპარაკის უნარს გვართმევს, ჯონ-
სი და სოფია იმ საღამოს ნაკლებად მხიარულები ჩანდნენ.
სკვაირმა ეს შენიშნა და დროდადრო ყვიროდა:
– ბიჭო, ხმას რატომ არ იღებ? რა ცხვირ-პირი ჩამოგტირის?
ენა ჩაყლაპე, გოგო? მიდი, ერთი ჭიქა კიდევ დალიე!
და მათ შესაგულიანებლად მხიარულ სიმღერას შემოსძა-
ხებდა ხოლმე, უფრო ისეთს, რომელიც ქორწინებას ან ქალწუ-
ლობის დაკარგვას ეხებოდა. ასე რომ გაეგრძელებინა, სოფია
ადგებოდა და ოთახიდან გავიდოდა, მაგრამ მისტერ ოლვორ-
თი დროდადრო უბღვერდა სკვაირს და ერთი-ორჯერ უთხრა,
მისტერ ვესტერნ, გრცხვენოდეთო. რამე რომ ყოფილიყო,
სკვაირი კამათსაც წამოიწყებდა მამის უფლებებზე, მაგრამ
არავინ აუბა მხარი და ისიც დაშოშმინდა.
მართალია, ცოტა ავიწროებდნენ, მისტერ ვესტერნმა მაინც
კარგად მოილხინა ხალისიან და ენამოსწრებულ საზოგადოე-
ბაში და მეორე დღეს ყველა თავისთან დაპატიჟა. მიპატიჟებაც
ყველამ მიიღო და სოფია, რომელიც ჩუმად უკვე ჯონსის ცოლი
გამხდარიყო, წვეულებაზე დიასახლისის როლში მოევლინათ,
ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, სუფრასთან სტუმრებს ემსახუ-
რებოდა. დილით ქორწინების ბიუროს საყდარში მან მისტერ
ჯონსს ხელი უბოძა და ამ ცერემონიას მხოლოდ მისტერ ოლ-
ვორთი, მისტერ ვესტერნი და მისის მილერი ესწრებოდნენ.
სოფიამ ძალიან სთხოვა მამას, სადილად მოწვეული სტუმ-
რებისთვის არაფერი გაემხილა. ჯონსმა თავისგან მისის მი-
ლერს და მისტერ ოლვორთის სთხოვა საიდუმლოს შენახვა.
ფაქიზი ბუნების სოფია ასე უფრო იოლად აიტანდა ხალხმრავ-
ლობას, რაც არასოდეს უყვარდა და მთელი დღე მშვენივრად
გრძნობდა თავს, ვიდრე მეორე ბოთლზე გადასულ სკვაირს
ისე არ მოეძალა სიხარული, რომ პატარძლის სადღეგრძელო
1048
შესვა. სადღეგრძელო ყველამ აიტაცა. სოფია დაიბნა და გა-
წითლდა, ჯონსი მის გამო ძალიან შეწუხდა. სიმართლე რომ
ითქვას, სოფიას გათხოვება არავისთვის ყოფილა აღმოჩენა –
მისის მილერმა ქალიშვილს გადაუჩურჩულა, მან ქმარს, ქმარ-
მა დას, დამ კი ყველა დანარჩენს.
სოფიამ პირველივე ხელსაყრელი შემთხვევა გამოიყენა,
ქალებთან ერთად ოთახიდან გავიდა და მამა მის ჭიქას შეატო-
ვა. სკვაირს ნელ-ნელა ყველა გაეცალა, ნაითინგეილის ბიძის
გარდა, და ეს ორნი მთელი საღამო შეუპოვრად სვამდნენ, კი-
დევ დიდხანს მას შემდეგ, რაც სოფია თავისი ჯონსის სასურ-
ველ მკლავებში აღმოჩნდა.
ასე მივადექით დასასრულს, ჩემო მკითხველო, ჩვენდა სა-
სიხარულოდ და ყველასთვის მოულოდნელად, ჯონსი უბედ-
ნიერესი კაცი გახდა, რადგან მე ვერ გეტყვით, რა ბედნიერება
შეიძლება გაუტოლდეს სოფიას ქმრობას.
თქვენი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, რამ-
დენიმე სიტყვით მოგიყვებით ისტორიის დანარჩენ გმირებზე.
ოლვორთის მას შემდეგ ბლაიფილი აღარ უნახავს, მაგრამ
ჯონსის მომაბეზრებელ ხვეწნას დაჰყაბულდა და წელიწადში
ორასი გირვანქა დაუნიშნა, რასაც ჯონსმა თავისგან ჩუმად კი-
დევ ერთი მესამედიც დაუმატა. ბლაიფილი ჩრდილოეთის რო-
მელიღაც საგრაფოში ცხოვრობს, ლონდონიდან ორასი მი-
ლის დაშორებით და ფულს აგროვებს პარლამენტში ადგილის
საყიდლად. ბოლო დროს მეთოდისტი გახდა და იმედოვნებს,
თავისი სექტის წევრი, ძალიან მდიდარი ქვრივი შეირთოს ცო-
ლად.
სკვეირი მალევე გარდაიცვალა, რაც ზემოთ ხსენებული წე-
რილი მისწერა ოლვორთის; ტვაკომს რაც შეეხება, ის ისევ
მღვდელია. რამდენიმე უშედეგო მცდელობა ჰქონდა, ოლ-

