You are on page 1of 10

სვანეთი

ლეგენდა უშბაზე და თეთნულდზე.


სვანური ლეგენდის მიხედვით, არსებობს ასეთი ლეგენდა, რომ უშბა
ყოფილა ღარიბი ოჯახის ვაჟიშვილი, რომელსაც შეჰყვარებია
მდიდარი ოჯახის ქალიშვილი, სახელად თეთნულდი. თეთნულდიც
ჰყვარობდა უშბას. ეს ამბავი თეთნულდის ოჯახს რომ გაუგია,
აუკრძალავთ უშბასთან ურთიერთობა.
დამწუხრდნენ უშბა და თეთნულდი, ასე დიდხანს ვეღარ გაუძლიათ.
თეთნულდი გამოწყობილა საპატარძლო კაბაში და ღმერთისათვის
შეუთხოვია: ღმერთო რაკი მე და უშბას ერთად ყოფნა არ გვიწერია,
ისე მაინც გაგვაქვავე, რომ ერთმანეთის ყურებაში ხელი არავინ
შეგვიშალოსო.
კავკასიონის ქედზე მართლაც ისე დგას ეს ორი მწვერვალი, რომ
ერთმანეთს პირდაპირ მისჩერებიან...
უშგული მესტიის მუნიციპალიტეტში, შხარას ძირას,
ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან
მდებარეობს. თემი შედგება 4 სოფლისგან (ჟიბიანი ,
ჩვიბიანი, მურყმელი, ჩაჟაში) და მისი სიმაღლე
მერყეობს ზღვის დონიდან 2060 მეტრიდან 2200
მეტრამდე. ამ მონაცემებით უშგული ევროპის
ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტად მიიჩნევა.
თემის ცენტრი - სოფელი ჩაჟაში მუზეუმადაა
გამოცხადებული და იუნესკოს მსოფლიო
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია
შეტანილი.
ისტორიულად იელი არის უძველესი,
უბატონო სვანეთის შემადგენელი ნაწილი.
ამაზე მოწმობს ის ფაქტი, რომ იელში
თავისი არსებობის მანძილზე 35 ეკლესია
იყო. დღეს სოფელში არის შემორჩენილი
მე–9 საუკუნის მთავარანგელოზის
ეკლესია უფნაშში , რომლის
დღესასწაული დღესაც აღინიშნება.
ოფნაშობას დღემდე აღნიშნავენ.
ოფნაშობა უფლის სადიდებელი
დღესასწაულია. ეკლესია დგას
სოფლიდან რამოდენიმე კილომეტრის
მოშორებით სადაც მლოცველები
ფეხით მიდიან , იკვლება საკლავი და
ამ ეკლესიაში დღემდე ქალების
შესვლა აკრძალული არის.

You might also like