You are on page 1of 10

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სასწავლო კურსის სილაბუსი

სასწავლო კურსის ადამიანური რესურსების მართვა


სახელწოდება (ქართულად Human Resource Management
და ინგლისურად)
სასწავლო კურსის ნუგზარ პაიჭაძე – ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ივანე
ავტორი/ავტორები ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გლობალურ გარემოში
მენეჯმენტის კათედრის ასოცირებული პროფესორი, თსუ მაღლივი
კორპუსი, მე- VIII სართული, ოთახი 814
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995 32) 250484, nugar.paitchadze@tsu.ge

ნატალია ხარაძე
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, თსუ
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.
გლობალურ გარემოში მენეჯმენტის კათედრა, თსუ მაღლივი კორპუსი,
მე- VIII სართული, ოთახი 814
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995 32) 250484, (+995) 5 95 053269
natalia.kharadze@tsu.ge

ლექტორი/ლექტორები ნუგზარ პაიჭაძე – ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ივანე


ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გლობალურ გარემოში
მენეჯმენტის კათედრის ასოცირებული პროფესორი, თსუ მაღლივი
კორპუსი, მე- VIII სართული, ოთახი 814
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995 32) 250484, nugar.paitchadze@tsu.ge

ნატალია ხარაძე
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, თსუ
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.
გლობალურ გარემოში მენეჯმენტის კათედრა, თსუ მაღლივი კორპუსი,
მე- VIII სართული, ოთახი 814
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995 32) 250484, (+995) 5 95 053269
natalia.kharadze@tsu.ge
ეკატერინე გულუა - ასისტენტ პროფესორი, ეკონომიკის აკადემიური
დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯმენტისა
და ადმინისტრირების კათედრა.
ტელეფონი: (+995 32) 250484

ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ყოველსემესტრულად


დგება ცხრილი საკონსულტაციო შეხვედრებისთვის კონსულტაციის
დღეების, საათების და ადგილის მითითებით. ცხრილი
ხელმისაწვდომია სტუდენტებისთვის ვებ-გვერდის საშუალებით.
ამასთან, ინფორმაცია მიეწოდებათ LMS პლატფორმის გამოყენებით.
სასწავლო კურსის კოდი
სასწავლო 1. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
კურსის/მოდულის/ 2.ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა
სტატუსი ბაკალავრიატი
3.სტატუსი - სავალდებულო

1
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

არჩევითი კურსი სხვა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის


ECTS  5 ECTS კრედიტი - 125 სთ;
 სტუდენტის საკონტაქტო მუშაობის საათები - 45 სთ
კურსის სწავლების პროცესში სტუდენტებს უტარდებათ კვირაში 1
საათი ლექცია, 2 საათი სემინარული და პრაქტიკული მეცადინეობა
 სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის საათები - 80 სთ;
 შუალედური გამოცდის ხანგრძლივობა - 40 წუთი;
 დასკვნითი გამოცდის ხანგრძლივობა - 1 საათი;
შუალედური და დასკვნით გამოცდა ტარდება ტესტური ფორმით
კომპიუტერთან, თსუ საგამოცდო რესურს-ცენტრში.
სასწავლო კურსზე წინაპირობის გარეშე
დაშვების
წინაპირობები
სასწავლო კურსის მიზნები ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული ძირითადი
ცნებებისა და თეორიული ბაზის შესწავლა, შრომითი ურთიერთობების
მართვის უნარების გამომუშავება, პერსონალზე მოთხოვნის
განსაზღვრის, მოზიდვის, შერჩევის, ატესტაციის ორგანიზებისა და
მისი ჩატარების პროცედურების, პერსონალის სწავლებასთან, საქმიან
კარიერასთან, ქცევასთან და აუდიტთან დაკავშირებული საკითხების
შესწავლით.
სწავლის შედეგები ცოდნა და გაცნობიერება
აღწერილი
საკვალიფიკაციო სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი:
ჩარჩოს შესაბამისად
 გამოკვეთს ადამიანური რესურსების მენეჯმენტის როლს;
 აყალიბებს ადამიანური რესურსების მართვის კონცეფციებს;

 განმარტავს ადამიანური რესურსების სფეროში სათანადო


ტერმინოლოგიებს;

უნარი
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი:

 აფასებს ორგანიზაციის საქმიანობას;


