You are on page 1of 11

თემა – სამართლიანობა და სამართალი

მეექვსე კვირაში სტუდენტმა უნდა შეისწავლოს შემდეგი საკითხები

1. სამართლიანობის ბუნება და არსი


2. სამართლიანობის კრიტერიუმები (მასშტაბები)
3. სამართლიანობის მიმართება ბუნებრივ და სოციალურ უთანასწორობასთან.
სამართლიანი უთანასწორობა
4. სამართლიანობის თანამედროვე იდეალი და პრინციპები
5. სამართლიანობა, როგორც სამართლის (კანონის) თვისება

1. სამართლიანობის ბუნება და არსი


1. ფილოსოფიაში სამართლიანობის ფენომენთან დაკავშირებით სხვადასხვა
შეხედულება არსებობს. M

2. მოაზროვნეთა დიდი ნაწილი თვლის, რომ სამართლიანობა ადამიანური


ყოფიერების ფუნდამენტური ღირებულებაა და მორალისა და ზნეობის ტოლფასად და
სინონიმად აღიარებენ მას. მათი აზრით იყო მორალური არსება ნიშნავს გქონდეს
სამართლიანობის გრძნობა და ხელმძღვანელობდე მისით შენს ქცევებსა და
ურთიერთობებში. M
M
3. მოაზროვნეთა გარკვეული ნაწილის მიხედვით, სამართლიანობაში არ არის
არაფერი ამაღლებული და სასიკეთო, იგი გამოგონებულია ადამიანური ბუნების ნაკლის
(სისუსტის, შეზღუდულობის) კომპენსაციისთვის, საზოგადოებრივი მოწყობის დეფექტების
ნეიტრალიზაციისთვის. ამ პოზიციის მიხედვით, სამართლიანობა არის სამყაროს
“ხარვეზების” გამოსწორების ინსტრუმენტი და ფორმა, მორალური ცხოვრების მოტივების
მხარდაჭერისა და განმტკიცების საშუალება.
4. ფროიდის აზრით სამართლიანობა იკვებება შურისა და ეჭვის ენერგიით. უფრო
შორს წავიდა ნიცშე და სამართლიანობაში დაინახა სრული დეგრადაცია, ცხოვრებისეული
ძალების დაცემა, სუსტთა ძლიერებისაგან, უნარიანებისაგან, წარმატებულებისაგან,
მოხერხებულებისაგან დაცვის იარაღი და ხრიკი.

5. საყოველთაოდ აღიარებულია პირველი შეხედულება, ჩვენც ამ პოზიციიდან


გამომდინარე ვიმსჯელებთ სამართლიანობის ბუნებაზე, მის არსზე და შევეცდებით მის
განსაზღვრას.

6. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით სიტყვა ,,სამართლიანობა”


სამართლიანის თვისებითაა განმარტებული, ხოლო სამართლიანს, იგივე ლექსიკონი,
სიმართლის მოყვარულად, სიმართლის მიმდევრად განსაზღვრავს, სიმართლე კი
სისწორედ, ეჭვმიუტანლობად, ჭეშმარიტებადაა განსაზღვრული. ქართულმა ენამ
სიტყვა ,,სამართლიანობა” შექმნა სიტყვიდან ,,მართი”, რაც სწორს, უეჭველს, პატიოსანს
ნიშნავს. როგორც ვხედავთ, ქართული ტრადიცია სამართლიანობას განიხილავს, როგორც
თვისებას და მის არსს სიმართლეს, სისწორეს უკავშირებს.