1049
ვორთის ნდობა დაებრუნებინა, მასაც და ჯონსაც პირში ელა-
ქუცებოდა და ზურგს უკან ლანძღავდა, მაგრამ ოლვორთიმ
შინ ახალი მღვდელი მოიყვანა, მისტერ აბრამ ადამსი, რომე-
ლიც სოფიას ძალიან მოსწონს და უნდა მისი შვილების მას-
წავლებელი გახდეს.
მისის ფიცპატრიკი ქმარს გაშორდა და ქონებიდან ცოტა
რამ გადაინახა. ლონდონის არისტოკრატულ უბანში ცხოვ-
რობს დაფასებულად და ეკონომიურად, სამჯერ მეტს ხარჯავს
თავის შემოსავალზე და ვალი არასოდეს აუღია. ძალიან ახლო
ურთიერთობა აქვს ირლანდიელი პერის ცოლთან და ქმრის
ყურადღებისთვის კარგ მეგობრობას უწევს.
მისის ვესტერნი მალევე შეურიგდა ძმისწულს და მათთან
ერთად სოფელში ორი თვე დაყო. ლედი ბელასტონი ლონ-
დონში ჩასულ სოფიას ესტუმრა და ჯონსს ისე შეხვდა, თითქოს
პირველად ნახა და ორივეს ბედნიერი ცოლქმრული ცხოვრება
უსურვა.
მისტერ ნაითინგეილმა ვაჟს ჯონსის მეზობლად უყიდა მამუ-
ლი, სადაც ახალგაზრდები მისის მილერთან და მის უმცროს
ქალიშვილთან ერთად ცხოვრობენ.
მეორეხარისხოვან გმირებს რაც შეეხება, მისის უოთერსი
სოფელში დაბრუნდა და მისტერ ოლვორთიმ მას წელიწადში
სამოცი გირვანქა დაუნიშნა. მისის უოთერსი მღვდელ საპლს
გაჰყვა ცოლად, რომელიც სოფიას თხოვნით მისტერ ვესტერ-
ნისგან კარგ შემოსავალს იღებს.
შავმა ჯორჯმა შეიტყო, მისი დანაშაული რომ გამოაშკარავ-
და და სადღაც გადაიკარგა, მას შემდეგ არავის უნახავს. ჯონსი
მის ოჯახს დაეხმარა, ოღონდ ფული ყველას თანაბრად არ შეხ-
ვედრია, მოლის მეტი შეხვდა.
პარტრიჯს ჯონსმა წელიწადში ორმოცდაათი გირვანქა და-
უნიშნა. სკოლა ისევ გახსნა და მის წამოწყებას ამჯერად უფრო
1050
დიდი მოწონება ხვდა. რაღაც ლაპარაკი იყო მოლი სიგრიმის
ცოლად მოყვანაზე, რაც, სოფიას აზრით, წარმატებით უნდა
დასრულდეს.
ახლა მისტერ ჯონსს და სოფიას უნდა დავემშვიდობოთ.
ისინი ქორწინებიდან ორი დღის შემდეგ მისტერ ვესტერნთან
და მისტერ ოლვორთისთან ერთად სოფელში გაემგზავრნენ.
ვესტერნმა საგვარეულო მამული და თავისი მიწის დიდი ნაწი-
ლი სიძეს გადაულოცა, თვითონ კი საგრაფოს სხვა მხარეში
გადავიდა საცხოვრებლად, სადაც უკეთესი სანადირო ადგი-
ლებია. რა თქმა უნდა, ჯონსების ხშირი სტუმარია, სადაც ძა-
ლიან გულთბილად იღებენ. მას საკუთარი სასტუმრო ოთახი
და მისაღები გამოუყვეს და შეუძლია დასალევად ვინც გაუხარ-
დება, ის მოიყვანოს. ქალიშვილიც მუდამ მზადაა, მისთვის და-
უკრას. ჯონსი სოფიას ეუბნება, შენი სიამოვნების შემდეგ ყვე-
ლაზე მეტად ის მინდა, მოხუცი როგორმე გავახაროო.
სოფიას უკვე ორი შვილი შეეძინა, ბიჭი და გოგო. სკვაირს
ისე უყვარს შვილიშვილები, უმეტეს დროს ბავშვების ოთახში
ატარებს და ამბობს, წლინახევრის გოგონას ტიტინი მთელი
ინგლისის მწევრების ყეფაზე უფრო ტკბილი მოსასმენიაო.
ოლვორთიმაც გულუხვად დაასაჩუქრა ჯონსი და სულ იმის
ცდაშია, დისწულისა და მისი ცოლისადმი სიყვარული გამოხა-
ტოს. სოფიასაც მამასავით უყვარს სკვაირი. თუკი ჯონსს ადრე
რაიმე ნაკლი ჰქონდა, ამ კეთილ კაცთან ურთიერთობის წყა-
ლობით და საყვარელ სოფიასთან შეუღლების შემდეგ გამოს-
წორდა. წარსული შეცდომები რომ გაიაზრა, ძალიან წინდახე-
დული და თავშეკავებული გახდა, რაც ასეთი დაუდგრომელი
ბუნების კაცისთვის ცოტა უჩვეულოა.
დაბოლოს, ასეთ ღირსეულ და ბედნიერ წყვილს ძნელად
იპოვით სადმე. ჯონსის და სოფიას ნაზი და სუფთა გრძნობები

1051
ერთმანეთის მიმართ დღითი დღე ძლიერდება, რასაც ურთი-
ერთპატივისცემა კიდევ უფრო ამყარებს. ასეთივე მოსიყვარუ-
ლეები არიან ნათესავების და მეგობრების მიმართაც, გულ-
მოწყალებას და მზრუნველობას არ აკლებენ დაბლა მდგო-
მებს და ვერ იპოვით მათ სამეზობლოში ადამიანს, იმ დღეს არ
ლოცავდეს, როცა ჯონსმა თავისი სოფია ცოლად შეირთო.

1052

You might also like