 მართავს პერსონალის დაგეგმვასა და განვითარებას;

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი:

 ამზადებს იდეების, არსებული პრობლემებისა და გადაჭრის გზების


შესახებ დეტალურ წერილობით ანგარიშს;
სასწავლო კურსის იხ. დანართი 1
შინაარსი
სწავლების/ სწავლის ლექციები მიმართულია სტუდენტების ცოდნის დონის
მეთოდები ამაღლებისაკენ, რისთვისაც გამოიყენება: დემონსტრირების, ახსნა-
განმარტებითი მეთოდები, დისკუსია/დებატები.
პრაქტიკული და სემინარული მეცადინეობები მიმართულია
შესწავლილი მასალის გადმოცემის, შეძენილი ცოდნის გამოყენების
უნარის გამოვლენის, აზროვნების განვითარებისა და პრაქტიკული

2
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

უნარ-ჩვევების გამომუშავებისკენ. ამისათვის სწავლების პერიოდში


გამოიყენება: წერითი და ზეპირი გამოკითხვის მეთოდი, ჯგუფური
განხილვები, დისკუსიები, რეფერატების დამუშავება, დებატებში
ჩართვა, ჯგუფურ თუ ინდივიდუალურ განხილვებში მონაწილეობა და
სხვ.
შეფასების სისტემა შეფასების ფორმები: შუალედური შეფასება და დასკვნითი შეფასება.
შუალედური შეფასება შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: აქტივობა
სასემინარო მეცადინეობაზე (სამუშაო ჯგუფში); რეფერატი; ტესტური
შუალედური გამოცდა.
დასკვნითი შეფასება მოიცავს ტესტურ დასკვნით გამოცდას.
შეფასების მეთოდები
1. აქტივობა სასემინარო მეცადინეობაზე (სამუშაო ჯგუფში) - 20 ქულა;
2. რეფერატის მომზადება 10 ქულა;
3. შუალედური გამოცდა 30 ქულა;
4. დასკვნითი გამოცდა 40 ქულა.
შეფასების კრიტერიუმები

1. სემინარულ მეცადინეობებზე აქტიურობა 20 ქულა.


ბ. სასემინარო გამოკითხვა (ზეპირი ან წერითი სახით)-20 ქულა.
სტუდენტი ვალდებულია იაქტიუროს სემინარულ და პრაქტიკულ
მეცადინეობებზე. სულ, სემესტრის მანძილზე ტარდება 10
გამოკითხვა. ერთი გამოკითხვა ფასდება მაქსიმუმ 2 ქულით.
საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში სტუდენტს საშუალება
ეძლევა აღადგინოს 2 გამოკითხვა საკონსულტაციო საათებში.
2. რეფერატების პრეზენტაცია - 10 ქულა. სტუდენტები
ინდივიდუალურად ირჩევენ თემებს და ამუშავებენ. ბოლო
სემინარზე ახდენენ მის პრეზენტაციას.
 9-10 ქულა: რეფერატის შინაარსობივი, ფორმალური მხარე
სრულყოფილია და პრეზენტაციისას აუდიტორიასთან
კონტაქტი მაღალია. საკითხი ზუსტად არის დასმული და
გადმოცემულია ამომწურავად, ჩატარებულია ღრმა ანალიზი
და გაკეთებულია არგუმენტირებული დასკვნები. მაღალია
პროექტის ვიზუალური გაფორმება და სტუდენტი სრულად
ამყარებს აუდიტორიასთან ურთიერთობას და ყველა კითხვაზე
ავლენს საფუძვლიან ცოდნას.
 7-8 ქულა: რეფერატის შინაარსობივი, ფორმალური მხარე
სრულყოფილია და პრეზენტაციისას აუდიტორიასთან
კონტაქტი მაღალია. საკითხი ზუსტად არის დასმული და
გადმოცემულია ამომწურავად, ჩატარებულია ღრმა ანალიზი
და გაკეთებულია არგუმენტირებული დასკვნები. მაღალია
პროექტის ვიზუალური გაფორმება და სტუდენტი ამყარებს
აუდიტორიასთან ურთიერთობას, მაგრამ ყველა კითხვაზე ვერ
ავლენს საფუძვლიან ცოდნას.
 5-6 ქულა: რეფერატის შინაარსობივი მხარე სრულყოფილია,
ფორმალური მხარე არასრულყოფილი და პრეზენტაციისას
აუდიტორიასთან კონტაქტი დაბალი. საკითხი ზუსტად არის
დასმული, მაგრამ არ არის გადმოცემული ამომწურავად.
სტუდენტი უჭირს ააუდიტორიასთან ურთიერთობა, უმეტეს
კითხვაზე ვერ ავლენს საფუძვლიან ცოდნას.
 3-4 ქულა: რეფერატის შინაარსობივი და ფორმალური მხარე

