You are on page 1of 2

დავალების შესრულების და გადმოგზავნის წესები

დავალება უნდა შეასრულოთ Excel-ის ფაილში და გადმოაგზავნოთ მისამართზე

natia.maisuradze@iliauni.edu.ge

შესრულებული დავალების (Excel -ის) ფაილს სახელი უნდა დაარქვათ


ქართულად, უნიკოდით თქვენი გვარი სახელი ჯგუფის ნომერი. მეილის subject-
ში მიუთითეთ იგივე დასახალება.

ყოველ დავალებას აქვს შესრულების ვადა. ამ ვადის გასვლის შემდეგ


გადმოგზავნილი დავალებები არ მიიღება.

დავალების გადმოგზავნის ბოლო თარიღია 20.04.2024

1) (3 ქულა)
გახსენით მონაცემთა ბაზა

 მონაცემთა ბაზიდან ფილტრაციის საშუალებით გამოყავით კახეთის


რეგიონის მონაცემები,

 კახეთის რეგიონის მონაცემები გადაიტანეთ ახალ გვარდზე და გვერდს


დაარქვით სახელად კახეთი,

 კახეთის რეგიონის მონაცემები დაალაგეთ ოჯახში წევრთა რაოდენობის


კლების მიხედვით,

ამავე ექსელის ფაილში, დაამატეთ ახალი ფურცელი და აქ შეასრულეთ შემდეგი 2


დავალება.

2) (3ქულა)
სკოლის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა გაეკეთებინა სკოლაში პირველი კლასის
მოსწავლეების გაცდენების ანალიზი. ქვემოთ მოცემულია 20 სასწავლო დღის
განმავლობაში სკოლაში არ გამოცხადებული პირველკლასელი მოსწავლეების
რაოდენობა.

7, 5, 5, 7, 4, 6, 5, 4, 5, 6, 6, 4, 7, 7, 7, 4, 4, 4, 7, 6
ამოცანა: ზემოთ მოყვანილი ცვლადის მნიშვნელობებისათვის
1. შეადგინეთ ვარიაციული მწკრივი;
2. შეადგინეთ სიხშირული განაწილების ცხრილი. ფარდობითი და
დაგროვილი ფარდობითი სიხშირეები გამოთვალეთ პროცენტებში.

3) (3 ქულა)
რიცხვებით მოცემულია 30 კაფეში თავისუფალი ადგილების რაოდენობა.
ააგეთ სიხშირული განაწილების ცხრილი დაჯგუფების 3 ინტერვალით.
(სიხშირული განაწილების ცხრილში, სტრიქონებად უნდა იყოს მოცემული 3
მაქსიმალურად თანაბარი ზომის ჯგუფი )

20, 4, 15, 23, 13, 22, 30, 16, 15, 17,


14, 3, 21, 22, 5, 14, 17, 15, 31, 23,
26, 19, 13, 15, 27, 13, 13, 26, 15, 30

You might also like