You are on page 1of 6

ძირითადი მასალა ერემაძეს წიგნიდან.

მუხლი 11. თანასწორობის უფლება.

1.უფლების ძირითადი არსი

თანასწორობა, პირველ რიგში, განიხილება, როგორც ფუნდამენტური


კონსტიტუციური პრინციპი. იგი ემსახურება წესრიგს, რომელშიც ადამიანის
თავისუფლება და ღირსება უზენაესი ღირებულებებია.

თანასწორობის უფლების ძირითადი არსი და მიზანი არის ანალოგიურ, მსგავს


გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად, „არ დაუშვას
არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით". იმავდროულად,
თანასწორობის უფლების საფუძველი არის შესაძლებლობების თანასწორობის და არა
ფაქტობრივი გათანაბრების უზრუნველყოფა. ის გულისხმობს განვითარებაზე
თანაბარი შესაძლებლობის გარანტირებას. სახელმწიფოს ძირითადი მიზანი და
ფუნქცია ადამიანების სრული გათანაბრება ვერ იქნება, რადგან ეს თავად
თანასწორობის იდეასთან, უფლების არსთან მოვიდოდა წინააღმდეგობაში.
თანასწორობის იდეა ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის
უზრუნველყოფას, ანუ ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისთვის
ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას.

თანასწორობის უფლების დაცვა მოითხოვს/გულისხმობს დისკრიმინაციის


აკრძალვას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით,
დისკრიმინაცია არის ანალოგიურ ან შედარებით მსგავს მდგომარობაში მყოფი
პირების მიმართ ისეთი განსხვავებული მოპყრობა, რომელსაც არ აქვს ობიექტური და
გონივრული გამართლება.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
განმარტებით, ნებისმიერი განსხვავებული მოპყრობა, თავისთავად, დისკრიმინაციას
არ ნიშნავს. ცალკეულ შემთხვევაში, საკმარისად მსგავს სამართლებრივ
ურთიერთობებშიც კი, შესაძლოა, დიფერენცირებული მოპყრობა დასაშვები,
სასურველი, საჭირო, აუცილებელი და გარდაუვალიც იყოს. საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ნებისმიერი განსხვავებული
მოპყრობა არ წარმოადგენს დისკრიმინაციას, არამედ მხოლოდ ის, რომელიც ატარებს
თვითნებურ, თვითმიზნურ ხასიათს, რომლის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია
გონივრულ საფუძველს, დაუსაბუთებელია. ამასთან, დისკრიმინაციას ადგილი არ
აქვს, თუ არათანაბარი მოპყრობა არის უნებლიე, ექვემდებარება ახსნას,
რაციონალიზაციას, გამართლებას.

დისკრიმინაციის დადგენის კრიტერიუმები/სტადიები.

დისკრიმინაცია მოცემული გვაქვს,როცა 1.დიფერენცირება ხდება 2.შესადარებელ


პირებს/ჯგუფებს შორის 3.დაცული საფუძვლის/დიფერენციაციის ნიშნის
მიხედვით/გამო 4. და მიზანი ან შედეგი არის შესადარებელ სუბიექტთა
არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენება 5. რასაც არ აქვს გონივრული გამართლება.

თანასწორობის უფლებაში ჩარევის დასადგენად უნდა მოხდეს:

ა) შესადარებელი ჯგუფების იდენტიფიცირება (რადგან განსხვავებული მოპყრობა არ


არსებობს განყენებულად, იზოლირებულად);

ბ) გარკვევა, არიან თუ არა შესადარებელი ჯგუფები არსებითად თანასწორები (ან


არსებითად უთანასწოროები) და ადგილი აქვს თუ არა მათ მიმართ
დიფერენცირებულ მოპყრობას.

� არსებითად თანასწორობა ნიშნავს შესადარებელი ჯგუფების არა მხოლოდ ან


მაინცდამაინც იდენტურ, არამედ თვისობრივად მსგავს, ანალოგიურ
ვითარებაში/გარემოებებში ყოფნას. შესადარებელი პირების ფაქტობრივი ან/და
სამართლებრივი მდგომარეობა უნდა იყოს მსგავსი.

დისკრიმინაციის საფუძველი – ნიშანი, რომელსაც ეფუძნება


განსხვავებული მოპყრობა.