3
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

არასრულყოფილია და პრეზენტაციისას აუდიტორიასთან


კონტაქტი დაბალია. საკითხი ზუსტად არის დასმული, მაგრამ
არ არის გადმოცემული ამომწურავად. არასრულია პროექტის
ვიზუალური გაფორმება, სტუდენტი ვერ ახდენს მასალის
პრეზენტაციას და ავლენს არასაკმარის ცოდნას.
 1-2 ქულა: რეფერატის შინაარსობივი და ფორმალური მხარე
არასრულყოფილია. გადმოცემულია, მხოლოდ ზოგიერთი
საკითხი. ვერ ახდენს მასალის პრეზენტაციას.
 0 ქულა: რეფერატი საერთოდ არაა წარმოდგენილი
3. შუალედური გამოცდა - 30 ქულა
შუალედური გამოცდა ტარდება ტესტური ფორმით, ამისათვის
განკუთვნილი კომპიუტერების გამოყენებით ფაკულტეტის სპეციალურ
რესურს-ცენტრში. თითოეულ სტუდენტს კომპიუტერით მიეწოდება
ტესტების რომელიმე ვარიანტი, რომელიც მოიცავს 30 ტესტს. თითო
ტესტი სწორი პასუხის შემთხვევაში ფასდება 1 ქულით.
4. დასკვნითი გამოცდა - 40 ქულა
დასკვნითი გამოცდა, ისე როგორც შუალედური გამოცდა ტარდება
ტესტური ფორმით, ამისათვის განკუთვნილი კომპიუტერების
გამოყენებით ფაკულტეტის სპეციალურ რესურს-ცენტრში. თითოეულ
სტუდენტს კომპიუტერით მიეწოდება ტესტების რომელიმე ვარიანტი,
რომელიც მოიცავს 40 ტესტს. თითო ტესტი სწორი პასუხის შემთხვევაში
ფასდება 1 ქულით.
დასკვნით გამოცდაზე დაშვების წინაპირობაა შეფასების 1-3
კრიტერიუმების მიხედვით მინიმუმ 11 ქულის მოგროვება. დასკვნითი
გამოცდა ითვლება ჩაბარებულად, თუ სტუდენტმა გამოცდაზე მიიღო
მაქსიმალური ქულის 50%.

სტუდენტის ცოდნის შეფასება მოხდება 100 ქულიანი სისტემით. 100


ქულა არის მაქსიმალური შეფასება. კრედიტის მინიჭების წინაპირობაა
100-დან 51 ქულის დაგროვება. შეფასების ამ სისტემაში ქულების
განაწილების სქემა ასეთია:

ქულები შეფასება
91-100 ფრიადი A
81-90 ძალიან კარგი B
71-80 კარგი C
61-70 დამაკმაყოფილებელი D
51-60 საკმარისი E
ვერ ჩააბარა, სტუდენტს უფლება ეძლევა
41-50 Fx
გავიდეს დამატებით გამოცდაზე.
ჩაიჭრა, სტუდენტი ვალდებულია
0-40 F
ხელმეორედ გაიაროს სასწავლო კურსი.
FX–შეფასების შემთხვევაში, სტუდენტს უფლება აქვს გავიდეს
დამატებით გამოცდაზე; საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტში,
FX-ის მიღების შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება ვალდებულია დამატებითი გამოცდა დანიშნოს
დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.
აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება დისერტაციის, სამაგისტრო

4
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროექტის/ნაშრომის, შემოქმედებითი/საშემსრულებლო
ნამუშევრის ან სხვა სამეცნიერო პროექტის/ნაშრომის მიმართ.
სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ
ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა რაოდენობა.
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება
და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის საბოლოო
შეფასებაში. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების
გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო
შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება
შეფასება F-0 ქულა.
F – შეფასების შემთხვევაში, სტუდენტმა განმეორებით უნდა გაიაროს
სასწავლო კურსი.

