You are on page 1of 2

8 ოქტომბერი 1893 წელი

უკვე რამდენიმე თვეა ჩვენს სოფელში ქურდობა გავრცელდა. ქურდები ნელ-


ნელა უფრო თავზეხელაღებულები ხდებიან და კვერცხის მოპარვისგან საქონლის
გარეკვაზე გადავიდნენ. სოფლის ახალგაზრდები დიდი ნების ყოფით ვეძებთ მათ,
მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოგვდის.

29 ოქტომბერი 1893 წელი

დღეს ქურდების კვალს დავადექით, ბევრს ,,მგლის ლეკვზე“ და მის ბიძაშვილ


სოლოზე ჰქონდა ეჭვი. ისინი ჩვენი ,,ანგელოზის“ სახლის გვერდით
ცხოვრობდნენ. ტყეში საქონელთან ახლოს ჩაძინებულნი ვიპოვეთ. ქალაქში
წავიყვანეთ და ციხეში ჩასვეს ძლივს დავაღწიეთ თავი ამ გაიძვერებს.

30 ნოემბერი 1893 წელი

საშინელი ამბავი მოგვახსენეს. ,,სოლოსა და დათას ციხიდან ათავისუფლებენ“.


ეს სიტყვები მთლიან სოფელს სახადისავით მოედო, პატარებიც ამაზე
ლაპარაკობდნენ. ეზოდან გამოვედი, გზას დავუყევი და ჩემი მეზობლის ღობესთან
ჩამომჯდარი მოხუცები შევამჩნიე. ყველა მათგანი გაფითრებულიყო. ,,მგლის
ლეკვი გამოუშვეს. ახლა, კიდევ უფრო ცუდ დღეში ჩაგვაგდებს“. ,,არავის არ
აპატიებს“. მეც ასე ვფიქრობ, დათაზე უპირო და მოღუშული არავინაა ჩემს
თანატოლებს შორის. განა, სულ ასე იყო, ადრე. დათა, სოლო, მეზობლის ბიჭები და
მე სულ ერთად დავეხეტებოდით ხოლმე, ბუზსაც არ ავნებდნენ რამეს, სულ
შეიცვალნენ. უკეთესის იმედი უნდა გვქონდეს, რა გაეწყობა.

18 დეკემბერი 1893 წელი

ის მოხუცები მართალნი იყვნენ, იმ ბიჭებმა მთლიანი სოფელი გააფარჩაკეს. ამ


უგუნურებს ვეღარც ვპოულობდით, სანამ ჩემმა კარის მეზობლებმა არ მოიყვანეს
სოფლის შუაგულში. ისევ ქალაქში გავგზავნეთ, ისევ ციხეში ჩასვეს. კიდევ
ერთხელ დავისვენეთ. რაღაც, ცუდი წინათგრძნობა მაქვს...

2 თებერვალი 1894 წელი

ჩემი ეჭვები გამართლდა. ქურდები მეორედ გამოუშვეს. ჯერ სიმშვიდე სუფევს.


ალბათ, ჭკუას მოეგნენ.

7 მარტი 1894 წელი (I)

გუშინ სოლოსა და დათას ერთი მარტოხელა ქვრივი დაუყაჩაღებიათ.


დედაკაცმა ,,მგლის ლეკვი“ იცნო და ამის გამო, ქურდებმა ის ხანჯლებით აჰკუწეს
და გაიქცნენ. მთელი სოფელი გაცეცხლდა, ახლა ახალგაზრდები მათ საპოვნელად
უნდა გავეშუროთ, ამჯერად ასე მარტივად აღარ დაიძვრენენ თავს.
7 მარტი 1894 წელი (II)

ყაჩაღები დაახლოებით 2 საათში ვიპოვეთ. სოლო მშვიდად წამოგვყვა, ხოლო


დათა ძლივს, ფოფხვა-ფოფხვით წამოვიყვანეთ. ორივე ქვრივის სახლთან
დავაყენეთ. ,,მგლის ლეკვი“ ხმას არ იღებდა, სამაგიეროდ, მისი ბიძაშვილი
იმწამსვე გამოტყდა. ,, ესენი მთავრობას რომ გადავცეთ, ისევ
გამოუშვებენ“. ,,მთავრობა მათ მხარესაა“ ისმოდა აქეთ-იქიდან. მთელი სოფელი იმ
სახლთან შეიკრიბა. დედაკაცის ცხედარი გამომაყვანინეს და მკვლელების წინ
დამასვენებინეს. დათამ ქალს არც კი შეხედა, სოლოს ჯერ ტუჩები აუთამაშდა,
შემდეგ, თვალები აუხამხამდა, წელში მოიხარა, მუხლებზე დავარდა და გულის
მოთქმით, ტირილი დაიწყო. იგი მოკლულ ქვრივზე უფრო საწყალი გამხდარიყო.
სოფლელების თხოვნით, სოლოს ხელები გავუხსენი, წამოვაყენე, მხარზე ნაზად
წამოვარტყი და გავუშვი. დათა თავისას არ იშლიდა. დაჩოქებას ვაიძულებდით და
გაძალიანდა. ეტყობოდა, რომ თავის დაღწევის გარდა, არაფერზე ფიქრობდა.
სოფლელების ყვირილი დაიწყეს და უცებ გაისმა: ,,ჩავაქვავოთ“. ამ სიტყვამ ხალხს
ტალღასავით გადაუარა. უკვე, ყველა ამას ამბობდა. ,, მგლის ლეკვს“ ხელი
ჩავავლეთ და რიყესთან გავიყვანეთ. ის იკბინებოდა, წიხლებს ისროდა,
ფართხალებდა, მაგრამ ბედისწერას ვერ გაექცა. ხელებიდან დაგვისხლტა, მაგრამ
უკან მოაბრუნეს, სასჯელის აღსრულების დრო დადგა. ქვებმა მთლიანი ხეობა
დაჩრდილეს. დათა ჯერ ჩაიკეცა, შემდეგ დაეცა და აღარ გამოძრავებულა. ყველა
სადღაც გარბოდა, ერთმანეთის სრცხვენოდათ. რიყეზე მხოლოდ მე, დათას დედა,
სოფიო და მისი მამა დავრჩით. ანგელოზი ტიროდა. მინდოდა მივსულიყავი და
დამემშვიდებინა, მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდნენ. ღამდებოდა და რიყეზე
მარტო მე დავრჩი. ვუყურებდი ჩემს დაწერილ, დასისხლიანებული ხელებს და ვერ
ვმოძრაობდი.

7 მარტი 1894 წელი (III)

ხელები მდინარეში ჩავიბანე და დათა დავმარხე, მასზე გული მაინც


შემტკიოდა... არ ვიცი რატომ.

8 მარტი 1894

ამაზე ჩუმი დილა ჩვენს სოფელში არ მინახავს. ეზოში თითქმის არავინ


გამოდის და ვინც გამოსულია სხვებს ერიდება. ერთმანეთის ისევ სრცხვენიათ. მზე
ღრუბლებშია დამალული, მაგრამ არ ცივა. სოფელში მხოლოდ ჩიტების გალობა და
მდინარის ჩუხ-ჩუხი ისმის.

You might also like