You are on page 1of 1

ნიკა ივანიშვილმა საბურთალოს მოსახლეობას თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ეზეკ ინწკირველი წარუდგინა

პოლიტიკური გაერთიანება "სახალხო დემოკრატების" ლიდერმა ნიკა ივანიშვილმა საბურთალოს მოსახლეობას თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ეზეკ ინწკირველი წარუდგინა. როგორც საბურთალოს მოსახლეობასთან შეხვედრისას თბილისის მერობის კანდიდატმა განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ ეზეკ ინწკირველის კანდიდატურა მოსახლეობის მხარდაჭერას ჰპოვებს, რადგან "სწორედ ასეთი კაცი შესძლებს საბურთალოს მოსახლეობის ინტერესების დაცვას და პრობლემების გადაჭრას". "ეზეკი არის გამოცდილი პიროვნება, განათლებული ადამიანი და უბრალოდ კეთილშობილი კაცი. მინდა, აღვნიშნო, რომ ეზეკ ინწკირველი ასევე გამოცდილი მენეჯერია, დიდი გამოცდილება აქვს საქმიანობისა როგორც ბიზნესში, ისე სახელმწიფო სტრუქტურაში",- განმარტა ივანიშვილმა. თავად ინწკირველმა საბურთალოს მოსახლეობას დაპირება მისცა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში "საბურთალოს მოსახლეობის ხმა თბილისის საკრებულოში ყველაზე მაღალი იქნება". აღსანიშნავია, ეზეკ ინწკირველი იყო მეწარმე, საფეხბურთო კლუბ "ამერის" პრეზიდენტი, მუშაობდა ასევე სახელმწიფო კანცელარიაში სახელმწიფო მრჩევლა

You might also like