ეს ნიშნები წარმოადგენს ადამიანის მაიდენტიფიცირებელ, პირად, ფიზიკურ


თვისებებს, კულტურულ ნიშნებს, სოციალურ „სტატუსს“, ისინი ადამიანის
იმანენტური, თავისთავადი, ღირსებიდან მომდინარე და მისი განმაპირობებელი
მახასიათებლებია. ასეთებია: რასა, სქესი, ეთნიკური წარმომავლობა, რელიგიური
კუთვნილება და სხვა.

2018 წლამდე მოქმედ კონსტიტუციის რედაქციაში ჩამოთვლილი იყო მხოლოდ


შემდეგი ნიშნები: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე
თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა,
პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური
კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა,
საცხოვრებელი ადგილისა.

და შესაბამისად სასამართლოც ამ ჩამოთვლილი ნიშნების ფარგლებში განიხილავდა


საქმეებს,თუმცა შემდგომ ცხადი გახდა, რომ მხოლოდ კონკრეტული ნიშნების
ჩამონათვალით უფლების შემოფრგვლა უფლების არსის საწინააღმდეგო იქნებოდა,
ამიტომაც სასამართლომ აღნიშნა, რომ დიფერენცირებული მიდგომა შესაძლოა
მოხდეს არა მხოლოდ ჩამოთვლილი ნიშნების მიხედვით.

შედეგად კონსტიტუციური ცვლილებებისა საქართველოს კონსტიტუციის მე-14


მუხლი შეიცვალა და დღეს თანასწორობის უფლების მარეგლამენტირებელ
კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში გვაქვს დისკრიმინაციის ნიშნების
ღია ჩამონათვალი, რომელსაც დაემატა ,,სხვა ნიშნის მიხედვით".

„სხვა ნიშნის“ პოტენციური დიაპაზონი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-14 მუხლით


გათვალისწინებულ „სხვა ნიშანში“ ამოიკითხა: სექსუალური ორიენტაცია, ასაკი,
შეზღუდული შესაძლებლობები, ოჯახური მდგომარეობა, ორგანიზაციის წევრობა,
სამხედრო წოდება, საცხოვრებელი ადგილი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კი ნიშნების გაფართოების


წინაპირობად არავითარ გარემოებასა თუ კრიტერიუმს არ მიუთითებს და არსებული
პრაქტიკაც ცხადყოფს, რომ ნებისმიერი ნიშანი, რომელიც არ არის დასახელებული
დისკრიმინაციის ამკრძალავ კონსტიტუციის დებულებაში, უპირობოდ მიიჩნევა
„სხვა ნიშნად“ კონსტიტუციის მიზნებისთვის.

ის გარემოება, თუ რომელი ნიშნით ხდება დიფერენცირება, გავლენას ახდენს (ერთ-


ერთი კრიტერიუმია) დიფერენციაციის დისკრიმინაციულობის ტესტის სწორად
შერჩევაზე. თუმცა, იმავდროულად, სასამართლოს პრაქტიკა ცხადყოფს, რომ
ცალკეულ შემთხვევებში, ნიშნის იდენტიფიცირება, უბრალოდ, შეუძლებელია, რაც
თავისთავად ვერ გამორიცხავს დაუსაბუთებელ, თვითმიზნურ განსხვავებულ
მოპყრობას და არახელსაყრელ მდგომარეობაში პირის/პირთა ჯგუფის ჩაყენებას.

თანასწორობის უფლებაში ჩარევის მართლზომიერების შეფასება


საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.

* კანონის დისკრიმინაციულობის შემოწმების ტესტები

თანასწორობის უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობას სასამართლო ამოწმებს ე.წ.


„მკაცრი შეფასების ტესტით“ და „რაციონალური დიფერენციაციის ტესტით“.
განსხვავებულია მათი (ტესტების) გამოყენების წინაპირობები, საფუძვლები. არჩევანს
სასამართლო აფუძნებს „დისკრიმინაციის ნიშნისა“ და „უფლებაში ჩარევის
ინტენსივობის“ გამოკვლევას/შესწავლას.

1.მკაცრი შეფასების ტესტი.

მკაცრი შეფასების ტესტით“ შემოწმებისას აუცილებელია:

ა) სახელმწიფოს მხრიდან დიფერენცირებული მოპყრობის გამართლებისთვის


დაუძლეველი ინტერესის არსებობის დასაბუთება;

ბ) ამ ინტერესის/მიზნის მიღწევისთვის შერჩეული რეგულაციით უფლებაში ჩარევის


თანაზომიერების მტკიცება.

