You are on page 1of 2

რუსუდან გონაშვილი

მკითხველის დღიური

მკითხველის დღიური დაგეხმარებათ წაკითხულის სწრაფად გახსენებაში, პერსონაჟების


მოტივაციისა და მთავარი სათქმელის უკეთ გაგებაში. დღურში შეგიძლიათ დააფიქსიროთ,
თუ რა ისწავლეთ წაკითხულით, რა უნარები აითვისეთ და თვალყური ადევნოთ, როგორ
იცვლება თქვენი დამოკიდებულება წიგნების მიმართ - რამდენიმე ხნის შემდეგ ჩანაწერების
ხელახლა წაკითხვით გადაწყვეტთ, ეთანხმებით თუ არა თქვენს ადრინდელ მოსაზრებებს ან
გსურთ რაიმეს დამატება.

როგორ ვაწარმოოთ დღიური

მაშ ასე, თქვენ წაიკითხეთ ახალი ისტორია და გსურთ წაკითხულზე ჩანაწერის გაკეთება.
როგორ დავიწყოთ? ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს ე.წ. წიგნის “პასპორტი“, რომელშიც
შევა ძირითადი ინფორმაცია:

 სათაური;
 ავტორი;
 გვერდების რაოდენობა;
 ჟანრი;
 გამომცემელი ქვეყანა;
 კითხვის დასაწყისი და დასასრული.

შეგიძლიათ „პასპორტის“ შევსება შეფასებით(რეიტინგით), რომელსაც წიგნს მისცემდით -


დაწეროთ ციფრი ან დახატოთ ვარსკვლავები.

შემდეგ ეტაპზე გაარკვიეთ წიგნის თემა, წარმოადგინეთ პერსონაჟები, ისაუბრეთ მოქმედების


ადგილსა და სიუჟეტზე - მოკლედ ან ვრცლად. დაამატეთ თქვენი უკუკავშირი. შეგიძლიათ
გამოიყენოთ შემდეგი სავარაუდო სქემა:

 თემა – უპასუხეთ კითხვას «რაზეა წიგნი?»;


 პერსონაჟები – მთავარი და მნიშვნელოვანი მეორეხარისხოვნები. ;
 საწყისი წერტილი – უპასუხეთ კითხვას «რითი დაიწყო მოქმედება?»;
 მოქმედების განვითარება – სიუჟეტის ძირითადი მოვლენები;
 კულმინაცია – სიუჟეტის ის ნაწილი, სადაც მდგომარეობა ყველაზე უფრო დაძაბული
ხდება. თქვენი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა წიგნში.
 კვანძის გახსნა – შედეგი: რითი დამთავრდა ისტორია;
 შეფასება – რას ფიქრობთ წიგნზე.

შედეგად მიიღებთ მოკლე პარაფრაზს, რომლის გადაკითხვაც ნებისმიერ დროს


მოსახერხებელი იქნება. ჩანაწერებში შესაძლებელია დაურთოთ ციტატები, რომლებიც
ყველაზე უკეთ გადმოსცემენ ისტორიის აზრსა და არსს.

მას შემდეგ, რაც ისაუბრებთ სიუჟეტზე, შეეცადეთ, განსზღვროთ წიგნის იდეა - ავტორის
მთავარი სათქმელი/ჩანაფიქრი. ამ პუნქტის შევსება წაკითხვის დასრულებისთანავე არაა
აუცილებელი. დაფიქრდით კარგად და შემდეგ შეავსეთ.
რუსუდან გონაშვილი

კიდევ რისი ჩაწერა შეიძლება დღიურში?

წაკითხულმა, შესაძლოა, გიბიძგოთ საკუთარი შემოქმედებისკენ: მოგინდეთ ლექსის,


ნოველის, ჩანახატის, რეცენზიის და ასე შემდეგ შექმნა. ესყველაფერი აუცილებლად დაამატეთ
დღიურს. ასევე შესაძლებელია დაამატოთ:

 წიგნთან ასოცირებული სიმღერების კრებული;


 კრიტიკოსთა გამოხმაურება, მოსაზრებები, რომლებიც თქვენთვის ღირებულია;
 ინფორმაცია წიგნის ეკრანიზაციაზე; (თუ არსებობს ასეთი)
 კითხვები, რომელთაც ავტორს დაუსვამდით;

წიგნის შინაარსის აღწერილობის გარდა, თქვენი დღიური შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას


წაკითხული ისტორიების, წასაკითხი წიგნებისა და გამოწვევების შესახებ. მაგალითად,
დაისახეთ ამოცანა, წაიკითხოთ გარკვეული რაოდენობის წიგნი ერთ წელიწადში. წლის
ბოლოს შეაჯამეთ შედეგები, რომ ნახოთ, რომელი ჟანრები ლიდერობენ თქვენს სიაში.

თუ გსურთ, დღიური უფრო ინდივიდუალური იყოს, თავად გააფორმეთ იგი. აირჩიეთ


რვეული ან ლამაზი სქელყდიანი ჩანაწერების წიგნი და გააფორმეთ სურვილისამებრ.

დღიურში შეიძლება იყოს არა მხოლოდ ჩანაწერები - მასში შეგიძლიათ დახატოთ


დასამახსოვრებელი დეტალები წიგნიდან. ეს დამოკიდებულია თქვენს ფანტაზიაზე.

ასევე შეგიძლიათ დახატოთ მთავარი გმირები, ისეთები, როგორებიც წარმოიდგინეთ


კითხვის დროს, ან ჩააკრათ იმ მსახიობთა სურათები, რომლებმაც ითამაშეს პერსონაჟები
წიგნის ეკრანიზაციაში.

თუ ხელით არ გიყვართ წერა, შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენი შთაბეჭდილებები წიგნების


შესახებ, მაგალითად, თქვენს პირად Google Docs-ში ან სპეციალურ პროგრამებში: Book Diary,
Bookshelf и LiveLib.

ბლოგი, როგორც მკითხველის დღიური

თუ არ გერიდებით თქვენი აზრების გაზიარება სხვა წიგნისმოყვარულებისთვის და გსურთ


უკუკავშირის მიღება, ღირს სცადოთ მკითხველის დღიურის წარმოება ბლოგის სახით.
ამისათვის თქვენ არ გჭირდებათ ცალკე ვებსაიტის შექმნა - შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთ-
ერთი სოციალური ქსელი, რომელშიც უკვე ხართ რეგისტრირებული.

You might also like