You are on page 1of 2

„ქართლის ცხოვრება“ XI საუკუნის დასასრულისათვის ჩამოყალიბდა.

დიდი
ქართველი მეცნიერის ივანე ჯავახიშვილის დაკვირვებით, „ქართლის ცხოვრებამ
ხანგრძლივი გზა გამოიარა და მრავალი საუკუნის განმავლობაში თანდათანობით
ჩამოყალიბდა. ი. ჯავახიშვილის აზრით, „ქართლის ცხოვრება“, თავდაპირველად,
მარტო ლეონტი მროველისა და ჯუანშერის თხზულებებს შეიცავდა. ა) „მეფეთა
ცხოვრება“ ანუ „ჰამბავი მეფეთა“, მეფეთა“, ბ) „მირიანის ცხოვრება და ნინოს მიერ
ქართლის მოქცევა“ (ორივე თხზულება ლეონტი მროველის სახელს უკავშირდება), გ)
„ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“, რომელიც ჯუანშერს მიეწერება და დ) „წამება
წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი“, სწორედ ამ უკანასკნელის ტექსტს
მისდევს უმეშვეოდ „ქართლის ცხოვრების“ მთავარი ანდერძი, ან- დერძი, რომელიც
„ქართლის ცხოვრებაში" თავიდანვე. მოთავსებუ- ლი ჩანს, მთელი კრებულის
დამამთავრებელი ჩანაწერია. ასე რომ. ანდერძი, რომელიც ახლა ამ ძეგლში უადგილო
ადგილას ჩართუ- ლად გამოიყურება, თავდაპირველად, თავის ადგილას იყო მოთავსე-
ბული და მთელი კრებულის ბუნებრივ დამთავრებას ქმნიდა. ამ ან- დერძის მიხედ-
ვით ირკვევა, რომ „ქართლის ცხოვრებაში" თავდაპირველად, მხოლოდ თხზულება
ყოფილა შეტანილი. ამასთან, ირკვევა ისიც, რომ „ქართლის ცხოვრება“ უწერიათ
„ჟამითი-ჟამად“ (დროდადრო) ანუ თანდათანობით. დასაბამითგან ვიდრე
ვახტანგამდე. ხოლო ვახტანგიდან მოკიდებუ- ლი ვიდრე ამ ანდერძამდე, ის თითქოს
ჯუანშერს დაუწერია, რაც შეეხება ამის შემდეგ მომდევნო ამბებს, ის ამ ანდერძის
მიხედვით, მომავალ თაობებს უნდა დაეწერათ: გარდა ამისა, ამ ანდერძის მიხედვით
ირკვევა ის ღვაწლიც, რომელიც „ქართლის ცხოვრების“ წარმოქმნის საქმეში XI
საუკუნის მეორე ნახევრის მოღვაწეს ლეონტი მროველს ჰქონია. თუ თავდაპირველად
„ქართლის ცხოვრებაში“ შემავალი ოთხი თხზულებიდან სამი მხოლოდ ლეონტის
სახელს უკავშირდე- ბა, ადვილი მისახვედრია, რომ რუისის მღვდელმთავარი ძველი
ქართული ისტორიოგრაფიის ამ იშვიათი ძეგლის-„ქართლის ცხოვ- რების“ ნამდვილი
ფუძემდებელიც ყოფილა. სწორედ ამას უნდა ღაღადებდეს ამ ძეგლის ის ანდერძიც,
რომელიც „ვახტანგის ცხოვ- რებას“ მისდევს და იკითხება: -ესე არჩილის წამება და
მეფეთა ( ცხოვ- რება, და ნინოს მიერ ქართლის მოქცევა ლე- ონტი მროველმან აღწერა“.
როგორც არ უნდა იქნას გაგებული ამ ანდერძში ნახმარი სიტყვა ა ღ წ ე რ ა“ (ე. ი. არის
ის ხსენებულ თხზულებათა დამწერი-ავ- ტორი, თუ მათი გადამწერ-გადამკეთებელია
მხოლოდ), სულ ერთია, სამივე თხზულებას ლეონტი მროველის ხელი გამოუვლია და
თითოუულს მისი მეშვეობით დაუკავებია „ქართლის ცხოვრებაში" კუთვნი .ეროვნული
კულტურის მაღალი დონისა და განვითარებული საისტორიო მწერლობის პირობებში,
ქვეყანა პოლიტიკური გაერთიანების დროს თავისი წარსულის ერთიან და სრულ
აღნუსხვას მოითხოვდა. საჭი- რო იყო, რათა საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება
მტკიცედ ყოფილიყო დასაბუთებული, როგორც ისტორიულად აუცილებელი მოვლენა.
„ქართლის ცხოვრების" მთავარი ანდერძით ნაგულისხმევ „მომა- ვალ ნათესავთა“
სასახელოდ შეიძლება ითქვას, რომ ისინი ვალში არ დარჩენილან თავიანთ დიდ
