You are on page 1of 13

შესავალი გერმანული ენის

ლექსიკოლოგიაში

პროფ.დრ. ლალი ქეცბა–ხუნდაძე


თსუ გერმანული ფილოლოგიის
დეპარტამენტი
I ლექცია

ლექსიკოლოგიის საგანი და
შესწავლის ობიექტი
1. რას შეისწავლის ლექსიკოლოგია?
† ლექსიკოლოგიის კვლევის ობიექტი არის
სიტყვა, სიტყვები, როგორც საბაზისო
ერთეული ნებისმიერი ენისთვის.
ბერძნ. léxis აღნიშნავს ‘სიტყვას’ თუმცა ის
სწავლობს არა ცალკეულ სიტყვაფორმებს,
არამედ ლექსემებს, ენის ლექსიკურ ფონდს.
† ლექსემა ეწოდება აბსტრაქტულ ენობრივ
ერთეულს, რომელიც ცალკეული პარადიგმის
ყველა სიტყვაფორმას უდევს საფუძვლად.
ლექსიკოლოგია vs მორფოლოგია
† მორფოლოგია სწავლობას სიტყვა–
ფორმებისა და მათი ერთობლიობის –
პარადიგმის – აგებულებას,
† ხოლო ლექსიკოლოგია იკვლევს ამა თუ
იმ ენის ლექსიკური ფონდის
სტურქტურას.
ლექსიკოლოგია ასევე იკვლევს
† სხვადასხვა ლექსემების (შინაარსობრივ
და ფორმალურ) ურთიერთმიმართებებს,
† სხვადასხვა ენების ლექსიკური მარაგის
დამოკიდებულებას ერთმანეთთან (მაგ.,
ნასესხობებს),
† უნივერსალური წესებს, რომელიც ყველა
(ან რამდენიმე სხვადასხვა) ენის
ლექსიკური სისტემისთვის არის
დამახასიათებელი.
1.2 ლექსიკოლოგიის ტიპები
† ზოგადი ლექსიკოლოგია სწავლობს ენების
ლექსიკური ფონდის აღწერის თეორიულ
საფუძვლებს, ასევე კანონზომიერებს,
რომლებიც ყველა ენის ლექსიკისთვის არის
დამახასიათებელი.
† სპეციალური ლექსიკოლოგია იკვლევს
ცალკეული ენების ლექსიკურ თავისებურებებს.
† ისტორიული ლექსიკოლოგია აღწერს
ლექსიკური ფონდის მდგომარეობას
გარკვეული დროის მონაკვეთში, მეორე მხრივ
– ცალკეული სიტყვების ცვალებადობას
დიაქრონული თვალსაზრისით.
ლექსიკოლოგიის ტიპები II
† კოგნიტიური ლექსიკოლოგია იკვლევს,
თუ როგორ არის წარმოდგენილი
ლექსიკური ცოდნა ადამიანის გონებაში.
† კომპიუტერული ლექსიკოლოგია
იკვლევს მეთოდებს ენის ლექსიკური
კანონზომიერებების პროგრამული
აღწერისთვის.
1.3 ლექსიკოლოგიის როგორც
მეცნიერული დისციპლინის ჩამოყალიბება
† ლექსიკოლოგია, როგორც დამოუკიდებელი
დისციპლინა ჩამოყალიბდა XX ს. 60იანი
წლებისთვის
† მანამდე ლექსიკოლოგიური კვლევა
ხორციელდებოდა ლექსიკოგრაფიის,
ორთოგრაფიის და რიტორიკის, ასევე
სტილისტიკის ფარგლებში.
† ლექსიკური ფონდის შესწავლას ხანგრძლივი
ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ძვ. წ მე3 ათასწლ.
შუმერულ–აქადურ ტექსტებში გვხვდება
სიტყვები დალაგებული საგანთა ჯგუფის
მიხედვით.
1.4 ლექსიკოლოგიის ქვედისციპლინები

† ლექსიკა სწავლობს ცალკეული ენის სიტყვების


სისტემურ თავისებურებებს.
† ლექსიკური სემანტიკა იკვლევს ლექსემების
მნიშვნელობას და ლექსიკური ფონდის
სემანტიკურ სტრუქტურას.
† სიტყვაწარმოება იკვლევს შედგენილი/რთული
სიტყვების წარმოებას და სტრუქტურირებას.
† ფრაზეოლოგია სწავლობს მყარ შესიტყვებებს,
სიტყვათა ჯგუფებს, რომელთა მნიშვნელობა
მხოლოდ მისი კომპონენტების მნიშვნელობათა
საფუძველზე არ გამოითვლება.
1.5. მონათესავე დისციპლინები
† ლექსიკოგრაფია – ლექსიკონის შედგენის
თეორია და პრაქტიკა.
† მორფოლოგია – ენათმეცნიერული
დისციპლინა, რომელიც იკვლევს
სიტყვა–ფორმებს.
† ონომასტიკა –საკუთარი სახელების
შემსწავლელი ენათმეცნიერული
დისციპლინა.
საორგანიზაციო საკითხები
† შეფასება:
„ დასწრება 10p
„ აქტიურობა (დავალებები შესრულება) 20p
„ პრეზენტაცია 20p
„ კლაუზურა 20p
„ წერითი გამოცდა 30p
სააბოლოო შეფასება100p
პრეზენტაცია
† ხანგრძლივობა – დაახლ. 5–7 წთ.
† პრეზენტაციას თან უნდა ახლდეს
თეზისების ფურცელი და ჰენდაუტი
† პრეზენტაციის თემები განაწილება
პირველივე სემინარზე
ლექცია/სემინარი
† ლექცია ჩატარდება ქართულ, ხოლო
სემინარი – გერმანულ ენაზე
† თითოეულ ლექციას დართული ექნება
ქართული სკრიპტი და მოკლე
გერმანული რიდერი თავისი კითხვებით,
რომელსაც სემინარზე უნდა გასცეთ
პასუხი.
† სემინარისთვის უნდა მოამზადოთ ასევე
პრაქტიკული დავალებები/სავარჯიშოები

You might also like