„დაუძლეველი ინტერესი“, თავისი არსით, არის კონსტიტუციით


გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზანი.

სასამართლო „მკაცრი შეფასების ტესტს“ იყენებს, თუ:

ა) დიფერენციაცია ეფუძნება ე.წ. „კლასიკურ ნიშანს“;

ბ) უფლებაში ჩარევა ხდება „მაღალი ინტენსივობით“.

� კლასიკური ნიშნით დიფერენციაცია

ერთ-ერთ საქმეზე, სადაც მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ნიშანი


კონსტიტუციაში დასახელებული არ იყო, რადგან ის, ზემოაღნიშნულ
კრიტერიუმებზე დაყრდნობით, აერთიანებდა ადამიანების მოწყვლად ჯგუფს,
საკონსტიტუციო სასამართლომ შეფასების „მკაცრი ტესტი“ გამოიყენა. კერძოდ, 2014
წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ სექსუალური
ორიენტაცია არ წარმოადგენს კონსტიტუციაში დასახელებულ დიფერენცირების
ნიშანს, თუმცა სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პირთა
მოწყვლადობის ხარისხის გათვალისწინების აუცილებლობაზე.

როდესაც საქმე ეხება კონსტიტუციის ტექსტში არდასახელებულ ნიშანს, სასამართლო


მას ავტომატურად ვერც გამორიცხავს „კლასიკური ნიშნებიდან“ და ვერც მიიჩნევს
ასეთად. მან, პირველ რიგში, უნდა გამოიკვლიოს თავად ნიშნის ბუნება. თუ ის
თავისი არსით უკავშირდება ადამიანის იდენტობას, ღირსებას, მის პირად,
იმანენტურ მახასიათებლებს და სწორედ ასეთი საფუძვლით პირების მოწყვლადობას,
სასამართლო მას განიხილავს „კლასიკურ ნიშნად“.

� უფლებაში ჩარევის მაღალი ინტენსივობის გამო

დიფერენციაცია ინტენსიურია, როდესაც:

ა) სადავო ნორმით „დიფერენცირებული“ ჯგუფი, არსებითად თანასწორი პირებისგან


განსხვავებით, სრულად მოკლებულია კონკრეტულ სიკეთეზე ხელმისაწვდომობის ან
ამა თუ იმ ურთიერთობებში შესვლის შესაძლებლობას;

ბ) დიფერენცირება დროში შეუზღუდავია;

გ) ასევე შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობა, დიფერენცირებულ პირებს რამდენად


შეუძლიათ, საკუთარი ძალისხმევით შეამცირონ დიფერენციაციის ხარისხი ან
აღმოფხვრან ის. მაშასადამე, დიფერენციაციის ნეგატიური შედეგების საკუთარი
ძალისხმევით აღმოფხვრის/შემცირების შესაძლებლობა გავლენას ახდენს ჩარევის
ინტენსივობის ხარისხზე;

დ) სასამართლომ დიფერენცირების ინტენსივობაზე პოტენციურად


გავლენაუნარიანად მიიჩნია თავად ის სიკეთე (მისი მნიშვნელობა, გავლენის ხარისხი
კონკრეტულ ურთიერთობებში), რომელზე განსხვავებულ ხელმისაწვდომობასაც
ადგენს სადავო ნორმა.
2.რაციონალური დიფერენციაციის ტესტი

იმისათვის, რომ სადავო ნორმამ რაციონალური დიფერენციაციის ტესტის


მოთხოვნები დააკმაყოფილოს, აუცილებელია სადავო ნორმით დადგენილი
დიფერენცირება მიზნის მიღწევის რაციონალურ საშუალებას წარმოადგენდეს.

ამასთან, რაციონალური დიფერენციაციის ტესტი გამოიყენება თუ კონკრეტულ


შემთხვევებში დიფერენცია არ ხდება ,,კლასიკური ნიშნით" და ასევე თუ
დიფერენციაციის ინტენსივობა არ არის მაღალი ხარისხის.

„რაციონალური ტესტი“, რომელიც გულისხმობს ორი პირობის კუმულაციას:

ა)სადავო ნორმას უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური საჯარო მიზანი;

ბ)შერჩეული საკანონმდებლო საშუალება უნდა იყოს დასახელებულ მიზანთან


რაციონალურ და გონივრულ კავშირში, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიფერენციაცია
იქნება თვითმიზნური.

You might also like