You are on page 1of 1

ნიკა ივანიშვილმა საბურთალოს საარჩევნო ოლქშიი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

`სახალხო დემოკრატებმა“ თბილისში, საბურთალოს საარჩევნო ოლქში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინეს. ნიკა ივანიშვილის პარტიიდან აღნიშნულ ოლქში ეზიკ ინწკირველი იბრძოლებს. ინწკირველი დედაქალაქის და საბურთალოს მოსახლეობას, გამარჯვების შემთხვევაში, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განხორციელებას ჰპირდება. ის სოციალური დახმარების გაზრდას გეგმავს, სამედიცინო მომსახურებასაც უფრო ხელმისაწვდომს გახდის. „ვფიქრობ, რომ ეზიკი ის ადამიანია, რომელიც ამ რაიონის მოსახლეობის ყველა პრობლემას გადაჭრის და აღნიშნულ ოლქს საკრებულოში ღირსეულად წარადგენს“, _ განაცხადა ეზიკ ინწკირველის წარდგენისას „სახალხო დემოკრატების“ ლიდერმა ნიკა ივანიშვილმა.

You might also like