You are on page 1of 9

გრაცია დელედა(მოკლე

ბიოგრაფია)
ღმერთი და ეშმაკი (განხილვა)

ლექტორი - ნინო ცერცვაძე


სტუდენტი - სალომე კვეზერელი
• იტალიელი მწერალი დაიბადა სარდინიის პატარა სოფელ ნუოროში. მამა საკმაოდ
შეძლებული იურისტი იყო. დედა, ფრანჩესკა კამბოსა, როგორც ამ სოფლის მცხოვრები
სხვა ქალები, გაუნათლებელი იყო.
• ახალგაზრდა დელედას, მისი ორი ძმის და ოთხი დის ცხოვრება პრიმიტიული იყო. გრაციამ
სოფელ ნუოროს შეარქვა „ბრინჯაოს ხანის დასახლება“. სოფელი ისეთი ჩაკეტილი იყო, რომ
სოფლის მცხოვრებლები არა იტალიურად, არამედ ლოგუდერულ დიალექტზე
ლაპარაკობდნენ, რომელიც ძალიან ახლოა ლათინურ ენასთან. სოფელში არსებული
პატრიარქარული ჩვეულებების გამო გრაციას და მის დებს სახლიდან მარტო არ უშვებდნენ.
მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია გრაციასათვის, ის მაინც ახერხებდა სარდინიის სხვადასხვა
ფენასთან ქონოდა კონტაქტი.
• ათ წლამდე დადიოდა სკოლაში, ასევე იღებდა კერძო გაკვეთილებს იტალიურ
და ფრანგულ ენებში.
• კითხულობდა-განსაკუთრებით XIX საუკუნის რუსულ პროზას, ჰიუგოსა და
ბალზაკის რომანებს. გატაცებული იყო სარდინიული ბალადებითა და
ლეგენდებით.
• რვა წლის ასაკში გრაცია იწყებს ლექსებისა და მოთხრობების წერას. ის
თხუთმეტი წლის იყო, როცა მისი მოთხრობა „Sangue sardo“ დაიბეჭდა რომაულ
ილუსტრირებულ ჟურნალში.
• 1892 წელს პირველი რომანი „Fior di Sardegna“ დადებითად შეაფასეს
კრიტიკოსებმა.1892 წელს წიგნი „Anime oneste“ გამოვიდა რუჯესო ბონგის,
იტალიელი ლიტერატურამცოდნის, წინასიტყვაობით.
• გრაცია დელედა მამის სიკვდილის შემდეგ ღვინის საქმით იყო დაკავებული და
პარალელურად მწერლებთან ქონდა მიმოწერა. ამ დროს მოულოდნელად იღებს დიდ
თანხას „Anime oneste“-ს ფრანგულად თარგმნისთვის. ღვინის ბიზნესს ძმას უტოვებს,
თვითონ კი სარდინიას დედაქალაქში, კოლარიაში გადადის. აქ ხვდება პალმირო
მადესანის, რომელსაც 1900 წელს ცოლად მიყვება. შემდეგ ისინი გადადიან რომში.

• დელედა დაახლოებით ერთ რომანს წერს წელიწადში. იმის მიუხედავად, რომ მას
ძალიან მოსწონდა რომში ცხოვრება, საკუთარ რომანებში აღწერდა სარდინიულ ყოფას.
XX საუკუნის დასაწყისამდე დელედას შემოქმედებაში იყო ნატურალისტური
ელემენტები. ნატურალისტების აზრით ადამიანის მოქმედება განისაზღვრება
მემკვიდრეობით და გარემოთი, ანუ ადამიანზე არაა დამოკიდებული.დელედას
შემოქმედების გმირები არიან დაბალი ფენის წარმომადგენლები. ის ასევე ეწეოდა
აპოლიტიზირებულ შემოქმედებას და მისი ნამუშევრები არ იყო სოციალისტურ
აზროვნებაზე დაყრდნობილი.
•გრაცია დელედას შემოქმედებაში ირიცხება შემდეგი რომანები: „Elias Portolu“,“Cenere”, “La
madre” და ა.შ.„Elias Portolu“-ს გმირი მღვდლად ეკურთხება,რათა გადაიტანოს სიყვარულში
გადამხდარი წარუმატებლობა,მაგრამ ბოლოს ხვდება,რომ ღვთის მსახურებისთვის
გამოუსადეგარია.