წინაპარათა წინაშე, იმათაც ბევრი უწერიათ ქვეყნის წარსულისა და თავგადასავლის
შესახებ. ხოლო შემდეგ, შესრულებული თხზულებებიდან საუკეთესონი, სამ წყებად
შეუტანიათ „ქართლის ცხოვრებაში.“ პირველად, შეუტანიათ ორი თხზულება: „მატიანე
ქართლისაი“, რომელშიც VII-XI საუ კუნეთა საქართველოს თავგადასავალია
მოთხრობილი და „ცხოვრე- ბა მეფეთ-მეფისა დავითისი“, რომელიც დავით
აღმაშენებლის მოღ- ვაწეობის მიმოხილვას ვას წარმოადგენს. მეორე ჯერზე ცალკე
შეტანილი ჩანს სუმბატ დავითის ძის თხზულება „ცხოვრება და უწყება
ბაგრატუნიანთა“, რომელიც ქართველთა მეფეების, ბაგრა- ტიონთა, ისტორიას აშუქებს.
მესამე წყებად. აგრეთვე, ერთად შეტანილი ჩანს თამარის მემატიანის თხზულება
„ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, რომელიც თამარის ზეობას. აშუქებს და
ჟამთაღმწერლის სახელით ცნობილი ავტორის თხზულება, რომელშიაც XIII-XIV
საუკუნეთა. (თათარ-მონღოლთა ბატო- ნობის ხანა) საქართველოს თავგადასავალია,
აღწერილი. „ქართლის ცხოვრება“ იმ სახით, როგორც მან ჩვენს დრომდე მოაღწია,
შედგება შემდეგი თხზულებებისაგან: ა. ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრებ 0. ამ
ნაშრომში გაშუქებულია ქართველი ხალხის უძველესი ისტორია დასაბამითგან
მოკიდებული ვიდრე IV საუკუნემდე (ახ. წ.). ბ. მისივე, „მირიანის ცხოვრება და ნინოს
მიერ ქართლის მოქცევა". მასში აღწერილია მირიანის ზეო- ბაში მომხდარი ამბები და,
კერძოდ, ნინოს მიერ ქართლის მოქცევა. გ. ჯუანშერის „ცხოვრება მეფისა ვახტანგ
გორგასლისა“, რომელიც V საუკუნის ისტორიას აშუქებს, დ. ლეონტი მროველის
„წამება წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი“. აშუქებს VI- VII საუკუნეთა
ისტორიას. 0. „მატიანე ქართლისაი“, მოთხრობილია საქართველოს ისტორია VII-XI
საუკუნეებისა. 3. „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითის“, — საქართველოს ისტორია XI
საუკუნის დასასრულისა და XII საუ- კუნის პირველი მეოთხედისა. 4. სუმბატ დავითის
ძის „ცხოვრება და უწყებათ 9ბაგრატონიანთა“, მოგვითხრობს ბაგრატიონთა საგვარეუ-
ლოს ისტორიას დასაბამიდან ვიდრე X საუკუნემდე. თ. თამარის ისტორიკოსის
თხზულება „ი ს ტ ო რ ი ა ნ ი დ ა აზმანი შარავანდედთანი“, რომელშიაც გაშუქებულია
არსებითად საქართველოს ისტორია XII საუკუნის დასასრულისა და XIII საუკუნის
დამდეგისა. ი. ჟამთააღმწერლის სახელით ცნობილი მე მა- ტიანის უსათაურო
თხზულება, რომელიც მოგვი- თხრობს საქართველოს თავგადასავალს XIII საუკუნისა
და XIV სა- უკუნის დამდეგისათვის (თათარ-მონღოლთა ბატონობის ხანა).
საგულისხმოა, რომ ამ უკანასკნელ თხზულებას „ქართლის ცხოვ- რებაში" დაკარგული
აქვს არა მარტო სათაური, არამედ დაბოლო- ებაც. მემატიანე. XIV საუკუნის დამდეგის
ამბებს ეხება. ის იწყებს საქართველოს მეფის, გიორგი V (ბრწყინვალის) ზეობის
აღწერას და აღფრთოვანებული ამბობს: „და იწყო მთიებმა აღმო- ცისკრებად, ხოლო მე
ენა ვერ მიძრავს საკვირ- ველისა და საშინელისა თქმად“. ამ სიტყვებზე წყდება თხრობა
და ჩვენ დღესაც არ ვიცით, რა იყო ის საკვირველი და სა- შინელი ამბავი, გიორგი
ბრწყინვალის ხეობაში, რომლის მოსათხრო- ბად. მემატიანეს, ენის დაძვრა ესოდენ
უმძიმდა.

You might also like