7. სამართლიანობის, როგორც ადამიანის გონების, მისი ფსიქიკურ-ფსიქოლოგიური


პროდუქტის ბუნება მრავალასპექტიანია, იგი შეიძლება დავახასიათოთ:
 როგორც რეალობა, რომელიც არსებობს მხოლოდ სოციალური სუბიექტის
მოქმედებით. Aამ სუბიექტის გარეშე მოვლენებს არ მიწერება ,,სამართლიანობის" თვისება,
იგი ვლინდება მხოლოდ ,,სუბიექტ-ობიექტის" მიმართებისას. იმის მიხედვით თუ როგორ
ურთიერთობაში შედის ერთმანეთთან ,,სუბიექტ-ობიექტი" ხდება ამ ურთიერთობების
შეფასება სამართლიანობა-უსამართლობის მიხედვით;
 როგორც რეალობა, რომელიც ვლინდება, როგორც სამაგიეროს მიზღვევის ზომა,
როგორც მოთხოვნის ზომა და როგორც მართლზომიერების შეფასება;
 როგორც სხვადასხვა საზოგადოებრივ ურთიერთობებთან _ ეკონომიკურთან,
სოციალურთან, პოლიტიკურთან, ზნეობრივთან, სამართლებრივთან დაკავშირებული
მოვლენა, რის გამოც ამა თუ იმ საზოგადოებრივი მოვლენების შეფასება "სამართლიანობა-
უსამართლობის" კატეგორიით შესაბამისი ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური,
ზნეობრივი თუ სხვა საფუძვლებიდან გამომდინარეობს;
 როგორც თანასწორობის, კეთილგანწყობის, ობიექტურობის, უანგარობის და
სხვა მისთანანის გრძნობაზე დაფუძნებული მოვლენა;
 როგორც მოვლენა, რომელიც ფასდება, როგორც ყველასათვის ერთნაირი
ურთიერთობა, ანუ თანაბარუფლებიანი ურთიერთობა, რაც იმას გულისხმობს, რომ
კონკრეტულ იდენტურ პირობებში სოციალურ სუბიექტებს თანაბარი უფლებები აქვთ,
ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე;
 როგორც ადამიანის სოციალიზაციის ერთ-ერთი ფორმა. სამართლიანობის
გრძნობის საშუალებით პიროვნება გამოდის საკუთარი “მე”-დან და შედის სხვის
ცხოვრებისეულ სამყაროში;
 როგორც მოვლენა, რომელიც აღმოცენდება გარკვეული სულიერი და
მატერიალური აუცილებლობიდან გამომდინარე. ეს აუცილებლობა “ნაკლული”
სინამდვილეა, მაგრამ ამავე დროს იგი ამ სინამდვილეს აქცევს რაღაც სხვად და ამ გაგებით
იგი მიჯაჭვული კი არ არის სინამდვილეზე, არამედ ამაღლებულია მასზე სულიერი თუ
მორალურ-პრაქტიკული თვალსაზრისით და ცდილობს გარდაქმნას სინამდვილე, იგი ასე
ვთქვათ, სულის წესრიგია;
 როგორც ცნება, რომელიც მიგვითითებს თუ რა დამოკიდებულებაშია ადამიანი
ამა თუ იმ სიკეთის განაწილებასთან, როგორია მისი ადგილი სოციალურ ჯგუფში,
რამდენადაა მისი ინტერესები გათვალისწინებული სხვადასხვაგვარ ურთიერთობებში და
ა.შ.

8. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სამართლიანობის არსი კარგად ჩანს გერმანელი


პროფესორის რალფ დრაიერის მიერ ჩამოყალიბებულ განსაზღვრებაში, რომლის
მიხედვითაც: სამართლიანობა არის ქმედების, ქმედების სუბიექტის, ნორმის ან ნორმათა
სისტემის ის თვისება, რომლითაც შეიქმნება და შენარჩუნდება სიკეთეთა და ტვირთის ან
უფლება-მოვალეობების გათანაბრებისა და განაწილების წესრიგი.
2. სამართლიანობის კრიტერიუმები (მასშტაბები)