სავალდებულო/ძირითადი 1. პაიჭაძე ნ. ადამიანური რესურსების მართვა, თბ., 2019, 374


ლიტერატურა და სხვა გვერდი.
სასწავლო მასალა კურსის მომზადებისათვის საჭირო ლიტერატურის მოძიება
შესაძლებელია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს სახელმწიფო ეროვნულ
ბიბლიოთეკებში.
დამხმარე ლიტერატურა 1. ნ. პაიჭაძე., პერსონალის მართვა., თბ., 2003
და სხვა სასწავლო მასალა 2. Армстронг М., Практика управления человеческими ресурсами., 10-е
издание., М.,2012.
3. Dessler G., Human Resource Management., Thirteen edition., Pearson.,
2013

სასწავლო კურსის სტუდენტებს მოეთხოვებათ დაიცვან ეთიკის ნორმები როგორც


გავლასთან სტუდენტებთან, ასევე, პროფესორებთან ურთიერთობებში; არ
დაკავშირებული დაიგვიანონ სალექციო მეცადინეობებზე და გამორთონ ელექტრონული
დამატებითი მოწყობილობები ლექციისა და სემინარების მიმდინარეობის პერიოდში;
ინფორმაცია/პირობები რეკომენდირებულია სალექციო მეცადინეობებზე რეგულარული
დასწრება, რის გარეშეც შეუძლებელია სასწავლო კურსის წარმატებით
შესწავლა. ასევე, ყველა სტუდენტი ვალდებულია დაიცვას აკადემიური
პატიოსნება, დაუშვებელია პლაგიატიზმი.
აკადემიური აკადემიურ კეთილსინდისიერებას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა
კეთილსინდისიერება აღნიშნულ სასწავლო კურსში. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს
მხოლოდ თავის მიერ მომზადებული დავალება, რომელშიც
აკადემიური სტილის დაცვით მითითებული იქნება, თუ ვის ეკუთვნის
ესა თუ ის იდეა და/ან სიტყვები. სტუდენტმა არ უნდა გამოიყენოს
ნაშრომი და/ან ნაშრომის ნაწილი, რომელიც სხვა სასწავლო
კურსისთვის მოამზადა; ასევე არ უნდა მოახდინოს მონაცემთა ან სხვა
ინფორმაციის გაყალბება, და არ უნდა გადაიწეროს ნაშრომი. იმ
შემთხვევაში თუ რომელიმე ზემოთხსენებულ ქმედებას ექნება ადგილი,
სტუდენტს დაეკისრება ეთიკის კოდექსით განსაზღვრული
დისციპლინური პასუხისმგებლობა აკადემიური კეთილსინდისიერების
პრინციპების დარღვევის გამო, რომლებიც ჭეშმარიტი აკადემიური
განათლების განუყოფელი ნაწილი და უნივერსიტეტის ფუნდამენტური
ღირებულებაა. სანქცია შეიძლება იყოს როგორც ნაშრომის ხელახლა
მომზადება, ასევე სასწავლო კურსში არადამაკმაყოფილებელი ქულის
მიღება და/ან სტატუსის შეწყვეტა.

