You are on page 1of 3

რა უჩურჩულა ფუტკარმა ყვავილს

სცენარის თემა მეგობრობა


კლასი - I -II გათვლილია 15 მოსწავლეზე.
ცეკვა/სიმღერა ანო და ვანო

სცენა --- რამდენიმე გოგონა ზის დგას იქვე ახლოს დგას სკამი, სკამზე
დევს წიგნი. (სავარაუდოდ დარჩა ვიღაცას) იქვე სკვერში დასეირნობს
გოგონა, ამის მერე დაღლილი ჩამოჯდება სკამზე დასასვენებლად,
შენიშნავს წიგნს. აიღებს ხელში, ატრიალებს, მერე აქეთ-იქით იყურება
წიგნის მეპატრონეს ეძებს თითქოს. უცებ შენიშნავს მისკენ მიმავალ
ბავშვებს. ბავშვები მიუახლოვდებიან, მიესალმებიან და უსმენენ. იწყება
დიალოგი.
ნია-- გენაცვალოთ ბარბარე მოით აქა. ესა წიგნი და ვისია რომ არ ვისი, მე
არც კითხვა ვიცი და არ წერა. აბა ნახეთ რა წიგნია? (აწვდის წიგნს)
ბავშვები ართმევენ წიგნს, ცდილობენ წიგნის სათაურის წაკითხვას. ,,რა
უჩურჩულა ფუტკარმა ყვავილს“ (კითხულობს ერთი) დანარჩენები
ინტერესით აკვირდებიან და იმართება დიალოგი.
მაშო-- მიმართავს მეორე ბავშვს. ---ლიდია, ეს წიგნი ხომ არ გეცნობა?
აშკარად ვიღაცას დარჩა, მაგრამ როგორ ვიპოვოთ? როგორ გავიგოთ ვისია?
ლიდია – (ცვარიანი) მაჩვენე ერთი ვნახავ. (გამოართმევს წიგნს და
კითხულობს წიგნის სათაურს ხმამაღლა) ,,რა უჩურჩულა ფუტკარმა
ყვავილს“ მოდი ჩამოვსხდეთ და წავიკითხოთ. ამასობაში იქნებ წიგნის
მფლობელიც გამოჩნდეს.
ლილე – (მაისურაძე) კარგი აზრია, ცოტას დავისვენებთ და თან ახალ
თავგადასავლებში ვიმოგზაურებთ. რა ჯობს წიგნის
კითხვას?(მოკალათდებიან, გადაშლიან წიგნს, ვითომ კითხულობენ, თუმცა
ეს ბავშვები აქ რჩებიან სპექტაკლის ბოლომდე, რეალურად სცენის სხვა
მხარეს კითხვას იწყებენ წამყვანები.
მარიამი მოდი წავიკითხოთ რა წერია და იწყებს კითხვას იყო და არა იყო
რა, ცხრა ზღვისა და ცხრა მთის გადაღმა იყო ერთი ლამაზი მინდორი.
მინდორი მოფენილი იყო სხვადასხვა ფერისა და ფორმის ყვავილებით.
და ყველაზე მთავარი, მინდორში დაფრინავდნენ მშრომელი და
ენერგიული ფუტკრები
დაჩი და ნოე გამოვლენ ბზუილით და დაბრუნდებიან უკან

სესილი-- ნეტავი სად ეჩქარებოდათ, ან მოსვლა რა იყო, ან წასვლა?


(ტყლარწვით ამბობს) დიდი უცხვირპიროები არიან და იმიტომ წავიდნენ
ნინა---რატომ კიცხავთ ასე? თქვენ ხომ მათ საერთოდ არ იცნობთ? ისინი
თქვენგან ასეთ სიტყვებს არ იმსახურებენ
ნიცა-- ზუსტადაც რომ ასეა, დიახაც რომ უცხვირპიროა. რა მნიშვნელობა
აქვს ვიცნობ თუ არა. -- ნეტავი რა ნექტარი აქვს ასეთი, რომ ჩვენ ზედ არ
გვიყურებს
უცებ დაუბერავს ქარი{ ბავშვების იმიტაცია შრიშინი ან რამე მსგავსიდა
იწყებს
ქობუ--- უი როგორ ცივა, საიდან ქრის ასეთი ცივი და სუსხიანი ქარი. სულ
გავიყინეთ. ვაიმე როგორ გვეშინია. არავინ არ ჩანს რომ დაგვეხმაროს.
შემოფრინდებიან ფუტკრები და გადაუდგებიან ბავშვებს წინ
ნიცა-- წადი, წადი ჩემო მეგობარო, იქნებ შენ მაინც გადაირჩინო თავი.
დაჩი -- ვერ წავალთ, ვერ მიგატოვებთ, ვეცდებით გიშველოთ.
ნოე--- დიახ ჩვენ თქვენს მიტოვებას არ ვაპირებთ. უნდა დაგეხმაროთ
ბავშვები---- ფუტკრებო გაფრინდით ქარი წაგიღებთ
აქ ფუტკრები ჩუმად ჩასძახებენ სიტყვებს: მეგობრებს თავად ვირჩევთ
საუკეთესოს დრო გვიტოვებს.
მარიტა-- უცებ ქარი ჩადგა. ირგვლივ ყველაფერი გამოცოცხლდა,
აფერადდა გარემო. ტყეში ფრინველთა ჟივჟივი არღვევდა მყუდროებას,
მინდორში მწერების ბზუილი ისმოდა. მხოლოდ მინდვრის ბოლოს იდგა
სიჩუმე.
გული მეგობრის სიყვარულით იყო სავსე. ფუტკრებმა არ მიატოვეს
გასაჭირში მეგობრები.
ანდრეა -- სწორედ მეგობრობამ და ერთმანეთის თანადგომამ მოიყვანა
ჩვენი ქვეყანა დღევანდელობამდე.
იოანე---ჭეშმარიტი მეგობარი გიხსნის და აგაცილებს ყოველგვარ
განსაცდელს.
დაგიცავს და არ მოგატოვებს გასაჭირის დროს.
ალე ---გაიყოფს და გაინაწილებს შენ სიხარულსა და ტკივილს.
არასოდეს დაგცინებს და ეყვარები ისეთი, როგორიც ხარ.
გაბრიელი- ნამდვილი მეგობარი ყოველთვის იქნება შენი წარმატების
გულშემატკივარი. გვერდით გეყოლება და გაგამხნევებს წარუმატებლობის
დროს.
დათა- ფუტკარმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ნამდვილი მეგობრობის ძალა.
ის არის მაგალითი იმისა თუ როგორი უნდა იყოს კარგი მეგობარი.ეხლა კი
მოდი ყველამ ერთად შევძახოთ ის სიტყვები, რაც გაჭირვებისას
ფუტკრებმა თქვეს
ყველა ერთად -- მეგობრებს თავად ვირჩევთ, საუკეთესოს დრო გვიტოვებს.
ანა---ასე დასრულდა ეს ლამაზი ისტორია. ამბავი ფუტკრისა და გვირილას
საოცარი მეგობრობისა. მეგობრებს თავად ვირჩევთ, საუკეთესოს დრო
გვიტოვებს. შეინარჩუნეთ და გაუფრთხილდით. მოეფერეთ და აპატიეთ
მეგობრებს.
ყველა ერთად - შეინარჩუნეთ და გაუფრთხილდით, მოეფერეთ და აპატიეთ
მეგობრებს.

You might also like