9. სამართლიანობის ბუნება-შინაარსის განხილვით მოვახდინეთ სამართლიანობის


ფორმალური დახასიათება, ეხლა შევეცადოთ მის კრიტერიუმებში გარკვევას. სამართლის
ფილოსოფიას აინტერესებს რა კრიტერიუმებით შევაფასოთ ამა თუ იმ მოვლენის სისწორე,
სიმართლე ანუ სამართლიანობა. სამართლიანობის კრიტერიუმების (მასშტაბების)
შემუშავება საკმაოდ რთული საკითხია _ ,,ძალზედ იოლია იყო კეთილი, მაგრამ ძნელია
იყო სამართლიანი”. შესაძლებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამატებითი
კრიტერიუმების მოძიება ან/და რამდენიმე კრიტერიუმის ერთდროული გამოყენება გახდეს
საჭირო.

10. დავახასიათოთ სამართლიანობის ზოგიერთი აღიარებული კრიტერიუმი


(მასშტაბი):
• მიუკერძოებლობა – ჯგუფის წევრების შემოსავალი თავიანთი შრომის
ადეკვატური უნდა იყოს;
• თანასწორობა – ყველა მხარეს მოუწოდებს თანაბარი წილის მიღებასა და
სამუშაოს გაწევას, ანუ საშუალების მიუხედავად, ჯგუფის წევრებს თანაბარი
ჯილდოები/შეღავათები თუ ხარჯები უნდა ჰქონდეთ. თანასწორობა მხარს უჭერს იმ აზრს,
რომ ის, ვინც 20%-ით დაეხმარა ჯგუფის რესურსს, იმდენივე უნდა მიეცეს, რამდენიც,
ვთქვათ, 60%-ით წვლილის შემტანს. Aთანასწორობის კრიტერიუმის რეალური
განხორციელება საკმაოდ რთული საკითხია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ახალი
კრიტერიუმების მოძიებას გულისხმობს. Aამ კრიტერიუმით, თითოეულმა უნდა მიიღოს
თანაბარი წილი, მაგრამ გასანაწილებელი სიკეთე, ვთქვათ ფილტვების ვენტილაციის
საშუალება სპეციალიზირებულ საავადმყოფოში, ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას
საერთოდ არ სჭირდება, სხვებისთვის კი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ამ
კრიტერიუმით (თანასწორობით), სოციალური სიკეთის განაწილება ვერ იქნება
სამართლიანი. მიზანშეწონილია სხვა კრიტერიუმის მოხმობა. ასეთ კრიტერიუმად, ამ
შემთხვევაში, გამოდგებოდა საჭიროების კრიტერიუმი.
Aამ კრიტერიუმის გამოყენების სირთულეს განაპირობებს ისიც, რომ რაიმე სიკეთის
ტოლ ნაწილებად მექანიკური დაყოფა არ წარმოადგენს თანასწორობას. ჰეგელის აზრით
თანასწორობისათვის საჭიროა სხვა საფუძვლები. კერძოდ, თუ ქონებას შევაფასებთ და
დავყოფთ ტოლ ნაწილებად, ეს თანაბრობა იქცევა უთანასწორობად, გათანაბრებად და არა
თანასწორობად, ვინაიდან ინდივიდები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან არა მხოლოდ
ერთმანეთთან მიმართებაში, როგოც პიროვნებები არამედ აგრეთვე საკუთრების შექმნის
უნარებითაც;
• დამსახურება (ღირსება) – სიკეთის სამართლიანი განაწილების კრიტერიუმად
მიიჩნევს წილის განსაზღვრას გარკვეული დამსახურების მიხედვით ანუ სიკეთე
განაწილდეს არა თანაბრად, არამედ განაწილებისას უპირატესობა მიენიჭოს უფრო
დამსახურებულს, უფრო ღირსეულს. თუმცა, აქაც პრობლემად იქცევა ვინ ჩაითვალოს
დამსახურებულად. ვთქვათ, ექიმი დადგა არჩევანის წინაშე ვინ ჩართოს პირველად
ფილტვების სავენტილაციო აპარატზე – გამოჩენილი სპორტსმენი, რომელმაც ქვეყანას
გაუთქვა სახელი თუ პატარა ბავშვი? როგორც ვხედავთ საჭირო ხდება კონკრეტული
სიტუაციიდან გამომდინარე სხვა კრიტერიუმის მონახვა;
• საბაზრო გაცვლა – სამართლიანი განაწილების ერთ-ერთ კრიტერიუმადაა
მიჩნეული, რომლის მიხედვითაც, გასანაწილებელი სიკეთე, მოხდება იმათ ხელში, ვინც
მასში უფრო მეტს გადაიხდის;
• ძალაუფლება – მეტი ძალაუფლების, მაღალი სტატუსის მქონეთ ქვემდგომებზე
მეტი ეკუთვნით;
• საჭიროება – ეს კრიტერიუმი ყველა ადამიანს თანაბარ პირობებში აყენებს,
უგულებელყოფს იერარქიას და თვლის, რომ არსებული სიკეთე თითოეულს ეკუთვნის
საჭიროების (მოთხოვნილების) შესაბამისად, რესურსის შექმნაში შეტანილი წვლილის
მოუხედავად;
• პასუხისმგებლობა – ჯგუფის წევრები, ვისაც ყველაზე ბევრი აქვს, ვალდებულნი
არიან გაუნაწილონ რესურსები მათ, ვისაც ის თითქმის არ გააჩნია;
• ყველას (თითოეულს) თავისი – სამართლიანობის ერთ-ერთ უძველეს
კრიტერიუმია. არისტოტელესთან ეს ფორმულა ასეა ჩამოყალიბებული: ,,თანაბრები უნდა
იხილებოდეს თანაბრად, ხოლო უთანაბროები უნდა იხილებოდეს უთანაბროდ”. რომაელმა
იურისტებმა ამ ფორმულიდან გამოიყვანეს სამართლიანობის საკუთარი გაგება, რომლის
მიხედვითაც „სამართლიანობა არის თითოეულისათვის მისი კუთვნილი უფლების
მინიჭების ურყევი და მუდმივი ნება“. უნდა აღინიშნოს, რომ ყოველ კონკრეტულ
სიტუაციაში ამ ფორმულასაც სჭირდება სიტუაციის შესაბამისი განმარტება და უფრო
კონკრეტიული კრიტერიუმების მონახვა.