•“Cenere”-რომანი მარტოხელა ქალზე, რომელიც თავს წირავს უკანონო შვილისთვის.1904-


1916 წლებში ამ რომანის მიხედვით იღებენ ფილმს, სადაც მთავარ როლს ასრულებს
ელეონორა დუზე.
•კრიტიკოსების აზრით, რეალისტური რომანების კულმინაცია იყო “La madre”.მოქმედება
ვითარდება სარდინიის სოფელში და სულ რაღაც ორი დღე გრძელდება. ადგილობრივ მღვდელს
უყვარდება ქალი, მისი დედა კი ძალიან იტანჯება,შვილის განცდებს რომ უყურებს.

•1921-1922
წლებში გრაცია წერს „Il segreto dell’uomo solitario“და “Dio dei viventi”-ს .1927 წელს
იღებს ნობელის პრემიას ლიტერატურაში, იმ პოეტურ ნაწარმოებებში, სადაც აღწერილია
მშობლიური კუნძულის ცხოვრება, ასევე ავტორი ჯილდოვდება ადამიანური პრობლემისადმი
ღრმა მიდგომის გამო. ამ პრემიის მიღების შემდეგ მწერალს დაუდგინდა სიმსივნე, 9 წელი
დაუზოგავად მუშაობდა და 1936 წელს რომში გარდაიცვალა.
ღმერთი და ეშმაკი
• გრაცია დელედას ნაწარმოებში ,, ღმერთი და ეშმაკი” წარმოდგენილ სიუჟეტში,
ვფიქრობ, მთავარი გმირია ბიჭი რომელიც, ერთ დღეს რადიკალურად შეიცვალა და
დაიწყო ისეთი რაღაცეების გაკეტება რაც აქამდე არ გაუკეთებია,სწორედ ამიტომ
ვფიქრობ რომ ის მთავარი გმირია რადგან ის საერთოდ არ მუშაობდა და ეხლა ისეთ
საქმეებს შეეჭიდა რასაც აქამდე არასდროს გააკეთებდა ,,მკითხა­ვის ვაჟ­მა მო­უ­ლოდ­ნე­
ლად სრუ­ლი ში­ნა­გა­ნი გა­ნახ­ლე­ბა იგრძნო, აქ­ამ­დე კი იყო ერ­თი შე­უგ­ნე­ბე­ლი და უთ­ავ­ბო­
ლო ყმაწ­ვი­ლი, კუ­დი­ა­ნი დე­და­კაცის ნა­ბიჭ­ვა­რი’’. რაც შეეხება ანტიგმირს ვფიქრობ არის
ამ ბიჭის დედა რომელიც მკითხავია. მე ის ანტიგმირად მიმაჩნია, იმიტომ რომ, ავტორი
ახასიათებს როგორც ,,კუდიან დედაბერს“ . ასევე მოთხრობაში მოკლედ არის
აღწერილი დედის და შვილის ურთერთობა ,სადაც ერთ დღეს მკითხავი ქალის ვაჟი
გადაწყვიტავს წავიდეს სახლიდან რათა უკეთესი მომავალი შეიქმნას, თუმცა , დედამისი
არ მისცემს უფლებას ეს გააკეთოს.ამისთვის ის ყველა გზას იყენებს რათა შვილი
სახლიდან არ გაუშვას. ვფიქრობ, ავტორი ანტიგმირის მიმართ ცუდად არის განწყობილი
რადგან მას ცუდად ახასიათებს. რაც შეეხება დედას და შვილის ურთიერთობას ვერ
ვიტყვი რომ მათ კარგი ურთიერთობა აქვთ, ისინი თითქმის ერთმანეთს არაფერს
უყვებიან და არ ლაპარაკობენ, ბიჭს დედამისის სცხვენია კიდეც. ავტორის მთავარ
სათქმელს წარმოადგენს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ისე ხდება როგორც ღმერთს
სურს, და რაც არ უნდა გავაკეთოთ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ საბოლოოდ
არაფერს ექნება აზრი.
მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like