5
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

6
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დანართი 1

კვი ლექციის/სემინარის/სამუშაოჯგუფის/პრაქტიკუმის/ ლიტერატურა და სხვა სასწავლო


რი ლაბორატორიული სამუშაოს და ა.შ. თემა მასალა
სN
1. თემა 1: ადამიანური რესურსების მართვა როგორც მართვის 1. პაიჭაძე ნ., ადამიანური
სპეიფიკური ფორმა. რესურსების მართვა, თბ.,
ლექცია: ადამიანური რესურსების მართვა როგორც 2019., გვ. 9-15.
მეცნიერება და სასწავლო დისციპლინა. ადამიანური 2. Dessler G., Human Resource
რესურსების მართვა როგორც მართვის სპეციფიკური ფორმა. Management., Thirteen
ადამიანური რესურსების მართვის ცნება და მიზნები. edition., Pearson., 2013. p.
ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე 28=53.
თავისებურებანი. ადამიანური რესურსების მართვის
თანამედროვე ტენდენციები. ადამიანური რესურსების
მართვა როგორც მეცნიერება და სასწავლო დისციპლინა.
სემინარიული მეცადინეობა:
გამოკითხვა # 1 (თემა 1)
2. თემა 2: შრომა და ადამიანური რესურსები 1. პაიჭაძე ნ., ადამიანური
ლექცია: მართვის თეორია ადამიანის როლის შესახებ: რესურსების მართვა თბ.,
ადამიანური რესურსების მართვის თეორიების კლასიფიკაცია 2019., გვ. 16-37.
და მათი დახასიათება. სოციალურ-შრომითი ურთიერთობები: 2.М. Армстронг. Практика
არსი, მისი არსებობის ფორმები, სუბიექტები და ტიპები. управления человечекими
შრომის ბაზარი. მისი შემადგენელი ნაწილები, შრომის ბაზრის ресурами. Перевод с
ფუნქციონირების მექანიზმი, მოსახლეობის დასაქმება, английского. М., 2012, с. 35-41.
დასაქმების სტატუსი. უმუშევრობა.მისი ცნება და
ტიპები.უმუშევართა გავრცელებადობა, მისი ხანგრძლივობა
და რიცხოვნობის მოძრაობა. ადამიანური რესურსების
მართვის სხელმწიფო სისტემა
სემინარული მეცადინეობა: ზეპირი ან წერითი გამოკითხვა # 2
(თემა 2).
3. 1. პაიჭაძე ნ., ადამიანური
რესურსების მართვა., თბ.,
2019., გვ. 38-55.
თემა 3: ადამიანური რესურსების მართვის მეთოდოლოგია 2. Dessler G. Human Resoursce
ლექცია: ადამიანური რესურსების მართვის ფილოსოფია და Management,
მისი თავისებურებანი სხვადასხვა ქვეყანაში. ადამიანური Pearson.,2013,p.52-53.
რესუესების მართვის კონცეფცია და მასთან დაკავშირებული
ძირითადი პროცესები. ადამიანური რესურსების მართვის
ფუნქციები და მეთოდები, კანონზომიერებანი და
პრინციპები.პიროვნება როგორც მართვის ობიექტი და
სუბიექტი.
სემინარული მეცადინეობა: ზეპირი ან წერითი გამოკითხვა # 3
(თემა 3).

4. თემა 4: ორგანიზაცია და შრომითი კოლექტივი 1. პაიჭაძე ნ., ადამიანური


ლექცია: ორგანიზაცია როგორც მართვის ობიექტი. რესურსების მართვა., თბ.,
ორგანიზაციის არსი, ძირითადი მახასიათებლები და არსის 2019., გვ. 56-101.

7
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გამომხატველი ნიშნები. ორგანიზაციისადმი, როგორც 2. Dessler G., Human Resource