3. სამართლიანობის მიმართება ბუნებრივ და სოციალურ უთანასწორობასთან.


სამართლიანი უთანასწორობა

11. ადამიანთა ბუნებრივი, იგივე ფაქტობრივი, ასე ვთქვათ, ბუნებრივ-გენეტიკური


უთანასწორობა განსაკუთრებულ დასაბუთებას არ საჭიროებს. ადამიანები სამყაროში
მოდიან განსხვავებული შესაძლებლობებით (მონაცემებით), განსხვავებული
ცხოვრებისეული პოტენციალით, ტალანტით. საზოგადოება ანვითარებს, მაგრამ ვერ
უყალიბებს ადამიანებს შესაძლებლობებს (მონაცემებს). ადამიანის შესაძლებლობანი, მისი
მონაცემები ისეთი მოცემულობაა, რომელსაც უბრალოდ ანგარიში უნდა გაეწიოს,
ადამიანები უძლურნი არიან ამ თვალსაზრისით შეცვალონ რაიმე. ადამიანის ბუნებრივ-
გენეტიკური მოცემულობა განსაზღვრავს ადამიანის განვითარების ჭერს. აქ ადამიანთა
გათანაბრება შეუძლებელია, შესაბამისად, შეუძლებელია სამართლიანობის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი მასშტაბის _ თანასწორობის განხორციელება და ბუნებრივი უთანასწორობის
ნიველირება.

