You are on page 1of 22

VIII ლექცია

სიტყვაწარმოება: წარმოებული სიტყვის


სტრუქტურა
8.1 შესავალი
სიტყვაწარმოება ენობრივი (ლექსიკურ–მორფოლოგიურ–
სემანტიკური) ცოდნის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია:
წესები, რომლებიც რთული სიტყვის წარმოებას უდევს
საფუძვლად არ არის ნებისმიერი. განვიხილოთ რამდენიმე
წესი:
† *hausbar ან *befindbar გერმანულ ენაზე
მოლაპარაკისთვის არამართებული კომბინაცებია: სუფიქსი
‘bar’ არსებითი სახელის და რეფლექსური ზმნის ძირებს არ
დაერთვის.
† თუ შედგენილი სიტყვა ბოლოვდება პრეფიქსით ‘bar’ ‘haft’
ან მსგ. ერთეულით, მაშინ ის ზედსართავი სახელების
კატეგორიას მიეკუთვნება.
ენის განვითარების გარკვეული ეტაპისთვის შეგვიძლია
აღვწეროთ წესების სასრული რაოდენობა, რომლის
საფუძველზეც შედგენილ ლექსიკურ ერთეულებს
ვაწარმოებთ და ვაანალიზებთ.
სიტყვაწარმოება და
სიტყვათშემოქმედება
† სიტყვაწარმოება გულისხმობს ახალი
ლექსიკური ერთეულის წარმოქმნას ენაში უკვე
არსებული მორფემულ–ლექსიკური
ინვენტარის საფუძველზე.
† სიტყვაწარმოება უნდა გავმიჯნოთ
სიტყვათშემოქმედებისგან (Wortschöpfung),
რომლის დროსაც არა მხოლოდ ახალი
ლექსიკური ერთეული, არამედ ასევე ახალი
მორფემა მიიღება. სიტყვაშემოქმედების
მაგალითია ონომატოპოეტური სიტყვები
(plumps, krächzen, piepsen).
სიტყვაწარმოება რამდენიმე ენათემცნიერული დისციპლინის
ფარგლებში შეისწავლება:
† სიტყვაწარმოება შეისწავლება მორფოლოგიის
ფარგლებში, რამდენადაც საქმე სიტყვის აგებულებას,
მის მორფემულ კონსტრუქციას.
† სიტყვაწარმოებას განიხილავენ ასევე ცალკე
დისციპლინადაც, რადგან მიაჩნიათ, რომ
მორფოლოგიის საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ
ფლექსია, სიტყვაწარმოება კი თავისი ფუნქციით
განსხავავებული ფენომენია.
† გარკვეული სამართლიანობით სიტყვაწარმოება
სინტაქსური თეორიის ფარგლებშიც შეიძლება
განვიხილოთ, რამდენადაც საქმე ნიშნების ლინეარულ
მიმდევრობასთან გვაქვს.
† სიტყვაწარმოება წარმოადგენს ლექსიკოლოგიის ერთ-
ერთ ქვედისციპლინას, რამდენადაც ის ლექსიკური
ფონდის გამდიდრების (განვითარების) ერთ–ერთი
მთავარი საშუალებაა.
8.2 მორფემები, როგორც წარმოებული
სიტყვის შემადგენელი ელემენტები.

† მორფემა ჰქვია მნიშვნელობის მქონე


უმცირეს ენობრივ ერთეულს,
სხვანაირად მორფემა არის მინიმალური
ენობრივ ნიშანი, რომელიც რთული
სიტყვის სეგმენტაციის შედეგად
მიიღება.
† სიტყვაწარმოება მორფემათა კომბინაციის
შედეგია.
მორფემების სიტყვაწარმოებითი ფუნქცია
სიტყვაწარმოებითი კონსტრუქციის აგებისას ყველა მორფემას თანაბარი
მნიშვნელობა და ფუნქცია არ გააჩნიათ:

მაგალითად მორფემებიდან დანარჩენ მორფემებს (‚lich‘


hoch’, ‚haus’ ‚ung’, ‚ung’, ‚ver’) საპირისპიროდ:
‚ver’’‘lich‘. პირველ ორს † არ გააჩნიათ დამოუკიდებელი
(‚hoch’, ‚haus’) ლექსიკური მნიშვნელობა,
† აქვს (დამოუკიდებელი) † მეტყველებისას გვხვდებიან
ლექსიკური მნიშვნელობა, მხოლოდ ნაწარმოები სიტყვის
† სხვა ელემენტებთან ფარგლებში,
კომბინაციისას არ არის † კომბინაციურად შეზღუდული
ფორმალურად შეზღუდული არიან (არ დაერთვიან ფუნქციით
(haushoch, häuslich) თავისივე მსგავს მორფემებს –
† და შეიძლება შეგვხდნენ ცალკე *unglich წარმოუდგენელი
სიტყვის სახითაც. მორფემებმა კონსტრუქციაა)
‘hoch’ და ‘haus’ ნაწარმოებ † და იკავებენ ყოველთვის
სიტყვაში შეიძლება როგორც განსაზღვრულ პოზიციას
საწყისი, ისე დამამთავრებელი
პოზიცია დაიკავონ (haushoch,
Hochhaus).
8.3 მორფემათა კლასიფიკაციის
კრიტერიუმები:
† მორფემის მნიშვნელობა/ფუნქცია
† მისი ბმულობის ხარისხი
† მისი პოზიცია.
† მისი რეპროდუქციის უნარი.
8.3.1 მნიშვნელობა/ფუნქცია
მნიშვნელობის/ფუნქციის მიხედვით
ერთმანეთსგან შეგვიძლია განვასხვავოთ:
† ძირეული/საბაზისო მორფემები:
† აფიქსები
† მაერთი ელემენტები (გერმ.
Fugenelement)
ძირეული მორფემები და აფიქსები
† საბაზისო/ძირეული მორფემას უწოდებენ
(დამოუკიდებელი) ლექსიკური მნიშვნელობის
მქონე (უმცირს) ენობრივ ერთეულს. ძირეული
მორფემები შეიძლება შეგვხვდნენ რთული
სიტყვის ფუძის/ბაზისის სახით.
† აფიქსები ძირეული მორფემებისგან
განსხვავებით მხოლოდ აბსტრაქტულ და
გრამატიკულ ინფორმაციას შეიცავენ. (აფიქსები
არ შეიძლება შეგვხდნენ ფუძის სახით (ძალიან
მცირე გამონაკლისის გარდა: urbar,
urtümlich)
სიტყვაწარმოებითი და ფლექსიური
აფიქსები
† ფლექსიური აფიქსების ფუძეზე დართვით
ვიღებთ ახალ სიტყვა–ფორმას (სინტაქსურ
სიტყვას), სიტყვაწარმოებითი აფიქსების
ფუძეზე დართვით კი – ახალ ლექსიკურ
ერთეულს.
† ფლექსიური აფიქსები სიტყვის ლექსიკურ
(აღწერით) მნიშვნელობას არ ცვლიან,
ფლექსიური აფიქსების მეშვეობით კი სიტყვის
მნიშვნელობის მოდიფიკაცია ხდება.