მართვის ობიექტისადმი მიდგომები. ორგანიზაციათა Management., Thirteen
კლასიფიკაცია სხვადასხვა ნიშნის მიხედვით. შრომითი edition., Pearson., 2013.,p. 96-
კოლექტივი :არსი და სახეობები. შრომითი კოლექტივის 130.
ფსიქოლოგიური მდგომარეობა და დარაზმულობა.
კოლექტივის ფორმირების გზები. ურთიერთობები შრომით
კოლექტივში და კონფორმიზმი. ორგანიზაციის პერსონალი და
მისი სტრუქტურა. პერსონალის პროფესიული ვარგისიანობა
და კომპეტენტურობა,პერსონალის ასაკობრივი და მუშაობის
სტაჟის მიხედვით სტრუქტურა. თანამდებობა და
თანამდებობრივი უფლებამოსილებანი. მმართველობითი
უფლებამოსილებანი. თანამდებობრივ უფლება მოსილებათა
განაწილება. უფლებამოსილებათა ხელქვეითებზე
დელეგირება.
სემინარული მეცადინეობა: ზეპირი ან წერითი გამოკითხვა # 4
(თემა 4.)
5. თემა 5: ადამიანური რესურსების მართვის სისტემა 1. პაიჭაძე ნ., ადამიანური
ლექცია: ადამიანური რესურსების მართვის სისტემის რესურსების მართვა., თბ.,
ორგანიზაციული დაპროექტება. ადამიანური რესურსების 2019., გვ.105-129.
მართვის სისტემის სამსახურები და მათი ფუნქციები. 2. М.Армтронг. Практика
ადამიანური რესურსების მართვის სისტემის управления чловечекими
დოკუმენტაციური უზრუნველყოფა. ადამიანური რესურსების реурами.Перевод с
მართვის სისტემის ინფორმაციული უზრუნველყოფა. английкого М.,2012. с.77-83.
ადამიანური რესურსების მართვის სისტემის ტექნიკური
უზრუნველყოფა. ადამიანური რესურსების მართვის სისტემის
ნორმატიულ- მეთოდიკური უზრუნველყოფა. ადამიანური
რესურსების მართვის სისტემის სამართებლივი
უზრუნველყოფა.
სემინარული მეცადინეობა: ზეპირი ან წერითი გამოკითხვა # 5
(თემა 5).
6. თემა 6: ორგანიზაციის საკადრო პოლიტიკა და ადამიანური 1. პაიჭაძე ნ., ადამიანური
რესურსების მართვის სტრატეგია რესურსების მართვა., თბ.,
ლექცია: საკადრო პოლიტიკის არსი და მისი ძირითადი 2019., გვ. 130-158.
მიმართულებები. საკადრო პოლიტიკის მიზნები და 2. Dessler G., Human Resource
დამუშვების დონეები. საკადრო პოლიტიკის ფორმირების Management., Thirteen
პრინციპები და ძირითადი მახასიათებლები. ადამიანური edition., Pearson., 2013.,p. 96-
რესურსების მართვის სტრატეგია: სტრატეგიის ფორმირება და 120.
ადამიანური რესურსების მართვისა და ბიზნესის სტრატეგიის
ურთიერთკავშირი. ორგანიზაციის პერსონალის განვითარება
და ფუნქქციური საკადრო პოლიტიკა. ფუნქციური
სტრატეგიის ვარიანტები. ადამიანური რესურსების
სტრატეგიული მართვის სისტემა. ადამიანური რესურსების
მართვის სტრატეგიის რეალიზაცია.

სემინარუილი მეცადინეობა: ზეპირი ან წერითი გამოკითხვა #


6 (თემა 6)
7-8 თემა 7: პერსონალის დაგეგმვა, მოზიდვა და შერჩევის 1. პაიჭაძე ნ., ადამიანური
საფუძვლები რესურსების მართვა., თბ.,
ლექცია: პერსონალის მოთხოვნის პროგნოზირება და 2019.,გვ.159-177. 2
დაგეგმვა. კადრებზე დამატებითი მოთხოვნის ბალანსი და Dessler.

8
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მისი დამუშავების მეთოდიკა.სპეციალისტებზე მოთხოვნის G., Human Resource


დაგეგმვის მეთოდები. პერსონალის მარკეტინგი და მისი Management., Thirteen
ინფორმაციული ფუნქცია. პერსონალის მოზიდვა. კადრების edition., Pearson., 2013., p.
შეკრების მეთოდები. 150-201.
სემინარული მეცადინეობა: ზეპირი ან წერითი გამოკითხვა #7
(თემა 7)
9- თემა 8: პერსნალის შერჩევა, განლაგების ორგანიზაცია, 1. პაიჭაძე ნ., ადამიანური
10. საქმიანი შეფასება და გათავისუფლება რესურსების მართვა., თბ.,
ლექცია: პერსონალის შერჩევის საფუძვლები. მისი ეტაპები და 2019., გვ. 1178-223.
პრინციპები. შერჩევის კრიტერიუმები. გასაუბრების 2. Dessler G., Human Resource
საფუძველზე პერსონალის შერჩევის მეთოდიკა. დოკუმენტთა Management., Thirteen
საფუძველზე პერსონალის შერჩევის მეთოდიკა. ტესტირების edition., Pearson., 2013., p.
საფუძველზე პერსონალის შერჩევის მეთოდიკა.პერსონალის 216-288.
დაქირავების ორგანიზაცია. კადრების მოზიდვა სამოქალაქო-
სამართლებრივი ხასიათის ხელშეკრულებათა საფუძველზე.
პერსონალის განლაგების ორგანიზაცია. პერსონალის
სოციალიზაია და შრომითი ადაპტაცია. პერსონალის საქმიანი
შეფასება. პერსონალის გამოთავისუფლება და
გათავისუფლება.
სემინარული მეცადინეობა: ზეპირი ან წერითი გამოკითხვა # 8
(თემა8).
11. თემა 9: პერსონალის განვითარება და საქმიანი კარიერის 1. პაიჭაძე ნ., ადამიანური
მართვა. რესურსების მართვა., თბ.,
ლექცია: პერსონალის განვითარების ცნება და ძირითადი 2019.,გვ. 224-259; 2. Dessler
ტენდენციები. პერსსონალის სწავლების ორგანიზაცია: G., Human Resource
სწავლების სახეობები, კონცეფციები და ფორმები. Management., Thirteen
პერსონალის ატესტაცია. საკადრო ინოვაციების მართვა: edition., Pearson., 2013.,p.
საკადრო ინოვაციების მართვის ოროცესის ეტაპები, 288-367.
ნოვატორული კადრები.საქმიანი კარიერის ცნება და
სახეობები. საქმიანი კარიერის სტადიები და მართვა.
მოსამსახურეთა სამსახურებრივ-პროფესიული დაწინაურების
მართვა. საკადრო რეზერვის მართვა.