12. მაშასადამე, ადამიანები საზოგადოებრივ ურთიერთობებში არათანაბარი


შესაძლებლობებით ერთვებიან. ახალდაბადებულნი იჭერენ სხვადასხვა, არათანასწორ
სოციალურ ნიშას. მნიშვნელოვან როლს თამაშობს მემკვიდრეობაც. ახალდაბადებულის
მომავალი სოციალური სტატუსი რიგ შემთხვევაში თავიდანვეა განსაზღვრული. ის
სოციალურ-კულტურული გარემო, რომელშიც იბადება ადამიანი, მისი მომავალი
ცხოვრების ერთგვარი “ბებია ქალის” როლს თამაშობს. რასაკვირველია ამ ბუნებრივი და
სოციალური მოცემულობების შემდგომი ბედი დაკავშირებულია ადამიანის ცხოვრებისეულ
აქტივობასთან. მაგრამ ეს სხვა საკითხია, სამართლიანობასთან მიმართებაში
მნიშვნელოვანია სოციალურ გარემოში ინდივიდის სოციალური პირობების სასტარტო
უთანასწორობა.

13. მართალია, ადამიანები წარმოშობით არ არიან თანასწორნი, ანუ ადამიანები


ბუნებრივ-გენეტიკური თვალსაზრისით უთანასწორონი იბადებიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს,
რომ ისინი სოციალურადაც უთანასწორონი უნდა იყვნენ. სოციალურობა ბუნებრივ-
გენეტიკური უთანასწორობის მეტ-ნაკლებად აღმოფხვრის საშუალებაა.

14. სასტარტო სოციალური პირობების გათანაბრებას ემსახურება სხვადასხვაგვარი


გადასახადები ქონებაზე, სხვადასხვა სახის საქველმოქმედო პროგრამების წახალისება,
სხვადასხვა სოციალური პროგრამების რეალიზაცია და სხვა.

15. სოციალური უთანასწორობის, გნებავთ არასამართლიანობის, აღმოფხვრის ერთ-


ერთ საშუალებად მიჩნეულია შესაძლებლობათა სასტარტო თანასწორობა, რომლის არსიც
იმაში მდგომარეობს, რომ ყველას საკუთარი შესაძლებლობის გამოვლენის ერთნაირი შანსი
ეძლევა, ყველასთვის ერთნაირია საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის
სამართლებრივი სივრცე, ერთნაირია გარკვეული ჰორიზონტისა თუ პერსპექტივის
დანახვის შესაძლებლობა, სასტარტო ხაზთან მდგომნი თანასწორნი არიან საკუთარი
შესაძლებლობის რეალიზაციის თვალსაზრისით, მაგრამ უთანასწორნი არიან სასტარტო
ხაზამდე ბოძებული ბუნებრივი თუ სოციალური შესაძლებლობებით, თუმცა ეს
უთანასწორობა შეიძლება დავახასიათოთ, როგორც სამართლიანი უთანასწორობა, რადგან
მათი ყველაფრით გათანაბრება იქნებოდა უსამართლო თანასწორობა.

16. სასტარტო სოციალური პირობების სრული გათანაბრება, მართლაც, უსამართლო


თანასწორობა იქნებოდა. ადამიანის ბუნებიდან, მისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე,
შესაძლებლობათა სრული გათანაბრება (შესაძლებელი რომც იყოს) საზიანო იქნებოდა.
მართლაც, ექნება კი აზრი და სტიმული თავდაუზოგავ გარჯას, მდიდარი ცხოვრებისეული
ინფრასტრუქტურის შექმნას, თუ გვეცოდინება, რომ ჩვენი ნაჯაფ-ნაამაგარი გადანაწილდება
ყველაზე (რაც ადამიანთა გარკვეულ ნაწილში პარაზიტივიზმის გაღვივებასაც შეუწყობს
ხელს) და ჩვენს მემკვიდრეებს დარჩებათ უმნიშვნელო ნაწილი ჩვენი შრომის ნაყოფისა და
მათ, არსებითად, ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევთ. ამიტომ სამართლიანი
უთანასწორობა ანუ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის სასტარტო თანასწორობა
უფრო მნიშვნელოვანია განვითარებისა და პროგრესისთვის, ვიდრე უსამართლო
თანასწორობა.