მაერთი ელემენტები (Fuge)
მაერთი ელემენტები ძირითადი მახასიათებლები:
† ისინი ყოველთვის მოთავსებული არიან
წარმოებული სიტყვის შუაში, მორფემათა
შესაყარზე.
† არ გააჩნიათ რაიმე ცნებითი ან გრამატიკული
მნიშვნელობა.
† მაერთების ფუნქცია იმით ამოიწურება, რომ
ისინი ხაზს უსვამენ რთული სიტყვის უწოდებენ.
† მაერთს გააჩნია ასევე სიტყვათგანმასხვავებელი
ფუნქცია, მაგ. შდრ. Landsmann –
‘თანამემამულე’ და Landmann – ‘გლეხი’.
მაერთი ელემენტები გერმანულში
გერმანულ ენაში შემდეგი მაერთი ელემენტები გვხვდება: -e-, -
s-, -es-, -n-, -en-, -er-, ძალიან იშვიათად ასევე -t-, -i-ც
(სიტყვებში Bräutigam, Fahrt).
გერმანულში რთული სიტყვის ლექსიკური მთლიანობის
სიგნალიზება ხდება ასევე (e ან en) ბგერის/ბგერების
ამოვარდნის მეშვეობითაც: Endkampf, Sprachwissenschaft,
Kästchen.
გერმანული მაერთი ელემენტები განვითარდნენ ნათესაობითი
ბრუნვის ნიშნისგან des Lebens müde - lebensmüde, des
Nächsten Liebe – Nächstenliebe.
თუმცა დღეისთვის მაერთ ელემენტს ნათესაობით ბრუნვასთან
არაფერი აქვს საერთო, ამაზე მეტყველებენ თუნდაც ის
სიტყვაწარმოებითი კონსტრუქციები, სადაც ‘–s’ მაერთი
მდედრობითი სქესის სახელებსაც დაერთვის, მაგ.
Hilfsbereitschaft, Arbeitsamt. (გენიტივში გვაქვს der Hilfe,
der Arbeit).
8.3.2 ბმულობის ხარისხი
† თავისუფალი მორფემა: თავისუფალია მორფემა, თუ ის
დამოუკიდებელი სიტყვის სახითაც შეიძლება შეგვხვდეს
(‚schön’, ‚hand’, ‚frei’).
† ბმული მორფემები: ბმულია მორფემა, თუ ის მხოლოდ
სხვა მორფემასთან კომბინაციით იღებს სიტყვის სტატუსს
(Sitzung, Verzehr). სხვა მორფემასთან კომბინაციით
იღებს სიტყვის სტატუსს (Sitzung, Verzehr). ბმული
მორფემები ჩვეულებრივად მხოლოდ აფიქსები და მაერთი
ელემენტები არიან, ხოლო თავისუფალი მორფემები -
საბაზისო მორფემები. მცირე გამონაკლისი: ნასესხებ
მორფემათა მნიშვნელოვანი ნაწილი (‘soph’ სიტყვაში
Philosoph, ‘hard’ სიტყვაში Hardrock ან ‘boy’ სიტყვაში
Playboy და მსგ.
8.3.3 ადგილმდებარეობა
ადიტიური მორფემები:

† პრეფიქსები, რომლებიც ძირეულ მორფემებს


დაერთვიან [გრაფიკულად] მარცხნიდან
(verzehren);
† ინფიქსები, რომლებიც გვხვდება ძირეული
მორფემების შესაყარზე (Hilfskraft);
† სუფიქსები, რომლებიც ძირეულ მორფემებს
დაერთვიან მარჯვნიდან (Sitzung);
† ცირკუმფიქსები, რომლებიც ძირეულ მორფემებს
დაერთვიან (Gedränge, Beamte) ორივე მხრიდან .
8.3.4 რეპროდუქციის უნარი
რეპროდუქციის უნარი გულისხმობს მორფემის
თვისებას, შეგვხდეს სხვადასხვა კომბინაციაში.
(Kopftuch, Kopfschmerzen,
Kopfzerbrechen, Tischler Schwindler,
Übergewichtler.
ის არ ახასიათებს მხოლოდ ე.წ უნიკალური
მორფემებს, რომლებიც მხოლოდ ერთ
კომბინაციაში გვხვდებიან, მაგალითად,
მორფემები ‘brom´ და ‘him’ გვხდებიან
მხოლოდ სიტყვებში Brombeere და
Himbeere.
8.4 წარმოებული სიტყვის
სინტაქსური სტრუქტურა
წინადადადების მსგავსად წარმოებული სიტყვის
ანალიზიც სხვადასხვა იერარქიულ საფეხურზე
ხორციელდება. ცალკეული მორფემები მხოლოდ
ანალიზის ბოლო საფეხურზე გამოიყოფა, თავდაპირველად
კი გამოვყოფთ ე.წ. უშუალო შემადგენლებს (გერმ.
Unmittelbare Konstituente – UK), რომელიც შეიძლება
მოიცავდეს როგორც ცალკეულ მორფემას ასევე მორფემათა
ჯგუფს. (მაგ. სიტყვაში Umweltschutz უშუალო
შემადგენლებია ´Umwelt´ და ‘Schutz’, აქედან მხოლოდ
მეორე UK არის ერთი მორფემით წარმოდგენილი,
პირველი ორ მორფემას ‘um’ და ‘welt’–ს აერთიანებს).
წარმოებული სიტყვის “Stimmengleichheit” სინტაქსური
ანალიზი
ნაწარმოები სიტყვის ბინარულობა
თითქმის ნებისმიერი სიტყვაწარმოებითი
კონსტრუქცია ბინარული ხასიათისაა: ის ორ
უშუალო შემადგენელს მოიცავს. ისეთი
რთული კონსტრუქციაც კი, როგორიცაა
Landgeschwindigkeitsrekordbrecherpreis,
მარტო ორ უშუალო შემადგენელს მოიცავს
(Land…brecher და preis).
გამონაკლისს ქმნიან სინტაქსური
კომპოზიტები, როგორიცაა Tunichtgut,
Vergissmeinnicht და ა.შ., ასევე შემოკლებები
FAZ, AG და მსგ.)
რთული სიტყვის “თავი” და “ბირთვი”
რთულ სიტყვაში ინფორმაცია გრამატიკული
კატეგორიის შესახებ მხოლოდ ერთ–ერთი (გერმანულში
ყოველთვის მეორე) კომპონენტით არის
წარმოდგენილი: შდრ. Hochhaus [არს. [ზედს. Hoch]
[არს. haus]] და [ზედს. [არს. haus] [ზედს. hoch]].
გრამატიკული მნიშვნელობის მატარებელ უშუალო
შემადგენელს რთული სიტყვის “თავს“ უწოდებენ
(„Kopf“, Head“).
„თავი“ შეიძლება ძირითად სემანტიკურ ინფორმაციასაც
მოიცავდეს, მაგ. სიტყვის Hochhaus რეფერენტი
განსაზღვრულია მეორე კომპონენტით haus, პირველი
კომპონენტი მხოლოდ აზუსტებს ნაწარმოები სიტყვის
მნიშვნელობას (Hochhaus კატეგორიის HAUS ერთ–
ერთი ტიპია.) ძირითადი სემანტიკური მნიშვნელობის
მატარებელ კომპონენტს რთული სიტყვის ბირთვს
უწოდებენ (”Kern“, „Nukleus“)´.
8.5 წარმოებული სიტყვის სემანტიკური
სტრუქტურა: კომპოზიციურობის პრინციპი
წარმოებული სიტყვის სემანტიკური
ინტერპრეტაცია წინადადების მსგავსად
ძირითადად კომპოზიციურობის პრინციპის
საფუძველზე ხორციელდება:

კომპოზიციურობის პრინციპი გულისხმობს,


რომ კომპლექსური ენობრივი ერთეულის
მნიშვნელობა მიიღება მისი შემადგენელი
ელემენტების მნიშვნელობისა და მათი
ურთიერთმიმართების მნიშვნელობის
კომბინაციის საფუძველზე.
კომპოზიციურობის პრინციპი და
სიტყვაწარმოება
შდრ.
† Schichtarbeit – ‘Arbeit in Schichten’ –
‘ცვლაში მუშაობა’
† Schieferdach – ‘Dach, das mit
Schieferplatten bedeckt ist’ -
შიფერის/შიფერით გადახურული
† breitschultrig – ‘breite Schultern habend’ –
‘ბეჭებგანიერი’, ‘განიერი ბეჭების მქონე’
† schlampig – ‚in der Art von der Schlampe’ –
‘მოუწესრიგებელი’ სიტყვასიტყვით ‘ისეთი
როგორც მოუწესრიგებელი ადამიანია’
წარმოებული სიტყვები იდიომატიზაციის
ხარისხის მიხედვით:

† სრულად მოტივირებული რთული


სიტყვები (Hochhaus, Lehrer),
† ნაწილობრივ მოტივირებული რთული
სიტყვები (Tischler, რადგან ამ სიტყვის
მეორე კომპონენტს მნიშვნელობა
შეცვლილი არ აქვს)
† იდიომატიზებული რთული სიტყვები
(Eigenbrödller, Buchhalter)

You might also like