სემინარული მეცადინეობა: ზეპირი ან წერითი გამოკითხვა # 9


(თემა 9)
12. 1. პაიჭაძე., ადამიანური
თემა 10: პერსონალის ქცევის მართვა
რესურსების მართვა., თბ.,
ლექცია: პერსონალის ქცევის არსი. მისი ფუძემდებლური
2019., გვ. 260-309..
საფუძვლები. ქცევის აგების თავისუფლების ხარისხები.
2. Dessler G., Human Resource
ორგანიზაციაში ადამიანის ქცევის ტიპები. პერსონალის
Management., Thirteen
შრომითი საქმიანობის მოტივაცია და სტიმულირება. შრომის
edition., Pearson., 2013.,p.
ანაზღაურების ორგანიზაცია. შრომის ანაზღაურების მართვა.
410-568
საქმიანი ურთიერთობების ეთიკა. ორგანიზაციული
კულტურა. კონფლიქტებისა და სტრესების მართვა.
სემინარული მეცადინეობა: ზეპირი ან წერითი გამოკითხვა #
10 (თემა10).

13. თემა 11: პერსონალის შრომის შედეგების შეფასება, 1. პაიჭაძე ნ., ადამიანური
ლიდერობა და ხელმძღვანელობის სტილი რესურსების მართვა., თბ.,
ლექცია: სამუშაოსა და სამუშაო ადგილის ანალიზი. 2019., გვ. 310-348.
პერსონალის შრომის შედეგების შეფასება. პერსონალზე 2. Dessler G., Human Resource

9
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დანახარჯების შეფასება. პერსონალის აუდიტი. ლიდერობა და Management., Thirteen


მისი ბუნება. ხელმძღვანელი. ხელმძღვანელობის სტილი. edition., Pearson., 2013,p. 151-
სემინარული მეცადინეობა: ზეპირი ან წერითი გამოკითხვა # 157
11(თემა 11).
14. 1. პაიჭაძე ნ., ადამიანური
თემა 12: ადამიანური რესურსების მართვის რესურსების მართვა., თბ.,
საზღვარგარეთული გამოცდილება 2019., 349-369.
ლექცია: ადამიანური რესურსების მართვის ამერიკული 2. პაიჭაძე ნ. ადამიანური
გამოცდილება. ადამიანური რესურსების მართვის ზოგიერთი რესურსების მართვის
ევროპული გამოცდილება. ადამიანური მართვის იაპონური მსოფლიო პრაკტიკა და
გამოცდილება. ქართული სინამდვილე.
სემინარული მეცადინეობა: ზეპირი ან წერითი გამოკითხვა # ჟურნ.“ეკონომიკა და
12 (თემა12.) ბიზნესი“, 2018, #3, გვ.140.

15. შემაჯამებელი ლექცია -


სემინარული მეცადინეობა . რეფერატების პრეზენტაცია.

შენიშვნა: შუალედური გამოცდა ტარდება მე-8-მე-9 კალენდარულ კვირაში.


დასკვნითი გამოცდა ტარდება მე-16- მე-18 კალენდარულ კვირაში
დამატებითი გამოცდა ტარდება მე-19 კალენდარულ კვირაში

10

You might also like