4. სამართლიანობის თანამედროვე იდეალი და პრინციპები

17. სამართლიანობის, განსაკუთრებით სოციალური სამართლიანობის იდეალის


კონკრეტიზაცია თანამედროვე პირობებთან მიმართებაში ეკუთვნის ამერიკელ
ფილოსოფოსს ჯონ როულზს. რომელიც თვლის რომ ბუნებრივი ტალანტების განაწილება,
გარკვეული აზრით საერთო მიღწევად უნდა ჩაითვალოს და გაიყოს მათი სოციალური და
ეკონომიური მოგებები, აქ ბუნებრივია, არ იგულისხმება მთელი მოგების ყველაზე
თანაბარი გადანაწილება. აქ იგულისხმება, რომ ისინი, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან
ბუნებისაგან, შეუძლიათ გამოიყენონ ეს ჯილდო მხოლოდ იმ პირობით, რომ
გააუმჯობესებენ იმათ მდგომარეობას ვისაც ამგვარი ტალანტი არ ხვდა წილად.

18. როულზი გვთავაზობს სამართლიანობის ორ ფუნდამენტურ პრინციპს:


1. ყოველი პირი უნდა ფლობდეს სხვების თანაბარ უფლებებს უფრო ფართო
თავისუფლებებზე. თითოეულს უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლება ძირითადი
თავისუფლებების სისტემიდან;
2. სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა, პატიოსანი თანასწორობის
შესაძლებლობების პირობებში, ღია და მისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის და ეს
სოციალური უთანასწორობა: ა) უნდა ემსახურებოდეს თითოეულის კეთილდღეობას და ბ)
ყველასთვის ღია და ხელმისაწვდომ სოციალურ სტატუსს.

19. როგორც ვხედავთ, როულზი ამართლებს ადამიანებს შორის რეალურად არსებულ


უთანასწორობას. მისი აზრით, ეს უთანასწორობა დასაშვებია იმდენად, რამდენადაც არავის
ზიანს არ მიაყენებს და პირიქით, ყველასთვის სასარგებლო და კეთილდღეობის მომტანი
იქნება.

20. ამ თეორიის მიხედვით სამართლიანობა გულისხმობს:


 შანსების თანასწორობას;
 ამ შანსების რეალიზაციის შედეგად ჩამოყალიბებულ უთანასწორობას
(სამართლიანი უთანასწორობა);
 ადამიანის უფლებების დაცვას, კეთილდღეობასა და სოციალური
სტაბილურობის უზრუნველყოფას.
M
20. მაშასადამე, ჯონ როულზის აზრის გათვალისწინებით სამართლიანობა უნდა
მდგომარეობდეს თითოეულისათვის თანაბარი სასტარტო პირობების შექმნაში, ხოლო
შემდეგ პიროვნულ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული წარმატების მიღწევა, ვინაიდან
„თანასწორობა სამართლებრივ შესაძლებლობათა თანასწორობაა და არა უნართა
თანასწორობა“. შესაბამისად, სოციალური სამართლიანობის უზრუნველმყოფ
საზოგადოებად მიიჩნევა საზოგადოება, რომელშიც ცალკეულ პიროვნებებსა და მათ
გაერთიანებებს ეძლევათ საშუალება მიაღწიონ ყოველივე იმას, რაც მათი ბუნებისა და
მოწოდების თანახმად ეკუთვნით.

21. მიღებულია, რომ ურთიერთობები სამართლიანობად ითვლება თუ


უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპები _ კანონის წინაშე ფორმალური თანასწორობა,
შესაძლებლობების თანასწორობა, ღია ხელმისაწვდომობა რესურსებსა და პოლიტიკურ
უფლებეზე.

