You are on page 1of 2

აღმართ-აღმართ

აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა,


სერზ ე შევდექ, ჭმუ ნვის ალი მენელა.

მზ ემან სხივი მომაფინა მაშინა,


სიც ოც ხლე გვრძენ, სიკვდილმა ვერ მაშინა.

შემიდუ ღდა მაშინ სუ ლი და გუ ლი,


იმ ნადუ ღში თვით მე ვიყავ დაგუ ლი.

გუ ლმა ძგერა, სუ ლმა შფოთვა დამიწყო,


ჩანგმაც თვისი მე სიმები დამიწყო.

ხმა სიმართლის შეუ პოვრად გაისმა,


რომ დღეის-დღის ხმა ისმინოს გაისმა.

ც ის მახლობლად ფეხქვეშ ვიგრძენ მიწა მე,


ვსთქვი: „ც ხვრებავ, მეც ერთ კაც ად მიწამე!“

და ვიფიქრე: „ჩემი სატრფო სად არი?


ნისლი ჰბუ რავს, თუ დღე უ დგას სადარი?“

გავიხედე, ვნახე, რომ სხვას ჰმონებდა!


გამიკვირდა! ვსთქვი: „მტერს როგორ მონებ
და?

მოხიბლუ ლა, შემც დარია, ის არი!..


ალერსით მთვრალს ვერ უ ხილავს ისარი!“

მივაძახე: „ჭინჭარში ნუ ვარდები!..


ნუ გგონია იქ ია და ვარდები!

შეიბრალე თავი შენი, იც ოდე!


მაგ შარბათში საწამლავს ჰსვამ, იც ოდე!“

არ მისმინა მწუ ხარებით დანაგუ ლს,


და დამასვა საუ კუ ნოდ დანა გუ ლს!

აღმართ-აღმართ მივდიოდი ნეტა რად,


თუ მაღლობზ ედ თავს ვერ ვგრძნობდი ნეტა
რად?

ჩემო თავო! ვეღარ გკუ რნენ წამალით!


დაღმართ-დაღმართ დაუ ყევი, წა მალით!

იქ ჩაბრძანდი, სად გელიან ლოდებით,


ბარით, ნიჩბით, კუ ბოთი და ლოდებით!

დაივიწყე, ვინც გახსოვდა მარად, ის!


ხელდაკრებიფით განისვენე მარადის!

1876, 1 იანვარი
ს. ახალგორი

You might also like