22. როულზს სხვადასხვა მიმართულებით აკრიტიკებენ, ერთნი მიუთითებენ, რომ


რეალურ ცხოვრებაში ადამიანები უთანასწორნი არიან მათგან დამოუკიდებელ სხვადასხვა
მიზეზთა გამო, ამიტომ უმჯობესი ხომ არაა, აღნიშნავენ ისინი, ვიზრუნოთ ისეთი
საზოგადოების აშენებაზე, რომელშიც სამართლიანობა კი არ იქნება მთავარი სიქველე,
არამედ სხვა რამ, მაგალითად, ადამიანთა შორის ურთიერთობების გაუმჯობესება. ხომ
შეიძლება ისე გავანაწილოთ სიკეთე, რომ განაწილების კრიტერიუმად ავიღოთ არა
სამართლიანობის პრინციპები, არამედ პრინციპი, რომელიც ადამიანებს შორის
ურთიერთობებს გააუმჯობესებდა და სხვა; მეორენის აზრით, რადგან სამართლიანობის
ერთადერთი კრიტერიუმის მოძებნა შეუძლებელია, ამიტომ შევწყვიტოთ ერთადერთი
სამართლიანობის ძიების ცდები და ყველა საზოგადოებამ (ერთობამ) თვითონ გადაწყვიტოს
რაა სამართლიანი და რა არა დასხვა.

23. მართლაც, თანამედროვე მსოფლიოში ფუნდამენტური, ყველასათვის მისაღები


სამართლიანობის იდეის ადგილს იჭერს ფრაგმენტული, ასე ვთქვათ, პარტიკულარული
სამართლიანობის იდეა. იგი ეყრდნობა ჭეშმარიტების პოზიტიური გაგების იურიდიულ
ვარიანტს, რომლის მიხედვითაც ჭეშმარიტია ის რაც სასარგებლოა, ის რაც გამოსადეგია.
სასარგებლო და გამოსადეგი კი ერთმნიშვნელოვანი არასდროს არაა. ამიტომ მას
საყოველთაო სამართლიანობის კრიტერიუმი ვერ მიესადაგება. ადგილი აქვს სათავისოდ
სამართლიანობის (სასარგებლოს) ძიებას და არა მის მისადაგებას საყოველთაო სიკეთესა და
სამართლიანობასთან.

5. სამართლიანობა, როგორც სამართლის (კანონის) თვისება


24. სამართალი ეფუძნება სამართლიანობის იდეას. სამართლიანობა სამართლის
შინაგანი თვისებაა, იგი ნორმატიულად გამაგრებული სამართლიანობაა. სამართლებრივი
კანონი არის კანონი, რომელიც ადექვატურად ასახავს სამართლის არსებით მახასიათებლებს
– თანასწორობას, თავისუფლებას, სამართლიანობას.

25. სამართლისა და კანონის განსხვავების კონტექსტში სამართლიანობა შედის


სამართლის ცნებაში. თუმცა, ყოველგვარი სამართლებრივი, როდია სამართლიანი. ამიტომ
ყოველთვის შეიძლება ვილაპარაკოთ უსამართლო კანონზე.

26. სამართლებრივი კანონი:


 ადამიანის თავისუფლების ობიექტური ზომის (უფლებების) გამომხატველი და
უზრუნველმყოფია;
 სამართლებრივი თანასწორობის პრინციპის მაღიარებელია;
 იმათი ინტერესების დამცველიცაა, ვინც იმყოფება სამართლებრივი
თანასწორობის ფარგლებს გარეთ (მოწყვლადი სუბიექტები);
 არ არის კანონმდებლის სუბიექტური შეხედულება. საზოგადოებაში
ობიექტურად ჩამოყალიბებული სამართლის გამოხატვის ფორმაა. კანონმდებელი
არ ქმნის მის შინაარსს.

You might also like